Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > ცივი ომი


Posted by: RedShark 13 Jun 2021, 22:11
მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი პერიოდი თითქმის ყველა მიმართულებით სამხედრო-დოქტრინულ-ტექნიკურ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და სოციო-კულტურულ სფეროებში.

ეს არის თემა, რომელსაც ძალიან ხშირად ვეხებით პირადაპირ თუ ირიბად, არამარტო არსენალის განყოფილებაში და არამარტო ფორუმზე... ამიტომ მგონია რომ საინტერესო იქნება მისი ცალკე თემად განხილვა... ვიხილავთ აბსოლუტურად ყველაფერს რაც ამ ეპოქას ეხება/რაც ამ ეპოქამ მოიტანა.. სხვადასხვა ისტორიულ პერიპეტიებს, ტექნიკას და ა.შ..


ეტიმოლოგია

ტერმინი "ცივი ომი" პირველად გამოიყენა მწერალმა ჯორჯ ორუელმა 1945 წლის 19 ოქტომბერს, ყოველკვირეულ ბრიტანულ გამოცემა "ტრიბუნში", სტატიაში "შენ და ატომური ბომბი". ორუელის აზრით ატომური იარაღის აღმოჩენა სხვა (აშშ-ს გარდა) ქვეყნების ხელში გამოიწვევდა რამდენიმე მონსტრი ზესახელმწიფოს ჩამოყალიბებას, რომლებიც ამ პოტენციალის მქონე იარაღის ფლობის გამო, რომელსაც წამებში შეუძლია მილიონობით ადამიანის განადგურება, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაინაწილებდნენ მსოფლიოს ერთმანეთს შორის. ორუელის თანახმად ეს ზესახელმწიფოები გააფორმებდნენ ჩუმ შეთანხმებას ატომური იარაღის ერთმანეთთან გამოუყენებლობის შესახებ; რჩებოდნენ რა არც მოგებულ არც წაგებულ მდგომარეობაში, ისინი იქნებოდნენ მუდმივ "ცივი ომში" ერთმანეთს შორის. მისი აზრით სიტუაციის ასეთი განვითარება ბოლოს მოუღებდა ფართომასშტაბურ ომებს და დაამკვიდრებდა "უსასრულო მშვიდობას, რომელიც მთლად მშვიდობა არ არის".

1946 წლის მარტში ორუელი "ობსერვერში" წერდა, რომ მოსკოვის 1945 წლის დეკემბრის კონფერენციის მერე რუსეთმა დაიწყო "ცივი ომის" წარმოება ბრიტანეთის და ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ.

ოფიციალურ გარემოებაში ეს ტერმინი პირველად 1947 წლის 16 აპრილს გამოიყენა ბერნარდ ბარუქმა, აშშ-ს პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის მრჩეველმა, სამხრეთ კაროლინას წარმომადგენელთა პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.


ზოგადი განმარტება

ცივი ომი - გლობალური გეოპოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება 1947 - 1990 წლებში სახელმწიფოთა ორ ბლოკს შორის, რომელთა ცენტრებსაც წარმოადგენდა აშშ და სსრკ. ეს დაპირისპირება არ იყო საერთაშორისო სამართლებრივი გაგებით ომი. დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო იდეოლოგიური ბრძოლა - ეს არის ბრძოლა სსრკ-სა და შეერთებულ შტატებს შორის მსოფლიო საზოგადოების აზროვნებაში დომინანტი პოზიციის მისაღწევად.


მცირე ისტორია

ომის დასრულებისას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე საბჭოთა კონტროლის დამყარების და განსაკუთრებით პოლონეთში პროსაბჭოთა მთავრობის დასმის შემდეგ (რომელიც ბრიტანეთში ემიგრირებული პოლონეთის მთავრობის საპირწონეს წარმოადგენდა), აშშ-ს და ბრიტანეთის მმართველ წრეებში სსრკ-ს როგორც დასავლეთის მიმართ საფრთხის აღქმა გაიზარდა.

1947 წლის 12 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა განაცხადა, რომ აპირებს საბერძნეთს და თურქეთს გაუწიოს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ამავე დროს, მან ჩამოაყალიბა აშშ-ს პოლიტიკის ამოცანები, რომელებიც მიზნად ისახავდა დახმარებას ”თავისუფალი ხალხის მიმართ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მათ ქვეყნებში არსებულ ძალაუფლებისთვის მებრძოლ შეიარაღებულ უმცერესობებს და მათ საგარეო მხარდამჭერებს". ამას გარდა, ტრუმენმა აშშ-ს და სსრკ-ს შორის დაწყებული მეტოქეობა განსაზღვრა, როგორც კონფლიქტი დემოკრატიასა და ტოტალიტარიზმს შორის. ასე დაიწყო სსრკ-სა და შეერთებულ შტატებს შორის გადასვლა ომისდროინდელი მოკავშირეობიდან ომისშემდგომი დპირისპირებისკენ.

1948 წლისთვის ამერიკული ჯარების რაოდენობა გერმანიაში შეადგენდა 140 000 ადამიანს. ამავე დროს აშშ-ს დაზვერვის შეფასებით 1948 წლის სექტემბერში, საბჭოთა ჯარების რაოდენობა გერმანიაში და პოლონეთში შეადგენდა 485 000 ადამიანს, ხოლო საბჭოთა ჯარების საერთო რაოდენობა ევროპაში შეადგენდა 1 785 000 ადამიანს.

1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა NATO, ხოლო 1954 წლის ოქტომბერში DDR (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) მიიღეს ნატოში და დასავლეთევროპულ კავშირში, რომელშიც შედიოდნენ დასავლეთევროპის ყველა და ნაწილობრივ ცენტრალური ევროპის ქვეყნები. ამ ნაბიჯმა გამოიწვია სსრკ-ს მკვეთრად ნეგატიური რეაქცია, რამაც დაძაბულობა გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის სსრკ-ს უკვე გააჩნდა ბირთვული პოტენციალი, აშშ გაცილებით წინ იყო როგორც ბირთვული მუხტების რაოდენობით ისე მათი მატარებელი ბომბდამშენების რაოდენობით. ამ პერიოდში ომის შემთხვევაში ამერიკას პრაქტიკულად შეეძლო მრავლაჯერადი ძლიერი ბირთვული დარტყმების მიყენება საბჭოეთისთვის.. რომელზე საპასუხოდაც ეს უკანასკნელი არ იყო მზად დაახლოებით 15 წლის განმავლობაში...

აქვე სოლონინის საინტერესო ვიდეო:



ნაკურთხია up.gif

Posted by: zindiosama 14 Jun 2021, 11:55
RedShark
QUOTE
ტერმინი "ცივი ომი" პირველად გამოიყენა მწერალმა ჯორჯ ორუელმა

ეგ ორუელს ეგონა რომ პირველმა თვითონ გამოიყენა თორე ისე ეგ ტერმინი პირველად შუა საუკუნეების ესპანეთში გაჩნდა. La guerra fria მაშინ ესპანელებსა და მავრებს შორის დამოკიდებულებას აღნიშნავდა yes.gif

პ.ს. - და ისე ადრე გახსნილი მქონდა ცივი ომის თემა მარა ჩამიძირეს რატომღაც. არ განვითარდა.

Posted by: RedShark 14 Jun 2021, 21:11
საბჭოთა ატომური ბომბის РДС-2 (40 კილოტონიანი) - ს გამოცდა სამხედრო ტექნიკაზე, ინფრასტრუქტურაზე, ცხოველებზე, საკუთარ ჯარზე და მოსახლეობაზე.
ტოცკის აფეთქება. 1954 წლის 14 სექტემბერი.



После распада СССР учения критиковались за радиоактивное облучение 45 000 военнослужащих ВС СССР и 10 000 местных жителей, а также недостаточное информирование личного состава и населения о действии и мерах защиты от радиации, что повлекло резкое повышение случаев злокачественных опухолей и заболеваний крови среди участников испытаний, хромосомных мутаций, пороков развития и детской смертности среди местного населения

Posted by: RedShark 15 Jun 2021, 23:16
Р1 - ის (V2 - ის საბჭოთა კლონები) გამოცდები. 1948




Posted by: RedShark 18 Jun 2021, 18:05


M16 - ის (M16A1) კინო ინსტრუქცია. კარგად ჩანს რამდენი და რამხელა ნაკლოვანებები ჰქონდა AR15 - ებს თავიდან.


Posted by: RedShark 22 Jun 2021, 23:02

--


Posted by: RedShark 25 Jun 2021, 01:58

--


Posted by: zindiosama 26 Jun 2021, 11:38
Сериал «Холодная война»
ტელეკანალ ზვეზდა



Posted by: RedShark 28 Jun 2021, 23:17

--
* * *

--

Posted by: RedShark 1 Jul 2021, 22:30


პირველი საბჭოთა ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის К-5 (იგივე РС-1У) დისტანციური მართვის ლამპებიანი რადიომიმღები )))
შექმილია 1952 წელს. რაკეტა იმართებოდა რადიოკომანდებით, მის მატარებელ თვითმფრინავებს სპეციალურ მოდიფიკაციებს უტარებდნენ (ძირითადი მოდიფიკაცია РП-2У "Изумруд-2" რადარით აღჭურვა იყო). პირველი ასეთი მოდიფიცირებული თვითმფრინავი - МИГ-17ПФУ, შემდეგ МИГ-19СМ-2М და ЯК-25 -ებზეც დააყენეს. სროლის მაქს. მანძილი 10 კმ.

მთლიანად რაკეტა ასე გამოიყურება:

user posted image


Posted by: INKVISITOR 6 Jul 2021, 21:42
RedShark
QUOTE
პირველი საბჭოთა ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის К-5 (იგივე РС-1У) დისტანციური მართვის ლამპებიანი რადიომიმღები )))

ისე, ერთი რამ გამიკვირდა.
ის, რომ მილაკებზეა, ეგ არ არის გასაკვირი, რადგან ჯერ ერთი 1952 წელია და მეორე რომ სსრკ საკმაოდ ჩამორჩებოდა რადიოელექტრონიკის (და კერძოდ ნახევრადგამტარების) სფეროში.
გასაკვირია ის, რომ გამოყენებულია "პ" სერიის მილაკები, როცა ამ დროს სსრკ-ში უკვე იყო "ბ" სერიის მინიატიურული (ნახევარი სიგარეტის ტოლა) მილაკები - სპეციალურად ამ მიზნებისთვის გამოგონებული.

Posted by: RedShark 7 Jul 2021, 01:57
QUOTE (INKVISITOR)
ისე, ერთი რამ გამიკვირდა.
ის, რომ მილაკებზეა, ეგ არ არის გასაკვირი, რადგან ჯერ ერთი 1952 წელია და მეორე რომ სსრკ საკმაოდ ჩამორჩებოდა რადიოელექტრონიკის (და კერძოდ ნახევრადგამტარების) სფეროში.
გასაკვირია ის, რომ გამოყენებულია "პ" სერიის მილაკები, როცა ამ დროს სსრკ-ში უკვე იყო "ბ" სერიის მინიატიურული (ნახევარი სიგარეტის ტოლა) მილაკები - სპეციალურად ამ მიზნებისთვის გამოგონებული.

ალბათ "Б" სერიის მილაკების პარამეტრები არ იყო ამ ამოცანებისთვის საკმარისი.

მაგალითად ერთ-ერთი მთავარი - მახასიათებლის დახრილობა მა/ვ - ში:
1Ж18Б - 0.55
1Ж17Б - 0.85
1Ж29Б - 0.95
1Ж24Б - 0.48
და ა.შ... ჰა და ჰა ერთ მილიამპერამდე.. ანუ ეს ლამპები საკმაოდ სუსტად აძლიერებს.

რაკეტას კიდევ საიმედო კავშირი სჭირდება.

"П" სერიას გაცილებით დიდი აქვს ეს პარამეტრი, მაგ: 6Ж5П - 9

Posted by: INKVISITOR 7 Jul 2021, 13:10
RedShark
QUOTE
ალბათ "Б" სერიის მილაკების პარამეტრები არ იყო ამ ამოცანებისთვის საკმარისი.

კი, მათ უფრო პატარა აქვთ მახასიათებლის დახრილობა, მაგრამ არამგონია, რომ ეგ არის მიზეზი, რადგან შეიძლება სხვადასხვა სქემატექნიკური გადაწყვეტილებებით მოარგო ამ ამოცანას. თან, სხვა დანარჩენი პარამეტრებით ჯობნიან.
უფრო ის მგონია, რომ 1952-ში ჯერ არ იყო ასე "კონვეიერზე დაყენებული" ის პატარა მილაკები.
კერძოდ რაც ვიდეოშია, ეგ თავაკი პირადად არ მაქვს ნანახი, მაგრამ რამდენიმე სხვა თავაკებში უკვე ის პატარები იდგა.
QUOTE
1Ж18Б - 0.55
1Ж17Б - 0.85
1Ж29Б - 0.95
1Ж24Б - 0.48

ეგენი რაკეტებისთვის არ არიან, "რიგითი" სამხედრო აპარატურისთვისაა.
რაკეტებისთვის არის 1Ж36Б (2 მა აქვს დახრილობა, ოღონდ ზემოთა ტიპებისგან განსხვავებით ძალიან პატარა ხანს მუშაობს - რაც რაკეტისთვის საკმარისია, ანუ რაკეტა უფრო მალე მიაღწევს მიზანს და აფეთქდება, ვიდრე მილაკი გაფუჭდება).


Posted by: RedShark 7 Jul 2021, 13:36
QUOTE (INKVISITOR)
კი, მათ უფრო პატარა აქვთ მახასიათებლის დახრილობა, მაგრამ არამგონია, რომ ეგ არის მიზეზი, რადგან შეიძლება სხვადასხვა სქემატექნიკური გადაწყვეტილებებით მოარგო ამ ამოცანას. თან, სხვა დანარჩენი პარამეტრებით ჯობნიან.
უფრო ის მგონია, რომ 1952-ში ჯერ არ იყო ასე "კონვეიერზე დაყენებული" ის პატარა მილაკები.
კერძოდ რაც ვიდეოშია, ეგ თავაკი პირადად არ მაქვს ნანახი, მაგრამ რამდენიმე სხვა თავაკებში უკვე ის პატარები იდგა.

კი, ეგეც შეიძლება.. ან არ ჰქონდათ მას. წარმოებაში, ან რაც ჰქონდათ არ იყო დამაკმაყოფილებელი... იგივე ძალიან პატარა დახრილობის შემთხვევაში უფრო მეტი ლამპების გამოყენება და სქემის გართულება გახდება საჭირო. შეიძლება ამასაც აერიდნენ..


Posted by: RedShark 8 Jul 2021, 19:12

--

Posted by: RedShark 11 Jul 2021, 01:09

--


Posted by: RedShark 19 Jul 2021, 12:01

--

Posted by: RedShark 20 Jul 2021, 18:40

--

Posted by: RedShark 23 Jul 2021, 07:27


F4 Phantom - ის ავიონიკის გული - ფრენის ელექტრომექანიკური ანალოგური კომპიუტრი.
ელექტროობას აქ დამხმარე როლი აქვს, გამოთვლები სრულდებოდა მთლიანად მექანიკურად - კბილანებით :დ


Posted by: RedShark 26 Jul 2021, 23:25

--

Posted by: RedShark 27 Jul 2021, 16:43

--

Posted by: RedShark 29 Jul 2021, 23:33


chups.gif


Posted by: zindiosama 7 Aug 2021, 18:58
Rolling Thunder, самая долгая бомбардировочная операция в истории. Всё о бомбардировках Вьетнама 2/4

Posted by: RedShark 11 Aug 2021, 16:41


alk.gif


Posted by: RedShark 11 Aug 2021, 20:59


https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A2%D1%83-128
https://en.wikipedia.org/wiki/Tupolev_Tu-28


Posted by: RedShark 12 Aug 2021, 01:56

--

Posted by: RedShark 12 Aug 2021, 02:01

--

Posted by: RedShark 13 Aug 2021, 12:48

--

* * *


https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9B%D0%B0-250
https://en.wikipedia.org/wiki/Lavochkin_La-250


* * *
QUOTE (RedShark @ 13 Aug 2021, 12:48 )

--


Posted by: RedShark 13 Aug 2021, 17:53


https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9B%D0%B0-250
https://en.wikipedia.org/wiki/Lavochkin_La-250


Posted by: RedShark 14 Aug 2021, 00:14

--

Posted by: RedShark 21 Aug 2021, 22:40

--

Posted by: RedShark 6 Sep 2021, 02:10

--

Posted by: RedShark 18 Nov 2021, 20:41
Р-353 "ПРОТОН"

user posted image




Р-354 "Шмель"

user posted image



საბჭოთა დაზვერვის ტრანსივერები 1960-1970-იან წლებში.
https://www.cryptomuseum.com/spy/r353/index.htm
https://www.cryptomuseum.com/spy/r354/index.htm


Posted by: RedShark 31 Dec 2021, 05:00
კალაშნიკოვის და სტოუნერის შეხვედრა ამერიკაში ცივი ომის შემდეგ )))
საბჭოთა კალაშა არ ჰქონდათ ამერიკელებს და ჩინური ხლამი დაახვედრეს მიშას სასროლეთზე :დ



Posted by: aizek-asimovi 14 Mar 2022, 16:58
რაც საქართველოს მმართველები ყოლია ბიძინაა ყველაზე მაგარი კაციიი

Posted by: RedShark 24 Jun 2022, 12:46



--

Posted by: Aleksandre166 12 Sep 2023, 00:40
user posted image
....

Posted by: kataxxl 12 Sep 2023, 13:08
საგიჟე იყო

კინაღამ რამოდენიმეჯერ დაღუპეს დედამაიწა ფსიქოპატმა ავადმყოფმა უკუდო მაიმუნებმა

Posted by: RedShark 24 Mar 2024, 13:36

--

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)