ახლა ვიწყებთ
ღვინის სპირტს თუ არ ჩავთვლით ჭაჭა ჯერ არ გამოგივხდია
donmixo777თავს და კუდს როგოს საზღვრავ?
ჩემი პრაქტიკით:
თავი ვიწყებ 0,5_იან ჭურჭელში აღებას (1,2,3,) და გრადუსი და ამ 0,5_ის ავსების დროის გაანალიზებით ვარქმევ თავს
მაგ.:
თუ დაკვირვებიხარ პირველი ლიტრი 1-2 გრადუსით ნაკლებია ვიდრე მეორე ლიტრი და ოირველი ლიტრი დროშიც უფრო მეტ ხანს ანდომებს ვიდრე მეორე ლიტრი (ბინებრივია, რადგან დუღილის ტემპერატურა ნელნელა მატულობს, სანამ ოპტიმალურ ტემპერატრამდე ავა)
ამიტომ პირველ 0,5 ლტ_ს, მე-2 0,5 ლტ-ს ცალკე ვიღებ - ვზომავ და თავის დასაზღვევად ვამატებ მესამე 0,5-ს - ეს რაც შეეხება თავს
ახლა კუდები:
40-42 გრადუსზე ვწყვეტ იმ სპირტის აღებას, როემლიც "სასარგებლო პროდუქტია" და 42/40-36 მდე რასაც ვიღებ ვაბრუნებ შემდგომში გამოსახდელ ჭურჭელში - ასე 2,5 ლტ მეტი ვერ გამოდის
შესაბამისად 80 ლიტრიანი ქვაბიდან, სადაც 65/70 ლიტრზე მეტს არ ვასხამ
ვიღებ მინიმუმ 1 ლიტრს ტექნიკურ სპირტს და 2,5-3 ლიტრ ჭაჭაში ჩასატრიალებელ სპირს, ე.წ. "შუა ნაწილი" გამომდის 5-6 ლიტრი
პირველ ნახად პროდუქტს ვფილტრავ ნახშირით და მეორედ გამოხდისას გამოხდამდე ქვაბში ვასხამ ჯერ გამოსახდელი მასის 50%-ს წყალს, ამას ვამატებ მეორედ გამოსახდელ სპირტს რომელსაც იგივე წესით ვხდი (თავების დაკუდების ნაწილში, უბრალოდ აქ მოსაშორებელი რაოდენობა იკლებს) და გამოხდილს მასას კიდევ ერთხელ ვფილტრავ ნახშირზე