1987 წელს რეიგანმა და გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს ისტორიულ დოკუმენტს რომლის მიხედვითაც ორი სახელმწიფო შეთნხმდა 500-დან 1000კმ-მდე წვდომის მქონე ატომური შეიარაღების გამოუყენებლობა-განადგურებაზე
1991 წლისთვის 2692 რაკეტა განადგურდა რასაც მოყვა 10 წლიანი გადამოწმება-ინსპექციები
2018 წლის 20 ოქტომბერს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა რომ ამერიკის ხელშეკრულებიდან გამოყვანა სურს თუმცა ამგვარი ხელშეკრულების გაუქმება კონგრესის გარეშე პეზიდენტს გაუძნელდება
ტრამპის მტკიცებით რუსები ხელშეკრულებას უკვე წლებია არღვევენ და ახალ საშუალო წვდომის ატმოურ რაკეტებს აწარმოებენ ბრალდება რომელსაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს
რუსეთის განცხადებით ამერიკის მთავრობის "შანტაჟი" და ხელშეკრულების გაუქმების იდეა საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას
რუსეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა რომ ამერიკის მიერ ხელშეკრულების გაუქმება "კაცობრიობას ატომური შეიარაღების ქაოსის წინაშე დააყენებს"
ბრიტანელების განცხადებით ბრიტანეთი ამერიკის გვერდით დგას და მხარს უჭერს ამ ნაბიჯს და მოუწოდებს რუსეთს "საკუთარი სახლი დაალაგონ"
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებIთ ტრამპის ეს განცხადება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროპისთვის თუმცა აღნიშნა რომ რუსეთს არ გაუქარწყლებია ის ეჭვები რომ რუსეთი ხელშეკრულებას არღვევს
კრემლს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია თუმცა ტრამპის მრჩეველი ეროვნულ უსაფრთხოების დარგში ჯონ ბოლტონი სამშაბათს პირადად ჩადის მოსკოვში მაღალი რანგის შეხვედრების გასამართად
ტრამპა ასევე მინიშნება გააკეთა იმაზე რომ შესაძლოა ხელშეკრულება გადაიხედოს და ახალი ხელშეკრულება დაიდოს რომელზეც ჩინეთიც მოაწერს ხელს
ტრამპის განცხადებით:
"ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ შეიარაღების წარმოება და შევწყვიტოთ მხოლოდ მაშინ თუ რუსეთი და ჩინეთი მოვიდა ჩვენთან და გვითხრეს მოდით იცი რა მართლა ცოტა ჭკვიანურად შევხედოთ საკითხს და მართლა ყველამ შევწყვიტოთ ამ შეიარაღების წარმოება მაგრამ თუ რუსეთი მაინც აწარმოებს და ჩინეთიც აწარმოებს ჩვენ რატო უნდა დავიცვათ ეს ხელშეკრულება?"
https://www.cnn.com/2018/10/20/politics/don...ssia/index.htmlჩინეთიც თუ დაითანხმა ახალ ხელშეკრულებაზე მართლა შეიძლება მისცენ ამ უდღეურს ნობელის მშვიდობის პრემია
თუმცა ნობელის პრემიამდე ჯერ რუსეთს უნდა აღიარებინონ რომ მართლა აწყობენ ამ რაკეტებს
მერე კიდე შერცხვენილმა რუსეთმა ახალ ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი თან ჩინეთთან ერთად
ამაზე რეალური ისაა რომ ტრამპი ისტორიაში შევიდეს როგორც ამერიკის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი რომელმაც დედამიწა განადგურების პირას თავის თავზე ზედმეტი წარმოდგენების ილუზიით მიიყვანა
This post has been edited by ტროლოლო on 22 Oct 2018, 02:16