გამარჯობათ, როგორც წინა თემაში ვთქვი დავწერ პატარა მანუალს იმ მანქანებისთვის რომლებსაც აქვთ თრექშენ კონტროლი და ჩართვა გამორთვის ღილაკი არ აქვთ, საუბარია ასტრა G მოდელებზე, 1.8 , 2.0 ტურბო, 2.2 ბენზინი და 2.2 დიზელის ძრავებზე, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ თქვენს მანქანას აქვს თუ არა თრექშენ კონტროლის ფუნქცია, ამის ყველაზე მარტივი საშუალებაა რომ ვნახოთ გასაღების მეორე პოზიციაში დაყენებისას როდესაც პრიბორებზე ნათურები აინთება დაქოქვამდე უნდა ანათებდეს ესეთი ნათურა: (ფოტო 1)
დაქოქვის შემდეგ ეს ნათურაც ჩაქრება, ვისაც უნდა ამ ნათურის ანთება საჭიროების შემთხვევაში გააგრძელეთ კითხვა
ეხლა დავწერ რა არის საჭირო მისი ჩართვისათვის, რომელ მანქანასაც არ აქვს ქარხნულად დაყენებული ჩამრთველ გამომრთველი მისთვის მაინც გათვალისწინებულია ადგილი ამ ჩამრთველისათვის და მაქსიმალურად გამარტივებულია.
აი ესაა ჩამრთველი (ფოტო 2) რომელიც იყიდება ებაიზე და ღირს 46.99 ევრო
ამიტომ უფრო მარტივად რომ გაკეთდეს გვჭირდება 2 მეტრი მრავალწვერიანი რბილი და წვრილი კაბელი და ნებისმიერი იმპულსური ღილაკი, მე ამ ღილაკად გამოვიყენე ჩვეულებრივი საოჯახო უთოს ღილაკი, უთოებზე გამოიყენება დანამვის ფუნქციისათვის, როცა ხელი გიჭერია ჩართულია, აუშვებ ხელს და გამორთულია, ზუსტად ესეთი ფუნქციის ღილაკი გვჭირდება ჩვენც და არა ჩამრთველ გამომრთველი, 1 წამიანი იმპულსია საჭირო ჩართვისათვის და იგივე გამორთვისათვის, დააჭერ ჩაირთვება და დააჭერ გამოირთვება.
ვიწყებთ დაყენებას და პირველ რიგში უნდა მოვძებნოთ მანქანის ABS-ის შტეკერი, რომელიც გამოიუყრება ესე (ფოტო 3)
და განთავსებულია აი აქ (ფოტო 4)
წითლად შემოხაზული არის მცველების ბუდე, ვიღებთ ამ ბუდეს მთლიანად და მის უკან ქვემოთ დავინახავთ ABS-ის შტეკერს (ფოტო 5)
იასამნისფერი პლასმასი არის შტეკერის ჩამკეტი და მისი უკან გაწევის შემდეგ თავისულფლად ძვრება პლასმასი,
შემდეგ მოვხსნით დამცავ ხუფს რომ გამოჩნდეს კაბელები (ფოტო 6)
შტეკერის წინა ხედის სქემა (ფოტო 7)
ამ სქემაზე მონიშნულია 25 პორტი რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება, თუმცა სხვებიც დანომრილია და ადვილად გაარკვევთ, ახლა უნდა გავარკვიოთ რომელი პორტი გვჭირდება ჩვენ.
2.0 ტურბო ძრავების შემთხვევაში გამოიყენება 25 პორტი,
2.2 ძრავების შემთხვევაში 25 პორტი,
2.2 დიზელის ძრავების შემთხვევაში 31 პორტი,
ხოლო რაც შეეხება 1.8 ძრავს ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენებოდეს ამ სამიდან ერთ ერთი პორტი, თუმცა ამის გარკვევაც ადვილია,
ის პორტი რომელიც ჩვენ გვჭირდება აუცელებლად იქნება თავისუფალი, არ გვჭირდება არანაირი კაბელის გადაჭრა და მსგავსი რაღაცები, ჩვენ განვიხილავთ 25 პორტის მაგალითზე, 25 პორტი დაგვხვდება თავისუფალი და მზად ქარხნული კაბელის ჩასასმელად, მაგრამ რახან ჩვენ ქარხნული კაბელი არ გვაქვს ავიღოთ ჩვენი კაბელი, გადავჭრათ თავი სუფთად და ჩავუშვათ 25 პორტში (ფოტო 8)
შემდეგ ჩავსვათ შტეკერი თავის ადგილზე და ამ 25 პორტში ჩასმულს კაბელს ხელით ჩააწექით ან ნებისმიერი გზით მოუხერხეთ რამე რომ ელემენტარული კავშირი ქონდეს პორტის კონექტორთან, მყარი კავშირი არაა საჭირო მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული როგორც მოგიხერხდებათ, ამის შემდეგ გავსინჯოთ მუშაობს თუ არა, დავქოქოთ მანქანა, 25 პორტიდან წამოსული კაბელის მეორე თავი დაადეთ მანქანას მასაზე, ნებისმიერ ადგილზე, ანუ მინუსი რომ აიღოს, ამ დადებით აინთება პრიბორებზე TC-ს ნათურა, შემდეგ კაბელის მასაზე დადებით ჩაქვრება, ანუ უკვე მუშაობს, შემდეგ ამ კაბელს წაიყვანთ თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე და მიაერთებთ კნობკის პირველ კონექტორს, ხოლო კნობკის მეორე კონექტორიდან გამოიყვანთ კაბელს და მიაერთებთ მანქანას სადმე ნებისმიერ ადგილზე მასაზე (ფოტო 0)
P.S. გადმოცემის ცუდი უნარი მაქვს მაგრამ მგონი საერთო ჯამში გასაგებად წერია, თუ რამეს ვერ გაიგებთ მზად ვარ დახმარებისათვის. ამ სტატის ძირითადი მასა გადმოთარგმნილია გერმანული სტატიიდან და იმათ მიერაც და ჩემს მიერაც გამოცდილია და იმუშავა, თუმცა თქვენს შემთხვევაში თუ რამე მოხდება პასუხისმგებლობას მანიც ვიხსნი
Power_VANOშენ გაინტერესებდა მაგრამ შენ სულ სხვა ძრავი გიყენია მანქანაში მგონი და შენს შემთხვევაში როგორ იმუშავებს არ ვიცი.