Ika39ახლა ვახურავთ ჩვენც და ტრენინგ გავლილი ხელოსანი ავიყვანე დაატრენინგა ჩემი ხელოსნებიც და მოკლედ თანმიმდევრობა ასეთია:
ქვემოდან ზევით:
1. კოჭები 60-80 სმ სიშორით.
2. ე,წ კატანკით კეთდება ზიგზაგები რომ დაიჭიროს ქვაბამბა
3. პირველი ფენა ტექნონიკოლის აკუსტიკი 5სმ-იანი მყარი მხარით ქვემოთ
4, მეორე ფენა როკლაითი ეგეც 5სმ -იანი მყარი მხარით ქვემოთ.
5. მერე დიფუზური მემბრანა. მემბრანასა და ქვაბამბას შორის უნდა დარჩეს 3-8 სმ
6. მერე მე გავპოლე მთლიანად - ამის შემდეგ მაგრდება წყალსაწრეტი სისტემის დამჭერები ე.წ "ჟოლობის" სამაგრები. თუ მთლიანად არ უნდა გაიპოლოს, მაშინ დიფუზურ მემბრანა ზემოთ უნდა მიმაგრდეს რეიკებით და რეიკების მერე სახურავი. გაპოლვა კაია დამატებითი თბო და ხმის იზლოცაციისთვის.
7. არჩეული მასალით გადახურვა. ჩემს შემთხვევაში პროფნასტილია, გაითვალისწინეთ, რომ მეტალოკრამიტი მუშაობს მინიმუმ 14% დახრაზე. სხვა შემთხვევაში პროფნასტილი.
8. და ბოლოს. ქვემოდან კოჭებზე აეკვრება სტეპლერით არმირებული ცელოფანი ანტიკონდენსატი.
ხო კიდევ, ხის მასალა დამუშავდა სპეციალური ანტისეპტიკით, რომ ჭია არ გაუჩნდეს.
თქვენს შემთხვევაში უკუღმა უნდა წამოხვიდეთ ზემოდან ქვემოთ, რადგანაც უკვე გადახურულია. დიფუზური მემბრანა აი როგორ დამაგრდება ცოტა საეჭვოა.
მაშინ უნდა ჩაალაგოთ 2 ფენა ქვაბამბა (არანაირი ფოლგიანი მინაბამბა და მასეთები, აუცილებლად ქვაბამბა) და პარალელურად უნდა დაამაგროთ ან ვიაზალნით ან კაპრონის ძაფით. და დაბლიდან ააკრავთ არმირებულ ცელოფანს, მონტერეი ლუქსი ზედა მემბრანას არ თვლის სხვათაშორის აუცილებლად.
https://www.youtube.com/watch?v=gEiSOKb3BCY...=ROCKWOOLRussiaწარმატებები.
This post has been edited by Tmarika on 25 Aug 2023, 10:25