მოკლედ გვაქვს მაგარი პრობლემები
ჩვნი გოგო წლის და 7 თვისაა და რაღაცნაირი ბავშვია რა. სახელზე აქვს რექცია, მაგრამ თუ გართულია რეკლამებში ან რამე, შეიძლება არ მოგხედოს
არცერთ სიტყვას არ ამბობს (ფისოს ამმბობს კატის დანახვაზე და კიდე 1-2 სიტყვას)
ადრე უფრო აბმომბა რაღაცებს, რაღაც ნივთ რომ დაუსახელებდი შეხედავდახოლმე
ეხლა საერთოდ აზროვნების ნატამალს ვეღარ ვამჩნევთ
თუმცა ხმაურიანია, წეწავს უჯრებს და თავის ნივთებს, მაგრამ აალაგე, მოდი, შეწამე ან რაიმე სიტყვას რომ ეუბნები არაფერი ესმის. ან ესმის და არ აკეთებს
იმდღეს დედამისს პომადა მოპარა და ტუჩები მოიტყაპნა და ისე გაგვიხარდა, მეთქი მთლად დებილი არაა დაა რაღაც დააკვირვება აქვსტქო
სავარცხელიც თუ იპოვა ან სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები სასაცილოდ იყენებს. ცოტა ხნის წინ გაცივდა და ცხვირს თავად იხოცავდა და მერე სათამაშოებსაც მოხოცა... არადა რომ შეხედავ ისეთი აზრიანი გამოხედვა აქვს...და რატომაა ასე განუვითარებელი არ ვიცი
ერთი ტელევიზორს ვაბრალებთ. სადაც ვართ ოთახში, ბებია-ბაბუას მთელი დღე ტელევოზორი აქვს ჩართული და მაგის ბრალია ვითომ?
ვიფიქრე აუტიზმი ხომ არ ჭირს , მაგრამ თვალებში ჩვეულებრივ გიყურებს, გემაიმუნება
ადრე შევამჩნიე ხან იცის თავზე ხხელების აფარება. დილას კი აღმოვაჩინე რომ როცა შეეშინდება, მაშინ აკეთებს მასე, ან გეხუტება (მაღალ ხმაურზე, ბნელ ოთახზე), რავი ეს რამე ნიშანია თუ რა არის არ ვიცი
ეხლა მარტში ჩამოგვყავს ნევროპათოლოგთან მაგრამ მანამდე იქნება მირჩიოთ რამე. ან ვისთან ჯოაბია მიყვანა
საერთოდ დაბადებიდან ძალიან მტირალა და ნერვიული ბავშვია და ძილითაც ცუდად ეძინა ღამე ყოველთვის
საქართველო უპირველეს ყოვლისა...