#50659561 · 29 May 2017, 21:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით. ამას წინათ პატრულმა გამაჩერა და დამიდგინა 0.348 ალკოჰოლის დონე სისხლში. 3 წუთით ადრე დალეული მქონდა დაახლოებით 50 მგ არაყი. ტესტი ჩამიტარეს ორი სხვადასხვა ინსტრუმენტით. პირველმა როგორც მახსოვს აჩვენა 0.228, მეორემ კი - 0.348. ლიმიტი როგორც ვიცი არის 0.300. ტესტის ამონაბეჭდზე ნაჩვენებია, რომ ინსტრუმენტის კალიბრაცია ბოლოს მოხდა 2014 წლის დეკემბერში. მოვითხოვე პატრულის მკერდის კამერის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გადმომცეს. ჩანაწერი არასრულია და წყდება მაშინ როცა პატრულს უნდა ეთქვა პირველი ტესტის შედეგი. მანამდე კი მეუბნება მეორე ტესტის შედეგს - 0.348-ს.
თუ იცით ვინმემ ალკო ტესტის ინსტრუმენტს რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაუკეთდეს კალიბრაცია სიზუსტეზე? აქვს თუ არა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გადმომცეს არასრული ჩანაწერი? პატრულის ოფიცერს ჩატარებული უნდა ჰქონდეს თუ არა ინსტრუქცია და იყოს სერტიფიცირებული ტესტის ჩატარებისთვის? უნდა შემკითხვოდა თუ არა პოლიცია რამდენი ხნის წინ მივიღე ალკოჰოლი? სხვა ქვეყნებში პოლიცია ყოველთვის გეკითხება როდის მიიღე ალკოჰოლი და თუ 15-20 წუთი არ არის გასული, მაშინ უნდა დაგელოდოს 15-20 წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაატაროს ტესტი. ახალ დალეულზე პირის ღრუში და საყლაპავ მილში რჩება ალკოჰოლი, რომელიც ემატება ამონასუნთქ ჰაერს. გარდა ამისა კალიბრაცია ინსტრუმენტს უტარდებათ გაცილებით ხშირად და ინსტრუმენტის სიზუსტე არ უნდა სცდებოდეს 0.01%-ს. თუ არსებობს ანალოგიური რეგულაციები საქართველოში?
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას
|