მოკლედ ესეთი პრობლემა მაქვს, ზოგადად სულ ვიხდიდი რაც გამომქონდა დაურღვევლად და ზაფხულის მერე გამიჭირდა, დამიგროვდა 6-7 მიკრო , ეხლა 4 დამრჩა ნელ-ნელა ვფარავ. ამ თვეების პერიოდში აი ბოდიში და შემცეს მართლა. ეხლა moneyman-ის ჯერი მოვიდა, ვერ გადავუხადე , იმიტომ რომ სხვა დავფარე უფრო ნაკლები სადაც მქონდა გადასახდელი, გადაცდა ალბათ 15 დღე, თანხა 300 ლარით მოუმატეს და ყველაზე მთავარი, სახლში მირეკავენ ქალაქის ნომრიდან და ავტომოპასუხე თუ რაღაც ჩანაწერი აძლევს ნებისმიერ ადამიანს ინფოს, ნუ ვინც ყურმილს აიღებს. აქედან გამომდინარე გაიგეს სახლში, ვიცი რომ არ შეუძლიათ მსგავსი რამ, გუშინ მესამედ მივწერე ნუ რეკავთ თქო თორე საერთოდ არ გადავიხდი თქო, სამივეჯერ მეუბნებიან რო აუქმებენ მაგრამ ხან რამდენიმე დღეში ისევ რეკავენ, ხან მეორე დღესვე. რა შემიძლია გავაკეთო იქნებ მირჩიოთ რამე
სამართალშიც გავხსენი ანალოგიური თემა, უბრლაოდ ინფო მინდა მივიღო იქნებ დამეხმაროთ