აბსტრაგირებას ახდენს ობობაც, ის ყველგან არ გაავლებს აბლაბუდას, მაგალითად ერთი წიბოდან მეორემდე თუ დიდი მანძილია ის არ გაავლებს აბლაბუდას იქ, ის თვლის თვლებს შორის მანძილსაც,მას აბსტრაგირებული აქსიომატური ფორმულა აქვს რომ მანძილი თვლებს შორის არ უნდა იყოს დიდი რო გაებან ამ ბადეში მსხვერპლი, კონკრეტულად კვანძიდან კვანძამდე არ არის აუცილებელი იდენტური მანძილი იყოს მაგრამ აქვს აბსტრაგირებულად წარმოსახვით აღებული მანძილი მათ შორის და ცდილობს ამ ფარგლებში იმოქმედოს
როცა ცხოველი მოწინააღმდეგის ოდენობას ხედავს ის თვლის ფაქტია მათ და თავის შესაძლებლობებს უფარდებს და ამის მერე იღებს გადაწყვეტილებას გაიქცეს თუ იბრძოლოს
ცხოველის გონება თვლის მთავარი ამოცანის ამოსახსნელად, ესაა სიცოცხლის გადარჩენა, ის თუ ვერ იღებს მაღალ ქულებს მათემატიკაში არ ნიშნავს რომ არ იცის, რაც მის გონებას ძალუძს აკეთებს იმდენს მხოლოდ, მეტი გონებრივი შესაძლებლობა მეტი ამოცანის გადაჭრას ნიშნავს, ლოგიკა სტატისტიკა ინფორმატიკა, ასევე კავშირის დამყარება სხვადასხვა ტექნიკურ თუ არატექნიკურ საკითხებთან, ხელოვნება, ყველანაირი ურთიერთქმედება ცოცხალ ორგანიზმებს შორის ხდება ფორმულირებით, მათემატიკა უნივერსალური ენაა ყველაფერთან ერთად
როცა მათემატიკას ვახსენებთ ასოცირდება დამკვიდრებულ მათემატიკასთან, ფულის თვლასთან ალბათ და სახლის აშენებისას ნახაზებთან თუმცა ეს ის მცირე ნაწილია მხოლოდ რასაც ვიყენებთ
მათემატიკური ფორმულებით ამოხსნილა წინასწარ ბუნებაში ჯერ კიდევ მაშინ შეუსწავლელი და აღმოუჩენელი მოვლენები, მაგალითად ბნელი.მატერიის ამოცნობამდე იყო ფორმულა მათემატიკური რომელიც ვერაფერს ესადაგებოდა სამყაროდან და გავიდა დრო და მისი მექანიკაც ნაპოვნი გახდა ბუნებაში
ის წინასწარმეტყველებს მიზეზშედეგობრიობებს წინასწარ ფორმულების სახით რომელიც სტატისტიკაზე ანუ ისტორიაზე დაყრდნობით შეიქმნა
ჩვენ რომ გვქონდეს სრული სურათი ამჟამინდელი სამყაროს მოვლენებისა რომელსაც გავუკეთებთ ისევ აბსტრაგირებას, ანუ ჯგუფებს მოვუყრით ერთი გამაერთიანებლის ქვეშ მაშინ ჩვენ შევძლებთ ამოვიცნოთ მომავალი მოქმედებებიც, იდენტური მოქმედებები იძლევიან იდენტურ შედეგს, როცა კვლევისას დაფიქსირდება იდენტური მოქმედება ჩვენ გვეცოდინება უკვე მოსალოდნელი შედეგიც რომელიც მიმდინარეობს ფიზიკურ ფორმებში ანუ მექანიკაში/მოძრაობაში
თუ არასდროს დგება იდენტური მოქმედება სამყაროში და ის პირველწყაროა ეს ნიშნავს რომ ჩვენ არ გვაქვს სტატისტიკა და ვერ ამოვიცნობთ მის მომავალ მოქმედებებს, თუ ის ყოველჯერზე იმატებს ან აკლდება რაიმე ახალი კომპონენტი რომელიც ახალ რეალობას გვაძლევს ყოველჯერზე ჩვენ ვერ ამოვიცნობთ პასუხს და ისევ ვიმეორებ იმიტომ რომ არ გვექნება სტატისტიკა
ავიღოთ ესეთი მაგალითი, მე ავიღე ორი ფერი და მინდა წყლით სავსე ჭურჭელში გავაზავო ის, რა ფერს მივიღებ მეცოდინება? არა! მაგრამ მე აუცილებლად მივიღებ კონკრეტულად იმ ფერს რა პორციებითაც გავაზავებ კონკრეტული ოდენობის წყალს, ეს იქნება ფორმულა, მე ამის შესახებ არ ვიცოდი წინასწარ თუმცა ვერავინ შემედავება იმაში რომ რა ფერსაც მე ამ შემთხვევაში მივიღებ სხვა ჯერზე იგივე ექსპერიმენტი რომ ჩავატარო სხვა იქნება პასუხი, იდენტური შედეგი მოიტანს იდენტურ პასუხს რაც ფორმულაა, ეს ფორმულა იყო ისედაც სანამ ჩავატარებდი ცდას ხომ?
სამყარო თუ დაიწყო დიდი აფეთქებით და მანამდე არ იყო არაფერი(
) გამოდის იგივე მაგალითი, წყალში ჩაიყარა ორი ფერი
კონკრეტული ოდენობის კომპონენტების ერთობლიობა უნდა იყოს თუ არა წაკითხული მათთვის ვინც იცის ამ კომპონენტების ურთიერთქმედებისას შედეგი?