მე მომივიდა მაილზე წერილი
აი ასეთი შინააარსის --->
ძვირფასო სტუდენტებო,
მოგმართავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (IშEთ). თქვენი, როგორც ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტების, საკონტაქტო ინფორმაცია მოგვაწოდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ბ-ნმა ჯამლეტ ჯანჯღავამ.
აღნიშნული სკოლა შეიქმნა 2 წლის წინ მსოფლიო ბანკის ინიციატივით და რამდენიმე საერთაშორისო დონორის ფინანსური დახმარებით. იგი წარმოადგენს ორწლიან სამაგისტრო პროგრამას ეკონომიკაში, რომელიც ისწავლება ინგლისურ ენაზე, ვინაიდან ლექტორთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩამოდის ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებიდან.
ამჟამად სკოლაში მიმდინარეობს საბუთების მიღების პროცესი (30 აპრილამდე). გეპატიჟებით ყველას, ვისაც სურს შეისწავლოს ეკონომიკა, გაეცნოს ეკონომიკური მეცნიერების უახლეს მიღწევებს და იცის ინგლისური. ფაქტობრივად, ქართველ სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ თანამედროვე განათლება ეკონომიკის დარგში საქართველოდან გასვლის გარეშე.
გასაგებია, იმისათვის, რომ გააკეთოთ არჩევანი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სასარგებლოდ, საჭიროა ფლობდეთ ინფორმაციას ამ სკოლის თაობაზე – თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს ვებ-გვერდზე წწწ.ისეტ.გე სკოლა მდებარეობს ზანდუკელის ქ. #16 (რუსთაველის მაკდონალდსის ზემოთ), ნებისმიერ სამუშაო დღეს შეგიძლიათ მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია სასწავლო პროგრამებზე, პედაგოგებზე, სტუდენტებზე, სწავლის პირობებზე, ა.შ.
გვინდა მოგიწვიოთ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ბიბლიოთეკის გახსნაზე, რომელიც ჩატარდება შაბათს, 1 მარტს, 3 საათზე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ამერიკიდან ჩამოსული სტუმრები.
მოხარული ვიქნებით, თუ შემოგვიერთდებით. თქვენ გექნებათ საშუალება გაეცნოთ სკოლას და საკუთარი წარმოდგენა შეიქმნათ მასზე.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ შეტყობინება შაბათის, 1 მარტის ჩათვლით, დღის 12 საათამდე მაია სურგულაძესთან მ.სურგულადზე@ისეტ.გე
პატივისცემით,
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ადმინისტრაცია
------------------------------------------------------------------
ცოდვა გამხელილი ჯობსო და არ ვყოფილვარ ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტი
ხოდა რას მირჩევთ?
დავინტერესდე ამ სამაგისტრო პროგრამით?