Fastcomet-ზე გადავედი მე ზაფხულში და კმაყოფილი ვარ. კაი საფფორთი ყავთ, გათიშვითაც არ გამთიშვია ჯერ. 2 წლით ავიღე და დაახლოებით 80$ დამიჯდა საზიარო ჰოსტინგი 25გბ. დღიურად თუ გეყოლება მაგდენი ვიზიტორი მაშინ Cloud დაგჭირდება შენ, საზიაროები მაქსიმუმ 2000-3000 თუ გაქაჩავენ დღიურად, ისიც თუ საიტი კარგადაა ოპტიმიზირებული. ჩემი კლიენტებიც გადმოყვანილი მყავს ამაზე და კმაყოფილები არიან.
Hostadvice-ზეც ტოპია მომხმარებლების შეფასებით.
აქამდე მქონია შეხება A2Hosting-თან და ცუდი არ იყო მაგრამ ისეთი რაღაცები არ ქონდა რაც მე მჭირდებოდა ამიტომ გადავედი Fastcomet-ზე.
ასევე Siteground-თან რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ბოლო დროს ძან ცუდი მიმართულება აიღეს და ბევრი ტოვებს ამ ჰოსტინგს, თუმცა ადრე ისეთი ხელსაწყოები ქონდათ სერვერზე რო საზიარო ჰოსტინგებზეც კი დაფრინავდა საიტები ისე სწრაფად იხსნებოდა.
PS. fastcomet-ის ლინკი ჩემი აფილიეტია ანუ თუ მანდ დარეგისტრირედები მე სარგებელს მივიღებ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ცუდს გირჩევ ფულის გასაკეთებლად. hostadvice-ზეც კი ხედავ როგორი რეიტინგი აქვს.