Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება


Posted by: ინაველ 8 Jun 2017, 22:56
თანამოაზრეებო,

თქვენი აზრები მჭირდება - სოფელში დასახლებასთან დაკავშირებით. ჩემს ადგილს ვეძებ და ვფიქრობ რომ სოფელში შეიძლება იყოს ის სადაც მე თავს კარგად ვიგრძნობ

თუმცა არ ვიცი რა და როგორ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა საიმისოდ რომ შინაგანი თავისუფლება მოიპოვოს და თან მატერიალურადაც არ გაუბედურდეს

მაინტერესებს - რეალისტურია თუ არა დღეს სოფელში მცირე საოჯახო მეურნეობის აწყობა შემოსავალ-გასავლის ისეთი ბალანსით, რომ ოჯახი შეინახო?

ვინმეს აქვს მსგავსი გამოცდილება რომ გავიზიარო? ან რავიცი როგორ შეიძლება წინასწარ განვსაზღვრო რა და როგორ?


Posted by: vano22 9 Jun 2017, 15:51
ინაველ
სოფლები იცლება. გარბის ხალხი აქედან ან ქალაქში ან უცხოეთში და სოფელში რომ რამე ხეირი იყოს ასე არ იქნებოდა.. სოფელში გადასახლებას და რიგით სოფლელად ცხოვრებას თუ აპირებ არ გირჩევ მაგას და თუ სერიოზულ წარმოებას მიყობ ხელს მაშინ კი ბატონო კარგი აზრია..


ერთი ორი ჰექტრით და 3 ძროხით ოჯახს ვერ არჩენ ისე როგორც საჭიროა

Posted by: ინაველ 9 Jun 2017, 19:36
vano22

სერიოზულ წარმოებას ჰაერზე ვერ დაიწყებ. ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო. რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსებზე. არც ერთი მაქვს, არც მეორე და არც მესამე. რომ ისწავლო, შემოსავალი უნდა გქონდეს. თუ მუშაობ, სწავლის დრო არ გრჩება იმიტომ რომ ყველა დამსაქმებელი სულს ითხოვს შენგან ხელფასის სანაცვლოდ. ჯანდაბა!

Posted by: gia1970 9 Jun 2017, 20:16
ინაველ
QUOTE
მაინტერესებს - რეალისტურია თუ არა დღეს სოფელში მცირე საოჯახო მეურნეობის აწყობა შემოსავალ-გასავლის ისეთი ბალანსით, რომ ოჯახი შეინახო?

ოჯახის შენახვა ფართო მცნებაა
ოჯახის სულადობაზე და მისი წევრების მადაზეა დამოკიდებული
ვთქვათ რამე კონკრეტული ციფრი რომ გეთქვა წლიური შემოსავლის პონტში

Posted by: ინაველ 9 Jun 2017, 20:17
gia1970

წლიური 24,000 ლარ შემოსავალზე ავიღოთ

Posted by: gia1970 9 Jun 2017, 20:49
ინაველ
24 000 წელიწადში რამ შეიძლება მოგვიტანოს მოგება ჩამოვწეროთ სავარაუდო ვარიანტები და მერე ალბათ მცოდნეები არ დაგვზარდებიან, დაგვიკორექტირებენ ალბათ.
მიწა ალბათ საკარმიდამო იგულისხმმება და რამდენი?
* * *
QUOTE
წლიური 24,000 ლარ შემოსავალზე ავიღოთ

შემოსავალი შეიძლება მაგდენი გქონდეს
მაგრამ ხარჯი 20 000 იყოს ან მეტი ან ნაკლები
შენ ალბათ შემოსავალი კი არა წმინდა მოგება იგულისხმე

Posted by: vano22 9 Jun 2017, 21:38
ინაველ მაგას ქვია ჩაკეტილი წრე და მაგ წრიდან გასასვლელად როგორც იუმორინაში თქვეს ან ხელიდან უნდა წახვიდე ან ქვეყნიდან
.
24000 ლარი მოგება თუ გინდა მინიმუმ 50 000-70 000უნდა გქონდეს სწორად გათვლილ და მომგებიან საქმეში ჩადებული.

შეგიძლია მცირედით დაიწყო მაგრამ მცირედით იმდენსაც ვერ იშოვი რამდენიც საარსებოთ დაგჭირდება ამიტომ გაფართოების პერსპექტივა ნულია. ჯერ ქალაქში იჩალიჩე და 50კ ლარზე მაინც რომ ახვალ მერე იფიქრე სოფელში გადასვლაზე.

აქ მეორე პრობლემაცაა. მიუხედავად ფულის შოვნისა სოფელში დაბალი დონის პირობებია საცხოვრებლათ..

ძალიან ბევრი ვისაც სოფელში ფერმა და მიწები აქვთ თვითონ ქალაქში ცხოვრობენ და საქმე ვინმე ადგილობრივზე აქვთ მიბარებული. დასკვნა შენ გამოიტანეbiggrin.gif

Posted by: ინაველ 9 Jun 2017, 21:47
vano22

რა კედელს ვეტაკო აღარ ვიცი biggrin.gif

ცხოვრების პირობებიდან განათლების მაღალი ხარისხის ნაკლებობა ტეხავს. სხვა ყველაფერს ჩაიტან გოროდიდან

Posted by: gia1970 9 Jun 2017, 22:05
QUOTE
50 000

ამ თანხად 25 000 კილო შაქარს ვიყიდი მინიმუმ
და 75 000 ლიტრ ღვინოს დავაყენებ მინიმუმ
რომელსაც მინიმუმ გავყიდი 1,2 ლარად ანუ 90 000 ლარადsmile.gif

Posted by: vano22 9 Jun 2017, 22:27
ინაველ
სიცოცხლის ხალისის ნაკლებობა და ერთფეროვნებაა სოფელში და ამას ვერ ჩაიტან გოროდიდან. მთელი დღე ლოთი მიტუას ლანძღვის და ჯემალას ვირის ყროყინის ხმას შეუძლია შიზოფრენიამდეც კი მიგიყვანოსbiggrin.gif


gia1970 კარგი გეგმაა. ეხლა ისიც მოთვალე რამდენის მაღალ ტექნოლოგიური ცისტერნები. მომრევ დამწმენდი დანადგარები ფილტრები ტემპერატურის რეგულატორები და ფართი და მილიონი დანადგარი დაგჭირდება მაგ საქმისთვის? თუ ფეხით აპირებ დაწურვას და 75 ტონა ღვინოს პაპა მიხას ქვევრში დააყენებ? 75 ტონა ღვინის საწარმოს გამართვას 200-300კ ლარზე მეტი უნდა და მე კი ვთქვი რომ 50 000 ლარად შეიძლება წლიურ 20 000 ლარზე ფიქრი და არა 300 000 ლარიანი ღვინის ქარხნის ფლობის შემთხვევაშიbiggrin.gif

Posted by: Rachvelo90 9 Jun 2017, 22:47
QUOTE (vano22 @ 9 Jun 2017, 22:27 )
ინაველ
სიცოცხლის ხალისის ნაკლებობა და ერთფეროვნებაა სოფელში და ამას ვერ ჩაიტან გოროდიდან. მთელი დღე ლოთი მიტუას ლანძღვის და ჯემალას ვირის ყროყინის ხმას შეუძლია შიზოფრენიამდეც კი მიგიყვანოსbiggrin.gif


gia1970 კარგი გეგმაა. ეხლა ისიც მოთვალე რამდენის მაღალ ტექნოლოგიური ცისტერნები. მომრევ დამწმენდი დანადგარები ფილტრები ტემპერატურის რეგულატორები და ფართი და მილიონი დანადგარი დაგჭირდება მაგ საქმისთვის? თუ ფეხით აპირებ დაწურვას და 75 ტონა ღვინოს პაპა მიხას ქვევრში დააყენებ? 75 ტონა ღვინის საწარმოს გამართვას 200-300კ ლარზე მეტი უნდა და მე კი ვთქვი რომ 50 000 ლარად შეიძლება წლიურ 20 000 ლარზე ფიქრი და არა 300 000 ლარიანი ღვინის ქარხნის ფლობის შემთხვევაშიbiggrin.gif

ვკითხულობ შენს პოსტებს და მაგარი კაცი ხარ რა ძმაო. პრაკტიკული თვალით უყურებ ყველაფერს და თეორიულადაც იცი კარგად რასაც აკეთებ. შენნაირი რომ იყოს ნახევარი მილიონი მაინც ამ 4 მილიონიდან კანადაზე ძლიერები ვიქნებოდით

Posted by: vano22 10 Jun 2017, 00:28
Rachvelo90
გაიხარე ვცდილობ რაც შემიძლია.

კანადაზე ძლიერები მაშინ გავხდებით როცა წესიერი მთავრობა გვეყოლება თავისი წესიერი ჩინოსნებითურთ.

დღეს კი ყველა ბაღის დამლაგებლიდან მინისტრამდე ყველა მოპარვასა და გაფუჭებაზეა გადასული ადრე ქრთამი რომ აეღოთ მთელი ხვეწნა და ნაცნობობა ჭირდებოდათ ეხლა კიდე აქეთ ადგენენ ქრთამის საფასურს და თვითონვე გთავაზობენ ქრთამის მიცემას რის გამოც პატიოსან ადამიანს აღარ აქ მოტივაცია და ისიც პარვას იწყებს ამ სიტუაციაში კი 4 მილიონივე ჩემზე მცოდნე ყოჩაღი და ჭკვიანი რომც იყოს მაინც არაფერი გვეშველება.

Posted by: kaxaberski66 10 Jun 2017, 11:17
QUOTE
აქეთ ადგენენ ქრთამის საფასურს და თვითონვე გთავაზობენ ქრთამის მიცემას

დაუნდობელი ბრძოლა უნდა იყოს მექრთამეების წინააღმდეგ. თუ არ გაკმაყოფილებს ხელფასის ის რაოდენობა რომელიც გაქვს, დატოვე სამსახური და იმუშავე კერძოდ, შენი ტვინით. თუ არა და იმუშავე იმ ხელფასზე რაც დაგინიშნეს.

Posted by: ინაველ 10 Jun 2017, 11:36
სოფელში რა შეიძლება აკეთო კაცმა

- ხილის მოყვანა
- ბოსტნეულის მოყვანა (მათ შორის სათბურში)
- ვენახი, ღვინო, არაყი
- მეფრინველეობა
- ძროხა, ღორი
- ფუტკარი
- სხვა რამე-რუმეები ნიჭის, უნარების და მარიფათის მიხედვით

მაგალითად დამატებით შეიძლება შეისწავლო აგრონომია, ვენახის გასხვლა, ხეხილის დამყნობა, ნერგების/ჩითილების გამოყვანა, კომბაინზე/ტრაქტორზე მუშაობა


კიდო?

Posted by: vano22 10 Jun 2017, 17:09
kaxaberski66
ვინც ფულს აკეთებს ყველას აწყობს უკონტროლობა და მექრთამეობა და ძალაც მაგათ ხელშია დღეისათვის.



ინაველ
ხილის მოყვანა_საოჯახოთ
ბოსტნეული_მცირე მაშტაბით
ვენახი_ზარალია
მეფრინველეობა_რისკიანი და ძნელი
ძროხა ღორი_პროდუქტის რეალიზება ჭირს
ფუტკარი_თუ არ ამთაბარებ დიდი ვერაფერია


1 ჰა ხილის ბაღი მსხმოიარობაში შესვლამდე 7000-8000 მაინც დაჯდება მიწის ყიდვიანათ

100 კვადრატ ხარისხიან სათბურს 2-3000 უნდა

ფრინველი თუ გყავს სხვა საქმისთვის ვეღარ მოიცლი. 5000 ამას უნდა შენობიანათ მცირე რაოდენობაზე (100-200ფრთა

10 ძროხა 20 000
10 დედა ღორი 15 000
+ შენობა 10-15 000 დაჯდება

Posted by: gia1970 10 Jun 2017, 17:23
vano22
QUOTE
100 კვადრატ ხარისხიან სათბურს 2-3000 უნდა

ამ 100 კვადრატზე რამდენი მწვანილის მოყვანა შეიძლება წელიწადში?

Posted by: ინაველ 10 Jun 2017, 17:49
vano22

კაი. დავაბალანსოთ. გამოვაკლოთ ზოგი რამ.

ხილი ვფიქრობ აუცილებელია, ვინაიდან გრძელვადიანი ინვესტიციაა.

ასევეა ვენახიც - ღვინოც და არაყიც დიდხანს ინახება.

ღორი-ძროხა რეალიზება ჭირსო ამბობ და არ მგონია ასე. განსაკუთრებით ძროხაზე. რუსთავში ვცხოვრობ და აქაურ ბაზარზე კარგი ხორცი მარტო ერთ აზერს მოაქვს და სულ რიგები უდგას. მონახავ გამყიდველს და მიაწვდი პერიოდულად.

ფუტკარს რაც ეხება - ტყის და მდინარის სიახლოვეს თუ იქნება მეურნეობა, მომთაბარობაც არ დასჭირდება.

სათბური ყველაზე მნიშვნელოვანია - გრძელვადიანია და სტაბილური შემოსავლის შესაძლებლობას იძლევა - მწვანილი, სალათის ფურცელი ზამთარში, ჩითილები გაზაფხულზე, ზაფხულში ნებისმიერი.

მეფრინველეობზე არაფერი ვიცი

უხეშად 55,000 გამოვიდა ღორი, ძროხა, სათბური, 10 ოჯახი ფუტკარი, ხეხილის ბაღი

სასტარტო ინვესტიციის კვალობაზე რეალისტურია. ისე ლარი იგულისხმე ხო?smile.gif

Posted by: vano22 10 Jun 2017, 19:03
gia1970
არ ვიცი ჩემთან სათბურში მწვანილი არავის მოყავს



ინაველ
კი ლარში ვიანგარიშე..

აბა მიდი იმ აზერთან და შესთავაზე საქონლის ხორცი რას გეტყვის. დიდი ალბათობით გეტყვის არ მინდა ძმაო სხვა მაწვდისო ან 7 ლარს გეტყვის სუპერ ხორცში და თავ ფეხ შიგნეულიც ჩემიაო. დღეისათვის საქონლის რძეზე მუშაობაა მომგებიანი და ღორების გოჭებზე მუშაობა. 10 მეწველი ძროხა თუ გეყოლება და 10 დედა ღორი ჩათვალე 3 საათი თუ მოახერხე ძილი კარგი იქნება. ბოსტნის და სათბურის მოვლაზე აღარაფერს ვამბობ დილით 5 ზე რომ შეხვალ ფერმაში ღამის 12 მდე ვეღარ გამოხვალ

Posted by: ინაველ 10 Jun 2017, 21:29
vano22

მარტო ეგ აზერი ხო არ არის კაცო. საჭმლის გასაღების პრობლემა არასდროს დგას. ჩემთან სოფელში ადგილზე იტაცებენ ხბოს და ძროხას. რიგი დგას ხოლმე სანამ დაკლავენ და გაასუფთაავებენ. მოკლედ გასაღება არამგონი პრობლემა იყოს.

ცხადია მოსაძებნი იქნება გაყიდვის არხები მაგრამ ასე მუშაობა ყველაფერს სჭირდება

Posted by: vano22 10 Jun 2017, 22:06
ინაველ

ნაცადი მაქ ეგ საქმე. ნაცადი კი არა მამაჩემიც მაგ საქმეშია და ბიძაჩემიც ვიცი რა სიტუაციაცაა დატაცებით კი იტაცებენ მაგრამ ფასის გადახდა არავის უნდა

დღეისთვის რა ხდება და რა ფასებია ამას არ აქ მნიშვნელობა რადგან სიტუაცია ყოველთვის იცვლება.
ეს წელს დაედო ფასი საქონელს თორემ შარშან კაპიკებში ეყარა სუპერი საქონელი.


სოფელში ნორმალური ცხოვრება თუ გინდა ჯერ თბილი და კარგ მიწიანი სოფელი უნდა შეარჩიო თბილისის მახლობლათ ოღონთ ისეთი სოფელი სადაც ფული ტრიალებს და არა რაღაც 5 კომლიანი დასახლება.
შემდეგ მინიმუმ 10 ჰა მიწა უნდა იყიდო სარწყავში და ააშენო მინიმუმ 200 კვადრატი ფერმა. პლიუს 2-3 ოთახიანი სახლი შენთვის. ამ მიწას და ფერმას თუ სწორად ამუშავებ უკვე სერიოზულ მოგებაზე გახვალ. 10 ჰა მარტო ხორბალი რომ თესო 10-12კ ლარს დატოვებს. ჯიშიანი 10 დედა ღორი სუ ცოტა წელწადში 8_12 000 დატოვებს და 10 კარგი მეწველი ძროხა 12-15000 ლარს (7_10 ლიტრიანებზე არ მაქ ლაპარაკი 18 ლიტრიდან 25 ლიტრამდე). სოფელში ლოთი და ზარმაცი თუ არ ხარ მშვენივრად ააწყობ საქმეს... მე იმაში შემეწყო ხელი რომ პირადი მოხმარებისთვის ჩემი ფული არ მეხარჯებოდა და 2 კაპიკსაც რომ ვიშოვიდი იმასაც უდანახარჯოთ ვდებდი საქმეში. მე არ ვიცი დღეისათვის რა კაპიტალს ფლობ და რა შანსები გაქვს საამისო თანხის შესაგროვებლათ მაგრამ თუ მოახერხე და ასცდი 20-30კ ლარს მერე სულ ლიწინ ლიწინით მიდის საქმეები

Posted by: gia1970 10 Jun 2017, 22:23
ყველაზე მომგებიანი ჩემის აზრით მწვანილი და ხილია
1 000 კვადრატულ სათბურში წელიწადში 4 მოსავალი მაინც უნდა მოიწიო
5 კილო კვადრატზე
20 000 კილო გამოდის წელიწადში
საშუალო გასაყიდი ფასი მინიმუმ 2 ლარი 40 000 ლარი შემოსავალი
თუ გაგიმართლა და ზამთარში ერთი მოსავალი ანუ 5 000 კილო კილო 6 ლარად ჩააბარე 30 000 ლარი გამოგდის
ანუ სათბურის ღირებულება ამოღებულია
დანარჩენი მოსავლები ალბათ ხარჯებს გადაფარავს და მოგებაზეც გაგიყვანს ერთ წელში, არ ვიცი მეტი, მეტ ინფორმაციას არ ვფლობ.
ხილი
ჰექტარზე მინიმუმ 400 ძირი მსხალი დაირგვება ალბათ, შეიძლება 600 დაირგოს
რამდენ წელში ისხამს ის მსხალი და მაქსიმუმზე რამდენ ხანში გადის არ ვიცი
ერთი ვიცი რომ მაგარი მსხალია და სეზონზე შენ თუ დაკრეფ 40 თეთრს გიხდიან მინიმუმ
თუ თითონ დაკრეფენ 30 თეთრს გიხდიან
რაც მინახავს ხე ყველაზე მკვდარი 200 კილოს იძლევა
ხეები იყო 500 კილოც ჩამოსულა
რამდენ წლიანები იყო ის ხეები არ ვიცი
400 ძირი საშუალო მოსავალი 300 კილო ჯამი 120 000 კილო. 30 თეთრი კილოს ფასი გამოდის 36 000 ლარი. სულ რომ 10 თეთრზე დაეცეს ფასი 12 000 ლარია.
ალბათ სანამ მსხლის ბაღი მსხმოიარობაში შევა მანამ მიწის გამოყენება სხვა რამეშიც შეიძლება.

Posted by: ინაველ 10 Jun 2017, 22:24
vano22

ეგრე რა. რა გამიხეთქე გული biggrin.gif

გამოდის რომ პერსპექტიულია. თუ შეგიძლია პრატიკული რჩევაც მომეცი - როგორ დავიწყო - შევისწავლო ჯერ ყველა ამ მიმართულების ხარჯები/პერსლექტივები და ისე გადავწყვიტო რას გავაკეთებ, თუ რამე მარტივით დავიწყო და პრაქტიკაში ვისწავლო რა და როგორ მუშაობს?

gia1970

მშვენიერია. ხალისი მომეცა. ღირს მოკლედ დროის დახარჯვა და აამ ყველაფერში გარკვევა

Posted by: vano22 10 Jun 2017, 22:35
ინაველ
პერსპექტიული რომ არ იყოს აქ მუშაობაში მოვიკლავდი თავს?smile.gif

შენ ეხლა სად ცხოვრობ? შენ არჩენ ოჯახს თუ სხვა? ეხლა სადაც ცხოვრობ მანდ არ გაქ ფართი 50-70 კვადრატი ფერმა მაინც რომ ჩადგა? დასაწყისისთვის საკმარი იქნებოდა.


gia1970 ეგ რა საინტერესო რაღაც დაწერე არ მეგონა მსხალიც თუ იყიდებოდა დიდი რაოდენობით. შენ სადაური ხარ?

Posted by: ინაველ 10 Jun 2017, 22:44
vano22

შენ მეურნეობას უძღვები ანუ?

gia1970

როგორ უნდა გაყიდო ამდენი მსხალი?
ნუ ნებისმიერი ხილი ამ რაოდენობით?

რუსთავში ვცხოვრობ. მიწა კი მაქვს 500კვ.მ. სასოფლო. ძროხები არ გამოვა მანდ და უფრო ღორების გაშენება შეიძლება.

კარგი აზრია. აზრზეც მოვალ რა და როგორ. წყალი არ მაქვს ნკვეთში. ჭას ამოვიღებ. სასმად არ ვარგა მაგრამ გასაწმენდად გამოდგება. დასალევს მანქანით მივიტან. ჭკუააში დამიჯდა

Posted by: gia1970 10 Jun 2017, 22:45
ინაველ
ვანიჩკასთან ახლოსაც ვერ მივალ
უბრალოდ ჩემს აზრებს ვისვრი
შეიძლება მცდარსsmile.gif
ვანიჩკა მაგარი კაცია
ეგეთი ყველა სოფელში 10 კაცი რომ იყოს რაღა გვიჭირდა
მე რომ მაყუთა ვიყო
ვანიჩკას და მისნაირებს შევხვდებოდი
და უანგაროდ დავეხმარებოდი სოფლის ამოქაჩვაში
* * *
vano22
მე თბილისელი ვარ
მაგ მსხლის ამბავი ახლობლებიდან ვიცი
მომიკითხავენ ხოლმე და საზამთროსავით ვჭამ
ინაველ
იწყებს ბევრი იმ სოფელში მაგ მსხლის გაშენებას
ახლა 5-6 ძირი თუ უდგათ ეზოში

ერთი მსხალი ედგათ ჩემ ბიძაშვილებს თბილისში ეზოში
იმ მსხალთან 3 მეტრში დიდი ბალი იყო ბალის გვერდზე 1 მეტრში ალიბუხარი
ეს მსხალი იმდენს ისხამდა 20 კაცი-ბავშვი ხომ გეახლებოდით
კიდევ მოუკითხავდით ხოლმე სხვებს
და ერთხელ 100 კილოც ჩავჭეჭყეთ მუღამისთვის და კაი ოტკა გამოვხადეთ
ჭიაყელების თემაში მიწერია თუთაც იდგა მაგ ეზოში და თუთაც ჩავჭყლიტეთ 100 კილოზე მეტი
მაგარი პრიატნი არაყი გამოვიდა თუთის

Posted by: ინაველ 10 Jun 2017, 23:07
gia1970

biggrin.gif

კარგები ხართ ორივე


Posted by: gia1970 10 Jun 2017, 23:11
რა კარგი კაცი გვყავდა აგრომისტერი
როგორ დაგვეკარგა და მისი თემას ჩაკვდაsad.gif
ნეტა კარგად თუა

ალუჩის მოყვანა თუ შეიძლება სათბურში ნეტავ
109 ლარი ღირდა კილო ალუჩა გუდვილში წელს lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: vano22 10 Jun 2017, 23:12
gia1970
ნუ მაქებ თორემ თავში ამივარდება და აღარ გეტყვით არაფერსbiggrin.gif
ჯერ ჯერობით დიდი ცოდნით ვერ დავიკვეხნი რადგან მეც დამწყები ვარ უბრალოდ ჩემი ყოველდღიურობა მიწა და საქონელია ამიტომ ასე თუ ისე აზრზე ვარ ამ საქმის თორემ სერიოზულ საქმეზე მეც სხვებს ვეკითხები აზრს.

ინაველ
მე ნულიდან დავიწყე ყველაფერი მამაჩემმა 1 თეთრი არ მომცა თუ იშოვი შენით იშოვე თუ არადა არ გქონია მარიფათიო. მივდექი მოვდექი ცოტა ვიაფერისტე კიდეც და ასე თუ ისე ავაწყე საქმე დღეისათვის 4 წელზე ცოტა მეტი გავიდა და არ ვიცი რამდენად კორექტული იქნება რომ ვთქვა მაგრამ რეალურად წელს 15 000 ას პროცენტიანი ვიგებ და შემოდგომაზე თუ თხილ კაკლის და ყურძნის ვაჭრობამაც გამიმართლა 20 ზეც მაქ მოლოდინი ზოგს ცოტა მოეჩვენება მაგრამ მომავალ წელს ვაპირებ 5 ჰა მიწა კიდევ ვიყიდო და რადგან ღორებმაც გამიმრთლა 5 დედა ღორი კიდევ დავიმატო. მშრალ საქონელსაც გავზრდი 30 მდე და 3-4 წელი კიდევ რომ გავიჭირვო მერე უკვე სერიოზულ თანხებზე ავალ.

მაგ ნაკვეთში ჩადგი 50_70 კვადრატი შენობა და კი ეყოფა 5_6 დედა ღორს სამუშაოდ ნელ ნელა ყველაფერი გამოვა მთავარია პატარ პატარა უსიამოვნებებმა იმედები არ დაგიკარგოს თავიდან ხბოები მყავდა და ერთი მომიკვდა აი რაც მაშინ ვინერვიულე ერთი 10 წელი მომაკლდა მაგრამ გავიდა დრო და იმ 1 ხბოს ფასს ეხლა დენში ვიხდი მარტო ასე რომ რაც არ უნდა მოხდეს არ უნდა ინერვიულო და უნდა განაგრძო საქმის კეთება
* * *
gia1970
მეც მაქ ერთი დიდი მსხალი 70 წლის იქნება და 10 მეშოკამდე ვკრეფთ ხოლმე ერთი ნაკლი აქ რომ მეწლეურაა.


Posted by: gia1970 10 Jun 2017, 23:26
vano22
ხორბალი ყველაზე ნაკლებ მომგებიანი მგონია მე
სიმინდიც დაჟე
ისე მეჩითილეობაც მომგებიანი მეჩვენება
ნერგების გამოყვანაც მომგებიანად მეჩვენება
შავი ბალის ნერგში 3 წლიანში 20 ლარს გადავიხდიდი სიამოვნებით თუ მეცოდინებოდა რომ ისეთ ბალს მოისხამდა ჩემს ბავშვობაში რომ მახსოვს
ან იმ ალუჩაში ან იმ ალიბუხარში
რეები იყო
ვსკდებოდით შავი ბალის, თეთრი ბალის, ალუჩის, ალუბალის, თუთის, ალიბუხარის, მსხლის ჭამით
სეზონი რომ დაიწყებოდა მაისიდან
სულ ხეზე ვიჯექით ხოლმე
იყო ძახილი, მაუგლები ხომ არ ხართ ჩამოდით თქვე ოხრებო, დაღამდა ახლა მაინც ჩამოდით, ღამურები ხომ არ ხართ.
შტაბები გვქონდა ხეებზე ხოლმე lol.gif
ბამბუკის ჯოხებზე გვქონდა ქილები დამაგრებული და მიუწვდომელ ადგილებში იმით ვკრეფდით ხოლმე
ვარდები იყო კიდე ბლომად ვკრეფდით და ბიცოლა ვარდის მურაბას აკეთებდა, რო მახსენდება ღორი ქონივით ვდნები ხოლმე lol.gif

Posted by: ინაველ 10 Jun 2017, 23:39
vano22

გაიხარე, მადლობა წახალისებისთვის!

gia1970

ხარისხიანი ნერგები მუდმივი პრობლემაა. სანერგე ნამდვილად პერსპექტიულია.

Posted by: gia1970 10 Jun 2017, 23:49
სასუფრე ყურძნის მოშენებაც უნდა ღირდეს ალბათ
ჩირის წარმოებაც არ უნდა იყოს ფინთიsmile.gif
კიდე ის გამიგონია, რომ ყოჩივარდას ბოლქვები გადისო საექსპორტოდ მაგრად
ადრე წავიკითხე ინტერნეტში და მერე ვეღარ ვიპოვე ეგ თემა
რაღაც კვლევა იყო წითელ წიგნში შეტანილ მცენარეებზე და იქ წერდნენ
ურთხმელის ექსპორტზეც წერდნენ, ეჭვები ჰქონდათ რომ ჩუმად მაინც გადიოდა საქართველოდან ურთხმელი

Posted by: shuma89 11 Jun 2017, 11:21
მე იმერეთში ვცადე იმერული ცხვარი, 15 დედა ვიყიდე, საძოვარი საკუთარი მქონდა, შემოღობილი თან, მაგრამ ვერ მივხედე, 15 დან 12 თვეში 68 მყავდა, ზოგი გავყიდე ვერძები ზედმეტები, 30 დედა დავყოვე, მაგრამ ზამთარში განახევრდა, დაიხოცნენ, ვერაფერი ვუშველე.
კრახი განიცადა საქმემ.

მაგრამ ფარხმალი მაინც არ დავყარე, ახლა იხვების მოშენებაზე ვჩალიჩობ, იქით ძალიან წყლიანი ადგილია, ღობეზე ერთო 2500 ლარი მინდა რო გარეთ ვერ გავიდეს ვერც დიდი და ვერც პატარა იხვი, შენობა კი მაქვს, იქ გალიები მინდა და 3000 ლარამდე მაგას უნდა მივახარჯო, 100 ფრთა ზრდასრული იხვი 3000 ლარი და თუ ღმერთმა გადმომხედა ორ ცალ 500-700 კვერცხიან ინკუბატორსაც ვიყიდი და ადგილზე გამოვაჩეკინებ.

არ მგონია წაგებაზე გავიდე, 10 -12 ათასის ამბავია სულ.

რო დაიქოქება კარგად ალბათ ასე 3-6 თვეში უკვე ყოველთვიურ სუფთა მოგებას 1000-1500 ლარამდე ველოდები.

არ უნდა იყოს ცუდი რაღაც.

მითუმეტეს რომ გასაღების ბაზარი მოძიებული მაქვს.

დაჟე შესაბოლ ქარხანას ველაპარაკე ორს აქვე იმერეთში და ორივე დაინტერესებულია, 1 კოლოგრამამდე ზომის იხვებს შევბოლავ და გავასაღებო, პირდაპირ შეუბოლავი მაღაზიებისთვის და უფრო საკოლმეურნეო ბაზრებში ზესტაფონში და ქუთაისში თითო ადამიანს მივცემ მარტო, ორივეგან მყავს ისეთი ადამიანი ვინც მაგრად მუშაობს ქათამზე, თევზზე და ასე შემდეგ, იხვსაც მშვენივრად მიუმატებენ.

ასე რომ იმედი არასდროს დამიკარგავს, 7 ჰექტარზე მეტი ფართი მაქვს, ერთი პერიოდი გაყიდვას ვფიქრობდი, ზემოთაღნიშნული კრახის გამო smile.gif მაგრამ ახლა იხვის ამბავი რო გავარკვიე კარგად, ძირითადად გასაღების ბაზარი, თან 2 წელია ვსწავლობ მაგათ მოვლაპატრონობას ასე 20-30 ცალის ფარგლებში, ვხედავ ზრდის მიმდინარეობას და ხარჯებს კაპიკ-კაპიკ ვითვლი, არ ჩანს ურიგო საქმე. მოვლაც არ უნდა გადასარევი, ჭირი და უბედურებები ნაკლებად ემართებათ თან.

Posted by: vano22 11 Jun 2017, 11:40
gia1970
ჰექტარი 1000 ლარი ჯდება და 4-5 ტონა მოდის. ადვილი საქმეა და მოგებაც ნორმალური.


ინაველ დღეს სტუმრად ვიყავი ერთ კაცთან 10 ჰექტარი ვენახი ქონდა კაი დიდი ფერმაც და საქონელიც ყავდა. აი იდიალურად ქონდა ყველაფერი მოწყობილი პატარა ნაკვეთში ბალი და ქლიავიც ედგა გარშემო კი ვარდები ქონდა დარგული აი ისეთი გამართული და მოვლილი იყო ყველაფერი თავი სამოთხეში მეგონა არადა ასეთი ხალხი რამდენია
და ეს ყველაფერი რომ შუქდებოდეს ტელევიზიით და ექსკურსიები ეწყობოდეს ასეთ ფერმებში იცი როგორ აამაღლებდა ახალგაზრდობის მოტივაციას სოფლის საქმიანობისადმი? მე ერთი ასად ამიმაღლდა ხალისი და მოტივაცია რომ უფრო მეტი ვიმუშაო და როდისმე მეც შევძლებ ასეთი წარმოების გამართვას. მარტო ფულშიც არ იყო საქმე აი თავისი პატარა სამოთხე ქონდა მოწყობილი ეხლაც ემოციებში ვარ და წარმომიდგენია დამწყებებს რამხელა მოტივაციას მისცემდა ასეთი ბაღების მონახულება old.gif
* * *
shuma89
რა მიზეზით დაგეხოცა? ცხვრის დახოცვას სულ რამდენიმე ავადმყოფობა იწვევს და არასათანადო შენახვის პირობები აქაც ბევრმა იცის ცხვარი და რომ გეთქვა იქნებ გვენახა საშველი.

მახსოვს მიწის გაყიდვას რომ აპირებდი შენი თემა რომ ვნახე ყიდვა გაყიდვაში ძაან გულზე მომხვდა მე რამდენჯერაც გული ამიცრუვდა საქმეზე იმდენჯერ სხვა ფერმერების დახმარებით გამოვედი მდგომარეობიდან რომ ვხედავდი რომ ვიღაც წარმატებით უძღვებოდა იმ საქმეს რაშიც მე ხელი მომეცარა ეს მაძლევდა მოტივაციას რომ ისევ და ისევ მეცადა ბედი მიღებული გამოცდილების დახმარებით.

Posted by: koba1973 11 Jun 2017, 14:33
shuma89
იხვი კარგი საქმე უნდა იყოს. მალე იზრდება და არც დაავადება ერევა ადვილად. ერთ წელს სახლისთვის შევბოლეთ, უგემრიელესი გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ მარილი მეტი მომივიდა. რატომღაც ხალხი ქათმის ხორცივით მასიურად არ ყიდულობს იხვის ხორცს, მაგრამ თავისი კლიენტი მაგასაც ეყოლება. როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, პირველ რიგში რეალიზაციას თუ მოაგვარებ წარმატებული იქნება.
* * *
ხალხში არის გამოთქმა "იხვის ტოლმა", ტოლმის რა მოგახსენოთ, მაგრამ ხინკალი იხვის ხორციდან უგემრიელესი გამოდის.

Posted by: ინაველ 11 Jun 2017, 22:52
vano22

ვაა მაგარია smile.gif

მიკროეკონომიკას რომ ააწყობ, იცხოვრებ ბედნიერად
სამოთხეც ეგაა და სამხუთეც
მინდაა smile.gif

Posted by: spana84 11 Jun 2017, 22:58
shuma89

შენ როგორც მახსოვს იმერული "ტელეფის" ცხვარი გყავდა. ასეა? შენი ნაკვეთი კი აჯამეთის საკმაოდ ტენიან ზონაშია. ზამთარი მაგარი ტენიანი იცის მაქეთ და ზაფხული თაკარა მზით. ჰოდა მაგ პირობებისთვის ტელეფის ცხვარი ცოდოა. მაგ ზონაში წარმატებული მეცხვარეობა ნაკლებად გამიგია. ტელეფა, რუფოთი, ალისუბანი, ქვემო, ზემო საზანო, თუზი,თავასა იდეალური პირობებია ეგრეთწოდებული ტელეფის ცხვრისთვის.

ინაველის შეკითხვას რაც შეეხება გააჩნია რომელ კლიმატურ ზონაში, რომელ რეგიონში ფიქრობს იდეის განვითარებას. დღეს საქართველოში რძის წარმოება მგონია პერსპექტიული. იმხელა დეფიციტი აქვს ქვეყანას ნედლი რძის, რომ გაუსაღებელი პროდუქტი არასოდეს დარჩება.

Posted by: shuma89 12 Jun 2017, 01:03
spana84
მართალი ხარ, მაგრამ, მე ფართობი მქონდა მხოლოდ თავიდან, გრანტი მოვიგე, იმდენად მცირე იყო, რომ სხვა ბიზნესზე ვერ გათვლიდი, ამიტომ მოვკიდე ხელი ცხვარს, მოვლას და წამალს არ ვაკლებდი, მაგრამ ზამთარმა დედა უტირა, მაკეები დაიხოცნენ, არაფერი დამიკლია და 3 კვირაზე ყველა ბატკანი დაიხოცა რომელიც დაიბადა, დანარჩენები მუცლადყოფნოსას დედებთან ერთად, ან ორი სამი დღისები.
მოკლედ არ არის მანდ ცხვრის ადგილი, თაკარა მზემ ვერაფერი უქნა, ძალიან მაგრად გაიზარდნენ და იმრავლეს, ზამთრის ტენმა დახოცა. მთელ იმ მხარეში ასე იყო, გაანახევრა ცხვარი.


koba1973

იხვს რაც შეეხება გასაღების იმედი ნამდვილად მაქვს, ქუთაისის ბაზარზე ვიყავი რამდენჯერმე და უბრალო შავ ჭრელ იხვებს, რომელიც 1.3 კილოდე ძლივს იქნებოდნენ 15-20 ლარად ძლივს იშოვიდი კაცი, თეთრებიპეკინურები რამდენიმე იყო მხოლოდ და უცებ გააქრეს.

უფრო დიდებია და უფრო ძვირიც.
მე მაგ პეკინურებს ვამრავლებ, ახლა შენობაც მაქვს, ასაშენებელი არაა, მხოლოდ გალიები მინდა, ისიც სახორცეებისთვის, კვერცხმადებრები ეზოში უნდა გავუშვა, ასე უფრო ბევრს დებენ, ტბაში, მინდორში მაინც სხვა საკვებია.
სახორცეები მაქსიმუმ 60 დღემდე და მორჩა წავიდა შესაბოლად.



Posted by: tavadze 12 Jun 2017, 02:01
vano22
QUOTE
მთელი დღე ლოთი მიტუას ლანძღვის და ჯემალას ვირის ყროყინის ხმას შეუძლია შიზოფრენიამდეც კი მიგიყვანოს

ჯემალას ვირის ყროყინი არა, მაგრამ ლოთი მიტუები ჩემს სოფელშიც ოხრად არიან, თუმცა საერთოდ არ მაწუხებს ეგ პრობლემა - მე ჩემი საქმე მაქვს, რაც დრო მაქვს და სამსახურის საქმეებით არ ვარ დაკავებული (ვცდილობ, ეს საღამოობით ვაკეთო, დღე კი ვიმუშაო) დილიდან საღამომდე ვმუშაობ - ყურადღება ამაზე მაქვს გადატანილი და სულ მკიდია ლოთები.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ შენს საქმეზე თუ იქნები კონცენტრირებული, შიზოფრენიისთვის ვერ მიიცლი.
ზოგადად, ცუდია, რომ სოფელი დრეს კიდევ უფრო ჩამორჩა ქალაქს და ტანამედროვე მოთხოვნებს განვითარებით. გზა, ინტერნეტი და ამგვარები ისეთი რამეა, გლეხი თავისით ვერაფრით გააკეთებს მაგას.

Posted by: imereliaznauri 12 Jun 2017, 07:35
გააჩნია საით იყიდი ძმაო მიწას,ეს არის მთავარი. დასავლეთში თხილი დავრგე მე და ახლა ვნანობ ნეტავ ხურმა დამერგო. ტხილი რაც არ უნდა გასკდე 5-7 კილო ჩამოდის ერთი ბუჩქიდან ,ხურმა კიდე 100- 150 კილო ერთი ხიდან.მინახია 200 დაუკრეფიათ. კარგია საქონელი ბაგურ კვებაზე. კარგია წიწილების ინკუბატორი. აქეთ კახეთისკენ ახლობელი გეყოლება ვინმე . სარწყავში ოღონდ მსესუმზირა,სიმინდი ოღონდ ჰიბრიდი. ისე ამდენ წვალებას როცა მოსავლის აღებაა მაშინ იყიდე ვთქვათ სიმინდი 32-35 თეთრში გააჩერებ 2-3 თვეს და 50-55 თეთრია თან ტაციაობით. წონაში 1000 კილოზე იკლებს მაქსიმუმ 30- - 45 კილოს. აბა დათვალე ძმაო. აღარც სეტყვის შეგეშინდება. არც უწყლოობის .მზა მზარეული იყიდე-გაყიდეს პრინციპია. მზესუმზირაც შეიძლება.

Posted by: vano22 12 Jun 2017, 10:27
tavadze
არც მე მაწუხებს მაგრამ ნახევარი სოფელი რომ მასეთია ნელ ნელა ახალგაზდობაც მათ ემსგავსება და მიდის საქმე უკუღმა.


imereliaznauri
დასავლეთში ხურმას იბარებს ვინმე? აგერ ჩემ მეზობლად კახეთში გააშენეს შარშანწინ 1 ჰა და სად უნდა წაიღონ ვერ გამიგია


ინაველ ხო და დაიწყე პირველი ნაბიჯების გადადგმა და წამოიწყე რამე პატარა და მუშა ბიზნესი

Posted by: N1kusha 12 Jun 2017, 12:23
სოფელში ვცხოვრობ და მაგრად ვარ გაზარმაცებული, ალბათ სამსახური რომ მაქვს მაგიტომ. ხვალ რომ სამსახური დავკარგო მომაწვება კაკალი და მეც გავაკეთებ რამეს.
ჩემი გადმოსახედიდან, რასაც ვუყურებ, სოფელში მომგებიანი არის:
1. ცხვარ-ძროხა, ოღონდ აუცილებლად გინდა საძოვარი და სასურველია სათიბიც რომ ზამთრისთვის ნაკლები პრობლემა გქონდეს.
2. მევენახეობა-მეღვინეობა მაგრამ ცუდი ისაა რომ ამინდზე ხარ დამოკიდებული, ერთი სეტყვა და საქმე ცუდადაა.
3. სათბური, ხილის ან ბოსტნეულის, მწვანილიც. რამდენად შრომატევადია ეს სხვა საკითხია მაგრამ ფაქტია რომ მუშაა. აზერებზე რომ წერდით ზემოთ, ყოველდღე მაქვს შეხება ამ ხალხთან და მათი უმეტესობა მწვანილით ინახავს ოჯახს, ვინც ცოტა გაფართოვდა, ფულსაც შოულობს.
4. ხორბალი/ქერი/იონჯა/სიმინდიც - საკმაოდ მომგებიანია როგორც ვიცი.
5. ფრინველი - ქათამი/იხვი და უკეთეს შემთხვევაში ხოხობი. ქათამი სხვა ტიპია რათქმაუნდა და იხვს და ხოხობს სხვანაირი მოვლა უნდა.
6. ღორი/გოჭი
7. კაკალი და ფისტა - ოღონდ ფისტა ჯერ ახალია და მგონი რომ კაკალზე პოპულარული გახდება მალე.

მე კიდევ 600 ლიტრზე მეტი რქაწითელის ღვინო მაქვს და სად გავყიდო აზრზე არ ვარ. მე თვითონ რომ მოვიძიო ვინმე და მივიდე, 1 ლარზე მეტს არავინ მეტყვის ხომ ვიცი და ასე კიდევ არ მაწყობს, როცა მინიმუმ 2 ლარია ბაზრის ფასი.

Posted by: spana84 12 Jun 2017, 13:19
shuma89
ყველა მკაცრი ზამთარი მასე მთავრდება ქვედა ზონაში. მე ზემოთ მაქვს სოფელი ალისუბნისკენ და ცხვარი ყავს ყველას რამდენიმე ცალი სახლში. არ გამიგია რაიმე პრობლემა. პეპელზე ამუშავებენ და მორჩა.

შენს იდეას რაც შეეხება კარგია ძალიან, მაგრამ არ მესმის სხვას რატომ უნდა შეაბოლინო და მოგება გაუყო? ადექი და ერთი "კაპტილკა" გააკეთე. მაქსიმუმ 200 დოლარი დაგიჯდეს თავისი ბოლის გენერატორიან ბოქსიანათ და ცივი შებოლვის ტექნოლოგია იმდენად მარტივია მეხუთე კლასელი ბავშვი აითვისებს. თუ დაგჭირდება ცოტას დაგაკვალიანებ კიდეც. აგერ რომში მოლდოვადან ჩამოტანილ შებოლილ იხვს ვჭამ ხოლმე და ისეთი მაგარია ვერცერთი ხორცი ვერ მივა მაგასთან.

Posted by: abcdefg_1 12 Jun 2017, 14:59
პირველ რიგში ჩემი პატივისცემა ვანოს აზრებს, რადგან ყველაფერს კარგად ითვლის და გააზრებული აქვს, ასევე პატივისცემა ინაველს, რადგან გულით უნდა შეცვალოს რაღაც მის ცხოვრებაში უკეთესობისკენ და რთულ გზებსაც არ ერიდება!

მეც მიფიქრია სოფელში ცხოვრებაზე და სოფელში ვარ აგზრდილი, ამჯამად რაღაც საქმეებსაც ამჯამად შეჭიდებული ვარ მეტნაკლები წარმატებით და ვიცი სიტუაცია. ხშირად სოფლის მიმართ ან ძალიან რომანტიული ან ზედმეტად პესიმისტური დამოკიდებულება არსებობს და არა პრაგმატული.... სანამ ფერმერი გახდები ჩემი აზრით რამოდენიმე ფაქტორი უნდა გაითვალისწინო :
1) უნდა გიყვარდეს მიწასთან ურთიერთობა, ეს ჰობიც უნდა იყოს შენი და საქმეც, იმიტომ რომ ფერმერს ბევრი ჭიდაობა უწევს იგივე ბუნებასთან და გაუჭირდება.
2) უმნიშვნელოვასნესია სოფელი სადაც აპირებ ფერმერობას რა გამოცდილება აქვს აგრალური საქმიანობის, ეს ერთი შეხედვით ისე ჩანს რა შუაშიაო, მაგრამ მნიშვნელოვანია ადგილობრივებთან ურთიერთობის დალაგება (ეს ბევრი რამით არის მნიშვნელოვანი) და მუშახალის პრობლემა, იმიტომ რომ თუ სერიოზული ფერმა ააწყვე აუცილებლად დაგჭირდება მუშახელი და მაგ. იმერეთში მე მუშას ვერ ვშოულობ 30 ლარს ვუხდი თან, ეს იმიტომ რომ აგრალური შრომის კულტურა არაა და "უტყდებათ" მიწაზე მუშაობა, სამაგიეროდ ყოველი მეორე ხელოსანია და ეს სავსებით მისაღები საქმიანობაა მათთვის.
3) ფართობი უნდა გქონდეს 10 ჰექტრამდე მაინც, იმიტომ რომ მიდგომით, ცოტა ქათამი, ცოტა ყველი და ცოტა მწვანილი და ა.შ უკვე შუა საუკუნეების ნატურალური მეურნეობით დაკავებული გლეხი ხარ , რომელსაც არც ამჯამად ექნება ფული და არც არასოდეს, ანუ უნდა გქონდეს ერთი ან ორი ძირიშადი კუტურა და უნდა იყოს ეს შენი ბიზნესი.
4) შესწავლილი უნდა გქონდეს სადისტრიბუციო ბაზრები გრძელვადიან პერსპექტივაში, რა შეიძლება იყოს შენი მაქსიმუმი და მინიმუმი რეალიზაციის კუთხით, მათ შორის საერთაშირისო ბაზრები.
5) ვინაიდან ჩვენ ადამიანები ისეთი არსებები ვართ რომლებსაც კომუნიკაცია ჭირდებათ სხვა ადამიანებთან, აუცილებელია ისეთი გარემო სადაც გვექნება ურთიერთობა მეტნაკლებად მსგავსი ღირებულებების ადამიანებთან ანუ ყოველდღიურ ურთიერთობებში ვიღაცეები უნდა იყვნენ ისეთი ჩვენს ირგვლივ, რომელიც ჩვენი განათლების და ღირებულებების ხარისხის დონეს ძირს არ დაცემს და პირქიქით გაგავითარებს, ჩემთვის ერთერთი მთავრი პრობლემა სწორედ ესაა. იმიტომ რომ წელიწადში ერთი ორჯერ ჩასვლა სოფელში და იქაურ გლეხებთან ურთიერთობა სასიმოვნოა, მაგრამ ყოველდღიურობა ურთულესია, ჩვენი გლეხის განათლების დონე ძაალიან დაბალია, მსოფლმხედველობაც შესაბამისად დაბალი, არაფერი სიახლე არ უნდათ, არც განათლება მათ შორის. და ურთულესია კაცმა ჯერ ყანაში იმუშაო და მერე საღამოს დაღლილმა ადამიანს ელაპარაკო და იფიქრო ისევ ყანაში მუშაობა მირჩევნა ამასთან ურთიერთობასო.
6) ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტარული კომფორტი, ცხელი წყალი, ინტერნეტი, მოკლედ ნორმალური ინფრასტრუქტურა თორემ ზამთარში ძალიან ჭირს სოფელში ცხოვრება.

ნუ ეს ფაქტორები არის ძირითადი ჩემი აზრით და ეს უნდა გაზიროს პირველ რიგში ადამიანმა სანამ ფერმერობას გადაწყვეტს.

Posted by: Rezzik0 12 Jun 2017, 17:27
abcdefg_1
მართალი ხარ 100% და ყოჩაღ ვანოს..

მე მყავს მეგობარი, რომელმაც სერიოზული ფერმა ააშენა სამეგრელოში და დაქოქა საქმე. ძალიან წარმატებულია და შემოსავლებს უკანასკნელი 5 წლის განმავლობასი ისევ საქმეში აბრუნებს. სერიოზულ მასშტაბებზეა. მეც ვფიქრობ საქმის დაწყებას, მაგრამ ერთი საკითხია. საერტოდ არ ვიცნობ აღმოსავლეთ საქართველოს. სად რა კლიმატია, წყლის ამბებს და ა.შ

რაც შეეხება დასავლეთს, ძალიან მაინტერესებს თერჯოლის რაიონი. როოგრც ვიცი, ძალიან ბევრი მიწაა უპატრონოდ მიტოვებული და აქ როოგრც ჩანს, რამდენიმე თერჯოლელია. ხოდა, პატივცემულებო, რამდენად ფასოფს 1 ჰ მიწის ფართობი თერჯოლის რაიონში?

საზანო, ჩხარი, ალისუბანი.. ტყიბულის მეზობლად დიდი ნალექი და მკაცრი ზამთარია, ამიტომ ის მხარე არ მხიბლავს, თუმცა საინტერესოა

Posted by: levani169 12 Jun 2017, 17:52
vano22
QUOTE

დასავლეთში ხურმას იბარებს ვინმე? აგერ ჩემ მეზობლად კახეთში გააშენეს შარშანწინ 1 ჰა და სად უნდა წაიღონ ვერ გამიგია

ხურმაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა,კახეთში ჩემს რაიონში უკრაინიდან ჩამოდგებიან ხოლმე დიდი ფურები და კვირები ელოდებიან შევსებას.რომ იყოს ერთნაირი რაოდენობის ბაღი იმათაც მეტი მოთხოვნილება გაუჩნდებოდათ,დაჟე დაკრეფითაც კი თავად კრეფენ ხოლმე თუ რაოდენობაა,ასე რომ" ხურმა იყოს კლიენტები უკრაინა-რუსეთიდანაც მოვლენო"! biggrin.gif

Posted by: ინაველ 12 Jun 2017, 20:33
კარგ აზრებს ავითარებთ და ბევრ რამეზე დავფიქრდი. მართალი მეჩვენება ის აზრი რომ უკეთესია 1-2 მიმართულებაზე აქცენტი, ვიდრე ბევრი და ცოტა შემოსავლიანი სააქმის ერთდროულად დაწყება.

ამაზე ფიქრი რომ დავიწყე მხოლოდ ბოსტნეულის წარმოებაზე ვფიქრობდი ინტენსიური მეურნეობის სახით (სეზონური + სათბური) როგორც ძირითადი და სხვა (მეცხოველეობა) როგორც დამატებითზე

10 ჰექტარი სასტარტო მინიმუმია ჩემი წარმოდგენითაც.

მე ქართლი მომწონს - განსაკუთრებით გორის რაიონის ველები (იქ ვარ გაზრდილი და ამიტომ) თუმცა ბოლო წლებში სარწყვი წყალი გაჭირდა გორში. კახელი კი ვარ წარმოშობით მაგრამ არ ვიცნობ კახეთის მიწებს ასე კარგად. ყველაზე რეალურად კი გარდაბნის რაიონი მეჩვენება - ახლოსაა ჩემ მუდმივ საცხოვრებელთან, მიწებიც ნაყოფიერია, სარწყავიც არის და თბილისთანაც ახლოსაა.




Posted by: Rezzik0 12 Jun 2017, 20:57
ინაველ

აგერ გამოცდილი ხალხია, მონდომებული და საქმეშიჩართვის მსურველი. ხოდა, 3-4 კაცისგან დაკომპლექტებული შპს ან კოოპერატივი რომ შეიქმნას რა აზრის ხართ?

ფინანსურადაც მარტივია, სამართავად აირჩევა ხელმძღვანელი და მიხედავს. ბუღალტრულადაც გავმართავთ. შეთანხმება იქნება, რომ ზედამხედველობა გაუკეთდეს ყველა დეტალს, ერტმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულები ვიქნებით.. ვიღაც საკვებზე იქნება, ვირაც სისუფთვეზე, ვიღაც რეალიზებაზე და ა.შ..

ცუდი აზრია ბიჭებო? ))

Posted by: vano22 12 Jun 2017, 21:41
Rezzik0
5 კაცის საზიარო ძროხა შიმშილით მოკვდაო ნათქვამიაsmile.gif



* * *
levani169
ხომ არ იცი კილოს რა ფასში იბარებენ? ხურმა ერთერთი ყველაზე უხვ მსხმოიარეა და წონითაც ბევრი გამოდის.

Posted by: shuma89 12 Jun 2017, 21:57
QUOTE

6) ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტარული კომფორტი, ცხელი წყალი, ინტერნეტი, მოკლედ ნორმალური ინფრასტრუქტურა თორემ ზამთარში ძალიან ჭირს სოფელში ცხოვრება.


ცხელი წყალი არსად აღარაა პრობლემა, გაზი თუა ბაკს და ნასოსს დადგამ და ეგაა, იმედია დანარჩენი გასაგებია, გაზი თუ არ აფის დენზეც არსებობს აპარატურა.
ინტერნეტი ყველგანაა სხვადასხვა სახით, საირმე თუ იცი, რამდენიმე დღის წინ იქაც კი მივაწვდინე ინტერნეტი რიგით ადამიანს, სასტუმროებს კი ვტყავებდი მანამდეც. რიგითი ოჯახისთვის 30 ლარში 5 მეგაბიტია, ყველგან სადაც გაგიხარდება, იმერეთში ყველგან შემიძლია, სხვა რეგიონებშიც მაქვს კონტაქტი, ყველგან მივწვდები, დაჟე 40 კილომეტრზეც მაქვს მოშნი ლინკი.
საქმეს თუ დაჭირდა 60-65 კილომეტრზე ატვეჩაი ვარ, მხოლოდ პირდაპირი ხედვა და აპარატურაა ხაქმე, და არც ისე ძვირი.

მეექვსე პუნქტში რაც ჩამოაყალიბე ეგ არსად აღარაა პრობლემა.

Posted by: N1kusha 12 Jun 2017, 23:06
QUOTE
აგერ გამოცდილი ხალხია, მონდომებული და საქმეშიჩართვის მსურველი. ხოდა, 3-4 კაცისგან დაკომპლექტებული შპს ან კოოპერატივი რომ შეიქმნას რა აზრის ხართ?

ფინანსურადაც მარტივია, სამართავად აირჩევა ხელმძღვანელი და მიხედავს. ბუღალტრულადაც გავმართავთ. შეთანხმება იქნება, რომ ზედამხედველობა გაუკეთდეს ყველა დეტალს, ერტმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულები ვიქნებით.. ვიღაც საკვებზე იქნება, ვირაც სისუფთვეზე, ვიღაც რეალიზებაზე და ა.შ..

ცუდი აზრია ბიჭებო? ))


კარგი აზრია, სიამოვნებით შემოგიერთდებით. კოოპერატივებისთვის მგონი მიწების გაცემის პროგრამა იყო რაღაც და გავარკვევ ამ კვირაში, სამსახურში რომ ჩავალ. სხვა მხრივ გარდაბანში ვმოძრაობ და საკმაო შეხება მაქვს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, არ გამიჭირდება თუ რამის გარკვევა დაგვჭირდება. მთავარია საქმე დავიწყოთ ჭკვიანურად და სწორი მიმართულებით თორემ
QUOTE
5 კაცის საზიარო ძროხა შიმშილით მოკვდაო ნათქვამია

და დავრჩებით გაღიმებულები.

ვიცი რომ რამოდენიმე სოფელში გააკეთეს კოოპერატივი და მგონი რაღაც სახელმწიფო პროგრამაშიც ჩაერთვნენ, დეტალებს დავაზუსტებ ამ კვირაში.

Posted by: kaxaberski66 13 Jun 2017, 00:09
მე მინდა მოგიყვეთ ჩემი გამოცდილება სოფლის მეურნეობაში. დამწყებებს ასეთივე შრომა გელით წინ, თუ რამეს გინდათ მიაღწიოთ. უკვე საქმეს შეჭიდებულებს, მსგავსი ბევრი ექნებათ გამოვლილი.
სკოლა დავამთავრეთ თუ არა მე და ჩემი ძმა, მამამ წაგვიყვანა რუსეთში სასწავლებლად. მე ჩავაბარე ერთ ქალაქში. ჩემმა ძმამ სხვა ქალაქში და მიდიოდა დრო სწავლა-გართობაში.
მშობლები დარჩნენ მარტოები სახლში. დღე და ღამე შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ჩვენ საქართველოში ჩამოვდიოდით მხოლოდ არდადაგებზე.
მშობლები შეფიქრიანდნენ. მგონი შვილები დავკარგეთო. უკან დაბრუნებაზეც ჩამოგვიგდებდნენ ხოლმე საუბარს რა თქმა უნდა.
ერთი შემთხვევაა და ჩემი ძმა გარიცხეს ინსტიტუტიდან ზანგებთან ჩხუბის გამო. მაშინ ეუბნება მამაჩემი, ეხლა მაინც წამო შვილო საქართველოში, სანამ არ დაგიჭირესო.
ჩემმა ძმამ, წამოვალ თუ ფერმას გავაკეთებთო.
მამაჩემმა-რის ფერმასო.
ძმამ-ღორისაო.
მამა ვეტ ექიმი გვყავდა. ფერმის გაკეთებაზე დასთანხმდა, მაგრამ როგორ გავაკეთოთო?
როგორ და კოლმეურნეობამ იჯარით მიწა მოგვცეს და გავაკეთოთო. უპასუხა ჩემმა ძმამ.
მეორე დღით, ძმა მივიდა თავმჯდომარესთან და დაწერა განცხადება 20 ჰექტარი მიწის იჯარით გამოყოფაზე.
1989 წელი იყო. რაიკომის გამგეობაში იმსჯელეს ამ თემაზე და გადაწყვიტეს, რომ გამოეყოთ 20ჰა ფართობი კოოპერატივის შესაქმნელად. მოთხოვნა გვქონდა სახნავ-სათეს მიწაზე და გამოგვიყვეს ჩვენი შერჩევით.
წერილი მომივიდა მამაჩემისგან მიწა მოგვცესო, ჩამოდი ფერმა ავაშენოთო. მეც მოვწერე, როგორც კი კურსს დავამთავრებ და საზაფხულო არდადაგები დაიწყება მოვდივართქო.დამამთავრებელ კურსზე გადავდიოდი.
მართლაც დავხურე თუ არა კურსი, ავიღე ბილეთი და გამოვფრინდი საქართველოში. მამაჩემს და ჩემს ძმას, ფერმის პროექტი შედგენილი აქვთ. მეორე დღიდან დავიწყეთ და შევიძინეთ სამშენებლო მასალა და სანამ არდადაგები დამთავრდებოდა, ფერმის აშენებას მოვრჩით.
სახლში გვყავდა ხუთი თუ ექვსი ღორი. წაიყვანეს ფერმაში. ბინსოცბანკიდან აიღეს სესხი როგორც მახსოვს 15000 მანეთი. ამ ფულით ვიყიდეთ მუხლუხა ტრაქტორი კდ70 მიწის სახნავად. სულ ახალი ქარხნიდან. დანარჩენი ფულით ვიყიდეთ ისევ სადედე ღორები და იმფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ ფერმის გარშემო და დაიწყეს ფერმერობა მამაჩემმა და ჩემმა ძმამ. ორნი ვერ მოერივნენ საქმეს და შემოგვიერთდა ბიძაც, დედის ძმა. ასე დაიწყო ჩვენი ფერმერობა. რაიონში პირველი ფერმერები ვიყავით გორბაჩოვის კანონზე შექმნილი კოოპერატივით.
დანარჩენს, ჩვენს შრომაზე რაც გავწიეთ. მოგიყვებით ნელ-ნელა. თუ არ მოგაცდენთ და თუ არ შეგაწუხებთ ჩემი ძველი ამბით. თუ არა და წინასწარ ბოდიშს მოგიხდით ვისაც დროს დაგაკარგვინებთ და უსარგებლოდ ჩასთვლით ჩემს მონაყოლს.

Posted by: vano22 13 Jun 2017, 00:44
kaxaberski66
ძველი ამბები და გამოცდილება ყოველთვის საინტერესოა.

shuma89
ტპ ლინკიო თუ რაღაც ეგაა? ჩემი სახლის სახურავიდან ჩანს ფერმა და შესაძლებელია ინტერნეტის მიწოდება? სახლიდან იქამდე 2 კმ იქნება

Posted by: koba1973 13 Jun 2017, 07:33
vano22
თუ სახლში გაქვს ინტერნეტი ფერმაში მიწოდება პრობლემა არ არის.
აპარატურა ბევრნაირია. ტპ-ლინკი, უბიქუითი, მიკროტიკი და კიდევ ბევრი სხვა. 400-500 ლარის ამბავია.

Posted by: vano22 13 Jun 2017, 09:07
koba1973
სიჩქარე აკლდება მანძილის შესაბამისად თუ იგივე მიეწოდება რაც სახლში მაქ?

Posted by: abcdefg_1 13 Jun 2017, 09:29
QUOTE (shuma89 @ 12 Jun 2017, 21:57 )


ცხელი წყალი არსად აღარაა პრობლემა, გაზი თუა ბაკს და ნასოსს დადგამ და ეგაა, იმედია დანარჩენი გასაგებია, გაზი თუ არ აფის დენზეც არსებობს აპარატურა.
ინტერნეტი ყველგანაა სხვადასხვა სახით, საირმე თუ იცი, რამდენიმე დღის წინ იქაც კი მივაწვდინე ინტერნეტი რიგით ადამიანს, სასტუმროებს კი ვტყავებდი მანამდეც. რიგითი ოჯახისთვის 30 ლარში 5 მეგაბიტია, ყველგან სადაც გაგიხარდება, იმერეთში ყველგან შემიძლია, სხვა რეგიონებშიც მაქვს კონტაქტი, ყველგან მივწვდები, დაჟე 40 კილომეტრზეც მაქვს მოშნი ლინკი.
საქმეს თუ დაჭირდა 60-65 კილომეტრზე ატვეჩაი ვარ, მხოლოდ პირდაპირი ხედვა და აპარატურაა ხაქმე, და არც ისე ძვირი.

მეექვსე პუნქტში რაც ჩამოაყალიბე ეგ არსად აღარაა პრობლემა.

მთიან რეგიოენბშია ისეთი პრობლემა რომ ზოგან მობილურიც არ იჭერს... მაგრამ ეგ არაფერი, მასეთ ადგილებში არც არავინ წავა მანდ ზამტარია მარტო 8 თვე .... ისე არ ვიცოდი მასე მარტივად თუ იყო შესაძლებელი ინტერნეტის გადაყვანა, კარგია ძააან თუ მასეა, რადგან ინტერნეტი ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა როგორც საკომუნიკაციოდ ისე გაყიდვებისათვის.

ინაველ [B]

წეღანაც ვთქვი და ეხლაც გავიმეორე რომ შენ რომ ადგილები მოგწონს ეგ არაა მთავრი, მტავრია რამდენად იცი იქ არსებული სიტუაცია ყველა კუთხით მნიშვნელოვანია რა ხალხია სამეზობლოში რა ინტერესები აქვთ, შეიძლება სისიხლი გაგიშრონ და არ გაგახარონ ( მოგპარონ მოსავალი ან გაგიფუჭონ, ან სულაც იმ მოტივით რომ გარედან მისული ხარ არ შეგიშვან სოფელში, მაშინ ან თოფიანი ხალხი დააყენე პლანტაციაში ან იხმალაო ყოველდღე ვიღაცასთან. უნდა ჩაატარო მიწის ანალზიი, კლიმატი უნდა შეისწავლო, ნალექების რაოდენობა და ა.შ. ბევრი ნიუანსია რა. ბევრი მაგალითი ვიცი სამეგრელოში ხალხმა იყიდეს თბილისიდან სახელმწიფო მიწა და არ შეუშვეს ადგილზე მეგრელებმა, ან მოპარეს ყველაფერი. ეგ კი არა ფერეროსაც კი მთელი არმია უყენია რომ დაიცვას თხილის პლანტაცია....


Posted by: ინაველ 13 Jun 2017, 10:06
abcdefg_1

სანაამ მაგეებს შევისწავლი რაიონების მიხედვით, დავბერდები. მე სადაც არ უნდა წავიდე ყველგან უცხო ვიქნები იმიტომ რომ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე.

მიწების და ჰავის შესწავლა კი რთული საქმეა. თან ერთია შესწავლა და მეორე - მიწის პოვნა ისეთის და ისეთ გარემოში, როგორიც მინდა.

გარდაბნის და საგარეჯოს რაიონებზე ვფიქრობ. მიწებიც ბევრია და ქალაქთანაც ახლოსაა. ამაზე შორს ვერ მივდივარ. მომავალ კვირაში საგარეჯოში წავალ და ადგილზე გავარკვევ. ნუ დავიწყებ მაინც გარკვევას. ერთი ჩასვლით არაფერი გამოვა

kaxaberski66

განაგრძეთ ძალიან საინტერესოა

Posted by: Nat_asha 13 Jun 2017, 14:33
QUOTE (ინაველ @ 8 Jun 2017, 22:56 )
თანამოაზრეებო,

თქვენი აზრები მჭირდება - სოფელში დასახლებასთან დაკავშირებით. ჩემს ადგილს ვეძებ და ვფიქრობ რომ სოფელში შეიძლება იყოს ის სადაც მე თავს კარგად ვიგრძნობ

თუმცა არ ვიცი რა და როგორ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა საიმისოდ რომ შინაგანი თავისუფლება მოიპოვოს და თან მატერიალურადაც არ გაუბედურდეს

მაინტერესებს - რეალისტურია თუ არა დღეს სოფელში მცირე საოჯახო მეურნეობის აწყობა შემოსავალ-გასავლის ისეთი ბალანსით, რომ ოჯახი შეინახო?

ვინმეს აქვს მსგავსი გამოცდილება რომ გავიზიარო? ან რავიცი როგორ შეიძლება წინასწარ განვსაზღვრო რა და როგორ?

თუ მართლა გინდა უეჭველი გამოგივა wink.gif თუ მოგწონს და სიამოვნებას მიიღებ იმისგან რის კეთებასაც აპირებ. ძირითადად ხალხის მიზანი არის რომ ფული იშოვნოს. სინამდვილეში ცხოვრებაში მთავარი ფულის შოვნა არ არის. საკუთარი თავი უნდა იპოვნო და ყველას შეუძლია რაღაცის კეთება ოღონდ ზუსტად უნდა იპოვნო ის რისი კეთებაც სიამოვნებას მოგიტანს (არ მაქვს საუბარი იმ სოფლელ მიტუებზე, რომლებსაც სიამოვნებას მარტო სმა დ მხართეძოზე წოლა ანიჭებთ, ეგენი ცხოვრებისგან ჩამოწერილი საზოგადოებაა და დიდად არც არგუმენტად და არც ანტიარგუმენტად არ გამოდგება იმისთვის რომ რადგან ვიღაცა მიტუა გალოთდა და სოფელში ვერაფერს აკეთებს, ყველას იგივე ბედი ეწევა) ის რისი კეთებითაც სიამმოვნებას იღებ აუცილებლად კარგი გამოვა. ის რაც კარგია ყველას უნდა, ის რაც კარგი კარგი ფასიც აქვს ყოველთვის ყველა ქვეყანაში, თუნდაც ეს გატიალებული საქართველო იყოს. რათქმაუნდა არ ვგულისხმობ იმას რომ კარგ რამეს რომ გააკეთებ, დაჯექი და მოგაწყდება ხალხი გავიგეთ კარგი რამ გაგიკეთებია და კარგ ფასს გადაგიხდი და გეხვეწები მომყიდეო. ყველაფრის მარიფატი 1 ადამიანს შეიძლება არ ქონდეს, გაყიდვებსაც თავისი ხელოვნება და ცოდნა უნდა, და თუ შენ ეს ისევე სიამოვნებას არ განიჭებს როგორც რამე პროდუქტის კეთება, (რომელსაც აირჩევ) სჯობს ეგ საქმე სხვას მიანდო და არ დაიჩემო ყველაფერი და არ ჩააფლავო ყველაფერი.
დღეს ძალიან სასოწარკვეთაა სოფლისმეურნეობაზე, ეხლახანს ჩემს ნათესავს დაუსეტყვა ვენახი და ვაივიშვიში აქვს ატეხილი რომ ამდენი ფული დახარჯა, წამალი + მუშახელის ქირა და უცებ ყველაფერი გაუნადგურა ერთმა სეტყვამ. გამწარებულ ადამიანს მაგას ხომ არ ვეტყვი მაგრამ როდესაც გაზაფხულზე ვეუბნებოდი რომ ამდენ ფულს რომ ხარჯავ ადექი და სეტყვისსაწინააღმდეგო ბადე გადააფარე და დაჯექი მშვიდად 100%-იანი მოსავალი გექნებათქო პასუხად დაცინვა მივიღე რომ ძვირი ჯდება თურმე ეგ ბადე ... მოკლედ სხვის ნათქვამსაც ცოტა მაინც უნდა დაუჯერო, დაუჯერო უფრო სწორედ ასე ბრმად კი არა, განიხილო უნდა მისი წინადადება როგორც მინიმუმ, იქნებადა რა კაი რამეს გეუბნება. აინშტანი ამბობდა რომ ყველაზე ჭკვიანურ აზრებს სულელები ამბობენო :დ ასე რომ ვიღაც სულელი თუ გგონია მისი აზრიც კი უნდა განიხილო ყოველი შემთხვევისთვის. რაც შეეხება იმას რომ მაინცდამაინც 10 ჰა უნდა მიწა გქონდეს, ჩემი აზრით ძალიან გადაჭარბებულია. 1 ისტორიას მოგიყვებით. სოფელში მოხუცი ქალი იყო, მარტოხელა. ხოდა შვილიშვილი რომ 10 კლასში იყო სტიმულად უთხრა, შენ სკოლა დაამთავრე , ჩააბარე შვილო და მანქანას გიყიდო, სულ ახალ მერსედესსო. ნუ ალბათ წარმოგიდგენიათ ამაზე ყველას რეაქცია. biggrin.gif biggrin.gif სათბურში (ოღონდ ეს ის სათბური არ გეგონოთ, უბრალო კვალსათბურები გააკეთა თითონვე, თავისი ხელით. მწვანილი მოიყვანა, მხოლოდ ქინძი. ბაზარში თითონ ყიდდა და ზამთარში დაახლოებით 10-15 ლარი იყო კილო. ეს ბიჭი ვარკეთილში ჩემი მეზობელი იყო და მაქედან ვიცი ეს ამბავი. ხოდა უნივერსიტეტში ნინა ბაბოს ნაყიდი ახალი მერსედესით წავიდა, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა smile.gif ყოველთვის ფიზიკური ძალა არ განსაზღვრავს ყველაფერს, ხერხი, გონება და შრომისმოყვარეობა აუცილებლად, შრომისმოყვარეობის გარეშე ფუჭია შენი ტვინიც და ძალაც.
მე ვარ გოგო და ჩემთვის პატარა მეურნეობას ვაკეთებ 500 კვადრატულზე. ცოტ-ცოტა რაღაცეები მაქვს. ყველაზე ცუდი ის ფაქტია რომ საქართველოში გოგო და სოფლისმეურნეობა ძალიან სასაცილოდ მიაჩნიათ. მე დიდად არ მაინტერესებს ვის რა მიაჩნია, უკვე საკმაოდ გავიზარდე იმისთვის რომ ეგეთი აზროვნება დავიკიდო და ვიცხოვრო ჩემთვის მოსაწონად და არა სხვის მოსაწონად ^_^

p.s. HarleyQ ვარ და ნიკის შეცვლა გადავწყვიტე და ამას თავისი მიზეზები ქონდა , მეზარება ეხლა წერა ამაზე biggrin.gif ჩემი სულისკვეთება სოფლისმეურნეობაზე იცით მემგონი დაახლოებით

Posted by: koba1973 13 Jun 2017, 14:47
vano22
გააჩნია რამდენის გატარება გინდა.
2კილომეტრში 20-30 მეგაბიტის გატარება იაფიანი აპარატურით სრულიად შესაძლებელია.

ისე ცოტა ძვირიანი აპარატურით 50 კილომეტრზე 100 მეგაბიტიც შეიძლება.

Posted by: boxora17 13 Jun 2017, 16:18
ერთ ჰექტარზე რამდენი ტონა პომიდორი მოვა საშუალოდ?

Posted by: vano22 13 Jun 2017, 17:22
Nat_asha. კარგია დაინტერესებული რომ ხარ სოფ მეურნეობით. ბევრი არ კადრულობს ამას და თან ისეთები სახლში 5-5 ძროხა რომ ყავთ და ქუჩაში რომ საქონელი და მიწა ვუხსენო ისე შემომხედავენ გეგონება კეთროვანი ვიყო.

სოფელში გადაბარგებას და იქ პირველივე წლებში იმდენი თანხის შოვნას რაც ოჯახის სარჩენად ეყოფა სუ მინიმუმ 10ჰა უნდა. გასათვალისწინებელია ისიც რომ ქალაქიდან სოფელში გადაბარგებული კაცი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩება გარკვეული პერიოდი და თუ პერსპექტივაში მაინც არ აქ წელწადში 10-15 000 ლარის მოგება ის უეჭველი კრახისთვისაა განწირული

თუ სახლიც გაქ სოფელში და უკვე დამკვიდრებული ხარ როგორც ადგილობრივი და ასე თუ ისე არჩენ ოჯახს მაშინ 0.5ჰა ც საკმარისზე მეტია საქმის დასაწყებად. მაგრამ შენ ჩვეულ გარემოს რომ მოწყდები და სრულიად უცხო ადგილას ახალ ცხოვრებას იწყებ მაშინ არ მგონია ვინმემ 1 ჰა თი შეძლოს ცხოვრება.


პს. ძველი ნიკი ჯობდა მაინც ღრუსოფობი ვარ და....biggrin.gif






koba1973 სადაა 20მბ. 8_10 მეგაბიტით ძლივს მოაქsmile.gif კარგია გადაცემა თუ შეიძლება დამჭირდება მალე და შეგაწუხებ მერე უფრო დაწვრილებითი კითხვებით.


boxora17

ღია გრუნტზე შესაბამისი მიწის მოვლის და კლიმატის პირობებში სასუფრე პამიდორი ფლორიდა 50 ტონა მოვა. გორში რომ ვაშლივით პამიდვრები მოყავთ ის მგონი ორი ამდენი მოდისsmile.gif

Posted by: levani169 13 Jun 2017, 17:49
vano22
QUOTE
ხომ არ იცი კილოს რა ფასში იბარებენ?

მინიმუმი 0.70-1.50 ლარამდე,გააჩნია მოთხოვნას და კლიენტს.
ბოლოს და ბოლოს საჩირ აპარატს იყიდი და დაჩირავ კაცი,ნავთლუღში 12-14 ლარად ბარდებოდა კილო!

Posted by: koba1973 13 Jun 2017, 18:12

vano22

არ არის პრობლემა. თუ შორს არა ხარ ფიზიკურადაც დაგეხმარები.

Posted by: N1kusha 13 Jun 2017, 19:01
Nat_asha
QUOTE
მე ვარ გოგო და ჩემთვის პატარა მეურნეობას ვაკეთებ 500 კვადრატულზე. ცოტ-ცოტა რაღაცეები მაქვს. ყველაზე ცუდი ის ფაქტია რომ საქართველოში გოგო და სოფლისმეურნეობა ძალიან სასაცილოდ მიაჩნიათ.

ეს დაიკიდე და მიხედე საქმეს ასეთი შემართებით, გამოგივა აუცილებლად up.gif

ინაველ
QUOTE
გარდაბნის და საგარეჯოს რაიონებზე ვფიქრობ. მიწებიც ბევრია და ქალაქთანაც ახლოსაა. ამაზე შორს ვერ მივდივარ. მომავალ კვირაში საგარეჯოში წავალ და ადგილზე გავარკვევ. ნუ დავიწყებ მაინც გარკვევას. ერთი ჩასვლით არაფერი გამოვა

გარდაბნის რაიონისკენ თუ დააპირებ და რაიმე დაგჭირდება, მომწერე და როგორც შემეძლება დაგეხმარები.

Posted by: Rezzik0 13 Jun 2017, 20:35
ბიჭებო, 1700 კვ ზე გასენებული სათბურით, სადაც დღემდე ხდება წარმოება კიტრის და პომიდვრის, რა მოგების მიღება შეიძლება ერთ წელიწადში?

ახლობელი ყიდის 100.000 დოლარად და ყიდულობს მეორე (უფრო) ახლობელი, ხოდა რას გვირჩევთ? ))

ყველა კომუნიკაცია ახლოს აქვს, გზა, წყალი, ქვანახშირზეც მუშაობს სათბური და გაზზეც ))

Posted by: vano22 13 Jun 2017, 21:02
Rezzik0
58 დოლარი გამოდის კვადრატული.. ჩვეულებრივი სტანდარტული სათბურისთვის ძალიან ძვირია.
ადრე აზერებმა დამიანგარიშეს და უმაღლესი ხარისხის მასალით და ხელობით სრულად გაწყობილი სათბური კვადრატული 25$ გამომიყვანეს თავის გათბობით და რამე. ამას + მიწის ფასი უნდა დაუმატო ჰა ჰა მიწიანათ 30$ ეგეც თუ უმაღლეს მდგომარეობაშია როგორც ტექნიკურათ ასევე მდებარეობით.


koba1973 ქალაქიდან შორს ვარ 100კმsmile.gif ელექტრობა ასე თუ ისე მესმის და თეორიული კარნახით ალბათ გავართმევ თავსsmile.gif კაი კაცი ხარ უცხო ადამიანს დახმარებას ბევრი არ შესთავაზებს

Posted by: Rezzik0 13 Jun 2017, 21:13
vano22

მიწა არის 2000 კვ, ამ ფასში ყველაფერი შედის, სათბური თავისი მოწყობილობებთ და მიწით..

ამ შემთხვევაშიც ძვირია?

Posted by: vano22 13 Jun 2017, 23:55
Rezzik0 სადაა მიწა ტერიტორიულათ და რას ფასობს ის 2000კვ მეტრი ზედ სათბური რომ არ იდგეს?? ფოტოები თუ გაქ სათბურის უფრო იოლად შევაფასებდი.
როდინდელი სათბურია და რა ტექნოლოგიითაა მოწყობილი ამასაც გააჩნია მაგრამ 100კ ნებისმიერ ვარიანტში ძალიან ძვირია მაგ ფასში მიწასაც იყიდი და 2500 კვადრატ ევრო დონის სათბურსაც გამართავ ზედ
* * *
levani169
ცუდია ქალაქთან ახლოს რომ არ ვარ. მანდ ყველაფერი იყიდება და სოფელში კი მასეთ უჩვეულო პროდუქციას საერთოდ არ აქ გასავალი.

Posted by: koba1973 14 Jun 2017, 00:00
vano22
ქალაქიდან მეც შორსა ვარ.
100 კილომეტრით lol.gif
მეზობლები ხომ არა ვართ?
მე სიღნაღში ვცხოვრობ.

Posted by: vano22 14 Jun 2017, 00:07
koba1973 მე ახმეტაში ვარsmile.gif ქალაქამდე მანძილს გომბორის გავლით ვამბობ ხოლმეsmile.gif

Posted by: ML320_Blue 14 Jun 2017, 00:22
საგურამოში ლუდის ქარხანასთან იყიდება 5200 კვ. მიწა იაფად, 24 ათას დოლარად გავყიდი, სარწყავი წყალიც არის იქვე ნაკვეთთან, გაზიც და დენიც, გზის პირას არის. თბილისიდან 15 წუთის სავალზეა.
სათბურისთვის კარგი ვარიანტია, იქვე ახლო-მახლოს არის სათბურები.

Posted by: vano22 14 Jun 2017, 01:22
ML320_Blue
კარგი ფასია


Rezzik0
აჰა მშვენიერ ადგილზე ყიდის კაცი 24 ში 52 მეასედს იმ 100 000 დან 76$ კი დარჩება და მაგ ფასში შენ გემოზე მოაწყობ 2500m2 მშვენიერ სათბურს.

მარტო ყიდვაც არაა სიტყვაზე გაყიდვა რომ მოგინდეთ გაყიდით 100კ$ ში?

Posted by: Nat_asha 14 Jun 2017, 09:54
QUOTE
ბიჭებო, 1700 კვ ზე გასენებული სათბურით, სადაც დღემდე ხდება წარმოება კიტრის და პომიდვრის, რა მოგების მიღება შეიძლება ერთ წელიწადში?

ახლობელი ყიდის 100.000 დოლარად და ყიდულობს მეორე (უფრო) ახლობელი, ხოდა რას გვირჩევთ? ))

ყველა კომუნიკაცია ახლოს აქვს, გზა, წყალი, ქვანახშირზეც მუშაობს სათბური და გაზზეც ))

დოლარი თუ ლარი biggrin.gif ძვირია კაცო 100 000. 1 ვარიანტია თუ ეხლა ყიდულობს და მოსავალს უტოვებს რომლის თვითღირებულებაც ავსებს მაგ თანხამდე, ან ბიზნესს თუ ყიდულობ (შპს-ს) და დებიტორული დავალიანებას უტოვებს (მაგრამ ეგეც გასარკვევია რეალური თუა მაგ შემთხვევაში უღირს, მაგრამ მაინც რისკებთან არის დაკავშირებული)
აი უფრო კარგი ვარიანტი გითხრეს, ურცევნია თუ მაგდენი ფული აქვს თითონ გააკეთოს ისეთი სათბური როგორიც უნდა, მითუმეტეს როგორც ჩანს კიტრი-პამიდორში დიდად ვერ ერკვევა და ეგრე ზეპირად მაგისი მოყვანა სისულელეა, შეიძლება ბევრი კრახი განიცადოს თავიდან და ამიტომ აუტკივარი თავი რაზე უნდა აიტკიოს. ისე კიტრი-პამიდვრის სათბური ძალიან საკაიფოდ მუშაობს. ზამტარში მაგარი ფასი აქვს და თუ ამღები წერტილი გაქვს მოძებნილი შენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს biggrin.gif
* * *
QUOTE
პს. ძველი ნიკი ჯობდა მაინც ღრუსოფობი ვარ და

რუსები არც მე მიყვარს, მეგობრები მეძახიან ეგრე და თან ყველა ნიკი დაკავებული დამხვდა რომლებიც მინდოდა biggrin.gif
* * *
QUOTE
სოფელში გადაბარგებას და იქ პირველივე წლებში იმდენი თანხის შოვნას რაც ოჯახის სარჩენად ეყოფა სუ მინიმუმ 10ჰა უნდა. გასათვალისწინებელია ისიც რომ ქალაქიდან სოფელში გადაბარგებული კაცი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩება გარკვეული პერიოდი და თუ პერსპექტივაში მაინც არ აქ წელწადში 10-15 000 ლარის მოგება ის უეჭველი კრახისთვისაა განწირული

თუ სახლიც გაქ სოფელში და უკვე დამკვიდრებული ხარ როგორც ადგილობრივი და ასე თუ ისე არჩენ ოჯახს მაშინ 0.5ჰა ც საკმარისზე მეტია საქმის დასაწყებად. მაგრამ შენ ჩვეულ გარემოს რომ მოწყდები და სრულიად უცხო ადგილას ახალ ცხოვრებას იწყებ მაშინ არ მგონია ვინმემ 1 ჰა თი შეძლოს ცხოვრება.

მე სრულიად მოწყვეტას არ ვაპირებ თბილისიდან, უბრალოდ მე არ მხიბლავს ის ქალაქური პაკაზუხური ცხოვრება როგორიცაა კლუბები და ბარში ჯდომა და მაღაზიებში სიარული, განვადებით ნაყიდი IPone7 და მშიერი რომ არის , მარტო სხვების დასანახად რომ აკეთებს. ჩემს მეზობელს რომ ML-ის ჯიპი უდგას და 1 წლის განმავლობაში სულ 3 ჯერ გამოიყვანა რესტორანში რომ წავიდა და ისიც იქედან მთვრალი ტაქსით მოვიდა და მეორე დღეს წავიდა მის მოსაყვანად, სხვების დასანახად რომ მთელი ოჯახი ამ მანქანას გარაჟიდან გამოაყენებს და აპრიალებს და ყველა რომ დასცინის ვერ ხვდებიან. ესენი არიან სოფლიდან რამდენიმე წლის ჩამოსულები. სწორედ ასეთმა ხალხმა აქცია სიტყვა "სოფლელი" სალანძღავ სიტყვად. ბევრს წვავსო და მაგიტო არ დავდივარო მანქანითო biggrin.gif biggrin.gif მეკიდე მალალიტრაშკა მანქანა ვიყიდე იაპონური, იმიტომ რომ ბევრი ფული არ მაქვს და რისი ტრაკიც მქონდა ის ვიყიდე, თორემ ეგრე მანქანის ყიდვა ერთხელ მეც კი შემეძლო რამე ვიზუალურად კარგის. ჩემი შეგნება ესეა. ბავშობაში ასე არ იყო რათქმაუნდა, მეც ეგრე ვიყავი, ჩემთვისაც მნიშვნელობა ქონდა ტანსაცმელსაც და ბევრ რამესაც, იმიტომ რომ გარემოცული ვიყავი ეგეთ ხალხით. მერე ერთხელ მოხდა რაღაცა ჩემს ცხოვრებაში biggrin.gif სწორედ იმიტომ რომ ასეთი თხა ვიყავი და მიყვარს ეს ბუნება დიდი სიმაღლიდან ჩამოვვარდი და 1 წელი მომიწია დაწოლილ მდგომარეობაში ყოფნა. 15 წლის ვიყავი. ხოდა მაშინ ძალიან ბევრ რამეს მივხვდი, რომ ძალიან დებილობაა ეს ყველაფერი. და რომ ვერაფერს ვერ წაიღებ თან, არც სხვების დასანახად აქვს ცხოვრებას აზრი. ისე უნდა იცხოვრო როგორც შენ გინდა და როგორც შენ მოგწონს . ისე ალბათ ჯობია რომ ამაში მშობელი ეხმარებოდეს თავის შვილს . მერე კიდე მოხდა 1 რაღაცა 6-7 წლის წინ და კიდევ მივხვდი ერთ რამეს biggrin.gif ხოდა ასე და ამგვარად მივედი მაგ დასკვნამდე, რომ მე მინდა თავისუფლება. არ მინდა ვმუშაობდე იქ სადაც ვმუშაობ დღეს, არ მინდა ჩემი ცხოვრება გავიდეს ესე უაზროდ. მე მიყვარს თბილისი, მაგრამ არ მიყვარს "თბილისელები". შეიძლებ აზოგადად ხალხი არ მიყვარს არ ვიცი. biggrin.gif უფრო ძაღლები მიყვარს ოთხფეხა biggrin.gif ხეები და მცენარეები, მდინარე და სუფთა ჰაერი, ტყეში დანთებული ცეცხლი biggrin.gif
* * *
https://www.youtube.com/watch?v=tUaRYx92A9I

Posted by: levani169 14 Jun 2017, 13:39
koba1973
vano22
ყვარლიდან სალამი ბიჭებს!(ტუფლები მიჭერს) biggrin.gif 2kiss.gif
* * *
Nat_asha
QUOTE

https://www.youtube.com/watch?v=tUaRYx92A9I

ეს ის არ არის რაც შენ გგონია(ვგიჟდები ამ სიტყვებზე biggrin.gif ) კახურად რომ ვთქვათ "მაგრად მიაც მააცომენ ესენიც და ამათი გამპიარებლებიც!
ზოგადად კარგია ქალაქიდან გამოსვლა და ბუნებასთან ახლოს ყოფნა რომ გსურს,მე დღემდე მიკვირს თუ რატომ იჭუჭკებიან იმ ბეტონის ჯუნგლებში ეს ამდენი მილეთის ხალხი როცა უამრავი თავისუფალი სოფელ-დაბები გვაქვს?!

Posted by: Nat_asha 14 Jun 2017, 13:49
QUOTE
ეს ის არ არის რაც შენ გგონია

მე არაფერი არ მგონია კაცო. მე რეალურ მაგალითზე ვიცნობ 2 ადამიანს, რომლებიც სოფლისმეურნეობით ცხოვრობენ ძალიან კარგად. 1 ძალიან პატარა ბიჭია და ძალიან მიყვარს ეგ ადამიანია მარტო იმიტომ რომ პატარა ბიჭია და თავისით აკეთებს და თან ვისაც სურვილი აქვს ასწავლის უფასპატიოდ. პატივსაცემი ადამიანია. 5000 კვადრატულზე 25000 მოგება ნახა 1 წელში გჯერა?

Posted by: vano22 14 Jun 2017, 15:02
Nat_ashaშენ თუ იპოვე შენი ადგილი და საყვარელი საქმე ჩათვალე რომ ის მილიონში ერთი ხარ რომელმაც შეძლო და დაინახა ნამდვილი აზრი ამ ცხოვრებისა.

მეც მიფიქრია მაგ ყველაფერზე და იძულებითი შრომის ამაოებაზე მაგრამ რეალურად მე არ მაქ უფლება რომ მარტო ჩემთვის ვიცხოვრო და უფრო მეტიც არ მაქ უფლება რომ ჩემი ოცნებების ასასრულებლად ვიბრძოლო რადგან რეალურად რამდენსაც მე ვშრომობ სრულებით არ მჭირდება მაგრამ მე მაქ პასუხისმგებლობა როგორც ოჯახის ასევე საზოგადოების წინაშე რომელიც მაიძულებს ვიცხოვრო ჩემი რეალური ოცნებებისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებით და ასე ცხოვრობს ადამიანების 99%.



levani169
ონკანის წყალი არ დალიო დამიჯერეsmile.gif

Nat_asha
5000m2 სათბურში?

Posted by: Nat_asha 14 Jun 2017, 15:27
QUOTE
მაგრამ რეალურად მე არ მაქ უფლება რომ მარტო ჩემთვის ვიცხოვრო და უფრო მეტიც არ მაქ უფლება რომ ჩემი ოცნებების ასასრულებლად ვიბრძოლო

ეგ მესმის, მეც ეგრე ვარ ეხლა , ვმუშაობ იმიტომ რომ საჭიროა, მე კი შევინახავდი ჩემ თავს ამ სამსახურის გარეშეც, მაგრამ ჩემი თავი არ მაბარია მარტო და მაგიტომაც ვერ მივყრი ყველაფერს. მე რომ ეხლა ეს ვალდებულებები არ მქონდეს დღესვე მივანებებდი თავს ამ ყველაფერს და წავიდოდი ავაწყობდი ნელ-ნელა საქმეს. უბრალოდ აი ის დრო რიტი უნდა გადავიტანო სანამ ამ ყველაფრის აწყობას დასჭირდება ეგაა საქმე ზუსტად. რაც შეეხება ოცნებეის ასრულებას, ზუსტად მაგისთვის უნდა იბრძოლო. რას ნიშნავს უფლება არ გაქვს? ყველას ყველაფრის უფლება აქვს. აბა მაშინ ოცნება რარათ გინდა თუ ასრულებას არ აპირებ? მე ვაპირებ ავისრულო ყველა ოცნება რასაც მოვასწრებ რათქმაუნდა, ყველაფერს ვერ აისრულებ, რეალურ ოცნებებს ვგულისხმობ. მთვარეზე გაფრენა და არარეალური ოცნებები უფრო გასართობად შეიძლება გამოიყენო კაცმა. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ. ჩემი დამარცხება არ შეუძლია ცხოვრებას და ბევრჯერ დავამტკიცე ეს უკვე. ჩემს ადგილას სხვა ზუსტად ვიცი ან არ იქნებოდა ან ცუდ ადგილას იქნებოდა. მე კიდევ პატიოსნად ვცხოვრობ მთელი ცხოვრებაა და ვერც დავიწუწუნებ უიღბლობას, ყველაფერი გამომდის. არ ვიცი ეს იღბალია თუ ჩემი სიჯიუტე, მაგრამ კი გამომდის და biggrin.gif
* * *
QUOTE
5000m2 სათბურში?

არა ღია გრუნტში. უეკლო სამგვირგვინა მაყვალი მოიყვანა. პირველივე წელს 5 ტონა მიიღო მოსავალი. არც შეუწამლია, არც სასუქი უხმარია. კილო 5 ლარად გაყიდა ბაზარში ეგრევე. წელს დაამატ ფართი და და იმ 5000 კვადრატულზე უკვე 7-8 ტონას ელოდება. 1 ჰა 20 ტონას იძლევა ეგ ჯიში მესამე წლიდან. მაგის გარდა ამ ბიჭს მარწყვიც მოყავს, სანანდრეასის ჯიშის. დასვენებულ მიწაზე წელს თითო მარწყვი 35 გრამიანი მოიყვანა უსასუქოდ ეგეც. ბიო მარწყვი ანუ. მარწყვი დიდ ფართობზე მოყავს უფრო. 24 წლის არის მეტის კი არა. ყიდის უეკლო მაყვლის და მარწყვის ნერგებს. კარგი ბავშვია მოკლედ. ეხლა კიდევ ეძებდა 1 ჰა მიწას. ალბათ მაყვლისთვის. მაყვლის ექსპორტი ძალიან მომგებიანია. საკმაოდ ძვირი და მოთხოვნადია, მაგრაამ არაა აქ მაგხელა ბაზარი რასაც ითხოვენ, მინიმუმ 100 ტონა უნდათ და კოოპერატივია საჭირო,. რამდენიმეწელში კი მიაღწევს ალბათ იმდენს რომ გახდება ექსპორტიორი. 7-8 ევროს იხდიან, როცა აქ 5 ლარად უნდა გაყიდო. თან ძალიან ადვილი მოსავლელია.

Posted by: vano22 14 Jun 2017, 19:17
Nat_asha
პირველივე წელში რა იგულისხმე სრულ მსხმოიარობაში შესვლის პირველი წელი ალბათ ხომ? აბა დარგვიდან პირველი 3 წელი თითო ოროლას ისხავს ჩემ მეზობელს აქ ათი ოცი ძირი ბოსტანში.


თელავის ბაზარში კილო ლარად ეყარა შარშან და ვერ ყიდდნენ ფიზიკურად არ არის მაყვალზე მოთხოვნა მაგას ალბათ სხვა კლიენტურა ყავს. არ ვიცი ვერ შეგეკამათები პირადად მე მალ ფუჭებად პროდუქციას ძალიან ვერიდები.

Posted by: shuma89 14 Jun 2017, 20:40
QUOTE
shuma89
ტპ ლინკიო თუ რაღაც ეგაა? ჩემი სახლის სახურავიდან ჩანს ფერმა და შესაძლებელია ინტერნეტის მიწოდება? სახლიდან იქამდე 2 კმ იქნება


არანაირი პრობლემა არ არის, ახალი აპარატებით საშუალოდ 350 ლარამდე დაჯდება.
ნახმარებით 200

ეს ისეთი აპარატები, რომ მსგავს მანძილზე 50 მეგაბიტს გაქაჩავს უპრობლემოდ, მე მაქვს 1700 მეტრზე და 70 მიდის.koba1973

50 კილომეტრზე არა, მაგრამ 25-ზე მაქსვ პრაქტიკა 400 მეგაბიტის 2 ცალი 5-იანი აირფიბერი და ორი ცალი პაუერბიმით.

Posted by: vano22 14 Jun 2017, 22:01
shuma89
ესეიგი მაგ აპარატების მეშვეობით შესაძლებელია ნაკვეთში ვიდეო კამერას მიეწოდოს ინტერნეტი და ლაივ რეჟიმში მოხდეს მეთვალყურეობა სმარტფონის გამოყენებით? მგონი გადაწყდა მოსავლის ქურდობის პრობლემა და ეგაა

Posted by: gia1970 15 Jun 2017, 00:10
shuma89
გამიხარდა რომ გადაიფიქრე მიწების გაყიდვაsmile.gif

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 00:58
გავაგრძელებ თხრობას ჩემი ოჯახის ფერმერობის შესახებ.
ხოდა ასე. ფერმა ავაშენეთ, ღორი სახლიდან ფერმაში გადავიყვანეთ, კიდევ სესხით აღებული ფულით მივამატეთ ნეზვები, ავიყვანეთ დედა ღორი 20სულამდე . მე რუსეთში წავედი სწავლის გასადრძელებლად. მამამ, ძმამ და ბიძამ დაიწყეს საქმის შენება.
ის 20ჰექტარი მიწა მოხნეს და დათესეს ხორბალი. საჭმელს ღორისთვის რა თქმა უნდა ყიდლობდნენ. ჩემს ოჯახს მანქანა არ ჰყავდა, სახლიდან ფერმამდე იყო 9 კმ. ამ მანძილზე მივდიოდით ფეხით, ორივე მხარეს. ხშირად ვიღაცაც დაგვიმგზავრებდა. ფეხით სიარულისას ვეშმეშოკიც ზედ გვეკიდა, შიგ საგზალი გვქონდა. აბა ყოველ დღე წინ და უკან ხომ არ ვივლიდით, ლამის ერთი კვირის საგზალი მიგვქონდა ორი კაცის სამყოფელი. მესამე შეცვლაზე მოდიოდა ხოლმე და შემდეგ შეცვლამდე სამყოფი საჭმელიც მოჰქონდა.
პირველ წელსვე ღორი გამრავლდა. ფარად იქცა. ის პერიოდი იყო რომ, საბჭოთა კავშირი არსებობას ამთავრებდა. ჩვენს გარშემო ასეულობით ჰექტარი დახნულ დათესილი მიწები იყო, მაგრამ იყო ასევე ასეულობით ჰექტრები ნაიონჯრები, სადაც იონჯა გადაბერდა, მოსავალს აღარ იძლეოდა, მაგრამ ვერც ხნავდნენ და იყო ასე საძოვრად, სადაც ღორი დაგვყავდა და ვკვებავდით.
ხორბლის ნათესიდან, მეორე წელს კარგი მოსავალი ავიღეთ. მოსავალი არ აგვიწონია და კონკრეტული ციფრი არ ვიცი რამდენი გამოვიდა, მაგრამ ჰექტარზე 3.5 ტონაზე ნაკლები ნამდვილად არ გაუსწორებია.
ერთი სიტყვით, მეღორეობა არ მოგვეწონა, დიდი დრო უნდოდა სანამ ღორს გავზრდიდით და გავყიდიდით.
გადავწყვიტეთ, ღორი გაგვეყიდა და მესაქონლეობაზე გადავსულიყავით.
მართლაც ღორი გავყიდეთ, ამ ფულით დავფარეთ ბანკიდან გამოტანილი სესხი. ხორბლის მოსავალი დავფქვით და სულ ფქვილად გავყიდეთ. ქატოს რა თქმა უნდა არ ვყიდიდით. ღორს ვაჭმევდით.
ღორიდან გარდა სესხის დაფარვისა, თანხა არ დარჩა.
მე ამ პერიოდში ჯერ კიდევ რუსეთში ვსწავლობდი. პირველ პირში ვყვები იმიტომ რომ ჩემი ოჯახია და რა ხდებოდა კარგად ვიცოდი.
ჩემმა ძმამ დამირეკა,(ტელეფონზე რომ დაგერეკა, მთელი ღამე ფოსტაში უნდა გაგეთენებინა. დარეკვას რომ აპირებდა ამა და ამ დღეს, ეს კი დეპეშით შემატყობინა), აქ ცელოფანი ვიშოვე რულონებით, მანდ მიდექ-მოდექი, იქნებ ვინმეს უნდოდეს და მივყიდოთო. მეც დავფაცურდი, კლიენტი ვნახე, მატარებლით ჩავიტანეთ რუსეთში ეს ცელოფანი და მივყიდეთ. კარგი ფული დარჩა, ერთი ორჯერ გავიმეორეთ ეს ოპერაცია და საქონლის საყიდელი ფულიც გაგვიჩნდა. ზუსტად ამ პერიოდში დავამთავრე მეც ინსტიტუტი და დავბრუნდი საქართველოში, რომ დავიწყოთ მესაქონლეობა.
ეხლა ბოდიშის მოხდით, დროებით შევწყვეტავ თხრობას. დროს გამოვნახავ და გავაგრძელებ.
მეგონა, რამოდენიმე წინადადებაში ჩავტევდი მოსათხრობს. ეხლა ვხედავ რომ ძალიან მიგრძელდება თხრობა.
ყველას მშვიდ ძილს და კარგი დღის გათენებას გისურვებთ.



Posted by: Nat_asha 15 Jun 2017, 09:17
QUOTE (vano22 @ 14 Jun 2017, 19:17 )
Nat_asha
პირველივე წელში რა იგულისხმე სრულ მსხმოიარობაში შესვლის პირველი წელი ალბათ ხომ? აბა დარგვიდან პირველი 3 წელი თითო ოროლას ისხავს ჩემ მეზობელს აქ ათი ოცი ძირი ბოსტანში.


თელავის ბაზარში კილო ლარად ეყარა შარშან და ვერ ყიდდნენ ფიზიკურად არ არის მაყვალზე მოთხოვნა მაგას ალბათ სხვა კლიენტურა ყავს. არ ვიცი ვერ შეგეკამათები პირადად მე მალ ფუჭებად პროდუქციას ძალიან ვერიდები.

არა სრული მსხმოიარობის პირველივე წელს არა, დარგვიდან პირველივე წელს, ჩემი თვალით ვნახე რაც ესხა, ესხა კი არა ეყარა ზედ და გაყიდვით არ ვიცი დაწვრილებით სად და როგორ გაყიდა, მაგრამ ვიცი რომ 5 ლარად გაყიდა. ისე სამეურნეო ბაზრები არაა ყველაზე კარგი გასაღების ადგილი. მასეთი კენკროვანები კარგად მიდის საკონდიტროებში. დეფიციტია მუდმივად, განსაკუთრებით ჟოლოზე. გარდა მაგისა სუპერმარკეტების ქსელები კარფური და გუდვილი იღებს მასეთ პროდუქტს. ეგ ბიჭი მხოლოდ კარგი აგრონომი არ არის, კარგი მენეჯერიც არის და სწორედ ეგ არის მისი წარმატების საიდუმლო ^_^ ნამდვილად ვიცი რომ კარგად იხეირა მაგით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაზრდიდა ფართობს. 1 ჰა დაამატა და კიდევ აპირებს მგონი მიწას ეძებდა. ის რასაც ამბობს მარტო სიტყვები არაა, მე ვხედავ კიდევაც შედეგს , თორემ მისი ნაშოვნი ფული მე პირადად თავლით არ მინახავს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: koba1973 15 Jun 2017, 11:32

Nat_asha

QUOTE
უეკლო სამგვირგვინა მაყვალი მოიყვანა. პირველივე წელს 5 ტონა მიიღო მოსავალი



QUOTE
5000 კვადრატულზე



QUOTE
მაგის გარდა ამ ბიჭს მარწყვიც მოყავს

QUOTE
მარწყვი დიდ ფართობზე მოყავს უფრო

ნატაშა არ აფიქრო შენი არ მჯერავს, უბრალოდ შეიძლება არასწორად გავიგე. ამ ბიჭს 5000 კვადრატულზე მაყვალი მოყავს და უფრო მეტ ფართობზე მარწყვი? მარტოს მოყავს თუ მუშახელით?

Posted by: vano22 15 Jun 2017, 11:33
Nat_asha

მოასწავლე ფორუმის გზა ძაან საჭირო რჩევებს მივიღებდით მისგან.

მე ვერ დავიჯერებ რომ დარგვიდან პირველივე წელს 100კგ ზე მეტი დაესხა.

მარწყვი მომგებიანია მაგრამ მხოლოდ სათბურის რადგან ღია გრუნტის როდესაც შემოდის მაშინ უკვე ძაანაა დაიაფებული და ვეღარ ტოვებს შესაბამის მოგებას. .

kaxaberski66 უფასოდ გაზრდილმა ღორმა მოგება რატო არ დაგიტოვათ?

Posted by: Nat_asha 15 Jun 2017, 11:47
QUOTE
მოასწავლე ფორუმის გზა ძაან საჭირო რჩევებს მივიღებდით მისგან.

მე ვერ დავიჯერებ რომ დარგვიდან პირველივე წელს 100კგ ზე მეტი დაესხა.

მარწყვი მომგებიანია მაგრამ მხოლოდ სათბურის რადგან ღია გრუნტის როდესაც შემოდის მაშინ უკვე ძაანაა დაიაფებული

მობილურის ნომერს მოგცემ თუ გინდა მაგ ბიჭისას biggrin.gif საფორუმე დრო არ ააქვს, ფბზეც უცებ შემოვა მიპოსტავს თავის ნაშრომს და. ნამდვილად იმდენ რამეს აკეთებს რომ არც მიკვირს რომ არ სცალია.

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 11:51
vano22
იმ დროს ფული იყო გაუფასურებული. ხალხი გაჭირვებული. გოჭი მგონი 10-15 მანეთი ღირდა.
დატოვა იმდენი, რომ ხარჯები და ბანკის ვალი გაისტუმრა სრულად წელიწად ნახევარში.

Posted by: Nat_asha 15 Jun 2017, 11:52
გარდა ამისა ის ჯიში რომელიც მოყავს სანანდრეასი ღია გრუნტში ადრე გაზაფხულიდან გვიან ყინვებამდე ისხამს. სანანდრეასი ესპანური ჯიში, მკვრივი დიდი და მაღალი გემური თვისებებით ხასიათდება. თანაც ამ ბიჭმა ბიო მარწყვი მოიყვანა უსასუქოდ და უწამლოდ. უყველაფროდ, მხოლოდ მულჩა და სარწყავი სისტემა გააკეთა. დავდებ ეხლა ლინკს დაიცა , ნამდვილად არ ვყვები ზღაპრებს. ის რასაც ვამბობ მართლა ხდება. პესიმიზმის მიზეზი ვიცი რაცაა, ზოგადად საქართველოში რაც ხდება მაგის გამო რწმენა აქვს დაკარგული ყველას და გონია რომ არაფერი არ ხდება და არაფერს არ ააქვს აზრი და ვინმე თუ შოულობს ფულს ან მითი გონიათ, ან რეკლამა, ან გონიათ რომ სხვაგან იშოვნა ფული და იჩემებს biggrin.gif
* * *
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1772256253064434&id=100008402287359&refid=17&_ft_=top_level_post_id.1772256253064434%3Atl_objid.1772256253064434%3Athid.100008402287359%3A306061129499414%3A2%3A0%3A1498892399%3A-650226789465206874
* * *
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1768342566789136&id=100008402287359&refid=17&_ft_=top_level_post_id.1768342566789136%3Atl_objid.1768342566789136%3Athid.100008402287359%3A306061129499414%3A2%3A0%3A1498892399%3A3179861322842214766

Posted by: vano22 15 Jun 2017, 12:01
Nat_asha
biggrin.gif არა ნომერი არ მინდა. ფბ მოგვეციsmile.gif

kaxaberski66
ეგ ვეღარ გამახსენდა. მაგ დროს საერთოდ რამის წარმოებას ქონდა აზრი? მე მახსოვს ბაზარზე დგომას და რამის გაყიდვას სირცხვილად თვლიდნენ და ყველა ერთ ძროხას ერთ ღორს ათ ქათამს და ერთ ნორმა მიწას უვლიდა და არც კი ფიქრობდნენ რამე წარმოების დაწყებას

Posted by: Nat_asha 15 Jun 2017, 12:07
QUOTE
არა ნომერი არ მინდა. ფბ მოგვეცი

https://m.facebook.com/profile.php?id=100008402287359&fref=nf&refid=52&_ft_=top_level_post_id.1768342566789136%3Atl_objid.1768342566789136%3Athid.100008402287359&__tn__=C

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 12:17
vano22
QUOTE
მაგ დროს საერთოდ რამის წარმოებას ქონდა აზრი?

შენც ხომ იცი, რომ აზრი ყოველთვის აქვს წარმოებას. ბოლოს და ბოლოს, აგროვებ ცოდნა-გამოცდილებას და უკეთესი დროების პირობებში უკვე მზად ხარ სრული სვლით წინ გასაჭრელად.

Posted by: vano22 15 Jun 2017, 12:28
Nat_asha
სამაგალითო ადამიანია მაგის ხნისები ბირჟაზე დგომის და პივის სმის მეტს არაფერს აკეთებენ. წესით სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ფინანსურად რომ უფრო სწრაფად განვითარდეს და სხვებსაც მიეცეთ მოტივაცია მაგრამ ვინაა პატრონი.



* * *
kaxaberski66 დღეისათვის ბევრად გაუმჯობესებულია სოფელში წარმოების ტემპი თითქოს უფრო გაყოჩაღდა ხალხი. ეხლა მე რა ნაკვეთიც მაქ ამ ნაკვეთში თურმე ადრე ხახვი და ჭარხალი მოყავდათ უმაღლესი ხარისხის. დღეისათვის კი მიუხედავად ამდენი ახალ ახალი სასუქებისა სიმინდიც ძლივს მომყავს შანსი არაა აქ ხახვის მოყვანის რა სასუქებს ხმარობდნენ და როგორ ანოყიერებდნენ მიწებს საბჭოთა დროს ხომ არ გახსოვს?

Posted by: Nat_asha 15 Jun 2017, 12:50
QUOTE (vano22 @ 15 Jun 2017, 12:28 )
Nat_asha
სამაგალითო ადამიანია მაგის ხნისები ბირჟაზე დგომის და პივის სმის მეტს არაფერს აკეთებენ. წესით სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ფინანსურად რომ უფრო სწრაფად განვითარდეს და სხვებსაც მიეცეთ მოტივაცია მაგრამ ვინაა პატრონი.

ფინანსურად თითონ, თავისი ოჯახი უდგას რათქმაუნდა გვერდში, და ისეთი კარგი ადამიანია თითონ, კეთილი და არავის ამადლის არც თეორიულ და არც პრაქტიკულ დახმარებას და მე ვიცი რომ ნაცნობები ფულსაც კი არ ზარდებიან, რამდენიმე ნაცნობმა შესთავაზა კიდევაც თუ ფული დაგჭირდება აქ ვარო, რადგანაც იციან რო პატიოსანია და თანაც კარგ საქმეს აკეთებს. მოკლედ ყველას მაგიტომ უყვარს ეგ ბიჭი რომ შრომობს და ზუსტადაც მაგისი ასაკისები კი ვიცით რომ ბევრი არ კადრულობს , უტყდებათ და ბირჟაზე დგომა კაი ტიპობა გონიათ. ეგ ძაან ბევრი რამით არის გამოწვეული ზოგადად. ნუ იმ პერიოდმა შავბნელმა 90-იანებმა ისეთი რაღაცეები მოახდინა რომ საერთოდ არც კი ვიცი რამდენი დრო უნდა გავიდეს რომ მშობლები გახდნენ ნორმალური მშობლები და შვილები გახდნენ ნორმალური შვილები, ოჯახები დაემსგავსოს ოჯახებს და ადამიანები ადამიანებს. ჯერჯერობით მაგ მიმართულებით მივდივართთქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ამასწინათ ტელევიზიის გამოკითხვას ვუყურებდი და უმუშევრებს ეკითხებოდნენ 3 ვარიანტს სთავაზობდნენ სამსახურისას ბიჭებს 1. ბანკის თანამშრომელი 2. დაცვა 3. მიწათმოქმედება. შედეგი ბანკი მოსწონდა უმეტესობას, ნუ ყველას ეგეც არ მოსწონდა, ალბათ მინისტრობა ერჩივნათ, დაცვაზეც ბევრი ამბობდა უარს, ტეხავს კაცობის პონტშიო და მიწათმოქმედებას ისე იცხადებდა სუყველა თითქოს ჭირიანი ნივთი მიაგდეს biggrin.gif biggrin.gif თვალებს ატრიალებდნენ არავითარ შემთხვევაში, მირჩევნია უმუშევარი ვიყოო.. აქედან დასკვნა, ქართველების კუდაბზიკობას საზღვარი არააქვს. საქართველო მიყვარს მაგრამ გადაჯიშდა ეს ერი და რა გავაკეთო? უკმაყოფილებას თუ გამოვთქვავ მლანძღავსზოგიერტი, აბა უცხოელი ჯობია ქართველს? კაცო უცხოელსაც გააჩნია. ყველა უცხოელი როგორ შეიძლება კარგი იყოს? ან ყველა ქართველი ცუდი? მაგრამ ქართველების უმრავლესობა "უჯიშო" ქართველობა გახდა და არ მიყვარს ეგეთი ხალხი. მიყვარს საქართველო და საზღვარგარეთ ვერ ვიცხოვრებ, სურვილიც არასდროს მქონია ამ ქვეყნის დატოვების. ხოდა რომ მიყვარს მაგიტომაც მინდა რომ რამე კარგი გავაკეთო. ეს იქნება კარგი ჩემთვისაც, ჩემი ოჯახისთვისაც და ჩემი დიდი ოჯახისთვის, ანუ ქვეყნისთვის, მინდა რომ ჩემი შვილი იყოს კარგი ქართველი კაცი და არა ძველი ბიჭი, ან მარიაჟა კუდაბზიკა ქართველი. მინდა რომ იყოს კარგი ადამიანი და ქვეყანას მისი ერი ქმნის, ერს მისი ხალხი, ხალხს ოჯახები, ოჯახებს ადამიანები. მოკლედ მე სხვების შეცვლა არ შემიძლია და არც სურვილი არ მაქვს, ნაძალადევი არაფერი ვარგა. მე ვეცდები საკუთარი თავის შეცვლას უკეთესი რომ ვიყო. თუ ყველა ამას ეცდება რაღაცა გამოვა... თემას გადავუხვიე საკმაოდ, მაგრამ ყველაფერი თითოეული ჩვენგანიდან იწყება დ თუნდაც ის რომ დღეს ესეთი მთავრობა გვყავს ეგეც ჩვენი დამსახურებაა ... ქვეყანაში კარგი ასარჩევი რომ არავინ არ გვყავს ეგ არის უბედურება ...

Posted by: vano22 15 Jun 2017, 13:21
Nat_asha
ოჯახი რომ გვერდში უდგას ეს თავისთავად მისასალმებელია მაგრამ მშრომელი ადამიანი რომ მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას და დაფასებას ეს სულ სხვაა.

კარგად მსჯელობ და არც თემისთვის გადაგიხვევია დღეისათვის ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ახალი თაობის გაზარმაცება და კუდაბზიკობაა
რომ კითხო ყველას კარგი სამსახური კარგი მანქანა და საკუთარი ბინა უნდა მაგრამ საამისოდ არაფერს აკეთებენ. ახლობლის გოგომ ამას წინათ ისეთი რაღაც თქვა რომ გული დამეწვა "მე ისეთ ბიჭს არ გავყვები ცოლად რომელსაც თბილისში ბინა არ ექნებაო აი რა შუაშია თბილისში ბინის ქონა ოჯახის შექმნასთან? არა და საკმაოდ განათლებული და აზრიანი გოგოა და ასევე ფიქრობენ ჩემ სანაცნობო წრეში გოგოების უმეტესობა ყველას მოძველბიჭო პიცოტიანი 2 ლარიან შავ აჩკებ წამოცმული ტიპები მოსწონთ და არა თუნდაც 200 ლარზე მომუშავე ჩვეულებრივი წყნარი და დამჯდარი ჭკვის ბიჭები ამიტომ საზოგადოების მოთხოვნაა ბაზარზე უმაქნისი ტიპების სიმრავლე და ამის შეცვლას ათობით წელი დაჭირდება

Posted by: Nat_asha 15 Jun 2017, 13:35
QUOTE
"მე ისეთ ბიჭს არ გავყვები ცოლად რომელსაც თბილისში ბინა არ ექნებაო

ეგ გოგო ესეიგი გათხოვებას უყურებს როგორც სახლში ჯდომას და საკუთარ პიროვნებასაც არ აღიარებს, თორემ რატომ გამორიცხავს რომ თითონ არ შეუძლია სახლის ყიდვა? საბლატაოდ არ ვამბობ მაგრამ საკუთარი სახლი ავიშენე თბილისში ჩემი სახსრებით, რათქმუნდა ნაწილობრივ სესხი ავიღე, მაგრამ იმ სესხის აღებაც არაა ადვილი და რომ მოგინდეს ყველას არ აძლევენ თუ შესაბამისი შემოსავალი არ გაქვს. ერთადერთი რაშიც მე ჩემი ოჯახი დამიდგა ის იყო რომ სახლი ჩამიდო გირაოში თავიდან სესხი როდესაც ავიღე რადგანაც მიწისნაკვეთი რომ ვიყიდე ეგ ბანკმა უფრო დაბალ ფასად შეაფასა და არ მყოფნიდა იმ თანხაზე რაც მე მინდოდა, სახლი ავაშენე და მერე ეგრევე გადმოვიტანე გირაო ჩემ სახლზე. მოკლედ ამ გოგოებს ზუსტად გარშემომყოფები შთააგონებენ რომ ეგ სახლი ზუსტადაც მისმა ქმარმა უნდა იშოვნოს და მაგისი საქმე მარტო სახლში ჯდომა და ბავშვების გაჩენაა. თავში აზრადაც არ მოვლია მაგ გოგოს რომ ბიჭი კი არ ავარჩიო იმის მიხედვით სახლი აქვს თუ მანქანა, მოდი რა სახლს მე თითონ ვიყიდი და ბიჭს კიდევ ისეთს ავირჩევ როგორიც მომწონსო. მე ჩემსას შევქმნი-ზე არავინ ფიქრობს. მაგიტოა მერე რომ გამოადგებათ ვიღაცა ლოთი რო უბრახუნებს და კაი ხანი იტანენ, უტყდებათ სახლში მიბრუნება, მერე რო უკვე მაგრად ურტყავს მიბრუნდება და სახლიდან უკან გაუშვებენ ხალხი რას იტყვისო, შენ კიდევ არ გაქ შესაძლებლობა რო შვილები შეინახო. მერე ხდება რა? იჩენენ საყვარლებს ქალებიც, ძალიან ბევრი ვიცი და აქვთ ვითომ პატიოსანი ოჯახები .. ქორწილებში ერთად წავლენ, გადაიღებენ სურათებს და უი რა საყვარელი წყვილია, ამ დროს ერთი ალთას დადის და მეორე ბალთას biggrin.gif
ქონებას კი არ უნდა შეხედო რამდენი აქვს, მაგრამ პოტენციალი კი უნდა იცოდე რამდენი აქვს. ისეთ ადამიანთან ნაღდად ვერ ვიქნები მე რომ შემომაჩერდება ხელებში.

Posted by: levani169 15 Jun 2017, 13:36
Nat_asha
ვიცი ეგ ყმაწვილი,იმ დღეს ვინახულე კაკ რაზ.მეიდინ კისისხევი-გიორგი ლაცაბიძე ხო?http://www.picz.ge
ესეც ჩემი გადაღებული მაყვლოვანი,მართლა ყოჩაღები არიან მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ მრავალსულიანი ოჯახია (6-ნი არიან სახლში) და აუდიან ასე თუ ისე შრომას.
აი რეალიზაციაზე კი მეც ჩავეკითხე და ძალიან ყოჩაღად დამაიმედა პრობლემა არ შემქმნია ჯერო და მზარდი კლიენტურაც არისო უკვე კულას და სხვა საკონსერვოების სახით.
მე ცოტას ვაპირებ ჯერჯერობით,არ მინდა დაუზვერავად დიდი შრომითი რესურსის გაღება და ვნახოთ რა იქნება!
* * *
vano22
QUOTE
ამდენი ახალ ახალი სასუქებისა სიმინდიც ძლივს მომყავს შანსი არაა აქ ხახვის მოყვანის რა სასუქებს ხმარობდნენ და როგორ ანოყიერებდნენ მიწებს საბჭოთა დროს ხომ არ გახსოვს?

მე მახსოვს კი,მართალია ბავშვი ვიყავი მარა ფერმიდან გამოტანილი ნაკელის უზარმაზარი გორები და შემდეგ ასევე გორებად დამდგარი ხახვიც და ნიორიც,ასე რომ საქონლის პატივი საუკეთესო სასუქია,მრავალწლიანი და ეკოლოგიურად უსაფრთხო!

Posted by: maverick16 15 Jun 2017, 13:43
მაგ ბიჭს გამოვართვი მაყვლის 50 ნერგი შარშან, ვენახზე მომგებიანი კი იქნება ყველა ვარიანტში შეწამვლა არ ჭირდება მაგრამ ეგ 5 ლარიანი ფასი ძალიან მეეჭვება ისე 2 ლარიც რო იყოს ღირს უკვე დიდ ფართობზე გაკეთება. ეხლა ატვეჩაიში ჩადგომას ხო ვერ მოვთხოვდი 5 ლარად გამაყიდინე მეთქი biggrin.gif მაგიტო გამოვართვი პატარა რაოდენობა დავაკვირდები სიტუაციას. მარწყვის ნერგებიც უნდა გამოვართვა სახლის გვერდით 1500 კვადრატი მაქ თაროების პრინციპით გავაკეთებ ღია ცის ქვეშ ჯერ და მერე ამ კონსტრუქციას სათბურში შევიტან, როგორ ფიქრობთ რამდენი ნერგი ავიღო რო იქედან გავამრავლო ერთი ძირი მარწყვიდან გადასარგავი მასალა რამდენი იქნება?

Posted by: vano22 15 Jun 2017, 13:55
levani169
ეხლა არ მითხრა ეგ მაყვალი 1-2 წლისააოsmile.gif ვეღარ გავიგე ეს ნაკელი შხამია თუ წამალი ზოგმა შეიტანეთო ზოგმა არ გაეკაროთო. მგონი თავიაანთი სასუქების გასაღება უნდათ და ამიტომ გაუფუჭეს ნაკელს სახელი.

Nat_asha
აი ზუსტად მანდ იწყება ყველა სიმახინჯის სათავე. მოძალადე და უსაქმურ ოჯახში ისევ მოძალადე და უმქნისი პიროვნებები იზრდებიან და მეორდება ისევ ყველაფერი თავიდან

Posted by: Nat_asha 15 Jun 2017, 14:01
QUOTE
ეხლა ატვეჩაიში ჩადგომას ხო ვერ მოვთხოვდი

დიდ ფართობზე თუ გააშენებ წინასწარ უნდა გყავდეს მყიდველი ნაპოვნი. მე არ გირჩევდი პირდაპირ დიდ ფულებზე ფიქრს . სწორედ მოქცეულხარ. თანაც ნერგები შენ თითონ გამოიყვანე და გაამრავლე და თან შეხედავ ყველაფერს. სხვისი გაკეთებულის ყურება კაია მარა ჩვენ როგორ ვაკეთებთ და რა გამოგვდის ხო არ ვიცით. კლიენტის მოძებნას რაც შეეხება, დიდი რაოდენობით როცა გაქვს ბევრად ადვილია ბაზარზე გასვლა ვიდრე ცოტ-ცოტა რომ გაქვს. არცერთი ქსელი, არც საკონდიტრო არ ც სუპერმარკეტი არ იყიდის 100 კილოს ვიღაცისგან. უნდათ დიდი რაოდენობით, თუნდაც გემოს პონტში და სწორიც არის. ვისაც დიდი რაოდენობა აქვს მისგან ცდილობს კლიენტი ყიდვას, რადგანაც ნდობას იწვევს უფრო. მოკლედ გაყიდვები ცალკე თემაა. მე ფინანსებში ვმუშობ უკვე დიდი ხანია და დიდ კომპანიაშიც და პატარ-პატარებშიც და ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვე , რასაც გამოვიყენებ ჩემს ბიზნესში აუცილებლად biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 14:51
vano22
საბჭოთა დროს საკმაოდ კარგი მოსავალი მოჰყავდათ. მაშინ ცენტარალიზებულად ნაწილდებოდა ყველაფერი.
აი მაგალითად, სიღნაღის რაიონის ამა და ამ სოფელს აქვს ამდენი სახნავი მიწა. ამდენი ვენახი,ამდენი მრავალწლიანი ან ერთწლიანი ნარგავები და ასე შემდეგ. ესეიგი ამ სოფელს უნდა გამოეყოს ამდენი და ამდენი აზოტოვანი, ფოსფოროვანი,კალიუმიანი სასუქი.
მერე კოლმეუნეობას მიჰქონდა და ყოველ წლიურად ნაკვეთებში იშლებოდა ეს სასუქები. ხშირად ვერც კი ასწრებდნენ გაშლას. ჩემს სოფელში რამოდენიმე მანქანა სუპერფოსფატი დაეყარათ მნდორში, არ გაშალეს და ასე გაქვავდა მზე-წვიმაზე.
ამ სასუქებიდან ნახევარს ლევად ჰყიდდნენ. ჩვენ ვიყიდეთ მაგალითად შარდოვანა ნახევარ ფასში.
ყოველწლიურად სასუქების შეტანის შედეგად, მიწაში დაგროვებული იყო მარაგი და მოდიოდა კარგი მოსავალი. ამ მოსავალსაც სრულად არ ასახავდნენ სბუთებში. დაახლოებით 70%აჩვენებდნენ შემოსავალში, დანარჩენს ჩუმად ყიდდნენ.
* * *
ნაკელი კარგია კი არა საუკეთესოა.
თუ დაუწვავი ნაკელი შეგაქვს, იქიდან სარეველა შეიძლება გამრავლდეს, რაც ცუდია ბოსტნეულისთვის, მაგრამ ყანისთვის სადაც ჰერბიციდი უნდა დაასხა არაფერიც არ უჭირს.
დამწვარი ნაკელისგან სარეველა არ მრავლდება, მაგრამ იქ ნაკლები არის ზოტოვანი ნივთიერებები.

Posted by: Nat_asha 15 Jun 2017, 15:38
QUOTE
თუ დაუწვავი ნაკელი შეგაქვს, იქიდან სარეველა შეიძლება გამრავლდეს,

ნაკელი მარტო კარგად გადამწვარი უნდა შეიტანო, ჯერეგერთი როგორც თქვი სარეველების პრობლემაა, ზედმეტად აგრესიულია სარეველების მხრივ, ეგრევე უტევს და გარდა მაგისა ბევრი ფაქტორია, მჟავიანობის პრობლემა. გადმწვარ ნაკელში აზოტი რომ ცოტაა ზუსტადაც მასე უნდა იყოს. იმ გადაუწვავში თუ ბევრია ნუ გგონიათ რომ ეგრევე აითვისებს ნიადაგი იმ აზოტს.. მანდ ცოტა სხვა ბიო-ქიმიური პროცესები მიდის და ვიცი ეხლა რასაც დაიწყებთ რო ადრე სულ ეგრე მოყავდათო და ჩვენ უკეთ ვიცითო. კიბატონო თუ თქვენ უკეთ იცით მაშინ დავას არ დაგიწყებთ biggrin.gif

Posted by: spana84 15 Jun 2017, 17:33
მიწის ხარისხის გაფუჭების ერთერთი მიზეზი წლების მანძილზე ზედაპირული ხვნაცაა. მე ასე ვიცი. ყოველ მესამე წელს მაინც უნდა მოიხნას 40 სანტიმეტრიანი გუთნით მიწა. სასუქებს რაც შეეხება 10-20 წლის მანძილზე გამოფიტულ მიწას ერთ წელიწადში ვერ გაავსებ სასუქით.

Nat_asha
მართალი ხარ. დამწვარი ნაკელი იდეალური სასუქია და თუ არის საშუალება რომ ყოველ წელს შეიტანო კარგ შედეგსაც იძლევა.

Posted by: vano22 15 Jun 2017, 17:58
kaxaberski66
ესეიგი ნაკელი მაინც უალტერნატივოა. მეც ასე ვფიქრობ რადგან რა სარეველაც თეორიულად შეიძლება შევიდეს ნაკელთან ერთად იმ სარეველას სულ 2 შეწამვლა უნდა ტოტალური ჰერბიციდით და დარჩება სუფთა და განოყიერებული ნაკვეთი. სარეველები კი სარწყავ წყალს იმდენი მოყვება რომ ნაკელი უარესს ნამდვილად ვერ იზამს. სარწყავმა წყალმა ამბროზიით და წივანათი გამივსო ნაკვეთი.

Nat_asha იუთუბზე მრავლადაა ვიდეოები ნედლი ნაკელის და შარდის ნაზავს როგორ ასხურებენ მიწას ხვნის წინ და ბალახის თიბვის შემდეგ. ერთ რამეს კიდე ვიტყვი და ვინც მართლა დაკვირვებია აუცილებლად შეამჩნევდა. ესეიგი ახალ გათიბულ იონჯაში რომ შეუშვა 2 დღე რამოდენიმე ძროხა და 2 კვირის მერე ნახო სათითაოდ დაითვლი თუ სად მოისაქმა და სად მოშარდა ძროხამ რადგან იმ ადგილებში წერტილ წერტილ ორჯერ მაღალი და ლურჯი იონჯა იქნება ამოსული ვიდრე დანარჩენ ფართობზე

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2017, 19:43
Nat_asha
QUOTE
ვიცი ეხლა რასაც დაიწყებთ რო ადრე სულ ეგრე მოყავდათო და ჩვენ უკეთ ვიცითო. კიბატონო თუ თქვენ უკეთ იცით მაშინ დავას არ დაგიწყებთ

არაფერსაც არ დავიწყებ. მე არსად მითქვამს რომ ახალი ნაკელი გადამწვარს ჯობია. მე დავწერე რა ხდება ერთ და მეორე შემთხვევაში.
საერთოდ უკეთესია თუ ახალ ნაკელს დავყრით ძველი ნაკელის ადგილზე, სადაც ძველი ნაკელი იქნება 10-15 სმ. ზე. ახალი ნაკელის დაყრამდე, ძველს დააყარეთ ბალახი, ტოტები,ბოსტნეულის და ხილის ნარჩენები. მერე დაიწყეთ ახალი ნაკელის დაყრა. სიმაღლეში ასწიეთ 1.5 მეტრამდე. დაასხით ზევიდან წყალი და ასე დატოვეთ რამოდენიმე თვე.
ძველი ნაკელიდან ახალ ნაკელში შედიან ჭიაყელები, რომლებიც სწრაფად გადაამუშავებენ ნაკელს და თან შიგნით მრავლდებიან.
ნაკელის ნიადაგში შეტანის დროს ჭიაყელაც შედის ნიადაგში, სადაც ისინი განაგრძობენ ცხოველმყოფელობას და თავის გარშემო გადაამუშავებენ ნიადაგს.

Posted by: levani169 15 Jun 2017, 19:44
vano22
QUOTE
ეხლა არ მითხრა ეგ მაყვალი 1-2 წლისააოsmile.gif ვეღარ გავიგე ეს ნაკელი შხამია თუ წამალი ზოგმა შეიტანეთო ზოგმა არ გაეკაროთო. მგონი თავიაანთი სასუქების გასაღება უნდათ და ამიტომ გაუფუჭეს ნაკელს სახელი.

ეგ მაყვალი სამი წლისააო ასე ბრძანა ახალგაზრდა მეურნემ და ორგანული სასუქი რომ არაორგანულთან შედარებით წამალია მაგას რათ უნდა მტკიცება,თანაც მრავალწლიანია ქიმიურების ერთჯერად ეფექტთან შედარებით.

Posted by: Nat_asha 16 Jun 2017, 09:28
QUOTE
იუთუბზე მრავლადაა ვიდეოები ნედლი ნაკელის და შარდის ნაზავს როგორ ასხურებენ მიწას ხვნის წინ და ბალახის თიბვის შემდეგ.

ნედლი ნაკელს ჟიჟას სახიტ როცა ხმარობ ეგ სხვა საკითხია და ნუ შარდი (წუნწუხი) რომ საუკეთესოა ეგ ძალიან კარგად ვიცი. უბრალოდ პირდაპირ ნედლი ნაკელის შეტანა და დაყრა თესვის წინ არის სისულელე, ან თითონ ნერგთან რომ შეიტანო სულ გადაწვავს და გააფუჭებს. ნედლი ნაკელი 1:10-ზე წყალტან გაზავებული მაგას უკვე ჟიჟა ქვია და ეგ ნამდვილად ძალიან მაგარი სასუქია.. წუნწუხი თუ შენ თითონ გყავს ძროხა გაქვს, თორემ ისე აბა სად იშოვება. იშვიათი სასუქია ეგეც. რაც შეეხება ნედლ ნაკელს თუ დაყრი და თვეობით გააჩერებ ნიადაგის ქვეშ რათქმაუნდა ჭიაყელების გადამუშავებული ბიოჰუმუსი ძალიან მაგარი იქნება. ეგ უკვე ნედლი ნაკელი აღარაა. მე მაქვს საუბარი პირდაპირ ავიღოთ და ნედლი ნაკელი ვიხმაროთ ისე როგორც გადამწვარი.... მასე ვინც მიხმარა კი ვიცი რა შედეგიც ქონდათ და კარგი ნამდვილად არ იყო biggrin.gif

Posted by: ინაველ 16 Jun 2017, 09:36
შეეშვით ამ ნაკელს.გადამწვარი ნაკელი ნორმალური მე ჯერ არ მინახავს. ბიოჰუმუსი გამოიყენეთ. ბევრად ნაკლები რაოდენობა სჭირდება ნაკელთან შედარებით და რაც მთავარია არ მიყვება სარეველა, მავნებლები და ავადმყოფობები. Biogumus.ge


Posted by: Nat_asha 16 Jun 2017, 09:40
ნედლი ნაკელი რომ უკეთესი ყოფილიყო დამიჯერეთ გადამწვარი ნაკელი საერთოდ არ იქნებოდა გამოგონებული biggrin.gif გადამწვარ ნაკელსაც სწორედ უნდა გაკეთება სხვათაშორის, ესე ეზოში დაყრიან და ზედ აწვიმს ათოვს და იმას რაღა აზოტი შერჩება მე არ ვიცი. ჩემს მეზობელს ყავს 12 ძროხა და იმას ვართმევ ხოლმე ნედლ ნაკელს და მე თითონ ვაკეთებ რა და როგორც მინდა. უნდა ნახო როგორ უხარია ხოლმე მოცემა, აღარ ცის სად წაიღოს ეს ნედლი. მაგისი გადამწვარი როგორც გითხარით ღია ცის ქვეშ დაყრილია და მაგიტომ არ მინდა. ვეუბნები გაყიდეთქო და მაგასაც ვერ აბამს თავს biggrin.gif აი ესაა ცუდი მენეჯმენტი, ნაკელი რო შორს მიგაქვს იმისთვის რომ დაწვა, როცა შემოსავალი შეგიძლია მიიღო და ამ დროს ხარჯი გაქ იქეთ biggrin.gif

Posted by: maverick16 16 Jun 2017, 10:27
Nat_asha
დამწვარი ნაკელი როგორ უნდა გააკეთო?
* * *
ინაველ
QUOTE
შეეშვით ამ ნაკელს.გადამწვარი ნაკელი ნორმალური მე ჯერ არ მინახავს. ბიოჰუმუსი გამოიყენეთ. ბევრად ნაკლები რაოდენობა სჭირდება ნაკელთან შედარებით და რაც მთავარია არ მიყვება სარეველა, მავნებლები და ავადმყოფობები. Biogumus.ge

მგონი საკმაოდ ძვირი გამოდის

Posted by: vano22 16 Jun 2017, 10:52
Nat_asha
ნედლი ნაკელის შეტანა შეიძლება 40_50სმ ჩახვნით თუ იმ წელს ვაპირებთ მიწის დასვენებას და შემდეგ წელს უკვე გადამუშავებული იქნება ის ნაკელი და იდიალური მოსავალიც მოვა იმ ნაკვეთზე. მთავარია დოზირება რადგან ნაკელის წვის შედეგად გამოყოფილი ტემპერატურა წვავს მცენარეს ხოლო გამოყოფილი გაზები მწვანე მასას სრულად ახმობს.

მე გადამწვარ ნაკელზე ვამბობ რომ აქტიურად ხდება მისი ანტი პროპაგანდა რომ ის ცუდია და სარეველებით და მავნებლებით ავსებს ნაკვეთს და არც მცენარისთვისაა სასარგებლო რადგან დამწვარ ნაკელშიც კი ცხოვრობენ სხვადასხვა სახის მწერები და ხოჭოებიც რომლებიც აზიანებენ ფესვებსო.

ინაველ
ერთი ბაქტოფერტია რამის მაქნისი და მეორე ეგ ბიო სასუქი. 1 ჰა ზე რა ფასის ბიო სასუქი ჭირდება?

Posted by: Nat_asha 16 Jun 2017, 11:11
QUOTE
შეეშვით ამ ნაკელს.გადამწვარი ნაკელი ნორმალური მე ჯერ არ მინახავს. ბიოჰუმუსი გამოიყენეთ.

კი სრულიად გეთანხმები, უბრალოდ ჯერჯერობით მაქამდე ვერაა მისული მეურნეობა და მეზარება მაგაზე დავა, ვერავის დააჯერებ მაინც და აზრი 0.
* * *
QUOTE
ნედლი ნაკელის შეტანა შეიძლება 40_50სმ ჩახვნით თუ იმ წელს ვაპირებთ მიწის დასვენებას და შემდეგ წელს უკვე გადამუშავებული იქნება ის ნაკელი

ეგაა ბიოჰუმუსი ზუსტად და შენც ეგ მოგწონს უბრალოდ არ იცი biggrin.gif შემდეგ წელს რომ კარგი იქნება მაგაში გეთანხმები, ჭიაყელები დაიბუდებენ და გადაამუშავებენ ბიოჰუმუსად

Posted by: levani169 16 Jun 2017, 15:18
ძირითადი პრობლემა დღეს ჩვენს სფეროში, არის მოწეული პროდუქციის გასაღება.
მერწმუნეთ გასაღების ბაზარი რომ სტაბილური იყოს და პრობლემა არ იდგეს მოსავალი წაგვლეკავდა იმდენს მოიყვანდა გლეხ-ფერმერა ქართველი ადამიანი!

Posted by: Nat_asha 16 Jun 2017, 15:22
QUOTE
ძირითადი პრობლემა დღეს ჩვენს სფეროში, არის მოწეული პროდუქციის გასაღება

გააჩნია პროდუქციას, უფრო პრობლემა იმაშია რომ ზუსტად ის მოყავს გლეხს რაც ყველას მოყავს და მერე პრობლემა ექმენებათ. გასაღების პრობლემა არ არის. დამისახელე ერთი ხილი ან ბოსტნეული რომელიც იმპორტით არ შემოდის ჩვენს ქვეყანაში. თურქეთიდან სომხეთიდან და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნიდან რატო უნდა შემოდიოდეს ისეთი პროდუქტი რომლის მოყვანაც აქ შეგვიძლია? არ მაქვს საუბარი ბანანზე და მანგოზე, რაც აქ არ მოდის ანუ. გაყიდვის პრობლემას ვერ ვხედავ , მე მენეჯმენტის პრობლემას ვხედავ.

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 16:10
ინაველ
QUOTE
ბიოჰუმუსი გამოიყენეთ.

თვითონ თუ არ აწარმოეს, ისე ძვირი ღირს.
Nat_asha
QUOTE
დამისახელე ერთი ხილი ან ბოსტნეული რომელიც იმპორტით არ შემოდის ჩვენს ქვეყანაში.

ნიახური, ოხრახუში, ქინძი, მწვანე ხახვი, რეჰანი, შაშკვლავი, პრასი, წიწმატი, ეკალა, ჯონჯოლი, ტყემალი
* * *
levani169
QUOTE
ძირითადი პრობლემა დღეს ჩვენს სფეროში, არის მოწეული პროდუქციის გასაღება.

გასაღების პრობლემაში რას გულისხმობ?

Posted by: vano22 16 Jun 2017, 16:18
Nat_asha
გლეხი თავის პროდუქციას ვერ ყიდის და ყველას ვერ მოვთხოვთ შატოს აშენებას და ბრენდირებული პროდუქციის წარმოებას. სანამ კოოპერატივები არ შეიქმნება და ერთი სახის პროდუქციის წარმოება არ მოხდება კონკრეტული კოოპერატივების მიერ დიდი რაოდენობით მანამ არ ექნება გასავალი გლეხის მოყვანილ პროდუქციას.. აჰა დღეს მინდა 20 ტონა მარწყვი და 5 ტონა ალუბალი მურაბა უნდა მოვხარშო და ექსპორტზე გავიტანო. მანახეთ ადგილი სად შემიძლია ავიღო ერთბაშად ეს რაოდენობა? 50_100 კილოსთვის არავინ დაიწყებს სოფელ სოფელ ძებნას მაშინ როცა იმპორტი შეუძლია ნებისმიერი რაოდენობის პროდუქციის თან იმაზე იაფად ვიდრე აქ იყიდდა

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 16:34
QUOTE
კოოპერატივები

ეს აქილევსის ქუსლია ჩვენთვის

Posted by: Nat_asha 16 Jun 2017, 16:36
QUOTE
ნიახური, ოხრახუში, ქინძი, მწვანე ხახვი, რეჰანი, შაშკვლავი, პრასი, წიწმატი, ეკალა, ჯონჯოლი, ტყემალი

ოხ როგორ სცდები, შედი დიდ სუპერმარკეტების ქსელში და ნებისმიერ მაგ პროდუქტს ნახავ ზედ დიდი ასოებით აწერია იმპორტირებული თურქეთიდან biggrin.gifჯონჯოლი და ეკალა გამოაკელი მაგ სიას ეგენი არ მინახავს, მაგრამ არც მაგისი მსხვილი მწარმოებელი მინახავს საქართველოში გაყიდვას უჩიოდეს
* * *
ხოდა ზუსტად მაგას ვამბობ, გაყიდვის და გლეხის პრობლემა კი არაა, მენეჯმენტის პრობლემაა, ყვე;ამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, გლეხმა უნდა მოიყვანოს, გამყიდველმა გაყიდოს. ზოგს ააქვს მენეჯმენტის უნარი და მარიფათი ზოგს არა. ვისაც არააქვს იძახის არ იყიდებაო. აი მაგალითად სოფლებში ძირითადად მრავალწევრიანი ოჯახებია. უნდა გადაინაწილონ საქმეები. ნაწილი ფიზიკურად მუშაობს და ნაწილი ელოდება როდის ჩაუჯიბავენ ფულს. ხოდა ისინი რომ დაკავდნენ სწავლით და შეისწავლონ ელემენტარულ დონეზე მაინც გაყიდვები, პიარი, ბიზნესურთიერთობები და ასე შემდეგ , ოჯახებს შეეძლებოდათ წელში გამართვა, მაგრამ დიდი პრობლემა გაუნათლებლობაა და არა პოტენციალი. სანამ ყველა თავის საქმეს არ გააკეთებს მანამდე იქნება ეგ გასაღების პრობლემა. სინამდვილეში არსებობს მყიდველი, არსებობს გამყიდველი და არ არსებობს ადამიანი ვინც მათ შორის კავშირს დაამყარებს. მე რომ პამიდორს ვყიდი და იმასთან მივალ ვისაც კართოფილის ყიდვა უნდა ორივე უკმაყოფილო დარჩება და ვიძახებთ არაა კარტოფილი, არაა პამიდვრის მყიდველიო. მე ესე ვხედავ ამ პრობლემას. ოჯახის ყველა წევრმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს, ფიზიკურად ან გონებრივად და იქნება ყველაფერი კარგად

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 16:58
Nat_asha
QUOTE
ოხ როგორ სცდები, შედი დიდ სუპერმარკეტების ქსელში და ნებისმიერ მაგ პროდუქტს ნახავ ზედ დიდი ასოებით აწერია იმპორტირებული თურქეთიდან biggrin.gif

უნდა შევიარო ნამდვილად
არ დავდივარ დიდ სუპერმარკეტებში
ჩამოვრჩი ცხოვრებას
* * *
vano22
QUOTE
აჰა დღეს მინდა 20 ტონა მარწყვი და 5 ტონა ალუბალი მურაბა უნდა მოვხარშო და ექსპორტზე გავიტანო. მანახეთ ადგილი სად შემიძლია ავიღო ერთბაშად ეს რაოდენობა?

20 ტონა მარწყვი და 5 ტონა ალუბალი კი არა
შლანგი ვერ მიყიდია, ერთი თვეა გადავტყავე ყველაფერიsad.gif

Posted by: Nat_asha 16 Jun 2017, 17:06
QUOTE
უნდა შევიარო ნამდვილად

მარწყვი ხო გგონიათ რომ ამდენს მოყავს საქართველოშიო და იცით რამდენი შემოდის თურქეთიდან იმპორტის სახით? მოთხოვნაა და იმიტომ ,ვერ ვაკმაყოფილებთ ქართულ ბაზარს. ხოდა ვიღაცა იტყვის რომ მარწყვი ვერ გავყიდეო და ვის უნდა დავაბრალოთ? გასაღების პრობლემააო მერე უნდა ვთქვათ. მე სულ მაგას ვამბობ, სანამ რამის მოყვანას გადაწყვეტ უნდა მოძებნილი გქონდეს სად უნდა გაყიდო. ჯერ მოიყვანენ დაკრეფავენ და მერე ეძებენ კლიენტს,. ეს ყველაფერი კი სულ უკღმა უნდა მოხდეს. (არ მაქვს საუბარი ისეთ დეფიციტურ პროდუქტებზე, რომლებსაც ბაზარი სულ ააქვს და აქეტ გეხვეწებიან. ) ჯერ ბაზარი უნდა მოძებნო და მერე მოიყვანო პროდუქტი. ეგ კი არა 3- 4 ალტერნატიული გაყიდვის წერტილი უნდა გქონდეს

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 17:14
Nat_asha
QUOTE
მარწყვი ხო გგონიათ რომ ამდენს მოყავს საქართველოშიო და იცით რამდენი შემოდის თურქეთიდან იმპორტის სახით?

სად დევს ეგ იფორმაცია?
თუ თურქეთიდან მარწყვი შემოდის
დეფიციტები რატომაა
ანუ რატომაა რომ პერიოდულად გაწყდება ხოლმე, გაყიდვებს კარგავენ თურქები?
ეგერ ალუჩა ხომ ყიდა გუდვილმა 109 ლარად კილო

Posted by: Nat_asha 16 Jun 2017, 17:35
QUOTE
სად დევს ეგ იფორმაცია?
თუ თურქეთიდან მარწყვი შემოდის
დეფიციტები რატომაა

იმპორტზე ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აქვს და საჯაროდაც არის ხელმისაწვდომი თუ არ ვცდები, საიტიც ქონდათ სადაც იწერებოდა რა რაოდენობის რომელ წელს რა შემოვიდა იმპორტი. მახსოვს რომ 2013-2014 წლებში იმპორი კონკრეტულად მარწყვზე დაახლოებით 400 000 $-მდე რაოდენობის იყო ჯამურად ორივე წელს ვგულისხმობ. მოთხოვნა არის საკონდიტროები ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარენ მაგ პროდუქტს, კენკროვანებს კონკრეტულად და დღესასწაულებზეც, ზამთრის დღესასწაულებს ვგულისხმობ ვერ აკმაყოფილებენ ახალწლებზე, შობაზე და ასე შემდეგ. მოკლედ ჯერ ბაზარი უნდა გამოიკვლიო და მერ ე უნდა მოიყვანო პროდუქტი. თუ ეს გაყიდვების თავი არ გაქვს, მაინცდამაინც არ მოიყვანო კონკურენტიან კულტურა, პამიდორი და ეგეთი რაღაცეები.

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 17:53
QUOTE
იმპორტზე ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს აქვს

მაგრად არ მჯერავს ამ სტატისტიკების
http://www.geostat.ge/?action=page&p_id=427&lang=geo
საქსტატის მონაცემი
გადმოიწერე ექსელიც ცხრილი
ნახავ რომ 7.7 ათასი ტონა მწვანილი მოგვიწევია 2016 წელს
ანუ 7 700 000 კილო
ანუ უხეშად 4 კილო მწვანილი ერთ სულ მოსახლეზე
აშკარა ზღაპარია

Posted by: levani169 16 Jun 2017, 18:48
Nat_asha
gia1970
ყველაფრის გაყიდვა პრობლემაა,დამისახელეთ პროდუქცია სოფ მეურნეობიდან დეფიციტი იყოს და ლიწინ-ლიწინით იყიდებოდეს(ზამთარში მარწყვის და ალუჩის დეფიციტზე ნუ დამიწყებთ საუბარს ოღონდ)?
ყველას ერთი და იგივე მოჰყავო ამბობთ და ყურძენს გულისხმობთ მაგრამ მარწყვი ან მაყვალი რომ მოიყვანოს ყველამ ხომ მაინც იგივე გამოვა,პროდუქციის ჭარბწარმოება და გაყიდვების მენეჯმენტზე რომ საუბრობს ახალგაზრდა ქალბატონი,ერთს გეტყვით მხოლოდ,ვისაც გაყიდვა შეუძლია იმას საერთოდ არ სჭირდება მიწაზე ჩიჩქვნა,იმდენს უგებენ გადაყიდვაში რომ აზრი ეკარგება ყველაფერს.
ვერც ერთი ჰიპერ-მუპერ მარკეტი ვერ გაასაღებს ას ჰა-ზე მოყვანილ ნებისმიერ პროდუქტს და ყველაფერი ისევ სამაცივრე და გადამამუშავებელი მეურნეობების არ არსებობამდე მიდის მაინც რომელსაც მრავალ მილიონიანი ინვესტიციები სჭირდება.მოკლედ რომ ვთქვათ მოჯადოებული წრე იკვრება და კაციშვილი არ ცდილობს ამ წრის გახსნას!

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 19:01
levani169
ლევან
მაგალითად შენ რისი გაყიდვა გაგჭირვები ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში?

Posted by: vano22 16 Jun 2017, 19:11
levani169
ამას ნიშნავს პრაქტიკული ცოდნა. რა არ მოვიყვანე ეგ კი არა სხვისი პროდუქციითაც ვვაჭრობდი ადრე მაგრამ არაფერზე არ ყოფილა დიდი მოთხოვნა ძლივს ძლიობით კილო კილო ვყიდდი ხოლმე. ბაზარი ყველამ იცის სადაცაა და მყიდველიც და გამყიდველიც იქ ტრიალებს მაგრამ არაფერი არ იყიდება იმდენი რომ ბაზრის იმედათ რამე აწარმოო. შარშან 20-30 თეთრში ძლივს ვყიდე ტანჯვით მოყვანილი პამიდორი თელავის ახმეტის და ლაგოდეხის ბაზრებში (მარკეტინგზე არაფერი მითხრათ მაღაზიებში რამდენგანაც მივედი ჩემხელა იაშიკები გამოქონდათ გაავსე და 5 ლარს მოგცემთო.

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 19:31
vano22
რატომ მოხდა ეგრე შენის აზრით?
ჭარბწარმოება იყო?
მსყიდველუნარიანობა დაეცა მოსახლეობის?
შარშან გორის პომიდორი 11 ლარად ვიყიდეთ ყუთი ვითომ 30 კილოიანი
რეალურად 27-28 კილოიანები იყო. 5 ყუთი ვიყიდეთ. საწებელა გავაკეთეთ.
უკვე შესასნული აქვთ კაი ხანია ჩემს პატარა მამუნ დიშვილებსsmile.gif
ხო ოქტომბრის თვე იყო როცა ვიყიდეთ.
გუშინ 0.8-1 ლარი ღირდა პომიდორი
კიტრი 1-1.2 ლარი
დროსაც გააჩნია, თორე ერთი თვის უკან 2 ლარიც ღირდა პომიდორი

Posted by: vano22 16 Jun 2017, 19:36
gia1970
იმიტომ დაეცა ფასი რომ არავინ ყიდულობდა ხოლო რატომ არ ყიდულობდნენ ამის პასუხი არ მაქ.

2-3 ლარი სათბურის ღირს და მისი წარმოებაც არა ნაკლები ჯდება ხოლო ღია გრუნტის რომ შემოვა ისევ 20 თეთრი გახდება და თვით ღირებულებას ნახევრადაც ვერ აანაზღაურებს.

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 19:46
54 მილიონი კილო მოვიწიეთ შარშან პომიდორი მე რომ არ ვენდობი იმ საქსტატის მონაცემებით
ან საქსტატი ურევს მაგრად
ან ჩვენ ვიხოცებით მშიერი

სათბურში ებრაელებს 400 ტონამდე მოყავთო პომიდორი ჰექტარზე
მართალია ვითომ?

Posted by: vano22 16 Jun 2017, 19:54
gia1970
54 მილიონი კილო ცოტაა? მაგდენს თუ ვაწარმოებთ ძაან გვიყოჩაღია. არც ისე ბევრი ადამიანია დაკავებული პამიდვრის წარმოებით და ყოჩაღ თუ ამდენი შეუძლიათ

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 19:58
1. ქოთანში მაქვს დათესილი ლობიო.
ქოთნის ფართია 0.03 კვადრატული მეტრი.
სამი ძირი ლობიო და შეთესილია ნიახური.
ლობიო 20-23 სანტიმეტრია სიმაღლეში და მეტი არ იზრდება.
ასხია თითო ძირს 3-4 ცალი და ყვავილებიც აქვს გამოტანილი.
ზოგი ნაყოფი 10 სანტიმეტრია უკვე სიგრძეში.
ქვედა ფოთლებმა დაიწყო გაყვითლება და ეგრე ხდება ხოლმე?

2. მეორე, მსგავსი ფართის, ქოთანში დათესილი მაქვს ქინძი.
შევატყვე რომ შეყვითლება დაიწყო.
თავიდან ვიფიქრე რომ ალბათ გადაბერდა თქო
რადგან უკვე ყვავილები ჰქონდა გაშლილი.
მაინც დავეჭვდი. მერე ერთ ღეროზე პატარა მატლუკა დავინახე, დავიჭირე და გავჭყლიტე.
ავდექი და ოთხი სპილენძის ჩხირი ჩავარჭვე ამ ქოთანში.
მას მერე ჭკნობა, ჭმუჭვნა და ლპობა შეწყდა, ისევ გამწვანდა და გახასხასდა. ახალი ყვავილების გამოისხა.
რა დოზანა უნდა ყოფილიყო და ვითომ რა ჯადო გაუკეთა ამ სპილენძებმა.
ვითომ ელექტრომაგნიტური ველი შექმნა და მავნებლებს ტოკები ურტყა თავში და დახოცა?
* * *
vano22
კაი რა ვანიჩკა რა
ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 14 კილოც არ გამოდის
თან სათბურებიც ხომ არის
აბა ზამთარში მარტო თურქულ პომიდორზე ხომ არ ვზივართ.
7 სულიანი ოჯახი ვართ და შარშან 14*7=108 კილოზე მეტი მარტო საწებელად ვიხმარეთ.
ჩემი მამუნი დიშვილები კიდევ ვაშლივით ჭამენ პომიდორს დაჭრას არ მაცლიან ხოლმეsmile.gif

Posted by: vano22 16 Jun 2017, 20:39
gia1970
სოფელში არავინ არაფერს აღარ აკეთებს და ის თითო ოროლა კაცი ვინც პამიდვრის წარმოებითაა დაკავებული თუ მაგდენს აწარმოებდა მართლა არ მეგონა. ერთი ხორბლის ან ქერის სტატისტიკაც ნახე რა.

ქვედა ფოთლების შეყვითლება მწერის ამბავი არაა ან სინათლის ან წყლის პრობლემამ იცის ეგ

Posted by: levani169 16 Jun 2017, 21:32
gia1970
QUOTE

ლევან
მაგალითად შენ რისი გაყიდვა გაგჭირვები ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში?

იხილე ვანოს პოსტი;
QUOTE
რა არ მოვიყვანე ეგ კი არა სხვისი პროდუქციითაც ვვაჭრობდი ადრე მაგრამ არაფერზე არ ყოფილა დიდი მოთხოვნა ძლივს ძლიობით კილო კილო ვყიდდი ხოლმე. ბაზარი ყველამ იცის სადაცაა და მყიდველიც და გამყიდველიც იქ ტრიალებს მაგრამ არაფერი არ იყიდება იმდენი რომ ბაზრის იმედათ რამე აწარმოო. შარშან 20-30 თეთრში ძლივს ვყიდე ტანჯვით მოყვანილი პამიდორი თელავის ახმეტის და ლაგოდეხის ბაზრებში (მარკეტინგზე არაფერი მითხრათ მაღაზიებში რამდენგანაც მივედი ჩემხელა იაშიკები გამოქონდათ გაავსე და 5 ლარს მოგცემთო.

და ეს კი
QUOTE
რატომ მოხდა ეგრე შენის აზრით?
ჭარბწარმოება იყო?
მსყიდველუნარიანობა დაეცა მოსახლეობის?

მხოლოდ პირველი პუნქტია შესაბამისი სიმართლესთან.აი მაგალითად დღეს მეც და ვანოც ვყიდულობთ პომიდორს,შესაბამისად მოთხოვნა მეტია ბაზარზე და დეფიციტია ფასიდან გამომდინარე რაც ღირს.ხოლო ვანოს რომ აქვს და ჭარბ პროდუქციას გაყიდვას უპირებს მაშინ მეც მაქვს,პეტრესაც და პავლესაც საკუთარი საჭიროებისთვის საკმარისი პომიდორი და მთლად უარესი თუ უკეთესი ასევე ჩვენც ჭარბი აღმოგვაჩნდება ხოლმე რომელსაც იგივენაირად ბაზარზე გატანას ვუკეთებთ.ეგაა მთელი ანა ბანა ამ ეკონომიკის და გამოსავალი ისევ და ისევ სამაცივრე მეურნეობებია,ერთ თვეში პომიდვრის ფასი უკვე ორმაგდება ხოლმე და ასე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება სეზონის მილევასთან ერთად,ეგაა და ეგ!

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 22:44
vano22
QUOTE
ერთი ხორბლის ან ქერის სტატისტიკაც ნახე რა.

2016 წელი-ხორბალი 126,6 ათასი ტონა, მათ შირის საშემოდგომო 121 ათასი ტონა
2016 წელი-ქერი სულ 47,2 ათასი ტონა, მათ შორის საშემოდგომო 26,4 ათასი ტონა, საგაზაფხულო 20,8 ათასი ტონა
2016 წელი-შვრია სულ 6,5 ათასი ტონა
2016 წელი-სიმინდი სულ 243,7 ათასი ტონა

Posted by: Nat_asha 16 Jun 2017, 22:53
ვაიმე თუ გჯერათ რომ არაფერი იყიდება ნურაფერს მოიყვანთ, ჩემი აზრით ზედმეტად პესიმისტურად ხართ განწყობილი. 2 მაღაზია გვერდიგვერდ შეიძლება იდგეს და 1 არგად ვაჭრობდეს მეორე ვერა. პრობლემას თქვენ არ ეძებთ გამყიდველში და მხოლოდ ამბობთ რომ არ იყიდება. ამავე დროს არ გაქვთ პასუხი რატო მყიდის სხვა. მე ვიცი ხშირ შემთხვევაში რატომ ყიდის სხვა. შეიძება სასაცილოდაც ჟღერს მაგრამ ამაშიც არის პოლიტიკა და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. პროპაგანდა და მიწოლა რომ თუ იმ დაბალ ფასად არ ჩააბარებ სულ დაგილპება. პრობლემა მყიველში არაა. ყოველთვის იყიდება ყველაფერი. ფერმერი წუწუნებს რომ იაფად ვყიდიო და მოსახლეობა ძვირი ღირსო და სდიე ვინაა მართალი. მე რასაც მოვიყვან ვიცი რომ გავყიდი აუცილებლად. ნეტა მოვიყვანო და გასაყიდი მქონდეს და biggrin.gif

Posted by: vano22 16 Jun 2017, 22:57
gia1970
ძაან ცოტაა თუ მე მეჩვენება ასე? ბიზნეს კურიერში იყო ადრე რომ მხოლოდ შირაქის მოსავალს შეუძლია უზრუნველყოს საქართველო ხორბლის ფქვილითო და 126.000 ტონა არაფერი არაა. სიმინდი თუ ხორბალზე მეტი მოგვყავდა ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდიsmile.gif მგონი პახმელიაზე ჩაუჯდებიან ხოლმე და ვარაუდით ადგენენ მაგ სტატისტიკებს
* * *
Nat_asha
რა რაოდენობის პროდუქციის წარმოებას აპირებ? აი გაყიდვის დრო რომ მოგივა მერე გაიხსენე ჩვენი ნათქვამი და მიხვდები რაც იყო ჩვენი პესიმიზმის მიზეზი. გასაღების პრობლემა ყველა სახის პროდუქციაზე არაა მაგალითად მარცვლეული კარტოფილი ან კაკლოვნები უპრობლემოდ იყიდება ასე ვთქვათ ხელიდან გტაცებენ ბაზარზე.

Posted by: gia1970 16 Jun 2017, 23:20
vano22
QUOTE
gia1970
ძაან ცოტაა თუ მე მეჩვენება ასე? ბიზნეს კურიერში იყო ადრე რომ მხოლოდ შირაქის მოსავალს შეუძლია უზრუნველყოს საქართველო ხორბლის ფქვილითო

რამდენიაო საქართველოს მოთხოვნაო?
ჰექტარზე რამდენი მოდის მაქსიმუმ?
სიმინდი მე რაც გამიგია ერთი ბურის მაგალითზე
1000 ჰექტარი ჰქონდა და ჰექტარზე 12 ტონა მოიწია
სხვა ბურებმაც მოშნად მოიწიეს
მაგათ 1 000 ჰექტრები არ ჰქონდათ სადღაც 500 ფარგლებში
* * *
ზღაპარია შირაქის ამბავი
850 ათასი ჰექტარი იყო სახნავ სათესი 1978 წლის მონაცემებით საქართველოში
მას მერე სამაჩაბლო და აფხაზეთი წაგვართვეს
მილიონი ჰექტარი რომ ავიღოთ სახნავი და სულ ხორბალი მოვიწიოთ
ჰექტარზე 4 ტონა, გამოვა 4 მილიონი ტონა, მოსახლეობა 4 მილიონი, გამოდის წელიწადში ერთ სულზე 1 ტონა ხორბალი, უხეშად 3 კილო ერთ სულზე დღეში ხორბალი, ეგრე კი გვეყოფა თუ ქათამს, ღორს, კურდღელს არ მივცემთ საკვებად.
ადრე მომისმენია მსჯელობა, კომუნისტების დროს, კამათობდნენ ინსტიტუტში და უმრავლესობა იმ აზრამდე მიდიოდა, რომ საქართველოს ფიზიკურად არ შეუძლია დაიკმაყოფილოს თავი ხორბლით და საქონლის ხორცით.

Posted by: kaxaberski66 16 Jun 2017, 23:46
QUOTE
მეზარება მაგაზე დავა, ვერავის დააჯერებ მაინც და აზრი 0.

Nat_asha
კარგი გოგო ჩანხარ, სოფლის მეურნეობაში საკმაოდ ერკვევი. თანამედროვე ტექნოლოგიებიც არ ჩანს შენთვის უცხო ხილი. როგორც ზევით წავიკითხე, აზროვნებაც კარგი გაქვს და გადმოცემის უნარიც.
ერთია ეს ბოლო დღეები ისეთ რამეს წერ, ვითომ ვინმეს რამეს უმტკიცებდი და არ დაგიჯერეს. ის მაინც თავის აზრზე იყო და ვერაფერი შეაგნებინე. მე კი ასეთი კამათი შენი ვინმესთან ვერ ვნახე. ,, ვერავის დააჯერებ მაინც და აზრი 0,,. ვისზე ხარ ასეთი გულაცრუებული რომ ვერ აგნებინებ?

Posted by: vano22 17 Jun 2017, 00:17
gia1970
ბურები კიდევ არიან აქ? რაო ლაგოდეხში მიწებში ფული რომ გადავიხადეთ და აღარ გადმოგვიფორმა ხალხმაო ეგ საქმე როგორ ჩამთავრდა?biggrin.gif

თურქეთში უფრო პატარა სახნავი მიწის ფართობი მოდის ერთ სულ მოსახლეზე მაგრამ იმდენი პროდუქცია მოყავთ რომ ექსპორტზეც ბლომად გააქვთ აზერბაიჯანზე ან ისრაელზე აღარც მაქ ლაპარაკი მაგრამ სომხებს მაინც ვერ უნდა ვაჯობოთ? რატო უნდა ჯობდეს სომხური სტაფილო ჩვენსას?

Posted by: gia1970 17 Jun 2017, 00:25
vano22
QUOTE
gia1970
ბურები კიდევ არიან აქ? რაო ლაგოდეხში მიწებში ფული რომ გადავიხადეთ და აღარ გადმოგვიფორმა ხალხმაო ეგ საქმე როგორ ჩამთავრდა?biggrin.gif

ახლა არ ვიცი, არც ეგ არგადაფორმების საქმე არ ვიცი.
QUOTE
თურქეთში უფრო პატარა სახნავი მიწის ფართობი მოდის ერთ სულ მოსახლეზე მაგრამ იმდენი პროდუქცია მოყავთ რომ ექსპორტზეც ბლომად გააქვთ


აი ეგ რა ჯადოა?
* * *
102 კაცია კვადრატულ კილომეტრზე ტურქეთში სიმჭიდროვე
ჩვენთან 57 კაცი
პლიუს რაც მანდ ტურისტები დასერნობენ
შენ ისრაელი და ჰოლანდია უნდა ნახო
ჯადოქრები არიან
* * *
42 ათას კვადრატულ კილომეტრამდეა ჰოლანდიის ფართობი და 2014 წელს ტიპებმა 0.8 მილიონი ტონა ყველი აწარმოეს ძროხის რძისო
სადა ვბანაობთ

Posted by: DUDEGIVBEND 17 Jun 2017, 01:10
აგრობიზნესი საქართველოში ზოგადად ისეთი სფეროა რო დამწყებისთვის და მითუმეტეს ისეთისთვის რო თანხებთან დაკავშირებით აქვს პრობლემა ძნელია გამოსავალის პოვნა. ზოგადად ამ სფეროში ვინც ჩაერთვებით პირდაპირ გეუბნებით რო მარცხისთვის მზად უნდა იყოთ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო სულ ასე გაგრძელდება. გამოცდილება დროს და დაუღალავ მუშაობას მოაქვს. ამასობაში გადაავლებთ თვალს თუ რა სახის აგრობიზნესია თქვენთვის მომგებიანი. ესაა მეფრინველეობა-მეღორეობა-მეძროხეობა თუ მემცენარეობა. ნებისმიერი დარგი მოითხოვს დიდ შრომას და რომელ დარგსაც აირჩევთ თუ მარცხი განიცადეთ გული არ უნდა აგიცრუვდეთ. 2 წელია ამ სფეროში ვარ ასე ვთქვათ ჯერჯერობით ცდებით ვარ დაკავებული biggrin.gif. ჩემი ორწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ შესაძლებლობა გიწყობს ხელს ჯობია რამდენიმე სახის სფეროში დააბანდო ფული ვიდრე ერთ სფეროშI. წელს შემოდგომისთვის ვაპირებ ჰექტრამდე მიწის და პატარა სახლის ყიდვას რო ცოტა მაშტაბები გავზარდო ჩემს ცდებში biggrin.gif

vano22
შენ ეტყობა გამოცდილი ხარ მეცხოველეობაში და აი ფართს რო შევიძენ საქონლის ყოლასაც ვაპირებ და ცოტა კითხვებით შეგაწუხებ biggrin.gif

Posted by: gia1970 17 Jun 2017, 01:13
Средняя израильская корова дает в год 12 083 л молока (данные 2014 года)[274], что превышает среднюю удойность американской коровы (с удойностью 9331 кг в год) и европейской коровы (6139 кг в год). Общее производство молока в 2010 году в Израиле составило 1,304 млрд литров[275], в 2014 году — 1,523 млрд литров[274]. Рекордный годовой удой в Израиле составляет 18 900 литров в год при жирности 5 %[276][277].

Общая площадь посевов составляет 440 тыс. га, из которых орошаемых — 255 тыс.[278] Сельскохозяйственный сектор потребляет 60—72 % воды[278]. Это связано с тем, что на 60 % территории страны сельскохозяйственную деятельность можно вести только при условии круглогодичного искусственного полива[278].

Собственный сельскохозяйственный сектор обеспечивает Израиль продуктами питания на 95 %, при этом большое количество продукции экспортируется. Импортируются в страну некоторые зерновые и масличные культуры, мясо, кофе, какао и сахар[278]. В сельском хозяйстве при этом занято 3,5 % работающего населения страны[278]. Каждый человек, работающий в этом секторе, в состоянии прокормить 95 соотечественников. Для сравнения: в США этот показатель равен 1:79, в России — 1:14,7, в Китае — 1:3,6[279].
* * *
Сельское хозяйство

Сельское хозяйство в Нидерландах является высокоинтенсивным и значимым сектором экономики, хотя в нём в 2005 году было занято всего около 1,0 % населения страны и производилось не более 1,6 % ВВП. В 2005 году сельскохозяйственный экспорт превысил 17 млрд евро (более 6 % товарного экспорта страны), около 80 % экспорта потребляют страны Евросоюза (Германия — 25 %, Великобритания — 12 %). В структуре аграрного экспорта преобладают овощи и цветы (12 млрд евро) и продукты молочного животноводства (5 млрд евро).

Земельные угодья. Земли сельскохозяйственного назначения занимают около 65 % территории страны. Около 27 % сельскохозяйственных угодий занято пахотными землями, 32 % — пастбищами и 9 % покрыто лесами. Доля пастбищ непрерывно падает, с 1995 по 2005 года эти угодья сократились на 8,2 %, что связано в основном с расширением жилищного строительства.

За почвой в Нидерландах ухаживают тщательно, кроме того, по количеству вносимых минеральных удобрений на 1 гектар страна в 2005 году занимала первое место в мире. Площадь орошаемых для сельскохозяйственных нужд земель составляет 5650 км2 по данным на 2003 год[22].

Растениеводство. В некоторых районах страны преобладает цветоводство. Выращивается также картофель, сахарная свёкла и зерновые культуры. Важная статья экспорта — высококачественные парниковые и консервированные овощи.

Животноводство. Пятое место в Европе по производству масла и четвёртое по производству сыра. Наиболее распространено пастбищное животноводство, на польдерах выпасается более 4,5 миллиона голов крупного рогатого скота (около 3,5 % от скота ЕС). Молочное стадо в 2005 году насчитывало около 1,4 миллионов голов (в середине 1980-х было около 2,5 миллионов голов), продуктивность стада очень велика — средние надои составляют более 9 тысяч литров молока в год.

Тепличное хозяйство. По площадям, отведённым под тепличное хозяйство, Нидерланды занимают первое место в мире. С 1994 года по 2005 год площадь теплиц возросла с 13 до 15 тысяч гектаров, обогреваются теплицы обычно при помощи местного природного газа. 60 % защищённого грунта отведено под цветоводство

Posted by: Garsevanishvili 17 Jun 2017, 03:19
ცხოვრების პირობებიდან განათლების მაღალი ხარისხის ნაკლებობა ტეხავს. სხვა ყველაფერს ჩაიტან გოროდიდან

Posted by: kaxaberski66 17 Jun 2017, 11:03
გავაგრძელებ თხრობას ჩემი ოჯახის ფერმერობის შესახებ.
ერთი სიტყვით, ღორი გავყიდეთ და უნდა ვიყიდოთ საქონელი.
საქონლის ყიდვა გვინდა მაგრამ, კარგი და ჯიშიანი საქონლის ყიდვა გვინდა. აი ამისთვის უნდა მოგვება თავი. ბაზარში იმ პერიოდისთვის კარგი ჯიშიანი საქონელი იყიდებოდა, საბჭოთა ფერმებიდან სხვადასხვა გზებით გაყვანილი. მაგრამ ასე თითო-თითოთ ყიდვა არ გვაწყობდა. ამიტომ გადავწყვიტეთ მივსულიყავით სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ფულს გადავიხდიდით და ვიყიდდით ჯიშიან საქონელს. გვინდოდა გვეყიდა მხოლოდ უშებელა დეკეულები.
ამ დროს, მე უკვე დამთავრებული მაქვს ინსტიტუტი და შევუერთდი ოჯახს, შრომის ფერხულში ჩასაბმელად.
აღმოჩნდა რომ 1991 წლისთვის, საქართველოში მესაქონლეობა ჯიშობრივ დონეზე უკვე განადგურებული იყო. დარჩენილი იყო მხოლოდ ჯავახეთში ჯიშთაშენი, სადაც ჰყავდათ კავკასიური წაბლას ჯიშის საქონელი.
მე და ძმა დავბრუნდით სახლში, მამას მოვუყევით რომ, სხვა ხალასი ჯიშის საქონლის შეძენა შეუძლებელი იყო საქართველოში და რუსეთში ხომ არ გვეყიდა სხვა ჯიში.
ვიფიქრეთ სემენტალზე, შვიცზე, ველის წითელზე. მაგრამ მივედით იმ დასკვნამდე რომ გვეყიდა საქართველოში ის რაც იყო. მამამ გვითხრა, შეიძლება შემოყვანილი საქონლის დიდ ნაწილს აკლიმატიზაცია გასჭირვებოდა და რაღაც ნაწილი დახოცილიყო. თანაც შემოყვანა ძვირი დაგვიჯდებოდა და რამდენიმე სულის საყიდლად არ ღირდა თავის შეწუხება.
მივედით სამინისტროში და განვაცხადეთ თანხმობა კავკასიური წაბლას ყიდვაზე მაგრამ, ფასი დაადას ყურები ჩამოვყარეთ. თუ საქართველოში 1კგ საქონლი ხორცი ღირდა 10 მანეთი, სამინისტრომ ცოცხალი წონა დაგვიფასა 30 მანეთი. აბა როგორ გინდათ ჯიშიანი საქონელიაო.
ეხლა ამაზე დავიწყეთ ფიქრი, ღირდა ასეთი ფასი გადახდა? როცა ერთი 250-300 კილოიანი დეკეულის ფასში, ბოდბისხევის ბაზარში კარგ მეწველ ძროხას იყიდდი ხბოთი და ხურდაც დაგრჩებოდა მეორის საყიდლად.
ვიფიქრეთ ვიფიქრეთ და იმდენად გვინდოდა განსხვავებული საქონლის ყიდვა რომ, ამაზეც წავედით.
ზაფხულის ბოლოს ფული გადავიხადეთ და ველოდებით როდის წამოვიყვანთ საქონელს. ფულის გადარიცხვიდან ყიდვამდე და საქონლის წამოყვანამდე, რაღაც დრო იყო საჭირო. ამასობაში გავიდა ერთი თვე და აირია ქვეყანაც. 91 წლის სამ სექტემბერს მიტინგძე გაისროლეს, მოაწყვეს პროვოკაცია და იმ დღიდან დაიწყო უბედურება საქართველოში. არ ვიცი რა მიზეზით და სამინისტრომაც შეაჩერა გაყიდვა. გზები არ არის უსაფრთხო და ვერ გავრისკავთო ჯერ.
91წელი დამთავრდა, პუტჩისტებმა იმარჯვეს კანონიერ ხელისუფლებაზე. ხელისუფლება შეიცვალა და 92 წლის გაზაფხულზე დაგვრთეს ნება საქონლის წამოყვანის. ამასობაში ფული გაუფასურდა და ფულის გადარიცხვისას თუ ვყიდლობდით 30სულ დეკეულს, ეხლა მოგვდის 10 სული. ფულსაც უკან არავინ გვიბრუნებს. იძულებულები ვიყავით წამოგვეყვანა ის რაც მოგვდიოდა იმ ფასად და აპრილის დასაწყისში ჩამოვიყვანეთ 12 სული საქონელი.
მაგ დროს იქ თოვლი იყო და ჩვენთან უკვე ბალახი ბიბინებდა.
მამაჩემს ყავდა კოლმეურნეობის ფერმაში სამი სული ფური. ერთი შვიცი, მეორე ლატვიური წაბლა და მესამე ჩვეულებრივი უჯიშო ძროხა. ესენიც შემოუერთა ჩვენს ნახირს და დაიწყო ჩვენი მესაქონლეობა.
საქონლის მოყვანამდე დრო ბევრიგვქონდა. საღორეში ავშალეთ დოლფრები და გავაკეთეთ საკვებურები საბმელები და ასე შემდეგ. ფერმა მზად გვქონდა საქონლის მისაღებად.

Posted by: ინაველ 17 Jun 2017, 11:58
kaxaberski66

რა დრამატულად განვითარებულა მოვლენები

განაგრძე როგორ იმუშავეთ საქონელზე?

Posted by: levani169 17 Jun 2017, 15:08
Nat_asha
QUOTE

ვაიმე თუ გჯერათ რომ არაფერი იყიდება ნურაფერს მოიყვანთ, ჩემი აზრით ზედმეტად პესიმისტურად ხართ განწყობილი. 2 მაღაზია გვერდიგვერდ შეიძლება იდგეს და 1 არგად ვაჭრობდეს მეორე ვერა. პრობლემას თქვენ არ ეძებთ გამყიდველში და მხოლოდ ამბობთ რომ არ იყიდება. ამავე დროს არ გაქვთ პასუხი რატო მყიდის სხვა. მე ვიცი ხშირ შემთხვევაში რატომ ყიდის სხვა. შეიძება სასაცილოდაც ჟღერს მაგრამ ამაშიც არის პოლიტიკა და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. პროპაგანდა და მიწოლა რომ თუ იმ დაბალ ფასად არ ჩააბარებ სულ დაგილპება. პრობლემა მყიველში არაა. ყოველთვის იყიდება ყველაფერი. ფერმერი წუწუნებს რომ იაფად ვყიდიო და მოსახლეობა ძვირი ღირსო და სდიე ვინაა მართალი. მე რასაც მოვიყვან ვიცი რომ გავყიდი აუცილებლად. ნეტა მოვიყვანო და გასაყიდი მქონდეს და

რატომ ცხარობთ მილედი?(ან უბრალოდ მხოლოდ ლედი) biggrin.gif
თქვენ მხოლოდ ბრძანეთ რისი გაყიდვა შეგიძლიათ და ჩვენ ვეცდებით მოგამარაგოთ,მოგების შუაზე გატეხვის პირობით რა თქმა უნდა,მერწმუნე მოყვანაზე აღარც იფიქრებთ! 2kiss.gif

Posted by: DUDEGIVBEND 17 Jun 2017, 15:27
kaxaberski66
საინტერესო ისტორიას წერ. მეც მინდა მივყვე სასაქონლე მეურნეობას და მაგრად მაინტერესებს რა ხდება მაგ სფეროში

Posted by: Nat_asha 17 Jun 2017, 15:28
QUOTE
თქვენ მხოლოდ ბრძანეთ რისი გაყიდვა შეგიძლიათ და ჩვენ ვეცდებით მოგამარაგოთ,მოგების შუაზე გატეხვის პირობით რა თქმა უნდა,მერწმუნე მოყვანაზე აღარც იფიქრებთ!

გადამყიდველი კი არ ვარ. მე თითონ უნდა გავხდე ფერმერი და ვამბობ რასაც მოვიყვან გავყიდი. ისეთ რამეს არ მოვიყვან რასაც ვერ გავყიდი. საერთოდ ყველაფერს აქვს ბაზარი. ყველაფერი იყიდება. როგორ გაყიდი ეგაა მთავარი. საერთოდ არც ძვირად უნდა გაყიდო და არც იაფად. თუკი ყველა გააკეთებს ამას იქნება ყველაფერი კარგად. მაგრამ ყველა თავის თავზე ფიქრობს (სინამდვილეში არადა ჯობია რომ საზოგადოდ იფიქრო და ეს შენც წაგადგება) ლიჟბი მე გავყიდოს პრინციპი არ ვარგა, არც ლიჟბი ძვირად გაიყიდოს არ ვარგა. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ფერმერმა თავის შრომას ფასი უნდა დაადოს და რეალური, როდესაც შენ პამიდორს გაყიდი 30 თეთრად მაშინ როცა ბაზარში 1.5 ლარი ღირს ეგ არის უდიდესი შეცდომა. თუ მოითხოვ იმაზე ნაკლებს რაც ღირს, მიიღებ იმაზე ნაკლებს ვიდრე მოითხოვე. ეგ ყოველთვის ეგრეა. გლეხი თითონ უქმნის მაგ ბაზარს საკუტარ თავს. მოკლედ ეგრე შემიძლია ძალიან ბერვი რამე ვთქვა, სულ ბოლომდე შემიძლია ამ ტემას ჩავყვე . ვიცი რა კითხვაც ისმის რომ აბა რა არის გამოსავალი? გვასწვლე მაშინ როგორ გავყიდოთ ხო? ამაზე პირდაპირი პასუხი არ არსებობს. ყველა კონკრეტულ პროდუქტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ყვეალფერს ააქვს მნშვნელობა სულ ყველაფერს, ამიტომ ასე პირდაპირ ვერავინ გეტყვის როგორ გაყიდო პამიდორი 30 თეთრის ნაცვლად 80 თეთრად. თუკი ვერ ყიდი იმას არ ნიშნავს რომ დებილი ხარ ან გაუნათლებელი, უბრალოდ ყველას თავისი საქმე აქვს და ზოგს გამოსდის და ზოგს არა. ზოგს გაყდვ გამოსდის, ზოგს ყიდვა, ზოგს ორივე. ზოგს არცერთი. ზოგმა ფიზიკა იცის კარგად ზოგმა მათემატიკა და ა.შ.

Posted by: ინაველ 17 Jun 2017, 16:46
Nat_asha

შენ რასაც ამბობ ეგრეა, მაგრამ ეგ ვერაფრით ეხმარება ქვეყანაში გასაღების საშუალებების დეფიციტს, რაც როგორც ჩანს მართლა არსებობს.

საქმე ის კი არაა რომ ვიღაც რაღაცას ვერ ყიდის, არამედ ის, რომ არ არსებობს/ჯერ ვერ ჩამოყალიბდა გასაღების სტაბილური არხები.

შენ ამბობ უეჭველი გავყიდიო მაგრამ როდემდე ან რის ფასად? თუ საბითუმო გასაღების სტაბილური არხები არ არსებობს ქვეყანაში, უბრალოდ დაიტანჯები. ერთ წელიწადს დაჩალიჩდები და ვიღაცას გააძრობ და მიასყიდებ, მაგრამ მეორე წელს აღმოაჩენ რომ ის შემსყიდველი აღარ არსებობს და გიწევს ყველაფრის ახლიდან დაწყება. ვოტ ესაა პრობლემა და არა ის, რომ ვიღაცას მარიფათი აკლია და არ ჩალიჩობს გაყიდვის არხებზე. ინდივიდუალური ჩალიჩი შედეგს არ მოგცემს.

პირველადი პროდუქტის წარმოება მეორად ან გადამამუშავებელთან წარმოებასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს. ამას გარდა ექსპორტის შესაძლებლობები უნდა არსებობდეს. და რაც მთავარია - ადგილობრივი ბაზარი უცხოური პროდუქციით არ უნდა იყოს გაჯერებული.

ჩვენთან არცერთი ეს კომპონენტი გამართული არ არის, შენ კიდევ ამბობ გასაყიდი ყოველთვის გაიყიდებაო. რაფრა? biggrin.gif

Posted by: Nat_asha 17 Jun 2017, 17:18
QUOTE
შენ კიდევ ამბობ გასაყიდი ყოველთვის გაიყიდებაო. რაფრა?

მარიფათი აკლიაში იმას არ ვგულისხმობ რომ ნაკლებად არის მონდომებული ან არ ცდილობს გაყიდვას, არამედ სხვა რამეზე მაქვს საუბარი biggrin.gif სტაბილური მყიდველად შენ აღიქვამ კონკრეტულ ერთ შემსყიდველს, ხოდა მე ზემოთაც დავწერე რომ ყველაფერი უნდა დაიწყო გაყიდვის მოწესრიგებით სწორედ. კარგი 1 წელს მოიყვანე კარტოფილი და მიყიდე მიხოს პირობითად. მეორე წელს შენ ისევ კარტოფილი თუ მოგყავს იმ იმედით რო მიხო იყიდის და აღმოაჩენ რომ მიხო აღარ არსებობს და ამას თუ დაუძახებ არასტაბილურ მყიდველს ეგ არასწორია. მეორე წელს ისევ თავიდან უნდა გადახედო ყველაფერს , რა უნდა მოიყვანო, ვის უნდა მიყიდო. და მინიმუმ 2-3 საორიენტაციო მყიდველი უნდა გყავდეს. მუდმივი მყიდველი მუდმივად იარსებებს სანამ მოთხოვნა არსებობს . მიხო თუ აღარ არსებობს არსებობს მარო biggrin.gif შენ უნდა მოძებნო ის მარო. ხოლო თუ პირდაპირ გამყიდველზე გინდა გასვლა მაგ შემთხვევაში სტაბილური შემსყიდველები არიან. გადამყიდველები მუდმივად იცვლებიან, ეგ ყოველთვის ეგრე იქნება და ეგ სტაბილური არ გახდება. როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად სათანადოდ განვითარდება , მაშინ ეგ გადამყიდველები უბრალოდ აღარ იარსებებენ.მაშინ უკვე დისტრიბუციის წესით მოხდება საწარმოების და სხვადასხვა ქსელებისთვის მიწოდება. მრავალი გზა არსებობს იმის თუ როგორ უნდა გაყიდო პროდუქტი, ძალია ბევრი. ასე პირდაპირ ვერ გეტყვი როგორ უნდა გაყიდო. პირობას ვდებ როდესაც მოვიყვან რამეს და გავყიდი და აუცილებლად გაჩვნებთ შედეგს biggrin.gif არ მინდა მაღალფარდოვანი ტექსტებით რომ გამოვიდე, ასე ვერაფერს ვერ ვამტკიცებ. ამიტომ მირჩევნია ფაქტებით ვისაუბრო biggrin.gif ფაქტებს დავდებ აუცილებლად 3-4 წელში სავარაუდოდ

Posted by: spana84 17 Jun 2017, 17:50
Nat_asha

მართალს "ღაღადებს" ეს ადამიანი რას ერჩით? პროდუქციის წარმოება საქმის 30 პროცენტია მხოლოდ ჩემი აზრით. წარმოების აწყობა უფრო ადვილი მეჩვენება ვიდრე სტაბილური მყიდველი "გაჩითვა" მითუმეტეს როცა პროდუქცია მცირე რაოდენობით გაქვს და არა იმდენი, რომ რომელიმე დიდ სუპერმარკეტების ქსელს და დიდ წარმოებას ეყოს. მე ყველაზე ბანალურ საქმეს ყველის წარმოებას ვეწეოდი და შემიძლია გითხრათ, რომ არასოდეს გასაღების პრობლემა არ მქონია. მოდიოდნენ ადგილზე და მიჰქონდათ. ფასი რათქმაუნდა დაბალი იყო მათი შემოთავაზებული. ჰოდა ავდექი და მეთვითონ ვიპოვე თბილისში რამდენიმე მაღაზია და მეთვითონ ჩამქონდა ადგილზე. ფასზეც აღარაფერი მქონდა საწუწუნო. იმერეთში 5 ლარად ნაყიდ ყველს გადამყიდველები მინიმუმ 7 ლარად (ხშირ შემთხვევაში უფრო ძვირად) აბარებდნენ საცხობებს და მაღაზიებს. მეც იგივე ფასში ვაბარებდი.მაშინ როცა იმერეთშივე ყველი 5 ლარად უნდა გამეყიდა და მისი თბილისამდე ტრანსპორტირება 20 თეთრზე მეტი ვერ დაგიჯდება თბილისამდე. თან მყიდველებმაც იცოდნენ, რომ კარგი ხარისხის პროდუქტს ვაწვდიდი და სიამოვნებით ვთანამშრომლობდით. ასე რომ გაყიდვების ამ ბანალურ, უბრალოს და მარტივ მაგალითზე შეგიძლიათ თქვათ, რომ ბევრი ნაკლი აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ მე ეს პრინციპი ნორმალურად მამუშავებდა.

Posted by: Nat_asha 17 Jun 2017, 17:55
QUOTE
მაგრამ მე ეს პრინციპი ნორმალურად მამუშავებდა.

ხოდა ეგაა, ჩვენ თითონ უნდა გამოვძებნოთ ეგ მყიდველი, არააა აწყობილი ქვეყანა და წარმოება და როცა იქნება ეგეც დაგვეწევა. ვისაც დიდი რაოდენობით პროდუქცია აქვს, იმას უკვე ბევრი ფული ქონდა და თავიდანვე დიდი ტანხა ჩადო მაგაში. რადგან დიდი ფული ქონდა, შესაბამისად ბიზნესში უკვე კონტაქტები აქვს და იმას გაყიდვა არასდროს არ გაუჭირდება. ეს კონტაქტები შენ თითონ უნდა შექმნა, ან უნდა დამორჩილდე ბედს და იაფად ან საერთოდ ვერ გაყიდო აბა რავიცი რა გიტხრათ სხვა biggrin.gif

Posted by: ინაველ 17 Jun 2017, 18:08
Nat_asha

ჰო სანაამ პრაქტიკაში არ ნახავ იქამდე ძნელია ყველა იმ სიძნის წარმოდგენა რაც შეიძლება შეგხვდეს.

გასაღების საშუალებები იმაზე მეტი უნდა იყოს ვიდრე წარმოებისა - თუ გინდა რომ გაიზარდო. შენ თუ 7-8 თავი ყველის წარმოება გინდა წლიდან წლამდე აბრუნო, მაშინ კი ბატონო, არ გაგიჭირდება. მაგრამ თუ დიდ რაოდენობას აწარმოებ თან მალფუჭებადს, სტაბილური არხები გჭირდება. კი ბატონო დაჩალიჩდები მაგრამ რომ ვერ იპოვო და ტონობით პროდუქცია გაგიფუჭდეს, ამას როგორ გამორიცხავ? ვერ.

დედას ვფიცავარ მაგარი ვარო, ამას გავცდეთ, ეგ უკვე გაავიგეთ biggrin.gif


Posted by: spana84 17 Jun 2017, 18:18
Nat_asha

აგრობიზნესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასაქონლო სახე პროდუქტის და ეს უმეტეს ქართველ ფერმერებს ფეხებზე კიდიათ. პროდუქტის "ვიდი", შეფუთვა და ასე შემდეგ. რომ ვიძახით უცხოური პროდუქცია გვიწევს კონკურენციას და გვამარცხებსო რატომ ხდება ასე? იქნებ ჩვენშია პრობლემა და არა სხვაში? იტალიაში მაროკოდან და პოლონეთიდან იმპორტირებული ჟოლო იყიდება 20 ევროდ კილო და მუდმივი დეფიციტია. რატომ ვერ ახერხებს ქართველი რომ ევროპის ბაზარზე დამკვირდეს? აქ საქმე მხოლოდ საზღვრებში არაა. ხარისხი, რაოდენობა და სასაქონლო სახე პროდუქტის. კიდევ ბევრი ნიუანსია მაგრამ ესენი ძირითადია. ჰოდა სანამ მთავრობას, ცუდ მეზობლებს, ზარმაც მუშებს და ასე შემდეგ რამეს დავაბრალებთ ცოტა ჩვენ თავსაც შევხედოთ რას ვაკეთებთ არასწორად და რა უნდა გამოვასწოროთ.
* * *
ინაველ
რატომ ვერ უნდა გაყიდო და გაგიფუჭდეს? თუ იმ მაგალითს მოვიყვანთ ნიორი რომ 20 ლარი ღირდა კილო და მეორე წელს ყველამ დათესა და 20 თეთრზე ჩამოვიდა ეგ არ გამოდგება მაგალითად. მე არ მინახავს აბაშაში სიმინდი გაფუჭებოდა ვინმეს და აღმოსავლეთში ქერი და ხორბალი. გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ თითქმის ყველა სოფლის მეურნეობის პროდუქტის დეფიციტია ქვეყანაში და შემოგვაქვს. რამდენად ცუდი მენეჯმენტი უნდა გქონდეს, რომ მაგალითად 2 ტონა რძეს აწარმოებდე საქართველოში და გაგიფუჭდეს, ან 50 ტონა კარტოფილი მოიყვანო და გაგიფუჭდეს მაშინ როცა მთელი წლის მანძილზე თურქეთიდან ვეზიდებით კარტოფილს. თუ იმას გულისხმობ რომ დაბალი ფასი აქვს შემოტანილს მაშინ იმაზე დაფიქრდი როგორ? თურქმა მოიყვანა სადღაც კარტოფილი, თავის ქვეყანაში გადასახადები გადაიხადა, მერე შენს ქვეყანაში გადაიხადა (ცოტა მაგრამ მაინც), მერე გადამყიდველს მიყიდა და მაინც შენს კარტოფილზე იაფად დევს დეზერტირებზე. რატომ? ესეიგი რაღაცას შენზე 5 ჯერ კარგად და სწორად აკეთებს და იმიტომ ხომ?

Posted by: kaxaberski66 17 Jun 2017, 18:44
ინაველ
QUOTE
რა დრამატულად განვითარებულა მოვლენები

თავიდანვე დავწერე პირველ წერილში. იმიტომ ვწერ ჩემს ამბავს რომ, ბევრი აპირებს ფერმერობას, თუნდაც სხვა დარგში და ისენიც წააწყდებიან მსგავს პრობლემებს. უნდა იცოდნენ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით ისენი, რომლებიც ქალაქიდან აპირებენ წასვლას. მას შემდეგ იქ ბევრი არაფერი შეცვლილა. უბრალოდ სოფლებში დენის, გაზის და ინტერნეტის პრობლემა მოიხსნა, თორემ უგზოობა, უწყლობა, მითუმეტეს მინდორში უდენობაც და უგაზობაც ისევ არის.
Nat_asha
QUOTE
ლიჟბი მე გავყიდოს პრინციპი არ ვარგა, არც ლიჟბი ძვირად გაიყიდოს არ ვარგა. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ფერმერმა თავის შრომას ფასი უნდა დაადოს და რეალური, როდესაც შენ პამიდორს გაყიდი 30 თეთრად მაშინ როცა ბაზარში 1.5 ლარი ღირს ეგ არის უდიდესი შეცდომა. თუ მოითხოვ იმაზე ნაკლებს რაც ღირს, მიიღებ იმაზე ნაკლებს ვიდრე მოითხოვე. ეგ

ინაველ
QUOTE
თუ საბითუმო გასაღების სტაბილური არხები არ არსებობს ქვეყანაში, უბრალოდ დაიტანჯები. ერთ წელიწადს დაჩალიჩდები და ვიღაცას გააძრობ და მიასყიდებ, მაგრამ მეორე წელს აღმოაჩენ რომ ის შემსყიდველი აღარ არსებობს და გიწევს ყველაფრის ახლიდან დაწყება. ვოტ ესაა პრობლემა და არა ის, რომ ვიღაცას მარიფათი აკლია და არ ჩალიჩობს გაყიდვის არხებზე. ინდივიდუალური ჩალიჩი შედეგს არ მოგცემს.

ზევითspana84 აღნიშნა და მეც იმასვე გავიმეორებ რომ ეს გოგო მართალია. მხოლოდ ერთია, რომ ამბობს წინასწარ უნდა ნახო 2-3 პოტენციური მყიდველიო. სანამ რეალურად საქონელი არ გექნება სახეზე, არც მყიდველი გყავს. პოტენციური მყიდველი გეტყვის, საქონელი მოიტანე, ჯერ ვნახო როგორია და ფასზე მერე ვილაპარაკოთო. აი საქონელი რომ გექნება და აჩვენებ, მერე უკვე მრავალი ვარიანტი არსებობს. აიღებს, არ აიღებს სხვადასხვა მიზეზით, დაგიწუნებს, დაბალ ფასს შემოგაძლევს და შენ არ გაწყობს. იმ დროისთვის უკვე აღებული აქვს საქონელი და კიდევ მრავალი მიზეზი იქნება.
შენ ამ დროს რა უნდა ქნა? ყურები კი არ უნდა ჩამოჰყარო. უნდა გააგრძელო სხვა მყიდველის მონახვა. ამ ძებნისას შეიძლება მოხდეს ისე რომ მოგიწიოს საქონლის ისეთ ფასში მიცემა რომ გეცოტავება, მაგრამ აძლევ ტაქტიკური მოსაზრებით, უხეშად რომ ვთქვა, მყიდველი უნდა დაითრიო. მომავალში კი თუ შენი საქონლის ხარისხი მოსწონს, ფასიც დარეგულირდება. უბრალოდ დრო უნდა რეალური და კარგი გადმხდელის ძებნას.


Posted by: ინაველ 17 Jun 2017, 19:08
spana84

სწორად აკეთებს კი არა, იქ უფრო მეტადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა და იმიტომ.

და ჩვენ რომ არ ვართ განვითარებულები არ ნიშნავს რომ ცუდები ვართ ვინმეზე და შანსი არ უნდა მივცეთ საკუთარ თავს უკეთესები გავხდეთ.

სულ მცირე თურქებს არ ყნდა ვაძლევდეთ საშუალებას ხემი შეუშალოს ადგილზე წარმოების განვითარებას. იქამდე მაინც საბამ ფეხზე არ დადგება ადგილობრივი წარმოება ან ექსპორტი მაინც აეწყობა.

აბა სხვა როგორ? გლეხი ცუდია და ხიხია უპასუხიმსგებლო პოზიციაა. ჩვენ ყველა ერთად ვართ უპასუხისმგებლოები თურქებს რომ ვამდიდრებთ ნაცვლად იმისა ადგილზე მოსვლადი პროდუქცია გარედან არ შემოვიტანოთ.

რანაირად უნდა განვითარდეს ადგილზე წარმოება ასეთ პირობებში? ვერ განვითარდება. ინდივიდების ენთუზიაზმზე იქნება ჩამოკიდებული და ეს ერთეულები ამინდს ვერასდროს შექმნიან.




Posted by: levani169 17 Jun 2017, 19:09
spana84
QUOTE
იმერეთშივე ყველი 5 ლარად უნდა გამეყიდა და მისი თბილისამდე ტრანსპორტირება 20 თეთრზე მეტი ვერ დაგიჯდება თბილისამდე.

ტრანსპორტირების 20 თეთრზე არაა იმდენად დამოკიდებული საქმე იმაშია რომ საქმეს სწყდები კლიენტის ძიებაში,სოფლის მეურნეობა კი ისეთი რამაა რომ თვალი და ხელი წამით არ მოშორდება საქმეს.
მგონია რომ ძალიან ილუზიებში ცხოვრობთ ზოგიერთები რაც ხშირად შემხვედრია დილეტანტ მოხალისეებში(საწყენად ნუ მიიღებთ).
ერთსაც დავამატებთ რომ ერთი ადამიანის საქმიანობის გაპიარება სეისბუქ-მეისბუქებზე და ამის ხარჯზე შედეგების დადება სხვებისთვის საერთო სურათს არ ცვლის,პრობლემები გვაქვს ზოგადად ამ საქმეში და ამას მიხედვა უნდა სახელმწიფოს დონეზე!

Posted by: ინაველ 17 Jun 2017, 19:11
QUOTE
ტრანსპორტირების 20 თეთრზე არაა იმდენად დამოკიდებული საქმე იმაშია რომ საქმეს სწყდები კლიენტის ძიებაში,სოფლის მეურნეობა კი ისეთი რამაა რომ თვალი და ხელი წამით არ მოშორდება საქმეს.


exactly!


Posted by: levani169 17 Jun 2017, 19:19
ინაველ
spana84
QUOTE
აგრობიზნესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სასაქონლო სახე პროდუქტის და ეს უმეტეს ქართველ ფერმერებს ფეხებზე კიდიათ. პროდუქტის "ვიდი", შეფუთვა და ასე შემდეგ. რომ ვიძახით უცხოური პროდუქცია გვიწევს კონკურენციას და გვამარცხებსო რატომ ხდება ასე? იქნებ ჩვენშია პრობლემა და არა სხვაში? იტალიაში მაროკოდან და პოლონეთიდან იმპორტირებული ჟოლო იყიდება 20 ევროდ კილო და მუდმივი დეფიციტია. რატომ ვერ ახერხებს ქართველი რომ ევროპის ბაზარზე დამკვირდეს? აქ საქმე მხოლოდ საზღვრებში არაა. ხარისხი, რაოდენობა და სასაქონლო სახე პროდუქტის. კიდევ ბევრი ნიუანსია მაგრამ ესენი ძირითადია. ჰოდა სანამ მთავრობას, ცუდ მეზობლებს, ზარმაც მუშებს და ასე შემდეგ რამეს დავაბრალებთ ცოტა ჩვენ თავსაც შევხედოთ რას ვაკეთებთ არასწორად და რა უნდა გამოვასწოროთ.

ხოდა ამ ეგრეთწოდებული "სასაქონლო სახის მიცემა" რა ჯდება თუ წარმოგიდგენიათ და აქვთ საზღვარგარეთაც ყველა ინდმეწარმეს ამის საშუალება თუ არსებობს მსხვილი გადამამუშავებელი მეურნეობები და მწარმოებელს მხოლოდ მოყვანა ევალება,მერე კი ცენტრალიზებული სისტემა მუშაობს უკვე და დახარისხება-დაფასოება ცალკე სულ სხვა საქმეა,მოკლედ მსხვილი რეგიონული ინვესტიციებია აუცილებლად საჭირო ამგვარი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად,ფერმერს და გლეხს ვერასდროს შეეძლება მსგავსი სისტემის დამოუკიდებლად აწყობა და განათლება კი არა ფულადი რესურსები არ ეყოფა და იმიტომ!

Posted by: spana84 17 Jun 2017, 19:21
ინაველ
თუ შეიძლება ამიხსენი რას გულისხმობ იმაში, რომ საშუალება არ უნდა მივცეთ? თურქებს კარყოფილის შემოტანა უნდა ავუკრძალოთ და მერე დაიწყებს ყველა მოყვანას? და კარყოფილის ფასო გახდება ხორცის ფასის ხელა. უფრო მეტადაა განვითარებულიო ამბობ და ვინ დაგუშალა ქართბელ ფერმერს განვითარდეს? მოიყვანოს ქართველმა ფერმერმა იმდენი და ისეთ ფასში რაც თურქებს შემოაქვთ და შემოტანის აუცილებლობაც აღარ იქნება. იგივეა ყურძნის მაგალითზეც. ავუკრძალოთ სომხებს სუფრის ყურძნის შემოტანა საქართველოში და გახდება 20 ლარი კილო ყურძენი. ეს ნორმალურად გეჩვენება? გლეხების სუცუდეს რაც შეეხება სილაც არ მაქვს მათი ლანძღვა სიამოვნებად ჰადაქცეული, პირიქით, მაგრამ ბევრ რამეს ატასწორად აკეთებენ და არც სხვისგან ნასწავლების გაგება და დაჯერება უნდათ. ესაა პრობლემა.
* * *
levani169

კვირაში ერთი დღის გამოძებნა ყოველთვის შემეძლო რომ პროდუქტი მიმეწოდებინა და ამით საქმე არ დამზარალებია. ილუზიებს რაც შეეხება ვერ დაგეთანხმები. საკმაოდ რეალისტი ვარ სამაგისოდ. თუ ფერმერს თავის დამკვიდრება ჯნდა აგრობიზნესში ცოდნაც უნდა მიიღოს, უნდა იწვალოს კიდეც და ყველაფერი ჩადოს საქმეში. არც ექიმი და ინჟინერი დადგება ადამიანისგან ისე თუ ყველაფერი არ ჩადო და გაიღო საქმისთვის. ასე რომ აგრობიზნესიც ბიზნესია და პროფესია და ისევე სჭირდება მას ერთგულება, შრომისმოყვარეობა და ასე შემდეგ როგორც სხვა პროფესიებს. სანამ ამას არ ჰაითავისებს ბევრი მანამდე აგროსექტორს არაფერი ეშველება და "დარგე სტაფილო" და "გაამრავლე კურდღელი" პროგრამებით სახელმწიფო ვერაფრს შეცვლის.

Posted by: ინაველ 17 Jun 2017, 19:41
spana84

არ შეზღუდავ და სულ ასეთი სიტუაცია იქნება. არ არის აუცლებელი სრული აკრძალვა, დაბალანსება შეიძლება 20 ლარამდე რომ არ ავიდეს ფასი.

სხვა როგორ უნდა შექმნა ადგილობრივი ეკონომიკა გაუგებარია. ჯერ ქმნი ადგილზე და ავითრებ, შემდეგ გადიხარ ექსპორტზე და ზრდი წარმოებას. უკუღმა რო არ გამოდის ფაქტია. ერთეულები შედიან ეგრე ვისაც ისედაც ბევრი ფული აქვს და დანარჩენები კიდევ უფრო მეტად ღარიბდებიან. თუ საუბარია მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე, სხვა გზა არ არსებობს. მაშინ მუდმივად უცხო ქვეყნების ეკონომიკაზე ვიმუშავებთ და წლიდან წლამდე გავღატაკდებით და ბოლოს გადავერთვებით სხვა მიმართულებაზე - ნაწილი სხვისთვის შრომაზე ქვეყნის შიგნით, ნაწილიც ქვეყნის გარეთ.

ყველა გლეხი ზარმაცია სოფელში?


Posted by: spana84 17 Jun 2017, 20:02
საიდან მოიტანე რომ მაგას ვამტკიცებ, რომ ყველა ზარმაცია და ყველას ფეხებზე კიდია? შენი აზრით როგორ უნდა დააბალანსოს სახელმწიფომ ფასი? ფასს აბალანსებს და აწესებს ბაზარი მოთხოვნა-მიწოეების შესაბამისად. თუ ეხლა ღირს 1 ლარი კარტოფილი და აუკრძალავ თურქს შემოტანას რა მოხდება? კარტოფილის ფასი გახდება 10 ლარი ხო? ხოდა ვისად ეხლა მოჰყავს მაგალითად კომბოსტო გაისად დაიკიდებს კომბოსტოს და დათესავს კარტოფილს. ჰოდა მეორე წელს მივიღებთ 5 ლარინ კომბოსტოს 20 თეთრიანის ნაცვლად და ვიტრიალებთ ასე ჩაკეტილ წრეში. ამიტომაც ქართულმა აგროსექტორმა უნდა შეძლოს კონკურენციის გაწევა ფასით და ხარისხით და არა რეგულაციებით, დამატებითი გადასახადებით და აკრძალვებიყთ. მოდი მაშინ ქათმის ხორცის იმპორტიც ავკრძალოთ და ვნახავთ რომ ქათმის ფასი მინიმუმ 3 ჯერ გაიზრდება. იმიტომ რომ დღეს ქართული ქათმის წარმოება ვერ აკმაყოფილებს ბაზარს. ასეთის კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

Posted by: gia1970 17 Jun 2017, 20:19
spana84
ყველის გასაღების მექანიზმი ასე კარგად თუ გქონდა აწყობილი
იტალიაში როგორ აღმოჩნდი და რატომ არ გააგრძელე ეგ თემა?

Posted by: ინაველ 17 Jun 2017, 20:20
spana84

ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება თუ გინდა, რეგულაციებს ვერ აცდები. რა პრობლემაა რომ სახელმწიფომ დაარეგულიროს? სხვა რამეებს თუ არეგულირებს, იმპორტ-წარმოება რომ დაარეგულიროს რა დაშავდება?

არც არფერი. პირიქით. ეკონომიკა ისედაც რეგულაციების მიქსია. მთავარია სწორი რეგულაცია შეარჩიო. ჩვენ არ გვაქვს ამის თავი და ამიტომ ვაწვებით ბაზრის უჩინარი ხელის ტაქტიკას.

შტატებში აგროწარმოება რეგულირებადია. შენს მიწაზე ყოველთვის იმას და იმდენს ვერ მოიყვან, რაც შენ გინდა. ფედერალურ დონეზეა თან რეგულირებული და ცენტრალური მთავრობა კურირებს მაგას. კონგრესი განსაზღვრავს ასეთ რეგულაციებს - ეკონომიკის ანალიზის საფუძველზე და პერიოდულად. რატო აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ის არ მოხდეს, რასაც შენ ამბობ - ყველამ ნიორი არ მოიყვანოს და არ ჩავარდეს ის დარგი.

ჩვენ რომ გვქონდეს იმპორტის ზღვრები - ისე რომ ფასი ძალიან არ გაიბეროს და ადგილობრივმა წარმოებამაც იმუშაოს, რა გვიშლის ხელს? ლოგიკურად არც არაფერი. პრაქტიკულად იმპორტიორების ლობისტები - პარლამენტში.

ის ორგანო ვინც უნდა არეგულირებდეს ადგილობრივი ეკონომიკის წახალისებას, თავადაა ადგილობრივის მიწასთან გასწორების ლობისტი. ამიტომ ვართ თურქული პროდუქციის პრახადნოი დვორი გინდ სოფლის და გინდ სხვა მეურნეობაში.

ფასის გაზრდაზე რომ მიმითითებ - ვერ ხვდები რომ მაინც კარგი იქნება ადგილობრივი ეკონომიმისთვის ფასის ზრდა? იმიტომ რომ იმ გადახდილი ფულიდან უფრო მეტი ნაწილი დარჩება ადგილზე. ახლა კი ვიხდით ცოტას, მაგრამ ვყიდუკობთ ბევრ თურქულს და ყველა ეს ცოტა გადახდილი ფული უკლებლივ ქვეყნის გარეთ გადის.

გახვრეტილი კასრივითაა ჩვენი ეკონომიკა და ნაცვლად იმისა ხვრელი ამოვქოლოთ, პირიქით გაფართოებაზე ვჩალიჩობთ. რა არის ამაში გაუგებარი არ მესმის

ეკონომიკა საზღვრული ფენომენია და არ არის საჭირო ლიბერალურ ფილოსოფიაში გადასვლა - დღეს რომ ასე აქტუალურია პოლიტიკოსებში. ან ქმნი ადგილობრივ ჯანსაღ ეკონომიკას და გარე ეკონომიკასთან გაქვს ასევე ჯანსაღი დამოკიდებულება, ან პრახადნოი დვორი ხარ და ვინ შედის და ვინ გადის - ვერ იგებ.

Posted by: spana84 17 Jun 2017, 20:23
gia1970
სამწუხაროდ ოჯახური პრობლემების გამო. მეუღლის ჯანმრთელობას უკავშირდება და შორს წაგვიყვანს ამის მოყოლა. რაც ჩამოსული ვარ მას შემდეგაც 3 მიწის ნაკვეთი ვიყიდე ჩემს მოსაზღვრედ და ადრე თუ გვიან ისევ დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმეს. აუცილებლობა რომ არ ყოფილიყო არაფრით მივატოვებდი. ასე რომ წარუმატებელი საქმიანობა არ ყოფილა მიზეზი საქმეზე თავის დანებების. smile.gif
* * *
ანუ შენ ამბობ რომ მე მთავრობამ უნდა დამირეგულიროს ჩემს მიწაზე ნიორს დავთესავ თუ კარტოფილს, თან იმპორტს ზღუდავს, თან მოსახლეობის გადამხდელუნარიანობაზე ვწუწუნებთ და შიმშილის მაღალ დონეზე და ასე ვაყვავებთ ეკონომიკას? ამერიკის მაგალითი არ გამოგადგება.პოლონეთიც ჩვენს დღეში იყო არც ისე დიდი ხნის წინ და დღეს ერთერთი მსხვილი მიმწოდებელია რძის პროდუქტებიდან დაწყებული ხილით დამთავრებული. არაფრის შეტანა არ აუკრძალია მეზობლებისგან პოოონელებს პირიქით თვითონ მიაწვნენ და იქეტ გააქვთ ყველაფერი. მე პროფესიით ექიმი ვარ და არ ვარ წკონომიკის ექსპერტი მაგრამ იმდენს ვხვდები, რომ იმპორტის შეზღუდვით დაბალტექნოლოგიურ, დაბალი განათლების მქონე და უდღეურ აგროსექტორს ვერ ააყვავებ.

Posted by: ინაველ 17 Jun 2017, 21:56
spana84

მაშინ ფულზე წვდომა უნდა იყოს ადვილი, რაც არ გვაქვს. ან ფული უნდა გაიაფდეს ან გარე ზეწოლა უნდა შემცირდეს და რა ფულიც გვაქვს სისტემის შიგნით დარჩეს. მაშინ საპროცენტო განაკვეთები უნდა დარეგულირდეს.

აშშ-ს მაგალითი რატომ არ მოგწონს? უზარმაზარი ეკონომიკის ქვეყანა თუ უფრთხილდება საკუთარ ეკონომიკას, ჩვენ უფრო მეტად არ უნდა ვიცავდეთ თავს გარე ზეწოლისგან?

პოლონეთის მაგალითი კონკრეტულად იცი? რის ხარჯზე წამოიწია წარმოებამ? იქით მიაწვნენო და რითი მიაწვნენ? შიშველი ხელებით? ანუ ენთუზიაზმია მთავარი და ჩვენ ეს გვაკლია? ბოლომდე არ ამბობ სათქმელს ამიტომ ისევ იქამდე მივდივართ რომ გლეხის ბრალია ყველაფერი.

გლეხის ბრალიცაა, ასე ვთქვათ, მაგრამ ვერავის გაამტყუნებ. დღეს რომ საშუალოსტატისტიკური გლეხი მომგებია ი მეურნეობის შექმნას შეეჭიდოს, 95% გაკოტრდება და სახლსაც დაკარგავს. წარმატებულ 5%-ს კი 10+ წელი დასჭირდება ცოტა რომ ამოისუნთქოს. ამდენი დრო კი არავის გვაქვს ერთ სიცოცხლეში. ეგეც რომ არ იყოს, წარუმატებლობის მაჩვენებელი იმდენად მაღალია ორი თავი უნდა გქონდეს რო ეს ნაბიჯი გადადგა.

ამ თემას რომ ვხსნიდი ასე წარმომედგინა და გამიმყარდა ეს აზრი. ან ბევრი ფული უნდა გქონდეს ან ვინმე უნდა გადააგდო. ან მიკრომეურნეობა უნდა აწარმოო - გასართობად, ისე რო ძირითადი სამსახური და ხელფასი გქონდეს. თუ ხელფასზე იმუშავებ და ხელფასის დინ ნაწილს მეურნეობაში ჩადებ და ნელნელა განვითარდები, შეიძლება, ოღონდ შედეგებს შენ კი არა შენი შვილიშვილი მოიმკის.

eek.gif

Posted by: DUDEGIVBEND 17 Jun 2017, 22:29
წელს ადგილობრივ პროდუქტებზე სავარაუდოდ სიძვირე იქნება. ამდენმა უამინდობამ თავისი კვალი დააჩნია მოსავალს დასავლეტში გადაუღებელი წვიმების გამო ლპება მოსავალი. აღმოსავლეთში კიდე ზოგიერთ ქალაქებს სეტყვამ გაუნადგურა მოსავალი. როგორც ყოველთვის წელსაც ძირიტადი მომმარაგებელი თურქეთ-ჩინეთი იქნება

Posted by: spana84 17 Jun 2017, 22:31
ინაველ

აგროსექტორის ვერცერთი მიმართულება (თუ ერთწლიანი კულტურების მოყვანას და პირველადი წარმოებით გაყიდვას არ ჩავთვლით) დიდ დროს, ფინანსებს, შრომას, განათლებას და ნებისყოფას მოითხოვს. უდიდესი პრობლემა (შეიძლება ფინანსებზე დიდი) არის განათლების დაბალი დონე. სოფელში აგრონომს ვერ იპოვი, ვეტერინარს ვერ იპოვი და ასე შემდეგ. თუ იმას ვაწვებით რომ ბევრი ფული უნდა აგროსეტორში საქმიანობის დაწყებას ესეც ვახსენოთ. გაქვს ვთქვათ ფული, მიწა და გინდა საქმის წარმოება. უმეტეს შემთხვევაში შენ თავად მოგიწევს გახდე აგრონომიც და ვეტერინარიც. ეს არაა ნორმალური. ტოტალური გაუნათლებლობაა არა მარტო აგროსექტორში და სწორედ ეს მგონია მთავარი მიზეზი ქვეყნის პრობლემებისა. ჩემი მთავარი შემოსავლის წყარო არ ყოფილა სოფლის მეურნეობა, მაგრამ მნიშვნელოვანი წილი ეჭირა ჩემს შემოსავლებში. ასე რომ აგრობიზნესი მომგებიანია. მთავარია სწორად შეარჩიო სფერო რომელშიც დააპირებ საქმიანობას. ასევე საკუთარი უნარები შეაფასო სწორად და გათვალო რის გაკეთებას შეძლებ და გაქაჩავ. მე 30 მეწველი ძროხა მყავდა და ვქაჩავდი, მაგრამ ვინმეს რომ 200 სუალიანი ფერმა ჩაებარებინა ალბათ ვერ გავუძღვებოდი გამოუცდელობის და შესაბამისი ცოდნის არქონის გამო. რომ ავმდგარიყავი და გამეკეთებინა 200 სულაინი ფერმა ძალიან დიდი შანსი იყო რომ გავკოტრებულიყავი და არც გავაკეთე მიუხედავად ფინანსური შესაძლებოობისა. ყველა ბიზნესი დგას ინდივიდებზე და სწორედ ინდივიდებმა უნდა შექმნან ბიზნესიც, ბაზარიც, საქმეც და სახელმწიფოც. ჩვენ საპირისპიროს ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ შექმნას ინდივიდები. "პირიქითაა ასინეთა პირიქით" smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Nat_asha 17 Jun 2017, 22:43
QUOTE
შენ თუ 7-8 თავი ყველის წარმოება გინდა წლიდან წლამდე აბრუნო, მაშინ კი ბატონო, არ გაგიჭირდება. მაგრამ თუ დიდ რაოდენობას აწარმოებ თან მალფუჭებადს, სტაბილური არხები გჭირდება. კი ბატონო დაჩალიჩდები მაგრამ რომ ვერ იპოვო და ტონობით პროდუქცია გაგიფუჭდეს, ამას როგორ გამორიცხავ? ვერ.

კაცო ეგ თემა ხო უკვე დავწერე. პირიქით თუ იდი წარმოება გაქვს უფრო ადვილია სტაბილური წერტილის მოძებნა. შენ რომ ტონობით მოგყავს და დაკრეფავ მალფუჭებად პროდუქტს და მერე დაიწყებ მყიდველის ძებნას აბა როგორ უნდა თქვა რომ გაყიდვა მესმისო. ზუსტად ეგ დავწერე ძალიან ბევრჯერ, სანამ რამეს მოიყვან ჯერ მყიდველი უნდა მოძებნო და 2-3 ალტერნატიული მყიდველი მაინც უნდა გყავდესთქო და შენ სუ წყალში მიყრი ამდენ წერას biggrin.gif biggrin.gif წარმოიდგინე ვირაცა თურქი უფრო ადვილად პოულობს მყიდველს საქართველოში ვიდრე შენ, უბრალოდ დაუკვირდი რომ შენ უფრო მეტი შანსი გაქვს სინამდვილეში უბრალოდ ის მარკეტინგულ ხრიკებს იყენებს შენ კიდე არა. დაივიწყეთ ეს სახელმწიფო. არ არსებობს სახემწიფო და რეგულაციები. რიტ ვერ გიგეთ რომ თუ რამე გინდა რომ გააკეთო შენით უნდა გააკეთო. ნურავის უყურებთ. სადაც წესებია და რეგულაციები დაემორჩილები, სადაც არ არის მგლური პრიციპით უნდა იმოქმედო და მორჩა. გინდა გაყიდვა? უნდა გაყიდო აუცილებლად. კაცები ზედმეტად პესიმისტები ხართ ჩემი აზრით. ზედმეტად. rolleyes.gif მე იმის მომხრეც ვარ რომსეტყვისგან დაცული უნდა ქონდეს ყველას თავისი მოსავალი. გასაგებია რომ ხა დასეტყვავს ხან არა. გასაგებია რომ სეტყვისაწნააღდეგო ბადე ძვირი ღირს. 1 ლარი თუ არ ვცდები კვ. მაგრამ აქ არის მეორე მომენტიც. ეგ ბადე მინიმუმ წელი ხო მუშაობს? ხოდა ჰა-ზე წლიური ხარჯი 2000 ლარი გამოდის, რაც არ არის კატასტროფული ხარჯი იმის ფონზე რომ მშვიდად ხარ და 100 %-ინი. თუ არ მოვა სეტყვა არაუშავს, თუ მოვიდა მაშინ აშენდე კიდეც შეიძლება რადგან მასეთ დროს დეფიციტი იწყება და პროდუქტის ფასები იზრდება. თუ დაისეტყვა ამ დაცვის გარეშე იმ წლის მოსავალს ხო დედა ეტირება და თუ მრავალწლიანი ნარგავია შემდეგ წელზეც შეიძლება იმოქმედოს მოსავალზე. ასე რომ იმ წლის ჩადებული დანახარჯებიც გვერდძე გრჩება და მომოვალი წლის იმედიც... მოკლედ ყველამ ვაკეთოთ ის რაც ვიცით, რაც გვიყვარს, რაც გამოგვდის. ნუ ჩაიციკლებით მაინცდამაინც დიდ ფულებზე. მე ასე მჯერა: თუ იმას აკეთებ რაც გიყვარს და სიყვარულით აკეთებ, გამოგდის კარგი, ის რაც კარგია აუცილებლად გაიყიდება bis.gif lol.gif მორჩა წერტილი yes.gif

Posted by: ინაველ 17 Jun 2017, 22:46
spana84

გეთანხმები ადამიანების გარეშე არაფერი გამოვა. მაგრამ ეს ადამიანები ხო უნდა გაჩნდნენ? და რომ გაჩნდნენ საამისო პირობები ხო უნდა არსებობდეს? ეს პირობები უნდა შექმნას სწორედ სახელმწიფომ. რა არის ამაში მიუღებელი?

სახელმწიფოს არსებობის აზრი ზუსტად ეგაა - გადაწყვიტოს ისეთი ამოცანები, რომელთა ინდივიდუალურად გადაწყვეტა შეუძლებელია ან ძალიან რთულია. სახელმწიფო განყენებული ფენომენი არაა. სახელმწიფო ადამიანთა ძალების გაერთიანებაა საერთო პრობლემების ძლიერი ხელით და ორგანიზებულად გადასაწყვეტად.

იმ საკითხებს რომლებიც სახელმწიფოს გადასაწყვეტია, ინდივიდები ვერ გადაწყვეტენ. ვერც ინდივიდთა გარეთიანებები გადაწყვეტენ.

და პირიქით - ის რაც ინდივიდებმა უნდა გააკეთონ, სახელმწიფო ვერ გააკეთებს. მე არ ვამბობ რომ სახელმწიფომ უნდა ამიწყოს მეურნეობა, მე კი ტახტზე ვკოტრიალობდე. სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები რომ ჩემს ენთუზიაზმს ადეკვატური უკუგება ჰქონდეს.

ყველაფერს თავისი ადგილი და ფუნქცია აქვს და ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს. დღეს სახელმწიფო არ იღებს ზომებს ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, რაც მისი მოსაგვარებელია. ინდივიდების მიერ ასეთი პრობლემების მოგვარებაზე ოცნებები კი უტოპიაა




Posted by: spana84 17 Jun 2017, 22:57
ინაველ


ჰოდა განათლევის არქონას იმპორტის შეზღუდვა უშველის? კარტოფილს თუ თურქი ვერ შემოიტანს განათლებს მისცემს ეს ქართველ ფერმერს? სახელმწიფომ ის უნდა გააკეთოს რომ სწორი განათლება უნდა მისცეს ფერმერს და განათლებული ადამიანი აღარაა ისეთი საცოდავი და უსუსური კონკურენტულ ბაზარზე. მე ლიბერალურ მიდგომებს არ ვღაღადებ. ბევრი რეგულაცია მისაღები და საჭიროა, მაგრამ იმპორტის აკრძალვა ან შეზღუდვა იმის გამო, რომ ქართველმა მოიყვანოს არ მგონია სწორი მიმართულება. აგერ ცოტა ხნის წინ ხორცი გაძვირდა საქონლის. არაბებს გაყავთ მასიურადო და დეფიციტი გაიზარდაო. ანუ გაიზარდა კი არ გაჩნდა. რა ვქნათ? ქართველებს ახალდაკლული ხორცის ჭამა გვიყვარს და ავკრძალოთ ცოცხალი საქონლის ექსპორტი?

Posted by: shuma89 17 Jun 2017, 23:04
მე მქგალითად გასაღების ბაზრის პოვნა ასე მესმის, დაიწყე ცოტათი, მაგალოთად მე იხვის მოშენებას მიბყავი ხელი, 25 ცალი ვიყიდე, ვნახე რა დამიჯდა, 30 პროცენტიანი მოგება დატოვა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მე 5 ლარი მივეცი გამოჩეკილ იხვში, ანუ ძვირი მივეცი, დავიტობე ერთი წყვილი დედალ მამალი, იანვარში დაიწყო კვერცხის დება, ახლა 22 მყავს, თითო დამიჯდა 1 ლარი, ამაში მათი დედმამის საჭმელიც ჩავთვალე და ინკუბატორის ხარჯიც, ახლა ამ 22 დან 5 გავყიდე, თითო ტაც დამიჯდა დათვლილი მქონდა, და როგორც შარშან ისე დატოვა 30 პროცენტიანი ფასნამატი, ვაჭარს მივეცი თან, ბევრი არ მიწვალია, ამით მოვსინჯე ბაზარი, ვიცი, როცა დიდ რაოდენობაზე მექნება საქმე ასე მარტოვად ვერ გავყიდი, ამჟამად 10 მდედრი იხვი დავიტოვე, მაგათ თვეში შეუძლიათ 100 მდე კვერცხი მომცეს, დაკვირვებიდან გამომდინარე 85 იჩეკება, 80 იზრდება უპრობლემოდ. ამ დროს რო მივაღწევ პატარა შესაბოლ ქარხანასთან, ჩემს რაიონში მაქვს უკვე მოლაპარაკება, მეტის გარისკვა არც იმათ უღირთ, წინასწარ ვერ გაიგებ გამისაღდება თუ არაო და ამ რაოდენობაზე თანახმა არიან, მაღაზიები აქვთ აღებული, კარგი სახელიც აქვთ რამდენიმე რაიონში ხარისხის გამო, იმათ ვაჭრებზე მეტ ფასად შევთავაზე, გასუფთავებულმა გასუფთავების ხარჯების ჩათვლით 35 პროცენტამდე უნდა დამიტოვოს საშუალოდ, ამ მცირე რაოდენობით შევდივარ ნელნელა ბაზარზე, დანარჩენი მომოავალი გვიჩვენებს.
მე რომ პირდაპირ 100 მდედრი მყოლოდა და თვეში 800 ფრთა გამემზადებინა აზრზე არ ვარ სად გავყიდდი, ნელნელა თუ არ შეეჩვიე ბაზარს პირდაპირი შეტევით ვერ აიღებ, თუნდაც სხვაზე იაფად შესთავაზო.
მე პრეტენზია არც იმაზე მაქვს, რომ აიცილებლად გავზარდო, თუ შევხედე, რომ თვეში რატრაცვრაოდენობაზე მეტს ვერ ვასაღებ არც ვიყოლიებ, სანამ გასაღების სხვა ბაზარს არ ვიპოვი, მემგონი ეს მიდგომა უკეთესია ჩემს შემთხვევაში, სხვამ თავის საქმე იციხ, მე საკუთარ კარმიდამოში ვაკეთებ ამ ყველაფერს, ოჯახი ვერევით ამ საქმეს, თან ყველა ვსწავლობთ, რა და როგორ ჯობია.
მე ამჟამად შენობაც მაქვს და 8 ჰექთდე ადგილიც, ამ საქმეს რო მივაწვე გასაქანი მაქვს, მაგრამ სად გავასაღო ეგრებე რო ბევრი ვიყოლიო, ამიტომ ასე მცირე რაოდენობიდან ვსწავლობ საქმეს.

Posted by: Nat_asha 17 Jun 2017, 23:15
QUOTE
თუ შევხედე, რომ თვეში რატრაცვრაოდენობაზე მეტს ვერ ვასაღებ არც ვიყოლიებ, სანამ გასაღების სხვა ბაზარს არ ვიპოვი, მემგონი ეს მიდგომა უკეთესია ჩემს შემთხვევაში,

ხოო აი მაგას ვამბობ ზუსტად მეც. სწორი მიდგომაა ზუსტაად. შენ ვთქვათ 10 იხვი გაყიდე და მეზობელმა 1000 გამოიტანა და ვერ გაყიდა და მერე იტყვის რო იმას ბედი აქვს და მე არაო, არადა ბედი კი არა თუ არ იცი სად გაყიდი რად გინდოდა 1000 იხვი? biggrin.gif მაგას ვაბობ ზუსტად. ბაზარს შენ უნდა აუწყო ფეხი, ბაზარი არ გამოეიდება თითოეულ ფერმერს, ჩვენ უნდ ვსდიოთ.. ისე მაგ საკითხში ვერ ვერკვევი, მაგრამ დიდი რაოდენობით თუ დაპირებ სავარაუდოდ სადმე გადამამუშავებელი საწარმო უნდა მოძებნო, ნიკორას პონტში ფრინველის ხორცისგანაც ხომ მზადდება რაღაცრაღაცეები. ან დიდი სარესტორნო ქსელი, შემოიხედე გენაცვალეს პონტში უნდა მოძებნო. ან საბანეტო დარბაზები, ქეეხებს ქორწილებს და დაბადებისდღეებს რომ აკეთებენ, აი ამ სფეროს რომ შეუამხანაგდე ჩემი აზრით აჯობებს მაღაზიებს... არ ვიცი კიდევ ვამბობ რომ მაგ სფეროს არ ვიცნობ, შეიძლება უკვე გაავლილი გავქს ეგ თემა

Posted by: DUDEGIVBEND 17 Jun 2017, 23:23
Nat_asha
QUOTE
ბაზარს შენ უნდა აუწყო ფეხი, ბაზარი არ გამოეიდება თითოეულ ფერმერს, ჩვენ უნდ ვსდიოთ

ესაა ერთადერთი და აუცილებელი ჭეშმარიტება რომელიც ყველა ფერმერს ეხება და არა ის რო მოიყვნანენ დიდ მოსავალს და მერე სად წაიღონ არ იციან. ბაზრის შესწავლაა პირველ რიგში აუცილებელი და მერე პროდუქტის მოყვანა და არა პირიქით. არ არსებობს საქართველოში დღესდღეობით პროდუქტი რომელიც შეიძLება გაუსაღებელი დაგრჩეს. სწორი მიდგომის პირობებში საკმაოდ მოგებასაც ტოვებს აგრობიზნეზი

Posted by: Nat_asha 17 Jun 2017, 23:28
QUOTE
სწორი მიდგომის პირობებში საკმაოდ მოგებასაც ტოვებს აგრობიზნეზი

აი მანდ ვარ მეც.

Posted by: gia1970 18 Jun 2017, 01:31
spana84
გაიხარე. ჯანმრთელობა მოგცეთ ღმერთმა.
ინაველ
ისე გლეხიც ბევრ რამეში ცოდავს, ისევე როგორც სახელმწიფო.
მოჩხუბარ ცოლ-ქმარს შორის მართალი არ არსებობს, ორივე დამნაშავეაsmile.gif
ახლა ერთ-ორ მბავს მოვყვები.
ედიკას დრო იყო და ძმაკაცის ბიძაშვილიდან სულ მესმოდა წუწუნი: ვაბარებთ ამ ქარხნებს ყურძენს, ისედაც კაპიკებს იხდიან და ზოგჯერ მაგ კაპიკეპსაც მომავალ მოსავლამდე არ გვაძლევენ თუ არ ავბუნტდითო. მოკლედ ბევრი მამაძაღლობა ხდებოდა მაგ დროს. დიდი მაყუთი იშოვეს ტიპებმა გლეხების ტყავზე. ხოდა ვეუბნები ამ ბიჭს, ჩემი სეხნია იყო. გია ეგ ყურძენი არავის რო არ ჩააბარო, ღვინო დაწურო და გაყიდო არ გინდა მეთქი. ჯერ მითხრა საკმარისი ჭურჭელი არ მაქვსო. 10 ლარად ვიყიდე 22-იანი ხრახნიანი 5 ბოცა მეთქი, ჩემსავით დეპოს პარაოზივით სამ პაჩკას რომ ეწევი 2 მოწიე და ჭურჭლის მეტს რას იყიდი თქო. ჩვენც მოგეხმარებით მეთქი გასესხებთ გათხოვებთ, მერე სად გავყიდოო. ბიჭო კაი ღვინოს თუ დააყენებ და არ იმამაძაღლებ ქალაქელებს პირში გემო ყველას კი არ დაგვიკარგავს თქო.
შეიკარით 5-6 ოჯახი, იქირავეთ ქალაქში (ვაკე საბურთალოს ნუ მიაწყდებით მეთქი თავიდან) ნახევრად სარდაფი, პირველი მყიდველი მე ვიქნები და თუ მომეწონა ხალხსაც გამოგიგზავნით შარაფისტებს თქო. მოკლედ ბევრი ვეჩალიჩე ვეჩალიჩე და ჩავიქნიე ხელი.
მეორე
ძმაკაცს ჰქონდა წილი საქონლის ფერმაში. არ გაუმართლეს რა. თავისი წილი საქონელი,მე არ ვერკვევი, კაი ჯიშის იყვნენ ძროხები, გამოიყვანა და თავის ძმაკას მოელაპარაკა, იმას აუყვანა სოფლად. ესეც ედიკას დროს ხდება. ვისაც აუყვანა მაგარი მცოდნეა მაგ საქმის და პლიუს სულგუნი ამოყავდა ტიპს, თითებს ჩაიკვნეტდი.
სქემა იყო ასეთი. ეს უვლიდა საქონელს, ამოყავდა ყველი, აკეთებდა სულგუნს,უდებდა სულგუნს თბილისის მარშუტკას, მე ვხვდებოდი მარშუტკას ვიღებდი სულგუნს და ვჩალიჩობდი გაყიდვას. საქონელი როცა აუყვანეთ, პლიუს აქ დავიქირავეთ კამაზი, ვიყიდეთ ქატო თუ არ მეშლება 50 მეშოკი, მაგდენივე ხოროში მარილი ყველისთვის, მარილის ყავისფერი ბლოკები ვიტამინიზირებული თუ რაღაც დოზანა საქონელს რომ ელოკა. ფქვილი მეშოკებით, ცარიელი მეშოკები სულგუნის ჩასაწყობად, ასანთი ყუთებით, მოკლედ რაც გვითხრა ტიპმა ყველაფერი ბლომად ვიყიდეთ გავძეძგეთ კამაზი და ჩაუტანეთ დაულაგეთ. ის პერიოდი რომ რაიონებში 5 ლარიან მონოს 6 ლარად ყიდიან მაღაზიებში. მეშოკები რა ღირდაო გვკითხა და ისე გვაჩუქესთქო რომ უთხარით გაგიჟდა, აქ 2 ლარი ღირსო. თითონ გავახსნევინეთ ანგარიში, გაყიდულ თანხას მის ანგარიშზე ვსვავდით,მხოლოდ საწვავის თანხას ვაკლებდით, არ გვჭირდებოდა, გაფართოება გვინდოდა. იცოდა რომ სადაც კაი ძროხას დაიგულებდა ეგრევე უნდა მოეხსნა ანგარიშიდან ფული და ეყიდა, თუ ბევრი იქნებოდა საყიდელი და ანგარიშზე დაგროვილი არ ყოფნიდა, ზარი ძმაკაცებთან და ეგრევე დაუსვამთით საჭირო თანხას. მოკლედ ბევრი რო არ გავაჩმახო 4,5 ლარად ვყიდიდი სულგუნს, მაღაზიები ძაან აჩმახებდნენ, ხოდა პირდაპირ მყიდველებზე გავედი, შეკვეთებს მაძლევდნენ და სახლთან მიმქონდა იგივე ფასად.
დამთავრდა იმით რომ საქმე არ შედგა, დავიშალენით.
თორე ახლა ალბათ მინიმუმ 200 მეწველი ძროხა გვეყოლებოდა.

Posted by: vixn 18 Jun 2017, 01:33
shuma89
მაგ 8 ჰექტარზე ბატი გაიზრდება უპრობლემოდ, თან იაფად და გასაღება არ გაგიჭირდება, შებოლილი და მაგის ხინკალი უნდა ნახო როგორია?


Posted by: gia1970 18 Jun 2017, 01:44
shuma89
ბატის, იხვის მოხმარების კულტურა რამდენად გვაქვს?
იდაურიც კი აღარ იყიდება ისე რო ღირდეს მისი გამრავლება.
ბატი, იხვი დაჟე ნანადირებიც კი ცხოვრებაში არ მიჭამია.
ბატზე გამიგი ხონში აზერები ჩადიდნენ და ყიდულობდნენ რაღაც მიღამის გამოო, აღარ მახსოვსsmile.gif
ქათამი იაფია და ლიწინით იმიტომ იყიდება.
საცივს ვინ აკეთებდა ადრე ინდაურის გარეშე
ახლა სხვა დროა
მსყიდველუნარიანობა დაბალი აქვს მოსახლეობის უმრავლესობას სამწუხაროდsad.gif
* * *
ინფორმაცია ბაზარზე რა პროდუქტი გაძვირდება და რა გაიაფდება
გლეხს ნამდვილად ვერ ეცოდინება
რომც იცოდეს რა, ღორები თუ ყავს დაკლას და ძროხებზე გადაერთოს?
კაკლის ბაღი თუ აქვს აჩეხოს და ალუბალი დარგოს?
გამოსავალი საექსპორტო ბაზრებზე გასვლაა
გამსხვილება ანუ კოოპერატივების ჩამოყალიბება
მიმღე პუნქტების არსებობა
სამაცივრე მეურნეობების არსებობა
ტექნიკის, ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა, გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი ფინანსების ხელმისაწვდომობა და კონტროლი
ყველაზე სწრაფად წავა საქმე წინ თუ სწორად და ძლიერად ჩაებმება სახელმწიფო
სახელმწიფოს თუ გამოვრიცხავთ მაშინ ტემპები დაბალი იქნება

Posted by: spana84 18 Jun 2017, 02:35
gia1970
თხილის, კენკროვანების და ასე შემდეგ ექსპორტი კი ბატონო, მაგრამ ხორცი, რძე, ხორბალი და ასე შემდეგ ნახევარზე მეტი შემოგვაქვს და იმას მოვიხმართ. ევროპაში 12-14 ტონა სიმინდი კოყავთ ჰექტარზე და საქართველოში 6 ტონა მემგონი სანატრელია. სახ3ლმწიფო მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმით უნდა ჩაერიოს, რომ სათესლე მასალა მიაწოდოს, მეცნიერება დააფინანსოს და წაახალისოს ვინც ამ კუთხით მუშაობს და არა ის რასაც აკეთებს მიწას რომ უხნავს გლეხებს უფასოდ.

Posted by: gia1970 18 Jun 2017, 03:01
spana84
ხორცით შანსი არ გვაქვს თავის დაკმაყოფილების
რძით შეგვიძლია თავი დავიკმაყოფილოთ
წინა გვერდებზე დავდე ვიკიპედიის მონაცემები ისრაელის და ჰოლანდიის
ზოგადად ისეთ მიმართულებებს უნდა მივაწვეთ რასაც ექსპორტზე გავიტანთ და ძვირი ეღირება პლიუს
ხორბალს შეიძლება მივაწვეთ ძველ უნიკალურ ჯიშებს
ჩავარეკლამოთ და იმ ხორბლის ფქვილით გამომცხვარი პური ძვირი ფასობდეს
ფოტის პორტიდან ნიუ-იორკის ძვირინი რესტორნებისთვის იგზავნებოდა ზანდურის ჯიშის ხორბალი
ნიკოლოზას დროს
სათბურების მომრავლებაა კიდე მთავარი
იაფი ჯდება სათბურით მოყვანილი ბოსტნეული
თავისუფლად დავიკმაყოფილებთ თავს, გადამამუშავებელ წარმოებებსაც ბლომად დარჩებათ და საექსპორტოც ოხრად იქნება
სახელმწიფოს ჩარევის გარეშე კი ალბათ დიდხანს ვიბუქსავებთ
სოფელი თუ არ "გაძღა" ქალაქს არაფერი ეშველება და სახელმწიფოც ისეთივე საბრალო გვექნება როგორიც ახლაა

Posted by: koba1973 18 Jun 2017, 09:15
gia1970
QUOTE
იდაურიც კი აღარ იყიდება ისე რო ღირდეს მისი გამრავლება.

ჩემს მეზობელს ყავს ხოლმე გასაყიდი დიდი რაოდენობით, ოღონდ მხოლოდ ახალი წლისთვის იყიდება კარგ ფასში. ცოცხალი წონა 10 ლარი ღირს ადგილზე. 100 დან 200 ფრთამდე ზრდიან ხოლმე. კლავენ და თბილისში მიაქვთ ხშირად სხვისგანაც ყიდულობენ და იმასაც ყიდიან. ერთი პრობლემაა - თუ არ აბალახებ გაზრდაც ძვირი ჯდება და არც გიღირს და კიდევ საკმაოდ ძნელი გასაზრდელია და თუ სათანადოდ ხელს არ შეუწყობ ადვილად იხოცებიან.

Posted by: vano22 18 Jun 2017, 11:50
ეს ორი დღეა ვეღარ ვიცლი სერიოზული მსჯელობა გაგიმართავთ და ბევრ დამწყებს დააყენებთ სწორ გზაზე. კარგია ბევრი მცოდნე რომ კამათობს და თან არგუმენტირებულად.

ეხლა მოვედი ფერმაში წამიყვანეს გვეხოცება მოზარდიო და გართულებული ფორმის ნაბარევი ქონდათ დარეული 2 ს გადარჩენის შანსი აღარაა სისხლზე გადიან და ენას ვეღარ ატოკებენ ისე არიან დასუსტებულები. გადასხმა გავუკეთე მაგრამ არ მგონია ეშველოთ დანარჩენებს შედარებით უკეთ აქვთ საქმე.. ხოდა რისი თქმა დაინახეს რომ საქონლის ფასი ავარდა და მორეკეს საქონელი როცა მისდღეში ამათ საქონელი არ ყოლიათ წადი რა ძმაო რითიც გიშოვია ისევ იმ საქმეს მიხედე რო მოგყავს ელემენტარულის აზრზე არ არიან და რაც უნდა დარჩენოდათ კი გადაყარეს უკვე წყალში. ამ შუა ზაფხულში მეტრ ნახევრიან ჭერიან მიწურ სადგომში ყავთ საქონელი წუმპე და ჭანჭყობია ძლივს შევედი ვეუბნები ჯერ ნაბარევი პირველი დარტყმაა შემდეგი დისბაქტერიოზი და კუჭ ნაწლავის ანთება იქნება მეთქი და მერე ქეცები მეთქი და დაყიდეთ რასაც მოგცემენ სასწრაფოდ სანამ სუ არ დაგხოცვიათ მეთქი და არა რასამბობ თავის ფასი მაინც უნდა გავასწოროთო ისე შემომბღვირეს გეგონება ჩემი ბრალი ყოფილიყო. შემოვტრიალდი და წამოვედი რო მეხვეწონ ახლოც აღარ მივეკარები მაგათ საქონელს. არც არაფერი არ იციან და არც მცოდნეს უნდათ რო დაუჯერონ და რო დაეხოცებათ სუმთელი და დაიწყებენ თავბედის წყევლას მერე სხვაც შეხედავს და იმასაც აუცრუვდება გული და წავა საქმე უკან უკან

Posted by: shuma89 18 Jun 2017, 12:26
მსყიდველუნარიანობაზე როცა ვსაუბრობ ან ვფიქრობ მახსენდება, რომ არცერთ რესტორანთან საღამოობით მანქანის გასაჩერებელი ადგილიც კი არ არის.
ზესტაფონში აღდგომისთვის გოქქის შეწვა რო მინდოდა 157-ე ვიყავი რიგში, ასეთი ღონე ათამდეა ქალაქში, ეს მემგონი იმქს ნიშნავს, რომ ძალიანაც კარგად ყიდულობს ყველა ყველაფერს.
ლუდის დასალევად ბარში ადგილი აღ არის არცერთ საღამოს, დაჟე უბრალოდ წამოსაღებად რო ხარ მისული მესამე მეოთხე თუ მოგიწია რიგში მადლობელი უნდა იყო.

აქედან დასკვნა, ძალიანაც კარგად ყიდულობს ყველა, ჩემთან ასეა სხვა რზიონი არ ვიცი, ქუთაისშიკიდევ მეტი მყიდველია, ყოველშემთხვევაში საჭმელს სასმელს და ჩასაცმელს ყავს კლიენტი ბლომად.

Posted by: spana84 18 Jun 2017, 14:05
vano22

რას იზამ ვანო? მერე ეგეთი იტყვის საქონლის ყოლა არ ღირსო და სხვები დაუჯერებენ. მე საქონლის სადგომი სადაც მაქვს 30 სანტიმეტრი ბეტონი ასხია რომ ცოტა მიწის ზემოთ აწეულიყო, მერე ბეტონიდან 5 სანტიმეტრზე აწეული ხის იატაკი მაქვს გაკეთებული 2 მეტრი სიგრძის დაახლოებით.

ზაფხულში რომ ეგრე ყავს საქონელი იმას ზამთარში რაღა მოუვა? დალპება ზეზეულად საქონელი. ამდენი ხანია ვიძახი განათლება და ცოდნის მიღებაა მთავარი და ამ კუთხით სანამ არ განვვითარდებით არაფერი გვეშვეკებათქო.

Posted by: kaxaberski66 18 Jun 2017, 14:26
გავაგრძელებ თხრობას.
ერთი სიტყვით, აპრილის დასაწყისში მოვიყვანეთ საქონელი.
მე გამოცდილება მესაქონლეობაში არ მქონდა. ჩემს ძმას ქონდა. ფერმაშიც იყო ერთი წელი ნამუშევარი. წველა იცოდა. მამა ვეტექიმია.
სანამ საქონელი მშრალია და არ იწველება იოლია. დილით ადრე საძოვარზე გავრეკავდით, საღამოს მოვიყვანდით, ბაკში შევრეკავდით და მეორე დილამდე საქმე ამით მთავრდებოდა.
საძოვარი პირდაპირ ფერმიდან იწყებოდა. ფერმა გვედგა წყლიანი არხის (კანაოს) პირზე. ფერმაზე მიბმული იჯარით აღებული 20ჰა. მიწაზე, ხორბალი გვეთესა. წინა წლის მოსავლის თესლი შევინახეთ და დავთესეთ. ყანასა და არხს შორის მანძილი იქნებოდა 10 მეტრამდე. ამ გზაზე გავატარებდით ხოლმე საქონელს ძოვებით და 1 კილომეტრში იყო ნაიონჯარი. ნაიონჯრის ბალახდგარში 10% იყო იონჯა, დანარჩენი 90% სხვა კარგი წმინდა ბალახი. იდეალური საძოვარი იყო.
ეს ნაზამთრალი და ბეწვაშლილი საქონელი, უცებ წამოვიდა წინ. გასუქდნენ, ძველი ბეწვი გაიყრევინეს და სულ ბზინვა დაიწყეს. ჩვენში იტყვიან ხოლმე, მათი ნაბანი წყალიც კი დაილეოდაო.
ეხლა საჭირო იყო მათი აკლიმატიზაცია. საქონელი მთაში დაბადებული იყო. 1700 მეტრ ზღვის დონიდან. ჩამოვიყვანეთ 200 მეტრზე. მთაში ნაბარევი არ იცის. ბარში იცის. ეს ისეთი ავადმყოფობაა, რომელიც ჩნდება ტკიპის კბენის შედეგად. დაავადების შემთხვევაში, თუ გამოგეპარა და მალევე ვერ შეატყვე, მერე ვეღარაფერს უშველი. ხორცადაც ვერ გაჰყიდი. ამიტომ თვეში ორჯერ ვცრიდით რამდენიმე თვის განმავლობაში. შემოდგომაზე თვეში ერთ აცრაზე გადავედით და ასა ნელ-ნელა შევაჩვიეთ საქონელი ჩვენს პირობებს.
მაისის ნახევარში ერთმა დეკეულმა ხბო მოიგო, მერე მეორემ და იმ ზაფხულს ექვსმა სულმა მოიგო.
ეხლა იწყება ნამდვილი ფერმერობა. აბა აქამდე მენახირეობა იყო. დილით გალალე საღამოს შალალე, აბა ამას რა უნდოდა?
biggrin.gif
ჩემმა ძმამ წველა იცოდა, მე არა. ხოდა ეხლა უნდა ვისწავლო. მივუჯექი მოსაწველად და ლამის ძუძუები დავაგლიჯე ძროხას. მე კიდევ თითები დამეგრიხ-დამეკვრანჩხა. თურმე თითები უნდა დაისველო რძით რომ ხელი სრიალებდეს და იოლად მოსწველი. ერთი სიტყვით იოლად ვისწავლე წველა. ეხლა რძე არის და რა უნდა ვქნათ. რძეს ვერ გავყიდით. უნდა მოვაყველოთ. მოყველება არ ვიცი.
მეზობლად 700-800 მეტრში იყო მინდვრების ყარაული, რომელსაც ჰქონდა ერთი პატარა ოთახი, კიდევ ვაგონიც. დღე და ღამე მინდორში ცხოვრობდა და ჰყავდა სამი-ოთხი ძროხა. ის აყველებდა რძეს. მივედი და ვუთხარი მასწავლე მოყველება მეთქი. მასწავლა და მომცა ერთი 100 გრამიანი ჭიქა საყველებელიც. თან მასწავლა პირველი მოყველების შემდეგ, შრატისგან როგორ უნდა დავაყენო საყველებელი.
დავიწყეთ ყველის კეთება. კასრში წაკი დავაყენეთ და ვაწყობთ ყველს მოსამწიფებლად. ბოლოს და ბოლოს ამა ყველს გაყიდვა უნდა. ეს ყველი ჩავაწყვეთ პარკებში მოვიკიდეთ ზურგზე და ავზიდეთ სახლში. სახლსა და ფერმას შორის მანძილი 9 კმ. იყო. კვირა დღეს გადავიტანეთ ბაზარში, დადგნენ დედა და მამა და დაიწყეს გაყიდვა. თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ მერე მიეჩვივნენ. მერე მე და ჩემი ძმაც ვყიდიდით ყველს.
საქმე თანდათანობით გართულდა. ბაზარში ერთი ძროხა ვიყიდეთ, შავჭრელი ჯიშის საქონელი ისიც ჯიშიანი იყო, მაგრამ ორი ძუძუ ჰქონდა გაფუჭებული და საღი ორი ძუძუდან 10 ლიტრას იწველებოდა. პირველ წელს გვყავდა 9 მეწველი ძროხა. ექვსი მოყვანილი და სამი აქაური. დეკეულები გადგნენ საუკეთესო მეწველები. არც ერთს 10ლიტრაზე ნაკლები არ მოუწველია და დანარჩენები რომლებიც ჩვენთან დამაკდნენ და მეორე წელს მოიგეს, ტანათაც ორჯერ დიდები გაიზარდნენ და წველითაც პირველ მოგებაზე 15-20 ლიტრ რძეს იწველიდნენ.
ხო და იმას ვამბობდი საქმე გართულდა. დღე და ღამე ფერმაში ვიყავით. ყოველდღე სოფელში ვერ ავიდოდით საჭმელის წამოსაღებად. ამიტომ კვირაში ერთხელ კვირაობით ყველს რომ გავყიდიდით, ვიყიდდით ფქვილს, კარტოფილს, ხახვს, მაკარონს, ზეთს და ასე შემდეგ და ფერმაში ვაცხობდით პურსაც და ვაკეთებდით საჭმელსაც.
ივლისის თვეში ავიღეთ ხორბლის მოსავალი. დავყარეთ ბეღელში. ნამჯა დავპრესეთ და დავდგით ნამჯის ზვინი. ამასაც ცოდნა უნდა. უნდა დასდგა პირამიდის სახით, ისე რომ წვიმამ მინიმალურად გააფუჭოს.
ხორბალი შემოდგომაზე დავფქვით, ქატო საქონელს, ფქვილი კი დავაფასოეთ ტომრებში 50კგ-ებად. წავიღეთ ლაგოდეხის რაიონში კაბლის ბაზარზე გასაყიდათ 5 ტონა ფქვილი ნაქირავები კამაზით. იქ იყო ფქვილის დიდი გასავალი. ერთი 40 მანქანა მაინც იდგა ფქვილის გამიდველი, ჟიგულიდან დაწყებული და კამაზებით დამთავრებული. 90% გადამყიდველი იყო.
ვუყურებთ მე, ჩემი ძმა და მამაჩემი, მოდის ექვსი-შვიდი ბიჭი. მიდიან ყველა ფქვილის გამყიდველთან თურმე ფულს სთხოვენ. ყველა ზომის მანქანას თავისი გადასახდელი ჰქონია, ეს უკვე ჩამოყალიბებული წესი ყოფილა. ჩვენთან რომ მოვიდნენ დადგნენ და გვიყურებენ. ეხლა როდემდე უნდა გიყუროთო. მე მანქანის ძარაზე ვიდექი ფქვილიანი ტომრების მისაწოდებლად გაყიდვისას. მამაჩემი და ძმა დაბლა იდგნენ და ფულს იღებდნენ. ხოდა ჩემი ძმა ეუბნება, მერე რას მიყურებთ გაიარეთო.
როგორ თუ რას გიყურებთ, ფული უნდა გადაიხადოთო.
რის ფულიო, შეეკითხა ძმა.
რომ დგეხართ და ფქვილს ყიდითო.
ეხლა იმ კამათს არ მოვყვები. ჩემი სოფლელებიც ჰყიდნენ იქ ფქვილს. რომ ნახეს რომ სერიოზული გაწევ-გამოწევა გვაქვს მოვიდნენ და გვეუბნებიან. საქმეს რაზე ირთულებთ, აქ ეგეთი წესია და მიეცით ფულიო.
ფული რა თქმა უნდა არ გადავიხადეთ. ბოლოს გვეუბნებიან, თქვენ მეორეთ აქ ფქვილს ვერ გაჰყიდითო.
ჩვენ ვუთხარით, მეორე კვირასვე მოვალთ ფქვილის გასაყიდათო. მეორე კვირას ვერა მაგრამ, მეორედ როცა მივედით ვხედავთ, ისევ მოდიან და ფულს ყველას ართმევდნენ. ჩვენთან რომ მოვიდნენ, მე ისევ მანქანაზე ვიდექი, ჩემს ძმასთან მივიდნენ და აი როგორც კარგ ნაცნობს ისე მიესალმნენ ხელის ჩამორთმევით და მოკითხვით და ჩვენს შემდეგ გააგრძელეს ფულის დაწერება.
იმ ფქვილის ფულით ჟიგული ვიყიდეთ და გაგვიჩნდა ტრანსპორტი. ხელით აღარ დავათრევდით ყველს და საგზალს.

Posted by: DUDEGIVBEND 18 Jun 2017, 15:25
kaxaberski66
მალადეც ძმაო რა რა ნაწვალები გაქვთ წარმომიდგენია. არადა ზოგიერთს გონია რო ყველაფერი თავისით კეთდება არადა დღე და ღამე შრომაა საჭირო

Posted by: vano22 18 Jun 2017, 18:15
spana84 წელს ძალიან ბევრი დილეტანტი იზარალებს საქონელში ძაალიან ბევრი. პატარა 40 კილოიან ახალ აცილებულ ხბოებს 350-400 ლარებში იტაცებენ ბაზარზე და რას ფიქრობენ რა უნდა მოამატონ აზრზე არ ვარ ეს ხალხი უკუღმაა მგონი დაპროგრამებული როცა რამე არარეალურად ძვირდება მაშინ ყიდულობენ და რომ იაფდება მერე ყიდიან. შენ მართალს ამბობ რასაც მე ვუყურებ 50_70% ხალხისა ვინც სოფ მეურნეობაში ან ნებისმიერ სხვა საქმეში ზარალობს ისევ მხოლოდ და მხოლოდ თავისივე გაუაზრებელი ქმედებების შედეგად.
..
ჭირებზე და მგლების თავდასხმაზე არ მაქ ლაპარაკი აი ისეთ სისულელეებს აკეთებენ მეცინება რომ ვხედავ.ჩემ 2 მეზობელს უთესია სიმინდი ბოსტანში ერთის წელამდეა წამოსული მეორისა მტკაველზეა და იმ ერთმა რომ მასე კარგი გაზარდა ეს მეორე ან მივიდეს და რამე კითხოს ან უყუროს და ისწავლოს რავი რანაირი ტვინი აქვს ამ ხალხს ამისთანა შეუგნებელიbiggrin.gif

Posted by: koba1973 18 Jun 2017, 18:22
vano22
QUOTE
spana84 წელს ძალიან ბევრი დილეტანტი იზარალებს საქონელში ძაალიან ბევრი. პატარა 40 კილოიან ახალ აცილებულ ხბოებს 350-400 ლარებში იტაცებენ ბაზარზე და რას ფიქრობენ რა უნდა მოამატონ აზრზე არ ვარ ეს ხალხი უკუღმაა მგონი დაპროგრამებული როცა რამე არარეალურად ძვირდება მაშინ ყიდულობენ და რომ იაფდება მერე ყიდიან. შენ მართალს ამბობ რასაც მე ვუყურებ 50_70% ხალხისა ვინც სოფ მეურნეობაში ან ნებისმიერ სხვა საქმეში ზარალობს ისევ მხოლოდ და მხოლოდ თავისივე გაუაზრებელი ქმედებების შედეგად.

სხვებს რომ ხედავენ თვითონაც ხალისი უჩნდებათ. მიმბაძველობით აკეთებენ. ერთმა ააშენა ზეთსახდელი ქარხანა და მაგით დაიწყო, შვიდმა კიდევ სასწრაფოდ იგივე გააკეთა. დღეს მხოლოდ სამიღა მუშაობს.

Posted by: Hisoka 18 Jun 2017, 18:55
გამარჯობა იქნებ ვინმემ რჩევა მომცეთ, მინდა სამომავლოდ ღორების ფერმის აშენება და მაინტერესებს როგორ, სად რა უნდა ვისწავლო ? უნივერსიტეტში 4 წელი სწავლას პრაქტიკაში 1 წელი ფერმაში მუშაობა ხო არ სჯობს ? უნივერსიტეტი გპი თუ აგრარული ?

Posted by: vano22 18 Jun 2017, 20:03
Hisoka გააჩნია რა მაშტაბებზე აპირებ გასვლას. 5-10 დედა ღორის მუშაობას რა უნივერსიტეტი უნდა ერთი წელი გაივლი პრაქტიკას ერთი ორი ღორით და ამ პერიოდში სხვა და სხვა წყაროებიდან ისწავლი თეორიულ ნიუანსებსაც. ზოგს ჩვენც გასწავლით და ეგაა რა...
კაჭრეთი ჯობია მაქედან ყველას.
კარგი საქმეა ღორები რისკიანია მაგრამ უცებ გადიხარ ბაზარზე და კარგადაც ტოვებს ფულს



koba1973
biggrin.gif ჩემკენაც მასეთი ამბავია ბლოკის ცეხები და მაღაზიები სოკოებივით მრავლდებიან და მუშაობა მარტო რამდენიმეს აქ დანარჩენებმა თოფში ჩადეს ის ფულები.

Posted by: koba1973 18 Jun 2017, 21:29
თესვაზეც იგივეა. შარშან მზესუზირა კარგად მოვიდა და წელს ბევრმა დათესა.

Posted by: kaxaberski66 18 Jun 2017, 21:56
DUDEGIVBEND
კი. შრომა ისეთი გვქონდა, ალბათ ნებაყოფლობით კატორღას შევადარებ. შემდეგში უფრო რთული ამბებია გადატანილი. ბევრჯერ ისე ვყოფილვარ გადაღლილი რომ, ვფიქრობდი ამას ვეღარ გავუძლებდი. არ ვიცი ვინმეს თუ განგიცდიათ ასეთი დაღლა. დაღლილობისგან გაკანკალებს უკვე არა სხეულში, არამედ, აი ვერც გამოვხატავ, თითქოს არსებაში. გგონია რომ თუ დაგეძინა, შეიძლება მოჰკვდე და დაღლილობიგან დასწვები და ვეღარ იძინებ.
ვითომ ავღწერე. ვერ აღწერ, ეს მხოლოდ შეიძლება განიცადო.

Posted by: vano22 19 Jun 2017, 00:03
kaxaberski66
სამწუხაროდ მე გამოვცადე ეგ მდგომარეობა და მე უარესი პრობლემაც მქონდა რომ საქმეში მარტო ვიყავი და ხელის შემშველებელი არ მყავდა რომ ცოტა ხანი გავცლოდი იმ პრობლემებს და მშვიდათ დამესვენა. საშინელებაა რაღაც სანერვიულო რომ გაქ და თან ფიზიკურად რომ მუშაობ ამას თუ უძილობაც დაემატა და ვსიო შეიძლება გაგიჟდეს კაცი. ფიზიკურად ნებისმიერი შრომა მიყვარს მაგრამ საქმეს რომ ვეღარ ავუდიოდი და ამის გამო საქმე რომ ფუჭდებოდა მთელი 2-3 თვე სუტკაში 2-3 საათი მეძინა ისიც ადგილ ადგილ ხან დღისით და ხან ღამე ხშირად 2 სუტკაშიც ვერ ვიძინებდი. ნერვიულობით გადაღლილზე რომ იძინებ და რომ გრძნობ თითქოს ჯერ ფეხებს კარგავ მერე ტანს და თავი რომ გიბუჟდება და თითქოს სული სხეულიდან გამოდის და შენივე ცივ და უგრძნობ სხეულს რომ გრძნობ ამაზე საშინელი არაფერი გამომიცდია.. ეს რა გამახსენე ძლივს დავიწყებული მქონდაsad.gif
* * *
ისე დამწყებები იჭედებიან ხოლმე ასე და მაგ დროს თუ გაუძლეს და გადალახეს ეგ ეტაპი მერე აღარ მგონია მეორეთაც მოუვიდეთ მასე

Posted by: gia1970 19 Jun 2017, 06:55
QUOTE
. Наиболее распространено пастбищное животноводство, на польдерах выпасается более 4,5 миллиона голов крупного рогатого скота

ჰოლანდიის ტერიტორიაა დაახლოებით 42 ათასი კვადრატული კილომეტრი ანუ 4,2 მილიონი ჰექტარი.
სასოფლო სამეურნეო მიწებს 65% უკავიათო ანუ 2,73 მილიონი ჰექტარი, ამ ფართობის 32% უკავია საძოვრებსო - ანუ 0.87 მილიონი ჰექტარი
ხოდა ამ ფართზე როგორ აბალახებენ 4.5 მილიონ სულ საქონელს?
ფორუმზე რაც წამიკითხავს ერთ მსხვილფეხას ერთი ჰექტარი სჭირდებაო

Posted by: kaxaberski66 19 Jun 2017, 09:30
gia1970
QUOTE
ფორუმზე რაც წამიკითხავს ერთ მსხვილფეხას ერთი ჰექტარი სჭირდებაო

ჩვენს პირობებში, ურწყავ მიწებში, ერთი ჰექტარი არ ეყოფა.
ნაკვეთ მონაცვლეობით ძოვის შესახებ ხომ გაგიგია. საძოვარ ფართობს გაჰყოფენ 5-6 ნაწილად, თითოეულ ნაწილში აბალახებენ 5-6 დღე, დარჩენილ ბალახს მოთიბავენ და მორწყავენ. საქონელი კი უკვე სხვა ნაწილში ბალახობს 5-6 დღე. მერე კიდევ სხვა ნაწილში გადაყავთ და ამ ნაწილს რწყავენ. ბოლოს ერთი თვის შემდეგ როცა პირველ ნაწილს დაუბრუნდებიან, აქ უკვე ახალი და ხშირი ნორჩი ბალახი ელოდებათ.
ჩვენთან როგორ შვრებიან? სანამ ფესვიანად არ მოთხრიან ბალახს, დაჰყავთ ერთ მინდორში.

Posted by: gia1970 19 Jun 2017, 10:05
kaxaberski66
ანუ შესაძლებელია 1 ჰექტარით 5-6 სული მსხვილფეხა საქონლის გამოკვება?
თან ეს კამიკვირდა
QUOTE
Наиболее распространено пастбищное животноводство,

ანუ ბაგურს არ აწვებიან

გამოდის ოქრო გვაქვს და სპილენძად ვიყენებთsad.gif

Posted by: kaxaberski66 19 Jun 2017, 10:24
gia1970
არა, ბაგურს აწვებიან. როცა შესაძლებლობა არის ბუნების მიერ მოცემული იაფი საკვები გამოიყენონ, იყენებენ ეფექტურად.

Posted by: spana84 19 Jun 2017, 12:22
ადგილმონაცვლეობით ძოვებას ძალიან დიდი ეკონომია შეუძლია გააკეთოს საძოვრების. კულტურულ ბალახს თესავენ და დაყოფილი აქვთ როგორც ზემოთ აღინიშნა. მაგრამ ჰოლანდიის მაგალითი იმ შემთხვევაში გამოგვადგება თუ ჩვენს საძოვრებსაც სარწყავს გავხდით და კიდევ ბევრ სამუშაოს ჩავატარებთ საძოვრის "გასაკულტურულებლად"

Posted by: vano22 19 Jun 2017, 13:07
spana84
კულტურულ საძოვარზე ძოვებას და იმ ბალახის თიბვასა და ბაგურ კვებას შორის რომელი ჯობია? ძოვებისას რაც არ უნდა საუკეთესო ბალახი იყოს 40% რომ ძოვს 60% ს თელავს და აფუჭებს თან რჩევაში როა ძროხა მარტო წვერებს აწიწკნის ხოლმე ბალახს და დადის ზევით ქვევით უაზროდ

Posted by: naxuca 19 Jun 2017, 14:31
გამარჯობათ მეგობრებო. რას ფიქრობთ ჟოლოს და მაყვლის შესახებ ღირს თუარა გაშენება მინუსები პლიუსები რისკები ვისაუბროთ ამ თემაზეც.

Posted by: levani169 19 Jun 2017, 14:38
ჰოლანდიელები მიწებს ზღვიდან ოხრად ამონაღები შლამ-სასუქით ანოყიერებენ,სანაპიროზე უდგათ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის უამრავი ციცხვიანი ბარჟა და მერე ეზიდებიან მინდვრებში!

Posted by: Nat_asha 19 Jun 2017, 15:37
QUOTE (naxuca @ 19 Jun 2017, 14:31 )
გამარჯობათ მეგობრებო. რას ფიქრობთ ჟოლოს და მაყვლის შესახებ ღირს თუარა გაშენება მინუსები პლიუსები რისკები ვისაუბროთ ამ თემაზეც.

აუცილებლად გაითვალისწინე რომ კლიმატის და მჟავიანობის მიმართ ძალიან მომთხოვნია ჟოლო, ყველგან ვერ მოიყვან.
შიდა ქართლი და ქვემო ქართლი ყველაზე საუკეთესო ვარიანტებია მაგისთვის. . მოკლედ ვისაც სურვიილი აქვს მოიყვანოს ჟოლო და აუცილებლად იშოვნის ფულს. რეალიზაციის პრობლემა არ არსებობს, პირიქით მოთხოვნაა და დეფიციტია მუდმივად. უბრალოდ ძალიან პრეტენზიული და ფაქიზია. ადვილად ემართება დაავადებები, ვერ იტანს ხანგრძლივ წვიმებსაც ლპება ნაყოფი. გარდა ამისა რბილი და მალფუჭებადია, ანუ ნაკლებად ტრანსპორტაბელური. მოკლედ მოყვანაა ცოტა ძნელი თორემგაყიდვა შენ მარტო გქონდეს და მყიდველი სულ არის.
1 ჰაზე 7-8000 ნერგი უნდა დარგო, რიგთაშირის მანძილი 2.2-2.5 მეტრი. ჯობია შერეული ნერგები დარგო, ანუ რემონტატული და ჩვეულებრივი(ერთ მოსავლიანი), მოსავალი რპმ ადრეც გქონდეს და გვიანაც. შეწამლვა ჭირდება. შპალზე ჯობს გაუშვა და წვეთოვანი დაუყენო (რა ხარჯებთანაა დაკავშირებული თავად დათვალეთ). მე-3 წლიდან ნერგიც გექნება და მოსავალიც.მულჩირება, სარეველებისგან დასაცავად.
ნუ მიწის დამუშავება და სასუქის შეტანა ბუნებრივია, ეგ ყველა კულტურას უნდა.
ისე საკმაო ინვესტიციასაც საჭიროებს და თან მოსავლის იმედი 3 წელი არ უნდა გქონდეს. თან პირველ წელს ვერ სრულ მსხმოიარობას ვერ მიიღებ. ნერგები თუ არ ვცდები 1.5 ლ ღირს.


ყველაზე დაბალი ფასი, აი სულ რომ გადაყრა მოგინდეს 7 ლარია კილო, შემოდგომაზე 12-13 ლარია. ჟოლოზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი, კულინარიულად ძალიან გამოყენებადია. თურქეთიდან შემოდის 460 ტონამდე ჟოლო ნედლი და გაყინული სახით. თუ შოკ-მაცივარს გააკეთებ 800 გრამიანი გაყინული ჟოლო ზამთარში 20-23 ლარი ღირს. მაცივრის გარეშე საშუალოდ ჟოლოს თვითღირებულება არის 2.60, თუ მაცივარში შეინახავ 0.15 თეთრი დაემატება. მოკლედ ძალიან მომგებიანია და საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება. თუმცა ძალიან სპეციფიურია და საკმაო ცოდნას და მოვლას მოითხოვს. თანხის ჩადებაც სჭირდება და კარგად დაგეგმარება.
ერთ რამეს გეტყვი. თუ გინდა ჟოლოთი გამდიდრდე მოიყვანე ბიო-ჟოლო. ევროპაში საცალო ფასი ბიოჟოლოზე 1 კგ 100 ევროა 2017 წლის მონაცემით. და შენ მოიყვანე რაც შეიძლება მეტი და რამდენსაც მოიყვან იმდენს იყიდიან. ოღონდ ზღვარი მინიმუმზე მინიმუმ 100 ტონა უნდა მიაწოდო რომ იყიდონ,, უფრო ნაკლებს არ იყიდიან, არ უღირთ. მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ევროპაში ბიობაზარზე დიდი მოთხოვნაა განსაკუთრებით კენკროვანზე. ისე ჩვეულებრივი 1 კგ ჟოლოს ფასი 23 ევროა . ოღონდ მინიმუმ 100 ტონაა საჭირო, რაც ცოტა რთული ამბავია, კოოპერატივების გარეშე ეგ ამბავი ცოტა რთულად იქნება,

Posted by: naxuca 19 Jun 2017, 16:03
შეგილია მითხრა ნერგებს შორის დაშორება როგორჯობია. კიდე მაინტერესებს რეალისაციის ბაზარი როგორაა მეუნდ ამოვახდინო ტრანსპორტურება თუ მოვლენ და წაიღებენ. მჟავუანიბა როგორუნდ აიყოს ნიადაგში.

Posted by: Nat_asha 19 Jun 2017, 16:19
https://www.youtube.com/watch?v=-3mkCn2DiT0&t=242s

აი ამას უყურე და ბევრ რამეს გაიგებ. ნუ მთლად ეგრე არაა როგორც ეს ბაზრობს, მაგალითად მკრეფავები 0.50-ზე მეტს ითხოვენ ძირითადად, ნუ არ ვიცი, ვინც ამ საქმეში არიან ყველამ ხეირი ნახა, უბრალოდ დიდ ინვესტირებას საჭიროებს და დიდ შრომასაც. გაყიდვას რაც შეეხება, 7 ლარად ბაზარში რომ გაიტანო დაგტაცებენ, ეგ არის ყველაზე დაბალი ფასი, გააჩნია რ ა რაოდენობის მოყვანას აპირებ. თუ სტაბილურად რაღაცა დი რაოდენობას მოიყვან შეგიძლია გაურიგდე სუპერმარკეტების ქსელებს, ან საკონდიტრო ქსელს, აგრეთვე სანაყინეები, საწარმო რომ არის კულა, ჰიპის საწარმოც არის , ბავშვთა ფაფებს რომ ამზადებს და კენკროვანებს ითხოვენ. ეგენიც იბარებენ. უბრალოდ საწარმოებში ჩაბარებას გირჩევნია სხვა მყიდველი მოძებნო , უფრო მაღალ ფასად გაყიდი ვიდრე ჩააბარებ. გააჩნია შენ რა მაშტაბებს აპირებ. დასაწყისისთვის საცდელი მეურნეობა გირჩევნია გააკეთო. ჯერ ნახე, ისწავლე ეგ მცენარე და ამასობაში ნერგებსაც გამოიყვან და გამოცდილებასაც მიიღებ. დაკალმებიტ ადვილად ფესვიანდება ჟოლო, ადვილი გასამრავლებელია. მოკლედ ბევრ რამეზეა დამოკიდებული. გააჩნია რა ჯიშს აირჩევ, ყველას განსხვავებული მოსავლიანობა აქვს.

https://drive.google.com/file/d/0B3By27k_VyD8OVpVYU5vRTMwcVk/edit

აგერ კიდევ ესეც შეგიძლია გადაიკითხო თეორიულად, თუმცა თეორიულად ყველაფერი ბევრად მარტივად ჩანს, რეალურად პრაქტიკაში უფრო რთულია. ამიტომ გირჩევნია საცდელი მეურნეობა გააკეთო 100 კვადრატულზე ან რავი რამდენზეც გინდა და მოსინჯე, შეხედე


Posted by: spana84 19 Jun 2017, 16:58
Nat_asha


7 ლარი ფასი ბაზრის ფასია საცალო თუ ჩასაბარებელი? თუ ჩასაბარებელი ფასია აშენებულა სოფელი. ერთ ჰექტარზე 10-12 ტონა მოდის და გამოდის 70000 ლარია შემოსავალი? მე მინდა 2 ჰექტრზე ჟოლოს გაკეთება და ამ ბოლოს იმდენმა დარგო მეშინია ფასი არ დაეცეს. აი ნიორი რომ იყო ერთ დროს ისე. წელს რა აქვს ჟოლოს ფასი ვინმემ იცის ზუსტად? მე არ ვარ საქართველოში თორემ შემოვირბენდი რამოდენიმე ბაზრობას და საშუალო ფასს გავარკვევდი.

Posted by: Nat_asha 19 Jun 2017, 17:37
QUOTE (spana84 @ 19 Jun 2017, 16:58 )
Nat_asha


7 ლარი ფასი ბაზრის ფასია საცალო თუ ჩასაბარებელი? თუ ჩასაბარებელი ფასია აშენებულა სოფელი. ერთ ჰექტარზე 10-12 ტონა მოდის და გამოდის 70000 ლარია შემოსავალი? მე მინდა 2 ჰექტრზე ჟოლოს გაკეთება და ამ ბოლოს იმდენმა დარგო მეშინია ფასი არ დაეცეს. აი ნიორი რომ იყო ერთ დროს ისე. წელს რა აქვს ჟოლოს ფასი ვინმემ იცის ზუსტად? მე არ ვარ საქართველოში თორემ შემოვირბენდი რამოდენიმე ბაზრობას და საშუალო ფასს გავარკვევდი.

მე გეუბნები რომ გადამყიდველები ბაზრებში 7 ლარად დაგტაცებენთქო. ჟოლოს მოყვანა ადვილი არაა და კი საშემოდგომო გვიანეულა ან ადრეულა მოსავალი 10-12 ლარი ღირს. ბაზარში რომ წაიღო ეგ ცოტა თუ გაქვს და დიდი რაოდენობით თუ მოიყვან სჯობს რომელიმე ქსელს გაურიგდე. ჩამოსვლა არ გინდა, 2 ჰექტარზე მოყვანილის გაყიდვას ბაზარში აპირებ? ეგ ყველა ვარიანტში ერთი კლიენტი უნდა მოძებნო, სტაბილური მიმწოდებელი თუ იქნები და კარგდა ხარისხიანს თუ შესთავაზებ ნამდვილად არ გაგიჭირდება გაყიდვა. ტყუილად გგონია რომ ბევრმა მოიყვანა არიქადა ნიორივით გაიაფდებაო. ჟოლო ისეთი ხილია რომ ნამდვილად ვერ მოიყვანს ყველა და ვერ ფასი ვერ დაეცემა ეგრე. მე რამდენიმე ვიცი ვისაც უნდოდა მოყვანა მაგრამ არ გამოუვიდა და რამდენიმეც ვიცი ვინც თბილისში კარგი სამსახური დატოვა და 4000 კვ-ზე მოიყვანა და ხარჯებიც ამოიღო პირველივე მოსავლიდან და ეხლა მეორე მოსავალს ელოდება. შენ თუ 2 ჰა-ზე გამოგივა მაგისი გაშენება აშენებულხარ და ეგაა. შემოსავალი 70 000 რო დათვალე ნუ გგონია რომ მაგას აირებ პირდაპირ და ჯიბეში ჩაიდებ. დავიწყოთ იქიდან რომ 1 კგ გუჯდება დაახლოები 2.60- 2,75 ლ უცებ 30 000-მდე თვითღირებულება ჩამოგაკლდა. გარდა ამისა მაგას თუ პირდაპირ მოგებად აიღებ უნდა დაბეგრო 15 %-ით . და დაგრჩება მაგის ნახევარი დაახლოებით 35 000 ლ smile.gif

Posted by: vano22 19 Jun 2017, 18:44
კაია ოცნებებიsmile.gif
..............................

Posted by: ინაველ 19 Jun 2017, 19:06
მანავის ადგილებში ხომ არავინ ერკვევით? სარწყავი წყალი არის თუ არა, მიწის ფასები და ა.შ.
ადგილზეც ჩავალ და ვნახავ კვირის ბოლოს.


Posted by: naxuca 19 Jun 2017, 19:07
QUOTE
მე გეუბნები რომ გადამყიდველები ბაზრებში 7 ლარად დაგტაცებენთქო.

საცდელად მქონდა ჩაქრილი ეზოს ბოლოსი 500 კვადრატი დაახკოებით 200 ძირამდ ეიმდნეი მოვიდა რო მთელს სანათესაოს გვეყო და ცოტა გასაყყიდათაც დამჩა დავიღალე ამ სიმინდზე ტილაობით ხან თეთრი დავთესე ხან ყვითელი ხან საბატიბუტე მარა არა რა. მინდ აუფრო მსხვილ მაშტაბებზე გავიდე 2000 მეტრზე მინდა გავაშენო თავდაპირველად და ხოვერდამეხმარებით დაშორება რამდნეი უნდა იყოს ნერვებს შორის ისემინდ აგავაკეთო რო რიგებშუა ტრაქტორი ეტეოდეს გამიადვილდებ აგათიბვა შეწამლა და დმაუშავება

Posted by: gia1970 19 Jun 2017, 19:09
vano22
QUOTE
კაია ოცნებებიsmile.gif

კიდევ უფრო კაია
მაგ ოცნებებიდან
ერთს მაინც რომ
გაიყვან დამკაშიsmile.gif

Posted by: spana84 19 Jun 2017, 19:52
QUOTE (Nat_asha @ 19 Jun 2017, 17:37 )
QUOTE (spana84 @ 19 Jun 2017, 16:58 )
Nat_asha


7 ლარი ფასი ბაზრის ფასია საცალო თუ ჩასაბარებელი? თუ ჩასაბარებელი ფასია აშენებულა სოფელი. ერთ ჰექტარზე 10-12 ტონა მოდის და გამოდის 70000 ლარია შემოსავალი? მე მინდა 2 ჰექტრზე ჟოლოს გაკეთება და ამ ბოლოს იმდენმა დარგო მეშინია ფასი არ დაეცეს. აი ნიორი რომ იყო ერთ დროს ისე. წელს რა აქვს ჟოლოს ფასი ვინმემ იცის ზუსტად? მე არ ვარ საქართველოში თორემ შემოვირბენდი რამოდენიმე ბაზრობას და საშუალო ფასს გავარკვევდი.

მე გეუბნები რომ გადამყიდველები ბაზრებში 7 ლარად დაგტაცებენთქო. ჟოლოს მოყვანა ადვილი არაა და კი საშემოდგომო გვიანეულა ან ადრეულა მოსავალი 10-12 ლარი ღირს. ბაზარში რომ წაიღო ეგ ცოტა თუ გაქვს და დიდი რაოდენობით თუ მოიყვან სჯობს რომელიმე ქსელს გაურიგდე. ჩამოსვლა არ გინდა, 2 ჰექტარზე მოყვანილის გაყიდვას ბაზარში აპირებ? ეგ ყველა ვარიანტში ერთი კლიენტი უნდა მოძებნო, სტაბილური მიმწოდებელი თუ იქნები და კარგდა ხარისხიანს თუ შესთავაზებ ნამდვილად არ გაგიჭირდება გაყიდვა. ტყუილად გგონია რომ ბევრმა მოიყვანა არიქადა ნიორივით გაიაფდებაო. ჟოლო ისეთი ხილია რომ ნამდვილად ვერ მოიყვანს ყველა და ვერ ფასი ვერ დაეცემა ეგრე. მე რამდენიმე ვიცი ვისაც უნდოდა მოყვანა მაგრამ არ გამოუვიდა და რამდენიმეც ვიცი ვინც თბილისში კარგი სამსახური დატოვა და 4000 კვ-ზე მოიყვანა და ხარჯებიც ამოიღო პირველივე მოსავლიდან და ეხლა მეორე მოსავალს ელოდება. შენ თუ 2 ჰა-ზე გამოგივა მაგისი გაშენება აშენებულხარ და ეგაა. შემოსავალი 70 000 რო დათვალე ნუ გგონია რომ მაგას აირებ პირდაპირ და ჯიბეში ჩაიდებ. დავიწყოთ იქიდან რომ 1 კგ გუჯდება დაახლოები 2.60- 2,75 ლ უცებ 30 000-მდე თვითღირებულება ჩამოგაკლდა. გარდა ამისა მაგას თუ პირდაპირ მოგებად აიღებ უნდა დაბეგრო 15 %-ით . და დაგრჩება მაგის ნახევარი დაახლოებით 35 000 ლ smile.gif

შარშან 4 ლარი ღირდა როგორც ვიცი ჟოლო და ამდენით გაძვიდრა წელს? საიდან გაქვს ეგ ფასითქო იმიტომ გკითხე თორე რაც ჯდება მოყვანა და რა და როგორ კეთდება ეგ ვიცი მეტნაკლებად. ევროპული გამოცდილებაც ცოტაცოტა შევიძინე კენკროვანების წარმოების და მინდა გავაკეთო. ჰოდა 3 ლარამდე თუ ჟოლო დაგიჯდა და 4 ლარად გაყიდე ვერაფერი შვილია ეგ. და კიდევ ერთი რამე ვერ გავიგე. 15 პროცენტი რატომ უნდა გადავიხადო? როგორც ვიცი სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოება საქართველოში არ იბეგრება. თუ ვცდები? და კიდევ ერთი: ჩემი აზრით თუ დიდი მასშტაბის ჟოლოს ბაღს გააკეთებ აუცილებლად სამაცივრე საშუალებებიც უნდა გქონდეს. ზამთარში და გაზაფხულზე ფასი ორმაგდება კენკროვანების.
* * *
vano22
ოცნება გეთანხმები რომ კარგია, მაგრამ ხშირად არარეალურიც. რეალურ და მიღწევად რაღაცეებზე თუ ვიოცნებებთ და ავისრულებთ მერე ცოტა ხნით ჰამაკში ჩაწოლა და თვითკმაყოფილებით ტკბობაც შეიძლება. smile.gif

Posted by: kaxaberski66 19 Jun 2017, 21:34
ჟოლოსი ასეთი ძვირი ფასი ევროპაში საეჭვო მგონია. წიაღისეულია თუ რა? მამაძალი.
თუ ასეთი მოთხოვნაა ჟოლოზე, მიწოდებაც იქნებოდა, რატომ ვერ მოჰყავთ ვითომ.

Posted by: vano22 19 Jun 2017, 22:27
gia1970
აქ რა გეგმებიც იწყობა მასე დამკაში კი არა მარილზე გავა კაციbiggrin.gif

spana84
სად უნდა გაყიდო თუნდაც 1 ტონა ჟოლო? აი ჩათვალე ხვალ გექნება 1 ტონა ჟოლო სად მიგაქ? ბაზარზე არაა მაგის კლიენტი და ვერც საკონდიტრო აიღებს ერთბაშად 100 კგ ზე მეტს. ეგ ჟოლო კი დაკრეფიდან უცბათ ფუჭდება. მაშინ მაცივარი უნდა გქონდეს და ნელ ნელა ყიდო ხოლმე

Posted by: Nat_asha 19 Jun 2017, 22:39
QUOTE (spana84 @ 19 Jun 2017, 19:52 )
QUOTE (Nat_asha @ 19 Jun 2017, 17:37 )
QUOTE (spana84 @ 19 Jun 2017, 16:58 )
Nat_asha


7 ლარი ფასი ბაზრის ფასია საცალო თუ ჩასაბარებელი? თუ ჩასაბარებელი ფასია აშენებულა სოფელი. ერთ ჰექტარზე 10-12 ტონა მოდის და გამოდის 70000 ლარია შემოსავალი? მე მინდა 2 ჰექტრზე ჟოლოს გაკეთება და ამ ბოლოს იმდენმა დარგო მეშინია ფასი არ დაეცეს. აი ნიორი რომ იყო ერთ დროს ისე. წელს რა აქვს ჟოლოს ფასი ვინმემ იცის ზუსტად? მე არ ვარ საქართველოში თორემ შემოვირბენდი რამოდენიმე ბაზრობას და საშუალო ფასს გავარკვევდი.

მე გეუბნები რომ გადამყიდველები ბაზრებში 7 ლარად დაგტაცებენთქო. ჟოლოს მოყვანა ადვილი არაა და კი საშემოდგომო გვიანეულა ან ადრეულა მოსავალი 10-12 ლარი ღირს. ბაზარში რომ წაიღო ეგ ცოტა თუ გაქვს და დიდი რაოდენობით თუ მოიყვან სჯობს რომელიმე ქსელს გაურიგდე. ჩამოსვლა არ გინდა, 2 ჰექტარზე მოყვანილის გაყიდვას ბაზარში აპირებ? ეგ ყველა ვარიანტში ერთი კლიენტი უნდა მოძებნო, სტაბილური მიმწოდებელი თუ იქნები და კარგდა ხარისხიანს თუ შესთავაზებ ნამდვილად არ გაგიჭირდება გაყიდვა. ტყუილად გგონია რომ ბევრმა მოიყვანა არიქადა ნიორივით გაიაფდებაო. ჟოლო ისეთი ხილია რომ ნამდვილად ვერ მოიყვანს ყველა და ვერ ფასი ვერ დაეცემა ეგრე. მე რამდენიმე ვიცი ვისაც უნდოდა მოყვანა მაგრამ არ გამოუვიდა და რამდენიმეც ვიცი ვინც თბილისში კარგი სამსახური დატოვა და 4000 კვ-ზე მოიყვანა და ხარჯებიც ამოიღო პირველივე მოსავლიდან და ეხლა მეორე მოსავალს ელოდება. შენ თუ 2 ჰა-ზე გამოგივა მაგისი გაშენება აშენებულხარ და ეგაა. შემოსავალი 70 000 რო დათვალე ნუ გგონია რომ მაგას აირებ პირდაპირ და ჯიბეში ჩაიდებ. დავიწყოთ იქიდან რომ 1 კგ გუჯდება დაახლოები 2.60- 2,75 ლ უცებ 30 000-მდე თვითღირებულება ჩამოგაკლდა. გარდა ამისა მაგას თუ პირდაპირ მოგებად აიღებ უნდა დაბეგრო 15 %-ით . და დაგრჩება მაგის ნახევარი დაახლოებით 35 000 ლ smile.gif

შარშან 4 ლარი ღირდა როგორც ვიცი ჟოლო და ამდენით გაძვიდრა წელს? საიდან გაქვს ეგ ფასითქო იმიტომ გკითხე თორე რაც ჯდება მოყვანა და რა და როგორ კეთდება ეგ ვიცი მეტნაკლებად. ევროპული გამოცდილებაც ცოტაცოტა შევიძინე კენკროვანების წარმოების და მინდა გავაკეთო. ჰოდა 3 ლარამდე თუ ჟოლო დაგიჯდა და 4 ლარად გაყიდე ვერაფერი შვილია ეგ. და კიდევ ერთი რამე ვერ გავიგე. 15 პროცენტი რატომ უნდა გადავიხადო? როგორც ვიცი სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოება საქართველოში არ იბეგრება. თუ ვცდები? და კიდევ ერთი: ჩემი აზრით თუ დიდი მასშტაბის ჟოლოს ბაღს გააკეთებ აუცილებლად სამაცივრე საშუალებებიც უნდა გქონდეს. ზამთარში და გაზაფხულზე ფასი ორმაგდება კენკროვანების.
* * *
vano22
ოცნება გეთანხმები რომ კარგია, მაგრამ ხშირად არარეალურიც. რეალურ და მიღწევად რაღაცეებზე თუ ვიოცნებებთ და ავისრულებთ მერე ცოტა ხნით ჰამაკში ჩაწოლა და თვითკმაყოფილებით ტკბობაც შეიძლება. smile.gif

ვაიმე საიდან მაქვს ეგ ინფორმაცია და 3-4 ადამიანს მოყავს და ისინი მაგ ფასად ყიდიან. 4 ლარად მაყვალია და ჟოლო 4 ლარად სად ყიდულობთ მიმასწავლეთ მე ვიყიდი, რომელ ბაზარშია მითხარით ჩემთვის მინდა გავაკეთებ biggrin.gif
ეს რაც შეეხება კოდექსში მოგებისგან გათავისუფლება ეხებოდა 2017 წ-ის 1 იანვრამდე წარმოებაში დასაქმებულ პირის მიერ წარმოებულს როგორც წერია ე) და ვ) ქვეპუნქტებში. პრაქტიკაში შეხება არ მქონია სოფლის მეურნეობის ბუღალტერიასთან, მაგრამ მოგების გადასახადისგან სრული გათავისუფლების შესახებ არაფერია ნათქვამი. მოგების გადასახადი 2017-წლიდანლა შეიცვა. თანაც ეგ ეხება მხოლოდ პირველად პროდუქტს, სასაქონლო კოდის შეცვლამდე . თანაც შემოსავალი 200 000 ზღვარი. მოგება კი არა შემოსავალი..
მუხლი 99. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა;
ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;
დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ე) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
ვ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხარჯები/განაცემები;

Posted by: DUDEGIVBEND 19 Jun 2017, 22:44
შარშან 4 ლარად იყიდებოდა ჟოლო წელს სავარაუდოდ გაორმაგდება მინიმუმ ამიდებიდან გამომდინარე. მე მაქვს ეზოში რამდენიმე ძირი სახლისთვის მაგრამ რო ვუკვირდები რა შრომატევადია მაგის მოვლა და მერე მოკრეფა ჩავიქნიე ხელი. არაა ადვილი ჟოლოს მოვლა-მოყვანა ნამდვილად. პირველ რიგშI გარემოს ტემპერატურაზე ხარ დამოკიდებული ძალიან

Posted by: spana84 19 Jun 2017, 22:47
QUOTE (kaxaberski66 @ 19 Jun 2017, 21:34 )
ჟოლოსი ასეთი ძვირი ფასი ევროპაში საეჭვო მგონია. წიაღისეულია თუ რა? მამაძალი.
თუ ასეთი მოთხოვნაა ჟოლოზე, მიწოდებაც იქნებოდა, რატომ ვერ მოჰყავთ ვითომ.

იტალიის მაგალითს გეტყვი, რომელიც ზუსტად ვიცი. მაროკოდან და პოლონეთიდან იმპორტირებული ჟოლოსვსაცალო ფასი სუპერმარკეტებში არის 18 დან 26 ევრომდე რაც პირადად მინახავს. ჩემი შვილი გიჟდება ჟოლოზე და მარკეტიდან ისე არ გამოვა რომ არ გამოიყოლოს და ზუსტად ვიცი smile.gif იგივე ფასი აქვს მაყვალს, მოცვს და მოცხარს.

Posted by: Nat_asha 19 Jun 2017, 23:02

QUOTE
აქ რა გეგმებიც იწყობა მასე დამკაში კი არა მარილზე გავა კაცი

მე რასაც გიყურებთ აქ უმეტესობა ძალიან პესიმისტია და ურწმუნო თომა biggrin.gif ზოგს უფრო მეტი იღბალი აქვს ზოგს ნაკლები. მე ძალიან იღბლიანი ვარ. ჯერ არ დამიწყია საქმე არ გამომსვლოდა. ყოველთვის ასეთი გამოხმაურება აქვს ჩემს იდეებს. ჯერ არ გამიკეთებია ცხოვრებაში არაფერი (საკმაოდ ბევრი რამე მაქვს გაკეთებული , ეს ისე ინფორმაციისთვის biggrin.gif ) რომ არ დაეცინათ, ბევრი არ ეცინათ და ბოლოს პირიც არ დაეღოთ , ბიჯო რანაირად გაამოგივიდაო, შანსი არააო biggrin.gif ძალიან მიყვარს გამოგიტყდებით როდესაც ასე მეწინააღმდეგება ყველა , უფრო სასიამოვნოა ჩემთვის biggrin.gif უფრო მეტი იღბალი მოდის ჩემსკენ თუ ჩემი სიჯიუტე და მიზნისკენ სწრაფვა მატულობს არ ვიცი. ნუ ოჯახში ჩემი ძმა პირველი დამცინავი და პესიმისტია, რომელსაც ჯერ სასაცილოდ არ ჰყოფნის ჩემი იდეები, და მერე ნერვები ეშლება რომ მე ესე ფარფატით ვაკეთებ მხიარუად ყველაფერს, ის კიდე იმდენს წვალობს დღე და ღამე მაგრამ მეოთხედიც ვერ გააკეთა მატერიალურად რაც მე. არადა ჩემზე დიდია. არ არსებობს რომ მე ავირჩიო რამე რისი გაკეთებაც არ შემიძლია , და მერე არ გამომივიდეს. ეხლა გადავწყვიტე სოფლის მეურნეობა ააწყო და არავისი პესიმიზმი არ შემიშლის ხელს. მშვიდად და მიზანდასახულად მივდივარ ჩემი მიზნისკენ. პატარა მარცხების კი არა დიდი მარცხებსაც არ მეშინია, არც ხელის ჩაქნევა მჩვევია. ბუნებით მებრძოლი ვარ. ხოდა ეხლა გეტყვით რომ ჟოლოს მოყვანა ნამდვილად არ მინდა, იმიტომ რომ არ მაწყობს, ცუდი და ძნელი მოსაყვანია და მაგიტომ გამოვრიცხე, თორემ მომგებიანი არის ვიცი. თქვენ რომ გკითხოთ არაფერი არაა მომგებიანი, არც ჟოო, არც მარწყვი, არც პმიდორი, არც კიტრი, არაფერი. ყველაფერს მოუძებნით ნაკლს. იაფია, არ იყიდება. ხოდა დაანებეთ თავი მაშინ. ნუ გააკეთებთ ნურაფერს. ასეთი მიდგომით რა გამოვა? თუ რამის გაკეთებას გადაწყვეტ უნდა ბოლომდე მიიყვანო. თუ ჟოლოს ვერ გაყიდით საქართველოში მაშინ გაყიდვა არ გცოდნიათ. ვისაც ჟოლო მოყავს ყველა გამდიდრდა თან 10 ჰა-ზე არცერთს არ მოყავს. ხოდა მოკლედ სულ ტყუილად ვწერ ხოლმე მე როგორც ვატყობ. თქვენ ყველას შშექმნილი გაქვთ ყველაფერზე აზრი. ის არ ვარგა, ეს არ ვარგა, ეს იაფია, არაფრიდაან მოგება არ რჩება. პესიმიზმი მეფობს მოკლედ, რაც არ მიყვარს. რაც ვიცი ვწერ ხოლმე და იშვიათად რომ ვნმე დაგეთანხმოს, ძირითადად თავდასხმაა. და გიწევს ახსნა-განმარტებები. ია ვარდით მოფენილი არაფერია, შრომა ყველაფერს უნდა, ზოგს ფიზიკური, ზოგს გონებრივი, ზოგს ორივე. მე მჯერა საკუთარი თავის და ზუსტად ვიცი რომ რასაც წამოვიწყებ აუცილებლად გაამართლებს. თქვენც იღბალს გისურვებთ ყველას და ჩემი რჩევებისგანაც თავს შევიკავებ ამის მერე biggrin.gif popcorn.gif

Posted by: DUDEGIVBEND 19 Jun 2017, 23:08
Nat_asha
არადროს არ ვუდგები საქმეს პესიმისტურად, ყოველთვის ოპტიმიზმით ვარ სავსე თუნდაჩ ძალიან რთულ საქმეს ვაკეთებდე. არასდროს არ ვფიქრობ რო ეს მე არ გამომივა პირიქით ყოველთვის ვეუბნები თავს რო თუ სხვამ შეძლო მეც შევძლებ. ნუ საქმეში რომელსაც ახლად იწყებ რათქმაუნდა არის პატარ პატარა ჩავარდნები მაგრამ ეს არ ნიშნავს რო ვერ გააკეთებთ, აქ ხალხი პირდაპირ წუწუნზე გადადის რო არ გაუმართლებთ და ტყუილად გადაყრიან ფულს. ან მოსავალს მოიყვანენ და ვერ გაყიდიან. წუწუნით და პესიმიზმით დაწყებული საქმე ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული. პირიქით თუ არ გამოგივათ ან რაღაც ჩავარდნები გექნებათ ეძებეთ გამოსწორების გზები დაგეგმეთ სხვანაირად და აუცილებლად გამოგივათ შემდეგ ცდაზე

Posted by: kaxaberski66 19 Jun 2017, 23:11
Nat_asha
QUOTE
მე მჯერა საკუთარი თავის და ზუსტად ვიცი რომ რასაც წამოვიწყებ აუცილებლად გაამართლებს.

კაცმაც და უფალმაც ხელი გაგიმართოს მაგ შრომაში. ძალიანაც კარგია რომ ასეთი ენერგიული და მიზანდასახული ხარ.
ერთი კია, ძალიან ცხარდები ხოლმე. გინდა რომ რაც შენ იცი და დაწერ, ეგრევე ყველასთვის გასაგები და მისაღები იყოს. მსჯელობის და ყოველგვარი აზრის კრიტიკის გარეშე.
თუ შეიძლება ის გვითხარი, რომელი კუთხის შვილი ხარ?

Posted by: Nat_asha 19 Jun 2017, 23:11
QUOTE
რო ვუკვირდები რა შრომატევადია მაგის მოვლა და მერე მოკრეფა ჩავიქნიე ხელი. არაა ადვილი ჟოლოს მოვლა-მოყვანა ნამდვილად. პირველ რიგშI გარემოს ტემპერატურაზე ხარ დამოკიდებული ძალიან

ზუსტად მაგიტომ დავიწუნე მე ეგ კულტურა. ძალიან ფაქიზი მოსავლელია. საკმაო შრომა უნდა. ასე რომ წერია რომ 1 ჰა-ზე 10-12 ტონა მოდისო, ეგ საუკეთესო მოვლის პირობებში, რაც თუ მარტო იმუშავებ 1 ჰა-ზე შეიძლება მოკვდე, და დაგჭირდება მუშა-ხელიც. და მერე ამინდების მიმარტაც ნამდვილად სანერვიულოა. სეტყვა კი არა წვიმის გეშინია. ცოტა თუ გადააბა და დაგიმწიფდა მგ დროს, სველს ვერც დაკრეფავ აზრი არააქვს და ეგრე შეიძლება დაგილპეს ზედვე . ასე რომ ჯერ უნდა გადახტე და ჰოპლა მერე დაიძახო, უკვე 1 ჰა-ზე მოიყვანეს და გაყიდეს 10-12 ტონა და გაყიდვის პრობლემას წააწყდნენ. მე კიდევ სულ ყოველთვის, ყველა პოსტს , რომელიც გაყიდვას ეხება ვწერ, თუ გადახედავთ ნახავთ. როდესაც აპირებთ რამის მოყვანას, ჯერ არჩევ რა გინდა რომ ოიყვანო და მერე პოლობ მყიდველს, (2-3 ალტერნატივა მინიმუმ ) მხოლოდ ამის მერე იწყებ მოყვანას, მაითუმეტეს როდესაც ჟოლოს მსგავ მალფუჭებად პროდუქტს ეხება. შენ თუ 30 ტონა ჟოლო მოიყვანე და მერე დაიწყე მყიდველის ძებნა, სირცხვილით არსად არ თქვა რომ გაყიდვებში ერკვევი.. საზეპირო : ვარჩევთ მოსაყვან კულტურას, ვეძებთ მყიდველს (ალტერნატივებით) მერე მოგვყავს. smile.gif
* * *
QUOTE
გინდა რომ რაც შენ იცი და დაწერ, ეგრევე ყველასთვის გასაგები და მისაღები იყოს.

არა ყველასთვის გასაგები კი არ იყოს , ასე პირდაპირ აზრს ნუ ჩამიქოლავთ ხოლმე biggrin.gif რაც რამე დავწერე ოდესმე ამ ფორუმზე, არარსებობს რომ არ ჩაქოლონ და მე რასაც ვწერ საერთოდ არაა ჩემი აზრები. ჰაერიდან საერთოდ არ ვწერ არაფერს. თუ რამე ჩემი თვალით მინახავს ან ჩემზე ჭვიან ადამიანებს დაუწერიათ და წამიკითხავს , იმას ვწერ ხოლმე. თუმცა მუდმივი პესიმიზმი მხვდება . სუ ესაა, ეს პესიმიზმში არ მაგდებს , მაგრამ რავი არც დიდად მოსაწონი არაა. კამათი და გარჩევა კი არა უფრო იმას ვგრძნობ რომ ჩამჭრელ კითხვებს რო გისვამენ გამოცდაზზე ისეთი ბაზარი მიდის ხოლმე. ვუზიარებთ აქ ერთმანთს აზრებს. მე დავწერ, შენ დაწერ. ვისაც მოგვეწონება მოვიწონოთ და გავითვალისწინოთ. თუ არ მოგწონთ იდეა, მაინცდამაინც დიდი პესიმიზმის ფრქვევა არაა ხომე საჭირო biggrin.gif
* * *
QUOTE (DUDEGIVBEND @ 19 Jun 2017, 23:08 )
Nat_asha
არადროს არ ვუდგები საქმეს პესიმისტურად, ყოველთვის ოპტიმიზმით ვარ სავსე თუნდაჩ ძალიან რთულ საქმეს ვაკეთებდე. არასდროს არ ვფიქრობ რო ეს მე არ გამომივა პირიქით ყოველთვის ვეუბნები თავს რო თუ სხვამ შეძლო მეც შევძლებ. ნუ საქმეში რომელსაც ახლად იწყებ რათქმაუნდა არის პატარ პატარა ჩავარდნები მაგრამ ეს არ ნიშნავს რო ვერ გააკეთებთ, აქ ხალხი პირდაპირ წუწუნზე გადადის რო არ გაუმართლებთ და ტყუილად გადაყრიან ფულს. ან მოსავალს მოიყვანენ და ვერ გაყიდიან. წუწუნით და პესიმიზმით დაწყებული საქმე ყოველთვის მარცხისთვისაა განწირული. პირიქით თუ არ გამოგივათ ან რაღაც ჩავარდნები გექნებათ ეძებეთ გამოსწორების გზები დაგეგმეთ სხვანაირად და აუცილებლად გამოგივათ შემდეგ ცდაზე

ეგრე რაა biggrin.gif ძლივს ვიღაცა არ მოთქვამს biggrin.gif აი ჩემი ძმაა სულ ეგრე იწყებს ყველაფერს, პესიმიზმით და სულ მაგას ვეუბნები რომ ეგრე არაფერი არ გამოგივათქო და მერე მე მაბრალებს დამთარსეო biggrin.gif არადა სუ თითონ ლაპარაკობს ცუდს და განწყობაც ისეთი აქვს რომ იმენა აზრზე არ ვარ საერთოდ ეგრე რასაც აკეთებს ან როგორ აკეთებს. აუცილებელი კი არაა პირველივე წელსვე გამდიდრდეთ, ყველას მაშინვე გამდიდრება უნდა და ეგრე კიდე არაა, არცერთ საქმეში არაა ეგრე,მითუმეტეს სოფლის მეურნეობაში. ვინც დიდ ფულს დებს მათაც კი სჭირდებათ რაღაცა პერიოდი რომ იხეირონ. თუ პირველივე წელს არ გამდიდრდი ვსიო, ეგ არაა მომგებიანი biggrin.gif ამ ლოგიკას ვხედავ რასაც ვუყურებ

Posted by: koba1973 19 Jun 2017, 23:42
Nat_asha
QUOTE
თუმცა მუდმივი პესიმიზმი მხვდება

ზუსტად ვერ ვიხსენებ როგორაა: რძით პირდამწვარი დოს უბერავდაო თუ რაღაც ამდაგვარი. ვიწვნიე ერთხელ ჩავდე გარკვეული ინვესტიცია სასწაულ საქმეში, პრაქტიკულად წაუგებელში, ისეთში რომელშიც გაუსაღებელი პროდუქტი არ იქნებოდა, ხეების მოშენებაში რომელიც 7 წელიწადში ერთ კუბამეტრ მარტო მასალას იძლევა!!!! არც მთლად შეუსწავლელად შევეჭიდე პროექტს რომელსაც მილიონერი უნდა გავეხადე biggrin.gif . ვნახე ერთი წლის ნერგი რომელიც სიმაღლეში 4 მეტრი სისქეში კი 12 სანტიმეტრი იყო დიამეტრში, ვნახე სანდო ადამიანთან, რომელიც არ იყო დაინტერესებული იმით რომ მე ამ სასწაულის მოშენება დამეწყო და შესაბამისად არ მომატყუებდა. ვნახე სხვაგან 11 წლის ხე რომელსაც ხელები ვერ შემოვაწვდინე, წავიკითხე გარკვეული ლიტერატურა და შევეჭიდე რას?? რა თქმა უნდა პავლონიის მოშენებას. შედეგად ერთი ხე მიდგას ეზოში რომელსა 5 წელია ვუვლი ხეხილზე მეტად და სიმაღლეში 4 მეტრი სისქეში კი 12 სანტიმეტრი ჯერაც არ გამხდარა. სხვა პავლონიის ნერგებმა აქამდე ვერ მოაღწიეს. აი ამიტომ გისვავენ კითხვებს რომ გაარკვიონ რის გაკეთებას შეძლებენ თვითონ სინამდვილეში, იმიტომ გკითხეთ მეც იმ ახალგაზრდაზე რომელმაც მარტომ მოაშენა ნახევარ ჰექტარზე მაყვალი და უფრო მეტზე მარწყვი და როცა არ მიპასუხეთ აღარ გამიგრძელებია ჩამჭრელი კითხვები.

Posted by: Nat_asha 19 Jun 2017, 23:51
QUOTE
იმიტომ გკითხეთ მეც იმ ახალგაზრდაზე რომელმაც მარტომ მოაშენა ნახევარ ჰექტარზე მაყვალი და უფრო მეტზე მარწყვი და როცა არ მიპასუხეთ აღარ გამიგრძელებია ჩამჭრელი კითხვები.

მაგ კითხვაზე პასუხი დავწერე კაცო. პირადად მისი ფბ-ც დავდე და შემიძლია რომ მობილურის ნომერიც მოგცე არაა პრობლემა. ალბათ არ წაგიკითხავს. ვიღაცამ დაადასტურა კიდევაც რომ იყო ნამყოფი და პირადა ქონდა ნანახი რომ ნამდვილად არსებობს. რამდენიმე დღის წინ იყო კიდევ ერთი ფორუმელიც და ადგილზე ნახა. მე მივაწოდე ინფორმაცია და დაინტერესდა, უნდა რომ მოაშენოს მაყვალი და ჩავიდა მის სანახავად და ისიც დარწმუნდა ომ ნამდვილია. გამოგონებულს არაფრერს ვიძახი მეზღაპრე კი არ ვარ biggrin.gif პავლოვნიის მოყვანა შენ თუ არ გამოგივიდა არ ნიშნავს იმას რომ არავის გამოსდის. თუ გინდა გაჩვენებ საქართველოში უდიდესი პლანტაციაა მაგ ხის და 3 წლიანი ნერგები რომ ნახო შენსაზე დიდებია biggrin.gif
https://www.facebook.com/Paulownia-Association-%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-157090130974225/
აი აგერ ვიღაცა გამდიდრდა biggrin.gif

Posted by: koba1973 20 Jun 2017, 00:05
QUOTE
თუ გინდა გაჩვენებ საქართველოში უდიდესი პლანტაციაა მაგ ხის და 3 წლიანი ნერგები რომ ნახო შენსაზე დიდებია biggrin.gif

რათ მინდა ჩვენება ხომ დავწერე ერთი წლის ნერგი ვნახე უფრო დიდი. ოღონდ ვისთანაც ვნახე იმანაც მოინდომა გამდიდრება და მოაშენა, არც იმასთან გაიზარდა დანარჩენები lol.gif . თავი დაანება საერთოდ. ჩვენ რა გვიჭირს სხვამ მოაშენა მეზობელ სოფელში, დიდი ფული ჩადო, 4 თუ 5 წელი იომა და შეეშვა. გავიგე ისევ ვენახი გაუშენებია იმ ადგილზე. lol.gif lol.gif lol.gif

QUOTE
მაგ კითხვაზე პასუხი დავწერე კაცო. პირადად მისი ფბ-ც დავდე და შემიძლია რომ მობილურის ნომერიც მოგცე არაა პრობლემა. ალბათ არ წაგიკითხავს. ვიღაცამ დაადასტურა კიდევაც რომ იყო ნამყოფი და პირადა ქონდა ნანახი რომ ნამდვილად არსებობს. რამდენიმე დღის წინ იყო კიდევ ერთი ფორუმელიც და ადგილზე ნახა. მე მივაწოდე ინფორმაცია და დაინტერესდა, უნდა რომ მოაშენოს მაყვალი და ჩავიდა მის სანახავად და ისიც დარწმუნდა ომ ნამდვილია. გამოგონებულს არაფრერს ვიძახი მეზღაპრე კი არ ვარ


ეგ ყველაფერი წავიკითხე ოღონდ მე სხვა რამ ვიკითხე, ალბათ არ გახსოვთ. ვიკითხე თვითონ მოყავს საკუთარი ხელით თუ მუშებს? ანუ მამამისმა იყიდა ადგილი, იყიდა ნერგები ნუ შეიძლება თვითონ მამამისის ფულით, დაიქირავეს მუშები, მოიყვანეს მოსავალი, რა თქმა უნდა რაღაცას თვითონაც გააკეთებდა, გადაიღო სურათები და დაყარა ფბ-ზე?

Posted by: ინაველ 20 Jun 2017, 01:21
Nat_asha

ბაქიბუქის ელფერი აქვს შენს გრძელ პოსტებს ცოტა არ იყოს და ამიტომ გამოიყურება შენი პოსტები ნაკლებსერიოზულად. ვინც საქმეს აკეთებს ის ამდენს არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე და თავის უსაზღვრო შესაძლებლობებზე biggrin.gif




Posted by: DUDEGIVBEND 20 Jun 2017, 01:22
koba1973
QUOTE
ეგ ყველაფერი წავიკითხე ოღონდ მე სხვა რამ ვიკითხე, ალბათ არ გახსოვთ. ვიკითხე თვითონ მოყავს საკუთარი ხელით თუ მუშებს? ანუ მამამისმა იყიდა ადგილი, იყიდა ნერგები ნუ შეიძლება თვითონ მამამისის ფულით, დაიქირავეს მუშები, მოიყვანეს მოსავალი, რა თქმა უნდა რაღაცას თვითონაც გააკეთებდა, გადაიღო სურათები და დაყარა ფბ-ზე?


ვინ არის ეს ადამიანი მეც მაინტყერესებს მაგრამ ჰექტარზე მარტომ მუშის დაუხმარებლად ყველაფერი შენ გააკეთო რაღაც ნამეტანი ფანტაზია მგონია დღეს. ნუ თავს თუ გადადებს გააკეთებს კაცი მარა თუ გაწყდა წელში მუშაობით და ეს წვალებით ნაშოვნი ფული თავისივე ქელეხს მოახმარა რად გინდა ასეთი წვალება მითხარი ერთი. biggrin.gif
* * *
ინაველ
QUOTE
აქიბუქის ელფერი აქვს შენს გრძელ პოსტებს ცოტა არ იყოს და ამიტომ გამოიყურება შენი პოსტები ნაკლებსერიოზულად. ვინც საქმეს აკეთებს ის ამდენს არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე და თავის უსაზღვრო შესაძლებლობებზე


რა შუაშია უსაზღვრო შესაძლებლობა ადამიანი საქმეს რო შეეჭიდები ოპტიმისტურად უნდა იყო განწყობილი. ვერ ვიტან კაცს სულ ცხვირ-პირი რო ჩამოსტირის biggrin.gif ძალ ღონე არ უნდა დაზოგო შენი მიზნის მისაღწევად და არა ასე როგორც ზოგს გგონია რო პატარა ჩავარდნის მერე თავზე დაექცა ქვეყანა. გვაცალე რა ამ ოპტიმისტურად განწყობილ ხალხს ცოტა ხნით სიხარული biggrin.gif

Posted by: koba1973 20 Jun 2017, 06:50
DUDEGIVBEND
QUOTE
გაწყდა წელში მუშაობით და ეს წვალებით ნაშოვნი ფული თავისივე ქელეხს მოახმარა რად გინდა ასეთი წვალება მითხარი ერთი. biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif

არა უბრალოდ ისე იოლად ეწერა პატარა ბიჭმა ეს გააკეთა ის გააკეთაო რომ ჩემი თვითშეფასება ნულამდე დაეცა. მასე შეიძლება ოპელის ქარხნის მეპატრონეზე დავწეროთ: ამდენი წლის კაცია, წელიწადში ამდენ მანქანას აწყობს და ყიდის და ამდენი აქვს შემოსავალიო. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით lol.gif .

QUOTE
გვაცალე რა ამ ოპტიმისტურად განწყობილ ხალხს ცოტა ხნით სიხარული biggrin.gif

პარტნიორიდან სულ მესმის რა მშიშარა ხარ, მაშინვე ცუდს ფიქრობ ხოლმეო. არადაა რამდენი ნებაზე მივუშვი, იმდენი გაუმართლებელი რისკი გაწია და თანხა დავკარგეთ. მშიშარა კი არ ვარ ვცდილობ მაქსიმალურად ყველაფერი გავითვალისწინო რადგან ყველაფერი მართლა ნოლიდან მაქვს დაწყებული.

Posted by: vano22 20 Jun 2017, 09:37
Nat_asha
სანამ გადამამუშავებელი ქარხნები არ აშენდება თავისი შემნახველი მაცივრებითურთ მე დიდ ფართობზე მალფუჭებადი პროდუქციის მოყვანის სასტიკი წინააღმდეგი ვარ.

20 მეასედზე და 50 მეასედზე კი ბატონო ჟოლოსაც გაყიდი მალინასაც მაყვალსაც მარწყვსაც და ფულიც დაგრჩება მაგრამ თუ ბევრი გააშენებს ამ ნახევარ ჰექტრებსაც ისევ პრობლემა გახდება რეალიზაცია რადგან ის სამომხმარებლო ბაზარი გაჯერდება რაც დღეისათვის არსებობს ხოლო გაყინვის ან სხვა სახის გადამუშავებისა და დაფასოების გარეშე არცერთი მაღაზია ან საკონდიტრო არ გაეკარება იმ პროდუქციას.

ატამზეც იყო ადრე ბუმი ყველამ გააშენა და ბაზარზე ატმის მთები იდგა ფასი კი სასტიკად დაუვარდა მერე დათხარეს ეს ატმები ზოგმა და ვაზი და თხილი გააშენეს ახლა ცოტა მოძვირდა ატამი და ისევ თხილის და ვაზის გაჩეხვას და ატმის დარგვას აპირებს ზოგი ჩემი ნაცნობი.. არ უნდა იხტუნაოს კაცმა აქეთ იქეთ უნდა აირჩიოს რამოდენიმე რენტაბელური საქმე და იმას უნდა მიყვეს ბოლომდე



Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 09:51
QUOTE
სანამ გადამამუშავებელი ქარხნები არ აშენდება თავისი შემნახველი მაცივრებითურთ მე დიდ ფართობზე მალფუჭებადი პროდუქციის მოყვანის სასტიკი წინააღმდეგი ვარ.

აქვთ მერე გაკეთებული. აგერ ერთს კასპში აქვს ჟოლო ნახევარ ჰექტარზე და გრანტი აიღო , აშენებს მაგ შოკმაცივარს. რათქმაუნდა მე არ ვამბობ ჰაერიდან მოდისთქო ყველაფერი. მოკლედ აზრს ვერ ვხედავ აქ წერის. არანაირ თეორიებს პატივს არ სცემენ აქ. აქ პატივს სცემენ მარტო იმას ვინც კრახების შესახებ წერს. რათქმაუნდა კრახები უნდა დაიწეროს და წარუმატებლობა ბიზნესის ერთ-ერთი ნაწილია, მაგრამ მთელი აქცენტი კეთდება იმაზე რომ არაფერი გამოდის, იმას არ გამოუვიდა, არც შენ გამოგივა. რაღა იმას მივაჩერდე ვისაც არ გამოსდის თუ ეგრეა, იმას მივბაძავ ვისაც გამოუვიდა, პრინციპშI უნდა მიბაძო , ბიზნეს პრინციპში, თორემ რას მოიყვანს იმაში კი არა.
* * *
QUOTE
არა უბრალოდ ისე იოლად ეწერა პატარა ბიჭმა ეს გააკეთა ის გააკეთაო რომ ჩემი თვითშეფასება ნულამდე დაეცა.

იოლად არ მეწერა, მე მეწარა შედეგი, მისი საქმიანობა არ აღმიწერია დაწვრილებით. იძახი ჩამჭრელ შეკითხვებს არ გისვამო და აბა რა ქვია მაგას? გეუბნები კაცის ნომერს გაძლევთქო და კითხე როგორ გააკეთა, მაგაზე კარგად მე გეტყვი? მაგრამ შენი კითხვა დამცინავი და ჩამჭრელი ზუსტად იმიტომ არის რომ გინდა რომ სიტყვებზე მსდიო, რადგანაც შენ არ გჯერა ეგეთი რამეების, ზუსტად იმიტომ რომ შენ არ გამოგივიდა ის რისი გაკეთებაც სცადე. მერე ეგ იმის ბრალი კი არაა რომ პავლოვნიას ბიზნესი არ ვარგა, რატომ არ უშვებ რომ შენ ვერ ივარგე მაგ ბიზნესში? იქნება და შენ კარტოფილის მოყვანა უკეთ გამოგდის? მაგრამ ეგ არც გიფიქრია, იცი რატომ? იმიტომ რომ გინდა რომ მილიონერი გახდე და შენ ჯერ არ გინახავს ასე უბრალოდ კარტოოფილით მილიონერი ვინმე გამხდარიყო. უშრომველად ვერც პავლოვნიათი გახდები მილიონერი და ვერც კარტოფილით. შეიძლება ძალიანაც იშრომე და ყველაფერიც გააკეთე , მაგრამ რაღაცამ არ შეგიწყო ხელი. ან ადგილი არ იყო კარგი, ან თესლი. შენ თუ გული გაგიტყდა არ ნიშნავს იმას რომ სხვებსაც უნდა გაუტეხო.

Posted by: gia1970 20 Jun 2017, 09:57
vano22
QUOTE
ატამზეც იყო ადრე ბუმი ყველამ გააშენა და ბაზარზე ატმის მთები იდგა ფასი კი სასტიკად დაუვარდა მერე დათხარეს ეს ატმები ზოგმა და ვაზი და თხილი გააშენეს ახლა ცოტა მოძვირდა ატამი და ისევ თხილის და ვაზის გაჩეხვას და ატმის დარგვას აპირებს ზოგი ჩემი ნაცნობი.. არ უნდა იხტუნაოს კაცმა აქეთ იქეთ უნდა აირჩიოს რამოდენიმე რენტაბელური საქმე და იმას უნდა მიყვეს ბოლომდე


თხმელა დაერგოთ შეშაზე თუ აპირებდნენ ჩალიჩსsmile.gif

Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 10:00
QUOTE (ინაველ @ 20 Jun 2017, 01:21 )
Nat_asha

ბაქიბუქის ელფერი აქვს შენს გრძელ პოსტებს ცოტა არ იყოს და ამიტომ გამოიყურება შენი პოსტები ნაკლებსერიოზულად. ვინც საქმეს აკეთებს ის ამდენს არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე და თავის უსაზღვრო შესაძლებლობებზე biggrin.gif

საკუთარ თავზე მარტო 1 პოსტი დავწერე რას ვბაქიბუქობ ნეტა, ვამბობ იმას რაც დამისახავს მიზნად გამიკეთებიათქო და ეგ თუ ბაქიბუქობაა კიბატონო მთელი ერთი პოსტი მიბაქიბუქია. დანარჩენ პოსტებში სულ სხვებზე ვწერ და სხვებს ვაბაქიბუქებ"? biggrin.gif ხოდა გასაგებია თქვენი მიდგომა. არავისთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ ^_^ ნეტა ერთი რაც გინდათ ის გიფიქრიათ. თუგინდ ბაქიბუქად ჩამთვალეთ და თუგინდ აფერისტად biggrin.gif ნეტა მე ყოველდღე რამდენ საქმესაც ვაკეთებ იმდენს კი არა ნახევარს აკეთებდეს ზოგიერთი. biggrin.gif უსაზღვრო შესაძლებლობები ადამიანიდან გამომდინარეობს, დიახაც მაქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, რადგანაც საკუთარ თავს და ნაშრომს პატივს ვცემ, ისევე როგორც სხვისას. მე ყველა მშრომელი ადამიანი მიყვარს და პატივსაცემია ჩემთვის. როგორც გინდა ისე გაიგეთ, აქ აღარც დავპოსტავ ამ თემაში. დაგტოვებთ სასოწარკვეთილებს biggrin.gif არ მაქვს არავისთან კამათის სურვილი და ვერც რამის მტკიცებებს დავიწყებ ეხლა რა მაქვს გაკეთებული და რისი შესაძლებლობები მაქვს, არცაა საწირო. ბედნიერად 2kiss.gif აბა თქვენ იცით

Posted by: kaxaberski66 20 Jun 2017, 10:17
ინაველ
ყოჩაღ შენ, მაგარი თემა გახსენი. 10-12 დღეში 16გვერდი დაიდო.
კარგია. იკამათეთ და ყველამ თქვენი აზრი გამოთქვით გაბუტვის გარეშე.

Posted by: koba1973 20 Jun 2017, 10:28
Nat_asha
ძალიან მწყინს და ბოდიშს გიხდი თუ ჩემი კითხვა დამცინავად მიიღე. ეგ აზრადაც არ მქონია. შესაძლოა სწორად არ მესმის სმაილენის მნიშვნელობა. ვცდილობდი პოსტისთვის დამცინავი კი არა მხიარული სახე მიმეცა. არც შენი და არც არავისი წყენინება აზრადაც არ მქონია.


Posted by: mr_hammett 20 Jun 2017, 10:32
https://www.youtube.com/watch?v=zHMDNTj3Drw&t=5450s


ამას უყურე ბაკურციხის პასტორალი ქვია რეპორტაჟს

Posted by: vano22 20 Jun 2017, 10:33
Nat_asha
ნახევარი ჰექტარი წარმოება ხომ არაა. აი ასი ნახევარ ჰექტრიანი ჟოლო რომ გაშენდება ერთ ქარხანას ან ეყოფა ან ვერაsmile.gif

კრიტიკა უნდა გიხაროდეს მითუმეტეს როცა შეგიძლია საწინააღმდეგოს დამტკიცება.. აქ ხომ არავინ არ ითხოვს რამის სწავლებას ან დახმარებას როგორც მე ვხედავ ზოგადი განხილვა და დისკუსიაა რა დროსაც როგორც წესი უმეტესად კრიტიკა ჭარბობს და დისკუსიის მიზანიც ეგაა რომ რეალური არგუმენტებით დიდი მიოთმინებისა და დროის ხარჯვის შემდეგ ყველა დაარწმუნო შენს სიმართლეში.. აბა აქ რომ დავწერო მე ომბალო მომყავს 10 ჰექტარზე და მილიონერი გავხდი მეთქი მაშინვე ყველამ ომბალოს წარმოება უნდა დაიწყოს? ფული ყველგან და ყველაფერში იშოვება ბატის კვერცხის წარმოებიდან 100 ჰექტრიანი პლანტაციის ჩათვლით და იმაზე ლაპარაკიც კი რომ ამა თუ იმ საქმეში ფული არ იშოვება ეს აბსურდია. უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი საქმე რომელიც ჩვენზე იქნება მორგებული და იოლი შრომით და ნაკლები ჩალიჩით იქნება შესაძლებელი მოკლე პერიოდში სტაბილურ თუნდაც მცირე მოგებაზე გასვლა.
* * *
gia1970
აბა შენ ეგ თქვიbiggrin.gif. მასე ძირითადად ისენი იქცევიან ვისაც სხვა შემოსავლის წყარო აქ და ფეხებზე კიდია მიწა თორემ ჩემი დარგული და გახარებული ბაღი ჩემი ხელით როგორ უნდა გავჩეხო მხოლოდ იმიტომ რომ სხვა კულტურა შემოვიდა მოდაში არ დადის ჩემამდე

Posted by: ინაველ 20 Jun 2017, 10:47
Nat_asha

შენ თუ გამოუსწორებელ პესიმისტებად და ზარმაცებად გვთვლი ყველას, მაშინ შენი ადგილი აქ ნამდვილად არ არის biggrin.gif

ეს ხუმრობით smile.gif

ჯობია გავარძელოთ თემა და გავცდეთ პესიმიზმ-ოპტიმიზმის გარჩევას. ეს აღქმები სუბიექტურია და იმიტომ. რაც შენთვის ოპტიმიზმია, ჩემთვის შეიძლება გამიუცდელობის ნიშანი იყოს ან პირიქით. ორივე მხარე მართალია ამ შემთხვევაში იმიტომ რომ პერსონალური აღქმები სუბიექტურია და ყველას აქვს უფლება იფიქროს ისე, როგორც მას უნდა.

ასე ერთმანეთს თუ პესიმისტები და ზარმაცები ვეძახეთ, არაფერი გამოვა. მეტიც, ვინც სხვაზე უკეთესია რამეში, მას უფრო მეტი მოთმინება მართებს თუნდაც სუპერ პესიმისტების მიმართ - თუ რათქმაუნდა მხოლოდ იმიტომ არ ესაუბრები ვინმეს რომ საკუთარი უპირატესობა დაამტკიცო.

ასე რომ, შენი ნებაა, თუ გინდა დარჩი და განვაგრძოთ ერთმანეთის განთლება და ზრდა, თუ არა და ძალით ვერ დაგიჭერთ.


Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 10:51
QUOTE (vano22 @ 20 Jun 2017, 10:33 )
Nat_asha
ნახევარი ჰექტარი წარმოება ხომ არაა. აი ასი ნახევარ ჰექტრიანი ჟოლო რომ გაშენდება ერთ ქარხანას ან ეყოფა ან ვერაsmile.gif

კრიტიკა უნდა გიხაროდეს მითუმეტეს როცა შეგიძლია საწინააღმდეგოს დამტკიცება.. აქ ხომ არავინ არ ითხოვს რამის სწავლებას ან დახმარებას როგორც მე ვხედავ ზოგადი განხილვა და დისკუსიაა რა დროსაც როგორც წესი უმეტესად კრიტიკა ჭარბობს და დისკუსიის მიზანიც ეგაა რომ რეალური არგუმენტებით დიდი მიოთმინებისა და დროის ხარჯვის შემდეგ ყველა დაარწმუნო შენს სიმართლეში.. აბა აქ რომ დავწერო მე ომბალო მომყავს 10 ჰექტარზე და მილიონერი გავხდი მეთქი მაშინვე ყველამ ომბალოს წარმოება უნდა დაიწყოს? ფული ყველგან და ყველაფერში იშოვება ბატის კვერცხის წარმოებიდან 100 ჰექტრიანი პლანტაციის ჩათვლით და იმაზე ლაპარაკიც კი რომ ამა თუ იმ საქმეში ფული არ იშოვება ეს აბსურდია. უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ შევარჩიოთ ისეთი საქმე რომელიც ჩვენზე იქნება მორგებული და იოლი შრომით და ნაკლები ჩალიჩით იქნება შესაძლებელი მოკლე პერიოდში სტაბილურ თუნდაც მცირე მოგებაზე გასვლა.

კაცო ნახევარ ჰექტარი არ ეყოფა, მაგრამ შენ მოიყვან ნახევარს, ის მოიყვანს ნახევარს, მე მოვიყვან ნახევარს და სოფელიც აშენდება. ოღონდ მთელი საქართველო ნუ მოიყვანსო ეგ არ თქვათ. მოიყვანოს მთელმა საქართველომ დაუშვათ ჟოლო. რამდენი ჰა გამოვა ? ყველა მხარეში არ მოვა ჯერ მაგით დავიწყოთ. და მერე თუ მოიყვანს ბაზარში კი არ უნდა გაყიდოს ოღონდ, მასე თუ წავა უნდა ექსპორტზე იფიქროს უკვე. როგორც ვთქვი პირველ რიგში მყიდველი უნდა მოძებნოს ფერმერმა. აქ კიდევ ვიცით როგორც ხდება, მიხომ მოიყვანა შარშან გაყიდა, მოიტა მეც მოვიყვან გავყიდი. მიხომ და მარომ მოიყვანა ორივემ და ცოტა მიხომ გაყიდა, ცოტა მარომ გაყიდა, ფასმაც დაიწია და ვერცერთმა ვერ იხეირა. ამიტომაც ჯერ მოძებნე კლიენტი. ოღონდ სიტყვიერად კი არა რომ აი მოდი ძმაო 1 ტონა ჟოლო რომ მოვიყვანო აღებ? ის გეტყვის კიო და ვსიო ნაპოვნი მყავ კლიენტიო. არის ამისთვის მშვენიერი იურიდიული ხელშეკრულებები, რომლითაც ორივე მხარე დაცულია, და ორმხრივი ვალდებულება წარმოიქმნება, შენი ვალდებულებაა მიაწოდო ის რაოდენობა რაზეც შეთანხმდებით და ის ვალდებული გადაიხადოს ის თანხა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია მშვიდად აწაარმოო და ნერვებზე არ იყო, ვაიმე ნეტა მომოვალ წელს რა ფასი იქნება, ნეტა გავყიდი თუ არ გავყიდიო. ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიაში ვმუშაობ სწორედაც ფინანსებში. გვაქვს ჩვენი საწარმო და ბევრი რამე ვისწავლე აქ როგორ რეგულირდება ეგ ყველაფერი. გარანტიები არსად არსებობს, სწორედ ამიტომ შეგიძლია მოძებნო ალტერნატიული კლიენტებიც. ძალიან ბევრი საკითხია, ასე ზერელედ იმიტომ ვსაუბრობ რომ დაწვრილებით ვერც განვიხილავ. იმდენი ნიუანსია . ჩემს თვალწინ ტრიალებს ასე დიდი ფულები. და მე ვხედავ რას მიდგიმას მოაქვს მოგება და რას კრახი. მე ბიზნესში რამდენადაც ვერკვევი ეგრე აგრონომიაშიც რომ ვერკვეოდე ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ზოგჯერ ვნანობ ხოლმე რომ რატომ აგრონომიულიც არ დავამთავრე. დამიჯერეთ რომ რამდენიმე წელში აგრონომია პირველი ბიზნესი იქნება. ეხლა თუ ჩაებმები შეგიძლია დაიმკვიდრო ადგილი და შენი ნიშა მოიპვო. მერე უკვე როცა ყველა ჩაერთვება , კონკურენციაც დიდი იქნება და რთული იქნება უფრო ბაზარში ჩადგომა. ეს ჩემი აზრია. სწორედ ამიტომ მინდა ჩავერთო ამ საქმიანობაში. თან ვგრძნობ რომ ჩემი სფეროა. ვეცდები ცოტა თანხა დავაგროვო დასაწყებად. მერე აუცილებლად გაჩვენებთ ჩემს ნაშრომს და იმედია მაშინ მაინც დაიჯერებთ რომ ასე ცუდადაც არაა საქმე smile.gif მთავარი მაინც განწობაა. განწყობის თეორიაზე ხომ გსმენიათ? biggrin.gif
* * *
QUOTE
ასე ერთმანეთს თუ პესიმისტები და ზარმაცები ვეძახეთ, არაფერი გამოვა.

ზარმაცი არავისთვის არ მიწოდებია და პესიმისტი კი, რადგანაც მართლა ძალიან დიდ პესიმიზმს ვხედავ და არ მომწონს. იმიტომ არ მინდა დავწერო რომ ბაქიბუქი აღარ მინდა biggrin.gif

Posted by: ინაველ 20 Jun 2017, 10:56
kaxaberski66


მე ყველაზე ნაკლებაქტიური ვარ აქ იმიტომ რომ გასაზიარებელი ამ სფეროში სამწუხაროდ არაფერი მაქვს. თუმცა ჩემთვის ძალიაან ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს თემა - ბევრ რამეს სხვანაირად, რეალისტურად შევხედე.

ეს თემა რომ გავხსენი ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი - სოფელი და იქაური ყოფა მენატრებოდა. ამის იქით ვეღარ მივდიოდი იმიტომ რომ ბავშვობის მერე სოფელთან და მეურნეობასთან შეხება აღარ მქონია. მაგრამ მუდმივად მაქვს სოფლის მონატრება და მინდოდა რამე მომეხერხებინა ამ შეგრძნებისთვის.

უნდა ითქვას რომ ძალიან მარტივად ვუყრებდი სოფლად დასახლებას და ცხოვრებას და აქ ფაქტიურად თვალები ამეხილა biggrin.gif

მოკლედ, სასიამოვნო და საინტერესოა თქვენთან, გამოცდილებთაან საუბარი.

Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 11:00
QUOTE
თუ რათქმაუნდა მხოლოდ იმიტომ არ ესაუბრები ვინმეს რომ საკუთარი უპირატესობა დაამტკიცო.

საკუთარი უპირატესობა ვის უნდა დავუმტკიცო, ან როგორ რდესაც არ ვიცი ვის რა მიღწევები აქვს ცხოვრებაში, ან საერთოდ საკუთარი უპირატესობის დამტკიცების აზრს ვერ ვხედავ, რეკლამა უნდა გავუწიო ჩემს თავს? რისთვის? მრა მოგება შეიძლება მქონდეს აქედან? ძალიან უაზრო ადამიანი გამოვდივარ მასეთ შემთხვევაში. უფრო მეტიც შტერი

Posted by: vano22 20 Jun 2017, 11:11
Nat_asha
დღემდე პრაქტიკაში რაიმე შენს მიერ მოყვანილი პროდუქციის გაყიდვა გიცდია საკუთარი ძალებით?

მე საშუალო განათლება მაქ და არც პროფესიული კოლეჯი არ მაქ დამთავრებული რაც დღეს ვიცი მხოლოდ კეთილი ხალხისა და ჩემი მრავალჯერ წარუმატებელი მცდელობების შედეგად მიღებული გამოცდილებაა ამიტომ აბსოლიტურად ყველაფერს დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამიტომ ჩემი კრიტიკა არ უნდა გეწყინოს

Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 11:24
QUOTE (vano22 @ 20 Jun 2017, 11:11 )
Nat_asha
დღემდე პრაქტიკაში რაიმე შენს მიერ მოყვანილი პროდუქციის გაყიდვა გიცდია საკუთარი ძალებით?

მე საშუალო განათლება მაქ და არც პროფესიული კოლეჯი არ მაქ დამთავრებული რაც დღეს ვიცი მხოლოდ კეთილი ხალხისა და ჩემი მრავალჯერ წარუმატებელი მცდელობების შედეგად მიღებული გამოცდილებაა ამიტომ აბსოლიტურად ყველაფერს დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამიტომ ჩემი კრიტიკა არ უნდა გეწყინოს

კი გამიყიდია, სოფლის ნობათი არა მაგრამ სხვა რამ, სწორედ ჩემი გაკეთებული. ჩემი კორპუსის ბოლო სართულზე ვიყდე 22 კვადრატული 1500 ლარად. არაფერი არ იყო ოღონდ გაშლილი ადგილი იყო და არავის არაფერში სჭირდებოდა, ამიტომ ასე ვთქვათ ტყუილად გდებასო და მომყიდა მეზობელმა. მე ავდექი და და დაახლოებით 10 000 ლარი დავხარჯე,( ცოტა უფრო ნაკლები) 4 წელი ვიცხოვრე იმ 1 ოთახში და მერე 14 000 $-ად გავყიდე. სახლში ყველა მეუბნებოდა რომ დიდ სისულელეს ვაკეთებდი და რომ მაგის გაკეთებაში რაც ფული დავხარჯე ვერ ამოვიღებდი. მერე მაგ ფასად ვიყიდე დიღომში 500 კვ მიწის ნაკვეთი და ავიშენე სახლი. ეხლა ეზოში ჩემი სამყოფი მწვანილი, კიტრი , პამიდორი, ლობიო, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი, წიწაკა, ბადრიჯანი.ჭარხალი, ხახვი, ნიორი, პიტნა, მარწყვი მომყავს. ხეხილი ჯერ პატარაა. მალე ეგეც მექნება. 2 ზეთისხილი, 1 ავოკადოს ხე რამდენიმე თვისები მაქვს და წელს ალბათ არ გადავრგავ და მომოვალწელს ვგეგმავ გადარგვას. მაქვს ასევე 20 სატაცური, ჯერ წელს გამოვიყვანე ნერგები. ბროკოლი, პრასი და ისპანახი ცოტა გვიან მინდა დავთესო და სალათი . ეხლა ადგილიც აღარ მაქვს ამათთვის. ასე რომ არც მთლად ჰაერზე არ ვლაპარაკობ როგორც თქვენ გგონიათ. არ მოვახვნევინე და მე თითონ დავბარე. ვთოხნი კიდევაც ჩვეულებრივად biggrin.gif
* * *
QUOTE
მე საშუალო განათლება მაქ და არც პროფესიული კოლეჯი არ მაქ დამთავრებული რაც დღეს ვიცი მხოლოდ კეთილი ხალხისა და ჩემი მრავალჯერ წარუმატებელი მცდელობების შედეგად მიღებული გამოცდილებაა ამიტომ აბსოლიტურად ყველაფერს დიდი სიფრთხილით ვეკიდები ამიტომ ჩემი კრიტიკა არ უნდა გეწყინოს

მერე ძალიან კარგია ოდესაც გამოცდილება გაქვს, პრაქტიკა და თეორია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგიტომ ვამბობ მე რომ აგრონომიული გამოცდილებაც მქონდეს რაღა მიჭირდა. მაგრამ თუ დავაკვირდები ძალიან ბევრი მაგალითებია იმისთვის რომ დაკვირვებით შევამცირო ჩემი შეცდომები. რაღა ჩემზე გამოვცადო რაც უკვე გამოცდილია? ხოდა მე ვაკვირდები, ვის რა არ გამოუვიდა, მაგრამ ეგრევე ხაზს ვერ გადავუსვამ , იმიტომ რომ ჯერ უნდა გავარკვიო რატომ. მიზეზი რა იყო. მერე იმას შევხედავ ვისაც გამოუვიდა და აქაც მეც არ გავიქცევი იგივეს გასაკეთებლად, ჯერ გავარკვევ რატომ გამოუვიდა. მერე შევაჯამებ ამ ყველაფერს და გადაწყვეტილებას მივიღებ

Posted by: gia1970 20 Jun 2017, 11:39
სასოფლო-სამეურნე საქმიანობით დაკავებული ადამიანისთვის გაყიდვა უფრო პრობლემატურია ვიდრე პროდუქციის შექმნა
იმიტომ რომ არ სცალია თავისი მოწეული დოვლათის გასაყიდად
ვისაც სცალი კიდევ, უმეტესობას არ ეხერხება ეგ საქმე
ჟოლოს და მარწყვის შემთხვევაში
კარგი მაცივარ მანქანა
პლასმასის ყუთები კოხტა, ლამაზი სუფთა
და დღეში გაყიდი ტონასsmile.gif

Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 11:47
QUOTE
გაყიდვა უფრო პრობლემატურია ვიდრე პროდუქციის შექმნა
იმიტომ რომ არ სცალია თავისი მოწეული დოვლათის გასაყიდად

კი მაგას ვამბობ მეც რომ ფერმერი ყოველთვის გამიდველიც არ უნდა იყოს. ზოგს შეუძლია ერთდროულად ყველაფრის კეთება, სხვადასხვა მიზეზთა გამო. ზოგს ოჯახი ეხმარება და განაწილებული აქვთ , ყველა თავის სფეროშია, ზოგს მოყავს, ზოგი ყიდის, ზოგი არეკლამებს. ესაა ზუსტად საოჯახო მეურნეობა და არა ის რომ ერთი წვალობს, მოყავს , ცდილობს გაყიდოს და დანარჩენები სხედან და ფულს ელიან მარტო. უმეტესობა მე ეგეთები ვიცი სოფლებში. მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო და მითუმეტეს შრომაში. მე როცა ვამბობ მარტო გავაკეთებ, მარტოში მე ორგანიზატორობას ვგულისხმობ ყველაფრის, თორემ ფიზიკური მუშაობისთვის მომიწევს მუშახელის დაქირავება, რადგანაც მე არ მყავს ისეთი ოჯახის წევრი ვინც გვერდშ დამიდგება ამ საკითხში. ამავდროულად მე ვიზრუნებ მყიდველის მოძიებაზე. ანუ მენეჯერი ვიქნები მე და ავაწყობ საქმეს. არააქვს მნიშვნელობა რა მასშტაბებზეა საუბარი, პრინციპი ძირიტადი ყველგან ერთია. ჯერ მცირედით დავიწყებ რათქმაუნდა და მერე გავფართოვდები. დიდ ფული რომ მქონდეს ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდი...

Posted by: ინაველ 20 Jun 2017, 11:51
gia1970

მაცივარ-მანქანის და კოხტა ყუთების თემა განავრცე რა smile.gif საინტერესოა რას გულისხმობ უფრო ვრცლად smile.gif

სად უნდა გაყიდოს მემაცივრემ პროდუქტი?

Posted by: gia1970 20 Jun 2017, 11:57
ინაველ
მაცივარი მანქანა კარგია იმითომ რომ გრილად ინახავ პროდუქტს
ტრანსპორტირებისას არ ჩაგიხურდება და ფუჭებას არ დაიწყებს მალე
ყუთები უნდა იყოს შედარებით პატარები მარწყვისთვის და ჟოლოსთვის რომ არ დაიჭყლიტოს ქვედა ფენები
ყუთები ერთმანეთ კოხტად უნდა ედგმებოდეს თავზე
ასე სავსე ყუთებს კოხტად დააწყობ ერთმანეთზე, ისე ჩააწყობ საბარგულში რომ ჟანჯღარისას არ დაიშალოს და არ გაფუჭდეს პროდუქცია
ჩართავ მაცივარს და რა ტემპერატურაზეც გინდა 0-დან ზევით იმ ტემპერატურაზე გეყოლება სიგრილეში პროდუქცია
მერე დაეშვები კაშალოტ თბილის ქალაქისკენ და დაუვლი მაღაზიებს
50 მაღაზია თითო 20 კილოგრამის ამყები და აღარაა შენი ერთი ტონა მარწყვია თუ ჟოლოsmile.gif
ეფექტია როცა მაღაზიასთან მიდიხარ
მეპატრონე გამოდის და ნახულობს რომ
კოხტა სუფთა ყუთებში გაქვს პროდუქცია ჩაწყობილი
მანქანაც სუფთაა, მაცივარიც ჩართული გაქვს
იმ მომენტში მომხმარებელიც თუ ჩაივლის ისიც დააკვირდება და რეკლამაა თავისებური მომხმარებლის თვალში

Posted by: vano22 20 Jun 2017, 12:00
Nat_asha
smile.gif სოფლის პროდუქციაზე გკითხე. ბინა იყო მიტოვებული თუ სხვენი? არაფერი არ იყოო სახურავი იყიდე თუ? ვერ ვერკვევი კორპუსის ტერმინოლოგიაში.

1400 ლარად 22 კვადრატი ბინა უჩუქნია კიდე თუ ნახე რამე არ გამომაპარო მეც ავიღებ ერ ცალს (მართლა გეუბნები)


შენ გაქვს ალტერნატიული შემოსავალი და შეცდომების და ცდების ჩატარების საშუალებაც გაქვს მაგრამ მოდი თავი ჩვენ ადგილას წარმოიდგინე.


ვცხოვრობ სოფელში და ჩემი შემოსავლის 100% დამოკიდებულია მიწასა და საქონელზე მე ჩემი შრომით უნდა მოვიყვანო პროდუქცია რომელსაც კაცმა არ იცის რა მოგებით გავყიდი და ამ ფულით უნდა ვიცხოვრო მეც და გარკვეული დანაზოგიც უნდა გავაკეთო. აი ვერც კი წარმოიდგენ რამდენი წვალებაა საჭირო რომ სოფელში ნაშოვნი ფულით ნორმალური დანაზოგი მოაგროვო.

ახლა ვთქვათ ვიმუშავე 5 წელი და აბსოლიტური ნულიდან როდესაც ჯიბეში კაპიკი არ მეგდო მოვაგროვე 20კ ლარი.. ეს ფული ზოგისთვის ერთი ქეიფის ფულია მაგრამ ჩემთვის სამყაროზე ძვირფასია რადგან მისი ფასეულობა ჩემთვის ჩემს მიერ გაწეული შრომის და დროის მიხედვით განისაზღვრება და არა მისი ნომინალის.

ახლა წარმოიდგინე რომ ეს ფული გიჭირავს ხელში და შემოხვედი ამ თემაში და გინდა რომ რამე ისეთი საქმე წამოიწყო სადაც ფულის დაკარგვის რისკი მინიმუმია და გინდა რომ ამ ფულით ცხოვრება აიწყო. აი ეს ყველაფერი გაითვალისწინე და მიხვდები ჩვენი პესიმიზმის მიზეზს რადგან ჩვენ შეცდომის უფლება არ გვაქ ერთი მცდარი ინვესტიცია და წყალში გვეყრება მთელი მომავლის პერსპექტივები



Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 12:15
QUOTE
1400 ლარად 22 კვადრატი ბინა უჩუქნია კიდე თუ ნახე რამე არ გამომაპარო მეც ავიღებ ერ ცალს

არა ბინა არ იყო, არც კედლები ჰქონდა მარტო გარე კედელი და სახურავი. ბოლო სართული იყო. და მე რომ გავაკეთე და ეგრე გავყიდე მერე 2-3მა გააკეთა და იმათაც გაყიდეს ბინად biggrin.gif

QUOTE
შენ გაქვს ალტერნატიული შემოსავალი და შეცდომების და ცდების ჩატარების საშუალებაც გაქვს მაგრამ მოდი თავი ჩვენ ადგილას წარმოიდგინე.


ვცხოვრობ სოფელში და ჩემი შემოსავლის 100% დამოკიდებულია მიწასა და საქონელზე მე ჩემი შრომით უნდა მოვიყვანო პროდუქცია რომელსაც კაცმა არ იცის რა მოგებით გავყიდი და ამ ფულით უნდა ვიცხოვრო მეც და გარკვეული დანაზოგიც უნდა გავაკეთო. აი ვერც კი წარმოიდგენ რამდენი წვალებაა საჭირო რომ სოფელში ნაშოვნი ფულით ნორმალური დანაზოგი მოაგროვო.


არა მე ძალიან კარგად მესმის რომ მე სხვა სიტუაცია მაქვს , მაგრამ მე ბიზნესზე ვლაპარაკობ. აი აგრობიზნესი მაინც ხომ სხვა თემაა. როდესაც შენ არაფრიდან იწყებ ეგეც ბიზნესია. შენ შეიძლება არ გაქვს ფული მაგრამ გაქვს გამოცდილება. იცი იმაზე მეტი რამე აგროსფეროში ვიდრე მე. ესეც ხომ ერთგვარი ინვესტიციაა? მე ფული მაქვს სიტყვაზე(ამ წუთას არ მაქვს ფული biggrin.gif ) მაგრამ შენ გაქვს გამოცდილება და პრაქტიკა, რასაც ასევე დიდი დრო სჭირდება, ისევე როგორც ფულის შოვნას. ყველაფერი დროსი ფაქტორს უკავშირდება, რათქმაუნდა ყველაზე ძვირფასი დროა,დრო ფულია. ასეთ შემთხვევაში კარგი იდეაა ასეთი 2 ადამიანის გაერთიანება. ერთის ფული და მეორის ჯანი და გამოცდილება. ყველაფრის ერთად კეთება როგორ შეიძლება? მე სულ სხვა რამეს ვამბობ და შეიძება სწორედ არ გამოვთქვამ და თქვენ მაგიტომ გესმით ეგრე რომ თითქოს მე ვიძახი რომ აი ნახეთ მე რა ჭკვიანი ვარ, გაყიდვა შემიძლია და თქვენ არ შეგიძლიათთქო. მოდი მაშინ ავხსნი უფრო კარგად რასაც ვგულისხმობ. მე არავის განათლებას არ ვეხები და მე სულ აარ მგონია რომ განათლების მიღება უნივერსიტეტში და წიგნების კითხვით მიიღწევა მარტო. არსებობს ასეთი რამ, რასაც ნიჭს რომ ვეძახით. ყველას შეგვიძლია რაღაცა. მწერალი, რომელიც ძალიან მაგარ ნაწარმოებს დაწერს იმან შეიძლება ვერ გაყიდოს წიგნი თითონვე თუ მოინდომებს, რადგანაც მას აქვს წერის ნიჭი და არა გაყიდვის. მეორე შემთხვევაში ვიღაცა უნიჭომ შეიძლება უბანძესი ნაწარმოები დაწეროს და გაყიდვების სპეციალისტს მიმართოს და დიდი რაოდენობით გაყიდოს იმან ის ბანძობა. შეიძლება შენი კარგი პამიდორი უფრო იაფად ვერ გაყიდო და ვიღაცამ დამპალლი პამიდორი შენსაზე ძვირად გაყიდოს და ეს არაერთხელ განმეორდეს და ბოლოს გული გიცრუვდება. ხოდა მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და შეცვალო რამე.

Posted by: gia1970 20 Jun 2017, 12:21
ჩემს ბავშვობაში ყვებოდნენ ნუღლაზე ასეთ ამბავს, რამდენად მართალია არ ვიცი.
წაუღია ნუღლას ბლომად პომიდორი ციმბირში (ნუ ჯერ ნუღლა ნუღლა არ იყო რაsmile.gif
ხოდა ვერ ყიდის თურმე ისე სწრაფად და გაუფჭდეს იქნება, გადასაყრელი გაუხდეს
ამდგარა და ტომატატ უქცევია დანრჩენილი პომიდორი და ისე გაუყიდია
რა კარგია ბალღობაsmile.gif

Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 12:35
QUOTE (gia1970 @ 20 Jun 2017, 12:21 )
ჩემს ბავშვობაში ყვებოდნენ ნუღლაზე ასეთ ამბავს, რამდენად მართალია არ ვიცი.
წაუღია ნუღლას ბლომად პომიდორი ციმბირში (ნუ ჯერ ნუღლა ნუღლა არ იყო რაsmile.gif
ხოდა ვერ ყიდის თურმე ისე სწრაფად და გაუფჭდეს იქნება, გადასაყრელი გაუხდეს
ამდგარა და ტომატატ უქცევია დანრჩენილი პომიდორი და ისე გაუყიდია
რა კარგია ბალღობაsmile.gif

ნუღლა პაპაჩემის ძმაკაცი იყო gigi.gif

Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 12:43
QUOTE (ინაველ @ 20 Jun 2017, 11:51 )
gia1970

მაცივარ-მანქანის და კოხტა ყუთების თემა განავრცე რა smile.gif საინტერესოა რას გულისხმობ უფრო ვრცლად smile.gif

სად უნდა გაყიდოს მემაცივრემ პროდუქტი?

აი ასე ყიდის ის თელაველი ბიჭი თავის მარწყვს, კოხტად და ლამაზად დაფასოებულს

Posted by: gia1970 20 Jun 2017, 12:53
Nat_asha
QUOTE
აი ასე ყიდის ის თელაველი ბიჭი თავის მარწყვს, კოხტად და ლამაზად დაფასოებულს

ეგ კიდე წინ წასულა
ოლასმასი ყუთის გარდა
პოლიპროპილენის ყუთებიც დაუთრევია

Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 12:56
QUOTE (gia1970 @ 20 Jun 2017, 12:53 )
Nat_asha
QUOTE
აი ასე ყიდის ის თელაველი ბიჭი თავის მარწყვს, კოხტად და ლამაზად დაფასოებულს

ეგ კიდე წინ წასულა
ოლასმასი ყუთის გარდა
პოლიპროპილენის ყუთებიც დაუთრევია

კი და კარგი მარკეტინგული გათვლაა საკმაოდ
* * *
იცით რა მაინტერესებს? ვინმეს სატაცურთან თუ გქონიათ რამე შეხება?

Posted by: gia1970 20 Jun 2017, 13:01
Nat_asha
QUOTE
კი და კარგი მარკეტინგული გათვლაა საკმაოდ


კი
იმიტომ რო თვალი ჭამს და თვალი სვამს
თვალით ყიდულობს მომხმარებლის 95% სურსათს

Posted by: ინაველ 20 Jun 2017, 13:11
gia1970

არაჩვეულებრივი იდეა დადე smile.gif მომეწონა smile.gif

თან როგორც ჩანს მუშაობს დაკუმენტიც დაიდო smile.gif


Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 13:38
წელს კარფურში სატაცურს ყიდიდდნენ აი როგორ გითხრათ მასეთი ფოტოც ვერ ვნახე ინტერნეტით რომ მეჩვენებინა მიახლოებითი შემიძლია რომ დავდო. თუ კიდევ ექნებათ გადავუღებ სურათს და დავდებ, დასკოჩილი იყო ძალიან ბანძად. ხალხი მიდიოდა აიღებდა და უკან დებდა. მწვანილიც კი უკეთ იყო შეფუთული. მითუმეტეს სატაცური ესეთი ძვირი ღირს და უნდა გადაიხადო ამდენი ფული და ცოტა ლამაზად მაინც შეფუტე შე კაი მამაცხონებულო აი დავდებ ეხლა 2 ვარიანტს და თქვენ თითონ მითხარით რომელს შეიძენდით პირადად თქვენ? 1 და 2 ვარიანტები ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება აქ ვიდრე გასაყიდად იყო. ძალიან ფარჩაკი ვიდი ქონდა და კილოს ფასი კიდევ 35 ლარი გამოდიოდა.

Posted by: gia1970 20 Jun 2017, 13:51
QUOTE
წელს კარფურში სატაცურს ყიდიდდნენ

რა სატაცური რის სატაცური
დედალ-მამალ პურს არჩევენ ხოლმე მაღაზიაში
და სატაცურს ხო საერთოდ მიკროსკოპში გაატარებენ lol.gif

Posted by: Nat_asha 20 Jun 2017, 13:56
QUOTE (gia1970 @ 20 Jun 2017, 13:51 )
QUOTE
წელს კარფურში სატაცურს ყიდიდდნენ

რა სატაცური რის სატაცური
დედალ-მამალ პურს არჩევენ ხოლმე მაღაზიაში
და სატაცურს ხო საერთოდ მიკროსკოპში გაატარებენ lol.gif

იცი რა? 32 ლარს რომ კილოში ვიხდი, წესიერი კონა მაინც უნდა გააკეთო როგორც მინიმუმ. გარდა ამისა სატაცური ესთეტიურ ბოსტნეულში გადის და ძალიან უხდება როცა კარგად არის გაფორმებული ვიზუალურად. მიმზიდველია როდესაც ზედ ეტიკეტის სახით აწერია ვისი წარმოებულია, სად არის მოყვანილი, როდის დაიკრიფა და ძალიან კარგს იზამდა თუ კი 1-2 მარტივ რეცეპტსაც მიაწერდა ზედ, რადგანაც ეს კულტურა ჯერ საქართველოში არაა ისეთი პოპულარული. არ მეთანხმებით?

Posted by: levani169 20 Jun 2017, 19:03
Nat_asha
QUOTE

მე რასაც გიყურებთ აქ უმეტესობა ძალიან პესიმისტია და ურწმუნო თომა

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif იმიტომ რომ გენაცვალე (მილედი) თქვენგან განსხვავებით "აქ მპოსტავთა უმეტესობას" გვცმია ეგ ფერმერ-გლეხური ვალინკები და გზადაგზა თანაც ხშირ-ხშირად ისეთი მწარედ მოუჭერია ხოლმე რომ ქაღალდზე დაწერილ-ნაანგარიშებით ასაშენებელ სიმდიდრის კოშკებს არც ისე ზერელედ და მარტივად ვუყურებთ.
ამ საქმეებში ასეთი თავდაჯერება ცოტა არ იყოს ირონიას იწვევს,ათასი გაუთვალისწინებელი რისკი ახლავს სოფ მეურნეობას და როდის საიდან რა გამოგიტყვრება ნათელმხილველიც ვერ გიწინასწარმეტყველებს ვერასდროს,ასე რომ გაიუტუბებულ და გაფეისბუკებულ წარმატებულ ხალხს კი არა რომლებიც უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენენ ამ სფეროში დასაქმებულებისა იმ ნაწილის წარუმატებლობის მიზეზი უნდა იკვლიო მუდმივად რომელთა რაოდენობაც 99.99% და რომელთა უმეტესობასაც შრომისმოყვარეობას და საქმისადმი გულიან დამოკიდებულებას ვერ დაუწუნებ. 2kiss.gif

Posted by: ინაველ 20 Jun 2017, 19:24
levani169

ეს ინტერნეტ-წარმატებული ტიპები რა ფენომენია საერთოდ? ნახევარს იტყუებიან თუ მართლა ეგრე აქვთ აწყობილი სიტუაციები? biggrin.gif მე მგონია იმიჯმეიკინგის ამბავია და სინამდვილეში ყველაფერი ისეარ არის როგორც წარმოაჩენენ.

აი ის ნამჯის სახლის ხალხია ეგეთები ჩემ თვალში.

Posted by: vano22 20 Jun 2017, 19:42
ინაველ 90% ს ან მამა აფინანსებს ან დედა საბერძნეთ ისრაელიდან..

Posted by: koba1973 20 Jun 2017, 20:38
QUOTE
ინაველ 90% ს ან მამა აფინანსებს ან დედა საბერძნეთ ისრაელიდან..

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
არა ბიჭო ჩემსავით თითონ წვალობენ ყველაფერზე.
ისე ეგეც კარგია, თორემ ზოგი დედმამის ფულს ტოტალიზატორში და წამალში უშვებს.

QUOTE
აი ის ნამჯის სახლის ხალხია ეგეთები ჩემ თვალში.

ეგენი თავის ჭიას ახარებენ, შემოსავალი სხვა საქმიდან აქვთ და შეუძლიათ თავს გართობის უფლება მისცენ.

Posted by: spana84 20 Jun 2017, 20:39
ძალიან ბევრმა ჩადო დედების და დეიდების ნაშოვნი ფული ისეთ საქმეში, რომლოს გარყყმაშიც არ იყვნენ და გაკოტრდნენ ძალიან მალევე. იშვიათია ეგეთი ტიპების წარმატება. ისეთებს კი ვისაც მეტნაკლები ცოდნა და გამოცდილება აქვს ინვესტიციის მოზიდვა უჭირს. აგრობიზნესი არის ბიზნესის ტიპი სადაც ყველაზე რთულია პროგნოზის გაკეთება და მოგების წინასწარ განსაზღვრა. არც მარტო შრმისმოყვარეობა და ყისმათია საკმარისი და არც მხოლოდ ფული ამ ბიზნესის დასაწყებად. ბევრი თვისების და ფაქტორის გაერთიანებით კეთდება მხოლოდ წარმატებული (არამარტო) აგრობიზნესი.

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2017, 00:34
gia1970
QUOTE
ჩემს ბავშვობაში ყვებოდნენ ნუღლაზე ასეთ ამბავს,

სიღკაღის რაიონიდან ხარ?




[b]Nat_asha

QUOTE
ნუღლა პაპაჩემის ძმაკაცი იყო 

თქვენც ქალბატონო?
* * *
levani169
QUOTE
,ათასი გაუთვალისწინებელი რისკი ახლავს სოფ მეურნეობას და როდის საიდან რა გამოგიტყვრება ნათელმხილველიც ვერ გიწინასწარმეტყველებს ვერასდროს,

ზევით ჩემს ფერმერობის ისტორიას ვწერ. და თუ მომავალში თვალს მიადევნებ, სწორედ ასეთი მოულოდნელი შემთხვევები იქნება. აი ისეთი 100% ჯერ თავს რომ არ გადახდენია საერთოდ არავის.

Posted by: ინაველ 21 Jun 2017, 00:52
სიღნაღელები შევიკრიბეთ ამ თემაში?
რაღაცა არსებობს biggrin.gif

kaxaberski66

მალე გამოვა მომდევნო ეპიზოდი? smile.gif
საინტერესო ადგილზე გაწყდა

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2017, 01:18
ინაველ
QUOTE
სიღნაღელები შევიკრიბეთ ამ თემაში?

ეტყობა ბევრნი ვართ სიღნაღის რაიონიდან და სხვა რაიონებიდანაც, ძალზე საინტერესო და საქმის კარგად მცოდნე ხალხია აქ. რაც ძალიან მიხარია.
QUOTE
მალე გამოვა მომდევნო ეპიზოდი?
საინტერესო ადგილზე გაწყდა

გამოსვლით გამოვა. დილაზე მინდა რომ გავაგრძელო, მაგრამ ძალიან მიჭირს წერა.

Posted by: vixn 21 Jun 2017, 01:20
kaxaberski66
გელოდებით კახაბერ.

Posted by: koba1973 21 Jun 2017, 07:06
QUOTE
სიღკაღის რაიონიდან ხარ?

მე ვარ სიღნაღის რაიონიდან.

QUOTE

ძალიან ბევრმა ჩადო დედების და დეიდების ნაშოვნი ფული ისეთ საქმეში, რომლოს გარყყმაშიც არ იყვნენ და გაკოტრდნენ ძალიან მალევე.

ბევრია მასეთი. ალბათ საკუთარი ოფლის სუნი რომ არა აქვს იმ ფულს არ ენანებათ.

Posted by: Nat_asha 21 Jun 2017, 09:54
QUOTE
თქვენგან განსხვავებით "აქ მპოსტავთა უმეტესობას" გვცმია ეგ ფერმერ-გლეხური ვალინკები

ხოდა აბა ეგეც არ იცი რომ "ფერმერ-გლეხური ვალინკი" მცმია biggrin.gif ველას ფაიფურის რატო გონია გოგო ვერ ვხვდები რაა biggrin.gif დამიბარია კიდევაც და გამითოხნია კიდევაც, ბეტონიც კი ჩამისხავს ჩემს ეზოში biggrin.gif 99.99% როცა წარუმატებელია და ამავდროულად შრომისმოყვარე ეგ არ ნნიშნავს იმას რომ არაფერი ეშლება ... მე ვაკვირდები წარმატებულსაც და წარუმატებელსაც და იმას ვარკვევ რატოა არმატებული თუ წარუმატებელი. როცა წარუმატებელია ეგ იმას სულაც არ ნიშნავს რომ იჯდა სახლში და მაგიტომაა. მე მინდა რომ განვიხილო სიტყვაზე დაუსეტყვა ნაშრომი ხო? იყო თუ არა გამოსავალი? სიტყვაზე ვერ გაყიდა და დაულპა? რატო ვერ გაყიდა მიხომ და გაყიდა მარომ? აი ამას რომ ვარჩევ ხოლმე ვხვდები რომ ფერმერ გლეხებს ბევრი რამე ეშლებათ ზოგჯერ. და კი ზუსტადაც გარედან უფრო ადვილია ლაპარაკი და დანახვაც ადვილია გარედან. ზუსტად გადამეტებული შრომით ბევრ რამეს ვერ აკეთებს, ბევრი რამე ეპარება . მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ვირაცას ვისაც გამოსდის რეკლამაა და მეტი არაფერი. ყველას იმის სჯერა რასაც თითონ მოიმკის, აბა ივანიშვილს კითხე ეხლა გამდიდრება თუ არის ძნელითქო? გეტყვის არა არის ძნელიო, იმიტო რო მდიდარია და აბა შენ გკითხო? მეტყვი რო მაგარი ძნელია იმიტომ რომ არ ხარ მდიდარი. სულ ესაა მარტივად რომ ვთქვათ biggrin.gif
* * *
კი სიღნაღიდან ვარ, პაპაჩემი კიდევ მეღვინე იყო და ნადირობის მოყვარული biggrin.gif ბებიაჩემი ყვებოდა ხოლმე ნუღლაზე რო მეგობრობდნენ და მოდიოდა ხოლმეო და კიდე ეძიკას ცოლს რო შუბა აჩუქა და სარჩულის შიგნიდან ამოუკერა რაღაცა რომ მისი ნაჩუქარი იყო დაემტკიცებინაო biggrin.gif და რავი რაღაცა ისტორიებს ყვებოდა კიდე, აღარ მახსოვს, მაგრამ ნუღლა მახსოვს მაგიტო რო პატარა რო ვიყავი ეგეთი სახელი არ მქონდა გაგებული და დამამახსოვრდა biggrin.gif

Posted by: ინაველ 21 Jun 2017, 10:11
Nat_asha
QUOTE
ველას ფაიფურის რატო გონია გოგო ვერ ვხვდები რაა


შენ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე. იგულისხმებოდა ის გამოცდილება - დადებითი და უარყოფითი - რაც ამ ფერმერებს აქვთ და არა მაინცდამაინც თოხის ხელში ჭერა. ზედმეტად პედალირებ შენ ამ თემას. კომპლექსი გაქვს? რატომ ცდილობ ყოველ პოსტში საკუთარი თავის ძლიერ გოგოდ წარმოჩენას? ვინ გითხრა რომ სუსტი ხარ? ერთმანეთისგან განასხვავე პოტენციალი და გამოცდილება. შენ ხარ პოტენციურად კარგი ფერმერი, მაგრამ არ გაქვს პრაქტიკული გამოცდილება. ამიტომ შენი და გამოცდილების ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება. სულ ეს არის.

პ.ს. თოხი რომ ხელში გჭერია ერთი-ორჯერ და სიმინდი ან ლობიო გაგითოხნავს, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს biggrin.gif ჩვენ იმ თობის ხალხი ვართ, ვისაც ჯერ კიდევ ბებია-პაპა სოფლებში გვყავს/გვყავდა და ბავშვობიდანვე გვქონდა სოფელთან შეხება. ამიტომ ეგ დიდი მიღწევა ვერ არის და ამით ასე არ უნდა ამაყობდე და იმიტომ რომ შენ თავადვე არ შეზღუდო საკუთარი შესაძლებლობები. შენ უფრო მეტი შეგიძლია ვიდრე თოხის ხელში ჭერაა და მხოლოდ ამ უნარებს ნუ დასჯერდები biggrin.gif

გოგო სუსტია და რაღაცების კეთება არ შეუძლია - ეს წარმოდგენები ჩვენ აქ უმრავლესობას არ გვაქვს და საერთოდ უადგილოა ასეთი ხაზის გატარება ამ თემაში და იქნებ დავასრულოთ ერთხელ და საბოლოოდ smile.gif

Posted by: Nat_asha 21 Jun 2017, 10:21
QUOTE (ინაველ @ 20 Jun 2017, 19:24 )
levani169

ეს ინტერნეტ-წარმატებული ტიპები რა ფენომენია საერთოდ? ნახევარს იტყუებიან თუ მართლა ეგრე აქვთ აწყობილი სიტუაციები? biggrin.gif მე მგონია იმიჯმეიკინგის ამბავია და სინამდვილეში ყველაფერი ისეარ არის როგორც წარმოაჩენენ.

აი ის ნამჯის სახლის ხალხია ეგეთები ჩემ თვალში.

შეგიძლია მიხვიდე და ადგილზე ნახო რა არის რეალობა და რა იმიჯი. ნებისმიერი ფერმერის ადგილსამყოფელის გარკვევა ადვილია და ადგილზე რომ მიხვალ და შენი თვალით დაინახავ ეგ იქნება შენთვის დამაჯერებელი როდესაც ეჭვები გაწუხებს. ნამჯის სახლი ცოტა სხვა ამბავია. ეგენი ფერმერობით თავს სულაც არ ირჩენენ. სხვა ბიზნესი აქვთ და ფერმერობით ფულის შოვნას მომავალში გეგმავენ და მე თითქმის დარწმუნებული ვარ რომ გამოუვათ, რადგანაც საკმაო ცოდნას ფლობენ ბევრ რამეზე და თან ფინანსურადაც შეუძლიათ დააფინანსონ საკუთარი პროექტები. და კიდევ იმაზე რომ დედ-მამის ფულით ხდებიანო, არც ეგ არ მიმაჩნია სირცხვილად რომ ვინმე დედ-მამის ფულით რამეს იშოვნის. ყველა ოჯახზეა დამოკიდებული თითქმის. ძალიან იშვიათად რომ სრულწლოვანი ხდებოდეს საქართველოშ და ადგეს წავიდეს სახლიდა. თითქმის ყველა (იშვიათი გამონაკლისის გარდა) მშობლის სახლში ცხოვრობს, მშობელი აჭმევს, ტანსაცმელს ყიდულობს და ზოგჯერ უარესი სიგარეტსაც და ლუდის ფულსაც მშობელი აძლევს და ზოგი მუშაობს და სიგარეტს და ლუდს ყიდულობს თითონ. უნივერსიტეტში ფასიანზე სწავლობენ და მშობლები უხდიან ფულს და მერე ზოგი აფასებს ამას, ზოგს კი მიაჩნია ვალდებულად. მშობლის მოცემულ ფულად ნუ აღიქვავთ მარტო იმას რომ პაჩკა ფული მოგცეს.მშობელი მუდმივად აძლევს შვილს იმას რისი მიცემაც შეუძლია და თუ ფული აქვს მშობელს და ჭკვიანი შვილი ყავს უკეთესს ვის უნდა მისცეს? და თუ მიცემული ფულით ეს უფრო მეტს იშოვნის და ოჯახს მოახმარს და ბიზნესში ჩადგება ამაში სასირცხვილო რა არის? თუკი წინაპრებისგან დატოვებულ მიწაზე მოვიყვანთ რამეს გამოდის ჩვენი ნაშრომით არ ყოფილა და ბანძები ვიქნებით? ადამიანი რომელიც მშობლის ფულით გააკეთებს კარგად რამეს გეტყვით რომ ის ადამიანი ვარგა ცხოვრებაში და ის თითონაც შეაგროვებდა მაგ ფულს, და თუ არ ვარგა ადამიანი ფული კი არა მთელი ცხოვრება რომ ფული აძლიო არასდროს ექნება. მე ასე ვფიქრობ yes.gif
მართალი გითხრა მე თუკი რამის გაკეთება მინდა, მინდა რომ ჩემი შვილი ჩემზე უკეთ ცხოვრობდეს და მინდა რომ მას დახვდეს იმდენი რამდენიც მე არასდროს არ მქონია. მინდა რომ არ უწევდეს ჩემსავით გროვება რამის გასაკეთებლად. მინდა რომ ფული მე დავახვედრო. სინამდვილეში მომავლისთვის არ ვაკთებთ ყველაფერს? აბა რომელი ეტყვის დედას რომელსაც ფული აქვს არა არ გამოგართმევ ფულს მე თითონ უნდა 30 წელი ვიმუშაოო გულახდილად თქვით. მე გამოვართმევდი, ნეტა ქონდეს და biggrin.gif
* * *
QUOTE (ინაველ @ 21 Jun 2017, 10:11 )
Nat_asha
QUOTE
ველას ფაიფურის რატო გონია გოგო ვერ ვხვდები რაა


შენ პირდაპირი მნიშვნელობით გაიგე. იგულისხმებოდა ის გამოცდილება - დადებითი და უარყოფითი - რაც ამ ფერმერებს აქვთ და არა მაინცდამაინც თოხის ხელში ჭერა. ზედმეტად პედალირებ შენ ამ თემას. კომპლექსი გაქვს? რატომ ცდილობ ყოველ პოსტში საკუთარი თავის ძლიერ გოგოდ წარმოჩენას? ვინ გითხრა რომ სუსტი ხარ? ერთმანეთისგან განასხვავე პოტენციალი და გამოცდილება. შენ ხარ პოტენციურად კარგი ფერმერი, მაგრამ არ გაქვს პრაქტიკული გამოცდილება. ამიტომ შენი და გამოცდილების ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდება. სულ ეს არის.

პ.ს. თოხი რომ ხელში გჭერია ერთი-ორჯერ და სიმინდი ან ლობიო გაგითოხნავს, ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს biggrin.gif ჩვენ იმ თობის ხალხი ვართ, ვისაც ჯერ კიდევ ბებია-პაპა სოფლებში გვყავს/გვყავდა და ბავშვობიდანვე გვქონდა სოფელთან შეხება. ამიტომ ეგ დიდი მიღწევა ვერ არის და ამით ასე არ უნდა ამაყობდე და იმიტომ რომ შენ თავადვე არ შეზღუდო საკუთარი შესაძლებლობები. შენ უფრო მეტი შეგიძლია ვიდრე თოხის ხელში ჭერაა და მხოლოდ ამ უნარებს ნუ დასჯერდები biggrin.gif

გოგო სუსტია და რაღაცების კეთება არ შეუძლია - ეს წარმოდგენები ჩვენ აქ უმრავლესობას არ გვაქვს და საერთოდ უადგილოა ასეთი ხაზის გატარება ამ თემაში და იქნებ დავასრულოთ ერთხელ და საბოლოოდ smile.gif

მე ჩემს თავზე არ დამიწერია პირადად, მე დავწერე რომ გოგო ზოგადად ყველას ფაიფურის არსება გონია და კომპლექსი კი არ მაქვს ძალიან ხშირად მესმის და ვგრძნობ მაგ ქვეაზრს. გოგოა და ნეტა რა იცის? მაგან რა უნდა იცოდეს არც თოხი ჭერია ხელში და არც ბარი. თუ ეტყვი მჭერია გეტყვის ერთხელ რაღაცა გეჭირა ეგ არაფერიაო. ყოველთვის აუფასურებთ რაც უნდა თქვა იმიტომ რომ ეგ მიდგომაა და გამჯდარი აქვს ეგ ქართველ კაცებს 99 % მასეა ფაქტია. შენ მაგას ვერ იგრძნობ რადგანაც ქალი არ ხარ biggrin.gif ბებიაჩემსაც ქონდა ვენახიც და ბევრი რამეც მოყავდა და მეც სულ დავყვებოდი და ბევრ რამესაც ვაკეთებდი ჩემი შესაძლებლობის შესაბამისად. თითონ სახლის ეზოში მე და ჩემ ძმას 2 ბოსტანი გვქონდა გამოყოფილი , რომელსაც ჩვენ თითონ ვამუშავებდით და ზუსტად ერთნაირ ნათესს ვაკეთებდით და შეჯიბრებას ვაწყობდით ვისი უფრო კარგი მოსავალი მოვიდოდა, ხშირად ვერ ასწრებდა ჩვენს იქ ყოფნაში მოსავალს და ბებოს ვაბარებდით აეწონა ყველაფერი და მოეწერა ჩვენთვის (მაშინ წერილებს ვუგზვნიდით ხოლმე არ იყო მობილურები) ის კიდე გულს არ გვწყვეტდა და ორივესი ერთნაირი იყოო და ჩემზე მეტი მოსავალი მოგივიდათ თქვენო გვწერდა ხოლმე. მაგრამ მაგას არც იმად ვთვლი რომ არიქა რა გამოცდილი ვართქო და არც იმას ვიტყვი რომ აზრზე არ ვარ და ცხოვრებაში ერთხელ გამითოხნია და ლობიო ერთხელ მომიყვანიათქო. კომპლექსი მე კი არ მაქვს თქვენ უფრო გაქვთ. ყველა წარმატებულ ადამიანში ეჭვი გეპარებათ და ვისაც წარმატების სურვილი აქვს იმაშიც biggrin.gif biggrin.gif war.gif აი თუნდაც 1 მაგალიტს გეტყვი : ჩემს ეზოში ვაზის კალმები ჩავარჭე. მეზობლის კაცმა მითხრა რას აკეთებ ქალის დაკალმებული ვაზი არ გამიგიაო biggrin.gif biggrin.gif მე კიდევ ეგეთი რამე არ გამიგია biggrin.gif კაცების განწყობა ქალის მიმართ საქართველოში ესაა და აქაც ხშირად აგდებულად იმიტომ უყურებთ ჩემს ნაწერს რომ გოგო ვარ 80 % მაინც მაგას ფიქრობთ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. აწვებით ერთ აზრს რომ ერთმანეთს დაუდასტუროთ და დააჯეროთ რომ ყველაფერი წამგებიანია, და რომ შეიძლება რამის მოყვანა გამოგივიდეს მაგრამ ბუნება ისეთია რომ დაგისეტყვავს ან გაგიფუჭებს ან რამე და თუ მოგივიდა კიდე ვერ გაყიდი და აბა ეგეთი აზრი იმდენჯერ დაწერეთ რომ ანმდვილად გადაიფიქრებს კაცი და იფიქრებ ჯობია ქალაქშ ისევ სტაბილური ხელფასი მაინც მაქვსო. სულ ესაა

Posted by: ინაველ 21 Jun 2017, 10:50
Nat_asha

ისევ შენსას მიერეკები და აღარაა უკვე სახუმარო. აგიხსენით მილიონჯერ შენი და სხვების ხედვებში განსხვავების მიზეზები და შენ თუ მაინც ფიქრობ რომ გოგოობის გამო გჩაგრავენ, უკვე შენი პრობლემაა. თუ გინდა აქ საუბრის გაგრძელება, კეთილი ინებე და ამოდი მაგ სქესობრივი დისკრიმინაციის ორმოდან, თუარა და ნუ გვირევ წადი სხვაგან აურიე.

Posted by: gia1970 21 Jun 2017, 11:03
kaxaberski66
QUOTE
gia1970
QUOTE
ჩემს ბავშვობაში ყვებოდნენ ნუღლაზე ასეთ ამბავს,

სიღკაღის რაიონიდან ხარ?


არა პატივცემულო
თბილისელი ვარ
წარმოშობით ცაგერის რაიონიდან
ანუ ლეჩხუმელი გახლავარ

Posted by: Nat_asha 21 Jun 2017, 11:05
რა აგრესიული ხარ smile.gif ბუნიაობას გილოცავთ ყველას ^_^ არსად არაფერი ამირევია და არავითარი პრობლემა არ მაქვს. არც არავითარ ორმოში არვარ biggrin.gif მაგ დისკრიმინაციაზე შენ თითონ წამოიწყე ლაპარაკი, ჯერ იმაზე რო ვინმეზე მეტი ხარო, მერე გოგოს კომპლექსი გაქვსო. ძლიერი გოგო გინდა გამოჩნდეო, მაგრამ სად რომელ პოსტში დაინახე ძლიერი გოგო? ესეიგი შენ დაინახე რომ მე ვარ შენზე ძლიერი და დაკომპლექსდი შენ თითონ თორემ არსად მახსოვს ეგეთი რამე დამეწეროს. ა უი დამავიწყდა აქ უნდა დამეწერა როგორი წარუმატებელი ვარ და ტაშს დამკრავდნენ , წარმატებულები უბრალოდ ბაქია ხალხია, ალბათ ნაკლებად ტრიალებს შენს გარშემო წარმატებული ხალხი და მაგიტომ არ გჯერა რომ ეგეთები რეალობაშიც არსებობენ. მართალი ხარ მე აქ არაფერი არ მესაქმება საერთოდ ამ თემაში smile.gif ჩემი ნაკლი ისაა რომ წერა მიყვარს და ყველაფერზე ვრცლად ვწერ ხოლმე . დაჯექით და იმსჯელეთ რამდენიც გინდათ. თუ მე ამ თემაში დავპოსტო ამის შემდეგ მაგრად შეგიძლიათ მაგინოთ biggrin.gif ვოტ სულ კარგად ბრძანდებოდეთ

Posted by: ინაველ 21 Jun 2017, 11:06
Nat_asha

კარგაათ

-----------------------

Posted by: vano22 21 Jun 2017, 11:30
Nat_asha ზემოთ წერდი რომ სიძნელეები არ მაშინებს და წარუმატებლობის მიუხედავად კვლავ შემიძლია ბრძოლის გაგრძელებაო. აქ კი პირველივე მარცხისას დაყარე ფარ ხმალი და მიდიხარ? კი მაგრამ რატომ? რა დისკრიმინაცია რის დაცინვა ნურც კი იფიქრებ რომ ვინმე თავს პიროვნულად შენზე უკეთესად თვლიდეს და შენ გამცირებდეს ეს საერთოდ ასტრალური თემაა.. მოდი დადე შენი ხელის გულის ფოტო და დაგვიმტკიცე ყველას რომ მშრომელ ყოჩაღ და მოცად ადამიანთან გვაქ საქმე რომელიც თავისი ფიზიკური შრომით მოწეული მოსავლით ამაყობს და შეუძლია რეალურად საქმის კეთება...




მე დავდებდი ჩემი ხელის ფოტოს მაგრამ ხელია თუ მიწის გორახი მაინც ვერ გაარჩევთ და აზრი არ აქsmile.gif

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2017, 11:59
სანამ თხრობას გავაგრძელებდე, მინდა ვთქვა, მოხარული ვარ იმით რომ დაგაინტერესათ ჩემმა მონათხრობმა.
მანქანა ვიყიდეთ და ტვირთს ხელით აღარ დავათრევდით. ეს უკვე შვება იყო. იცით, ხშირად ასეთი გრძნობა მქონდა ხოლმე. ფეხით მიმავალს ფერმისკენ ან სახლისკენ, მანქანა რომ გამიჩერებდა ბევრჯერ არ დავმჯდარვარ. თითქოს და ჩვენ საქონელს ვამრავლებდით, ყველს ვყიდდით და ამ დროს სხვისი წასაყვან-წამოსაყვანები ვიყავით. ეს ჩემი შინაგანი შეგრძნება იყო, თორემ იმას არ ვამბობ ხალხი ასე ფიქრობდა ჩვენზე.
საერთოდ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია(თავისებურია). ამიტომ შეგრძნებებიც თავისი აქვს, რომელიც შეიძლება სხვამ ვერ გაიგოს თუ საიდან მომდინარეობს ეს გრძნობა.
ზევით დავწერე მეზობლად მყოფ მეველეზე, რომელმაც ყველის გაკეთება მასწავლა. არა მარტო ყველის, არამედ საქონელთან დაკავშირებით ბევრი რამ ვისწავლე მისგან.
ეს კაცი 65-67 წლის იქნებოდა იმ დროს. თავისი რამდენიმე ძროხა გრძელი, 20-30 მეტრიანი თოკებით ჰყავდა დაბმული მინდორში, ისეთ მანძილებზე რომ ძროხები ძოვებისას ერთმანეთზე არ გადახლართულიყვნენ. ერთხელაც ეს საქონელი დაბმულია ნაყანარში. ყანა გაილეწა და შიგ იყო დარჩენილი ძროხისთვის საჭმელი. გამოუვლია მანქანით კოლმეურნეობის თავმჯდომარეს. ადგილ-ადგილ ცეცხლი ჩაუგდია ნაყანარის გადასაწველად, რომ ხელახლა მოხნან. მერე დამჯდარა მანქანაში და წასულა. ცეცხლი უცებ მოედო მინდორს. მინდორში საქონელი თოკზეა დაბმული, ცეცხლი ყველა მხრიდან უახლოვდება საქონელს. გავიქეცი საქონლის მისახმარებლად. პატრონი მეორე მხრიდან მორბის, მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა? იმ ცეცხლს შვეულმფრენიდან თუ ჩააქრობდი მხოლოდ.
ეს ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ცეცხლმა თოკები გადაწვა, საქონელი განთავისუფლდა საბელისგან და თავსაც უშველა.
მინდვრის გადაწვის ასეთი წესი არსებობს. რომელი ნაკვეთიც უნდა გადასწვა, იმ ნაკვეთს უნდა ჰქონდეს გარშემო შემოხნული რომ ცეცხლი მეზობელ ნაკვეთში არ გადავიდეს. შემოხვნის გარეშე შეიძლება მთელი მინდვრები გადაიწვას.
ეს მაგალითი იმის, რომ კაცმა უნდა იაზროვნოს რას აკეთებს. და მეორეც, შენ რაც არ გეხება არ უნდა გააკეთო. რა ესაქმებოდა კოლმეურნეობის თავმჯდომარეს მინდვრის გადაწვასთან. რა მემინდვრეები არ იყვნენ?
ასეთივე რამე მამაჩემსაც დაემართა. ქრონოლოგიურად დრო რომ მოვა, მოვყვები.
ხოდა, იქ ვიყავი მანქანა რომ ვიყიდეთ და ოჯახს საქმე გაუიოლდა და მე გამირთულდა.
საქმე იმაშია რომ მე მანქანას ვერ ვატარებდი. არც მართვის მოწმობა მქონდა. ჩემი ძმა ატარებდა და მანქანის ყიდვიდან თითქმის სულ სახლში იყო, მე ფერმაში. რამეს რომ მოიტანდა ფერმაში და უკან წაიღებდა წასაღებს, სახლში დარჩებოდა, ისევ ფერმაში ხომ არ წამოვიდოდა. და თუ მოვიდოდა ფერმაში და მე შემცვლიდა, რაც უკვე იშვიათად ხდებოდა, მანქანაც ფერმაში რჩებოდა და მე ისევ ფეხით მიწევდა სახლში წასვლა. აბა მე მანქანის ტარება არ ვიცოდი. მამაჩემსაც ბევრი საქმე ჰქონდა, მარტო ფერმა ხომ არ იყო, მამა-პაპისეული ვენახები და მიწები გვქონდა. იმასაც მოვლა ხომ უნდოდა.
ხოდა ასე, ეს ფერმა მოწოლილი იყო ჩემს მხრებზე 80% ით. თან ყველა საქმეს ერთი ორგანიზატორი და უფროსი უნდა ჰყავდეს. ეს უფროსი იყო ჩემი უმცროსი ძმა.კაცი უნიკალური და ყველაფერში ძალიან მაგარი. საქმის გაკეთებაში, დალაპარაკებაში, გაქცევაში და არ წაქცევაში. ერთი სიტყვით როლები თავისით გადანაწილდა. ჩემი ძმა უფროსი. მამაჩემი ვეტექიმი და ჩემი დამხმარე, მე მწყემსი, მწველავი, მხვეტავი, ხაბაზი, მზარეული და რა ვიცი კიდევ რა.
გადავიღალე აღარ შემიძლია.
ვდგებოდი დილით ძალიან ადრე. ბაკიდან გამომყავდა საქონელი და ვაბამდი მოსაწველად. მოვწველიდი, ხბორებს ვაჭმევდი. საქონელს გავუშვებდი საბალახოდ, ამ საქმეს მიჰქონდა ორი საათი. მინდორი ფერმაზე იყო მიბმული და ბინიდან ვაქცევდი ყურადღებას საქონლის ძოვების პროცესს. ეხლა ეს მოწველილი რძე უნდა მომეყველებინა. დავდგავდი რძეს ცეცხლზე მოყველებისთვის საჭირო ტემპერატურამდე მისაყვანად. სანამ რძე შეთბებოდა, საქონლის სადგომს ვხვეტდი, თან რძის ტემპერატურას ვამოწმებდი რომ ზედმეტი არ მოსვლოდა, თორემ გაცივებასაც, დრო უნდოდა. მერე რძეს შევურევდი საყველებელს. 30-40 წუთი სჭირდებოდა რძის შედედებას. სანამ შედედდებოდა გავიქცეოდი საქონელთან რომ ძოვების პროცესი მომეწესრიგებინა. ახლოს ყანები და ვენახები იყო. იქ რომ არ გადასულიყვნენ საქონელს შუა მინდვრისკენ მოვყრიდი. მერე უკან ვბრუნდებოდი მოსაყველებლად. მოვაყველებდი და ამასობაში 12 საათი უკვე გადასული იყო. ჭურჭელს რომელსაც ვხმარობდი წველისას და მოყველებაში დავრეცხავდი, გავამზადებდი საღამოს წველისთვის.ხბორებიც საბალახოდ მყავდა გაყვანილი ძროხებისგან განსხვავებით სხვა მხარეს, რომ მინდორში ძროხები არ მოეწოვათ. ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ, კიდევ ერთხელ გავიდოდი საქონელთან, ისეთ ადგილზე მოვყრიდი საძოვრად, რომ მე დრო მქონოდა ბინაში წყლის მოსატანად. დასალევი წყალი ბინიდა ლამის კილომეტრ ნახევარში იყო. მეველის ბინიდან ერთი 500 მეტრში მაინც. ავიღებდი ორ ათ ლიტრიან ბალონს და წავიდოდი სულ სირბილით წყლის მოსატანად. ერთი სამ გზას მაინც მოვიტანდი, ყოველ მოტანაზე საქონელსაც ვაკონტროლებდი. გახდებოდა უკვე სამი-ოთხი საათი. მერე მოვზელავდი ცომს რომ პური გამომეცხო. მოზელილს დავდგავდი რომ გაფუებულიყო და დავიწყებდი საჭმელის კეთებას გავაკეთებდი საჭმელს და უკვე იყო შვიდი საათი. მოვიყვანდი საქონელს დავწველიდი. ხბორებიც რა თქმა უნდა ბინაში მყავდა მოყვანილი საქონელზე ადრე. საქონელს თივას გავუშლიდი ღამისთვის, თუ შემოდგომა ზამთარი იყო. ზაფხულში ღამე არ ვაჭმევდი.
საღამოს წველის შემდეგ, რძეს ისევ შევათბობდი, სანამ გათბებოდა, დავანთებდი ცეცხლს რომ პური გამომეცხო. ამას დრო უნდოდა რომ საჯი, ანუ რაზეც ვაცხობდი პურს, გაცხელებულიყო აი ისე როგორც თონე უნდა ამოთეთრდეს. ცომს ამოვაგუნდავებდი და გავამზადებდი გამოსაცხობად. ამასობაში რძესაც გავურევდი საყველებელს და 30-40 წუთი ველოდები მოყველებას და ამ დროს ვიწყებ პურის ცხობას. მერე რძეც მოყველდება და ყველს ამოვიყვანდი, ჩავდებდი ფორმაში. პურის ცხობასაც როგოგღაც მოვრჩებოდი. ეხლა ყველაფერს დარეცხვა უნდა. რძის ჭურჭელსაც და პურის ჭურჭელსაც. ამასაც რომ მოვრჩებოდი იცით რომელი საათი იყო? ღამის თორმეტ საათს გაცდენილი და ხშირად პირველი ან ორიც.
საჭმელის ჭამის დრო არ მრჩებოდა. დროს ჩემს თავზე ვზოგავდი რომ ყველაფერი მომესწრო.
მეორე დღიდან. დილით უთენიიდან იგივე იწყებოდა. იცით რამდენს ვიწონიდი? 55-57 კილოს. მაგრამ ეს სიგამხდრე ამ ტიტანური შრომის ბრალი არ იყო. იმ დროს ბუნებრივად ვიყავი მასეთი წონის.
* * *
ეხლა შევწყვეტ მოყოლას საქმეები მაქვს და მერე აუცილებლად სიღნაღში ვარ წასასვლელი. იქ პატარ სახლი გვაქვს და პატარა რემონტს ვაკეთებ და მასალა მაქვს ჩასატანი biggrin.gif

Posted by: vano22 21 Jun 2017, 12:24
kaxaberski66
ფერმა კი არა კატორღა გქონია მე კიდე ჩემ თავზე ვიძახდი დატვირთული გრაფიკი მაქ მეთქი..

ერი ჰაა ხმა არ მქონია თურმე ამოსაღებიsad.gif

Posted by: ინაველ 21 Jun 2017, 13:41
kaxaberski66

ყველი როგორი გამოგდიოდა?
საჯი რა არის? რაში აცხობდი პურს?

10 ლიტრიანების ზიდვამდე კიდევ არაუშავდა, აი მანდ რომ მიხვედი უკვე ავნერვიულდი... საშინელებაა ამსიმძიმეს ზიდვა ამხელა გზაზე! კარგი ჯანიანი ყოფილხარ წონის მიუხედავად.

Posted by: kaxaberski66 21 Jun 2017, 14:26
ინაველ
ჩვენს რაიონში საუკეთესო, რამდენიც გინდა მიგვეტანა ბოდბისხევის ბაზარში, სულ ვყიდიდით. ვგულისხმობ 100კგ. ზე მეტს.
საჯი არის, ტრაქტორი რომ დისკს ატარებს მინდორში , იმის ფრთა. ანუ საჩეხის ფრთა.
არც მაშინ ვიყავი ჯანიანი ბიჭი და არც ეხლა ვარ. მაგ მხრივ ჩემს თავს ნახევარ კაცს ვეძახი. საჭიროება მაკეთებინებდა ყველაფერს.

Posted by: gia1970 21 Jun 2017, 14:53
QUOTE
ბოდბისხევის ბაზარში

ბოდბისხევზე გამახსენდა
რაც მე კარგი ყველი ვეძებე კახეთში
და ბოლოს ისევ წალკიდან ვეზიდებოდი სომხებისგანsad.gif

Posted by: DUDEGIVBEND 21 Jun 2017, 14:57
kaxaberski66
მალადეც ძMაო შენ. მართლა სასწაული ნაწვალები გაქვს გეტყობა. ბევრი ადგებოდა 1-2 კვირის მერე და ხელს ჩაიქნევდა ამას შევაკლა თავიო? ასე იტყოდა. მართლა ძაან მძიმე გზა გაქვს გამოვლილი

Posted by: REVERS 21 Jun 2017, 15:02
kaxaberski66
QUOTE
ჩვენს რაიონში საუკეთესო, რამდენიც გინდა მიგვეტანა ბოდბისხევის ბაზარში, სულ ვყიდიდით. ვგულისხმობ 100კგ. ზე მეტს.


ბოდბედან ხარ ?

ჩემი ძმის სიმამრი უკვე წლებია ბოდბის ბაზარზე ხორცს ყიდის

შეიძლება იცნობ კიდეც გელა კოჭლამაზაშვილს smile.gif

Posted by: koba1973 21 Jun 2017, 15:06
REVERS
ბოდბის თუ ბოდბისხევის?

Posted by: REVERS 21 Jun 2017, 15:42
koba1973
QUOTE
ბოდბის თუ ბოდბისხევის?


იქაური არავარ და არც ვიცოდი თუ ბოდბისხევის ბაზრობა სხვა იყო კიდე

სავარაუდოდ ბოდბის იქნება რადგან თვითონ ზემო ბოდბეში ცხოვრობს

ბოდბისხევი სად არის ტერიტორიულად ?

Posted by: ინაველ 21 Jun 2017, 15:46
REVERS

წნორზეა მიბმული ზემოდან

Posted by: REVERS 21 Jun 2017, 16:24
ინაველ
QUOTE
წნორზეა მიბმული ზემოდან


გასაგებია

Posted by: levani169 21 Jun 2017, 16:51
ინაველ
QUOTE
ისევ შენსას მიერეკები და აღარაა უკვე სახუმარო. აგიხსენით მილიონჯერ შენი და სხვების ხედვებში განსხვავების მიზეზები და შენ თუ მაინც ფიქრობ რომ გოგოობის გამო გჩაგრავენ, უკვე შენი პრობლემაა. თუ გინდა აქ საუბრის გაგრძელება, კეთილი ინებე და ამოდი მაგ სქესობრივი დისკრიმინაციის ორმოდან, თუარა და ნუ გვირევ წადი სხვაგან აურიე.

რა გაჩხუბებს შე კაი კაცო,ქალურად გვილამაზებს ნათია-მილედი თემას და ცოტა არ იყოს, მკვახე ტონით მოგდის ამ ყოჩაღ გოგოსთან საუბარი!
Nat_asha
QUOTE
დაჯექით და იმსჯელეთ რამდენიც გინდათ. თუ მე ამ თემაში დავპოსტო ამის შემდეგ მაგრად შეგიძლიათ მაგინოთ biggrin.gif ვოტ სულ კარგად ბრძანდებოდეთ

არ დავინახო ფეხი გაადგა ამ თემიდან!წერე ბატონო რამდენიც გაგიხარდეს,ძლივს ერთი ყოჩაღი გოგო გამოჩნდი ამ თემაში და ახლა გვებუტები?! 2kiss.gif

Posted by: spana84 22 Jun 2017, 00:12
vano22


ვანო გენაცვალე რა შუაშია დაკოჟრილი ხელების ფოტოები? აზრე მოსული კაცი ხარ და მგონი ამ თემაზე არ ვიკამათებთ, რომ სულაც არაა აუცილებელი ცელით და თოხით ხელები გქონდეს დატყაული. მითუმეტეს თანამედროვე სამყაროში. თუ ეგ ეგრეა მაშინ ჩემს პროფესიას და გატაცებას (მედიცინას და სოფლის მეურნეობას) არ უწერია ერთმანეთთან შეთავსება. მე ქირურგი ვარ და წარმომიდგენია დაკოჟრილი ხელებით რომ საოპერაციოში შევსულიყავი ჩემი პროფესორი როგორ ჭიტლაყს ამომარტყამდა smile.gif მიზერული ინვესტიციით საქმის დაწყება გეთანხმები ტიტანურ შრომასთანაა დაკავშირებული. მე დაახლოებით 60000 ლარი გავუშვი საქმის დაწყებაში, მაგრამ ყველაფერი ნოლიდან დავიწყე. ფერმის შენობიდან დაწყებული საწველი აპარატით და მცირე მექანიზაციით დამთავრებული. რომ გითხრა ფიზიკურად არ მიმუშავიათქო მოგატყუებ. მახსოვს ერთ დღეს მე და ბიძაჩემმა 800 ცალი ონჯის პრესი ვათრიეთ დახლოებით 300-400 მეტრზე. სადაც უნდ დაგვეწყო იქამდე მანქანები ვერ მივიდა და გავწყდით წელში. ესეც მაგალითი ჩემი თავდაუზოგაობის smile.gif , მაგრამ სიმართლე რომ გითხრ ჩემი შრომა უფრო გონებით იყო ვიდრე ფიზიკური. ძირითად მძიმე სამუშაოს მე არ/ვერ ვსრულებდი. ჩემი საქმე იყო სწორი დაგეგმვა კვების რაციონის, (სხვათაშორის მემგონი ერთერთი პირველი ვარ ვინც green grass ტექნოლოგიით ბალახი მოიყვანა საქართველოში საქონლის საკვებად), სწორი მიმართულების მიცემა სად, როგორ, რამდენი, რტომ და ასე შემდეგ, ყველის დამზადება, დასაწყობება, კლიენტებისმოძიება, საკვების ყოდვა მიტანის ორგნიზება ვეტერინარია, აცრები, ვიტამინები და კიდევ ათასი ჯანდაბა და დოზანა. პპლიუს ამას ნაქირავები მიწა, სიმინდის სასილოსედ მოყვანა, დასილოსება და ასე შემდეგ. მგონი არაა ცოტა საქმე ხო? რატომაა აუცილებელი მაინცდამაინც ხელები მქონოდა დაკოჟრილი თოხის და ცელის ნაქნევი(თუმცა არც ეგ მეთაკილება და ბევრჯერ გამიკეთებია)? ან დავუშვათ რატომ დავაგროვებ მე თუნდაც მაგლითად შენზე ნაკლებ გამოცდილებას ამ საქმეში?

P.S. მე არმაქვს მაგალითად გამოცდილი სახორცე საქონლის გამოზრდა გაყიდვა და დიდი სიამოვნებით მივიღებ შენნაირი ადამიანისგან რჩევებს

nat_asha ს რაც შეეხება ჩემი აზრით მაგისნაირი ადამიანები მაგრად აკლია დღეს არა მარტო აგროსექტორს. შრომისმოყვარეობა და შემართება ყველაზე კარგი თვისებ მგონია. სწორედ მაგ თვისებებია აგერ 32 წლის კაცს კიდე სწავლას და განათლების მიღებას რომ მაიძულებს smile.gif ლენინი ხარო მეკიფებიან smile.gif

Posted by: kaxaberski66 22 Jun 2017, 00:58
gia1970
კახეთში კარგ ყველს ვერ ნახავ კახეთში დამზადებულს, იმიტომ რომ, ძროხას ორგანიზმის ტემპერატურა აქვს 38.5 ხოლო ჰაერში ტემპერატურა არის 45 გრადუსი. საქონელს რძე ლამის ჯიქანში დაუმჟავდეს. კარგი ყველის ამოყვანას რძისთვის და ყველისთვის ოპტიმალური ტემპერატურა სჭირდება. ამისთვის მაცივრებია საჭირო.
მე იქ დავწერე რომ ჩემი რაიონისთვის საუკეთესო ყველი ამოგვყავდა.

REVERS
ჯუგაანიდან ვარ. შენი ძმის სიმამრიც მეცნობება აუცილებლად. ესე გვარით კი ვერ გეტყვი.
ბაზარი კი ბოდბისხევის არის და არა ბოდბის.
DUDEGIVBEND
QUOTE
მალადეც ძMაო შენ. მართლა სასწაული ნაწვალები გაქვს გეტყობა. ბევრი ადგებოდა 1-2 კვირის მერე და ხელს ჩაიქნევდა

რა ვიცი. ხელის ჩაქნევა არ მჩვევია. ჩემი ძმა კი სასწაულად ჯიუტი კაცი იყო. იმას მითუმეტეს არ სჩვეოდა. ქრონოლოგიურად მივალ იმ ამბის თხრობამდე, თუ რამდენჯერ დაიწყო საქმე ნოლიდან. ჩემს შემდეგ.
* * *
gia1970
საინტერესოა ნუღლას სახელი ასე რომ იყო გავრცელებული. თან ბავშვს რომ დაგახსომდათ მისი ამბები. ისე თუ რამ ხმები დადის მასზე(ღმერთმა აცხონოს) 80% მართალია

Posted by: gia1970 22 Jun 2017, 02:15
kaxaberski66
ბავშვების ამბავი ხომ იცი
მშობლები რამეს რო ლაპარაკობენ ბავშვი ვითომ არ გისმენს
სინამდვილეში მთელ ინფორმაციას იწოვს როგორც ღრუბელი წყალს და სად წამოაყრანტალებს კაცმა არ იცის
ბევრი ლეგენდები დადიოდა ნუღლაზე, ლაზიშვილებზე და ბევრ სხვაზე, რაღა მახსოვს

არადა მაგრად მინდოდა კახეთში კაი ყველის, აი ქარხნის ყველს რომ ეძახიან, შოვნა
იმ სომხებშიც ერთს ჰქონდა ხოლმე კარგი ყველი, მაგრამ ცოტა, სხვები ხიმანდრობდნენ
ხოდა შევეშვი საერთოდ მაგ საქმეს

Posted by: kaxaberski66 22 Jun 2017, 10:41
gia1970
სახლში საჭმელად გინდოდა თუ გასაყიდად?

Posted by: vano22 22 Jun 2017, 19:14
რა ჭირს კახეთის ყველს? შირაქისას თუ გულისხმობ შეიძლება მაგრამ დაგოდეხს და გურჯაანს აქეთ მასეთი არაფერი გამიგიაsad.gif

Posted by: SR-71 22 Jun 2017, 19:31
QUOTE (ინაველ @ 8 Jun 2017, 22:56 )
თანამოაზრეებო,

თქვენი აზრები მჭირდება - სოფელში დასახლებასთან დაკავშირებით. ჩემს ადგილს ვეძებ და ვფიქრობ რომ სოფელში შეიძლება იყოს ის სადაც მე თავს კარგად ვიგრძნობ

თუმცა არ ვიცი რა და როგორ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა საიმისოდ რომ შინაგანი თავისუფლება მოიპოვოს და თან მატერიალურადაც არ გაუბედურდეს

მაინტერესებს - რეალისტურია თუ არა დღეს სოფელში მცირე საოჯახო მეურნეობის აწყობა შემოსავალ-გასავლის ისეთი ბალანსით, რომ ოჯახი შეინახო?

ვინმეს აქვს მსგავსი გამოცდილება რომ გავიზიარო? ან რავიცი როგორ შეიძლება წინასწარ განვსაზღვრო რა და როგორ?

ვირივით შრომაა საჭირო, რადგან აღარც საბჭოეთია და არც ევროპაში გააქვთ ქართული სოფლის ნაწარმი.
თავისუფლება კიდევ გინდ რთულად გინდ ადვილად მონაპოვარ კარგ მატერიალურ ცხოვრებას არ მოაქვს.

Posted by: kaxaberski66 23 Jun 2017, 01:22
vano22
კახეთის სიცხეებიდან გამომდინარე+მეყველეების ყველის ამოყვანის და მომწიფების ცოდნის დილეტანტობიდან გამომდინარე+შენახვის და მომწიფების დროს, არასასურველად მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, არც სულგუნი და არც ყველი არ არის იმ ხარისხის როგორიც უნდა იყოს.

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 01:33

kaxaberski66

გასაყიდად მინდოდა

Posted by: kaxaberski66 23 Jun 2017, 01:38
gia1970
მერე წალკის რომ მოგეწონა, მოახერხე გაყიდვა?

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 03:42
kaxaberski66
QUOTE
gia1970
მერე წალკის რომ მოგეწონა, მოახერხე გაყიდვა?

კი გაყიდვა მოვახერხე
მაგრამ შვეში მაგ საქმეს
იქაც მაიმუნობდნენ და კარგი ყველ საკმარისი არ იყო
არ ქონდა აზრი იმხელა გზაზე სიარულს

Posted by: vano22 23 Jun 2017, 06:02
kaxaberski66
მომთაბარეობისას ამოყვანილ ყველსაც აქ ეგ პრობლემა? ზაფხულამდე მთაში ადიან და იქ უკვე გრილა შედარებით. ბაგური კვებისასაც შეიძლება ფერმის მოჩრდილება. ბარში 99% ი ახალ ყველს აბარებს მარშუტკებს თბილისის სახაჭაპურეებისათვის და მაინც და მაინც დიდი არჩევანი არცაა და პირადად მე თუშურ ცხვრის ყველს ვყიდულობ ყოველთვის. ეს ძროხის ყველი ვერაა რაღაც გემრიელი ან ცარელა მარილია ხოლმე ან მართლა მწკლარტე გემო დაჰკრავს. მაღაზიის სულგუნსაც ვერ დავუჭირე მუღამი. შენ რომელი ყველი მიგაჩნია საქართველოში N1 ად?

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 09:47
vano22
მართლა მთელი კახეთი #####ავე საქონლის ეგრეთ წოდებული ქარხნული ყველის ძებნაში
ახმეტამდე ჩავედი.
სომხები წალკაში ხის ფორმებში დებდნენ და მერე მარილწყლიან ბასეინებში ამწიფებდნენ
ახმეტაში სახელი არ მახსოვს იმ სოფლის, ორი სოფელი იყო მაგ სახელის,
ვთქვათ ანაგა 1 და ანაგა 2
ერთერთში ერთი მოხუცი კაცი გამომელაპარაკა და მანახა როგორ ამწიფებდნენ
ყველს
ცელოფნის პარკებში იყო ჩაწყობილი და რომ გამასინჯა ბოლოში მწარე თუ მწკლარტე გემო დაკრავდა
ცელოფნს პარკის ბრალიაო თვითონ მითხრა, მაინც მიაქვთ ქალაქელ ვაჭრებსო
მე არ წამოვიღე ცოტა წიკიანი ვარsmile.gif
ვკითხე გუდის ყველს აღარ აკეთებთ მეთქი
რაღა დროს გუდააო
წვალება უნდა იმ გუდასოsmile.gif
კარგი სულგუნ თბლისშიც იშვიათობაა
მე ხანდახან დასავლეთიდან მგზავნიან ხოლმე, თან ხმელ თავებს, ხმელი მიყვარს და ლამს ბოლომდე რომ ტყავდება ისეთიsmile.gif

Posted by: vano22 23 Jun 2017, 10:09
gia1970
ალვნები იქნებოდაsmile.gif

ნაღდი თუშები უნდა მოგეძებნა იმათ არ ეზარებათ გუდის ყველის ჩალიჩი.. ცელოფანში ყველის გაჩერება არ გამიგია აყროლდება დამჟავდება საიდან რამ მოაფიქრათ ცელოფანში შენახვაfacepalm.gif

ხეობაში ქისტებმაც ძაან გემრიელი და ასე ვთქვათ ნამუსიანი ყველის გაკეთება იციან მოუხდელი რძით აი გასაყიდ ყველსაც ისე გულით აკეთებენ როგორც საკუთარი ოჯახისთვის. მაქამდე რომ ასულიყავი კი იშოვიდი საშენო ყველს

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 10:21
vano22
არ ყროლდება და არ მჟავდება
წვენი გასდის და თავისავე წვენში ჭყუმპალაობენო
ცელოფანს თავი მაგრად აქვს წაკრული
დიდი ცელოფნებია რა
კომუნისტების დროს ყურძენს ვყრიდითი ეგეთში
თბილისს ჩამოგვქონდა და ვწურავდით
ახმეტის ბაზარშიც ვიბოდიალე დაჟე
ფოფლებში კარდაკარ ვადგებოდი ტიპებს
ბალღობისას მახსოვს 12 თუ 13 მანეთი ღირდა ცხვრის გუდა დეზერტირებში
ერთი კაცისგან ყიდულობდნენნ ხოლმე ჩემები
ნასვრეტებში ცხიმის გორგოლები იყო ხოლმე
ცხელ თონის პურთან რომ მივაძღებოდი მთელი დღე არაფრის ჭამა აღარ მინდოდა
ეგეთი ყველი ვერც ახმეტის ბაზარში ვყიდე
მაინც ჩამოსული ვარ და სახლისთვის ვყიდი მეთქი, მარა ეგეთი ვერ ვიშოვე
5 კილო ვიყიდე რომელიიც ასე თუ ისე მომეწონაsmile.gif

* * *
ქისტებმა?
დუსი და მაქეთ მხარეს გულისხმობ?
ეგ არც მომსვლია აზრად
კვირაში მინიმუმ 400-500 კილო მინდოდა
უხარისხოზე ანუ მე რომ არ მომწონდა ისეთზე არ ვიმუშავე, მივქარე ალბათsmile.gif
წითელწყაროს ახლა დედოფლის წყარო ჰქვია მემგონი
მანდაც ვიყავი
არადა ეგ ქარხნის ყველი მაგრად იყიდებოდა თბილისში, ახლაც ეგრეა ალბათ და ეგ თემა მთლიანად წალკის და ბოგდანოვკის სასტავისაა
მე 2001 თუ 2002-ში ვჩალიჩობდი მას მერე რაც ფერმის საქმე ჩაგვივარდა

Posted by: vano22 23 Jun 2017, 10:40
gia1970
რაც გინდა იყოს ცელოფანში ტემპერატურა ყველა ვარიანტში ითამაშებს და რაღაც უარყოფითს მაინც იზავს..

ხო პანკისის ხეობა ვიგულისხმე.

შენ ძაან მაღალი სტანდარტებით გდომია მუშაობა და მასეთ ხარისხს და მაგ რაოდენობას იოლად ვერ იშოვიდი. აი შეკვეთებით რომ გემუშავა უფრო გამოვიდოდა ეგ საქმე. ჩემთან იცი რაებს ჩალიჩობენ? ერთ პატარა თავ ახალ ყველს ჯანიანად რო მოუჭირო ხელი იმდენი შრატი გამოსდის ნახევარი წონა აღარ რჩება. აი ასეთ ყველზე სახლებში კარდაკარ დადიან მარშუტკები და ეხვეწებიან ჩაგვაბარეთო და ვინღა აიტკივებს თავს ზედმეტი წვალებისგან ხარისხის და გემოს გაუსინჯავად მიაქვთ ყველი

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 10:59
vano22
QUOTE
აი შეკვეთებით რომ გემუშავა

ამაში რა იგულისხმება?
QUOTE
შენ ძაან მაღალი სტანდარტებით გდომია მუშაობა და მასეთ ხარისხს და მაგ რაოდენობას იოლად ვერ იშოვიდი.

ჭკუა ვერ ვისწავლე, მაგ ხარისხის გამო ერთხელ კინაღამ უსახლკაროდ დავტოვე ჩემებიsad.gif

Posted by: kaxaberski66 23 Jun 2017, 11:01
ზოგადა ყველის გაკეთება ტველას შეუძლია, ისე როგორც ძროხის მოვლა, მაგრამ ყველა კარგ ყველს ვერ გააკეთებს. უმაღლეს სასწავლებლებში რძის ტექნოლოგიას 5 წელი ასწავლიან.
კარგი ყველი სწორედ მთაში კეთდება, ალპურ ზონაში. ეკოლოგიურად აფსოლუტურად სუფთა ადგილია, ბალახი განსაკუთრებით ნოყიერი. გარემოს ტემპერატურა რძის პროდუქტებისთვის შესაფერისი.
რძეს მოსაყველებლად, იმერულიდან ქარხნის ყველამდე ტემპერატურა უნდა ჰქონდეს 33-35 გრადუსი. ძროხის ბუნებრივი ტემპერატურა არის 38.5 და ცოტა მეტიც. კახეთში რძეს მოსწველი და ჰაერში ტემპერატურა არის 40 გრადუსი. რძეში რძემჟავა ბაქტერიები ასეთ სიცხეზე ეგრევე იწყებენ გამრავლებას ასტრონომიული სისწრაფით.აბა მითხარით ეხლა კარგი ყველი სახლის პირობებში როგორ უნდა გამოვიდეს?
ქარხნის პირობებში გამოვა, მაგრამ შესაფერისი დანადგარები სჭირდება. პასტერიზატორი, გამაცივებელი, მაცივრები.

vano22
QUOTE
შენ რომელი ყველი მიგაჩნია საქართველოში N1 ად?

ჩემი ყველი biggrin.gif მაიმარკეტზე ნახე რძის პროდუქტების განყოფილებაში ჩემი განცხადება ქარხნის ყველზე. ქარხანაც დასურათებულია.
QUOTE
ცელოფანში ყველის გაჩერება არ გამიგია აყროლდება

არ ყროლდება. ცელოფანს იყენებენ როგორც გუდას.
biggrin.gif ახალი სახეობის ყველი გამოიგონეს, არის გუდის ყველი და არის ცელოფნის ყველი. შესაბამის ორგანოში არის დასარეგისტრირებელი როგორც ქართული ყველის ნაირსახეობა biggrin.gif

Posted by: vano22 23 Jun 2017, 11:08
gia1970
არიან ოჯახები 10-15 ძროხა ყავს ზოგს. რომ მოლაპარაკებოდი და ფასზე შეთანხმებულიყავი ასეთ პატარ პატარა მეწარმეებს ბევრს დაიბევებდი და შენთვის იმუშავებდნენ იმ წესებით რასაც შენ შესთავაზებდი. ყველას უნდა სტაბილური კლიენტის ყოლა და არ მგონია ვინმეს უარი ეთქვა. ეგ კი არა მეზობლებშიც დაივლიდნენ და იმათგან ნაყიდი რძითაც გაზრდიდნენ წარმოებას.

ვაჭრობა თუ გინდა სინდისი სახლში უნდა დატოვო ხოლმე და ისე გახვიდე სავაჭროდbiggrin.gif

Posted by: koba1973 23 Jun 2017, 11:21
QUOTE

ვაჭრობა თუ გინდა სინდისი სახლში უნდა დატოვო ხოლმე და ისე გახვიდე სავაჭროდbiggrin.gif

ზუსტად მაგიტოა ქართული პროდუქტის ყიდვისას ყველაფერი უნდა შეამოწმო. ერთი ნაცნობია პამიდორს ყიდის ხოლმე გომბორის ტეკის აქედან(კახეთისკენ) გზაზე, ისეთ რამეებს ყვება ხოლმე ყურო ნუ გაიგონებ.

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 11:39
vano22
ეგეთი იყო ერთი მხოლოდ 5 ძროხა ყავდა ახალგაზდა ბიჭი იყო
სახელიც კი მახსოვს, მარქარა ერქვა
მაგას ამოყავდა სუპერ ყველი
დანარჩენები მაიმუნობდნენ
მოველაპარაკეთ დაჟე თუ რამე დაგჭირდებათ მაინც ცარიელი მოვდიივართ და წამოგღებთ თქო მარა არ გამოვიდა
თან კახეთი იმით მერჩივნა რომ
ზამთარში იქ იმენნა ციმბირია და ჭირდა გადაადგილება
მაგ თემაზე ვინც მუშაობდა ყველას ბასეინები ჰქონდა სახლში
დიდი მანქანით მიდიოდნენ და მერე სახლშო ბასეინებში იმარაგებდნენ
მე კი იძულებული ვიყავი წარამარა მევლო
მაქსიმუმ 500 კილო მეტეოდა მანქანაშიი

Posted by: vano22 23 Jun 2017, 12:57
koba1973 რა ვქნათ სხვანაირად არ გამოდის ვაჭრობა.. შარშანწინებში ლაგოდეხიდან მთისძირიდან 3 ტონა საზამთრო წამოვიღე პანკისში გასაყიდად. გამაჭრევინეს ერთი მკვახეა მეორე მკვახეა მესამე დამპალია მოკლედ რაც კარგები ამოირჩა გავყიდე და 2 ტონამდე სუფთად გადავყარე სანაგვეზე სულ მკვახეები და დამპლები შემომაპარეს. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა საზამთროზე ვაჭრობა და არჩევის აზრზე არ ვიყავი მას მერე ჭიკაანს ქვემოთ საზამთრო აღარ ამიღია. ჭიკაანელებს უფრო გემრიელი საზამთრო მოყავთ და უფრო ნამუსიანი ხალხია

* * *
gia1970

დღეისათვის ძალიან დიდი კონკურენციაა ყველის ბაზარზე და უფრო გაძნელებულია დამწყებისთვის საქმის გამართვა. 500 კილო ცოტა არაა შენც სხვებივით დაბალ ხარისხსა და იაფ ფასზე რომ გემუშავა აჯობებდა

Posted by: gia1970 23 Jun 2017, 13:21
vano22
QUOTE
ვაჭრობა თუ გინდა სინდისი სახლში უნდა დატოვო ხოლმე და ისე გახვიდე სავაჭროდbiggrin.gif

მე კი ვტოვებდი მარა
ლეკვივით უკან მომსდევდა
ეტყობა ყველის სუნი რომ ამდოდა იმიტომsmile.gif

კარგი ყველი ახლაც დეფიციტია თბილისში


Posted by: vano22 23 Jun 2017, 14:10
gia1970
biggrin.gif დეფიციტი კი არა რას დებენ მაგ ხაჭაპურებში გამაგებინე. ჯერერთი ხაჭაპური ქვია და ყველის ჩატენვა დაიწყეს შიგ მაგას არაუშავს მაგრამ ეხლა რომ აღარც ყველი დევს და უბრალოდ მარილ წყალსა და მოხარშულ მაკარონს რომ ტენიან (ბევრი მაინც ჩატენონ) ეგ რაღა მაფიაა? ამას წინათ გადავხსენი ეს ვითომხაჭაპური და არაფერი არ იდო შიგ აი ყველაფერს ვფიცავარ წებოვანი. და მლაშე შიდა მხარე ქონდა თვითონ ცომს მაგრამ გული ცარელა იყო ბოლო ბოლო ყველაფერიც ხო არ უნდა იკადრონ არა? თიანეთში ოჯახსი 8 დამბალ ხაჭოიანი და 200 გრამ ერბოიანი ხაჭოერბო მაჭამეს და იმის მერე მაგ ხაჭაპურს რომ დავხედე აღარც მიჭამია გადავაგდე ეგრევეsad.gif

Posted by: gia1970 24 Jun 2017, 02:17
vano22
შენ რომ ამბობ გოჭებს აღარ გავყიდი გავზრდი და მერე გავყიდო და 6 ლარადო თუ რაღაც ეგეთი ფასიი მოარტყი
მიშაშხვა, დაშაშხვა, მვიჩნებ მოვიჩინება არ გიცდია, ან არ გიფიქრია
აღდგომებეზე მაგრად გადის შაშხი
15 ლარი რომ დაადო ფასი ხელიდან დაგტაცებენ
20-დან წყება და 30 ცდება ხოლმე ვიჩინის ფასი
აბა რას იტყვი

Posted by: mixeili_gulitashvili333 24 Jun 2017, 03:31
მოგესალმებით,

ერთი დიდი სათხოვარი გვექნება თქვენთან თუ შეძლებ რათქმაუნდა? საძნელოც დიდი აქ არაფერია, ხოლო საინტერესეობა კიდევ უფრო დიდი თქვენთვისაც და ყვეასთვის ჩვენთვის, ამიტომ ძალიან გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს თხოვნას და ჩვენს პოსტს, რომ ყოველივე ნათელი და გასაგები იყოს თქვენთვის და თქვენი დაინტერესებაც რეალურად გამოვიწვიო.

მოკლედ კი მე ეხლა ძალიან მჭირდება თქვენი გვერდში დგომა ყველასი, აქ მითითებულია რამოდენიმე საიტია და მათზე მინდა დარეგისტრირდეთ და ასევე ახლობლებს სთხოვო, რომ მათაც დარეგისტრირდნენ და მათაც გაავრცელონ შემდეგ ჩემი საიტები ყველასთან თავიანთ მეგობრებში და ახლობლებში, რომ სხვებიც დარეგისტრირდნენ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი. ძაალიან მჭირდებაეხლა დახმარება და მასიური რეგისტრაცია აქ მოყვანილ საიტებზე, წინასწარ დიდ მადლობას გიხდი ყურადღებისათვის.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თქვენი გაწვალება სულ ტყუილად როდის გამომიდის და ამზე ცოტათი ქვემოთ თქვენთვის ძალიან საინტერესო ფაქტებზე გაგესაუბრებით და გეტყვით, რათქმაუნდა ყველაფრისათვის წინასწარ ყველას უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ვინც გვერდში დამიდგებით და დამეხმარებით.

მოგახსენებთ, რომ აქ მითითებულ საიტებზე რეგისტრაცია სრულიად უფასოა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საერთაშორისო კრიპტო ვალუტის ბიტკოინების გამომუშავების ანუ ბიტკოინების მაინინგის საიტებია სადაც რეალურ ფინანსებს გამოიმუშავებს საიტზე რეალურ დროში და რეალურს ფინანსებში ავტომატურ რეჟიმში და აქტიურად ჩართულობის შემთხვევაში საკმაოდ დიდ შემოსავლებს ქმნის და რაღათქმაუნდა თქვენთვისაც ესოდენ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად ფაქტი.

რომ იცოდეთ და ეხლავე მოგახსენებთ ვინაც არ ვიცით მათთვის, რომ კრიპტოვალუტა ბიტკოინი (Bitcoin) იქმნება ციფრულად ყველასათვის გამჭვირვალედ ღია პრინციპით, რომელსაც ეწოდება “მაინინგი” (mining). აგრეთვე სხვა მეორე გზითაც მიიღება და წარმოიშობა ბიტკოინები და იგი “მოიპოვება” სპეციალური მათემატიკური ფორმულით მომხმარებელთა კომპიუტერების გამოთვლითი სიმძლავრის მიხედვით და მისი საშუალებით და შემდგომში უკვე სატრანზაქციო მონაცემების დამუშავების სანაცვლოდ, ხოლო დღევანდელი კურსით 1.00 (ერთი ბიტკოინის) ფასი $ 2706.31 (ამერკულ დოლარს) შეადგენს რაც ჩვენ ფულზე 6524.90 ლარს შეადგენს და კიდევ და კიდევ უფრო მაღლა მიიწევს მისი კურსი ყოველდღიურად. იგი ყველაზე მყარი და უსაფრთხო საერთაშორისო ვირტუალური რეალური კრიპტო ვალუტაა (ნაღდი ფულია) და დღესდღეობით უმეტესად ძირითადად ამ კრიპტო ვალუტით (ბიტკოინების) გამოყენებით სარგებლობენ მსოფლიოს ყველაზე უმდიდრესი ადამიანები...

თავად გამომუშავებული ბიტკოინების გაყიდვა შესაძლებელია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მათ შორსი ჩვენს ქვეყანაში საქართველოში, ხოლო ამის ნათელი მაგალითია და დასტურია ჩვენი ქვეყნის ელექტრონული საფულის ემანის აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით და მათი დიდი დაინტერესება თავად ბიტკოინების შეგროვების მიმართულებით, ხოლო აქვე დასტურის ნიშნად ემანის (emoney.ge) ლინკს ვუთითებ სადაც შეგეძლებათ ინფორმაცია გადაამოწმოთ https://www.emoney.ge/index.php/main/bitcoin

ყველას გთხოვთ დარეგისტრირდით კომპიუტერით ჩემი საიტების ლინკებზე გადასვლით და გთხოვთ ასევე გაავრცელეთ ლინკები თქვენს საახლობლოში ყველასთან ვინც გყავთ და მათაც იგივე სთხოვეთ, რომ კომპიუტერით დარეგისტრირდნენ თავადაც და რომ შემდეგ მათაც გაავრცელონ თავიანთ სანაცნობოში ყველგან.

Site Link: https://vixice.com/?ref=WibzfD

YouTube Link: https://youtu.be/_hOjyuJvEp4

-------------------

Site Link: https://www.eobot.com/user/508038

YouTube Link: https://youtu.be/4P-CBMHfb9o

-------------------

Site Link: https://fleex.cc/ref/moneyge

YouTube Link: https://youtu.be/TSgUmAm8jtU

Posted by: vano22 24 Jun 2017, 08:51
mixeili_gulitashvili333
პირდაპირი მნიშვნელობით ######ვი თემაში რა facepalm.gif
* * *
gia1970
ძალიან კარგი აზრია ეგეც. საერთოდ ნაწარმოებ პროდუქციას რაც უფრო მეტჯერ გადაამუშავებ უფრო მეტი ფული რჩება ცოცხალი წონის გაყიდვა ყველაზე დაბალი საფეხურია მაგრამ ცოტა ფული მაინც რჩება. ყველაზე ნაღდია საკუთარი სასადილო გახსნას კაცმა სადაც საკუთარი წარმოების პროდუქტებით მოხდება კერძების და დესერტების მომზადება ასე მგონი ყველაზე მეტი მოგება დარჩება.. ჯერ ჯერობით დამწყები ვარ მაგ საქმეში და ვერ ვახერხებ პირდაპირ ჩემი პროდუქციიდან მაქსიმალური თანხის ამოღებას მაგრამ შემდგომ პერსპექტივებში გავითვალისწინებ მაგ იდეასაც

Posted by: gia1970 24 Jun 2017, 09:37
vano22
არ გადადო
მომავლ წელს სააღდგომოდ აუცილებლად იქონე ვიჩნა
ისე შობაზეც მაგარ ხოდშია

Posted by: vano22 24 Jun 2017, 10:24
gia1970
ცოდნა უნდა მაგას მარტო დამარილება და გაშრობა ხო არაა აზრზე არ ვარ გემრიელი ვიჩინა როგორ გავაკეთოsad.gif ისე ეს საბეკონე ჯიშები კი სუფთა სავიჩინე მასალააsmile.gif

Posted by: gia1970 24 Jun 2017, 11:52
vano22
მოიცა კაცოოო
მაქეთ ვიჩნა და რამე რუმე არ მოსულა?
ეცოდნება ვინმეს
შებოლე
წესით კაი ვიჩინა უნდა გამოვიდეს საბეკოჰნედა

Posted by: vano22 24 Jun 2017, 12:11
gia1970
კახური ვიჩინა არი დამარილება და გაშრობა..

აი რაჭული მეთოდით რომ ვიცოდე გამოყვანა არც დავფიქრდებოდი

Posted by: levani169 24 Jun 2017, 12:51
gia1970
QUOTE
15 ლარი რომ დაადო ფასი ხელიდან დაგტაცებენ
20-დან წყება და 30 ცდება ხოლმე ვიჩინის ფასი

თელავის ბაზარში 12 ლარად ეყარა რასაც ჰქვია.
ახალი არაფერი არაა ამ საქმეში,ისეც და ასეც ვაჭარი ხეირობს და თუ ეგ საქმე შეგიძლია ვიჩინიზაცია რაღად გინდა თავად მოგიტანენ მუქთად და შენ მხოლოდ ყიდე და ყიდე ხოლმე! biggrin.gif
* * *
vano22
QUOTE
კახური ვიჩინა არი დამარილება და გაშრობა..

აი რაჭული მეთოდით რომ ვიცოდე გამოყვანა არც დავფიქრდებოდი

არაფერი განსაკუთრებული არაა ,სანელებლების მეტი რა იყიდება,შებოლვით კიდევ თელავში ბოლავენ რამდენიმეგან.

Posted by: gia1970 24 Jun 2017, 13:45
levani169
QUOTE
თელავის ბაზარში 12 ლარად ეყარა რასაც ჰქვია.

ეგ არ უნდა გაგებაზრებინა
შემოესევა თბილისის სასტავი თელავს და გაძვირდება მანდაც lol.gif

Posted by: levani169 24 Jun 2017, 13:51
gia1970
QUOTE

ეგ არ უნდა გაგებაზრებინა
შემოესევა თბილისის სასტავი თელავს და გაძვირდება მანდაც

შებოლილი 2 ლარით მეტი იყო!
გაზიდონ კაცო ღმერთმა მოახმაროთ ჯანმრთელად.მე მაგას არ შევჭამ სულ რო ბიძინას სიძეობა შემომთავაზო და!

Posted by: vano22 24 Jun 2017, 14:26
levani169 შებოლვა მატებს ფასს და მაგაშიც თუ სხვას ვუხადე მე რაღა ხეირი მექნებაsmile.gif

Posted by: koba1973 24 Jun 2017, 16:21
levani169
QUOTE

არაფერი განსაკუთრებული არაა ,სანელებლების მეტი რა იყიდება,შებოლვით კიდევ თელავში ბოლავენ რამდენიმეგან.

განსაკუთრებული არაა, მაგრამ ცოდნა უნდა. მე შევბოლე ოჯახისთვის რამდენჯერმე მაგრამ ის არ იყო რაც უნდა ყოფილიყო რა.
არა შეუჭმწლი არ დარჩენილა, მაგრამ.....

Posted by: Mateo Falcone 24 Jun 2017, 16:45
რა ხდება ეხლა

არ მიყვარს ესეთ პოსტებს რომ ვკითხულობ, ტიპიურ ლუზერულ პოსტებად მიმაჩნია, მარა იძულებული ვარ თავად დავწერო იგივე user.gif

მოკლე შესავალი:

საზღვარგარეთ ვარ ოჯახით (ცოლშვილით), კარგს ვჭამ, კარგს ვიცმევ, მაგრამ 1 ევროს ვერ ვდებ შესანახად. სამი წელია გეგმები მაქვს და 1000 ევროზე მეტი ვერ შევაგროვე და შანსიც არა მაქვს სამომავლოდ... ჰოდა ამ ზაფხულს მოვდივარ საქართველოში დასასვენებლად

სოფელი არა მაქვს (მაქვს, მაგრამ რუსეთშია ერთი 8-9 წელია უკვე biggrin.gif)

მიწა არა მაქვს, უფრო სწორად ორი 900 მეტრი მიწა მაქვს რუსთავის შემოსასვლელში სხვა და სხვა ადგილებზე უწყლო, უშუქო, უგაზო და ქარიანი facepalm.gif


ჰოდა



ჩემი კითხვებია:

მიწის იჯარა თუ კეთდება საერთოდ საქართველოში. მაქსიმუმ 2000 კვადრატული მინდა სადმე გაზთან და დენთან ახლოს, განსაკუთრებით გაზთან ახლოს


თუ არა და სათბურის ავტონომიური გათბობის საშუალებები უნდა მასწავლოთ გაზის გარეშე (ალბათ შეშა)

ელენერგია ბევრი არ მჭირდება, ბოლო ბოლო ქარზე და მზეზე ავაწყობ ჩემი ხელით საკმარის წყაროს

ჩემი გეგმა არის სათბური, ოღონდ აუცილებლად ჰიდროპონიკა, დასაწყისისთვის მარტივი, ნაკლებხარჯიანი - ანუ სალათის ფურცელი. ამ ერთ თვეში რაც საქართველოში ვიქნები, უნდა მოვიძიო გაყიდვის გზები და თუ ვიპოვე საკმარისი, შეიძლება აღარც დავბრუნდე უკან...

ჩემი ხელით შემიძლია აბსოლუტურად ყველაფრის (ნუ სულ ყველაფრის არა biggrin.gif ) გაკეთება, სათბურის აშენებაც და ჰიდროპონიკის მოწყობაც... ყოველ 2 თვეში მექნება სალათის ფურცელი დაახლოებით 1,5 2 ჰექტარ მიწაზე მოსული ფურცლის ოდენობის.. უფრო სწორად მაგდენი არ მექნება, ცირკულაცია იქნება აპროდუქტის, ანუ სულ უნდა იყოს "მწიფე" სალათა და ზონებად იქნება დაყოფილი პერიოდების მიხედვით.

მარწყვის და პამიდვრის მოყვანა ცოტა ძვირია, მაგრამ უფრო პროდუქტიული, ეგეც მაქვს ჩაფიქრებული, მარა ცოტა სამომავლოდ.


ყველზე ცუდი და სანერვიულო - სათბურის მასალები, ვალით უნდა ვიყიდო


ხალხი არა ხართ კაცო, მიწა მათხოვეთ ვინმემ თუნდაც 1000 კვადრატული თბილისთან ახლოს, მომაქირავეთ ან მოიფიქრეთ რამე biggrin.gif



მირჩიეთ, გამკიცხეთ, გამლანძღეთ ოღონდ რამე მითხარით თორემ გასკდა გული...


8 წელია წასული ვარ და ვერ მივეჩვიე ამ შობელძაღლს....არადა ადგილიც კარგია, ხალხიც კარგია და ცოლშვილიც აქ მყავს, მარა არა... არ შემიძლია...

არც ფული მაქვს საკმარისი და არც ნერვები რომ აქ დავბერდე, იქით მშობლები მიბერდებიან მარტოები...

Posted by: levani169 24 Jun 2017, 17:08
Mateo Falcone
QUOTE

ხალხი არა ხართ კაცო, მიწა მათხოვეთ ვინმემ თუნდაც 1000 კვადრატული თბილისთან ახლოს,

თუ ძმა ხარ თბილისთან ახლოს ვინ რას მოგცემს,გჯერა თავად? biggrin.gif
(კუმისში არ გინდა რო რამე?) biggrin.gif

Posted by: Mateo Falcone 24 Jun 2017, 17:11
levani169
QUOTE
თუ ძმა ხარ თბილისთან ახლოს ვინ რას მოგცემს,გჯერა თავად? biggrin.gif


არ მჯერა, მაგრამ biggrin.gif
კაცო თბილისთან ახლოს მაინცა და მაინც წყნეთი კი არ მიგულისხმია.. კუმისი ძალიან ახლოსაა მაგალითად. გაზი და დენი თუა user posted image

Posted by: vano22 24 Jun 2017, 17:21
Mateo Falcone
მანდ კარგს ჭამ და კარგს მაინც იცმევ აბა აქეთ გვკითხე როგორ ვართbiggrin.gif

სესხს პროცანტიანს იღებ? გაქ სათბურის გამოცდილება? დანაზოგი სულ არ გაქ? არც ისე იოლია მასე უცებ ცხოვრების წესის შეცვლა და შემოსავლის წყაროს შექმნა. მე ვერაფერს გირჩევ შენ ადგილას მანდ ვეცდებოდი უკეთესი სამსახურის შოვნას

Posted by: Mateo Falcone 24 Jun 2017, 17:30
vano22
QUOTE
მანდ კარგს ჭამ და კარგს მაინც იცმევ აბა აქეთ გვკითხე როგორ ვართ

დროებითია ეგ ყველაფერი. ერთი ფეხის გადაბრუნება და ეგაა... მარტო რომ ვიყო მატერიალურად არ გამიჭირდება და დანაზოგიც იქნებოდა, მარა ოჯახი ძაალიან დიდი ხარჯია აქ.

QUOTE
სესხს პროცანტიანს იღებ?

თუ უპროცენტო იცი სადმე biggrin.gif

QUOTE
გაქ სათბურის გამოცდილება?

კი, ცოტა. კიდევ შემიძლია 2/3 თვე პრაქტიკა გავიარო. თეორია კი მაქვს გადაღეჭილი

QUOTE
არც ისე იოლია მასე უცებ ცხოვრების წესის შეცვლა და შემოსავლის წყაროს შექმნა.

ვიცი, იმიტომაც ჩამოვედი და შემოვრჩი 8 წელი აქ, მარა მე თუ არ შევცვალე რამე, თავისით არ შეიცვლება.

QUOTE
მე ვერაფერს გირჩევ შენ ადგილას მანდ ვეცდებოდი უკეთესი სამსახურის შოვნას

შანსი არაა, მაშინ ქვეყანა უნდა შევიცვალო და იგივე პრობლემებია რაც მანდ ჩამოსვლა და ახლიდან დაწყება. მეტი ხელფასი კი არა, ადგილობრივები მიყურებენ რამის შურით, აქაც კარგი კრიზისია

Posted by: vano22 24 Jun 2017, 17:37
Mateo Falcone
უპროცენტოს ახლობელი ან კარგი მეგობარი იძლევაsmile.gif

აქ სათბურები ძირითადად დამატებითი შემოსავლის შესაქმნელად აქვთ და მთელი წელი ოჯახის სათბურით რჩენა ძალიან გაგიჭირდება. შეგიძლია აქ ნახო რამე სტაბილური სამსახური და ნელ ნელა მოხოდო სათბურის ბიზნესიც

Posted by: Mateo Falcone 24 Jun 2017, 17:43
vano22
QUOTE
აქ სათბურები ძირითადად დამატებითი შემოსავლის შესაქმნელად აქვთ და მთელი წელი ოჯახის სათბურით რჩენა ძალიან გაგიჭირდება. შეგიძლია აქ ნახო რამე სტაბილური სამსახური და ნელ ნელა მოხოდო სათბურის ბიზნესიც

ჰიდროპონიკას დამატებით შემოსავლად ვერ გაიხდი.. ელემენტალურად დროის უქონლობის გამო. ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ფასიანი სათბურით რაც მე მინდა ყველაფერს ავტომატიზებულს ვერ გახდი, სათბურში უნდა იცხოვრო ფაქტიურად, ეგრე არაა, რომ ააშენო და ხანდახან შეიხედო შიგნით. ერთი პატარა რამეც რომ გამოგრჩეს, მორჩა, გათავდა მოსავალი smile.gif

QUOTE
მთელი წელი ოჯახის სათბურით რჩენა ძალიან გაგიჭირდება.

გაყიდვაა მთვარი, თორემ 2000 მეტრი სრულიად საკმარისია დასაწყისისთვის

Posted by: vano22 24 Jun 2017, 19:16
Mateo Falcone
2000 კვადრატი ჰიდროპონიკის სათბური? ძალიან დიდი ცოდნა და უახლესი აპარატურები დაჭირდება მაგ საქმეს მე მეგონა ერთ 500 კვადრატ უბრალო სათბურს აპირებდი.

სავარაუდოდ თუ დაიანგარიშე რა ფასი ჯდება მაგ სათბურის გამართვა?

Posted by: shuma89 24 Jun 2017, 22:14
მე გათხოვებ მიწას, შორია ოღონდ თბილისიდან, ხელშეკრულებასაც დაგიდებ რო უსასყიდლოდ გთხოვნი.
ქარის გენერატორს ვჩალიჩობ 5-7 კილოვატიანს, დასაწყისისთვის ერთს, თუ გენდომება და უფრო იხეირებ იმით გაათბე.
გაზი ჭიშკართანაა, დენი შეყვანილია. გაზის შეყვანა 400 ლარი, ან განვადებით 25 ლარობით 16 თვე, ანუ უპროცენტო.
შენობაც მაქვს, 2 კაცი გაათევს ღამეს, ამასაც გათხოვებ, წყლის ჭა არის, სარწყავად ტბაც არის, დაღრმაცება უნდა ცოტა, ჭიშკართან არხი გამოდის, კვირაში 3 დღე იქაცაა წყალი.
ახლა მინუსები.
ქარიანი ადგილია, ქარის მხარე მყარი უნდა იყოს საკმაოდ, შორია თბილისიდან, ზესტაფონის რაიონშია, აჯამეთის რკინიგზის სადგურიდან 1 კმ-ში, ტრასიდან 7 კმ. სოფლის გზა, 20-25 წუთის სავალი თუ მანქანა გიყვარს. ისე ათ წუთშიც მიხვალ.
28667 კვადრატია, რომელ ადგილსაც აირჩევ იქ გააკეთე რაც გინდა. ოღონდ რამე გაკეთდეს და არ მინდა ქირა.
შემოდგომაზე ქლიავი უნდა დავრგო, კარგი ჯიშის მაქვს ეზოში ზესტაფონში და 50 ძირამდე გავამზადე გადასარგავად.
შენ არ შეგიშლი ხელს. ღობე დაგჭირდება ალბათ, იხვს ვამრავლებ და იმათგან დასაცავად.
ხო. ინტერნეტიც არის, კი არა და მოგცემ, უფასოდ.

რავიცი, მეტი რა ვქნა, თბილისამდე ვერ ჩამკვათრევ ამ ნაკვეთს თორე რა ლრობლემაა.


ხო კიდე, ჰიდროპონიკას სისტემა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გარემოს ტემპერატურის მიხედვით გათბობის ავტომატურად მართვას 100 ლარში აგიწყობ სისტემას, ჩართვაგამორთვა რეგულირება რო შეძლოს, დაგიწერ მაგის პროგრამას, დეტალები ამაზონიდან.
მიწის ტენიანობის მიხედვით სარწყავ სისტემასაც დაგილაგებ, ჩართვა გამორთვა რეგულირება.
ასევე წყლის ბაკი თუ გექნება იმას ავტომატურად შევავსებინებ სისტემას, თუ გენდომება სამჯერ ნახევრამდე დაცლილს შევავსებინემ, მეოთხედ დავაცლევინებ ბოლომდე და მერე გავავსებ, ადამიანის ხელი არ დასჭირდება.
შეიძლება მესიჯებიც ვაგზავნინო ყველა ამ ოპერაციის დროს ტელზე, ამ უკანასკნელს ახლა ვამუღამებ :-)

Posted by: vano22 24 Jun 2017, 22:50
shuma89
ახლოს იყო გესროდი რაღაცას ეხლაbiggrin.gif.. ასეთ ტექნოლოგიებს და ცოდნას ფლობ და სიტყვა არ დაგცდენია მიდი ეხლა გახსენი თემა და განგვანათლე ჩვენც რაებს აკეთებ და როგორ აკეთებ თორემ ხმას აღარ გაგცემsad.gif

Posted by: Mateo Falcone 25 Jun 2017, 14:22
shuma89

პირველ რიგში მადლობა ასეთი შემოთავაზებისათვის. ვიფიქრებ აუცილებლად და თუ სხვა გამოსავალი ვერ ვნახე ალბათ დაგთანხმდები smile.gif

QUOTE
მიწის ტენიანობის მიხედვით სარწყავ სისტემასაც დაგილაგებ, ჩართვა გამორთვა რეგულირება.

ეგ ჰიდროპონიკის პრობლემა ნაკლებადაა smile.gif მაგრამ მცირე ავტომატური სისტემები კი იქნება საჭირო.

სალათის ფურცელი ან დიდ ვანაში უნდა იყოს ან მუდვივად ცირკულირებად წყალში. უბრალოდ პარალელური ნასოსის ჩართვა გამორთვა იქნება საჭირო პირვეელის "დასტუკვის" შემთXვევაში ავტომატურად ომ ჩაირთოს, ან წივილი მაინც რომ ატეხოს და შემატყობინოს როგორმე, რომ მე თვითონ გამოვცვალო.

QUOTE
ქარის გენერატორს ვჩალიჩობ 5-7 კილოვატიანს, დასაწყისისთვის ერთს, თუ გენდომება და უფრო იხეირებ იმით გაათბე.

QUOTE
ქარის გენერატორს ვჩალიჩობ 5-7 კილოვატიანს, დასაწყისისთვის ერთს, თუ გენდომება და უფრო იხეირებ იმით გაათბე.


5-7 კილოვატი შეიძლება ყველაფერს არ ეყოს, თან არასტაბილურია. ქსელის ელენერგიასთან რომ დავაწყვილო ძალიან ძვირი დაჯდება. ამიტომ გაზი (ან შეშა) სჯობია თავიდანვე.

მაგრამ სხვა რაღაცეებისთვის (არაგათბობისთვის) იდეალურია. მეც მაქვს გეგმაში ავტონომიური წყაროები.

QUOTE
ასევე წყლის ბაკი თუ გექნება იმას ავტომატურად შევავსებინებ სისტემას, თუ გენდომება სამჯერ ნახევრამდე დაცლილს შევავსებინემ, მეოთხედ დავაცლევინებ ბოლომდე და მერე გავავსებ, ადამიანის ხელი არ დასჭირდება.

ეს საპამიდვრედ და სამარწყვედაა კარგი, ანუ სამომავლოდ. სალათის ფურცელი კარგვეული პერიოდი ერთი და იგივე წყლით ირწყვება, შემდეგ გამდიდრება უეჭველად ადამიანის ხელით უნდა და ა.შ.

პამიდორი და მარწყვი იმიტომაა ძვირი, რომ "ნიადაგია" ძვირი. უფრო სწორად მასალა, რომელმაც ნიადაგის მაგივრობა უნდა გასწიოს. მარწყვის შემთხვევაში ეს ქოქოსის ქერქია დამუშავებული საუკეთესო, ხოლო პამიდვრისთვის (ქართულად არ ვიცი რა ჰქვია) პერლიტი, peat moss და ვერმიკულიტი :დ ესენი საერთოდ იშოვება თუ არა საქართველოში არ ვიცი და ძვირია ზოგადად.

ქვიშაშიც აკეთებენ, მაგრამ არაა კარგი. ჰაერს არ ატარებს კარგად და ძალიან "მარილიანია" ანუ ქიმიურად არასტაბილური და ძნელია კონტროლი რომ ზედმეტი არაფერი მოგივიდეს.

გარდა ამისა პამიდორს სათბურის სტრუქტურაც ძალიან მყარი უნდა, ზედ უნდა ეკიდოს ფაქტიურად მთელი პამიდორი.

პლიუსი ისა აქვს, რომ კარგი მოვლის შემთხვევაში ძალიან პროდუქტიულია.

QUOTE
ზესტაფონის რაიონშია, აჯამეთის რკინიგზის სადგურიდან 1 კმ-ში,

ჩემდა სასირცხვილოდ უნდა ვთქვა, რომ დასავლეთში ნამყოფი არა ვარ ფაქტიურად თუ ტრასას არ ჩავთვლით ქობულეთამდე და არ ვიცნობ საერთოდ biggrin.gif

Posted by: shuma89 25 Jun 2017, 21:40
vano22
ამ ყველაფრის გამართვას ფული უნდა დიდი, 76000 მაქვს სულ ნაკვეთი, ერთი 28667 არის, მეორე 46-48 ათასი. ზუსტი არ ვიცი.
ტექნოლოგიებს რაც შეეხება მანამცე რო მივა საქმე კი ბატონო, მაგრამ მანამდე უნდა დიდი ფული, 500-700 ლარიანი ხელფასით ვერაფერს ვაკეთებ და ამიტომაც მოვდივარ სამსახურიდან ერთ კვირაში, ცოტა უკეთესს ველოდები შემოსავალს, ასე რომ ვეცდები რაიმე მაინც გავაკეთო.


Mateo Falcone
მოდი ჩაგეკითხები, 5-7 კილოვატი ერთი იქნება, ასეთი 5 რო დავდგა ვერავინ მისაყვედურებს, ლიცენზირებას არ საჭიროებს 100 კილოვატამდე.


ეს მომავლის გეგმებია, არადა 800-1000 ლარი მინდა ამის გასაკეთებლად, სამი ფაზა 120-280 ვოლტი რო მივიღო, მერე რეგულატორი 1000 ლარი.
სხვათაშორის აქ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს და ვიტყვი, რომ ენერგოპრომ გამოაცხადა სახლემწიფოს დაკვეთით, რომ შეისყიდის დენს მოსახლეობისგან.
ანუ აყენებ ქარის, მზის, წყლის გენერატორს, მერე ამას არეგულირებ და იღებ 48-150 ვოლტამდე მუდმივ დენს, მერე ამაზე აჯენ ეგრეთწოდებულ გრიდ ონ კონტროლერს, რომელიც ამ დენიდან იღებს კვებას, სინჯავს ენერგოპროს დენის სიხშირეს, სამი ფაზა იქნება თუ ფაზანოლი, აჯეს იმავე სიხშირეზე, ენერგოპრო აყენებს ამის მერე ეგრეთწოდებულ რევერსულ მრიცხველს, რომელიც ითვლის მიღებულ და გგაცემულ ელექტროენერგიას, ანუ ქარი არის და გადის შენიდან, ჩადგა ქარი, იღებ ენერგოპროდან, ხარჯი და გასული ენერგია ცალცაკე აღირიცხება ამ პატივცემული რევერსული მრიცხველის მიერ, თუ მეტი გაქვს დახარჯული იხდი ხარჯისას, თუ მეტი გაქვს გაცემული იქიდან გიხდიან კილოვატზე 10-14 თეთრს.
მა სისტემას 5000 დაჭირდება ყველაფერი რო ავაწყო ჩემით.

საწყისი ნიმუშები მაქვს უკვე 800 ვატამდე, მაგრამ საცდელი სულ რამდენიმე დღე ვამუშავე, მიფუჩეჩებული კონსტრუქცია ქარმა 300 მეტრი ათრია და ეზეოს გარეთ ვიპოვე ბოლოს.

აქ რა შუაშია და იხვებს ვამრავლებ ახლა და იქნებ რაიმეში მაინც გამოვიყენო ამხელა ფართობი.


Posted by: vano22 26 Jun 2017, 14:51
shuma89ხო რა ყველას ეგ პრობლემა გვაქ უფულობა..

ხბოების გამოზრდაზე არ გიფიქრია?
ან ინდაურების? იხვი ბევრს ჭამს

Posted by: shuma89 26 Jun 2017, 14:58
vano22
QUOTE
იხვი ბევრს ჭამს

ბევრს რო ჭამს იმიტო იზრდება სწრაფად.
ინდაურიც არ ჭამს ნაკლებს აბა ჰაერით ვერ იზრდება დააა . . .
ისე არც ეგაა ცუდი, უბრალოდ არ მაქვს გამოცდილება ინდაურის ამბავში და მაგიტო არ ვეკარები ჯერჯერობით თან ძალიან სეზონურია, საახალწლოდ თუ გაყიდი, ისიც ცოცხლად და არ ვიცი რააა . . .

ხბოებზე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ 20 ცალი მაინც თუ არ გეყოლა აზრი არ აქვს ისე და ამიტო ვერ ვკიდებ ხელს, ბალახი ბლომადაა, არაა პრბლემა.

ვინმეს რო უნდოდეს მიზერულ თანხის სანაცვლოდ დავუთმობ, წელიწადში 600-800 ლარის ფარგლებში ალბათ.



Posted by: vano22 26 Jun 2017, 15:19
shuma89
მაგხელა ფართობზე კაი ბლომა ინდაური გაიზრდება ყოველგვარი დამატებითი საკვების გარეშე ან ძაან მინიმალური დამატებითი საკვებით. სეზონურია და საახალწლოდ ადგილზე დაგიდგება კლიენტის რიგები თან იხვსაც არაფერს ერჩის მაგარი მშიშარა რამეა..

შარშან გაზაფხულზე ნაყიდი 350 ლარიანი ხბოები ყავს ჩემ ძმას და დღეისთვის 1200 ლარზე იაფიანი არცერთი არაა. მოკლედ ფული უნდა გაჩითო რამენაირად რა ერთი 20კ რომ გაშოვნინა აეწყობოდი საათივითsad.gif ძნელი გასაკეთებელი კია მაგრამ ერთი ნაკვეთი რომ დაახურდავო და მეორე ნაკვეთი აამუშავო არ გამოვა?

800 ლარად როგორ დაუთმობ? მაგხელა ნაკვეთზე ლამის 600 ლარი მარტო გადასახადი მომდის მეsmile.gif

Posted by: shuma89 26 Jun 2017, 15:27
vano22
მარტო გადასახადის ფასად დავუთმობ არ მაქვს პრობლემა.

მთავარია, ღობე იყოს ფორმაში.
მე ჩემ იხვებს მივხედავ, ის თავის ხბოებს. პლიუს შემოდგომაზე ნერგები მინდა დავრგო 50-60 ძირი მაგარი ჯიშის შავი ქლიავი მაქვს გამზადებული, იმათ ისე შემოვფარგლავთ ერთად, რომ საქონელმა ვერ შეჭამოს და ეგ იქნება, ბალახის ჭამით მე არაფერს დამაკლებს.

Posted by: vano22 26 Jun 2017, 15:37
shuma89
მაიმარკეტზე მეცხოველეობის თემაში შეაგდე ეგ განცხადება შანსი არაა ვინმეს არ დააინტერესოს.

თან წელს საქონელზე ბუმია ყიდვა გაყიდვას ვერ აუდიან ბაზარზე ვაჭრები ვისაც 2 კაპიკი აქ ყველა საქონელზე გადადის

Posted by: shuma89 27 Jun 2017, 12:17
vano22
იცი რა სიტუაციაა? 3 ჰექტატრია შემოღობილი, მანდ რო საქონელი იქნება და 100 სული იხვი, თავიდან 30 ალბათ მეტი არა, მაგრამ 100-მდე უნდა ავიყვანო. ამდენი იხვი და საქონელი კიდე გამოვა რამეე?
საკვებიეყოფა კიი?

Posted by: vano22 27 Jun 2017, 12:47
shuma89 იხვები შეღობილში გეყოლება და მანდ ახლო საძოვრები არაა რომ საქონელი იქ გამოზარდო?

Posted by: shuma89 27 Jun 2017, 21:00
კი, 70 ჰექტრიანია ერთი, კილომეტრში, ასევე მეორეა ცოტა შორს 1.5 კილომეტრში 60 იანი, 2 კილომეტრში 120 ჰექტარია.

Posted by: vano22 27 Jun 2017, 22:57
shuma89
კერძოებია თუ სასოფლო საყოველთაო? ნებისმიერ ვარიანტში მოიხსნა კვების პრობლემაsmile.gif

Posted by: shuma89 27 Jun 2017, 23:50
50 კვადრატი სადგომიცაა, მობეტონებული, ხის პოლით. თბილი ზამთრისთვის, ჭერიც აქვს, ზემოთ სათავსო, 300 პრესი ეტევა მგონი. ღობე ეკლიანი მავთულია. მაგრამ სეტკა მინდა, ეკლის ბოძებზეა შარშანდელი, 30 წელი ივარგებს, ასე 26 ლარიანი წავა სეტკ უჟანგავი 60 ხვია.

ისბ50 კკვდრტში 15 სულლი კკი ივარგებბს სზამთროდდ, ზფხულში 10 ცაალი ჟეშტი სხხურვად, ხხის. მასალა კი მაააქვს სკმრისი და ეგაა საზაფხულო სდგომოც მზადაა.
მაგრამ მერე უნდა ფული მოზვრები რო იყიდო.

Posted by: vano22 28 Jun 2017, 10:54
shuma89
საქონლის თავზე თივის შენახვას არ ვემხრობი მე. ერთი პატარა ნაპერწკალი ან ვინმე არა კეთილ მოსურვე და გამოიწვება შიგ ყველაფერიsad.gif

ჩემ სოფელში დაუნთო ადრე ერთმა ფეჩი ზამთარში გასათბობად და კი დახვდა დილაზე 150 კილო მწვადიsmile.gif


თხილის დარგვას აღარ აპირებ? რომ დაგერგა იმ 2 ჰექტრიანში და 2-3 წელი მოგეცადა კაი ბლომად სესხს მოგცემდა ბანკი მაგ პლანტაციის უზრუნველყოფით და 1 თავდებით



Posted by: gia1970 28 Jun 2017, 10:57
vano22
ვანო ბიოგაზის გაკეთებაზე არ გიფიქრია?

Posted by: vano22 28 Jun 2017, 11:14
gia1970 კი ვიფიქრე და მამაჩემმა გადამაფიქრებინა ერთი ალიყურითbiggrin.gif.

არადა რა კარგია ჯერ ხო გაზი გაზად გრჩება და ცალკე უმაღლესი დონის სასუქს აწარმოებ ბიო მეურნეობისთვის მისწრებაა

Posted by: shuma89 28 Jun 2017, 12:21
QUOTE (vano22 @ 28 Jun 2017, 10:54 )
shuma89
საქონლის თავზე თივის შენახვას არ ვემხრობი მე. ერთი პატარა ნაპერწკალი ან ვინმე არა კეთილ მოსურვე და გამოიწვება შიგ ყველაფერიsad.gif

ჩემ სოფელში დაუნთო ადრე ერთმა ფეჩი ზამთარში გასათბობად და კი დახვდა დილაზე 150 კილო მწვადიsmile.gif


თხილის დარგვას აღარ აპირებ? რომ დაგერგა იმ 2 ჰექტრიანში და 2-3 წელი მოგეცადა კაი ბლომად სესხს მოგცემდა ბანკი მაგ პლანტაციის უზრუნველყოფით და 1 თავდებით

სესხს ახლაც ბევრს მაძლევენ მიწის ნაკვეთების ზღვის ნაკვეთის და ორი ბინის ჩემ სახელზე ყოფნის გამო, გარანტია მშვენიერი აქვთ, მაგრამ აზრი/ უსაშველო პროცენტია.


თხილისთვის ახლა რო ასიცხდება, დასკდება მიწა მაგ დროს უნდა გადავხნა, ერთი კუთხე, ალბათ ასე ჰექტრამდე იქნება.
მახინჯი პლანტაცია გამოვა, სამკუთხედი ფორმისაა, მაგრამ არაუშავს.

Posted by: gia1970 28 Jun 2017, 15:13
vano22
QUOTE
არადა რა კარგია ჯერ ხო გაზი გაზად გრჩება

QUOTE
არადა რა კარგია ჯერ ხო გაზი გაზად გრჩება

მაგ გაზით დენი შეგიძლია გამოიმუშავო და გაყიდო

Posted by: vano22 28 Jun 2017, 15:53
shuma89
არც მე მაქ მთლად პლანში დარგული და რამდენიც ვინმე გაივლ გამოივლის ე ბიჭო რიგი ვერ დაიჭირეე?? და ელამი ხოარ ხაარ?? და მეკაიფებიან ხოლმე მარა სამაგიეროდ სიგანეში თუ არა სიგრძეში დავსვი ლამაზათbiggrin.gif

მანდ გვერძე ტბებია?

ხო პროცენტი მართლა უსაშველოა 5000 მაქ გამოტანილი სამომხმარებლო და 9000 უნდა შევიტანო 4 წელში


Posted by: ინაველ 3 Jul 2017, 15:06
ჩემ ამბავს გაგიზიარებთ - პირველად ვცადე პომიდვრის მოყვანა. ქრესტომათიულად მივუდექი და რაც კი ორგანულ მეურნეობაში საუკეთესო ტექნიკა იყო ყველაფერი გამოვიყენე. 5 ცალი 10 მეტრიანი რიგი დაიკავა 4 ჯიშის პომიდორმა. აქაურობასთან შეგუებული არცერთი არ ყოფილა. ღია გრუნტში დავრგე. სახლში გავზარდე საჩითილე კასეტებში და ხელოვნურ გრუნტში. საათობრივად დავატარებდი ოთახებში მზის მდებარეობის მიხედვით biggrin.gif ისეთი ჩითილები დაიზარდნენ ავ თვალს არ ენახებოდნენ.

ცოტა ადრე გადავრგე გრუნტში. იმხელები იყვნენ ან უფრო დიდ კონტეინერებში უნდა გადამერგო, ან გრუნტში. დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მინდოდა ამიტომ 15 აპრილს საღამოს გადავრგე.

ჯერ სიცივეებმა შეანელა ზრდა.
მერე ქარები დაერთო.
აგერ ივნისში კიდევ სულაც სეტყვამ გადაუარა.

მაგრამ მაინც მყარად იდგნენ. სიმაღლეში ისეთი დიდები ვერ გაიზარდნენ, მაგრამ სამააგიეროდ სხვა მხრივ ჯანსაღად იყვნენ. აღსანიშნავი ისაა რომ არც პესტიციდი მიხმარია და არც მინერალური სასუქი. ბუგრებს და ჭიაყელებს საოჯახო მეთოდებით მოვერიე. არც დაავადება შეყრიათ რამე.

მერე ტყეში მოჭრილი და დაცემული ხეებისგან სარები მივაგროვე და სათითაოდ მივაბი. ზრდასთან ერთად ვამატებდი სარებსაც და საბმელებსაც.

მოვიდა ყვავილობაც და ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა. წვიმებმა დარჩენილი ბუგრებუც ჩამორეცხა. მულჩირების წყალობით მიწაში ტენს კარგად ვინარჩუნებდი, მოკლედ პომიდვრები გაიბადრნენ და გაიფურჩქნენ. ტოტები ოომიდვრის სიმძიმით იდრიკებოდა და დამაგრებას ვერ ავუდიოდი.

დაბოლოს გასული კვირის ორდღიანი თავსხმა წვიმების მიერ გამოწვეულმა წყალდიდობამ ბოლო მოუღო ჩემს ნალოლიავებ პომიდვრებს biggrin.gif

მომიჯნავე ნაკვეთებში წყალი ჩადგა, გადაივსო და მიაყოლა ჩემიც. მიწა ისე გაიჟღინთა წყლით, მუხლებამდე ვეფლობოდი ტალახში.

იძულებული გავხდი მწვანეში დამეკრიფა პომიდორი - მწნილად მაინც მივიხმარ.

თავად პომიდვრის ნერგების გადარჩენის იმედი აღარ მაქვს, ერთიანად ძირს წვანან. ფესვების ლპობას ალბათ ვეღაარაფერი შეაჩერებს. სამი დღეა უკვე წყალში დგანან.

1.5 ყუთი ჩამოვიდა ჯამში. უმრავლესობა წვრილი და საშუალო ზომის. ახლა მწნილად ჩაწყობას ვიწყებ.

ჭირი იქა
ლხინი აქა

Posted by: vano22 3 Jul 2017, 15:33
ინაველ
ერიჰაა ეგ რა მოგსვლია არადა რამდენი იწვალეsad.gif კანაო რომ გაუჭრა ვერ დაწრეტავ წყალს?

Posted by: ინაველ 3 Jul 2017, 15:48
vano22

ხელით ვეჩალიჩე და ბევრი ვერაფერი. დიდ ფართობზე იდგა წყალი. ტრაქქტორი იყო საჭირო და მეზობლის ნაკვეთების გათხრა და აღარ ღირდა.

თან როცა ვნახე უკვე ჩაწოლილები იყო. პირველ დღეს ძლიერად იწვიმა. მეორე დღეს გადავედი და მშრალი იყო. რამდენიმე სარი იყო გადახრილი, გავასწორე და წამოვედი. მეორე დღეს სულ ნახევარი საათით იწვიმა, ჩვეულებრივი ზაფხულის წვიმა იყო, არც ქარი ქროდა. მოკლედ არ მიფიქრია რომ წყალი ჩადგებოდა. ამიტომ მეორე საღამოს გადავედი და უკვე ცუდი მდგომარეობა იყო. როგორც ჩანს წინა დღის წვიმის გამო გაჟღენთილი იყო მიწა და მეორე დღის წვიმა ვერ აიღო.

ეგ არაფერი. მთავარი ის გამოცდილებაა რაც მივიღე პომიდვრის დათესვა-გადარგვა-მოვლაში. თან მწნილიც ხო მექნება smile.gif)

Posted by: vano22 3 Jul 2017, 15:54
ინაველ ფოტო ხომ არ გაქ? ბოლომდე ნუ ჩაიქნევ ხელს ისე ცხელა უცებ ამოშრება წყალი და პამიდორი ოხერაა მეორე მესამე სხმის ყვავილებს მაინც გამოიტანს თუ არ დალპა ბოლომდე.

Posted by: ინაველ 3 Jul 2017, 20:45
vano22

http://www.radikal.ru

ჩამოვკრიფე უკვე. ძალიან წვრილები რაც იყო ის დავტოვე. ხვალ ჩავამწნილებ, სამლიტრიანები უკვე გავამზადე. ზამთარში ლობიოზე დაა ჭაჭაზე მისწრება იქნება.

თუ გადარჩება ერთი პარტია ყვავილედის დაპომიდვრებას მოასწრებს კიდევ. ვნახოთ.

Posted by: vano22 3 Jul 2017, 22:26
ინაველ
აუჰ მეტისმეტი მოსვლია. ბედის ირონია არაა?? გვალვის გვეშინოდა და წვიმამ გააფუჭაsad.gif

Posted by: ინაველ 3 Jul 2017, 23:01
vano22

აბაა smile.gif) თან წყალი არ მაქვს ნაკვეთში და მანქანით მიმქონდა ხოლმე biggrin.gif

დაიტანჯა ეტყობა ელია ჩემი საცოდაობით და ბევრი წყალი გამომიგზავნა ერთიანად biggrin.gif რა გინდა, აწი მორწყვა აღარ დაჭირდებათ smile.gif)

Posted by: levani169 4 Jul 2017, 12:44
ინაველ
დააცადე და ნახავ როგორ იფეთქებს ხელახლა,ნუ ახლა გვალვამ თუ არ შეაწუხა ეგაა თორემ!

Posted by: ინაველ 4 Jul 2017, 14:59
levani169

არაა დღეს ვნახე და ჩამხმარია

Posted by: kaxaberski66 6 Jul 2017, 11:10
ჩემი ფერმერული ცხოვრების თხრობას გავაგრძელებ თუ არ შეგაწუხეთ. არ მეგონა ასე ბევრი თუ მექნებოდა მოსაყოლი. აღარც შუაზე გაწყვეტა მინდა ამ ამბის.
ცხოვრება გრძელდებოდა ყოველდღიურ რეჟიმში. საქმე უფრო და უფრო მატულობდა, საქმესთან ერთად სირთულეებიც. გადავწყვიტეთ რომ მწყემსი ავიყვანოთ, რომელიც საქონელს მოაძოვებს და ბინის საქმეს კი მოვერეოდით.
მიუხედავად იმისა რომ, იყო ძალიან დიდი გაჭირვება და საშველიც არსაიდან ჩანდა, მწყემსად და ზოგადად კერძო კაცთან სამუშაოდ არავინ მიდიოდა. თაკილობდნენ, სხვას მოჯამაგირედ ხომ არ დავუდგებითო. ზოგი შურით იყო გამსჭვალული რომ, იმ ვიღაცას აქვს ან ყავს. ზოგს რცხვენოდა მეზობელი ან ნათესავი რას იტყოდა. ზოგი კი ბუნებით უქნარა იყო და თავის საქონელსაც არ მოუვლიდა.
ერთი სიტყვით ვიშოვეთ მწყემსად ჩემივე სოფლელი ძალიან კარგი და წესიერი კაცი ასე 55-57 წლის ხევსური ნიკო წიკლაური. ხევსურეთში ბავშვობიდან საქონელთან იყო გაზრდილი და კარგად იცოდა საქონლის ავიც და კარგიც.
დილით უთენია ვდგებოდით, საქონელს დავწველიდი, მერე მას საქონელი მიჰყავდა საბალახოდ და ბინაზე მე თუ ჩემი ძმა ყველანაირი საქმის კეთებას ვასწრებდით.
მაგრამ ეს ბედნიერება გაგრძელდა რამოდენიმე თვე. შემოდგომაზე, ზამთრის პირას ნიკომ გამოგვიცხადა, სახლში უნდა წავიდე, ზამთარში მე მინდორში ვერ ვიქნებიო. რა არ ვუთხარით, შევთავაზეთ მაგრამ არ გაჩერდა, წავიდა და დავრჩით ისევ მარტოები.
გადავწყვიტეთ რომ მწყემსი სადმე სოფლის გარეთ სხვა რაიონში გვეძება. მე ბინაში ვარ საქონელთან და მამაჩემი და ჩემი ძმა დადიოდნენ მწყემსების საძებნად. გადააბრუნეს ლაგოდეხის რაიონი და როგორც იქნა სოფელ კაბალზე ნახეს თათრების ოჯახი, რომელიც წამოვიდა მთელი დედა- ბუდიანად. ქმარი, ცოლი და ოთხი ბავშვი.
ხელფასი დავუნიშნეთ და ჩვენ ვაჭმევდით-ვასმევდით. მწყემსებიც ისინი იყვნენ და მწველავებიც. ყველიც მათ ამოჰყავდათ. ჩვენ მოგვეხსნა საქმე და ამოვისუნთქეთ. მხოლოდ ჩავდიოდით და ყურადღებას ვაქცევდით თუ როგორ კეთდებოდა საქმე.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო მაგრამ, თანდისთანობით ისე აღარ, როგორც გვინდოდა.
საქონელმა წველაში იკლო, ყველი ზომაში დაპატარავდა და ასე შემდეგ. კვირაში ორჯერ მიდიოდა კაცი სახლში ცხენით და რასაც მოახერხებდა მიჰქონდა. ბოლოს როდესაც ერთი მოზვერიც დაიკარგა ცოცხალი წონით 200კგ. მერე გავყარეთ და ისევ ჩვენ გავწიეთ ჩვენი ჭაპანი.
ეხლა ის დროა, მხედრიონობამ რომ წალეკა საქართველო. ხალხს სახლებში ყოფნის ეშინოდათ არა თუ მინდორში. ვინც არ შესწრებია მაგ დროს მოგიყვებით რაც ხდებოდა.
მხედრიონელები იყვნენ ბატონ პატრონები ამ ქვეყნისა. ღვინის მარნებში მიდიოდნენ და ცისტერნებით ღვინო გაჰქონდათ და რუსეთში აგზავნიდნენ. ბიზნესმენობდნენ და ფულს შოულობდნენ. ზაგოზერნოებიდან მარცვლეული, ფქვილი, ქატო გაჰქონდათ ისე რომ ერთ თეთრს არ იხდიდდნენ და ჰყიდდნენ. ნავთობის ბაზებიდან გაჰქონდათ სალიარკა-ბენზინ-მაზუთი. აგურის ქარხნებიდან კამაზით აგური და ასე შემდეგ.
მარტო მხედრიონელები არ იქცეოდნენ ასე. ნათქვამია, მგელს მგლობა დაჰბრალდა და ტურამ კი ქვეყანა ამოაგდოვო.
იყვნენ ასევე შავები, რომლებსაც ყველგან თავისი წილი ჰქონდათ და ქვეყანასაც კი მართავდნენ. იმ დროს მინისტრები იყვნენ შავების რეკომენდაციით დანიშნულები. ხალხს ახალ მანქანებს აწერდნენ სხვადასხვა მიზეზით. ბევრი მანქანა აფხაზეთში და სხვა მეზობელ რესპუბლიკაში გადაჰყავდათ.
და ბოლოს იყვნენ წვრილფეხა ტურები(შაკლები) რომლებიც ყველაფერს კადრულობდნენ. დაწყებული ბაცაცობით, ოჯახებიდან ალუმინის ჭურჭელს იპარავდნენ, უფრო ჭკუა ნაღრძობები სასაფლაოებზე ალუმინის ღობეს ხსნიდნენ. საქონლის მოპარვას ნუღა იტყვით. ლეკიანობასავით იყო. მოიპარავდნენ საქონელს ან ღორს. იმავე ღამით დაჰკლავდნენ და თბილისში ან სადმე მიჰქონდათ გასაყიდათ. ამ საქმეზე ჯგუფები მუშაობდნენ, აბა ერთი კაცი ვერ მოახერხებდა რომ ძროხა მოეპარა კიდეც და დაეკლა კიდეც. დაკვლას და საქონლის გატყავებას თავისი მცოდნე კაცი სჭირდება. ხალხი ისე იყო შეშინებული რომ თავის საქონელს ვერ ყარაულობდნენ ღამით. ვაითუ მოსაპარად მოვიდნენ და ჩვენ თუ შევხვდით, ჯერ მოგვკლავენ და მერე საქონელს წაიყვანენო.
სოფლებში რომ ასეთი ამბავი იყო, ეხლა წარმოიდგინეთ მინდვრებში რა ხდებოდა.
როგორც ჰყვებოდნენ, ფერმებში ღამის სამ ოთხ საათზე მიაყენებდნენ მანქანას და პატრონებს თავისი ხელით ასხმევინებდნენ საქონელს მანქანაზე. ოღონდ არ მოეკლათ და პატრონებიც ყაბულს იყვნენ საქონლის ნებით მანქანაზე დასხმაზე. როგორც ჰყვებოდნენ იყო შემთხვევები სიკვდილიანობისაც წინააღმდეგობის გაწევისას.
აი ასეთი დრო იყო და მინდორში შებინდებამდე ხალხი აღარ ჩერდებოდა. ვისაც საქონელი ჰყავდა, ბევრმა გაყიდა და სახლში წამოვიდა თავის გადასარჩენად.
ჩვენ ვაგრძელებდით ჩვენს საქმიანობას და მთელი სოფელი იმას გვეკითხებოდა, რა გაჩერებთ მინდორში როგორ არ გეშინიათო. ალბათ ღამე იარაღით ხელში გძინავთ და იმ თივის ზვინში კი ტანკი გყავთ დამალული, თორემ ნორმალური კაცი მინდორში არ გაჩერდებაო.
ჩვენ კი სინამდვილეში ჟანგიანი თოფიც არა გვქონდა. ჩვეულებრივი დანისა და ცულის გარდა ფერმაში არაფერი გვქონდა ისეთი, რაც შეიძლება იარაღად გამოგეყენებინა.
მქონია შემთხვევები რომ, ღამე ახლო-მახლოს დიდი მანქანის ხმა გამიგია და შუქები დამინახია, გული გადამქანებია. ვაი თუ ცუდი რამ გველის მეთქი.
აბა ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი შიშიანობის დროს როგორი რთულია მწყემსის შოვნა. ხალხი თავისი ფერმებიდან გარბოდა და ორი თავი ვის ჰქონდა, ჩვენთან ვინ წამოვიდოდა.
ხოდა ასე ვისხედით ფერმაში და ვპატრონობდით ჩვენს საქონელს.
ბოლოს კი იმას ვიტყვი რომ, იმ შიშიანობაში ჩვენ არანაირი რამე ცუდი შემთხვევა არ გვქონია. ნეტავ გვქონოდა და წაეყვანათ საქონელი იქნებ მაგით დავამთავრებდით მესაქონლეობას და სხვა გზას ავირჩევდით საარსებოს.

Posted by: levani169 6 Jul 2017, 14:46
kaxaberski66
QUOTE

ბოლოს კი იმას ვიტყვი რომ, იმ შიშიანობაში ჩვენ არანაირი რამე ცუდი შემთხვევა არ გვქონია. ნეტავ გვქონოდა და წაეყვანათ საქონელი იქნებ მაგით დავამთავრებდით მესაქონლეობას და სხვა გზას ავირჩევდით საარსებოს.

ხოდა ბარეღამ სიტყვა მოვიდა და ეგ უფრო მაინტერესებს როგორ დააღწიე თავი მაგ კატორღას თორემ მასეძთები მეც კი მინახია და არ მიკვირს! biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 6 Jul 2017, 19:04
levani169
ბოდიში რომ წინასწარ არ მინდა დავაკმაყოფილო შენი დაინტერსება. ცოტაც მოითმინე და მალე მივალ მაგ ამბავამდეც. იმედი მაქვს სწორად გამიგებ.
* * *
როგორც ზევით ვთქვი, თათრების გაშვების შემდეგ ისევ ჩვენ ვიყავით მწყემსებად. უნდა ვთქვა რომ, მესაქონლეობაში ეს მწყემსებ-მწველავების გაშვება მიღება უწყვეტი პროცესია. ძნელად რომ ვინმემ კარგი კვალიფიციური მუშა ხელი იშოვოს რომელიც ოთხი, ხუთი წელი გაჩერდება ერთ ადგილზე.
გავაგრძელეთ მწყემსის ძებნა და ბევრი ძებნის შემდეგ მოვიყვანეთ ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოდან ერთი ყოჩაღი ბიჭი, გიორგი ბუჭყურაშვილი, რომელმაც წველაც კარგად იცოდა მწყემსვასთან ერთად.
ამ წვრილმანების მოგონებით რომ არ დაგღალოთ ვიტყვი იმას რომ,მწყემსებიდან კარგიც ბევრი შეგვხვდა(მაგალითად ახაშნელი ტრანგალეტკა ზურაბა, კაცი ყველა საქმის პროფესიულ დონეზე მცოდნე.) და ცუდიც(მაგალითად ახმეტის სოფელ დუმასტურიდან ოსი ილო, ცხენების ქურდი.)
1993 წელს ქვეყანაში დაიწყო სახელმწიფოს ხელში არსებული მეწების, სახნავ სათესის, სათიბ საძოვრების და ვენახების გაკერძოება. ხალხი ლამის ერთმანეთს ხოცავდა მიწის გულისთვის. ჩვენც რა თქმა უნდა შევიტანეთ განცხადება მიწის გადმოცემაზე. განცხადება განიხილეს და გადმოგვცეს ალაზნის ველის ტერიტორიაზე 20 ჰა. სახნავი და დედოფლის წყაროსკენ სოფ. გამარჯვებასთან ახლოს, რომელ ადგილებსაც ჩვენში უკანა მხარს ეძახიან, 20 ჰა. სახნავი და130 ჰა საძოვარი. ამ საძოვრის ფართში შედიოდა 6 ჰა სათიბიც და ზედ მიმაგრებული ყოფილი მეცხვარეობის ფერმის შენობა. შენობა შეგვასყიდეს.
ამის შემდეგ დავიწყეთ მომთაბარეობა. ფერმა სადაც საქონელი გვყავდა წინა მხარში, ივნისის ნახევრიდან ბალახი ხმებოდა და საქონელი წველაში ძალზე იკლებდა. ამიტომ ივნისის ნახევრის შემდეგ საქონელს გავრეკავდით დედოფლის წყაროსკენ და ოქტომბრამდე იქ ვიყავით. მერე შემოდგომაზე უკანვე ვბრუნდებოდით. სამი ოთხი წელი ასე ვმომთაბარეობდით.
1995 წელს ალაზნის ველზე ალაზანთან ახლოს შევისყიდეთ ჩვენი სოფლის ბეღელის შენობა და მასთან არსებული ორი ბელეტაჟიანი სახლი. მის გარშემო ავიღეთ 70ჰა მიწა იჯარით. ბეღელის შენობა ანუ საწყობი გადავაკეთეთ ფერმად და იქ გადავიყვანეთ საქონელი და დღევანდლამდე იქ არიან. ის ფერმა სადაც საქონელი გვყავდა, ჩვენი სახლიდან იყო 9 კმ. ზე. და ეს ფერმა სადაც გადავბარგდით 37 კმ.ზე. ფერმა გაფართოვდა და დედის ძმაც ფერმაში მოვიყვანეთ. მას თავისი რამდენიმე ცხვარი ჰყავდა, ჩემმა ძმამ თავისი დეკეულებიდან ორი სული მისცა რომელებიც მას მოეწონებოდა.
დაიწყო 1996 წელი. უკვე 30 წლის ვარ მე. ჩემი ძმა 29 ის. ორივე დასაოჯახებლები. ბებია დაგვცინოდა, თქვენ ისე ხართ სქონელს გადაყოლილები რომ დასაქორწინებლები დარჩებითო. ჩვენთან ძმები იყვნენ დასაქორწინებლები, რომ ეკითხებოდნენ ცოლები რატომ არ მოგყავთო, პასუხობდნენ აბა კამეჩებს რაღა ვუყოთო. თქვენც ისე ხართო.
1996 წლის ზაფხულის ბოლოს დავქორწინდი. საქმეს მაინც არაფერი ეშველა. ლამის ცოლიც ფერმაში წავიყვანე სამუშაოდ biggrin.gif
ამ შრომის შედეგად ფულიც შემოდიოდა ოჯახში მაგრამ, 100ლარი თუ შემოდიოდა, ფერმას 150 სჭირდებოდა. თავისუფალი ფული 5 ლარიც არ რჩებოდა. არადა უკვე დაოჯახებული ვარ. ჩემს პატარა ოჯახს თუნდაც ცოტა მაგრამ ცალკე ფული სჭირდება. ფული კი საჩვენოდ არ რჩებოდა. ეს ფერმა უძირო ორმო იყო. სულ ფული სჭირდებოდა განვითარებისთვის. მივედით იმ აზრამდე რომ, ამ ფერმის შემოსავალი არ ეყოფოდა ორ ოჯახს.
თავში დავწერე რომ, ეს ფერმა დააარსა და შექმნა ჩემმა ძმამ. მე და მამაჩემმა ძმასთან ერთად თავი არ დავზოგეთ რომ განვითარებულიყო და ფეხზე დამდგარიყო. ეხლა უკვე უჩემოდ არსებობა შეეძლო ფერმას. მე გადავწყვიტე რომ ამ საქმიდან გავსულიყავი.
მამაჩემისეული რამოდენიმე ძროხა გავყიდეთ თავისი ნამატით. ავიღე ეს ფული და 1997 წლის სექტემბერში მოვკიდე მეუღლეს ხელი და წამოვედი თბილისში ბედის საძებნელად. საბედნიეროდ ბინა საძებნი არ მქონდა. აცხონოს მამიდის სული უფალმა. მამაჩემის მამიდაშვილი გასათხოვარი დარჩა. თბილისელი იყო და თბილისში მისი უძრავ მოძრავი ქონება რაც შესდგებოდა ერთოთახიანი ბინისგან. ანდერძით მე დამიტოვა. დღესაც ჩემი ცოლშვილით ამ ბინაში ვცხოვრობ.
* * *
ჩემი ფერმერული ცხოვრებიდან ერთი ფოტო მინდა დავდო, მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო.

Posted by: shuma89 7 Jul 2017, 17:05
მოკლედ, გადავწყვიტე "დანერგე მომავალი" პროექტში მივიღო მონაწილეობა.
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს აქვს ასეთი პროექტი.
http://apma.ge/projects/read/plant_future/2:parent
შემოღობილი კი მაქვს ნაკვეთი, გადავხნავ საკუთარი ხარჯებით, ალბათ 500 ლარის ამბავი გამოვა და ერთი ამდენიც სავარაუდოდ წყალდამწრეტი არხებისთვის მინდა ყოველ 40-50 მეტრში.
გეგმაში მაქვს ქლიავის გაშენება, შავი ქლიავი მაქვს ჩაფიქრებული.
მალინას და მაყვალს ვერ ვრისკავ, მაინც მეუცნაურება რატომღაც, გასაღების პრობლემა მექნებათქო, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით აქვს დიდი პრობლემები და მაგიტო.
შეიძლება საცდელად 200-200 კვადრატზე კი დავრგო მაყვალი და მალინა, რიავიიი . . .
ქლიავი რა ჯიშის გამომადგება ეგ არ ვიცი ჯერ, გარკვევის პროცესში ვარ.
მე რომელიც მაქვს სახლში, ზესტაფონის რაიონში მაგარი მსხმოიარობა აქვს, თან ადრეა უფრო ეს ქლიავი, თითქმის ყოველ წელს 1.00-1.20 ლარად ვაბარებ ხოლმე, ადგილზე მოდის ხოლმე ვაჭარი და მოკრეფილს ვახვედრებ ამ ფასად, ხოლო სადღაც 2-3 კვირაში აღმოშავლეთ საქართველოს შავი ქლიავი, ოდნავ ღია ფერის შემოდის ხოლმე და ის 40-50 თეთრი ღირს, ეგ რა ჯიშია არ ვიცი და ეგ ნამდვილად არ მინდა.

იქნებ ვინმემ იცოდეთ ამ თემაზე ასავალდასავალი, როგორ გავერკვიო?

მე რაც მაქვს ნერგებს ვზრდი ნელნელა ასე 50-60 ძირი იქნება, 1.7-2.0 მეტრიანები სიმაღლეში და შემოდგომაზე მინდოდა გადამერგო ამ პროექტის გარეშე მქონდა გეგმა დააა . . .


ტყემლის გაშენებაც ღირს რო დავაკვირდი, იმერეთში 40-50 თეთრად იბარებენ ორი სამი ქარხანაა ტყემლის გადამუშავებით დაკავებული, ერთერთი თერჯოლაშია.

Posted by: gia1970 7 Jul 2017, 17:21
shuma89
ტყემლისგან არაყს ხდიანო როგორც გამიგია
კურკა უნდა გამოაცალოო ოღონდ
30 კგ ტყემლიდან 1 ლიტრი გამოდისო
ყველაზე მცირე რაც გავიგე 15$ ლიტრის ფასიო
ყველაზე ძვირი რაც გამიგონია 45$ ლიტრის ფასიო
იმასაც ამბობენ აზერებს მიაქვთო და მერე თვითონ ხდიანო არაყს
შავი ქლიავი მაგარი რამეა
მისი ჩირი ერთ-ერთი ძვირიანი სიამოვნებაა
kaxaberski66
QUOTE
დღესაც ჩემი ცოლშვილით ამ ბინაში ვცხოვრობ.

აბა მთელს კახეთში უგემრიელესი ყველი სადღა ამოგყავს?

Posted by: vixn 7 Jul 2017, 23:26
shuma89
ქლიავზე ვერაფერს გეტყვი, აი ტყემალი კი კარგი რამეა, თუ შენ თითონ დაამყნი, გეცოდინება რას მიიღებ და როდის, მწიფობის მიხედვით დაალაგებ, ერთბაშად რომ არ შემოვიდეს, შენი ფართობის პატრონი, მშვენიერი მიმწოდებელი გახდები 5 წელიწადში.

Posted by: vano22 8 Jul 2017, 00:02
shuma89
ტყემალს 50 თეთრად იბარებენ???

ყურძენი კიდე 60 თეთრიოfacepalm.gif

kaxaberski66
რამე დაწერე მერე რედაქტირებაში შედი და იქ გამოჩნდება ფოტოს ასატვირთი ფანჯარა. თუ 1000კბ ზე დიდია რადიკალ.რუ ზე ატვირთე ან ფეისბუქ გვერდზე და ლინკი აქ ჩასვი

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 00:16
gia1970
QUOTE

აბა მთელს კახეთში უგემრიელესი ყველი სადღა ამოგყავს?

ნინოწმინდაში. მთელს კახეთში კი არა მთელს საქართველოში საუკეთესო. მითხარი თბილისში რომელ უბანში ხარ და მე გეტყვი სად შეიძენ უბნის შესაბამისად ყველს. დააგემოვნე და აუცილებლად დაწერე შენი შთაბეჭდილება ფორუმზე.
* * *
vano22
ეხლა ვცდი როგორც მითხარი და მიმანიშნე.
* * *
ვაახ გამოვიდა. ეხლა კიდევ ვცდი.

Posted by: vano22 8 Jul 2017, 00:24
kaxaberski66
მე არ მძინავს არ მძინავს საქონლის დარდი არ მაძინებს და შენ რაღა გაფხიზლებს ამ შუა ღამეზეbiggrin.gif.

ხოო ძროხების არჩევა ნაღდად გცოდნია... მიყვარს ნაცარა ჯიშის ძროხებიbis.gif

Posted by: ვეგა 8 Jul 2017, 00:36
ჩემი ოცნება ...........................................

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 00:48
vano22
მცოდნია კი არა, ნეტავ მასე ვიცოდე ბევრი სხვა რამეც. დააკვირდი, აი ჯიშზე რომ გვაქვს საუბარი, როგორ ჰგვანან ყველა ერთმანეთს. წონით და ზომით განსხვავდებოდნენ, პროდუქტიულობითაც. მასტით არა. მონაყოლში ყველანაირად ვეცადე მოკლედ გადმომეცა რაც ხდებოდა. ამათი სიყვარულით ვიტანდი იმ ჯაფასაც. დღესაც ისევე მიყვარს ეგ საქონელი რომელიც მე გამოვზარდე და ჩემს ხელში დაიბადა. დრო და დრო კიდევ დავწერ ბევრ რამეს. თუ რა თქმა უნდა თავს არ შეგანწყენთ.
ეს კი იმ ყველის ფოტო რომელზეც მქონდა საუბარი.

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 00:59
kaxaberski66
საბურთალოზე, პეკინი-იოსებიძე
ნინოწმინდა ყოფილი ბოგდანოვკაა?

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 01:28
gia1970
მეც პეკინზე ვარ, მეზობლებიც ვყოფილვართ. იოსებიძეზეც იყიდება ეს ყველი სამ ადგილზე, მაგრამ სახლში შემიძლია დაგპატიჟო და დაგაგემოვნებინო თუ ძალიან არ დაიმორცხვებ.
QUOTE
ნინოწმინდა ყოფილი ბოგდანოვკაა?

კი, ყოფილი ბოგდანოვკაა.
მესაქონლეობის ფერმის თემა მოინახულე.
* * *
ვეგა
რა არის შენი ოცნება, მესაქონლეობა?
ერთი ეგეც მითხარი ბიჭი ხარ თუ გოგო, დასამალი არაფერია. არ ვხუმრობ. აქ ერთი გოგოა, ბარემ 10 ბიჭს გვაჯობებს, ენითაც, შემართებითაც, ცოდნა-გამჭრიახობითაც და როგორც თვითონ ამბობს, კლიენტის მოძიებითაც როცა საჭირო გახდება.

Posted by: shuma89 8 Jul 2017, 08:42
შარშან დავრგე შვი ქლივები საკუთრი ეზოდნ წღებული, ადრე გზაფხულზე, კვირტები ძლივს ემჩნეოდათ.
50x50 ორმო მოვიღე 70 სმ სიღრმეზე, 3 ვედრო ცხვრის ფუნა ჩავყარე, სულ დაბლა, მერე ზემოდან მიწაა და იმ მიწაში ჩავრგე, 30 ძირიდან 10 გაშაალაა კვირტი ალბთ, და 3-4 გაუძლო ზაფხულს.

სად დაავუშვი შეცდომა?
მიწაა საკმაოდ წყლიანია, გაზაფხულის წვიმებზე შეიძლება ითქვას, რომ იმ ორმოს წყალი გაავსებდა, მიწა ზემოდან 30სმ არის ფხვიერი აყალო, მერე 30-დან 70 სმ მდე რო ჭრი მძიმე აყალოა, თითქმის ქვევრის აყალოს რო ეძახიან, უდრო დაბლა ფხვიერია ხრეშნარევი 1.5-1.8 მეტრამდე, მერე უკვე დაახლოებით 2 მეტრიდან იწყება ხრეში, 2.2-ზე უკვე წყალია ზაფხულში, შეიძლება ითქვას 2 მეტრის დაბლა უკვე მუდმივადაა გრუნტის წყლები.
გაზაფხულზე წვიმები რო მორჩება მარტი აპრილიდან ნოემბრამდე ეს გრუნტის წყლები 1.5-1.7 მეტრზე დაბლაა. ნოემბრიფა. აპრილამდე კი ალბათ 0.8 მეტრის დონიდან უკვე წყალია, ეს იზამდა რამეს ვითომ? 1 მეტრიანი სიღრმის არხები უნდა გავჭრა ამ ზაფხულზე. იმედია ეს გამორიცხავს წყლისგან ფესვების დაზიანებას.

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 10:05
shuma89
მე ვფიქრობ რომ
QUOTE
3 ვედრო ცხვრის ფუნა ჩავყარე
აი აქ. ფესვი რომ ჩააღწევდა ცხვრის ფუნამდე, აი იქ დაითუთქებოდა.
1 კგ. ნაკელი ჰყოფნის 5 მ კვადრატ მიწას. შენკი 20 კგ. ნაკელი ჩაგიყრია 0.250 მ. კვადრატზე.

Posted by: vano22 8 Jul 2017, 10:33
kaxaberski66
ჩაღწევა არც დაჭირდებოდა.. თითონ ნაკელის ტემპერატურა და გაზები ამოვიდოდნენ მაღლა ფესვამდეbiggrin.gif

ძააან საინტერესო ამბავს ყვები რა თავის შეწყენაზეა ლაპარაკიsmile.gif ამბის გადმოცემის მხატრული უნარიც კარგი გაქვს საინტერესოდ აღწერ მოვლენებსsmile.gif ზოგი იტყოდა აი ხუთი ძროხა მყავდა და ასე და ისე და შენ ისე ყვები ჩაითრევ ხოლმე მკითხველს.

მაგ ნაცარა ჯიშის სახელი ხომ არ იცი? ადრე მყავდა რამოდენიმე დეკეული და მოზვერი მაგ ჯიშის ახალციხიდან წამოყვანილი და აშკარად ძალიან განსხვავდებოდნენ ვიზუალურად და პერსპექტივაში პროდუქტიულობითაც სხვა ჯიშებთან შედარებით. ასე ვთქვათ სიტყვა ძროხის ეტალონები იყვნენ

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 11:07
vano22
QUOTE
ძააან საინტერესო ამბავს ყვები რა თავის შეწყენაზეა ლაპარაკი ამბის გადმოცემის მხატრული უნარიც კარგი გაქვს საინტერესოდ აღწერ მოვლენებს ზოგი იტყოდა აი ხუთი ძროხა მყავდა და ასე და ისე და შენ ისე ყვები ჩაითრევ ხოლმე მკითხველს.

მადლობა შექებისთვის biggrin.gif ეს ჩემი პირველი მცდელობაა წასული ამბის წერილობით გადმოცემისა. თუ დაგაინტერესათ მოხარული ვარ.
თან ვცდილობდი, რაც შეიძლება მოკლედ გადმომეცა რომ, კითხვა არ დაზარებოდა მკითხველს.
ამის დაწერა კი იმიტომ გადავწყვიტე რომ. აქ ხალხმა გამოთქვა სურვილი სოფელში გადასახლების. ამით შეიძლება ვინმეს თავისი ცხოვრება აერია.ღამურამ თაგვობა რომ მოინდომა ისე მოსვლოდა და ტყუილად დაეკარგა დროც და კაპიტალიც. ასე რომ არ მომხდარიყო, ის რეალობა აღვწერე რაც ახლავს სოფელში შრომას მეურნეობის ერთ-ერთ დარგში.
QUOTE
მაგ ნაცარა ჯიშის სახელი ხომ არ იცი? ადრე მყავდა რამოდენიმე დეკეული და მოზვერი მაგ ჯიშის ახალციხიდან წამოყვანილი და აშკარად ძალიან განსხვავდებოდნენ ვიზუალურად და პერსპექტივაში პროდუქტიულობითაც სხვა ჯიშებთან შედარებით. ასე ვთქვათ სიტყვა ძროხის ეტალონები იყვნენ

ვიცი რა თქმა უნდა. კავკასიური წაბლაა, რომელიც 1960 იან წლებში დაარეგისტრირეს ჯიშად. გამოყვანილია ადგილობრივი ქართული ფურების( ხევსურულ-ფშავლური საუკეთესო ფურების) და შვეიცარული შვიცის ჯიშის ბუღების სპერმის შეჯვარებით.
საკმაოდ მაღალპროდუქტიულები არიან. კარგი მოვლის პირობებში 3500 ლიტრასაც იწველებიან ლაქტაციის განმავლობაში.
ეგ საქონელი რომელიც სურათში არის, პირველ მოგებაზე იწველიდნენ10-20 ლიტრს მწვანე ბალახზე.
საქონელი წონით იყო 350-480კგ.

Posted by: koba1973 8 Jul 2017, 11:34
QUOTE
აქ ხალხმა გამოთქვა სურვილი სოფელში გადასახლების. ამით შეიძლება ვინმეს თავისი ცხოვრება აერია.ღამურამ თაგვობა რომ მოინდომა ისე მოსვლოდა და ტყუილად დაეკარგა დროც და კაპიტალიც. ასე რომ არ მომხდარიყო, ის რეალობა აღვწერე რაც ახლავს სოფელში შრომას მეურნეობის ერთ-ერთ დარგში.

მომსახურების სფეროში ვმუშაობ და ბევრ ოჯახში მიწევს შესვლა, მოვლილი ბაღ-ბოსტანი ძირითადად იმათ აქვთ ვინც ქალაქში ცხოვრობს და სოფელში შაბათ კვირას ჩამოდის. ზოგიერთებს რა თქმა უნდა, თუმცა საერთო ფონზე გამოირჩევიან. ნუთუ ქალაქელები უფრო ყოჩაღები არიან მეთქი ვფიქრობდი, მერე მივხვდი ქალაქელები ამას ეკონომიური კუთხით არ უყურებდნენ. უბრალოდ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდნენ და ეგ იყო. ეკონომიური კუთხით უფრო მომგებიანი ვაჭრობაა, თუნდაც იგივე სოფლის პროდუქტებით. მეზობელი მყავს მალინაზე ვაჭრობდა ხოლმე, ორ კვირაში იმაზე მეტს აკეთებდა ვიდრე იმ მალინის მომყვანი გლეხები მთელ წელში.
ასე რომ თუ ვინმეს სოფლისკენ გამოუწევს გული მარაგში რამე შემოსავლის წყარო უნდა ქონდეს. მიწა ლატარიასავითაა სულ მახსენდება ხოლმე ერთის მონაყოლი თავის ნაცნობზე: ფულიანი კაცის შვილი იყო და ჯარიდან რომ ჩამოვიდა ელდარში ხორბალი დათესა დიდ ფართობზეო მგონი 300 ჰაზე. დაიგვალა და ვერაფერი აიღოო, მეორე წელსაც გარისკა ვერაფერი, მესამე წელს ვალით დათესა ახლა მაინც მოვა კარგი მოსავალიო და ისევ ზარალი. გაანება თავი და სხვამ დათესა იმ ფართობზეო. არნახული მოსავალი აიღო პირველივე წელსო.

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 11:45
QUOTE
გაანება თავი და სხვამ დათესა იმ ფართობზეო. არნახული მოსავალი აიღო პირველივე წელსო.

ხშირად ხდება ასეთი შემთხვევები. მაგ მეხორბლეობაშიც დიდი გამოცდილება მაქვს.

Posted by: bako70 8 Jul 2017, 12:40
QUOTE (shuma89 @ 8 Jul 2017, 08:42 )
შარშან დავრგე შვი ქლივები
3 ვედრო ცხვრის ფუნა ჩავყარე,

სად დაავუშვი შეცდომა?

კურკოვნებს ნაკელი არ რგებთ.
თუ ძალიან ღარიბი მიწაა, შესაძლებელია 2 წლის დამწვარი ნაკელი (საქონლის), ისიც ნიადაგის სიმსუბუქისთვის.

Posted by: vano22 8 Jul 2017, 12:45
kaxaberski66
წელს ვაპირებ ხორბლის დათესვას და სავარაუდო მოსავლიანობა რა აქ? და რამე ნორმალურ ჩვენ პირობებში გამომდგარ ჯიშს ხომ ვერ მირჩევ? ქერი მეთესა წელს და დიდად კმაყოფილი ვერ დავრჩი. იქნებ ხორბალმა ცოტა უკეთესი შედეგი გამოიღოს

Posted by: ჯუან 8 Jul 2017, 13:52
იქნებ დამეხმაროთ რა.ქართლშ მაქ 2 პატარა ნაკვეთი ჯამში 75 მეასედი
რა შეილება დავრგა? დათესვა არ მინდა არაფრის.მაქვს ვაზიანიც 2 ვენახი და მინდა რომ სხვა რამესაც მოვკიდო ხელი რას მირჩევთ თქვენ?
მე ვფიქრობ ნამყენ ალუბალს ან კაკალს ან ნუშსს
თქვენი რჩევაც მინდა დაახლოებით რა დამიჯდება გაშენება? ან რას მირჩევთ

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 13:56
vano22
შენ ქერის როგორი Mოსავალიც მიიღე, მაგას კარგი მოსავალი ჰქვია.
საშუალო მოსავლიანობა სამი ტონაა. კარგი დაუმაღლესი 8ტონამდეც ადის, მაგრამ აქ უკვე უფლის კეთილგანწყობიდან დაწყებული, ამინდის ხელშეწყობა, მიწის ხარისხი და აგრო სამუშაოების დროულობა ერთმანეთს უნდა დაემთხვას.

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 14:21
kaxaberski66
მადლობა დაპატიჟებისთვის
ვეცდები გესტუმრო
იოსებიძეზე ან პეკნზე სად იყიდება შენი ნაწარმი?

Posted by: vano22 8 Jul 2017, 14:33
ჯუან
სარწყავია?



kaxaberski66
მოგება ისეთი მიზერული დამრჩა სუ არ დამეთესა აჯობებდა.. შირაქში იუკას აქებენ და იცი რამე მაგ ჯიშზე?

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 14:58
მამაჩემისაგან გამიგონია, ჩვენსას ზადურის ჯიშეის ხორბალი ითესებოდა ოდითგანვე
უკუღმა რომ გადაგეგდო წაღმა ამოდიოდაო
ყინვა, გვალვა, დაავადებები ნაკლებად ანაღვლებდაო
ერთი ის ქონდა ნაკლიო რომ კილებს ძნელად შორდებოდაო
სოფლის თავში პურს რომ აცხობდნენ ისეთი სუნი ტრიალებდა
სოფლის ბოლოში მაძღარ კაცს ჭამას მოანდომებდაო
ეგეთი გემრიელი პური მას მერე აღარ დამიგემოვნებია
რაც სოფელში უკვე აღარ მოყავდათო ეგ ხორბალი
პურის ბევრი ნარსახეობა მითხრა რაც სოფლად ცხვებოდა
მე შტერმა კი არ ჩავიწერეsad.gif

Posted by: ჯუან 8 Jul 2017, 16:00
vano22
კი სარწყავია და ნაყიფიერი მიწაცაააა

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 17:29
gia1970
იოსებიძის 42 ში, გვერდზე კორპუსშიც აფთიაქი და მარკეტი რომ არის გვერდი- გვერდ. იოსებიძის 42 დან ერთი 150მეტრში გზას რომ გადაჰკვეთ, მაღაზიასთან გარეთ ლუდის ჩამოსასხმელიც რომ არის. მაღაზიას სამი-ოთხი კიბე აქვს.
მამაშენმა რომ გითხრა მაგ ხორბალს ზანდური ჰქვია.

მარცვლეულ კლტურებში ჰექტრული მოგება დიდი არასოდეს არ რჩება.
იუკა გამიგია და კარგი ჯიშია.
საერთოდ ყველანაირ მოსავალს ნაკვეთიდან გამოაქვს მიწის ღალა და აღარიბებს ნიადაგს. მას სჭირდება ისევ შევსება.
ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის ნიადაგის ნიმუშს ჩაუტარდეს ლაბორატორიული კვლევა. ლაბორატორია მოგცემთ დასკვნას თუ რომელი ქიმიური ელემენტი რა რაოდენობით აკლია ჰექტრულად თქვენს ნაკვეთს. გაანაყოფიერეთ შემდეგ აგრო ვადებში და დათესეთ. იგივე გაიმეორეთ შემდეგ წლებშიც, თანდათანობით ნიადაგში დაგროვდება სასუქის საჭირო მარაგი და თქვენც ნაკლები დაგიჯდბათ მოსავლის მოყვანა ჰექტარზე გადაანგარიშებისას, მოგება კი მეტი.



Posted by: vano22 8 Jul 2017, 17:39
ჯუან
ალუბალს არ გირჩევ ძაან ფაქიზია და ფასიც ვერ აქ სახარბიელო. ვაშლი რომ დარგო?
* * *
kaxaberski66

სახუქი წამლები და ტექნიკის სერვისი მეტისმეტად ძვირია მარტო წესიერ მოხვნას დადისკვას და მომკას ჰა ზე 300 ლარი უნდა ამ ფასებში აზრი არ აქ მუშაობას. მიწის ანალიზი კი კარგია მაგრამ ეგეც მეტისმეტად ძვირია

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 18:38
kaxaberski66
QUOTE
იოსებიძის 42 ში, გვერდზე კორპუსშიც აფთიაქი და მარკეტი რომ არის გვერდი- გვერდ. იოსებიძის 42 დან ერთი 150მეტრში გზას რომ გადაჰკვეთ, მაღაზიასთან გარეთ ლუდის ჩამოსასხმელიც რომ არის. მაღაზიას სამი-ოთხი კიბე აქვს.

გასაგებია
გადაღმა იოსებიძეა ეგ, მივაგნებ
ვა ჩამოსასხმელი ლუდი სად დადგეს
კახას რომ ქარხნის ყველი მოაქვს ის მინდა თქო ეგრე ვიკითხო, თუ ............?
ხო ზანდურია
ლეჩხუმში მემგონი ეგ ჯიშია მხოლოდ

Posted by: vano22 8 Jul 2017, 20:08
gia1970
იშოვება კიდევ ეგ ჯიში? ოჯახისთვის დათესავდა კაცი თორემ მოვკვდი ამ საფურაჟე ხორბლის პურის ჭამით

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 20:15
vano22
კი იშოვება
საბედნიეროდ ბევრი ძველი ჯიში გადარჩა
კახური წითელი დოლის პურია მაგარი გემრიელი
ნანახი გექნება გადაცემა შვეიცარიელი რომ ჩამოსახლდა კახეთში
ხორბალი რომ მოჰყავს და პურს აცხობს
კილო პურს 5 ლარად ყიდის თბილისში ჩამოაქვს, ტაციაობაა
ძველი ქართული მეთოდით აცხობსო
ღუმელი ძველ ქართული არ ჰქონდა რომ ვიყურე
ალბათ ცომი ამოყავს ძველებურად
თუ არ მეშლება ტიპს ალერგია ჰქონია პურზე და არ ჭამდა
მერე კახეთში უჭამია და გამოგაზა ეგრევე საცხოვრებლად საქართველოში
ერთი მახსოვს კიდევ ძველების ნაამბობი
ხონის ებრაელებს ფოთის პორტით ამერიკაში გაჰქონდათო ზანდურის ხორბალი ნიუ-იოსრკუს ძვირიანი რესტორნებისთვისო, ეფად არაsmile.gif

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 20:17
gia1970
კი, მასეც შეგიძლია იკითხო.

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 20:20
მივხვდი kaxaberski66 მასწავლებელთა სახლის პირველ სართულეზე ეგ მაღაზია ჩამოსასხმელ ლუდიანი, სკოლის პირდაპირ, დიდიი მრგვალი კიბეები აქვს, ადრე ძაან სუსტი მაღაზია იყო, ახლა არ ვიციsmile.gif
კლიჩკებით უფრო ვიცი უბანი ვიდრე ნომრებითsmile.gif მიუხედავად იმისა რომ დავბერდი აქsmile.gif
მანამდე ყრუმუნჯების კორპუსიია, შიგნით სპეციალისტების
ისე ყოჩაღ შენ
საქონელსაც უვლი, ამოტონა ყველიც ამოგყავს და რაც მთავარია ხარისხს დაჰფოფინებ და პლუს რეალიზაციასაც აბამ თავს
ყველა სოფელს შენისთანა, ვანოსთანა და კიდე რამოდენიმე იუზერისთანა თავიკაცი რომ ყავდეს
სოფელიც ღონიერი იქნება და ქალაქიც თვალში გამოიხედავდა

Posted by: ინაველ 8 Jul 2017, 20:34
vano22

მეგობარო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს სათესლე მასალის სერტიფიცირების პროგრამა. ჯერჯერობით ეს პროგრამა ნებაყოფლობითია, მაგრამ მსურველები მაინც არსებობენ და ყოველწლიურად გაიცემა სერტიფიკატები - შესაბამისი შემოწმების საფუძველზე.

შემოწმებას ახორციელებს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კვლევითი ცენტრი.

ამას წინათ დავინტერესდი და ამ კვლევით ცენტრს გამოვართვი სერტიფიცირებული თესლის მწარმოებლების სია. არ ვიცი აამ სერტიფიცირებულ მწარმოებლებს რა მინიმალური მოთხოვნები აქვთ შეკვეთაზე, მაგრამ თუ გინდა კარგი ხორბალი, მიგცემ სიას და შეეხმიანე რომელიმე მწარმოებელს.

Posted by: vano22 8 Jul 2017, 21:35
gia1970
ერთი პარტია ხორბალი დავფქვი შარშან შირაქიდან ამოტანილი და რომ გამოვაცხეთ გარედან გახმა ქვასავით და შიგნიდან წებოვანი მჟავე სუნის მასა დარჩა. ამის ფონზე მართლაც მნიშვნელოვანია საკვებად ვარგისი ჯიშების განცალკევება სხვა ჯიშებისგან და რომ მეცოდინება აი ეს ჯიში გემრიელია და კარგი პური ცხვება მაშინ მეც გადავიხდი ორმაგ ფასსაც და არ ავიტკიებ კუჭს ამ მაღაზიის კევივით საღეჭი პურით..
* * *
ინაველ
სათესლე მასალის სერთიფიკატი იოლად გაიცემა.. მე ეხლა მეორე რეპროდუქციის თესლი მეთესა და თავისუფლად შემეძლო მესამე რეპროდუქციის ჯიშის სერთიფიკატი ამეღო მაგრამ რომელი ჯიშია საკვებად ვარგისი და უსაფრთხო ეს ძნელი გასარკვევი იქნებაsad.gif დადე მაინც ლინკი დაველაპარაკები და იქნებ ვიშოვო ძველი ქართული ჯიშის ხორბალი. 0.5 ჰა არც დამაქცევს და არც გამამდიდრებს დავთესავ და მეყოფა წლიდან წლამდე

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 21:45
vano22
საფუარის გარეშე მოცომე როცა იზამ
ადრე კიდობნები იყოო გეცოდინება შენ ეგ
ყოველდღე თონეს ვინ ახურებდაო
დააცხობდნენ ბლომად და ჩააწყობდნენ კიდობანში
არ მახსოვს მარა კაი ხანს ინახებოდაო, ობიც კი არ უჩნდებოდა და უბრო რბილიც ხდებოდაო, ახალი უფრო ხმელი და მაგარი იყოო ასე გამიგია

Posted by: ინაველ 8 Jul 2017, 21:46
vano22


ინებე

--------------------

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 21:48
როგრც ღვინოებს უკეთდება რეკლამა და ბრენდინგი
ძაან მაგარი ქნება ქართულ ხორბალს და მისგან გამომცხვარ პურს გაუკეთდეს რეკლამა და ბრენდინგი
აუხსნან ხალხს, გააგებინონ, "დაკარგული" ცოდნა დაუბრუნონ
თუ შემოსულ ტურისტებსაც მიაბავენ მაგ თემას მთლად უკეთესი

Posted by: ინაველ 8 Jul 2017, 21:51
vano22

ვერ მიგიხვდი. სერტიფიცირების მიზანი საკვებად ვარგისი მაღალი ხარისხის სათესლე მასალის წარმოება არაა? ანუ სერტიფიცირება არ არის ხარისხის ნიშანი?

gia1970

დეიდაჩემი ხელთუბანში ასე ინახავდა პურს აგერ სულ რაღაც 2007 წლამდე. მახსოვს ბავშვობაში რამდენიმე კვირა მივირთმევდით. ბოლოს მახსოვს პურმა ლპობა დაიწყო, ერთი კვირაც ვეღარ ძლებდა ხოლმე.

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 22:00
ინაველ
ლევან შენს პომიდვრებს არაფერი ეშველა?
ერთი-ორი ძირიც ვერ გადაარჩინე?
* * *
ინაველ
QUOTE
ბოლოს მახსოვს პურმა ლპობა დაიწყო, ერთი კვირაც ვეღარ ძლებდა ხოლმე.

მიზეზი?
სხვა ხორბლის ფქვილი?

Posted by: koba1973 8 Jul 2017, 22:13
ინაველ
რამდენიმე კვირა არა, მაგრამ ერთი კვირა გვყოფნიდა ხოლმე. საფუარით არ აცხობდნენ, ცომის ნაწილს ინახავდნენ ნახევარლიტრიანი ბანკის ნახევარს, ხაშს ეძახდნენ, გამოცხობის წინა საღამოს "მოახაშებდნენ" და მეორე დღეს მოზელდნენ და თონეში აკრავდნენ. მახსოვს ბევრი საფუარიან(დროჟიან) პურს არ ჭამდა სუნით არჩევდნენ.

Posted by: vano22 8 Jul 2017, 22:15
gia1970
გაწყენინე რამე? უნდა ჩამამტვრევინო კბილები?biggrin.gif. ჯერ საფუარით რა გამოდის და უსაფუაროდ რა გამოვა?
ყოველ დღე არც ვაცხობ 3-4 დღეში ერთხელ მაგრამ ეს დენის ღუმელიც აშკარად არაა პურის საცხობად შექმნილი. გარედან ახმობს და შიგნიდან ცომი რჩება..






ინაველ სერთიფიკატი ადასტურებს რომ ის სწორედ ისაა რადაც ასაღებენ მაგრამ რეალურად რა გემოვნური მახასიათებლები აქ და რამდენად კარგია ადამიანისთვის საკვებად ამას არ ამოწმებენ.. მე მაქ სერთიფიკატის ასლი შენახული სადაც წერია თუ რა ჯიშია სად იქნა მოყვანილი და რამდენი აქ პოტენციური მოსავლიანობა. ასევე მითითებულია ჯიშობრივი მახასიათებლები და ზოგიერთ დაავადებაზე მდგრადობის უნარი.. ამ სერთიფიკატში 9 ტონა უწერია 1 ჰა ზე მოსავლიანობა და დაეჯერება?

Posted by: ინაველ 8 Jul 2017, 22:15
gia1970

ჩაიხოცა ჩემი პომიდორი smile.gif ჩახმნენ.

დეტალები არ მახსოვს მაგრამ მახსოვს ამბობდა ფქვილი შემოდის ცუდიო. გორის ბაზარზე ყიდულობდა ხოლმე ფქვილს.

Posted by: vano22 8 Jul 2017, 22:20
koba1973
მერე მაგ ხაშით გამომცხვარს უცნაური მომჟავო არომატი რომ ქონდა?smile.gif

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2017, 22:36
gia1970
იოსებიძის 42 ციცოს მაღაზიაა. აპთიაქის გვერდზე მაღაზია რომ არის 59 ნომერი ყოფილა. მესამე კი კოჭლი ბიჭის, ზურას მაღაზიაა, ეს მაღაზია უფრო გაგარინისკენ არის, სამივე მაღაზია გზის ერთ მხარეზე არის
.
QUOTE
საქონელსაც უვლი, ამოტონა ყველიც ამოგყავს და რაც მთავარია ხარისხს დაჰფოფინებ და პლუს რეალიზაციასაც აბამ თავს

ყველი მე არ ამომყავს კაცო, ჩემს კომპანიონს ამოჰყავს და ხარისხსაც ის აკონტროლებს. მე რეალიზაციაზე ვარ პასუხისმგებელი. ვუნდერკინდი კი არ ვარ ყველაფერი მე ვაკეთო და მოვასწრო.

Posted by: ინაველ 8 Jul 2017, 22:37
vano22

ხორბალი რომ სასარგებლოა ეგ ხო უკვე ვიცით biggrin.gif მთავარი ის არ არის იცოდე რომ ზუსტად ისაა რადაც ასაღებენ?

მოსავლიანობის პროგნოზში საუკეთესო ვარიანტს წერენ როგორც მივხვდი და რეალობაში ასეთი პირობების უზრუნველყოფა ვერ ხდება. ამიტომ ეგ არაფერი.

koba1973

კიი ხაშით აფუებდა დეიდაჩემიც smile.gif
თონის სუნზე მეზობლის ქალები გადმოდიოდნენ ხოლმე მწნილებით, ყვით, სალათებით, ლობიოთი, ვისაც რა ჰქონდა. ბავშვებიც მივუცუცქდებოდით ხოლმე და იყო ერთი ამბავი.

Posted by: gia1970 8 Jul 2017, 22:45
QUOTE
თონის სუნზე მეზობლის ქალები გადმოდიოდნენ ხოლმე მწნილებით, ყვით, სალათებით, ლობიოთი, ვისაც რა ჰქონდა. ბავშვებიც მივუცუცქდებოდით ხოლმე და იყო ერთი ამბავი.

მაგარია ოოოოოოოოოოო
vano22
QUOTE
მერე მაგ ხაშით გამომცხვარს უცნაური მომჟავო არომატი რომ ქონდა?smile.gif

ღვინოს უხდება ღვინოსsmile.gif
მე კი არ გამისინჯავს დაsad.gif
* * *
kaxaberski66
ზურას მაღაზია ვიცი, კიბეებზეა ასასვლელი
აფთიაქისასაც მივაგნებ
ციცოს მაღაზიას იმას ეძახი დები რომ არიან, კიბეებით როა ჩასასვლელი
მოკლედ ხვალ ვეცდები გავძვრე სახლიდან და დავაგემოვნო შენს მიერ ნაქები ყველი
თუ რამეა არ დავინდობ შენს პარტნიორსsmile.gif (ყველის დეგუსტატორი ვიბაზრე)
5-7 წლია აღარ ვარ დისტრიბუციაში თორე მიგასწავლიდი კაი მუშა მაღაზიებსsad.gif

Posted by: kaxaberski66 9 Jul 2017, 00:09
gia1970
koba1973
QUOTE
რამდენიმე კვირა არა, მაგრამ ერთი კვირა გვყოფნიდა ხოლმე. საფუარით არ აცხობდნენ, ცომის ნაწილს ინახავდნენ ნახევარლიტრიანი ბანკის ნახევარს, ხაშს ეძახდნენ, გამოცხობის წინა საღამოს "მოახაშებდნენ" და მეორე დღეს მოზელდნენ და თონეში აკრავდნენ. მახსოვს ბევრი საფუარიან(დროჟიან) პურს არ ჭამდა სუნით არჩევდნენ.

ნამდვილად ასე იყო. ერთი კვირა გვყოფნიდა და ბოლო დღეებში უფრო გემრიელი იყო.
vano22
QUOTE
მერე მაგ ხაშით გამომცხვარს უცნაური მომჟავო არომატი რომ ქონდა?

არანაირი მომჟავო გემო არ ჰქონდა. ბოლო ლუკმამდე გემრიელი იყო პური.
* * *
gia1970
ციცოს მაღაზიაში ბონდოს და მის ცოლს ელისოს აქვს ხილბოსტნის სექცია. სახლის ნომერი კიარ არის 42, არამედ მაღაზიას ჰქვია სურსათი 42. ჩასასვლელი ციცოს მაღაზიაში არ არის. აი ველოსიპედები იყიდება მის გვერდზე მარცხენა მხარეს.
* * *
რადგან პურის ცხობაზეა საუბარი, პატარა ეპიზოდს გავიხსენებ ჩემი ფერმერობისას.
დავწერე კიდეც რომ პურსაც ვაცხობდი ფერმაში საჯზედ.
როცა ძალიან გაგვიჭირდებოდა, ხშირად მეგობრებიც გვეხმარებოდნენ და ნათესავებიც. კვირაობით დარჩენილან ფერმაში.
ერთი დროა და მამაჩემის დედის ძმისშვილი გვეხმარება. ის მწყემსია და წველა, ბინის საქმე ჩემზე. ის რომ საქონელს აბალახებს და საქონელს მოიყვანს საღამოთ, საჭმელიც მზად მაქვს, პურიც გამომცხვარია და დასალევიც მზად არის სავახშმოდ.
ერთხელ, ერთი ორი დღით სოფელში წავედი და მამაჩემმა შემცვალა. ორი დღის შემდეგ რომ ჩავედი ფერმაში არც საჭმელია და არც სასმელი. მასალა-მარაგი კი ყველანაირი. დავფაცურდი, გავაკეთე საჭმელი, გამოვაცხე პური. მოვიდა საღამო, გივი ჰქვია მამაჩემის ბიძაშვილს, მოიყვანა საქონელი, დავწველეთ, ერთი სიტყვით საქმეს რომ მოვრჩით სავახშმოდ დავსხედით და მეუბნება. როგორც შენ წახვალ მეც წავალო. რათა რა იყო მეთქი. რას ამბობო, ორი დღეა კუჭი მტკივა, მამაშენის გამომცხვარი პური ეხლაც სევდასავით მიწევს მუცელშიო.
თურმე მამაჩემს წესიეად არც მოუზელია და მაგის გარდა აი სწორედ იმ ხაშით რომელსაც ზევით იუზერები წერდნენ, არც გაუფუებია. კაცი მეუბნებოდა,მამაშენმა პური ისეთი გამოაცხო, კაცს თავს გაუტეხავდაო.

Posted by: shuma89 9 Jul 2017, 08:46
გადავხედე შავი ქლიავის ჯიშებს, მოწითალო ფერი რო ურტყავს ეგ არ მინდა, ორშაბათიდან ლიცენზირებულ სანერგეებსბუნდა დავურეკო, იქნებ სადმე ვიშოვო ნამდვილი შავი ქლიავი, შავი რომელიცაა, აი მართლა შავი, მაგას აქვს გემოც უკეთესი და სასარგებლოც უფროა ჩემი აზრით, თან ისეთ დროს მწიფდება ის მოწითალო რომელიცაა იმას ასწრებს 2 კვირით მინიმუმ და ორმაგად ფასობს, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე.

რამდენიმე ინფორმაცია მაინტერესებს იქნებ ვინმემ იცით, გრუნტის წყლების რა დონეზე შეიძლება იცოცხლოს, 5x6 ირგვება თუ არ ვცდები და მე მინდა 10 მეტრი დავაშორო რიგებს შორის, რიგები მინდა გავაკეთო აღმოხავლეთიდან დასავლეთისკენ, ქარმა რო არ შეაწუხოს რიგი რა მი'ართულებითაცაა იმ მიმართულებით უნდა ირბინოს ქარმაც :-)

ყველაზე მეტად გრუნტის წყლების ამბავი მინტერესებს.
არხები უნდა გავჭრა თვის ბოლოსთვის ველოდები ტრაქტორს, 30 სმ სიგანეს ჭრის ნებისმიერ სიღრმეს 1.5 მეტრამდე, სწრაფია და იაფი გამოდის, სიგანე არ მომწონს 30 ცოტაა.
რაიმე ხერხი არსებობს რომ მაგალითად ან ტრუბა ან რაიმე სხვა ხერხით არხები ისე გავაკეთო, რომ აღარ ვიფიქრო ამოივსება და ახლიდან იქნება გასაჭრელითქო?
დახვრეტილი ტრუბა რო ჩავაგდო , ქვევით დიდი ქვები მოვაწყო, მერე ტრუბა და ზემოდანაც დიდი ქვები, აი როგორც დრენაჟს აკეთებენ სახლის ირგვლივ.
რავიცი ასე მგონია უკეთესი უნდა იყოს.

Posted by: ინაველ 9 Jul 2017, 09:02
"მამაშენის გამომცხვარი პური ეხლაც სევდასავით მიწევს მუცელშიო"

თემის ფრაზაა biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 9 Jul 2017, 09:46
shuma89
QUOTE
5x6 ირგვება თუ არ ვცდები და მე მინდა 10 მეტრი დავაშორო რიგებს შორის,

კარგად გაარკვიე, თუ დარგვის წესი 5-6 ზეა, სჯობია არ დაარღვიო. 10მეტრის დაშორებით ბაღი კი არა სტადიონივით გამოგივა. ბალახიც შეგაწუხებს, ქარსაც ვერ დაბლოკავს და ალბათ კიდევ ბევრი მინუსი ექნება მაგ სქემას.

Posted by: koba1973 9 Jul 2017, 11:43
vano22
QUOTE
არანაირი მომჟავო გემო არ ჰქონდა. ბოლო ლუკმამდე გემრიელი იყო პური.

ნამდვილად!

Posted by: gia1970 9 Jul 2017, 17:17
kaxaberski66
ვიყავი პატივცემულო აფთიაქის გვერდზე მაღაზიაში, იოსებიძის 59-ში, მარკეტი "გიო"
ძველი მარკეტია
კახას საიდან იცნობო, და ინტერნეტიდან მეთქი
ისე მიქო ყველი რო გადაღმა იოზებიძიდან მოვჩანჩალდი მაგის საყიდლად თქო
ამის თქმა იყო და დაიწყო თითონაც ქებაsmile.gif
1. რძის სუნი აქვს up.gif
2. მოხდილი არ უნდა იყოს, თუ მოხდილია საღოლ მაგარი პაძელნიკი გყავსsmile.gif
3. მარილი კარგად ქონდა, უმარილო კაცი არ მიყვარს და ყველსაც არ გეახლებითsmile.gif
4. ეტყობა რძე ბლომადაა ცოტა ჭყინტივით იყო, მე ხმელი ყველი მევასება, უფრო მწიფეsmile.gif
5. არცერთ მაღაზიას ყველის შესანახი არ აქვს, მაცივარი კი მუღამებს უკარგავს და აფუჭებს სწრაფად თუ არ გაყიდა, დახლში 4 ნაჭერიღა დარჩაsmile.gif
შეფასება 10 ქულიდან 8 ქულა, ხმელი ალბათ 10-დან 10-ს დაიმსახურებდა ჩემგან

Posted by: vano22 9 Jul 2017, 23:03
koba1973
ხაშით გამომცხვარზე ვარ გაზრდილი და სპეციფიური მომჟავო გემო ქონდა პურს და თქვენ ალბათ სხვანაირი ხაშით აცხობდითsmile.gif



Posted by: kaxaberski66 10 Jul 2017, 01:09
gia1970
ათიდან რვა არ არის ცუდი შედეგი თუ ხათრით არ დაწერე.
QUOTE
2. მოხდილი არ უნდა იყოს, თუ მოხდილია საღოლ მაგარი პაძელნიკი გყავს


QUOTE
2. მოხდილი არ უნდა იყოს, თუ მოხდილია საღოლ მაგარი პაძელნიკი გყავს

მოხდა გამორიცხე, სრულიად საღი რძის ნაწარმია წელიწადის ნებისმიერ დროს და მომენტში. ლაბორატორიული კვლევების შედეგებსაც დავდებ, სადაც ასახულია ბაქტეროლოგიური და ენერგეტიკული კვლევის შედეგები. კვლევას სოფლის მეურნეობის სამინიტროსგან სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში ვაკეთებთ.
QUOTE
4. ეტყობა რძე ბლომადაა ცოტა ჭყინტივით იყო, მე ხმელი ყველი მევასება, უფრო მწიფე

კი, წელიწადის ამ დროს რძე ულევია. თუ გინდა დღეში 5 ტონა.
ასეთი კონსისტენციის ყველის ბაზარზე გაშვება დავიწყეთ ივნისის ნახევრიდან. აქამდე ხმელ ყველს ვაწვდიდით ობიექტებს, მაგრამ შემაწუხეს. მომხმარებელი უფრო ნაზ და ნაკლებ მარილიანს თხოულობსო.
QUOTE
5. არცერთ მაღაზიას ყველის შესანახი არ აქვს, მაცივარი კი მუღამებს უკარგავს და აფუჭებს სწრაფად თუ არ გაყიდა, დახლში 4 ნაჭერიღა დარჩა

ყველის შესანახი ჰქონდათ საბჭოთა მაღაზიებს, უბანში ერთი ან ორი მაღაზია რომ იყო. ეხლა კორპუსის ქვეშ ხშირად 3 მაღაზიაც არის გვერდიგვერდ, მაგალითად დელისზე. აბა რა ყველის შესანახი უნდა ჰქონდეთ. მაცივარი რომ აფუჭებს, მაგაში გეთანხმები და არც გეთანხმები. გააჩნია მაცივარში როგორი წესით ინახავ. ეს თემა თუ დაგაინტერესებს, მერე ვისაუბროთ.

Posted by: gia1970 10 Jul 2017, 02:28
kaxaberski66
QUOTE
ათიდან რვა არ არის ცუდი შედეგი თუ ხათრით არ დაწერე.

ხათრით არ დამიწერია
QUOTE
მაგრამ შემაწუხეს. მომხმარებელი უფრო ნაზ და ნაკლებ მარილიანს თხოულობსო.

ვიცი lol.gif ტვინს ამოგჭამდნენ მაღაზიები
QUOTE
ყველის შესანახი ჰქონდათ საბჭოთა მაღაზიებს,

კი ეგრე იყო, წათხსაც აკეთებდნენ და მაგათ ნედლი და უმარილო ყველი უფრო აინტერესებდათ, წონაში მატება ქონდათ ათვისებული მარლის გამო და ეგ იყო მაგათი ლევი დახოდი, თან მაშინ მაგარი ბრუნვებიც ქონდათ და ღირდა ჩიტი ბრდღვნადsmile.gif
QUOTE
გააჩნია მაცივარში როგორი წესით ინახავ. ეს თემა თუ დაგაინტერესებს, მერე ვისაუბროთ.

ბანძი დახლმაცივრებია ძირითადად, თან ცელოფანში გახვეული, მაინც ნიტოა
აი არის სოსისი ცოცხლად წონით და არის სოსისი ვაკუუმში
ვცდილობ ვაკუუმში მყოფი არ ვიყიდო
შრატს რას უშვებით? ღვრით? ღორებისთვის ხმარობთ?
ნადუღს არ აკეთებთ?
ისე შენ კაი მაცივარ მანქანა დაგხატავდა
ზაფხულში ცივად ჩამოითანდი არ ჩაგიხურდებოდა და ზამთარში თბილად არ გაგეყნებოდა

Posted by: kaxaberski66 10 Jul 2017, 08:59
gia1970
შრატს ასეპარირებს და კარაქს აკეთებს. კარაქს იქვე სოფელში ყიდის.
მაცივარი მანქანა გვყავს კაცო. მაცივრით ჩამოგვაქვს და ობიექტებზეც მაცივრით გაგვაქვს.

Posted by: kaxaberski66 15 Jul 2017, 11:12
1993 წლის დასაწყისი იყო, იანვარი ან თებერვალი. ჯერ ერთი წელი არ შესრულებულა რაც საქონელი ვიყიდეთ.
საქონელი მინდორში გვყავს გაყვანილი საძოვარზე ბინიდან 1კმ. ს მოშორებით. საღამოვდება და ასე ნელ-ნელა ძოვებით მოგვყავს ბინისკენ.
იმ ნაკვეთს რომელზეც ფერმა გვქონდა და სადაც ვაძოვებდით, ჰყოფს გამდინარე წყლიანი მიწათხრილი(კანაო), რომლის სიგანე იქნება სამ მეტრამდე და წყლის სიღრმე 70-90 სმ. ძროხები ჩავიდნენ წყალთან დასალევად. დალიეს და ერთი მაკე დეკეული რომელმაც უნდა მოიგოს მაქსიმუმ ორ თვეში, ვეღარ ამოდის. ჩარჩა ოთხივე ფეხით წყალში მუცლამდე. რა არ ვიღონეთ, დაყვირილი ჯოხი შეშინება, ვერაფრით ვერ გამოვიყვანეთ. წყალი ყინულივით ცივია, უკვე საათზე მეტი წყალში დგას, ალბათ სისხლის მოძრაობაც კი შეუწყდებოდა ფეხებში სიცივისგან.
საქონელს თავი მივანებეთ, თვითონ წავიდნენ ფერმაში. მე და ძმა ამ წყალში ჩავარდნილ საქონელთან ვართ და არ ვიცით როგორ ვუშველოთ.
უკვე ღამდება. ვხედავთ, მოდის ბელარუსი ტრაქტორი. გავაჩერეთ რომ თოკით ამოვათრიოთ წყლიდან დეკეული. თუკი მოვაბით ყელზე, რადგან რქები პატარა ჰქონდა და გვეშინოდა გაწევისას არ მოსტეხოდა და არ დაუშნოებულიყო შესახედავად. ტრაქტორმა გასწია და კისერი ისე დაუგრძელდა, ვიფიქრე კისერი სწყდება და ტანხორცი წყალში რჩება მეთქი.
რა თქმა უნდა წყლიდან ამოვათრიეთ. სასწრაფოდ თოკი ყელზე შევხსენით და დეკეული ფეხზე ვერ დგება. ვიფიქრეთ შეშინებულია და იმიტომ, ცოტას დაისვენებს და ადგება. გავიდა ორი საათი მაგრამ მცდელობაც არ აქვს ადგომის. უკვე ღამის 10 საათი ძალიან ყინვიანი ღამე დაიჭირა. ჩვენ სიცივისგან ვიყინებით და სველი საქონელი როგორი გაყინული იქნებოდა წარმოვიდგინეთ.
სასწრაფოდ რამე უნდა მოგვეფიქრებინა და საქონელი როგორმე გაგვეთბო ამ საყინულეში.
აქეთ ვეცით, იქით ვეცით ამ მინდორში რომ სადმე ხე ან ფიცარი ვიპოვოთ. ბოლოს იქვე ვენახები იყო და იქ მოვგლიჯეთ ერთი 7-8 ხის ბოძი. დავამტვრიეთ და საქონელს აქეთ- იქიდან ერთი მეტრის მოშორებით კოცონი დავუნთეთ გასათბობ-გასაშრობად.
ისე ციოდა რომ გარშემო ბალახი, ვაზი თუ ხე ყველაფერი გათეთრდა. ჭირხლი მოიკიდა.
ცეცხლთან ვისხედით. წინიდან თბილად ვიყავით, ზურგის მხარე გვეყინებოდა, ან პირიქით. ბოლოს დეკეულს მიუსხედით აქეთ იქიდან, ზურგით მივეყუდეთ და ზურგიდანაც თბილად ვიყავით და სახის მხრიდანაც.
შუა ღამე კარგად გადასული იყო რომ საქონელი შეტოკდა. თითქოს გვერდი უნდა იცვალოსო. ასე რამდენიმეჯერ განმეორდა. ბოლოს როგორც იქნა, წამოდგა და ბინისკენ წავიდა. ბინაში რომ მივედით უკვე ღამის ოთხი საათი იყო.
დილით რომ ვნახეთ დეკეული, ორივე მხარეზე ფერდები ჰქონდა დამწვარი დიამეტრით დაახლოებით 30 სმ. ზე. სასწრაფოდ მალამო წაუსვით და დაუწყეთ დამწვარზე მკურნალობა. გაუკეთეთ ბიცილინ ხუთი, რომ გაცივება გადაეტანა.
დაახლოებით თვე ნახევარში ხბო მოიგი. ხბო იქნებოდა ალბათ 10 კგ. ხსენი არ ჰქონდა და არც რძე. საქონელი არ ვაწვალეთ და გავაშრეთ.
ის დამწვარი ადგილები სამუდამოდ ისე დარჩა. როგორც ადამიანს ეტყობა ხოლმე დამწვრობა, ისე ეტყობოდა ძროხასაც.
შემდეგ წელს რომ ხბო მოიგო, ერთ წველაზე ემალიონ ვედრას ავსებდა რძით. იმისი შვილები კიდევ დედას სჯობდნენ წველაში.

Posted by: ინაველ 15 Jul 2017, 22:12
კარგად მოვიფიქრებთ გათბობა. დრამაა ფაქტიურად smile.gif

Posted by: vixn 16 Jul 2017, 00:50
kaxaberski66
ხუმრობა იქით იყოს და ვეთანხმები ინაველს.

Posted by: kaxaberski66 16 Jul 2017, 01:14
ინაველ

vixn
დიდი მადლობა სწორი შეფასებისთვის
QUOTE
დრამაა ფაქტიურად

მოსაყოლად ადვილია, მაგრამ იმ სიტუაციაში პირდაპირ ცეცხლი გვეკიდა.

Posted by: ინაველ 16 Jul 2017, 14:33
ახლა ბიოჰუმუსს ვამუღამებ. 1კგ კალიფორნიული ჭიაღუა შევიძინე გაზაფხულზე 30x50ზე ყუთში. დღეს ამოვიღე ნახევარი ყუთი მზა სასუქი. ნელა მუშაობენ კაცმა რომ თქვას, მაგრამ სამაგიეროდ ბოსტნეულის ნარჩენების უტილიზაციას ვახდენ.

რაც შევძელი ამოვიყვანე ძველი ყუთიდან და უფრო დიდ და გაუმჯობესებულ ყუთში გადავსვი.

+ ერთი ტომარა მზა ჰუმუსიც შევიძინე. მზა სასუქი პომიდვრებში გავუშვი. სასწაული ქნათქო ვერ ვიტყვი. პომიდვრებში მაქს სიმაღლე 1.5 მეტრი იყო.

ახლა ეს ჰუმუსი გოგრებში უნდა შევიტანო.

Posted by: vixn 16 Jul 2017, 22:26
ინაველ
რავარი კარგი სატყუარაა მაგ კალიფორნია,

Posted by: ინაველ 16 Jul 2017, 22:46
vixn

დღეს დავაძრე ჩამხმარი პომიდვრები დაა ერთი რამ შევნიშნე - ოესვების გარშემო მიწა კაი შავი და ნოყიერი ჩანდა, ჭიაღუების აქტივობა ცხოვრების მაღალი იყო. თვითონ მიწა ხრიოკია და ღია ყავისფერი, პომიდვრის ძირებში კი შავი მიწა გაიჩითა.

ეს იმის დამსახურებაა რომ პომიდვრის დარგვამდე თითო ძირს ორი პეშვი ბიოჰუმუსი ჩავუყარე.

მოკლედ, ვფიქრობ რაღაც პლუსი აქვს, ოღონდ რა დაა რამდენი, არ ვიცი და ჯერ ვერსად ვნახე რომ ეწეროს. ყველა ამბობს რომ კარგია მაგრამ კონკრეტულად არავინ არაფერს წერს.

შეიძლება ჩემ შემთხვევაში ბიოჰუმუსი დააკლდა. ამიტომ მომავალ სეზონზე ერთორ ამაღლებულ კვალს მივცხებ, გრუნტში 30% ბიოჰუმუსი უნდა მივცე და ვნახოთ რას მოიტანს.

ერთი კია ჩემს პომიდორს არაფერი დამართნია, ჯანზე იყვნენ. ერთხელ დაისეტყვა კიდეც. საერთოდ არ შემიწამლავს არაფრით და სეტყვის მერეც კი ადვილად დადგა ფეხზე.

ახლა რომ ვფიქრობ ჩემი პომიდვრები რომ არ გაიზარდა შეიძლება იმის გამოა რომ უცხოური ჯიშებია და აქააურობასთან არ იყო შეჩვეული.

მოკლედ, ლატარეაა რა biggrin.gif

Posted by: bako70 17 Jul 2017, 21:56
QUOTE (ინაველ @ 16 Jul 2017, 22:46 )
მომავალ სეზონზე ერთორ ამაღლებულ კვალს მივცხებ

თუ სარწყავი წყლის პრობლემაა, ამაღლებული კვლები გაგაწვალებს. მალე შრება

Posted by: ინაველ 18 Jul 2017, 19:00
bako70


ჰო მართალი ხარ. ეგ ვიგულისხმე. წყალი საერთოდ არ მაქვს. უნდა მოვახერხო რამე თორემ ასე უწყლოდ აღარაფერსაც არ დავთესავ არც მაღალ და არც დაბალ კვლებში. დავიტანჯე მანქანით და ბიდონებით წყლის ზიდვით smile.gif

Posted by: bako70 19 Jul 2017, 13:53
წყალი არის ჩემთან, მაგრამ ჯაჯღანის და თოხით ხმალაობის თავი არ მაქვს. თან შაბათ-კვირას ვიცლი ბაღისთვის და ნერვებს ვუფრთხილდებიsmile.gif
ჭა - წვეთოვანი.

Posted by: ინაველ 20 Jul 2017, 10:11
bako70

მშვენიერია smile.gif

სად მდებარეობს?
ჭა რამსიღრმეზეა?

Posted by: iko-iko 20 Jul 2017, 10:45
მშრომელებო ჭის რეაბილიტაცია მინდა, კერძოდ დალამულია და ამორეცხვა ესაჭიროება და ხომ არ იცით რამე კომპანია ან ვინმეს კონტაქტი ვინც აკეთებს ამას?

Posted by: bako70 20 Jul 2017, 11:21
QUOTE (ინაველ @ 20 Jul 2017, 10:11 )
bako70

მშვენიერია smile.gif

სად მდებარეობს?
ჭა რამსიღრმეზეა?

კასპის რაიონში. 21 მეტრი. გვალვების წელში ამოთხარეს და მაგ სიღრმეზე ჩავიდნენ. ისე 15 მეტრიდან უკვე შემოდის.

Posted by: koba1973 20 Jul 2017, 13:13
QUOTE
კასპის რაიონში. 21 მეტრი. გვალვების წელში ამოთხარეს და მაგ სიღრმეზე ჩავიდნენ. ისე 15 მეტრიდან უკვე შემოდის.

საკუთარი წყალი სიმდიდრეა.

Posted by: ინაველ 21 Jul 2017, 01:29
QUOTE
21 მეტრი


მშვენიერია

QUOTE
საკუთარი წყალი სიმდიდრეა.


ნამდვილად

ადრე არ ვაფასებდი სათანადოდ. ახლა წელი რომ გამძვრა წყლის ზიდვაში, მივხვდი წყლის ფასს.


Posted by: kaxaberski66 21 Jul 2017, 11:24
1994 წლის შემოდგომა იყო. იქნებოდა ალბათ ნოემბერი. ფერმაში მე და მამაჩემი ვიყავით.
დილა გათენდა, ავდექით და შევუდექით ტრადიციული საფერმო საქმეების კეთებას.
ჩვენი ფერმის ნაკვეთს ზედა მხრიდან ჩაუდიოდა წყლიანი მიწა თხრილი. თხრილის მეორე მხარეს კი იყო 48 ჰექტრიანი ნაკვეთი. ამ 48 ჰა. დან 40 სოფლის საქონლისთვის საძოვრად იყო გამოყოფილი. 8 ჰა კი ნაკვეთის ბოლოში ვენახი იყო.
იქნებოდა ალბათ შუა დღე. ფერმის გადაღმა მიწათხრილის(კანაოს) მეორე მხარეს მოდის ერთი ძროხა ორი-სამი თვის ხბოთი და ერთი დედა ცხვარი ახალშობილი ბატკნით. უკან კი მოსდევთ 65-67 წლის საშუალო ტანის აღნაგობის კაცი ჯოხით ხელში.
დაახლოებით რომ გაგვისწორდა მოგვესალმა და გვეკითხება, ტარიელას (მამაჩემის სახელი იყო) ფერმა ეს არისო?
ვუპასუხეთ რომ ეს იყო და ვკითხეთ, თუ რაში იყო საქმე.
მწყემსათ მინდა სადმე დავდგე და სადღაც აქედან 7-8 კილომეტრის მოშორებიდან მომასწავლეს, ტარიელა თუ მიგიღებს მწყემსათო. თქვენი ფერმის
მიმართულება მაჩვენეს და მოვდივარ და გეძებთო.
ამ კანაოზე ხიდად გვქონდა გადებული ერთი ძალზე სქელი და ბრტყელი ფიცარი. გადმოვიდნენ ჩვენს მხარეს. კაცი დაღლილი იყო. ორი დღეა მოვდივარო. დავსვით სული მოვათქმევინეთ, დავაპურეთ და შევეკითხეთთუ ვინ იყო და რატომ მოდიოდა ასე ირაოდ ფერმის საძებნად.
შაშიანელი კაცი ვარო, ზურაბა მქვიაო. საქონელს ზამთრისთვის თივა ვერ დავუმზადე და ზამთარს ვერ გადაიტანენ. ამიტომ გადავწყვიტე სადმე მწყემსად დავდგე გაზაფხულამდეო. გზა-გზა ფერმების მდებარეობას ვეკითხებოდი შემხვედრ ხალხს და თქვენზე მითხრეს კარგი ხალხია და უარს არ გეტყვიანო. ხელფასს არ ვთხოულობ, გაზაფხულის ბალახამდე მიმაყვანინეთ ეს ერთი ძროხა და ცხვარიო.
უარს როგორ ვეტყოდით, მივიღეთ. შეკითხვით კი ვკითხეთ, კაცი იმ ასაკში ხარ რომ შეიძლება გაგიჭირდეს ამ ახალგაზრდა საქონლის დევნა, როგორც იორღები ისე დადიოდნენ მინდორში. შესძლებდა მათ აყოლვას?
კი შევძლებო.
მეორე დილიდან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. მას საქონელი დაჰყავდა საძოვარზე, ჩვენ ბინის საქმეს ვაკეთებდით.
კაცი შესახედავად, აზროვნებით, საქმის და ცხოვრების ცოდნით, საუბრით და ყველაფრით ძალზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა.
საღამოს საქმე რომ მორჩებოდა და სავახშმოდ დავსხდებოდით, 100 გრამ არაყსაც დავურტყავდით და ლაპარაკსაც შევყვებოდით. პირველად მამაჩემის გამოხდილი არაყი რომ დალია, ორი-სამი წუთით ჩუმად იჯდა, მერე ხმა ამოიღო და მეუბნება, რატომ არ მითხარი ასეთი მაგარი არაყი თუ იყო. ლამის გული გამიჩერდაო.ამის შემდეგ ანადუღარი და გაცივებული წყლით აზავებდა არაყს.
მითხრა სოფელში ზედმეტ სახელად ტრანგალეტკას მეძახიანო. ჩხირკედელა კაცი ყოფილა, გადაყრილი სხვადასხვა ნაწილებისგან ტრანგალეტკა აუწყვია და სახელადაც დარჩენია. თურმე იმისი ხელიდან ყველაფერი კეთდებოდა და გამოდიოდა. კარგი ოსტატი კაცი იყო. ერთი პატარა ხელცულა ჰქონდა, ისეთი გალესილი იყო რომ დანას ვერ გალესავ ისე. ძალიან გამიკვირდა და მითხრა სახლში ყველანაირი სამუშაო იარაღი მაქვს. სახელოსნოში სტენდი მაქვს გაკეთებული და კედელზე ჰკიდია ყველა იარაღიო.
ერთი სიტყვით, ეს კაცი არ ჰგავდა ერთი ძროხის გამო ზამთარს და უბალახობას გამოქცეულ კაცს.
რა თქმა უნდა სახლიდან წამოსვლის ნამდვილი მიზეზიც თქვა. ორი შვილი ჰყოლია ბიჭები ჩემზე უფროსები. იმათ უსაქციელობას გამოვექეციო. რაში გამოიხატება თურმე უსაქციელობა. ლოთობაში და უსაქმურობაში. უმცროსი ბიჭი მხედრიონში ყოფილა, უფროსი კი ლოთობდა და მათ გამოვექეციო. ერთი იმას დარდობდა, დედაკაცი არ მომიკლანო.
როგორც ვთქვი, ვახშამზე ვსაუბრობდით ამ მთაზე და იმ მთაზე.
ერთხელ საუბარი ჩამოვარდა თაფლზე. მეუბნება ისეთი სამკურნალო თაფლი მე რომ მაქვს, არავის არ აქვსო. ვიფიქრე მეფუტკრე ყოფილა მეთქი. მეფუტკრე კი არა ველური ფუტკრის თაფლზე მეუბნებოდა. მომიყვა როგორ მოიპოვებს ველურ თაფლს.
მივდივარო მთიან ტყეში. ისეთ ადგილზე სადაც საქონელი ვერ მივაო. პოულობს პატარა წყაროს ან მდინარეს ტყეში, ამ წყლის პირზე უნდა იპოვოს ადგილი სადაც ფუტკარი მოფრინდება. იმ ადგილზე რამე ჭურჭლით დასდგავს შაქრის ტკბილ წყალს, ანუ სეროფს. ფუტკარი რომ დაჯდება სეროფზე ტკბილის საჭმელად, ფუნჯით უნდა წაუსვას საღებავი და ასე დანიშნოს ფუტკარი. ფუტკარი აიღებს ტკბილს და გაფრინდება მოძმეებთან, ეს კი ინიშნავს დროს, თუ რა დროს მოანდომებს გაფრენას და უკანვე მოფრენას. ამ დროის მიხედვით გამოსთვლის თუ რა მანძილზეა ამ ფუტკრის სახლი.
ეხლა რა ხდება. ფუტკარი რომ გაფრინდა, თანამემამულეებს მიუტანა ინფორმაცია რომ, სადღაც არის საჭმელი. ამის შემდეგ მას გამოჰყვებიან დაზვერვაზე რამოდენიმე ფუტკარი. ტკბილთან რომ დაჯდებიან ნახავს თავის დანიშნულ ფუტკარს. დაზვერვა რომ დაბრუნდება,დაადასტურებს ტკბილის არსებობას და სხვებიც მოფრინდებიან ტკბილის საჭმელად. ასე გაებმება ჰაერში ძაფივით ფუტკრების ხაზი, საიდანაც მოფრინავენ.
ეს ზურაბაც გაჰყვება ფუტკრებს და მივა იმ ხესთან, რომლის მერქანშიც ბუდობენ ფუტკრები. ხეზე ჩანს ის ხვრელი საიდანაც გამოდიან ფუტკრები. პატარა ხელცულას შემოარტყავს მერქანს და ასე კაკუნით იგებს ხეში სად აქვს ძირი ფუტკრების სამყოფელს. მერე იწყებს პატარა მაგრამ ალმასივით ბასრი ხელცულათი სკის ძირის გამოჭრას. ზოგჯერ შეიძლება მთელი დღეც არ ეყოს გამოჭრას თუ ხე სქელია ძალიან. ბოლოს რომ გამოსჭრის ცოტაზე, იმ ხვრელიდან საბერველით დაუბერავს ბოლს და ფუტკრები გამოფრინდებიან. ეს კი აგრძელებს სკის გამოჭრას. ბოლოს დანით გამოსჭრის ფიჭიანად თაფლს, ჩადებს სპეციალურად გამზადებულ ჭურჭელში და წამოიღებს. ზოგჯერ 20 კგ. ც გამოსულა თაფლიო.
ახალი წელი დადგა და ახალი წლის შემდეგ უფროსმა შვილმა მოაკითხა. არ ვიცი როგორ გვიპოვა. მოუტანა მამას საჭმელ სასმელი და ერთი ნახევარი ლიტრიანით ეს ველური ფუტკრის თაფლი.
მე მართლაც ასეთი გემრიელი თაფლი არასოდეს მიჭამია. თაფლი კი არა წამალი იყო. ფერითაც განსხვავებული იყო, გამჭვირვალეობითაც.
გაზაფხულზე აპრილი რომ დადგა და ბალახი მოვიდა, ზურაბამ გვითხრა. ეხლა ჩემი წასვლის დრო მოვიდაო. ჩვენთან მოსვლისას ხელფასი დავუნიშნეთ. წასვლისას ეს ხელფასი ერთბაშად მივეცით. გულითადად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, გაიგდო წინ თავისი სამწყემსო და წავიდა. კარგი მოგონებები კი ბევრი დატოვა.
მას შემდეგ 22 წელი გავიდა. თუ ცოცხალია ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს. თუ გარდაცვლილია უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
წასვლიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მე და ჩემი ძმა ერთ საღამოს ვესტუმრეთ. თელავიდან მოვდიოდით. ღამის 10 სთ. იქნებოდა მაგრამ გადავწყვიტეთ ტრანგალეტკა ზურაბა მოგვენახულებინა. სოფელში ვიკითხეთ სად ცხოვრობდა და მივედით.
კაცმა რომ დაგვინახა, ხალასი სიხარული გამოხატა. მეუღლეს დაუძახა და ეუბნება, ჩემი ბიჭები მოვიდნენ, გამოდი რომ გაგაცნოვო.
ქალი დაფაცურდა, სუფრა უნდა გაეშალა. ჩვენ ვიუარეთ რომ მალე უნდა წავსულიყავით და მხოლოდ ზურაბას სანახავად და მოსაკითხად შევიარეთ სულ 15 წუთით.
მერე დაგვათვალიერებინა სახლ-კარი, თავისი სახელოსნო. კარგი მაცხოვრებელი კაცი იყო. სახელოსნოში ასეთი წესრიგი და ასეთი რაოდენობის სამუშაო იარაღები მას რომ ჰქონდა, მე არსად მინახავს. მერე გადავეხვიეთ ერთმანეთს და დავემშვიდობეთ. თან მოგვაძახა, აქეთ თუ იქნებით არ დაგეზაროთ და შემომიარეთო.

Posted by: ინაველ 21 Jul 2017, 13:46
kaxaberski66

რა მაგარი რამე მოყევი. გული ამიჩუყდა. ცალკე ტრაანგალეტკას პიროვნების და ცალკე ველური ფუტკრის ამბის გამო!

რა მაგარია ასეთი ჯიგრიანი ხალხი რომ არსებობს.


Posted by: kaxaberski66 21 Jul 2017, 14:19
ინაველ
იმ კაცს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა. პირველ რიგში შრომის მოყვარეობა. ეს არ ქონდათ მის შვილებს და მაგიტომ წამოვიდა სახლიდან გულნატკენი.
მის შესახებ შემდეგშიც მოვყვები.

Posted by: vixn 21 Jul 2017, 14:56
kaxaberski66
კახა გვეცი პატივი, გააგრძელე დროდადრო.

Posted by: kaxaberski66 21 Jul 2017, 15:18
vixn
გმადლობთ დაინტერესებისთვის. თავს თუ არ შეგაწყენთ, გავაგრძელებ. ჩემთვისაც სასიამოვნოა რომ იმ დროს ვიხსენებ. საკმაოდ დიდი დროა გასული. კიდევ ორმაგად სასიამოვნოა რომ, თქვენც დაინტერესდით და პოულობთ დროს წასაკითხად. ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია, გიჟპოეტასავით მხოლოდ ჩემთვის რომ არ ვწერ.

Posted by: koba1973 21 Jul 2017, 18:35
kaxaberski66
QUOTE
ეს ჩემთვის ყველაზე მთავარია, გიჟპოეტასავით მხოლოდ ჩემთვის რომ არ ვწერ.

რა შენთვის კაცო კარგი ნაწარმოებივით იკითხება ან იქნებ უკეთესადაც.

ინაველ
QUOTE
ადრე არ ვაფასებდი სათანადოდ. ახლა წელი რომ გამძვრა წყლის ზიდვაში, მივხვდი წყლის ფასს.

ადრე თითქმის კილომეტრიდან მოგვქონდა სასმელიც და სახმარიც, ახლა ზაფხულის გარდა სულ მოგვდის სახლში. მადლობა ამისთვის ორივე ხელისუფლებას ძველსაც და ახალსაც.

Posted by: shuma89 21 Jul 2017, 22:59
ჩემსკენ ახალი ამბებია, დავიწყე და მემგონი მომავალ კვირაში დავამთავრებ ქარის გენერატორის აგებას smile.gif
თუ გინდათ გაიცინეთ, მაგრამ მემგონი 24 საათიან 4-5 კილოვატიან სადგურს ავამუშავებ, ისე გული მიგრძნობს, რომ 2-3 კილოვატზე მეტს ვერ მივიღებ მაგრამ გათვლა ზემოთხსენებული 4-5 კილოვატზეა. რიავიიი . . .


სოფლად აჯამეთში გაშლილ მდელოზე, სულ ქარია და ყველას აწუხებს, ხოდა მე უნდა მიხაროდეს წესით.


24 საათიდან მინიმუმ 15 საათი ისეთი ქარია ტანსაცმელს შემოგახევს biggrin.gif

ხოდა 55-75 კილოვატსაათი ენერგია დღეღამეში ცუდი არ უნდა იყოს. სადღაც 8 ლარს ურტყამს. თვეში 200 ლარზე მეტია.
არ უნდა იყოს ცუდი 2000 ლარამდე თვითღირებულების აპარატურის გამომუშავებისთვის, 10 თვეში ამოიღებს დანახარჯს, თან მეორე მსგავსი სადგურის მიმატება 500-800 ლარამდე დამიჯდება სამომავლოდ და ისიც უკვე დადგმულ აპარატურას მიებმება smile.gif
ზემოთ ქარის გენერატორი, ქვევით თხილი გვერდით ჰექტრამდე ქლიავის ბაღი.

Posted by: ინაველ 21 Jul 2017, 23:23
shuma89

მე მაგ მეცნიერებაში ვერ ვერკვევი მაგრამ საინტერესო რამეა ნამდვილად და საამაყო გამკეთებელისთვის ალბათ smile.gif

სულ მიკვირს ხოლმე - ნუთუ ქარი ასე მუდმივად ქრის რომ ტურბინის დაყენება სასარგებლო იყოს? რა ადგილისა ეგეთი მუდმივად ქარი რომ ქრის?

55-75კვტ/სთ რამდენია საყოფაცხოვრებო მოხმარებაში? ანუ რაში გამოიყენება, რას გაწვდება?



Posted by: vixn 21 Jul 2017, 23:27
shuma89
მაგ საქმეს თუ ისე ვრცლად დაწერ, სად , რა ფასად, როგორ აკეთებ ყველაფერს, ძაან დამავალებ, ჩემი დასაცინი რა გჭირს., ასეთი კარგი საქმე დაგიწყია.

Posted by: koba1973 21 Jul 2017, 23:28
shuma89
მაგარია. წარმატებები.

Posted by: kaxaberski66 22 Jul 2017, 00:14
shuma89
ივნისის თვეში წერდი რომ ქარის გენერატორის გაკეთებას აპირებდი.
სასაცილო არაფერია. ყოჩაღ რომ ასეთი გულის დადებით მიჰყვები საქმეს.
წარმატებებს გისურვებ.
* * *
ეხლა ერთ სახალისო ამბავს მოვყვები ფერმერობის დროინდელს.
ერთი კარგი დღე გათენდა და მამაჩემი მოვიდა ფერმაში ჩემს შესაცვლელად.
გადავაბარე საქმეები. ვუთხარი რაც იყო გასაკეთებელი, ჩავაბარგე ,,რუგზაკში,, ჩემი ჯღანმანი და წავედი სახლში რომ, დავიბანო, გავიპარსო, ტანსაცმელი გამოვიცვალო და ისევ ადამიანს დავემსგავსო.
ორი დღის შემდეგ ჩავედი და მამაჩემი ასეთ რამეს მიყვება.
საღამოს ტრანგალეტკა ზურაბას მოუყვანია საქონელი. როგორც წესია ყველა საქმე თუ პროცედურა ჩაუტარებიათ საქონლისთვის და ბოლოს ვახშმის დროც მოსულა. უვახშმიათ, თითო ჭიქა ღვინოც დაულევიათ, გაუშლიათ ლოგინები, ჭრაქი(ლამპა) ჩაუქვრიათ და მამაჩემი დაწოლილა. თურმე ტრანგალეტკა ზურაბა ვერ ისვენებს, რაღაცნაირად ტოკავს საწოლზე ჩამომჯდარი. თითქოს ფეხებს ერთმანეთზე უსვავსო და თან შეწუხებული სუნთქავსო. ეს გაგრძელებულა კაი 10-15 წუთი. მამაჩემი თურმე გადმობრუნდა საწოლში ზურაბასკენ და უყურებს თუ რას შვრება ზურაბა. ოთახში სიბნელეა და ვერ ხედავს. ბოლოს შეეკითხა.
ზურაბ რა დაგემართაო.
ზურაბა ხმას არ იღებს, ფეხებს კი ერთმანეთზე უსვავს და დაღლილობისგან უკვე ხვნეშის.
ბოლოს თურმე ზურაბამ ამოღერღა-ტარიელ, ფეხზე ჩექმა ვერ გამიხდიაო.
მამაჩემს უთქვამს-პატარძალა დაიხმარე და გაიხდიო.
ზურაბამ-ვერც პატარძალათი ვიხდი, მიშველე რამეო.
მამაჩემი ამდგარა, ლამფა აუნთია და ხედავს, ზურაბა ზის საწოლზე გასაცოდავებული და ხელფეხი სულ ტალახით აქვს მოსვრილი. ერთ ფეხზე ჩექმა გახდილი აქვს და იქვე აგდია. მეორეზე კი აცვია და ვერ გაუხდია.
თურმე მამაჩემი დაეჭიდა ჩექმაზე და გასწია რომ გააძროს მაგრამ, ვერაფრით გახადა. გაწევისას დაითრევს ამ ზურაბას ტრანგალეტკასავით და ჩამოაგდებს საწოლიდან, ჩექმას კი ვერაფრით ვერ ხდის.
ორივენი დაიღალნენ და დამსხდარან დასასვენებლად. თურმე ამ დასვენებისას მამაჩემი ეუბნება ზურაბას, რა ვქნა ვერ გხდი და მოდი ჩექმას შემოგაჭრი ფეხზეო.
ზურაბამ იუარა. რას ამბობ, ხვალე საქონელს როგორ გავყვე ამ წვიმაში ცალი ჩექმითო.
მამაჩემი ეუბნება, სულ კი არ დავჭრი, კალოშივით შემოვაჭრი და მერე გაიხდიო.
ზურაბამ-მერე ხვალე ხალხის დასაცინი გინდა გამხადო, ერთ ფეხზე ჩექმა მეცვას და მეორეზე კალოშიო?
მამაჩემს უპასუხია-შენ ვერ იხდი და მეც ვერ გხდი და აბა მაშ რა ვქნათ, მაშინ მასე დაწექი და დაიძინეო.
რას ამბობ, ამ ჭუჭყიანი ჩექმით როგორ დავწვები ლოგინშიო?
მაშინ მამაჩემი წასულა და ლაგანით წყალი შემოუტანია, მოდი ჩექმა გავრეცხოთ და ისე დაწექიო.
ამას რომ მიყვება ისტერიულად ვიცინი. უკვე აღარ შემიძლია, ვეხვეწები აღარ მინდა ნუღარ მიყვები მეთქი. ის მაინც ყვება და მე უკვე სიცილისგანაც დავიღალე.
ბოლოს მამაჩემი წავიდა და მე დავრჩი ფერმაში. საღამოს ზურაბამ საქონელი მოიყვანა და ისევ ჩექმები აცვია. შევხედე და ამიტყდა ისევ სიცილი. ეხლა ამ სცენას ვახშამზე უკვე ზურაბა მიყვება თავისი განცდებით. მე კიდევ ისე გამომეცალა ძალა სიცილისგან რომ კოვზს ვეღარ ვიჭერდი ხელში.
რეზინის ჩექმამ, ზურაბამ და მამაჩემმა წინაღამ არ მიმსხვერპლეს სიცილში.

Posted by: shuma89 22 Jul 2017, 02:06
ინაველ
QUOTE
ნუთუ ქარი ასე მუდმივად ქრის რომ ტურბინის დაყენება სასარგებლო იყოს? რა ადგილისა ეგეთი მუდმივად ქარი რომ ქრის?

კი, ასეა, არსებობს ეგეთი ადგილებიც, იმერეთი, ზესტაფონის რაიონი სოფელი აჯამეთი, არის ქუთაისსა და ზესტაფონს შორის.
vixn
დავწერ და დავასურათებ, თემას გავხსნი რო მოვრჩები ფოტოებით და მიმოხილვით და იმ თემის ლინკს დავდებ აქ.
ფასები მიახლოებითი იქნება, იმდენი ხანია ვაგროვებ დეტალებს როოო . . .


koba1973
სპ
kaxaberski66

ფინანსების გამო მხოლოდ მცირედია ჯერ.

ელექტროენერგია ენერგო-პროს უნდა მივყიდო smile.gif ამის აპარატურის საყიდლად ფული დამიგვიანდება სექტემბრამდე, მაგრამ სამაგიეროდ ამოვქოქავ და გავტესტავ, რამდენად სტაბილურად იმუშავებს, ამასაც აპარატურა სჭირდება, იმედია ნელნელა მივაყოლებ ხელს.

ინაველ
QUOTE
55-75კვტ/სთ რამდენია საყოფაცხოვრებო მოხმარებაში? ანუ რაში გამოიყენება, რას გაწვდება?



ეს მე ფულად უნდა ვაქციო, ისე უხეშად, რომ ვთქვა საკუთარ სახლში 6 ადამიანი ვართ და თვეში 280 კილოვატსაათი მომდის გადასახადი. ფაქტიურად მთელი თვის საკმარისი ენერგია რომ შეადარო 4-5 დღის გამომუშავებული ენერგიის ტოლია.
რაიმეს ასამუშავებლად არც მინდა, ალბათ კონდენციონერზე ან რავიციი რამე მსგავსზე ვიფიქრებდი იქეთ რომ ვცხოვრობდე, ცარიელი შენობა (ცხოველების სადგომი) და ღობეა ჯერ, იშვიათად ჩავდივარ, ფაქტიურად მარტო გავიპარები ხოლმე და ვჩალიჩობ.




ახლა გამცდენად ისიც მიმემატა, რომ აწარმოე საქართველოში-ს გრანტი მოვიგე და სარბენი მაქვს აპარატურების საყიდლად თბილისისკენ და ასე შემდეგ, მოკლედ ვერაა გადასარევი ამბები ქარისათვის, მაგრამ #####დები ამ საქმეებისგანაც, რახან დაწყებული მაქვს უნდა ამოვქოქოოო . . . \


Posted by: ინაველ 22 Jul 2017, 10:52
shuma89

მიდი მიდი მიაწე საქმეებს
ფორუმზე თემის გახსნას მერეც მოასწრებ


Posted by: Don_417 25 Jul 2017, 01:13
სოფელში დიდიხანია არ ვყოფილვარ, ამასწინებზე ვიყავი ცოტახნით და იქ დიდიხნით გამჩერებელი არა ვარ, მიუხედავად იმისა რომ
ცენტრალური სოფელია (სადღაც გადასაკარგავში არაა).

Posted by: shuma89 27 Jul 2017, 22:18
ამ ჯიშის ქლიავი, რომელიც ახლა უკვე სიმწიფეს ამთავრებს იმერეთში, სად შეიძლება ვიშოვო, რომელ სანერგეს უნდა მივმართო ხომ არ იცით?
არის ქლიავი, აღმოსავლეთში, გორი და ასე შემდეგ, რომელიც ორი კვირის მერე შემოვა, ახლა ქლიავის ფასი 1.5 ლარია, გორიდან ჩამოტანილი კი ორი კვირის შემდეგ შემოვა და აქ, ზესტაფონში 50 თეთრი იქნება, უკანასკნელი 3 წელია ასეა ფასები, მინდა ბევრი ნერგი, 50 მდე მეც მექნება, მაგრამ მინდა 3 ჰექტარზე გასაშენებლად, რომელ სანერგეს მივაკითხო და როგორ ავუხსნა, რამდენიმეგან დავრეკე და ვერ გავაგებინე რა მინდოდა.
http://www.radikal.ru



Posted by: levani169 28 Jul 2017, 11:19
shuma89
თავად გიდგა როგორც ვხვდები ხომ?
ხოდა რა პრობლემას ხედავ,ააჭერი კვირტი და მოძებნე ვინმე მენამყენე რომელსაც აქვს უკვე საძირეები და დაამყნობინებ შეკვეთით.

Posted by: shuma89 28 Jul 2017, 13:11
levani169
მერე დრო არის პრობლემა, მეც კი დავამყნობ, მაგრამ მერე 4-5 წელი უნდა ველოდო როდის დაემსგავსება რამეს, ახლა მე რაც ნერგები მაქვს 2 -3 წლიანებია და 2 მეტრამდეა სიმაღლეში, მიახლოებით ამათი ტოლები მინდა და მაგიტო ვეძებ.
თან დიდი ფართობი რახანაა იქნებ დანერგე მომავალის პროექტშიც ჩავეტიო და ცოტა შეღავათი ვნახო smile.gif

Posted by: levani169 28 Jul 2017, 13:31
shuma89
QUOTE

თან დიდი ფართობი რახანაა იქნებ დანერგე მომავალის პროექტშიც ჩავეტიო და ცოტა შეღავათი ვნახო

მაგ პროექტის კმაყოფილი ჯერ კაცი არ მახსოვს და რა ვიცი აბა.თუ იპოვე მაგათ კონტრაქტორ სანერგეში შენი მოსაწონი ნერგი,სამმაგ ფასად დაგიანგარიშებენ და აქეთ ვალიც დაგედება დახმარების ნაცვლად,ხომ იცი ქართული დახმარება რაცაა? biggrin.gif

Posted by: shuma89 30 Jul 2017, 15:50
ორჯერ მაქვს გრანტი მოგებული და მოხმარებული გემრიელად, საბუთების მოგროვება ეზარება ყველას და უჭირს, მე კი არც მეზარება და კიდეც ვერკვევი სად და ვისგან უნდა ავიღო საბუთები.


QUOTE
მაგ პროექტის კმაყოფილი ჯერ კაცი არ მახსოვს

ისე რატომ არიან უკმაყოფილო ეგ ხო არ იცი?

Posted by: kaxaberski66 31 Jul 2017, 23:41
როგორც მოგახსენეთ 1993-96 წლებში ვმომთაბარეობდით. დედოფლის წყაროს მახლობლად ჩემს სოფელს ჰქონდა სახნავ-სათესი და საძოვარი მიწები 1000 ჰა ზე მეტი. მიწების მოსახლეობაზე განაწილებისას ჩვენ შეგვხვდა 20 ჰა სახნავი და 120 ჰა საძოვარი. ეს ტერიტორია, ზღვის დონიდან 600-700 მეტრის სიმაღლეზეა. სტეპივით არის, ბალახ-ბუჩქნარიანი. ხე აქა-იქ იზრდება, თითქოს სპეციალურად დაურგიათ სიცხეში თავის შესაფარებლად.
გაგანია ზაფხულია, აგვისტოს თვეა. საქონელი მყავს წაყვანილი საძოვარზე. ვაძოვებ და მე წამოწოლილი ვარ ერთ-ერთი ხის ქვეშ და ვადევნებ თვალს საქონლის ძოვებას.
გავიხედე და ვხედავ, სადაც ჩვენ გვაქვს სახნავი მიწა, ბოლი ამოდის. ხორბლის მოსავალი უკვე აღებული გვქონდა.
იქით მამაჩემის მეტს იმ დღით არავის გაუვლია.
დავირეკე ეს საქონელი და გავლალე იქით საიდანაც ბოლი ამოდიოდა.
რას ვხედავ, მამაჩემს ასანთი ჩაუგდია ჩვენს ნაკვეთში ნამჯაში გადაწვის მიზნით, დამჯდარა მანქანაზე და წასულა. დატოვა ეს ცეცხლი უყურადღებოდ.
ნახორბლარი რომ გადაიწვა, ცეცხლი გადავიდა საძოვარზე. ნაკვეთს ერთ მხარეს ხევი ჩაუდიოდა ბალახიანი და ის ხევი იწვება.
ბალახდგარში რაღაც ბალახი იზრდებოდა დაბალი და ხშირი, ხალიჩასავით იყო გაფენილი მიწაზე, უკვე დაპურებული იყო და კარგად ეკიდებოდა ცეცხლი. თან ნიავიც იყო. თუ არ ვიცი, თვითონ ცეცხლი ჰქმნიდა ამ ნიავს.
ერთი სიტყვით ცუდ დღეში ვარ. საძოვარი იწვის. იქ ჩემს გარდა არავინ არის. დავიწყე ცეცხლის ჩაქრობა სამწყემსო ჯოხით და ფეხებით. ვიწვი სიცხისგან მაგრამ უნდა ჩავაქრო. სხვა გზა არ მაქვს.
რამდენი ხანი ვებრძოლე ცეცხლს ვერ ვიტყვი. ცეცხლი კი ჩავაქრე და ფეხზე ფეხსაცმელი შემომწვარი მაქვს.
საქონელი რა თქმა უნდა თავის ნებაზე დარჩა უყურადღებოდ სანამ მე ცეცხლს ვაქრობდი. იქვე ნაკვეთი იყო სადაც სიმინდი ეთესა და ეგრევე შეცვივდნენ სიმინდში. სიმინდი ისეთი მაღალი იყო რომ ცხენიან კაცს დამალავდა.
უნდა დავიწყო საქონლის სიმინდიდან გამოყვანა. გავიხედე და ისევ ბოლია. ცეცხლი ხომ ყველა მხარეზე ვრცელდება და იმ მხარესაც წასულა საითაც ერთ-ერთი ფერმერის ფერმა დგას.
გავიქეცი თავპირის მტვრევით და რას ვხედავ. ფერმის გარშემო ბალახი გადამწვარია და ეხლა იწვის ნაკელი, რომელსაც წლების განმავლობაში მწყემსები ჰყრიდნენ ფერმის ფანჯრებიდან.
არ ვიცი რამდენი ფანჯარა ჰქონდა ფერმას და ყველა ფანჯრიდან იყო ნაყარი ნაკელი იმდენი რომ ფანჯრის რაფებს სწვდებოდა გარედან. ესეიგი, ეს ცეცხლი რომ დაწვავდა ნაკელს, ფანჯარამდე მივიდოდა და უეჭველი ფერმაც დაიწვებოდა.
არ ვიცი რა ვიღონო, რითი ვაჯობო ცეცხლს. უცებ ვიპოვე დამტვრეული შიფერი. ავიღე და შიფრის ნატეხს ვიყენებ როგორც ლაფატკას. მივყევი და ნაკელს ვყრი ფანჯრებთან ისე რომ, ნაკელი მოვაშორო ფანჯარას ერთი 20 სანტიმეტრზე რამეთუ, ნაკელი რომ დაიწვება ფანჯარას ცეცხლი ვერ წაეკიდოს.
ამ ჯოჯოხეთში ვარ და ღმერთმა დახმარება გამომიგზავნა.
თურმე შორი-ახლოს, ერთი მეცხვარე ცხვარს აძოვებდა. იმან რომ დამინახა რა დღეში ვიყავი მიატოვა ცხვარი და გამოიქცა ჩემს დასახმარებლად. სტაცა იმანაც ხელი შიფრის ნატეხს და დაიწყო ნაკელის ფანჯრის რაფიდან მოცილება.
ბოლოს რაღას ვიზავდით, დავანებეთ თავი იმაში დარწმუნებულებმა რომ ფერმა არ დაიწვებოდა.
უკვე საღამოა, საქონელის ბინაში წაყვანის დროა. მე ისეთი დაღლილი და გაწამებული ვარ რომ, საქონლის მოგროვების თავი არ მაქვს. დავჯექი და ველოდები საქონელი როდის გამოვა სიმინდიდან.
ერთი ნახევარი საათის შემდეგ, მთელი საქონელი ერთდროულად გამოვიდა სიმინდიდან. სიგამძღრისგან დამრგვალებულები იყვნენ.
მივიყვანე ბინაში და რას იზავ. დაღლილი ვარ თუ როგორიც ვარ, საქონლის ღალატი არ შეიძლება. ჩვეულებრივ მოვწველე და ყველა საქმე ისევე გავაკეთე, როგორც ყოველთვის.
გავიდა ალბათ თვენახევარი, ალბათ ორი თვეც. იმ ფერმასთან ვარ მისული. მაინტერესებს ფერმის მდგომარეობა. ფერმა სრულიად გადარჩენილი იყო ცეცხლისგან.
ბოდიშს მოვიხდი მკითხველთან და მეფსია. მოვშარდე და გაოცებული დავრჩი. ორი თვის შემდეგაც კი იწვოდა ნაკელი. შარდი რომ გადაესხა მიწას, სულ შიშხინი დაიწყო მიწამ. მიუხედავად იმისა რომ, ამ დროის მანძილზე წვიმაც იყო მოსული, ნაკელი კიდევ იწვოდა.

Posted by: levani169 1 Aug 2017, 10:43
shuma89
QUOTE
ისე რატომ არიან უკმაყოფილო ეგ ხო არ იცი?

მოკლედ როგორც მითხრეს (ვინც განაცხადი შეიტანა) ფულს არ გირიცხავენ,არამედ თავიაანთ კონტრაქტორ სანერგეს ურიცხავენ და გაგზავნიან იქ ნერგების მისაღებად მარა საქმე იმაშია რომ 5 ლარიან ნერგში 10 და მეტ ლარს ანგარიშობენ და ვინაიდან თანამონაწილეობ პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფაში,გიწევს ლამის რეალური ფასის გადახდა რაც ბაზარზე ღირს და ის გაცემული დაფინანსებაც ვალად გედება უაზროდ გაბერილ ხარჯად.

Posted by: maverick16 4 Aug 2017, 11:27
shuma89
QUOTE
ორჯერ მაქვს გრანტი მოგებული და მოხმარებული გემრიელად, საბუთების მოგროვება ეზარება ყველას და უჭირს, მე კი არც მეზარება და კიდეც ვერკვევი სად და ვისგან უნდა ავიღო საბუთები.

კი მარა ვერ გავიგე ნორმალურად ეგ გრანტია თუ სესხი? სათბურის გაკეთება მინდოდა მარა მანდ როგორც ვნახე 1500000 ზე ნაკლები არ უნდა იყოსო პროექტიო და რა ჯანდაბად მინდა ეს მილიონერი კი არ ვარ. შენ გრანტი გიწერია აქ კიდე სესხი/ლიზინგი აბსოლიტურად სხვადასხვა რამეა და ორჯერ თუ გაქვს მოპოვებული იქნებ გამარკვიო
რამე არასწორად გავიგე?
user posted image
user posted image
http://apma.ge/projects/read/produce_in_georgia/

Posted by: shuma89 4 Aug 2017, 16:05
5 ათასი ლარი რო იყო მცირე ბიზნესზე ეგ მოვიგე სამ ადამიანზე 15000 ასევე სხვა გრანტი სეზონური 7000 ავიღე. საჩუქარი თანხაა გრანტი.

Posted by: maverick16 4 Aug 2017, 21:05
shuma89
QUOTE
5 ათასი ლარი რო იყო მცირე ბიზნესზე ეგ მოვიგე სამ ადამიანზე 15000 ასევე სხვა გრანტი სეზონური 7000 ავიღე. საჩუქარი თანხაა გრანტი.

ანუ ეხლა როგორც ჩანს აღარაა ხო არაფერი?

Posted by: shuma89 5 Aug 2017, 00:10
არა, ამწუთას მეორე ეტაპი ჩამთავრდდა ბიზნესგეგმები წარვადგინეთ, ცოტა ხანში დაგვიძახებენ ფულის ამბებზე. მომდევნო წელს იქნება.

Posted by: ინაველ 5 Aug 2017, 14:22
სოფლის მეურნეობაში სამუშაო ადგილები არსებობს თუ იცით? ან სად შეიძლება მოიძიოს კაცმა?
ან ანაზღაურებები როგორია? ხომ არავინ იცით?

Posted by: maverick16 5 Aug 2017, 17:14
shuma89
ხო ვნახე ეხლა qartuli.ge ამ საიტზე, 20 პროცენტი თანხის შენ გადაიხადე ხო? და ნარჩენ თანხას შენ გაძლევენ თუ შენ ვისგანაც უნდა იყიდო საქონელ/მომსახურება იმას ურიცხავენ პირდაპირ?

Posted by: shuma89 5 Aug 2017, 20:59
მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავად გადარიცხავენ თუ მე მომცემენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს. ანგარიშზე ირიცხება,


ზედნადებეებიი უნდა წარადგინო და ჩეკები ან გადარიცხვის ამბები.

Posted by: gia1970 7 Aug 2017, 16:49
მთაში საქონლის ფერმის გაკეთება არავის გსურთ?

Posted by: ინაველ 7 Aug 2017, 18:11
gia1970

smile.gif შენ გსურს?

მთაში საძოვრები არის? კახაბერსკის აქვს მაგის გამოცდილება და მას თუ დააინტერესებ

Posted by: gia1970 7 Aug 2017, 19:45
ინაველ
მე კი მსურს
მაგრამ პირობებს ვერ ვაკმაყოფილებsmile.gif

Posted by: ghost471 7 Aug 2017, 23:30
ეხლა დაგვიანებულია მთაში წასვლა. საქონელს თუ აიყვან სანამ აკლიმატიზაციას გაივლის გაჩერდება არ მოიმატებს მერე რასაც მოიმატებს წამოსვლისას დაყრის და ისევ აკლიმატიზაცია დაჭირდება biggrin.gif

Posted by: gia1970 7 Aug 2017, 23:47
ghost471
წაყვანა წამოყვანაზე არ ვამბობ
ფერმაზე ვამბობ მთაში
პროგრამაა რა

Posted by: kaxaberski66 8 Aug 2017, 00:13
gia1970
ჯერ სად დაიკარგე?
ეხლა მეორე.-
QUOTE
მთაში საქონლის ფერმის გაკეთება არავის გსურთ?

ფერმის გაკეთებას რას ეძახი შენობის დადგმას? იმ ფერმას საძოვარი, სახნავ-სათესი, სათიბი არ ჭირდება?
თუ რამე გეგმა გაქვს, ამოღერღე და იქნებ პატარა მაგრამ ფასეული რჩევა მოგცეთ.

Posted by: gia1970 8 Aug 2017, 00:34
kaxaberski66
ხო კაი ხანია აღარ შემოვსულვარ
QUOTE
ფერმის გაკეთებას რას ეძახი

ასეთი რამაა რა
მოკლედ აუცილებელია მინიმუმ 6 ოჯახი კაპრატივი რომ ჩამოაყალიბო
მთავრობა გიშენებს მთაში ფერმას ოღონდ კიდე ერთი პირობაა
მინიმუმ 200 სული მეწველი
გაყავს გზა ფერმამდე, გაძლევს საწველ აპარატებს თუ რაც ჰქვია
გეხმარება ხელოვნურ განაყოფიერებებშიც
სათიბზეც თუ არ მეშლება და მემგონი ყველის ქარხანც მოსულა
არ ვიცი დეტალები
კითხვები თუ იქნება ვეცდები გავარკვიო დეტალები

* * *
QUOTE
თუ რამე გეგმა გაქვს, ამოღერღე და იქნებ პატარა მაგრამ ფასეული რჩევა მოგცეთ.

მე რა გეგმა უნდა მქონდეს
ერთი ძროხაც არ გამაჩნიsmile.gif

Posted by: ინაველ 8 Aug 2017, 09:52
gia1970

სად წერია მაგ პროგრამაზე?
6 კაცის დაინტერესება რომ 0დან დაიწყოს ყველაფერი, ადვილი არ იქნება

ისე ყველაზე რთულად ადგილის შერჩევა მესახება - მიწა ხო უნდა გქონდეს საკუთრებაში, საძოვრებიც ხო უნდა იყოს, წყალიც იყოს და ა.შ.

რომელ რაიონზე ფიქრობ? სად არის უფრო მეტი საძოვარი-სათიბი ადგილები?


Posted by: vano22 8 Aug 2017, 14:32
რა უნდა მთაში 200 სულიან მერძეული მიმართულების სტაციონარულ ფერმას ვინც ეგ მოიფიქრა აშკარად უჭერს ტვინში რაღაცეები..

თან ეგენი მთას ალბათ ბარისახოს იქეთ სიმაღლეზე გულისხმობენ რომ დაცლილი სოფლები ააღორძინონ მაგრამ მთა საქონლისთვის მარტო ზაფხულშია კარგი სხვა დროს კაცი ვერ ჩერდება იქ და ფერმას რა შეინახავს

Posted by: gia1970 8 Aug 2017, 14:54
ინაველ
QUOTE
რომელ რაიონზე ფიქრობ? სად არის უფრო მეტი საძოვარი-სათიბი ადგილები?

მე არაფერზე არ ვფიქრობ, უბრალოდ ამბავს ვაბაზრებ, იქნებ და ვინმეს უნდა და არ იცის თქო
მიწებზე ზუსტად არ ვიცი, მემგონი შესაბამის მუნიციპალიტეტს ავალდებულებენ მიწების მიცემაზე
სად წერია არც ეგ ვიცი, საუბარს მოყვა და იქიდან გავიგე ეგ ამბავი, ვინმეს თუ დააინტერესებს დეტალებსაც გაუგებ და დავკვალიანებაშიც დავეხმარები
* * *
vano22
QUOTE
რა უნდა მთაში 200 სულიან მერძეული მიმართულების სტაციონარულ ფერმას ვინც ეგ მოიფიქრა აშკარად უჭერს ტვინში რაღაცეები..

თან ეგენი მთას ალბათ ბარისახოს იქეთ სიმაღლეზე გულისხმობენ რომ დაცლილი სოფლები ააღორძინონ მაგრამ მთა საქონლისთვის მარტო ზაფხულშია კარგი სხვა დროს კაცი ვერ ჩერდება იქ და ფერმას რა შეინახავს


წალკაში როგორ ჩერდებიან, ნაკლები მთაა, თუ ნაკლები ყინვები იცის?smile.gif
* * *
რაც მახსოვს ეგაა რომ
1. მინიმუმ 6 წევრია საჭირო კოოპერატივის, მაქსიმუმი არაა შეზღუდული.
2. მინიმუმ 200 მეწველი ძროხა
3. აშენებენ შესაბამის ფერმას
4. ფერმამდე მიყავთ გზა,
5. ყიდულობენ ტრაქტორს რომელიც თივას იღებს ცელით რომ არ იწვალო
6. შესაბამის მუნიციპალიტეტს ავალებენ მიწის ფონდის გამოყოფას
7. ყიდულობენ საწველ აპარატებს ხელით რომ არ წველო
8. და მემგონი ყველის ქარხანასაც, ეს არ ვიცი ზუსტად

მაგალითად ჩემს სოფელში 200 მეწველი ძროხა რომ მოიძიებოდეს, სამწუხაროდ 20-იც არ იქნება, იმ 200 მეწველი ძროხის პატრონები თუ კოოპერატივში გაერთიანდებოდნენ მიიღებდნენ ამ ყველაფერსsmile.gif

Posted by: ინაველ 8 Aug 2017, 18:24
მშვენიერი გრანტი ყოფილა

შენობას თუ აგიშენებენ, გზას გაოგიყვანენ, ტრაქტორს გაჩუქებენ, მიწას გამოგიყოფენ, საწველ არაპატებს გაჩუქებენ და ყველის ქარხანასაც სვერხუ თუ დაგიმატებენ

ორასი ძროხა კი უნდა გამოჩხრიკო კაცმა საიდანმე smile.gif)

გავწიო-გამოვწიო 4-5 ძროხის შეძენის ფულს მოვაგროვებ. მანქანას გავყიდი კიდევ და ერთი 3-4-იც მაქედან გამოვა, ნუ ჯამში 10 ვთქვათ. 10 ძროხა ჩემზეა.

დანარჩენები ვინ ხართ მსურველები? biggrin.gif

Posted by: koba1973 8 Aug 2017, 18:44
ისე შეიძლება ვცდები, მაგრამ პენსიონერებზე საკეისრო კვეთა უფასოაო იმას მაგონებს ეგ ამბავი. მესმის რომ სახელმწიფო ცდილობს ხელი შეგვიწყოს, მაგრამ რატომ კოოპერატივიზაცია-კოლექტივიზაციის გზით ვერ გამიგია. მე მაგალითად ვცადე საწილო საქმე ბევრჯერ და ყოველთვის ვამბობდი ეს ბოლოა მეთქი.შეიძლება მე მაქვს მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ თუკი მე უკან ვწევ კერძო ინტერესს რომ საქმე არ გაფუჭდეს, შენ რატომ არ შეგიძლია?

Posted by: ინაველ 8 Aug 2017, 18:51
koba1973

ჰოო ეგ კოოპერატივის ამბავი არც მე მომწონს, თუმცა სახელმწიფოს რას ერჩი - ინდივიდუალურ იწილო-ბიწილო 3ძროხიან ფერმებს ხო ვერ დააფინანსებს? ეკონომიკური ეფექტი არ ექნება.

შეგიძლია გქონდეს 200 ძროხიანი ფერმა და მარტო იზამ მაგ ყველაფერს
და თუ არ გაქვს და მაინც გინდა, კეთილი ინებე და შეუამხანაგდი ვინმეს

სამართლიანად ჟღერს


Posted by: gia1970 8 Aug 2017, 18:55
QUOTE
ისე შეიძლება ვცდები, მაგრამ პენსიონერებზე საკეისრო კვეთა უფასოაო იმას მაგონებს ეგ ამბავი. მესმის რომ სახელმწიფო ცდილობს ხელი შეგვიწყოს, მაგრამ რატომ კოოპერატივიზაცია-კოლექტივიზაციის გზით ვერ გამიგია. მე მაგალითად ვცადე საწილო საქმე ბევრჯერ და ყოველთვის ვამბობდი ეს ბოლოა მეთქი.შეიძლება მე მაქვს მკაცრი მოთხოვნები, მაგრამ თუკი მე უკან ვწევ კერძო ინტერესს რომ საქმე არ გაფუჭდეს, შენ რატომ არ შეგიძლია?

ზოგადად ქართველებს გვიჭირს ერთი პირის ქონა
მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოა
ასე გათითოკაცებულები რომ ვართ
იმიტომ ვტკეპნით ერთ ადგილს ან კიდევ კუს ნაბიჯებით მივდივართ წინ
ამიტომ კოოპერაცია სჯობს
ასე ამბობენ ისინი

Posted by: koba1973 8 Aug 2017, 19:33
QUOTE
ასე ამბობენ ისინი

ისინი ვისაც რეალურად არ უცდია. ან ვისაც უნდა რომ სხვამ იშრომოს და თვითონ მართონ.
* * *
QUOTE

ზოგადად ქართველებს გვიჭირს ერთი პირის ქონა

ან ზოგადად ქართველებს გვიყვარს სხვისი ხელით ჯარის გლეჯა.
* * *
ჯარის კი არა ნარის. შემჭამა ამ ტელეფონმა.

Posted by: gia1970 8 Aug 2017, 20:28
koba1973
QUOTE
ისინი ვისაც რეალურად არ უცდია. ან ვისაც უნდა რომ სხვამ იშრომოს და თვითონ მართონ.

არა
ეგენი კი არა
დამპალი კაპიტალისტები ამბობენ მასე

ამბავს რაც შეეხება
ისევ ქართული ხასიათიდან გამომდინარე
არამგონია მსურველების რიგი დადგესsad.gif

Posted by: koba1973 8 Aug 2017, 21:53
რა ვიცი მე მაგალითად მირჩევნია 10 სული მყავდეს და მარტომ განვკარგო, ვიდრე 100 გვყავდეს ათ კაცს და იმაზე ვინერვიულო რომ მავანს დალევა ურჩევნია საქმეს, მავანს დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს და ა.შ.

Posted by: ghost471 8 Aug 2017, 22:59
გინდაც გააკეთონ ეგ ყველაფერი წარმოიდგინეთ თქვეენ 200 სულიან ფერმაში რა რაოდენობის ყველი მოგროვდება და მთიდან ტრანსპორტირება დათვალეთ + თოვლიანობის დროს ლარსი იკეტება და იქ გზის გასუფთავებას არავინ დაიწყებს(ჩემი აზრით)
smile.gif

Posted by: ინაველ 8 Aug 2017, 23:17
koba1973

5 კაციანი საკონსულტაციო ფირმა გავაკეთეთ ადრე ჯგუფელებმა. 3 ვმუშობდით, დანარჩენები იფხანდნენ. რამდენიმე თვე გავუძელი და მერე შევეშვი. მე წავედი და სულ დაიშალნენ. ბევრია მსგავსი შემთხვევები. მთავარი ამ დროს პარტნიორების სწორად შერჩევაა და კიდევ ინვესტიცირების პირობები უნდა იყოს ისეთი, რომ მცონარა ტიპები დააფრთხოს თავიდანვე.

მეგობრობის საფუძველზე საერთო საქმეს მე აღარასდროს დავიწყებ, იმიტომ რომ უმრავლესობას მეგობრობა სხვანაირად ესმის ჩვენთან smile.gif პასუხისმგებლობის შეგრძნების საშუალოსტატისტიკური ნიშნული ნულთან ძალიან ახლოსაა biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 9 Aug 2017, 00:50
koba1973
QUOTE
ისე შეიძლება ვცდები, მაგრამ პენსიონერებზე საკეისრო კვეთა უფასოაო იმას მაგონებს ეგ ამბავი

აი პირდაპირ უზადო შედარებაა.ინაველ
QUOTE
მეგობრობის საფუძველზე საერთო საქმეს მე აღარასდროს დავიწყებ, იმიტომ რომ უმრავლესობას მეგობრობა სხვანაირად ესმის ჩვენთან  პასუხისმგებლობის შეგრძნების საშუალოსტატისტიკური ნიშნული ნულთან ძალიან ახლოსაა

მართალი ხარ. მეგობრობა არ ნიშნავს რომ, საქმეც წარმატებულად გამოვა, უფრო პირიქით.
ალბათ ეს შეეხება იმ მთიან რეგიონებს, რომლებიც მთის კანონში უკვე სხედან.
ეხლა აქ მთავარი რა არის. კოოპერატივში გაერთიანებას იმდენი კაცისას ითხოვენ რომ, შეუძლებელია ბოლოში წარმატებული აღმოჩნდეს ეგ პროექტი.
6 კაცში პურს რომ ჭამენ, იქ აღარ უსმენენ ერთმანეთს. დაიწყება, ჩემი ძროხები უფრო ბევრს იწველიან. შენ რომ იმდღეს ამადა ამ საქმის საკეთებლად არ მოხვედი და საქეიფოთ წახვედი. და ასე შემდეგ. 3 კაცზე კიდევ შეიძლებოდა რამე გამომდნარიყო.
ეხლა შემდეგი. შენ დალოცვილო, ჯერ 6 მა ოჯახმა 200 ძროხა ვიყიდოთ და მერე მოგვცემ მიწას და აგვიშენებ ფერმას ყველა თავისი სიკეთეებით თუ პირიქით?
უნდა გითხრათ რომ, თავისუფალი მიწები აღარსად აღარ არის მაგ რაოდენობის მეწველ, პლიუს მონაშენს რომ ეყოს.
ვისაც 30-40 მეწველი ძროხა ყავს, იმათ უკვე ფერმაც აქვთ და სახნავ-სათეს-საძოვარიც. ისინი არ გაერთიანდებიან. დამწყებები და გამოუცდელები ვერც 200 ფურის შეძენას შესძლებენ და არც არავინ მისცემთ მათ ფულს ამ რაოდენობის საქონლის შესაძენად, როცა საწყისი შენი არაფერი გაქვს. მიწა, ფერმა, ტექნიკა და ასე შემდეგ.
ჩემი დასკვნაა რომ, ვითომ სოფლში მაცხოვრებლებისთვის კიდევ ერთ კარგ საქმეს აკეთებენ. არადა უტვინო ხალხის დაწერილ მოგონილია ეგ კანონი თუ რა ვიცი რაჰქვია. ანდა მმართველი ძალა ხალხს აბოლებს და თვითონ პიარს იკეთებს.

Posted by: gia1970 9 Aug 2017, 01:27
ჩემს სოფელში მართლა აღარავინ დარჩა
ერთი 50 კომლიც რომ იყოს დარჩენილი
უეჭველი ვცდიდი მაგ ამბავს
200 სული მეწველი კაი ხოშიანი ბიოგაზის დვიჟენიასაც მოხოდავდა

Posted by: kaxaberski66 13 Aug 2017, 01:37
ეხ, გული მაქვს მოკლული და განადგურებული ვარ.
ორი დღით სოფელში ვიყავი წასული. ვიღაცას ჩემი ნაკვეთი შეცდომით თუ არ ვიცი როგორ, დაუდისკია, ანუ დაუჩეხია და ამხელა ალაზნის ველზე ვეძებდი, იქნებ დამნახავი იყო ვინმე, ვინც იცის თუ ვინ დაჩეხა ნაკვეთი.
ამ ძებნის დროს დავინახე ნახირი რომელიც დაახლოებით ერთ კილომეტრში ბალახობდა. მივედი და შევეკითხე, ხომ არ იცი ვინ დადისკა ეს მიწა მეთქი და მივანიშნე ჩემი ნაკვეთისკენ. მწყემსი თათარი იყო ცხენზე ამხედრებული. წესიერი ახალგაზრდა ბიჭი ჩანდა.
არ ვიცი, მე სულ მეორე დღეა აქეთ რომ ამოვიყვანე საქონელიო.
შევეკითხე ვის ბინაზე დგახარ მწყემსათ მეთქი.
მპასუხობს კობას ბინაზეო.
გადავხედე საქონელს. 100 სულზე მეტი იყო და არც ერთი არ წააგავდა ჩვენს საქონელს.
შეკეკითხე, კობას საქონელი ჰყავს თუ აღარ მეთქი.
არა აღარ ჰყავსო
შევეკითხე სულ გაყიდა?
კი სულ გაყიდაო. ანუ ჩემმა რძალმა გაყიდა.
ცხვარი ალბათ მთაშია მეთქი.
აღარც ცხვარი ჰყავს ისიც გაყიდაო.
ხომ ვიცი რომ სწორად მოიქცა ჩემი რძალი. ჯერ ჩემი ძმასავით ყოჩაღსაც გაუჭირდებოდა ამხელა ფერმისთვის ყურადღების მიქცევა და ქალი, პატარა ორი ბავშვით როგორ მიხედავდა.
სანამ მგელი და კაცი შეუჭამდა, სჯობია მან და მისმა შვილებმა შეჭამონ.
შენ ნაქირავები გაქვს ბინა მეთქი და კიო.
კობას დროინდელი მწყემსი ვიკითხე ისევ თუ იყო ბინაზე. კი, მეც იმან მომიყვანაო. ეს კი გამიხარდა რომ ის კაცი ისევ იქ არის. მას იქ ავად თუ კარგად რაღაცაზე გული შესტკივა მაინც. ბოლოს და ბოლოს ბინა არ გაიძარცვება მაინც ალბათ.
აქ ბევრი დავწერე, თუ როგორი შრომით შევქმენით ეს ფერმა. როგორი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ და ეხლა ჩემი დიდი ოჯახის ერთი სულიც აღარ დადის იმ მიწაზედ. ჩემმა ძმამ, უნებლიე შეცდომით სიცოცხლე დაასრულა და სულ წყალში გადაიყარა ის იმდენი ნაწვალებ, ნაფერებ ნალოლიავები. გული შემეკუმშა და ძლივსღა ამოვისუნთქე. ბოლოს ვუთხარი მე კობას ძმა ვარ მეთქი. მან კი რაღაც მორიდებულად და უცნაურად გამიღიმა.
ჩემს სულით ცხონებულ ძმას, დარდაცვალების დღეს 130 სული მსხვილფეხა საქონელი ჰყავდა და 300 სული დედა ცხვარი. და მხოლოდ და მხოლოდ 100ლარი ფული.

Posted by: ინაველ 13 Aug 2017, 10:41
kaxaberski66

რა მოყევი ახლა შენ sad.gif
გასკდა გული


Posted by: gia1970 13 Aug 2017, 12:41
რამდენი უწვალია
რამდენი უშრომია
რამდენი მოუსწრია
თითქოს გული უგრძნობდაო
მაინც დაეწია ურმით მოსიარულე ბედისწერაsad.gif

Posted by: koba1973 13 Aug 2017, 14:35
kaxaberski66
QUOTE
რა მოყევი ახლა შენ
გასკდა გული

არც კი ვიცი რა ვთქვა. გული დამიმძიმდა.

Posted by: kaxaberski66 13 Aug 2017, 19:35
პარასკევს გავიგე ეგ ამბავი. იმ დღით ისე დავთვერი არყით რომ მკვდარივით დამძინებოდა. მას შემდეგ რამდენი გამახსენდება ცრემლებს ვერ ვიკავებ. კიდევ კარგი მარტო ვარ სახლში.
ძმის გარდაცვალების შემდეგ სიმღერა ბინდის ფერია ამეკვიატა. იმ სულით ცხონებული მიხა ხელაშვილის ეს სიმღერა, ჩემი ძმის ბედს ერთი-ერთზე ესადაგება.
გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, მამაჩვენის ორმოცზე სიზმარი მოყვა, ტანში გამაჟრიალა. ეხლა ვხვდები რომ, მაშინ შელამაზებულად მოგვიყვა. აბა იმას ხომ არ იტყოდა მეც მალე მივდივარო.

Posted by: ინაველ 13 Aug 2017, 22:05
kaxaberski66

შენი ამბის მოყოლა რომ დაიწყე, მაშინვე გულმა მიგრძნო რომ ამ მონათხრობის უკან რაღაც სევდა იდგა, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასეთი დასასრული ჰქონდა ამ ყველაფერს. გარდაცვალების დანაკლისი ერთადერთი რამაა რომლის გადახარშვა და შეგუება ვერ ვისწავლე sad.gif წარმომიდგენია რა ტრიალებს შენს გულში მეგობარო


Posted by: koba1973 13 Aug 2017, 22:14
kaxaberski66
გამხნევდი.
ზოგჯერ გვგონია ცხოვრება მარტო ცუდი ამბებისგან შედგება, მაგრამ ასე არ არის. რა თქმა უნდა ძმას და მამას არაფერი გაგიცოცხლებს, მაგრამ იმდენი სასიამოვნო და კარგი გელოდება ცხოვრებაში რომ ეგ მწუხარება იმათ ფონზე გაუფერულდება.
2010 წლის 18 იანვარს დედინაცვალი გარდამეცვალა(დედა ადრევე მყავდა გარდაცვლილი), აქედან მარტის შუა რიცხვებამდე ჯერ მე დავცურდი თოვლიანი სახურავიდან და რომ არ ჩამოვვარდნილიყავ მარცხენა ხელით ჩავეჭიდე და სამი თითი ძვლამდე ჩავიჭერი, მერე შვილს გავუკეთე თვალზე ოპერაცია და მერე მამაჩემს მარცხენა ფეხი მუხლს ზემოთ მოვაჭერით, ამაზე დამატებით მაინც სავადმყოფოში დავდივარ მეთქი და თავზე ცხიმების დაგროვება ამოვიჭერი. ეს ყველაფერი ორ თვეში. დილა რომ თენდებოდა დღეს რაღა უნდა შემემთხვას მეთქი ვფიქრობდი.
მერე შეიცვალა ყველაფერი და კარგისკენ წავიდა ცხოვრება. უფრო სწორედ მონაცვლეობით, ხან კარგია ხან ცუდი.

Posted by: kaxaberski66 13 Aug 2017, 23:17
gia1970
koba1973
ინაველ
დიდი მადლობა იმ გრძნობის გაზიარებისთვის, რომელიც ჩემს გულშია. და გამხნევებისთვის. ისე კი ნამდვილად არ მინდა თქვენ იმავე გრძნობებით დაგტვირთოთ რომელიც მე მაქვს. ამ ბოლო ამბავმა ჭრილობა განმიახლა. ბოდიშით რომ ასეთი მძიმე ამბავით თქვენც აგაფორიაქეთ. თქვენ რომ გესაუბრებით, და არა მარტო თქვენ. აქ კიდევ არიან ამ განყოფილების წევრები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვესაუბრები.
QUOTE

koba1973

QUOTE
2010 წლის 18 იანვარს დედინაცვალი გარდამეცვალა(დედა ადრევე მყავდა გარდაცვლილი), აქედან მარტის შუა რიცხვებამდე ჯერ მე დავცურდი თოვლიანი სახურავიდან და რომ არ ჩამოვვარდნილიყავ მარცხენა ხელით ჩავეჭიდე და სამი თითი ძვლამდე ჩავიჭერი, მერე შვილს გავუკეთე თვალზე ოპერაცია და მერე მამაჩემს მარცხენა ფეხი მუხლს ზემოთ მოვაჭერით, ამაზე დამატებით მაინც სავადმყოფოში დავდივარ მეთქი და თავზე ცხიმების დაგროვება ამოვიჭერი. ეს ყველაფერი ორ თვეში. დილა რომ თენდებოდა დღეს რაღა უნდა შემემთხვას მეთქი ვფიქრობდი.

QUOTE
მერე შეიცვალა ყველაფერი და კარგისკენ წავიდა ცხოვრება. უფრო სწორედ მონაცვლეობით, ხან კარგია ხან ცუდი.

ასე იცის ალბათ ცუდი ამბების აყოლვამ. თითქოს ერთი მეორეს იწვევს. მამის და ძმის შემდეგ ერთი წლის შემდეგ დედაც წავიდა. მათ შემდეგ თითქოს დაწყნარდა ბუნება. შენ რომ ამბობ, წავიდა ცხოვრება უკეთესობისკენ. ბავშვები იზრდებიან და ეგ არის მთავარი ბედნიერება. ძმის შვილებს რომ ვნახულობ, თავამდე აცოცდებიან და ფეხზე მდგომიარე კაცს თავზე მასხდებიან. წამოსვლისას ტირილს იწყებენ და ვეღარ ვაჩუმებ. გაგებაც არ უნდათ რომ მე ისევ თბილისში უნდა წავიდე.

Posted by: iko-iko 14 Aug 2017, 16:46
მოგესალმებით მშრომელებო,

კითხვა მაქვს თქვენთან, ყამირი მიწა ჩვეულებრივ პლანტაჟდება თუ . . .?

Posted by: kaxaberski66 14 Aug 2017, 23:48
iko-iko
კი, პლანტაჟდება. ოღონდ ტექნიკა და დრო უნდა შეურჩიო. შემოდგომაზე წვიმების მერე როცა მიწა სისველეს აიღებს და რკინასავით მაგარი აღარ იქნება, მერე უნდა დააპლანტაჟო.
ის კი არის რომ, დროც და სალიარკაც უფრო მეტი დასჭირდება, ვიდრე ნამუშევარ მიწას.

Posted by: ghost471 15 Aug 2017, 00:49
Gaumarjos fermerebs smile.gif xo ar icit pamidori yvavis da yvavili yunwshi uxmeba da sdzvreba risi brali sheidzleba iyos? Chrdilian adgilas dgas miwa kaia nakeli da nacari ari areuli neshompalashi da chveulebriv miwashi morwyvit yovel dge irwyveba. Rogorc diletanti vuyureb da janmrtelia pamidori xasxasebs da ayotilia kargad magali dzirebia. Zigma riti shemawamlina zogma riti

Posted by: kaxaberski66 15 Aug 2017, 01:00
ghost471
თუ ძალიან ბევრი ყვავილი აქვს, ყველას ვერ გაზრდის. აბა დააკვირდი, ყველა ყვავილი ხმება ძირზე თუ ზოგიერთი?.

Posted by: ghost471 15 Aug 2017, 08:45
Yvela. Ramdeni xania yvavis ukve da erti cali abia ert dzirze 50 dziri pamidvridan. Yvavilis yunwebi uxmeba da scviva

Posted by: ინაველ 15 Aug 2017, 09:07
ghost471

რა აგროტექნიკა გაქვს ჩატარებული? რამე სასუქი მიეცი?

Posted by: iko-iko 15 Aug 2017, 09:09
kaxaberski66
გაიხარე ჩემო კარგო, დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის.

პატარა ვენახი უნდა გავაშენო ქალაქთან ახლოს და ჭკუაზე არ ვარ

Posted by: kaxaberski66 15 Aug 2017, 09:57
iko-iko
წარმატებებს გისურვებ.ძველების ნათქვამია, კაცმა ცხოვრების მანძილზე ერთი სახლი და ერთი ვენახი მაინც უნდა გააშენოს რომ იმ ქვეყნად დაფასდეს მისი ამ ქვეყნიური არსებობაო.

Posted by: iko-iko 15 Aug 2017, 10:50
kaxaberski66
გაიხარე smile.gif

Posted by: ghost471 15 Aug 2017, 13:06
ინაველ
სახლში აქვს მამაჩემს წელს დაიწყო ''მებოსტნეობა'' ეზოს მიწა იყო და ნაკელი დავყარეთ. სპილენაძით მომაწამლინეს ეგ იყო და ეეგ

Posted by: ინაველ 15 Aug 2017, 13:50
ghost471

გადაბმული სიცხეები და ჰაერის სიმშრალე - ამ დროს ირღვევა ყვავილის თვითდამტვერვის პროცესი და ყვავილი ნაყოფის განვითარების გარეშე ხმება.

არათანამიმდევრული რწყვა - ნიადაგი არ უნდა გამოშრეს მორწყვებს შორის.

მოკლედ, თუ მშრალ ადგილას ხარ ჩემსავით, შეგიძლია წყალი მცენარესაც შეასხურო და მორწყვა დაარეგულირო. ოღონდ თუ დასავლეთში ზღვასთან ახლოს ხარ და ნესტიანობა მაღალია, მანდ სარისკოა ფოთოლზე შესხურება, სოკოვანი დაავადება შეიძლება გამოიწვიოს. ნებისმიერ შემთხვევაში დილით ადრე უნდა შეასხურო წყალი და არა საღამოს. მორწყვა პირიქით, საღამოს ჯობია. დილას აორთქლება მეტია და მორწყვის ეფექტურობა იკლებს.

Posted by: ghost471 15 Aug 2017, 14:52
ინაველ
საგარეჯოს რაიონში ვარ მორწყვით თითქმის ყოველდღე რწყაავს თან ჩრდილში დგას. საღამოობით რწყავს მხოლოდ, დაახლოებით 9 საათისკენ.

Posted by: ინაველ 15 Aug 2017, 16:04
ghost471

მაშინ დარჩა ჰაერის სიმშრალე და სასუქის ნაკლებობა


Posted by: ghost471 16 Aug 2017, 01:01
ინაველ
სასუქის ნაკლებობას გამოვრიცხავ იმიტო რო დზალიან ბევრი დავაყარეთ თან ისედაც კაი მიწა იყო smile.gif ესეიგი ჰაერის სიმშრალე დარჩა და მაგას რითი ვუშველოთ?
წყლის დასხმიით?

Posted by: levani169 16 Aug 2017, 10:20
ghost471
QUOTE
ესეიგი ჰაერის სიმშრალე დარჩა და მაგას რითი ვუშველოთ?
წყლის დასხმიით?

აგრილებას უნდა დაელოდო,აბა კონდიციონერს ხომ არ დაუდგავ პომიდორს,მეც მაგ დღეში ვარ,სულ გახმა ყვავილი.

Posted by: ინაველ 16 Aug 2017, 11:01
ghost471

ზედმეტი სასუქი არ ვარგა

როდის დაეწყო ცვენა? საერთოდ არ მიგიღია ჯერ მოსავალი?

Posted by: ghost471 16 Aug 2017, 13:55
ინაველ
არა ჯერ არაფერი მომიწყვეტია იქვე წიწაკებიც დგას კიტრიც და მწვანილეულიც ყველაფერი კარგადაა პამიდვრის გარდა.
levani169
არა ჩემს პამიდორს მტლად მარტო სიცხე არ აწუხებს მეზობლებზე გრილად არი ჩემი პამიდორი და უფრო უკეთეს მიწაზეა დარგული და წყალიც უკეთესად ხვდება მარა მაინც ფუჭდება

Posted by: bako70 16 Aug 2017, 14:04
QUOTE (ghost471 @ 16 Aug 2017, 13:55 )
ინაველ
არა ჯერ არაფერი მომიწყვეტია იქვე წიწაკებიც დგას კიტრიც და მწვანილეულიც ყველაფერი კარგადაა პამიდვრის გარდა.
levani169
არა ჩემს პამიდორს მტლად მარტო სიცხე არ აწუხებს მეზობლებზე გრილად არი ჩემი პამიდორი და უფრო უკეთეს მიწაზეა დარგული და წყალიც უკეთესად ხვდება მარა მაინც ფუჭდება

ფოსფორი მიეცი და ბორით შეწამლე (2-ჯერ მაინც). მაღაზიებში ბორის შემცველი უთხარი. თუ არადა აფთიაქში იყიდე ბორის მჟავა (10 გრ-30 ლ წყალში).

Posted by: shuma89 19 Aug 2017, 00:23
ვესტუმრე სოფელს 29 ივლისს და აი ახლა ჩამოსვლისას 15 აგვისტოს რა დამხვდა.

http://radikal.ru



ამის შემყურე არ უნდა გაჩერდე კაცი.

ამასთან ერთად კიდევ 3 კვირტი იყო იმავე ძირზე, ხო ხედავთ რა წვრილია საძირე, მიწა კიდევ ჭიათურაში სულ ქვიანი ა ხრიოკია, მაგრამ ოთხივე კვირტმა იყოჩაღა, 1 ეს არის, კიდევ ორი გაფოთლილია და ერთიც ახლა იბერება smile.gif


ვერავინ დამაჯერებდა რომ კვირტიდან ეგრევე ყვავილი წამოვიდოდა, მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე, დღეს დილით კი ამ ყვავილის ირგვლივ კიდევ 3 იყო იმავე კვირტიდან და ყველა მოვაშორე, სამწუხაროდ პირველ ნაყოფს ვერ შევწირავდი ნამყენს, შემეცოდა.




ხო მართლა, ეს განწყობისთვის.
http://radikal.ru



ამის ბრალია შარშანდელი მინიმუმ 15 ნამყენის სიკვდილი, შარშან ზაფხულს ჩამოუარა და ყველა ამოიღო და მომიტანა მერე, 1 კვირისები.
ფოტოში არ ჩანს მაგრამ წითელი თვალები და რქები აქვს ამას, კუდი კიდევ biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 19 Aug 2017, 00:38
shuma89
მართლაც ხალისს შეგმატებს კაცს და სტიმულს გაძლევს. ასეა ყველა საქმეში.
წარმატებები.

Posted by: shuma89 19 Aug 2017, 00:47
kaxaberski66
მადლობა.

მოძველდა ხილი, დაიწყო ხმობა ნელნელა, ბოლო 5 წელია ალბათ ყოველ წელს 2-3 ხეს ვჭრი გამხმარს, ხილზე მაქვს საუბარი, ხოდა წელს მაგრად მივაწექი მყნობას, გამომდის თან, წელს რაც გავაკეთე მაქსიმუმ 5 პროცენტია მკვდარი, ცოტა მეტი მეგონა, მაგრამ ნელნელა გაიღვიძეს, ალბათ კიდევ შემცირდება გაუმართლებელი კვირტების რაოდენობა.

ისე ერთი უნდა ვიკითხო, ერთ საძირეზე, საკმაოდ მოზრდილია, ადგილზევე უნდა დავტოვო (ზოგიერთი რაც მაქვს გადარგვა მოუწევს 2 წელში ალბათ) და იმაზე 5 სხვადასხვა ჯიშის ვაშლის თითო კვირტი გავაკეთე და ეს ცუდია? ანუ ზოგადად მცენარისთვის, რამდენად საზიანოა ეგ მაინტერესებს, თOრე იმ ხუთივეზე ვხედავ რომ ყოჩაღად უძლებენ სიცხეებს და არიან რაა კაი პონტში, 5 სხვადასხვა ჯიშI სხვადასხვა დროს მწიფდებიან თან. ზოგადად მემგონი მცენარისთვისაც ცუდია და ისედაც სისულელეა არააა?

არ მეგონა ყველა თუ გაიხარებდა თOრე არ გავაკეთებდი ალბათ ასე.



Posted by: levani169 19 Aug 2017, 01:53
QUOTE
ფოტოში არ ჩანს მაგრამ წითელი თვალები და რქები აქვს ამას, კუდი კიდევ

shuma89
ღმერთმა ამრავლოს ყველა ქართველის ოჯახში მასეთი ანგელოზი,მართლა კარგი მყნობა გცოდნია ვერაფერს იტყვი! biggrin.gif 2kiss.gif
ისე კი ძალიან იშვიათად მინახია ხოლმე ასე მალე კვირტი გაღვიძებულიყოს,ძირითადად გაზაფხულისკენ გამოაქვს ხოლმე და რამე საიდუმლოს უკეთებ თუ?

Posted by: shuma89 19 Aug 2017, 12:11
levani169
არა რას ლაპარაკობ, რაც ამ დროს ნამყენი გამიკეთებია ყველა მაქს 1 თვეში გამოდის ასე 10*-20 სანტიმეტრამდე იზრდება და მერე ზამთრდება კიდეც, გაზაფხულზე ისევ რო გამოვა მინიმუმ 1 მეტრი უნდა გაიზარდოს, ახლა მაქვს ორი ჯიშის ვაშლი ერთ ძირზე შარშანდელი, რომელიც ბავშვებს გადაურჩა და მეტრნახევრამდეა ერთი, მეორე კვირტი ცოტა სხვა ჯიშია ვაშლი და ის მეტრამდეა ან ცოტა მეტი.

არანაირი საიდუმლო, უბრალოდ სწრაფად ვაკეთებ ასე 30 წამში ყველაფერი მორჩენილია, ამ ბოლო დროს ისე გავნაგკდი ცელოფნის დაჭრაც მეზარება და პირდაპირ იზოლაციით ვაკეთებ, ოღონდ უხარისხო წებოთი რომელიცაა იმას ვარჩევ, სიცხეები ნელნელა უშვებს მერე.

ისე 3 კვირის წინ რაც გავაკეთე იმათ ჯერ ე.წ პურის ფქვილის მეშოკის ნარღვევი ლენტი როა წვრილი, რისგანაცაა მოქსოვილი თავად მეშოკი, ეგ დავარღვიე და მაგით შემოვუჭირე ჯერ, მერე გარედან ცელოფანი დავახვიე რო არ გამომშრალიყო.

ახლა ერთი 10 კვირტი გავაკეთე იზოლენტით, მაგრამ იმას მაგრად ვერ უჭერ, იწელება და რატომღაც ვერ მეიმედება, 2 კვირაში გამოჩნდება იმის შედეგიც.

ისე საიდუმლო არაა, მაგრამ მაინც დავწერ, 2 კვირაშI უკვე ზედ კვირტზე დატოვებული ფოთლის ღეროს ძირი უნდა მოუხმეს და ჩამოვარდეს, ან ოდნავ შეხებით ჩამოვარდეს, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ კვირტმა მუშაობა დაიწყო და მოტვინა ეს ზედმეტი ძველი ფოთლის ღერო არაფერს მიკეთებსო და მოიშორა, თუ ერთიანად ჩახმა და არ მოძვრა ოდნავ შეხებით ზუსტად ძირშივე, ესეიგი ცუდადაა საქმე.



ეს არის ერთი

http://radikal.ru

აი ასე უნდა დაიწყოს ხმობა თავიდან და ძირი ნელნელა შერბილადა, ალბათ 3-4 დღეში ოდნავ შეხებით ჩამოვარდება, უკვე თIთქმის ჩამოვარდნაზეა.

http://radikal.ru



ესეც გახარებული კვირტი, გაფოთლილია, ესეც სამი კვირისაა დაახოებით, ის ძველები 2-3 დღიანი სხვაობითაა გაკეთებული, ეს მსხალია და ცოტა დააგვიანა მგონი მაგიტო, ისე სხვადასხვა ჯიშმა დროში სხვაობა აჩვენა.


ეს ბოლო იმ ყვავილიანთან ერთადაა გაკეთებული ოღOნდ სხვა ჯიშია, ბევრად ძლიერ საძირეზე, მაგრამ მაინც დააგვიანა, ლამის იმედები გადავიწურე, ერთი კვირა მისცა განსხვავება თითქმის.

http://radikal.ru


Posted by: levani169 19 Aug 2017, 16:02
shuma89
მყნობის აგრო ვადები 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე ვიცი და ხომ არ მეშლება?
ეს შენი ნერგები კი გაცილებით ადრინდელი ნამყნობი ჩანს და როგორ?

Posted by: metreveli-123 19 Aug 2017, 19:06
მოგესალმებით ყველას. მოკლედ დასავლეთში იმერეთის შუა გულში მაქვს 5 ჰექტარი. მე არ ვცხოვრობ საქართველოში დიდი ხანია წამოსული ვარ ვფიქრობ დაბრუნებას და კონკრეტულათ მეურნეობის აწყობას, უფრო კონკრეტულად ვფიქრობ მეცხოველეობაზე ძროხა და ღორზე ტერიტორია ძაან დიდი არ არის მოკლედ ბოლო 1 წელია ვფიქრობ ბევრს ვკითხულობ, მეც მოცემულ სფეროსთან მაქვს შეხება წლებია. რაც აქ წავიკითხე გასაგები ბევრი რამ გახდა იმაზე ორი აზრი არც აქამდე არ მქონდა რომ წარმატებას შრომა ჭირდება რას იტყვით რა რაოდენობის საქონლით შეიძლება დაწყება სრულიად ნოლიდან? შეილება კარგად ვერ გავუკეთე ფორმულირება კითხვას მაგრამ დაახლოებით მიმიხვდებით იმედია, თან ასევე ვფიქრობ სუფთა საქმის ანუ ვალების და ბანკების გარეშე საქმის დაწყებას, ამიტომ მირჩევნია მინიმუმით დავიწყო ვიდრე ვალები ავიღო იქნებ რამოდენიმე სიტყვით მირჩიოთ და ზოგადად სიტუაციაც დამიხასიათოთ მადლობა წინასწარ

Posted by: shuma89 19 Aug 2017, 19:48
levani169
19 ივლისს არის რამდენიმე, ზოგი ალბათ 2-3 დღით ადრე და 2-3 დღით გვიან.
მე ვიცი ივლისი და აგვისტო.
სექტემბერში ვეღარაფერს მოასწრებს მემგონი რიავიი.

Posted by: shuma89 20 Aug 2017, 20:15
QUOTE (metreveli-123 @ 19 Aug 2017, 19:06 )
მოგესალმებით ყველას. მოკლედ დასავლეთში იმერეთის შუა გულში მაქვს 5 ჰექტარი. მე არ ვცხოვრობ საქართველოში დიდი ხანია წამოსული ვარ ვფიქრობ დაბრუნებას და კონკრეტულათ მეურნეობის აწყობას, უფრო კონკრეტულად ვფიქრობ მეცხოველეობაზე ძროხა და ღორზე ტერიტორია ძაან დიდი არ არის მოკლედ ბოლო 1 წელია ვფიქრობ ბევრს ვკითხულობ, მეც მოცემულ სფეროსთან მაქვს შეხება წლებია. რაც აქ წავიკითხე გასაგები ბევრი რამ გახდა იმაზე ორი აზრი არც აქამდე არ მქონდა რომ წარმატებას შრომა ჭირდება რას იტყვით რა რაოდენობის საქონლით შეიძლება დაწყება სრულიად ნოლიდან? შეილება კარგად ვერ გავუკეთე ფორმულირება კითხვას მაგრამ დაახლოებით მიმიხვდებით იმედია, თან ასევე ვფიქრობ სუფთა საქმის ანუ ვალების და ბანკების გარეშე საქმის დაწყებას, ამიტომ მირჩევნია მინიმუმით დავიწყო ვიდრე ვალები ავიღო იქნებ რამოდენიმე სიტყვით მირჩიოთ და ზოგადად სიტუაციაც დამიხასიათოთ მადლობა წინასწარ

რომელ რაიონში? თუ საიდუმლო არ არის.

Posted by: metreveli-123 20 Aug 2017, 21:26
shuma89
თერჯოლის. საიდუმლო არ არის, კახეთისკენაც მაქ რაღაც ვარიანტი და ვინმეს თუ არ დაგეზარებათ კითხვები მაქ და რჩევებსაც ჰალალად მივიღებ მადლობა წინასწარ

Posted by: shuma89 20 Aug 2017, 22:58
თავად სადაური ხარ?
რაღაცეები გამეგება და არ დაგზარდები, სხვებიც გიპასუხებენ.

Posted by: levani169 20 Aug 2017, 23:38
metreveli-123
5 ჰა ფართობი არაფერი არაა მესაქონლეობის ფერმა თუ გინდა,ძალიან ცოტაა თითქმის არაფერი.

Posted by: metreveli-123 21 Aug 2017, 14:44
shuma89
თბილისელი. დედულეთი მაქ დასავლეთში თერჯოლის რაიონში. სასწაულ გეგმებში არ ვზივარ თან ყველაფერს სტარტაპზე ვთვლი, ანუ რაც აქ წავიკითხე თვის ბოლოს ოქროს კბილების და ბუზების ნიავი არ მინდა, საქმე მინდა ჩემი მქონდეს მინიმალური ინვესტიციით და ოჯახის სამყოფად. 600 ლარათ კანტორაში ჯდომას რო ჯობია.

გეგმაში მაქვს 5 ფურის და 4 ხბოს ყიდვა ასევე 5 ღორის. საწყისი კაპიტალიც მინდა ამას მოვარგო იმდენი რომ ზარალზე არ წავიდე უკიდურეს შემთხვევაში.

levani169
5ჰა შეიძლება არ იყოს დიდი როცა გეგმავ 15 20 ფურას მაგრამ 5-ან 10 ფურისთვის არ მგონია მცირე იყოს. მითუმეტეს დასაწყისისთვის როდესაც ჩემი ცოდნა მხოლოდ თეორიულია ან ჩემი მეგობრის ფერმაში შაბათ დღეს მუშაობა ისაც ზაფხულში. ნახევარიც რომ სათესათ გამოვიყენო საკმაოდ შრომატევადია ჩემთვის

Posted by: shuma89 21 Aug 2017, 14:58
metreveli-123
მაგ ფართობის გათვალისწინებით მე მაინც ღორი მგონია უფრო მომგებიანი. 4 ჰექტარზე საშუალოდ 15 ტონა მარცვალი უნდა აიღო, სიმინდს ვგულისხმობ.
ის ნამდვილად არ ვიცი რამდენი ღორის საკმარისია ეს მარცვალი, მაგრამ საქმეს წინ გაწევს როცა ამხელა რაოდენობის მარცვალი გაქვს საკუთარი, დამუშავების და მოსავლის შენახვის საშუალება კი უნდა გადათვალო. მოზრდილი სასიმინდე დასჭირდება ამის შენახვას.
მარტო სიმინდითაც ვერ კვებავ ღორს, ისე 10 სული დედა ღორი რო იყიდო მაგათ 10 ტონა მარცვალი შეიძლება მთელი წელი ეყოს. დანარჩენი 5 ტონა რო გაყიდო და სხვა დანამატი შეიძინო რაც ღორისთვის სიმინდთან ერთადაა რეკომენდირებული საკვებად ეგრეც შეიძლება.
ღორს იმიტო გირჩევ, რომ გოჭის გაყიდვა არასდროს არ ჭირს, 8-10 ლარია მუდმივად იმერეთთში ცოცხალი წონა. თან მალევეა შემოსავალი, წელიწადში ორჯერ 6-8 გოჭი საშუალოდ კარგი ჯიშის ღორისგან.

თუმცა ისიც გაითვალისწინე, რომ ღორთან ერთად საქონელი თუ გეყოლება, თუდაც 1-2 ძროხა, ყველი ოჯახისთვის ყოველთვის გექნება, პლიუს შრატი გოჭებისთვის, ეს დიდი პლიუსია გოჭს მალე ზზრდის და ჯანმრთელს.

მშვენიერი ჩანაფიქრია მაგრამ მე შენს ადგილას რაოდენობებს შევცვლიდი.
2 ძროხა, 3-4 ხბო და 10 სადედე ღორი.
შენობაც დაგჭIრდება მოზრდილი, ესეც უნდა გაითვალისწინო ხარჯებში, ამათი საკმარისი და პლიუს მოსავლის შესანახი სასიმინდე და პლიუს ერთი პატარა და მეორე დიდი ოთახი საცხოვრებლად (მინიმუმ) რომ გაჩერდეს ადამიანი და ყველი იქნება თუ ცხოველების საკვები ადვილად მოუაროს გაამზადოს.

ასეთი შენობა 5 ათას ლარზე ნაკლები არ დაგიჯდება ნამდვილად. მე 60 კვადრატი რო ავაშენე 4500 დამიჯდა, მითუმეტეს ცოტა ხის მასალა მივახმარე, ქვიშა და ხრეში იაფად ვიშოვე შინაურობით და ასე შემდეგ, 60 კვადრატი შენობა გაულესავი 6 კვადრატი ოთახი გალესილი ღამის გასათევად, სახურავი და კარფანჯრები, დაბლა ბეტონი, ეს გამოვიდა სულ ამ თანხაში.

ბლოკი ქვის ბლოკი იყიდე, მეც მაგით ავაშენე, გალესვას არ ითხოვს ქვის ბლოკი, წვიმა ვერ გამორეცხავს და ვერ გააფუჭებს, შებენის ბლოკი კი 2 წელიწადში ჩონჩხი დარჩება.


Posted by: levani169 21 Aug 2017, 17:00
metreveli-123
რავიცი,მესაქონლეობას არ გირჩევ როგორც ახალგაზრდა კაცს თუ ჭარმაგი მამა ან ახლობელი არ გეყოლება მუდმივად ფერმაში დასარჩენად.აგერ კახაბერსკის პოსტები გადაათვალიერე როგორი ტანჯული ცხოვრება აქვს მესაქონლე ადამიანს.
მაგ ადგილში რაიმე მრავალწლიანი კულტურა გააშენო უფრო ხელსაყრელი იქნება(თხილი მაგალითად თუ გვაობს),ბოლო-ბოლო დღე და ღამე იქ ყოფნას მაინც არ საჭიროებს საქონლისგან განსხვავებით.

Posted by: metreveli-123 21 Aug 2017, 20:47
მადლობა ბიჭებო გაიხარეთ, სიმართლე ვთქვა ბევრ რამეზე წამადგა თქვენი რჩევა თუნდაც აზრის ფორმირებაში.
shuma89
ხო გოჭი კაი თემაა როგორც მივხვდი რიალიზაციის მხრივ უფრო უკეთესი და დიდი ხნით თანხის გაჩერებაც არ გიწევს, პრინციპში საწყისისთვის ცდად როგორც დაწერე რამოდენიმე ხბოს ყიდვა შეიძლება პრაკტიკისათვის თან ნახავ რა როგორ უკეთესი იქნება. ზოგადად დატოვებით არ მგონია რაიმე საქმე იყოს არა მარტო საქართველოში ნებისმერ ადგილას რასაც უმეთვალყურეოდ მიატოვებ და იმისგან რამე გამოვა, თუნდაც რამოდენიმე დღე. მსუბუქად რო ვთქვათ თვითდასაქმებული ვიყავი და რამოდენიმე დღე რო დავტოვე იმიტომ ვარ წლებია ემიგრაციაში, ჩემი გეგმის ზოგადი მონახაზი შემდეგია შემდეგი 2 წლის განმავლობაში გავუკეთო ორგანიზება პირველ რიგში შენობას ფერმისთვის და პატარა კოტეჯის მშენებლობას, მოვეწესრიგო ტერიტორია მაქსიმალურად როგორც სათესად აცევე წყლით და ასშ რომ შევქმნა მშვიდი მუშაობისთვის ყველა პირობა, ჩამოვიდე და ვიყიდო უკვე საქონელი პირადად მე და ყოველგავარი ბიძაჩემი მიხედავს მაინც არაფერს აკეთებს.

ანუ ზოგადად ამ საქმისგან მინდა მივიღო მინიმალური თვიური სტაბილური შემოსავალი, ეს ცოტა ფართე მცნებაა მაგრამ ჩემთვის მინიმალური არის იმდენი რაც უხეშად რომ ვთქვათ რაც დისტრიბუტორს აქვს მანდ ხელფასი.
ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და აღარ გავხდე სადმე გასაქცევი ოჯახის სარჩენათ.

როგორც მივხდი არარენტაბელურია ტერიტორიის ფართი რადგან საჭმელი არ ეყოფათ ძროხებს? ბარემ აქვე ვიკითხავ ავიღოთ მაგ: 20ჰა მიწის ნაკვეთი, დამუშავება დათესვა მოვლა მოსავლის აღება ფიზიკური მუშა ხელი გასუფთავება შენახვა და ასშ (ბოდიში ტერმინოლოგიისათვის მიხვდებით რასაც ვგულისხმობ) სძენს მოსავალს თვით ღირებულებას, საქართველოს სოციალურ პირობებში საქონლის საკვები საკუთარ მოყვანილსა და შეძენილს შორის მაგდენ სხვაობას იძლევა რომ ხვნა თესვა უფრო მომგებიანი გამოდის? ანუ იმის კითხვა მინდა მოკლედ რო ვთქვა დაახლოებით თვით ღირებულება საკუთარ მოყვანილს რა აქვს და შეძენილს რა.

სიმართლე ვთქვათ საწყისისთვის მე 5 ჰა-ც მებევრება რადგან ჩემი გამოცდილება მხოლოდ ბავშობაში ნანახი და როგორც ზემოთ დავწერე ძირითადად თეორიულია შეჭიდება უცხო საქმესთან კი რთულია ცოტა მითუმეტეს როდესაც ბაზა თითქმის 0-ის ტოლია.

levani169
QUOTE
მაგ ადგილში რაიმე მრავალწლიანი კულტურა გააშენო უფრო ხელსაყრელი იქნება(თხილი მაგალითად თუ გვაობს),ბოლო-ბოლო დღე და ღამე იქ ყოფნას მაინც არ საჭიროებს საქონლისგან განსხვავებით.


ჩემი მეგობარი თან ძაან კაი ახალგაზრდა ბიჭია წარმოშვებით სამეგრელოდან. მიწა იყიდა თხილი გააშენა და აი კაკრას მოსავალი რო უნდა აეღო ხელეფს რო იფშვნეტდა კაკრას მაშინ მოუწია სახლის გაყიდვა და ჩემს შორიახლოს გადმოსახლება სტროიკაზე ვედრები რო ეთრია, ერთ ღამეში დატოვეს მშრალზე. არ ვიცი ეგ ადრე ხდებოდა და ეხლა არა თუ რაცაა მარა რავიცი იავიცი

Posted by: levani169 21 Aug 2017, 21:39
metreveli-123
QUOTE


როგორც მივხდი არარენტაბელურია ტერიტორიის ფართი რადგან საჭმელი არ ეყოფათ ძროხებს? ბარემ აქვე ვიკითხავ ავიღოთ მაგ: 20ჰა მიწის ნაკვეთი, დამუშავება დათესვა მოვლა მოსავლის აღება ფიზიკური მუშა ხელი გასუფთავება შენახვა და ასშ (ბოდიში ტერმინოლოგიისათვის მიხვდებით რასაც ვგულისხმობ) სძენს მოსავალს თვით ღირებულებას, საქართველოს სოციალურ პირობებში საქონლის საკვები საკუთარ მოყვანილსა და შეძენილს შორის მაგდენ სხვაობას იძლევა რომ ხვნა თესვა უფრო მომგებიანი გამოდის? ანუ იმის კითხვა მინდა მოკლედ რო ვთქვა დაახლოებით თვით ღირებულება საკუთარ მოყვანილს რა აქვს და შეძენილს რა.

ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს ..გაგიკვირდება და არავითარი,თითქმის ბითუმად ყიდვა უფრო რენტაბელური გამოდის სეზონურად მოსავლის აღების დროს.აი საქონლისთვის კი მწვანე მასის ასაღებად აუცილებელია საკუთარი მოსავალი,თუ სარწყავია რამდენიმეჯერ იღება რასაც ყიდვით ვერ აუხვალ.

Posted by: vano22 21 Aug 2017, 21:40
metreveli-123

ვახ რა ძნელია დაღლილზე აზრის ჩამოყალიბება მეხუთედ დავწერე და წავშალე ტექსტიsad.gif


მოდი მითხარი რა ბიუჯეტი გაქ მაგ საქმისთვის და გეტყვი რის გაკეთებას შეძლებ.

ნაკვეთში დენი. გაზი. წყალი (სასმელი სარწყავი) გაქ? თუ არ გაქ მიყვანის პერსპექტივა არის?


5 ძროხა და 10 ღორი არის გლეხი კაცის საქმე და შენ თუ იმდენი მოახერხე რომ ამ მეურნეობის გასამართად საკმარი ქეში გიჭირავს ხელში მოდი დამიჯერე და ხელს ნუ მოკიდებ მაგ საქმეს არც არაფერი არ ყრია საქონელში და ადამიანის სახეს დაკარგავ იმდენ სანერვიულოს გაიჩენ. წადი ან ბინა იყიდე და გააქირავე ან კომ.ფართი ან ბოქსები სხვა თუ არაფერი რამე რომ იყოს იგივე ფასში გაყიდი და დაიკიდებ და ეს სოფელი და საქონელი ისეთი ჭაობია ერთი თუ ჩაყავი ფეხი ან სულ უნდა ჩაიძირო ან თუ ამოსვლას ეცდები ჩადებულ ფულს კი არა ტანსაცმელსაც ვერ ამოიტან მაღლა

Posted by: metreveli-123 21 Aug 2017, 22:22
vano22
დაჟე ეგრეა საქმე? პოსტებიდან ვიცი რო მაგ საქმეს ეწევი, ცუდია ეგრე თუა. ეს ბინები და ადგილები კი კაია მარა რავი რამდენი უნდა იმუშაო რო იმდენი იყიდო მშვიდად მაინც ჭამო საჭმელი ეგ უფრო ასტრონომია მგონია

Posted by: vano22 21 Aug 2017, 23:14
metreveli-123
კი იმაზე უარესად ვიდრე წარმოიდგენ. პირველ რიგში სხვა მიხედავსო რომ თქვი ეგ გამორიცხე.


უხეშად რაც ვიანგარიშე მარტო მიწა რომ გაქ ნულიდან 5 ძროხა და 10 დედა ღორი საკვებ სადგომით და ყველაფრით 30-35 კ. ლარამდე ადის კაპიტალურად თუ გააკეთებ ყველაფერს.
* * *
shuma89 ქვის ბლოკი კიდევ იშოვება? მე მინდა 600_700 ცალი და ვერ ვშოულობ

Posted by: pekineli 21 Aug 2017, 23:35
დღეს ჩამოვედი სოფლიდან. ორი დღე ვიყავი კახეთში.
ვერასოდეს შევძლებდი სოფელში ცხოვრებას.
სულიერად ცოცხლად დამარხვას შევადარებდი ჩემთვის.
ხაზს ვუსვამ ჩემთვის.

ყველას ვისაც სურს სოფლად იცხოვროს ღმერთმა ხელი მოუმართოს.

ალბათ ეს სისუსტე ჩემი ფობიაა.
მეშინია რეალურად.
სიმარტოვის.

Posted by: kaxaberski66 21 Aug 2017, 23:57
pekineli
პეკინზე კარგია?

Posted by: ghost471 22 Aug 2017, 00:01
metreveli-123
რასაც შენ იძახი საკმაო ფულის ჩადება მოგიწევს და უცოდინარ კაცს ძალიან გაგიჭირდება თუნდაც მაგ ფულის სრულად ამოღება მოგებაზე არ მაქვს საუბარი. 5 ძროხას და 10 დედაღორს კიდე იმდენი მოვლა ჭირდება რო გაგაგიჟებს. ჭმევას და იმათი მონაწველის დაბინავებას რო თავი დავანებო მარტო ნეხვის გატანა დაგღლის. მითუმეტეს დამწყები ყოფილხარ და ძალიან გაგიჭირდება. გულს არ გიცრუებ მეგობარო მეც ამ საქმეში ვარ და მეც 1 ღორით დავიწყე და ვიცი რა საქმეც არის. სხვისი ხელით გაკეთებულ საქმეს კიდევ სხვისთვის მოაქვს შემოსავალი.

Posted by: levani169 22 Aug 2017, 00:41
pekineli
QUOTE
ვერასოდეს შევძლებდი სოფელში ცხოვრებას.
სულიერად ცოცხლად დამარხვას შევადარებდი ჩემთვის.
ხაზს ვუსვამ ჩემთვის.

რა გაწუხებდა მაინც,დენი არის,წინანდალში როგორც მახსოვს ხო?) ნეტი არის,წყალი არის და მაგ თბილისშიც ხომ მეტს არაფერს აკეთებ,მთელი დრო კლავიატურას აჩხაკუნებ,ხოდა რა მნიშვნელობა აქვს წინანდლიდან დაწერ პოსტებს თუ პეკინის ქუჩის გეტოდ ნაქცევი ჯუნგლებიდან? biggrin.gif

Posted by: metreveli-123 22 Aug 2017, 12:06
vano22
არა პირიქით მე ეგ დავწერე რო სხვისი მიხედული საქმე თავშივე დაღუპულიათქო. მოკლედ მანდ დარჩა რამე სფერო რაც ნერვებზე არ გადის და შეიძლება ნორმალურად კეთება?

Posted by: shuma89 22 Aug 2017, 12:54
metreveli-123
კი, ქარის გენერატორი დადგი და მზის პანელები, დენი მიჰყიდე ენერგო-პროს, ეგაა და ეგ. თუ ქარიანი ადგილია რამდენიმე ელექტროსადგური შეგიძლია დაითრიო დააყენო და ერთი კაცი მიუჩინო რო მიხედოს, მცოდნე, ან ფირმა, რომელიც დაამონტაჟებს იმას გადაუხადო მოვლა პატრონობაში.

ცვეთადი ნაწილები, საპოხი მასალები და საშემოსავლო გექნება გადასახდელი, 100 კილოვატამდე სადგური არანაირ ლიცენზიას არ საჭიროებს, მზე და ქარის ენერგიაზე თუ იქნები, წყალზე სხვა სიტუაციაა.

Posted by: koba1973 22 Aug 2017, 13:03
QUOTE
დამიჯერე და ხელს ნუ მოკიდებ მაგ საქმეს არც არაფერი არ ყრია საქონელში და ადამიანის სახეს დაკარგავ იმდენ სანერვიულოს გაიჩენ. წადი ან ბინა იყიდე და გააქირავე ან კომ.ფართი ან ბოქსები სხვა თუ არაფერი რამე რომ იყოს იგივე ფასში გაყიდი და დაიკიდებ და ეს სოფელი და საქონელი ისეთი ჭაობია ერთი თუ ჩაყავი ფეხი ან სულ უნდა ჩაიძირო ან თუ ამოსვლას ეცდები ჩადებულ ფულს კი არა ტანსაცმელსაც ვერ ამოიტან მაღლა

დაუჯერე ამ ადამიანს. კარგად იცნობს შიდა სამზარეულოს. სოფელში ცხოვრება რუტინაა და თუ მარტო სოფლის მეურნეობით უნდა იცხოვრო გაგიჭირდება. ეხლა თუ სული მიგიწევს სოფლისკენ და ფინანსურად საშუალებაც გაქვს რომ მარცხის შემთხვევაში მშიერი არ დარჩე, მაშინ სხვა საკითხია.
მოკლედ ერთ ჩემს ნაცნობს დაკმაოდ დიდი მიწის ნაკვეთი( ზუსტად არ ვიცი მაგრამ 50 ჰა ზე გაცილებით მეტი) ვენახები ჰექტრობით, ტექნიკა, საწყობები ერთი სიტყვით მოწყობილი მეურნეობა ქონდა. გაყიდა დიდი ნაწილი და ვანოს თქმისა არ იყოს თბილისში დააბანდა. თვითონ მიწების ნაწილი დაიტოვა და სოფელში ცხოვრობს. აქ ურჩევნია.


* * *
shuma89
ქარის გენერატორი არ ვიცი და მზის პანელები ისე ძვირი ღირს, მოგებაზე როდის გავა ვინ იცის.

Posted by: vano22 22 Aug 2017, 14:35

metreveli-123

ნერვიულობის თავიდან ასარიდებლად უნდა გქონდეს სტაბილური გარანტირებული შემოსავალი სოფლის მეურნეობაში კი ასეთი რამ გამორიცხულია..


მე არ ვამბობ რომ სოფელში მიწით და ცხოველებით ფულს ვერ იშოვი. ასე არაა უბრალოდ დღევანდელი სოფ მეურნეობა ლატარიაა.
5 ძროხა 5 ლატარიის ბილეთი
10 ღორი 10 ლატარიის ბილეთი
მიწა საერთოდ რულეტკაა


თუ მაინცდამაინც გადაწყვეტილი გაქ ამ საქმის დაწყება მე გირჩევ ჯერ მცირე მაშტაბებით დაიწყო თუნდაც 1 წელი.

5 ჰექტარი თუ სარწყავი და მოსავლიანი მიწაა (მე არ ვიცნობ დასავლეთის მიწებს და კლიმატს) მოახვნევინე და დათესე 2-3 სახეობის 1 წლიანი კულტურა (ქერი ხორბალი სიმინდი) აგრო ვადების სწორად დაცვა და ხარისხიანი თესლის აგრო მაღაზიაში ყიდვა აუცილებელია. თეორიულად ყველაფერს თუ სწორად გააკეთებ 3 დან 5 კ ლარამდე მოგება უნდა მოგცეს მაგ მიწამ მხოლოდ თუ მართლა კარგად მოუვლი და არა ისე დათესვიდან მომკამდე ხელს რომ არ ადებენ ყანებს და მერე წუწუნებენ ჰა ზე 500 კილო მოვიდაო.

მოდი მომავალ წელს რომ აიღებ მოსავალს დაიანგარიშე ყველაფერი და შემდეგ ძროხებზე და ღორებზე ვიმსჯელოთ.


კარგი ჯიშის 10 ძროხა 10 დედა ღორი და 5 ჰა მიწა სწორი მართვის და გამართლების შემთხვევაში სავსებით საკმარისია რომ ოჯახი ნორმალურად აცხოვრო მაგრამ ამ ყველაფერს ცოდნა უნდა ძაან დიდი ცოდნა.




Posted by: metreveli-123 22 Aug 2017, 21:45
მადლობა ბიჭებო ხვალე გვარიანად გადავიკითხავ პოსტებს ეხლა მოვრჩი სამსახურს და დაღლილი ვარ უაზროთ, მადლობა რჩევებისთვის ოქროს ფასიაქვს ჩემთვის

Posted by: ibo 23 Aug 2017, 00:19
pekineli
QUOTE
დღეს ჩამოვედი სოფლიდან. ორი დღე ვიყავი კახეთში.
ვერასოდეს შევძლებდი სოფელში ცხოვრებას.
სულიერად ცოცხლად დამარხვას შევადარებდი ჩემთვის.
ხაზს ვუსვამ ჩემთვის.

ყველას ვისაც სურს სოფლად იცხოვროს ღმერთმა ხელი მოუმართოს.

ალბათ ეს სისუსტე ჩემი ფობიაა.
მეშინია რეალურად.
სიმარტოვის.


მე კიდე პირიქით ვარ, თბილისის ერთ ძველ უბანში დავიბადე და გავიზარდე მარა თბილისს ვეღარ ვიტან.
თბილისთან ახლოს სოფლად ავიშენე სახლი და იქ უნდა ვიცხოვრო, სამსახურში იქიდან ვივლი 35 კმ მანძილი. თბილისში საზიზღარი სუნი დგას, ხმაური, ქაოსი, ნერვების შლა და ცუდი საკვები... სოფელში კიდე რაღაც მაინც გიხარია, ან წიწილები გამოიჩეკებიან, ან საქონელი მოიგებს ხბოს, ცალკე კიდე საღამოს სამსახურის მერე თოხის მოქნევას რა ჯობია და ბუხართან მერე ღვინის მოწრუპვას... ჰო, და რაც მთავარია, ბოლო ჩამოსვლაზე ვიგრძენი, 3 დღე სოფლად ყოფნის მერე 1 საღამო თბილისში რომ ჩამოვედი სივრცის ნაკლებობის გრძნობა მქონდა, როგორც ცხოველი გალიაში ისე ვგრძნობდი თავს და ადგილს ვეღარ ვპოულობდი... არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ თბილისში ვიცხოვრო, მეუღლე იმაზეც კი დავიყოლიე უკვე რომ ჩვენმა შვილებმა პირველი 4 კლასი მაინც სოფლის სკოლაში იარონ biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 23 Aug 2017, 00:48
ibo
QUOTE
მე კიდე პირიქით ვარ, თბილისის ერთ ძველ უბანში დავიბადე და გავიზარდე მარა თბილისს ვეღარ ვიტან.
თბილისთან ახლოს სოფლად ავიშენე სახლი და იქ უნდა ვიცხოვრო, სამსახურში იქიდან ვივლი 35 კმ მანძილი. თბილისში საზიზღარი სუნი დგას, ხმაური, ქაოსი, ნერვების შლა და ცუდი საკვები... სოფელში კიდე რაღაც მაინც გიხარია, ან წიწილები გამოიჩეკებიან, ან საქონელი მოიგებს ხბოს, ცალკე კიდე საღამოს სამსახურის მერე თოხის მოქნევას რა ჯობია და ბუხართან მერე ღვინის მოწრუპვას... ჰო, და რაც მთავარია, ბოლო ჩამოსვლაზე ვიგრძენი, 3 დღე სოფლად ყოფნის მერე 1 საღამო თბილისში რომ ჩამოვედი სივრცის ნაკლებობის გრძნობა მქონდა, როგორც ცხოველი გალიაში ისე ვგრძნობდი თავს და ადგილს ვეღარ ვპოულობდი... არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ თბილისში ვიცხოვრო, მეუღლე იმაზეც კი დავიყოლიე უკვე რომ ჩვენმა შვილებმა პირველი 4 კლასი მაინც სოფლის სკოლაში იარონ

ღმერთმა ხელი მოგიმართოს. რჩევისთვის ყოველთვის მიმართე და არ დაგზარდებიან აქაური იუზერები 80% სწორი რჩევის მოცემაში.

Posted by: koba1973 23 Aug 2017, 08:33
ibo
ბავშვებით ალბათ გაგიჭირდება უპერსპექტივობის გამო.
ჩემს მაგალითზე გეტყვი: 12 წლის იყო ჩემი ბიჭი როცა ძიუდოს წრე გაიხსნა სოფელში.ცეკვის გარდა ერთადერთ წრე იყო, რა თქმა უნდა დაიწყო ვარჯიში როგორც წინა წელს პარკურზე და იმის წინა კარატეზე. სამ თვეში პირველი მედალი მოიტანა. წელიწადი გასტანა ამ წრემ და ერთი თასი, ექვსი მედალი და ორი ფასიანი პრიზი მიიღო ამ ერთ წელში. მერე მასწავლებელი დაიჭირეს და დარჩა ესე ჰაერში.

Posted by: shuma89 23 Aug 2017, 18:35
koba1973
QUOTE
shuma89
ქარის გენერატორი არ ვიცი და მზის პანელები ისე ძვირი ღირს, მოგებაზე როდის გავა ვინ იცის.

ქარის გენერატორი ჯდება 2 ლარამდე ვატი, თავის ყველა აპრაატურით პირდაპირ გასაყიდად რო მიიღოს ენერგოპრომ.
რომელსაც უხეშად, რომ ვთქვათ 1 წელში ინაზღაურებს, მზის პანელები ჯდება 1 ვატი ასევე 2 ლარი, ნუ 2.2-მდე, მაგრამ ეს მარტო პანელი, იმას კიდევ მილიონი აპარატურა უნდა ალბათ 3 ლარამდე მივა, მერე არის უკვე ამინდზე, აი ქარის შემთხვევაში კი სადაც ქარია იქ მუდმივად ასეა, 365 დღიდან ძირითადად ქარიანი 240-260 დღე უნდა იყოს სხვანაირად არ ღირს დაყენება. მანდ უკვე ადვილადაა საქმე, მუდმივად მუშაობს.

Posted by: koba1973 23 Aug 2017, 20:34
shuma89
მზა პანელი ჯდება ვატი 2 ლარი თუ შენ უნდა ააწყო? რამდენი აქვს მარგი ქმედების კოეფიციენტი? რამდენი წელი აქვს გარანტია?
მე ვიყიდე 2013 წელში და 5 ლარი დამიჯდა ვატი. თუმცა იმის მერე უფრო იაფადაც ვნახე.

ძველი მონაცემები მახსოვს 1 კვადრატულზე 1600 ვატი მზის ენერგია მოდისო, მგონი მეცნიერება და ტექნიკაში ეწერა. იმის მერე თუ არ მოიმატა არ დაუკვლია.

Posted by: shuma89 24 Aug 2017, 10:21
QUOTE
მზა პანელი ჯდება ვატი 2 ლარი თუ შენ უნდა ააწყო?

შენ უნდა აწყო, ცოტა დაზიანდება და ასე შემდეგ, მერე მინდა უნდა, უგოლნიკი ალუმინის სავარაუდოდ, პლიუს სილიკონი და სამაგრების მოწყობა, კაბელები თავისთავად პაიალნიკი და ა.შ.
საერთოდ 250 ვატიანი ზოგადად იძლევა 150-10 ვატს საქართველოში, მეტს ვერა, კვადრატლზე რაც მოდის ენერგია მგონი 25 როცენტს ითვისებს ახლანდელი პანელები, ეს ზუსტად არ ვიცი.
QUOTE
რამდენი წელი აქვს გარანტია?

25 წელს უწერენ, მაგრამ ამდენი ხნით ვერ იმუშავებს, ალბათ 15 წელზე მეტი ვერა.
მაგრამ მე არ მიმაჩნია ახლა პანელების ყიდვა მომგებიანად, ნელნელა ისე იხვეწება ტექნოლოგიები და იზე იზრდება მქკ რომ 10 წელიწადში ან მანამდეც კი, სანამ თავის ფასს ამოიღებს უკვე 2-3ჯერ უკეთესი მქკ-ით იქნება პანელები და ბევრად გაიაფებული.
ამიტო არ აქვს აზრი, სანამდ ჩვენთან დენი ასე იაფია, აი 1 ლარს რო გაუტოლდება მერე კი იქნება აზრიანი.
მანამდე ქარის გენერატორის ნაწარმი ენერგია ჯობია ბევრად.
მაქვს სოფელში ადგილი სადაც ალბათ 5-6 ცალი 10 კილოვატიანის დადგმა შეიძლება, 300 მეტრი სიგანე აქვს ქარის მიმართUლებიდან და იქ შეიძლება ჩალიჩი, მაგრამ მე ის ფასიც მეძვირება რაც ახლა ჯდება ქარის სადგური, ამიტო ჩემით ვჩალიჩბ ჯერჯერობით, 800 ვატიანით ჩავატარე ცდა და კარგი შედეგები მიჩვენა, მაგრამ მერე უპატრონობის გამო დაზიანდა, დაიშალა და მოიყა ყველაფერი, არც ძლიერი ქარისგან დასაცავად მქონდა რაიმე მექანიზმი და მაგიტო.

ახლა 20 კილოვატიანი 6000 ბრუნიანი გენერატორით მინდა ვიჩალიჩო, 600 ვოლტზე ადის 6000 აბაროტის შემთხვევაში ძაბვა, ალბათ ამის მესამედს მივცემ აბაროტს, მეტს ვერა, მაგრამ მიღირს იმ 20 კილოვატიანის დაყენება 5-7 კილოვატი მაინც თუ მივიღე მეტზე არ მაქვს პრეტენზია, დაბალბრუნიანი გენერატორები ძალიან ძვირებია.

მეორე სოფელში ვარ ახლა ჭიათურაში, აქ მაქვს სახლიდან ალბათ 500 მეტრში წყლის საშUალება, თითქმის შუა ტყეშია, ვინმე ჭკვიანი და შეძლებული თU გამოჩნდება, მონდომებული ადამიანი იქ წყალი ბევრია, დაახლოებით 20 მეტრი სიმაღლიდან შეიძლება წუთში 300 ლიტრამდე წყალის გამოყენება, ამაში ჯერ ვერ ვერკვევი რამდენის გამომუშავება შეეძლება ამ წყლის რაოდენობა, მაგრამ ცოტა ნამდვილად არ იქნება, ხარჯები იქნება ცოტა დიდი, ალბათ 2 ცალი 500-იანი ან 300-იანი ტრუბა 100 მეტრი მაინც იქნება საჭირო მერე უკვე ტურბინის მოწყობა, გენერატორი კი მაქვს, პატარა შენობა და იქაურობის მოწყობა, მერე ეს მიღებული ძაბვა ალბათ უკეთესია სამივე ფაზა აიყვანო დასახლებასთან და მერე დააყენო კონტროლერი, ძაბვის რეგულირებისთვის, მერე კიდევ ანერგო-პროსთვის მისაღები ფაზებში თანხვედრილი დენი უნდა გამოიმუშაო, ამასაც გარდამქმნელი უნდა და გაყიდი ჩვეულებრივად დენს 12 თეთრში, არც ისე პატარა ხარჯებია, ქარისას უტოლდება შეიძლება გაასწროს კიდეც, მაგრამ მეტად რენტაბელურია ჩემი აზრით წყალი, მთელი წლის განმავლობაში შეგიძლია ამუშაო შეუჩერებლად სრული სიმძლავრით, ზაფხულშიც კი, წყალი მუდმივადაა, ზამთარში მეტს მიიღებ ალბათ.
მაგრამ წყალზე ლიცენზიაბია საჭირო როგორც ვიცი.

Posted by: ibo 24 Aug 2017, 21:47
kaxaberski66
QUOTE
ღმერთმა ხელი მოგიმართოს. რჩევისთვის ყოველთვის მიმართე და არ დაგზარდებიან აქაური იუზერები 80% სწორი რჩევის მოცემაში.

მადლობა გაიხარე smile.gif ვიცი რომ არ დამზარდებიან და მაგიტომაც მიხარია ხოლმე აქ შემოხედვა და კითხვა smile.gif

koba1973
QUOTE
ბავშვებით ალბათ გაგიჭირდება უპერსპექტივობის გამო.
ჩემს მაგალითზე გეტყვი: 12 წლის იყო ჩემი ბიჭი როცა ძიუდოს წრე გაიხსნა სოფელში.ცეკვის გარდა ერთადერთ წრე იყო, რა თქმა უნდა დაიწყო ვარჯიში როგორც წინა წელს პარკურზე და იმის წინა კარატეზე. სამ თვეში პირველი მედალი მოიტანა. წელიწადი გასტანა ამ წრემ და ერთი თასი, ექვსი მედალი და ორი ფასიანი პრიზი მიიღო ამ ერთ წელში. მერე მასწავლებელი დაიჭირეს და დარჩა ესე ჰაერში.

მესმის რასაც ამბობ, პირველი არ ხარ smile.gif
უბრალოდ მე მასეთ რაღაცეებში ცოტა ჯიუტი ვარ ხოლმე smile.gif
უპერსპექტივობას რომ გავექცეთ ყველანი, არც არასდროს იქნება პერსპექტივა smile.gif სკოლებზეც მქონია დისკუსია, ყველა ფულიანმა რომ კერძო ან ელიტურ სკოლაში ატაროს შვილი, როგორც ქართული ელიტა და პოლიტიკოსები აკეთებენ, სხვა სკოლებში მუდამ დაბალი დონე იქნება. რთულია ეს საკითხიც, მასწავლებლების დონე ისეთი დაბალია ხშირად სხვა გამოსავალს აღარ ტოვებენ ხოლმე...
ამიტომ ვცდილობ ეს უარყოფითი მხარე სტიმულად გარდავქმნა და სოფლის სკოლაშიც ვატარო ბავშვი (ჯერჯერობით დაწყებით კლასებზე დავითანხმე მეუღლე) და სპორტზეც იქიდან იარონ სხვა სოფლელ ბავშვებთან ერთად ვისაც სურვილი ექნება. ერთ მანქანას დავაგდებ დამატებით და ვიმორიგევებთ მშობლები ხან ერთი წაიყვანს ხან მეორე, ჩემი მეუღლეც არ იმუშავებს დილიდან საღამომდე და დრო ექნება ბავშვების მისახედად.
მარა ეს ყველაფერი სურვილებია biggrin.gif ჯერ საქართველოში არ დავბრუნებულვარ... ჯერ გადავხტე და თუ გმოვა ჰოპლას მერე აქ დავწერ biggrin.gif

პ.ს. ეხლა რას შვება შენი ბიჭი? ვეღარ აგრძელებს სპორტს? გვერდითა სოფელში მაინც არაა არაფერი თუ თბილისიდან შორს ხართ? sad.gif

Posted by: KasperRiters 26 Aug 2017, 09:43
მახსოვს ჩემს ბავშვობაში გორის რაიონის სოფლები ნორმალურად იყვნენ, არავინ გარბოდა და სოფელშიც სიცოცხლე იყო. ვაშლზე მუშაობდნენ ძირითადად. ვის ვაშლი ჰქონდა ბევრი, ვის სატვირთოს ისე ჰყავდა და ზიდავდნენ ვაშლს რუსეთში.

ამას გარდა ნიორი მოჰყავდათ ბევრი, ლობიო, ხახვი, სიმინდი - და ესეც შემოსავლის წყარო იყო

ყოველ ზაფხულს იქ ვიყავი და ვხედავდი როგორ ცხოვრობდა ხალხი. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მეზობლები ვინ მეტს მოიყვანდა და გაყიდდა და ვინ მეტ ქონებას შესძენდა ოჯახს. დიდი მიწები ვისაც ჰქონდა მერე იმ ხალხმა თავად შეიძინა სატვირთო და რუსეთშიც თავად მიჰქონდა პროდუქტი. ჩამოდიოდნენ და ახალ-ახალ მანქანებს ყიდულობდნენ, სახლებს არემონტებდნენ. შუახნის ძიები ახალ ნივებს ყიდულობდნენ. ახალგაზრდები უფრო 07-ებს ეტანებოდნენ. ის დრო იყო ტაიგა ნივები რომ შემოვიდა საქართველოში.

მოკლედ, შეიძლება ითქვას არ უჭირდათ. დღევანდელ მდგომარეობას ვერც კი შეადარებ. გაზაფხულზე ვიყავი სოფელში და მსგავსი გავერანება არსად მინახავს აქამდე. რაც მაშინ დავტოვე, არაფერი შემატებია. ჩამოძენძილი და სიძველის გამო გაუფერულება ლი სახლები და ეზოები, უცხოეთში სამუშაოდ გაკრეფილი ხალხი, დამშრალი სარწყავი არხი, ნავაშლარი მიწები - მოკლედ კატასტროფა. ერთ ბედნიერ კაცს ვერ ნახავ სოფელში. ფული როგორც ასეთი აღარავის აქვს. ლუკმა პურის საყიდელ ფულს ძლივს შოულობენ. სოფლის ახალგაზრდები ადრე რომ თავმომწონედ დაიარებოდნენ, ზოგი ვაგზალზე ვნახე ჩაი-ყავას დაატარებდა, ზოგი ელიავაზე დაშლილებში, ზოგიც გალოთდა. პესიმიზმია ყველგან.

არადა როგორ მიყვარდა სიცოცხლით სავსე სოფელი. ყველა მუშაობდა დღისით, საღამოს ერთად იკრიბებოდა და ერთობოდა. ბავშვები კონცერტებს ვაწყობდით და უფროსებს ვამხიარულებდით smile.gif ახლა კი თითო კაცია შემორჩენილი ოჯახიდან უბანში, ისიც ისე გატეხილი ცხოვრებისგან, ცრემლები მოგაწვება დანახვაზე.

ბოდიშს ვიხდი პესიმისტური განწყობის გამო მაგრამ ძალიან გულდასაწყვეტი მდგომარეობაა სოფელში

Posted by: kaxaberski66 26 Aug 2017, 10:44
KasperRiters
გაგიკვირდება და იმ ავადსახსენებელი კომუნისტების პერიოდი იყო ეგ.
მაშინ ყველა დასაქმებული იყო. რომ არ გემუშავა მილიციაში წაგიყვანდნენ.
სადაც მუშაობდნენ, იქიდან ყველას ჰქონდა ხელფასის გარდა ლევი შემოსავალი. ვაშლის ბაღები და ბოსტნები დამატებით შემოსავალს იძლეოდა, ქვეყანა ერთი იყო და რუსეთშიც და სსრკ-ს ნებისმიერ ქვეყანაში საქონელი უპრობლემოდ გაჰქონდათ, ბაზარზე შესვლაშიც ხელს არაფერი უშლიდათ.
ეხლა რა მოხდა.
დაიშალა საბჭოთა კავშირი. დაიკეტა ქარხანა-ფაბრიკები,ატეკები, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები და ასე შემდეგ.
ხალხი დარჩა დაუსაქმებელი. მიწა დაარიგეს მაგრამ ტექნიკა არ იყო, ან ძველი იყო.
იმ მიწისაც არაფერი იცოდნენ, ყველა აგრონომი ხომ ვერ იქნებოდა?
დღედაღამ უნდა ეშრომათ რომ ფეხზე დამდგარიყვნენ. ასეთ შრომას კი ხალხი მიუჩვეველი იყო. მუშაობისას ერთი საათის განმავლობაში ერთი სამჯერ მაინც დაისვენებდნენ სიგარეტის მოსაწევად. ეს ეხლაც ასეა.
ხოდა შედეგიც. სოფელი დაიცალა, მათი ენით რომ ვთქვა, თავს უშველეს და დროულად დატოვეს სოფლები.

Posted by: KasperRiters 26 Aug 2017, 11:08
დავაზუსტებ - ნიკი შევიცვალე, ინაველ-ი ვარ.

kaxaberski66

მართალია. მოუმზადებელი ვიყავით საბჭოთა კავშირის დაშლისთვის. იმდენი ხანი იცხოვრა ხალხმა უზრუნველად, საერთოდ ვერ ხვდებოდა რომ ხვალ სხვანაირი ცხოვრება იწყებოდა და სხვანაირი მიდგომა იყო საჭირო. არც არავინ იცოდა ხვალ როგორ უნდა ეცხოვრათ, თვით იმათაც კი, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლისთვის იბრძოდა. დღემდე ვერ გამოერკვა ხალხი მასიურად. რაღაც ფსიქოლოგიური ფენომენია ალბათ - რეალობის მიუღებლობა და წარსულზე ჩამოკიდება.

0-დან არის შესაქმნელი სახელმწიფო და ამას სუფთა და ჯანსაღი ცნობიერება სჭირდება. ძველების ცნობიერება დიდწილად დაბინძურებულია - სხვის ხარჯზე ცხოვრების ფენომენი მძლავრი იყო სარკეში. მეორე ნაწილი სრულ ნიჰილიზმშია. ახალგაზრდობა სრულადაა აბნეული საბჭოთა მემკვიდრეობის და უცბად შემოვარდნილი დასავლური და ჯერ კიდევ გაუგებარი ცნობიერების ჭიდილში.

კაცი არ მოიძებნება ამ ქვეყანაში ვინც რეალობას სწორად აღიქვამს და დაიწყებს შრომას ამ გაურკვეველი ინერტულობიდან გამოსასვლელად. ყველა თAავისთვის იბრძვის, მაქინაციობს და შედეგი არ ჩანს. თითქოს დაბნეული და დაქსაქსულია ხალხი, ერთმანეთს აღარ ენდობა, სულ გარეთ იყურება, თან უცხოს შესტრფის, თან საკუთარი უნდა - გასაკეთებელ საქმეს კი არ აკეთებს.

მე პირადად ძალიან დამღალა ამ მასოვკამ, სახელმწიფო რომ ჰქვია რატომღაც. ამ ქვეყანასთან ერთობის განცდა დავკარგე. ერთიანობას ვერ ვგრძნობ ვერაფერში, ვერ ვგრძნობ რომ რაღაცას საერთო-სასიკეთოს ვაკეთებ, ყველა სფერო გათითოკაცებულია და ინდივიდების პირად მატერიალურ კეთილდღეობას ემსახურება. ჯუნგლების ფაქტიურად

Posted by: koba1973 26 Aug 2017, 11:44
ibo
QUOTE

პ.ს. ეხლა რას შვება შენი ბიჭი? ვეღარ აგრძელებს სპორტს? გვერდითა სოფელში მაინც არაა არაფერი თუ თბილისიდან შორს ხართ? 

100 კმ. თბილისიდან. რაიონამდე17-18 კმ-ია. გვერდით სოფელში რომ იყოს რა უჭირდა. აუცილებლად ტრანსპორტი უნდა. კვირაში სამჯერ 3-4 საათით ვერ მოვიცლი ვერანაირად.


* * *
[quote]სადაც მუშაობდნენ, იქიდან ყველას ჰქონდა ხელფასის გარდა ლევი შემოსავალი. ვაშლის ბაღები და ბოსტნები დამატებით შემოსავალს იძლეოდა, ქვეყანა ერთი იყო და რუსეთშიც და სსრკ-ს ნებისმიერ ქვეყანაში საქონელი უპრობლემოდ გაჰქონდათ, ბაზარზე შესვლაშიც ხელს არაფერი უშლიდათ.
ეხლა რა მოხდა.
დაიშალა საბჭოთა კავშირი. დაიკეტა ქარხანა-ფაბრიკები,ატეკები, ხილის გადამამუშავებელი საწარმოები და ასე შემდეგ.
ხალხი დარჩა დაუსაქმებელი. მიწა დაარიგეს მაგრამ ტექნიკა არ იყო, ან ძველი იყო.
იმ მიწისაც არაფერი იცოდნენ, ყველა აგრონომი ხომ ვერ იქნებოდა?

აღარ იყო ატეკები საიდანაც საწვავს და მანქანას უფასოდ აიღებდნენ, აღარც მეურნეობა საიდანაც უფასოდ სასუქს და საწვავს აიღებდნენ. ვეღარც მოყვანილ პროდუქციას აიღებდნენ "ლევად".
საჭირო გახდა შრომა, რასაც დიდი ნაწილი გადაჩვეული იყო. ამიტომ ან შრომა უნდა ესწავლათ, ან სხვა გზა გამოენახათ თავის გადასარჩენად. უმრავლესობამ იოლი გზა აირჩია.

Posted by: kaxaberski66 26 Aug 2017, 12:49
KasperRiters
ვიღაც ახალი მეგონე.
რეალობაც ის არის როგორიც ცხოვრებაა. წყობაა ასეთი, რომ ვითომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეგიწყოს კანონმდებლობით და შენ შეჰქმნა ბიზნესი. ამ ბიზნესისთვის წყობის ჭკუა ცოტას აღმოაჩნდა. ყველაზე კარგ ბიზნესად ითვლება ფართს რომ გააქირავებ.
თუ სახელმწიფომ ააშენა ქარხანა ანდა სხვა რამ წარმოება, არ შეიძლება, არ არის სახელმწიფოს საქმე ხალხის დასაქმება. ეს ბიზნესმა უნდა გააკეთოსო. გამოხტებიან არასამთავრობოები და ევროპა ამერიკიდანაც წამოვა დირექტივები.
ხოდა ვართ ასეთ გაურკვეველ ვითარებაში.

Posted by: KasperRiters 26 Aug 2017, 13:35
kaxaberski66

გეთანხმები. ვფიქრობ რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მოჩვენებითია. გვაჩვენებენ რომ დამოუკიდებლად ვმართავთ სახელმწიფოს. სინამდვილეში კი არავინ ვართ დამოუკიდებლები. თავისუფლება და დამოუკიდებლობა აზროვნებიდან იწყება და სწორედ იმიტომ არ ვართ დამოუკიდებლები, რომ აზროვნება გვაქვს დამახინჯებული.

და ამ აზროვნების დამახინჯებასა და დაბნევაზე მუშაობს გამიზნულად ბევრი ჯგუფი. შედეგად ვიღებთ დაქსაქსული და ტვინარეულ დაამიანთა მასას. ამას ემატება მასის გაღარიბება და ჩვენი მართვა და საკუთარ ჭკუაზე ტარება ისეთივე ადვილია, როგორიც ცხვრის ფარისა.

ფართო სურათს რომ შევხედოთ, სამყაროში ბრძოლა პოლიტიკურ გავლენებზე მიდის. ეს კი ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის ხდება. იმპერიები საკუთარ ტყავში ვერ ეტევიან და სხვების ხარჯზე ვითარდებიან.

ჩვენც ამ ბრძოლის ობიექტი ვართ. ამ სიტუაციაში დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანების კრიტიკული მასის არსებობა მეწველ ძროხას ქცეულ ქვეყანაში არავის აწყობს. ამ სიტუაციაში აქტიურად მიდის მუშაობა ტვინის გამორეცხვაზე. ამას ემატება მასის კონტროლის ეკონომიკური ბერკეტები და შედეგი მარტივად დგება. გააღატაკებ მასას, მერე მხსნელად მოევლინები, გადაუგდებ ორ კაპიკს გრანტის ან რამე პროგრამის სახით, გახდი შენს დოტაციაზე დამოკიდებულს - და ყურმოჭრილი, აზროვნება წართმეული მონა მზადაა. მერე აიღე და მოიხმარე ეს მონა და მისი რესურსები როგორც გენებოს.

რაც მთავარია ამას იმპერიები ჩვენივე მოქალაქეების ხელით აკეთებენ. ზოგი იმათ დაასაქმეს და დაიმონეს, ზოგიც თავისით შევიდა მონობაში და პირველ ნომრად ჩაეწერა.

და თავი დამოუკიდებლები გვგონია. არადა დიდი ხანია ჩვენი გემი იძირება.

იდეოლოგიების შემოგდებაც მონობას ემსახურება. თორემ ისაა მნიშვნელოვანი, ვინ ააშენებს თუ ვინ მართავს საწარმოს, თუ ის - ვინ უფრო ნაკლები რესურსით, სწრაფად და ეფექტურად შეძლებს ამას - საერთო საქმის სასიკეთოდ? არა, მთავარია იდეოლოგიურ ჩარჩოებში ჩავეტიოთ. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

ჩემი აზრით დამოუკიდებლობა საკუთარი თავის და მენტალური თავისუფლების სიყვარულია პირველ რიგში ჩვენ კი ეს არ გვაქვს. ჩვენ რომ ნორმალური აზროვნება გვქონდეს (უფრო სწორად მენტალური მდგომარეობა), იმაზე ვიმუშავებდი თუ თუ როგორ აგვეწყო და მოგვეწყო ჩვენი ქვეყანა იმისთვის რომ ჩვენვე ვყოფილიყავით ბედნიერები.

დღეს კი იმაზე მიდის გამალებული მუშაობა - ვინ რას გამორჩენა ამ ქვეყანას საკუთარი კუჭისთვის.

ფაქტიურად სსრკ-ს ინერციით მიდის ხალხი - თანამედროვეობის ელემენტებით. ახლა რაც საზღვრები გაიხსნა, გაცილებით მრავალფეროვანი გახდა ქვეყნის გაყიდვის შესაძლებლობები - შეგიძლია გაყიდო ბუნებრივი რესურსები, პოლიტიკური ძალაუფლება და ხალხზე გავლენა, გაყიდო ინტელექტუალური შესაძლებლობები.

ინტელექტუალური რესურსიც სამწუხაროდ საკუთარ ინტერესში ჩააყენეს. თუ კარგი განათლება გაქვს, ძალაუნებურად კარგი სამსახური გინდა. კარგი სამსახური კი ან უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია,კერძო კომპანია ან აქაური ბანკის. ერთნიც და მეორენი ჩვენ ხარჯზე მდიდრდებიან, უკან კი არაფერს აბრუნებენ. ის გადასახადები კი რასაც იხდიან, არაფერს ცვლის იმიტომ რომ ქვეყნიდან გატანილი რესურსთან შედარებით მინიმალურია.

ჰოდა როგორც სსრკ ჩამოიშალა, ასე ნელ-ნელა ჩამოიშლება ჩვენი სახელმწიფოებრიობაც, რესურსების ამოწურვის კვალდაკვალ. უკეთეს შემთხვევაში ეს სახელმწიფო ქართული აღარ იქნება.

Posted by: levani169 26 Aug 2017, 13:53
KasperRiters
QUOTE

მართალია. მოუმზადებელი ვიყავით საბჭოთა კავშირის დაშლისთვის. იმდენი ხანი იცხოვრა ხალხმა უზრუნველად, საერთოდ ვერ ხვდებოდა რომ ხვალ სხვანაირი ცხოვრება იწყებოდა და სხვანაირი მიდგომა იყო საჭირო.

კაი და ახლა ხომ მომზადებულები და გათვითცნობიერებულები ვართ უკვე რა რო,შეიცვალა რამე?
აგერ შენც კი ვერ ხედავ პრობლემის მთავარ არსს და იმათ რა მოვთხოვოთ.
მთავარი გლეხის მიდგომა კი არ არის საქმისადმი არამედ მთავრობის მიდგომა სოფ მეურნეობის პოლიტიკისადმი.გლეხმა რაც არ უნდა იშრომოს და ზღვად გახეთქოს მოსავალი საბაჟოებს და აკრძალვებს ხორ ვერ გაარღვევს არა?ამისთვის უნდა არსებობდეს სახელმწიფო ინსტიტუციები და რაც მთავარია ნება.
აი მერე მიბრუნდება სოფლისკენ ქართველი კაცი ასეთი საჯახირო და გაძაღლებული პრობლემა რომ მოუგვარდება თორემ როგორც შენ ამბობ მასე პირიქით არ გამოვა არაფერი სახეირო,ვერტიკალი უნდა შეიცვალოს და საქმე უნდა ზევიდან ქვევით მოდიოდეს და არა ქვევიდან ზევით,ფაქტია რომ ვერ ვარღვევთ არსებული მდგომარეობის ბალანსს გლეხობის სასარგებლოდ და ვიძახოთ რათ მიატოვა ქართველმა სოფელიო მხოლოდ.

Posted by: KasperRiters 26 Aug 2017, 14:18
levani169

ჰო ცოტა განვაზოგადე მაგრამ ეგრეა. სახელმწიფო იდეაში ზუსტად იმისთვის გვინდა რომ ასეთი საკითხები მოაგვაროს.

უბრალოდ სახელმწიფო ხომ ცოცხალი არსება არ არის თავისით ვერაფერს იზამს. ხალხშია პრობლემა. ვერ იაზრებს ვერავინ ბოლომდე რას აკეთებს და რატომ. ადამიანების ტვინები ჭამისკენაა მომართული. ყველა ერთნაირად ხრავს - ყველა თავისი კალიბრის შესაბამისად. ასეთი მიდგომა კი ჩვენნაირ ქვეყანას არ გამოადგება. ჩვენ ისე ვუდგებით სახელმწიფოს თითქოს ძლიერი და განვითარებული ქვეყანა ვიყოთ - ქვემოთ ვითხოვთ ყველაფრის თავზე დაყრას, ზემოთ კი უმაღლეს ხელფასებს და უზრუნველ ცხოვრებას. ამიტომაც ვერ შედგა ქვეყანა.

ასეთი მიდგომა შეიძლება ჰქონდეს ამერიკის მოქალაქეს, რომლის ქვეყანა უკვე განვითარების მაღალ და სტაბილურ ნიშნულზეა. იქ შეიძლება მიეცნენ მშვიდ და ნარნარ ცხოვრებას - მექანიზმი ყველა მიმართულებით გამართულია. საკმარისია უბრალოდ სათანადოდ ატრიალო საჭე.

ჩვენ კი ასეთი მიდგომით მხოლოდ უკან უკან წავალთ. ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით 0თან ახლოსაა. ასეთ დროს კი საჭიროა ალტრუისტული აზროვნება ანუ მთავარი უნდა იყოს არა ის რას მომცემს მე ქვეყანა, არამედ ის - თუ რას მივცემ მე მას.

ამ მოცემულობაში ყველას თავისი დოზის პასუხისმგებლობა აქვს - გლეხს თავისი და ხელისუფალს თავისი. ყველა ამ აზროვნებით უნდა მიმართოს ასე 50 წელი მაინც ამ ქვეყნისგან რომ რამე გამოვიდეს.

არამგონია გლეხი ნაკლებად პარაზიტული იყოს განწყობილი, ვიდრე სხვა. უფრო პირიქით, გლეხი უფრო მეტ რამესაა დამაგრებული და ეს გლეხი რომ ხვალ ხელიაუფლებაში მოხვდეს, შეიძლება უარესი ქნას.

ამიტომ უნდა მოვიკლოთ განცხრომა აზროვნებით დონეზე და მოვიმართოთ საერთო სახელმწიფოს აშენებისკენ. ოღონდ პასუხისმგებლობის გრძნობით და გააზრებულად და ყველა ერთად. სხვანაირად მოტივაცია გაქრება და პირიქით, ისევ ჭამაში შეჯიბრება წავა საერთო ინტერესების ხარჯზე

ეს მთავრობა ლაპარაკად არ ღირს. მაფიოზების კლანია და საკუთარ საქმეს აკეთებენ. ქვეყნის საერთო ინტერესები მხოლოდ იმდენადაა მათთვის მნიშვნელოვანი, რამდენადაც მათ პირად ინტერესს ემთხვევა ან ხელს უწყობს. 21-ე საუკუნის ფეოდალები არიან. იმათი მმართველობის გარანტი მიწა იყო, ამათთვის სხვა რესურსებია - ელ. ენერგია, წიაღისეული, იმპორტი და რეალიზაცია და ა.შ. აბა მაგათგან რას უნდა ელოდო? წლიდან წლამდე ზიზილპიპილოებით კვებავენ ხალხს გამიზნულად რომ დააშტერონ და ადვილად მართონ. წილებს ზემოთ უგზავნიან ინტერნაციონალურ ფეოდალებს. ის ფეოდალები ფუფუნებაში იხრჩობიან, ადგილზე კი ადამიანები მთელ ცხოვრებას ლუკმა პურისთვის ყოვდღიურ ბრძოლაში ატარებენ

Posted by: kaxaberski66 26 Aug 2017, 15:50
სახელმწიფოს სტრატეგია თუ არ იქნება მიმართული სოფლის მეურნეობის აღორძინებისკენ, ცალკეული ფერმერი, თუნდაც ძალიან ძლიერი, ვერაფერს ვერ იზავს. ის შეიძლება სხვისთვის მაგალითი იყოს მაგრამ,იმ სხვამ უფულობის და ბევრი სხვა ობიექტური მიზეზის გამო იგივე ვერ შესძლოს.
ფინეთის სოფლის მეურნეობაც კი ჩამოიშლება სახლმწიფოს მხარდაჭერის გარეშე.
კარგად მახსოვს, სიგუა იმით ამართლებდა გამსახურდიას ჩამოგდებას რომ, ხალხს მიწების დარიგებას შეჰპირდა და არ დაარიგაო.
სიგუამ მოიგო ხალხის გული და მიწა დაარიგა. მერე როგორ?
როგორ და სავარგულები ციცქნა მიწის ნაჭრებად აქცია და დაურიგა ხალხს.
ჩემი სოფლის მაგალითზე ვიტყვი.
სოფლში იყო 9 მეცხვარეობის ბრიგადა, 7 მეღორეობის, 5მეძროხეობის, 1 კამეჩის,1 მეფრინველეობის.
ერთ 200სულიან მეძროხეობის ფერმას სჭირდება სულ ცოტა 250 ჰექტარი სარწყავში არსებული სახნავ სათესი მიწა, თავისი თანამედროვე ტექნიკით იმისთვის რომ იყოს თვითკმარი.
ფერმაში სადაც ლატვიური წაბლას ჯიშის საქონელი იყო, ყოველდღე ჰკლავდნენ და თბილისში ეზიდებოდნენ. საქონელი რომ გამოილია, ტექნიკა უმოქმედო დარჩა, ნელნელა გაიძარცვა და განადგურდა. მერე საქონლისგან გამონთავისუფლებული მიწა დაყვეს და ხალხს დაურიგეს ისე რომ, ზოგს 20მეასედი შეხვდა და ზოგს 75მეასედი. ყოველგვარი ტექნიკის და შხამქიმიკატებ-სასუქების გარეშე.
ეხლა მითხარით ჩემს სოფელში სადაც მიწა დაქუცმაცებულია, შესაძლებელია მესაქონლეობის განვითარება? თანაც მეცნიერულ დონეზე მაღალი ჯიშობრივი თვისებების მქონე საქონლის თავისი ტექნოლოგიებით?
ასევე განადგურდა სანერგე მეურნეობები, საცდელი ნაკვეთები ჯიშთა გამოცდისთვის და ასე შემდეგ.
ჩემი აზრით სიგუას და შევარდნაძის დროს მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა მიწის რეფორმისას, რასაც ალბათ აღარაფერი ეშველება. ეხლა ხალხს ეუბნებიან გაერთიანდით და კოოპერატივები ჩამოაყალიბეთო. თითქოს აქ ჩანს მიწების გამსხვილების მეთოდი მაგრამ, იმ კოოპერატივებს იმდენი პრობლემები შეექმნებათ საქმესთან ახლოს მისვლისას რომ, როგორც შეიქმნა ისევე დაიშლებიან.
სახელმწიფომ ის ძლიერი კოოპერატივები რომლებიც გადარჩებიან და მოღვაწეობენ, უნდა დააფინანსონ მიზნობრივი უპროცენტო სესხით, დარგების მიხედვით უნდა ჩამოუყვანონ ჯიშიანი საქონელი თავისი საჭირო ტექნიკით და მიამაგრონ მცოდნე ვეტექიმი. მეხილეებს ამავე სქემით ნერგები უნდა მისცენ და მებოსტნეებს თესლეული საჭირო დანადგარებით. გზები უნდა გააკეთონ ფერმებამდე მისასვლელი და ასე შემდეგ.
აუცილებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროში უნდა იყოს დეპარტამენტი, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა იმ ყველა ფერმერს, რომელსაც დააფინანსებენ. მიღებული მოსავლის რეალიზაციაზე ფერმერთან ერთად უნდა იზრუნოს სახელმწიფომაც პირველ ხანებში. დააკვალიანოს, ინფორმაცია მიაწოდოს სხვა ქვეყნების ბაზრების შესახებ და ასე შემდეგ რითაც შეუძლია.
კიდევ რა თქმა უნდა ბევრი კომპლექსური პრობლემის გადაჭრის შემდეგაც კი 10წელი მაინც უნდა რომ რაიმე ხელშესახები შედეგი დადგეს.

Posted by: KasperRiters 26 Aug 2017, 17:38
kaxaberski66

მიწების დარიგება ნამდვილად შეცდომა იყო. საინტერესოა რატომ არ დაფიქრდნენ სანამ ამას გააკეთებდნენ. ამხელა მეცნიერი და პოლიტიკოსი ხალხი იყვნენ თუნდაც სიგუა, თუნდაც შევარდნაძე... თუმცა სხვანაირად ვერ მოაღორებდნენ ხალხს. მასას მისცეს პურის მარცვლები და ამ პრიხვატიზაციაში თავად დაითრიეს გიგანტური საწარმოები ან სულაც წიაღისეულის საბადოები. მტრები იყვნენ საქართველოში და ქართველი ხალხის. 90იანების სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა ერთი დიდი ფეისპალმია, ისეთი სიბრიყვეები ჭამა ხალხმა, სახელმწიფოებრიობა საერთოდ როგორ შევინარჩუნეთ საკვირველია

ახლა ვკითხულობდი კიბუციზმის მოძრაობაზე ისრაელში. გაგონილი გექნებათ ისრაელში კომუნების შესახებ სოფლის და არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში. ამ ხალხმა კომუნებად გაერთიანების და ვიწრო პირადი ინტერესების დროებით გვერდზე გადადების წყალობით ეკონომიკური სასწაულის ეფექტის მიღწევა შეძლეს. სახელმწიფო რითი ეხმარებოდა არ ვიცი მაგრამ ამ ხალხის შემართება და მოტივაცია კი ნამდვილად მისაბაძია. როგორც წავიკითხე ამ მოძრაობის დაწყებიდან სულ რამდენიმე წლის მერე ისრაელის სოფლის მეურნეობაში კიბუცების წარმოების წილი 40% იყო და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კიბუცნიკების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა.

კიბუცნიკებმა შეძლეს ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ქვეყნის პოლიტიკურ სადავეებამდეც კი მივიდნენ.

დღეს კიბუცები მხოლოდ სოფლის მეურნეობაში კი არ საქმიანობენ, არამედ მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში თავის სიტყვას ამბობენ. თქვენ წარმოიდგინეთ სამხედრო წარმოებაში კი.

ვფიქრობ ეს გამოცდილება უნდა გავიზიაროთ და მაგალითი ავიღოთ ებრაელებისგან. საოცარია უცხო ქვეყნებიდან ემიგრირებულმა ერთმანეთისთვის იმ დროს სრულიად უცხო ხალხმა შეძლო გაერთიანება და ჭაობებში და უდაბნოში მაღალგანვითარებული აგრო საწარმოების შექმნა.

ჩვენ ამ მხრივ დიდი ჰედსტარტი გვაქვს - მიწები ჯერ კიდევ ბევრია, წყალიც არსებობს და ტექნოლოგიებიც გაცილებით ხელმისაწვდომია ახლა, ვიდრე ეს მაშინ იყო როცა ის კიბუცები მუშაობას იწყებდნენ.

კიბუცების წყობა კომუნალური იყო - ქონება, საწარმოო საშუალებები და შემოსავალი საერთო იყო. წლების მერე კიბუცების ნაწილის გაკერძოება მოხდა მაგრამ აგრძელებენ მუშაობას.

შრომითი ძალის კონცენტრაციის ასეთი და მსგავსი ფორმები მგონი დღევანდელ პირობებში აუცილებელია. თუმცა დღევანდელ საქართველოში ეს შეუძლებლად მეჩვენება სამწუხაროდ. ძველები ამას ვერ შეძლებენ, გაუჭირდებათ ყველაფრის 0დან დაწყება. ახალგაზრდები კი სოფლის მეურნეობაზე ან საერთოდ არ ფიქრობენ, ან მაშინვე მაღალხელფასიანი სამუშაოს შოვნაზე ორიენტირდებიან და სხვისთვის იწყებენ მუშაობას


Posted by: rockforever 26 Aug 2017, 17:59
KasperRiters
QUOTE
მიწების დარიგება ნამდვილად შეცდომა იყო. საინტერესოა რატომ არ დაფიქრდნენ სანამ ამას გააკეთებდნენ. ამხელა მეცნიერი და პოლიტიკოსი ხალხი იყვნენ თუნდაც სიგუა, თუნდაც შევარდნაძე... თუმცა სხვანაირად ვერ მოაღორებდნენ ხალხს. მასას მისცეს პურის მარცვლები და ამ პრიხვატიზაციაში თავად დაითრიეს გიგანტური საწარმოები ან სულაც წიაღისეულის საბადოები. მტრები იყვნენ საქართველოში და ქართველი ხალხის. 90იანების სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა ერთი დიდი ფეისპალმია, ისეთი სიბრიყვეები ჭამა ხალხმა, სახელმწიფოებრიობა საერთოდ როგორ შევინარჩუნეთ საკვირველია


ჭამა ერთია და მეორე იყო თვითონ ხალხმა დაიწყო მასობრივად მამაძაღლობა, აფერისტული კომპანიები შეიქმნა მასობრივად და ერთმანეთის გადადგება წავიდა , აღმოჩნდა რომ სომხების თაღლითობაზე რომ ვლაპარაკობდით მთელი ცხოვრება,

იმისთანა თაღლითობა და მაიმუნობა შეგვძლებია, სომხებს არაფრით ჩამოვუვარდებით.

ფაბრიკა ქარხნები დაშალეს და ჯართად დაყიდეს, ორი კაპიკი რომ ეშოვათ, სამუდამოდ ცელი გამოუსვეს წარმოებას.

ვინც მთავრობაში მოხვდა კიდე გრძნობდა რომ ფულის შოვნის დრო დაუდგა და ხრა და ხრა რაც მოასწრო.

არანაირი სამართლიანობა არ დამყარებულა და არც დამყარდება , ნაწილი ისევ თანამდებობებზეა ან კაი ბიზნესები აქვს და მათი შვილები ლონდონებში და პარიზებში სწავლობენ და თუ დაბრუნდნენ

იმისთვის ჩამოვლენ რომ თანამდებობზე დასხდნენ.


ეს მენტალიტეტი, არსად არ გამქრალა, სანამ რაღაც რადიკალურად არ შეიცვლება აზროვნების მხრივ, არც სოფლის მეურნეობას და არცერთ დარგს არ ეშველება.

90 -იანებმა კიდე ერთხელ დაამტკიცა რომ არანაირი განსაკუთრებული ხალხი ჩვენ არ გვყავს, ზუსტად იმ ხალხის შთამომავლები ვართ, ვინც რამდენიმე საუკუნის წინ ოსმალეთის ბაზრებში საკუთარ სისხლ და ხორცს ყიდდა.

ვანოს ეკამათებოდნენ, ხალხის გაფუჭებულობაზე წერდა ზემოთ, არადა ყველაფერი მართალი დაწერა.

Posted by: jjj 26 Aug 2017, 20:43
QUOTE (KasperRiters @ 26 Aug 2017, 13:38 )
kaxaberski66

ამხელა მეცნიერი და პოლიტიკოსი ხალხი იყვნენ თუნდაც სიგუა, თუნდაც შევარდნაძე...

ხუმრობ ალბათ facepalm.gif
____________________________________________

Posted by: KasperRiters 26 Aug 2017, 22:18
jjj

სარკასტულად ვთქვი. თუმცა სინამდვილეში სიგუა ინჟინერიის დოქტორი იყო, შავარდნაძე კი მსოფლიო კალიბრის პოლიტიკური ფიგურა (biggrin.gif)

კი ვჯიჯგნეთ ერთმანეთი მარჯვნივ და მარცხნივ მაგათი დირიჟორობით...

Posted by: shuma89 26 Aug 2017, 22:23
ძველ დროს ნუ შესტირით, აზრი არ აქვს.
ზოგი კმაყოფილი იყო, აქებდა და ახლაც აქებს, ზოგი უკმაყოფილო იყო, აძაგებდა და ახლაც აძაგებს.
ზოგს არც უნახავს და გამოუცდია და რაღაც აზრი მაინც აქვს გარშემომყოფიდან შექმნილი.
საბოლოო ჯამში კარგი იყო თუ ცუდი ის დრო მაინც აღარ/ვეღარ დაბრუნდება.


Posted by: KasperRiters 26 Aug 2017, 22:38
shuma89

ვერ გადავხარშეთ ჯერ წარსული. ამიტომ ვუყურებდით ისევ უკან და არა წინ. არადა ამდენი წელი გავიდა...


თემასთან ახლოს რომ ვთქვა, მზის პასიური წყლის დისტილატორი ხომ არავის გაგიკეთებიათ ოდესმე? ჩემ ნაკვეთში 5 მეტრზე ამოდის მლაშე წყალი და ვიფიქრე დისტილატორით გავწმინდავთქო. ოღონდ არ ვიცი რა წარმადობა უნდა ველოდეთ და საერთოდ აზრი აქვს თუ არა. ხომ არვის გაქვთ გამოცდილება? ღირს ჭის ამოთხრა?

Posted by: levani169 26 Aug 2017, 22:56
ჩემს კახეთში ინვესტორების საკუთრებაში არსებული მიწის ფართობები და დაქუცმაცებული,ცალკეული ინდივიდების მფლობელობაში მიწერბის თანაფარდობა 80/20-ა და რა განსაკუთრებული ეფექტი იგრძნობა,ხედავთ ვინმე რამე შედეგს?
ასე რომ მიწის გამსხვილება არავითარი გამოსავალი არ აერის,გამოსავალი ბაზრის მოპოვებაა და ეს უნდა მოხდეს გადამამუშავებელი საწარმოების შექმნით და არა პირველადი ნედლეულის იმპორტით.რამდენი კომპანია თუ ინდივიდია ასეულობით ჰა ფართობს რომ ფლობს იცით?ბევრი,საკმაოდ თანაც მარა იმათი აშენებული რა საწარმო ფუნქციონირებს მეტყვით ვინმე(ღვინის ქარხნებს შეეშვით,მაგაში სახელმწიფო 35 თეთრს უხდით)?

Posted by: kaxaberski66 26 Aug 2017, 23:19
KasperRiters
გამიგია და ბევრიც წამიკითხავს. კიბუცი კოლექტიური მეურნეობის სახეობაა, სადაც მმართველს ირჩევენ და არა ნიშნავენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო.
სახელმწიფო სწორედ იმით ეხმარებოდა, რაც მე ზევით დავწერე. სახელმწიფოში მეცნიერებს ევალებოდათ მოეფიქრებინათ, დაემუშავებინათ და დაეხვეწათ ახალ ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც გადასცემდნენ შემდეგში ფერმერებს განსახორციელებლად.
სხვათაშორის ისრაელში სოფლის მეურნეობაში კონკურენციას უქმნიან ერთმანეთს კერძო ფერმერები და კიბუცები.

Posted by: KasperRiters 27 Aug 2017, 00:54
levani169

ახლა მსხვილმიწიანები რომ არაფერს აკეთებენ ეგ არ ნიშნავს რომ მიწების დაქუცმაცება ნორმალური პროცესია. ნორმალურ ვითარებაში ცუდია. ოღონდ ჩვენთან, სადაც დიდი მიწებიც აუთვისებელია, დაქუცმაცებულობა სურათს ვერ ცვლის მართალია.


kaxaberski66

ხელისუფლება და ხალხი ერთია ასე მგონია. იქ ზემოთაც და ქვემოთაც ერთნაირი აზრი ჰქონდათ და ამიტომ შედგა თანამშრომლობა. ჩვენთან ხელისუფლებისგან რომც წამოვიდეს ინიციატივა, ცოტა ეჭვი მეპარება ისეთივე ეფექტური ათვისება მოჰყვეს, როგორიც ისრაელში. ქართველს დღეს მცონარობისკენ აქვს მიდრეკილება ზემოთაც და ქვემოთაც. ხელისუფლების და ხალხის გამიჯვნა პასუხისმგებლობის დონეზე შეიძლება სწორია, მაგრამ შედეგობრივ დონეზე - არა, იმიტომ რომ ორივე ერთი რესურსით იკვებება, ქართველი ხალხით

რაღაც ამგვარი ოპერაცია გვჭირდება - ძველის სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა. სხვა როგორ უნდა გადასხვაფერდეს ხალხი მასიურად ამ საუკუნეში, ვერ ვხვდები.

Posted by: levani169 27 Aug 2017, 11:36
kaxaberski66
QUOTE
სახელმწიფო სწორედ იმით ეხმარებოდა, რაც მე ზევით დავწერე. სახელმწიფოში მეცნიერებს ევალებოდათ მოეფიქრებინათ, დაემუშავებინათ და დაეხვეწათ ახალ ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც გადასცემდნენ შემდეგში ფერმერებს განსახორციელებლად.

აი წარმოიდგინეტ,წყალი მოგიყვანა სახელმწიფომ ფერმაში(თანაც უდაბნოში),დენი მოგიყვანა,გზა ევროსტანდარტის გააკეთა,აგიშენა,აგიწყო და შენ მხოლოდ მუშის საქმეს ასრულებ,კონტროლი და ტექნოლოგიური პროცესი სახელმწიფოსგან გამოყოფილ სპეციალისტს ევალება,მოკრეფილ მოსავალს ზემოგებით შეისყიდის,ხოდა აბა სადაა ებრაეკი კიბუციონერის ან ფერმერის განსაკუთრებული ნიჭი?მასეთი წარმატებული და საქმის ამწყობი ხალხი რომ იყოს,კარგად იციან ებრაელებმა საქართველოს ბუნებრივი შესაძლებლობები და ბურებს კი არ დაუწყებდნენ ესენი ხვეწნას არამედ ეფრაიმები და აბრამები გააკეთებდნენ აქ ფერმებს და წარმოებებს.
სადღაც მარხია ძაღლის თავი და არავის არ აწყობს მისი მოძებნა ასეა ეს და იმიტომ ვართ ტრაკში მთელი ქვეყანა.

Posted by: shuma89 27 Aug 2017, 11:42
KasperRiters
მე აჯამეთში მაქვს 3 მიანი ჭა, ჩვეულებრივი დასალევი წყალია, სარწყავადაც ვიყენებ.

Posted by: KasperRiters 27 Aug 2017, 12:28
levani169

ჰმმ აბა კიბუცნიკები სხედან და ბუზებს ითვლიან? მე ისე გავიგე რომ ძირითადი საქმე სწორედ კიბუცნიკებმა აიღეს თავის თავზე - შრომა. კარგად უნდა გამოვარჩიოთ საინტერესოა


shuma89

ჩემთან 5-ზე ამოდის მაგრამ მლაშეა




მოკლედ, გადავიკითხე კიბუციზმის მოძრაობის ისტორია. როგორც მივხვდი კიბუციზმის საფუძვლები ნაციონალიზმში დევს და არა კომუნალურ თანაცხოვრების ან ეკონომიკის განვითარების სურვილებში.

როგორც ჩანს კიბუციზმი ძალიან სპეციფიურ ვითარებაში განვითარდა და ქართულ რეალობასთან მისი დაკავშირება ვერ მოხდება.

1910 წლიდან ნაციონალისტური იდეოლოგიის ებრაული მოძრაობის წევრებმა დაიწყეს თანამედროვე ისრაელის მიწებზე დასახლება. ერთადერთი საქმე რაც მათ შეეძლოთ იმ მიწებზე ეწარმოებინათ, სოფლის მეურნეობა იყო. უსაფრთხოების გამო სახლდებოდნენ კომპაქტურად, ჯგუფებად, სამუშაოს კი ჯგუფურად წარმართავდნენ. ასე შეიქმნა კომუნალური ცხოვრების წესი.

შემდეგ საქმეში ჩაერთო ებრაული ნაციონალური ფონდი რომელმაც კიბუცებისთვის მიწის შესყიდვა დაიწყო.

ებრაული სახელმწიფოს შექმნის შემდეგ სახელმწიფომ თავად დაიწყო კიბუცების ხელშეწყობა მათ საქმიანობაში ინვესტირების მეშვეობით.


დასკვნა - კიბუციზმი არ არის რამე ცალკე აღებული და დამოუკიდებელი მოვლენა. კიბუციზმი არის პრაქტიკული გამოვლინება იმ სამი საფუძვლისა, რასაც ებრაული იდეოლოგია ეყრდნობა. ესენია - ებრაელების ფული, ნაციონალიზმი/სიონიზმი და ერთიანობა.

დავამატებ ჩემი ფანტაზიიდან - ნაციონალიზმი და ერთიანობა ებრაელთა რწმენიდან გამომდინარეობს, რწმენიდან რომ ებრაელი ღმერთის რჩეული ხალხია

და ფული კი რომელიც ებრაელებს უხვად აქვთ ისტორიულად, შესაძლოა ბიბლიური აღთქმების ჭეშმარიტობის და საერთოდ ღმერთის არსებობის მტკიცებულებაც კი იყოს biggrin.gif


ოღონდ აქედან ჩვენ რა? არც არაფერი. ჩვენ ისევ ისეთ უერთპირო, დაქსაქსული და დაბნეულ ნაციად ვრჩებით, როგორებიც ვიყავით biggrin.gif საინტერესოა ისე ჩვენ ისტორიაში სახელმწიფოებრივ სისუსტეს უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვს, ვიდრე სიძლიერეს. ჩვენ კი ჯიუტად თავი მაინც დავით აღმაშენებლის მემკვიდრეებად მოგვაქვს. არადა იქნებ პირიქითაა? იქნებ პატივცემული აღმაშენებელი გამონაკლისი იყო საერთო წესიდან?

და მაინც, როგორ გავფილტრო ჭის წყალი ჩემს ნაკვეთში? biggrin.gif

Posted by: levani169 27 Aug 2017, 13:46
KasperRiters
მე როგორც ვიცი კიბუცებში შავი ებრაელები სახლდებოდნენ ძირითადად,სხვა პრასვეტს რომ ვერ პოულობდნენ ისეთები და არა მგონია აფრიკელ ზანგს დიდი აგროტექნოლოგიური ცოდნა და გენეტიკური ნიჭი ჰქონოდა სოფ მეურნეობის.დასჭირდა სახელმწიფოს და დააფუძნა თანამედროვე კომუნის ტიპის დასახლება ეგაა და ეგ,არანაირად განსაკუთრებული და მითუმეტეს ზეგანსაკუთრებული ხალხი არ მუშაობს იქ,მერწმუნეთ ნებისმიერ ქართველ გლეხზე დაბალი დონის(გონებრივი განვითარებით) ხალხია უმეტესობა.

Posted by: KasperRiters 27 Aug 2017, 14:12
levani169

ებრაული სახელმწიფოს შექმნამდე დაიწყო კიბუცების შექმნა, მთელი 40 წლით ადრე. როგორც წავიკითხე აღმ. ევროპელი ებრაელები იყვნენ პირველი მოახალშენეები. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას რომ მხარდაჭერა ჰქონდათ. მაგრამ დასაწყისში არაფერიც არ ჰქონდათ, მერე წამოეშველა ჯერ ებრაული ფონდი და ბოლოს სახელმწიფო. პატივსაცემი ისაა რომ ერთიანობა და მოტივაცია აქვთ რომ თვითმყოფადები იყვნენ. ვერ უარვყოფ რომ დასაფასებელი თვისებაა.

Posted by: kaxaberski66 28 Aug 2017, 08:58
levani169
QUOTE
აი წარმოიდგინეტ,წყალი მოგიყვანა სახელმწიფომ ფერმაში(თანაც უდაბნოში),დენი მოგიყვანა,გზა ევროსტანდარტის გააკეთა,აგიშენა,აგიწყო

და როგორ ფიქრობ, ჩვენს ფერმერს აქვს მაგის შესაძლებლობა რომ თავისი ხარჯებით ეგ ყველაფერი გააკეთოს და ფერმის საქმეებიც სულ ხუთიანზე ჰქონდეს?
სახელმწიფოსგან ხელშეწყობა და დოტაცია სწორედაც ასეთი უნდა იყოს. მარტო პეკინზე გზის საფარის შეცვლა და კომუნიკაციების გამოცვლა სოფელში ფერმერს და მეწარმეს ვერანაირ სარგებელს ვერ მოუტანს.
აბა ის არის საქმე? ყველის საწარმო დგას სოფლიდან 600 მეტრის მოშორებით. გაზის შეყვანაში 12000 ლარი მოითხოვეს. მოსახლეობისთვის 300 ლარი ღირს. თუ საწარმო 300 მეტრში იქნებოდა მაშინ გაზის მიყვანა 6000 ეღირებოდა. საწარმოს კი ჰასპის სტანდარტების მოთხოვნილების თანახმად გვაწყობინებენ. არ აინტერესებთ, თუ ვერ მოაწყობთ ასეთ დონეზე, შეაჩერეთ წარმოებაო.
სწორედ კიბუცებს სახელმწიფო ამ მხრივ ედგა გვერდში. ინფრასტრუქტურის მოწყობაში და ტექნოლოგიების დანერგვაში. თუ არადა თოხს, ბარს და ლაფატკას ვერ გავცდებით.

Posted by: KasperRiters 28 Aug 2017, 12:10
kaxaberski66

სახელმწიფო პროგრამას გულისხმობ? ჰასპის სტანდარტი რა არის?

12000 ლარი გაზის შეყვანისთვის კატასტროფაა!!!!
* * *
დღეს საღამოს გოგრის მოსავლის ნაწილი ავიღე. სასიამოვნო და ბედნიერების შეგრძნება მოაქვს მოსავალს. ცხოვრების არსს სხვანაირად სიღრმისეულად გაგრძნობინებს

დარჩენილი გოგოები უფრო ბარაქიანები არიან. ალბათ მაქს. ერთ კვირაში იმათი დაკრეფის დროც მოვა

user posted image

Posted by: kaxaberski66 29 Aug 2017, 11:25
KasperRiters
QUOTE
ჰასპის სტანდარტი რა არის?

ეს არის მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი საწარმო, რომ 100% იყოს უზრუნველყოფილი საწარმოო ჯაჭვში სისუფთავე და პროდუქტის უვნებლობა.
კარგი მოსავალი გქონია. სიკეთეში მოიხმარე.

Posted by: KasperRiters 29 Aug 2017, 15:15
kaxaberski66

მადლობა.

ჰასპი დავძებნე ნეტში და გადავიკითხავ ახლა უფრო დეტალურად. არ ვიცოდი ასეთი სტანდარტი თუ არსებობდა.


მეგობრებო, თქვენ არ გაქვთ მოსავალი? გვითხარით რა მიიღეთ და რამდენი, კმაყოფილი ხართ თუ არა, რა ისწავლეთ სამომავლოდ და ა.შ. smile.gif საინტერესოა თქვენი აზრები

Posted by: GEORGEXIII 29 Aug 2017, 15:24
გამარჯობათ მეგობრებო!!!


ე.ი გუშინ შევესწარი ორი ქალბატონის საუბარს ერთადერთი ხის სახელი ვერ გავიგე ან მანამდე ქონდათ ნახსენები და ყოველ წუთას არ გაიძახოდნენ...


1ჰექტარზე რომ გაშენდეს უნდა 5 000ლარიო. ვერ იტანს ჭაობიან ადგილებსო და წყალი უყვარსო....

2ჰექტარზე რომ გაააშენო და არ დაიზარო უცხოეთში გაიტანოვო 250-300K ლარს ტოვებსო...

6წელიწადში იზრდება და უნდა მოჭრაო მერე ისევ ხელახლაო... ხისმასალად ხმარობენო.


ხომ არ გსმენიათ რამე მსგავსი?

პ.ს გურიაში აქვთ ბევრი უკვე გაშენებულიო.

Posted by: kaxaberski66 29 Aug 2017, 15:46
GEORGEXIII
პავლონია მომავლის ხე.-თემა რომ არის, ეგ თემა ნახე.

Posted by: sandroia 29 Aug 2017, 16:31
QUOTE
მეგობრებო, თქვენ არ გაქვთ მოსავალი? გვითხარით რა მიიღეთ და რამდენი, კმაყოფილი ხართ თუ არა, რა ისწავლეთ სამომავლოდ და ა.შ.  საინტერესოა თქვენი აზრები

წელს პირველად კარტოფილი მივიღე 20 კილოზე 3 მეშოკი smile.gif
მომავალ წელს უფრო ბევრს მივიღებ, იმიტომ რომ ბევრი ნიუანსი არ გავითვალისწინე
სტაფილო ავიღე ცოტა და მაგასაც მომავალ წელს გამოვასწორებ

Posted by: KasperRiters 29 Aug 2017, 18:34
sandroia

მშვენიერი smile.gif

სად გქონდა დათესილი? რა ნიუანსები არ გაითვალისწინე?

Posted by: levani169 29 Aug 2017, 20:27
GEORGEXIII
QUOTE

1ჰექტარზე რომ გაშენდეს უნდა 5 000ლარიო. ვერ იტანს ჭაობიან ადგილებსო და წყალი უყვარსო....

2ჰექტარზე რომ გაააშენო და არ დაიზარო უცხოეთში გაიტანოვო 250-300K ლარს ტოვებსო...

6წელიწადში იზრდება და უნდა მოჭრაო მერე ისევ ხელახლაო... ხისმასალად ხმარობენო.

ალბათ ყბადაღებული პაოლონია და ........... ტოვებსო,ხმარობენო,ასეო,ისეო..........არც თუ ისე ახლოა რეალობასთან.

Posted by: GEORGEXIII 30 Aug 2017, 13:37
levani169
ხო გავიგე სახელი უკვე და ბევრი ინფო წავიკითხე და რაც შემეძლო მაჰრად დავიკიდე

Posted by: KasperRiters 31 Aug 2017, 15:44
მეგობრებო, განცხადება უნდა გავაკეთო smile.gif) ამ თემის გახსნიდან 3 თვის გასვლის და 39 გვერდის გავსების შემდეგ ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ სოფლის მეურნეობაში ჩემი გადაბარგების შანსი ჯერჯერობით არ არის - ფრიადი გამოუცდელობის გამო.

მადლობელი ვარ თქვენი, ვინც დრო არ დაიშურეთ და სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობის ნამდვილი სურათი დაგვანახეთ.

ვაღიარებ, რომ ზედაპირული წარმოდგენა მქონდა ამ ყველაფერზე და ვერ ვხვდებოდი რამხელა მუშაობა, დრო და ნერვებია საჭირო იმისთვის, რომ მეურნეობა ააწყო ნორმალურად. ჩემი წარმოდგენები მიამიტური იყო რეალობასთან შედარებით.

მიუხედავად ყველაფრისა, მე ვრჩები სოფლის მეურნეობის მოყვარულად და თუ დღეს ვერ შევძლებ ამ საქმიანობაში ჩართვას, იმედს ვიტოვებ რომ მომავალში მაინც მომეცემა ამის შესაძლებლობა.

ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის დავაფასებ თქვენს შრომას - თუნდაც მხოლოდ იმის გამო, თუ რამხელა ნებისყოფა, თავდაჯერებულობა და სამყაროსადმი რწმენაა საჭირო დღევანდელ დროებაში იმისთვის, რომ ჯიუტად აკეთო ეს საქმე, მიუხედავად აუარება წინააღმდეგობებისა. ეს თვისებები საუკეთესოა, რაც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩემი აზრით და სწორედ ასეთი ადამიანების არსებობის გამო ვფიქრობ რომ ცხოვრებას აზრი აქვს.

იქამდე კი სოფლის მეურნეობაში ჩემი წარმოდგენების კიდევ უფრო მეტად დასაკორექტირებლად (მომიტევეთ წერა-კითხვას და ოფისში ჯდომას არ გავცდენილვარ ზრდასრულობის შემდეგ, სოფელში ჩემი "გამოცდილება" ბავშვობის დროით შემოიფარგლება), შემიძლია წავიმუშაო კიდეც სოფელში მოხალისედ. თუ ვინმეს გაქვთ ასეთი შესაძლებლობა, და სურვილი რომ დამეხმაროთ განვითარებაში, ინტერესით განვიხილავ.

გამოუცდელი ადამიანის მეურნეობაში შეშვება მესმის რთულია ნებისმიერი მეურნისთვის მაგრამ შესაძლოა ისეთ საქმეში გჭირდებოდეთ დახმარება, რაც სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვს smile.gif

ამიერიდან უფრო მეტი ყურადღებით მოგისმენთ და უფრო ნაკლებად მექნება ნაჩქარევი დასკვნების გაკეთების სურვილი smile.gif

Posted by: kaxaberski66 31 Aug 2017, 19:10
KasperRiters
საინტერესო კაცი ხარ. შეგიძლია ადამიანს მოუსმინო და სწორი დასკვნები გამოიტანო. არ ხარ ზოგივით გაჯიუტებული, შემიძლია და მორჩას რომ იტყვიან. ისიც კარგია რომ ფარხმალი არ დაყარე და გამოცდილების მიღება გინდა.
მე რომ ვიყო ძველებურად ფერმერი, აუცილებლად წაგიყვანდი ჩემთან იმდენი ხნით რამდენსაც გაქაჩავდი. biggrin.gif
წარმატებებს გისურვებ როგორც შენს საქმიანობაში, ისე შენს სურვილში, რომ დააგროვო ცოდნა სოფლის მეურნეობის დარგებში.

Posted by: KasperRiters 1 Sep 2017, 09:50
kaxaberski66

დიდი მადლობა. სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენთან smile.gif

სიჯიუტე არ მაკლია მაგრამ აქ ისე ნატურალისტურად დახატეთ სინამდვილე, რომ ჩემი ვარდისფერი სათვალეები უძლური აღმოჩნდა smile.gif

Posted by: gioc 5 Sep 2017, 11:16
ყველას მოგესალმებით.
kaxaberski66
შეიძლება შენი ნომერი რომ მომწერო? ან სად შეიძლება თქვენი წარმოებული ყველი რომ ვიყიდო. 1 თავი მინდა

Posted by: kaxaberski66 5 Sep 2017, 11:19
ერთ შემთხვევას კიდევ გავიხსენებ ჩემი ფერმერული ცხოვრებიდან.
1995 წლის თებერვალია. დილაა, ფერმაში მე და მამა ვართ. დილის საქმეს მოვრჩით და საქონელი უნდა გავუშვათ მინდორში.
არხის მეორე მხარეს მოდის ვიღაც კაცი. ხელში მეცხვარის კავი უჭირავს, მხარზე უნაგირი აქვს გადადებული.
არხში ჩალა იყო მოსული და გაღმა მხარე არ ჩანდა. მარტო ის ადგილი ჩანდა სადაც ხიდი გვქონდა გადებული. ხიდი რა, განიერი ფიცარი. იმ ადგილში ჩანდა ერთი 3-4 მეტრის სიფართეზე.
რომ გაგვისწორდა გვეკითხება-მწყემსად ხომ არ მიმიღებთო?
მამაჩემმა უთხრა გადმოდი ჩვენს მხარესო.
გადმოვიდა. იქნებოდა ასე 50-55 წლის კაცი. დაბალი, ჩადგმული მწითური კაცი.
მე ვეკითხები ვინ ხარ, საიდან მოდი ხარ მეთქი.
მეუბნება- თუშებთან ვიყავი სამი თვით მწყემსად, ის დრო ამოიწურა რაზედაც შევთანხმდით და წამოვედიო.
სანამ სახელს ვკითხავდი, მამაჩემმა ჰკითხა- შენ ილო არ ხარ ცხოვრებოვიო?
იმანაც კი ილო ვარო.
ერთი სიტყვით მივიღეთ მწყემსად. ჩვენ სულ მწყემსის გაჭირვება გვქონდა და აგერ სამპრიშოლა მოვიდა, უარს როგორ ვიტყოდით.
საქმის მცოდნე კაცი იყო. არაფერი ეზარებოდა. ჩვენც კმაყოფილები ვიყავით. საქონელსაც გულისყურით ექცეოდა და ძაღლებსაც არ ივიწყებდა. დილა-საღამო ვერ დაასწრებდი ძაღლების ჭმევას. ძაღლებსაც შესაბამისად შეუყვარდათ ეს კაცი.
ეხლა საღამოთ საქმის შემდეგ ვახშმად რომ ვჯდებოდით, ცოტა ღვინოსაც ვსვამდით და ვსაუბრობდით.
ვეკითხები, რომელი სოფლიდან ხარ მეთქი.
ახმეტის რაიონიდან, სოფელ მაღრაანიდან ვარო.
რამდენი კაცი ან ოჯახი ცხოვრობს თქვენს სოფელში?
მპასუხობს, კაცი არ ვიცი და იქნება ასე 80 ოჯახიო.
იდევ ბევრი რამე გამოვკითხე. საუბრისას სიტყვებს აბრტყელებდა და ნელი საუბარი ჰქონდა. ხშირად საუბრობდა ჭიდაობაზე. მეც მიყვარს ჭიდაობა და ასე ტკბილად ვმუსაიფობდით ძილის წინ.
გავიდა დაახლოებით ორი თვე. აპრილის თვეა. დღე გადიდდა და სითბო ჩავარდა.
ერთ დილასაც გავიღვიძე, ავდექი და ილო არ არის. გავიხედე გამოვიხედე, ფერმაში შევედი. ვათვალიერებ არ არის. მე დავიწყე საქმიანობა, მერე ფერმის უკან გავედი და რას ვხედავ, ცხენიც არ არის.
იმ ღამით ძაღლების ყეფა გავიგე. თითქოს ყეფით გამოეკიდნენ ვიღაცას, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. გავაგრძელე ძილი.
თურმე ილოს თოკი გადაუჭრია რომლითაც ცხენი იყო დაბმული, გაუყვანია ფერმიდან მოშორებით, შეუკაზმია თავისი უნაგირით, მერე შემჯდარა და გაუქუსლია. სწორედ მაშინ ატეხეს ძაღლებმა ყეფა.
ეხლა ჩვენი აზრით, ვაცადეთ ერთი 2-3 დღე რომ მისულიყო სახლში და მერე მე და ჩემი ძმა დავსხედით მანქანაში და წავედით მაღრაანში როგორც მან გვითხრა მის საძებნელად.
მაღრაანში ხალხში ვიკითხეთ, არავინ იცნობდა ასეთ კაცს. მივედით სოფლის საბჭოში და გვითხრეს რომ მათსოფელში მასეთი კაცი არავინ ცხოვრობდა.
მერე დავიწყე კაცის აღწერა თუ როგორი იყო გარეგნობით, საუბრით, რომ უყვარდა ჭიდაობაზე საუბარი და ასე შემდეგ.
ერთი კაცი მეუბნება, შენ რომ აღწერე მასეთი კაცი ცხოვრობს სოფელ დუმასტურშიო, მაგრამ არ ვიცი რა ჰქვია. ერთი ქურდბაცაცა კაცია, სულ თექალთო გადაკიდებული დადისო და ცხენებსაც ეგ იპარავსო.
ვიკითხეთ როგორ უნდა მივსულიყავით დუმასტურში.
გვითხრეს სამანქანო გზით მისასვლელიც და ტყე-ტყე გადასასვლელიც. მაგრამ ტყით გზა ცუდია და საშიშიც არისო, მაგრამ შედარებით ახლოაო.
ავირჩიეთ ტყით გადასასვლელი, რადგან დრო ცოტა გვქონდა და უნდა მოგვესწრო მოძებნა ერთ დღეში.
ვიარეთ ტყე-ტყე ალბათ ერთ6-7 კმ. და გავედით სოფელში. ვიკითხეთ სოფლის საბჭო. გვითხრეს რომ იქ რამოდენიმე სოფელს ერთი საბჭო ჰქონდა და იყო ხალაწანში. რადგან კვირა დღე იყო საბჭოს თავკაცის სახლი მიგვასწავლეს და სახლში მივადექით იმ კაცს.
საბჭოს თავკაცს უცხოვრია ზემო ხალაწანში. ძალიან ლამაზი და ზღაპრული ადგილი იყო მთებში მოქცეული. საერთოდ მე მთა ძალიან მიყვარს და ასეთი ლამაზი ადგილი მე სხვა არ მინახია.
მივედით, კაცმა მიგვიღო. მოგვისმინა. მერე სუფრა გაგვიშალა, დაგვაპურა და მიგვასწავლა როგორ უნდა მივსულიყავით დუმასტურში.
ილო რომ მეუბნებოდა, ჩემს სოფელში 80 ოჯახი ცხოვრობსო, დუმასტური ყოფილა 80 კომლიანი, ხოლო მაღრაანი, ვითომ საიდანაც იყო 250 კომლიანი ყოფილა.
ზემო ხალაწნიდან ჩამოვედით ჩამოვედით შუა ხალაწანში, მერე გავიარეთ ქვემო ხალაწანი, მარჯვნივ გავუყევით ალაზნის პირს და მივადექით ილოს სოფელ დუმასტურს.
ვიკითხეთ სოფელში და იოლად არავინ გვითხრა სად ცხოვრობდა. მერე ხერხი ვიხმარეთ. ვითომ მწემსი გვჭირდებოდა და მწყემსების საძებნად ვიყავით, ილოს კი მამაჩემი იცნობდა და იქნებ წამოსულიყო ჩვენთან მწყემსად.
მერე კი მიგვასწავლეს. თურმე მისი სახლი ყოფილა სოფლის განაპირას ტყის პირზე. მას შემდეგ სახლი აღარ იყო, ხოლო გზას თუ გავუყვებოდი ალბათ 1-2 კმ ში იყო პანკისის ხეობის ბოლო სოფელი ალაზნის მარცხენა ნაპირზე ომალო.
დუმასტურში ოსები ცხოვრობენ, ომალოში ქისტები. იმ დროს ჩეჩნებსა და რუსებს შორის გაგანია ომი იყო და აქაც ოსებსა და ქისტებს შორის დაძაბულობა ყოფილა.
მივედით ილოს სახლში დავიძახეთ და ცოლი გამოვიდა. ვკითხეთ სად იყო ილო და გვითხრა არ ვიციო, რამდენიმე თვეა თუშებთან არის მწყემსადო.
რა უნდა გვექნა. ვიფიქრეთ, უკვე მეოთხე დღე დამთავრდა რაც ცხენი მოგვპარა და თუ სახლში წამოვიდოდა, კი უნდა მოსულიყო სახლში ოთხ დღეში. გავცდით ილოს სახლს ერთი 100 მეტრით და შევარჩიეთ ისეთი ადგილი ტყის პირას საიდანაც ილოს სახლი კარგად ჩანდა და თუ სახლში მოვიდოდა უეჭველი დავინახავდით.
დაღამდა. იქნებოდა 9 დან 10 საათამდე. მოვიდა ჩვენთან ერთი მანქანა რომელშიც იჯდა სამი ბიჭი. გვეკითხებიან რატომ ვიდექით იქ და რას ვაკეთებდით.
ვუთხარით მწყემსის საზებნად ვიყავით და ვერ ვიშოვეთ, ხვალ დილით გავაგრძელებდით ძებნას.
აქ ნუ დგევხართო, ან აქეთ დუმასტურში შემოდით, ან იქით ომალოში შედითო. ორი კვირის წინ ქისტებმა ორი კაცი მოკლეს, ალაზანში გადაყარეს და ჩვენ დაგვბრალდაო, ასე შუაზე არც იქით და არც აქეთ ყოფნის უფლებას ვერ მოგცემთო. გვითხრა წამოდით ჩემთან და ჩემს სახლთან გაჩერდითო.
სახლთან მიგვიყვანა გაგვაჩერა და თვითონ შევიდა სახლში.
ერთი საათის შემდეგ ძმა მეუბნება, მე ამ კაცის ადგილზე თუ კაცს სახლამდე მოვიყვანდი, იმ ღამეს სახლშიც გავათენებინებდიო. არ მომწონს მე ეს და მოდი მატანში მეგობარი მყავს და იქ გავათენოთო.
ის ღამე მატანში დავრჩით და მეორე დღით სახლში დავბრუნდით. ვიფიქრეთ შეიძლება ილო კიდევ ერთი კვირა არ მისულიყო სახლში და როდემდე ვუდარაჯებდით?
ბოლოს კი უნდა გითხრათ რომ ის ცხენი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ვიპოვეთ გაუბედურებული.
ესეიგი თავისით მოსული მწყემსი ერთ შემთხვევაში ტრანგალეტკა ზურაბა კარგი კაცი გამოგვადგა, მეორე შემთხვევაში, ილო ქურდბაცაცა გამოდგა.

Posted by: maverick16 5 Sep 2017, 11:53
QUOTE
ტრანგალეტკა ზურაბა

up.gif lol.gif

Posted by: aca baca banci bunca 6 Sep 2017, 22:47
რაჭაში ამბროლაურის რაიონში მინდა გადაბარგება. ნუ ფაქტობრივად ნულიდან. რას ველოდო სახელმწიფოსგან?

მინდა მიწა გამომიყონ.
მინდა რომ ელემენტარულ სარის მოჭრაზე ჯარიმა არ ამარტყან. ვაზის ჩაყრას ვაპირებ, ოთხი წელი ის მე მოსავალს არ მომცემს მაგრამ შემოღობვა ხომ უნდა? ასევე ხეხილი და სხვადასხვა მრავალწლიანი ნარგავები მინდა. ნუ ვვარაუდობ რომ ეზოს გარშემო ცაცხვები გავუშვა, აქაიქა ფიჭვი და მუხაც შევურიო.

სახლისთვის მასალის მოჭრა იქვე რომ გადავწყვიტო, რამე სკიტკა მექნება თუ არა, ან რა ჯდება ეგ მაინტერესებს ძალან.

დანარჩენს ჩემით მივხედავ. წყლის პრობლემა არაა იმ სოფელში, გაყვანილობა არის, თან ახალი. დენიც არის. bis.gif

სწავლას რომ მოვრჩები ხეებიც გაზრდილები იქნებიან, ვენახიც უკვე მოსავლიანი იქნება, ერთ წლიან კულტურებს კიდევ ჩემით მივხედავ.

Posted by: levani169 6 Sep 2017, 23:12
aca baca banci bunca
QUOTE
რაჭაში ამბროლაურის რაიონში მინდა გადაბარგება. ნუ ფაქტობრივად ნულიდან. რას ველოდო სახელმწიფოსგან?

მაქსიმუმ ხელი აგიწიონ გამგეობიდან და "ბარო,ბაროო" გითხრან.
QUOTE

მინდა მიწა გამომიყონ.

მთის კანონით არ ვიცი მარა ჩვეულებრივი კანონით არავინ არაფერს არ გამოგიყოფს,მაქსიმუმ აუქციონზე მონაწილეობა შემოგთავაზონ.
QUOTE

მინდა რომ ელემენტარულ სარის მოჭრაზე ჯარიმა არ ამარტყან.

არ აგარტყავენ თუ მხოლოდ სპეციალური ნებართვით და რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ ტყეკაფში მოჭრი.
QUOTE

სახლისთვის მასალის მოჭრა იქვე რომ გადავწყვიტო, რამე სკიტკა მექნება თუ არა, ან რა ჯდება ეგ მაინტერესებს ძალან.

არაფერი მაგრამ რატომ ფიქრობ რომ უნდა გქონდეს,უცხოელი ინვესტორი ხარ,პარლამენტის დამსახურებული მოღვაწე თუ მიტროპოლიტი?

Posted by: aca baca banci bunca 7 Sep 2017, 01:51
levani169
რავი იცლებაო სოფლებიო და პროგრამები არისო.

ქოცეთის (გვარს და სახელს არ ვიტყვი) დეპუტატთან სუამავალი მყავდა და მუნიციპალიტეტში თხოვნის წერილი შეიტანოსო. მისცემენო. საცხოვრებელი თუ არ აქვს არსებობს ასეთი ალბათ პროგრამის ნაწილია ხზ, მოკლედ კოტეჯს აუშენებენო. იმ პირობით თუ მუდმივი მაცხოვრებელი იქნებაო. პრობლემები თუ შეექმნება დამიკავშირდესო. ქოცი უნდა ვიყო ანუ?

Posted by: levani169 7 Sep 2017, 11:58
aca baca banci bunca
ანუ მთასთან დაკავშირებულ კანონს ეხება და უნდა გაეცნო დეტალურად.

Posted by: sandroia 7 Sep 2017, 14:41
KasperRiters
QUOTE
sandroia

მშვენიერი

სად გქონდა დათესილი? რა ნიუანსები არ გაითვალისწინე?

არაგვისპირში მქონდა დათესილი
რომ დავთესე კარტოფილი ორმოები ღრმად მომივიდა ამოღება, ხოდა შიგნით მიწა ფხვიერი არ იყო, ამიტომაც ვერ გაიზარდა დიდები. ამოღების დროს დავაკვირდი სადაც ფხვიერი მიწა იყო იქ იყო დიდები გაზრდილი.
აგრეთვე მორწყვა დააკლდა როგორც ვატყობ, მოგეხსენებათ როგორი გვალვა იყო წელს და ამიტომაც ხშირად უნდოდა მორწყვა...
მერმის ვაპირებ რომ ოდნავ პატარა სიღრმის კანაო გავაკეთო თოხით და 20 სანტიმეტრის დაშორებით ჩავყარო კარტოფილები
რომ ამოვა მერე შემოვუთოხნო გარეშემო კარგად
აგრეთვე ნაკელი არ შემიტანია
წელს ვაპირებ შემოდგომაზე შევიტანო ნაკელი, ეგეც დიდი +-ს მისცემს
ხახვზეც იგივე დამემართა

სტაფილო საერთოდ არ გამიმარგლავს და მაგიტომ არ მოვიდა smile.gif))

პომიდორი ერთი პარტია მოვილიე უკვე, ეგეც 2 კვირით ბათუმში წავედი და რომ არ ირწყვებოდა გახმა და ცუდი მოსავალი მომცა
ეხლა მეორე პარტიაც მაქვს დარგული და ჯერ კაი პირი უჩანს

კიტრებიც მქონდა მაგრამ ეგეც უცოდინარობით ჰა ჰა 2 კილო თუ ავიღე smile.gif)))
მაგასაც გამოვასწორებ მერმის smile.gif))

აგრეთვე მალინის გაშენება მინდა ერთი 100კვ-ზე თუ შევძელი

Posted by: KasperRiters 8 Sep 2017, 18:18
sandroia

წარმატებები მომავალში smile.gif




Posted by: KasperRiters 9 Sep 2017, 22:43
დღეს ვიყავი მუხრანში, მივათვალიერ-მოვათვალიერე. მომეწონა სოფელი, განვითარებული და ხალხმრავალი ადგილები, ადგილობრივი ეკონომიკაც აქვს, მიწებიც ბევრია

თუმცა


მილიანერობა უნდა ყველას biggrin.gif

$5 დოლარი კვადრატული, $3 დოლარი კვადრატული. თან ცარიელი მინდორი, არც ხე, არც ღობე, არც კომუნიკაცია...

ინტერნეტში უფრო იაფად დევს მიწები

Posted by: kaxaberski66 10 Sep 2017, 00:05
gioc
დღეს წავიკითხე შენი თხოვნა. 599-94-50-68

Posted by: rainbow jeanne 11 Sep 2017, 13:08
გამარჯობა,
თქვენი რეკომენდაცია მჭირდება,თუ არ დაიზრებთ.
სახლისთვის მინდა ლურჯი მოცვი,2-3 ძირი.დიდ ქოთანში,რომ ჩავრგო და დავდგა ეზოში გაიხარებს თქვენი აზრით?
ეზოში ბეტონია დასხმული და მაგიტომ ვერ დავრგავ.
და თუკი ქოთანში შესაძლებელია,მაშინ სად იყიდება ნერგები ხომ არ იცით?
მადლობა წინასწარ

Posted by: nmnn 15 Sep 2017, 19:30
QUOTE (vano22 @ 10 Jun 2017, 17:09 )
kaxaberski66
ვინც ფულს აკეთებს ყველას აწყობს უკონტროლობა და მექრთამეობა და ძალაც მაგათ ხელშია დღეისათვის.



ინაველ
ხილის მოყვანა_საოჯახოთ
ბოსტნეული_მცირე მაშტაბით
ვენახი_ზარალია
მეფრინველეობა_რისკიანი და ძნელი
ძროხა ღორი_პროდუქტის რეალიზება ჭირს
ფუტკარი_თუ არ ამთაბარებ დიდი ვერაფერია


1 ჰა ხილის ბაღი მსხმოიარობაში შესვლამდე 7000-8000 მაინც დაჯდება მიწის ყიდვიანათ

100 კვადრატ ხარისხიან სათბურს 2-3000 უნდა

ფრინველი თუ გყავს სხვა საქმისთვის ვეღარ მოიცლი. 5000 ამას უნდა შენობიანათ მცირე რაოდენობაზე (100-200ფრთა

10 ძროხა 20 000
10 დედა ღორი 15 000
+ შენობა 10-15 000 დაჯდება

ფრინველზე ვერ დაგეთანხმები...წიწილების პატარა ფერმა მქონდა შარშან ფერმა რა...ერთი პატარა ოთახი იყო...1000ფრთა მყავდა,ხოდა დაწყობილი ფული თუ გაქ სადღაც 5000-6000მდე ეგეც თავიდან (თაროების მპეყობა,საკვებურები გათბობა და წყლის ჭურჭელი+საკვები პრემიქსი და წამლები)მშვენივრად გახვალ ფონს,20დღიდან უნდა დაიწყო გაყიდვა,ადგილები თუ იცი სადაც უნდა გაყიდო ზოზინით 2თვეში მაინც გაყიდი +სახლშიც მოგივა კლიენტები მერე 2-3ჯერ რო იყოლიებ..ცუდი ისაა რო თითქმის 24საათი იქ უნდა იჯდე ,ძან შრომატევადია და რთული,მაგრამ ღირს...მერე გზები დავამუღამე სვანეთში, ნუ იქ უფრო ძვირად ყიდი თავისთავად,3,5ლარიან წიწილს იქ 5ლარად ვყიდდი,ხოდა მარტო სვანეთში ორ დღეში 1000დოლარი ავიღე..აქედან მინიმუმ 1200ლარი სუფთა მოგება იყო...ხო კიდე 100ფრთა სანაშენოდ დავიტოვე პატარა ბავშვები მყავს და მეთქი თან დავუკლავ ხოლმე მალმალეთქო..დიდის რჩება ძვირი ჯდება მაგრამ გაზაფხულზე ბალახზე მყავდა სანახევროდ და ხარჯიც არ მქონდა იმდენი, მერე გაზრდილები ერთ ქალს მიყავდა რესტორნებისთვის 15-18ლარად, ერთი ქათამის ხარჯი გამოდიოდა 5ლარი,სუფთა 10-13ლარი მრჩებოდა. ..თან უკვე ჩვეულებრივად ვუვლიდი როგორც სახლის ქათამს,ცოტა ბევრი კი დავწერე მაგრამ შრომა თუარ გეზარება მაგარი რამეა

Posted by: shuma89 15 Sep 2017, 20:13
იხვები მყავს პეკინური, შარშან ზამთარში დედალ-მამალი მყავდა ერთი წყვილი, სულ 5-8 ცალი კვერცხი ვზიდე ინკუბატორში, ახლა 8 დედალია საახალწლოდ კვერცხის დება უნდა დაიწყონ, კვირაში საშუალოდ 4-5 კვერცხს დებდა ის ერთI, ამათგანაც ასე ველი, მოკლედ კვირაში 25 კვერცხს მივიღებ, ყოველ ორ კვირაში ვიფიქრე ჩავალაგებ ინკუბატორშიმეთქი, მაგრამ სად წავიყვანო ამდენი იხვი მერე მაგას ვფიქრობ biggrin.gif 100 კვერცხიდან 80 მაინც გაიზრდება თუნდაც ერთI თვის ნაჩეკი ვერსად მიმყავს ფაქტიურად.

ეზო მაქვს ბლომად ადგილიც, ერთი პრობლემაა ქალაქში ვარ biggrin.gif ზესაფონში ქალაქის ტერიტორიაზე, წყალი ჭირს სამწუხაროდ sad.gif


როგორც ბიზნესი გამოდგება ვითომ?

აჯამეთში მაქვს ჩემი სახლიდან 30 კილომეტრში ბლომად ნაკვეთი 28000 კვადრატი, შენობა 60 კვადრატი, მობეტონებული, ვინმე თუა იმერელი აქ და აინტერესებს მსგავსი საქმე შეგვიძლია შევთანხმდეთ.
მე ვერ მოვიცლი იქ რო დავჯდე, კვირაში 2 დღე მაქსიმუმ.
იმ ადგილში პატარა ღამის გასათევიცაა ორი ადამიანისთვის საკმარისი პირობებით, ელემენტარული საჭმლის შეჭმას შეძლებ, ჭა არის, დასაძინებელი ადგილიც, შუქი არის, გაზი ჭიშკართანაა მოყვანილი.

ვინმეს თუ ენდომება ძალიან ლოიალურ პირობებზე დავთანხმდები smile.gif ბევრი მოთხოვნა არ მაქვს, უბრალოდ ვერ ვიტან უქმად რო მაქვს მიწა მიტოვებული. 1-1.5 ჰექტარს დახნავდა კაცი სიმინდისთვის.
თუ ვინმეს დააინტერესებს აქ ვარ.

593 41 10 56 ბექა.

შემოსავლებისა არ ვიცი, მაგრამ საჯიშეებს სახლში ისეთი პირობები შემიძლია შევუქმნა, რომ თვეში 100 კვერცხი იქნება, 80 იხვის ჭუკი უნდა გაიზარდოს საშუალოდ.
ყოველ თვეშI ასე იქნება სანამ ძალიან არ დაცხება, მერე ჩერდებიან 2 თვე მაინც კვერცხის დებას ტოვებენ, მგონი ეს მხოლოდ ჩემთანაა, წყალი ვერ მაქვს ბლომად დააა . . .
50-55 დღის მაქს 60 დღის იხვი 2.4-2.5 კილოგრამია, დაახლოებით 5-8 ცალი დავკალი, ცოცხლადაც ავწონე და გასუფთავებულიც, 73-78 პროცენტი რჩება სუფთა ხორცი წონიდან.
გასაღებაზე თუ რაიმე გეგმა ექნება კაცს და ამ ბიზნესით დაინტერესდება აქ ვარ შემეხმიანოს.

Posted by: KasperRiters 16 Sep 2017, 19:57
მოკლედ დღეს კაი დღე იყო smile.gif კარგი ადამიანი გავიცანი - აქაური levani169 (და მისი ოჯახი) smile.gif

საჯაროდაც გადავუხდი მადლობას კეთილი დახვედრისთვის და ადამიანობისთვის. მადლობა ლევან. და კიდევ მადლობა არაჩვეულებრივი ღვინისთვის smile.gif

ღვინოს პრეტენზიულად ვუდგები ხოლმე და ცოტა ვნერვიულობდი სანამ ლევანის საფერავს გავსინჯავდი. უხერხული იქნებოდა ჩემს პრეტენზიული გემოვნებას რომ არ მოსწონებოდა ამ კაი კაცის შრომის ნაყოფი. თან მე თვითონაც კარგი, კარგი კი არა, ძაან მაგარი ღვინის ძიებაში ვიყავი და გულით მინდოდა რომ ისეთი ღვინო დამხვედროდა, რომელიც ჩემს მოლოდინებს გადააჭარბებდა.

ჰოდა ასე აგიხდეთ ყოლიფერი კაი wink.gif

პირველივე ყლუპმა პირდაპირ სასწაული გემოების ტალღები წამოიღო! მოიტანა და მოიტანა biggrin.gif

ღვინის არომატი ხავერდოვანი, სხეული ახოვანი, ფერი სისხლის, გემო ტალღებიანი - მოკლედ ძალიან მაგარი ღვინოა!

საფერავი ბევრნაირი გამისინჯავს, წლებია საფერავს მივირთმევთ ოჯახში - ან ბოთლისას ანაც საოჯახოს (საგარეჯოს, ბაკურციხის, გურჯაანის და ხაშმის მქონია სხვადასხვა დროს). ჩემი გამოცდილებიდან, ლევანის საფერავი საუკეთესოა მათ შორის, რაც კი აქამდე გვქონია.

აი ასეთი ბედნიერი დღე იყო დღეს smile.gif

Posted by: levani169 16 Sep 2017, 20:15
KasperRiters
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif
მამაშენთან ქეიფის მუღამი როგორ არ დამაჭერინეთ ბიჯო.მაგრად მომეწონა ,ძაან კაი კაცია.სიამოვნებით ვიქეიფებდით მე და რეზო ძია!(აბა შენ მძღოლობა გირჩევია და რა გიყო ძმაო! lol.gif lol.gif lol.gif ) 2kiss.gif

Posted by: KasperRiters 16 Sep 2017, 20:20
levani169

biggrin.gif ჰოო კაი დროს ჩავერიე თორე მამაჩემს სახეზე ეტყობოდა ყაბულს იყო biggrin.gif თეთრიც კაი გქონდა wink.gif

Posted by: kaxaberski66 17 Sep 2017, 00:59
levani169
KasperRiters
თქვენ გაგიმარჯოთ ღმერთმა. გამახარეთ.
ერთი ეგაც გაგვაგებინეთ, ქალაქში ილაღობეთ თუ სოფელში?
ერთი ორი თვის უკან მეც დავპატიჟე გია1970 დავპატიჟე და ბოლომდე საქმე ვერ მივიყვანე. ზაფხული იყო, მე ქალაქში ვიყავი და ოჯახი სოფელში(ეხლა სიღნაღელები მცემენ სიღნაღს სოფელს რატომ ეძახიო. სოფელია მა რა არის.) მყავდა გაშვებული. დილით რომ გავალ სახლში 22 საათის შემდეგ ვბრუნდები.
ეხლა საცხოვრებელს ვიცვლი. კერძო სახლი ვიყიდე და იქ გადავდივარ ხვალიდან. მერე უნდა დაგპატიჟოთ ერთმანეთის გასაცნობად.

Posted by: KasperRiters 17 Sep 2017, 01:12
kaxaberski66

ლევანთან სახლში smile.gif კაი ღვინო ჰქონია და ჩავადექი რუსთავიდან ყვარელში smile.gif
* * *
განვაგრძობ თემას smile.gif

33 წლის ვარ. სად არ ვყოფილვარ, რა არ მინახავს, ევროპაც მოვლილი მაქვს და შტატებიც. კაცმა რომ თქვას შეგნებული და გააზრებული ცხოვრების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენზე მეტად განვითარებულ სამყაროში მაქვს გატარებული.

იყო დრო, გამოუცდელობის ეტაპი, როცა ე.წ. ამერიკულმა ოცნებამ წამიღო, ყველაფერი კარგი და ბედნიერი იქ მესახებოდა, ოკეანის გაღმა. მერე ჩამოვედი აქ და აქაურობას თან უკუშეგუების რთული პერიოდი გამოვიარე. შინაგანი პროტესტი მქონდა, რატომ უნდა მეცხოვრა აქ, როცა შემეძლო მეცხოვრა იქ და ბევრად უფრო ნაკლები შრომის ხარჯზე მიმეღწია უფრო მეტისთვის. კაცმა რომ თქვას, ბოლომდე ვერც გამოვსულვარ ამ უცხოური ხილიდან ჯერ.

მაგრამ დღეს ჩემი უახლოესი მეგობრის სოფელში ვიყავი, კასპის რაიონში. ამ სოფელში ბავშვობაში მირბენია სხვა ბალღებთან ერთად - ყანებში, ხევებში, მინდვრებში

მოკლედ დავდიოდი ამ სოფელში დღეს და გრძნობდი რომ სულ ტყუილია ეს მეგაპოლისები, განვითარებულობები, ოფისები და ჰალსტუხიანი სასტავი.

სასაფლაოზე ვიყავით ასულები. გრძელი სკამი იდგა დიდი ფიჭვის ძირში. წამოვწექი ამ ფიჭვის ძირს და ცას ავხედე. ქარიანი დღე იყო და კაი გემრიელად ზუზუნებდა ნიავი ფიჭვის ტოტებში.

ავხედე ცას და უცებ ყველაფერი დატრიალდა - იმ სოფელში და ჩემ სოფელში გატარებული ბალღობა, ბუნების მრავალფეროვანი სურნელება, ანკარა წყაროს წყალი, ლაღი ბუნება, ბაღები და ბოსტნები, მორღვეული ღობეები და ყურძნით გადაპენტილი ხეივნები, გიგანტური კაკლები და ხევებში მოჩუხჩუხე მდინარეები... ყველაფერი ერთად!

და ამ ფონზე თანამედროვე ქალაქებში და ურბანულ გარემოში გატარებული დრო საცოდავ არარაობად წარმომიდგა!

და როგორც არასდროს, მომინდა მქონოდა საკუთარი უბე, ყურე ამ უკიდეგანო და მრავალფეროვან სამყაროს ზღვაში, სადაც იქნებოდა ყველაფერი ის, რაც მთელი ცხოვრებაა მიყვარს და მენატრება - სუფთა ჰაერი, ხეების შრიალი, ანკარა წყარო, ბევრი მინდვრები, ნაკლები ხალხი და ბევრი თავისუფალი დრო!

აი ეს ყველაფერი დატრიალდა თავში და ვერ გავუძელი, გავიჭერი მინდვრებში და კარგად ხანს ვიბოდიალე ფიქრებში წასულმა. უკან კი სულ სხვანაირი დავბრუნდი - ისევ თავისუფალი და ისევ ბედნიერი!

მერე რა რომ ნახევარი ცხოვრება გავიარე, მერე რა რომ ვერ დამკვიდრდა ჯერ და ვერც პერსპექტიულ მომავალს ვხედავ წინ. მთავარია რომ მე მიყვარს სოფელი, ქალაქგარეთი, არურბანული და ბუნებრივი გარემო!

ჩემთვის უკვე ცხადზე უცხადესია, რომ ჩემი ადგილი, ადრე თუ გვიან, საქართველოში თუ სხვაგან, სოფელშია!

განსაკუთრებით რამდენიმე ჭიქა თეთრი ალკოჰოლური სითხის ზემოქმედების ფონზე biggrin.gif

გენაცვალეთ ყველა მეურნეს! ყველანი მიყვარხართ დაუსწრებლად biggrin.gif


Posted by: levani169 17 Sep 2017, 21:07
KasperRiters
QUOTE

ჩემთვის უკვე ცხადზე უცხადესია, რომ ჩემი ადგილი, ადრე თუ გვიან, საქართველოში თუ სხვაგან, სოფელშია!

მაგგაში ასი % გიგებ და გვერდში გიდგევარ!
ერთადერთი ალტერნატივა მომავალი საქართველოსი სოფელშია დღეს დარჩენილი.
მაგარი კაცი ხარ ჩემო ძმაო მარა ისიც იცი რომ მხოლოდ ძალიან თავისუფალ ადამიანებს ეცხოვრებათბ მხოლოდ სოფლად,როგორც სულიერად ასევე ფინანსურად, მარა ეს უკანასკნელი გაცილებით უმნიშვნელოა პირველ მოცემულობასთან შედარებით და მთავარი სულიერი განწყობაა + მზაობაა ამისთვის.კარგი ადამიანია დედაშენი და სწორ შეკითხვებსაც სვამს,ნუ ოჯახის დიასახლის შეშვენის კიდეც (და რის წინააღმდეგაც უძლური ვარ სწორედ).
კი გვიჭირს,მაგრამ ვცხოვრობთ,თავისუფლები ვართ,ამაყები და ადამიანურად ვაჟკაცები.სტუმარიც გვიყვარს ,ახალი ურთიერთობაც და არც ვორდ& ექსელზე არ ვმბობთ საჭიროების მიხედვით უარს (იხილეთ ჩაკრულო და "აგროქიზიყი" მაგალითად ვისაც კარგად იცნობ)ასე რომ შენს სოფლად დაფუძნებას და კარგ მეურნედ ჩამოყალიბებას მივესალმებით!
გეფიცები თუ რამე გამოცდილება გამაჩნია ყველა შეცდომის შედეგადაა გადაფასებული.(ანუ სულელი ვარ! biggrin.gif )
* * *
kaxaberski66
QUOTE

ერთი ეგაც გაგვაგებინეთ, ქალაქში ილაღობეთ თუ სოფელში?

ეხ,მგას თუ ლაღობა ერქვა კი,სოფელში! biggrin.gif
სახლში შეპატიჟებაც ვერ მოვახერხე იმდენად ეჩქარებოდათ მარა არ მინანია ასეთი კარგი ხალხის გაცნობა.
მრელაშვილის მოთხრობაა ასეთი "ოლოლები" და თელავის ვაჟას სახელობის თეატრი დგამდა ამ სასწაულ პიესას.
აი იქ არის ასეთი ფრაზა ადამიანობის და კაცობის შეფასების "ადამიანი",ხოდა ადამიანები გავიცანი სწორედ,ჩვენი მეგობრის KasperRiters და მისი ოჯახის სახით!
კარგ ნაცნობობას და ფორუმელობას გაუმარჯოს!

biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: KasperRiters 17 Sep 2017, 22:46
levani169

ჩემი დაკვირვებების შედეგად გაკეთებული დასკვნა ასეთია: თავდაჯერებულობის, სულიერი სისავსის და ბედნიერების განცდა სწორედ შინაგან თავისუფლებას და ნამდვილობას მოაქვს.

ახლა მე რომ ამდენს მივედ-მივედები არ ნიშნავს იმას, რომ სასწაულს ვამბობ. რომ ვუფიქრდები, ეს ჭეშმარიტება ბავშვობაშივე ვიცოდი. მერე ამირია გზა ცალკე სკოლამ და ცალკე გარემომ. ოჯახზე არაფერს ვიტყვი, ჩემი მშობლების თაობისთვის ელემენტარული მატერიალური სახსრის ქონა სამწუხაროდ საოცნებო რამ გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში განვითარებული უაზრო მოვლენების გამო.

"უნდა ისწავლო, რომ ფული გქონდეს და ოჯახი არჩინო" - ფილოსოფიამ მიმიყვანა ცხოვრების აზრის დაკარგვამდე 33 წლის ასაკში, თორემ 6-7 წლისას ყველაფერი გარკვეული მქონდა საკუთარ თავთან. მაშინ რომ გეკითხათ, რა მინდოდა გამოვსულიყავი მომავალში, გიპასუხებდით სოფლელითქო biggrin.gif

ამის ხელახლა გააზრება საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენაა ფაქტიურად smile.gif

ვორდი და ექსელი კიდევ საფუძველი არ არის, ზედნაშენია. მეც რომ საფუძველი მეგონა, ამიტო დამემხო 12 წლიანი კარიერული ისტორია თავზე, როცა მივხვდი რომ ნაღდი საფუძვლები სულ სხვაგან მქონდა, სოფელში! და არა სულისშემხუთავ ოფისში, საიდანაც უკანმოუხედავად გამოვიქეცი, როგორც კი ეს ყველაფერი გავიაზრე biggrin.gif

მივხვდი რომ მუშაობდი მხოლოდ ფულისთვის. ხვალ თუ ვიმუშავებ, მეცოდინება რომ ვმუშაობ საკუთარი ბედნიერებისთვის. და ბედნიერების ძიება, იმედი მაქვს, მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილებამდეც მიმიყვანს. თუმცა ეს პირველ ადგილზე აღარ დგას. და თან როცა შინაგანად ბედნიერი ხარ, სულაც არ გჭირდება ბევრი ფული. არადა მაშინ, როცა შიგნით სიცარიელე გაქვს, ფულით სავსე ჩემოდნებიც ცოტაა! biggrin.gif

Posted by: koba1973 17 Sep 2017, 23:37
KasperRiters
QUOTE
თორემ 6-7 წლისას ყველაფერი გარკვეული მქონდა საკუთარ თავთან. მაშინ რომ გეკითხათ, რა მინდოდა გამოვსულიყავი მომავალში, გიპასუხებდით სოფლელითქო 

ალბათ მთლად მასეც არ არის. ექვსი შვიდი წლის მე ტექნიკაზე ვოცნებობდი და სათამაშო მანქანას რაღაც პატარა ელექტროძრავს ვარგებდი, რომ ემოძრავა,16 წლისამ პირველი კომპიუტერი ავაწყე, ისე კი არა დედაპლატაზე ოპერატიულები და პროცესორი ჩაარჭე, კვება მიაერთე და ეგაა. არა ცარიელ დაფაზე სათითაო დეტალის ჩასმა მირჩილვით და მერე უძილო ღამეებით რომ ეს ყველაფერი ამემუშავებინა. დღესაც დიდი სიამოვნებით ვეცნობი ტექნიკის სიახლეებს და ოჯახსაც სოფლის მეურნეობით კი არა ტექნიკის ცოდნით ვარჩენ. მაგრამ ბუნების სიყვარული თანდათან იღვიძებს. ალბათ ღრმად სულშია ჩამარხული და ასაკთან ერთად უფრო აქტიური ხდება.
ჩემი სახლის გვერდზე მეზობლის ბოსტანია. მთელი წლის განმავლობაში მეზობლის ქალი ბოსტნეულს თესავდა და უვლიდა, ბევრს წვალობდა და იშვიათად რამე შედეგისთვის მიეღწია რადგან ჩვენთან სულ გვალვაა, წყალი კიდევ სარწყავი კი არა სასმელიც არ იყო ხოლმე აქამდე. როცა გაუმართლებდა და მოსავალს მიიღებდა მაქსიმუმ 30-50 ლარის ყოფილიყო, ხშირად მითქვამს რასაც აქ წვალობ, ის ენერგია სხვაგან რომ დახარჯო მეტი სარგებელი გექნებათქო. ამ ამბავს იმიტომ ვყვები, რომ ჩემი თავი ხშირად გამომიჭერია იმ ქალივით ისეთ საქმეს ვეჭიდები რასაც დიდი ეკონომიური სარგებელი არა აქვს, მაგრამ სულს უხარია.
მართალი ხარ ბედნიერება ფულში არ არის, მაგრამ უფულოდაც ძალიან ჭირს. ამიტომ სასარგებლოს და სასიამოვნოს თუ როგორმე დაამთხვევ კარგია.


Posted by: ჩაკრულო 18 Sep 2017, 02:08
levani169
KasperRiters
ძახილი იყო?!:smile.gif)

აბა ვის როგო და რანაიერად გამოგადგები?smile.gif

Posted by: bach_ka 18 Sep 2017, 02:40
QUOTE
ღეს ვიყავი მუხრანში, მივათვალიერ-მოვათვალიერე. მომეწონა სოფელი, განვითარებული და ხალხმრავალი ადგილები, ადგილობრივი ეკონომიკაც აქვს, მიწებიც ბევრია

თუმცა


მილიანერობა უნდა ყველას

$5 დოლარი კვადრატული, $3 დოლარი კვადრატული. თან ცარიელი მინდორი, არც ხე, არც ღობე, არც კომუნიკაცია...



წინა წელს მე და 2 მეგობარი ვფიქრობდით ზუსტად მუხრანში 1-2 ჰექტარი მიწის ყიდვას, ძირითადში ვაზისთვის, ჩავედით ვნახეთ უამრავი მიწა და გაკვირვებული დავრჩით ფასებით ეგრე იყო 5$ იწყებოდა რაც მოგვეწონა 8$ ღირდა საერთოდ, მარა ღობის გარეშე რასაც + დიდი თანხის დამატება უნდოდა, მერე გავიკითხეთ ჩერეზ-ჩერეზ და ისიც გვითხრეს ძვირიან ნერგებს თუ ჩარგავთ ხეხილზე იყო ლაპარაკი დიდი შანსია მოგპარონო, ადგილობრივმა გვითხრა.. და ბოლოს აღარ გამოვიდა ეგ საქმე
არადა მართლა კაი მიწაა მაქეთ, ამინდებიც კაია, სეტყვა იშვიათად იცის, ძაან დიდი პლიუსი აქვს რომ თბილისთან ახლოს არის ძაან, მორიგეობით ვაპირებდით მიხედვას..

შატო მუხრანის მიმდებარედ ხო საერთოდ ფასებია საშინელი თან 5 ჰექტარზე ნაკლებს არ ყიდიან იქურები, მოკლედ სურვილი გვქონდა მაგარი მაგრამ ... cry.gif

Posted by: kaxaberski66 18 Sep 2017, 09:19
KasperRiters
მშვენივრად გადმოეცი შენი შეგრძნებები.
ჩემო ლევან, მასეთი შეგრძნებები ასაკს მოაქვს.


Posted by: KasperRiters 18 Sep 2017, 09:43
koba1973

alk.gif alk.gif

QUOTE
ბედნიერება ფულში არ არის, მაგრამ უფულოდაც ძალიან ჭირს. ამიტომ სასარგებლოს და სასიამოვნოს თუ როგორმე დაამთხვევ კარგია.


აი ამან მამკლა რაა. თუ მუშაობ, ვერ ცხოვრობ და პირიქით smile.gif

bach_ka

ახლაც ეგეთივე სიტუაციაა. $5-$10 დოლარები ღირს - ცარიელი მინდვრები.

სწორედ ამიტომ მომეწონა მუხრანი - ძალიან მოხერხებული მდებარეობა აქვს, თან მიწაც კარგია. მაგრამ ორჯერ და მეტჯერ ძვირი ღირს ვიდრე კახეთში მაგალითად.

არადა მუხრანი უზარმაზარი სოფელია და ამასაც თავისი მიმზიდველობა აქვს, ყველაფერს იშოვი ადგილზე,შორს წაუსვლელად. თან თბილისთან ისე ახლოა, შეგიძლია ყოველდღე იარო, ტრანსპორტი მოძრაობს, მოკლედ ყველანაირად იდეალურია, ფასის ნაწილის გამოკლებით smile.gif

ისე კაცმა რომ თქვას არც კატასტროფული ფასებია, ჰექტარი $5,000 გამოდის მეტნაკლებობით. პროსტა ერთი 5-10 ჰექტარს რომ შეეთამაშო, მაგდენი $ არ არის. ნაკლებისთვის კი არ ღირს, 1 ჰექტარი გინდ გქონია, გინდ არა.

ჩაკრულო

smile.gif მოხერხებულობის ეტალონად გახსენა ლევანიმ უბრალოდ smile.gif ყველაფერი რიგზეა

Posted by: koba1973 18 Sep 2017, 11:26
KasperRiters
QUOTE
ექტარი $5,000 გამოდის მეტნაკლებობით

1 ჰექტარში 10000 კვადრატული მეტრია(100x100) ამიტომ 50000$-100000$ გამოდის თუ
QUOTE
$5-$10 დოლარები ღირს - ცარიელი მინდვრები.


* * *
kaxaberski66
QUOTE
ჩემო ლევან, მასეთი შეგრძნებები ასაკს მოაქვს.

+1

Posted by: ყუფარაძე 18 Sep 2017, 11:36
KasperRiters
QUOTE
ჩემთვის უკვე ცხადზე უცხადესია, რომ ჩემი ადგილი, ადრე თუ გვიან, საქართველოში თუ სხვაგან, სოფ ელშია!

განსაკუთრებით რამდენიმე ჭიქა თეთრი ალკოჰოლური სითხის ზემოქმედების ფონზე

როცა შვილები გყავს, სხვანაირი პასუხისმგებლობა გაკისრია უკვე.
მეც ბევრჯერ მიფიქრია სოფელში გადაბარგებაზე, მაგრამ ძალიან ძნელია მითუმეტეს ქართული სოფლის პირობებში, სადაც ცხელი და ცივი წყალი, ბუნებრივი აირი და კანალიზაცია არ არის. ამ ელემენტარულის გარეშე ძალიან გაუსაძლისია სოფელი.
ყინვაში ტუალეტისთვის გარეთ გამოსვლას ნუ ეხუმრები და "კრუშკით" ყოველ დღე ბანაობას (ხშირად იკიდებენ კიდეც ამ საკითხს სოფლელები),

გარდა ამისა, გზებია მოუწესრიგებელი და წვიმის და თოვლის შემთხვევაში ხშირად გაუვალი ხდება. ათასი ტალახიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ ბავშვებს სკოლამდე მისასვლელად, სკოლამდე, სადაც სწავლას დიდი ყურადღება არც კი ექცევა.
ასევე ბავშვების სპორტული განვითარების ნაკლები შესაძლებლობა არსებობს.

ამიტომ, დიდი დიდი ბავშვებს რომ დააბინავებ და გზაზე დააყენებ მერე შეძლო სოფლად გადაბარგება.

ევროპული სოფელი თუ აირჩიე, რა თქმა უნდა, ეგ სულ სხვა საკითხია. ჩვენებურ ქალაქებზე გაცილებით წინ არიან.

Posted by: KasperRiters 18 Sep 2017, 12:11
koba1973

$5-$10 სამოსახლო ნაკვეთები ღირს. სამეურნეოები უფრო ნაკლებია.

ყუფარაძე

შვილები არ მყავს. სოფელი მუხრანიც ამიტომაა კარგი. განათლების მდგომარეობა იქ როგორია არ ვიცი, მაგრამ კომუნიკაციები არის (კანალიზაციის გარდა), გზაც ასფალტიანია და სპორტს რაც ეხება - ვფიქრობ სოფელში უფრო მეტად აქტიური იქნება ბავშვი, ვიდრე ქალაქში. არ არის აუცილებელი რაიმე სპორტზე დადიოდეს მაინცდამაინც.

Posted by: koba1973 18 Sep 2017, 12:38
ყუფარაძე
QUOTE
მეც ბევრჯერ მიფიქრია სოფელში გადაბარგებაზე, მაგრამ ძალიან ძნელია მითუმეტეს ქართული სოფლის პირობებში, სადაც ცხელი და ცივი წყალი, ბუნებრივი აირი და კანალიზაცია არ არის. ამ ელემენტარულის გარეშე ძალიან გაუსაძლისია სოფელი.

ქართულ სოფელში ვცხოვრობ, სიღნაღის რაიონში. თქვენ წარმოიდგინეთ დენიც არის, ბუნებრივი აირიც, ინტერნეტიც, ასფალტიანი გზებიც და ვანა-ტუალეტიც ცივი და ცხელი წყლით.
QUOTE
გარდა ამისა, გზებია მოუწესრიგებელი და წვიმის და თოვლის შემთხვევაში ხშირად გაუვალი ხდება. ათასი ტალახიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ ბავშვებს სკოლამდე მისასვლელად, სკოლამდე, სადაც სწავლას დიდი ყურადღება არც კი ექცევა.

გზების უმეტესობა მოასფალტებულია და სასკოლო ავტობუსებიც(მარშუტკები) დადის.
QUOTE
ასევე ბავშვების სპორტული განვითარების ნაკლები შესაძლებლობა არსებობს.

ამაში მართალი ბრძანდებით. უმრავლესობა სოფლებში ერთი სპორტული წრეა და ისიც 5-6 თვეში იხურება.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც უფრო ცუდი ხარისხისაა და უფრო ძვირი სოფლებში ვიდრე თბილისში. მაგალითად ვაშლი ვერასდროს ვნახე სოფელში კარგი ხარისხის.

Posted by: ყუფარაძე 18 Sep 2017, 14:16
KasperRiters
QUOTE
შვილები არ მყავს. სოფელი მუხრანიც ამიტომაა კარგი. განათლების მდგომარეობა იქ როგორია არ ვიცი, მაგრამ კომუნიკაციები არის (კანალიზაციის გარდა), გზაც ასფალტიანია და სპორტს რაც ეხება - ვფიქრობ სოფელში უფრო მეტად აქტიური იქნება ბავშვი, ვიდრე ქალაქში. არ არის აუცილებელი რაიმე სპორტზე დადიოდეს მაინცდამაინც.

მუხრანი უფრო აგარაკია, ვიდრე სოფელი, და რადგან თბილისთან ახლოსაა, საკმაოდ ძვირია ნაკვეთები.
არ მინდა პატიოსან და მშრომელ სოფლელს შეურაცყოფა მივაყენო, მაგრამ ზემოთ დაიწერა, ნერგებს იპარავენო. ეგ ყველა სოფელში ხდება. ადამიანის განვითარებაზე სოციალური გარემო დიდ ზეგავლენას ახდენს, ამიტომ ბავშვების სოფელში გაზრდის წინააღმდეგი ვარ. ოჯახი მთავარია, მაგრამ უზრდელი და უხეში ადამიანების გარემოში მაინც მოხვდება, ბავშვს სახლში ვერ გამოკეტავ, მეორეს მხრივ, ქალაქიც არ განიცდის უზრდელების ნაკლებობას, მაგრამ სოფელში მაინც ბავშვის განვითარების ნაკლები პირობაა.
მოძრაობას რაც შეეხება, ეგ რომ შველოდეს, სოფელში ჭარბწონიანი ხალხი არ იქნებოდა.

koba1973
QUOTE
ქართულ სოფელში ვცხოვრობ, სიღნაღის რაიონში. თქვენ წარმოიდგინეთ დენიც არის, ბუნებრივი აირიც, ინტერნეტიც, ასფალტიანი გზებიც და ვანა-ტუალეტიც ცივი და ცხელი წყლით.

ასფალტიანი გზები ქალაქებში არ არის და კვირიკაშვილის სოფელში თუ ცხოვრობ, ეგ უფრო გამონაკლისია, ვიდრე ქართული სოფლისთვის დამახასიათებელი.
QUOTE
ამაში მართალი ბრძანდებით. უმრავლესობა სოფლებში ერთი სპორტული წრეა და ისიც 5-6 თვეში იხურება.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგეჩვენოთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც უფრო ცუდი ხარისხისაა და უფრო ძვირი სოფლებში ვიდრე თბილისში. მაგალითად ვაშლი ვერასდროს ვნახე სოფელში კარგი ხარისხის.

მაგაშიც და სხვა დანარჩენშიც,

Posted by: KasperRiters 18 Sep 2017, 14:40
ყუფარაძე

ვერ მივხვდი, ანუ სოფელში უფრო "ცუდი" ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ქალაქში?

ადრე მახსოვს სოფელში ბავშვის გაზრდა უფრო მისაღებად მიიჩნეოდა იქიდან გამომდინარე რომ ბავშვი უფრო თავისუფალი, ლაღი და ფიზიკურად ჯანმრთელი იქნებოდა.

ამ მოცემულობაში რა შეიცვალა? smile.gif

Posted by: koba1973 18 Sep 2017, 15:12
არ ვცხოვრობ კვირიკაშვილის სოფელში.
სიღნაღის რაიონის სოფლებში ბევრგან დაიგო გზები.

Posted by: bach_ka 18 Sep 2017, 17:27
QUOTE
ისე კაცმა რომ თქვას არც კატასტროფული ფასებია, ჰექტარი $5,000 გამოდის მეტნაკლებობით. პროსტა ერთი 5-10 ჰექტარს რომ შეეთამაშო, მაგდენი $ არ არის. ნაკლებისთვის კი არ ღირს, 1 ჰექტარი გინდ გქონია, გინდ არა.


არაა პატარა 1-2 ჰექტარი, მეტს მეტი ფულის ჩადებაც და მეტი მოვლაც უნდა, სტარტისთვის მშვენიერია მერე შეხედავ სიტუაციას და თუ კარგად წავიდა საქმე მიამატებ რა პრობლემაა..

QUOTE
1 ჰექტარში 10000 კვადრატული მეტრია(100x100) ამიტომ 50000$

yes.gif

QUOTE
$5-$10 სამოსახლო ნაკვეთები ღირს. სამეურნეოები უფრო ნაკლებია.


სამოსახლოზე არაა ლაპარაკი რატო უნდა ავაშენო იქ სახლი და ვიცხოვრო, ნახევარ საათი გინდა გზაში, ჩადი ჩამოდი..

ზუსტად სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გეუბნები, 8$ კვადრატული ანუ 2 ჰექტარზე გამოდის 160 000$ + ღობე + კომუნიკაციები თუა შესაყვანი, და უკვე კაი თანხაზე ადის ეს სიამოვნება yes.gif

Posted by: KasperRiters 18 Sep 2017, 20:58
bach_ka

კი არის $8 დოლარიანი სასოფლოები მაგრამ სოფლისგან მოშორებით გაცილებით ნაკლები ღირს სამეურნეო მიწები. აი ერთი მაგალითი https://www.myhome.ge/ka/product?id=7012232

1.5 ღირს smile.gif ეს არ ვიცოდი როცა მივდიოდი თორემ აუცილებლად დავურეკავდი ამ პატიოსან ბროკერს

Posted by: bach_ka 18 Sep 2017, 22:38
KasperRiters

ამ ბოლო დროს აღარ გადამიმოწმებია ფასები მართალი გითხრა, ალბათ არის ნაკლებიც

Posted by: KasperRiters 18 Sep 2017, 22:46
bach_ka

ძირითადად ძვირია კი, თუმცა სამეურნეოებს იაფადაც შეიძლება მიაგნო

Posted by: ყუფარაძე 19 Sep 2017, 00:11
KasperRiters
QUOTE
ვერ მივხვდი, ანუ სოფელში უფრო "ცუდი" ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ქალაქში?

ადრე მახსოვს სოფელში ბავშვის გაზრდა უფრო მისაღებად მიიჩნეოდა იქიდან გამომდინარე რომ ბავშვი უფრო თავისუფალი, ლაღი და ფიზიკურად ჯანმრთელი იქნებოდა.

ამ მოცემულობაში რა შეიცვალა?

როდინდელ ამბავს ყვები, აკაკი წერეთლის დროს რომ აძიძავებდნენ ხოლმე? ეგ თავადების კეთილი ნება იყო, რომ ბავშვები ამპარტავნები არ გაზრდილიყვნენ, სკოლამდელ ასაკში აძლევდნენ. ამ მოცემულობაში, პირველ რიგში ის შეიცვალა, რომ ბატონყმობა გადავარდა. მეორეც, ამ თემაშივე დაწერა ვიღაცამ გლეხები ერთმანეთს ნერგებს პარავენო. სხვა სოფლებშიც გამიგია, რომ ღამეებს უთევენ ხოლმე ახალ ჩაყრილ ნერგებს, რომ არავინ მოიპაროს. ჰოდა, რა ვიცი. ან მოპარვას ისწავლის ბავშვი, ან მოპარულზე ნერვიულობას და გულს აიტკიებს. ცოდოა.

Posted by: ghost471 19 Sep 2017, 00:27
ყუფარაძე
ქალაქში ოპელის სარკეების მოპარვას სწავლობეენ? რავი ჩემთან სოფელში არავინ არაფერს პარავს დღედაღამე მანქანა ღია მაქვს და საფულეც ხშირად იქ გდია მარა ხელიც არავის ჩაუყვია. ერთმა და ორმა თუ რაღაც მიქარა არ ნიშნავს რო ქალაქში უკეტესი ხალხი ცხოვრობს ან პირიქით უარესი. ქალაქი რო ნებაზე მიუშვა ისევ ისე დაიწყება საბურავების დახსნა და სარკეების მოპარვა. ქალაქს ის აჩერებს რო კონტროლია და არა ის რო საზოგადოებრივი ზნეობა მოწოდების სიმაღლეზეა

Posted by: ყუფარაძე 19 Sep 2017, 00:39
ghost471
QUOTE
ქალაქში ოპელის სარკეების მოპარვას სწავლობეენ? რავი ჩემთან სოფელში არავინ არაფერს პარავს დღედაღამე მანქანა ღია მაქვს და საფულეც ხშირად იქ გდია მარა ხელიც არავის ჩაუყვია. ერთმა და ორმა თუ რაღაც მიქარა არ ნიშნავს რო ქალაქში უკეტესი ხალხი ცხოვრობს ან პირიქით უარესი. ქალაქი რო ნებაზე მიუშვა ისევ ისე დაიწყება საბურავების დახსნა და სარკეების მოპარვა. ქალაქს ის აჩერებს რო კონტროლია და არა ის რო საზოგადოებრივი ზნეობა მოწოდების სიმაღლეზეა


ჩემი ნათესავები ვიცი, რომ დარაჯობდნენ ატმის ნერგებს, რადგან ერთხელ მოპარეს და მეორედ, სანამ გადარგვის სეზონი არ გავიდა, მანამდე ღამეებს უთევდნენ. ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევები. ნუ, კაი, ცუდი ყველგან ხდება, ზოგადად უფსკრულის პირას მდგარი ერი ვართ, მაგრამ მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ბავშვის განვითარებისთვის ქალაქში უკეთესი პირობებია.
საატესტატო გამოცდებზე ძირითადად სოფლელი ბავშვები ჩაიჭრნენ.
თუ შესაძლებლობაა, უნდა გაიჭირვო და ბავშვს ქალაქის სკოლა დაამთავრებინო.

Posted by: KasperRiters 19 Sep 2017, 01:00
ყუფარაძე

რას აკაკის აკვანი biggrin.gif

ჩემ ბავშვობაშიც ასე იყო, სოფელში გაზრდილი ბავშვი ქალაქელთან შედარებით უფრო ჯანმრთელი იყო
და მეც რაც მახსოვს სოფელში უფრო მეტი სიხალასე და სილაღე იყო ადამიანურ ურთიერთობებშიც, ვიდრე ქალაქში.

ქალაქში ათასი ჯურის ხალხია შეყრილი - თავისი ცოდნით, გამოცდილებით და ამბებით. სოფელში კი შედარებით უფრო ცალსახაა ყველაფერი - მეზობლები ან ერთმანეთის ნათესავები არიან, ან ახლობლები, ან ჩერეზ ახლობლები.

რავიცი, პირადად მე 25 წლის წინ რომ სოფელში ვინმე გამიცნია, იმათ უფრო კარგად ვიხსენებ ხოლმე ახლა რომ მხვდებიან, ვიდრე გუშინ გაცნობილ ქალაქელებს.

Posted by: kaxaberski66 19 Sep 2017, 01:24
ყუფარაძე
QUOTE
სხვა სოფლებშიც გამიგია, რომ ღამეებს უთევენ ხოლმე ახალ ჩაყრილ ნერგებს, რომ არავინ მოიპაროს. ჰოდა, რა ვიცი. ან მოპარვას ისწავლის ბავშვი, ან მოპარულზე ნერვიულობას და გულს აიტკიებს. ცოდოა.

თქენ იმას თუ ხვდებით რომ ნახევარ საქართველოს აყენებთ შეურაცხყოფას?
ქურდი და მამაძაღლი სოფელშიც არის და ქალაქშიც. მთავარი ის არის რას ასწავლიან ოჯახში. ბავშვი საშრობივით არის. მშობლებს რომ ჰგონიათ პატარაა და დიდების თემები არ აინტერესებთ, სწორედ მანდ ცდებიან.
თუ ოჯახში უფროსები ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ მოატყუა, გადააგდო, გააცურა, ქრთამი აიღო და ასე შემდეგ თემებზე. იმ ოჯახის ბავშვიც ისეთივე გაიზრდება.
თუ საუბრობენ იმაზე, რომ დაეხმარა, შემთხვევით გადმოყოლილი ფული უკან დაუბრუნა, მოხუცს ადგილი დაუთმო, აპატია და ასე შემდეგ თემებზე, იმ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ადამიანად გაიზრდება. გინდ სოფელში და გინდ ქალაქში.
QUOTE
მაგაშიც და სხვა დანარჩენშიც,

ძალიან თავდაჯერებული ბრძანდებით.

Posted by: ghost471 19 Sep 2017, 09:45
ყუფარაძე
Raxan tqvens natesavs nergebi mopares ar nishnavs ro yvelgan da yvela iparavs. Arc imaze dagetanxmebit ro tbilisshi uket iswalis vidre sofelshi. Bidzashvilma chaabara weels tbilisshi swavlobda albionshi sul emzadeboda marachemi dis klaselma uketesi qulebi aigo. Imis tqmaminda ro swavla visac unda yvelgan iswavlis. Eqskursia iyo chamosuli chem sofelshi daaxloebit 13 wlis bavshvebi da yvelani maswavlebeltan ertad sigarets eweodnen. Exla martali viqnebi ro qalaqis yvela bavshvi da yvela maswavlebeli amat shevadaro

Posted by: sandroia 19 Sep 2017, 10:07
კახეთში ხშირია მოპარვები ყურძნის და ატმის
აბა სულელები არ არიან რომ საყარაულეები აქვთ გახსნილი და ყარაულობენ მორიგეობით

არაგვისპირში დაჩებზე ყარაული ვინცაა დაქირავებული ის ტეხავს სახლებს და მიაქვს წვრილმანი რაღაცეები smile.gif)))
თუ მიედავე გეუბნება მე როცა შემოვლა მქონდა არავინ დამინახავსო smile.gif))


Posted by: ჩაკრულო 22 Sep 2017, 09:56
QUOTE (ყუფარაძე @ 19 Sep 2017, 00:11 )
KasperRiters
QUOTE
ვერ მივხვდი, ანუ სოფელში უფრო "ცუდი" ხალხი ცხოვრობს, ვიდრე ქალაქში?

ადრე მახსოვს სოფელში ბავშვის გაზრდა უფრო მისაღებად მიიჩნეოდა იქიდან გამომდინარე რომ ბავშვი უფრო თავისუფალი, ლაღი და ფიზიკურად ჯანმრთელი იქნებოდა.

ამ მოცემულობაში რა შეიცვალა?

როდინდელ ამბავს ყვები, აკაკი წერეთლის დროს რომ აძიძავებდნენ ხოლმე? ეგ თავადების კეთილი ნება იყო, რომ ბავშვები ამპარტავნები არ გაზრდილიყვნენ, სკოლამდელ ასაკში აძლევდნენ. ამ მოცემულობაში, პირველ რიგში ის შეიცვალა, რომ ბატონყმობა გადავარდა. მეორეც, ამ თემაშივე დაწერა ვიღაცამ გლეხები ერთმანეთს ნერგებს პარავენო. სხვა სოფლებშიც გამიგია, რომ ღამეებს უთევენ ხოლმე ახალ ჩაყრილ ნერგებს, რომ არავინ მოიპაროს. ჰოდა, რა ვიცი. ან მოპარვას ისწავლის ბავშვი, ან მოპარულზე ნერვიულობას და გულს აიტკიებს. ცოდოა.

რკინისებური ლოღიკაა ჩემმა მზემ lol.gif lol.gif lol.gif

მთავარია ტრაკში ტყ..რი არ ისწავლოს თორე დანარჩენ ეშველება 2kiss.gif

Posted by: ყუფარაძე 22 Sep 2017, 11:02
ჩაკრულო
QUOTE
კინისებური ლოღიკაა ჩემმა მზემ     

მთავარია ტრაკში ტყ..რი არ ისწავლოს თორე დანარჩენ ეშველება 

მოპარვით სხვას აყენებ ზიანს, და დრაქშიი ტყ..რით მხოლოდ საკუთად დრაქს, ესაა განსხვავება.

ghost471
მხოლოდ ჩემს ნათესავს არა, გაბაზრებული ამბავია, აგერ ნატახტარშიც იპარავენ თურმე. მხოლოდ ნერგებს არა, შეიძლება ღამე მოსავალიც მოგიკრიფონ, არ ვიცი თუ პირველად გესმით ასეთი რამ. სწავლას რაც შეეხება, გეთანხმებით, თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლის, მაგრამ სოფელში უფრო ცოტას უჩნდება ასეთი სურვილი, ამას დამატებული სკოლის პედაგოგები, რომელთაგან ძალიან დიდ ნაწილს თავადაც განათლების დაბალი დონე აქვს, ნიჭიერი ბავშვები ცოდოები არიან ასეთი მასწავლებლების ხელში და როგორც წესი, მშობლები ცდილობენ ხოლმე ქალაქში წაიყვანონ ასეთი ბავშვები, რომ უკეთესი გასაქანი მისცენ ცხოვრებაში.

არ ვაყენებ სოფლებს შეურაცყოფას, უბრალოდ ძალიან რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ცოდოები არიან.

Posted by: SoSeLa 22 Sep 2017, 14:25
უფ რამდენიც გინდა, იპარავენ ნერგებსაც და უჩეხავენ კიდეც. აგერ ჩემს გვერდით კაცს 12 ჰა თხილის ბაღი გაუჩეხეს და რაჭაში არ მახსოვს რომელ მარანს, მაგრამ ახალ დარგული ვაზი მოპარეს 1000 ცალი

Posted by: KasperRiters 22 Sep 2017, 17:25
SoSeLa

თხილი რატო გაუჩეხეს კი მაგრამ?

მეგობრებო, გასაგებია ეგ ამბავი, მაგრამ ეს ვერ იქნება იმხელა მინუსი რომ კაცს სოფელში ცხოვრება გადააფიქრებინოს.

სწორედ ამიტომ განვიხილავ პირადად მე ქალაქთან ახლოს სოფელს, სადაც ვიცხოვრებ და თან ქალაქში ვიმოძრავებ სამუშაოდ (საჭიროებისამებრ) და ასევე საცხოვრებელი სახლის ქონას იქ, სადაც სამეურნეო ნაკვეთი მექნება და არა ისე, რომ სახლი ალთას იყოს და ნაკვეთი -ბალთას. ასეთ შემთხვევაში ერთი კარგი დარაჯი ძაღლი მოაგვარებს ყველა პრობლემას.

მე პირადად სოფლის მეურნეობას განვიხილავ თუ მეც სოფელში ვიცხოვრებ. ქალაქში ვიყო და სადღაც 60კმში ნაკვეთი მქონდეს თავისი ნერგებით, ასეთი რამ არაპრაქტიკულია და თან ქურდბაცაცებისგან თავს ვერასდროს დაიცავ.

პ.ს. ქურდობა სოფელში ყოველთვის იყო და იქნება. მთავარია ყაჩაღობა არ იყოს. ქურდებისგან თავს სათანადო საშუალებებით დაიცავ. ბიძაჩემს 2004 წელს ე.წ. პლოშადკიდან მოპარეს მოტობლკი თავის სატვირთო მისაბმელიანად. თვითონ ამ სატვირთოდან ასე 5 მეტრში ეძინა ოთახში

Posted by: SoSeLa 22 Sep 2017, 19:34
KasperRiters
რაღაც უთანხმოება მოუვიდათ, მაგრამ თხილს მაინც რას ერჩოდა თავი გაეჩეხა biggrin.gif
გეთანხმები მაგრამ შესაძლებელია საკმაოდ დიდი დიტანციიდანაც მართო საქმე. ათასი რამეა : კამერები, დარაჯი ძაღლით და იარაღით, დაცვის სისტემა და ა.შ. ქურდობა სოფელში კი არა ქალაქში როა ეგეთი სადაა, პირველი ქურდები ბანკები არიან biggrin.gif

Posted by: KasperRiters 22 Sep 2017, 20:56
SoSeLa

biggrin.gif შურისძიების მიზნით თხილი აუჩეხა ერთმა მეორეს??? მსგავსი რამ აქამდე არასდროს მსმენია biggrin.gif სად მოხდა ეგ ამბავი რომელ რაიონში?

იმ იუზერის პოსტი მართლა კომიკური იყო. ბავშვი ქურდობას რომ დაინახავს გული გაუტყდებაო biggrin.gif

Posted by: koba1973 22 Sep 2017, 21:33
QUOTE

იმ იუზერის პოსტი მართლა კომიკური იყო. ბავშვი ქურდობას რომ დაინახავს გული გაუტყდებაო 

მაგას ეტყობა ოთხმოცდაათიანების თბილისში არ უცხოვრია. 7-8 წლიდან ბავშვები უკვე საქურდლად დაძვრებოდნენ. თუკი რამე ცუდად იდო ან საიმედოდ არ იყო ჩაკეტილი იპარავდნენ. რუსთავში ვიღაცას დაქოქილი "დვიჟოკი მოპარესო ყვებოდნენ.

Posted by: KasperRiters 22 Sep 2017, 21:39
koba1973

მამაჩემის ძმას მოპარეს, ოღონდ რუსთავში კი არა, თემქაზე biggrin.gif

ჰოდა ამიტომაც უნდა წავიდეს სოფელში კარგი ხალხი რომ დააბალანსოს სიტუაცია smile.gif)


Posted by: SoSeLa 23 Sep 2017, 00:21
KasperRiters
სენაკში, მაგრად შემეცოდა კაცი 3 თუ 4 წელი უვლიდა ახალ გაშენებულ პლანტაციას და ბრახ ერთ დღეში ფაფუ sad.gif
კაი რა ქურდი ყველგანაა და მაგის გულიზე სხვებმა თუ არაფერი აკეთეს მაშინ იყარონ მახათი biggrin.gif უბრალოდ არავის იმედზე არ უნდა იყო მარტო საკუთარი თავის და ბოლომდე უნდა მიუდგე შენ საქმეს. ისე ქართველებს მაგრად აქვს გაჯერებული რომ სხვისი ხელით უნდათ ფულის შოვნა და თან 1 დღეში. აი ებრაელები რაც არ უნდა დასცინონ თავის საქმე იციან. ისრაელი რა პატარა ტერიტორიაა და რამდენიმე სამეცნიერო დაწესებულებები აქვთ და ათას რამეს იგონებენ დღემდე.

Posted by: kaxaberski66 23 Sep 2017, 01:09
QUOTE
კაი რა ქურდი ყველგანაა და მაგის გულიზე სხვებმა თუ არაფერი აკეთეს

რა თქმა უნდა ქურდი ყველგანაა.
ეს სოფელში მოპარვის, გაუნათლებლობის და ზოგადად ცუდი საქციელის არსებობა სოფელში, ვფიქრობ დაუფიქრებლად დაწერა.
მერე კი თქვა არ დავცინი სოფელსო.
მე, სოფელში დაბადებულ-გაზრდილი საკმაოდ დიდი ხანია ქალაქში ვცხოვრობ.
ერთი შეხედვით ეტყობა ადამიანს შეხედულებაზე ქალაქელია დაბადებით თუ სოფლელი. პირველ თაობაზე ვამბობ და არა შვილებზე.
მაგრამ, საქციელზე და ზრდილობაზე როგორც პირველნი, ისე მეორენი, აღზრდიდან გამომდინარე აქვთ. და არა სოფლურ-ქალაქური.

Posted by: SoSeLa 23 Sep 2017, 01:38
kaxaberski66
მოდი ესე ვთქვათ მეგობარო, ორივეს თავის დადებით-უარყოფითი აქვს. ერთი ძერა იყო ქალაქელი და მერე ჩვენ ყველანი biggrin.gif . ადამიანი როგორიც იბადება ისეთი იქნება ბოლომდე. მეორე ის რომ ქალაქელებს ჰგონიათ რომ სოფლელები გაუნათლებლები არიან და სოფლელებს კიდე ქალაქები უტვინოები. ძალიან ბევრ შემთხვევას მოვსწრებივარ და იმიტომ ვიძახი ასე. ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავზე smile.gif ერთი ის ვიცი რომ თუ ყველამ ხელი არ მოვკიდეთ სოფლის მეურნეობას საქართველოში ნავთობმაც რომ ამოასხას მაინც ვერ განვითარდებით. ჩამოვლენ ამერიკოსები და დააპატენტებენ ნავთობს biggrin.gif . თან რა არის იცი? ძალიან დიდი მოთხოვნებია ევროპიდან და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩვენ პროდუქტზე, ერთი ითხოვენ რომ ნამუსიანები ვიყოთ მივაწოდოთ სუფთა პროდუქტი და დიდი რაოდენობა. მთელი მსოფლიო აფუჭებს, ალპობს მიწებს ამ არა ბიოლოგიური პესტიციდებით და ათასი საზიზღრობით რომ 1 კილოთი მეტი მოუვიდეს თითო ძირზე. სწორედ ამით უნდა ვისარგებლოთ რადგან ჩვენი მიწები ჯერ კიდევ ცოცხალია და ბიო პროდუქტზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

Posted by: shuma89 23 Sep 2017, 08:31
QUOTE (shuma89 @ 15 Sep 2017, 20:13 )
იხვები მყავს პეკინური, შარშან ზამთარში დედალ-მამალი მყავდა ერთი წყვილი, სულ 5-8 ცალი კვერცხი ვზიდე ინკუბატორში, ახლა 8 დედალია საახალწლოდ კვერცხის დება უნდა დაიწყონ, კვირაში საშუალოდ 4-5 კვერცხს დებდა ის ერთI, ამათგანაც ასე ველი, მოკლედ კვირაში 25 კვერცხს მივიღებ, ყოველ ორ კვირაში ვიფიქრე ჩავალაგებ ინკუბატორშიმეთქი, მაგრამ სად წავიყვანო ამდენი იხვი მერე მაგას ვფიქრობ biggrin.gif 100 კვერცხიდან 80 მაინც გაიზრდება თუნდაც ერთI თვის ნაჩეკი ვერსად მიმყავს ფაქტიურად.

ეზო მაქვს ბლომად ადგილიც, ერთი პრობლემაა ქალაქში ვარ biggrin.gif ზესაფონში ქალაქის ტერიტორიაზე, წყალი ჭირს სამწუხაროდ sad.gif


როგორც ბიზნესი გამოდგება ვითომ?

აჯამეთში მაქვს ჩემი სახლიდან 30 კილომეტრში ბლომად ნაკვეთი 28000 კვადრატი, შენობა 60 კვადრატი, მობეტონებული, ვინმე თუა იმერელი აქ და აინტერესებს მსგავსი საქმე შეგვიძლია შევთანხმდეთ.
მე ვერ მოვიცლი იქ რო დავჯდე, კვირაში 2 დღე მაქსიმუმ.
იმ ადგილში პატარა ღამის გასათევიცაა ორი ადამიანისთვის საკმარისი პირობებით, ელემენტარული საჭმლის შეჭმას შეძლებ, ჭა არის, დასაძინებელი ადგილიც, შუქი არის, გაზი ჭიშკართანაა მოყვანილი.

ვინმეს თუ ენდომება ძალიან ლოიალურ პირობებზე დავთანხმდები smile.gif ბევრი მოთხოვნა არ მაქვს, უბრალოდ ვერ ვიტან უქმად რო მაქვს მიწა მიტოვებული. 1-1.5 ჰექტარს დახნავდა კაცი სიმინდისთვის.
თუ ვინმეს დააინტერესებს აქ ვარ.

593 41 10 56 ბექა.

შემოსავლებისა არ ვიცი, მაგრამ საჯიშეებს სახლში ისეთი პირობები შემიძლია შევუქმნა, რომ თვეში 100 კვერცხი იქნება, 80 იხვის ჭუკი უნდა გაიზარდოს საშუალოდ.
ყოველ თვეშI ასე იქნება სანამ ძალიან არ დაცხება, მერე ჩერდებიან 2 თვე მაინც კვერცხის დებას ტოვებენ, მგონი ეს მხოლოდ ჩემთანაა, წყალი ვერ მაქვს ბლომად დააა . . .
50-55 დღის მაქს 60 დღის იხვი 2.4-2.5 კილოგრამია, დაახლოებით 5-8 ცალი დავკალი, ცოცხლადაც ავწონე და გასუფთავებულიც, 73-78 პროცენტი რჩება სუფთა ხორცი წონიდან.
გასაღებაზე თუ რაიმე გეგმა ექნება კაცს და ამ ბიზნესით დაინტერესდება აქ ვარ შემეხმიანოს.

. . .

. . .


. . .

. . .


. . ..


. . .

Posted by: KasperRiters 24 Sep 2017, 13:17
QUOTE
ადამიანი როგორიც იბადება ისეთი იქნება ბოლომდე

yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: gougeon 28 Sep 2017, 22:40
გამარჯობათ, საქართველოს რომელ რაიონებში ღირს კაპიკები მიწის ფასი?
აი, ხომ ამბობენ სოცელი იცლებაო, ეგეთი დაცლილი ადგილები მაინტერესებს, რამე თუ იყიდება იაფად.
მადლობთ)

Posted by: SoSeLa 28 Sep 2017, 22:46
gougeon
უფრო იქით დედოფლისწყარო, წალკა და მიმდებარე ტერიტორიები ))

Posted by: gougeon 28 Sep 2017, 22:57
SoSeLa
QUOTE
უფრო იქით დედოფლისწყარო, წალკა და მიმდებარე ტერიტორიები ))

მადლობა
მაიჰოუმზე ვათვალიერებ ხოლმე განცხადებეს, რაჭა იცლება კატასტროფა არისო და ვიფიქრე იაფი ეღირება მიწის ნაკვეთები , მაგრამ გამიკვირდა ისეთი ფასებები ღირს

Posted by: SoSeLa 29 Sep 2017, 14:26
gougeon
ამბროლაურის რაიონში მიწას ვერ ნახავ, ონში კიდე არ ღირს არაფრის გაკეთება sad.gif

Posted by: Chtulhu_Phtagn 29 Sep 2017, 14:40
SoSeLa
QUOTE
ონში კიდე არ ღირს არაფრის გაკეთებ


რატომ?

Posted by: SoSeLa 29 Sep 2017, 18:14
Chtulhu_Phtagn
გზის პრობლემაა და კაკლის ხეც კი არ იზრდება. ერთადერთი სასტუმრო მაგრამ ამბროლაურშია ყველაფერი უკვე

Posted by: gig55 10 Oct 2017, 20:47
სოფელს რა ჯობია არ მომწონს ქალაქური ცხოვრება და დამღლელი საზოგადოება, თავისუფლება მხოლოდ სოფელშია

Posted by: grou 17 Oct 2017, 20:09
shuma89
QUOTE
ამ ჯიშის ქლიავი, რომელიც ახლა უკვე სიმწიფეს ამთავრებს იმერეთში, სად შეიძლება ვიშოვო, რომელ სანერგეს უნდა მივმართო ხომ არ იცით?
არის ქლიავი, აღმოსავლეთში, გორი და ასე შემდეგ, რომელიც ორი კვირის მერე შემოვა, ახლა ქლიავის ფასი 1.5 ლარია, გორიდან ჩამოტანილი კი ორი კვირის შემდეგ შემოვა და აქ, ზესტაფონში 50 თეთრი იქნება, უკანასკნელი 3 წელია ასეა ფასები, მინდა ბევრი ნერგი, 50 მდე მეც მექნება, მაგრამ მინდა 3 ჰექტარზე გასაშენებლად, რომელ სანერგეს მივაკითხო და როგორ ავუხსნა, რამდენიმეგან დავრეკე და ვერ გავაგებინე რა მინდოდა.

ადრე წერდი ამას და მაინტერესებდა, რა ქენი იშოვე ის ნერგები რაც გინდოდა და გააშენე ბაღი?
მეც ვაპირებ და იქნებ დამეხმარო რა.
ან გამარკვიო მაინც, სად, რა, როგორ და ფასები.

Posted by: shuma89 17 Oct 2017, 22:19
ჩემთან ავარჩიე 25-30 ჯანმრთელი ძირი ამონაყარებზე.
წინა წელს 10 ძირამდე ამოვიღე და უფრო მეტი ამოვიდა, ახლა ამათ რო ამოვიღებ მომდევნო წელს მეტი იქნება, ფესვი რო გამოძრავდება.
რამდენი ვეძებე და ვერ ვიშოვე, მეც ავდგები და ჩემსას გამოვიყენებ. პატარა სანერგე გამომივიდა 3 ძირი ქლიავის ქვეშ, 1.5-2.2 მეტრი სიმაღლისებია შარშანდელის მერე ნაზარდი.

Posted by: Zmuzu 18 Oct 2017, 19:54
ინაველ
სათბური, სულ ერთია რისი. თუ საშუალება გაქვს რა თქმა უნდა. სხვა რამეებზე დრო არ დაკარგო. დანარჩენი მერე მიამატე. 5 წელია რაც სოფელში გადავედი, ხან რას მივედე და ხან რას, მაგრამ ყველაფერს საბოლოოდ ამინდი წყვეტს. განსაკუთრებით 1 წლიან კულტურებს ეხება.

Posted by: vano22 1 Nov 2017, 16:42


ავტორი-kaxaberski66

მოდით, მაშინ ერთ პატარა ამბავს მოვყვები. თანაც კარგს.
ჩვენ რომ ფერმა შევქმენით, მეღორეობით დავიწყეთ. მესაქონლეობაზე რომ გადავედით, მაშინაც ღორი მუდამ გვყავდა.
მოგეხსენებათ, სადაც ყველი კეთდება შრატი არის და ღორის გაზრდაც იოლია.
გოჭი ხურდაა და სწრაფად დასაკლავ-გასაკეთებელი. სტუმარიც ხშირად გვყავდა, ჩვენი თუ მამაჩემის ძმაკაცები.
ერთხელ მამაჩემთან მოვიდა მამაჩემის ძმაკაცი. ასე 15 წლით უმცროსი.
მამაჩემი ეუბნება. წამო ვიქეიფოთ, ეხლა ორნი ვართ და ვნახოთ ვინ აჯობებს დალევაშიო.
დასხდნენ მაგიდასთან და მამაჩემმა მოიტანა ორი ყანწი თავისი ხელით გაკეთებული.
იმ წელს ხარი დავკალით და ხარის რქებისგან გააკეთა ყანწები.
ერთი ყანწი სტუმარს დაუდო სასმისად და ერთი თვითონ დაიდო. თან ეუბნება, ყანწს მაგიდაზე ვერ დავდგამთ. ამიტომ ბოლომდე უნდა დავლიოთო.
დაიწყეს ქეიფი. ყანწებს ბოლომდე ავსებენ, დალევენ ბოლომდე და დადებენ მაგიდაზე.
ხო. დამავიწყდა მეთქვა. მამაჩემი სიმაღლით1.68 იყო, 80კგ.
ის ძმაკაცი 1.87 150კგ.
ერთი სიტყვით, ქეიფს მორჩნენ. მამაჩემი სტუმარს აცილებს და ეს სტუმარი ხან ერთ მხარეს გაქანდება წასაქცევად და ხან მეორე მხარეს.
მამაჩემიც ხან ერთი მხრიდან ამოუდგება მხარში და ხან მეორე მხრიდან.
რამოდენიმე დღის შემდეგ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, სტუმარს უთქვია, ოთახიდან გამოსვლის შემდეგ არაფერი არ მახსოვსო.
თურმე საიდუმლო რაში ყოფილა.
რქებს ყანწებად რომ აკეთებდა,ერთი ყანწი გაჰფუჭებია და ის ადგილი თავში წაუჭრია ნაჟოვკით.
გაკეთებული ყანწები რომ არწყა, თავწაჭრილი გამოვიდა 200 გრამიანი. ხოლო წაუჭრელი 250 გრამიანი.
ერთი შეხედვით, ყანწებს დიდ-პატარაობას ვერ შეამჩნევდა კაცი. პირი განიერი ჰქონდა და 1 სანტიმეტრამდე სიგანეში რაც ჩამოჭრილი ჰონდა, კი მიდიოდა 50გრამი ღვინო.
ასე გამოათრო მამაჩემმა ეს დევივით კაცი, მეხსიერების დაკარგვამდე.
* * *
ერთი მინდა გთხოვოთ. ეს ჩემი წერილი როგორ გადავიტანო საოჯახო მეურნეობა სოფელში დასხლების თემაში, მასწავლეთ რომ გაფანტული არ იყოს სხვადასხვა თემებში.
მოდერატორმა გადაიტანოს იქნებ?

Posted by: kaxaberski66 2 Nov 2017, 01:21
vano22
შენ გადაიტანე? დიდი მადლობა.

Posted by: shuma89 2 Nov 2017, 01:37
რეალური მსურველი სოფელში გადაბარგების არავინაა ხოო?
ვერც ვერავინ გადასახლდება სოფელში ისეთი სიტუაციაა, ქალაქში რო კაცი ფულს შოულობს იმდენს ვერ აგროვებს, რომ მერე სოფელში მიწაც იყიდოს, სახლიც აიშენოს, კომფორტი მოიწყოს, ტექნიკა ცხოველები ფრინველები საკვები სასუქები და ა.შ. თან მინიმუმ 1 წელი ცხოვრების ხარჯებისათვის უნდა ჰქონდეს ფული, რა გამოვიდააა?
ვერავინ წავა ქალაქიდან სოფელში, პირიქით უფრო მარტივია, ქირით ბინდა, ვინმეს მონად მუშაობა და მთელი ცხოვრება ასე გრძელდება, თან იგინები ჩემი ბედის დედაცო.


აი ჩემს თავზე რო ვთქვა,ნაკვეთი მაქვს, 3+4.5 ჰექტარი, ვცადე, მოვსინჯე ძალები, გავიგე მოგების და წაგების გემოც, ღამისთევაც, სიხარულიც და მწუხარებაც რაც ცხოველების დაბადებამ თუ სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს.

ახლა ზედმეტ ტვირთად მაწევს ნაკვეთები, ყოველწლიური 550 ლარი.

ერთი ადამიანიც კი ვერ ვიპოვე რომ საქმე უნდოდეს, მე ვმუშაობ, ისეთ საქმეზე რომ ვერ მივატოვებ, იმიტომ რომ ვიცი სოფელი მომდევნო ორი წელი ოჯახს ვერ მირჩენს, თან ისეთი სამსახური მაქვს, რომ შეიძლება დღეს არის და ხვალ არა, მერე სხვა რამე უნდა ვიჩალიჩო. მჯრჩევნია სოფლისკენ წასასვლელი გზა მოვიწყო, მაგრამ . . .

იხვი, ღორი, ქათამი, ასევე, ხილიდან ქლიავი ხურმა თხილი.
ამეებზე ვფიქრობ, მაგრამ ყველაფერს ადამიანი სჭირდება, მე ერთი ვარ სამწუხაროდ.
ვინმეს ვეძებ ვისაც ენდომება და ეცოდინება სოფლის მეურნეობაში ჩემდენი მაინც, თუ მეტი არა.
მიხედავს გულიანად საქმეს.
მთავარი პირობაა თავადაც უნდა ჩადოს ინვესტიცია, იმიტომ რკმ უფრო გულიანად მიუდგეს საქმეს, კაცს რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს პასუხიც არ მოეკითხება,გულიანადაც არაფერს გააკეთებს.

საუბარი არ არის დიდ თანხებზე, მაქსიმუმ 10 000 ლარი ალბათ.
არის შენობა, არის ღობე ( მხოლოდ 3 ჰექტრიანზე), სასმელი და სარწყავი წყლისათვის ჭა და ტბა.
თავშესაფარი ღამის გასათევი 2 კაცზე.


აბა ვინაა მსურველი.

Posted by: kaxaberski66 2 Nov 2017, 08:29
shuma89
QUOTE
აბა ვინაა მსურველი.

არავინ.
რაც ზევით დაწერე 100% სიმართლეა.
შორიდან არავინ წამოვა. შენს სამეზობლოში კი ყველაფერი უკვე გარკვეულია ალბათ.
ასე რომ ტყუილად ეპატიჟები.

Posted by: vano22 2 Nov 2017, 10:49
kaxaberski66
ტექსტის დაკოპირების ფუნქცია შენსასაც ექნებაsmile.gif დააკოპირებ მერე ჩასვავ სადაც გინდა და ეგაა. სენსორებიანი მობილურით თუ ხარ დიდხანს დააწექი რამე ტექსტს და ორი მოსანიშნი გამოხტება. მარცხენას ტექსტის თავში გადააჩოჩებ მარჯვენას ბოლოში და დაკოპირებას დააჭერ. მერე სადაც გინდა ამ ტექსტის ჩასმა იქ დააჭერ დიდხანს და ჩაჯდება
* * *
shuma89

გადმოაჩოჩე კახეთში ეგ მიწა და მე მივხედავbiggrin.gif

თბილისში საშუალო ბინა ლამის 100 000 ლარი ღირს.
სოფელში 2 სართულიანი 1 ჰა მიწით +-20.000ლ. 20.000 ლარს დაარეზერვებ ოჯახში სახარჯად. ბიზნესისთვის გრჩება მინიმუმ 50-60.000 ლარი რაც არც ისე ცოტაა

Posted by: shuma89 2 Nov 2017, 11:03
vano22
QUOTE
თბილისში საშუალო ბინა ლამის 100 000 ლარი ღირს

ამ ფასიანი ბინა 600 ლარად გაქირავდება მინიმუმ, თუ არ ვცდები.
ეს არც ისე ცოტაა, თან სოფლის მეურნეობისთვის ერთადერთ საცხოვრებელ ბინას არცერთი ჭკუათმყოფელი არ გასწირავს, რო არ გაუმართლოს სოფლის სახლი სერჩება და მორჩა.


ერთი ეს მაინტერესებს, ვინმეს ხო არ გეგულებათ დაფნოს თესლი გასაყიდი? ზესტაფონში ვერ ვიშოვე.

Posted by: Nat_asha 2 Nov 2017, 11:13
QUOTE
ამ ფასიანი ბინა 600 ლარად გაქირავდება მინიმუმ, თუ არ ვცდები.

ჩემი სახლის ფასი არის 160 000 ლარამდე, მაგრამ ბანკის კრედიტი მადევს თვეში 1000-ლარამდე გამომდის გადასახადი გააჩნია დოლარის კურსს biggrin.gif უმეტესად ბანკში აქვთ ჩადებული ბინები დღეს, თანაც გამოცდილება ქალაქში მცხოვრებს არ ააქვს 90 % შემთხვევაში. ქალაქელი რომ წამოვიდეს და ფიზიკურად იმუშაოს ძალიან გაუჭირდება პირველი რამდენიმე წელი ჩემი აზრით

Posted by: vano22 2 Nov 2017, 13:31
Nat_asha
სოფლის სახლი შერჩება რა ის სახლი სახლი არაა?biggrin.gif სოფელში ცხოვრებას რა უნდა აი ქალაქს კი ვერ გავუგე ვერაფერი რამდენი ხალხია და ვინ საიდან შოულობს ოჯახის სარჩენ ფულს ვერ ვხვდები.


100.000 ლარიანი ბინა თუ 600 ლარად ქირავდება გამოდის რომ შენ ვერ იცხოვრებ იმ ბინაში.. (აბა შენ თავს ხო არ მიაქირავებ) და თუ ცხოვრობ ამ 100.000ან ბინაში და გინდა სოფელში გადაბარგება მაგ ფულით სოფელში მშვენიერ ბიზნესს ააწყობს კაცი და მშვენივრადაც იცხოვრებს..


აჰა 160 000 ღირს ჩემი ბინაო ამბობ. მაგ ფასად ხო წარმოგიდგენია სოფელში რა წარმოებას ააწყობდი..

მთელი ჩემი ყველანაირი აქტივი თავი ბოლო დაახლოებით 50.000 ლარი ღირს. აქედან გაყინული აქტივი ანუ ისეთი რომელშიც ინვესტიცია ჩავდე და მოგებას 10-15 წელი არ ველოდები (მიწები) 25.000ლ ღირს.

დღეის მდგომარეობით 5000 ლარი მიზის ღორები საკვების მარაგის ჩათვლით. 3000 ლარით ვვაჭრობ. 7000 მიზის მანქანა. 10.000 თ საქონელს ვყიდულობ გაზაფხულზე და ვზრდი. ესეიგი გამოდის რომ 25.000 ლარით სოფელში ისე ვმუშაობ რომ თავსაც ვინახავ ოჯახსაც ვეხმარები და ბიზნესსაც ვავითარებ. 150.000 მქონდეს ტიტუუუ რას ვიზამდიიიიიიbiggrin.gif

ეხლა მამაჩემს ვეჩალიჩები ერთი ათაპაპის დროინდელი პატარა ფერმა აქ მიკარგულში და ცხვარს აყენებენ ხოლმე შიგ ქირით და ეს თუ გავაყიდინე ცოტა პატარას მაგრამ ჩემ მუღამზე მოწყობილს ავიშენებ ცოტა ახლო წყლის პირას და მერე მართლა კარგად წამივა საქმეები

Posted by: levani169 2 Nov 2017, 13:48
vano22
QUOTE
აი ქალაქს კი ვერ გავუგე ვერაფერი რამდენი ხალხია და ვინ საიდან შოულობს ოჯახის სარჩენ ფულს ვერ ვხვდები.

იყიდე-გაყიდე,ეგაა ქალაქის ფილოსოფია,მეტი არაფერი,ეხლა არ შემედავოს არავინ მაღალ ტექნოლოგიებზე ვართ დაფუძნებულები ქალაქელებიო! biggrin.gif
სოფელში ბიზნესს და მეურნეობის გამართვას რაც შეეხება მეც სკეპტიკურად ვუყურებ სიმართლე რომ ვთქვათ.სოფელში მხოლოდდამხოლოდ უნდა იცხოვრო,დანარჩენი სიამოვნებისთვის იმუშავო და მეურნეობა-ფერმერული ბიზნესები უკვე უტოპიაა,საკუთარ თავს ავნებ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი! biggrin.gif (იმჰო)

Posted by: Nat_asha 2 Nov 2017, 14:29
QUOTE
100.000 ლარიანი ბინა თუ 600 ლარად ქირავდება გამოდის რომ შენ ვერ იცხოვრებ იმ ბინაში..

კი მაგრამ აი მე რომ ავდგე და გავყიდო ეგ ბინა ბანკის ვალის გადაფარვა მომიწევს და მაგისი ნახევარიღა დამრჩება. 80 000 -ად უნდა წამოვიდე სოფელში და ამ ნორმალური საცხოვრებელი პირობები რომ შევიქმნა დავხარჯავ მაგ თანხის ნახევარს ან შეიძება უფრო მეტსაც არ ვიიცი გააჩნია. ასე რომ არცისე დიდი თანხა არ მრჩება, თანაც მალე ბავშვი უნდა სკოლაში მივიყვანო. არ ვამბობ იმას რომ არიქადა თბილისში მაგარი სწავლის დონეათქო მაგრამ აქ არჩევანის საშუალება მაინც არის და რაიონებში სწავლის მხრივ ძაან ცუდი სიტუაციაა. ნორმალური მასწავლებლებიც კი არ არიან და ეხლა არ მითხრათ რომ თუ სწავლა უნდა ყველაგნ ისწავლისო. კი ისწავლის ყველგან მაგრამ მასწავლებელი უნდა კარგი და სწავლა ეგ მეორე ეტაპია უნდა თუ არ უნდა. თუ შესაბამისი განათლება არ მიიღო მისი უბრალოდ ფინანსური მდგომარეობა არ არის გადამწყვეტი. ჯერ ნასწავლს რა აქვს და ახლა უსწავლელს ბევრად გაუჭირდება. როდესაც საშუალება არ არის მესმის მაგრამ როდესაც საშუალებაა რატომ უნდა წავართვა განათლების შანსი. მე რომ წამოვიდე სოფელშ და ეს სახლი გავაქირაო და მაგ თანხით მინდოდეს ცხოვრება მაგ შემთხვევისთვის მე არ დამრჩება ბანკი წაიღებს მაგ თანხას biggrin.gif შეიძლება დამატებაც მომიხდეს biggrin.gif
მე რომ მქონდეს 10 ჰექტრამდე მიწა თავისი სახლით მაშინ ვიფიქრებდი წასვლაზე. მაგ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად მივუდგებოდი ყველაფერს. მე ცტა ჩემი წიკები მაქვს biggrin.gif აი ვერ ვიცხოვრებ უწყლოდ და გათბობის გარეშე. ინტერნეტის გარეშე მოჟნა. მაგხელა ტერიტორია თუ მექნებოდა ბავშვს ავუყვანდი მასწავლებელს და ის ასწავლიდა და ამხელა ტერიტორიაზე 160 000 თუ მომცემდა ვინმე იმხელა მეურნეობას მოვცხებდი როომ biggrin.gif ამიტომ ჯერ აქტიურად ვაგროვებ ფულს რომ დავფარო ეს ვალი წინსწრებით და ამის მერე შევაგროვებ ფულს უკვე ჩემი გეგმებისთვის. საერთოდ მე უზრავ ქონებას ძალიან სხვანაირად ვუყურებ. აუცილებელია გქონდეს უძრავი ქონება, ბიზნესმა შეიძლება ნებსმიერ დროს გიმტყუნოს. უძრავი ქონებაც კი უნდა უეჭველად დაზღვეული უნდა გქონდეს. მოკლედ 2010 წლიდან დღემდე უკვე მივაღწიე რომ დამაკმაყოფილებელი სახლი მაქვს ეზოთი smile.gif ჯერ აქ დავიწყებ მცირე ბიზნესს და მერე განვვითარდები სოფლის დონეზე. კაცი რომ ვიყო უფრო სხვანაირად მოვიქცეოიდ ალბათ, მაგრამ აი გოგო პატარა ბავშვით ცოტა მოუხერხებელია ბევრი რამე.

Posted by: levani169 2 Nov 2017, 14:48
Nat_asha
პატარა გოგო,დიდი მიზნებით! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: vano22 3 Nov 2017, 23:15
დღეს უბედურება შემემთხვა აპალოვკის ფიცარს დავაბიჯე რომელსაც 2 ცალი 8 სმ სიგრძის ლურსმანი ქონდა ამოშვერილი. სამწუხაროდ ბრმად დავაბიჯე და ამოყო წვერები ლურსმნებმა ტერფს მაღლა.. ასეა დაუფიქრებლად 1 ნაბიჯიც არ უნდა გადადგას კაცმაsad.gif



როდის ეს მომირჩება ეხლაfacepalm.gif

Posted by: vixn 4 Nov 2017, 00:09
vano22
აცრები ჩაიტარე უეჭველად, არ გადადო, მაგასთან ხუმრობა არ შეიძლება, რაც მალე მიხვალ, უკეთესია.

Posted by: vano22 4 Nov 2017, 00:26
vixn ტეტანუსის? მეზარება ფეხს ვერ ვდგავ სად ვიხტუნავო ასე ცალფეხამsmile.gif სუფთა ლურსმნები იყო ახლებიsad.gif


Posted by: levani169 4 Nov 2017, 00:57
vano22
ვერ მოგსვლია კარგი ამბავი,იმედია დამხმარე გეგულება ოჯახში?!

Posted by: vixn 4 Nov 2017, 08:57
vano22
არაა მარტო ტეტანუსი, კომპლექსური. თან თუ 3 წლიანს გაიკეთებს, მერე ურტყითო ფეხები რასაც გინდა, აღარ გეშინია

Posted by: vano22 4 Nov 2017, 10:51
levani169
დამხმარე მყავდეს რაღა მომკლავდა გოჭების სანახავადაც კი ცხვირზე ორ თით მოჭერილები ძლივს შევიტყუე რა მოვლაზეა ლაპარაკიbiggrin.gif


vixn რავი თუ გამირთულდება მერე წავალ. თან ახმეტის საავადმყოფო ისეთია ახლოს რომ გაუვლი თფუ თფუ თფუ და სამჯერ ხეზე უნდა დააკაკუნოsad.gif მანდ შეიძლება უარესიც დამმართონbiggrin.gif

Posted by: vixn 4 Nov 2017, 11:13
vano22
თუ გაგირთულდა და ტეტანუსი აღმოჩნდა, ვეღარაფერი გიშველის, გაშოროს ღმერთმა. ერთ ნემს გაგიკეთებენ და მორჩება. ჩემ პრაქტიკაში იმდენი მინახავს დაღუპული მაგ ფეხის ლურსმანზე დაკვრით, ვერ წარმოიდგენ.

Posted by: vano22 4 Nov 2017, 11:43
vixn
რასამბობ მასე საშიშია?sad.gif ტეტანუსზე შარშანაც გავიკეთე ნემსი ხელი რომ გამეჭრა და რა გავიგო ახლა რა გამიკეთეს და რამდენ წლიანი..

ტეტანუსი უბრალო ნაკაწრიდანაც კი შეიძლება შეიჭრესო ესეც მართალია?

Posted by: vixn 4 Nov 2017, 20:02
vano22
ბევრად უფრო საშიშია, ნებისმიერი კონტაქტი ჭრილობის ნიადაგთან და ნესტიან ჭუჭყთან შეიძლება ინფიცირება, როდესაც კლინიკური ნიშნები გამოვლინდება, 100 % სამარეა. საავადმყოფოში აკეთებენ 3 თვიან შრატს, თუ გინდა მერე ფულს გადაიხდი და 3 წლიანი ან მეტი დროის ვაქცინას გააკეთებინებ.

Posted by: vano22 4 Nov 2017, 20:24
vixn რავიცი რაც მე დახეთქილი ხელებით მიწა მიჩიჩქნია აქამდე მკვტარი უნდა ვიყოsmile.gif შემაშინე რაა ხვალ გავივლი საავადმყოფოში ერთი ნემსის გაკეთებას რაღა უნდა..

Posted by: vixn 4 Nov 2017, 22:34
vano22
მასე ჯობია, არ ღირს გარისკვა, ისედაც ყველა მხრიდან ხაფანგებია. დაწერე მერე რამდენს გადაიხდი.

Posted by: Filtel 4 Nov 2017, 22:38
QUOTE (vixn @ 4 Nov 2017, 22:34 )
vano22
მასე ჯობია, არ ღირს გარისკვა, ისედაც ყველა მხრიდან ხაფანგებია. დაწერე მერე რამდენს გადაიხდი.

მემგონი უფასოა ტეტანუსის.შრატი...

Posted by: vano22 5 Nov 2017, 01:15
vixn უფასოა უფასო... მოვრჩი შემოვლას. აბა ძილი ნებისა

Posted by: gig55 5 Nov 2017, 04:52
vano22
მდუღარე წყალში ჩაკარი რამოდენიმეჯერ გააჩერე რამდენხანაც გაუძლებ მეც დამიკრავს ლუსმანდზე ფეხი ლუსმანდი კიდევ არაფელია რუსული ეკალი საშინელებაა ტკივილის გაყოლა იცის , მე ესე ვაკეთებ ხოლმე მდუღარე და მისი ჯანი

Posted by: vano22 5 Nov 2017, 10:21
gig55
ჩემი ჯავრი გაქ? რა დაგიშავე?biggrin.gif





თემასთან რა კავშირშია და კარალიოკი რა ღირს დასავლეთში ხომ არ იცით?

Posted by: levani169 5 Nov 2017, 12:51
vano22
QUOTE

თემასთან რა კავშირშია და კარალიოკი რა ღირს დასავლეთში ხომ არ იცით?

ყიდვა გაინტერესებს თუ გაყიდვა? biggrin.gif

Posted by: vano22 5 Nov 2017, 12:54
levani169
არცერთი. მარშუტკა დადიოდა 50 თეთრად ვიბარებო ყვიროდა და დამაინტერესა სხვაგან რა ღირს

Posted by: levani169 5 Nov 2017, 13:25
ვაა,მაგარი ფასია 50 თეთრი.
ჩირს ჰქონდა შარშან სასწაული ფასი და ალბათ საჩირედ უნდათ.

Posted by: vano22 5 Nov 2017, 13:56
levani169
რავი რა დრო დადგა კარალიოკში თუ ვინმე ფულს გადაიხდიდა რას წარმოვიდგენდი ასე 4-5 წლის წინbiggrin.gif

Posted by: levani169 5 Nov 2017, 14:38
QUOTE (vano22 @ 5 Nov 2017, 13:56 )
levani169
რავი რა დრო დადგა კარალიოკში თუ ვინმე ფულს გადაიხდიდა რას წარმოვიდგენდი ასე 4-5 წლის წინbiggrin.gif

ხო აბა,საქონელს და ღორებს ვაჭმევდი ხოლმე 20-30 თეთრში გაყიდვა რომ მეზარებოდა.მოკლედ რა გვიშვრება ეს მთავრობა რა! gigi.gif

Posted by: vixn 5 Nov 2017, 16:24
ყურძნის
ფასი აქვს ლამის, ოხრად ასხია ჩვენთან, ყველაფერს მაგას ვაჭმევ, ფუტკარი არ ჭამს ცუდია.

Posted by: vano22 5 Nov 2017, 17:03
levani169
მგონი ჯობია დავთხარო თხილები და კარალიოკი დავრგოbiggrin.gif



vixn
მაშ რა ბედზე არ მაქ მე კარალიოკი რა ფულს გავაკეთებდი არაფერშიbiggrin.gif

Posted by: gig55 5 Nov 2017, 20:21
ახალციხეში მიაქვთ მაგრად გადისე
* * *
vano22
დარგულის მოთხრა საცოდაობაა რა იცი როგორ მოტრიალდება ქვეყანა დაედოს იქნებ თხილს ისევ ფასი
* * *
vano22
დარგულის მოთხრა საცოდაობაა რა იცი როგორ მოტრიალდება ქვეყანა დაედოს იქნებ თხილს ისევ ფასი

Posted by: vano22 5 Nov 2017, 20:57
gig55 ერთი ჩემი სოფლელია მასე დარგავს ატამს გავა 2 წელი დათხრის და თხილს დარგავს. გავა ორი წელი ისევ დათხრის და ვაზს რგავს biggrin.gif სულ მეცინება მაგის ნაკვეთს რომ გავუვლი ხოლმეbiggrin.gif იმედია ამას არ წაიკითხავსsmile.gif

Posted by: levani169 5 Nov 2017, 21:06
vano22
თხილი რამდენად გაყიდე.ჩემებმა 5.20 გაატანეს ას კილომდე გვქონდა!შარშან 7 გელა იყო,ხოდა კატეგორიულად მძულს თხილის კულტურა.

Posted by: vano22 5 Nov 2017, 21:47
levani169
სად მაქ გასაყიდი თხილი. 1 ბუჩქი მაქ მსხმოიარე და იმასაც მე ვჭამbiggrin.gif

Posted by: levani169 5 Nov 2017, 22:46
vano22
QUOTE

სად მაქ გასაყიდი თხილი. 1 ბუჩქი მაქ მსხმოიარე და იმასაც მე ვჭამbiggrin.gif

ჭამე,ჭამე სანამ ფაროსანა მოსულა! biggrin.gif

Posted by: gig55 6 Nov 2017, 08:58
vano22
საქართველოში ისეა უკვე საქმე რომ ერთი საქმით ვერ იხეირებ კაცი, რამდენიმეს უნდა მოკიდო ხელი დამხმარეები უეჭველი საჭიროა ეგ მოთხრა დარგვა კი დროის ცდენა არ ჯობია მიწები იყიდოს ეგრე კაპიკები დარჩება მოგება მიწის მყიდველი კი არასდროს არაა წაგებული

Posted by: KasperRiters 19 Nov 2017, 15:56
მოკლედ სოფელში გადასახლების იდეამ ჩაილურის წყალი დალია wink.gif

სადაც ვარ იქ უნდა დავეტიო ვატყობ

მადლობა თქვენ რომ თვალები ამიხილეთ

Posted by: levani169 19 Nov 2017, 17:31
KasperRiters
სად იყავი გამქრალი ამდენი ხანი რომ აღარ ჩანდი,მაგ თემაზე ფიქრობდი ნუთუ ?biggrin.gif
აბა რამ იმოქმედა კონკრეტულად გაგვიზიარე?

Posted by: koba1973 20 Nov 2017, 13:12
vano22
QUOTE
მგონი ჯობია დავთხარო თხილები და კარალიოკი დავრგო

ადრე ხურმა გადიოდა კარგად. ეხლა არ არის მოთხოვნა?

Posted by: vano22 20 Nov 2017, 19:12
koba1973

ეგ ორი ერთმანეთისგან რითი განსხვავდება? ვენახში მაქ 1 ძირი და თუ წვიმიანი გაზაფხულია უმეტესს ხურმას ისხავს, თუ გვალვებია უმეტესად კარალიოკებს.

Posted by: KasperRiters 20 Nov 2017, 20:40
levani169

სამუშაოს ვეძებ biggrin.gif

--------------------

Posted by: levani169 21 Nov 2017, 00:09
vano22
QUOTE


ეგ ორი ერთმანეთისგან რითი განსხვავდება? ვენახში მაქ 1 ძირი და თუ წვიმიანი გაზაფხულია უმეტესს ხურმას ისხავს, თუ გვალვებია უმეტესად კარალიოკებს.

სხვანაირი ხურმაა ის,იაპონური,დიდები და მოგრძელოებია.სუპერს 1.20 იბარებდნენ,საშუალოდ ერთმანეთზე 70 თეთრს ასწორებდაო.არაა ცუდი საქმე ხო? biggrin.gif
KasperRiters
QUOTE
სამუშაოს ვეძებ

სამუშაოს კი არა სამსახურს,სამუშაო ანაზღაურების გარეშე შრომას ჰქვია ჩვენებურად! biggrin.gif

Posted by: koba1973 21 Nov 2017, 08:24
QUOTE

სხვანაირი ხურმაა ის,იაპონური,დიდები და მოგრძელოებია

yes.gif

Posted by: vano22 21 Nov 2017, 14:34
levani169 კი თუ გაყიდვის პრობლემა არაა მშვენიერი საქმეა, წესით კარგი მოგება უნდა დატოვოს 1 ჰა ზეც კი.

Posted by: levani169 21 Nov 2017, 18:01
vano22
პრობლემა არაა მარა ხარისხის შენარჩუნებაა ძნელი,ანუ წყალი და შხამ-ქიმიკატი უნდა მიაშველო.

Posted by: vano22 21 Nov 2017, 20:33
levani169 რავი რაც ჩემ სოფელში კარალიოკებია რაც მახსოვს სუ თავისით ისხავენ თან იმდენს რომ ლამის ტოტები დაემტვრეთ

Posted by: levani169 21 Nov 2017, 21:12
vano22
ხო მარა წერტილიც კი არ უნდა ჰქონდეს ჯაჯღანის გარეშე რომ გაყიდო!

Posted by: kaxaberski66 2 Dec 2017, 23:56
12 ნოემბრიდან ვცხოვრობ კერძო სახლში.
12 ნოემბერსვე ვიყიდე 2ინდაურის ჭუკი, 5 ბროილერის მოზარდი, წონით 1,6 კგ და 11 ფერადი ჩვეულებრივი ვარია-ჩრიხვი.
ბროილერები იზრდებოდნენ პრემიქსზე პრემიქსზე.
მე დავიწყე საკვებში პრემიქსის ეტაპობრივად შემცირება. პრემიქსის წილი საკვებში 25% ჩამოვიყვანე 4% დე.
ბროილერები თავს მშვენივრად გრძნობენ. 18 დღეში მოიმატეს 800გრამი.
ფერადებიდან 5 მოკვდა. ყოველ დილით თითოცალი გამომქონდა მკვდარი.
პირველი მკვდარი ვარია გავაკვეთინე ექიმს და ვერანაირი ავადმყოფობა ვერ ნახა. მე კი ასეთი დასკვნა გამოვიტანე.
ღამე რომ ცივა, ჯგუფდებიან და ერთმანეთს ეკვრებიან. ფერადები წონით 600 გრამიდან კილომდე არიან. ეტყობა ეს ბროილერები ზედ ასხდებიან და სამჯერ მძიმეები სუბუქებს ჭყლეტავენ. ამიტომ ღამით ბროილერები და ინდაურები ცალკე არიან და ფერადები ცალკე.
ინდაურმა ამ 18 დღეში, წონაში თითქმის ბროილერივით მოიმატა.
დავწერე რაღაც, რომ თემა გამომეღვიძებინა.

Posted by: vano22 3 Dec 2017, 00:31
kaxaberski66
გილოცავ სახლი მაინც სულ სხვაა.. ეზო დიდი გაქ? წიწილების წამალს არ ასმევდი ვარიებს? შენ არ გესწავლება დაუთბუნე და ქანდარა გაუკეთე სიცივეში ცოდოები არიანsmile.gif

Posted by: kaxaberski66 3 Dec 2017, 00:38
vano22
QUOTE
გილოცავ სახლი მაინც სულ სხვაა

მადლობა ვანო. გაიხარე.
QUOTE
ეზო დიდი გაქ?

სახლი დგას 430 მეტრ კვადრატზე.
QUOTE
წიწილების წამალს არ ასმევდი ვარიებს?

წყალში ვურევდი ზეთოვან წამალს 4-5 დღე.
QUOTE
შენ არ გესწავლება დაუთბუნე და ქანდარა გაუკეთე სიცივეში ცოდოები არიან

ნახერხს ვუშლი.

Posted by: shuma89 3 Dec 2017, 00:45
kaxaberski66
QUOTE
ნახერხს ვუშლი.


Ki magram qandara mainc undat chdmi azrit.

Posted by: kaxaberski66 3 Dec 2017, 00:52
shuma89
აქვთ პატარა ქანდარა, მაგრამ რატომღაც მე მგონია არ ჯდებიან. ერთმანეთს ეკვრებიან.

Posted by: ghost471 3 Dec 2017, 11:04
kaxaberski66
Erti witeli natura ushvelis mag saqmes dzia

Posted by: vano22 3 Dec 2017, 11:56
ghost471
ეგ ერთი წითელი ნათურა თვეში 2 ქათმის ფასს წერსsmile.gif


kaxaberski66 ცოტა პატარა ეზო გქონია მაგრამ არაუშავს შენ გულს ხო გაახარებ და ეგაა მთავარიsmile.gif ქანდარა მრგვლად გათლილი ფეხის ზომის შესაბამისი დიამეტრის უნდა იყოს. კუთხიანზე ან ბრტყელზე არ დაჯდებიან

Posted by: kaxaberski66 3 Dec 2017, 21:02
vano22
ხო, რაც მთავარია მე მომწონს.
QUOTE
ქანდარა მრგვლად გათლილი ფეხის ზომის შესაბამისი დიამეტრის უნდა იყოს. კუთხიანზე ან ბრტყელზე არ დაჯდებიან

ვანო, ამხელა კაცი ვარ და შენგან პირველად მესმის ეგ.
აბა ვარია რომ იზრდება, ფეხის ზომის შესაბამისად უნდა უცვალო ქანდარის ჯოხის დიამეტრიც?
რა ვიცი, სოფელში ჩემთან ყველანაირ ქანდარაზე სხდებოდნენ ქათმები.

Posted by: levani169 3 Dec 2017, 22:18
რაის ქანდარა და რაის ბრუდერი?ვარიას უნდა ცხელი ტაფა,კეცი ან ჟარონა,მორჩა სხვა თემა! biggrin.gif

Posted by: vano22 4 Dec 2017, 11:30
kaxaberski66 ჩვეულებრი ქათამი კი ჯდება ყველანაირ ქანდარაზე, ეგ კი არა მამიდაჩემს საქათმეში დიდი კარალიოკის ხე აქ ფრთებს არ აჭრის და ღამე მთელი ქათმები ამ კარალიოკზე სხედან ხოლმე.

ბროილერი და ქანდარა ცოტა ძნელი წარმოსადგენია მაგრამ ქანდარის მაგივრად პადონებს თუ რაღაცას რომ ეძახიან მიწიდან 15-20 სმ ზე გაპოლე ფიცრით და იქნებ ზედ დასხდნენ ქვეშიდანაც გაუვლით ჰაერი თორემ ნახერხი ვერ უშველის ჩახურდებიან

Posted by: kaxaberski66 4 Dec 2017, 11:47
vano22
არა კაცო. ბროილერები ისე მაგრად არიან რომ მე თვითონ მიკვირს. ნადირებივით არიან.

Posted by: vano22 4 Dec 2017, 13:20
kaxaberski66
ძალიანაც კარგი. მაშინ გადაუტიხრე და ცალ ცალკე გყავდეს დროებითsmile.gif ტანში თუ მასეთი სხვაობა აქვთ ჩახუთავენ პატარებს და დახოცავენ. კურდღლებშიც ასეა პატარა ბაჭიებს დიდი ბაჭიები ზედ ასხდებიან და გუდავენ

Posted by: kaxaberski66 5 Dec 2017, 00:41
vano22
ეხლა ბროილერები და დიდი ინდაური ცალკე მყავს და ფერადი ვარიები და პატარა ინდაური ცალკე.
ერთ ფერად ვარიას კისერი მოეღრიცა. რისგან იქნება ნეტავ? იკო სად არის. აუცილებლად მეტყოდა მიზეზს.

Posted by: shuma89 5 Dec 2017, 01:02
მეც მყავდა ეგეთი, ავიტამინოზის ერთერთი ფორმაა, მე ვერ ვუშველე სამწუხაროდ, ეგ კვერცხიდანვე თანდაყოლილიაო გამოცდილებმა, 3-4 დღე თუ გადალახა გადარჩებაო, მაგრამ ვერ ქნა, დაჟე ხელით ვაჭმევდი.
ნისკარტიდან თავდაღმა რო იყო სისველე სდიოდა და ცალკე მყავდა, არ ვიცი გადამდებია თუ არა.


კიდევ ერთია ფუზარიოტოქსიკოზი


აქ წერია.
http://agro.ge/index.php?m=737&


ფოტოცაა მოღრეცილი კისრით წიწილი.

Posted by: ghost471 5 Dec 2017, 03:21
kaxaberski66
Mec mqonda msgavshi shemtxveva frangul broilerebshi. Vitaminebis naklebobam icis es jishebi ufro satutebi arian kvebastan. Wtalshi xsnadi vitaminebi mieci introviti an chicktoniki da dafqvil simindshi 1-1ze prrmiqsi sheurie da es achame. An shegidzlia 4 kilo simindi dafqvili 1 kilo xorbali da am yvelafers 5 kilo premiqsi daamato. Magis gadarchenis shansi aris ogond dabali.

Posted by: kaxaberski66 5 Dec 2017, 08:57
shuma89
რომ ვიყიდე ასე არ იყო. ორი კვირის მერე დაემართა. უკვე ერთ კვირაზე მეტია ასეა. მომენტებში ასწორებს კისერს.
ჯერ სიკვდილის არაფერი ეტყობა.
პრემიქსი შეურიო კი არა, პრემიქსის წილი საკვებში 4% ჩამოვიყვანე და მალე სულ უნდა ამოვიღო რაციონიდან.

Posted by: Nat_asha 5 Dec 2017, 09:38
kaxaberski66
აი A ვიტამინის და კაროტინის ნაკლებობის დროს როგორ უნდა უმკურნალო.
ფრინველი საჭიროა შეუწყვეტლივ უზრუნველყოფილ იქნეს A ვიტამინით ან კაროტინით, განსაკუთრებით კი მოზარდეული ან კვერცხისმდები ფრინველი.

კაროტინის ძირითად წყაროდ ითვლება სტაფილო, გოგრა, სილოსი, თივის ფქვილი, ბალახი; A ვიტამინით მდიდარია რძის პროდუქტები, ღვიძლი, თევზის ქონი. ერთ ფრინველს დღეღამეში კაროტინი ესაჭიროება (მკგ-ობით); წიწილას 10 დღემდე ასაკში — 50-150; იხვის ჭუჭულს — 500, ბატის ჭუჭულს — 500 – 1000, ჭუკს — 500-1500, ქათამს — 2000 – 3000, იხვს — 4500 – 7000, ბატს — 8000 – 10 000, ინდაურს — 8500 – 11000.

თავისუფალი გასეირნების უქონლობის დროს ფრინველის მოთხოვნილება კაროტინზე უნდა დაიფაროს უმთავრესად სტაფილოთი, თივის ფქვილით, (ულუფის მაწივრობის — 5-8 პროცენტი). თუ ვიტამინური საკვები არ არის, იყენებენ თევზის ქონს და A ვიტამინის კონცენტრანტს.

ავადმყოფი ფრინველის მკურნალობისათვის ულუფაში შეაქვთ იგივე საკვები, რაც პროფილაქტიკისათვის. მაგრამ ვიტამინის ან კაროტინის დოზები პროფილაქტიკურს 4-6-ჯერ არ უნდა აღემატებოდეს.

ისე ხორბლის ჯეჯილიც შეიცავს დიდი რაოდენობით A ვიტამინს. გადამდები არაა ეგ მაგრამ ცალკე თუ არ დასვი შეიძლება გათელონ ან დაააზიანონ სხვა ქათმებმა. გამიგია რომ გადაურჩენიათ ეგეთი ქათმები. შეიძლება თავიდან არაფერი ეტყობოდეს საერთოდ და მერე დაეწყოს სიმპტომების გამოვლენა. გამიგია რომ მოხარშულ კვერცხის გულსაც აჭმევენ ხოლმე ეგეთ დროს. ძIრითადად როგორც shuma89 -მ თქვა კვერცხიდან თანდაყოლილია ეგ დაავადება , ასე ვთქვათ გენეტიკური პონტია.

Posted by: vano22 5 Dec 2017, 20:27
kaxaberski66 რა ასაკის და წონისაა ეგ ვარია?

Posted by: kaxaberski66 5 Dec 2017, 22:23
vano22
ალბათ 5 თვის. წონით 700-800 გრამი.

Posted by: vano22 5 Dec 2017, 22:45
kaxaberski66
ღამე დახედე თუ თავი ფრთის ქვეშ აქვთ ამოდებული და ისე ძინავთ ესეიგი ძაან ცივათ და შეიძლება მაგის ბრალიც იყოს.

99% კი ზემოთ როგორც თქვეს ვიტამინების-მინერალების ნაკლებობის ბრალია. ასევე ინფექციურ ვირუსულიც შეიძლება იყოს.. 2-3 დღეში თუ პირის დაღება, თავის უკან გადაქაჩვა, წაქცევა და ფართხალი შემდეგ უცბად წამოდგომა და ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება შენიშნე აღარ აწვალო...

Posted by: kaxaberski66 5 Dec 2017, 23:56
vano22
სიმინდის ღერღილს ვაჭმევ. მართალია 4% შევამცირე პრემიქსი მაგრამ მაინც ჭამენ. 7 კგ სიმინდის ღერღილს ვუმატებ 1.5კგ ხორბლის მარცვალს და1.5კგ სიმინდის მარცვალს.
თუ კიდევ ვიტამინ-მინერალები აკლიათ, ხვალ ფულს მივცემ და თვითონ წავიდნენ საყიდლად.

Posted by: ghost471 6 Dec 2017, 00:48
kaxaberski66
ეხლანდელი ქათმებიც კი ფურთხით გაკეთებულები არიან ადრეც მყოლია და ამდენ პრობლემას არ წავწყდომივარ წიწილების გაზრდაში რასაც წელს წავაწყდი დავიტანჯე სანამ გაიზარდნენ. იმდენი დაავადება და უბედურებაა გაჩენილი სულ წამლის ქვეშ უნდა იყვნენ. მაგ ასაკისას წესით არ უნდა მოუვიდეს ეგრე თანაც ეტაპობრივად თუ შეამცირე პრემიქსი.

Posted by: levani169 6 Dec 2017, 01:21
Nat_asha
QUOTE
ghost471

QUOTE
ეხლანდელი ქათმებიც კი ფურთხით გაკეთებულები არიან ადრეც მყოლია და ამდენ პრობლემას არ წავწყდომივარ წიწილების გაზრდაში რასაც წელს წავაწყდი დავიტანჯე სანამ გაიზარდნენ. იმდენი დაავადება და უბედურებაა გაჩენილი სულ წამლის ქვეშ უნდა იყვნენ. მაგ ასაკისას წესით არ უნდა მოუვიდეს ეგრე თანაც ეტაპობრივად თუ შეამცირე პრემიქსი.

აგერ მილედი,წაიკითხეთ პრაქტიკაში როგორი ძნელი ყოფილა წიწილის გაზრდა და არამც თუ ბიო საკვებით არამედ დანამატებითაც კი.
ნუ გასაგებია რომ თქვენს ნაჩუქარ ქათმებს კვერცხი არ ესინჯებაო მარა როგორც ბიზნესიდეა გქონდათ ვფიქრობ წაგადგებათ ეს თემა. rolleyes.gif
(ამიტომ მეზიზღებიან ქათმები და საერთოდ გავაქრობინებ ალბათ.........საჭმელად მიყვარს რას ამბობთ) biggrin.gif

Posted by: koba1973 6 Dec 2017, 08:39
QUOTE
.საჭმელად მიყვარს რას ამბობთ

მიხო პამიდორი გიყვარს?
საჭმელად თორე იგრე რათ უნდა მიყვარდეი რა.

რამოდენიმე წელი ასიდან ასორმოცდაათ ფრთამდე ზრდის ხოლმე მეუღლე და რამე განსაკუთრებული სირთულე არ არის თუმცა მუდმივი ყურადღება უნდათ. აი ინდაური სხვა საქმეა.

Posted by: Nat_asha 6 Dec 2017, 09:53
levani169
საჭმელად და კვერცხისთვის ზრდიან ქათმებს თორემ აბა ზედმეტი მჭამელი ოჯახში ვის სჭირდება? biggrin.gif biggrin.gif
koba1973
აი მეც ვინც მაჩუქა იმას ვაფშე არ უჭმევია პრემიქსი, ჭინჭარს და ჭადის ფქვილს უკეთებდა და ჩაის წყალს ასმევდა. მერე მოშუშულ მარცვლეულს და მერე სიმინდზე გადაიყვანა. ცოტა შეიძლება სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ჭინჭარი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ჩაიც ანტისეპტიკი. ძალიან ბევრი ვეტექიმისგან გამიგია ამ თემაზე დაცინვა რომ არანაირი ჭინჭარი და ჩაი არაფერს არ შველის და უნდა აჭამო პრემიქსი და ვიტამინები და ანტიბიოტიკები წამლის სახით და ეგ ბალახ-ბულახი არაფერს არ შველისო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. 20 გამოჩეკილიდან 18 გაზარდა. ნუ რათქმაუნდა ეზოშ იყვნენ გაშვებულები და ურთიერთობაც არ ქონიათ უცხო ცხოველებთან. ვიტამინბს ბუნებრივად ბალახეულისგან და კალცსაც კენჭწბისგან და ნიადაგიდან იღებდნენ. ეხლა მეც მაგალითად სიმინდს ვაჭმევ და ბალახს, არაფერი არ სჭირთ მშვენივრად ჩასუნსულებულები არიან. 2 მყავს დედალი. ერთს საახალწლოდ დავკლავ, ძალიან ფეთიანი ქათამია, ახლოს რო მიდიხარ იწყებს განგაშის კაკანს და ფრთხიალს, ფსიქიკა ვერ ააქვს მგონი შიშისგამო, ძაღლმა შეაშინა . და გაზაფხულზე მოვიყვან რამდენიმე ვარიკელას.

Posted by: kaxaberski66 6 Dec 2017, 10:07
ghost471
QUOTE
მაგ ასაკისას წესით არ უნდა მოუვიდეს ეგრე თანაც ეტაპობრივად თუ შეამცირე პრემიქსი.

ბროილერი და ფერადი სხვადასხვა ადამიანიდან ვიყიდე. ყიდვისას ბროილერები ცოტა დიდები იყვნენ ტანით, მაგრამ ასაკით ფერადები იყვნენ დიდები.
პრემიქსზე ბროილერები იყვნენ დაზრდილები. არ ვიცი. იქნებ ფერადიც პრემიქსზე ყავდათ?
ცალკ-ცალკე ვერ ვაჭმევდი და ინდაურიანად ყველას ერთი საკვები დავუმზადე პრემიქსზე და დავიწყე პრემიქსის წილის შემცირება.
ბროილერები ტანკებივით არიან, ფერადები დაიჩაგრნენ.
დღეს დილითაც ერთი მკვდარი კიდევ გამოვიტანე. ეს უკვე მეექვსე მოკვდა.

Posted by: tavadze 6 Dec 2017, 10:33
Nat_asha
QUOTE
ძალიან ბევრი ვეტექიმისგან გამიგია ამ თემაზე დაცინვა რომ არანაირი ჭინჭარი და ჩაი არაფერს არ შველის და უნდა აჭამო პრემიქსი და ვიტამინები და ანტიბიოტიკები წამლის სახით და ეგ ბალახ-ბულახი არაფერს არ შველისო,

აი, ეგეთი ურცხვი ვეტექიმები დღეში სამჯერ სახრით უნდა ცემო. მანაც მშვენივრად იცის მაგ ბალახ-ბულახის მნიშვნელობა, მაგრამ წამლები რომ გაასაღონ, ასე ურცხვად იტყუებიან, ხოლო თუ არ იცის, მაშინ ის დიპლომი უნდა გადაახიო თავზე.
QUOTE
ცოტა შეიძლება სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ჭინჭარი ბუნებრივი ანტიბიოტიკია,

არაფერი სასაცილო არაა მაგაში - ჭინჭარი ძალიან სასარგებლო მცენარეა. იმდენად სასარგებლო, რომ ადამიანებიც გაცილებით ხშირად უნდა მივირთმევდეთ. biggrin.gif
QUOTE
ჭინჭარს და ჭადის ფქვილს უკეთებდა და ჩაის წყალს ასმევდა.

გურიიდან ვარ და ჩვენშიც სულ ასე ზრდიან წიწილებს. განსაკუთრებით - ინდაურისას, რადგან ეგ ბევრად სუსტია ქათმის წიწილებზე. მაგათგან მხოლოდ ჩაი არ ვიცით, თუმცა მაგის სასარგებლო თვისებებზე ზედმეტია ლაპარაკი. ჭინჭარის დაკრეფა საკმაოდ ძნელი პროცესია (ქათმის წიწილებისთვის ამიტომაც ვერ იმეტებენ, თორემ ვისაც ინდაური არა ჰყავს, ის აჭმევს). თან ბევრიც გჭირდება (განსაკუთრებით - თუ ჭუკების რაოდენობაც დიდია) მაგრამ იმ დაშუშხვას და ტყე-ღრეში ხეტიალს იმიტომ იტანენ, რომ ძალიან სასარგებლოა წიწილებისთვის - ჯანმრთელები, ჯანსაღები იზრდებიან. რომ მოძლიერდებიან, მერე ნელ-ნელა გადაჰყავთ მარცვლეულზე. ძირიტადად - სიმინდის ფქვილზე. თავიდანაც იმ ჭინჭარში სიმინდის ფქვილს ურევენ და ამატებენ კვერცხსაც, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა პატარებისთვის. ოღოლნდ მაგას დღეში ერთ ცალს აჭმევენ - უმ კვერცხს პირდაპირვე დაახლიან ჭინჭარ-ფქვილის ნარევს და გადაზელენ. ბევრი რძეშიც ზელს, ოღონდ, მგონი, ეგ გადადუღებული უნდა იყოს. არაა სასურველი ყველის ნარჩენი სითხე, რადგან ეგ ჭიების გამრავლებას იწვევს. ძალიან კარგია მინერალური წყლებით მოზელაც...
koba1973
QUOTE
აი ინდაური სხვა საქმეა.

წიწილობისას ისე უნდა ყურადღება, როგორც - პატარა ბავშვს. facepalm.gif
ბროილერის წიწილებიც მაგ კატეგორიაში გადიან.
levani169
QUOTE
.საჭმელად მიყვარს რას ამბობთ

თან, ბარკალი და მკერდის თეთრი ხორცი გეყვარება გამორჩეულად. biggrin.gif
kaxaberski66 - კისრის მოღრეცა მეც ვიტამინების ნაკლებობა მგონია,მაგრამ ქათმები ღამე თუ მასე ეკვრიან ერთმანეთს, ეგ უკვე სიცივის ბრალია ანუ სცივათ ღამე. ქანდარას მეც გირჩევ. ნახერხი კარგი იდეაა, მაგრამ მიაქციე ყურადღება, თავიანთი სკორეთი არ დაასველონ, თორემ ეგეც შეაცივებთ - ფეხები გაუცივდებათ, სიცივე კი ყველაფერს იწვევს.
პ.ს. კარგი თემაა, მაგრამ მოუცლელობის გამო ვერ გიერთდებით.



Posted by: la reine 6 Dec 2017, 10:40
აუუ მეც ვიტყვი რააbiggrin.gif

როცა პატარები არიან უნდა აჭამოთ ხაჭო ან ნადუღი. თურმე სწრაფადაც იზრდებიან და სულ არ ავადმყოფობენsmile.gif


Posted by: vano22 6 Dec 2017, 10:41
kaxaberski66 ცუდია მაგხელები წესით აღარ უნდა იხოცებოდნენ. ერთ ორ ფოტოს ვერ გვანახებ? საქათმისას და ვარიებისას. სხვა რაღაც ამბავია მანდ... უფრო სიცივე მგონია ქანდარა ან ფიცარი მაგიტოა კარგი, დაბლა დაბუდებული ქათამი იოლად ცივდება.. საჭმელს კარგად ჭამენ? უმადოდ ხო არ არიან?

Posted by: Nat_asha 6 Dec 2017, 10:54
la reine
კი კარგი იქნება იმუნიტეტს აუმაღლებს, მაგრამ ნადუღი და ხაჭო ქათმებისთვის კი არა ადამიანებისთვის ჭირს უკვე biggrin.gif თუ სახლში გყავს მერძეული ცხოველი კი არის კარგი ვარიანტი

Posted by: kaxaberski66 6 Dec 2017, 15:47
tavadze
ჭიდაობების თემებში გაგვაგებინე ხოლმე რა ხდება საინტერესო. აქ კი, როცა მოიცლი ასე შემოიხედე.

Posted by: koba1973 6 Dec 2017, 15:57
QUOTE
კალცსაც კენჭწბისგან და ნიადაგიდან იღებდნენ

დედოფლისწყაროს ღრავი მუდმივად უყრიათ და კენკავენ, ერთხელ მუხრანის ერთ ქათმის ფერმაში მოვხვდი, ხორბალი ჩავუტანეთ და გაკვირვებული დავრჩი. ხორბალსაც და სიმინდსაც მხოლოდ კარგი ხარისხისას ყიდულობდა, დაფქულ კირქვას, სუფრის მარილს, ვიტამინებს და ვინ იცის რას არ ურევდნენ საკვებში. სპეციალისტი ყავდათ და მენიუს ის ადგენდა.

Posted by: Nat_asha 6 Dec 2017, 16:26
QUOTE (koba1973 @ 6 Dec 2017, 15:57 )
QUOTE
კალცსაც კენჭწბისგან და ნიადაგიდან იღებდნენ

დედოფლისწყაროს ღრავი მუდმივად უყრიათ და კენკავენ, ერთხელ მუხრანის ერთ ქათმის ფერმაში მოვხვდი, ხორბალი ჩავუტანეთ და გაკვირვებული დავრჩი. ხორბალსაც და სიმინდსაც მხოლოდ კარგი ხარისხისას ყიდულობდა, დაფქულ კირქვას, სუფრის მარილს, ვიტამინებს და ვინ იცის რას არ ურევდნენ საკვებში. სპეციალისტი ყავდათ და მენიუს ის ადგენდა.

კი ყველა ფერმას ყავს ეგეთი ზოოტექნიკოსი ვინც საკვებ რაციონს უდგენს დანიშნულების მიხედვით, მეკვერცხულებს სხვა რაციონი აქვთ, სახორცეებს სხვა. თუ ხარისხიანი არ იყიდა შედეგიც არ ექნება მაღალი და შემოსავალი ექნება ნაკლები და იმის ფომზე ხარჯი გამოუვა მაღალი და ჩაეძირება წარმოება. მე არც ისეთი მდიდარი ვარ რომ იაფფასიანი ფეხსაცმელი ვიყიდოო ის პონტია რაა. საკვები არ უნდა დაინანნო და შედეგიც არ დააყოვნებს, ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია მითუმეტეს ქათმებით გაჯერებულ ბაზარზე...

Posted by: kaxaberski66 6 Dec 2017, 22:45
vano22
ზეგამდე არ მცალია და მერე დავდებ საქათმის სურათს.
საჭმელსაც უმადოდ ჭამდნენ რა თქმა უნდა.

Posted by: tavadze 6 Dec 2017, 23:50
la reine
QUOTE
როცა პატარები არიან უნდა აჭამოთ ხაჭო ან ნადუღი.

ხაჭოსი რა გითხრა - ჩვენში არ ამზადებენ და ნადუღს, Nat_asha-სი არ იყოს, ვინმე თუ მოიმეტებს ქათმებისთვის, კი ურევენ. biggrin.gif
kaxaberski66
QUOTE
tavadze
ჭიდაობების თემებში გაგვაგებინე ხოლმე რა ხდება საინტერესო. აქ კი, როცა მოიცლი ასე შემოიხედე.

biggrin.gif
მაინც მასე გამოდის.
პ.ს. შენი ქათმები წინა დრეებში თუ არ ავადმყოფობენ და ავადმყოფობის რამე გამოხატული ნიშანი არა აქვთ, მაშინ მეც გაციების ბრალი მგონია.

Posted by: kaxaberski66 8 Dec 2017, 11:53
tavadze
კი გაციების ბრალია. ერთი დავკალი და არავითარი ავადმყოფობის ნიშანი არ აქვთ.

Posted by: Nat_asha 8 Dec 2017, 12:06
kaxaberski66
სად ცხოვრობ?

Posted by: kaxaberski66 8 Dec 2017, 12:35
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
Nat_asha
ნათლუხში კაიროზე.

Posted by: Nat_asha 8 Dec 2017, 12:46
აი მთიდან მოყვანილი ქათმების პლიუსი . იქ ისეთ ყინვას უძლებენ რომ აქ ეს სითბოთ ეჩვენებათ და 1 კვირაა რაც შეწყვიტეს კვერცხდება, აქამდე არ შესცივდათ ესეიგი , მაგათთვის სითბო იყო biggrin.gif ბასეინიც გქონია და თევზსაც ხომ არ აპირებ? მე ვაპირებ გავაკეთო პაწაწინა ბასეინი და მოვიყვანო ხოლმე ლიფსიტები სახლისთვის და მექნება თევზი smile.gif

Posted by: vano22 8 Dec 2017, 15:24
kaxaberski66
მეტი რაღა უნდათ მე არ მაქ მასეთი სახლიbiggrin.gif
საკვებური რა კარგად მოგიფიქრებია მე სულ მაქ როშის დაბნევის პრობლემა.

კედლის თერმომეტრი ჩამოკიდე სადმე და დააკვირდი დღე ღამის ტემპერატურას

Posted by: kaxaberski66 8 Dec 2017, 16:20
vano22
QUOTE
საკვებური რა კარგად მოგიფიქრებია მე სულ მაქ როშის დაბნევის პრობლემა.

მე არ მომიფიქრებია, ასე დამხვდა აქ, ისე როგორც საქათმე და სხვა ყველაფერი.
მართალი ხარ. ჩამოვკიდებ თერმომეტრს.
Nat_asha
QUOTE
აი მთიდან მოყვანილი ქათმების პლიუსი

მართალი ხარ. ჩემს ქათმებს გასაყიდად ზრდიდნენ და მათ პირობებიც უკეთესი ექნებოდათ.
QUOTE
ბასეინიც გქონია და თევზსაც ხომ არ აპირებ?

არა. ბასეინის გვერდზე ბესედკა მაქვს საქეიფოდ. გაზაფხულზე ბასეინს შევაკეთებ, 40 სანტიმეტრით სიმაღლეშიც ავწევ. მერე ბესადკაში ლუდს მოვიდგავ გვერდზე. თან მოვწრუპავ, თან ბასეინში გავგრილდები.
user posted image

Posted by: Nat_asha 8 Dec 2017, 16:37
kaxaberski66
QUOTE
მერე ბესადკაში ლუდს მოვიდგავ გვერდზე. თან მოვწრუპავ, თან ბასეინში გავგრილდები.

უფ ზაფხული და ლუდი კარგია, სიცხეში რომ გრილდები. მე ვაპირებ პატარა აუზს მარტო სათევზედ,ალბათ 2მ X 2მ-ზე საბანაოდ არა. საბანაო რომ გავაკეთო დიდ ადგილს წაიღებს. რამდენად გამომივა თევზი არ ვიცი, მაგრამ ვცდი და ვნახოთ რა გამოვა, თუ არ გამოვიდა დეკორატიულად დავტოვებ, ბავშვი იჭყუმპალავებს ხოლმე და ეგაა biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 8 Dec 2017, 16:44
Nat_asha
თევზს უნდა ჰქონდეს გამავალი წყალი, რომ გემრიელი იყოს.
მეორეც არის. პატარა ბასეინში სუნი დადგება თავისებური. სილამაზისთვის თუ გააკეთებ დეკორატიული თევზებისთვის კი ბატონო, მაგრამ ზამთარში გაუჭირდებათ წყალი თუ გაიყინა.


Posted by: Nat_asha 10 Dec 2017, 15:47
QUOTE (kaxaberski66 @ 8 Dec 2017, 16:44 )
Nat_asha
თევზს უნდა ჰქონდეს გამავალი წყალი, რომ გემრიელი იყოს.
მეორეც არის. პატარა ბასეინში სუნი დადგება თავისებური. სილამაზისთვის თუ გააკეთებ დეკორატიული თევზებისთვის კი ბატონო, მაგრამ ზამთარში გაუჭირდებათ წყალი თუ გაიყინა.

მუდმივად კი არ მეყოლება, მოვიყვან ლიფსიტებს, დავზრდი დავკლავ. ზამთარში ვერ დაუწყებ ეხლა ტემპერატურის დევნას biggrin.gif გამავალ წყალს გავუკეთებ, შემავალ და გამავალ მილებს ჩავაყოლებ ერთი სიმძლავრისას ასე ვთქვათ, ანუ რა წყლიც გავა ის წყალი რომ შემოვიდეს. წყალი მუდმივი მაქვს, არასდროს არ წყდება. ვიღაცა ოფილმა პარლამენტარმა თავის დროზე საკუთარი მილით გადმოჭიმა ნატახტარიდან და მაშინ უბრალოდ ნაკვეთი იყო და ეხლა ჩემი ეზოა, პატარ ნაწილზე გადის ეს მილი და ჩავურტყი ზედ მეც და მაქვს ეგ წყალი. რო დაწყდება ხოლმე სამეზობლო ჩემთან მოდის, ჩემთან შეიძლება ნაპორი დაუვარდეს და დაწყდომით არ წყდება lol.gif თან კაი ცივი და გემრიელი წყალია. არც იმდენ თევზს არ ჩავუშვებ რომ სუნი აუშვან. ზომიერად რაა. მოვსიჯავ რამე მარტივი ჯიშის თევზით. კალმახს არ მოვიყვან დასაწყისისთვის

Posted by: levani169 10 Dec 2017, 17:33
Nat_asha
QUOTE

მუდმივად კი არ მეყოლება, მოვიყვან ლიფსიტებს, დავზრდი დავკლავ.

მოკლედ შენ მხოლოდ ჟიაყელების შეგროვებით იქნები დაკავებული მთელი დღეები,იქ ქათმებისთვის,ეხლა უკვე თევზებისთვის და საწყალი ჭიაღუები როგორ მეცოდებიან უკვე! lol.gif lol.gif lol.gif lol.gif 2kiss.gif

Posted by: giogiokakheli 11 Dec 2017, 18:05
მეც მინდა რაიმე მსგავსი გავაკეთო :დდ ლიფსიტები სად ვნახო არ მინდა რამე განსაკუთრებული

Posted by: gig55 22 Dec 2017, 22:07
გამარჯობათ იონჯასთან თუ ვინმეს გაქვთ შეხება დასავლეთ საქართველოში რომელი ჯიშია უხვმოსავლიანი ?

Posted by: kaxaberski66 23 Dec 2017, 12:54
gig55
ყველა იონჯა კარგია.
ყვითელი და ავსტრალიური იონჯა ზამთარშიც არ წყვეტენ ზრდას. მხოლოდ ზრდის ტემპს ამცირებს.



დაწერეთ ვინ რას საქმიანობთ ამ ზამთრის დღეებში.
მე მაგალითად დღეს დავბარე. მართალია ერთი დაჯდომა მიწაა, მაგრამ მაინც საქმედ ჩამეთვალა. სულ ალბათ 20 კვადრატი იქნება.

Posted by: koba1973 23 Dec 2017, 13:35
QUOTE
დაწერეთ ვინ რას საქმიანობთ ამ ზამთრის დღეებში.

ზამთარი ჩემთვის ყოველთვის გადატვირთულია. ამ დროს მაქვს ყველაზე მეტი სამუშაო ძირითად პროფესიაში, ამიტომ მიწაზე ვერაფერს ვაკეთებ. ორიოდე დღის წინ გულმა არ მომითმინა ღამე გავიქეცი მინდორში და ფარების შუქზე ვათვალიერებდი ქერსა და ხორბალს.

Posted by: gig55 23 Dec 2017, 15:14
kaxaberski66
გასაგებია მსმენია რომ ყვითელყვავილოვანი იონჯა უფრო გვალვაგამძლეა
* * *
წვიმიან ამინდებში სტოლბებს ვთლი ამ ეტაპზე 300 ამდე მინდა ჯერჯერობით ნახევარი მაქვს

Posted by: levani169 23 Dec 2017, 15:18
kaxaberski66
QUOTE
დაწერეთ ვინ რას საქმიანობთ ამ ზამთრის დღეებში.

მე თხილის ბუჩქები გადავბელე და ტოტები დამრჩა ასასხეპი,გამოვიდეს ამინდი და მგელი ვარ მაგ თემაში,მგელი უუუუ! biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 23 Dec 2017, 19:16
koba1973
gig55
levani169
კარგია.
სხვებმაც დაწერეთ, თუ შეგიძლიათ ვრცლად. ცოტა გულს მაინც გადაყოლებს კაცი.
koba1973
მერე, ნათესიდან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა. იბორჯება?. თაგვი ხომ არ ჭამს?
gig55
შენ ეგ სტოლბები რისთვის გინდა? უნდა შეუდგა რამეს თუ ნაკვეთი უნდა შემოღობო?.
levani169
ხო. გადაბელე თორემ, მაგ თხილის ბუჩქებში მართლა მგელმა არ დაიბუდოს.
თხილი ახალი გაშენებული გაქვს? თუ უკვე მოსავალს იღებ?.

Posted by: gig55 23 Dec 2017, 19:36
kaxaberski66
ნაკვეთის შესაღობად მინდა 7 წვერი ეკლიანი მავთული კარგი იქნება მგონი

Posted by: koba1973 23 Dec 2017, 20:31
kaxaberski66
განყოფილებამ მოიწყინა და გამოცოცხლება გადაწყვიტე ხო. მეც შემოვირბენ საჭმელად, შემოვალ ფორუმზე და არაფერი ახალი. კარგია რომ რაღაცნაირად გამოაცოცხლე!

QUOTE

მერე, ნათესიდან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა. იბორჯება?. თაგვი ხომ არ ჭამს?

არა უშავს ნათესს, თაგვის სოროები თითქმის არ არის, ახალი წლის მერე გავშლი მაინც წამალს.


Posted by: kaxaberski66 23 Dec 2017, 21:53
koba1973
ხო რა. რაღაცა ხომ უნდა ვთქვათ. თან საინტერესოც არის ვინ რას საქმიანობს.
QUOTE
არა უშავს ნათესს, თაგვის სოროები თითქმის არ არის

2013 წლის შემოდგომაზე დავთესე 16 ჰა. ხორბალი. იმ წელს თაგვი იყო მოდებული საშინლად. დათესვიდან თითქმის თავთავიში შესვლამდე, 10 ჯერ მაინც გავშალეთ წამალი.
4-5 წელში ერთხელ არის ისეთი წელი, რომ თაგვს ვერ გამოლევ.
აი ხომ ხედავ, რაღაც დავწერეთ და აზრები გავცვალეთ.

Posted by: vano22 23 Dec 2017, 22:18
kaxaberski66
ეხლა უარესი სიტუაციაა შირაქში. შარშან კომბაინი ჩავარდნილა იმდენი სოროები იყოო ნაკვეთში

მთავრობამ თუ არ მიხედა ამ საქმეს გლეხი ვერაფერს გააწყობს

Posted by: levani169 23 Dec 2017, 22:29
kaxaberski66
QUOTE
levani169
ხო. გადაბელე თორემ, მაგ თხილის ბუჩქებში მართლა მგელმა არ დაიბუდოს.
თხილი ახალი გაშენებული გაქვს? თუ უკვე მოსავალს იღებ?.

გაშენებული რა,რამდენიმე ბუჩქია ძველი,ხშირი იყო თითდაუკარებელი,წელს მოსავალს აღარ ველოდები!

Posted by: kaxaberski66 23 Dec 2017, 23:35
levani169
რატომ არ ელოდები. გადაბელე(გასხალი) რა, ძირში ხომ არ მოჭერი?
vano22
QUOTE
კომბაინი ჩავარდნილა იმდენი სოროები იყოო ნაკვეთში

აი ჩემთანაც ეგრე იყო. ქალაქები ჰქონდათ გაშენებული. ჩემი ბიძაშვილი მოვკალი მინდორში სიარულით. იქ მარტო ვერაფერს გააკეთებდი. 2 კაცი მიდიოდა და ერთხელ თავიდან ბოლომდე რომ გაეშალათ 3-4 დღეს უნდებოდნენ. მე თბილისიდან ფულს ვაგზავნიდი და ის დადიოდა მინდორში.
იმ წელს თუ გაიხსენებთ, მოსავლიანობაში 1 ტონას თითქმის ვერავინ გადასცდა. მე 1800კგ ავიღე ჰექტარზე. 1 ჰექტარზე ქერიც მეთესა და ის უფრო მეტი ავიღე.

Posted by: vano22 24 Dec 2017, 00:37
kaxaberski66
რაღაც წამალია თაგვებს გრიპი ემართებათ აირწვეთოვნად გადადის და მასიურად ხოცავს. ხომ არაფერი გსმენია ამ წამალზე? თუ მოხდა და მოხერხდა შირაქის თაგვებისგან გაწმენდა ერთი ორად გაიზრდება მოსავლიანობა...

Posted by: koba1973 24 Dec 2017, 07:18
vano22
მაგას აღარ ამზადებენ. მასიურად სპობს სხვა მღრღნელებსაც. მაგალითად კურდღელს. ამ რამოდენიმე წლის წინ როცა მასიურად იყო თაგვი მოდებული ნაცნობმა კარგა ხანს ეძება და ვერ იშოვა, აღარ ვამზადებთო. წელს ჯერ არა ჩანს ჩემთან, მაგრამ ნაომარს ვეძახით მინდვრებს ჩემი ნაკვეთიდან არც თუ ისე შორს, იქ უკვე მოედო მასიურადო. თუ არ აცივდა და სისველე და სიცივე არ დაიწყო წელსაც გამრავლდება. ორი თვეა მიწა არ დასველებულა, ეს ორი დღეა ცოტა მოწვიმა, არც ყინვებია. ასე რომ...

* * *
დღეს შემხვდა ნაცნობი წამალი გავშალე ნაკვეთშიო, აუარება სოროა უკვეო.

Posted by: koba1973 29 Dec 2017, 16:48
https://radikal.ru
ძალიან სახარბიელო არ არის,მაგრამ ფაქტიურად გვალვაა. ორიოდე დღე ცოტა მოწვიმა, მერე იმისთანა ქარი იყო გახსენებაც კი მზარავს. ამოაშრო თუ კი რამე ნალექი მოვიდა. იანვრის ნახევრამდე არც გვპირდებიან ნალექს.
ხო თაგვი საერთოდ ვერ ვნახე ჩემს ნაკვეთში, ასე რომ ახალ წელს გადავაგორებ და მერე ისევ დავათვალიერებ.

Posted by: kaxaberski66 29 Dec 2017, 21:06
koba1973
მიწაწყალო, მაგარი ყანა გქონია. ამ პერიოდისთვის მოსალოცად გაქვს საქმე.
ისე სურათი ყანის შიდა ნაწილში რომ გადაგეღო უფრო კარგად გამოჩნდებოდა როგორი გაბირჯილია.

Posted by: koba1973 29 Dec 2017, 23:22
kaxaberski66
მადლობა.
ესეც შუა ნაწილში
https://radikal.ru
ოღონდ სიგანეზეა გადაღებული. თეთრ ნიშნულამდეა ჩემი.
* * *
ცოტა ვიეშმაკე. ეს ანეულია. მეორე ნაკვეთი უფრო ცუდია, თუმცა იმედი მაქვს გამოსწორდება.

ეს კი წელს შევიძინე 1 ჰექტარი. გვიან. 16 ნოემბერს დავთესე ქერი
https://radikal.ru
იმედია ამასაც ეშველება.

Posted by: kaxaberski66 29 Dec 2017, 23:38
koba1973
შუა ნაწილშიც მშვენიერი მოსულია. ამინდები უნდა ეხლა. თუ არა და მორწყვა.
აი გვიან დათესილიც გამოსწორდება თუ წვიმა-თოვლი იქნება. მაგრამ ვერ დაეწევა იმ ყანას.

Posted by: koba1973 30 Dec 2017, 08:30
QUOTE
ამინდები უნდა ეხლა. თუ არა და მორწყვა.

უახლოესი მდინარე თითქმის 20 კილომეტრითაა დაშორებული,ამიტომ მორწყვა არარეალურია. ისევ ბუნება თუ დაგვეხმარება.

Posted by: kaxaberski66 1 Jan 2018, 14:06
სოფლის ამშენებლებო, გილოცავთ ახალ წელს. მრავალს დაესწარით და უხვმოსავლიანი ყოფილიყოს 2018წელი.

Posted by: levani169 1 Jan 2018, 15:15
QUOTE (kaxaberski66 @ 1 Jan 2018, 14:06 )
სოფლის ამშენებლებო, გილოცავთ ახალ წელს. მრავალს დაესწარით და უხვმოსავლიანი ყოფილიყოს 2018წელი.

გაიხარე კარგო ადამიანო,გილოცავ შენც და ყველა აქ შემომსვლელ ადამიანს ახალ წელს.ალავერდი ქალბატონ მილედისთან ვარ! gigi.gif 2kiss.gif

Posted by: kaxaberski66 4 Jan 2018, 12:08
კიდევ ერთხელ გილოცავთ და მრავალ ახალ წელს დაესწარით.
აბა როგორ გაატარეთ პირველი სამი დღე?
მე პირადად, 31 ღამეს, 1ში და 2ში ვიქეიფე და გუშინ სამში მთელი დღე, საღამოს 7 საათამდე ძონძივით ვიყავი. აღარც ჭამის თავი მქონდა და აღარც დალევის. მთელი დღე ვიწექი და ტანში ჭიანჭველები დარბოდნენ.
დღეს უკვე მშვენივრად ვარ.

Posted by: Nat_asha 4 Jan 2018, 16:26
QUOTE (kaxaberski66 @ 4 Jan 2018, 12:08 )
კიდევ ერთხელ გილოცავთ და მრავალ ახალ წელს დაესწარით.
აბა როგორ გაატარეთ პირველი სამი დღე?
მე პირადად, 31 ღამეს, 1ში და 2ში ვიქეიფე და გუშინ სამში მთელი დღე, საღამოს 7 საათამდე ძონძივით ვიყავი. აღარც ჭამის თავი მქონდა და აღარც დალევის. მთელი დღე ვიწექი და ტანში ჭიანჭველები დარბოდნენ.
დღეს უკვე მშვენივრად ვარ.

მეც გილოცავთ ყველას, რა ქენი შენმა ქათმებმა და ინდაურმა რა ქნეს? მოიხედეს აქეთ?

Posted by: kaxaberski66 4 Jan 2018, 21:07
Nat_asha
ფერადები 11დან 1 დარჩა, დანარჩენები დაიხოცნენ. კისერი 3 საც მოეგრიხა და გუშინ მოკვდა.
ბროილერები სახედრებივით არიან. თუ გინდა გადააჯდები ისეთები გახდნენ. საახალწლოდ 1 დავკალი.
2 ინდაურიდან 1 დავკალი( დედალი) მეორეს დავკლავ. წონით 5 კილოს გასცდა.

Posted by: vano22 5 Jan 2018, 19:32
kaxaberski66

ვერ მოგსვლია კაი ამბავი.. ანტიბიოტიკები არ ცადე?
* * *
kaxaberski66

ვერ მოგსვლია კაი ამბავი.. ანტიბიოტიკები არ ცადე?

Posted by: kaxaberski66 6 Jan 2018, 11:39
vano22
QUOTE
ვერ მოგსვლია კაი ამბავი.. ანტიბიოტიკები არ ცადე?

კი ვცადე რაღაც წამლები მაგრამ ზედ გადაყოლვად არ მიღირდა.

Posted by: vano22 6 Jan 2018, 17:18
koba1973
რა ჯიში დათესე? მე საგაზაფხულო უნდა დავთესო წელსაც.



kaxaberski66
ბროილერებს პრემიქსს აჭმევ?
მეც მინდა მოყვანა მაგრამ კვერნა მყავს შემოჩვეული ორჯერ ვესროლე და ვერ მოვარტყიsad.gif ხაფანგში ეგ არ შევა და მოწამლულს ეგ არ შეჭამს.. აღარ ვიცი რა ვუყო არადა არაფერი ფრინველი არ მყავს სახლში და რისთვის დადის ჩემ ეზოზე არ ვიცი.. შენ ხომ არ გაქ კვერნასთან ბრძოლის გამოცდილება?

საგოჭესთან ვნახე და ეხლა კი დიდებიღა მყავს მაგრამ რომ დაყრიან მეშინია არ დახოცოს გოჭები

Posted by: vixn 6 Jan 2018, 17:40
vano22
ასეთი პატარა დამხმარე საკმარისია თრიალეთი, კვერნა, სინდიოფალა, ვირთხისთვის

Posted by: kaxaberski66 6 Jan 2018, 18:42
vano22
vixn სწორს გირჩევს. მე მგონი კატაც ებრძვის.

QUOTE
ბროილერებს პრემიქსს აჭმევ?

თავიდან რომ ვიყიდე ჭამდნენ 20%ანს. მერე მეთოდურად დავიწყე პრემიქსის წილის შემცირება და უკვე ნახევარი თვე არის, შევუწყვიტე პრემიქსის მიცემა
სოფელში რამოდენიმე წლის უკან მეზობელმა დაიჭირა როგორღაც და ვკითხავ როგორ მოახერხა.

Posted by: vano22 6 Jan 2018, 19:45
vixn
ეგ მწევარია ხო? ერთი ძაღლი მყავს და მეორეს ვეღარ მოვიყვან, ეზოს ფართი არ მიწყობს ხელს.
ისე შანსი არაა ძაღლმა დაიჭიროს ძაან სწრაფია და დაშხვეპილ კედელზეც კი თაგვივით სწრაფად ადის. კატას კი იქეთ შეჭამს იმხელააbiggrin.gif


kaxaberski66
რაც პრემიქსი შეუწყვიტე ზრდა არ შეანელეს? ჩემმა ახლობელმა გაზარდა უპრემიქსოდ და უკმაყოფილო იყო ვერ იმატებენო

Posted by: koba1973 6 Jan 2018, 20:20
vano22
QUOTE
რა ჯიში დათესე? მე საგაზაფხულო უნდა დავთესო წელსაც.

რამე განსაკუთრებული არაა. სახელი ნამდვილად არ ვიცი.
QUOTE
ბროილერებს პრემიქსს აჭმევ?
მეც მინდა მოყვანა მაგრამ კვერნა მყავს შემოჩვეული ორჯერ ვესროლე და ვერ მოვარტყი ხაფანგში ეგ არ შევა და მოწამლულს ეგ არ შეჭამს.. აღარ ვიცი რა ვუყო არადა არაფერი ფრინველი არ მყავს სახლში და რისთვის დადის ჩემ ეზოზე არ ვიცი.. შენ ხომ არ გაქ კვერნასთან ბრძოლის გამოცდილება?

ჩემთან იყო ორჯერ თავდასხმის შემთხვევა. ქათმები დაგვიხოცა დიდები. მხოლოდ თავები ქონდა მოჭმული და ცოტა მკერდი, დაკეტილ საქათმეში შედიოდა ორივეჯერ. მერე მავთულბადის და რკინის მილებისგან გავაკეთე საქათმე ისე რომ კვერნა კი არა თრითინაც(დედოფალა) ვერ შეძვრება. მაგის მერე თავდასხმა აღარ ყოფილა.

Posted by: kaxaberski66 6 Jan 2018, 20:24
vano22
ბროილერები რომ ვიყიდე 1.500 იყვნენ წონით. 30დეკემბერს დავკალი, 48 დღის შემდეგ ყიდვიდან და 3კგ იყო.
არ ვიცი ვინ როგორ ჩათვლის. შეიძლება პრემიქსზე მეტი გამოსულიყო.

Posted by: koba1973 6 Jan 2018, 20:26
QUOTE
ეგ მწევარია ხო?

არა გავს მწევარს, ალბათ უფრო სპანიელია.

Posted by: vano22 6 Jan 2018, 22:25
koba1973
სხვა დროს სერტიფიცირებული თესლი დათესე ძაან დიდი სხვაობა აქ ჩვეულებრივ თესლთან შედარებით. მე სამთო ქიმიაში 1.2 ლარად ვიყიდე ჯიში ვაკულა საგაზაფხულო. ჩემ მხარეში ასეთი ქერი არავის ქონდა მიუხედავად იმისა რომ გვარჯილა არ დამიყრია და ძაან ცუდი წელიც იყო.

უხარისხო თესლში ვითომ ფულს ზოგავ მაგრამ ბოლოს ზარალი გამოდის.

ხო კვერნამ იცის მასე, ყელს აჭამს და გულისპირს თან ძაან მოქნილია სეტკაშიც კი ძვრებაsad.gif
ნაგაზი მყავს მაგრამ ეს მძიმე ტექნიკაა მასეთ წვრილმანებზე თავს არ იწუხებსsmile.gif





kaxaberski66 კარგი ზრდა ქონიათ 3 კგ ინდაურებს ყიდიან ხოლმე ბაზარშიup.gif

Posted by: vixn 6 Jan 2018, 23:59
vano22
კი სპანიელია, კარგი მეგობარი, ნამდვილი დარაჯი და უწყინარი. 500 მეტრის რადიუსში იცის ყველა კვერნა და ზღარბი, ტურა და მგელი, ბოცვრებთან ძინავს, კატის კნუტებს ზრდის.

Posted by: kaxaberski66 7 Jan 2018, 00:11
შობას გილოცავთ სოფლის ამშენებელ-დამამშვენებლებო. ღმერთმა გვიმრავლოს სოფელში მშრომელი ხალხი.

Posted by: koba1973 7 Jan 2018, 09:23
შობას გილოცავთ!!
მრავალს დაესწარით.
* * *
vano22
ჰექტარზე რამდენი მიიღე მოსავალი?
* * *
vixn
სპანიელი მეგობრული და უპრეტენზიო ჯიშია, ძალიან მომწონს. არც ნაგაზია ცუდი მაგრამ ეზოს ძაღლის როლში მთლად ვერ ჯდება. ამის გარდა თუ საქონელთან არ არის ხშირად პატრონთან უხდება კონფლიქტი, ბევრი შემთხვევა ვიცი. შეიძლება დაბმული და მომწყვდეული რომ არის მაგიტომ.
* * *
vixn
QUOTE
ასეთი პატარა დამხმარე საკმარისია თრიალეთი, კვერნა, სინდიოფალა, ვირთხისთვის

თრიალეთი რა არის?

Posted by: vano22 7 Jan 2018, 13:44

მეც გილოცავთ შობას იქნებ წელს მაინც შეიცვალოს ჩვენ ქვეყანაში რაიმე უკეთესობისაკენ თორემ უკვე გაუსაძლის მდგომარეობაშია ხალხიsad.gif



koba1973

3.5 ტონა ავიღე ჰა ზე უმაღლესი ხარისხის ქერი, თან მეორე რეპროდუქცია იყო და წელსაც გამომადგება დასათესადsmile.gif

მე ძაღლს არ ვაბავ. ჰა ჰა კვირაში 3-5 საათია დაბმული ისიც იმ შემთხვევაში თუ ეზოს კარის დაკეტვა ვერ ხერხდება რაიმე მიზეზით. დაბმული ნაგაზი ისე გაუგიჟდა ერთ კაცს რომ თავისი ხელით მოკლა 2 წლის შვილივით ნაზარდი ძაღლი, ახლო ვერ მიდიოდა პატრონზეც და ოჯახის წევრებზეც დასაგლეჯად იწევდა.

vixn ფერმაში მინდოდა ამ ნაგაზის წაყვანა და ისე გამოვიდა რომ ჯერჯერობით ვერ მიხერხდება თორემ ეზოს ძაღლი ნამდვილად არ გამოვა ამისგანsmile.gif ხბოები და გოჭები კი ძაან უყვარს გაქცეულ 80 კილოიან მოზვერს დაახტება ხოლმე ზურგზე, აქცევს და მერე ფეხებზე და კუდზე ეჭიდება ხოლმე.. არ ასვენებს მინდორში საქონელს დასდევს და აფრთხობსbiggrin.gif


Posted by: koba1973 7 Jan 2018, 18:58
vano22
QUOTE

3.5 ტონა ავიღე ჰა ზე უმაღლესი ხარისხის ქერი, თან მეორე რეპროდუქცია იყო და წელსაც გამომადგება დასათესად

კარგი მოსავალია. სამწუხაროდ ჩვენი პირობები თქვენიდან განსხვავდება. ეს ხორბალი შარშან ცოლისძმას მივეცი სათესლედ, ჰექტარზე 4 ტონა მიიღო, მე 2,5 ტონა. უბრალოდ აქ ნალექი უფრო იშვიათია ვიდრე ენისელში სადაც ცოლისძმა ცხოვრობს.

QUOTE
დაბმული ნაგაზი ისე გაუგიჟდა ერთ კაცს რომ თავისი ხელით მოკლა 2 წლის შვილივით ნაზარდი ძაღლი, ახლო ვერ მიდიოდა პატრონზეც და ოჯახის წევრებზეც დასაგლეჯად იწევდა.

კი მასეა. უცებ ორი მსგავსი შემთხვევა გავიხსენე. პატრონი დაგლიჯა და იძულებული გახდნენ მოეკლათ. რაღაც შენს ძაღლზეც მახსოვს სხვა თემიდან თუ მეშლება?

Posted by: vano22 7 Jan 2018, 19:43
koba1973 ეგ კი მართალია მე უნალექობას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ ერთიდაიგივე კლიმატურ პირობებში ხარისხიანი თესლი რომ აჯობებს უბრალო თესლს ამაში მგონი შენც დამეთანხმები..


კარგად გხსომებია, ძაან უხასიეთო ძაღლი იყო, ლეკვობაშივე 2 თვის უკვე კაცზე იწევდა, დაბმა არ იცოდა რა იყო და საჭმელ სასმელი არ აკლდა. მიუხედავად ამისა ბოლოს ისე გაგიჟდა რომ ახლო გავლისაც მეშინოდა. ორჯერ სრულიად უმიზეზოდ დამკბინა მაგრამ ვაპატიე, ბოლოს დედაჩემსაც დაეტია და კი იპოვა რასაც ეძებდა.

ეხლა მაგარი კაი ხასიეთის ძაღლი მყავს დათვივითაა დიდი და ბუნჩულაsmile.gif

Posted by: koba1973 7 Jan 2018, 20:29
QUOTE

კარგად გხსომებია, ძაან უხასიეთო ძაღლი იყო, ლეკვობაშივე 2 თვის უკვე კაცზე იწევდა, დაბმა არ იცოდა რა იყო და საჭმელ სასმელი არ აკლდა. მიუხედავად ამისა ბოლოს ისე გაგიჟდა რომ ახლო გავლისაც მეშინოდა. ორჯერ სრულიად უმიზეზოდ დამკბინა მაგრამ ვაპატიე, ბოლოს დედაჩემსაც დაეტია და კი იპოვა რასაც ეძებდა.

ის სხვა იყო ესეიგი.

QUOTE
მაგრამ ერთიდაიგივე კლიმატურ პირობებში ხარისხიანი თესლი რომ აჯობებს უბრალო თესლს ამაში მგონი შენც დამეთანხმები..

რა თქმა უნდა, ოღონდ მანდ სხვა მომენტიცაა: ჩვენთან ნამეტანი ზედ გადაყოლა არ ამართლებს, შარშან თესვისას 300 ლარის სასუქი მივეცი ჰექტარზე, ორ კვირაში ქარმა ნიადაგიანად გაიტაცა. ვინც არ შეიტანა სასუქი იმათზე მხოლოდ 200 კგ ით მეტი მივიღე. ჩვენსავე რაიონში ოღონდ გომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე და ალაზნის პირას 4-5 ტონა ნორმაა, ჩვენთან 2 ტონა. ამის მერე ეგეც გაჭირდება ალბათ, წელს 6 დიდი ნუშის ხე გამიხმა ზაფხულში, შარშან ერთი ქარიშხალმა მოგლიჯა და 2 გახმა. ასე რომ არ ვიცი რა იქნება. გულს არ ვიტეხ მაგრამ ივნისის მერე უდაბნოს არ ჩამოუვარდება სიცხით.

Posted by: Nat_asha 8 Jan 2018, 12:32
vano22
კვერნაზე მეც ძაღლი უნდა მერჩია , ჩემი ჰასკია და კალიებსაც კი იჭერს. რამე მონადირული ჯიშის გინდა და როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მაინც დაიჭერს. ვერ იტანს მის გარდა რამე მოძრავი ცხოველი თუ დადის ეზოში ან ფრინველი. ჩიტიც ვერ გადაიფრენსო ჩემს ეზოზეა ნათქვამი. ადრე დაბმული იყო ცოტახანი და ჩიტები დაფრინავდნენ და ეხლაა ვერც მიწაზე და ვერც ცაში ვერ გაივლის მისი ნებართვის გარეშე ვერაფერი. კატას რომ სწვდა კუდში ძლივს გავაშვებინე biggrin.gif თან რა ჩვევა აქვს, რო დაიჭერს კი არ კლავს, თამაშს იწყებსდა აწვალებს სადისტივით, რომ მოკვდება მერე აღარ აინტერესებს biggrin.gif

Posted by: vano22 8 Jan 2018, 14:28
koba1973 შენც თესვისას ჩააყოლე სასუქიsmile.gif სად გაქ ნაკვეთი? მასეთი ქარები თუ იყო საქართველოში არ მეგონა. საფერავი ტვ ზე რომ თქვეს ქარი ნიადაგს იტაცებსო გამეცინა მე მეგონა ხუმრობდნენbiggrin.gif



* * *
Nat_asha ძაღლი კარგია მაგრამ ვის ვეთხოვო არავის არ ყავს აქ ისეთი ძაღლი რომ ჩემ ძაღლთან ერთად გავუშვა ეზოშიbiggrin.gif ესეც მასეა თამაშ თამაშში შემოეჭყლიტება ის ძაღლი და რა პასუხი გავცე მერე პატრონსbiggrin.gif

Posted by: gougeon 8 Jan 2018, 14:34
vano22
QUOTE
სოფელში 2 სართულიანი 1 ჰა მიწით +-20.000ლ.

სად?

Posted by: KasperRiters 8 Jan 2018, 14:36
vano22

იორმუღანლოში ერთ ირანელ ძიას აქვს რამდენიმე ასეული ჰექტარი. ქერს და ხორბალს თესავს. გასულ ზაფხულს მოვხვდი მანდ. მთავარმა აგრონომმა დამათვალიერებინა მთელი მიწა, სარწყავი სისტემები და ა.შ. ერთ ადგილას რამდენიმე ათეული ჰექტარი გადატყავებული მიწა იყო, არადა მის გვერდით ყანა ბიბინებდა. ვკითხე აგრონომს, რატოა ასეთქო. მიპასუხა მორწყვა დავაგვიანეთ, ქარიანი დღეები დაემთხვა და მთელი ნათესი ქარმა წაიღოო. ნათესებს ვინ ჩივის, მოხნულ-გაფხვიერებული ნაყოფიერი მიწის ფენაც თან წაიყოლა.


Posted by: vano22 8 Jan 2018, 14:58
gougeon ახმეტის რაიონის სოფლებში. თიანეთის რაიონშიც.


KasperRiters
ვაა რას არ გაიგებს კაციbiggrin.gif. კაი სეირი მოსვლიაbiggrin.gif. ჩემთან ჰა ჰა ქარმა გვარჯილის მოყრაში შეუშალოს ხელი კაცს ან გადაბნევით თესვაში და მასეთ ქარსაც მთელი კვირა ვლანძღავ ხოლმეsmile.gif. ეხლა იმ გადატყავებულ მიწას რა უნდა უყონ? ალბათ მაგიტო აღარ ხნავენ შირაქში. გადაატარებენ ბელტსაკუწს დათესავენ მოტკეპნიან და ვსოsmile.gif

Posted by: levani169 8 Jan 2018, 17:38
vano22
რა გაგიკვირდა შენ კიდევ,განა გალაკტიონმა შირაქის ველებზე არ დაწერა "ქარი ჰქრის,ქარი ჰქრის,ნიადაგის ნაყოფიერ ფენას რკალად ჰხრისო"? lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: KasperRiters 8 Jan 2018, 19:08
ჩემო ნათესებო, სადა ხართ, სადა ხართ, სადა ხართო biggrin.gif

Posted by: koba1973 8 Jan 2018, 20:32
vano22
QUOTE
შენც თესვისას ჩააყოლე სასუქი

თესვისას ჩავაყოლე ზუსტად.
QUOTE
სად გაქ ნაკვეთი? მასეთი ქარები თუ იყო საქართველოში არ მეგონა.

მაღაროში. ძველი ტელეფონი ისე გაფუჭდა სურათები ვერ დავაკოპირე თორემ გაჩვენებდი მოგლეჯილ- დამტვრეულ ხეებს.

Posted by: rainbow jeanne 9 Jan 2018, 11:49
გამარჯობა,
ჭოპორტში 700 მ2-ზე რისი დათესვა შეიძლება?
სააგარაკედ მაქვს ნაკვეთი ნაყიდი,მაგრამ ერთი 5 წელი კიდე ვერ ვაშენებ სახლშ და ისე ყოფნას ვიფიქრე გამოვიყენებ ამ მიწასთქო.
ჩემი გამოცდილება სოფლის მეურნეობაში არის 0-ს ქვემოთ.

Posted by: Nat_asha 9 Jan 2018, 12:31
QUOTE (rainbow jeanne @ 9 Jan 2018, 11:49 )
გამარჯობა,
ჭოპორტში 700 მ2-ზე რისი დათესვა შეიძლება?
სააგარაკედ მაქვს ნაკვეთი ნაყიდი,მაგრამ ერთი 5 წელი კიდე ვერ ვაშენებ სახლშ და ისე ყოფნას ვიფიქრე გამოვიყენებ ამ მიწასთქო.
ჩემი გამოცდილება სოფლის მეურნეობაში არის 0-ს ქვემოთ.

ჭოპორტში პამიდორი უეჭველად უნდა დარგო gigi.gif

Posted by: vano22 10 Jan 2018, 18:30
ენამ მიყივლა რაა. გადაურჩით წუხანდელ ქარს? მეზობლის ეზოდან აფრენილი სარეცხი ჩემი სახურავიდან ჩამოხსნეს დღესbiggrin.gif

Posted by: vixn 10 Jan 2018, 19:31
ვანო, მინუს 1 ოჯახი ფუტკარი, სხვა მხრივ მშვიდობაა.

Posted by: vano22 10 Jan 2018, 21:19
vixn
რაღა მშვიდობა მაგხელა ზარალი მოგსვლიაsad.gif

Posted by: vixn 10 Jan 2018, 22:52
vano22
ეს იგივეა რომ ერთი ბურაკი მოგიკვდეს ( გაშოროს ღმერთმა ), თან ხომ არ გადაყვები?

Posted by: vano22 11 Jan 2018, 15:33
vixn გადავყვები კი არა ინფარქტი დამარტყავს ეგრევეbiggrin.gif

Posted by: Ve()_Fobos 14 Jan 2018, 02:30
...........................................................

Posted by: dvt333 14 Jan 2018, 18:53
ხორბალში ვინც ერკვევით იქნებ მიპასუხოთ, დეკემბრის დასაწყისში დავთესე და ალაგალაგაა ამოსული, თესლი შეწამლული იყო, ეხლაც არი გაუღივებელი მარცვლები მიწაში რო ვნახულობ და ეშველება რამე?? რო დავთესე ნალექები არ მოსვლია ერთი ორჯერ იყო პატარა თოვლი

Posted by: kaxaberski66 14 Jan 2018, 21:26
საერთოდ თუ გინდა კარგი მოსავალი მიიღო, უნდა ჩაეტიო თესვის ვადებში, რომელიც არის დაწესებული იმ რეგიონისთვის.
ბევრი მინახია დეკემბერში დათესილი ყანა. ყველა ყანას მასეთივე გაღივება და მოსულობა ჰქონია.
ეხლა შენი ყანისთვის წამალივით იქნება თოვლის სქელი საფარი. თოვლის ქვეშ იმუშავებს ყანა.

Posted by: ჩაკრულო 21 Jan 2018, 10:25
QUOTE (KasperRiters @ 8 Jan 2018, 14:36 )
vano22

იორმუღანლოში ერთ ირანელ ძიას აქვს რამდენიმე ასეული ჰექტარი. ქერს და ხორბალს თესავს. გასულ ზაფხულს მოვხვდი მანდ. მთავარმა აგრონომმა დამათვალიერებინა მთელი მიწა, სარწყავი სისტემები და ა.შ. ერთ ადგილას რამდენიმე ათეული ჰექტარი გადატყავებული მიწა იყო, არადა მის გვერდით ყანა ბიბინებდა. ვკითხე აგრონომს, რატოა ასეთქო. მიპასუხა მორწყვა დავაგვიანეთ, ქარიანი დღეები დაემთხვა და მთელი ნათესი ქარმა წაიღოო. ნათესებს ვინ ჩივის, მოხნულ-გაფხვიერებული ნაყოფიერი მიწის ფენაც თან წაიყოლა.

მაგ ძიას კაი 7000 ჰექტარი აქვს კაცო რაის რამდენიმე ასეული ჰექტარი? smile.gif)

yes.gif yes.gif yes.gif

შარშან წყლის მიცემა დაუგვიანეს, მაგას არხი ჰქონდა და ყოფაც ეტირა. 3000$ აქვს სახელმწიფოსგან 1 ჰექტარი თავის დროზე ნაყიდი, ეგ არის თავრიზის სოფლის მეურნეობის მიწები old.gif 2014 წელში 700მილიონ დოლარიანი კაპიტალის პატრონი ფონდი იყო და ახლა არ ვიცი vik.gif
* * *
vano22
სწორი გითხრა და აღარ ვხნავთ ფაქტიურად და უკეთეს შედეგსაც ვღებულობთ smile.gif

გვყვავს ღრმად მხვნელი, რომელიც ბელტს კი არ ატრიალებს, როგორც დიდი კულტივატორი სიე მუშაობს, ანუ სიღრმეში 45 სმ-ზე ვუშვებთ და იქ ანგრევს მიწას და აფხვიერებს.
ამ მოწყობილობას 4-5 წელიწადში ერთხელ ვხმარობთ, ხოლო დანარჩენი პერიოდი კი მხოლოდ ვჩეხავთ.
დაჟე ბოლო რამდენიმე წელია მამაჩემი კომბაინებს უკან პირდაპირ საჩეხებს აყოლებს ხოლმე, მოსავლის აღების პერიოდში
ხო და კიდევ ერთი, სატკეპნი, ძალიან მაგარი ვეშია ქარის საწინააღმდეგოდ, ესეც პირადი გამოციდლებიდან wink.gif
კიდევ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, არ უნდა გამოიტანოთ ნამჯა ნაკვეთიდან, ჩვენ კომბაინებზე ჩართულია ყოველთვის ჩოფერები, რომელიც აქუცმაცებს ნამჯას და ფანტავს შიგ ნაკვეთში, რაც დროთა განმავლობაში ისევ ნეშომპალად იქცევა და სასუქსაც უკვე ნაკლებად ვხმარობთ.
მაგალითად აზოტს 4-5 ტომრის ნაცვლად ჰექტარზე ზოგან 2-3 ტომარას ვხმარობთ, ან ზოგან საერთოდ არ ვხმარობთ.
[YOUTUBE]https://youtu.be/P1iei24A8MA[/YOUTUBE]

ერთი შეხედვით ნაკვეთი ნაგვიანს გავს ხოლმე, მაგრამ როგორც მულჩი ისეა ხოლმე და ეს იცავს ქარის დროს ნაკვეთს.

old.gif
მე მაპატიეთ, ცოტა ისე შემოგეჭერით, მაგრამ საკუთარი გამოციდლებით ზუსტადაც რომ შირაქში biggrin.gif

Posted by: koba1973 21 Jan 2018, 16:26
ჩაკრულო
QUOTE
კიდევ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, არ უნდა გამოიტანოთ ნამჯა ნაკვეთიდან, ჩვენ კომბაინებზე ჩართულია ყოველთვის ჩოფერები, რომელიც აქუცმაცებს ნამჯას და ფანტავს შიგ ნაკვეთში, რაც დროთა განმავლობაში ისევ ნეშომპალად იქცევა და სასუქსაც უკვე ნაკლებად ვხმარობთ.

ჩვენთან რომ გინდოდეს ვერ იშოვი ჩოფერი რომ მუშაობდეს ისეთ კომბაინს. სულ რამდენჯერმე მოვახერხე ნამჯის დაკუწვა. წაიყვან კომბაინს გგონია მუშაოს და და კომბაინერი გაგიცხადებს არ მუშაობსო. როგორც მერე გავიგე სპეციალურად აზიანებენ ან რემენს აძრობენ.
* * *
QUOTE
დაჟე ბოლო რამდენიმე წელია მამაჩემი კომბაინებს უკან პირდაპირ საჩეხებს აყოლებს ხოლმე, მოსავლის აღების პერიოდში

მერე დათესვის წინ რამე ოპერაციას ატარებს თუ პირდაპირ თესავს?

ადრე მასე დაჩეხავდნენ რომ ზედაპირი გაეფხვიერებინათ და ტენის აორთქლებისთვის ხელი შეეშალათ, მერე ხნავდნენ და ისე თესავდნენ.

Posted by: ჩაკრულო 22 Jan 2018, 01:11
user posted image

აი ამ სურათზე ჩანს ნიუ ჰოლანდზე აბმული საჩეხი, გვერძე კომბაინები მუშაობენ და ეს საჩეხი მიყვებათsmile.gif

ნუ ზურგით რო არიან პაპა და შვილიშვილი არიანsmile.gif მამულებს გაჰყურებენ მამაჩემი და ჩემი ბიჭი smile.gif)

თესვის წინ უკვე ნიადაგს უნდა შეხედო, შეილება კიდე კულტივაცია ჩაატარო და შეილება საჩეხი და ვსიო. მაგრამ თესვის შემდეგ აუცილებლად დისკი

რაც თქვი ჩოფერებზე გეთანხმები, რადგან 3-4 ლიტრით მეტს წვავენ, მაგრამ ჩვენთვის ეგ დიდი ეფექტის მომტანია. ამ გვალვა და უბედურებებში მაინც. ვიღებთ საშუალოდ 4-5 ტონა მოსავალს და ზოგიერთ ნაკევთში შარშანწინ 7 ტონა ხორბალი ავიღეთ, ეს თან ურწყავში

Posted by: kaxaberski66 22 Jan 2018, 01:19
თავაძე შეგნიშნე, გამოდი ძიუდოზე რამე გვითხარი. ჯღანას ბიჭი ალბაირაღი გამხდარა. ქართველებს გარდა სხვებზე წარმატებას ვუსურვებ.

Posted by: tavadze 22 Jan 2018, 01:54
Nat_asha
QUOTE
არც იმდენ თევზს არ ჩავუშვებ რომ სუნი აუშვან. ზომიერად რაა. მოვსიჯავ რამე მარტივი ჯიშის თევზით. კალმახს არ მოვიყვან დასაწყისისთვის

მახსოვს, ბავშვობაში მეზობელს სულ პატარა გუბურაში ჰყავდა 2 წითელი თევზი - ზამტარ-ზაფხულ. საკმაოდ დიდებიც იყვნენ - ეგეთი შეგიძლია რამე.
kaxaberski66
QUOTE
სხვებმაც დაწერეთ, თუ შეგიძლიათ ვრცლად. ცოტა გულს მაინც გადაყოლებს კაცი.

როცა კი ჩავდივარ გურიაში, ეზოს გამოსხვლა-გასუფთავებით ვარ დაკავებული. ამ ეტაპზე თხილები შევაჩერე - თებერვლის ბოლოდან განვაახლებ, მაგრამ სვა ჯიშის ხეებს დავერიე, რაც კი ხმელი, ველური და უსარგებლო იყო. შეშაც ხომ მინდა და თან გატყიურებულ ეზოს ვასუფთავებ. გასაყიდი შეშაც კი დამიგროვდა, მაგრამ დასავლეთში ცას მტვერი ასდის, ისეთი თბილი ზამტარია, ვის რად უნდა შეშა. biggrin.gif ერთი დღე მეზობლის ხარებით ვზიდე, მაგრამ ჯერ ნახევარიც არა მაქვს გამოტანილი. ახლა მივდივარ და კიდევ უნდა შევიწიო ნადი - ამჯერად 2 უღელი ხარი. biggrin.gif
თხილის გამოსვლამდე გეგმაში მაქვს დაფნების აჭრაც - ალბათ, 20-25 ს\წლის გაუსხლავი ხეებია, მორებია ზოგიერთი, იმხელა გაიზარდა უკვე. საყურძნე ხეებიც უნდა გადავბელო და დავადაბლო, თორემ ამ შემოდგომაზე რატო 20-25 მეტრზე არ ვიყავი ასული ზოგიერთ ხეზე... ტოტი რომ მომტეხოდა ან ფეხი ამცდენოდა, სული არ დამყვებოდა დაბლა. biggrin.gif
პლუს - სახლის წინამდებარე ეზოს დიზაინსაც მინდა მივხედო. biggrin.gif
მოკლედ, საქმე იმდენია, დასაძინებლად არ მცალია, იქ რომ ჩავდივარ.
vano22

QUOTE
მეც მინდა მოყვანა მაგრამ კვერნა მყავს შემოჩვეული ორჯერ ვესროლე და ვერ მოვარტყი ხაფანგში ეგ არ შევა და მოწამლულს ეგ არ შეჭამს.. აღარ ვიცი რა ვუყო

თოფის წამალი რომ დადო რამდენიმე ადგილას ეზოში? ოღონდ რაღაც ისე, რომ არ დასველდეს...
კვერნა გაურბის ადამიანის სიახლოვეს და ასე როგორ შემოგეჩვია? გოჭების ნუ გეშინია - დედა ღორს ვერაფერს მოჰპარავს ეგ.
kaxaberski66
QUOTE
მე მგონი კატაც ებრძვის.

პირიქით - კატას ახრჩობს, თუ წააწყდა.

vixn
QUOTE
ვანო, მინუს 1 ოჯახი ფუტკარი, სხვა მხრივ მშვიდობაა.

1 ოჯახიც ზარალია, მაგრამ ჩვენსკენ რომ დააქციეს მეფუტკრეები, ღმერთმა გაშოროთ: ფაროსანას წამლით სულ გაუნადგურდა ხალხს ფუტკარი.
სწორი თქვა იმ გურულმა კაცმა ტელევიზორში - ისეთი წამალი დაარიგეს, ჩვენ ვიწამლებით და ფაროსანა - არაო. biggrin.gif
ჩაკრულო
QUOTE
მამულებს გაჰყურებენ მამაჩემი და ჩემი ბიჭი

გაგიზარდოს ღმერთმა, რავარი ოქროსფერთმიანი ბიჭი გყოლია - ქერის ყანასავით. biggrin.gif
პ.ს. ბალღო, შენი ნომერი მომწერე პმ - ხანდახან დაგირეკავ მაინც, თორემ ჩემი ტელეფონი კარქა საფუძვლიანად გავრეცხე და თან გავაყოლე მთელი ნომრები. biggrin.gif
kaxaberski66
QUOTE
თავაძე შეგნიშნე, გამოდი ძიუდოზე რამე გვითხარი.

გამოვედი და მეტი არა? აჰა, ამხელა არზა გაახლეთ, ქვე თქვენი ჭირიმე. biggrin.gif
პ.ს. ჯღანას ბიჭში სახელია უფრო საინტერესო - ქე ნახავდი შენც თემაშიმაგის ქართულად მოთარგმნილ ვარიანტს. biggrin.gif

Posted by: ჩაკრულო 22 Jan 2018, 02:01
tavadze
შენ რაგინდა ამ გაუგებრობაში?smile.gif)

599567131 დარეკე ხოლმე რო მოგინდება აჯა და მასლაათი smile.gif))

Posted by: tavadze 22 Jan 2018, 02:23
ჩაკრულო
QUOTE
tavadze
შენ რაგინდა ამ გაუგებრობაში?

რა გაუგებრობა კაცო - ბავშვობიდან აქა კი არა და სოფელში ვზივარ. biggrin.gif
ამ თემას ხშირად ვკითხულობ - მიყვარს მშრომელი ხალხი, თან რაღაცებს ვიგებ და ასე...

Posted by: koba1973 22 Jan 2018, 10:21
ჩაკრულო
QUOTE

რაც თქვი ჩოფერებზე გეთანხმები, რადგან 3-4 ლიტრით მეტს წვავენ, მაგრამ ჩვენთვის ეგ დიდი ეფექტის მომტანია.

სამ ოთხ ლიტრ საწვავზე არ არის საქმე. უჩოფერო ძველი ნივაც საძებარია ხოლმე. ადგილობრივი კომბაინებიც ალაზანზე და შირაქში მიაქვთ პატრონებს რადგან იქ ბევრი სამუშაოა.
QUOTE
მაგრამ თესვის შემდეგ აუცილებლად დისკი

ბოდიში დისკში რას გულისხმობთ?
QUOTE
ვიღებთ საშუალოდ 4-5 ტონა მოსავალს და ზოგიერთ ნაკევთში შარშანწინ 7 ტონა ხორბალი ავიღეთ, ეს თან ურწყავში

ბარაქა.
კარგი კი არა საუკეთესოა.

Posted by: kaxaberski66 22 Jan 2018, 10:26
tavadze
QUOTE
გასაყიდი შეშაც კი დამიგროვდა,

QUOTE
ერთი დღე მეზობლის ხარებით ვზიდე, მაგრამ ჯერ ნახევარიც არა მაქვს

QUOTE
საყურძნე ხეებიც უნდა გადავბელო და დავადაბლო, თორემ ამ შემოდგომაზე რატო 20-25 მეტრზე არ ვიყავი ასული ზოგიერთ ხეზე... ტოტი რომ მომტეხოდა ან ფეხი ამცდენოდა,

ირაკლი, რა ფართია მასეთი რომ მაგდენი შეშა დაგიგროვდა?
საყურძნე ხე. ალბათ ვაზი გაქვს აყვანილი ხეზე. რომელ ხეს იყენებ საყურძნედ და რომელი ვაზი გაქვს ?
QUOTE
პ.ს. ჯღანას ბიჭში სახელია უფრო საინტერესო - ქე ნახავდი შენც თემაშიმაგის ქართულად მოთარგმნილ ვარიანტს

ვნახე ლაზურ-მეგრული ვარიანტი.
* * *
ჩაკრულო
გაგიზარდოს უფალმა ვაჟკაცი.
მამაშენი ძალიან კარგად და ყოჩაღად გამოიყურება ზურგიდან. ჩემზე უფროსი არ იქნება ალბათ.
* * *
დიდი ხანია მინდოდა დამეწერა თუ როგორ უნდა შევადგინოთ საკვები რაციონი, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე.
ეხლა დავიწყებ მაგრამ, არ ვიცი რა გამომივა. გასაგები იქნება თუ არა წამკითხველისთვის.
თუ რამე ვერ დავწერე გასაგებად, ვისაც გაინტერესებთ შემეკითხეთ და იქნებ სხვანაირად და უფრო გასაგებად დავწერო მერე.
იმისთვის რომ შევადგინოთ რაციონი საკვები ერთეულების მიხედვით, უნდა ვიცოდეთ თუ რამდენ საკვებ ერთეულს შეიცავს ის საკვები, რომელიც გვაქვს ჩვენ ხელთ.
პროფესიულ დონეზე შედგენილი რაციონი(ულუფა), უნდა იყოს და ნორმირებული მიკრო ელემენტების და მინერალების დონეზე. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია მაღალპროდუქტიული საქონლისთვის. მაგალითად თუ ძროხა ლაქტაციის 305 დღეში იწველება 5000 ლიტრ და მეტ რძეს, მისთვის უნდა შედგეს სწორედ მიკროელემენტების, მინერალების და ა ბ ც დ ე ვიტამინების დონეზე.
საქონლისთვის ნორმირდება კალცზე, მაგნიუმზე, საკვებ მარილზე, ფოსფორზე, რკინაზე, კალიუმზე, გოგირდზე, ცინკზე, კობალტზე, მარგანეცზე, იოდზე, სპილენძზე. თითქმის მთელ მენდელეევის სისტემაზე.
ღორისთვის ძირითადად კალციუმზე, ფოსფორზე, საკვებ მარილზე. ასევე გაითვალისწინება სხვა ელემენტებიც.
ამ ყველა ელემენტისთვის არის დადგენილი ნორმების როგორც ზედა ზღვარი, ისე ქვედა.
ზეპირად ამის დამახსოვრება საჭირო არ არის. არსებობს ცხრილები რომლის მიხედვითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ულუფის შედგენისას.
ერთ საკვებ ერთეულად საქართველოში ისე როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მიღებული არის 1 კგ. საშუალო ხარისხის შვრია. რომლის შეჭმის შემდეგ მსხვილფეხა პირუტყვის ორგანიზმში უნდა წარმოიქმნას 150გრამი ცხიმი. დანარჩენი ყველა საკვები არის დათვლილი 1კგ ზე შვრიასთან მიმართებაში.
ულუფის შედგენისას აუცილებელი არის, ვიცოდეთ საკვების ყუათიანობის გადაყვანა მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებაც. აგიხსნით როგორ ხდება ეს.
მაგალითად, 1 კგ შვრია შედგება როგორც მშრალი ნივთიერებისგან, ისე წყლისგანაც. მშრალი ნივთიერების და წყლის პროცენტულობა იმაზე არის დამოკიდებული თუ როგორი გამომშრალი არის შვრია.
შესანახად გამომშრალი შვრიის და ნებისმიერი მარცვლეულის შემადგენლობაში მშრალი ნივთიერება უნდა იყოს არანაკლებ 86%.
84.5 დან 86% ითვლება საშუალო სიმშრალის. 83% დან 84.4 მდე ითვლება ცუდად გამომშრალად, ხოლო 83% ქვევით ითვლება ნედლად.
ესეიგი 1 კგ შვრია თუ შეიცავს 1 საკვებ ერთეულს, ხოლო 1 კგ შვრია შეიცავს 86-88% მშრალ ნივთიერებას გამოდის რომ 1 კგ შვრია შეიცავს 886-888 გრამ მშრალ ნივთიერებას და 1 საკვებ ერთეულს.
ეხლა ჩვენ 1 საკვებ ერთეულს გავყობთ შვრიის მშრალ ნივთიერებაზე, რომელიც უდრის 860-880გრამს მივიღებთ საშუალოდ 1.13-1.16
ესეიგი 1კგ შვრიის მშრალი ნივთიერება შეიცავს 1.15 საკვებ ერთეულს.
ასე გამოითვლება ყველა საკვების ყუათიანობა მშრალ ნივთიერებაზე, თუ ვიცით მოცემული საკვების შემცველობა თუ რამდენი არის მასში წყალი+მშრალი ნივთიერება.
ეხლა შევისვენებ. გაგრძელება იქნება და უნდა მოვიფიქრო როგორ ავხსნა გასაგებად.

Posted by: cixe78 22 Jan 2018, 12:14
kaxaberski66
QUOTE
ზეპირად ამის დამახსოვრება საჭირო არ არის. არსებობს ცხრილები რომლის მიხედვითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ულუფის შედგენისას.

ელექტრონული ვერსია ხომ არ გექნება სადმე რომ ატვირთო აქ?
ღორზე მაინტერსებს საჭმლის რაციონი

Posted by: kaxaberski66 22 Jan 2018, 12:26
cixe78
QUOTE
ელექტრონული ვერსია ხომ არ გექნება სადმე რომ ატვირთო აქ?
ღორზე მაინტერსებს საჭმლის რაციონი

არ მაქვს სამწუხაროდ.
ღორზე კონკრეტულად რომელი ჯგუფისთვის გაინტერესებს? მაკე, მოზარდი, დედა.

Posted by: cixe78 22 Jan 2018, 12:45
kaxaberski66
საქმე ისაა რომ შენობაში დამწყვდეული არ მყავს
ანუ ძალიან დიდი ფართობია და იქ არიან
ნუ წყალიცაა ტალახიც მინდორიც და ღორისთვის საუკეთესო ადგილები
მაგრამ საჭმელი არაა საკმარისად და მინდა რომ იხეტიალონ იმ ფართობში
მაგრამ ჭამით მე ვაჭამო

და აი რა ვაჭამო და რამდენჯერ რამდენი ეგ არ ვიცი
გურიაშია ეს ფართობი რომ გითხრა ეხლა ჯიშიანი ღორებია მეთქი მასე არაა
ჩვეულებრივია და სახორცედ მინდა უმეტესად


Posted by: kaxaberski66 22 Jan 2018, 12:53
cixe78
მოზარდები არიან თუ დედა ღორები? რა ასაკისა არიან?

Posted by: cixe78 22 Jan 2018, 12:56
მოზარდებია, 10დან 30 კილომდე
დედა ღორები არ მყავს,,, რომ გაიზრდებიან მერე ავარჩიო იქნებ

Posted by: kaxaberski66 22 Jan 2018, 23:42
cixe78
არ მეცალა და აქამდე იმიტომ ვერ გიპასუხე.
QUOTE
და აი რა ვაჭამო და რამდენჯერ რამდენი ეგ არ ვიცი

ღორი ყველაფერს ჭამს რასაც დაუყრი.
რაც უფრო იაფად და მუქთად გაზრდი ღორს, მით მეტი მოგება დაგრჩება.
ღორი სიამოვნებით მიირთმევს ბოსტნეულის და ხილის ნარჩენებს. ასევე ნორჩი ბალახის მწვანე მასას და თივას.
მარცვლეულს რა თქმა უნდა. მარცვლეული ყველაზე უფრო ძვირფასი საჭმელია ღორისთვის.
თუ შენი საკვები არ გაქვს და უნდა იყიდო, ხორბალი, ქერი, სიმინდი, შვრია, ქატო, კოპტონი, ყველაფერი ეს ძალიან კარგი და სასარგებლოა.
ამ მარცვლეულის ნარევის დაფქვით ან დაღერღვით გამოგივა საუკეთესო ღორის საჭმელი.
100 კგ საკვებში ქერი 50% ხორბალი20% სიმინდი10% ქატო10% კოპტონი10% და 0.5კგ მარილი. თუ მხოლოდ ერთი სახეობის საკვები გაქვს, მიეცი ერთი სახეობის.
ამბობ 10დან 30კილომდე არიანო. მათი ერთად კვება არ გამოვა. დიდები პატარებს არ შეაჭმევენ. უნდა დაჰყო წონის და ასაკის მიხედვით ჯგუფებად.
აჭამე დღეში სამჯერ.
60-80 დღისას დღეში მიეცი 0.8-0.9კგ კორმა
80-100 დღისას 1კგ-1.2კგ.
100-120 დღისას 1.5-1.7 კგ.
120-150 დღისას 1.8-2 კგ
და ასე შემდეგ.
* * *
გავაგრძელებ თემას საკვები ერთეულის შესახებ.
ჩამოვწერ სხვადასხვა საკვების ყუათიანობას და შემადგენლობას. 1 კგ შემცველობით.

საკვების დასახელება საკვები ერთეული კგ. მონელებადი პროტეინი გრ. კალცი გრ. ფოსფორი გრ. კაროტინი მლ გრ. 1 ს.ე. საჭიროა კგ.
წითელი სამყურა 0.21 27 3.8 0.7 40 4.8
იონჯა 0.19 36 64 0.6 50 5.2
მწვანე სიმინდი 0,2 15 1,2 0,6 35 5
თივა იონჯის 0.49 116 17.7 2.2 45 2
თივა ბუნებრივი ბალახის 0.42 48 6 2.1 15 2.4
სიმინდის სილოსი 0.2 14 1.5 0.5 15 5
კარტოფილი 0.3 16 0.2 0.7 - 3.3
საკვები ჭარხალი 0.12 9 0.4 0.4 - 8.3
ხორბალი 1.2 117 0.6 4.8 1 0.8
ქერი 1.21 81 1.2 3.3 1 0.8
შვრია 1 85 1.4 3.3 - 1
სიმინდი 1.34 78 0.4 3.1 4 0.7
სიმინდი ტაროთი 1.12 47 0.3 2.9 3 0.9
ქატო 0.53 122 3.2 4.2 1 1.9
ქატო სოფლის წისქვილის 0.78 130 1.3 9.7 4 1.3
მზესუმზირის კოპტონი 1.09 396 3.3 9.9 2 0.9
უნდა ავღნიშნო რომ ნებისმიერი საკვების მონაცემები იცვლება მოსავლის აღების ფაზების მიხედვით.
მაგალითად ნედლ მწვანე ბალახს როდესაც ის არის ყვავილობამდე ფაზაში, უფრო მაღალ ყუათიანია ვიდრე სრული ყვავილობის და ყვავილობის შემდეგ.
თივა გათიბული ბალახის ყვავილობის შუა ფაზაში უფრო ყუათიანია ვიდრე სრული ყვავილობისას ან ყვავილობის დამთავრებისას მითუმეტეს.
მარცვლოვანები რაც უფრო მაღალმოსავლიანი იყო, უფრო ყუათიანია.
და ასე სემდეგ.
გაგრძელება იქნება.


Posted by: tavadze 23 Jan 2018, 01:36
kaxaberski66
QUOTE
ირაკლი, რა ფართია მასეთი რომ მაგდენი შეშა დაგიგროვდა?

ჩვენსკენ ხომ ყველაფერი ერტადაა - სახლის ირგვლივ: საბოსტნე, სავენახე, საყანე მიწა, პლუს - სახლის ადგილიც. თან ძირითად კომლთან ერთადაა ჩემი ძმების მიწებიც და ასე ერთიანად დიდი ფართობი გამოდის, 2 ჰექტარზე მეტია. პლუს ბოლო წლებში აკაციის თუ სხვა ხეები მომრავლდა. აკაციაც მექნება გასაყიდი - ბოძებიც და სარებიც, ოღონდ ჯერ სარები მე მჭირდება, ლამის სუ შესაღობია უკვე.
და ამდენი შეშა რომ გაგიკვირდა, იმავე თხილს იცი, რა კარგი და რა ხვავრიელი შეშა აქვს?
პ.ს. ყურძენს ყველა ხეზე ვუშვებთ - ადესას. თავისით ამოსულ რცხილებზეც კი იყო ასული და ძალიან კარგი მოსავალიც ჰქონდა. ერთი რცხილა მაგან გადაარჩინა მოჭრას, ოღონდ უნდა დავბელო, რომ განზე გაიტანოს ტოტები და ვარჯი გაიკეთოს.

Posted by: kaxaberski66 23 Jan 2018, 08:41
tavadze
QUOTE
სახლის ირგვლივ: საბოსტნე, სავენახე, საყანე მიწა, პლუს - სახლის ადგილიც.

კარგია მასე. აბა ჩემს მამა-პაპას ქიზიყში 5-6 ნაკვეთი ჰქონდათ სხვადასხვა ადგილზე. ერთს რომ ამუშავებდნენ, მეორეგან რა ხდებოდა არ იცოდნენ თუ არ მივიდოდნენ და არ ნახავდნენ. ნაკვეთებს შორის მანძილი 1 დან 5 კმ მდე იყო. ეხლა მანქანაა რა უჭირს და ადრე ცხენის ტაჭკით შემოვლას დიდი დრო მიჰქონდა.
QUOTE
და ამდენი შეშა რომ გაგიკვირდა, იმავე თხილს იცი, რა კარგი და რა ხვავრიელი შეშა აქვს?

ხო, გამიკვირდა. თხილს რა შეშა ექნება. ალბათ ზედმეტი ამონაყარი, სახედრის გასაწკეპლად რომ გამოდგება. საფეჩე ან საბუხრე შეშა არ ექნება თუ უკვე ბებერი და მოსაჭრელი არ არის. რა ვიცი. მე ასე მგონია.
* * *
QUOTE
თორემ ამ შემოდგომაზე რატო 20-25 მეტრზე არ ვიყავი ასული ზოგიერთ ხეზე

აღარ ხარ პატარა ბიჭი, წონაც გაქვს და ერიდე რამოდენიმე კგ ყურძნისთვის მასეთ სიმაღლეზე ასვლას.
ბოლოს და ბოლოს ჩიტსაც ჭამა უნდა. დაუტოვე ცოტა მათაც.

Posted by: cixe78 23 Jan 2018, 09:25
kaxaberski66
გაიხარე სასარგებლო ინფორმაციის მოწოდებისთვის

Posted by: kaxaberski66 26 Jan 2018, 00:12
გავაგრძელებ წერას საკვების ყუათიანობის და კვების შესახებ.
დავიწყოთ ღორით.
ახალგაზრდა შაქებს, რომლებსაც ამზადებთ სადედეებად, ჯერ კიდევ ზრდა სჭირდებათ. მათ 1 კგ წონის მოსამატებლად ესაჭიროებათ 4საკვები ერთეული(სე). ხოლო ცოცხალი წონის მიხედვით ყოველ 100კგ. ზე 1.5-1.8 სე. მონელებადი პროტეინი კი 170 გრ. ყოველ 1 კგ საკვებზე.
უკვე დამაკებულ სადედეებს, მაკეობის 1-84 დღე 1.2 სე და ყოველ კგ ზე 130გრ პროტეინი.
მაკეობის ბოლო 30დღეს ვაძლევთ საკვებს ყოველ 100 კგ ზე, როგორც სადედეებად მზადებისას, 1.5-1.8 სე და 170გრ პროტეინი 1კგ საკვებზე. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ რომ მაკეობის პერიოდში ღორი კიდეც გაიზარდა და კიდეც დამძიმდა.
მაწოვარ დედებს 100კგ ზე ვაძლევთ 2სე-ს და 110-115გრ პროტეინს.
და კიდევ ყოველ გოჭზე დამატებით 1 თვემდე 0.3სე. 45დღემდე 0.32 სე. 60 დღემდე 0.33 სე-ს.
ეხლა ვნახოთ თუ როგორ დავაბალანსოთ საკვები იმ ახალგაზრდა ღორებისთვის რომლებსაც ვამზადებთ დასამაკებლად.
ვთქვათ სადედის წონა არს 150 კგ.
ესეიგი ყოველ 100კგ ზე სჭირდება 1.5-1.8 სე და 170 გრ პროტეინი ყოველ კგ საკვებზე.
ჩვენ ავიღოთ საშუალოდ 1.7 სე.
მაშასადამე, მას ესაჭიროება 1.7*1.5=2.55კგ სე და 170*1.5=255გრ პროტეინი.
ჩენს ხელთ დავუშვათ არის ქერი, სიმინდი და კოპტონი.
თუ საკვების ნარევში 60% ქერი იქნება და 40% სიმინდი, მივიღებთ 0.6*1.21=0.726სე ქერს და 0.4*1.34=0.536 სე სიმინდს.
ჯამურად 0.726+0.536=1.26 სე-ს. ანუ ასეთი ქერის და სიმინდის ნარევს თუ მივცემთ 1.7/1.26=1.35 ანუ 1კილო და 350გრამს გამრავლებულს 1.5ზე რადგან ჩვენი სადედეს წონა არის 150კგ, მივიღებთ 2.02კგ ს. რაც აკმაყოფილებს ღორის მოთხოვნილებას საკვებ ერთეულებში.
ეხლა დავითვალოთ მონელებადი პროტეინის რაოდენობა და ვნახოთ საკმარისი არის თუ არა ასეთი საკვების მიღებისას პროტეინი.
ესეიგი პროტეინი გვჭირდება 255გრამი.
ზევით მოყვანილი ცხრილიდან ვხედავთ რომ, 1 კგ ქერი შეიცავს 81გრ. პროტეინს, ხოლო 1 გკ სიმინდი 78 გრ. პროტეინს.
საკვების ნარევში გვაქვს 600გრ. ქერი და 400 გრ. სიმინდი. ეხლა დავითვალოთ 0.6*81=48.6 გრ პროტეინისა ქერში. 04*.78=31.2გრ სიმინდში. ჯამურად 1 კგ საკვებს გამოუდის 79.8გრ. პროტეინი. ჩვენ კი გვჭირდება რომ 1 კგ საკვებში უნდა იყოს 170 გრ. პროტეინი. ესეიგი საკვებ რაციონს რომელიც აკმაყოფილებს საკვებ ერთეულებს, პროტეინში გვაქვს დანაკლისი 90.2 გრამისა. საიდან უნდა შევავსოთ ეს დანაკლისი ისე რომ სე-ც გვქონდეს ნორმაში და პროტეინიც?
გადავხედოთ ცხრილს. ვნახავთ რომ, 1კგ კოპტონი მზესუმზირის შეიცავს 1.09 სე-ს და 396 გრ პროტეინს.
თუ 1 კგ ქერის და სიმინდის ნარევიდან დავუშვათ მოვაკლებთ 300გრ ქერს, პროტეინებში დაგვრჩება 55.5 გრ. ხოლო დავამატოთ 300გრ კოპტონი, რაც პროტეინში მოგვცემს 118 გრამს. 55.5+118=172.5 გრ პროტეინს, რაც სრულებით აკმაყოფილებს პროტეინზე მოთხოვნას.
საკვებ ერთეულებში კი მივიღებთ რომ, ქერის მოკლებით და კოპტონის დამატებით 1.26 ნაცვლად გვაქვს 1.226. ანუ სე ში ოდნავ მოიკლო, რაც დიდად არაფერს არ ცვლის. სამაგიეროდ ღორს 2.02კგ ნაცვლად შეგვიძლია მივცეთ დავუშვათ 2.1კგ საკვები და ისევ ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჩაჯდება.
თუ გვაქვს ბევრნაირი საკვები, ამ შემთხვევაშიც ასევე შეგვიძლია დავაბალანსოთ.
არ ვიცი რამდენად გასაგებად ავხსენი ყველაფერი ეს, თუ ვერა და დიდი ბოდიში ყველას იმ დროის წართმევისთვის რაც ჩემი ნაჯღაბნის კითხვამ გამოიწვია.
და თუ დაინტერესდა ვინმე, საქონელზეც შემიძლია ავხსნა თუ როგორ უნდა ვკვებოთ დაგეგმილი ან სასურველი წველის მისაღებად.

Posted by: vixn 26 Jan 2018, 09:09
kaxaberski66
იმერულად გეტყვი, შენ აგაშენოს ღმერთმა, ასე გასაგებად და დაღეჭილად ჯერ არაფერი წამიკითხეს. გააგრძელე მასე, იქნებ ახალგაზრდებს მაინც გამოადგეს.

Posted by: kaxaberski66 26 Jan 2018, 10:58
vixn
გაიხარე, მადლობა. ძალიან გამიხარდა თუ გასაგებად დავწერე. არაა ასეთი რამის გადმოცემა იოლი. დამღლელია.
QUOTE
გააგრძელე მასე, იქნებ ახალგაზრდებს მაინც გამოადგეს.

გამოადგებათ თუ გაითვალისწინებენ. არ უნდა დაეზაროთ. დასხდნენ და ულუფის შედგენისას ასაკის, წონის და მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგინონ რაციონი. აგერ ცხრილი ზევით დავწერე, მართალია არასრულია მაგრამ, ის ძირითადი საკვების ჩამონათვალი არის რაც მოსახლეობაში არსებობს.
უნდა დაითვალონ უბრალოდ საკვები ერთეულების და პროტეინის შემცველობა. სხვა დანარჩენი ელემენტებიც მნიშვნელოვანია მაგრამ ეგ უკვე დიდ წარმოებებს ჭირდებათ.

Posted by: vixn 27 Jan 2018, 00:14
kaxaberski66
ვიტამინებს რა ვუყოთ, მიკროელემენტებს? აგერ ჩაკრულო ესპანურს ხმარობს, კალციუმი მაქვს ნაყიდი ერთი ტომარა, სად ჩავაკვეხო? ზოგადად ბოცვრის გრანულის დამზადება მინდა ოჯახის პირობებში და ვაგროვებ ნელნელა ინფოს.

Posted by: kaxaberski66 27 Jan 2018, 00:46
vixn
ზევით საკვების ცხრილი რომ დავდე, იქ ფოსფორი, კალცი, კაროტინიც არის, შეგვვიძლია დავამატოთ უჯრედანა, მაგნი, რკინა და ასე სემდეგ მაგრამ, მერე დასათვლელად ძნელი გახდება.
ძირითადად თუ დააბალანსებ იმაზე რაზეც დავწერე, არა 100% მაგრამ საკმარისად დანარჩენებიც დაბალანსდება.
თუ დიდი წარმოება გაქვს, მაშინ უკვე პროფესიულად მიდგომა სჭირდება მაგ საქმეს.
* * *
Необходимое количество корма на 1 свинью
Расчет количества корма на одну особь
* * *
ჩავამატებ საკვების ცხრილს რომლებიც ზევით გამომრჩა.
საკვების დასახელება საკვები ერთეული პროტეინის შემცველობა
მინდვრის საძოვარი ბალახი 0,23 29
ნათესი საძოვარი 0,23 25
სიმინდ. სილოსი 70% სიმშრალის 0,33 -
ხორბლის ნამჯა 0,2 8
ქერის ნამჯა 0,36 12
რძე 0,35 38
მოხდილი რძე 0,17 35
შრატი 0,1 9

Posted by: Don_417 29 Jan 2018, 23:10
ეგზოტიკური ხეების და მცენარეების ნერგები (და სათესლე მასალაც) სად შეიძლება რომ ვიშოვო ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: Nat_asha 30 Jan 2018, 09:41
Don_417
მაინც რომელი ნერგები და თესლები გინდა?

Posted by: ucxo777 30 Jan 2018, 11:13
kaxaberski66
ღორს მარილის დამატებაც უნდა საჭმელში? ეს არ ვიცოდი. მე მეგონა მარილი ღორისთვის საერთოდ არ შეიძლებოდა

Posted by: kaxaberski66 30 Jan 2018, 15:18
ucxo777
იმ მცირე რაოდენობით რომელიც მე მივუთითე უნდა.
მარილი იმავე როლს ასრულებს რასაც ადამიანებში. საკვები უფრო გემრიელი ხდება და მეტს ჭამენ.
მეტი ჭამისას კი ღორს რაც ემართება, კარგად იცით.

Posted by: Don_417 1 Feb 2018, 23:49
Nat_asha
ციკასის და ფინიკის პალმა, ავოკადო.

Posted by: Nat_asha 2 Feb 2018, 12:40
Don_417
ავოკადო არ იხარებს აქ და ციკასი და ფინიკის პალმა დასავლეთში იშოვება იაფად. აქაც იყიდება მაგრამ აქ ძვირია უფრო.
ავოკადო მე მაქვს სახლში მიდგას, გარეთ ვერ ხარობს და მაგიტომ.

Posted by: Don_417 4 Feb 2018, 02:11
Nat_asha
ავოკადოს ბევრი ჯიში არსებობს და მათგან ზოგი პატარა ყინვას უძლებს, და დამყნობასაც აკეთებენ ისეთი ჯიშების რომ მერე აქ ივარგოს.
შენ ალბათ ეგ ჯიშები არ გაქვს და მაგიტომ. შენ რომელი ჯიში გაქვს თუ იცი?
QUOTE
ავოკადო მე მაქვს სახლში მიდგას, გარეთ ვერ ხარობს და მაგიტომ.

აქ თბილისში? და ვერ ხარობს რა გაგებით, არ ისხავს თუ ზამთარში იყინება?
დასავლეთში უნდა იხაროს ალბათ, იქ მაინც სუბტროპიკია აქაური ჰავისგან ბევრად განსხვავდება.

Posted by: Nat_asha 4 Feb 2018, 22:35
Don_417
კი ევრი ჯიშია ვოკადოსი ვიცი და გურიაში აქვთ, კარაქის ხეს ეძახიან,მაგრამ კომერციული მიზნით როცა გინდა მაგ ჯიშს ფასი არ ააქვს.
სახლის პირობებში ბუნერივია არ დაისხამს და თბილისში ერ იხარებს გარეთ რადგანაც იყინება კიდევაც და არც ტენიანობა არ ყოფნის. ჩემი ავოკადო ჯერ 1 წლისაც არ არის lol.gif ამიტომ ნაყოფზე პრეტენზია უადგილოა ჩემი მხრიდან biggrin.gif

Posted by: koba1973 6 Feb 2018, 14:19
დღეს ათი ნამყენი დავრგე, ზაფხულში გამხმარი ნერგები ჩავანაცვლე. იმედია ესენი გადაიტანენ ზაფხულის სიცხეს.
გამყიდველის სიტყვას ვენდე და წამოვიღე ხუთი ფრანგული ქლიავი და ხუთიც ბარტყემალა. რეალურად არცერთი არ ვიცი რა არის, თუმცა საოჯახოდ მაინც გამოდგება.

Posted by: Nat_asha 6 Feb 2018, 14:31
koba1973
მაგის კითხვას ვაპირებდი ეს ბარტყემალა რა არისთქო და არც შენ გცოდნია biggrin.gif biggrin.gif

Posted by: koba1973 6 Feb 2018, 14:42
Nat_asha
გუგლმაც ვერ მითხრა. გამყიდველის სიტყვით ალუჩას მაგვარია, ადრეული და ყინვის არ ეშინია. ფრანგულ ქლიავზე მითხრა ძვირფასი ნაყოფი აქვს ადგილზევე 4-5 ლარი ღირს სეზონის მიხედვითო. არ მინდა გასაყიდად სახლისთვის მინდა მეთქი - წაიღე დამლოცავო. ვნახოთ აბა.

Posted by: Nat_asha 6 Feb 2018, 16:20
koba1973
ისეთი გამატანე თუ არ დაგლოცავ არ გაგინო მაინცთქო ვერ უთახრი? biggrin.gif

Posted by: koba1973 6 Feb 2018, 16:21
შეიძლება ბალტყემალაა, მაგრამ გამყიდველს ბარტყემალა ეწერა და სიტყვითაც მასე მითხრა.
* * *
Nat_asha
QUOTE
ისეთი გამატანე თუ არ დაგლოცავ არ გაგინო მაინცთქო ვერ უთახრი?

ასე თუ ისე გამოვენაცნაურე და ვიცი საიდანაა, ასე რომ თუ საგინებელი გამიხდა თავისსავე ნაცნობების თანდასწრებით მოუწევს რომ სხვამაც გაიგოს რას ვემართლები.

Posted by: ucxo777 6 Feb 2018, 16:49

QUOTE
იმ მცირე რაოდენობით რომელიც მე მივუთითე უნდა.
მარილი იმავე როლს ასრულებს რასაც ადამიანებში. საკვები უფრო გემრიელი ხდება და მეტს ჭამენ.
მეტი ჭამისას კი ღორს რაც ემართება, კარგად იცით.

გასაგებია,გავითვალისწინებ ამის შემდეგ

Posted by: KasperRiters 6 Feb 2018, 22:37
ერთი კითხვა მაქვს - როცა ნერგებს ყიდულობთ, როგორ ენდობით სიტყვაზე უცნობ ხალხს, რომელმაც ღმერთმა იცის რა ნერგი მოგცა, რა ხარისხის და ა.შ.

არ ჯობია კარგი რეპუტაციის მქონე სანერგეში მიხვიდეთ და იქ იყიდოთ და ზუსტად იცოდეთ რას ყიდულობთ?

ჯერ ფულს იხდი ხო? მერე წლების მანძილზე უნდა უპატრონო (თუ გადარჩა) და ბოლოს შეიძლება აღმოაჩინო რომ რაღაც გაუგებარ ნაყოფს ისხამს biggrin.gif

სანერგეში ვიყიდე შარშან 15 ნერგი. 1მა ვერ გაიხარა. დამატებით 2 ნერგმა კი სივრცეებს ვერ გაუძლო, მორწყვა დავაკელი.

დანარჩენებს კარგი ნაზარდი ჰქონდათ და თან ზუსტად ვიცი რას მოისხამს როცა მოისხამს

Posted by: Nat_asha 7 Feb 2018, 09:34
KasperRiters
მთლად მასეც არაა, ფოთოლზეც ეტყობა და ტოტზეც არის თუ არა კარგი ჯიში. თან 2 წლიან ნერგს თუ იყიდი ერთ წელში კი დაისხამს სავარაუდოდ 1-2 ცალს ნაყოფს და შეხედავ არის თუ არა ის რაც არის..
ისე იუთუბზე ვუყურებ მყნობას და საყურებლად არც ისე ძნელია, რეალურადაც არ იქნება ძნელი, უბრალოდ პრაქტიკა უნდა. მე ვაპირებ რომ ვაზი დავამყნო, ატამზე ვაშლატამა მივამყნო და ვნახოთ თუ გამოვა. კარგია თუ თქვენ თითონაც ცდით. შენი დამყნობილი რომ იქნება მაგარია. ჩემი მეგობრის მამამ იცოდა მყნობა და მახსოვს რომ ეზოში ქონდა 1 ხე , რომელზეც 4 ნაყოფი ქონდა დამყნობილი და ულამაზესი იყო. ყვავილობის დროსაც და ძალიან საოცარი იყო, შემოუვლიდი ხეს და სხვადასხვას კრეფდი. ვაზი ხო საერთოდ 1 ძირი იწყებოდა და ხან სად იყო მიმყნობილი და ხან სად და ათასნაირი ფერის ყურძენი იყო. ძაან მაგარი ხელოვნებაა მყნობა smile.gif
ვიცი რომ აფეისტები არიან მაგრამ მაინც არ მესმის როგორ უნდა მოატყუო ადამიანი ამის ნერგს გატანო და სხვა გაატანო :/

Posted by: shuma89 7 Feb 2018, 10:22
QUOTE
ატამზე ვაშლატამა მივამყნო და ვნახოთ თუ გამოვა

ატამი საძირე თუ გაქვს ამორჩეული ცუდი გადაწყვეტილებაა მალე კვდება ძირი, თუ არსებული კარგი ჯიშის ატამი გაქვს და იმაზე ხალისის ვარიანტში გინდა სხვა ჯიში მიამატო კი ბატონო.
ვაშლატამა ალბათ ვაშლზეც შეიძლება, არ ვიცი ზუსტად ეს.
QUOTE
მახსოვს რომ ეზოში ქონდა 1 ხე , რომელზეც 4 ნაყოფი ქონდა დამყნობილი და ულამაზესი იყო

ესეთი მინდოდა მეც და თU არ ვცდები ზუსტად 4 ჯიში მაქვს მეც ვაშლები, ორი ადრევე რო მწიფდება და ორიც გვიან შემოდგომისა.

Posted by: Nat_asha 7 Feb 2018, 11:19
shuma89
საძირეები წავიკითხე სხვადასხვა ველურ ნაყოფისას იყენებენ უმეტესადო. ისე მივამყნობ საცდელად, მაქვს ეზოში და მაინტერესებს რა გამოვა. ვაშლატამაც მაქვს და ვაშლიც და ერთმანეთზე გადავამყნობ აბა რას იზამენ biggrin.gif ექსპერიმენტები და გართობა. შეიძლება რამეც გამოვიდეს ამ მაიმუნობაში biggrin.gif ყველაზე დიდი პრობლემა დრო მაქვს sad.gif ეზოში მინდა რაღაცეების გაკეთება და დრო არ მაქვს ..

Posted by: levani169 7 Feb 2018, 13:42
shuma89
QUOTE

ვაშლატამა ალბათ ვაშლზეც შეიძლება, არ ვიცი ზუსტად ეს.

არ გამოვა მაგ ამბავი,ვაშლი თესლოვანი კულტურაა და ატამი კიდენა კურკოვანი.
ვაშლატამა შეიძლება ქლიავზე,ტყემალზე,ჭერამზე და მსგავს საძირეებზე დაიმყნოს,ანალოგიურად ვაშლი მსხალზე და კომშზე.

Posted by: Nat_asha 7 Feb 2018, 13:46
levani169
biggrin.gif biggrin.gif მაშინ ვაშლატამას დავამყნობ ატამზე biggrin.gif
აწი ვაშლის თესლი უნდა ვთქვა და კურკა არა? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: KasperRiters 8 Feb 2018, 00:09
Nat_asha

რა არ არის ეგრე? არ ჯობია რეპუტაციური სანერგედან იყიდო ნამყენი 2 წლიანი ვიდრე მუხრანის ბაზარზე მესამე ხელიდან რაღაც გაუგებარი ტოტი? biggrin.gif

მყნობა მართლა საინტერესოა. ბავშვი ვიყავი პირველად რომ ვნახე და გავოცდი, ძალიან მომეწონა იდეა smile.gif ბიძაჩემი იყო მაგის სპეციალისტი და ის ამყნობდა ხოლმე. კაი ხანი ვდიე მასწავლეთქო მაგრამ არ მასწავლა ეზარებოდა ეტყობა. ჰოდა ერთხელაც სამყნობი ინვენტარი მოვპარე - დანა და საიზოლაციო ლენტის მაგვარი. ჩავედი ბაღში, დავჭერი ახალგაზრდა ყლორტები, ვაშლის ბაღი იყო და "დავამყნე" სადაც გამისწორდა. ზოგი კაკალზე მივამყნე, ზოგი ჭერამზე და ა.შ. კარგად გავერთე მახსოვს biggrin.gif მერე ყოველდღე ვამოწმებდი გაიხარა თუ არა biggrin.gif

Posted by: Don_417 8 Feb 2018, 02:33
Nat_asha
QUOTE
კომერციული მიზნით როცა გინდა მაგ ჯიშს ფასი არ ააქვს.

QUOTE
რადგანაც იყინება კიდევაც და არც ტენიანობა არ ყოფნის.

მაინც მგონი საიტერესოა რომ ცადო კომერციულისთვის თუ გამოდგება, ყინვაგამძლე ავოკადოს ჯიში არსებობს და მაგაზე იმყნობა კარგი ნაყოფის ჯიში და მერე გამძლეა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რომელი ჯიშებია და სად ვიშოვო.
მე დასავლეთში მინდა ეგ და იქ ტენიანობაც და ჰავაც კარგია მაგისთვის.

Posted by: koba1973 8 Feb 2018, 08:43
KasperRiters
QUOTE

რა არ არის ეგრე? არ ჯობია რეპუტაციური სანერგედან იყიდო ნამყენი 2 წლიანი ვიდრე მუხრანის ბაზარზე მესამე ხელიდან რაღაც გაუგებარი ტოტი?

შესაძლოა ჯობდეს კიდეც, თუმცა რა საგარანტიო მექანიზმი არსებობს რომ ნამდვილად იმ ჯიშს გატანენ რასაც გეუბნებიან?
არაფერი გარდა რეპუტაციისა.
მეც სწორედ რეპუტაციის გამო ვიყიდე იმ გამყიდველიდან რადგან სოფელში მეტი ფასი აქვს რეპუტაციას და ორი ტოტის გულისთვის თავს არ აგინებინებენ, მთელი ოჯახია დაკავებული მყნობით და სხვადასხვა ჯიშის ნამყენი აქვთ, შესაბამისად არ აწყობთ რეპუტაციის გაფუჭება.
კიდევ ერთი მომენტიც მეზობელმა იყიდა ჩანდლერის 5 ნერგი რომელიღაც ცნობილი სანერგედან 125 ლარად, მე კი ამ 10 ნერგში 40 ლარი გადავიხადე. კი ბატონო წლები უნდა ველოლიავო და ერთ ნერგში ზედმეტი 21 ლარი გადავიხადო და გარანტია მქონდეს ჯობია, მაგრამ არ არის არანაირი გარანტია.
ორი წლის წინ ვიყიდე 12 სხვადასხვა ნერგი მასეთივე მყნობელისგან ყველამ იხარა, ზაფხულის გვალვაც გადაიტანა და ოთხმა ნერგმა გაზაფხულზე არ გამოიტანა კვირტი, გახმა. სამივე ბალი გახმა და ორი ალუჩიდან ერთი. მეორე ალუჩას წელს ესხა რაოდენიმე ცალი.

Posted by: Nat_asha 8 Feb 2018, 10:08
Don_417
QUOTE
ყინვაგამძლე ავოკადოს ჯიში არსებობს და მაგაზე იმყნობა კარგი ნაყოფის ჯიში და მერე გამძლეა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი რომელი ჯიშებია და სად ვიშოვო.

ყინვაგამძლე რომელიცაა ეგ არ არის კომერციულად მომგებიანი, დამყნობით კიდევ ყვავილს და ტოტებს ყინვისგან ვერ დაიცავ, ვერც შესაბამის ტენიანობას ვერ შეუქმნი. თუ შესაბამისი სითბო და ტენიანობა არ ექნება დამყნობა არ უშველის მაგ ამბავს. იგივეა ბანანიც. კი აქვთ დასავლეთში და დაჟე კახეთში აქვს ერთ ნაცნობს და ისხმას კიდევაც 5-10 ცალ რაღაცა მახინჯ მკუხე ნაყოფს, რომელსაც დამიჯერე არავინ იყიდის. პროსტა აქვთ სათქმელად ბანანი მიდგასო. ეგ რომ ადვილი საქმე იყოს ვერ დაასწრებდი მაგ ამბავს. არის ვარიანტი რომ სათბური გააკეთო და იქ შეუქმნა პირობები, მაგრამ ეს ავოკადო ძალიან მაღალი იზრდება და მაგსიმაღლე სათბური ვერ წარმომიდგენია, გარდა ამისა იმხელა თანხა დაჯდება რომ იმპორტირებული უფრო იაფი ეღირება და კონკურენციას ვერ გაუწევს. უკიდურესად ტროპიკულ ხილს სჯობს რომ შეეშვას საქართველო ჩემი აზრით. მილიარდების ცაყრა მაგ ამბავში სისულელეა, მითუმეტეს რომ ავოკადოს არ ყავს მომხმარებელი საქართველოში იმ რაოდენობით რომ მაგხელა თანხა დაიხარჯოს. რაც მომხმარებელი ყავს ისიც იმიტომ რომ ეგზოტიკურია. მე მაგალითად იმიტომ ვიყიდე რომ მაინტერესებდა რა იყო, მაგრამ გემოთი საშინლად არ მომეწონა. ძალიან საშინელი რაღაცაა, თუ საწებელი არ მოამზადე ან სოუსშ ან რამეში არ გაააკეთებ ვერავინ ვერ შეჭამს და საწებლები კიდევ მართალი რომ გითხრა ქართული მირჩევნია smile.gif
* * *
QUOTE
რა არ არის ეგრე? არ ჯობია რეპუტაციური სანერგედან იყიდო ნამყენი 2 წლიანი ვიდრე მუხრანის ბაზარზე მესამე ხელიდან რაღაც გაუგებარი ტოტი? biggrin.gif

რა არ არის და ცოტა 10 წელი არ ელოლიავები თუ ცოტას ერკვევი ხეებშითქო, 1 წელში უკვე შეეტყობა არის თუ არა ის რაც გინდოდა . მეც ვიყიდე ჩვეულებრივი კაცისგან 4 ნერგი და 2 ვარდი. ორივე ვარდმა გაიხარა და კარგად იყვავილა, დაჟე მთელი ზამთარი ყვავილობს, ეხლაც კი. ხეებიდან 3-მა გაიხარა. თავიდან ოთხივემ გაიხარა მაგრამ მერე ერთი ვფიქობ ჩემი უყურადღებობის გამო გახმა, ძალიან გასამარგლი დამრჩა და ბალახმა შეჭამა. ტოტი და ფოთოლი ისე გამოიყურება რომ უჯიშოს არ გავს, წელს იყვავილებს კიდევაც და მომოვალ წელს 1-2 ცალსაც დაისხმას ნაყოფს და შევხედავ კიდევ. სანერგეს წინააღდეგი არ ვარ, მაგრამ არც სანერგე არაა 100%-იანი გარანტია. ხვალ რომ დაიხუროს საერთოდ ის სანერგე ან საერთოდაც რომ არ აღმოჩნდეს სიტყვაზე ის რაც მოგყიდა უჩივლებ თუ რას იზამ? biggrin.gif biggrin.gif ველაფერი მაინც ნდობაზეა დაფუძნებული და კაცსაც და სანერგესაც რეალურად სიტყვაზე ვენდობით.

Posted by: KasperRiters 9 Feb 2018, 00:18
koba1973

თუ იცნობ და სანდოა, კი ჯობია ადგილობრივისგან იყიდო ნამდვილად

მე იმაზე ვამბობდი როცა არ იცნობ ვინ არის და ისე ყიდულობ. ასეთ დროს ჯობია სანერგედან იყიდო




Posted by: tavadze 24 Feb 2018, 02:31
shuma89
Nat_asha
ატამი ტყემალზეც იმყნობა და გაცილებით დიდხანსაც ძლებს.
kaxaberski66
QUOTE
აღარ ხარ პატარა ბიჭი, წონაც გაქვს

შენ მაშინ უნდა გენახე, 110 კილოს რომ ვურტყამდი. biggrin.gif biggrin.gif თასმების შესაკრავად ძლივს ვიხრებოდი, თუმცა ხეზე გასვლა არასოდეს მიჭირდა.
ისე, აი, ამ ხეზე მქონდა ლაპარაკი:
user posted image
რომელიც დღეს ასე გამოიყურება
user posted image
თუმცა ხვალ ან ზეგ, როგორც კი გამოიდარებს, იმ ორ ტოტსაც შევაჭრი.
2 კვირაა, გურიაში ვარ და თხილებს მივხედე - მეტ-ნაკლებად. რაც ახალი და მოსავლიანი ნარგაობაა, ისინი გამოვსხალი და დღეს შევწამლე კიდეც. მერე კირითაც შევათეთრე სხვა ხეები - ხილი, ბოლოს კი დავიკავე წალდი, დიდი კიბე, ხერხი და დავუარე მაგ ნაკვეთს - ღობის ირგვლივ თხმელის ხეებია შემოყოლებული, თან ბოძებად ვიყენებ, თან ყურძენია მიშვებული (ნაწილზე, შედარებით ახლებზე ახლა უნდა მივარგა), შევსხალი და გადავჭერი კიდეც - ცოტა დავადაბლე, თორემ ძალიან მიჩრდილავდა უკვე თხილებს. ზედა მხარიდან ეგ ხე და მაგის გაყოლებაზე ასევე თხმელები (მურყანი) იყო ჩამწკრივებული, იმათზეც ყურძენია. ისინიც გადავჭერი და დავადაბლე ყველა - გამოჩნდა ეზო, უკვე მზის შუქი ჩააღწევს თხილებამდე. biggrin.gif მაგრამ დამღლელი კია იმცხელა კიბის ტრევა ხიდან ხემდე და მერე ზედ ხერხით ასვლა.
ახლა ვაპირებ, პატარა ხერხი ვიყიდო - სპეციალურად ხეების გასასხლავია, მხარზე გადასაკიდებელი.
აი, ამ თხილებზე მაქვს ლაპარაკი. ეგაა ყველაზე ახალი ნარგაობა, თორემ სხვაგანაც მაქვს. ნასხლავებს არ ვიმჩნევთ - ჯერ ცოტა შეხმეს და მერე დავწვავ, თორემ ჯერ არ დაიწვება. თუმცა დღეს ისევ მოვხრენგე მაქაურობა. biggrin.gif
user posted image

Posted by: kaxaberski66 24 Feb 2018, 15:19
tavadze
ყოჩაღ ირაკლი. ყველანაირად კარგი კაცი ხარ.
QUOTE
ახლა ვაპირებ, პატარა ხერხი ვიყიდო - სპეციალურად ხეების გასასხლავია, მხარზე გადასაკიდებელი.

ეგ ხერხი ელექტრო ანო ძრავზე თუ იქნება, ძალიან მაღლა ადიხარ და ხერხის ვიბრაც იამ არ ჩამოგაგდოს.
სამუშაო ბევრი გქონია. ვახშამზე ალალია შენთვის კარგი ღვინო.
ბუნება ულამაზესი ყოფილა. მშვენიერია.

Posted by: kaxaberski66 11 Mar 2018, 00:26
მოგესალმებით.
მოგიყვებით ერთ პატარა სახალისო ამბავს, მამაჩემის მოყოლილს.
მამა ჩემს სოფელში მუშაობდა კოლმეურნეობის მთავარ ვეტექიმად კომუნისტების დროს. დაახლოებით 1977-1991 წლებამდე.
მერე დაიშალა კოლექტივები და აღარც მამა მუშაობდა. სამაგიეროდ ჩვენი ოჯახი მიჰყვა მესაქონლეობას.
იმ დროს კოლმეურნეობაში იყო როგორც მამაჩემის ნათქვამიდან მახსოვს, 8-9 მეცხვარეობის ბრიგადა.
7 მეღორეობის. 5 მესაქონლეობის. 1 კამეჩის.1 მეფრინველეობის ბრიგადა.
მამაჩემს, უფროს ვეტექიმს ჰყავდა მიმაგრებული ხელქვეითები,ფერშლები. ისენი იყვნენ მიმაგრებულები სხვადასხვა ფერმებზე და აკონტროლებდნენ ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას.
თუ რომელიმე ფერმაში დაავადდებოდა რაიმე ცხოველი, მიდიოდა მამაჩემი იმ ფერმაში, ადგენდა დაავადების სახეობას, გამომწვევ მიზეზს და ფერშლებს რომლებიც მიმაგრებულნი იყვნენ იმ ფერმაზე, აძლევდა მკურნალობის მეთოდს და პრევენციის ზომებს, რომ დაავადება არ გავრცელებულიყო მასშტაბურად.
ერთი სიტყვით, დღე და ღამე დადიოდა და უვლიდა ამ ფერმებს მთაში და ბარში თუ ტყეში მამასთვის გამოყოფილი ,,ბორტებიანი ,, უაზით. რა თქმა უნდა მძღოლის თანხლებით.
ფერმაში რომ მივიდოდა და დაუშვათ ასცრიდნენ საქონელს რომელიმე დაავადების საწინააღმდეგოდ, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა აცრა. აბა წარმოიდგინეთ 400 სულიან მეწველ ძროხაზე არსებულ ფერმაში ყველა საქონლის დაჭერა, დაფიქსირება და აცრა რამდენ დროს წაიღებდა.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ, აუცილებლად ქეიფი იმართებოდა.
მეღორეობის, მეცხვარეობის და მეფრინველეობის ფერმებში საკლავი იქვე იყო. გოჭი-ბურვაკი. ბატკანი-თოხლი. ვარია-ქათამი-დედალი.
აი მესაქონლეობის და კამეჩის ფერმაში საკლავის საქმე ასე გვარდებოდა. მესაქონლეები რძეს, ყველს, მაწონს გაუგზავნიდნენ მეღორეობის ან მეცხვარე-მეფრინველეების ფერმას და იქიდან მოჰყავდათ კარგი გოჭი ან ბურვაკი. გააჩნია რამდენ კაცზე იშლებოდა სუფრა.
ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ალაზნის პირზე მიგდებულში(ასე ეძახდნენ იმ ადგილს სადაც ფერმა მდებარეობდა) მეღორეობის ფერმაში აცრეს ღორი და იმდენ ხანს მოუნდნენ რომ ქეიფი ვერ მოასწრეს.
ფერმაში ბრიგადირს უთქვამს, დღეს ვერ ვასწრებთ ქეიფს მაგრამ, ხვალ მოდით და ვიქეიფოთო. ალაზანში ერთი კარგი ლოქო მყავს დაბმული და დავკლათო.
მეორე დღით მართლაც წავიდნენ საქეიფოდ რამდენიმე კაცი. პლიუს იქ მყოფები და გამოსულან 10-12 კაცი.
დაუკლიათ ეს ლოქო რომელიც 15 კილოზე ნაკლები არ იქნებოდაო. ერთი კარგი გოჭი, დაკრიფეს კიტრი და პომიდორი იქვე ფერმის ბოსტანში. ღვინო ყველი, პური და კიდევ რაღაცეები სოფლიდან წაუღიათ. კეთილი გულები თვითონ ჰქონიათ და აბა მეტი რაღა უნდა კარგ პურ-მარილს?
მოხარშეს ლოქო და გოჭი, სანამ მოიხარშებოდა დომინოს თამაშით ირთობდნენ თავს. რიგი იდგა რომ წაგებული წყვილი ამდგარიყო და რიგში მყოფები დამსხდარიყვნენ სათამაშოდ.
ერთი სიტყვით, საჭმელი გაამზადეს და სუფრის გაშლა დაიწყეს.
ალაზნის პირას ერთი დიდი წნორი მდგარა,ტოტები მდინარეზე გადადიოდა და წყალზე კარგი ჩრდილი იდგა.
ზაფხული იყო და ალაზანი ზანტად წყალთხელი მოდიოდა. მაგიდა აუღიათ და შიგ მდინარეში ჩაუდგიათ მუხლებამდე.
მაგიდათ გამოუყენებიათ ძველი რკინის საწოლი, რომელიც სეტკის მაგივრად ფიცრით ყოფილა გაწყობილი.
მოქეიფეებს დაუხდიათ და ტრუსიკიანები შემოსხდომიან მაგიდას.
დაუწყიათ ქეიფი. დაულევიათ სადღაც ხუთი-ექვსი ჭიქა და ერთ-ერთს უთქვია, მაგიდა ალაზნის მეორე ნაპირზე გავიტანოთ და იქით ვიქეიფოთო.
ეს აზრი რამდენიმე ბიჭს მოსწონებია. დაიწყეს ნიძლაობა. გაწყობილ მაგიდას ღვინით სავსე ჭიქებით ორნი გავიტანთო. ოღონდ მაგიდა წყალში იქამდე შეგვიტანეთ რომ. მხრებზე შევიდგათო.
მდინარის მეორე ნაპირი აზერბაიჯანს ეკუთვნოდა.
მამაჩემის მძღოლი და მეგობარი იყვნენ რომელთაც მაგიდა უნდა გაეტანათ მეორე ნაპირზე.
მამაჩემი და მამაჩემის მეორე მეგობარი, ნიძლავის მეორე მხარე იყვნენ.
ნიძლავი ასეთი იყო. თუ მაგიდას გაიტანდნენ ისე რომ, ჭიქებიდან ღვინო არ დაიღვრებოდა, მამაჩემი იყო წაგებული და პურმარილს კისრულობდა. თუ ჭიქებიდან ღვინო დაეღვრებოდათ, მაშინ გამტანები იქნებოდნენ წაგებულები და ისენიც რა თქმა უნდა პურმარილს იკისრებდნენ. ისე რომ ორივე შემთხვევაში ყველა მოგებული რჩებოდა.
მიიტანეს საწოლი იმ ადგილამდე რომ,საწოლს ერთი წინ ჩაუდგა და მხრებზე შეიდგა,ფეხებზე აქეთ-იქით ხელები წაავლო,ხოლო უკანამ აქეთ-იქით საწოლს მოკიდა ფეხებში ხელი და შედიან სიღრმეში.
მამაჩემი უყურებს და ფიქრობს. წინა კაცი უკანაზე დაბალია, ორივეს ტუჩებამდე სწვდება წყალი. ესეიგი დაბალი უკვე მიცურავსო.
ცოტა ხანში რომ დარწმუნდა რომ, ორივე მიცურავდა დაუძახია. წავაგე, გეყოფათ უკან მობრუნდითო.
უკან რას მობრუნდებოდნენ, გავიდნენ მეორე ნაპირზე და დადგეს მაგიდა.
აქეთ დარჩენილებიდან ერთმა 20ანი ღვინით სავსე აიღო და გაცურა, დანარჩენებიც გავიდნენ და აქეთ ნაპირზე დარჩნენ მამაჩემი და ჩემი ძმის ნათლია.
მამაჩემს მოუსინჯია სიღრმე და ღრმა ყოფილა ცურვა არ იცოდა და ვერ გავიდა.
გასულებიდან ერთს უთქვია, მე გამოგიყვანო.
მამაჩემმა იუარა. ეხლა კი გამიყვან მაგრამ მთვრალი გამომიყვანო?
თურმე ჩემი ძმის ნათლია შესულა წყალში რომ გადავიდეს მოქეიფეებისკენ და მამაჩემს დაუყვირია, შენ სადღა შედიხარ შე წელკავიანო, გინდა რომ დაიხრჩოვო. საცოდავი წელში იყო მოხრილი რაღაც დაავადება სჭირდა.
მდინარის მეორე მხარეს რამოდენიმე ჭიქა დაულევიათ, მერე ისევ გადმოსულან აქეთ და ერთი კარგა მაგრად უქეიფიათ.
ჭირი იქა, ლხინი აქა.
ის ხალხი ყველა წასულია. იმათ იქ ნათელი დასდგომოდეთ ჩვენ აქ სინათლე, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გვქონოდეს.

Posted by: dvt333 16 Mar 2018, 20:03
ხორბალში აზოტის შესატანად როგორი დროა? და როგორ შეილება შეტანა, წვიმიან ამინდში რო შევიტანო არ გაიხსნება? თუ რა ვქნა იქნება ვინმემ დამაკვალიანოთ
150 კგ ხო იქნება საკმარისი ჰა -ზე?

Posted by: kaxaberski66 16 Mar 2018, 20:27
dvt333
შეიტანე აღერების დაწყებამდე.
QUOTE
ხორბალში აზოტის შესატანად როგორი დროა? და როგორ შეილება შეტანა, წვიმიან ამინდში რო შევიტანო არ გაიხსნება?

სწორედაც უნდა გაიხსნას და წვიმამ მიწაში ჩაიტანოს.მზიან ამინდში არ გაშალო, აზოტმა აორთქლება იცის და წყალში გადაყრილი გამოდის. საწვიმარი ამინდი რომ არის მაშინ ჯობია გაშლა. თუ არა და საღამოს გაშალე რომ ღამე გამოიაროს. ცოტა ნამი ან ცვარი იქნება რომ დადნეს.
QUOTE
150 კგ ხო იქნება საკმარისი ჰა -ზე?

საშუალო დოზად ალაზნის ველისა და გარე კახეთის პირობებისათვის აზოტი (N) შეადგენს (კგ/ჰა) 60–120; (P) – 60-90, (K) – 60;

შუა და ქვემო ქართლის პირობებისათვის – აზოტი (N) შეადგენს (კგ/ჰა) 90-150; (P) – 90, (K) – 45;

სამცხე-ჯავახეთის შავმიწებისათვის – აზოტი (N) შეადგენს (კგ/ჰა) 90-120; (P) – 90-120, (K) – 60.
ეს კოლოგრამები უნდა იანგარიშო არა ტომრის მასაზე, არამედ მოქმედ ნივთიერებაზე.
მაგალითად თუ 50კგ ტომარას აწერია რომ მასში არის 32%აზოტი. ესეიგი 16 კგ არის მოქმედი ნივთიერება.
შესაბამისად 60 კგ აზოტი რომ შეიტანო ჰექტარზე, დაგჭირდება 187,5კგ ს შეტანა.

Posted by: kakuna123 16 Mar 2018, 20:40
tavadze
გურიაში რომელი სოფლიდან ხარ?

Posted by: dvt333 16 Mar 2018, 20:46
kaxaberski66
QUOTE
მზიან ამინდში არ გაშალო, აზოტმა აორთქლება იცის და წყალში გადაყრილი გამოდის.

ხო ზუსტად მაგისი მეშინია, არ იხსნება ადვილად, 2-3 დღიან წვიმაში რო დავაყარო (პროგნოზის მიხედვით) გაიხსნება ხო წესით? ხო კიდე შენი აზრით ტრაქტორის საწამლში რო ჩავყარო წყალში და ავარევინო ვერ გახსნის ვითომ?

Posted by: koba1973 16 Mar 2018, 22:15
dvt333
როგორ არ იხსნება. ჰაერიდან იტაცებს ტენს და იმაშიც კი იხსნება. 8 რიცხვში შევიტანე, მანქანაში ცოტა ჩაიფანტა და მეორე დღეს რომ ვასუფთავებდი მარცვლები სადაც ეყარა გარშემო გამდნარი სასუქის ლაქა ქონდა, ჰაერში არსებული ტენი შეიერთა და დადნა. ასე რომ როგორც kaxaberski66მ გითხრა თუ წვიმაში ვერა, მაშინ საღამოს გაშალე რომ ნამმა დაადნოს.

Posted by: kaxaberski66 16 Mar 2018, 22:20
dvt333
QUOTE
ხო კიდე შენი აზრით ტრაქტორის საწამლში რო ჩავყარო წყალში და ავარევინო ვერ გახსნის ვითომ?

თუ ერთ ჰექტარზე უნდა დაასხა, კი ბატონო. თუ ბევრზე ძალიან გაგიჭირდება და პრაქტიკულად ვერც გააკეთებ.

Posted by: dvt333 17 Mar 2018, 00:03
koba1973
kaxaberski66
მადლობა რჩევისთვის

Posted by: koba1973 17 Mar 2018, 12:32
ისე გამიგია მევენახეები ერთ ასანთის კოლოფ გვარჯილას ურევენ ერთ აპარატზე და ისე წამლავენო.

Posted by: tavadze 18 Mar 2018, 03:07
kakuna123
QUOTE
tavadze
გურიაში რომელი სოფლიდან ხარ?

ზემოხეთი, ჩოხატაური. ხევისწყალას სათავეშია.
შენ სადაური ხარ?

kaxaberski66
QUOTE
ეგ ხერხი ელექტრო ანო ძრავზე თუ იქნება, ძალიან მაღლა ადიხარ და ხერხის ვიბრაც იამ არ ჩამოგაგდოს.

ბენზინზე მომუშავეს ვყიდულობ, თორემ ელექტრო არ გამომადგება - სახლიდან შორ მანძილზე მომიწევს გადაადგილება, მაგხელა კაბელებს ვერ გადავჭიმავ.
ვიბრაციას ახლა უნდა ჩამოვეგდე, თუ ჩამოსაგდები ვიყავი, იმხელა ხეები დავჭერი. biggrin.gif რამდენიმეს გადმოჭრა კიდევ ვერ გავბედე - მარტო ვიყავი, ხე კი ოხერია, სად აიქნევს კუდს, ეშმაკმა უწყის.
QUOTE
ბუნება ულამაზესი ყოფილა. მშვენიერია.

მშუენიერ! წყალნი დიდებულნი და ჰაერი - მარგებელი. უცხოეთში მასეთ ადგილს კურორტად აქცევდნენ. მთები შიგნით კიდევ უფრო ლამაზია - ტყეებში, ჩანჩქერებიც ბევრია - არა ნიაგარასავით მაღლკები, მაგრამ ლამაზები, მდინარეებია და ზოგი ჩიყვს კურნავს, ხევისწყალამ კი ჩემს ძმას ჯირყვლების პრობლემა მოუგვარა (რისთვისაც ექიმები ბახმაროზე სიარულს უწერდნენ), ხოლო მეზობლის ბავშვს ქრონიკული სურდო მოურჩინა. გლდანში ცხოვრობენ და ვერაფერი უშველეს ექიმებმა, მდინარემ კი მესამე ზეოზნზე განკურნა. თავიდან იქ ყოფნისას - არდადეგებზე კი უჩერდებოდა, მაგრამ აქ ჩამოსულს 2 თვეში ისევ ეწყებოდა. ბოლოს სულ მოურჩა.
ამ ბოლო წლებში ერთმა თბილისელმა იყიდა იქ სახლ-კარი - რძალი ჰყავს ჩვენებური. ისე მოეწონა იქაურობაც, ხალხიც, სახლის ყიდვა გადაწყვიტა, თან მოუხდა იქაურობა, გაცილებით უკეთესად იყო. ასაკოვანი კაცია - იქ კია მშვენივრად, აქ ჩამოდის ზამტრობით და ეწყება ფეხების დასიება, წნევები, გულის ფრიალი. გაზაფხულზე წავა იქ და გამოკეთდება.
პ.ს. ახლა ისევ მივდივარ - თხილს უწევს მეორე წამლობა, დავდებ კიდევ ფოტოებს.

Posted by: kaxaberski66 18 Mar 2018, 09:22
tavadze
QUOTE
ვიბრაციას ახლა უნდა ჩამოვეგდე, თუ ჩამოსაგდები ვიყავი, იმხელა ხეები დავჭერი

მაიცა კაცო. ის ხერხი ერთხელ დასაჭრელად ხომ არ გინდა. დრო გადის და ასაკიც გემატება. ემენდ შენს გახარებას ხერხმა ძირს არ გადმოგიძახოს.
აგერ ძიუდოს თემაში რამოდენა ჯეელები არიან. ერთი თქვი და არავინ დაგზარდება. ოღონდ ხეების დაჭრა რომელიმე ტურნირს არ დაამთხვიო და სულ გაგიკაფავენ მაგ ტყეს თუ არ გააჩერებ.
* * *
ხოო, ერთხელ აცანაში ვიყავი 2 წლის წინ, ნოემბრის ბოლოს. ულამაზესი ადგილი იყო.
QUOTE
მთები შიგნით კიდევ უფრო ლამაზია - ტყეებში, ჩანჩქერებიც ბევრია - არა ნიაგარასავით მაღლკები, მაგრამ ლამაზები,

ზუსტად მასეთი იყო. ის პატარ-პატარა ჩანჩქერები იყო განსაკუთრებულ პეიზაჟს რომ ქმნიდა. ხალხიც კარგი იყო და პურმარილიცა.
ოღონდ ღამე იყო ძალიან ცივი.

Posted by: koba1973 18 Mar 2018, 10:44
მუდმივი პრობლემა მემინდვრეობის, უპასუხისმგებლო და მტაცებელი აზერი მესაქონლეები.
https://radikal.ru

თხუთმეტი სული ძროხა საკმაო ზარალს მიაყენებს ყანას და უბედურება ის არის რომ ამისგან დამცავი არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ერთადერთი გაყარო ყანიდან და ეგაა.
* * *
https://radikal.ru


* * *
user posted image
რადიკალი არ ამატებს სურათს თუ რა ხდება?
* * *
user posted image
ესეც დადებითი განწყობის შესაქმნელად.

Posted by: shuma89 18 Mar 2018, 10:59
QUOTE
თხუთმეტი სული ძროხა საკმაო ზარალს მიაყენებს ყანას და უბედურება ის არის რომ ამისგან დამცავი არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ერთადერთი გაყარო ყანიდან და ეგაა.



ელექტრო ღობე, არაჩვეულებრივია.
250 ლარამდე დამიჯდა ჩემით რო ავაწყვე.
300 მეტრს ერთ მხარეს მუშაობდა 300 მეორეზე. ერთი 100 ამპერიანი აკუ ამუშავებს კარგ ამინდში 10 დღემდე ყოფნიდა, წვიმიანში 5-6 დღე.
სულ რაღაც 8800 ვოლტი 0.01 ამპერი დენით, აბსოლიტურად უსაფრთხო ნებისმიერი ცხოველისა და ფრინველისთვის.

ამ ზემოთაღნისნნულ ფასში არ შედიოდა აკუმულატორის ფასი და გაზქურის ზომის შენობისა, რომელშიც აპარატურა და აკუ მედგა რო არ მოეპარათ.

ქარხნულებიც არსებობს, არც ძალიან ძვირია თან.


ხო კიდევ მზის ბატარეაზე არ მიფიქრია მაშინ, ახლა რო ვფიქრდები ძალიან კარგი იქნებოდა, 50 ვატიანი პანელი ამოქოქავდა თავისუფლად

Posted by: koba1973 18 Mar 2018, 11:29
shuma89
ხარჯებს თავი რომ დავანებოთ საკმაოდ მოუხერხებელია რადგან მოუწევს დათესვის შემდეგ ბოძების გაკეთება და შემდეგ ისევ აშლა.
გარდა მაგისა არ არის გამორიცხული თვითონ მწყემსმა დააზიანოს სისტემა რომ უბალახობის პერიოდში აბალახოს ჯეჯილში.

სურათში ეკლესიაა ძროხების ზემოთ მწვანე მინდვრის ფონზე, მანდ საკლავი ყავდათ დაკლული და ქეიფობდნენ ოციოდე წლის წინანდელი ამბავია, ერთმა შეამჩნია რომ მწყემსმა ყანაში შერეკა საქონელი, რაკი ადგილიდან ვერაფერი გააგებინა, ჩავიდა და საქონლის გაყვანა მოსთხოვა, შეკამათდნენ და იჩხუბეს, შედეგად აქედან ბიჭები ჩაეშველნენ, ბინიდან მწყემსები და რაკი მწყემსებს რკინით შეჭედილი კავები ქონდათ, ერთს თუ ორს თავი გაუტყდა, სხვებიც დალურჯდნენ. აისხეს სოფელში იარაღი და ბინაზე მიუხტნენ ერთმა სხვაზე მეტად დაზარალებულმა თუ უფრო ფიცხმა ესროლა და მოკლა დამხდური. პასუხიც აგო 12 წელი იჯდა ციხეში. გგონიათ რამე შეიცვალა? არც არაფერი.

Posted by: levani169 18 Mar 2018, 12:03
koba1973
QUOTE

თხუთმეტი სული ძროხა საკმაო ზარალს მიაყენებს ყანას და უბედურება ის არის რომ ამისგან დამცავი არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ერთადერთი გაყარო ყანიდან და ეგაა.

და მაგ ზროხებს რომ შემოვალეწო ფეხები და მერე ჩემს ყანაში მოვარდნილ უხეირო პატრონს ვერა?!
ყური-მური არ ვიცი და რო ვნახო მასე არაფერი არ დამეფიცება,სულ მკიდია ყველაფერი!

Posted by: grou 18 Mar 2018, 13:17
koba1973
QUOTE
ხარჯებს თავი რომ დავანებოთ საკმაოდ მოუხერხებელია რადგან მოუწევს დათესვის შემდეგ ბოძების გაკეთება და შემდეგ ისევ აშლა.
გარდა მაგისა არ არის გამორიცხული თვითონ მწყემსმა დააზიანოს სისტემა რომ უბალახობის პერიოდში აბალახოს ჯეჯილში.

სურათში ეკლესიაა ძროხების ზემოთ მწვანე მინდვრის ფონზე, მანდ საკლავი ყავდათ დაკლული და ქეიფობდნენ ოციოდე წლის წინანდელი ამბავია, ერთმა შეამჩნია რომ მწყემსმა ყანაში შერეკა საქონელი, რაკი ადგილიდან ვერაფერი გააგებინა, ჩავიდა და საქონლის გაყვანა მოსთხოვა, შეკამათდნენ და იჩხუბეს, შედეგად აქედან ბიჭები ჩაეშველნენ, ბინიდან მწყემსები და რაკი მწყემსებს რკინით შეჭედილი კავები ქონდათ, ერთს თუ ორს თავი გაუტყდა, სხვებიც დალურჯდნენ. აისხეს სოფელში იარაღი და ბინაზე მიუხტნენ ერთმა სხვაზე მეტად დაზარალებულმა თუ უფრო ფიცხმა ესროლა და მოკლა დამხდური. პასუხიც აგო 12 წელი იჯდა ციხეში. გგონიათ რამე შეიცვალა? არც არაფერი.

კი ეგ პრობლემაა ახლაც. ჩემები მაგალითად იარაღით ებრძვიან. პოლიციაში გააცხადეს ბევრჯერ და ღობეებზე გაფრთხილებები დაადეს რომ კერძო საკუთრებაში შესვლა აკრძალულია. მაინც არ შველის, ახლა შიგნით შემოსულს იარაღს ესვრიან, საფანტს. რამდენიმე სული საქონელი მოკლეს უკვე როგორც ვიცი, და ცოტა შეჩერდა. რამდენ ხანს გაქაჩავს უცნობია.

Posted by: koba1973 18 Mar 2018, 14:12
levani169
QUOTE
და მაგ ზროხებს რომ შემოვალეწო ფეხები და მერე ჩემს ყანაში მოვარდნილ უხეირო პატრონს ვერა?!
ყური-მური არ ვიცი და რო ვნახო მასე არაფერი არ დამეფიცება,სულ მკიდია ყველაფერი!

როგორ ვერა მაგრამ არ გირჩევ. თუ რამეს დააპირებ ჯობია ისე დააზიანო რომ ვერ გიცნონ, არ იცოდნენ ვინ ხარ, რადგან აზერი იტყვის: დაკარგული იყო კასო მე მაგის პატრონი დედა... ამ დროს შეგნებულად იყო დატოვებული. შენ კიდევ წინასწარ განძრახ ჩადენილ დანაშაულად დაგიმტკიცებენ.

grou
QUOTE
პოლიციაში გააცხადეს ბევრჯერ

როგორც ამბობენ არ შველის.
QUOTE
ჩემები მაგალითად იარაღით ებრძვიან

ცუდი მეთოდია. შეიძლება თქვენს წინააღმდეგ შემოატრიალონ.
ვიღაც მომიყვა მასე უნადგურებდნენ ნათესებსო და ამან საწამლავი გაშალა ისე რომ ძროხას შეეჭამაო, მოკვდა რამდენიმე სული მაგრამ ვერაფერი დააკლესო. უჩივლეს და ამან თქვა:
თაგვის წამალი მქონდა გაშლილიო.
რატომ ტრაფარეტები არ გააკეთეო.
თვენმა ძროხებმა კითხვა იციან თუ რა ხდებაო და შეეშვნენ.

Posted by: altezza_altezza 18 Mar 2018, 20:34
2 ან 3 ჰეკტარზე სიმინდის დათესვა, ნოყიერ მიწაზე 3 წელი რომ არაფერი დათესილა, სიმინდის დათესვასთან დაკავშირებით რას მეტყვით?

ღიირს?

არ ირწყვება მაგრამ ისეთი ადგილია წვიმები იცის, თიანეთში კერძოდ

გთხოვთ იქნებ დანმიწეროთ 2 იოდე სიტყვა რა აზრის ხართ, ან რაში შეიძლება რომ გამოიყენოს კაცმა, ისე რომ ზარალის საშიშროება ყველაზე ნაკლები იყოს და არც დაგვიანებული დათესვა

უფრო სიმინდზე მაინტერესებს

Posted by: dvt333 18 Mar 2018, 21:24
altezza_altezza
სიმინდი ძაან უაზრო საქმეა თუ მუღამი არ იცი, თან ურწყავში საერთოდ არ გირჩევ.

Posted by: vano22 18 Mar 2018, 21:47
altezza_altezza სიმინდის მეტი მაინც აღარაფერი მოესწრება. ისე რაც მოყვანა დაგიჯდება იმაზე იაფად ბაზარზე იყიდი

Posted by: rockforever 18 Mar 2018, 21:55
ისე საქართველოში ბამბას თესავენ სადმე?


ძნელია მოსაყვანად თუ იცით?

Posted by: altezza_altezza 19 Mar 2018, 00:34
dvt333
vano22

მადლობთ გამოხმაურეისათვის

ეხლა ხორბალმა დაიგვიანა და სხვა რა შეიძლება დათესო ?


ან სიმინდმა დავიჯერო პატარა მოგება ვერ უნდა მოგიტანოს ? 2 ჰექტარზე ყველაფრიანად 2 500 ლარამდე დავთვალე ხარჯი

ნუთუ 3 მაგი მაინც ვერ უნდა ამოიღოს ?

Posted by: shuma89 19 Mar 2018, 00:37
რაც შეეხება იმას, რომ რა ვიცი დაიკარგა და სად დადიოდაო, მაგ დროს როცა შენს საკუთრებაშI იპოვი, დააკავე, განაცხადე და ვერავინ გეტყვის დაიკარგაო, ზარალი უნდა აანაზღაუროს პატრონმა, ოღOნდ 5 ცალს რო იპოვი 4 გამოაჩინე ერთი გადამალე, არ გიპოვია და მმორჩა.
პატრონი რო მოვა თU იტყვის დავკარგე რა ვიცი მეო, მაინც გადაახდევინებენ ზარალს რაც მოგაყენა 5-მა. გაატან თავის 4 ცალს.
მერე იმ მეხუთეს თავად მიხედავ, ასეთს რო გაუკეთებ ვეღარ გაბედავენ მერე.

თU პატრონმა თქვა შევუშვი 5 ცალიო და რატო ოთხს მედავებითო მაშინ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება, შეუტრიალებ საკუთრების ხელყოფას, აი ის მეხუთე კარგად უნდა შეინახო ვერ იპოვონ, ჯობია მაცივარში იყოს wink.gif

ასეთი რამ მოვიფიქრეთ ერთხელ და გაჭრა, აი მაცივრიდან თავად ვაყიდინეთ მერე იგივე საქონელი ხორცად.




ხო და კიდევ რაც შეეხება ელექტრო ღობეს, სასწაული რამეა, რატო უნდა აშალო ნამდვილად არ ვიცი, ალბათ მაქეთ სიგანეზე გადადიან და ერთიანად ხინება ხოოო?
მე ჩემსაში მქონდა, 60-65ჰექტრიანი ნაკვეთია ირგვლივ ბუნებრივ-ხელოვნური ქარსაცავი ზოლია, ადრე ღOბედ ეგ იყო, ახლა ვეღარაა ღOბე, ნახევარი ადგილი გახსნილია ხელოვნურად, ყანებსაც არ თესავენ, მე საცდელად გამოვიყენე 240X200 ზომის ნაკვეთზე, ორ მოპირდაპირე კუთხეში დავამონტაჟე.
ქვის პატარა შენობაშI ჩავკეთე აპარატურა, მერე ვცადე ჯოხით გამეწყვიტა ჩემს მიერ გაჭიმული მავთული, კუსაჩკის გარეშე გამორიცხულია 1.5-იანი მავთულის გაწყვეტა. თან გაითვალისწინეთ 8800 ვოლტია, ამას ჩველებრივი კუსაჩკით ვერ იზამ, თან თU სქელი რეზინის ხელთათმანი არ გაცვია, შეიძლება გაატაროს.
კუსაჩკაში გაატარა, მერე ახალი ვიყიდე, შლანგები წამოვაცვი და მაინც დამარტყა, მეტი აღარ მიცდია ისეთი მწარეა როოო . ..
აი მანქანის სვეჩის დენი როგორიცაა ეგაა ზუსტად, ოდნავ ძლიერი ასე 15 პროცენტით ან 10-ით. მაგრამ არ კლავს, ისეთI მწარეა რო ფსიქოლოგიურად გაშIნებს სასწაულად და რო იცი ერთI წკაპი კუსაჩკითO და მორჩებაო მაინც ვერ მიდიხარ რო გახსენდება როგორი იყო biggrin.gif
მე ჩემს აპარატთან ვერ მივედი რო ვიცოდი არ მომკლავდა სხვა მითუმეტეს ვერ მივა.

Posted by: levani169 19 Mar 2018, 11:15
altezza_altezza
შვრია ჯერ კიდევ არაა დაგვიანებული,სიმინდზე გაცილებით კარგი მოსავალი იცის!

Posted by: altezza_altezza 19 Mar 2018, 11:32
levani169

მადლობა გამოხმაურებისათვის მაგრამ შეგიძლია ცოტა კონკრეტულად დაწერო რა სჭირდება , 2 ჰეკტარზე დაახლოებით რამდნეია ხარჯი და რა მოსავალს უნდა ველდოოთ ?

და რეალიზაცია სად უნდა მოხდეს, როგორ ხდება და ფასი რა არის
ასევე რა რისკებია

მადლობა წინასწარ

Posted by: levani169 19 Mar 2018, 17:17
QUOTE (altezza_altezza @ 19 Mar 2018, 11:32 )
levani169

მადლობა გამოხმაურებისათვის მაგრამ შეგიძლია ცოტა კონკრეტულად დაწერო რა სჭირდება , 2 ჰეკტარზე დაახლოებით რამდნეია ხარჯი და რა მოსავალს უნდა ველდოოთ ?

და რეალიზაცია სად უნდა მოხდეს, როგორ ხდება და ფასი რა არის
ასევე რა რისკებია

მადლობა წინასწარ

ხარჯი მინიმალურია შეიძლება ითქვას,აზოტი და შესაწამლ-პესტიციდები არ სჭირდება,ანუ მხოლოდ მოხვნა და დათესვაა საჭირო,თუ მიწა ძალიან მწირია მაგ შემთხვევაში ჰა-ზე ორი ტომარა აზოტი შეაქვთ ხოლმე,ბალახზე ჰერბიციდის შეტანა არ უნდა როგორც ზემოთ დავწერე და სათესლე მასალაც (ხარისხის მიხედვით) 150-180 კილომდე სჭირდება ჰას.
მოსავალი ხორბლის მოცულობის იცის,მართალია წონაში ნაკლებია მარა საკვებად ფრიად ძვირფასი მარცვალია,60-თეთრი და ზემოთ იყიდება ბაზრობებზე და თუ რამე მნიშვნელოვანი მოსავალი მოგივა აგერ ჩვენი ჩაკრულო შეისყიდის თავისი საწარმოსთვის ალბათ,ნუ გაყიდვა არაა დიდი პრობლემა თუ რაოდენობა გექნება!
რისკი არის გვალვიანი გაზაფხული,სეტყვა და კომბაინის დროზე შოვნა მხოლოდ.

Posted by: dvt333 19 Mar 2018, 20:10
altezza_altezza
სამმაგს კი არა სიმინდმა შეილება ხარჯიც ვერ გაგისწოროს, ჯერ მარტო რო აიღებ უნდა გამოაშრო და 5 თეთრი მაინც უნდა მაგას , 40 თეთრზე მეტად კიდე სეზონზე ვერ გაყიდი +კომბაინი წიაღე წამოიღე 30 თეთრი გამოგდის, ეგ ბოლოს და მაინამდე აურება ხარჯი და შრომა უნდა, მაგ 2 ჰექტარზე მინიმუმ 8 ტონა მარცვალი უნდა მიიღო რო ხარჯები დაგიფაროს და ეგ არაა ადვილი საქმე დამიჯერე, თუ კარგად არ ერკვევი სიმინდის მოყვანაში


მერეც აღარ იწევს დიდად ფასი ამ 1-2 კვირის წინ 45შიც კი იშოვებოდა

Posted by: altezza_altezza 19 Mar 2018, 22:49
მდაააა

მერე იტყვიან სოფლელებზე აქ რას დაეთრევიან და მუშაობენ მუშებად და ტაქსისტებად, მოსავალი მოიყვანონო facepalm.gif

აგერ მე ქალაქელს ვერ გადამიწყვეტია და ვერ გამირისკია 2 ჰეკტარზე რამის დათესვა ისეთი დროა


მადლობა ,კარგი ხალხი ხართ, ყურადღებიანი, წარმატებები ყველას

Posted by: kaxaberski66 19 Mar 2018, 23:19
altezza_altezza
მაგ საქმეში გამოუცდელი ხარ და იმიტომ ვერ გაგირისკია.
სოფლელებმა კი გარისკეს ტაქსაობა და ტაქსაობენ. ტაქსაობაში რისკი თითქმის არ არის. ისენიც მაგ რისკს გამოექცნენ რომლისაც შენ გეშინია.
იმ სოფლელების 70%მა თავის დროზე დათესეს და ვერაფერი მიიღეს.იმიტომ რომ, სოფლელები კი იყვნენ მაგრამ, მემინდვრეობის არაფერი იცოდნენ.
მაგ საქმეს უნივერსიტეტებში 5 წელი ასწავლიან. მარტო მოხვნა და მარცვლის ჩაყრა რომ შველოდეს, სოფლიდან არ გაიქცეოდნენ და ძველი ოპელ-მერსედესებით ტაქსაობას არ დაიწყებდნენ.
ისე კი კაცმა პატიოსნად იშრომოს და გინდ ხნას და გინდა იტაქსაოს.

Posted by: altezza_altezza 19 Mar 2018, 23:27
kaxaberski66

ნაწილობრივ გამიგე ნაწილობრივ ვერ გამიგე რას ვგულისმხობდი ))



Posted by: vano22 19 Mar 2018, 23:31
altezza_altezza
დაიკიდე შენ კი არა მე გავანებე თავი წელს მიწების დამუშავებას. თუ მიწა სარწყავი არაა ხელი არ უნდა მოკიდოს კაცმა.. თრადიციულ კულტურებში კი იმდენი მოგება არ დაგრჩება რომ გარისკვა ღირდეს.
* * *
kaxaberski66 ივნისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე წვეთი არ ჩამოვარდნილა და სულ რომ პროფესორი იყოს გლეხი რას შეცვლიდა ეგ? სად არ ვიყავი ვის არ ვუთხარი და ყველას კიდია მთავრობაში სარწყავი სისტემის პრობლემის მოგვარება. ამ პირობებში ქერ ხორბლის გარდა და იონჯის გარდა სხვა რამის დათესვა გაუმართლებელიაsad.gif

Posted by: altezza_altezza 19 Mar 2018, 23:36
vano22

მესმის . . .


აი ხორბალს ვერ მივუსწარი , გვიან ჩამოვედი. თორემ ხორბალი კიდე ღირს მანდ მოდის ნორმალურად, თან დასვენებული მიწაა


აჰაა,ხორბალზე შენც დაგიწერია

Posted by: vano22 19 Mar 2018, 23:38
altezza_altezza მიწა თუ უკვე დამუშავებული გაქ, საგაზაფხულო ქერი დათესე მოესწრება.

ლობიოს გირჩევდი მაგრამ ძაან სერიოზული მოვლა ჭირდებაsmile.gif

Posted by: kaxaberski66 19 Mar 2018, 23:51
altezza_altezza
QUOTE
ნაწილობრივ გამიგე ნაწილობრივ ვერ გამიგე რას ვგულისმხობდი ))

შენც მასე ხარ. ნაწილობრივ გამიგე. მე კი გაგიგე.
QUOTE
ტაქსაობაში რისკი თითქმის არ არის. ისენიც მაგ რისკს გამოექცნენ რომლისაც შენ გეშინია.

QUOTE
ვერაფერი მიიღეს.იმიტომ რომ, სოფლელები კი იყვნენ მაგრამ, მემინდვრეობის არაფერი იცოდნენ.

QUOTE
მარტო მოხვნა და მარცვლის ჩაყრა რომ შველოდეს

აი ამ ყველაფრით ის გითხარი რომ არ გარისკო.vano22
vano22
QUOTE
ივნისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე წვეთი არ ჩამოვარდნილა და სულ რომ პროფესორი იყოს გლეხი რას შეცვლიდა ეგ

მართალი ხარ. ურწყავ მიწაზე ბელტი არ უნდა გადააბრუნო.
QUOTE
სად არ ვიყავი ვის არ ვუთხარი და ყველას კიდია მთავრობაში სარწყავი სისტემის პრობლემის მოგვარება

ნელ-ნელა ეგ პრობლემა გვარდება. სიღნაღის რაიონში ალაზნის ველზე შარშან და შარშანწინ ძველი სარწყავი არხები რომლითაც ყუბანებს ამუშავებდნენ აღადგინეს.
ეხლა ყუბანები არ დაუდგავთ მაგრამ, არხში წყალი არის და მებაღეები სმპ ებით 20 ჰექტრ საზამთროს ბაღებს რწყავენ.
უფრო სწრაფი ტემპით რომ ხდებოდეს გასარწყავიანება კარგი იქნებოდა, მაგრამ რას იზავ. თქვენამდეც მოვლენ.

Posted by: shuma89 20 Mar 2018, 00:06
დასავლეთში სიმინდის მოყვანა ღირს?
მიწის ანალიზიც კი გაკეთებული მაქვს 4.5 ჰექტარზე.

ტექნიკა არ მყავს უნდა ვიქირაო, სავარაუდოდ 25 კილომეტრიდან მომიწევს სატრაქტორო პარკიდან მოყვანა.

ზოგადად კარგი მოსავალია ხოლმე, ზაფხულში მორწყვაც შეიძლება, მაგრამ ნასოსით ტბიდან, ტბა ახლოსაა 100 მეტრში, ან ისევ ნასოსით არხიდან, ის 200 მეტრშია და გაჭირდება.

აქეთ გვიან იხვნება საერთოდ, თუ კარგი ამინდები წავიდა 2-3 კვირაში შეიძლება.

სავარაუდოდ რა ჯდება რო დავფიქრდე, შეიძლება სულაც ყიდვა მირჩევნოდეს საბოლოო ჯამში.
აქეთ საშუალოდ 5-6 ტონასი იღებენ ხოლმე ყვითელ სიმინდს არაჰიბრიდს, მეც არ მინდა ჰიბრიდი.

Posted by: tavadze 21 Mar 2018, 01:20
kaxaberski66
QUOTE
ემენდ შენს გახარებას ხერხმა ძირს არ გადმოგიძახოს.

ის პატარა ხერხია, არა აქვს დიდი ძალა. ცალი ხელითაც იმუშავებ.
QUOTE
ხოო, ერთხელ აცანაში ვიყავი 2 წლის წინ, ნოემბრის ბოლოს. ულამაზესი ადგილი იყო.

აცანა ცოტა მთიანია, მაგრამ ეგ მაინც დაბლობია, ჩვენი მხარე კი უფრო მაღლაა, უფრო მტებში და ბუნებაც უფრო ლამაზია.
QUOTE
ის პატარ-პატარა ჩანჩქერები იყო განსაკუთრებულ პეიზაჟს რომ ქმნიდა.

ჩვენტან ერთი ადგილია, 50 მეტრის რადიუსში 7 პატარ-პატარა ჩანჩქერია. ყველაზე დიდს სადათვიას ვეძახით. ისეთი ჩაბურული ადგილია, ზაფხულში მზე არ ჩადის. შედეგად, სოფლის საბანაო ადგილია.
shuma89
QUOTE
ელექტრო ღობე, არაჩვეულებრივია.

ამაზე მეც მიფიქრია სოფელში. საინტერესოა შენი გამოცდილება.

altezza_altezza
QUOTE
ეხლა ხორბალმა დაიგვიანა და სხვა რა შეიძლება დათესო ?

ლობიო რომ გეცადა?
თან თიანეთის ლობიო ბრენდია, ძმაუ! biggrin.gif
shuma89 - ზემო იმერეთში ხარ, როგორც მახსოვს და მაქეთ სიმინდი დიდ მოსავალს არ იძლევა. აი, სამეგრელო რომ იყოს, მაშინ სხვაა.
იე, სიმინდს ადრიანად თუ დათესავთ, სასუქსაც დროულად მისცემთ, კულტივაცია-მარგვლას არ დაუგვიანებთ და თავიდანვე კარგად წავა, მერე გვალვები ბევრს ვერაფერს აკლებს. ზველ ხალხს უხაროდა კიდეც, ტაროში წასვლის პერიოდს გვალვაც თუ ემთხვეოდა. გამოტქმაცაა: ნაგვალევს ჩაცინე და ნაღვარევს - ჩატირეო.

Posted by: shuma89 21 Mar 2018, 11:08
tavadze
ზემოში არა. იქაც მაქვს სოფელი, მაგრამ იქ არ მინდა.
აჯამეთში მაქვს, ქუთაისთანაა, აყალო მიწაა, სავარაუდოდ რო ვთქვათ ფხვიერი ყვითელი მიწაა ზედაპირიდან 25სმ დაახლოებით მერე წებოვანი აყალოა უკვე ერთი 25სმ და მერე ხრეშნარევი ფენა იწყება 1.5 მეტრამდე და მერე სულ ხრეშია.

მოკლედ სავარაუდო ნორმალური მოსავალი 4 ტონამდე მარცვალი თუ მექნება თქვენი აზრით?
ანალიზი მაქვს გაკეთებული და მჟავიანობა საშუალოზე ოდნავ ზემოთაა, ფოსფორი და აზოტის შემცველობა თხილის კულტურისთვის საკმარისიაო დამიწერეს, მაგრამ თხილი არ მინდა ამჯერად.
არ ვიცი რაოდენობა როგორ ჩაწერეს ამწუთას ვერ ვიპოვე.

რა სასუქები დამჭირდება ეგ ისევ ანალიზიდან გამომდინარე რო გავიგო უფრო ზუსტ სურათს არ მომცემს? და უკეთესი მოსავალი უფრო მეტი შანსია მოვიდეს ხოოო?

Posted by: kaxaberski66 21 Mar 2018, 21:11
shuma89
მიწის ანალიზს სადაც აკეთებენ, იქ შენთვის საჭირო კულტურისთვის კონსულტაციასაც მოგცემდნენ.
მე მგონია მასეთი კონსულტაცია ფასიანია.

Posted by: shuma89 22 Mar 2018, 15:38
ელექტრო ღობე
ვინმეს თუ აინტერესებს სქემა აქაა

https://forum.ge/?f=23&showtopic=34749436&st=0

Posted by: tavadze 22 Mar 2018, 18:18
kaxaberski66 - რაკი მიწის ანალიზებში კარგად ერკვევი, შენ ხომ არ იცი, მიწის მჟავიანობის საზომი ფურცლები? სადღაც წავაწყდი ნეტ-ში გასაყიდს და ანუ რომ ვიყიდო, როგორ იზომება, რანაირად?

Posted by: datosia 23 Mar 2018, 10:47
tavadze

https://www.amazon.com/gp/product/B00S730YWG/ref=oh_aui_detailpage_o01_s00?ie=UTF8&psc=1

Posted by: kaxaberski66 23 Mar 2018, 11:23
tavadze
კარგად ვერკვევი ვერ ვიტყოდი. ლაბორატორიაში გამიკეთებია ანალიზი და იმის მიხედვით მიმოქმედია.
QUOTE
შენ ხომ არ იცი, მიწის მჟავიანობის საზომი ფურცლები?

არა. ნამდვილად არ ვიცი.

Posted by: tavadze 28 Mar 2018, 12:52
datosia
kaxaberski66
მადლობა ორივეს

Posted by: kaxaberski66 30 Apr 2018, 11:52
http://agrokavkaz.ge/dargebi/megoreoba/momathabare-kakhuri-ghoris-aghdgenis-pirveli-shedegebi.html

მომთაბარე კახური ღორის აღდგენის პირველი შედეგები
27.04.2018
3129 Views

გადაშენების პირზე მყოფი მომთაბარე კახური ღორის აღდგენის პირველი შედეგები.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეიქმნა კახური ღორის პირველი რიგის რეპროდუქტორი, სადაც გამოყენებულია ხალასი მოშენების მეთოდი, გამოირიცხა ნათესაური შეწყვილება, რითაც აცილებული იქნა ინბრედული დეპრესიის მოვლენები. ამჟამად ფერმაშია 48 სული.

კახური ღორის მოშენებით დაინტერესდნენ ესპანელი ბიზნესმენები, რომელთანაც სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი რეპროდუქტორის შექმნას 300 ძირითად ნეზვზე, რომელიც საჯიშე კერატებითა და ნეზვებით მოამარაგებს მომთაბარე მეღორეობის ზონაში განთავსებულ ფერმერულ მეურნეობებს, რომლებიც გათვლილია არანაკლებ 900 ძირითადი ნეზვის მოშენებაზე.

მომთაბარე კახური ღორი ერთადერთი ჯიშია, რომელიც მიღებულია ევროპული გარეული ღორის კავკასიური პოპულაციის (შუს სცროფა ატილა) პირდაპირი მოშინაურების შედეგად, რასაც ამტკიცებს ჩვენს მიერ ჩატარებული სამეცნიერო გამოკვლევები კრანიოლოგიაში, იმუნოგენეტიკასა და კარიოსისტემატიკაში.

კახური ღორი გარეგნულად (ფენოტიპურად) ძლიერ მიაგავს თავის გარეულ წინაპარს. იგი ისევე როგორც მისი გარეული წინაპარი გოჭებს ზოლიანს ბადებს, რომელიც 3-4 თვის ასაკში ქრება. კახური ღორი ადგილობრივი მომთაბარე ტიპის უძველესი ცხოველია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მთისა და ბარის პირობებს.

ჯიშთა კლასიფიკაციით მიეკუთვნება ევროპული ძირითადი ჯიშების მოკლეყურა ღორების ქვეჯგუფს, ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთავარი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე განლაგებული ნაყოფისმომცემი ტყეების ზონაში, რომლის ფართობი დაახლოებით 250 კვ.კილომეტრია, რაც საშუალებას იძლევა ყოველწლიურად გავასუქოთ 100-200 ათასამდე ცხოველი მცირე დანახარჯებით.

კახური ღორი გვიანმწიფადია, ცოცხალი მასა 100-110 კილოგრამი, ნაყოფიერება 5-8 გოჭი, სხეულის სიგრძე — 100 სმ, გულმკერდის ირგვლივა 100-105 სმ, სიმაღლე მინდაოში 65 სმ, მერძეულობა 28-30 კგ, ტანხორცის წონიდან მისი სუფთა ხორცის გამოსავალი 63%-ია, რითაც იგი ღორის ცნობილ ჯიშებს უტოლდება.

დადებითი თვისებიდან აღსანიშნავია: მკვრივი კონსტიტუცია, საკვების ძიებისა და საძოვრის გამოყენების უნარი, ჯოგური ინსტინქტი, ამტანობა, გამძლეობა და ხორცის მაღალი ხარისხი.

კახურ ღორში შეინიშნება შებუსვის ორი ტიპი: გრუზა და ლაგაზა, გრუზა — ხშირი ხუჭუჭა ჯაგრით, ლაგაზა — სწორი ხისტი ჯაგრით.

2007 წლის მაისიდან საქართველოში დაფიქსირებული აფრიკული ცხელების ეპიდემიამ გადაშენების პირზე მიიყვანა კახური ღორი. მის აღსადგენად და მოსაშენებლად სამუშაოებს ეწევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ექსპედიციური გამოკვლევების შედეგად ჩვენს მიერ მოძიებული იქნა კახური ღორის ტიპიური ინდივიდები, რომელთაგან საუკეთესოები შეძენილი და გადაყვანილი იქნა ცენტრის მეღორეობის საცდელ ფერმაში.

შეძენილია ერთი ტიპიური კერატი და ერთი საკერატე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში არსებულ ელკანას მეურნეობიდან, ორი ნეზვი და 5 გოჭი — დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლასქედიდან, ხოლო ორი ტიპიური ნეზვი ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობაში არსებულ სოფელ დედისფერულიდან (კაკლიანი). ამჟამად ფერმაში სულ არის 48 ღორი, მ.შ. ორი კერატი. 5 ნეზვი, 27 სხვადასხვა ასაკის ბურვაკი და 14 ძუძუთა გოჭი. ამ სულადობაზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები.

ფენოტიპურ მაჩვენებლებთან ერთად შეისწავლება ნეზვების ნაყოფიერება, მსხვილნაყოფიერება, მერძულობა, მოზარდის ზრდის დინამიკა, კონსტიტუცია, ექსტერიერი და სხვა. კოლტის მოსამრავლებლად ვიყენებთ ხალასი მოშენების მეთოდს და ხელზედაგრილებას, გამოვრიცხავთ ნათესაურ შეწყვილებას და მისთან მხლებ ინბრედული დეპრესიის მოვლენებს, ხოლო წარმოებაში რეკომენდაციას ვაძლევთ მომთაბარე მეღორეობის ინტენსიურ ფორმას.

2016 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის დეპარტამენტში მოვახდინეთ კახური ღორის მოშენების ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშება ერთ ძირითად ნეზვზე. ეკონომიკური გათვლები შესრულებული იქნა ორი მიმართულებით: სტაციონალურ პირობებში — თელეთის მეღორეობის ფერმის მაგალითზე და მომთაბარე პირობებში.

სტაციონალურ პირობებში ერთ ნეზვზე საკვების დანახარჯმა წლის განმავლობაში შეადგინა 1187 ლარი, საკვების დანახარჯმა გოჭების დამატებით გამოკვებაზე — 4244 ლარი, სხვა დანახარჯებმა 330 ლარი, ხოლო სულ დანახარჯმა ერთ ნეზვზე — 5761 ლარი. ერთი კილოგრამი ცოცხალი მასის თვითღირებულებამ შეადგინა 6.5 ლარი. ერთ ნეზვზე წლიური შემოსავალი არის 5915 ლარი, წმინდა მოგება სტაციონალურ პირობებში იყო154 ლარი, რენტაბელობა კი მხოლოდ 2.7%-ია.

მომთაბარეობის პირობებში საკვების დანახარჯი ერთი ნეზვის გამოკვებაზე შეადგენს 300 ლარს, იგივე ციფრი იქნა მიღებული ნამატის დამატებით გამოკვებაზე, სხვა დანახარჯები 20 ლარია, სულ ხარჯი ერთ ნეზვზე — 620 ლარი. ერთი კილოგრამი ცოცხალი მასის თვითღირებულებამ შეადგინა 1.19 ლარი, სულ წლიური შემოსავალი ერთ ნეზვზე იყო 3120 ლარი. წმინდა მოგება ერთ ნეზვზე მომთაბარეობის პირობებში შეადგინა 2500 ლარი, რენტაბელობამ გვიჩვენა ძალიან მაღალი შედეგი — 403%.

ძალიან საინტერესო იყო გაგვეცა პასუხი კითხვაზე, რა შემოსავალს მოუტანს ნაყოფის მომცემი ტყის მასივები მომთაბარე მეღორეობით დაკავებულ მოსახლეობას? ჩვენი მიახლოებით გაანგარიშებით აღმოჩნდა, რომ როდესაც კახური ღორის სულადობა ქვეყანაში მიაღწევს საპროექტო სიმძლავრეს, ანუ რისი უზრუნველყოფაც შეუძლია ტყის მასივებს, მოსახლეობა მიიღებს არანაკლებ 35 მილიონი ლარის სუფთა მოგებას.

მომავალში ძალიან პერსპექტიულია მოეწყოს სამონადირეო ტურისტული მეურნეობები, ვინაიდან კახური ღორი გარეული ღორის თითქმის იდენტურია, რაც ამ ციფრს მნიშვნელოვნად გაზრდის.

გასულ წლის სექტემბრიდან სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრენ ესპანელი ბიზნესმენები, რომელთა ვიზიტის მიზანი იყო კახური ღორის მოშენება, საქართველოს ნაყოფისმომცემი ტყეების გამოყენება და მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე ეკოლოგიურად სუფთა ხორცის წარმოება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბაზრებისათვის. იგეგმება ერთობლივი პროექტის განხორციელება.

ესპანელების მოწვევით 2015 წლის 22-27 ნოემბერს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ვიმყოფებოდით ესპანეთში `დერაზა იბერიკოს~ ფერმაში, ადგილზე გავეცანით ღორის ხორცის წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესებს, ბაზრის მოთხოვნებს და პროდუქციის რეალიზაციის სისტემებს..

„deraza ibérico“-ს და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ესპანელებმა წარმოადგინეს მრავალწლიანი სამუშაო პროგრამა (9 წელი), რომელიც დამთავრდება 2024 წელს.

მუშაობის სქემა შედგება ოთხი ბლოკისაგან: პირველი ბლოკი ითვალისწინებს კახური ღორის რეპროდუქტორის შექმნას 300 ძირითად ნეზვზე, რომლებიც კერატებითა და ნეზვებით მოამარაგებს მეორე ბლოკით გათვალისწინებულ ფერმებს (დაახლოებით 9 ფერმა), სადაც მომთაბარეობის პირობებში მოშენდება 900 ძირითადი ნეზვი, მესამე ბლოკი ითვალისწინებს ნაყოფისმომცემ ტყეებში გასუქებული სულადობის გაყიდვას, დაკვლას, ხორცპროდუქტების გადამუშავებას, ქართული ხამონის დამზადებას, მეოთხე ბლოკში გათვალისწინებულია პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ.

მთელ ამ პროცესში ორგანიზაციულ და სამეცნიერო სასელექციო სამუშაოებს, ცხოველთა პროფილაქტიკას და მკურნალობას უხელმძღვანელებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ავტორები: ლევან უჯმაჯურიძე როლანდ მიტიჩაშვილი ცისანა ქილიფთარი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. შრომების კრებული/წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.


90 წლებში ჩემს რაიონში, სიღნაღის რაიონში აყო ასეთი პიროვნება ავთო მანგოშვილი. მეტსახელად ქაქუცა.
მან აიღო არენდაში სოფელ ერისიმედის მიმდებარე ტერიტორიაზე ალაზნის პირის ტყე. ძალზე დიდი ტერიტორია.
გამოაცხადა ნაკრძალად და აკრძალა ნადირობა არა მარტო ტყის ტერიტორიაზე, არამედ მიმდებარე მინდვრებშიც.
ალაზნის ტყეს შემოავლო საკმაოდ ღრმა მიწათხრილი.
მას იქვე ალაზნის პირზე ჰქონდა მესაქონლეობის ფერმა
ჩემი ოჯახის ფერმაც იქვე იყო. მისი ფერმიდან 3-4 კილომეტრში.
ამ კაცმა, ქაქუცამ, შეიძინა ქართული ღორის გოჭები, მოაშენა და ერთ მშვენიერ დღეს გაყარა ტყეში მაგრამ, გაზრდილები ფერმაში იყვნენ და ღამე ფერმაში ბრუნდებოდნენ. ვერაფრით ვერ იშორებდა.
ბოლოს ადგა და ზამთრის პერიოდში, რამდენჯერაც ფერმაში მოვიდოდნენ, იმდენჯერ თოფს ესროდა მარილიანს.
ერთი სიტყვით ღორები დააშინა და გაგარეულდნენ.
ახურების პერიოდში, კავკასიის მთის აზერბაიჯნის მხრიდან, გადმოვიდა გარეული ტახი და შეჯვარდნენ ტახთან.
დაიბადნენ გოჭები, რომლებიც სანახევროდ გარეულები იყვნენ.
ეს გოჭები რომ გაიზარდნენ, ისევ შეჯვარდნენ გარეულთან და ნამდვილი გარეული ღორი გაჩნდა, რომლებიც მაინცდამაინც არ უფრთხოდნენ ადამიანს.
გაზაფხულზე, როცა ტყეში უკვე აღარ იყო საჭმელი, გამოდიოდნენ მინდვრებში და ჯეჯილობიდან დაწყებული, მოსავლის აღებამდე აფუჭებდნენ ყანებს.
პირველი თაობა რომელიც ტყეში გაყარა, 3-4 წლისები იყვნენ და 250-300 კილოები იყვნენ.
ერთ ზამთრის დღეს ფერმაში ვარ. ფერმაში საქონელთან ერთად 10 12 ღორი გვყვანდა თავისი კერატით.
გავიხედე და რას ვხედავ, მოდის გარეული ღორის კოლტი ალბათ ერთი 15 -20 სული დედა წულიანად.
წინ მოუძღვით ნამდვილი უშველებელი ტახი. თავი ჰქონდა ორი ღორის თავის ხელა. მკერდი რაღაც უდიდესი.
ჩემი კერატი რუსულ-უკრაინულა და გარეული დაირივნენ. გარეულმა რომ გაჰკრა ეშვი, მთელი ბარძაყი გაახია ისე, თითქოს სამართებელი გაუსვესო.
ერთი სიტყვით, ის ზამთარი ჩვენთან გამოიზამთრეს და გაზაფხულზე საჩუქრად მივიღეთ ორი ღორისგან, ზოლებიანი ძალიან ლამაზი გოჭები.
დავუბრუნდები ალაზნის ტყის და მისი შემოგარენის ნაკრძალად გამოცხადების ამბავს.
შედეგად მივიღეთ ის, რომ ტყეში გამრავლდა ნადირ ფრინველი,.
კურდღელი, მელა, ტახი, ირემი, დათვი რომლებიც ორი თუ სამი ბელი თვითონ გაზარდა და გაყარა ღორების მსგავსად ტყეში.
ფრინველიც რა თქმა უნდა. იმდენი ხოხობი იყო რომ დილით ხოხბის ყივილი გვაღვიძებდა. გზაზე მიმავალს კი ფეხიდან გვიფრინდებოდა.
1994 თუ 95 წელს გაჩნდა გარეულ ღორებში რაღაც დაავადება და იმ პოპულაციის ძალიან დიდი ნაწილი დაიხოცა.
გზის პირებზე, მინდვრებში თუ ყანებში ეყარა დახოცილი ღორი.
რაც გადარჩა, ტყეში გაიხიზნა და ხალხმა დაისვენა მათი შემოტევისგან.
ეს კაცი, ქაქუცა ავთო, აღარ არის ცოცხალი. ნათელში ყოფილიყოს.

Posted by: vano22 30 Apr 2018, 13:41
kaxaberski66
ამ კვირას თელავის ბაზარში ყავდა კაცს 5 ცალი მაგ ჯიშის ჯაგარა ბურვაკები 15-20 კილოიანები და 100 ლარებად ვერ დაყიდა. ხალხი იცინოდა ეს რა საყოლიაო...

ერთიც ისაა პრობლემა რომ 5-6 თვისები იყვნენ 15-20 კილოიანებიsmile.gif

Posted by: shuma89 30 Apr 2018, 23:52
ვინმეს გინახავთ დიდი ტერიტორია ელექტრო ღონიტყ შეღობილი?
მე მინდა 4.5 ჰექტარი შევღობო ასე.


200მ 240 მეტრზე ზომებშია.

3 რიგი ეკლიანი მავთული მინდა 30სმ მიწიდან, მერე 70ზე და მერე 1.2 ზე.
საკმარისი იქნება ვიტრომ?

Posted by: namo 1 May 2018, 00:11
QUOTE
ვინმეს გინახავთ დიდი ტერიტორია ელექტრო ღონიტყ შეღობილი?
მე მინდა 4.5 ჰექტარი შევღობო ასე.

shuma89

მსმენია მსგავსი შეღობვის მცდელობის შესახებ.
მაგრამ დიდი მოვლა უნდა მაგ ღობეს თურმე. იქ ბალახი ამოდის და რაღაც თავისი თავისებურებები აქვს.

Posted by: kaxaberski66 1 May 2018, 10:22
vano22
QUOTE

ამ კვირას თელავის ბაზარში ყავდა კაცს 5 ცალი მაგ ჯიშის ჯაგარა ბურვაკები 15-20 კილოიანები და 100 ლარებად ვერ დაყიდა. ხალხი იცინოდა ეს რა საყოლიაო...

ალბათ აგროკავკასიიდან დადებულ სტატიასაც წაიკითხავდი.
რა თქმა უნდა, ერთი კერძო ადამიანისთვის რომელიც ღორს ზრდის სახლში რაღაც მოგების მისაღებად, ქართული ჯიშის ღორს არ იყოლიებს.
ისინი ვინც ტყესთან ახლოს ცხოვრობენ, შეუძლიათ გამოზარდონ ქართული ჯიშის ღორი, პრაქტიკულად დანახარჯის გარეშე. ყოველგვარი ვეტ. პრეპარატების გარეშე.
და კიდევ. ის რაც ჩვენმა წინაპარმა შერჩევა გადარჩევით თუ სწორი სელექციური მუშაობით მიიღეს რაღაც თვითმყოფადი ჯიშები, დღეს შეიძლება ბიზნესისთვის წამგებიანი იყოს. მაგრამ სახელმწიფო იმიტომ არსებობს რომ შეინარჩუნოს და გადაარჩინოს ამოწყვეტისგან ასეთი ჯიშები.
იმიტომ რომ, ეს ერთგვარი კულტურული მემკვიდრეობაა.
მაგალითად იგივე ქართული ღორი, რომელიც კახელმა ხალხმა მოაშინაურა რეალურად გარეული ღორიდან. მეგრული თხა, ქათამი, ცხენი, კვარაცხელიას ძროხა. თუშური ცხვარი და ცხენი. ქართული ძაღლი მთის და ბარის. ასევე გურული მყეფარი ძაღლი ჩაქირა. ხევსურული და ფშავლური ძროხა და რა ვიცი კიდევ რომელი ჯიშის ცხოველიც არსებობს ქართული წარმოშობის.
ზემოთ რომ დავწერე იმ გარეული ღორისგან დაგვებადნენ გოჭები. ისენი გავზარდეთ და ერთი შევინახეთ ზამთრისთვის დასაკლავად.
იმ ზამთრით ვერ დავკალით და მეორე წელს დავკალით საშობაოთ. დაკლულის სუფთა ხორცის წონა გამოვიდა170 კგ. ასე რომ კარგი მოვლისას იზრდებიან კიდეც.
* * *
ამ თემაში ჩემს ფერმერულ ისტორიებს რომ ვწერდი, იქ ერთ ადგილზე დავწერე.
ძროხის გართულებული მშობიარობისას, როდესაც ხბო არასწორად მოდის, ზურგზე დავაწვინე მშობიარე ძროხა და მუცელში გავასწორე ხბოს მდებარეობა.
გვერდით თემაში, მესაქონლეობის ფერმაში merabc მიგვითითა ლინკზე http://georgiandairy.org/ka.
მე მაქვს მათ მიერ გამოცემული წიგნი, რომელსაც ჰქვია
,,რძის სამრეწველო წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და სარძეო ფერმის ეფექტური მართვა საქართველოში,,
ამ წიგნში წერია 235 გვერდზე. მშობიარეთა დახმარების ძირითადი წესები.
ეს წესები ჭამოყალიბებულია პუნქტებად და 10 პუნქტში წერია-ზოგჯერ მშობიარეთდახმარების პროცესში მიზანშეწონილია ძროხის ზურგზე დაწვენა, რომ ნაყოფი აღმოჩნდეს ზემოდან(და ადვილი იყოს მისი მდებარეობის შესწორება), აწვებოდეს შინაგანი ორგანოები და გაგანიერდეს მენჯის ნაპრალი.
ასე რომ ქვენს პრაქტიკაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს წესი თუ დაგჭირდებათ.

Posted by: shuma89 1 May 2018, 12:09
QUOTE (namo @ 1 May 2018, 00:11 )
QUOTE
ვინმეს გინახავთ დიდი ტერიტორია ელექტრო ღონიტყ შეღობილი?
მე მინდა 4.5 ჰექტარი შევღობო ასე.

shuma89

მსმენია მსგავსი შეღობვის მცდელობის შესახებ.
მაგრამ დიდი მოვლა უნდა მაგ ღობეს თურმე. იქ ბალახი ამოდის და რაღაც თავისი თავისებურებები აქვს.

სულ კილომეტრია, ბალახს კი მოვცელავ ბენზოცელით, იზოლაორებზე უნდა იყოს ეგეც ვიცი, კვება აკუდან ექნება, ერთთვემდე ყოფნისო, მაგრამ სანამ ეგ ერთი თვე გავა კი შევანაცვლებ აკუს, თან ისე მცირე სიმძლავრე უნდა, შეიძლება მზის პანელი დავაყენო რაიმე 30 ვატიანი.
ისე 60 ამპერიანი აკუ 1 თვე ყოფნისო, ანუ 720 ვატი უნდა თვეში.
მზიანი საათები 5 სათი მაინცაა დღეში, ანუ 150 საათი მაქვს მზე და 720 ვატი მინდა სიმძლავრე. 900-ზე ვიანგარიშებ ადვილია უფრო. სადღაც 6 ვტიანი პანელი უნდა გაუმკლავდეს, 20-30-იანს დავაყენებ და აღარ ვინერვიულებ smile.gif


აი სიმაღლეები მაქვს კარგად მოსაფიქრებელი ეს სამი მავთUლი რა სიმაღლეებზე გავუშვა მიწიდან.

Posted by: Rcs 6 May 2018, 21:09
გამარჯობა,

საინტერესოა თქვენი აზრი როგორ შეიძლება შევარჩიო 1 ჰექტრამდე ნაკვეთი დასახლებულ სოფელში (აღმ. საქართველოში) სახლის და მცირე მეურნეობის გასაკეთებლად? ბოსტნეულის მოყვანა მაქვს იდეაში.

აღმ. საქართველოში რომელ რაიონებში კარგი პირობები ბოსტნეულის თვის? წყალი, კომუნიკაციები, მიწის ხარისხი და სხვა.

იქნებ დამეხმაროთ ზოგადი აზრებით. რითი დავიწყო ძებნა, საიდან, ვის მივმართო, როგორ შევაფასო ნაკვეთის ვარგისიანობა?

მადლობა

Posted by: levani169 6 May 2018, 22:13
QUOTE (Rcs @ 6 May 2018, 21:09 )
გამარჯობა,

საინტერესოა თქვენი აზრი როგორ შეიძლება შევარჩიო 1 ჰექტრამდე ნაკვეთი დასახლებულ სოფელში (აღმ. საქართველოში) სახლის და მცირე მეურნეობის გასაკეთებლად? ბოსტნეულის მოყვანა მაქვს იდეაში.

აღმ. საქართველოში რომელ რაიონებში კარგი პირობები ბოსტნეულის თვის? წყალი, კომუნიკაციები, მიწის ხარისხი და სხვა.

იქნებ დამეხმაროთ ზოგადი აზრებით. რითი დავიწყო ძებნა, საიდან, ვის მივმართო, როგორ შევაფასო ნაკვეთის ვარგისიანობა?

მადლობა

ლაგოდეხის რაიონში სოფლები უპირობოა ამ შემთხვევაში!

Posted by: Rcs 6 May 2018, 22:30
levani169

გადავხედე წინა გვერდებს. უკვე გაგიიასნებიათ რომ არ ღირს

მაგრამ მე საბიზნესოდ არ მინდა, პენსიონერი მამაჩემი უნდა დავასახლო და აგარაკი მქონდეს

ამიტომაც თბილისთან ახლოს მინდა, 70-80 კმ რადიუსში - კასპი, გორი, მცხეთა. მარნეული სააგარაკე არ მომწონს. თეთრიწყაროც არ მომწონს მე პირადად, ცოტა მიგდებული მხარეა. ქართლი უფრო ცოცხალია

Posted by: kaxaberski66 7 May 2018, 00:24
Rcs
ბევრი, სოფლის მეურნეობის თემებში ახლად შემოსული, ითხოვს რომ, ყველაფერი ლამის ახლიდან დაწერონ აქაურმა ფორუმის წევრებმა.
არ უნდათ რომ, ერთი დღე გამოყონ და მათთვის საინტერესო თემები გადაიკითხონ.
თქვენგან დაწერილი რომ, გადავხედე წინა გვერდებს, მესიამოვნა.
წარმატებებს გისურვებ.
აქ უყურადღებოდ არავის არ ტოვებენ. აგერ, ლევანი ერთ საათში გამოგეხმაურათ.

Posted by: Rcs 7 May 2018, 01:44
kaxaberski66

მიღებულია შენიშვნა პაივცემულო smile.gif


Posted by: Nat_asha 7 Sep 2018, 10:27
kaxaberski66
აი ეძებდი ამ თემას

Posted by: kaxaberski66 7 Sep 2018, 11:03
Nat_asha
კი ვეძებდი. ჩამონათვალში ვერ ვნახე და ავღშფოთდი.

Posted by: kaxaberski66 11 Sep 2018, 00:54
საწყენია რომ ეს თემა მიყუჩდა.
მიყვარს ეს თემა. აქ ჩემი მთელი ფერმერული ცხოვრების ისტორია დავწერე. ბევრი ვიწვალე წერაში. ეხლა კლავიატურას ხელი მივაჩვიე თითქოს.
მაშინ როდესაც ვწერდი, ძალიან ვწვალობდი. საათობით ვუნდებოდი ერთი წერილის დაწერას.
მინდა ყველა წერილი ერთ თემად ვაქციო თავისი ახალი სათაურით. შეიძლება? გამოვა?
კიდევ დავუმატებ ძველი ამბებიდან რამეს. იქნებ ის ხალხი ვინც კითხულობდა ,,თემის ავტორის ჩათვლით,, ისევ გამოჩნდნენ?

Posted by: FDA 16 Sep 2018, 08:05
kaxaberski66
QUOTE
მაშინ როდესაც ვწერდი, ძალიან ვწვალობდი. საათობით ვუნდებოდი ერთი წერილის დაწერას.
მინდა ყველა წერილი ერთ თემად ვაქციო თავისი ახალი სათაურით. შეიძლება? გამოვა?

ძალიან კარგს იზამ, ამდენს დაეხმარები, ფორუმის ლამის 70% აინტერესებს

ახალი თემა გახსენი

Posted by: ghost471 16 Sep 2018, 11:05
kaxaberski66
Midi midi dzia gaixsene kide rame

Posted by: kaxaberski66 16 Sep 2018, 17:32
FDA
ghost471
გმადლობთ მხარდაჭერა-წაქეზებისთვის.
თავისუფალ დროს რომ გამოვნახავ და განწყობაც თუ შესაბამისი მექნება, დავიწყებ ჩემი ნაწერების გაერთიანებას.
მახსოვრობიდან თუ რამე ამოტივტივდება, იმასაც დავამატებ.

Posted by: vixn 16 Sep 2018, 21:10
kaxaberski66
იმედია დროს გამონახავ და ჩანაფიქრს განახორციელებ.

Posted by: totenkopf 17 Sep 2018, 13:47
დონე თემაა უდავოდ... გუშინ მთელი დღე ვკითხულობდი ::დდდდ

Posted by: Thunder) 17 Sep 2018, 14:06
QUOTE (kaxaberski66)
ბევრი, სოფლის მეურნეობის თემებში ახლად შემოსული, ითხოვს რომ, ყველაფერი ლამის ახლიდან დაწერონ აქაურმა ფორუმის წევრებმა.
არ უნდათ რომ, ერთი დღე გამოყონ და მათთვის საინტერესო თემები გადაიკითხონ.


ყველაფერი წავიკითხე პირველი გვერდიდან love.gif

Posted by: kaxaberski66 18 Sep 2018, 01:43
totenkopf
QUOTE
დონე თემაა უდავოდ... გუშინ მთელი დღე ვკითხულობდი

Thunder)
QUOTE
ყველაფერი წავიკითხე პირველი გვერდიდან

ქება და ქება თქვენს ნებიყოფას, მოთმინებას და ადამიანურ ინტერესს ნაწერის მიმართ.

Posted by: FRDM 23 Sep 2018, 12:38
ვფიქრობ ამ საქმიანობით დაინტერესებული ქალაქელები უნდა გაერთიანდნენ გარკვეულწილად და სამეზობლოში დასახლდნენ. ასე ერთმანეთს მიეხმარებიან და წაახალისებენ საჭიროების შემთხვევაში.

კოოპერატივის გაკეთებაც შეიძლება, თუ ერთსა და იმავე მეურნეობაზე დაიწყებენ მუშაობას.

ასე მიწის ყიდვაც გაუადვილდებათ. სამეზობლო მიწებს თუ იყიდიან, ერთიანობაში ფასდაკლებაც შეიძლებაოიპოვონ პატრონისგან.

ძალა ერთობაშია.

Posted by: Nat_asha 23 Sep 2018, 13:03
FRDM
მეც მიფიქრია მასეთ პროექტზე, უფრო რესპუბლიკასავით რომ შეიქმნას, სადმე გზასთან ახლოს 50 ოჯახი რომ დასახლდეს და გაკეთდეს ქალაქი, თავიდანვე ყველას ქონდეს არჩეული რა უნდა მოიყვანოს.. ზოგი მეცხოველეობას მიყვება,ზოგი მეფრინველეობას, ზოგი ხილს, ზოგი ბოსტნეულს. და შეიძლება რომ გაიხსნას მაღაზია და საერთო დისტრიბუცია. ანუ ცალკე რესპუბლიკა რაა, სისტემა რომელსაც თითონ ექნება საკუთარი ბიუჯეტი. მაგრამ ვფიქრობ საქართველოში ეგ შეუძლებელია სამწუხაროდ, ადამიანების აზროვნების და შურის გამო , აგრეთვე ურწმუნოების

Posted by: gia1970 24 Sep 2018, 01:49
ამ თემის ავტორი არ ჩანს და მშვიდობა ხომ აქვს?
თუ მე არ შემოვსულვარ საუკუნეა და მეშლება?
აგრომისტერი იყო კიდევ ერთი იუზერი, თემა ქონდა გახსნილი, მასაც მოვისაკლისებ)

Posted by: kaxaberski66 24 Sep 2018, 11:30
gia1970
ეგ ვიკითხე რამოდენიმე ხნის წინ.

Posted by: gia1970 24 Sep 2018, 13:34
kaxaberski66
QUOTE
gia1970
ეგ ვიკითხე რამოდენიმე ხნის წინ.

ჩამოვრჩი ცხოვრებას lol.gif

Posted by: bako70 24 Sep 2018, 17:16
QUOTE (Nat_asha @ 23 Sep 2018, 13:03 )

მეც მიფიქრია მასეთ პროექტზე, უფრო რესპუბლიკასავით რომ შეიქმნას, სადმე გზასთან ახლოს 50 ოჯახი რომ დასახლდეს და გაკეთდეს ქალაქი, თავიდანვე ყველას ქონდეს არჩეული რა უნდა მოიყვანოს.. ზოგი მეცხოველეობას მიყვება,ზოგი მეფრინველეობას, ზოგი ხილს, ზოგი ბოსტნეულს. და შეიძლება რომ გაიხსნას მაღაზია და საერთო დისტრიბუცია. ანუ ცალკე რესპუბლიკა რაა, სისტემა რომელსაც თითონ ექნება საკუთარი ბიუჯეტი. მაგრამ ვფიქრობ საქართველოში ეგ შეუძლებელია სამწუხაროდ, ადამიანების აზროვნების და შურის გამო , აგრეთვე ურწმუნოების

კაი ხანს იყო ეგ, მაგრამ მოგჭამა ჭირი. კომუნა და კოlმეურნეობა. ,,საერთო დისტრიბუცია" და ,,საკუთარი (ყველას) ბიუჯეტი" კი ვიცი რაც არის.

Posted by: kai1 24 Sep 2018, 17:24
Egre sad aris tayao.... Archevani visze iyos? Shen ufro meti mogeba rom naxo daevseba tvali mezobels

Posted by: kaxaberski66 25 Sep 2018, 00:49
gia1970
შენც კარგა ხანს იყავ დაკარგული.

Posted by: Nat_asha 25 Sep 2018, 10:19
bako70
არა კოლმეურნეობა სულ სხვა ბაზარია, მე სხვა რამეს ვიძახი, ყველას საკუთარი საკუთრება ექნება, შემოსავალიც ის ექნება რასაც იმუშავებს, უფროსი არავინ იქნება, შესაძლებელია მაგ სისტემის გაკეთება და აწყობა, უბრალოდ სწორედ ეგაა მიზეზი რომ ქართველებს და ზოგადად ადამიანებს ყოველთვის მეტი უნდათ, გონიათ რომ თითონ უფრო მეტს გააკეთებენ და იშოვნიან და მერე იწყება ღალატიც. საკუთარი კი ექნება ბიუჯეტიც და ფულიც, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ იმუშავებს ცალკე. სისტემა როგორც მექანიკური საათი ისეა, თუ აწყობილია სწორ დროს აცვენებს და მუშაობს, მაგრამ ტან დაქოქვაც უნდა, თუ არ დაქოქავ ან ნაწილი მოიშლება მაშინ არასწორ დროს აჩვენებს ან გაჩერდება საერთოდ . ასეა მეგობრებო smile.gif

Posted by: FRDM 25 Sep 2018, 12:30
ერთობლიობაში მე მორალური და ფიზიკური დახმარებით წახალისება ვიგულისხმე და არა კომუნის მოწყობა. კომუნაც შეიძლება, მაგრამ საერთო ბიუჯეტი და ქონება ვერ იქნება საბოლოო მიზანი, ეგ შეიძლება იყოს კარგი საწყისი მოდელი კაპიტალის სწრაფი კონცენტრაციისთვის, მეურნეობის სწრაფი ფეხზე დადგომისთვის.

ოღონდ მე არ მაქვს არც ცოდნა და არც მოტივაცია სამაგისოდ. ჩემთვის საოჯახო მეურნეობის მოდელი უფრო მისაღებია.

Posted by: koba1973 25 Sep 2018, 12:56
QUOTE

კაი ხანს იყო ეგ, მაგრამ მოგჭამა ჭირი. კომუნა და კოlმეურნეობა. ,,საერთო დისტრიბუცია" და ,,საკუთარი (ყველას) ბიუჯეტი" კი ვიცი რაც არის.

+1

QUOTE
არა კოლმეურნეობა სულ სხვა ბაზარია, მე სხვა რამეს ვიძახი, ყველას საკუთარი საკუთრება ექნება, შემოსავალიც ის ექნება რასაც იმუშავებს, უფროსი არავინ იქნება, შესაძლებელია მაგ სისტემის გაკეთება და აწყობა, უბრალოდ სწორედ ეგაა მიზეზი რომ ქართველებს და ზოგადად ადამიანებს ყოველთვის მეტი უნდათ, გონიათ რომ თითონ უფრო მეტს გააკეთებენ და იშოვნიან და მერე იწყება ღალატიც. საკუთარი კი ექნება ბიუჯეტიც და ფულიც, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ იმუშავებს ცალკე. სისტემა როგორც მექანიკური საათი ისეა, თუ აწყობილია სწორ დროს აცვენებს და მუშაობს, მაგრამ ტან დაქოქვაც უნდა, თუ არ დაქოქავ ან ნაწილი მოიშლება მაშინ არასწორ დროს აჩვენებს ან გაჩერდება საერთოდ . ასეა მეგობრებო

სხვა ფორუმზე ერთი რაიონის წარმომადგენლენი ამბობდნენ თქვენ ნუ მოგყავთ ფუტკარი აქ. მხოლოდ ჩვენი ფუტკარი უნდა იყოსო. ამას ამბობდნენ ნექტარზე რომელიც ბუნებრივად არის ყვავილზე და რამოდენიმე დღეში გაქრება თუ ფუტკარმა არ აიღო. როგორ ფიქრობთ რამეს გარგებენ ადამიანები თუ თვითონ სარგებელი არა ქონდათ? თუნდაც თვითონ არაფერს კარგავდნენ და ხარჯავდნენ? სამწუხაროა რომ მე ეგ რწმენა აღარ შემრჩა. არსებობენ ადამიანები რომლებიც სიკეთეს უანგაროდ აკეთებენ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა.

Posted by: Nat_asha 25 Sep 2018, 15:31
koba1973
არა მე ადამიანების სულაც არ მჯერა, მაგას ვამბობ ზუსტად. რომ ეგ ვერ გამოვა რადგანაც ადამიანის აგუმაძღრობას და შურსდა ბოღმას საზღვარი არ ააქვს. განსაკუთრებით ქართველები გამოირჩევიან ამ ბოლო პერიოდში ზემოთჩამოთვლილი ცუდი ჩვევებით თუ ხასიათით.

Posted by: kaxaberski66 28 Sep 2018, 20:25
ვახ. ეხლა ვნახე და ამ თემის ავტორს ბოლო წერილი 2017 წლის 19 აგვისტოს დაუწერია.
ნეტავ კარგად ხომ არის?

Posted by: tavadze 2 Oct 2018, 00:53
kaxaberski66
QUOTE
იქნებ ის ხალხი ვინც კითხულობდა ,,თემის ავტორის ჩათვლით,, ისევ გამოჩნდნენ?

ერთი აქა ვარ, მაგრამ დასაწერი ბევრი არაფერი მაქვს.
გახსოვს, გაზაფხულს რა ენთუზიაზმით ვხვდებოდი და ასეც დავიწყე კიდეც - ეზოს გასუფთავება, ხეების გასხვლა, თხილების შეწამვლაც დავიწყე, მაგრამ მხოლოდ 2 წამლობა მოვასწარი - ზუსტად მეორეზე გავცივდი, ტან კენჭის შეტევა დამეწყო, იქით ფილტვების ანტება დამემარტა, რომელიც ექიმებს გამოეპარათ და ისევ მე ვიძალე სასწარაფოზე და საავადმყოფოსი გადაყვანაზე, თორემ ორივე მხარეს ძლიერი ანტება იყო უკვე, ვერ დავდიოდი. ეს კი ჩააქრეს, მაგრამ მერე დაიწყო ამ დაბდურა ექიმების პარადი, რაც მეოპტრე ავადმყოფობად მექცა - 2 თვე 4 წამყვანი კლინიკა ორგანიზმში ერთ კენჭს დასდევდა და ვერ დაადგინეს, სად იყო გაჭედილი, ლაზერი რომ დაერტყათ. ბოლოს მეხუთეში ძლიერი რენტგენით დამიდგინეს და დამისალეს, მაგრამ იმასაც კიდევ ორჯერ დასჭირდა დამატებითი ლაზერი...
ახლა ამან კი გაიარა, მაგრამ მოსავალისა და სოფლის მეურნეობის რა გითხრა - ცალკე ამინდმა, უფრო კი ფაროსანამ სუ გაანადგურა დასავლეთში ყველაფერი. თხილი ისე გაპარტახებული იყო, არათუ ჩემს სოფელში, მთელ ჩვენს მხარეში თითქმის არავის მოუკრეფია. შედარებით მოასწრო საადრეო თხილმა და ისიც ნედლად დაკრიფა ხალხმა და ისე გაყიდა, თორემ სხვა სულ ჩალპა. იმდენად გაფუჭებული იყო, ღორიც არ ჭამდა. თუმცა ეგ ფაროსანაზე არანაკლებად უხარისხო წამლების ბრალიც გვგონია - იყო ხალხი, ვინც 5-ჯერ შეწამლა, ვადების დაცვით, მაგრამ არაფერი. ფაროსანასაც წამლავდა ხელისუფლება - 4-ჯერ ჩამოიარა მანქანამ, მაგრამ, მაგალითად, ბოლო ჩამოვლაზე ღამე რომ შეწამლეს, დილით სავსე იყო აივანი. ისე იყო მეზობლებთანაც - ალბათ, უხარისხო წამლებია. მსხალი ისე იყო დაკურკუტებული მაგის ნაკბენისგან, კენჭივით გხვდებოდა კბილებში. ატამი მაჩვენა მეზობელმა, ისე იყო დაჭმული, იმას ვერც კომპოტად გამოიყენებდი და ვერაფრად, საჭმელად თუ ამოჭრიდი პატარა "კუსოკებს". ატამი, ვაშლი, მსხალი, ბალი, ალუბალი, ქლიავი, ახლა ბოლოს ყურძენი - ყველაფერი მოსპო, სუ ბოლოს კი სიმინდს მიადგა. ხალხი ტირის და სერიოზულ პანიკაშია, რა გვეშველება, შიმშილობა იქნებაო - ტონობით სიმინდის ნაცვლად 7-8 ტომარა თუ მოტეხეს და ისიც რაც გამოარჩიეს, თორემ ისეა დამპალი, ღორიც არ ჭამს.
მოკლედ, დასავლეთი დიდი საშიშროების წინაშეა და ღმერთმა ნუ ჰქნას, აღმოსავლეთსაც მოედოს ფაროსანა.

Posted by: kaxaberski66 2 Oct 2018, 09:01
tavadze
QUOTE
ერთი აქა ვარ, მაგრამ დასაწერი ბევრი არაფერი მაქვს.
გახსოვს, გაზაფხულს რა ენთუზიაზმით ვხვდებოდი და ასეც დავიწყე კიდეც - ეზოს გასუფთავება, ხეების გასხვლა, თხილების შეწამვლაც დავიწყე, მაგრამ მხოლოდ 2 წამლობა მოვასწარი - ზუსტად მეორეზე გავცივდი, ტან კენჭის შეტევა დამეწყო, იქით ფილტვების ანტება დამემარტა, რომელიც ექიმებს გამოეპარათ და ისევ მე ვიძალე სასწარაფოზე და საავადმყოფოსი გადაყვანაზე, თორემ ორივე მხარეს ძლიერი ანტება იყო უკვე, ვერ დავდიოდი. ეს კი ჩააქრეს, მაგრამ მერე დაიწყო ამ დაბდურა ექიმების პარადი, რაც მეოპტრე ავადმყოფობად მექცა - 2 თვე 4 წამყვანი კლინიკა ორგანიზმში ერთ კენჭს დასდევდა და ვერ დაადგინეს, სად იყო გაჭედილი, ლაზერი რომ დაერტყათ. ბოლოს მეხუთეში ძლიერი რენტგენით დამიდგინეს და დამისალეს, მაგრამ იმასაც კიდევ ორჯერ დასჭირდა დამატებითი ლაზერი...

მახსოვს. კარგი ლამაზი სურათებიც დადე შენი კარმიდამოსი.
ავადმყოფობაც მახსოვს. მოგიკითხე კიდეც.
მაგრამ აი ფაროსანას ამბავი მართლაც სერიოზულია.
წამლების ბრალი გგონია და დიდი ალბათობით მასეც იქნება.
ქიზიყში ვენახი რვაჯერ თუ ცხრაჯერ შევწამლე, მაგრამ მაინც გაფუჭდა. ჭრაქიც შეხვდა, ნაცარიც, ჭიაც და სიდამპლეც.
არა და ამ ყველაფერზე ვწამლავდი რეგულარულად.
მტევნები ზედ ჩამოხმა. მარცვლები გამოვაცალე და 1170 კგ გამოვიდა. გავყიდე 60 თეთრად და მერე ვიყიდე კარგი ყურძენი 80 თეთრად.
ვისგანაც ვიყიდე, მისი ორი ვენახი ვნახი და ისეთი იყო გულს რომ გაუხარდება. 6 ჯერ შევწამლეო.

Posted by: koba1973 2 Oct 2018, 12:17
kaxaberski66
QUOTE
ვისგანაც ვიყიდე, მისი ორი ვენახი ვნახი და ისეთი იყო გულს რომ გაუხარდება. 6 ჯერ შევწამლეო.

იმან სად იყიდა წამლები?

Posted by: kaxaberski66 2 Oct 2018, 12:23
რა ვიცი, ჩიპჩიპა კაცია. რომ მეკითხა, მაინც ვერ გავიგებდი.

Posted by: levani169 2 Oct 2018, 16:44
kaxaberski66
QUOTE
ქიზიყში ვენახი რვაჯერ თუ ცხრაჯერ შევწამლე, მაგრამ მაინც გაფუჭდა. ჭრაქიც შეხვდა, ნაცარიც, ჭიაც და სიდამპლეც.

მხოლოდ შეწამვლაზე არაა საქმე,შესასხურებელი წამლის კონსტიტენციაა მთავარი,300 და 400 გრამი არ ჰყოფნის 100 ლიტრ წყალს,ორმაგი და ორნახევარმაგი დოზები უნდა კარგი ვენახის მოყვანას!

Posted by: kaxaberski66 2 Oct 2018, 21:40
user posted imagelevani169
QUOTE
მხოლოდ შეწამვლაზე არაა საქმე,შესასხურებელი წამლის კონსტიტენციაა მთავარი,300 და 400 გრამი არ ჰყოფნის 100 ლიტრ წყალს,ორმაგი და ორნახევარმაგი დოზები უნდა კარგი ვენახის მოყვანას!

მეც ვფიქრობ წამლის ნაკლებობაზე.
მტევანი გაიზარდა, დასრულდა და მერე ზედ ჩამოხმა.
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: koba1973 3 Oct 2018, 23:11
kaxaberski66
QUOTE
მტევანი გაიზარდა, დასრულდა და მერე ზედ ჩამოხმა.

მძიმე სურათია.
ერთი თუ მოვიხელთე მეგობარს ვაჩვენებ სურათებს რას მეტყვის. ადრე საფერავი ტივიზე რომ გამოდიოდა რეზო ქოქიაშვილი. სურათებით ძნელია მიზეზის დადგენა, მაგრამ მაინც.

Posted by: Nat_asha 4 Oct 2018, 10:08
4-ჯერ შეწამლული ყურძენი, ჩემი მოუცლელობისგამო biggrin.gif
.


user posted image
user posted image

Posted by: levani169 4 Oct 2018, 10:38
QUOTE (koba1973 @ 3 Oct 2018, 23:11 )
kaxaberski66
QUOTE
მტევანი გაიზარდა, დასრულდა და მერე ზედ ჩამოხმა.

მძიმე სურათია.
ერთი თუ მოვიხელთე მეგობარს ვაჩვენებ სურათებს რას მეტყვის. ადრე საფერავი ტივიზე რომ გამოდიოდა რეზო ქოქიაშვილი. სურათებით ძნელია მიზეზის დადგენა, მაგრამ მაინც.

მიზეზს აგერ ეხლავე გეტყვი;ჭრაქი აქვს ვენახს გაღუდღუდებული,თავიდანვე შეხვდა და ვერ ჩააქრო პატრონმა,ვერ შეწამლა სათანადო პრეპარატებით,შემდეგში კი იმუნიტეტ დაქვეითებული ყურძენი მზემ ჩამოახმო!

Posted by: takotatuli1989 4 Oct 2018, 12:49
levani169
ეგ უნდა დამეწერა! 3 წლის წინ დაემართა მასე ჩემ ვენახს sad.gif

Posted by: Ferma 4 Oct 2018, 13:05
ვეძებ პატიოსან, პასუხისმგებლობის მქონე ოჯახს, რომელიც დასახლდება თბილისთან ახლოს მდებარე ფერმაში.
ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი სახლით, ექნება ყოველთვიური ხელფასი, სანაცვლოდ ჩაბარდება ფერმა, სადაც დაევალება ფრინველის გამოზრდა.
არ არის აუცილებელი, რომ ჰქონდეს გამოცდილება ფერმერულ მეურნეობაში. მთავარია ინტერესი.
რაც შეეხება ცოდნას, პროფესიონალი ვეტერინარები და სპეციალისტები ასწავლიან ფრინველის გამოზრდის ტექნიკას და მუდმივ კონტაქტზე იქნებიან.
თუ ვინმე გეგულებათ ისეთი ოჯახი, ვისაც ან ფინანსური ან საცხოვრებელი ადგილის პრობლემა აქვს ან სულაც უბრალოდ სოფლად უნდა ცხოვრება, გთხოვთ შემეხმიანეთ - ტელ: 551210286;
* * *
ვეძებ პატიოსან, პასუხისმგებლობის მქონე ოჯახს, რომელიც დასახლდება თბილისთან ახლოს მდებარე ფერმაში.
ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი სახლით, ექნება ყოველთვიური ხელფასი, სანაცვლოდ ჩაბარდება ფერმა, სადაც დაევალება ფრინველის გამოზრდა.
არ არის აუცილებელი, რომ ჰქონდეს გამოცდილება ფერმერულ მეურნეობაში. მთავარია ინტერესი.
რაც შეეხება ცოდნას, პროფესიონალი ვეტერინარები და სპეციალისტები ასწავლიან ფრინველის გამოზრდის ტექნიკას და მუდმივ კონტაქტზე იქნებიან.
თუ ვინმე გეგულებათ ისეთი ოჯახი, ვისაც ან ფინანსური ან საცხოვრებელი ადგილის პრობლემა აქვს ან სულაც უბრალოდ სოფლად უნდა ცხოვრება, გთხოვთ შემეხმიანეთ - ტელ: 551210286;

Posted by: takotatuli1989 4 Oct 2018, 13:24
ლაგოდეხის რაიონში მაქვს სოფელი, ისეთი მიწაა ქვას ვერ იპოვი. კურკა რო დავარდება ხე ამოდის და არასწორი მენეჯმენტის გამო ხალხს მაინც უჭირს. ჩემი ნათესავი 40 წლის მარტოხელა ქალი რომელიც ძალიან განათლებულია და ლოგიკურად მოაზროვნე და რომელსაც 65 წლის დედა ყავს და მცირეწლოვანი შვილი, მგონი ყველაზე შეძლებულია და ყველას მისი ვალი აქვს. ბაღი აქვს ჰა ჰა 2000 კვ. მ იყოს მაქსიმუმ და მოყავს მარტო ბულგარული წიწაკა და ბადრიჯანი, ნერგებიც თვითონ გამოყავს. ყველაზე უკეთ ეს ორი ბოსტნეული იყიდებაო თავისი წლების გამოცდილებიდან. 2.5 ჰა მიწა აქვს გაქირავებული საიდანაც ჩალა ხვდება მგონი ქირის ფასში 5 მეწველი ძროხისთვის რომლებსაც 65 წლის დედა უვლის და ყველი ამოყავთ და ყიდიან (მუდმივი მყიდველი ყავთ). 1 დიდი კაკალი უდგას ეზოში და 4 კარალიოკი. ნუ ბოსტანი სახლისთვის. მალინა აქვს დარგული ღობესთან და ყოფნის მურაბებისთვის. ქათამები ყავთ და კურკა ძაღლი. + 1000 ლარიანი ხელფასი აქვს, მასწავლებელია და მთელი წელი არ გამოაქვს ეგ ხელფასი არ მჭირდებაო. მოკლეთ, სოფელში მასწავლებლად თუ გაიჩითებით და მუდმივი შემოსავალი გექნებათ მარტო მოსავალს არ დაუწყებთ ყურებას კარგად იქნებით, პლიუს 2000 დოლარი სულ გასესხებული აქ და ბანკში 10 000 უდევს ყოველი შემთხვევისთვის. ეხლა წავიდა და 4000 დოლარად უსესხოდ იყიდა ზემოდან მანქანა. ვსაუბრობ ფაქტობრივად 2 კაციან ოჯახზე სადაც 1 მუშაობს მხოლოდ ბაღში და 1 უვლის ძროხებს და ქათმებს, ამ ბულგარულ წიწაკაზე და ბადრიჯანზე რკინის რგოლები აქ დამაგრებული და რო შეხედავს წვიმას ან რამეს აპირებს გადააფარებს ცელოფნებს, გამოიდარებს და მოხსნის. პლიუს სამსახურში დადის. სახლი გაარემონდა, სახურავის შეცვლაში მარტო 14000 გადაიხადა. უსესხოდ აკეთებს ყველაფერს. ცხოვრებაში ერთხელ დაუშვა შეცდომა, როცა წურბელას გაყვა ცოლად, რომელმაც გაქირავებულ მიწაზე პლანი დაუთესა, გაუქრო ყველა ქათამი და თანხა ანგარიშიდან. ხოდა რაც ეს წურბელა მოიშორა ცხოვრობს ბედნიერად smile.gif. მორალი :-- არ ვიცი biggrin.gif უბრალოდ დავწერე, რო სოფელშიც ცხოვრობს კარგად ხალხი თუ სწორად დაგეგმავ მეურნეობას.


Posted by: Nat_asha 4 Oct 2018, 17:18
Ferma
ხელფასიც დაწერე ბარემ რომ გავიკითხო

Posted by: levani169 4 Oct 2018, 20:57
takotatuli1989
QUOTE
+ 1000 ლარიანი ხელფასი აქვს,

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif მეტი არაფრის დაწერა აღარ იყო საჭირო,რატომ შეწუხდით?
ხუთსულიანი ოჯახები ცხოვრობენ ერთი პენსიონერის 180 ლარიან პენსიაზე და არა იმიტომ რომ შრომა ეზარებათ და არაფერი არ მოჰყავთ.

Posted by: kshaneli 4 Oct 2018, 21:12
takotatuli1989
აუ რა ზღაპრებს ყვება. ჩემი მეზობელია ის ქალი.მთლად მასეც არაა საქმე

Posted by: FRDM 6 Oct 2018, 14:53
გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. სოფელში ცხოვრების რომანტიზება ცრუ ფილოსოფიაა და მიამიტი კიდო. ცხოვრება ცხოვრებაა ყველგან და ყველგან გჭირდება შემოსავლის წყარო.

შემოსავლის წყარო კი შეიძლება იყოს ათასი რამ. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანზე - რა იცის, რა შეუძლია და ა.შ.

ზოგს ელშედუღება ეხერხება, ზოგს ვაჭრობა, ზოგსაც მეცხოველეობა. თუმცა ყველა ამ სფეროს შემოსავლიანობის განსხვავებულია.

ჰოდა თუ ადამიანი ქალაქში ცხოვრობს და არ აქვს არჩეული კონკრეტული შემოსავლიანი საქმიანობა, უცნაურია რომ მას სოფელში წასვლა უნდოდეს. იმიტომ რომ სოფელში ობიექტურად ბევრად უფრო რთულია შემოსავლიანი საქმიანობის აწყობა, ვიდრე ქალაქში.

თუ მაინცდამაინც სოფლის მეურნეობაზე ჩაციკკული არ ხარ, მაშინ ჯობია რომ ნებისმიერი სხვა საქმიანობა აირჩიო. ბოლობოლო ადექი და შეადარე ერთმანეთს რამდენიმე სავარაუდო საქმიანობა და იქიდან აირჩიე ყველაზე ოპტიმალური -შრომა/შემოსავლის უკეთესი თანაფარდობით.

და თუ არ დარდობ მდიდარი იქნები თუ ღარიბი და უბრალოდ სოფლად ყოფნაც საკმარისია შენთვის, მაშინ ჰო...

Posted by: kaxaberski66 7 Oct 2018, 14:03
levani169
მე თბილისში ვარ. ვენახს ყურადღებას აქცევს ჩემი მეგობარი და მეზობელი. ერთი ძალიან კარგი ნადამიანი.
ოღონდ ეგაა, ვენახის ტექნოლოგიაში უცოდინარია.
მან დააბრალა ვენახზე შესხურებულ წამალს კოსაიდს. ვითომ დაწვაო.
ბოლო 3 წამლობაში ვიხმარეთ კოსაიდი.

Posted by: Nat_asha 7 Oct 2018, 15:02
FRDM
ადამიანი რომელმაც სოფელში ვერ ივარგა ვერც ქალაქში ვერ ივარგებს და პირიქით, ვინც ქალაქში ვერ ივარგა ვერც სოფელში ივარგებს. ადამიანი რომელსაც "შნო" აქვს ყველგან გამოძებნის შემოსავლის წყაროს. ყველგან შეიძ₾ება რამის მოფიქრება თუ უქნარა და ზარმაცი არ ხარ. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა აქვე სოფლის პლიუსებს ქალაქთან შედარებით. ეზოში დარგე ხე და გექნება ხილი. იყოლიე რამდენიმე ქათამი და ეზოში გაუშვი, თვითონ გამოიკვებება თუ მარცვლის ფულიც არ გაქვს. გექნება ხორცი და კვერცხი , კარგი კვების პირობებში რათქმაუნდა ბევრი მაგრამ ბალახით ნაკვები უფასო ხორციც და კვერცხიც კარგია. გაზაფხულზე გაიარე ტყეში მინდვრებში, უფასოდ შეჭამ ფხალს, კენკრას, მაყვალი. კაკლის ხეს გადააწყდები, იქ ეკალა, იქ სოკო. ტყის მარწყვი. მოკლედ ქალაქში კიდევ შეიძლება შიმშილით მოკვდე. უქნარობით სოფელში მაინც მეტი ხეირია. უბრალოდ ყველაფერს დანახვა უნდა smile.gif
სოფელი არის ჯანმრთელობა , ქალაქი არის კიბო . უბრალოდ ძალიან მოდაშია ეხლა ქალაქში ცხოვრება. სოფელი დასასავენებლადაც კი ტეხავს სამწუხაროდ. ბავსვებს ბებიები აღარ ყავთ სოფელში. ეხლა ბებიებს მაკდონალდსა და ვენდისში დაყავთ ბავშვები და ეს მაგარი გონიათ. მაგარი იყო როცა არდადეგებს ველოდებოდი რომ სოფელში წავსულიყავი ... ეჰ რა ვქნა მე პირადად სოფელი მირჩევნია ქალაქს.

Posted by: FRDM 7 Oct 2018, 20:28
Nat_asha

შენ გირჩევნია პირადად და მიზეზებიც შესაბამისი მოგყავს. ფულის შოვნა და პირობების შექმნა ქალაქში უფრო ადვილია, ვიდრე სოფელში. სოფელში გაქვს ეკონომიკის მხოლოდ ერთი დარგი - სოფლის მეურნეობა. ქალაქში მილიონი ღამით ირჩენს თავს.

სიჯანსაღით სოფელი რომ ჯობია ქალაქს ამაზე არავინ დაობს. ეკონომიკურად ვადარებდი ერთმანეთს.

ფხალის და სკალას ჭამით შორს ვერ გაფრინდები tongue.gif

Posted by: koba1973 8 Oct 2018, 09:05
QUOTE
იყოლიე რამდენიმე ქათამი და ეზოში გაუშვი, თვითონ გამოიკვებება თუ მარცვლის ფულიც არ გაქვს. გექნება ხორცი და კვერცხი

კიდევ კარგი ჩემი მეუღლე ფორუმს არ კითხულობს. დღეში 2 ვედრო ხორბლის ღერღილისა და კოპტონის ნარევს აჭმევს ეზოში ბალახობის გარდა. ეზო კი 5000 კვადრატული მეტრია და საკმაოდ ბალახიანი. არც ხე იზრდება თავისით თუ არ უპატრონებ და არც ფრინველი. ეგ კი არა ფუტკარი რომელსაც თითქოს არ ჭირდები და მხოლოდ საკვებს პარავ, იმდენად კულტივიტებულია რომ ვერ ძლებს ადამიანის დახმარების და მედიკამენტების გარეშე.

QUOTE
ყველგან შეიძ₾ება რამის მოფიქრება თუ უქნარა და ზარმაცი არ ხარ.

ეს მართალია. თუ სხვა ცხოვრობს შენც იცხოვრებ.
QUOTE
მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა აქვე სოფლის პლიუსებს ქალაქთან შედარებით.

სოფლის პლიუსია სუფთა ჰაერი, ხმაურის დაბალი დონე და დიდი თავისუფალი ტერიტორია. მერე უკვე მინუსები მოდის.

ისე დაკვირვებული ვარ სოფლელები უფრო არ აქცევენ ეზო-ბოსტანს ყურადღევას ვიდრე ისინი ვინც მხოლოდ შაბათ კვირას ახერხებენ ჩამორბენას. რა თქმა უნდა ყველა არა მაგრამ ბევრი ჩამოდის და დასვენების მაგიერ მთელი დღე ფუსფუსებს. ფინანსური დაინტერესება არ არის, ფინანსურად წამგებიანია ეს საქმიანობა, ალბათ მიწის, სოფლის სიყვარული ამოძრავებთ.

Posted by: FRDM 8 Oct 2018, 11:30
koba1973

შაბათ-კვირას და შვებულებაში რომ ვიქნები, მეც სიამოვნებით ვივლი. ვიფუსფუსებ კიდეც.

მარა, არალი biggrin.gif

Posted by: sandroia 8 Oct 2018, 11:31
QUOTE
რა თქმა უნდა ყველა არა მაგრამ ბევრი ჩამოდის და დასვენების მაგიერ მთელი დღე ფუსფუსებს. ფინანსური დაინტერესება არ არის, ფინანსურად წამგებიანია ეს საქმიანობა, ალბათ მიწის, სოფლის სიყვარული ამოძრავებთ.

მე ვარ ეგრე კაკრას
ორი წელია რაც დაჩა ვიყიდე და შაბათ-კვირას რომ ჩავდივარ საერთოდ არ ვჩერდები სულ რაღაცას ვაკეთებ

ცოლ-შვილი უკვე დამცინიან სოფლის ბიჭი გახდიო biggrin.gif

არადა მთელი კვირა სამსახურის მერე ჩემთვის დასვენებაა სოფელში მუშაობა biggrin.gif
ეხლა ზამთარი რომ მოდის უკვე ვნერვიულობ რა გამაძლებინებს აქ biggrin.gif

Posted by: Nat_asha 8 Oct 2018, 12:24
FRDM
QUOTE
ფულის შოვნა და პირობების შექმნა ქალაქში უფრო ადვილია, ვიდრე სოფელში.

ყველაზე არ მაქვს საუბარი მაგრამ ბევრი ვიცი რაიონიდან ჩამოსული ქალაქში, ჩემი თანამშრომლების ძალიან დიდი პროცენტი მაგალითად, ფაქტებს გეუბნები ეხლა მაგალითად ერთი დაცვის ბიჭი, რომელსაც ცოლიც რაიონიდან ყავს, ორივენი მუშაობენ აქ, ჯამური შემოსავალი მაგათი შეადგენს 800 ლარს, აქვთ ქირით აღებული სახლი, ყავთ სამი შვილი. არ ვიცი ეს რამდენად შეიძლება ფულის შოვნად ჩაითვალოს. ორივეს აქვს სოფელში სახლი, ვფიქრობ იქ უფრო მეტ რამეს იშოვნიდნენ. კიდევ არის ერთი გოგო , ჩემი ასისტენტია, 500 ლარი აქვს ხელფასი და 200 ლარს ქირაში იხდის, 100 ლარს ხარჯავს გზის ფულში და დანარჩენს აგროვებს , სახლი უნდა ვიყიდოო, ხომ წარმოგიდგენია 200 ლარით რამდენი წელი უნდა იმუშაოს რომ სახლის საყიდელი ფული შეაგროვოს. საწმელს სოფლიდან უგზავნიან უმეტესად მშობლები. ქალაქში თუ მოდიხარ უნდა ცოდნაც გქონდეს, თორემ უცოდინარი ასეტ სამსახურს შოულობს300-400-500 ლარი თუ ფულის შოვნა გგონიათ ქალაქში არვიცი მაშინ გავჩუმდები.
* * *
sandroia
QUOTE
შაბათ-კვირას რომ ჩავდივარ საერთოდ არ ვჩერდები სულ რაღაცას ვაკეთებ

მე კიდევ სახლში მაქვს ეზო და შაბათ-კვირა კი არა ყოველდღე ვაკეთებ რაღაცას და მართლა არ მყოფნის, ვერაფერს ვასწრებ biggrin.gif მიწა არის ისეთი რამ, რომელიც არასდროს არ დაგასვენებს სანამ მიწაში არ ჩაწვები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ეს ხუმრობით, ღმერთმა დიდხანს გვაცოცხლოს ყველანი და მიწაშიც მაშინ ჩავწვეთ როცა უკვე მოგვბეზრდება ცხოვრება (თუ კი როდესმე ადამიანს მობეზრდება ცხოვრება ) biggrin.gif biggrin.gif

Posted by: FRDM 8 Oct 2018, 14:41
Nat_asha

თავის შესაძლებლობებს ალბათ თავად ის უფრო სწორად აფასებს, ვიდრე შენ და ალბათ ხედავს, რომ ქალაქში უფრო ადვილად იშოვის 200 ლარს, ვიდრე სოფელში.
ქალაქში რაღაც ეტაპზე აიღებს სესხს და ეცოდინება რომ შემოსავალი აქვს და დაფარავს. მუდმივად 200 ლარზე ხო არ იმუშავებს? სოფელში არ ექნება მუდმივი შემოსავალი არასდროს, რომ სესხი აიღოს.

მოკლედ, სოფელში ძნელია ფულის შექმნა, ქალაქში ბევრად ადვილი. ფულს ქმნის ეკონომიკა, ეკონომიკას - ხალხი. სადაც ხალხის კონცენტრაცია მაღალია, იქ უფრო ადვილია ფულის შოვნა. 2ჯერ 2 არის 4 და ა.შ. user.gif

რასაც შენ წერ, ყველაფერი შემიძლია და არაფერი მეზარება. ავდექი წავედი სოფელში და დავიწყე ფანტაზიორობა, ეკალას მოგროვება, ქათმების გამოზრდა და კიდევ ათასი რამ. სანამ ამ გზით რამე საჭირო უნარებს გამოვიმუშავებ, რაიმე ბიზნეს-მოდელს შევქმნი, განვავითარებ და მომგებიანს გავხდი, ამომხდება სული შიმშილით.

ქალაქში ფულის საშოვნელად მანქანის ტარების უფლების ქონაც საკმარისია.

სოფელში თუ უნდა იცხოვრო, მაშინ უნდა გქონდეს შესაბამისი ცოდნა იმისთვის, რომ მომგებიანი ბიზნესი შექმნა. მე ასეთი ცოდნა არ მაქვს და არც მიმაჩნია, რომ ამ ცოდნის შეძენაში წლები უნდა დავხარჯო, როცა სხვაგვარად და უფრო მოკლე ვადაში შემიძლია იმავეს გაკეთება.

ცხოვრების სტილის და ჰაიპის ამბავში, გასაგებია რომ მოდაშია ახლა ვიწრო წრეში ქალაქიდან სოფელში გადასვლა და ბაღში გადაღებული ფოტოების პოსტვა biggrin.gif სოფელში და ბაღში სურათებს მე მაშინ ვიღებდი ჯერ კიდევ, before it was cool old.gif

Posted by: datunia93 8 Oct 2018, 15:15
FRDM
მაქვს მცირე შეხება სოფლებთან და პირველ რიგში ვიტყოდი, რომბდიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონს, სად არის სოფელი.

ეს თუშეთი, ხევსურეთი, ხევი, სვანეთი - ტურიზმით ისეთ შემოსავალს ნახულობს ცოტა აზრზე მოსული გლეხი რობარ დაესიზმრება საშუალო შეძლების ქალაქელს (ზოგი ისეთი დეგენერატია რომ ღიად გამოხატავს აგრესიას ტურისტებზე, ვისგანაც სინამდვილეში ფული იშოვა ან შოულობს და იჭრის ტოტს რომელზეც ზის)

კახეთის და ქართლის სოფლების უმეტესობაში მოსავალი მართლა მოდის, აი რო აიღო ერთი ჰექტარი მიწა, რომელიც ირწყვება, სუ რო დედა მოიხნას ამინდმა, ერთ ჰექტარზე მაინც მოიყვან 2 ტონა ლობიოს და ეგრევე გაყიდი 6 000 ლარად. ურწყავში მოიყვან ასე 700 კილომდე და გაყიდი 2000 ლარად. ნუ თუ ბევრი გაქვს მიწა, ასე 5 ჰექტარიბდა ზემოთ გააქანებ და მოიყვან პურს, ქერს და ა.შ მარა იასნად არა მარტივი საქმე, მოხოდილი ტიპი უნდა იყო, იქ ტრაქტორისტებს უნდა იცნობდე, იქ ინგლისური უნდა იცოდე, გაეცნო ახალ იდეებს და ახალ საშუალებებს და გამოდის, როგორ არ გამოდის.... ცოტა ფული თუ გაქვს და არ გახჩობენ ხეხილის ბაღსაც გააკეთებ და ჰექტარზე მინიმუმ 10-12000 ყოველწლიურად გექნება - პროსტა აქ რასაც ვუყურებ ხოლმე - მაგი დედა ვატირე მაგისაი, 2000 ლარი გულითვინ მოვაცდინო ჰექტარი მიწაი? ყველას უნდა რო უცბად იშოვოს და ბევრი... შედეგად არაფერი არ გამოდის....

გურია და სამარგალო თხილი, ვისაც არ ეზარება მუშაობა ასე თუ ისე შოულობენ რაღაცას + ტურიზმიც იხოდება მანდ... აი იმერეთში რავი, ვუყურებ, ტიპები თავებს იხოცავენ მუშაობით და არაფერი ვაბშე, კაპიკი არ რჩებათ თავი გააქვთ პროსტა წლიდან წლამდე.

ეხლა ლაგოდეხში რო ცხოვრობ და 2 ჰექტარი მიწა გაქვს, თბილიში გამორბიხარ სატაქსაოთ, რბილად რო ვთქვათ სლეა ეგეთი ტიპი. მარა არი სოფლები სადაც მართლა გაძლებაზე ხარ

Posted by: Nat_asha 8 Oct 2018, 15:26
FRDM
QUOTE
მუდმივად 200 ლარზე ხო არ იმუშავებს? სოფელში არ ექნება მუდმივი შემოსავალი არასდროს

სოფელში 250 ლარიანი სამსახური ქონდა, მაგრამ სოფელში ცხოვრება არ უნდოდა, ქალაქელობა უნდოდა ამ გოგოს კონკრეტულად smile.gif და თბილისში რაც შეეხება, დამიჯერე რომ ეგ ხელფასიც, რასაც იღებს იმის ხარჯზე რომ ნაცნობმა ძალით შემოტენა და მაგის გასაკეთებელ საქმესაც მე ვაკეთებ, არაფრის აზრზე არაა და არც ათვისების უნარი არ გააჩნია, შესაბამისად დაწინაურების ვარიანტი ან უკეთესი სამსახურის შოვნის ჩემი აზრით ნაკლებად აქვს. მოკლედ მე თუნდაც ამ კონკრეტული მაგალითიდან ვმსჯელობ. ხვალ მაგალითად უმუშევარი რომ დარჩეს ნუ გგონია რომ ამ 500 ლარიან სამსახურს მაინც იშოვნიდეს, ვერანაირ სესხს ვერ აიღებს, და მაგ ხელფასით არც იპოთეკურ სესხს არავინ არ აძლევს, თორემ უნდოდა smile.gif

QUOTE
მოკლედ, სოფელში ძნელია ფულის შექმნა, ქალაქში ბევრად ადვილი. ფულს ქმნის ეკონომიკა, ეკონომიკას - ხალხი. სადაც ხალხის კონცენტრაცია მაღალია, იქ უფრო ადვილია ფულის შოვნა. 2ჯერ 2 არის 4 და ა.შ.

მე პირადა ეხლა რომ წავიდე თავის ქებაში ჩამეთვლება, მაგრამ სოფელი მარტო მიწა არაა, ჯერ მაქედან დავიწყოთ რომ თვეში მინიმუმ 1000 ლარი ისე მექნება ხელფასი თან თავისუფალი გრაფიკით როგორც არაფერი. შემოტავაზებაც მქონდა, და ზუტად მაგისი თქმა მინდა რომ თავში ტვინი გაქვს ყველგან იშოვნი ფულს. რომ იცოდე რაიონებში უფრო ნაკლებობაა განათლებული და პროფესიონალი ადამიანების. ასე რომ სამსახურსაც ვიშოვნი და თანაც რამე აგრობიზნესსაც გავაჩაღებ. უბრალოდ მე სხვა გეგმები მაქვს სანამ მაგ ეტაპამდე მივალ. ეკალა და ქათამი საერთოდ სხვა ბაზარი იყო. მე ვთქვი რომ თუ ზარმაცი ადამიანი ხარ და არაფრის კეთება არ გინდა, ქალაქშI მაგ ეკალას, სოკოს და კენკრას ვერ იშოვნი და სოფელში ეგ მაინც არისთქო. თორემ სოფელში წავიდეთ და ეკალას იმედზე ვიყოთო ეგ ნაღდად არ დამიწერია. ვისაც გამართული აქვს და ოჯახს თუ აქვს მეურნეობა დამიჯერე საკაიფო ფული იშოვნება, მაგრამ ეხლა მეზარება დაწვრილებით იმისი წერა როგორ შეიძLება იყო წარმატებული სოფელშიც. უშრომველად არც სოფელში და არც ქალაქში არაფერი გამოდის.. თუ ვინმეს გონია რომ ციდან ცვივა ფულები ცდება. სოფელს მეტი შრომა კი არა , მეტი გათვლები სჭირდება. შრომას რაც შეეხება კიდევ აუცილებელი არაა პირადად იშრომო. როდესაც დიდ მასშტაბებზეა საუბარი უკვე ქირაობ. ყველა ამრეზით უყურებს სოფელს და იძახის რომ სოფელში არაფერი ყრია. მე დაგიმტკიცებთ რომ სოფელში ბევრი რამე ყრია . თან მე ნოლიდან დავიწყე და არც ფულიან მამიკოს მოუცია ქონება და არც ფულიან კაცს გავყოლილვარ რომ უზრუნველად მეცხოვრა, ჩემით გამაქვს თავი და ბარეორი 9 ოჯახის წევრი რომ ეხმარებათ იმათზე მეტი გავაკეთე ცხოვრებაში და კიდევ ბევრის გაკეთებას ვაპირებ

Posted by: datunia93 8 Oct 2018, 16:04
Nat_asha
რომელ რეგიონში მოღვაწეობ?

Posted by: Nat_asha 8 Oct 2018, 17:05
datunia93
ეხლა თბილისში ვარ, დიღომში

Posted by: FRDM 8 Oct 2018, 17:26
Nat_asha

შენ რომ მაგარი ხარ, ეგ გავიგე. ბევრ რამეს რომ შეძლებ, ეგეც გასაგებია, მაგრამ ეგ არ ცვლის იმ რეალობას, რომ ქალაქად იგივე დროის და რესურსების დანახარჯით ჭკვიანი კაცი/ქალი უფრო სწრაფად მოაწყობს სტაბილურ და კარგ შემოსავალს, ვიდრე სოფელში. რამდენიმე გარემოებას ურევ ერთმანეთში.

შენ სოფლად გირჩევნია შენი პრიორიტეტებიდან გამომდინარე. სხვას - არა. ჩემთვის სოფელი შაბათ-კვირის და შვებულების თემაა. მუდმივადაც ვიცხოვრებდი, თუ ქალაქთან ახლოს იქნებოდა, ასე 30-40 წუთის მანქანის მანძილზე. ქათამსაც მოვაშენებდი და ათასნაირ ფანტაზიებსაც მივცემდი გასაქანს. მაგრამ ამით რომ ცხოვრება ამეწყო, მაგის შანსები იქნებოდა ძალიან მიზერული. პარალელურად კიდევ შეიძლება - როცა რაღაც სხვა შემოსავალი გაქვს და იმის შესაძლებლობა გეძლევა, რომ იექსპერიმენტო. სხვანაირად შეუძლებელია. ადამიანი მშიერი რამდენი დღე ძლებს გამახსენე? biggrin.gif


Posted by: levani169 8 Oct 2018, 18:11
Nat_asha
"ვისაც როგორ და სად ეცხოვრება კი არა უჯობს,ისე ცხოვრობს!" რა არის კუნთების დასატოლებელი ნეტა! biggrin.gif FRDM ეს ადამიანი კი ბევრ რამეს სიმართლეს გეუბნება,დიღმის პატარა ბაღჩის გადმოსახედიდან უყურებ შენ სოფელს და გვერწმუნე არაა მთლად მასეთი ვარდისფერი აქეთ ყოლიფერი! biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: datunia93 8 Oct 2018, 19:02
Nat_asha
QUOTE
ეხლა თბილისში ვარ, დიღომში


სტუმრად კი არ მოვდივარ კაცო, ანუ რომელ რეგიონში გაქვს სიტუაცია ასე გემრიელად მოწყობილი, ან აპირებ მოწყობას თქო

Posted by: koba1973 8 Oct 2018, 19:11
ოჰოჰო აქ ამბავი აწეულა!
მე კიდევ მინდორში ვზივარ და მტვერს ვყლაპავ.
მუშახელის დაქირავება არ არის როგორც შორიდან გვგონია. მეხუთე დღეა ტრაქტორს ვეძებ და ძლივს ვიშოვე. ახლა ვზივარ და მტვერს ვყლაპავ რომ თვალი ვადევნოთ არ ახალტუროს.
QUOTE
სოფელში 250 ლარიანი სამსახური ქონდა, მაგრამ სოფელში ცხოვრება არ უნდოდა, ქალაქელობა უნდოდა ამ გოგოს კონკრეტულად  და თბილისში რაც შეეხება, დამიჯერე რომ ეგ ხელფასიც, რასაც იღებს იმის ხარჯზე რომ ნაცნობმა ძალით შემოტენა და მაგის გასაკეთებელ საქმესაც მე ვაკეთებ, არაფრის აზრზე არაა და არც ათვისების უნარი არ გააჩნია

ეს სულ სხვა ოპერიდანაა. მასე მეზობლის ცოლი წავიდა და ბავშვებ ი ქმარს დაუტოვა თბილისში ცხოვრება მინდაო, საერთოდ საზრუნავი რომ არ ქონდა და მაგის ქმარსაც და შვილებსაც დედამთილი უვლიდა. ზღაპრული სახლი კარი და ოჯახი.რაც ერთი ოთახის რემონტი დაუჯდათ სადმე პრესტიჟულ უბანში ბინას იყიდდნენ. არ მინდა აქო, დაკრა ფეხი და ჩამოვიდა დედაქალაქში, თავის დაქალთან ერთად ბინა იქირავა და მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.
ეს ერთეული შემთხვევა არაა.

* * *
QUOTE
ეხლა ლაგოდეხში რო ცხოვრობ და 2 ჰექტარი მიწა გაქვს, თბილიში გამორბიხარ სატაქსაოთ, რბილად რო ვთქვათ სლეა ეგეთი ტიპი

დამიჯერე არაა მასე. ბიძაშვილები მყავს ლაგოდეხიდან, ერთმა დაკრა ფეხი და ჩამოვიდა დედაქალაქში,ელიავაზე ტაქსაობს სატვირთოთი. ასე თუ ისე ცხოვრობენ, სანამ სოფელში ცხოვრობდა კომბოსტო ც მოიყვანა, წიწაკას და ბადრიჯანიც, მაგრამ ბევრი არაფერი, ერთი ეგაა მშიერი არ იყვნენ.
* * *
დანარჩენები სოფელში ცხოვრობენ, არც ისინი შიმშილობენ მაგრამ....
ერთი სიტყვით შნოიანი ყველგან იცხოვრებს. ბავშვობის მეგობარი მყავს ჩემზე გაცილებით ბევრს წვალობს, მაგრამ რათ გინდა ერთ ადგილზეა გაჩერებული, არავითარი წინსვლა.

Posted by: datunia93 8 Oct 2018, 19:40
koba1973
QUOTE
დამიჯერე არაა მასე. ბიძაშვილები მყავს ლაგოდეხიდან, ერთმა დაკრა ფეხი და ჩამოვიდა დედაქალაქში,ელიავაზე ტაქსაობს სატვირთოთი. ასე თუ ისე ცხოვრობენ, სანამ სოფელში ცხოვრობდა კომბოსტო ც მოიყვანა, წიწაკას და ბადრიჯანიც, მაგრამ ბევრი არაფერი, ერთი ეგაა მშიერი არ იყვნენ.


ბიჯო რავი ძმაო, აგერ მე, ქალაქელმა ბიჭმა ვიყიდე 1 ჰექტარი ურწყავი მიწა ქარელში.ვიყიდე რა ტტ-ში გავცვალე 3 წლის წინ biggrin.gif წლიდან წლამდე ვაგზავნი:

100 ლარი მოხვნა.
100 ლარი დათესვა
300 ლარი გათოხვნა
300 ლარი აღება
100 ლარი სასუქი მაქსიმუმ

ჩავდივარ, ვყრი მეშოკებში და მომაქვს 600-700 კილო ლობიო. ვაბარებ ერთIანად 4 ლარად კილოს (ნუ ამაში ცოტა სხვანაირად მაქვს საქმე, ვიდრე სხვებს, სხვები 3 ლარად აბარებენ). ეს ერთI ჰექტარი რომ სარწყავში მქონდეს, ბევრს არ ვეპოტინო და ვგეგმო ერთI ქილა ერბოსავით ხეხილის ბაღი და ა.შ, ისევე იგივე დავთესო ავიღებდი ორი იმდენს... ხოდა რავიცი აბა smile.gif

ნუ ერთI ისაა რომ სოფელშI მყავს დიდ კვერცხებიანი ბიჭი, რომელსაც ტრაქოტორიც დროულად მოჰყავს, მუშაც და არც არავინ არ მპარავს არაფერს (ფუი ეშმაკს). ამინდებში მაინცდმაინც არ მიმართLებს, მარა ფაქტია მოდის. ხოდა კახეთშI მეტი რო მოვა რათ უნდ ამაგას საუბარი

Posted by: koba1973 8 Oct 2018, 19:51
datunia93
მთავარი რაცაა იმას სხვა აკეთებს და იმიტომ, წელიწადში 900 ლარს კი არა 1900 ჩავდებ თუ კი მაგხელა მოგება ექნება და მე არმომიწევს ტრაქტორს და მუშახელის სირბილი.მოპარვის არც მე მეშინია biggrin.gif

Posted by: datunia93 8 Oct 2018, 19:56
koba1973
მაგხელა რა, 1000 ლარს ვდებ და 1000-1500 თავზე მრჩება, გააჩნია ნალექს.


ისე ბროწეულის ნერგები რა ღირს ვინმემ ხო არ იცით.

Posted by: kshaneli 8 Oct 2018, 20:22
QUOTE
გურია და სამარგალო თხილი, ვისაც არ ეზარება მუშაობა ასე თუ ისე შოულობენ რაღაცას + ტურიზმიც იხოდება მანდ... აი იმერეთში რავი, ვუყურებ, ტიპები თავებს იხოცავენ მუშაობით და არაფერი ვაბშე, კაპიკი არ რჩებათ თავი გააქვთ პროსტა წლიდან წლამდე.

ბრატ თხილმა ორი წელია ჩაისვარა. არაფერია საერთოდ. აი მაგალითად, ერთ ჰექტარზე თხილი მოდის 1 ტონა. ფასი 5 ლარი მაქსისმუმ. გამოდის 5000 ლარი. ავიღოთ კახეთი. ახლობელმა 1 ჰექტარზე 20 ტონა საფერავი დაკრიფა და წელს 2.20 ჩააბარა. გამოდის 44 000 ლარი. დასკვნა თვითონ გა,მოიტანე

Posted by: koba1973 8 Oct 2018, 20:30
datunia93
QUOTE
ისე ბროწეულის ნერგები რა ღირს ვინმემ ხო არ იცით.

გააჩნია სად ყიდულობ. მე ვიყიდე 4 ცალი 10 ლარად, კახეთში.
ისე შეგიძლია ტოტით გაამრავლო. ადვილად ფესვიანდება.

Posted by: kshaneli 8 Oct 2018, 20:48
რაჭისკენ მიმავალ გზაზე რამდენიც გინდა იმდენი შეგიძლია მოთხარო ბროწეულის ნერგები.მაგაზე იაფად ვერსად იშოვი

Posted by: levani169 8 Oct 2018, 20:59
QUOTE
1 ჰექტარი

QUOTE
100 ლარი მოხვნა.

150 ლარი მხოლოდ მოხვნა,
მერე მოსწორება და გაფხვიერება რაც საერთოდ არ გაქვს ნახსენები კიდო 150 ლარი
---------------------
QUOTE
100 ლარი დათესვა

დათესვა 50 ლარი
QUOTE
300 ლარი გათოხვნა

გათოხნამდე კულტივაცია უნდა რიგთაშორისებს........ეგეც ერთი 70 ლარი
QUOTE
300 ლარი აღება

მოსავლის აღებამდე შეიძლება შეწამვლაც დასჭირდეს ლობიოს,ძალიან უყვარს ბუგრებს და პეპლებს ლობიოს კულტურა.
QUOTE
100 ლარი სასუქი მაქსიმუმ

ორი ტომარა აზოტი ცოტაა ლობიოსთვის

QUOTE
ვყრი მეშოკებში და მომაქვს 600-700 კილო ლობიო.

მაგას სათესლე მასალას რატომ არ აკლებ,როგორ იქნება 50 კილოზე ნაკლები დაითესოს ერთ ჰა-ზე?

ისე კი თუ 4 ლარიანი კლიენტი გყავს სხვისი იყიდო და მერე ჩააბარო მაგ ფასში ისიც დაგიტოვებს მოგებას.

ერთი შემთხვევა გამახსენდა; ჩემი მეზობელი არაყს ყიდიდა სახლიდან და მოსულმა კლიენტმა დაიწუწუნა ფასზე,ძვირიაო.ამან კიდევ ეგრევე მიახალა,რაა ძვირი შენ იცი მურმანსკში რა ღირს არაყიო?!
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: datunia93 8 Oct 2018, 23:14
levani169
ას ლარში ვახვნევინებ, ას ლარში ვათესვინებ და სანამ დათესავენ იასნად აოშვას აკეთებს მანამდე მაგ ფასად. კულტივაციას არ ვუკეთებ 35 სმ-ში ვათესინებ ტრაქტორს და 10-12 ადამიანი თოხნის ერთ დღეში, ადამიანზე 25 ლარია სტავკა. მეორედ აღარ ვთოხნი რადგან ურწყავი ნაკვეთია და თან ნალექციც არ მოდის.

სათესლედ ვიტოვებ ჰექტარზე 80-90 კილოს და ეგრეა რა, ერთზე ერთი რჩება. სასუქს აზოტს არ ვუშვები, მკვებავები შემაქვს ხოლმე და ყოველწელს ვანაცვლებ ნაკვეთებს, ლობიოს ნაკვეთში პურს თესავს ჩემი ახლობელი და ნაპურალ ნაკვეთს მაძლევს და ლობიოს ვთესავ შიგნით. ბუგრები და ფაროსანები რავი, ჯერ ჯერობით არ მაწუხებენ

ეგაა და გორის ციხე რა smile.gif

Posted by: Nat_asha 9 Oct 2018, 00:52
FRDM
QUOTE
თუ ქალაქთან ახლოს იქნებოდა, ასე 30-40 წუთის მანქანის მანძილზე

ვაიმე ქალაქთან მასე ახლოს იცი რამდენი სოფელია? და ქალაქში მაინც ალბათ თბილისი იგულისხმება, სხვა ქალაქებც არის საქართველოში მაგრამ რატომღაც არავის ახსოვს :/ მე მაგარივართქო მაიძულებთ მაგის ძახილს, არადა სულ არ მინდა მაგისი თქმა, უბრალოდ ისეთი რამეები იწერება რომ ვბრაზდბი, როდესაც ხაზგასმით ამბობენ რომ სოფელში ვერ იშოვნი და ქალაში იოლად იშოვნება ფული. ეგ მიდგომა საერთოდ დამღუპველია, ქალაქში იმიტომ იშოვება ფული რომ აქ ხალხი ცხოვრობს, ხალხი თუ სოფელშიც იცხოვრებს იგივე სერვისები იქნება საჭირო, რაც ქალაქში, მაგრამ ამისი გაგება არ უნდა არავის, ვინც დარჩა სოფელში ისინიც აქეთ მოდიან. არანაირ სვეწკობაზე არ მაქვს მე პირადად საუბარი და არანაირ მოდას არ ვყვები. უბრალოდ დააკვირდით, ბავშვობაში მე ბებიას ვენახში მივყავდი და ეხლა კიდე მაკდონალდსში დაყავთ ბებიებს შვილიშვილები, სოფლები აღარ აქვთ, და კიდევ ძალიან ბევრი რამეა, აუცილებელი არაა ყველას უნდოდეს სოფელში ცხოვრება, მაგრამ საოცარია რომ აღარავის აღარ უნდა. ეს ხომ სისულელეა, ძალიან დიდი სისულელე. როგორ შეიძლება განვითარდეს ერი იმპორტირებული და ძვირი პროდუქტებით? რათქმაუნდა მთავრობის წვლილი ამაში დიდია, რომ არანაირ ინტერესს არ უჩენს და სტიმულს არ აძლევს გლეხებს, მაგრამ ეგეც ჩვენი ბრალია რომ ეგეთ მთავრობას ვაბოგინებთ. მოკლედ ყველაფერი ჩვენი ბრალია, ეგ დღეც მოვა რომ მიხვდებით სიმართლეს ვღაღადებ და ფასი ადედება სოფელს biggrin.gif ეხლა აღარ ვიდავებ. იმიტომ რომ მაგარი ვარო უნდა ვიძახო, არადა ვინც სოფელშია ნაცხოვრები იმან უკეთ უნდა იცოდეს და ბევრად უკეთ გამოუვა, მაგრამ არ ევასებათ ეს ძროხის წველისდროს დაჩექინება, და ფბ-ზე რამდენი ლიტრი მოიწველა მისმა ძროხამ იმას ხომ ვერ დაწერს, ჯობია კონსულტანტი იყო, ანდა ოპერატორი ანდა რავი რამე, მოკლედ ისეთი რამეები ტეხავს საქართველოში რომ მეცინება, თითქოს სულ სამეფო ტახტზე ისხდნენ მთელი საგვარეულო ხე. სოფელი ჭირივით ეზიზღებათ. ჩემმა დეიდაშვილმა ესე თქვა რომ აი სოფელი ისე მძულს, რომ როცა წვიმს ტალახის დანახვაზეც კი მაჟრიალებს,კიდეკაი კორპუსში ვცხოვრობ და ასვალტი მაქვსო. არადა მთელი ბავშვობაც და გათხვებამდე სოფელში ცხოვრობდა, და ნამდვილად ვერ იტყვის რომ სოფლის საქმეს აკეთებინებდნენ და მაგიტომ შეძულდა, ქალბატონივით იყო სახლში კოხტად, მაგრამ იქ საბლატაო არეალი არ იყო, აქ კიდევ აიფონი, კაფე-ბარები დარაღაცა ბოდიში და ტრაკშიპერო სიტუაციები, რომელიც ფინანსდება იმ სოფლიდან რომელიც ძულს. დედამისი რო არ აძლევდეს ფულს, რომელსა სოფელში მეურნეობით შოულობს, ვნახავდი ერთი მაგის გულავსაც. ასე რომ ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. მე მიყვარს სოფელი, ვფიქრობ აუცილებელია რომ სოფელმა იარსებოს. სოფელმა რომ იარსებოს საჭიროა მეტი ხალხი დასახლდეს. მეც ვიქნები იმ საზოგადოებაში ვინც ქალაქიდან სოფელში გადასახლდება, როგორც ოდესღაც ჩემი ოჯახი სოფლიდან ქალაქში ჩამოსახლდა, მერე ის ხალხი რომლებიც ქალაქს გამოეკიდნენ იმიტომ რომ ვინმეს სოფლელი არ დაეძახა, ისევე უკან გაეკიდებიან იმ სოფელში გადასახლებულებს biggrin.gif და ასე იქნება მუდმივად გადასახლება-გადმოსახლება biggrin.gif
koba1973
QUOTE
ეს სულ სხვა ოპერიდანაა. მასე მეზობლის ცოლი წავიდა და ბავშვებ ი ქმარს დაუტოვა თბილისში ცხოვრება მინდაო, საერთოდ საზრუნავი რომ არ ქონდა და მაგის ქმარსაც და შვილებსაც დედამთილი უვლიდა. ზღაპრული სახლი კარი და ოჯახი.რაც ერთი ოთახის რემონტი დაუჯდათ სადმე პრესტიჟულ უბანში ბინას იყიდდნენ. არ მინდა აქო, დაკრა ფეხი და ჩამოვიდა დედაქალაქში, თავის დაქალთან ერთად ბინა იქირავა და მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.
ეს ერთეული შემთხვევა არაა.

აი ეგეთები ვიცი ძალიან ბევრი გარშემო. ძალიან ცოტა ვიცი ისეთები , რომლებიც ქალაქში აუცილებლად უნდა ჩამოსულიყვნენ და სოფლისთვის ცოდოები იყვნენ, რადგანაც იქ ცოტა სხვა სფეროზეა საუბარი და წარმატებაც მიაღწიეს მე ეგეთებიც ვიცი. რათქმაუნდა აი ესე, რომ მოიტა ქალაქში უნდა ვიცხოვრო, სოფლელი ვერ ვიქნებიო ამას ვერ მოვიწონებ და მომკალით. ვისაც ესაქმება ქალაქში უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ვისაც არ ესაქმება და მიზანი ისაა რომ ქირის და საჭმლის ფული იშოვნოს, ჩემი აზრით ეს არის დიდი იდიოტიზმი და ესეთი ადამიანი უბრალოდ უტვინოა, მე მაპატიეთ. ყველამ უბრალოდ თავისი ადგილი უნდა იპოვნოს. მე მაგალითად ვხედავ ჩემს თავს სოფელში, ისიც ვიცი რა უნდა ვაკეთო, გიჟივით გაჭრას არ ვაპირებ, მე ველოდები შესაფერის მომენტს, და ვიმზადებ საძირკველს ასე ვთქვათ. წარმატებას კი აუცილებლად მივაღწევ, რადგან ჰაიჰარალოზე არ ვაკეთებ არაფერს.

datunia93
QUOTE
სტუმრად კი არ მოვდივარ კაცო, ანუ რომელ რეგიონში გაქვს სიტუაცია ასე გემრიელად მოწყობილი, ან აპირებ მოწყობას თქო


სტუმრობა რაშუაშია, მართლა თბილისში დიღომში ვარ და მაქვს 500 კვადრატული, სადაც მყავს ქათმები, უკვე კურდღლები, მაქვს ბოსტანი და არ მიწევს ვიყიდო მწვანილი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, სტაფილო, ლობიო, კვერცხი და რავიცი კიდევ ეხლა ზეპირად არ მახსოვს ყველაფერი biggrin.gif კიდევ კახეთში მაქვს ვენახი, წელს დავკრიფე პირველად და ჩურჩხელებიც გავაკეთე. კიდევ რა გაინტერესებთ? მომავალში არ ვიცი სად დავსახლდები. ამას იმ კონკრეტულ მომნეტში შევიტყობ მე თითონაც , როდესაც უკვე ამისთვის მზად ვიქნები. smile.gif

Posted by: datunia93 9 Oct 2018, 07:14

koba1973
koba1973


QUOTE
გააჩნია სად ყიდულობ. მე ვიყიდე 4 ცალი 10 ლარად, კახეთში.
ისე შეგიძლია ტოტით გაამრავლო. ადვილად ფესვიანდება.


კაი ჯიშის მინდა რა, კაი კი არა ძალიან კარგი ჯიშის. რუსთავში აქვს ჩემს ახლობელს საოცრებაა მართლა, ჯერ თითო ნაყოფი საშუალოდ ნახევარი კილოა, სისხლივით წითელი მარცვლები აქვს, წვნიანი და ისეთი ტკბილია ზოგის მარწყვი არაა ეგეთი ტკბილი, ნეტა დამყნობა თუ შეიძლება ბროწეულის თორე დავრგე ჩემთან ეზოში საკმაოდ ბევრი და არც ერთი არ გამოვიდა ეგეთი კარგი, ზოგი მჟავეა, ზოგი თეთრი, ზოგი კიდე მშრალი მარცვლებით და წვენი არ აქვს

Posted by: koba1973 9 Oct 2018, 08:22
datunia93
QUOTE

კაი ჯიშის მინდა რა, კაი კი არა ძალიან კარგი ჯიშის. რუსთავში აქვს ჩემს ახლობელს საოცრებაა მართლა, ჯერ თითო ნაყოფი საშუალოდ ნახევარი კილოა, სისხლივით წითელი მარცვლები აქვს, წვნიანი და ისეთი ტკბილია ზოგის მარწყვი არაა ეგეთი ტკბილი

თუ რუსთავში აქვს გაზაფხულზე მოაჭერი 50-70 სანტიმეტრის სიგრძის ტოტი დაახლოებით კალმის სისქე, ამოთხარე 50სმ სიღრმის და 50 სმ დიამეტრის ორმო, თუ კარგი მიწაა იგივე მიწა ჩაყარე უკანვე, თუ არა მაშინ სხვა უკეთესი, აიღე ბროწეულის ტოტი და მორკალე მშვილდივით, ოღონდ უფრო მეტად ისე რომ ტოტის წვერები ერთმანეთის პარალელური იყოს. ჩაურჭე ეს წვერებით მიწაში ბოლომდე და რამოდენიმე დღეწში ერთხელ მორწყე. საერთოდ ბროწეული ადვილად ხარობს. ვისგანაც ეგ 4 ძირი ვიყიდე მოხუცი პაპა იყო და მეუბნება რათ გინდა რომ ყიდულობ მოჭერი ტოტი ჩაურჭე მიწაში და იხარებსო.

Posted by: datunia93 9 Oct 2018, 09:05
koba1973
ლეღვი მაქვს გახარებული ეგრე და ბროწეული არ ვიცოდი ასე ადვილად თუ ხარობდა. ფოთლები გავაცალო რო ნაკლები დატვირთვა მოვიდეს ძირზე და ეგაა ხო?

ვსინჯავ გაზაფხულზე. ვაბშე აზერბაიჯანის ჯიშებს აქებენ ძალიან და რო მაშოვინა სადმე ვიყიდდი ერთი 100 ძირს

Posted by: koba1973 9 Oct 2018, 10:47
datunia93
QUOTE
ფოთლები გავაცალო რო ნაკლები დატვირთვა მოვიდეს ძირზე და ეგაა ხო?

ფოთლებს არა და გვერდით გამოსულ ყლორტებს ვაცლი ხოლმე რომ სიმაღლეში წავიდეს, ძირიდან ამონაყარიც გააცალე თორემ ბუჩქი გახდება. ჩვეულებრივ ხესავით უფრო კარგი გამოდის.
სამიოდე წლის წინ ერთი ცელოფანის პარკით მაჩუქა შორეულმა ნაცნობმა ბროწეული, ისე მოგვეწონა ვთხოვე მინდა დავრგა და იქნებ ამონაყარი მომცე თქო. ტოტები დააფესვიანა და მომცა გაზაფხულზე. სამწუხაროდ ჰერბიციდი ვიხმარე ბალახზე ნარგავებიდან საკმაო მანძილზე და გაახმო დიდი ნაწილი. ეხლა ორი ძირი დამრჩა მაგ ბროწეულის. ერთს წელს ნიშანი აქვს, ოღონდ გვიან აყვავდა ძალიან და არ ვიცი რა გამოვა. აზერბაიჯნიდან მაქვს წამოღებულიო, სახელიც მითხრა მაგრამ არ მახსოვს.

Posted by: datunia93 9 Oct 2018, 11:09
koba1973
ნახე აბა რა გამოვა მაინტერესებს მეც. აბა ქალაქში თუ ჩამოხვალ გაგასინჯებ ბროწეულსაც და აპს-საც, მარა ვერ ჩამოგიყვანე ჩვენამდე smile.gif


დაფესვიანება- ძირიდან წამოსული ყლორტები მიწით სავსე პარკში რო გავაძვრინო გამოვა ხო?

ფოთლების გაცლა კიდე თავიდან ვთქვი ანუ, მიწაში რო ჩაარჭობ ბროწეულის წკბელს ორი მხრიდან, ფოთლები თუ არ ექნება ნაკლები ენერგია დაჭირდება რო გაძლოს და არ გახმეს, სანამ ფესვებს წამოიღებს. მერე იასნად აღარაფერი გაუჭირდება
* * *
kshaneli
QUOTE
ბრატ თხილმა ორი წელია ჩაისვარა. არაფერია საერთოდ. აი მაგალითად, ერთ ჰექტარზე თხილი მოდის 1 ტონა. ფასი 5 ლარი მაქსისმუმ. გამოდის 5000 ლარი. ავიღოთ კახეთი. ახლობელმა 1 ჰექტარზე 20 ტონა საფერავი დაკრიფა და წელს 2.20 ჩააბარა. გამოდის 44 000 ლარი. დასკვნა თვითონ გა,მოიტანე


არ ვიცნობ თხილის კულტურას საერთდ. უბრალოდ 1 ჰეტარზე ტონა ძაან ცოტაა. ჰექტარზე 400 ბუჩი იქნება საშალლოდ და ბუჩქიდან 3 კილოზე მეტი თუ არ ჩამოდის მაგისი მაიმუნი დედაც ვატირე მაშინ მე. თან თხილის მოვლა და საფერავის მოვლა რავიცი. ცოტა განსხვავებული მცნებებია მგონი. ზოგადად კახეთი რო კახეთა ხო ცალკე თემაა smile.gif

Nat_asha
QUOTE
თბილისში დიღომში ვარ და მაქვს 500 კვადრატული, სადაც მყავს ქათმები, უკვე კურდღლები, მაქვს ბოსტანი და არ მიწევს ვიყიდო მწვანილი, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, სტაფილო, ლობიო, კვერცხი და რავიცი კიდევ ეხლა ზეპირად არ მახსოვს ყველაფერი


მალადეც შენ ჩემო მეგობარო...ყოჩაღ თუ 500 კვადრატში მაგხელა რამეს ახერხებ. ცოტა წარმოუდგენელიც კია ჩემთვის

Posted by: koba1973 9 Oct 2018, 11:22
datunia93

QUOTE
მიწაში რო ჩაარჭობ ბროწეულის წკბელს ორი მხრიდან, ფოთლები თუ არ ექნება ნაკლები ენერგია დაჭირდება რო გაძლოს და არ გახმეს, სანამ ფესვებს წამოიღებს.

სანამ ფოთლებს გამოიტანს მანამდე უნდა დარგო. ადრე გაზაფხულზე ყინვები რომ აღარ იქნება იმ დროს.

QUOTE
მარა ვერ ჩამოგიყვანე ჩვენამდე

რაც მართალია მართალია. მაინთ რომ მოვდივარ იმდენი საქმე მომდევს ნახევარს ვერ ვასწრებ ხოლმე და უკან მოვდივარ ისევ თან ამ უმანქანობის ამბავი ცოტა ძნელია.


QUOTE
დაფესვიანება- ძირიდან წამოსული ყლორტები მიწით სავსე პარკში რო გავაძვრინო გამოვა ხო?

ალბათ გამოვა თუმცა არ მიცდია.

Posted by: datunia93 9 Oct 2018, 11:26
koba1973

ვსიო გავიგე... ეხლა შემოდგომას რო გადააგორებ ჩამოდი მოცლილად შაბათს ან კვირას და ახლოდან ვიმასლაათოთ smile.gif

Posted by: kaxaberski66 9 Oct 2018, 11:26
koba1973
QUOTE
აზერბაიჯნიდან მაქვს წამოღებულიო, სახელიც მითხრა მაგრამ არ მახსოვს.

განჯურიაო ხომ არ გითხრა?
ზევით კამათი რომ არის სოფელში ცხოვრებაზე, მეც გამოგეხმაურებით.
ქალაქში საჭის ტრიალი, რა თქმა უნდა ადვილია.
ვისაც მიწა აქვს და როგორ უნდა მოუაროს იმ მიწას რომ არ გააფუჭოს, ვისაც საქონლის და ფრინველის ყოლა შეუძლია, ვენახის მოვლაც თუ იცის და ჩემსავით გაფუჭების შემდეგ არ იქნებს ხელებს, მშიერი არ იქნება.
ერთი ეგაა, იმავე სოფელში ვინც ვაჭრობის სფეროში დასაქმდება, ნაკლები ფიზიკური შრომით მეტს იშოვის, ვიდრე მიწაზე მუშაობით.
თუ ორივე დარგში წარმატებული იქნება კიდევ უკეთესი.
ეს ყველაფერი კი ერთი პირობით. აზრიანი, გამჭრიახი და ტვინის წყობა უნდა ჰქონდეს იმგვარი რომ, ამ ყველაფერს ახერხებდეს.

Posted by: koba1973 9 Oct 2018, 12:00
kaxaberski66
QUOTE
განჯურიაო ხომ არ გითხრა?

არა ჯიშის სახელი თქვა.
QUOTE
ერთი ეგაა, იმავე სოფელში ვინც ვაჭრობის სფეროში დასაქმდება, ნაკლები ფიზიკური შრომით მეტს იშოვის, ვიდრე მიწაზე მუშაობით.

ნამდვილად.
ვინც ვაჭრობს კიდევ სოფელში რატომ იცხოვროს როცა მაინც ქალაქში ვაჭრობს?
ჩამოვა იყიდის პროდუქტს და წავა.

* * *
მარტო უკეთესი პირობების გამოც არ მირბიან ქალაქში არამედ მენტალიტეტის გამოც. სოფლელობა ხომ სალანძღავი სიტყვაა. არა თქვათ კომპლიმენტიაო.

Posted by: Nat_asha 9 Oct 2018, 15:37
datunia93
QUOTE
მალადეც შენ ჩემო მეგობარო...ყოჩაღ თუ 500 კვადრატში მაგხელა რამეს ახერხებ. ცოტა წარმოუდგენელიც კია ჩემთვის

ხო მაგრამ სიმართლეს ვამბობ და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ფართის მაქსიმალური გამოყენება უნდა მოახდინო და ყველაფერი შესაძლებელია, ეხლა გაგიკვირდება და თხის მოყვანასაც ვაპირებ biggrin.gif biggrin.gif ნუ იხვებს და ინდაურებს გაზაფხულზე biggrin.gif ეს ყველაფერი შესაძლებელია და რა ვქნა ^_^ ისევე როგორც სოფელში ბედნიერად და წარმატებულად ცხოვრებაც smile.gif

Posted by: datunia93 9 Oct 2018, 15:50
Nat_asha
QUOTE
ხო მაგრამ სიმართლეს ვამბობ და გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ფართის მაქსიმალური გამოყენება უნდა მოახდინო და ყველაფერი შესაძლებელია, ეხლა გაგიკვირდება და თხის მოყვანასაც ვაპირებ  ნუ იხვებს და ინდაურებს გაზაფხულზე  ეს ყველაფერი შესაძლებელია და რა ვქნა ^_^ ისევე როგორც სოფელში ბედნიერად და წარმატებულად ცხოვრებაც


მეზობლებს მოკითხვა გადაეცი ჩემგან, კაი გაძლებას ვუსურვებ biggrin.gif

Posted by: Nat_asha 9 Oct 2018, 15:55
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image


user posted image

user posted image

აი ეს ყველაფერი მაგალითად ჩემი ბოსტნიდან არის რომელიც 500 კვადრატულიც არაა რადგან 70 კვადრატულამდე სახლი იკავებს biggrin.gif ეს სრული სია არაა თანაც, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა ეხლა biggrin.gif
* * *
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: datunia93 9 Oct 2018, 17:03
Nat_asha
არ ვიცი რატომ ფიქრობ რომ არ გვჯერა. უფრო გაკვირვებას გამოვხატავ მე. ერთი გექტრიანი ნაკვეთიც გიბდა შენ რო გართობა ნელ ნელა პროფესიაში გადაიზარდოს

Posted by: kshaneli 9 Oct 2018, 18:05
ისე იმდენი ხეებია ახალი ჯიშების ძველი ყველა მოვჭრა ნნდა ჩემს სახლში. ამხელა ხეებია და ნაყოფს ძლივს ისხამს

Posted by: Nat_asha 9 Oct 2018, 20:51
datunia93
კი მაქვს უკვე გეგმები, ისე 4000 კვადრატულამდე მაქვს მიწები კახეთში , მაგრამ მე ცოტა სხვა გეგმები მაქვს, ვემზადები ჯერჯერობით ფინანსურად ^_^

Posted by: FRDM 9 Oct 2018, 22:37
Nat_asha

ყოჩაღ smile.gif გაღიარე smile.gif

500 კვ არ არის ცოტა, არც 400.

აშკარაა რომ დიდი სტამინა გაქვს და თუ ასე მოთმინებით და გააზრებულად მიუდგები, გამოგივა კიდეც.

Posted by: kaxaberski66 13 Oct 2018, 14:48
მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა თუ რატომ არის დღევანდელი სოფელი ისეთ დღეში, როგორშიც არის.
დავუშვებ ისეთ ვარიანტს რომ, სოფელში არავის არ ეზარება შრომა და ყველა შრომისთვის მონდომებულია.
ადრინდელი ყველა სოფელი,(ქართული სოფელი) მოსახლეობის რაოდენობით უფრო დიდი იყო ვიდრე დღეს არის. ზოგჯერ ორ-სამჯერაც,მაგრამ, მაშინ მიწის გარდა არსებობდა სახვა სამსახურებიც.
ყველა სოფლელი არ მუშაობდა კოლმეურნეობაში მესაქონლეთ თუ მევენახედ.
სიღნაღის რაიონში იყო მაგალითად მექანიკური ქარხანა, საღებავის ქარხანა,ნავთობის ბაზა, სამშენებლო ბაზები, სუბუქი მრეწველობის ბაზა, სამშენებლო ორგანიზაციები, ატეკები, ტაქსო თუ ავტობუსების გარაჟები, ყურძნის მარნები, რომელიც რაიონში დღეს ერთი არის, ხილის გადასამუშავებელი ანუ საკონსერვო ქარხანა და რავიცი კიდევ რამდენი რამ.
ყველა ვინც სოფელში ცხოვრობდა, არ იყო მიწის მუშა. სოფლის მოსახლეობის ალბათ 25% ზოგან 35% მუშაობდა მეურნეობებში ან კოლმეურნეობებში.
ხოლო ვინც მუშაობდა, მათ ჰყავდათ აგრონომები, რომელთაც ჰქონდათ დარგობრივი განათლება და იცოდნენ რასაც აკეთებინებდნენ ხალხს, თუ რატომ და რა დროს და როგორ უნდა გაეკეთებინათ.
ტექნიკა ასე თუ ისე ჰყავდათ მეურნეობებს.
სასუქები მიწისთვის მოდიოდა და ვალდებულები იყვნენ რომ გაეხარჯათ.
ნერგები- სანერგეებიდან მოჰქონდათ მცოდნე ხალხისგან გამოყვანილი.
საქონელი თუ ფრინველი ყველა ფერმაში ჯიშიანი ება და იყო.
სოფლებს ჰყავდათ ვეტექიმები და ფერშლები.
დღეს რა გვაქვს და როგორ არის საქმე?
მიწები დაარიგეს და დააქუცმაცეს.
ვერც ერთი ოჯახი, 1 და 2 ჰექტრით რომელსაც დავუშვათ იქიდან გამოუსვლელად იშრომებს და მარტო როგორღაც მოერევა, ვერ ამოვა იმ ორმოდან, რომელშიც ჩააგდეს 90 ან წლებში.
ამ 1 ჰექტარზეც იმდენი თანხის ნერგი თუ შხამქიმიკატები სჭირდება, რომ თოხით და ბარით ვერ გაფრინდება,
ტექნიკა რომელიც სჭირდება მოსახნავად, მოხნულის გასაფხვიერებლად, და კიდევ ვინ იცის რისთვის, უნდა იქირაოს, საწვავი სჭირდება.
მოსავალს რომ მოიყვანს, გაყიდვითაც გადამყიდველს უნდა მისცეს. მას ბაზარში არავინ შეუშვებს და არც სცალია საბაზრედ.
თუ უფრო დიდი მიწა ექნება, ხელით შრომით ვერაფერს გახდება და უკვე ყველა ოპერაცია ტექნიკის დახმარებით უნდა შეასრულოს.
ეს ტექნიკა 99% სთვის საქირავებელია. ფულიც უფრო დიდი რაოდენობით სჭირდება რომ მოუაროს მიწას.
ფული მხოლოდ ბანკშია და ვიცით როგორი პროცენტით.
გლეხობას ბანკთან ურთიერთობის გამოცდილება მინიმალური აქვს და ისიც უარყოფითი.
მოსავლის დაზღვევას აფსოლუტური უმრავლესობა არ აკეთებს. არ არიან მიჩვეულები.
ვინც მესაქონლეობას მისდევს, საქონელი ჰყავთ არა ეფექტური.
ერთი და თუნდაც 5 ძროხით, ოჯახს ვერ გამოკვებავ, საჭიროა მეტი საქონლის ყოლა, მაგრამ მერე უკვე ეზოში ვეღარ შეინახავ და ფერმა გინდა. ფერმის შესაძლებლობა და ფერმას რომ მიწა სჭირდება, სოფელში ერთეულებს აქვს მასეთი მიწა საკუთრებაში.
და ყველაზე მთავარი.
არ აქვს სოფლის მაცხოვრებლებს ინფორმაცია, ახალ ტექნოლოგიებზე, მოსავლის მოყვანის სისტემურ მიდგომაზე და წესზე.
ვისაც აქვს ინფორმაცია სხვადასხვა მიზეზით ვერ შესძლებს განახორციელოს. უფულობის, უმიწობის, უტექნიკობის, უტრანსპორტობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო.
ეხლა ავიღოთ რა ხდება საზღვარგარეთ ევროპაში.
ნებისმიერ ფერმერს აქვს ყველა ის ტექნიკა თუ ხელსაწყო რომელიც მათ ჭირდებათ. ნაყიდი აქვთ უპროცენტო განვადებით.
ფული მათთვის პრობლემა არ არის. ბანკი ფულს მიზერულ პროცენტში აძლევთ.
სოფლის მეურნეობის ყველა დარგის მიხედვით აქვთ ჩამოყალიბებული კოოპერატივები. ზოგიერთი კოოპერატივის წევრთა რაოდენობა რამდენიმე ათასი წვრისგან შესდგება.
ამ კოოპერატივებში არიან გაერთიანებულები ნედლეულის თუ ნერგის გამომყვანები, სადაც მათი ნერგი უნდა გაიყიდოს, ამიტომ ის უხარისხო ნერგს ვერ გამოიყვანს.
მზა პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებიც, ამ კოოპერატივის წევრები არიან.
კოოპერატივს კი მმმართველობა ჰყავს დაქირავებული და ისენი ხელფასს იღებენ ამ კოოპერატივის წევრებს შორის სწორი და დროული კოორდინაციისთვის. ეძებენ გადამუშავებული პროდუქციის გასაღების ბაზარს და ასე შემდეგ.
ამავე დროს, ევროპული ქვეყნების სოფლის მეურნეობის უდიდესი ნაწილი არის სახელმწიფო დოტაციაზე.
მაგალითად ავსტრიაში, სადაც უაღრესად ძლიერად არის განვითარებული მესაქონლეობა, სახლმწიფო ფერმერს, ყოველ მონაწველ ლიტრ რძეზე უხდის 0.33 ევროს.
აქედან გამომდინარე, არავინ არ დამალავს თუ რამდენ ლიტრ რძეს წველის იმიტომ რომ, თუ დამალავს, ვერ მიიღებს ფულს, ეს ფული კი რძის ღირებულების მესამედია ალბათ.
ასევე ის მესაქონლე ფერმერი არ იყოლიებს ძროხას რომელიც ცოტა რძეს იწველება, რადგან ამ ძროხისგან დაიკარგება ფული, რომელიც უნდა მიეღო უკეთესი ძროხისგან.
ასე ჯაჭვურად აქვთ ყველაფერი აგებული, სადაც ფერმერს სისტემა არ აძლევს საშუალებას რომ მოიტყუოს, თუ რამდენი მოწველა ან მოიყვანა ესა თუ ის კულტურა. ისენი პირდაპირ არიან დაინტერესებულები ჯიშობრივ გაუმჯობესებაში ყველა დარგში.
მაგალითად არის კოოპერატივი მეღორეობის, სადაც გაერთიანებულები არიან ათასობით ღორის გამომზრდელი როგორც წვრილი, ისე მსხვილი მწარმოებელიც.
ამავე კოოპერატივში არიან გაერთიანებულები ჯვარედინად, ღორისთვის საკვების მწარმოებლები, მარცვლის მომყვანი მემინდვრეები,ღორის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები, კვების ობიექტები და სუპერმარკეტებიც.
კოოპერატივს მართავს დაქირავებული მენეჯმენტი, რომელიც იბრძვის მათ შორის კონტაქტის დასამყარებლად და გასაღების ბაზრის მოსაპოვებლად, არამარტო თავიაანთ ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც.
ბოდიშით თავის შეწყენისთვის.
დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.


* * *
levani169
როგორც მახსოვს, იცნობდი ამ თემის ავტორს ინაველს. შრმდეგში Kasper Raiter-ს
ხომ არაფერი იცი მის შესახებ? ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვს რომ დაურეკო?
ბოლოს შემოსულა ამა წლის 31 მარტს. ფსიქოლოგიაში თემა გაუხსნია, ორი წერილი დაუტოვია ცოტა უცნაური და მას შემდეგ შემოსული აღარ არის.

Posted by: ibo 14 Oct 2018, 16:41
kaxaberski66
მთავარი პრობლემა ჩემი აზრით სახელმწიფოს არასწორი სავაჭრო პოლიტიკაა. ვისაც უნდა და როგორსაც უნდა ისეთ პროდუქტს ჰყიდის ქვეყანაში. ჩვენ რომ ევროკავშირში 1 კილო პომიდორი გავყიდოთ, მინიმუმ 76 ცენტია ტარიფისა გადასახდელი. ანუ სეზონის მიხედვით 2 ლარი და მეტი უნდა გადაიხადოს ქართველმა ფერმერმა ერთ კილოზე, მარტო იქ “საზღვრის“ გადაკვეთისთვის. საქართველოში 12% გადახდა უწევთ პროდუქტის შემპტანისას, ზოგ პროდუქტზე კიდე უფრო ნაკლებია. ყველა იცავს თავის მეწარმეს, მარტო ჩვენს ჭკვიან პოლიტიკოსებს უნდათ ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა.

აბა წარმოიდგინე ვინ ჩადებს ფულს, როცა იყიდი სიტყვაზე გოჭებს, აჭმევ დაზრდი დაასუქებ, დაგიჯდება კილო 5 ლარი და მერე გაყიდვის დრო რომ მოვა, ვიღაცა უჯიშო იმპორტიორი შემოიტანს სადღაციდან უჯიშო გაყინულ ხორცს 4 ლარად. უნდა გაყიდო იმაზე იაფად რაც დაგიჯდა და იზარალო.
მოკლედ ძალიან რისკიანი საქმეა ფერმერობა საქართველოში, სახელმწიფო კლავს სოფლის მეურნეობაში წარმოებას და ვიღაც იმპორტიორებს ამდიდრებს.

Posted by: levani169 14 Oct 2018, 19:23
kaxaberski66
QUOTE

* * *
levani169
როგორც მახსოვს, იცნობდი ამ თემის ავტორს ინაველს. შრმდეგში Kasper Raiter-ს
ხომ არაფერი იცი მის შესახებ? ტელეფონის ნომერი ხომ არ გაქვს რომ დაურეკო?
ბოლოს შემოსულა ამა წლის 31 მარტს. ფსიქოლოგიაში თემა გაუხსნია, ორი წერილი დაუტოვია ცოტა უცნაური და მას შემდეგ შემოსული აღარ არის.

მივწერე და გამოჩნდება,დაკავებულია საქმით ალბათ!

Posted by: takotatuli1989 15 Oct 2018, 01:58
kshaneli
ზღაპრის წერისთვის ნამდვილად არ მცალია smile.gif ეხლა ვნახე შენი პოსტი. შენი მეზობელი რო იყოს დაწერდი დილას რომელზე დგება და გადის ბაღში სამუშაოდ და იტყოდი მარტოხრლა დედა რამდენს შრომობს

Posted by: kaxaberski66 17 Oct 2018, 12:24
levani169
კაცო, კარგად იყოს და ნუ შემოვა.

Posted by: levani169 17 Oct 2018, 12:58
QUOTE (kaxaberski66 @ 17 Oct 2018, 12:24 )
levani169
კაცო, კარგად იყოს და ნუ შემოვა.

კარგად არის,კარგად 2kiss.gif
მოგიკითხა შენც და ყველანი ამ განყში,საქმეს მოვეკიდე და ვეღარ ვიცლი ფორუმისთვისო!

Posted by: FDA 18 Oct 2018, 11:35
Nat_asha
QUOTE
ქალაქთან მასე ახლოს იცი რამდენი სოფელია? და ქალაქში მაინც ალბათ თბილისი იგულისხმება, სხვა ქალაქებც არის საქართველოში მაგრამ რატომღაც არავის ახსოვს :/ მე მაგარივართქო მაიძულებთ მაგის ძახილს, არადა სულ არ მინდა მაგისი თქმა, უბრალოდ ისეთი რამეები იწერება რომ ვბრაზდბი, როდესაც ხაზგასმით ამბობენ რომ სოფელში ვერ იშოვნი და ქალაში იოლად იშოვნება ფული. ეგ მიდგომა საერთოდ დამღუპველია, ქალაქში იმიტომ იშოვება ფული რომ აქ ხალხი ცხოვრობს, ხალხი თუ სოფელშიც იცხოვრებს იგივე სერვისები იქნება საჭირო, რაც ქალაქში, მაგრამ ამისი გაგება არ უნდა არავის, ვინც დარჩა სოფელში ისინიც აქეთ მოდიან. არანაირ სვეწკობაზე არ მაქვს მე პირადად საუბარი და არანაირ მოდას არ ვყვები. უბრალოდ დააკვირდით, ბავშვობაში მე ბებიას ვენახში მივყავდი და ეხლა კიდე მაკდონალდსში დაყავთ ბებიებს შვილიშვილები, სოფლები აღარ აქვთ, და კიდევ ძალიან ბევრი რამეა, აუცილებელი არაა ყველას უნდოდეს სოფელში ცხოვრება, მაგრამ საოცარია რომ აღარავის აღარ უნდა. ეს ხომ სისულელეა, ძალიან დიდი სისულელე. როგორ შეიძლება განვითარდეს ერი იმპორტირებული და ძვირი პროდუქტებით? რათქმაუნდა მთავრობის წვლილი ამაში დიდია, რომ არანაირ ინტერესს არ უჩენს და სტიმულს არ აძლევს გლეხებს, მაგრამ ეგეც ჩვენი ბრალია რომ ეგეთ მთავრობას ვაბოგინებთ. მოკლედ ყველაფერი ჩვენი ბრალია, ეგ დღეც მოვა რომ მიხვდებით სიმართლეს ვღაღადებ და ფასი ადედება სოფელს  ეხლა აღარ ვიდავებ. იმიტომ რომ მაგარი ვარო უნდა ვიძახო, არადა ვინც სოფელშია ნაცხოვრები იმან უკეთ უნდა იცოდეს და ბევრად უკეთ გამოუვა, მაგრამ არ ევასებათ ეს ძროხის წველისდროს დაჩექინება, და ფბ-ზე რამდენი ლიტრი მოიწველა მისმა ძროხამ იმას ხომ ვერ დაწერს, ჯობია კონსულტანტი იყო, ანდა ოპერატორი ანდა რავი რამე, მოკლედ ისეთი რამეები ტეხავს საქართველოში რომ მეცინება, თითქოს სულ სამეფო ტახტზე ისხდნენ მთელი საგვარეულო ხე. სოფელი ჭირივით ეზიზღებათ. ჩემმა დეიდაშვილმა ესე თქვა რომ აი სოფელი ისე მძულს, რომ როცა წვიმს ტალახის დანახვაზეც კი მაჟრიალებს,კიდეკაი კორპუსში ვცხოვრობ და ასვალტი მაქვსო. არადა მთელი ბავშვობაც და გათხვებამდე სოფელში ცხოვრობდა, და ნამდვილად ვერ იტყვის რომ სოფლის საქმეს აკეთებინებდნენ და მაგიტომ შეძულდა, ქალბატონივით იყო სახლში კოხტად, მაგრამ იქ საბლატაო არეალი არ იყო, აქ კიდევ აიფონი, კაფე-ბარები დარაღაცა ბოდიში და ტრაკშიპერო სიტუაციები, რომელიც ფინანსდება იმ სოფლიდან რომელიც ძულს. დედამისი რო არ აძლევდეს ფულს, რომელსა სოფელში მეურნეობით შოულობს, ვნახავდი ერთი მაგის გულავსაც. ასე რომ ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო. მე მიყვარს სოფელი, ვფიქრობ აუცილებელია რომ სოფელმა იარსებოს. სოფელმა რომ იარსებოს საჭიროა მეტი ხალხი დასახლდეს. მეც ვიქნები იმ საზოგადოებაში ვინც ქალაქიდან სოფელში გადასახლდება, როგორც ოდესღაც ჩემი ოჯახი სოფლიდან ქალაქში ჩამოსახლდა, მერე ის ხალხი რომლებიც ქალაქს გამოეკიდნენ იმიტომ რომ ვინმეს სოფლელი არ დაეძახა, ისევე უკან გაეკიდებიან იმ სოფელში გადასახლებულებს  და ასე იქნება მუდმივად გადასახლება-გადმოსახლება

+1
როგორ სიმართლეს ლაპარაკობ
იქ კაცი შიმშილით რატომ უნდა მოკვდეს
* * *
რა მაგარი ხარ smile.gif ყველამ უნდა მოგბაძოთ

Posted by: levani169 18 Oct 2018, 15:37
FDA
QUOTE
ქ კაცი შიმშილით რატომ უნდა მოკვდეს

შიმშილის დაძლევა აღარაა კაი ხანია პრიორიტეტი უკვე,სხვა ბევრი რამ ჭირდება ადამიანს სოფელშიც კი (ისევე როგორც ქალაქად) და დამერწმუნედ მხოლოდ შინამეურნეობით ვერ შესძლებს ვერავინ მაგ საჭიროებებთან გამკლავებას.
საიდანღაც სტაბილური შემოსავალი (ქეშით) არის საჭირო რომ მოსავლის ლიკვიდურობის იმედად არ ჩამოგენგრეს აწყობილი მეურნეობა ან კრედიტი და ........ დაღუპულია ადამიანი იმ წამსვე!

Posted by: Nat_asha 18 Oct 2018, 23:50
levani169
QUOTE
შიმშილის დაძლევა აღარაა კაი ხანია პრიორიტეტი უკვე,სხვა ბევრი რამ ჭირდება ადამიანს სოფელშიც კი (ისევე როგორც ქალაქად) და დამერწმუნედ მხოლოდ შინამეურნეობით ვერ შესძლებს ვერავინ მაგ საჭიროებებთან გამკლავებას.

ერთ ძალიან სასაცილო ფაქტს გეტყვი. ჩემი ნათესავი ხონიდან მიგზავნის ხოლმე ყველს. ამიტომ მარშუტკას ვხვდები და იცი რა არის სასაცილო? მთელი ხონი თბილისშია და დაცარიელებულია იქაურობა თითქმის და აბა გამოიცანი მარშუტკა რომ ჩამოდის რა მოყვება? 1-2 კინკილა ადამიანი და სავსეა გზავნილებით. ყველაფერი იქედან ჩამოსდით ისევ biggrin.gif biggrin.gif ნუ აი ძალიან რომ ჩავუღრმავდე უტოპიურად მიიჩნევთ ხოლმე. გამდიდრება მცირე მეურნებით არ შეიძლება, ისევე როგორც 300 ლარიანი ქალაქური სამსახურით. რეალობა ესაა და მე პირადად 300 ლარიან ქალაქის სამსახურს, სოფლის საკუთარი შინამეურნეობა მირჩევნია, სადაც ჩემი თავის პატრონი მე თითონ ვიქნები. სულ ესაა რისი ტქმაც მინდა და სიმდიდრეზე არ ვსაუბრობ. მერე აქვე იმასაც დავძენ რომ შნოიანი ადამიანი სოფელშიც ივარგებს და ქალაქშიც, ასევე უხეირო დ უნიათო არც ქალაქში ვარგა და არც სოფელში. მოკლედ ყველაფერი ჩვენს ხელშია.

Posted by: koba1973 16 Nov 2018, 16:20
ibo
QUOTE
იყიდი სიტყვაზე გოჭებს, აჭმევ დაზრდი დაასუქებ, დაგიჯდება კილო 5 ლარი და მერე გაყიდვის დრო რომ მოვა, ვიღაცა უჯიშო იმპორტიორი შემოიტანს სადღაციდან უჯიშო გაყინულ ხორცს 4 ლარად. უნდა გაყიდო იმაზე იაფად რაც დაგიჯდა და იზარალო.
მოკლედ ძალიან რისკიანი საქმეა ფერმერობა საქართველოში,

ჩვენი ოჯახური ცხოვრების პირველ წლებში გავზარდეთ რამოდენიმე ღორი და უფრო იაფად გავყიდეთ ვიდრე მათი გაზრდა დაგვიჯდა. მორჩა გასაყიდად მე ღორს აღარ გავზრდი ვთქვი იქავე ყასბების თანდასწრებით, მასე ნუ ამბობო არ ესიამოვნათ პოტენციური საქონლის მიმწოდებლის დაკარგვა.

წელს უფრო მეტი ინდაური გავზარდეთ ვიდრე სხვა წლებში და სერიოზულად შევფიქრიანდი: 2,5 ტონა ხორბლიდან და 0,4 ტონა ქერიდან ერთი ტონა ხორბალიც აღარაა დარჩენილი. 4 ტომარა ფხვიერი კოპტონიც შეჭამეს. გარდა ამისა თავისუფლად ბალახობენ დაახლოებით 0.8-0.9 ჰექტარ(ჩემი და ორი მეზობლის) ბოსტანში და ბალახის სინსილა გააქრეს. ჯერ თვენახევარია ახალ წლამდე და მადა გეომეტრიული პროგრესიით ეზრდებათ. ასე რომ მომავალ წელს ან მხოლოდ ოჯახისთვის საკმარი უნდა გავზარდოთ ან უკვე არ ვიცი.

Posted by: la reine 16 Nov 2018, 16:25
koba1973

და ამდენი ჭამის მერე როგორ გამოიყურებიან თქვენი ინდაურები?
რამე განსხვავებული დიდი ზომის ჯიშია?
ნუ დარდობთ. საახალწლოდ დაყიდით ყველას კარგ ფასში))

Posted by: koba1973 16 Nov 2018, 18:06
la reine
რამე განსაკუთრებული არაა. ჩვეულებრივი შავი ინდაურებია. მამალი გაზაფხულზე 9 კილოგრამი იყო, მაგრამ ესენი ახალი წლისთვის 7 თვისები იქნებიან და ალბათ4-6 კილოს აიწონიან.
QUOTE
ნუ დარდობთ. საახალწლოდ დაყიდით ყველას კარგ ფასში))

საახალწლოდ ვაჭარი გაყიდის კარგ ფასში. რამოდენიმე დღეში იმდენივეს მოიგებს ჩვენს ინდაურებში რასაც ჩვენ მთელ წელში. მისთვის სულ ერთია მარცვალზე გაზარდე თუ პრემიქსზე, გიანგარიშებს კილოზე განსაზღვრულ თანხას და თვითონ ყველას საუკეთესო ხარისხის საქონელში გაყიდის. ისეთ სასაქონლო სახეს მისცემს რომ იქნებ ჩემივე ინდაური მე ვიყიდო მეტ ფასში. biggrin.gif

Posted by: la reine 16 Nov 2018, 18:24
koba1973

ჰოდა არ მისცე ვაჭარს. გაყიდე შენ თვითონ. ვერ ვიტან მაგათ, აფერისტები.

აგროჰაბში არ აიღებენ ნეტა? პრეტენზია აქვს ეკ. სუფთა პროდუქტებს ვყიდითო. იმდენი მაგათ რა ვუთხარი:/
შენი ინდაურები კიდე მართლა უპრემიქსოები თუ არიან, ვერაფერსაც ვერ დაუწუნებენsmile.gif

Posted by: koba1973 16 Nov 2018, 18:36
la reine
QUOTE
ჰოდა არ მისცე ვაჭარს. გაყიდე შენ თვითონ.

ადგილზე ვინც მოვა იმას მივყიდი. ვაჭრის გვერდზე რომ დავიწყო გაყიდვა ის ოცს გაყიდის მე ერთსაც ვერა. არა მაქვს ვაჭრობის ნიჭი. ფიზიკურად დროც არ მაქვს. ორ სამსახურში ვმუშაობ.

Posted by: la reine 16 Nov 2018, 18:43
koba1973

თბილისიდან შორს ხარ?
საახალწლოდ პოლიტიკაში გახსენი თემა. აი ნახავ რა კარგად გაყიდი. სადღაა უპრემიქსო ინდაურები და გოჭები. მეც თემას ამოვწევ და შეძლებისდაგვარად დაგირეკლამებbiggrin.gif

Posted by: koba1973 16 Nov 2018, 18:46
la reine
QUOTE
თბილისიდან შორს ხარ?

კი სიღნაღის რაიონში. ასე რომ არ გამოვა ეგ ამბავი.

Posted by: la reine 16 Nov 2018, 18:51
koba1973

მაშინ ხო. არ გამოვაuser.gif


Posted by: grou 16 Nov 2018, 18:51
koba1973
QUOTE
ადგილზე ვინც მოვა იმას მივყიდი. ვაჭრის გვერდზე რომ დავიწყო გაყიდვა ის ოცს გაყიდის მე ერთსაც ვერა. არა მაქვს ვაჭრობის ნიჭი. ფიზიკურად დროც არ მაქვს. ორ სამსახურში ვმუშაობ.

koba1973
QUOTE
კი სიღნაღის რაიონში. ასე რომ არ გამოვა ეგ ამბავი.

ყველაფერი ბრწყინვალედ გამოვა. ფასი დადე და საკონტაქტო და აგერ ნახავ თუ არ გამოვა.
დამიჯერე, შენი რა მიდის, რეზულტატს თვითონ ნახავ. ჩვენც დაგეხმარებით.
დადე ფასი და საკონტაქტო, აქაც და პოლიტიკაშიც (იქ ბევრი ხალხია).

Posted by: la reine 16 Nov 2018, 19:02
grou

up.gif
აი ზუსტად. მე მომერიდა და ააღარ ვთქვი..
შარშან კულინარიაში გაიხსნა თემა. გოჭებს თუ ღორებს აღარ მახსოვს ყიდდა ერთი იუზერი. გახარებული იყო ისე სწრაფად გაყიდა ყველა. არადა მანდ შედის ძალიან ცოტა ხალხიuser.gif

აი პოლოტიკაში სულ სხვაა.

Posted by: levani169 16 Nov 2018, 19:10
la reine
QUOTE
აი ზუსტად. მე მომერიდა და ააღარ ვთქვი..
შარშან კულინარიაში გაიხსნა თემა. გოჭებს თუ ღორებს აღარ მახსოვს ყიდდა ერთი იუზერი. გახარებული იყო ისე სწრაფად გაყიდა ყველა. არადა მანდ შედის ძალიან ცოტა ხალხიuser.gif

QUOTE
აი პოლოტიკაში სულ სხვაა.

ხო,მართალი ხარ,პოლიტიკაში სულ სხვაა.
მაგრამ ......... იქ მხოლოდ ერთმანეთს ჭამენ,გოჭი და ინდაური არ უყვართ..........ყიდვით ოღონდ. biggrin.gif

Posted by: la reine 16 Nov 2018, 19:28
levani169

შენ სულ როგორ იკრიჭებიbiggrin.gif

ძაან კარგადაც იყიდიან. აი ნახავ თუ არა.

Posted by: ibo. 16 Nov 2018, 19:58
koba1973
QUOTE
წელს უფრო მეტი ინდაური გავზარდეთ ვიდრე სხვა წლებში და სერიოზულად შევფიქრიანდი: 2,5 ტონა ხორბლიდან და 0,4 ტონა ქერიდან ერთი ტონა ხორბალიც აღარაა დარჩენილი. 4 ტომარა ფხვიერი კოპტონიც შეჭამეს. გარდა ამისა თავისუფლად ბალახობენ დაახლოებით 0.8-0.9 ჰექტარ(ჩემი და ორი მეზობლის) ბოსტანში და ბალახის სინსილა გააქრეს. ჯერ თვენახევარია ახალ წლამდე და მადა გეომეტრიული პროგრესიით ეზრდებათ. ასე რომ მომავალ წელს ან მხოლოდ ოჯახისთვის საკმარი უნდა გავზარდოთ ან უკვე არ ვიცი.

ფასით გაგიჭირდება კონკურენცია მეგობარო, გადამყიდველებს სულ არ აინტერესებთ ქართველისგან იყიდიან პროდუქტს თუ იმპორტიორისგან, მაგათთვის მთავარი მოგებაა. ფასში კიდე იმპორტიორები გაჯობებენ, იმიტომ რომ 1 კგ-იან ქათამს რაღაც სითხეს უშხაპუნებენ და 2 კგ ხდიან... შენსავით ნამუსიანად არ მოიქცევიან, სულ არ აინტერესებთ რას შეჭამს ქართველი მომხმარებელი. ჩემი აზრით პირდაპირი გაყიდვებით უნდა სცადო და სოციალური ქსელები გამოიყენო. აი ასე:
ცოტა დრო რომ გამოგიჩნდება ფერმა მოაწყე ლამაზად, ძვირი არ უნდა დაგიჯდეს.
www.pinterest.com აქ დაძებნე, ბევრი კარგი და კრეატიული იდეებია ბაღის გასალამაზებლად. თუ სწორად მახსოვს ახალგაზრდა შვილები გყავს და ისინი დაიხმარე, თან სახალისო საქმეა და თვალსაც გაუხარდება. ნამჯის პრესები დაალაგე ლამაზად, ბილიკები გააკეთე დახერხილი ხისგან აი ასე https://www.google.de/search?biw=1020&bih=345&tbm=isch&sa=1&ei=sOPuW7u9LsTIwALzpaOwDw&q=natural+log+pathway&oq=natural+log+pathway&gs_l=img.3...390445.399923.0.400085.21.18.1.2.2.0.164.1193.17j1.18.0....0...1c.1.64.img..0.14.914...0j0i67k1j0i30k1j0i19k1j0i8i30i19k1.0.dq02b9fnWLY#imgrc=3hkW4WWr6JpEyM:&spf=1542382915506
5 სანტიმეტრებად რომ დახერხო 1 კუბი შეშისგან გამოგივა 40 სანტიმეტრი სიგანის 50 მეტრი ლამაზი ბილიკი. კიდე ბევრ კარგ იდეას ნახავ მაგ გვერდზე თუ გადაავლებ თვალს.
მერე ფეისბუქზე გახსენი ერთი გვერდი, სახელი მოუფიქრე შენ ფერმას. ლამაზი სურათები გადაუღე როგორც ფერმას ისე გარემოს. ხანდახან ლაივ ვიდეოები გაუშვი ჭუკების და სხვა ცხოველების. მოკლედ მთავარია ხალხმა გაიცნოს შენი ფერმა და კარგი წარმოდგენა დარჩეს. შეიძლება იფიქრო რა მნიშვნელობა აქვს ლამაზად მოწყობილ ფერმას, მთავარია საკვები როგორი არისო, მარა თუ ფერმერი ესთეტიკურ მხარესაც აქცევს ყურადღებას, ხალხის თვალში მისგან უფრო ჯანმრთელი პროდუქტის შეძენა იქნება შესაძლებელი. აბა წარმოიდგინე ორი ბოსელი, ერთი ნეხვიანი ბეტონის უსახური შენობა და მეორე ლამაზი კოპწია შენობა. ხალხი შეიძლება საერთოდ არ დაინტერესდეს რას ჭამენ ძროხები, ავტომატურად იფიქრებენ რომ ლამაზ ბოსელში ნაწარმოები პროდუქტი უფრო ჯანსაღი იქნება. არ ვიცი რა ასაკის შვილები გყავს, იმათ შეიძლება დაავალო მაგ ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება. თავადაც კომუნიკაციის უნარებს გამოიმუშავებენ და დაკარგული დრო არანაირად არ იქნება. ფეისბუქზე გაყიდი ყველაფერს, დამიჯერე არაფერი გასაყიდი არ დაგრჩება. დაწერ რომელ დღეს ჩახვალ თბილისში და რომელ საათზე, რამოდენიმე ადგილას შეჩერდები მეტროებთან 1 საათით და მოვლენ და წაიღებენ. მარტო ინდაურის ხორცი არა, ჩურჩხელები შეგიძლია გააკეთო და დაყიდო საახალწლოდ. ქათმებიც და შეიძლება ღორსაც დაუბრუნდე მოთხოვნა რომ გექნება smile.gif ფეისბუქის დიდი მეგობარი არ ვარ, სურათების ყრა და რაღაცეების წერა არ მიყვარს მარა პროდუქტის გასაყიდად და უფასოდ ინფორმაციის გასავრცელებლად ყველაზე კარგი საშუალებაა დღესდღეობით ჩემი აზრით. ტელევიზორში რომ გაუშვა რეკლამა იქ არ გექნება ისეთი შედეგი როგორც ფეისბუქზე, იმიტომ რომ ხალხი ფეისბუქზე უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე ტელევიზორთან, როცა ტელევიზორთან ზიან და რამეს უყურებენ რეკლამის დროს ისევ ფეისბუქზე იყურებიან ან ტუალეტში გადიან ან რამე სხვას აკეთებენ, დაკონტაქტება ნახვის მერე მომენტალურად შეუძლიათ, ისე რომ საკონტაქტო ინფორმაცია არ გაქრება ეკრანიდან და ინფორმაციის ერთმანეთისთვის გაზიარებაც მარტივად ხდება.
მერე ნდობა რომ გაჩნდება ხალხი ერთმანეთს ურჩევს და გაყიდვის პრობლემაც მოგეხსნება smile.gif


Posted by: Nat_asha 16 Nov 2018, 23:42
la reine
QUOTE
აგროჰაბში არ აიღებენ ნეტა? პრეტენზია აქვს ეკ. სუფთა პროდუქტებს ვყიდითო. იმდენი მაგათ რა ვუთხარი:/

აუ სისულელეა, აგროჰაბშ ყველს, ხაჭოს და რძის პროდუქტებს აქებდნენ ასეთია იასეთიაო და 17 ლარი მივეცი კგ ყველშ და ბაზარში რო მოხდილი ყველები იყიდება ზუსტად ის გემო ქონდა. მაგის მერე აღარ გამისულელებია თავი ^_^
koba1973
http://mamuli.org/ka_ge/
აქაც დარეგისტრირდი და დადე, შენი რა მიდის. შეგიძლია თბილისში ტრანსპორტირებით გააკეთო. დააგროვე შეკვეთები და საახალწლოდ ჩაიტან ერთიანად. ინდაურის გადამყიდველისთვის ხელში ჩაგდება მართლა საცოდაობაა.

Posted by: koba1973 17 Nov 2018, 06:59
ibo.
თქვენი რჩევა ფერმის მოწყობის შესახებ კარგია, ოღონდ მე ფერმა არა მაქვს, ეზოზე მიბმული დამატებითი ეზოა საქათმით. ვერც თბილისში ჩამოტანას შევძლებ საახალწლოდ რადგან ორ ინტერნეტპროვაიდერ ფირმაში ვმუშაობ, ორივეგან ოპერატიული ჯგუფის თანამშრომელი ვარ რაც გულისხმობს იმას რომ ავარიის შემთხვევაში ადგილზე უნდა ვიყო და დაზიანება აღვადგინო, პლიუს ამას კერძო გამოძახება მაქვს ხოლმე სატელიტური ტელევიზიის მომსახურებაზე და ახალი წლისთვის თავის მოსაფხანად არ მცალია, ასე რომ ის სხვაობა რასაც აქ ადგილზე გაყიდვა და თბილისში ჩამოტანას შორის მექნება არ მიღირს გაცდენად. გარდა მაგისა გასაყიდი 50 ინდაური იქნება, დანარჩენს საკუთარი მოხმარებისთვის და ახლობლებთან გასაგზავნად დავიტოვებთ. თავიდან ძირითადად მაგ მიზნით ვზრდიდით, რადგან აქაც დაიწყეს პრემიქსის გამოყენება და ხორცის ყივდვას ისევ ეს ვარჩიეთ, ვერ წარმოიდგენთ რა გემრიელია ღუმელში მთლიანად შემწვარი ინდაური ან ინდაურის მწვადი. ჩვენთან მხოლოდ ცივად მოხარშულს აკეთებენ. ამ დღეებში ყვითელ სიმინდსაც შევიძენ ხორბლის ღერღილში შესარევად და ეგაა. ვერ ვიტყვი რომ სხვა ხორცი მთლიანად ამით ჩავანაცვლეთ, რადგან ძროხაც და ღორიც საჭიროა, მაგრამ საკმაოდ შევამცირეთ. ქათმებიც საკმაო რაოდენობისაა მგონი 120 იყო სანამ დაკვლას დავიწყებდით.

QUOTE
ყველაფერი ბრწყინვალედ გამოვა. ფასი დადე და საკონტაქტო და აგერ ნახავ თუ არ გამოვა.
დამიჯერე, შენი რა მიდის, რეზულტატს თვითონ ნახავ. ჩვენც დაგეხმარებით.
დადე ფასი და საკონტაქტო, აქაც და პოლიტიკაშიც (იქ ბევრი ხალხია).

დავდებ საახალწლოდ და ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: kaxaberski66 17 Nov 2018, 19:18
koba1973
მე ვიყიდი შენს ინდაურს, თუ ახალი წლების წინ მომიხდა რაიონში წამოსვლა.
როგორ უნდა დაგიკავშირდე და რომელ სოფელში გყვენან?

Posted by: koba1973 17 Nov 2018, 23:27
kaxaberski66
QUOTE
როგორ უნდა დაგიკავშირდე და რომელ სოფელში გყვენან?

595 19 19 99 ქვემო მაღარო.

Posted by: JOL 7 Dec 2018, 20:36
ამ ბოლო ხანებში სერიოზულად მომინდა და გადავწყვიტე თბილისიდან გადასახლება. ფულიც მაქვს, კარგი პასიური შემოსავალიც, ინტერნეტით მუშაობის უნარიც.

მთიანი ადგილები მომწონს და გუშინ დუშეთის რაიონში ვიყავი. მაინცდამაინც ხევში თუ არ დასახლდი, სხვაგან სარწყავი არ არსებობს. ადგილობრივმა მითხრა სასმელი წყლის ჭა 3 წელში დამიშრაო. მორწყვაზე რომ ვკითხე, დამცინა. წვიმის იმედზე ვართო. არადა ულამაზესი ადგილებია.

ამ თემაში უკვე ნახსენები იყო რომ აუცილებელია მეზობლების გაცნობა/შესწავლა. ეს ფაქტი დიდ პრობლემად არ მეჩვენებოდა სანამ სოფლებში არ ჩავედი. თვეების განმავლობაში აჟიტირებული ადამიანმა, რამის ერთ საღამოში დავყარე ფარხმალი მას შემდეგ, რაც სოფლის ხალხს 3-3 წუთით გავესაუბრე. მივხვდი, რომ იმათთან მე 5 წუთსაც ვერ გავძლებ. თან მერე როგორია, ხმა არ გასცე. ჯერ ერთი, სამყაროსგან იზოლაცია სულაც არ მინდა. უბრალოდ ქალაქში ცხოვრებით და სტრესით დავიღალე. მეორე, რომ დაგიძახებს და დაგპატიჟებს თავისთან, მიდი და ნუ ესტუმრები. მაგათთან ქეიბს და სმას, მირჩევნია ისევ ტროტუარზე შემომდგარ მანქანებს ვუყურო თბილისში. მესამე, სოფლის ხალხი ქალაქელებს ეჭვისთვალით უყურებს. განსაკუთრებით მთის ხალხი. თბილისიდან ჩასულ ადამიანს, ალბათ ძალიან დიდი ხანი დაგჭირდება რომ თბილად მიგიღონ. მეოთხე, ისეთ ფასებს ადებენ მიწას, რომ ქართველი იმას ვერ იყიდის. მხოლოდ 1500 კვადრატული რომ მინდოდეს, თბილისთან ახლოს ელფიაში წავიდოდი, მაგრამ აგარაკი სულ სხვაა და სოფელი სულ სხვა. მერე კიდევ ტირიან ქართველი მიწას არ ყიდულობს და უცხოელები დაეპატრონნენო. და მეხუთე, მე რომ იქ გადაპარსულ თავიანი გოგო ან საყურიანი ძმაკაცი ჩამომივიდეს სტუმრად, ხომ გადაგვაბეს ყველა ერთანეთს და დაგვაჭრეს თავები biggrin.gif

ასე რომ მეგობრებო, მიუხადავ უზარმაზარი სურვილისა, მემგონი ძალიან რთულია მთიან სოფელში გადაბარგება.

Posted by: levani169 7 Dec 2018, 21:26
JOL
QUOTE
მე რომ იქ გადაპარსულ თავიანი გოგო ან საყურიანი ძმაკაცი ჩამომივიდეს სტუმრად, ხომ გადაგვაბეს ყველა ერთანეთს და დაგვაჭრეს თავები

შენც კიდევ, გადაპარსულ თავიანი ბიჭი და საყურიანი გოგო დაპატიჟე მხოლოდ.
ქართული მიწა კიდევ მა ერთი დოლარი აღარ ღირს კვადრატული მეტრო ამი დედა კი ვატირე?

Posted by: სანდო 7 Dec 2018, 21:55
levani169

რაის 1 დოლარი

ნატახტრიდან აყოლებული ბულაჩაურამდე 15 დოლარი აბსოლუტური მინიმუმი იყო რაც დამიფასეს აგერ წინა დღეებში.

ავიღოთ წითელსოფელი. გინდა დასახლდე მანდ. ქალაქთან ახლოა, ტრასასთანაა ისა მესა. 1000 კვ.მ. მიწა იყიდო რომ სახლიც გქონდეს და ხეხილიც პირადი მოხმარებისთვის, ცოტა ბოსტანიც. 15,000 დოლარი მხოლოდ მიწისთვის. ისიც ელ. ენერგია თუ იქნება შიგნით, მიღწევაა.

არადა ყრია ნაკვეთები. და წლების მანძილზე არც იყიდება და არც ფასები იწევს დაბლა. რამდენიმე მაკლერსაც ვესაუბრე მაგ რაიონში. ყველამ იგივე თქვა.

ხელსაყრელი და ნორმალურ ფასიანი რომ იშოვო რამე, ისეთს უნდა მიაგნო, ვისაც რამე სასწაული შეემთხვა ცხოვრებაში და სასწრაფოდ ყიდის ქონებას და ამის გამო იძულებულია შედარებით ნაკლებ ფასად გაყიდოს.

15 დოლარი კვადრატული მიწა მისაქციელში ან ბულაჩაურში... mother of logic!

Posted by: SkitterZ 8 Dec 2018, 09:06
სანდო
სანდოა რაც დაწერე მეგობარო? spy.gif

Posted by: სანდო 8 Dec 2018, 10:56
SkitterZ

SkitterZ-ია რაც დაწერე მეგობარო?

Posted by: levani169 8 Dec 2018, 13:25
სანდო
წამო ძმაო კახეთში,15 დოლარად ერთ ჰა მიწას მოგყიდი ზღაპრულ ადგილას,გრემის მონასტრის ძირას,კავკასიონი ხელის გაწვფენაზე გექნება,ცას შეწვდენილი მთავარანგელოზის ტაძარი ზემოდან დაგხედავს,ალაზნის ველი კიდევ შენს თვალწინ იქნება გადაშლილი (ხაშლამა და მარილის საყრელად ვერტალიოტი შენით იჩალიჩე),ტრასის მიმდებარედ,გაზიცაა,დენიცაა,წყალიცაა,ინტერნეტიცაა,ჰაერიცაა, ცენტრიცაა და თბილისამდე მხოლოდ 80 კმ-ია,სახლსაც ააშენებ,ვენახსაც გააშენებ და სტუმრებიც არ გაუკვირდება არავის!

Posted by: სანდო 8 Dec 2018, 18:43
levani169

აბა რუკაზე მაჩვენე biggrin.gif

Posted by: levani169 8 Dec 2018, 21:41
user posted image
ეს იმ ადგილიდან არის გადაღებული

ეს კიდევ კადასტრა 57.10.53.117

Posted by: სანდო 8 Dec 2018, 23:39
levani169

მშვენიერი ადგილია!

თუმცა ყვარელი შორსაა ჩემთვის. თბილისიდან 40-50კმში ვტრუალობ, ქართლში.

Posted by: В.И. Ленин 9 Dec 2018, 13:14
levani169
QUOTE
კახეთში,15 დოლარად ერთ ჰა მიწა

150000$ 1 ჰექტარი?
მაგარი ფასები ჰქონია მანდეთ მიწას.

Posted by: levani169 9 Dec 2018, 14:44
QUOTE (В.И. Ленин @ 9 Dec 2018, 13:14 )
levani169
QUOTE
კახეთში,15 დოლარად ერთ ჰა მიწა

150000$ 1 ჰექტარი?
მაგარი ფასები ჰქონია მანდეთ მიწას.

არა,ესაა მაგარი ადგილი მხოლოდ.სხვა დანარჩენი ყველგან 1 $ კვადრატული მეტრო!

Posted by: В.И. Ленин 9 Dec 2018, 14:48
QUOTE (levani169 @ 9 Dec 2018, 14:44 )
QUOTE (В.И. Ленин @ 9 Dec 2018, 13:14 )
levani169
QUOTE
კახეთში,15 დოლარად ერთ ჰა მიწა

150000$ 1 ჰექტარი?
მაგარი ფასები ჰქონია მანდეთ მიწას.

არა,ესაა მაგარი ადგილი მხოლოდ.სხვა დანარჩენი ყველგან 1 $ კვადრატული მეტრო!

ვნახე რუკაზე, მართლა მაგარი ადგილია.
მაგას ორიმაგდენი კიდევ და მაგარი რაღაც იქნება.

Posted by: llev 9 Dec 2018, 22:04
В.И. Ленин

ძია ლიონია

რა ამბებია მავზოლეუმში? გათბობა ხო ჩართეს უკვე? biggrin.gif


Posted by: JOL 12 Dec 2018, 21:12
ხოდა მაგ ფასად ქართველი ვერ იყიდის და, მიყიდონ სხვებს. თუმცა უცხოელებზე მიყიდვაც აიკრძალა კანონით. პარადოქსი ქვეყანა ვართ.

Posted by: llev 17 Dec 2018, 13:08
ოკამში ვიყავი ორი დღის წინ. მშვენიერი სასოფლო მიწები აქვთ. გარემოც სასიამოვნოა. ერთი ეგაა მიწას არავინ ყიდის biggrin.gif

მთელი სოფელი გავიარე და ბევრს ვესაუბრე და ყველამ მხრები აიჩეჩა არავინ ვიცით მიწას ყიდდესო.

თუმცა თავად მიწები მიტოვებულს ჰგავდა. ერთი ორგან ვნახე ვენახი. დანარჩენი მიწები მოუხნავი იყო რაც დავინახე.

ხალხი კი იყო მეგობრული. ეტყობა ხშირი სტუმრიანობა არ აქვთ. ფრიად შეკრულ სოფლად მომეჩვენა ხალხის მხრივ.

Posted by: shuma89 21 Dec 2018, 00:33
ლიტვიდან ჩამოყვანილი ძროხები გაგიგიათ? შავი ფერის 25 ლიტრამდეო სუტკაში.
ამერიკული შვიცი ვნახე მაიმარკეტზე და ვიზუალურად კი ჰგავს, ეგ არის თუ არა არ ვიცი ოღონდ.

Posted by: kaxaberski66 23 Dec 2018, 23:29
shuma89
QUOTE
ამერიკული შვიცი ვნახე მაიმარკეტზე და ვიზუალურად კი ჰგავს, ეგ არის თუ არა არ ვიცი ოღონდ.

არ არის ეგ ამერიკული შვიცი.
* * *
სხვათა შორის.
2019 წლის გაზაფხულზე იწყება პროგრამა, რომლის მიხედვითაც იქნება გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი სახსრები, საქართველოში მერძეული მიმართულების მესაქონლეობის გასანვითარებლად.

Posted by: shuma89 23 Dec 2018, 23:37
QUOTE (kaxaberski66 @ 23 Dec 2018, 23:29 )
shuma89
QUOTE
ამერიკული შვიცი ვნახე მაიმარკეტზე და ვიზუალურად კი ჰგავს, ეგ არის თუ არა არ ვიცი ოღონდ.

არ არის ეგ ამერიკული შვიცი.
* * *
სხვათა შორის.
2019 წლის გაზაფხულზე იწყება პროგრამა, რომლის მიხედვითაც იქნება გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი სახსრები, საქართველოში მერძეული მიმართულების მესაქონლეობის გასანვითარებლად.

და ეს ინფო საიდან?
თუ საიდუმლო არაა რათქმაუნდა.

Posted by: kaxaberski66 23 Dec 2018, 23:50
shuma89
QUOTE
და ეს ინფო საიდან?
თუ საიდუმლო არაა რათქმაუნდა.

პროგრამის შესახებ?
მე საიდუმლოდ არაფერი არ მაქვს.
ტელევიზორში ითქვა რამოდენიმეჯერ.
არის კიდევ საიტი Gtorgian Dairy, სადაც ეს ინფორმაცია დევს.
20 დეკემბერი, 2018
2019 წელს მეცხოველეობის განვითარებისთვის მრავალმილიონიანი პროექტები იწყება
შედი საიტზე და წაიკითხე.

Posted by: Nat_asha 24 Dec 2018, 01:14
kaxaberski66
ეჰ რომ იცოდე მასეთი პროგრამები რამდენი გაკეთდა. მაგალითად აბა თუ იცი წინაზე რომ ჰოლშტეინებსი პროგრამა დაფინანსდა ვინ ჩამოიყვანა 50 სული ჰოლშტეინი? სოფლის მეურნეობის მინისტრმა biggrin.gif მე გავაკეთებ სანაშენე მეურნეობას და მერე დაბალ ფასებში მივყიდი გაჭირვებულ გლეხებსო (გულში რათქმაუნდა სხვა რამე გაიფიქრა) ასე რომ ერთი-ორ კაპიკს მიუგდებენ ხალხს და ძირითად ნაწილს თითონ აირებენ. მასეთი პროგრამების იმედი დიდად ნუ გექნებათ

Posted by: kaxaberski66 24 Dec 2018, 10:21
Nat_asha
არ ვიცი. მე ინფორმაცია მოგაწოდეთ. განაწილების მხრივ ვერაფერს ვიტყვი.

Posted by: kaxaberski66 31 Dec 2018, 22:20
სოფლის ამშენებლებო, გილოცავთ დამდეგ 2019 წელს.
ბედნიერი წელი დაგდგომოდეთ.
საქმე წინ წაგსვლოდეთ და ჯანმრთელადაც ყოფილიყავით. bis.gif 2kiss.gif love.gif old.gif

Posted by: levani169 1 Jan 2019, 10:49
QUOTE (kaxaberski66 @ 31 Dec 2018, 22:20 )
სოფლის ამშენებლებო, გილოცავთ დამდეგ 2019 წელს.
ბედნიერი წელი დაგდგომოდეთ.
საქმე წინ წაგსვლოდეთ და ჯანმრთელადაც ყოფილიყავით. bis.gif 2kiss.gif love.gif old.gif

გილოცავთ,გილოცავთ,წამატებებს გისურვებთ ყველა მეურნეს და სოფლის ცხოვრებით დაინტერესებულებს! 2kiss.gif

Posted by: koba1973 1 Jan 2019, 12:51
გილოცავთ!
მშვიდობის და ჯამრთელობის, წინსვლის და მატების ყოფილიყოს.

levani169
ამინდმა მოგილოცა. კარგია ახალ წელზე თოვლი.

Posted by: Nat_asha 3 Jan 2019, 00:15
მეც გილოცავთ ყველა ფერმერებსაც და არაფერმერებსაც smile.gif
koba1973
მაინტერესებს შენს ინდაურებს რა ბედი ეწია?

Posted by: kaxaberski66 7 Jan 2019, 09:09
შობას გილოცავთ სოფლის ამშენებლებო.
მრავალი მშვიდობიანი და ბედნიერი შობა გაგთენებოდეთ.
შეძლებით, ამკაცზე მეტი შეძლების გამხდარიყავით რომ სამშობლო აგეშენებინოთ.
https://www.youtube.com/watch?v=dFxU_uOrPSI

Posted by: koba1973 10 Jan 2019, 09:17
Nat_asha
QUOTE
მაინტერესებს შენს ინდაურებს რა ბედი ეწია?

ნაწილი გაიყიდა(ცოტა). დანარჩენი ოჯახში გამოყენებისთვის დავიტოვეთ თუ დაგვრჩა. კილოგრამს 12 ლარად ვყიდდით ასეც ღირდა. უფრო იაფად გავყიდოთ და მერე პრემიქსიანი ღორის ან ძროხის ხორცი ვიყიდოთ არ ღირს. მართალია ერთით მეორე არ ჩანაცვლდება, მაგრამ...
უბრალოდ წელს ბევრი იყო ინდაური ძალიან. ერთადერთი რაც უპრობლემოდ გაიყიდებოდა შარშანდელი მამლებია, 9-10 კილოგრამი გამოდის წინა წლის, ოღონდ შენახვად არ ღირს. მორჩა ინდაურის ბიზნესი ამით. მომავალ წელს აღარ იქნება ამდენი და გასავალი ექნება მაგრამ არ ღირს წვალებად.

Posted by: levani169 10 Jan 2019, 13:26
koba1973
QUOTE
მორჩა ინდაურის ბიზნესი

QUOTE
არ ღირს წვალებად.

ეხ,სხვა რა ღირს რო?!

Posted by: bavaria87 10 Jan 2019, 13:38
QUOTE (koba1973 @ 10 Jan 2019, 09:17 )
Nat_asha
QUOTE
მაინტერესებს შენს ინდაურებს რა ბედი ეწია?

ნაწილი გაიყიდა(ცოტა). დანარჩენი ოჯახში გამოყენებისთვის დავიტოვეთ თუ დაგვრჩა. კილოგრამს 12 ლარად ვყიდდით ასეც ღირდა. უფრო იაფად გავყიდოთ და მერე პრემიქსიანი ღორის ან ძროხის ხორცი ვიყიდოთ არ ღირს. მართალია ერთით მეორე არ ჩანაცვლდება, მაგრამ...
უბრალოდ წელს ბევრი იყო ინდაური ძალიან. ერთადერთი რაც უპრობლემოდ გაიყიდებოდა შარშანდელი მამლებია, 9-10 კილოგრამი გამოდის წინა წლის, ოღონდ შენახვად არ ღირს. მორჩა ინდაურის ბიზნესი ამით. მომავალ წელს აღარ იქნება ამდენი და გასავალი ექნება მაგრამ არ ღირს წვალებად.

ანუ ერთი ინდაური (საშუალო ზომის) რა ფასად გაიყიდა? ცოცხალი გაყიდეთ და ვაჭრებმა წაიღეს?

Posted by: koba1973 10 Jan 2019, 14:05
levani169
QUOTE
ეხ,სხვა რა ღირს რო?!

რა ღირს და ამ წუთას დავბრუნდი ერთთან ვიყავი რომელიც ღორებს ზრდის და ყიდის, იფიცება უპრემიქსოდ ვზრდი მარტო ქერზე და ხორბალზე მყავსო. შევედი და მოწითალო ვარდისფერმა ტომრებმა შემომანათა თვალში, მიხვდებით ალბათ რის ტომრებმაც.

bavaria87
QUOTE
ნუ ერთი ინდაური (საშუალო ზომის) რა ფასად გაიყიდა? ცოცხალი გაყიდეთ და ვაჭრებმა წაიღეს?

დედალი 40-50, მამალი 55-70ლარი, ერთი გვყავდა შარშანდელი 120 ლარი. 10 კილო გამოვიდა.

Posted by: bavaria87 10 Jan 2019, 16:20
QUOTE (koba1973 @ 10 Jan 2019, 14:05 )
levani169
QUOTE
ეხ,სხვა რა ღირს რო?!

რა ღირს და ამ წუთას დავბრუნდი ერთთან ვიყავი რომელიც ღორებს ზრდის და ყიდის, იფიცება უპრემიქსოდ ვზრდი მარტო ქერზე და ხორბალზე მყავსო. შევედი და მოწითალო ვარდისფერმა ტომრებმა შემომანათა თვალში, მიხვდებით ალბათ რის ტომრებმაც.

bavaria87
QUOTE
ნუ ერთი ინდაური (საშუალო ზომის) რა ფასად გაიყიდა? ცოცხალი გაყიდეთ და ვაჭრებმა წაიღეს?

დედალი 40-50, მამალი 55-70ლარი, ერთი გვყავდა შარშანდელი 120 ლარი. 10 კილო გამოვიდა.

პატარა მოგება კია, მაგრამ ვიცი რა წვალებაც უნდა მაგათ, პლუს საკვები. თუ შენი არ გაქვს სიმინდი და ხორბალია პირიქით ზარალზე გახვალ. ვაჭრებმა წაივენეს კობა თუ ბაზარზე გაიყვანეთ?

Posted by: koba1973 10 Jan 2019, 21:49
bavaria87
ნაწილი ვაჭრებმა, ნაწილი ისე გაიყიდა. საკვები შენი რომ გაქვს და არ ანგარიშობ თორემ ეგეც თანხა არ არის?

Posted by: bavaria87 10 Jan 2019, 21:58
QUOTE (koba1973 @ 10 Jan 2019, 21:49 )
bavaria87
ნაწილი ვაჭრებმა, ნაწილი ისე გაიყიდა. საკვები შენი რომ გაქვს და არ ანგარიშობ თორემ ეგეც თანხა არ არის?

რათქმაუნდა, მაგრამ როცა ყიდულობ საკვებს უფრო ძვირი გიჯდება.

Posted by: koba1973 12 Jan 2019, 09:04
მომსახურების სფეროში ვმუშაობ და ბევრ ადამიანან მიწევს საუბარი, გუშინ ვესაუბრე ადამიანს რომელიც ასევე ინდაურების გაზრდდითაა დაკავებული და თავიდან კილოგრამი 12 ლარად გავყიდეო, მერე 10 და ბოლოს უკვე 8 ლარადო, საკვები აღარ მქონდა და ალბათ ნაკლებადაც გავყიდდიო. უამრავი ინდაური იყო და ვისაც წინა წლებში მიყავდათ ჩემიდან არც კი მოსულანო.

Posted by: levani169 12 Jan 2019, 20:06
QUOTE (koba1973 @ 12 Jan 2019, 09:04 )
მომსახურების სფეროში ვმუშაობ და ბევრ ადამიანან მიწევს საუბარი, გუშინ ვესაუბრე ადამიანს რომელიც ასევე ინდაურების გაზრდდითაა დაკავებული და თავიდან კილოგრამი 12 ლარად გავყიდეო, მერე 10 და ბოლოს უკვე 8 ლარადო, საკვები აღარ მქონდა და ალბათ ნაკლებადაც გავყიდდიო. უამრავი ინდაური იყო და ვისაც წინა წლებში მიყავდათ ჩემიდან არც კი მოსულანო.

მადლიერების დღე გვაქვს დასაწესებელი საქართველოში,ორი ინდაურის შეძენა უნდა დაევალდებულოს ყველა ოჯახს. gigi.gif

Posted by: shuma89 12 Jan 2019, 20:15
ერჹი რამეა, წელს რო ბევრი იყო ფასი დაეცა, ამიტომ ყველა ერთ აზრზზეა, მომავალ წელს აღარავინ გაზრდის, ფასიც მეტი ექნება აუცილებლად. ხოოოდა მორალი . . . ვინც არ გაზრდის მომავალ წელზ და უმრავლესობასავით იაზროვნებს ის იტყვის ბედი არ მაქვსო, მე რო არ მყავს ახლა დაედო ფასიო. ისე 15-18 ლარიც მახსოვს მე, გაოსად განმეორდება ეგ.

Posted by: koba1973 13 Jan 2019, 08:51
QUOTE
ერჹი რამეა, წელს რო ბევრი იყო ფასი დაეცა, ამიტომ ყველა ერთ აზრზზეა, მომავალ წელს აღარავინ გაზრდის, ფასიც მეტი ექნება აუცილებლად. ხოოოდა მორალი . . . ვინც არ გაზრდის მომავალ წელზ და უმრავლესობასავით იაზროვნებს ის იტყვის ბედი არ მაქვსო, მე რო არ მყავს ახლა დაედო ფასიო. ისე 15-18 ლარიც მახსოვს მე, გაოსად განმეორდება ეგ.

+1

გუშინ მოვიდა ვაჭარი რომელიც ყოველ ახალ წელს თავის 100-200 ინდაურს ყიდის და სხვისგანაც ყიდულობს ხოლმე, ღამე მოვიდა რადგან შესაძენად იყო სხვა სოფლებში წასული, ხუთი ცალი წაიყვანა კილო 12 ლარად. თვითონვე ამბობდა 7-8 ლარად ქვეყანაა რამდენსაც გინდა იყიდიო. ვერ გავიგე ამ ვაჭრობის ვერაფერი. შევაჭრების დროს კი არა მერე გვითხრა უკვე თანხაც რომ გადახდილი ქონდა.

QUOTE
მადლიერების დღე გვაქვს დასაწესებელი საქართველოში,ორი ინდაურის შეძენა უნდა დაევალდებულოს ყველა ოჯახს.


biggrin.gif

Posted by: sham 13 Jan 2019, 10:07
koba1973

ისე ერთ მსუქან ინდაურს კი გაიფენდა კაცი yes.gif

შემთხვევით, თბილისისკენ ხომ არ გყავს, ან ხომ არ აგზავნი ?

ხვალ ვიყიდდი 5-6 კგ-ან მსუქან, გემრიელ ინდაურს yes.gif

დაკლული და გასუფთავებული მინდა smile.gif

Posted by: koba1973 13 Jan 2019, 14:41
sham
სამწუხაროდ არა. თბილისიდან 100 კილომეტრში.


Posted by: tazo1996 23 Jan 2019, 22:42
მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება, მინდა შევიძინო 5-6 თვიდან 1 წლამდე საქონელი. სქესს არ აქვს მნიშვნელობა. დასავლეთში ვარ ამიტომ ადგილობრივი ჯიში მირჩევნია გარემოს ადვილად შეეგუება. ასევე შევიძენ ზაქებს ამავე ასაკისას. თუ ვინმეს გეგულებათ დასავლეთში ისეთი ფერმა ან ოჯახი ვინც გაყიდის რამდენიმეს ერთდროულად შემატყობინეთ. ველოდები გამოხმაურებას.

Posted by: koba1973 3 Mar 2019, 20:34
ბოლოს მაინც ამოიყიდა ინდაურები კილო 12 ლარად, თუმცა იანვარ თებერვალიც დაჭირდა, ეს კი ზედმეტი საკვების ხარჯია. მარტო ინდაურები კი არა ქათმებიც აუწონავად ცალი 20 ლარად. ბოლო დროს უარის თქმაც გვიწევს აღარ გვყავს გასაყიდი. მეუღლე აქამდე რომ ამბობდა გაისად აღარ გავზრდიო, ემზადება უკვე ნელნელა. აბა რა ქნას, სახლში მაინც გვექნება უპრემიქსო ხორციო ამბობს. თუმცა გული მიგრძნობს იმდენს ვერ შევჭამთ რასაც გაზრდის.

Posted by: levani169 3 Mar 2019, 22:25
Nat_asha
სატაცურის თესლის გამოწერა მინდა და იქნებ ლინკი ჩამიგდო მილედი!

Posted by: Nat_asha 3 Mar 2019, 23:04
levani169
http://seedsnow.com/collections/shop-asparagus-seeds
აი ეს ვიცი რომ ნამდვილად ამოდის. ყველა თესლი ამოვიდა. ეხლა კიდევ გამოვიწერე წელს 220 ცალიანი და უნდა დავაჩითილო biggrin.gif ოღონდ ეს არის ჩვეულებრივი ორგანული. არის ჰიბრიდებიც, ოღონდ ამ საიტზე არ იყიდება. ბევრგან იყიდება თუმცა არ ვიცი ვის ააქვს რეალურად კარგი თესლი
* * *
koba1973
ხო ეგრეა, მშრომელი ადამიანი მაინც ვერ მოისვენებს ისე biggrin.gif რომც არ დაუფასდეს დიდად შრომა, ტყუილად ჯდომას ტყუილად შრომა სჯობიაო ხო იცი biggrin.gif
* * *
ი დამავიწყდა აი ჩემზე სტატია დაიწერა გაზეთში biggrin.gif biggrin.gif ბევრი არაფერი წერია მაგრამ მაინც biggrin.gif

user posted image

Posted by: ladusha2 4 Mar 2019, 10:44
Nat_asha
სტატიები თუ იწერება უკვე შენზე , ზნაჩით შრომა ნელნელა გიპასდება , ტყვილა არავიზე ერენ გაიხარე და წარმატებები

Posted by: rainbow jeanne 4 Mar 2019, 11:33
გამარჯობა,

იქნებ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება. სოფლის მეურნეობასთან შეხება არ მქონია არასდროს,არც მე და არც მეუღლეს.
მოკლედ გვაქვს ბაზალეთზე მიწის ნაკვეთი. ვიყიდეთ სააგარაკედ,საკმაოდ მოზრდილი ნაკვეთია და ვფიქრობ პატარა ბოსტანის გაკეთებაც შეიძლება.
მინდა სატაცურის დარგვა,სად ვიყიდი ჩითილები ხომ ვერ მიმასწავლით?გაიხარებს საერთოდ იმ კლიმატში?
მოკლედ მივიღებ ყველანაირ რჩევა-დარიგებას smile.gif

მადლობა წინასწარ

Posted by: levani169 4 Mar 2019, 20:54
Nat_asha
QUOTE
აი ეს ვიცი რომ ნამდვილად ამოდის. ყველა თესლი ამოვიდა. ეხლა კიდევ გამოვიწერე წელს 220 ცალიანი და უნდა დავაჩითილო biggrin.gif ოღონდ ეს არის ჩვეულებრივი ორგანული. არის ჰიბრიდებიც, ოღონდ ამ საიტზე არ იყიდება. ბევრგან იყიდება თუმცა არ ვიცი ვის ააქვს რეალურად კარგი თესლი

ეს საიტი ქართულ ბარათებს იღებს თუ პეიპალზეც მუშაობს?
QUOTE

ი დამავიწყდა აი ჩემზე სტატია დაიწერა გაზეთში biggrin.gif biggrin.gif ბევრი არაფერი წერია მაგრამ მაინც

ახალ პარტიას ვქმნით ფორუმელები-"მეურმეები თუ მეურნეები" უნდა დავარქვათ და კურდღლის ხორცი,სატაცური,ცოტაოდენი კარტოფილი წამოიღე რომ შენც გაგაწევრიანოთ! biggrin.gif

Posted by: one_day- 25 Mar 2019, 21:12
მეგობრებო ბოსტანი მინდა რომ გავაცოცხლო სოფელში. ხეხილს რომელი მეურნეობიდან მირჩევთ? ასევე სადამმდე მაქვს ნერგების დასარგავად დრო?

კარტოფილი, კიტრის ,პომიდორის მწვანილების თესლებს სად ვიშოვნი? ხარისხიანი დავიწყებული გემო რომ გამიცოცხლოს )))

Posted by: PILOTI 25 Mar 2019, 21:19
one_day-

რომელიმე სოფლის ბაზარში კვირა დღეს.
* * *
rainbow jeanne
დუშეთში .

Posted by: tavadze 30 Mar 2019, 22:49
koba1973
QUOTE
ოღონდ შენახვად არ ღირს. მორჩა ინდაურის ბიზნესი ამით. მომავალ წელს აღარ იქნება ამდენი და გასავალი ექნება მაგრამ არ ღირს წვალებად.

ჩვენში ამბობენ, ინდაურს დედა ღორზე მეტი ჭამა უნდაოა. მართლაც ბევრი საკვები სჭირდება.
Nat_asha
QUOTE
ი დამავიწყდა აი ჩემზე სტატია დაიწერა გაზეთში   ბევრი არაფერი წერია მაგრამ მაინც

ეგ წერილი რომ ვნახე (მაგ გაზეტს სისტემატურად ვყიდულობ - ერთადერთს, ჯერჯერობით), მივხვდი, თქვენზე რომ იქნებოდა დაწერილი, მილედი! biggrin.gif
წარმატებები და მართლაც ყოჩაღ! კიდევ ბევრჯერ მოხვედრილიყავი გაზეთის ფურცლებზე მასეთ კარგ ამბავში.
one_day-
QUOTE
ხეხილს რომელი მეურნეობიდან მირჩევთ? ასევე სადამმდე მაქვს ნერგების დასარგავად დრო?

მე ქარელიდან ვაგზავნინებ. იქნებ გაქვს ნანახი ტელევიზორში, ფისტას ნერგების გამოყვანა ვინც დაიწყო, იმ კაცს ვუკვეტავ და სოფლის მიკროავტობუსით მიგზავნის, თუმცა ფოსტითაც აგზავნის. მესამე წელია, რაც მაგისგან ვყიდულობ და ჯერ ნაყოფამდე არ მივსულვართ, წლეულს უნდა ჰქონოდა ატმებს პირველი ნიშანი (თუ არ მოყინა), მაგრამ მაგ კაცს ყველა ემადლიერება და ნერგები მართლაც კარგია. თან ყველამ გაიხარა.
თბილისის ძველი სანერგის ადგილას არსებულ კერძო სანერგეებსაც აქებენ, მაგრამ მაგათთან აქამდე არ მქონია შეხება, ახლა მინდა ყიდვა. ვაგზალზე, ქუჩაში და ბაზრობებზე ყიდვასაც არ გირჩევ, თუ სანდო, უკვე გამოცდილი გამყიდველი არ იცი ან ნაცნობი არ გყავს - ღმერთმა უწყის, რას მოგყიდიან.
დარგვა არმოსავლეთში ჯერ კიდევ შეიძლება.
ბოსტნეულის თესლებს კარფურ-გორგიაში ვყიდულობ მეზობლებისთვის და კმაყოფილები არიან.
პ.ს. მე წლეულს აღარ ვიკლავ თავს შარშანდელივით - სანამ ფაროსანა ბოგინობს დასავლეთში, აზრი არ აქვს არაფერს. არც თხილები შემიწამლია, მხოლოდ ვსხლავ. შარშან რაც დავტოვე დიდები, წლეულს ისინიც გადავჭერი ახალ ფართობებში. შარშან რომ ფოტოები დავდე, იქ დავამთავრე გამოჭრა, ამოვსხალი კიდეც და გავიმზადე, საშეშედ რომ ამოვიტანო სახლში. ახლა სამსახურის გამო თბილისში მომიწია წამოსვლა. რომ ჩავალ, ის ნასხლავები უნდა დავფოცხო და დავწვა, მერე კი ძველ ფართობებს მივადგები (ცოტა ახლაც გადავსხალი), ისინიც უნდა გამოვჭრა. მხოლოდ ახალგაზრდა ტოტებს ვუტოვებ.
სამაგიეროდ, ბენზინის ცელს და ხერხს დავუმეგობრდი, მაგრამ ეზოში ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა მოსაჭრელი ხეები. ცოტ-ცოტა ბოსტანსაც შევუდექი - ნიორები დავთესე ცოტა, უკვე გასათოხნია. ცოტ-ცოტა მწვანილი და ბოსტნეულიც მინდა დავთესო. პარალელურად, ვაგრძელებ მეზობლების მომარაგებას ბოსტნეულის თანამედროვე თესლებით, biggrin.gif მე კი, რადგან მარცვლოვან-ხილეულს ფაროსანამ მუსრი გაავლო, უფრო დეკორატიულ მემცენარეობაზე გადავერთე - ეზო მაინც გავალამაზო-მეთქი. უკვე დავრგე დეკორატიული ნაძვები, ხემაციპარისები, კონიკა, ჭრელი ღვიები, ტუიები და ამგვარები. ბლომად ნამყენებიც გავაკეტე სხვადსხვა ხილის, მაგრამ ახლა მოთოვა, ამ მარტის ბოლოს, თუმცა როგორც მეუბნებიან, გადარჩა მოყინვას. მაგრამ ტყემლისნაირებს და ატმებს ყვავილი გაშლილი ჰქონდა, იმათ კი დააზიანებდა ალბათ.
რამდენიმე დღეში დავუბრუნდები გურიას და ახალი ძალიათ ვეკვეთები საქმეებს.

Posted by: larakroft 30 Mar 2019, 23:03
შემოვედი წავიკითხე ორი გვერდი მივხვდი რომ სოფელი და იქაურობა ჩემი არაა.. გავედი.... lol.gif lol.gif bis.gif

Posted by: kaxaberski66 31 Mar 2019, 12:25
tavadze
წარმატებებს გისურვებ.
როგორ ახერხებ? სულ სჩივიხარ დრო არ მაქვსო.

Posted by: tavadze 3 Apr 2019, 00:38
kaxaberski66
QUOTE
როგორ ახერხებ? სულ სჩივიხარ დრო არ მაქვსო.

მაგიტომაც არა მაქვს, ასე სარეცხის თოკივით რომ ვარ გაბმული თბილისსა და გურიას შორის. biggrin.gif
პ.ს. მადლობა.

Posted by: max-14 7 Jun 2019, 23:15
საინტერესო თემაა,ამოვწიოთ.......................................................

Posted by: Amigo-Amo 7 Jun 2019, 23:24
ბოლო 1 წელიწადია, რაც კაკლის ნერგების გაშენება ინტენსიურად მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სააგენტოშიც ძირითადად ამ მიმართულების გრანტები/თანადაფინანსება ხდება. კახეთში ნაკვეთები მაქვს და მეც დამაინტერესა, თუმცა, ერთი რამ მაბრკოლებს: საბოლოოდ, ამდენი კაკალი რომ თავს მოიყრის ადგილობრივ ბაზარზე, ყველას რეალიზება თუ მოხდება? ექსპორტზე გატანას აზრი არ აქვს, რადგანაც, ექსპორტის შემთხვევაში, დიდი ოდენობა უნდა გაიტანო. 5-6 ტონამდე ექსპორტზე არავინ აიღებს.

Posted by: Nat_asha 9 Jun 2019, 00:23
QUOTE (Amigo-Amo @ 7 Jun 2019, 23:24 )
ბოლო 1 წელიწადია, რაც კაკლის ნერგების გაშენება ინტენსიურად მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სააგენტოშიც ძირითადად ამ მიმართულების გრანტები/თანადაფინანსება ხდება. კახეთში ნაკვეთები მაქვს და მეც დამაინტერესა, თუმცა, ერთი რამ მაბრკოლებს: საბოლოოდ, ამდენი კაკალი რომ თავს მოიყრის ადგილობრივ ბაზარზე, ყველას რეალიზება თუ მოხდება? ექსპორტზე გატანას აზრი არ აქვს, რადგანაც, ექსპორტის შემთხვევაში, დიდი ოდენობა უნდა გაიტანო. 5-6 ტონამდე ექსპორტზე არავინ აიღებს.

თუ ბაზარი არ გაქვს მოძებნილი და მყიდველი არ გყავს მე არ გირჩევდი... ჭარბი რაოდენობითაა ნიგოზი საქართველოში და ესე მარტივად არაა ბაზარზე მოხვედრა , ამას დამატებული აზერბაიჯანიდან იაფი ნიგოზი შემოდის და ადგილობრივ ხარისხიან ნიგოზს უფრო უჭირს გაყიდვა. ვინმესთან უნდა იყო გარიგებული წინასწარ, არადა 7-10 წლით ადრე ვის გაურიგდები? biggrin.gif არ იქნება მომგებიანი ცემი აზრით. ისედაც ბევრი რაოდენობა გვავქს და თან პარალელურად ეხლაც ბევრი აშენებს. ექსპორტიც არაა ასე მარტივად. მარტო რაოდენობა არაა საკმარისი...
მაგას სჯობსფისტა გააშენო ჩემი აზრით, ან ნუში. თხილი და ნიგოზი არ ღირს ეხლა რა სიტუაციაცაა. ვაფშე ტყემალი და ალუჩა ჯობია მეთუ მკითხავ biggrin.gif მაგარი ფასი აქვს ყოველთვის gigi.gif

Posted by: Amigo-Amo 9 Jun 2019, 00:33
QUOTE (Nat_asha @ 9 Jun 2019, 00:23 )
QUOTE (Amigo-Amo @ 7 Jun 2019, 23:24 )
ბოლო 1 წელიწადია, რაც კაკლის ნერგების გაშენება ინტენსიურად მიმდინარეობს.  სოფლის მეურნეობის სააგენტოშიც ძირითადად ამ მიმართულების გრანტები/თანადაფინანსება ხდება. კახეთში ნაკვეთები მაქვს და მეც დამაინტერესა, თუმცა, ერთი რამ მაბრკოლებს: საბოლოოდ, ამდენი კაკალი რომ თავს მოიყრის ადგილობრივ ბაზარზე, ყველას რეალიზება თუ მოხდება? ექსპორტზე გატანას აზრი არ აქვს, რადგანაც, ექსპორტის შემთხვევაში, დიდი ოდენობა უნდა გაიტანო.  5-6 ტონამდე ექსპორტზე არავინ აიღებს.

თუ ბაზარი არ გაქვს მოძებნილი და მყიდველი არ გყავს მე არ გირჩევდი... ჭარბი რაოდენობითაა ნიგოზი საქართველოში და ესე მარტივად არაა ბაზარზე მოხვედრა , ამას დამატებული აზერბაიჯანიდან იაფი ნიგოზი შემოდის და ადგილობრივ ხარისხიან ნიგოზს უფრო უჭირს გაყიდვა. ვინმესთან უნდა იყო გარიგებული წინასწარ, არადა 7-10 წლით ადრე ვის გაურიგდები? biggrin.gif არ იქნება მომგებიანი ცემი აზრით. ისედაც ბევრი რაოდენობა გვავქს და თან პარალელურად ეხლაც ბევრი აშენებს. ექსპორტიც არაა ასე მარტივად. მარტო რაოდენობა არაა საკმარისი...
მაგას სჯობსფისტა გააშენო ჩემი აზრით, ან ნუში. თხილი და ნიგოზი არ ღირს ეხლა რა სიტუაციაცაა. ვაფშე ტყემალი და ალუჩა ჯობია მეთუ მკითხავ biggrin.gif მაგარი ფასი აქვს ყოველთვის gigi.gif

ფისტაზე დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტიციაა. მინ. 10 წელი მაინც ჭირდება ფისტის ნარგავს, რომ ნაყოფი მოგცეს.
ალუჩაზე მეც ვფიქრობ, მაგრამ დიდი რისკის შემცველია: თუკი გაეკვეულ დროში რეალიზაციას ვერ გაუკეთებ, ლპობას დაიწყებს smile.gif

Posted by: shuma89 19 Jul 2019, 00:19
სოკო არვის მოჰყავს სახლის პირობებში?
რაღაც ფირმაა შპს ქართული სოკო ბრიკეტებს ყიდიანო 3 დღეში შეგიძლია უკვე მიიღო მოსავალი, ამაზე გსმენიათ ვინმეს რამე? სახლისთვის ორი სამი ბრიკეტი კარგი იქნებოდა, მგონი იმერეთშივ აქვთ ფილიალი.

Posted by: JOKONDA 26 Jul 2019, 18:38
რა ჯდება ერთი სათბურის გაკეთება დაახლოებით, ბიუჯეტურ ვარიანტებში?

Posted by: levani169 7 Aug 2019, 09:10
ესეც დღევანდელი დილის მონაგარი.
ციკლიდან "ყველაფერს ბაზარში და მარკეტში ვერ იყიდი,ამ ყველაფრისთვის,საკუთარი მეურნეობა არსებობს."
(ნატურმორტი მარწყვი და ლეღვი აკლია ამ ეტაპზე)
user posted image
user posted image

Posted by: kaxaberski66 7 Aug 2019, 23:59
ბარაქალა ლევან, ბარაქალა.
ეხ, შარშან რა კამპანია გვყავდა ნატაშასთან ერთად! რა ხოგორმა ხალხმა მიგვატოვა ვანოს თამადობით!
ხვალ ვეცდები, რომ დავდო ჩემი თბილისური ბაღ-ვენახის სურათები.
სოფლის ვენახისაც.

Posted by: Nat_asha 8 Aug 2019, 23:05
kaxaberski66
დაიცა ცოტა მოზამთრდეს ისევ შევიყრებით biggrin.gif ეხლა ყველა მეურნე დაკავებულია და ვის სცალია აქ შემოსასვლელად biggrin.gif მეც დავდებ მერე ჩემს ნაშრომებს

Posted by: kaxaberski66 11 Aug 2019, 23:51
მაინც შემოვიხედავ ხოლმე, იქნებ რომელიმე სულიერს აზრი და ხელი წაუცდა და რაიმესთან დაკავშირებით რაც სოფლის მეურნეობასთან არის დაკავშირებული.

Posted by: Grows 16 Aug 2019, 01:05
levani169

ის მელოტი და ფერწასული, საზამთროა? smile.gif

უჰუჰ სურნელების ბუკეტი აქ მომივიდა

Posted by: anaila 27 Aug 2019, 09:11
მყიდველმა როგორ უნდა გავარჩიო პრემიქსიანი და უპრემიქსო ხორცი, ან რა მავნებლობა აქვს ამ პრემიქსს, ან რისთვის აძლევენ ამ პროდუქტს,

Posted by: levani169 27 Aug 2019, 11:40
QUOTE (anaila @ 27 Aug 2019, 09:11 )
მყიდველმა როგორ უნდა გავარჩიო პრემიქსიანი და უპრემიქსო ხორცი, ან რა მავნებლობა აქვს ამ პრემიქსს, ან რისთვის აძლევენ ამ პროდუქტს,

პრემიქსიანს შედარებით მუქი ფერი დაჰკრავს,მოყავისფრო,სუნიც აქვს სპეციფიური.
ძალიან გამოცდილი და დაკვირვებული მყიდველი უნდა იყო რა.
პრემიქსი არის ქიმიური პრეპარატები რომლებიც აჩქარებენ შინაგანი ორგანოების ზრდას და მუშაობას,მეტი საკვები ნივთიერება რომ გადაამუშაოს ორგანიზმმა,სტეროიდებია ანუ.
მერე ეს სტეროიდები ხვდება ადამიანის ორგანიზმშიც საკვებთან ერთად და კარგს რომ არაფერს არ გამოიწვევს ცხადია უკვე.

Posted by: sandroia 29 Aug 2019, 15:57
მოკლედ სამი წლის წინ შევიძინე დაჩა და მინდოდა რომ უსასუქო (ქიმია) ბაღჩეული და ხილი მომეყვანა.

შარშან მაგალითად კარტოფილი კარგი მოვიყვანე (მულჩირება რომელსაც გავუკეთე), წელს ნახევარი კარგი ავიღე, ნახევარი მიწაშივე დავტოვე, მგონი თესლი იყო ცუდი და არ გაიზარდა.
წელს პამიდორი ასე თუ ისე კარგი მომივიდა, 40 ნერგიდან იაშიკ ნახევარი ავიღე და სულ ტომატებში გავუშვი smile.gif)

შარშან ქლიევები და ტყემალი უხვად იყო
წელს ვაფშე არ ესხა smile.gif))

აი ვაშლი და მსხალი იმენაა სულ ჭიანებია რაა, შარშანაც და წელსაც, თავიდან გაზაფხულზე კარგი ასხია და მერე სულ ცვივა, ვფიქრობ მომავალ წელს შევწამლო რომ იქნებ რაიმე დარჩეს ხეზე

კაკალიც ჭიანი გამოვიდა

შარშან ლეღვი დავრგე გაზაფხულზე, კარგად გაიხარა და წელს ეხლა აგვისტოში ფოთლები გაყარა, ვისაც ვკითხე მამშვიდებენ არ გახმებაო და რავიცი აბა
ხო ისე კარალიოკიც დავრგე შარშანა და ეხლა იმანაც ფოთლები გაყარა

წიწაკები დავრგე ერთი 30 ძირი, რომელსაც კარგად ვრწყავდი ცოტა კარგად გაიხარეს და სხვები ჩახმა, როგორც მივხვდი წიწაკებს წყალი უყვართ მაგრად

კომბოსტოები 5 ძირი მქონდა თავები გაიკეთეს და მერე მატლმა თუ ჭიამ შეჭამა smile.gif))

წელს წვეთოვანა ვერ ავამუშავე და მერმის მაგის გარეშე არაფერს დავთესავ რააა, კვირაში ერთხელ აშკარად მორწყვა არ ყოფნის

პ.ს. შარშან გაზაფხულზე ჰიბრიდული ჟოლო დავრგე და კარგად იხარეს, სულ მოსავალი ჰქონდა,
წელს შემოდგომაზე გადავაწვინო ორი ძირი
გაზაფხულზე ამოიყარეს ძაან ბევრი და ყველა დავტოვე, ხოდა აი ერთხელ მოისხა რამოდენიმე ძირმა და ვსიო
დანარჩენები მხოლოდ სიმაღლეში გაიზარდნენ და ეგ იყო

უეკლო მაყვალი დავრგე 4 ძირი წელს გაზაფხულზე, ხოდა სანამ წვიმები იყო ოდნავ გაიხარეს და მერე მგონი ჩახმენ ეგენიც
არადა იქვე გზაზე იმდენია ეს მაყვალი, შემოდგომაზე სულ გადავჭერით, ცეცხლიც წავუკიდეთ და მაინც ისე გაიხარეს biggrin.gif

Posted by: max-14 4 Sep 2019, 23:23
QUOTE
ესეც დღევანდელი დილის მონაგარი.
ციკლიდან "ყველაფერს ბაზარში და მარკეტში ვერ იყიდი,ამ ყველაფრისთვის,საკუთარი მეურნეობა არსებობს."

up.gif up.gif up.gif

Posted by: merkuriela 5 Sep 2019, 17:35
უცხოეთშიც ხომ უფუჭდებათ მოსავალი უამინდობის გამო.

Posted by: Grows 10 Sep 2019, 20:18
ორი წელი მომყავდა ჩემთვის გასართობად პომიდორი, გოგრა, წიწაკა, მარწყვი, მწვანილეული და სხვა მსგავსი წვრილმანობები.
ვერმიკომპოსტით ვანოყიერებდი და მავნებელ მწერებს ხელით ვაცლიდი თუ სადმე იყო (პატარა ადგილი იყო და ადვილად ვერეოდი). ძალიან კარგი მოსავალი მქონდა ორივე წელს. გოგრები იყვნენ განსაკუთრებით დიდები და გემრიელები. კორპუსში ვცხოვრობ და იმდენი იყო ნახევარი სამეზობლო მოვიმადლიერე.

Posted by: kaxaberski66 28 Sep 2019, 22:33
https://www.facebook.com/1642896855978019/videos/vb.1642896855978019/900884850255611/?type=2&theater

Posted by: kaxaberski66 1 Oct 2019, 23:55
Grows
QUOTE
ორი წელი მომყავდა ჩემთვის გასართობად პომიდორი, გოგრა, წიწაკა, მარწყვი, მწვანილეული და სხვა მსგავსი წვრილმანობები.
ვერმიკომპოსტით ვანოყიერებდი და მავნებელ მწერებს ხელით ვაცლიდი თუ სადმე იყო (პატარა ადგილი იყო და ადვილად ვერეოდი). ძალიან კარგი მოსავალი მქონდა ორივე წელს. გოგრები იყვნენ განსაკუთრებით დიდები და გემრიელები. კორპუსში ვცხოვრობ და იმდენი იყო ნახევარი სამეზობლო მოვიმადლიერე.

ყოჩაღ. ხომ მიიღე ის კმაყოფილება რასაც მოწეული კარგი მოსავალი გაძლევს?

Posted by: USER001 2 Oct 2019, 00:57
ფეისბუქის ჯგუფი არ გაქვთ?

ძალიან კარგი თემაა 2kiss.gif

Posted by: niko0099 6 Oct 2019, 12:50
ბევრი შენატრის ამერიკას, კაი მანქანა, კაი სახლი, რესტორნებში კვება და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი კრედიტშია აღებული, ანუ ვალში და თუ სამსახური დაკარგა ადამიანმა (და რომ არ დაკარგოს, უკანალსაც დაუკოცნის უფროსს, ბევრ რამეს მოაწერს ხელს) ყველაფერს კარგავს. მოხდა რაიმე კრიზისი და არც დენი და არც გაზია, ანუ საჭმელს ვერ აკეთერბ, ვერ თბები... სოფლად კი ბატონი ხარ, შენია რაც გაქვს, არც უგაზობა და უდენობა არ გაწუხებს და არც კომპრომისზე წახვალ ვინმესთან სამსახურის დაკარგვის შიშით. არ გაყიდოთ მიწა, არ დაკარგოთ თავისუფლება.

Posted by: Grows 6 Oct 2019, 13:04
kaxaberski66
QUOTE
ყოჩაღ. ხომ მიიღე ის კმაყოფილება რასაც მოწეული კარგი მოსავალი გაძლევს?


როგორ არა! ცხოვრებაში მსგავსი შინაარსიანი კმაყოფილება/ბედნიერება სხვა ვერაფრით მიმიღია. ბევრი რამის თქმა შეიძლება - მუშაობის შედეგს ხედავ, პროცესშიც სიამოვნებას იღებ, უყურებ შენ თვალწინ როგორ იბადება, ყალიბდება, იზრდება და მწიფდება ცოცხალი ორგანიზმი. პლუს სურნელები მიწის, ბალახის, ნაყოფის. ასევე ფერები მწვანე, წითელი, ყვითელი. ჰაერზე ყოფნა, მზე, ჩრდილი. წახემსება ღია ცისქვეშ, ხის ჩრდილში. ფიზიკური აქტივობა, რომელიც ასევე სიამოვნებას განიჭებს, ტონუსში გამყოფებს. და ბოლოს მოსავლის აღება. მთელი ცხოვრებაა! smile.gif


Posted by: kaxaberski66 8 Oct 2019, 00:41
Grows
QUOTE
როგორ არა! ცხოვრებაში მსგავსი შინაარსიანი კმაყოფილება/ბედნიერება სხვა ვერაფრით მიმიღია. ბევრი რამის თქმა შეიძლება - მუშაობის შედეგს ხედავ, პროცესშიც სიამოვნებას იღებ, უყურებ შენ თვალწინ როგორ იბადება, ყალიბდება, იზრდება და მწიფდება ცოცხალი ორგანიზმი. პლუს სურნელები მიწის, ბალახის, ნაყოფის. ასევე ფერები მწვანე, წითელი, ყვითელი. ჰაერზე ყოფნა, მზე, ჩრდილი. წახემსება ღია ცისქვეშ, ხის ჩრდილში. ფიზიკური აქტივობა, რომელიც ასევე სიამოვნებას განიჭებს, ტონუსში გამყოფებს. და ბოლოს მოსავლის აღება. მთელი ცხოვრებაა!

ახსნითაც მშვენივრად ახსენი თუ რისგან მიიღე კმაყოფილება რომელსაც ბედნიერებადაც სთვლი. რომელსაც მთელ ცხოვრებად მიიჩნევ.
ნეტავ ბევრმა წაიკითხოს და მოგბაძოს.
მომეწონა ძალიან. ღმერთის მადლით ეგ შემართება არ გაგნელებოდეს.

Posted by: tavadze 8 Oct 2019, 01:28
sandroia
QUOTE
აი ვაშლი და მსხალი იმენაა სულ ჭიანებია რაა, შარშანაც და წელსაც, თავიდან გაზაფხულზე კარგი ასხია და მერე სულ ცვივა, ვფიქრობ მომავალ წელს შევწამლო რომ იქნებ რაიმე დარჩეს ხეზე

თებერვალში ხეებს ძირები დაახლოებით 40-50 სმ-ზე მაინც კირით შეუთეთრე - ერთ-ერთი საშუალება ეგეცაა დაჭიანების შესამცირებლად. კაკალზეც სცადე იგივე, თუმცა მაგას სხვა ბევრი მავნებელიც ჰყავს.
Grows
QUOTE
მუშაობის შედეგს ხედავ, პროცესშიც სიამოვნებას იღებ, უყურებ შენ თვალწინ როგორ იბადება, ყალიბდება, იზრდება და მწიფდება ცოცხალი ორგანიზმი. პლუს სურნელები მიწის, ბალახის, ნაყოფის. ასევე ფერები მწვანე, წითელი, ყვითელი. ჰაერზე ყოფნა, მზე, ჩრდილი. წახემსება ღია ცისქვეშ, ხის ჩრდილში. ფიზიკური აქტივობა, რომელიც ასევე სიამოვნებას განიჭებს, ტონუსში გამყოფებს. და ბოლოს მოსავლის აღება. მთელი ცხოვრებაა!

up.gif up.gif up.gif
kaxaberski66- მე დასაწერი ბევრი არაფერი მაქვს და არც შემოვდიოდი, თუმცა აი, მეზობლებს კი ვამარაგებ სხვადასხვა ჯიშის ბოსტნეულით. biggrin.gif ერთთან ჩემი ჩატანილი თესლით აღმოცენებული ისეთი კარგი კიტრები ვნახე, გავგიჟდი. გაისად მეც უნდა დავთესო. პომიდვრებიც ბევრნაირი ჩავიტანე და ბევრი კარგი ჯიშებიც გამოდგა, მაგრამ ჩემთან მაგის დარგვას აზრი არა აქვს - იქ თუ არა ხარ მუდმივად, დაავადება უჩნდება და ფუჭდება. ახლა ჩერის ჯიშის წიწაკები მაქვს და ზამთარში ისიც მეზობლებს უნდა დავუტოვო, როცა თბილისში წამოვალ.
ისე კი, მგონი, გვეშველა და დასავლეთში ფაროსანა მართლა მოისპო! ჯერ კიდევ არის, მაგრამ - ცოტ-ცოტა. ხილსაც ეტყობა მათი კვალი, მაგრამ წლეულს ხილი იყო, შარშანდელთან შედარებაც არაა. ოღონდ გაზაფხულის ხილი აპრილის სიცივეებმა მოყინა და ბალი, ალუბალი, ტყემალი, ქლიავები საჭმელადაც არ გვქონდა, მხოლოდ ვაშლი და მსხალი გადარჩა. თხილიც გაფუჭდა. კაკალი ცოტა გადარჩა, მაგრამ რაცაა, სულ საღი. არადა, რამდენიმე წელიწადია, კაკალი საერთოდ არ მოდიოდა. კარალიოკიც გადარჩა ცოტა. მართალია, საარყედ ან გასაყიდად არაა, მაგრამ ხილად არის. ზოგმა ცოტ-ცოტა ჩირიც დათალა.
ისე გამიხარდა, ხეებზე კარალიოკი რომ დავინახე - ზოგს რა ცოტა ჰყოფნის ბედნიერებისთვის. biggrin.gif biggrin.gif 2-3 წელიწადია, კარალიოკი საჭმელადაც არ იყო და ახლა ის ცოტაც ამიტომ მომეჩვენა ბედნიერებად.

Posted by: kaxaberski66 12 Oct 2019, 19:46
tavadze
QUOTE
მე დასაწერი ბევრი არაფერი მაქვს და არც შემოვდიოდი,

ვისაც ბევრის დაწერა შეუძ;ია, ის სულ არ შემოდის.

Posted by: Grows 15 Oct 2019, 12:40
მახსენდება ჩემი ბავშვობა და სოფელში გატარებული ზაფხულები. საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობდა ყოფილი საბჭოთა მეურნეობების ქონება, ძველი ინერცია, თუნდაც რეალობასთან არშეგუების განცდა და სურვილი, რომ რაღაც უკეთესი გამოსულიყო. ამ ფონზე სოფელში ხალხს რწმენა ჰქონდა მომავლის და აქტიურობდნენ კიდეც - ყველა რაღაცას ჩალიჩობდა - ვინ ვაშლის ნერგებს რგავდა, ვინ კამაზს ყიდულობდა თანასოფლელების ვაშლის რუსეთში გასატანად, ვინ ვეტერინარად დადიოდა სოფლებში. ბოლო წლებში რომ ჩავდივარ, სრული გათიშულობა და დეპრესია მხვდება. გაეთიშნენ ადამიანები ერთმანეთს, ბირჟაზეც 2-3 კაცი თუ შეგხვდება, ისიც უეჭველი მთვრალი ან სიმთვრალეში შესვლის პროცესში. დღიური მუშახელის პოვნაც ჭირს. არანაირი სოციალური ცხოვრება. ნასოფლარებივითაა. შეიძლება თვალი მატყუებს, მაგრამ ასეთი განცდა მაქვს ხოლმე როცა სოფელში ჩავდივარ.


Posted by: s1mpsOnA 18 Oct 2019, 15:16
რაზე ჩამოყალიბდით საბოლოოდ? smile.gif მე ვფიქრობ სოფელში გადასვლას მიუხედავად კარგი შემოსავლისა, ძალიან დამღალა დედაქალაქში ცხოვრებამ
მესაქონლეობას მინდა ხელი მივყო, შესაძლებელია ამ საქმეში ფულის შოვნა?

Posted by: თორნიკე- 18 Oct 2019, 20:54
QUOTE (s1mpsOnA @ 18 Oct 2019, 15:16 )
რაზე ჩამოყალიბდით საბოლოოდ? smile.gif მე ვფიქრობ სოფელში გადასვლას მიუხედავად კარგი შემოსავლისა, ძალიან დამღალა დედაქალაქში ცხოვრებამ
მესაქონლეობას მინდა ხელი მივყო, შესაძლებელია ამ საქმეში ფულის შოვნა?

არ გეწყინოს და ზევითა პოსტი წაიკითხეე! სოფელში რო ფული იშოვებოდეს გლეხი ვირით კიარა პრადოთი ივლიდა.. თუ მესაქონლეობას აპირებ გადახედე თემას მესაქონლეობის შესახებ. იქ ბევრი სტაჟიანი იუზერია . როგორც მათი პოსტე იდან ჩანს პროფესიონალები არიან ამ დარგის.წარმატებები

Posted by: giorgi-1 23 Oct 2019, 17:06
დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ ამ განყოფილებას და გადავწყვიტე მეც გამოვთქვა ჩემი აზრი, მითუმეტეს რომ ჩემი მიზანიც საბოლოოდ სოფლის შემოსავლის წყაროდ გადაქცევაა.
მე ნაკვეთები ქართლში მაქვს და ფსონს ვაშლზე, ვაზზე და მსხალზე ვაკეთებ.


Posted by: თორნიკე- 23 Oct 2019, 18:45
QUOTE (giorgi-1 @ 23 Oct 2019, 17:06 )
დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ ამ განყოფილებას და გადავწყვიტე მეც გამოვთქვა ჩემი აზრი, მითუმეტეს რომ ჩემი მიზანიც საბოლოოდ სოფლის შემოსავლის წყაროდ გადაქცევაა.
მე ნაკვეთები ქართლში მაქვს და ფსონს ვაშლზე, ვაზზე და მსხალზე ვაკეთებ.

აბა შენიცი . ჩვენ რაც შეგვიძლია დაგეხმარებით პოსტებით. gigi.gif

Posted by: levani169 23 Oct 2019, 21:16
giorgi-1
QUOTE
ფსონს ვაშლზე, ვაზზე და მსხალზე ვაკეთებ.

მარწყვი ჯობია .............. ჩემმა მეზობელმა 55 ათასი მოიგო მარწყვის სლოტებში! yes.gif rolleyes.gif biggrin.gif

Posted by: max-14 25 Oct 2019, 20:13
სოფელი არ მაქვსsad.gif...........................................

Posted by: თორნიკე- 25 Oct 2019, 20:21
გინდა გაჩუქოო... საახალწლოდ ან დაბ . დღეზეე.... jump.gif jump.gif idea.gif idea.gif

Posted by: shuma89 25 Oct 2019, 20:40
ჩემმა მეგობარმა გაზაფხულზე ბანკში მუშაობას დაანება თავი, იყიდა სოფლის წიწილები 1 დღიანები, 45 დღეში კიდევ მეორე პარტია, 200-200 ცალი და 90 დღისები უპრემიქსოდ სოფელში ნატურალურ საკვებზე გამოზარდა 180-180 ცალი 10-11 ლარებში ჩააბარა რესტორანს, ახლახან მორჩა და 3700 ლარამდე ამოიღო, 2000 ლარამდე ხარჯი ჰქონდა, ჯამში ოთხ თვეში 1700 ლარი გამოუვიდა მოგება, ძალიან კმაყოფილია, მითუმეტეს რო გამოუცდელი იყო აბსოლიტურად, მომავალი წლისთვის უკვე გაზრდილი საქათმით და გაზრდილი ცოდნით შეუტევს საქმეს, 4-5 თაობის გაზრდაზე აქვს გეგმები 300-300 ცალით თან. გაზაფხულიდან აციებამდე მგონი კი მოახერხებს ერთმანეთIს პარალელურად რო იყოლიოს 1 თვიანი დაშორებებით ასაკში.
ლამისაა შემშურდეს, ისე მინდა სოფელში ცხოვრება, მაგრამ ვერ მივდივარ სამწუხაროდ sad.gif

Posted by: თორნიკე- 25 Oct 2019, 21:42
ზალიან მაინტერესებს ერთდღიანი წიწილა რომელსაც სპეც კვების და ტემპერატურული რეჟიმის დაცვა სწირდება ისიც სოფლის და არა მეხორცული ჯიშის როგორ აღწევს დასაკლავ კონდიციას ამ დროში მოვიცალო ერთი ჩაუჯდე ქათმის თემას.

Posted by: shuma89 26 Oct 2019, 10:33
3 თვეში 1 კილოგრამია ან ოდნავ მეტი, შესაწვავ მდგომარეობაში რო მოიყვან თავის ფეხებისა და შგნეულის გარეშე 750 გრამი უნდა დარჩეს, ასე ანგარიშობენ რესტორნები და 800-იც რჩება მე რო დავკალი 1050 გრამი იყო ზუსტად და დავდე ტაფაზე 800 გრამი იყო.

Posted by: თორნიკე- 26 Oct 2019, 11:29
მომშივდა. შემწვარი ქათამიო. alk.gif alk.gif alk.gif

Posted by: shuma89 3 Nov 2019, 23:04
. . ..

. . .

. . .


. . . .

Posted by: Amigo-Amo 19 Dec 2019, 13:58
ამ ბოლო პერიოდში, მითუმეტეს ჩემი გიჟური და სტრესული სამუშაოდან გამომდინარე, ხშირად ვფიქრობთ მე და მეუღლე სოფელში გადასახლების თაობაზე. თან ქვიშხეთში გვაქვს სახლი და ვფიქრობ, რომ ჩვენს მცირეწლოვან ბავშვსაც ექნება სულიერი/ფიზიკური განვითარების ყველანაირი წინაპირობა. აი, სასწაული ბედნიერება მეუფლება, როდესაც ვფიქრობ, რომ ამ ქალაქს/სამსახურს/ყოველდღიურ ქაოსს მოვშორდები და ვიქნები მხოლოდ ჩემი თავის გამგებელი, ეეჰჰ, რაზმიჩტალსა... cry.gif cry.gif

Posted by: Grows 20 Dec 2019, 15:20
Amigo-Amo

ფსიქოლოგიურად ეგ როგორაა იცი? უკიდურეს სტრესებში რომ არის ადამიანი, სურვილი უჩნდება, რომ უკიდურეს სიმშვიდეში იცხოვროს. რეალურად ეს არის სურვილი, რომ დააბალანსო შენი ცხოვრება. ამიტომა საფრთხილოა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად. ჯერ სტრესები მოიშორე და რადიკალური ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მერე.

Posted by: PANTALONE 20 Dec 2019, 15:49
მწვანე შური მიწვავს ღვიძლს.

მეც მინდა ეზოკარ-ადგილმამული

Posted by: shuma89 20 Dec 2019, 17:37
გათხოვებ 3 ჰექტრიანში ნახევარს smile.gif რაც გინდა მოიწიე, უსასყიდლოდ.

Posted by: Amigo-Amo 20 Dec 2019, 19:02
QUOTE (Grows @ 20 Dec 2019, 15:20 )
Amigo-Amo

ფსიქოლოგიურად ეგ როგორაა იცი? უკიდურეს სტრესებში რომ არის ადამიანი, სურვილი უჩნდება, რომ უკიდურეს სიმშვიდეში იცხოვროს. რეალურად ეს არის სურვილი, რომ დააბალანსო შენი ცხოვრება. ამიტომა საფრთხილოა ასეთი გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად. ჯერ სტრესები მოიშორე და რადიკალური ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები მერე.

ძველ სამსახურ(ებ)შიც ასე ვიყავი ზუსტად. ეს შესაძლოა იმის ფონზე, რომ ახლაც და მანამდეც საბანკო სექტორში ვმუშაობდი, სადაც გვიანობამდე მიწევს დარჩენა (უფრო სწორად მაიძულებენ gigi.gif ). ნებისმიერ შემთხვევაში, დავიღალე სხვისი დავალებების შესრულებით და სხვა სამსახური რომც გამოვნახო, ვფიქრობ, რომ არაფერი შეიცვლება ამ კუთხით smile.gif ამიტომ, დასკვნა გავაკეთე უკვე, ან დავრჩე აქ, თბილისში და წამოვიწყო საკუთარი ბიზნესი, ან გადავიდე სოფელში და იქ შევუდგე მეურნეობას.

Posted by: Grows 21 Dec 2019, 16:52
Amigo-Amo

ჰოდა შენ რეალურად ფინანსური დამოუკიდებლობა გჭირდება. მაგის მიღწევის გზები ბევრია, მთავარია იპოვნო ისეთი, რომელიც შენთვის იმუშავებს. ეგ შეძლება ყოს სოფლის მეურნეობა, შეიძლება იყოს სულ სხვა რამ. ეძებე და იპოვი. მოთმინებით აღჭურვე ოღონდ.



Posted by: kaxaberski66 22 Dec 2019, 21:23
Amigo-Amo
შენს სანაცნობო წრეში არის ვინმე, ვინც არის დასაქმებული სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგში?
რომ გადახვიდე სოფელში, ხარ ჩამოყალიბებული თუ რა გინდა და რა უნდა აკეთო?
სანამ გადახვალ სოფელში, 100 ჯერ გაზომე და მერე გაჭერი.
თუ ფული აქვს ადამიანს და შესაბამისი ცოდნაც იმ საქმის რაც უნდა აკეთოს, რა თქმა უნდა შეიძლება სოფელში მეურნეობის გაკეთება, მაგრამ მეურნეობის ყველა დარგის აწყობას და შემდეგ მოგებაზე გასვლას, 3-4 წელი მაინც ჭირდება.
ხარ მზად ამისთვის?

Posted by: Amigo-Amo 22 Dec 2019, 23:36
QUOTE (kaxaberski66 @ 22 Dec 2019, 21:23 )
Amigo-Amo
შენს სანაცნობო წრეში არის ვინმე, ვინც არის დასაქმებული სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგში?
რომ გადახვიდე სოფელში, ხარ ჩამოყალიბებული თუ რა გინდა და რა უნდა აკეთო?
სანამ გადახვალ სოფელში, 100 ჯერ გაზომე და მერე გაჭერი.
თუ ფული აქვს ადამიანს და შესაბამისი ცოდნაც იმ საქმის რაც უნდა აკეთოს, რა თქმა უნდა შეიძლება სოფელში მეურნეობის გაკეთება, მაგრამ მეურნეობის ყველა დარგის აწყობას და შემდეგ მოგებაზე გასვლას, 3-4 წელი მაინც ჭირდება.
ხარ მზად ამისთვის?

სოფლის მეურნეობის რომელიმე დარგის სპეციალიზაციით მაქვს-მეთქი განათლება რომ გითხრა, მოგატყუებ. მაგრამ საახლობლოში მყავს ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია დასაქმებულები არიან ამ სფეროში. მაგ: ბიძაჩემს მეხორცეული ქათმების ფერმა აქვს, ჩემს სიმამრს კი კურდღლების. მე არცერთი მიზიდავს დიდად, მაგრამ მათთან ურთიერთობით, სხვა რაიმის გაკეთებას შევძლებ. თან არც ინფორმაციის მოძიება მეზარება და არც შრომა yes.gif

Posted by: kaxaberski66 23 Dec 2019, 00:36
Amigo-Amo
წარმატებებს გისურვებ.
მთავარია მათემატიკური ანგარიში იცი და რაიმეს გაკეთებამდე კარგად დაითვალე ხარჯი და მოგება.
ერთიც არ დაგავიწყდეს.
აქ ბევრი შემოდის რჩევის მისაღებად. ან და კითხვა აქვს სოფელში ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებით.
ამიტომ რაიმე საფეხურზე რომ გახვიდე, აქ დაწერე და გაგვაგებინე რა შედეგი მიიღე იმ მომენტისთვის.

Posted by: Amigo-Amo 24 Dec 2019, 10:25
kaxaberski66
გაიხარე მეგობარო smile.gif
აუცილებლად "ჩამოვჩოთქავ" ყველანაირ წარმატებას biggrin.gif

Posted by: Unknown232324 28 Dec 2019, 11:29
გამარჯობა! რამე სასათბურე მეურნეობის დაწყება მინდა, მაქვს ნაკვეთი აჭარაში, ხოდა ვფიქრობ 2 სახეობა რო გავუშვა სათბურზე.
5000 დოლარი რო დავახარჯო თითოეულს არ ეყოფა თავისი ნერგებით გათბობით და აშენებით ერთს? ანუ ერთ სახეობაზე 5000 და ორივეზე სულ 10000 მექნება რა.

კიდე რა კითხვა მაქვს რა მინიმალური მოცულობის უნდა იყოს ერთი სახეობა სათბური რო კომერციულად გამართლებული იყოს? მოცულობაში დანახარჯებს ვგულისხმობ.

თუ რამე მანქანა მყავს და დროც მე პირადათ მექნება რომ მოვუარო. ნაკვეთიც შემოღობილია.

Posted by: straight away 22 Jan 2020, 13:37
გამარჯობათ, იმდენად კარგი თემაა და კარგი ხალხი შეკრებილხართ რომ მომინდა ჩემი აზრის გაზიარება smile.gif
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, 74-ვე გვერდი წავიკითხე smile.gif
გული დამწყდა კახაბერსკის ძმის გამო, რამოდენიმე თვის წინ მეც ძმა დამეღუპა და ვიცი რასაც ნიშნავს ეს ტკივილი, ვიზიარებ.
თემის ავტორიც აღარ შემოდის და თემა მიატოვა, ცუდია smile.gif
ეხლა მოგიყვებით ჩემს ისტორიას მოკლედ და ვეცდები თემა გამოვაცოცხლო...
1999 წლამდე სოფელში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე და უმაღლესში ჩაბარების შემდეგ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.
მას შემდეგ სოფელში მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებდი ასვლას, ბოლოს თვეში ერთხელ, რადგან მუშაობაც დავიწყე.
ოჯახის შექმნის შემდეგ კი მარტო ზაფხულობითღა ვახერხებდი, შვებულებაზე.
სოფელი თბილისთან ახლოს, 55 კმ-ში მაქვს, ისტორიული ადგილია და ალბათ ყველამ იცის - ანანური.
ბოლო 20 წლის მანზილზე რაღაც-რაღაცეები შეიცვალა პირად ცხოვრებაში და ის სახლი სადაც ვცხოვრობდი, მე აღარ მეკუთვნის, თუმცა დამრჩა მიწის ნაკვეთი 1 ჰა-მდე.
ადრე სახლიც იდგა იქ და ცხონებულ პაპაჩემს შემთხვევით ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. თუმცა რომ არა ხანძარი, ის სახლი აქამდე მაინც ვერ მოატანდა და დაინგრეოდა, რადგან ძალიან ძველი იყო და სული ძლივსღა ეჭირა.
მოკლედ სახლის ნაშთები დამრჩა, ასევე ძველი ხეხილი (ვაშლი, კომში და ჭანჭური). ვაშლის ჯიშები შაფრანა და ანტონოვკაა. საკმაოდ ბებერი ხეებია, პაპაჩემის და მისი მამის დროინდელი. ალბათ 50 - 60 წლის ასაკის.
რამოდენიმე კაკლის ხეცაა. იგივე ასაკის.
ბაღი ერთ დროს შეღობილი იყო, მაგრამ ღობე ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
როდესაც სოფელში ვიყავი ყურადღებას კარგად ვაქცევდი, ვღობავდი, ვასუფთავებდი ეკლებისგან, ვთიბავდი და ხეხილსაც ვსხლავდი, მაგრამ ბოლო 20 წელია მარტო დასახედად თუ მოვიცლიდი და შემოდგომიტ ხილის დასაკრეფად.
ადრე კარტოფილი, სიმინდ-ლობიოც კი მოგვყავდა. სახლისთვის მხოლოდ.
მიწა ზოგადად ამ ამდგილას აყალოა, თუმცა შავმიწა ნიადაგიც ურევია და ხეხილი კარგად ხარობს. კარტოფილიც არ მოდიოდა ურიგოდ.
მახსოვს 1 მეშოკს რომ ვთესავდით 10 - 12 მეშოკს ვიღებდით ხოლმე.
მოკლედ ასე გრძელდებოდა შარშანდლამდე. ავდიოდი მარტო ზაფხულობით და შემოდგომით, ხილის დასაკრეფად, აღდგომისთვის საფლავზე გასასვლელად და 1 დღით ,,ისე" ქალაქგარეთ გასასეირნებლად და მსობლიურ ადგილებზე თვალის შესავლებად.
შარშან შემოდგომას კი შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრების მიმართ.
შეხედულებათა გადაფასება მოხდა, თვითნებურად.
კერძოდ, მანამდე თუ ვფიქრობდი რომ თვითრეალიზაციას დიდი მასშტაბები სჭირდებოდა, ოჯახს მარტო ლობიო და კარტოფილი არ ეყოფოდა და სულიერი საკვებიც საჭირო იყო და ა. შ. და ა.შ...
ეხლა ვფიქრობ რომ -
ოჯახს სუფთა ჰაერი სჭირდება
ეკოლოგიურად სუფთა გარემო
სუფთა საკვები
სულიერი სიმშვიდე
წინაპრის ფესვებთან ახლოს ყოფნა
საფლავებს მოვლა
დანგრეულ ეკლესიას აღდგენა
სოფლის გზას შეკეთება
მოხუც მეზობლებს დახმარება
ბაღებს შეღობვა
ხეხილს განახლება
ახალი სიცოცხლე სჭირდება
იმ ადგილსაც და მეც
ხოდა შარშან როგორც კი მოვიცალე ავედი და გასუფთავება დავიწყე, ეკლებითაა გავსებული, უკვე ველური ხეებია, ბუჩქებიც აღარ ქვია.
ვიყიდე დრუჟბა, ელექტრო სათიბი, ორმოების ამოსაღები, ცელი, ბარი, თოხი, ფორცხი, ცული, სასხლავი ....
ეს 1 ჰა მიწა ორ ნაკვეთად იყოფა. ერთი ბაღი უკვე თითქმის გავასუფთავე და შევღობე, ზამთარმა მომისწრო და მარტიდან 1 კვირა რომ ვიმუშავო, სულ მოვრჩები გასუფთავება - შეღობვას.
ტრაქტორს მიწა მოვასწორებინე და გაზაფხულიდან საძირკვლის ჩასხმასაც დავიწყებ. პატარა სახლს ვგეგმავ.
60 კვ.მ. და 5 მ სიმაღლის სახლს ნებართვები არ ჭირდება.
დენი და წყალი უკვე მივიყვანე .
ერთი პატარა ქოხი უკვე ჩავდგი, სადაც ხელსაწყოებს შევინახავ ხოლმე და ღამეც დავრჩები.
უკვე გაზაფხულიდან პანტის და მაჟალოს ნერგებს დავტოვებ და გადავრგავ საჭირო დაშორებებით, მერე შემოდგომაზე ვამყნობ.
მსხალი და ვაშლი მინდა უფრო.
ალუჩა, ვაშლატამა, რამოდენიმე ძირი თხილი უკვე დავრგე და იხარა.
ეხლა რომ შევღობავ მთლიანად, მერე უფრო გულდამშვიდებული დავრგავ ხეხილს, მეცოდინება რომ საქონელი ვერ გააფუჭებს.
დაახლოებით 80 000 ლარი მჭირდება, ყველაფერი ისე რომ გავაკეთო, როგორც ჩავიფიქრე.
ამ თანხის აკუმულირებას სავარაუდოდ 10 წელიწადში შევძლებ.
ამდენივე ხანში უკვე ხეხილის ბაღსაც გავაშენებ და მოძლიერებული იქნება.
დანარჩენი არ მაინტერესებს - იქნება ეს მომგებიანი თუ არა. მთავარია მე ეს უნდა გავაკეთო.
2030 - ში უკვე იქ ვიცხოვრებ. თუ ვიცოცხლებ იქამდე, რა თქმა უნდა smile.gif
მანამდე ჯერ სახლს და ბაღს ვიწყებ.
დრო კი მაქვს ცოტა, ორ სამსახურში ვმუშაობ და ძირითადად ადრე გაზაფხული - გვიანი შემოდგომა არის ჩემს სამოქმედო არეალში.
მაგრამ მთავარია დავიწყე. დიდი მოგზაურობა პატარა ნაბიჯებისგან შედგება.
უკვე ვგრძნობ სიამაყეს.
როცა შვილებს საკუთარ მიწას უნარჩუნებ, სახლს აშენებ და ხეებს რგავ, ეს უკვე კარგის ნიშანია smile.gif
მადლობა თუ წაიკითხეთ და იმედს ვიტოვებ თუ დახმარება დამჭირდა, თქვენი რჩევები, არ დაიზარებთ.






Posted by: levani169 22 Jan 2020, 14:19
QUOTE (straight away @ 22 Jan 2020, 13:37 )
გამარჯობათ, იმდენად კარგი თემაა და კარგი ხალხი შეკრებილხართ რომ მომინდა ჩემი აზრის გაზიარება smile.gif
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, 74-ვე გვერდი წავიკითხე smile.gif
გული დამწყდა კახაბერსკის ძმის გამო, რამოდენიმე თვის წინ მეც ძმა დამეღუპა და ვიცი რასაც ნიშნავს ეს ტკივილი, ვიზიარებ.
თემის ავტორიც აღარ შემოდის და თემა მიატოვა, ცუდია smile.gif
ეხლა მოგიყვებით ჩემს ისტორიას მოკლედ და ვეცდები თემა გამოვაცოცხლო...
1999 წლამდე სოფელში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე და უმაღლესში ჩაბარების შემდეგ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.
მას შემდეგ სოფელში მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებდი ასვლას, ბოლოს თვეში ერთხელ, რადგან მუშაობაც დავიწყე.
ოჯახის შექმნის შემდეგ კი მარტო ზაფხულობითღა ვახერხებდი, შვებულებაზე.
სოფელი თბილისთან ახლოს, 55 კმ-ში მაქვს, ისტორიული ადგილია და ალბათ ყველამ იცის - ანანური.
ბოლო 20 წლის მანზილზე რაღაც-რაღაცეები შეიცვალა პირად ცხოვრებაში და ის სახლი სადაც ვცხოვრობდი, მე აღარ მეკუთვნის, თუმცა დამრჩა მიწის ნაკვეთი 1 ჰა-მდე.
ადრე სახლიც იდგა იქ და ცხონებულ პაპაჩემს შემთხვევით ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. თუმცა რომ არა ხანძარი, ის სახლი აქამდე მაინც ვერ მოატანდა და დაინგრეოდა, რადგან ძალიან ძველი იყო და სული ძლივსღა ეჭირა.
მოკლედ სახლის ნაშთები დამრჩა, ასევე ძველი ხეხილი (ვაშლი, კომში და ჭანჭური). ვაშლის ჯიშები შაფრანა და ანტონოვკაა. საკმაოდ ბებერი ხეებია, პაპაჩემის და მისი მამის დროინდელი. ალბათ 50 - 60 წლის ასაკის.
რამოდენიმე კაკლის ხეცაა. იგივე ასაკის.
ბაღი ერთ დროს შეღობილი იყო, მაგრამ ღობე ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
როდესაც სოფელში ვიყავი ყურადღებას კარგად ვაქცევდი, ვღობავდი, ვასუფთავებდი ეკლებისგან, ვთიბავდი და ხეხილსაც ვსხლავდი, მაგრამ ბოლო 20 წელია მარტო დასახედად თუ მოვიცლიდი და შემოდგომიტ ხილის დასაკრეფად.
ადრე კარტოფილი, სიმინდ-ლობიოც კი მოგვყავდა. სახლისთვის მხოლოდ.
მიწა ზოგადად ამ ამდგილას აყალოა, თუმცა შავმიწა ნიადაგიც ურევია და ხეხილი კარგად ხარობს. კარტოფილიც არ მოდიოდა ურიგოდ.
მახსოვს 1 მეშოკს რომ ვთესავდით 10 - 12 მეშოკს ვიღებდით ხოლმე.
მოკლედ ასე გრძელდებოდა შარშანდლამდე. ავდიოდი მარტო ზაფხულობით და შემოდგომით, ხილის დასაკრეფად, აღდგომისთვის საფლავზე გასასვლელად და 1 დღით ,,ისე" ქალაქგარეთ გასასეირნებლად და მსობლიურ ადგილებზე თვალის შესავლებად.
შარშან შემოდგომას კი შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრების მიმართ.
შეხედულებათა გადაფასება მოხდა, თვითნებურად.
კერძოდ, მანამდე თუ ვფიქრობდი რომ თვითრეალიზაციას დიდი მასშტაბები სჭირდებოდა, ოჯახს მარტო ლობიო და კარტოფილი არ ეყოფოდა და სულიერი საკვებიც საჭირო იყო და ა. შ. და ა.შ...
ეხლა ვფიქრობ რომ -
ოჯახს სუფთა ჰაერი სჭირდება
ეკოლოგიურად სუფთა გარემო
სუფთა საკვები
სულიერი სიმშვიდე
წინაპრის ფესვებთან ახლოს ყოფნა
საფლავებს მოვლა
დანგრეულ ეკლესიას აღდგენა
სოფლის გზას შეკეთება
მოხუც მეზობლებს დახმარება
ბაღებს შეღობვა
ხეხილს განახლება
ახალი სიცოცხლე სჭირდება
იმ ადგილსაც და მეც
ხოდა შარშან როგორც კი მოვიცალე ავედი და გასუფთავება დავიწყე, ეკლებითაა გავსებული, უკვე ველური ხეებია, ბუჩქებიც აღარ ქვია.
ვიყიდე დრუჟბა, ელექტრო სათიბი, ორმოების ამოსაღები, ცელი, ბარი, თოხი, ფორცხი, ცული, სასხლავი ....
ეს 1 ჰა მიწა ორ ნაკვეთად იყოფა. ერთი ბაღი უკვე თითქმის გავასუფთავე და შევღობე, ზამთარმა მომისწრო და მარტიდან 1 კვირა რომ ვიმუშავო, სულ მოვრჩები გასუფთავება - შეღობვას.
ტრაქტორს მიწა მოვასწორებინე და გაზაფხულიდან საძირკვლის ჩასხმასაც დავიწყებ. პატარა სახლს ვგეგმავ.
60 კვ.მ. და 5 მ სიმაღლის სახლს ნებართვები არ ჭირდება.
დენი და წყალი უკვე მივიყვანე .
ერთი პატარა ქოხი უკვე ჩავდგი, სადაც ხელსაწყოებს შევინახავ ხოლმე და ღამეც დავრჩები.
უკვე გაზაფხულიდან პანტის და მაჟალოს ნერგებს დავტოვებ და გადავრგავ საჭირო დაშორებებით, მერე შემოდგომაზე ვამყნობ.
მსხალი და ვაშლი მინდა უფრო.
ალუჩა, ვაშლატამა, რამოდენიმე ძირი თხილი უკვე დავრგე და იხარა.
ეხლა რომ შევღობავ მთლიანად, მერე უფრო გულდამშვიდებული დავრგავ ხეხილს, მეცოდინება რომ საქონელი ვერ გააფუჭებს.
დაახლოებით 80 000 ლარი მჭირდება, ყველაფერი ისე რომ გავაკეთო, როგორც ჩავიფიქრე.
ამ თანხის აკუმულირებას სავარაუდოდ 10 წელიწადში შევძლებ.
ამდენივე ხანში უკვე ხეხილის ბაღსაც გავაშენებ და მოძლიერებული იქნება.
დანარჩენი არ მაინტერესებს - იქნება ეს მომგებიანი თუ არა. მთავარია მე ეს უნდა გავაკეთო.
2030 - ში უკვე იქ ვიცხოვრებ. თუ ვიცოცხლებ იქამდე, რა თქმა უნდა smile.gif
მანამდე ჯერ სახლს და ბაღს ვიწყებ.
დრო კი მაქვს ცოტა, ორ სამსახურში ვმუშაობ და ძირითადად ადრე გაზაფხული - გვიანი შემოდგომა არის ჩემს სამოქმედო არეალში.
მაგრამ მთავარია დავიწყე. დიდი მოგზაურობა პატარა ნაბიჯებისგან შედგება.
უკვე ვგრძნობ სიამაყეს.
როცა შვილებს საკუთარ მიწას უნარჩუნებ, სახლს აშენებ და ხეებს რგავ, ეს უკვე კარგის ნიშანია smile.gif
მადლობა თუ წაიკითხეთ და იმედს ვიტოვებ თუ დახმარება დამჭირდა, თქვენი რჩევები, არ დაიზარებთ.

თვალზე ცრემლმორეულმა ჩავიკითხე ბოლომდე! up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: kaxaberski66 23 Jan 2020, 00:18
straight away
QUOTE

გული დამწყდა კახაბერსკის ძმის გამო, რამოდენიმე თვის წინ მეც ძმა დამეღუპა და ვიცი რასაც ნიშნავს ეს ტკივილი, ვიზიარებ.

მეც ვიზიარებ შენი ძმის გარდაცვალებას. ეს ნამდვილად ძალიან დიდი ტკივილია და უდროოდ ნურავის გამოეცადოს დედმამის შვილის დაკარგვა.
გოგო რომ მღერის ფრთამოტეხილ მაბჟალიაზე, ისე ვგრძნობ მე თავს.
QUOTE
შარშან შემოდგომას კი შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრების მიმართ.
შეხედულებათა გადაფასება მოხდა, თვითნებურად.

ასე ხდება როცა ადამიანში გენეტიკური სიბრძნე იღვიძებს. ეს მოდის საიდანღაც, ძალაუნებურად.
QUOTE
მაგრამ მთავარია დავიწყე. დიდი მოგზაურობა პატარა ნაბიჯებისგან შედგება.
უკვე ვგრძნობ სიამაყეს.
როცა შვილებს საკუთარ მიწას უნარჩუნებ, სახლს აშენებ და ხეებს რგავ, ეს უკვე კარგის ნიშანია
მადლობა თუ წაიკითხეთ და იმედს ვიტოვებ თუ დახმარება დამჭირდა, თქვენი რჩევები, არ დაიზარებთ.

თუ დაიწყე, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს და ბოლომდე მიიყვან. სიამაყე მერე ნახე.
სოფელი დალოცვილია, ეხლაა რომ გაძვალტყავდა და გაიქუცა მაგრამ, ბოლოს ასეთი ხალხი ისევ ააღორძინებს. ვისაც სურვილთან ერთად საამისოდ ფულიც მოსდევს.
მადლობა რომ ეს თემა გამოაცოცხლე. დღეში რამოდენიმეჯერ შემოვიხედავ ხოლმე, იქნებ ვინმეს ხელი წაუცდა და რამე დაწერა მეთქი. და გამიხარდა შენი ნაწერი რომ ვნახე.
მე ჩემ წილად სოფელში მამაჩემისეულა ვენახი მერგო ნახევარი ჰექტარი.
მე თბილისში ვარ, აქედან ფულს ვაგზავნი და ჩემი მეგობარი უვლის ვენახს.
წლეულ კარგი მოსავალი მქონდა. 1 ტონა შავი და 5 ტონა რქაწითელი მოვიდა.
შავი სოფელში მეგობართან დავწურეთ. თეთრი 5ივე ტონა თბილისში ჩამოვიტანე და აქ დავწურე. ეხლა ვზივარ და ჩემს ღვინოს ვსვავ.
ღვინის ლაბორატორიაში გავასინჯე და იდეალური გამოვიდა.
https://www.mymarket.ge/ka/pr/15170005/alkoholuri-sasmelebi/gvino-rqawiTeli#
დალოცვილია სოფელი.

Posted by: tavadze 23 Jan 2020, 00:44
levani169
QUOTE
თვალზე ცრემლმორეულმა ჩავიკითხე ბოლომდე!

მეც! sad.gif
straight away
QUOTE
სულიერი სიმშვიდე
წინაპრის ფესვებთან ახლოს ყოფნა
საფლავებს მოვლა

სხვა რამეებთან ერთად მეც ეს მიმარბენინებს სოფელში. თან იქ მოხუცი მამა მყავს, მხედველობა დაკარგა სრულად და... ახლაც ორი დღის ჩამოსული ვარ და ორ დღეში ისევ მივდივარ.
QUOTE
მერე შემოდგომაზე ვამყნობ.

ჩემი გამოცდილებით გირჩევ, მარტში დაამყენი, ბევრად უკეთესია. აგვისტო-სექტემბერში დამყნობილს სავეგეტაციოდ სულ ორიოდე კვირა აქვს და კვირტმა თუ გაიხარა, გაზრდას ვერ ასწრებს, ზამთარში სუსტია, მარტში დამყნობილებს კი წინ მთელი სეზონი აქვს - გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი. ნახევარ მეტრზე ნაკლები არც ერთი ნამყენი არაა, უმეტესობა კი ერთ მეტრზე მეტი გაიზარდა. თან ღეროც კარგად დამსხვილდა, კაცურად. ბევრს ყვავილიც კი ჰქონდა, თუმცა ბუნებრივია, რომ ნაყოფი ვერ შეინარჩუნა. იმდენად კმაყოფილი დავრჩი მაგ დროის ნამყენით, შარშან აგვისტოში არც ვიწვალე მყნობაზე. ახლა წლეულსაც ვემზადები, ამინდებმა თუ შეგვიწყო ხელი.
ოღონდ ანანური ცოტა მაღალზეა და მანდეთ იქნებ აპრილშიც კი იყოს შესაფერისი დრო დასამყნობად - ვიდრე კვირტი გაიშლება.
პ.ს. მე ვემზადები გაზაფხულისთვის. რაკი ფაროსანა თითქმის მოისპო, ცოტა იმედიც მომეცა და - სტიმულიც. თან სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში მოცვსა და კენკროვანებზეც გვპირდებიან დაფინანსებას და ვნახოთ. ამ ეტაპზე ჯერ ღობეებს ვარემონტებთ, თებერვლიდან კი თხილებს უნდა მივადგე, ხოლო პარალელურად ახალ ნერგებს ვიბევებ აქაურ სანერგეებში. აბა, ნოემბერში დათესილი ნიორი კია ამობიბინებული. up.gif ინდური ბოსტნეულის თესლებიც ჩავთესე და ველოდები გაზაფხულს. biggrin.gif

Posted by: straight away 23 Jan 2020, 09:55
კარგი ხალხი ხართ თქვენ
levani169
ვეცდები მინორში აღარ დავწერო ხოლმე smile.gif
kaxaberski66
გაიხარე.
ყოჩაღ კახა, კარგად გიმუშავია. თუ ვინმეს ღვინის ყიდვა დასჭირდება, მოვასწავლი შენთან.
2 წლის წინ ხაშმის საფერავი ვიყიდე. ბევრი არა, 300 კილომდე იყო, დავწურე და 10 დღე გავაჩერე ჭაჭაზე, მერე გადავიღე, სუფთა ღვინო იყო, გრამი წყალი და შაქარი არ გამირევია. სახლში დასალევად მქონდა გამიზნული და ასეც ვიქცეოდი, საღამოოობით 1-2 ჭიქას ვწრუპავდი ხოლმე. ღვინის მაღაზიაა ჩემთან ახლოს და ვმეგობრობ მეპატრონესთან. ერთხელ ვუთხარი ჩემი ღვინო უნდა გაგასინჯო მეთქი და ჩავიტანე კიდეც. გასინჯა, მოეწონა და იდეაც მომაწოდა, ბოთლებში ჩამოასხი და მოიტანე აქ დავაწყოთ და დანარჩენი მე ვიციო. მეც არ დავიზარე, წავიღე სინჯი, 5 კომპონენტზე შევამოწმებინე ღვინის სააგენტოში, ავიღე ცნობა-დახასიათება და მერე გოთუაზე ბოთლში ჩამოსხმის ამბავს ვარკვევდი. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ძალიან მცირე პარტია, სულ 200 - 250 ბოთლი გამოვიდოდა. მაგრამ როგორც ადრე დავწერე, მთავარია დაწყება. ხოდა ამ ბოთლში ჩამოსხმის ამბავს რომ ვარკვევდი, მაშინ ვიფიქრე მოდი აბა მაიმარკეტზე დავდებ განცხადებას და ისე თუ გაიყიდება თქო. მივედი დავდე განცხადება და მეორე დღეს მოვიდა ერთი კაცი, ასაკიანი კაცი იყო, 10 ლიტრი უნდოდა. ფასი 10 ლარი დავადე. გასინჯა, მოეწონა და წაიღო ეს 10 ლიტრი. ერთ კვირაში კიდევ დარეკა, ისევ 10 ლიტრი აიღო და მეგობარიც მოიყვანა, იმანაც 10 ლიტრი იყიდა. მოკლედ ეს ღვინო ბოთლებში ვეღარ ჩამოვასხი, აზრი აღარ ქონდა. ნახევარი გავYიდე და ნახევარი სახლში დავლიე. იმ ყურძნის ხარჯი ხომ ამოიღო და პლიუს მოტივაცია გამიჩნდა მომავალ წელს 5 ჯერ მეტის გაკეთება გადავწყვიტე. სამწუხაროდ შარშან მთელი შემოდგომა სულ წასული ვიყავი სამსახურის საქმეებზე, ვერ მოვიცალე და ვერც ყურძენი ვიყიდე. სახლისთვისაც ძლივს მოვასწარი რქაწითელის დაწურვა. მაგრამ წელს მაინც არ ვკარგავ იმედს რომ გავაგრძელო დაწყებული საქმე smile.gif
ამ შემთხვევამ ერთ მარტივ ჭეშმარიტებაში დამარწმუნა:
ნდობა !
ნდობა არის ყველაზე მთავარი ყველა საქმეში.
ადრე ცოლის ბიძას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ოპერაცია ესაჭიროებოდა და ფულშიც ვერ ვიყავით წელგამართული, დიდ თანხაზე იყო საუბარი. სამაგიეროდ ჰქონდა თაფლი, 500 კილომდე. ავდექი, წამოვიღე ეს თაფლი და დავიწყე მაღაზიებში სიარული ჩასაბარებლად. თავიდან მაგრად გამიჭირდა, არ მენდობოდნენ, მართალიც არის, ვის ენდობი ასე შემთხვევით მოსულს. მერე ესეთ რაღაცას ვეუბნებოდი: წაიღეთ, შეამოწმეთ, თუ ნატურალური თაფლი არ აღმოჩნდება, დაწერეთ ჯარიმის თანხა და გადავიხდი მეთქი. ეს ჯადოსნურად მუშაობდა.
რა თქმა უნდა დარწმუნებული ვიყავი, რომ მართლა ნატურალური იყო.
მოკლედ 1 კვირაში უკვე 37 მაღაზიაში მიმქონდა ეს თაფლი და 1 თვეში უკვე აღარ მქონდა. მე კი შევასრულე პროგრამა მინიმუმი, მაგრამ ავტომატურად გაჩნდა მოთხოვნა თაფლზე. ის ვინც იყიდა ერთხელ, მიდიოდა და ითხოვდა იგივე თაფლს. მაღაზიის მეპატრონეები მე მირეკავდნენ. მე ვეუბნებოდი რომ აღარ მქონდა და სხვა თაფლს არ მივუტანდი. მოკლედ მომავალ წლამდე შემაწუხეს რასაც ქვია smile.gif ასე ჩავები თაფლის ,,ბიზნესში" smile.gif
აქაც მთავარი კომპონენტი არის სიტყვა ,,ნდობა".
რამოდენიმე კაკლის ხე მიდგას ნაკვეთში და მოჭარბებულ რაოდენობას ვყიდი ხოლმე. ესეც მცირე რაოდენობაა, დაახლ. 20 კგ ნიგოზი.
ძირითადად სულ მეზობლები იღებდნენ ხოლმე. მერე ერთხელ ერთ-ერთ ტორტის/ნამცხვრის მაღაზიათა ქსელში მივედი, შევთავაზე და დაინტერესდნენ.
გულდასმით გადასინჯეს ეს ჩემი ნიგოზი და კარგი ხარისხიც რაც იყო აიღეს. მეორეხარისხოვანი არ გვინდაო. აქ დავრწმუნდი რომ კარგი ნამცხვრები ექნებოდათ და ამის შემდეგ სულ მაგათთან ვყიდულობ ნამცხვარს და ტორტსsmile.gif
თან შემომთავაზეს, კვირაში 50 კილო ნიგოზი გვინდა და თუ მოგვამარაგებ მზად ვართ ვითანამშრომლოთო.
მე ჩემი მოსავალი ამდენი სად მქონდა, ამიტომ თავიდანვე ვუთხარი რომ მეზობლებიდან მომიწევდა შეგროვება, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი შევძლებდი თუ არა კვირაში 50 კგ-ს მიწოდებას.
მაინც ვცადე და ვერ შევძელი.
ეხლა რაც მაქვს ჩემი იმას ისევ მეზობლები იტაცებენ.
ასეთივე სიტუაციაა ვაშლთან და კომშთან დაკავშირებითაც.
მოკლედ ამით იმის თქმა მინდოდა, რომ თუ არსებობს ნდობა, არ არსებობს გასაღების პრობლემა.
ნდობის შექმნას კი ორი წინაპირობა ესაჭიროება:
1. უნდა იყო გულწრფელი და თქვა რა პროდუქცია გაქვს სინამდვილეში და
2. არ უნდა გააფუჭო ხარისხი, თუ არ შეესაბამება ხარისხს, უნდა თქვა.
ვსიო, ეს არის და ეს.
ერთხელ, ზუსტად იმ წელს როცა კაკლის შეგროვება და ქსელის მომარაგება გადავწყვიტე, დავიარე მთელი ჩემი მხარე და მათ სორის ერთი კაცისგან, ნათესავად მეკუთვნოდა, 1 ტომარა კაკალი ვიყიდე, აღარ შევამოწმე, ვერ ვაკადრე, ასაკიანი კაცი იყო, თან ახლო ნათესავი და ვიფიქრე არ მომატყუებს თქო. წამოვიღე და დამტვრევა რომ დავიწყეთ, 10 - დან 2 იყო იყო საღი, დანარჩენი სულ ჭიანი და ცუდი. უკან აღარ მიმიტანია, გავიტანე ვაგზალზე და ჩაბარება გადავწყვიტე.
პირველი ვინც მოვიდა, აიღო გატეხა ერთი, მეორე, მესამე და ყველა ჭიანია. მერე ვუთხარი ესე მოხდა ესე და აი მაგიტომ ვყიდი, 10-დან 2 კარგია, დანარჩენი არ ვარგა მეთქი. აღარაფერი აღარ უთქვამს, რასაც ვაფასებდი, გადაიხადა და მთლელი მეშოკი წაიღო. ალბათ გადაურევდა სხვაში და ისე გაყიდიდდა. იმ წელს მაგარი დეფიციტი იყო. იმის შემდეგ იმ ნათესავთან არაფერზე აღარ მივსულვარ. კი ვუსაყვედურე მოგვიანებით მაინც.

tavadze
მადლობა რჩევისთვის, ვფიქრობ რომ გასათვალისწინებელია. თუ წელს მოვასწარი ამათი გადარგვა, 1 წელი გავაჩერებ და გაისათ გაზაფხულზე ვამყნობ.
მადლობა ღმერთს რომ ეს ფაროსანა არ გავცელდა კიდევ უფრო და თითქმის გაწყდა. შარშან მანდარინზე ვნახე მაგის ნაკაიკაცარი და გული მომიკვდა, სადაც ნაკბენი ქონდა, ყველგან გამაგრებული იყო რბილობი. ჭამას აზრი აღარ ქონდა. სულ მიკვირდა, ისეთი რა ძალა აქვს, თხილშიც რომ ატანს. კიდევ კარგი ადამიანს არ კბენდა sad.gif

Posted by: kaxaberski66 23 Jan 2020, 10:15
QUOTE

straight away

QUOTE

ნდობა არის ყველაზე მთავარი ყველა საქმეში.

აი როცა ამას შეიგნებს ხალხი, ცხოვრებაც თავისით გამოსწორდება.

Posted by: datosia 23 Jan 2020, 12:45
სოფელში დასახლებაზე არის ინტერნეტში ბევრი ვიდეო ბლოგები, ზოგი ძალიან დეტალურად აღწერს თავის ყოველდღიურობას, სამწუხაროდ ქართული ბლოგი მარტო 1 ვიცი , მეხ შირად ვუყურებ ამ ვიდეოებს და ბევრი ინფორმაცია და წარმოდგენები მიგროვდება, მგონი მსგავსი თემით დაინტერესებულისათვის საინტერესო იქნება smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=5OidR3ei56U&t=271s
https://www.youtube.com/watch?v=rdXsuf7caeY
https://www.youtube.com/channel/UCdqYirwMU7IhIH3sMMLgFyA
https://www.youtube.com/user/DIMOHSH







Posted by: straight away 23 Jan 2020, 13:03
არამარტო დღეისთვის, არამედ წინა ათწლეულებშიც და დიდი ალბათობით მომავალშიც, მთავარი პრობლემა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის იქნება ცოდნა და კვლევა.
მე მიმაჩნია, რომ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა აუცილებლად უნდა ეცადოს უმაღლესი განათლება მიიღოს, 10 - 15 - 20 წელი იცხოვროს სხვაგან, იმოგზაუროს, გაეცნოს სხვა ქვეყნების კულტურას, ცხოვრების წესს, ეკონომიკას და მერე დაბრუნდეს მშობლიურ კუთხეში და თავისი ცოდნა იქ გამოიყენოს, განავითაროს და რამით წინ წასწიოს.
როდესაც ვსაუბრობთ წარმოებული პროდუქციის გასაღებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, იყო ამ თემაში ამაზე კამათი და ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას, კარგ მეურნეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ბაზარი შესწავლილი. საქმე ეხება ნებისმიერი რაოდენობით წარმოებულ პროდუქციას. იმისთვის რომ გაყიდო პროდუქცია, უნდა გამოიკვლიო ბაზარი, რა იყიდება, სად იყიდება, ვისი პროდუქციაა უკვე ბაზარზე, როგორი შეფუთვაა, მოთხოვნა, მიწოდება, ფასი და ა.შ.
ბაზარზე ადგილის დამკვიდრება ადვილი არაა, მაგრამ ადგილის მოპოვების შემდეგ იქიდან გამოსვლა აღარ არის ადვილი. თუ ნდობას მოიპოვებ, მერე უკვე ,,ითხოვენ" შენს პროდუქციას და შენც ,,ვალდებული ხარ" მიაწოდო.
ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოგიყვებით:
ჩემი ერთი კარის მეზობელ არის მოხუცი კაცი, 76 წლის. ძალიან ყოჩაღი და მშრომელი კაცია. ცოტა ტრაგიკულიც (ამაზე მერე მოგიყვებით).
ამ კაცს ეხლა ყავს 4 ძროხა, მეტს ვეღარ ვუვლიო, ადრე ბევრი ყავდა, 12-მდე.
აკეთებდა ყველს და ამარაგებდა ანანურში მდებარე რესტორანს.
ძალიან სუფთად აკეთებდა, ვიზუალურად აც და გემოთით იდეალური ყველი იყო. წინასწარ ვურეკავდი და ვეხვეწებოდი, იქნებ 2-3 თავი შემინახო და ვიყიდითქო.
ამ კაცს რეალიზაციის პრობლემა არ ქონდა, მიუხედავად იმისა რომ ამისთვის დროს საერთოდ არ ,,კარგავდა".
მთავარი იყო, კარგი პროდუქციის წარმოება და ნდობა.


Posted by: keandra 23 Jan 2020, 13:22
straight away
QUOTE
ე მიმაჩნია, რომ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდა აუცილებლად უნდა ეცადოს უმაღლესი განათლება მიიღოს, 10 - 15 - 20 წელი იცხოვროს სხვაგან, იმოგზაუროს, გაეცნოს სხვა ქვეყნების კულტურას,

ამ ყველაფრის მერე უჭირთ სოფლად დაბრუნება. მეც მასე ვარ მაგალითად რაღა შორს წავიდე. სურვილი მაქვს წასვლის მაგრამ სულ ვბუქსაობ. დღე არ გავა რომ არ ვიფიქრო. თან გადაჩვეული ვარ ფიზიკურ შრომას.
წლების შემდეგ ვინანებ თან ვიცი. რა ნაგავს ვაჭმევ ჩემს შვილს რომ წარმოვიდგენ მზარავს.

Posted by: straight away 23 Jan 2020, 15:14
keandra
სოფელში ვინმე გყავთ დატოვებული თუ მარტო სახლი და ნაკვეთი გაქვთ?

მოკლედ, დავასრულებ ამ ჩემს დაწყებულ თემას წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შესახებ.
ცოტა მენტორულ სტილში კი გადავედი, მაგრამ იმედია მაპატიებთ.
პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ თუ აწარმოებ ხარისხიან პროდუქციას და სწორად აწარმოებ მოლაპარაკებას რეალიზატორთან, ნდობასაც მოიპოვებ მომხმარებელთან და რეალიზატორთან, მაშინ შენს წარმოებულ პროდუქციას საფრთხე აღარ ემუქრება.
მოლაპარაკების წარმოებაც ცალკე ხელოვნებაა smile.gif
ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: ჩაცმას, საუბრის მანერას, ქცევას და ა.შ.
მოკლედ ეს თემა როგორც ვთქვი ცალკე ხელოვნება და ფილოსოფიაა და ამ ეტაპზე მე არაფერი არ ,,მემუქრება", რადგან ჯერ არაფერს არ ვაწარმოებ დიდი რაოდენობით. მცირე რაოდენობას წარმატებით ვართმევ თავს.

ეხლა დავუბრუნდები იმ ძველ პერიოდს, 1999 წლამდე, როდესაც სოფელში ვცხოვრობდი.
პაპა-ბებიასთან ვიზრდებოდი და ძალიან ადრე დამაწვა კისერზე ფიზიკური შრომა. 13 წლიდან თიბვა, საქონელი, შეშა, მიწის დამუშავება და ა.შ.
პაპაჩემი ძალიან მშრომელი კაცი იყო მაგრამ ინფაქტი ჰქონდა გადატანილი და მოძრაობის უნარი გარკვეულწილად შეზღუდული, ამიტომ მე ჩავები პროცესში.
ძროხები გვყავდა, მაგრამ ბევრი არა, ასე 3-4 სული. ღორები უფრო მეტი, დაახლ. 30 სულამდე. ქათამიც ესე 30 ფრთა.
1 ჰა. სათიბი, 2 მანქანა შეშა ყოველწლიურად და სხვა და სხვა ეს ყველაფერი ერთი მოხუცი კაცის და 13-14 წლის ბიჭის კისერზე smile.gif
ბებიაჩემი სახლის საქმეეებში იყო თავჩარგული.
ასე თუ ისე თავს ვართმევდით. არ გვიჭირდა ცხოვრება. უბრალოდ დრო აღარ გვქონდა არაფრის. მე მაგალითად, ფეხბურთის სათამაშოდ არ მეცალაsmile.gif
სამწუხაროდ მაშინდელი შრომა დაფუძნებული იყო სამოყვარულო დონის ცოდნაზე. თან ისეთი პერიოდი იყო, ვის ეცალა შენი განათლებისთვის, აგრონომიას ვგულისხმობ, საკუთარი დაკვირვების და ინტუიციის წყალობით რაღაც გამოგვდიოდა.
ეხლა ვიღაც რომ იძახის ფერმა უნდა გავაკეთო და ამას ვიზამ, იმას ვიზამო. მაშინვე ერთი კითხვა მებადება და ვეუბნები ხოლმე, ოდესმე თუ გქონია შეხება ფერმასთან, ძროხა თუ გყოლია, რამდენი ფეხი აქვს და ა.შ. smile.gif
როგორც წესი სრულია დილეტანტიზმის იმედათ აპირებენ ხოლმე, ფული კი აქვთ, მაგრამ ცოდნა ნაკლები.
სამწუხაროდ ჩემი მომავალი განათლებაც არ იყო დაკავშირებული აგრონომიასთან. დღემდე იმ დონეზე ვრჩები სოფლის მეურნეობაში, რა დონეზეც ვიყავი 1999 წლამდე. არაფერი არ მომმატებია.
მოტივაციის გარდა.
თუმცა გამოცდილებით ვიცი, რომ ადვილი არ არის.
ადვილი ტახტზე წოლაც არაა.
გვერდების ტკივილი იცის smile.gif

Posted by: Grows 27 Jan 2020, 18:39
მე მგონია რომ სოფლის მეურნეობისადმი არასწორი მიდგომებია დღეს გაბატონებული და ეს საბჭოეთის დროინელი გამოცდილების ბრალია. მაშინ სოფელი მიბმული იყო კოლმეურნეობაზე და მასზე იდგა ფაქტიურად. ამიტომ იყო "ზლიერი". დღეს სხვა რეალობაა და ახლებური მიდგომებია საჭირო. დღეს სახელმწიფო ქონება და ფული აღარ არის ადვილად ხელმისაწდომი ადამიანების ფართო მასისთვის და შესაბამისად ყველას ინდივიდუალურად უწევს მატერიალური კეთილდღეობის მოწყობა საკუთარი ხელით/თავით. შესაბამისად, "დასუსტდა" სოფელი. კოლმეურნეობის ქონება აღარ არსებობს და აღარ ადგება. ახალ ეკონომიკურ მოდელს კი ვერ მოერგო.

ამ რეალობაში სოფლის მეურნეობა ისეთივე საშუალებაა ფულის შოვნის, როგორ ნებისმიერი სვა წარმოება თუ მომსახურება. ვისაც მოსწონს ეს სფერო, აიღიებს და აწარმოებს - ხილს, ბოსტნეულს, მეცხოველეობის პროდუქტებს და ა.შ.

სოფელში ცხოვრება კი შეილება იყოს ორნაირი - ერთი რომ გაერიდო ურბანულ გარემოს, თუ ქალაქში მუშაობ და სუფთა ჰაერი გინდა და მეორე - თუ სოფლის მეურნეობას ეწევი, იცხოვრო იქ სადაც მუშაობ.

არ ვფიქრობ რომ ტრაგედიაა "სოფლის დაცლა" და არც იმას ვფიქრობ რომ სოფლის მეურნეობაზე დგას საქართელო და "სოფელი ძლიერი უნდა იყოს". არანაირი უნდები არ არსებობს თაისუფალ სამყაროში. ყველა თავად ირჩევს საკუთარ გზას და დასაქმების საშუალებებს. პირიქით, უკეთესია, თუ უფრო მოქნილი და მობილური გადება საქართველოს მოსალეობა - ვინც ქალაქში უფრო მეტს გამოიმუშაებს - წავა ქალაქში, ხოლო ვინც სოფლის მეურნეობაშია გურუ - ის წავა ამ სფეროში. და ასე ნებისმიერ სფეროში. რაშიც მაგარი ხარ, ის უნდა აკეთო.

გაფეტიშება არასწორია.

Posted by: levani169 28 Jan 2020, 00:32
რა უნდა ვაწარმოოთ საოჯახო მეურნეობაში ისეთი რომ გვაცხოვროს კი არა და გვაარსებოს მხოლოდ მეურნეობამ?
საინტერესოა თქვენი აზრი.
მე ქოქოსის კაკლის მოყვანას ვფიქრობ......4 ლარი ღირდა ცალი! rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Grows 28 Jan 2020, 01:50
levani169
QUOTE
საოჯახო მეურნეობაში


საოჯახო მეურნეობაში უნდა აწარმოო ის რასაც გამოიყენებ ოჯაში საკვებად. ოჯახის შესანახად კი კომერციული მეურნეობაა საჭირო.
კომერციულად სოფლის მეურნეობის რომელ დარგს აარცევ და მერე გასწვდები თუ არა, შენზეა (და შენს ობიექტურ და სუბექტურ გარემოებებზეა) დამოკიდებული. მე მაგას როგორ გეტყვი. თუ გაინტერესებს, ალბათ შეილება არსებული მაგალითების შესწალა - ვინ რას აწარმოებს, როგორ, რა შემოსავლები აქვს, რა ხარჯები და ა.შ.

სწავლა უნდა ყველაფერს.


QUOTE
მე ქოქოსის კაკლის მოყვანას ვფიქრობ......4 ლარი ღირდა ცალი!


ჰონოლულუდან ფლოსტამ? biggrin.gif



Posted by: keandra 28 Jan 2020, 09:50
straight away
QUOTE
სოფელში ვინმე გყავთ დატოვებული თუ მარტო სახლი და ნაკვეთი გაქვთ?

მიტოვებული მაქ სახლი. ბიძაჩემი აქცევს ყურადღებას. 7000 კვ. მ. მაქვს სულ ნაკვეთი ეზოს ჩათვლით, 2 ჰექტარი ხომ მაინც გინდა კაცს რომ რამე მეურნეობაზე იფიქრო.

Posted by: kaxaberski66 28 Jan 2020, 10:36
QUOTE
ეს საბჭოეთის დროინელი გამოცდილების ბრალია. მაშინ სოფელი მიბმული იყო კოლმეურნეობაზე და მასზე იდგა ფაქტიურად. ამიტომ იყო "ზლიერი".

ეს გარედან ჩანდა რომ ვითომ ძლიერი იყო რადგან ბევრი საქონელი ჩანდა.
სინამდვილეში კი კოლმეურნეობის ვალი მილიონებს რომ მიაღწევდა, დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ ვალს ჩამოაწერდნენ ხოლმე.
კოლმეურნეობაში რამდენი კაციც მუშაობდა, იმდენი მჭამელი იყო. რაციონალურად იქ არაფერი არ კეთდებოდა.

QUOTE
დღეს სახელმწიფო ქონება და ფული აღარ არის ადვილად ხელმისაწდომი ადამიანების ფართო მასისთვის და შესაბამისად ყველას ინდივიდუალურად უწევს მატერიალური კეთილდღეობის მოწყობა

შევარდნაძემ მოუღო ბოლო საქართველოში ხალხის კეთილდღეობა. გახსოვთ ხომ ხალხს ფული რომ შეატანინა ბანკებში, გაორმაგებულს მოგცემთო.
ხალხი უფულოდ დარჩა და ცარიელი ხელებით რას გააკეთებდნენ. დაიწყო ხალხმა თურქეთში სიარული და სახლიდან მიჰქონდათ ნივთები რომ უკან ორი კაპიკი ფული ჩამოეტანათ.
ეხლა კიდევ დასავლეთიდან დირექტივაა რომ საქართველო უნდა იყოს მომხმარებელი პროდუქტების და არა მწარმოებელი.
იაფი კრედიტით რამოდენიმე საწარმო რომ გახსნეს, მასეთ რამეს მეფის რუსეთშიც აკეთებდნენ. იქ მთელ სოფლებს აშენებდნენ სანიმუშოდ და პოტიომკინის სოფლებს ეძახოდნენ.
ასე რომ, სოფელში ვინმე თუ მოძლიერდა, საკუთარი გამჭრიახობის ხარჯზე მოძლიერდა და სახელმწიფოს წილი სოფლის გაძლიერებაში ნულია.
აი დაბეგვრაში და ჯარიმებში იცოცხლეთ.

Posted by: levani169 28 Jan 2020, 11:31
Grows
QUOTE


საოჯახო მეურნეობაში უნდა აწარმოო ის რასაც გამოიყენებ ოჯაში საკვებად. ოჯახის შესანახად კი კომერციული მეურნეობაა საჭირო.

ჩემი აზრით "საოჯახო მეურნეობა" არის ისეთი სამეურნეო საქმიანობა რომელშიც მთელი ოჯახია ჩართული და უნდა მოიტანოს კომერციული თვალსაზრისით შემოსავალი.
რასაც თქვენ საოჯახო მეურნეობას ეძახით ამჟამად,ეგ არის ძველ დროს რომ სააგარაკე ნაკვეთებში ოჯახისთვის მცირე რაოდენობის ბოსტნეული მოჰყავდათ ის,ანუ "სააგარაკე მეურნეობა" და არა საოჯახო.
QUOTE
მე ქოქოსის კაკლის მოყვანას ვფიქრობ......4 ლარი ღირდა ცალი!


ჰონოლულუდან ფლოსტამ?

ანუ ფრაზა იყო რიტორიკული........რა პროდუქტი უნდა მოიყვანოს ადამიანმა ისეთი რომ ბაზარზე არ ჩაწვეს და შემოსავალი მოგცეს საკმარისი?
არ ვეთანხმები არც
QUOTE
თუ აწარმოებ ხარისხიან პროდუქციას და სწორად აწარმოებ მოლაპარაკებას რეალიზატორთან, ნდობასაც მოიპოვებ მომხმარებელთან და რეალიზატორთან, მაშინ შენს წარმოებულ პროდუქციას საფრთხე აღარ ემუქრება.

ამ მოსაზრებას,საფრთხე რეალიზაციის პრობლემა კი არაა,პრობლემაა ადექვატურ ფასში რეალიზაცია,უნდა დაგიფაროს შრომის ხარჯები პროდუქციამ,მოსავლის აღების,ტრანსპორტირების,გაცდენილი დროის და უნდა დაგიტოვოს იმდენი რომ საყოფაცხოვრებო პრობლემები არ გქონდეს + ამას რეინვესტირებისთვის საჭირო კაპიტალიც.
ხოდა რა სახის პროდუქცია გეგულებათ ეს კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოს?
(ყურძენი ჩაწვა,ხალხი ვალებშია,ღვინო არავის არ უნდა,თაფლი 8-10 ლარია კილო რაც არანაირად არაა რენტაბელური მწარმოებლისთვის და ეგეც არ იყიდება,ვაშლია აგერ ყრია ქართლში,მარწყვი იყო და მოკრეფის ხარჯი ვერ დაფარა ხალხმა,მეცხოველეობა მკვდარია საძოვრების და საკვები ბაზის არ ქონის გამო სხვა,სხვა რაღა დარჩა აბა?

Posted by: Amigo-Amo 28 Jan 2020, 12:08
კაროჩე, ყველაზე ცუდი იცი რა არის? რომ დასახლდეს ადამიანი სოფელში და იქ აწარმოოს ჯანსაღი მეურნეობა კომერციული კუთხით, შემდგომ ამ მოსავლის რეალიზება არის ძალიან რთული და რატომ? იმიტომ, რომ კონკურენციას ვერ უწევ იმპორტირებულ პროდუქციას. თბილისის მოსახლეობის 90%-ს კი არ შეუძლია ნატურალური/ჯანსაღი და შემოტანილი/იმპორტირებული/დაპრემიქსებული პროდუქციის ერთმანეთისგან გარჩევა. ქიზიყში, ჩემს სიმამრს ჰყავს კურდღლები და ღორები (დიდი ოდენობით არა, მაგრამ რასაც წვდება), ზრდის კარგ საკვებზე, არანაირ პრემიქსს და დანამატებს არ აძლევს, მაგრამ რად გინდა, ფასი, რასაც იძლევიან, გაწეულ ხარჯს თუ ფარავს და ოდნავ ძაან მიზერული თუ რჩება. საზოგადოებიდან არ მოდის მოთხოვნა, რომ ჯანსაღი პროდუქტი შეიძინონ და ამ საბოლოო რეალიზატორებსაც არ აინტერესებთ რას მიაწვდიან, მაინც იყიდება და...

Posted by: straight away 28 Jan 2020, 12:34
levani169
QUOTE
(ყურძენი ჩაწვა,ხალხი ვალებშია,ღვინო არავის არ უნდა,თაფლი 8-10 ლარია კილო რაც არანაირად არაა რენტაბელური მწარმოებლისთვის და ეგეც არ იყიდება,ვაშლია აგერ ყრია ქართლში,მარწყვი იყო და მოკრეფის ხარჯი ვერ დაფარა ხალხმა,მეცხოველეობა მკვდარია საძოვრების და საკვები ბაზის არ ქონის გამო სხვა,სხვა რაღა დარჩა აბა?


ძალიან პესიმისტურად დახატე სოფ. მეურნეობის სურათი და მგონი ისიც გადაიფიქრებს წასვლას, ვისაც მოფიქრებული ქონდა biggrin.gif
* * *
მე ვფიქრობ რომ :
1. თუ სასოფლო სამეურნეო წარმოების ბიზნესის სახით ჩამოყალიბება გინდა, უნდა გქონდეს დიდი მიწა და ყველანაირი ტექნიკა.
2. ან მიწა, რომელიც გაქვს ოდენობის მიუხედავად, გამოიყენო ჰიპერეფექტურად თანამედრო ტექნოლოგიების გამოყენებით.
3. დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის 47 % ცხოვრობს სოფლად და აწარმოებს ქვეყნის ეკონომიკის 8%-ს. სხვა მოწინავე ქვეყნებში იგივეს აკეთებს მოსახლეობის 5 % რომელიც სოფელში ცხოვრობს.
4. ე.ი. ჩვენ არ გვაქვს - დიდი მიწები, ტექნიკა, ცოდნა, სუბსიდირება ან დაბალპროცენტიანი სესხი და ა.შ.
5. თუ დიდი საქმის წამოწყებას აპირებ, დიდი ცოდნა და გამოცდილება გჭირდება.
6. თუ უბრალოდ ოჯახის რჩენა გინდა და სოფელში დასახლდები, ამას კოლოსალური აზროვნება და შრომა არ ჭირდება.
7. ამას შეძლებ შენს ხელთ არსებული საშუალებების რაციონალური გამოყენებით.
8. უბრალოდ არ უნდა დაიზარო, დაუკვირდე და არ იზარმაცო.
9. მოიპოვო ნდობა შენი მცირე პროდუქტით (ანუ აწარმოე როლს როისი)
10. იქონიე კონტაქტი გარესამყაროსთან, თუნდაც ფორუმით ან ფეისბუქით (მარკეტინგისთვის)

Posted by: Grows 28 Jan 2020, 19:18
ეგაა რა. საბჭოთა დროინდელი საოჯახო მეურნეობის მოდელი დღეს აღარ მუშაობს. ახალია საჭირო. ახალი რა, არაა ახალი, კაპიტალისტურ ქეყნებში დიდი ხანია არსებობს მუშა მაგალითები. ეს ჩვენთვისაა ახალი. და აქაც არსებობს ალბათ მუშა ბიზნესები, ისეთებიც ვისაც საელმწიფოსგან არ მიუღია მაინცდამაინც ფული.

კონკრეტულ მოდელებზე რომ ვისაუბროთ დათვლა და შესწავლაა საჭირო. სხვანაირად ვერც კის იტყვი და ვერც - არას.

იაფი კრედიტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და სხვა მსგავსი სიკეთეები ადვილად ხელმისაწვდომი რომ იყოს, მაგარი იქნებოდა, მაგრამ არალი :|

დღეისათვის ისეთი სიტუაციაა, რომ ეს საქმე იმან უნდა აკეთოს, ვისაც უყვარს, მარტო სიყვარულმა შეიძლება გადაგალახინოს ეს ობიექტური სიძნელეები. თუ უფრო ადვილი ფული გინდა, მაშინ სხვა გზები უნდა ეძებო. ან ახალგაზრდობამ უნდა დაიწყოს, ვისაც მშობლების ზურგი აქვს ან ოჯახი არ აქვს სარჩენი და ყოველწამიერად ფულის ხარჯვის პრობლემა არ აქვს.

Posted by: levani169 28 Jan 2020, 20:15
straight away
QUOTE
ძალიან პესიმისტურად დახატე სოფ. მეურნეობის სურათი

მე არაფერს არ ვხატავ ............ სურათიდან ვპოსტამ,შიგ შუაგულიდან!
QUOTE
3. დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის 47 % ცხოვრობს სოფლად და აწარმოებს ქვეყნის ეკონომიკის 8%-ს. სხვა მოწინავე ქვეყნებში იგივეს აკეთებს მოსახლეობის 5 % რომელიც სოფელში ცხოვრობს.

ეს არაფერს არ ამბობს,რასაც საქართველოს სოფმეურნეობის პროდუქციის წარმოება ჰქვია 5% კი არა შეიძლება 3% იც არაა რეალურად ჩართული აქ მაგაში და სოფლად მცხოვრები 47% არაფრის მთქმელი არაა ამიტომ.სხვა ქვეყნებში ქალაქგარეთ შეიძლება მოსახლეობის 54% ცხოვრობს მარა ფაბრიკა-ქარხნებში არიან დასაქმებულები,ჩვენთან კი რატომღაც სოფლის მეურნეობის მუშაკებად სახავთ ამ 47% მცხოვრებლების,47%-3%=44% რომელიც პროსტა ზურგით კედელსაა მიყუდებული საზღვარგარეთის 51%-ისგან განსხვავებით,ნუ გაიმეორებთ ლიბერ ვაიეკონომისტების მონაჩმახებს გაუაზრებლად!
QUOTE
6. თუ უბრალოდ ოჯახის რჩენა გინდა და სოფელში დასახლდები, ამას კოლოსალური აზროვნება და შრომა არ ჭირდება.

სწორედაც რომ მაგას სჭირდება ყველაზე მეტი შრომა,აზროვნება და კაპიტალი.
კომერციულ მიწათმოქმედებას როდესაც იწყებ კარგად თვლი რა გჭირდება,უბრალოდ ქირაობ ამა თუ იმ საჭირო საქმის სპეციალისტს და ეგაა.
აი მეორე შემთხვევაში კი როდესაც არ გაქვს სპეციალისტების,ტექნიკის თუ სხვა საწარმოო საშუალებებთან წვდომაუნდა აიღო საკუთარ თავზე ყველაფერი,მიწაც უნდა შეისწავლო,მეცხოველეობაც,მცენარეთა მოვლაც,ტექნიკური სამუშაოს დაგეგმვა შესრულებაც და საერთოდ რაც დაგჭირდება ის ყველაფერი.....ვერ იქნები სხვის იმედზე ამ საქმეებში,არც გაგიკეთებენ ისე და არც თან გადაგყვებიან მცირე რახანაა პროფესიონალები.......უ არსებობენ ასეთები საერთოდ!

Posted by: straight away 29 Jan 2020, 09:56
levani169
საიდანაც თქვენ პოსტავთ, მანდვე ახლოს წარმატებული საოჯახო მეურნეობებია. შეიძლება რაღაც-რაღაცეების სწავლა მაგათგან.


აი ერთი მაგალითი:
ლაგოდეხის რ-ნის სოფ მსხალგორში ცხოვრობს ერთი ცოლ-ქმარი. ასაკი 55 - 57 წწ.
აქვთ ვენახი 27 მეასედი. წელს 2 ტონა ყურძენი გაყიდა 90 თეთრში. ნაწილი 2 შვილს გამოატანა დასაწურად. დანარჩენი თვითონ დაწურეს.
აქვთ სანერგე, გამოყავთ ნერგები და ყიდიან.
ყავთ 10 სკა ფუტკარი და წლიურად 250 კგ თაფლს ყიდიან. 1 კგ - 15 ლარი. ამასთან ერთად ორივე შვილს და საკუთარ ოჯახში თაფლი ყოველთვის აქვთ.
აქვთ 23 მეასედი თხილის ბაღი. შარშან 5 თუ 7 (ზუსტად არ მახსოვს) ლარში ჩააბარეს კილო.
სახლთან ახლოს აქვთ კივის ბაღი, ქლიავი, კარალიოკი, ალუჩა, ვაშლი, მსხალი.
მოყავთ თავისი სამყოფი კიტრი - პამიდორი, ლობიო, სიმინდი, მწვანილეულობა, ბულგარული და ისე წიწაკა, ბადრიჯანი, გოგრა და ა.შ.
ყავთ 3 ძროხა, 1 კამეჩი (1 მოუკვდათ), 2 ღორი (საახალწლოდ კლავენ და 3 ოჯახზე ანაწილებენ), ქათმები, იხვები.
მოკლედ მთელ ამ პროდუქციას ანაწილებენ 3 ოჯახზე.
ნებისმიერ დროს როცა უნდა მიხვიდე, ყოველთვის შეუძლიათ გამასპინძლება.
და რამდენადაც წარმოუდგენლად არ უნდა გვეჩვენოს, თავისუფალი დროც აქვთ ხოლმე, რომ სადმე წავიდ-წამოვიდნენ.
ეს ოჯახი არის სამაგალითო ჩემთვის.

Posted by: keandra 29 Jan 2020, 10:20
straight away
QUOTE
უნდა გქონდეს დიდი მიწა

ეს ნომერ პირველი და აუცილებელი პირობაა ჩემი აზრით. 4-5 ჰექტარი არის საჭირო მინიმუმ.

Posted by: Amigo-Amo 29 Jan 2020, 10:43
QUOTE (keandra @ 29 Jan 2020, 10:20 )
straight away
QUOTE
უნდა გქონდეს დიდი მიწა

ეს ნომერ პირველი და აუცილებელი პირობაა ჩემი აზრით. 4-5 ჰექტარი არის საჭირო მინიმუმ.

გააჩნია, რა სახის მეურნეობას მიჰყოფ ხელს smile.gif
ანუ, პირობითად, თუკი გაქვს დაახლოებით 700-800 კვადრატამდე მიწის ფართობი, თავისუფლად შეგიძლია, რომ ნებისმიერი სახის ფერმა მოაწყო smile.gif
მართალია, რომ საკვები დაგჭირდება საქონლისთვის, მაგრამ 1 ჰექტარის მიწას წლიურად 250 ლარში ნებისმიერი მოგაქირავებს. რავიცი, ჩემს სოფელში, ახალქალაქის რაიონში, 200 ლარად უპრობლემოდ ვქირაობდით ხოლმე 1 ჰექტარს.

Posted by: levani169 29 Jan 2020, 13:13
straight away
QUOTE

ლაგოდეხის რ-ნის სოფ მსხალგორში ცხოვრობს ერთი ცოლ-ქმარი. ასაკი 55 - 57 წწ.

და ამ ასაკის შესაფერისად რამდენი პროცენტი დათანხმდება ცხოვრებას........მინიმალური რამ სჭირდება ადამიანს 55-57 წლის როდესაცაა.
მე პირადად ასეთ "მცირედზე" არ ვარ ყაბულს და დანარჩენის არ ვიცი,5და 10 ათასი არაფერი არაა სოფელში,ისე უცბად იხარჯება ... იქ ბოსელს უნდა გადახურვა,აქეთ საღორეს შეკეთება,კიდოვ პაწიას მოვუშენებ აქანე სახლს და ასე შემდეგ.
თავის გამოკვება-შენახვა ერთია და მომგებიანი მეურნეობა მეორე + ამას ლაგოდეხი-ლაგოდეხია და სხვაგან ლაგოდეხის მსგავსი პირობა არსად არაა,წყალი გინდა,სავარგული თუ ტყე და ტურისტი,ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ ლაგოდეხელ და ახმეტელ მეურნეს!

Posted by: Grows 29 Jan 2020, 13:33
levani169

მოდი შენს გამოდილებაზე მოგვიყევი. რას აკეთებ ან გააკეთე, რამ გაამართლა, რამ - არა და ა.შ. მე არ მაქ გამოცდილება თორემ მეც დავწერდი.

Posted by: straight away 29 Jan 2020, 14:02
keandra
QUOTE
მიტოვებული მაქ სახლი. ბიძაჩემი აქცევს ყურადღებას. 7000 კვ. მ. მაქვს სულ ნაკვეთი ეზოს ჩათვლით, 2 ჰექტარი ხომ მაინც გინდა კაცს რომ რამე მეურნეობაზე იფიქრო.

ალბათ ერთ-ერთი მიზეზიც ესაა, რომ იქ არავინა არ ცხოვრობს. ერთი მოხუციც რომ გყავდეს ალბათ არ გაგიჭირდებოდა.
* * *
QUOTE
ეს ნომერ პირველი და აუცილებელი პირობაა ჩემი აზრით. 4-5 ჰექტარი არის საჭირო მინიმუმ.

დიახ. ამიტომაც არის საერთაშორისო ორგანიზაციები (ევროკავშირი მაგალითად) რომ ახდენენ კოოპერატივების წახალისებას. უფრო ადვილია კარგი შედეგის მიღება დიდ ნაკვეთზე.
* * *
Amigo-Amo
QUOTE
გააჩნია, რა სახის მეურნეობას მიჰყოფ ხელს
ანუ, პირობითად, თუკი გაქვს დაახლოებით 700-800 კვადრატამდე მიწის ფართობი, თავისუფლად შეგიძლია, რომ ნებისმიერი სახის ფერმა მოაწყო
მართალია, რომ საკვები დაგჭირდება საქონლისთვის, მაგრამ 1 ჰექტარის მიწას წლიურად 250 ლარში ნებისმიერი მოგაქირავებს. რავიცი, ჩემს სოფელში, ახალქალაქის რაიონში, 200 ლარად უპრობლემოდ ვქირაობდით ხოლმე 1 ჰექტარს.

ფერმას კი მოაწყობ, მაგრამ დამხმარე ფართის გინდა, ვთქვათ ადგილზე საკვების მოსაყვანად და ა.შ. თორემ აგერ აქ ერთი ყოჩაღი გოგოა Nat-asha, თუ სწორად მახსოვს ნიკი, კარგი ხანია არაფერი დაუპოსტავს smile.gif, რომელსაც 350 კვადრატულზე მოყავს სახლისთვის აუცილებელი პროდუქცია.

Posted by: Grows 29 Jan 2020, 14:50
- პროდუქტის წარმოება
- მარკეტინგი
- გასაღება
- შემოსავალი-ხარჯები=მოგება

სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია და ამ ფორმულის არცოდნა ართულებს ყველაფერს. ამის იქით ყველაფერი უბრალო არითმეტიკაა, ცოტა დაკვირვება და ცოტა ადამიანებთან კომუნიკაცია.

ზემოთაც ვთქი და ახლაც გავიმეროებ - ეს გადმონაშთი სოფლის საოჯაო მეურნეობა რეალურად არის ტვირთი და მურუჭი, ვინაიდან ადამიანი ცდილობს არსებულ ობიექტს მოარგოს ბინესი, არადა საოჯახო მეურნეობა როგორც ობიექტი სულ სხა ეკონომიკური მოდელის არტეფაქტია და არსებითად წიააღმდეგობაში მოდის საბაზრო ეკონომიკასთან ამიტომ რადიკალულრი ცვლილებები თუ არ შეიტანა ადამიანმა საკუთარ თაში, საკარმიდამო მეურნეობის ორგანიზებაში და ფაქტიურად ყელაფერში - არაფერიც არ გამოვა.

სოფლის მეურნეობა არის ჩვეულებრიი ბინესი ხო? ბიზნესის აწყობას კი სჭირდება მუშა მოდელი, დრო და საწყისი კაპიტალი. ეს ყველაფერი თუ არ მოიმარაგე, არაფერი არ გამოვა.

ოჯახი თუ გყავს სარჩენი და არც დამხმარე გყავს, არც საკმარისი მიწა გაქვს, არც დანაზოგი რომ საწყისი ხარჯები გაიღო, ვერაფერსაც ვერ გააკეთებ. ადექი ამიტომ და სხვა საქმე აკეთე.

ან დროებით აკეთე სხვა საქმე, მოიმარაგე ფინანსური რესურსი და მერე გადაერთე ამაზე.

მე მგონია რომ ვინც მხოლოდ წუწუნებს რომ არაფერი არ გამოდის, საკმარისად მოტივირებული და გათვითცნობიერებული არ არის. სულ მცირე ის უნდა შეგელოს რომ თუ არ გამოგდის ან თუ არ გამოდის ობიექტურად, შეეშვა და სხვა რამეზე გადაერთო, ნაცლად იმისა, რომ იბუქსავო ერთ ადგილას და იწუწუნო - არაფერი არ გამოდისო.

თუ გინდა გადავიდეთ მუშა მოდელების/მაგალითების განხილვაზე. სხვანაირად ერთ ადგილას ვიტრიალებთ.


Posted by: straight away 29 Jan 2020, 15:02
Grows
გეთანხმები.

ერთი კითხვა მაქვს. ხომ ვერ მირჩევთ ყურძნის ჯიშს, რომელიც მაღალმთიან რეგიონში (ზ.დ - დან 1000 მ.) გაქაჩავს?
მოთხოვნებია; ყინვაგამძლეობა, ადრე დამწიფება და საღვინედ ვარგისიანობა

Posted by: Grows 29 Jan 2020, 15:22
straight away

რაჭა-ლეჩხუმის ყურძნის ჯიშები ალბათ?

http://georgianwine.gov.ge/Ge/WineMakingRegions/4

Posted by: straight away 29 Jan 2020, 16:13
Grows
რაჭა-ლეჩხუმის ჯიშებზე ადრეც მიფიქრია. ,,თუ იქ ხარობს, აქაც იხარებს" ვარიანტში.
ზოგადად 7 ჯისიდან შეიძლება 3 ამოვარჩიო: ალექსანდროული, მუჯურეთული და ცოლიკოური.
პირველ ორს მაღალი შაქრიანობა აქვს. ბოლოს ისერა. უფრო შუშხუნა გამოვა.
ეხლა წავიკითხე კიდევ, რომ საფერავი ყველაზე ყინვაგამძლე ყოფილა, თუ ასეა მუკუზანის ცდაც შეიძლება.
რქაწითელიც უძლებსო ყინვას.
რამოდენიმე წლის წინ კასპის რაიონიდან წამოვიღე კალმები, 30 ცალამდე იყო, ვახარე და წავიღე სოფელში. სამწუხაროდ ბაღი არ მქონდა კარგად შეღობილი და საქონელმა სულ გამიფუჭა. ძირითადად თხებმა იყოჩაღეს.
ჩემი ამბავი რომ ვიცი უყურძნო-უღვინოდ ვერ გავძლებ და პირველ რიგში ამაზე უნდა ვიზრუნო..

Posted by: Kobalty 29 Jan 2020, 21:49
levani169
QUOTE
+ ამას ლაგოდეხი-ლაგოდეხია და სხვაგან ლაგოდეხის მსგავსი პირობა არსად არაა,წყალი გინდა,სავარგული თუ ტყე და ტურისტი,ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ ლაგოდეხელ და ახმეტელ მეურნეს!

რა დიდი სატურისტო ლაგოდეხია? ნაკრძალში რო ჯიბეგაფხეკილი ჰიპსტერები დაბოდიალობენ, დღეები რო კილკაზე და შპროტზე ცხოვრობენ - მაგის იმედადაა ლაგოდეხის ტურიზმი? smile.gif
ყურძენი მანდ არ მოდის წესიერიო და რაღა აქვს ეგეთი საოცარი ამ ლაგოდეხს, რომელიც დესერტად ყველაზე შორია თბილისიდან..

მეც მაინტერესებს, ყურძნის რომელი ჯიშები შეიძლება დაირგოს ზღვის დონიდან 1000მ-ზე, თიანეთში? და სად ვიყიდო ვაზის ნეგრები თბილისში, ხო არ იცით?

Posted by: Grows 29 Jan 2020, 23:05
ყურძენში ვერ ვერკევი. უცბად დავძებნე ინტერნეტში და რაც ვიპოე ეგაა. კიდევ იყო რაღაცები. მე უფრო ბოსტნეულის მოყვანის ინტერესი მაქვს. სწრაფი ბრუნვა აქვს და მეურნეობა უფრო დინამიურია. თან სასტარტო ინვესტიცია იმდენი არ სჭირდება, რაც ყურძენს. ერთი ეგაა მიწა არ მაქვს ჯერ ^^

Posted by: straight away 30 Jan 2020, 07:45
Kobalty
QUOTE
მეც მაინტერესებს, ყურძნის რომელი ჯიშები შეიძლება დაირგოს ზღვის დონიდან 1000მ-ზე, თიანეთში? და სად ვიყიდო ვაზის ნეგრები თბილისში, ხო არ იცით?

მარტივი ლოგიკით, ის ჯიშები რომლებიც ყინვას უძლებს, ადრე მწიფდება ან მაღალი შაქრიანობა აქვს რომ ცოტა ადრე დაკრეფისას ფერმენტაცია დაიწყოს.
ასეთი ჯიშები ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური არის, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმში ასწრებს დამწიფებას.
ახლა წავიკითხე რომ საფერავი და რქაწითელიც ყინვაგამძლეაო. 8 დღის განმავლობაში გაუძლიათ -20 გრადუსისთვის.
თბილისში არ ვიცი, მაგრამ გორში ვიცი რომ აქვს ერთ ნაცნობს სანერგე.

* * *
Grows
რომ იქირავო, ან იჯარით აიღო?
მეორე საკითხია კიდევ, რომ დათესვიდან მოსავლის აღებამდე იქ უნდა იყო.

Posted by: Grows 30 Jan 2020, 19:54
straight away

ჩემი თუ არ იქნება გული არ მიმდის. ეხლა ვსწალობ ჯერ ბაზარს და ვნახოთ მაგის მიხედვით ვიმოქმედებ. თუ რამეს გავაკეთებ, იქვე ვიცხოვრებ ცხადია ამიტომ ჯერ კარგად უნდა მოვიფიქრო. მთელი მუღამიც სუფთა ჰაერზე ყოფნაა ოღონდ ზაან შორსა არა თბილისიდან.

Posted by: tavadze 30 Jan 2020, 22:50
straight away
QUOTE
მადლობა ღმერთს რომ ეს ფაროსანა არ გავცელდა კიდევ უფრო და თითქმის გაწყდა. შარშან მანდარინზე ვნახე მაგის ნაკაიკაცარი და გული მომიკვდა, სადაც ნაკბენი ქონდა, ყველგან გამაგრებული იყო რბილობი. ჭამას აზრი აღარ ქონდა. 

მაგას ნუღარ მკითხავ! sad.gif ეზოში ერთი მსხალი გვიდგას. ნოემბრის ბოლოდან მწიფს ანუ მაშინ, როცა ხილი ძირითადად მოლეულია. თან კარგი მსხალია - ხრაშუნა, წვნიანი, ძალიან გემრიელი და ძალიანაც მიყვარს. ბოლო ორი წელიწადია, ისეთ დღეშია ნაყოფი, რაღა ის ჩაგიკბეჩია და რაღა - ქვა. sad.gif sad.gif
QUOTE
ისეთი რა ძალა აქვს, თხილშიც რომ ატანს.

ჭირი და ამოწყვეტა მაგას! vik.gif vik.gif თუმცა თხილს მანამ კბენს, ვიდრე ნაჭუჭი ნორჩია, არაა გამაგრებული. რომ გამაგრდება, მერე ვეღარ ხვრეტს, მაგრამ მანამ რასაც უკბენს, სულ ლპება.
კიდევ კარგი, რომ გადაშენდა. ჯერ საბოლოოდ - არა, მაგრამ ძალიან ცოტაა უკვე.
QUOTE
კიდევ კარგი ადამიანს არ კბენდა

ეგაა მაგის ერთადერთი დადებითი თვისება. სამაგიეროდ, ადამიანს როგორ ეტანება, ვითომ ძაან გვიყვარს. biggrin.gif მის სიახლოვეს თუ ჩაივლი, აფრინდება და დაგაჯდება, ვითომ ვგიჟდებოდეთ მაგისთვის. biggrin.gif
QUOTE
არამარტო დღეისთვის, არამედ წინა ათწლეულებშიც და დიდი ალბათობით მომავალშიც, მთავარი პრობლემა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის იქნება ცოდნა და კვლევა.

დასტურ! თუმცა ამას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტიც ემატება.
პ.ს. ამდენი ნედლეულის ჩაბარება დაგიტესტია და ნიორი სად ჩავაბარო, ვის მივადგე, ხომ ვერ მასწავლი? biggrin.gif აბსოლუტურად გამოუცდელი ვარ მაგ საქმეში. ბევრი არა მაქვს, მაგრამ მენანება გასაფუჭებლად.
kaxaberski66 - მორიგი შარი ავიტეხე, კასკადიორობა დავიწყე: ორშაბათს ხის კენწეროდან ვიფრინე, დაახლოებით 6 მეტრიდან. თან ამუშავებული ხერხი მეჭირა ხელში, მაგრამ გადავრჩი მოტეხილობებს. lol.gif ხერხიც მეორე მხარეს გადავარდა. თუმცა ჯერ მაინც წოლით რეჟიმში ვარ, სამუშაოდ გარეთ ვერ გავდივარ.

Posted by: iGreen 30 Jan 2020, 22:57
Kobalty
QUOTE
მეც მაინტერესებს, ყურძნის რომელი ჯიშები შეიძლება დაირგოს ზღვის დონიდან 1000მ-ზე, თიანეთში? და სად ვიყიდო ვაზის ნეგრები თბილისში, ხო არ იცით?

პინო არის მგონი ის ჯიში რომელსაც შემაღლებულ ადგილებზე რგავენ ხოლმე და მაღალი ხარისხის საღვინე მასალას იძლევა.
https://www.uvinum.de/costers-del-segre-wein/acusp-2016
აი ეს ღვინო მაგალითად მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძვირია და მომხმარებელი შესაბამისად ბევრად მომთხოვნია, 1000-1200 მეტრზე გაშენებული პინო ნუარის ვენახებიდან არის მიღებული.
პინო გრის-იც არსებობს ეგ თეთრი საღვინე ჯიშია. საქართველოში მგონი შავ და თეთრ პინოს ეძახიან.
* * *
Grows
QUOTE
რაჭა-ლეჩხუმის ყურძნის ჯიშები ალბათ?

http://georgianwine.gov.ge/Ge/WineMakingRegions/4

არ ივარგებს ეგ ჯიშები, რაჭა ლეჩხუმი მთიანი კია მარა სადაც ვენახებია გაშენებული ალბათ მაქსიმუმ 800 მეტრზე იქნება, ეგეც თუ სამხრეთით ან სამხრეთ აღმოსავლეთითაა დაქანებული. თან მთები იცავს ყველა მხრიდან და სუსხიანი ქარი ალბათ არც უბერავს. პინო უფრო გამოდგება 1000+ მეტრზე აღმოსავლეთ საქართველოში.
* * *
straight away
QUOTE
1. თუ სასოფლო სამეურნეო წარმოების ბიზნესის სახით ჩამოყალიბება გინდა, უნდა გქონდეს დიდი მიწა და ყველანაირი ტექნიკა.

არაა აუცილებელი. დიდი მიწით და ტექნიკით ძირითადად ისეთ პროდუქციას ამზადებენ, რომელიც თურქეთიდან შემოდის ოხრად და გემო არ აქვს. ჩემი აზრით 1 ჰექტარიც საკმარისი იქნება თავის შესანახად თუ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს აწარმოებ.

QUOTE
3. დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის 47 % ცხოვრობს სოფლად და აწარმოებს ქვეყნის ეკონომიკის 8%-ს. სხვა მოწინავე ქვეყნებში იგივეს აკეთებს მოსახლეობის 5 % რომელიც სოფელში ცხოვრობს.

მერე რა? რამდენიც გინდა ცხოვრობდეს, მიწების საკმაოდ დიდი ნაწილი დაუმუშავებელია. სოფლიდან ქალაქში რომ წამოვიდნენ დამუშავდება ის მიწები?

QUOTE
8. უბრალოდ არ უნდა დაიზარო, დაუკვირდე და არ იზარმაცო.

ამაში 100% გეთანხმები. თუ არ დაიზარებ და იშრომებ, სოფელშიც შეიძლება კარგად ცხოვრება.


levani169
QUOTE
რა პროდუქტი უნდა მოიყვანოს ადამიანმა ისეთი რომ ბაზარზე არ ჩაწვეს და შემოსავალი მოგცეს საკმარისი?

თითქმის ნებისმიერი, ოღონდ ბიო, ხალხმა უნდა იცოდეს რაში იხდის ზედმეტ თანხას.

QUOTE
ყურძენი ჩაწვა,ხალხი ვალებშია,ღვინო არავის არ უნდა

ჰექტარზე რამდენი ტონა მოსავალი მოჰყავთ? ბიო-ღვინოს ვინც აწარმოებს, არ ჩივის მოსავალი ჩამიწვაო. კახეთში ვიყიდე მეც ნაკვეთები და ვენახების გაშენებას ვიწყებ გაზაფხულზე და მერე შემოდგომაზე, ჯამში 1,6-1,7 ჰექტარი გამომივა. სულ რომ 2 ტონა მოსავალი მომცეს ჰექტარზე, მაინც ბიოლოგიურად სუფთა მოსავალს მოვიყვან და ნატურალურ ღვინოს დავაყენებ. ღვინოც გაცილებით მაღალი ხარისხის იქნება ბაზართან შედარებით და შესაბამისად ფასსაც დიდს დავადებ.

Posted by: levani169 31 Jan 2020, 00:46
iGreen
QUOTE
ბიო-ღვინოს ვინც აწარმოებს, არ ჩივის მოსავალი ჩამიწვაო

ბიოს კი არა,ზოგადად ღვინოს ვინც აწარმოებს (ქარხნები) მილიარდერები თუ არა მილიონერები გახდნენ თუნდაც მხოლოდ წლევანდელი მოსავლის მიზერში შესყიდვით.
ხელი მოგემართოს საქმეში.

Posted by: Grows 31 Jan 2020, 03:49
გამოიკვეთა როლები:

თქენი მონა-მორჩილი - დილეტანტი, იდეალისტი, ოპტიმისტი biggrin.gif
Straight Away - პრაქტიკული, რეალისტი, პროაქტიური
kaxaberski66 - კეთილი და ბრძენი ვეტერანი

და ბოლოს,

levani169 - ეშმაკის ადვოკატი biggrin.gif




Posted by: kaxaberski66 31 Jan 2020, 08:34
tavadze
გადარჩენილხარ ღვთის მადლით.
გაგახსენდა ხომ ჩემი გაფრთხილება. შენ რომ ეხლა რამე მოგტყდეს, ასაკში გაგამწარებს ყოველ ამინდის შეცვლაზე.
მეზობელი ახლგაზრდა 20-22 წლის ბიჭები არ არიან? იმათ გაუხარდებათ კიდევაც მასეთი საქმე. იმათ გააკეთებინე საკასკადიორო საქმე.

Posted by: straight away 31 Jan 2020, 08:38
tavadze
შარშან გელათისკენ ვიყავით მანქანით, გავაჩერეთ, შევედით - გამოვედით და ეს მანქანა გარედან სულ ფაროსანათი იყო დაფარული, გავფანტეთ, გავფერთხეთ, ჩავჯექით, წამოვედით და გზადაგზა სალონში დაიწყეს ამოსვლა, შიგნით კაცო. ზომბების შემოტევას გავდა, მაგათ დედაც ... smile.gif

ადრეც გეუბნებოდნენ აქ, როგორც მახსოვს, ფრთხილად იყავიო, მაღალ სიმაღლეზე დრუშბით მუშაობისასო. ჰოდა ე.ი. მართალს გეუბნებოდნენ.
გადარჩენილხარ და ეგაა. 6 მეტრი მესამე სართულია უკვე. გამოჯამრთელებას გისურვებ. დაანებე თავი ამ სიმაღლეებზე დრუჟბით სიარულს. ადექი და სადამდეც წვდები მიწიდან, იქ გადაჭერი.


iGreen
პინოსაც გადავხედავ, მადლობა. საერთოდ მინდა ყველა ჯიში ავიტანო და ადგილზე გამოვცადო, რომელიც გაამართლებს, იმას გავაშენებ. ბევრს არ ვფიქრობ, სადღაც 500 კგ, სახლისთვის რომ დავწურო ხოლმე.

1.3.8 - თუ დიდი ბიზნესის გაკეთება გინდა, დიდი მიწა და კარგი ტექნიკა უნდა გყავდესთქო - ეს ვიგულისხმე. ან ნებისმიერი სიდიდის და სუპერთანამედროვე ტექნოლოგია და ცოდნა. სოფელში ბევრი ხალხი ცხოვრობს და ფაქტიურად პროდუქტის დიდ ნაწილს მაინც გარედან ვყიდულობთ. მოსახლეობის ნახევარი მხოლოდ 8% ქმნის ეკონომიკისას. ესეც ცუდია მეთქი.
ამ სტატისტიკის დედაც, მაგრამ როგორც გული მიგრძნობს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ რა არის მართალი და არა smile.gif


Grows

biggrin.gif:D:D
QUOTE
თქენი მონა-მორჩილი - დილეტანტი, იდეალისტი, ოპტიმისტი

პრაქტიკოსი ფსიქოლოგიც დაამატე.
დანარჩენზე მადლობა, გეთანხმები.
მიწის იჯარით აღება ცუდი არ არის, დასაწყისისთვის. საკუთარი ჯობს, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ დიდი გადასახადი არ იქნება, შეიძლება იჯარაც იცადოს.

P.S. მიწის ანალიზის გაკეთება მინდა და რამოდენიმე ადგილას დავრეკე. 415 ლარი მითხრეს 1 ჰექტარზე. სრული ანალიზიაო.
თან ვფიქრობ, თუ აქამდე ვაშლი, მსხალი, ქლიავი, კაკალი და თხილი მოდიოდა. უკუღმა რომ ჩაგერჭო, მაინც ხარობდა, ეხლა რაღა მკითხაობა უნდა რა მოვა და რა არა?!
საერთოდ მჭირდება თუ არა?! საკითხავი აი ეს არის.smile.gif

P.S.S. ერთი სული მაქვს როდის დათბება და დავიწყო/ დავასრულო შეღობვა - გაჯაგვა - გასუფთავება და საძირკვლის თხრა.

Posted by: levani169 31 Jan 2020, 13:15
Grows
QUOTE
levani169 - ეშმაკის ადვოკატი

შეიძლება მასეც ითქვას ....... ჩემი აზრით კი უფრო, ვარდისფერი სათვალეების ჩამოხსნის უნფროსი სპეციალისტი ვარ! biggrin.gif

Posted by: iGreen 31 Jan 2020, 13:34
levani169
QUOTE
ბიოს კი არა,ზოგადად ღვინოს ვინც აწარმოებს (ქარხნები) მილიარდერები თუ არა მილიონერები გახდნენ თუნდაც მხოლოდ წლევანდელი მოსავლის მიზერში შესყიდვით.

ჰოდა საქმეც ეგაა, არ უნდა ჩააბარონ მიზერში ყურძენი და თავად უნდა დააყენონ მაღალ ხარისხიანი ღვინო. მაგაზეც მისაუბრია გლეხებთან და ვალების პრობლემა აქვთ, ერთიანად ურჩევნიათ ჩაბარება რომ ვალი დაფარონ ვიდრე ნელა-ნელა ღვინოდ გაყიდვა. მაინც მგონია რომ უნდა გაიჭირვონ და თუნდაც ერთი პლანით დაიწყონ. დაასხმევინონ სიტყვაზე 10 დან 9 პლანს ბლომად ვაზი ჩასაბარებლად და იმ 1 პლანზე მოიყვანონ ცოტა და ხარისხიანი საღვინე მასალა. ის 100 კილო ყურძნით დაიწყონ, კარგი ღვინო დააყენონ და ჩამოასხან 60 ბოთლი მაღალი ხარისხის ღვინო. უბრალოდ ვითომ ის ერთი პლანი არ ჰქონიათ, მერე აქედან შემოსული თანხა შემდეგი პლანის გადაწყობას მოახმარონ და ა.შ. მანდ მგონი ცოტა ის პრობლემაცაა რომ ძირითადად ასაკიანი ხალხი აკეთებს საქმეს, გაყიდვები კიდე უფრო ახალგაზრდებს გამოსდით ქალაქში. სოფლიდან ზოგს თბილისში გზისგაგნება გაუჭირდება, არათუ პატარა მარნების მოძენბა და დალაპარაკება. მანდ ვხედავ სახელმწიფოს როლს მე, ჩამბარებლებიდან ღვინოს მწარმოებლამდე გადასვლაში უნდა დაეხმარონ, მარა სოფლის მეურნეობის მინისტრს ყელში ჰალსტუხი აქვს წაჭერილი და პირიდან ბოლს უშვებს...

QUOTE
ხელი მოგემართოს საქმეში.

გაიხარე მადლობა



straight away
QUOTE
პინოსაც გადავხედავ, მადლობა. საერთოდ მინდა ყველა ჯიში ავიტანო და ადგილზე გამოვცადო, რომელიც გაამართლებს, იმას გავაშენებ. ბევრს არ ვფიქრობ, სადღაც 500 კგ, სახლისთვის რომ დავწურო ხოლმე.

ყველა ჯიშს არ გირჩევ მეგობარო, ტყუილად მოაცდენ მიწას. თუ მაინც გადაწყვეტ, ჩრდილოეთიდან სამხრეთი გაუშვი რიგები ოდნავ აღოსავლეთით გადახრით და მუქი ფერის ქვები დაალაგე რიგებში (სითბოს ინარჩუნებენ). 500 კილოსთვის 500 ძირი ვაზი დაგჭირდება, თუ 1000 ძირზე დაასხმევინებ 500 კილოს უფრო უკეთესი ღვინო გამოგივა.
სადაა კონკრეტულად სავენახე ადგილი?


QUOTE
1.3.8 - თუ დიდი ბიზნესის გაკეთება გინდა, დიდი მიწა და კარგი ტექნიკა უნდა გყავდესთქო - ეს ვიგულისხმე. ან ნებისმიერი სიდიდის და სუპერთანამედროვე ტექნოლოგია და ცოდნა. სოფელში ბევრი ხალხი ცხოვრობს და ფაქტიურად პროდუქტის დიდ ნაწილს მაინც გარედან ვყიდულობთ. მოსახლეობის ნახევარი მხოლოდ 8% ქმნის ეკონომიკისას. ესეც ცუდია მეთქი.
ამ სტატისტიკის დედაც, მაგრამ როგორც გული მიგრძნობს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ რა არის მართალი და არა

დიდ ბიზნესში რას გულისხმობ? რახან ღვინოზე იყო საუბარი, მიდი აბა ჯერ თელიანი ველის, დუგლაძის ან სხვების ღვინო დააგემოვნე და მერე ჭოტიაშვილი, სოლომნიშვილი, ბაკიშვილის. შენთვის შეიძლება ხსენებული კომპანიებია დიდი ბიზნესი და უკეთესი, ჩემთვის კიდე ბოლოს ჩამოთვლილი სახელები. თუ ღვინის ბიზნესში წარმატება გვინდა "დიდი ბიზნესების" მოდელს არ უნდა მივაწვეთ, თორე კალიფორნიაში, ჩილეში და ავსტრალიაში მასეთი ხარისხის იმდენ ღვინოს დააყენებენ, მიდი და უწიე იმათ კონკურენცია.

Posted by: straight away 31 Jan 2020, 14:32
iGreen
ქვების ამბავი არ ვიცოდი. საინტერესოა. შეიძლება ასეც გავაკეთო, ოღონდ ჯერ ყურძენი უნდა დავრგო. ცოლიკოურის ნერგებზე უკვე დავრეკე, მარტის ბოლოს ჩამომიტანენ. საფერავს - ხაშმის და მუკუზანს, ასევე ერთი-ორ ჩვეულებრივ საადრეო საფერავსაც დავამატებ. რქაწითელი - არ მგონია, ვერ გაქაჩავს, მაგრამ მაინც წავიღებ 2-3 ძირს. ადრე რაც მქონდა და თხებმა გააფუჭეს, იდლეთიდან, ისევ წამოვიღებ 30 ძირამდე. წელს ეს იქნება გეგმაში.

1000 ძირი რად მინდა? ?
1 ძირზე 0.5 კგ ?
მაქსიმუმ 50 ძირი მჭირდება.
თუ ვერ იხარებს ან სხვა მიზეზით არ გაამართლებს. არც ესაა პრობლემა. წავალ კახეთში და ვიყიდი. მე უბრალოდ მინდა ყურძენი მედგას და ჩემი სახლის მოსავალი მქონდეს.
თუ რამეა ერთ ძირს მაინც შევინარჩუნებ, ისე სილამაზისთვის, თვალს რომ გაეხარდეს, მოვეფერები ხოლმე, ფოთლებს დავუკოცნი smile.gif

დიდ და მცირე ბიზნესზე როგორც გენებოთ და საჭიროდ ჩასთვალოთ, ისე იფიქრეთ. ვერ გეკამათებით.

მე პირადად, თუ ცოტას ვაწარმოებ, ვეცდები ხარისხიანი იყოს და მომხმარებელში ნდობას მოვიპოვებ.
თუ ბევრს - ჯერ ამაზე არც ვფიქრობ. სხვა გეგმები მაქვს.

ჩემი სოფლის მეურნეობა მომგებიანი იქნება თუ არა, პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
პირადად ჩემთვის პრიორიტეტულია წინაპრის ფესვებთან დაბრუნება, დანგრეული სახლ-კარის აღდგენა, ეკალ-ბარდებით გატენილი ბაღის გასუფთავება, ჯანსაღი პროდუქტის მოყვანა ოჯახისთვის და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა. დავლევ მერე ერთ - ორ ჭიქა ღვინოს არაგვის ხეობის გადასახედთან, ერთით წინაპრებს მოვიგონებ, მეორეთი ცოცხლებს დავლოცავ, ავდგები მერე და გამოვთოხნი ერთ-ორ ძირ ლობიოს.
მოვა, მოვა, არ მოვა და ჩემი ჭირიც წაუღია.





Posted by: Kobalty 31 Jan 2020, 15:12
iGreen
QUOTE
პინო არის მგონი ის ჯიში რომელსაც შემაღლებულ ადგილებზე რგავენ ხოლმე და მაღალი ხარისხის საღვინე მასალას იძლევა.

სად უნდა ნახოს კაცმა ამის ან ზოგადად ყურძნის ნრეგები, ხო არ იცი?

QUOTE
500 კილოსთვის 500 ძირი ვაზი დაგჭირდება,

ეს რანაირად, ძირი 1კგ-ს ისხავს?
სადღაც 2 მეტრ სიმაღლეზე რო გავუშვა და მერე შორს გავტოტო, რამდენს ისხავს ძირი საშუალოდ?

Posted by: iGreen 31 Jan 2020, 15:32
Kobalty
QUOTE
სად უნდა ნახოს კაცმა ამის ან ზოგადად ყურძნის ნრეგები, ხო არ იცი?

პინო უფრო შიდა ქართლის სანერგეებში ეგქნებათ, ასე მგონია.
https://agrokavkaz.ge/agroplus/sanerge-meurneobebis-sia-danerge-momavalshi-charthuli-sanergeebi.html
აი აქ არის სია, ჩამორეკე და იკითხე, შეკვეთას მისცემ და შემოდგომისთვის დაგიმზადებენ.

QUOTE
ეს რანაირად, ძირი 1კგ-ს ისხავს?
სადღაც 2 მეტრ სიმაღლეზე რო გავუშვა და მერე შორს გავტოტო, რამდენს ისხავს ძირი საშუალოდ?

დასხმით შეიძლება 3 კილოც დაისხას ძირზე და მეტიც. მარა ხო გინდა რომ მაღალი ხარისხის ღვინო დააყენო არა? რაც უფრო ცოტას დაასხმევინებ ერთ ძირ ვაზს, მით უფრო კარგი ხარისხის საღვინე მასალა გექნება, მითუმეტეს მთიანი რეგიონია შენი და შაქრის დაგროვება უნდა მოასწროს კარგად. მწვანე რთველს ეძახიან, სანამ ყურძენი დამწიფდება ჩამოივლიან და მწვანე მტევნების ნაწილს აშორებენ. ამცირებენ მოსავალს მაგრამ იღებენ მაღალ ხარისხიან საღვინე მასალას. უხეში წესი არსებობს კარგი ღვინის დასაყენებლად ერთ ძირზე ერთი ბოთლი ღვინო უნდა იანგარიშოო. ევროპაში ახლო ახლო რგავენ ვაზებს და ხშირად, იგივე ფართობზე მეტი ვაზი რომ გაშენდეს და თითო ვაზზე ნაკლები მოსავალი გამოვიდეს. ოღონდ შენ ახლო-ახლო გაშენება არ გაწყობს, ირიქით ისე უნდა ქნა რომ ერთმანეთს რაც შეიძლება ნაკლებად მოუჩრდილონ.

გამოყვანილი ნერგი ასე 3 ლარი ღირს. თუ ფინანსურად ამდენი შესაძლებლობა არ გაქვს საძირეები იყიდება თითო ასე 10-20 თეთრად, კვირტებს კიდე ვისაც პინოს ვენახი აქვს იმას სთხოვ, მაინც ტყუილად წვავენ ხოლმე და შენ თვითონ დაამყნობ. არაფერი რთული საქმე ეგ არაა, სპეციალურ დასამყნობ მაკრატელს იყიდი ამაზონზე და დღეში 500 ძირს დაამყნობ თავისუფლად. უბრალოდ მოგიწევს 2-3 ჯერ მეტი ნერგის დამყნობა, იმისთვის რომ ბოლოს პირველი ხარისხის ნერგები ამოარჩიო და ისინი დარგა. ფაქტიურად ერთი ნერგი 60 თეთრამდე დაგიჯდება.

Posted by: straight away 31 Jan 2020, 17:29
ნასხლავის კალმები არ წავა?
ანუ რომ გასხლავენ, ავაჭრა კალმები, დავაფესვიანო და გადავრგა




Posted by: iGreen 31 Jan 2020, 18:29
straight away
QUOTE
ნასხლავის კალმები არ წავა?
ანუ რომ გასხლავენ, ავაჭრა კალმები, დავაფესვიანო და გადავრგა

წასვლით წავა, მარა იმის რისკი გექნება, რომ ფილოქსერა (მწერი) გაუჩნდება ვაზს და თავიდან ბოლომდე გაგიხმობს. 3 წელი ელოდო და მერე მწერმა გაგიხმოს როგორია, ამიტო ჯობია ფილოქსერა-გამძლე საძირეზე დამყნობილი ნერგები იშოვო ან თავად დაამყნო.

Posted by: straight away 31 Jan 2020, 19:29
კარგი რჩევაა, მადლობა

.........................................

Posted by: kaxaberski66 31 Jan 2020, 22:40
iGreen
QUOTE
იმ 1 პლანზე მოიყვანონ ცოტა და ხარისხიანი საღვინე მასალა. ის 100 კილო ყურძნით დაიწყონ, კარგი ღვინო დააყენონ და ჩამოასხან 60 ბოთლი მაღალი ხარისხის ღვინო.

აი ჩათვალე რომ გაქვს 60 ბოთლი მაღალი ხარისხის ღვინო.
რითი არწმუნებ ადამიანს რომ შენი ღვინო ნამდვილად განსაკუთრებულია და არ წააგებს თუ სხვა ასი სახელობითი ღვინოს შორის უნდა იყიდოს შენი?
რა ფასს დაადებდი შენს ღვინოს ისე რომ არც მწვადი დასწვა და არც შამფური?
QUOTE
straight away

QUOTE
P.S. მიწის ანალიზის გაკეთება მინდა და რამოდენიმე ადგილას დავრეკე. 415 ლარი მითხრეს 1 ჰექტარზე. სრული ანალიზიაო.
თან ვფიქრობ, თუ აქამდე ვაშლი, მსხალი, ქლიავი, კაკალი და თხილი მოდიოდა. უკუღმა რომ ჩაგერჭო, მაინც ხარობდა, ეხლა რაღა მკითხაობა უნდა რა მოვა და რა არა?!
საერთოდ მჭირდება თუ არა?! საკითხავი აი ეს არის

სოფელ დიღომის ლაბორატორიაში დარეკე?
დარეკვით არაფერი არ გამოვა. მაგალითად იღებ მიწის ანალიზს ნაკვეთში 5-6 ადგილზე დიაგონალებზე ნახევარ მეტრის სიღრმეზე მაინც.
მიგაქვს სოფელ დიღმის შესასვლელში რომ არის ლაბორატორია.
ისინი გაძლევენ ჩამონათვალს რაზე კეთდება ანალიზი და ყველა დასახელების ანალიზს თავის გრაფაში უწერია ფასი.
30 სხვადასხვა სახის ანალიზი მაინც კეთდება.
შენ იმ ჩამონათვალიდან ირჩევ იმ ანალიზების სახეობებს რომელიც შენ გაინტერესებს და ფულსაც იხდი იქიდან გამომდინარე.
გჭირდება თუ არა ეგ შენი გადასაწყვეტია.
ანალიზს აკეთებ იმიტომ რომ, დავუშვათ შენს ნაკვეთში არის კალციუმის ის რაოდენობა, რომელიც სრულიად საკმარისია იმ კულტურის მოსაყვანად, რომელიც შენ გინდა რომ მოიყვანო.
ასეთ შემთხვევაში შენ უკვე ყიდლობ ისეთი სახეობის სასუქს, სადაც არ იქნება კალციუმი. კალციუმში ფულს აღარ ჰყრი და იმ ფულს აბანდებ სწორი მიმართულებით დავუშვათ აზოტის და ფოსფორის შეძენაში.
ანალიზის გაკეთება რენტაბელურია დიდი ფართობის არსებობის შემთხვევაში.

Kobalty
QUOTE
სადღაც 2 მეტრ სიმაღლეზე რო გავუშვა და მერე შორს გავტოტო, რამდენს ისხავს ძირი საშუალოდ?

თუ მიწა ძლიერია და მოვლაც იცი, შეიძლება 50 კილოც და 100 კილოც დაისხას.
straight away
QUOTE
ანუ რომ გასხლავენ, ავაჭრა კალმები, დავაფესვიანო და გადავრგა

გახარებით გაიხარებს მაგრამ ნამყენი არ იქნება და დაავადება იოლად შეხვდება.
ამ საქმის კარგი მცოდნე
QUOTE
levani169
და ალბათ გიპასუხებს.

* * *
QUOTE

წასვლით წავა, მარა იმის რისკი გექნება, რომ ფილოქსერა (მწერი) გაუჩნდება ვაზს და თავიდან ბოლომდე გაგიხმობს. 3 წელი ელოდო და მერე მწერმა გაგიხმოს როგორია, ამიტო ჯობია ფილოქსერა-გამძლე საძირეზე დამყნობილი ნერგები იშოვო ან თავად დაამყნო.

სანამ ბოლომდე ჩავიკითხე უპასუხიათ კიდეც.

Posted by: iGreen 1 Feb 2020, 01:07
kaxaberski66
QUOTE

აი ჩათვალე რომ გაქვს 60 ბოთლი მაღალი ხარისხის ღვინო.
რითი არწმუნებ ადამიანს რომ შენი ღვინო ნამდვილად განსაკუთრებულია და არ წააგებს თუ სხვა ასი სახელობითი ღვინოს შორის უნდა იყიდოს შენი?
რა ფასს დაადებდი შენს ღვინოს ისე რომ არც მწვადი დასწვა და არც შამფური?

ერთერთი ყველაზე მარტივად დასარწმუნებელი პროდუქტია ღვინო. ხსნი ერთ ბოთლს და ასინჯებ სიტყვაზე 3 სხვადასხვა მარნის ან ღვინის სახლის ან რესტორნის მეპატრონეს. ეუბნები რომ მომდევნო წელს ამაზე ორჯერ მეტი რაოდენობა გექნება და რომელიც უფრო უკეთესად გაყიდის, იმას მიუტან გასაყიდად.
* * *
ფასს რაც შეეხება, ზემოთ ჭოტიაშვილის გვარი ვახსენე, აი მისი ღვინოები რა ფასში იყიდება და რა შეფასებები აქვს
https://www.vivino.com/wineries/tchotiashvili

ქარხნის ჩაბარებული ყურძნისგან დამზადებული ღვინოები ღირს 20-25 ლარი და შვილივით მოვლილი ვენახიდან დაკრეფილი გამორჩეული ყურძნისგან დაყენებული ღვინო, ისეთი კარგი როგორ ვერ უნდა იყოს რო 30 ლარად გაყიდოს კაცმა.
20 ლარადაც რომ გაყიდოს მაინც გაცილებით მეტი ხეირი ექნება. თუ არ სცადეს ისე არაფერი გამოვა, იბარებენ ქარხნები კაპიკებში და თითოოროლა ბიზნესმენი ისქელებს ჯიბეს.

Posted by: levani169 1 Feb 2020, 14:54
iGreen
QUOTE

ფასს რაც შეეხება, ზემოთ ჭოტიაშვილის გვარი ვახსენე, აი მისი ღვინოები რა ფასში იყიდება და რა შეფასებები აქვს

გაყიდვების მოცულობაა საქმე,60 ბოთლი ტუდა-სუდა სიარულში არ გეყოფა.
მარკეტინგი კიდევ ისეთი თემაა წყვეტა არ შეიძლება გქონდეს,ნებისმიერი რაოდენობის მიწოდების რესურსი უნდა გქონდეს თორემ დაკარგავ ბაზარს.

ხო კიდევ,ვისაც ხარისხიანი და საუკეთესო საღვინე ყურძნის მიღება გინდათ,რქა ვაზი უნდა გააშენოთ მხოლოდ და ყამირად იქონიოთ.......ანუ საძირეზე დამყნობის გარეშე გახარებული რქა!

Posted by: iGreen 1 Feb 2020, 15:57
levani169
QUOTE
გაყიდვების მოცულობაა საქმე,60 ბოთლი ტუდა-სუდა სიარულში არ გეყოფა.
მარკეტინგი კიდევ ისეთი თემაა წყვეტა არ შეიძლება გქონდეს,ნებისმიერი რაოდენობის მიწოდების რესურსი უნდა გქონდეს თორემ დაკარგავ ბაზარს.

პატარა ღვინის მაღაზიები და "ბუტიკები" 60 ზე მეტ ბოლს კი არ იტოვებენ ხოლმე. შენ რასაც ამბობ ეგ დიდ სუპერმარკეტებზეა. აბა ერთიანად დიდის გაკეთება არ გამოდის და რაღაცით ხო უნდა დაიწყონ. 60 ბოთლს პატარა მანქანით წაიღებ, ტუდა სუდა სიარული რად უნდა ერთხელ წავა თბილისში და დაივლის ღვინის სახლებს.

QUOTE
ხო კიდევ,ვისაც ხარისხიანი და საუკეთესო საღვინე ყურძნის მიღება გინდათ,რქა ვაზი უნდა გააშენოთ მხოლოდ და ყამირად იქონიოთ.......ანუ საძირეზე დამყნობის გარეშე გახარებული რქა!

რქა ვაზი რომ გავაშენო ფილოქსერას რა ვუყო მერე? ბევრს აქვს მასე გაშენებული შენსკენ? რომელ რაიონში ხარ? ყამირად ქონას რას ეძახი?

Posted by: levani169 1 Feb 2020, 16:33
iGreen
QUOTE
რქა ვაზი რომ გავაშენო ფილოქსერას რა ვუყო მერე?

არაფერი,თითქმის აღარ არსებობს ფილოქსერა,ნამყენს მხოლოდ სამრეწველო დანიშნულებაღა შემორჩა.
ძლიერი საძირეა,კარგად ივითარებს ფესვთა სისტემას და უხვად ასხმევინებს მასზე დამყნობილ კულტურას,აქედან გაომდინარე ხარისხზეც ისახება ეს ყველაფერი,ეგაა და ეგ.
რქა ვაზი კი თხელი და ქარვისფერი მტევანი იცის,განსაკუთრებული გემოვნებით და შაქრიანობით გამოირჩევა.
QUOTE
ყამირად ქონას რას ეძახი?

ანუ მსხმოიარობაში რომ შევა ვაზი,აღარ ვხნავთ და აღარ ვამუშავებთ მიწას,ბალახს ვთიბავთ მხოლოდ და მულჩის სახით ვტოვებთ შიგვე.

Posted by: iGreen 1 Feb 2020, 17:01
levani169
QUOTE
არაფერი,თითქმის აღარ არსებობს ფილოქსერა,ნამყენს მხოლოდ სამრეწველო დანიშნულებაღა შემორჩა.
ძლიერი საძირეა,კარგად ივითარებს ფესვთა სისტემას და უხვად ასხმევინებს მასზე დამყნობილ კულტურას,აქედან გაომდინარე ხარისხზეც ისახება ეს ყველაფერი,ეგაა და ეგ.
რქა ვაზი კი თხელი და ქარვისფერი მტევანი იცის,განსაკუთრებული გემოვნებით და შაქრიანობით გამოირჩევა

რა ვქნა დაგიჯერო და რქები ჩავყარო?

ისედაც ვყოყმანობდი, იმიტომ რომ ფილოქსერა ქვიშიან მიწაში რთულად მრავლდებაო და 1,3 ჰექტარი რაცა მაქვს ქვიშნარი მიწაა. ჰუმუსი 1,2 % აჩვენა ანალიზმა. თან მინდა მასე გაშენება, თან ძაან მეშინია შვილივით გაზრდილი ვაზი რომ გამიხმეს. არადა ეგ მეც გამიგია თავის ფესვებზე სხვანაირი ღვინო დგებაო.


QUOTE
ანუ მსხმოიარობაში რომ შევა ვაზი,აღარ ვხნავთ და აღარ ვამუშავებთ მიწას,ბალახს ვთიბავთ მხოლოდ და მულჩის სახით ვტოვებთ შიგვე.

კი ამას ისედაც ეგრე ვაპირებ. ბიოაგროში აქვთ რაღაც ბიოლოგიური რეპარატი რომელსაც მერე ამ გათიბულ ბალახს ასხურებ და მალე გარდაქმნის სასარგებლო მინერალებიან ნეშომპალად. იანვარში ველაპარაკე კარლო კიკორიას და ყველაფერი ამიხსნა დეტალურად, სპეციალურად გამოყვანილი სასარგებლო სოკოაო.
გეტყობა კარგად გესმის ეგ თრმა და რიგებს შორის დაცილებას რას მირჩევ? ტრაქტორი შესაწამლად შევა მარტო დაგასათიბად, ანუ პატარა ზომის იქნება. აერაციაზე მითხრეს 2,2 მაინ უნდა იყოს რომ კარგი აერაცია ჰქონდესო და ქვიშნარი თუა ნიადაგი და წვიმის წყალი მარტივად შეიწოვა, მაინც ასეთი მნიშვნელოვანია აერაცია? ვაზებს შორის მაქსიმუმ 1 მეტრს გავუშვებ, შეიძლება მარტო 80-90 სანტიმეტრიც კი გამოვტოვო.

Posted by: levani169 1 Feb 2020, 17:27
iGreen
QUOTE
რა ვქნა დაგიჯერო და რქები ჩავყარო?

როგორც გადაწყვეტ.ერთს დავწერ რომ თვით კოლმეურნეობის დროინდელი ვენახებიც კი მინახავს რქა-ვაზით გაშენებული,არანაირი ფილოქსერა არ ჰქონია.
თუნდაც აიღე ვაზის გადაწვენა,ისიც ჩვეულებრივი რქა ვაზია.
QUOTE
რიგებს შორის დაცილებას რას მირჩევ? ტრაქტორი შესაწამლად შევა მარტო დაგასათიბად, ანუ პატარა ზომის იქნება. აერაციაზე მითხრეს 2,2 მაინ უნდა იყოს რომ კარგი აერაცია ჰქონდესო და ქვიშნარი თუა ნიადაგი და წვიმის წყალი მარტივად შეიწოვა, მაინც ასეთი მნიშვნელოვანია აერაცია?

ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია,როგორც წესი რიგთაშორის დაცილებას ტრაქტორის შასის სიგანეს უწონებენ ხოლმე,შენ რა ტრაქტორით უნდა დაამუშაო რიგები ეგაა მთავარი ფაქტორი მანდ.
2.20-ზე უნივერსალურად ითვლება,რადგან თითქმის ყველა ტრაქტორის შასი ეტევა რიგებში!

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2020, 20:20
მეგობრებო, დღეს მქონდა ჩემი ღვინის გაყიდვის მცდელობა.
მოკლედ საქმე შემდეგშია.
ვენახი მაქვს სიღნაღის რაიონში ალაზნის ველზე.
6000 კვადრატის მოვლა დამიჯდა 3000 ლარი. მე თბილისში ვარ. ფულს ვაგზავნი და ვენახს ჰპატრონობენ.
თუ დაკრეფის ხარჯს და მარნამდე მიტანასაც მივუმატებდი 3500 ლარს გასცდებოდა.
5 ტონა გამოვიდა რქაწითელი. თუ ჩავაბარებდი 75 თეთრად, მივიღებდი 3500 ლარს.
ანუ ვიღაც მეღვინე მიიღებდა იმ ფასად ყურძენს, რამდენიც ჯდება მისი მოყვანა.
ავდექი და მთელი მოსავალი წამოვიღე თბილისში და დავწურე. რა თქმა უნდა სუფთა. ერთი წვეთი წყალი არ მიკარებია.
ღვინო დადგა 2500 ლიტრი. ამ თვის დასაწყისში მივიტანე ღვინის ლაბორატორიაში და შევამოწმებინე, ხარისხობრივად ჯდებოდა თუ არა რქაწითელის ღვინის სტანდარტებში.
ღვინო გამოვიდა ყველანაირად ძალიან კარგი.
დღეს ავიღე ლაბორატორიიდან მოცემული შემოწმების საბუთი, ჩამოვასხი ღვინო და წავედი ბელიაშვილზე და გლდანის და კონიაკის დასახლების გასაყარზე რესტორნებში ღვინის შესათავაზებლად.
ყველა რესტორანს თავის მიმწოდებელი ჰყოლია, ზრდილობის გულისთვის მისმენდნენ. რამოდენიმემ ტელეფონის ნომერი ჩაიწერა მაგრამ, მათგან გამოხმაურებას არ ველი.
დავრჩით მე და ღვინო ერთი-ერთზე.
თუ ვერ გავყიდე მომიწევს ამ ღვინის დალევა.
პირველი შეხებით, არ ყოფილა მარტივი ღვინის გაყიდვა.

Posted by: levani169 1 Feb 2020, 20:32
QUOTE (kaxaberski66 @ 1 Feb 2020, 20:20 )
მეგობრებო, დღეს მქონდა ჩემი ღვინის გაყიდვის მცდელობა.
მოკლედ საქმე შემდეგშია.
ვენახი მაქვს სიღნაღის რაიონში ალაზნის ველზე.
6000 კვადრატის მოვლა დამიჯდა 3000 ლარი. მე თბილისში ვარ. ფულს ვაგზავნი და ვენახს ჰპატრონობენ.
თუ დაკრეფის ხარჯს და მარნამდე მიტანასაც მივუმატებდი 3500 ლარს გასცდებოდა.
5 ტონა გამოვიდა რქაწითელი. თუ ჩავაბარებდი 75 თეთრად, მივიღებდი 3500 ლარს.
ანუ ვიღაც მეღვინე მიიღებდა იმ ფასად ყურძენს, რამდენიც ჯდება მისი მოყვანა.
ავდექი და მთელი მოსავალი წამოვიღე თბილისში და დავწურე. რა თქმა უნდა სუფთა. ერთი წვეთი წყალი არ მიკარებია.
ღვინო დადგა 2500 ლიტრი. ამ თვის დასაწყისში მივიტანე ღვინის ლაბორატორიაში და შევამოწმებინე, ხარისხობრივად ჯდებოდა თუ არა რქაწითელის ღვინის სტანდარტებში.
ღვინო გამოვიდა ყველანაირად ძალიან კარგი.
დღეს ავიღე ლაბორატორიიდან მოცემული შემოწმების საბუთი, ჩამოვასხი ღვინო და წავედი ბელიაშვილზე და გლდანის და კონიაკის დასახლების გასაყარზე რესტორნებში ღვინის შესათავაზებლად.
ყველა რესტორანს თავის მიმწოდებელი ჰყოლია, ზრდილობის გულისთვის მისმენდნენ. რამოდენიმემ ტელეფონის ნომერი ჩაიწერა მაგრამ, მათგან გამოხმაურებას არ ველი.
დავრჩით მე და ღვინო ერთი-ერთზე.
თუ ვერ გავყიდე მომიწევს ამ ღვინის დალევა.
პირველი შეხებით, არ ყოფილა მარტივი ღვინის გაყიდვა.

მაპატიე მარა მე "ეშმაკის ადვოკატს" მეცინება ............ მეცინება ოღონდ სიმწრის სიცილით!

აგერ ზემოთ მთელი ბოლო გვერდები გვიმტკიცებენ ამხანაგები რომ თურმე რეალიზაცია პრობლემა არ ყოფილა,ეგ ჩვენ ვართ უვარგისები თორე ლაგოდეხელი ბებია და პაპუა სამ ოჯახს ინახავენ თავიაანთი მარიფათით! facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: მამაო ენუქი 1 Feb 2020, 20:34
არადა ბელიაშვილზე არცერთ რესტორანს ღვინო არ უვარგა ჩამოსასხმელი ვისაც აქვს.

Posted by: Master_Nick 1 Feb 2020, 20:45
kaxaberski66
რამდენად აბარებ ლიტრას?

მამაო ენუქი
არადა გადატენილია ეგ რესტორნები.

Posted by: მამაო ენუქი 1 Feb 2020, 21:04
Master_Nick
QUOTE
არადა გადატენილია ეგ რესტორნები.

თან ბევრგან ღვინოს არ გატანიებენ, თან უმეტესგან ბოთლისაც სულ მასიური ქარხნების ნაგავი აქვთ, სასტიკ ფასად biggrin.gif

Posted by: straight away 1 Feb 2020, 21:23
kaxaberski66
ტელეფონის ნომერი მომწერე აბა, დალევაშიც მოგეხმარები და გაყიდვაშიც. თუ გინდა ფასიც დაწერე აქ, ეცოდინებათ და თუ ვინმეს დაჭირდება უცბად, შეგეხმიანებიან.

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2020, 21:53
ერთ-ერთ რესტორანში მითხრეს, რესტორნისთვის ჩამოსასხმელი ღვინის მისაღები ფასი არის 3 ლარიო.
მე ვუთხარი მაგ ფასში კახეთში გაკეტებული ღვინოები იყიდება და კეთდება შემდეგ ნაირად.
დაწურავ 500 კგ ყურძენს, დაასხავ ერთი მაგდენივე წყალს, რომელშიც გახსნი 125 კგ პესოკს მეთქი.
ჩემი ნამდვილი ღვინოა და 4,5 ლარად მოგიტან მეთქი. ლაბორატორიის ქაღალდი წაიკითხე სტანდარტული პარამეტრების ზღვრებშიც როგორ არის მეთქი.
მასე შეიძლება რაღაც რაოდენობის ღვინო ნაღდი იყოს და დანარჩენი ტუფტაო. მაგ ფასიანი თუ ვინმეს ენდომება დაგირეკავო.
ეხლა ვფიქრობ ბოთლში ჩამოვასხა ცოტა რაოდენობით. დავუშვათ 50 ბოთლი.
ბოთლი თავისი ეტიკეტით, საცობით და ჩაჩით საკმაოდ აძვირებს ღვინოს. ეს ატრიბუტები ყველაზე იაფიანები რომ იყიდო, სულ ცოტა 2 ლარი მაინც ჯდება.
QUOTE

ტელეფონის ნომერი მომწერე აბა, დალევაშიც მოგეხმარები და გაყიდვაშიც

მოგიკვდეთ ჩემი თავი, ხვალვე დავლიოთ ვისაც ჩემთან მოსვლა არ დაგეზარებათ. არც მოგერიდოთ. ამ ნომერზე დარეკეთ და ვიქეიფოთ და თან გავიცნობთ ერთმანეთსაც ფორუმელები. 599-94-50-68.
ღვინოს დაგალევინებთ უმაღლესს, გინდ შარშანდელს და გინდ შარშანწინდელს და გინდათ 2017 წლისას. გინდ თეთრს და გინდათ წითელს.
მწვადს შევჭამთ საუკეთესოს. მუჟუჟს უმაგრესს, ვიჩინას სპეციალურად ჩემთვის შრატზე გაზრდილი ღორისას. დანარჩენი ატრიბუტებიც შესაფერისი იქნება.

Posted by: straight away 1 Feb 2020, 22:23
kaxaberski66
შარშანწინ მითხრეს 1 ბოთლის ჩამოსხმის ფასი 3.15 ლარი. ყველაფერის ჩათვლით. დაჟე ყუთისაც.
მცირე პარტიაზე ეგ ფასი გვაქვსო და დიდ პარტიაზე თანდათან იკლებსო.
100 ბოთლი რომ ჩამოასხა, 315 ლარია. ვითომ არა გქონია ეგ 315 ლარი. მიაკარი კარგი ეტიკეტი, შენი სახელით. თუ გინდა ქორელში მე დავამუშავებ.
ნახევარი დაიტოვე სახლში, ზოგი შენთვის, ზოგი სუვენირად, სასაჩუქრედ გამოგადგება კარგი ხალხისთვის.
დანარჩენი 50 - მე მიგყვები ერთ ღვინის მაღაზიაში, 12 ბოთლზე 1 ბოთლი გასასინჯათ უნდა დაუტოვო. დავუტოვოთ და დაველოდოთ შედეგს.
თუ გინდა ნახევარი მაგას დავუტოვოთ, ნახევარი სხვას.

ერთ 10 ბოთლს მე ვიყიდი smile.gif

არადა რესტორნები გაკეთებულ ღვინოს ყიდიან 8 - 10 ლარად. 2 ლარიან ღვინოს.

თუ ყველაფერი შენ იკისრე, ჩვენ პრასის გარდა არაფერი დაგვიტოვე, ეგრე არ გამოვა.
ჩემ ღვინოსაც გაგასინჯებ, მეც ნატურალურს ვაყენებ მარტო. რქაწითელი - ზეროს ვეძახი.
სამწუხაროდ სინაურული ღორი არ მყავს რომ დავკლა და მუხრანიდან ჩამოვიტან სამწვადეს და სახაშლამეს.

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2020, 22:56
straight away
QUOTE
შარშანწინ მითხრეს 1 ბოთლის ჩამოსხმის ფასი 3.15 ლარი. ყველაფერის ჩათვლით. დაჟე ყუთისაც.

დღეს ვიყავი გოთუაზე და ლილოს საღვინე ინვენტარის მაღაზიებში.
ბოთლი 0,750 ანი ღირს 1 ლარიდან 2,45 მდე.
საცობი 0,20 დან 1 ლარამდე.
ჩაჩი 10თეთრი.
ეტიკეტი 0,30-0,40 თეთრი.
ყველაფერი ყველაზე იაფიანი რომ ვიყიდო, გამოდის 2 ლარი.
დასახუფი დაზგა-ინსტრუმენტი 150 ლარიანი პატარა და უფრო დიდი 220 ლარი.
თუ ვინმე სხვა ჩამომისხავს, ისიც ფული ეღირება. ყუთის ამბავი არ ვიცი სად უნდა შეუკვეთოს კაცმა.
QUOTE
მიაკარი კარგი ეტიკეტი, შენი სახელით. თუ გინდა ქორელში მე დავამუშავებ.

კი ბატონო. შენ თუ არ დაიზარებ.
QUOTE
დანარჩენი 50 - მე მიგყვები ერთ ღვინის მაღაზიაში, 12 ბოთლზე 1 ბოთლი გასასინჯათ უნდა დაუტოვო. დავუტოვოთ და დაველოდოთ შედეგს.
თუ გინდა ნახევარი მაგას დავუტოვოთ, ნახევარი სხვას.

კი ბატონო. ვცადოთ და ვნახოთ რა გამოვა. გაიტესტება კიდეც ეგ საქმე.
QUOTE
თუ ყველაფერი შენ იკისრე, ჩვენ პრასის გარდა არაფერი დაგვიტოვე, ეგრე არ გამოვა.
ჩემ ღვინოსაც გაგასინჯებ

მოდი ჯერ მე ვიკისრებ. ღვინოსაც დავადეგუსტაციებთ. დანარჩენი მერე იყოს.
ეხლა, თუ ვინმე სხვებიც გაგიამხანაგდებიან, აქვე დაწერონ და ხვალვე მოვაგვაროთ მაგ თამაშას პირველი ტაიმი.
ვის გინდათ ხვალ ქეიფი დაწერეთ. ნუ დაიმორცხვებთ.

Posted by: iGreen 2 Feb 2020, 00:14
levani169
QUOTE
როგორც გადაწყვეტ.ერთს დავწერ რომ თვით კოლმეურნეობის დროინდელი ვენახებიც კი მინახავს რქა-ვაზით გაშენებული,არანაირი ფილოქსერა არ ჰქონია.
თუნდაც აიღე ვაზის გადაწვენა,ისიც ჩვეულებრივი რქა ვაზია

კიდე ველაპარაკე ეხლა და არაო არ ქნაო, ვცადეთ უკვეო კაბერნეზე და რქაწითელზეო, რქაწითელი 4 წელში ამოვყარეთ და კაბერნეც მომდევნო წლებში მივაყოლეთო. ექსპერიმენტს გავაკეთებ ცოტას რქებს ჩავყრი და შევხედაც რა გამოვა. ისიც მარტო ნათქვამით ვიცი თავისივე ფესვზე უკეთესი ღვინო დგებაო, გასინჯულიც არ მაქვს რომ შემედარებინა. მოკლეც ცოტაზე ვცდი და მერე მაინც კიდე უნდა გავაშენო ვენახები და იქით რქით ვიზავ თუ გაამართლა


QUOTE
ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია,როგორც წესი რიგთაშორის დაცილებას ტრაქტორის შასის სიგანეს უწონებენ ხოლმე,შენ რა ტრაქტორით უნდა დაამუშაო რიგები ეგაა მთავარი ფაქტორი მანდ.
2.20-ზე უნივერსალურად ითვლება,რადგან თითქმის ყველა ტრაქტორის შასი ეტევა რიგებში!

ანუ ტრაქტორს რომ თავი გავანებოთ. ჰაერაციაზე მითხრეს რომ განიერ რიგებში უკეთესია და წვიმისგან დასველებული ვენახი მალე შრებაო. ცალკე არ უნდა მოუჩრდილოსო. პრინციპში მოჩრდილვის პრობლემა არაა, პირიქით მზე წვავს ხოლმე იმ ადგილებში ისე აჭერს. ჰოდა აი ამ აერაციის ეფექტი ვერ გაიგე რამდენად მნიშვნელოვანია, ქვიშნარი მოწაა და ადვილად შეიწოვს წყალს. შენ რისი თქმა შეგიძლია აერაციაზე? 1,3 იანი ტრაქტორებია ტყუილად 2,2 ზე რატო გავაშენო როცა სიტყვაზე 1,8მეტრშიც მშვენივრად გაეტევა ეს ვიწრო ტრაქტორი.
* * *
kaxaberski66
QUOTE
ავდექი და მთელი მოსავალი წამოვიღე თბილისში და დავწურე. რა თქმა უნდა სუფთა. ერთი წვეთი წყალი არ მიკარებია.
ღვინო დადგა 2500 ლიტრი. ამ თვის დასაწყისში მივიტანე ღვინის ლაბორატორიაში და შევამოწმებინე, ხარისხობრივად ჯდებოდა თუ არა რქაწითელის ღვინის სტანდარტებში.
ღვინო გამოვიდა ყველანაირად ძალიან კარგი.
დღეს ავიღე ლაბორატორიიდან მოცემული შემოწმების საბუთი, ჩამოვასხი ღვინო და წავედი ბელიაშვილზე და გლდანის და კონიაკის დასახლების გასაყარზე რესტორნებში ღვინის შესათავაზებლად.
ყველა რესტორანს თავის მიმწოდებელი ჰყოლია, ზრდილობის გულისთვის მისმენდნენ. რამოდენიმემ ტელეფონის ნომერი ჩაიწერა მაგრამ, მათგან გამოხმაურებას არ ველი.
დავრჩით მე და ღვინო ერთი-ერთზე.
თუ ვერ გავყიდე მომიწევს ამ ღვინის დალევა.
პირველი შეხებით, არ ყოფილა მარტივი ღვინის გაყიდვა.

კახაბერ ჩემზე მეტი გამოცდილება შენ გაქვს ღვინის, მე ჯერ დილეტანტი ვარ მარა იმედია არ მიწყენ რჩევასავით თუ გეტყვი რომ კახეთში დაკრეფა, თბილისში ჩამოტანა და დაწურვა არაა კარგი. მგონი 4 საათში უნდა დაიწუროს იმისთვის რომ ხარისხიარ დაქვეითდეს, თუ სწორად მახსოვს ძმარმჟავა ბაქტერიები ჩნდებიან ყურძენზე.

რესტორნებს რაც შეეხება, არ არიან ეგენი კარგი ღვინის მყიდველები და მითუმეტეს გამყიდველები. კარგი თუ იქნება წყალს დაასხავენ და ისე გაყიდიან. ურჩევნიათ იაფად იყიდონ წყალწყალა და მეტი ოგება დარჩეთ. რესტორნები რომ პატიოსნად მუშაობდნენ და ღვინოს არ აბევრებდნენ, ან უკვე გაბევრებულს არ ყიდულობდნენ, გლეხებს კაპიკებში ჩასაბარებლად არ ექნებოდათ საქმე.



* * *
QUOTE
ეხლა ვფიქრობ ბოთლში ჩამოვასხა ცოტა რაოდენობით. დავუშვათ 50 ბოთლი.
ბოთლი თავისი ეტიკეტით, საცობით და ჩაჩით საკმაოდ აძვირებს ღვინოს. ეს ატრიბუტები ყველაზე იაფიანები რომ იყიდო, სულ ცოტა 2 ლარი მაინც ჯდება.

ზუსტად ეგრეუნდა ქნა, ორანჯ (სტაფილოსფერი) ღვინო ძაან მოდაშია ევროპელებში, ქვევრის ღვინო მუქი ფერი რომ დგება ორანჯს ეძახიან. ეგრე ჭაჭაზე დააყენე დიდი ხანი რომ დამუქდეს, მერე ეტიკეტზე მიანიშნე ორანჯიო და მშვენივრად გაიყიდება. ღვინის მაღაზიებში ჩამოიარე, "პოსლეზე" რომ დაუტოვო წერილობითი შეთანხმებით უარი არ უნდა თქვან.

ასეთი პატარა აპარატებია ჩამოსასხმელი ძვირი არ უნდა ღირდეს
user posted image

Posted by: levani169 2 Feb 2020, 00:57
iGreen
QUOTE
ჰაერაციაზე მითხრეს რომ განიერ რიგებში უკეთესია და წვიმისგან დასველებული ვენახი მალე შრებაო. ცალკე არ უნდა მოუჩრდილოსო. პრინციპში მოჩრდილვის პრობლემა არაა, პირიქით მზე წვავს ხოლმე იმ ადგილებში ისე აჭერს. ჰოდა აი ამ აერაციის ეფექტი ვერ გაიგე რამდენად მნიშვნელოვანია, ქვიშნარი მოწაა და ადვილად შეიწოვს წყალს. შენ რისი თქმა შეგიძლია აერაციაზე? 1,3 იანი ტრაქტორებია ტყუილად 2,2 ზე რატო გავაშენო როცა სიტყვაზე 1,8მეტრშიც მშვენივრად გაეტევა ეს ვიწრო ტრაქტორი.

არაა პრობლემა აერაცია,გარშემო თუ ტყე და დახურული სივრცე არაა სრულიად საკმარია 1.5-1.8 მეტრი რიგთაშორის.

Posted by: Kobalty 2 Feb 2020, 13:39
QUOTE (iGreen @ 31 Jan 2020, 15:32 )
Kobalty
QUOTE
სად უნდა ნახოს კაცმა ამის ან ზოგადად ყურძნის ნრეგები, ხო არ იცი?

პინო უფრო შიდა ქართლის სანერგეებში ეგქნებათ, ასე მგონია.
https://agrokavkaz.ge/agroplus/sanerge-meurneobebis-sia-danerge-momavalshi-charthuli-sanergeebi.html
აი აქ არის სია, ჩამორეკე და იკითხე, შეკვეთას მისცემ და შემოდგომისთვის დაგიმზადებენ.

QUOTE
ეს რანაირად, ძირი 1კგ-ს ისხავს?
სადღაც 2 მეტრ სიმაღლეზე რო გავუშვა და მერე შორს გავტოტო, რამდენს ისხავს ძირი საშუალოდ?

დასხმით შეიძლება 3 კილოც დაისხას ძირზე და მეტიც. მარა ხო გინდა რომ მაღალი ხარისხის ღვინო დააყენო არა? რაც უფრო ცოტას დაასხმევინებ ერთ ძირ ვაზს, მით უფრო კარგი ხარისხის საღვინე მასალა გექნება, მითუმეტეს მთიანი რეგიონია შენი და შაქრის დაგროვება უნდა მოასწროს კარგად. მწვანე რთველს ეძახიან, სანამ ყურძენი დამწიფდება ჩამოივლიან და მწვანე მტევნების ნაწილს აშორებენ. ამცირებენ მოსავალს მაგრამ იღებენ მაღალ ხარისხიან საღვინე მასალას. უხეში წესი არსებობს კარგი ღვინის დასაყენებლად ერთ ძირზე ერთი ბოთლი ღვინო უნდა იანგარიშოო. ევროპაში ახლო ახლო რგავენ ვაზებს და ხშირად, იგივე ფართობზე მეტი ვაზი რომ გაშენდეს და თითო ვაზზე ნაკლები მოსავალი გამოვიდეს. ოღონდ შენ ახლო-ახლო გაშენება არ გაწყობს, ირიქით ისე უნდა ქნა რომ ერთმანეთს რაც შეიძლება ნაკლებად მოუჩრდილონ.

გამოყვანილი ნერგი ასე 3 ლარი ღირს. თუ ფინანსურად ამდენი შესაძლებლობა არ გაქვს საძირეები იყიდება თითო ასე 10-20 თეთრად, კვირტებს კიდე ვისაც პინოს ვენახი აქვს იმას სთხოვ, მაინც ტყუილად წვავენ ხოლმე და შენ თვითონ დაამყნობ. არაფერი რთული საქმე ეგ არაა, სპეციალურ დასამყნობ მაკრატელს იყიდი ამაზონზე და დღეში 500 ძირს დაამყნობ თავისუფლად. უბრალოდ მოგიწევს 2-3 ჯერ მეტი ნერგის დამყნობა, იმისთვის რომ ბოლოს პირველი ხარისხის ნერგები ამოარჩიო და ისინი დარგა. ფაქტიურად ერთი ნერგი 60 თეთრამდე დაგიჯდება.

მადლობა ინფორმაციისთვის.
მე ნერგის გამოყვანა დამუშავებაში არაფერი გამეგება, მირჩევნია მზა ნერგები ვიყიდო.
ჩამოვუვლი მაგ სანერგეებს, უბრალოდ ბევრი აფერისტი იქნება მაგათში და როგორ გავიგო ნამდვილად პინოს მაძლევს თუ არა?
ან რამდენად ხშირად იტყუებიან?

ან ის როგორ გავიგო, კარგი/განვიტარებული ნერგი ვიზუალურად როგორი უნდა იყოს?

Posted by: vOn3Cic4 2 Feb 2020, 14:12
kaxaberski66
levani169
სასიამოვნო საკითხავი ლიტერატურასავით ხართ. შემოვდივარ ხოლმე და ამ თემას ვკითხულობ.
დაგელოცოთ მარჯვენა თქვენც და ამ თემის სხვა წევრებსაც smile.gif
მამა-პაპისეული ადგილის აღდგენა მომანდომეთ up.gif

Posted by: kaxaberski66 2 Feb 2020, 19:18
vOn3Cic4
გაგემარჯვოს.
თუ შემოდიხარ, კვალი დატოვე ხოლმე და თემაც ისევ გააქტიურდება.
აგერ
QUOTE
straight away
მა თავისი გეგმების შესახებ დაწერა და მას შემდეგ ხუთი-ექვსი გვერდი დაიწერა.
სოფლის მეურნეობის განყოფილება განსხვავებით პოლიტიკისგან მშვიდობიანი განყოფილებაა.
ყოველ შემთხვევაში ნერვებს მაინც ამშვიდებს. თან შეიძლება რჩევა რომელიც აქ დაიწერება, შეიძლება ვინმეს რამეში გამოადგეს.

QUOTE
მამა-პაპისეული ადგილის აღდგენა მომანდომეთ

ეს ძალიან კარგია. აბა


ერთბეშად შეიძლება ვერ აღადგინო მაგრამ, ნელა ნელა ყველეფერი გამოვა.
მარტო მაგ სურვილმაც კი მამა -პაპის სულებს ალბათ უკვე მიანიჭეს შვება.
მათ სახელზე, ერთი შეკვეთილი პანაშვიდი წინაპრების სახელობით მოხსენიებით და ჩათვალე რომ აუწონავ სიკეთეს გაუკეთებ მათ ხსოვნას.

* * *
ერთიც კიდევ.
დღეს straight away შევეხმიანე და დაკავებული იყო.
მაგრამ ახლო მომავლისთვის გადავდეთ შეხვედრა და ღვინის დეგუსტაციის მოწყობა.
თუ ვინმე ისურვებთ ჩემი ღვინის დაგემოვნებას, აქ დაწერეთ და შეგეხმიანებით.

Posted by: iGreen 2 Feb 2020, 20:54
levani169
QUOTE
არაა პრობლემა აერაცია,გარშემო თუ ტყე და დახურული სივრცე არაა სრულიად საკმარია 1.5-1.8 მეტრი რიგთაშორის.

up.gif
ეგრეც ვიზავ, 2ზე მეტს არ გავაკეთებ. ტრაქტორებს შევათვალიერებ ჯერ, რომლის ყიდვა შეიძლება და ის რომ გაეტიოს ისეთს გავუშვებ.



Kobalty
QUOTE
მე ნერგის გამოყვანა დამუშავებაში არაფერი გამეგება, მირჩევნია მზა ნერგები ვიყიდო.

ძალიან მარტივია, უცებ ისწავლი იუთუბიდან.

QUOTE
ჩამოვუვლი მაგ სანერგეებს, უბრალოდ ბევრი აფერისტი იქნება მაგათში და როგორ გავიგო ნამდვილად პინოს მაძლევს თუ არა?
ან რამდენად ხშირად იტყუებიან?

მაგ ლინკზე სერტიფიცირებული სანერგეებია, არა მგონია მოგატყუონ მითუმეტეს თუ თავიდანვე შეუკვეთავ. სიტყვაზე გამოყვანილ ნერგები თუ აქვთ უკვე და ვერ გაყიდეს შეიძლება იკადროს ვინმემ მოტყუება, მარა თავიდანვე შეკვეთას რომ აძლევ რავი რატო უნდა მოგატყუოს და სხვა ჯიში დაამყნოს.

QUOTE
ნ ის როგორ გავიგო, კარგი/განვიტარებული ნერგი ვიზუალურად როგორი უნდა იყოს?

მგონი 3 ცალი 25 სანტიმეტრიანი მთავარი ფესვი უნდა ჰქონდეს პირველ ხარისხიან ნერგს.
ლევანს უკეთესად ეცოდინება levani169

Posted by: shuma89 2 Feb 2020, 20:56
რომელ რეგიონში აკეთებთ ვაზს? იმერელი არავინ ხართ აქ? გამოჩნდით აბააა . . .

Posted by: straight away 2 Feb 2020, 21:53
საღამო მშვიდობის მეგობრებო, დღეს სამწუხაროდ არ მეცალა, ოჯახს შევპირდი რამოდენიმე დღის წინ ქვემო ქართლისკენ წაყვანას. პრინციპში მეც მინდოდა.
მოგეხსენებათ რამოდენიმე წლის წინ შულავერთან და იმირთან არმოაჩინეს ყველაზე ძველი ღვინის კვალი მსოფლიოში, მე-6 ათასწლეულის, ენეოლითის ხანის.
ასევე პირველი დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მყარი მასალით (ალიზით) აგებული საცხოვრებლებია შემონახული. ასევე პირველი ადგილი, სადაც რელიგიური შენობა გამოიკვეთა.
მოკლედ სუპერ ათეულში რომ არის ისეთი ობიექტია.
თან იქვეა წერაქვი, მიხეილ ჯავახიშვილის მშობლიური სოფელი და მონასტერი, მე-9 - 12 საუკუნეების, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის (კარაბადინის ავტორის) სამოღვაწეო ასპარეზი.
ეს ის არის, რაც აუცილებლად უნდა ნახო ვიდრე ცოცხალი ხარ smile.gif

მაგრამ ცოტა იმედგაცრუებული დავრჩი იმირის გორის არქეოლოგიური გათხრების დღევანდელი მდგომარეობით
user posted image
არც საგზაო მანიშნებელი (ვერავინ ვერ გეტყვის ადგილობრივი, თუ სად მდებარეობს, არც ნიშნებია). თუ მიაგენი, გაგიმართლებს და პირველი რაც თვალში გეცემა - უპატრონობაა. არც გადახურვა, არც საინფორმაციო დაფა.
ნუ რაც არის ეგ არის.
სამაგიეროდ წერაქვის მონასტრის ბერები - უმაგრესი ადამიანები, პოზიტიური, კეთილი და საკუთარი მონასტრის ისტორიის კარგი მცოდნეები. რაც მთავარია სტუმართმოყვარეები.
ჯავახიშვილის მუზეუმი - ისე რა. როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო - ისეთი ტრაგიკული სახლ-მუზეუმი აქვს.

ადგილი, ერთი თვალის შევლებით, ძალიან ღარიბია. გადახრიოკებული მიწაა წერაქვისკენ. წყალი არ აქვთ. ისე, უბრალოდ 1-2 კვირიტ დასასვენებლად არაუშავს, საცხოვრებლად - ნწუ.
ხრამის ხეობის ველები, ცოტა არაუშავს, შავი მიწა ჩანს და ალბათ მოსავალიც კარგი მოვა. თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილი მუშავდება. ადგილი ცდება. ყურძენი არ შემხვედრია.
ყურძენი კი არა, ქართულად მოსაუბრე ძლივს ვიპოვე, თონეში პურს აცხობდა.
ესეც კარგია.

კახაბერს ბოდიშს ვუხდი. ჩემზე უარესი ბლითც ქრიგის მოყვარული ყოფილა. დღევანდელ დღეს ეს ამბები უკვე დაგეგმილი მქონდა და ბავშვებს ვერ ვუღალატე smile.gif
შეხვედრის ამბავში ვამბობ.
თუ გეცლებათ და სურვილი გექნებათ, სამშაბათ-ოთხშაბათს ან პარასკევ - შაბათს თუ გეცლებათ, უახლოეს მომავალში, და კახაბერსაც ეცლება, რა თქმა უნდა, შევიკრიბოთ, ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს.
უშუალოდ, ტეტ ა ტეტ smile.gif

Posted by: kaxaberski66 2 Feb 2020, 22:35
straight away
შტაბეჭდილებებით სავსე დაბრუნებულხარ. დადებითითაც და ცოტა იმედგაცრუებითაც.
QUOTE
ეს ის არის, რაც აუცილებლად უნდა ნახო ვიდრე ცოცხალი ხარ

სამშობლოს 5% ც არ მინახია. და ბევრს ვერც ვნახავ. ვიცი ჩემი ამბავი.
თუ დრო გამომიჩნდა და შესაბამისად ფულიც, ყოველთვის მირჩევნია ჩვენი ქვეყანა დავათვალიერო და ფულიც აქ დავხარჯო რაც არ უნდა ცუდი სერვისი გვქონდეს.
QUOTE
თუ გეცლებათ და სურვილი გექნებათ, სამშაბათ-ოთხშაბათს ან პარასკევ - შაბათს თუ გეცლებათ,

ვფიქრობ პარასკევ-შაბათი უფრო მოსახერხებელი უნდა იყოს. დრო საკმაოდ გვაქვს.

Posted by: sham 2 Feb 2020, 22:55
straight away
kaxaberski66
საღამო მშვიდობის ქართველებო, მეც დიდი სიამუვნებით შემოგიერთდებით მწვადის და ღვინის საღამოზე თუ დაგეგმავთ უახლოეს დღეებში smile.gif

Posted by: kaxaberski66 3 Feb 2020, 09:24
sham
ტელეფონის ნომერი დაწერე რომ შეგეხმიანოთ.

Posted by: levani169 3 Feb 2020, 12:49
QUOTE

ვფიქრობ პარასკევ-შაბათი უფრო მოსახერხებელი უნდა იყოს. დრო საკმაოდ გვაქვს.

მე მაინც არ მცალია არასდროს და ............... 5000 ტყემლის საძირე მაქვს დასარგავი,რა მეპურმარილება! biggrin.gif

Posted by: straight away 3 Feb 2020, 13:55
kaxaberski66
sham
პარასკევი საღამო თუ შაბათი?
მე ორივე დღეს მცალია.

levani169
დაისვენე 1 დღე და მერე 1 დღე მოგეხმარებით ყველა smile.gif

Posted by: sham 3 Feb 2020, 14:07
straight away

ვფიქრობ შაბათი აჯობებს, დღის მეორე ნახევრიდან მცალია bis.gif


ჩემი ნომერი მივწერე kaxaberski66 - ს

Posted by: kaxaberski66 3 Feb 2020, 18:19
levani169
ლევან თუ წამოხვალ კარგი იქნება. ტყემლის საძირეს დარგვას მოასწრებ. ჯერ ქეიფია მოსასწრები.
ჰო კიდევ სპლიყვი იქნება ჩვენთან. კარგ დროებას გავატარებთ.
sham პირადში მომწერე ალბათ და მერე ვნახავ.
საღამოს სახლში რომ მივალ, მერე გადავწყვეტ პარასკებს თუ შაბათს. სავარაუდოდ შაბათს.

* * *
sham
ვნახე შენი ნომერი.
მოკლედ, შაბათს დღის მეორე ნახევარში 16 საათზე რომ შევიკრიბოთ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე და მერე წავიდეთ ჩემთან, რას იტყვით?

Posted by: max-14 3 Feb 2020, 22:14
QUOTE
დღეს ავიღე ლაბორატორიიდან მოცემული შემოწმების საბუთი, ჩამოვასხი ღვინო და წავედი ბელიაშვილზე და გლდანის და კონიაკის დასახლების გასაყარზე რესტორნებში ღვინის შესათავაზებლად.
ყველა რესტორანს თავის მიმწოდებელი ჰყოლია, ზრდილობის გულისთვის მისმენდნენ. რამოდენიმემ ტელეფონის ნომერი ჩაიწერა მაგრამ, მათგან გამოხმაურებას არ ველი.
დავრჩით მე და ღვინო ერთი-ერთზე.
თუ ვერ გავყიდე მომიწევს ამ ღვინის დალევა.
პირველი შეხებით, არ ყოფილა მარტივი ღვინის გაყიდვა.

სამწუხაროდ ეგ ''მედუქნე-ბიზნესმენები'' კარგ ღვინოს არ აიღებენ.....საშინელებას ყიდიან თვითონ,კაპიკები უჯდებათ,ხალხის უმეტესობაც სვავს მაგათ ''ღვინოს''. სამწუხაროდ უმეტესობამ ღვინო რა არის-არ იცის.
რამე პატარა ფართი რომ გენახა,ლამაზად მოგეწყო+ინტერნეტით გაგეყიდა მაგ ფართიდან?

Posted by: kaxaberski66 3 Feb 2020, 23:43
max-14
QUOTE
რამე პატარა ფართი რომ გენახა,ლამაზად მოგეწყო+ინტერნეტით გაგეყიდა მაგ ფართიდან?

მაგ საქმეს დრო უნდა და საქმისგან თავისუფალი ადამიანი.
თან თუ მოთხოვნა გაჩნდა აღარ უნდა გავჩერდე და მიწოდება უნდა შევქმნა.
მე კი ღვინის რა რესურსიც მაქვს უკვე დავწერე.

Posted by: iGreen 3 Feb 2020, 23:53
levani169
კახეთში პეპელა ნერგს რას ეძახიან ხო არ იცი? მწარეზე კვირტს რომ დაამყნობენ და მერე პარაფინში ამოავლებენ მაგას ხო ცივად დამყნობილი ჰქვია და ეს პეპელა რაღა არის?

Posted by: levani169 4 Feb 2020, 00:12
QUOTE (iGreen @ 3 Feb 2020, 23:53 )
levani169
კახეთში პეპელა ნერგს რას ეძახიან ხო არ იცი? მწარეზე კვირტს რომ დაამყნობენ და მერე პარაფინში ამოავლებენ მაგას ხო ცივად დამყნობილი ჰქვია და ეს პეპელა რაღა არის?

პეპელა და ფაროსანა მაგის მომგონს! gigi.gif gigi.gif
ანუ სათბურ გამოტარებულს,უკვე გრუნტში გადასატან კალიუსიან ნამყენს ეძახიან კი არა და დაარქვეს პეპელა!

Posted by: iGreen 4 Feb 2020, 00:47
levani169
QUOTE
პეპელა და ფაროსანა მაგის მომგონს! 
ანუ სათბურ გამოტარებულს,უკვე გრუნტში გადასატან კალიუსიან ნამყენს ეძახიან კი არა და დაარქვეს პეპელა!

ანუ გლეხურად რომ მითხრა, მწვანე ნერგი როა სათბურში გამოტარებული და გრუნტში რომ გადააქვთ, ეგაა პეპელა? რომელ თვეში გადააქვთ ხოლმე გრუნტში?

პეპელა რა შუაშია, ბევრი ვიფიქრე რას შეიძლება პეპელა ერქვას მეთქი და ვერაფერი მოვიფიქრე biggrin.gif რაღაც მიზეზის გამო ხო უნდა დაერქმიათ პეპელა

Posted by: sham 4 Feb 2020, 10:47
kaxaberski66
QUOTE
მოკლედ, შაბათს დღის მეორე ნახევარში 16 საათზე რომ შევიკრიბოთ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე და მერე წავიდეთ ჩემთან, რას იტყვით


გამარჯობა, არ არის პრობლემა, მე მაგ დროს მცალია.

რა გვჭირდება ისიც წინასწარ ვთქვათ (ხორცი, ყველი, მჟავე და ა.შ.), რომ წინასწარ განვსაზღვროთ სად რა ვიყიდოთ.

Posted by: levani169 4 Feb 2020, 11:55
iGreen
QUOTE

ანუ გლეხურად რომ მითხრა, მწვანე ნერგი როა სათბურში გამოტარებული და გრუნტში რომ გადააქვთ, ეგაა პეპელა? რომელ თვეში გადააქვთ ხოლმე გრუნტში?

პეპელა რა შუაშია, ბევრი ვიფიქრე რას შეიძლება პეპელა ერქვას მეთქი და ვერაფერი მოვიფიქრე biggrin.gif რაღაც მიზეზის გამო ხო უნდა დაერქმიათ პეპელა

მწვანე არა,მწვანე ცელოფნის კონტეინერში გამოყავთ პეპელობიდან უკვე. biggrin.gif
უბრალოდ სათბურში სამი კვირით ნამყოფი ნერგია,რომელსაც ჯერ არა აქვს ფესვები მაგრამ არის შეხორცებული და ხშირად კვირტიც გამოსული...ეტყობა ამიტომ შეარქვეს პეპელა,კვირტის გაშლის საწყისი ეტაპის გამო.

Posted by: kaxaberski66 4 Feb 2020, 13:16
sham
თქვენი მოსვლაა საჭირო, დანარჩენს ღმერთი მოგვცემს.
თუ ვინმეს სურვილი აქვს და ერიდება, ნუ მოერიდება. გამოთქვას მოსვლის სურვილი.

Posted by: shuma89 4 Feb 2020, 13:40
ოჯალეშის ჯიშის ვენახი როგორ გავარჩიო ნამდვილი ოჯალეშია თუ რაამე მონათესავე ჯიში? იმერეთში ვერ ხარობს როგორც ვიცი, მაგრამ ეზოში მაქვს 20-25 ძირი 15 წლისები და ოჯალეშს ეძახიან საიდანაც წამოვიღე ნერგი და მინდა დავადგინო ნამდვილად ეგ არის თუ არა.

Posted by: straight away 4 Feb 2020, 15:09
შეხვედრის ადგილი - ვარკეთილი, მეტროსთან.
შეხვედრის დრო - 08.02.2020 / 16:00
ამინდი - საქეიფო (თოვლიან - წვიმიან - ღრუბლიანი)
გასათვალისწინებელი რჩევები - ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, გახდი ისტორიული მოვლენის მონაწილე.
პი. ეს. გასათვალისწინებელი რჩევა - სუფთა ღვინოა და შესაბამისად ბომბთან მოგვიწევს მუშაობა. ასე რომ, მობრძანდით მომზადებულები.
მანამდე ერთი ტრენინგიც არ გვაწყენდა - ლევანის ტყემლებსაც დავარგვევინებდით და ჩვენც კარგ საველე მომზადებას გავივლიდით smile.gif
* * *
shuma89
მე მარტო წითელს და თეთრს ვარჩევ, ყურძენსაც და ღვინოსაც. სამწუხაროდ მარტო გუგლის იმედით თუ დაგეხმარები.
აი გუგლი რას ამბობს:
აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ოჯალეში ვაზის მაღლარობის გამომხატველი მეგრული ტერმინია. ჯა~ ნიშნავს ხეს, ხოლო ოჯა_ლეში ხეზე ასაშვებ ვაზს ანუ სახეივნოს.
რომ ვაზის ფორმირების ერთ_ერთ საფუძველს მისი ჯიშის სპეციფიკური ნიშნები წარმოადგენს (ზრდის სიძლიერე, ახოხების უნარი და სიმაღლეზე ან სიგანეზე განვითარების მიდრეკილება).
ლეჩხუმსა და აღმოსავლეთ გურიაში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული წითელყურძნიანი ჯიში აგრეთვე ოჯალეშის სახელწოდებით. აღნიშნული ჯიშის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ გურიაში გავრცელებულ ოჯალეშს არავითარი კავშირი არა აქვს ნამდვილ მეგრულ ოჯალეშთან და სახელწოდებას შეცდომით ატარებს.
პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით განსაკუთრებით გამოირჩეოდა მდ. ტეხურის ხეობაში _ სალხინოს მევენახეობის ზონის კირნარ ნიადაგებზე გაშენებული ოჯალეში.

ბოტანიკური აღწერა

ახალგაზრდა ყლორტი. კვირტი გაშლის პერიოდში მოთეთროა და ოდნავ მოწითალო ელფერი აქვს. ახლად გაშლილი პირველი ნორჩი ფოთოლი ზემოდან ღია მწვანეა, მოყვითალო ან მუქი მოწითალო ელფერი ახლავს და სქლადაა დაფარული თეთრი ბეწვისებრი ბუსუსით. ფირფიტის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია თეთრი ბუსუსით, რომელსაც ნაპირებისაკენ მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. ფოთლის ყუნწი თეთრი ბეწვისებრი ბუსუსითაა დაფარული. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან მოწითალო_იისფერია. ფირფიტის კბილები და ძარღვები ღია მომწვანო ფერისაა. შებუსვა მეორე ფოთოლს ზემოდან საკმაოდ ემჩნევა, მესამე კი მცირედ. ქვედა მხრიდან მათ ქეჩისებრი შებუსვა ახასიათებს. ახალგაზრდა ყლორტი მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ. ყლორტი მრგვალია, ცალი მხარე მწვანეა, მეორე მოწითალო_იისფერი.

ერთწლიანი რქა მუქი მოყვითალოა ან ღია წაბლისფერი. საშუალო სიმსხოსი, დიამეტრით 7_9 მმ_მდე. მუხლთშორისის სიგრძე 7_12 სმ აღწევს. იგი მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბუსუსით და მუხლთაშორისების გასწვრივ სუსტი ზოლები ემჩნევა.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, სიგრძით 15,2 და სიგანით 16,6 სმ. ოდნავ განივ_ოვალურია და თითქმის მომრგვალო, მცირედ დანაკვთული. ფირფიტის ზედა მხარე წვრილი ბუშტისებრია ან ბადისებრ დანაოჭებული. მოყვანილობით ძაბრმაგვარ_ღარისებრია, იშვიათად ბრტყელიც ან ნაპირებით ქვემოთ ჩამოშვებული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია მონაცრისფრო ბუსუსით.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ყოველთვის ღია და უცვლელია. ფორმით ისრისებრია, უფრო ხშირად თანასწორგვერდებიანია. გვხვდება აგრეთვე ამონაკვეთი ისევე ისრისებრი, მაგრამ უფრო ჩაღრმავებული ფუძით. ზედა ამონაკვეთი მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილი კუთხე აქვს. ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია, ამოზნექილგვერდებიანი და მახვილწვერიანი. გვხვდება აგრეთვე სამკუთხედისებრი კბილები, მომრგვალებულწვერიანი და ხერხკბილა სამკუთხედისებრი, ცალგვერდჩაზნექილი. მეორეული კბილებიც ამავე მოყვანილობისაა.

ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის ბლაგვ კუთხეს, იშვიათად _ სწორს. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8_1,1 უდრის. ყუნწი ძლიერ მცირედაა დაფარული ბუსუსით, იგი მოწითალო ღვინისფერია, ხოლო ფუძესთან იისფერში გადადის.ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული მტვრიანებითა და ბუტკოთი. ყვავილში 5 მტვრიანაა, გვხვდება აგრეთვე 6 და იშვიათად 4 მტვრიანაც. მტვრიანების ძაფების შეფარდება ბუტკოსთან მერყეობს 1,3_დან 1,5_მდე. ბუტკოს ნასკვი თითქმის მრგვალია და მოგრძო_წვრილი ყელი აქვს. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 200_350 აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 5_7 სმ აღწევს. მტევანი საშუალოზე მცირეა, მისი სიგრძე 8_14 სმ, ხოლო სიგანე 5_10 სმ უდრის. დიდი მტევნის სიგრძე 16 სმ აღწევს, მცირესი კი 7,5 სმ. მტევანზე საშუალოდ 75 მარცვალია.

მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ_კონუსისებრი და ხშირად ფრთიანი. ფრთის სიგრძე მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მტევანი საშუალო სიმკრივისაა, გვხვდება თხელი მტევნებიც. მტევნის ყუნწის 1/3 გახევებულია; დანარჩენი ნაწილი კლერტითურთ ბალახისებრია, რომელიც ღია მწვანე და მოწითალო_ღვინისფერში გადადის. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4_6 მმ აღწევს. იგი მომწვანო ან მოწითალო_ღვინისფერია. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერკონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი მუქი ლურჯია (თითქმის შავი), საშუალო სიდიდისაა ან საშუალოზე მცირე. მისი საშუალო სიგრძე 13,4 მმ, ხოლო სიგანე 12,5 მმ აღწევს. ოდნავ ოვალურია. მსხვილი მარცვლის სიგრძე 15 მმ, სიგანე _ 14,4 მმ აღწევს. წვრილი მარცვლის სიგრძე 10 მმ, ხოლო სიგანე 9,5 მმ უდრის. მარცვალი შუა წელში განიერია. ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. იგი საკმაოდ სქელკანიანია. კანი რბილობს ადვილად სცილდება. საკმაოდ წვნიანია. მტევანში მარცვლები არათანაბრად მწიფდება. რაც ოჯალეშის დამახასიათბელი ნიშან_თვისებაა. მარცვალი საკმაოდაა დაფარული ცვილით.

წიპწა. მარცვალში 1_4 წიპწაა, უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის სიგრძე 6_7 მმ, ხოლო სიგანე 3_3,5 მმ აღწევს, წიპწა ღია ყავისფერია, მუცლის მხრიდან კი ღარების გასწვრივ _ მოყვითალო. ქალაძა ოვალურია და საკმაოდ გამოსახული; მოთავსებულია ზურგის თითქმის შუა ნაწილში, ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის სიგრძე 2 მმ აღწევს. თითქმის ყველა თესლის ნისკარტის წვერი მოყავისფრო_მოშავო ლაქებითაა დაფარული.

აგრობიოლოგიური დახასიათება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს ზონაში ოჯალეშის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტების გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 220 დღეს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა ფოთოლცვენის დამთავრებით 244 დღეს უდრის. ვეგეტაციის თითქმის ასეთივე ხანგრძლიობა ახასიათებს ოჯალეშს წალენჯიხის რაიონის სოფ. ნაკიფუს ზონაში. აქ სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა 238_240 დღეს აღწევს.

მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე ოჯალეშის სავეგეტაციო ფაზების ხანგრძლიობა კვირტის გაშლის დასაწყისიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე მერყეობს 157_185 დღემდე, საშუალოდ იგი 173 დღეს უდრის.

როგორც მოყვანილი ცნობებიდან ჩანს, სალხინოსა და ნაკიფუს მევენახეობის ზონებში სამეგრელო) ოჯალეშის სავეგეტაციო პერიოდი თელავის მევენახეობის ზონასთან (კახეთი) შედარებით საკმაოდ გახანგრძლივებულია და ეს სხვაობა 45_46 დღემდე აღწევს, რაც გამოწვეულია, პირველ ყოვლისა, კახეთში ამ ჯიშის სავეგეტაციო პერიოდის გვიან დაწყებით (23.IV), ხოლო სამეგრელოში ვაზის შედარებით ნაადრევი განვითარებით (3_5.IV), გარდა ამისა, სამეგრელოში შემოდგომის განმავლობაში სითბოსა და ტენის სიუხვის შედეგად ვეგეტაციის გახანგრძლივებით და ამის გამო ყურძნის გვიან დამწიფებით (6_10.XI).

ცალკეული ბიოფაზების მიხედვით განსხვავებული სურათია ყვავილობის ფაზის მსვლელობაში. მაგალითად, სოფ. ნაკიფუსა და სალხინოს მევენახეობის ზონებში ყვავილობა საშუალოდ 25_28 მაისს იწყება, ხოლო თელავის ზონაში _ თითქმის ორი კვირის დაგვიანებით (13.VI).

მსგავსი სურათია ყურძნის სიმწიფის ფაზის დასაწყისის მხრივ. როგორც ცხრილიდან ჩანს, ოჯალეშის ყურძენი თელავის ზონაში დამწიფებას იწყებს საშუალოდ 8.IX_სათვის, ხოლო ნაკიფუში 5.IX_სათვის და სალხინოში 10.IX_სათვის.

სამაგიეროდ მეტად განსხვავებულია ყურძნის სრული მწიფობის ფაზა. შემოდგომის პერიოდში სითბოსა და ტენის მოქმედების შედეგად ვაზის ვეგეტაციის გახანგრძლივების გამო ნაკიფუსა და სალხინოს ზონებში ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს ნოემბრის შუა რიცხვებში (საშუალოდ 10.XI), ხოლო თელავის პირობებში აღნიშნული ფაზა საშუალოდ ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის მთავრდება, მაგრამ, როგორც დ. ტაბიძის მონაცემებით მტკიცდება, ინსტიტუტის ბაზაზე (თელავში) ამ პერიოდისათვის ოჯალეშის ყურძენში შაქარი 19% არ აღემატება.

როგორც ზემოაღნიშნული მასალიდან ჩანს, ოჯალეში მეტად საგვიანო ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. მას სამეგრელოში ჩვეულებრივ დეკემბრის პირველ დეკადაში კრეფენ. სამეგრელოს რაიონებში მრავალი წლის მანძილზე წარმოებულ დაკვირვებათა საფუძველზე ირკვევა, რომ ოჯალეში თავისუფლად შეიძლება მოიკრიფოს ნოემბრის მეორე ნახევრიდან, რადგანაც ყურძენი ამ დროისათვის სავსებით მწიფეა, მაგრამ რთველის დაგვიანება უფრო მიზანშეწონილია, ვინაიდან ამის შედეგად ყურძენში არსებული წყალი მცირდება და შაქრის კონცენტრაცია იზრდება, რაც ღვინის ხარისხზე, ცხადია, დადებითად მოქმედებს.

რქის მომწიფება. სამეგრელოს თბილ და ტენიან ჰავის პირობებში, მიუხედავად ვაზის ვეგეტაციის გახანგრძლივებისა, ერთწლიანი რქა სრულ მომწიფებას აღწევს ყურძნის მასობრივი სიმწიფის პერიოდისათვის და ჯიშის დამახასიათებელ ელფერს ღებულობს. ასევე სრულ მომწიფებას აღწევს ვაზის რქა ბახვის საბჭოთა მეურნეობაშიც (ოზურგეთის რ_ნი), სადაც აღნიშნული ჯიში ერთ ჰექტარამდეა გაშენებული.

ვაზის ზრდის სიძლიერე. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამეგრელოს ეკოლოგიურ პირობებში მაღლარად მოზარდი ოჯალეში საკმაოდ მძლავრი ზრდა_განვითარებით ხასიათდება. მიუხედავად მოუვლელობისა, ამ ჯიშის მაღლარები ხელშემწყობი ამინდის დროს ამჟამადაც მძლავრ ვეგეტაციურ ნაწილებს ივითარებს და ცალკეული რქების სიგრძე ხშირად 3 მ აღემატება. ასეთივე მძლავრი ზრდა ახასიათებდა ოჯალეშის მაღლარებს წარსულშიაც, რასაც ადასტურებს როგორც ადგილობრივ მეურნეთა გადმოცემა, ისე მრავალი წერილობითი მასალა.

მოსავლიანობა. მაღლარად მოზარდი ოჯალეშის მოსავალი ამჟამად ცვალებადია, რაც უშუალოდ დაკავშირებულია სავეგეტაციო პერიოდში ამინდის პირობებთან. საშუალოდ ერთი ძირი მაღლარი ვაზის მოსავალი 30 კგ_მდე აღწევს. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, აგრეთვე აგრ. მ. სურმავას ცნობით, რომელიც დიდი ხანია მუშაობს მევენახედ მარტვილის რაიონში, ოჯალეშის ცალკეული მაღლარად ფორმირებული ძირების მოსავალი ხშირად 65_75 კგ აღწევდა, საშუალოდ კი 60 კგ უდრიდა. ეჭვს გარეშეა, რომ წარსულში ამ ჯიშის უხვმოსავლიანობა უნდა მიეწეროს ჩვენში ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა არარსებობას და ამის შედეგად ვაზის მძლავრ ზრდას და ვეგეტაციური ნაწილების ნორმალურ განვითარებას.

დაკვირვებით ირკვევა, რომ დაბლარად აღზრდილი ვაზის მოსავალი მაღლართან შედარებით მცირეა, რაც აიხსნება მისი მცირედ დატვირთვით _ ვაზების ნაკლებად განვითარების გამო. ჩვეულებრივ ოჯალეში მოსავლის პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მე_2, მე_3 წელს, ხოლო სრულად მოსხმას იწყებს მე_5 წლიდან.

მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 1,3_დან 1,5_მდე. არის შემთხვევები, როცა იგი 1,7 აღემატება, ხოლო საშუალოდ 1,3 უდრის. რქაზე ხშირად ორი მტევანი ვითარდება, ხოლო იშვიათად _ ერთი. ოჯალეშის მტევნის წონა დასახელებულ ადგილებში 108_დან 116 გ_მდე მერყეობს, ხოლო საშუალოდ 112 გ უდრის. ამრიგად, საშუალო მოსავალი ერთ რქაზე 145,6 გ შეადგენს, ხოლო მთელი ვაზის საშუალო მოსავალი 10_12 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში 1,3 კგ აღწევს. ჰექტარზე გადაყვანით ოჯალეშის მოსავალი მერყეობს 41_47,5 ცენტნერს შორის.

ეჭვს გარეშეა, რომ ფორმირების შეცვლით, მოსავლიანი ძირების შერჩევითა და აგროტექნიკის სწორად გატარების საფუძველზე მოსალოდნელია ოჯალეშის მოსავლის მნიშვნელოვნად გადიდება (არსებულთან შედარებით თითქმის 1,5_2_ჯერ).

სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობა

სამეგრელოს თბილ და ტენიან ეკოლოგიურ პირობებში სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება ვაზზე ძლიერია. განსაკუთრებით ავადდება მაღლარი ვაზები, რომელთა მოვლა ვაზების მაღლა აზრდის გამო თითქმის შეუძლებელი ხდება. დაბლარი ვაზები კი შეწამლვის ოპერაციების დროულად და წესისამებრ ჩატარების შემთხვევაში თითქმის დაცულია ავადმყოფობათა მოქმედებისაგან.

დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოჯალეშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტია. განსაკუთრებით იგი ადვილად ავადდება ნაცრით და, თუ დროულად არ იქნა გამოყენებული გოგირდით წამლობა, მთელი მოსავალი ნადგურდება. თელავის საცდელი სადგურის მასალების მიხედვით თელავის ზონაში (ექსპერიმენტულ ბაზაზე) ოჯალეში უკეთეს გამძლეობას იჩენს ავადმყოფობათა მიმართ, რაც, ჩვენი აზრით, აიხსნება ამ ზონის შედარებით მშრალი ეკოლოგიური პირობებით.

ოჯალეშის გამძლეობა ფილოქსერის მიმართ მეტად სუსტია, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საკუთარ ძირზე აღნიშნული ჯიში მხოლოდ თითო_ოროლა ძირის სახით არის წარმოდგენილი სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში, რომლებიც სუსტად არის განვითარებული და ამის შედეგად მცირე მოსავალს იძლევა. ნამყენების სახით გაშენებულ ოჯალეში, თუ იგი სათანადოდ მოვლილია და გაფორმებული, ძლიერ იზრდება და ნორმალურ მოსავალს იძლევა.

დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი. როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, სამეგრელოში ოჯალეშის სავეგეტაციო პერიოდი მეტად გახანგრძლივებულია. შემოდგომის განმავლობაში ხშირი წვიმების დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯიში გაშენებულია დაბლობ ადგილებში, ყურძნის დამწიფება ძალიან ფერხდება, რაც უარყოფითად მოქმედებს ღვინის ხარისხზე. ამიტომ მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად აუცილებელია ოჯალეშის გაშენება შემაღლებულ, მთისპირა და სამხრეთით დაქანებულ ფერდობებზე, სადაც მზის სხივების მოქმედება უფრო გაძლიერებულია.

სალხინოს, ნაკიფუსა და ბახვის მევენახეობის ზონებში წარმოებული დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოჯალეში ნიადაგის მიმართ არ იჩენს დიდ მოთხოვნას, მაგრამ ხარისხოვანი პროდუქციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კარგი სტრუქტურის მქონე, მსუბუქ, თიხნარ_ქვიშნარ და კალციუმის კარბონატების (15_20%) შემცველ ნიადაგებზე. სწორედ ამ ტიპის ნიადაგებია მდ. ტეხურის ხეობაში (სალხინო, თამაკონი, ჭაჩხურა). აქ ოჯალეში იძლევა განსაკუთრებული ღირსების პროდუქციას მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების დასაყენებლად.

სამეგრელოს მთისპირა რაიონებში ზამთრისა და გაზაფხულის ყინვების ვაზზე მოქმედება უმნიშვნელოა, იგი დროულად იღვიძებს და სავეგეტაციო პერიოდიც სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.აგროტექნიკურ სამუშაოთა ზოგიერთი თავისებურება. ცნობილია, რომ ამა თუ იმ ჯიშის სპეციფიკური თვისებები მოითხოვს აგროტექნიკური ოპერაციების იმგვარად წარმართვას, რომ ვაზის ნორმალურ ზრდასთან ერთად უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი მოსავალი, ჯიშისათვის დამახასიათებელი პროდუქციის შენარჩუნებით.

როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ოჯალეში წარსულში მაღლარად იყო გაშენებული. ვაზი მძლავრ ზრდასთან ერთად მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლეოდა სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ჯიში უძველესი დროიდანვე იყო შეგუებული მაღლარად ფორმირებას, რაც, ეჭვს გარეშეა, ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებით იყო გამოწვეული.

ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედების შედეგად ოჯალეშის მაღლარები მასობრივად განადგურდა, რის გამოც მეურნეთა წინაშე დადგა საკითხი მისი დაბლარად გაშენებისა, რომ ამ გზით გაადვილებულიყო სოკოვან ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლა. მრავალი საფორმო რგოლის ნაცვლად დაბლარად ფორმირებული ვაზი ერთ ან ორ სანაყოფეზე იქნა დაყენებული, რამაც გამოიწვია მაღლარად ზრდის მიდრეკილების მქონე ოჯალეშის ზრდის შენელება და მოსავლის შემცირება.

აგროტექნიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ოჯალეშისათვის როგორც მაღლარად, ისე დაბლარად ფორმირება, ვინაიდან პირველ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება აგროტექნიკური ოპერაციების წესიერად ჩატარება ვაზების დიდ სიმაღლეზე განვითარების გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში ვაზის დატვირთვის შემცირების შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება მოსავალიც, ამიტომ ვაზის ნორმალური ზრდა_განვითარების უზრუნველსაყოფად და შედარებით დიდი მოსავლის მისაღებად ოჯალეშის ნარგავები მასობრივად უნდა იქნეს ფორმირებული, ე.წ. თავისუფალი სხვლის წესით _ 70 სმ სიმაღლის შტამბით და ვაზის 27_30 კვირტამდე დატვირთვით.

აღნიშნული წესით ფორმირების შესთხვევაში ვაზთა შორის მანძილი 1,5 მ უნდა უდრიდეს, ხოლო რიგთა შორის მანძილი 2,0 მ. ამ შემთხვევაში ერთ ჰექტარზე მოთავსდება 3330_3333 ძირი ვაზი. მიზანშეწონილია აგრეთვე ვაზის კორდონისებური წესით ფორმირება მასზე ორი მუდმივი მხრის შექმნით და თითოეულ მხარზე ორ_ორი საფორმო რგოლის გამოყვანით. ამ შემთხვევაშიაც საჭიროა შტამბის ამაღლება 70_80 სმ_მდე.

ყვავილცვენას ჯიში განიცდის მხოლოდ მცირე ოდენობით. არახელსაყრელი ამინდის დროს ყვავილცვენა ძლიერდება, რასაც თან სდევს მტევნის მნიშვნელოვნად გამეჩხრება. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვანჩია სანაყოფეზე განვითარებული ყლორტების წვერების ყვავილობის დასაწყისშივე წაწყვეტა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფურჩქვნის ოპერაციების წესიერ წარმოებას და ბრძოლას სოკოვან დაავადებათა წინაღამდეგ. რადგანაც ჯიში დიდ მგრძნობიარობას იჩენს ნაცრის მიმართ, საჭიროა დამატებით იქნეს ჩატარებული გოგირდის შეფრქვევა ყვავილობისა და მარცვლის განვითარების პერიოდში.

100 მარცვლის საშუალო წონა 147_150 გ შეადგენს, ხოლო წიპწის რაოდენობა ყოველ 100 მარცვალში 195, საშუალო წონა კი 7,2 გ უდრის. აქედან, ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 24%, ორწიპწიანი _ 46%, სამწიპწიანი _ 26% და ოთხწიპწიანი _ 4%. გვხვდება, მხოლოდ იშვიათად, უწიპწო მარცვლებიც, მათი რაოდენობა 1_1,5%_მდე აღწევს. 100 მარცვლის კანის წონა შეადგენს საშუალო წონის 23,1_26,8%.ყურძნის წვენისა და ღვინის ქიმიური შედგენილობა. ეკოლოგიური პირობების თავისებურებების შესაბამისად ოჯალეშის ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა ცვალებადობს.

დაკვირვებით გამორკვეულია, რომ მოკრეფის დაგვიანება იწვევს მარცვალში არსებული წყლის აორთქლებას და შაქრის კონცენტრირებას. მაგალითად, სალხინოს ზონაში დეკემბრის პირველ რიცხვებში აღებულ ნიმუშში შაქრიანობამ 24,5%_მდე მიაღწია. საყურადღებო არის ის გარემოება, რომ შაქრის მატებას თან არ სდევს მჟავიანობის მკვეთრი დაკლება; იმავე ნიმუშებმა ასეთი მაღალი შაქრიანობის დროს შენარჩუნებული იყო საერთო მჟავიანობა 8,5‰–მდე. შაქრიანობა_მჟავიანობის ამგვარი შეფარდება უდავოდ ამ პროდუქციიდან მაღალხარისხოვანი ღვინის დამზადების შესაძლებლობის მაჩვენებელია.

ჭაჭაზე დაყენებული ოჯალეშის ღვინისათვის დამახასიათებელია კარგი შეფერვა, წითელი ღვინისათვის დამახასიათებელი სისქე. ექსტრაქტულობა, ჰარმონიულობა, ენერგიულობა, ტრანსპორტაბელობა და შენახვის კარგი უნარი. აღნიშნული თვისებებით ოჯალეშის ღვინო ალაზნის მარჯვენა მხარის კახური წითელი ღვინის ტიპს უახლოვდება.

ქვემოთ მოგვყავს ოჯალეშის ღვინის ქიმიური ანალიზის შედეგები. ღვინო დამზადებული იყო სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის ლაბორატორიაში სალხინოს მეურნეობიდან ჩამოტანილი ყურძნიდან.

აღნიშნული ღვინის ქიმიური ანალიზი შემდეგ სურათს იძლევა: ხვედრითი წონა _ 1,9981, ალკოჰოლი _ 13,4, საერთო მჟავიანობა _ 8,7, მქროლავი მჟავიანობა _ 0,43, ალდეჰიდები _ 0,25, PH – 3,07, ექსტრაქტი _ 35,57, ტანინი _ 3,69, შაქარი _ 1,12 და გლიცერინი _ 8,33.

როგორც ამ მასალიდან ჩანს, ოჯალეშის ღვინო ალკოჰოლის საკმაოდ დიდ რაოდენობას შეიცავს და მცირე შაქრიანობა ახასიათებს. ამასთანავე ღვინოს ნორმალურზე მომეტებული საერთო მჟავიანობაც ახასიათებს. მქროლავი სიმჟავეების მცირე ოდენობა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ღვინის დადებით თვისებას შეადგენს აგრეთვე მასში გლიცერინის და ექსტრაქტის ნორმალური რაოდენობაც.

როგორც ანალიზის მონაცემებიდან ჩანს, ოჯალეშის ღვინის ნიმუშები მდიდარი ქიმიური შედგენილობის მხრივ, რაც საერთოდ დამახასიათებელია მაღალხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინისათვის. ამას ადასტურებს ალკოჰოლის ნორმალური შეცულობა, მისი ნორმალური შეფარდება საერთო მჟავიანობასთან და კარგი სხეულიანობა, რაც ლიტრზე თითქმის 30 გ_მდე აღწევს.

ოჯალეშის ღვინოს სხეულთან და ჰარმონიულობასთან ერთად ახასიათებს შენახვის დიდი უნარი და ტრანსპორტაბელობა. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს, რაც საერთოდ დამახასიათებელია ხარისხოვანი ღვინისათვის. ოჯალეშის ღვინის მაღალ ღირსებაზე მიგვითითებენ აგრეთვე მოგზაური შარდენი, პროფ. მ. ხოვრენკო, ე, ნაკაშიძე და სხვ.

პროფ. მ. ხოვრენკო თავის შრომაში ქართული ღვინოების განხილვისას მაღალ შეფასებას აძლევს სალხინოს ზონაში დამზადებულ ოჯალეშის ღვინოს და აკუთვნებს მას საუკეთესო ღვინოების ჯგუფს.

სალხინოში, ცნობილი მემამულე ა. მიურატი ოჯალეშისაგან სპეციალურად ამზადებდა ღვინოს მარკით: “ოდჯალეცჰე”, ვიგნობლეს დე შ.ა. მადამე ლა პრინცესსე ა. მურატ, რომელსაც იგი საქართველოს ფარგელბს გარეშეც ასაღებდა. ეს ღვინო 1912 წელს მიურატმა წარადგინა პარიზის სასოფლო_სამეურნეო გამოფენაზე. იქ ამ ღვინომ ოქროს დიდი მედალი მიიღო.

ვაზზე დატოვებული ოჯალეშის ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, ოღონდ ჭკნება. დაკრეფილი ყურძენი კი გაზაფხულამდე ინახება.

როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში, ოჯალეში ფართო ყურადღების ღირსია და იგი უფრო მეტად უნდა გავრცელდეს ნამყენების სახით შუა და ზემო სამეგრელოს მიკრორაიონებში.

Posted by: kaxaberski66 4 Feb 2020, 15:49
tavadze
ირაკლი შაბათს თბილისში ხომ არ გიწევს ყოფნა? შემოგვიერთდი დრო გექნება.
შეხვედრის ადგილს უფრო ზუსტად დავწერ რომ ერთმანეთს ძებნა არ დავუწყოთ.
ისტ პოინტის გადმოსწვრივ კახეთისკენ მიმავალი გზა ორად იყოფა. ცენტრალური და მარჯვნივ მეორე ხარისხოვანია.
ამ მეორეხარისხოვან გზაზე შევიკრიბოთ. იქ შაბათს 4 საათისთვის სხვა არავინ გაჩერდება.
დაგვიანებულს დაველოდებით. ტელეფონის ნომრები მაქვს.

Posted by: iGreen 5 Feb 2020, 13:08
levani169
QUOTE
მწვანე არა,მწვანე ცელოფნის კონტეინერში გამოყავთ პეპელობიდან უკვე. 
უბრალოდ სათბურში სამი კვირით ნამყოფი ნერგია,რომელსაც ჯერ არა აქვს ფესვები მაგრამ არის შეხორცებული და ხშირად კვირტიც გამოსული...ეტყობა ამიტომ შეარქვეს პეპელა,კვირტის გაშლის საწყისი ეტაპის გამო.

მადლობა ლევან.
1,5 ლარად მაძლევენ მაგ ნერგებს და ღიირს მაგეების დარგვა? ქვიშნარი ხირხატიანი ნიადაგია, წინანდლის ზონაში, ლამებს რომ ეძახიან თუ გაგიგია. კვირტი თუა გამოსული 100% გახარებულია? მორწყვა ალბათ უფრო ხშირად დასჭირდება ხო?

Posted by: levani169 5 Feb 2020, 13:21
iGreen
QUOTE
1,5 ლარად მაძლევენ მაგ ნერგებს და ღიირს მაგეების დარგვა?

ვინ გაძლევს პეპელას 1.5-ად?
მაგრა ცდილობენ დაგოიმებას და არ ქნა.
1.5 ერთწლიან პირველ ხარისხს იყიდი საფერავს (რქაწითელი ჭირს),პეპელა რად გინდა,თუ სარწყავი არ გაქვს,ჩათვალე ტყუილად გადაყრილი შრომა და ფულია.

Posted by: iGreen 5 Feb 2020, 17:43
levani169
QUOTE
ვინ გაძლევს პეპელას 1.5-ად?
მაგრა ცდილობენ დაგოიმებას და არ ქნა.
1.5 ერთწლიან პირველ ხარისხს იყიდი საფერავს (რქაწითელი ჭირს),პეპელა რად გინდა,თუ სარწყავი არ გაქვს,ჩათვალე ტყუილად გადაყრილი შრომა და ფულია.

საფერავის ნერგები ნაყიდი მაქვს უკვე smile.gif 2 ლარად შევუთანხმდი ოქტომბერში ახლობელს და ეგრე მომიწია გადახდა, არადა 1.2-შიც კი იყო დეკემბერ-იავარში. შარშან საფერავი ჭირდაო და წელს ყველას საფერავი გამოუხვანია, რქაწითელიც არ იშოვება ქისი, მწვანე და ხიხვი ხო საერთოდ.

1,5 ლარი მითხრეს ძველი ჯიშებიანად, ანუ
რქაწითელი ვარდისფერი
მცვივანი
ქისტაურის წითელი
სიმონასეული
გრძელმტევანა
ხარისთვალა
მხარგრძელი

ესენიც არის 250-250 ნერგი შერეული და ესენია ძვირი
დანარჩენი რქაწითელი 200, ბუდეშური 200, ქისი 800, მწვანე 800 და ხიხვი 800

ჰოდა ანუ ეს სტანდარტული ჯიშები იაფიაო და აბორიგენები იაფიო ჰოდა საშუალოდ ყველას 1,5 ლარად ვიზავთო რა.

გვალვა თუ იქნება 2-3 ჯერ რომ მორწყაო 80-90% გაიხარებსო და შენი აზრით ვერ გაამართლებს?

Posted by: tavadze 5 Feb 2020, 19:35
kaxaberski66
QUOTE
tavadze
ირაკლი შაბათს თბილისში ხომ არ გიწევს ყოფნა? შემოგვიერთდი დრო გექნება.

ვერა, ვერა - ისევ გურიაში ვარ, ხეების გადმოჭრის გეგმებს ვადგენ. biggrin.gif
ხუმრობა იქით იყოს და იდეა ნამდვილად კარგია. მე ჯერ ვერც ვრისკავ წამოსვლას - ამხელა გზაზე ჯაყჯაყი ნამეტანი "სიამოვნება" იქნება ჩემთვის. სადღაც 15-ის მერე ვაპირებ ჩამორბენას რამდენიმე დღით. არადა, დიდზე დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით და გაგიცნობდით.
თუმცა იმედია, კიდევ დავგეგმავთ. ცოტა რომ დათბება, სადმე პიკნიკი დავგეგმოთ. ძველ კარაველს (იყო ასეთი საიტი) და მოხეტიალეს თუ მენდობით, ადგილის არჩევა ჩემზე იყოს. თუმცა რაღა ბევრი არჩევა - ავენისი საუკეთესო ვარიანტი მგონია. straight away-ს ეცოდინება ეს ადგილი - ანანურის გადაღმაა.
straight away-ს - მგონი, შენ გაინტერესებდა, მთაში რომელ ყურძენს მირჩევთო. კახელები წამცხებენ ახლა, მაგრამ შავი ღვინო თუ გაინტერესებს, ალადასტურიც კარგი ვარიანტია - ღვინოც ნორმალჯური გამოდის, თან ცოტა ყინვამაც უნდა წაჰკრას და ამიტომ გვიან იკრიფება ხოლმე, თან სასუფრე ყურძნებშიც გადის.

Posted by: kaxaberski66 5 Feb 2020, 20:31
tavadze
QUOTE
ხეების გადმოჭრის გეგმებს ვადგენ.

ემასე რომ დაგეგეგმა თავიდანვე, რაც დაგემართა არ დაგემართებოდა. biggrin.gif
გეხუმრე არ გეწყინოს.
ჯაყჯაყი არ შეგძლებია და ესეიგი კარგა გვარიანად დანარცხებულხარ. კარგად გადარჩენილხარ რომ არაფერი მოიტეხე.
ერთიც კიდევ უნდა გეხუმრო.
ამ მოჭიდავეების გადამკიდეს, გეტობა სწორად დავარდნა შენც აგითვისებია.
არადა დიდი სიამოვნებთ გიხილავდი ჩემთან. როგორც შენ წერ, მომავლისთვის გადავდოთ ეგ საქმე.
QUOTE
კახელები წამცხებენ ახლა,

რატომ კაცო. ნამდვილი და ნატურალური ყველაც კარგი იქნება.

Posted by: levani169 5 Feb 2020, 20:52
iGreen
QUOTE
ეს სტანდარტული ჯიშები იაფიაო და აბორიგენები იაფიო ჰოდა საშუალოდ ყველას 1,5 ლარად ვიზავთო რა.

გვალვა თუ იქნება 2-3 ჯერ რომ მორწყაო 80-90% გაიხარებსო და შენი აზრით ვერ გაამართლებს?

თუ მორწავ და კარგად მოუვლი კი იქნება მასე გახარების % მარა აზრს ვერ ვხვდები,ნერგის სათბურში გამოყვანა ჯდება 70-80 თეთრი სტანდარტულად,არა აქვს მნიშვნელობა ჯიშს.
ჯიშს ფასს ადებს დეფიციტი და მოთხოვნა,პეპლისთვის კი მხოლოდ სპეციფიური ჯიშის ყურძნის წალამია საჭირო,სხვა ყველაფერი იგივე თვითღირებულების ჯდება,ხოდა საიდან 1.50 როდესაც 0,8-1 ლარია პეპლის ფასი სეზონზე?!
მოიძიე სასურველი ჯიშის ვაზის ნასხლავი,შეინახე და შენივე კვირტით გამოგიყვანონ ეგ პეპელა მოურიგდები ვინმეს.

Posted by: straight away 5 Feb 2020, 21:52
tavadze
გურული კაცი მანდ როგორ აღმოჩნდი?!
კაი აღმოჩენა ერთია და შეყვარება მეორე...
რაც მე მანდ ამბები გადამხდენია, ერთი წიგნი დაიწერება.
მაგ პატარა სოფლის თავზე ეკლესიაც არის, წმ. გიორგის, და ცოტა ზევით ნიშიც, ანუ ხატი. უფრო ზევით ზემო ავენისია. 1000 მ. ზღვის დონიდან. მაგ ზემო ავენისის თავზე 1900 მეტრიანი შუბლმომელოტებული მთაა, იქიდან ხელისგულივით ჩანს მთელი ხეობა.
ხოოდა, აღარ მახსოვს რომელი წელი იყო, 1900 არეულობის დრო კი იყო. 31 დეკემბერია, თოვლი, ყინვა და უბედურება. დილიდანვე დავიწყეთ დალევა, წელი ხომ უნდა გაგვეცილებინა...ცოტა რომ შევზარხოშდით, აბა იმ მთაზე თუ ხართ ნამყოფიო, აბა ამ მთაზეო, აბა იქო და მეც დავახეთქე მაგ მთაზე გადასაფსმელად ავდივარ ხოლმეთქო. ჯერ იცინეს და მერე, მოდი წავიდეთო, გადმოვაფსათ და ჩამოვიდეთო. გიჟს რას დაუშლი?! ავიკიდეთ თოფი, ურაგანი, ჭაჭა, მწვადასხმული შამფურები და წავედით. კაი 5 კმ მდე აღმართის გზაა, თან მუხლამდე თოვლში, ძლივს ავედით. შევასრულეთ დაკისრებული მისია პირნათლად და დავბრუნდით. ყველაზე არაორდინალური ტკბილი მოგონება ყველა დროის 31 დეკემბრისა. უკავშირდება ავენისის მთას smile.gif


Posted by: kaxaberski66 5 Feb 2020, 22:14
QUOTE
ყველაზე არაორდინალური ტკბილი მოგონება ყველა დროის 31 დეკემბრისა. უკავშირდება ავენისის მთას

კარგია ასეთი მოგონებები. მოსაყოლადაც და მოსასმენადაც სასიამოვნო.

Posted by: tavadze 6 Feb 2020, 00:00
kaxaberski66
QUOTE
ემასე რომ დაგეგეგმა თავიდანვე, რაც დაგემართა არ დაგემართებოდა.

დავგეგმე რომელია, სამჯერ შევუცვალე კიბეს ადგილი და ბოლოს მეზობელ ხეზე მივადგი, მაგრამ მაინც...
QUOTE
ჯაყჯაყი არ შეგძლებია და ესეიგი კარგა გვარიანად დანარცხებულხარ. კარგად გადარჩენილხარ რომ არაფერი მოიტეხე.

კი - მართლაც მაგრად ვიფრინე, მაგრამ მაგრადაც გადავრჩი. biggrin.gif გამომადგა მოჭიდავეებთან ურთიერთობა. biggrin.gif
QUOTE
რატომ კაცო. ნამდვილი და ნატურალური ყველაც კარგი იქნება.

რა ვიცი - კახელები რქაწითელის და საფერავის მეტს არაფერს აღიარებენ. biggrin.gif
straight away
QUOTE
tavadze
გურული კაცი მანდ როგორ აღმოჩნდი?!

აღმოვჩნდი რას ჰქვია - მგონი, იქაურებზე უფრო ხშირად დავდიოდი მანდ. biggrin.gif
ერთმა კარაველმა შვედეთის ელჩს არ შეაყვარა რო იქაურობა? biggrin.gif
QUOTE
მაგ პატარა სოფლის თავზე ეკლესიაც არის, წმ. გიორგის, და ცოტა ზევით ნიშიც, ანუ ხატი. უფრო ზევით ზემო ავენისია. 1000 მ. ზღვის დონიდან. მაგ ზემო ავენისის თავზე 1900 მეტრიანი შუბლმომელოტებული მთაა, იქიდან ხელისგულივით ჩანს მთელი ხეობა.

მაგ ეკლესიაზეა ლაპარაკი, მანდ დავდიოდით.
აი, ეგ შემელოტებული მთა კი არ ვიცი, არც ზემო ავენისი. სიამოვნებით კი ავიდოდი მაგ მთაზე, ოღონდ - არა გადმოსაფსმელად, მხოლოდ გადმოსახედად. biggrin.gif
QUOTE
ყველაზე არაორდინალური ტკბილი მოგონება ყველა დროის 31 დეკემბრისა. უკავშირდება ავენისის მთას

ჩემთვის მასეთი არაორდინალური გასვლა დავათის ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო. 14 იანვარს წავედით კარაველები - ბედობაა და დაგვებედებაო. თბილისში თოვლი ისეთი არაფერი, იქ კი მიჰქოინდა ქარბუქს ხე და მიწა. თან მეტროზე მაღალი თოვლი. ისე ყინავდა, ღვინის და სხვა სასმელის ჭიქას ვიდრე პირთან მივიტანდით, ჭირხლი ეკვრებოდა უკვე ზედ. დავანთეთ დიდი კოცონი და რაც ჩვენ იქ ვიგიჟიანეთ ამ ვითომ სერიოზულმა და ზრდასრულმა ხალხმა. biggrin.gif
ეჰ, კარგია კარგი მოგონებები.
ისე კი ჭილის ტბაზეც კარგი ვარიანტია გასასეირნებლად. ეგეც ჩემი მთავარი ფავორიტი ადგილია.

Posted by: kaxaberski66 6 Feb 2020, 00:20
tavadze
აქ თბილისში ეზოში მიდგას ერთი ატმის ხე.
ეს სახლი 2 წლის წინ ვიყიდე. ეზო-ყორე გაპარტახებული იყო და მოვიყვანე ჭკუაზე.
მეზობლები მეუბნებოდნენ უგემრიელესი ატამიაო.
ხოდა შარშან წინ შემოდგომაზე გავსხალი და შარშან გაზაფხულზე სანამ კვირტი გაებერებოდა, დავდგი გასაშლელი კიბე. ავედი ზედ წამლით სავსე აპარატით და დავიწყე შეწამვლა.
კარგად რომ მიმეწვდინა წამალი ტოტებისთვის, ერთ მხარეს გადავიწიე.
გადავიწიე და კიბის ერთი მხარე წავიდა დაბარულ მიწაში. მე თავი ვეღარ შევიმაგრე და წამლით სავსე აპარატიანად გადმოვეშვი ძირს.
კიბის უკან ბესედკა დგას და ზედ სახურავად ეფარა დანასავით ბასრი ჟეშტი, 0.5 მმ იანი
მილიმეტრებში ავცდი ამჟეშტს თორემ გადამსერავდა.
აპარატი სულ ახალი მაქვს და ვარდნისას თან ვითომ აპარატს ვუფრთხილდებოდი და თან თავსაც.
ბოლოს დავარდნილი რომ ავდექი, ყველაფერი მშვიდობით დამთავრებულიყო. მეც გადავრჩი და აპარატიც.
მხოლოდ კიბე გამრუდდა და ისე გაიღუნა რომ ერთი ფეხი ოთხი-ხუტი სმ თი დაუმოკლდა.
საღი კიბიდან გადმოვვარდი და გაღუნულიდან არ ვვარდები.
რა თქმა უნდა იმავე წუთს ისევ ავედი კიბეზე და შევწამლე.
მართლაც ასეთი გემრიელი ატამი მე არსად და არასოდეს მიჭამია.

Posted by: tavadze 6 Feb 2020, 10:41
kaxaberski66
QUOTE
მილიმეტრებში ავცდი ამჟეშტს თორემ გადამსერავდა.

გამაკანკალა. sad.gif შენც კარგად გადარჩენილხარ.

Posted by: straight away 6 Feb 2020, 11:50
tavadze
QUOTE
აღმოვჩნდი რას ჰქვია - მგონი, იქაურებზე უფრო ხშირად დავდიოდი მანდ.
ერთმა კარაველმა შვედეთის ელჩს არ შეაყვარა რო იქაურობა?


იმედია თემის გაოფებაში არ ჩამეთვლება, სოფლის მეურნეობაში კარგად ვერ ვერკვევი და აჯობებს ისევ დადებითი მუხტი შემოვიტანო ვიდრე თავი გამოვიდო აგრონომობით. თქვენ რჩევები დაწერეთ, მე გაგართობთ და სოფელიც აშენდება.

მაგ ავენისში ერთი კაი დიდი მინდორია, 11 ჰა. კომუნისტების დროს სულ იხვნებოდა და ხან ხორბალი, ხან სიმინდი და ხან რა მოჰყავდათ. დაინგრა კომუნიზმი და იმის მერე მანდ ტრაქტორს მიწა აღარ გადაუბრუნებია. მერე წყალსაცავიც აშენდა და უკვე 90-იანების ბოლოს ეგ მინდორიც წყლით იფარებოდა.
დეტალებსი კი ასე ხდება: აპრილ - მაისამდე წყალი არ იწევს ხოლმე, ბალახი ასწრებს ამოსვლას. მერე იწყება თოვლის დნობა, მდინარეების ადიდება და წყალსაცავის დონეც მატულობს, იფარება ეს მინდორიც. ოღონდ ისეთი სიღრმე აქვს, შეიძლება ნაპირიდან 50 მეტრი შეხვიდე და მხოლოდ წელამდე გწვდებოდეს. მინდვრის ბოლოს კი უცბად ვარდება და ღრმაა. თუ არ იცი - საშიშია.
ივნისის ბოლოს, კარგად რომ დაცხება, საზანი ეტანება ამ ბალახიან წყლით დაფარულ მინდორს. საკვებია, ქვირითის დროს მუცლით ეხახუნება და საერთოდ ეგ საზანი როგორც ღორი, ისე გორაობს წყლის ნაპირებზე დაგროვილ ნაგავში - ნაფოტებში, წყალმცენარეებსა და ბოთლებში.
ადრე ესეთ მეთოდს ვიყენებდით: ვაკეთებდით შუბებს, გრძელი ტარით, ზოგჯერ თოკ-შებმულსაც, დავდგებოდით შუა დღის სიცხეში წელამდე წყალში და ველოდებოდით საზნის გუნდის გამოჩენას. თუ წყალი წყნარი იყო, ტალღებს იკეთებდნენ რომ მოცურავდნენ. მოკლედ დიდ თევზებზეა ლაპარაკი, 15 - 20 კილოიანებზე. მე პირადად 6 კგ. მყავს დაჭერილი.
ერთი მშვენიერი დღეა, ვდგავართ ამ წყალში მე, ჩემი მეგობარი ამირანი. მეზობელი იოსება და ვახტანგა. ოთხნი. ზოგს წელსზევით გახდილი აქვს, ზოგს ჩალის ქუდი ახურავს, ზოგს თავზე წაკრული მაიკა და ხელში ყველას შუბი გვიჭირავს.
მოკლედ ჩვენს სტიქიაში ვართ.
ამ დროს მესმის უკნიდან საუბრის ხმა. გერმანულად საუბრობენ. ნელ-ნელა მოვტრიალდი, სამნი არიან, 2 ქალი და 1 მამაკაცი. მამაკაცს ხელში კარგი, პროფესიონალი კამერა უჭირავს, ერთი ქალბატონი ტელეფონზე ესაუბრება ვიღაცას. ტელეფონი მაშინ შემოდიოდა, ჩვენთვის უცხო ხილი იყო.
გერმანულს სკოლაში ვსწავლობდი, თან კარგად და თითქმის ყველაფერი მესმოდა.
ხოდა ეს ქალი იქ ტელეფონში ეუბნება ვიღაცას აღტაცებული ხმით: ადგილობრივი პაპუასები ვნახეთ, თევზაობენ, შუბებით, ბუმბულებით და მთელი ამბებია, მაგარი გადაცემა გამოგვივაო. უკვე ნაპირთან არიან, დგანან და გვიღებენ.
იოსება ამბობს ჩურჩულით: დაგვიფრთხეს თევზი მე ამათი სუყველაფერი, გადი უთხარი რამეო. მოვბრუნდი მეც და ნელ-ნელა გამოვდივარ ნაპირისკენ.
ისინიც გაბრწყინებული თვალებით მიყურებენ, ცოტა ხომ არ არის მეოცე საკუნის ბოლოს და ოცდამეერთეს დასაწყისში, შუაგულ კავკასიაში აბორიგენი პაპუასის აღმოჩენა და კამერით დაფიქსირება.
მეც მივუახლოვდი თუ არა, რაც ვიცოდი და რაც არ ვიცოდი, გერმანულად ვკითხე, გინდათ ინტერვიუ მოგცეთ მეთქი...
შენი დედაც...
შოკია..
ერთმანეთსაც უყურეს, მეც, სხვებსაც და ...
თან გავამძაფრე, ამათ, ყველამ იცის გერმანული, მაგალითად იოსება, ყოველ წელს ოქტობერფესტზე დადის მეთქი.
არადა რა ფესტი, რის ფესტი, მამაისი კი იყო ბერლინში, ოღონდ 1945 - ის აპრილის ბოლოს და ლუდიც არ დაულევია. მამამისის მონაყოლიდან იცის რომ გერმანია და ბერლინი არსებობს და ამათ დაამარცხეს.
მოკლედ ამ გერმანელებს ვთხოვე, დარჩენილიყვნენ ცოტა ხნით, თევზ დავიჭერდით და ვეპატიჯებოდი დასაგემოვნებლად. მაგრამ იუარეს, ცოტა იმედგაცრუებულები იყვნენ.
ასე რომ ბეწვზე ვართ გადარჩენილები, ZDF - ზე რომ არ მოვხდით, პაპუასებზე გადაღებულ დოკ. ფილმით...

Posted by: kaxaberski66 6 Feb 2020, 14:31
QUOTE
ცოტა ხომ არ არის მეოცე საკუნის ბოლოს და ოცდამეერთეს დასაწყისში, შუაგულ კავკასიაში აბორიგენი პაპუასის აღმოჩენა და კამერით დაფიქსირება.

QUOTE
თან გავამძაფრე, ამათ, ყველამ იცის გერმანული, მაგალითად იოსება, ყოველ წელს ოქტობერფესტზე დადის მეთქი.

ალექსანდრე ყაზბეგი გამახსენდა.
მწყემსათ ყოფნის დროს, როდესაც ცხვარს მწყემსავდა, ყაზბეგს გადააწყდნენ ფრანგები რომლებმაც ბურუსში გზა ვერ გაიკვლიეს.
გაუხარდათ ყაზბეგი რომ დაინახეს. ყაზბეგი თავისი ჩაცმულობით მასეთივე პაპუასად მოეჩვენათ.
ამ დროს ყაზბეგმა ფრანგულად გამოჰკითხა და აუხსნათ მდებარეობა.
საიდან იცი ფრანგულიო შეეკითხნენ ფრანგები და ყაზბეგმა უთხრათ, აქ ყველა მწყემსმა იცის ფრანგული და არა მარტო ფრანგულიო.
იმიტომ ვამბობ, ზოგადი განათლებაა საჭირო ჯანააა. ბევრი უნდა წაიკითხოს ადამიანმა.

Posted by: straight away 6 Feb 2020, 18:33
შაბათს ტრენინგი დამინიშნეს sad.gif
12:00 - 18:00 sad.gif

Posted by: tavadze 6 Feb 2020, 19:34
straight away
QUOTE
მოკლედ ჩვენს სტიქიაში ვართ.

აქ უკვე მივხვდი, რაც მოხდებოდა. biggrin.gif biggrin.gif
არადა, კარგი ისტორიაა. up.gif მეც რომ დამენახეთ მაგ დროს, რაღაც მაგდაგვარს ვიფიქრებდი. biggrin.gif
QUOTE
ასე რომ ბეწვზე ვართ გადარჩენილები, ZDF - ზე რომ არ მოვხდით,

მე კი მოვხვდი მაგ არხზე, ის ცხონებული ქუმარიტაშვილი რომ დაიღუპა ზამთრის ოლიმპიადაზე. sad.gif sad.gif სიუჟეტს აკეთებდნენ და მეც ჩამწერეს.

Posted by: kaxaberski66 8 Feb 2020, 22:22
მოკლე ვიტყვი.
გუშინ საღამოს ჩემთან სახლში მოვიდნენ straight away და sham
შევწვით მწვადი და ერთი კარგად ვიქეიფეთ.


Posted by: levani169 8 Feb 2020, 22:33
kaxaberski66
QUOTE
გუშინ საღამოს ჩემთან სახლში მოვიდნენ straight away და shamი
შევწვით მწვადი და ერთი კარგად ვიქეიფეთ.

შეგარგოთ ვაზის ნაჟური ..... ღვინო ყოფილა კახური! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 8 Feb 2020, 23:22
levani169
გაიხარე.
QUOTE
ღვინო ყოფილა კახური!
კახური მაშა მაშა. მზეი მზეი.

Posted by: tavadze 8 Feb 2020, 23:51
kaxaberski66
შეგერგოთ, შეგერგოთ!

Posted by: kaxaberski66 8 Feb 2020, 23:56
tavadze
მადლობა.
როგორ ხარ? უკეთესად ხომ ხარ?

Posted by: tavadze 9 Feb 2020, 00:31
kaxaberski66
QUOTE
tavadze
მადლობა.
როგორ ხარ? უკეთესად ხომ ხარ?

კი, კი. თუმცა ჯერ მკვეთრ მოძრაობებში მაინც შეზღუდული ვარ, სიმძიმეების აწევა და ამდაგვარები არ შემიძლია.
თანდათან გამოვდივარ მდგომარეობიდან.

Posted by: straight away 9 Feb 2020, 10:04
tavadze
QUOTE
მე კი მოვხვდი მაგ არხზე, ის ცხონებული ქუმარიტაშვილი რომ დაიღუპა ზამთრის ოლიმპიადაზე.   სიუჟეტს აკეთებდნენ და მეც ჩამწერეს.


2010, 12 თებერვალი, 10 წელი გასულა. ღმერთმა აცხონოს.

როგორც კახაბერსკიმ აღნიშნა, გუშინწინ ვესტუმრეთ და კარგადაც ვიქეიფეთ.
ქეიფი არაბული სიტყვაა და დროსტარებას ნიშნავს. იგივეა ,,კაიფი" (ქაიფ - ქეიფ)
ადრე ერთი თანამშრომელი მყავდა, სოფლის მეურნეობის და ვაზის დიდი ქომაგი, თბილისში ცხოვრობდა (კორპუსში) და ვაზი ისე უყვარდა, ქოთანში ჰქონდა დარგული და კედლებზე გაშვებული, ყოველდღე ეფერებოდა ხოლმე. ზუსტად ეს ადამიანი გამახსენდა შეხვედრის პირველივე წუთებში.
ძალიან კარგი ადამიანი ხარ კახა. მშრომელი, პატიოსანი და გულღია. პირველად შევხვდით ერთმანეთს და უკვე გაფასებ.
ასევე ძალიან კარგი ადამიანია ალეკო.
მოკლედ მადლობა ფორუმს რომ გვაკავშირებს ერთმანეთთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გვერდით ჩაგვევლო და არ გვცნობოდა ერთმანეთი. იმდღესაც ვიხუმრე, კახაბერსკის და შამს ვენახები ლამის გვერდიგვერდ ქონიათ, საერთო სანაცნობოც, გაცნობით კი სუფრასთან გაიცნეს.
რაც კარგია, კარგია. იმედი მაქვს მომავალში სხვებიც შემოგვიერთდებიან და ოჯახებით ვიმეგობრებთ.
ეხლა მე გეპატიჟებით მთიულურ ხინკალზე და კახურ ჭაჭა - ღვინოზე.


* * *
QUOTE
შეგარგოთ ვაზის ნაჟური ..... ღვინო ყოფილა კახური!  

QUOTE
შეგერგოთ, შეგერგოთ!

გაიხარეთ.
ღვინო არის ჩინებული. არ დაგიმალავთ და მე უფრო მძაფრ დასასრულს ველოდი smile.gif
ველოდი რომ იქნებოდა ,,მკვლელი"
1 - 1.5 ლიტრში ,,დაგვხოცავდა"
მაგრამ მაგარი საქეიფო ღვინო აღმოჩნდა, ,,პრიატნი" დასალევი. არც ტანინის გადამეტებული გემო და სუნი. მიუხედავად იმისა რომ ჭაჭაზე უფრო დიდხანს ყოფილა გაჩერებული. იდეალური ღვინო სუფრისთვის. კახამ რაღაც საიდუმლოებები იცის.

* * *
ადრე, პაპა-ბებიისგან მახსოვს, რომ მთვარის კალენდარს აქტიურად იყენებდნენ თესვა-მოსავლის აღების ვადებთან დაკავშირებით.
მაგალითად, სავსე მთვარეს ჩამასწარი და რაღაცას ამომასწარიო, მგონი ნიორზე ამბობდნენ. თუ არ ჩაასწრებს, გაიპარებაო...
ხომ არ გაქვთ მსგავსი მთვარის კალენდარი, ან ხომ არ იცით ასეთი თარიღების შესახებ?
მგონი გამოსადეგი იქნება ახალბედა მეურნეებისთვის.

Posted by: kaxaberski66 9 Feb 2020, 11:11
QUOTE

straight away

QUOTE

მაგრამ მაგარი საქეიფო ღვინო აღმოჩნდა, ,,პრიატნი" დასალევი. არც ტანინის გადამეტებული გემო და სუნი. მიუხედავად იმისა რომ ჭაჭაზე უფრო დიდხანს ყოფილა გაჩერებული.

მიხარია რომ მოგეწონა. ამ ღვინომ პახმელია არ იცის და იმედი მაქვს არც იქნებოდი.

Posted by: Master_Nick 9 Feb 2020, 11:30
straight away
15-20 კგ-იანი საზნები თუ რეალურია და დაჭერაში დაგვეხმარები კარპ ფიშინგის ფედერაციიდან შეგეხმიანებით, სპორტული თევზაობის მიზნით (დაიჭირე გაუშვი) ვიყიდით მაგ თევზს შენგან და სხვა სპორტული მიმართულების ტბაში გავუშვებთ.

Posted by: straight away 9 Feb 2020, 11:54
kaxaberski66
პახმელია კი არა, დილით ისევ მთვრალი ვიყავი smile.gif

Master_Nick
დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ დღესდღეობით მე იქ აღარ ვცხოვრობ, ძალიან იშვიათად ვახერხებ სათევზაოდ წასვლას, შეიძლება წელიწადში ერთხელ sad.gif
ადრე კი ვიჭერდით, თან ყველანაირი დაკორმვის და სხვა ტექნიკური ჩარევების გარეშე. თან გამართლებაც იყო. დღეს აღარ ვიცი რა ხდება. უმჯობესია ადგილზე ახვიდეთ გაზაფხულისთვის და ადგილობრივებს კითხოთ.

Posted by: sham 9 Feb 2020, 16:30
kaxaberski66
straight away
ბიჭებს გაუმარჯოს bis.gif როდის გავიმეოროთ ? alk.gif

Posted by: kaxaberski66 9 Feb 2020, 16:51
sham
გაგიმარჯოს ღმერთმა.
ძალიან ვინერვიულე სანამ სახლში მიხვიდოდი და მომწერდი.
გამეორებას წინ რა უდგას, უნდა პატარა შეთანხმება.
* * *
https://www.youtube.com/watch?v=pZILrbaUJLU
წარმატებებს ვუსურვებ ამ ახალგაზრდას.
წინ დიდი შრომა უდევს, მარტო არ ვიცი როგორ გასწვდება.
ასეთებს უნდა მთავრობისგან დახმარება.
ბევრია ისეთი რომელსაც დაეხმარნენ და მათ კიდევ არაფერიც არ გააკეთეს.

Posted by: straight away 9 Feb 2020, 21:45
sham
სანამ ზამთარია უნდა მოვასწროთ, თორე გაზაფხულიდან მე პირადად თავის მოსაფხანად არ მცალი smile.gif
kaxaberski66
QUOTE
წარმატებებს ვუსურვებ ამ ახალგაზრდას.
წინ დიდი შრომა უდევს, მარტო არ ვიცი როგორ გასწვდება.
ასეთებს უნდა მთავრობისგან დახმარება.
ბევრია ისეთი რომელსაც დაეხმარნენ და მათ კიდევ არაფერიც არ გააკეთეს.


ყოჩაღი ბიჭი ჩანს, შქმერში რომ მოვხვდები, შევუვლი, ვინახულებ

Posted by: tavadze 13 Feb 2020, 00:23
straight away
QUOTE
ხომ არ გაქვთ მსგავსი მთვარის კალენდარი, ან ხომ არ იცით ასეთი თარიღების შესახებ?

მგონი, სადღაც სამთო ქიმია(ში)სთან იყიდება.

Posted by: straight away 13 Feb 2020, 22:24
tavadze
ვნახავ აუცილებლად.

აქეთ ხომ არ ხარ, თბილისისკენ?

როგორ ხარ, გამოკეთდი, დადექი ფეხზე?

Posted by: tavadze 14 Feb 2020, 10:47
straight away
QUOTE
აქეთ ხომ არ ხარ, თბილისისკენ?

როგორ ხარ, გამოკეთდი, დადექი ფეხზე?

გუშინ დავბრუნდი. კი, ფეხზე კი ვარ, თითქმის აღარაა ტკივილები. ცოტაც და ყველაფერი გაივლის.

Posted by: kaxaberski66 15 Feb 2020, 12:55
გუშინ straight away თან ოჯახში ვინადიმეთ.

straight away ს ძალიან კარგი ოჯახი ჰყავს.
ხინკალი მოვახვიეთ და ერთი კარგად შევუბერეთ.
tavadze
შენც მაგიტომ გეკითხებოდა აქეთ ხომ არ ხარო.

Posted by: tavadze 16 Feb 2020, 11:26
kaxaberski66
QUOTE
tavadze
შენც მაგიტომ გეკითხებოდა აქეთ ხომ არ ხარო.

sad.gif sad.gif
თუმცა საღამოს მეც სტუმრად ვიყავი...
არა უშავს - გამოთბეს და მერე ავენისში პიკნიკზე გავიცნოთ ერთმანეთი. ან - ჭილის ტბაზე. biggrin.gif biggrin.gif
ავენისი ბანაობის სეზონზე უფრო აჯობებს. (მეუკვეშეზლონგზევიჭერთადარიგს). biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 17 Feb 2020, 09:55
QUOTE
(მეუკვეშეზლონგზევიჭერთადარიგს).

კარგი ადიალა არ გამოდგება წამოსაგორებლად?

Posted by: tavadze 17 Feb 2020, 11:39
kaxaberski66
QUOTE
კარგი ადიალა არ გამოდგება წამოსაგორებლად?

არააა - ადიელა ისედაც სქელია და სიცხეში უფრო დაგცხება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: straight away 17 Feb 2020, 21:08
მანდ შეზლონგი ჯობია, ისეთი სიცხე იცის. ხო და კიდევ ზევიდანაც რამე უნდა გადააფარო, ან ჩრდილი იპოვო. ორი დაბ.დღე მაქვს მანდ გადახდილი smile.gif

* * *
ზაფხულში მე შანსი თითქმის არ მაქვს, 0.1 %
1 ივნისიდან - 30 სექტემბრამდე პასი.

Posted by: tavadze 17 Feb 2020, 23:54
straight away
QUOTE
ზაფხულში მე შანსი თითქმის არ მაქვს, 0.1 %
1 ივნისიდან - 30 სექტემბრამდე პასი.

შაბათ-კვირასაც?
ერთი უნდა გადავხედო კალენდარს, რამე მნიშვნელოვანი ხომ არაა წლის მაგ პერიოდში. biggrin.gif biggrin.gif
პ.ს. და ავენისზე ჩრდილის მეტი რაა!

Posted by: kaxaberski66 18 Feb 2020, 20:43
უსაქმურად ვარ და ერთი ძველი და სასაცილო ამბავი გამახსენდა.
ჩემს სოფელს ალაზნის პირად ჰქონდა ფერმა.
ერთი მწყემსი იყო ჩემი სოფლელი იუმორით სავსე. გაურეკია თურმე საქონელი და აძოვებს ალაზნის პირას.
გაიხედა ალაზნის მეორე ნაპირზე და ხედავს, იქაც მწყემსი საქონელს აძოვებს.
ალაზნის მეორე ნაპირი აზერბაიჯანის იყო და შესაბამისად მწყემსიც აზერბაიჯანელი იქნებოდა.
ამ ჩვენმა მწყემსმა დაუწყო ძახილი. ეეეეე, ოღლააააან- ოღლანო.
ის თურმე ტყის პირას ხის ტოტებს აგროვებდა და ამას ყურადღებას არ აქცევდა.
ამან რომ ტვინი წაუღო ძახილით, მოვიდა ნაპირზე და იქიდან თათრულად რაღაც გამოსძახა.
ამასაც მეტი არ უნდოდა, თურმე ჯოხი იქვე ქვაზე მიაყუდა, პირით შალახოს მუსიკა დაუკრა და დაიწყო ცეკვა.
ცეკვავს და აზარტში შესული თურმე თავს უკრავს რომ მეცეკვეო.
დაარტყა თურმე ერთი წრე, მეორე, თან უფრო მოუმატა ცეკვასაც და მუსიკასაც.
ბოლოს თურმე იმ თათარმაც გადააგდო ჯოხი და აჰყვა ცეკვაში.
კარგა ხანს უცეკვიათ, გული რომ იჯერეს ცეკვით, ჩემს სოფლელს მდაბლად თავი დაუხრია მადლობის ნიშნად და გაშორებიან ერთმანეთს.
მას შემდეგ თურმე ერთმანეთს თუ ნახავდნენ საქონლის გამწყემსვისას, აუცილებლად იცეკვებდნენ და მერე შორდებოდნენ ერთმანეთს.

Posted by: levani169 18 Feb 2020, 22:09
kaxaberski66
ნატაშანატა სად დეგვეკარგა კახა,ხომ არ მოგიკრავს რომელიმე თემაში თვალი.
ლოკოკინის სუპზე დაგვპატიჟოს იქნებ ............ დეიკარგა ძველი მეურნე თაობა,დასანანია!

Posted by: straight away 18 Feb 2020, 22:43
საღამო მშვიდობის და ერთი - ორი ამბავი მეც გამახსენდა მწყემსებზე.
ადრე, 90-იანებში სოფელში ბევრი საქონელი ყავდათ, ვიდრე დღეს არის. მაგალითად 300 კომლიან სოფელში 3 ნახირი იკრიბებოდა, თითოში 100 სულამდე.
მეც მყავდა 3 სული და შესაბამისად 3 დღე მიწევდა მორიგეობა 3 თვეში ერთხელ.
ალბათ ადრე გითხარით პაპა-ბებიასთან ვიზრდებოდი და ძალიან ადრე ჩავერთე მეურნეობის ორომტრიალში. 13 წლიდან.
მაშინ 12 წლისა ვიყავი,როცა ბატონმა სახლს მომაშორაო, ხომ იცით ეგ ამბავი?!
ხოდა ამბავი ნომერი 1:
გავირეკე ეს საქონელი და მთელი დღე ყოჩაღად ვურბენდი თავსა და ბოლოში.
მაშინ არეულობა იყო და თბილისიდან ხალხი სოფელს მოაწყდა, ყველა მიწის ნაგლეჯი შემოღობეს, თესავდნენ, თიბავდნენ და იყო გაწამაწია. თუ ვინმე 1 მეტრით გადმოაბიჯებდა სხვის ნაკვეთში, თოფით და სასამართლოთი ირჩეოდა საქმე.
სოფელი სოფელს არ ინდობდა. საძოვრებიც კი პიორბითად იყო განაწილებული. (ეხლა სულ გაჯაგდა და გატყევდა)
მე კი ჩემი გაჭირვება მქონდა, არ უნდა დამეკარგა ძროხები, თორე იმის ზღვას (ანაზღაურებას) ვერ აუვიდოდით.
ამასობაში სხვა სოფლის საძოვარში გადავედი ჩემი ძროხებიანად. ხევში წყალი დალიეს და ვეღარ გადმოვრეკე უკან.
ნუ რაც არის არის თქო ვიფიქრე.
თან სკოლის წიგნები დამქონდა, გაკვეტილებს იქ ვსწავლობდი ხოლმე.
გავიხედე და 2 კაცი მომადგა, ორივეს თოფი ჰკიდია ზურგზე.
რატომ გადმოხვედი სხვის საძოვარშიო, მეკითხებიან.
ხევში წყალი დალიეს და ვეღარ მოვაბრუნე უკანთქო, ვუპასუხე.
ეხლა ავდგებით და ამ ძროხებს სულ დაგიხოცავთო, თან მოიხსნა თოფი და ვითომ ამის გაკეთებას მართლა აპირებდა.
მაგრად შემეშინდა. ჯერ უცხოები არიან, მერე შეიარაღებულები, თან ისეთი დროა ყაჩარობა ჩვეულებრივი მოვლენაა.
მოკლედ მაგრად გავცერი.
იმათ ის საქონელი არ დახოცავთ. ბოლოს გამაფრთხილეს აქეთ აღარ გადმოხვიდეო და წავიდნენ.
ეს ორი ტიპი დავიმახსოვრე.
პრინციპში ერთი. მეორეს არაფერი არ უთქვამს საერთოდ.
ის დღე შეშინებულმა გადავაგორე და რომ დავბრუნდი სოფელში უფროსებს ვკითხე, ესეთი და ესეთი კაცი ამ სოფელში ვინ არისთქო.
გავიგე ვინც იყო. მალევე ვნახე და დავრწმუნდი რომ ის იყო.
გავიდა 12 წელი და ეს კაცი შემთხვევით მოხვდა ჩემთან სახლში.
გავახსენე ეს ამბავი და იმის ადგილას მტერს არ ვუსურვებდი ყოფნას. ადგა და წავიდა.

ამბავი 2:
ზუსტად იგივე დღეში ვარ, ნახირში მიწევს მორიგეობა და მაგრად წვიმს. ერთი კაცი იყო, ძველ ანანურში კარის მეზობლები ვიყავით.
ანანური იყოფა ძველ და ახალ დასახლებად.
და ახალ ანანურშიც მეზობლებლად აღმოვჩნდით.
თუ ავენისში მოგვიწია ქეიფი, მერე გავაგრძელოთ ამ საკითხზე საუბარიsmile.gif
ამ კაცს ერქვა ვალიკო ნათელაშვილი. მაგარი ხუმარა და თან ძალიან ყოჩაღი კაცი იყო.
გამოიყვანა ვალიკომ თავისი ძროხები ნახირში და რომ დაინახა მე ვიდექი იქ, მკითხა მარტო მივდიოდი თუ არა.
მერე გაბრუნდა, ისე რომ არაფერი უთქვამს, მალევა მოვიდა უკან საწვიმრით, ზურგჩანთით და ჯოხით.
შენთან ერთად მოვდივარო. მარტო ცოდო ხარო.
მოკლედ წავედით ერთად.
იმ დღეს გამოიდარა. ამან თავისი ნაცნობი მწყემსი ნახა, ზუსტად იმ სოფლიდა, საიდანაც ის ორი ვაჟბატონი ბრძანდებოდა. ცხვარი ჰყავდა. იმას 1 ლიტრი არაყი ჰქონია წამოღებული. პაპა ვალიკომ უცბად მოიფიქრა, ჩავირბენ (მესამე) სოფელში, ჩემი ძმაკაცი ალექსა ისე არ იქნება თევზი არ ყავდეს დაჭერილიო. მართლაც 1 საათიც არ დაჭირვებია და 3 კაი მოზრდილი, ლამის კილოიანი მოხარშული თევზი ამოიტანა. ყველი, პური, კიტრი, პამიდორი ჩვენც გვქონდა და გავშალეთ სუფრა.
დღესაც ტკბილად მახსენდება ეს დღე. სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და ღმერთმა გაანატლოს მისი სული.
ის ორი დურაკი კი ...
მეორე მართლა არ მახსოვს და არც მიკითხავს ვინ იყო. ჩუმად იდგა. პირველი კი - დღესაც ვეუბნები იმის სოფლელებს, რომ ჩათლახი კაცია.

Posted by: kaxaberski66 18 Feb 2020, 23:54
levani169
QUOTE
ნატაშანატა სად დეგვეკარგა კახა,ხომ არ მოგიკრავს რომელიმე თემაში თვალი.

არ მომიკრავს.
ეგ არის რა. შემოსახლდებიან რამოდენიმე თვით, ცეცხლს დაანთებენ რომ ყველაფერი იციან და მერე ისევ ჩააქრობენ უკვე აბჟუტებულ ნაბერპწკალს.
ლოკოკინების სუპი მეგრელების არ იყოს :ჩემმა მტერმა ჭამა:
straight away
კარგია. გაიხსენე შენს თავს გადახდენილი ამბები.
გახალისდები და სხვასაც გაახალისებ.
ასე არის. კარგი კაცი თავისი კარგი ნაკეთები საქმით სამუდამოდ გრჩება მახსოვრობაში და შენც მაგალითს გაძლევს კარგი საქმის კეთებისას.
ახალი სიცოცხლის სული უნდა ჩავბეროთ ინაველას გახსნილ თემას.
ვისაც არ დაგეზარებათ დაწერეთ სახალისო ამბები.
ბარემ ლოკოკინებზე ერთ ამბავს გავიხსენებ.
იქნებოდა 2010 ან 2011 წლები.
ერთი ფურგონი ოპელ ომეგა მყავდა BMWს ძრავით დიზელი. რაღაც დაემართა და ვაშლიჯვარში დიზელების სახელოსნო არის ამირანასი. მივიყვანე იქ გასაკეთებლად.
გაზაფხულია, ალბათ აპრილის მეორე ნახევარი. ბალახი არის ნორჩი და ხასხასა თითქმის მუხლამდე.
იმ ღამით იწვიმა და ბალახი იყო სველი.
ცოტა რომ გაშრა ბალახი და ნამიანიღა იყო. ერთი ოყრაყი შევიდა ბალახებში ვედრით და რაღაცას კრეფს ბალახებიდან.
ერთი 10წუთის შემდეგ გავიხედე და ის ოყრაყი ისევ დადის კი არა დაიპარება თითქოს ამ ბალახებში და ისევ რაღაცას აგროვებს.
ვფიქრობ კაცო, რას შეიძლება აგროვებდეს.
ბალახი ნორჩია და ყვავილი ან თავთავი ჯერ არ აქვს.
მიწიდანაც რას შეიძლება ნეტავ კრეფდეს?
ბოლოს ვერ მოვითმინე და ხელოსანს რომელიც ჩემს მანქანას აკეთებდა ვკითხე რას აგროვებს მეთქი.
მიპასუხა-ლოკოკინასო.
რა ლოკოკინას მეთქი და ჩვეულებრივ მსხვილ ლოკოკონასო.
რად უნდა მეთქი და საჭმელადო.
ვერ ვიჯერებდი. მეგონა ხუმრობდა.
თურმე მართლა მაგისთვის უგროვებიათ ამ არა ქრისტიანებს ეს ლოკოკინა.
მერე მომიყვა როგორ ამზადებენ ლოკოკინას საჭმელად.

Posted by: straight away 19 Feb 2020, 11:50
ცხელ მარილიან წყალში ჩაყრი, როგორც თევზს და ეგაა
ახალციხისკენ ჭამენ, კათოლიკობასთან ერთად შემოვიდა ეგ ტრადიცია.
კაცს ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური გქონდეს და ლოკოკინებს მიირთმევდე, რაღაც ვერ მოდის ბალანსში...
* * *
ნატ-აშას რაც შეეხება, ყოჩაღი გოგოა, გაზეთშიც კი დაბეჭდეს სტატია.
პოზიტიური პოსტები ჰქონდა და რომ დაუწყეთ ეგრე არ არისო, ნუ დაფრინავო, ესაო - ისაო,
ალბათ იფიქრა რა ძალა მადგასო და აღარ შემოდის, ან შემოდის კითხულობს და აღარ წერს, ან წასაკითხად დროც აღარ აქვს...
* * *
აჰა, აგე დაეხმარნენ რაღაცით

https://www.facebook.com/mtisambebi/videos/672334640172722/

Posted by: tavadze 19 Feb 2020, 17:17
QUOTE
აჰა, აგე დაეხმარნენ რაღაცით

https://www.facebook.com/mtisambebi/videos/672334640172722/

ეგ ამბავი გუშინ ვნახე ფბ-ზე და უმაგრესად გამიხარდა. მართლაც ეკუთვნის მასეთ ადამიანებს დახმარება და ყოჩაღ ყველას, ვინც დაეხმარა.

Posted by: levani169 19 Feb 2020, 20:21
QUOTE
ნატ-აშას რაც შეეხება, ყოჩაღი გოგოა, გაზეთშიც კი დაბეჭდეს სტატია.
პოზიტიური პოსტები ჰქონდა და რომ დაუწყეთ ეგრე არ არისო, ნუ დაფრინავო, ესაო - ისაო,
ალბათ იფიქრა რა ძალა მადგასო და აღარ შემოდის, ან შემოდის კითხულობს და აღარ წერს, ან წასაკითხად დროც აღარ აქვს...

ეგრეა და,მიწაზე მყარად გვინდა რომ იდგეს მსგავს საქმეს შეჭიდებული ადამიანი.
QUOTE

ეგ არის რა. შემოსახლდებიან რამოდენიმე თვით, ცეცხლს დაანთებენ რომ ყველაფერი იციან და მერე ისევ ჩააქრობენ უკვე აბჟუტებულ ნაბერპწკალს.

ნატაშა
თემის ავტორი ჩემი სეხნია
ვანო 22
კობა1973
კაი ხალხი,კაი მეურნეები,ჩიჩქნეს მიწა,ჩიჩქნეს და ბოლოს წავიდნენ მოხუცების მოსავლელად იტალიაში,მკვდარი 1000 ევრო აქვთ ყოველ თვე გვერდზე გადადებული,ჩვენ ვიჩივლოთ, ჩვენ ........ ეხ,ახალგაზრდა ვიყო ამათსავით, მეც წავიდოდი.
ის კიდე ფდა,ქალბატონი გრავიოლა.

Posted by: koba1973 19 Feb 2020, 21:16
მე კი ვარ აქ, კვირაში ერთხელ მაინც შემოვალ, უფრო ხშირად როგორც შემოვალ ისევე გავალ, რადგან არაფერი აქ ახალი ამ ცისქვეშეთში. არსად არ წავსულვარ. ისევ დავთესე ათიოდე ჰექტარი მარცვლეული. თესვის დროს მტვერი ცაში ადიოდა ისეთი გვალვა იყო. ოქტომბრის ნახევარში დავთესე და დღევანდლამდე მხოლოდ 10 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა ერთხელ და ისიც ქარმა ამოაშრო. კიდევ კარგი ოჯახს მიწათმოქმედებით არ ვარჩენ თორემ.....

ისევ ალბათ ხეხილს ჩავყრი, თუმცა იმათაც რწყვა უნდა.
* * *
QUOTE

ადრე, პაპა-ბებიისგან მახსოვს, რომ მთვარის კალენდარს აქტიურად იყენებდნენ თესვა-მოსავლის აღების ვადებთან დაკავშირებით.

ბიძაშვილმა წაიღო ყურძენი ქუთაისში რამოდენიმე წლის წინ, მგონი ათიოდე დღე ელოდა მთვარია რომელიღაც ფაზას რადგან არ ყიდულობდნენ.
მერე "ხელსაყრელი" მთვარის დროს იყიდეს ამდენი ხნის დაკრეფილი ყურძენი.

Posted by: kaxaberski66 19 Feb 2020, 21:34
koba1973
მშვიდობა შენს გამოჩენას.
QUOTE
ისევ დავთესე ათიოდე ჰექტარი მარცვლეული.

ერთი ათასად მიგეღოს.
straight away
შევედი მაგ ფეისბუქის გვერდზე და შქმერელი ბიჭის ამბავი იყო. ნატაშაზედ ვერაფერი ვერ ვნახე.

Posted by: koba1973 19 Feb 2020, 21:43
kaxaberski66
მადლობა.
გაიხარე.
არაფერს ვპოსტავ თორემ საკმაოდ ხშირად შემოვდივარ.

Posted by: kaxaberski66 19 Feb 2020, 22:35
straight away
QUOTE
ცხელ მარილიან წყალში ჩაყრი, როგორც თევზს და ეგაა

სანამ მარილიან წყალში ჩაყრი, იქამდე ორი დღე ცარიელ ჭურჭელში უნდა გყავდესო დატყვევებული რომ ნაწლავები დაიცალოსო.
თან უნდა რეცხო რომ ფეკალიები გამოაცალო.

Posted by: straight away 19 Feb 2020, 22:35
kaxaberski66
კი მაგ ბიჭზეა მანდ მარტო.
ნატაშაზე ამ თემის წინა გვერდებზე დევს გაზეთის სტატია.

Posted by: kaxaberski66 19 Feb 2020, 22:38
ჩვენი ფორუმელი elchi ს ვიდეო მინდა დავდო, რომელიც გადაღებული აქვს თავის ეზოში ამერიკაში.
https://www.youtube.com/watch?v=ojl0MZnBBZ0&t=3s

Posted by: straight away 19 Feb 2020, 22:41
მაგაზე ერთი ანეგდოტი გამახსენდა.
მამა ზვიგენი შვილს ასწავლის ნადირობას.
დაანახებს ზღვაში ერთ კაცს, არხეინად რომ ცურავს. და ეკითხება აბა როგორ მოიქცევიო. შვილი პასუხობს, მივცურდები დიდ პირს გავაღებ და გადავყლაპავო.
არაო შვილო, ჯერ სამი წრე უნდა დაარტყაო, გაიწმინდება (შიშისგან) და მერე შეჭამეო

Posted by: sandroia 20 Feb 2020, 14:38
ხეები გავათეთრე ამ კვირას
-----------------------------------
user posted image

Posted by: kaxaberski66 20 Feb 2020, 21:26
sandroia
კარგია. მეც შევათეთრებ ახალ კვირაში.

Posted by: ninicool 20 Feb 2020, 23:07
თავმჯდომარე ხო არ გამოჩენილა?

Posted by: levani169 20 Feb 2020, 23:20
QUOTE (ninicool @ 20 Feb 2020, 23:07 )
თავმჯდომარე ხო არ გამოჩენილა?

"ვაახ კაცო,სად დაიკარგა ეე შობეძაღლი!"

Posted by: koba1973 21 Feb 2020, 08:22
რას იყენებთ ხეების შესათეთრებლად?
კირს თუ რამე სხვას?

Posted by: kaxaberski66 21 Feb 2020, 10:22
koba1973
კირს მამაპაპურად.
ეხლა ღვინის გადაღების პროცესი მაქვს. რომ მოვრჩები მერე შევღებავ.

Posted by: levani169 21 Feb 2020, 12:17
kaxaberski66
QUOTE
კირს მამაპაპურად.

როგორ აყენებ,მხოლოდ კირი თუ თიხასაც ურევთ?

Posted by: sandroia 21 Feb 2020, 13:49
მე კირი და ნაკელი ავურიო
ნუ 100გრამი შაბიამანი ვუქენი


Posted by: UMTS 21 Feb 2020, 13:52
QUOTE
ხეები გავათეთრე ამ კვირას

მაგაზე რომ დახოცეს ერთმანეთი პოლიტგანყში როგორ დამთავრდა ნეტა biggrin.gif

Posted by: straight away 21 Feb 2020, 20:23
UMTS
QUOTE
მაგაზე რომ დახოცეს ერთმანეთი პოლიტგანყში როგორ დამთავრდა ნეტა


კარგიაო, დაიდო დასკვნა ბოლოს smile.gif

Posted by: ninicool 21 Feb 2020, 21:30
UMTS
QUOTE
მაგაზე რომ დახოცეს ერთმანეთი პოლიტგანყში როგორ დამთავრდა ნეტა

სამით ნოლი

Posted by: kaxaberski66 21 Feb 2020, 22:17
levani169
კირს ვხსნი წყალში ფაფასავით და ვღებავ.
შეიძლება თიხაც საჭიროა. მე მასე არ გამიკეთებია.
რატომღაც სხვისი შეღებილი უფრო მომწონს ხოლმე.

Posted by: levani169 22 Feb 2020, 11:15
kaxaberski66
QUOTE

კირს ვხსნი წყალში ფაფასავით და ვღებავ.
შეიძლება თიხაც საჭიროა. მე მასე არ გამიკეთებია.
რატომღაც სხვისი შეღებილი უფრო მომწონს ხოლმე.

ხო,მასე მხოლოდ კირით ბაცი გამოდის,შემასქელებელ-შემწებვადი უნდა თიხა თუნდაც თურმე

Posted by: meurneoba 22 Feb 2020, 16:04
იყიდება დომენები meurneoba.com meurneoba.ge
mywines.ge agroforum.ge wineforum.ge

დეტალები ინბოქსში

Posted by: levani169 22 Feb 2020, 18:34
meurneoba
QUOTE
იყიდება დომენები

არ გვცალია დომინოს სათამაშოდ ბრად ........... სხვაგან გაყიდე.

Posted by: straight away 22 Feb 2020, 19:25
meurneoba

meurneoba.com - ეგრევე დაბრედილი სათაურია smile.gif ქომი საერთაშორისო დომენია და მეურნეობა ქართული სიტყვა. meurneoba.ge და agriculture.ge - კიდევ ხო.

mywines.ge agroforum.ge wineforum.ge - კარგია. რა ეღირება გააჩნია.
* * *
argvcaliabrat.ge - დაითრიე და ვიყიდით biggrin.gif

Posted by: iGreen 22 Feb 2020, 23:51
ყველა რო გლეხი კაცისგან ცდილობს ფულის შოვნას biggrin.gif

Posted by: meurneoba 23 Feb 2020, 14:22
QUOTE (straight away @ 22 Feb 2020, 19:25 )
meurneoba

meurneoba.com - ეგრევე დაბრედილი სათაურია smile.gif ქომი საერთაშორისო დომენია და მეურნეობა ქართული სიტყვა. meurneoba.ge და agriculture.ge - კიდევ ხო.

mywines.ge agroforum.ge wineforum.ge - კარგია. რა ეღირება გააჩნია.
* * *
argvcaliabrat.ge - დაითრიე და ვიყიდით biggrin.gif

საწუხაროდ გვიწევს გაყიდვა, თუ სერიოზულად ხართ დაინტერესებული შეგვიძლია თითოეულ დომეინზე განსახორციელებელი გეგმა და იდეაც გაგანდოთ, ვაპირებდით ამუშავებას, სამწუხაროდ სხვადასხვა პრობელემების გამო გვწიევს ამ პროექტებზე უარის თქმა და შესაბამისად გაყიდვა
* * *
QUOTE (iGreen @ 22 Feb 2020, 23:51 )
ყველა რო გლეხი კაცისგან ცდილობს ფულის შოვნას biggrin.gif

კაკრას გლეხ კაცს არ ვეძებ, უფრო კომპანიას ან იმ აადამიანებს ვინც ამ სფეროში აკეთებს პროექტებს

Posted by: straight away 23 Feb 2020, 20:20
კარგი , აბა გვითხარი რა ღირს ერთერთი მათგანი, მაგალითად agroforum.ge

Posted by: meurneoba 24 Feb 2020, 14:29
QUOTE (straight away @ 23 Feb 2020, 20:20 )
კარგი , აბა გვითხარი რა ღირს ერთერთი მათგანი, მაგალითად agroforum.ge

კარგი , აბა გვითხარი რა ღირს ერთერთი მათგანი, მაგალითად agroforum.ge




2000 ლარი

Posted by: straight away 24 Feb 2020, 20:28
meurneoba

agronomia.ge - ს მოგყიდით 2000 ლარად და საჩუქრად 300 ლიტრ სუფთა ღვინოს მოგცემთ, რქაწითელს, ლაბორატორიული შემოწმების საბუთით და დეგუსტაციის საღამოთი....

გაწყობს?

Posted by: Grows 25 Feb 2020, 21:59
კირით შეთეთრება საქართველოში მინახავს მარტო. სხვაგან რატო არ აკეთებენ. არ იციან?

Posted by: straight away 25 Feb 2020, 23:11
Grows
QUOTE
კირით შეთეთრება საქართველოში მინახავს მარტო. სხვაგან რატო არ აკეთებენ. არ იციან?

იციან. ამასწინათ, როგორც ზემოთ დაიწერა, პოლიტიკის განყოფილებაში დახოცეს ლამის ერთმანეთი. ზოგიერთებმა დადეს მერე სურათები, აშშ-ს, იტალიის და ა.შ. გათეთრებული ხეების. ე.ი. იქაც ათეთრებენ smile.gif
ერთი ჩემი მეზობელი ბლის ხეებს ტაოტს უსვამდა ხოლმე. ჭია - ღუა - მატლი ვეღარ ადისო, ოფიციალურად ესე განაცხადა მოგვიანებით.
მაგრამ მოსაპარად რომ გადავედით ღამე და ხეზე ასვლის ყველა ცდა მარცხით დასრულდა, მერე მივხვდით ნამდვილ მიზეზს.
სახლშიც მოგვხვდა, ტაოტიანი ტანსაცმლით რომ მივედით.
ჩვენ რომ პატარა კიბის წაღება გადავწყვიტეთ, იმას უკვე სხვა დაბრკოლებები ჰქონდა მოფიქრებული და ესე გაგრძელდა რამოდენიმე სეზონი. იხვეწებოდა ტექნოლოგიები smile.gif

Posted by: თორნიკე- 25 Feb 2020, 23:54
ტყუილია ეგ მე წაუსვი ხეს ტაოტი და ჭიანჭველები მაინც ადიოდნენ. თანაც ნავთობის პროდუქტები მცენარეს აზიანებს old.gif old.gif

Posted by: Grows 26 Feb 2020, 00:05
straight away

გასაგებია.

ტაოტი ორიგინალურია biggrin.gif

Posted by: levani169 26 Feb 2020, 12:29
QUOTE
მე წაუსვი ხეს ტაოტი და ჭიანჭველები მაინც ადიოდნენ

შალის ან ბამბის თოკი ან ქსოვილი უნდა გაიჟღინთოს საკვებ ზეთში და ის შემოაკრა ხეს,დრო და დრო უნდა დაასველო ზეთით თავისთავად

Posted by: keandra 26 Feb 2020, 15:54
levani169
თემას აცდება არ მინდა გამოვიდეს მაგრამ მაინც ვიკითხავ, თან არც ისე შორსაა ეს თემა სოფელში ცხოვრებასთან: სოფელში მიტოვებული სახლში ხის იატაკს აფუჭებენ ხის ჭიები თუ რაც ქვია. ადგილადგილ ფქვილის პატარა გორაკებია ხოლმე იატაკზე რომ ჩავდივარ. ხომ არ იცით რამე წამალი? ზეთი უშველის ამასაც?

Posted by: koba1973 26 Feb 2020, 19:41
QUOTE
მაგრამ მოსაპარად რომ გადავედით ღამე და ხეზე ასვლის ყველა ცდა მარცხით დასრულდა, მერე მივხვდით ნამდვილ მიზეზს.
სახლშიც მოგვხვდა, ტაოტიანი ტანსაცმლით რომ მივედით.

მე ბებია ილიკო და ილარიონი გამახსენდა.

Posted by: levani169 26 Feb 2020, 19:52
keandra
QUOTE
ზეთი უშველის ამასაც?

სალიარკა ან ნავთი,უებარია.

Posted by: koba1973 26 Feb 2020, 20:11
ველური სატაცური.

user posted image

ფოტო ხალისისათვის. მომენატრა გაზაფხული.

Posted by: kaxaberski66 26 Feb 2020, 21:16
QUOTE
მაგრამ მოსაპარად რომ გადავედით ღამე და ხეზე ასვლის ყველა ცდა მარცხით დასრულდა, მერე მივხვდით ნამდვილ მიზეზს.

ბალღობაში მე დედა და მამა ვენახში ვიყავით სათოხად. მომიჯნეს ვენახში ვაშლი ედგა. დედაჩემს ალბათ თვალი მიუვიდა იმ ვაშლზე, გადავიდა და ერთი მოწყვიტა.
მამაჩემმა ისეთ დღეში ჩააგდო იმ ერთი ვაშლის გამო, ლამის ცემა.
შეჭმის უფლება არ მისცა და იქვე დაადებინა.
მას შემდეგ სხვისი ხილისკენ კი არა, ჩემი ხილისკენაც არ წამსვლია თვალი.
* * *
koba1973
QUOTE
ფოტო ხალისისათვის. მომენატრა გაზაფხული.

მოვა.
მართლაც კარგი სურათია. უკვე ამოსულა სატაცური.

Posted by: koba1973 26 Feb 2020, 21:34
QUOTE
მართლაც კარგი სურათია. უკვე ამოსულა სატაცური.

შარშანდელია.

Posted by: keandra 27 Feb 2020, 09:39
levani169
QUOTE
სალიარკა ან ნავთი,უებარია.

მერე სუნი არ დადგება? თუ გავა დროთა განმავლობაში?

Posted by: levani169 27 Feb 2020, 12:44
keandra
QUOTE

მერე სუნი არ დადგება? თუ გავა დროთა განმავლობაში?

მალევე გადის ......... ან ცდი- ძრავიან მერსედესში იგრძნობ თავს! biggrin.gif

Posted by: Grows 27 Feb 2020, 12:50
მენატრება სოფელში გატარებული ბავშვობა. მოსიყვარულე დეიდაჩემი და მუდამ მოფუსფუსე ბიძაჩემი. ქალაქის ყოფისგან განსხვავებით სოფელში მეტნაკლებად სრული თავისუფლება იყო. დავქროდი აღმა-დაღმა - ბაღებში, ნახირში, ტბაზე, მდინარეზე, ბიძაჩემი ვეტერინარი იყო და ცალკე ის დამათრევდა თავის "პაციენტებთან". განსაკუთრებით მიყვარდა ტრაქტორის და კომბაინის ტარება. უდარდელი, ბედნიერი და სავსე პერიოდი იყო ჩემთვის. ზღაპრულიც კი. ამიტომ მიყვარს სოფელი. ბავშვობაში ვბრუნდები.

Posted by: straight away 27 Feb 2020, 17:11
kaxaberski66
რას ამბობ, 12 ფურცლიანი რვეული მქონდა სასვსე. სად, რა, როდის მწიფდებოდა ეგენი მეწერა. ყველა ხილი გვედგა ბაღში, მაგრამ მაინც ვიპარავდით, სხვანაირი გემო აქვსო. შარვლის უბეები სულ გამოხეული მქონდა, ღობეებზე ხტომით.
Grows
კაი კაცი ხარ, შემოგვიერთდი კოლექტივში, ქეიფის კოლექტივს ვგულისხმობ. მშრომელმა კაცმა უნდა დალიოს, დაილოცოს, თორე ისე შრომას რა ფასი აქვს?!
თან ეხლა აუცილებელიცაა, კორონა რომ დავამარცხოთ

Posted by: kaxaberski66 27 Feb 2020, 18:06
straight away
QUOTE
თან ეხლა აუცილებელიცაა, კორონა რომ დავამარცხოთ

ყოველ ღამე ვამარცხებ კორონას.
არა ეხლა და მაგას შევუშინდები.
ჰიგიენურ წესებს კი დავიცავ რა თქმა უნდა.
მე სხვისი ჭიქიდან არ დავლევ და სხვას ჩემი ჭიქიდან არ დავალევინებ. biggrin.gif

Posted by: Grows 27 Feb 2020, 21:38
straight away

biggrin.gif

შენ როგორი ორგანიზებული ყოფილხარ biggrin.gif

სამეზობლოში კარზე მარტო ბიძაჩემს ედგა ზაფხულის ვაშლი. ჰოდა სეზონზე შევკრიბავდი ბიჭებს, ბიძაჩემს სახლიდან რო გავიგულებდი, შევსხდებოდით ზედ, გავივსებდით უბეებს და კუჭის ატკიებამდე ვჭამდით biggrin.gif

ეს დესერტად და თუ მშივრები ვიყავით ბოსტნებს შევესეოდით ხოლმე. სტაფილო იყო მაგ დროს კაი, კიტრზე აღარაფერს ვამბობ. საღამოს დეიდაჩემის ცხელ-ცხელ თონის პურებს ვაყოლებდით კაი ტკიცინა ყველით ამოვსებულს.

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მენატრება. შარშან ჩავედი და ბიძაჩემს მოუშლია ეს ჩემი ნაყვარები თონე. დეიდა აღარ არის და თონე ვის რა ჭირად უნდაო.

ბავშვობა საუკეთესო დროა და სოფელში ბავშვობა ხო საერთოდ.

ქეიფს რაც ეხება, ვერ ვარ მოქეიფე დიდად biggrin.gif საჭმელიც და სასმელიც ცოტა მყოფნის biggrin.gif იაფი შესანახი ვარ ერთი ეგაა biggrin.gif

კაი ხალხის გვერდით ყოფნას კი ძალიან ვაფასებ. განსაკუთრებით იმათ ვისაც სოფელი უყვარს.

Posted by: straight away 28 Feb 2020, 00:01
Grows
მაინცდამაიც ბაყბაყდევები არც ჩვენ ვართ. სოფლის, მიწის და ერთმანეთის სიყვარული გვალაპარაკებს და გვასმევს ერთ-ორ ჭიქას.
ორგანიზებულობას რაც შეეხება, გერმანული დისციპლინა მაქვს. თუ ამინდი კარგი იყო, შესაფერისი, ივნისის 5 - 10-ში ალექსა პაპას ვაშლზე უნდა გადავპარულიყავით. კონკრეტული თარიღი თვითონ ალექსა პაპაზე იყო დამოკიდებული, გოდორს რომ მოიგდებდა ზურგზე და ჩემ სახლთან ჩაივლიდა ე. ი. ჩვენ საყვარელ მეგობარ თავაძის საყვარელ ადგილას, ავენისში მიდიოდა და 2 დღე იქ დარჩებოდა. ხოდა ჩვენ გზა ხსნილი გვქონდა. ხანდახან რაღაცეები მოულდნელად იცვლებოდა, რის შედეგადაც ერთი ღამე გოგრა ბლის ხეზე მაქვმ გათენებული...
* * *
kaxaberski66
6 თასი და 4 ყანწი მაქვს და როგორმე მოვრიგდებით, კორონას ხომ არ ვათელინებთ ჯანმრთელობას?!

Posted by: Grows 28 Feb 2020, 00:45
straight away

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგრე გვქონდა ჩვენც გათვლილი ფასანაურში ერთი მოხუცებული კაცის განრიგი. ეზოში ბლომად ჟოლო ედგა. ანანურში მიდიოდა ხოლმე დილას და საღამოს ბრუნდებოდა. არაგვზე რომ დავეშვებოდით, უკანა გზაზე პირს მაგის ბაღში ვისველებდით ხოლმე. ჰოდა ერთ დღესაც დროზე ადრე დაბრუნდა. სახრით გამოგვეკიდა. ვისაც დაეწია ხო აუჭრელა გვერდები. დანარჩენებმა კიდევ ბლომად ჟოლოს ეკლები წამოვკრიფეთ გაქცევის პროცესში. ბოლოს არაგვზე მოვიშუშეთ ისევ ტრავმები biggrin.gif აი მაგის მერე კი აღარ გადავსულვართ იმ ბაღში არასდროს.

თქვენთან ერთად სიამოვნებით გავტეხ პურს. ამას თქმაც არ უნდა.

Posted by: kaxaberski66 28 Feb 2020, 00:55
straight away
ეს Grows შენი მხრის კაცი ყოფილა. ამასაც თეთრიც და შავი არაგვიც სულ გულისპირით ექნება მონახაზი.
ერთი კარგი ქეიფი გამოვიდოდა.
ეგ არის რომ მარხვდება და ცოტა თავშეკავება გვმართებს მე მგონის.

Posted by: Grows 28 Feb 2020, 01:10
kaxaberski66

დედულეთია მცხეთა-დუშეთი, მამულეთი - სიღნაღი. ბავშვობა ქართლში მაქვს გატარებული. ვცხოვრობ რუსთავში. ვმუშაობ თბილისში biggrin.gif


Posted by: straight away 28 Feb 2020, 09:06
ვაახ, თქვენ გენაცვალეთ, როგორ მიხარია ჩემი მხრის ადამიანს რომ ვხვდები, ნეტა იცოდეთ...
ასე მგონია ნათესავები ვართ ყველა.
ხოდა აგერ ვართ ჩვენ და აგერაა გერმანია-იაპონია. ჩაიაროს მარხვამ და ერთი კარგად მოვულხინოთ.
თავაძეც შემოგვიერთდება და ბუნებაში წავიდეთ სადმე.
ჩვენი ერთად ყოფნით სოფელიც გაძლიერდება !

Posted by: kaxaberski66 28 Feb 2020, 09:49

Grows
QUOTE
მამულეთი - სიღნაღი.

ქიზიყელი ჰყოფილხარ.
მეც ქიზიყელი ვარ მამითაც და დედითაც.
straight away
QUOTE
ვაახ, თქვენ გენაცვალეთ, როგორ მიხარია ჩემი მხრის ადამიანს რომ ვხვდები, ნეტა იცოდეთ...

up.gif
QUOTE
თავაძეც შემოგვიერთდება და ბუნებაში წავიდეთ სადმე.
ჩვენი ერთად ყოფნით სოფელიც გაძლიერდება !

დასტურ.

Posted by: Grows 28 Feb 2020, 12:09
kaxaberski66

მე უფრო რუსთაველი ვარ. აქ ვცხოვრობ ძირითადში. სიღნაღში, კერძოდ ვაქირში, პაპისეული ამბები პაპის ძმას და ძმისშვილებს დარჩათ გარემოებათა გამო. ადრე ვსტუმრობდით ხოლმე პერიოდულად. მერე ეგეც დაიკარგა. ახლა ნააღდგომევს თუ ჩავივლით ბებიას საფლავზე. პაპა ისედაც გადასახლებაში აღესრულა და სადღაც ტომსკშია დაკრძალული.

თუმცა ქიზიყელებთან ურთიერთობა ყოველთვის სხვანაირად სასიამოვნოა. გენეტიკის ამბავია მგონი smile.gif


* * *
QUOTE
თავაძეც შემოგვიერთდება და ბუნებაში წავიდეთ სადმე.
ჩვენი ერთად ყოფნით სოფელიც გაძლიერდება !


სიამოვნებით


Posted by: kaxaberski66 29 Feb 2020, 00:24
პოლიტიკაში შენიშვნა მომცეს, ნუ წერ რომ ალკოჰოლი ერთერთი მეთოდია კორონავირიუსის წინააღმდეგ თორემ ხალხი მოგბაძავსო.
მაშინ აქ დავწერ. მე ერთი ბოთლი ნატურალური რქაწითელი ღვინის დალევით დავაშინე კორონავირიუსი.

Posted by: tavadze 29 Feb 2020, 01:11
Grows
QUOTE
ქეიფს რაც ეხება, ვერ ვარ მოქეიფე დიდად

ვერც მე. უფრო სწორად, დრომ მოიტანა ასე და ვერ ვსვამ, თუმცა დალევა არასოდეს მიყვარდა, მაგრამ კარგ კომპანიას არაფერი ჯობია.
straight away
QUOTE
ე. ი. ჩვენ საყვარელ მეგობარ თავაძის

უცებ ვიფიქრე, ვინ თავაძეზეა ლაპარაკი-მეთქი. biggrin.gif
პ.ს. კორონას ეპოქა თუ გვეწერა, მომესწრო მაინც თქვენი გაცნობა. biggrin.gif
Grows
QUOTE
ჰოდა ერთ დღესაც დროზე ადრე დაბრუნდა. სახრით გამოგვეკიდა. ვისაც დაეწია ხო აუჭრელა გვერდები. დანარჩენებმა კიდევ ბლომად ჟოლოს ეკლები წამოვკრიფეთ გაქცევის პროცესში.

უჰ, უჰ, უჰ! biggrin.gif მართლაც რა კარგია ბავშვობა.
ხილის მოპარვაზე არა, მაგრამ მაგ კაცის სახრემ ერთი ჩვენებურის საქციელი კი გამახსენა. კარგი ცხენები ჰყავდა, მაგრამ თუ ვინმეს დაიჭერდა, ვისაც კი მისი ცხენი ოდესმე უჭენებია - ოიტატატა! ერთხელ ბავშვები საღორეშიც კი დაამწყვდია იმ სულღორიანმა თუ სულკატიანმა.
straight away
QUOTE
თავაძეც შემოგვიერთდება და ბუნებაში წავიდეთ სადმე.

ამაზე სულ მზადა ვარ. მთავარია, მაქეთ ვიყო - რიკოთს მაქეთ. biggrin.gif
მე ახლაც გურიაში ვარ. ბოლო ორი დღეა, აქ ნამდვილი გაზაფხულია. დღეს კი წამოწვიმა ნაშუადღევს, მაგრამ არ ცივა, გუშინ კი ცხელოდა. რაც ჩამოვედი, ღობეებს ვარემონტებ - ჩემი ძმაა რუსეთიდან ჩამოსული და ვიყენებ მომენტს. biggrin.gif ხვალაც წვიმაა და გეგმაში მაქვს ცოტა დაფნის ნერგების დარგვა და მაყვლოვანის გაცელვა. დანარჩენი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება და რამდენად მომრჩება დრო. არადა, უამრავი საქმეა სოფელში. თხილების გამოკაფვაც მინდა ამ ჩამოსვლაზე და, იმედია, მოვასწრებ.

Posted by: straight away 29 Feb 2020, 06:12
kaxaberski66
მაშინ ივიშვიშეთ და იყავითთქო smile.gif
tavadze
QUOTE
რაც ჩამოვედი, ღობეებს ვარემონტებ

რამოდენიმე დღეში მეც გამოვაცხადებ 2020 სეზონს გახსნილად, და წელს მეც ღობის შეცვლით ვიწყებ. ეხლა თავისუფალ დროს ვზივარ და სეტკებს ვახვევ, მერე იქ დრო რომ არ დავკარგო... ჯერ ღობე, მერე ნარგავები და სახლის საძირკველი. ახალი სიცოცხლე უნდა დავუბრუნო smile.gif

მერე დავსხდეთ ჩემო კახაბერ და ვუჭახუნოთ ჭიქები, დაგვიშალოს ვისაც უნდა...

Posted by: kaxaberski66 29 Feb 2020, 16:29
straight away
QUOTE
მერე დავსხდეთ ჩემო კახაბერ და ვუჭახუნოთ ჭიქები, დაგვიშალოს ვისაც უნდა...

დავსხდებით აბა რას ვიზავთ.
Grows
QUOTE
ქეიფს რაც ეხება, ვერ ვარ მოქეიფე დიდად

tavadze
QUOTE

ვერც მე. უფრო სწორად, დრომ მოიტანა ასე და ვერ ვსვამ, თუმცა დალევა არასოდეს მიყვარდა, მაგრამ კარგ კომპანიას არაფერი ჯობია.

ირაკლი შენ ხომ იცი ქეიფი ოლიმპიადასავით არის. მთავარია მონაწილეობა და არა ბევრი ღვინის დალევა.
დღეს დავიწყე ლორის შებოლვა. პარალელურად ხეივანის გასხვლა.
სახლში ვარ, კორონასი ნამდვილად არ მეშინია, ფეხებს ვერ მოგვჭამს და ეზოს საქმეებით ვარ დაკავებული.
სურათებს გადავიღებ და დავდებ.

Posted by: tavadze 29 Feb 2020, 20:46
straight away
QUOTE
წელს მეც ღობის შეცვლით ვიწყებ. ეხლა თავისუფალ დროს ვზივარ და სეტკებს ვახვევ, მერე იქ დრო რომ არ დავკარგო... ჯერ ღობე, მერე ნარგავები და სახლის საძირკველი. ახალი სიცოცხლე უნდა დავუბრუნო


kaxaberski66
QUOTE
დღეს დავიწყე ლორის შებოლვა. პარალელურად ხეივანის გასხვლა.

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. up.gif up.gif

Posted by: kaxaberski66 29 Feb 2020, 21:28
user posted imageuser posted imageuser posted imagetavadze
QUOTE
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

გაგახარებს ღმერთი.
ეხლა ვცდი შეპირებული ფოტოების დადებას. იმედია გამომივა.
თავშივე ვიტყვი რომ ეს მცირედი გავსხალი. დანარჩენს ხვალ-ზეგ-მასზეგ.user posted imageuser posted image
* * *
აქ შებოლვის დაწყებიდან ორი საათის სემდეგ არის გადაღებული. მაგის შემდეგ კიდევ ოთხი საათი შევბოლე.
ხვალ დავდებ როგორი გამოვიდა. თუ საჭირო იქნება შებოლვას გავაგრძელებ.

Posted by: Grows 29 Feb 2020, 22:31
რა კაია ბაღში ფუსფუსი. გასხვლა ძალიან მიყვარს. სასიამოვნო პროცესია თან იცი რო მცენარეს ალამაზებ

Posted by: straight away 29 Feb 2020, 22:59
ბევრის და უსაზღვრო ცოდნაზე ვერასდროს ვერ დავდებ თავს, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კახა წარმატებული მეურნე და სოფლის მოყვარული კაცია.

ამ თემის 87 გვერდი ამის დასტურია. ალალი და გულღია კაცია. ამავდროულად
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია: შეიძლება ბევრი იცი, მაგრამ გააჩნია როგორ გადასცემ ინფორმაციას სხვას. ამ კაცს აქვს გადაცემის შესანიშნავი უნარი. არასდროს არ გაგრძნობინებს რომ შენზე მეტი იცის ან მეტი გამოცდილება აქვს ან არასათანადოდ მომზადებული ხარ, მზად არის გაგიწიოს კომპეტენტური დახმარება.
მადლობა ჩემო კახაბერ.

* * *
მე შეიძლება ხშირად ვეღარ,, დავპოსტო'', მაგრამ ვეცდები თქვენს გვერდით ვიყო ყოველთვის. მადლობა რომ ამიტანეთ და სასარგებლო რჩევები მომეცით დარწმუნებული ვარ სხვასაც ასე გულთბილად მიიღებთ და დაეხმარებით.

Posted by: kaxaberski66 29 Feb 2020, 23:15
straight away
[quote]ბევრის და უსაზღვრო ცოდნაზე ვერასდროს ვერ დავდებ თავს
ვერც მე. ერთი რაც მართლა ვიცი მესაქონლეობაა. დანარჩენში რელურად ბვრი არაფერი.
ეხლა ხეივანის გასხვლა როგორ ვისწავლე.
2018 წლის გაზაფხულზე გასასხლავი რომ იყო ხეივანი, მეგობარები დავპატიჟე. ერთ ერთი გურჯაანელი იყო და იმან გამისხლა.
არბოშიკელმა და კასპელმა შეაქუჩეს და წალამი კონებად შეკრეს.
2019 წლის გაზაფხული რომ დადგა, ფორუმზე ვიკითხე მევენახეობის თემაში და levani169 მომაწოდა იუთუბის ლინკი სადაც ხეივნის გასხვლა არის დეტალურად აღწერილი.
ხოდა შევხტებოდი კიბეზე, რაც დამახსოვრებული მქონდა ვბაძავდი და ვსხლავდი.
რომ ვეღატ ვარკვევდი როგორ გამესხლა მოცემულ შემთხვევაში, ჩამოვხტებოდი კიბიდან, ვუყურებდი იუთუბში გასხვლის მაგალითს და ისევ ავდიოდი კიბეზე და ვაგრძელებდი გასხვლას.
ასე იუთუბიდან გავსხალი ატამიც და კივიც.
გაგახარებთ ღმერთი.
ხვალ ვნახავ როგორი შებოლილია. გადავუღებ სურათს და დავდებ.


* * *
QUOTE

მე შეიძლება ხშირად ვეღარ,, დავპოსტო'', მაგრამ ვეცდები თქვენს გვერდით ვიყო ყოველთვის. მადლობა რომ ამიტანეთ და სასარგებლო რჩევები მომეცით დარწმუნებული ვარ სხვასაც ასე გულთბილად მიიღებთ და დაეხმარებით.

რა ხდება რომ?
სულ რამდენიმე კაცზე ჰკიდია ეს თემა და სად მიდიხარ?

Posted by: Grows 29 Feb 2020, 23:37
კახაბერსკი ნამდვილად ამ თემის სული და გულია. ისე ტკბილად ყვება ხოლმე, ცუდ ხასიათზე თუ ვარ შემოვდივარ, ვკითხულობ და ვმშვიდდები ხოლმე biggrin.gif

სხვლა მეც ინტერნეტიდან ვნახე როგორ უნდა. ცოტაც მამაჩემმა მასწავლა. ოღონდ სამუშაო ბაზა არ მაქვს რომ დავხვეწო smile.gif

Posted by: tavadze 1 Mar 2020, 01:25
kaxaberski66 - აი, მასეთ რამე შესაბოლზე ვეჩალიჩები ჩემს ძმას, რომ გავაკეთებინო. მარტივი რამე ჩანს... იქ რუსეთში ყველას უდგას სახლში და ვბოლავთო. მეც ჩამომიტანა თავისი შებოლილი თევზები.
QUOTE
ეხლა ვცდი შეპირებული ფოტოების დადებას. იმედია გამომივა.

მშვენივრად გამოგივიდა! ხვავი და ბარაქა!

Posted by: kaxaberski66 1 Mar 2020, 01:48
tavadze
QUOTE
მეც ჩამომიტანა თავისი შებოლილი თევზები.

თევზის შებოლვა ძალზედ მარტივია. 1 საათი ჰყოფნის მთელ პროცესს ცეცხლის ანტებიდან შებოლვის დამთავრებამდე.
შებოლვამდე თევზი უნდა გასუფთავდეს, დამარილდეს და მერე გაშრეს.
მაღაზიაში ნაყიდ შებოლილ სკუმბრიაზე უკეთესად და ნატურალურად ვბოლავ.
QUOTE
ხვავი და ბარაქა!

ყველას მოგცეთ ღმერთმა.
* * *
QUOTE
აი, მასეთ რამე შესაბოლზე ვეჩალიჩები ჩემს ძმას, რომ გავაკეთებინო. მარტივი რამე ჩანს..

დიახ, მარტივია. ერთი კარგი კასრი გჭირდება და ეგ არის.
ბალგარკა გინდა კიდევ და დრელი.

Posted by: Grows 2 Mar 2020, 13:49
მოვიდა მოვიდა გაზაფხული!

დაიწყო აქტიურობის სეზონი. ახლა ეყრება საფუძველი შემოდგომის ჭირნახულს!


Posted by: kaxaberski66 3 Mar 2020, 00:00
QUOTE
მოვიდა მოვიდა გაზაფხული!

მოვიდა და მეც დავიწყე ვენახში საქმიანობა.
დღეს ჩემმა მეგობარმა სამი მუშა წაიყვანა და ხვალაც წაიყვანს ვენახის ბოძების და ამოსაყენებლების გასასწორებლად და გასამაგრებლად.
იქ ბოძები იყო ზოგი ამოსაღები და გასასწორებელი, ზოგი შესაცვლელი. მავთული გასაჭიმი.
ერთი სიტყვით ვენახი მზადდება შესაყელად.
ამ სამ მუშას ორ დღეში ვაძლევ 180 ლარს. იქ კიდევ ბენზინის ფული მუშის ჩასაყვან- ამოსაყვანად.
ასევე ჩასანაცვლებელი ბოძების ჩასატანად ბენზინი, მავთულის ყიდვა და კიდევ წვრილმანებით ჯამში ამ ოპერაციების გასაკეთებლად სულ 250 ლარი მაქვს ხარჯი.
შარშან შემოდგომით უკვე გავსხალი, სასუქი გავშალე და მოვხანი.
ვენახს თუ შენი ხელით არ აკეთებ და ასე დისტანციაზე აკეთებ, კარგად გვარიანი თანხა ჯდება.
ღვინო კი ჯერ ერთი ლიტრიც არ გამიყიდია.

Posted by: iGreen 3 Mar 2020, 15:58
kaxaberski66
QUOTE
ამ სამ მუშას ორ დღეში ვაძლევ 180 ლარს. იქ კიდევ ბენზინის ფული მუშის ჩასაყვან- ამოსაყვანად.

ერთ მუშაზე დღეში 30 ლარი გამოდის, ეტყობა მანდაური ხარ და გიცნობენ. მე 40 ლარი მითხრეს დღეში ვაზების დარგვაში.

levani169
შენ გეცოდინება, 40 მეასედზე საფერავის გაშენებას 4 კაცი რამდენ დღეს ანდომებს საშუალოდ? ფესვებიც შემოსაჭრელია და "საჯენიკით" რგავენ. 3 დღე მითხრეს მინიმუმ, შეიძლება არ გვეყოსო.

Posted by: levani169 3 Mar 2020, 18:28
iGreen
QUOTE
40 მეასედზე საფერავის გაშენებას 4 კაცი რამდენ დღეს ანდომებს საშუალოდ? ფესვებიც შემოსაჭრელია და "საჯენიკით" რგავენ. 3 დღე მითხრეს მინიმუმ, შეიძლება არ გვეყოსო.

რას ამბობ,რად უნდა 4 დღე?!
1200 ძირი დაირგოს.ჰა,ჰა 1400,აზომვა დამეტკვა და გასხვლა ფესვის შეჭრა ნახევარი დღე,მეორე დღეს უნდა მორჩეს საქმე,4 კაცი ხუმრობა არაა.
ნიადაგიც თუ კარგადაა დამუშავებული ოღონდ.

Posted by: iGreen 3 Mar 2020, 19:20
levani169
QUOTE
რას ამბობ,რად უნდა 4 დღე?!
1200 ძირი დაირგოს.ჰა,ჰა 1400,აზომვა დამეტკვა და გასხვლა ფესვის შეჭრა ნახევარი დღე,მეორე დღეს უნდა მორჩეს საქმე,4 კაცი ხუმრობა არაა.
ნიადაგიც თუ კარგადაა დამუშავებული ოღონდ.

2000 ძირამდეა, ახლო ახლო ვრგავ, მარტო ერთ რქაზე უნდა ვამუშაო, მაქსიმუმ ორზე.
ჰო მეც გამიკვირდა, მიწა კი მძიმე თიხებია და შეიძლება ეგ იყოს მიზეზი? კარგადაა დამუშავებული მინიმუმ 60 სანტიმეტრზე. ამ დღეებში გადაიხვნება და კულტივაცია გაკეთდება.

მე ზოგადი ფასი ვიცოდი, ერთი ჰექტარის გაშენება 750 ლარიო და ასე 4 კაცმა თუ 40 მეასედს მინიმუმ 3 დღე მოანდომა ჰექტარი კი ადის მინიმუმ 1200 ლარზე smile.gif შეხესავენ ერთი როგორ მუშაობენ და თუ მიბერავენ ხარჯებს, მომავალში აღარაფერს აღარ გავაკეთებინებ მაგათ.

Posted by: koba1973 3 Mar 2020, 20:00
QUOTE
მეც ქიზიყელი ვარ მამითაც და დედითაც.

მეც ასევე.
თუმცა პაპაჩემი(დედის მამა) ზემო ბოდბიდან ცოდნისკარში გადასახლებულა.
QUOTE
levani169 მომაწოდა იუთუბის ლინკი სადაც ხეივნის გასხვლა არის დეტალურად აღწერილი.

მეც მომეცით ლინკი.

Posted by: kaxaberski66 3 Mar 2020, 23:49
levani169
QUOTE
რგავენ. 3 დღე მითხრეს მინიმუმ, შეიძლება არ გვეყოსო.

QUOTE
რას ამბობ,რად უნდა 4 დღე?!

ლევან, შენს ნაწერს სად არ შევხვედრილვარ. პოლიტიკიდან დაწყებული და სექსების თემით დამთავრებული, მაგრამ 3 ს და 4 ს ყველგან არჩევდი.
ეტყობა ფორუმმა გადაგღალა biggrin.gif
QUOTE

ერთ მუშაზე დღეში 30 ლარი გამოდის, ეტყობა მანდაური ხარ და გიცნობენ. მე 40 ლარი მითხრეს დღეში ვაზების დარგვაში.

კი ბატონო. იქაური ვარ და თბილისში ვცხოვრობ. ცნობითაც ყველა მიცნობს მაგრამ, მუშების მონახვას ჩემი მეგობარი აკეთებს რომელიც ჩემსას ისევე კარგად პატრონობს როგორც თავისას.
koba1973
QUOTE
მეც ასევე.
თუმცა პაპაჩემი(დედის მამა) ზემო ბოდბიდან ცოდნისკარში გადასახლებულა.

ეტყობა ლაგოდეხის რაიონში რაღაც მიზეზით გადავიდა.
კობა, მაგ ლაგოდეხში გადასვლამ, ერთი ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავი გამახსენა და მოვყვები.
ერთი ჩემი სოფლელი წესიერი და დამყოლი კაცი, გადასულა საცხოვრებლად ცოლეულებში ლაგოდეხის რაიონში.
რაღაც დროის შემდეგ, ეს კაცი გამოვიდა ჩვენთან სოფელში.
ბირჟაზე(სალაყბოზე) გასულა და თურმე ხელი აქვს შეხვეული და კისერზე ჩამოკიდებული.
რა მოგივიდა ჯო. შეეკითხნენ მეზობლები.
ამანაც როგორც ქიზიყელებს გვჩვევია, გულ ალალად მოჰყვა.
ველოსიპედიდან გადმოვვარდი და ხელი მოვიტეხეო.
ერთმა იქ პირდაპირ უთხრა რომ, კარგად მოგსვლიაო.
ასეთი პასუხის მიზეზი ის იყო რომ, ჩვენთან ქიზიყში სრულწლოვანის ველოსიპედზე დაჯდომა სირცხვილად ითვლებოდა.
დღესაც ასეა. მე სოფელში ვინც უკვე ბიჭობს და ულვაში მოუღინღილდა, ველოსიპედით უკვე არღარ დადის.
QUOTE

QUOTE
levani169 მომაწოდა იუთუბის ლინკი სადაც ხეივნის გასხვლა არის დეტალურად აღწერილი.

მეც მომეცით ლინკი.

იუთუბში ჩაწერე ქართულად ,,ხეივნის გასხვლა,, და თვითონ მოგცემს.

Posted by: Grows 4 Mar 2020, 04:24
მაგაზე მეც გავიხსენებ. გორის რაიონის სოფელში ვატარებდი ხოლმე ზაფხულს ბავშვობაში. 90იანებში. ცხელოდა, ბავშვი ვიყავი და შორტები მეცვა სულ. ნახევარი სოფლის ბიჭები დამცინოდნენ, ეგ რა ნახევარშარვალი გაცვიაო. მე არ ვაქცევდი ყურადღებას. გავიდა დრო და ერთმა მითხრა მეც უნდა ვცადოო და იქვე ხელად გადაჭრა ძველი ჯინსი და ამოიცვა. მომდევნო კვირაში სოფელში ახალი ტენდენცია წავიდა ბიჭებში - შორტების ჩაცმა. ასე შევიტანე ქალაქელმა სოფელში შორტების "მოდა" biggrin.gif

Posted by: koba1973 4 Mar 2020, 08:36
QUOTE

ეტყობა ლაგოდეხის რაიონში რაღაც მიზეზით გადავიდა.

სავარაუდოდ იქ მეტი იყო შემოსავალი და მერე ჩარჩა კიდეც. მეორე პაპაც წასულა ორიოდე წლით და მერე ისევ დაბრუნდა.
სამუშაო აქ ეტყობა ახლანდელივით არ იყო. ახლაც ყვარელში დადიან 60-80 კილომეტრზე ყოველდღე. ბრიგადები აქვთ გაკეთებული, მარშუტკას ქირაობენ და დადიან ყოველ დღე. მერე ალბათ ნაწილი არჩევს იქ დასახლებას და გადავა იქ საცხოვრებლად.
QUOTE
ქიზიყში სრულწლოვანის ველოსიპედზე დაჯდომა სირცხვილად ითვლებოდა.

ახლაც მასეა და ვერ მივხვდი რატომ?
13-14 წლის რომ გავხდი ჩემი "მოხოდილი" ლურჯი "პერლამონტი" "აისტი" მეგობარს გადავულოცე, რადგან მე უკვე აღარ შემეფერებოდა აქაური გაგებით.

Posted by: Grows 4 Mar 2020, 13:36
ყალბი გაგებაა კაცობის და ან სიღარიბე აქვს საფუძვლად, ანაც სიზარმაცე. უმრავლესობას რაც არ შეეძლო და შეეძლო ერთეულებს გარემოებათა გამო, შეირაცხა არაკაცურად. ასე მარტივად დაფარავდა თავისი სისუსტეს უმრავლესობა.

როგორც ჩემი შორტების ამბავი იყო, 2-3 კაცი რო დაჯდეს სოფელში, მოიხსნება წყევლა და ყველას დაავიწყდება რომ ველოსიპედზე ჯდომა კაცობას ართმევდა ადამიანს სულ რაღაც გუშინ smile.gif

Posted by: straight away 4 Mar 2020, 13:50
კაით ეხლა, მეც დავდივარ ველისაპეტით ეხლა, ლამის 40 წლის ასაკში. ნუ გამკიცხავტ ჯენტლმენებო.

კახა შენი წითელი ღვინო საფერავია? რომელი კერძოდ? შარშანდელია?

100 ლიტრი მინდა სასწაფოდ

Posted by: Copula 4 Mar 2020, 17:29
შავი პინოს ნერგს ხომ არ იცით ყიდის ვინმე?

Posted by: kaxaberski66 4 Mar 2020, 20:02
straight away
QUOTE
კახა შენი წითელი ღვინო საფერავია? რომელი კერძოდ? შარშანდელია?

არ არის საფერავი.
შავი პინოს, უწამლის და კიდევ რაღაც ორი ჯიშის კუპაჟია.
* * *
QUOTE
ახლაც მასეა და ვერ მივხვდი რატომ?

QUOTE
რადგან მე უკვე აღარ შემეფერებოდა

იმიტომ რომ 13-14 წლის ბიჭი უკვე კაცობს. გოგოებს ეპრანჭება და ბავშვივით ველოსიპედით სიარული უტყდებათ.
ეს არც კარგია და არც ცუდი.

Posted by: iGreen 5 Mar 2020, 14:57
straight away
მეგობარო, შენ გინდოდა მგონი ანანურისკენ ვაზის გაშენება და ჯიშს ეძებდი ხომ?
დღეს გავიგე, რომ თურმე არსებობს ანანურის ძველი აბორიგენული ვაზის ჯიში სახელად "ანანურა", რომლისგანაც მზადდება სასუფრე ღვინო.
user posted image
ადგილობრივებში გაიკითხე იქნებ ჰქონდეს ვინმეს გაშენებული და კვირტები მოგცეს. წელს დაამყნობდი და შემოდგომაზე გადარგავდი. ან თუ ცოტა რაოდენობა გინდა სახლში პატარა სათბურში გამოიყვანდი ერთი 200-300 ნერგს და ახლად გახარებულ ნერგებს გადარგავდი აპრილში.

Posted by: kaxaberski66 5 Mar 2020, 22:11
ხვალ დავდებ როგორი გამოვიდა. თუ საჭირო იქნება შებოლვას გავაგრძელებ.
მეორე დღით რომ ვნახე, არ ეყო შებოლვა. შემდეგი სამი დღე არ მეცალა და რომ მოვიცალე, ერთი სამი საათი კიდევ შევბოლე და გამოვიდა ასეთი.user posted imageuser posted imageuser posted image

Posted by: Grows 5 Mar 2020, 22:36
იფ იფ იფ
ბარაქა!


----------

Posted by: kaxaberski66 5 Mar 2020, 22:48
Grows
მაგ იფ იფს დაგაგემოვნებინებ.
გათბება ქვეყანა ისე რომ, ეზოში დაჯდომა თბილად და ბაასი ღვინოსთან ერთად შესაძლებელი იყოს და დავაგემოვნებთ.

Posted by: Grows 6 Mar 2020, 11:38
kaxaberski66

smile.gif კარგი პასუხი იყო, მომეწონა smile.gif

Posted by: straight away 7 Mar 2020, 08:59
iGreen
QUOTE
მეგობარო, შენ გინდოდა მგონი ანანურისკენ ვაზის გაშენება და ჯიშს ეძებდი ხომ?
დღეს გავიგე, რომ თურმე არსებობს ანანურის ძველი აბორიგენული ვაზის ჯიში სახელად "ანანურა", რომლისგანაც მზადდება სასუფრე ღვინო.

ვაა, გაიხარე, ეს რა კარგი ახალი ამბავი გავიგე.
აქამდე არ ვიცოდი თუ ასეთი ჯიში არსებობდა.
ნაცრის მიმართაც გამძლე ყოფილა.
აუცილებლად ვიკითხავ. დიდი მადლობა

Posted by: tavadze 9 Mar 2020, 23:38
kaxaberski66
QUOTE
რომ მოვიცალე, ერთი სამი საათი კიდევ შევბოლე და გამოვიდა ასეთი.


იმ სინდრომს რა ჰქვია - პავლოვის ძაღლიო თუ რაღაც, ხო? biggrin.gif biggrin.gif
კარგია, კარგი - ბარაქა შენს საქმიანობას.

Posted by: kaxaberski66 10 Mar 2020, 00:16
tavadze
QUOTE
იმ სინდრომს რა ჰქვია - პავლოვის ძაღლიო თუ რაღაც, ხო? 
კარგია, კარგი - ბარაქა შენს საქმიანობას.

ნამდვილად ვამბობ, მაგ პავლოვის ძაღლის სინდრომი არ გამიგია.
ბარაქა არ გამოგვილიოს უფალმა დედამიწის მოსახლეობას.
ირაკლი, ხუმრობაზე გადავალ.
ბასკერვილების ვიცი, ბულგაკოვის შარიკა ვიცი, ჩვენი ლომაც და გურული კაცი ხარ და ჩაქირაც ვიცი.
პავლოვის არ ვიცი. biggrin.gif
ეხლა ხუმრობის გარეშე. პავლოვის რა, კოსმოსში რომ გააფრინეს?

Posted by: Grows 10 Mar 2020, 00:24
kaxaberski66

ექსპერიმენტი იყო პავლოვის, ნათურის ყოველ ანთებაზე ძაღლს აძლევდნენ საჭმელს. გარკვეული პერიოდის მერე ნათურას ანთებდნენ მაგრამ საჭმელს აღარ აძლევდნენ, ძაღლს კი ნერწყვის დენა მაინც ეწყებოდა, როგორც უწინ როცა საჭმელსაც აძლევდნენ.

Posted by: kaxaberski66 10 Mar 2020, 10:18
Grows
არ ვიცოდი.
სწავლა სიკვდილამდეა.

Posted by: Grows 13 Mar 2020, 11:55
როგორ ხართ მემამულეებო? უმკლავდებით პანდემიას?

Posted by: straight away 14 Mar 2020, 10:39

QUOTE
როგორ ხართ მემამულეებო? უმკლავდებით პანდემიას?

კიი, მშვენივრად ვართმევ თავს smile.gif

user posted image

user posted image
ესეც საღამოს მზის ჩასვლა
user posted image

Posted by: sandroia 14 Mar 2020, 12:44
QUOTE (straight away @ 14 Mar 2020, 10:39 )
QUOTE
როგორ ხართ მემამულეებო? უმკლავდებით პანდემიას?

კიი, მშვენივრად ვართმევ თავს smile.gif

user posted image

user posted image
ესეც საღამოს მზის ჩასვლა
user posted image

რომელი სოფელია?
მეც დღეს მინდოდა წასვლა დაჩაზე მარა სამსახურში მომიწია მოსვლა sad.gif

წინა კვირას ხეები ზეთოვანით შევწამლე და დღეს ბორდოთი მინდოდა

Posted by: kaxaberski66 14 Mar 2020, 16:03
straight away
მშვენიერი ადგილია და ოფლის დასაღვრელადაც გეყოფა.
ფიჩხი ბლომად გამოგივა. სამწვადედ გამოგადგება.
მეორე სურათში მიწას სჭრი?
მიწა პესოკნარევია თუ თიხაა?
კარგია. არ გაჩერდე, წაუსნიკერსე კი არა, იმუშავე.

Posted by: straight away 14 Mar 2020, 16:31
sandroia
ანანურის შემოგარენია.
kaxaberski66
ვიჩინის შესაბოლად შეშა ჩემზე იყოს. შენი ვიჩინის სურათების შემდეგ (თან ამ შუა მარხვაში მაგის დადება იქნებოდა?!) ჩემდათავად ვინც სნიკერსი შეჭამოს smile.gif
მიწა წაუთიხავებს, აყალოსავითაა. მძიმე მიწაა. მაგრამ ისეთი ადგილია, გვალვაც რომ იყოს მოსავალი მაინც მოდის.
ამ ადგილას ადრე, პაპაჩემის პაპის დროს ბანიანი სახლები ყოფილა. ეხლა რომ ვთხრი, მხვდება კერამიკის ნამტვრევები (იქნებ განძსაც მივაგნო).
შეღობილია დაახლ. 200 მეტრი. დარჩენილია 80 მეტრი. ყველაზე ძნელი ეკლების (ასკილა და კუნელა) მოცილებაა. 20 წელზე მეტია არ გაწმედილა.
პრობლემას მიქმნის ძველი სეტკაც, ნახევრად მიწაშია მოყოლილი. ბარგალკით ვჭრი sad.gif
სახლის ადგილი ტრაქტორს კი მოვაჭრევინე, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო, ვეხვეწებოდი გაჩერებული, დაენებინა თავი, ვერ გავაგებინე. ზოგგან ორმო ამოიღო, ზოგან ნახევარი მეტრი მიწა დატოვა. ეხლა ბარით ვასწორებ. 3 დღე დამჭირდება. მერე საძირკველი.
წლის ბოლოს, თუ ვიყოჩაღე, საძირკველი, ფილა და კედლები მზად იქნება.

Posted by: kaxaberski66 14 Mar 2020, 18:18
straight away
QUOTE
თან ამ შუა მარხვაში მაგის დადება იქნებოდა?!

ეგ ვეღარ გავითვალისწინე.
QUOTE
იქნებ განძსაც მივაგნო).
პაპამ თუ ჩაფლა იპოვი კიდეც მაგრამ მთლად ღობის ძირზე არ იქნება.
biggrin.gif
QUOTE
პრობლემას მიქმნის ძველი სეტკაც, ნახევრად მიწაშია მოყოლილი.

ძველი სატკა არ გასწორდება?
QUOTE
საძირკველი, ფილა და კედლები მზად იქნება.

ფილა რად გინდა? ძვირი ჯდება ძალიან. ლენტური საძირკველი გაუკეთე არმატურის წნულით და მეტი არაფერიც არ უნდა.

Posted by: straight away 14 Mar 2020, 19:53
kaxaberski66
პაპაჩემმა არა. უფრო იმის მამის იმედი მაქვს, ომში მიდიოდა და შეიძლება რაც განძი ჰქონდა სადმე დამალა, მის ჩამოსვლამდე რომ არ გაენიავებინათ. აღარ დაბრუნებულა, აპრილის ბოლოდ დაიღუპა ბერლინის მისადგომებთან.
არ გასწორდება. ან რა გაასწორებს, ისეა დაგრეხილ-დაღმანჭული... ახლით ვცვლი. აქ ვახვევ, თბილისში რომ იქ დრო აღარ დავკარგო smile.gif
ფილა რატომ და - მერე შიგნით ან სტიაშკა უნდა დავასხა, ან კოჭები და ხის იატაკი. ეს უკანასკნელი კიდევ წარამარა უნდა ვცვალო, თან თაგვებიც არ მომასვენებენ.
თან არც ისე იაფია. თავიდანვე ბეტონის დასხმა სტიაჟკის პრობლემასაც მოხსნის და შენობაც უფრო ,,შეკრული" გამოვა smile.gif

Posted by: levani169 14 Mar 2020, 20:24
straight away
QUOTE
ეხლა რომ ვთხრი, მხვდება კერამიკის ნამტვრევები (იქნებ განძსაც მივაგნო).

QUOTE
ეხლა რომ ვთხრი, მხვდება კერამიკის ნამტვრევები (იქნებ განძსაც მივაგნო).

თითი არ დააკარო ........... 30 სმ-ის ქვევით რაცაა,სახელმწიფოს ეკუთვნის! rolleyes.gif

Posted by: straight away 14 Mar 2020, 21:22
levani169
შევაგროვებ კაცო და მუზეუმს გადავცემ
ერთი კრამიტი ვიპოვე პაპაჩემის სახელი და გვარი აწერია 1943 წლით არის დათარიღებული (რადიოკარბონული მეთოდით).
მაგასაც ჩავაბარებ. რომ მოიცლიან კორონას შემდეგ, დავუძახებ და გადავცემ

Posted by: kaxaberski66 14 Mar 2020, 23:16
straight away
QUOTE
ერთი კრამიტი ვიპოვე პაპაჩემის სახელი და გვარი აწერია 1943 წლით არის დათარიღებული (რადიოკარბონული მეთოდით).

რადიოკარბონული მეთოდი მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი რას წარმოადგენს, მაინც კარგად ჟღერს. ეგ კრამიტი რომელსაც დიდი პაპის სახელი აწერია დიდად შესანახი და მოსაბრთხილებელია რომ არ გატყდეს.
ნამტვრევი თუა, მაინც შესანახია.

Posted by: straight away 15 Mar 2020, 00:35
kaxaberski66
QUOTE
რადიოკარბონული მეთოდი მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი რას წარმოადგენს, მაინც კარგად ჟღერს

მოკლედ მთელი ფილოსოფია რაში მდგომარეობს: როცა რაიმე ნივთს იპოვიან, იწყებენ ნახშირბად-14 ის დონის შემოწმებას ამ ნივთზე.
მხოლოდ ნახშირბად -14 განიცდის ე.წ. ლპობას/გაქრობას. დანარჩენი ნახშირბადები (მაგ. ნახშირბად-13) რჩება უცვლელად ნივთზე ასაკის მიუხედავად.
ხოდა ცნობილია რამდენ პროცენტს იკლებს ეს ნახშირბად-14 წლების მიხედვით და რამდენი პროცენტიც აკლია, ე.ი. იმდენი წლის წინ ,,შეწყვიტა" ნივთმა ჰაერიდან ნახშირბადის შეწოვა. ანუ დაიმარხა.
პაპაჩემის მამის წერილიც მაქვს შენახული, ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი. სამკუთხედად გადაკეცილი წერილია, მაშინ როგორც იცოდნენ.
იწერება, რომ კარგადაა, არ ინერვიულონ ოჯახის წევრებმა, გერმანიას ურტყავენ, ბერლინს დღე-დღეზე ავიღებთო. მერე მოიკითხა ყველა, მეზობელ-ნათესავების ჩათვლით და ბოლოს წერია სიტყვა ,,ნეტავ" ...და მეტი არაფერი.
ეს წერილი მისმა თანამებრზოლმა, თანამესანგრემ ჩამოიტანა საქართველოში და გადმოგვცა.
წერილის წერის დროს დაიღუპა თურმე.
ნეტავ რისი თქმა ვერ მოასწრო...?!

Posted by: kaxaberski66 15 Mar 2020, 07:45
QUOTE
ნეტავ რისი თქმა ვერ მოასწრო...?!

straight away
მისი ნეტა მშვიდობით სახლში დაბრუნება იქნებოდა ცოლშვილთან.
მე ასე ვფიქრობ.

Posted by: tavadze 15 Mar 2020, 10:57
straight away
QUOTE
კიი, მშვენივრად ვართმევ თავს

მოკლედ, კარგად დაგირგალებულხარ მამულში - ღმერთი შენსკენ! up.gif
ხეების გადმოჭრა თუ დაგჭირდეს, აგერ ვარ, არ მოგერიდოს - ხომ იცი, პატენტი მე მაქვს მაგ საქმეზე. biggrin.gif

QUOTE
ყველაზე ძნელი ეკლების (ასკილა და კუნელა) მოცილებაა.

ბენზოცელი არა გაქვს? უიოლესი გახდება ეგ ძნელი საქმე. biggrin.gif
QUOTE
პრობლემას მიქმნის ძველი სეტკაც, ნახევრად მიწაშია მოყოლილი.

ოოო - ეს კი მართლაც პრობლემაა.
ხის ღობის გასწორებაც საზიზღარი საქმე ყოფილა - რაღაც 10-ოდე მეტრს მთელი დღე მოვუნდით მე და ჩემი ძმა. თან ბოძებიც გადახრილი იყო (ქვემოდან ფერდობი აქვს იმ მონაკვეთს) და ღობის ძირს რკინის ლომით ვწევდით ბოძამდე მისატანად. ზოგან ნახევარი მეტრით ამოვწიეთ მესერი.
QUOTE
მაგრამ ისეთი მთვრალი იყო, ვეხვეწებოდი გაჩერებული, დაენებინა თავი, ვერ გავაგებინე. ზოგგან ორმო ამოიღო, ზოგან ნახევარი მეტრი მიწა დატოვა.

სად იშოვე ეგეთი ანტიკა ტრაქტორისტი? biggrin.gif
Grows
QUOTE
ექსპერიმენტი იყო პავლოვის, ნათურის ყოველ ანთებაზე ძაღლს აძლევდნენ საჭმელს. გარკვეული პერიოდის მერე ნათურას ანთებდნენ მაგრამ საჭმელს აღარ აძლევდნენ, ძაღლს კი ნერწყვის დენა მაინც ეწყებოდა, როგორც უწინ როცა საჭმელსაც აძლევდნენ.

yes.gif up.gif
straight away
QUOTE
თან თაგვებიც არ მომასვენებენ.

ამათ თუ იკადრეს, ბეტონსაც მშვენივრად ღრღნიან.
QUOTE
ერთი კრამიტი ვიპოვე პაპაჩემის სახელი და გვარი აწერია 1943 წლით არის დათარიღებული

სადმე რომ ჩააყოლო სახლის კედელს - გამოსაჩენ ადგილას, ვერა? უკვე რელიქვიაა და რა ვიცი, რა ვიცი...
QUOTE
ბოლოს წერია სიტყვა ,,ნეტავ" ..

sad.gif
kaxaberski66
QUOTE
მისი ნეტა მშვიდობით სახლში დაბრუნება იქნებოდა ცოლშვილთან.
მე ასე ვფიქრობ.

მეც ეგ ვიფიქრე.
QUOTE
ფილა რად გინდა?

ამაზე გამახსენდა და ასეთი ფილები (ბუნებრივ ქვებს რომ ჰგავს) იყიდება სადმე? საზლის წინ ეზოში მინდა ასფალტის დასხმა და იქ მინდა დაგება - ბეტონი დიდად არ მომწონს, ეს ჩვეულებრივი ფილები კიდევ არც გამძლეა და თან ზედვე ხომ ეტყობა, რომ ხელოვნურია. მეგობარს აქვს აქ მეზობლად დაგებული ბუნებრივი ფილები პატარა მანძილზე, მაგრამ იმან ზოგი სვანეთიდან ათრია და ზოგი - აღმოსავლეთიდან. ჩვენსკენ მასეთი ფილები ბუნებაში არაა.
ჩემი ამბები კი ასეთია: ცხრა საქმეს ვარ მოდებული - ერთდროულად ვმუშაობ ბენზოცელით, ხერხით და მიწის ბურღით. აქეთ თხილებს ვსხლავ, იქით მაყვლოვანს ვცელავ, ხან ღობეების შეკეთებაზე ვმუშაობ (ამ ეტაპზე ჯერ მორყეულ ბოძებს ვცვლით), შიგადაშიგ შესვენებისას ვსხლავ, მაგრამ დასასრული მაინც არ მოჩანს ჯერ. თხილების გამოჭრას რომ დავამთავრებ, მერე დიდ ხეებს უნდა მივადგე გადმოსაჭრელად, ამის შემდეგ კი ამოსხვლას დავიწყებ და იმ ნასხლავებსაც ერთად მოვუყრი თავს - ცოტას გახმება და მოგვიანებით დავწვავ. პარალელურად ჩემს ბაღსაც ვუვლი - წიწვოვანებს, ცოტა მოგვიანებით კი ბოსტანზეც დავიწყებ ზრუნვას. ნამყენებიც გავაკეთებინე, მაგრამ ისე ერთბაშად იფეთქა კვირტმა, ზოგიერთი რაღაცები ვერ მოვასწარი - შავი ქლიავები, ატმები, ჩვენს გვაქვს კიდევ რაღაც კარგი ქლიავი, ზოგიერთი სახეობის მსხალი... წლეულს არ ვიცოდი ეს მეთოდი და გაისად კვირტს ავიღებ წინასწარ, გამოსვლა რომ არ მომასწროს, და სილაში შევინახავ.
სამაგიეროდ, ყინვამ გამომისვა ცელი - თებერვალში იმ უაზრო ყინვებმა სულ გამიხმო ციტრუსოვანები. sad.gif დიდი ხე კია გადარჩენილი - იმას ვერც შევფუთავ, პატარები კი მქონდა შეფუთული, მაგრამ მაინც მოყინა. sad.gif ფორთოხლებიდან ერთი ძირში გადავჭერი, მეორემ კი იქნებ წამოიღოს ახალი ყლორტები. მანდარინებიდანაც ნახევარი ისეა, არა აქვს იმათი გამოცოცხლების იმედი. თუმცა პარასკევს დავამატე ახალი ძირები - საადრეო ჯიშები.

Posted by: iGreen 15 Mar 2020, 20:54
straight away
რამდენ სართულიანი და რა კვადრატულობის სახლის აშენება გინდა?

Posted by: kaxaberski66 15 Mar 2020, 22:53
tavadze
QUOTE
სად იშოვე ეგეთი ანტიკა ტრაქტორისტი?

ეეე. მაგის მეტი რა არის შე დალოცვილო.
ერთი ოთხი წლის წინ მანქანაზე საბურავი გამიფუჭდა ზუსტად 31 დეკემბერს.
მაგ დროს ყველაზე მოკლე დღეებია და ჯერ კიდევ ნათელი იყო. იქნებოდა ალბათ ოთხი საათი.
ჩემი სამსახურის გვერდზე ვულკანიზაცია არის, გავედი და ვულკანიზატორს ვუთხარი საბურავი გამიკეთე მეთქი. მანქანა სამსახურის ეზოში მეყენა და იქვე უნდა მოეხსნა საბურავი.
შემოვიდა კაცი კლუჩებით და დანგრატით ეზოში და ქანაობს აქეთ იქით.
ვუყურებ რომ ისეთი მთვრალია, საბურავს ვერ მოხსნის.
ვეხვეწები, ხვალ ახალი წელია. მანქანა არ მჭირდება და მერე გავაკეთოთ მეთქი.
კაცი თავისას არ იშლის. მაინც ცდილობს რომ საბურავი მოხსნას.
ერთი ორჯერ ისე დაეცა მიწაზე ცხვირპირით რომ, ვიფიქრე მოიტეხდა რამეს მეთქი.
ბოლოს რომ მიხვდა, თვითონ მეუბნება, ბოდიში. ეხლა არ შემიძლია და მერე გავაკეთებო.
QUOTE
ამათ თუ იკადრეს, ბეტონსაც მშვენივრად ღრღნიან.

მართალი ხარ. კბილი აქვთ უცვეთი.
QUOTE

ამაზე გამახსენდა და ასეთი ფილები (ბუნებრივ ქვებს რომ ჰგავს) იყიდება სადმე? საზლის წინ ეზოში მინდა ასფალტის დასხმა და იქ მინდა დაგება - ბეტონი დიდად არ მომწონს, ეს ჩვეულებრივი ფილები კიდევ არც გამძლეა და თან ზედვე ხომ ეტყობა, რომ ხელოვნურია. მეგობარს აქვს აქ მეზობლად დაგებული ბუნებრივი ფილები პატარა მანძილზე, მაგრამ იმან ზოგი სვანეთიდან ათრია და ზოგი - აღმოსავლეთიდან. ჩვენსკენ მასეთი ფილები ბუნებაში არაა.
ჩემი ამბები კი ასეთია: ცხრა საქმეს ვარ მოდებული - ერთდროულად ვმუშაობ ბენზოცელით, ხერხით და მიწის ბურღით. აქეთ თხილებს ვსხლავ, იქით მაყვლოვანს ვცელავ, ხან ღობეების შეკეთებაზე ვმუშაობ (ამ ეტაპზე ჯერ მორყეულ ბოძებს ვცვლით), შიგადაშიგ შესვენებისას ვსხლავ, მაგრამ დასასრული მაინც არ მოჩანს ჯერ. თხილების გამოჭრას რომ დავამთავრებ, მერე დიდ ხეებს უნდა მივადგე გადმოსაჭრელად, ამის შემდეგ კი ამოსხვლას დავიწყებ და იმ ნასხლავებსაც ერთად მოვუყრი თავს - ცოტას გახმება და მოგვიანებით დავწვავ. პარალელურად ჩემს ბაღსაც ვუვლი - წიწვოვანებს, ცოტა მოგვიანებით კი ბოსტანზეც დავიწყებ ზრუნვას. ნამყენებიც გავაკეთებინე, მაგრამ ისე ერთბაშად იფეთქა კვირტმა, ზოგიერთი რაღაცები ვერ მოვასწარი - შავი ქლიავები, ატმები, ჩვენს გვაქვს კიდევ რაღაც კარგი ქლიავი, ზოგიერთი სახეობის მსხალი... წლეულს არ ვიცოდი ეს მეთოდი და გაისად კვირტს ავიღებ წინასწარ, გამოსვლა რომ არ მომასწროს, და სილაში შევინახავ.


შენ ძმაო სრულად გამოჯანმრთელებულხარ და ღმერთმა სულ ჯანი მოგცეს. შენ რომ ჩამოწერე, ერთი კოლექტივის საქმეა ეგ.
რა ყინვა იყო მაგისთანა? გურიაში ხარ თუ სვანეთში?

Posted by: straight away 16 Mar 2020, 10:39
kaxaberski66
QUOTE
მისი ნეტა მშვიდობით სახლში დაბრუნება იქნებოდა ცოლშვილთან.
მე ასე ვფიქრობ.

ნეტავ როდის გავალთ ბოლოსი და დავბრუნდები სახლშიო. აბა რაა, ასე იქნებოდა.
არადა კაცი ყირიმიდან ფეხით ჩავიდა ბერლინამდე და მაინცდამაინც ბოლო კვირაში დაეტაკა სიკვდილი...
tavadze
QUOTE
მოკლედ, კარგად დაგირგალებულხარ მამულში - ღმერთი შენსკენ!
ხეების გადმოჭრა თუ დაგჭირდეს, აგერ ვარ, არ მოგერიდოს - ხომ იცი, პატენტი მე მაქვს მაგ საქმეზე.

კიიი, საკავსირო მაშტაბით არის ცნობილი შენი პროფესიონალიზმი smile.gif ერთი ეგაა, ხეზე ასვლა არ მოგიწევს და მარტო ძირიდან არის საჭრელი, გაქაჩავ თუ არა, უნდა მოვიფიქროთ smile.gif
QUOTE
ბენზოცელი არა გაქვს? უიოლესი გახდება ეგ ძნელი საქმე.

მაქვს, კი. მეც თითქმის შენსავით ვარ. ერთ ხელში დრუჟბა, მეორეში ბენზოცელი. ესენი რომ ცხელდება და ვასვენებ, ორმოების ამოსაღები, ბარგალკა, რასტორის არევა და მოკლედ სად რას ვაკეთებ აღარ ვიცი.
QUOTE
ხის ღობის გასწორებაც საზიზღარი საქმე ყოფილა - რაღაც 10-ოდე მეტრს მთელი დღე მოვუნდით მე და ჩემი ძმა. თან ბოძებიც გადახრილი იყო (ქვემოდან ფერდობი აქვს იმ მონაკვეთს) და ღობის ძირს რკინის ლომით ვწევდით ბოძამდე მისატანად. ზოგან ნახევარი მეტრით ამოვწიეთ მესერი.

მურტალი საქმეა. ერთხელ ნერვები მომეშალა, დაბლა სქელი ტროსი ქონდა გაბმული ამ ღობეს, დავუბი მანქანას და სულ ამოვაძრე თავის რკინებიანად, სეტკიანად.
მირჩევნია სულ ახალი გავაკეთო, ვიდრე ძველს ვეწვალო და მერე 2 წელში კიდევ შესაცვლელი იყოს.

ყინვა ბოლოს რომ დაიჭირა თებერვალში, ეგ იყო? - 15 ადიოდა სადღაც. თან თოვლიც დაერთო. ჩალის ტუკებიც რომ დაგენთო, შეიძლება ვერ გეშველა.
ცუდია ამდენს რომ წვალობს კაცი და მერე ფუჭდება. მაგრამ კარგია რომ ცოცხლები ვართ და კიდევ დავრგავთ.

iGreen
QUOTE
რამდენ სართულიანი და რა კვადრატულობის სახლის აშენება გინდა?

60 კვ.მ. (10 - 6 -ზე), პროექტი არ ჭირდება. ნებართვას მარტივად იძლევიან. მეტი არც მჭირდება. 1 სართული. წინ აივნით.
ესეთი უნდა გამოვიდეს
user posted image

QUOTE
სად იშოვე ეგეთი ანტიკა ტრაქტორისტი?

ყველაზე მაგარი მაგის ფინალი იყო. რომ გაჩერდა ბოლოს, როგორც იქნა, გადახედა თავის ნამოქმედარს და ეს რა ყ...ბა გამიკეთებიაო. მგონი გამოფხიზლდა ნელ-ნელა.

Posted by: levani169 16 Mar 2020, 13:39
QUOTE

არადა კაცი ყირიმიდან ფეხით ჩავიდა ბერლინამდე და მაინცდამაინც ბოლო კვირაში დაეტაკა სიკვდილი...

ჰმ,მილიონი ჯარისკაცი შეახოცეს გერმანელ მტარვალებს, იმმმენა ბერლინში!

Posted by: Leleco 16 Mar 2020, 13:42
გამარჯობა. გამოცდილ და ინფორმირებულ ხალხს მინდა გკითხოთ რჩევა. 10 ათასი დოლარის ფარგლებში ახლო-მახლო სად უფრო მომგებიანი იქნება მიწის ყიდვა? პატარა სახლი რომ ჩავდგა, ცოტა მიწაც დავამუშაო. ბევრი ფაქტორია ალბათ გასათვალისწინებელი, რის შესახებაც მე არ ვიცი.

Posted by: straight away 16 Mar 2020, 15:00
Leleco
ჩემზე გამოცდილები არიან აქ და ალბათ ისინიც მოგცემენ რჩევებს.
მე კი, ჩემის მხრივ გირჩევდი:
თუ მომგებიანობაზეა საუბარი - ალბათ ის, რომელსაც მომავალში მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე დღევანდელ მდგომარეოაშია.
მაგ. თუ დღეს გზა არ ვარგა, გაზი არ არის, დენი არ არის, წყალი არის, მაგრამ სახლებამდე არ მიდის. და ა.შ.
მომავალში შეიძლება ყველა ინფრასტრუქტურა გამოსწორდეს და მიწის ფასი გაორმაგდეს.
მეორე ფაქტორი თვითონ მიწა, კლიმატი და თქვენს მიერ საწარმოებელი პროდუქციაა.

* * *
უნდა ვივარაუდოთ რომ სულ მცირე 1000 კვ.მეტრი უნდა შეიძინოთ. 10 000 $ - ით. ე.ი. 1 კვ.მ. = 10$
დაიწყეთ ძებნა ამ და უფრო დაბალი ფასით, ახლო-მახლო, წყალი უნდა იყოს აუცილებლად. შემდეგ შედეგები გაფილტრეთ და რაც დაგრჩებათ იმათ შორის გააკეთეთ არჩევანი.

Posted by: levani169 16 Mar 2020, 15:15
QUOTE (Leleco @ 16 Mar 2020, 13:42 )
გამარჯობა. გამოცდილ და ინფორმირებულ ხალხს მინდა გკითხოთ რჩევა. 10 ათასი დოლარის ფარგლებში ახლო-მახლო სად უფრო მომგებიანი იქნება მიწის ყიდვა? პატარა სახლი რომ ჩავდგა, ცოტა მიწაც დავამუშაო. ბევრი ფაქტორია ალბათ გასათვალისწინებელი, რის შესახებაც მე არ ვიცი.

დიდგორშია საკარმიდამოები შედარებით იაფი ჯერ-ჯერობით,10$ ექვივალენტი

Posted by: sandroia 17 Mar 2020, 08:56
ხალხო
ეს თოვლი ხილის მოსავალზე რამე გავლენას იქონიებს?
ამ შაბათ კვირას კვირტები ჰქონდა ხეებს გამოსული უკვე
განსაკუთრებით ატამი და გარგარი მაღელვებს sad.gif
წელს პირველი ნაყოფი უნდა მოეცა და მოყინავს ვითომ კვირტებს?
რაიონი დუშეთია

Posted by: kaxaberski66 17 Mar 2020, 09:28
.,,..sandroia
QUOTE

ეს თოვლი ხილის მოსავალზე რამე გავლენას იქონიებს?

თუ ყვავილი გაიშალა სიკეთეს არ მოიტანს. მითუმეტეს თუ შეაყინა.
ვისაც ცოტა ხეხილი აქვს, უნდა გრძელი ჯოხით ჩამობერტყოს.
იქნებ გადაარჩინოს ნაწილობრივ მაინც.

Posted by: sandroia 17 Mar 2020, 09:40
kaxaberski66
QUOTE
თუ ყვავილი გაიშალა სიკეთეს არ მოიტანს. მითუმეტეს თუ შეაყინა.

არ იყო ყვავილი გაშლილი, მხოლოდ კვირტები

ყვავილი გაშლილი იყო მხოლოდ შინდზე

Posted by: straight away 18 Mar 2020, 14:49
ეს თოვლი და სიცივე კორონასთვის რომ ცუდია ვიცი. გაშლილი კვირტებისთვისაც.
ჩამრთელობას გისურვებთ მეურნეებო, კიდევ ერთი ასი წელი მენახოს თქვენი ნამოღვაწარი.

მგონი მივაგენი ყურძნის ჯიშ ანანურას.
თუ წელს ნერგები გავაშენე. 4 წელში მაგის ღვინოს დაგალევინებთ, მე არ ვიყო ფიცხელა smile.gif

Posted by: personaji 18 Mar 2020, 16:46
straight away
გამარჯობა. დამაინტერესა ეგ ჯიში, პირველად გავიგე. ე.ი საღვინე ჯიშია ანანურა? საწამლი იქნება ალბათ. დუშეთის მუნიციპალიტეტში თუ მოასწრებს დამწიფებას ცოტა ცივ კლიმატზე და როგორი ღვინო გამოდის?

Posted by: kaxaberski66 18 Mar 2020, 17:32
straight away
QUOTE
ჩამრთელობას გისურვებთ მეურნეებო, კიდევ ერთი ასი წელი მენახოს თქვენი ნამოღვაწარ

გაიხარე.
სადღა არიან მეურნეები? მეურნეები კი არა აქ მპოსტავების 90% თბილისის კორპუსებიდან წერენ და კითხვებს სვამენ , ეს საქმე რომ გავაკეთო რამდენი ფულია საჭირო და როგორ უნდა დავიწყო საქმე წაუგებლადო.
ვინც მართლა აგრო ბიზნესში საქმიანობს, ის აქ არაფერს არ წერს, ემანდ სხვამაც არაფერი ისწავლოსო.
QUOTE
თუ წელს ნერგები გავაშენე. 4 წელში მაგის ღვინოს დაგალევინებთ, მე არ ვიყო ფიცხელა

წარმატებას გისურვებ და ველი 4 წლის გასვლას.

Posted by: levani169 18 Mar 2020, 18:13
QUOTE

ვინც მართლა აგრო ბიზნესში საქმიანობს, ის აქ არაფერს არ წერს, ემანდ სხვამაც არაფერი ისწავლოსო.

kaxaberski66
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
ვერ და არ ისწავლიან თორემ რაზეა საუბარი.......ბევრს მხოლოდ ინვესტირება ჰგონია სოფლის მეურნეობის საჭიროება,ათასს დავხარჯავ ხუთი ათასს როგორ ვერ მოვიგებო და ახლოს რომ მიდიან ხედავენ რა წოწო ბიზნესიცაა!

Posted by: kaxaberski66 18 Mar 2020, 18:29
ვისაც გაინტერესებთ როგორ შრომობენ მაგალითად ავსტრიაში სოფელში მცხოვრები ოჯახები, ეს ნახეთ.
https://www.youtube.com/watch?v=OG42_y-rpCU

Posted by: levani169 18 Mar 2020, 19:47
QUOTE (kaxaberski66 @ 18 Mar 2020, 18:29 )
ვისაც გაინტერესებთ როგორ შრომობენ მაგალითად ავსტრიაში სოფელში მცხოვრები ოჯახები, ეს ნახეთ.
https://www.youtube.com/watch?v=OG42_y-rpCU

საზიზღარი ვიდეოა,მეტიც,უმსგავსობაა.
ავსტრიაში არ იციან რომ გლეხს და ფერმერს ტრაკში კურკლი უნდა უხმებოდეს,ვერ იძენდეს საჭირო ტექნიკას და მასალებს,არ უნდა ჰქონდეს არანაირი ბაზარი და ხელშეწყობა ფინანსურ საშუალებებზე წვდომისთვის ......... მოკლედ ძალიან ჩამორჩენილები არიან რა!

Posted by: straight away 18 Mar 2020, 20:02
personaji
გაუმარჯოს, მეც არ ვიცოდი, აქ გავიგე. აგერ წინა გვედზე მომაწოდა იდეა ერთმა კეთილმა კაცმა. დავინტერესდი და მგონი გავედი ცხელ კვალზე. საქეიფო ღვინო გამოდისო. ვნახოთ, ვნახოთ...
kaxaberski66

QUOTE
გაიხარე.
სადღა არიან მეურნეები? მეურნეები

ერთი ამბავი გამახსენდა. გალაქტიონი ავიდა ელბაქიძის აღმართზე და ხედავს რუსთაველზე ჩამორბის კონსტანტინე გამსახურდია, ჩოხააკაპიწებული. სად მირბიხარ კოწიაო, ეკითხება და ის პასუხობს, მწერალთა კავშირში მაგვიანდებაო. კაცო, მე აქა ვარ, შენ აქა ხარ და იმ მწერალთა კავშირში ვისთან გაგვიანდებაო.
ხოდა, შენ აქა ხარ, ლევანი აქ არის და მეტი ვინღა მეურნე გინდა სხვა?! smile.gif

Posted by: kaxaberski66 18 Mar 2020, 20:07
levani169
QUOTE
საზიზღარი ვიდეოა,მეტიც,უმსგავსობაა.
ავსტრიაში არ იციან რომ გლეხს და ფერმერს ტრაკში კურკლი უნდა უხმებოდეს,ვერ იძენდეს საჭირო ტექნიკას და მასალებს

ხო რა. აბა თუ მაგრები არიან ცარიელი ხელებით გააკეთონ საქმე. როგორც ჩვენ.
straight away
QUOTE
ხოდა, შენ აქა ხარ, ლევანი აქ არის და მეტი ვინღა მეურნე გინდა სხვა?!

ეს კარგად გამოგივიდა მაგრამ, სჯობდა დიდ სუფრაზე თამადა აგვერჩია ვიდრე ორ-სამ კაცში.

Posted by: levani169 18 Mar 2020, 23:02

დაიწვა გული ამ ბავშვის ცოდვით,მეც ვიტირე ამასთან ერთად ........ ეტყობა დაპირდნენ წლევანდელ მოსავალზე რამეს გიყიდითო და

Posted by: neo> 19 Mar 2020, 00:09
QUOTE (levani169 @ 18 Mar 2020, 23:02 )

დაიწვა გული ამ ბავშვის ცოდვით,მეც ვიტირე ამასთან ერთად ........ ეტყობა დაპირდნენ წლევანდელ მოსავალზე რამეს გიყიდითო და

ვაახ
გული დამწვა


..... user.gif

Posted by: tavadze 19 Mar 2020, 00:20
kaxaberski66
QUOTE
შემოვიდა კაცი კლუჩებით და დანგრატით ეზოში და ქანაობს აქეთ იქით.
ვუყურებ რომ ისეთი მთვრალია, საბურავს ვერ მოხსნის.
ვეხვეწები, ხვალ ახალი წელია. მანქანა არ მჭირდება და მერე გავაკეთოთ მეთქი.
კაცი თავისას არ იშლის. მაინც ცდილობს რომ საბურავი მოხსნას.
ერთი ორჯერ ისე დაეცა მიწაზე ცხვირპირით რომ, ვიფიქრე მოიტეხდა რამეს მეთქი.

მასეთ ხელოსანს კინწისკვრით გავაგდებდი.
QUOTE
შენ რომ ჩამოწერე, ერთი კოლექტივის საქმეა ეგ.

ჰოდა, იმიტომაც ვცდილობ დაჩქარებულ ტემპში მუშაობას.
ეს დღეებია წვიმს და ავდრებია, მთლად საცელავი ამინდი არ იყო, მაგრამ მაინც გავაკეთე რაღაცები (თუმცა საწმელის გაკეთება მართმევს ბევრ დროს - დღეში ერთხელ კვება მაინც იყოს საკმარისი რა! biggrin.gif ): ტრიფოლიატები მოვათრიე საიდანღაც დავრგე - გაისად მანდარინს დავამყნობინებ ზედ; გუშინ შუადღემდე არ უწვიმია და საყანე ფართობებში ამოსხლული ხეები რაც მქონდა, ისინი ამოვზიდე სახლში - მოცალეობისას დავჭრი საშეშედ, მერე გაწვიმდა და პატარა ხერხით (თხილის ხერხს რომ ეძახიან) დანარჩენები ამოვსხალი, გავამზადე ამოსატანად. დღეს დილიდანვე ჟინჟღლავდა, მაგრამ ისევ იგივე საქმე - ამოვსხალი დარჩენილები, თან ამ პატარა ხერხით დავიარე და ხეებს მოძალებული სუროები დავაჭერი, თორემ ნაჯახით მაგის მოჭრაზე შარშან თავბედი ვიწყევლე. არადა, გაახმო ხეები. ახლა ხვალ ან ზეგ ვგეგმავ, ფითრიც დავაჭრა რამდენიმე ხილის ხეს, ძირითადად მსხლებია, თორემ ძაან მოედო ხეებს. თან თხილი რაც მოვჭერი, იმათი ამოსხვლაც ამავე დღეებში იგეგმება, მერე კი მიწაც გაშრება და ღობეებზე დარჩენილ ბოძებსაც შევცვლით. დღეს ჩემმა ძმამ იმ ნასხლავი ტოტების დაგროვებაც დაიწყო, ვიდრე წვიმა აცლიდა, დანარჩენსაც დავაგროვებთ და მერე რომ გშრება, მზად იქნება დასაწვავად, მოგროვებაზე აღარ გავცდებით.
ხო დამღლელია სოფელში შრომა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. განსაკუთრებით - გაკეთებულს რომ მოხედავ უკან.

QUOTE
რა ყინვა იყო მაგისთანა? გურიაში ხარ თუ სვანეთში?

ასეთი იყნვა ათასში ერთხელ თუ იქნება - ზედიზედ ორი რამე -6 და -5 იყო ყინვა. მეზობლებსაც გაუყინა რაღაცები. ოლეანდრებიც გაყინა ეზოში - ეგენი მაინცაა ყინვაგამძლე.

straight away
QUOTE
ერთი ეგაა, ხეზე ასვლა არ მოგიწევს და მარტო ძირიდან არის საჭრელი, გაქაჩავ თუ არა, უნდა მოვიფიქროთ

დედას არ ვუტირებ! biggrin.gif biggrin.gif იმ სიმაღლიდან ვიფრინე და მთელი გადავრჩი, ნაკაწრიც არ მიმიღია და მაგას ვერ მოვჭრი? biggrin.gif
QUOTE
ყინვა ბოლოს რომ დაიჭირა თებერვალში, ეგ იყო?

კი, ეგ იყო. არა უშავს, ჩავრგე ახლები და დავიჭირე ისევ თადარიგი - მთავარია, კარგად ვიყოთ. დღესაც დავიარე და მანდარინები კი გადარჩება ნახევარი მაინც, მაგრამ ფორთოხლებზე მწყდება გული - წლეულს უკვე მოისხამდა. იქნებ ერთი მაინც გადარჩეს, თორემ მეორის იმედი არა მაქვს.

QUOTE
ყველაზე მაგარი მაგის ფინალი იყო. რომ გაჩერდა ბოლოს, როგორც იქნა, გადახედა თავის ნამოქმედარს და ეს რა ყ...ბა გამიკეთებიაო.

biggrin.gif
QUOTE
მგონი მივაგენი ყურძნის ჯიშ ანანურას.

up.gif
sandroia
QUOTE
ხალხო
ეს თოვლი ხილის მოსავალზე რამე გავლენას იქონიებს?

თუ არ მოყინა, კიდევ არაა დაღუპული საქმე.
kaxaberski66
QUOTE
თუ ყვავილი გაიშალა სიკეთეს არ მოიტანს. მითუმეტეს თუ შეაყინა.

ჩვენთან ტყემლები და მაგ გვარის დიდი ნაწილი უკვე დაყვავილებულია. ახლა მსხალის ყვავილობის პიკია. ატამის გაშლილია, მაგრამ არ მოუყინავს და არაა გაფუჭებული კვირტები. რაღაც ნაწილს დააზიანებს, თუმცა - ცოტას, უმეტესობა გადარჩება.


Posted by: kaxaberski66 19 Mar 2020, 03:42
levani169
საიდან მოიტანე ეგ ვიდეო?
აუხსენი მაგ გოგოს რომ წვიმით ცხოვრება არ მთავრდება და როგორც კი მზე გამოვა, ფუტკრებიც განაახლებენ საქმიანობას.
ეგ გოგო უკვე იმხელაა რომ, წლევანდელი მოსავლის ფულით ალბათ მზითევი უნდა იყიდოს.
კარგია რომ ზოგიერთივით ფეხებზე არ კიდია ყველაფერი.
tavadze

ხო დამღლელია სოფელში შრომა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. განსაკუთრებით - გაკეთებულს რომ მოხედავ უკან.[/quote]
ეგ არის მთავარი მაგ ნაშრომში.
აგერ კობა იტყვის ხოლმე, ქალაქელები რომლებიც შაბათ-კვირა მოდიან უფრო მოვლილი კარმიდამო აქვთ, ვიდრე აქაურებსო.

Posted by: straight away 19 Mar 2020, 08:24
მაგ მოვლილ და არეულ ეზოზე ერთ ამბავს მოგიყვებით.
ერთი კაცი ცხოვრობდა სოფელში, თამაზი ერქვა. ორსართულიანი სახლი ჰქონდა დაწყებული, მაგრამ დასამთავრებელი. ეზოში ეწყო მასალები, რკინა-კავეულობა, ფიცარი, ბლოკი და ა.შ.
ორი ვილისი ჰყავდა. ერთი სულ დაშლილი იყო. მეორეს თუ რამე გაუფუჭდებოდა, ამას იმაზე გადააწყობდა და დადიოდა ცოტახანს. თუ კიდევ რამე გაუფუჭდებოდა - გადმოაწყობდა უკან და გადიოდა იოლას. ამ მანქანის ნაწილებიც, რა თქმა უნდა, ეზოში ეყარა.
სამხერხაო ჰქონდა ფიცრის. ხის მასალა, ნარჩენები, მორები სულ ეზოში ეწყო და ეყარა.
კიდევ უამრავი ნივთი და ხარა-ხურა.
დაიწყებდა ხოლმე ეს კაცი დალაგებას. არ ვიცი რა ინტერვალით, მაგრამ მაინც ცდილობდა დაელაგებინა.
დაიწყებდა, აიღებდა ვილისის ხიდს, ჰოო ეს დამჭირდება ამ დღეებშიო, დადებდა ისევ იქ, საიდანაც აიღებდა. მერე ფიცრებს დაადგებოდა თავზე, აიღებდა რამოდენიმეს, გადადწყობდა და მერე გაახსენდებოდა რომ ესენიც ორ-სამ დღეში უნდა დასჭირვებოდა. დააბრუნებდა თავის ადგილას.
მოკლედ მთელი დღე ალაგებდა ეზოს და საღამოს ზუსტად ისევ ისე იყო, როგორც დილით დაწყებისას, არეული.

ეს გახდა სოფლის ქალების ინსპირაცია ახალი წყევლისთვის: ისე აგერიოს ოჯახი, როგორც თამაზას ეზოა!

ეხლაც რომ ავივლი ხოლმე ამ კაცის ეზოსთან, სულ ვაკვირდები შეიცვალა თუ არა რამე. ზოგიერთი რაღაც აღარ მხვდება თვალში. ეტყობა გადაყარა. სამაგიეროდ სხვა, ახალი ნივთები და დაუმთავრებელი შენობები შეემატა.

მამაჩემი მიყვებოდა, გერმანიიდან საფრანგეთში გადადიოდა მანქანით და გერმანიის ტერიტორიაზე სოფლებში სულ დაწკრიალებული იყო ყველაფერიო, შეშა შტაბელებად ელაგაო. გადავედი თუ არა საფრანგეთში, უკვე იგრძნობოდა რომ სხვა ქვეყანაში ვიყავიო, არცერთ ეზოში შეშა დალაგებული არ შემხვედრია, მიყრილ-მოყრილი ქონდათო.
აი ეგ არის ეროვნული ხასიათის შტრიხები smile.gif

Posted by: kaxaberski66 19 Mar 2020, 09:31
straight away
ძველი და თითქოს უსარგებლო ნივთების მილაგებისას, მეც გავიჭედები ხოლმე თამაზას ნაირ სიტუაციებში.
რაღაცას რომ დავუპირებ გადაგდებას, მერე გავიფიქრებ, იქნებ მომავალში რამეში გამოდგეს. მე თუ არა მეზობელს მაინც გამოადგეს და ისევ დავდებ ხოლმე უკანვე.
შარშან ეზო რომ გავაკეთე, უამრავი რამ დარჩა წვრილმანი და მონაჭერი.
ფიცარი, მილი, კუთხე, პენოპლასტი, მეტალოკრამიტი, და რა ვიცი კიდევ რა. ძველი და დაგრეხილი ლურსმანიც კი ჩავყარე ერთ ყუთში და შევინახე.
QUOTE
აი ეგ არის ეროვნული ხასიათის შტრიხები

მართალია. აი ძალიან მსიამოვნებს ზევით რომ დავდე იუთუბიდან ვიდეო, მასეთების ცქერა და ვუყურებ ძალიან ხშირად.
შვეიცარიის, ავსტრიის და გერმანიის ხალხი თითქოს ერთნი არიან, ისე არიან მოწესრიგებულები.

Posted by: JOKONDA 19 Mar 2020, 12:37
მეგობრებო, ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. ვინც იცის რომელი კულტურა როდის ითესება/ირგვება, იქნებ დამეხმაროთ და დაწეროთ, მაგალითად, როდის ითესება კომბოსტო, პომიდორი და ა.შ. წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: straight away 19 Mar 2020, 13:11
JOKONDA
მადლობა, მეც გისურვებთ ჯანმრთელობას. არის ერთი კარგი საიტი
agrokavkaz.ge
გადახედეთ, რომელი კულტურაც გაინტერესებთ, დეტალურად არის აღწერილი.

Posted by: JOKONDA 19 Mar 2020, 13:12
straight away
მადლობა, კარგი საიტია !

Posted by: straight away 19 Mar 2020, 13:38
კახაბერ შენ რომ ვიდეო დადე, პირველივე კადრებში ჩანს ბრიელმაიერის სათიბი.
https://www.youtube.com/watch?v=EqAZe2Id1rU&list=PLMQ_GVF41X9eeFFHLLTj7W0LDWXz7UGe4
სტუდენტობის დროს ვნახე ეს სათიბი პირველად. 2002-03 წლები იყო. გადავწყვიტე ჩემი ტანჯული ხალხისთვის ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა შრომა და მივწერე ამ კომპანიას. დავინტერესდით საქართველოში და იქნებ ტექნიკური და ფინანსური დეტალები მოგვაწოდოთ მეთქი.
გაუხარდათ, საქართველოში არ გვაქვს წარმომადგენლობა და დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთო. ყველაფერს გამოგიგზავნით და თუ ასეთი მზაობა გაქვთ ოფისსაც გავხსნითო თბილისში.
გამომიგზავნეს ბროშურა. გადავხედე ტექ, მახასიათებლებს და ფასებს.
ჯერ კიდევ მაშინ ქონდათ სერიოზული ტექ. მონაცემები. დააპროგრამებ, გაიაროს 100 მეტრი, მობრუნდეს, გამოვიდეს უკან და ეს მოძრაობა შეასრულოს მაგ. 10 ჯერ. შენ წამოწვები ჩრდილში და ეს აკეთებს თავის საქმეს. პირები აქვს 6,4,2 მეტრიანი.
ოღონდ ფასები....
ღირებულება სრული კომპლექტაციის - 35 000 ევრო. თუ კომპიუტერი გაფუჭდა და არ კეთდება, ახალი ღირდა 5 400 ევრო.
ამ დროს 3 ოთახიანი სახლი ვიყიდეთ 3000 დოლარად.
ანუ 12 სახლის ფასი ქონდა. ეგ რომ პაპაჩემისთვის მეთქვა ცელის ტარით მცემდა. დარჩა ოცნება ოცნებად.

Posted by: levani169 19 Mar 2020, 14:20
straight away
QUOTE
ღირებულება სრული კომპლექტაციის - 35 000 ევრო.

ხოდა ეგაა საკითხავი,რას აწარმოებენ ესეთს ამხელა ფასის ტექნიკის შეძენა რომ შეუძლიათ...განა რაღირს და რამდენს წველიან რძეს?
დიდი ეჭვი მაქვს რომ სუბსიდირებულია ეგ ყველა ტექნიკა-დანადგარი,ისევე როგორც 150 000 დოლარიანი ტრაქტორი რომელიც ვერასდროს ვერ იმუშავებს ამდენი ღირებულების საქმეს,სახნავს თუ სათიბს.
ესაა ჩემი კომენტარი.
QUOTE
ანუ 12 სახლის ფასი ქონდა. ეგ რომ პაპაჩემისთვის მეთქვა ცელის ტარით მცემდა

არც გაემტყუნებოდა ......... კარგი ცელი რა ჯდება თუ იცით ვინმემ?

Posted by: straight away 19 Mar 2020, 15:13
levani169
სახელმწიფო სუბსიდირებას უკეთებს კი. მცირე რაოდენობის ხალხი უნდა იყოს სოფლის მეურნეობაში, ჰქონდეს სუპერთანამედროვე ტექნიკა და დაფინანსება, აწარმოოს მთლიანი ქვეყნის მარაგი.
კარგი ცელი 35 ლარი ღირდა. ადრე (20 წლის წინ) ირანული ცელი იყო მოდაში, გველი ეხატა, თუ დრაკონი, გინდა მაგ ცელით გევლო მინდორში და გინდა ლამბორგინით ქალაქში

Posted by: levani169 19 Mar 2020, 15:33
straight away
QUOTE
კარგი ცელი 35 ლარი ღირდა. ადრე (20 წლის წინ)

QUOTE
გინდა მაგ ცელით გევლო მინდორში და გინდა ლამბორგინით ქალაქში

გაგიმარჯოს,20 წლის წინ მუშა დღიურად 5 ლარი ღირდა (თავად მიმუშავია),ეხლა 35 ლარი ღირს და 7-ჯერ 35 კი არის 245 ლარი .......... რაღა აკლია ლამბორგინს?!

Posted by: straight away 19 Mar 2020, 16:58
არც არაფერი smile.gif
ლამბორგინი ჯობს თუ ცელი ?

Posted by: levani169 19 Mar 2020, 17:26
straight away
QUOTE
ლამბორგინი ჯობს თუ ცელი ?

ეგ აღარ უნდა გეკითხა ....... ლამბორგინი რა კორონად გვინდა,რა თქმა უნდა ცელი!

Posted by: kaxaberski66 19 Mar 2020, 20:40
straight away
QUOTE
სტუდენტობის დროს ვნახე ეს სათიბი პირველად. 2002-03 წლები იყო.

კობა მე ეგ ბრიელმაიერის სათიბი იუთუბში ვნახე შენზე მოგვიანებით. 2006-07 წლებში.
რომ ვნახე, პირი დავაღე ასეთი სიგანის შიპებიანი ბორბლების ნახვისას, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დახრილობის ფერდობზე იმუშაოს.
რა თქმა უნდა უკან კაცი მისდევდა მაგრამ, ერთი ხელის ორი თითით მართავდა. ცელის სიგანს ისე სცვლიდნენ როგორც რელიეფი ითხოვდა.
თიბვის გარდა ამქუჩებელიც აქვს და კიდევ ბევრი რამეც.
მაშინ ჩემი ძმა აქტიური ფერმერი იყო და ამბობდა ამისთანა ტექნიკა სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს და ჩემნაირ ფერმერებს გრძელვადიანი კრედიტით უნდა დაურიგოსო. მე ამას ჩემით ვერ ვიყიდი და ვერც სხვაო.
ეგ ბრიელმაიერი მაშინ რა ფასიც ღირდა, დაახლოებით დღესაც იმდენივე ღირს.
levani169
QUOTE

დიდი ეჭვი მაქვს რომ სუბსიდირებულია ეგ ყველა ტექნიკა-დანადგარი,ისევე როგორც 150 000 დოლარიანი ტრაქტორი რომელიც ვერასდროს ვერ იმუშავებს ამდენი ღირებულების საქმეს,სახნავს თუ სათიბს.

შენი ეჭვი გამართლებულია. ავსტრიაში სოფლის მეურნეობის ყველა დარგი სუბსიდირდება.
რატომ? იმიტომ რომ ჰქონდეთ თვითკმარი სოფლის მეურნეობა და კორონები და მისთანები რომ შეუტევენ, დაკეტონ ქვეყანა და იკვებონ თავიანთი საკვებით.
ვიტყვი მესაქონლეობაში მერძევეობის მიმართულებით როგორ სუბსიდირდება.
აბსოლუტურად აღწერილია ყველა ფური თუ მოზარდი და ერთ სახელმწიფო რეესტრში არიან რეგისტრირებულები.
ყოველ ფერმერს მონაწველ და განაყიდ ლიტრ რძეზე, რძის დადგენილი ფასის (რომელიც თითქმის უცვლელია) 30% უხდის სახელმწიფო. 70% შემსყიდველი.
ეხლა ამ ფერმერს არანაირი ინტერესი არ აქვს რომ დამალოს წველადობის რაოდენობა. პირიქით რაც მეტს მოწველის, მით მეტი აქვს შემოსავალი.
იმისთვის რომ ბევრი მოწველოს უნდა ჰყავდეს მაღალი ხარისხის საქონელი. ის ცუდ ძროხას არ გაიჩერებს.
საქონელს ანაყოფიერებენ მაღალი ხარისხის ბუღის სპერმით და ყოველი ახალი თაობა, წინა თაობაზე უკეთესი მეწველი გამოდის.
საქონლის წლიური ლაქტაცია შეადგენს 8000-9000 ლიტრს.
რაც მთავარია კიდევ ჯიშებს შორის შერევა და გადაჯიშ-გადმოჯიშება არ ხდება. ამ მხრივაც კონტროლდება.
აი ასე არის სახელმწიფოსგან დახმარება სოფ. მეურნეობის ყველა დარგში და უხარისხო პროდუქცია თეორიულადაც კი არ აქვთ.
* * *

Brielmaier Breitspurmäher TYP 27PS G
(Premium GOLD Händler)
Dieser Motormäher ist in einem allgemein sehr guten Zustand und ist mit einem neuen Mähwerk 2,60 m und...
Baujahr: 2004Betriebsstunden: 550PS: 27Breite: 260
EUR 18.900
inkl. MwSt./Verm
* * *
https://www.landwirt.com/search.html?q=brielmaier&page=1&index=usedmachines%2Cclassifieds
აი ამ საიტზე სოფლის მეურნეობის ტექნიკა იყიდება და ასევე ცხოველებიც და კიდევ ბევრი რამე.

Posted by: straight away 20 Mar 2020, 07:47
QUOTE
Dieser Motormäher ist in einem allgemein sehr guten Zustand und ist mit einem neuen Mähwerk 2,60 m und...

როგორც ჩანს მეორადია და კარგ მდგომარეობაშიაო. ამიტომ ღირს 18.900 ევრო.
თუ გინდა ახლის ფასს გავიგებ. კორონა რომ გადაივლის მივმართოთ მთავრობას დაფინანსებაზე smile.gif

Posted by: kaxaberski66 20 Mar 2020, 09:39
straight away
QUOTE
როგორც ჩანს მეორადია

კი. მეორადებია. 12000ც ღირს. რა უჭირს, იყოს მეორადი.
QUOTE
მივმართოთ მთავრობას დაფინანსებაზე

მერე? დაგაფინანსებს?
ზემოთ საიტი რომ დავდე იყიდება მეორადი ტექნიკა მაგრამ ჩვენი მეურნეებისთვის ეგეც ძალიან ძვირია.
თუმცა მაგათი მეორადი 1000ჯერ აჯობებს ჩინეთის ახალს.

Posted by: grou 20 Mar 2020, 12:21
kaxaberski66
QUOTE
კი. მეორადებია. 12000ც ღირს. რა უჭირს, იყოს მეორადი.

მეორად ტექნიკას სამწუხაროდ არ აფინანსებენ (რაც სისულელეა ჩემი აზრით. ეგ მეორადი სჯობს ნებისმიერ ახალ ჩინურ ნაწარმს.) არცერთ თანადაფინანსების პროგრამაში. ტრქტორი რომ ტრქტორია, იმასაც კი არ აფინანსებენ მეორადს (ესეც დიდი სუსულელეა).

Posted by: kaxaberski66 20 Mar 2020, 13:40
grou
ჩინურს კი ნამდვილად ჯობია მაგრამ, რა ვიცი, ვიღაც რომ აფინანსებს და მეორადი დააფინანსოს შანსი არსებობს ალბათ მწყობრიდან გამოსვლის და შეკეთების ფულსაც ხომ არ გამოჰყოფს?

Posted by: straight away 21 Mar 2020, 07:51
მე მაქვს 1 ჰა მიწა. მაქსიმუმ 3 დღე მჭირდება რომ გავთიბო. ამ 3 დღისთვის ათასების გადახდა ტექნიკაში იქნება ყველაზე დიდი სისულელე რაც კი ოდესმე გამიკეთებია. მითუმეტეს ვფიქრობ რომ თიბვა (3 დღე) ვარჯიშია.
სულ სხვანაირად ვფიქრობ კუბოტას ტრაქტორზე. აუცილებლად ვიყიდი, მეორადს. ის იქნება მარჯვენა ხელი. სხვა დანარჩენი ტექნიკა ჯერ არ მაქვს გეგმაში.

Posted by: kaxaberski66 21 Mar 2020, 11:01
straight away
მე ერთ ჰექტრის გათიბვას 10 დღე მაინც მოვუნდები. ამიტომ ბრილმაიერი მე დამითმე. შენ კუბოტა იყიდე.

Posted by: iGreen 21 Mar 2020, 11:15
straight away
QUOTE
60 კვ.მ. (10 - 6 -ზე), პროექტი არ ჭირდება. ნებართვას მარტივად იძლევიან. მეტი არც მჭირდება. 1 სართული. წინ აივნით.
ესეთი უნდა გამოვიდეს

ქვები სად უნდა იშოვო? მგონი შიდა ქართლშია ასეთი ქვები და იქიდან მოტანა ძალიან ძვირი არ დაგიჯდება?

ანანურას რაც შეეხება, გიორგი ბარისაშვილს აუტანია ამ დღეებში ანანურში 110 ძირი. თუ გაქვს ფეისბუქი იქნებ მიწერო, ძალიან ჯიგრიანი კაცია თუ შეხლებს აუცილებლად დაგეხმარება.

user posted image

tavadze
QUOTE
ხო დამღლელია სოფელში შრომა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა. განსაკუთრებით - გაკეთებულს რომ მოხედავ უკან.

ეგ დიდი უპირატესობა აქვს საოფისე სამსახურებთან შედარებით. შრომობ და გიხარია შედეგს რომ ხედავ. ოფისში კომპიუტერის კლავიატურაზე აჭყაპუნებ ხელს და კვირები, თვეები და წლები ისე გადის, არაფერი იცვლება.
* * *
kaxaberski66
QUOTE
მართალია. აი ძალიან მსიამოვნებს ზევით რომ დავდე იუთუბიდან ვიდეო, მასეთების ცქერა და ვუყურებ ძალიან ხშირად.
შვეიცარიის, ავსტრიის და გერმანიის ხალხი თითქოს ერთნი არიან, ისე არიან მოწესრიგებულები.

ვიცი შენი დადებული ვიდეო, ეგ სერიები სულ ნაყურები მაქვს smile.gif მთის გლეხის ჯილდო ქვია, ანუ იმ გლეხებს აჯილდოვებენ, რომლებიც მძიმე შრომის მიუხედავად არ ტოვებენ მთას და ტრადიციულ მეურნეობებს. ეჰ, მაგათ რო სახწლმწიფოსგან ხელშეწყობა აქვთ... sad.gif
* * *
levani169
QUOTE
ხოდა ეგაა საკითხავი,რას აწარმოებენ ესეთს ამხელა ფასის ტექნიკის შეძენა რომ შეუძლიათ...განა რაღირს და რამდენს წველიან რძეს?
დიდი ეჭვი მაქვს რომ სუბსიდირებულია ეგ ყველა ტექნიკა-დანადგარი,ისევე როგორც 150 000 დოლარიანი ტრაქტორი რომელიც ვერასდროს ვერ იმუშავებს ამდენი ღირებულების საქმეს,სახნავს თუ სათიბს.
ესაა ჩემი კომენტარი.

კრედიტით ყიდულობენ ლევან, თითო გლეხს ასობითჰექტარი აქვს და ფარავს მაგ კრედიტებს თავისუფლად (მაღალ მთიან რეგიონებში არა ოღონდ, მანდ ამხელა მიწები არ აქვთ, მარა არ მაგ ფადიანი ტრაქტორები ჰყავთ). კრედიტებს კიდე იაფად ღებულობენ, გერმანიაში მინიმუმ 2 ბანკი ვიცი, რომელიც მხოლოდ რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მუშაობენ, ერთს მასევე ჰქვია, სოფლის მეურნეობის ბანკი. კახაბერის დადებულ ვიდეოებში, სიუჟეტის ბევრი გმირი პარალელურად სამთო-სათხილამურო კურორტებზე მუშაობენ ზამთრის სეზონზე, როცა სოფელში იმდენი საქმე არ აქვთ. ზოგს სასტუმრო ან საკვებიობიექტი აქვს მოწყობილი და მთაში მოსიარულე ტურისტებს იღებენ. ზაფხულში დახმარებითაც ნათესავები/ოჯახის წევრები და აგროტურისტები ეხმარებიან.
შვეიცარიაში განსაკუთრებით პროდუქტზე იმხელა ფასებია თავისუფლად ინახავენ თავებს და ტექნიკასაც აფინანსებენ. ხო არ გგონია დიდი რაოდენობით შეგატანინებენ გერმანიიდან, სადაც გაცილებით იაფია პროდუქტი. თავიანთ გლეხს "კბილებით" იცავენ დემპინგური ფასებისგან.

Posted by: straight away 21 Mar 2020, 15:29
iGreen
ოქრო კაცი ხარ!
2 დღის წინ დავურეკე. ნატახტრის სანერგედან წაუღია. დავრეკე იქ და რამოდენიმე ნერგიღა გვაქვსო. შევანახინე და ზეგ წავიღებ და გადავრგავ.
ქვა ანანურშიცაა. ოღონდ ფერადი, მწვანე, წითელი. ბეჟი ფერის ნიჩბისის ქვაა.

Posted by: levani169 21 Mar 2020, 21:16
ამ ეპიდემიის გამო,სოფ მეურნეობაში დასაქმებულ მწარმოებლებსაც დაგვერხევა ხო?
ბაზრები და ვაჭრობა თუ მეისპო,სადღა გავყიდოთ პროდუქცია!

Posted by: straight away 21 Mar 2020, 23:01
levani169
პირიქით, უფრო დაფასდება. ადამიანს საკვების გარეშე არ შეუძლია არსებობა. შეიძლება ტელევიზორის გარეშე ან ტელეფონის გარეშე გავძლოთ, მაგრამ საკვების გარეშე ვერა

Posted by: iGreen 21 Mar 2020, 23:21
straight away
QUOTE
2 დღის წინ დავურეკე. ნატახტრის სანერგედან წაუღია. დავრეკე იქ და რამოდენიმე ნერგიღა გვაქვსო. შევანახინე და ზეგ წავიღებ და გადავრგავ.

მშვენიერია, წარმატებები! smile.gif

levani169
QUOTE
ამ ეპიდემიის გამო,სოფ მეურნეობაში დასაქმებულ მწარმოებლებსაც დაგვერხევა ხო?
ბაზრები და ვაჭრობა თუ მეისპო,სადღა გავყიდოთ პროდუქცია!

თუ თავში ტვინი აქვთ, მეც ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა. ხშირად მსმენია ვითომ ეკონომისტებისგან თუ თურქული პროდუქტი იაფია იმათგან ვიყიდოთ და ჩვენ სხვა რამეზე ვკონცენტრირდეთო. ამ კრიზისმა ერთი რამე ყველაზე მეტად დაგვანახა, არსებობისთვის აუცილებელი რაც არის უნდა აწარმოოს ქვეყანამ თვითონ! გერმანია ექსპორტით გამდიდრდა, მათ შორის იტალიაშიც . იტალიას რომ ვირუსმა შეუტია და სასუნთქი აპარატები, პირბადეები და სხვა იმ სიტუაციაში მნიშვნელოვანი პროდუქტები აღარ ჰქონდათ, გერმანიამ და სხვა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამაც იმის მაგივრად რომ დახმარებოდა იტალიას, ამ პროდუქტების ექსპორტი აკრძალს, ვაითუ ჩვენც დაგვჭირდეს და მერე აღარ გვქონდესო. ფაინანშალ თაიმსშიც დაიწერა მაგაწე კაი მოზრდილი სტატია https://www.ft.com/content/d3bc25ea-652c-11ea-b3f3-fe4680ea68b5?fbclid=IwAR0tJlmXRPOdAv9726bjY7ea_vIzBSAhPbHnu5e_4IEl-1gMlHvleOrUGfs

ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, რაც ასე მოხშირდა, მსოფლიოში საკვების რაოდენობა რომ შემცირდეს ერთ წელს, მადევე მოიქცევიან და ექსპორტს აკრძალავენ. ვიდგეთ მერე და ვლოკოთ თითები.

Posted by: bestjest 21 Mar 2020, 23:25
ჩემი აზრით სოფელში ვინც გადადიის საცხოვრებლად დანაზოგით და დიდი შრომისუნარიანი იდეით გამოიყვანს რასაც დაისახავს მიზნად.

მაგალითად:

ნამჯის სახლი სოფელში https://www.youtube.com/watch?v=PSiJodOO0fs


ეს ახლა ვნახე https://www.youtube.com/watch?v=EKTvBAJTn8c
და კიდე https://www.youtube.com/watch?v=ut9e6oV8lI8

უამრავი მაგალითია ასევე... მთავარია იცოდეს ადამიანმა რისი გაკეთება უნდა

Posted by: kaxaberski66 21 Mar 2020, 23:54
მაგალითად, ვაწარმოებთ ქართულ ყველს ნატურალური ძროხის რძისგან და რაც მოთხოვნილებაა ვერ ვაკმაყოფილებთ. იმიტომ რომ იმდენი რძე არ არის რაც მოთხოვნილება არის.

Posted by: levani169 22 Mar 2020, 00:22
bestjest
QUOTE
ჩემი აზრით სოფელში ვინც გადადიის საცხოვრებლად დანაზოგით და დიდი შრომისუნარიანი იდეით გამოიყვანს რასაც დაისახავს მიზნად.

მაგალითად:

ნამჯის სახლი სოფელში https://www.youtube.com/watch?v=PSiJodOO0fs


ეს ახლა ვნახე https://www.youtube.com/watch?v=EKTvBAJTn8c
და კიდე https://www.youtube.com/watch?v=ut9e6oV8lI8

უამრავი მაგალითია ასევე... მთავარია იცოდეს ადამიანმა რისი გაკეთება უნდა

მაგათ რომ უყურებ ჩემო მეგობარო,ფული მეშოკებით აქვთ წამოღებული მაგ სოფლებში და იმიტომ მოეწყვნენ გემრიელად ......... ფარა რომ არ გვაქვს და ფრთებდაჭრილი არწივებივით ვართ მაგას ვჩივით მთელი ეს თემა!

Posted by: mishajava 22 Mar 2020, 01:28
levani169
QUOTE
ამ ეპიდემიის გამო,სოფ მეურნეობაში დასაქმებულ მწარმოებლებსაც დაგვერხევა ხო?
ბაზრები და ვაჭრობა თუ მეისპო,სადღა გავყიდოთ პროდუქცია!

პროდუქცია თუ გაქვთ, მაგას რა ჯობია? აწი ფული აღარ იქნება კაი 2-3 თვე მაინც საჭირო smile.gif

Posted by: tavadze 22 Mar 2020, 01:54
iGreen
QUOTE
გიორგი ბარისაშვილს

მეამა ამ კაცის ნახვა - ჩემი ფრონტელი მეგობარი, კარავი.ჯიდან. love.gif love.gif უმაგრესი ადამიანია და კარგ საქმეებსაც აკეტებს.


Posted by: straight away 22 Mar 2020, 15:22
ნეტა ეს მათხოვოს ერთი დღით ვინმემ
https://www.youtube.com/watch?v=abdT4J7_DW0

Posted by: levani169 22 Mar 2020, 18:19
QUOTE (straight away @ 22 Mar 2020, 15:22 )
ნეტა ეს მათხოვოს ერთი დღით ვინმემ
https://www.youtube.com/watch?v=abdT4J7_DW0

ეხ,ჩვენ ესეთ რამეებზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია.

Posted by: straight away 22 Mar 2020, 19:19
მერე თუ გინდა 1 თვე კარანტინში ვიქნები.ისე ხვალ რომ წავიდე სოფელში, გზიდან ხომ არ მომხსნიან???
სახლიდან მარტო გავალ მანქანით, იქაც მარტო ვიქნები და ისევ მარტო დავბრუნდები. მგონი არ ვარღვევ წესებს....
ერთ 30 მეტრს კიდევ გავასუფთავებდი...

Posted by: levani169 22 Mar 2020, 19:29
straight away
QUOTE
ისე ხვალ რომ წავიდე სოფელში, გზიდან ხომ არ მომხსნიან???
სახლიდან მარტო გავალ მანქანით, იქაც მარტო ვიქნები და ისევ მარტო დავბრუნდები. მგონი არ ვარღვევ წესებს....

სადაც გინდა წადი ვერავინ ვერ დაგიშლის .......... 10-ად არ იქცე მხოლოდ და 9-ად უფლება გაქვს.

Posted by: kaxaberski66 23 Mar 2020, 00:26
iGreen
QUOTE

ვიცი შენი დადებული ვიდეო, ეგ სერიები სულ ნაყურები მაქვს  მთის გლეხის ჯილდო ქვია, ანუ იმ გლეხებს აჯილდოვებენ, რომლებიც მძიმე შრომის მიუხედავად არ ტოვებენ მთას და ტრადიციულ მეურნეობებს.

ეგ გეოსფილმის გადაღებულებია. შვეიცარიელების მთის გლეხები როგორც შენ ამბობ.
მე მაგათი ენა არ მესმის მაგრამ, არც პინქფლოიდის არ მესმის თუ რაზე მღერის, მაგრამ ხომ ძალიან კარგია და ვუსმენ.
ისეა ეგ ვიდეოებიჩ ჩემთვის.
უფრო მეტიც. ჩემთვის იავნანაა. წლების განმავლობაში ისე არ დავიძინებ მაგას რომ არ ვუყურო. მეც ყველა ნანახი მაქვს და თოთოეული ფილმა ათეულობითჯერ.
არის კიდევ NDრ ის ფილმები, მასეთივე სიუჟეტით. ისენიც არანაკლებ საინტერესო სანახავია.
tavadze
QUOTE

მეამა ამ კაცის ნახვა - ჩემი ფრონტელი მეგობარი, კარავი.ჯიდან.  უმაგრესი ადამიანია და კარგ საქმეებსაც აკეტებს.

კაცს ეტყობა რომ წესიერი ადამიანია.
* * *
straight away
QUOTE
ნეტა ეს მათხოვოს ერთი დღით ვინმემ

მართლაც კარგი და საჭირო რამეა.
შენ უკვე გასუფთავებული გექნება სანამ მაგას ითხოვებ.
* * *
აბა ესეც ნახეთ. აი მესმის ტექნიკა.
https://www.youtube.com/watch?v=jnVDCl84gU0

Posted by: iGreen 23 Mar 2020, 01:07
kaxaberski66
QUOTE
არის კიდევ NDრ ის ფილმები, მასეთივე სიუჟეტით. ისენიც არანაკლებ საინტერესო სანახავია.

ეგენიც ვიცი და დაფოლოვებული მაქვს იუთუბზე smile.gif ჩრდილო გერმანული ტელევიზიაა ნდრ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია აქვთ, მათ შორის სოფლის მეურნეობაზეც.

levani169
წინა გვერდზე რომ ვსაუბრობდით, დღეს უსაუბრია ეკონომიკის მინისტრს სოფლის მეურნეობა კიდე უფრო სწრაფად უნდა განვავითაროთო.
http://bfm.ge/%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%a1/

Posted by: kaxaberski66 23 Mar 2020, 11:17
შაბათს წავედი სოფელში და გუშინ ანუ კვირას საღამოთი დავბრუნდი.
ეზო გავასუფთავე ფოთლებისგან. ერთ ადგილზე დავყარე და შემოდგომისთვის მშვენიერი ჰუმუსი იქნება.
ყურძნის და კივის ხეივანი გავსხალი.
ვაზზე კვირტი იბერება. თუ სითბო დაიჭირა, ერთ კვირაში გამოიტანს.

Posted by: koba1973 23 Mar 2020, 11:21
რამდენი გიწერიათ ეტყობა კაი ხანია არ შემოვსულვარ.

kaxaberski66

QUOTE
აუხსენი მაგ გოგოს რომ წვიმით ცხოვრება არ მთავრდება და როგორც კი მზე გამოვა, ფუტკრებიც განაახლებენ საქმიანობას.


მარტო წვიმა რომ იყოს რა უჭირდა.
user posted image

user posted image

user posted image

19 მარტს გადაღებული სურათებია. სიღნაღის რაიონ სოფ ნუკრიანსა და ზემო მაღაროში.

Posted by: kaxaberski66 24 Mar 2020, 01:51
koba1973
QUOTE

19 მარტს გადაღებული სურათებია. სიღნაღის რაიონ სოფ ნუკრიანსა და ზემო მაღაროში.

კი ბატონო. ჯუგაანში ნუკრიაან- სიღნაღზე გადავლით ჩავედი და ჩრდილებში კიდევ იდო თოვლი.
კობა, ბოლო სურათზე მარცხენა ნაძვზე, კენწეროზე რამე ჩიტი ზის?
* * *
სადაც ეგ გოგო მოსთქვამდა, იქ წვიმა იყო.

Posted by: koba1973 24 Mar 2020, 07:41
kaxaberski66
არა ნაძვია მასეთი.

იმ გოგოს ვიდეო უფრო ცოტა ადრინდელია. ყოველ შემთხვევაში თოვლამდე მაქვს ნანახი.

Posted by: tavadze 25 Mar 2020, 00:43
ის უკვე ძირს დანარცხებული და დამარცხებულია - ამოსხლული, დაჭრილი და სახლში მოტანილი. bis.gif bis.gif მალე კორონაც ასე დაგვემარცხებინოს.
პ.ს. ამ ხიდან ჩამოვვარდი იანვარში, ე მაგ ტოტმა გადმომაგდო, ხეზე რომელიცაა გარჩენილი, მაგრამ ვიყარე ჯავრი ბოლომდე. biggrin.gif გვერდით რომ დიდი ტოტია, ისიც გადმოვჭერი და სხვა ხეებიც ზედ მივაყოლეთ მე და ჩემმა ძმამ.
ახლა მთავარია, კორონაც ასე დავამარცხოთ და ისევ გავშალოთ ფრთები.
user posted image

Posted by: straight away 25 Mar 2020, 18:50
tavadze
ეგ ხე რაღაც ნაყოფისმომცემს არ უნდა გავდეს, მგონი სულ მოსაცილებელია და რაღას წვალობდი ზევიდან ქვევით ჭრას, პირდაპირ დაბლიდან მოგეჭრა?!
და მეორე რჩევა: მე პირადად ხეებზე კარგად დავძვრები, მიუხედავად მძიმე წონისა, მაგრამ დაზღვევას ყოველთვის ვაკეთებ.
შემოდგომით როცა კაკლებს ვბერტყავ, აბვიაზკას ვიკეთებ და ისე ავდივარ. კარაბინით რომელიმე ტოტზე მივფიქსირდები და ვსიო ვიქნევ ხალას გემრიელად. აღარც ჩამოვარდნის მეშინია და აღარც გაფრენის smile.gif

რა კორონას პასუხია და ვიშოვე ანანურას ჯიშის ყურძნის ნერგები. მუხრანში ჰქონდა ერთ კარგ კაცს სანერგეში (გ. ბარისაშვილმა მიმასწავლა) 9 ცალი ნერგი დარჩენილი. სავარაუდოდ შემოდგომისკენ უნდა მქონდეს კიდევ, თუ შეკვეთა მექნებაო. ეს ჯიში ცალსქესიანი ყოფილა, ანუ დასამტვერად სხვა ყურძენი სჭირდება და თვითონვე შემირჩია შავყურძნიანი ჯიში - შავკაპიტო. მოკლედ ეს 15 ძირი მივრგე ეხლა.
user posted image
* * *
თოვლი ჩემთანაც იყო. ყინვა არ ყოფილა. როგორც ჩემმა პირადმა დაკვირვებამ დამარწმუნა, არაფერი გაუფუჭებია. მგონი მოუხდა კიდეც ნაგვიანევი თოვლი, ჯერ ერთი წყლის დოზა მიიღო მიწამ და მეორე - მცენარეებმა მიიღეს გაფრთხილება მიუხედავად რამოდენიმე დღიანი მაღალი სითბოსი, არ მოტყუებულიყვნენ და ადრე არ დაეწყოთ გაყვავება.

კორონამ და ზოგადად ვირუსოლოგიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ აუცილებელია ჩვენი საარსებო გარემოს დივერსიფიკაცია. არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული ქალაქს და საკვები პროდუქტების სხვისგან მოწოდებას. უნდა დავაჩქარო სახლის მშენებლობა და შემოდგომიდან უნდა გადავხნა მთელი ბაღები. ყამირი მიწაა, გაზაფხულზე გავაფხვიერებ და აუცილებლად დავთესავ თითქმის ყველა კულტურას.

ხოდა კიდევ გადავწყვიტე სოფლის შესასვლელთან დავაყენო ანანურის დედა. ერთ ხელში ფიალით (ანანურას ღვინით სავსე) და მეორეში კორონას ტესტერით.
სუფთაა - სუფთა ღვინო
დავირუსებულია - ფლაქვენვირი (თუ რაღაც ამდაგვარი ქვია წამალს) და ეკალ-ბარდების ჭრა.

Posted by: Grows 25 Mar 2020, 20:06
QUOTE
ხოდა კიდევ გადავწყვიტე სოფლის შესასვლელთან დავაყენო ანანურის დედა. ერთ ხელში ფიალით (ანანურას ღვინით სავსე) და მეორეში კორონას ტესტერით.
სუფთაა - სუფთა ღვინო
დავირუსებულია - ფლაქვენვირი (თუ რაღაც ამდაგვარი ქვია წამალს) და ეკალ-ბარდების ჭრა.

up.gif biggrin.gif

QUOTE
კორონამ და ზოგადად ვირუსოლოგიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ აუცილებელია ჩვენი საარსებო გარემოს დივერსიფიკაცია. არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული ქალაქს და საკვები პროდუქტების სხვისგან მოწოდებას.


გეთანხმები

QUOTE
უნდა დავაჩქარო სახლის მშენებლობა და შემოდგომიდან უნდა გადავხნა მთელი ბაღები. ყამირი მიწაა, გაზაფხულზე გავაფხვიერებ და აუცილებლად დავთესავ თითქმის ყველა კულტურას.



bis.gif

Posted by: kaxaberski66 25 Mar 2020, 21:03
tavadze
QUOTE
ის უკვე ძირს დანარცხებული და დამარცხებულია - ამოსხლული, დაჭრილი და სახლში მოტანილი.  მალე კორონაც ასე დაგვემარცხებინოს.
პ.ს. ამ ხიდან ჩამოვვარდი იანვარში, ე მაგ ტოტმა გადმომაგდო, ხეზე რომელიცაა გარჩენილი, მაგრამ ვიყარე ჯავრი ბოლომდე.  გვერდით რომ დიდი ტოტია, ისიც გადმოვჭერი და სხვა ხეებიც ზედ მივაყოლეთ მე და ჩემმა ძმამ.
ახლა მთავარია, კორონაც ასე დავამარცხოთ და ისევ გავშალოთ ფრთები.

მშვენიერია რომ დაამარცხე. კორონაც დაგვემარცხებინოს. კი ბატონო.
ირაკლი რომელი ჯიშის ხე იყო? რა მაღალი ყოფილა . ბედი გქონია ძმაო. მაინდან გარდმოვარდნილი კიდევ კარგა იოლად გამოხვედი.
თუ სწორედ დავთვალე,კიბე 12 საფეხურიანი ყოფილა. საფეხურებს შორის 40სამ მაინც ჩანს და კიბე გამოდის კარგი 5 მეტრი სიმაღლის.
ერთი მაგდენი კიდევ ზევით ყოფილა.
თუ კარგი ხილია, მეტრანახევარზე გადაჭერი და იქნებ ახალი ტოტი წამოიღოს და ის გაუშვი სანაყოფედ.
ერთი სიტყვით, გადარჩენის საკისრებელი გაქვს. თან მაგ ხის ქვეშ. biggrin.gif
ირაკლი წერილი რითაც დაიწყე
QUOTE
უკვე ძირს დანარცხებული და დამარცხებულია
მეგონა ძველ ბექა ღვინიაშვილზე წერდი. მერე ვუყურებ სოფლის მეურნეობაში ვართ.
biggrin.gif
straight away
გამარჯობა. როგორ ხარ? ვხედავ შემართებით ხარ და მიხარია.
QUOTE

რა კორონას პასუხია და ვიშოვე ანანურას ჯიშის ყურძნის ნერგები. მუხრანში ჰქონდა ერთ კარგ კაცს სანერგეში (გ. ბარისაშვილმა მიმასწავლა) 9 ცალი ნერგი დარჩენილი.

კარგი კაცის ხელიდან, კარგი ღვინოც გამოდის. ის იკითხე სამეზობლოს ასაკიან ხალხში, რამე განსაკუთრებული ყურადღება ხომ არ სჭირდება მაგ ჯიშს მოვლისას.

QUOTE

თოვლი ჩემთანაც იყო. ყინვა არ ყოფილა. როგორც ჩემმა პირადმა დაკვირვებამ დამარწმუნა, არაფერი გაუფუჭებია. მგონი მოუხდა კიდეც ნაგვიანევი თოვლი, ჯერ ერთი წყლის დოზა მიიღო მიწამ და მეორე - მცენარეებმა მიიღეს გაფრთხილება მიუხედავად რამოდენიმე დღიანი მაღალი სითბოსი, არ მოტყუებულიყვნენ და ადრე არ დაეწყოთ გაყვავება.

100% უბნობ. მასეა ნამდვილად.
QUOTE
ხოდა კიდევ გადავწყვიტე სოფლის შესასვლელთან დავაყენო ანანურის დედა. ერთ ხელში ფიალით (ანანურას ღვინით სავსე) და მეორეში კორონას ტესტერით.
სუფთაა - სუფთა ღვინო
დავირუსებულია - ფლაქვენვირი (თუ რაღაც ამდაგვარი ქვია წამალს) და ეკალ-ბარდების ჭრა

ესეც მშვენიერია, მაგრამ არ დაგაჯარიმონ. ლიბერასტებს მეტი კი არ უნდათ. ტრადიციული ყველაფერი მაგათ აღიზიანებთ.
biggrin.gif
ერთი ამ ვირიუსმა გადაიაროს და მერე გემრიელად ვიქეიფოთ. იმედია ირაკლი ვერ დაგვემალება.
ისეთი პირი უჩანს, აღდგომას ისევ შეშინებული იქნება ხალხი.

Posted by: straight away 25 Mar 2020, 22:33
kaxaberski66
გაუმარჯოს, რას ვიზავ?! სხვა ქვეყნიდან შემოპარულივით დავძვრები ჩუმად, არავის შევხვდე, არავინ მნახოს, არავინ გამაჩეროს, არავინ მისაყვედუროს რათ დადიხარ აქეთ-იქითო (მართლა არავის შევხვედრივარ 3 დღე. სანერგეში ის ჭიშკრის იქიდან იდგა, მე აქედან, 2 მეტრის დაშორებით).....
QUOTE
კარგი კაცის ხელიდან, კარგი ღვინოც გამოდის. ის იკითხე სამეზობლოს ასაკიან ხალხში, რამე განსაკუთრებული ყურადღება ხომ არ სჭირდება მაგ ჯიშს მოვლისას.

მაგ ჯიშის ყურძნის შესახებ მაგ სოფელში კაციშვილმა არ იცის არაფერი smile.gif ეხლა რომ ვეუბნები თურმე ასეთი ჯიში ყოფილა მეთქი, გაოცებულები იყურებიან.
მეც აგერ 2 კვირის წინ არ გავიგე აქ?!
შეწამვლა უნდა ჭრაქზე. ამინდის მიხედვით.
შავკაპიტო კიდე ძალიან ძვირფასი ღვინოა, კაი ფასიც ღირს. ,,ადე შახედე ქვეყანასო" - ნიაზი რომ მღერის... ავდგები და შევხედავ, თუ გაამართლა, კიდევ დავამატებ, თუ არადა სხვას ვცდი... ჩემი რა მიდის... ბოლოს ავდგები და მე თვითონ გამოვიყვან ისეთ ჯიშს იქაურ კლიმატს რომ მოერგოს smile.gif

ლიბერასტებისთვის სპეციალურად ძელქვის ხეებს დავრგავ, რომ დამსხვილდება, თავებს წავაჭრი, გავუთლი წვერებს და მოვიპატიჟებ smile.gif

Posted by: kaxaberski66 25 Mar 2020, 23:07
straight away
QUOTE
სხვა ქვეყნიდან შემოპარულივით დავძვრები ჩუმად, არავის შევხვდე, არავინ მნახოს, არავინ გამაჩეროს, არავინ მისაყვედუროს რათ დადიხარ აქეთ-იქითო (მართლა არავის შევხვედრივარ 3 დღე. სანერგეში ის ჭიშკრის იქიდან იდგა, მე აქედან, 2 მეტრის დაშორებით).....

დღეს ვიყავი წასული ჩემს საქმეზე ნინოწმინდაში(ბოგდანოვკაში).
ორასი კილომეტრია ნინოწმინდამდე და ისე გავიარე რომ, 20 მანქანა შემხვდა სულ გზაზე.
ადმიანი კიდევ, სოფლებში სახლის წინ გამოსულიც რამოდენიმე იყო. ყველას ეშინია როგორც ვატყობ. ნამეტნავად თან.
QUOTE
შავკაპიტო კიდე ძალიან ძვირფასი ღვინოა,

საინტერესოა როგორი გემოსია.
QUOTE
ადე შახედე ქვეყანასო" - ნიაზი რომ მღერის

ნიაზას სიმღერები ძალიან მიყვარს.
QUOTE
ლიბერასტებისთვის სპეციალურად ძელქვის ხეებს დავრგავ, რომ დამსხვილდება, თავებს წავაჭრი, გავუთლი წვერებს და მოვიპატიჟებ

ეს ენაკვიმატური გამოგივიდა.
მე მეგონა, აი კალაძემ რომ რაღაც გააკეთა გამოსაქანებელი, ის ყველას ეყოფოდა.

Posted by: Grows 25 Mar 2020, 23:08
რა ხდება ანანურისკე, ტემპერატურა როგორია?


Posted by: shuma89 25 Mar 2020, 23:22
ვაზის ნერგზე ის ზემოტყა ადგილი რატოა შეღებილი?? ნამყენის.ადგილია როგორც ვხვდები და რატოა ასე ვერ ამიხსნით?

Posted by: kaxaberski66 25 Mar 2020, 23:49
კიდევ მინდა დავდო ვიდეო შვეიცარიელი მთის მაცხოვრებლისა.
საოცრებაა ეს ქვეყანა როგორც მოვლილი და ნაპატრონები.
https://www.youtube.com/watch?v=-dhL0eXk7jg

Posted by: levani169 26 Mar 2020, 00:20
QUOTE (shuma89 @ 25 Mar 2020, 23:22 )
ვაზის ნერგზე ის ზემოტყა ადგილი რატოა შეღებილი?? ნამყენის.ადგილია როგორც ვხვდები და რატოა ასე ვერ ამიხსნით?

დაპარაფინებულია.....ჰერმეტიზაციისთვის,ჰაერის კლასტერმა რომ არ გამოაშროს.

Posted by: tavadze 26 Mar 2020, 00:43
straight away
QUOTE
tavadze
ეგ ხე რაღაც ნაყოფისმომცემს არ უნდა გავდეს, მგონი სულ მოსაცილებელია და რაღას წვალობდი ზევიდან ქვევით ჭრას, პირდაპირ დაბლიდან მოგეჭრა?!

არა, ნაყოფისმომცემი და ხეხილი არაა. ეგაა მურყანი, რომელსაც ჩვენსკენ თხემლას ეძახიან, ქვემო გურიაში (კონკრეტულად, ლანჩხუთში მაქვს მოსმენილი) - რცხმელას, ანაც, ლანჩხუთური დიალექტით - რცხმელაის.
პირველად რომ გავიგონე "რცხმელაი, რცხმელაი", მეგონა, რცხილაზე იყო საუბარი. biggrin.gif biggrin.gif
ეგ გვიდგას ადესა ყურძნის ასაშვებად, თუმცა ფართოფოთლოვანია და ცოტა არ იყოს, ჩრდილავს ყურძენს. აი, ბალი, ხურმა და მსგავსი წვრილფოთლოვანები ბევრად უკეთესია ყურძნისთვის (თუმცა თუთაც ფართოფოთლოვანია, მაგრამ კარგი ყურძენი იცის). ნუ, მაგას სპეციალურად არ ვრგავთ, მაგრამ თავად მრავლდება ძალიან სწრაფად და ბუნებრივად ისე გამოდის, რომ ეზოებში ყველაზე მეტი ეგ ხეა. მაგაზეც ყურძენია მიშვებული (თუმცა ხმება ბოლო წლებში - მასობრივი პრობლემაა ჩვენსკენ sad.gif ) და იმიტომ არ მოვჭერი, თორემ ვინ დამასწრებდა. ეზოში ბევრია მასეთი მაღალი ხეები. მივდექი და რასაც გავწვდი, სულ დავადაბლე.
პ.ს. დაზღვევა და კაი ცხოვრება სადაა... biggrin.gif თან ჩვენსკენ არც არავინ იყენებს მსგავს რამეებს.
QUOTE
რა კორონას პასუხია და ვიშოვე ანანურას ჯიშის ყურძნის ნერგები. მუხრანში ჰქონდა ერთ კარგ კაცს სანერგეში (გ. ბარისაშვილმა მიმასწავლა) 9 ცალი ნერგი დარჩენილი. სავარაუდოდ შემოდგომისკენ უნდა მქონდეს კიდევ, თუ შეკვეთა მექნებაო. ეს ჯიში ცალსქესიანი ყოფილა, ანუ დასამტვერად სხვა ყურძენი სჭირდება და თვითონვე შემირჩია შავყურძნიანი ჯიში - შავკაპიტო. მოკლედ ეს 15 ძირი მივრგე ეხლა.

ღმერთმა გიმრავლოს და დაწურული ღვინო სუ ქეიფებში და კარგ ამბებში გაგეხარჯოს.
QUOTE
კორონამ და ზოგადად ვირუსოლოგიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ აუცილებელია ჩვენი საარსებო გარემოს დივერსიფიკაცია. არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული ქალაქს და საკვები პროდუქტების სხვისგან მოწოდებას.

მართალია!
kaxaberski66
QUOTE
ირაკლი რომელი ჯიშის ხე იყო? რა მაღალი ყოფილა .

ჯიშზე დავწერე უკვე და მაღალი მართლაცაა, თუმცა ზედა სოფელში მაგაზე ბევრად მაღალ ხეებზეა ყურძენი. მაგ კიბის უკან, თუ დააკვირდები, სამკუთხა მთა ჩანს - ორკე ანუ აგარაკი, სადაც ოდესღაც კოტეჯები ყოფილა და ხალხი თურმე დასასვენებლად დადიოდა. ეგ საკულტო მთაა - წმინდა გიორგი ეკლესია მდგარა და დიდი სალოცავიც ყოფილა. სამტრედიის, ვანის და ჩოხატაურის ახლო-მახლო სოფლების ხალხი თურმე ყოველ საკვირაო წირვაზე ხომ იკრიბებოდა, გიორგობას და ლანჩხუთ-ოზურგეთის ხალხიც ადიოდაო. მაგ მთის გადაღმა-გადმოღმა ჩემი საგვარეულო სოფელია - თხილაგანი, თუმცა ცალკე ადმინისტრაციული ერთეული არაა, ჩვენი სოფლის თემში შემოდიოდა (კიდევ რამდენიმე უბანია ეგეთი - ცალკეული სოფლები). აი, მაგ სოფელში აქვთ ის მაღალი ხეები, მაგრამ ახლა სადრაა ან ხალხი, ან - ის ყურძენი და მისი მომკრეფავი.

QUOTE
თუ სწორედ დავთვალე,კიბე 12 საფეხურიანი ყოფილა.

ცოტა მეტია. ორსარტულიანი სახლის სახურავზე ასასვლელად, ყველაზე მაღალი ჩალის ზვინის დასაყენებლად ან ყველაზე მაღალ ხეებზე ასასვლელად მაგ კიბეს ვიყენებთ. ხალხს არ სჯეროდა, რომ მართლა მაგ სიმაღლიდან ჩამოვვარდი, სანამ მაგ ტოტს არ ნახავდნენ. biggrin.gif
არადა, მაგ ხეს მასეთივე მაღალი წანაზარდი კიდევ რამდენიმე ჰქონდა - ერთი გვერდითაც ხომ ჩანს. მაგათზე ყველაზე ვარ ბოლომდე ამძვრალი ყურძნის საკრეფად. ერთხელ მეზობელი (საცოდავი, მალევე დაიღუპა ის - ახალგაზრდა კაცი) დამცინოდა, იქ რას ახვალ, ნუ აჩმახებო... მერე ასული რომ ვიყავი, მეზობლის ქალმა დამინახა და ის დამემოწმა, თორემ არ მიჯერებდა. biggrin.gif თუმცა თვითონაც შეხედა, ყურძენი რომ გაკრეფილი იყო და დაიჯერა, სხვა რა გზა ჰქონდა. biggrin.gif
ხეზე ასვლაზე გამახსენდა: მეზობელი გვყავდა (ისიც საკმაოდ ახალგაზრდა დაიღუპა - 56 წლისა), ხეზე დაძვრებოდა, სუფთა მაუგლი იყო - ხიდან ხეზე გადახტომა; ტოტზე დაკიდებით დაქანება და მეორე ტოტზე ან სულაც მეორე ხეზე გადასვლა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ასწლოვან ხეებს შემოხვევდა ხელს და კატასავით მიცოცავდა, ან ტოტს თუ შეახტებოდა, ტურნიკივით აიწეოდა ზედ.
ჩვენი სოფლის სამხრეთით სუფსის ხეობაა და სოფელი სურები - ყაჩაღთა საბუდარად ცნობილი ხეობა, ბახმაროს მტების მოსაზღვრე, მთელი გურიის ცნობილი ყაჩაღები რომ აფარებდნენ თავს. მანდვეა დიდვანიც - ნოე რამიშვილის სოფელი. იქით ტყეებში ბევრი კაკლებია - უზარმაზარი ხეები, თვალს რომ ვერ აუწვდენ. ეს დადიოდა დასაბერტყად - დილაადრიან გადიოდა სოფლიდან და საღამოს ბრუნდებოდა. ერთხელაც თურმე ადის ასე ადრე ხეზე, ჯერ კარგად გათენებულიც არაა, იმ ხეზე ყოფილა დათვი (ეგეც ეტანება კაკალს), რომელიც თურმე ჯერ გატრუნულია, მაგრამ ეს რო ავიდა შუამდე, მაშინ კი დაეშვა თურმე ბურტყუნ-ბურტყუნით ხის მეორე მხარეს. მაგრამ ამან, ვითომც არაფერი - დათვი წავიდა და გააგრძელა ისევ თავისი საქმე. biggrin.gif
QUOTE
კიდევ მინდა დავდო ვიდეო შვეიცარიელი მთის მაცხოვრებლისა.
საოცრებაა ეს ქვეყანა როგორც მოვლილი და ნაპატრონები.

შვეიცარიის არა და ავსტრიის ალპები კი მაქვს ნანახი. მართლაც როგორ სარკესავით ლაპლაპებს და ბზინავს იქაურობა, ისეა მოვლილი და დაწკრიალებული სოფლები.

Posted by: kaxaberski66 26 Mar 2020, 01:04
tavadze
QUOTE
ეგაა მურყანი, რომელსაც ჩვენსკენ თხემლას ეძახიან,

QUOTE
ეგ გვიდგას ადესა ყურძნის ასაშვებად

კინოებში რომ მინახია თქვენი რთველი, კარგ ლამაზ და ორიგინალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
QUOTE
უკან, თუ დააკვირდები, სამკუთხა მთა ჩანს - ორკე ანუ აგარაკი, სადაც ოდესღაც კოტეჯები ყოფილა და ხალხი თურმე დასასვენებლად დადიოდა.

კი. დავაკვირდი და ვნახე.
QUOTE
იმ ხეზე ყოფილა დათვი (ეგეც ეტანება კაკალს), რომელიც თურმე ჯერ გატრუნულია, მაგრამ ეს რო ავიდა შუამდე, მაშინ კი დაეშვა თურმე ბურტყუნ-ბურტყუნით ხის მეორე მხარეს.

ვააა. ბოდიში და ჩეიჯვა დათვმა?
QUOTE
შვეიცარიის არა და ავსტრიის ალპები კი მაქვს ნანახი. მართლაც როგორ სარკესავით ლაპლაპებს და ბზინავს იქაურობა, ისეა მოვლილი და დაწკრიალებული სოფლები.

მე არსად არ ვყოფილვარ მაგრამ, რასაც მაგ ჩანახატებიდან ვხედავ, შვეიცარია, ავსტრია და გერმანია ერთნაირი გამართული ქვეყნებია.
მაგათ შორის საზღვრები რომ მოშალო, ალბათ ვერც გაიგებ სად დამთავრდა ერთი ქვეყანა და სად დაიწყო მეორე.

Posted by: tavadze 26 Mar 2020, 01:29
kaxaberski66
QUOTE
ვააა. ბოდიში და ჩეიჯვა დათვმა?

ყოველთვის ცდილობს, გაერიდოს ადამიანს (ამბობენ, თუ კბილი არ სტკივაო). ამიტომ გასაქცევი უნდა დაუტოვო.
მაგავე სოფლიდან - დიდვანიდან ქალია გამოთხოვილი ჩვენთან, ისიც რამიშვილია გვარად და კაი კერკეტი ვინმეა. biggrin.gif საღამოს ძროხას რომ მოწველიდა, ყველას ამოიყვანდა, ოჯახს ავახშმებდა, გაირჭობდა წელზე სემორტყმულ ქამარში ნაჯახს, დაიბიჯებდა ჯოხს და მიდიოდა თავის სახლს, დედამისთან. არადა, დათვებიტ და ნადირით სავსე მთები ჰქონდა გადასავლელი. დილით ადგებოდა უთენია, წამოვიდოდა და საუზმობამდე სახლში იყო - ძროხის მოწველასაც ასწრებდა.
ერთხელაც თურმე მოდის დილაუთენია და იმ ნიგვზიანი ჭალის თავზე შემოუყვა აღმართს, როცა შქერებში გატყდა ფიჩხი. ამას უფიქრია, ალბათ, ვინმე ჩვენებურის ძროხა იქნებაო და იყურება იქით, თურმე 4-5 მეტრში გადმოვიდა ბილიკზე საშუალო ზომის დათვი. რამდენიმე წუთი თურმე ათვალიერებდნენ ერთმანეთს და ამ ქალმა, ჩემთვის ვამბობდი, ამან უნდა შემჭამოს, ამის წერა უნდა გავხდეო, დათვმა კი მომაფურთხა ერთი, შებრუნდა წავიდაო. biggrin.gif
ხომ არ გგონია, ეს უკან გაბრუნდა - გააგრძელა გზა და დილის 9 საათი არ იყო, სახლში რომ ჩამოვიდა. biggrin.gif

Posted by: straight away 26 Mar 2020, 03:46
shuma89
QUOTE
ვაზის ნერგზე ის ზემოტყა ადგილი რატოა შეღებილი?? ნამყენის.ადგილია როგორც ვხვდები და რატოა ასე ვერ ამიხსნით?

აგერ ლევანიმაც დაწერა უკვე, პარაფინია.
მე ცოტას დავამატებ - როგორც ამიხსნა ამ კაცმა სანერგეში, ამოიღებ ორმოს, ჩადებ ნერგს და მიაყრი მიწას მაგ პარაფინამდე. მერე დაასხავ წყალს, მორწყავ და მიწა თავისით იწევს დაბლა, ჯდება. მერე აყრი მიწას ისე რომ პარაფინიანად დაიფაროს ნერგი, ისე როგორც კარტოფილს შემოუყრიან ხოლმე. როცა კვირტებს გამოიტანს ეს მიწა უნდა შემოაცალო პარაფინამდე, თორემ შეიძლება ფესვი გაიკეთოს. გაიზრდება რამოდენიმე ნამხრევი და ერთს დატოვებ, რომელიც უფრო ძლიერი იქნება, მიაკრავ სარზე / ჭიგოზე ან სხვა მყარ საყრდენზე.
tavadze
QUOTE
ეგაა მურყანი, რომელსაც ჩვენსკენ თხემლას ეძახიან, ქვემო გურიაში (კონკრეტულად, ლანჩხუთში მაქვს მოსმენილი) - რცხმელას, ანაც, ლანჩხუთური დიალექტით - რცხმელაის.

ჩვენც მურყანს ვეძახით. მოგრძო, მატლივით ყვავილებს იკეთებს. სხვათაშორის ადრე ტოპონიმიკას რომ ვეცნობოდი, წინარე ქართული ენა ხომ საერთო იყო სვანურის, ლაზურის და ქართებისთვის, მოგვიანებით განცალკევდა ჯერ სვანური, მერე ლაზური (გაიყო ორად - მეგრული და ჭანური) და დარჩა ქართების ქართული, რომელმაც მოგვიანებით ინდოევროპულის გავლენა განიცადა. ხოდა ამ საერთო წინარე ქართულის სიტყვები საერთოა ყველა ამ დიალექტისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობის, მცენარეების, ცხოველების (მესაქონლეობის) აღმნიშვნელი სიტყვები. ერთ-ერთი მათგანია ,,ცხვიმრ" - თანამედროვე რცხილა. აქედანვე მოდის ადგილმდებარეობის დასახელება ,,ცხუმ", ანუ დღევანდელი სოხუმი. მართალია რცხილა და მურყანი განსხვავებული სახეობებია, მაგრამ ცხვიმრ და რცხმელ რაღაცით მაინც გავს ერთმანეთს smile.gif
ადესაზე ერთი კახური ანდაზაა - როგორც ვირი ნახირში, სიძე ნათესავებში, ისე ადესა ღვინოში არ ითვლებაო!
სუნი კი აქვს ,,მკვლელი", 50 მეტრში იგრძნობ არომატულ მაგიას. მაგრამ ყურძენი საღვინე არ არის, შედის ვიტის ლაბრუსკას ოჯახში. ამერიკელების შემოქმედებაა. და ფილოქსერას შემომტანი საქართველოში (ევროპაშიც).
რაც შეეხება ამ აბვიაზკას, ფუფუნება სულაც არ არის. იყიდება სპეციალური ქამრები, 25-30 ლარი ღირს. მუშებიც რომ კიდიან ხოლმე მშენებლობაზე ან შუშის მწმენდავები, ზუსტად ეგეთი, გაუკეთებ კარაბინს, მოაბავ თოკს და როცა მოექცევი კენწეროზე, მიაბი გვერდზე ტოტს, ან ცოტა დაბლა. შეიკარი ღვედი - დაიზღვიე ბედი. ავენისში ვართ შესაკრები, მოერიდეთ ყოველგვარ საშიშ მოქმედებას smile.gif
QUOTE
ღმერთმა გიმრავლოს და დაწურული ღვინო სუ ქეიფებში და კარგ ამბებში გაგეხარჯოს.

გაიხარე, შენც და აქ დამსწრე საზოგადოებასაც იგივეს ვუსურვებ!
ერთი ეგეთი ,,მამალი" ქალი ჩემს სოფელშიც იყო. პირადად რომ არ მენახა რას აკეთებდა, მოყოლილს არ დავიჯერებდი. არ ვიცი ბედი ჰქონდა, არ ვიცი გრძნეული იყოო (smile.gif), არ ვიცი ულოცავდა და ნადირს პირს უკრავდაა, მაგრამ სასწაულებს აკეთებდა. დღე - ღამე, ზამთარი - ზაფხული, ნადირი - ფრინველი სულ ეკიდა.

დათვს არასოდეს გადავყრივარ პირისპირ. მგელს - რამოდენიმეჯერ. ერთხელ მინდვრის თავში ვიჯექი, ვსადილობდი და თან მობალახე ძროხებს გადმოვცქეროდი ზემოდან. ვხედავ მგელი ამოვიდა ტყიდან და ერთ ძროხას თამაში დაუწყო, მიუხტება, ჩაიცუცქება წინათათებზე, კუდს უქიცინებს, მერე გადახტება გვერდზე. ეს ძროხაც გაექანება სარჩოლად, მაგრამ ის გვერდზე გაუხტება. ასე თამაშ - თამაშით ეს ჩათლახი მგელი ნელ-ნელა მიდის მინდვრის ბოლოში კლდიანი ნაპირისკენ. გაგებული მქონდა რომ ნახირიდან იმარტოვებს ერთ ძროხას და სადმე ფლატესთან მიტყუების შემდეგ ესხმის თავს, ბევრი რომ არ იწვალოს და ივაგლახოს.
მოკლედ ის თავის სტიქიაშია, იყენებს მონღოლების ჩვეულ სტრატეგიას (ზუსტად ისე, როგორც ჯებე და სუბუდაიმ ჩაგვიტარეს 1220 - ში) და მე ჩემ სტიქიაში, მაინტერესებს თუ გამართლდება ძველების ნათქვამი ძროხის კლდეზე გადაგდები შესახებ. არადა მართლდება. მერე კი წამოვხტი და დავიწყე ყვირილი და ჯოხის ქნევა, აბა მოვიდე მანდ შე ესეთო, შე ისეთო და smile.gif არ დამავიწყდება იმის რეაქცია, გაჩერდა, მიყურებს და იმის თვალებში ვკითხულობ ,,შენ ვინღა ოხერი ხარ, საიდან გამოტყვერი, რა გეგმა ჩამიფუშეო" და კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა რომ უკვე მოზრდილი ქვების სროლა დავიწყე. მერე კი იკადრა და გავარდა ტყისკენ. მეორედ უფრო ახლო კონტაქტი გვქონდა და მერე მოგიყვებით smile.gif

* * *
Grows
QUOTE
რა ხდება ანანურისკე, ტემპერატურა როგორია?

ღამე 3-6 გრადუსი და დღე 12-16 გრადუსია. სამუშაო ამინდია, არც ცხელა და არც ცივა smile.gif

Posted by: kaxaberski66 26 Mar 2020, 08:17
straight away
QUOTE
მეორედ უფრო ახლო კონტაქტი გვქონდა და მერე მოგიყვებით

ხო აბა სულ ერთად თუ მოყევი, თავი რით შევიქციოთ კორენავირიუსის დროს.

Posted by: Grows 26 Mar 2020, 13:55
QUOTE
ღამე 3-6 გრადუსი და დღე 12-16 გრადუსია. სამუშაო ამინდია, არც ცხელა და არც ცივა


უჰ აი დღეს არის უკვე გაზაფხულის სურნელი ჰაერში

QUOTE
ერთხელ მინდვრის თავში ვიჯექი, ვსადილობდი და თან მობალახე ძროხებს გადმოვცქეროდი ზემოდან


ეს ამბავი არ გამეგო. ჭკვიანი რამე ყოფილა ეს მგელი.

მელაზე უფრო მსხვილკალიბრიან მტაცებელს არ გადავყრივარ არასდროს. მელა ორჯერ ვნახე - ერთხელ ხადას ხეობაში, მდინარის პირას მიცუნცულებდა და ჩვენ დანახვაზე გრაციოზულად ისკუპა ჯერ მდინარის შუაში ლოდზე და მერე მდინარის მეორე მხარეს და ბუჩქებში გაუჩინარდა. მეორედ რუსთავის მინდვრებში. ველოსიპედით დავდიოდი მაშინ ბევრს და შემთხვევით წავაწყდი მიტოვებული ქარხნის პირას. ნაშიერები გადაჰყავდა ერთი ადგილიდან მეორეზე. კაი სანახავი იყო.

Posted by: levani169 26 Mar 2020, 23:15
QUOTE (tavadze @ 25 Mar 2020, 00:43 )
ის უკვე ძირს დანარცხებული და დამარცხებულია - ამოსხლული, დაჭრილი და სახლში მოტანილი. bis.gif bis.gif მალე კორონაც ასე დაგვემარცხებინოს.
პ.ს. ამ ხიდან ჩამოვვარდი იანვარში, ე მაგ ტოტმა გადმომაგდო, ხეზე რომელიცაა გარჩენილი, მაგრამ ვიყარე ჯავრი ბოლომდე. biggrin.gif გვერდით რომ დიდი ტოტია, ისიც გადმოვჭერი და სხვა ხეებიც ზედ მივაყოლეთ მე და ჩემმა ძმამ.
ახლა მთავარია, კორონაც ასე დავამარცხოთ და ისევ გავშალოთ ფრთები.
user posted image

https://palitranews.ge/video/qurdzeni-romelits-klavs-romeli-jishisgan-ar-gvircheven-ghvinis-damzadebas-romelmats-sheidzleba-adamianis-dabrmaveba-an-sikvdili-gamoitsvios?fbclid=IwAR0XA_Yu3qtShhtA6IuF_hxFgyjVbamAeX_v3A7C0Z0y_2GRuc5xpDX7rSY

ეე ბიჯო,ამ ადესის ღვინის გულისტვის იკლავდი თავს?!

"ყურძენი, რომელიც კლავს - რომელი ჯიშისგან არ გვირჩევენ ღვინის დამზადებას, რომელმაც შეიძლება ადამიანის დაბრმავება ან სიკვდილი გამოიწვიოს
09-10-2018

ყურძნისგან არაერთი პროდუქტი მიიღება, მათშორის ღვინო. მეღვინეობა საქართველოში პოპულარული კულტურაა, ღვინის დასაყენებლად სხვადასხვა ჯიშის ყურძენს გემოვნების და იმის მიხედვით არჩევენ, სად რომელი ჯიში უკეთ მოდის. იზაბელა, იგივე ადესა, მუქი ფერის არომატული ყურძნის ჯიშია, რომელიც დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ის უსაფრთხო და სასარგებლოა ყურძენია, თუმცა მისგან მომზადებული ღვინო შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. რადგან დაღვინების პროცესში მასში მეთილის სპირტი წარმოიქმნება.

სპირტი, ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება ფორმალდეჰიდად, წარმოადგენს შხამს, მცირე რაოდენობა იწვევს თავბრუსხვევას, გულისრევას, დიდი რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა ადამიანის დაბრმავება ან სიკვდილი გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია, თუ იზაბელას ყურძნად მიირთმევთ, ღვინოს კი სხვა ჯიშის ვაზისგან დაამზადებთ."

Posted by: la reine 26 Mar 2020, 23:38
ეს რა კარგი თემა ყოფილა
ზღაპარივით იკითხება თქვენი პოსტები

tavadze

იმ.ხიდან ჩამოვარდი?
რა მოიტეხე?



Posted by: kaxaberski66 27 Mar 2020, 00:18
tavadze
[quote]მაგავე სოფლიდან - დიდვანიდან ქალია გამოთხოვილი ჩვენთან, ისიც რამიშვილია გვარად და კაი კერკეტი ვინმეა. საღამოს ძროხას რომ მოწველიდა, ყველას ამოიყვანდა, ოჯახს ავახშმებდა, გაირჭობდა წელზე სემორტყმულ ქამარში ნაჯახს, დაიბიჯებდა ჯოხს და მიდიოდა თავის სახლს, დედამისთან. არადა, დათვებიტ და ნადირით სავსე მთები ჰქონდა გადასავლელი. დილით ადგებოდა უთენია, წამოვიდოდა და საუზმობამდე სახლში იყო - ძროხის მოწველასაც ასწრებდა.
ერთხელაც თურმე მოდის დილაუთენია და იმ ნიგვზიანი ჭალის თავზე შემოუყვა აღმართს, როცა შქერებში გატყდა ფიჩხი. ამას უფიქრია, ალბათ, ვინმე ჩვენებურის ძროხა იქნებაო და იყურება იქით, თურმე 4-5 მეტრში გადმოვიდა ბილიკზე საშუალო ზომის დათვი. რამდენიმე წუთი თურმე ათვალიერებდნენ ერთმანეთს და ამ ქალმა, ჩემთვის ვამბობდი, ამან უნდა შემჭამოს, ამის წერა უნდა გავხდეო, დათვმა კი მომაფურთხა ერთი, შებრუნდა წავიდაო.
ხომ არ გგონია, ეს უკან გაბრუნდა - გააგრძელა გზა და დილის 9 საათი არ იყო, სახლში რომ ჩამოვიდა.
ანა ბაჯივით ქალი ყოფილა. გეცოდინება დათვი როგორ მოკლა ხელდახელ შებმულმა ხანჯლით.
მგელზე მეც მოგიყვებით.
დაახლოებით 25 წლის წინ, როცა მოქმედი ფერმერი ვიყავი, საქონელი მყვანდა დედოფლისწყაროს ტერირტორიაზე(მაშინ წითელწყარო ერქვა).
ერთი ადგილია იქ . ჩაკრულოს კარგად ეცოდინება ეგ ადგილები. დიდი და ღრმა ხევია, ჩახრიელას ეძახიან. სწორედ ამ ხევის ბოლოზე მქონდა ფერმა.
ხევის მარცხენა მხარეს ჩემი სოფლის მიწები იყო, ხოლო მარჯვენა მხარეს სოფელ ოზაანის მიწები.
ფერმის წინ გზა ჩადიოდა და თავქვე იყო. გზის იქით კი ბუჩქოვან-ძეძვიანი ადგილი იყო საძოვარ მინდორში ამოყრილი.
ივლისის თვის საღამო იყო. მზე უკვე გორას მოეფარა მაგრამ კარგად ჩანდა, რადგან ჯერ არ შებინდებულიყო.
საქონელი ჯერ კიდევ საძოვარზე იყო. ფერმაში მარტო ვიყავი და რაღაცას ვფუსფუსებდი. ვემზადებოდი საძოვრიდან მოსული საქონლის დასახვედრად.
უცებ ძაღლებმა ყეფა ატეხეს. და ყველა ერთად გზის გასწვრივ და ძეძვიანისკენ მირბიან. კარგი ქოფაკები მყავდა.
გავიხედე და რას ვხედავ, ერთი ხვადი მგელი მოდის ბინისკენ(ბინას ეძახიან ფერმის ტერიტორიაზე გაშენებულ შენობების ტერიტორიას).
დომინანტი ხვადი ძაღლი ეგრევე ეტაკა მკერდით მგელს და დაიწყეს უკანა ფეხებზე შემდგრებმა ჩხუბი.
ამასობაში დანარჩენებიც წაეხმარნენ და მგელმა ზურგი აქციათ და გაიქცა, მაგრამ შორს არ წასულა. იქვე იმ ძეძვიანში შეძვრა.
ძაღლებიც იქვე ჩამოსხდნენ და ჰყარაულობენ.
მე უკვე თვალით ვეღარ ვხედავდი იქ კონკრეტულად რაც ხდებოდა, რადგან ბინიდან სულ ცოტა 150მეტრით მაინც იყო მოშორებული, მაგრამ ვხვდებოდი რომ მგელი ცდილობდა ძაღლების ბინიდან გატყუებას.
ძაღლები გამოცდილები იყვნენ. არ იყვნენ ახალგაზრდა ლეკვები და კარგად იცოდნენ რასაც აკეთებდა მგელი.
ბინიდან თუ გაიტყუებდა ძაღლებს, უეჭველი ჩასაფრებული მგელიც იქნებოდა, რომელიც ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე მობალახე ცხვრების ნოტოდან(ნოტო ჰქვია ცხვრის პატარა ფარას, რომელიც შესდგება დაახლოებით 50 ცხვრისგან) ერთს მაინც შეასხლეტავდა და წაიყვანდა.


Posted by: straight away 27 Mar 2020, 12:01
la reine
კეთილი იყოს თქვენი ფეხი smile.gif

kaxaberski66
ხო, მასეთი სტრატეგიები აქვთ. გეუბნებით ერთ-ერთი სამხედრო სტრატეგია სწორედ მაგათგანაა აღებული. თავს აჩვენებ ვიტომ გარბიხარ და სინამდვილეში იტყუებ მახეში. მერე იქ სხვა ჩასაფრებული ზურგიდან გირტყავს, ან ისევ თვითონ გივლის ზურგიდან. ან ერთი გაიტყუებს და მეორე სხვა ფლანგს დაარტყავს.
აი მეორე ისტორიაც: ისევ ტყეში ვარ, ისევ მარტო და ისევ ძროხები მყავს მინდორში. მთელი დღე წვიმდა და ერთ პატარა ქოხსი ვეფარებოდი. ხანდახან თუ გამოვიდოდი და საქონელს დავხედავდი. დანარჩენი კროსვორდებს ვავსებდი.
წვიმამ რომ გადაიღო გამოვედი და აღმოვაჩინე, რომ 10 სულამდე ეკლდა. სულ 45 უნდა ყოფილიყო. დავიწყე ძებნა და იმ მინდორში ვერ ვნახე. გადავწყვიტე მეორე მინდორში ჩასვლა. ჩასვლა იმიტომ, რომ დაახლ. 300 მეტრი დაღმართზე უნდა მევლო, ბილიკით. ეს ბილიკიც მთელი დღის გადაუღებელი წვიმის გამო სულ ტალახიანი იყო და საქონლის კვალიც კარგად აღარ ეტყობოდა. 2-3 საათის წინ და 1 დღის წინ ჩასული კვალის გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. ეს 300 მეტრიც არ იყო ისეთი მანძილი იქ ჩასვლა დამზარებოდა. ხოდა მივდივარ ამ ბილიკზე, სიფრთხილით რომ არ დავცურდე, ხელში ერთი ჯოხი მიწირავს, ჯიბეში დასაკეცი დანა და სულ ესაა ჩემი აღჭურვილობა. სადღაც შუა ადგილას, ერთი პატარა, ალბათ 10-12 კვ.მ. მინდორივით იყო, გარშემო ბუჩქებით გარშემორტყმული და მერე დიდი ხეები. ზუსტად ამ მინდვრის შესავლელთან ბალახზე ავცურდი და მოვჯექი ძირს. დავიწყე გინება, წამოვიწიე ასადგომად და რომ ავიხედე, მინდვრის მეორე შემოსასვლელთან 5 მეტრში მგელი დგას 2 ლეკვით. ოთხივე გავშეშდით. ვზივარ ამ ტალახში ვუყურებ დედალ მგელს თვალებში და ვფიქრობ რა გავაკეთო. ჯოხის სროლას აზრი არ ქონდა, შეიძლება ამ სროლით არაფერი ზიანი არ მიეღო და მერე მცემოდა. ხელი ისევ ამ დასაკეცი დანისკენ გავაპარე, ისღა იყო ჩემი იმედი. ეს მგლის ლეკვები თავიდან გაკვირვებული მიყურებდნენ, ალბათ პირველი ჰუმანოიდი ვიყავი, ვინც ასე ახლოს ან საერთოდ ნახეს. თან ცხვირებს პრიხავდნენ, სუნის ასაღებად. რომ ვიხსენებ ძალიან სასაცილოები იყვნენ, მაგრამ იმ მომენტში ძალიან საშიშებიც, რადგან მათი გულისთვის შეიძლება დედას თავდასხმაზეც ეფიქრა. ასე გავიდა დაძაბული 1 წუთი. მერე კი მგელმა მიიღო პირველი გადაწყვეტილება. შებრუნდა და ლეკვებიანად ქვემოთ დაეშვა. მე კიდევ 1 წუთი ვიჯექი იმ ტალახში და მერე გამოვფხილდი smile.gif იმ მინდორში მაინც ჩავედი. მართალია იქ ვერაფერი ვიპოვე და ისევ უკან ამოვედი, მაგრამ სულ ყვრილით და სტვენით ვიარე, მოულოდნელობების თავიდან ასარიდებლად smile.gif. 14 წლის ვიყავი მაგ დროს.

Posted by: levani169 27 Mar 2020, 13:35
QUOTE
საქონელი მყვანდა დედოფლისწყაროს ტერირტორიაზე(მაშინ წითელწყარო ერქვა).
ერთი ადგილია იქ

QUOTE
ისევ ტყეში ვარ, ისევ მარტო და ისევ ძროხები მყავს მინდორში.

kaxaberski66
straight away
რას დადიხართ ამ ტყე-ღრეებში, "დარჩით სახლში"! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Grows 27 Mar 2020, 13:56
ფასანაურში ვიყავი ტყეში ადრე, დასახლებიდან არც ისე შორს. ვერავინ ავიყოლიე და მარტო წავედი. ვიბოდიალე ნახევარი დღე მეჩხერ ტყეში და შუადღეგადასულზე უკან დავეშვი. მთის ფერდობზე ეშვება ბილიკი და მოვუყვები ამ ბილიკს. იქვე წყარო გამოდის და გავჩერდი დასალევად. რომ დავიხარე ასე 5 მეტრში თვალი მოვკარი რომ რაღაცამ გაიფრთხიალა. დავაკვირდი და ვერაფერი დავინახე. გავაგრძელე სმა და ვხედავ ისევ რაღაც მოძრაობს ფოთლებში მიწაზე. რაც შემეძლო სწრაფად გავიქეცი იქით და თავზე წავადექი უცნაური შეფერილობის (მოყავისფრო-მოყვითალო) ჩიტს. იჯდა და არ იძვროდა ადგილიდან. პერიოდულად შეიფრთხიალებდა და ეგ იყო. ვიფიქრე რამე უჭირს, დავიჭერ და შევათვალიერებ დაზიანება ხომ არაფერი აქვსთქო.

მოვიმარჯვე ქუდი და დავაფარე თავზე ამ ჩიტს. არც განძრეულა. ოდნავ გაიფრთხიალა ისევ. მოკლედ დავაფარე თუ არა, შევყავი ხელი რომ გამომეყვანა ჩიტი, მაგრამ ნურასუკაცრავად biggrin.gif ქუდში არც ჩიტი იყო და არც გვრიტი. ავწიე, მივიხედ-მოვიხედე, ბუჩქებში დავძებნე მაგრამ ვერსად ვიპოვე. თან მანამდე თუ ტყეში ოდნავ სიო იყო და ფოთლები შრიალებდნენ, უცბად სრული სიჩუმე ჩამოწვა.

მოკლედ ვეძებ და თან უკვე ეჭვი მეპარება საკუთარ თავში - საერთოდ იყო კი ჩიტი? იქნებ სულაც მომელანდა... დაახლოებით 10 წუთი დავყავი იმ ადგილას კიდევ, იქნებ ფრთხიალის ხმა კიდევ გავიგო - თუ სადმე გაძრომა მოასწროთქო, მაგრამ არაფერი. ბოლოს ავიკრიფე და დავეშვი სახლისკენ ცოტა გაუგებრობაში მყოფი biggrin.gif

ახლაც არ ვიცი სად გაქრა ან იყო თუ არა საერთოდ biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 27 Mar 2020, 18:34
ერთხელ ჩემი ძმა ზაფხულის ერთ ღამეს, იმ ფერმიდან ზევით რომ მოვიხსენიე, წავიდა დაახლოებით ორკილომეტრ ნახევარში მდებარე კოლმეურნეობის საყარაულოში.
მიდიოდა ფეხით. აღარ მახსოვს, რა თქვა, რისთვის წავიდა შუაღამისას. ერთი კია უმიზეზოდ არ წავიდოდა ღამე ამხელა მანძილზე ფეხით თვალუწვდენელ მინდორში, რომელსაც იქვე აკრავს ტყეც და დიდი სიღრმის და საკმაოდ გრძელი ხევი.
მიყვება რომ, მესმის ჩუმი ფეხის ხმაო. მივიხედავ უკან და არაფერი არ ჩანსო. ფეხის ნაბიჯის ხმა კი ძაღლისას წააგავსო.
ეს ორკილომეტრიანი გზა სულ აღმართზე იყო სავალი, ისე რომ გზა არსად სწორდება. აღმართი კი ისეთია რომ, მანქანა ცარიელიც კი მეორე სიჩქარეზე მეტით ვერ ადის.
ბოლოს დავლანდე რომ ძაღლი იყოვო. კარგად რომ დავაკვირდი ძაღლი კი არა მგელი იყოვო.
მოვდივარ და უკვე კარგა ხანია მომყვებაო. ავუჩქარებ ფეხს ისიც აჩქარდება, მოვუკლებ და ისიც ცოტას მოუკლებსო.
ნაბიჯს მოვუმატე მაგრამ, დავიღალე და მეტს ვეღარ ვჩქარობდიო. არა და მგელი სულ უფრო მიახლოვდება. მანძილს მეთოდურად ამცირებსო.
ბოლოს სირბილზე გადავედი და ისიც ძუნძულით მომდევსო და თითქმის უკვე ქუსლზე მაზისო.
მივაღწიე ერთ დენის სტოლბამდე, ზურგით მივეყრდენი და კიდეც დაიწყო შეტევაო.
ხელში არაფერი სჭერია, ამ სიბნელეში მიწაზე დაუწყო ქვას ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა და მიწას და ბალახებს ესროდა.
დაუწყია ყვირილი შიშისგან. უკვე ფეხებს ვუქნევდი ისე მიტევდაო.
ზევით საყარაულოში გაუგია ყარაულს ჩემი ძმის ყვირილი დაახლოებით 400 მეტრში. გამოსულა და იმასაც ბანი მიუცია ჩემი ძმის ყვირილისთვის და თოფიც გაუსვრია.
გასროლის შემდეგ, მგელი გაშორებია და აუღწევია საყარაულომდე.

Posted by: straight away 27 Mar 2020, 18:46
levani169
ჩვენ გერბზე უნდა შევცვალოთ წარწერა/დევიზი ,,ძალა ერთობაშია"-ს ნაცვლად დავაწეროთ ,,დარჩი სახლში"

Grows
რასაც ჰყვები, ერთ ამბავს მახსენებს. ხევსურეთში იტალიელები მყავდა წაყვანილი. როშკაში ავედით და აბუდელაურის ტბებისკენ მივდივართ ფეხით. დიდი ლოდები ყრია მინდორში, ერთი შუაზეა გახეთქილი. კოპალას ლოდებს ეძახიან.
ეს ორად გაპობილი ლოდი კოპალ;ას (ღვთის შვილია, ერთ-ერთი უდიდესი სალოცავი ხევსურეთში) ბალიშად ედო და ეზინა როცა დევმა გამოაცალა და მოპარა. გაეღვიძა კოპალას და დაედევნა დევს. კოპალა დევებთან მებრძოლი ღვთის შვილია. როგორც იაღსარი. მთელი ხევსურული რელიგიური წარმოდგენები მიტოლოგიას ეფუძნება და ამ მითოლოგიის არმოყოლა არშეიძლება. ხშირად კითხულობენ უცხოელები ისტორიებს და რაღაც ცოდნით მოდიან. მეც დავიწყე კოპალ;ას შესახებ მოყოლა. დაედევნა დევს და მათრახი მოუქნია. შეშინებულმა დევმა ქვა გადააგდო. მაგრამ კოპალას მოქნეული მათრახი ამ ქვას მოხვდა და შუაზე გააპო. სწორედ ეს ლოდი გდია მინდორში. სიმარლე 4 მეტრამდეა, სიგრძე-სიგანე 5 მეტრამდე.
მოკლედ ამ ამბების მოყოლის სტიქიაში ვარ და ერთი იტალიელი ბიჭი მოვიდა ახლოს და მეუბნება, იაკობ პლანი თუ გაქვს მომაწევინეო. თავიდან ვერ მივხვდი. მერე იდაყვი მომარტყა, თვალის ჩაკვრით და ჩურჩულით ,,ჩვენს შორის დარჩებაო" .
მერე დამჭირდა მთელი ჩემი შესაძლებლობების გამოყენაბ რომ პლანს არ ვეწევი, საერთოდ ნარკოტიკებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და ა.შ.
მაინც ვერ დავაჯერე.ნ თუ არ ეწევით, მაშინ ამ ზღაპრებს საიდან იგონებო, ამხელა ლოდი ბალიშად, ზედ ძილი, მერე დევები, ტრატა-ტრატა. ატრაკებო.
დავფიქრდი და მართალი იყო.

Posted by: kaxaberski66 27 Mar 2020, 19:13
QUOTE
Grows

შენ რომ მოყევი ჩიტის შესახებ, დაახლოებით ასეთს მეც მოვყვები.
90 წლები იყო. გვიანი შემოდგომა და უკვე ზამთრის პირი.
ტყეში ვარ, რომელიც მდებარეობს ჩემი სოფლის თავში. ცივგომბორის კალთაზედ.
ვჭრი შეშას, ჯაგრცხილას. დავიღალე და ცოტახან შევჩერდი დასასვენებლად.
ვხედავ, დაახლოებით 20 მეტრში მიწაზედ დაჯდა მამალი ხოხობი. გაირბინა ერთი 5 მეტრი, გაჩერდა და გაინაბა.
მიწა მოფენილი იყო ფოთლებით. ხეებიდან ფოთლები სრულად იყო ჩამოცვენილი და დედამიწას ხალიჩასავით ჰქონდა გადაფარებული.
ამით რამინდა რომ ვთქვა. ოდნავი გაფაჩუნებაც იწვევდა ფოთლების შრიალს.
წავედი ხოხბისკენ, მივდივარ და ხოხობი აღარ ჩანს. არადა არსად არ წასულა.
მივედი ახლოს იმ წერთილთან, სადაც ხოხობი გარბენის შემდეგ გაჩერდა. ხოხობი არ არის.
გაოცებული ვარ. მხედველობის არეს არაფერი არ ეფარებოდა. აფრენით არ აფრენილა. აფრენასაც თავისი ხმა აქვს.
გაქცევით არ გაქცეულა. თუ ვერ დავინახე გაქცევა, ფოთლების შრიალის ხმა მაინც იქნებოდა.
ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ პირი უყო, ვერ გავიგე.
straight away
QUOTE
მაინც ვერ დავაჯერე.ნ თუ არ ეწევით, მაშინ ამ ზღაპრებს საიდან იგონებო, ამხელა ლოდი ბალიშად, ზედ ძილი, მერე დევები, ტრატა-ტრატა. ატრაკებო.

ბიბლიას მე ვუჯერებ.
წერია რომ, დედამიწაზე ცხოვრობდნენ ადამიანები და ღვთისშვილები.
ღვთისშვილებს ცოლებად მოყავდათ ადამიანის შვილები. ვისაც ვინ უნდოდა. რადგან ადამიანის შვილები იყვნენ მშვენიერნი შესახედავად.
იმ ხანად და იქამდეც დედამიწაზე სახლობდნენ გოლიათები. სახელოვანი ხალხი. რომელთათვისაც წარმოუდგენელად დიდი სიმძიმის საგნების გადაადგილება არ იყო რთული საქმე.
გონიერებითაც აღემატებოდნენ ისენი ადამიანის შვილებს. სიმაღლით ზოგი 9 წყრთა და მეტნიც იყვნენ.
ეს ზოგისთვის ზღაპარია და დაბოლილი ეგონე. მე კი ამის მჯერა.
ეს რომ პოლიტიკის თემაში დამეწერა, წარმოუდგენელია.
ხომ წარმოგიდგენია რა სიტყვებს მიწოდებდნენ იქ?

Posted by: Grows 27 Mar 2020, 19:45
kaxaberski66

მგელი მარტო ზოოპარკში მინახავს. რა ვერაგი რამე ყოფილა. ისე ადრე ამბობდნენ ხოლმე წითური მგლები მომრავლდნენო, ბევრად დიდები არიანო რუხ მგლებზე. იმ პერიოდში ხშირი იყო თავდასხმები საქონელზე რაჭველები ჩიოდნენ განსაკუთრებით. ტელევიზორის ხშირად გადიოდა სიუჟეტები მაგაზე. მერე ჩაწყნარდა თითქოს.


პოლიტიკაში რამდენჯერაც რამე დავწერე ცუდად დამთავრდა. ცოტა არეული ხალხია იქ იკორტნებიან ყველა სიტყვაზე.


straight away

კოპალა ვის არ გაუგია. მეგობარი მყავს თიანეთიდან, იქ არის გავრცელებული კოპალას კულტი. ამ ჩემს მეგობარს საერთოდაც მისი სახელი ჰქვია smile.gif მოვლილი აქვს კოპალას სანახები. მიყვებოდა ხოლმე როგორ ებრძოდა დევებს კოპალა.

არც მე ვეწევი ეგეთებს biggrin.gif


კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ მგელთან დაკავშირებით. ბავშვობაში კასპის ერთ სოფელში ვისვენებდი. მთაზეა შეფენილი დასახლება და საფეხბურთო მოედანი ტყესთან ერთ მოსწორებულ ადგილზე გვქონდა მოწყობილი. ერთ მეზობელს ძაან ავი ძაღლი ჰყავდა ყველას ეშინიდა და სულ დაბმული იყო. ბავშვებს განსაკუთრებით გვეშინოდა ხოლმე.

ერთ დღესაც საღამოს პირამდე ვითამაშეთ ბურთი და უკვე უნდა დავშლილიყავით რომ მოულოდნელად ეს ავი ძაღლი წამოგვადგა თავს. კავკასიური იყო, უზარმაზარი. აუწყვეტია ჯაჭვი და ამოვიდა ზევით. ჩვენ მაგის დანახვაზე დავიშალეთ და ვინ საით გავრბოდით არ ვიცოდით. გვეგონა ჩვენ რამეს დაგვიშავებდა.

რამდენიმე დღე ვეღარ ავდიოდით იმ მოედანზე. ეს ძაღლი აღარ ჩანდა სოფელში. რამდენიმე დღის მერე ერთი თანასოფლელი მობრუნდა ნადირობიდან და ჩამოიყვანა ეს ძაღლიც. იმან მოყვა რომ ამ ტყის პირებზე წინა დღეებში მგლები შეუნიშნავს.

ჰოდა ეს ძაღლი როგორც ჩანს მგლებს გამოედევნა ან სოფლის და ჩვენი დაცვა უნდოდა მგლისგან. ასე დავასკვნათ ბავშვებმა.

ამის მერე ამ ძაღლსაც მივეჩვიეთ და უმისოდ აღარ ავდიოდით სათამაშოდ. ისიც წინ გვაგვიძღვებოდა ხოლმე და საღამოს უკან მოგვაცილებდა.

Posted by: straight away 27 Mar 2020, 20:13
მე მგონი ჩვენ ფიროსმანის იდეა დაგვხატავდა. ავაშენოთ ერთი სახლი, დავდგათ დიდი სამოვარი, დავლიოთ ჩაი და ვისაუბროთ ხელოვნებაზეო.
ჩვენ შეგვიძლია სიტყვები ,,სამოვარი", ,,ჩაი" და ,,ხელოვნება" შევცვალოთ სიტყვებით - ,,ოციანი", ,,ღვინო" და ,,სოფელი"
* * *
მოკლედ, მგელი საშიში ცხოველი ყოფილა. თავაძეს დევიზად უწერია ,,მგელი უნდა იყო მგელიო"
და ალბათ ყველამ იცით საიდან მომდინარეობს სახელწოდება ჯორჯია/გრუზია/გეორგია.
ჩვენ ადრე მგლებს გვეძახდნენ. ძველ სპარსულად ,,გორჯ" ნიშნავს მგელს. შესაბამისად გურჯი, ჯურჯი, გურზი სხვადასხვა ენებში ტრანსფორმაციის შედეგად წარმოქმნილი სახელებია.
მთავარი კი მისი ძირითადი მნიშვნელობაა - მგელი.
მგლები ვიყავით,
ეხლა მგლებივით ვართ smile.gif

Posted by: kaxaberski66 27 Mar 2020, 20:23
Grows
QUOTE
მგელი მარტო ზოოპარკში მინახავს. რა ვერაგი რამე ყოფილა.

უჭკვიანესი ნადირია.
ეგენი რომ ნადირობენ, გამართული სამხდრო ტაქტიკით ნადირობენ.
როლები განაწილებული აქვთ რომელმა უნდა გადაატანინოს მსხვერპლს ყურადღება, გამოიტყუოს მსხვერპლი, რომელმა უნდა შეუტიოს და ასე შემდეგ.
მგლები შეტევას რომ დაიწყებენ, იშვიათი შემთხვევაა რომ ვერ მოინადირონ.

QUOTE
ჰოდა ეს ძაღლი როგორც ჩანს მგლებს გამოედევნა ან სოფლის და ჩვენი დაცვა უნდოდა მგლისგან. ასე დავასკვნათ ბავშვებმა.

ქართული ძაღლი თუ დაიგეშა მგელზე, მაგარი გამოდის. ვერ მოერევა მაგრამ, არ მისცემს საშუალებას რომ საქონელი გაანადგუროს.
ჩვენი ფერმა იყო აშენებული დაბალი გორაკის გასწვრივ. ეს გორაკი იცავდა ფერმას ქარისგან.
ზაფხულის საღამოა. მალე უნდა შებინდდეს, მაგრამ ჯერ ისევ კარგად ჩანს.
ყველა ფერმას აქვს როგორც საქონლის სადგომი შენობა, ასევე საქონლის მომვლელი პორსონალის შენობა. ანუ საცხოვრებელი ფართი.
ეს საცხოვრებელი, ფერმისგან 30 მეტრის დაშორებით მაინც დგას ჰიგიენის თვალსაზრისიდან გამომდინარე.
ვხედავ, ფერმის უკან გორაკზე არხეინათ მოძუნძულებს მგელი. ვითომ თავის ტერიტორიაზე იყოს.
სანამ მე დავუყვირებდი, ერთმა ძაღლმა დაიწყო ყეფა და გავარდა მგკისკენ, დანარჩენებიც წამოისალნენ და გაჰყვნენ პირველ ძაღლს.
ძაღლი მიუახლოვდა თუ არა, ესევე ეტაკა მგელს. ეს მგელიც რა თქმა უნდა მზად დახვდა. შდგნენ უკანა ფეხებზე და დაიწყეს ვაჟკაცური ჩხუბი.
მგელი გაბარიტებით ჩემს ნაგაზზე დიდი არ იყო. ამასობაში დანარჩენი ზაღლებიჩ მისცვივდნენ და ორტაბრძოლა შეწყდა. ყველა ერთად დაეხვია მგელს.
მგელმა იმდენი კი მოახერხა რომ, თავი გაინთავისუფლა და გაიქცა.
ძაღლები გაჰყვნენ მათ საკონტროლო ტერიტორიამდე. იმის იქით აღარ გაეკიდნენ. ვაი თუ იქით ხაფანგი ჰქონდათ მგლებს დაგებული.

Posted by: Grows 27 Mar 2020, 20:32
straight away

კარგი აზრია smile.gif


Posted by: kaxaberski66 27 Mar 2020, 20:49
straight away
QUOTE
შევცვალოთ სიტყვებით - ,,ოციანი", ,,ღვინო" და ,,სოფელი"

კორონას რა ვუთხრათ? ფეხებზე მკიდიხარო?
გუშინ ჩემმა მეგობარმა და მეჯვარემ დამირეკა. მომიკითხა როგორ ხართო.
კარგად მეთქი. მერე მე მოვიკითხე და მეუბნება, სახლში ვართ ყველანი და შევწუხდით სახლში ჯდომითო.
სამ ოთახიანში არიან ორი სამ წლამდე ბავშვი და ოთხნი უფროსები.
მე ვუთხარი, ჩვენ კარგად ვართ მეთქი.
კერძო სახლი მაქვს და ეზოში გასვლა დიდად სასიამოვნო არის.
საუბარს რომ მოვრჩი მერე ვიფიქრე,იქნებ ჩამოსვლა უნდოდათ, ცოტა განტვირთვა, ბავშვები ეზოში გაერთობიან, ჩვენ მაგიდასთან მეთქი.
ხუთ წუთში დავურეკე და ვეუბნები, ხომ არ გადავკრათ მეთქი?
გაიცინა და მეუბნება, რა ვიცი , მე კი გადავკრავდიო მაგრამ, სახლში დაველაპარაკები და დაგირეკავო.
აღარ დაურეკია. დასკვნაც გამოტანილია.


Posted by: Grows 27 Mar 2020, 21:30
kaxaberski66

რომ ჩაივლის ყოლიფერი, მერე. ახლა დისტანციურად smile.gif

ჩვენ სამეგობროს საერთო ვიდეო ჩატი გვაქვს და ასე ვლაპარაკობთ. იმდღეს კონიაკით ვიქეიფეთ ასე ვიდეოთი smile.gif

Posted by: kaxaberski66 27 Mar 2020, 21:40
Grows
QUOTE
ჩვენ სამეგობროს საერთო ვიდეო ჩატი გვაქვს და ასე ვლაპარაკობთ. იმდღეს კონიაკით ვიქეიფეთ ასე ვიდეოთი

თქვენ უფრო წინ წასულხართ. მე მესინჯერში ვქეიფობ ხოლმე. ოღონდ კორონამდეც მქონდა ეგ დანერგილი.

Posted by: Grows 27 Mar 2020, 21:47
kaxaberski66

კორონამდე გვქონდა მესიჯობა და ახლა ვიდეოც მივამატეთ.

ჩვენც შეგვიძლია მოვცხოთ ვიდეო უახლოეს მომავალში. არ იქნება ურიგო


Posted by: theodous 27 Mar 2020, 23:32
Grows
გაამრჯობა

პმ ში მინდ არაგაც მოგწერო

Posted by: Grows 27 Mar 2020, 23:59
theodous

სალამი. მომწერე ნებართვა რად გინდა smile.gif

Posted by: iGreen 28 Mar 2020, 11:05
QUOTE
ეე ბიჯო,ამ ადესის ღვინის გულისტვის იკლავდი თავს?!

biggrin.gif
ისე ადესას მეც ვერ ვხვდები რატო აშენებენ საერთოდ როცა ამდენ მაგარი ჯიშის ყურძენი გვაქვს
tavadze
kaxaberski66
straight away
Grows
მშვენიერი ისტორიებია, ფეჩის გვერდზე კაი არყის, დუხოვკაში გახუხული კარტოფილის და ყველის ფონზე რომ მოისმენდა კაცი smile.gif

Posted by: koba1973 28 Mar 2020, 11:38
QUOTE
ალბათ ყველამ იცით საიდან მომდინარეობს სახელწოდება ჯორჯია/გრუზია/გეორგია.

მე უფრო მგონია რომ სახელ გიორგიდან მოდის. ათი კაციდან ხუთს თუ არა ოთხს მაინც გიორგი ქვია. biggrin.gif
მეგობარი მყავს გიორგი, მამას გიორგი ქვია, შვილს გიორგი, ძმიშვილსაც გიორგი. თუმცა გაუგებრობის ასაცილებლად მამას გივის ეძახიან ბავშვებს გიას. lol.gif ადრე გიაკოს ეძახდნენ, ეხლა შეამოკლეს, მერე ან გიორგის ან გივის დაუძახებენ. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Grows 28 Mar 2020, 12:53
გიორგისტანი biggrin.gif

------------------------------

Posted by: straight away 28 Mar 2020, 13:07
iGreen
QUOTE
ისე ადესას მეც ვერ ვხვდები რატო აშენებენ საერთოდ როცა ამდენ მაგარი ჯიშის ყურძენი გვაქვს

შეწამვლა თითქმის არ უნდა, ფილოქსერაგამძლეა. რა უნდა დაემართოს რომ არ დაისხას ან გახმეს... თან დასავლეთში ხეებზე ადის, ე.წ. მაღლარზე...
მერსედეს 240 - ვით იქნებოდა ღვინოც რომ ვარგოდეს smile.gif
ოღონდ ვიტის ვინიფერაში არ შედის და ვიტის ლაბრუსკას ეკუთვნის, ანუ სასუფრე ყურძნებს. რაც სათაურშივე გულისხმობს, რომ ღვინისთვის არ ვარგა.

QUOTE
მშვენიერი ისტორიებია, ფეჩის გვერდზე კაი არყის, დუხოვკაში გახუხული კარტოფილის და ყველის ფონზე რომ მოისმენდა კაცი

ესპანურ - პორტუგალიური კერძი გავსინჯე ადრე. მოხარშულ კარტოფილს დაჭრი რგოლებად, მოუწყობ თევზის ფილეს, მოასხამ მაიონეზს, მოაყრი მწვანილეულობას, პილპილს და შედგავ დუხოვკაში ცოტა ხნით. თავი რომ მოებრაწება, მზადაა უკვე. გინდა ღვინოსთან, გინდა არაყთან სუპერ-ბუპერ ნამცხვარია smile.gif

koba1973
QUOTE
მე უფრო მგონია რომ სახელ გიორგიდან მოდის. ათი კაციდან ხუთს თუ არა ოთხს მაინც გიორგი ქვია.
მეგობარი მყავს გიორგი, მამას გიორგი ქვია, შვილს გიორგი, ძმიშვილსაც გიორგი. თუმცა გაუგებრობის ასაცილებლად მამას გივის ეძახიან ბავშვებს გიას.  ადრე გიაკოს ეძახდნენ, ეხლა შეამოკლეს, მერე ან გიორგის ან გივის დაუძახებენ. 

გიორგი ხო ბევრია, დავითიც, უამრავი მოდიფიკაციებით. მაგრამ სახელი ჯორჯია გორჯიდან მოდის.
არის სხვა ვერსიაც გეორგიას დაკავშირებით, ვითომ ბერძნები მიწათმოქმედების ღმერთის გეოს საპატივსაცემოდ გვეძახდნენ, მაგრამ ეგეც არ დასტურდება.
წმ. გიორგი მე-4 საუკუნეში იყო. წმინდანად შერაცხვასაც დრო ჭირდებოდა. ასე რომ ძველ სპარსული გურჯი ყველაზე სარწმუნო ვარიანტია.

Posted by: levani169 28 Mar 2020, 14:45
Grows
QUOTE
გიორგისტანი

straight away
QUOTE
ასე რომ ძველ სპარსული გურჯი ყველაზე სარწმუნო ვარიანტია.

ჩვენი გორჯესტანი ფიიფლ,ბეჭედივით აჯდება ამ თემას!

Posted by: la reine 28 Mar 2020, 15:22
straight away

მადლობა კეთილი დახვედრისთვისsmile.gif

ვახ, ძაან მაგარია ეს ისტორიები მგლებზე დათვებზე და ა.შ.
სულ მაინტერებდა მწყემსის ცხოვრების დეტალები, მაგრამ არც ერთ მწყემსს არ ვიცნობbiggrin.gif ამიტომ დავრჩი ესე დაინტერესებულიbiggrin.gif
სოფლის ყოველდღიურობა ძალიან საინტერესოა, ოღონდ ბევრი შრომა რომ არის საჭირო ეგ ცოტა ძნელია მგონიuser.gif

Posted by: koba1973 28 Mar 2020, 15:35
QUOTE
სოფლის ყოველდღიურობა ძალიან საინტერესოა, ოღონდ ბევრი შრომა რომ არის საჭირო ეგ ცოტა ძნელია მგო

სოფლის ცხოვრება ძალიან მონოტონური და ძნელია. მართლა ბევრი შრომა უნდა და საეჭვოა ლუკმაპურის შოვნის გარდა რამეს მიაღწიო.
ერთ დროს აქტიურ ფორუმულ ცხოვრებას ეწეოდი და სასიამოვნოა შენი აქ ხილვა.

Posted by: la reine 28 Mar 2020, 15:43
koba1973

გაიხარეsmile.gif

ბავშვი რომ ვიყავი, ბებიას დავყავდი ხოლმე სოფელში ნათესავებთან. იმდენად მომწონდა იქაურობა, მათი სტუმართმოყვარეობა, სულ გაღიმებული და ალერსიანი სახეები რომ ამის მიღმა იმ მძიმე შრომას ვერ ვხედავდი რასაც დილასდრიან იწყებდნენ ხოლმე და გვიან საღამომდე აკეთებდნენsmile.gif
რომ გავიზარდე და დიდის თვალით შევხედე, მივხვდი რამდენს შრომობდნენ. დილით რომ ავდგებოდი, ოჯახის დიასახლისს ცხელი ხაჭაპურებიც მზად ჰქონდა, საქონელიც მოვლილი და ჩაიც დაკრეფილი( მგონი ჩაი იყო ხო) რამდენს ასწრებდაsad.gif
მერე სოფლის ბავშვებთან ერთად მდინარეზე ჭყუმპალაობა. ეჰ რა კაი იყო ბავშვობაsad.gif ჰოდა სოფელი ეგეთი ჩამრჩა გონებაში. ლაღი და ბედნიერი.

* * *
straight away

ბოლო აბზაცზე ძაან გამეცინაbiggrin.gif

მე გადავწყვიტე თეორიული ცოდნა მივიღო. პირრველ რიგში მაინტერესებბს კიტრის და პამიდორის მოყვანა როგორ ხდება. დარგვა და მორწყვა უნდა ალბათ. ეგ ხო და სხვა რა.. უნდა შეიწამლოს და გაისხლას ? აი ისეთი დეტალები მაინტერესებს რასაც პრაქტიკულად იყენებენ სოფლებში.
ოღონდ ძაან საჩქარო არ არისbiggrin.gif

Posted by: straight away 28 Mar 2020, 15:43
la reine
არაფრის smile.gif
პასტორალური ცხოვრების სტილი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც შორიდან უყურებ და ლამაზი სურათების ცქერით ტკბები.
მაგრამ საკმარისია რამოდენიმე დღე ან კვირა აღნიშნულ ორომტრიალში ჩაება და მიხვდები რა რთულ (შეიძლება ერთფეროვანსაც) საქმეს შეეჭიდე.
თუ ადამიანს ამის მოწოდება არ აქვს, ძალიან ძნელია.
ჩემი პასტორალიზმი დაწყებიდან სულ რამოდენიმე წელში დასრულდა, ისიც თინეიჯერობის პერიოდს დაემთხვა და მაინცდამაინც ფილოსოფიურ სიღმეებს არ ჩავწვდომივარ smile.gif
მიუხედავად ამისა, თუ რაიმე დაგაინტერესებთ იგრძენით თავი თავისუფლად, გვკითხეთ რაც გინდათ და მზად ვარ კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხოთ smile.gif უფრო გამოცდილი წევრებიც არ დაიზარებენ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას.

რაც შეეხება სიძნელეებს, დღესდღეობით ძნელი აღარ არის. მას შემდეგ რაც ჩვენი დევიზია ,,დარჩი სახლში" და ,,დაიცავი იზოლაცია", მაინცდამაინც თავს აღარ ვიკლავთ შრომით. მთავარია ტახტზე იზოლირებულად მოთავსება და ხშირად გადაბრუნება რომ გვერდები არ გვეტკინოს. smile.gif

Posted by: straight away 28 Mar 2020, 17:08
QUOTE
პირრველ რიგში მაინტერესებბს კიტრის და პამიდორის მოყვანა როგორ ხდება. დარგვა და მორწყვა უნდა ალბათ.

კიი, დარგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ არ დავრგეთ, ისე არ მოდის არაფერი smile.gif
მორწყვაც უნდა, განსაკუთრებით ახალ დარგულ ჩითილს.
წამლითაც იწამლება. ქვედა ფოთლებს აცლიან ხოლმე და სარზე აკრავენ.
ამ საინტერესო ვებგვერდზე ბევრი კარგი სტატიაა კიტრ-პომიდორთან დაკავშირებით. მეც აქ ვკითხულობ ხოლმე - www.agrokavkaz.ge
სამაგიეროდ სალათის ჩემეული რეცეპტი ვიცი და ჩაგაწერინებ smile.gif
კიტრს და პომიდორს კარგად გავრეცხავთ, აუცილებელია იყოს ბაღში მოყვანილი, ნატურალური მოსავალი.
პომიდორი დავჭრათ ცოტა უცნაურად: არა საყოველთაოდ მიღებული და ბანალური მეთოდით - ყუნწიდან ძირისკენ, არამედ როგორც ხახვს ვჭრით ალყა-ალყა, აი მასე, რგოლებად. კიტრიც ცოტა დიაგონალურად რომ მოგრძო ნაჭრები გამოვიდეს. თუ კარგად გარეცხავთ, გაფრცქვნა აღარ უნდა. დავაჭრათ ხახვი, ცოტა მწვანე ხახვიც უხდება, პეტრუშკა, რეჰანი, სალათის ფოთოლი, წითელი / მწვანე ბულგარული, კუბიკებად დაჭრილი სულგუნი. მოვასხათ კახური ზეთი და მოვაყაროთ სვანური მარილი. ავურიოთ კარგად და მივირთვათ ღვინო ქისთან ერთად.

Posted by: tavadze 29 Mar 2020, 00:25
straight away
QUOTE
მოგრძო, მატლივით ყვავილებს იკეთებს.

კი, ეგაა.
QUOTE
ადესაზე ერთი კახური ანდაზაა - როგორც ვირი ნახირში, სიძე ნათესავებში, ისე ადესა ღვინოში არ ითვლებაო!

ადესას ნუ ურევთ მსგავს ანდაზებში - ოღონდაცა რაა! biggrin.gif მე დიდი მსმელი არა ვარ, მაგრამ ადესა ერთ-ერთი ის ღვინოა, რომელიც მიყვარს.
QUOTE
თავაძეს დევიზად უწერია ,,მგელი უნდა იყო მგელიო"

განა მარტო სიგნაჩა - ავატარი რად არ შეიმჩნიე? აქ ერთი იუზერი იყო - ხორხე, ძალიან მაგარი ბიჭი, პოლიტიკა-კულინარიაში პოსტავდა (ძირითადად, თორემ ისე მშობელთა კლუბში ორსული ქალების თემაშიც კი კამათობდა biggrin.gif ). მაგ ავატარის გამო მგლისთავას ანუ გორგასალს მეძახოდა. biggrin.gif
Grows
QUOTE
ეს ამბავი არ გამეგო. ჭკვიანი რამე ყოფილა ეს მგელი.

ერთ-ერთი უჭკვიანესი ცხოველია მტაცებელთა შორის. შესაბამისად - ყველაზე ვერაგიც.
QUOTE
ისე ადრე ამბობდნენ ხოლმე წითური მგლები მომრავლდნენო, ბევრად დიდები არიანო რუხ მგლებზე.

მე როგორც ვიცი, პირიქით - ტანად რუხ მგლებზე პატარები არიან, მაგრამ ადამიანის არ ეშინიათო.
QUOTE
კავკასიური იყო, უზარმაზარი.

ვაფანატებ ამ ჯიშზე. უჭკვიანესები არიან, თან ავებიც, მაგრამ - ძალიან თბილი დე კეთილი ზნისანიც. განსაკუთრებით - ბავშვებთან. მე მყავდა ყაზბეგურიც და დიდბეწვიანიც. ის ყაზბეგური ძალიან ავი იყო - სახლში მამაჩემის გარდა სხვები ვაგლახად ვერც კი ვუჯავრდებოდით, თუმცა ტავისი დანაშაული ყოველთვის იცოდა და გაიძურწებოდა სადგომში (ეს მაშინ ხდებოდა, როცა არ გვიჯერებდა და ვინმეს მაინც მიეტანებოდა). მაგრამ ბავშვები ზედ აჯდებოდნენ, კუდით დააპორწიალებდნენ და ეს პატარა ეკვივით ეტამაშებოდა. ერთმა თბილისელმა მეზობელმა ახლაც იცის თქმა, რომ შევხედე, ჩემი შვილიშვილი კუდზე რომ ექაჩებოდა, სისხლი გამეყინა - ვიფიქრე, დაგლეჯს ბავშვსო, მაგრამ ეთამაშებოდა და ელაქუცებოდა, არც შეუღრენიაო...

levani169
QUOTE
იზაბელა, იგივე ადესა, მუქი ფერის არომატული ყურძნის ჯიშია, რომელიც დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ის უსაფრთხო და სასარგებლოა ყურძენია, თუმცა მისგან მომზადებული ღვინო შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. რადგან დაღვინების პროცესში მასში მეთილის სპირტი წარმოიქმნება.

ძაან მაინტერესებს, ასეთ სისულეელებს ვინ წერს? biggrin.gif ჯერ ერთი, სისულელე თუ არაა, მაშინ ჯერ ადესა ღვინით მკვდარი მაჩვენეთ და მეც გავჩუმდები; და მეორეც - იზაბელა სულ სხვა ჯიშია: მოწითალო ფერის ყურძენია, ადესა კი შავია. იზაბელას ღვინოც არომატულია და დასალევად ჯობია ადესას, მაგრამ "პახმელია" აქვს - მტრისას მოყვარე: სამი დღე ვერ გამოხვალ ნაბახუსევიდან.
"ადესის ღვინო კლავს" იმავე არიიდანაა, რომ თითქოს იმერული ყველიც სასიკვდილოა და თურმე - სახლში გაკეთებული კუპატიც (ეს სიბრძნეებიც ამ ფორუმზე წავიკითხე, კულინარიაში. გამოუხტა მერე ამის დამწერს ნინო-რთული და სულ კუდით ქვა ასროლინა).
la reine
QUOTE
ეს რა კარგი თემა ყოფილა
ზღაპარივით იკითხება თქვენი პოსტები

უჰ - რომ იცოდეთ, მაგარი კულინარი შემოგვიერთდა. ჯადო-კულინარია.
QUOTE
tavadze

იმ.ხიდან ჩამოვარდი?
რა მოიტეხე?

1). კი.
2). შენ წარმოიდგინე - არაფერი. biggrin.gif ექიმები არ მიჯერებდნენ, რომ მართლა მაგ სიმაღლიდან ვისკუპე, ხოლო ამუშავებული ხერხის ამბავი დრამატიზმის გასამძაფრებლად ჩართული ეპიზოდი ეგონათ.
kaxaberski66
QUOTE
ერთხელ ჩემი ძმა ზაფხულის ერთ ღამეს, იმ ფერმიდან ზევით რომ მოვიხსენიე, წავიდა დაახლოებით ორკილომეტრ ნახევარში მდებარე კოლმეურნეობის საყარაულოში.

ეს მართლა მაგრად გადარჩენილა.
* * *
la reine
QUOTE
რომ გავიზარდე და დიდის თვალით შევხედე, მივხვდი რამდენს შრომობდნენ. დილით რომ ავდგებოდი, ოჯახის დიასახლისს ცხელი ხაჭაპურებიც მზად ჰქონდა, საქონელიც მოვლილი და ჩაიც დაკრეფილი( მგონი ჩაი იყო ხო) რამდენს ასწრებდა
მერე სოფლის ბავშვებთან ერთად მდინარეზე ჭყუმპალაობა. ეჰ რა კაი იყო ბავშვობა ჰოდა სოფელი ეგეთი ჩამრჩა გონებაში. ლაღი და ბედნიერი.

დედაჩემი გამახსენდა. sad.gif
სოფელში ცხოვრება იოლი რომ იყოს, რა გვიჭირდა მაშინ.

QUOTE
პირრველ რიგში მაინტერესებბს კიტრის და პამიდორის მოყვანა როგორ ხდება.

დარგვა უნდა - ცხადია. biggrin.gif
ის ფილმი გამახსენდა 90-იანებიდან (სატაური არ მახსოვს ოღონდ), დიდმკერდიანი მარეხი რომ თამაშობდა. მედეა ჩახავა ტყემალის რეცეპტს რომ ასწავლის: პირველ რიგში, ხეზე უნდა ავიდეთ და დავბერტყოთ. biggrin.gif
ახლა კი სერიოზულად: პომიდორი ცოტა ძნელია, რადგან ხშირად უნდა შეწამვლა, ყოველ გაწვიმებაზე. კიტრი უფრო იოლია. მორწყვა დიდად არ უნდა, რადგან ნესტი არ უყვარს.
პ.ს. ამ გახსენებაზე: წლეულს სერიოზულად ვემზადები ბოსტანის მოსაყვანად (კორონობამდეც ვფიქრობდი). ოღონდ პომიდორს არ ვფიქრობ. უკვე ამოსულია ინდური ქინძი - ცოტა ხანში გემოსაც გავუსინჯავ და მოგახსენებთ, როგორია.
straight away
QUOTE
ამ საინტერესო ვებგვერდზე ბევრი კარგი სტატიაა კიტრ-პომიდორთან დაკავშირებით. მეც აქ ვკითხულობ ხოლმე - www.agrokavkaz.ge

ისე, შესაბამის ტემებში ბევრი ემდურის მაგ საიტს უზუსტობების გამო.
მგელზე და მათ სანადირო სტრატეგიაზე მეც მოგიყვებით ერთ ისტორიას, ჩემს სოფელში მომხდარს, სულ ახალს - 5-6 წლის წინანდელს.
მოკლედ, ფერიცვალებას ანუ 19 აგვისტოს ჩემი მეგობარი, რომელიც ამ დღისთვის იყო ჩასული სოფელში და თან თხილის კრეფის სეზონიც იყო, დაახლოებით 8.30 საათისთვის გავიდა თხილის საკრეფად ბაღში. ქალები ვიდრე ტაბლას ამზადებდნენ, ვუთხარი, ცოტას წავიმუშავებო. ეს ოჯახი ცხოვრობს ზედ სოფლის მთავარ გზაზე, ოღონდ ის თხილების ბაღი სახლის უკან, ცოტა ტყისკენ კი აქვთ, მაგრამ მაინც შუა სოფლად ითვლება, არაა მივარდნილ-მიყრუებული ადგილი.
ეს სადაც თხილს ბოჭავდა მიწიდან, დედამისს იქვე დილით ხბო დაუბამს საბალახოდ. ამ ბიჭმა, ჩემთვის ჩაჩოქილი ვკრეფ ამ თხილსო და უცებ ხბომ დაიწყო ამ თოკის სიგრძეზე აქეთ-იქით სირბილი და თან ყურებდაცქვეტილი იყურება ერთ მხარესო. წამოვხტი ფეხზეო და ვიდრე მეც იქით ვიყურებოდი, რაღაცა შლიგინ-შლიგინით გამოვარდა იქიდან ჩვენსკენო, ამ დროს ზემოდანაც მომესმა რაღაც ხმა, მოვტრიალდი და დიდმა მგელმა ჩემგან 10-ოდე მეტრში ისეთი წაატორმუზა, თათებით ჩაესო მიწაშიო... თურმე ის პირველი ქვემოდან უვლიდა ხბოს, რომ ზევით გაედევნა ამ მეორე მგლისკენ, იქიდან კი ეს მორბოდა დასაძგერებლად, მაგრამ პატრონის დანახვამ ჩაუშალათ გეგმები... ეს ბიჭი ისე იყო შეშინებული, კარგა ხანს ვერ გადიოდა იმ ბაღში - იმ მგლის თვალები არასოდეს დამავიწყდება, თვალმოუშორებლად, კისერზე ბალანაჯაგრული და კბილებდაკრეჭილი რომ მიყურებდაო...
მოკლედ, მგლები გაბრუნდნენ უკან და იქ ეზოში ატყდა ალიაქოთი: ეს ბიჭი გავარდა ყვირილით სახლში, რადგან ეზოში მისი შვილები და მეზობლის ბავშვები თამაშობდნენ - შეიყვანეთ ბავშვი სახლშიო. დედამისი ამისკენ მორბის (საცოდავს ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავს- ჩემი კლასელი და ბავშვობის ძმაკაცი იყო, ჰოდა დაიზაფრა ქალი), ცოლმა ბავშვებს დასტაცა ხელი (ოთხივე ერთად როგორ შეაგდო სახლში, ახლაც არ იცის), ამ ყვირილზე კი ის მეზობლის ქალი კი, გვარად კაპანაძე მორბის თავისი სახლიდან - არც ბავშვებს შეხედა, არც ვინმე მოიკითხა, შურდულივით გამოვარდა საზიარო ჭიშკარში, ლამის ტავზე გადაახტა ამათ და ისარივით გარბის იმ ბაღში - უნდა ვნახო, სად გაძვრა ეგ მგელი, იქ ხომ არა, საიდანაც ტურამ 2 დღის წინ ჩემი ქათამი წაიყვანაო. biggrin.gif. ისე გარბოდა, ვერავინ მოახერხა მისი შეჩერება, უკან კი ქმარი მისდევს ყვირილით - მგელია მანდ, მგელი, დაბრუნდიო, მაგრამ მგელი შეაშინებდა კაპანაძის ქალს. biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 29 Mar 2020, 00:48
tavadze
QUOTE
ძაან მაინტერესებს, ასეთ სისულეელებს ვინ წერს?  ჯერ ერთი, სისულელე თუ არაა, მაშინ ჯერ ადესა ღვინით მკვდარი მაჩვენეთ და მეც გავჩუმდები; და მეორეც - იზაბელა სულ სხვა ჯიშია: მოწითალო ფერის ყურძენია, ადესა კი შავია. იზაბელას ღვინოც არომატულია და დასალევად ჯობია ადესას, მაგრამ "პახმელია" აქვს - მტრისას მოყვარე: სამი დღე ვერ გამოხვალ ნაბახუსევიდან.

მე ღვინო ადესა არ მქონდა ცხოვრებაში დალეული და არ ვიცოდი როგორი დასალევი იყო.
ორი წლის ჩემს სოფელში ვიყიდე სახლი, რომლის ეზოშიც იყო ადესის ხეივანი.
ყიდვით 2018 წლის მარტში ვიყიდე, გავასხვლევინე ხეივანი და შემოდგომაზე ჩამოვკრიფე დაახლოებით 100-120 კგ ადესა.
წამოვიღე თბილისში და დავწურე. დაღვინდა მაგრამ როგორც კახური ყურძნის ჭაჭა წავა ხოლმე ქვევით, აქ ასე არ მოხდა. ჭაჭა და წვენი ერთად იდგა კასრში.
ამოვიღე ღვინო, ვაცადე რომ დაჯდა და დაიწმინდა ცოტა და დავაჭაშნიკე.
ჰოი საოცრებავ. გაოცებული დავრჩი ღვინის არომატულობით და სასიამოვნო გემოვნებით.
ღვინის გრადუსის საზომი მქონდა, გავზომე და 12 გრადუსამდე ჰქონდა სპირტიანობა.
ერთი სიტყვით მე ძალიან მომეწონა ადესა.ჭიქას რომ დავცლიდი, მაშინვე ავავსებდი და ისევ ვსვამდი. პირს ვერ ვწყვეტავდი ისეთი გემრიელი არის ღვინო.
არც პახმელია არ მქონია მაგ ღვინისგან არასოდეს.
სხვათაშორის წლეულ რომ დავწურე და დაღვინდა, არც წლეულს არ წავიდა ჭაჭა ქვევით. ეს ასეა ადესის შემთხვევაში?
QUOTE
ერთხელ ჩემი ძმა ზაფხულის ერთ ღამეს, იმ ფერმიდან ზევით რომ მოვიხსენიე, წავიდა დაახლოებით ორკილომეტრ ნახევარში მდებარე კოლმეურნეობის საყარაულოში.

ეს მართლა მაგრად გადარჩენილა.

საერთოდ ხიფათიანი კაცი იყო ცხონებული. თითქოს ეს ხიფათი და კაცი ერთმანეთს იზიდავდნენ. ასეც გარდაიცვალა.
QUOTE
la reine
QUOTE
ეს რა კარგი თემა ყოფილა
ზღაპარივით იკითხება თქვენი პოსტები

უჰ - რომ იცოდეთ, მაგარი კულინარი შემოგვიერთდა. ჯადო-კულინარია.
QUOTE

ცუდი არ იქნება თუ შემოიხედავს ხოლმე. რაც მეტი მპოსტავი იქნება მით უკეთესი.
აქ ერთმანეთს არ აგინებენ მაინც და ერთმანეთის ჯიბრით არ არიან.

Posted by: tavadze 29 Mar 2020, 01:03
kaxaberski66
QUOTE
ეს ასეა ადესის შემთხვევაში?

კი და ამიტომ ჩვენში მაგას რამე სიმძიმეებს ადებენ, ის ჭაჭა ქვევით რომ წავიდეს.
და გემოს რაც შეეხება, ყველაფერი პირობითია. არ ვკამათობ იმაზე, რომ უკეთესი გემოს ღვინოებიც არსებობს, მაგრამ ეგეც არომატულია. მე უფრო იმაზე მეცინება, საწამლავის კატეგორიაში რომ გაჰყავთ და თან ადესას იზაბელას ეძახიან - კიდევ ვიმეორებ, ის სულ სხვა ჯიშია. ზოგს ალადასტურშიც ერევა და ეს შეცდომები მხვდება სპეცლიტერატურაშიც კი.
ისე, თბილისის ადესას სხვა გემო აქვს - უფრო ტკბილია, ჩვენი ცოტა მწკლარტე-არომატულია. ადესას მთიანი ზონა უფრო უყვარს და, მაგალითად, ჩემს სოფელში სულ სხვა ღვინო დგება, ვიდრე - მეზობელ სიოფელში, რომელიც უფრო ქვემოთაა (არაფერს ვამბობ ჩოხატაურზე და დაბლობ გურიაზე) - ფერიც, სისქეც, არომატიც, გემოც სხვა აქვს. ჩვენზე უფრო მაღლა მდებარე სოფლებში - იგივე თხილაგანი (საკულტო მტაზე რომ ვწერდი - ჩემს საგვარეულო სოფელზე), სუფის ხეობა (სურების ზონა დიდვანითურთ) იქ უფრო გვიან შემოდის და დადუღებას ვერ ასწრებს. ამიტომ წვენს პირდაპირ ბოთლებში ასხამენ და იქ აგრძელებს დუღილს. მაგას ნაფეთქ ადესას ეძახიან და ეგ სამპანურივით შუშხუნა გამოდის.
QUOTE
საერთოდ ხიფათიანი კაცი იყო ცხონებული. თითქოს ეს ხიფათი და კაცი ერთმანეთს იზიდავდნენ. ასეც გარდაიცვალა.

გაანათლოს.

Posted by: kaxaberski66 29 Mar 2020, 01:05
QUOTE
დიდმკერდიანი მარეხი რომ თამაშობდა

პუპსიკას თემა რომ იყო? ქვრივიშვილი, კახიანი, გოგოლა კალანდაზე რომ თამაშობდნენ?
კარგად ვერთობოდი მაგ ფილმზე. არგენტინულ და ბრაზილიურ სერიალებს ჯობდა. თან უხამსობაც არ იყო.
QUOTE
ამ ყვირილზე კი ის მეზობლის ქალი კი, გვარად კაპანაძე მორბის თავისი სახლიდან - არც ბავშვებს შეხედა, არც ვინმე მოიკითხა, შურდულივით გამოვარდა საზიარო ჭიშკარში, ლამის ტავზე გადაახტა ამათ და ისარივით გარბის იმ ბაღში - უნდა ვნახო, სად გაძვრა ეგ მგელი, იქ ხომ არა, საიდანაც ტურამ 2 დღის წინ ჩემი ქათამი წაიყვანაო. . ისე გარბოდა, ვერავინ მოახერხა მისი შეჩერება, უკან კი ქმარი მისდევს ყვირილით - მგელია მანდ, მგელი, დაბრუნდიო, მაგრამ მგელი შეაშინებდა კაპანაძის ქალს.

ყოჩაღები ყოფილან გურული ქალები. დათვებთან და მგლებთან მებძოლები.
კაპანაძე იმერელი იქნება.
* * *
tavadze
QUOTE
ისე, თბილისის ადესას სხვა გემო აქვს - უფრო ტკბილია, ჩვენი ცოტა მწკლარტე-არომატულია.

ჩემი ადესისთანა სხვაგან არ მინახავს. ძალზედ მსხვილი მარცვალი აქვს და მტევანიც ორჯერ დიდია ვიდრე ჩვეულებრივი ადესის. თბილისის ადესაზეც უფრო ტკბილია.
ღვინო როგორც ზევით დავწერე 12 გრადუსიანი გამოვიდა.

QUOTE
გაანათლოს.

გაიხარე მადლობა.

Posted by: tavadze 29 Mar 2020, 01:13
kaxaberski66
QUOTE
კაპანაძე იმერელი იქნება.

კი - ზესტაფონი!
QUOTE
ჩემი ადესისთანა სხვაგან არ მინახავს. ძალზედ მსხვილი მარცვალი აქვს და მტევანიც ორჯერ დიდია ვიდრე ჩვეულებრივი ადესის. თბილისის ადესაზეც უფრო ტკბილია.

ნამყენ ადესასაც ეძახიან - შეიძლება ისაა.

Posted by: straight away 29 Mar 2020, 07:12
QUOTE
საწამლავის კატეგორიაში რომ გაჰყავთ და თან ადესას იზაბელას ეძახიან - კიდევ ვიმეორებ, ის სულ სხვა ჯიშია. ზოგს ალადასტურშიც ერევა და ეს შეცდომები მხვდება სპეცლიტერატურაშიც კი.
ისე, თბილისის ადესას სხვა გემო აქვს - უფრო ტკბილია, ჩვენი ცოტა მწკლარტე-არომატულია. ადესას მთიანი ზონა უფრო უყვარს

ადესა ქართული ჯიში არ არის. შემოტანილია ამერიკიდან. ეს რომ სიმართლეა და ეჭვს ვერ შევიტანთ, 100 % დარწმუნებული ვარ.
მე-19 საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს ჯერ ევროპაში და მერე საქართველოში, ესეც 100 % სიმართლეა.
როგორც მახსოვს დადიანმა გამოიწერა ევროპიდან, საქართველოში ოდესის პორტიდან გამოიგზავნა და ამიტომ ქვია ოდესა/ადესა. ეს შეიძლება გადამოწმდეს.
შემოიტანეს და ამან შემოიტანა დაავადებები. გააუბედურა მთელი ქართული ჯიშები და მერე წლები დაჭირდათ რომ აღედგინათ. ეს 100 % სიმართლეა.
მისი ნამდვილი სახელი ,,იზაბელა" ჯიშის გამომყვანისაგან არის აღებული. ეს შეიძლება გადამოწმდეს.
ადესა რომ ოდესიდან არის ეს ასპროცენტიანია. მაშინ რა ქვია ნამდვილი სახელი, თუ არა იზაბელა?!

პაპაჩემს ედგა თეთრი და შავი ადესა. რომ დამწიფდებოდა და დაკრეფის დრო მოვიდოდა, ქვეშიდან ცელოფანს ვუფენდით და ისე ვიწყებდით კრეფას. როგორც კი ხელს მოვკიდებდით მარცვალი ეგრევე სცვიოდა. დაწურვის დროსაც კანი კი სკდებოდა, მაგრამ რბილობი ისევ მრგვალი რჩებოდა, არ იჭყლიტებოდა. 100 კილოდან ჰადაჰა 25-30 ლიტრი გამოსულიყო წვენი.

თორემ მე ღვინოს კი არ ვწუნობ. რასაც ცეცხლი ეკიდება ყველაფერს ვსვავ. მაგრამ გემოს რეცეპტორები ჯერ კიდევ მაქვს და მირჩევნია კარგი ხარისხის ღვინო დავლიო თუ საშუალებაა.

სხვათაშორის, 100 საკრალური რიცხვია. ადრე როცა მონადირე 100 ნადირს მოკლავდა, მიდიდოდა და იარაღს მიწაში ფლავდა. ხელი რომ არ მოცარვოდა მომავალ ნადირობაში. ეს ჩვენი თემაც 100 გვერდს უახლოვდება და რამე ხომ არ მოგვეფიქრებინა?!
მოვიწვიოთ ინაველი, ვანო22 და კიდევ ძველი აქტიური წევრები და ერთი კარგად ვიქეიფოთ ონლაინ smile.gif)))

ხორხე მახსოვს, წითელქუდიანი, თუ წითელ სვიტრიანი ესპანურ იერსახიანი კაცის სურათი ეყენა, თან ისე იყურებოდა ცალი გადიდებული თვალით, ვითომ კარის გლაზოკში / გამადიდებელ შუშაში თუ რაღაც ამდაგვარი... პოლიტიკაში აქტიურობდა, კიი

Posted by: tavadze 29 Mar 2020, 11:15
straight away
QUOTE
ადესა რომ ოდესიდან არის ეს ასპროცენტიანია. მაშინ რა ქვია ნამდვილი სახელი, თუ არა იზაბელა?!

და აბა იმ წითელ ყურძენს რა ჰქვია, იზაბელას რომ ეძახიან და სრულიად განსხვავდება ადესისგან? biggrin.gif
ეგ ლეჯენდები მეც ვიცი, მაგრამ იზაბელა განსხვავებული ყურძენია.
QUOTE
ხორხე მახსოვს, წითელქუდიანი,

კი, ეგაა - ეშმაკებში მაგის თავი 100 წლის მერე. biggrin.gif

Posted by: iGreen 29 Mar 2020, 11:27
straight away
QUOTE
შეწამვლა თითქმის არ უნდა, ფილოქსერაგამძლეა. რა უნდა დაემართოს რომ არ დაისხას ან გახმეს... თან დასავლეთში ხეებზე ადის, ე.წ. მაღლარზე...
მერსედეს 240 - ვით იქნებოდა ღვინოც რომ ვარგოდეს
ოღონდ ვიტის ვინიფერაში არ შედის და ვიტის ლაბრუსკას ეკუთვნის, ანუ სასუფრე ყურძნებს. რაც სათაურშივე გულისხმობს, რომ ღვინისთვის არ ვარგა.

აჰა გასაგებია. მარა, საჭმელადაც რო არ ვარგა?biggrin.gif საშინლად უხეში კანი აქვს.

QUOTE
ესპანურ - პორტუგალიური კერძი გავსინჯე ადრე. მოხარშულ კარტოფილს დაჭრი რგოლებად, მოუწყობ თევზის ფილეს, მოასხამ მაიონეზს, მოაყრი მწვანილეულობას, პილპილს და შედგავ დუხოვკაში ცოტა ხნით. თავი რომ მოებრაწება, მზადაა უკვე. გინდა ღვინოსთან, გინდა არაყთან სუპერ-ბუპერ ნამცხვარია

ჰო გემრიელი ჩანს, მარამე გლეხურუ მირჩევნია <3 მთაში სოფელში ფეჩის დუხოვკაში შევყრიდით ხოლმე პატარა კარტოფილებს ზამთარში, გაიხუხებოდნენ, დაიჭმუჭნებოდნენ და მერე ყველან და პურთან ერთად მშვენიერი იყო არაყთან. მასეთ ესპანურ პორრუგალიური ფინფანფო საჭმელები თითქმის ყველა ქალაქში იშოვება მარა ფეჩის დუხოვკაში გახუხულ კარტოფილს ვერ იშოვის კაცი გულით რო უნდოდეს biggrin.gif

Posted by: Grows 29 Mar 2020, 12:43
მე სადაც მინახავს, იზაბელა და ადესა ერთი და იგივეა, იზაბელა ორიგინალური დასახელებაა, ადესა კი - ქართული ხალხური. აგერ ღვინის ბლოგზეც ასე წერია

"საქართველოშიც გვხვდება ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი, ესენია – ვაქირულა, იზაბელა, დირბულა და ა.შ.. აქედან ყველაზე გავრცელებულია იზაბელა, რომელიც “ადესის“ სახელწოდებითაც არის ცნობილი."

http://vinoge.com/mevenaxeoba/hibriduli-vazi-da-Rvino

Posted by: Kobalty 29 Mar 2020, 15:15
tavadze
გემოვნებიანი კაცი ხარ, ადესას ჭყაპას როგორ აქებ? პატრიოტიზმი ხო არ გალაპარაკებს მაგას? biggrin.gif 2kiss.gif

ყველაზე ჯიგრული თემა გვაქვს ამ ფორუმზე, უშუალო და უბრალო.. up.gif

კარტოფილის თესლს ვერ ვშოულობ ვერსად და ხო არსად გეგულებათ?

Posted by: Lamorac 29 Mar 2020, 15:24
QUOTE
კარტოფილის თესლს ვერ ვშოულობ ვერსად და ხო არსად გეგულებათ?

მეც ვუერთდები ამ შეკითხვას

Posted by: В.И. Ленин 29 Mar 2020, 16:30
ეგრედწოდებული “ადესის” სახელი არის “იზაბელა”.
იზაბელა ერქვა იმ კაცის შვილს ვინც აღმოაჩინა ეს ყურძენი და დაარქვა შვილის სახელი.
ადესა დავარქვით ჩვენ, იმიტომ რომ შემოვიდა ოდესის პორტით.

Posted by: kaxaberski66 29 Mar 2020, 18:26
straight away
QUOTE
ეს ჩვენი თემაც 100 გვერდს უახლოვდება და რამე ხომ არ მოგვეფიქრებინა?!
მოვიწვიოთ ინაველი, ვანო22 და კიდევ ძველი აქტიური წევრები და ერთი კარგად ვიქეიფოთ ონლაინ )))

მშვენიერი. რატომაც არა, ცხოვრებამ მოიტანა. ყველაფერი დისტანციაზე და ონლაინ.
ვანოს და ინაველას ალბათ ვერ ვიპოვით მაგრამ, ვინც ვართ შევუბეროთ.
* * *
დღეს დილას წავედი სოფელში. წინა შაბათ-კვირას რომ ვიყავი, რაღაცეები დამრჩა გასაკეთებელი.
ვაზის განასხლავი ავაქუჩე და შევკონე. ბალახი სადაც მაღალი იყო შემოვთიბე. ზოგან გავგლიჯე.
სახლის უკან მაყვალი იყო ახალი ამოსული, მტკაველის სიგრძე და ამოვჭერი. შარშანდელი ფოთოლი დამრჩა წინა კვირას მოსაგროვებელი და მოვაქუჩე ერთ ადგილას.
კიდევ რაღაც წვრილმანები გავაკეთე და წამოვედი. წამოსვლისას კახური შოთი ანუ დედას პურები წამოვიღე.

სახლში რომ მოვედი მშიერი, შევედი მარანში, შარშანწინდელი რქაწითელის გამოვიტანე ნახევარი ლიტრზე ცოტა მეტი და გეახელით.
ეხლა დაღლილი კი ვარ მაგრამ, მშვენიერ ხასიათზე.

Posted by: straight away 29 Mar 2020, 20:25
kaxaberski66
შეგარგოს ვაზის ნაჟური, კაცი ხარ კაცური ! smile.gif
მე ვეღარ წავედი, წვიმებია მომდევნო 1 კვირაც sad.gif რკინის ჭიშკრის შეკვრა დავიწყე, ნახევარი კი გავაკეთე და ისე მივატოვე. ვეღარ მოვასწარი. თან სვარკას ვსწავლობ, რა გამოვა ღმერთმა უწყის. მთავარია გაიღოს, დაიხუროს და არ ჩამოვარდეს პეტლებიდან smile.gif

iGreen
გლეხურად კი ჯობს ყველაფერი, კარტოშკა, ვაშლი, კომში, პური, ხახვი დუხოვკაში შემწვარი, იქვე სამფეხა ტაბურეტკებზე (მაპატიეთ ბარბარიზმები) ჩამოსხდომა, ქოთანში ლობიო, ვიჩინა, წითელი ღვინო ან ხილის არაყი, იიიფ იფფია.....
ისე რა ამის პასუხია და ერბო-ყველი თუ გიჭამიათ?

ერთხელ გუდამაყარსი თივების დაცურებაში ვეხმარებოდი და დილით სანამ სახლიდან გავიდოდით ალუმინის ჯამში ერბო გაადნეს, ყველამ თითო ჩაშკა გამდნარი ერბო დავლიეთ, მე უფრო პურზე ვისმევდი და ისე.... ეგ ერთი შემთხვევა იყო. ნაღდი ერბო ხო იცით როგორ ქვირითივითააა. კაი ხანია აღარ შემხვედრია არსად.
მოკლედ ამ ერბო-ყველს ასე ამზადებენ: ქვაბს შემოდგამენ ფეჩზე, ჩადებენ ერბოს და რომ გადნება და გაცხელდება ნელ-ნელა ათლიან ყველს, თან მორევაც უნდა. ფაფისებურ მასად რომ გადაიქცევა, გადმოდგავენ და ...
ისეტი მსუყეა, ორი კოვზი რომ შეჭამო შეიძლება მთელი დღე ვერაფერს გაეკარო smile.gif

სათესლე კარტოფილი ხომ არ გეგულებათ სადმე, ამ კაი ხალხს რომ დავეხმაროთ?

მეგობრებო აბა აქ ნახეთ, იქნებ გამოგადგეთ:
https://www.mymarket.ge/ka/pr/15773659/saTesle-masala/saTelesle-kartofili-jiSi-juveli

https://www.mymarket.ge/ka/pr/15715351/saTesle-masala/Msxvili-kartofili-sabitumo-Fasi-1.50-icxeba-%D0%9A%D1%80%D1%83%D0%BF%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D0%BA%D0%B0%D1%80%D1%82%D0%BE%D1%84

https://www.mymarket.ge/ka/pr/15654536/saTesle-masala/iyideba-saTesle-kartofili

https://www.mymarket.ge/ka/pr/15652182/saTesle-masala/karTofilis-Tesli-germanuli-warmomavlobis%29


Posted by: kaxaberski66 29 Mar 2020, 20:51
straight away
QUOTE
შეგარგოს ვაზის ნაჟური, კაცი ხარ კაცური !

გაიხარე. ალალი ყველას შეარგოს.
ეხ. გლეხური ყველაფერი კარგია და ალალია.
ჯეელობაში მინდოდა რომ, როგორღაც ლამაზად ყოფილიყო ყველაფერი და როგორც იტყვიან ქალაქურად ყოფილიყო.
სოფლური და უბრალოება მაშინ ჩემს გაგებაში ასე ვიტყვი ,,ტეხავდა,,.
ეხლა პირიქით. თურმე სასირცხვილო არაფერი ყოფილა და უფრო პირიქით.
ბებიაჩემი გახურებულ ფეჩზე შემოსდებდა ხოლმე დედას პურის ყუას და გახუხავდა.
იქვე გვერდზე მიულაგებდა ხახვს და კარტოფილს. კარგი იყო და გასახსენებლადაც კარგია.
შარშან და შარშანწინ ფეჩი მედგა და მეც შემეძლო მამა-პაპურად მოქცევა.
ეხლა კიდევ ცენტრალური გათბობაო. მიდი და მიულაგე რაც გინდა. არაფერიც არ გამოვა.
მერე იმდენს წერს ეს ოხერი, ლამის მოვხსნა. იანვარში და თებერვალში 300-300 ლარი დაწერა. მარტში 200.
ძალიან ძვირი სიამოვნება ყოფილა. მონტაჟი კიდევ 5000 დაჯდა. ამდენი ფული შეშის ფეჩზე რამდენი წელი მეყოფოდა? 10 წელი მაინც.
QUOTE
მოკლედ ამ ერბო-ყველს ასე ამზადებენ: ქვაბს შემოდგამენ ფეჩზე, ჩადებენ ერბოს და რომ გადნება და გაცხელდება ნელ-ნელა ათლიან ყველს, თან მორევაც უნდა. ფაფისებურ მასად რომ გადაიქცევა, გადმოდგავენ და ...
ისეტი მსუყეა, ორი კოვზი რომ შეჭამო შეიძლება მთელი დღე ვერაფერს გაეკარო

მასეთს არაყის მიყოლებაც უნდა უჭველი თორემ გაგიჭირდება გადაყლაპვა.

Posted by: tavadze 29 Mar 2020, 21:05
ადესას და იზაბელას იდენტურობაზე ერთი ანდაზით დავასრულებ: ქმარი ლაშქარს იყო, ცოლი ამბავს უყვებოდაო. wink.gif სახლში მაქვს ორივე და სულ სხვადასხვა ჯიშებია, ხოლო მაგ წიგნებში რაც წერია, მის დამწერს მოჰკითხეთ, მე შემეშვით. წიგნებში დაწერილი ყველაფერი რომ მართალი იყოს... biggrin.gif biggrin.gif
ბავშვობაში გვქონდა ეგ იზაბელა 1 ძირი. მერე მე პატარა ვენახი გავაშენე - სპეციალურად ვიყიდე ეგ ჯიში, თუმცა მიზეზთა გამო შევეშვი მევენახეობას, ოღონდ ის ძირები ახლაც ცოცხლობს და მსხმოიარეა.
აი, ამ ფერის ყურძენზე ვსაუბრობ.
user posted image
Kobalty
QUOTE
tavadze
გემოვნებიანი კაცი ხარ, ადესას ჭყაპას როგორ აქებ? პატრიოტიზმი ხო არ გალაპარაკებს მაგას?

ეგ იცი, როგორი თემაა? აი, საცივი ხომ მაგარი კერძია, მაგრამ მინახავს ყოვლად უგემური ნახელავი და იმდენად ცუდი გაკეთებული, რომ ვერც კი ჭამ.
პ.ს. სოფელში ცხოვრებას რაც შეეხება, დღეს ჯონჯოლის კრეფა დავიწყე... მაგრამ გაგვიწვიმდა ამ საღამოს და ხვალ რას ვიზამ, არ ვიცი.

Posted by: straight away 29 Mar 2020, 21:25
kaxaberski66
ცენტალური გათბობის და კაი გაღუღუნებული ფეჩის შედარება როგორი თემაა იცი, ერთხელ სოფელში ვქეიფობდით და სადღეგრძელო ვთქვით ჩვენს ხეობებს გაუმარჯოსო, არაგვს, თავისი შენაკადებით არყალით, ჯახით და ა.შ. ერთი კაცო დარონდა და არ ამბობს არაფერს. ფხუნდავი იყო ამის ხეობა და არ გვიხსენებია, რადგან ზაფხულში სულ შრებოდა და არც გაგვხსენებია smile.gif ხოდა ამ კაცმა როგორც იქნა გააგრძელა და გვითხრა, მართალია ზაფხულობით სულ შრება, მაგრამ ჩემს გულში სულ მოჩუხჩუხებსო. ხოდა შენც მართალია ცენტრალური გათბობა გაქვს, მაგრამ დუხოვკიან ფეჩს ნუ დაივიწყებ და იქნებ ერთ მშვენიერ დღეს იმ სოფლის სახლში დადგა და გააგუზგუზო smile.gif შენს გულში სულ იგუზგუზებს smile.gif
QUOTE
დღეს ჯონჯოლის კრეფა დავიწყე... მაგრამ გაგვიწვიმდა ამ საღამოს და ხვალ რას ვიზამ, არ ვიცი.

ჯონჯოლი ასე მალე იკრიფება? მე უფრო აპრილის ბოლოსკენ, მაისის დასაწყისი მახსოვდა. ამწნილებთ თუ აბარებთ?

Posted by: kaxaberski66 29 Mar 2020, 21:57
straight away
QUOTE
მაგრამ დუხოვკიან ფეჩს ნუ დაივიწყებ და იქნებ ერთ მშვენიერ დღეს იმ სოფლის სახლში დადგა და გააგუზგუზო  შენს გულში სულ იგუზგუზებს

მართლაც სოფელში წავიღე მაგრამ ალბათ იქ უფრო ვერ გამოვიყენებ.
სახლს საფეჩე ბუხრები არ აქვს.
ორი კარმა დგას და იმით ვათბობ სახლს როცა ვრჩებით სოფელში.
წინა შაბათს დღე ნახევარი, სადღაც 30-32 საათი გვენთო და 12 ლარის გაზი დაწვა. საღოლ მაგის მომგონებელს რა.tavadze
QUOTE
დღეს ჯონჯოლის კრეფა დავიწყე

ეზოში გიდგას?

Posted by: iGreen 29 Mar 2020, 22:11
straight away
QUOTE
ისე რა ამის პასუხია და ერბო-ყველი თუ გიჭამიათ?

ერთხელ გუდამაყარსი თივების დაცურებაში ვეხმარებოდი და დილით სანამ სახლიდან გავიდოდით ალუმინის ჯამში ერბო გაადნეს, ყველამ თითო ჩაშკა გამდნარი ერბო დავლიეთ, მე უფრო პურზე ვისმევდი და ისე.... ეგ ერთი შემთხვევა იყო. ნაღდი ერბო ხო იცით როგორ ქვირითივითააა. კაი ხანია აღარ შემხვედრია არსად.
მოკლედ ამ ერბო-ყველს ასე ამზადებენ: ქვაბს შემოდგამენ ფეჩზე, ჩადებენ ერბოს და რომ გადნება და გაცხელდება ნელ-ნელა ათლიან ყველს, თან მორევაც უნდა. ფაფისებურ მასად რომ გადაიქცევა, გადმოდგავენ და ...
ისეტი მსუყეა, ორი კოვზი რომ შეჭამო შეიძლება მთელი დღე ვერაფერს გაეკარო

ბებიაჩემი სულ ერბოთი აკეთებდა ყველაფერს. ერბოყველი არ ვიცი მარა დამდნარ ერბოში ჩაწობილ ხაჭოს ხინკალი იიიიფ. ატრიასაც უხდებოდა ერბო.
სათიბად და სახვეტად მივლია მარა თივების დაცურებაზე არ ვყოფილვარ, ისე ზემოთ გვქონდა სათიბი იმხელა თოვლში არა მგონია ამეღწია იქამდე biggrin.gif



Posted by: straight away 29 Mar 2020, 22:54
ხაჭოსიც და კარტოშკისაც, აუუუფ რას ასწრებს... ერბოში რომ ამოავლებ. მერე გინდა თივა დააცურე და გინდა გუთანი აგუგუნე.
ეს თივის დაცურება რას ნიშნავს ეხლა. მთაში სათიბები სულ ფერდობებზეა, თან სოფლიდან მოშორებით. რომ გათიბავენ და დადგავენ თივებს, ჩვენ ბულულებს ვეძახით. დავაბულულეო. მერე ცოტა ხანს დააცდი რომ თივა დაჯდეს, დაიტკეპნოს. ფერდზე დადგმას ცოტა ცოდნაც ჭირდება რომ არ ამოყირავდეს. რომ დაჯდება მერე შეგიძლია დააცურო ეს ბულულები. მოჭრი გრძელ ლატანს, მსხვილი გრძელი ჯოხია, თივის ბულულას გაუყრი ძირში, შუა ადგილას და თოკით გადააკრავ ისე, რომ თოკის ერთი ბოლო ლატნის წინ არის ჩაბმული, გადადის ბულულის თავზე და ლატნის ბოლოზე ებმევა. კარგად უნდა დაიჭიმოს თოკი. გაწევ ლატანს და ბულულაც იძვრება, ცურდება. შეგიძლია რამოდენიმე ბულულა ასე მიაბა ერამანეთს და ერაად გაუშვა. ზოგჯერ უკან უნდა დაუდგე, თორემ შეიძლება გადაუაროს ადამიანს. ჩამოიტან გზამდე და მერე მანქანით ან ურმით სახლამდე. ზოგჯერ ზამთარსაც ელოდებიან, თოვლზე კარგად სრიალებს.

Posted by: levani169 29 Mar 2020, 22:55
kaxaberski66
QUOTE
მართლაც სოფელში წავიღე მაგრამ ალბათ იქ უფრო ვერ გამოვიყენებ.
სახლს საფეჩე ბუხრები არ აქვს.

ეზოში დადგი კახა .......... თუ გული გულობს,ფეჩი ეზოშიც ინთებაო!:love:

Posted by: Grows 29 Mar 2020, 23:57
რაღაც ფილმში მაქვს ნანახი თოვლში თივის თუ შეშის დაცურება. ჩოხელის ფილმია მგონი ან არა. რა მაგრა მახსოვს biggrin.gif ის მახსოვს რომ ბავშვობაში ვნახე პირველად ეგ სცენა და ძაან მომეწონა.

Posted by: tavadze 30 Mar 2020, 00:17
straight away
QUOTE
ჯონჯოლი ასე მალე იკრიფება? მე უფრო აპრილის ბოლოსკენ, მაისის დასაწყისი მახსოვდა.

ამინდებზეა დამოკიდებული. ყოფილა შემთხვევები, მაისის დასაწყისში შემოსულა, ზოგჯერ - აპრილშიც, მაგრამ მარტშიც ხშირადაა. თან წლეულს არც ისე თბილია მარტი, მაგრამ მაინც იჩქარა. კიდევ ერთი უცნაურობა - ეგ ბალის და აკაციის ყვავილობას ემთხვევა, მაგრამ ჯერ არც ერთი არ ყვავის.
QUOTE
ამწნილებთ თუ აბარებთ?

ვამწნილებ. აქეთ ვინ იბარებს, სადაა ეგ ბედნიერება.
ჩვენსკენ ახლაღა დაიწყეს ამის გამოყენება, თორემ ჩემს ბავშვობაში მაგ მცენარეს არც კი იცნობდნენ. მე ბებია მყავდა ქართლელი და ჩვენს სულ ვაკეთებდით ოჯახში. ოღონდ მაშინ ეზოში არ გვედგა და ტყეში დავდიოდით საკრეფად. ჰოდა, ერთხელ ერთმა ქალმა მკითხა, მაგას არავინ რომ არ ჭამს, თქვენ როგორ ჭამთო. biggrin.gif
QUOTE
გუდამაყარსი

ეჰ - ერბოსი რა გითხრა (მომეტებულს ვერ იღებს ჩემი ორგანიზმი), მაგრამ ახლა გუდამაყარის ხსენება იქნებოდა? sad.gif ჩოხი, ათნოხი, დუმაცხო, ზევით - ბურსაჭირის გადასასვლელი, შავი მთა და არწივისმაღალი... ათნოხში ერთადერთი ბანიანი სახლია შემორჩენილიო და კი მინდა, მოვასწრო ნახვა, თორემ რაჭველებმა ჩემს ავლამდე დაანგრიეს ღებში ბოლო რაჭული დუროიანი სახლი. facepalm.gif facepalm.gif
პ.ს. ე მაგ ღუმელში შემწვარ კარტოხას დამარილებული ან შებოლილი თევზი უხდება ძალიან! up.gif
და კარტოშკა ნაკვერჩხლებშიც (ღადარშიც) მშვენივრად იწვება.
ჰო, კიდევ: წინა გვერდებზე სამოვართან ჩაის სმა ახსენეთ ახსენეთ და სამოვარი ჩემზე იყოს.
kaxaberski66
QUOTE
ეზოში გიდგას?

კი. 6-7 ძირია. ნახევარი ჯერ ახალია, მაგრამ მყოფნის. თუმცა მარტო როცა ვარ, 2-3 დღე ვუნდები დაკრეფას.

Posted by: la reine 30 Mar 2020, 15:36
tavadze

biggrin.gif
ამდენსაც ნუ შემაქებ, ვწითლდებიbiggrin.gif

როგორ გადარჩენილხარ, ღმერთს მადლობა შესწირეsmile.gif


Posted by: kaxaberski66 30 Mar 2020, 22:54
straight away
უკვე 99 გვერდამდე მივსულვართ.
მე მარტო შენ გიცნობ პირადად და შენი ტელეფონის ნიმერი მაქვს.
100 გვერდი შეიძლება ხვალვე შეივსოს, მაგრამ თუ გასცდა, მაინც ახლოს იქნება 100 თან. დაგირეკავ და სიმბოლურად ვადღერგძელოთ ყველა ვინც წვლილი დაიდო ამ საქმეში.
ოღონდ ხვალ და ზეგ არ მცალია. ჩემი საქმიანობა არ გაჩერდება.
levani169
QUOTE

ეზოში დადგი კახა .......... თუ გული გულობს,ფეჩი ეზოშიც ინთებაო!:love:

კი. ეზოში ავაგუგუნებ. სხვა რა გზაა?

Posted by: straight away 31 Mar 2020, 10:22
tavadze
ჯონჯოლს საერთოდ სხვა ქვეყნებში იცნობენ? იყენებენ საჭმელად? მე ვისაც ვაჩვენე (უცხოელს) და ვუხსნი რომ ამას ასე ვაკეთებთ და მივირთმევთ, თვითონ ვერ იხსენებენ თუ აქვთ საერთოდ თავის სამზარეულოში მსგავსი რამ.
QUOTE
ჰო, კიდევ: წინა გვერდებზე სამოვართან ჩაის სმა ახსენეთ ახსენეთ და სამოვარი ჩემზე იყოს.

აჰა სამოვარი უკვე გვაქვს. ფეჩიც გვაქვს პრინციპში, რადგან კახაბერმა არ იცის სად წაიღოს და როგორ უპოვოს გამოყენება თავის ფეჩს.
მე კარგი ქოხი მაქვს მთიულეთში. თუ კორონა მალე ჩაივლის და გეგმები არ ჩამეშლება, ერთ პატარა სახლსაც ავაშენებ.
ყურძენიც დავრგე. მანამდე კი კახეთიდან იმპორტირებული დავლიოთ.
ჩაის რაც შეეხება, სვანეთის მთებიდან ჩამოტანილ დეკის ჩაის შემოგთავაზებთ.
ხინკალზეც ყველა პრობლემა მოხსნილია, ჩემთან ყველაზე კარგი ხინკალი მზადდება.
ვიჩინაც მეგულება ერთგან smile.gif))
ნუ მოკლედ კბილებს კი ვილესავთ და გამკეთებლებიც ვართ, მაგრამ ეს ჩინური ვირუსი უნდა გადავაგაროთ როგორმე.
ალბათ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და მანამდე აქ გავიაროთ პრაქტიკები, ბოლოს ერთი გენერალური რეპეტიციაც და ეგაა smile.gif))
kaxaberski66
QUOTE
დაგირეკავ და სიმბოლურად ვადღერგძელოთ ყველა ვინც წვლილი დაიდო ამ საქმეში.

სულ კონტაქტზე ვარ, ვაცაფი, ფაცე, სკაიპის პაროლი აღარ მახსოვს, თუ გინდა მდინარის აქეთ შენ დაჯექი და მდინარის იქით მე, მოვყვეთ სულ დასაწყისიდან და ვისაც წვლილი შეუტანია ამ კარგ თემაში თუნდაც ერთი პოსტით, ერთი რჩევით ან ტკბილი მოგონებებით, ყველა დავლოცოთ

Posted by: iGreen 31 Mar 2020, 11:52
straight away
QUOTE
ჩაის რაც შეეხება, სვანეთის მთებიდან ჩამოტანილ დეკის ჩაის შემოგთავაზებთ.

მთიული კაცი დეკისთვის სვანეთში მიდიხარ? smile.gif მთიულეთშიც ბლომადაა დეკა, თავშავას და დეკის ჩაის ვსვავდით ხოლმე სულ, ცალკე შურდულის ტარებს სულ დეკით ვაკეთებდი ხოლმე smile.gif

kaxaberski66
QUOTE
კი. ეზოში ავაგუგუნებ. სხვა რა გზაა?

არ დაუჯერო, საძინებელში ფეჩი ყველაზე მაგარია. ღამით ფეჩის ხმა იავნანასავითაა. ნუოღონდ დილით ვინმე უნდა შემოდიოდეს და ანთებდეს, რომ ცივ ოთახში არ გიხდებოდეს დილით ადგომა და ფეჩის დანთება თუ შეშაზე გექნება biggrin.gif

Posted by: straight away 31 Mar 2020, 12:26
iGreen
QUOTE
მთიული კაცი დეკისთვის სვანეთში მიდიხარ?

დეკისთვის არ მივდივარ smile.gif სხვა საქმეზე დავდივარ და დეკაც მომაქვს, ხოლმე. ხევსურეთიდან, ყაზბეგიდან, ბორჯომიდან ა.შ.

Posted by: Grows 31 Mar 2020, 12:37
ყველაზე მეტად ეს გაზაფხული მენანება საკორონოდ. რამდენ ადგილას წავიდოდი. იმედია აპრილში გადაივლის მართლა!

Posted by: Kobalty 31 Mar 2020, 18:21
iGreen
QUOTE
საძინებელში ფეჩი ყველაზე მაგარია. ღამით ფეჩის ხმა იავნანასავითაა. ნუოღონდ დილით ვინმე უნდა შემოდიოდეს და ანთებდეს,

+1

ყველაზე მეტად მამშვიდებდა სიყრმეში გაგიზგიზებული ფეჩის ხმა..
ფეხს რო მმიუშვერ 2 წუთი, გაგიცხელდება და გამოწევ. მერე ისევ.. biggrin.gif

წინა გვერდზე ვერ მივხვდი ყველის და ერბოს რა კომბინაციაზე ამბობდით, დამბალხაჭო ყველით არ კეთდება..
იმედია ყველა ნაზიარები ხართ ამ საოცრებას.. smile.gif

Posted by: straight away 31 Mar 2020, 20:12
Kobalty
დამბალხაჭო არა. ერბოყველი
აი ესაა რა
https://samzareulo.ucoz.com/news/mtiuluri_erbo_qveli/2011-08-25-691

Posted by: levani169 31 Mar 2020, 20:53
72 წლისა ვარ და ვენახში არ წახვიდეო ......... გახარია დამიკავებს ვაზს,ეგ ჩათლახი ეგა?

Posted by: straight away 31 Mar 2020, 21:02
QUOTE
72 წლისა ვარ და ვენახში არ წახვიდეო ......... გახარია დამიკავებს ვაზს,ეგ ჩათლახი ეგა?

biggrin.gif
მა ჩუჩხელა და ღვინო რო გიყვარს საიდან მომაქვსთქო უნდა გეკითხა...
მე პენსიაში სპეციალურად არ გავდივარ, არადა შარშან მიწევდა და უარი ვთქვი. მერე ფსიქოლოგიურად უნდა განვეწყო ისე თითქოს დავბერდი, ერთი მაგათ 120 მანეთის დედაც ვატირე.

Posted by: Grows 31 Mar 2020, 21:11
დამბალხაჭო ის არაა, დაობებული ხაჭო/ყველი რომაა?

წლების წინ ბალღების ბანაკი გავაკეთეთ თიანეთში. ერთ დღესაც მინდორში ვარ გასული ბავშვებისთვის მორიგ გასართობს ვამზადებ. ვმალავდი ნივთებს და ბავშვებს უნდა ეპოვნათ კოორდინატებით.

ჰოდა ხის ჩრდილში ორ შუა ხნის კაცს წავადექი, ქვემოთ ნახირი ჰყავდათ და თვითონ ჩრდილს ეფარებოდნენ. პატარა სუფრა ჰქონდათ გაშლილი და ილუკმებოდნენ.

რომ დამინახეს, მიმიწვიეს თავისთან. თავიდან ციტა ფეხი ავითრიე დავინახე რა რომ არაყს სვამდნენ. ჩემი საქმე მქონდა და დასალევად არ მეცალა. მაგრამ არ დაიშალეს მწყემსებმა და მივედი მეც.

გამოვეცნაურეთ ერთმანეთს და ჭიქა არაყიც მომაწოდეს. დავლოცე იქაურობა, მასპინძლები და გადავკარი. ავიღე პური და პომიდორი მისაყოლებლად და ამ დროს ერთმა მწყემსმა აბგიდან რაღაც ობიანი მასა გააძრო. ესაო უნდა გაგასინჯო როგორც სტუმარსოო. თავიდან ვიფიქრე ეს რატო უნდა ვჭამოთქო, მაგრამ ცხვირთან ახლოს მივიტანე თუ არა, მივხვდი რომ კაი რამეს მთავაზობდა და გემრიელად ჩავკბიჩე.

მოკლედ, სადღაც მეხუთე ჭიქის მერე მივხვდი რომ იმ საღამოს ბავშვების თამაში არ შედგებოდა. ამასობაში კიტრი-პომიდორიც გათავდა და ცარიელ არაყ-დამბალხაჭოზე გავაგრძელოთ ქეიფი.

არც იქამდე და არც იმის მერე დამბალხაჭო აღარსად მინახავს.

ნიამ ნიამ




levani169

დისტანციურ სერვისებზე უნდა გადახვიდე.

Posted by: tavadze 31 Mar 2020, 21:40
ჰა, რავა ხართ თანათემელებო - ხომ ხართ სახლებში და ხომ იცავთ კომენდანტის საათს? biggrin.gif
მე ამოქმედებამდე ზუსტად 5 წუთით ადრე პატიოსნად გამოვცხადდი სახლში (ცილი არ დამწამოთ, სოფელ-სოფელ და უსაქმოდ არც მანამ არ დავწანწალებდი biggrin.gif - 70-ს გადაცილებულ მეზობელს წნევის წამლები და ნიორი მივუტანე - ესეც წამალია რა), ახლა კი აქ ჩეტაობის პარალელურად ჯონჯოლის მწნილს ვდებ ქილებში.
straight away
QUOTE
ჩაის რაც შეეხება, სვანეთის მთებიდან ჩამოტანილ დეკის ჩაის შემოგთავაზებთ.

ოოო - დეკას ჩაი მაგარი რამეა. მე მოცვის ჩაის შემოგაშველებთ, ზაფხულიდან კი ვეცდები, სახლში დამზადებული ნაღდი ჩაიც ვიქონიო მარაგში - ჩაის ძველი პლანტაცია აქვეა, ჩემი ეზოს გვერდით და მინდა, 1-2 ძირი გავკრიჭო.
QUOTE
tavadze
ჯონჯოლს საერთოდ სხვა ქვეყნებში იცნობენ? იყენებენ საჭმელად?

რა ვიცი, ცეცხლი არ ჭამონ მაგათ. biggrin.gif
ისე, მართლა საინტერესოა - თუ აქვს რომელიმე სხვა სამზარეულოს.
Grows
QUOTE
თავიდან ვიფიქრე ეს რატო უნდა ვჭამოთქო, მაგრამ ცხვირთან ახლოს მივიტანე თუ არა, მივხვდი რომ კაი რამეს მთავაზობდა და გემრიელად ჩავკბიჩე.

biggrin.gif
ისე კი მე მგონია, რომ ცხელ ლავაშთან ან მჭადთან უფრო კარგი იქნება, ვიდრე - ჩვეულებრივ პურთან.
სეზონური რამეა. სეზონზე იშოვება თბილისში, მაგრამ ძვირიც ღირს და ცოტა ნაცნობობბაც გჭირდება, "ნაკოლი" რომ მოგცენ. biggrin.gif

Posted by: levani169 31 Mar 2020, 21:55
QUOTE
სეზონური რამეა. სეზონზე იშოვება თბილისში, მაგრამ ძვირიც ღირს და ცოტა ნაცნობობბაც გჭირდება, "ნაკოლი" რომ მოგცენ.

თელავში იყიდება ხოლმე ბაზარში,ერთი კვერუკა 8 ლარი ღირდა თუ არ გაძვირდა ამ შიმშილობაში.
სადღა მაქ დამბალხაჭოს კბილები შვილებო,მწვადსა და ხაშლამასაც ძლივსხა ვძიძგნი,72 წელს ძალა აქ!

Posted by: tavadze 31 Mar 2020, 22:17
levani169
QUOTE
თელავში იყიდება ხოლმე ბაზარში,

მუდმივად, წელიწადის ყველა დროს იყიდება? მე ვიცი, რომ სეზონური პროდუქტია, რადგან ჩვეულებრივი ყველივით მასობრივად არაა გავრცელებული. თუმცა მომხმარებელიც შედარებით ნაკლები ჰყავს, მაგრამ მაინც სეზონურიაო და არ ვიცი.
QUOTE
სადღა მაქ დამბალხაჭოს კბილები შვილებო,მწვადსა და ხაშლამასაც ძლივსხა ვძიძგნი,72 წელს ძალა აქ!

biggrin.gif
ღვინის ყანწებს ხო ურტყამ კარქა ყბაში, ჰა? biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 31 Mar 2020, 22:36
ეს რამდენი დაგიწერიათ?
შეიძლება ამ ჩემმა წერილმა გახსნას მე100 გვერდი.
QUOTE
ჯონჯოლს საერთოდ სხვა ქვეყნებში იცნობენ? იყენებენ საჭმელად? მე ვისაც ვაჩვენე (უცხოელს) და ვუხსნი რომ ამას ასე ვაკეთებთ და მივირთმევთ, თვითონ ვერ იხსენებენ თუ აქვთ საერთოდ თავის სამზარეულოში მსგავსი რამ.

ნეტავ ჩინელებს ძაღლი და ღამურა არ ეჭამათ და ჟონჟოლი ეჭამათ.Kobalty
QUOTE
ყველაზე მეტად მამშვიდებდა სიყრმეში გაგიზგიზებული ფეჩის ხმა..
ფეხს რო მმიუშვერ 2 წუთი, გაგიცხელდება და გამოწევ. მერე ისევ..

სულ სხვა სითბო აქვს შეშის ფეჩს.
QUOTE
დამბალხაჭო ყველით არ კეთდება..
იმედია ყველა ნაზიარები ხართ ამ საოცრებას

მე რომ ვფიქრდები, არ მიჭამია.
tavadze
QUOTE
პარალელურად ჯონჯოლის მწნილს ვდებ ქილებში.

როგორ დებ? მარილ მოყრილს სტენი ქილაში?
straight away
QUOTE
რადგან კახაბერმა არ იცის სად წაიღოს და როგორ უპოვოს გამოყენება თავის ფეჩს.

ეს სვანური ფეჩი შარშან ვიყიდე მარნეულში. სულ ორი თვე ვიხმარე. სოფელში წავიღე. აქ უკვე ზედმეტი იყო.
ეხლა ვფიქრობ, რამე მოვიფიქრო. ბორბლები გავუკეთო, მატორი ჩავუდგა, ტრუბა თვითონ აქვს ბოლი რომ გაუვიდეს, ენერგიის წყარო შეშა იქნება და იქნებ ტრანგალეტკა ზურაბასავით რამე საინტერესო გამომივიდეს?
QUOTE
ყურძენიც დავრგე. მანამდე კი კახეთიდან იმპორტირებული დავლიოთ.
ჩაის რაც შეეხება, სვანეთის მთებიდან ჩამოტანილ დეკის ჩაის შემოგთავაზებთ.
ხინკალზეც ყველა პრობლემა მოხსნილია, ჩემთან ყველაზე კარგი ხინკალი მზადდება.
ვიჩინაც მეგულება ერთგან

მშვენიერია მაგრამ კორონამ ყველაფერი ჩაშალა.
დეკის ჩაი არ დამილევია, მაგრამ თქვენ თუ დაგილევიათ ძირტკბილას ჩაი?
უმაგრესი რამ არის. თან სამკურნალოა ძალიან ბევრ რამეზე.
მიწისგან გასუფთავებულ ძირტკბილას დაძიძგნი, ერთ პატარა კონას, ცერა თითზე ცოტა უფრო სქელს და დაახლოებით 8-10 სმ სიგრძისას ჩაჰყრი ჩაიდანში და ადუღებ ერთი 5 წუთი.
ამის შემდეგ ფერიც თვითონ აქვს, სიტკბოც და გემოვნებაც.
მოგიწესრიგებთ თირკმელების მუშაობას და უამრავ რამეს.
მაგის სმას რომ დაიწყებს კაცი, ერთი ორი თვის შემდეგ ხვდება რომ რაღაცეები რაც აწუხებდა და დისკომფორტს უქმნიდა, სადღაც უკვალოდ გაქრა.

Posted by: straight away 31 Mar 2020, 22:47
დამბალხაჭოსაც დაახლოებით ისე ათლიან ერბოიან ტაფაზე/ქვაბში, როგორც ერბოყველს. ნომერ პირველი საჭმელია სტუმრის გასამასპინძლებლად. თან სწრაფად მოსამზადებელია. ჟიპიტაური და ჰაიდაა....
აბა თქვენ ანწლის არაყიც არ გექნებათ დალეული...
თუ კორონობა დიდხანს გაგრძელდა (ღმერთმა დაგვიფაროს) მერე კი დაგვჭირდება პაპა-ბებიების დროინდელი მენიუს გააქტიურება:
ღოლოს შეჭამანდი
შინდის შეჭამანდი
მჟაუნის სუპი
დანდური
ჭინჭრის ფხალი
დოშხალა (დოს შეჭამანდი)
ეს დოშხალა მაგარი საპახმელიო ტიპია!
გამახსენდება კიდევ და მოგაშველებთ

Posted by: kaxaberski66 31 Mar 2020, 23:00
straight away
QUOTE
გამახსენდება კიდევ და მოგაშველებთ

მურაკის შეჭამანდი.
ბალბა.
ბოლოკის ფხალი.

Posted by: tavadze 31 Mar 2020, 23:46
kaxaberski66
QUOTE
tavadze
QUOTE
პარალელურად ჯონჯოლის მწნილს ვდებ ქილებში.

როგორ დებ? მარილ მოყრილს სტენი ქილაში?

ჯერ ვწალავ მდუღარე წყალში (ოღონდ ძაან მალე ვიღებდი და მთლად კარგად არ მოწალულა, მგონი, მაგრამ მაინც ეყოფა - ძაან ცარბილებულიც არ მიყვარს), მერე ვწურავ და ვტენი ქილებში. თან ფენა-ფენად ვაყრი ბლომად მარილს. თავზე - ალუბლის ფოთლებსაც ვადებ, მაგრამ ჯერ ციცქნა ფოთლები აქვს ალუბალს, ჯონჯოლმა ძაან იჩქარა გაშლა.
თუმცა მე ხომ სამზარეულოში ექსპერიმენტების ჭია არ მასვენებს biggrin.gif და ახლაც ვიექსპერიმენტე: ერთ ქილაში ამ ყველაფერთან ერთად ფენა-ფენად ჩავაყოლე ნიახური, დაფნის ფოთლები და თხლად დათლილი სტაფილო, თავზე კი მოვაყარე შავი და თეთრი წიწაკის მარცვლები. ვნახოთ, რა გამოვა. biggrin.gif
QUOTE
ეს სვანური ფეჩი

უმაგრესი ხაჭაპურები ცხვება, თუმცა ცომეულს ყველაფერს კარგად აცხობს. გოჭსაც შესანიშნავად წვავს და ქათამსაც. ალბათ - სხვა ხორცეულსაც.

QUOTE
მაგრამ თქვენ თუ დაგილევიათ ძირტკბილას ჩაი?

არადა და დამაინტერესე.
ჩვენსკენ ცაცხვის ჩაიც პოპულარულია.
ახლა მოცვის ჩაი იქნება შემოსული, მაგრამ ძაან მაღალ მთაშია წასასვლელი...
straight away
QUOTE
აბა თქვენ ანწლის არაყიც არ გექნებათ დალეული...

რატომ გგონია? biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
დანდური
ჭინჭრის ფხალი

იფ - ორივე მაგარია. ჭინჭრის ფხალი ახლაც მაქვს გაკეთებული, ოღონდ - უკვერცხოდ. მაგას ჩვენში ნიგვზითაც აკეთებენ და - ზეთში მოხრაკულსაც, ოღონდ ეს ჩვენში უკვერცხოდ იციან, კვერცხს კი უფრო აჭარაში ახლიან. თუმცა დედაჩემმა იცოდა კვერცხითაც და მეც მომწონს.
kaxaberski66
QUOTE
ბოლოკის ფხალი.

ბოლოკის არ ვიცი და წითელი ფხალი კი მაგარია.
პ.ს. მეც შემოგაშველებთ ჩვენში ადრე გავრცელებულს, თუმცა მე ძაან ცოტა ვიცი:
1. ყიყილაყა (ამარანტა)
2. ნაცარქათამა.
3. ჭყიმე - ეს ძაან მაგარი რამეა, აპრილ-მაისში იცის, მაგრამ გადაჯიშდა რაღაც ეზოში, აღარ მხვდება.
4. კეჟერა ფხალი, იგივე თეთრი ფხალი. ამის სეზონიც ახლაა და ყველაზე გემრიელი მაგისი ყვავილია - ფხალადაც და მწნილადაც.
5. ეკალა - ლობიოსი არ იყოს, მარად და ყველგან ჩვენი გადამრჩენელი. biggrin.gif
6. მთის წიწმატი

Posted by: straight away 1 Apr 2020, 04:05
QUOTE
მურაკის შეჭამანდი.
ბალბა.
ბოლოკის ფხალი.

QUOTE
ბოლოკის არ ვიცი და წითელი ფხალი კი მაგარია.
პ.ს. მეც შემოგაშველებთ ჩვენში ადრე გავრცელებულს, თუმცა მე ძაან ცოტა ვიცი:
1. ყიყილაყა (ამარანტა)
2. ნაცარქათამა.
3. ჭყიმე - ეს ძაან მაგარი რამეა, აპრილ-მაისში იცის, მაგრამ გადაჯიშდა რაღაც ეზოში, აღარ მხვდება.
4. კეჟერა ფხალი, იგივე თეთრი ფხალი. ამის სეზონიც ახლაა და ყველაზე გემრიელი მაგისი ყვავილია - ფხალადაც და მწნილადაც.
5. ეკალა - ლობიოსი არ იყოს, მარად და ყველგან ჩვენი გადამრჩენელი.
6. მთის წიწმატი


sa.gif ჩვენ კორონა რას დაგვაკლებს?!
ეხლა აქედან - ბალბა ყვავილია ვიცი, ოღონდ საჭმელად თუ გამოიყენებოდა არ ვიცოდი. ვიცი ისიც რომ თუ შეევეხე, ისეთ საშინელ სუნს უშვებს, მტრისას.
ბოლოკის ფხალი არ ვიცი. ბოლოკის სალათა კი.
ამარანტი და ნაცარქათამა ვიცი. ნაცარქათამას ჩვენც ვაკეთებდით. ასევე ეკალაც. აი მთის წიწმატი და ჭყიმე არ ვიცი და მგონი არც გამისინჯავს.
ჭარხლის მხლოვანებს ეხლაც ვაცხობთ, ისე მიყვარდა ბავშვობიდან, რომ ცოლს ვასწავლე და ვერ ველევი.
კახამ რომ თქვა ძირტკბილას ჩაი - მაგ ძირტკბილას ისე ვჭამდით, გარეთა კანს ვაცლიდით და მოთეთრო - მომწვანო გული აქვს. კიდევ არჯაკელიც გამახსენდა და ჩადუნა. ეხლა შემოვა ეს ორივე.

Posted by: kaxaberski66 1 Apr 2020, 07:11
QUOTE
ეხლა აქედან - ბალბა ყვავილია ვიცი, ოღონდ საჭმელად თუ გამოიყენებოდა არ ვიცოდი. ვიცი ისიც რომ თუ შეევეხე, ისეთ საშინელ სუნს უშვებს, მტრისას.

ბალბა ყვავილი რომ იყო, მე შარშან გავიგე მეუღლემ ეზოს გასალამაზებლად რომ მოიტანა.
მე ველურ ბალბას ვამბობ, რომელიც ყველგან იზრდება აღმოსავლეთის ბარში. დასავლეთში არ ვიცი.
ამარანთი გამიგია რომ საქონლისთვის საკვები ბალახია. არ ვიცი რომელია.
ნაცარქატამა რა თქმა უნდა ვიცი, არ მიჭამია.
მთის წიწმატი არ ვუცი.
არჯაკელი და ჩადუნაც არ ვიცი.
QUOTE
კახამ რომ თქვა ძირტკბილას ჩაი - მაგ ძირტკბილას ისე ვჭამდით, გარეთა კანს ვაცლიდით და მოთეთრო - მომწვანო გული აქვს.

შენ რას აცლიდი კანს, ფესვს თუ ფესვს ზედას?
ჩაი გამოდის უაღრესად არომატული. ლიმნისფერი. პირველ ორი-სამი დალევის შემდეგ იჭერ მუღამს.

Posted by: Kobalty 1 Apr 2020, 17:47
Grows
QUOTE
დამბალხაჭო ის არაა, დაობებული ხაჭო/ყველი რომაა?

ეგაა კი, ჩემთვის მამენტ ხინკალზე და მწვადზე წინ დგას სიაში..
ანუ პირველზეა..

levani169
QUOTE
სადღა მაქ დამბალხაჭოს კბილები შვილებო,მწვადსა და ხაშლამასაც ძლივსხა ვძიძგნი,72 წელს ძალა აქ!

მართლა 72-ს ხარ თუ ხუმრობ? smile.gif
კაკრაზ დამბალ ხაჭოს არ უნდა კბილები, ყველაზე რბილია ტაფაზე მომზადებული..
უმიც იჭმევა ყველივით..

სეზონური კია, ნუ როცა ხაჭო მოიპოვება, ამის გაკეთება სულ შეიძლება..
მარა 3 თვე მაინც უნდა შენახვას რო დალბეს..
გუდვილშიც იყიდება და ბევრი სხვაგანაც..

Posted by: levani169 1 Apr 2020, 18:40
Kobalty
QUOTE
მართლა 72-ს ხარ თუ ხუმრობ?

ხუმრობის იშტაღა მაქ ..... ვენახში არ მიშვებენ.

Posted by: Grows 1 Apr 2020, 19:05
levani169

რათ ტროლაობ?
ამ პატიოსან თემაში

^^

Posted by: kaxaberski66 1 Apr 2020, 20:08
უწყინარი და ზრდილების ფარგლებში ხუმრობა ვფიქრობ კარგიც არის.
თუ ვინმე ვერ გაიგებს და იკითხავს, ალბათ ხუმრობის შინაარსის ახსნასაც ექნება ადგილი.
* * *
levani169
შენს ვენახში თუ არ გიშვებენ, ჩემს ვენახში წამოდი კაცო.

Posted by: levani169 1 Apr 2020, 20:40
kaxaberski66
QUOTE
შენს ვენახში თუ არ გიშვებენ, ჩემს ვენახში წამოდი კაცო.

ეგ ღვინოზეა კახა "შენი ღვინის დალევა არ იქნებაო ექიმმა რო უთხრა ჩვენს ზემლიაკსა და ...... მაშინ შენი დავლიოთო"!

Posted by: straight away 1 Apr 2020, 21:13
kaxaberski66
QUOTE
შენ რას აცლიდი კანს, ფესვს თუ ფესვს ზედას?
ჩაი გამოდის უაღრესად არომატული. ლიმნისფერი. პირველ ორი-სამი დალევის შემდეგ იჭერ მუღამს.

ფესვის ზევიდან ვტეხავდით, ძირს ვაცლიდით კანს და იმას ვახრამუნებდით ხოლმე.

მე კიდე ერთი ანეგდოტი გამ,ახსენდა ამ ჩემი-შენის ამბავზე. ცოტა უხამსი კი არის და იმედია მანდილოსნები არ მიწყენენ (პრინციპში ერთი შემოდის აქ ხანდახან და იმედია შემდეგ გვერდზე ვიქნებით გადასული და ვერ ნახავს).
მოკლედ ორი კაცი ერთმანეთსე შეხვდა ნადირობის დროს. ორივეს ხელი მოეცარა იმ დღეს და ჩამოსხდნენ დადარდიანებულები მინდორში.
ერთმა თქვა, ჯანდაბას თუ ვერ მოვკალით ვერაფერი, სახლიდან მაქვს რაღაცეები წამოღებული და თითო ლუკმა მაინც შევჭამოთო.
ამოალაგა ზურგჩანთიდან მოხარშული დედალი, ხაჭაპურები, მჭადი, ყველი, პრასი, ბოთლით არაყი და ა.შ.
ეს მეორე უყურებს გაკვირვებული და მოიბოდიშა, შენ რამდენი რამე გაქვს წამოღებული და ბევრი არაფერი მაქვსო.
არაუშავსო კაცო. ცოლი მყავს ძალიან მაგარი, ისეთ საჭმელებს აკეთებს, მინდა არ მინდა სულ ჭამის ხასიათზე ვარო.
ჩემი ცოლი ვერ არის მასეთი ყოჩაღი სამზარეულოშიო, მეორე ეუბნება, ლამაზია, ანგელოზივითაა, მაგრამ ეს საჭმლის კეთება არ გამოსდის არაფრითო.
პირველი დაფიქრდება და ეუბნება, ერთი იდეა მაქვსო, მოდი შენ ცოლთან სექსი გვქონდეს ხოლმეო და ჩემმა კიდევ საჭმელები აკეთოსო....

Posted by: kaxaberski66 1 Apr 2020, 21:31
levani169
მერე, ის ღვინო ვენახიდან არ არის? ძალიან შორს ხომ არ წავსულვარ.
straight away
QUOTE
მოკლედ ორი კაცი ერთმანეთსე შეხვდა ნადირობის დროს.

მაგ ანეკდოტს კობა გულიაშვილი ახმოვანებს კარგად.
დღეს ალბათ დაიხურება 100 გვერდი. ხვალ რას აკეთებ არ ავღნიშნოთ?
tavadze
QUOTE
თუმცა მე ხომ სამზარეულოში ექსპერიმენტების ჭია არ მასვენებს  და ახლაც ვიექსპერიმენტე: ერთ ქილაში ამ ყველაფერთან ერთად ფენა-ფენად ჩავაყოლე ნიახური, დაფნის ფოთლები და თხლად დათლილი სტაფილო, თავზე კი მოვაყარე შავი და თეთრი წიწაკის მარცვლები. ვნახოთ, რა გამოვა

კარგი გამოვა, კარგი. ვინც შეჭამს სიკეთით შერგებოდეს.
მეც მიყვარს სამზარეულოს სფერო.
კახეთში რა საჭმელებიც კეთდება გამოსაჩენად, 80% მაინც გავაკეთებ კარგად.
* * *
straight away
QUOTE
ფესვის ზევიდან ვტეხავდით, ძირს ვაცლიდით კანს და იმას ვახრამუნებდით ხოლმე.

ფესვის ზევიდან არა. ფესვი უნდა გაქერქო, მერე დაძიძგნო ორი-სამი ასანთის ღერის სისქედ და ის უნდა მოხარშო.

Posted by: Grows 1 Apr 2020, 21:45
უშედეგო ნადირობაზე გამახსენდა

ბავშვობაში ფასანაურში ვარ და ნაწვიმარზე ბადით კარგად იჭირებაო თევზი უბნის ბიჭებმა და დავიხვეტეთ სათევზაოდ არაგვზე. მანქანით წავედით სოფლიდან კარგა მოშორებით ქვემოთ, ვფიქრობდით რო აღმა ავუყვებდით არაგვს და საღამოსპირზე სახლამდეც მივაღწევდით.

ვიტოპავეთ ამ არაგვში რამდენიმე საათი, ხან იქ ვისროლეთ ბადე, ხან - აქ, ხან ერთმანეთს ვყრიდით არაგვში, მარა 3 ცალი ლიფსიტის მეტი ვერაფერი მოვიხელთეთ. ამასობაში ერთ-ერთი ბიჭის დედა შევიგულეთ რო გაემზადებინა სუფრა და გამზადებულიყო სულაც თევზის გასაკეთებლად.

ჰოდა ასე გაწბილებულები ამოვედით არაგვიდან, ჩავსხედით მანქანაში (ეს მანქანა ზემოთ აუყვა და იქ გველოდებოდა) და მოვდივართ, დანა პირს არ გვიხსნის, გვრცხვენია თან ხელცარიელებს სახლში მისვლის.

ჰოდა სად იყო და სად არა ხანდოსთან არმისულებს გზაზე გაგვეჩითა ვიღაც ჯეელი, ბაწარზე აკინძული თევზი ჰქონდა გადმოკიდებული გზაზე გასაყიდად. მოვიჩხრიკეთ ჯიბეები და ორი ეგეთი ასხმულა ვიყიდეთ ამ კაცისგან. სანამ სახლში მივიდოდით ეს ასხმულა დავშალეთ, რომ არავინ მიმხვდარიყო. და ასე ჩუმ-ჩუმად მივიტანეთ დიასახლისთან. შეწვა ამ დიასახლისმა და დავსხედით ჩვენც საჭმელად და ცოტა რო შევთვერით მერე ვაღიარეთ რაც დაგვემართა.

Posted by: la reine 1 Apr 2020, 22:52
ძირტკბილა რომელი მცენარეა?
და საერთოდ აზრზე არ ვარ იმ ბალახბულახების რაც აქ ჩამოთვალეთsad.gif


ვგიჟდები კახურ სამზარეულოზეlove.gif



Posted by: levani169 1 Apr 2020, 23:09
la reine
QUOTE
ვგიჟდები კახურ სამზარეულოზე

კახელებიც ასევე შენს სამზარეულოზე!

Posted by: tavadze 2 Apr 2020, 01:19
straight away
QUOTE
ჭარხლის მხლოვანებს ეხლაც ვაცხობთ,

უჰ - მაგარი რამეა. up.gif ისპანახია კიდევ ძაან მაგარი ცომში.
QUOTE
აი მთის წიწმატი და ჭყიმე არ ვიცი და მგონი არც გამისინჯავს.

მთის წიწმატი რაღაცით კულტურულ წიწმატს წააგავს, ჭყიმე კი კუთხური სახზელია, ლიტერატურული არ ვიცი, მაგრამ უგემრიელესია.
კიდევ ბოსტნის ფხალს ეძახიან - ბოსტნეულისგან კეთდება: ქინძი, ნიახურ-ოხრახუში, კამაც უხდება ძალიან. ერთხელ მამიდაჩემმა გააკეთა და ძალიან მომეწონა.

kaxaberski66
QUOTE
ამარანთი გამიგია რომ საქონლისთვის საკვები ბალახია. არ ვიცი რომელია.

ჯიჯილაყა. მგონი, არის აღმოსავლეთშიც. მაგის თესლს პურშიც ურევენ - ამბობენ, რომ სისხლში შაქრის დონეს არეგულირებსო.
QUOTE
კარგი გამოვა, კარგი. ვინც შეჭამს სიკეთით შერგებოდეს.

გაიხარე. იმედია, კარგი გამოვა და გაამართლებს ექსპერიმენტი - მერე დაპატენტებ კიდეც. biggrin.gif
დღეს კიდევ მოვკრიფე ჯონჯოლი - ერთი დიდი ვედრო გავავსე, ოღონდ ხვალ ჩავდებ მწნილად. კიდევ ერთი მოკრეფა დამრჩა - ბოლო შემოსვლა, ოღონდ ის ცოტა იქნება.
straight away
QUOTE
პირველი დაფიქრდება და ეუბნება, ერთი იდეა მაქვსო, მოდი შენ ცოლთან სექსი გვქონდეს ხოლმეო და ჩემმა კიდევ საჭმელები აკეთოსო....

ეგ ამბავი მე ცოტა სხვანაირად ვიცი. ნუ, ცოცხალი ანეგდოტების რუბრიკაში შემხვდა და იქნებ მართლაც გამოიყენა ფარცაგმა გურულმა. biggrin.gif
მოგეხსენებათ, გურია-აჭარას და ოზურგეთ-ქობულეთს ერთი პატარა მდინარე ჰყოფს - აჭყვი. მის გაღმა-გამოღმა ჰქონიათ ყანები და შუადღეზე თურმე ერთად ტეხავდნენ პურს. თან ეს გურული სისხლს უშრობდა აჭარელს თავისი ხუმრობებით.
მოკლედ, ბოლომდე იქაც მასე იყო ყველაფერი, როგორც შენ დაწერე ანუ აჭარელმა წაიტრაბახა, ჩემი ცოლი საწოლში კარგია, მაგრამ საჭმელებს ვერ აკეთებსო, გურულმა კი პირიქით, წაიწუწუნა - ჩემი მაგარი დიასახლისია, მაგრამ საწოლში არ ვარგაო. აჭარელმა იფიქრა, ახლა კი მოვუგე ამას ენაშიო და იდეა შესტავაზა - ცოლები გავცვალოთო, გურულმა კი სიტყვის დამტავრება არ აცალა, ისე აჯახა - აწი, ჩემმა საჭმელები გვიკეთოს და შენი იმასვქნათო biggrin.gif (ლარეინცუდიარაფერიდამიწერია).

la reine
QUOTE
ვგიჟდები კახურ სამზარეულოზე

მე მეგრულსაც ძალიან ვაფასებ, მაგრამ ერთს ვერ ვხდები - გებჟალია რატოა ასე გაფეტიშებული და პატივცემული?
პ.ს. გებჟალიას ფანებმა არ მესროლოთ - გემოვნება ინდივიდუალურია! kaxaberski66


Posted by: straight away 2 Apr 2020, 12:42
kaxaberski66
QUOTE
დღეს ალბათ დაიხურება 100 გვერდი. ხვალ რას აკეთებ არ ავღნიშნოთ?

ავღნიშნოთ აბა რა უნდა ვქნათ. დღეს სოფლის მეურნობის განყოფილებაში ვიქეიფოთ. ხვალ ტოიოტას კლუბის ხალხი ვიკრიბებით ფეიბუქის ჩატში, მაზეგ ძმის დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებული, ალბათ ვაიბერით ან ვოთსაპით, და კვირას ძმაკაცები ვაპირებთ მოლხენას სკაიპით.
ეხლა ერთი 2 საათის საქმე მაქვს, მეც დისტრიბუციაში ვარ ჩაბმული პარალელურად, არც ჩემი გაჩერება შეიძლება. სადღაც 4 საათისთვის აქ ვიქნები და გავახუროთ პურმარილი.
[
b]Grows[/b]
ანანურში ვცხოვრობდი ჯერ კიდევ. ჟინვალის წყალ;საცავის დამბას აკეთებდნენ. უამრაბი ბელაზი, კამაზი, კრაზი და ტრაქტორი მუშაობდა მიწაყრიილის ასაგებად.
სისხამ დილით წამოვხტით მე და ჩემი მეზობელი, ავიღეთ ანკესები და დავეშვით სათევზაოდ. ჭიაყელა და სიმინდი წინა დღეს გავამზადეთ.
იმ ადგილს რომ მივუახლოვდით, სადაც არაგვის ერთი ტოტი წყალსაცავს უერთდებოდა, უკვე კარგად გათენებული იყო და შევამჩნიეთ რაღაც ფუთ-ფუთებდა ამ შესართავიდან მდინარეს აყოლებაზე.
თევზი იყო ძმაო. მაგდენი ერთად არასოდეს არც მანამდე მინახავს და არც მაგის შემდეგ.
უცბად რაც მოვიფიქრეთ, გავაღვიძეთ ტრაქტორისტი, წინ დიდი კოვში რომ აქვს, მთელ სიგანეზე. გამოვვარდით ამ ტრაქტორით, შეუყვა შესართავიდან ზევით, ჩვენ მდინარეს ზევიდან ქვევით დავყევით ჩქაფუნით და როცა ერთმანეთს შევხვდით, ტრაქტორი და ჩვენ, ამოწია კოვში და ნახევარზე სულ თევზით იყო სავსე. როგორც მერე გავიგე, იმ კოვშში კუბამეტრ ნახევარი ეტეოდა და ჩვენ ნახევარი კუბამეტრი თევზი დაგვიჭერია.
თევზისთვის ერთი სადოკი მიგვქონდა და აბა ის რას გვეყოფოდა. გავიხადეთ შარვლები, ტოტები ბოლოებზე გავნასკვეთ და მთლიანად თევზით გავასეთ. დანარჩენი იმ ტრაქტორისტს დავუტოვეთ, ბიჭები რომ მოვლენ სამსახურში გაუმასპინძლდებოდა.
2 კვირა თევზს ვჭამდით. ადრე კომუნისტების დროს ხუთშაბათი დღე იყო თევზის დღე. ჩვენ ამ ორ კვირაში სულ თევზის დღეები გვქონდა. მოხარშული, შემწვარი, დამარილებული, შებოლილი, დამწნილებული, მურაბა, კამპოტი, ყველაფერი თევზისგან გვქონდა დამზადებული.

Posted by: Grows 2 Apr 2020, 12:50
straight away

გაგიწყვეტიათ არაგვში თევზი biggrin.gif

Posted by: la reine 2 Apr 2020, 15:28
levani169

ვინ კახელებიbiggrin.gif

tavadze

:დ
გეთანხმები გებჟალიას ამბავში.
თავიდან ბოლომდე მეგრელი ვარ, მაგრამ არ მიყვარს ეს გებჟალია და რა ვქნაbiggrin.gif
* * *
straight away

რა სანახაობა იქნებოდაsmile.gif


Posted by: tavadze 3 Apr 2020, 00:45
la reine
QUOTE
გეთანხმები გებჟალიას ამბავში.
თავიდან ბოლომდე მეგრელი ვარ, მაგრამ არ მიყვარს ეს გებჟალია და რა ვქნა

მე მგონი, ის ინგრედიენტები ცალ-ცალკე უფრო გემრიელია, ვიდრე - ერთად არეული. biggrin.gif
სამაგიეროდ, ელარჯია დაცემა და ცხონება სხვა ბევრ მეგრულ კერძთან ერთად.

Posted by: straight away 3 Apr 2020, 09:18
QUOTE
la reine
QUOTE
გეთანხმები გებჟალიას ამბავში.
თავიდან ბოლომდე მეგრელი ვარ, მაგრამ არ მიყვარს ეს გებჟალია და რა ვქნა

მე მგონი, ის ინგრედიენტები ცალ-ცალკე უფრო გემრიელია, ვიდრე - ერთად არეული.
სამაგიეროდ, ელარჯია დაცემა და ცხონება სხვა ბევრ მეგრულ კერძთან ერთად.


თეთრ მშრალლ ღვინოსთან ერთად ცადეთ აბა, წესით უნდა შეგიყვარდეთ smile.gif

გუშინ მე და კახაბერმა ტეტ ა ტეტ ვიქეიფეთ ონლაინ, თქვენი სადღეგრძელო 3-ჯერ დავლიეთ და აჰა აქაც გეტყვით, ღმერთმა მოგცეთ გამარჯება, მშვიდობა და ჯანმრთელობა,
აგარიდოთ კორონა, გვალვები,
სეტყვა და ჭრაქ-ნაცარი,
ვისაც გინდა შემოგვიერთდით
სამწვადე წამოიმძღვარიეთ
პრასი არ გინდათ, აქაც არი.

ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო, ხოდა აჰა გადაბრუნდა და რაც გამოჩნდა არც ისე სახარბიელოა.
ფთურმე მარტო კვერცხს და კარტოფილს ვაწარმოებთ იმ რაოდენობით რაც გვჭირდება. დანარჩენი იმპორტია.
უნდა რაღაცა ვშვრაათ, ეგრე გაგრძელება აღარ შეიძლება.
მე პირადად, წელს მინიმუმ გავაორმაგებ ჩემს შრომას და პლიუს დამატებით იმასაც გავაკეთებ რაც არ მქონდა გეგმაში.
მაგ: პომიდვრის და კიტრის დათესვას ვაპირებ. ლობიოს 5 ცალს ვაგდებდით ორმოში ჩემ დროს, რამე ხომ არ შეიცვალა საერთაშორისო სტანდარტებით? 5 ლობიო - 2 სიმინდი. იგრე როგო უნდა მოვკვდე 20 კილო ლობიო ვერ მოვიყვანო.
მარტო ზეთის და აირწინაღების ყიდვა მომიწევს გაისად.

Posted by: tavadze 3 Apr 2020, 22:44
straight away
QUOTE
თეთრ მშრალლ ღვინოსთან ერთად ცადეთ აბა, წესით უნდა შეგიყვარდეთ

მაინც ვერ გადამიბირებთ. biggrin.gif
QUOTE
ლობიოს 5 ცალს ვაგდებდით ორმოში ჩემ დროს, რამე ხომ არ შეიცვალა საერთაშორისო სტანდარტებით?

ჩემ დროს სარის ლობიო 3 ცალი იყო საერთაშორისო სტანდარტითაც და - ადგილობრივითაც.
5 ბევრი მგონია - თუ იმ მაღალ (სარის) ლობიოზე უბნობ, და დაბალი შეიძლება 5-ც.
QUOTE
თურმე მარტო კვერცხს და კარტოფილს ვაწარმოებთ იმ რაოდენობით რაც გვჭირდება.

მაგასაც ვაწარმოებთ კი, რაც გვჭირდება? მაშინ რატომ შემოდის იგივე პროდუქცია უცხოეთიდან? ნუ - კარტოფილი ნაღდად შემოდის და, მგონი, კვერცხიც. ოღონდ - მცირე დოზით. სოფლისთვის ერთ-ერთი უპირველესი საჭიროება მექანიზაცია მგონია.
იმედია, მტავრობა ახლა მაინც გამოიფხეკავს ყურებს.
მე დღესაც მოვიმარაგე რაღაც თესლები. მარტო ლობიო მოვაგროვე 5-ნაირი. biggrin.gif
QUOTE
გუშინ მე და კახაბერმა ტეტ ა ტეტ ვიქეიფეთ ონლაინ

ჰო-ჰო-ჰო-ჰო - მაშ, დაცხეთ მამაპაპურად? biggrin.gif biggrin.gif შეგარგოთ, შეგარგოთ.

Posted by: la reine 4 Apr 2020, 15:17
straight away

მაინც არ შემიყვარდებაbiggrin.gif
ავითვალწუნე და ვსო. ვერ უშველის ვერაფერიsmile.gif

რა მაინტერესებს.. კახური ზეთი შესაწვავად შეიძლება გამოვიყენო? გემო.ხო არ შეეცვლება ცუდისკენsmile.gif აქამდე მხოლოდ სალათებში ვიყენებდი და ..

Posted by: kaxaberski66 4 Apr 2020, 18:37
la reine
QUOTE

რა მაინტერესებს.. კახური ზეთი შესაწვავად შეიძლება გამოვიყენო? გემო.ხო არ შეეცვლება ცუდისკენ აქამდე მხოლოდ სალათებში ვიყენებდი და

უნდა სცადო და რამე მოამზადო ცოტა რაოდენობით.
ცუდისკენ ნამდვილად არ შეეცვლება.

Posted by: straight away 4 Apr 2020, 18:41
tavadze
დაბალ ლობიოზე ვამბობ. სიმინდებს შორის ვთესავდით ხოლმე.
კარტოფილი ექსპორტზეც გადის და იმპორზეც შემოდის. რა მაფიაა, აბა თუ მიხვდებით...
მამაპარურად, აბაა, მა რა ეგონათ მაგათ?!

la reine
სიმართლე გითხრა პირადად არ მიცდია. მაგრამ ვიცი რომ შესაწვავადაც იყენებენ, ადრე სულ მაგას ვხმარობდითო. სუნი ცოტა უმძაფრდება.

Posted by: koba1973 4 Apr 2020, 20:10
la reine
შესაწვავად მაინც ქარხნული ჯობი რაფინირებული. თუმცა ჯობია სადაც შეიძლება მაქსიმალურად უმად იხმაროთ. გაცილებით სასარგებლოა.

Posted by: Nika33 5 Apr 2020, 18:48
გაუმაროს კარგ ხალხს, გადავხედე თემას და რამდენი საინტერესო და კარგი რამე დაგიწერიათ smile.gif სამწუხაროდ სოფელი არ მაქვს არც დედის და არც მამის მხრიდან და ჩემი ოცნებაა რო სადმე ვიყიდო პატარა მიწის ნაკვეთი და სახლი ჩავდგა, დიდი ხანია ვფიქრობ მაგაზე, მაგრამ რაც ეს კორონას ამბები დაიწყო ალბათ ვინც ყიდდა რამეს იმათაც ან გადაიფიქრეს გაყიდვა.

Posted by: shuma89 5 Apr 2020, 21:35
QUOTE (Nika33 @ 5 Apr 2020, 18:48 )
გაუმაროს კარგ ხალხს, გადავხედე თემას და რამდენი საინტერესო და კარგი რამე დაგიწერიათ smile.gif სამწუხაროდ სოფელი არ მაქვს არც დედის და არც მამის მხრიდან და ჩემი ოცნებაა რო სადმე ვიყიდო პატარა მიწის ნაკვეთი და სახლი ჩავდგა, დიდი ხანია ვფიქრობ მაგაზე, მაგრამ რაც ეს კორონას ამბები დაიწყო ალბათ ვინც ყიდდა რამეს იმათაც ან გადაიფიქრეს გაყიდვა.

მე მაქვს ორი ნაკვეთი, იმერეთში, 4.3 ჰექტრიანს ვყიდი თუ დაგაინტერესებს 10 000 დოლარში. ისევ სოფლის მეურნეობას მინდა მოვახმარო მეორე ნაკვეთში რამე საქმე მაინც რო წამოვიწყო თორე ახლა ისეთი დროა სოფელს და ნაკვეთებს არ გაყიდის კაცი.

Posted by: Nika33 5 Apr 2020, 22:09
shuma89 გაიხარე ძმაო ყურადღებისთვის მაგრამ იმერეთი შორია ამ ეტაპზე, როცა ვიყიდი, მინდა ჩემი ხელით გავაკეთო ყველაფერი, სახლიდან დაწყებული, ბაღ-ბოსტან-ხეივნით დამთავრებული. შესაბამისად ხშირად მომიწევს სიარული. თან როარ დაგიმალო 10კ-ს გადამხდელიც არ ვარ.

Posted by: Grows 5 Apr 2020, 22:41
shuma89

იდეალურია შენი ადგილი, მაგრამ ალბათ აღმოსავლელებისთვის შორია. ისევ იმერეთში უნდა ეძებო მყიდველი.
ქართლში რომ იყოს, არც დავფიქრდებოდი smile.gif


Posted by: la reine 6 Apr 2020, 15:52
kaxaberski66
straight away
koba1973

ცუდისკენ მართლა არ შეცვლილა, მაგრამ, როგორც კობამ თქვა, აწი მხოლოდ სალათებში გამოვიყენებbiggrin.gif

რატო აღარ წერთ საინტერესო ისტორიებს? არადა რა კარგად იკითხება. მე ხო არ გიშლით ხელსsad.gif

Posted by: straight away 6 Apr 2020, 21:34
la reine
QUOTE
ცუდისკენ მართლა არ შეცვლილა, მაგრამ, როგორც კობამ თქვა, აწი მხოლოდ სალათებში გამოვიყენებ

მასე აჯობებს. სალათებიც რა... მე რაც დავუმუღამე კიტრი-პამიდვრის სალათს უხდება ძალიან, დანარჩენზე რა გითხრა..
QUOTE
რატო აღარ წერთ საინტერესო ისტორიებს? არადა რა კარგად იკითხება. მე ხო არ გიშლით ხელს

არაა, რას ამბობ, როგორ გეკადრება?!
ალბათ ზოგადად მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა მიზეზი. რაღაცნაირად დაძაბული, მოლოდინში, რა მოხდება, როგორ მოვიქცეთ და ა.შ. ეს მიზეზები უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს და საინტერესო ისტორიების მოსაყოლად კონცენტრაციას ვეღარ ვახდენთ smile.gif
დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ სოფლის მეურნეობის განვითარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნისთვის.
როდესაც აქ, ამ თემას შემოვუერთდი, დავიწყე იმის მტკიცება რომ სოფლის მეურნეობას ჭირდება ცოტა ხალხი, საუკეთესო ტექნიკა და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება. ეს იმ შემთხვევაში თუ დიდ გათვლებზეა საუბარი თქო. თუ საოჯახო მეურნეობაზე - მაშინ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ასეთი მეურნეობის აწყობა და გაძღოლა. უბრალოდ მონდომება და ცოდნის გაღრმავებაა საჭირო.
ადრე იყო ასეთი დამოკიდებულება - ,,აუ მე ვიცი და რას მასწავლი შენ?!" ან ,,უკვე 80 წელია ამას ვაკეთებ და რა უნდა იყოს რომ არ ვიცოდე"...
თურმე ხანდახან არის რაღაცეები, რასაც სიბერემდე სწავლა უნდა.

2000 წლამდე მოგიყვებით რაც ხდებოდა სოფელში. ალბათ თქვენც იცით. უბრალოდ გაგახსენებთ იმ ტკბილ პერიოდს smile.gif
ერთი ტიპიური ოჯახი და მისი ჩვეულებრივი მეურნეობა:
გვქონდა სახლი, მიწის ნაკვეთი სახლთან და სათიბი. ეს ყველაფერი მაღალმთიან რაიონში. სადაც მიწის სიმცირეა ყოველთვის.
გახსოვთ ალბათ 90-იანების არეულობისას ხალხი რომ მიაწყდა სოფლებს. მაგ დროს დაიწყო წეწვა-გლეჯა მიწებზე, თორემ მაგის შემდეგ თითქმის გატყვევდა ყველაფერი. მეორე პრობლემა იყო (პირველი - მცირე სავარგულები) ტექნიკა. რამოდენიმე სოფელს ერთი ტრაქტორი ყავდა, ისიც ხან სად ფუჭდებოდა, ხან სად. ტრაქტორიც და ტრაქტორისტიც დიდი პროფესიონალიზმით ვერ დაიკვეხნიდნენ. ამიტომ ისევ მამაპაპურ ხარ-გუთანს ვიყენებდით. მოგვყავდა ჩვენი საკმარი მოსავალი. კარტოფილი, სიმინდ-ლობიო, ბოსტნეული, ხილი. თუ მოგვრჩებოდა შეიძლებოდა გაყიდვა სოფლის ბაზარში. ვისაც დრო ჰქონდა ტყეში შინდს, მაყვალს, სოკოს და ტყემალსაც კრეფდა და ყიდიდა. დამატებით ერთ-ორ კაპიკს შოულობდა. საქონელიც გვყავდა, ბევრი არა, მაგრამ რისი მოვლის თავიც გვქონდა იმდენი გვყავდა. 3 ძროხა, 1 ხბო, ქათმები, ღორები. ყველაზე მეტი ღორი რაც გვყოლია, მახსოვს 30 სული. ოჯახში ვიყავით 3 ადამიანი. მე, ბებია და ილიკო-ილარიონის მაგივრად ერთი პაპა. პაპაც ნაინსულტარ-ნაინფაქტარი. ოღონდ მშრომელი. არ ნებდებოდა. მეც სკოლის მოსწავლე, რომელსაც ფაქტიურად ნახევარი დღე არ მეცალა.
ეხლაც რომ ვფიქრობ, როგორ ვასწრებდით ის მიკვირს.
სკოლაში ფანჯრის მხარეს ვჯდებოდი, ცალი თვალი რომ საძოვრისკენ მქონოდა. ისტორიასთან ერთად ძროხების გადაადგილებასაც ვიმახსოვრებდი. სკოლის მერე წიგნებს ზურგჩანთაში ვაწყობდი და გავრბოდი საქონლის შესაგროვებლად. იქ ვსწავლობდი და საღამოს სახლში უკვე სხვა საქონლის დაბინავებაში ვეხმარებოდი.
საჭმელი გვქონდა. ტანსაცმელიც, ასე თუ ისე. ცუდად რომ გავმხდარიყავით ფული არ გვქონდა. დაკრძალვა-ქორწილის, სტუმრის დასახვედრი ფული კი გვქონდა, მაგრამ სახლი რომ გაგვერემონტებინა, მანქანა გვეყიდა ან ტრაქტორი, მაგისი არა. ერთადერთი რაც მახსოვს სახურავი შევცვალეთ, შიფრის ნაცვლად თუნუქი დავახურეთ. ეგ იყო და ეგ.
ასე გავიდა 10 წელი. მერე რაღაც რაღაცეები მივყიდ-მოვყიდეთ ორი მიზეზის გამო: პაპა-ბებია მოხუცდა და წინანდებურად ვეღარ მუშაობდნენ და მე განათლების გაგრძელება მინდოდა. ვიცოდი რომ სწავლა მინდოდა, ვიცოდი რომ ტყულად დროს არ დავკარგავდი და წყალში არ გადავყრიდი იმ 4-5 წელს. თვითონაც მეუბნებოდნენ რომ ესე სჯობდა. ავადსახსენებელი ანაბრების დროსაც ჰქონდათ თანხა გადანახული ჩემი სწავლისთვის. 300 000 მანეთი. როგორც თქვენ იხეირეთ რამე ისე ჩვენ. მოკლედ ესენი იყო ის მიზეზები, რის გამოც ჩვენი სოფლის მეურნეობა შეიკვეცა, დარჩა 1 ძროხა, 10 ქათამი, 2 ღორი და ძაღლი.
თბილისში სტუდენტი ვიყავი. საღამოს ვმუშაობდი რესტორანში.
5 წელიც გავიდა. ჯერ ბებია დაიღუპა, 3 წელში პაპაც. დავრჩი მარტო.
მქონდა ორი არჩევანი. ან უნდა წავსულიყავი სოფელში და გამეგრძელებინა უკვე ნაცადი საქმიანობა, ან თბილისში მეცადა ბედი.
20 წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე მეორის არჩევისას.
სამაგიეროდ იქ დამრჩა მიტოვებული სახლ-კარი, მოუვლელი ბაღები...
მართალია ზაფხულობით არდადეგებზე ჩავდიოდი ერთი-ორი კვირით, ოჯახთან ერთად დასავენებლად, მაგრამ ეს მეურნეობას რაში გამოადგებოდა?!
თუ რამის გაკეთება გინდა, პირველ რიგში იქ უნდა იყო.
ეხლა ვფიქრობ, 20 წლის მერე, რომ იქ უნდა ვიყო და ალბათ 20 წლის შემდგომი გადმოსახედიდან ისევ ვიტყვი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

Posted by: kaxaberski66 6 Apr 2020, 21:59
la reine
QUOTE
რატო აღარ წერთ საინტერესო ისტორიებს? არადა რა კარგად იკითხება. მე ხო არ გიშლით ხელს

ამ თემაში ისტორიების მეტი რა სწერია?
თუ არ გეზარება, ეს თემა წაიკითხე თავიდან და ბევრ ისტორიას შეხვდები.
straight away
რთული ცხოვრება გაგივლია.
ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიგიღია და შენ ისეთი კაცი ხარ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ.

Posted by: tavadze 7 Apr 2020, 14:06
Nika33
QUOTE
გაუმაროს კარგ ხალხს, გადავხედე თემას და რამდენი საინტერესო და კარგი რამე დაგიწერიათ  სამწუხაროდ სოფელი არ მაქვს არც დედის და არც მამის მხრიდან და ჩემი ოცნებაა რო სადმე ვიყიდო პატარა მიწის ნაკვეთი და სახლი ჩავდგა, დიდი ხანია ვფიქრობ მაგაზე,

ღმერთმა ხელი მოგიმართოს. კარგი ჩანაფიქრი გაქვს.
la reine
QUOTE
მე ხო არ გიშლით ხელს

აბა, აბა - ასეთები არ იყოს! აქაურობის კარი ღიაა ყველა კარგი იუზერისთვის. თანაც, ხომ იცი - ლეკვი ლომისა სწორია... biggrin.gif
პ.ს. პერსონალურად შენ: ჩემი ეზოს გაზაფხული!
user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

p.s. ბოდიში - მეტი ფოტოს დადების უფლება არ მომცა რატომღაც.

straight away
QUOTE
მე რაც დავუმუღამე კიტრი-პამიდვრის სალათს უხდება ძალიან,

მე ბოდიში, მაგრამ კიტრი-პამიდვრის სალატა კაი ძმარით ან ნიგვზით ბევრად მირჩევნია.
პ.ს. რა კარგად დაჰყავი ცხოვრება 20-წლიან მონაკვეთებად...

Posted by: Nika33 7 Apr 2020, 16:34
tavadze
გაიხარე, დიდი მადლობა!

user posted image

ძალიან მომწონს ამ სტილის კოტეჯები, ფეისბუქზე წავაწყდი ქართველებიც აკეთებდნენ თან ძვირადაც არა. დიდი სურვილი მაქვს ნაკვეთს როცა ვიყიდი მსგავსი კოტეჯი ჩავდგა love.gif

Posted by: levani169 7 Apr 2020, 19:35
QUOTE (Nika33 @ 7 Apr 2020, 16:34 )
tavadze
გაიხარე, დიდი მადლობა!

user posted image

ძალიან მომწონს ამ სტილის კოტეჯები, ფეისბუქზე წავაწყდი ქართველებიც აკეთებდნენ თან ძვირადაც არა. დიდი სურვილი მაქვს ნაკვეთს როცა ვიყიდი მსგავსი კოტეჯი ჩავდგა love.gif

ეს სტილი პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარეა წარმოშობილი ,ანუ უხვთოვლიან გარემოში ადაპტაციისთვის და თუ თოვლის სიუხვის მოლოდინი არ არსებობს,რა საჭიროა ასეთი კონსტრუქცია?
ერგონომიკა იკარგება ინტერიერში ასე ვფიქრობ.

Posted by: Nika33 7 Apr 2020, 20:02
levani169
კი გეთანხმები, ეგრეა. ვინც სოფელში გადადის საცხვორებლად სულ და მეურნეობას უნდა მისდიოს რა თქმა უნდა არ იქნება პრაქტიკული და მომგებიანი ასეთ კოტეჯში ცხოვრება მაგრამ ჩემ შემთხვევაში ვამბობ, ძალიან მომწონს და მინდა ასეთის აშენება.

მანქანასავითაა რა, შეიძლება საუკეთესო ვარიანტი არ იყოს და მინუსებიც ქონდეს მაგრამ გევასებოდეს ადამიანს და მუღამი გქონდეს ქონის biggrin.gif

Posted by: iGreen 7 Apr 2020, 21:03
levani169
QUOTE
ეს სტილი პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარეა წარმოშობილი ,ანუ უხვთოვლიან გარემოში ადაპტაციისთვის და თუ თოვლის სიუხვის მოლოდინი არ არსებობს,რა საჭიროა ასეთი კონსტრუქცია?

უხვთოვლიან ადგილებში პირიქითაა, უფრო ნაკლებად საქანებულ სახურავებს იყენებენ. მასეთ ადგილებში ძალიან ცივა და თოვლი თბოიზოლატორის როლს ასრულებს. დიდი დაქანების სახურავზე თოვლი არ ჩერდება და ეგ ეფექტი იკარგება. კიდე ერთი მიზეზია, დაქანებული სახურავიდან უცებ თოვლი რომ წამოვა, კაცი შეიძლება მოკლას.
მთავარი მიზეზი მასეთი კოტეჯების აშენების ისაა, რომ ძალიან მარტივი ასაშენებელია smile.gif ორი კაცი ააშენებს 1 თვეში თუ იყოჩაღეს.

Posted by: kaxaberski66 7 Apr 2020, 23:42
Nika33
გაუმარჯოს. ეხლა ვნახე შენი ნაწერი.
QUOTE
ჩემი ოცნებაა რო სადმე ვიყიდო პატარა მიწის ნაკვეთი და სახლი ჩავდგა,

აგსრულებოდეს.
tavadze მშვენიერი გაზაფხული დამდგარა შენს ეზოში. კარგი სანახავია.
რომელი ხეებია თეთრად რომ აფეთქებულან? ხედიც კარგია გორების ფონზე.
ერთხელ ვიყავი გურიაში სოფელ აცანაში. ნოემბრის ბოლო იყო და ძალიან ციოდა მაგრამ, სიცივემ ვერაფერი დააკლო სოფელ აჩანის და შემოგარენის სილამაზეს. ძალიან მომეწონა სოფელიც, მდებარეობაც და ხედებიც.

Posted by: la reine 8 Apr 2020, 00:41
straight away

როგორი სევდა იგრძნობა შენს მოგონებებში. იცი, მშურს შენი. ყველაფრის მიუხედავად საინტერესო ბავშვობა გქონია. ჩემი სტანდარტული ბავშვობისგან განსხვავებით:/

kaxaberski66

ზუსტად ისეთი პასუხია, კახელს რომ შეეფერებაlol.gif
მაგდენიც არ მცალია ას გვერდს ჩაუჯდეsmile.gif

tavadze

ძალიან ლამაზია შენი ეზოsmile.gif
მადლობა ყვავილებისთვის:*)

Posted by: tavadze 8 Apr 2020, 02:29
kaxaberski66
QUOTE
რომელი ხეებია თეთრად რომ აფეთქებულან? ხედიც კარგია გორების ფონზე.

მსხლებია. მათ შორის ერთი ძაან გემრიელია. ნაცარა მსხალს ეძახიან ჩვენში, სექტემბრის ბოლოდან მწიფდება - წვნიანი, ძალიან ტკბილი და ხრაშუნაა. სამურაბედ მისწრებაა, რადგან შაქარი რომც არ უქნა, მგონი არაფერი მოუვა - კარამელივით სქელი წვენი იხარშება, თუმცა კომპოტშიც კარგია და - ჯემადაც.
ეგ ფოტო მთლად ხარისხიანი ვერაა, მაგრამ ვერ სევცვალე. დავდებ მერე უკეთეს ფოტოს.
ხედებიც ლამაზია. მაგათ ფოტოებსაც დავდებ, მაგრამ ვინმე სურათების ასატვირთად კარგ საიტს თუ მასწავლით, კარგი იქნება.
QUOTE
ერთხელ ვიყავი გურიაში სოფელ აცანაში. ნოემბრის ბოლო იყო და ძალიან ციოდა მაგრამ, სიცივემ ვერაფერი დააკლო სოფელ აჩანის და შემოგარენის სილამაზეს. ძალიან მომეწონა სოფელიც, მდებარეობაც და ხედებიც.

კი, აცანაც ლამაზია, ეგეც ცოტა მთებშია. მთიანი გურია ძაან ლამაზია.
la reine
QUOTE
tavadze

ძალიან ლამაზია შენი ეზო
მადლობა ყვავილებისთვის:*)

კიდევ ბევრი რამე მაქვს ეზოში. დავდებ ნელ-ნელა.
ისე კი ფაროსანას შიშით ნელ-ნელა წიწვოვანებზე გადავერთე - ვიფიქრე, მაგათ მაინც ვერ შეჭამს-მეთქი. biggrin.gif
საბედნიეროდ, ფაროსანაც მოვსპეთ.
პ.ს. დღეს, რამდენიმედღიანი პაუზის მერე ჩემს გაყინულ ციტრუსებს დავხედე. ჰოდა, კინაღამ ვიტირე ამ ყვავის ხნის კაცმა, გადაჭრილ ტოტებზე ახალი კვირტები რომ დავინახე. bis.gif bis.gif როგორც მოველოდი, უმეტესობა გადარჩება. მათ შორის - 1 ფორთოხალიც. აი, მეორეს კი ჯერ არაფერი ეტყობა გაცოცხლების, თუმცა არც გახმობა გაუგრძელებია და ჯერ კიდევ არ ვკარგავ იმედს. ახალდარგული ტრიფოლიატებიც ჯიგრულად არიან - ყველა გახარებულია და გაისად ყველას გავავსებ ნამყენებით.
ცალკე ეს ახალი ნამყენები მახარებენ - ყველა კვირტი გაღვიძებულია. მართალია, წლეულს ისე უცბად იფეთქა კვირტმა, ბევრის დამყნობა ვერ მოვასწარი, მაგრამ მაინც საკმაოდ დავამყენი და თანაც შარშანდელები ავ თვალს არ ენახებიან. biggrin.gif უმეტესობას უკვე კარგად ჰქონდა ყვავილი და ველოდები პირველ ნიშანს.
აქვე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ თურმე მარტში მყნობა ბევრად უკეთესია, ვიდრე - აგვისტოში. აგვისტოში მაგაზე არც შარშან მიწვალია და არც წლეულს გავაწვალებ მეზობელ ლამზირას, ვინც მიკეთებს ნამყენებს. biggrin.gif გაისად კიდევ თებერვალში უნდა ავიღო და შევინახო კვირტები, წლევანდელივით რომ არ მომასწროს გამოსვლა.
პ.ს. ჭირი და ჯანდაბა ამ კორონას - რამდენი რაღაცის დარგვას ვაპირებდი ამ გაზაფხულზე... sad.gif ჩაქვის სანერგეში სტუმრობას ვგეგმავდი ყველაზე მეტად, აჭარაში ბამბუკებიც მინდოდა, მაგრამ დამრჩა ოცნებად.

Posted by: kaxaberski66 8 Apr 2020, 08:26
la reine
QUOTE
ზუსტად ისეთი პასუხია, კახელს რომ შეეფერება

რატომ ქალბატონო? აი ჩემი ნაწერი.
QUOTE
ამ თემაში ისტორიების მეტი რა სწერია?
თუ არ გეზარება, ეს თემა წაიკითხე თავიდან და ბევრ ისტორიას შეხვდები.

თუ თქვენ ამ საყოველთაო დასვენებისას, უდროობა გჭირთ არ ვიცი.
მე კი პირადად რაც დავწერე ისევ რომ დავწერო, ეს არც თავმდაბლობის გამოხატულება იქნება ჩემის მხრიდან და არც რაიმე მიზეზი არსებობს მაგის.
tavadze
QUOTE
დღეს, რამდენიმედღიანი პაუზის მერე ჩემს გაყინულ ციტრუსებს დავხედე. ჰოდა, კინაღამ ვიტირე ამ ყვავის ხნის კაცმა, გადაჭრილ ტოტებზე ახალი კვირტები რომ დავინახე.

თქვენსკენ არ ვიცი როგორი ამინდებია და თბილისში და კახეთისკენ ისე აცივდა, შეიძლება მოყინოს და ყველაფერი გააფუჭოს.
* * *
user posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageuser posted imageდრეს საღამოს 17 საათისკენ მოვედი სახლში.
ვიფიქრე რა ვაკეთო მეთქი და გადავწყვიტე თევზი შემებოლა.
გაყინული სკუმბრია გავალღვე, მერე დავამარილე, მერე გავრეცხე და გავაშრე და ეხლა შევბოლე.user posted imageuser posted image
შებოლვის რეზულტატს ხვალ დავდებ თუ თვალნათლივ მოვედი სახლში.
ეს კიდევ ჩემი ეზოს საგაზაფხულო პეიზაჟები.user posted image
tavadze მე რამდენი სურათის ატვირთვაც ვცადე ყველა აიტვირთა.

Posted by: koba1973 9 Apr 2020, 17:09
user posted image
user posted image
გუშინდელი სურათებია.
* * *
QUOTE
მასე აჯობებს. სალათებიც რა... მე რაც დავუმუღამე კიტრი-პამიდვრის სალათს უხდება ძალიან, დანარჩენზე რა გითხრა..

გემოვნებაზეა ალბათ. მე მაგალითად ლობიოზე უმ ზეთს და ხახვს ვხმარობ შესანელებლად. სხვა საჭმელებზეც.

* * *
ეხლა ვიხსენებდი და თვითონვე გამიკვირდა იმდენ რამეზე გამოიყენება უმი ზეთი. მაგალითად ხამსა თევზი, ქაშაყი, წნილი და ვინ იცის რამდენი რამ. წინა გვერდებზე ჯონჯოლზე წერდით და აკაციის ყვავილის გამახსენდა, უგემრიელესია გაზაფხულხე ზეთით და მწვანე ხახვით შენელებული.

Posted by: kaxaberski66 9 Apr 2020, 20:54
QUOTE
ეხლა ვიხსენებდი და თვითონვე გამიკვირდა იმდენ რამეზე გამოიყენება უმი ზეთი. მაგალითად ხამსა თევზი, ქაშაყი, წნილი და ვინ იცის რამდენი რამ. წინა გვერდებზე ჯონჯოლზე წერდით და აკაციის ყვავილის გამახსენდა, უგემრიელესია გაზაფხულხე ზეთით და მწვანე ხახვით შენელებული.

მე საერთოდაც მაგ ზეთით გამზადებულ საჭმელებზე ვარ გაზრდილი.
წვნიანისთვის ხახვს კახურ ზეთში ვდაღავდით. კარტოფილსაც მაგ ზეთში ვწვავდით. და ასე შემდეგ.
ეს დღევანდელი ჩემი მოგზაურობის სურათებია. სურათები მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზეა გადაღებული.user posted image
ეს კი გუშინ შებოლილი თევზები.user posted image

Posted by: tavadze 10 Apr 2020, 00:25
kaxaberski66
QUOTE
თქვენსკენ არ ვიცი როგორი ამინდებია და თბილისში და კახეთისკენ ისე აცივდა, შეიძლება მოყინოს და ყველაფერი გააფუჭოს.

როგორც ვიცი, დაგიფარათ ღმერთმა კახეთი - დღეს ჩემებს ველაპარაკე ყვარელში და ოდნავ იყო წაყინული, კვირტები არაა გაფუჭებულიო. მით უფრო - ვენახი, რომელიც ახლა იწყებს გამოსვლასო.
არადა, ახლა რომ ქართლ-კახეთი მოეყინა, კორონა, გაჭირვება და შიმშილი მერე გენახა საქართველოში.
QUOTE
ეს კი გუშინ შებოლილი თევზები.

შენს გახარებას, ერთი ცალი გადმომაწოდე რა! biggrin.gif
პ.ს. იმედია, მალე მეც მექნება ანალოგიური შესაბოლი.
პ.ს. პ.ს. ლამაზი ეზო გქონია. up.gif მეორე ფოტოზე, ქოთანში ის წითელფოთლებიანი რა მცენარეა? ფოტინიას მივამსგავსე. baby.gif baby.gif
სულ ბოლო სურათზეც, ნაწილი რომ მოჩანს მოყვითალო მცენარისა, ეგ ეონიმუსია თუ - ფრანგული კვიპაროსი? (ჩვენში ასე ეძახიან და ისე კი ვინ იცის, სინამდვილეში რა ჰქვია biggrin.gif ).
ამ ბოლო დროს, ძირითადად ფაროსანას შიშით (ამას ვერ შეჭამს-მეთქი), მარადმწვანე საბაღე-დეკორატიულ მცენარეებზე გადავერთე. დავკანკალებ თავზე. biggrin.gif
koba1973
QUOTE
აკაციის ყვავილის გამახსენდა, უგემრიელესია გაზაფხულხე ზეთით და მწვანე ხახვით შენელებული.

ამასაც ამწნილებენ? ჯონჯოლში ურევენო, კი გამიგონია.

Posted by: kaxaberski66 10 Apr 2020, 11:33
tavadze
QUOTE
შენს გახარებას, ერთი ცალი გადმომაწოდე რა!
პ.ს. იმედია, მალე მეც მექნება ანალოგიური შესაბოლი.

მარტივია მაგის გაკეთება. ერთი რკინის კასრი იშოვე და დანარჩენს მე გეტყვი როგორ უნდა გააკეთო.
გადმოწოდებით გადმოგაწვდიდი მაგრამ შენ ალთას ხარ მე ბალთას.
QUOTE
მეორე ფოტოზე, ქოთანში ის წითელფოთლებიანი რა მცენარეა? ფოტინიას მივამსგავსე.

არ ვიცი რა ჰქვია. სკვერებში რომ რგავენ გამწვანებისთვის ეგ არის. მერე ფორმას აძლევენ.
QUOTE
სულ ბოლო სურათზეც, ნაწილი რომ მოჩანს მოყვითალო მცენარისა, ეგ ეონიმუსია თუ - ფრანგული კვიპაროსი?

რაღაც ბზის სახეობაა, ბიოლოგიურად რა ჰქვია არ ვიცი. კვიპაროსი რომ იყოს არ მგონია.
QUOTE
ამასაც ამწნილებენ? ჯონჯოლში ურევენო, კი გამიგონია.

კი ამწნილებენ სანამ კოკორია.

Posted by: tavadze 10 Apr 2020, 12:11
kaxaberski66
QUOTE
არ ვიცი რა ჰქვია. სკვერებში რომ რგავენ გამწვანებისთვის ეგ არის. მერე ფორმას აძლევენ.

ჰოდა, ეგაა - ფოტინია. შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ეგ გასხალი - დაიბუჩქება და უკეთეს ფორმას მიიღებს.
QUOTE
რაღაც ბზის სახეობაა, ბიოლოგიურად რა ჰქვია არ ვიცი.

მაშინ ეონიმუსია. ისე კი ის კვიპაროსიც მთლად კვიპაროსს არა ჰგავს.

Posted by: kaxaberski66 10 Apr 2020, 14:09
tavadze
QUOTE
ჰოდა, ეგაა - ფოტინია. შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ეგ გასხალი - დაიბუჩქება და უკეთეს ფორმას მიიღებს.

როდის აჯობებს რომ გავსხლა? ეხლა მივცე თავისუფლად ზრდის საშუალება და სემოდგომაზე გავსხლა თუ ეხლავე გავსხლა.
პრინციპში გასასხლავიც არაფერი აქვს. სულ ორი ტოტი აქვს.
QUOTE
მაშინ ეონიმუსია. ისე კი ის კვიპაროსიც მთლად კვიპაროსს არა ჰგავს.

შეიძლება. შარშან ერთი ბეწვა იყო და წლეულს კარგად წამოვიდა. ახლოდან გადაღებულ ფოტოს დავდებ რომ უკეთესად დაინახო.
კიდევ ერთი პატარა მაგის მსგავსია და იმასაც დავდებ. იქნებ ისიც იცოდე რა მცენარეა.

Posted by: tavadze 11 Apr 2020, 00:12
kaxaberski66
QUOTE
როდის აჯობებს რომ გავსხლა? ეხლა მივცე თავისუფლად ზრდის საშუალება და სემოდგომაზე გავსხლა თუ ეხლავე გავსხლა.

ახლა უკვე დაგვიანებულია გასხვლა. შემოდგომაზე ჯობია.
QUOTE
ახლოდან გადაღებულ ფოტოს დავდებ რომ უკეთესად დაინახო.

აჯობებს.
QUOTE
კიდევ ერთი პატარა მაგის მსგავსია და იმასაც დავდებ. იქნებ ისიც იცოდე რა მცენარეა.

მიდი, დაჰკა - გამოუშვი! biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 12 Apr 2020, 08:01
ბზობას გილოცავთ მამულიშვილნო. მრავალს დაგვასწროს უფალმა.

Posted by: tavadze 12 Apr 2020, 12:09
kaxaberski66
QUOTE
ბზობას გილოცავთ მამულიშვილნო. მრავალს დაგვასწროს უფალმა.

+100000000000000!

Posted by: kaxaberski66 12 Apr 2020, 17:06
tavadze
აი ეს არის ეონიმუსი? user posted image

Posted by: tavadze 12 Apr 2020, 22:55
kaxaberski66
QUOTE
tavadze
აი ეს არის ეონიმუსი?

დასტურ - ჭრელი ეონიმუსია. ძალიან ადვილად - ტოტითაც კი მრავლდება და უპრეტენზიო მცენარეა. სამაგიეროდ, ეზოში ლამაზია.

Posted by: kaxaberski66 13 Apr 2020, 01:45
tavadze
QUOTE

დასტურ - ჭრელი ეონიმუსია. ძალიან ადვილად - ტოტითაც კი მრავლდება და უპრეტენზიო მცენარეა. სამაგიეროდ, ეზოში ლამაზია.

მართლაც რამოდენიმე ტოტი მოვაჭერი შემოდგომაზე, მიწაში ჩავურჭვი და არ გახმა. ეხლა ნიშანი აქვს ახალი მწვანე ამონაყარის.
სილამაზითაც ნამდვილად ლამაზია.
ფეისბუქის გვერდზე ვნახე, ერთმა კახელმა თავისი ეზოს სურათები დადო. თან კორონას მადლობას უხდიდა რომ ეზოსთვის მოვიცალეო.
ეზო კი არა ბაღი ჰქონდა ლამაზად გაკეთებული. ფეისბუქზე ძებნა არ ვიცი და ვერარ ვპოვულობ.

Posted by: tavadze 13 Apr 2020, 02:59
kaxaberski66
QUOTE
მართლაც რამოდენიმე ტოტი მოვაჭერი შემოდგომაზე, მიწაში ჩავურჭვი და არ გახმა. ეხლა ნიშანი აქვს ახალი მწვანე ამონაყარის.

ჯერ წყალი არ მიაკლო მაინც - ვიდრე ნერგი კარგად არ მოძლიერდება. თუმცა ზაფხულის სიცხეებშიც მიაშველე წყალი.
QUOTE
ფეისბუქის გვერდზე ვნახე, ერთმა კახელმა თავისი ეზოს სურათები დადო. თან კორონას მადლობას უხდიდა რომ ეზოსთვის მოვიცალეო.
ეზო კი არა ბაღი ჰქონდა ლამაზად გაკეთებული.

საბედნიეროდ, ბევრია მასეთი ეზოები. რაც მე მინსკის ბოტანიკური ბაღი ვნახე, მაგათ ადგილას, თავისუფლად შეიძლება მაგ ეზოების ტურისტულ ბიზნესად ქცევა, როგორც შევარდნაძემ აქცია გარდენია. მინსკში იასამნები, აჭარული კაკალი და კიდევ რაღაც ერთი მცენარე ჰქონდათ (აღარ მახსოვს, რომელი იყო), ჩვენთან რომ ყოველ ნაბიჯზე იზრდება. ორანჟრეაშიც ოთახის ისეთი მცენარეები ჰქონდათ, ლამის ყოველ მეორე ოჯახში რომ ნახავ. იასამნები დაყვავილებული იყო, მაგრამ ფოთლებით ხომ ვიცანი და თან იმდენი ედგათ ბოტანიკურში, ვიფიქრე, სხვა რამე ხომ არაა-მეთქი. სახელი ვკითხე და რომ მითხრეს, ტან დამიწყეს ახსნა, ასეთი და ასეთი ყვავილები აქვს, ასეთი ლამაზიაო... გამეცინა - მე ვთქვი, რას მიხსნით, ეზოში მიდგას და ჩვენთან ეგ ლამის ყველა ეზოშია-მეთქი. მერე რომ ვუთხარი, ჩვენთან თეთრი ფერისაც არსებობს და უკვე ყვითელიც გამოჩნდა-მეთქი, თვალები დააჭყიტეს გაოცებისგან - ქალი და ახალგაზრდა კაცი იყვნენ. იქ რაც ვნახე, მაშინ ვიფიქრე, ამათ ბოტანიკურზე ბევრად ლამაზი ეზოებია ჩვენთან-მეთქი და მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ მსგავსი ეზოების ბიზნესად ქცევა შეიძლება - სადაც იასამანზე ისე აღტაცებით ლაპარაკობდნენ... biggrin.gif

Posted by: Grows 13 Apr 2020, 21:08
ბაზალეთის მხარეს როგორი მიწებია ხომ არ იცით? საკრამულო, მლაშე - ამ სოფლების არეალში. იქნებ შემთხვევით გქონდეთ ინფორმაცია smile.gif ეს მლაშე თავიდანვე საეჭვოდ ჟღერს, ალბათ მანდ მაღალ მჟავიანობის მიწაა.

Posted by: kaxaberski66 13 Apr 2020, 23:50
tavadze
QUOTE
ასეთი და ასეთი ყვავილები აქვს, ასეთი ლამაზიაო... გამეცინა - მე ვთქვი, რას მიხსნით, ეზოში მიდგას და ჩვენთან ეგ ლამის ყველა ეზოშია-მეთქი. მერე რომ ვუთხარი, ჩვენთან თეთრი ფერისაც არსებობს და უკვე ყვითელიც გამოჩნდა-მეთქი, თვალები დააჭყიტეს გაოცებისგან - ქალი და ახალგაზრდა კაცი იყვნენ. იქ რაც ვნახე, მაშინ ვიფიქრე, ამათ ბოტანიკურზე ბევრად ლამაზი ეზოებია ჩვენთან-მეთქი და მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ მსგავსი ეზოების ბიზნესად ქცევა შეიძლება - სადაც იასამანზე ისე აღტაცებით ლაპარაკობდნენ..

ეხ ჩემო ირაკლი. ეგ იყო კორონამდე. ეხლა ეზოების ბიზნესი კი არა, ეზოში მეზობელიც აღარ შემოდის.
თვითონ მეც ვარიდებ ყველას თავს. აბეზარი ბუზივით ყველგან მიწევს ყოფნა. დაწყებული ეკლესიიდან, დამთავრებული დღეში 20-25 მაღაზიის პერსონალით.
იმდენი კი ვიცი თუ როგორ უნდა მოვიქცე რომ არ დავინფიცირდე, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევ.
მე რაც არ უნდა შემხვდეს, ის მე შემხვდება მაგრამ, ჩემგან სხვას რომ არ გადაედოს იმიტომ თითქმის გავანულე ჩემი კავშირი სამეგობრო წრესთან.

Posted by: tavadze 14 Apr 2020, 01:07
la reine - აჰა, შეპირებული სურათები: ნაწილი II. biggrin.gif
მაგნოლია:
user posted image
ცისფერი კესანე (ჩემი აპარატი ფერებს ვერ იჭერს, თორემ რეალურად ბევრად ლამაზი ლურჯი ფერისაა)
user posted image
ტიტები (პირველი რა უცნაურია!). იმ თეთრზე კი, ამას წინათ დისშვილი მესტუმრა და ეს მე ქაღალდისგან მეგონა გამოჭრილიო. biggrin.gif
user posted image
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
user posted image
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
user posted image
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
user posted image

kaxaberski66 - შენ დაგპირდი, რომ იმ მთების უკეთეს ფოტოს დავდებდი და ინებე, ბატონო! სოფლის ხედი და მის ფონზე ეგ მთები.
მანდ მთავარი გზიდან ჩემს უბანში ჩასასვლელი გზა მოჩანს - დაბლა რაც ჩადის, ეგაა ჩემი უბანი. უკან, სულ ბოლოს ორკეს მთა მოჩანს, ადრე რომ ვწერდი, საკულტო-საკურორტო მთა ყოფილა-მეთქი. მაგის უკან, ორივე მხარეს ოდნავ მოჩანს მთების ხაზები - ეგენი უკვე ვანის მთებია. მაქედან ვანის სოფლებამდე დაახლოებით 2 საათის გზაა. მარცხნივ რომ მთები მოჩანს, მაგათ გადაღმა სამტრედიის სოფლებია, ნახევარი საათიც არ უნდა იქამდე.
user posted image
ეს მთები მაგ ორკეს გაგრძელებაა - მარჯვენა მხარეს. სულ მარჯვნივ რომ მთებია, მაგათ გადაღმა სუფსის ხეობაა - აბრაგებით განთქმული მხარე, პირდაპირი ხაზით კი ბახმარო-საირმეს მთებში ადიხარ.

user posted image

ეს ხედი სოფელ თხილაგანზე, რომელიც ჩემი საგვარეულო სოფელია და მაგ ორკეს მთის გადაღმაა. ახლა თითქმის დაცლილია, თუმცა მანდ სოფლის ძაან მცირე ნაწილი მოჩანს - სახლები უფრო აქეთ მხარესაა და ხეები მეფარებოდა.
user posted image

Posted by: kaxaberski66 14 Apr 2020, 22:13
tavadze
QUOTE
მაგნოლია:

მეც მიდგას ეზოში. მერე დავდებ სურათს.
ირაკლი ძალიან ლამაზი ყვავილებია.
შენი მცენარეების ცოდნა ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენაა.
ძალიან ლამაზი ადგილებია. პირველ სურათზე გზა რომ ჩაუყვება, რომელიც შენს უბანში ჩადის, იმ გზის პირზე დიდი ტერიტორიაა შემოღობილი და შიგნით ტყესავით მოსჩანს. მანდ ქეიფს არაფერი ემჯობინება.
დათა თუთაშხია მახსენდება. ქაფიანიძე რომ ეუბნება დათას. ეს ჩვენი საქართველო ყველგან კარგია სააბრაგოდო.
ერთხელ იმერეთში ვიყავი გასვენებაში ზესტაფონს მაღლა სოფელია რაღაც, ზესტაფონს გადმოჰყურებს და თვითონ მთის ფერდობზეა გაშენებული.
ულამაზესი სოფელი და მხარე იყო.

Posted by: tavadze 14 Apr 2020, 22:36
kaxaberski66
QUOTE
შენი მცენარეების ცოდნა ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენაა.

შენ გეგონა, მხოლოდ ძიუდო-ჭიდაობები მაინტერესებდა? biggrin.gif თუმცა ძუდო-ჭიდაობები უკვე სამსახური უფროა, ვიდრე - გატაცება, ფლორა-ფაუნა კი ბავშვობიდან მაინტერესებდა. თან ეგზოტიკურ, უცხო მცენარეებს უფრო ვეძებ და ეზოში უკვე მიდგას კანფეტის ხე, ძმრის ხე. biggrin.gif ოღონდ ჯერ პატარებია. ყურძენიც დავრგე წლეულს - წითელი და თეთრი მუსკატი, თუმცა ჯერ კვირტი არ გამოუღია და ვნერვიულობ. ახლა წიწაკის და მარწყვის ხეები მაქვს მიზანში, თუმცა არა მხოლოდ ეგენი. მარტში, ამ ეპიდემიამდე სამტრედიის ბაზარში ჯაკარა ვნახე - სამხრეთ ამერიკული წიწვოვანია, კავკასიურ სოჭს ჩამოჰგავს. დღემდე ვერ ვინელებ, რომ არ ვიყიდე. ისედაც, ამ გაზაფხუზე მე და ჩემი მეგობარი ბევრ რამეს ვგეგმავდით - ჩაქვის სანერგის დალაშქვრა, სამეგრელოშიც კი გვინდოდა წასვლა მცენარეებისთვის, მაგრამ არაო, კორონამ. biggrin.gif
QUOTE
იმ გზის პირზე დიდი ტერიტორიაა შემოღობილი და შიგნით ტყესავით მოსჩანს. მანდ ქეიფს არაფერი ემჯობინება.

კი, სამაგისო ადგილია. ეგ მურყანის ხეები მანდ კიდევ არ ჩანს, თუ რამდენად მაღალია.
ეგ შემოღობილი ტერიტორია ორ ოჯახს ეკუთვნის - შიგ ერთს ბოსტანიც აქვს და ცოტა სიმინდსაც თესავს, მეორეს კი სკები უდგას და თხილიც ურგია. ეგ ხეები მერე აღმოცენდა თავისით, რაც ეგ ადგილი შემოღობეს და საქონელი ვეღარ ანადგურებდა.

Posted by: kaxaberski66 14 Apr 2020, 23:56
tavadze
QUOTE
შენ გეგონა, მხოლოდ ძიუდო-ჭიდაობები მაინტერესებდა?  თუმცა ძუდო-ჭიდაობები უკვე სამსახური უფროა,

მართალი ხარ. შენთვის სამსახურია. ჩემთვის ინტერესი.
QUOTE
ფლორა-ფაუნა კი ბავშვობიდან მაინტერესებდა. თან ეგზოტიკურ, უცხო მცენარეებს უფრო ვეძებ და ეზოში უკვე მიდგას კანფეტის ხე, ძმრის ხე.  ოღონდ ჯერ პატარებია. ყურძენიც დავრგე წლეულს - წითელი და თეთრი მუსკატი, თუმცა ჯერ კვირტი არ გამოუღია და ვნერვიულობ. ახლა წიწაკის და მარწყვის ხეები მაქვს მიზანში, თუმცა არა მხოლოდ ეგენი

ხო და ეგ მომეწონა.
როცა ადამიანში აღმოაჩენ რაღაც ახალს და კარგს, სასიამოვნო მოულოდნელობაა ყოველთვის. ამ მხრივ ძალიან საინტერესო ადამიანი ყოფილა straight away.
QUOTE
ეგ შემოღობილი ტერიტორია ორ ოჯახს ეკუთვნის - შიგ ერთს ბოსტანიც აქვს და ცოტა სიმინდსაც თესავს, მეორეს კი სკები უდგას და თხილიც ურგია. ეგ ხეები მერე აღმოცენდა თავისით, რაც ეგ ადგილი შემოღობეს და საქონელი ვეღარ ანადგურებდა.

ასე ჩემს სოფელშიც შემოღობა ერთმა მისი ეზოს მოსაზღვრე ტყის ნაწილი და იმის ნახვას არაფერი სჯობდა.

Posted by: tavadze 15 Apr 2020, 00:26
kaxaberski66
QUOTE
ამ მხრივ ძალიან საინტერესო ადამიანი ყოფილა straight away.

ეგ სად დაგვეკარგა, ხომ მშვიდობა აქვს?
QUOTE
ასე ჩემს სოფელშიც შემოღობა ერთმა მისი ეზოს მოსაზღვრე ტყის ნაწილი და იმის ნახვას არაფერი სჯობდა.

ჩვენთან ერთმა თავისი სახლის წინ წიწვოვანები დარგო. ახლა სოფლის ერთ-ერთი მთავარი ბირჟაა.
ჩანჩქერებიც ბევრია ჩემს სოფელში. ძაან დიდები არაა, მაგრამ ზოგი საკმაოდ მაღალია. მერე დავძებნი და დავდებ ფოტოებს.

Posted by: levani169 15 Apr 2020, 13:44
kaxaberski66
tavadze
თქვენ იცოდეთ ფლორა და ფლაუნაში გადაგიყვანთ.

Posted by: tavadze 15 Apr 2020, 16:11
levani169
QUOTE
kaxaberski66
tavadze
თქვენ იცოდეთ ფლორა და ფლაუნაში გადაგიყვანთ.

მე ისედაც ვარ მანდ. biggrin.gif biggrin.gif
და სოფელში ცხოვრებას რაც შეეხება, კარგად ვიშრომეთ ეს დღეები მე და ჩემმა ძმამ: წუხელ სამი კოცონი მენთო, ხეების ამონასხლავები დავწვი იქ, სადაც თხილები და ხეხილი მირგია. მანამდე დილით მე ისევ ხეები გადმოვჭერი, ყურძენს მივხედე, იმან კი რაღაცები დათესა. დღესაც დავთესეთ რამდენიმე სახეობის პომიდორი, წიწაკა, დეკორატიული ნესვი, ახლა კი კიტრებს უნდა მივხედოთ, ხოლო საღამოს ისევ ეზოს მილაგებას ვგეგმავ, მაგრამ ძლიერი ქარი ამოვარდა და არ ვიცი, რამდენს მოვასწრებ.

Posted by: straight away 15 Apr 2020, 20:07
არ მიმიტოვებიხართ, ვკითხულობ თქვენს ნაშრომს smile.gif
5 დღე ვიყავი სოფელში, ეს აკრძალვა რომ პრ შემოეღოთ, კიდევ 5 დღე ვაპირებდი გაჩერებას. ძალიან კი დავიღალე. მუშაობის ცუდი სტილი მაქვს, დილიდან რომ დავიწყებ რამის კეთებას დასვენება არ ვიცი. საჭმელსაც არ ვჭამ, მარტო წყალს დავათრევ აქეთ-იქით. შედეგი - ფეხზე ვეღარ ვდგავარ. ცოლიკოურის ნერგები შევმატე ჩემს კოლექციას smile.gif ვარდებიც დავრგე. მორწყვის გარეშე თუ გაიხარა არ ვიცი ოღონდ. ისეთი მაყვლიანი ადგილი გავკაფე, 3 თაობა რომ ვერ ბედავდა შიგნით ფეხის შედგმას. სახლის ადგილისთვის მიწაც თითქმის მზადაა საძმრკვლისთვის.

კამფეტის, ძმრის, მარწყვის ხეები უცნაური სიახლეებია ჩემთვის.

Posted by: levani169 15 Apr 2020, 20:16
straight away
QUOTE


კამფეტის, ძმრის, მარწყვის ხეები უცნაური სიახლეებია ჩემთვის.

არ გეგონოს რომ ფოჩიან კანფეტებს ისხამს,ან მარწყვს და ძმრით სავსე ბოთლებს ეგ ხეები!:lol:

Posted by: straight away 15 Apr 2020, 21:13
აი ესეთ დღეში ვარ ძმებო, მეგობრებო, კოლეგებო და თანფორუმელნო
user posted image

levani169
თუ საპნის ხე სეიფგარდის საპნებს ისხამს, მაგათმა რატომ არ შეიძლება ძმრიანი ბოთლები მოისხან?!
რად მინდა კამფეტის ხე თუ კამფეტს არ ისხმას?!

Posted by: tavadze 15 Apr 2020, 21:56
QUOTE
სახლის ადგილისთვის მიწაც თითქმის მზადაა საძმრკვლისთვის.

ღმერთმა დაგილოცოს! up.gif up.gif
ისე კი შენს ეზოშიც მაგარი ამბავი ყოფილა. გადაიაროს ამ ვირუსმა და მოვაწყოთ ერთი შაბათობა არ გაწყენს. jump.gif
QUOTE
მუშაობის ცუდი სტილი მაქვს, დილიდან რომ დავიწყებ რამის კეთებას დასვენება არ ვიცი. საჭმელსაც არ ვჭამ, მარტო წყალს დავათრევ აქეთ-იქით.

გამომიცდია და ვიცი. biggrin.gif
QUOTE
კამფეტის, ძმრის, მარწყვის ხეები უცნაური სიახლეებია ჩემთვის.

დაგაკვალიანებ, გაგაცნობ - რა პრობლემაა! biggrin.gif სხვა რამეებსაც, არა მარტო მაგათ.
QUOTE
რად მინდა კამფეტის ხე თუ კამფეტს არ ისხმას?!

ნუ, მთლად შეფუთულ-დაფასოებულ კამფეტებს არ ისხამს, მაგრამ რასაც ისხამს, ის კია კამფეტივით ტკბილი.

Posted by: kaxaberski66 16 Apr 2020, 00:44
straight away
ყოჩაღ მაგრად გიშრომია. რას ნიშნავს ახალგაზრდული ენერგია.
QUOTE
მუშაობის ცუდი სტილი მაქვს, დილიდან რომ დავიწყებ რამის კეთებას დასვენება არ ვიცი. საჭმელსაც არ ვჭამ, მარტო წყალს დავათრევ აქეთ-იქით.

მასე ვარ მეც. სანამ ყველაფერს არ მოვრჩები, საჭმელს არ ვჭამ. შეიძლება ღამით 11 საათზე შევჭამო და დავწვე.
თუ ვინმე მეხმარება, რა თქმა უნდა მაშინ დამხმარეს ხათრით შესვენებებსაც ვაკეთებ პურის ჭამაობის თამაშით.
biggrin.gif
QUOTE
სახლის ადგილისთვის მიწაც თითქმის მზადაა საძმრკვლისთვის.

შენ მთელი სერიოზულობით ხარ შეჭიდებული მაგ საქმეს და ღვთის მადლით ყველაფერი გამოგივა.
QUOTE
კამფეტის, ძმრის, მარწყვის ხეები უცნაური სიახლეებია ჩემთვის.

ეგენი არც მე გამიგია. ქიზიყში ეგენი რომ ვთქვა, იტყვიან ქალაქში პერო გაუყრიაო.
QUOTE
ისე კი შენს ეზოშიც მაგარი ამბავი ყოფილა. გადაიაროს ამ ვირუსმა და მოვაწყოთ ერთი შაბათობა არ გაწყენს.

კი ბატონო. ეხლაც შეიძლება სამი კაცით და დისტანციის დაცვით. ოღონდ გვირაბის გათხრა მოგვიწევს.

Posted by: straight away 16 Apr 2020, 08:31
კამფეტის ხე ძალიან სასარგებლო ყოფილა ნაყოფის მხრივ. თუმცა როგორც გავიგე უფრო ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა უხდება.
ის ფაქტი, რომ ხე 15 - 20 მეტრის იზრდება tavadze - შენთვის მისწრებაა, რადგან გასასხვლელად ან მოსავლის დასაკრეფად შენს მეტი მანდ ვერავინ ვერ ავა smile.gif
თურმე დარგვიდან 10-12 წლის მერე ისხამს ნაყოფს და ქიშმიშის გემო ჰქონია. თან სამკურნალო თვისებებიც აქვს. კარგია.
კარაქის ხეც ყოფილა.
მოკლედ ეს ეგზოტიკური მცენარეები კარგია, მაგრამ ამ ეტაპზე მე ჯერ მსხალზე, ვაშლზე, ბალზე, ალუბალზე, ქლიავზე და სხვა ტრადიციულ მცენარეებზე ვფიქრობ.
მერე მაგ ლეველზე რომ მივალ, აუცილებლად გადავავლებ კიდევ ერთხელ ამ გვერდებს თვალს და რჩევებსაც გკითხავთ smile.gif


QUOTE
ღმერთმა დაგილოცოს! 
ისე კი შენს ეზოშიც მაგარი ამბავი ყოფილა. გადაიაროს ამ ვირუსმა და მოვაწყოთ ერთი შაბათობა არ გაწყენს.

QUOTE
შენ მთელი სერიოზულობით ხარ შეჭიდებული მაგ საქმეს და ღვთის მადლით ყველაფერი გამოგივა.


გაიხარეთ დიდი მადლობა. ეხლა ნელ-ნელა ჩემით ვწვალობ რაღაცას, მერე კი დამჭირდება მოხმარება. მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოა, ხომ არის ნათქვამი?!
ხოდა წავიდეთ და თუ არაფერს გავაკეთებთ, ვილაპარაკებთ მაინც, ცოდნას გავუზიარებთ, დავილოცებით და სოფელიც აშენდება.
აშენდება, აბა სად წავა?!

Posted by: tavadze 16 Apr 2020, 12:57
kaxaberski66
QUOTE
ეხლაც შეიძლება სამი კაცით და დისტანციის დაცვით.

ახლა ვერა - თქვენგან 300 კილომეტრში ვარ, საქმე კი ისე მიდის, მაგხელა მანძილის გამოვლა კი არა, მეზობელთან ვერ გადავალ აგერ, 2 ნაბიჯში.
straight away
QUOTE
თუმცა როგორც გავიგე უფრო ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა უხდება.

ახლოს ვარ მაგ ზონასთან, წავა ჩვენთანაც.
QUOTE
ის ფაქტი, რომ ხე 15 - 20 მეტრის იზრდება tavadze - შენთვის მისწრებაა, რადგან გასასხვლელად ან მოსავლის დასაკრეფად შენს მეტი მანდ ვერავინ ვერ ავა

მასეთი ხეები ისეც არ მაკლია. გუშინწინ ერთ ხეს ვსხლავდი - ვადაბლებდი ცაში წასულ ტოტებს, მაგრამ ერთი მტავარი ღერო ვერ გადმოვჭერი - ისიც ისე პირდაპირ იყო ნაზარდი და რომ გადმოვეგდე, ძალიან დიდ ხრამში მომიწევდა ჩავარდნა, გადარჩენის შანსი არ მქონდა და შევეშვი. biggrin.gif
QUOTE
კარაქის ხეც ყოფილა.

მაგასაც ვეძებ და სამტრედიაში ვიცი სანერგე, რომელსაც აქვს. ადრე კი ვიყიდე ნერგი, მაგრამ გამიხმა. მეზობლად ჰოქნდა ერთს იმ სანერგედან წამოღებული და ის იხამდა. სინამდვილეში ეგაა მანგო, კარაქის ხეს ჩვენში ეძახიან.
მაინც ამოვთხრი! biggrin.gif იმ ჯაკარასაც ამოვთხრი! biggrin.gif
პ.ს. დღეს გაწვიმდა ჩვენთან - ერთდღიანი წვიმაა პროგნოზში და ტემპერატურაც დაეცა. ამ დილით გუშინ დათესილ კიტრებს ქვიშა დავაყარე და მიწა მოვიმარაგე - დღეს ერთჯერადებში ბევრი რამეები უნდა დავთესო. კვახის (გოგრა) დათესვა მინდოდა გარეთ, მაგრამ ვერ მოვასწარი, თუმცა გადაიღებს და აუცილებლად ჩავთესავ - დღეს დიდი ხუთშაბათია. biggrin.gif

Posted by: levani169 16 Apr 2020, 13:21
straight away
QUOTE
თურმე დარგვიდან 10-12 წლის მერე ისხამს ნაყოფს და ქიშმიშის გემო ჰქონია

კახეთში უდგა ჩემს მეზობელს,ბათუმის ბოტანიკურიდან ჩამოუტანიათ წლების წინ.
გამოიტანა ამ ზამთრის პირს და სულ ძალით გვტენა პირში ................ გულში კი ვფიქრობდი,ამ დალოცვილ ქართულ მიწაზე რა უნდა გაგვიჭირდეს ესეთი,ეს მაიმუნობა რომ არ გაგვიხდეს მეთქი საჭმელი.

Posted by: straight away 16 Apr 2020, 17:33
tavadze
3000 თუ 300?
თუ 3000 კმ, მაშინ ბომბეიში ყოფილხარ და მანდედან იწყება გვირაბის თხრა, როგორც წესია smile.gif
კი, თქვენთან სუბტროპიკული ჰავაა და ყველა ასეთი ეგზოტიკური ხე იხარებს. ჩემთან შეიძლება სიცივემ სულ გაალურჯოს smile.gif
როგორ მინდა რომ მეც მოვასწრო ბოსნეულის გადარგვა. კიტრი-პამიდორი მაინც. კარფურში არის თესლები მგონი. მაგრამ ბევრი ხალხი ირევა.

levani169
მომჟავო გემო აქვს ხო?
ცოტა მომჟავო ქიშმიშის გემო აქვსო წავიკითხე.
მე ეგ აზრი მაშინ მებადება, ვიღაცეები აქ გველის და ბაყაყის ჭამას რომ იწყებენ. ეროვნულ სამზარეულოში ხინკალი, მწვადი, ხაჭაპური და ჩაქაფული გქონდეს და ბაყაყს დაუწყო ჭამა, რა უბედურებაა?!

აი ჩვენი ნაციონალური კამფეტის ხე, ესეთი უნდა იყოს
user posted image

მე თუ მკითხავ საახალწლო ნაძვის ხეც ესეთი უნდა იყოს. მიხვალ შენი ტყემლით და ჩამოაჭრი რომელ ნაჭერსაც გინდა ....

Posted by: kaxaberski66 16 Apr 2020, 21:40
straight away
QUOTE

გაიხარეთ დიდი მადლობა. ეხლა ნელ-ნელა ჩემით ვწვალობ რაღაცას, მერე კი დამჭირდება მოხმარება. მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოა, ხომ არის ნათქვამი?!
ხოდა წავიდეთ და თუ არაფერს გავაკეთებთ, ვილაპარაკებთ მაინც, ცოდნას გავუზიარებთ, დავილოცებით და სოფელიც აშენდება.
აშენდება, აბა სად წავა?!

ღმერთმა ქნას ხალხს შორის ურთიერთობა აღსდგეს და თუ საქმის საკეთებლად წალალთ, საქმე უნდა გავაკეთოთ. არაფერს გავაკეთებთ რას ნიშნავს?
ქეიფისთვის თუ წავალთ, უნდა მაშინ ვიქეიფოთ.
levani169
QUOTE
ამ დალოცვილ ქართულ მიწაზე რა უნდა გაგვიჭირდეს ესეთი,ეს მაიმუნობა რომ არ გაგვიხდეს მეთქი საჭმელი.

მეც გეთანხმები მაგრამ, ისიც იყოს რა თითოეულა. იმათ თუ აქვთ, ჩვენ რა კაცო ფეტვი ხომ არ გვირევია?
straight away
QUOTE
აი ჩვენი ნაციონალური კამფეტის ხე, ესეთი უნდა იყოს

მოვიდა, მოვიდა მაგის დროც. ორი დღეც და დავაგემოვნებ.
tavadze
აი ჩემი ეზოს მაგნოლია.თუ მართლაც ეს მაგნოლიაა.user posted image
ეს კიდევ ჩემი ეზოს რქაწითელი. აქ, თბილისში.user posted image

Posted by: tavadze 16 Apr 2020, 22:38
straight away
QUOTE
tavadze
3000 თუ 300?

300, 300. biggrin.gif ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ჩავასწორე უკვე იქაც.
QUOTE
აი ჩვენი ნაციონალური კამფეტის ხე, ესეთი უნდა იყოს

კამფეტის ხეზე რა გითხრა, მაგრამ ეგ გემრიელობა თავის ადგილას კი ნამდვილად მაგარია. up.gif
kaxaberski66
QUOTE
მეც გეთანხმები მაგრამ, ისიც იყოს რა თითოეულა. იმათ თუ აქვთ, ჩვენ რა კაცო ფეტვი ხომ არ გვირევია?

yes.gif yes.gif
QUOTE
მოვიდა, მოვიდა მაგის დროც. ორი დღეც და დავაგემოვნებ.

მთლად მასეთს არა, მაგრამ ნედლად შენახულ ბარკალს კი დავაგემოვნებ - მაგას და კუპატს ახალწლებიდან მოყოლებული ვინახავ სააღდგომოდ.
QUOTE
აი ჩემი ეზოს მაგნოლია.თუ მართლაც ეს მაგნოლიაა.

კი, ნამდვილად ეგაა - სულანჟის მაგნოლია. ხალხურად ხე-ტიტასაც ეძახიან, რადგან ყვავილი ფორმით მართლაც ჰგავს ტიტას ყვავილს.
თეთრი მაგნოლიაც არსებობს - გრანდიფლორა, ბათუმში და ზღვისპირეთშია ბევრი. მე რაღაც მაგდაგვარად კი მომყიდეს, მაგრამ ჯერ არ უყვავილია და არ ვიცი, მართლაც ისაა თუ არა, თუმცა ფოთლებით აშკარად მეეჭვება. biggrin.gif
ეჰ, მაგის შეძენასაც ვგეგმავდი წლეულს აჭარაში ბამბუკებთან, საადრეო მანდარინებთან, კუმვატთან, გრეიფრუტთან და სხვა ციტრუსოვანებთან ერთად. sad.gif sad.gif
პ.ს. ჩემი შარშან დაგრული კუმვატი (კინკანი) ხმება მგონი. sad.gif დღეს ვნახე და არათუ ახალი კვირტები არა აქვს, ხმობა ქვევითაც წასულა. ახლა უნდა გადავჭრა - ეგებ, ის ძირი გადარჩეს მაინც. სამაგიეროდ, ფორთოხლებს ორივეს წამოუღია ახალი კვირტები. bis.gif
QUOTE
ეს კიდევ ჩემი ეზოს რქაწითელი. აქ, თბილისში.

გიმრავლოს!

Posted by: tatanashvili1 16 Apr 2020, 23:45
გამარჯობათ მეგობრებო. არ ვიცი რამდენად სწორ ადგილას ვპოსტავ ) . სოფლის რაგითხრათ მარა დიღომში ვიყიდე სახლი პირველ სართულზე და კარგი ნაკვეთიც მოყვა 12×9 ზე და გადავწყვიტე ამ უმუშევრობაში დავამუშავო და კარგი საზაფხულო ნატურალური პროდუქტი მივიღო. ძალიან ნაკლები გამოცდილებამაქვს ამ ამბავში მარა ყოველთვის დიდი ინტერესი მაონდა, დღეს დავბარე თითქმის 70% და ეხა ვფიქრობ რო გავაფხვიერო და შემდეგ გადავიდე დათესვაზე. ხომ არ მირჩევდით რამეს, არ მინდა რამე გამომჩეს და ნოლოს ნაწყენი დავრჩე. მყავს ორი ბავშვი რა რამდენი დავთეეო მაგასაც თუ მირჩევთ. გეგმაშიმაქვს: კიტრი, პომიდორი, ბალახეულობა ცოტცოტა ყველაფერი, ალაგალაგ გოგრებს ჩავყრი ბავშვებს გაუხარდებათ და კიდევ რა შეიძლება ან რამე ხოარაა ისეთი რისი დათესვაც ერთად არ შელიძლება ან რამე... მივიღებ ყველა რჩევა-დარიგებას, მადლობა ყველას წინასწარ

Posted by: Nika33 17 Apr 2020, 00:11
tatanashvili1

https://agrokavkaz.ge/ - ამ საიტსაც გაეცანი, ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნახავ როგორც მთლიანობაში ისე განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით რის გვერდით რა უნდა დათესო და ა.შ


Posted by: tavadze 17 Apr 2020, 00:12
tatanashvili1
QUOTE
ეხა ვფიქრობ რო გავაფხვიერო და შემდეგ გადავიდე დათესვაზე.

გაგიმარჯოს. დრეს დაბარულ მიწას რამდენიმე დრე დასჭირდება, რომ ცოტა გაფხვიერდეს თავისით ანუ ის დიდი ბოლქვები ცოტა მაინც დაიშალოს. მერე თოხიტაც უნდა დაშლა-გაფხვიერება, თორემ კოლბოხებში რომ ჩაყარო, თესლის დიდი ნაწილი დაიკარგება. სასურველია, რომ მიწა რაც შეიძლება ფხვიერი იყოს. როცა დატესავ, შეიძლება შლამიც (თუ გაქვს) შეურიო მიწაში, ან ტავზე მოაყარო - ეგ სინესტეს უნარჩუნებს. ასევე სასურველია, ისეთი ბოსტნეული, რომელიც ბუდეებად იტესება და არა კვლებში (კირტი, პომიდორი, გოგრა...) დათესვისთანავე მორწყო და ზემოდან ფოთლები ან რამე ამგვარი დააფარო - ეგეც სინესტეს უნარჩუნებს და თესლს ხელს უწყობს გაღვივებაში.
QUOTE
კიდევ რა შეიძლება ან რამე ხოარაა ისეთი რისი დათესვაც ერთად არ შეიძლება ან რამე...

ეს მართლაც მნიშვნელოვანი მომენტია, ოღონდ მე ჩემი ცოდნით ვერ დაგეხმარები. ამ თემაშიც იდო მაგაზე რაღაც ინფოები - მახსოვს, ნატაშა წერდა, ან დაგუგლე და ამოგიგდებს რამეს. მე მგონი, პომიდორთან წიწაკაა კარგი - მავნებლებს უფრთხობს.
კარტოფილიც შეიძლება, მაგრამ ცოტა ფართობი თუ გაქვს, არც ისე ეფექტური იქნება მაგისთვის მიწის მოცდენა.
პ.ს. ეს შენ არ დაგჭირდება, მაგრამ გამიგონია, რომ კახეთში ვაზებს სპეციალურად ურგავენ/უთესავენ ვარდებს, ატამს და ქინძსო. ვარდი უფრო მგრძნობიარეა დაავადებებისადმი და ყურძენზე ადრე მას ემართება, რითაც მევენახე მანამ იგებს კონკრეტული დაავადების შესახებ, ვიდრე ყურძენსაც შეეყრებაო, ხოლო ატამი და ქინძი არომატს აძლევს ყურძენსო...

Posted by: tatanashvili1 17 Apr 2020, 02:50
Nika33
tavadze
მადლობა ყურადღებისთვის და რჩევებისთვის, საინტერესო საიტია გადავავლებ თვალს. ერთი ის მაინტერესებს, ამ ზემოთ ჩამოთვლილიდან გაჩითილება და მერე გადატანა რამდენად კარგია და სასუქს რაც შეეხება რამდენად გაუწევდით რეკომენდაციას ან რომელს
* * *
ერთი კითხვამაქვს კიდე. სარების მაგივრად მავთულით რო დავქსელო ნაყოფისთვის ცუდი ხო არ იქნება

Posted by: levani169 17 Apr 2020, 11:08
tatanashvili1
"მზა ჩითილის" ნამყენი ჩითილები იყიდე,აგლაძეზე აქვთ მაღაზია და დომინოშიც შეაქვთ ხოლმე.

Posted by: tavadze 17 Apr 2020, 11:28
tatanashvili1
QUOTE
ერთი ის მაინტერესებს, ამ ზემოთ ჩამოთვლილიდან გაჩითილება და მერე გადატანა რამდენად კარგია და სასუქს რაც შეეხება რამდენად გაუწევდით რეკომენდაციას ან რომელს

უკვე აპრილიც მთავრდება და დაჩითილებას აჯობებს, პირდაპირ მიწაში ჩათესო. თუ რამე, იქ დააფარე ცელოფანი. ახლ რო ჩითილს დარგავ, როდის ამოვა, როდის გადასარგავი გახდება და ბევრ დროს დაკარგავ, ადგილზე დათესილს კი გდარგვა არ უნდა და დროში მოიგებ.
სასუქებზე ვერაფერს გირჩევ - სოფელში ნაკელის გარდა, არაფერს არ ვიყენებ, სარების მავთულებით შეცვლა კი შესაძლებელია.
ჩითილებს თუ იყიდი, გირჩევ - კონტეინერში ჩარგული იყიდო უკვე - მიწიანად გადაიტან და უფრო იოლად გაახარებ, ოღონდ თავიდან საღამოობით მორწყე და შუადღისას მოუჩრდილე მაინც რამე ფოთლებით - პირველი 3-4 დღე. მერე შეეგუება და წავა, თუმცა პერიოდულად წყალი მაინც რეკომენდებულია. განსაკუთრებით - გვალვისას.
პ.ს. მგონი, გარდენიაში შევარდნაძე ყიდის ხარისგულა პომიდვრის ნერგებს კონტეინერით, ოღონდ 1 ცალი 1 ლარი ღირს. ჩითილისთვის ძვირი კია, მაგრამ თუ მართლა კონტეინერშია, ღირს ყიდვად. თან ეგ ძალიან კარგი ჯიშია.
levani169
QUOTE
"მზა ჩითილის" ნამყენი ჩითილები იყიდე,აგლაძეზე აქვთ მაღაზია და დომინოშიც შეაქვთ ხოლმე.

კონტენეირებით აქვთ ნერგები თუ - ღია ფესვით? ალბათ, ფბ-გვერდიც ექნებათ, ხო? წლეულს რაღას ვიყიდი, მაგრამ თადარიგი დავიჭირო მაინც... biggrin.gif
პ.ს. გუშინ წვიმდა ჩემთან, თუმცა რაღაცების დათესვა მაინც მოვახერხე. ამ დილით კიტრები დავასათბურე ფოთლებით. იმედია, გაამართლებს.

Posted by: tatanashvili1 17 Apr 2020, 11:29
levani169
დღეა ვეღარ ვასწრებ გასვლას და დიდიღომში მესამე მიკროში მეეჭვება ვინმე ჩითილებს რო ყიდდდეს (

Posted by: levani169 17 Apr 2020, 12:59
tavadze
QUOTE

კონტენეირებით აქვთ ნერგები თუ - ღია ფესვით? ალბათ, ფბ-გვერდიც ექნებათ, ხო? წლეულს რაღას ვიყიდი, მაგრამ თადარიგი დავიჭირო მაინც...

არ დაგვიანდება,მოესწრება თუ მოინდომებ,20 აპრილიდან იწყებენ საცალო გაყიდვებს აგლაძეზე ეგენი.
https://mzachitili.com/?fbclid=IwAR0GMYPYwXcAwrVg4PdwjsxxPrScysHNLksNF1Q1454ejIIuTs7CN1lsM5k

Posted by: la reine 17 Apr 2020, 13:45
QUOTE (tavadze @ 14 Apr 2020, 01:07 )
la reine - აჰა, შეპირებული სურათები: ნაწილი II. biggrin.gif
მაგნოლია:
user posted image
ცისფერი კესანე (ჩემი აპარატი ფერებს ვერ იჭერს, თორემ რეალურად ბევრად ლამაზი ლურჯი ფერისაა)
user posted image
ტიტები (პირველი რა უცნაურია!). იმ თეთრზე კი, ამას წინათ დისშვილი მესტუმრა და ეს მე ქაღალდისგან მეგონა გამოჭრილიო. biggrin.gif
user posted image
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
user posted image
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
user posted image
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
user posted image

kaxaberski66 - შენ დაგპირდი, რომ იმ მთების უკეთეს ფოტოს დავდებდი და ინებე, ბატონო! სოფლის ხედი და მის ფონზე ეგ მთები.
მანდ მთავარი გზიდან ჩემს უბანში ჩასასვლელი გზა მოჩანს - დაბლა რაც ჩადის, ეგაა ჩემი უბანი. უკან, სულ ბოლოს ორკეს მთა მოჩანს, ადრე რომ ვწერდი, საკულტო-საკურორტო მთა ყოფილა-მეთქი. მაგის უკან, ორივე მხარეს ოდნავ მოჩანს მთების ხაზები - ეგენი უკვე ვანის მთებია. მაქედან ვანის სოფლებამდე დაახლოებით 2 საათის გზაა. მარცხნივ რომ მთები მოჩანს, მაგათ გადაღმა სამტრედიის სოფლებია, ნახევარი საათიც არ უნდა იქამდე.
user posted image
ეს მთები მაგ ორკეს გაგრძელებაა - მარჯვენა მხარეს. სულ მარჯვნივ რომ მთებია, მაგათ გადაღმა სუფსის ხეობაა - აბრაგებით განთქმული მხარე, პირდაპირი ხაზით კი ბახმარო-საირმეს მთებში ადიხარ.

user posted image

ეს ხედი სოფელ თხილაგანზე, რომელიც ჩემი საგვარეულო სოფელია და მაგ ორკეს მთის გადაღმაა. ახლა თითქმის დაცლილია, თუმცა მანდ სოფლის ძაან მცირე ნაწილი მოჩანს - სახლები უფრო აქეთ მხარესაა და ხეები მეფარებოდა.
user posted image


love.gif

ულამაზესი ყვავილები გაქვსsmile.gif

როგორი ტიტებიაააlove.gif

კი იძახი ნაჯახივით კაცი ვარო, მაგრამ დაიტრაბახოს ნებისმიერმა ქალმა შენისთანა კულინარობა და მებაღეობაbiggrin.gif

Posted by: tavadze 17 Apr 2020, 15:31
levani169
QUOTE
არ დაგვიანდება,მოესწრება თუ მოინდომებ,20 აპრილიდან იწყებენ საცალო გაყიდვებს აგლაძეზე ეგენი.

ეჰ - მე რომელ 20 აპრილს მეღირსება თბილისში დაბრუნება, თორემ ეგენი კი იწყებენ გაყიდვებს. biggrin.gif
ან დაიწყებენ კი? ვინ იცის, რა კვირეები გველოდება უახლოეს მომავალში! sad.gif sad.gif
la reine
QUOTE
როგორი ტიტებიააა

ჰო - ძაან უცხოები გამოდგნენ. კიდევ იშლებიან სხვები. უკვე ხისებრი ჰორტენია და შროშანებიც ემზადებიან ასაყვავებლად.
QUOTE
კი იძახი ნაჯახივით კაცი ვარო,

"ნაჯახივით კაცი" ეგ უკვე ფრთიან ფრაზად იქცა. biggrin.gif აბა, რა მექნა - შემაწუხეს კულინარებმა ტორტის ბისკვიტის რეცეპტებზე თხოვნით (რამდენიმე პმ-იც კი მომივიდა) და გავამხილე ისევ ჩემი სქესი. ვიფიქრე, ვინმემ ხელიც არ მთხოვოს-მეთქი. lol.gif

Posted by: Tobuldar 17 Apr 2020, 15:58
tavadze
ეგ სურათები საჭამიასერშია გადაღებული?
დასავლური პეიზაჟები მაინც როგორ მიყვარს.

up.gif

Posted by: tavadze 17 Apr 2020, 16:36
Tobuldar
QUOTE
tavadze
ეგ სურათები საჭამიასერშია გადაღებული?

არა - ჩემი სოფელია, ზემოხეთი. საჭამიასერის მერეა ეს სოფელი.
შენ, მგონი, ზაქარეიშვილებთან ხარ ნამყოფი საჭამიასერში, ხო? ზამთარში რომ წამოდით დაკრძალვაზე, თოვლში? მგონი, მე დაგაკვალიანე ტრანსპორტზე...

Posted by: Tobuldar 17 Apr 2020, 17:44
tavadze
კი სერში ვარ ნამყოფი smile.gif ნოემბერი იყო და ისეთი სასიამოვნო თბილი დღე იყო.
კარგად დამამახსოვრდა იქაური არემარეები. smile.gif
კაი იყო ...

Posted by: Nika33 18 Apr 2020, 17:23
მცოდნე ხალხი ხართ და შეგეკითხებით smile.gif

ასეთ პოსტს გადავაწყდი გუშინ ფეისბუქზე, ფასი ისეთუ უწერიათ ეს კორონობა და ამბავი რომ არ იყოს, აიღებდა ადამიანი სესხს და იყიდიდა. ორბეთში ნამყოფი ვარ რამოდენიმეჯერ და ძალიან მომწონს იქაურობა მაგრამ თუ გაქვთ ინფო რამდენად კარგი მიწაა, ან ეს ფასი რაც უწერიათ ამ კვადრატულობისთვის, კაი ფასია თუ ისე რა.

user posted image


დიდი სიამოვნებით გადავიდოდი სადმე ქალაქ გარეთ, თუნდაც ორბეთში და სამსახურის პარალელურად, მივყოფდი ხელს საოჯახო მეურნეობას ჩემი ოჯახისთვის და ჩემ გემოზე smile.gif



Posted by: Grows 18 Apr 2020, 18:53
Nika33

654 კვადრატული ორბეთი მაგაზე მეტი არც უნდა ღირდეს. თან ალბათ არაფერი კომუნიკაცია არ არის ადგილზე.

მაგხელა ნაკვეთში რა მეურნეობა უნდა აწარმოო. გასართობად თუ გინდა კი.

Posted by: kaxaberski66 19 Apr 2020, 00:25
ქრისტე აღსდგა ქართველნო. მრავალ აღდგომას დაგვასწროს უფალმა.

Posted by: straight away 19 Apr 2020, 08:33

kaxaberski66
QUOTE
ქრისტე აღსდგა ქართველნო. მრავალ აღდგომას დაგვასწროს უფალმა.


ჭეშმარიტად! გაიხარე ჩემო კახაბერ, ყველას გილოცავთ, უფლის მადლი, შემწეობა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ.
პირველ რიგში ჯანმრთელობა გვქონოდეს და მერე კარგი ამინდი და კარგი მოსავალი.

Posted by: tavadze 19 Apr 2020, 13:38
kaxaberski66
QUOTE
ქრისტე აღსდგა ქართველნო. მრავალ აღდგომას დაგვასწროს უფალმა

ამინ! მშვიდობას გისურვებთ, ჯანმრთელობას, წინსვლა-წარმატებებს, ხვავსა და ბარაქას.

Posted by: la reine 19 Apr 2020, 13:59
მშრომელ, ალალ და კარგ ხალხს გილოცავთ ამ დღესsmile.gif

ქრისტე აღდგა! smile.gif


ჩემი ლამაზი პასკით მოვედიbiggrin.gif

user posted image

Posted by: kaxaberski66 19 Apr 2020, 23:26
la reine
QUOTE
ქრისტე აღდგა!


ჩემი ლამაზი პასკით მოვედი


შეგერგოს ეგ შენი ლამაზი პასკა და კვერცხები. აბა სტუმრის მიღება აგვიგრძალეს და.
ქრისტე აღდგა და ყველას გილოცავთ.
სოფლის მეურნეობის თემებში, იშვიათად რომ ქალბატონი დაინტერესდეს და რამე დაწეროს.
და თუ დაინტერესდება, ჩვენ პატივს მივაგებთ. ეცადე მეტი დაწერო აქ.
p.s. თავში ალბათ როგორც შენ იტყოდი, კახურად გამომივიდა ნათქვამი, მაგრამ მე ფაქტი დავაფიქსირე.
იმასაც ვიტყვი რომ, მე ნება მაქვს მანქანით მოძრაობის მაგრამ, როგორც მანქანებით გადავსებული ქალაქი არ მომწონს, ისე დაცლილიც არ მომეწონა.

Posted by: tatanashvili1 20 Apr 2020, 16:45
tavadze
მგონი შეგაწუხე ამდენი კითხვებით ერთსაც გკითხავ თუშეიძლება, დღეს ჩავყარე თესლები და ამინდის პროგნოზებს რო გადავხედე სუ მოღრუბლული და წვიმიანი ამინდებია ეს დღეები და პარკის ან ფოთლების დაფარება დაჭირდება მაინც?

Posted by: Grows 20 Apr 2020, 16:54
tatanashvili1

ჰო წვიმებია ეს დღეები და ალბათ არ დასჭირდებათუ არ იწვიმებს და მზე იქნება, მაშინ მიაქციეს ყურადღება. არ უნდა გამო შრეს მიწა.

Posted by: tavadze 20 Apr 2020, 17:55
tatanashvili1
QUOTE
tavadze
მგონი შეგაწუხე ამდენი კითხვებით ერთსაც გკითხავ თუშეიძლება, დღეს ჩავყარე თესლები და ამინდის პროგნოზებს რო გადავხედე სუ მოღრუბლული და წვიმიანი ამინდებია ეს დღეები და პარკის ან ფოთლების დაფარება დაჭირდება მაინც?

არა, რა შეწუხებაა!
შენ რომელ რეგიონში ხარ, არ ვიცი, მაგრამ ჩემს სოფელზე არა მარტო წვიმებს, დაბალ ტემპერატურებსაც მიჩვენებს. მე ვაპირებ, ერთჯერადებში რაც მაქვს ჩათესილი, დავაფარო ცელოფანი, გარეთ კი- ბოსტანში ვერ ვიზამ მაგდენს. შენ თუ შეძლებ, დააფარე ყველას, რასაც გასწვდები. დღე დანამე, რომ მიწა მართლა არ გამოშრეს, მაგრამ ღამღამობით განსაკუთრებით დაიწევს ტემპერატურა და დასჭირდება დასათბურება.

Posted by: la reine 21 Apr 2020, 14:28
kaxaberski66

სოფლის მეურნეობაზე მე ვერაფერს დავწერ. არ გამეგება არაფერი sad.gif მაგრამ ისე დავპოსტავ ხოლმე biggrin.gif მომწონს აქაური ატმოსფერო. მშვიდი და ადამიანური..

Posted by: straight away 21 Apr 2020, 15:33
აჰა მეც ახალ ისტორიას მოგაშველებთ. სოფელში მაინც არ მიშვებენ რომ ბაღის შეღობვა დამესრულებინა. ამიტომ ვზივარ სახლში / სამსახურში და წარსულ დროებზე ფიქრთ განსართველად მოცლილი.
ჩემს სოფელში დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობდა 25 წლის წინ. პრინციპში დიდი არაფერი არ შეცვლილა ამ 25 წელში. თუ არ ჩავთვლით რომ ხალხი უფრო გადაჩნიკდა, ანუ თუ ვინმემ გაყიდა რამე, იყიდა სააგარაკედ ვიღაცამ და დასავენებლად ადიან ზაფხულობით და შაბათ-კვირას. აბორიგენი მოსახლეობაც დიდად თავს აღარ იწუხებს მესაქონლებითა და მიწათმოქმედებით. აი უწინ კი სულ სხვა მდგომარეობა იყო და გვინდოდა თუ არ გვინდოდა უნდა გვემუშავა მიწაზე და გვყოლოდა შინაური ცხოველები. მოკლედ ასეთი იყო მოცემულობა და ამ მოცემულობაში ჩემთვის დღესაც ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი იყო ერთი საკმაოდ ხანში შესული არჩილი პაპა. როცა ეს ამბავი ხდებოდა, მაშინ სადღაც 75 წლის იქნებოდა. სოფელში კარგი მოზრდილი სახლი ედგა, თუმცა მარტო თვითონ და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ. იმასაც შაბათ-კვირობით აკითხავდნენ შვილიშვილები. ორი შვილი ყავდა პაპას, ქალ-ვაჟი. კაცი სამხედრო პირი იყო და აფხაზეთის ომის დროს გალის კომენდატი გახლდათ. სამწუხაროდ იქ დაიღუპა და საფლავიც უცნობია. ჩემს მახსოვრობას შემორჩა სამხედრო შინელში გამოწყობილი, ულვაშიანი მაღალი ხმელი კაცი. ამ მხრივ არჩილი პაპას გულისტკივილი ყველას გაზიარებული ჰქონდა სოფელში.
რით იყო გამორჩეული სოფელში ეს მოხუცი კაცი და რატომ ავირჩიე მისი ამბავი მოსაყოლად: იყო ერთადერთი ადამიანი 200 კომლიან დასახლებაში, ვინც ყოველ დილით ვარჯიშობდა. 3+3 კილომეტრს დარბოდა და დადიოდა ყოველ დღე. ეს ვარჯიშად, თორემ ისე სიარული უფრო მეტი უწევდა დღის განმავლობაში. და იყო ერთადერთი კაცი, ვისაც იმდენი ღვინო ჰქონდა, სახლშიც მოიხმარდა, ორ ოჯახსაც ეხმარებოდა და გასაყიდადაც რჩებოდა. ერთადერთი კაცი იყო ვინც ღვინოს ყიდიდა. სხვა დანარჩენებს იმდენი ვერ მოგვყავდა რომ გაგვეყიდა. პირიქით ვყიდულობდით.
ვენახები ჰქონდა ტერასებად გაკეთებული. ადგილის სიმცირე ზოგადი პრობლემა იყო, ამიტომ ამ კაცმა არცერთ გოჯი მიწა არ დატოვა დაუმუშავებელი. თუ დანარჩენებს ფერდი ადგილები დაუმუშავებელი ჰქონდათ, ან მარტო თითო-ოროლა ხილი ედგათ, ამან მთლიანად აითვისა. თავს დასტრიალებდა დილიდან საღამომდე ბაღ-ვენახს.
ერთი მზიან დღესაც, ვხედავ დილით გამოვიდა სახლიდან და სავარჯიშოდ მიდის. ვეღარ მოვითმინე და ვეკითხები, რა არის შენი ენერგის წყარო, შენი ელექსირი, რაც ამდენი საქმის კეთების შესაძლებლობას გაძლევს?
წამოდი ვივარჯიშოთ და რომ დავბრუნდები გეტყვი.
წავედი, ვივარჯიშეთ, დავბრუნდით და პირდაპირ მარნისკენ წავიდა.
მარანში ღვინოები ბოცებით ედგა, გადანაწილებული ფერის მიხედვით. მარჯვნით თეთრი ღვინოები ეწყო, მარცხნივ წითელი.
აიღო ნახევარ ლიტრიანი ,,კრუშკა" გაავსო წითელი ღვინით და დაიწყო ლოცვა. სადღეგრძელოს ვერ დავარქმევ, უფრო ლოცვა იყო. თან ღვინისკენ გამირბის თვალი და ვხედავ ისეთი ბლანტია რომ ქანაობს კრუშკის კედლებზე წეთელ კვალს ტოვებს. დაასრულა ლოცვა და მოიყუდა. ერთ ამოსუნთქვაზე დაცალა.
დაცალა და ეგრევე შეავსო.
მაშინ იშვიათად ვსვავდი და ამდენი ერთად ალბათ არც არასოდეს მქონდა დალეული.
ძლივს მოვახლაფორთე რამოდენიმე სიტყვა, გავიმარჯოს, კარგად ვიყოთ და .... მოვიყუდე...
სადღაც შუაში რომ ვიყავი უკვე ვიგრძენი რომ სისხლძარღვები დამებერა, განსაკუთრებით შუბლზე.
დავლიე და მეც არ მეჯერა რომ დავლიე. სიტყვებიც აღარ იყო საჭირო, ეს იყო ელექსირი. და პლიუს შრომა, ფიზიკური აქტივობა, მოძრაობა.
მე კი გამოვედი თვალებაჭრელებული იმ მარნიდან და ბუნდოვნადღა მესმოდი იმის სიტყვები, საღამოს ძილისწინაც იგივეს ვიმეორებო.
ამ კაცმა ლამის 90 წლამდე იცოცხლა და ბოლო დღემდე არ გაჩერებულა. დღეში ერთი ლიტრი წითელი ღვინო და შრომა.
ეს იყო ელექსირი.
შეიძლება თქვენს გვერდითაც არიან არჩილა პაპები. შეიძლება რომელიმე ჩვენგანიც გახდეს მერე, რა ვიცით, ცხოვრება წინ არის smile.gif


მთავრობას კი ამ ვიდეოს გავუგზავნი
https://www.youtube.com/watch?v=K46XHlUDscE&feature=youtu.be

Posted by: Grows 21 Apr 2020, 17:52
მაგარი პაპა ყოფილა smile.gif
ცოტა საქმეა ნახევარი ლიტრი ღვინო დალიო, მერე ივარჯიშო, მერე კიდე მთელი დღე იმუშავო? smile.gif
მაგ კაცს ჯანი ჰქონია ისედაც კარგი. მე რომ ეგრე ვქნა, საწოლამდე შეილება ვერ მივაღწიო biggrin.gif


Posted by: kaxaberski66 21 Apr 2020, 18:38
straight away
კარგი ამბების მოყოლა იცი.
რა თქმა უნდა ჩვენს გვერდითაც არიან ეგეთი პაპები.
ძველზე სხვა დროს მოგიყვებით. ეხლა დღევანდელს მოგიყვებით.
ჩემს მეზობლად ერთი ეზოს შემდეგ, ცხოვრობს ერთი კარგი კაკო პაპა. კაკო პაპა 83 წლისა უნდა გახდეს.
კაცი ჯან-ღონით სავსეა და ჯანმრთელობაც მოსდევს.
იუმორიც საღი და კარგი აქვს.
ერთხელ თურმე პენსიონერები შეკრეფილან სადღაც სახელმწიფო დაწესწბულებასთან პენსიის საკითხთან დაკავშირებით.
კაკო პაპას უთქვია, ეხლა მე პენსიას უნდა მაძლევდნენო? კაცი დავფრინავ და ახალგაზრდა შრომაში ვერ მაჯობებსო.
პენსიას 70 წელზე ადრე არ უნდა იძლეოდნენო. გარშემომყოფებს ეუბნება, თქვენ კიდევ ჩემზე ახალგაზრდები ხართ და პენიის გაზრდას თხოულობთო.
აქეთ-იქიდან წამოიშალნენ აქამდე მობუზულები რომ ისხდნენ, ეხლა გაგვეცალე აქედან თორემ გაჩვენებთ როგორი 70 წლიდანაც უნდა გვაძლევდნენ პენსიასო.
წინაღამ არ მცემეს, განა შენნაირად ჯანმრთელი კი არ არის ყველაო.
გუშინ წინ აღდგომა დღეს გავაკეთე კარგი ჩაქაფული, მოვხარშე შებოლილი შაშხი, კარგი კიტრი-პამიდორი, მწვანილეული, ყველი სხვადასხვა ნაირი, კიდევ რაღაცეები რაც სახლში მქონდა გამოვიტანე ეზოში, მაგიდა გავაწყე ამ ხორაგით და გავედი კაკო პაპასთან, წამოდი აღდგომა ავღნიშნოთ მეთქი.
რომ გამომხედა, პირს იპარსავდა თურმე. მეუბნება, მაცადე ვიბანავებ და გამოვალო.
სადრაც ნახევარ საათში მოვიდა.
შევეკითხე, რომელი ღვინო დავლიოთ, წითელი თუ თეთრი მეთქი
თეთრიო მიპასუხა.
მერე ჩავეკითხე, შარშანდელი, შარშანწინდელი თუ იმის წინა წლის მეთქი?
ბოლოს არჩევანი შარშანწინდელზე შევაჩერეთ.
ორივემ ორი ლიტრა დავლიეთ. მერე მეუბნება, მე მეყოფა, ამ ხნის კაცს ფეხი რომ ამერიოს შევრცხვებიო.
გადავეხვიეთ და კიდევ ერთხელ შევახსენეთ ერთმანეთს რომ ქრისტე აღსდგა და წავიდა. თან თვალი მივადევნე სანამ ეზოში შევიდოდა. ისე მიდიოდა თითქოს არც ყოფილიყოს ნასვამი.
მერე მე შემოვბრუნდი სუფრასთან და მესინჯერში გავაგრძელი აღდგომის აღნიშვნა მეგობართან ერთად.
მეორე დღით რომ გავედი, კაკალს რწყავდა რომელიც მისი სახლის წინ არის დარგული. რა პახმელია რის პახმელიაო. ასე მიპასუხა.
ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს კაკო პაპას.

Posted by: straight away 21 Apr 2020, 19:16
ერთი იდეა მაქვს მეგობრებო, დროც ბევრი გვაქვს და დარწმუნებული ვარ იდეებიც თავზესაყრელი გვექნება.
მოდი ყველამ (ვისაც არ დაეზარება) დავწეროთ ის გეგმა, რასაც გავაკეთებდით სოფლის მეურნეობაში დღეს რომ მოგვიწიოს დაწყება.
არ ვგულისხმობ ასიათასიან ბიზნეს გეგმას ან მილიონი რომ მქონდეს ამას ვიზავდი - იმას ვიზავდის.
სოციალურ ქსელებში რომ იყო თამაშები ფერმა და მაგის მსგავსი. თითქმის ნულიდან რომ იწყებდი.
პირობითად ვთქვათ რომ ყველას გვაქვს მიწის ნაკვეთი 1 ჰექტარი, პატარა სახლი და 5000 ლარი. და დრო უამრავი.
საწყისი კაპიტალი.
აბა ვინ არის ყველაზე გაბედული და მომზადებული smile.gif
ჩემსას ცოტა ხანში დავწერ.

Posted by: Grows 21 Apr 2020, 20:05
straight away

უჰ, რათ უნდა მაგას ხვეწნა-მუდარა

1 ჰექტარი რომ მქონდეს, ასე მოვიქცეოდი:

- ჩრდილოეთის მხრიდან ავაშენებდი სახლს. ეზოდ მოვიზომავდი დაახლოებით 1000 კვადრატს, თავისი ტერასით, ფანჩატურით, მანქანის გასაჩერებელი ადგილით.
- სახლის შემდეგ დაიწყებოდა ბაღი, ხე-ხილით, ესეც 1000 კვადრატული.
- შემდეგი ზონა იქნებოდა ბოსტნეულის მეურნეობა. ნაკვეთის შუაში გავაკეთებდი სამეურნეო ნაგებობას იარაღებისთვის, დასასაწყობებლად და ა.შ. დანარჩენ ტერიტორიას კი სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით დავყოფდი თანაბარი სიგრძე-სიგანის ამაღლებულ კვლებად, ასევე აქვე გავაკეთებდი 2 რიგზე ე.წ. ცივ სათბურს, ხოლო 1 კვალზე სრულფასოვან სათბურს. სადღაც 7500 კვადრატული ეყოფოდა ამ ამბავს.
- 100 კვ.მ.-მდე ფართობზე გავაკეთებდი ტბორს.

და ბიო-ინტენსიური მეთოდებით შევუბერავდი ბოსტნეულის მოყვანას. ერთი ნორმალური სიმძლავრის მოტო-ბლოკი და კიდევ ხელის იარაღები მეყოფოდა. სეზონურად კრეფაზე დავიხმარდი მუშა-ხელს, ასე 2-3 ადამიანს. გასაღებით გავყიდდი ადგილზე ან მივაწვდიდი სუპერმარკეტებს ან ინტერნეტით.

Posted by: В.И. Ленин 21 Apr 2020, 20:41
QUOTE (Grows @ 21 Apr 2020, 20:05 )
straight away

უჰ, რათ უნდა მაგას ხვეწნა-მუდარა

1 ჰექტარი რომ მქონდეს, ასე მოვიქცეოდი:

- ჩრდილოეთის მხრიდან ავაშენებდი სახლს. ეზოდ მოვიზომავდი დაახლოებით 1000 კვადრატს, თავისი ტერასით, ფანჩატურით, მანქანის გასაჩერებელი ადგილით.
- სახლის შემდეგ დაიწყებოდა ბაღი, ხე-ხილით, ესეც 1000 კვადრატული.
- შემდეგი ზონა იქნებოდა ბოსტნეულის მეურნეობა. ნაკვეთის შუაში გავაკეთებდი სამეურნეო ნაგებობას იარაღებისთვის, დასასაწყობებლად და ა.შ. დანარჩენ ტერიტორიას კი სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით დავყოფდი თანაბარი სიგრძე-სიგანის ამაღლებულ კვლებად, ასევე აქვე გავაკეთებდი 2 რიგზე ე.წ. ცივ სათბურს, ხოლო 1 კვალზე სრულფასოვან სათბურს. სადღაც 7500 კვადრატული ეყოფოდა ამ ამბავს.
- 100 კვ.მ.-მდე ფართობზე გავაკეთებდი ტბორს.

და ბიო-ინტენსიური მეთოდებით შევუბერავდი ბოსტნეულის მოყვანას. ერთი ნორმალური სიმძლავრის მოტო-ბლოკი და კიდევ ხელის იარაღები მეყოფოდა. სეზონურად კრეფაზე დავიხმარდი მუშა-ხელს, ასე 2-3 ადამიანს. გასაღებით გავყიდდი ადგილზე ან მივაწვდიდი სუპერმარკეტებს ან ინტერნეტით.

ვაზი?

Posted by: Grows 21 Apr 2020, 21:05
В.И. Ленин

ვაზი შენ დარგე და შენგან ვიყიდი ყურძენს ყოველ შემოდგომას



Posted by: В.И. Ленин 21 Apr 2020, 21:07
QUOTE (Grows @ 21 Apr 2020, 21:05 )
В.И. Ленин

ვაზი შენ დარგე და შენგან ვიყიდი ყურძენს ყოველ შემოდგომას

ხარაშო.

Posted by: straight away 21 Apr 2020, 21:34
Grows
სამხრეთიდან ჩრდილოეთით რატომ?
და რომელ ბოსტნეულზე გაქვს აქცენტი გაკეთებული?

Posted by: Grows 21 Apr 2020, 22:13
straight away

მზე უკეთესად ხვდებათ და ნაკლებად იჩრდილებიან.

ბოსტნეული რავი ყველანაირი - სალათის (ბევრნაირი ვარიაცია არსებობს), ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ისპანახი, სალათის ჭარხალი, ბოლოკი, ბადრიჯანი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, პომიდორი, კიტრი, არომატულები - ბაზილიკი, რეჰანი. კიტრი და პომიდორი - სათბურში. დანარჩენი გარეთ.

Posted by: levani169 21 Apr 2020, 22:22
straight away
QUOTE
პირობითად ვთქვათ რომ ყველას გვაქვს მიწის ნაკვეთი 1 ჰექტარი, პატარა სახლი და 5000 ლარი

სად გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანია,სარწყავის საშუალება პლიუს ................ მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებდი ისეთს რომ დამატებითი სამუშაოს ძებნა არ დაიწყო.
ერთადერთი დამხმარე მეურნეობას თუ მოაწყობ ოჯახისთვის!

Posted by: kaxaberski66 21 Apr 2020, 22:25
levani169
QUOTE
მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებდი ისეთს რომ დამატებითი სამუშაოს ძებნა არ დაიწყო.
ერთადერთი დამხმარე მეურნეობას თუ მოაწყობ ოჯახისთვის!

ბოროტი ბავშვივით ცდილობ ოცნებების კოშკი დაგვინგრიო?

Posted by: straight away 21 Apr 2020, 22:26
levani169
სარწყავი არის. სასმელი წყალიც. მიწაც ნაყოფიერია. ჰავა ისეთია, როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოს smile.gif
* * *
Grows
QUOTE
მზე უკეთესად ხვდებათ და ნაკლებად იჩრდილებიან.

ბოსტნეული რავი ყველანაირი - სალათის (ბევრნაირი ვარიაცია არსებობს), ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ისპანახი, სალათის ჭარხალი, ბოლოკი, ბადრიჯანი, წიწაკა, ხახვი, ნიორი, პომიდორი, კიტრი, არომატულები - ბაზილიკი, რეჰანი. კიტრი და პომიდორი - სათბურში. დანარჩენი გარეთ.


პრინციპში სწორი მიმართულებით მიდიხარ როცა ერთწლიან კულტურებზე აკეთებ აქცენტს

Posted by: Grows 21 Apr 2020, 22:27
straight away

ნაკვეთია ცოტა მრუდე biggrin.gif

მა რა, იაფი, ადვილი და იორღა. ამაღლებულ კვლებს თუ გააკეთებ, წლიდან წლამდე ოდნავ გაფხვიერება დასჭირდება, მოკლედ მიწის დამუშავების ხარჯები არ გექნება. ერთწლიანებს ჩაყრი, 1-2 თვეში მოიწევა, მოკრიფავ გაუშვებ, მერე სხვას დასთესავ და ა.შ.

მე არ მომიგონია. ინტერნეტში წავაწყდი და რომ დავაკვირდი, მომეწონა. მსუბუქი შრომა, სწრაფი ბრუნვა.

ცხადია არ ვიცი ეს ჩვენ რეალობაში იმუშავებს თუ არა, მე ვიქნები თუ არა მოწოდების სიმაღლეზე და ა.შ. მაგრამ როგორც კონცეფცია, მომწონს. თან ამ კონცეფციის ავტორს თუ დავუჯერებთ, შეიძლება ფრიად წარმატებულიც იყოს ფინანსურად. ოღონდ ამ ყველაფერს ქართულ რეალობაზე სჭირდება თარგმნა და აი მაგაში კი ვერ ვერკვევი დიდად. ამ გაზაფხულზე ვაპირებდი მაგ ამბების გარკვევას, მაგრამ დამეკარგა ხალისი ეს ორი თვეა.


levani169

სულ პესიმისტურ განწყობებზე ხარ ხოლმე. ვინ გაგიტეხა გული ჯიგარო?

Posted by: levani169 21 Apr 2020, 22:40
kaxaberski66
QUOTE
ბოროტი ბავშვივით ცდილობ ოცნებების კოშკი დაგვინგრიო?

Grows
QUOTE

სულ პესიმისტურ განწყობებზე ხარ ხოლმე. ვინ გაგიტეხა გული ჯიგარო?

"ოპტიმისტები ადრეულ ასაკში იღუპებიან .......... იმედგაცრუებისაგან მიღებული სტრესით" , უბრალო სტატისტიკაა.
აგერ ნატაშამ გაასწრო და კი უვლის ორ მოხუცს!

Posted by: tavadze 21 Apr 2020, 22:56
Grows
QUOTE
მზე უკეთესად ხვდებათ და ნაკლებად იჩრდილებიან.

ზუსტად მაგ მიზნით, რომ მზე უკეთ მოხვდეთ, ჩვენსკენ ამჯობინებენ, მწკრივები აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე გააკეთონ. მწვანილეული ჩვენსკენ არ იციან მწკრივში (თუმცა მე ვაპირებ წლეულს გაკეთებას. ჩემმა ძმამ რაღაცები გაუშვა უკვე მწკრივში), აი, ვაზის გაშენებისას კი მკაცრად იცავენ მაგ წესს. ასე უფრო მეტი მზე მოხვდება მტევანსო.

Posted by: straight away 21 Apr 2020, 23:09
tavadze
QUOTE
აი, ვაზის გაშენებისას კი მკაცრად იცავენ მაგ წესს. ასე უფრო მეტი მზე მოხვდება მტევანსო.

აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ?


Grows
QUOTE
ამაღლებულ კვლებს თუ გააკეთებ, წლიდან წლამდე ოდნავ გაფხვიერება დასჭირდება

ამაღლებულ კვლებში რა იგულისხმება?

levani169
QUOTE
აგერ ნატაშამ გაასწრო და კი უვლის ორ მოხუცს!

სად არის, როგორ არის? თუ ეხმიანები, მოგვიკითხე smile.gif



* * *
2 წელი ვსწავლობდი ეკონომიკას უნივერსიტეტში. მენქიუს უკვე სიზმარშიც ვხედავდი. რეგინა იაკობიძე სულ იმას ჩაგვჩიჩინებდა მომავალი ეკონომიკები ეფუძნება ვიწრო სპეციალიზაციასო smile.gif
ანუ ყველაფერი რომ შენ არ გააკეთო, ირჩევ ერთ სფეროს და იქ ხდები პროფესიონალი. უშვებ ,,როლს როისს" და ყველა შენგან ყიდულობს. აღებული ფულით ყიდულობ იმ დანარჩენ პროდუქციას რაც გჭირდება.
გროუსმა სწორი გათვლა გააკეთა როცა ერთწლიანებზე შეაჩერა ყურადღება და მხოლოდ ბოსტნეულზე. თუმცა კიდევ შეეძლო ჩამონათვალის შემცირება და 2-3 პროდუქტზე სპეციალიზაცია.

Posted by: Grows 21 Apr 2020, 23:19
tavadze

მუღამი ისაა, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იყოს კვალის სიგანე, ხოლო სიგრძე იყოს სამხრეთი-ჩრდილოეთი. ასე მცენარეები ნაკლებად დაჩრდილავენ ერტმანეტს. რავი რეალობაში მიჭირს წარმოდგენა როგორ იქნება და რაც წავიკითხე ლოგიკურად მომეჩვენა თავის დროზე და დავიჯერე smile.gif

straight away

ამაღლებული კვალი არის ნაკვეთში სპეციალურად დასათესად გამოყოფილი, 15-20 სმ-ზე ამაღლებული კვალი. ორი პლუსი აქვს ამას - მთელი ნაკვეთის დამუშავება და სარეველებისგან გაწმენდა არ გიწევს, მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებს ამუშავებ და შრომა იზოგება. პლუს ამაღლებული მიწა უფრო მალე თბება გაზაფხულზე და ცოტა დროს იგებ, თესლი მალე ღვივდება, ასევე ჩითილიც უფრო ნაკლებ სტრესს იღებს გადარგვის მერე. და დრენაჟი უკეთესი აქვს ასეთ გრუნტს.

Posted by: straight away 21 Apr 2020, 23:30
Grows
გასაგებია.
კვლებს შორის მულჩირების კვალიც ჩანს მაგ სურათზე.

ეხლა ჩემს გეგმაზეც გეტყვით. მართალია სტარტაპისთვის 5000 ლარია გამოყენებული და უფრო მართებული იქნებოდა ეს თანხა ერთწლიანი კულტურისთვის დამეხარჯა, მაგრამ ჩემი ნაკვეთი მაღალმთიან ზონაშია და როცა იქ მოსავალი მწიფდება, საბაზრო ფასი უკვე დაბალია ხოლმე. ანუ დაბალ მოგებას დატოვებს.
ამიტომ გათვლას ვაკეთებ ბიოლოგიურად სუფთა ხილზე. ყველანაირი წამლის გარეშე მოყვანილ მრავალწლიან კულტურაზე. ავიღოთ ვაშლი. დღეს ბაღში მიდგას რამოდენიმე ძირი ანტონოვკა და შაფრანი. საერთოდ არ ვწამლი. ნაყოფი არის ვიზუალურად ნორმალური. ზომაშიც ნორმალურია. როდესაც მიმაქვს მაღაზიაში, იქ იციან რომ სრულიად სუფთა ხილია და ყიდულობენ ბავშვებისთვის. თუ სხვა ვაშლი ღირს 2-3 ლარი, ეს ღირს 5-6 ლარი. ასევე კომშიც, კაკალიც და ა.შ.
ანუ ჩემი ,,როლს როისი" არის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ვფიქრობ რომ მომავალში ამას უფრო მეტი ფასი ექნება, ვიდრე დღესაა. მოთხოვნა იქნება შესაბამისად მეტი.

Posted by: Grows 21 Apr 2020, 23:31
straight away

დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ნიორი ძვირია, ზოგჯერ - ძალიან იაფი. აბალანსებს სხვადასხვა კულტურა ერთმანეთს. საინტერესოც ხო უნდა იყოს და მრავალფეროვანიც. მხოლოდ 2 კულტურაზე თუ იმუშავებ, რა მუღამი აქვს. ბარემ ადექი და სხვისგან იყიდე და მერე გაყიდე.

ჰო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი კაია და ასეთ პროდუქტს უფრო ხანგრძლივი და სტაბილური მომხმარებელი შეიძლება ყავდეს - მომავალი აქეთ მიდის.


Posted by: Kobalty 22 Apr 2020, 00:35
Grows
QUOTE
ამაღლებული კვალი არის ნაკვეთში სპეციალურად დასათესად გამოყოფილი, 15-20 სმ-ზე ამაღლებული კვალი. ორი პლუსი აქვს ამას - მთელი ნაკვეთის დამუშავება და სარეველებისგან გაწმენდა არ გიწევს, მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებს ამუშავებ და შრომა იზოგება. პლუს ამაღლებული მიწა უფრო მალე თბება გაზაფხულზე და ცოტა დროს იგებ, თესლი მალე ღვივდება, ასევე ჩითილიც უფრო ნაკლებ სტრესს იღებს გადარგვის მერე. და დრენაჟი უკეთესი აქვს ასეთ გრუნტს.

მერე მაგ მიდგომით ნაკლები ფართობი არ გამოგივა გამოსაყენებლად?


ესეთი რაღაც მაინტერესებს, გეცოდინებათ: ეს ბალი და ალუბალია. ხოდა ქვევით, ძირიდან რო ამონაყრები აქვს, ეგ ტყუილად რესურს უჭამს, მაგ ტოტებს ხო არ დავტოვებ.
ხოდა ეხლავე, უკვე გამოსულები რო აქვს - რო მოვატეხო ეგ გამონაყრები მთელ სიმაღლეზე (ზედა მხარემდე) - რამე მოუვა ნერგს?
შეიძლება ეხლა ამათ ატეხვა?

Posted by: Kobalty 22 Apr 2020, 00:37
=================================================

Posted by: levani169 22 Apr 2020, 00:41
QUOTE
ს ბალი და ალუბალია. ხოდა ქვევით, ძირიდან რო ამონაყრები აქვს, ეგ ტყუილად რესურს უჭამს, მაგ ტოტებს ხო არ დავტოვებ.
ხოდა ეხლავე, უკვე გამოსულები რო აქვს - რო მოვატეხო ეგ გამონაყრები მთელ სიმაღლეზე (ზედა მხარემდე) - რამე მოუვა ნერგს?
შეიძლება ეხლა ამათ ატეხვა?

მოტეხვით არა მარა სუფთად კი უნდა შეაცალო და დანორმო იმ ფორმის მისაცემად რაც გსურს,ასე გასხვლაც აღარ დაგჭირდება ისე რიგად!
ხელი გაუსვი შტამბზე,ეხლა არაა ჭერ გაუხეშებული ყლორტი და ადვილად გარიდდება.

Posted by: Grows 22 Apr 2020, 01:21
Kobalty

ინტენსიური მეურნეობის მუღამიც ეგ არის - მცირე ფართობზე მოგყავს ის რაც სხვას მოჰყავს დიდ ფართობზე.

მცენარეთა შორის დაშორება გაქვს უფრო მცირე ვიდრე ტრადიციულ მეურნეობაშია მიღებული.

კვალში წლიდან წლამდე ხდება კომპოსტის შეტანა და ზედაპირული გაფხვიერება. შედეგად გრუნტი არის გაჯერებული საკვები ნივთიერებებით და მცენარეთა შორის მცირე დისტანცია დასაშვები ხდება.

ახლო დისტანციას სხვა პლუსებიც აქვს - მცენარის ფოთლები მულჩის ფუნქციასაც ასრულებს და სარეველებსაც აქტიურად უწევს კონკურენციას.

Posted by: tavadze 22 Apr 2020, 11:28
straight away
QUOTE
tavadze
QUOTE
აი, ვაზის გაშენებისას კი მკაცრად იცავენ მაგ წესს. ასე უფრო მეტი მზე მოხვდება მტევანსო.

აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ?

კი - დილით მზის სხივები ამოსვლისთანავე ხვდება მთელ მწკრივს და დაბნელებამდე ასეა.
Grows
QUOTE
tavadze

მუღამი ისაა, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იყოს კვალის სიგანე, ხოლო სიგრძე იყოს სამხრეთი-ჩრდილოეთი. ასე მცენარეები ნაკლებად დაჩრდილავენ ერტმანეტს. რავი რეალობაში მიჭირს წარმოდგენა როგორ იქნება და რაც წავიკითხე ლოგიკურად მომეჩვენა თავის დროზე და დავიჯერე

ჰო, არ ვიცი, ვისი დაწერილია, მაგრამ ჩვენსკენ რასაც აკეთებენ, ის დავწერე.
თუმცა ახლა რომ ვიხსენებ, კახეთში რაც ვნახე, კვლები ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებაზეა.

QUOTE
ამაღლებული კვალი არის ნაკვეთში სპეციალურად დასათესად გამოყოფილი, 15-20 სმ-ზე ამაღლებული კვალი. ორი პლუსი აქვს ამას - მთელი ნაკვეთის დამუშავება და სარეველებისგან გაწმენდა არ გიწევს, მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთებს ამუშავებ და შრომა იზოგება. პლუს ამაღლებული მიწა უფრო მალე თბება გაზაფხულზე და ცოტა დროს იგებ, თესლი მალე ღვივდება, ასევე ჩითილიც უფრო ნაკლებ სტრესს იღებს გადარგვის მერე. და დრენაჟი უკეთესი აქვს ასეთ გრუნტს.

+1000. ნესტიან ადგილებში ის დიდი უპირატესობაც აქვს, რომ ფესვებში ბევრი წყალი არ გროვდება და დალპობის საშიშროება ნაკლებია, ანუ რასაც დრენაჟზე ამბობ, იგივეა.
Kobalty
QUOTE
მერე მაგ მიდგომით ნაკლები ფართობი არ გამოგივა გამოსაყენებლად?

ნაკლებ ფართობს კი იყენებ ნათესისთვის, მაგრამ მე როგორც ვიცი, მოსავალსაც მეტს იღებ. თან ბევრად იოლად დაამუშავებ (თუნდაც სარეველებისგან გაწმენდა) და ნაკლები შრომა გიწევს.
QUOTE
ხოდა ეხლავე, უკვე გამოსულები რო აქვს - რო მოვატეხო ეგ გამონაყრები მთელ სიმაღლეზე (ზედა მხარემდე) - რამე მოუვა ნერგს?
შეიძლება ეხლა ამათ ატეხვა?

ატეხვა-ახლეჩა არაფრით არ შეიძლება - დააზიანებ მცენარეს. ფრთხილად და სუფთად შეაჭერი მაკრატელით. ახლაც სავსებით შეიძლება - მცენარე მეტ საკვებს მიიღებს და დარჩენილ ტოტებს უკეთესად გამოზრდის.

Posted by: Grows 22 Apr 2020, 12:39
მთავარი მიწის ნაყოფიერებაა, რაც საშუალებას მოგცემს უფრო ახლოს დათესო მცენარეები. შედეგად იღებ იმას, რომ გჭირდება ბევრად მცირე მიწის ნაკვეთი, ვიდრე ტრადიციულ მეურნეობაში დაგჭირდებოდა; მუშაობ გაცილებით ნაკლებს; არ გჭირდება ტრაქტორი. მაქსიმუმ მოტობლოკი. პლუს მიწა ნაკლებად შრება, სარეველები ნაკლებად ამოდის. მოკლედ, შრომა გიადვილდება ერთიათად.

ამაღლებული კვალი კიდევ იმითაა კარგი, რომ შენ თავად აშენებ შენს გრუნტს და არ ხარ დამოკიდებული დიდად, რა მიწაა ქვემოთ. 1 წლიანების ფესვების 2/3 ზედაპირიდან 20-25 სანტიმეტრზე დაბლა არ ჩადის. 20-25 სმ-იანი კვალი იდეალურია ამიტომ. თანაც ასეთ კვალს არ სჭირდება დაბარვა ყოველ წელს. თან ეს მიწა უფრო ფხვიერი და ჰაეროვანია და ფესვი კარგად ვითარდება.

მოკლედ, მიკრო მეურნეობისთვის მთავარია შრომის დაზოგვის და მცენარეების ინტენსიფიკაციის ხრიკები. წიგნიც აქვს ამ მეურნეს დაწერილი, ინგლისურადაა. თუ გნებავთ გაგიზიარებთ PDF ვერსიას.

ბიძაჩემს აქვს საოჯახო მეურნეობა. სახლის წინ ნაკვეთზე ჰქონდა ვაშლი დარგული, ხოლო სახლიდან მოშორებით ნაკვეთზე თესავდა ხოლმე ბოსტნეულს. და მერე მთელ წელს ატარებდა მინდორში, თან დაათრევდა წყალს, საჭმელს, მოაწყო ტუალეტი, იარაღების შესანახი ფარდული და ა.შ.

ერთ ზაფხულს ვესტუმრე და წუწუნებდა - ამ სიშორეზე სიარულით დავიღალეო. ვუთხარი ეს ხეები აქ რო გაქ და ბოსტანს გადაკარგულში ამუშავებ, პირიქით უნდა ქნათქო. დაიწყო აქოური პესიმისტებივით, გვარს არ დავასახელებ, ისაო, ესაო ეგ როგორ გამოვაო, მთელი ცხოვრება ასე მაქვსო, ახლა როგორ შევცვალოო, არ გამოვაო და ა.შ.

მეორე გაზაფხულზე რო ჩავედი, სახლის ნაკვეთის ნახევარი ხეებისგან გასუფთავებული, დაბარული და გამზადებული დამხვდა დასათესად. მოშორებით ნაკვეთის ნახევარში კი ახალი ვაშლები გაუსისინებია. ეს რა ჭკვიანური რამე მითხარი, ამ ზაფხულს დავისვენებო.

ხეს ბევრად ნაკლები ყურადღება სჭირდება, ვიდრე ბოსტანს.

ეგრე ვაჩვენე და დავამუღამებინე ბორბლიანი თოხი, სარეველებთან ბრძოლის მეთოდი - გაზაფხულზე კვლების შავი ფირით დაფარვით, მიწის განოყიერება ბიოჰუმუსით, ნაცვლად სინთეტიკური სასუქებისა, დასატესი კულტურების სახეობების და რაოდენობების წინასწარ გამოტვლა და წვრილ-წვრილი რაღაცები.

ეხლა ვიცი რო მთელი დღე მინდორში კი არ არის, სახლის წინაა, როცა უნდა ამოვა დაისვენებს, მზეს შეეფარება, წყალს დალევს, საჭმელს შეჭამს და ა.შ. დროს ნაკლებს ხარჯავს, ნაკლებად იღლება. და ტელეფონსაც ვინუჟდენი პასუხობს, სახლში დამრჩაო ვეღარ მეტყვის ხოლმე biggrin.gif




Posted by: straight away 22 Apr 2020, 13:16
Grows
pdf იც ჩააგდე და ბორბლებიანი თოხიც მაჩვენე ერთი თუ ძმა ხარsmile.gif

Posted by: Grows 22 Apr 2020, 13:45
სიმინდის და ლობიოს გასათოხნად არის იდეალური. პირველად რომ ვუთხარი, დამცინა. მეორე წელს რო ჩავედი თვითონ ხო ჰქონდა თავისი, და შეკვეთებს იღებდა თანასოფლელებისგან რო სხვებისთვისაც გაეკეთებინა.


ეს "თოხი"

https://www.google.com/search?q=wheel+hoe&sxsrf=ALeKk01jzeNhZdkn5Eo_xJiS2oHh8bIDjg:1587548083521&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwjow9O83fvoAhWLvosKHdxODPgQ_AUoAXoECAwQAw&biw=1280&bih=689


ესეც წიგნი. $15 დოლარი ღირს ეს წიგნი ამაზონზე. 2 დღე ვიჩხრიკე ინტერნეტში, დარწმუნებული ვიყავი სადმე იქნებოდა უფასოდ და ბოლოს მაინც ვიპოვე.

https://we.tl/t-fDNkTDOwn5

Posted by: levani169 22 Apr 2020, 14:19
Grows
QUOTE
დაიწყო აქოური პესიმისტებივით, გვარს არ დავასახელებ

ალილო და ხვალაო .......... იტალიაში კიდევ იმდენი ადამიანი დაბერდება და იმდენი მომვლელი დასჭირდებათ რომ ვერ აუვალთ,გული არ გაიტეხოთ! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: Grows 22 Apr 2020, 14:46
levani169

ოპტიმიზმი, იდეები, ფანტაზიები და სიახლეები ამოძრავებს სამყაროს. მაშ.

ვინც პირველად მიდიოდა იტალიებში მოხუცების მოსავლელად, იმათაც დასცინოდა პესიმისტი ხალხი - ფუ სად მიდიხარო. მარა გავიდა დრო და წყვეტა შეიქნა იტალიელ პენსიონრებზე.

ადამიანთა ნაწილი სიახლისკენ ისწრაფვის, ნაწილი კი რთულად ელევა არსებულს. მე არც ძველი ვიცი და არც ახალი. ამიტომ რასაც ვხედავ რომ პერსპექტივაში შეიძლება იმუშაოს, ყველაფერი საინტერესო და მისაღებია ჩემთვის.

მარტო კრიტიკა კი ვერაა საშური საქმე. ალტერნატივები შემოგვტავაზე, თორემ ზოგადად სოფლის მეურნეობა რომ არ მუშაობს საქართველოში ისე, როგორც ვისურვებდით, ყველამ კაათ ვიცით.


Posted by: levani169 22 Apr 2020, 15:44
Grows
QUOTE
მარტო კრიტიკა კი ვერაა საშური საქმე. ალტერნატივები შემოგვტავაზე

რუსეთში გატანის საშუალებაა ერთადერთი ხსნა სოფლის მეურნეობის ............. სხვა დანარჩენი იგულისხმეთ რომ ბელეტრისტიკაა მხოლოდ!

Posted by: Grows 22 Apr 2020, 15:52
levani169

რაც მეტი ბაზარი იქნება, მით უკეთესი

მე საერთაშორისო გათვლები არ მაქვს პროსტა. ბოსტნეული აქაც მშვენივრად იყიდება

Posted by: giorgi-1 22 Apr 2020, 16:20
Grows

საბურავიანი სათოხნი სად იყიდეთ ?

Posted by: Grows 22 Apr 2020, 17:13
giorgi-1

არ მიყიდია, არ მაქვს. არც შემხვედრია არსად. ბიძაჩემს ჰქონდა ხელნაკეთი, კვადრატული მილით იყო შეკრული და ველოსიპედის საბურავი ჰქონდა ღერძზე.

Posted by: tavadze 22 Apr 2020, 17:15
Grows
QUOTE
არც შემხვედრია არსად.

ნათლუღში მინახავს რაღაც მაგდაგვარები, მაგრამ რამდენად ეფექტურებია, არ ვიცი.

Posted by: Grows 22 Apr 2020, 18:23
tavadze

მიწოლა-მოქაჩვის პრინციპია, სტანარტული თოხისგან განსხვავებით აწევა-დაგდება არ გიწევს, ხერხემალს ძალა არ ადგება, მარტო ხელებს. თუმცა თუ ჩვენებური თოხით ფესვიანად ამოიღებდი, ამით მარტო ძირზე ჭრი. ვინც არაფრით ამუშავებს მიწას სარეველებზე, მხოლოდ ამ მოწყობილობით შეიძლება ვერ გაწვდეს.

იმ კონცეფციაში, რაზეც წიგნშია საუბარი, მიწის დამუშავება სარეველებზე რამდენიმე მეთოდით ხდება - შუქგაუმტარი ფირით გაზაფხულზე, შემდეგ გაზის მოწყობილობით დათესვამდე (flame-weeder ჰქვია) და უკვე დათესვის შემდეგ ამ საბურავიანი მოწყობილობით ან იგივე ტიპის მოწყობილობით, ოღონდ საბურავის გარეშე (ქვემოთ ვიდეოში). ორჯერ რომ გაქვს გამომარგლული სარეველები, მესამედ უკვე ადვილია ამ ხელის მოწყობილობით.

https://www.google.com/search?q=diy+hoe&oq=diy+hoe&aqs=chrome..69i57j69i59j0l6.1823j0j7&sourceid=chrome&ie=UTF-8#kpvalbx=_cFOgXojJD9D4qwHShbqoCw59

ეს იარაღი მეც გავაკეთე ადრე და ჩემს პატარა დაბარულ-დაფრეზილ ნაკვეთში მშვენივრად ვჭრიდი სარეველებს. კარგა ხანიც გაძლო. მოკლედ მე ლიჩნი ნეპრიაზნი მაქვს ტრადიციული თოხის მიმართ. ძალიან მღლის და არ მომწონს. ამიტომ ალტერნატივებს ვაწვები user.gif

Posted by: straight away 22 Apr 2020, 22:37
Grows
[quote]ეს "თოხი"

რაღაც არაპრაქტიკული მეჩვენება. თუ შრომის გამარტივება, ბარემ ეს იყოს
https://www.youtube.com/watch?v=ZrgniMgC0xE
https://www.youtube.com/watch?v=ki2-7hiGRkA
ან ეს
https://www.youtube.com/watch?v=FV8Mu5-n9ug

ესეც კარგი იქნება
https://www.youtube.com/watch?v=lpEzJxGtl88

[quote]ესეც წიგნი. $15 დოლარი ღირს ეს წიგნი ამაზონზე. 2 დღე ვიჩხრიკე ინტერნეტში, დარწმუნებული ვიყავი სადმე იქნებოდა უფასოდ და ბოლოს მაინც ვიპოვე.
[/quote]
დიდი მადლობა. მოკლედ 15 $ ვალი მაქვს smile.gif)))
22-ე გვერდზე უკვე ვნახე ის რაც მაინტერესებს - ბიომეურნეობა
ფილოსოფიის რანგში განიხილავს თითქმის ყველაფერს smile.gif
კარგი წიგნია.

Posted by: Grows 23 Apr 2020, 01:59
straight away

კაია მარა ძაან ბღუიან biggrin.gif

ფხვიერ მიწაში არ არის საჭირო ამხელა ტექნიკა. ხელით უფრო პრაქტიკული იქნება. თან რაც უფრო კომპლექსურია ტექნიკა, მით მეტი დრო და ფული მიაქვს მოვლას.

წიგნის საფასური იმიტომ აღვნიშნე, რომ მოთხოვნადია, პრაქტიკული და არა რაღაც ნაჯღაბნი. თორემ მეც უფასოდ მოვიპოვე.

Posted by: straight away 23 Apr 2020, 07:10
თუ მაღალ კვალს გააკეთებ, ის მარტივი მოწყობილობა საკმარისი იქნება ისედაც ფხვიერი მიწისთვის. ელექტრო სულ აწეწავს ყველაფერსsmile.gif
წიგნზე და თანხაზე ვიხუმრე, არ გეწყინოს. მაგრამ მაინც დაგპატიჟებ ჩემთან პატივისცემის ნიშნად, ეს დამპლური კორონა რომ დასრულდება.
მე უკვე ნერვები მეშლება ამდენი დაკარგული დროისთვის.... არადა რამდენი რამე მქონდა გასაკეთებელი

Posted by: sandroia 23 Apr 2020, 10:22
user posted image
სურათზე მონიშNული როა ეგეთი გავაკეთე მე თვითონ და ჩველებრივ თოხის ტარზე დავამაგრე,
მიწაზე დაადებ , წამოიღებ და რა სარეველაც ხვდება მშვენივრად ჭრის
სვარკა არ მქონდა და ბოლტ-გაიკით გავაკეთე smile.gif)))

ეს ამაღლებული კვლებიც შარშან დავიწყე გაკეთება, უბრალოდ ფიცრებით შემოვღობე და ცოტა რომ მქონდა ძველი ფიცარი ცოტა ულამაზო გამოვიდა
შიგნით ჩავყარე ჯერ ხმელი პატარა ტოტები, მერე ფოთლები და ბალახები და მერე ცოტა მიწა, შემოდგომაზე ზევიდან კიდევ დავყარე ფოთლები

ეხლა კიდევ ვერ მივდივარ სოფელში რომ დავთესო რამე smile.gif))))

ეს მულჩირება მაგარი კაი რამეა, შარშან კარტოფილის მოსავალზე დავტესტე, ნახევარს ვუქენი მულჩირება და ნახევარს არა, მოსავალზე განსხვავება იყო ძალიან მაგარი

მერე იმ ნახევარზე რომელსაც არ ვუქენი ეს მულჩირება კარტოფილი არ ავიღე და დავტოვე smile.gif)), შემოდგომაზე დავაყარე ბევრი ფოთოლი
ექსპერიმენტის პონტში წელს მაინტერესებს როგორ გაიზრდება
შარშან, შარშანწინდელმა მიწაში დარჩენილმა კარტოფილებმა შარშან დათესილზე უფრო ადრე ამოყვეს თავი და მერე იმდენი ახალი კარტოფილი მქონდა smile.gif))

ჩემს სოფელში ესე ამაღლებულად გაკეთებული კვლები ერთ კაცს აქვს ლამაზად, შარშან რომ ჩავივლიდი ხოლმე მშურდა ისეთი პამიდვრები და ბულგარულები ესხა იმ ნაკვეთში


Posted by: Grows 23 Apr 2020, 14:58
straight away

მეორე წაკითხვაზე ფულის მითითება რაცხა ნიტოდ ჩანდა smile.gif) მაგრამ მიზეზი ხო გითხარი.
დაპატიჟებისთვის მადლობა. სიამოვნებით. კორონამ გადაიაროს და მეც გამეხსნება ხელ-ფეხი. ამ გაზაფხულზე ვაპირებდი მიწის მოძებნას და აგერ ინტერნეტს ვერ გავცდი sad.gif


sandroia
QUOTE
სურათზე მონიშNული როა ეგეთი გავაკეთე მე თვითონ და ჩველებრივ თოხის ტარზე დავამაგრე,
მიწაზე დაადებ , წამოიღებ და რა სარეველაც ხვდება მშვენივრად ჭრის
სვარკა არ მქონდა და ბოლტ-გაიკით გავაკეთე )))

ეს ამაღლებული კვლებიც შარშან დავიწყე გაკეთება, უბრალოდ ფიცრებით შემოვღობე და ცოტა რომ მქონდა ძველი ფიცარი ცოტა ულამაზო გამოვიდა
შიგნით ჩავყარე ჯერ ხმელი პატარა ტოტები, მერე ფოთლები და ბალახები და მერე ცოტა მიწა, შემოდგომაზე ზევიდან კიდევ დავყარე ფოთლები


მშვენიერი smile.gif ასეა, თანამედროვე მიდგომები უნდა ავითვისოთ და გავავრცელოთ. შრომა უფრო ადვილი და ეფექტიანი გახდება.

ფიცრებითაც მოჟნა. უკეთესია ალბათ, ნაკლებად გაიშლება ნაპირებში კვალი.

კარტოფილის ჩატოვების იდეა მომეწონა smile.gif ორიგინალურია.

Posted by: levani169 23 Apr 2020, 15:39
QUOTE
თანამედროვე მიდგომები უნდა ავითვისოთ და გავავრცელოთ. შრომა უფრო ადვილი და ეფექტიანი გახდება.

მაგას დავუმატოთ მექანიზაცია და ელექტროფიკაცია კიდევ და ......... არადა რა მაცინებს,აბალახდა ყველაფერი!

Posted by: shuma89 23 Apr 2020, 16:25
სალამი კაი ხალხს.
იმერეთში მძიმე თიხნარი მიწა მაქვს, 30 წლის დაუმუშავებელია, მოხვნას ვაპირებ, ვიცი დაგვიანებულია მაგრმ არც ისე.
მოკლედ სოფელში არის ტრაკტორი 2 ფრთიანით 40 სმ სიღრმეზე მოვერევი დავხნავო.
ხოოდა რო შემრჩება ნახნავზე უშველებელი ბელტები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც სველი იქნება და თავისით ვერ დაიშლება (ამაზე ოცნებაც არ ღირს) როგორ შეიძლება მოვერიო ამ საქმეს რას მირჩევთ?
ფრეზი არ არის სოფელში, ჩაყვანა საკმაოდ დიდი თანხები დაჯდება, სოფელში კიდევ არის ტ150 დიდ საბურავებზე როა ტრაკტორი, მგონი მოდელს სწორად ვამბობ. ეგ რო გავატარო ნახნავის პერპენდიკულარულად 5 ფრთიანი გუთნით რამე აზრი ექნება? ფარცხი არის კიდევ სოფელში, სხვა საშუალება არაა. ეს უკანასკნელი მარყო საწვავის ფასად გაივლის ნახნავზე 5 ფრთიანით და მერე ფარცხით.
ადგილ ადგილ წყლის ბალახი როა ჭილებს ეძახიან აქეთ, ეგენია ამოსული, იმათ ფესვებს კი გამოვიტან ნაკვეთიდან და სადაც არხია ნამყოფი აღვადგენ.
რამე რჩევა ხო არ გექნებათ?
ისე ის დიდი ტრაკტორი რომელიც 2 ფრტრიანით დახნავს 40სმ სიღრმეზე იმას რო ვუთხრა და პერპენდიკულარულად უმან გაიაროს შედეგი უკეთესი მექნება?

Posted by: SaIrMe 23 Apr 2020, 16:54
QUOTE
იმერეთში მძიმე თიხნარი მიწა მაქვს, 30 წლის დაუმუშავებელია

გამარჯობა. მიწის მოხვნა რისთვის გინდა რა უნდა დათესო.
რომელი რაიონია, არ ფარცხია, არც ფრეზია, თან ამბობ თიხნარი მიწაა, ყველა ვარიანტში უნდა ქონდეთ მანდ ფრეზი ან ფარცხი

Posted by: Grows 23 Apr 2020, 16:55
levani169

QUOTE
არადა რა მაცინებს,აბალახდა ყველაფერი!


მოგეხმარებოდი ჩაკეტილები რო არ ვიყოთ. მოგიყვანდი ხასიეთზე. შენ ეტყობა მარტო მუშაობა მოგბეზრდა


Posted by: shuma89 23 Apr 2020, 17:54
QUOTE (SaIrMe @ 23 Apr 2020, 16:54 )
QUOTE
იმერეთში მძიმე თიხნარი მიწა მაქვს, 30 წლის დაუმუშავებელია

გამარჯობა. მიწის მოხვნა რისთვის გინდა რა უნდა დათესო.
რომელი რაიონია, არ ფარცხია, არც ფრეზია, თან ამბობ თიხნარი მიწაა, ყველა ვარიანტში უნდა ქონდეთ მანდ ფრეზი ან ფარცხი

სიმინდი მინდა 2 ჰექტარზე და ერთი 4000-ზე ბადრიჯანი, პომიდორი ცოტა და კიტრიც ცოტა. ესაა სულ.
ფარცხი კი არის, დავწერე ზემოთ, ფრეზი არაა. ფარცხი არის მაგრამ იმან რა უნდა უქნას, უბრალოდ გაივლის და კბილები აქვს და ეგაა, ბელტს ვერც გაჭრის და ვერც დაშლის.

Posted by: kaxaberski66 23 Apr 2020, 20:39
straight away
QUOTE
პირობითად ვთქვათ რომ ყველას გვაქვს მიწის ნაკვეთი 1 ჰექტარი, პატარა სახლი და 5000 ლარი. და დრო უამრავი.

აქ იგულისხმება ცარიელი მიწა?
ხილის ბაღი რომ გავაშენო, ან ვენახი, ან საქონელი რომ ვიყიდო, ფული უნდა დავხარჯო.
მაშინ უნდა დაიწეროს ნომინალური ღირებულება ნერგის, თესლის, საქონლის და ასე შემდეგ იმისთვის რომ, გამოჩნდეს თუ ვინ რაში დახარჯა და როგორ გამოიყენა ის სასტარტო კაპიტალი.
თქვენ რას იტყვით?

Posted by: SaIrMe 23 Apr 2020, 21:09
QUOTE
ეს უკანასკნელი მარყო საწვავის ფასად გაივლის ნახნავზე 5 ფრთიანით და მერე ფარცხით.

ამით უნდა დახნა და რამოდენიმე დღე მზე რო დაანათებს მერე ფარცხით, მერე ხელის თრაქტორით და თან დათესავ. სიმიდს ჰერბიციდით უნდა დაამუშაო თუ უნდა გათოხნო?

Posted by: levani169 23 Apr 2020, 22:43
kaxaberski66
QUOTE

აქ იგულისხმება ცარიელი მიწა?
ხილის ბაღი რომ გავაშენო, ან ვენახი, ან საქონელი რომ ვიყიდო, ფული უნდა დავხარჯო.

და "კისლაროდიც" ხომ გინდა სანამ მოსავალს მიიღებ ......... ან თუ მიიღებ საერთოდ და ან თუ გაყიდი ზოგადად?!
5000 ლარი...........რავი,არაფერი არაა,"კისლაროდს" იმდენი უნდა.

Posted by: neo> 23 Apr 2020, 23:02
თიხნარის ყიდვა ღირს მშრომელებო?

რა კულტურა შეიძლება მოვიყვანო , ან საერთოდ რომელიმე მრცენარე (ხეხილი) თუ იტანს


Posted by: Grows 23 Apr 2020, 23:16
kaxaberski66

ეს აბსტრაქტული თამაში იყო და ამიტომ ზედაპირულობასაც იტანს და ფულის სიმცირესაც.

levani169

კისლაროდი უფასოა. 5000 ლარი - პირობითი. შენ დაწერე შენ რამდენი გჭირდება და რაში.


Posted by: shuma89 24 Apr 2020, 01:13
QUOTE (SaIrMe @ 23 Apr 2020, 21:09 )
QUOTE
ეს უკანასკნელი მარყო საწვავის ფასად გაივლის ნახნავზე 5 ფრთიანით და მერე ფარცხით.

ამით უნდა დახნა და რამოდენიმე დღე მზე რო დაანათებს მერე ფარცხით, მერე ხელის თრაქტორით და თან დათესავ. სიმიდს ჰერბიციდით უნდა დაამუშაო თუ უნდა გათოხნო?

არის ე.წ კულტივატორი, მიწას აყრის ორივე მხარეს რიგებში რო გაყვება, მერე ჰერბიციდი ბალახი რო მოაშოროს. აბა თოხით 2 ჰექტარში შესვლა ფიზიკირს რო თავი დაანებო ფსიქოლოგიურად როგორია ეგ თქვი ჯერ biggrin.gif
5 ფრიანზე პატრონმა მითხრა თვითონ რომ ამ მიწაზე 20 სმ დაბლა ვერ მოიხვნებაო, რა დონეზეც არ უნდა დავუწიო მაღლა აგდებს ტრაქტორს მაინცო, ვერ გაიტან თიხნარ მიწას მითუმეტეს როცა ტენიანია, ზაფხულში გვალვაში მოვერევი 30 სმ სიღრმეზე და ახლა ვერაო, მაგიტო მინდა იმ დიდი ტრაკტორით ორფრთიანი გუთნით ღრმად მოხვნა 40 სიღრმეზე ვიმუშავებო, ისე ფხვიერ მიწებზე 50 და მეტზე ხნავს ამავე სოფელში არის სოფლის მეორე ბოლოში ფხვიერი მიწა და იქაც ეგ მუშაობს ხოლმე ღრმა ხვნა ვისაც სჭირდება.
ბადრიჯნის და სხვა ბოსტნეულისთვის ხელის ტრაკტორით ვიმუშავებ გაფხვიერეებაზე, მაგრამ დანარჩენ 2 ჰექტარში გამორიცხულია, მაგდენ დროს ამინდიც არ მომცემს.

Posted by: Grows 24 Apr 2020, 01:24
shuma89

ჰოდა ისეთი პირი უჩანს ან ფული უნდა გადაიხადო და შორიდან მოიყვანო დისკიანი ტრაქტორი ან სიმინდიც იმხელაში დათესო, რამდენსაც ფიზიკა და ფსიქიკა გაგიქაჩამს biggrin.gif მომავლისთვის გაითვალისწინებ და შემოდგომაზე მოხნავ და გაზაფხულამდე დისკების გარეშეც ჩაიშლება.

სიმინდში რიგთაშორის დაშორება როგორია ისე? მარტო რიგები რო დაუშაო ხელის ტრაქტორით

Posted by: kaxaberski66 24 Apr 2020, 05:12
https://www.youtube.com/watch?v=QoOtxyxiXQY
ეს ნახეთ. ვფიქრობ სანახავადაც საინტერესოა და ამავე დროს აქტუალურიც შემაღლებულ რიადებთან დაკავშირებით.

Posted by: levani169 24 Apr 2020, 10:39
QUOTE (neo> @ 23 Apr 2020, 23:02 )
თიხნარის ყიდვა ღირს მშრომელებო?

რა კულტურა შეიძლება მოვიყვანო , ან საერთოდ რომელიმე მრცენარე (ხეხილი) თუ იტანს

თიხნარი ზედაპირზე იქნება ....... ნუ უნდა ამოთხარო რამდენიმე ორმო და დაადგინო მიწის ფენების სისქე.
ზოგადად ნელი ზრდა აქვს თიხნარ ნიადაგებში მცენარეს მაგრამ გვალვას უკეთ უძლებენ.
მეზობლად ვის რა უდგა დაგახედე,იკითხე და იმის მიხედვით განსაზღვრე.
* * *
Grows
QUOTE
სიმინდში რიგთაშორის დაშორება როგორია ისე? მარტო რიგები რო დაუშაო ხელის ტრაქტორით

ხელის ტრაქტორისთვის (ფრეზის ორ-ორი სექცია რომ მიაბა მხოლოდ) 80 სმ საჭირო და ისე მექანიზაციურად 70 სმ ითესება.
QUOTE
კისლაროდი უფასოა. 5000 ლარი - პირობითი. შენ დაწერე შენ რამდენი გჭირდება და რაში.

პირველ რიგში ნაკვეთის შეღობვაში,მოტობლოკი თავისთავად და ვინაიდან მე მრავალწლოვან-ხეხილოვანი კოლტურების შედარებით რენტაბელობის უფრო მჯერა,სანერგეს მოვაწყობდი (პრინციპში მაქვს კიდევაც ).აქედან გამომდინარე საძირე მასალის ყიდვას და მყნობელების დაქირავებაში თუ დავხარჯავდი მხოლოდ ფულს ....... სხვა ყველაფრისთვის საკუთარი ხელით საქმის კეთება არსებობს!

Posted by: Grows 24 Apr 2020, 12:36
kaxaberski66

კი რიგების გასაკეთებლად მშვენიერია. უკეთესი ვარიანტიც არსებობს. სპეციალურად ამაღლებული რიგების მოწყობისთვის https://youtu.be/LB5DWJ-6tfQ

ანუ აქ საუბარია განიერ რიგებზე.

levani169

სანერგე მეც ძალიან მეინტერესება. მგონია რომ ძალიან საჭირო ამბავია კაი სანდო სანერგე.


QUOTE
ხელის ტრაქტორისთვის (ფრეზის ორ-ორი სექცია რომ მიაბა მხოლოდ) 80 სმ საჭირო და ისე მექანიზაციურად 70 სმ ითესება



shuma89

გამოგიტანეთ განაჩენი. ხელის ტრაქტორი უნდა იშოვო ფრეზით და რიგები უნდა გააკეთო. რამდენსაც შეძლებ. smile.gif

Posted by: straight away 24 Apr 2020, 13:44
ჩემთან თოვლი მოვიდა sad.gif
ტემპერატურაც ძალიან დაბალია.
წელს ხილი აღარ მგონია რომ იყოს.
ამ ყურძნებმაც თუ გაუძლეს და გადარჩნენ, არ ვიცი...
კაკალი არ იყო კარგად გაშლილი და იმედი მაქვს გადარჩება...

Posted by: shuma89 24 Apr 2020, 16:52
QUOTE (Grows @ 24 Apr 2020, 12:36 )
kaxaberski66

კი რიგების გასაკეთებლად მშვენიერია. უკეთესი ვარიანტიც არსებობს. სპეციალურად ამაღლებული რიგების მოწყობისთვის https://youtu.be/LB5DWJ-6tfQ

ანუ აქ საუბარია განიერ რიგებზე.

levani169

სანერგე მეც ძალიან მეინტერესება. მგონია რომ ძალიან საჭირო ამბავია კაი სანდო სანერგე.


QUOTE
ხელის ტრაქტორისთვის (ფრეზის ორ-ორი სექცია რომ მიაბა მხოლოდ) 80 სმ საჭირო და ისე მექანიზაციურად 70 სმ ითესება



shuma89

გამოგიტანეთ განაჩენი. ხელის ტრაქტორი უნდა იშოვო ფრეზით და რიგები უნდა გააკეთო. რამდენსაც შეძლებ. smile.gif

პატარა ფრეზიანი ტრაკტორი იქნება კარგი გადაწყვეტილება. ვნახოთ რა გამოვა.

Posted by: kaxaberski66 24 Apr 2020, 21:19
straight away
QUOTE
ჩემთან თოვლი მოვიდა
ტემპერატურაც ძალიან დაბალია.
წელს ხილი აღარ მგონია რომ იყოს.
ამ ყურძნებმაც თუ გაუძლეს და გადარჩნენ, არ ვიცი...
კაკალი არ იყო კარგად გაშლილი და იმედი მაქვს გადარჩება...

არ მგონია რომ ხილი ასე ერთთავად გაფუჭებულიყო.
მთელი აპრილი ციოდა რამოდენიმე დღის გამოკლებით და კვირტის გამოსვლაც ნელი ტემპით მიდიოდა.
ვფიქრობ რომ ხეხილი აკლიმატიზირებული არის ამინდის შესაბამისად.
სხვა წლებში, აპრილის ბოლოს ბალახიც უფრო მეტი იყო, ვიდრე ეხლა არის.

Posted by: dadssn 25 Apr 2020, 21:37
გამარჯობა მეგობრაბო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა ფარავდეს თქვენს ოჯახებს.
მოკლედ კახეთში კერძოდ ველისციხეში მაქვს მცირე სახნავი ბოსტანი დაახლოებით 800 კვ.მ, წლებია დაუმუშავებელია, რა რჩევებს მომცემთ რომ დავამუშავო მიწა და დავთესო?, პ.ს ჩემს სახლში გაჭირვებული მეზობლები ცხოვრობენ, აქამდე არ მქონია ინტერესი მეგონა რომ თვითონ დაამუშავებდნენ, მაგრა დიდიად არ წვალობენ რადგან წყლის პრობლემაა.
ბარაქა მოგცეთ.

Posted by: Grows 26 Apr 2020, 00:58
dadssn
QUOTE
რა რჩევებს მომცემთ რომ დავამუშავო მიწა და დავთესო?,


რას გულისხმობ? რაში გჭირდება დახმარება/რჩევა კონკრეტულად.

Posted by: tavadze 27 Apr 2020, 01:17
sandroia
QUOTE
სურათზე მონიშNული როა ეგეთი გავაკეთე მე თვითონ და ჩველებრივ თოხის ტარზე დავამაგრე,
მიწაზე დაადებ , წამოიღებ და რა სარეველაც ხვდება მშვენივრად ჭრის

შეგიძლია, ფოტო დადო? რაღაც მაგდაგვარი მჭირდება სახლის წინ, სადაც მარადმწვანეების ბაღს ვაშენებ ნელ-ნელა - ბენზინის ცელისთვის იქ უკვე აშკარა სივიწროვეა და მსგავსი რამე მჭირდება. დღეს მაღალი ბალახები ჩვეულებრივი ბალახის საკრეჭი მაკრატელით გავკრიჭე.
QUOTE
ეს მულჩირება მაგარი კაი რამეა, შარშან კარტოფილის მოსავალზე დავტესტე,

მულჩირება რითი გააკეთე - გათიბული ბალახით თუ იმ სპეციალური ცელოფნებით?
neo>
QUOTE
თიხნარის ყიდვა ღირს მშრომელებო?

რა კულტურა შეიძლება მოვიყვანო , ან საერთოდ რომელიმე მრცენარე (ხეხილი) თუ იტანს

თიხნარი დიდად სახარბიელო არაა, მაგრამ მე რაც ვიცი, სოიო მოდის კარგად.
straight away
QUOTE
ჩემთან თოვლი მოვიდა
ტემპერატურაც ძალიან დაბალია.
წელს ხილი აღარ მგონია რომ იყოს.

ცუდია. წლეულს თქვენ გაგწირათ ამინდმა - აღმოსავლეთის რაიონები. ჯერ ვაშლი არ იქნება გაყვავილებული და ეგ მაინც გადარჩება.
ჩვენსკენ ყინვა და თოვლი არ ყოფილა, მაგრამ აქამდე დაბალი ტემპერატურა იყო - ახლა, ამ დროს 12-14 ან თუნდაც 15-16 გრადუსი არ უნდა იყოს. ორი დღის წინ ღამე 4 გრადუსი იყო სითბო... მომდვენო 10-ოდე დღის პროგნოზში კი მიჩვენებს მაღალ ტემპერატურას. საბედნიეროდ, იმ სიცივეებს ხეხილი მასობრივად არ გაუფუჭებია და შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს ბალიც გვექნება, ალუბალიც და ტყემალიც - მოსადუღებლადაც და საარყედაც (ახალი ტყემალი უკვე გავაკეთე კიდეც). biggrin.gif თუმცა რო ვუყურებ, ძალიან ბევრი კვირტია გაფუჭებული, მაგრამ სამყოფი მაინც შერჩება.
ამასობაში ჩემი ბაღ-ბოსტანიც იზრდება ნელ-ნელა biggrin.gif - ჩემმა ძმა საზამთრო დათესა, მაგრამ მხოლოდ 2-3 ძირი ამოვიდა. ახლა ნესვს ველოდებით. ჩემი ინდური ქინძი უკვე იკრიფება. ნიახური და კამა (ორი სახეობა დავთესე), "პეტრუშკა" უკვე ამოვიდა. აქა-იქ პომიდორებიც ამოიწვერა, დანარჩენებს კი ჯერ ველოდები. კიტრებიც იწყებენ ნელ-ნელა ამოსვლას. ამის გარდა, ქოთნებშიც გვაქვს ბოსტნეული ჩათესილი და იქაც ამოიწვერა პომიდორ-წიწაკები. კიდევ მაქვს დასათესი - ბოსტნეულიც და მწვანილეულიც, ნაწილს კი ჩითილებს დავრგავ.
აქ რამდენჯერმე დავწერე მარტში დამყნილი ხეხილის უპირატესობაზე - შარშან დამყნილ ატამს წლეულს უკვე ნიშანი აქვს, იმდენად კარგად წავიდა კვირტი. 3 ტოტი აქვს, მეტროზე მეტი იქნება თითო. ასევე შარშაბ ნამყენ ქლიავსაც ჰქონდა ყვავილი, მაგრამ სიცივემ გააფუჭა. ეჭვი მაქვს, სხვა ნამყენებსაც ექნება ნიშანი - უნდა დავიარო ეზო, ამ დღეებში სხვა მხარეს ვმუშაობდი თხილის ნასხლავების დამუშავება-დაწვა-თიბვაზე და იმ მხარეს ვერ მოვხვდი, სადაც ეგ ნამყენებია.
მგონი, თემა არ მეშლება და აქ კითხულობდა ვიღაც კარგ სანერგეს. ჯერ არ ვიცი, რას მოისხამს, მაგრამ 2-3 წელიწადია ქარელიდან ვაგზავნინებ ნერგებს (პირადად არც ვიცნობ იმ კაცს). იაფადაც ჰყიდის და ძალიან კარგი ნერგებიცაა - შარშან დავურეკე და მადლობა გადავუხადე, 5 ლარში ლამის ჩემი სიმაღლე ატმის ნერგი გამომიგზავნა და თან - მსხვილი, ჯანიანი ნერგი. ამ წლებში რაც მიყიდია, მხოლოდ ერთი გამიხმა, სხვამ ყველამ გაიხარა. შარშან დარგულ ბალს წლეულს ყვავილები ჰქონდა უკვე, ხოლო შარშან წინა წლის მოტანილმა ატამმა და ვაშლმა გამოიღო კვირტები, მაგრამ აგვისტოში იმ სიცხეებში ვერ შეინარჩუნა მცენარემ, რასაც ველოდი კიდეც - ერთი ციდა ახალ ნაზარდ ტოტზე იმდენი ყვავილები ეყარა, რომ ვუყურებდი, მეცინებოდა. წლეულს ატამს უკვე კარგა წამოზრდილი აქვს კვირტები (3 ჯიშს ველოდები პირველ მსხმოიარობას, ყველა იმ კაცისგანაა ნაყიდი), ვაშლს კი ჯერ არ გამოუტანია, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, მაგასაც ექნება ნიშანი.

Posted by: shuma89 27 Apr 2020, 04:57
QUOTE (neo> @ 23 Apr 2020, 23:02 )
თიხნარის ყიდვა ღირს მშრომელებო?

რა კულტურა შეიძლება მოვიყვანო , ან საერთოდ რომელიმე მრცენარე (ხეხილი) თუ იტანს

სიმინდი სოიო მოდის კარგად

ბადრიჯანი ბულგარული და მსგავსი ერთწლიანები, ბოლქვიანი ვერა ოღონდ.

ლურჯი მოცვი, მალინა, მაყვალი, ესენი გაშენებული აქვთ ჩემს დედულში თიხნარ ნიადაგზე.
თხილიც არ იწუნებს მაგ ნიადაგს.

გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი. წყალს ატარებს ცუდად, როცა ცხელა და გვალვაა მაშინ კი ატარებს რათქმაუნდა, მაჰრამ ზამთარში, მიწა რო სველია და კიდევ რო წვიმს აღარ იშრობს და ადგილადგილ ბუბეები იცის, მართალია ცურვა არ მოგიწევს, მაგრამ დაუმუშავებელ მიწაზე ასეა, მე მაქვს იქ, არ დამიმუშავებია ხოლმე და ეგრეა, დამუშავებული კი ატარებს მაგრამ.სახარბიელოდ არა.

Posted by: kranci 27 Apr 2020, 21:41
სალამი, კეთილი იყოს ჩემ პოსტი
პომიდვრის ჩითილების სახლში გამოყვანა ღირს ცდად სოფლის პირობებში?
თუ ჩითილები ვიყიდო მერე პირდაპირ?

სოფელში პატარა ბოსტანი ამოვქოქე, რაღაცები მივთეს-მოვთესე და პომიდვრის გარეშე როგორ იქნება mo.gif

Posted by: Grows 27 Apr 2020, 22:11
kranci

არ არის რთული. პირველად რომ ვცადე, 250 ჩითილი გამოვიყვანე ჩემით. თუ გაქვს სივრცე მაგისთვის, შენით გააკეთე, უფრო ისიამოვნებ.




Posted by: kranci 27 Apr 2020, 22:36
Grows
აგროკავკაზზე ვნახე მეთოდი მიწის მომზადების და ახლა მომზადებული მაქვს ნარევი:
ტყის მიწა, დამწვარი ნაკელი და ტორფი მაქვს კარგად არეული და ფიტოსპორინის შერევას ვფიქრობდი კიდევ rolleyes.gif
მერე ერთდჯერად ჭიქებში გადავიტან და ჩავთესავ ორ ორ მარცვალს
ოღონდ, როგორც ვხვდები სახლში უნდა შევინახო ეს ჭიქები?
ჯერ კიდევ კარგად ვერ დათბა საჩხერეშიmo.gif

Posted by: Grows 27 Apr 2020, 23:39
kranci

მე მქონდა ტორფის ხავსი და პერლიტის ნარევი. საკვებად კი ბიოჰუმუსი ავურიე დოზირებულად.

ფიტოსპორინი არ ვიცი რა არის. კომპოსტი იგივე დამწვარი ნაკელი კარგია.

ტყის მიწას კი მე პირადად მოვერიდებოდი. ჩითილისთვის ჯობია ნეიტრალური გრუნტი, რამე დაავადება რომ არ შეიპაროს. ტყის მიწა სარისკოა ამ მხრივ. საცოდაობა იქნება იწვალო და მიწის გამო გაგიფუჭდეს.

რაც ეხება მოვლას, მე ჩართეს ე. წ. საჩითილე კასეტებში და სითბოს და სიბნელეში დავაწყე. რომ არ გამომშრალ იყო, ცელოფნით დავხურე. თითო უჯრედში ჩავთესე 2 ცალი, მაგრამ ბოლოს რომელიც გაღვივდა, ისინი მოვაცილე.

4 ნამდვილი ფოთოლი რომ გამოიტანა, გადავრგე ძირგახვრეტილ პლასტმასის მაღალ ჭიქებში.

სახლში მოგიწევს გამოზრდა. ჩითილისთვის იდეალური პირობები უნდა რომ თავიდანვე კარგად განავითაროს ფესვი და არ დაიჩაგროს.

მე კორპუსის ბინაში მქონდა. სამხრეთის მხარეს მაქვს ლოჯია და ოთახის მთელ სიგრძეზე არის ვიტრაჟი. და განვალაგე დაფაზე ორ რიგად. კარგად იღებდნენ მზის სითბოს და სინათლეს მთელი დღე.

გადარგვამდე 1 კვირით ადრე დავიწყე ცოტა ხნით აივანზე გატანა დღისით, რომ შეგუებოდნენ ღია პირობებში ყოფნას. გადარგვისას ისედაც ისტრესება მცენარე და სასურველია წინასწარ მიჩვევა. ბოლო 2 დღე სულაც გარეთ დავტოვე მთელი ღამე.

გადარგვის წინა დღეს კარგად მოვრწყე, გავჟღინთე და საღამოს პირზე გადავრგე. საღამოს უკეთესია გადარგვა, ვიდრე დღისით. შუადღისას ან როცა ცხელა არ ღირს.

სველი გრუნტისას ჭიქიდან ამოღება უფრო ადვილია.

გადარგვისას ჭიქის ზომის ორმოები გავაკეთე. ჭიქა მოვჭმუჭნე რომ გამკვრივებულიყო გრუნტი. გადმოვაბრუნე და გადმიცურდა ჩითილი თავისი გრუნტიანად.

ორმოებში ჩავყარე თითო პეშვი ბიოჰუმუსი (შენს შემთხვევაში კომპოსტი), ავურიე ადგილობრივ მიწაში. შემდეგ ჩავდე ჩითილი და მივაყარე მიწა.

ჰო გადარგე როცა 25-30 სმ-ს მიაღწევს სიმაღლეში. საჩხერეში როდის იწყება დარგვის სეზონი არ ვიცი. ალბათ გარე ტემპერატურა რომ 20 გრადუსზე ავა.

Posted by: kranci 27 Apr 2020, 23:55
Grows
საჩითილე კასეტები არ მაქვს და პირდაპირ ჭიქაში ვარჩიე დათესვა,
ტყის მიწა კიდევ აგროკავკასია რომ არის საიტი, მაგ საიტის რეკომენდაციით შევარჩიე, ჩემი ინიციატივა არ არის :დ
ვნახავ ერთი რა გამოვა,
ოღონდ სახლში მთლად იდეალური ადგილი არ მაქვს და რამე უნდა შევარჩიო.
რჩევები გადარგვაზე გამომადგება ნამდვილად up.gif
პერლიტი და ბიოჰუმუსი არ არის აქ სამწუხაროდ

Posted by: kaxaberski66 28 Apr 2020, 00:18
tavadze
QUOTE
ამასობაში ჩემი ბაღ-ბოსტანიც იზრდება ნელ-ნელა  - ჩემმა ძმა საზამთრო დათესა, მაგრამ მხოლოდ 2-3 ძირი ამოვიდა. ახლა ნესვს ველოდებით. ჩემი ინდური ქინძი უკვე იკრიფება. ნიახური და კამა (ორი სახეობა დავთესე), "პეტრუშკა" უკვე ამოვიდა. აქა-იქ პომიდორებიც ამოიწვერა, დანარჩენებს კი ჯერ ველოდები. კიტრებიც იწყებენ ნელ-ნელა ამოსვლას. ამის გარდა, ქოთნებშიც გვაქვს ბოსტნეული ჩათესილი და იქაც ამოიწვერა პომიდორ-წიწაკები. კიდევ მაქვს დასათესი - ბოსტნეულიც და მწვანილეულიც, ნაწილს კი ჩითილებს დავრგავ.

შენ ჩემო კეთილო ჟურნალისტო, ისეთი პირი გიჩანს ამ კორონას გადამკიდეს რომ, აქეთ, ანუ თბილისში, შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ შემოხვალ.
არც გაგემტყუნება. აბა ეს მდედრიონი და მამრიონიც ერთად გამოიკეტნენ და ტატამ-ლეიბი ცარიელი დარჩა.
გუშინ შევედი IჯF ის გვერდზე და ბოლო თებერვალში დიუსელდორფში ყოფილა.
სიამოვნებით ვუყურე თუშას საჩემპიონო შეხვედრას გერმანელთან.

Posted by: neo> 28 Apr 2020, 01:09
tavadze
shuma89
levani169
დიდი მადლობა ხალხო

რა ფასები დაედო მიწებს, გული მისკდება რომ ვუყურებ ,, ერთი ეს თიხნარი და შედარებით უნაყოფო მიწებია ოდნავ იაფი, დანარჩენზე ვერც ვიოცნებებ ალბათ

ზოგი რომ ნატრულობს ხოლმე ეს მანქანა მყავდესო, მე 1 ჰა ვნატრულობ რომ ვიჩუჩუნო ჩემთვის biggrin.gif

levani169
მთის ფერდია, და თან არავის არ აქვს დამუშავებული. ირგვლივ. დაალხ. 20% იანი დაქანებაა. მაგრამ უბორცხვო. სწორი.

რას მირჩევთ, წავიდე, ავიღო ნოადაგის სინჯი და ლაბოარატორიაში გავაქანო, სანამ შევუთანხმდები ყიდვაზე?

თან სარწყავი წყალიც არაა.სულ ჭორს ჩემთან და ე.წ. რომ ბურღავენ ხოლმე და მილს აგდებენ მაგაზე მომიწევს ფიქრი,, სხვა იდეა არ მაქვს ://

Posted by: Grows 28 Apr 2020, 01:53
neo>

ცოტა მოიცადე. წესით შემოდგომა-ზამთარში უნდა დაიკლოს ფასებმა. ამ პანდემიის გადამკიდე ალბათ გამყიდველთა რაოდენობა მოიმატებს, მყიდველებისა კი დაიკლებს. შესაბამისად ფასებიც შემცირდება.

თუმცა თუ მიწა კარგი აღმოჩნდება, ფასიც ნორმალურია და შენც მოგწონს მიწა, რატომაც არა, იყიდე. ოღონდ ისიც გაითვალისწინე, რომ ნაჩქარევად არ ღირს მიწის ყიდვა.

Posted by: shuma89 28 Apr 2020, 02:21
QUOTE (neo> @ 28 Apr 2020, 01:09 )
tavadze
shuma89
levani169
დიდი მადლობა ხალხო

რა ფასები დაედო მიწებს, გული მისკდება რომ ვუყურებ ,, ერთი ეს თიხნარი და შედარებით უნაყოფო მიწებია ოდნავ იაფი, დანარჩენზე ვერც ვიოცნებებ ალბათ

ზოგი რომ ნატრულობს ხოლმე ეს მანქანა მყავდესო, მე 1 ჰა ვნატრულობ რომ ვიჩუჩუნო ჩემთვის biggrin.gif

levani169
მთის ფერდია, და თან არავის არ აქვს დამუშავებული. ირგვლივ. დაალხ. 20% იანი დაქანებაა. მაგრამ უბორცხვო. სწორი.

რას მირჩევთ, წავიდე, ავიღო ნოადაგის სინჯი და ლაბოარატორიაში გავაქანო, სანამ შევუთანხმდები ყიდვაზე?

თან სარწყავი წყალიც არაა.სულ ჭორს ჩემთან და ე.წ. რომ ბურღავენ ხოლმე და მილს აგდებენ მაგაზე მომიწევს ფიქრი,, სხვა იდეა არ მაქვს ://

იმერეთი გაწყობს? წყალი არაა პრობლემა, ვაკეა, კომინიკაციები ახლოსაა.

Posted by: neo> 28 Apr 2020, 02:35
Grows
კარგი რჩევაა ნამდვილად ,და მადლობა

shuma89
ქართლში ვცხოვრობ, სახლი რომ მქონდეს მანდ რატომაც არა.
ისე, როგორ ანგარიშობთ თანხას? 1- ჰა რა ღირს დღეს ? დაახლოებით მაინც.


Posted by: straight away 28 Apr 2020, 08:39
tavadze
QUOTE
(ახალი ტყემალი უკვე გავაკეთე კიდეც).

რამხელა სხვაობაა smile.gif)) თუ შენთან უკვე ტყემალმა მოისხა და საწებელიც მოადუღე, ჩემთან ეხლა ყვავილობს smile.gif))
მოკლედ, ახალი ტყემალი რომ გაგითავდება, არ მოგერიდოს მითხარი და მოგაშველებ (ალბათ მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იქნება აქ). ქინძი კი გქონია ბლომად, ნაირნაირი და შეაზავებ smile.gif))
ვაზზე კი არის ნათქვამი - შვილივით ნაზარდოო, მაგრამ მგონი მარტო ვაზი არ არის ერთადერთი მცენარე, რომელსაც შვილივით დატრიალებს ადამიანი. ხარობს მისი გახარებით და წუხს მისი გაჭირვებით. ესაა ადამიანის და ბუნების თანაცხოვრების ნათელი მაგალითი. გაიხარე tavadze, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს, გამყოფოს ჯანმრთელი და მოგცეს ხვავი - ბარაქა.

shuma89
როგორ ხარ ? როგორ უმკლავდება კარანტინს და შეზღუდვებს?
შენს მიწაზე ვფიქრობ და ერთი კითხვა მაქვს: ზესტაფონშივე რომ ნახო ვინმე და იჯარით მისცე, ან საზიაროთ რომ დათესოთ რამე?
ან საერთოდ, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, უკვე წლებია გაქვს და არ იყენებ, ხომ არ აჯობებს რომ გაყიდო და აქვე ახლოს იყიდო სანაცვლოდ რამე???
თუ მომავალშიც არ აპირებ იქით გადასახლებას, მე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი.


kranci
ღმერთმა სიკეთე არ მოგიშალოს.
[quote]პომიდვრის ჩითილების სახლში გამოყვანა ღირს ცდად სოფლის პირობებში?
თუ ჩითილები ვიყიდო მერე პირდაპირ?
ღირს კი არა, აუცილებელიც არის თუ დრო და პირობები გაქვს.
პომიდვრის, კიტრის და მწვანილის გარეშე ნამდვილად ვერ იქნება smile.gif)

* * *
ეს კაცი Grows თავიდან ამბობდა ,,თქვენი მონა-მორჩილი, დილეტანტი ვარო" და საქმე-საქმეზე რომ მიდგა აღმოჩნდა რომ ამ დილეტანტობას იბრალებს თურმე smile.gif
კაი რაღაცეები გცოდნია და არ დაიზარო ხოლმე ცოდნის გაზიარება (არც გეზარება, მაგრამ მაინც) smile.gif

Posted by: shuma89 28 Apr 2020, 09:50
neo>
ფასი 75-80 ტეთრია კვადრატის როცა მოზრდილ ფართობზეა საუბარი 1 ჰა ან მატი, ჭირს აქეთ დიდი ფართობის შოვნა, მცირემიწიანი მოსახლეობაა ზოგადად.

straight away
კარგად, თავად ხომ კარგად?

კარანტინს რაც შეეხება აშკარა დისკომფორტი მაქვს smile.gif
ზესტაფონში.ვცხოვრობ უკვე 6 წელია თვითონაც, აქ დაბადებული ვარ და დავუბრუნდი მას მერე რაც დავოჯახდი.
საერთო ხარჯებით დამუშავებას რაც შეეხება ეგეთ ამბავს მივაღწიე 3 ჰექტრიან ნაკვეთზე, შემოღობილი რომელიც მაქვს და მოწესრიგებული.
მეორე 4.3 ჰა მაქვს და იმის დატოვებაც არ მიმდა უქმად, ვისაც სჭირდება მივცემ უსასყიდლოდ დასამუშავებლად, დაჟე 2000-2500 ლარი დასჭირდება მასალას შესაღობად და მაგასაც ვიყიდი როგორმე, ლიჟბი დაასუფთაოს და დაამუშაოს კაცმა. აკაციის ბოძებს და ეკლიან მავთულს ვიყიდი 7 რიადს რო ეყოს და რაც დრო მექნება სამსახურიდან კიდევ მივეხმარები და მინიმუმ 2 კაცს მივახმარ კიდევ.


Posted by: Grows 28 Apr 2020, 14:15
straight away

მადლობა biggrin.gif მომწონს უბრალოდ და რაღაცებს ვკითხულობ ხოლმე. პრაქტიკა არ მაქვს ჩითილების გარდა.

მოსავლის აღებაა ძალიან სასიამოვნო. ყველაზე ცოცხლად თავს მაგ პერიოდში ვგრძნობ - ბუნებასთან პირდაპირი კავშირია. იმუშავე, იშრომე და იღებ შედეგს. ბავშვობაში მივეჩვიე. ბიძაჩემს დავყვებოდი ხოლმე ბაღებში. ძირითადად ნერვებს ვუშლიდი ალბათ გათოხნისას ხან სიმინდს ჩავარტყავდი ხან ლობიოს biggrin.gif მაგრამ ჩემთვის მაგარი იყო.

მიწის სურნელის მაგარი. ვაფშე მიწაზე რომ მუშაობდა ყველა გრძნობაა ჩართული - და მაგიტომ ვგრძნობ თავს ცოცხლად. აი ქალაქში ყოფნა და ქალაქური პონტები არ მაციცხლებს პირიქით.

პირადი ავტონომიაც მეტია სოფელში. საკუთარ ეზოში რასაც გინდა გააკეთებ. ქალაქში ეზოში ქვა რო გადატრიალო ან მეზობელს უნდა შეუთანხმო, ან ზედამხედველობას biggrin.gif

რამდენიმე წლის წინ ეზოში ახალი მოსახლე გადმოცხოვრდა. რატომღაც ასფალტიანი გზის მაგივრად ზედ მწვანე სკვერში დაიწყო მანქანის გაჩერება. თან ხრეში მოუყრია რომ გრუნტზე არ მდგარიყო მანქანა.

დაველაპარაკე, იქნებ ასფალტზე გააჩერო ხოლმე მანქანათქო და ისტერიკა დაიმართა. შენ ჩემს მეტი ვერავინ ნახეო, ეგ ხრეში იმიტომ მოვიტანე, ტალახი რომ არ ყოფილიყოო, კაი საქმე გავაკეთეო ანუ biggrin.gif მოკლედ ძლივს ჩავაჩოჩე იმ ადგილიდან.

ახლა მერიამ გვიშველა, ეზო მთლიანად შეაკეთეს, მაღალი ბორდიურები დააგეს და ვეღარ შედის მანქანა.

იმ ადგილას კი ორი ხე დავრგე. გვერდით ჰქონდა ალუბლებს ამოყრილი და ისინი გადმოვრგე.

მაგრამ ამ პროცესში იმდენი ნერვი დამეხარჯა, არ მიღირს.

ხეების გადმორგვაზეც ერთი ამბავი იყო. ყველა არამკითხე მოამბე მე მომადგა - რატო რგავო, რატო უკეთესი ნერგები არ მოგაქო, ვიღაცამ აქ მე ყვავილები უნდა დამერგოო biggrin.gif

ამიტომაც არის კარგი სოფელი. დილას რომ გაიღვიძებ ჩიტების ხმაზე და დილიდანვე შეუდგები ბაღში მუშაობას, უკეთესი არალი? smile.gif


Posted by: straight away 28 Apr 2020, 14:39
Grows
თბილისში იტალიურ ეზოში ვცხოვრობ. ადრე დიდი თუთის ხე იდგა ჩემ კიბესთან და აივანთან. 3 სართულზე მაღალი იყო ეს ხე და რა თქმა უნდა თავისი დრეკადობა/ვიბრაცია ჰქონდა. განსაკუთრებით ქარის დროს. ყოველ წელს მიწევდა კიბეების ბეტონის დასხმა. ამას დავუმატოთ ბუზი და ქინქლა და რაც ყველაზე მთავარია, შავი თუთა იყო, მწიფობის პერიოდში სახლში ასვლა-ჩასვლა სულ პრობლემა იყო. თეთრი მაიკა თუ გვეცვა, მუქი წითელი ხდებოდა.
რამოდენიმე წელი ვითმინე და მერე მოვჭერი. დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ მეზობლებს. ნიადაგი წინასწარვე შევამზადე.
დავრგე ამ თუთის ადგილას თითა ყურძენი. პრობლემები დასრულდა, მაგრამ დაიწყო ახალი პრობლემა.
დღემდე არ ივიწყებენ ამ თუთას. აი აქ რომ თუთა იდგა როგორ გრილოდა... აი აქ რომ თუთა იყო რა გემრიელი იყო....
იმას კი არავინ არ ამბობს რომ აი აქ რომ თუთა იდგა როგორ წუხდებოდითო. თვითონ არ აწუხებდათ და ეკიდათ.
სოფელიც არ განიცდის ,,მასწავლებლების" ნაკლებობას.
ეს აქ რატო ააშენე, აქ რატო დარგე, შენი ხე ჩემსას უჩრდილავს....
გამოიტანენ ტუალეტს და ბოსელს, გზის პირზე დადგამენ და მერე სხვას არიგებენ ჭკუას.

smile.gif)))

Posted by: Grows 28 Apr 2020, 15:07
straight away

ჰო. საქმე რაციონალიზმშია და არა იმაში რომ ხე არ მოჭრა. სოფელში ცოტა ხალხია და 1-2 კაცს გაუმკლავდები როგორმე.

ბიძაჩემს დაუდგა ტუალეტი ჭასთან ახლოს რამდენიმე წლის წინ მეზობელმა. ყველანაირად სთხოვა რომ გადაეტანა და ტიპმა დაიკიდა. ჭაც არ იყო, სოფლის რუში უშვებდა მასას.

თავისით რომ არ ქნა, მერე ოფიციალურად მოვუგვარეთ. ჭის დაბინძურება კანონით არ შეიძლება. ჰოდა გამგეობა ჩავრთეთ და ააღებინეს. მანამდე ჭის წყალს გავუკეთეთ ანალიზი და დასკვნა გვქონდა რომ ფეკალიები ერეოდა. ის ჭა მაინც გაუქმდა და სხვაგან მოუწია ამოჭრა, მაგრამ სარწყავად მაინც იყენებს პლუს ფილტრი დააყენა.

თან იმასაც ეზოს გარეთ ჰქონდა ის ტუალეტი მოწყობილი biggrin.gif

აგერ მშვენიერი ჰიბრიდი. კულტივატორი ელექტრო ძრავზე. არც ხმა აქვს, არც კვამლი, არც საწვავი სჭირდება და არც ზეთი. იდეალურია

https://youtu.be/iqxiVAp9TKs

Posted by: levani169 28 Apr 2020, 19:31
Grows
QUOTE
არც ხმა აქვს, არც კვამლი, არც საწვავი სჭირდება და არც ზეთი. იდეალურია

ამაზე საუბრობ ხო?!
https://www.be.ge/product-163556.html

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: neo> 28 Apr 2020, 21:22
levani169
კახელი ხარ უეჭველი, ხო? smile.gif

Posted by: Grows 28 Apr 2020, 23:04
levani169

biggrin.gif კაი იყო

---------------

Posted by: kaxaberski66 29 Apr 2020, 00:02

QUOTE
ამაზე საუბრობ ხო?!

კარგი იყო.
ეტყობა ნეომ იუმორზე გიცნო ლევან.
ეტყობა შენი თოხია, გვერდზე უწერია გაყიდვაში არ არისო. biggrin.gif

Posted by: la reine 29 Apr 2020, 00:07
neo>


მართლა ქართლში ცხოვრობ?

კონკრეტულად?

.......


Posted by: levani169 29 Apr 2020, 00:39
kaxaberski66
QUOTE

ეტყობა შენი თოხია, გვერდზე უწერია გაყიდვაში არ არისო.

ჩემია კახა,ჩემი.
რაღა გესწავლება და მეურნე ადამიანისთვის რამოდენიმე სახეობის თოხის ქონა არის საჭირო,სპეციფიკაციებიდან გამომდინარე .......... სამეზობლო თოხი დაჟე არც შემყავ სიაში!

Posted by: Grows 29 Apr 2020, 01:50
levani169

სარკაზმის უკან კაი სტაჟს მალავ გეტყობა და დაგვარიგე ჭკუა დილეტანტებს ხანდახან, იქნებ ვისწავლოთ რამე. მაინც აქ ტრიალებ და შენი რა მიდის ^^ გავიზრდებით და ფოჩიან თოხებზე აღარ ვილაპარაკებთ biggrin.gif


Posted by: tavadze 29 Apr 2020, 11:55
kranci
QUOTE
პომიდვრის ჩითილების სახლში გამოყვანა ღირს ცდად სოფლის პირობებში?
თუ ჩითილები ვიყიდო მერე პირდაპირ?

მე სახლში გამოყვანას გირჩევ. ოღონდ ბუდეებად ჩატესე იმ ადგილას, სადაც დარგვას აპირებ - რაც ზედმეტი იქნება, იმას გადარგავ, ადგილზე კი რაც დარჩება, უწყვეტად გააგრძელებს ზრდას და დროში მოიგებ.
QUOTE
მერე ერთდჯერად ჭიქებში გადავიტან და ჩავთესავ ორ ორ მარცვალს
ოღონდ, როგორც ვხვდები სახლში უნდა შევინახო ეს ჭიქები?
ჯერ კიდევ კარგად ვერ დათბა საჩხერეში

თქვენსკენ არ ვიცი და ჩემს სოფელზე (გურიაში ვარ) უკვე მაღალ ტემპერატურებს მიჩვენებს აქუ! ახლა ისედაც მაისი მოდის და პირდაპირ ღია გრუნტშიც შეიძლება დარგვა, თუმცა ერთჯერადებშიც შეიძლება - მერე მიწიანად გადაიტან, ზრდა რომ არ შეაჩეროს ნერგმა. ჭიქებში თუ ჩარგავ, მაშინ სახლში ჯობია და თან თუ დაასათბურებ (ცელოფანს გადააკრავ) მთლად კარგი. ოღონდ დღისით მაინც გაიტანე გარეთ, მზეზე და ცელოფანსაც თუ გადახდი, კარგი იქნება (სიცხემ არ ჩაგიწვას).
Grows
QUOTE
ფიტოსპორინი არ ვიცი რა არის.

მგონი, ბიო სასუქია (სახელი თუ არ მეშლება) და აქებენ მეყვავილეები, თუმცა უფრო - უცხოურ საიტებზე, ჩვენთან კი ჯერ არაა იმდენად ცნობილიო. ბაღ-ბოსტანზეც კარგად მიდისო.
QUOTE
საღამოს უკეთესია გადარგვა, ვიდრე დღისით. შუადღისას ან როცა ცხელა არ ღირს.

სველი გრუნტისას ჭიქიდან ამოღება უფრო ადვილია.

გადარგვისას ჭიქის ზომის ორმოები გავაკეთე. ჭიქა მოვჭმუჭნე რომ გამკვრივებულიყო გრუნტი. გადმოვაბრუნე და გადმიცურდა ჩითილი თავისი გრუნტიანად.

კარგი რჩევებია. თუ მაინცდამაინც სიცხეში მოგიწევს გადარგვა, მაშინ ხის გაფოთლილი თოთებით უნდა დაფარო მთლინად 2-3 დღე, მის სხივი რომ არ ხვდებოდეს, თან უნდა მორწყო და გაიხარებს. ჩრდილი და ნესტი უნდა რა, მზის სხივი არ უნდა ხვდებოდეს.
kaxaberski66
QUOTE
შენ ჩემო კეთილო ჟურნალისტო, ისეთი პირი გიჩანს ამ კორონას გადამკიდეს რომ, აქეთ, ანუ თბილისში, შემთხვევიდან შემთხვევამდე თუ შემოხვალ.

ბოლო ორი წელიწადი მე ისედაც მაგ რეჟიმში ვიყავი. უბრალოდ, აქამდე ბოსტანს არ ვთესავდი, მხოლოდ მეზობლებისთვის ჩამომქონდა ახალ-ახალი ჯიშის თესლები. biggrin.gif ბოსტანის გაკეთება კორონამდეც მქონდა გადაწყვეტილი და ქინძი და რაღაცები ჯერ კიდევ დეკემბერში ჩავთესე (კი ბიბინებს ახლა კარგად).
QUOTE
ც გაგემტყუნება. აბა ეს მდედრიონი და მამრიონიც ერთად გამოიკეტნენ და ტატამ-ლეიბი ცარიელი დარჩა.

აბა! sad.gif
პ.ს. დიუსელდორფში ფინალში თუშას ქრესტომათიული კისრული გერმანელთან მეც ვნახე ამ დღეებში. up.gif
მაგარია ეგ მუტრუკი, ცოტას ეს ანაფორიანები და ნუნუა რომ არ ურევდნენ გონებას. ნუ, ლიპოზე ჩაქნეული მაქვს ხელი - ის ძალიან ჭკვიანია საიმისოდ, რომ ვინმემ აიყოლიოს, რასაც აკეთებს, ყველაფერს - შეგნებულად, მასეთს კი ვერ გადაარწმუნებ.
straight away
QUOTE
რამხელა სხვაობაა )) თუ შენთან უკვე ტყემალმა მოისხა და საწებელიც მოადუღე, ჩემთან ეხლა ყვავილობს

არ მიკვირს. გუშინ მეორედ მოვადუღე.
ისე, ჩემი და მეზობელ სოფელში ცხოვრობს - ჩვენსავე ხეობაში, 4 კილომეტრით დაბლა და იმასთან ტყემალი ჯერ არაა მოსახარში, პატარებია. გუშინ წავუღე გაკეთებული. ასევე - ეკალაც. ეგეც მეორედ გავაკეთე, იმას კი გაუკვირდა, ჩვენთან ჯერ არაა მოსაკრეფიო. ის მდინარის ახლოს ცხოვრობს და ჰავაც განსხვავებულია - იმათ სოფელში კარალიოკს, ლეღს უჭირს გაზრდა, ზამთრის ყინვებს ვერ უძლებს, მე კი, ეგენი კი არა, ფორთოხალი მქონდა მსხმოიარე (აბა, მანდარინზე საუბარიც არაა. ლიმონი მე არ მინდა, ჩალიჩი მეზარება, თორემ მაგასაც გავახარებ).
პ.ს.პ.ს. მგონი, კარაქის ხეზე ამ თემაშიც მქონდა საუბარი. სამტრედიაში და სადღაც რომ ვეძებ, თურმე ადრე, როცა ჩემთვის ვიყიდე ნერგი (მაგრამ მე გამიხმა) ჩემი დისთვისაც მიმიტანია და არ მახსოვდა. biggrin.gif იმასთან დიდი ხეა, მაგრამ არ ისხამსო, ნერგები კი აქვს ბლომად.
მოკლედ, აღარ მჭირდება სამტრედიაში ნერგებისთვის წასვლა.
QUOTE
მოგცეს ხვავი - ბარაქა.

ყველას მოგვცეს, ყველას.
პ.ს. ახალ ტყემალს რაც შეეხება, ყვითელი ტყემალი თუ გაქვს, შეინახე და ისეთ რეცეპტს გასწავლი, ზამტარშიც გვექნება ახალი ტყემალი. biggrin.gif

QUOTE
ეს კაცი Grows თავიდან ამბობდა ,,თქვენი მონა-მორჩილი, დილეტანტი ვარო" და საქმე-საქმეზე რომ მიდგა აღმოჩნდა რომ ამ დილეტანტობას იბრალებს თურმე

მართლაც, მართლაც!
Grows
QUOTE
მიწის სურნელის მაგარი. ვაფშე მიწაზე რომ მუშაობდა ყველა გრძნობაა ჩართული - და მაგიტომ ვგრძნობ თავს ცოცხლად. აი ქალაქში ყოფნა და ქალაქური პონტები არ მაციცხლებს პირიქით.

პირადი ავტონომიაც მეტია სოფელში. საკუთარ ეზოში რასაც გინდა გააკეთებ. ქალაქში ეზოში ქვა რო გადატრიალო ან მეზობელს უნდა შეუთანხმო, ან ზედამხედველობას

up.gif up.gif
პ.ს. რამდენი გიწერიათ, ძლივს დაგეწიეთ, დამრჩა ბოსტანი დაუთესავი. biggrin.gif
დღესაც უნდა დავთესო რაღაცები - წითელი ფხალი, რეჰანი, საშკვლამი, ქონდარი, ბაზილიკი და რამე...
შავ ჭიქებზე მიწებებული წარწერები ქარმა და სიცხემ ჩამომიგდო და ვერ ვარჩევ, სად რა ჯიში მითესია. biggrin.gif კიდევ კარგი, ბევრი არაა მასეთები, ფერადებზე კი მივაწერე და ვარ მშვიდად. ხარისგულა პომიდორიები ამომივიდნენ, მაგრამ ყვითლები არ ჩანან. იმედია, გარეთ, ბოსტანში მაინც ამოვლენ, თორემ მომიწევს თავიდან ჩათესვა. რაც მტავარია, საადრეო პომიდორმა (3 თვე უწერია ანოტაციაში) ამოყო თავი და მიხარია!

Posted by: kaxaberski66 29 Apr 2020, 14:01
tavadze
რაც მთავარია, მაგ კისრულში ფიზიკური ძალის გამოყენება იყო მინიმალური. ილეთი გააკეთა სისწრაფის ხარჯზე.
ბექა კი ყოველ ილეთს, ერთი კვირის ჯანს შეალევს ხოლმე.
აქ დასაწერი ალბათ არ არის მაგრამ, ანაფორიანები რა შუაში არიან?

Posted by: levani169 29 Apr 2020, 14:05
QUOTE (Grows @ 29 Apr 2020, 01:50 )
levani169

სარკაზმის უკან კაი სტაჟს მალავ გეტყობა და დაგვარიგე ჭკუა დილეტანტებს ხანდახან, იქნებ ვისწავლოთ რამე. მაინც აქ ტრიალებ და შენი რა მიდის ^^ გავიზრდებით და ფოჩიან თოხებზე აღარ ვილაპარაკებთ biggrin.gif

აქა ვარ ამ ამინდების და მასონების გადამკიდე ........... ჩამეკითხეთ და ამოვთქომ პასუხს,იგრე არ მიყვარს ტლიკინი მატყობთ ალბათ . lol.gif

Posted by: kranci 29 Apr 2020, 15:58
tavadze
QUOTE
ჭიქებში თუ ჩარგავ, მაშინ სახლში ჯობია და თან თუ დაასათბურებ (ცელოფანს გადააკრავ) მთლად კარგი.

ეგრე მაქვს ახლა გაკეთებული, მზეზეც გავიტან ხოლმე შეძლებისდაგვარად
პირდაპირ გრუნტში ჩათესილებიც მაქვს და ველოდები, იქნებ წამოყოს წვერი :დ
მადლობა რჩევებისთვის up.gif

კომპოსტი თუ გაგიკეთებიათ სოფლის პირობებში ოდესმე? rolleyes.gif

Posted by: tavadze 30 Apr 2020, 23:14
kaxaberski66
QUOTE
რაც მთავარია, მაგ კისრულში ფიზიკური ძალის გამოყენება იყო მინიმალური. ილეთი გააკეთა სისწრაფის ხარჯზე.

იმიტომაც დასცა მოწყვეტით. biggrin.gif
QUOTE
ბექა კი ყოველ ილეთს, ერთი კვირის ჯანს შეალევს ხოლმე.

yes.gif yes.gif
თუმცა მაგაში შინჯიკაშვილი იყო "პროფესორი". biggrin.gif
QUOTE
აქ დასაწერი ალბათ არ არის მაგრამ, ანაფორიანები რა შუაში არიან?

შალვა კეკელიას მრევლი არიან. ლიპო და თუშა (სხვები ვერ ვიცანი) ეხმარებოდნენ იმ 2000-კაციანი დარბაზის მოწყობაში, აღდგომის ღამის ლიტურგიისთვის რომ ამზადებდნენ. მაგ მამა შალვას ინიციატივა იყო, პატრიარქს შეერიგებინა გორელები და დანარჩენები ოსაკას ამბების მერე. როგორც შეარიგა, კი ჩანს კარგად. შერიგება კარგია, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამნაშავე დაისჯება.
kranci
QUOTE
ეგრე მაქვს ახლა გაკეთებული, მზეზეც გავიტან ხოლმე შეძლებისდაგვარად

მზე საჭიროა და პერიოდულად მორწყე კიდეც. ოღონდ ჭიქებს ძირი დაუხვრიტე.
პ.ს. მგონი, აქ წერდით რომელიღაცა, ერთჯერადი ჭიქები არ მაქვს დასათესიო (ფლორა-ფაუნაშიც შევდივარ, "ჩემი ნაკვეთის" თემაში და მერევა უკვე, სად რას ვწერ). წყალი რომ იყიდება დიდი ბოცებით, მე მასეთ 3-ლიტრიანშიც მაქვს პომიდორი დათესილი - ერთი მხარე ამოვაჭერი და მშვენიერი სანერგეა (ლეპტოპზე შეცდომით რაღაც პროგრამა ჩავრთე და გაწელილად მიჩვენებს ფოტოებს. გავასწორებ და მარე დავდებ სურათებს). მე ცოტა მეჩხრად ჩავთესე იმ განზრახვით, რომ მერე მიწიანად შევძლო ნერგის ამოღება და გადარგვა, თორემ უფრო ბევრის ჩათესვაც შეიძლება. ინტერნეტში მინახავს, რომ მასეთ ბოთლებში (არადა, ეგენი ბევრად დიდებიცაა) მწვანილსაც თესავენ და ქალაქში აივნებზე აქვთ.
ეგ სპეციალური საჩითილე კასეტებიც მაქვს დასატესად გამოყენებული და ბევრი სხვა რამეც: არაჟნის ვედროები, მაწვნის ჭიქები, ნაყინის ყუთები, ლიმონათის გადაჭრილი ბოთლები. ჩითილების მოსარწყავად კი ხელის სარწყავია კარგი - მრგვალი (და არა ძაფისებრი) ჭავლით ნათესსაც რწყავს და არც ჩითილის დაზიანების საშიშროებაა. მინების საწმენდი სითხის ჭურჭელიც გამოდგება მაგისთვის.
გუშინ და დღეს ისევ ვაგრძელებ თესვის კამპანიას და დამღალა უკვე. biggrin.gif ცოტა რაღაცები დამრჩა დასათესი - ძირითადად, ლობიოები, თუმცა, კიტრებს ჯერ კიდევ ვუყურებ და იქნებ ეგენიც ხელახლა დამირჩეს გადასათესი. აი, ყვითელი ყვავილის დასათესად ადგილი ვერ მოვიმეტე biggrin.gif, პლუს - ბოწტნეულიც მაქვს ცოტ-ცოტა: მათი ნაწილი გარეთაც მითესია, ნაწილი - ჭიქებში და რაც დამრჩა, ისიც მინდა, სადმე მივმალო მიწაში. დატესილებიც ამოდიან ტანდათან: მწვანილი თითქმის ყვეკაფერი ამოვიდა, მაგრამ პომიდორ-წიწაკა მანერვიულებს. დღეს ვაკვირდებოდი და ყვითელი პომიდორი ვნახე ამოწვერილი ორგან. იქით ჩემი ძმა საზამთრო-ნესვებზე დარდობს - ძალიან ცოტა ამოვიდა.
გუშინ საღამოს ატმების და ვარდების შეწამლა მინდოდა მწერ-მავნებლებზე, მაგრამ გვარიანი ქარი იყო და გადავდე. სანაცვლოდ ვეცი ბენზოცელს და ეზო გავთიბე. ბალახი ვიდრე დიდი არაა, მინდა, მოვთიბო, მერე ეკალ-ბარდიც მაქვს გასათიბი, მაგრამ გვიმრა საშინელი სათიბია - ნედლია და ტანზე რომ გაყრის, ისე გეწებება, ისე ილორტყება, ვერც ჩამოიფერთხავ, თუ არ გარეცხე ტანსაცმელი. ცალკე სახე, თმები გევსება იმ მისი ნაფცქვენით... არადა, სპეცსამოსის ჩაცმა არ მიყვარს; მით უფრო - ამ სიცხეში... ატმები დღესაც დამრჩა შეუწამლავი - რაღაც ამინდი არ მომეწონა და ახლა გარეთ ჟინჟღლავს კიდეც. კარგია, წვიმა მოუხდება ნათესებს, თორემ ძალიან გამოშრა მიწა.

* * *
ესეც სურათები, ტელეფონიდან ვდებ.
I. ის წყლის ბოთლი, აწ უკვე სანერგე
user posted image
II. დანარჩენები თავის სარწყავით
user posted image
ესეც უბრალოდ, ხედი სოფლის მთებზე. მაგ მთების გადაღმა სუფსის ხეობა და სურების ზონის სოფლებია
user posted image

Posted by: straight away 1 May 2020, 18:39
kranci
QUOTE
ეგრე მაქვს ახლა გაკეთებული, მზეზეც გავიტან ხოლმე შეძლებისდაგვარად
პირდაპირ გრუნტში ჩათესილებიც მაქვს და ველოდები, იქნებ წამოყოს წვერი :დ


ბარაქა, ბარაქააა smile.gif

tavadze
QUOTE
გუშინ და დღეს ისევ ვაგრძელებ თესვის კამპანიას და დამღალა უკვე.


ადრე აქც ვიკითხე, ხომ არ გქონდათ მთვარის კალენდრის შესახებ რაიმე ცნობები ან ინფორმაცია, რაც ხვნა - თესვას ეხებოდა.
ძველი ხალხისგან გამიგია, რაღაც თარიღებს ითვლიდნენ, ანგარიშობდნენ, ამას ჩამასწარი, იმას ამომასწარიო......
ხოდა აი ერთი გამახსენდა. დამპლის კვირას ეძახდნენ აღდგომის შემდეგ კვირას. არ თესავდა არავინ არაფერს. ამბობდნენ დალპებაო.
რასთან გვაქვს საქმე ეხლა: ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ აღდგომა ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობიდან (23 მარტიდან) 1 თვის მანძილზე (23 აპრილამდე) სავსე მთვარეობის დადგომას (ამიტომ არის მოძრავი დღესასწაული). ხოდა როგორც აღვნიშნე, ძველი ხალხი დიდ ყურადღებას აქცევდა მთვარის ფაზებს. გაზაფხულის ბუნიობის სავსე მთვარე ითვლებოდა ახალი წლის დასაწყისად, შეიძლება ვთქვათ სამეურნეო წლის დასაწყისად. სავსე მთვარიდან 1 კვირის განმავლობაში არ ითესებოდა არაფერი, რადგან მიიჩნეოდა რომ არ გაიხარებდა, დალპებოდა და ა.შ.
კიდევ იყო ნასესხებთან დაკავსირებით რაღაც და ვერ ვიხსენებ (ამ ეტაპზე. მაგრამ თუ ტვინს ძალა დავატანე, ვიპოვი და გაგიზიარებთsmile.gif
* * *
ბოლო სურათიდან ირკვევა, რომ ბაღში ბევრი თავისუფალი ადგილი გაქვს. რითი აპირებ შევსებას?

Posted by: tavadze 1 May 2020, 22:31
straight away
QUOTE
ბოლო სურათიდან ირკვევა, რომ ბაღში ბევრი თავისუფალი ადგილი გაქვს. რითი აპირებ შევსებას?

ეეე - იცი, მასეთი თავისუფალი ადგილი რამდენი მაქვს ეზოში? ეგ იყო საყანე ფართობი - ადრე სიმინდს ვთესავდით. ახლა - ვეღარ. ჯერჯერობით ეგრეა მიშვებული. სხვაგან ხილი კი დავრგე, მაგრამ მაგ ადგილს ვიტოვებ, იქნებ რამე გავაშენო, ან რამე ერთწლიანი კულტურა მაინც დავთესო, თუმცა ეგ დიდი პრობლემაა სახნავი ტექნიკის უქონლობის გამო.

Posted by: kranci 1 May 2020, 23:28
straight away
QUOTE
ბარაქა, ბარაქააა

გაიხარე, ასევე up.gif

tavadze
QUOTE
ოღონდ ჭიქებს ძირი დაუხვრიტე.

კი,დავხვრიტე და წყალსაც მივუშხაპუნებ ხვალ smile.gif
რა ლამაზი სოფელი ჩანს up.gif
ბევრი კარგი სოფელია დასავლეთში
მეც, ახლა ისე მივეჩვიე სოფელს ამ კორონას ჟამს, რომ მახსენდება თბილისში უნდა დავბრუნდე, რაღაც აღარ მიმიწევს გული
თან ეს უნდა დავტოვო და თბილისში გადავიხრუკო
user posted image

Posted by: Grows 2 May 2020, 11:55
kranci

იფ იფ რა სილამაზეა
სად ხდება აი ამბავი?


Posted by: В.И. Ленин 2 May 2020, 15:00
QUOTE (kranci @ 1 May 2020, 23:28 )
user posted image

რა სოფელია?
ნახატი მეგონა.

...................

Posted by: Grows 2 May 2020, 20:20
აეგრე! ხო არა მაქ მიწა არა? ჰოდა ჩემი არ მაქ სხვისას დავბარავ biggrin.gif ბიძაჩემს გადავუბარე ეზო. არ უნდოდა მაგრამ დავაძალე biggrin.gif ხვალაც და მერე ჩავფარცხავ და დავთესავ რამე-რუმეებს.

Posted by: kaxaberski66 2 May 2020, 20:59
Grows
QUOTE
აეგრე! ხო არა მაქ მიწა არა? ჰოდა ჩემი არ მაქ სხვისას დავბარავ  ბიძაჩემს გადავუბარე ეზო

კარგია. ჯანმრთელ კაცს რა დასვავს ხელებჩამოშვებულს.
კეთილი საქმის კეთება, უფლისთვის სასიხარულოა. შენი ხელით მოყვანილს, სულ სხვა გემო აქვს.

Posted by: koba1973 2 May 2020, 21:06
ამანაც გაუთოხა დეიდას. lol.gif

https://www.facebook.com/100010820500208/videos/1127075990996407

Posted by: levani169 2 May 2020, 21:27
QUOTE (В.И. Ленин @ 2 May 2020, 15:00 )
QUOTE (kranci @ 1 May 2020, 23:28 )
user posted image

რა სოფელია?
ნახატი მეგონა.

...................

დააკვირდი კარგად აბა ........... რამე ანარეკლი ამ ფოტოზეც ხომ არ არის?! rolleyes.gif

Posted by: kranci 2 May 2020, 21:53
Grows
В.И. Ленин
საჩხერეა, სოფელი საირხე.

დღეს ცოტა მიგვასეტყვა :/

Posted by: Grows 2 May 2020, 21:57
ჭორვილაა მგონი

--------------

აა დაგიწერია ამასობაში smile.gif
რაიონი გავარტყი

Posted by: koba1973 2 May 2020, 22:11
QUOTE
დღეს ცოტა მიგვასეტყვა :/

სიღნაღის რაიონის სოფლებიც.
user posted image


user posted image

Posted by: la reine 2 May 2020, 23:45
koba1973

აუუუsad.gif
კაკლისოდენებია ხო?



ვაზი ძაან დაისეტყვა? სხვა?

kranci

რა სილამაზეაsmile.gif

Posted by: Grows 2 May 2020, 23:52
koba1973

ვინც ეგ სეტყვა მოიგონა რაა
ყოვლად მავნებელი და უსარგებლო ბუნებრივი მოვლენა!



Posted by: koba1973 3 May 2020, 10:24
QUOTE
ვინც ეგ სეტყვა მოიგონა რაა

ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქნელია ავისა;

Posted by: straight away 3 May 2020, 12:55
ეგ ვიდეო რატომღაც დადგმული მგონია smile.gif რაღა მაინცდამაინც იმ დროს მიადგნენ, ,,დანაშაულის ადგილზე" რომ პოზიორობდა smile.gif)))

ერთხელ სეტყვა ქუჩის ერთ მხარეს მოვიდა და მეორე მხარეს საერთოდ არ ჩამოვარდნილა არაფერი.

Posted by: koba1973 3 May 2020, 15:26
QUOTE
ეგ ვიდეო რატომღაც დადგმული მგონია  რაღა მაინცდამაინც იმ დროს მიადგნენ, ,,დანაშაულის ადგილზე" რომ პოზიორობდა )))

ეგ მეც ვიფიქრე.
* * *
QUOTE
ვაზი ძაან დაისეტყვა? სხვა?

https://www.facebook.com/giorgi.botkoveli/videos/2920770151292895

* * *
ასი პროცენტით დაისეტყვაო, ამბობენ.

Posted by: kranci 3 May 2020, 22:16
მოკლედ,გადავწყვიტე კომპოსტი ჩავდო მიწაში biggrin.gif

user posted image

Posted by: Grows 4 May 2020, 19:01
kranci

ბიჯო ბიჯო

სანამ ტექსტი წავიკითხე ჩემი დამემართა biggrin.gif


Posted by: tavadze 4 May 2020, 23:14
kranci
QUOTE
რა ლამაზი სოფელი ჩანს

კი, ლამაზია, მაგრამ შენ ისეთი ფოტო დადე... biggrin.gif up.gif up.gif
Grows
QUOTE
აეგრე! ხო არა მაქ მიწა არა? ჰოდა ჩემი არ მაქ სხვისას დავბარავ  ბიძაჩემს გადავუბარე ეზო. არ უნდოდა მაგრამ დავაძალე  ხვალაც და მერე ჩავფარცხავ და დავთესავ რამე-რუმეებს.

მაინცდამაინც ბიძაშენის მიწა უნდა ბარო, თანათემელებისა არ შეიძლება? biggrin.gif
ნეტა მე მყავდეს შენნაირი მოძალადე. biggrin.gif
koba1973
QUOTE
სიღნაღის რაიონის სოფლებიც.

ეუფ! sad.gif sad.gif ჩემები ყვარელში ჯერჯერობით იმედიანად არიან - ყინვასაც გადაურჩნენ და სეტყვაც არ ყოფილა...
პ.ს. ორი დღეა, თესვიდან ისევ ცელვაზე გადავედი და, დაღლის მიუხედავად, თურმე ბენზოცელი და თიბვა მომნატრებია. biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 5 May 2020, 00:06
QUOTE

ეუფ!  ჩემები ყვარელში ჯერჯერობით იმედიანად არიან - ყინვასაც გადაურჩნენ და სეტყვაც არ ყოფილა..

ამ ჯერზე ცემი მამულიც გადაურცა სეტყვას სიღნაღის რაიონში, მაგრამ ძალიან მეშინია.
მაისი ეხლა დაიწყო, ისეთი პირი უჩანს, ივნის-ავლისიც ცოფიან-შფოთიანი იქნება.

Posted by: Grows 5 May 2020, 00:14
tavadze

smile.gif დიდი მიწა არაა თან სხვა საქმე არაფერი მაქვს ამჟამად.
300 კვ.მ.-მდეა თავი-ბოლო და მესამე დღეა ვბარავ biggrin.gif
ეგეთი თუ გაწყობს, მიმსახურე biggrin.gif


Posted by: kaxaberski66 5 May 2020, 00:15
Grows
QUOTE

ბიჯო ბიჯო

სანამ ტექსტი წავიკითხე ჩემი დამემართა

ჰო რა. შე დალოცვილო ჯერ დაწერე და მერე სურათი დადე. biggrin.gif

Posted by: erfiro 5 May 2020, 11:49
გამარჯობათ პატივცემულებო!

ალუბალი მინდა...

ბევრი...

პლანტაციები რომ არავის ექნება - ვიცი...

მოსახლეობისგან მინდა ორგანიზებულად შესყიდვა...

ქართლის გარდა, საით იქნება ყველაზე მეტი რაოდენობა?


--------------------------------------------------


QUOTE (levani169)
"ალალი"?


და უსაყვედურო biggrin.gif

Posted by: levani169 5 May 2020, 11:53
erfiro
QUOTE
ალუბალი მინდა...

ბევრი...

"ალალი"? rolleyes.gif

Posted by: tavadze 5 May 2020, 23:56
kaxaberski66
QUOTE

ამ ჯერზე ცემი მამულიც გადაურცა სეტყვას სიღნაღის რაიონში, მაგრამ ძალიან მეშინია.
მაისი ეხლა დაიწყო, ისეთი პირი უჩანს, ივნის-ავლისიც ცოფიან-შფოთიანი იქნება.

ღმერთმა ყველა გადაარჩინოს!
Grows
QUOTE
დიდი მიწა არაა თან სხვა საქმე არაფერი მაქვს ამჟამად.
300 კვ.მ.-მდეა თავი-ბოლო და მესამე დღეა ვბარავ
ეგეთი თუ გაწყობს, მიმსახურე

მოდი და მიწაზე არ დაგჯაფავ მაინცდამაინც - ჩემს ეზოში იმდენი სამუშაოა... biggrin.gif
თუმცა მიწის სამუშაოც მაქვს, როგორ არა - სახლს აღმოსავლეთის კედელთან არხი უნდა გავუთხარო, ეგება და წყლის შემოსვლა დავაკავო, თორემ ზამთარში ან დიდი წვიმებისას ჟონავს. sad.gif

Posted by: la reine 6 May 2020, 00:00
erfiro

რად გინდა ბევრი?
წვენი უნდა აწარმოო?


tavadze

2kiss.gif
კიდევ დადე შენი ლამაზი ეზოsmile.gif

Posted by: tavadze 6 May 2020, 00:28
la reine
QUOTE
tavadze


კიდევ დადე შენი ლამაზი ეზო

ახლა ახალი რაღაცები იშლება და დავამატებ ნელ-ნელა, მაგრამ აპარატზე რაღაც ფუნქცია მაქვს გასასწორებელი - სხვა ფორმატში გადმოაქვს კომპში და ის თუ არ შევცვალე, ვერ ვდებ. მანამ ფლორა-ფაუნაში შეისეირნე, ისეთი ფოტოები დადო ერთმა! up.gif up.gif

Posted by: straight away 6 May 2020, 11:51
გილოცავთ გიორგობას, გფარავდეთ მისი მადლი. ჯანმრთელობა და შრომის სურვილი არ მოგკლებოდეთ smile.gif


Posted by: kaxaberski66 6 May 2020, 19:02
straight away
QUOTE
გილოცავთ გიორგობას, გფარავდეთ მისი მადლი. ჯანმრთელობა და შრომის სურვილი არ მოგკლებოდეთ

გაიხარე.
მეც გილოცავთ გიორგობას. დაესწარით მრავალს.

Posted by: tavadze 6 May 2020, 21:50
ვუერთდები მილოცვებს და გილოცავთ გიორგობას. მრავალს დაესწარით.

Posted by: straight away 7 May 2020, 12:45
გაიხარეთ.
აბა ამ სტატიას გაავლეთ თვალი, აქ დავაკოპირებ ბოლო აბზაცს:
,,თუ ასეთ ვითარებაში მოგვიწია მუშაობის გაგრძელება, ქათმის პროდუქცია მინიმუმ, 10%-ით მაინც გაძვირდება. იმიტომ, რომ ვეღარ ვეწევით ამ ლარსაც. ფერმერების 80% იმპორტზეა დამოკიდებული. პრემიქსიდან დაწყებული, საღებავები, ამინომჟავები, მინერალები, ხორბალი, არაფერს ჩვენ არ ვაწარმოებთ და ძალიან რთულია ფასების დაჭერა“,-ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი."
https://www.bpn.ge/article/68836-aset-vitarebashi-carmoudgenelia-rom-katmis-produkcia-ar-gazvirdes-rogor-aisaxa-rusetidan-marcvleulis-importis-akzalva-biznesze/

ე.ი. პრემიქსი, საღებავები, ამინომჟავები, მინერალები და ბოლოს ხორბალი smile.gif
რითი ვიკვებებით ხზ...

Posted by: Grows 7 May 2020, 12:53
კრასკებს გვაჭმევენ :/

------------------

Posted by: straight away 7 May 2020, 13:29
ეს უჩუმბეგაშვილი (და მაგისნაირები) უნდა დაიჭირო, წაუსვა ეგ კრასკები, აყლაპო ამინომჟავა, მინერალები და კახაბერსკის შესაბოლ ბოჩკაში ჩაკიდო თავდაყირა.

Posted by: kaxaberski66 7 May 2020, 13:43
QUOTE
კახაბერსკის შესაბოლ ბოჩკაში ჩაკიდო თავდაყირა.

მოაშორეთ აქედან.
იმ ბოჩკაში მხოლოდ ნაპატივები ხორცის, უსაღებავო ქათმის, თევზის და სულგუნის შებოლვა შეიძლება.
არა მარტო ქათმის ხორცი გაძვირდება.
საქონლის ინტენსიური ფერმებიც სრულიად იმპორტირებული სოიო-სიმინდით იკვებებიან და წამალიც დოლარზე შემოდის.
აქედან გამომდინარე ბაგურზე მყოფი საქონლის რძეც გაძვირდება.
თუ არ გაძვირდა, მაშინ ფერმერებს მოგება შეუმცირდებათ.

Posted by: koba1973 7 May 2020, 14:51
QUOTE
ე.ი. პრემიქსი, საღებავები, ამინომჟავები, მინერალები და ბოლოს ხორბალი
რითი ვიკვებებით ხზ...

წლების წინ ბიძაშვილმა გამაბრიყვა და ხორბალი მუხრანში წავიღეთ გასაყიდად. ერთ ქათმის ფერმას მიუტანეთ, მთავარი საკითხი ხორბლის ხარისხი იყო, რადგამ მფლობელმა მირჩევნია კარგი ვიყიდო ძვირად ვიდრე ცოტა მოვიგო და მერე ზარალზე წავიდეო. იქვე საწყობში საუკეთესო სიმინდის დიდი ხვავი იდგა. მარილი და კიდევ რაღაცეები დიდი შეკვრებით. ქათმების მენიუს სპეციალისტი ადგენსო და ისე ვაძლევთო. ამიტომ მჯერა რომ სადმე იქნება ხარისხიანი.

Posted by: straight away 7 May 2020, 15:47
kaxaberski66
QUOTE
მოაშორეთ აქედან.
იმ ბოჩკაში მხოლოდ ნაპატივები ხორცის, უსაღებავო ქათმის, თევზის და სულგუნის შებოლვა შეიძლება.

lol.gif 2kiss.gif
QUOTE
არა მარტო ქათმის ხორცი გაძვირდება.
საქონლის ინტენსიური ფერმებიც სრულიად იმპორტირებული სოიო-სიმინდით იკვებებიან და წამალიც დოლარზე შემოდის.
აქედან გამომდინარე ბაგურზე მყოფი საქონლის რძეც გაძვირდება.
თუ არ გაძვირდა, მაშინ ფერმერებს მოგება შეუმცირდებათ.

ავიღებ 80 ათასიან სესხს და ხვალვე წავალ სოფელში. ხვალ არა... 11-ში

Posted by: kaxaberski66 7 May 2020, 19:25
straight away
QUOTE
ავიღებ 80 ათასიან სესხს და ხვალვე წავალ სოფელში. ხვალ არა... 11-ში

ხელი მოგმართოდეს.
აზრი გაგვიზიარე თუ რამის გაკეთებას აპირებ. შეძლების და გვარად რჩევებიც იქნება.

Posted by: Grows 9 May 2020, 00:32
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის...
წაგვიღო ქარებმა თანდათან

Posted by: tavadze 9 May 2020, 00:41
Grows
QUOTE
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის...
წაგვიღო ქარებმა თანდათან

ჩვენთან ქარი არაა, მაგრამ დღეს ლამის გადაუღებლად წვიმს. ახლა, ამ წუთას იმდენად ძლიერი წვიმაა, მეშინია, ბოსტანში ახალამოსული პამიდვრის ნერგები ან სხვა ბოსტნეული არ გამიფუჭოს. baby.gif
პლუს, ტემპერატურაც საგრძნობლად დაეცა. sad.gif

Posted by: kranci 9 May 2020, 15:33
მეექვსე დღეა წვიმს ჩვენთან, აქედან ოთხი გადაუღებლად

პომიდვრის ჩითილებმა ჭიქებში წამოყვეს თავები კარგად,
ბოსტანშიც წამოიწვერა კიტრები და პომიდორი ^^

ისე, აქვს თავისებური აზარტი მიწასთან მუშაობას და მესათბურეობას ალბათ კიდევ უფრო

Posted by: tavadze 9 May 2020, 16:32
kranci
QUOTE
მეექვსე დღეა წვიმს ჩვენთან, აქედან ოთხი გადაუღებლად

თქვენი მხარე - იმერეთის ზედა ნაწილი რაღაც ძაან აიგდო ამინდმა. biggrin.gif ჩვენთან გუშინწინ მზიანი ამინდი იყო, მაქეთ კი სულ წვიმს - ლამის მთელი კვირა. ჩვენთან ხვალ და მერე რამდენიმე დღით დარებია.
QUOTE
ისე, აქვს თავისებური აზარტი მიწასთან მუშაობას და მესათბურეობას ალბათ კიდევ უფრო

მაგარი აზარტულია! შენს ნაშრომს რომ უყურებ, როგორ იზრდება ყოველდღიურად, კარგი შეგრძნებაა.
QUOTE
პომიდვრის ჩითილებმა ჭიქებში წამოყვეს თავები კარგად,
ბოსტანშიც წამოიწვერა კიტრები და პომიდორი ^^

ხვავი და ბარაქა. ჩემთანაც იზრდებიან, მაგრამ წიწაკები მანერვიულებენ. კიტრები თავიდან ჩავთესეთ, ძველებიდან მხოლოდ 3-4 ამოვიდა. ესენი ჩემმა ძმამ ახალი მეთოდით დარგო - წყალში დაალბო, ერთ დღეში (ზოგმა ცოტა გვიანაც) გახსნა თავი და ისინი ჩარგო. იქაც ეგრევე ამოიწვერნენ. ახლა ვაპირებ, ლობიოც (ნაწილი კი დავთესე უკვე, მაგრამ არ ჩანან ჯერ) ასე დავალბო 1-2 დღით და ისე დავთესო.
გაისად სიახლესაც ვგეგმავ - ტორფის ქოთნებში ჩავთესაც ბოსტნეულს და ისე გადავრგავ. იმ ქოთნებს პირდაპირ ჩარგავ მიწაში და შეერევა ნიადაგს, რის გამოც ნერგის ქოთნიდან ამოღება და გადარგვა არ გჭირდება. შედეგად, ნერგიც ვეგეტაციას არ აჩერებს და უწყვეტად იზრდება.
დღეს მეზობლისგან ხარისგულა პომიდვრის ნერგები მოვიტანე ცოტა - ახლა უნდა დავრგო. იქნებ, ცოტათი მოასწროს ჩემებს შემოსვლა.

Posted by: Kobalty 9 May 2020, 21:27
tavadze
თუ იცი, რა ზომის და ასაკის უნდა გადაირგოს პამიდვრები ღია გრუნტში?
და როდის, რომელ თვეს დაახლოებით..

Posted by: kranci 9 May 2020, 22:05
tavadze
QUOTE
ხვავი და ბარაქა.

მადლობა, ასევე up.gif
QUOTE
ჩემთანაც იზრდებიან, მაგრამ წიწაკები მანერვიულებენ

ბულგარული წიწაკა ამოვიდა ჩემთან, შემაღლებულ კვალზე დავთესე საცდელად, ძაან კი დამცინოდნენ მეზობლები და გამეხარდა ამათი ამოსვლა biggrin.gif
მწარე წიწაკები პირდაპირ მიწაშია და ჯერ არ ჩანან


Posted by: tavadze 9 May 2020, 22:18
Kobalty
QUOTE
tavadze
თუ იცი, რა ზომის და ასაკის უნდა გადაირგოს პამიდვრები ღია გრუნტში?
და როდის, რომელ თვეს დაახლოებით..

თვეს არა აქვს მნიშვნელობა. მთავარი ტემპერატურაა - იმდენად უნდა თბილოდეს, რომ არ გაყინოს. აი, ახლაც კი გადავრგეთ, მაგრამ ზოგს სიცივისგან ცოტა გაშავებული ან შეკუმშული აქვს ფოთოლი. ხის ფოთლებზეც იგივე ხდება, თუმცა მომდევო დღეებში აიწევს ტემპერატურა და არ გაყინავს.
გადარგვით რომ გადაირგოს, 4-5 ფოთოლი მაინც უნდა ჰქონდეს. ღეროც იმდენად უნდა ჰქონდეს მომსხვილებული, რომ ხელი მოეკიდებოდეს.
ისე, მე გაყვავებული პომიდვრებიც (ზოგადად - ნერგები) გადამირგავს - დარგვისას ვრწყავ და 2-3 დღე ხის ტოტებით ვჩრდილავ იმდენად კარგად, რომ მზის სხივები არ მოხვდეს. ამ ტოტებს ყოველ დღე ვუცვლი, რათა მაქსიმალურად დავფარო მზისგან. თან დილა-საღამოს ვრწყავ. 2-3 დღის მერე უკვე თვითონ ნერგსაც ეტყობა, რომ გაიხარა - წელში გამართულია, ფოთლებიც ყოჩაღად აქვს და მერე აღარ უნდა ეგ პროცედურები. ოღონდ პატარების გადარგვა მაინც უფრო უკეთესი მგონია.
* * *
kranci
QUOTE
ბულგარული წიწაკა ამოვიდა ჩემთან, შემაღლებულ კვალზე დავთესე საცდელად, ძაან კი დამცინოდნენ მეზობლები და გამეხარდა ამათი ამოსვლა
მწარე წიწაკები პირდაპირ მიწაშია და ჯერ არ ჩანან

წიწაკა უფრო გვიან ამოდის. ბულგარულმა ჩემთანაც წამოყო თავი, ოღონდ - ჭიქებში, გარეთ კვლებში ჩათესილები კი ჯერ არ ჩანან. გარეთ მხოლოდ საზამთროსა და ნესვის ბუდეებში ამოვიდა - ისინი ჩემს ძმას დასათბურებულები ჰქონდა.

Posted by: Grows 9 May 2020, 23:33
tavadze

ტორფის ქოთნები კარგად ჟღერს მაგრამ მე მგონია რომ რეალურად არაფერს მატებს მცენარეს. რისკი კი აქვს - დამოკიდებულია რამდენად სწრაფად დეზინტეგრირდება. თუ დააგვიანა დაშლა, ფესვის განვითარებას შეაფერხებს პირიქით.

გადარგვის წინ კარგად თუ დაასველებ ქოთნის შიგთავსს, მცენარეს ამოიღებ თავის გრუნტიანად, ისე რომ არ მიადგება ზიანი არც ფესვს და არც მცენარეს. სტრესიც არ ექნება.

ჩითილი 4 ნამდვილ ფოთოლზე მზადაა გადასარგავად, ოღონდ დრო უნდა იყოს შესაბამისი. ასევე მე მგონია რომ ჩითილის დასტრესვა თუ ზემო მეთოდით გადარგვა, უფრო ტემპერატურის ცვალებადობის/მიუჩვევლობის გამოა ხოლმე ვიდრე ფესვიდან სტრესის.

ამიტომ ჩითილის გადარგვამდე, თუ ჩითილი შენობაშია გაზრდილი, საჭიროა მცენარის მიჩვევა გარე ტემპერატურისადმი დაახლოებით 5-7 დღით ადრე.


Posted by: straight away 10 May 2020, 08:08
tavadze
QUOTE
ჩემმა ძმამ ახალი მეთოდით დარგო - წყალში დაალბო, ერთ დღეში (ზოგმა ცოტა გვიანაც) გახსნა თავი და ისინი ჩარგო. იქაც ეგრევე ამოიწვერნენ. ახლა ვაპირებ, ლობიოც (ნაწილი კი დავთესე უკვე, მაგრამ არ ჩანან ჯერ) ასე დავალბო 1-2 დღით და ისე დავთესო.


აბა ამ ვიდეოს უყურე, აქაც მასე აკეთებს
https://www.youtube.com/watch?v=4hVtMCGVMaQ


Posted by: kranci 10 May 2020, 12:20
ჩვეულებრივი დეკემბერია გარეთ
კიტრებს ცელოფანი გადავაფარე mo.gif

Posted by: shuma89 10 May 2020, 18:55
სალამი ყველას.
მჭირდება ქიმიური საშუალება რომ ჩაახმოს ჭილები, ჭაობის ბალახია, მგონი ჭილი ჰქვია.
მინდა რაიმე საშუალება რო სამუდამოდ ჩაახმოს, მომავალ წლამდე არხებსაც გავიყვან, მაგრამ მერე რო დავხნავ ნახნავიდან ჭილების ფესვების გატანაზე ცალკე წვალება მომიწევს კიდევ და მინდა ჩავკლა მანამდე რო ჩალპეს სანამ ტრაკტორით მივადგები.
რაიმე მაგარი წამალი მჭირდება მოკლედ.
ვინმეს თუ გამოგიცდიათ მთლად კაი.

Posted by: levani169 10 May 2020, 21:06
shuma89
გლიფოსტატი

Posted by: tavadze 10 May 2020, 22:57
Grows
QUOTE
tavadze

ტორფის ქოთნები კარგად ჟღერს მაგრამ მე მგონია რომ რეალურად არაფერს მატებს მცენარეს. რისკი კი აქვს - დამოკიდებულია რამდენად სწრაფად დეზინტეგრირდება. თუ დააგვიანა დაშლა, ფესვის განვითარებას შეაფერხებს პირიქით.

არა - უპრობლემოდ იშლება მიწაში. როგორც ვიცი, ჩვენთან უკვე ფლორისტებმა დაიწყეს აქტიურად გამოყენება.
ჩემმა ძმამაც, რუსეთში ყველა მაგაში თესავს ბოსტნეულსო.
QUOTE
ჩითილი 4 ნამდვილ ფოთოლზე მზადაა გადასარგავად, ოღონდ დრო უნდა იყოს შესაბამისი. ასევე მე მგონია რომ ჩითილის დასტრესვა თუ ზემო მეთოდით გადარგვა, უფრო ტემპერატურის ცვალებადობის/მიუჩვევლობის გამოა ხოლმე ვიდრე ფესვიდან სტრესის.

ტემპერატურის ფაქტორი გასათვალისწინებელია - ორი აზრი არაა, მაგრამ ღია ფესვით გადარგულ ნერგს მაინც სჭირდება ადაპტაცია, რაც უნდა მაღალი იყოს ტემპერატურა.
straight away
QUOTE
აბა ამ ვიდეოს უყურე, აქაც მასე აკეთებს
https://www.youtube.com/watch?v=4hVtMCGVMaQ

მადლობა, გაიხარე.
kranci
QUOTE
ჩვეულებრივი დეკემბერია გარეთ

ჩვენტან გუშინ უფრო იყო მასეთი ამინდი. დღეს პერიოდულად მზე კი იყო, მაგრამ ასე ტუ ისე ასატანი ტემპერატურა გვქონდა. სამაგიეროდ ქუთაისში ვიყავი და იქ კი გვარიანად ციოდა, ქარიც იყო.
ჩვენთან ამ ღამეა 5 გრადუსი. ხვალიდან იწევს ტემპერატურა და ცოტა დათბება. ჭიქებში ჩათესილი ბოსტნეული გაცილებით კარგად იზრდება, ვიდრე - გარეთ კვლებში დატესილი, რადგან ესენი ღამე სახლში შემომაქვს - ესეც იმის ნიშანი, რამდენად არახელსაყრელი კლიმატია წლეულს.
shuma89
QUOTE
მჭირდება ქიმიური საშუალება რომ ჩაახმოს ჭილები, ჭაობის ბალახია,

ჭაობში როგორ იმოქმედებს, არ ვიცი, მაგრამ 2-3 წლის წინ ეზოში ეკალ-ბარდები ისოფოსატით მოვწამლე. ძირიანად ჩაახმო, თუმცა ქიმიის გამოყენება დიდად არ მხიბლავს და წლეულს თავს ვიკავებ.

Posted by: straight away 16 May 2020, 17:07
გამარჯობათ მეგობრებო, როგორც იქნა მეშველა (თბილისის საკარანტინო ზონა გაუქმდა))) და ავაკითხე მიწის ნაკვეთს smile.gif
ალბათ გახსოვთ ყურძნის ნერგებთან დაკავშირებით ჩემი ამბები. ერთი სული მქონდა მენახა.
რომ დავრგე, იმის მერე თითქმის ერთი თვე ვეღარ წავედი და ვნერვიულობდი.
არც მომირწყავს. კიდევ კარგი წვიმები იყო (10 დღე იწვიმა გადაბმულად) და იმან მიშველა. თოვლიც იყო მაისის 10-ში. ყინვა არ ყოფილა.
ყველა ძირი გახარებული დამხვდა. 5 სმ-ზე აქვთ კვირტები გამოტანილი უკვე. 31 ძირია და ასე მგონია 31 შვილი მყავს smile.gif
ბაღის გასუფთავება-შეღობვას თითქმის მოვრჩი.
ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შენი შრომის შედეგს უყურებ. მართალია დიდი ენერგია და დრო მიაქვს, მაგრამ ეხლა რომ სუფთას, მოვლილს და გალამასებულს ვხედავ, გულს უხარია.
ერთადერთი ვისაც ეს ამბავი ,,არ ახარებთ" - ძროხებია smile.gif აქამდე ,,პრახადნოი დვერი" იყო.
ეხლა რომ ვეღარ შემოდიან, გიჟდებიან. წრეზე უვლიან და ლამისაა ინფაქტმა დაარტყათ.
შემოდგომით უკვე მოვხნავ და გაზაფხულზე დავთესავ და ხეხილსაც დავრგავ.
მანამდე კიდევ ბევრი იდეა მაქვს პრაქტიკაში განსახორციელებელი smile.gif
საქმეს რა გამოლევს, თან თუ სურვილიც აქვს ადამიანს.
ერთ-ორ თვეში პირველადი აუცილებლობის ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებ და დაგპატიჟებთ საქეიფოდ.
ადგილზე ნანახი და შეფასებული მაინც სულ სხვააsmile.gif

Posted by: kaxaberski66 16 May 2020, 21:09
straight away
წარმატებები გქონოდეს საქმეში.
მე კი დღეს სოფელში წავედი და ეხლა სოფელში ვარ.
დღეს ეზო გავთიბე. ხვალ ვენახში უნდა წავიდე.
ჩემს ვენახს ჩემი მეგობარი უვლის და მაგ მხრივ მოსვენებული ვარ. უნდა დავათვალიერო როგორია.
რადგან იქ მივალ, რამესაც გავაკეთებ. გასაკეთებელი საქმე ვენახში ყოველთვის არის.
ხვალ სურათებსაც გადავიღებ და მერე დავდებ.

Posted by: Grows 16 May 2020, 22:17
ბარაქა ბარაქა ყველას!
მტრის და ბოროტის ჯინაზე smile.gif


Posted by: levani169 16 May 2020, 22:36
kaxaberski66
QUOTE
ჩემს ვენახს ჩემი მეგობარი უვლის და მაგ მხრივ მოსვენებული ვარ. უნდა დავათვალიერო როგორია.
რადგან იქ მივალ, რამესაც გავაკეთებ. გასაკეთებელი საქმე ვენახში ყოველთვის არის.
ხვალ სურათებსაც გადავიღებ და მერე დავდებ.

წელს ძალიან მაგრად ასხია ვენახებს......ბარაქა.

Posted by: tavadze 16 May 2020, 23:41
straight away
QUOTE
ყველა ძირი გახარებული დამხვდა. 5 სმ-ზე აქვთ კვირტები გამოტანილი უკვე. 31 ძირია და ასე მგონია 31 შვილი მყავს

მაგარია. up.gif up.gif
მე 2 სხვადასხვა მუსკატი დავრგე. ერთმა გაიხარა. სამაგიეროდ, ატმებმა გამახარეს - 4 ახალი ძირი მაძლევს პირველ ნიშანს. მათ შორის ერთი საადრეო ჩანს - უკვე კარგადაა გაზრდილი ნაყოფი. სხვები ჯერ თუ პატარა მწვანე კვირტებია, ამას ფერიც კი ეტყობა. არადა, ქვედა ტოტზეა გამოსხმული და აქამდე არც შემიმჩნევია - კიდევ კარგი, იმ დღეს თიბვისას არ შევაჭერი ის ტოტი.
მეორე ატამი შარშან მარტშია დამყნილი და ესეც კიდევ ერთი დასტური, რამდენად უკეთესი ყოფილა მარტის მყნობა აგვისტოსაზე. ერთ ვაშლს გამოაქვს კიდევ მასეთივე ნიშანი - ისიც შარშანდელი მარტის ნამყენი...
სხვა მხრივ კი ჩვენსკენ დიდად სახარბიელო არაფერი ხდება - ხეხილი წლეულსაც ცოტა გვექნება. თავიდან კარგად კი გამოიტანა ყველაფერმა, მაგრამ სიცივეებმა გაანახევრა კი არადა, ზოგიერთი რამ კიდევ უფრო ცოტა დატოვა. შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს ბალი და ტყემალი ცოტა მაინც გვექნება, მაგრამ აქა-იქ ასხია. სხვებსაც რასაც ვუყურებ - მსხლები, ვაშლები, ქლიავები თითქმის ცარიელია - ნაყოფს დათვლი ზედ, ისე ცოტა ასხია. თხილიც იმდენად ცოტაა, შეწამვლად არც მიღირს. ბოსტანში პომიდვრები, მწვანილი კი ამოვიდა, მაგრამ ძაან ნელა იზრდება. განსაკუთრებით - პომიდვრები.
სამაგიეროდ, მანდარინებმა და ფორთოხლებმა გამახარეს - კინკანის გარდა, ყველამ წამოიღო ახალი კვირტები, ხოლო ამ მონაყინავმა მანდარინემბა ყვავილებიც კი გამოიტანა!

Posted by: kaxaberski66 17 May 2020, 23:15
მოკლედ გუშინ ღამეს ჩემს სოფელსი ისეთი ქარი ამოვარდა, მეგონა სახლებს სახურავებს მოხდიდა.
დღეს დილით მე და ცემი მეგობარი წავედით ვენახში. ვენახი სახლიდან 7 კილომეტრში მაქვს.
ქარი კი არა, ნიავწანწალა ყოფილა იქ.
სოფელსი თალარი მირივ-მორია სულ. ვენახში კი ყველაფერი კარგად დამხვდა.
ვენახში 33 რიგი მაქვს რომელსაც პლანებს ვეძახით.
33 პლანიდან 27 ვასხავ ჰერბიციდს, 6 პლანს კი რომელსაც ჩემთვის ვინახავ და ვწურავ ყურძენს საღვინედ, ჰერბიციდს არ ვასხავთ და ბალახს თიბვით ვაშორებთ.
ხოდა დღეს მე ვითავე ბალახის გათიბვა და ბენზო ცელით შვიდი გული გამოვთიბე.levani169
QUOTE
წელს ძალიან მაგრად ასხია ვენახებს......ბარაქა.

კი. კარგად ასხია მაგრამ არც შარშან ესხა ნაკლებად.
ლევან, 10 ვაზამდე ვნახე გამხმარი და ვერ მივხვდი რას უნდა გაეხმო.
ვენახი არის 30-33 წლის. დაბერდა ვიტომ ვაზი და ხმება?
შემოდგომაზე რომ გადავჭრა, არ გაახალგაზრდავდება?
პ.ს. ქარმა ეზოში ტყემალ-ალუჩის 30% გააყრევინა.

Posted by: levani169 17 May 2020, 23:46
kaxaberski66
QUOTE
ლევან, 10 ვაზამდე ვნახე გამხმარი და ვერ მივხვდი რას უნდა გაეხმო.

ფესვის კიბო ჩნდება-ზუსტი სამეცნიერო დასახელება აღარ მახსოვს.
გამხმარი თუა მორჩა,გადაწვენაზე იფიქრე და ეხლავე გაზარდე მეზობელ ვაზებზე შესაბამისი ყლორტები

Posted by: straight away 19 May 2020, 09:13
გაიხარეთ მეგობრებო, გაიხარეთ. თქვენც ბარაქიანი წელი გქონოდეთ.
მოკლედ, რასაც თქვენგან ვიგებ, ისეთი დასკვნა გამომაქვს რომ წელს იმითაც ვკმაყოფილდებით თუ ხეხილი გადარჩა, ქარმა, სეტყვამ და ყინვამ არ გააფუჭა და თუ ცოტა მოსავალსაც დაისხამს, არაუშავს.
უკვე მომავლისთვის, როცა ბაღებს ინტენსიურად გავაშენებ, ვფიქრობ რომ დაზღვევას გამოვიყენებ. იქნებ 2-3 წელში პირობები უფრო დაიხვეწოს და ხელმისაწვდომი გახდეს.
ამდენი რომ იწვალოს ადამიანმა და მერე უცბად, ერთ დღეში ყველაფერმა ფასი დაკარგოს, ცოტა ძნელია.
ველოდებით კახაბერის ვენახის სურათებს. ჩემი ბაღის სურათებს ამ დღეებში დავდებ. ხვალ ვაპირებ წასვლას.
30 წელი ყურძნისთვის - შეიძლება ,,კომერციული ყურძნისთვის" ბევრიც არის და უფრო ადრე სჭირდებოდეს განახლება. თორე, ჩემ მეჯვარეს 100 წლის ყურძენი უდგას სოფელში.

Posted by: koba1973 20 May 2020, 13:52
გამარჯობა.
ვაშლის ხეს გაუჩნდა ჭია.
user posted image
ხის ძირას ვნახე ეს
user posted image

ამიტომ დავიწყე ძებნა და ერთ ადგილას შევამჩნიე პატარა ნასვრეტი და რაკი ხელთ არაფერი მქონდა, ბალახის ღერო შევყავი და ორივე მხარეს შევიდა მინიმუმ 10 სანტიმეტრზე.
* * *
აი ეს ნასვრეტიც
user posted image

სხვა ადგილას თითქოს კანი შემჭკნარი ქონდა და ამოქექვის შემდეგ ვნახე ეს
user posted image

user posted image
* * *
ხეზე დასხმული მაქვს სპილენძის 3% ხსნარი რომელიღაც შხამი ყვავილობამდე და ბუგრების საწინააღმდეგო (მენდალი თუ არა ვცდები.)
ახვა დროს მსგავსი რამ არ შემიმჩნევია. შარშან სხვა ხეს ქონდა გამჭოლი ნასვრეტი ტოტში ორგან თითქოს ბურღი გაატარესო ისე და ის ტოტები მოვაჭერი გასხვლის დროს.
რას მირჩევთ რითი შევწამლო რომ მსგავსი რამ არ გამეორდეს?

Posted by: Grows 20 May 2020, 22:37
koba1973

ეუფფ ეგეთი რამე არ მინახავს აქამდე. გამოჭამეს ხე. გავბრაზდი რასაც ქვია!

Posted by: levani169 20 May 2020, 23:08
Grows
koba1973
QUOTE

ეუფფ ეგეთი რამე არ მინახავს აქამდე.

ძალიან ხშირია ესეთი დაავადება ვაშლის ხეებზე,რეალობაა რომ 5-9 წელიწადში ერთხელ უნდა აახლო ბაღი .... სხვა გზა,სხვა ხსნა არ გააჩნია

Posted by: Grows 20 May 2020, 23:25
levani169

რა ქვია ამ მავნებელს ხო არ იცი?

5-9 წელში განახლება გამოხშირვით ალბათ?

ვერაა კაი პერსპექტივა

Posted by: kaxaberski66 20 May 2020, 23:28
user posted imageuser posted imageuser posted imagestraight away
QUOTE
ველოდებით კახაბერის ვენახის სურათებს. ჩემი ბაღის სურათებს ამ დღეებში დავდებ. ხვალ ვაპირებ წასვლას.
30 წელი ყურძნისთვის - შეიძლება ,,კომერციული ყურძნისთვის" ბევრიც არის და უფრო ადრე სჭირდებოდეს განახლება.

ეხ ჩემო კობა, არ მეცალა სურათები რომ გადამეღო.
ვჩქარობდი ძალიან რომ მომესწრო გათიბვა, მერე სოფელში წამოსვლა რომელიც 7-8 კმ ში არის ვენახიდან. და თბილისში წამოსვლას რომ 9 სთ-მდე სახლში მოვსულიყავი.user posted imageეს სურთი გათიბვამდე რამოდენიმე დღით ადრე გადაიღო ჩემმა მეგობარმა. გათიბვისას ბევრად უფრო დიდი და ძლიერი ღეროთი იყო ბალახი.
ეს სურათები სოფელსი ეზოში გადავიღე. კივის კარგად ასხია.user posted image
ძლიერი ქარი იყო და ხეივანი მირივ-მორია.user posted image
ეს ვაშლია მაგრამ ვერ ვუვლი .user posted image
ეს სურათები კი ჯავახეთში ნინოწმინდაში გადავიღე ყვავილების სათბურში.user posted image

Posted by: koba1973 21 May 2020, 07:18
levani169
ლევან ჯერ ნორმალურად არც კი ქონია მოსავალი. სულ ორჯერ ესხა. გამოდის რომ მანამდე უქმდება სანამ სრულ მსხმოიარობაში შევა?
ნამდვილად რაღაც ჭიაა, რადგან დაბლა მაგის ექსკრამენტები ყრია.

Posted by: fabloable 21 May 2020, 07:48
https://yablonipro.ru/bolezni-kory-i-stvola-yablon-effektivno-borba-s-vreditelyami-i-nevzgodami.html

Posted by: levani169 21 May 2020, 15:06
koba1973
QUOTE
ლევან ჯერ ნორმალურად არც კი ქონია მოსავალი. სულ ორჯერ ესხა. გამოდის რომ მანამდე უქმდება სანამ სრულ მსხმოიარობაში შევა?
ნამდვილად რაღაც ჭიაა, რადგან დაბლა მაგის ექსკრამენტები ყრია.

მატლია კი,მატლს კი პეპელა აჩენს როგორც ცნობილია.
ერთი საშუალებაა,გამოფხიკო,გაასუფთაო,ბაღის მალამოთი დაფარო,მერე შეახვიო (გორგიაში იყიდება ეგ შესახვევი ნაჭერი) და მერე მაგ ვაშლის ტოტითვე "პერემიჩკა გაუკეთო როგორც იმყნობა იმგვარად.

Posted by: koba1973 21 May 2020, 16:17
დღეს რამოდენიმე აგროსფეროს მაღაზიაში მომიწია შესვლა და ყველამ თითქოს პირი შეკრესო ძლიერი შხამით შეწამლეო მითხრეს, მაგ. ბი58.
ნერგებს ყიდის ერთი, იმას ვესტუმრე და იმანაც ეგ მირჩია. ჩემსასაც აქვს ხოლმეო.
QUOTE
ერთი საშუალებაა,გამოფხიკო,გაასუფთაო,ბაღის მალამოთი დაფარო,მერე შეახვიო

მეც ვიფიქრე ეგ, მაგრამ მალამო არ ქონდათ აქ. ისევ გამოვასუფთავებ და შევწამლი.
მყნობაზე ჯერ არ მიცდია ძალები და არ მინდა ამ ვაშლით დავიწყო.


* * *
დავასხი დღეს ბი58. ვნახოთ რას იზავს.

Posted by: kaxaberski66 22 May 2020, 00:51
levani169
koba1973
ლევან, შენს ცოდნა-გამოცდილებაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება მაგრამ, ეგ შხამი ბ58 რას იზავს?
მარტო ჭიებს დახოცავს და მერქანს არაფერს დაუშავებს?
მე მამაჩემიდან მახსოვს უძლიერესი შხამია.
თუ რაღაც მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი კობასთვის ერთი ძირი ვვაშლის ახალგაზრდა ხე, მოჭრას და სხვა ნერგი დარგოს იქვე შორი ახლოს.
ჩემი აზრით თუ ნერგი გენეტიკურად ჯანმრთელი იყო ასეთი რამე არ უნდა დამართებოდა.

Posted by: koba1973 22 May 2020, 11:41
kaxaberski66
ბი 58 ლევანიმ არ მირჩია, აგრომაღაზიაში მირჩიეს და ერთი ორ მაღაზიაში სხვა ხეების შესაწამლად გაატანეს ჩემს თვალწინ. მაგალითად წელს ძალიან ბევრ ხეს დასცვივდა ფოთოლი სხვადასხვა მავნებლის გამო და მაგისთვისაც გაატანეს. ისე ძალიან ძლიერი შხამიაო მითხრა გამყიდველმა და გამსაკუთრებულად გამაფრთხილა არ მივკარებოდით 40 დღის განმავლობაში.
QUOTE

თუ რაღაც მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი კობასთვის ერთი ძირი ვვაშლის ახალგაზრდა ხე, მოჭრას და სხვა ნერგი დარგოს იქვე შორი ახლოს.

ხის რაობაზე არაა როგორც ჩანს, მავნებელი შეუძვრა კანში და შეჭამა.
შარშან ერთ ადამიანს შევხვდი სამსახურიდან რომელსაც ვაშლის ბაღი აქვს და ვთხოვე ესწავლებინა რა წამლობა იყო საჭირო. დაიწყო სანამ კვირტი დაიბერებოდა იქიდან და ყოველ კვირა სხვადასხვა წამალი უნდაო დამწიფებას რომ იწყებს იმ დრომდეო. არ მინდა მასეთი ნაწამლი ვაშლი ოჯახისთვის მაქვს და მასე თუ ვწამლე რა გამოვა თქო და არ ჩავიწერე. მაშინ ვერ მოიყვან ხარისხიან მოსავალსო. ან ისეთი ჯიშები უნდა გქონდეს რაც ნახევრად ველურია და არ ჭირდება განსაკუთრებული დაცვაო. სიმწიფეში შესვლისას ვასხავთ კიდევ წამალს რომ ჭია არ მიეკაროს ნაყოფსო.

Posted by: Kobalty 22 May 2020, 12:45
koba1973
QUOTE
შარშან ერთ ადამიანს შევხვდი სამსახურიდან რომელსაც ვაშლის ბაღი აქვს და ვთხოვე ესწავლებინა რა წამლობა იყო საჭირო. დაიწყო სანამ კვირტი დაიბერებოდა იქიდან და ყოველ კვირა სხვადასხვა წამალი უნდაო დამწიფებას რომ იწყებს იმ დრომდეო. არ მინდა მასეთი ნაწამლი ვაშლი ოჯახისთვის მაქვს და მასე თუ ვწამლე რა გამოვა თქო და არ ჩავიწერე. მაშინ ვერ მოიყვან ხარისხიან მოსავალსო. ან ისეთი ჯიშები უნდა გქონდეს რაც ნახევრად ველურია და არ ჭირდება განსაკუთრებული დაცვაო. სიმწიფეში შესვლისას ვასხავთ კიდევ წამალს რომ ჭია არ მიეკაროს ნაყოფსო.

აეს არის კატასტროფა, ყველა ხილს და ბოსტნეულს მასე უშვრებიან, წყალივით ასხავენ შემწამვლელებს და სტიმულატორებს..
ჩვეულებრივი კიბოს საწინდარია ეს ყველაფერი, ვინაა ამის გამკითხავი..
თან ჩვენთან, ისეთი საწამლავები აქვს "ლეგალიზებული" ჩვენს სამინისტროს, არც კი ვიცი რომელიმე ძლიერი შხამ ქიმიკატი თუა აკრძალული.


QUOTE
გამსაკუთრებულად გამაფრთხილა არ მივკარებოდით 40 დღის განმავლობაში.

ანუ დასხმიდან 40 დღე ხეს და ფოთლებს არ შეეხოო?

Posted by: Ronaldo9 22 May 2020, 14:46
ჩემს ვაშლებს უჩნდება ლაქები და ჭია, ასევე სიდამპლეც იცის, არადა სიმწიფეში უგემრიელესია და რითი შეიძლება შეიწამლოს

Posted by: koba1973 22 May 2020, 18:15
Kobalty
QUOTE
ანუ დასხმიდან 40 დღე ხეს და ფოთლებს არ შეეხოო?

არ შეჭამო ნაყოფი და არ შეჭამო რამე დაუბანელი ხელით მას მერე რაც ხეს ან ფოთლებს შეეხებიო.

Posted by: koba1973 25 May 2020, 10:54
ფეისბუქზე იკითხა ერთმა ბალი დავრგე და რითი შევწამლოო, ერთმა ურჩია მე სამჯერ ვასხავ ბი58 ს, მოკრეფამდე 2 კვირით ადრე ვასხავო, გადაირია ხალხი. მეშინია ხილის ყიდვის.
რამოდენიმე წლის წინ იყო მგონი ფორუმზე ეწერა: ბავშვი გარდაიცვალა მოწამვლისგან და ბებიამ მიატირა ვეუბნებოდი შენს მშობლებს მანდ არ მოკრიფოთ საზამთრო, ოჯახისთვია ამ მხარეს მოკრიფეთო, ვერ შევასმინე და აჰაო.
* * *
თან წერს 10 წელია ვამუშავებთ ამ პრეპარატსო.

Posted by: vOn3Cic4 25 May 2020, 13:12
QUOTE
ოჯახისთვია ამ მხარეს მოკრიფეთო,

ვინც ამ ფილოსოფიას მისდევს, თავისთვის ნორმალური მოჰყავს და სხვებს პირდაპირი გაგებით წამლავს, სულ რომ ობოლი ბავშვის გადარჩრნისთვის აკეთებდეს ამას, კურკებიანად უნდა გატენო უკან მთელი მოსავალი და შემცოდებლის დედა მიაყოლო ზედ.

Posted by: Grows 25 May 2020, 13:51
vOn3Cic4

ყველა ეგრეა. ქვემო ქართლში საყოველთაოდ ცნობილი თემაა, რომ აზერებს, ვისაც ბოსტნეული მოჰყავს, ცალკე აქვთ პირადი მოხმარების და ცალკე - კომერციული მეურნეობა.

Posted by: vOn3Cic4 25 May 2020, 15:37
Grows
ჰოდა ყველა ეგეთი კაცის დედა#####ან, რაიმე სახელმწიფო სამსახური რომ შეუვარდეს და ჯერ სახლ-კარი გააყიდინოს, მერე სროკზე გაუშვან და მშიერ-მწყურვალი დაუსვას ოჯახი, თუ შემეცოდნონ.
ესე იგი თავის შვილისთვის აკეთებს ვითომ ამას და სინამდვილეში ისე რომ თვითონაც იცის რომ ეგრეა და გულუბრყვილობით ან უცოდინრობისგან არ მოსდის, სხვის შვილებს უშვებს სიმსივნური დაავადებების გზაზე.
მაგათი ვითომ ცოდო დედაკი#####ან.

ძალიან ვბრაზობ ხოლმე და სულ ჩხუბი მაქვს გადამყიდველებთანაც. ვეკითხები სადაურია, მპასუხობს, ქართულია.

რანაირადაა შე დამპალო ქართული, ეგ თურქული ეტიკეტები მაინც მოაშორე მაგ ჩერის ყუთებს. აი, სულ გაწევ-გამოწევა მაქვს ამაზე

Posted by: Grows 25 May 2020, 15:52
vOn3Cic4

ეჰ რას გაუგებ ამ ქვეყანას
ყველას ფული უნდა და ეთიკა და კეთილსინდისიერება არავის

Posted by: levani169 25 May 2020, 21:22
მარტივი ახსნა აქვს გადამეტებულად ქიმიკატების გამოყენებას და ისევ და ისევ მომხმარებლის დამსახურებაა მხოლოდ.
ქიმიკატებიანი პროდუქტი ლამაზი და პროპორციულია დაჯღანულ ნატურალურთან შედარებით,ხოდა აუვლის გვერდს ნატურალურს და ყიდულობს ქიმიკატიანს..... არავის არ ეხალისება ძვირფასი პრეპარატების ყიდვა და ხმარება,მომხმარებელი რომ თვალებით არ აზროვნებდეს მხოლოდ.

(იგივე ღვინოზე თუნდაც,არავის არ უნდა ნატურალური ღვინო,შაქარწყალი .......... იაფი და იორღა)

Posted by: fabloable 25 May 2020, 22:05
ბი 58 ფუტკარსაც ხოცავს თუ არის ახლომახლო 150 მეტრის მანძილზსეც კი.

Posted by: Kobalty 26 May 2020, 11:31
levani169
QUOTE
ქიმიკატებიანი პროდუქტი ლამაზი და პროპორციულია დაჯღანულ ნატურალურთან შედარებით,ხოდა აუვლის გვერდს ნატურალურს და ყიდულობს ქიმიკატიანს

კაი და, რა უნდა ქნას უბრალო ადამიანმა - დაჯღანულზე რო აიღოს აქცენტი - მეტი შანსია ნაკლებ წამლიან/ქიმიკატიანი იყოს? rolleyes.gif

Posted by: levani169 26 May 2020, 15:38
Kobalty
QUOTE
კაი და, რა უნდა ქნას უბრალო ადამიანმა - დაჯღანულზე რო აიღოს აქცენტი - მეტი შანსია ნაკლებ წამლიან/ქიმიკატიანი იყოს?

თავისთავად yes.gif yes.gif

Posted by: Kobalty 27 May 2020, 10:46
ისე სადმე გვეგულება სერტიფიცირებული ნამდვილად სუფთა ორგანული მაღაზია, სადაც მიხვალ და ზედმეტი ეჭვების გარეშე იყიდი უშხამო ბოსტნეულს ან ხილს?

ლისის ტბასთან რო სათბურია, მე ის ვიცი მხოლოდ,..
სხვა ვარიანტები ვიცით?

Posted by: straight away 27 May 2020, 13:44
გამარჯობათ მეგობრებო,
ის საკითხი, რომ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ რას ვჭამთ (ზოგადად), უკვე დადასტურებულია, პირადი გამოცდილებით smile.gif
ერთი პროდუქტის დისტრიბუცია მიწევს და წელიწადის ამ დროს უნდა იყოს განსხვავებულ კონსისტენციაში, თუმცა თუ ასეთს შესთავაზებ მყიდველს, ფიქრობს რომ არ ვარგა. არადა ასეთი უნდა იყოს, ბუნებრივ მდგომარეობაში. დაახლოებით 10-დან 1-2-მა იცის რომ ასე უნდა იყოს. დანარჩენმა 8-9-მ იცის რომ უნდა იყიდოს ისეთი, როგორიც იყო ივლის-აგვისტოში. თუ არ იყო მაღაზიაში ისეთი, როგორიც თვითონ უნდა, არ ყიდულობს. ამიტომ მიწევს ცოტა მეტი შრომა და ისე რომ არ ვარღვევ სტრუქტურას, გადამყავს პირვანდელ კონდიციაში. მერე იყიდება.
სულ მაინტერესებდა, ჩვენ (საქართველოში) ვართ ასეთ მდგომარეობაში თუ სხვებიც ასე არიან. ისევ პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი რომ სხვებიც ასე არიან.
შეიძლება ზოგი უფრო უარესადაც კი.
ერთხელ ახალზელანდიური ვაშლი მომცა ლიბიელმა. ვაშლს ზედ ჰქონდა მიკრული ეტიკეტი. ეწერა სად იყო მოყვანილი, რა ქიმიური პროცესები გაიარა და ვადაც კი. ვაშლი გარედან იყო დამუშავებული ზეთით, რომელიც მის ზედაპირს ხდიდა უფრო პრიალას და მიმზიდველს, და რაც მთავარია დიდხანს ინახავდა.
გემო - გემო ჰქონდა ჩალის. ჩალა მიჭამია და ვიცი როგორი გემო აქვს.
ვკითხე რატომ ყიდულობდნენ ასეთ ვაშლს და მითხრეს რომ ვიზუალი თამაშობდა დიდ როლს, ეტიკეტიც.
ზოგადად ადამიანის ბუნებაა ასეთი. წიგნს, რომელსაც უფრო ლამაზი ყდა გაუკეთეს, 20% - ით გაიზარდა გაყიდვა.
ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი ვინც ბაზარში ჭიან ვაშლს იყიდის. ყველას ურჩევნია ის იყიდოს, რომელიც ვიაზუალურად კარგად გამოიყურება.





Posted by: Grows 27 May 2020, 16:55
ინსტინქტია ადამიანის - ვიზუალურად თუ კარგია, ინსტინქტურად ფიქრობს, რომ ე.ი. ჯანმრთელი პროდუქტია. მარკეტოლოგებმა და აგროფერმერებმა დაიჭირეს ეს მომენტი და ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად ხელოვნური ჩარევებით ვიზუალურად გააუმჯობესეს პროდუქცია. გაყიდვები კი გაიზარდა და კონკურენციასაც აჯობეს, მაგრამ შედეგად დაეცა პროდუქციის ეკოლოგიური ხარისხი. მაგრამ რადგან გარეგნულად და ზედაპირულად შეუძლებელია იმის შეტყობა, თუ რითია მოყვანილი პროდუქტი, ვიზუალი მაინც პირველ ადგილს იკავებს არჩევანში. თანაც გლობალურმა ეკონომიკამ საერთოდ შეუძლებელი გახადა დაინტერესებული მყიდველისათვისაც კი, რომ გაიგოს პროდუქცია სად და როგორაა მოყვანილი. მეტნაკლებად ლოკალურ ეკონომიკაში კიდევ შესაძლებელია, განსაკუთრებით საქართველოსხელა ქვეყნებში. მაგრამ ჩვენთანაც იმპორტს აქვს ვერხი ეკონომიკაზე.


Posted by: tavadze 27 May 2020, 23:09
Kobalty
QUOTE
დაჯღანულზე რო აიღოს აქცენტი - მეტი შანსია ნაკლებ წამლიან/ქიმიკატიანი იყოს?

ჭია ნატურალურს უფრო უჩნდება, ვიდრე - შეწამლულს და ქიმიურად დამუშავებულს.
straight away - როგორ ხარ და როგორ მიდის მეურნეობის ამბები?
ჩვენ - მე და ჩემმა ძმამ პატარა რემონტი წამოვიწყეთ სახლში - აღმოსავლეთის კედლის გამოცვლა გვინდა: ადრეც ვწერდი, რომ წყალი შემოდის იქიდან. ეს კედელი სანახევროდ კი არადა ცოტა მეტადაც მიწაშია ჩაფლული და ჯერ თხრილს ვუკეთებთ - გვინდა, ღია სივრცე დავუტოვოთ კედლამდე, მერე კი ახალი ბლოკით ავაშენოთ, რადგან ის ძველი დამწვარი, რაღაც საშინელი ბლოკია. საძირკველამდე რომ დავსულიყავით, ერთ მეტრზე მეტი ამოვთხარეთ, ამ პროცესში კი ბლომად წავაწყდით ხის ფესვებს. ძირითადად - ხურმას ძირებს. აქა-იქ თუთაც იყო, მაგრამ უფრო მეტად და თანაც უფრო მსხვილები - ხურმისა. არადა, ამ ჯიშის ხე სახლიდან კარგა 12-ოდე მეტრითაა მოშორებული. ახლოს თუთაც არაა, თუმცა მისი ძირები პატარა ფესვები იყო. ხურმასა და სახლს შორის, ოდესღაც ტყემლის ხეც მდგარა - მე ღრმა ბავშვობაში მისი მონაჭერი მახსოვს მხოლოდ, თუმცა ტყემლის ფესვები არ შეგვხვედრია. ვერც წარმოვიდგენდი, ხურმა ან რომელიმე ხე იმხელაზე თუ გაიტანდა ფესვებს... მერე გამახსენდა ოდესღაც წაკითხული - ადრე ხეს სახლის მხარეს ფესვებს უჭრიდნენო... როგორც ვიცი, ვაშლს მიაქვს კიდევ ფესვები ასე განში, მგონი - კაკალსაც, მსხალი კი ქვევით იზრდება მიაწაში.
ამასობაში ჩემი ბოსტანიც იზრდება ნელ-ნელა, მაგრამ ღამ-ღამობით მაინც ცივა, რაც მცენარეების ზრდას სერიოზულად აბრკოლებს. მხოლოდ ქინძები მოიზარდნენ ნორმალურად, თორემ სხვა მწვანილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით კი პომიდორი ძალიან ნელა იზრდება. კიტრები მეორედ რაც დავთესეთ, ბლომად ამოვიდა - იმდენია, ნერგის გაყიდვაც შემიძლია biggrin.gif (არადა, მეზობლებს დავურიგებ). ასევე ლობიოებმაც იფეთქა - ტალავერი მექნება ამისიც და კიტრისაც. biggrin.gif შაბათ-კვირას და ორშაბათს კარგად იწვიმა და პომიდორებმა, საშკვლამმა და რაღაც ბოსტნეულმა ახლა დაიწყო ამოსვლა - არადა, რამდენი ხნის დათესილია!
ამ წვიმებამდე მაგარი სიცხეები იყო. ერთ დღეს 32 გრადუსიც კი იყო და დაწვა ყველაფერი - მეორე დილით გაფარული დაგვხვდა კაკლისა და ტყემლის ხეების ძირები. რაღაც უაზრო ამინდებია -დღე ისე ცხელა, ბოსტნეულს ნეშოს ვაფარებ და საღამოობით ვრწყავ, ღამე კი ცივა. ერთ დილით წინა დღის ამოწვერილი კიტრები სანთელივით ჩამოიღვენთნენ და მაშინვე დავაყარე ხის ტოტები, რითაც გადავარჩინე ჩაწვას. ხეხილიც ძალიან ნაკლებია და იმასაც ზეზეულად აჭკნობს მზე. ვაშლი, მგონი, არც გვექნება წლეულს.

Posted by: kaxaberski66 28 May 2020, 00:17
tavadze
QUOTE
ჩვენ - მე და ჩემმა ძმამ პატარა რემონტი წამოვიწყეთ სახლში - აღმოსავლეთის კედლის გამოცვლა გვინდა: ადრეც ვწერდი, რომ წყალი შემოდის იქიდან. ეს კედელი სანახევროდ კი არადა ცოტა მეტადაც მიწაშია ჩაფლული და ჯერ თხრილს ვუკეთებთ - გვინდა, ღია სივრცე დავუტოვოთ კედლამდე, მერე კი ახალი ბლოკით ავაშენოთ, რადგან ის ძველი დამწვარი, რაღაც საშინელი ბლოკია. საძირკველამდე რომ დავსულიყავით, ერთ მეტრზე მეტი ამოვთხარეთ,

ღმერთმა ჯანი მოგცეთ, თქვენ ფინანსები იშოვეთ და სიკეთით დამთავრდება ეგ სახლის შეკეთება.
QUOTE
ამ პროცესში კი ბლომად წავაწყდით ხის ფესვებს. ძირითადად - ხურმას ძირებს. აქა-იქ თუთაც იყო, მაგრამ უფრო მეტად და თანაც უფრო მსხვილები - ხურმისა. არადა, ამ ჯიშის ხე სახლიდან კარგა 12-ოდე მეტრითაა მოშორებული.

დღეს ერთი მიყვებოდა, ეზოში ბროწეული მოვჭერითო. მერე დაახლოებით 15 მეტრში ამოვიდაო. ახლო მახლოს არც ჩვენ და არც მეზობლებს ბროწოლი არ გვედგაო.
ზუსტად იმ ბროწეულის ნაირი გამოვიდაო.

Posted by: straight away 28 May 2020, 02:37
tavadze
QUOTE
straight away - როგორ ხარ და როგორ მიდის მეურნეობის ამბები?

გაიხარე, არამიშავს. ვშრომობ მეც. ძირითადად ბაღების გასუფთავება - შეღობვით ვარ დაკავებული. ერთი ბაღი თითქმის მოვრჩი და მეორეზე გადავედი. წელს თუ ეს საქმე მოვრჩი, მალადეც მე. მერე ძეგლი უნდა დავიდგა შესასვლელში. რკინის ჭიშკარიც შევკარი და დავაყენე.
პარალელურად ინტში ვეცნობი კომპანიონი ბოსტნეულების ინფორმაციას. რომელი ბოსტნეული ეწყობა ერთმანეთს და რომელი არა. მთელი ფილოსოფია ყოფილა. ვთარგმნი და დავდებ მერე აქაც. იქნებ ვინმეს გამოადგეს.

ხურმის ფესვების რა მოგახსენო, მაგრამ თუთის ხეზე კი მოგიყევით ამას წინათ, ეზოში რომ გვედგა თბილისში და მოვჭერით. მაგ პერიოდში ეზოში წყლის და კანალიზაციის მილების შეცვლა დაიწყეს და მიწას თხრიდნენ. ამ თუთის ფესვები შეხვდათ ხიდან დაახლ. 20 მეტრის მოშორებით. თან ნეკა თითის სიმსხო ფესვები და სავარაუდოდ 5 მეტრსაც დაიმატებდა კიდევ. სოფელში მომიწევს ერთი კაკლის ხის გადატანა სხვა ადგილას, რადგან სახლს სადაც ვაშენებ, ახლოსაა და ბევრ პრობლემას შექმნის. აი, როგორ უნდა გადავიტანო ეგ უკვე აღარ ვიცი. მგონი ბიძინასთან მომიწევს კონსულტაციის გავლა.
ხო, მეორე ბაღის გასუფთავება რომ დავიწყე (თითქმის ტყეა გამხდარი) 2 კაკლის ხეც ვიპოვე, უკვე ჩემ სიმაღლეებია. მანამდე არ ჩანდნენ. თავისით არიან ამოსულები და ძალიან მაინტერესებს როგორები იქნებიან. ბევრი პანტა-მაჟალოც არის და ზოგს ვტოვებ საძირეებად, გაზაფხულზე ვამყნობ.
არ ვიცი, იმდენი საქმე მაქვს, როგორ უნდა მოვასწრო, როდის, არ ვიცი. მეორე სიცოცხლე დამჭირდება მე მგონი.

ამინდმაც სულ აურია. ჯერ იყო და 10 დღე გადაბმულად იწვიმა და დაალპო მიწა. ზოგგან თოვლიც მოვიდა. ეხლა სიცივეებიც დაემატა. შარშანწინ იყო ანალოგიური. კაკალს მოუსწრო ყვავილობაში ყინვამ და სულ გააშავა ყვავილიან-ფოთლიანად. იმ წელს დავრჩით უგოზინაყოდ. მერე გვალვა იყო მთელი ზაფხული. წელს იქნებ მაინც იყოს ნორმალური ზაფხული და კარგი მოსავალი გვქონდეს. მე ამას გისურვებთ ყველას და ვნახოთ რა იქნება...

Posted by: koba1973 30 May 2020, 11:42
QUOTE
ჭია ნატურალურს უფრო უჩნდება, ვიდრე - შეწამლულს და ქიმიურად დამუშავებულს.

ზუსტად მაგის გამო ასხავენ სიმწიფეში შესვლის წინ რომ ჭია არ შევიდეს.
QUOTE

QUOTE
ამ პროცესში კი ბლომად წავაწყდით ხის ფესვებს. ძირითადად - ხურმას ძირებს. აქა-იქ თუთაც იყო, მაგრამ უფრო მეტად და თანაც უფრო მსხვილები - ხურმისა. არადა, ამ ჯიშის ხე სახლიდან კარგა 12-ოდე მეტრითაა მოშორებული.

დღეს ერთი მიყვებოდა, ეზოში ბროწეული მოვჭერითო. მერე დაახლოებით 15 მეტრში ამოვიდაო. ახლო მახლოს არც ჩვენ და არც მეზობლებს ბროწოლი არ გვედგაო.
ზუსტად იმ ბროწეულის ნაირი გამოვიდაო.

თქვენ აკაცია უნდა ნახოთ. დაახლოებით 15 მეტრის სიგანისაა ჩემი ბაღი, ორივე გვერდზე აკაციები ჩასდევს. საკმარისია ერთი წელი ნებაზე მიუშვა რომ უკვე მთელი ადგილი აკაციით დაიფარება. ორჯერ ტოტალური ჰერბიციდი ვცადე, მესამედ ბროწეულის ბაღი მქონდა უკვე და კარდონისგან წრიული დამცავები გავაკეთე და ისე დავასხი. შევცდი არ უნდა დამესხა, მხოლოდ 2 ძირი გადარჩა, 28 ძირი გახმა. იმის მერე მხოლოდ მექანიკურად ვამუშავებ. წელს უკვე ოთხჯერ მაქვს მოტობლოკით ფრეზი გადატარებული. აქაიქ მაინც ამოყოფს ხოლმე წვერს.

ბი58 სავარაუდოდ შედეგი გამოიღო, ახალი ხვრელები არ შემიმჩნევია აღარც ექსკრამენტები მინახია ვაშლის ქვეშ.

Posted by: kaxaberski66 30 May 2020, 23:55
koba1973
QUOTE
თქვენ აკაცია უნდა ნახოთ. დაახლოებით 15 მეტრის სიგანისაა ჩემი ბაღი, ორივე გვერდზე აკაციები ჩასდევს. საკმარისია ერთი წელი ნებაზე მიუშვა რომ უკვე მთელი ადგილი აკაციით დაიფარება

კობა ჩემს ბავშვობაში, დაახლოებით 10 წლის ასაკში, ჩემს ეზოს ერთ მხარეს ჩასდევდა აკაციები.
მე მგონის მამაჩემმა აზოტის დიდი დოზით მოსპო.
მაგას ვიკითხავ ჩემს უხუცეს მეზობლებში და მერე დავწერ.

Posted by: koba1973 31 May 2020, 17:10
kaxaberski66
QUOTE
ნის მამაჩემმა აზოტის დიდი დოზით მოსპ

აზოტში რას გულისხმობ? აზოტის რომელიმე ნაერთს? თუ სუფთა აზოტს?

Posted by: თორნიკე- 31 May 2020, 19:52
QUOTE (koba1973 @ 31 May 2020, 17:10 )
kaxaberski66
QUOTE
ნის მამაჩემმა აზოტის დიდი დოზით მოსპ

აზოტში რას გულისხმობ? აზოტის რომელიმე ნაერთს? თუ სუფთა აზოტს?

მეც მსმენია მსგავსი რამ, მარა თავად არ მიცდია. საინტერესოა რამდენად გაამართლებს. popcorn.gif

Posted by: kaxaberski66 31 May 2020, 23:11
koba1973
QUOTE
აზოტში რას გულისხმობ? აზოტის რომელიმე ნაერთს? თუ სუფთა აზოტს?

გვარჯილას უზომოდ დიდი რაოდენობით შესაბამის ფართობზე.

Posted by: koba1973 1 Jun 2020, 11:16
QUOTE
გვარჯილას უზომოდ დიდი რაოდენობით შესაბამის ფართობზე.

გასაგებია. ისე ადრე სადღაც წავიკითხე და ვერ ვიხსენებ ზუსტად მოჭრილი ძირი უნდა ჩახვრიტო და შიგ გვარჯილა ჩაყაროო, გარკვეული პერიოდის მერე ცეცხლს შეუნთებ და მიწაშიც კი დაიწვება ფესვებიო. ვერ ვიხსენებ ზუსტად რომელი გვარჯილა უნდა და რამდენ პროცენტიანი.

Posted by: sandroia 1 Jun 2020, 16:45
ხალხო ჭიანჭველებთან საბრძოლველად რა ხერხს მიმართავთ?

ძალიან ბევრია ჩემს დაჩაზე sad.gif
ეხლა ვუყურებდი რუსულ არხებს და ბორის მჟავას იყენებენო და მართალია ნეტავ?

აგრეთვე ყველაზე კაი ყოფილა სპეციალური ფხვნილია BRAS ფირმის და ხომ არ იცით იყიდება თუ არა?

ხეებზე კირით და შაბიამნით ვათეთრებ და მაინც დაძვრებიან მონღოლებივით

Posted by: tavadze 1 Jun 2020, 18:24
sandroia
QUOTE
ხალხო ჭიანჭველებთან საბრძოლველად რა ხერხს მიმართავთ?

მე უსუნო დუსტმა მიშველა.
თუმცა ხეებზე რამდენად ეფექტური იქნება, ვერ გეტყვი.

Posted by: levani169 1 Jun 2020, 21:11
sandroia
ბამბის ქსოვილის სარტყელი შემოაკარი ვიწრო ზოლად ..... საჭმლის ზეთში დასველებული

Posted by: sandroia 1 Jun 2020, 22:04
tavadze
levani169
მარტო ხეებზე არაა, მიწაზეც ბევრია ეს ოხერი, ცოტა ხანი რომ იდგე ეგრევე აცოცდება

ეს ზეთში ამოვლებული ნაჭერი ადრეც მითხრა ვიღაცამ

Posted by: tavadze 2 Jun 2020, 09:23
sandroia
QUOTE
მარტო ხეებზე არაა, მიწაზეც ბევრია ეს ოხერი,

მაშინ მოაყარე იმ ადგილებში და ცოტა ხანში აორთქლდებიან მაქაურობიდან.
koba1973
QUOTE
თქვენ აკაცია უნდა ნახოთ.

ეგეც ნანახი მაქვს კაი ხანია - საზიზღრობაა. biggrin.gif
straight away
QUOTE
პარალელურად ინტში ვეცნობი კომპანიონი ბოსტნეულების ინფორმაციას. რომელი ბოსტნეული ეწყობა ერთმანეთს და რომელი არა. მთელი ფილოსოფია ყოფილა. ვთარგმნი და დავდებ მერე აქაც. იქნებ ვინმეს გამოადგეს.

საჭირო ინფორმაციაა და იქნებ მანამდე ეს ერთი დამიზუსტო: როგორც ვიცი, პომიდვრებთან წიწაკა სასურველიც კია, რადგან მავნებელებს აფრთხობს - ასეა ხო? წიწაკები მაქვს გადასარგავი და იმიტომ მაინტერესებს.
წინა კვირის ბოლოს რომ სამდღიანი წვიმები იყო, მას მერე წამოყვეს თავი პომიდვრებმა - არადა, ეგენი ერთი თვის წინაა დათესილი. ასევე მაგ წვიმის შემდეგ წამოიწვერნენ სანელებელ-ფხალეულები - რეჰანი, ქონდარი, საშკვლამი, ზაფრანა, წითელი ფხალი, სამი ჯიშის წიწაკა, ოღონდ - თითო-ოროლა, მაგრამ არ დავეძებ, ჩემი სამყოფი მაინც იქნება. ბაზილიკი საერთოდ არ ჩანს. ასევე - რამდენიმე ჯიშის წიწაკა. სამაგიეროდ, ვაზის ნერგები გაიფურჩქნა კარგად.
პ.ს. სახლის გარშემო თხრილის გაჭრა უკვე დავასრულეთ და ბოლო ორი დღეა, საცელავს დავუბრუნდი. გუშინწინ თხილის ერთი ფართობი დავამთავრე, გუშინ მეორეს მივადექი და, ფაქტობრივად, ტყეს ვცელავ! vis.gif vis.gif 2 "ზაპრავკა" დამჭირდება კიდევ. იმედია, დღეს გავალ დამკაში.
* * *
კარგად გავედი დამკაში: შარშანდელი ნამყენი ვაშლი მივაყოლე თხემლის ამონაყარებს. sad.gif sad.gif მხოლოდ ნამყენი ნაზარდი იყო ჩემი სიმაღლე. sad.gif სხვებს კი შევხედე იქვე ახლო-მახლო, მაგრამ ეს ვერ დავინახე ამონაყარებში. უფრო სწორად, ესეც თხიმელა მეგონა. არადა, იმხელა სარზე მქონდა მიკრული. წუხელ საღამოს კი შევხედე და ვიფიქრე, ეს არ მომეჭრას-მეთქი,მაგრამ მაინც ვერ შევამჩნიე, იმხელა იყო ცალკე თხიმელას და ცალკე თხილის ამონაყარები. sad.gif
სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ეს ჩემი რაიდერის ფირმის ბენზოცელი რამდენად ძლიერია თურქულ-ჩინურებზე.

Posted by: straight away 3 Jun 2020, 09:13
ჭიანჭველები ბაღში თუ აფუჭებენ რამეს, არ ვიცოდი. არც მიმიქცევია ყურადღება. ერთადერთი რასაც ,,აფუჭებენ" გორების დადგმაა, თიბვის დროს პრობლემებს ქმნის.
სახლის პირობებში კი არსებობს სპეციალური ცარცი, სადაც გაუსმევ, იმ ხაზს ვეღარ კვეთს, ანუ საზღვრის დემარკაციას ახდენ smile.gif.
ხეებზე მახსოვს რომ ტაოტს უსმევდნენ (ხილის მოპარვაში გვიშლიდა ხელს).

tavadze
QUOTE
როგორც ვიცი, პომიდვრებთან წიწაკა სასურველიც კია, რადგან მავნებელებს აფრთხობს - ასეა ხო?

პომიდორთან კარგია სტაფილო, ნიორი, კომბოსტო, პიტნა, ხახვი, ლობიო, სატაცური, წიწაკა და ყველაზე კარგია რეჰანი. პომიდორს უჩნდება მწვანე მუხლუხო მატლი, რასაც რეჰანი აფრთხობს. რეჰანი კოროებსაც აფრთხობს. პომიდორი არ დარგო კარტოფილთან და სიმინდთან. კარტოფილი უჩენს დაავადებას (მწერ-პარაზიტებს). ასევე კიტრთან დარგვაც არარეკომენდირებულია. ორივე მცენარე დიდი რაოდენობით რესურს იღებს ნიადაგიდან და ერთმანეთს ფიტავენ.
წიწაკა არ დარგო პარკოსნებთან (ლობიო და მისი მსგავსი) და კამასთან ახლოს. სამაგიეროდ კარგი კომპანიონია სატაცურის, რეჰანის, სტაფილოს, კიტრის, ბადრიჯნის, გოგრის, პომიდვრის, როზმარინის, ოხრახუშისთვის. მწარე წიწაკა ბაღის გარშემო რომ შემოატარო, მწერებისთვის საფრთხობელაა.


* * *
ნიორი გამოყოფს ბევრ გოგირდს და სუნი აფრთხობს თეთრ პეპელას, ბუგრს და იაპონურ ხოჭოს. ამის გამო რგავენ სტაფილოს, ჭარხლის, ბრასიკას, პომიდვრის, კარტოფილის, მარწყვის გვერდით. სტაფილოსთვის ისეთი კარგი დამცველია, შეიძლება რიგებს შუაც დაითესოს. ნიორს არსევე რგავენ ხეების (ალუბალი, ატამი, ვაშლი) და ვარდის სიახლოვესაც, ბუგრის გამო. სმაგიეროდ ვერ ეწყობა პარკოსნებს. ლობიო ყველაზე მაგრად ეწყობა სიმინდს. ერთი გამოყოფს ნიტროგენს და მეორე ითვისებს. თან ლობიოს სარის მიდგმა არ ჭირდება.
* * *
QUOTE
მივადექი და, ფაქტობრივად, ტყეს ვცელავ!


მეც მასე ვარ sad.gif
user posted image
user posted image
user posted image

ამის გამკლავება დალევის გარეშე ვერ წარმომიდგენია smile.gif
user posted image

Posted by: kaxaberski66 3 Jun 2020, 23:23
straight away
QUOTE
ხეებზე მახსოვს რომ ტაოტს უსმევდნენ (ხილის მოპარვაში გვიშლიდა ხელს).

biggrin.gif
აღარ დავაკოპირებ შენს დადებულ სურათებს. შენ ძმაო ბუნებრივი პარკი გქონია და თუ მაგას გაკაფვას უპირებ რა ვიცი.

Posted by: tavadze 4 Jun 2020, 00:04
straight away
QUOTE
ჭიანჭველები ბაღში თუ აფუჭებენ რამეს, არ ვიცოდი. არც მიმიქცევია ყურადღება.

თესლეულს ჭამენ.
რეჰანი ცალკე ფართობში დავრგე, თუმცა ახლა ამოდის ცოტა და იმას გადავიტან პომიდვრებში, ნივრის რიგებშიც მაქვს დატესილი, მაგრამ ნიორს ამოვიღებ უკვე მალე.
QUOTE
მეც მასე ვარ

ეუფ! rolleyes.gif rolleyes.gif
შენ ის ბუჩქების საკაფი მანქანა გჭირდება, ამას წინათ აქ რომ დადეთ რომელიღაცამ ბმული.
პ.ს. მე დღესაც ჩემს ვაშლის ხეს მივტირი, ჯერ კიდევ ვერ მოვინელე. sad.gif
ხვალ თბილისში მოვდივარ - 5-ოდე დღით და იმედია, დაბრუნებამდე გადამივლის. smile.gif smile.gif

Posted by: kaxaberski66 4 Jun 2020, 00:27
QUOTE
ხვალ თბილისში მოვდივარ - 5-ოდე დღით

სამსახურთან დაკავშირებით?

Posted by: straight away 4 Jun 2020, 00:28
kaxaberski66
შენ კაიფობ და სატყეო ფონდმა აეროფოტო - გადაღებისას ჩემი ნაკვეთი ტყის ფონდში მიათვალა. ეხლა დავრბივარ რომ გამოვიხსნა smile.gif))))
პირობას ვდებ მომდევნო გადაღებისას სუფთა მინდორი დაიდება. დაიხვნება, დაიფარცხება და ხეხილი დაირგვება. ყურძენიც. დაიწურება ღვინო და დაკოჟრილი ხელებით ნატურალური ღვინოც დაილევა.
tavadze
უყურე მაგათ! ავდგები და იმ ბუდე - გორაკებს სულ მივუნგრ-მოვუნგრევ. სპორტის სასახლის უკან რომ კორპუსებია, ისე აქვთ წამოჭიმული მთელ ბაღში.
კომპანიონ მცენარეებზე კიდევ დაცწერ. ჯერ ვთარგმნი და იდეალური ბაღის პროტოტიპს ვაკეთებ. როცა მივაღწევ ისეთ სამეცნიერო დონეს, რომ საკვლევი დარჩება მხოლოდ მუსიკის როლი მცენარეთა განვითარებაში, მერე ნაშრომის ოფიციალურ პრეზენტაციასაც მოვაწყობ.
არ იდარდო შემთხვევით მოჭრილ ვაშლზე. ორ რამეზე არ იდარდოთ ცხოვრებაში. რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება.
მეც ვჭრი ხოლმე კარგ საძირეებს, შემთხვევით. რომ დაეცემა ძირს მერე ვაცნობიერებ რა კარგი პოტენციური ვაშლი და მსხალი გავაფუჭე. ჩემ თავსაც ვეუბნები, ეეე ვერან აიხედე ზევით, რასა ჭრი, რათა ჭრი!!! მაგრამ მერე მე თვითონვე ვიმშვიდებ თავს, თიბისი ბანკივით, შეცდომები მოსულა.

Posted by: tavadze 4 Jun 2020, 00:37
kaxaberski66
QUOTE
სამსახურთან დაკავშირებით?

არა, ჩემს საქმეებზე. უპირველესად, ტანსაცმელი მინდა წამოვიღო, თორემ ზაფხულის არაფერი მაქვს აქეთ, შორტები ისე მენატრება, როგორც მწყურვალს - წყალი. biggrin.gif მეოთხე თვე დაიწყო, თბილისში ფეხი არ დამიდგამს.

straight away
QUOTE
შენ კაიფობ და სატყეო ფონდმა აეროფოტო - გადაღებისას ჩემი ნაკვეთი ტყის ფონდში მიათვალა. ეხლა დავრბივარ რომ გამოვიხსნა

lol.gif lol.gif
აბა, კაი საშარო საქმე აგიკიდებია.
QUOTE
კომპანიონ მცენარეებზე კიდევ დაცწერ. ჯერ ვთარგმნი და იდეალური ბაღის პროტოტიპს ვაკეთებ. როცა მივაღწევ ისეთ სამეცნიერო დონეს, რომ საკვლევი დარჩება მხოლოდ მუსიკის როლი მცენარეთა განვითარებაში, მერე ნაშრომის ოფიციალურ პრეზენტაციასაც მოვაწყობ.

ველოდებით ინტერესით. biggrin.gif
QUOTE
არ იდარდო შემთხვევით მოჭრილ ვაშლზე.

ვდილობ...
kaxaberski66 - ჩემმა ძმა გააკეთა ის ცივი შებოლვის მახინა, ადრე რომ ვწერდით. ჯერჯერობით მხოლოდ თევზეულზე დავტესტეთ და კარგი გამოდის. up.gif up.gif უმარტივესი მექანიზმია.

Posted by: kaxaberski66 4 Jun 2020, 00:43
straight away
QUOTE
შენ კაიფობ და

არაფერსაც არ ვკაიფობ. მე და ბევრი სხვაც მასეთ ადგილებს დავეძებთ.
QUOTE

არ იდარდო შემთხვევით მოჭრილ ვაშლზე. ორ რამეზე არ იდარდოთ ცხოვრებაში. რასაც ეშველება და რასაც არ ეშველება.

კობა, მე მგონი აქ დავწერე. ჩემს ვენახში ბალახი გავთიბე ბენზოცელით და სამი ან ოთხი შარშანდელი გადაწვენილი ვაზი მოვჭერი.
ყველაზა ვაზის გადაჭრისას მუხლები მომეკვეთა.
ბალახში ვერ შევამჩნიე მიუხედავად ძალიან დიდი ყურადღებისა.
ირაკლი და კობა, თუ ხვალ გცალიათ საღამოს, თუ თბილისში ხართ, ჩემთან სახლში მინდა რომ შევხვდეთ ერთმანეთს.
ირაკლი, მინდა გაგაცნო კობა. ძალიან კარგი კაცი.(რა თქმა უნდა ჩვენც გავიცნობთ ერთმანეთს)

Posted by: straight away 4 Jun 2020, 00:44
QUOTE
აბა, კაი საშარო საქმე აგიკიდებია.

მეტყევიდან დაწყებული, სატყეო დეპარტამენტის დირეხტურით დამთავრებული ყველა იქა მყავდა. ვახ კაცო, შენია მაგრამ ჩვენთან როგორ მოხვდაო?!
დაუძახეთ თქვენს ჯავასკრიპტის სპეციალისტს, სურათებს ეგა ტვირთავს მე მაგის ესე და ისე, ალბათ მაგას შეეშალა რაღაც მეთქი.
ველოდები პასუხს. მანამდე გავასუფთავებ კიდეც.

Posted by: kaxaberski66 4 Jun 2020, 00:50
straight away
QUOTE
დაუძახეთ თქვენს ჯავასკრიპტის სპეციალისტს, სურათებს ეგა ტვირთავს მე მაგის ესე და ისე,

ერთი მაგისთანა მაგრამ ცოტა განსხვავებული პრობლემა მეც მაქვს და არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე.

Posted by: straight away 4 Jun 2020, 00:52
QUOTE
თუ ხვალ გცალიათ საღამოს, თუ თბილისში ხართ, ჩემთან სახლში მინდა რომ შევხვდეთ ერთმანეთს.

ორივე პირობას ვაკმაყოფილებ. თუ არაფერი გამოტყვრა, მზად ვარ ვემსახურო სამშობლოს smile.gif
* * *
kaxaberski66
QUOTE
ერთი მაგისთანა მაგრამ ცოტა განსხვავებული პრობლემა მეც მაქვს და არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე.

რა უნდა იყოს ეგეთი, მე არ ვიცოდე?! მკითხე რაც გინდა. თეორიის დონეზე მაინც მეცოდინება smile.gif

Posted by: kaxaberski66 4 Jun 2020, 01:03
straight away
QUOTE
ორივე პირობას ვაკმაყოფილებ. თუ არაფერი გამოტყვრა, მზად ვარ ვემსახურო სამშობლოს

დაველოდოთ ირაკლის პასუხს. იმედი მაქვს,ირაკლიც მოიცლის რო ემსახუროს სამსობლოს. თუმცა თუ ირაკლი იმდენად დაკავებული იქნება რომ ვერ მოიცლის, გვეცოდინება რომ მასაც უნდოდა ცვენტან ერთად ყოფნა.
ჩვენ ხვალინდელი დღე არ უნდა ჩავაგდოთ.
QUOTE

რა უნდა იყოს ეგეთი, მე არ ვიცოდე?! მკითხე რაც გინდა. თეორიის დონეზე მაინც მეცოდინება

აქ გეტყვი. არ არის ჩვეულებრივი ამბავი.

Posted by: straight away 4 Jun 2020, 01:05
კარგი. იყოს ხვალინდელი დღე არაჩვეულებრივი. მე თანახმა ვარ.

Posted by: kaxaberski66 4 Jun 2020, 01:14
straight away
QUOTE
კარგი. იყოს ხვალინდელი დღე არაჩვეულებრივი. მე თანახმა ვარ.

ხვალ დილას 11 დან12 საათამდე დაგირეკავ და დანარჩენს იქ დავაკონკრეტებთ.
იქამდე თუ თავაძეც შეგვეხმიანდება, სულ თაFლი იქნება.
თავაძეს შეიძლება იმდენი საქმე ჰქონდეს რომ, თავიც ვერ მოიფხანოს. ვიცი მე მაგის კორონამდელი სამსახური. მაგრამ, შემდეგი ჩამოსვლა თუ მალევე ექნება, კარგი იქნება.
თავაძე, გუშინ ბილიხოძის გადაცემას ვუსმინე. ელენე არაჩვეულებრივი ქალბატონია.

Posted by: tavadze 4 Jun 2020, 01:22
kaxaberski66
QUOTE
დაველოდოთ ირაკლის პასუხს. იმედი მაქვს,

მე მხოლოდ იმაზე ვარ დამოკიდებული, რომელ საათზე ჩამოვალ თბილისში - მძღოლი ცოტა ნელა დადის და ძაან თუ არ დაგვაგვიანა გზაში. biggrin.gif
* * *
QUOTE
თავაძეს შეიძლება იმდენი საქმე ჰქონდეს რომ, თავიც ვერ მოიფხანოს.

ჯერ იმდენი არაფერი - საგანგებოს პერიოდში გაჩერებული ვიყავით არ გამოდიოდა გაზეთი. ახლა კი დავიწყეთ, მაგრამ ჯერ კვირაში 2-ჯერ გამოვდივართ და მცალია. ერთი ეგაა, ბიძაჩემის საფლავზეც მინდა ასვლა, მაგრამ როგორც დავწერე, იმაზე ვარ დამოკიდებული, რომელ საათზე ჩამოგვიყვანს მძღოლი მანდ. biggrin.gif
QUOTE
გუშინ ბილიხოძის გადაცემას ვუსმინე. ელენე არაჩვეულებრივი ქალბატონია.

კი - მართლა ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან ყურადღებიანი, გულისხმიერი.

Posted by: kaxaberski66 4 Jun 2020, 01:42
tavadze
QUOTE

მე მხოლოდ იმაზე ვარ დამოკიდებული, რომელ საათზე ჩამოვალ თბილისში - მძღოლი ცოტა ნელა დადის და ძაან თუ არ დაგვაგვიანა გზაში.
* * *

დალოცვილო, დილით საქმის კეთებაა გარდუვალი და შუადღის შემდეგ დანარჩენი.
QUOTE
იმაზე ვარ დამოკიდებული, რომელ საათზე ჩამოგვიყვანს მძღოლი მანდ.

მთავარი ის არის შენ რომელზე გამოდიხარ.
თუ ურემით მოდიხარ, შეიძლება დაიგვიანო. თუ მანქანით, უეჭველი კარგ დროს იქნები თბილისში.
QUOTE

კი - მართლა ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან ყურადღებიანი, გულისხმიერი.

ძალიან ბევრჯერ მისმენია რადიოში თქვენი ინტერვიუები, რომელსაც მე მონაყოლს ვეძახი.
რაღაც სულ სხვა აურა აქვს მაგ ქალბატონს. რესპოდენტს დახვეწილ, და ტაქტიან კითხვას უსვავს. ისეთს რომ გულახდილად უნდა უპასუხონ.
თამარ ბალავაძე იყო მაგრამ, ის მოამბის ჟურნალისტი იყო. ელენე განსაკუთრებული ქალბატონია.როცა მიგიპატიჟებს, ჩემგან მას მოკითხვა.
* * *
მეგობრებო, ამ ვირტუალურ სივრცეში ნაცნობობას, შემდეგში რეალურ სივრცეში ნაცნობობაც მოაქვს.
ასე გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები.

straight away. ასევე შამი. დღეს ირაკლი თავაძე.
ჩემთან ერთი ერთზე შევწვით მწვადი და ერთი კარგად ქართულად, წესიერად და ზომიერად დავლიეთ დალოცვილი რქაწითელი.
დღეს straight awayც ჩვენთან უნდა ყოფილიყო მაგრამ, კეთილი მიზეზის გამო ვერ მოვიდა.
მშვიდობა მოგცეთ ყველას ღმერთმა.

Posted by: tavadze 5 Jun 2020, 02:06
kaxaberski66
QUOTE
ჩემთან ერთი ერთზე შევწვით მწვადი და ერთი კარგად ქართულად, წესიერად და ზომიერად დავლიეთ დალოცვილი რქაწითელი.

აი, კმაყოფილზე უფრო მეტი ვარ შენთან სტუმრობით. up.gif არაჩვეულებრივი სუფრა ნაირ-ნაირი ნუგბარით და რაც ყველაზე მეტად მომეწონა - არაჩვეულებრივი ეზო და გარემო! გითხარი და აქაც გავიმეორებ: კრეატიული, გემოვნებიანი კაცი ყოფილხარ! up.gif up.gif
QUOTE
დღეს straight awayც ჩვენთან უნდა ყოფილიყო მაგრამ, კეთილი მიზეზის გამო ვერ მოვიდა.

არადა, ძალიან მინდოდა მისი გაცნობაც, მაგრამ ცხოვრება წინაა.
QUOTE
ძალიან ბევრჯერ მისმენია რადიოში თქვენი ინტერვიუები, რომელსაც მე მონაყოლს ვეძახი.
რაღაც სულ სხვა აურა აქვს მაგ ქალბატონს. რესპოდენტს დახვეწილ, და ტაქტიან კითხვას უსვავს. ისეთს რომ გულახდილად უნდა უპასუხონ.

იქაც გითხარი და ახლაც გავიმეორებ, რომ მაგასთან გადაცემაში მისვლა ერთგვარი კომფორტია - არ ჩაგეჩრება საუბარში, (რაც დღევანდელ ტელერადიოსივრცეში, სამწუხაროდ, წესად დამკვიდრდა), ლაპარაკს გაცლის, რომც არ გეთანხმებოდეს, მაინც არ შეგაწყვეტინებს - დაგამთავრებინებს აზრს და მერე თუ გამოთქვამს თავის აზრს... ამიტომ არ ვეუბნები მაგას უარს მიპატიჟებაზე. არადა, კოლეგებში ისეთი სახელი მაქვს, მარტო ელენესთან დადის რადიოში, ჩვენთან არ მოდისო...
თან პიროვნულადაც ძაან მეგობრული და ყურადღებიანია. 2015-ში თბილისში ევროპის ბავშვთა ოლიმპიადა რომ ტარდებოდა, გემახსოვრება. მსგავს ტურნირებზე წესია, აკრედიტებულ ჟურნალისტებს სასაჩუქრე ნაკრებს ურიგებენ, რომლის შემადგენლობაც ორგანიზატორთა ჯიბე-მონდომებაზე კია დამოკიდებული, თუმცა ძირითადად სტანდარტული მიდგომაა - სიმბოლიკა, ავტოკალმები და ამგვარებია ხოლმე. იმ ფესტივალზეც ასე იყო გამოყოფილი, მაგრამ ჩვენთვის დარიგება არც გახსენებიათ - წაიღეს და სადღაც საწყობში მიყარეს ჰუალინგში (შტაბ-ბინა იქ იყო). ეს რომ გაიგო ელენემ, ჯერ ხო ქვეყანა შეყარა საორგანიზაციო კომიტეტისა და სეოკ-ის ხელმძღვანელების ჩათვლით, მერე ტელევიზიიდან წავიდა იმ სიშორეზე - ჰუალინგში, იქ ორგკომიტეტს მანქანა გამოაყოფინა, წამოიღო და დაახლოებით 30 სასაჩუქრე ჩანთა ზურგზე მოკიდებული აიტანა ტელევიზიაში, მესამე სართულზე აქვს ოთახი. მეორე დღიდანვე თვითონ გვირიგებდა იმ სუვენირებს.
ამ პანდემიამდე ხომ ყოველდღე ჰყავდა სტუმარი, არ არსებობს, ვინმე ყავა-ჩაისა და ტკბილეულის გარეშე გაუშვას!
პ.ს. მოკითხვას ხვალვე გადავცემ.
QUOTE
თამარ ბალავაძე

ესეც ძაან უბრალო, უშუალო, მეგობრული და ჯიგარი ქალია. up.gif

Posted by: levani169 5 Jun 2020, 15:27
QUOTE
მეგობრებო, ამ ვირტუალურ სივრცეში ნაცნობობას, შემდეგში რეალურ სივრცეში ნაცნობობაც მოაქვს.
ასე გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები.

straight away. ასევე შამი. დღეს ირაკლი თავაძე.
ჩემთან ერთი ერთზე შევწვით მწვადი და ერთი კარგად ქართულად, წესიერად და ზომიერად დავლიეთ დალოცვილი რქაწითელი.
დღეს straight awayც ჩვენთან უნდა ყოფილიყო მაგრამ, კეთილი მიზეზის გამო ვერ მოვიდა.
მშვიდობა მოგცეთ ყველას ღმერთმა.

მომწონს ეს პოსტი,შენც მომეწონე და ამისთვისა ტაშს გიკრავ შენა

ეგეთ რამეებზე სულ მბურძგლამს ხოლმე,საღოლ კახა ........ ირაკლისაც რა თქმა უნდა. love.gif

Posted by: straight away 5 Jun 2020, 20:40
მოკლედ, მე რომ მეგონა ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი, ნათესავები ვერ გავითვალისწინე smile.gif დილით 11:30 სიმამრის და ქვისლის როხროხმა ჩამიფუშა ყველა გეგმა....
არადა როგორ გულით მინდოდა...
არაუშავს. ცხოვრება გრძელდება.

Posted by: kaxaberski66 5 Jun 2020, 22:38
levani169
QUOTE

მომწონს ეს პოსტი,შენც მომეწონე და ამისთვისა ტაშს გიკრავ შენა

ეგეთ რამეებზე სულ მბურძგლამს ხოლმე,საღოლ კახა ........ ირაკლისაც რა თქმა უნდა.

გაიხარე მადლობა. მიყვარს ასეთი საქმეები. იმედი მაქვს ცხოვრება ჯანგრძელია და ეტაპობრივად სხვებიც შევხვდებით ერთმანეთს.
მთავარია რეალური დრო გამოვნახოთ მაგისთვის.
მადლობა კიდევ ასჯერ ირაკლის. იმიტომ რომ ნამგზავრმა არ დაიზარა და მოვიდა ჩემთან.
ირაკლის დიდი ხანი ვიცნობდი ჭიდაობების თემიდან.
straight away
QUOTE
მოკლედ, მე რომ მეგონა ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი, ნათესავები ვერ გავითვალისწინე  დილით 11:30 სიმამრის და ქვისლის როხროხმა ჩამიფუშა ყველა გეგმა....
არადა როგორ გულით მინდოდა...
არაუშავს. ცხოვრება გრძელდება.

შენს გულს ვენაცვალე.
დილით დამირეკა და მითხრა, ეხლა მოვედი სახლსი მორიგეობიდანო. 12 საათამდე დავიძინებ და მერე თქვენთან ერთად ვარო.
საათნახევარში მესიჯს მწერს, ვინ დამაძინა,
QUOTE
სიმამრის და ქვისლის როხროხმა
გამაღვიძაო.
რომ გააცილა სიმამრი და ქვისლი, დამირეკა და მითხრა, შეიძლება შემოგიერთდეთო.
მე ვთხოვე, უკვე კარგად ნასვამი ხარ და არ წამოხვიდე მეთქი. დამიჯერა.


QUOTE
არაუშავს. ცხოვრება გრძელდება.


Posted by: suxumski7 10 Jun 2020, 14:08
აი ეს არის ჩემი ვიდეოები რომელსაც დავდებ ხოლმე ამ არხზე აქ მარწყვს ვთესავ და ვნახოთ რა იქნება .

პ.ს. არ გამთათხოთ დამწყები ვარ.

დღეს კიდევ დავდებ ახალ ვიდეოს მთლიანად ახალი მცენარის გადარგვის.


Posted by: Grows 10 Jun 2020, 17:21
suxumski7

99987655 რა-ს ამბობ biggrin.gif მოსასმენად რთულია

Posted by: suxumski7 10 Jun 2020, 23:53
Grows

გეთანხმები ამოსაღებია ეგ ნამდვილად მადლობა

Posted by: straight away 12 Jun 2020, 16:29
ხედი ჩემი სოფლიდან ( არაგვის ხეობა)
user posted image

user posted image

ბაღი #1
user posted image

პირველი ნაშრომი შედუღების აპარატით smile.gif ( დაუსრულებელია)
user posted image

შრომის ნაყოფი
user posted image

Posted by: kaxaberski66 13 Jun 2020, 00:42
straight away
ყოჩაღ ყოჩაღ. ხედიც კარგია და ნაშრომიც.
მშვენიერი მავთულხლართის ღობე გაგიკეთებია.
შედუღებითაც მშვენივრად შეგიდუღებია. გააგრძელე.

Posted by: Grows 13 Jun 2020, 15:09
straight away

როგორ მიყვარს არაგვის ხეობა. ბავშვობაში რომ მივუყვებოდით გზას, აღმასვლასთან ერთად გულისცემის რიტმიც იზრდებოდა ხოლმე ^^ თუმცა არა მხოლოდ, ახლაც ასეა smile.gif

მშვენიერ ადგილას მოგიწყვია კარმიდამო smile.gif

Posted by: straight away 14 Jun 2020, 09:59
kaxaberski66
QUOTE
გააგრძელე.

საქართველოს ისტორია... smile.gif

Grows
ჟინვალს რომ გავცდები სულ მგონია რომ სხვანაირი ნიავი უბერავს smile.gif
უკვე წლებია ერთი ჩვევა დამჩემდა. სადმე რომ მივდივარ სულ ვაკვირდები დასახლებულ ადგილს, თუ როგორი პირობებია, იცხოვრება თუ არა და ა.შ.
ანანურს აქვს თითქმის ყველა ის პირობა, რაც იდეალურ საცხოვრებელ ადგილს უნდა ჰქონდეს.
ახლოა თბილისთან. სულ რაღაც 1 საათის სავალზეა (50 კმ. დიღმის კარფურიდან).
მთებშია. ზაფხულში ტემპერატურის სხვაობა დედაქალაქთან შედარებით 5 გრადუსით ნაკლებია.
მდინარე აქვს. ვისაც თევზაობა, ბანაობა და რაფტინგი უყვარს, მისწრებაა.
უფრო დიდი საბანაოც არის, წყალსაცავი. ჩვენ ზღვას ვეძახით smile.gif თუ კატერი გყავს, კარგად გაერთობი.
ისტორიული ძეგლიც ამშვენებს.
სახელიც კარგად ჟღერს - ანანური (მაპატიეთ, მაგრამ სახელები - ,,დღნორისა", ,,სასირეთი" ცოტა ცუდად ჟღერს smile.gif
სასმელი და სარწყავი წყალიც არის.
ერთადერთი მინუსი არის სამეურნეო მიწის სიმცირე.

Posted by: Grows 14 Jun 2020, 12:01
straight away

გეთანხმები. კარგი აღწერა იყო.

მე კიდევ რა განცდა მაქვს იცი არაგვის ხეობაზე? ტყე სხვანაირად მწვანეა. უფრო მკვეთრი ფერები აქვს ბუნებას. სად არ ვარ ნამყოფი და ყველგან ისეთი განცდა მაქვს რომ რაღაცნაირად გაცრეცილი ფერებია გარემოში. მთიულეთში კიდევ პირიქით. biggrin.gif

Posted by: straight away 14 Jun 2020, 14:56
ფერები?
რამოდენიმე დღის წინ ვუყურებდი მაგ ფერებს ზუსტად. დიდ წიფლებს და მუხას უფრო მუქი მწვანე ფერი აქვთ, რცხილას შედარებით ღია მწვანე. წლის ამ დროს უფრო ხასხასა ფერებია, უფრო მოგვიანებით იცრიცება.
აი ამ სურათზე არაგვის მეორე მხარეს ძირითადად მუხა და რცხილაა. აქეთ მხარეს წიფელი. ერთიდაიგივე ძროხა სულ ერთ მხარეს რომ აძოვო, აქეთ მხარეს ყვითელ კარაქს მიიღებ, იქით მხარეს - თეთრს smile.gif კარაქის ფერებშიც კი განსხვავებაა.
user posted image

ადრე ვამბობდი ხოლმე, ადგილობრივები ვერ ვამჩნევთ ამ სილამაზესთქო. სხვები მოდიოდნენ და ამბობდნენ, წაიმე რა ლამაზია, ვაიმე რა კარგიია და ა.შ. ჩვენ ყოველდღე რომ ვხედავდით, რუტინად იქცა ყველაფერი. მერე მე წამოვედი და 20 წელი სტუმრად ჩავდიოდი თითქმის. ეხლა დავბრუნდი და ვხვდები რატომ ამბობდნენ ,,ის სხვები" ,,ვაიმე რა ლამაზია"-ს.
ეხლა ამ ადგილას ვაპირებ სკამის და წყაროს გაკეთებას. დავჯდები, დავიჭერ წიგნს და თან თვალს ჩემ ბავშვობის მოგონებებს გადავავლებ smile.gif

Posted by: Grows 14 Jun 2020, 15:00
straight away

აჰაა აი რაში ყოფილა საქმე. ეტყობა მუხებს სხვანაირი სიმწვანე აქვთ smile.gif

ბოლო ფოტოზე რომ გზა ჩანს, დაღმართი რომაა ანანურის ციხემდე არმისული, ეგ არის?

Posted by: straight away 14 Jun 2020, 18:44
Grows
კი, ეგ არის. ეკლესიასთან თუ მარცხნივ გადაუხვევ, მიდიხარ მდინარე არყალის ხეობაში და გაივლი სოფლებს - ზოტიკიანს და ქაისხევს (შიო არაგვისპირელის მშობლიური სოფელია) და ახვალ ალევის სამების ტაძართან. იქიდან უკვე ქსნის ხეობაში შეიძლება ჩასვლა.

Posted by: Grows 14 Jun 2020, 20:08
straight away

ეგ დასახლება შემინიშნავს. უკანა გზაზე რომ მოვდივარ ხოლმექლ ქალაქისკენ, სახლის სახურავები მზეს ირეკლავენ და თვალს ჭრიან biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 15 Jun 2020, 00:02
ცუდად ვარ.
დღეს კიდევ ერთი მეგობარი. უმცროსი მეგობარი მივაბარე მიწას.
ნათელში ყოფილიყოს მისი სპეტაკი და კეთილი სული.
კაცური კაცი ვანო ჯიყაშვილი.

Posted by: Grows 15 Jun 2020, 00:07
kaxaberski66

ვაჰ sad.gif სამწუხაროა. თანაგიგრძნობ


Posted by: straight away 15 Jun 2020, 05:17
kaxaberski66
ვიზიარებ კახა

Posted by: levani169 15 Jun 2020, 20:21
kaxaberski66
აცხონოს უფალმა მისი სული!

"ეს ჩემი მშობლების ფერმის მოსავალია ლაგოდეხიდან, სადაც საბითუმო სარეალიზაციო ფასი კიტრის 20თეთრია და ბულგარული წიწაკის 30-40თეთრი. იმის მოყოლას აღარ დავიწყებ რამდენი წვალება, შრომა და ფინანსებია ამის მოსაყვანად ჩადებული ყველა ფერმერს გეცოდენებათ, უბრალოდ წიწაკის სეზონი ეხლა დაიწყო და უკვე ეს ფასია და 200ლარიანი ვაუჩერით გვეხმარება მხოლოდ მთავრობა . უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს"
რომელი იყავით აბა,ბადრიჯანს მოვიყვან ჰექტარზე და 50 თეთრად გავყიდი საბითუმოდო?

Posted by: tavadze 16 Jun 2020, 01:05
straight away
QUOTE
ხედი ჩემი სოფლიდან ( არაგვის ხეობა)

ეუფ! უმშვენიერესი ხედია! rolleyes.gif up.gif
მეორე ფოტოზე იმ წვეტიან მთას რამე სახელი ჰქვია?
QUOTE
ბაღი #1

მოგიყვანია ჭკუაზე! up.gif
QUOTE
პირველი ნაშრომი შედუღების აპარატით

ეგეც მშვენიერია!
kaxaberski66
QUOTE
დღეს კიდევ ერთი მეგობარი. უმცროსი მეგობარი მივაბარე მიწას.

ძალიან ცუდი! აცხოვნოს უფალმა.
levani169
QUOTE
"ეს ჩემი მშობლების ფერმის მოსავალია ლაგოდეხიდან, სადაც საბითუმო სარეალიზაციო ფასი კიტრის 20თეთრია და ბულგარული წიწაკის 30-40თეთრი. იმის მოყოლას აღარ დავიწყებ რამდენი წვალება, შრომა და ფინანსებია ამის მოსაყვანად ჩადებული ყველა ფერმერს გეცოდენებათ, უბრალოდ წიწაკის სეზონი ეხლა დაიწყო და უკვე ეს ფასია და 200ლარიანი ვაუჩერით გვეხმარება მხოლოდ მთავრობა . უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს"

აბა, რა უნდა ვთქვა ამაზე!
მე ნიორის ამოღება დავიწყე. ვფიქრობ, რაც დამჭირდება, მხოლოდ ის ამოვიღო, დანარჩენი კი დავტოვო მიწაში.
არადა, სადაც ცოტა კი მოვუარე, არნახული მოსავალია - დიდი ხახვისხელა თავებია. ის ძველი ფართობი, თავისით რომ ამოდის, ვერაა ასე კარგი. ვფიქრობ, გადავახვნევინო ტრაქტორს და თუ მოვასწარი, შემოდგომაზე ჩავთესო ჩემით.
ჩემი ბოსტანიც იზრდება ნელ-ნელა, თუმცა ამ კლიმატურ პირობებში კიდევ კარგადაა - დღისით მზე წვავს ყველაფერს, ღამით - ცივა. სიცხემ რამდენი ძირი პომიდორი გამიხმო, არარც ვითვლი უკვე. ამის მიუხედავად, პომიდვრებმა, კიტრებმა, საზამთრომ და ნესვმა მაინც გამოიღო ყვავილები. მალე კიტრი უნდა მქონდეს, წესით. რეჰანი, საშკვლამი, ყვითელი ყვავილი და თეთრი კომბოსტოც ამირანივით სწრაფად იზრდება. ახლა წიწაკებმაც დაიწყეს სწრაფი ზრდა... ამ ყველაფერს ვრწყავ სისტემატურად. ამ საღამოს 12-მდე ვედრო წყალი გავიტანე მოსარწყავად. თან დილიდან შუადღემდე ნიორის ამოღებაზე ვიმუშავე და კაი გვარიანადაც დავიქანცე.

Posted by: kaxaberski66 16 Jun 2020, 01:19
Grows
straight away
levani169
tavadze
მადლობა ჩემი დარდის გაზიარებისთვის. ჯიგარი და კარგი ვაჟკაცი იყო.
თავიდან არ ამოდის ხელაშვილის სიმღერა ბინდის ფერია სოფელი. წინათ ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერად მეჩვენებოდა.
ეხლა სულ სხვანაირად ვუყურებ. გარდუვალი ჭეშმარიტებაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.
განსაკუთრებით ზაზა ნანობაშვილის ნამღერი ვერსიის დაბოლოვებაა საინტერესო.იქ ასეთი სიტყვებია.
,, ამ წუთისოფელს ამაოდ , კბილებით რომ ვეჭიდებით
თუ კაცად აქ არ ვარგიხარ, იქაც არავის სჭირდები.
ისეთ დროს უნდა წახვიდე, ისეთ დროს უნდა კვდებოდე
ამ ქვეყნად ენანებოდე, იმ ქვეყნად ეხარებოდე.
ასეთი კაცი იყო ვანო ჯიყაშვილი. ამ ქვეყნად ყველას დაენანა ვინც მას იცნობდა, ხოლო იმ ქვეყნად ალბათ უხარიათ მისი იქ მისვლა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს. შეხვდებიან ჩემი ძმა და ვანო ერთმანეთს. ძველი მეგობრები.

Posted by: kranci 16 Jun 2020, 16:30
kaxaberski66
საწყენია ძალიან, ვიზიარებ.


ამასობაში ჩემი სოფლად მოღვაწეობაც დამთავრდა და პირველი ივნისიდან თბილისურ რუტინაში ვარ ისევ, სამსახურში კონდიციონერს არ გვართვევინებენ, თან მუდმივად პირბადით უნდა ვიყო და პიზდეცია სრული. ჩემი სოფლის აივანი cry.gif
მწვანილები და კიტრი კარგად წამოზრდილა სოფელში, მამაჩემს ჩავაბარე ყველაფრი, პომიდორს უჭირს ძალიანო, არადა რა რუდუნებით გამოვზარდე ჩითილები, გადავყევი თან.:დ წამოსვლის წინა დღეს გადავრგე და ტოტებითაც დავფარე მზისგან. მარწყვის გასინჯვაც ვერ მოვასწარი, არ დამწიფდა წესიერად ამინდების გამო, თორემ უტკბილესი მარწყვი გვაქვს ეზოში.



Posted by: straight away 18 Jun 2020, 13:30
tavadze
QUOTE
მეორე ფოტოზე იმ წვეტიან მთას რამე სახელი ჰქვია?

ხმალას მთაა. ვაპირებ უახლოეს მომავალში ასვლას. 2104 მეტრია სიმაღლე.
QUOTE
მოგიყვანია ჭკუაზე!

ერთი კი. ეხლა მეორე დავიწყე. ის უფრო ცუდ დღეშია.
QUOTE
საღამოს 12-მდე ვედრო წყალი გავიტანე მოსარწყავად.

წვეთოვანი სარწყავი გააკეთე და აღარ იწვალებ, ვედრებით ზიდვა გაგიჭირდება.

Posted by: tavadze 20 Jun 2020, 00:49
straight away
QUOTE
ხმალას მთაა. ვაპირებ უახლოეს მომავალში ასვლას. 2104 მეტრია სიმაღლე.

ერთად დავლაშქროთ? rolleyes.gif rolleyes.gif ბუზღუნა არა ვარ, ბარგის ზიდვაც შემიძლია და საჭმელსაც ჩემი ხელით გეახლებით! biggrin.gif
QUOTE
წვეთოვანი სარწყავი გააკეთე და აღარ იწვალებ,

წყალი არა მაქვს გამართულად, თორემ სარწყავი ახლაც მიყენია.
პ.ს. ნიორის ამოღება ჯერ კიდევ ვერ დავამთავრე. დღეს გამიწვიმდა, თორემ მივიყვანე ბოლომდე - მეზობლები მეხმარებოდნენ.
ჩემმა კუმვატმა გამახარა - ხელი რომ ჩავიქნიე, სწორედ მაშინ წამოუღია ახალი კვირტები და ორი კარგა მოზრდილი ყლორტი დამახვედრა გუშინწინ. bis.gif bis.gif საბოლოოდ მაინც გაამართლა ქირურგიამ, უშველა გადაჭრამ.
ყველა მონაყინმა ციტრუსმა ამოიყარა - რაღას ყინავდა ის დალოცვილი!
* * *
წლევანდელი მოსავალი
user posted image

Posted by: kaxaberski66 20 Jun 2020, 12:28
straight away
QUOTE
ხმალას მთაა. ვაპირებ უახლოეს მომავალში ასვლას. 2104 მეტრია სიმაღლე.

ეგ 4 მეტრი რაღაა? თუ მთავარი ეგ ოთხი მეტრია.
tavadze
კარგი ნიორი მოგიყვანია. 5-6 თავი ნიორი 1 კილო გამოდის.

Posted by: straight away 20 Jun 2020, 20:48
tavadze
დიდი სიამოვნებით, თან ეგ მთა ავენისის თავზევეა. მყინვარწვერიც ჩანს მანდედან.
კუმვატი რა არის?
ბარაქა მოგცეს ღმერთმა. შენ იმხელა ნივრები მოგიყვანია, მეზობლების გარდა სხვისი დახმარებაც დაგჭირდება (თარგამის პონტში).
წყალი ეზოში გაქვთ ჭის ვარიანტი, თუ მილებით გაქვთ გამოყვანილი?

kaxaberski66
2100 მეტრი რომ მეთქვა, მერე მეტყოდით რაღა მაინცდამაინც 2100 ია და არც 1 მეტრით მეტი ან ნაკლებიო. 2104 ვთქვი და მეგონა დაეჭვებას არ გამოიწვევდაsmile.gif)
წამოდი და ერთად გავზომოთ.


Posted by: kaxaberski66 20 Jun 2020, 22:56
straight away
QUOTE
2100 მეტრი რომ მეთქვა, მერე მეტყოდით რაღა მაინცდამაინც 2100 ია და არც 1 მეტრით მეტი ან ნაკლებიო. 2104 ვთქვი და მეგონა დაეჭვებას არ გამოიწვევდა)

რა დაეჭვება. მისხალშიც ზუსტად მასე იქნება.
მე ის ვიგულისხმე, აი დავუშვათ, რა ფართის არის შენი სახლიო და 60 კვადრატ ნახევარიო. არც სამოცდაერთი, მაგრამ აღარც სამოცი.
აი ეს ვიგულისხმე.
ისე გავზომოთ ძმაო, იქნებ გეშლება? მთა ზოგჯერ სიმაღლეში იზრდება და ზოგჯერ პატარავდება.
QUOTE
წამოდი და ერთად გავზომოთ.


Posted by: tavadze 20 Jun 2020, 23:13
kaxaberski66
QUOTE
tavadze
კარგი ნიორი მოგიყვანია. 5-6 თავი ნიორი 1 კილო გამოდის.

არავინ დაიჯერებს, რომ უსასუქოდაა მოყვანილი, წესიერად არც მომივლია, ორგანული სასუქიც კი არაფერია მიცემული - შეიძლება ითქვას, თავისით მოდის.
და გემოს გარდა, იმიტომც მიყვარს ეს ნიორი, რომ, მაგალითად, აჯიკებში, სადაც 0.5-1 კგ ნიორია საჭირო, სულ 4-5 თავის გარჩევა მჭირდება. აბა, ის კბილებიანი ნიორი 1 კილო რომ გაარჩიო - მტრისას. biggrin.gif
straight away
QUOTE
tavadze
დიდი სიამოვნებით, თან ეგ მთა ავენისის თავზევეა. მყინვარწვერიც ჩანს მანდედან.

მთავარია, მეცალოს.
QUOTE
კუმვატი რა არის?

აზიური მანდარინია, კინკანიც ჰქვია მეორენაირად - წვრილი, ტკბილი მანდარინია.

QUOTE
წყალი ეზოში გაქვთ ჭის ვარიანტი, თუ მილებით გაქვთ გამოყვანილი?

ძირითადად ჭის წყალზე ვართ, თუმცა მილებითაც გვაქვს ონკანის წყალი, მაგრამ იმის იმედად ვერ იქნები! იმედია, ამ ზაფხულს მაგ პრობლემასაც მოვაგვარებთ.

Posted by: straight away 21 Jun 2020, 11:37
kaxaberski66
[quote]ისე გავზომოთ ძმაო, იქნებ გეშლება? მთა ზოგჯერ სიმაღლეში იზრდება და ზოგჯერ პატარავდება.[/quot
მართალია. სკოლაში მასწავლიდნენ რომ მყინვარწვერი 5033 მეტრია. მე რომ ავედი 5047 აჩვენა. რომ ჩამოვედი უკვე ამტკიცებენ 5054 მეტრიაო. წადი და გაიგე სიმართლე smile.gif
tavadze
[quote]მაგალითად, აჯიკებში, სადაც 0.5-1 კგ ნიორია საჭირო, სულ 4-5 თავის გარჩევა მჭირდება. აბა, ის კბილებიანი ნიორი 1 კილო რომ გაარჩიო - მტრისას. [/quote]
სასწორე რა ნიორიც დევს, ის 200 გრამს იწონის და თუ ყველა მასეთი თავია, გამოდის 5 ცალი უკვე კილომდე იქნება smile.gif

ვაახ ერთი სული მაქვს როდის მოვხნავ მიწას და როდის დავთესავ რაღაცეებს. შენი ხელით მოყვანილ, შენივე ბაღში დაკრეფილ ხილ-ბოსტნეულს რა ჯობია?!
უფ-უფ, პომიდორსაც რო საკაიფო სუნი აქვს, მწვანილებსაც, სად ნაყიდი და სად ბაღის, ნატურალური.

Posted by: Kobalty 21 Jun 2020, 22:23
მშრომელ ხალხს სალამი..

ესეთი საკითხი მაქვს, თუ იცით: დათესილი მაქვს ოჯახისთვის კარტოფილი. რა თქმა უნდა, მინდა რაც შეიძლება ბიოლოგიურად სუფთა იყოს..
თუ არის რაიმე ორგანული სტიმულატორი/დამხმარე, რაც გამიზრდის მოსავლიანობას და ბიო სისუფთავეს არ დააზიანებს?

Posted by: tavadze 21 Jun 2020, 23:28
Kobalty
QUOTE
თუ არის რაიმე ორგანული სტიმულატორი/დამხმარე, რაც გამიზრდის მოსავლიანობას და ბიო სისუფთავეს არ დააზიანებს?

ბიოსასუქები რაცაა, ალბათ, ეგენი თუ გამოგადგება, მაგრამ რამდენად ბიოა, ან - ეფექტური, ეგ არ ვიცი, არ გამომიცდია. ფლორა-ფაუნაში ჩვენს თემაში რასაც წერენ, ეგენიც წავა, ალბათ.

straight away
QUOTE
სასწორე რა ნიორიც დევს, ის 200 გრამს იწონის და თუ ყველა მასეთი თავია, გამოდის 5 ცალი უკვე კილომდე იქნება

კი, ზუსტად ეგრეა - რამდენიმე ცალი გამოდის 1 კილოგრამი... იმედია, ხვალ დავამტავრებ ამოღებას. საკმაოდ მოიყარა თავი, ოღონდ ჯერ დასასუფთავებელია, 1,5 ტომარა კი იმ მეზობელს მივეცი, რომელიც მეხმარებოდა - მოხმარების სანაცვლოდ ნაკვეთის ერთ ნაწილს მას ვუტოვებ, ოღონდ ამოთხარე და წაიღე, მომაშორე-მეთქი. biggrin.gif
სამაგიეროდ, ამ გვალვამ გაგვიტრაქტორა საქმე. sad.gif 10 დღის წინ იყო შედარებით ძლიერი წვიმა, თუმცა მერე საშინელი გვალვებია. მიწა ისეა დამსკდარი, ლამის ფეხი ჩაგივარდეს. ჩოხადამპალა კი არა, საერთოდ უჩოხო გამოდგა წლევანდელი ივნისი. ხვალ თუ ზეგ ჩემს სოფელში 34 გრადუსია პროგნოზში. sad.gif აყვავებული წიწაკები ააჭკნო და გაახმო. ასევე - აყვავებული ლობიოებიც იხრუკება, ხოლო პომიდვრებზე არც ვლაპარაკობ... კი ვრწყავ, მაგრამ ყველაფერი ერთად როგორ გინდა მორწყო! ამ საღამოს ვიფიქრე, რაღა ერთი ვედროთი ვაპორწიალებ წყალს, მიდი-მოდიში დროს ვკარგავ-მეთქი და მეორე ვედროც დავიკავე - პირველზე გაცილებით დიდი და ლამის ყველაფერი მოვრწყე, ლობიოებიც კი, მაგრამ ეგ ზღვაში წვეთია. წიწაკები, რეჰანი და კიდევ რაღაცები რაც ამოვიდა, ისევ იმხელებია. ამასობაში ლობიო და კიტრიც ასასარია, მაგრამ ნიორის ამოღებას ვერ მოვრჩი (ხვალ დავამთავრებ) - მერე სარებსაც დავუსობ და ჟიჟასაც დავუსხამ ნარგავებს, მაგრამ რასაც დავუსხი, დიდი შეღავათი არა აქვს. გაისად თუ დავრჩი სოფელში, ვაპირებ, ის სპეციალური საფარი გადავაფარო, მზის სხივებს რაც აკავებს, თორემ არაა საშველი.
QUOTE
უფ-უფ, პომიდორსაც რო საკაიფო სუნი აქვს,

შენი მოყვანილი რომ ჯობია, საკამათოც არაა, მაგრამ პომიდორს არა აქვს ის სურნელი, ბავშვობიდან რომ მახსოვს. აი, გემოთი კი ბევრად განსხვავდება ნაყიდისგან.

kaxaberski66 - ქვემოთ ჩაისეირნე ჩვენს თემაში, ფოტოები დავყარე ხაშლამასავით. biggrin.gif
პ.ს. მეურნე ხალხნო, ეს რა ჯიშის კიტრია, ვინმემ იცით?

user posted image

აბა, ეს კი ვიცი, რომელიცაა - დაილოცოს ამის ჯიში! biggrin.gif

user posted image

Posted by: straight away 22 Jun 2020, 01:44
Kobalty
აქ ნახე აბა
http://bioagro.ge/

tavadze
ამასწინათ კომპანიონ მცენარეებზე რომ ვკითხულობდი, იქ ვნახე სიცხისგან დააცავად რას აკეთებენ ცხელ ქვეყნებში. მათ შორის კიტრის და იტალიელები ყურძნისთვისაც იგივე მეთოდს იყენებენ. ერთი რიადი რომ სწორედ აქვთ ასარული, მეორე რიადი გადაწვენილია და იმ მხრიდან იფარავს პირველ (სწორ რიადს) საიდანაც შუადღის შემდეგ მწველი მზე ადგება. ანუ დამცავი ფარივითაა.

მე ხომ მიყვარს ხოლმე ინსპირეიშენალ - შთამაგონებელი ამბების მოყოლა და ეხლაც სულ ახალ ისტორიას გეტყვით, ჩემ მეგობარზე. 100 % სიმართლეა. გორის რაიონიდანაა და მის ოჯახს სანერგე აქვს. პარალელურად ბლის ბაღები აქვს და წელს მოგეხსენებათ ბალს რა ფასიც აქვს. 7 ტონა ბალი მოიყვანეს წლეულს. კილოგრამის ფასი 3-5 ლარამდე ღირსო, ჩაბარების. ვარჩევთო და მსხვილს 5 ლარში ვაბარებთ, ცოტა წვრილებს - 3 ლარშიო. რუსეთში გააქვთ ტრაილერებითო. ყუთებს გვაძლევენ, ვისაც რამდენი უნდა რომ ჩააბაროს, იმდენ ყუთს იღებსო და მერე ბლით სავსეს ვახვედრებთო. პირველი რეისი რომ წაიღეს და უკან ჩამოვიდნენ, გვითხრეს რომ რამოდენიმე ყუთში ქვემოდან ქვები ეწყოო. ზემოდან ბალი ეყარა. ენდნენ და არ შეუმოწმებიათ. ეხლა ყველა ყუთს ამოწმებენო.
მიახლოებით კი ვიცით ვინ ეს გააკეთა, მაგრამ ვერ დაუმტკიცებ და ამიტომ ჩხუბსაც აზრი არ ქონდაო. აი აქ ჩანს რას ნიშნავს ნდობა და კეთილსინდისიერება. ამხელა თანხას იხდის ხალხი და ქვას ატან. თან იმხელა გზაზე.
* * *
tavadze
ზედა სურათზე კიტრის სახეობას ვერ გეტყვი, მაგრამ როგორც შევამჩნიე მარწყვიც დგას კიტრებთან?!
თან კაკლის ჭამითაც ერთობი ხოლმე, რომ გადახედავ მოსავალს smile.gif
მიწაც თიხნარია. სიცხეში მაგიტომ სკდება ადვილად. უცხოელებისგან როგორც გავიგე ცოტა ყვითელ ქვიშას ურევენ მასეთ მიწაში და ნესტს უნარჩუნებს, ფხვიერდება კიდეც. მეც მასეთი მიწა მაქვს და ეხლა მჟავიანობის საზომის ყიდვას ვაპირებ.
* * *
თან მოსავალი პირდაპირ მიწაზე აწყვია და არა მგონია კარგი იყოს. ნიორს რომ მორჩები აუცილებლად სარები შეუდგი. წყლის ერთჯერადად დასხმასაც ჯობს პლასმასის ბოთლები გაავსო, ძირზე გახვრიტო ისე რომ წვეთ-წვეთად გასდიოდეს და მცენარეს ძირებთან დაუდგა. ის თავისით მორწყავს ნელ-ნელა დღის განმავლობაში. საერთოდ ჯობს დილით ან საღამოს მორწყვა და არავითარ შემთხვევაში შუადღეს, სიცხეში.
* * *
კიდევ ერთი რჩევა სიცხესთან დაკავშირებით: შენ ისეთ სიმაღლეზე ხარ, არამგონია მანდ საშიში ქვეწარმავლები იყვნენ, ამიტომ ბალახს რომ მოთიბავ არ გაიტანო ნაკვეთიდან. დაუყარე მცენარეებს ძირებში. განსაკუთრებით პომიდვრებს და კარტოფილს მოუხდება. ნესტსაც ინარჩუნებს და სარეველაც აღარ ამოვა ბევრი.
* * *
P.S. smile.gif
ჩვენი წინაპრები ადრე ჭინჭრის ფხალს აკეთებდნენ და მხლოვანებსაც აცხობდნენ. რატომ?
ჭინჭარი ისეთი მცენარე ყოფილა, რომელიც დიდი რაოდენობით ელემენტებს იღებს ნიადაგიდან, თითქმის ვამპირია მიკროელემენტების.
ამ ჭინჭრისგან ნაყენს ამზადებენ (ჭუკებს და წიწილებსაც აჭმევენ ავიტამინოზის დროსsmile.gif) და მაგით რწყავენ მცენარეებს. ჩათვალე ვიტამინების კრებულს აძლევ. თუ ჭინჭარს მოთიბავ, მიიტანე და ძირებზეც დაუყარე, ეგეც კარგია.

Posted by: kaxaberski66 22 Jun 2020, 10:02
QUOTE
პირველი რეისი რომ წაიღეს და უკან ჩამოვიდნენ, გვითხრეს რომ რამოდენიმე ყუთში ქვემოდან ქვები ეწყოო. ზემოდან ბალი ეყარა. ენდნენ და არ შეუმოწმებიათ. ეხლა ყველა ყუთს

მაგეთ ნაბიჭვარ ხალხს უნდა გადაუარო და გადმოუარო. სოფლიდან გასარიყები არიან რადგანაც მთელ სოფელს უფუჭებენ სახელს.
უვარგისი თესლისგან ნაყოფიც უვარგისია. ეხლა სახლშიიტრაბახებს თუ როგორ დააგოიმა ვაჭრები და იმავეს გააკეთებენ სავარაუდოდ მის ოჯახში გაზრდილი ბავშვებიც.

Posted by: Kobalty 22 Jun 2020, 15:34
straight away
QUOTE
აქ ნახე აბა
http://bioagro.ge/

ესენი მარტო ორგანულ სასუქებს ყიდიან?
რო დავურეკო, რა თქმა უნდა დამეტანხმებიან, ხმისაუკანკალებლად..

გადამწვარი სასუქის დაყრა თუ ივარგებს ეხლა კარტოფილზე?
თუ კი - ძირზე რა დოზით?

Posted by: straight away 22 Jun 2020, 15:57
kaxaberski66
ფიდერასტები არიან, მაგათ დედაც.

Kobalty
ჩემი მეგობარი ყიდულობს მაგათგან რაღაცეებს, კახეთში აქვს ბიო ვენახი. ემადლიერება და რა ვიცი.
ეხლა რაღათ უნდა კარტოფილს ნაკელი?!
შამადგომაზე უნდა შეიტანო და რომ გადაიხვნება, ქვევით ექცევა. საიდანაც მცენარე ფესვებით იღებს საკვებს. ზევიდან ეგრე დაყრას ეხლა აზრი არ აქვს. მე ასე ვფიქრობ და, შეიძლება ვცდები კიდეც.

Posted by: iGreen. 22 Jun 2020, 23:05
QUOTE
ნესტსაც ინარჩუნებს და სარეველაც აღარ ამოვა ბევრი.

პლიუს მაგას მულჩირებისას ჭიაყელებისთვის იქმნება სასურველი ნოტიო გარემო და კარგადაც მრავლდებიან. ჭიაყელები რომ კარგია ნიადაგში, მაგას აღარ დავწერ, ისედაც მოგეხსენებათ.

QUOTE
ჭინჭარი ისეთი მცენარე ყოფილა, რომელიც დიდი რაოდენობით ელემენტებს იღებს ნიადაგიდან, თითქმის ვამპირია მიკროელემენტების.
ამ ჭინჭრისგან ნაყენს ამზადებენ (ჭუკებს და წიწილებსაც აჭმევენ ავიტამინოზის დროს) და მაგით რწყავენ მცენარეებს. ჩათვალე ვიტამინების კრებულს აძლევ. თუ ჭინჭარს მოთიბავ, მიიტანე და ძირებზეც დაუყარე, ეგეც კარგია

ბიოდინამიურ მიწათმოქმედებაში გამოიყენება აქტიურად, მიწის სტრუქტურას აუმჯობესებს. ვენახებში ხმარობენ ხოლმე რკინის და აზოტის შემცველობას ამდიდრებს, მგონი 504-ს ეძახიან. ადამიანისთვისაც ძალიან სასარგებლოა, გარდა იმისა რომ ვიტამინებია ბევრი მასში, საშარდე სისტემას წმინდავს.

QUOTE
ესენი მარტო ორგანულ სასუქებს ყიდიან?
რო დავურეკო, რა თქმა უნდა დამეტანხმებიან, ხმისაუკანკალებლად..

კი, ორგანულ სასუქს ჰყიდიან მარტო. შენ ორგანიკა დაგჭირდება და მაგას უკვე დიდი ხანია იყენებენ, მაგითი მოყვანილ პროდუქტს სერტიფიკატსაც უპრობლემოდ აძლევენ. ორხევში ვარ მაგათ ოფისში ნამყოფი და მთავარ აგრონომსაც პირადად ვიცნობ. წესიერი და სანდო ხალხია. ერთერთი დავით ჩაჩანიძეა, ნამჯის სახლი რომ ააშენა ბაკურციხეში თუ გაგიგია. მე ვენახები გავაშენე და მაგათი პრეპარატებით უნდა ვწამლო. თუ მაინც ბოლომდე არ ენდობი და გეშინია მაგათი პრეპარატების გამოყენება, ბიოდინამიური მოვლის წესს გაეცანი, ფაქტიურად ყველა იმ მცენარის შოვნა (დაკრეფა) შენ თავად შეგიძლია, რომლებიც ნაყენებში გამოიყენება. ზემოთ მაგალითად ჭინჭარი ვახსენე, ასევეა გვირილა, მუხის ქერქი, კატაბალახა (ვალერიანკას რომ ვეძახით) და სხვა.

Posted by: tavadze 22 Jun 2020, 23:12
straight away
QUOTE
მათ შორის კიტრის და იტალიელები ყურძნისთვისაც იგივე მეთოდს იყენებენ. ერთი რიადი რომ სწორედ აქვთ ასარული, მეორე რიადი გადაწვენილია და იმ მხრიდან იფარავს პირველ (სწორ რიადს) საიდანაც შუადღის შემდეგ მწველი მზე ადგება. ანუ დამცავი ფარივითაა.

ვიცი ეგ მეთოდი.
QUOTE
ირველი რეისი რომ წაიღეს და უკან ჩამოვიდნენ, გვითხრეს რომ რამოდენიმე ყუთში ქვემოდან ქვები ეწყოო. ზემოდან ბალი ეყარა. ენდნენ და არ შეუმოწმებიათ.

ასე როგორ გადავგვარდით, რომ ყველგან და ყველაფერში აფერისტობას ვეტანებით და პატიოსნება გოიმობად იქცა. sad.gif
QUOTE
მაგრამ როგორც შევამჩნიე მარწყვიც დგას კიტრებთან?!

მარწყვი არაა, რაღაც ველური მცენარეა. მარწყვი საერთოდ არა მაქვს.
QUOTE
მიწაც თიხნარია. სიცხეში მაგიტომ სკდება ადვილად.

თიხნარი არაა, წითელი მიწაა, თუმცა აყალო (მგონი, სწორად ვამბობ სახელს - ჩვენში ჭინჭიპურას ეძახიან, ჭურის თავის დასაგლესად ვიყენებთ, პლასტენილივით მიწაა) მიწებიც დასკდა. თან ეგ ნამწვავზეა დატესილი ანუ ხის ტოტები სადაც დავწვი და ფერიც ცოტა სხვანაირია.
ისე ცოტა ცხელი, ფიცხი მიწებია. ყვითელი ქვიშა არ ვიცი, მაგრამ მდინარის ქვიშას ან ნაკელს რომ ურევენ, ეგ კი ვიცი. გაისად ამ რეჟიმში თუ ვიქენი ანუ სამსახური არ შევიცვალე და სოფელში დავრჩი, ვაპირებ, რომელიმე დავამატო ნიადაგს - საბოსტნე ადგილზე მაინც. პლუს, ძალიან მზის გულზეა ბოსტანი - მთელი დღე მზე აჭერს... აი, მაგ კიტრებს შუადღის 4 საათის მერე მზე არ ადგება. სარებიც აქვს კიტრებს - მანდ არ ჩანს, თორემ ძაან "ნავაროჩენი" ტალავერი გაუკეთა ჩემმა ძმამ. biggrin.gif
QUOTE
თან მოსავალი პირდაპირ მიწაზე აწყვია და არა მგონია კარგი იყოს.

კიტრს ბევრგან საერთოდ არ უსობენ სარს, მასე მიწაზეა გაშვებული საზამთროს ან გოგრასავით. ეგენი რომ გამოიბა, ძალიან პატარა ძირები იყო და ახლა არ ავწიეთ მაღლა, არ დააწყდეს ულვაშებიო და დავტოვეთ მასე მიწაზე.
QUOTE
საერთოდ ჯობს დილით ან საღამოს მორწყვა და არავითარ შემთხვევაში შუადღეს, სიცხეში.

ყოველთვის საღამოს ვრწყავ. დილით - მხოლოდ ახალდარგულ ნერგებს და იმასაც ერთიანად ვფუთავ ფოთლებში, მზის სხივი რომ არ მოხვდეს.
QUOTE
შენ ისეთ სიმაღლეზე ხარ, არამგონია მანდ საშიში ქვეწარმავლები იყვნენ,

არიან, არიან - როგორ არა. არც ისე მაღლა ვართ - 600-700 მეტრი ზღვის დონიდან. მულჩირება ბოსტნეულზე არა, მაგრამ ბაღში ვარდებზე ვიყენებ და - დიდი წარმატებითაც.

QUOTE
ამ ჭინჭრისგან ნაყენს ამზადებენ (ჭუკებს და წიწილებსაც აჭმევენ ავიტამინოზის დროს) და მაგით რწყავენ მცენარეებს. ჩათვალე ვიტამინების კრებულს აძლევ. თუ ჭინჭარს მოთიბავ, მიიტანე და ძირებზეც დაუყარე, ეგეც კარგია.

ფხლოვანი მაგარია და გაზაფხულზე ჭინჭრის ფხალს მეც ვაკეთებ. აი, ეგ ელექსირი კი მეც გამიგონია და სხვაც ვიცი - სარეველებისგან აყენებენ ნაყენს...
* * *
iGreen.
QUOTE
ერთერთი დავით ჩაჩანიძეა, ნამჯის სახლი რომ ააშენა ბაკურციხეში თუ გაგიგია.

ვიცი ეგ კაცი. თავის საქმეში ძლიერიაო, გამიგონია.
და ჭინჭრის ნაყენი როგორ მზადდება, ზუსტად ვიცით რომელიმემ? ანუ რამდენი დღე უნდა იდგეს, წყალი რამდენი უნდა სხვა დეტალები.

Posted by: iGreen. 22 Jun 2020, 23:33
QUOTE
და ჭინჭრის ნაყენი როგორ მზადდება, ზუსტად ვიცით რომელიმემ? ანუ რამდენი დღე უნდა იდგეს, წყალი რამდენი უნდა სხვა დეტალები.

მე როგორც გამიგია ორივე ნაირად გამოიყენება, ნაყენის სახითაც და კომპოსტადაც. ნაყენი როგორ მზადდება არ ვიცი ზუსტად, გიორგი ალადაშვილს ეცოდინება 100%. რუისპირში აქვს ბიოდინამიური ვენახი, თუ გაგიგია. რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა მოძებნე ფეისბუქი თუ გაქვს და მისწერე, ან დაურეკე პირდაპირ. მე ვენახთან დაკავშირებით შეკითხვები მქონდა რაღაც და ტელეფონზე დავურეკე პირდაპირ, ისე რომ არ ვიცნობდი და ყველაფერი ამიხსნა. ძალიან კარგი, დაუზარელი ახალგაზრდაა.
* * *
აი ვიპოვე ძველი ფერმის გადაცემა, გიორგის მეურნეობაზე. აქაც ახსენებს ჭინჭრის ნაყენს.

https://www.youtube.com/watch?v=9ko2_xYZ4Dw&fbclid=IwAR1UXfavhGvO4dfV2Lp_zvldIQTLxglDzWLc2QLdwxc01Zv5BuKUFVfVlms

Posted by: kaxaberski66 23 Jun 2020, 00:50
tavadze
QUOTE
kaxaberski66 - ქვემოთ ჩაისეირნე ჩვენს თემაში, ფოტოები დავყარე ხაშლამასავით

დილასვე ვნახე. ქვევით კომენტარებში გიწერენ ვარდებიო და ეგ ვარდებია?
ეგ პატარა კიტრი კიდევ პიკულად ჩადე.Kobalty
QUOTE
ესენი მარტო ორგანულ სასუქებს ყიდიან?
რო დავურეკო, რა თქმა უნდა დამეტანხმებიან, ხმისაუკანკალებლად..

ჩემი აზრით ორგანული სასუქი არის ის, რასაც ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი, ანდაც ხელოვნურად ჩარევისას გადამუშავების შედეგად მიიღებ.
მაგალითად ყველა სახის ნაკელი, ნედლი მწვანე ბალახის ლპობის შედეგად მიღებული მასა, ზამთარში გამხმარი ფოთოლი რომელიც გაზაფხულზე წვიმის შემდეგ ლპობას განიცდის და ასე შემდეგ.
QUOTE

გადამწვარი სასუქის დაყრა თუ ივარგებს ეხლა კარტოფილზე?

QUOTE

გადამწვარი სასუქის დაყრა თუ ივარგებს ეხლა კარტოფილზე?

სწორად გირჩიეს. გადამწვარი ნაკელი და სხვა მინერალური სასუქები შემოდგომაზედ. ეხლა დრო არის ფოთლიდან გამოკვების. ანუ შეწამვლისას უნდა დაასხა ის მინერალები, რომლებიც სჭირდება მცენარეს.
straight away
QUOTE
ფიდერასტები არიან, მაგათ დედაც.

შენ რაც გინდა დაარქვი და სიმართლეს ამბობ.
მასეთი ხალხი ფულის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელია. ტურები არიან, ტურებიიიი.

Posted by: iGreen. 23 Jun 2020, 01:09
straight away
მაგარი ხედებია smile.gif როგორც ვხვდები თბილისიდან რომ მიდიხარ მთაში ანანურამდე მარცხენა მხარეს რომ ტყეში სახლებია შეფენილი ეგ უნდა იყოს ხო? ბავშვობაში ყოველ არდადეგებზე გავდიოდი მაგ გზას, გუდაურთან მაქვს მე მამაჩემის სოფელი და სულ იქ ვისვენებდით ხოლმე.

ერთი შენიშვნა მექნება თუ არ მიწყენ, რკინის კარები შეიძლება დაგებრიცოს თუ სიმყარისთვის დიაგონალებიც არ გაუკეთე ან ცერად გადამკვეთი კუთხეებთან smile.gif სიგანეში ძალიან გრძელია და სიმძიმეა არა მგონია გაუძლოს.

Posted by: straight away 23 Jun 2020, 09:24
tavadze
კი ვფიქრობდი ეცოდინება ეს ყველაფერი მეთქი, მაგრამ მაინც ,,წავიბლატავე" smile.gif)))

kaxaberski66
კახა ძმაო, მეც ბევრგან ვხვდები, თითქმის ყოველდღიურად, მსგავს აფერისტობებს. მაგალითად, ვყიდულობ სეტკას, წესით უნდა იყოს 10 მეტრი, სინამდვილეში არის 9 - 9.5 მეტრი. ღირებულებას ხომ ვიხდი, არ ვევაჭრები, ეს დედა არღნიანი, თუ 10 მეტრიანი სეტკა უჯდებათ 5 ლარით მეტი, დაუმატონ ის 5 ლარი და გააკეთონ 10 მეტრიანი. მაგრამ მარტო ჩვენ (ქართველები) კი არ ვაფერისტობთ, ბევრი სხვა ქვეყანაც ასე იქცევა. ვყიდულობ ბრეზენტს (მეიდ ინ ჩაინა), ზომები აწერია 5 x 3, ამ დროს არის 4.3 x 2.7 სიგრძის.
მოკლედ, ეს აფერისტობა საერთაშორისო ავადმყოფობაა.

iGreen.
პაროლი დაგავიწყდა? smile.gif)))
ეგაა ზუსტად კი, ანანურის სოფ-საბჭოს ეკუთვნის. მართალია ანანურში დავიბადე-გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე, მაგრამ ბოლო 20 წელში (არც მანამდე აკლდა) იმდენი უბედურება გადამხდა რომ უშუალოდ ანანურში გახედვაც არ მინდა. ეს მიწა ანანურამდე, ხელმარცხნივ დაჩებთან არის. საგვარეულო, პატარა სოფელია. ზღვის დონიდან უფრო მაღლაა, კარგი ხედებით, სუფთა ჰაერით და სიმშვიდით ბევრად სჯობს. თან მიხედვაც უნდა და მიტოვება არ მეპატიება.
ეგ რკინის კარები თითქმის ნახევარია ჯერ გაკეთებული. შენიშვნა 100% მიღებულია (და მადლობელიც ვარ რჩევისთვის). გზადაგზა ვასვარკებდი, ისე ვჩქარობდი, თან ტრუბებს ვაბეტონებდი და თან ვასვარკებდი. იმდენად ვიყავი საქონლის პარპაშისგან შეწუხებული, ერთი სული მქონდა რაღაც შემება. ჟესტებს ჩავაყენებ გულებში და მეტი სიმყარისთვის ტრუბაკვადრატებს დავამატებ. ეხლა იმდენი საქმე დამიგროვდა, რომელი გავაკეთო აღარ ვიცი. ხან ვფიქრობ დროზე მოვასწრო და ხან - სად წავა?! მოვასწრებ ყველაფერს მეთქი. ერთი წიგნია ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება", რომ დავიღლები სულ იმას ვამბობ, ეგ წიგნი უნდა ვაქციო სამაგიდო წიგნად თქო.
დავიღლები, დავჯდები 5 წუთით, დავისვენებ და მერე, ,,ეჰ ავდგე, ავდგე საქმე არ მოიცდის, გასაკეთებელია და ჩრდილში კოტრიალს მერეც მოვესწრები"-თი მთავრდება ყველაფერი smile.gif))

Posted by: Kobalty 23 Jun 2020, 11:21
მადლობა ყველას ინფორმაციისთვის.
დავრეკე ბიოაგრო-ში და "ორგანიკა" მირჩიეს..
რაც გადავხედე კია სერტიფიცირებული და რამე, დავტესტავ ამიტო წელს ნაწილ მოსავალზე..
ზედმეტი "პერედოზი" ან რამე ზიანი ვერ მიადგება ხო ამ პრეპარატით კარტოფილს?

Posted by: tavadze 23 Jun 2020, 11:45
iGreen.
QUOTE
აი ვიპოვე ძველი ფერმის გადაცემა, გიორგის მეურნეობაზე. აქაც ახსენებს ჭინჭრის ნაყენს.

https://www.youtube.com/watch?v=9ko2_xYZ4Dw...1Zv5BuKUFVfVlms

დიდი მადლობა. ვუსმინე წუხელვე, საინტერესო ტიპი ჩანს, შევეხმიანები.
ალბათ, მწერების საწინააღმდეგო რამე ბუნებრივი საშუალებაც იქნება ანუ მიწა რომ დაამუშაო და ის ჭიაღუა-ჭიანჭველები ჩაკლას და თესლი თუ ნერგი აღარ გაანადგურონ. ჩემი ძმა ამბობს, მაგ მიზნით რუსეთში მიწას მარგანცოვკით ამუშავებენო.
სარეველა-ეკალ-ბარდის გასახმობი რამე ალქიმიკოსობაც იქნება, ამ ქიმიით რომ არ მოვწამლო ეგენიც და მიწაც.
kaxaberski66
QUOTE
ქვევით კომენტარებში გიწერენ ვარდებიო და ეგ ვარდებია?

ბევრს გაუჩნდა ეგ კითხვა - ფორუმზე არა, ისე რომ გადავუგზავნე ახლობლებს. biggrin.gif არადა, უმეტესობა ნაღდად ვარდია. ახლა კიდევ იშლება უცნაურად ლამაზები, დავდებ იმათაც.
პ.ს. პიკული არაა ის კიტრი და არ ვიცი, სამწნილედ თუ ივარგებს.
straight away - არავითარი ბლატაობა, რჩევები საჭირო რამეა. აგერ, მეგობარმა რა კარგი რჩევა მოგცა ჭიშკართან დაკავშირებით. up.gif up.gif
Kobalty
QUOTE
ზედმეტი "პერედოზი" ან რამე ზიანი ვერ მიადგება ხო ამ პრეპარატით კარტოფილს?

წესით, ბიომ არ უნდა აწყინოს, მაგრამ ზომიერება მაინც ყველაფერს ჭირდება და ეცადე ძაან არ "აბანაო" მცენარე.
ამასობაში, აქუვაიზერმა ჯერ კიდევ წუხელ "მანუგეშა", დიდი ბოდიში 34 გრადუსზეო და დღეს შენს სოფელში 36 გრადუსი სიცხე იქნებაო. sad.gif sad.gif უკვე ამ დროისთვის 30-ს მიჩვენებს.
მე 8-ის ნახევრიდან ნიორში ვარ. ნახევარი საათის საქმეღა დამრჩა და საბოლოოოდ დავასრულებ ამოღებას. მერე წიწაკები უნდა დავჩრდილო და ბოთლით წვეთოვანებსაც დავუდგამ, straight away-იმ როგორც მირჩია, თორემ არაა საშველი. შუადღეზე მდინარეზეც უნდა წავიდე საბანაოდ, ბავშვობა უნდა გავიხსენო. bis.gif bis.gif ხვალიდან პარალელურ რეჟიმში რამდენიმე საქმეს ვგეგმავ: ამ ამოთხრილი ნიორების დასუფთავება-დახარისხება, ეზოს გათიბვა, კიტრებისა და ლობიოებისთვის ტალავერების გაკეთება, პომიდორებისთვის სარების დასობა და მეც გავთავდები ამასობაში... biggrin.gif biggrin.gif

Posted by: straight away 23 Jun 2020, 14:24
tavadze
ეხლა შეიძლება მდინარეში ჩაწოლილი შეჰყურებ ამწვანებულ მთებს და წყლის ლივლივთან ერთად გონებაში კრთება ფიქრები ხარიხაზე გადაკიდებული ნივრის გალებისა. მე კი ამ დროს ,,ბებერი ფერმერების ალმანახის" სტატიას ვათვალიერებ. დაბარებულივით მოვიდა ფოსტაზე. როგორ და როდის მოვრწყოთ ბოსტნეულის ბაღი. https://www.almanac.com/content/when-water-your-vegetable-garden-watering-chart?trk_msg=0O7HBGVACV2KV01M0F5Q6ISVI0&trk_contact=0GA9LBLNAP47U2V7K9LS8KHKQC&trk_module=new&trk_sid=H6GO693TH5FDSB51IDP4OSFJVK&utm_source=Listrak&utm_medium=Email&utm_term=Vegetable+Watering+Guide&utm_campaign=Companion+Newsletter&utm_content=06-21-2020
1. დილით უნდა მოირწყას
2. გამფრქვევი არ ვარგაო, ფოთლებს დაავადებებს უჩენს. სჯობს პირდაპირ მიწაზე იდინოს წყალმა, ძირებთან. ან არხი გაუკეთეთ და ისეო.
3. ყველაზე მაგარია თუ წვეთ-წვეთად მიეწოდება წყალი მცენარის ფესვის არეალშიო
4. სინესტე რომ შევინარჩუნოთ, მუჩირება იდეალურიაო, და თან განახლებაც სჭირდებაო.
5. ცალკეული მცენარეების მორწყვის გრაფიკიც არის თანდართული.
* * *
Kobalty
არაგველო, სად ცხოვრობ რომ ეს დანამატები დაგჭირდა?
მთის მიწას არაფერი არ უნდა (ნაკელის გარდა). 1 მეშოკ კარტოფილს ვთესავდით და 10-12 მეშოკს ვიღებდით.

Posted by: iGreen. 23 Jun 2020, 23:32
straight away
QUOTE
პაროლი დაგავიწყდა? )))

არ დამვიწყებია, მტრები მყავს და მბლოკავენ ხოლმე biggrin.gif

QUOTE
ეგაა ზუსტად კი, ანანურის სოფ-საბჭოს ეკუთვნის. მართალია ანანურში დავიბადე-გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე, მაგრამ ბოლო 20 წელში (არც მანამდე აკლდა) იმდენი უბედურება გადამხდა რომ უშუალოდ ანანურში გახედვაც არ მინდა. ეს მიწა ანანურამდე, ხელმარცხნივ დაჩებთან არის. საგვარეულო, პატარა სოფელია. ზღვის დონიდან უფრო მაღლაა, კარგი ხედებით, სუფთა ჰაერით და სიმშვიდით ბევრად სჯობს. თან მიხედვაც უნდა და მიტოვება არ მეპატიება.

გეთანხმები არ გეპატიება smile.gif სახელი რა ქვია სოფელს?
ანანურას ნერგებმა რა ქნეს, გაიხარეს კარგად?

QUOTE
ერთი წიგნია ,,ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება", რომ დავიღლები სულ იმას ვამბობ, ეგ წიგნი უნდა ვაქციო სამაგიდო წიგნად თქო.

საშიში წიგნი ჩანს, მე არ გავრისკავდი მაგის წაკითხვას biggrin.gif

tavadze
QUOTE
სარეველა-ეკალ-ბარდის გასახმობი რამე ალქიმიკოსობაც იქნება, ამ ქიმიით რომ არ მოვწამლო ეგენიც და მიწაც.

მაყვალს თუ გულისხმობ სამწუხაროდ არ აქვთ მსგავსი რამ და არც არსებობს. მარტო ფესვების სიღრმიდან ამოგლეჯა შველის და ხანგრძლივი ბრძოლა, თუ თავიდანვე მოხვნისას არ გასუფთავდა ფესვებისგან მიწა. ძლიერ მოქმედი სისტემური ჰერბიციდითაც კი ჭირს მაგასთან ბრძოლა.
თუ მაყვალი არაა და უბრალოდ ბალახოვანი სარეველაა, ყველაზე ოპტიმალური ჩემი აზრით შემოდგომი შვრიის დათესვაა. გურიაში პრინციპში უნდა მოასწრო შვრიის მიღება და მერე კიდე რამე მოკლე სავეგეტაციო პერიოდის კულტურის. მიწა რამდენად გიწყობს ხელს ეგ არ ვიცი, შვრიას არ უყვარს მგონი ძალიან დაბალი PH, უფრო ნეიტრალური ნიადაგი უყვარს.


Posted by: straight away 24 Jun 2020, 07:59
iGreen.
აჰამ, გასაგებია smile.gif
ოფიციალურად რუკებზე ფხუნდავი წერია, მაგრამ ადგილობრივები ამ დასახელებას არ იყენებენ. შეიძლება ზოგს რომ კითხო, არც იცოდეს ეს სახელი smile.gif
ანანურას და შავკაპიტოს ყველა ნერგმა გაიხარა. შემოდგომამდე ბოძებს გავამზადებ და ვენახიც მზად იქნება. ცოლიკაურიც მივამატე 15 ძირი.
ხანდახან როგორც ქუხს,ისე არ წვიმს ხოლმე smile.gif

Posted by: iGreen. 24 Jun 2020, 08:32
straight away
QUOTE
ცოლიკაურიც მივამატე 15 ძირი.
ხანდახან როგორც ქუხს,ისე არ წვიმს ხოლმე

საინტერესო ექსპერიმენტი გამოგივა smile.gif შქრიანობას კარგად აგროვებსო და მანდ თუ მოასწრო დამწიფება,მჟავიანობაც კარგი ექნება და მშვენიერი ღვინო უნდა დადგეს.
მზე რამდენად უდგება გაზაფხულ-შემოდგომაზე? შენი სოფელი მგონი სოფლიდან რომ მოვდიოდი მაშინ ჩანდა და ჩრდილოეთისკენ დაქანებული ფერდობი უნდა იყოს თუ არ ვცდები. მუქი ფერის ქვები შეინახე ხოლმე, გამიგია სამხრეთ ტიროლში ალაგებენ ვენახებში სითბოს შესანარჩუნებლადო smile.gif ამინდზე ძალიან იქნები დამოკიდებული. თუ ვერ დამწიფდა, შეიძლება მოსავლის შემცირებამ უშველოს. თუ მაგანაც არ უშველა შუშხუნა ღვინის დაყენება მაინც უნდა შეძლო biggrin.gif ბოლო ბოლო გადაამყნობ და ერთი წელის გამოტოვება მოგიწევს სანამ მოსავალს მოგცემს.
ერთი კი ფაქტია, საქართველოში ბუნებრივი პირობები შენს სასარგებლოდ იცვლება, უფრო ცხელი ამინდებია ხოლმე smile.gif

Posted by: tavadze 24 Jun 2020, 09:40
straight away
QUOTE
ეხლა შეიძლება მდინარეში ჩაწოლილი შეჰყურებ ამწვანებულ მთებს

მაგ დროს არა, ცოტა გვიან წავედი. biggrin.gif
მაგრამ რომ დაბერდები, დარჩი რა სახლში! biggrin.gif წელი მტკივა - უკვე მეოთხე დღეა. ფეხიც ვერ გავატოკე მდინარეში, მხოლოდ გულაღმა ვცურავდი. biggrin.gif
straight away
QUOTE
1. დილით უნდა მოირწყას

აკი სიცხე წყენსო? ისე, თუ საკმარისად მორწყავ, აიტანს სიცხეს - მე ასე მგონია და პრაქტიკაც მაგას მაჩვენებს.
QUOTE
2. გამფრქვევი არ ვარგაო, ფოთლებს დაავადებებს უჩენს.

ეს მეც გამიგონია...
iGreen.
QUOTE
მაყვალს თუ გულისხმობ სამწუხაროდ არ აქვთ მსგავსი რამ და არც არსებობს.

კი, ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს.
QUOTE
ძლიერ მოქმედი სისტემური ჰერბიციდითაც კი ჭირს მაგასთან ბრძოლა.

მშვენივრად ჩაახმო და 1-2 წელიწადი დავისვენე, მაგრამ არ მინდა მაგ წამლების გამოყენება.

Posted by: straight away 24 Jun 2020, 10:55
iGreen.
ექსპერიმენტი ძაან მაგარი. ამ სამი ჯიშის ყურძნიდან მარტო ცოლიკოური მაქვს ნანახი და გასინჯული. დანარჩენი ორიდან ერთის სახელი ვიცოდი და არ მქონდა ნანახი, და მეორე - საერთოდ სახელიც კი ეხლა გავიგე. დაკვირვებული კაცი ყოფილხარ. იმ მხარეს, რომელსაც შენ ხედავდი გუდაურისკენ მიმავალი, მართლაც ჩრდილოეთისკენ აქვს დაქანება. მაგრამ ჩემი ნაკვეთისთვის აღმოსავლეთი გამოდის. მზე რომ ამოდის, საღამოს 5-6 საათამდე ეპიცენტრში ვართ, მერე უკვე მსუბუქი ჩრდილი ეცემა. მუქი ფერის ქვებს მართლა დავალაგებ. გლობალური დათბობაც ჩემს სასარგებლოდ მუშაობს smile.gif
tavadze
ის დროა კერძო აუზს აკეთებდე. ჯაკუზი უფრო გაამართლებს, მასაჯიც ექნება. თან რა საკაიფო ხედებია შენიდან. ის დროა ცხოვრებით ტკბობაც ვისწავლოთ smile.gif
ბებერი ფერმერები ამბობენ დილით ჯობსო, ოღონდ ძალიან დილითო.

Posted by: Kobalty 24 Jun 2020, 12:47
straight away
QUOTE
არაგველო, სად ცხოვრობ რომ ეს დანამატები დაგჭირდა?
მთის მიწას არაფერი არ უნდა (ნაკელის გარდა). 1 მეშოკ კარტოფილს ვთესავდით და 10-12 მეშოკს ვიღებდით.

ერწო თუ იცი, სანამ თიანეთთან მიხვალ..
10-12-მაგი კარტოფილი წარსულს ჩაბარდა, ჩემ ბავშვობაში გრუბად მეც მქონდა ეგეთი წარმადობა მარა ყველაფერს დედა ეტირა, აღარ მოდის იმდენი..
ჰოლანდიიდან ჩამოტანილი ელიტარული ჯიში დავთესე, "პიკასო"..
ხოდა 6-7მაგზეც კმაყოფილი ვიქნები, წამლების და მამაძაღლობების გარეშე..
მაგ ორგანიკის დატესტვა მინდა რამდენიმე ძირზე, თუ მომცემს არსებით სხვაობას..

Posted by: straight away 24 Jun 2020, 13:56
Kobalty
ერწო-თიანეთი კი ვიცი, მაგრამ საკუთრივ სოფელი ერწო არსებობს? თუ კი, რომელი გზიდან? სიონის მხრიდან თუ ჟინვალის მხრიდან?
წელს ვაპირებ მიწის დამუშავებას და გაზაფხულს კარტოშკის დათესვას. ვნახოთ რა იქნება. მართალია 20 წლის ნასვენები მიწაა....
ცადე, ცადე. შეიძლება ცოტა დაგვიანებულიც არის. ძირზე ეყრება (როგორც წესი) მსგავსი პრეპარატები, მერე იყრება მიწა და მერე ეწყობა სათესლე მასალა.
შეიძლება მაგ კონკრეტულ პრეპარატს სხვა ინსტრუქცია ჰქონდეს. დაურეკე, დაელაპარაკე.
და რაც მთავარია, წარმატებები საქმეში!

Posted by: iGreen. 24 Jun 2020, 14:45
tavadze
QUOTE
და 1-2 წელიწადი დავისვენე

კი ამას ვამბობ, თუ ფესვები არ ამოგლიჯე მიწიდან ვერ მოიშორებ. პრობლემა ისაა, რომ სისტემური ჰერბიციდები ისეთ მცენარეებს რომლებსაც ძლიერი ღეროები აქვთ ხესავით, ვერ ებრძვიან ისეთი წარმატებით. გლიფოსატი იხმარე ალბათ ხო?

straight away
QUOTE
მზე რომ ამოდის, საღამოს 5-6 საათამდე ეპიცენტრში ვართ

ეს ზაფხულში ალბათ ხო? გაზაფხული და შემოდგომაა უფრო საინტერესო smile.gif

Posted by: straight away 24 Jun 2020, 15:46
iGreen.
იეს სერ. გაზაფხული - შემოდგომაც, თუ შარშანდელ შემოდგომას და ზამთრის პირველ თვეს გავითვალისწინებთ, დღე თბილა, ღამე ცივა. მზე 10:00 - 15:00 აქტიურ ფაზაშია. მერე მტრისას smile.gif

Posted by: ბუსა 24 Jun 2020, 15:53
user posted image

მიაუ მიაუ მიაუ მიაუ მიაუ

Posted by: straight away 27 Jun 2020, 08:27
ჯადო გაგვიკეთა? smile.gif




aba.gif

Posted by: tavadze 27 Jun 2020, 09:35
straight away
QUOTE
ჯადო გაგვიკეთა?

lol.gif lol.gif lol.gif up.gif
წავედი, დღეს და ხვალ ცოტა წვიმას მიჩვენებს ყველა პროგნოზი და ნერგები გადავრგო - სხვადასხვა ჯიშის წიწაკები, კიტრები და ცოტაც პომიდორი. საცელავი ჩემი ვერ დამიმთავრებია (პარალელურად ნიორსაც ვარჩევ) და სამეზობლოც მე მელოდება. vis.gif vis.gif

Posted by: straight away 27 Jun 2020, 10:04
tavadze
კიი, გადასარგავად კარგი ამინდია. 10 დღის წინ გარგარის ნერგი წავიღე და ბავშვს დავარგვევინე. დამავიწყდა ჯოხის ჩასობა ან რამენაირად აღნიშვნა. გუშინ მივადექი ცელით და ის ადგილი სულ გავთიბე. საღამოს ცოლმა დამირეკა და ამ გარგლის ამბავიც მკითხა. მაშინღა გამახსენდა, ჩავედი სანახავად, იმედი საერთოდ არ მქონდა რომ გადარჩებოდა და ხანდახან რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის, გადარჩენილი იყო და რაც მთავარია გახარებულიც. ღმრა ორმო ამოვთხარე, მიწის ზედაპირიდან 10 სმ დაბლა მოუწია დარგვა და მაგან იხსნა საწყალი პატარა გარგალი smile.gif
QUOTE
საცელავი ჩემი ვერ დამიმთავრებია (პარალელურად ნიორსაც ვარჩევ) და სამეზობლოც მე მელოდება. 

ახალგაზრდობაში მეც მასე ვიყავი, სამეზობლო, სამეგობრო, სანათესაო... გუცაევის პასივით გამიგდებდნენ და ხან სათიბიო, ხან შეშაო, ხან კარტოფილიო და ხან რა და ხან რა. დროზე რომ არ მეშველა ჩემი თავისთვის, ეხლა კვერცხები ნასკებში ჩატანებული მექნებოდა.

Posted by: tavadze 27 Jun 2020, 23:49
straight away
QUOTE
ხანდახან რა ცოტა ყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის, გადარჩენილი იყო და რაც მთავარია გახარებულიც.

კარგია, კარგი! bis.gif bis.gif
აბა, მე დღემდე მივტირი ჩემს ნამყენ ვაშლს. sad.gif
QUOTE
ახალგაზრდობაში მეც მასე ვიყავი, სამეზობლო, სამეგობრო, სანათესაო... გუცაევის პასივით გამიგდებდნენ და ხან სათიბიო, ხან შეშაო, ხან კარტოფილიო და ხან რა და ხან რა.

ეჰ - ასე იცის უკაცო სოფელმა. მუშახელი ჭირს ჩვენსკენ.

Posted by: levani169 29 Jun 2020, 09:25
"მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება ვცხოვრობ მარნეულში... ვინც ჩემს ფეისბუქ გვერდს ადევნებს თვალს კარგად იცის მამას მეურნეობის შესახებ ......ხშირად ვდებ ხოლმე ფოტოებს...და მინდა შეგახსენოთ უსასუქო სოფლის პროდიქტი აქვს... სტაფილო უკვე აღარ არის..მაგრამ ჭარხალი დაახლოებით 1 ჰექტარზე ჯერ კიდევ გვაქვს თუმცა ვერ ყიდის
* * *
25 ივნისი, 23:15-ზე

მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება ვცხოვრობ მარნეულში... ვინც ჩემს ფეისბუქ გვერდს ადევნებს თვალს კარგად იცის მამას მეურნეობის შესახებ ......ხშირად ვდებ ხოლმე ფოტოებს...და მინდა შეგახსენოთ უსასუქო სოფლის პროდიქტი აქვს... სტაფილო უკვე აღარ არის..მაგრამ ჭარხალი დაახლოებით 1 ჰექტარზე ჯერ კიდევ გვაქვს თუმცა ვერ ყიდის
* * *
რაც შეგვიძლია საკუთარი ძალებით ,ვახდენთ რეალიზებას, მაგრამ ბევრია, თუ ამ რამდენიმე დღეში არ ამოვიღებთ გაფუჭდება და მამამ თქვა უნდა გადავხნაო...სხვა გზა არარის..იმოტორო მეორე მოსავლისთვის უნდა მოამზადოს ნიადაგი თორე დაგბიანდება..ამიტომ თუ ვინმეს შეგიძლიათ რომ მირჩიოთ ან ვინმე თუ იყიდის 30 თეთრია კილო ადგილზე..ძალიან დასანანია ნატურალური უსასუქო უწამლო პროდუქტის ასე გაფუჭება

Posted by: topcha 29 Jun 2020, 14:55
user posted image
ვაწყობ შეკვეთით.
ზომები 2*0.6
საბაჭიე 0.35*0.6
ძირითადი 0.65*0.6
სიმაღლე 50სმ.
ფასი: მასალიანად 200ლ. თუ მასალას მომიტანთ 80ლ. რაოდენობაზე ცოტა დააკლდება. 551905080
ლოკაცია, ქარელი.

Posted by: kaxaberski66 29 Jun 2020, 23:27
levani169
QUOTE

მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება ვცხოვრობ მარნეულში... ვინც ჩემს ფეისბუქ გვერდს ადევნებს თვალს კარგად იცის მამას მეურნეობის შესახებ ......ხშირად ვდებ ხოლმე ფოტოებს...და მინდა შეგახსენოთ უსასუქო სოფლის პროდიქტი აქვს... სტაფილო უკვე აღარ არის..მაგრამ ჭარხალი დაახლოებით 1 ჰექტარზე ჯერ კიდევ გვაქვს თუმცა ვერ ყიდის
* * *
რაც შეგვიძლია საკუთარი ძალებით ,ვახდენთ რეალიზებას, მაგრამ ბევრია, თუ ამ რამდენიმე დღეში არ ამოვიღებთ გაფუჭდება და მამამ თქვა უნდა გადავხნაო...სხვა გზა არარის..იმოტორო მეორე მოსავლისთვის უნდა მოამზადოს ნიადაგი თორე დაგბიანდება..ამიტომ თუ ვინმეს შეგიძლიათ რომ მირჩიოთ ან ვინმე თუ იყიდის 30 თეთრია კილო ადგილზე..ძალიან დასანანია ნატურალური უსასუქო უწამლო პროდუქტის ასე გაფუჭება

ალბათ ნატაშა მართალი იყო. ჯერ უნდა ნახო პოტენციურად 90% მყიდველი და მერე მოიყვანო რომელიმე კულტურა.

Posted by: Kobalty 30 Jun 2020, 01:13
გაუმარჯოს

საოჯახოდ მოსაყვანი კარტოფილის, არა წვეთოვნით მორწყვა როგორ ხდება და რა სიხშირით?
ვედროთი/"კრუშკით" უნდა მივასხა ძირში?
თუ კი, რა ოდენობა და რა სიხშირით?

Posted by: vOn3Cic4 30 Jun 2020, 01:19
Kobalty
Kobalty
საკმაოდ კარგი რესურსია

https://agrokavkaz.ge/dargebi/memcenareoba/kartophilis-movla-moqhvanis-praqtikuli-sakhelmdzghvanelo.html

Posted by: Grows 30 Jun 2020, 02:28
მონოკულტურა რომ გაქვს 1 ჰექტარზე და გასაღების პოტენციალზე არ გიფიქრია, ეგ ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას რომ ბაზარია ცუდი.

ბიომეურნეობები მთელ მსოფლიოში პროდუქციის და გასაღების საშუალებების დივერსიფიკაციის წყალობით მუშაობენ.

1 ჰექტარზე ბევრი სხვადასხვა ნაკლები რაოდენობის პროდუქტის მოყვანა შეიძლება. გასაღებაც ასე არ გაჭირდება.

Posted by: straight away 30 Jun 2020, 08:43
levani169
ამ პოსტის ლაიტმოტივი რა არის?
1. აზრი არ აქვს ბიო-პროდუქტის მოყვანას;
2. აზრი არ აქვს სოფლის მეურნეობაში ზოგადად რამის გაკეთებას; თუ
3. მივდგეთ-მოვდგეთ და ამ გოგოს კლიენტი ვუნახოთ;
???
ლისთან ახლოს ერთი ,,პატარა" ფერმერია, ბიო-პროდუქტი მოყავს. რამის ყიდვა თუ უნდა ვინმეს, 4-5 დღით ადრე ურეკავენ და არეზერვებენ. კარტოფილში 3 ლარს იხდის ხალხი. ისიც რიგში ჩადგომით.
მარკეტინგია ყველაფერი, მ ა რ კ ე ტ ი ნ გ ი - ჯადოსნური სიტყვაა. უამრავი მასალაა წასაკითხი, ქართულადაც არის ნათარგმნი. თუ გინდათ ერთ მათგანს გირჩევთ - ,,მარკეტინგული ომები" (ელ რაისი, ჯეკ ტრაუტი)

Posted by: levani169 30 Jun 2020, 10:45
straight away
QUOTE

ლისთან ახლოს ერთი ,,პატარა" ფერმერია

QUOTE
ვცხოვრობ მარნეულში..

პარალელის რამენაირად გავლება არის შესაძლებელი ნეტა ლისსა და მარნეულს შორის?
მარნეულში ჩავა ვინმე იგივე პროდუქტის შესაძენად,როგორ გგონიათ?
ლაიტმოტივი კი ის არის ისევ და ისევ რომ ეს ქვეყანა არის თავკომბალა თბილისი მხოლოდ,დაჟე თბილისში ლისთან მიმდებარედ) უნდა აწარმოო მეურნეობა რამე რომ გაყიდო...........დანარჩენი ქვა-ღორღიანი საქართველოს დედაც ვატირეთ!
პრადვინუტობა და პეროობა ინ ექშენ გეორგია!
* * *
kaxaberski66
QUOTE
ალბათ ნატაშა მართალი იყო. ჯერ უნდა ნახო პოტენციურად 90% მყიდველი და მერე მოიყვანო რომელიმე კულტურა.

ნატაშამ და სხვებმაც,ჯერ საკუთარი მეურნეობა შექმნან სხვა მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობის გარეშე,გახდნენ მხოლოდ მეურნეობაზე დამოკიდებულები და ამის შემდეგ მივიღებ მათ რეკომენდაციებს ............. ეგრე არაა,რელაქსაციისთვის მიწას რომ მოჩიჩქნიან,ორ ღერ მწვანილს მოწყვეტავენ და ფეისბუქს რომ გულებით ავსებენ მერე!
(ჩვენში დარჩეს და ნატაშას სამსახური როგორც კი გაუქმდა ესევე სხვა სამსახური იშოვა და არ მიანდო მეურნეობას საკუთარი ფინანსური კეთილდღეობა ... ნეტავ რატომ?)

Posted by: straight away 30 Jun 2020, 11:56
levani169
QUOTE
ლაიტმოტივი კი ის არის ისევ და ისევ რომ ეს ქვეყანა არის თავკომბალა თბილისი მხოლოდ,დაჟე თბილისში ლისთან მიმდებარედ) უნდა აწარმოო მეურნეობა რამე რომ გაყიდო...........დანარჩენი ქვა-ღორღიანი საქართველოს დედაც ვატირეთ!


გინდა ლისთან, გინდა დიღომში, გინდა ნატახტარში, გინდა მარნეულში, გინდა ახალციხეში...
სადაც გინდა იქ აწარმოე, თუ ადეკვატურად იმოქმედებ, ყველგან გაყიდი.
ამ კონკრეტულ მაგალითზე - ჭარხალი მიწაშიაო, არ ამოუღიათ ისე ყიდიან. ჯერ რომ ამოეღოთ, გაესუფთავებინათ, დაეხარისხებინათ და გაეგოთ რამდენი რა აქვთ, ხომ არ აჯობებდა?!
თან ჯერ ერთი არ დაუბინავებიათ და მიწა მომდევნო მოსავლისთვის უნდა მოვამზადოთო. ზღაპარია რა ზღაპარი.....
ბევრ მაგალითს გეტყვი ,,დანარჩენ ქვა-ღორღიან საქართველოში" როგორ ცხოვრობს ჭკვიანი და ყოჩაღი ხალხი

Posted by: Grows 30 Jun 2020, 12:45
მანდ სხვა ბაზარია. ფასი არ მოსწონს და არ უღირს ფულის გადახდა დამატებით მუშახელში - რომ ამოიღოს და გასაყიდად გაამზადოს. თორემ მარნეულშიც და გარდაბანშიც დისტრიბუტორები მოძრაობენ და ბათუმად ყიდულობენ პროდუქტს. მანდ თუ არა, დეზერტირებზე შეიძლება ჩატანა და ბითუმად გაყიდვა. მარნეული არ არის შორს smile.gif

ამიტომ სოც ქსელში წუწუნებს, იქნებ უფასო მუშახელი იშოვოს. დრამატიზებას ახდენს რომ ემოციებზე იმოქმედოს. ოღონდ ვერ ვხვდები ამ გზით ვინ უნდა მიიზიდოს? ამდენი ჭარხალი მხოლოდ დისტრიბუციას შეიძლება აინტერესებდეს. დისტრიბუცია კიდევ პროდუქციას ფეისბუქზე არ ეძებს.


Posted by: sandroia 30 Jun 2020, 15:00
1 ჰექტარზე შერეულად დაეთესა სხვადასხვა რამ და უფრო გაყიდდა


Posted by: straight away 30 Jun 2020, 15:24
Grows
100 %

თან ჭარხალი ისე მალე არ ფუჭდება რომ ამოიღო და საჩქაროდ ერთ კვირაში უნდა გაყიდო, თორე მერე აღარ ივარგებს, ალუბალი ან მარწყვი ხომ არ არის?!
ამოიღე, გაასუფთავე, დაახარისხე, დააფასოვე ნიმუშები, ჩამოუარე მზა საჭმელების მწარმოებელ კომპანიებს (ფრესკოს, გუდვილს, კარფურს და კიდევ რამდენია), შესთავაზე მიწოდება შეღავათიან ფასში (ბაზართან შედარებით, სადაც 3 გადამყიდველს გადის პროდუქტი და 2-ჯერ იზრდება ფასი). მე სხვა საქართველოში ვცხოვრობ, რა ვიცი?!
სეზონზე ნახევარი ტონა ნიგოზის რეალიზაცია მომისწრია, წელიწადში 300-400 ლიტრ თაფლს ვყიდი, კომში-ვაშლის პრობლემაც არ არის. ნეტა ბევრი მქონდეს და ჩემდა თავად მოწუწუნე ადამიანის შუბაც დავხიე smile.gif

Posted by: Grows 30 Jun 2020, 21:14
რეალობა ეგეთია რომ კაპიტალიზმში ყველაფერი შენით უნდა გაახერხო - პროდუქციის შექმნაც, შეფუთვაც და გასაღებაც. ან დასჯერდე უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას.

აღარალი ცენტრალიზებულად დაგეგმილი ეკონომიკა და სახელმწიფოს მიერ მართული ბაზრები.

პ.ს. მცირე და საშუალო მეურნეობით მილიონერი ვერ გახდები. მნიშვნელოვანია ეს საქმე სიამოვნებასაც განიჭებდეს. თუ გეზარება და გესიკვტილება, ადექი და სხვა რამე აკეთე. იყიდე-გაყიდე ბოლობოლო. იმოძრავებ ბაზრის ერთ კვადრატში, გადაყიდვაში, იქნები ბედნიერი.

Posted by: levani169 30 Jun 2020, 23:00
Grows
QUOTE
რეალობა ეგეთია რომ კაპიტალიზმში ყველაფერი შენით უნდა გაახერხო - პროდუქციის შექმნაც, შეფუთვაც და გასაღებაც. ან დასჯერდე უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას.

აღარალი ცენტრალიზებულად დაგეგმილი ეკონომიკა და სახელმწიფოს მიერ მართული ბაზრები.

ვა,ეგ როგორ ტოო,დევიჯერო მასე მუშაობს თურქი ფერმერი,ან იგივე პოლონელი-გოლანდიელი-გერმანელი-ებრაელი?
იქნებ თქვენ დაგაჯერეს დღევანდელი მახინჯი რეალობის მიმღებლობა და იმიტომ გაქვთ წარუმატებელი ეკონომიკის სხვებზე,უფრო კი საკუთარ თანამემამულეებზე გადაბრალების მუდმივი მცდელობა?!
რიავიცი,რიავიცი,არ მჯერა ამ თავსმოხვეული "სამ დეჟურნი სამ დნივანი" ნარატივების და წამართვით ქართველობა.

Posted by: kaxaberski66 30 Jun 2020, 23:01
რა ვიცი აბა. ყველა თქვენს ადგილზე მართლები ხართ.
თუ არასოდეს არაფერი მოგიყვანია და უცბად გადაწყვიტე რომ, საბითუმო რაოდენობის პროდუქტი უნდა მოიყვანო, ალბათ მართლაც ვერ გაყიდი ისე როგორც შენ გინდა.
იმიტომ რომ ბაზარზე არავინ გიცნობს და შრომასაც არავინ დაგიფასებს.
თუ მარნეულელი ხარ და მიწასთანაც საქმე გაქვს, მაშინ რაღაც დონეზე შენი კლიენტიც უნდა გყავდეს.
ბაზარზე ნდობის მოპოვება უფრო მნიშვნელოვანია (ხშირად წაგების ხარჯზეც), ვიდრე პროდუქციის შექმნა-მოყვანა.
მე 23 წელი მოვანდომე ჩემი საქმის წამოტივტივებას.
23 წელი ცოტაა თუ ბევრი?

Posted by: straight away 30 Jun 2020, 23:24
levani169
ჭარხალი რომ გაყიდო, სულ ცოტა მიწიდან მაინც ხომ უნდა ამოიღო???
თუ მიწიანად უნდა გაყიდო?
სტაფილო სულ გავყიდეთო, უწერია იმ გოგოს. ჭარხალიც ნაწილი გავყიდეთ და ნაწილი დაგვრჩაო.
დავიჯერო სტაფილო და ჭარხლის ნაწილი არ ამოუღიათ და ისე გაყიდეს?
რია ვიცი, რა ვიცი.....
დანარჩენი აგერ კახაბერმაც დაწერა, იოლად არ ხდება, მაგრამ თუ მოინდომებ ხდება.
ეხლა გერმანიას და შვეიცარიას თუ შევედარეთ, ეგრე შორს ვერ წავალთ, არც გეკამათები, მაგ მხრივ 1 საუკუნით უკან ვართ.
* * *
ერთი ჯადოსნური წრეა, რომელზეც ვტრიალებთ. უკვე ვიცით რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ, მესამე სამყარო, მოსამსახურე ერი.
ჰიბრიდული დემოკრატია. რაც ხალხი ვართ, ის მთავრობა გვყავს და ისეთი ქვეყანა გვაქვს. თეორიულად ყველაფერი ,,ვიცით", მაგრამ პრაქტიკაში სწორად არაფერი არ მუშაობს. არც სოფლის მეურნეობა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. ბევრი ხალხი ცხოვრობს სოფელში და ცოტას ვაწარმოებთ.
სახელმწიფო დოტაციები და სუბსიდიები არალი. ვიცით უკვე, ყველამ ვიცით. არც დემპინგია, არც წახალისება, შეიძლება იმპორტს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს. ბიზნესის მადლით. ესენი უკვე გადაღეჭილია, ამ თემაშიც ბევრი გაქვთ ნაწერი და ნაშრომი ამ საკითხზე.
ეხლა რა ვქნათ?! წავიყაროთ ნაცარი და ვიგლოვოთ?!
ეს დედა არღნიანი მთავრობა კიდე, ამაზონიდან ხო არ გამოგვიწერია?! ჩვენივე წრეებიდან არ არიან გამოსულები?!
ესე იგი ჩვენ არა ვართ მზად ცვლილებისთვის. მზად რომ ვიყოთ, შევცვლიდით კიდეც. ჯერ შევიცვლებოდით.
ყოველდღე ხომ ამ ქვეყანაში ვიღვიძებ და ვიძინებ, ანუ არც მე ვარ მარსიდან, ხოდა რასაც ვხედავ კიდევ დიდხანს ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში.
გამოსავალი რა არის?! შრომა, სწავლა, გამოცდილება, აქტიურობა, ნოუჰაუ, გუნდურობა, კრიტიკის მოსმენა...

Posted by: Grows 1 Jul 2020, 10:35
QUOTE
ეს დედა არღნიანი მთავრობა კიდე, ამაზონიდან ხო არ გამოგვიწერია?! ჩვენივე წრეებიდან არ არიან გამოსულები?!
ესე იგი ჩვენ არა ვართ მზად ცვლილებისთვის. მზად რომ ვიყოთ, შევცვლიდით კიდეც. ჯერ შევიცვლებოდით.
ყოველდღე ხომ ამ ქვეყანაში ვიღვიძებ და ვიძინებ, ანუ არც მე ვარ მარსიდან, ხოდა რასაც ვხედავ კიდევ დიდხანს ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში.
გამოსავალი რა არის?! შრომა, სწავლა, გამოცდილება, აქტიურობა, ნოუჰაუ, გუნდურობა, კრიტიკის მოსმენა...


+1

levani169

აბა როგორ მუშაობს? სახელმწიფო ყიდულობს მისგან პროდუქციას? საკვების დისტრიბუცია როგორ მუშაობს? ტანსაცმლის გაყიდვები როგორ მუშაობს? საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები? სამშენებლო მასალების? ნებისმიერი რამის?

სოფლის მეურნეობის პროდუქციის დისტრიბუცია რატო უნდა იყოს სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი? მხოლოდ იმიტომ რომ სოფლის მოსახლეობას სხვა არაფრის კეთება არ უნდა და არც ეშვება მიწას და წუწუნს, რომ არაფერი გამოდისო? wink.gif არავინაა ვალდებული შეინახოს სხვა.


Posted by: levani169 1 Jul 2020, 12:00
Grows
QUOTE

აბა როგორ მუშაობს? სახელმწიფო ყიდულობს მისგან პროდუქციას? საკვების დისტრიბუცია როგორ მუშაობს? ტანსაცმლის გაყიდვები როგორ მუშაობს? საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები? სამშენებლო მასალების? ნებისმიერი რამის?

არა არ მუშაობს სხვაგან მასე,არც ყიდულობს მაგრამ არც ახრჩობს ადგილობრივ წარმოებას,არ კლავს ბაზარს,არ ლობირებს იმპორტს,არ ახრჩობენ უამრავი რეგულაციებით,პრიორიტეტად ისახავენ მსოფლიოს ქვეყნების ბაზრებზე შეღწევას,ასუბსიდირებენ მეცნიერულ მიდგომებს და ტექნოლოგიების დანერგვას სფეროში ............... ეს ყველაფერი არა,ჩამოთვლილიდან ერთი მაინც მითხარი რომ აკეთებდეს შენი სახელმწიფო?
საუბარიც კი წყლის ნაყვაა ამ ქვეყანაში,არამც თუ წარმოება ............ იყიდე მთავრობასთან აფელირებული იმპორტიორების ნაგავი და გაყიდე საცალოდ,ესაა ამ ქვეყნის ეკონომიკა და თურმე ქართველი მწარმოებელი მეცნიერიც უნდა იყოს გენური ინჟინერიის დონეზე და სტივ ჯობსის დონის მარკეტოლოგიც,ასეთები ყოფილან თურქები და ჰოლანდიელები.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=128175725596025&set=ms.c.eJw9yskNxAAQAsGMLBhgjvwTW~_3Dfpa6WcvJVHKNysMC6UToXdznG8Xz9kYbRc1DtAaxbRXxOiRupx9Cm2OoJvjZ7rPy~%3BwsDhdHt9Wt7RyX8APN0H9Q~-.bps.&type=3&theater&ifg=1

ლობიოს კლიენტი გავჩითე აგერ,აბა ვის გაქვთ 125 კილო ლობიო?

Posted by: დინიო 1 Jul 2020, 12:15
რამე დაფინანსებები არ არის სოფლის მეურნეობისთვის მთავრობის მხრიდან ?

სათბური მინდა რო გავაკეთო და იმიტომ ვკითხულობ

Posted by: Grows 1 Jul 2020, 14:10
levani169

ფანტასტიკის სფეროში ნუ გადავალთ. თავისით ამ სამყაროში არაფერი ხდება. მაშინ უნდა ადგე და დააორგანიზო გრძელვადიანი პოლიტიკური კამპანია, რაც მთავრობის მიდგომას შეცვლის. მაგრამ შენ კოოპერატივიც კი არ მოგწონს და biggrin.gif


Posted by: kaxaberski66 1 Jul 2020, 19:34
QUOTE

QUOTE
ეს დედა არღნიანი მთავრობა კიდე, ამაზონიდან ხო არ გამოგვიწერია?! ჩვენივე წრეებიდან არ არიან გამოსულები?!
ესე იგი ჩვენ არა ვართ მზად ცვლილებისთვის. მზად რომ ვიყოთ, შევცვლიდით კიდეც. ჯერ შევიცვლებოდით.
ყოველდღე ხომ ამ ქვეყანაში ვიღვიძებ და ვიძინებ, ანუ არც მე ვარ მარსიდან, ხოდა რასაც ვხედავ კიდევ დიდხანს ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში.
გამოსავალი რა არის?! შრომა, სწავლა, გამოცდილება, აქტიურობა, ნოუჰაუ, გუნდურობა, კრიტიკის მოსმენა...


+1

levani169

აბა როგორ მუშაობს? სახელმწიფო ყიდულობს მისგან პროდუქციას? საკვების დისტრიბუცია როგორ მუშაობს? ტანსაცმლის გაყიდვები როგორ მუშაობს? საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვები? სამშენებლო მასალების? ნებისმიერი რამის?

სოფლის მეურნეობის პროდუქციის დისტრიბუცია რატო უნდა იყოს სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი? მხოლოდ იმიტომ რომ სოფლის მოსახლეობას სხვა არაფრის კეთება არ უნდა და არც ეშვება მიწას და წუწუნს, რომ არაფერი გამოდისო?  არავინაა ვალდებული შეინახოს სხვა.

QUOTE

არა არ მუშაობს სხვაგან მასე,არც ყიდულობს მაგრამ არც ახრჩობს ადგილობრივ წარმოებას,არ კლავს ბაზარს,არ ლობირებს იმპორტს,არ ახრჩობენ უამრავი რეგულაციებით,პრიორიტეტად ისახავენ მსოფლიოს ქვეყნების ბაზრებზე შეღწევას,ასუბსიდირებენ მეცნიერულ მიდგომებს და ტექნოლოგიების დანერგვას სფეროში ............... ეს ყველაფერი არა,ჩამოთვლილიდან ერთი მაინც მითხარი რომ აკეთებდეს შენი სახელმწიფო?
საუბარიც კი წყლის ნაყვაა ამ ქვეყანაში,არამც თუ წარმოება ............ იყიდე მთავრობასთან აფელირებული იმპორტიორების ნაგავი და გაყიდე საცალოდ,ესაა ამ ქვეყნის ეკონომიკა და თურმე ქართველი მწარმოებელი მეცნიერიც უნდა იყოს გენური ინჟინერიის დონეზე და სტივ ჯობსის დონის მარკეტოლოგიც,ასეთები ყოფილან თურქები და ჰოლანდიელები.

აი რა ვთქვა. ორივენი მართლები ხართ.
მე არ დავდივარ საზღვარგარეთ. ჩემი მეგობრები დადიოდნენ კორონაობამდე.
ამბობენ, თურქეთშიც კი სოფლებში ყველა ოჯახს, ყველანაირი მათთვის საჭირო სასოფლო მანქანა დანადგარები და ტექნიკა ეზოში უდგათო.
ჩვენთან როგორ არის?
რომ დაგეხმარნენ კიდეც, დავუშვათ გრანტს გაძლევენ 60-40ზე, სოფლის მკვიდრმა საიდან მოიტანოს ის60%?
მერე მეორე, იმ ტექნიკის ფასი ისეა აწეული რომ, რეალურად ისეთივეს მეორადს, ოღონდ ცოტახნით ნახმარს, მათგან შემოთავაზებულის 30% ში იყიდი.
ჩემს საქმეში ზუსტად ასე არის.
სახელმწიფო რეალურ დახმარებას არ უწევს პოტენციურ პროდუქციის შემქმნელს.
სახელმწიფო ძირითადად ეხმარება ბიუროკრატების და ენჯეოშნიკების ახლობლებს ატკატის არსებობით.
ის რომ ჩვენ უნდა ვიშრომოთ და ვიწვალოთ, რა თქმა უნდა.
მე პირადად ჩემი საქმე მეცნიერულ დონეზე მაქვს შესწავლილი და გუშინაც დავწერე, 23 წელი მოვანდომე ამ საქმეს და ეხლა გზა გამეხსნა საქართველოში არსებული სურსათის თითქმის ყველა ქსელებში.
უბრალოდ მე ვერ მოვახერხებ მაგდენს ჯერჯერობით.
სწორია ეხლა ეს?

Posted by: straight away 2 Jul 2020, 08:26
სანამ ჩვენ აქ ზოგადსაკაცობრიო (ქართულ) პრობლემაზე ვბჭობთ, იმ კაცმა თითქმის სულ გაყიდა თავისი ჭარხალი. აღარ ინერვიულოთ smile.gif
QUOTE
სახელმწიფო რეალურ დახმარებას არ უწევს პოტენციურ პროდუქციის შემქმნელს.
სახელმწიფო ძირითადად ეხმარება ბიუროკრატების და ენჯეოშნიკების ახლობლებს ატკატის არსებობით.

არც აწყობს. თავიანთი ახლობლები გააკეთებენ ფირმას და შემოიტანენ იგივე პროდუქციას ბიუროკრატიის გვერდის ავლით და იაფად.
QUOTE
სწორია ეხლა ეს?

23 წელი ბევრია თუ ცოტა?
ცოტაა. თაობები ჭირდება საკუთარი ბრენდის შექმნას. შვილები და შვილიშვილები აგრძელებენ ათწლეულების წინ დაწყებულ ბრენდულ ბიზნესს.
ყველის, ძეხვის, ღვინის, საათის, მანქანის და ა.შ.
მომეწონა როცა ,,ერთ ადამიანს"ვკითხე რა პროფესიას ირჩევ მეთქი და მიპასუხა - კვების ტექნოლოგიასო.
ასე იქმნება ,,იმპერიები" ჩემო კახაბერ.
ყურებს ნუ ჩამოვყრით მეგობრებო, თუ 99-ჯერ არ გაამართლებს მე-100-ედ გაამართლებს, როგორც თომას ედისონს გაუმართლა.
თუ ,,როლს-როისის" გამოშვებას გადაწყვეტთ, ამისთვის ბევრი შრომა, ცდა და ცოდნა დაგჭირდებათ.

Posted by: gia1970 2 Jul 2020, 09:46
QUOTE
იმ კაცმა თითქმის სულ გაყიდა თავისი ჭარხალი.

up.gif
სტაფილო უფრო მოთხოვნადია თუ ჭარხალი?
ისე გამიგი რომ
ერთიც და მეორეც სომხეთიდან შემოდის ხოლმე

Posted by: straight away 2 Jul 2020, 10:25
gia1970
QUOTE
ერთიც და მეორეც სომხეთიდან შემოდის ხოლმე

კიი, გამიგია კი არა ბაზრის ნახევარი სულ მანდედან შემოტანილია.
ამ კაცს კიდევ მუხლებზე დაჩოქილები ეხვეწებოდნენ ოღონდ არ გადახნა მოსავლიანი ბაღიოsmile.gif
შვილმაც ფეისბუქზე მიაწერა აი რა დღეში ვართ, გვიფუჭდება მოსავალიო.
ხალხმაც დაიჯერა და სხვაც დააჯერა თუ როგორ კარგავს აზრს ყველანაირი შრომა და მოსავლის მოყვანა საქართველოში.
მერე ამ კაცმა (ძალიან მშრომელი კაცი ჩანს) მაინც გამოიჩინა დიდსულოვნება და გადაწყვიტა მოსავლის ამოღება მიწიდან,
და ჰოი საოცრებავ, 2 ტონა ჭარხალი არ დარჩა გაუყიდავი.
გადავრჩით ბატონებო, გადავრჩით.

პ.ს. სტაფილო უფრო მოთხოვნადია.

Posted by: gia1970 2 Jul 2020, 10:50
straight away
ჰექტარზე 2 ტონაზე მეტი არ მოდის ჭარხალი?

Posted by: straight away 2 Jul 2020, 11:49
gia1970
მოდის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში 2 ტონაღა ჰქონდათ გასაყიდი.
* * *
https://www.sulakauri.ge/product/serotonini/

ვისაც დრო გვაქვს წავიკითხოთ smile.gif))
თემატურია

Posted by: Grows 2 Jul 2020, 19:49
სეროტონინის დოზებს თუ თვითნებურად იღებდა სავარაუდოდ მოვლენები საინტერესოდ და დრამატულად უნდა განვითარდეს biggrin.gif

Posted by: straight away 2 Jul 2020, 20:22
Grows
კაპტოპრიქსის ტაბლეტებს smile.gif
დასავლური ცივილიზაციის დეგრადაციის თანამედროვე ისტორიაა.

ბებერი ფერმერების ალმანახი ჯობს ისევ....

Posted by: Grows 2 Jul 2020, 21:45
straight away

smile.gif

ეჰ საით მივექანებით კაცმა არ იცის. საკვებად გამოსაყენებელ პროდუქტს ათასნაირ საწამლავს ვასხამთ, მიწა მიწას აღარ ჰგავს და ბოსტნეული ბოსტნეულს.

Posted by: straight away 2 Jul 2020, 23:29
Grows
თუ გინდა გეტყვი მომავლის საკვებს smile.gif
შეიძლება ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ გამიხსენეთ 30-40 წლის მერე.
ადამიანს ხომ ჭირდება დღიური 2000 - 2500 კალორია...
მე ამ კალორიებს დავპრესავ 3 აბად, დღესი სამჯერ დასალევად და დღიური ნორმა მიღებული იქნება.
იაპონელებმა უკვე დაიწყეს საკვების ზომებში შემცირება კალორიების გაზრდის პარალელურად,
აიღებ ზღვის პროდუქტების პაშტეტს (5 კუბური სანტიმეტრის მოცულობისაა), ნიგვზის, თხილის და სეზამის დაფქვილი და ავოკადოს ზეთით შეზავებულ მარცვლების კუბიკს (ზომაში იგივეა) და დესერტისთვის კრემიან ნამცხვარს (10 სმ3) და გამოვა 2500 კკალ 1 დღისთვის.
მომავალში ეს 20 სმ3 კიდევ უფრო დაპატარავდება და მიიღებს აბების ფორმას. ყველა საჭირო ინგრედიენტი და კალორია იქნება თავმოყრილი.
აღარ იქნება საჭირო 1 ძროხის შეჭმა.
აგერ მე და აგერ იაპონია
ნახავთ თუ ასე არ იქნება

Posted by: kaxaberski66 2 Jul 2020, 23:46
straight away
QUOTE
23 წელი ბევრია თუ ცოტა?
ცოტაა. თაობები ჭირდება საკუთარი ბრენდის შექმნას. შვილები და შვილიშვილები აგრძელებენ ათწლეულების წინ დაწყებულ ბრენდულ ბიზნესს.
ყველის, ძეხვის, ღვინის, საათის, მანქანის და ა.შ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ, როგორც შენ ღაღადებ სიმართლის დიდ ნაწილს, ისე ლევანიც ღაღადებს სიმართლის არა ნაკლებ ნაწილს.
ეხლა ჩემი კომპანიონის მაგალითს მოვიყვან სახელმწიფოსგან დახმარების მხრიდან.
ის იაფი კრედიტი მისცეს იმ დროს როცა დაიწყო აწარმოე საქართველოში.
როცა დაიწყებ წარმოებას და საქმეს სერიოზულად მიუდგები, აღმოჩნდება რომ არ არის საკმარისი წინა კრედიტი.
მოითხოვა და უთხრეს გეყოფაო. ამასაც პრეტენზია არ ჰქონდა, წავიდა და ბანკიდან აიღო ჩვეულებრივი კრედიტი.
ცოტა ხნის შემდეგ სთავაზობენ, დაგაფინანსებენ თუ იყიდი რომანოვის ცხვარსო. 60% შენი და 40% დაფინანსებაო.
მე მეკითხება შენ რას მირჩევო.
მე ვკითხე შენ რა უპასუხე მეთქი.
მე ვუთხარი რომანოვის ცხვარი რად მინდა, ჩვენი ქართული ცხვარი რითი არის ცუდიო?
არა, თუ დაგაფინანსებთ, აუცილებლად საზღვარგარეთიდან უნდა შემოიყვანო ცხვარიო. საქონელიც ასევე არისო.
მე ვუთხარი, არ გაეკარო მეთქი. მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზედ რომანოვის ცხვარი არც ერთ კოლმეურნეობას არ ჰყოლია და საქართველოს კლიმატს როგორ შეეგუება არავინ არ იცის მეთქი.
ის ცხვარი რომ დაიხოცოს რაიმე ავადმყოფობით, მათი ფული სულ რომ ნაჩუქარი იყოს, შენი 60% ხომ წყალში გადაყარე მეთქი?
მეც ეგ ვუპასუხეო.
ანუ რა გამოდის? დირექტივა მოსდევს იმ ფულს და რეალურად სოფლის მეურნეობის განვითარებაზედ ნაკლებად ფიქრობენ.
კობა, რასაც შენ ამბობ სწავლა სწავლა და სწავლაო, მეც გეთანხმები. მაგრამ იმ სწავლას მერე ტექნიკა და აღჭურვილობა სჭირდება რასაც სწავლის შემდეგ ვერ იყიდი, იმიტომ რომ აქ არ იყიდება, თუ მოგიყვანენ და როგორც წინა წერილში დავწერე, შეიძლება ძალიან დიდ ვალში ჩაგაყენონ და აზრი დაეკარგოს ყველაფერს.
* * *
straight away
QUOTE
მომავალში ეს 20 სმ3 კიდევ უფრო დაპატარავდება და მიიღებს აბების ფორმას. ყველა საჭირო ინგრედიენტი და კალორია იქნება თავმოყრილი.
აღარ იქნება საჭირო 1 ძროხის შეჭმა.
აგერ მე და აგერ იაპონია
ნახავთ თუ ასე არ იქნება

რა იაპონია კაცო. ეგ გერმანიაზე თქვა ილარიონ შევარდნაძემ. biggrin.gif

Posted by: straight away 3 Jul 2020, 00:51
kaxaberski66
QUOTE
მე ვუთხარი, არ გაეკარო მეთქი. მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზედ რომანოვის ცხვარი არც ერთ კოლმეურნეობას არ ჰყოლია და საქართველოს კლიმატს როგორ შეეგუება არავინ არ იცის მეთქი.
ის ცხვარი რომ დაიხოცოს რაიმე ავადმყოფობით, მათი ფული სულ რომ ნაჩუქარი იყოს, შენი 60% ხომ წყალში გადაყარე მეთქი?
მეც ეგ ვუპასუხეო.

ეს ერთი მაგალითია წარმატებული ნაბიჯის და სწორი გადაწყვეტილების.
წარმატება სწორი ნაბიჯების ერთობლიობაა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არსებობს ერთი მცნება - კონკურენცია.
შენი საქმიანობა ვიღაცისთვის არ არის სასიამოვნო და შეიძლება ეცადოს კონკურენტის ჩამოცილებას.
ამისთვის უამრავი ხერხი არსებობს. ერთი ძველი წიგნია სუნ ძის ომის ხელოვნება. გენერლების სამაგიდო წიგნი იყო ადრე და ეხლა ბიზნესმენების მაგიდაზე გადმოინაცვლა. იგივე მეთოდებს იყენებენ, რასაც ომში smile.gif
,,არ შეშინდე გოგიაჯან" ,,ტანკისტი იყავი ომამდე" smile.gif
ამით რისი თქმა მინდა იცი, ჩვენი სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, არც მათ ბიზნესებზე. აქვთ თავისი ვიწრო მერკანტილური ხედვები.
ეს ზემოთაც დავწერე. მაგრამ ამის გამო ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ.
არავინ არ მოდის და არ გვეუბნება: დაიწყე ეს ოხერი ბიზნესი, 1 დღეში ყველა საბუთს მოგიგვარებთ, ტექნიკასაც გათხოვებთ, 0.5 პროცენტიან სესხსაც მოგცემთ და 10 წლის მერე დაიწყე გადახდა, სათესლე მასალასაც მოგცემთ, დაზღვევას გავაკეთებთ უნივერსალურს. რასაც მოიყვან ჩვენ ვიყიდით და რასაც ვერ ვიყიდით საზღვარგარეთ გაგაყიდინებთ, თუ 10 კაცს დაასაქმებ მოგების გადასახადს გაგიუქმებთ. და ა.შ.
რა ვქნათ, არ გვეუბნებიან.
და ვითხოვთ რამეს საერთოდ?
ვინმეს უთხოვია რომ დაბალპროცენტიანი სესხები რატომ არ არის, ან ამის გამო საპროტესტო აქცია მოუწყვია?
არა!
გერმანია - იაპონიის გეოპოლიტიკურ სიტუაციას აღწერდა კი, მახსოვს smile.gif

Posted by: Grows 3 Jul 2020, 03:25
straight away

კი ხორცის ხელოვნურად შექმნაზეც მუშაობენ.

მაგრამ კუჭს ხო შამსება უნდა? აბები შაამსებს? biggrin.gif

Posted by: vOn3Cic4 3 Jul 2020, 03:54
QUOTE
ადამიანს ხომ ჭირდება დღიური 2000 - 2500 კალორია...
მე ამ კალორიებს დავპრესავ 3 აბად, დღესი სამჯერ დასალევად და დღიური ნორმა მიღებული იქნება.
იაპონელებმა უკვე დაიწყეს საკვების ზომებში შემცირება კალორიების გაზრდის პარალელურად,
აიღებ ზღვის პროდუქტების პაშტეტს (5 კუბური სანტიმეტრის მოცულობისაა), ნიგვზის, თხილის და სეზამის დაფქვილი და ავოკადოს ზეთით შეზავებულ მარცვლების კუბიკს (ზომაში იგივეა) და დესერტისთვის კრემიან ნამცხვარს (10 სმ3) და გამოვა 2500 კკალ 1 დღისთვის.
მომავალში ეს 20 სმ3 კიდევ უფრო დაპატარავდება და მიიღებს აბების ფორმას. ყველა საჭირო ინგრედიენტი და კალორია იქნება თავმოყრილი.
აღარ იქნება საჭირო 1 ძროხის შეჭმა.

მოკვდება ეგრე ადამიანი smile.gif ასწლეულები დასჭირდება ადამიანის ორგანიზმის ეგრე გადაწყობას. ბრმანაწლავი უამრავი საუკუნეა ადამიანს აღარ სჭირდება, მაგრამ მაინც გვაქვს. biggrin.gif 30-40 წელიწადი კატასტროფულად მცირე დროა სამაგისოდ. 300-500-1000 წლის შემდეგ შეიძლება
კუნთების ატროფიიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველაფერს დაიზიანებს ეგრე. ცარიელი კალორიები არავის არაფერში არ სჭირდება.
უამრავი ორგანო გადაგვარდება უფუნქციობის გამო.

ნასაც კი სამომავლო გრძელვადიანი მოგზაურობებისთვის იმ სცენარს კი არ ამუშავებს, რომ საკვები რამენაირად დაპრესონ, ამუშავებს გეგმას რომ საკვები გზაში გაზარდონ და მოიყვანონ.
რეალურად 2500 კალორიის აბში ჩატენვას დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებშიც კი, არაფერ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს

Posted by: straight away 3 Jul 2020, 06:55
კუჭი ყველაზე ელასტიური ორგანოა. რაც ნაკლებს ჭამ, მით უფრო პატარავდება და ცოტას სჯერდება.
ცუდი შედარებაა, მაგრამ ავიღოთ ძაღლის საკვები. ან კატის. კომბინირებული საკვებია, აბების სახით. აღარ ჭირდება ძაღლს 3 კილო ხორცი. 150 გრამი კომბინ. ბურთულებიც საკმარისია.
გენეტიკურად ადამიანს წინაპრისაგან გადმოსდევს გენებიც და ამავდროულად ახდენს გარემო პირობების მიხედვით ცვლილებებსაც.
როცა საქმე-საქმეზე მიდგება, ,,კარგად ავითვისებთ" ასეთ კომბინირებულ აბებს. დავჯერდებით მცირე ულუფებს. თუნდაც თავდაპირველად მხოლოდ შორ მანძილზე გადაადგილებისას. მერე ჩვეულებრივი რუტინა გახდება.
იყო ერთი შემთხვევა, ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება მარტო ჯემს ჭამდა. 18 წლის ასაკში იყო ისეთივე ჯანმრთელი როგორც სხვა ადამიანები.
სხვა საკვები საერთოდ გასინჯული არ ქონდა. ე.ი. შეიძლება ორგანიზმის მოდიფიკაცია.

Posted by: kaxaberski66 3 Jul 2020, 08:56
ერთმა კახელმა თქვა, ჩემი ვირი ჭამას უნდა გადავაჩვიოვო.
მეორე დღიდან ყოველდღიურად უმცირებდა ვირს ულუფას.
ორი კვირის თავზე ჭამას გადააჩვია და ცოტა ხანში ვირი მოკვდა.
ეს კახელი მეზობლებში ჩიოდა. ამის დედა ვატირე, ვირი ძლივს გადავაჩვიე ჭამას და სწორედ ეხლა მოკვდაო.

Posted by: Grows 3 Jul 2020, 09:18
kaxaberski66
biggrin.gif

---------------------

Posted by: koba1973 3 Jul 2020, 10:27
QUOTE
ჰექტარზე 2 ტონაზე მეტი არ მოდის ჭარხალი?

როგორ არ მოდის, გაცილებით მეტი მოდის. ჩემს სოფლელს მოყავს საქონლის საკვები ჭარხალი მთლად ზუსტად არ მახსოვს მაგრამ მგონი 40 ტონა მოდის.

Posted by: levani169 3 Jul 2020, 10:27
QUOTE (straight away @ 2 Jul 2020, 23:29 )
Grows
თუ გინდა გეტყვი მომავლის საკვებს smile.gif
შეიძლება ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ გამიხსენეთ 30-40 წლის მერე.
ადამიანს ხომ ჭირდება დღიური 2000 - 2500 კალორია...
მე ამ კალორიებს დავპრესავ 3 აბად, დღესი სამჯერ დასალევად და დღიური ნორმა მიღებული იქნება.
იაპონელებმა უკვე დაიწყეს საკვების ზომებში შემცირება კალორიების გაზრდის პარალელურად,
აიღებ ზღვის პროდუქტების პაშტეტს (5 კუბური სანტიმეტრის მოცულობისაა), ნიგვზის, თხილის და სეზამის დაფქვილი და ავოკადოს ზეთით შეზავებულ მარცვლების კუბიკს (ზომაში იგივეა) და დესერტისთვის კრემიან ნამცხვარს (10 სმ3) და გამოვა 2500 კკალ 1 დღისთვის.
მომავალში ეს 20 სმ3 კიდევ უფრო დაპატარავდება და მიიღებს აბების ფორმას. ყველა საჭირო ინგრედიენტი და კალორია იქნება თავმოყრილი.
აღარ იქნება საჭირო 1 ძროხის შეჭმა.
აგერ მე და აგერ იაპონია
ნახავთ თუ ასე არ იქნება



პიდარასტებს ებრძვიან,სხვა აანაირი ინტერესი არ აქვთ!

Posted by: koba1973 3 Jul 2020, 10:32
QUOTE
პიდარასტებს ებრძვიან,სხვა აანაირი ინტერესი არ აქვთ!

ეგ ფილმი გამახსენდა წეღან მეც. biggrin.gif

Posted by: bako70 3 Jul 2020, 19:31
QUOTE (straight away @ 3 Jul 2020, 06:55 )
კუჭი ყველაზე ელასტიური ორგანოა. რაც ნაკლებს ჭამ, მით უფრო პატარავდება და ცოტას სჯერდება.

როგორც ბრძენი ხალხი იტყოდა ,,მუცელს აღორებ, ღორია და აქორებ, ქორიაო"

Posted by: koba1973 4 Jul 2020, 09:32
ძველებური თქმულებაა ასეთი: სანადიროდ წავიდნენ და რომ შემოაღამდათ დაბანაკდნენ ტყეშიო, უმცროსი წყლის მოსატანად გაგზავნეს წყაროზე. გზად გუდა იპოვა და გადაწყვიტა წყლის მოსატანად გამოეყენებინა. შეუდგა წყაროს მაგრამ ვერ გაავსო, რაც ბევრი წყალი ჩადიოდა მით უფრო იწელებოდა ტიკი და დიდდებოდა. უკან დაბრუებულმა კითხა უხუცესებს იმ ტიკის ამბავი. ეგ მარტო ადამიანის კუჭი შეიძლება იყოსო, რაც ბევრს ჩადებ უფრო მეტი უნდაო.

Posted by: levani169 4 Jul 2020, 11:56
QUOTE (koba1973 @ 4 Jul 2020, 09:32 )
ძველებური თქმულებაა ასეთი: სანადიროდ წავიდნენ და რომ შემოაღამდათ დაბანაკდნენ ტყეშიო, უმცროსი წყლის მოსატანად გაგზავნეს წყაროზე. გზად გუდა იპოვა და გადაწყვიტა წყლის მოსატანად გამოეყენებინა. შეუდგა წყაროს მაგრამ ვერ გაავსო, რაც ბევრი წყალი ჩადიოდა მით უფრო იწელებოდა ტიკი და დიდდებოდა. უკან დაბრუებულმა კითხა უხუცესებს იმ ტიკის ამბავი. ეგ მარტო ადამიანის კუჭი შეიძლება იყოსო, რაც ბევრს ჩადებ უფრო მეტი უნდაო.

კუჭზე ხარბი ადამიანის თვალია ........... შავი (რუხი და ქვაღორღიანიც კარგია) მიწის გარდა ვერაფერი ვერ აძღობს.

Posted by: kaxaberski66 4 Jul 2020, 23:05
ეხლა რადენად დამიჯერებთ არ ვიცი.
დღეში ერთხელ ვჭამ. ჩემი სამხარი, სადილი და ვახშამი ერთი და იგივეა.
მიზეზი ის არის რომ, დილით ლუკმა ყელში არ გადადის. მერე სახლიდან გასულს და საქმეში შესულს ჭამა აღარ მახსენდება.
სახლში რომ მოვალ, მაშინ არის ჩემი სადილ ვახშამი. ასე, ღამის თერთმეტ საათზე.
ოღონდ, კარგად ნავახშმევი და ერთ ბოთლ ღვინო დალეული ვწვები დასაძინებლად.
როგორც ამ წუთს მაგალითად.
რავიცი, კუჭი იმხელაა რამხელაც 10 წლის წინ იყო.

Posted by: Grows 4 Jul 2020, 23:54
kaxaberski66

არ დაპატარავდა ხო? biggrin.gif


Posted by: levani169 5 Jul 2020, 00:22
კუჭზეა თემა და ღორს რაც მეტს აჭმევ მით უფრო პატარა უხდება კუჭი ............ ორი თვალით ნანახს და მრავალწლიან გამოცდილებას ვეყრდნობი.

Posted by: kaxaberski66 6 Jul 2020, 01:25
Grows
მე მგონი არ დაპატარავდა, მაგრამ არც ზედმეტად მოღორებულა.
დღესაც ასე იყო. პირველად საჭმელად დავჯექი 11 საათზე და ერთი ბოთლი ღვინო სადამდეც გამყვა, იქამდე ვისამხარსადილვახშმე. ეხლა ნაპატივები დავწექი და იმედი მაქვს მშვიდობიანი დილა გათენდება.

Posted by: straight away 6 Jul 2020, 09:49
გეუბნებით მე თქვენ, კუჭს როგორც მიაჩვევთ, ისე იქნება. აგერ კაცი დღეში უკვე ერთხელ ჭამს და არანაირი პრობლემა არ აქვს.
თან ყოველდღე 1 ბოთლი ღვინოო. ღვინო იმდენ მიკროელემენტებს შეიცავს არაფრის მიყოლება აღარ უნდა.
მერე, მომავლის ტექნოლოგიებით ამ 1 ბოთლის მოცულობაში შემცირებით, მივიღებთ ჯერ ერთ ჩიქას, მერე ერთ შაქრის ნატეხის ხელა კუბიკს, ზუსტად იგივე მიკროელემენტებით და ალკოჰოლით. (ერთხელ არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნ ქვევრში აღმოჩნდა შემონახული 19 საუკუნის ღვინო, რომელსაც ჟელატინის კონსისტენცია ჰქონდა. კუბიკებად დავჭერით და გავსინჯეთ. თქვენ წარმოიდგინეთ თრობის ეფექტი კიდევ ჰქონდა შემორჩენილი).
ავლიპესთან ერთი კაცი მიიყვანეს, რომელიც ამტკიცებდა რომ ტელეფონით ფოტოების გადაღებას შევძლებთო. უსმინეს, უსმინეს, კითხვებიც დაუსვევს და მერე აინშტაინის (თუ სწორად მახსოვს ამ მეცნიერის სახელს ეძახდნენ იდეინი გიჟების პალატას) კაბინეტში მოათავსეს.

პ.ს. 3 დღე თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მივედი იმ დასკვნამდე, რომ გამოთქმა ,,შრომა აკეთილშობილებს ადამიანს" - ის ავტორს მოვუ%&$@ნ მსოფლმხედველობა და დევიზი.
წუხელ ისეთი დაღლილი მოვლასლასდი სახლში საჭმლის ჭამის და დაბანის თავი კი არა, ტუფლებიც ბავშვებმა გამხადეს და სკამზევე დამეძინა.

Posted by: Grows 6 Jul 2020, 10:18
straight away

შრომა აკეთილშობილებსო და არა წაქცევამდე მუშაობაო biggrin.gif ზომიერებაა საჭირო biggrin.gif

თან კალორიების ტაბლეტებიც არ გამოუგონიათ ჯერ თორემ ჰო გადაყლპავადი რამდენიმეს მუშაობის კვალდაკვალ და არც ეგრე გამოგეცლებოდა ძალა user.gif

Posted by: straight away 6 Jul 2020, 16:05
მგონი აჯობებს ჩვენ დავისვენოთ, ვიქეიფოთ, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ და სხვებმა იმუშაონ. მაგალითად უზბეკებმა
user posted image
მერე რა რო ყურძნის სამშობლო ვართ და ტრალი ვალი....
ტაჯიკები ვამუშაოთ. ჩინელები, ვიეტნამელები. ჩვენ გავერთოთ...

Posted by: Grows 6 Jul 2020, 23:21
straight away

ეგ უნდა ქართველების დიდ ნაწილს. ქართველი ჰაბიტუსით არის უფროსი biggrin.gif

არ იქნებოდა მართლა ურიგო. რომ გვქონდეს აწყობილი ეკონომიკა, იაფი მუშახელი თავისით მოვიდოდა სამეზობლოდან. მაგრამ ჯერ საწარმოები უნდა გაკეთდეს.

Posted by: kaxaberski66 6 Jul 2020, 23:40
straight away
უკვე კი არა, არც მახსოვს, მე როდესმე დღეში სამჯერ მეჭამოს.
ორჯერ რომ ვჭამო, ზოგჯერ ხდება ხოლმე, ძალზე იშვიათად. ერთხელ ნამდვილად ვჭამ.
დღეს ღვინო ლუდით ჩავანაცვლე.
straight away
იგ ქიშმიშის ჯიშის ყურძენი ჩვენ არ მოგვყავს და იმიტომ შემოდის.
უზბეკებში ეგ ტრადიციული წესია დაქიშმიშების. მე როგორც ვიცი პლოვშიც ხმარობენ.

Posted by: koba1973 7 Jul 2020, 07:32
kaxaberski66
QUOTE
დღეში ერთხელ ვჭამ. ჩემი სამხარი, სადილი და ვახშამი ერთი და იგივეა.

ორგანიზმისთვის კარგი არ არის მასეთი რეჟიმი როგორც ვიცი. ყოველ შემთხვევაში მე მეორე ტიპის დიაბეტის ერთ მიზრზად ეგ დამისახელეს.
ღმერთმა ჯამრთელი გამყოფოს.

Posted by: kaxaberski66 7 Jul 2020, 09:02
koba1973
ალბათ მართლაც არ არის კარგი დღეში ერთხელ ჭამა. ისიც დაწოლის წინ, მაგრამ მე ჩემზე ჯერჯერობით ვერ ვატყობ რაიმე უარყოფით ზემოქმედებას.

Posted by: NorthWest 8 Jul 2020, 13:22
შემოვდივარ ხოლმე და ვკითხულობ ამ თემას. ძალიან მიხარია, რომ თქვენისთანა ხალხი არსებობს. ძალიან ბევრი რაღაც გავიგე საინტერესო თქვენგან. ყველას წარმატებებს გისურვებთ.

Posted by: kaxaberski66 8 Jul 2020, 22:03
NorthWest
QUOTE
შემოვდივარ ხოლმე და ვკითხულობ ამ თემას. ძალიან მიხარია, რომ თქვენისთანა ხალხი არსებობს. ძალიან ბევრი რაღაც გავიგე საინტერესო თქვენგან. ყველას წარმატებებს გისურვებთ.

გაიხარე. მადლობა კეთილი სურვილებისთვის.
სხვებმაც თქვეს რომ კითხულობენ სოფლის მეურნეობის თემებს.
აქ მშვიდობიანი ხალხია და თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს სოფლის გამოცდილების, უეჭველი უპასუხებენ, ან დააკვალიანებენ მაინც.

Posted by: NorthWest 8 Jul 2020, 22:54
QUOTE (kaxaberski66 @ 8 Jul 2020, 22:03 )
NorthWest
QUOTE
შემოვდივარ ხოლმე და ვკითხულობ ამ თემას. ძალიან მიხარია, რომ თქვენისთანა ხალხი არსებობს. ძალიან ბევრი რაღაც გავიგე საინტერესო თქვენგან. ყველას წარმატებებს გისურვებთ.

გაიხარე. მადლობა კეთილი სურვილებისთვის.
სხვებმაც თქვეს რომ კითხულობენ სოფლის მეურნეობის თემებს.
აქ მშვიდობიანი ხალხია და თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს სოფლის გამოცდილების, უეჭველი უპასუხებენ, ან დააკვალიანებენ მაინც.

ემიგრაციაში ვარ და დაინტერესებული ვარ სოფლის მეურნეობით. კერძოდ რძის წარმოებით. ვცდილობ დავაგროვო თეორიული ცოდნა და რომ დავბრუნდები, სოფელში გადავიდე საცხოვრებლად. კარგი თემაა ძალიან. ყველაზე სასარგებლო. თან საქართველოს რეალობას აქ უფრო ვეცნობი.

Posted by: kaxaberski66 9 Jul 2020, 08:51
NorthWest
ჩვენთან მეცხოველეობა და შესაბამისად რძის წარმოებაც დიდ სირთულეებს განიცდის.
აქ არ არის მარტივი მაგ დარგში დასაქმება, მაგრამ შეუძლებელიც არ არის თუ კაცი სერიოზულად მოინდომებს და ფინანსურადაც უზრუნველყოფილია.
წარმატებებს გისურვებ.

Posted by: straight away 9 Jul 2020, 09:45
NorthWest
კეთილი იყოს თქვენი ,,ფეხი" ამ თემაში. თქვენი ინტერესიც მისასალმებელია. უფრო გაძლიერდება ჩვენი მეურნეობა. რძის წარმოება - რეალიზაციაში კახაბერსკი უდავოდ ლიდერია აქ და დიდი ხნის გამოცდილებაც აქვს. არც ის და არც ჩვენ (შესაძლებლობების ფარგლებში) არ დაგზარდებით კითხვებზე საპასუხოდ. ასევე თხოვნა მექნება, იქნებ იმ ქვეყნის პრაქტიკა და მდგომარეობაც გაგვიზიაროთ, რომელშიც ამჟამად იმყოფებით. იქნებ რაიმე სასარგებლო ვიპოვოთ. ასე რომ მზად ვართ ორმხრივი თანამშრომლობისათვის smile.gif
* * *
პ.ს. გუშინ სოფლის კარაქი კგ. 18 ლარად ვიყიდე. რძე- 4 ლარად. ყველი 10 ლარად და კვერცხი 40 თეთრად.
ერბო ჯერჯერობით ვერ ვიშოვე, მაგრამ სავარაუდო ფასი 25 ლარი ეღირებაო.

Posted by: kaxaberski66 9 Jul 2020, 10:50
straight away
რძე გიყიდია ნამეტანი ძვირად. რაიმე განსაკუთრებული თვისებების მატარებელია?
თუ გინდა ჩამოგიტან კარაქს 12 ლარად, გადაადნე და მიიღებ ერბოს.

Posted by: straight away 9 Jul 2020, 11:42
kaxaberski66
QUOTE
რძე გიყიდია ნამეტანი ძვირად.

შამეშალა... 2 ლიტრიანი ვიყიდე 4 ლარად. დანარჩენი ფასები სწორია.
კარაქი 12 ლარად? ე.ი. ეგ მიყიდია ძვირად smile.gif

Posted by: kaxaberski66 9 Jul 2020, 12:10
straight away
ხო, ჩვენი ქარხნიდან ექსკლუზივი.

Posted by: straight away 9 Jul 2020, 16:39
kaxaberski66
ამას რომ მოვრჩები, მერე თქვენსას ვიყიდი smile.gif

Posted by: Kobalty 9 Jul 2020, 22:41
მშრომელ ხალხს სალამი..

ჩემმა 2 წლის, სახეივანო ვაზმა დაიწყო დაბუჩქვა, გაზაფხულზე კი წავაჭერი დაბლიდან ამონაყრები, ისევ და ისევ ამოდის..
ეხლა რო წავაჭრა/გავსხლა - რამე ხო არ მოუვა?

Posted by: NorthWest 9 Jul 2020, 22:45
აქ ბრიტანეთში რძე არც ისე ძვირია ერთიანად, რომ ჩააბარო, თუმცა სახელმწიფო ძალიან ეხმარება ფერმერებს, რომ პირველ რიგში მათი ნაწარმი გასაღდეს. გუშინ კიდევ უფრო დაწიეს მოგების გადასახადი საკვები პროდუქტების წარმოებაზე. სახელმწიფოს თანადგომის გარეშე რთულია ყველანაირი ბიზნესი. აუცილებლად მექნება შეკითხვები სამომავლოდ, თუმცა ჯერ ვერ გადამიწყვეტია დაბრუნება. რთული სიტუაციაა საქართველოში. სამომავლოდ აუცილებლად და ვემზადები. მინდა მოვაწყო მანდ ისე ყველაფერი, რომ სახელმწიფოზე სახვეწარი არ მქონდეს. მადლობა, რომ გამომეხმაურეთ. სოფელში მინდა ცხოვრება. თბილისი შემძულდა. ძალიან ცუდი ქალაქია, ძალიან...

Posted by: straight away 9 Jul 2020, 22:58
Kobalty
როგორც ვხვდები საძირედან ამოიყარა დამატებითი ყლორტები ხო?
წესით არაფერი არ უნდა მოუვიდეს, კარგად გალესილი სასხლავით ააჭერი.
ლევანი 169 მაგის სპეციალისტი და უფრო პროფესიულ რჩევას მოგცემს.
კარტოფილმა რა ქნა?

NorthWest
ერთიანად ჩაბარებისას ფასი აქაც დაბალია, დაახლ. 80 თეთრი ღირს. სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარება ფერმერებს ნაწარმის გაყიდვაში. თუმცა საღი რძე დეფიციტშია. მიზეზი ალბათ ისაა, რომ ფერმერები ცდილობენ რძის პროდუქტები (ყველი) აწარმოონ და ის გაყიდონ. მაგრამ რატომ ღირს რძე ასე იაფი არ ვიცი. სუპერმარკეტებში ლიტრის (პასტერიზებული) ფასი 3.5 ლარია. მაგრამ, როგორც ვიცი, სულ ფხვნილისგან ამზადებენ.
პირველ რიგში, მინდა მოგიწონოთ ის აზრი, რომ არ ფიქრობთ სახელმწიფოსგან სერიოზულ დახმარებაზე. იმედი 99%-ით გაგიცრუვდებოდათ.
საკუთარი ძალით უნდა ააწყოთ ყველაფერი.
თბილისი მოგწონთ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, მაინც მოგიწევთ ამ ქალაქთან კონტაქტი, რადგან მოსახლეობის მესამედი აქ ცხოვრობს და თუ რამეს აწარმოებთ, გასაღების ბაზარი აუცილებლად აქ იქნება smile.gif

Posted by: Kobalty 9 Jul 2020, 23:18
straight away
QUOTE
როგორც ვხვდები საძირედან ამოიყარა დამატებითი ყლორტები ხო?

საძირე ან დაბლა მონაკვეთს გულისხმობ? თუ კი - კი მანდედანაც და შუა წელშიც მოშნად გაიბუჩქა..
ტალავერისთვის მინდა, შესაბამისად მინდა რო სიმაღლეში წავიდეს მხოლოდ, რომ მაღლა გავტოტო..
ანუ სადღაც 3 მეტრის სიმაღლეზე მარტო ღერო რო იყოს უფოთლოდ..

QUOTE
კარტოფილმა რა ქნა?

კარგად არიან, მგონი იგუა ჰოლანდიურმა ჯიშმა ერწოს წმინდა ჰავა და კლიმატი. smile.gif
12-13 მაგი უწერია ინსტრუქციაში ამ პიკასოს მოსავალი და ვნახოთ, უწამლოდ და წახმარების გარეშე 6-მაგი თუ მაინც დადო.. smile.gif

Posted by: NorthWest 10 Jul 2020, 00:12
ძალიან გაძვირებულია მანდ ყველაფერი მოკლედ... მადლობა მეგობრებო, თქვენც ასევე წარმატებას გისურვებთ.
ქართველებს ეხლა გვჭირდება, როგორც არასდროს აზრიანი და პროდუქტიული შრომა.
მანდ გამოგზავნილი ფული ისევ უკან გადის.
სამწუხაროდ ეს ვერ შეიგნო ემიგრანტების უმეტესობამ.

Posted by: levani169 10 Jul 2020, 00:24
QUOTE (Kobalty @ 9 Jul 2020, 22:41 )
მშრომელ ხალხს სალამი..

ჩემმა 2 წლის, სახეივანო ვაზმა დაიწყო დაბუჩქვა, გაზაფხულზე კი წავაჭერი დაბლიდან ამონაყრები, ისევ და ისევ ამოდის..
ეხლა რო წავაჭრა/გავსხლა - რამე ხო არ მოუვა?

კი,უნდა გააცალო აუცილებლად,რაც გჭირდება მხოლოდ ის დატოვე.

Posted by: Kobalty 11 Jul 2020, 14:18
levani169
straight away
მადლობა..
მორწყვა რა სიხშირით უნდა 3 წლის ვაზს და რა ოდენობის წყალი, ხო არ იცით?

Posted by: iGreen. 11 Jul 2020, 15:35
Kobalty
QUOTE
მორწყვა რა სიხშირით უნდა 3 წლის ვაზს და რა ოდენობის წყალი, ხო არ იცით?

ვაზს და მითუმეტეს 3 წლისას ძალიან იშვიათად სჭირდება მორწყვა, შეიძლება ითქვას გამონაკლის შემთხვევებში. ეგ ის შემთხვევებია როცა ხანგრძლივი გვალვების გამო მცენარე დასტრესვას იწზებს და მოსავლის ხარისხი ფუჭდება. დასავლეთში და მთიან ადგილებში საკმარისი ნალექია და მეეჭვება მსგავსი რამ მოხდეს.

Posted by: straight away 12 Jul 2020, 09:09
Kobalty
არაფრის,
ვაზის რწყვა ნიადაგზეა დამოკიდებული. სილიანი ნიადაგი ნესტს კარგად ინარჩუნებს და ნაკლები მორწყვა უნდა. თიხიანი წყალს ადვილად კარგავს და მალე შრება შესაბამისად.
მე პირადად, როცა ვაზის ნერგები ავიტანე, ისეთი ნიადაგი შევარჩიე, სადაც მიწისქვეშა წყალი გამოდის და სულ ჩრდილია. ეს ორ რამეში დამეხმარა: ვიცი რომ იქ ხშირად ვერ ავდივარ, ამიტომ მორწყვის პრობლემა მექნებოდა. ეხლა ავტომატურად ირწყვებაsmile.gif მე ჯერ არცერთხელ არ მომირწყავს. პარალელურად მზეც არ აწუხებს. მაგრამ სამომავლოდ გადავიტან სხვა ადგილას, თან მეშინოდა ზედმეტმა წყალმა რამე პრობლემა არ გამოიწვიოსთქო, თუმცა ჯერჯერობით კარგად მიდის ყველაფერი და არ უჩივის არაფერს smile.gif

Posted by: dadssn 12 Jul 2020, 16:07
გამარჯობა მეგობრებო, მაინტერესებს სამეზობლოში როდესაც ღორების ფერმის სუნი გაწუხებს, არის თუ არა ეს საკითხი კანონით დარეგულირებელი? საოჯახო მარნის მოწყობას ვგეგმავ და არ მინდა სტუმრები ღორის მძღნერის სუნით გავანებივრო

Posted by: straight away 12 Jul 2020, 20:14
dadssn
სამეზობლო სამართლით წესრიგდება კი.
ჯერ მეზობელს დაელაპარაკე. იქნებ გადააქვს სხვა ადგილას, იქნებ თანხმდებით და კანონებით საუბარი არც იყოს საჭირო.
აიღე ერთი ბოთლი ღვინო, გადადი, ჩამოსხედით ჩრდილში, გაუმხილე გეგმები, ისიც უთხარი შენი ბიზნესი (სამწვადე ხორცი უეჭველი დაგჭირდება და რაღა შორს იარო) პირდაპირ კავშირშია ჩვენ მომავალ საერთო საქმიანობასთანთქო...
მე ესე მოვიქცეოდი და რა ვიცი.
* * *
თუ უარი გითხრა, ადექი, წამოდი და მაგის სახლის გვერდით ქათმების ფერმა ჩადგი. დამერწმუნე 10-ჯერ საშინელი სუნი და ბუზი იცის ქათამმა.

Posted by: dadssn 12 Jul 2020, 21:35
straight away
17მეტრი გალავანი გავაკეთე ქვით და აგურით რაც დაახლ 10კ ლარი მიზის, მაგისმა ბრიგადამ ამიშენა და ესეც მუშად მუშაობდა, ჩემს მიწაზე ავაშენე მტკაველ მიწაზე რო არ ყოფილიყო ლაპარაკი და 16 დღე იმუშავა ჯამში 8 დღის ფული გამომართვა და 8 კიდე საერთო საქმეში მიაწერეო, დღეს კიდე იმ 8 დღის ფულიც მომეცი თუ მე ვერ გადმოვახურებ ჩემსკენ და ვერაფერში გამოვიყენებო, ზედ ამ კედლის გაგრძელებაა მაგისი საღორე, ასე ლაპარაკით ვერაფერს შევაგნებინებ როგორც შევატყე, აქეთ შეტევაზე გადმოვიდა.

Posted by: straight away 12 Jul 2020, 22:20
აი აქ ჩვენ გვაინტერესებს 175 - ე მუხლი. 1-ლი პუნქტის ჩანაწერი ,,სუნი"
შენ გაქვს თმენის ვალდებულება, თუ უმნიშვნელოა, ან საერთოდ ხელს არ გიშლის.
მაგრამ თუ ხელს გიშლის, შეგიძლია მოითხოვო კომპენსაცია, ან მოსთხოვო ექსპოატაციის შეჩერება.
ღონდ ხელის შეშლა უნდა იყოს დასაბუთებული (ექსპერტის მიერ როგორც წესი)
user posted image

Posted by: dadssn 13 Jul 2020, 01:32
straight away
საინტერესოა, როგორც ფიზიკური პირი, როგორც მეზობელი, გავაფრთხილე რომ სუნი მაწუხებდა და ამის პრევენციისათვის არსებობს უამრავი ხერხი, პირველ რიგში დასუფთავება და თუნდაც ბიო ბაქტერიის გამოყენება, მაგრამ მხოლოდ აგრესია და უკმაყოფილება მივიღე, არადა როგორია 10-20-30 კაცს თუნდაც ღვინის დეგუსტაციაზე ათმენინო გაუსაძლისი პირობები, ამიტომ ვცდილობ თადარიგი დავიჭირო, საქმიანობიდან გამომდინარე კი თმენის ვალდებულებით გამოდის რომ უნდა შევაჩერო საქმიანობა, ამიტომ ვცდილობ დავაზუსტო ეს საკითხი

Posted by: straight away 14 Jul 2020, 11:58
ტეხავს ეგეთი მეზობლის ყოლა. რა ვიცი, ღმერთს მადლობა, დღემდე ყველა მეზობელთან საერთო ეის გამონახვას ვახერხებ. დაჟე ცემა-ტყეპაც გვქონია, მაგრამ მერე ისევ ვრიგდებით ხოლმე smile.gif
ცოლის ბიძას ქონდა მსგავსი პრობლემა. მეზობელი აპირებდა ქათმის ფერმის აშენებას. დიდ ფერმაზე იყო ლაპარაკი და მეზობლებისგან თანხმობას ითხოვდა.
გავაფრთხილე ჩემი ნათესავი, ძალიან შეწუხდებით და მერე გვიან იქნება მეთქი. ფილტრებს დავაყენებ ისეთს, სუნს საერთოდ ვერ იგრძნობთო, ის მეზობელი აბოლებდა. არადა ,,ისე" ჯიგარი კაცია, ერთად ვქეიფობთ ხშირად, იქ რომ ვარ ხოლმე. მაგრამ ამ საკითხში კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. ოკლედ, ამ კაცმა მაინც გააკეთა ეს ფერმა და ფილტრი არა კოკა-კოლა, ისეთი სუნი დგას ზაფხულში, ვერ გაჩერდება ადამიანი გარეთ. ეხლა კი ნანობენ მეზობლები, რატომ მივეცით თანხმობაო, მაგრამ გვიანია. ბუზიც ბლომადაა სუნთან ერთად.
შეუძლიათ მოთხოვონ დემონტაჟი, თუ მოინდომებენ. თუმცა მაინც ითმენენ, როგორც მეგობრები და მეზობლები. მე არ მოვითმენდი.
მე რომ თქვენ ადგილას ვცხოვრობდე, აუცილებლად გადავატანინებდი იმ საღორეს სხვაგან, რა ფასადაც არ უნდა დამჯდომოდა.

Posted by: kranci 18 Jul 2020, 13:41

მოსავალი love.gif შენს ეზოში მოწყვეტილს მაინც სხვა გემო აქვს რა

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: MAKIAVELI_ 18 Jul 2020, 16:18
გამარჯობა. ცოტა თემას აცდენილია,მაგრამ წესით ამ განყოფილებაში უნდა ერკვევოდეთ ხალხი.
მოკლედ, პატარა სახლი და მიწის ნაკვეთი მერგო იმერეთის ერთ სოფელში. ხოდა აბანო და ტვალეტი გავაკეთე. კანალიზაცის მილი მინდა ჩავუშვა ძველ ჭაში,რომელსაც არავინ იყენებს. ახლა პრობლემა რაშია. მეზობლად ასე 20 მეტრში არის ჭა,რომელსაც სასმელად იყენებს რამოდენიმე ოჯახი,ხოდა ჩემი ჭიდან ხომ არ მიადგება იმათ ჭას ზიანი ? ერთმა მეზობელმა მითხარ, რადგან ჭები ასე ახლოს არის ერთმანეთან მოწიწავსო lol.gif facepalm.gif რამდენად არის შესაძლებელი ?


Posted by: kaxaberski66 18 Jul 2020, 18:01
MAKIAVELI_
QUOTE
სასმელად იყენებს რამოდენიმე ოჯახი,ხოდა ჩემი ჭიდან ხომ არ მიადგება იმათ ჭას ზიანი ? ერთმა მეზობელმა მითხარ, რადგან ჭები ასე ახლოს არის ერთმანეთან მოწიწავსო  რამდენად არის შესაძლებელი ?

არ ჩაუშვა. დროთა განმავლობაში შესაძლებელია დაბინძურდეს სასმელი წყალი.

Posted by: MAKIAVELI_ 18 Jul 2020, 18:40
kaxaberski66
მართლა შესაძლებელია ? ანუ ის ჭა ჩემი ჭის წყალს მოქაჩავს ?

20 მეტრი განა დიდი მანძილი არ არის ?

ახალი ჭის ამოთხრა მიწევს მაშინ და მუშების მოყვანა facepalm.gif


Posted by: iGreen. 18 Jul 2020, 20:36
MAKIAVELI_
მეგობარო სხვისი ჭაც რომ არ იყოს, 21-ე საუკუნეა და რად გინდა მასე კანალიზაციის ბუნებაში მიშვება, როცა სეპტიკის სისტემა არსებობს. დაგუგლე, ძალიან მარტივი ასაწყობია. ორი ავზია ერთმანეთთან მიერთებული, ერთში ჩადის ფეკალიები, მეორეში გადადის მარტო სითხე სადაც ფეკალიებია უკვე დაშლილი და ამ მეორე ავზიდან გაედინება ე.წ. ნაცრისფერი წყალი უკვე ე.წ. დაღვრის მინდორზე. ამ მინდორზე მცენარეები აითვისებენ ამწყალს მაგ. ბამბუკი ან ლელი. პირდაპირ მიშვებასთან შედარებით სხვაობა ისაა, რომ ამ ავზებში სასარგებლო ბაქტერიები ცხოვრობენ რომლებიც ფექალებში არსებულ ცუდ ბაქტერიებს და ჩხირებს ხოცავენ. თვეში ერთხელ სპეციალური ფხვნილის ჩაყრა მოგიწევს, რომელიც სასარგებლო ბაქტერიების გამრავლბას უწყობს ხელს. ამ მეთოდით ბაქტერიების ოდენობას თუ სწორად მახსოვს რიცხვი 80%-ით ამცირებ და დანარჩენი ბაქტერიებიც მიწაში იფილტრებიან. არის კიდე დამატებითი მექანიზმი რომელიც ვზებში ჟანგბადს აწვდის და ამის შედეგად ანაერობული ბაქტერიების გარდა აერობული ბაქტერიებიც ცოცხლობენ ავზში. რის შედეგადაც წყლის გაფილტვრის მაჩვენებელი 95%-მდე ადის. მოკლედ დაძებნე ინფორმაცია მეგობარო, ნაკლებად დააბინძურებ გარემოს და მეზობლებსაც ნაკლებ საფრთხეს შეუქმნი smile.gif

Posted by: kaxaberski66 18 Jul 2020, 21:07
iGreen.
QUOTE

მეგობარო სხვისი ჭაც რომ არ იყოს, 21-ე საუკუნეა და რად გინდა მასე კანალიზაციის ბუნებაში მიშვება, როცა სეპტიკის სისტემა არსებობს. დაგუგლე, ძალიან მარტივი ასაწყობია. ორი ავზია ერთმანეთთან მიერთებული, ერთში ჩადის ფეკალიები, მეორეში გადადის მარტო სითხე სადაც ფეკალიებია უკვე დაშლილი და ამ მეორე ავზიდან გაედინება ე.წ. ნაცრისფერი წყალი უკვე ე.წ. დაღვრის მინდორზე. ამ მინდორზე მცენარეები აითვისებენ ამწყალს მაგ. ბამბუკი ან ლელი. პირდაპირ მიშვებასთან შედარებით სხვაობა ისაა, რომ ამ ავზებში სასარგებლო ბაქტერიები ცხოვრობენ რომლებიც ფექალებში არსებულ ცუდ ბაქტერიებს და ჩხირებს ხოცავენ. თვეში ერთხელ სპეციალური ფხვნილის ჩაყრა მოგიწევს, რომელიც სასარგებლო ბაქტერიების გამრავლბას უწყობს ხელს. ამ მეთოდით ბაქტერიების ოდენობას თუ სწორად მახსოვს რიცხვი 80%-ით ამცირებ და დანარჩენი ბაქტერიებიც მიწაში იფილტრებიან. არის კიდე დამატებითი მექანიზმი რომელიც ვზებში ჟანგბადს აწვდის და ამის შედეგად ანაერობული ბაქტერიების გარდა აერობული ბაქტერიებიც ცოცხლობენ ავზში. რის შედეგადაც წყლის გაფილტვრის მაჩვენებელი 95%-მდე ადის. მოკლედ დაძებნე ინფორმაცია მეგობარო, ნაკლებად დააბინძურებ გარემოს და მეზობლებსაც ნაკლებ საფრთხეს შეუქმნი

მადლობა ამ ინფორმაციისთვის.
პირველად გავიგე მე თუ ასე მარტივად შეიძლებოდა ასეთი პრობლემის გადაწყვეტა.

Posted by: MAKIAVELI_ 18 Jul 2020, 22:08
iGreen.
გასაგებია და დიდი მადლობა,მაგრამ მაგდენის ჩალიჩის დრო და თავი რომ არ მქონდა იმიტომ მივადექი ამ ჭას,თორე ამოვთხრიდი ახალ ჭას და იქ გავუშვებდი.

პატარა ტრუბები ვიყიდე და უკვე მოვაწყვე, და რა ვიცი დავიჯერო 20 მეტრში მეორე ჭას ავნებს sad.gif

სადმე სხვაგან მოვიძევ ინფორმაციას. ნამდვილად არ მეგონა თუ 20 მეტროში მყოფი ჭა დაზიანდებოდა, ყველაფერი სახლაფორთოა რა
mad.gif ნერვები მომეშალა,რამდენი ვიშრომე არადა.

Posted by: iGreen. 19 Jul 2020, 11:42
kaxaberski66
QUOTE
მადლობა ამ ინფორმაციისთვის.
პირველად გავიგე მე თუ ასე მარტივად შეიძლებოდა ასეთი პრობლემის გადაწყვეტა.

არაფერს, ფინანსები თუ ხელს უწყობს კაცს, კიდე უფრო მარტივია smile.gif გამზადებული სეპტიკები იყიდება, მარტო მიერთება უნდა, უბრალოდ ზომის და მექანიზმის მიხედვით ფასი შეიძლება 5000 ევრო და მეტი ღირდეს smile.gif
user posted image

MAKIAVELI_
QUOTE
გასაგებია და დიდი მადლობა,მაგრამ მაგდენის ჩალიჩის დრო და თავი რომ არ მქონდა იმიტომ მივადექი ამ ჭას,თორე ამოვთხრიდი ახალ ჭას და იქ გავუშვებდი.

პატარა ტრუბები ვიყიდე და უკვე მოვაწყვე, და რა ვიცი დავიჯერო 20 მეტრში მეორე ჭას ავნებს  

სადმე სხვაგან მოვიძევ ინფორმაციას. ნამდვილად არ მეგონა თუ 20 მეტროში მყოფი ჭა დაზიანდებოდა, ყველაფერი სახლაფორთოა რა
ნერვები მომეშალა,რამდენი ვიშრომე არადა.

20 მეტრში კი არა 100 მეტრშიც შეიძლება ავნოს, მიწისქვეშა წყლების დინებას გააჩნია... მარტო ჭის და მათი სასმელი წყლის გაფუჭება არაა, სერიოზული დაავადების გამოწვევა შეუძლიათ ნაწლავის ჩხირებს... არაფერი დიდი ჩალიჩი არ უნდა, თუ 2-3 კაცის მეტი არ ხმარობს მაგ სისტემას, შეგიძლია 200-300 ლიტრიანი ავზები ააყენო. მაგის საკმარისორმოებს ერთი კაცი ამოთხრის ერთ დღეში, არც დასჭირდება. მილეის გადაერთებაც მარტივად შეიძლება... შენი გადასაწყვეტია რა უფრო მნიშვნელოვანია, ცოტათი მეტი ფინანსური და ფიზიკური დანახარჯი, თუ მეზობელი ოჯახის ჯანმრთელობის გარისკვა. პრინციპში ისე როგორ იქნება მათთან სუფრაზე არ მოხვდე და შენ თავად არ მოიწამლო მერე იმ ჭის წყლით, კარმა ოხერი რამეა smile.gif

Posted by: ლეოპარდი 21 Jul 2020, 19:03
წელს როცა ყველაფერი გაჩერდა ქვეყანაში, ჩემი ძირითადი საქმიანობაც ჩავარდა და სახლში დაჯდომა მომიწია ისე რომ სხვა ვერაფერი მოვნახე, დროზე ადრე გავედი ქალაქიდან და უკვე რამდენიმე თვეა აქ ვარ, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში. მართალია ქალაქს მიგვაერთეს აქ ადმინისტრაციულად, მაგრამ რეალურად ცალკე ვართ. აქ ძირითადად ზაფხულობით დავდიოდი ბავშვობაში, ემოციური ბმა მაქვს აქაურობასთან დიდი, თუმცა ამდენი თვეც არ დავრჩენილვარ აქ და მივხვდი რომ აქეთ მინდა გადმოსვლა, უბრალოდ ვფიქრობ ცხოვრების რიტმი, პირველ რიგში ჩემი მუშაობა როგორ უზრუნველვყო.
სერიოზულად დავფიქრდი აქ დარჩენაზე და ჩემი პატარა მეურნეობის მოწყობაზეც დავფიქრდი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი რამე არ ვიცი და საიდან რა დავიწყო უბრალოდ ცოდნა და გამოცდილება არ მაქვს...
არადა თბილისში აღარც მინდა დაბრუნება, ისე ვერ ვიტან უკვე მაგ ქალაქს სადაც მთელი ცხოვრება გავატარე. აქაც სხვების წარმატებულ გამოცდილებას რომ ვკითხულობ მოტივაციაც კიდევ უფრო მიძლიერდება. მაგრამ თან ცარიელი ენთუზიაზმით ვერაფერს ვიზამ. პრაქტიკულად რომ ვუყურებ, სერიოზული დროის გამონახვა უნდა და თან ამ დროში საკუთარი თავიც რომ უზრუნველყო პარალელურად სანამ რამეს ათვისებ, რომ საბოლოოდ გამართული მეურნეობა მოაწყო. და შესაბამისი სწორი რჩევებიც, რასაც ამ ქვეყანაში ნებისმიერ სფეროში რთულად პოულობ. ან რომც დაიწყო, მერე როგორ გამოგივა ყველაფერი...
ძალიან რთულია, როცა სფეროსთან არ გქონია შეხება და ნულიდან იწყებ.
ერთია სურვილები და მეორეა გარემოებები და შესაძლებლობა, რომ შეძლო ეს და რაღაცნაირად გული მწყდება.

Posted by: NorthWest 22 Jul 2020, 00:49
QUOTE (kaxaberski66 @ 11 Sep 2018, 00:54 )
საწყენია რომ ეს თემა მიყუჩდა.
მიყვარს ეს თემა. აქ ჩემი მთელი ფერმერული ცხოვრების ისტორია დავწერე. ბევრი ვიწვალე წერაში. ეხლა კლავიატურას ხელი მივაჩვიე თითქოს.
მაშინ როდესაც ვწერდი, ძალიან ვწვალობდი. საათობით ვუნდებოდი ერთი წერილის დაწერას.
მინდა ყველა წერილი ერთ თემად ვაქციო თავისი ახალი სათაურით. შეიძლება? გამოვა?
კიდევ დავუმატებ ძველი ამბებიდან რამეს. იქნებ ის ხალხი ვინც კითხულობდა ,,თემის ავტორის ჩათვლით,, ისევ გამოჩნდნენ?

სულ ვკითხულობ ამ თემას, როცა დრო მაქვს.
მადლობა, რომ გვასწავლით ყველა აქ მპოსტავი საინტერესო რაღაცეებს. მადლობა კარგო ადამიანებო!
* * *
QUOTE (ლეოპარდი @ 21 Jul 2020, 19:03 )
წელს როცა ყველაფერი გაჩერდა ქვეყანაში, ჩემი ძირითადი საქმიანობაც ჩავარდა და სახლში დაჯდომა მომიწია ისე რომ სხვა ვერაფერი მოვნახე, დროზე ადრე გავედი ქალაქიდან და უკვე რამდენიმე თვეა აქ ვარ, თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში. მართალია ქალაქს მიგვაერთეს აქ ადმინისტრაციულად, მაგრამ რეალურად ცალკე ვართ. აქ ძირითადად ზაფხულობით დავდიოდი ბავშვობაში, ემოციური ბმა მაქვს აქაურობასთან დიდი, თუმცა ამდენი თვეც არ დავრჩენილვარ აქ და მივხვდი რომ აქეთ მინდა გადმოსვლა, უბრალოდ ვფიქრობ ცხოვრების რიტმი, პირველ რიგში ჩემი მუშაობა როგორ უზრუნველვყო.
სერიოზულად დავფიქრდი აქ დარჩენაზე და ჩემი პატარა მეურნეობის მოწყობაზეც დავფიქრდი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრი რამე არ ვიცი და საიდან რა დავიწყო უბრალოდ ცოდნა და გამოცდილება არ მაქვს...
არადა თბილისში აღარც მინდა დაბრუნება, ისე ვერ ვიტან უკვე მაგ ქალაქს სადაც მთელი ცხოვრება გავატარე. აქაც სხვების წარმატებულ გამოცდილებას რომ ვკითხულობ მოტივაციაც კიდევ უფრო მიძლიერდება. მაგრამ თან ცარიელი ენთუზიაზმით ვერაფერს ვიზამ. პრაქტიკულად რომ ვუყურებ, სერიოზული დროის გამონახვა უნდა და თან ამ დროში საკუთარი თავიც რომ უზრუნველყო პარალელურად სანამ რამეს ათვისებ, რომ საბოლოოდ გამართული მეურნეობა მოაწყო. და შესაბამისი სწორი რჩევებიც, რასაც ამ ქვეყანაში ნებისმიერ სფეროში რთულად პოულობ. ან რომც დაიწყო, მერე როგორ გამოგივა ყველაფერი...
ძალიან რთულია, როცა სფეროსთან არ გქონია შეხება და ნულიდან იწყებ.
ერთია სურვილები და მეორეა გარემოებები და შესაძლებლობა, რომ შეძლო ეს და რაღაცნაირად გული მწყდება.

მეც ეგრე ვარ, რაც შენ დაწერე. უბრალოდ მე ინგლისში ვცხოვრობ და რომ დავბრუნდები სოფელში მინდა ცხოვრება. თუ არ ვცადეთ, არაფერი გამოვა. მთავარია გჯეროდეს და არასოდეს არ დანებდე!

Posted by: tavadze 22 Jul 2020, 01:28
kaxaberski66
iGreen.
მეზობელმა გააკეთა ჩემთან სოფელში ეგრე. მართლაც მარტივია.
ლეოპარდი
QUOTE
თუმცა ამდენი თვეც არ დავრჩენილვარ აქ და მივხვდი რომ აქეთ მინდა გადმოსვლა,

მე სოფელში გავიზარდე და იქაურობა არათუ უცხო არაა, პირიქით. ახლა რომ ვუფიქრდები, მეც მენანება მივატოვო ყველაფერი და ისევ აქეთ წამოვიდე სამუშაოდ. ახლანდელი დისტანციური რეჟიმი კი მაწყობს, მაგრამ შემოსავალია მცირე.
თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა. მით უფრო - თბილისთან ახლოს ხარ, ეს კი დიდი შეღავათია.
პ.ს. 4 დღეა, თბილისში ვარ და დღეს მაციებდასავით. იმედია, კოვიდი არ მაქვს. biggrin.gif

Posted by: ლეოპარდი 22 Jul 2020, 04:40
tavadze

QUOTE
მე სოფელში გავიზარდე და იქაურობა არათუ უცხო არაა, პირიქით.


ის სოფელი, სადაც არასოდეს მიცხოვრია და საიდანაც წარმოშობით ვართ, იმის გაყიდვა მომიწია გურიაში. რომ მახსენდება ახლაც გული მტკივა.
მაგრამ გამოსავალი არ დარჩა. ჯერ დიდი ბაბუა რომ გარდაიცვალა, ბაბუაჩემმა აღარ მიხედა კარ-მიდამოს, არ ჩადიოდა და გავერანდა ოთხმოცდაათიანებში როცა გურიაში ჩასვლა კი არა თბილისიდან ცხვირს ვერ ვყოფდით ვერსად. იქაურმა მეზობლებმა რომ ნახეს აღარ ჩანანო, დედა უტირეს სახლს: გაზიდეს აბსოლუტურად ყველაფერი თვითონ სახლის ჩათვლითაც. მხოლოდ ბეტონის ოთხი კედელი დატოვეს სახლისგან. რომ გამოვჩნდით ისევ, გავოგნდით თუ რა უქნეს სახლს. ბაბუა რომ გარდაიცვალა მე და დედა ვაქტიურობდით იქ სიარულით, დედამ თავის თავზე და თავის ძმაზე გაყო მიწა როგორც სამკვიდრო, რეალურად კი შუაში ღობე არ დავსვით, მიწა რომ გაყო ორივე ნაწილი ერთი მეორის გარეშე ფასსაც და ფუნქციასაც კარგვს. ბიძაჩემს აშკარად არ აინტერესებდა იქაურობა და ვფიქრობდი ფულს მოვაგროვებ და გამოვისყიდი მისგან მეთქი, მაგრამ ვინ მაცალა. ამ ზაფხულს დამირეკა და მთხოვა: ძალიან მეჩქარება ფული, მყიდველი მადგას მაგრამ მთელი ნაკვეთი უნდა და არა არტო ჩემი ნახევარი, და შენც თუ არ დამთანხმდი შენი წილით, ყოყმანობს უკვე და ნუ დამტოვებ მშრალზეო.
განსაკუთრებით დედა დაღონდა. თითქოს ამოვიგლიჯეთ ჩვენი ხელით რაღაცა საკუთარი თავიდან. მაგრამ რომც უარი მეთქვა, ბიძას გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი წილის გაყიდვა, არ დამელოდა რომ გამომესყიდა მე თვითონ და ამით ჩვენი ნაწილი გახდებოდა უსარგებლო და გამოუყენებელი იქ. მოკლედ გადავუფორმეთ ჩვენც...
თან რომ დავფიქრდი, ასე გაფორმებული მიწა და სახლისგან დარჩენილი ოთხი კედელი რომელიც ჩემს წილში იდგა, როდემდე იქნებდა ასე ვინ იცის. რომ დავფიქრდი თუ რა ხარჯები სჭირდება სახლის ხელახლა აშენებას, ჩემი შესაძლებლობებით ძალიან დიდხანს ვერაფერს ვიზამდი. თან რომ ააშენებ, იქაც უნდა იყო, თორემ ისევ გაზიდავენ ყველაფერს იქაურები. ჯერ მარტო იმაზე დამწყდა გული, წლების მერე დედა და მე რომ გამოვჩნდით, ზოგმა მეზობელმა ისეთები იკადრა. ვისაც დაპატრონება უნდოდა იმ ნაკვეთის და არ გამოუვდა, რომ დაგვინახა, არიქა გამოჩნდნენო და მავნებლურად დაიწყო ჩენს ეზოში უზარმაზარი ხეების ჩეხვა, აქაო და თუ მე არ დამრჩა არც თქვენ შეგერგოთო. გავაჩერე როცა დავემუქრე ხის უკანანო ჭრისთვის დაგიჭერენ-მეთქი, მოგვიანებით აიყარა და საერთოდ გადავიდა იქიდან. ჩავედით, დედამ ეკლიანი მავთულით დროებითი ღობე აღადგინა რომ არაფერი შესულიყო შიგნით და როცა თბილისში დავბრუნდით მეორე მეზობელმა, რომელიც პირში გვიცინოდა და ჩვენი ჩასვლით ისიც დაიბოღმა (რადგან გავიგეთ იმასაც უნდოდა იქაურობის დათრევა), ჩახსნა ღობე და საქონელი მიუშვა, გადაუარეს იქაურობას... თხილი იყო დარჩენილი ჩვენთან და მოსავლის აღების დრო რომ მოდიოდა, სანამ თბილისიდან ჩავიდოდით იქაურები უკვე იღებდნენ. სიმწრით მეცინებოდა ხალხის ქცევაზე, ამდენმა მავნებლობამაც ამიცრუა გული... და ამ დროს ბიძაჩემმაც არ დამაცადა, ამ წელს როცა სამუშაოც დავკარგე და ფიზიკურად ფული არ მქონდა რომ მისი ნაწილი გამომესყიდა, ზუსტად ახლა მიაყიდა თავისი ნახევარი და იძულებული გაგვხადა ჩვენც გაგვეყიდა.
საცხოვრებლის გამოცვლა არ მიჭირს, პირიქით, იმასაც ვამბობდი ოდესმე გურიაში მინდა მეთქი, მაგრამ რომც გადავსულიყავი ახლა, სამუშაოთი ვერ უზრუნველვყოფ ჩემს თავს იქ და არც იმდენი შემიძლია რომ რამე დიდი მეურნეობა და ბიზნესი წამომეწყო. ფინანსურად რაც მქონდა ამ წელიწადმა იმაშიც უკან დამხია.
მე არა, მაგრამ დედა ბავშვობაში იყო ხოლმე გურიაში და გიჟდება იქაურობაზე. მეც გადმომყვა ეს სიყვარული. შეიძლება ადამიანი იქ არ გაიზარდო, მაგრამ იქ ტრიალებდეს შენი აზრები. და ემოციურად ძალიან მძიმეა გაყიდო მართალია გაველურებული და ჩამოქცეული, მაგრამ მაინც შენი მიწა, სადაც იცი რომ ასორმოცდაათი წელი მაინც შენი ოჯახი და მოდგმა ცხოვრობდა იქ. გადაფორმების მერე დავჯექი და გონებაში ჩამოვყევი თაობების მიხედვით იქ ვინ დაბადებულა, ვის რა უკეთებია, რა სიხარული და სიმწარე გამოუცდიათ იქ, ყველაფერი კიდევ ერთხელ განვიცადე და დავღონდი ძალიან. ერთი ის არის, რომ კარგი მოსახლე შევუშვით იქ, მონდომებულია რომ აგრობიზნესისთვის გამოიყენოს იქაურობა და მე თუ ვერ ვიყენებდი, ის მაინც შეიტანს სიცოცხლეს კარ-მიდამოში... რომ ჩავალ შევივლი, მოვიკითხავ, თვალს შევავლებ რას გააკეთებს.

აქეთ კი ჩვენს აგარაკზე განვმარტოვდი დედასთან ერთად, აქ მიხედილია სახლი და ეზო, რომელიც დედაჩემის აშენებულია. და აქ სული და გულია ჩადებული. მიწა აქ სახნავ-სათესად დიდად არ ვარგა, და 1200 მეტრზე ზღვის დონიდან ზოგ კულტურას საწარმოო მასშტაბისთვის ვერ გაახარებ, მაგრამ მეფუტკრეობა მაინტერესებს და ჯერ ვფიქრობ რა და როგორ ვქნა. ყოველ შემთხვევაში აქ მინდა წელიწადის ძირითადი დროის გატარება, თბილისის დაკეტილ ბინას გავაქირავებდი, ახლა იმაზე ვფიქრობ როგორ შევუთანხმო ამ ყველაფერს ჩემი მუშაობა...

Posted by: tavadze 22 Jul 2020, 09:20
ლეოპარდი
QUOTE
ის სოფელი, სადაც არასოდეს მიცხოვრია და საიდანაც წარმოშობით ვართ, იმის გაყიდვა მომიწია გურიაში. რომ მახსენდება ახლაც გული მტკივა.

რა ცუდი ისტორიაა, სად გქონდა სოფელი ასეთ ადგილას! sad.gif sad.gif ცუდი სამეზობლო გყოლია. ასეა - როცა არ უვლი, მერე სხვებს უჩნდებათ ამბიცია, მაგრამ მაინც გამაკვირვა მეზობლების მტაცებლურმა ბუნებამ.
მეგონა, ერთი ჩვენი თანასოფლელის ისტორიას წერდი, თუმცა ის მიწა არ გაუყიდიათ და ამით მივხვდი, რომ სხვაგან ხდებოდა მოქმედება. 40 წელზე მეტია, ის ოჯახი არ მოუკითხავს არავის. არადა, შვილები სუ ვაკე-საბურთალოზე ცხოვრობენ და ფინანსურად არასოდეს უჭირდათ, მაგრამ მე ის ხალხი იქ ჩასული არ მახსოვს, მხოლოდ მშობლების დასაკრძალად ჩავიდნენ. საუკეთესო ეზო ჰქონდათ, სახლიც - 2 სართულიანი და იმ დროის კვალობაზე ზაან მოდურად გაწყობილიც, თურმე რა ჭურჭელს, რა ნივთს არ ნახავდი იქ, მაგრამ ნელ-ნელა იშლებოდა ეს ყველაფერი. მერე მეზობლებმაც დაუწყეს გაზიდვა, იქ ღობე მოიშალა და საქონლის სათარეშო გახდა, განადგურდა თანდათან... ამ რამდენიმე წლის წინ ოჯახის ვაჟმა, მაინც ნადგურდებაო და კარ-ფანჯრების გაყიდვა გადაწყვიტა. მართლაც იყიდა ერთმა ადგილობრივმა და გადაიტანა სახლში. ეს რომ გაიგეს მისმა დებმა (1 ძმა და 2 და არიან), გაიშალეს თმები და გავარდნენ გურიაში - არიქა, ანადგურებს ჩვენი ძმა მამაჩვენის ოჯახსო. ავტობუსიდან ჩასულებმა სახლამდე სულ კივილ-კივილით გაიარეს გზა, შეიყარა სოფელი - ეგონათ, ვიღაცა მოკვდა. ამათ ეზოში ჩასულებმა თურმე სულ ხეებს ურახუნეს თავი, ეს რა დღეში ჩავარდნილა აქაურობაო, იმ კაცსაც უკან მოატანინეს ის კარ-ფანჯარა, ფულიც დაუბრუნეს, დაყარეს სახლში, წამოვიდნენ და წამოვიდნენ ისევე უკვალოდ, როგორტც მანამდე იყვნენ წამოსულები... ის კარ-ფანჯარაც დალპა თუ დაიტაცეს, ის ეზოც ისევ გავერანდა და საბოლოოდ ის სახლიც ჩაიქცა, ის ხალხი კი მას მერეც აღარ ჩასულა იქ.
ჩვენთანაც არიან მასეთები, თუმცა, საბედნიეროდ, ისეთიც ბევრია, მიტოვებულ სახლკ-კარს, მინიმუმ, შეგნებულად რომ არ ანადგურებს და ცდილობს, პატრონს შემოუნახოს. საბედნიეროდ, ბოლო წლებში რამდენიმემ აღადგინა სახლ-კარი. თან, ისეთებმა, სულ რო არ ველოდით - თბილისში, ვაკე-ვერა-საბურთალოზე დაბადებულ-გაზრდილებმა, რომლებიც ბავშვობაშიც იშვიათად იყვნენ იქ. ჩემს უბანში ამ ზაფხულს ერთი დაგვიბრუნდა მასეთი გადახვეწილი - ბათუმში ცხოვრობენ და ადრე კი უვლიდნენ იქაურობას, მაგრამ ერთი 20 წელია, არც ამოდიოდნენ. რაც შეგვეძლო, ვცდილობდით, არ გაპარტახებულიყო იქაურობა - სახლიც დაგვითოვლია, ღობეებიც შეგვირემონტებია (იმის მიუხედავად, რომ მუშა კაცი დეფიციტია უბანშიც და სოფელშიც, დაცლილია იქაურობა), მაგრამ შენსას შენ თუ არ მიხედე... ახლა დაბრუნდა ოჯახის უფროსი, არემონტებს იქაურობას და ისე გვიხარია, მთელი კუთხე ვეხმარებით, რაც შეგვიძლია - ვინ ხელს წავუკრავთ მძიმე საქმეებზე, ვინ საჭმელს მიაწვდის, ვინ ვახშმად გადაიპატიჟებს...
მოკლედ, კარგი და ცუდი ყველგანაა, მაგრამ მაინც გამიკვირდა და მეწყინა შენი ისტორია.
* * *
ხალხნო, ეს რა ჯიშის კიტრია, ვინმემ იცით? ოღონდ მართლა კიტრია, საზამთრო არ გეგონოთ? biggrin.gif გემო კი აქვს კარგი
user posted image

user posted image

საზამთრო, აი, ესაა

user posted image

ესეც ბადრიჯან-წიწაკა და სხვა ჯიშის კიტრები

user posted image

user posted image

user posted image

ესეც ცოტა უცნაური კიტრია - ბუშტში რომ წყალი ჩაასხა და გაიწელება, ისეთი ფორმა აქვს, მაგრამ კიტრს მაინც ჰგავს biggrin.gif

user posted image

ეს - ჩემი წლევანდელი პირველი მოსავალი ლობიო. თუმცა გვალვის გამო პარკები არ დაიზარდა, მაგრამ მაგ პრობლემას ყველა უჩივის.

user posted image

Posted by: ლეოპარდი 22 Jul 2020, 11:08
tavadze

QUOTE
რა ცუდი ისტორიაა, სად გქონდა სოფელი ასეთ ადგილას!


ცალკე სოფელი იყო ექადია. ახლა ოზურგეთს მიუერთეს.

QUOTE
მუშა კაცი დეფიციტია უბანშიც და სოფელშიც, დაცლილია იქაურობა


ეგ კიდევ ცალკე თემაა - ხელოსნის მონახვა. უმარტივესი საქმე მქონდა, ეზოს გარშემო მანდ ბოძები უნდა გამაგრებულიყო და ხელახლა გაეკეთებინათ მავთულის ზღუდე. ვეძებეთ და კაცი ვერ მოვნახეთ ვინც გააკეთებდა, ერთი ხელოსანი ავიყვანეთ და გამაოცა მისმა პასუხმა, ის კი არა რომ ვერ ვაკეთებო, რომ გადახედა ეზოს (დიდია ეზო) ოჰ ეს რა ამბავია, ამდენს რა შემოღობავსო, უარი თქვა, თითქოს ფულს არ ვთავაზობდი. smile.gif ბოლოს აჭარიდან ჩამოსულმა კაცმა გაგვიკეთა ეგ საქმე და არა იქაურმა.

Posted by: koba1973 22 Jul 2020, 12:37
QUOTE

რა ცუდი ისტორიაა, სად გქონდა სოფელი ასეთ ადგილას!  ცუდი სამეზობლო გყოლია.

ისე გაგიკვირდა თითქოს ყველგან მასე არაა. მეორე სახლი გვაქვს ჩემი სახლიდან 1,5 კილომეტრში, დაკეტილია და წელიწადში მხოლოს რამსენჯერმე მივდივართ, რისი წაღებაც შეიძლებოდა წაიღეს. ისევ მეზობლებმა რადგან რამდენჯერმე ჩავსაფრდი ქურდის გამოჭერა მინდოდა, რა თქმა უნდა უშედეგოდ. რომ მეგონა ვერავინ დამინახა ისე მოვედიო, შემომძახებდა რომელიმე მეზობელი: საით ხარ დაგინახე მოხვედიო.

მეგობართან გვერდზე კაცი გარდაიცვალა 20 წელზე მეტია, შვილები არ ყოლია, მხოლოდ ძმის შვილები. დაკრძალვის მერე არ ჩამოსულან. მეგობარმა იფიქრა ეგენი აქ ჩამომსველები არ არიანო და თბილისში მიაკითხა. ასე და ასეო ადგილის ყიდვა გადავწყვიტე თუ გაყიდითო, კი ბატონო ფასს მოვიფიქრებთო და მეორე კვირას 40000$ გავყიდითო. სიტყვის უთქმელას გამოტრიალდა. რა უნდა ეთქვა? აეხსნა 6 ათასად უკეთესს იყიდი როცა გინდაო? აზრი არ ქონდა. მაგ ამბიდან ათიოდე წლის მერე ჩამოვიდნენ და განცხადება გააკრეს იყიდებაო, თუმცა ისევ ვერ გაყიდეს. თუმცა ადგილი თავისია და რასაც უნდა დააფასებს.

Posted by: Kitamin 22 Jul 2020, 16:11
გამარჯობა.
მოკლედ ასეთი პატარა პრობლემა მაქვს და იქნებ გამოცდილმა ხალხმა დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე.

ქარმა ბროწეულის ხე/ბუჩქი( რავი როგორცაა, რამდენიმე ძირია მიწიდან ამოსული) ამოაგდო მიწიდან ფესვებიანად და როგორ შეიძლება რომ გადავარჩინო?

ანუ მინდა ახლა რომ ეს ბროწერულის "ნერგები" ისე დავრგო რომ არ გავაფუჭო და ეს შესაძლებელია? თუ აღარაფერი ეშველება?

მე ვფიქრობ სარები შევუდგა და პატარა ორმო ამოვთხარო ახლოს და წყალი დავუსხა და ისე ჩავრგო. რაიმე უკეთესი ვარიანტი გაქვთ? მიწა დავტკეპნო ზემოდან რომ გადავრგავ?

და ხომ ვერ მეტყვით რა ინტენსივობით დავუსხა წყალი ამ გვალვაში? ან საერთოდ როგორ უნდა ბროწეულს წყალი?

მადლობა.
* * *
ახლა ვეღარ ვარედაქტირებ პოსტს.

და წინაზე მიწერია, რომ ფესვებიანადაა მაგრამ შემეშალა და საერთოდ მოტეხილია, ფესვი არ აქვს და შესაძლებელია რომ გადარჩეს? რამენაირად რომ გადაირგას ან წყალში მქონდეს ან რაიმე იდეა არ გაქვთ?

Posted by: tavadze 22 Jul 2020, 19:07
Kitamin
QUOTE
და წინაზე მიწერია, რომ ფესვებიანადაა მაგრამ შემეშალა და საერთოდ მოტეხილია, ფესვი არ აქვს და შესაძლებელია რომ გადარჩეს? რამენაირად რომ გადაირგას ან წყალში მქონდეს ან რაიმე იდეა არ გაქვთ?

ვერაფრით გაგახარებ - სამწუხაროდ, მოტეხილს არაფერი ეშველება, მაგრამ ფესვებიდან ამოიყრის ისევ.

Posted by: straight away 1 Aug 2020, 22:40
Kitamin
გვიან კი ვწერ, სავარაუდოდ გახმებოდა კიდეც თქვენი ბროწეული, მაგრამ ერთი მეთოდი შეიძლებოდა რომ გვეცადა:
მერქნის ქვედა მხარე (ფესვებისკენ) უნდა დაჩეჩქვოთ და ჩადოთ სველ მიწაში და ინტენსიურად რწყათ, შეიძლებოდა გაეხარა. მე მაქვს პრაქტიკაში ნაცადი და ალუბალი გამიხარებია / გამიცოცხლებია.

Posted by: თორნიკე- 2 Aug 2020, 13:27
QUOTE (Kitamin @ 22 Jul 2020, 16:11 )
გამარჯობა.
მოკლედ ასეთი პატარა პრობლემა მაქვს და იქნებ გამოცდილმა ხალხმა დამაკვალიანოთ როგორ მოვიქცე.

ქარმა ბროწეულის ხე/ბუჩქი( რავი როგორცაა, რამდენიმე ძირია მიწიდან ამოსული) ამოაგდო მიწიდან ფესვებიანად და როგორ შეიძლება რომ გადავარჩინო?

ანუ მინდა ახლა რომ ეს ბროწერულის "ნერგები" ისე დავრგო რომ არ გავაფუჭო და ეს შესაძლებელია? თუ აღარაფერი ეშველება?

მე ვფიქრობ სარები შევუდგა და პატარა ორმო ამოვთხარო ახლოს და წყალი დავუსხა და ისე ჩავრგო. რაიმე უკეთესი ვარიანტი გაქვთ? მიწა დავტკეპნო ზემოდან რომ გადავრგავ?

და ხომ ვერ მეტყვით რა ინტენსივობით დავუსხა წყალი ამ გვალვაში? ან საერთოდ როგორ უნდა ბროწეულს წყალი?

მადლობა.
* * *
ახლა ვეღარ ვარედაქტირებ პოსტს.

და წინაზე მიწერია, რომ ფესვებიანადაა მაგრამ შემეშალა და საერთოდ მოტეხილია, ფესვი არ აქვს და შესაძლებელია რომ გადარჩეს? რამენაირად რომ გადაირგას ან წყალში მქონდეს ან რაიმე იდეა არ გაქვთ?

გამარჯობა. დარჩენილი ფესვები ანუ ძირი ჩარგეთ წყალი დაასხით დიდი შანსია ისევ ამოიყაროს და გაცოცხლდეს. old.gif

Posted by: tavadze 2 Aug 2020, 21:50
ლეოპარდი
QUOTE
ცალკე სოფელი იყო ექადია.

გამიგონია ეგ სოფელი, თუმცა ნამყოფი არა ვარ.
QUOTE
ეგ კიდევ ცალკე თემაა - ხელოსნის მონახვა. უმარტივესი საქმე მქონდა, ეზოს გარშემო მანდ ბოძები უნდა გამაგრებულიყო და ხელახლა გაეკეთებინათ მავთულის ზღუდე. ვეძებეთ და კაცი ვერ მოვნახეთ ვინც გააკეთებდა, ერთი ხელოსანი ავიყვანეთ და გამაოცა მისმა პასუხმა, ის კი არა რომ ვერ ვაკეთებო, რომ გადახედა ეზოს (დიდია ეზო) ოჰ ეს რა ამბავია, ამდენს რა შემოღობავსო, უარი თქვა, თითქოს ფულს არ ვთავაზობდი.  ბოლოს აჭარიდან ჩამოსულმა კაცმა გაგვიკეთა ეგ საქმე და არა იქაურმა.

ეგ პრობლემა მართლაც არის - თითქოს უტყდებათ თავის სოფელში ქირაზე მუშაობა, მაგრამ ამ დროს თურქეთში მონურ სამუშაოზე მიდიან. არის რაღაც სიამაყის მაგვარი გურულებში - აღარ მახსოვს, რომელიღაც ცნობილ მწერალს წერილიც კი აქვს მაგაზე დაწერილი. ჩვენთანაც მასეა - ადგილობრივს ძნელად თუ იშოვი ქირაზე, ნადად უფრო მოგეხმარებიან. წლეულს აქაც აჭარლები მოჰყავთ სამეურნეო სამუშაოებზე. ესენი ჩოხატაურში ცხოვრობენ, 6-სულიანი ბრიგადაა და აქედან 3 ქალია; ბრიგადის უფროსიც ქალია. მეზობელს ჰყავდა ივნისში ამოყვანილი თოხნაზე - 4 საათამდე დაამტავრეს იმდენი ყანა და წავიდნენ. თან ხარისხიანადაც მუშაობენ, ჩქარობენ კიდეც, რომ დროზე დაამტავრონ და სახლში დროულად წავიდნენ და არც კვებას ითხოვენ. უბრალოდ, ამ მეზობელმა არ გაუშვა უსადილოდ, თორემ იმათ, ჯოვ, ამაში მე ფულს ვიღებ და ჩვენი ხარჯით დავდივართო.


koba1973
QUOTE
ისე გაგიკვირდა თითქოს ყველგან მასე არაა.

საბედნიეროდ, არაა და იმიტომაც გამიკვირდა - ზემოთაც დავწერე, რომ ჩვენთან რაც შეუძლიათ, სამეზობლო უნახავს პატრონს მიტოვებულ სახლ-კარს. ცუდი რამეები აქაცაა და ხელმრუდებიც არიან, მაგრამ მთლად მასეთი ტაციაობა - არიქა, პატრონი ჩამოვიდა და მოვასწროთ ამ ხის მოჭრაო, ნაღდად არაა. ამიტომაც გამიკვირდა. პირიქით - მთელი უბანი ეხმარება, ვინმე ტუ იმ მიტოვებული ოჯახის აღორძინებას მოინდომებს - ფიზიკური დახმარება იქნება, სადილ-ვახშამზე გადაპატიჟება თუ ვისაც როგორ შეუძლია.
თან, ქურდობა სოციალური მოვლენაა და არა მხოლოდ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის კუთვნილება - ქურდობა ქალაქშიც ხდება. აბა, ნებისმიერ ქალაქში ღამით სადარბაზოში ნაგავი დადე, მეორე დილით თუ დაგვხდება? biggrin.gif biggrin.gif ადრე რომელიღაც თემაში დავწერე (შეიძლება - აქაც) - ქვეყანა რომ აირია, სამუშაოები აღარ იყო და ხალხი სოფლებში დაბრუნდა, ქალაქიდან ჩამოსულებმა გაგვაოცეს თავიანთი სიხარბით და ტაციაობით. თავის დროზე ისინიც ხომ იმავე სოფელში გაიზარდნენ; ალბათ, იმატაც ისევე ზრდიდნენ და ასწავლიდნენ, სად გადიოდა საზღვარი მათსა და მეზობელს შორის, მაგრამ უკან დაბრუნებული მოქმედებდნენ იმ აღმოსავლური ანდაზის პრინციპით - გზაზე დაგდებული ქვა იმისია, ვინც აიღებსო. ჰოდა, რასაც წაეწეოდნენ, მიჰქონდათ ყველაფერი სახლში და იყო მერე მთელი აყალ-მაყალი. არადა, აქ დღემდე დაუწერელი კანონია, რომ სხვის ღობესთან ამოსული ხე შენ არ უნდა მოჭრა; მისი ეზოს სიახლოვეს მისი საბალახოა და შენ არ უნდა გადახვიდე და ამგვარები...
პ.ს. თხილის კრეფა დავიწყე და ვარ გაწამაწიაში. თუმცა ჯერ უფრო თხილის ბუჩქების გასუფთავებაზე ვარ (ორი კვირის წინ კი გავცელე, მაგრამ ახლა გენერალური ცელვა მაქვს biggrin.gif) - თითქმის დავამთავრე და ხვალ თუ გამოიდარა, გავაგრძელებ კრეფას.

Posted by: ლეოპარდი 2 Aug 2020, 23:49
tavadze

QUOTE
6-სულიანი ბრიგადაა და აქედან 3 ქალია; ბრიგადის უფროსიც ქალია.


თხილის სეზონზე როცა მე და დედაჩემი მარტონი ვიყავით მანდ, უფრო მალე გვინდოდა დასრულება და დამხმარე ვითხოვე, ქალებს უშვებდნენ ჩემთანაც თხილის მოსაწონიებლად.

QUOTE
ამიტომაც გამიკვირდა. პირიქით - მთელი უბანი ეხმარება, ვინმე ტუ იმ მიტოვებული ოჯახის აღორძინებას მოინდომებს


მოხმარებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო ჩემს შემთხვევაში. რომ ჩავიდოდი, პირში მეც მშვენივრად მიცინოდნენ. "შენი დიდი ბაბუის გაზრდილი ვარ" და მსგავსი ტექსტები... და როცა იქ არ ვიყავი მაგალითად ერთ-ერთ აგვისტოს ოზურგეთელი ახლობელი ავიდა იქ, დახედა ჩემს სათხილეს და შემატყობინა: ეტყობა უკვე დანავალა აქ ხალხი და დროზე თუ არ ჩამოხვალ, აღარაფერი დაგრჩებაო. რეაქციები მაინტერესებდა, უბრალოდ პრინციპის ამბავი იყო, მოვახტი ჩემს მანქანას იმ საღამოს და ჩავფრინდი ღამითვე ოზურგეთში, გავათიე ახლობელთან. დილით ავედი, დავადექი იქაურებს. რომ დამინახეს ყბა გვერდზე მოექცათ მგონი. ასე ჩასწრებაზე რომ ვიყავი თხილის აღებისას, რა ხელშეწყობაზეა ლაპარაკი... არც ველოდი სიმართლე რომ ვთქვა.

QUOTE
გზაზე დაგდებული ქვა იმისია, ვინც აიღებსო.


გზაზე დაგდებული კი არა ჩემს ახლობელს თხილი რომ აღებული ჰქონდა და სახლში პირველ სართულზე შემოტანილი, და მეორე სართულზე რომ ეძინა ღამით, ვინც იცოდა რომ აიღო მოსავალი, ჩუმად სახლიდანვე მოპარეს თხილი.

გურიაში აგრობიზნესზეც ვფიქრობდი, მაგრამ როცა იქაურ სოციალურ მდგომარეობას დავაკვირდი, მივხვდი, რომ თუ იქ არ ვიქნები მუდმივად, უბრალოდ ვერაფერი გამოვიდოდა. მუდმივად კი კიდევ კაი ხანს ვერაფერს ვახერხებდი, რადგან ენთუზიაზმით წინაპრების ფუძეზე მიბრუნების გარდა შემოსავალიც მჭირდება რომ ვიარსებო და ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე ამ ორ რამეს მანდ კიდევ დიდხანს ვერ შევუთანხმებდი... არ ვიცი მომავალში ცხოვრება როგორ წამივა, მაგრამ თუ ჩამივარდა შესაძლებლობა და თან დავოჯახდი რომ ვინმეს რამე დავუტოვო, ოზურგეთში ბინას მაინც შევიძენ, გული მაინც მანდ დარჩა... არ მინდა იქაურობის საბოლოოდ დაკარგვა.

Posted by: Kobalty 7 Aug 2020, 00:09
მცოდნე და გემოვნებიანი ხალხი ხართ აქ და ესეთი დილემის წინაშე თქვენ რას იზავდით:

მაგ: ყიდულობ დეკეულს, რომელიც ბალახზეა გაზრდილი, კლავ ოქტომბერში და სუფთა ხორცს (70-80კგ) ინახავ საყინულეში და მთელი ზამთარი გყოფნის.
ამის ალტერნატივაა ყოველთვე მაზაღიებში ყიდვა მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში მოგცემენ პრემიქსით და ანტიბიოტიკებით გაბერილ, ბაგაზე გაზრდილ ნაგავ ხორცს.

ხოდა კითხვა რაში მდგომარეობს: 3 თვის სუფთა მაგრამ გაყინული ხორცის ჭამა სჯობს ჯანმრთელობისთვის თუ ახალი პრემიქსიანი ხორცი?
რომელი გზა სჯობს და რატომ?

Posted by: levani169 7 Aug 2020, 01:04
Kobalty
QUOTE
: 3 თვის სუფთა მაგრამ გაყინული ხორცის ჭამა სჯობს ჯანმრთელობისთვის

yes.gif yes.gif
ორგანულია და იმიტომ

Posted by: tavadze 7 Aug 2020, 23:31
levani169
QUOTE
Kobalty
QUOTE
: 3 თვის სუფთა მაგრამ გაყინული ხორცის ჭამა სჯობს ჯანმრთელობისთვის


ორგანულია და იმიტომ

მეც ლევანის ვარიანტისკენ ვიხრები.

Posted by: straight away 8 Aug 2020, 13:46
ავედი იმ მთაზე, ჩემი სოფლიდან რომ ჩანს smile.gif
აი ასეთი ხედები და პეიზაჟები დამხვდა

user posted image

ეს რეალური ზუმია სოფელზე
user posted image

ეს ცოტა მოახლოებული
user posted image

ეს თვითონ მთის წვერზე არსებული წმ. გიორგის სალოცავია


* * *
user posted image

მყინვარწვერიც მოჩანს, მაგრამ ეხლა ღრუბლები ეფარებიან
user posted image
* * *
ესეც დანარჩენი ფოტოები
user posted image

user posted image


* * *
საქონელი ყავთ მთის ძირში, რამოდენიმე ფერმაა. მგელი გვყავს შემოჩვეულიო, ერთი კვირის წინ 9 სული დაგვიგლიჯესო.
ცხენები რა ხედით ტკბებიან, და რა ჰაერით?!
user posted image

ეს მთის წვერია, გალავნით ყოფილა შემოზღუდული. დღესაც ეტყობა წარსულ დიდების კვალი. უძლიერესი თავდაცვითი და სასულიერო ნაგებობა ყოფილა.
user posted image

სხვა ადგილებსაც გაგაცნობთ და მერე იქნებ ვინმეს მოგეწონოთ დასასახლებლად smile.gif
user posted image

Posted by: Kobalty 8 Aug 2020, 22:02
levani169
tavadze
კარგი და, ამდენი ხანი გაყინვა (ვთქვათ ნაყინის მაცივარში) დიდწილად ხო აკარგვინებს გემოსაც და შემადგენლობასაც - ხორცს?

Posted by: levani169 8 Aug 2020, 23:42
Kobalty
QUOTE

tavadze
კარგი და, ამდენი ხანი გაყინვა (ვთქვათ ნაყინის მაცივარში) დიდწილად ხო აკარგვინებს გემოსაც და შემადგენლობასაც - ხორცს?

ღორის ხორცს ვინახავ ხოლმე ოთხი-ხუთი თვე და დამიჯერე ისევ ისეთია მწვადი .

Posted by: iGreen. 9 Aug 2020, 16:37
straight away
ძალიან მაგარი ხედებია!

გიორგი ნაზღაიძის სიუჟეტს უყურე სალაშქრო ჯოხებზე თუ თავად აარჩიე ეგ ლეკის ჯოხები? smile.gif
* * *
Kobalty
QUOTE
კარგი და, ამდენი ხანი გაყინვა (ვთქვათ ნაყინის მაცივარში) დიდწილად ხო აკარგვინებს გემოსაც და შემადგენლობასაც - ხორცს?

ერთხელ რომ გაიყინება, მეეჭვება რამე მნიშვნელობა ჰქონდეს, რამდენი ხანი იქნება მაგ მდგომარეობაში. მთავარი გაყინვა და გალღვობის თემაა მგონი. თუ გაქვს საშულება ან ვინმეს აქვს სანაცობოში, სწრაფი ყინვის მაცივარში გაყინე, შოკ-მყინავს ეძიახიან მგონი, უფრო ნაკლები გავლენა აქვს პროდუქტზე.

Posted by: Kobalty 9 Aug 2020, 21:19
levani169
iGreen.
QUOTE
მთავარი გაყინვა და გალღვობის თემაა მგონი.

არ ვარგა ხო რამდენიმე გალღობა - გამოყენებამდე?

QUOTE
სწრაფი ყინვის მაცივარში გაყინე, შოკ-მყინავს ეძიახიან მგონი, უფრო ნაკლები გავლენა აქვს პროდუქტზე.

არავინ მეგულება.
ჩვეულებრივი ნაყინის მაცივარი რო ვიყიდო, 60-70კგ-ს ხო ჩავატევ?
ასევე, შუქი რო ჩაქვრეს ვთქვათ 24სთ, გაფუჭდება? ან რამდენ ხანში გაფუჭდება?

Posted by: Nika33 9 Aug 2020, 21:58
straight away

ძალიან ლამაზი ადგილია, რა სოფელია? smile.gif


Posted by: straight away 9 Aug 2020, 22:07
iGreen.
გიორგი ნაზღაიძე კი ვიცი, მაგრამ ეგ ჯოხები უფრო ადრეა ნაყიდი ვიდრე ეგ რაიმე გადაცემას გააკეთებდა ჯოხებზეsmile.gif
პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს?!
ხედები მაგარია. უნდა დაჯდე და უყურო.
თან უნდა დაილოცო.
თან უნდა მიხვდე რომ მარტო მუშაობა არაფერი არ არის. შეიძლება ყოველ წელს 9 ჰექტარზე ჭარხალი მოგყავდეს, მაგრამ კიდევ რაღაც უნდა გააკეთო რომ იარსებოsmile.gif)
* * *
Nika33
ხმალას მთაა. პავლეურიდან და ლაუშადან შეიძლება ასვლა. საშუალო სირთულეა. მაღალი სიამოვნებით.

Posted by: iGreen. 10 Aug 2020, 00:04
Kobalty
QUOTE
არ ვარგა ხო რამდენიმე გალღობა - გამოყენებამდე?

ადრე წავიკითხე და როგორც მახსოვს არ ვარგა. კრისტალიზაცია რაც უფრო ნელა მიმდინარეობს, მით უფრო კარგავს საკვები სტრუქტურას. რამოდენიმეჯერ გალღვობა გაყინვა ამ დროს ახანგრძლივებს.

QUOTE
ჩვეულებრივი ნაყინის მაცივარი რო ვიყიდო, 60-70კგ-ს ხო ჩავატევ?
ასევე, შუქი რო ჩაქვრეს ვთქვათ 24სთ, გაფუჭდება? ან რამდენ ხანში გაფუჭდება?

მაგდენი არ ვიცი მეგობარო, ისიც გაკვრით ვიცი ზემოთ რაც დავწერე sad.gif

straight away
QUOTE
გიორგი ნაზღაიძე კი ვიცი, მაგრამ ეგ ჯოხები უფრო ადრეა ნაყიდი ვიდრე ეგ რაიმე გადაცემას გააკეთებდა ჯოხებზე

მე გიორგის გადაცემიდან მახსოვს ლეკის ჯოხები გვირჩია და მაგიტომ გკითხე smile.gif
QUOTE
პავლეურიდან

აქ ბავშვობაში ვისვენებდი, მშვენიერი ადგილია დიდი ტყეებით, ხალხი მარტო სოკოს კრეფით და ტყეში გაშვებული ღორებით ირჩენდა თავს. იქაურები პოვლეურს ეძახდნენ.

Posted by: kaxaberski66 10 Aug 2020, 09:53
straight away
გამარჯობა. ეს ჩვენი საქართველო ყველგან კარგია სააბრაგოდა.
ლეკის ჯოხი რატომ ჰქვია? ლეკებს რა შეხება აქვთ მაგისთანა ტექნიკის მიღწევასთან?

Posted by: tavadze 10 Aug 2020, 10:39
straight away
QUOTE
ავედი იმ მთაზე, ჩემი სოფლიდან რომ ჩანს

ხმალას მთაზე? მშვენიერი ხედებია. up.gif
შაბათს მეც ვიყავი წასული ჩვენს მთაში - მოცვის მოსაკრეფად, მაგრამ აარაო, უარი გვითხრა მოცვმა. საერთოდ არ ესხა. სამაგიეროდ, მშვენმიერი ლაშქრობა გამოგვივიდა. 10 წელზე მეტია, იქით აღარ ვყოფილვარ და კარგად კი ვისიამოვნე.
თან სოფელში 32 გრადუსი იყო სიცხე, იქ კი ლამის ციოდა, ისე გრილოდა. არც ოფლი მოგვდენია, არც დავღლილვართ, თავისუფლადაც რომ სუნთქავ... მოკლედ, წამოსვლა არ გვინდოდა.
ცოტა მეჩქარებოდა, თორემ უმაღლეს მთაზე - საყინულეზეც (ყვითელოური) ავიდოდი, ერთი ხელის გაწვდენაზე ვიყავი მისული.

Posted by: Kitamin 10 Aug 2020, 15:02
ცოტა გვიან კი ვწერ, მარა გაიხარეთ, მადლობა პასუხისთვის.

რაც გასახმობი იყო მგონი გახმა უკვე, რამდენიმე ბროწეული გადამირჩა. წყალს ვუსხავ ხოლმე და რავი იმედია 1-2 თვეც გაძლებს და მერე გადავრგავ და ფეხზე მყარად დასაყენებლად ამ დროს მიწაში უფრო ღრმად ჩავფლო და სარი შუვუდგა რაზეც დავამაგრებ?

იქნებ იცოდეთ კურკისგან როგორ უნდა გავახარო ხე? მე მაინტერესებს ჭერამის/ ტყემლის/ გარგლის შემთხვევაში. რამდენი ხანი უნდა გამოვაშრო კურკა?

ანუ მაგალითად ახლა მინდა ტყემლის გამრავლება კურკის მეშვეობით. როგორ გამოვაშრო კურკა? რამდენი ხანი იყოს მზეზე? თუ ჩრდილში? როდის გადავრგო?(პატარა ჭიქებში მინდა ჯერ) და დაახლოებით რა ტემპერატურაზე იყოს? სახლის ტემპარატურა კარგი იქნება? როგორ მოვრყო?(ჭიქაში მიწა არ გამოვაშრო? თუ რა ინტენსივობით?

იქნებ ვინმემ იცოდეთ და დამეხმაროთ. მადლობა.


Posted by: levani169 10 Aug 2020, 16:35
QUOTE
ანუ მაგალითად ახლა მინდა ტყემლის გამრავლება კურკის მეშვეობით. როგორ გამოვაშრო კურკა? რამდენი ხანი იყოს მზეზე? თუ ჩრდილში? როდის გადავრგო?(პატარა ჭიქებში მინდა ჯერ) და დაახლოებით რა ტემპერატურაზე იყოს? სახლის ტემპარატურა კარგი იქნება? როგორ მოვრყო?(ჭიქაში მიწა არ გამოვაშრო? თუ რა ინტენსივობით?

ნოემბრის შუარიცხვებიდან ითესება წყალში რამდენიმე დღით დამბალი კურკები...სასურველია ტენი შენარჩუნდეს მიწაში

Posted by: kaxaberski66 10 Aug 2020, 23:33
levani169
QUOTE
ნოემბრის შუარიცხვებიდან ითესება წყალში რამდენიმე დღით დამბალი კურკები...სასურველია ტენი შენარჩუნდეს მიწაში

გაიხარე ლევან. დაუზარელი ხარ.
* * *
straight away
ეხლა მაგიდის კომპიუტერში ვნახე შენი დადებული სურატები და კიდევ უფრო ლამაზი ბუნება ყოფილა, ვიდრე პირველი ნახვისას.
სიმაღლე ზრვის დონიდან როგორც მე ვფიქრობ, 1000-1300 მეტრი უნდა იყოს. შეიძლება ვცდები მაგრამ, არა მგონია. ტყიანი ზონაა, 1500 დან უკვე ალპურია და ბუჩქნარიც აღარ არის.
მე კი შაბათი-კვირა გურიაში გავატარე და დღეს დავბრუნდი თბილისში.
კერძოდ შეკვეთილში გავჩერდი ორი ღამით.
ძალიან კარგად გაკეთებულია ,,შავი ზღვის არენის,, მიმდებარე მუსიკალური პარკი.
კარგია ახალი დენდროლოგიური პარკი მაგრამ, აქვს უდიდესი მინუსი. საფეხმავლო გზა იმდენად ვიწროა რომ, დამთვალიერებელმა ლამის ერთმანეთს გადაუაროს. სკამები დასაჯდომად და სილამაზის შესაგრძნობად(რომელიც ძალზე ბევრი და დიდია ამ პარკში) აქა იქ არის დ ისიც ორი კაცი რომ მოთავსდება და მეტი ვერა.
ალბათ შემდეგში მაგასაც გამოასწორებენ.
ღმერთმა კარგად ამყოფოს მაგ ყველაფრის გამკეტებელი. ნეტავ სხვებიც ხარჯავდნენ საკუთარს საზოგადოსთვის.
მე რაც გამიგ-მინახია, სარაჯიშვილი იყო, პატარკაციშვილი,(ღმერთმა აცხონოს) და ეს კიდევ.
აბა სხვა ბიზნესმენ-ბანკირ-პოლიტიკანების მიერ გაკეთებული სიკეთე ქვეყნისთვის მე არ მინახავს, ან და არ მახსოვს და შემახსენეთ.
გურულები არიან სიორიძე ხარტიშვილინ და გვარს ვერ ვიხსენებ დანარჩენებისას, მაგრამ გურიაში თუ რამე ღირსშესანიშნავი გააკეთეს თქვენ მითხარით.

Posted by: straight away 11 Aug 2020, 09:59
iGreen.
QUOTE
მე გიორგის გადაცემიდან მახსოვს ლეკის ჯოხები გვირჩია და მაგიტომ გკითხე

კიი, კარგი ჯოხები აქვს და მაგიტომ გირჩიათ smile.gif სხვა ფირმებიც არის, ხარისხით გამორჩეული...თუ ყიდვას დააპირებ და რჩევა დაგჭირდება, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია რჩევის მოცემა. ისე, ლეკი ძვირია. 300 - 400 ლარის გადახდა ჯოხებში ცოტა უცნაურია. მაგრამ თუ საქმეს ჭირდება, მაშინ შეიძლება 500 ლარიც თხლიშოს კაცმა smile.gif
პოვლეურს ეძახიან კი. მარტო ადგილობრივები და ისიც მარტო ერთეულები. ზოგადად მწირ-მიწიანი სოფელია. საძოვრებიც დიდი არაფერი აქვთ. ღორები ადრე ყავდათ და ეხლა საერთოდ სანთლით საძებარია. სოკოს გარდა, თევზაობაც იყო ერთ-ერთი მთავარი სამოღვაწეო სფერო smile.gif
kaxaberski66
QUOTE
გამარჯობა. ეს ჩვენი საქართველო ყველგან კარგია სააბრაგოდა.
ლეკის ჯოხი რატომ ჰქვია? ლეკებს რა შეხება აქვთ მაგისთანა ტექნიკის მიღწევასთან?

გაუმარჯოს კახა, ნამდვილად ეგრეა. მაგიტომ დარბოდნენ ლეკებიც ამ ჩვენს მიწა-წყალზე და იყვნენ მოდებულები სოფელ-ქალაქებს.
ერთი ქართული სიტყვა ზუსტად მანდედან მოდის - ,,წალეკვა". ანუ წალეკეს ყველაფერი.
ხოდა ერთი გერმანელი ტიპი, კარლ ლენჰარტი, ადგა და 1948 წელს გამოუშვა სალაშქრო ჯოხები, დაარქვა ლეკი და წალეკა ბაზარი თავისი პროდუქციით smile.gif)))
პ.ს. სინამდვილეში ლე-კი პირველი ორ-ორი ასოა მისი გვარიდან (ლენჰარტი) და მთავარის ოფისის ადგილმდებარეობიდან (კირხჰეიმი).
მთის სიმაღლე 2000 მეტრს სცილდება.
შეკვეთილში კიდევ ერთი კარგი ადგილია მინიატურების პარკი. იქ არ იყავი? თუ არა - მაშინ შემდეგ წასვლაზე აუცილებლად შეიარეთ და დამიჯერე, ისიამოვნებთ.
tavadze
მაყვალი არის თქვენსკენ? ჩემთან ეხლა მწიფდება და მომიწევს 2-3 დღე მაგის კრეფა. კამპოტებს ვაკეთებთ ხოლმე და ზამთარში მისწრებაა...
საყინულე თუ ქვია მთას, წესით სადმე მანდვე გამოქვაბულიც უნდა იყოს, ან ღრმა ხევი. რაჭაშიც არის საყინულე, ნიკორწმინდასთან. ზაფხულში დაახლ. 15-17 გრადუსია ტემპერატურა.

Posted by: bako70 11 Aug 2020, 12:44
QUOTE (Kitamin @ 10 Aug 2020, 15:02 )
ცოტა გვიან კი ვწერ, მარა გაიხარეთ, მადლობა პასუხისთვის.

რაც გასახმობი იყო მგონი გახმა უკვე, რამდენიმე ბროწეული გადამირჩა. წყალს ვუსხავ ხოლმე და რავი იმედია 1-2 თვეც გაძლებს და მერე გადავრგავ და ფეხზე მყარად დასაყენებლად ამ დროს მიწაში უფრო ღრმად ჩავფლო და სარი შუვუდგა რაზეც დავამაგრებ?

იქნებ იცოდეთ კურკისგან როგორ უნდა გავახარო ხე? მე მაინტერესებს ჭერამის/ ტყემლის/ გარგლის შემთხვევაში. რამდენი ხანი უნდა გამოვაშრო კურკა?

ანუ მაგალითად ახლა მინდა ტყემლის გამრავლება კურკის მეშვეობით. როგორ გამოვაშრო კურკა? რამდენი ხანი იყოს მზეზე? თუ ჩრდილში? როდის გადავრგო?(პატარა ჭიქებში მინდა ჯერ) და დაახლოებით რა ტემპერატურაზე იყოს? სახლის ტემპარატურა კარგი იქნება? როგორ მოვრყო?(ჭიქაში მიწა არ გამოვაშრო? თუ რა ინტენსივობით?

იქნებ ვინმემ იცოდეთ და დამეხმაროთ. მადლობა.

ტყემლის როგორც გავაკეთე - მწიფე ნაყოფის კურკა გავრეცხე, გავაშრე და სეტკაში, გრილ, ბნელ ადგილზე შევინახე.თებერვალში დავთესე ყუთებში, ოთახში. ივნისში გადავრგე.

მაგრამ, ამ ხერხით იღებს საძირეს, დასამყნობად. კურკით გამრავლებული ხილი გამძლე ხეა, მაგრამ ძალიან გვიან ისხამს და თან დიდი შანსია სულაც არ ჰგავდეს დედას (ნაყოფის სიმსხო, მსხმოიარობა).

Posted by: levani169 12 Aug 2020, 12:58
QUOTE

ტყემლის როგორც გავაკეთე - მწიფე ნაყოფის კურკა გავრეცხე, გავაშრე და სეტკაში, გრილ, ბნელ ადგილზე შევინახე

ესეც დღევანდელი ნაშრომი ...... უფრო სწორად გარეცხილი.გაშრება და გადანიავდება რამდენიმე დღეში
user posted image

Posted by: tavadze 13 Aug 2020, 11:30
kaxaberski66
QUOTE
მე კი შაბათი-კვირა გურიაში გავატარე

ჩემსკენ იყავი, კაცო? ჩემი ნომერი დაგეკარგა? biggrin.gif
შეკვეთილიდან არც ისე შორს არა ვარ.
QUOTE
გურულები არიან სიორიძე ხარტიშვილინ და გვარს ვერ ვიხსენებ დანარჩენებისას, მაგრამ გურიაში თუ რამე ღირსშესანიშნავი გააკეთეს თქვენ მითხარით.

ბოლო წლების სისხლისმწოველებიდან (აბა, ბიზნესმენები ნაკლებად არიან ეგენი) მამალაძეს და ჩიგოგიძეს დავასახელებ, აგრეთვე - ძმები ჩხაიძეები, ცეცხლაძე, თუმცა მაგათ გაკეთებულს ბევრს ვერაფერს ვიხსენებ. ჰა-ჰა, მაქსიმუმ - ეკლესიას! მაგალითად, მამალაძემ ააშენა ტავის სოფელში - ხევში, ჩოხატაურში, გუბაზოულის ხეობაში.
straight away
QUOTE
tavadze
მაყვალი არის თქვენსკენ?

კი, როგორ არა.

QUOTE
საყინულე თუ ქვია მთას, წესით სადმე მანდვე გამოქვაბულიც უნდა იყოს, ან ღრმა ხევი.

გამოქვაბული არაა, ხევი - კი. საყინულეს იმიტომ ეძახიან, რომ პირველად მანდ იცის გადმოთოვა, რადგან ჩვენს მხარეში ყველაზე მაღალი მთაა.
გადაღმა მხარეს - სუფსის ხეობის მცხოვრებლები მაგ მთას კოკოცას ეძახიან, მაგრამ ეტიმოლოგიაზე ვერაფერს გეტყვი.
პ.ს. ხალხნო, რჩევა მჭირდება, ბადრიჯანთან ვისაც გქონიათ შეხება. მოკლედ, თესლის აღება მინდა და როგორ უნდა გავიგო, რომ ნაყოფი უკვე მომწიფებულია მაგ კონდიციამდე? ჩვენსკენ ბადრიჯანი არ მოჰყავთ და კომპეტენტური ხალხის რჩევა მინდა. წლეულს დავრგე ორ პარტიად და ერთი საადრეო ჯიშია. კარგადაც გაიზარდა და დატოვებული მაქვს სათესლედ. შავი რაც იყო, ახლა ყავისფერი გახდა და ძრიდან სიყვითლეც შეეპარა. თითქოს ლპებაო, ისეთ ვიდზეა, მაგრამ ქვასავით მაგარია და იქნებ ჯერ თესლი მომწიფებული თუ დავაცადო კიდევ?


Posted by: kaxaberski66 13 Aug 2020, 23:52
tavadze
QUOTE

ჩემსკენ იყავი, კაცო? ჩემი ნომერი დაგეკარგა?
შეკვეთილიდან არც ისე შორს არა ვარ.

კი. თქვენსკენ ვიყავი. არც ნომერი არ დამკარგვია მაგრამ, ოთხ დღიანი შვებულება ორ დღეში დავამთავრე და როგორ შევძლებდი შეხმიანებას?
იმედი მაქვს გამიგებ და არ მიწყენ.
QUOTE
ბოლო წლების სისხლისმწოველებიდან (აბა, ბიზნესმენები ნაკლებად არიან ეგენი) მამალაძეს და ჩიგოგიძეს დავასახელებ, აგრეთვე - ძმები ჩხაიძეები, ცეცხლაძე, თუმცა მაგათ გაკეთებულს ბევრს ვერაფერს ვიხსენებ. ჰა-ჰა, მაქსიმუმ - ეკლესიას! მაგალითად, მამალაძემ ააშენა ტავის სოფელში - ხევში, ჩოხატაურში, გუბაზოულის ხეობაში.

ხო. აბა რა. ეკლესიას ააშენებენ, ეგ კარგი საქმეა მაგრამ, ჰგონიათ რომ ეკლესიის აშენების გამო, უფალი რაღაც რაღაცეებზე თვალს ხუჭავს.
მეც ეგ ვთქვი რომ საქართველოში ჩვენს დროში ერთი ბადრი იყო ვინც თავის ფულს, თუნდაც რუსეთში ნაყაჩაღარს საქართველოს გალამაზებას ახმარდა და მეორე ბიძინია.
სხვას კაპიკს ვერ გააგდებინებ. არა და ჰგონიათ რომ ოთხი ხუთი სასტუმროს და აგარაკის ფლობით დიდ რამეს ან ვინმეს წარმოადგენენ.
QUOTE
პ.ს. ხალხნო, რჩევა მჭირდება, ბადრიჯანთან ვისაც გქონიათ შეხება. მოკლედ, თესლის აღება მინდა და როგორ უნდა გავიგო, რომ ნაყოფი უკვე მომწიფებულია მაგ კონდიციამდე? ჩვენსკენ ბადრიჯანი არ მოჰყავთ და კომპეტენტური ხალხის რჩევა მინდა. წლეულს დავრგე ორ პარტიად და ერთი საადრეო ჯიშია. კარგადაც გაიზარდა და დატოვებული მაქვს სათესლედ. შავი რაც იყო, ახლა ყავისფერი გახდა და ძრიდან სიყვითლეც შეეპარა. თითქოს ლპებაო, ისეთ ვიდზეა, მაგრამ ქვასავით მაგარია და იქნებ ჯერ თესლი მომწიფებული თუ დავაცადო კიდევ?

მაგ საკითხში ჩემი მშობლების გამოცდილებას დავეყრდნობი.
სწორედ
QUOTE
შავი რაც იყო, ახლა ყავისფერი გახდა და ძრიდან სიყვითლეც შეეპარა. თითქოს ლპებაო, ისეთ ვიდზეა, მაგრამ ქვასავით მაგარია
ასეთი უნდა იყოს სათესლე ბადრიჯანი.
ყველაზე დიდები უნდა შეარჩჩიო.
მე სოფელში მეზობელი მყავს მასეთი საქმის მცოდნე. დავურეკავ და ვკითხავ ნიუანსების შესახებ.

Posted by: tavadze 16 Aug 2020, 11:20
kaxaberski66
QUOTE
მე სოფელში მეზობელი მყავს მასეთი საქმის მცოდნე. დავურეკავ და ვკითხავ ნიუანსების შესახებ.

მადლობელი დაგრჩები, თორემ ამასობაში მართლა დალპება ის ბადრიჯნები. biggrin.gif
ამ დღეებში სათესლე კიტრები დავკრიფე. ერთი, ყველაზე დიდი რომელიც იყო, ავწონე და 1080 გრამი გამოვიდა. არადა, თავიდან მინდვრის კიტრი მეგონა - მომცრო ჯიშის.

Posted by: straight away 23 Aug 2020, 18:34
აბა როგორ ხართ მშრომელებო?
alk.gif

ცოტა პასიურობა შეიმჩნევა გუნდში, ეტყობა ვეღარ იცლით საფორუმედ smile.gif

მე დავწანწალებ მთელი ზაფხული, ხან სად ვაღამებ და ხან სად ვათენებ...
ბოლოს ჯავახეთში ვიყავი. აბულის მთაზე და შემოგარენში.
გახურებული თიბვაა.
ძალიან ცოტა მდინარე და სასმელი წყალი; ძალიან ბევრი ტბა; არცერთი ხე რომ ჩრდილში შეეფარო (ხელოვნურად გაშენებული ფიჭვია მარტო ზოგგან), საერთოდ არ არის შეშა. ,,წივა"-ს (გამხმარი ნაკელის) გორებია ყველგან; ძალიან ბევრი ცხვარი და ძროხა (მეპატრონე თითქმის ყველა აზერია), კაციჭამია ძაღლებით; ქართული თითქმის არავინ არ იცის; უგემრიელესი ბარაბულკა აქვთ; მინდვრები ქამა სოკოთია სავსე; სახნავ-სათესი სავარგულები სულ დამუშავებულია (მუშაობს ხალხი); უმაგრესი მთები და ხედები; ცოტა ცივა კიდეც, საღამოობით ქარიც იცის;

ეს ისე, ზოგადად...
გავიხსენებ კიდევ რაღაცეებს

Posted by: theodous 23 Aug 2020, 20:52
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif


....................................................................................

Posted by: kaxaberski66 23 Aug 2020, 22:12
straight away
ჩემთვის ძალიან ყოველდღიური პეიზაჟი აღწერე.
სასმელი წყალი ყველას თავის კარმიდამოში აქვს. ქუჩებში კი იშვიათად ნახავ წყალს.
უნდა უთხრა და ეზოში აგავსებინებენ ჭურჭელს.
ხე მართლაც არ რის მაგ ფიჭვნარის გარდა. მანდ უხეო ტყეებია

Posted by: tavadze 23 Aug 2020, 23:26
straight away
QUOTE
ცოტა პასიურობა შეიმჩნევა გუნდში, ეტყობა ვეღარ იცლით საფორუმედ

მოუცლელობა სულაც არაა მიზეზი - ბოლო პოსტი ჩემი იყო და სულ მე ხო არ დავწერ? biggrin.gif
ისე კი გადამიყოლა ბაღ-ბოსტანმა, თხილის კრეფამ. ახლა თბილისში ვარ და ვისვენებ ცოტას. სოფლიდან წამოსვლისას ვხუმრობ, შვებულებით მივდივარ თბილისში-მეთქი.
პ.ს, მოწანწალეობისა კი შემშურდა - ნეტა იმ დროს, როცა მეც დავდიოდი. sad.gif თუმცა მესხეთ-ჯავახეთისკენ ნაკლებად ვარ ნამყოფი. kaxaberski66 - რავა ხარ? ჩამოვთბილისდი უკვე.

Posted by: kaxaberski66 24 Aug 2020, 09:25
tavadze
QUOTE
kaxaberski66 - რავა ხარ? ჩამოვთბილისდი უკვე.

მადლობა კარგად ვარ. შენ როგორ ხარ და რამდენი ხნით ხარ ჩამოთბილისელებული?

Posted by: tavadze 24 Aug 2020, 12:13
kaxaberski66
QUOTE
რამდენი ხნით ხარ ჩამოთბილისელებული?

ოდენ 1 კვირით.

Posted by: la reine 25 Aug 2020, 00:11
სალამsmile.gif

ისეთი გემრიელი ვაშლატამა ვჭამე, კურკები შემომენახა
ჰოდა რომ დავთესო, ზუსტად ისეთივეს მოსხამს თუ ვერაuser.gif

Posted by: straight away 25 Aug 2020, 00:20
თქვენ გენაცვალეთ!
კახა ყოველკვირა დადის იქით და მშობლიური კუთხესავითაა უკვე. იცის ყველაფერი დეტალებში, ამიტომ ვეტყვი რომ იქ ვერ ვიცხოვრებდი სამუდამოდ. სხვადასხვა კუთხეებს ხომ ვადარებ ხოლმე ერთმანეთს, ხოოდა ვამბობ რომ 365 დღე იქ ცხოვრება ჩემთვის ძნელი იქნება.
tavadze
იქნებ ეხლა მაინც მოვახერხოთ და გავიცნოთ ერთმანეთი. პრინციპში, მე უნდა ვიყოჩაღო... ვიპასიურე წინაზეsmile.gif
* * *
la reine
თუ გემრიელად დათესე და მოუვლი, მოისხამს smile.gif

Posted by: la reine 25 Aug 2020, 00:33
straight away

აბა დამყნობა უნდაო?
არ ვიცი მოვლა როგორ უნდა.
მითხარით და ვიზამsmile.gif

Posted by: straight away 25 Aug 2020, 11:05
la reine
დამყნობა ჯობს, იმიტომ რომ 100% - ით ის ხე გექნება და ისეთივე ნაყოფი, როგორიც სანამყენე კალამია.
კურკაზე ამოსული ხე და ნაყოფი შეიძლება განსხვავებული გამოვიდეს. ლატარიასავითაა.

Posted by: tavadze 25 Aug 2020, 18:47
straight away
QUOTE
tavadze
იქნებ ეხლა მაინც მოვახერხოთ და გავიცნოთ ერთმანეთი. პრინციპში, მე უნდა ვიყოჩაღო...

მე მზადა ვარ დიდი სურვილით.
QUOTE
ვიპასიურე წინაზე

ცოლოურობა გადამალე. lol.gif lol.gif
la reine - დამყნობა ჯობია, რადგან კურკაზე ამოსული დიდი ალბათობით რაღაც ველური რამე გამოვა. მყნობა ახლაც შეიძლება, მაგრამ მარტში ბევრად უკეთესია.
ანდა, მყნობაზეც რაღას წვალობ - სანერგის ნომერს მოგცემ, ქარელიდან მიგზავნიან ნერგებს, მასეთი ხილი 5 ლარი ღირს - საუკეთესო ნერგები აქვს (შარშან ლამის ჩემხელა ბალი გამომიგზავნა), 2-3 წელიწადში მოგცემს ნაყოფს.

Posted by: straight away 27 Aug 2020, 21:48
tavadze
ყველაფერი გადავმალე, გადავდე და მაინც აღმოვჩნდი სხვაგაა.....
ჩემ ქოხში.
ქოხი რა ტკბილია და სახლი რა იქნება..

Posted by: tavadze 28 Aug 2020, 10:43
straight away- ქოხი და ტკბილი კერა ნუ მოგიშალოს ღმერთმა, მაგრამ, ესე იგი, ყველაფერი არ გადაგიმალავს.
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: la reine 28 Aug 2020, 11:24
tavadze

მომწერე ნომერი.................

Posted by: kaxaberski66 3 Sep 2020, 18:25
straight away
ამ კაცმა დაწერა რამოდენიმე წერილის წინ რომ უმოქმედობაა თემაშიო.
tavadze
ამან კიდევ უპასუხა, ბოლო წერილი ჩემი იყო და ისევ მე ხომ არ დავწერო.
აბა პოლიტიკა იყოს. გვერდების დათვლას ვერ მოვასწრებდით.
31 აგვისტოს დავკრიფე თბილისში ჩემს ეზოში თითა ყურძენი. წლეულ ეტყობა კარგად ვერ მოვუარე და გაფუჭდა.
გაფუჭდა ისე რომ, მეზობელს რომ გავუგზავნო, ჯერ უნდა მტევანი გავასუფთავო დამპალი და დაზიანებული მარცვლებისგან.
რაღაც რაოდენობა გავასუფთავე და გავაგზავნე, ცოტა შევინახე, დანარჩენს ხომ ვერ გადავყრიდი?
ბოლოს და ბოლოს ყურძენია. ავდექი და დავწურე.
დღეს მეოთხე დღეა და დუღილის პიკი უკვე გადაიარა. ალბათ კვირის თავზე დაასრულებს დუღილს და შამპანურივით იქნება.
რთველის რიგში დგას სოფლის ნახევარ ჰექტრიანი ვენახი, სადაც 5-6 ტონა ალბათ დაიკრიფება.

Posted by: levani169 3 Sep 2020, 19:05
kaxaberski66
QUOTE
ლებს დუღილს და შამპანურივით იქნება.
რთველის რიგში დგას სოფლის ნახევარ ჰექტრიანი ვენახი, სადაც 5-6 ტონა ალბათ დაიკრიფება.

ხვავი და ბარაქა,რას უპირებ წელს?

Posted by: kaxaberski66 3 Sep 2020, 20:54
levani169
არც შენ და არც სხვა მოსავლის მომყვანს მოჰკლებოდეს ეგ ხვავი და ბარაქა.
შარშანდელი დაწურულიდან სულ 220 ლიტრი მაქვს გაყიდული 3 ლარად. ისიც ბოლო ორ სამ თვეში. სამეზობლომ გაუგო გემო და ამათ მოჰყავთ კლიენტები.
ერთი მაგდენიც ალბათ მე დავლიე და ზოგიც კარგ ხალხს მივეცი. 2 ტონა კიდევ მაქვს. ჯერ ნეტავ ეს გავყიდო.
წლევანდელს მთლიანად ჩავაბარებ რომელიმე მარანს.
ისე კი რომ ვხედავ, ეს ჩემი გასაყიდი ღვინის ამბავი ნელნელა აგორდება და კლიენტიც გაჩნდება.
უკვე დააფასეს მყიდველებმა ღვინის ხარისხი.

Posted by: lexanna 3 Sep 2020, 21:15
straight away
la reine
tavadze
QUOTE
დამყნობა ჯობს, იმიტომ რომ 100% - ით ის ხე გექნება და ისეთივე ნაყოფი, როგორიც სანამყენე კალამია.
კურკაზე ამოსული ხე და ნაყოფი შეიძლება განსხვავებული გამოვიდეს. ლატარიასავითაა.

QUOTE
დამყნობა ჯობია, რადგან კურკაზე ამოსული დიდი ალბათობით რაღაც ველური რამე გამოვა. მყნობა ახლაც შეიძლება, მაგრამ მარტში ბევრად უკეთესია.
ანდა, მყნობაზეც რაღას წვალობ - სანერგის ნომერს მოგცემ, ქარელიდან მიგზავნიან ნერგებს, მასეთი ხილი 5 ლარი ღირს - საუკეთესო ნერგები აქვს (შარშან ლამის ჩემხელა ბალი გამომიგზავნა), 2-3 წელიწადში მოგცემს ნაყოფს.



https://www.youtube.com/results?search_query=grow+a+tree+from+pit

Posted by: straight away 5 Sep 2020, 08:19
kaxaberski66
ბარაქა, ბარაქააა !
ჩემ ყურძენსაც მასე მოუვიდა თბილისში. ერთი ძირი თითა ხომ მიდგას და მარცვალმა ლპოდა დაიწყო აგვისტოს მეორე ნახევარიდან. ვიკითხე და ჰავის ბრალიაოოო...
რია ვიცი... ისე ზოგადად მარცვლის სიდამპლე ერთ-ერთი დაავადებაა.

ეხლა თქვენთან მაქვს ორი მეტად საჭირბოროტო შეკითხვა:
1) 1 წლის ვაზს შემოდგომაზე უნდა თუ არა შეწამვლა?
თანაც არ მინდა თავიდანვე ქიმიაზე ,,შევსვა" და გავჭყიპო გაურკვეველი წარმოშობის წამლებით.
მე ბორდოს ხსნარს ვფიქრობ, ან შაბიამან-კირის ხსნარს.
2) ეხლა ეს ვაზი პატარა სანერგესავით ადგილიდან უნდა გადავრგა სხვა ადგილას და ძირების დამუშავება ხომ არ იქნება რეკომენდირებული რომელიმე ხსნარით?
0.5 *0.5 მეტრის სიგანე-სიღრმის ორმოებს ამოვიღებ, მიწას ავურევ დამწვარ ნაკელში და იმით შევავსებ (ვფიქრობ ყვითელ ქვიშასაც, რადგან ცოტა თიხნარი მიწაა და ეს ყვითელი ქვიშა აფხვიერებს, ნესტსაც ინარჩუნებსო).
თქვენი აზრი მაინტერესებს, გამოცდილო მევენახეებო

კახაბერ შენ ღვინოს მეც წამოვიღებ მაგ (სამეზობლო) ფასში smile.gif

* * *
lexanna
ამ ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ ამზადებს კურკას ნერგისთვის, მაგრამ რა ნაყოფს მოისხამს მერე ეგ ნერგი, აი ეს გვაინტერესებს ჩვენ smile.gif

Posted by: la reine 5 Sep 2020, 09:04
tavadze

ნომერს ნუ მიჟმოტავ:დდ
გამოუშვი პმში

Posted by: tavadze 5 Sep 2020, 11:33

kaxaberski66
QUOTE
tavadze
ამან კიდევ უპასუხა, ბოლო წერილი ჩემი იყო და ისევ მე ხომ არ დავწერო.
აბა პოლიტიკა იყოს. გვერდების დათვლას ვერ მოვასწრებდით.

ეჰ - აღარც სამსახურს გაცლიან, აღარც - ბაღ-ბოსტანს. მოკლედ რა... არ შემარჩინოთ ახლა, ლა რეინს ნომერი რომ დავუგვიანე...
ისე კი პოლიტიკაში ნეტაი ჩემი ერთი პოსტი მაინც მანახეთ და, თუ გინდათ, მერე თლათ მომჭერით აი საყაბალახე თავი.biggrin.gif
პ.ს. აღარა ვართ გურია მწვანე ზონა. sad.gif მგონი, უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი - ჩემს რაიონშია, მაგრამ შორსაა ჩვენგან ის სოფელი.
პ.ს. ხვავი და ბარაქა რთველზე. მაქეთ არა ვარ, თორემ მოგეხმარებოდი დაკრეფაზე.
la reine
QUOTE
ნომერს ნუ მიჟმოტავ:დდ
გამოუშვი პმში

ახლავე, ახლავე ბატონო...
ცნობისათვის - ეგ ის კაცია, საქართველოში ფისტას ნერგების გამოყვანა რომ დაიწყო, გიორგი მასურაშვილი.

Posted by: straight away 5 Sep 2020, 12:33
tavadze
ჩინეთს რომ ომი გამოუცხადეთ მაშინ არ გეშინოდათ და კორონამ რაფერ შეგაშინათ კაცო?! smile.gif
QUOTE
ცნობისათვის - ეგ ის კაცია, საქართველოში ფისტას ნერგების გამოყვანა რომ დაიწყო, გიორგი მასურაშვილი.

ლა რეინე????
მე ქალი მეგონა აქამდე


Posted by: la reine 5 Sep 2020, 12:57
tavadze

დიდი მადლობა:*


straight away

biggrin.gif
სწორად გგონია. ქალი ვარ.
ვისი ნომერიც მომცა, ეგაა გიორგი მასურაშვილი

Posted by: straight away 5 Sep 2020, 17:01
la reine
ოქეი, დავმშვიდდი ცოტა smile.gif))

Posted by: la reine 5 Sep 2020, 17:14
straight away

biggrin.gif

და რატო ღელავდი

Posted by: kaxaberski66 5 Sep 2020, 23:29
straight away
QUOTE

ჩემ ყურძენსაც მასე მოუვიდა თბილისში. ერთი ძირი თითა ხომ მიდგას და მარცვალმა ლპოდა დაიწყო აგვისტოს მეორე ნახევარიდან. ვიკითხე და ჰავის ბრალიაოოო...

ჰავის ბრალი არ ვიცი და შეწამვლა კი უნდა ჭიაზე სამჯერ და სიდამპლეზე ორჯერ.
QUOTE
1) 1 წლის ვაზს შემოდგომაზე უნდა თუ არა შეწამვლა?

ამ თემაში ლევანი არის მაგარი.
ჩემი აზრით კარგი არის თუ ვენახი დაკრეფის შემდეგ სპილენზის შემცველი პრეპარატით შეიწამლება. გინდა ბორდო და გინდა კოსაიდით. მაგრამ როგორც წესი არ წამლიან.
QUOTE

2) ეხლა ეს ვაზი პატარა სანერგესავით ადგილიდან უნდა გადავრგა სხვა ადგილას და ძირების დამუშავება ხომ არ იქნება რეკომენდირებული რომელიმე ხსნარით?
0.5 *0.5 მეტრის სიგანე-სიღრმის ორმოებს ამოვიღებ, მიწას ავურევ დამწვარ ნაკელში და იმით შევავსებ (ვფიქრობ ყვითელ ქვიშასაც, რადგან ცოტა თიხნარი მიწაა და ეს ყვითელი ქვიშა აფხვიერებს, ნესტსაც ინარჩუნებსო).

მოდი ლევაააან.
ფოთოლი სრულად რომ გასცვივდება და ვაზი მიიძინებს, მაშინ გადარგე. ორმოს მოცულობა საუკეთესო იქნება მასეთი ზომის. აი ხსნარისა არაფერი ვიცი. არც ყვითელი ქვიშის გარევისა.
tavadze
QUOTE
ისე კი პოლიტიკაში ნეტაი ჩემი ერთი პოსტი მაინც მანახეთ და, თუ გინდათ, მერე თლათ მომჭერით აი საყაბალახე თავი.

შენ არ მიგულისხმიხარ შე კაცო. ზოგადად ვთქვი. იქ რამე თემა წამოჭერი და სულ რომ სისულელე იყოს, უამრავი გვერდი დაიდება.
QUOTE
პ.ს. ხვავი და ბარაქა რთველზე. მაქეთ არა ვარ, თორემ მოგეხმარებოდი დაკრეფაზე.

გაიხარე მადლობა. ყველას ჰქონოდეს ბარაქა.
straight away
QUOTE
კახაბერ შენ ღვინოს მეც წამოვიღებ მაგ (სამეზობლო) ფასში

პაჟალისტა!

Posted by: tavadze 6 Sep 2020, 00:07
straight away
QUOTE
tavadze
ჩინეთს რომ ომი გამოუცხადეთ მაშინ არ გეშინოდათ

ტიტუუ - ამდენ მკვტარს რა დამარხავსო, ხო? biggrin.gif biggrin.gif
არც გვეშინია კორონასი. პროსტო, მწვანე ზონის სტატუსის დაკარგვას ვგლოვობთ. biggrin.gif
ისე კი ხუმრობა იქით იყოს და ჩოხატაურში, იმ ოჯახში 3 თვის პატარას დაუდგინდა კორონაო... ღმერთმა უშველოს! არადა, სტუმრად ყოფილა ჩამოსული ის ქალი მაგ ოჯახში. მგონი - ბათუმიდან.
ფაქტობრივად, დივერსიულად შემოგვიგდეს ვირუსი რა!
QUOTE
ლა რეინე????
მე ქალი მეგონა აქამდე

მე ბოდიში - თურმე ნამეტანი დაგაბნიე. biggrin.gif
ლა რეინ ნამდვილად ქალბატონია და მშვენიერი მზარეული!
la reine
QUOTE
tavadze

დიდი მადლობა:*

არაფრის. ეგ კაცი ხილის გარდა, ჰოლანდიურ ვარდებსაც ჰყიდის - 2-2 ლარებში. ისიც ხარისხიანი ნერგებია, როგორც - ხეხილი.
kaxaberski66
QUOTE
შენ არ მიგულისხმიხარ შე კაცო. ზოგადად ვთქვი.

დავმშვიდდი! biggrin.gif biggrin.gif არადა, მართლა არ ვეკარები პოლიტიკის განყოფილებას.
პ.ს. თხილის კრეფა მოვახრჩე, როგორც იქნა. წლეულს ბევრი არ ესხა, მაგრამ რაც იყო, პატრონობა ხომ მაინც უნდოდა, მარტოკაცი კი ჭამაშიც ბრალია. ახლა ტყის თხილები დამრჩა და იმასაც ჩამოვივლი. ბოსტანიც მივარგა, თუმცა პომიდვრები ცოტა ამიხმა სიცხისგან - ამ სექტემბერში 35 და 37 გრადუსიც კი იყო სიცხე, ერთი პერიოდი 33-ს დაბლა არ ჩამოდიოდა და გაუჭირდა ყველაფერს. მიწა ისე დასკდა, პომიდორს წყალი რო დავუსხი, ბუყბუტით წავიდა დაბლა. აგვისტოში არ იყო ასეთი სიცხეები, თუმცა დღეს აგრილდა და ყველაფერმა სული მოითქვა. პომიდორი მაინც გამყვება სეზონის ბოლომდე. დღეს დავკრიფე ნაწილი და ხვალ ვწყებ რაღაცების კეთებას ზამთრისთვის, ვემზადები მზარეულობისთვის. biggrin.gif ხვალ მკვებავი უნდა მივცე მაგასაც და ბადრიჯან-ლობიოებსაც. ბადრიჯანმაც საკმაოდ კარგად იკეთა, დაბალი ლობიო კი დღეს ავიღე ნაწილი. ამ საცელავმა კი შემიკლა ხელში, ცელის დანახვა აღარ მინდა. თუმცა ეზო ეზოს დაემსგავსა - "ტყე" სადაც იყო, ყველა გავკაფე, შორეული წერტილების გარდა. არადა, ახლა კაკლის ძირებია შემოსაცელი და მაკანკალებს, ისე მეზარება. კიდევ კარგი, თხილების გაცელვისას ეგეც მივაყოლე ბევრი, მაგრამ მაინც საკმაოდაა დარჩენილი.

Posted by: iGreen. 6 Sep 2020, 02:04
straight away
QUOTE
1) 1 წლის ვაზს შემოდგომაზე უნდა თუ არა შეწამვლა?
თანაც არ მინდა თავიდანვე ქიმიაზე ,,შევსვა" და გავჭყიპო გაურკვეველი წარმოშობის წამლებით.
მე ბორდოს ხსნარს ვფიქრობ, ან შაბიამან-კირის ხსნარს.

ზოგადად, რაც უფრო დიდი ხანი შეინარჩუნებს ვაზი მწვანე მასას შემოდგომაზე, მით უკეთესია. სანამ მწვანე მასა აქვს ვაზი განვითარებაშია, ფესვებს და ღეროს ინვითარებს. ამიტომ შემოდგომაზეც უნდა იყოს დაცული ჭრაქისგან და ბორდოთი თუ შეწამლავ კარგი იქნება.
მე ოქტომბრის შუა რიცხვებამდე უნდა შევწამლო ჩემი ახალშენი ვენახები. შაბიამანი და კირის ხსნარი არის ბორდო smile.gif არ ითვლება ეგ ქიმიაში, კონტაქტური პრეპარატია, ანუ მისხურებულ ზედაპირს იცავს სოკოსგან. შეგიძლია თამამად შეწამლო.

QUOTE
2) ეხლა ეს ვაზი პატარა სანერგესავით ადგილიდან უნდა გადავრგა სხვა ადგილას და ძირების დამუშავება ხომ არ იქნება რეკომენდირებული რომელიმე ხსნარით?
0.5 *0.5 მეტრის სიგანე-სიღრმის ორმოებს ამოვიღებ, მიწას ავურევ დამწვარ ნაკელში და იმით შევავსებ (ვფიქრობ ყვითელ ქვიშასაც, რადგან ცოტა თიხნარი მიწაა და ეს ყვითელი ქვიშა აფხვიერებს, ნესტსაც ინარჩუნებსო).
თქვენი აზრი მაინტერესებს, გამოცდილო მევენახეებო

გამოცდილი მევენახე არ ვარ, ჯერ დილეტანტი ვარ, მაგრამ რაც ვიცი იმას გეტყვი.
არანაირი გადამწვარი ნაკელი საჭირო არ არის. ნოემბრისკენ ამოიღე და გადარგე თუ გადარგვა გინდა. ისე, როგორც მახსოვს შენ ანანურას წლიური ნამყენები მოიტანე და სადაც დარგვა გინდოდა იქვე რატომ არ დარგე? ეხლა ორ წლიანი ნერგი გამოდის უკვე და ცოდოა ის განვითარებული ფესვები რომ ისევ უნდა დააწყვიტო.
თუ ხარისხიანი ღვინის დაყენება გაქვს გადაწყვეტილი და ადგილიც ხელს გიწყობს ხეივანზე ნუ გაუშვებ. ხეივნიდან მიღებული მოსავლით მაგარ ღვინოს ვერ დააყენებ. მე მაგალითად წელს ვიყიდე 60/100 რქაწითელი/მწვანეს ვენახი და საერთოდ არ ვწურავ წელს. მთლიანად ქარხნებს ვაბარებ. ერთი იმიტომ რომ დამესეტყვა ერთი მხრიდან და ცცოტა სიდამპლე აქვს ბევრს შერეული. ნაწილის გამორჩევა მოხდებოდა ჯანსაღის და იმისი დაწურვა, მაგრამ მაგასაც არ ვაკეთებ მეორე მიზეზის გამო. ეს მიზეზი ისაა, რომ ამ 60 მეასედიდან 8 ტონაზე მეტი მოსავალი დაიკრიფება, იმიტომ რომ ჩაბარებაზეა გათვლილი და 3/4 რქა აქვს დატოვებული თითოეულ ძირს. ცალკე კიდე გამოტოვებულებში გახეივნებულია. ანუ განზავებული მოსავალია, ფესვიდან წამოღებული მინერალების რაოდენობა ყურძნის დიდ მასაზეა გადანაწილებული. ხარიხსიან ღვინოს მაინც ვერ მივიღებ რაც არ უნდა მაგარი მეღვინე ვიყო.
მომავალი წლისთვის 2 რქაზე გავსხლავ, ბიო პრეპარატებზე გადავიყვან, თითო ძირზე 1,5-2 კილოგრამ მოსავალს დავასხმევინებ და ღვინოც ხარისხიანი დადგება, ისეთი რომ ბოთლებშიც თამამად ჩამოვასხავ.
თუ გასინჯავ ასეთი მიდგომით დაყენებულ ღვინოს, სხვაობას მაშინვე დაინახავ, დაინახავ და იგრძნობ კიდეც პირის ღრუში smile.gif

Posted by: straight away 6 Sep 2020, 05:05
la reine
QUOTE
და რატო ღელავდი

ვიფიქრე ერთი მანდილოსანი გვყავდა და ისიც კაცი აღმოჩნდათქო smile.gif

kaxaberski66
QUOTE
ჰავის ბრალი არ ვიცი და შეწამვლა კი უნდა ჭიაზე სამჯერ და სიდამპლეზე ორჯერ.

QUOTE
ამ თემაში ლევანი არის მაგარი.

QUOTE
მოდი ლევაააან.

შეწამვლაც უნდა, კი ბატონო. ლევანი პოლიტიკაში შემხვდა, ვერ გაიგებს smile.gif))))
* * *
tavadze
QUOTE
არც გვეშინია კორონასი. პროსტო, მწვანე ზონის სტატუსის დაკარგვას ვგლოვობთ.
ისე კი ხუმრობა იქით იყოს და ჩოხატაურში, იმ ოჯახში 3 თვის პატარას დაუდგინდა კორონაო

ეგ მეც წავიკითხე და რანაირად კაცო?! მშობლებს თუ არ ქონდათ, შვილს საიდან შეხვდა?!

QUOTE
ამ საცელავმა კი შემიკლა ხელში, ცელის დანახვა აღარ მინდა. თუმცა ეზო ეზოს დაემსგავსა - "ტყე" სადაც იყო, ყველა გავკაფე, შორეული წერტილების გარდა.

https://www.youtube.com/watch?v=_DXVWo_aG5w


* * *
iGreen.
ზუსტად გახსოვს, ანანურა და შავკაპიტოა. მაშინ ბაღი შესაღობი მქონდა და საქონლის შიშით ვერ დავრგე იქ სადაც უნდა დამერგო. თან მუდმივად იქ არ ვარ და მორწყვის პრობლემა მექნებოდა. ამიტომ პატარა ადგილი შემოვღობე იქ სადაც მიწისქვეშა წყლები გამოდის და ამით ორი კურდღელი დავიჭირე. ისეთ დღეში არიან, ავ თვალს არ ენახვება smile.gif
ეხლა ბოძებს ვაბეტონებ, ხეივანს არ ვაკეთებ. 2.5 მეტრი სიმაღლის ბოძებია (რკინის) 3 მეტრის დაშორებით. ყურძნებსაც 2.5 მ დაშორებით გადავრგავ. ისე ამოვიღებ რომ თავისივე მიწა გადაჰყვეს და ფესვები არ დავუზიანო. ოქტომბერში ვფიქრობ. თან სიცივის მეშინია, რამე ხომ არ მოვაფარო/შევფუთო პირველი წლისთვის?!
ბიოაგროში აპირებ შეძენას?
1 ძირზე 2 კგ ცოტა არ არის, რქაწითელისთვის?

* * *
რაც გინდათ იფიქრეთ, მაგრამ ჩემი პოსტის მერე ისევ მე უნდა დავპოსტო smile.gif

აი ეს ლექსი შემხვდა, რითმა არ აქვს, ნოველასავით იკითხება, მაგრამ არ შემეძლო არ გამეზიარებინა თქვენთვისაც smile.gif

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/kartofilis_amoReba.htm
* * *

– ხვალე კარტოფილი უნდა ამოვიღოთ! –
მითხარი შენ
და საწოლისკენ სკამი მიიწიე,
რომელზეც შემდეგ,
შუქს რომ ჩააქრობდი,
ტანსაცმელი უნდა დაგეწყო.
მე კედლისკენ გადავბრუნდი.
ამით ისიც გაგრძნობინე,
რომ გავიგე შენი ნათქვამი
და ისიც გითხარ, რომ ხვალინდელ დღეს
სულ სხვა რამეებს ვაპირებდი:
_ მე თხუთმეტი წლისა ვიყავი,
ხვალ კვირა იყო
და მე მქონდა ჩემი გეგმები.
მაგრამ შენ თქვი, რომ
კარტოფილი უნდა ამოვიღოთ…

შენ მოეწყე დასაძინებლად,
კედლისკენ გადაბრუნდი
და ჩემს დასარწმუნებლად
სიტყვა გააგრძელე:
_სხვაც ათასი საქმეებია,
ამინდებს უნდა დავეშუროთ,
წვიმები რომ დაიწყოს მიწაში ჩაგვილპება.
და ძილის წინ კოცნის მსგავსად
და თმაზე ხელის გადასმასავით
ხმადაბლა მითხარ:
_ზამთარში ხომ კარგია ხოლმე
ნაცარში გახუხული!
შენ ალბათ კიდევ ბევრის თქმა გსურდა,
შენ მოფერებაც გინდოდა ჩემი,
ასე კი არა,
კედლისკენ გადაბრუნებულს
პატარა ბავშვივით რომ გამეხუმრე…
მაგრამ ჩვენ ჩუმად შევთანხმდით
ყველაფერზე.

ეს დიდი ხნის წინათ იყო,
თიანეთში,
სწორედ ამ დროს,
შუა ოქტომბერში.
ეს ამბავი
მე ახლა გამახსენდა
ჩემს ლოგინში, თბილისში,
შუაღამისას,როდესაც შუქი ჩავაქრე და
კედლისკენ გადავბრუნდი.
მე ძალიან მჭირდებოდა,
რომ ამ ღამით დროზე დამეძინა,
მაგრამ როგორც კი ამის შესახებ
ჩემს თავს ვუთხარი _
ძილი გამიტყდა,
როგორც ყოველთვის
მემართება ხოლმე საერთოდ,
როცა დილით სამგზავრო ვარ,
ანდა რაიმე საქმისთვის ადრე ასადგომი.
ვერა და ვერ დავიმახსოვრე,
რომ ძილს თავი უნდა შეატყუო…
და ახლა ვწერ კალმით,
რომელიც ჩემმა
თხუთმეტი წლის ბიჭმა მაჩუქა
ჩემს არშემდგარ დაბადების დღეს.
ხვალ ისიც ადრე უნდა ადგეს,
თუმც რა ადგომაა,
უღელი ხარი თუ გამოიყვანს
მას დილის ძილიდან
და ისიც მაშინ, თუკი იმ ხარებს
ჩემნაირი ოხერი მეხრე ეყოლებათ.
ჩვენი ეზო სულ თერთმეტი მეასედია,
მაშინ ნახევარზე კარტოფილს ვთესავდით.
გვეთესა ლობიოც, სიმინდიც…
და მხოლოდ სახლის წინ
ერთი ბეწო მოლიღა იყო დატოვილი,
რომ ნახირიდან მობრუნებულ საქონელს
გომურისკენ მიმავალი ბილიკი ჰქონოდა.
ო, როგორი თვალებით უყურებდნენ ხოლმე ისინი
თივის გაწვდენაზე მომდგარ სიმინდებს,
რომელთა წინაც მე და დედაჩემი,
მკაცრი დარაჯები,
დღეში ორჯერ ჩავატარებდით.
ომის შემდეგ კარტოფილის ფართობმა იკლო,
მაშინ ხომ პურის ცომშიც კი ვურევდით
და დედაჩემი მარწმუნებდა – ლეღვივით არისო.
მაშინაც და მერეც,
მერეც, კარგა ხანს,
კახელებს ვუცვლიდით ხახვში ან ატამში,
ახლაც კი, მაინც ეს ბოლო წლები
ისე ცოტას ვთესთ,
რომ ერთ ბოთლ არაყად
ვისაც უნდა იმას დააბარინებს.
მაგრამ სულ სხვაა ამოღება_
შედეგი, ძიება და სიხარული.
შრომა, რა თქმა უნდა, დიდი არ უნდა,
მით უმეტეს როცა ორნი იღებენ ხოლმე.
ერთი რომ ბარით კარტოფილს ამოჰყრის _
მეორე აჰკრეფს.
როცა დედაჩემი მიწას აცლის კარტოფილს, ანდა
სადმე დამალულს ეძებს თავის გრძნეულ თითებით,
მე, ბარის ტარს დაყუდებული,
ვუყვები რამეს,
ხოლო როდესაც
ახალ ორმოს თხრას შევუდგები,
ის მეტყვის რამეს…
და ასე ვართ ოთხ-ხუთ საათს,
მზის ქვეშ ჩვენ ვართ ორნი ხოლმე
და სხვა არავინ,
საჩოთიროს არაფერ ვიტყვით,
რომ გუნება არ გავიფუჭოთ.
რომ დავტკბეთ ასე,
ვილივლივოთ მზეში, ჰაერში,
ამოვთხაროთ ჩვენი წარსული,
ამოვყაროთ ოქროები,
პირი ვუჩინოთ,
ოთხ-ხუთ საათს მოვიწყინოთ, გული დავიტკბოთ
და მერე ისევ გაისამდე მიწაში ჩავფლათ.

მაგრამ არის ხოლმე კრიტიკული მომენტებიც,
როდესაც,
მაგალითად,
დედაჩემის წერილს მივიღებ,
რომელშიც იგი,
ჭეშმარიტი პედაგოგის ურყევი ტონით
მწერს – ჩამოდიო!
მე კი ამ დროს
სულ სხვა საქმეები მაქვს გამოჩენილი,
ანდა უბრალოდ,
სხვაგან წასვლა მირჩევნია –
ხომ არის ქვეყნად სხვა საქართველოც,
ვენახებით, ლეღვისა და წაბლის ტყეებით…
მე კი კარტოფილი უნდა ამოვიღო!
ამ დროს მე ვანჩხლდები,
ვაპროტესტებ, ბრალს ვდებ:
რა არის ასეთი,
განა რა გახდა ბოლოს და ბოლოს,
ორი ტომარა მთელ წელსა გვყოფნის,
განა ღირს იმად, რომ ამდენს ვწვალობთ!
გაზაფხულზე იწერები – უნდა დავთესოთო,
შემოდგომაზე – ამოვიღოთო!
მაგრამ ბოლოს ჩემი ამბოხი,
როგორც წესი, იმით მთავრდება,
რომ ავიკრავ გუდა-ნაბადს
და მივდივარ თიანეთისკენ.

შარშან შემოდგომაზე მე და ჩემი ბიჭი ჩავედით.
ეს მისი პირველი საქმიანი წამოსვლა იყო.
დედაჩემი გაბედნიერდა: –
სახლს და ეზოს პატრონები ჩამოუვიდნენ!
და ისეთი უსუსური იყო იგი ამ სიხარულში,
როგორც არასდროს არცერთ გასაჭირში
არა ყოფილა.
როგორ უმიზნოდ არბოდა და ჩამორბოდა კიბეებზე,
სიტყვამრავლობდა,
ლამის ანც გოგოს დაემსგავსა,
ლამის დაავიწყდა,
რომ ჩვენ კარტოფილი უნდა ამოგვეღო.
სულ ასიოდე ძირიღა გვითესია,
მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს!

ნახევარ საათში
ჩემი ბიჭი უკვე გაიტყუეს იქაურმა ამხანაგებმა.
ვიდრე ეზოდან გავიდოდა – შემოგვხდეა, –
– რა ვქნა, წავიდეო?!
ჩვენ იგი გავუშვით… თხუთმეტი წლისაა,
ისიც კარგია,
რომ სინდისმა შეაწუხა და ყოყმანი დაეტყო.

როცა საქმეს მოვრჩებით
და კარტოფილს დავაბინავებთ,
როცა ხელებს დავიბანთ
და ტანსაცმელს ჩამოვიბერტყავთ,
როცა დედაჩემი სამზარეულოს მიაშურებს,
როცა დასაღამოვდება და აგრილდება,
მე წამოვისხამ თბილ რაიმეს და სახლის წინ,
დიდი ვაშლის ძირში დავჯდები.
აქედან კარგად იხედება ჩვენი მიჯნები
და მე ვფიქრობ ჩვენს ეზოზე,
რომელიც ერთ დროს
მშობელივით თავშეწირვით,
უშურველად გვკვებავდა
და, რომელმაც ახლა
მხოლოდ და მხოლოდ უნდა გაგვართოს
ის ერთი-ორი არასრული თვე,
როდესაც თბილისიდან თიანეთში ჩამოვდივართ.
მე ვფიქრობდი ჩვენი ვაშლის ხეებზე,
მათ წარსულზე,
მათ ცხოვრებაზე…
ჯერ კიდევ ჰკიდია ყუნწს ფოთოლი,
მაგრამ ქარი უკვე გზაშია.
და მე ვფიქრობდი ქარზე,
რომელმაც ფოთოლივით წამიღო.
ამ წუთებში მთელმა სამყარომ
ჩვენი ეზოს ჭიშკარი შემოაღო,
ჩვენს ღობეებში შემოიმწყვდია
და აქაური სამოსი მოირგო
და მე დიდხანს, დიდხანს ვთამაშობდი მათთან,
ვმსჯელობდი, ვკამათობდი,
ვიდრე ჭიშკრის იქიდან
ჩემი ბიჭის მხნე და მხიარული
ძახილი არ გაისმა.

ლანდები დაფრთხნენ.

ვახშამი ამჯერადაც სენტიმენტალური გვქონდა.
– “კარგი ვქენით რომ ამოვიღეთ
და არ გადავდეთ,
წვიმები რომ დაიწყოს… მერე ასეთ დროს…
განიჟება იცის ხოლმე
და მიწაში ჩაგვილპებოდა”.
მე დავლიე ერთი-ორი ჭიქა ჩვენი არყისა
და დედაჩემს ვუმტკიცებდი,
რომ ყველაფერი კარგად მიმდის,
რომ გაზაფხულზე ჩამოვალ და
კარტოფილს დავთესთ.
ის ასეთი პატარა და თითქმის მოხუცი
მისმენდა მე, ჩემს ალთაბალთას,
რაღაცის თქმაც დააპირა – დიდი რაღაცის,
მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა,
ის რაღაცა ნერწყვს ჩააყოლა…
არ შეუძლია მას იოლი ლაპარაკი არც მიწაზე,
არც ცხოვრებაზე,
არც ზამთარზე და არც გაზაფხულზე,
არც პურზე და არც კარტოფილზე,
ყველაფერი ძალზე რთულია,
ძალზე რთულია და ძალზე ძნელი.

Posted by: tavadze 6 Sep 2020, 10:21
straight away
QUOTE
ეგ მეც წავიკითხე და რანაირად კაცო?! მშობლებს თუ არ ქონდათ, შვილს საიდან შეხვდა?!

ოჯახში სტუმარი ჰყოლიათ, მგონი - ბათუმიდან, და იმას ჰქონია.
QUOTE

https://www.youtube.com/watch?v=_DXVWo_aG5w

შენ თუ გგონია, ნაკლები მაქვს გაკაფული! biggrin.gif
თან ლამის ყოველწლიურად მიწევს ერთი და იგივე.

Posted by: iGreen. 6 Sep 2020, 12:33
straight away
QUOTE
ზუსტად გახსოვს, ანანურა და შავკაპიტოა. მაშინ ბაღი შესაღობი მქონდა და საქონლის შიშით ვერ დავრგე იქ სადაც უნდა დამერგო. თან მუდმივად იქ არ ვარ და მორწყვის პრობლემა მექნებოდა. ამიტომ პატარა ადგილი შემოვღობე იქ სადაც მიწისქვეშა წყლები გამოდის და ამით ორი კურდღელი დავიჭირე. ისეთ დღეში არიან, ავ თვალს არ ენახვება

მეგობარო არ სჭირდება ვაზს მორწყვა და მიწისქვეშა წყლები, მითუმეტეს თქვენსკენ, სადაც ისედაც ბევრი ნალექი მოდის smile.gif კახეთში არ მომირწყავს წელს ახალშენი ვენახები და შენი მთიანი ადგილია. იმაზე გაცილებით მეტი ნალექი მოდის მანდ, ვიდრე ვაზს სჭირდება smile.gif

QUOTE
ეხლა ბოძებს ვაბეტონებ, ხეივანს არ ვაკეთებ. 2.5 მეტრი სიმაღლის ბოძებია (რკინის) 3 მეტრის დაშორებით. ყურძნებსაც 2.5 მ დაშორებით გადავრგავ. ისე ამოვიღებ რომ თავისივე მიწა გადაჰყვეს და ფესვები არ დავუზიანო. ოქტომბერში ვფიქრობ. თან სიცივის მეშინია, რამე ხომ არ მოვაფარო/შევფუთო პირველი წლისთვის?!

როგორც წესი დარგვიდან პირველი წლის მერე ვაზი ორკვირტზე იჭრება, მეორე წელს დაახლოებით 4 კვირტზე და მესამე წლიდან უკვე გადაკავება ხდება. შენს შემთხვევაში ცოტა გაურკვეველია რამდენ წლიანში ითვლება შენი ვაზი. ოქტომბერში ჯერ ადრეა, ნოემბრიდან მარტამდე ჯობია გადარგვა, როცა ფოთლები სრულად აქვს გაცვენილი. კახეთში კოკოლას უკეთებენ ხოლმე, გადაჭრილ ვაზზე მიწას აყრიან, ბოლომდე ფლავენ. ოღონდ ყოველთვის ვერ იცავს, როგორც ვიცი ყოფილა შემთხვევები, როცა ჯერ უწვიმია და მერე ყინვას დაურტყამს და ახლად გაშენებული ვენახი გაუნადგურებია. თქვენსკენ ეგეთი რაღაც უფრო შესაძლებელია, ამიტომ თუ ისედაც დიდი რაოდენობის ნერგები არ გაქვს შეგიძლია პლასტიკატის ბოთლები გადაჭრა, დააფარო და მერე ნამჯაც მიაყარო.

QUOTE
ბიოაგროში აპირებ შეძენას?

კი მანდ ვყიდულობ ხოლმე. წელს ჭრაქი გაჩნდა წინანდლის ზონაში ახალშენ ვენახში, არადა ისე ვწამლიდით როგორც ბიოაგროში გვითხრეს. სპილენძის შემცველი პრეპარატი ნორდოქსია და მგონი მთლად კარგად ვერ მოქმედებს. ეხლა ჩვეულებრიბ ბორდოზე გადავიყვანეთ, რომ ვუმკურნალოთ. არ ვიცი მომავალში რას ვიზავ, მთლად ვეღარ ვენდობი ბიოაგროს პრეპარატებს. აგროკატენასაც ვასხავდი ნორდოქსთან ერთად, ვითომ სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგოა, მაგრამ შედეგი ვერაფერი. მომავალ წელს სუფთა ბორდოთი შევწამლი ხოლმე ამ ნორდოქსის გარეშე და ორგანიკას და ჭიის წამალს მივახმარებ ბიოაგროდან. მომავალი წლიდან საქართველოში ვაპირებ დაბრუნებას და მერე მე თვითონ უფრო კარგად მივხედავ, ეხლა ჩაბარებული მაქვს და ვერ პატრონობს მაგ ვენახს როგორც საჭიროა.

QUOTE
1 ძირზე 2 კგ ცოტა არ არის, რქაწითელისთვის?

არაა ცოტა მაღალი ხარისხის ღვინისთვის smile.gif ისე, შენც შეიძლება მასე მოგიწიოს, იმიტომ რომ დამწიფება საკმარისად ვერ მოასწროს. რაც უფრო მეტს დაასხმევინებ ძირზე მით უფრო გაუჭირდება შაქრის დაგროვება smile.gif

Posted by: straight away 7 Sep 2020, 10:41
iGreen.
QUOTE
მეგობარო არ სჭირდება ვაზს მორწყვა და მიწისქვეშა წყლები, მითუმეტეს თქვენსკენ, სადაც ისედაც ბევრი ნალექი მოდის 

არ მოდის ბევრი ნალექი, ეხლა ასეა, ყოველ შემთხვევაში, მიწა სულ დახეთქილია. წყალს რომ მივუშვებ მოსარწყავად, თქრიალით მიდის ნაპრალებში.
QUOTE
შენს შემთხვევაში ცოტა გაურკვეველია რამდენ წლიანში ითვლება შენი ვაზი.

ორ კვირტზე უკვე იყო გადაჭრილი. კოკოლებიც გავუკეთე. ყლორტ(ებ)ი რომ გაიზარდა, ერთი დავტოვე და მეორე შევაცალე. პატარა სარებზე ავაკარი რომ ქარს არ მოეტეხა. ეხლა სადღაც 30-40 სმ-მდეა გაზრდილი.
მოკლედ, ეხლა შემოდგომაზე გადავიტან ნაწილს. არ შევწამლი არაფრით. გაზაფხულზე შევწამლი ბორდოს ხსნარით და იგივე ხსნარით გავაგრძელებ მომავალშიც.
2 კგ მოსავალი ერთ ძირზე ცოტა მეჩვენება. სულ რაღაც 4-5 მტევანი გამოდის. მასეთი ღვინო ლიტრი 70 ლარი ეღირება smile.gif))
არც გადატვირთვა შეიძლება, რა თქმა უნდა.

Posted by: la reine 7 Sep 2020, 11:09
კოკაკოლებიც გავუკეთე წამეკითხა და მეთქი drug.gif


რა კარგად ვარ:|

straight away
tavadze

:***

Posted by: straight away 7 Sep 2020, 13:05
la reine
QUOTE
კოკაკოლებიც გავუკეთე წამეკითხა და მეთქი


lol.gif
:*

Posted by: iGreen. 7 Sep 2020, 23:19
QUOTE
2 კგ მოსავალი ერთ ძირზე ცოტა მეჩვენება. სულ რაღაც 4-5 მტევანი გამოდის. მასეთი ღვინო ლიტრი 70 ლარი ეღირება ))

straight away
ახლოს ირგვება ვაზები მაგიტომ, ძალიან ცოტა მოსავალი რომ არ მიიღო. 2,5 მეტრი-1 მეტრაზე რომ იანგარიშო, 8 ტონა გამოდის ერთ ჰექტარზე, რაც სულაც არაა ცოტა.
ან შენი ანგარიშით რომ ვიხელმძღვანელოთ, 70 ლარი რომ ღირდეს მასეთი ვენახიდან დაყენებული ღვინო, 8 ტონიდან 5000 ლიტრამდე ღვინო დადგება რაც 6500 ზე მეტი ჩამოსხმული ბოთლია. ანუ შენი გათვლებით ჰექტრიდან 455 000 ლარი ბრუნვა უნდა ჰქონდეს მასეთ მეღვინეს smile.gif

რეალურად თუ ღვინის გაყიდვა გინდა მასე აკეთებ და გამოგდის ასე თუ ისე ხარისხიანი ღვინო, რომელსაც გაყიდი უხეშად 15-35 ლარში. მაგის ზემოთა სეგმენტში უკვე ალბათ მეღვინეობის კარგი ცოდნა გჭირდება smile.gif

ექსპერიმენტი ჩაატარე როცა დაისხავს ვენახი და თავად დარწმუნდები smile.gif
* * *
ეხლა გადავხედე მაგ ჯიშებს და ისედაც არ ყოფილა შავკაპიტო უხვმოსავლიანი
"ხიდისთავის ზონაში (გორის რ-ნი) ქართული წესით ვაზის ფორმირებისას ერთი ძირის მოსავალი საშუალოდ 1,5-2 კგ-მდე აღწევს, ხოლო მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,35 უდრის. მევენახეობა-მეღვინეობის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე შავკაპიტოს მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,12-ით განისაზღვრება; მტევნის საშუალო წონა 120 გ, ხოლო ერთი ძირის საშუალო მოსავალი 1296 გაღწევს."

Posted by: straight away 8 Sep 2020, 04:50
iGreen.
თქვენი გათვლა კარგია და ასეც ხდება დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ძვირფასი ღვინოების საწარმოებლად, მაგრამ საქართველოში და თანაც რქაწითელით მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებას არ გირჩევ.
თუ ადგილობრივი ბაზრისთვის აკეთებ გათვლას, დაივიწყე ერთი ბოთლის 15-35 ლარად რეალიზაცია.
ჩემს შემთხვევაში ეს ჯიშები ავირჩიე არა იმდენად ღვინის მასიური წარმოებისთვის, არამედ თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე.
ანანურა საერთოდ გაგებული არც მქონდა და აქ, თქვენი წყალობით გავიგე რომ საერთოდ არსებობდა ასეთი ჯიში. თურმე მარტო მე კი არა, მთელმა ანანრმაც კი არ იცის ამის შესახებ.
შავკაპიტო კი დასამტვერად ავარჩიეთ. ამასთან ერთად მისი ღვინო შედარებით ძვირფასიცაა.
Mტელი ამ შრომის/მცდელობის ფილოსოფია არის იმის გარკვევა, როგორ იხარებს ეს კულტურული ჯიშები 1050 მეტრზე, როგორ მოვუვლი, როგორ მოსავალს მომცემს და ღვინო როგორი გამოვა.
სულ რომ არაფერი, დეკორაციის გამოც კი დავთანხმდებოდი მათ გაშენებას, იმდენად მიყვარს ვაზის და ყურძნის ვიზუალობა smile.gif
რაც შეეხება რქაწითელს, ის მასიური წარმოების სიმბოლოა და თანაც კახეთში. მისგან შარდონე სოვინიონის მსგავსი ღვინის წარმოება ცოტა უცნაური იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლისათვის. გირჩევდი სხვა, ცოტა უფრო უნიკალური სახეობა ამოგერჩია ძვირფასი ღვინის საწარმოებლად.

Posted by: tavadze 8 Sep 2020, 21:19
მგონი, გვიახლოვდება კორონა. rolleyes.gif rolleyes.gif ამ საღამოს ჩემი სოფლიდან ქალი წაუყვანიათ სასწრაფოთი, რომელიც ბათუმშია გათხოვილი და თურმე ხოფაზე მუშაობდა. გუშინ ამოსულა თავისახლს. sad.gif
ალბათ, დროა, დაიკეტოს ბათუმი. გურიის იმ სოფლებშიც, სადაც უკვე დაფიქსირდა ვირუსი, ლამის ყოველ დღე იზრდება ინფიცირების შემთხვევები.
ხვალ თბილისში მოვდიოდი - 4-5 დღით და ახლა ვფიქრობ, ხომ არ გადავდო წამოსვლა. rolleyes.gif აი, 18-ში ბათუმში უნდა წავსულიყავი სამსახურის საქმეზე და იქ კი აღარ წავალ - ნაღდად ვიცი.

Posted by: iGreen. 8 Sep 2020, 21:54
straight away
სხვებიც მაქვს, ამ ეტაპზე 8 ჯიშის ვაზი მაქვს გაშენებული, კიდე 6-7 ჯიში დაემატება მომავალ წელს ან იმის მერე smile.gif

კომუნისტებმა გაუფუჭეს სახელი რქაწითელს, მასობრივ დაბალი ხარისხის ღვინოდ აქციეს რაოდენობაზე ორიენტირებულობის გამო და დღემდე მასე აღვიქვმთ საქართველოში. ვინც სხვა პრინციპით მიუდგა და ხარისხზე გადავიდა მაგარ ღვინოსაც აყენებს და მაღალ ფასშიც ჰყიდის smile.gif
8000 მოსავლის ონლაინ შოპში 82 კლასიკურად დაყენებული რქაწითლის ღვინოა, მაგედან მარტო 17 ღვინოა 15 ლარზე დაბალ სეგმენტში smile.gif ქვევრში დაყენებულები კიდე 118-დან მხოლოდ 3 ღვინო ღირს 15 ლარზე ნაკლები smile.gif

Posted by: tavadze 9 Sep 2020, 00:29
დაუდასტურდაო კორონა იმ ქალს. sad.gif sad.gif თურმე შაბათს აუღიათ ანალიზი ბათუმშივე, მაგრამ ამას არ დაუცდია პასუხისთვის და ორშაბათ საღამოს ამოსულა სოფელში, თავისიანებთან. თურმე დღეს დაურეკეს, ვირუსი დაგიდასტურდათო.
ხომაა ახლა გასაროზგი - ხედავ, ასეთი ამბებია შენს ირგვლივ, სად მიდიხარ, დაეტიე რა სახლში! mad.gif mad.gif მეოთხე სოფელი გავხდით გურიაში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა. კიდევ კარგი, კონტაქტები არა აქვთ ბევრიო.

Posted by: Lamorac 9 Sep 2020, 07:35
შემოდგომაზე ვენახს გადამწვარი ნაკელი რომ მივცე ცუდი არ იქნება ხო?

Posted by: straight away 9 Sep 2020, 19:50
iGreen.
QUOTE
კომუნისტებმა გაუფუჭეს სახელი რქაწითელს, მასობრივ დაბალი ხარისხის ღვინოდ აქციეს რაოდენობაზე ორიენტირებულობის გამო და დღემდე მასე აღვიქვმთ

ეგრეა კი, ნამდვილად. სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაოო...
QUOTE
8000 მოსავლის ონლაინ შოპში 82 კლასიკურად დაყენებული რქაწითლის ღვინოა, მაგედან მარტო 17 ღვინოა 15 ლარზე დაბალ სეგმენტში  ქვევრში დაყენებულები კიდე 118-დან მხოლოდ 3 ღვინო ღირს 15 ლარზე ნაკლები

რამდენი იყიდება ეგააა საქმე, თორე რა ღირს ეგ სხვა ამბავია.
და შენ თუ მინიმუმ 3 ტონა ასეთი ღვინო გექნება, რამდენს გაყიდი ლიტრას/ბოთლს 15 ლარად?!

tavadze
ნუ გეშინია, რატიანი ამბობდა იმდღეს არც ისეთი საშიში არ ყოფილა, როგორც თავიდან გვეგონაო.
ესეც გაივლის ჩემო მეგობარო.

Lamorac
QUOTE
შემოდგომაზე ვენახს გადამწვარი ნაკელი რომ მივცე ცუდი არ იქნება ხო?

არა, პირიქით კარგი იქნება. ოღონდ პრორპორციებია და ალბათ გადაჭარბება არ ივარგებს. ალბათ.

Posted by: tavadze 9 Sep 2020, 22:00
straight away
QUOTE
tavadze
ნუ გეშინია,

არც მეშინია. ხვალ მაინც მოვდივარ თბილისში 3-4 დღით - იმ უბანთან არანაირი კონტაქტი არ მქონია და არც ვინმეს გაუცია რამე რეკომენდაციები. დღეს მისი სამეზობლოდან კი აუღიათ ანალიზები.
სხვათა შორის, მის შვილებს და ოჯახის წევრებს არ აღმოაჩნდათ.

Posted by: kaxaberski66 9 Sep 2020, 23:04
tavadze
QUOTE
დაუდასტურდაო კორონა იმ ქალს

ეგ კორონა ალბათ ვიღაცას აწყობს რომ იყოს ბუად თორემ, რომც არსებობდეს, მაინც ყურადღების მიქცევის ღირსადაც არ ღირს.
ერთ-ერთ სოფელში კაცმა ხე მოსჭრა. მერე მოჭრილი დაჭრა.
ამ დროს გაიოფლა, გაცივდა და მისცა სიცხე 40ი. კაცმა სასწრაფო არ გამოიძახა თურმე. იმიტომ რომ უეჭველი კორონას დამიწერენ და მთელს სამეზობლოს და შეიძლება რაიონიც გადაკეტონო.
რორ-სამ დღეში სიცხემ გაუარა და როგორც გაცივებისას იცის ტუჩები სავსე აქვს ნაწყენებით, (როგორც კახეთში ვეძახით გაცივებისას ტუჩებზე მუწუკის სახით გამონაყარს).straight away
QUOTE
iGreen.
QUOTE
კომუნისტებმა გაუფუჭეს სახელი რქაწითელს, მასობრივ დაბალი ხარისხის ღვინოდ აქციეს რაოდენობაზე ორიენტირებულობის გამო და დღემდე მასე აღვიქვმთ

ეგრეა კი, ნამდვილად. სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაოო...

ამაში მეც გეთანხმებით. ყველაზე ძვირფასი ვაზის ღვინო აქციეს კაპიკის ფასად.
არ დამილევია და არც ყურძნად მიჭამია ხვანჭკარას მასალის ყურძენი, მაგრამ შეიძლება რომ რქაწითელს მარნები ყიდლობდნენ 0.7-0.8 ლარად და სახვანჭკარე ყურძენს 10 ლარად?

Posted by: koba1973 13 Sep 2020, 10:29
QUOTE
მაგრამ შეიძლება რომ რქაწითელს მარნები ყიდლობდნენ 0.7-0.8 ლარად და სახვანჭკარე ყურძენს 10 ლარად?

რაც ბევრია ის ყოველთვის იაფია. აბა არ იყოს ამდენი რქაწითელი და პირიქით იყოს, მაშინ ხვანჭკარა ეღირებოდა იაფი.
ისე გემოვნებაზე ყველაზე მეტს დაობენ, მაგრამ პირადად მე არ მომწონს რქაწითელი. ბავშვობაშივე ერთი მტევანი უკვე თავს მატკიებდა, მერე საშინელი პახმელია მქონდა ყოველთვის. სხვა ღვინოებზე ნაკლებად.

Posted by: N_e_o_N 14 Sep 2020, 10:16
მეგობრებო, ვაშლის ხეს (ანტონოვკას) ნაადრევად სცვივა ნაყოფი, კარგად დამწიფებამდე ცოტაღა თუ აღწევს, დანარჩენი ჩამოდის სულ. არადა მაგრად ისხამს.
რით შეიძლება მივეხმარო ? 35 წელზე მეტი წლის ხეა არადა. არანაირი სასუქი ან ქიმიკატი არ უნახავს ცხოვრებაში smile.gif)

Posted by: tavadze 15 Sep 2020, 00:02
N_e_o_N - აჯობებს, რომელიმე სპეცმაღაზიას მიმართო მაგ კითხვით. ფაქტია, რომ რაღაც დაავადებაა. ეგეთი რამ ხშირად იცის სოკომ, მაგრამ მთლად მე ნუ მენდობი.
გურიაში კარალიოკს სჭირს ეგრე - მკვახედ ცვივა ძირს. შარშან გადარჩა როგორღაც და რა ბედნიერი ვიყავი, თბილისიდან ჩასულს მწიფე კარალიოკები რომ დამხვდა ხეზე. biggrin.gif გვეგონა, აწი აღარ განმეორდებოდა იგივე, მაგრამ წლეულს ისევ ცვივა. წინა წლებში ფაროსანას ვაბრალებდით, მაგრამ წლეულს აღარაა ფაროსანა, თუმცა მაინც ცვივა - ეგეც და ფრანგულა მსხალიც.

koba1973 - სანგარი გამზადებული გაქვს რქაწითელზე მასეთი პოსტის პატრონს? biggrin.gif
ისე, როგორც მახსოვს, კახელი ხარ და აბა, რა ღვინოს სვამ?

Posted by: koba1973 15 Sep 2020, 11:42
tavadze
ცხენი მყავს შეკაზმული. biggrin.gif
ქიზიყელი ვარ. ჩვენთან მარტო რქაწითელია. ძალიან ცოტაა საფერავი, იმდენად ცოტა რომ არც კი ითვლება. დალევით საფერავს ვსვავ ცოტას, ისიც იშვიათად. სტუმრის შემთხვევაში კონიაკიც მაქვს სუფრაზე და ბოდიშის მოხდით ვთავაზობ თუ ისიამოვნებს კონიაკს(გაცილებით უკეთ ვიტან).
ლუდის სეზონზე უფრო ადვილია. ყველა ლუდს ირჩევს და ლუდს უკეთ ვიტან. თან ლუდის შემთხვევაში რამდენსაც გინდა იმდენს დალევ რადგან სავალდებულო გაავსე - ბოლომდე დაცალე არ არის.
მოლხენით ბევრის მსმელებზე არანაკლებ ვილხენ. biggrin.gif
მეგობრის მამა ამბობდა ზოგისთვის დედის რძეც საზიანოა და ღვინო რა გასაკვირიაო, თანამშრომელი მყავდა მთასავით კაცი, ბავშვობაში ცუდად გაუხდათ ისე ძალიან რომ კვდებოდაო, მერე ვიღაც მადლიანს უთქვამს დედის რძე წყენს და ნუ კლავთ ხელოვნურზე გადაიყვანეთო. გადაიყვანეს და ეშველაო.

Posted by: kaxaberski66 16 Sep 2020, 00:02
koba1973
QUOTE
ქიზიყელი ვარ

QUOTE
მეგობრის მამა ამბობდა ზოგისთვის დედის რძეც საზიანოა და ღვინო რა გასაკვირიაო,

მიწაწყალო(земляк), შენი ორგანიზმი ღვინოს რომ ვერ იტანდეს, განა ღვინის ბრალია?
დალოცვილო, რქაწითელზე უკეთესი ღვინო არც არსებობს. უბრალოდ არ უნდა გაუთამამდეს კაცი თუ არ ერგება.
ეხლა ნახევარი ლიტრი რქაწითელის ღვინო დავლიე. ნებისმიერ საჭმელ-კამფეტ-ლიმონათს სჯობია. დაილოცოს უფალი და მადლობა რქაწითელი ყურძნის მოცემისთვის.

Posted by: tavadze 16 Sep 2020, 00:14
koba1973
QUOTE
tavadze
ცხენი მყავს შეკაზმული.

biggrin.gif biggrin.gif
kaxaberski66
QUOTE
ეხლა ნახევარი ლიტრი რქაწითელის ღვინო დავლიე.

შენი ღვინო რაღაც განსაკუთრებული რქაწითელია - დიდად არც მე ვეტანები მაგ ღვინოს, მაგრამ შენთან რაც დავლიე, მშვენივრად წავიდა.

Posted by: kaxaberski66 16 Sep 2020, 00:36
tavadze
QUOTE
დიდად არც მე ვეტანები მაგ ღვინოს, მაგრამ შენთან რაც დავლიე, მშვენივრად წავიდა.

თუ ზომაზე ბევრი დავლიე, მე-პატრონსაც კი მაწყენს.
ისე კი, კარგი ღვინის დაყენება მთელი მეცნიერებაა.
ავიღოთ უბრალოდ ჩურჩხელა. ყველა ბადაქისგან, ნიგოზისგან და ფქვილისგან აკეთებს.
გამოსდის ყველას ერთნაირი?

Posted by: koba1973 16 Sep 2020, 09:34
kaxaberski66
QUOTE
მიწაწყალო(земляк), შენი ორგანიზმი ღვინოს რომ ვერ იტანდეს, განა ღვინის ბრალია?

ვინ ამბობს ღვინის ბრალიაო. უბრალოდ ყველას ქერა ქალები რომ მოგწონდეთ მე ნუ ჩამქოლავთ შავგვრემანი რატომ მოგწონსო. თქვენ კი არ გიწუნებთ გემოვნებას, მე მაქვს განსხვავენული იმას ვამბობ. biggrin.gif biggrin.gif
ისე მეგობარი ხუმრობს თქვენ(გვარს გულისხმობს) შუალედური არა გაქვთ ან საერთოდ არა სვავთ, ან სულ კაიფში ხართო biggrin.gif
მართლაც მასეა ზოგი დღეში რამდენჯერმე ასწრებს 3-5 ჭიქას, ზოგი თვეში ერთხელ სვავს 3 ჭიქას. მოსკოვიდან თბილისში წნილის გულისთვის რომ გადმოფრინდა ისიც ჩემი მოგვარე იყო lol.gif რესტორანში რომელიღაც წნილი არ ქონდათ და ბიჭებო ახლავე აქ გავჩნდებიო.
დალევას არ შეეხება, უფრო სწორედ ღვინის დალევას მაგრამ ერთი საკმაოდ გავრცელებული ისტორია შეემთხვა სხვა ჩემს მოგვარეს მოსასმენად სახალისოა და მოგიყვებით. თუ გამოთქმას გაიგებთ:"განა იროდას უნდოდაო" გეცოდინებათ საიდან წამოვიდა გამოთქმა. მოკლედ ახალგაზრდობაში იროდას რაღაც სოფლის პროდუქტი ქონდა თბილისში გასაყიდად ჩამოტანილი, ვიღაც ქალი მოეწონა და ზადმეტი ყურადღების გამოჩენა დაიწყო, როგორც აღმოჩნდა ქალი შეწუხდა და გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა. თავისთან სახლში დაპატიჟა, იროდას რომ ეგონა საქმე საჩემოდააო სწორედ აქ აირია ყველაფერი, ვიღაც შეიარაღებული კაცი შემოვიდა ოთახში და მაგიდასთან ჩემს პირდაპირ დაჯდაო, იარაღი ამოიღო და წყლიანი გრაფინის გვერდზე დადოო. ქალს უთხრა წყალი დაუსხიო, მერე მე მითხრა დალიეო, კიდევ და კიდევო, მესამე თუ მეოთხე ჭიქაზე გაპროტესტება ვცადე, მაგრამ იარაღი შეათამაშა ხელში და სხვა რა გზა მქონდაო. გრაფინი რომ დაიცალა ვიფიქრე მეშველაო მაგრამ ხელახლა გადაავსებინაო. მერამდენე გრაფინზე იყო არ ვიცი, რომ შემატყო მეტის დამლევი არ ვიყავი, გინდა მოვეკალი მითხრა: ხომ ხედავ ზოგჯერ წყალიც კი არ უნდა ადამიანს, წადი ეხლა და მეორედ არსად გადამეყაროო. ვიფიქრე არსად ვიტყვი მაგრამ მე თვითონ წამომცდაო, ეხლა დამალვას რა აზრი აქვსო. ამ კაცის შვილთაშვილს თბილისში მეგობართან რაღაც შესთავაზეს, მადლობთ არ მინდაო, უთხრეს განა იროდას უნდოდაო biggrin.gif ასე დარჩა იროდას სახელი.

Posted by: tavadze 16 Sep 2020, 20:53
kaxaberski66
QUOTE
თუ ზომაზე ბევრი დავლიე, მე-პატრონსაც კი მაწყენს.

ეგ კი, მაგრამ იმ დღეს 2-3 ჭიქაც არ დაგვილევია, თუმცა ოდნავი დისკომფორტიც არ მიგრძვნია. არადა, ხშირად 1 ჭიქაც უსიამოვნოდ ხვდება ორგანიზმს.
QUOTE
ისე კი, კარგი ღვინის დაყენება მთელი მეცნიერებაა.
ავიღოთ უბრალოდ ჩურჩხელა. ყველა ბადაქისგან, ნიგოზისგან და ფქვილისგან აკეთებს.
გამოსდის ყველას ერთნაირი?

აი, ზუსტად მაგას ვამბობ საცივზეც - ისიც მთელი ხელოვნებაა. ვინც კარგად ფლობს, კარგიც გამოსდის. არადა, ერთი ძალიან მაგარი დიასახლისი მეკამათებოდა ამ ფორუმზე ხშირად, ნიგოზს რასაც უზამ, ყველაფერი გემრიელიაო, თავად ნიგოზი აგემრიელებს საჭმელსო, თუმცა იმდენი სიკეთე მეც და სენც, რამდენი წყალ-წყალა საცივი მინახავს - ისეთი უგემური, პირში არ ჩაიდება. არადა, ინგრედიენტები ყველას ერთი აქვს.
koba1973
QUOTE
თქვენ კი არ გიწუნებთ გემოვნებას, მე მაქვს განსხვავებული იმას ვამბობ.

მეც მსგავს კატეგორიაში გავდივარ. biggrin.gif
პ.ს. დღეს დავბრუნდი გურიაში და ხვალიდან უნდა ვეკვეთო საქმეებს. კაკალია შემოსული და ჯერ მაგას უნდა მივხედო - გათიბვა, დარეკვა-შეგროვება, თუმცა მანამ სხვა აუცილებელი საქმეებიცაა, გადადება რომ არ შეიძლება, ისეთი.

Posted by: iGreen. 17 Sep 2020, 07:49
QUOTE
ამ კაცის შვილთაშვილს თბილისში მეგობართან რაღაც შესთავაზეს, მადლობთ არ მინდაო, უთხრეს განა იროდას უნდოდაო

biggrin.gif

Posted by: la reine 20 Sep 2020, 23:28
koba1973

მართლა შავგრემანი მოგწონს?

tavadze

შეენც?



მეცuser.gif



givi.gif

:***

Posted by: tavadze 21 Sep 2020, 00:51
la reine
QUOTE
tavadze

შეენც?



მეც

მეც, მეც - მააშ! biggrin.gif
პ.ს. კი ვერ მივხვდი, რაზე მეკითხები, მაგრამ მაინც გეთანხმები. biggrin.gif

Posted by: koba1973 21 Sep 2020, 09:00
la reine
QUOTE
მართლა შავგრემანი მოგწონს?

შავგვრემანიც, ხორბლისფერიც.
tavadze
QUOTE
კი ვერ მივხვდი, რაზე მეკითხები, მაგრამ მაინც გეთანხმები.

ორივეზე ალბათ
biggrin.gif

Posted by: tavadze 21 Sep 2020, 14:42
koba1973
QUOTE
ორივეზე ალბათ

ალბათ. biggrin.gif
QUOTE
შავგვრემანიც, ხორბლისფერიც.

ქერამ ან ღია სტილისამ რა დაგიშავა? biggrin.gif

Posted by: koba1973 21 Sep 2020, 17:10
QUOTE


ქერამ ან ღია სტილისამ რა დაგიშავა?

პახმელიას მაძლევს. biggrin.gif

Posted by: straight away 21 Sep 2020, 19:37
ლა რეინს ამ თემაში ის აუცილებელი ინტიმი შემოაქვს, რაც სოფლისთვის აუცილებელია. ზუსტად იგივე გრძნობამ დააწერინა რობაქიძეს - ტანს გეტმასნება სველი ალერდი, მჭირვალე კაბა გიმხელს თეძოებს.....
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს....
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კერტნი...

კარტოფილის მოყვანა ვისაც აინტერესებს, პატარა საიდუმლოს გავუმხელ: ადრე, საუკუნეების წინ, ბავშვებს ევალებოდათ ნაცრის შეგროვება. ამ ნაცარს მშობლები იყენებდნენ კონკრეტული მიზნისთვის. ნაცარქექია მშობლებს არ ვგულისხმობ. მოსავლის მოსაყვანად იყენებდნენ. Guess what...

Posted by: la reine 21 Sep 2020, 21:19
tavadze

ჰმ, რა ვერ გაიგე, კაცო, შენც შავები მოგწონს მეთქი?biggrin.gif

koba1973

მივხვდი.
შენ თვითონ ხარ ძაან ქერა და იმ პონჩიgigi.gif
ხომკიbiggrin.gif

straight away

ვაიმეე
ძაან შევიშმუშნე რაღღაცნაირადbiggrin.gif
2kiss.gif

p.s. რომ არ გაოფდეს.. მე, ამ.ზაფხულს, პამიდორი დავრგე...მოგიყვებით მერე სხვა დროსbiggrin.gif

Posted by: tavadze 21 Sep 2020, 22:26
koba1973
QUOTE
პახმელიას მაძლევს.

ლოოლ! biggrin.gif up.gif
straight away
QUOTE
ტანს გეტმასნება სველი ალერდი, მჭირვალე კაბა გიმხელს თეძოებს.....
და აზიდული მაღალი მკერდით
მიეფინები მწვანე ეზოებს....
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კერტნი...

გავაგრძელო ეგ ლექსი თუ გააგრძელებ? biggrin.gif
გრიშაშვილსაც აქვს მსგავსი ეროტიული ლექსი (შენ გაირყვნები!), თუმცა - არა სოფლის იდილიაზე.
la reine
QUOTE
tavadze

ჰმ, რა ვერ გაიგე, კაცო, შენც შავები მოგწონს მეთქი?

ააა. biggrin.gif
ესე ჩაციკლული არა ვარ სტილზე - ორივე უკიდურესობა მომწონს. biggrin.gif მახასიათებს ასეთი პოლარიზებული გემოვნება - მაგალიტად, ერთნაირად მიყვარს ტკბილიც და მჟავე-ცხარე-მწარე.

Posted by: straight away 22 Sep 2020, 08:37
la reine
QUOTE
ვაიმეე
ძაან შევიშმუშნე რაღღაცნაირად

რანაირად? ჩვენც შეგვშმუშნე, გადმოგვდე ემოციები და გამოგვაცოცხლე ცოტა, თორემ გადავყვებით ამ ხვნა-თესვას და ყველაზე ტკბილი წუთები გვერდზე დაგვრჩება smile.gif
QUOTE
p.s. რომ არ გაოფდეს.. მე, ამ.ზაფხულს, პამიდორი დავრგე...მოგიყვებით მერე სხვა დროს

და აქამდე ერთი სიტყვაც არ დაგიძრავის ამის შესახებ, ასე როგორ შეიძლება?!
ალბათ ისრიმისფერ ბოლო პომიდორს რომ მოწყვეტდი სამწნილედ, მაშინ გვეტყოდი შენი მოკრძალებული შრომის შესახებ...
სურათები დაიდოს, თუ გინდა დავრწმუნდეთ smile.gif
tavadze
QUOTE
გავაგრძელო ეგ ლექსი თუ გააგრძელებ?
გრიშაშვილსაც აქვს მსგავსი ეროტიული ლექსი (შენ გაირყვნები!), თუმცა - არა სოფლის იდილიაზე.

აქ არააა, მერე როცა ეს მადლიანი საშემოდგომო საქმეები სულ მიილევა, დავიდგათ ერთი სამოვარი, მოვუსხდეთ ირგვლივ და ვისაუბროთ ხელოვნებაზე.
გრიშაშვილიც მეცოდინება, აშკარა არის smile.gif
მაგრამ სოფლის მოტივები უნდა ჩანდეს ....
აი თუნდაც ასეთი:

მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი -
საზოგადოდ მდედრის…
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეგ სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!

Posted by: tavadze 22 Sep 2020, 09:48
straight away
QUOTE
მერე როცა ეს მადლიანი საშემოდგომო საქმეები სულ მიილევა, დავიდგათ ერთი სამოვარი, მოვუსხდეთ ირგვლივ და ვისაუბროთ ხელოვნებაზე.

ისე ვატყობ, დუშეთში თუ ამოგაკითხავთ, თორემ შენ ამ თბილისში სასროლი ბადითაც ვერ მოგიხელთებს კაცი. biggrin.gif

Posted by: koba1973 22 Sep 2020, 11:24
la reine
QUOTE
შენ თვითონ ხარ ძაან ქერა და იმ პონჩი
ხომკი

პირიქით.
6 საათის მერე არ ვჩანვარ biggrin.gif

Posted by: la reine 22 Sep 2020, 14:11
tavadze

ხოხ, გურია, გურიააbiggrin.gif გიწონებ ლავირების ნიჭსlol.gif

straight away

მეტი რაღა ემოციები და გამოცოცხლება გინდათ, ლექსების პოსტვა დაგაწყებინე ვერ ხედავ?! biggrin.gif
თან რა ლექსების....

koba1973
ვააჰlol.gif

up.gif))))

Posted by: kaxaberski66 22 Sep 2020, 22:38
straight away
QUOTE
მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი -
საზოგადოდ მდედრის…
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეგ სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!

არა ჩვეულებრივია. პირველად წავიკითხე და ბუმბერაზულად განუმეორებელია.
რატომღაც ლებანიძის ლექსიკას მივამსგავსე და მისი ტემბრ-ლექსიკა -ხმით წარმოვიდგინე წაკითხული და ზღაპრული გამოვიდა.
რესპექტ კი არა და ყოჩაღ.
უფლის მადლით, როცა დადგება წუთი და კიდევ ერთხელ ვიქეიფებთ, გავიხსენებთ მაგ სერენადასაც.

Posted by: tavadze 23 Sep 2020, 01:35
la reine
QUOTE
ხოხ, გურია, გურიაა გიწონებ ლავირების ნიჭს

ნუ, დიპლომატიის მამა ნამდვილად კია გურიაში საძებნი, მაგრამ ამ შემთხვევაში ლავირება არაფერ შუაშია - მართლა ეგრეა, რაც დავწერე. biggrin.gif
koba1973
QUOTE
პირიქით.
6 საათის მერე არ ვჩანვარ

ლოოლ! biggrin.gif საღოლ! biggrin.gif
kaxaberski66
QUOTE
რატომღაც ლებანიძის ლექსიკას მივამსგავსე

მეც ლებანიძე მახსოვს.
QUOTE
უფლის მადლით, როცა დადგება წუთი და კიდევ ერთხელ ვიქეიფებთ,

ვახ - თქვენი თავი მომცა ავენისში, ეკლესიის წინამდებარე ფანჩატურში, წითელ წიგნში დავანებული ურთხელის ქვეშ. biggrin.gif
პ.ს. ნეტა, ისევ თუა ის ფანჩატური - საუკუნეა, აღარ ვყოფილვარ. rolleyes.gif

Posted by: zaqro-signagski 23 Sep 2020, 11:25
QUOTE (kaxaberski66 @ 16 Sep 2020, 00:02 )
koba1973
QUOTE
ქიზიყელი ვარ

QUOTE
მეგობრის მამა ამბობდა ზოგისთვის დედის რძეც საზიანოა და ღვინო რა გასაკვირიაო,

მიწაწყალო(земляк), შენი ორგანიზმი ღვინოს რომ ვერ იტანდეს, განა ღვინის ბრალია?
დალოცვილო, რქაწითელზე უკეთესი ღვინო არც არსებობს. უბრალოდ არ უნდა გაუთამამდეს კაცი თუ არ ერგება.
ეხლა ნახევარი ლიტრი რქაწითელის ღვინო დავლიე. ნებისმიერ საჭმელ-კამფეტ-ლიმონათს სჯობია. დაილოცოს უფალი და მადლობა რქაწითელი ყურძნის მოცემისთვის.

ამინ, ამინ pop.gif
-----------------

Posted by: kaxaberski66 24 Sep 2020, 19:14
tavadze
QUOTE

ვახ - თქვენი თავი მომცა ავენისში, ეკლესიის წინამდებარე ფანჩატურში, წითელ წიგნში დავანებული ურთხელის ქვეშ

ავენისის რა ვთქვა. თბილისში მარტივია ეგ საქმე.

Posted by: toni33 25 Sep 2020, 10:07
user posted imageuser posted image
ხალხო., ამ ყურძნის ჯიშის გაგება მინდა იქნებ დამეხმაროთ რა ჯიშია....

Posted by: straight away 28 Sep 2020, 13:39
tavadze
QUOTE
ისე ვატყობ, დუშეთში თუ ამოგაკითხავთ, თორემ შენ ამ თბილისში სასროლი ბადითაც ვერ მოგიხელთებს კაცი.

ოქტომბერიც და ვსიო, სულ თბილისში ვიქნები. არჩევნებამდე უნდა მოვასწრო იქ ყველაფერი, თორემ შეიძლება სადმე ამირჩიონ და სოფლისთვის აღარ მეცლება smile.gif
kaxaberski66
QUOTE
არა ჩვეულებრივია. პირველად წავიკითხე და ბუმბერაზულად განუმეორებელია.
რატომღაც ლებანიძის ლექსიკას მივამსგავსე და მისი ტემბრ-ლექსიკა -ხმით წარმოვიდგინე წაკითხული და ზღაპრული გამოვიდა.
რესპექტ კი არა და ყოჩაღ.
უფლის მადლით, როცა დადგება წუთი და კიდევ ერთხელ ვიქეიფებთ, გავიხსენებთ მაგ სერენადასაც.

ლებანიძეა კი, ავტორის მითითება დამავიწყდა. ღვინის ქურდებში როა, ლექსები ხო იცი შენზეაო, შევიკრიბოთ და ლექსები ჩემზე იყოსsmile.gif
tavadze
QUOTE
ვახ - თქვენი თავი მომცა ავენისში, ეკლესიის წინამდებარე ფანჩატურში, წითელ წიგნში დავანებული ურთხელის ქვეშ.
პ.ს. ნეტა, ისევ თუა ის ფანჩატური - საუკუნეა, აღარ ვყოფილვარ.

მაგიდა და სკამები არის. გადახურული იყო თუ არა, აღარ მახსოვს. ურთხელიც სულ ფუტუროა, როგორ ცოცხლობს სულ მიკვირს.
კარგი მოგონებები გაქვს ეტყობა მაგ ადგილთან, სულ მაგით ,,გვემუქრები" smile.gif
თუ იქით მოვხვდით, კიდევ ერთ მაგარ ადგილს გაჩვენებ. გაგიჭირდება რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება smile.gif

თბილისში შეკრება კი მარტივია, მაგრამ თბილისიდან სულ რაღაც 60 კმ-ია. დილით რომ გავიდეთ, საღამომდე ყველაფერს მოვასწრებთ თავისუფლად.
* * *
toni33
QUOTE
ხალხო., ამ ყურძნის ჯიშის გაგება მინდა იქნებ დამეხმაროთ რა ჯიშია....

ესე სურათებით მკითხაობასავით გამოგვივა.
პინოს ვამსგავსებ და რა ვიცი, შეიძლება ვცდები.

Posted by: kaxaberski66 28 Sep 2020, 23:11
straight away
QUOTE
არჩევნებამდე უნდა მოვასწრო იქ ყველაფერი,

კაცო, საქმე დაიტოვე.
QUOTE
ლებანიძეა კი, ავტორის მითითება დამავიწყდა.

მე წერის ტექნიკაზე ვიგუმანე.
QUOTE

თბილისში შეკრება კი მარტივია, მაგრამ თბილისიდან სულ რაღაც 60 კმ-ია. დილით რომ გავიდეთ, საღამომდე ყველაფერს მოვასწრებთ თავისუფლად.

დღე დაპატარავდა.

Posted by: tavadze 29 Sep 2020, 00:04
straight away
QUOTE
არჩევნებამდე უნდა მოვასწრო იქ ყველაფერი,

მეგონა, არჩევნების მერე მიჰქონდა ის საქმეები ვინმეს. biggrin.gif
QUOTE
გადახურული იყო თუ არა, აღარ მახსოვს.

კი, იყო - ბოლო წლებში გადახურეს.
QUOTE
ურთხელიც სულ ფუტუროა, როგორ ცოცხლობს სულ მიკვირს.

ეგ მეც მიკვირსმ რაში უდგას სული. თუმცა ფაქტია, რომ ცოცხლობს!
QUOTE
მაგრამ თბილისიდან სულ რაღაც 60 კმ-ია. დილით რომ გავიდეთ, საღამომდე ყველაფერს მოვასწრებთ თავისუფლად.

კი, კი. ამ ზამთრის ხანმოკლე დღეებშიც კი თავისუფლად მოესწრება.
QUOTE
თუ იქით მოვხვდით, კიდევ ერთ მაგარ ადგილს გაჩვენებ. გაგიჭირდება რომელიმესთვის უპირატესობის მინიჭება

საინტერესოა.

Posted by: la reine 2 Oct 2020, 22:44
სამი დღეა არაფერი დაპოსტილა ამ თემაში

არადა როგორ მიყვაარსlove.gif

მიწის და მზის სურნელი ტრიალებს სულbiggrin.gif და კიდევ სოფლისlove.gif

Posted by: tavadze 4 Oct 2020, 01:27
la reine
QUOTE
მიწის და მზის სურნელი ტრიალებს სულ და კიდევ სოფლის

სამივე მოჭარბებულად მაქვს აგერ, ჩემს ირგვლივ. biggrin.gif biggrin.gif
ამ დღეებში კი იწვიმა გურიაში და ტემპერატუმაც დაიკლო, მაგრამ ჯერ შორტებს და ღამი|თ ზაფხულის საბანს ვერ ველევი, მაინც ისეთი სიცხეებია.
კულინარი ქალი ხარ და კულინარიულ პასაჟს კი შემოვიტან: გუშინ მექსიკური კარტოფილი მოვამზადე, ისეთი ცხარე გამომივიდა, მექსიკელებს თუ ოდესმე ასეთი მოემზადებინოთ... biggrin.gif სპეციალური შეზავებული სანელებლებიც ვუყავი, ინდური წიწაკაც, ბოლოს - ჩვენი წიწაკაც ხვავრიელად მოვაყარე და კი გამოვიდა ბომბა. biggrin.gif
ამ საღამოს, ფაქტობრივად, სპეცოპერაცია ჩავატარე კრაზანების წინააღმდეგ. სახლის კედელი გამოვანგრიე და იმის თავზე, "შილოვკაში" ქონიათ ბუდე. მოხელე გამექცა მაგათ გამო. biggrin.gif ამ საღამოს ბენზინის საწამლი მანქანით ფაროსანას საწამლავი მივასხი და იქ ამბავი ატყდა... biggrin.gif biggrin.gif საბედნიეროდ, გადავრჩით, მაგრამ მეზობელი მეხმარებოდა და ისიც გაიქცა - არც ვახშამი მინდა და არც არაფერიო. biggrin.gif

Posted by: ირმაკო 5 Oct 2020, 16:58
ამერიკაში მრავალწლიანი შრომით, როგორც იქნა მეღირსა საქართველოში სოფელი <3
ვისაც არ ეზარება, ყველას აქვს ყველაფერი, ( თუმცა მარტო მიწაზე შრომით შანსი ცოტაა კარგად იყო, მაგრამ შიმშილი გამორიცხულია.
თუმცა ბევრი ზარმაცი შემხვდა, ხელსოსნები და მუშები, გეფიცებით თბილისზე ძვირს ითხოვენ ყველაფერში . მე 3 წლის წინ ვიყიდე, და ჩავყარე შიდა ქართლში ვაზის უიშვიათესი ჯიშები,
იმედია ვაზის თემაც იქნება ფორუმში, მაგას დავეძებდი და აქ მოხვდი <3

Posted by: tavadze 6 Oct 2020, 01:57
ირმაკო
QUOTE
თუმცა მარტო მიწაზე შრომით შანსი ცოტაა კარგად იყო,

ეგაა მთავარი - ამერიკამ თუ მოგცა იმდენი აქედან სხვა ქვეყანაში ჩასულს, რომ აქ რაღაც შეგეძინა, შენი ქვეყანა რატომ ვერ უნდა გაძლევდეს?
მონებივით ვართ - მხოლოდ იმდენს რომ აძლევდნენ საკვებს, თავი გაეტანათ, შიმშილარ დახოცილიყვნენ და ემუშავათ ბატონებისთვის. facepalm.gif facepalm.gif
QUOTE
ამერიკაში მრავალწლიანი შრომით, როგორც იქნა მეღირსა საქართველოში სოფელი

QUOTE
ჩავყარე შიდა ქართლში ვაზის უიშვიათესი ჯიშები,

ღმერთმა ხელი მოგიმართოს. up.gif

Posted by: straight away 10 Oct 2020, 10:02
tavadze
გეცნობა ადგილი პატივცემულო? smile.gif)))

user posted image

user posted image

user posted image
* * *
როგორ ხართ საქმის, ბუნების და სიკეთის მოყვარულო მეგობრებო, ხომ არ მოიწყინეთ?!
თუმცა როგორ მოიწყენდით, იმდენი საქმეა წელიწადის ამ დროს, დარწმუნებული ვარ შუადღის წახემსებისთვისაც ვეღარ იცლით.
როგორც მოგეხსენებათ, ჩემი აქედან გაუჩინარების ორი მიზეზი არსებობსsmile.gif
ან სადღაც დავბოდიალობ,
ან სოფელში ვარ და მიწას ,,ვეპოსტავები".
ადრე, ბავშვობაში მახსოვს რომ სახლის წინ, აივანთან კომშის ხეზე ყურძენი იყო ასული. ძველი სახლი იყო, ქვიტკირით ნაშენი. ხის აივნით. აივნის და სახურავის საყრდენი მუხის ბოძები ტრაპეციის ფორმის ნათალ ქვებზე რომ იდგა, გემახსოვრებათ ალბათ ეგ ძველი სტილი. ისე მომწონდა აივნიდან ამ კომშის ხის და ზედ გადმოფენილი ყურძნის მტევნების ყურება, მთელი სიცოცხლე გამომყვა ტკბილი მოგონებასავით.
მერე ეს სახლი დაინგრა, ჯერ დაიწვა, მერე დაინგრა და სულ ეკალ-ბარდებში გაეხვია შემორჩენილი ნანგრევები. ეს კომშის ხეც ასკილის და მაყვლის ტყვეობაში მოექცა. არც კომშს კრეფდა არავინ და აღარც ის ყურძენი გახსენებია არავის. პრინციპში, პირველი მე უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ ,,არ მეცალა".
ეხლა მოვიცალე. ჯერ ეს ეკლები მოვაცილე, ძირთან მისასვლელი გავუსუფთავე, მერე ქვედა ტოტები შევაჭერი. უშნოდ იყო გაბურჯგნული. მივუდგი კიბე და ავძვერი წვერისკენ, ბავშვობა გავიხსენე. კომშზე ასვლა საკმაოდ ადვილია, სხვა ხეებთან შედარებით. იდეაში კომშის კრეფა მქონდა გადაწყვეტილი, რაც შევასრულე კიდეც, მაგრამ აქ თქვენს ყურადღებას და ძვირფას დროს არ მოვაცდენდი, რომ არა ერთი უცნაური ფაქტი.
ეს ყურძენი ისევ ცოცხალია. ისევ ასხია და ისევ ისეა გადმოფენილი მტევნები ტოტებზე, მხოლოდ ერთ მხარეს შემორჩენილა და სხვა კუთხეებიდან არ ჩანდა. ხის ძირს რომ ვასუფთავებდი, ვერც იქ ვნახე ვერანაირი ყურძნის ძირი. ჩამოვძვერი ისევ ძირს და ხელახლა დავიწყე ვაზის ძებნა. თუ წვერში ყურძენია, ძირიც ხომ უნდა ჰქონდეს სადმე, ლოგიკურად. smile.gif თურმე ამ კომშის ხეს და ვაზს ისე შეყვარებიათ ერთმანეთი, შეზრდიან კიდეც ერთმანეთს და ვაზი კომშის ხის მერქანშია მოყოლილი. ამ ყურძნის დანახვა ისე გამიხარდა, თითქოს პაპაჩემი დამენახოს გაცოცხლებული, ძველი სახლი აღდგენილი და მე ბავშვობაში დაბრუნებული.
ესეც კომშის და ვაზის სიყვარულის ნაყოფი
user posted image
* * *
გიჟანა ყურძენია. ასე ეძახიან მგონი. ერთი ვედრა გამოვა ალბათ და გადავწყვიტე, რაც არ უნდა გამოვიდეს, თუნდაც ერთი ბოთლი, უნდა დავწურო. ავიტან სასაფლაოზე და მაგით ვეტყვი ჩვენს წინაპრებს შესანდობარს.
* * *
ბაღის შეღობვა წელს კინაღამ დავასრულე. არჩევნებამდე მინდოდა მომესწრო, მაგრამ, არაუშავს, გაისათ იქნება კიდევ რომელიმე არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის ან თუნდაც ფეხბურთის ფედერაციის მაინც და იმას აღარ გადავაცილებ. ეკლიანი მავთულით შეღობვა გამიადვილდა. 6 პირი მავთულის გატარება ნორმალური გამოვიდა. 7 იქნებოდა იდეალური.
user posted image
* * *
მიწაც მოვხანი საკარტოფილედ. გაზაფხულზე დავაკულტივატორებ/დავფრეზავ და 1000 კვ.მ - ზე კარტოშკას დავთესავ. იქნება ნატურალური და ჯანსაღი. ადრე დავწერე აქ, თუ გამოიცნობთ ნაცარს რატომ აგროვებდნენ ბავშვები კომუნისტურ და უფრო წინარე საქართველოში მეთქი და არ გამოეხმაურეთ არავინ. ერთმა ძალიან ძველმა კაცმა (86 წლისაა) საუბარში მოაყოლა რომ ნაცარს აბარებდნენ ბავშვობაში. დავინტერესდი ვის რაში ჭირდებოდა ნაცარი და მითხრა კარტოფილს რომ თესავდნენ მაშინ აყრიდნენო. არანაირი ჭია და დაავადება არ ეკარებოდაო. ეხლა დაივიწყესო ეს მარტივი და სასარგებლო საქმეო. ასე რომ ნაცარს აღარ ვყრით smile.gif
ხო და კიდევ. კარტოშკა მიწიდან დიდი რაოდენობით ნიტროგენს ისრუტავს. ნიტროგენი იგივე აზოტია. იმდენად დიდი რაოდენობით ,,ჭამს" ამ ნიტროგენს, რომ მეორე წელს მშიერი დარჩება, თუ ისევ იმ ადგილას დათესავთ. ამ ნიტროგენის ბუნებრივი გზით აღდგენას 3-4 წელიწადი სჭირდება. ამიტომ კარტოშკას აუცილებლად ადგილის შეცვლა სჭირდება. ნიტროგენის აღდგენას ზოგიერთი მცენარეც უწყობს ხელს, მაგალითად, ლობიო და პარკოსნები ზოგადად. ფესვიდან გამოიმუშავებს და აწვდის ნიადაგს. სამაგიეროდ ლობიო ნატრიუმს იღებს ნიადაგიდან. ასე რომ, კარტოფილის ადგილას დათესეთ ლობიო, სიმინდთან ერთად. გოგრაც შეიძლება. ლობიოს, სიმინდს და გოგრას სამ დას ეძახიან.
ესეც პირველი ხნული
https://drive.google.com/file/d/1Wytod4AgVE538RIm4XggM3oHzSdC6t8_/view?usp=sharing
* * *
ხილის არაყიც გამოვხადე. უნდა გამოგიტყდეთ, რომ წელს პირველად გავაკეთე ეს საქმე. ავიტანე 120 ლიტრიანი პლასმასი ბოჩკა და დავიწყე მსხლის და ჭანჭურის შეგროვება. მსხალი ბორბალას ჯიშისაა, რბილობი უყავისფრდება როცა მწიფდება. თან საკმაოდ წვნიანია. მითხრეს, რომ ჭანჭურისთვის კურკები გამომეცალა და ისე ჩამეყარა, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე და პირდაპირ ჩავუძახე. მსხალს ვჭრიდი ნაჭრებად. ჭანჭურს ვჩეჩქვავდი. თავზე 1 ვედრო ტყემალა დაყარე და დავახურე ტავი 3 კვირით. მითხრეს რომ დუღილი უნდა დასრულდეს. აღარ უნდა ბუყბუყებდეს და მერე უნდა გამოხადოვო. გამოვხადე 2 ქვაბი. გამოვიდა 18 ლიტრი. ორივეჯერ პირველი 0.5 ლიტრი გამოვაცალკევე. ჩვენთან ამას წინწანაქარს ეძახდნენ ადრე. ყველაზე მწარე და გრადუსიანი ნაწილია და ყველაზე ამტანი ვოჟები ხუხავდნენ. თუმცა როგორც ქიმიის წყალობით ირკვევა, ეს ნაწილი სავსეა ეთერზეთებით და მაინცდამაინც სასარგებლო არ ყოფილა ორგანიზმისთვის. ამიტომ არ გავურიე. დანარჩენი არაყი დავაყენე 45 გრადუსზე და კი მივირთმევთ საუზმე-სადილ-ვახშამზე მე და ჩემი მეზობლები. სასარგებლო რჩევაა - არომატისთვის ახალმოკრეფილი კომშის გარევა საარყე ქვაბში, ერთი 10 ცალი, გაწმინდეთ, დაჭერით და ჩაყარეთ საარყეში გამოხდის დროს და შედეგით კმაყოფილი დარჩებით smile.gif
Chacha Time
user posted image

* * *
და შემოღამება სოფელში. ამ დროს მე და ჩემი ნათესავ-მეზობელი მხატვარი კაცი ვისხედით და ხილის არაყს შევექცეოდით.
- რა კარგი დასახატია
- გადავიღოთ სურათი და თოვლი რომ ჩამოყრის დავხატავ, სხვა საქმე აღარ გვექნება
- ხოო, ხვალ სიმინდი გვაქვს მოსაჭრელი, ზეგ კაკალი დასაბერტყი, მერე ვაშლი დასაკრეფი...
- ვიჩინა და ხილის არაყი ჩემზე იყოს ბაბუ, შენ ხატე და ხატე ....
- დახატე ნიკალა, დახატეეე...
- დაასხი იაკობ, დაასხი, ნუ იცი დაგვიანება კაცო...

user posted image

Posted by: kaxaberski66 10 Oct 2020, 19:24
straight away
მესამე სურათზე ეკლესია მოჩანს ტყეში?
ძალიან კარგი სიუჟეტი გამოვიდა. სასიამოვნოდ წასაკითხი და გასათავისებელი.
ნეტავ ბევრი ადამიანი იყოს ასე ახლოს მიწასთან და ბუნებასთან და ბევრი წერდეს ასეთ თემაზედ.
კომშის და ყურძნის ამბავი ძალზედ საინტერესოა. კარგი მოთხრობასავით გამოვიდა.
მაგ ყურძნიდან დაწურული ღვინით პაპას რომ მოიგონებ, პაპა უეჭველი გაიგებს და საიქიოდან სააქაოს შეგეწევა.
რა თქმა უნდა, არყის გამოხდა სოფელში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია. მანდ უმეზობლოდ და თითო ჭიქის გარეშე საქმე არ გამოვა.
გაცივების სისტემა არ გქონია საკმარისი. არაყი კი კარგად გამოსულა. ხინკალზე გადუკრავ ზამთარში.
ხნულიც კარგი გამოგსვლია. ბელტებად არ გადასულა. გუთანმაც კარგად გადააბრუნა მიწა.
შენ ჯანმრთელობა გქონდეს და კარტოფილსაც კარგად მოიყვან და სხვა რამესაც.
user posted image
ეს კი შარშანდელი ჩემი არყის გამოხდა.

Posted by: straight away 10 Oct 2020, 19:53
kaxaberski66
გაიხარე კახა, გენაცვალე შენ. შრომა, შენ რომ იცი, ეგეთი უნდა.
თან რომ გიფასდება, ეგ ყველაზე დიდი სტიმულია.
ჩემთვის ყველაზე სტიმული გარშემომყოფების გახარებული სახეები და თვალებია. ყველაზე დიდი მოტივი კი - კერის განახლება.

წინა პოსტში ვფიქრობდი, რამე ხომ არ გამომრჩა თქო და ეხლა მივხვდი რაც გამომრჩა.
ყველაზე დიდ მხარდაჭერას რასაც ვიღებ ფიზიკურ თუ გონებრივ შრომის დროს, არის ზებუნებრივი ძალა, რომელსაც ზოგად სახელს ღმერთს დავარქმევ.
მთიელ ხალხს ,,ცოტა განსხვავებული" რწმენა-წარმოდგენები და რიტუალებიც გვაქვს. ხატები - სალოცავებია, ხატობები - დღესასწაულები.
ხატში გარევა, დამწყალობება, საღვთოდ შეთქმა და კიდევ უამრავი ტერმინია ტრადიციების აღსანიშნავად, რაც არ უნდა მოიშალოს, რაც მთას და მთიელების უნიკალურობას უსვამს ხაზს.
ის ვითარება კი რაც დღეს-დღეობით მთის სოფლებში ხდება სანათას (,,ბახტრიონი") სიტყვებს მახსენებს ხოლმე:
ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა?
მაშ ვინ აუნთოს სანთელი?
მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი?
ვინ მოაკმიოს საკმელი?!
უკაცურთ კაცობა გვმართებს,
მანამ სული გვჩრავ პირშია.
ხატიც შაგვინდობს ცოდვასა,
რო გვნახავს გასაჭირშია.

ვინ ემსახუროს მაშ ხატსაო?!
კერას ხომ უნდა აღდგენა, ხატსაც მსახურობა უნდა, წინაპრებსაც პატრონი ჭირდებათ და კიდევ რამდენი რამეა...
აი ჩემი ხატი
user posted image

სადაც არ უნდა ვიყო, გული სულ აქეთკენ მომიწევს, უნდა ავიდე და ავანთო სანთელი, შევთხოვო ღვთისმშობელს რაც რამე სათხოვარი მაქვს.
ვიცი, რომ წყალობასაც გაიღებს და ცოდვასაც შეგვინდობს, რომ გვნახავს გასაჭირში.

Posted by: kaxaberski66 10 Oct 2020, 21:32
straight away
QUOTE
აი ჩემი ხატი


დიდება უფალს. ძალიან ლამაზი ადგილია.
ეგ ნანგრევები კი ის სიწმინდეა, სადაც ხალხი უფალზე ლოცულობდა.
თავისთავად ნანგრევები გარდასულ ძნელბედობაზე მეტყველებენ და გარშემო გაუღრანებულა კიდეც.
მანდ მლოცველების შთამომავლობას ჯანი და აზრის სისაღე მისცემოდეთ. ქვაც მანდვე ახლოს ეყრება და ოდესმე შეიძლება აღადგინონ კიდეც.

Posted by: tavadze 11 Oct 2020, 01:00
straight away
QUOTE
tavadze
გეცნობა ადგილი პატივცემულო?

მაშ, მაშ! biggrin.gif
საიდან გაქვს გადაღებული, სადღაც ძაან მაღალზე ხარ ასული!

QUOTE
რაც არ უნდა გამოვიდეს, თუნდაც ერთი ბოთლი, უნდა დავწურო. ავიტან სასაფლაოზე და მაგით ვეტყვი ჩვენს წინაპრებს შესანდობარს.

sad.gif up.gif დამბურძგლა, სენტიმენტები მომერია.
QUOTE
ადრე დავწერე აქ, თუ გამოიცნობთ ნაცარს რატომ აგროვებდნენ ბავშვები კომუნისტურ და უფრო წინარე საქართველოში მეთქი და არ გამოეხმაურეთ არავინ.

როგორც ჩანს, გამომეპარა, თორემ დავწერდი პასუხს. სხვა დაავადებები არ ვიცი, მაგრამ მახრა ვერ ეკარება კარტოფილს, რომელსაც ძირში ნაცარი უყრია. პლუს, ნაცარი სასუქია.
QUOTE
ნიტროგენის აღდგენას ზოგიერთი მცენარეც უწყობს ხელს, მაგალითად, ლობიო და პარკოსნები ზოგადად. ფესვიდან გამოიმუშავებს და აწვდის ნიადაგს. სამაგიეროდ ლობიო ნატრიუმს იღებს ნიადაგიდან.

მახსოვს, ადრე დაწერე, რომ ლობიო და პომიდორი კარგი დუეტია ბოსტანში. მერე ნეტშიც გადავაწყდი ახლობლების ინტერვიუს, სადაც იმავეს ამბობდნენ. მე მეთესა პომიდვრებში ლობიო - დაბალიც და მაღალიც. ორივემ კარგად მოისხა, რაც მაგ მეზობლობის დამსახურება მგონია. პომიდორიც აქამდეა ბოსტანში - კი გახმა ბევრი, მაგრამ ჯერ ისევ ბლომადაა. ახლაც მაქვს დაკრეფილი და ვფიქრობ, ჩავშუშო, თუმცა ვერ მივიცალე. არადა, დღეს ვუყურებდი ბოსტანს (რემონტის გადამკიდე, ვერც შევდივარ შიგ - დრო თუ ვიშოვე, კაკლებზე გავრბივარ) და კარგა ბლომადაა დასაკრეფი. მთელი ზაფხული საჭმელად ხომ მქონდა და ბევრი რამე გავაკეთე - ჩაშუშული, ნედლად მოხუფული, აჯიკები, საწებლები, კეტჩუპი და ჯერ კიდევ ბლომადაა. არადა, სულ ორჯერ შევწამლე. ლობიომაც კარგად მოისხა და ფრიად მასიამოვნა - საადრეო დაბალი ლობიო ჯერაც ნედლადაა ნაწილი, მეხუთედ უნდა დავკრიფო. ყველას უკვირს, რომ ჯერ კიდევ ნედლადაა და არც იმას მიჯერებენ, ამდენჯერ თუ დავკრიფე. არადა, მთელი ზაფხული ჩემი ლობიო მქონდა და მთელ სამეზობლოსაც მოვუკითხე. მაღალსაც მაგრად ასხია. ახლა ნედლადაც მინდა მოწალული შევინახო და ხმელიც დასაკრეფია, თუმცა მწვანედაც ბევრია ჯერ.

QUOTE
ორივეჯერ პირველი 0.5 ლიტრი გამოვაცალკევე.

ჩვენთნაც ცალკე იღებენ პირველ გამოსავალს და სპირტად ინახავენ.
QUOTE
სასარგებლო რჩევაა - არომატისთვის ახალმოკრეფილი კომშის გარევა საარყე ქვაბში, ერთი 10 ცალი,

კომში ბევრ რამეში გამოყენება არომატად.
ისე, იმ პირველ ნახად სპირტში ბევრნაირი რაღაცის გარევა შეიძლება - საუკეთესო ლიქიორებს მიიღებ: საზამთრო, ნესვი, კომში, პიტნა, ტარხუნა, რომელიმე არომატული მსხალი, კენკროვანები...

kaxaberski66
QUOTE
მესამე სურათზე ეკლესია მოჩანს ტყეში?

ჩემი ავენისია!

biggrin.gif
QUOTE
მთიელ ხალხს ,,ცოტა განსხვავებული" რწმენა-წარმოდგენები და რიტუალებიც გვაქვს. ხატები - სალოცავებია, ხატობები - დღესასწაულები.
ხატში გარევა, დამწყალობება, საღვთოდ შეთქმა და კიდევ უამრავი ტერმინია ტრადიციების აღსანიშნავად, რაც არ უნდა მოიშალოს, რაც მთას და მთიელების უნიკალურობას უსვამს ხაზს.

რომ იცოდე, ეს გურული კაცი რარიგ ვაფასებ მაგ ხატობებს, მთიელთა სალოცავ- რიტუალებს. love.gif მართლაც არ უნდა მოიშალოს და არ მიეცეს დავიწყებას.
QUOTE
ის ვითარება კი რაც დღეს-დღეობით მთის სოფლებში ხდება სანათას (,,ბახტრიონი") სიტყვებს მახსენებს ხოლმე:
ვინ ემსახუროს, მაშ, ხატსა?
მაშ ვინ აუნთოს სანთელი?
მაშ ვინ დაგვიკლას საკლავი?
ვინ მოაკმიოს საკმელი?!

ბახტრიონი, სანათა, ვაჟა... love.gif
ბახტრიონი ერთადერთი პოემა იყო, რომელიც სკოლაში ზეპირად ვერ ვისწავლე - ჩვენს დროს ხომ ყველა კლასში რომელიმე პოემა ისწავლებოდა და ყველა ზეპირად ვიცოდი (ბევრი დღემდე მახსოვს), ბახტრიონის ენა კი რაღაც მეძნელა, თუმცა ჩემთვის მაინც გამორჩეული პოემაა, ხოლო სანათას სახე და ეგ ეპიზოდი - ხომ საერთოდ. love.gif
QUOTE
აი ჩემი ხატი

გწყალობდეს!
პ.ს. რა კარგი შემოვარდნა იცი ხოლმე - შემოფეთება: შინაარსიანი, სენტიმენტალური, გულსა და სულში ჩამწვდენი, სოფლის, მთის, უბრალო ყოფის სული და ჯიგარი მოგაქვს. თან აქაურობასაც აახმაურებ და გამოაცოცხლებ. biggrin.gif არის შენში რაღაც ჩოხელისეული. biggrin.gif

Posted by: iGreen. 11 Oct 2020, 02:49
QUOTE
ხატები - სალოცავებია, ხატობები - დღესასწაულები.
ხატში გარევა, დამწყალობება, საღვთოდ შეთქმა და კიდევ უამრავი ტერმინია ტრადიციების აღსანიშნავად, რაც არ უნდა მოიშალოს, რაც მთას და მთიელების უნიკალურობას უსვამს ხაზს.

ძალიან პატარა ვიყავი ხატში გასარევად რომ წაგვიყვანეს მთაში ცხენებით და ვირებით. ერთი ღამე დავრჩით იქ, საკლავი გვყავდა წაყვანილი, კურატი. მე, ჩემს ძმას და ბიძაშვილს ნაბადში გახვეულებს ერთად გვეძინა ცეცხლის პირას. დღესაც მახსოვს, ისე ტკბილად არასოდეს მძინებია smile.gif

Posted by: tavadze 12 Oct 2020, 01:17
დღეიდან სახლში ასეთი ხედი მექნება აღმოსავლეთისკენ, ამ მთების სანახავად გარეთ აღარ მომიწევს გამოსვლა.

user posted image

user posted image

დღეს დავამთავრე რემონტი - კედლების შეცვლა. ახლა გალესვა-შეღებვა დამრჩა. კი დავიღალე სასტიკად, მაგრამ ღირდა. მანდ ზამთარში, თოვაში იქნება უმაგრესი ხედი.
პ.ს. ეზოში სამშენებლო ნარჩენებს არ ვიმჩნევთ - დღეს ნაშუადღევს დავამთავრეთ, სადილის და პატარა წაქეიფების მერე კი მაგის დრო არ მქონდა, სახლი დავალაგე. ეზოს ამ დღეებში მივხედავ და ეგრევე შევუდგები ბაღზე ზრუნვას.

Posted by: la reine 12 Oct 2020, 01:22
tavadze

ანუ კედელი გამოანგრიე და დიდ ფანჯარას ჩასვამ?
კაია, მაგრამ რომ შეღამდება, სქელი ფარდა ჩამოაფარე, თორემ გეგონება რომ ვიღაც გიჭყიტინებს და შეიძლება შეგეშინდესsad.gif
ანუ ხო ხვდები..ჩემი გადმოსახედიდან გირჩევbiggrin.gif

straight away

ეს კაცი გადამრევს რაა
სასწაულად გადმოსცემ სათქმელს. სიტყვა გემორჩილება ყურმოჭრილ მონასავითbiggrin.gif
ბოლო ფოტომ მომცელა:*

Posted by: tavadze 12 Oct 2020, 01:23

ესეც ერთიანი ხედი

user posted image

* * *
la reine- უკვე გადმოვანგრიე და ჩავსვი კიდეც დიდი ფანჯრები. პლუს - შუა კედელიც შევცვალე, სატიხარი: ხის იყო და ბლოკით ამოვაშენე.
ფარდა ისედაც საჭიროა, თუმცა მანდეთ ახლოს არავინ ცხოვრობს და შემოჭვრიტინების შიში არა მაქვს.
lol.gif

Posted by: kaxaberski66 12 Oct 2020, 21:26
tavadze
შენ კორონას სიტუაცია კარგად გამოიყენე, თორემ აბა სად გექნებოდა მაგდენი რამის გაკეთების დრო?
QUOTE
ეზოში სამშენებლო ნარჩენებს არ ვიმჩნევთ -

შემჩნევით არ იმჩნევ მაგრამ, ქვეყნის ხარახურა გაქვს მისალაგებელი.
QUOTE
straight away
ამანაც გამოიყენა კორონას დროება და კარგად გაწმინდა და გაასუფთავა მამული.
ზოგი ჭირის ამბავია ზუსტად.
ხედი კი მშვენიერი გაქვს. სურათები ხშირად მოგვაშველე წელიწადის დროების მიხედვით.
მე კი განჯურა ბროწეული დავკრიფე. კარგი მოსავალი მაქვს.წარმოიდგინეთ ორი დიდი მუშტის ხელებია. თუ დაგაინტერესებთ სურათს დავდებ როგორი ზომების არის.

Posted by: levani169 12 Oct 2020, 21:54
kaxaberski66
QUOTE
თუ დაგაინტერესებთ სურათს დავდებ როგორი ზომების არის.

ეგ აღარ უნდა გეკითხა .......... ძირში ამონაყარი არ აქვს?

Posted by: la reine 12 Oct 2020, 22:55
kaxaberski66

დადეთ აბა როგორია
ბროწეულის დარჩევის რამე მარტივი ხერხიც გეცოდინებათ თქვენ.
არ მიყვარს შხეფებს რომ ისვრის


tavadze

ჰოდა ძაან კაი.
ცოლის შერთვაღა დარჩაbiggrin.gif

Posted by: kaxaberski66 12 Oct 2020, 23:27
levani169
QUOTE
ეგ აღარ უნდა გეკითხა .......... ძირში ამონაყარი არ აქვს?

ხვალ გადავუღებ სურათს და დავდებ. ამონაყარიც აქვს მაგრამ ფესვიდან ამოტანილია თუ მერქანზე გამოტანილი არ დავკვირვებულვარ.
la reine
QUOTE
დადეთ აბა როგორია
ბროწეულის დარჩევის რამე მარტივი ხერხიც გეცოდინებათ თქვენ.

სამწუხაროდ არ ვიცი მარტივი ხერხი.

Posted by: tavadze 12 Oct 2020, 23:39
kaxaberski66
QUOTE
შენ კორონას სიტუაცია კარგად გამოიყენე

მედალს ორი მხარე აქვსო და რაღაც კარგი ამ კორონასაც ხომ უნდა ჰქონდეს? biggrin.gif
QUOTE
ხედი კი მშვენიერი გაქვს. სურათები ხშირად მოგვაშველე წელიწადის დროების მიხედვით.

არის უფროსო!
la reine
QUOTE
ჰოდა ძაან კაი.
ცოლის შერთვაღა დარჩა

biggrin.gif up.gif

Posted by: straight away 13 Oct 2020, 14:15
tavadze
QUOTE
საიდან გაქვს გადაღებული, სადღაც ძაან მაღალზე ხარ ასული!

აქედანაა გადაღებული
https://www.google.com/maps/d/edit?mid=14WE4Whz_JHia7hFUw4ofRKkA1bD5BOHU&usp=sharing

კარგია ზამთრისთვის რომ ემზადები. მძიმე ზამთარი გველის წინ და თადარიგის დაჭერა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა.
რემონტს რომ მორჩები და ეზოს მიალაგებ, ფანჯრების წინ კარგი ყვავილებიც დარგე და იდეალური ხედი გექნება. აი მერე კი მართლა დრო იქნება ცოლი მოიყვანო, თორემ ასეთი პეიზაჟით მარტო ტკბობა ეგოისტობა იქნება smile.gif)))

la reine
QUOTE
ეს კაცი გადამრევს რაა
სასწაულად გადმოსცემ სათქმელს. სიტყვა გემორჩილება ყურმოჭრილ მონასავით
ბოლო ფოტომ მომცელა:*

ვცდილობ და რა გამომდის თქვენ განსაჯეთ.
ისე, აქ ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, წიგნის წერა დავიწყე და ცოტ-ცოტას ვვარჯიშობ კიდეც სინტაქსსა და მორფოლოგიაში smile.gif))
ვნახოთ რა გამოვა...

აი ეს არის კლასიკური მეთოდი
https://www.youtube.com/watch?v=HGYpk395PUA

iGreen.
QUOTE
ძალიან პატარა ვიყავი ხატში გასარევად რომ წაგვიყვანეს მთაში ცხენებით და ვირებით. ერთი ღამე დავრჩით იქ, საკლავი გვყავდა წაყვანილი, კურატი. მე, ჩემს ძმას და ბიძაშვილს ნაბადში გახვეულებს ერთად გვეძინა ცეცხლის პირას. დღესაც მახსოვს, ისე ტკბილად არასოდეს მძინებია

ზუსტად მასე დავდიოთ ალევის სამებაში. ღამე ვრჩებოდით და მეორე დღეს საღამოს ვბრუნდებოდით. ოსებიც ამოდიოდნენ. ერთად ვშლიდით სუფრას. იმართებოდა დოღი და ჭიდაობა. გამარჯვებულის ჯილდოდ ცხვარი იყო დაწესებული. მთის ძირში ისეთი ცივი წყარო გამოდიოდა, კბილები მეყინებოდა ხოლმე რომ ვსვამდი. თან ისეთი ხედები და ადგილია, უნდა ილოცო, ღრმად ისუნთქო, იმღერო, იქეიფო და ისიამოვნო.
* * *
kaxaberski66
QUOTE
მე კი განჯურა ბროწეული დავკრიფე. კარგი მოსავალი მაქვს.წარმოიდგინეთ ორი დიდი მუშტის ხელებია. თუ დაგაინტერესებთ სურათს დავდებ როგორი ზომების არის.

ბარაქა მოგცეს ღმერთმა. განჯურა რას ნიშნავს? განჯიდან არის წამოღებული?

Posted by: la reine 13 Oct 2020, 15:06
straight away

ნეტა რატო არ გამიკვირდაbiggrin.gif
დაა თემატიკა?


Posted by: straight away 13 Oct 2020, 15:43
la reine
მოგზაურობა

უფრო შემეცნებითი ხასიათის იქნება, კუთხეები, ტრადიციები, ღირსშესანიშანობები, ისტორია და ა.შ.



Posted by: kaxaberski66 14 Oct 2020, 00:28
straight away
QUOTE
ბარაქა მოგცეს ღმერთმა. განჯურა რას ნიშნავს? განჯიდან არის წამოღებული?

ბარაქა და ხვავი ყველას ჰქონოდეს ალალ ნაშრომზე.
განჯურას იმიტომ ეზახიან რომ, აი არტერიული სისხლივით შავი რომ არის, განჯის ჟიშია. იქ სხვა არაფერი აქვთ ასეთი ხარისხიანი.
იმასაც დავაყოლებ რომ ჩემი მთლად მასეთი არ არის. არ ვიცი ადგილმდებარეობის ბრალია თუ ჯიშად არის სხვა.
ბროწოლი კი ძალიან კარგია.

Posted by: tavadze 14 Oct 2020, 01:05
straight away
QUOTE
აქედანაა გადაღებული
https://www.google.com/maps/d/edit?mid=14WE...OHU&usp=sharing

ოოო - აგარაკებიდან კი გამოჩნდებოდა. კი ვიფიქრე, რომ ეგ მხარე იქნებოდა...
მანდვე, ანანურის ციხესთან ახლოს, გზიდან ხელმარცხნივ, ერთი პატარა ხევი შედის (სახელი დამავიწყდა), აქებენ ლამაზიაო, მაგრამ არა ვარ ნამყოფი.
QUOTE
კარგია ზამთრისთვის რომ ემზადები. მძიმე ზამთარი გველის წინ და თადარიგის დაჭერა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა.

შენ თუ გგონია, მხოლოდ ახლა ვემზადები ზამთრისთვის - რაც მარტო ცხოვრებას შევეჭიდე, კულინარიამაც გამიტაცა. თავიდან საჭიროების გამო, მერე კი დავამუღამე და ინტერესიც გამიჩნდა. იმდენ რაღაცებს ვაკეთებდი, 2-3 ოჯახს ეყოფოდა და ნახევარი მრჩებოდა კიდეც. biggrin.gif ახლა მომბეზრდა და ბევრ რამეს აღარ ვაკეთებ - მხოლოდ იმას, რაც ძალიან მიყვარს ანუ ძირითადად აჯიკა-საწებლებს.
გურიაში მეზობლები მიეჩვივნენ ჩემს სუფრებს და ყოველ დღესასწაულზე აქ იკრიბებოდნენ. ერთი ცისია მამიდა მყავს და ახალ წელს რომ გადახედა ჩემს სუფრას, ამას რავა მეეწონება სხვისი გაკეთებული, იმიზა არ მოყავს ქალიო. biggrin.gif ამ ბოლოს რაღაც არ გამოგვდის ეგ ღრეობები - ხან კარის მეზობელი მომიკვდა, ახალგაზრდა კაცი, ხან - სოფელში ახალგაზრდა გარდაიცვალა (ამ გაზაფხულზე ორი ძალიან ახალგაზრდა დავკრძალეთ, ჯერაც ვერ გამოვსულვართ გლოვიდან, ისეთი კარგი ახალგაზრდები sad.gif ).
ისე, როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო და დიდად არ მეშინია ზამთრის. თან ჩვენთნ სხვანაირი მეზობლობა იციან - გაგვაქვს ერთმანეთი. რაც გვაქვს, ვუწილადებთ ერთმანეთს. ახლაც, ამ სახლის რემონტს ასეთ მასშტაბში სულ არ ვფიქრობდი - მხოლოდ ერთი კედლის გამოშენება მინდოდა, მაგრამ მეზობლებმა დამაძალეს. biggrin.gif ფანჯრების ამოშენება რომ გადავწყვიტე, მერე მოხელემ (ესეც მეზობელი, იმ ცისანას შვილია, ცისანა კი ჩემი მოგვარეა) დამიჩემა, მხოლოდ ბლოკის ყიდვა გინდა, ცემენტი, სილა, ქვიშა - ყველაფერი გაქვს და ბარემ ეს სატიხარი კედელიც გამოვცვალოთ და მე ჩემი ხელობის ფულს ძველით ახალ წლამდე გაცლიო; მეორე მეზობელმა, ბლოკის ფულს მე გასესხებო; მესამემ (ჩემი ბავშვობის მეგობარია), მალე ფულს მიგზავნიან და 100 დოლარს საერთოდ მოგცემო. მეც გადავანაწილე ჩემი პატარა ვალი, ბანკის კრედიტების ამბავი ავწონ-დავწონე და საბოლოდ გავაკეთე. იმათ რომ არ დაეძალებინათ, აზრადაც არ მქონდა ამდენის გაკეთება. ახლა უკვე სხვასაც შევეჭიდები - მტავარი მოთავებულია.
QUOTE
რემონტს რომ მორჩები და ეზოს მიალაგებ, ფანჯრების წინ კარგი ყვავილებიც დარგე და იდეალური ხედი გექნება.

უჰ - გეგმებს არ ვაწყობ რო, სად რა დავრგო! biggrin.gif
ვარდების გარდა, მანდ მარადმწვანეები და დეკორატიულებიც დავგეგმე. ერთი ღვია ისედაც მინდოდა მაქეთ გადამეტანა, თორემ სახლის წინ ძალიან გაიშალა სიგანეში და უკვე მიჩაგრავს ვარდებს და სხვა რამეებს. აქამდე ცოტა გულს მეთანაღრებოდა, მაქეთ ისე თვალწინ არ მექნება-მეთქი, მაგრამ ეგ პრობლემაც მომეხსნა. biggrin.gif
სავარაუდოდ, კიდევ ერთ ვერცხლისფერ ღვიას მოუწევს მაქეთ გადაბრძანება, თორემ ისე იზრდება, ზედ იმ ადგილზე გადმოდის, სადაც ბილიკის დაგება მინდა.

Posted by: straight away 14 Oct 2020, 06:29
kaxaberski66
QUOTE
განჯურას იმიტომ ეზახიან რომ, აი არტერიული სისხლივით შავი რომ არის, განჯის ჟიშია. იქ სხვა არაფერი აქვთ ასეთი ხარისხიანი.
იმასაც დავაყოლებ რომ ჩემი მთლად მასეთი არ არის. არ ვიცი ადგილმდებარეობის ბრალია თუ ჯიშად არის სხვა.
ბროწოლი კი ძალიან კარგია.

ბავშვობაში 12 ფურცლიანი რვეული მქონდა სუფთად, ლამაზად და გარკვევით ჩამოწერილი სიით. პირველ გრაფაში ეწერა მეზობლის/თანასოფლელის სახელი, გვარი ან ზედმეტ-სახელი; მეორე გრაფაში ხილი/ბოსტნეულის დასახელება და მესამე გრაფაში სავარაუდო დამწიფების დრო.
ეს იმისთვის რომ არ დამვიწყებოდა როდის სად რა უნდა მომეპარა.
ოღონდ მარტო ხილს/ბოსტნეულს ვიპარავდი smile.gif
დღეს ლამის სიბერემ მომატანა და 2 სახეობის ხილს მაინც ვერ ჩავუვლი გულგრილად: ბროწეულს და ალადასტურის ყურძენს (თუ მწიფეა).

tavadze
QUOTE
მანდვე, ანანურის ციხესთან ახლოს, გზიდან ხელმარცხნივ, ერთი პატარა ხევი შედის (სახელი დამავიწყდა), აქებენ ლამაზიაო, მაგრამ არა ვარ ნამყოფი.

ხეობას / მდინარეს არყალა ქვია. სოფლებს - ზოტიკიანი, ქაისხევი, უფურეთი. მერე ადიხარ ალევის სამებაზე.
მაგ ხეობიდანაა (სოფ ქაისხევიდან) შიო არაგვისპირელი. ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი იყო და მისი შემოქმედების მხოლოდ ერთი ნაწარმოები რომ გაგახსენოთ, ღვინის ქურდების ავტორია. ამ მდინარემ გაზაფხულზე ისეთი ადიდება იცის, მახსოვს სახლები და სატვირთო მანქანებიც კი წამოუღია. ეს მე რაც მახსოვს და რაც არ მახსოვს, თქმულებებიდან ვიცი რომ თათრები შემოსევიან ანანურს. ციხისთვის ალყა შემოურტყამთ და ძირითადი ჯარით ციხის მოპირდაპირედ, მდინარის გადასწვრივ დაბანაკებულან. მომდევნო დღეებში გადაუღებელი წვიმები ყოფილა, ადიდებულა ეს პატარა, ერთი შეხედვით უწყინარი მდინარე და თათრების მთელი ბანაკი ადიდებულსავე არაგვში ჩაუტანია. ჩვენებს გაუგიათ მათი განწირული ყვირილი ,,აყარა" ... ,,აყარა" ... და დღეს ამ მდინარეს ჰქვია არყალა.
QUOTE
რაც მარტო ცხოვრებას შევეჭიდე, კულინარიამაც გამიტაცა.

კამპოტებს და კონსერვებს ვერ ვაკეთებ (არ მომინდომებია, თორემ შეიძლება გავაკეთო), მაგრამ კერძების კეთებაში თუ გინდა შევეჯიბროთ smile.gif)
გურულს რომ კითხეს, პიანინოზე დაკვრა თუ იციო და უპასუხა - მეცოდინება ძამაო. ისე გამომივიდა ეხლა მეც ამ კამპოტების და კონსერვების გაკეთებაზე.
არ მიცდია არასოდეს. აი მზარეულობაში კი 4 წლიანი სარესტორნო გამოცდილება მაქვს.
შენ მალადეც რომ ამდენ რამეს ასწრებ, იცი და არც გეზარება.
QUOTE
ჩვენთნ სხვანაირი მეზობლობა იციან - გაგვაქვს ერთმანეთი

ყველგან მასე რომ იყოს, რაღა გაგვიჭირდებოდა?!
ეს სურათი დღეს ვნახე, მომეწონა და იქნებ რაღაც ელემენტები გამოგადგეს მომავალი გეგმებისთვის.
user posted image

Posted by: tavadze 14 Oct 2020, 10:16
straight away
QUOTE
აი მზარეულობაში კი 4 წლიანი სარესტორნო გამოცდილება მაქვს.

მაშინ შევეჯიბროთ - რაღაცებს კიდევ ვისწავლი. biggrin.gif
QUOTE
ხეობას / მდინარეს არყალა ქვია.

მგონი, სხვა ხეობაზე ამბობ. ვეცდები, დავაზუსტო ის ხეობა ძველი კარაველებისგან. დედაბრიშვილის ამბავი კი ვიცი - დახავსებული ფილოლოგი ვარ. biggrin.gif

QUOTE
ეს იმისთვის რომ არ დამვიწყებოდა როდის სად რა უნდა მომეპარა.
ოღონდ მარტო ხილს/ბოსტნეულს ვიპარავდი

ამბობენ, მოპარული უფრო გემრიელიაო. biggrin.gif
მეც კარგად მახსენდება ხილის მოპარვასთან დაკავშირებული ისტორიები.
ერთხელ მარწყვის მოსაპარად წავედით ლამის მეზობელ სოფელში. კუნაპეტი ღამე იყო - მართლა თვალთან მიტანილი თითი არ ჩანდა. არადა ის უბანი მდინარის გაღმაა - ამ მდინარემდე ჯერ დაკიდებული, კარგა გრძელი თავდაღმართი უნდა ჩაგვევლო, მერე იქით აღმარტი იყო და უკანაც იგივე გზა. ბანდის წინამძღოლი მე ვიყავი და ძლივს გავბოდიალდით იმ სიშორეზე. არადა, თურმე იმ დღეს მთელ სამეზობლოს დაუკრეფია მარწყვი და ოზურგეთის ბაზარში წაუღიათ ერთ-ერთის მანქანით. biggrin.gif რაც ჩვენ იმ ბაღში ვიხოხეთ იმ სიბნელეში და 1 მუჭი ძლივს მოვაგროვეთ. ისიც - ნახევრად მკვახე. biggrin.gif ბავშვური სიშტერე, თორემ რად გვინდოდა მოპარვა - დღე გავსულიყავით, მარწყვსაც მოგვართმევდნენ, სუფრასაც გაგვიშლიდნენ და კარგად გვაქეიფებდნენ - მჟავიები პურმარილიანი ხალხია. biggrin.gif
QUOTE
ეს სურათი დღეს ვნახე, მომეწონა და იქნებ რაღაც ელემენტები გამოგადგეს მომავალი გეგმებისთვის.

მადლობა, გაიხარე.
პ.ს. ეგ ბრტყელი ფილები სად იყიდება, ვინმემ ხომ არ იცით?
სახლის წინ ძალიან მინდა ფიქალი კლდის ფილები, მაგრამ ჩვენსკენ არ იცის ეგეთი ქანები - სუ სალი კლდეებია, აღმოსავლეთში მინახავს მხოლოდ.

Posted by: В.И. Ленин 14 Oct 2020, 12:29
QUOTE
ეგ ბრტყელი ფილები სად იყიდება, ვინმემ ხომ არ იცით?

ნიჩბისის ქვა.

https://www.mymarket.ge/ka/search/?Keyword=%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A9%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90

Posted by: kaxaberski66 14 Oct 2020, 22:57
ტყუილად არ არის ნათქვამი, მეზობელო კარისაო სიცოცხლე ხარ თვალისაო.
მეც ძალიან კარგი მეზობლები მყვენან როგორც სოფელში ორივე ადგილზე(მამაპაპისეული მეზობლები და სხვა უბანსი სადაც სახლი ვიყიდე) ასევე თბილისშიც ორივე ადგილზე.(საბურთალოზე სადაც 20 წელი ვცხოვრობდი და კაიროზე სადაც ეხლა ვცხოვრობ)

straight away
QUOTE
ბავშვობაში 12 ფურცლიანი რვეული მქონდა სუფთად, ლამაზად და გარკვევით ჩამოწერილი სიით. პირველ გრაფაში ეწერა მეზობლის/თანასოფლელის სახელი, გვარი ან ზედმეტ-სახელი; მეორე გრაფაში ხილი/ბოსტნეულის დასახელება და მესამე გრაფაში სავარაუდო დამწიფების დრო.
ეს იმისთვის რომ არ დამვიწყებოდა როდის სად რა უნდა მომეპარა.

მაგარია. მე კიდე ხილზე თვალი ბავშვობაშიც არ წამსვლია, არა თუ ეხლა.
ისე კერძების გაკეთება მეც კარგად მეხერხება. განსაკუთრებულად ხორციანი კერძების.
ხოდა დავდგათ ერთი სამოვარი და ვილაპარაკოთ კულინარიაზე.

tavadze
QUOTE
ერთხელ მარწყვის მოსაპარად წავედით ლამის მეზობელ სოფელში. კუნაპეტი ღამე იყო

კარგია მოსაგონად.

Posted by: levani169 15 Oct 2020, 12:57
kaxaberski66
QUOTE
ხოდა დავდგათ ერთი სამოვარი და ვილაპარაკოთ კულინარიაზე.

რამდენი ლიტრი ღვინო ჩადის შენს სამოვარში კახა? rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: tavadze 15 Oct 2020, 19:23
В.И. Ленин
QUOTE
ნიჩბისის ქვა.

https://www.mymarket.ge/ka/search/?Keyword=...%83%95%E1%83%90

დიდი მადლობა.
kaxaberski66
QUOTE
ხოდა დავდგათ ერთი სამოვარი და ვილაპარაკოთ კულინარიაზე.

სამოვარამდე და შეხვედრამდე მივიდეთ და კულინარიაზე უფრო საინტერესო თემებიც არსებობს.

Posted by: kaxaberski66 16 Oct 2020, 00:29
levani169
QUOTE
რამდენი ლიტრი ღვინო ჩადის შენს სამოვარში კახა?

ლევან, სამოვარი დიდია და წელვადი. რამდენსაც მოვისურვებთ და შევძლებთ, იმდენი.

Posted by: Don_417 16 Oct 2020, 17:09
რამდენიმე კითხვა მაქვს და თუ შეგიძლიათ ვინმეს რომ ამ კითხვებზე გამცეთ პასუხი:
1. ყველის ხარისხი როგორ უნდა შეამოწმო, ნატურალური რძისგანაა დამზადებული თუ შედედებული რძისგან (და საერთოდ ყველის ხარისხის შემოწმება ყველა ნიუანსებში)?
ასევე, საერთოდ ყველს რომ აკეთებენ ცხიმს რამდენს უტოვებენ, ნორმალურ ყველად რაც ითვლება ისეთ ყველს (100%-ს რომ არავინ არ უტოვებს მაგას კითხვაც არ უნდა)
და მოხდილ ცხიმს რაში იყენებენ მერე?

2. ამ სეზონზე პამიდორის რომ ყიდულობ არჩევა ძალიან ჭირს, წინა წელსაც და მანამდეც ვარდისფერ, კარგ პამიდორს ვცნობდი და რომ ავარჩევდი იყო ნორმალური, და წელს
რაც არ უნდა აარჩიო უმეტესობა ცუდი გამოდის, რაღაც საზიზღარი გემო აქვს, ჩალასავითაა. რის გამოა ეს ხომ არ იცით ვინმემ?

3. მარწყვის მოსავალი ნორმალურად 100 მ.კვადრატზე რამდენი უნდა იყოს? და თხილის მოსავალიც?

Posted by: iGreen. 16 Oct 2020, 19:05
QUOTE
ასევე, საერთოდ ყველს რომ აკეთებენ ცხიმს რამდენს უტოვებენ, ნორმალურ ყველად რაც ითვლება ისეთ ყველს (100%-ს რომ არავინ არ უტოვებს მაგას კითხვაც არ უნდა)
და მოხდილ ცხიმს რაში იყენებენ მერე?

0,...% დან 48% მდე ცხიმიანი ყველი მინახავს გამისინჯავს. ყველს გააჩნია.
თუ მოხდი ცხიმს, კარაქის დამზადებას შეძლებ და ყველი ნაკლებ ცხიმიანი გამოვა.

Posted by: marituna 16 Oct 2020, 20:46
QUOTE
ამ სეზონზე პამიდორის რომ ყიდულობ არჩევა ძალიან ჭირს, წინა წელსაც და მანამდეც ვარდისფერ, კარგ პამიდორს ვცნობდი და რომ ავარჩევდი იყო ნორმალური, და წელს
რაც არ უნდა აარჩიო უმეტესობა ცუდი გამოდის

ეს მეც შევამჩნიე და ძალიან მიკვირს. . ჩემს ბოსტანშიც კი ერთიდაიმავე ჯიშის პომიდორი ( ვარდისფერი) ზოგი გემრიელი იყო და ზოგი არა ((

QUOTE
ყველს რომ აკეთებენ ცხიმს რამდენს უტოვებენ,


ზოგადად ცხიმი მთლიანად უნდა დაუტოვო, თუმცა 50 % რომ მოხადო ნაღები ესეც შეიძლება.
ნაღებით კარაქი კეთდება, უგემრიელესია..

Posted by: kaxaberski66 16 Oct 2020, 22:43
Don_417
QUOTE
ყველის ხარისხი როგორ უნდა შეამოწმო, ნატურალური რძისგანაა დამზადებული თუ შედედებული რძისგან

ყველს რომ შეხედავ თვალით, გაუსინჯავად უნდა იცოდე როგორი გემო ექნება. უნდა გრძნობდე ამ ყველაფერს.
მე მაგალითად მანქანის ტარება ვიცი ძალიან კარგად მაგრამ, დაზიანებულს ვერ შევაკეთებ და არც ის ვიცი რა შეიძლება რომ სჭირდეს.
ყველანაირ პრიმიტიული დაზიანების შემთხვევაშიც კი ხელოსნებთან მივდივარ. თან ერთი და იმავე ხელოსნებთან.
ერთხელ მივედი რაღაცის გასაკეთებლად. ერთი მეორეს ეუბნება ერთი ეგ ნაწილი შეამოწმე ვარგა თუ არ ვარგაო.
მეორე მივიდა, მაგნიტი მიადო და მეუბნება, არ ვარგაო.
რატომ მეთქი და მაგნიტი მიიკრაო.
მეც ბევრი ვიცინე ჩემს უმეცრებაზე მანქანასთან დაკავშირებით და იმათაც იმხიარულეს.

Posted by: tavadze 17 Oct 2020, 00:01
marituna
QUOTE
ნაღებით კარაქი კეთდება, უგემრიელესია..

კარაქამდე არაჟანიც კეთდება - ისიც უგემრიელესია...
yes.gif yes.gif up.gif

Posted by: kaxaberski66 17 Oct 2020, 00:41
QUOTE
ნაღებით კარაქი კეთდება, უგემრიელესია..

ნაღებით კარაქი რა თქმა უნდა კეთდება და უგემრიელესია.
ზოგადად კარაქი კეთდაბა რძისგან და რძის ძხიმისგან.
იმ რძის ნაყენს უნდა მოდღვება. როგორც ჩვენ ქართველები ვეძახით.
ძველად ჰქონდათ თიხის სადღვებელები თოკებზე ჩამოკიდული და მონოტონური რხევის დროს საჭირო ტემპერატურისიას ამოჰყავდათ კარაქი.
ეხლა არსებობს ტექნიკის მიღწევები. და კარაქის მიღება ადვილია იმ ფიზიკური დატვირთვის გარეშე რასაც მონოტონური რხევა დავარქვი მე.
ერთსაც გეტყვით. 10 ლიტრი რძისგან გამოვა დაახლოებით ადგილის და კვებიდან გამომდინარე 1.2-1.5 კგ ყველი.
ხოლო 10 ლიტრი რძისგან კარაქი გამოვა 0.4 კგ კარაქი.

Posted by: tavadze 17 Oct 2020, 10:55
kaxaberski66
QUOTE
ძველად ჰქონდათ თიხის სადღვებელები თოკებზე ჩამოკიდული

თიხის არა, მაგრამ მთაში ხის სადღვებელები ახლაც აქვთ - აი, მასე ჩამოკიდებულს რომ არწევენ.
QUOTE
ერთსაც გეტყვით. 10 ლიტრი რძისგან გამოვა დაახლოებით ადგილის და კვებიდან გამომდინარე 1.2-1.5 კგ ყველი.

მე როგორც ვიცი, 6 ლიტრი რძისგან ამოდის 1 კილოგრამი ყველ;ი, თუმცა ცხიმიანობას გააჩნია, ეგ კი ადგილზე და ბალახზეა დამოკიდებული.

Posted by: straight away 17 Oct 2020, 11:02
Don_417
QUOTE
ყველის ხარისხი როგორ უნდა შეამოწმო, ნატურალური რძისგანაა დამზადებული თუ შედედებული რძისგან

შედედებული რძე მაწონია.
ალბათ რძის ფხვნილს გულისხმობთ / აღდგენილ რძეს.
პირველ კითხვაზე კი გიპასუხეს ამ თემის გრანდებმა smile.gif
kaxaberski66
QUOTE
ძველად ჰქონდათ თიხის სადღვებელები თოკებზე ჩამოკიდული და მონოტონური რხევის დროს საჭირო ტემპერატურისიას ამოჰყავდათ კარაქი.

თოკებზე ჩამოკიდებული ხის სადღობელებიც იყო. როგორც მახსოვს ვერხვის ხისგან ამზადებდნენ. თიხის სადღობელები დასადგამიც იყო, დერგის ფორმის, წამოაწვენდი სადგამზე და აქანავებდი სანამ კარაქი არ აჩნდებოდა. საჰარეო ჰქონდა დატოვებული, პატარა ნახვრეტი, შიგ გარჭობილი ხის მილით, დიდგულასგან აკეთებდნენ.
QUOTE
რასაც მონოტონური რხევა დავარქვი მე

,,ფუკოს ქანქარა" მოუხდებოდა smile.gif))


Don_417
QUOTE
2. ამ სეზონზე პამიდორის რომ ყიდულობ არჩევა ძალიან ჭირს, წინა წელსაც და მანამდეც ვარდისფერ, კარგ პამიდორს ვცნობდი და რომ ავარჩევდი იყო ნორმალური, და წელს
რაც არ უნდა აარჩიო უმეტესობა ცუდი გამოდის, რაღაც საზიზღარი გემო აქვს, ჩალასავითაა. რის გამოა ეს ხომ არ იცით ვინმემ?

დრო იცვლება. ძალიან ცოტაღა შემორჩა ისეთი ჯიშები, რაც გენმოდიფიცირებული არაა. ყველა ცდილობს დათესოს ის ჯიში, რომელიც 1 ძირზე 1 ტონას დაისხამს. ფერს, გემოს და სუნს ვინღა დაეძებს.
[quote]3. მარწყვის მოსავალი ნორმალურად 100 მ.კვადრატზე რამდენი უნდა იყოს? და თხილის მოსავალიც?
ესეც ჯიშზეა დამოკიდებული. არის მარწყვის ჯიში, რომელიც წელიწადის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ისხამს.
საშუალოდ 15 კგ უნდა დაიკრიფოს. ნორმალურ შემთხვევაში.
თხილი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული და რაღაც რიცხვის დასახელება უაზრობა იქნება.

Posted by: ჯუღაშვილი 17 Oct 2020, 12:50
სამეგრელოში მაქვს მამულები

გამოვა რამე?
შორია?
აქ ჯობია ვიყიდო მიწა?
რა საქმიანობის დაწყება ღირს იქ?

Posted by: straight away 17 Oct 2020, 14:56
ჯუღაშვილი
QUOTE
სამეგრელოში მაქვს მამულები

გამოვა რამე?
შორია?

300 კმ-ია. თუ მოინდომებ, როგორ არ გამოვა. იქ თუ იქნებით თქვენც, უფრო კარგია.
QUOTE
აქ ჯობია ვიყიდო მიწა?

აქაც იყიდეთ. მიწა ერთ-ერთი დიდი კაპიტალია.
QUOTE
რა საქმიანობის დაწყება ღირს იქ?

თხილი, ციტრუსი, კენკრა და ა.შ.

Posted by: Don_417 19 Oct 2020, 16:34
მადლობა ყველას პასუხებისთვის.

straight away
QUOTE
შედედებული რძე მაწონია.
ალბათ რძის ფხვნილს გულისხმობთ / აღდგენილ რძეს.

ირანიდან შემოტანილი შედედებული რძიასგან აკეთებენ ყველსო, ზუსტად როგორი ტექნოლოგიით მზადდება ეგეთი რძე არ ვიცი,
მაგრამ მაწონი ნამდვილად არაა, სხვა ტექნოლოგიითაა დამზადებული ეგეთი რძე. ფასში ხომ არ იცით რამდენია განსხვავება ნატურალურ რძესა
და ეგეთ შედედებულ რძეს შორის?
QUOTE
არის მარწყვის ჯიში, რომელიც წელიწადის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ისხამს.
საშუალოდ 15 კგ უნდა დაიკრიფოს. ნორმალურ შემთხვევაში.

ამასწინებზე მარწყვის მოყვანაზე იყო გადაცემა და 24 მეასედზე 7 ტონა მარწყვის მოსავალს ვღებულობო და რომ გადავიანგარიშე 100 კვადრატულ მეტრზე
291 კილო (7000კგ/24=291კგ) მარწყვი გამოდის და ძალიან ბევრი არაა?

Posted by: straight away 19 Oct 2020, 20:17
Don_417
QUOTE
ფასში ხომ არ იცით რამდენია განსხვავება ნატურალურ რძესა
და ეგეთ შედედებულ რძეს შორის?

ვერაფერს გეტყვი....
QUOTE
ამასწინებზე მარწყვის მოყვანაზე იყო გადაცემა და 24 მეასედზე 7 ტონა მარწყვის მოსავალს ვღებულობო და რომ გადავიანგარიშე 100 კვადრატულ მეტრზე
291 კილო (7000კგ/24=291კგ) მარწყვი გამოდის და ძალიან ბევრი არაა?

1კვადრატულზე ლამის 3 კილო გამოდის. ალბათ 3-4-5 ჯერ კრეფს
* * *
https://drive.google.com/file/d/0B3By27k_VyD8QUd1aGVNQXd0NE0/view
აბა ეს თუ გამოგადგება

Posted by: kaxaberski66 20 Oct 2020, 00:15
Don_417
QUOTE
ირანიდან შემოტანილი შედედებული რძიასგან აკეთებენ ყველსო, ზუსტად როგორი ტექნოლოგიით მზადდება ეგეთი რძე არ ვიცი,

ეს მეც გამიგია. თვითონ სურსათის ეროვნული სააგენტოც კი ადასტურებს ასეთი პროდუქტის ირანიდან შემოტანას.
ამ დროს ამ ირანული რძის პროდუქტის შემადგენლობა პირველ ხანებში არ იცოდნენ.
ეხლა არ ვიცი იციან თუ არა.

Posted by: iko-iko 20 Oct 2020, 11:33
მოგესალმებით მშრომელებო.
სტარტაპ საქართველოთი თუ გისარგებლიათ და მიგიღიათ დაფინანსება ვინმეს?
რამდენად რეალურია ამ ორგანიზაციიდან დაფინანსების მიღება?

Posted by: Don_417 21 Oct 2020, 18:13
straight away
მადლობ, კარგი სახელმძღვანელოა, რამე სხვა კულტურებზეც თუ გაქვს ლინკები, ისენიც დადევი (ვაზი, მოცვი და ასე შემდეგ, საინტერესო კულტურები)
გადმოწერით ვერ გადმოვწერე ეგ დოკუმენტი, დაუნლოუდი არა აქვს?

Posted by: Kobalty 25 Oct 2020, 00:53
kaxaberski66
QUOTE
ყველს რომ შეხედავ თვალით, გაუსინჯავად უნდა იცოდე როგორი გემო ექნება. უნდა გრძნობდე ამ ყველაფერს.

ეგ მცოდნემ და უბრალო დილეტანტებმა რა ვქნათ, როგორ გავარჩიოთ რძის და ფხვნილის ყველი?
ფერი, სირბილე, ფორმები.. რამე კრიტერიუმები არაა?

Posted by: kaxaberski66 25 Oct 2020, 19:06
Kobalty
QUOTE

ეგ მცოდნემ და უბრალო დილეტანტებმა რა ვქნათ, როგორ გავარჩიოთ რძის და ფხვნილის ყველი?
ფერი, სირბილე, ფორმები.. რამე კრიტერიუმები არაა?

დილეტანტისთვის მართლაც ძნელია გარჩევა.
გემოვნებაზე უნდა შეატყო. რაღაც სპეციფიური გემო აქვს ფხვნილისას.

Posted by: Kobalty 26 Oct 2020, 10:59
QUOTE (kaxaberski66 @ 25 Oct 2020, 19:06 )
Kobalty
QUOTE

ეგ მცოდნემ და უბრალო დილეტანტებმა რა ვქნათ, როგორ გავარჩიოთ რძის და ფხვნილის ყველი?
ფერი, სირბილე, ფორმები.. რამე კრიტერიუმები არაა?

დილეტანტისთვის მართლაც ძნელია გარჩევა.
გემოვნებაზე უნდა შეატყო. რაღაც სპეციფიური გემო აქვს ფხვნილისას.

თქვენ თუ ხარ ამ საქმეში ისევ? და თუ კი, სად შეიძლება თქვენი ყველის ყიდვა?

Posted by: kaxaberski66 26 Oct 2020, 23:53
Kobalty
QUOTE
სად შეიძლება თქვენი ყველის ყიდვა?

სპარებში, კარფურის ისთპოინთში, დიღომი მოლში და საბურთალოს აქსისში.
* * *
user posted image
აი ამ ეტიკეტით არის ჩემი ყველი წარმოდგენილი ზემოთ ცამოთვლილ მაღაზიებში.

Posted by: Kobalty 27 Oct 2020, 01:43
kaxaberski66
მადლობა.
ეს დილიფი და დილითი შეცდომაა თუ მსგავსება? smile.gif

და ყველა სპარის ფილიალში უნდა ქონდეთ?

Posted by: straight away 27 Oct 2020, 08:59
Kobalty
რა ქნა შენმა კარტოფილმა?

Don_417
არ იტვირთება, კი. სხვაც თუ ვნახე, დავდებ.
ინგლისური თუ იცი, ძალიან ბევრია.

Posted by: kaxaberski66 27 Oct 2020, 09:21
Kobalty
QUOTE

ეს დილიფი და დილითი შეცდომაა თუ მსგავსება?

ბოლო ორი წელია სოფელს სახელი შეუცვალეს და დილიფის მაგიერ დაარქვეს დილითი.
QUOTE
და ყველა სპარის ფილიალში უნდა ქონდეთ?

კი. ყველა ფილიალშია.

Posted by: straight away 28 Oct 2020, 11:58
kaxaberski66
ბეტა კაროტინის საღებავი ყვითელ ფერს აძლევს?
თუ ძმა ხარ ეგ სასაცილო ძროხაც შეცვალე smile.gif)
თან ცალი რქაც მოტეხილი აქვს

Posted by: kaxaberski66 28 Oct 2020, 23:39
straight away
ნებისმიერ ევროპულ ყველს აქვს მიცემული ეგ ბეტა კაროტინი, სწორედ შეფერილობისთვის.
ჩვენთან ეგ სჭირდება მხოლოდ ზამტრის პერიოდში. რადგან ზამთარში თივის ულუფაზე ნაწველი ძროხის რძის ცხიმი თეთრი შეფერილობის არის.
მაგრამ, ერთხელ თუ იხმარებ ფერს, მაშინ ეტიკეტში მინიშნებაც უნდა იყოს რომ, პატიოსანი მომხმარებელი შეჩდომაში არ შეიყვანო.
ეგ ეტიკეტიც მაშინ დამზადდა, როცა ფერი ვიხმარეთ და მას შემდეგ ავტომატურად ვიმეორებთ ბეჭდვას.
ეგ ბეტა კაროტინი კი ის ფერია, რასაც ნამცხვრებში და ტორტებში მოიხმარენ. სხვა არაფერი.
ეტიკეტი ზომაში არის ზემოთ სურათში თამბაქოს ფერში ციფრები რომ წერია, იმ ზომის. ანუ 5სმ-7სმ ზე.
იქ არც ძროხის რქა ჩანს მოტეხილი და არც მისამართში უზუსტობა, სადაც ნინოწმინდის მაგიერ თურმე ნინოწმინად წერია.
ეს მე გამოვაჭენე ისეთი ზომის რომ ჩემთვისაც წარმოუდგენლად დიდი გამოვიდა.
შემდეგი დაბეჭდვისას შეცდომები გასწორებული იქნება.

Posted by: straight away 29 Oct 2020, 00:35
kaxaberski66
აგაშენა ღმერთმა. თორე მართლა გული შემტკივდა, ძროხაზეც და შეცდომებზეც.
ეტიკეტი შეიძლება დიდს არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ თვალი სვამს და თვალი ჭამსო, ხომ გაგიგია?
ეხლა სოფელში რომ ვიყავი, ერთი ნათესავი მედგა გვერდში მთელი ის არყიანობის პერიოდი smile.gif))
კაი ასაკიანი კაცია (77), მარა იხტიბარს არ იტეხდა და ერთად, გმირულად ვუმკლავდებოდით ჯაჭვმოდებულ მსხლის არაყსა.
ერთ მორიგ მხარდაჭერის დღესაც გამოცხადდა 3 თავი ყველით და 5 ლიტრი რძით. აეგ მცირედი ძღვენი შენ ქალბატონებს მიართვი ჩემგანო.
კაი ხანია ეგეთი კაი ყველი არ გამისინჯავს. ნასვრეტებიანი, ზომიერად მარილიანი და ცხიმიანი, ფერუმარილიანიო, როგორც იტყოდნენ ძველები.
ამ ჩემ ბალღებსა კიდე ვერ შევაგნებინე რომ ნაღდი ყველი სჯობს მდნარ ქიმიურ ყველსა და სოფლის კარაქი სჯობს დაჩას კარაქსა.
სულ გაგვირყვნა ბალღები ამ გლობალიზაცია-კოკაკოლიზაციამ.

აბა ეხლა ამ ვაშლებს რომელი ვაშლი აჯობებს?!
არცერთი გრამი ქიმია, საერთოდ არ მიექიმია smile.gif
user posted image

Posted by: tavadze 29 Oct 2020, 01:01
straight away
QUOTE
აბა ეხლა ამ ვაშლებს რომელი ვაშლი აჯობებს?!
არცერთი გრამი ქიმია, საერთოდ არ მიექიმია

ეგ ახალი დაკრეფილია თუ - ადრინდელი? მგონი, მაქვს ეგ ვაშლი, მაგრამ ჩვენთან ზაფხულში შემოდის. ძალიან კი ჰგავს იმას.

Posted by: straight away 29 Oct 2020, 01:26
tavadze
1 კვირის წინ დავკრიფე. შაფრანაა, ზამთრის.

Posted by: kaxaberski66 30 Oct 2020, 00:08
straight away
QUOTE

აბა ეხლა ამ ვაშლებს რომელი ვაშლი აჯობებს?!

ვერცერთი.

Posted by: marituna 30 Oct 2020, 00:58
kaxaberski66
რძეს თქვენ აწარმოებთ?

Posted by: levani169 30 Oct 2020, 13:07
QUOTE (marituna @ 30 Oct 2020, 00:58 )
kaxaberski66
რძეს თქვენ აწარმოებთ?

რძეს ძროხა აწარმოებს გეთაყვა ............ კახას ძროხები.
ოხ ეს ქალაქელი ბავშვები,აღარ შემიძლია რაა ......... მწვანე ბალახს რომ სჭამს ძროხა,რძე რანაირად გამოდის თეთრი? rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: marituna 30 Oct 2020, 13:57
levani169
ლევან lol.gif lol.gif lol.gif ნუ მარცხვენ ეხლა))

მაინტერესებდა რამდენი ძროხა ჰყავდა და პირდაპირ ვერ ვიკითხე)))

Posted by: tavadze 30 Oct 2020, 17:51
levani169
QUOTE
რძეს ძროხა აწარმოებს გეთაყვა ............ კახას ძროხები.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 30 Oct 2020, 21:28
marituna
QUOTE
რძეს თქვენ აწარმოებთ?

რძის შესყიდვას ვაწარმოებთ. ჩვენი რძე არ გვაქვს.

Posted by: marituna 30 Oct 2020, 22:13
kaxaberski66
მადლობა.. ასეც ვიფიქრე, საკმაოდ ბევრი სუპერმარკეტი ჩამოთვალეთ.. მათ დასაკმაყოფილებლად დიდი ფერმა იქნებოდა საჭირო.


ყველს რა ტექნოლოგიით ამზადებთ? როგორც სოფელში თუ ქარხნულად?

Posted by: kaxaberski66 30 Oct 2020, 22:35
marituna
QUOTE

ყველს რა ტექნოლოგიით ამზადებთ? როგორც სოფელში თუ ქარხნულად?

ქარხნულად.

Posted by: marituna 30 Oct 2020, 22:43
kaxaberski66
მადლობა.

წარმატებები up.gif

Posted by: kaxaberski66 30 Oct 2020, 23:10
marituna
QUOTE
მადლობა.

წარმატებები

მადლობა. გაიხარე და შენც და ყველას წარმატებას გისურვებთ.

Posted by: tavadze 19 Nov 2020, 10:47
ესე იგი, სანამ ის კაი კაცი არ ჩამოირბენს დუშეთიდან და არ შეგვაჯანჯღარებს, მანამ ამ თემაში არავინ არაფერი უნდა დაწეროთ თუ საწერი არა გაქვთ არაფერი? tongue.gif baby.gif
მე კარგა ხნით ჩავრჩი სოფელში - იმ თითო კვირითაც ვერ ჩამოვალ თბილისში, ვიდრე ეს ვირუსი ასე ითარეშებს. sad.gif
ჩვენსკენ უკვე აცივდა, ხშირად წვიმს, თუმცა საქმე მაინც უამრავია. გუშინ - 18 ნოემბერს ჩემს ბოსტანში პომიდორის ბოლო ნაყოფი მოვწყვიტე. წიწაკები ჯერ ისევაა და ბადრიჯანიც კი ისხამს, თუმცა უკვე ღამე გვარიანად აცივდება და გახმება ეგენიც. ისე, პატარა სათბურივით რომ მქონდეს, ზამთარშიც თავისუფლად მოვიწევდი ბოსტნეულს ჩემს სამყოფ ბოსტნეულს. პომიდორს ახლაც კი ამოაქვს ახალი ამონაყარები.
გუშინ კაი თანთალა ბურვაკიც დავკალით მეზობელთან - ფეხი მოიტეხა ბინაში და დავკალით. მშვენივრად გეახელით. biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 19 Nov 2020, 14:15
tavadze
გუშინ ველაპარაკე ტელეფონით. გიორგობისთვას სოფელში შევხვდებიო.
მერე ახალ სურათებსაც დავდებო.
* * *
ფეხი მოიტეხაო?
კარგად მოსვლია. მარტო ფეხი კი არა, კისერიც წაუტეხია თურმე.
შეგერგოთ მისი ჩიჩია.

Posted by: straight away 19 Nov 2020, 20:09
tavadze
QUOTE
ესე იგი, სანამ ის კაი კაცი არ ჩამოირბენს დუშეთიდან და არ შეგვაჯანჯღარებს, მანამ ამ თემაში არავინ არაფერი უნდა დაწეროთ თუ საწერი არა გაქვთ არაფერი? 

kaxaberski66
QUOTE
გუშინ ველაპარაკე ტელეფონით. გიორგობისთვას სოფელში შევხვდებიო.
მერე ახალ სურათებსაც დავდებო.


აქა ვარ ბატონებო smile.gif
2 კვირის წინ ოჯახში მეზობელი შემოსულა, რომელსაც მეორე დღეს კორონა დაუდასტურდა. იმ მეზობლის ოჯახში 3 წევრს ჰქონდა ვირუსი, 3 წევრს - არა. ორმა მსუბუქად გადაიტანა, მესამეს ფილტვების ანთება დაემატა. მთელი იტალიური ეზო, 10 ოჯახით გადავიდა იზოლაციაში smile.gif
მე, გარდა იმისა რომ ოჯახთან მქონდა კონტაქტი, სამსახურშიც შევხვდი ერთ თანამშრომელს, ვის მშობელსაც კოვიდი დაუდასტურდა. მოკლედ ორმაგ სროლაში მოვყევი და სამსახურმა გადაწყვიტა 9 დღით ,,დამესვენა".
როგორ დავისვენე: ერთი ბაღი ხომ უკვე შეღობილი და გასუფთავებული მქონდა; მოვახვნევინე კიდეც; ეხლა მეორე ბაღს მივადექი და თითქმის სულ შევღობე, ორი დღის საქმეღა დამრჩა, და ნახევარიც სულ გავასუფთავე. თვალს და გულს უხარია რომ ვუყურებ. ვაშლის ხეებიც გავსხელი, ძველი ბებერი ტოტები დავაჭერი, ახლები დავტოვე. ვფიქრობ 1 წელი კიდევ დავაცდი და მერე ნელ-ნელა ახალი ნერგებით ჩავანაცვლებ, როტაციის პრინციპით.
გადავრგე კომშის და ალუბლის ნერგები. ამათ წესით მყნობა არ უნდა დაჭირდეთ. უკვე შევარჩიე და მოვამზადე პანტა-მაჟალოები, რომლებსაც გაზაფხულზე დავამყნობ. და რაც აუცილებლად უნდა გავაკეტო, არის ნერგების გამოყვანა. ძირითადად ძველი ჯიშის ვაშლის, მსხლის და კომშის ნერგებზე ვფიქრობ.
ყურძნის ნერგების ნახევარიც გადავიტანე თავის ორმოებში. იმედი მაქვს ზამთრის სიცივეს გაუძლებენ. ჩემთან დღეს უკვე თოვდა.
თუ დეკემბერში ცოტას გამოიამინდებს, როგორც ეს შარშან იყო, მაშინ კიდევ მოვასწრებ ერთი-ორჯერ არბენას და დავასრულებ დარჩენილ წვრილმანებს.
დანარჩენი გაგრძელდება გაზაფხულზე.
ამ წლის სამუშაოების დამსრულებელი დღე კი გიორგობა იქნება. 23-ში მეზობლები და ახლო ნათესავები, ვიწრო წრეში ვაპირებთ საკლავით ხატში ასვლას.
მადლობას შევწირავთ წლევანდელი წლის წყალობისთვის და შევთხოვთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, მომავალი წლის ჯან-ღონეს და ბარაქას.
ახალი აღმოჩენები: ჩემი ნათესავის ბაღში, კაკლის ხეზე ასული ყურძენი ვიპოვე. ალბათ ნახევარ საუკუნეზე მეტის იქნება ასაკით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, აღმოჩნდა ჩინური ჯიშის ყურძენი. რაც მთავარია კარგად შემოსული, მტევანიც უდეფექტო. სასწაული ღვინო გამოვა. შეწამვლაზე და მოვლაზე საუბარიც არ მაქვს. კაციშვილი არ უვლის. მიკვირს ასე როგორ გააქვს თავი წლიდან წლამდე. შეიძლება კაკალს ჰქონდეს რაიმე დამცავი ,,ფუნქცია" ?! თუმცა ჩემს ეზოში საფერავი კომშის ხეზეა და ისიც არ ფუჭდება. არ ვიცი, არ ვიცი... ჩემთვის ეს გამოცანაა.
უკვე დავიწყე აკაციის ბოძების შეგროვება მომავალი ვენახისთვის.
ახალი დევიზი: არცერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს აუთვისებელი!


* * *
tavadze
ცელოფნით რომ გააკეთე პატარა სათბურივით, მწვანილი კი გაქაჩავდა, თუ ძალიან დიდი თოვლი არ იცის თქვენთან.
* * *
თუ 9 დღიან განმარტოებას გავითვალისწინებთ smile.gif ბევრი დრო მქონდა სოფლის მეურნეობაზე ფიქრისთვის.
მივეჩვიე მიწასთან და ხეებთან საუბარსაც smile.gif
მოკლედ, ასეთი აზრი ჩამომიყალიბდა: არსებობს ორი სახის სოფლის მეურნეობა - საოჯახო და ინდუსტრიული. (ველოსიპეტი არ გამომიგონია, უკვე არსებობს ასეთი კლასიფიცირება).
ვინაიდან და რადგანაც, ჩემს ხელთ არსებული მიწის ნაკვეთი არ არის იმ მოცულობის რომ რაიმე ინდუსტრიულ წარმოებაზე ვიფიქრო, მრჩება ერთი ვარიანტი - ვიფიქრო საოჯახო მეურნეობის განვითარებაზე.
და რატომ?
წელს დავრწმუნდი რომ საჭიროა საარსებო გარემოს დივერსიფიცირება. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და დაგვხვდეს ,,შმოვიდ 76". არავინ არ იცის რა იქნება მომავალში. თუმცა დაზუსტებით ვიცით, რომ გვჭირდება თავშესაფარი და საკვები.
წელს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დიდი ქალაქიდან დისტანცირება, თუნდაც 1 კვირით, აუცილებელი ყოფილა. ასევე დავრწმუნდი, რომ საკუთარი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი ფასდაუდებელი შემოსავალია. რომლის ერთი ნაწილის რეალიზებას თუ მოახდენ, შეგიძლია იყიდო საარსებოდ აუცილებელი სხვა პროდუქტები და გადაარჩინო ოჯახი.
არ მაქვს საუბარი გამდიდრებაზე. საუბარია საარსებოდ აუცილებელი საკვები პროდუქტების მოყვანაზე.
მცირე ტერიტორიაზე საარსებოდ აუცილებელი პროდუქტის მოყვანის, ასევე დამატებითი, სარეალიზაციოდ გამიზნული პროდუქტის მოყვანის ეფექტურობა დამოკიდებულია ცოდნასა და შრომაზე.
ეს ჩემთვის უკვე აქსიომაა და ვერავინ ვერ დამარწმუნებს საწინააღმდეგო აზრში smile.gif
თქვენ რას ფიქრობთ?

Posted by: tavadze 20 Nov 2020, 01:10
აჰა, ხომ ვთქვი - შემოვა და აახმაურებს აქაურობას-მეთქი! მოვიდა და მოიტანა ბარაქიანი პოსტი! biggrin.gif up.gif
straight away - შენ გაიხარე! იმედია, გადაურჩით კორონას. 1 კვირა მეც ვიყავი ნებაყოფლობით თვითიზოლაციაში - შენსავით ინფიცირებულის კონტაქტი აღმოვჩნდი, მაგრამ გადავრჩი. ბათუმიდან მეზობელი ამოვიდა, ჩემი ბავშვობის ძმაკაცი და აქედან წასულს 1 კვირაში გამოუვლინდა სიმპტომები, მაგრამ მე მომდევნო 1 კვირა მაინც ვიცავდი იზოლაციას.
კარგად კი დაგისვენია - ხვავი და ბარაქა! up.gif

QUOTE
tavadze
ცელოფნით რომ გააკეთე პატარა სათბურივით, მწვანილი კი გაქაჩავდა, თუ ძალიან დიდი თოვლი არ იცის თქვენთან.

მწვანილი ისედაც მაქვს ბოსტანში. biggrin.gif თოვლი ამ ბოლოს არ მოდის დიდი, თუმცა ადრეც გვქონდა თოვლში. ან მწვანილისთვის სათბური რათ მინდა - პლასმასის გრძელი, აივნებზე გადმოსაკიდი საყვავილე ქოთნები და მისი ჯანი. ერთში რომ ჩავთესო, ქინძიც მეყოფა და ნიახურიც მთელი ზამთარი. შემოვიტან სახლში და ეგ იქნება. სათბურს უფრო ჩითილებისთვის ვფიქრობ.

QUOTE
ეს ჩემთვის უკვე აქსიომაა და ვერავინ ვერ დამარწმუნებს საწინააღმდეგო აზრში

არც ვაპირებ გადარწმუნებას, რადგან მაგ აქსიომას წლების წინ ჩავწვდი. biggrin.gif
აი, მე კი მაქვს მიწა საკმარისი, რომელსაც ვერ ვამუშავებ. sad.gif
kaxaberski66
QUOTE
ფეხი მოიტეხაო?
კარგად მოსვლია. მარტო ფეხი კი არა, კისერიც წაუტეხია თურმე.

გოჭი მოიტეხავს ფეხსო, გამოთქმაა ასეთი. biggrin.gif
მანამ იწრიალა იმ სადგომში, სანამ მართლა არ წააკვდა. პატრონი წინა დღეებში ჯავრობდა, ისეთი უჯიათია, სულ დახრა კედლები და იატაკი ლამის აყაროსო, ასეთი ღორი არ მინახავსო. biggrin.gif
ზატო, ახლაა წყნარად საცოდავი. biggrin.gif

Posted by: straight away 21 Nov 2020, 14:35
tavadze
ეხლა ყველაზე კარგად შენ ხარ იზოლირებული მგონი smile.gif
საკვები მომარაგებული გაქვს; შეშაც გექნება, მახსოვს ხეებს რომ სხლავდი; სამსახურიც დისტანციურადაა;
ერთი თერმოსკრინინგი დააყენე ჭიშკართან და ეგაა smile.gif))

შენი არ ვიცი, მაგრამ მე რომ სოფელში გადავცხოვრდე, ალბათ 1 წელში მოვკვდები. ვერ ვჩერდები, დაღლას ვერ ვიგებ, ვორქაჰოლიკი ვარ. მერე, საღამოს დავჯდები თუ არა, ეგრევე მეძინება smile.gif))

შებრაწულ გოჭს რა ჯობია ეხლა?! უფუფიფიფ....
მახსოვს, ერთხელ ერთი სულელურად გულუბრყვილო გოჭი გვყავდა. შემოდგომა იყო და შეშას ვხერხავდით. არ მოგვშორებია გვერდიდან, ნახერხმა დააინტერესა და ჭამდა. ვერაფრის დიდებით ვერ გავაგდეთ. იმდენი ნახერხი ჭამა იმ საცოდავმა, მომდევნო 2 დღე რომ აცემინებდა ცხვირიდან სულ ნახერხი ცვიოდა. ახალ წელს ისიც შეიბრაწა.

Posted by: neo> 21 Nov 2020, 14:53
სალამი ყველას
ცოტათი უცნაური კითხვა მაქვს გამოცდილ ხალხთან biggrin.gif

მთის ფერდობის მოხვნა შეუძლია ტრაქტორს? რომლის დაქანება 20-25 გრადუსია ?

ეს მაქსიმუმი დაქანება
user posted image

Posted by: levani169 21 Nov 2020, 16:51
QUOTE (neo> @ 21 Nov 2020, 14:53 )
სალამი ყველას
ცოტათი უცნაური კითხვა მაქვს გამოცდილ ხალხთან biggrin.gif

მთის ფერდობის მოხვნა შეუძლია ტრაქტორს? რომლის დაქანება 20-25 გრადუსია ?

ეს მაქსიმუმი დაქანება
user posted image

მონდომების ამბავია .......... მოუხნავი საქმე არ ასებობს. user.gif

Posted by: tavadze 21 Nov 2020, 19:47
straight away
QUOTE
tavadze
ეხლა ყველაზე კარგად შენ ხარ იზოლირებული მგონი

სულაც არა - იკვრება და ვიწროვდება ნელ-ნელა ყულფი. ერთი ეგაა, რომ სოფელს სამი მხრიდან მთები გვესაზღვრება, სოფლები იმათ გადაღმაა (ჩოხატაურის, სამტრედიის და ვანის) და იქიდან საფრთხე ნაკლებია, არაა იმდენად ხშირი კონტაქტები, მხოლოდ დასავლეთიდან ესაზღვრება პირდაპირ სხვა სოფელს, მაგრამ ზუსტად იქიდან მოდის კორონა - ჯერ ხეობის პირველ სოფელში გაჩნდა და როგორც ამბობენ, უკვე ლამის მთელ სოფელს მოედოო. ახლა მეორე სოფელშიც დაფიქსირდა ორ ოჯახში, გუშინ კი ჩემი სოფლიდანაც წაიყვანეს ერთი, მაგრამ ჯერ არ მოსულა ზუსტი პასუხი.
ჩვენს სკოლაში იმ პირველი სოფლიდან დადიოდა ერთი მასწავლებელი და იმას დაუფიქსირდა 5 ნოემბერს, მაგრამ მის კონტაქტებს არავის არაფერი გამოვლენიათ.
QUOTE
საკვები მომარაგებული გაქვს; შეშაც გექნება, მახსოვს ხეებს რომ სხლავდი; სამსახურიც დისტანციურადაა;
ერთი თერმოსკრინინგი დააყენე ჭიშკართან და ეგაა

საკვები - კი. შეშა მარტო შარშანდელი მაქვს დაპობილი, სიმშრალეში დაწყობილი - 1 თვე მაინც მეყოფა, ეზოშიც შარშანდელი დახერხილები ალაგ-ალაგ დაგროვებული მაქვს - დასაჩეხია მხოლოდ, მაგრამ წლეულსაც ბევრი მაქვს მოსაჭრელი - ხეებიც და თხილებიც გამოსასხლავია. ნუ, იმდენი არა, რაც შარშან და შარშანწინ, მაგრამ მაინც ბევრია. მოკლედ, შეშა წლეულსაც მომრჩება.

QUOTE
შენი არ ვიცი, მაგრამ მე რომ სოფელში გადავცხოვრდე, ალბათ 1 წელში მოვკვდები. ვერ ვჩერდები, დაღლას ვერ ვიგებ,

მე ვიგებ უკვე. biggrin.gif შენც რო ასე ჩემსავით მუდმივად აქ იყო, მაშინ გაიგებ. biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 21 Nov 2020, 19:53
neo>
მასეთი დახრილობის ფერდა არ მოიხვნება როგორც საჭიროა.
* * *
straight away
რასაც ამბობ და ფიქრობ ყველაფერი სწორია.
თუ გაქვს მიწა მამაუფლისგან მოცემული, თუ თან ჯანმრთელობაც გაქვს და ეკონომიურად შესაძლებლობაც მისი მოვლის და პატრონობის, უნდა დაამუშაო ცოდნის შესაბამისად. თუ არა და ან გააქირავე, ან გაანათხოვრე. უქმად ნუ დააგდებ თორემ, მიწა გაფუჭდება. სარეველა და ჯაგნარი გადაუვლის.
ცოდნას პრაქტიკა-განათლება გაგაღრმავებინებს.
ერთი სიტყვა ,,ვორქაჰოლიკი,, განმიმარტე რას ნიშნავს.
იმ ასაკში აღარ ვარ ინტერნეტში ვეძიო განმარტებები.
ეგ ძილი კიდევ, შრომის შემდეგ სპირტიანი სასმელის მიღებამ იცის.
მეც ეგრე ვარ. ვახშამზე ერთ ბოთლს რომ დავლევ, დასაძინებლად მივდივარ.
სხვათა შორის, ეხლა ზუსტად ვვახშმობ და აქაური იუზერების სადღეგრძელოს დავლევ.
საღამოს როგორღაც ღორის ხორცისგან კახურად მომზადებული ყაურმა მომინდა.
აი ისეთი, საშობაოდ დაკლული ღორისგან რომ ვამზადებთ. ხოდა განვახორციელე კიდევაც.
მეზობელს დავუძახე და არ ეცალა. სადღაც მიდიოდა.
ხოდა ეხლა მარტო შევექცევი თავის ქონში სუბუქად ჩაშუშულ ყაურმას.
ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯოთ. მრავალ მთავარ ანგელოზობას დასწრებოდეთ ჯანმრთელები, თქვენი ოჯახების შემადგენლობით.
tavadze
ამ ევროძიუდომ ისე ჩაიშლიგინა, რეზულტატის გარდა ვერაფერი ვერ ვნახე.
ორი დღის წინ straight away ვნახე და მეუბნება, იქნებ ირაკლი თბილისში თუ მოვა,2 მეტრიანი დისტანციით ვიქეიფოთოოოოო. შენ კი ამბობ კაი ხანი თბილისში ვერ მნახავთო.

Posted by: neo> 21 Nov 2020, 23:55
kaxaberski66
levani169
გმადლობთ :

სოფლის მეურნეობისათვის ასეთი მიწის შეძენას/იჯარით აღებას არ გაწევდით რეკომენდაციას ხომ? კენკროვანი კულტურისთვის..

ჩემი ჭკუით: მორწყვა, რთული იქნება,.დაბლაა წყალი
პლიუს ეროზია, რადგან ფერდაა. ნაკვეთის თავში, სიმაღლეზე ტყე იწყება

Posted by: straight away 22 Nov 2020, 04:17
neo>
მოხვნა შეიძლება ვერტიკალურად, ანუ მაღლიდან დაბლა. და არაა აუცილებელი გვერდულად იაროს ტრაქტორმა.
დაფრეზვაც ასევე უპრობლემოდ შეიძლება. მაგრამ დათესვა და კვლების გაკეთება უეჭველად ჰორიზონტალურად მოგიწევთ. რადგან ეროზია ახსენეთ და წვიმის დროს სულ ჩამორეცხავს მოხნულ, გაფხვიერებულ მიწას.
ყველაზე კარგი ხილის დარგვა იქნებოდა. მთლიანი მიწის მოხვნა არ დაგჭირდებოდათ.

tavadze
ყველგან ვიწროვდება ეგ მარყუჟი smile.gif უნდა გადავიტანოთ ან გავძვრეთ რამენაირად.
მე რაც შეშა მოვაგროვე 3 მეზობელს გავუნაწილე. ცოტა დავიტოვე ქოხისთვის, თუ ავალ ერთი-ორი დღე, მეყოფა.
მომდევნო წელს კიდევ ერთი მანქანა მომიგროვდება, 7-8 კუბი მაინც. ვფიქრობ, ხომ არ გავყიდო. 1 მანქანა თივაც მექნება smile.gif მგონი საწვავის ხარჯს ამოიღებს. წელს 1000 ლარამდე მარტო ბენზინში დავხარჯე.

kaxaberski66
ვორქაჰოლიკი ზუსტად იგივეა რაც ალკოჰოლიკი, ოღონდ მუშაობის მიმართ. სულ რომ მუშაობა გინდა და ვერ ისვენებ smile.gif
ყაურმა იმდღეს გავაკეთე სოფელში. არაყს რომ ვხდიდი (4 დღე გაგრძელდა) თან ყაურმას ვაკეთებდი. ყოველ საღამოს 3 მეზობელი/ნათესავი ვვახშმობდით. ორი დღე ყაურმას მივირთმევდით და მომდევნო 3 დღე ხაშით დავაგვირგვინე smile.gif ხაში კი მიყვარს, მაგრამ აქ, თბილისში სახლში ვერ ვაკეთებ, ჩემებს არ მოწონთ (სუნი, გასინჯვაზე ლაპარაკიც ზედმეტია) და სოფელში ვის გავუწევდი ანგარიშს? იმდენი ნიორი და ხილის არაყი ვაყოლეთ, გულწრფელად მჯერა რომ ვერანაირი ვირუსი ვერ მოგვერევა წლის ბოლომდე. მერე კიდევ ახალ ,,ვაქცინას" მოვხარშავთ.
ყაურმას კახურად რას ეძახი აბა? რეცეპტი გამოუშვი
მე ასე ვამზადებ: წვრილ ნაჭრებად დავჭრი (ფილტვს ძალიან ცოტას), ღორის ხორცსაც ვამატებ ხოლმე, კისრის ნაწილს, ცოტა სალიანს. ჩავყრი ქვაბში და დავასხამ ღვინოს. რომ ჩაიშუშება მერე ვაყრი ხახვს, ცოტა მოგვიანებით წრილად დაკეპილ პამიდორს ან ტომატს. ბოლოს პილპილი, მარილი, ქინძი. ხან ძირას ვამატებ, ხან ქონდარს, ცოტას. წიწაკას შიგნით არ ვაჭრი, ცალკე ვჭრი და ვისაც როგორ მოწონს, ისე დაიმატოს smile.gif

ეხლა მომინდა, რა მინდოდა?!
ეგ საღამოს ადრე დაძინება კიდე ალკოჰოლის ბრალი არ არის. მაგას ვერც ვასწრებ ხოლმე. ისეთი დაღლილი ვარ ჭამის, დალევის, ბანაობის თავიც არ მაქვს, ჯერ ვიძინებ (ავტოპილოტის რეჟიმი მაქვს ჩართული) და 2-3 საათში რომ ვიღვიძებ, მერე ვაკეთებ მაგ ყველაფერს.

Posted by: kaxaberski66 22 Nov 2020, 10:25
QUOTE
ვორქაჰოლიკი ზუსტად იგივეა რაც ალკოჰოლიკი, ოღონდ მუშაობის მიმართ.

გასაგებია. სიტყვა ვორქიდან.
QUOTE
მე ასე ვამზადებ: წვრილ ნაჭრებად დავჭრი (ფილტვს ძალიან ცოტას), ღორის ხორცსაც ვამატებ ხოლმე, კისრის ნაწილს, ცოტა სალიანს. ჩავყრი ქვაბში და დავასხამ ღვინოს. რომ ჩაიშუშება მერე ვაყრი ხახვს, ცოტა მოგვიანებით წრილად დაკეპილ პამიდორს ან ტომატს. ბოლოს პილპილი, მარილი, ქინძი. ხან ძირას ვამატებ, ხან ქონდარს, ცოტას. წიწაკას შიგნით არ ვაჭრი, ცალკე ვჭრი და ვისაც როგორ მოწონს, ისე დაიმატოს

განსხვავება ის არის რომ, მზადდება მხოლოდ ხორცისგან ჯიგრის გარეშე.
ღორს რომ დაანაწევრებენ, ხერხემალს ჩაკუწავენ საყაურმედ და ზუსტად მასე ამზადებენ როგორც შენ დაწერე. ნიორის და დაფნის დამატებით.
ჯიგარი ცალკე მზადდება. ჯიგარი და ხორცი ერთად თუ მზადდება, სხვა და სხვა დროში მოიხარშება.

Posted by: koba1973 22 Nov 2020, 12:08
straight away
QUOTE
მე ასე ვამზადებ: წვრილ ნაჭრებად დავჭრი (ფილტვს ძალიან ცოტას), ღორის ხორცსაც ვამატებ ხოლმე, კისრის ნაწილს, ცოტა სალიანს. ჩავყრი ქვაბში და დავასხამ ღვინოს. რომ ჩაიშუშება მერე ვაყრი ხახვს, ცოტა მოგვიანებით წრილად დაკეპილ პამიდორს ან ტომატს. ბოლოს პილპილი, მარილი, ქინძი. ხან ძირას ვამატებ, ხან ქონდარს, ცოტას. წიწაკას შიგნით არ ვაჭრი, ცალკე ვჭრი და ვისაც როგორ მოწონს, ისე დაიმატოს

ჩვენთანაც დაახლოებით მასე, ოღონდ ჩვენთან მაგას ჯიგრის ყაურმას ეძახიან.

არის ხორცის ყაურმა, მზადდება ღორის ხორცის ხერხემლის ნაწილისგან, ბლომად მსუქან ნაწილთან ერთად. წყალს თითქმის არ ასხავენ, ან ძალიან ცოტას. ზოგი ღვინოს ასხავს. ხარშავენ ხორცის შეწვამდე ცხიმში.
ძირითადად კეთდება ღორის დაკვლის დროს, უფრო სწორედ სხვა დროსაც კეთდება, მაგრამ ამ დროს აუცილებლად ითვლება ჩვენთან. თუმცა კახეთში ყველგა მასე არაა. ყვარელში მაგალითად ხაშლამას ხარშავენ. რაც ჩვენთან გასინჯეს ეს კერძი იმის მერე სიმამრთანაც როცა ღორი იკვლება ყოველთვის აკეთებინებენ ჩემს მეუღლეს.
თუ სუფრაზე მწვადთან ერთად მოვიდა, მაშინ მწვადი შეიძლება შეუჭმელი დარჩეს biggrin.gif.

Posted by: straight away 22 Nov 2020, 20:09
kaxaberski66
მე ერთად ვაკეთებ და ორივე კარგად ასწრებს. აი ეხლა თუ მოგვიხერხდა შეხვედრა, ყაურმას გავაკეთებ და ვნახოთ როგორი გამოვა. ნიორი და დაფნაც დავამატოთ.
koba1973
წყალს არასოდეს ვასხამ, მარტო ღვინოს. ღორი კაი ხანია არ დამიკვლია, ამიტომ როცა ხასიათზე ვარ და მომინდება, მაშინ ვაკეთებ smile.gif კახეთში რთველზეც აკეთებენ ხოლმე. ბევრჯერ მიჭამია და კარგია ნამდვილად. ხაშლამას უფრო ბურვაკის ხორცისგან ხარშავენ.

მე როგორც ვატყობ, უკვე დავასრულე წლევანდელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და ავტომატურად ავლაპარაკდი ქეიფზე, საჭმელებზე და ღვინოებზე smile.gif
არადა ერთი ორჯერ წასვლა კიდევ არ მაწყენდა. შარშან დეკემბერში კარგად თბილოდა დღისით, მაიკა მეცვა , მახსოვს...

Posted by: tavadze 22 Nov 2020, 23:10
kaxaberski66
QUOTE
tavadze
ამ ევროძიუდომ ისე ჩაიშლიგინა, რეზულტატის გარდა ვერაფერი ვერ ვნახე.

არადა, ბევრი კარგი რამ იყო სანახავი: შავიმ როგორ ატრიალა რუსტამა, იქით ბექამ რა უქნა იმ ჰოლანდიელების ცრუ ჩემპიონს, აქეთ ლუკამ გააძრო სახე ნედერლანდიის მეორე სიამაყეს - დე ვიტს, მატიმ მესამე ჰოლანდიელი მოახსნევინა - ის ვირგლა მეიერი, თუშამ კი ეს ამოტოლა კრპალეკი (რომელიც მართლაც ხომ კარგი სპორტმენია და პიროვნებაც კარგი ჩანს) თავზე დაახია მთელ ჩეხეთს, 40 წამში ისეთი არახუნა ტატამზე და ისეთები უქნა. love.gif love.gif შავიმაც ძაან დონედ დააბერტყა იტალიელების ის შემთხვევითი ოლიმპიური ჩემპიონი - ბასილე.
სამაგიეროდ, არ გირჩევ, მძიმეში ჩვენების ნახევარფინალები ნახო რუსთა ოსებთან, ანაც - იგოლნიკოვის ბობოქრობა ტატამზე. sad.gif
ვშიშობ, მძიმე წონა კარგა ხნით დაითრიეს რუსებმა - ჯაპანების მეტი მაგათი გამჩერებელი არ მგონია ვინმე და ვერც იგოლნიკოვს დაადებინებენ ბეჭს 1-2 ოლიმპიური ციკლი.
ლიპოც ცუდად გამოაგდეს ნახევარფინალიდან - დედის რძესავით შეარგეს პალჩიკს თავზე გადავლა; ზუსტად ის, რისთვისაც ორი დღით ადრე ლუხუმა მოგვიხსნეს. ფონსეკასთან თვითონ მიქარა - კიმონოს შიგნიდან ჩაავლო და მესამე გაფრთხილება ამაზე მიიღო.
QUOTE
ორი დღის წინ straight away ვნახე და მეუბნება, იქნებ ირაკლი თბილისში თუ მოვა,2 მეტრიანი დისტანციით ვიქეიფოთოოოოო.

ეგ როგორ - ჭიქები ჯოხებზე დავამაგროთ და ისე მივუჭახუნოთ ერთმანეთსო? biggrin.gif
იანვარში კი ვარ ჩამოსასვლელი. იმედია, მანამ შეაკავებენ ამ ვირუსს.
straight away
QUOTE
tavadze
ყველგან ვიწროვდება ეგ მარყუჟი  უნდა გადავიტანოთ ან გავძვრეთ რამენაირად.

ჩემს სოფელში იმ ბიჭს დაუდასტურდა კოვიდი. sad.gif ბათუმშია გადაყვანილი, მაგრამ - სასტუმროში ანუ არაა მძიმედ. თუმცა ოჯახშიც ბევრნი არიან და კონტაქტებიც ბლომად აქვს - თვითიზოლაციაშიც არის რამდენიმე. ამ დროს არავის არ ტესტავენ - დაველოდოთ, სიმპტომები თუ გამოგაჩნდებათო! facepalm.gif ვაიდა, გამოჩენამდე ვინმეს გადასდო ან მას გაურთულდა მდგომარეობა?
QUOTE
ე ასე ვამზადებ: წვრილ ნაჭრებად დავჭრი (ფილტვს ძალიან ცოტას), ღორის ხორცსაც ვამატებ ხოლმე,


kaxaberski66
QUOTE
განსხვავება ის არის რომ, მზადდება მხოლოდ ხორცისგან ჯიგრის გარეშე.

ჩვენსკენ არ ვამატებთ ხორცს. ყვარელში გამაკეთებინეს შარშანწინ ყაურმა და ხორცი რომ შემომიტანეს, დაუმატეო - მეთქი, ხომ არ მეკაიფებიან! biggrin.gif
QUOTE
ჩავყრი ქვაბში და დავასხამ ღვინოს. რომ ჩაიშუშება მერე ვაყრი ხახვს,

მე ღვინით არ ვაკეთებ - თავისივე ცხიმში ვშუშავ (გუ-ღვიძლს რაც აქვს და ვცდილობ, ყოველტვის მივაყოლო ის). თუ არ დამეზარა ან არ მეჩქარება, მაგ ჩაშუშულ გულ-ღვიძლს იმ წვენს გამოვუღებ და ვინახავ ბოლოსთვის, ხორცში კი ვაყრი ხახვს+ნიორი+ცხიმი. ცხიმის პონტში კარგია ზეთი+კარაქის კომბინაცია, მაგრამ გულ-ღვიძლს თავისი ქონი თუ აქვს, სხვა ცხიმი არც უნდა. ხახვი რომ მოიშუშება, მერე ისე ვაკეთებ, როგორც გიწერია, ოღონდ - დაფნის გარეშე. ქონდარი - აუცილებლია, თუმცა მე მაქვს მეგრული სპეციალური აჯიკა (ჩემი გაკეთებული), რომელშიც ქონდარი ისედაც შედის - მაგ აჯიკას ვუმატებ. ასევე - სვანურ მარილსაც (ამასაც მე ვაკეთებ - ორნაირს). ამ დროს ვამატებ იმ გამოღებულ წვენს - მთელი ცხიმი იმაშია და კარგ გემოს აძლევს.
თან მე სამზარეულოში ექსპერიმენტები მიყვარს და ნუ გაგიკვირდებათ, მაგრამ ვუმატებ ყვითელ ყვავილსაც tongue.gif და "პაპრიკასაც" (დაფქვილი ბულგარული). ასევე - ინდურ ხორცის სანელებელსაც. წიწაკასაც შიგვე ვუშვები - ასე უფრო გაუჯდება გემო.
პ.ს. ოღონდ ცოტა ცხარე გამომდის - მეც მიყვარს ცხარე და ის მეგრული აჯიკაც ცხარეა და - ინდური სანელებელიც. თან ჩემი ნიორიც განსხვავებულ გემოს აძლევს - სხვა ჯიშის ნიორია და საჭმელებს აცოცხლებს. წიწაკა რომც არ ვუქნა, მაინც წაჰკრავს მისი სიცხარე.

koba1973
QUOTE
ოღონდ ჩვენთან მაგას ჯიგრის ყაურმას ეძახიან.

ჩვენთანაც.

QUOTE
არის ხორცის ყაურმა, მზადდება ღორის ხორცის ხერხემლის ნაწილისგან, ბლომად მსუქან ნაწილთან ერთად.

თქვენსკენ კუპატი არ იციან, თორემ ეგ ხერხემლის ნაჭრები მაგაში გასახარჯი არაა. biggrin.gif

QUOTE
ყვარელში მაგალითად ხაშლამას ხარშავენ. რაც ჩვენთან გასინჯეს ეს კერძი იმის მერე სიმამრთანაც როცა ღორი იკვლება ყოველთვის აკეთებინებენ ჩემს მეუღლეს.

არადა, მე ზუსტად ყვარელში მინახავს ჩემებთან ეგ კერძი - ახალსოფელში.

straight away
QUOTE
მე როგორც ვატყობ, უკვე დავასრულე წლევანდელი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები და ავტომატურად ავლაპარაკდი ქეიფზე, საჭმელებზე და ღვინოებზე

სასოფლო-სამეურნეო საქმეების დასრულებისა რა გითხრა, მაგრამ მე კი წავედი ახლა სამზარეულოსკენ - ნიგოზი უნდა დავტეხო. ჭყინტი ლობიო მაქვს მოხარშული, ხვალ დილით უნდა გავაკეთო. biggrin.gif
QUOTE
შარშან დეკემბერში კარგად თბილოდა დღისით, მაიკა მეცვა , მახსოვს...

შარშან ნოემბერშიც თბილოდა და - დეკემბერშიც. თუმცა ჯობია, ამ დროს იყოს სიცივე და ცუდი ამინდები წლევანდელივით, ვიდრე - მარტ-აპრილში, სამუშაოების დროს. წლეულს აპრილის ბოლომდე ბოსტანი ვერ დავთესეთ - სულ წვიმდა და ციოდა.რაც დავტესეთ, ისიც მეორედ დასათესი გახდა.
ახლა ისე წვიმს გარეთ, ცა ჩამოდის მიწაზე. თან - ქარია. წეღან ისეთი შემოუბერა...
* * *
გიორგობას გილოცავთ. მრავალს დაესწარით, გფარავდეთ მისი ძალა და მადლი!
ჩვენ ბუნებამ მოგვილოცა გიორგობა - გადმოთოვა მთებზე. ახლაც თოვს იქ, სუ დანისლულია მთები.

Posted by: straight away 24 Nov 2020, 17:44

https://www.facebook.com/1329192159/videos/10218115439940709/
* * *
tavadze
QUOTE
გიორგობას გილოცავთ. მრავალს დაესწარით, გფარავდეთ მისი ძალა და მადლი!
ჩვენ ბუნებამ მოგვილოცა გიორგობა - გადმოთოვა მთებზე. ახლაც თოვს იქ, სუ დანისლულია მთები.

გაიხარე, მეც გილოცავთ, დაგვიანებით.
გუშინ ვიყავი სოფელში, ცხვარი გვყავდა შეთქმული. კარგი, მზიანი დღე იყო, მაგრამ ღამე იყო უსასტიკესი smile.gif მაგრად ციოდა.

Posted by: kaxaberski66 25 Nov 2020, 00:12
tavadze
straight away
მეც გილოცავთ კიდევ უფრო დაგვიანებით.
მრავალს დაასწროს უფალმა საქართველოს ხალხი გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

Posted by: tavadze 25 Nov 2020, 00:36
straight away
QUOTE
კარგი, მზიანი დღე იყო, მაგრამ ღამე იყო უსასტიკესი  მაგრად ციოდა.

ჩვენთან დღეც საშინლად ციოდა.
straight away
kaxaberski66
გაიხარეთ! შეგეწიოთ!
* * *
ცოტა იყო, მაგრამ ლამაზი გუშინდელი თოვლი
user posted image

Posted by: koba1973 28 Nov 2020, 09:36
tavadze
QUOTE
თქვენსკენ კუპატი არ იციან, თორემ ეგ ხერხემლის ნაჭრები მაგაში გასახარჯი არაა.

ხერხემალი კუპატში ვერ წარმომიდგენია biggrin.gif
იციან, ჩვენც გაგვიკეთებია, თუმცა მე ხორცს ხორცის ფორმა რომ აქვს ეგ მირჩევნია, გატარებული ხორცი(ფარში) ხორცად არ მიმაჩნია.
მწვადი ყოველთვის მირჩევნია ხინკალს კი არა ხინკალს მოხარშული კარტოფილიც მირჩევნია(ხორციჭამია ვარ biggrin.gif )
მგონი ისინიც იტყუებიან ვინც ამბობს ხინკალი გვირჩევიაო, რადგან როცა ორივე ერთადაა სუფრაზე ჯერ მწვადს დააცხრეიან ხოლმე lol.gif

Posted by: levani169 28 Nov 2020, 19:57
koba1973
QUOTE
მე ხორცს ხორცის ფორმა რომ აქვს ეგ მირჩევნია, გატარებული ხორცი(ფარში) ხორცად არ მიმაჩნია.

QUOTE
მწვადი ყოველთვის მირჩევნია ხინკალს

QUOTE
როცა ორივე ერთადაა სუფრაზე ჯერ მწვადს დააცხრეიან ხოლმე

აჰაა ძმებო,რამდენიმე წინადადებაში გადმოცემული კახური ფილოსოფია ......... მოტიტყნიან რაღაცეებს,თან მთელი დღე უნდებიან და საჭმელს ეძახიან,მწვადი არის ცხონება,წერტილი!

Posted by: kaxaberski66 28 Nov 2020, 21:48

koba1973
QUOTE

არის ხორცის ყაურმა, მზადდება ღორის ხორცის ხერხემლის ნაწილისგან,

QUOTE
თუ სუფრაზე მწვადთან ერთად მოვიდა, მაშინ მწვადი შეიძლება შეუჭმელი დარჩეს

QUOTE
მგონი ისინიც იტყუებიან ვინც ამბობს ხინკალი გვირჩევიაო, რადგან როცა ორივე ერთადაა სუფრაზე ჯერ მწვადს დააცხრეიან ხოლმე

მე ყაურმა მირჩევნია მწვადსაც და ხინკალსაც.
ხო. ჩაქაფულია კიდევ უმაგრესი საჭმელი. ვერაფერი რომ ვერ შეედრება ხორცეული საჭმელებიდან.

Posted by: tavadze 29 Nov 2020, 01:16
koba1973
QUOTE
ხერხემალი კუპატში ვერ წარმომიდგენია

ძვლიანად კი არ ვუშვებით კუპატში. biggrin.gif
საკუპატე ხორცი იხარშება იმ კონდიციამდე, როცა თავისით სცილდება ძვალს (ოღონდ ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს, თორემ "ტუშონკის" კონსტიტენციაზე წავა). თან, ხორცი ძვალთან რაც უფრო ახლოა, მით უფრო გემრიელია - ამიტომ ეგეც მაგარი ხორცია, აგემრიელებს კუპატს.
QUOTE
თუმცა მე ხორცს ხორცის ფორმა რომ აქვს ეგ მირჩევნია, გატარებული ხორცი(ფარში) ხორცად არ მიმაჩნია.

ულაპარაკოდ გეთანხმები - გატარებული ფარში ხორცის მაგივრობას ნაღდად ვერ ქაჩავს. არადა, იმერეთში (ხარაგაულში კონკრეტულად) ჯიგარსაც კი ატარებენ საკუპატე ფარშად. მე ხორცისა აშკარად მირჩევნია და სხვისი არ ვიცი.
levani169
QUOTE
მოტიტყნიან რაღაცეებს,თან მთელი დღე უნდებიან და საჭმელს ეძახიან,მწვადი არის ცხონება,წერტილი!

გემოვნების ამბავია - ისეთებიც ბევრი ვიცი, მწვადს და ხორცს საერთოდ არ ეკარებიან. მეც მიკვირს, მაგრამ არიან ასეთები. თან, ზოგჯერ ის "მოტიტყნილიც" მომენატრება - ხორცს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ სხვა საჭმელებიც არსებობს. biggrin.gif
kaxaberski66
QUOTE
ხო. ჩაქაფულია კიდევ უმაგრესი საჭმელი. ვერაფერი რომ ვერ შეედრება ხორცეული საჭმელებიდან.

ეგეც გემოვნების ამბავია. ჩაქაფულიც კარგია, მაგრამ არჩევანი რომ მქონდეს, უყოყმანოდ მწვადს ავირჩევდი. biggrin.gif
აი, ხინკალი კი არც მე მიმაჩნია დიდ რამედ. მეორე დღეს - გაფიცხელებული კიდევ ჰო, თუმცა უმაგისოდაც გავძლებ. biggrin.gif

Posted by: straight away 30 Nov 2020, 08:02

ხინკლი ეგრე დამცირებას მე ვერ ავიტან smile.gif
რო წამააყირავებ და წვენს შეხვრიპააააავ, პახმელიაზეეე, ან რო გცივააა, ცხონებააა!

https://www.youtube.com/watch?v=5oD-UJS7hv4
* * *
აჰააა, აი ამ კაცს მაინც მოუსმინეთ, როგორ ხატოვნად აღწერს smile.gif

* * *
ორი დღის წინ ნაღდი ქართული ღორის ხორცი ვიყიდე. ტყეში გაზრდილი, რკოზე, წიფელზე. დამვიწყებია კიდეც ნაღდი ხორცის გემო. თურმე მწვადს სუნიც რომ აქვს, ცოტა საწიწკნიც როა, ჩალასავით რომ არ იშლება, ფერითაც მუქად გამოიყურება... მართლა ხორცის ფაქტურა რომ აქვს და პრემიქსით გაწყალებული რომ არ არის...
ჩაქაფული
ოსტრი
ყაურმა
ხინკალი
მწვადი
კუპატი
ქაბაბი
მუჟუჟი
ხაში

ვაიმე ღმერთოოო, პახმელიაზე ვააარ, ვკვდები
მიშველე ფიცხეეელ!
ვიღუპები

Posted by: kaxaberski66 30 Nov 2020, 09:25
straight away
QUOTE
ვაიმე ღმერთოოო, პახმელიაზე ვააარ, ვკვდები
მიშველე ფიცხეეელ!
ვიღუპები

თუ წასასვლელი არსად ხარ-იმკურნალე, ჩაჰკა არაყს და წამოუწექ.

Posted by: la reine 30 Nov 2020, 19:23
მეგობრებოlove.gif


როგორ ხართ:**

რა გემრიელი პოსტები დამხვდა. სულ პირის წკლაპუნით წავიკითხეbiggrin.gif

პ.ს.
ამ თემაში მოველ და საქართველო ვნახე - თქვა ლარეინამ biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 30 Nov 2020, 22:44
la reine
QUOTE

როგორ ხართ:**

რა გემრიელი პოსტები დამხვდა. სულ პირის წკლაპუნით წავიკითხე

პ.ს.
ამ თემაში მოველ და საქართველო ვნახე - თქვა ლარეინამ

რა ვიცი. კარგად ვართ, კარგად.
ყველა კარგად გამყოფოთ.

Posted by: straight away 1 Dec 2020, 04:37
არ ვიყავი კარგად არაააა smile.gif
მაგრამ გადავრჩი. ჩიხირთმა ყოფილა უკვდავების წვნიანი.

Posted by: kaxaberski66 2 Dec 2020, 01:10
straight away
QUOTE
ჩიხირთმა ყოფილა უკვდავების წვნიანი.

ნეტა გაარკვიეს ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში?

Posted by: koba1973 2 Dec 2020, 08:58
QUOTE
ნეტა გაარკვიეს ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში?

მაგას და კვერცხი წინ გაჩნდა თუ ქათამი ვერ გაარკვევენ biggrin.gif

Posted by: მალატესტა 2 Dec 2020, 13:35
რა კარგი ხალხი იყრის ამ თემაში თავს.

მიწა სულ არ მაქვს, მაგრამ სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე

საქმიან საუბრებს და იუმორნარევ კამათს ხორცის შეჭამანდების შესახებ.

საერთოდ, განყოფილება რატომ ჩაკვდა ნეტავი.


Posted by: tavadze 2 Dec 2020, 14:08
მალატესტა
QUOTE
საერთოდ, განყოფილება რატომ ჩაკვდა ნეტავი.

განყოფილება კი არა, სოფელი და სოფლის მეურნეობა ჩაკვდა! sad.gif sad.gif
straight away
QUOTE
ვაიმე ღმერთოოო, პახმელიაზე ვააარ, ვკვდები
მიშველე ფიცხეეელ!
ვიღუპები

biggrin.gif biggrin.gif
მაშინ არ კვდებოდი, ჭიქას ჭიქაზე რომ ცლიდი ყბაში? biggrin.gif
პ.ს. რა მაგის პასუხია და ახლა კარალიოკი უნდა დავრეკო - ჭურში ჩასაყრელად. კაი მსმელივით ავიჩემე არაყის გამოხდა. biggrin.gif მაგრამ ბევრია და მენანება გასაფუჭებლად.
la reine
QUOTE
რა გემრიელი პოსტები დამხვდა. სულ პირის წკლაპუნით წავიკითხე

აეგრე - შენ რო გვგვრი ნერწყს კულინარიაში შენი გემრიელობებით, მააშ! biggrin.gif
პ.ს. ამ დღეებში ჩვენს თემას ადევნე თვალი ფლორა-ფაუნაში - ჩემი ეზოს შემოდგომის ფოტოებს დავდებ. შემოდგომის რა - უკვე ზამტარია, მაგრამ ფერები ისევ ისეა მრავალფეროვანი.

Posted by: la reine 2 Dec 2020, 20:30
kaxaberski66

მადლობააsmile.gif

tavadze

ვსო. აღარ ვდებmad.gif

აუცილებლად ვნახავ. ვიცი, რომ ძალიან ლამაზი მთები მოჩანს შენი ახალი ფანჯრიდანbiggrin.gif

Posted by: tavadze 2 Dec 2020, 22:13
la reine
QUOTE
tavadze

ვსო. აღარ ვდებ

რათა, რათა - გაგაბრაზეს?
პირიქით - ბევრი უნდა დადო. yes.gif yes.gif
QUOTE
ვიცი, რომ ძალიან ლამაზი მთები მოჩანს შენი ახალი ფანჯრიდან

გასაგებია ნამიოკი - გადავუღებ იმ მთებს მაგ ფანჯრებიდან. biggrin.gif

Posted by: straight away 4 Dec 2020, 17:10
აჰაა, აი როგორც იქნა, ვეღირსეთ და კოვიდი გვესტუმრა სახლში smile.gif
ჯერჯერობით ბავშვს დაუდგინდა. დანარჩენებს ღირსეულად გვიჭირავს თავი. იმედი გვაქვს მსუბუქად გამოგვემშვიდობება...

Posted by: kaxaberski66 4 Dec 2020, 23:07
straight away
QUOTE
აჰაა, აი როგორც იქნა, ვეღირსეთ და კოვიდი გვესტუმრა სახლში

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ შენს ბავშვს ჩემო კობა.
პანიკა არის დამანგრეველი ორგანიზმისთვის უფრო მეტად, ვიდრე ვირუსი.
უბრალოდ ბავშვს შეუსრულეთ ამ დროს სურვილები თუ აქვს რაიმეს მიმართ, რომ არ ინერვიულოს.
ყველაფერი კარგად იქნება.

Posted by: tavadze 4 Dec 2020, 23:29
straight away
QUOTE
იმედი გვაქვს მსუბუქად გამოგვემშვიდობება...

იმედია... მართლაც მთავარია, პანიკა არ იყოს. ჩვენთან უმეტესად იოლ ფორმებში მიდის.

Posted by: levani169 5 Dec 2020, 12:59
QUOTE (straight away @ 4 Dec 2020, 17:10 )
აჰაა, აი როგორც იქნა, ვეღირსეთ და კოვიდი გვესტუმრა სახლში smile.gif
ჯერჯერობით ბავშვს დაუდგინდა. დანარჩენებს ღირსეულად გვიჭირავს თავი. იმედი გვაქვს მსუბუქად გამოგვემშვიდობება...

დაწერე ხოლმე როგორ ხართ ........... ჰაერი და მოძრაობა კიდევ კარგი წამალი,ჯანმრთელობა პატარას!

Posted by: la reine 5 Dec 2020, 15:28
tavadze

2kiss.gif
არაა, ვინ უნდა გამაბრაზოსsmile.gif უბრალოდ მომბეზრდა

straight away
მთავარია, არ ინერვიულოთ და არ დაპანიკდეთsmile.gif
ყველაფერი კარგად იქნება2kiss.gif


Posted by: straight away 5 Dec 2020, 16:30
მადლობა მეგობრებო ყურადღების, რჩევებისა და კეთილი სურვილებისთვის :*
სახლში დავრჩით, დიდი აივანი გვაქვს და ხშირად გამყავს გარეთ ბავშვები. ვვარჯიშობთ, ღრმად ვსუნთქავთ და შეციებულები რომ შემოვდივართ სახლში, გასახურებლად ვჭიდაობთ smile.gif))
არანაირი პანიკა!
მე ლოცვა გავაძლიერე, დღეში ერთი მალენკოვის ჭიქა საფერავის აკომპანიმენტით.
2 ვარიანტია:
ან ანალიზებში (ჩემ ბავშვებსაც ანა-ლიზი ქვიათ) რაღაც შეეშალათ,
ან ჩვენთან პატარა, საყვარელი კორონიკო მოხვდა.
ენივეი, ჯერჯერობით კარგად ვართ, უფლის წყალობით

Posted by: tavadze 5 Dec 2020, 18:59
straight away
QUOTE
ენივეი, ჯერჯერობით კარგად ვართ, უფლის წყალობით

ძალიან კარგი! მჯერა, ასე უპრობლემოდ გაისტუმრებთ კორონასაც და კარონასაც. gigi.gif
* * *
la reine
QUOTE
არაა, ვინ უნდა გამაბრაზოს უბრალოდ მომბეზრდა

იმეე - მაგისთვის ღირს კი ძველი საქმიანობის მიტოვება? დადე ისევ, გაგვანებივრე გემრიელი ფოტოებით.

Posted by: kaxaberski66 5 Dec 2020, 23:03
straight away
პროდუქტის მოტანის პრობლემა ხომ არ გაქვს?

Posted by: straight away 5 Dec 2020, 23:11
kaxaberski66
გენაცვალეე, კახა გაიხარე ძმაო.
საბედნიეროდ მოვასწარი რაღაცეების მომარაგება. წვრილმანებს კი მეზობლებს ვაბარებთ ხოლმე.
ერთადერთი, რასაც ვდარდობდი, სოფელში მაინც ვიყოთ, რამდენ რამეს მოვასწრებდითქო და...
ეხლა მაგასაც აღარ ვდარდობ, 3 დღე წვიმა და თოვლია smile.gif
ასე რომ, წლევანდელი სეზონი დავხურე.
დასახედათ თუ ავირბენ ეგ იქნება ხოლმე.

Posted by: kaxaberski66 6 Dec 2020, 00:13
straight away
QUOTE
საბედნიეროდ მოვასწარი რაღაცეების მომარაგება. წვრილმანებს კი მეზობლებს ვაბარებთ ხოლმე.

თუ რამეა საჭირო, არ მოგერიდოს. ხვალ თავისუფალი დღე მაქვს. თანხაზეც არ იფიქრო. შეგიძლია თამამად დამირეკო.

Posted by: tavadze 7 Dec 2020, 12:43
straight away
აბა, როგორ ხართ, რას შვება ბავშვი? იმედია, ბევრად უკეთაა ყველაფერი.
la reine- სპეციალურად შენთვის: ხედები ჩემი ფანჯრიდან. biggrin.gif
user posted image

user posted image
ეს მსხლის ხე მაქვს დასასხეპი, თორემ ტოტების უმეტესობა უკვე გაუხმა, აღარ ისხამს. თუმცა მოაქვს ახალი ტოტები.
ის ლურჯი კასრი გავავსე კარალიოკით, თუმცა როდის გამოვხდი არაყს, არ ვიცი - ჩემი სოფლის ამინდის პროგნოზში იანვრის 20-მდე დარიანი ამინდები, პრაქტიკულად არაა.
პ.ს. ეს ახლა შევამჩნიე: მაგ მსხალის უკან, სუროიან ხეზე რომ კიბეა მიდგმული, მაგ კიბის ბოლო საფეხურზე ვიდექი, შარშან იანვარში ხიდან რომ ვისკუპე. biggrin.gif

user posted image

ესეც შემოდგომის ფერების ზოგადი ხედი

user posted image

user posted image

user posted image

ესეც ჩაროზად - ესენი ახლა ყვავიან ჩემს ეზოში

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: kaxaberski66 7 Dec 2020, 21:52
tavadze
მშვენიერი ხედებია. ქართული კინოებიდან სოფელს გავს. კარგია ძალიან.

Posted by: tavadze 8 Dec 2020, 00:26
kaxaberski66
QUOTE
tavadze
მშვენიერი ხედებია. ქართული კინოებიდან სოფელს გავს. კარგია ძალიან.

გაიხარე. მაგ მთებში თუ გაისეირნებ, შიგნიდან კიდევ უფრო ლამაზია.

Posted by: NorthWest 8 Dec 2020, 01:47
გამოჯანმრთელებას გისურვებთ straightaway.
მოკლედ ვიკითხე ეს თქვენი თემები და უკვე ოთხი საქონელი ვიყიდე. ქართული ადგილობრივი ჯიშები ამ ეტაპზე, რომ ვისწავლო კარგად (გავითვალისწინე რა თქვენი რჩევები, ჯიშიან საქონელთან დაკავშირებით). ძალიან სასარგებლო თემაა. საინტერესო ხალხი ხართ. გაიხარეთ. მეც ვაპირებ მომავალ წელს საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებას და სოფელს უნდა მივხედო. დიდი მადლობა ყველას. ღმერთმა ბედნიერება არ მოგაკლოთ.

Posted by: tavadze 8 Dec 2020, 11:48
NorthWest
QUOTE
მოკლედ ვიკითხე ეს თქვენი თემები და უკვე ოთხი საქონელი ვიყიდე.

ესე იგი, ერთი კარგი საქმე უკვე გააკეთა ამ თემამ. biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
მეც ვაპირებ მომავალ წელს საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებას და სოფელს უნდა მივხედო.

ღმერთმა ხელი მოგიმართოს.

Posted by: levani169 8 Dec 2020, 12:27
straight away
როგორ ხართ აბა,იმედია ყველაფერი გართულების გარეშე მიმდინარეობს?!

Posted by: straight away 8 Dec 2020, 17:41
მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. კარგად ვართ მთელი შემადგენლობით.
მე არ დამიდასტურდა, არც პატარა შვილს. მარტო ერთ ბავშვს აქვს და ისიც მსუბუქ ფორმებში. წეღან დარდობდა, კლასტერიც კი არ მაქვსო. არ ვიცი ვისგან გადამედო და ვერავის გადავდეო smile.gif))
5 დღეც და გავალთ სახლიდან.
NorthWest
აჰაა, კარგი საქმე დაგიწყიათ, ღმერთმა სიკეთე არ მოგიშალოთ. საქონლის ამბებში კახაბერსკია მაგარი. მე მარტო ის ვიცი რომ ბალახს ჭამს და რძეს იწველება.

tavadze
შენ ადგილას, მაგ ორივე ხეს ძირში მოვჭრიდი და ახლებს დავრგავდი.

Posted by: tavadze 8 Dec 2020, 20:31
straight away
QUOTE
მადლობა მეგობრებო ყურადღებისთვის. კარგად ვართ მთელი შემადგენლობით.

ძალიან კარგი.

QUOTE
tavadze
შენ ადგილას, მაგ ორივე ხეს ძირში მოვჭრიდი და ახლებს დავრგავდი.

ის მსხალი გაქაჩავს ჯერ კიდევ. უბრალოდ, ზედა ტოტებს გადავჭრი.
მეორე კი ხურმის ხეა - ველური ხურმა. მაგაზე ალადასტურია აშვებული, თუმცა არაა გამორიცხული, მაგას მართლა მოუწიოს მოჭრა. ოღონდ - მომდევნო წლებში, თორე, წლეულს შეშა აღარ დამჭირდება მეტი. დღეს დაჩეხილი რაც იყო, ისინი დავამატაგე სიმშრალეში, მერე კი ეზოდან საშეშედ დაჭრილი თუთის მორები შემოვზიდე ასევე სიმშრალეში - კარგადაა გამომშრალი და დამენანა დასასველებლად. არადა, ერთ კვირაში ჩვენთან ისეთი ამინდები იწყება, მზე და დარი სანატრელი გაგვიხდება.
ისე კი ნეტა იცოდე, ჩემს ეზოში რამდენია მასე მოსაჭრელი ხე. lol.gif
* * *
QUOTE
წეღან დარდობდა, კლასტერიც კი არ მაქვსო. არ ვიცი ვისგან გადამედო და ვერავის გადავდეო


biggrin.gif biggrin.gif up.gif

Posted by: kaxaberski66 9 Dec 2020, 00:16
NorthWest
[quote]მოკლედ ვიკითხე ეს თქვენი თემები და უკვე ოთხი საქონელი ვიყიდე.
გაგმრავლებოდეს ეგ საქონელი. ვინ უვლის?

[quote]ქართული ადგილობრივი ჯიშები ამ ეტაპზე, რომ ვისწავლო კარგად (გავითვალისწინე რა თქვენი რჩევები, ჯიშიან საქონელთან დაკავშირებით).[/quote]
სწორად მოქცეულხარ რომ ჩემი ეგ რჩევა გაითვალისწინე.
რომ ისწავლი საქონლის სწორად მოვლას და კვებას, მერე გადადი ჯიშინი საქონლის შეძენაზე.
რომ იყიდი იმ ჯიშიანს, ესენიც გყავდეს, ერთბაშად არ მოიშორო ადგილობრივი საქონელი.NorthWest
[quote]მეც ვაპირებ მომავალ წელს საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებას და სოფელს უნდა მივხედო. [/quote]
მშვიდობით დაბრუნებულიყავი.

Posted by: shuma89 9 Dec 2020, 04:01
ხალხნო და ჯამაათნო, მაქვს ნაკვეთი 200X225 ზომის, მაინტერესებს როგორ აჯობებს რიგების გაკეთება, ერთწლიანი კულტურებისთვის ვენახის ან თUნდაც მრავალწლიანი ნარგავებისთვის, საქმე იმაშია, რომ წყალდამწრეტი არხები უნდა დავგეგმო და ისე მინდა გავაკეთო, რომ მერე ადვილად იმუშაოს ტექნიკამ ხვნა დამუშაებაზე, რიგები აღმოსავლეთიდან დასავლეთIსკენ გავაკეთო თუ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ>?
user posted image
აქ როგორც ხედავთ აღMოსავლეთIდან დასავლეთისკენ მიდის არხები, რიგებიც ეგრე მომიწევს უფრო მარტივად რომ დავამუშაო, სიმინდს მოვიყვან ვენახს დარგავ თუ მრავალწლოვან ბაღს გავაშენებ ეგ მომავალ წელს გადაწყდება, ახლა არხები უნდა დავაჭრევინო, რომ წყალი დაიწრიტოს ზამთარში წვიმიან პერიოდებში და აღარ დადგეს, არის აბსოლიტურად ვაკე ადგილი, ძალიან მცირე დაქანებით, რადგან თიხნარი მიწაა და წლების დაუმუშავებელია წვიმის წყალი აღარ შეიწოვება მარტივად და დგება ზემოდან, არხები 50-50 მეტრის დაშორებით არის დახაზული მგონი საკმარისი იქნება. მაგრამ მმართUლებების ამბავი არ მინდა ცუდად გავაკეთო, ქარის მიმართUლებაა აღმოსავლეთIდან დასავლეთისკენ, როგორც არხებია ზუსტად ეგრე, ამიტომ ვიფიქრე ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში რიგებისს ამბავი მინდა წინასწარ მოვიფიქრო.,

Posted by: levani169 9 Dec 2020, 13:21
shuma89
მეც მგონია რომ არხების პარალელურად უნდა გაკეთდეს რიგები,დასამუშავებლად რომ ადვილი იყოს,ქარიც სჯობია რიგებს შორის გაატარო ვიდრე ქარსაცავი ზოლები შექმნა შენი ბაღით.

Posted by: straight away 9 Dec 2020, 19:59
დრო არ დავკარგე და ვთარგმნე რაღაცეები, იქნებ ვინმეს გამოადგეს smile.gif

კომპანიონი მცენარეები
კომპანიონ მცენარეებს აქვთ ბუნებრივი სიომბიოზური ურთიერთობა. მათ შეუძლიათ დაიცვან ერთმანეთი ქარისგან, მზისგან, დააფრთხონ მავნებელი მწერები და მატლები, და პირიქით - მოიზიდონ სასარგებლო; შეუწყონ ხელი ზრდას, განვითარებას და არომატს. რეკომედირებულია ერთად დაირგოს ის მცენარეები, რომლებიც აკომპენსირებენ ერთმანეთს. არ არის რეკომენდირებული იმ მცენარეების გვერდიგვერდ დარგვა, რომლებიც ერთიდაიმავე კალორიებს მოიხმარენ ნიადაგიდან.

კარტოფილი
კარგად ეწყობა ლობიოს, ბადრიჯანს, კომბოსტოს, სიმინდს, მუხუდოს (ცერცვი). ზაფრანი აფრთხობს ხოჭოებს;
კარტოფილის ნათესების კუთხეებსა და ნაპირებზე დარგული პირშუშხა (horseradish) დაიცავ მავნებლებისგან.
კარტოფილთან ახლოს არ ვარგა დაირგოს: კიტრი, პომიდორი, ნესვი, გოგრა,, მზესუმზირა.
კარტოფილს და პომიდორს უჩნდებათ ერთი და იგივე მწერ-პარაზიტები და მავნებლები.
კიტრი და კარტოფილი ძალიან ბევრ რესურს იღებენ მიწიდან. კარტოფილი განსაკუთრებიტ ბევრ ნიტროგენს მოიხმარს. მის ბუნებრივ აღდგენას 3-4 წელი სჭირდება, ამიტომ მომდევნო წელს იმავე ადგილას კარტოფილის დათესვა არარეკომენდირებულია. ლობიოს შეუძლია ფესვთა სისტემის დახმარებით ნიტროგენის აღდგენა. ამიტომ კარტოფილის ნათესის ადგილას ლიობიოს დათესვა რეკომენდირებულია.

პომიდორი
კარგად ეწყობა: სტაფილოს, ნიორს, კომბოსტოს, პიტნას, ხახვს, ლობიოს, სატაცურს, წიწაკას, რეჰანს, ნიახურს, ოხრახუშს, ორეგანოს, გულყვითელას, ნასტურციუმს.
პომიდორს უჩნდება მწვანე მუხლუხო მატლი, რომელსაც რეჰანი აფრთხობს. რეჰანი კოღოებს და მწერებსაც აფრთხობს. რეჰანთან ერთად პიტნაც ხელს უწყობს პომიდვრის სიჯანსაღეს და არომატს. ზაფრანი აფრთხობს პომიდვრის თეთრ ჭიებსაც/მატლსაც (nematodes)
ვერ ეწყობა: კარტოფილს, კამას, კომბოსტოს.
კამა ვიდრე მომწიფდება ხელს უწყობს პომიდვრის ზრდას და ჯანმრთელობას. მაგრამ ზრდასრულობის შემდეგ, პირიქით - აფერხებს ზრდას.
სიმინდს და პომიდორს უჩნდებათ მსგავსი მატლი. ამიტომ მათი ახლო-ახლო დარგვა გააძლიერებს ამ მატლის გამრავლებას.

კიტრი
კარგია: ლობიოსთან, მუხუდოსთან, ბოლოკთან, კომბოსტოსთან, ყვავილოვან კომბოსტოსთან, სიმინდთან, ნიორთან და მზესუმზირასთან.
როგორც ვთქვით კიტრი ბევრ რესურს მოიხმარს ნიადაგიდან, მათ შორის ნიტროგენს. ნიტროგენს კი ლობიოს ოჯახის მცენარეები გამოიმუშავებენ ფესვთა სისტემით.
ზაფრანა აფრთხობს ხოჭოებს, ნასტრურციუმი შლის ბუგრს, ორეგანო აფრთხობს პარაზიტებს.
ორი მცენარე, რომელიც არ უნდა დავრგოთ კიტრთან ახლოს არის: ნესვი და კარტოფილი. ასევე არარეკომენდირებულია სალბი, რადგან კიტრის ზრდას აფერხებს.

ლობიო
ეწყობა კომბოსტოს, სტაფილოს, სიმინდს, კიტრს, ბადრიჯანს, მუხუდოს, კარტოფილს, ბოლოკს, ნიახურს, მარწყვს და ჭარხალს.
ჭარხალი მხოლოდ მინდვრის ლობიოსთანაა კარგი. სარის ლობიოსთან - არა.
სარის ლობიოსთან ასევე არ ვარგა კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავულოვანი კომბოსტოს, მზესუმზირის დათესვაც.
ორივე ლობიოსთან არ შეიძლება დაითესოს პრასი, ნიორი და ხახვი (მის ზრდას აფერხებენ).
სამაგიეროდ ლობიოს მექსიკურ ხოჭოს აფრთხობენ ზაფრანი, ნასტურციუმი და როზმარინი.

სიმინდი
კარგად ეწყობა: ლობიოს, მუხუდოს, კიტრს, სტაფილოს, გოგრას, კარტოფილს, ნესვს, ოხრახუშს.
სიმინდს, ლობიოს და გოგრას ეძახიან ,,სამ დას“ - ლობიო სიმინდის სახით პოულობს საყრდენს, გოგრა კი თავისი ფოთლებით ინარჩუნებს მიწის სინესტეს.

კომბოსტო
კარგია: ჭარხალთან, ნიახურთან, კიტრთან, ხახვთან, კარტოფილთან, ისპანახთან.
ასევე - გვირილა (chamomile) და ნიორი აუმჯობესებენ მის ზრდას და არომატს; სალბი და როზმარინი აფრთხობენკომბოსტოს პეპელას/ ჩრჩილს; კამა აუმჯობესებს ზრდას და სიჯანსაღეს; პიტნა აფრთხობს პეპელას, აუმჯობესებს სიჯანსაღეს და არომატს; ნასტურციუმი აფრთხობს ხოჭოებს და ბუგრს; ქონდარი აფრთხობს კომბოსტოს პეპელას/მატლს.
კომბოსტოსთან ახლოს არ ვარგა პომიდვრის და კეჟერას დარგვა (kohlrab). ერთმანეთის ზრდას აფერხებენ.

ხახვი
ეწყობა: ჭარხალს, კომბოსტოს, სტაფილოს, წიწაკას, პომიდორს, მარწყვს.
გვირილა და ზაფხულის ქონდარი (summer savory) აუმჯობესებენ მის ზრდას და არომატს; ღორის ქადას / ამარანტს (pigweed) მიწის სიღრმიდან ამოაქვს კალორიები და ხახვისთვის ხელმისაწვდომს ხდის; ნარშავა / თავცეცხლა (sow thistle) აუმჯობესებს ზრდას და სიჯანსაღეს.
ხახვის დათესვა არარეკომენდირებულია ლობიოსთან, მუხუდოსთან (ზრდას აფერხებს), პრასთან და ოხრახუშთან.

ნიორი
კომპანიონებია: კამა, ჭარხალი, კარტოფილი, სტაფილო, ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ზაფრანა, ნასტურციუმი.
ნიორი კარგი ბუნებრივი საშუალებაა ბაღში პარაზიტების მოსაშორებლად. მათ შორის - ხახვის მატლის, ბუგრის, ხოჭოების, ჩრჩილის / პეპლების. მისიესინიათ კურდღლებს. ნიორი ბუნებრივად წარმოქმნის გოგირდს, რომელიც ეფექტური ფუნგიციდია ბევრი მცენარისთვის. მას ასევე რგავენ ხეების (ვაშლის, ატმის, ალუბლის) და ვარდების ახლოსაც. ბუგრის დასაფრთხობად.
ნიორი ვერ ეწყობა სატაცურს, ლობიოს, მუხუდოს, სალბს, ოხრახუშს. მათ ზრდას აფერხებს.

ჭარხალი
კარგად ეწყობა: მინდვრის ლობიოს, ხახვს,მუხუდოს,წიწაკას, ბოლოკს, სტაფილოს.
მის ზრდას და არომატს აუმჯობესებს ნიორი.
ვერ ეწყობა სარის ლობიოს. აფერხებენ ერთმანეთის ზრდას.

სტაფილო
ეწყობა: ლობიოს,მუხუდოს, ხახვს, წიწაკას, ბოლოკს, პომიდორს, პრასს. პრასი აუმჯობესებს მის ზრდას და არომატს. როზმარინი და სალბი აფრთხობენ სტაფილოსთვის მავნე მწერებს.
ნიორი და სტაფილო შეიძლება ერთმანეთის გვერდით მონაცვლეობით დაირგოს რიგებში, ერთი რიგი ნიორი, ერთი რიგი სტაფილო და ა.შ.
სტაფილოს უჩნდება ბუზი, რომელიც ზამთარში მიწაში იზამთრებს და მერე ჭამს მას. ამ ბუზს მაისში აქვს გამრავლების პერიოდი. იმისთვის რომ ეს ბუზი არ გამრავლდეს, სტაფილო ყოველ წელს უნდა ამოვიღოთ და არ დავტოვოთ მიწაში. ზოგიერთი მცენარე აფრთხობს ამ ბუზს, მაგ. ოხრახუში.

ბადრიჯანი
კარგია ლობიოსთან, წიწაკასთან, ზაფრანასთან, პიტნასთან.
ზაფრანა აფრთხობს თეთრ ჭიებს (ნემატოდებს).
ცნობილი არ არის მცენარე, რომელიც არარეკომენდირებულია მის სიახლოვეს დასარგავად.

წიწაკა
ეწყობა: სატაცურს, სტაფილოს, ბადრიჯანს, ხახვს, პომიდორს.
ვერ ეწყობა: ლობიოს, კომბოსტოს, კამას,
მწარე წიწაკა ბაღის გარშემო თუ იქნება, დააფრთხობს მწერებს.

ბოლოკი
კარგია ლობიოსთან, სტაფილოსთან, კიტრთან, ნესვთან, მუხუდოსთან.
ნასტურციუმი აუმჯობესებს მის ზრდას და არომატს.

სატაცური
ეწყობა: რეჰანს, პომიდორს, ოხრახუშს.
ქოთნის ზაფრანა აფრთხობს ხოჭოებს.

ოხრახუში
ეწყობა სატაცურს, სიმინდს, პომიდორს.

ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი
კომპანიონები: ჭარხალი, ოხრახუში, კამა, ნიორი, ხახვი, კარტოფილი, როზმარინი, სალბი.
არ ეწყობა: ლობიოს, წიწაკას და პომიდორს.

მარწყვი
კარგია ლობიოსთან, ხახვთან, ისპანახთან, ქონდართან.
ქონდარი იცავს მატლებისგან.



Posted by: tavadze 9 Dec 2020, 21:15
straight away
QUOTE
დრო არ დავკარგე და ვთარგმნე რაღაცეები, იქნებ ვინმეს გამოადგეს

კომპანიონი მცენარეები

შენ აგაშენა ღმერთმა! დიდი მადლობა, რომ ამ კორონობაში ამხელა შრომა გასწიე, გაისარჯე ჩვენთვის, მაგრამ აქ რა ხდება, გაგვარკვიე ერთი. biggrin.gif
QUOTE
პომიდორი
კარგად ეწყობა:  კომბოსტოს,


QUOTE
კომბოსტოსთან ახლოს არ ვარგა პომიდვრის


ელენე თევდორაძის აღშფრთოვანებასავით გამოგივიდა, biggrin.gif თორემ დიდი კი არაფერი - უბრალოდ, პროფესიული ჩვევაა, როცა კორექტურა თუ რაღაც შეუსაბამობა ეგრევე ხვდება თვალს. არ გამიბრაზდე და უმადურობად არ ჩამითვალო - მართლა ამხელა გიშრომია! wink.gif
კიდევ იყო ერთგან რაღაც მასეთი, მაგრამ ახლა ვერ ვიპოვე.

QUOTE
ბადრიჯანი
კარგია ლობიოსთან, წიწაკასთან, ზაფრანასთან, პიტნასთან.

უჰ, რა ჭკვიანი ვარ - პიტნის გარდა, შარშან ამ დანარჩენი სამეულის ახლოს მედგა (აგერ, ნოემბერშიც კი გამოისხა ბოლო გამოსხმა). პიტნა თავისით ამოდის ეზოში - საერთოდ ცალკე და ბოსტანში არ ვრგავ, თუმცა ახლა რაც წავიკითხე და იგივე ადრეც მინახავს, შეიძლება გადავიტანო წლეულს ბოსტანში.
QUOTE
წიწაკა
ეწყობა: სატაცურს, სტაფილოს, ბადრიჯანს, ხახვს, პომიდორს.

ამას ისედაც სულ პომიდვრის რიგებში ვრგავდით.

QUOTE
ნიორი
კომპანიონებია: კამა, ჭარხალი, კარტოფილი, სტაფილო, ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ზაფრანა, ნასტურციუმი.

ამასაც ზუსტად გავარტყი: სადაც ნიორი მითესია, იქ კომბოსტოც დავრგე, გაზაფხულზე კი პომიდვრის დარგვასაც ვფიქრობდი. თუ რამე და კომბოსტო ვერ მეზობლობს მაგასთან, სულ 1 მწკრივია კომბოსტო, ხელს მაინც არ შეუშლის. ხოლო სადაც პომიდორია, იქ წიწაკასაც ჩავრგავ.
QUOTE
ნიორი ბუნებრივად წარმოქმნის გოგირდს, რომელიც ეფექტური ფუნგიციდია ბევრი მცენარისთვის.

როგორც დღეს უყვართ თქმა, ამ წინადადებას ცოტა უფრო მეტად ხო არ ჩაშლიდი, კონკრეტულად რას გულისხმობს? baby.gif
ზოგადად, ვიცი, რომ ნიორი და მისი ნაყენი ბუნებრივი შესაწამლი საშუალებაა. baby.gif

Posted by: straight away 9 Dec 2020, 22:49
tavadze

მელადეეც, რა მახვილი თვალი გქონია. ეხლა გადავამოწმე და მან ესეთი რაღაც ხდება: ინგლისურად ერთს ქვია lettuce და მეორე cabbage. ზოგიერთი სახეობა ამ lettuce-სი გავს კომბოსტოს, ამიტომ ამერია. ისე, სალათის ფოთოლი უფროა, დაშლილ მდგომარეობაშ. ეგ ეწყობა პომიდორს და მეორე, cabbage - არა.
ცოტა გამიჭირდა ქართული სახელების მოძებნა, მაგალითად ნასტურციუმი ვერაფრით ვერ დავადგინე რა მცენარეა. ამიტომ დავტოვე იგივე სახელი.
თუ კიდევ იპოვით რამე შეცდომას, არ დაიზაროთ და ჩავასწოროთ
* * *
კიდევ ერთი შენიშვნა: გამოვიყენე რამოდენიმე წყარო, 4 თუ 5. ზოგიერთ მათგანში ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები ეწერა და ვცდილობდი გადამეკონტროლებინა სხვაგანაც. შეიძლება შეცდომები გაიპარა. მაგრამ გამოსწორებადია. ამ თემას კიდევ განვავრცობ და,, ჩავშლი'' smile.gif

Posted by: tavadze 10 Dec 2020, 11:19
straight away
QUOTE
მელადეეც, რა მახვილი თვალი გქონია.

ხომ გითხარი - პროფესიული ჩვევაა-მეთქი. biggrin.gif
QUOTE
ცოტა გამიჭირდა ქართული სახელების მოძებნა,

ეს დიდი პრობლემაა, რამდენადაც ვიცი. ადრე კულინარიაშიც ბჭობდნენ ამაზე და უფრო ძველი წიგნები ამართლებდა - ნინო ჟვანიას და იმდროინდელი კულინარიული წიგნები, საბჭოთა ბოტანიკური ენციკლოპედია და სხვა... თუმცა დღეს ბევრი ახალი რამეც შემოვიდა. მახსოვს, მაშინ სასტავებმა კარგა გვარიანად დასცხეს ერთმანეთს ბაზილიკის შესახებ - საშკვლამი იყო, ცალკე სახეობა, ამის მონათესავე თუ რა იყო. ზოგმა რეჰანთანაც კი გააიგივა. biggrin.gif
პ.ს. ვეცდები, ნასტურციუმის გადმოქართულებაზე დაგეხმარო - შევეხმიანები იმათ.
QUOTE
კიდევ ერთი შენიშვნა: გამოვიყენე რამოდენიმე წყარო, 4 თუ 5. ზოგიერთ მათგანში ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები ეწერა და ვცდილობდი გადამეკონტროლებინა სხვაგანაც.

წყაროების სიზუსტეც დიდი პრობლემაა - როგორც წესი, ყველას თავისი სიმართლე აქვს.
პ.ს. დღეს მშვენიერი დარი გვაქვს. წუხელ ამინდის გრძელვადიან პროგნოზს გადავხედე და 16-დან უწყვეტ ავდარს. ხოლო 22-25-ში რომ მიჩვენებდა, ახლა იანვრის 8-მდე გადასარევ ამინდებს მიჩვენებს, შიგადაშიგ იყო მხოლოდ წვიმა. თუმცა ტემპერატურა კი ეცემა. განსაკუთრებით - ღამე.

Posted by: straight away 10 Dec 2020, 13:01
ტერმინები ამოწერილი მაქვს და დავდებ აქაც. თუ გინდა გავუგზავნოთ მერე იმ ჯგუფს და გადახედონ. მაგალითად ერთი სახელი horseradish პირდაპირ რომ ვთარგმნოთ ცხენის ბოლოკია. ცოლმა შეხედა თუ არა სურათს, მითხრა რომ უკრაინელები მაგას ბორშში უმატებენო, ანუ ხრენიაო smile.gif ქართულად პირშუშხა დავწერე. მეორე სახელი pigweed, სურათებით ღორის ქადასაც გავს და ამარანტსაც. ამარანტის ოჯახს ეკუთვნის. შეიძლება ეს მცენარეები ისეთი მნიშვნელოვანი არ იყოს, როგორც კიტრი და პომიდორია, მაგრამ მაინც საინტერესოა. ქონდარის რამოდენიმე სახეობა იჩითება კიდევ. ძირითადი სახელი მაინც thyme - ია, მაგრამ ესეც საინტერესო იქნება, რომ გავამრავალფეროვნოდ ჩვენი ბაღის კულტურები.
ეს ასე თუ ისე დროში გაწელილი პროცესი იქნება.
ეხლა ვაპირებ ჩავუღრმავდე იმ მიზეზებს რატომ არ შეიძლება, ან მიზანშეწონილია ამ მცენარეების ერთად დარგვა. ასევე მათ მიერ მოხმარებული და გამოყოფილი ქიმიური ელემენტები. მინდა ისე დავაბალანსო ყველაფერი რომ ქიმიური სასუქების გარეშე შევძლო პროდუქტის მოყვანა
* * *
თბილისში 22 დეკემბრიდან არის ნავარაუდევი ყინვები, - 8-მდე ეცემა და იანვრის თვეშიც გადადის. ძირითდად ღამე. უნდა მოვემზადოთ

Posted by: NorthWest 11 Dec 2020, 12:58
QUOTE (kaxaberski66 @ 9 Dec 2020, 00:16 )
NorthWest
[quote]მოკლედ ვიკითხე ეს თქვენი თემები და უკვე ოთხი საქონელი ვიყიდე.
გაგმრავლებოდეს ეგ საქონელი. ვინ უვლის?

[quote]ქართული ადგილობრივი ჯიშები ამ ეტაპზე, რომ ვისწავლო კარგად (გავითვალისწინე რა თქვენი რჩევები, ჯიშიან საქონელთან დაკავშირებით).[/quote]
სწორად მოქცეულხარ რომ ჩემი ეგ რჩევა გაითვალისწინე.
რომ ისწავლი საქონლის სწორად მოვლას და კვებას, მერე გადადი ჯიშინი საქონლის შეძენაზე.
რომ იყიდი იმ ჯიშიანს, ესენიც გყავდეს, ერთბაშად არ მოიშორო ადგილობრივი საქონელი.NorthWest
[quote]მეც ვაპირებ მომავალ წელს საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებას და სოფელს უნდა მივხედო. [/quote]
მშვიდობით დაბრუნებულიყავი.

გაიხარეთ. იმ ჯიშიანებს სხვანაირი მოვლა ჭირდებათ.
ჯერ ჩვენს საქონელს დავუმუღამებთ.
კარგი თემები გაქვთ დაპოსტილი საქონელზე (და არა მხოლოდ). კარგია, რომ აქტიურობთ. მადლობა

Posted by: straight away 14 Dec 2020, 18:59
აბაა მეგობრებოო, მშრომელებოო
წელი იწურება და ხომ არ შევაჯამოთ ჩვენი საქმიანობა?
რა ვისწავლეთ ახალი,
რამე მოულოდნელი აღმოჩენა
ან სიურპრიზი ხომ არ გვქონია,
რა შეცდომები დავუშვით,
რას შევცვლით მომავალი წლისთვის,
რას ურჩევთ სხვა მეურნეებს,
და ა. შ.
არ დაიზაროთ,
და არ იჩქაროთ smile.gif
Festina lente - ს პრინციპით ვიხელმძღვანელოთ რომ კარგი და გასათვალისწინებელი ინფორმაცია დავდოთ.

Posted by: iGreen. 15 Dec 2020, 11:06
straight away
QUOTE
მაგალითად ნასტურციუმი ვერაფრით ვერ დავადგინე რა მცენარეა.

user posted image

https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/518-dedoflis-yvavili-nasturcia.html

Posted by: shuma89 15 Dec 2020, 11:35
ანალიზის პასუხის გაშიფრა შეგიძლიათ ვინმეს? მაინტერესებს აი მაგალითად ერთ მოსავლის მისაღებად სიმინდს ყვითელს რა რაოდენობის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი სჭირდრბა, მეორე კითხვა, ამ ანალიზიდან როგორ გავიგო სიმინდის მოსავლისთვის რა სასუქის დამატება სჭირდება და რა რაოდენობით?
გამოანგარიშების პრინციპი მაინტერესებს.
მადლობა წინასწარ.user posted image
* * *
BS რას ნიშნავს კიდევ ეგ მაინტერესებს

Posted by: la reine 15 Dec 2020, 16:24
QUOTE (tavadze @ 7 Dec 2020, 12:43 )
straight away
აბა, როგორ ხართ, რას შვება ბავშვი? იმედია, ბევრად უკეთაა ყველაფერი.
la reine- სპეციალურად შენთვის: ხედები ჩემი ფანჯრიდან. biggrin.gif
user posted image

user posted image
ეს მსხლის ხე მაქვს დასასხეპი, თორემ ტოტების უმეტესობა უკვე გაუხმა, აღარ ისხამს. თუმცა მოაქვს ახალი ტოტები.
ის ლურჯი კასრი გავავსე კარალიოკით, თუმცა როდის გამოვხდი არაყს, არ ვიცი - ჩემი სოფლის ამინდის პროგნოზში იანვრის 20-მდე დარიანი ამინდები, პრაქტიკულად არაა.
პ.ს. ეს ახლა შევამჩნიე: მაგ მსხალის უკან, სუროიან ხეზე რომ კიბეა მიდგმული, მაგ კიბის ბოლო საფეხურზე ვიდექი, შარშან იანვარში ხიდან რომ ვისკუპე. biggrin.gif

user posted image

ესეც შემოდგომის ფერების ზოგადი ხედი

user posted image

user posted image

user posted image

ესეც ჩაროზად - ესენი ახლა ყვავიან ჩემს ეზოში

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

ძაან დავტკბი.
ულამაზესი ხედებია და ულამაზესი ყვავილებიlove.gif
ამ მშვენიერებას რომ უყურებ გათენებიდან დაღამებამდე და მერე თბილისში რომ მოდიხარ, ცუდად არ ხდები? biggrin.gif
პ.ს.რომ მთაგავ, ნიკთან ახლოს დეფისს ნუ წერ, თორემ არ ვითაგები. შემოვეხეტე და შემთხვევით ვნახეsmile.gif

Posted by: kaxaberski66 16 Dec 2020, 00:12
la reine
QUOTE
.რომ მთაგავ, ნიკთან ახლოს დეფისს ნუ წერ, თორემ არ ვითაგები. შემოვეხეტე და შემთხვევით ვნახე

იქნებ გამაგებინო. თუ ვინმემ მოგნიშნა, ფორუმზე რომ შედიხართ, მოჩანს ვინმესგან თქვენი მონიშვნა?
მე არასდროს შემინიშნია ჩემი მონიშვნა, სანამ როგორც თქვენ აღნიშნეთ მე თვითონ არ
QUOTE
შემოვეხეტე და შემთხვევით ვნახე

წინასწარ მადლობა ახსნა-განმარტებისთვის.

shuma89
მე ასე მგონია, საერთოდ ანალიზს რომ აკეთებინებ, ან გინდა იმისთვის რომ, გაიგო ნიადაგში როგორი რაოდენობის კონცენტრაციაა საჭირო ელემენტების და ამას თუ გაიგებ შენ თვითონ იცი რომელი კულტურა უნდა მოიყვანო იმ ნაკვეთზე და თვითონვე არეგულირებ სასუქის ნორმებს მიღებული ანალიზის პასუხის შედეგად. აქ იგულისხმება რომ იცი იმ კულტურისთვის რა რაოდენობის ელემენტების კონცენტრაციაა საჭირო.
მეორე- აკათებ ნიადაგის ანალიზს, გინდა რომ მოიყვანო რომელიმე კულტურა და უკვეთავ რომ გააკეთონ შენთვის კონსულტაცია ან რეკომენდაცია თუ რა სახის სასუქის და როგორი რაოდენობის დამატებაა საჭირო, იმ შენთვის სასურველი კულტურის მოსაყვანად.
ეს კი ფული ღირს.
მე რასაც ვხედავ, მაგ ანალიზში არის პასუხი იმის, თუ რა რაოდენობის აზოტს, ფოსფორს,კალიუმს შეიცავს ნაკვეთი იმ მომენტში და რამდენი აქვს ნიადაგს მჟავიანობა.
რეკომენდაციის ველი ცარიელია, რადგანაც არ იყო დაკვეტა რეკომენდაციის.

Posted by: la reine 16 Dec 2020, 00:24
kaxaberski66

კი, როგორ არა..
აი, რომ წერია: გამარჯობა, la reine..მანდ ჩემს ნიკზე რომ დავაწკაპებ, ვინმეს სადმე თუ ვყავარ დათაგული, ყველას მიჩვენებსsmile.gif

ნახეთ აბა თქვენც.

Posted by: kaxaberski66 16 Dec 2020, 00:33
la reine
QUOTE

აი, რომ წერია: გამარჯობა, la reine..მანდ ჩემს ნიკზე რომ დავაწკაპებ, ვინმეს სადმე თუ ვყავარ დათაგული, ყველას მიჩვენებს

მე არ შემინიშნია ეგ გამარჯობა და ჩემი ნიკი.
შენს გახარებას, დაღეჭვამდე გამიშიფრე თორო, ნამდვილი ოროსანი ვარ ამ კომპიუტერის საქმეში.

Posted by: la reine 16 Dec 2020, 01:01
user posted imagekaxaberski66



smile.gif

Posted by: straight away 16 Dec 2020, 01:08
iGreen.
გაგახარებს ღმერთი, ეგ ლექსიკონი კი არც გამხსენებია smile.gif
სტატიაში კი წერია რომ მივივწყეთ ამ სასარგებლო ყვავილის მოშენება, რაც ძალიან ცუდიაოოო
ბევრჯერ შემხვდა ტექსტებში და მგონი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ჩვენს ბაღებში.

shuma89
ვცადე ჩემით გამეგო თანაფარდობები და აქამდე რაც შევძელი ისაა, რომ: არსებობს ასეთი კომბინაცია NPK
სადაც N - აზოტია, P - ფოსფორი და K - კალიუმი,
ძირითადად ამ სამი კომპონენტით იკვლევენ სასუქების არსებულ მარაგებს და აუცილებელ ელემენტებს.
მაგრამ უცხოურ საიტებზე ყველგან განსხვავებული თანაფარდობებია მოცემული. ასეთი ციფრებით 210, 175, 100 ან სხვა მსგავსი სამნიშნა ციფრებით ვერაფერი ვნახე. არის 12 - 10 - 24; და მსგავსი შეფარდებით. ეს გამოიანგარიშება პროცენტული წილებით. მოკლედ, ჩემთვის ცოტა რთული აღმოჩნდა ბოლომდე ჩაწვდომა.
pH - სიმინდისთვის 5.8 - 6.8 შუალედში უნდა მეყეობდესო. ასე რომ თქვენი მონაცემი აკმაყოფილებს.
BS - სავარაუდოდ უნდა იყოს bare soil - ადგილი სადაც ხე-მცენარეები არ დგას. ანუ მხოლოდ მიწააა. 0.28-ც სავარაუდოდ უნდა იყოს ის სიღრმე, საიდანაც აიღეს სინჯი. როგორც წესი სინჯებს რამოდენიმე სხვადასხვა სიღრმიდან იღებენ. თქვენს შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადგილიდანაა აღებული, ჩემი ვარაუდით.
სიმინდი ზოგადად ნიტროგენის / აზოტის ძლიერი მომხმარებელია.
დანარჩენი რაც დავწერე, დილეტანტის აზრია და აჯობებს გადაამოწმო.

Posted by: iGreen. 16 Dec 2020, 02:01
shuma89
ძირითადად აზოტზე ფოსფორზე და კალიუმზე კილოგრამებს იყენებენ ხოლმე. მასე ზომავენ რამდენია შესატანი ჰექტარზე. შენი ანალიზი პპმ-შია მოცემული როგორც ხედავ, ანუ მემილიონედებში (პ-პართს, პ-პერ, მ-მილიონ ინგლისურად). ანუ 210 პპმ იქნება 210/1000000=0.021%. ჩვენთვის ნაცნობ სისტემაში რომ გადავიყვანოთ, ანუ კილოგრამ/ჰექტარებში, საჭირო იქნება მინიმუმ ნიადაგის სიმკვრივე (სულ უხეშადაც რომ დავიანგარიშოთ).
ზოგადად ლაბორატორიულ ანალიზს პატარა რეკომენდაციაც მოჰყვება ხოლმე. მთლად კარგი ლაბორატორია ვერაა. მაგ მონაცემებს ამაზონზე რომ ნპკ კიტები იყიდება იმითიც გაზომავ და გასაგებ სისტემაშიც იქნება.


straight away
QUOTE
სტატიაში კი წერია რომ მივივწყეთ ამ სასარგებლო ყვავილის მოშენება, რაც ძალიან ცუდიაოოო
ბევრჯერ შემხვდა ტექსტებში და მგონი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ჩვენს ბაღებში.

მეც არ მქონდა გაგებული, ეხლა გავიგე პირველად. გეთანხმები საჭირო მცენარე ჩანს smile.gif


Posted by: tavadze 18 Dec 2020, 01:13
la reine
QUOTE
ამ მშვენიერებას რომ უყურებ გათენებიდან დაღამებამდე და მერე თბილისში რომ მოდიხარ, ცუდად არ ხდები?

ეჰ, ხელფასი და სამსახურია საჭირო, თორემ დიდად არც მომიწევს გული. თვეში ერთხელ 1 კვირით ჩამოსვლაც საკმარისია. biggrin.gif
ახლა წვიმებია ჩვენთან, მაგრამ მე მოვასწარი და დავაწკრიალე ეზოც და სასაფლაოც - არ მინდოდა, წვიმას ჩაეტანა ის ფოთლები მიწაში და ორი დღე კაი მეეზოვესავით ფოცხი და ბროწეულის ცოცხი (გურულები ჩხოკს ვეძახით) მეჭირა ხელში. სამიოდე გოდორი ფეიხოეებს დავუყარე ნეშომპალად, 6-7 გოდორი კი ეზოს გადაღმა გადავყარე.
აქამდე კარალიოკების ფოთლების დაცვენას ველოდი და, როგორც იქნა, ჩამომთავრდა. ახლა ერთი თუთა დარჩა სახლთან ახლოს და წუხელ ისევ გაფარა მიწა, მაგრამ მაგას იოლად მოვუვლი.
user posted image
ამ საწყალს კალენდარი აერია - გეორგინაა და ახლა გამოაქვს ბოლო კოკორი, მაგრამ სიცივის გამო ვერ იშლება ბოლომდე.
ისე, როგორ შეიცვალა კლიმატი - ყვავილობა კი არა, ყველა წესით, ახლა გეორგინა ჩამხმარი უნდა იყოს.
user posted image

ნანდინა ემზადება ყინვებისთვის და იფერება წითლად - რაც უფრო აცივდება, მით უფრო სისხლივით წითელი გახდება.
წინ ქამელეონია - ზამთარში ეგ ყვითლდება.

user posted image

ფრანგული ღვია - მე ამ სახელით მომყიდეს, ისე კი რა ჰქვია, ღმერთმა იცის, თუმცა დიდად არც მაინტერესებს - ლამაზი კია!

user posted image

Posted by: Cadmus 21 Dec 2020, 22:32
სამეგრელოში რო გადავსახლდე რისი გაკეთება შეიძლება? ეხლა თხილის პლანტაციებია "სათხილე" არ მიღირს100-200 კგ მოდის სულ თხილი.
ნუ პირუტყვის ყოლა გასაგებია smile.gif


Posted by: В.И. Ленин 21 Dec 2020, 23:15
QUOTE
სამეგრელოში რო გადავსახლდე რისი გაკეთება შეიძლება?

გალის მაგარია.

Posted by: kkaaxxaa 22 Dec 2020, 19:29
საჩემო თემაა ზუსტად.
მოგესალმებით ყველას და ასეთი კითხვა მაქვს.
ადრე გაზაფხულიდან ვაპირებ გადასვლას სოფელში საცხოვრებლად.
მსურს და ვგეგმავ ბაღის გაშენებას, ოღონდ რომელ კულტურას ჯერ ვერ გადავწყვიტე - კარტოფილი, ლობიო, მარწყვი ან რამე სხვა. ასევე სიმინდი ცალკე. გარდა ამისა მინდა საქონელი და ფრინველიც ვიყოლიო. ქათმები, ინდაური 30-40 ფრთა და ღორები რამდენიმე სული.
იმის გათვალისწინებით, რომ მარტო უნდა ვიყო, თქვენი აზრით ბევრი ხომ არ იქნება ამდენ რამესთან ერთდროულად შეჭიდება? თუ ხართ რომელიმე მსგავს სიტუაციაში და თუ ახერხებთ მოსწრებას? დროის მხრივ, პრობლემების მხრივ და ა.შ.
პლიუს, 3-4 ოჯახი ფუტკარიც მინდა.

Posted by: iGreen. 22 Dec 2020, 22:46
kkaaxxaa
გილოცავ, კარგი იდეა მოგსვლია თავში smile.gif
ძროხებს საბალახოდ რომ წაიყვან ვინ უპატრონებს ფრინველებს და ღორებს? smile.gif
ან გაცივდე და რამოდენიმე დღე შეუძლოდ იყო, ვინმე ხომ უნდა შეგენაცვლოს.

ამ შემთხვევაში გირჩევდი ვინმეს შეუამხანაგდე, სოფელი რახან გაქვს იქაური ნათესავებიც გეყოლება. იქნებ იყოს ვინმე რომელსაც ენდომება მონაცვლეობით საქმის განაწილება.
მარტო კაცი სოფლის მეურნეობაში ძალიან რისკიანია ჩემი აზრით.

Posted by: tavadze 23 Dec 2020, 00:48
kkaaxxaa
QUOTE
თქვენი აზრით ბევრი ხომ არ იქნება ამდენ რამესთან ერთდროულად შეჭიდება?

ყველაფერი შენზეა დამოკიდებული - რამდენად მოასწრებ. ვიცი ხალხი, დაახლოებით მაგდენს ასწრებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ერთი კაცისთვის ბევრია. 30-40 ფრთა ფრინველი ცოტა არაა. განსაკუთრებით - ინდაური: რაღა მაგის გაზრდა და რაღა - პატარა ბავშვის. რომ გაიზრდება, მერე იმდენად რთული, მაგრამ პატარაობაში დიდი ყურადღება უნდა. ან - ძალიან თბილი ბინა უნდა გქონდეს მაგისთვის.
ასევე - რამდენიმე სული ღორიც დიდი შარია. თან ამ ბოლო დროს ჩვენსკენ - გურიაში ხშირად უჩნდება სხვადასხვა დაავადება. ახლაც, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეზობელ უბანშია და სულ შეიწირა ღორები - ჯერჯერობით მხოლოდ ერთს დარჩა 1 სული და ისიც ვერაა ჯანზე.
ფუტკარიც ისეთი რამეა, გარკვეულ პერიოდებში მაგასაც პატარა ბავშვივით უნდა ეჯდე გვერდით. ნუ, 3-4 სკა არაა ბევრი, მაგრამ ეგეც ბევრ დროს წაიღებს.
თან, ამ ყველაფრის საკვებზეც ხომ უნდა იზრუნო - შენით აპირებ, მოიწიო თუ - ყიდვას აპირებ?
პ.ს. წარმატებებს გისურვებ!
straight away
QUOTE
აბაა მეგობრებოო, მშრომელებოო
წელი იწურება და ხომ არ შევაჯამოთ ჩვენი საქმიანობა?
რა ვისწავლეთ ახალი,
რამე მოულოდნელი აღმოჩენა
ან სიურპრიზი ხომ არ გვქონია,
რა შეცდომები დავუშვით,
რას შევცვლით მომავალი წლისთვის,
რას ურჩევთ სხვა მეურნეებს,

პატიოსნად ჩაგაბარებ საშინაო დავალებას, უმფროსო! wink.gif
აღმოჩენა-სიურპრიზების ან სხვისი რჩევისა რა გითხრა, მაგრამ სწავლით კი ვისწავლე რაღაცები. მაგალითად, როგორ უნდა დავასათბურო საბოსტნე, როგორ უნდა მოვამზადო დასათესად მიწა, კიდევ ერთხელ და თვალნათლივ დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია და სასიკეთო წვეთოვანი მორწყვა... შესაბამისად, უკვე ვემზადები საგაისო სეზონისთვის - რამდენიმე დღეში საბოსტნე ადგილები მთლიანად უნდა გადავახვნევინო, რომ გაზაფხულამდე მიწა კარგად დამუშავდეს; თებერვალში უსიკვდილოდ გავაკეთებ პატარა, მარტივ სათბურს ჩითილების გამოსაყვანად, რომ ადრევე მივიღო ნერგები... ცხადია, ნაწილს ადგილზეც დავტოვებ - მწვანილსაც და პომიდორსაც (ღამე ცელოფანი რომ გადავაფარო კარგად დათბობამდე), შედარებით ადრე რომ მომცეს მოსავალი. ამასთან, ვაპირებ, პომიდორი ერთი კვალი ბუდნებად ჩავთესო და იქვე დავასათბურო ანუ თითო ორმო და არა მთლიანად კვალი - ესეც ნაადრევად შემოვა, რაკი გადარგვა არ მოუწევს და შეგუებაზე დროს არ დახარჯავს. ვისწავლე ისიც, როგორ უნდა მოვუარო საზამთროს და ნესვის ნერგებს - გურიისთვის არატრადიციულ კულტურებს. ვაპირებ, გაისად ბოსტანში მულჩირების მეთოდიც აქტიურად გამოვიყენო - ინტერნეტში ვეცნობი სხვების გამოცდილებას. იმდენ ბალახს ვთიბავ, მთელი ზამთრის სამყოფი თივა მოგროვდება და რაღა უქმად გადავყარო, ბარემ საქმეში გამოვიყენებ, მართლა თუ ასე კარგია, როგორც წერენ.
ვნახოთ, რა გამომივა, ისე კი აქედანვე ვემზადები - უკვე ვიმარაგებ თესლეულს, რაც არა მაქვს ან რაც ჩვენთვის უცხოა. სხვა გეგმებიც მაქვს, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი - მხოლოდ გამოცდილებას ვეცნობი.
პ.ს. დღევანდელი დღეც ძირითადად ბოსტანში გავატარე - მწვანილი დავასათბურე. ხვალ-ზეგ ჩვენთან დიდი წვიმებია გამოცხადებული, თან ზეგ ღამე გვარიანი ყინვაა და მინდოდა, იმ ყინვისთვისაც დამესწრო დასათბურება და თან მშრალადაც შემენახა ბოსტნეული, თორემ სველის გაყინვის საშიშროება მაინცაა. სოფელში ვერ გაიქცევი ბაზარში საყიდლად, მაცივარში კი დიდხანს არ ინახება და თან ნედლის გემო სულ სხვაა.
1 ძირი წიწაკაც დავასათბურე, ოღონდ ის ცოტა ადრე - ამ დეკემბრის დასაწყისშიც კი მწვანედ ხასხასებდა და ასხია კიდეც. მეც ჩამოვაფარე ცელოფანი - ვნახოთ, თუ გაძლებს გაზაფხულამდე. სახლში კი მაქვს 5 სხვადასხვა ჯიშის პატარა წიწაკები - ჯერჯერობით ჯიგრულად არიან, თუმცა მწარე მხოლოდ ერთია - საშაურმე.
დღეს ამ დასათბურებაში ერთი კარგი აღმოჩენაც გავაკეთე - ქინძის მწკრივის ბოლოში 1 ძირი ნიახური აღმოვაჩინე. არადა, მწნილების გასაკეთებლად ხან მეზობლისგან მოვიტანე, ხან - ბაზრიდან. biggrin.gif
ხვალ წვიმამ თუ მაცალა, ეზოში ფეიხოეებს მინდა მივხედო (ნაცარი მივუყარო ძირებში), მეზობელს კი აგავებისა და კაქტუსების შეფუთვაში წავეხმარო.

Posted by: kkaaxxaa 23 Dec 2020, 12:40
iGreen.
QUOTE
ძროხებს საბალახოდ რომ წაიყვან

ძროხას ვერვ ვიყოლიებ. იქ კი ნახირში მონაცვლეობით დადიან, მაგრამ მე მთელი დღე ნახირს ვერ ვუჯდები და მაგიტო ძროხის ყოლას ვერ გავქაჩავ.
QUOTE
მონაცვლეობით საქმის განაწილება

ნათესავები კი მყავს. თავიდან დამეხმარებიან, პირიქით, სულ მაგას მეუბნებიან, ჩამოდი აქ იყავი დაგეხმარებითო. მაგრამ როგორ დავავალდებულებ. მერე რა რომ ნათესავები არიან. მონაცვლეობით საქმე როგორ უნდა ვაკეთოთ ამიხსენი მეგობარო ბარემ. სანახევროდ გვყავდეს? თუ ვერ მივხვდი.

tavadze
QUOTE
საკვებზეც ხომ უნდა იზრუნო

მაგისთვის მეორე ნაკვეთში სიმინდის დათესვას ვაპირებ.
QUOTE
ღორიც დიდი შარია

სხვა რას მირჩევთ. ბოცვრები? ადრე (2011-ში) მყავდა რამდენიმე სული ბოცვერი, ერთი მამალი და სამი დედალი. გოლიათის ჯიშის. მაგრამ პირველივე ორ დაყრაზე დაჭამა ბაჭიები. მერე გავყიდე.
QUOTE
წარმატებებს გისურვებ!

შენც ასევე მეგობარო.

Posted by: tavadze 23 Dec 2020, 13:08
kkaaxxaa
QUOTE
სხვა რას მირჩევთ. ბოცვრები?

ინკუბატორიც ღირს. ოღონდ - გასაზრდელად და არა - საჩეკად. ანუ პატარა წიწილებს ყიდულობენ, ზრდიან და მერე ყიდიან.

Posted by: iGreen. 23 Dec 2020, 13:09
kkaaxxaa
QUOTE
ძროხას ვერვ ვიყოლიებ. იქ კი ნახირში მონაცვლეობით დადიან, მაგრამ მე მთელი დღე ნახირს ვერ ვუჯდები და მაგიტო ძროხის ყოლას ვერ გავქაჩავ.

საქონელი გქონდა ნახსენები და მაგიტომ ძროხები ვიფიქრე smile.gif

QUOTE
მონაცვლეობით საქმე როგორ უნდა ვაკეთოთ ამიხსენი მეგობარო ბარემ. სანახევროდ გვყავდეს? თუ ვერ მივხვდი.

როგორც ნახირში დადიან მონაცვლეობით. ნახირი თუ დადიოდა არ ვიცოდი. ანუ ერთი კაცისთვის 2 ძროხის, 2 ღორის და 20 ქათმის მოვლა რთულია, მაგრამ 3 კაცისთვის 6 ძროხის, 6 ღორის და 60 ქათმის მოვლა ადვილი. ერთ დღეს ერთი წავა ნახირში დანარჩენები მიხედავენ ღორებს და ქათმებს, მეორე დღეს შეიცვლებიან და ა. შ.
ღორების ყოლა თუ გინდა ძროხა ძალიან გამოგადგება, შრატი გექნება. ნათესავები თუ ხართ ბევრნი შექმენით ერთი კოოპერატივი, თან შეღავათები გექნებათ, თან მეტ პროექტებში შეძლებთ მონაწილეობის მიღებას, თან ერთიანი ძალებით მარტივად და ხარისხიანად გამოგივათ საქმე smile.gif რომელი სოფელია თუ საიდუმლო არაა?

Posted by: kkaaxxaa 23 Dec 2020, 13:57
iGreen.
თეთრიწყაროს რ-ნი სოფ. ალექსეევკა.
QUOTE
ერთიანი ძალებით მარტივად და ხარისხიანად გამოგივათ საქმე

ეს კარგი აზრია. შევუამხანაგდები.

tavadze
ქათმის ფერმა? იქნებ საქონლის ყოლას ეგ სჯობდეს, ოღონდ დიდი რაოდენობით.

Posted by: levani169 23 Dec 2020, 16:27
kkaaxxaa
QUOTE

ერთიანი ძალებით მარტივად და ხარისხიანად გამოგივათ საქმე

მე არ ვემხრობი ამ აზრს "საზიარო ყანაო,ჩიტმა შემიჭამაო".რასაც შესძლებ და გაქაჩავ ის აიღე საკუთარ თავზე მხოლოდ და ნურავის იმედად ნუ დაგეგმავ ცხოვრებას და ბიზნესს.

Posted by: tavadze 26 Dec 2020, 12:25
la reine
აი, რა ჩანდა გუშინწინ ჩემი ფანჯრებიდან. biggrin.gif
user posted image
ხოლო მაგის წინა დღეებში რა ხდებოდა ჩემს ეზოში, მაგის სანახავად ფლორა-ფაუნაში შეისეირნე, ჩვენს თემაში, აქ მი მხოლოდ ერთ ფოტოს დავდებ: ჭრელი ღვია, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მცენარე. ჯერ ცოტა კი უჭირს, მაგრამ უკვე მივაშველე წამლები და ცოტა მოყოჩაღდა. გაზაფხულიდან ისევ გავაგრძელებ კვება-მკურნალობას და იმედია, მალევე დავამსგავსებ ჩემს სხვა მარადმწვანეებს.
user posted image

Posted by: shuma89 26 Dec 2020, 17:57
ვინმეს ე.წ ცუანა ხურმა ხო არ გაქვთ გასაყიდი? ასე 2-3 ვედრო მინდა,, გადავიხდი.
იმერეთში მირჩევნია ისე.user posted image

Posted by: straight away 26 Dec 2020, 19:27
tavadze
მიღებულია თქვენი შემაჯამებელი ანგარიში უმფროსო smile.gif ანუ, ძირითადი აქცენტი გადაიტანე დათბუნებაზე და სასათბურე პირობების შექმნისაკენ. რაც საშუალებას მოგცემს მიიღო საადრეო მოსავალი.
სიმართლე გითხრა, კი მიფიქრია მეც სათბურზე (ადრეც გვქონდა ჩვენ კაპიტალური დიდი სათბური), მაგრამ პროდუქტის ადრეულ წარმოებაზე აქცენტი არ გამიკეთებია ამ ეტაპზე. მულჩირებაზე რომ ფიქრობ, ეგეც კარგია. ყველა ამბობს რომ გამართლებულია. ასევე განიხილე კომპოსტის თემაც. ასევე დავასკვენი, რომ ეგზოტიკური მცენარეებისკენ უფრო ხარ გადახრილი, ვიდრე ტრადიციული და ადგილობრივისკენ. ნოვაციები კარგია. თუმცა თავიდან დიდ რაოდენობაზე არ იფიქრო, აჯობებს ერთი-ორი ცადო და ნახო როგორ იხარებს, იქნება თუ არა მოთხოვნა ბაზარზე და ა. შ.

ჩემის მხრიდან ასეთი დასკვნების გაზიარება შემიძლია:
1. განსხვავებით 15-20-25 წლის წინანდელი მდგომარეობისა, დღეს სოფლის მეურნეობა უფრო ფასობს. პროდუქციის ღირებულება უფრო მეტია, უფრო მეტია ინფორმაცია, კომუნიკაცია ბაზართან, ტექნოლოგიური სიახლეები და მათი ხელმისაწვდომობა.
2. გარდა პირველი პუნქტისა, სოფელი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია კიდევ უფრო დაფასდა პანდემიის პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ქალაქის მოსახლეობა პირწმინდად დამოკიდებულია სხვაზე, საკვების მწარმოებელზე და მიმწოდებელზე.
3. განსაკუთრებით მოთხოვნადია ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ. სასუქით მოყვანილი პროდუქტი.
4. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვვქვა, რომ რეალიზაციის პრობლემა არ მქონია. იყო მოთხოვნა და მიწოდებას ვერ ვახერხებდი, რაოდენობის არ ქონის გამო. განსაკუთრებით სოციალური ქსელები მუშაობს.
5. ყურადღება გავამახვილე იმ პროდუქტზე, რაც უკვე მოდის იმ მიწაზე, ანუ ადგილობრივია და შეგუებულია ნიადაგს, კლიმატს და მოთხოვნადია.
6. აუცილებლად გავითვალისწინებ მცენარეთა ქიმიურ - ბიოლოგიურ მახასიათებლებს. მეცნიერებაა ეს სფერო. კომპანიონი მცენარეების ჩათვლით, მულჩირების, წვეთოვანი მორწყვის, კომპოსტის, ნიადაგის ცვლის ჩათვლით.
7. პირველი ეტაპი თქვენს თვალწინ ჩავამთავრე, მიწის გასუფთავება - შეღობვა. მეორე ეტაპი იქნება 400 ძირი ხის დარგვა, რომელიც მოსავალს 5 - 6 - 7 წლის შემდეგ მოიცემა. მანამდე კი ყოველწლიურად მცირე ტერიოტორიაზე ბოსტნეულის მოყვანა იგეგმება. ყველაფერი ცოტ-ცოტა.
* * *
2020 წელი წარმატებული იყო სოფელში ჩატარებული სამუშაოების თვალსაზრისით. განვახორციელე დაახლ. 7500 ლარის ინვესტიცია რაც პირდაპირპროპორციულად აისახა მიწის ნაკვეთის ღირებულებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მისი ფასი გაიზარდა 50 %-ით. გარდა ფინანსური კაპიტალისა, ერთი წლის მანძილზე გავწიე იმდენი ფიზიკური შრომა, რომ წარმოუდგენელიც კია უცხო თვალისთვის, თუ ეს საქმე ერთმა კაცმა გააკეთა, ძირითადი სამსახურის პარალელურად.
ამასთან ერთად, უკვე დავინახე რა უკუსარგებელის მოტანა შეუძლია მიწას. ძირითადი გათვლებით, მხოლოდ ხეხილით 7 წლის შემდეგ სულ მცირე 8 - 10 ათასი ლარის შემოსავალი უნდა მქონდეს. თუმცა ყველაფერი ზებუნებრივ ძალებზეა დამოკიდებული და მტკიცებით რამის თქმა წინასწარ ძნელია. ვნახოთ რა იქნება. რაც უკვე ვიცი ისაა, რომ მე შრომა არ მეზარება და მიწაც ნაყოფიერია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ყველას გისურვებთ მშვიდობას, წარმატებებს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერ შობა-ახალ წელს და ღმერთის შემწეობას.

Posted by: NorthWest 31 Dec 2020, 02:26
QUOTE (straight away @ 26 Dec 2020, 19:27 )
tavadze
მიღებულია თქვენი შემაჯამებელი ანგარიში უმფროსო smile.gif ანუ, ძირითადი აქცენტი გადაიტანე დათბუნებაზე და სასათბურე პირობების შექმნისაკენ. რაც საშუალებას მოგცემს მიიღო საადრეო მოსავალი.
სიმართლე გითხრა, კი მიფიქრია მეც სათბურზე (ადრეც გვქონდა ჩვენ კაპიტალური დიდი სათბური), მაგრამ პროდუქტის ადრეულ წარმოებაზე აქცენტი არ გამიკეთებია ამ ეტაპზე. მულჩირებაზე რომ ფიქრობ, ეგეც კარგია. ყველა ამბობს რომ გამართლებულია. ასევე განიხილე კომპოსტის თემაც. ასევე დავასკვენი, რომ ეგზოტიკური მცენარეებისკენ უფრო ხარ გადახრილი, ვიდრე ტრადიციული და ადგილობრივისკენ. ნოვაციები კარგია. თუმცა თავიდან დიდ რაოდენობაზე არ იფიქრო, აჯობებს ერთი-ორი ცადო და ნახო როგორ იხარებს, იქნება თუ არა მოთხოვნა ბაზარზე და ა. შ.

ჩემის მხრიდან ასეთი დასკვნების გაზიარება შემიძლია:
1. განსხვავებით 15-20-25 წლის წინანდელი მდგომარეობისა, დღეს სოფლის მეურნეობა უფრო ფასობს. პროდუქციის ღირებულება უფრო მეტია, უფრო მეტია ინფორმაცია, კომუნიკაცია ბაზართან, ტექნოლოგიური სიახლეები და მათი ხელმისაწვდომობა.
2. გარდა პირველი პუნქტისა, სოფელი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია კიდევ უფრო დაფასდა პანდემიის პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ქალაქის მოსახლეობა პირწმინდად დამოკიდებულია სხვაზე, საკვების მწარმოებელზე და მიმწოდებელზე.
3. განსაკუთრებით მოთხოვნადია ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ. სასუქით მოყვანილი პროდუქტი.
4. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვვქვა, რომ რეალიზაციის პრობლემა არ მქონია. იყო მოთხოვნა და მიწოდებას ვერ ვახერხებდი, რაოდენობის არ ქონის გამო. განსაკუთრებით სოციალური ქსელები მუშაობს.
5. ყურადღება გავამახვილე იმ პროდუქტზე, რაც უკვე მოდის იმ მიწაზე, ანუ ადგილობრივია და შეგუებულია ნიადაგს, კლიმატს და მოთხოვნადია.
6. აუცილებლად გავითვალისწინებ მცენარეთა ქიმიურ - ბიოლოგიურ მახასიათებლებს. მეცნიერებაა ეს სფერო. კომპანიონი მცენარეების ჩათვლით, მულჩირების, წვეთოვანი მორწყვის, კომპოსტის, ნიადაგის ცვლის ჩათვლით.
7. პირველი ეტაპი თქვენს თვალწინ ჩავამთავრე, მიწის გასუფთავება - შეღობვა. მეორე ეტაპი იქნება 400 ძირი ხის დარგვა, რომელიც მოსავალს 5 - 6 - 7 წლის შემდეგ მოიცემა. მანამდე კი ყოველწლიურად მცირე ტერიოტორიაზე ბოსტნეულის მოყვანა იგეგმება. ყველაფერი ცოტ-ცოტა.
* * *
2020 წელი წარმატებული იყო სოფელში ჩატარებული სამუშაოების თვალსაზრისით. განვახორციელე დაახლ. 7500 ლარის ინვესტიცია რაც პირდაპირპროპორციულად აისახა მიწის ნაკვეთის ღირებულებაზე. შეიძლება ითქვას, რომ მისი ფასი გაიზარდა 50 %-ით. გარდა ფინანსური კაპიტალისა, ერთი წლის მანძილზე გავწიე იმდენი ფიზიკური შრომა, რომ წარმოუდგენელიც კია უცხო თვალისთვის, თუ ეს საქმე ერთმა კაცმა გააკეთა, ძირითადი სამსახურის პარალელურად.
ამასთან ერთად, უკვე დავინახე რა უკუსარგებელის მოტანა შეუძლია მიწას. ძირითადი გათვლებით, მხოლოდ ხეხილით 7 წლის შემდეგ სულ მცირე 8 - 10 ათასი ლარის შემოსავალი უნდა მქონდეს. თუმცა ყველაფერი ზებუნებრივ ძალებზეა დამოკიდებული და მტკიცებით რამის თქმა წინასწარ ძნელია. ვნახოთ რა იქნება. რაც უკვე ვიცი ისაა, რომ მე შრომა არ მეზარება და მიწაც ნაყოფიერია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ყველას გისურვებთ მშვიდობას, წარმატებებს, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერ შობა-ახალ წელს და ღმერთის შემწეობას.

ყველაფერში გეთანხმები. სოფელი დაფასდა.

Posted by: kaxaberski66 31 Dec 2020, 21:06
გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს.
მრავალს დაესწარით ჯანმრთელები თქვენთვის ძვირფას ხალხთან ერთად.
QUOTE
აბაა მეგობრებოო, მშრომელებოო
წელი იწურება და ხომ არ შევაჯამოთ ჩვენი საქმიანობა?
რა ვისწავლეთ ახალი,
რამე მოულოდნელი აღმოჩენა
ან სიურპრიზი ხომ არ გვქონია,
რა შეცდომები დავუშვით,
რას შევცვლით მომავალი წლისთვის,
რას ურჩევთ სხვა მეურნეებს,
და ა. შ.
არ დაიზაროთ,
და არ იჩქაროთ

ის ვისწავლე რომ, რაც ჩემი საქმე არ არის, ის არ აუნდა წამოვიწყო.
2019 წელს 5 ტონა ყურძენი რომ დავწურე და ღვინო დავაყენე, ვერ გავყიდე და ისევ მაქვს გასაყიდი.
მოულოდნელი აღმოჩენა და სიურპრიზი არის ეს ჩემთვის რომ, ღვინო არ უნდა არავის.
ამ კორონამ უდიდესი გავლენა მოახდინა ღვინის გაყიდვაზე.
ტურისტი აღარ არის. ქორწილი და დაბადების დღე აღარ არის.
დაკრძალვაც ერთი ათეული კაცით სრულდება და ღვინო ვინ უნდა იყიდოს?
ყველაზე მთავარი მაინც ის არის რომ მე ამ სფეროში არ ვარ ჩართული.

Posted by: tavadze 1 Jan 2021, 02:12
გილოცავთ ვირთხის წელის წაშავება-გადაბნელებას და ახალი წლის მოსვლას! bis.gif bis.gif მშვიდობის, ჯანმრთელობის, სიკეთე-სიუხვის, მატება-მრავლების, წინსვლისა და ბედნიერების წელი გვქონოდეს!

Posted by: kaxaberski66 1 Jan 2021, 02:29
tavadze
QUOTE
გილოცავთ ვირთხის წელის წაშავება-გადაბნელებას და ახალი წლის მოსვლას!  მშვიდობის, ჯანმრთელობის, სიკეთე-სიუხვის, მატება-მრავლების, წინსვლისა და ბედნიერების წელი გვქონოდეს!

გაგიმარჯოს და ყველას გაუმარჯოს.

Posted by: levani169 1 Jan 2021, 19:43
"სოფლი მეურნეობა ...... ლობიოობა არ ალი!" @ ლუიზა შაკიაშვილი

გილოცამთ ყველას. user.gif

Posted by: iGreen. 2 Jan 2021, 00:30
გილოცავთ! ბარაქიანი და წარმატებული წელი გქონოდეთ!

Posted by: tavadze 2 Jan 2021, 22:41
levani169
QUOTE
რასაც შესძლებ და გაქაჩავ ის აიღე საკუთარ თავზე მხოლოდ და ნურავის იმედად ნუ დაგეგმავ ცხოვრებას და ბიზნესს.

სხვისი იმედით არა - ყველამ უნდა გაინაწილოს საქმე და მაშინ კი ღირს. აი, როგორც ებრაელები აკეთებენ. კიცბულეები თუ რაღაც ამდაგვარი ჰქვია მაგათ ანალოგიურ გაერთიანებებს.
straight away - აქამდე ვერ მოვიცალე, რომ მეპასუხე იმ პოსტზე...
QUOTE
მიღებულია თქვენი შემაჯამებელი ანგარიში უმფროსო  ანუ, ძირითადი აქცენტი გადაიტანე დათბუნებაზე და სასათბურე პირობების შექმნისაკენ. რაც საშუალებას მოგცემს მიიღო საადრეო მოსავალი.

კი, ოღონდ პრიმიტიულ მინისათბურზეა ლაპარაკი, საოჯახოდ რომ მომცეს მოსავალი ცოტა ადრე. რამე კაპიტალურს ჯერ ვერ ვგეგმავ.

QUOTE
ასევე განიხილე კომპოსტის თემაც

ეგ ისეთი პროცეს-ტექნოლოგიაა, თავიდანვე გამიქრა ინტერესი. biggrin.gif
კომპოსტზე არა, მაგრამ ბალახების ნაყენის გამოცდილი რეცეპტი კი შევაგროვე უკვე ინტერნეტში. უამრავ ბალახს ვთიბავ და უსარგებლოდ ლპება და ვნახოთ, აბა სარგებელიც თუ მექნება რამე. ვიცი, რომ ანალოგიურს ბიომეურნეობებში უკვე იყენებენ.
QUOTE
ასევე დავასკვენი, რომ ეგზოტიკური მცენარეებისკენ უფრო ხარ გადახრილი, ვიდრე ტრადიციული და ადგილობრივისკენ.

დასკვნის მხოლოდ პირველ ნაწილში ნაწილში გეთანხმები. biggrin.gif ადგილობრივი და ტრადიციულიც მაინტერესებს - რაც ლამაზია. უბრალოდ, განსხვავებული მაინც სხვაა.
QUOTE
თუმცა თავიდან დიდ რაოდენობაზე არ იფიქრო, აჯობებს ერთი-ორი ცადო და ნახო როგორ იხარებს, იქნება თუ არა მოთხოვნა ბაზარზე და ა. შ.

ეგ ისედაც მასეა, რადგან ამას საბაზროდ და ბიზნესად არ განვიხილავ - ამ ეტაპზე მთავარი მიზანი ეზოს კეთილწმოწყობაა.
QUOTE
სოფელი და სოფლის მეურნეობის პროდუქცია კიდევ უფრო დაფასდა პანდემიის პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ქალაქის მოსახლეობა პირწმინდად დამოკიდებულია სხვაზე, საკვების მწარმოებელზე და მიმწოდებელზე.

დაფასება ნაკლებად მგონია - უბრალოდ, უფრო მეტი მიხვდა სოფლის საჭიროებას, დანიშნულებას, მაგრამ ეს დამოკიდებულება სანამ სოფლის რეალურ დახმარებაში არ გადაიზრდება, მანამ ბელეტრისტიკაა ყველაფერი, და ვიდრე ბელესტრისტიკა იქნება, მანამ მოგვიწევს პასმასივით უგემური კარტოფილის, პომიდორის, კიტრის თუ სხვა ბოსტნეულის, წლობით გაყინული და ვინ იცის, ტითა გაჯერებულ-შენახული ხორცისა და მისი პროდუქტების ზიდვა უცხოეთიდან.
გაზაფხულიდან მოყოლებული ჯერჯერობით ვერსად, ვერც საქმის და ვერც საუბრის დონეზე ვერ დავინახე, რომ ხელისუფლება მიხვდა სოფლის მეურნეობის საჭიროებას.
QUOTE
თუმცა ყველაფერი ზებუნებრივ ძალებზეა დამოკიდებული

ამაშია საქმე - გლეხი ბუნებაზეა დამოკიდებული. კენკროვანებზე მეც ვფიქრობ, მაგრამ ფაროსანა თუ არ ამოიძირკვა, აზრი არა აქვს. შარშან თითქოს არ იყო და გვიხაროდა, მაგრამ სექტემბრიდან ისევ წამოვიდა - მყისიერად მრავლდება ეგ გადასაშენებელი. ორი წელიწადია, ხილი ვერ ვჭამეთ მაგის გადამკიდემ, ისე ანადგურებდა ყველაფერს.
თან ამ ბოლოს რამდენად შეიცვალა კლიმატი - სიცხემ იმატა, წყალმა იკლო... მორწყვის სისტემის გარეშე უკვე ყველაფერი აზრს კარგავს - ყოველ შემთხვევაში - ბიზნესზე გათვლა, თორემ ოჯახის ამყოფს მოიწევ როგორმე. თუ მოვახერხე, წლეულს მინდა, ბოსტანი მაინც იმ შავი ბადით გადავხურო, მზის სხივებისგან რაც იცავს მცენარეს, თორემ ივლის-აგვისტოში რო დააჭერს, ეგრევე წვავს მწვანილს.


Posted by: koba1973 3 Jan 2021, 10:56
გილოცავთ შობა ახალ წელს.
მრავალს დაესწარით ჯამრთელები და ბედნიერები.
მეურნეობის აღორძინებას და გაძლიერებას გისურვებთ.
* * *
kaxaberski66
QUOTE
მოულოდნელი აღმოჩენა და სიურპრიზი არის ეს ჩემთვის რომ, ღვინო არ უნდა არავის.

მთლად მასეც არაა, მაგრამ იმ რაოდენობით რა თქმა უნდა არ იყიდება. შვილის მეგობარი მუშაობს რომელიღაცა ფირმის ღვინის დისტრიბუციაში, ბლომად გაიყიდა ღვინოო ამბობს, ბოთლისაც და 3-5 ლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლითაცო.როგორც ჩანს არ იყიდება ჩამოსასხმელი ღვინო. ნაცნობმა უნდა იყიდოს ვინც იცის შენი ღვინის რაობა.
ისე ღვინო რთული თემაა, სტუდენტობა 90 იანებში მომიწია, რთულ და საშინელ დროს. ჯგუფელს მამამ ღვინო გამოატანა იქნება გაყიდო და ისარგებლო, აქ არ იყიდება რადგან ყველას აქვს და ფული კი ყველას უჭირსო. კაი ხანი ვერ გაყიდა, მერე ამბობდა სანამ 50 ლიტრზე 15 ლიტრი წყალი არ დავასხი არავის მოსწონდაო, ეხლა იხვეწებიან კიდევ ჩამოიტანეო.
მე პირადად ვერ ვსვავ რქაწითელს და ამის გამო თითქმის არ ვსვავ სხვასთან, რადგან უმრავლესობას ღვინის სიკარგეზე ჩემგან განსხვავებული წარმოდგენა აქვს. გინდა ყურძენი ხუთმეტჯერ შეწამლოს, თუ კი წყალს არ დაასხავს მისი წარმოდგენით სუფთა და საუკეთესო ღვინოა. ამიტომ მირჩევნია საფერავი დავლიო, ისიც ნაცნობი წარმომავლობის. ცოტა ხნის წინ ნაცნობმა მოიტანა მეგობართან თავისი ღვინო, ხიხვი და ქისია არეული ერთადო, ჩემი საკუთარიაო. იმის გამო რომ ქისი დაბეჭდილი მქონდა ადრე ნაყიდი საკმაოდ ძვირად და რქაწითელი ჯობდა იმ ქისს არ მინდოდა დალევა, მაგრამ კომპანიის გულისთვის(სულ სამნი ვიყავით) ცოტას ვსვავდი. ლიტრზე ცოტა მეტი დავლიე ალბათ. მეორე დღეს საჭმელიც ვჭამე, ვიმუშავე კიდევაც და არც არაფერი მტკიოდა biggrin.gif. ეს არის ალბათ ნაბახუსევი ხო? თორემ მე რომ მემართება ხოლმე ის პახმელია კი არა ჯოჯოხეთია დედამიწაზე biggrin.gif თან უბედურება ისაა რომ იშვიათად მთავრდება მეორე დღეს, 2-3 დღე გრძელდება და დალევას შემაზიზღებს ხოლმე.

Posted by: straight away 3 Jan 2021, 16:01
kaxaberski66
QUOTE
ის ვისწავლე რომ, რაც ჩემი საქმე არ არის, ის არ აუნდა წამოვიწყო.
2019 წელს 5 ტონა ყურძენი რომ დავწურე და ღვინო დავაყენე, ვერ გავყიდე და ისევ მაქვს გასაყიდი.

ღვინო რომ გაყიდო, მაგაზე უკეთესი რა უნდა იყიდო ნეტავი? smile.gif))
მოდი, ჯერ ჩემი დავლიოთ და მერე შენი მივაყოლოთ ზედ!

მადლობა ყველას მოლოცვისთვის, მეც კიდევ ერთხელ გილოცავთ.
უხვმოსავლიან, შესაფერისამინდიან და უპრობლემორეალიზაციურ წელს გისურვებთ smile.gif

levani169
QUOTE
"სოფლი მეურნეობა ...... ლობიოობა არ ალი!" @ ლუიზა შაკიაშვილი

ეგ, მე მგონი, ჯაბამ თქვა. დემოკრატია ლობიოობა ჰგონიათო. პრინციპში, ლუიზაც მაგის ძმაკაცი იყო...



Posted by: levani169 3 Jan 2021, 19:10
QUOTE
მე მგონი, ჯაბამ თქვა

"ბებიაჩემს უყვარდა მაჭარი"-ო,ლუიზაზე თქვა მარა ეტყობა ბებიაც კახელი ჰყავდა ბატონ ჯამბულს!(რა ხალხი დავკარგეთ,სულ მეურნეები)

Posted by: kaxaberski66 5 Jan 2021, 11:49
koba1973
QUOTE
ნაცნობმა უნდა იყიდოს ვინც იცის შენი ღვინის რაობა.

ჩემი ღვინო დალია სამეზობლომ და ყველამ მითხრა ძალიან კარგი ღვინო გქონიაო.
ახალ წლებზე კი ღვინო არავის უკითხია.
საქმე ის არის რომ მე მაგ სფეროში არ ვარ დასაქმებული და დროც არ მაქვს რომ დავკავდე ღვინის გაყიდვით და იმიტომაც ვერ ვყიდი.
straight away
QUOTE
ღვინო რომ გაყიდო, მაგაზე უკეთესი რა უნდა იყიდო ნეტავი?

სულ ხომ არ გავყიდი. დავიტოვებ.
QUOTE
მოდი, ჯერ ჩემი დავლიოთ და მერე შენი მივაყოლოთ ზედ!

ამ კორონას გადამკიდე, შენიც და ჩემიც დაულეველი რჩება.
QUOTE

დაფასება ნაკლებად მგონია - უბრალოდ, უფრო მეტი მიხვდა სოფლის საჭიროებას, დანიშნულებას, მაგრამ ეს დამოკიდებულება სანამ სოფლის რეალურ დახმარებაში არ გადაიზრდება, მანამ ბელეტრისტიკაა ყველაფერი

რეალური დახმარება არც არასდროს იქნება.
რეალური დახმარება იმას ნიშნავს რომ, სოფელში რეალურად საქმის პოტენციურად მკეთებელ ხალხს ფული მისცენ პროცენტის გარეშე და ხელისუფლება სოფლელებისთვის ფულს გაიმეტებს?
ფული ბანკებს უნდა მისცენ რომ, საბანკო სისტემა მდგრადი იყოს და არ ჩამოიშალოს. მააააშ.

Posted by: koba1973 5 Jan 2021, 12:01
kaxaberski66
QUOTE
ჩემი ღვინო დალია სამეზობლომ და ყველამ მითხრა ძალიან კარგი ღვინო გქონიაო.
ახალ წლებზე კი ღვინო არავის უკითხია.

იქნებ ქონდათ უკვე?
მე მაგალითად მიუხედავად იმისა რომ არ(ვერ) ვსვავ, ყოველ წელს მოაქვთ საახალწლოდ 20-60 ლიტრი. მეზობელს აქვს ნათქვამი აქ დევს ღვინის 20 ლიტრიანები და როცა გინდა აიღე რამდენიც გინდაო. წელსაც მითხრა. კი არ ვტრაბახობ, იქნებ მაგათაც ვინმემ გაუგზავნა?
* * *
QUOTE
რეალური დახმარება არც არასდროს იქნება.

არტეზიული ჭის მოსაწყობად თუ გასცემენ გრძელვადიან იაფ კრედიტს ძალიან დაგვეხმარება, თორემ რასაც აკეთებენ ეგ მხოლოდ სასმელი წყლის პროექტია და დღეში 50-100 ლიტრი თუ ავიღე ეგეც კარგია.
დაახლოებით 7-10 ათასი უნდა მთლიანად.

Posted by: levani169 5 Jan 2021, 12:30
kaxaberski66
QUOTE
ჩემი ღვინო დალია სამეზობლომ და ყველამ მითხრა ძალიან კარგი ღვინო გქონიაო.
ახალ წლებზე კი ღვინო არავის უკითხია.

koba1973
არ იყიდება არანაირი ღვინო საქართველოში ........ ფეისბუკ ჯგუფემში დებენ ნაირნაირ ღვინოებს საოჯახო მარნებიდან მარა რად გინდა არანაირი ინტერესი,კომენტარიც კი არ იწერება ქვეშ.

Posted by: koba1973 5 Jan 2021, 12:38
levani169
ლუდი უფრო ბევრი იყიდება ყოველთვის რასაც ვხედავ.

Posted by: levani169 5 Jan 2021, 13:20
QUOTE (koba1973 @ 5 Jan 2021, 12:38 )
levani169
ლუდი უფრო ბევრი იყიდება ყოველთვის რასაც ვხედავ.

არაყიც ......... ფაქტიურად არაყმა და ლუდმა ჩაანაცვლა ღვინო.
თუ აჩუქებ ყველას უნდა და კარგია,აი ყიდვით კი უკვე ზემოთ დასახელებული სასმელები ურჩევიათ.

Posted by: straight away 5 Jan 2021, 17:52
პრინციპში, კახა სწორად იქცევა. კარგად ერკვევა რძის პროდიუქტებში და მთელი მისი საქმიანობა ამ კუთხით არის მიმართული. კაცი ამბობს, რომ ღვინისწარმოება და რეალიზაცია მისი სფერო არ არის. არც დრო აქვს რომ მიხედოს. ერთხელ დაწურა დიდი რაოდენობით და რომ ხედავს არ იყიდება, სხვა დროს დაწურავს იმდენს, რამდენიც თვითონ ჭირდება. დანარჩენს ყურძნად ჩააბარებს.
ეს არის სწორი მიდგომა. ციწრო სპეციალიზაცია ერთ სფეროში (ამ შემთხვევაში რძის პროდუქტებში და კონკრეტულად ყველის რეალიზაცია).
ზოგიერთი შვიდ სფეროშია ,,მოდებული" და შვიდივეში დილეტანტია.

Posted by: kaxaberski66 5 Jan 2021, 23:51
straight away
QUOTE
ერთხელ დაწურა დიდი რაოდენობით და რომ ხედავს არ იყიდება

თურმე არ უნდა დამეწურა.
არა და ცოლი მეუბნებოდა არ დაწუროვო.
2000 ლარის ჭურჭელი ვიყიდე. საკმაოდ დიდი შრომა ცალკე გავწიე.
რად გინდა? ეხლა ვზივარ და ყოველ ვახშამზე ვუბერავ ,,მანავის ლაზივით,, ანუ ვსვავ. biggrin.gif

Posted by: tavadze 6 Jan 2021, 01:44
kaxaberski66
QUOTE
რომ, სოფელში რეალურად საქმის პოტენციურად მკეთებელ ხალხს ფული მისცენ პროცენტის გარეშე

კახა, ამაში კი ვერ დაგეთანხმები - სულაც არ ვითხოვ უპროცენტოდ ფულს, მხოლოდ ის მინდა, რომ ნორმალური პროცენტი იყოს და ბანკი იქნება სახელმწიფო თუ ვინ ჯანდაბა-დოზანა, ცხოვრების წილში არ ჩამიჯდეს და თირკმელის გაყიდვა არ მომიწიოს მაგ პროცენტისთვის. უფულობა არაფერი არაა ამ ქვეყანაზე და არც უნდა იყოს - იმ ბანკმაც რა ჰქნას, მანაც ხომ უნდა მიიღოს რაღაც სარგებელი, მაგრამ 36% ნამეტანი კი არა, რაღაც კიდევ უფრო დიდი ჯანდაბაა. ამ 3-ოდე წლის წინ თბს-მ ამიკლო ინტერნეტბანკში თუ ტელეფონზე მესიჯებით, აქცია აგროსესხზეო. მივედი და - 36 პროცენტიო, როცა ნებისმიერ ბანკში სამომხმარებლო სესხი, მაქსიმუმ, 18 % იყო. ასეთი ხამობა არ უნდა იყოს - უცხოეთში ნორმალურ ქვეყნებში არსად არაა ასეთი პროცენტი. სახელმწიფო ზუსტად ასეთი მისაღები პროცენტებით უნდა ეხმარებოდეს სოფელს, ქვეყანაში ტექნიკაც დიდი დეფიციტია და სახელმწიფო ამაზეც უნდა ზრუნავდეს; თან - ხალხს უნდა შეაძლებინონ მისი შესყიდვა. დახმარება ეს იქნება, თორემ მუქთად, ნისიად და საჩუქრად არ ვითხოვ არაფერს.
ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც შეიძლება და ევალება კიდეც სახელმწიფოს. განსაკუთრებით - თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვაში, მაგრამ ამათ არც სცალიათ ამისთვის და თან უვიცებიც არიან ამ სფეროში. ინერნეტში ვუყურებ, უცხოეთში ისეთი ტექნიკა ჰყავთ, ჩვენთან 30-50 წელი კიდევ არ გვექნება მასეთი.


straight away
QUOTE
ღვინო რომ გაყიდო, მაგაზე უკეთესი რა უნდა იყიდო ნეტავი?

ჩემი მეზობელი გამახსენდა ამაზე - ისიც მაგას ამბობს. biggrin.gif
ერთხელ ცოლმა უთხრა, არაყი გავყიდოთო და ამან, დაგაჭედებ ახლა ტრიციტდვას შუბლშიო (თოფზე უთხრა). biggrin.gif
koba1973
QUOTE
თან უბედურება ისაა რომ იშვიათად მთავრდება მეორე დღეს, 2-3 დღე გრძელდება და დალევას შემაზიზღებს ხოლმე.

თუ შეგაზიზღებს, ეგ კარგია biggrin.gif - რამდენი ვიცი, ვერ იტანს ღვინოს, წყენს, კვდება პახმელიაზე, მაგრამ მაინც პუჭკურუსავით (ქვემო გურიქში ფუსუსალას ეძახიან ასე) მიძვრება შიგ. biggrin.gif

Posted by: iGreen. 6 Jan 2021, 01:59
kaxaberski66
QUOTE
თურმე არ უნდა დამეწურა.
არა და ცოლი მეუბნებოდა არ დაწუროვო.
2000 ლარის ჭურჭელი ვიყიდე. საკმაოდ დიდი შრომა ცალკე გავწიე.
რად გინდა? ეხლა ვზივარ და ყოველ ვახშამზე ვუბერავ ,,მანავის ლაზივით,, ანუ ვსვავ. 

კაცო ღვიძლს რას ერჩი smile.gif
გამოხადე ეგ ღვინო, გააკეთე კონიაკი, ჩაუყარე მუხის ჩიპსები და დააძველე. რა იცი 5-10 წელში რა დრო მოდის და რა ფასი დაედოს შენს ვისკის smile.gif ბოლო-ბოლო იქნებ მეზობლად ტურისტები მიიღოს მეზობელმა და იმათზე გაჰყიდი ლამაზად შეფუთულს.


tavadze
QUOTE
ჩემი მეზობელი გამახსენდა ამაზე - ისიც მაგას ამბობს. 
ერთხელ ცოლმა უთხრა, არაყი გავყიდოთო და ამან, დაგაჭედებ ახლა ტრიციტდვას შუბლშიო (თოფზე უთხრა). 

smile.gif))))))))))))))


ვინმე ახმეტიდან ან დედოფლისწყაროდან ხომ არ ხართ? ახმეტაში სამხერხაოების საკონტაქტო მჭირდება, დედოფლისწყაროში კიდე კირქვები მოიპოვებაო და ამ კირქვების ვიზუალი მაინტერესებს.
გაზაფხულზე მარნის მშენებლობა უნდა დავიწყო და წინასწარ ინფორმაციის მოძიების რეჟიმში ვარ, სანამ არქიტექტურა გამზადდება.

Posted by: straight away 6 Jan 2021, 07:40
kaxaberski66
უნდა დაწურო, ოღონდ იმდენი, რამდენიც გჭირდება. ,,მანავის ლაზი" პირველად გავიგე, რამე საინტერესო ამბავია დაკავშირებული?
დღეში ერთი ბოთლი ღვინო რეკომენდირებულია დოქტორისგან smile.gif

tavadze
სესხებზე და პროცენტებზე აბსოლუტურად გეთანხმები. პლიუს უნდა იყოს საშეღავათო პერიოდი. მაგრამ არალი....
შარშან შევავსე ,,აწარმოე საქართველოში" ანკეტა, ოღონდ ტურიზმის მიმართულებით.
სოფლის მეურნეობის განხრით არ მიფიქრია ჯერ სახელმწიფოს დახმარებაზე. ერთი ჰექტარის გასასუფთავებლად ტრაქტორის ყიდვა არ ღირს. ვერც სხვა შემიღობავს იმ ბაღებს. ანუ ჩემი გასაკეთებელია ყველაფერი. 400 ძირი ხეც სულ ნამყენი უნდა გავაშენო და მე თვითონ მინდა ვამყნო. ამაშიც არ მჭირდება სახელმწიფოს დახმარება. არც გადარგვაში და არც მორწყვაში. რომ ვუფიქრდები არაფერში არ მჭირდება სხვისი დახმარება. გარდა ერთისა, იყოს მშვიდობა და ერთ დღეს რუსული და ჩემი ეკლიანი მავთულები ერთმანეთში არ აიხლართოს. სახელმწიფოს სხვას არაფერს არ ვთხოვ. პირიქით, წელიწადში 3 თვე მისთვის ვმუშაობ და შეირგოს smile.gif
აი, სულ სხვა იქნებოდა დიდი მიწა რომ მქონდეს. დამჭირდებოდა ტექნიკა, კონსულტაციები, სარწყავი სისტემები, სესხი 4-5-6 % - ში, რეალიზაციაში მხარდაჭერა და ა.შ.

Posted by: kaxaberski66 6 Jan 2021, 10:55
tavadze
QUOTE
კახა, ამაში კი ვერ დაგეთანხმები - სულაც არ ვითხოვ უპროცენტოდ ფულს, მხოლოდ ის მინდა, რომ ნორმალური პროცენტი იყოს

აქ მე დაგეთანხმები. მართალი ხარ.
როგორც ქვევით კობამ თქვა 4-6% მეტი არ უნდა იყოს მაგრამ, ბანკები ასეთ პროცენტს ფულს არ ეძახიან.
აბა ნახეთ. აწარმოე საქართველოს პროექტში ბენეფიციალი 4% რომ იხდის,დამატებით 13% სახელმწიფო უფინანსებს.
ესეიგი ბანკმა 17% ანი სესხი გასცა.
მაგალითად მესაქონლეობაში მოგებაზე რომ გახვიდე 5 წელი მაინც გინდა. ამ ხნის განმავლობაში სესხის გადასახადი არ უნდა იყოს მე თუ მკითხავ, თორემ მოუწევს ფერმერს ძროხების გაყიდვა.
iGreen.
QUOTE
კაცო ღვიძლს რას ერჩი
გამოხადე ეგ ღვინო, გააკეთე კონიაკი, ჩაუყარე მუხის ჩიპსები და დააძველე. რა იცი 5-10 წელში რა დრო მოდის და რა ფასი დაედოს შენს ვისკის

ღვიძლის რა გითხრა არ ვიცი.
მამაჩემიც ეგრე იყო და პაპაჩემიც, მაგრამ არ გამიგია მათგან რომ ღვიძლს დაეწუხებინოს.
ეს მითხარი, ღვინიდან საშუალოდ რამდენი % არაყი გამოვა და როგორი გრადუსიანობის უნდა იყოს.

Posted by: tavadze 6 Jan 2021, 11:40
straight away
QUOTE
ერთი ჰექტარის გასასუფთავებლად ტრაქტორის ყიდვა არ ღირს.

ღირს, ღირს - ერთხელ ხომ არ გჭირდება გათიბვა, რამდენჯერმე გინდა.
თან მე ჰექტარზე ბევრად მეტიც მაქვს. მართალია, ნახევარი ჩემი ძმებისაა, მაგრამ - მხოლოდ სახელად, საწვალებლად და სამუშაოდ ჩემია. არადა, არაფერში არ მჭირდება იმათი მიწები - ნეტა, ჩემი დამამუშავებინა და მეყოფა.
QUOTE
არც მორწყვაში

ამაში კი მჭირდება, ან, კეთილ ინებოს და სახელმწიფომ სწორი მიდგომით, სწორი საფინანსო-ეკონომიკური და ასე შემდეგ მიდგომებით იმ სარწყავ სისტემას დაადოს რეალური ფასი, მე კი მომცეს იმდენი შემოსავალი (ვიმეორებ- არა უშუალოდ ბიუჯეტიდან, არამედ - სწორი ეკონომიკური პოლიტიკით უზრუნველყოს ეს), არ დამჭირდეს სუბსიდირება და მაშინ ამაშიც არ დამჭირდება მისი დახმარება. კაი - რაღაცას ვიწვალებ, ვიხლაფორთებ და ვიყიდი ჩემითაც, მაგრამ გვარიან თანხებზე ავალ.
ზოგადად, სუბსიდირება მანკიერი მოვლენა მგონია - ბევრი ხარვეზის ბუდეა. გაცილებით უკეთესი იქნება, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდეს და ფერმერს არ დასჭირდეს სხვასთან, თუნდაც სახელმწიფოსთან ვაჭრობა.
მაგრამ მოვინდომე ახლა მეც ნორმალური ქვეყნის აშენება! biggrin.gif
QUOTE
გარდა ერთისა, იყოს მშვიდობა და ერთ დღეს რუსული და ჩემი ეკლიანი მავთულები ერთმანეთში არ აიხლართოს.

+1000000
kaxaberski66
QUOTE
როგორც ქვევით კობამ თქვა 4-6% მეტი არ უნდა იყოს მაგრამ, ბანკები ასეთ პროცენტს ფულს არ ეძახიან.

იმიტომაც არიან ღორები და სახელმწიფოს ვალია, ლაგამი ამოსდოს მაგათ, მაგრამ ურჩევნიათ, გარიგებაში იყვნენ მაგათთან ანუ წველონ, როცა დასჭირდებათ, სამაგიეროდ კი ბანკებს მისცენ სრული კარტ-ბლანში ჩვენს მოსაწველად.

Posted by: levani169 6 Jan 2021, 13:12
kaxaberski66
QUOTE
ღვინიდან საშუალოდ რამდენი % არაყი გამოვა და როგორი გრადუსიანობის უნდა იყოს.

კარგი ღვინიდან 18-20%,48-50 გრადუსიანი ოტკა ........ ეგეც საუკეთესო შემთხვევაში,დანაკარგი რომ მინიმუმამდე დაიყვანო!

Posted by: kaxaberski66 6 Jan 2021, 15:17
levani169
ესეიგი 2000ლიტრიდან გამომივა სადღაც 300 დან 350 ლიტრამდე. იმას ხარჯიც აქვს.
განა რა ფასი ექნება მასეთ მასალას რომ წვალებად ღირდეს?

Posted by: iGreen. 6 Jan 2021, 15:39
kaxaberski66
QUOTE
ეს მითხარი, ღვინიდან საშუალოდ რამდენი % არაყი გამოვა და როგორი გრადუსიანობის უნდა იყოს.

მგონი 10 ლიტრამდე ღვიო უნდა ერთი ლიტრი საკონიაკე მასალის მიღებას. შენს შემთხვევაში მაღალ გრადუსიანი ღვინო იქნება და უფრო გამოსავლიანი იქნება. ისე, თუ სწორად მახსოვს, მაღალი მჟავიანობის ყურძენი უკეთესია კონიაკის დასამზადებლად, ანუ შედარებით ადრე უნდა დაიკრიფოს, მგონი. ორნახადს რომ გააკეთებ, თავს და ბოლოს რომ მოხსნი, 70% ზე დადგება. მერე 10 წელი რომ გააჩერებ, ხომ კლებულობს გრადუსები და დადგება 10 წელში გემრიელი დასალევი კონიაკი smile.gif


straight away
tavadze
QUOTE
ღირს, ღირს - ერთხელ ხომ არ გჭირდება გათიბვა, რამდენჯერმე გინდა.

გათიბვა რად უნდა შეუშვი რამოდენიმე ცხვარი და გათიბავენ კიდეც და ნიადაგსაც გაანოყიერებენ smile.gif
შროპშირის ჯიშის ცხვარია მგონი, მარტო ბალახს რომ ძოვენ, იდეალურია მაგ საქმისთვის. საქართველოში არაა ოღონდ მგონი ჯერ შემოყვანილი.

სახელმწიფო როლს რაც შეეხება, მე ვფიქრობ რომ საერთოდ არ დახარჯოს ფული ის ჯობია. კორუფციის ბუდეა, ფულის დიდ ნაწილს თავისიანებზე (ნათესავები, მეგობრები, პარტიული აქტივისტები) არიგებენ და ვის ჯიბეში მიდის კაცმა არ იცის. საბოლოოდ თქვენ და ჩვეულებრივ მოქალაქეებს არაფერი ხვდებათ და თქვენი გადახდილი გადასახადებით ჯიბეს ისქელებენ. სანამ ასეთი გაქექილი და გათახსირებული ხალხია თანამდებობებზე, აზრი არ ექნება სუფსიდიას.

Posted by: kkaaxxaa 6 Jan 2021, 16:37
მოგესალმებით მშრომელებო და ახალ წელს გილოცავთ. ნაყოფიერი წელი გქონოდეთ.

ფასები მაინტერესებს მოხვნის, კულტივაციის, სიმინდის თესვის რამდენია დაახლოებით ხომ არ იცით?
ასევე რჩევას თუ არ დაიზარებთ. ჰიბრიდული სიმინდის დათესვას ვაპირებ, ღორის საკვებად რამდენად გამომადგება სამომავლოდ? რამე დეფექტები ხომ არ ექნება, თუ აჭმევთ ვინმე ღორს ჰიბრიდული სიმინდის საკვებს?

Posted by: tavadze 6 Jan 2021, 19:56
iGreen.
QUOTE
გათიბვა რად უნდა შეუშვი რამოდენიმე ცხვარი და გათიბავენ კიდეც და ნიადაგსაც გაანოყიერებენ

გეგონოს. biggrin.gif მაგ თემაზე ერთი "ნოველა" დავწერე ამ დღეებში სხვა თემაში და დავაკოპირებ ბარემ აქაც.
"არ დაიჯერო! ეგრე აჰყვა ჩემი მეზობელი მაგ ხმებს და იყიდა ორი ცხვარი - მარტში კარანტინი რომ გამოცხადდა, თბილისიდან სოფელში წამოვიდა მთელი ოჯახი და თან მეზობელი ოჯახიც წამოიყვანეს - დიდიან-პატარიანად, 11-ნი იყვნენ სახლში. დიდი ეზო კი აქვთ და - ძაან ბალახიანიც. ის ცხვრები იმდენ ბალახს ხომ ვერ მოერივნენ და თავის ტკივილად კი ექცათ - დილით, ირიჟრაჟებდა თუ არა, მორთავდნენ ბღავილს პატრონის მოლოდინში და არ აძინებდნენ მთელ ამდენ სულს. biggrin.gif მაგრამ მაგას ვინ დაეძებდა, რაც მერე მოუვიდათ - ერთი კარგი დოკუმენტური ფილმი გადაიღებოდა მაგათ ამბავზე. biggrin.gif
რომ მიხვდნენ, ტყუილად ჰყავდათ ეს ცხვრები - ვერც ბალახს მოერივნენ და არც ოჯახს აძინებდნენ, ერთი გაყიდეს, მოიშორეს თავიდან. ის მეორე სულ გაგიჟდა და საერთოდ არ სცილდებოდა ამათ - ძაღლივით დასდევდათ კუდში, სახლშიც კი მიჰყვებოდათ. მერე დააბეს, ცოტას ამოვისუნთქვათო, მაგრამ ერთ დღეს დააბეს ფუტკრის სკის სიახლოვეს. შემოეხვია ეს ცხვარი ამ სკას და გადააბრუნა, იხუვლა ფუტკარმა და დაესია ამ ცხვარს. biggrin.gif ისეთი იბღავლა ამ საწყალმა და მიაწყდ-მოაწყდა აქეთ-იქით, რომ გაწყვიტა ეს თოკი და გავარდა სახლისკენ, პატრონებთან დახმარების მოლოდინში. ამ დროს ესენი პირველ სართულზე იყვნენ შეყუჟულები გრილში - მაისის ცხელი დღე იყო. შევარდა ეს ცხვარი სახლში და შეჰყვა ეს ფუტკრების გუნდი. biggrin.gif იქ ამბავი ატყდა - მტრისას მოყვარე! biggrin.gif იმათ სახლს შუაში აქვს ბუხარი - დარბის ეს ამდენი ხალხი ამ ბუხრის ირგვლივ წივილ-კივილით, უკან მისდევს ლაბრადორი გამწარებული ყეფით - საწყალი, ვერ მიხვდა, საიდან და რატომ ატყდა ასე უცებ წივილ-კივილი და მეორედ მოსვლა; თან, მასაც ჰკბენდნენ ფუტკრები, სულ უკან ეს საწყალი ცხვარი მირბის ბღავილით, ყველას ამათ ერთადკი მისდევს გუნდად ეს ფუტკარი! biggrin.gif მოკლედ, მეორედ მოსვლა იყო იმათთან. biggrin.gif ბოლოს გავარდნენ გარეთ და იქ სახლის ირგვლივ დაიწყეს სირბილი - ცხადია, ეს ძაღლი, ცხვარი და ფუტკრებიც უკან დასდევდათ. ბოლოს მოიფიქრეს და გაიფანტნენ, მაგრამ ფუტკრებიც დაიფანტნენ და მაინც მისდევდნენ ყველას და ყველაფერს... მოკლედ, იქ ისეთი წივილ-კივილი და "გვიშველეთ" ძახილი იყო, სოფელი შეიყარა - ყველას ეგონა, რომელიმე ბავშვმა რაღაც იტკინა სერიოზულად... biggrin.gif მოკლედ, მეზობლები მიცვივდნენ და იმათ მოაშორეს როგორღაც ის ფუტკრები, ის ცხვარი კი ისე იყო დაკბენილი, რამდენიმე დღე ვერ დგებოდა და საჭმელს ვერ ჭამდა საწყალი.
მოკლედ, არ ღირს ცხვარზე ამხელა იმედების დამყარება".
QUOTE
შროპშირის ჯიშის ცხვარია მგონი, მარტო ბალახს რომ ძოვენ, იდეალურია მაგ საქმისთვის. საქართველოში არაა ოღონდ მგონი ჯერ შემოყვანილი.

აგაშენა ღმერთმა - შინმოუსვლელი და მკვდარიო, ისე ყოფილა ჩვენი საქმეც. biggrin.gif
ისე, აქაური ცხვარი ბალახის გარდა სხვას რას ჭამს კიდევ?
QUOTE
სახელმწიფო როლს რაც შეეხება, მე ვფიქრობ რომ საერთოდ არ დახარჯოს ფული ის ჯობია.

მეც მაგას ვწერდი იქ, რომ სუბსიდირება უამრავი მანკიერი მოვლენის საწყისია-მეთქი. მათ შორის - კორუფციაც იგულისხმება. ფულის დახარჯვაში მეც არ ვგულისხმობ ფულის ჩუქებას - ვალად მომეცი, ოღონდ ნუ მახრჩობ. თუმცა მირჩევნია, ჩემი შრომის საფასურად ვიღებდე იმდენს - ქვეყანა იყოს ამაზე ორიენტირებული, რომ არ დამჭირდეს ვალის და სესხის აღება. მაგრამ აგროსესხი, აგროკრედიტი არსებობს ყველა ქვეყანაში - ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება ფინანსური წახმარება და აგროსფერო ვერ იქნება გამონაკლისი. არც საქართველო იქნება გამონაკლისი, თუ ამგვარი კრედიტები და ფულის დახარჯვა აქაც იქნება - სადაც საჭიროა, სახელმწიფომაც უნდა დახარჯოს ფული, ოღონდ - ნორმალურად, წესიერად, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და არა - საკუთარი ან ახლობლების ჯიბის. კორუფციის შიშით საჭირო დროს საჭირო ფულის დახარჯვაზე უარის თქმა ეგ იგივეა, მგლის შიშით ცხვარი გაწყვიტო. სახელმწიფომ, საზოგადოებამ უნდა ებრძოლოს მაგ კორუფციას და ეცადოს სისტემის გაჯანსაღებას.

Posted by: levani169 6 Jan 2021, 20:13
kkaaxxaa
QUOTE
მოგესალმებით მშრომელებო და ახალ წელს გილოცავთ. ნაყოფიერი წელი გქონოდეთ.

თქვენც ასევე
QUOTE
ფასები მაინტერესებს მოხვნის, კულტივაციის, სიმინდის თესვის რამდენია დაახლოებით ხომ არ იცით?
ასევე რჩევას თუ არ დაიზარებთ. ჰიბრიდული სიმინდის დათესვას ვაპირებ, ღორის საკვებად რამდენად გამომადგება სამომავლოდ? რამე დეფექტები ხომ არ ექნება, თუ აჭმევთ ვინმე ღორს ჰიბრიდული სიმინდის საკვებს?

თუ ადგილი გასუფთავებულია უკვე,მოხვნა დათესვა 800 +-50 ლარი ჯდება ჰექტარი.
ჰიბრიდს თესავს თითქმის ყველა,ჩვეულებრივ მოიხმარება საფურაჟედ,არაა პრობლემა.
kaxaberski66
QUOTE
ესეიგი 2000ლიტრიდან გამომივა სადღაც 300 დან 350 ლიტრამდე. იმას ხარჯიც აქვს.
განა რა ფასი ექნება მასეთ მასალას რომ წვალებად ღირდეს?

არც არანაირი ......... დაჟე ჭაჭას აღარ ვხდი წლებია უკვე,ვყრი გამოუხდელად,იმდენად უაზრო შრომა გამოდის ზაოტობა.

Posted by: iGreen. 6 Jan 2021, 21:38
tavadze
რა არის კაცო ეგ ტრაგიკომედია smile.gif))
ჰო ნუ თუ ცხვრის ბღავილი არ გსიამოვნებს, მაშინ გათიბვაა გამოსავალი. ისე კი ჩვეულებრივი პრაქტიკაა ცხვრების გაშვება და თუ იმხელა ფართობია რომ 2 ცხვარი ვერ მოერევა, შეგიძლია 5 ცხვარი გაუშვა smile.gif

QUOTE
აგაშენა ღმერთმა - შინმოუსვლელი და მკვდარიო, ისე ყოფილა ჩვენი საქმეც. 
ისე, აქაური ცხვარი ბალახის გარდა სხვას რას ჭამს კიდევ?

რამდენადაც ვიცი ფოთლებს და ნაყოფსაც ჭამენ ცხვრები, მაგალითად ვენახში თუ შეუშვი მარტო ბალახს არ შეექცევიან. ის შროპშირის ცხვრები მარტო ბალახს ჭამენ, ფოთლებს არ ეკარებიან. თუ ახალი ნარგავები გაქვს, ფოთლების არ შეჭმა მნიშვნელოვანი ფაქტორია.

QUOTE
სახელმწიფომაც უნდა დახარჯოს ფული, ოღონდ - ნორმალურად, წესიერად, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე

ნორმალური წესიერი და კარგი ცხოვრება სადაა, მომინდომა აქ smile.gif))
QUOTE
სახელმწიფომ, საზოგადოებამ უნდა ებრძოლოს მაგ კორუფციას და ეცადოს სისტემის გაჯანსაღებას.

საზოგადოების ერთი ნაწილი თავად ხეირობს პირდაპირ ან არაპირდაპირ კორუფციული სქემით. მეორე ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს. მესამეს აინტერესებს მაგრამ ლპარაკობს მარტო, რომ ასე არ შეიძლება, მეტი არაფერი. ძალიან მცირე ნაწილია ვინც აქტიურად ებრძვის ამ მანკიერ ტრადიციას და თავისთავად უშედეგოდ. ამიტომ ჯობია სულ ნუ დახარჯავენ, ჩემი აზით.

Posted by: kaxaberski66 6 Jan 2021, 23:39
tavadze
მართლა სცენარია ფილმისთვის. ცუდ დღეში ჩაცვივნილან.
დავუშვათ და იმდენი ცხვარი გყავს რომ ბალახს მოერივნენ და შეჭამეს. მერე რას შვრები?
იმ ორი თუ ხუთი ცხვრისთვის ბალახის მოსატანად მიდიხარ მინდორში თუ მეზობლის ნაკვეთში უშვებ?
საქონლის მარტო იმიტომ შეძენა რომ, ეზო არ აბალახდეს, არასწორია.
იშვიათი შემთხვევა იქნება ალბათ რომ, ყოველგვარი ანგარების გარეშე ვინმე უცნობი და არა თავისიანი დააფინანსეს.
ცუდი ხმები დადის. დაფინანსების თანხიდან პროცენტს ითხოვენო და თვითონვე მიგითითებენ რა უნდა შეიძინო და საიდან უნდა შეიძინოვო.

* * *
2021წლის ქრისტეშობას გილოცავთ.
მრავალს დაგვასწროს უფალმა ჯანმრთელები.

Posted by: kkaaxxaa 7 Jan 2021, 02:51
QUOTE
800 +-50 ლარი

ამაში მხოლოდ ტრაქტორის მუშაობა შედის თუ სათესლე სიმინდიც? ჰექტარზე მგონი ერთი შეკვრა უნდა, 80 ათასი მარცვალი ეწერა აგრომაღაზიაში. თუ სწორად მახსოვს სადღაც 500-550 ლარამდე ღირდა.

Posted by: levani169 7 Jan 2021, 16:25
kkaaxxaa
QUOTE
თუ სათესლე სიმინდიც?


no.gif no.gif no.gif no.gif
givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: iGreen. 7 Jan 2021, 17:18
levani169
QUOTE
თუ ადგილი გასუფთავებულია უკვე,მოხვნა დათესვა 800 +-50 ლარი ჯდება ჰექტარი.

საპლანტაჟე გუთნით ახვნევინებ სიმინდისთვის? smile.gif რა ამბავია 800+- 50 ლარი smile.gif

kkaaxxaa
შემოდგომით დავთესეთ 3 ჰექტარზე ხორბალი, წითელი დოლი. მძიმე თიხა ყამირი ნიადაგის მოხვნა დაგვიჯდა 200 ლარი დაახლოებით. დაფარცხვა და დათესვა მაგის ნახევარი ფასია თუ სწორად მახსოვს.
სახელმწიფო კომპანიაა მექანიზატორი, შენს რეგიონში იკითხე მაგათი ოფისი, დაახლოებით ეგ ფასები აქვთ ზემოთ რაც დავწერე.

http://www.alsc.ge/
ესაა მათი ვებ-გვერდი

Posted by: koba1973 7 Jan 2021, 17:26
100-120 ლარია მოხვნა ჩვენთან.
კულტივაცია მაგის ნახევარი.
დათესვაც დაახლოებით 60. ოღონდ ხორბლის დათესვა, სიმინდს ჩენთან თითქმის არ თესავენ.

Posted by: levani169 7 Jan 2021, 19:16
iGreen.
QUOTE
საპლანტაჟე გუთნით ახვნევინებ სიმინდისთვის? smile.gif რა ამბავია 800+- 50 ლარი

ოქტომბერში ხორბლის დათესვა დაჯდა 900 ლარი,გასუფთავება შევიდა მაგ ფასში ოღონდ.900-გასუფთავების 100 ლარი და ვიღებთ 800
მოხვნა 250,დაფარცხვა მოსწორებაც ამდენივე,ეს 500 ლარი,ამას მივუმატოთ დათესვის 120 ლარი+620 ლარი მსქანიზაციას და სასუქიც (აზოტი) 200 ლარის მაინც უნდა.

Posted by: straight away 7 Jan 2021, 20:08
შობას გილოცავთ.
1 ჰა-ზე ბალახის გათიბვა არ გამიჭირდება ხელის მოტოცელითაც. ამ მოთიბულ ბალახს გამოვიყენებ მულჩისთვის. განსაკუთრებით ჭინჭარი იქნება ყურადღების ცენტრში.
მულჩისთვის კაკლის ფოთოლი არ ვარგა. კარგია მუხის, წიფლის, რცხილის ფოთოლი და ნაძვის წიწვები, წვრილი ტოტებიც.
ვაპირებ გამოვიყენო მარტო ორგანული სასუქი. მთავარი მოთხოვნაა - ვაწარმოო ცოტა და ჯანსაღი პროდუქტი.
საოჯახო მეურნეობისთვის ერთი პატარა ტრაქტორი კი არის მისწრება. წელს ტრაქტორით 1000 კვ.მ. მოხვნა (პლანტაჟით) 25 ლარი ღირდა. გაზაფხულზე ფრეზს გადავატარებ, მგონი ეგეც 25 ლარი ღირს.
ტრაქტორზე ხელმისაწვდომობა არის, რიგში არ ვმდგარვარ. თუმცა საკუთარი პატარა ტრაქტორით ბევრ რამეს გააკეთებს ადამიანი. თუნდაც ძლიერი მოტობლოკი იყოს.
ყველაზე საჭირო და აუცილებელი ფაქტორი მეურნეობაში არის ცოდნა და დაგეგმვა. ასევე შრომის განაწილება და დივერსიფიკაცია.

Posted by: koba1973 7 Jan 2021, 21:31
levani169
თქვენთან ყველაფერი ორმაგ ფასშია?
წელს 100 ლარად მომიხნეს25-30 სმ სიღრმეზე.
შარშან 120 გადავიხადე.

Posted by: kkaaxxaa 7 Jan 2021, 21:35
QUOTE
http://www.alsc.ge/
ესაა მათი ვებ-გვერდი

მადლობა. მაგათ შევეხმიანები. გამომადგება. მაწყობს ბოლნისის სერვისცენტრი.

შემოდგომაზე არ მაქვს დამუშავებული. 1-2 წელია არ დამუშავებულა. ისე კარგი მიწაა. რბილი. ერთგან მინდა დავთესო კარტოფილი, მეორეგან - სიმინდი.
როგორც გამოუცდელს, მირჩიეთ რა ტიპის მიწის სამუშაოები დამჭირდება. შემოდგომაზე არაა მოხნული არცერთი ნაკვეთი და ახლა თებერვლის დასაწყისში რომ მოვხნა ღრმად 32 სმ-ზე საკმარისი იქნება? მეორე მოხვნა და მალევე კულტივაცია რომ ჩავუტარო მარტში. ასე როგორი იქნება?
ასევე მაინტერესებს ნიადაგის ანალიზი როგორ გავაკეთო. მაგის მიხედვით დავგეგმავ სასუქების შეტანას.

Posted by: iGreen. 7 Jan 2021, 21:35
levani169
QUOTE
ოქტომბერში ხორბლის დათესვა დაჯდა 900 ლარი,გასუფთავება შევიდა მაგ ფასში ოღონდ.900-გასუფთავების 100 ლარი და ვიღებთ 800
მოხვნა 250,დაფარცხვა მოსწორებაც ამდენივე,ეს 500 ლარი,ამას მივუმატოთ დათესვის 120 ლარი+620 ლარი მსქანიზაციას და სასუქიც (აზოტი) 200 ლარის მაინც უნდა.

კატასტროფული ფასებია. დარეკე მერე მექანიზატორში და გააკეთებინე იგივე ოპერაციები იაფად, რატომ ატყუებინებ თავს ტრაქტორისტებს.

ეხლა ვკითხე ჩემს ძმას ზუსტი ფასები და შემდეგნაირად გამოიყურება. 3.1 ჰექტარი გამოვიდა ფართობი:
მოხვნა - 310 ლარი +120 ლიტრი დიზელი (ჰექტარზე 100 ლარი + 40ლიტრი)
დადისკვა - 124 ლარი + 60 ლ დიზელი (ჰა-ზე 40 + 20ლიტრი)
დაფრეზვა - ისე როგორც მოხვნა 310 + დიზელი
დათესვა -124 ლარი და საწვავისთვის ხელზე მივეცი 80 ლარიო

ეს იყო ამ წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, შიდა ქართლში

პ.ს. თავიდან უნდოდათ, რომ არაოფიციალურად მოეხნათ და 200 ლარად მოვხნავთო ჰექტარსო ჩვენი საწვავითო ასე უთხრეს. ოფიციალურ ფასებს ცოცხალი თავით არ ამბობდნენ, მარა ჩემს ძმასთან არ გამოუვიდათ. საჩივარს საჩივარზე დაწერს, სისხლს გაუშრობს ყველას და აქაც მასე ქნა. საბოლოოდ მოუწიათ დათანხმება ოფიციალურად გაკეთებაზე და ბუღალტრულად ყველაფრის გატარებაზე.

* * *
kkaaxxaa
QUOTE
როგორც გამოუცდელს, მირჩიეთ რა ტიპის მიწის სამუშაოები დამჭირდება. შემოდგომაზე არაა მოხნული არცერთი ნაკვეთი და ახლა თებერვლის დასაწყისში რომ მოვხნა ღრმად 32 სმ-ზე საკმარისი იქნება? მეორე მოხვნა და მალევე კულტივაცია რომ ჩავუტარო მარტში. ასე როგორი იქნება?

როგორც გამოუცდელს გირჩევ თავად წაიკითხო smile.gif
მე რომ გითხრა გაფუჭებული ტელეფონი გამოვა. მეც შენნაირი ვარ და ვკითხულობ ხოლმე აგროკავკასიაზე.
აი ეს კარტოფილზე სტატიები

https://agrokavkaz.ge/?s=კარტოფილი

ესეც სიმინდი

https://agrokavkaz.ge/?s=სიმინდი



Posted by: levani169 7 Jan 2021, 21:44
koba1973
QUOTE
თქვენთან ყველაფერი ორმაგ ფასშია?

ეგრე გამოდის
QUOTE
წელს ტრაქტორით 1000 კვ.მ. მოხვნა (პლანტაჟით) 25 ლარი ღირდა

შარშანწინ დაჟე (იაფობაში უფრო) 1500 მეტრაში (არც იყო მაგდენი მარა დავუმრგვალე) 150 ლარი გადამახდევინეს ..... თან ახლობლობით.

Posted by: kkaaxxaa 7 Jan 2021, 21:50
iGreen.
ეგენი კი მაქვს წაკითხული. მაგ საიტს აქტიურად ვიყენებ. ჯიშებიც მაქედან შევარჩიე. პრაქტიკული გამოცდილება მანტერესებდა smile.gif


Posted by: tavadze 7 Jan 2021, 22:16
ბოდიში შემოჭრისთვის და ცუდი ამბავი გვაქვს ამ შობის ღამეს: აღმოსავლეთიდან ტყის ხანძარი გვიახლოვდება. sad.gif ვანისდან მოდის ხანძარი, ყუმურის მთებიდან. ჩემს ფოტოებში ის ნაძვნარიანი მღა რომ მოჩანს, მაგისგან მარჯვნივ, იმ სერის ტავზე უკვე ჩანს ცეცხლის ალი და ძლიერდება კიდეც. მაგ სერის გადაღმა კიდევ ერთი მთაა, რომელიც ჩვენს სოფელს ეკუთვნის (იმის იქით უკვე ყუმურ-მაისოურ-ვერხოვანის ტყეებია) და იმ მთაზეა უკვე ცეცხლი. ნაძვნარიანი მთის გადაღმა რაცაა სოფელი - თხილაგნის გადაღმა ნაწილი, ახლა, ამ წუთებში მაგის წინ აღმართული მთა იწვის. sad.gif ჩემგან რაც ჩანს, ჯერჯერობით ხანძარი უფრო სამხრეთისკენ მიდის და არა - დასავლეთით, სოფლისკენ, თუმცა როდის რა მოხდება, კაცმა არ იცის. თან, მაგ მთებს შორის ხეობაში რა ხდება, არ ვიცი. ერთი კია, რომ მაგ სოფელსაც და მაგის გაღმა მდებარე სამტრედიის სოფელსაც (წიაღობანი) ლამის ზედ მიადგა ხანძარი. სავარაუდოდ, ვანის ვერხოვანსაც ჯერჯერობით ზემოდან გადაუარა ცეცხლმა, თორემ პირდაპირ ხაზზე რომ წამოსულიყო, გადაბუგავდა მაგ სოფლებს... სამხრეთით თუ წავიდა ხანძარი, გადავა სუფსის ხეობაში, უფრო ზევით - ბახმაროსკენ კი, ვერ გაქაჩავს - იმ მთებში უკვე უწყვეტი თოვლია. ჩვენ ცოტა დაბლა ვართ და თოვლი დადნა უკვე. თან ეს ბოლო 10-დღეა, ფაქტობრივად, ცხელა აქეთ - მიწა გამომშრალია, ტყეში ფოთლებიც ხმელია, ამ საღამოს კი ჯიბრზე ქარიცაა. sad.gif
იმედია, ხვალ რომ გავიღვიძებ, ის ნაძვებიანი ორკეც და სოფლის უმაღლესი წერტილი - საყინულას მთაც (ყვითელოური) თავისი სილამაზით დამხვდება და არა... sad.gif
პ.ს. მოკლედ, როგორც საქართველოს არ გაუმართლა გეოგრაფიაში და მეზობლებში, გურულებსაც მასევე არ გაგვიმართლა მეზობლებში: აჭარლებმა კორონა შემოგვიყარეს მუჭ-მუჭად, ახლა კი იმერლებმა ხანძარი გამოგვიგზავნეს. biggrin.gif

Posted by: straight away 8 Jan 2021, 22:27
tavadze
გილოცავთ გადარჩენას smile.gif
11 იანვირდან კი იწყება წვიმა და თოვა, მაგრამ მაგ 3 დღეში კი გადავიწვებოდით ერთიანად. მადლობა ღმერთს, გადავრჩით.

Posted by: tavadze 9 Jan 2021, 00:44
straight away
QUOTE
tavadze
გილოცავთ გადარჩენას
11 იანვირდან კი იწყება წვიმა და თოვა, მაგრამ მაგ 3 დღეში კი გადავიწვებოდით ერთიანად. მადლობა ღმერთს, გადავრჩით.

გაიხარეთ - შენც და კახამაც. ისე მიხარია, რომ ჩემი მთები თავისი სილამაზით ისევ დგას იმ ადგილას და არაა გადაბუგულ-დანახშირებული... რაც მე მაგ ტყეებზე ვიდარდე ეს 2 დღე... biggrin.gif ვფიქრობდი, იქაურობას რომ მიწვდეს ცეცხლი, იქით გახედვა შემზარდება-მეთქი. biggrin.gif
როგორც ვივარაუდე, თურმე მართლა იმ გადაღმა სოფლის წინ აღმართულ მთაზე ყოფილა ცეცხლი - კიდევ კარგი, ქვევით არ დაეშვა, სოფლისკენ, და ზევით მიაწვა. იქ ახლა სულ 3-4 ოჯახია დარჩენილი და იმათი ამბავი ხომ წარმომიდგენია - სახლის წინ აგიზგიზებულ მთას რომ უყურებდნენ ლამის 2 დღე.
ჩემგან იქამდე 2 კილომეტრზე მეტია, მაგრამ ამ საღამოს ჰაერში აქაც კი იგრძნობოდა ნახშირის და ნაცარ-ნაღვერდალის თავისებური სუნი.
ჩემს სოფელშიც 11-დან მიჩვენებს წვიმებს, იქამდე კი ჩახჩახა მზიანი ამინდებია.

Posted by: straight away 9 Jan 2021, 01:07
კიი, 11-დან ერთი კვირა წვიმა და თოვლია მოსალოდნელი. მერე ალბათ ისევ ყინვები. ჩემი ყურძნები მეცოდებიან, ნეტა თუ გაუძლებენ...

Posted by: tavadze 9 Jan 2021, 11:24
straight away
QUOTE
ჩემი ყურძნები მეცოდებიან, ნეტა თუ გაუძლებენ...

ნეტა, მულჩირება გაგეკეთებინა მაინც.

Posted by: straight away 9 Jan 2021, 17:46
უნდა გამეკეთებინა. ეხლა ვნანობ. სუფთა მთიულურად მომივიდა. ვიფიქრე, თუ აქ უნდა იცოცხლოს, ამ პირობებს უნდა გაუძლოს და შეეჩვიოსთქო.

Posted by: levani169 9 Jan 2021, 18:49
straight away
QUOTE
ჩემი ყურძნები მეცოდებიან, ნეტა თუ გაუძლებენ...

15-20 გრადუსს უძლებს ვაზი და ამაზე მეტად გაყინავს ვითომ?

გუშინსწინ მოხვნაზე და დათესვაზე რომ ვწერდი,ბოდიშს მოგიხდით ყველას,შემშლია.ორი ჰას ფასი ყოფილა ის 900 ლარი ........ ერთი ალილუია მამაოსაც შასცდებაო!

Posted by: kkaaxxaa 9 Jan 2021, 19:15
QUOTE
ორი ჰას ფასი ყოფილა ის 900 ლარი

ეს უკვე კარგია. მადლობა დაზუსტებისთვის.

ახლა სათესლე კარტოფილს ვეძებ, ფაბულა ან არნოვა ხომ არ გეგულებათ სადმე? ერთმა მითხრა წალკაში მესამე დათესვის არნოვა მაქვს სამოც თეთრადო და ღირს მაგის დათესვა?

Posted by: tavadze 11 Jan 2021, 00:21
დღეს სტახანოველი ვარ - მთელი დღე ვიფუსფუსე, მაგრამ საღამოს წელათრეული ძლივს მოვლასლასდი სახლში, ისე ვიყავი დაღლილ-დაქანცული. თხრილის ამოღებას გადავყევი - ადრე რაც გავუთხარეთ სახლს, ცოტა კიდევ დავადაბლე. თავიდან პირველ ნახევარზე კარგი სამუშაო იყო და იოლად წავიდა, მაგრამ მერე ისეთი ქვა იყო, დავაკვდი იმის ამოღებას, მთელი დღე მოვუნდი და გავწყდი წელში. მერე ეზოში შეშა მქონდა ამოჩეხილი, ნაწილიც დავჩეხე და შემოვიტანე სიმშრალეში - დაჭრილ-მომარაგებული კი მაქვს, მაგრამ ეს მშრალი იყო და დამენანა დასასველებლად. წინა დღეებში თხილის ფართობებიდან ამოვზიდე გამონაჭერი ტოტები - საღამოს ისიც დავჭერი და შემოვყარე მშრალში. ხვალ მივადგები და დავაწყობ, როგორც საჭიროა.
გუშინ საბოსტნეები დავახვნევინე და მაგაზეც ამოვისუნთქე - ერთი საქმე მოვითავე.
დაიწყო წვიმები დასავლეთში - კარგა ხანს გასტანს ავდარი, როგორც აქუ მეუბნება.
* * *
ესეც ჩემი დახნული საბოსტნე - მხოლოდ ნაწილი, დანარჩენი კი სახლის უკანაა, სადაც პომიდვრების დარგვა მინდა.
თუმცა ამ ფართობის ქვედა ნაწილი ადრე დავახვნევინე - ნიორი მითესია უკვე და ცოტა კომბოსტოც დავრგე.
user posted image
აი, ამ შუა მთის გადაღმიდან ამოდიოდა იმ დღეს ის ცეცხლი.
ჩემი ტყეები - რაც იმ დღეს მე მაგათზე ვინერვიულე.
user posted image

Posted by: straight away 11 Jan 2021, 08:31
levani169
15 გრადუსს არ ცდება ხოლმე, როგორც წესი, მაგრამ ახალი ვაზი მაგდენს გაუძლებს?
თუ გაუძლო, პირობას ვდებ ღირსეულად მოვუვლი smile.gif

tavadze
ეგრეა, მიწის საქმე მძიმეა. აკეთებ, აკეთებ და თითქოს ბევრი არაფერია გაკეთებული, მაგრამ დიდი ენერგია მიაქვს.
თუმცა შრომის შედეგიც დიდ ენერგიას გაძლევს.
შემოდგომაზე, ნაგვიანევად დათესილმა კიტრმა რომ მოისხა, გავტეხე შუაზე და ჯერ მარტო სუნი ჰქონდა სასწაული, მერე გემო... ხრაშუნა და გემრიელი.
შეიძლება ერთ გვერდიან კოდების გაწერაში უფრო მეტი იშოვო, ვიდრე მიწაზე 1 წლიან მუშაობაში, მაგრამ როცა შენი ხელით მოწეულ მოსავალს მოკრიფავ და დააგემოვნებ, ვერაფერი ვერ შეედრება.
არ ვიცი მე თვალი მატყუებს თუ მართლა არ ჩანს, მაგრამ ამ სურათებზე მოხნულ მიწას ვერ ვხედავ smile.gif
ეს ხეები, ჭიგოები რომაა ზედ მიყუდებული, რისია? მგონი სულ ძირშია მოსაჭრელი. ახალი ხეები დარგე. ადგილს ნუ მოაცდენ.
ბოლო-ბოლო, იქნებ გამარკვიოთ, ეს ფითრი რამე სარგებელს იძლევა თუ უბრალოდ ხორცმეტივითაა? ვიცი, რომ მარტო ძროხები ჭამენ.

Posted by: tavadze 11 Jan 2021, 14:24
straight away
QUOTE
რ ვიცი მე თვალი მატყუებს თუ მართლა არ ჩანს, მაგრამ ამ სურათებზე მოხნულ მიწას ვერ ვხედავ

როგორ ვერ ხედავ, კაცო? biggrin.gif
ისე ღრმად არაა მოხნული, როგორც - დიდი ტრაქტორი, მაგრამ მოხნულია ნაღდად.
QUOTE
ეს ხეები, ჭიგოები რომაა ზედ მიყუდებული, რისია? მგონი სულ ძირშია მოსაჭრელი. ახალი ხეები დარგე. ადგილს ნუ მოაცდენ.

ყველა კარალიოკის ხეა. ბოლოში ერთია მხოლოდ ატამი. უკან რაც ჩანს ფითრიანი ხეები, ისინი მსხლებია, შუაშია მხოლოდ კარალიოკი.
მანდ დაბლა რაც ჩანს, ეგ დაფნებია - წლეულს გასხლულებია და ჯერ არაა მოსაჭრელი, გაისად კი მაგათაც მოუწევთ გასხვლა. ასე რომ, რაც პირველ ფოტოზე ჩანს ხეები, ყველა სასარგებლოა - ან ხილია, ან - ტექნიკური კულტურა.
ფითრი საშინელი მავნებელია - ახმობს ხეებს. ფითრიც და სუროც. იმიტომაც ვჭრი, რასაც ვერევი. სუროს უფრო გავუმკლავდი შარშან - ძაან მოდებული რასაც ჰქონდა, ძირში შევაჭერი იმ ხეებს. ეგ პროცესი წლეულსაც გაგრძელდება და დანარჩეებს მივხედავ, აი, ფითრი კი უფრო ძნელია - მაგას ძირიდან ვერ მიაჭრი, სათითაოდ უნდა ახვიდე ყველა ტოტზე და ისე უნდა შეაჭრა. მაგასაც ვგეგმავ, მაგრამ ჯერ პატარა ხერხი გავაკეთო - ზუსტად მასეტებისთვისაა წამალი.

Posted by: Don_417 13 Jan 2021, 19:10
ზეთისხილზე თუ იცით ვინმემ რამე:
ზეთისხილი თუ მოდის დასავლეთში, სამეგრელოში, ძალიან თიხიან ნიადაგზე?
ზეთისხილს სხვადასხვა ჯიშები თუ აქვს, და თუ კი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან?
მსხმოიარობა როგორი აქვს და ჩასაბარებლად ფასი რამდენი აქვს? თუ იბარებენ საერთოდ ან ევროპაში რომ გაიტანო ფასი რამდენი იქნება?
ნერგების ღირებულება რამდენია?

1 კგ. თხილის ჩასაბარებელი ფასიც თუ იცით ვინმემ რამდენია ეხლა?

Posted by: tavadze 14 Jan 2021, 00:12
QUOTE
ზეთისხილი თუ მოდის დასავლეთში, სამეგრელოში, ძალიან თიხიან ნიადაგზე?

დასაველთში რომ მოდის, ვიცი, მაგრამ ნიადაგის ტიპი ზუსტად არ ვიცი. თუმცა, მგონი, თიხნარ ნიადაგს უნდა იტანდეს. ოღონდ დაზუსტებით არ ვიცი.
QUOTE
ზეთისხილს სხვადასხვა ჯიშები თუ აქვს,

აქვს, დანარჩენზე კი ვერაფერს გეტყვი. ვერც სხვა პუნქტებზე.
QUOTE
1 კგ. თხილის ჩასაბარებელი ფასიც თუ იცით ვინმემ რამდენია ეხლა?

ამბობენ. 7-8 ლარიოა, მაგრამ მე პირადად არ მიკითხავს და თავს ვერ დავდებ.
თუმცა ამ დროს ყოველთვის ძვირია.

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 14 Jan 2021, 07:04
მოგესალმებით,

70 ძირი ჩინური მაქვს გაშვებული ტალავერზე

დაახლოებით რამდენს უნდა ველოდო მოსავალს კარგი მოვლის პირობებში?

Posted by: levani169 14 Jan 2021, 11:41
Გთხოვთაირჩიოთნიკი
1500-2000 კგ-ს

Posted by: Kitamin 15 Jan 2021, 03:50
გამარჯობა.

თუ იცით სად შეიძლება შევიძინო ე.წ. რძის ფხვნილი ხბორებისთვის?

ინტერნეტში ვერ მოვიძიე საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც ვნახე, იმას საზღვარზე ვერ გადმოაქვს, რაღაც პრობლემები მაქვსო, და თქვენ ხომ არ იცით ვინმე მომწოდებელი(დისტრიბუტორი მაინც) ან თბილისში სად შეიძლება რძის ფხვნილის შეძენა?

მადლობა.

Posted by: kaxaberski66 15 Jan 2021, 22:40
Kitamin
ნათლუხში სოფლებში წამსვლელი მარშუტკები რომ დგანან, სადაც ბილეთები იყიდებოდა, იმ შენობას უკანიდან შემოუვლი და აქვს რკინის კარები.
იმ კარებთან ზარი არის. დააზარებ და მეორე სართულიდან გაგიღებენ და ახვალ მეორე სართულზე კიბით და იქ არის ვეტ აფთიაქი და მათ აქვთ ხბორებისთვის რძის შემცვლელი ფხვნილი.
თუ რამე ვერ გაიგე, შემეკითხე.
* * *
აი ეს არის ბროწეული რომელიც მოიწია შარშან ჩემს ეზოში.
ზომა აქვს საკმაოდ დიდი.user posted image

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 17 Jan 2021, 14:59
QUOTE (levani169 @ 14 Jan 2021, 11:41 )
Გთხოვთაირჩიოთნიკი
1500-2000 კგ-ს

ვაა, მოვა ამდენი?
მაგარია
თავზე გადამივა მაგდენი ღვინო

Posted by: levani169 17 Jan 2021, 16:43
Გთხოვთაირჩიოთნიკი
QUOTE
ვაა, მოვა ამდენი?

მინიმუმი დავწერე,ყველაზე უარესი შემთხვევისთვის.
70 ძირი ხეივანზე გოტა არ არის,ძირებს შორის 3-4 მეტრი მაინც უნდა დააშორო და სიგანეში 5+ მაინც, ძირმა 30-50 კილოგრამი მაინც უნდა მოისხას მოვლის შემთხვევაში

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 17 Jan 2021, 17:05
levani169
დაშორება 2 მეტრი მაქვს და სიგანე 4.5

დიდად მცდონე არ ვარ. თავის დროზე რომ გავაკეთე რაც გამოვიდა ეგ არის

4 წლის არის უკვე, წელს გავუკეთე ტალავერი. შესაბამისად, სიმაღლეშიც გავუშვი უკვე (აქამდე ნიადაგის გასწვრივ ვჭრიდი ფესვები მოუძლიერდებაო მითხრეს და ტალავერიც არ მქონდა)

არ ვაკლებ არაფერს და ნელ-ნელა ვსწავლობ

გამიხარდა ეხლა ეს რაოდენობა.

მეც ბლომად მექნება ღვინო და გასაჩუქებლადაც დამრჩება...

Posted by: straight away 18 Jan 2021, 16:09
kaxaberski66
როგორც მახსოვს, ამბობდი განჯური ბოოწეულიაო. შიგნიდან კაარგი მუქი წითელი - მოშავოში გარდამავალია?
თუ კი, მაშინ ერთი-ორი პატარა ტოტი უნდა მომცეsmile.gif ძალიან მინდა დავრგო. ტოტით იხარებს. სიცივეს კარგად უძლებს, როგორც ვიცი. თუ გინდა შაფრანა ვაშლის ან ბორბალა მსხლის ნერგებში გაგიცვლიsmile.gif

Posted by: kaxaberski66 18 Jan 2021, 22:48
straight away
QUOTE
თუ გინდა შაფრანა ვაშლის ან ბორბალა მსხლის ნერგებში გაგიცვლი

ეს კარგი იყო. biggrin.gif
სად უნდა დავრგო ეგ შაფრანკა? მაგის ადგილი მე არ მაქვს.
აი მეუღლე მეუბნება რომ მოშავეში გარდამავალიაო.
წაიღე კაცო. ორი კი არა შვიდი წაიღე.

Posted by: tavadze 19 Jan 2021, 00:08
ამ საღამოს გათოვდა ჩემთან - სულ რაღაც 2 საათის წინ და კოჭებამდე დაყარა უკვე. ახლა ცოტა შეიკლო თოვამ.

Posted by: kaxaberski66 20 Jan 2021, 01:34
tavadze
QUOTE
ამ საღამოს გათოვდა ჩემთან - სულ რაღაც 2 საათის წინ და კოჭებამდე დაყარა უკვე. ახლა ცოტა შეიკლო თოვამ.

ერთი კარგი და ლამაზი ღამე გექნებათ.
დილაზე ფრთხილად გაიარეთ რომ არ შებღალოთ. biggrin.gif bis.gif

Posted by: Kobalty 27 Jan 2021, 00:19
QUOTE (kkaaxxaa @ 9 Jan 2021, 19:15 )
QUOTE
ორი ჰას ფასი ყოფილა ის 900 ლარი

ეს უკვე კარგია. მადლობა დაზუსტებისთვის.

ახლა სათესლე კარტოფილს ვეძებ, ფაბულა ან არნოვა ხომ არ გეგულებათ სადმე? ერთმა მითხრა წალკაში მესამე დათესვის არნოვა მაქვს სამოც თეთრადო და ღირს მაგის დათესვა?

მე ამათგან ვიყიდე შარშან პიკასოს თესლი, ელიტ ჯიში, ანუ დაუტესავი რა..
ჰოლანდიიდან შემოაქვთ..
მშვენიერი შედეგი მომცა..

http://www.ras.ge/geo/products?group=144

Posted by: kkaaxxaa 28 Jan 2021, 21:17
Kobalty
შეგიძლია მითხრა რა ფართობზე გეთესა, რამდენი დათესე და რამდენი აიღე?

Posted by: Kobalty 29 Jan 2021, 12:17
kkaaxxaa
დავთესე 75კგ და ავიღე გრუბად 500-550კგ.. 0 შეწამვლით.
ფართობი დაახლოებით 600კვმ

Posted by: SHahiii 31 Jan 2021, 16:49
გამარჯობათ, რომელი ერთ წლიანი კულტურის მოყვანა ჯობია მცირე ნაკვეთზე ერთი ორი კაპიკი რომ დატოვოს? 1700 კვ.ვ-ზე

Posted by: tavadze 1 Feb 2021, 00:02
დღეიდან უკვე შევუდექი აგრომეურნეობას - ბოსტნეული ჩავთესე კასეტებში: პომიდორი, ბულგარული და საადრეო ბადრიჯანი. უახლოეს დღეებში ისევ გავაგრძელებ თესვას. გუშინ მთელი დღე ბენზოცელით ეკალ-ბარდების გამოჭრაზე ვიმუშავე - ღობეს ვასუფთავებ და ამ დღეებში უნდა შევარემონტო. გუშინწინ ფითრები ჩამოვსხალი ხეებიდან.
kaxaberski66
QUOTE
ერთი კარგი და ლამაზი ღამე გექნებათ.
დილაზე ფრთხილად გაიარეთ რომ არ შებღალოთ.

გვქონდა უკვე. biggrin.gif
არ შემიბღალავს - მხოლოდ ერთი ბილიკი გავთელე გზის პონტში.
დადნა უკვე თოვლი, აღარაა - მთებშიც კი დადნა. წინა დღეებში 18 გრადუსიც კი იყო ტემპერატურა - უქურთუკოდ ვმუშაობდი ეზოში და მაინც მცხელოდა.

Posted by: kaxaberski66 1 Feb 2021, 10:02
tavadze
QUOTE
უქურთუკოდ ვმუშაობდი ეზოში და მაინც მცხელოდა.

აღმოსავლეთშიც მოიმატა ტემპერატურამ.
ხეში წყლის ჩადგომის დრო მოდის. ჩიტი-ჩიორაც აჭიკჭიკდება.
შენ უკვე დაგიწყია და გახურებულხარ საგაზაფხულო სამუშაოებში.

QUOTE
გუშინ მთელი დღე ბენზოცელით ეკალ-ბარდების გამოჭრაზე ვიმუშავე

მე მეგონა ეგ საქმე შარშან დაამთავრე.

Posted by: tavadze 1 Feb 2021, 11:37
kaxaberski66
QUOTE
მე მეგონა ეგ საქმე შარშან დაამთავრე.

შენ არ გინახავს ჩემი ეზო, თორემ არ იფიქრებდი მასე. biggrin.gif biggrin.gif
ეს ღობის ძირი გამოვცელე - შესაკეთებელია და ხელს მიშლის. ისე კი ეკალ-ბარდის გაცელვა მუდმივი პროცესია - ყოველწიურად კი არა, წელიწადში რამდენჯერაც სჭირდება გაცელვა. წლეულს ერთი საკმაოდ დიდი ფართობი შესაწამლი მაქვს - კი ვფოქრობდი გაცელვას, მაგრამ შარშან რაც გავცელე, მერე ვეღარ მივაქციე ყურადღება და იმხელა იფეთქა, ჩემზე დიდი გაიზარდა ნაზარდი. წლეულს შევწამლავ და 1-2 წელი აღარ წამოვა, მაგრამ თუ რამე, იოლად მოვუვლი, მერე კი სულაც დაფნას დავრგავ.
QUOTE
შენ უკვე დაგიწყია და გახურებულხარ საგაზაფხულო სამუშაოებში.

გახურება ჯერ ადრეა. biggrin.gif ამ დღეებში ბათუმში მივდივარ - ხერხი მიმაქვს გასაკეთებლად და გახურება მერე ნახე. biggrin.gif

Posted by: Გთხოვთაირჩიოთნიკი 7 Feb 2021, 09:11
ქართლისკენ შავი ყურძენი მინდა ჩავყარო ღვინო რომ დავაყენო გემრიელი ხოლმე ერთი 50 ლიტრი ყოველ წელს
ჰოდა, რა ყურძენს მირჩევთ
თავკვერიდან კარგი ღვინო დგება?
რამე ორიგინალური მინდა

Posted by: tavadze 8 Feb 2021, 01:09
როცა აყვავდა ნუში... კიარადა - ტყემალი.
ჩემი ეზო გუშინ!
ამ საწყალს ვერაფრით შავაგნებინე, რომ ჯერ თებერვალი კი არა, ძველი კალენდარით, იანვარიც არ გაგვისტუმრებია...

user posted image

user posted image

Posted by: kaxaberski66 8 Feb 2021, 16:36
tavadze
წინა კვირაში 3 დღე აღმოსავლეთშიც ისეთი თბილი ამინდი იყო რომ, ისე თუ გაგრძელდებოდა აქაც გამოიტყუებდა კვირტს.

Posted by: tavadze 8 Feb 2021, 19:08
kaxaberski66
QUOTE
წინა კვირაში 3 დღე აღმოსავლეთშიც ისეთი თბილი ამინდი იყო რომ, ისე თუ გაგრძელდებოდა აქაც გამოიტყუებდა კვირტს.

სამ დღეს კიდევ რა უჭირს! sad.gif
აქ გუშინ მაგრად წვიმდა. ამ დილით ცხრის ნახევარზე გარეთ რომ გამოვედი, გაზაფხულის სითბო იყო. ზეგ ჩემს სოფელში 23 გრადუსია პროგნოზში.
ასე თუ გაგრძელდა, თებერვლის ბოლოს გაჩვენებთ ნარცისებით გადაყვითლებულ ჩემს ეზოს. ალბათ, მაგ დროს ხეხილის უმეტესობაც გამოსული იქნება, თუმცა შუა რიცხვებიდან ავდრებს და დაბალ ტემპერატურას კი მიჩვენებდა.

Posted by: kaxaberski66 8 Feb 2021, 22:26
tavadze
QUOTE
. ზეგ ჩემს სოფელში 23 გრადუსია პროგნოზში.

თუ ასე გაგრძელდა, გააფუჭებს ხეხილს.

Posted by: tavadze 8 Feb 2021, 22:29
kaxaberski66
QUOTE
თუ ასე გაგრძელდა, გააფუჭებს ხეხილს.

კი. ტყემალს კიდე არა უშავს - ეგ მაინც წამოიღებს ახალ კვირტებს, მაგრამ ატამი და სხვა ხეხილი თუ გამოვიდა, იმას კი არაფერი ეშველება.

Posted by: Unknown232324 8 Feb 2021, 23:35
გამარჯობა! იჯარით მიწის აღებაზე რა აზრის ხართ ? 30 წლით იძლევა სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო მიწებს.
დავუშვათ 30 წლით ავიღე 50000 ლარის ღირებულების მიწა, თანხას როგორ ვუხდი თვიურად წლიურად? დიდი გადასახადებია საერთოდ ხომ არ იცით ვინმემ ?

Posted by: hakuna12 9 Feb 2021, 18:10
QUOTE (Unknown232324 @ 8 Feb 2021, 23:35 )
გამარჯობა! იჯარით მიწის აღებაზე რა აზრის ხართ ? 30 წლით იძლევა სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო მიწებს.
დავუშვათ 30 წლით ავიღე 50000 ლარის ღირებულების მიწა, თანხას როგორ ვუხდი თვიურად წლიურად? დიდი გადასახადებია საერთოდ ხომ არ იცით ვინმემ ?

როგორც წესი, აუქციონის საწყისი ფასი 1ჰა მიწაზე დაახლოებით 500 ლარია.

Posted by: iGreen. 10 Feb 2021, 13:37
QUOTE
გამარჯობა! იჯარით მიწის აღებაზე რა აზრის ხართ ? 30 წლით იძლევა სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო მიწებს.
დავუშვათ 30 წლით ავიღე 50000 ლარის ღირებულების მიწა, თანხას როგორ ვუხდი თვიურად წლიურად? დიდი გადასახადებია საერთოდ ხომ არ იცით ვინმემ ?

ყიდვა ჯობია. სოფლებში თუ გაიკითხავ, 3-4 ათას დოლარად იშოვება მიწები. სახელმწიფოს უფლება აქვს დროზე ადრე შეგიწყვიტოს იჯარა. პლიუს იჯარის ფასის მომატებაც შეუძლია. ძალიან არასაიმედოა მრავალწლოვანი კულტურებისთვის. ერთწლიანი ნათესებისთვის კიდე შეიძლება.

Posted by: straight away 10 Feb 2021, 19:13

როგორ ხართ მეგობრებო? ვეღარ ვაქტიურობ ძველებურად, გარკვეული მიზეზების გამო.

tavadze
ხემ რო ადრე არ გაიღვიძოს, მაგისთვის ათეთრებენ ვარჯს (ერთ-ერთი მიზეზი ეგაცაა). მზის სხივებს ირეკლავს თეთრი ფერი და სითბოს ვეღარ აღიქვამს მერქანი smile.gif

Posted by: tavadze 17 Feb 2021, 23:16
straight away
QUOTE
tavadze
ხემ რო ადრე არ გაიღვიძოს, მაგისთვის ათეთრებენ ვარჯს (ერთ-ერთი მიზეზი ეგაცაა). მზის სხივებს ირეკლავს თეთრი ფერი და სითბოს ვეღარ აღიქვამს მერქანი

პირველად მესმის! rolleyes.gif
უკვე შევათეთრე ხეები, მაგრამ, მაქსიმუმ - 1 მეტრზე შევათეთრო და დანარჩენ მერქანს რა ვუყო, ხომ მოხვდება მზე? ანუ, არა მგონია, ეგ იყოს მიზეზი...
ისე, ჩემი შეთეთრებული კირი მალევე ჩამორეცხა წვიმამ და კირი არ ვარგოდა ალბათ? baby.gif baby.gif
დღეს გათოვდა ჩემთანაც და მაგრად ცივა, თუმცა სიცივე წინა დღეებშიც იყო. არადა, ტყემლები ლამის სულ გაყვავილდნენ! sad.gif პატარა ატმებს ცელოფნები ჩამოვაფარე - იმედია, კვირტებს დაიცავს, მაგრამ 4-5 გრადუსი ყინვებია პროგნოზში. სხვა ხელისაც იმდენად აქვს გამოტანილი კვირტები, მეეჭვება, ვერც წლეულს მოვასწრო მარტში ნამყენების გაკეთება. თხილმა უკვე დაიყვავილა და კვირტებიც კი გაშალა, თუმცა მაგას არ ავნებს - ყინვა უხდება კიდეც.
ჩემი ჩითილები დღეს ვნახე და აქა-იქ თავები ჰქონდათ წამოყოფილი. მხოლოდ საადრეო ბადრიჯანია უძრავად. ამ დღეებში პამიდვრების ჩათესვაც მინდა, ოღონდ მიწა გამოჩნდეს და...
სათბურის მოწყობაზე ხელი ავიღე - 13-დან მოყოლებული, მარტის პირველ რიცხვებამდე დიდი ყინვები და ავდრებია. მიწაქში თუ მოყინა თესლი, რა აზრი აქვს. მირჩევნია, მარტის შუაში, ცოტა თუ დათბება, კვლებში ჩავთესო და იქვე ჩავასათბურო.

Posted by: Grows 19 Feb 2021, 02:41
ეს თემა ამ განყ-ში ყველაზე აქტიურია და ამიტომ აქ ვიკითხავ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების ბაზარი როგორ მუშაობს ჩვენში? ანუ ბაზარში პროდუქტი საიდან მოდის? გასაგებია რომ ნაწილი იმპორტია, ნაწილი ადგილზე მოყვანილი. ჰოდა მაგალითად სოფლებიდან როგორ ხვდება თბილისის ბაზარში პროდუქტი?


Posted by: straight away 19 Feb 2021, 14:19
tavadze
QUOTE
უკვე შევათეთრე ხეები, მაგრამ, მაქსიმუმ - 1 მეტრზე შევათეთრო და დანარჩენ მერქანს რა ვუყო, ხომ მოხვდება მზე? ანუ, არა მგონია, ეგ იყოს მიზეზი...

ერთ-ერთი მიზანი შეთეთრებისა, სწორედ ეგაა. წვიმამ ადვილად რომ არ ჩამორეცხოს, ხსნარში ამატებენ წებოვან მასალასაც. სპეც მაღაზიებშიც იყიდება, სარეცხის საპონსაც ამატებენ.

Grows
QUOTE
ჰოდა მაგალითად სოფლებიდან როგორ ხვდება თბილისის ბაზარში პროდუქტი?

ორი გზა არსებობს:
1. ადგილზე მოდის ვაჭარი, იყიდის ნახევარ ფასში შენს პროდუქციას, წამოიღებს და ცენტრალურ ბაზრებში დილის 5 საათზე მიჰყიდის მაღაზიების (ხილბოსტნეულობის მეპატრონეებს) 25 - 30 % ფასნამატით. მაღაზის მეპატრონე მიიტანს შეძენილ პროდუქტს მაღაზიაში და დაამატებს 25 - 30 %. მერე ვყიდულობთ ჩვენ.
2. პროდუქციის მეპატრონე დატვირთავს თავის მანქანას და მიდის ქალაქში. აქ უკვე სამი ვარიანტი არსებობს: ა) წინასწარ არის შეთანხმებული მაღაზიებთან; ბ) წინასწარ არის შეთანხმებული უშუალო მომხმარებელთან სოც-ქსელებით; გ) დადის მანქანით უბნებში და ან დადგება ბაზართან და გაყიდის.


Posted by: User335 19 Feb 2021, 16:34
QUOTE
2. პროდუქციის მეპატრონე დატვირთავს თავის მანქანას და მიდის ქალაქში. აქ უკვე სამი ვარიანტი არსებობს: ა) წინასწარ არის შეთანხმებული მაღაზიებთან; ბ) წინასწარ არის შეთანხმებული უშუალო მომხმარებელთან სოც-ქსელებით; გ) დადის მანქანით უბნებში და ან დადგება ბაზართან და გაყიდის.


მგონი ა და ბ ვარიანტები ორივე კარგია. ისე იმპორტიც ხომ შეიძლება მეზობელ ქვეყნებში ?

Posted by: Grows 20 Feb 2021, 16:58
straight away
QUOTE
1. ადგილზე მოდის ვაჭარი, იყიდის ნახევარ ფასში შენს პროდუქციას, წამოიღებს და ცენტრალურ ბაზრებში დილის 5 საათზე მიჰყიდის მაღაზიების (ხილბოსტნეულობის მეპატრონეებს) 25 - 30 % ფასნამატით. მაღაზის მეპატრონე მიიტანს შეძენილ პროდუქტს მაღაზიაში და დაამატებს 25 - 30 %. მერე ვყიდულობთ ჩვენ.
2. პროდუქციის მეპატრონე დატვირთავს თავის მანქანას და მიდის ქალაქში. აქ უკვე სამი ვარიანტი არსებობს: ა) წინასწარ არის შეთანხმებული მაღაზიებთან; ბ) წინასწარ არის შეთანხმებული უშუალო მომხმარებელთან სოც-ქსელებით; გ) დადის მანქანით უბნებში და ან დადგება ბაზართან და გაყიდის.


გასაგებია.






Posted by: levani169 20 Feb 2021, 17:31
QUOTE
დადგება ბაზართან და გაყიდის.

ვერ დადგება

Posted by: sandroia 22 Feb 2021, 09:44
კირს ხეების შესათეთრებლად შაბიამანს უშვებით ხოლმე?

Posted by: tavadze 22 Feb 2021, 10:05
sandroia
QUOTE
კირს ხეების შესათეთრებლად შაბიამანს უშვებით ხოლმე?

ჩვენსკენ არ უშვებიან, სხვები - არ ვიცი.

Posted by: levani169 22 Feb 2021, 13:33
QUOTE (sandroia @ 22 Feb 2021, 09:44 )
კირს ხეების შესათეთრებლად შაბიამანს უშვებით ხოლმე?

აბიამანი გააცისფერებს და აზრი ეკარგება ............. თიხა მიწა ან ნაკელი წებოვებისთვის და მდგრადობისთვის.

Posted by: kaxaberski66 22 Feb 2021, 20:55
levani169
QUOTE
აბიამანი გააცისფერებს

მიცემას დაიწყებს?

Posted by: levani169 22 Feb 2021, 21:21
kaxaberski66
QUOTE
მიცემას დაიწყებს?

დაახლოებით მასეა ............. არეკვლის ეფექტს კარგავს და კაცობა ერთმევა.

Posted by: kaxaberski66 23 Feb 2021, 23:27
levani169
QUOTE
დაახლოებით მასეა ............. არეკვლის ეფექტს კარგავს და კაცობა ერთმევა.

სახალისო გადახვევა გამოვიდა.
შეთეთრებული ხის შტამბი ბოლოს და ბოლოს უუუულამაზესად გამოიყურება.

Posted by: tavadze 13 Mar 2021, 11:47
შუა მარტია თუ შუა ინავარი, ვეღარ გაიგებ... ეს - გუშინდელი ფოტოები:

user posted image

user posted image

ეს - დღევანდელი, 13 მარტისა

user posted image

user posted image

ესეც დღევანდელია - გაფოთლილი ტყემალი თოვლში

user posted image

დეკემბრიდან მოყოლებული, სამჯერ დადო თოვლი, მაგრამ ამხელა არც ერთხელ არ ყოფილა - ლამის "ვალინკის" ყელამდე იყო!
სავარაუდოდ, წლეულს ტყემალზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ალბათ, ასე ნაგვიანებ ზამთარს უკვე ვეღარ გადაიტანენ. წინა თოვლის დროსაც ლამის ბოლომდე იყო გამოსული ყვავილი, მაგრამ მიაშავა ზედვე. მერე დარჩენილი კი გაიშალა, მაგრამ ახლა იმასაც მიაყინავდა - წუხელ ღამე აქუ ჩემს სოფელში -2 გრადუს ყინვას მიჩვენებდა და ამ დილით ონკანში წყალი იყო გაყინული. ქლიავებიც მაგ დღეშია. მსხალმაც გამოიტანა კვირტი, მაგრამ ჯერ ყვავილები არ აქვს გაშლილი და იქნებ ნაწილი მაინც გადარჩეს. ატმებიც გაშლილია - უბრალოდ, ახალი ძირები შეფუთული მაქვს - ღუზღუზებენ ყვავილები ცელოფნებში, მაგრამ ატმის ყვავილობა, რაც ადრეული გაზაფხულის ერთ-ერთი გამორჩეული სილამაზეა, წლეულს ვერ ვნახე.
შეიძლება, ვაშლი გადარჩეს - არაა ჯერ კვირტი გაღვიძებული.
ამ დროისთვის ბოსტნეულის დასათბურებას ვგეგმავდი ბოსტანში და დათესვა კი არა, იქ ჯერ თოვლი არ ადნება 5-6 დღე მაინც... იმ კვირაში კი მიჩვენებს მაღალ სითბოს - 15-19 გრადუსის ფარგლებში, მაგრამ მაინც...

Posted by: kaxaberski66 14 Mar 2021, 18:55
tavadze
წლეულს ხალხმა ძლივს თოვლი დაინახა.
მე ასეთი ცივი მარტი არ მახსოვს.

Posted by: tavadze 14 Mar 2021, 20:48
kaxaberski66
QUOTE
მე ასეთი ცივი მარტი არ მახსოვს.

მე კი მახსოვს, მაგრამ შარშან, ზუსტად ამ რიცხვებში ისეთი სითბო იყო, მაისურებით დავდიოდით. შარშან ამ დროს სანამყენე კვირტის აღება უკვე დაგვიანებული იყო.

Posted by: Grows 21 Mar 2021, 16:23
ლაგოდეხის რაიონში რა მოდის??
ზაფხულში ძაან ცხელა?

ახლა ვნახე და ზოგიერთი სოფელი 200 მეტრზეა ზღვის დონიდან. თბილისი 400+ მეტრია და ზაფხული გაუსაძლისია ხოლმე. ლაგოდეხში ალბათ უარესი იქნება?

Posted by: levani169 22 Mar 2021, 10:57
Grows
QUOTE
ლაგოდეხის რაიონში რა მოდის??

უმჯობესია იკითხო,რა არ მოდის!
QUOTE
ზაფხულში ძაან ცხელა?

სუბტროპიკულ სარტყელთან არის ძალიან მიახლოებული.

Posted by: Grows 22 Mar 2021, 12:35
levani169

მადლობა. რუკაზე ვნახე სოფლები და ბევრს აქვს სათბურები. ჰოდა სუბტროპიკულთან მიახლოებული თუ არის, სათბურებს რატო იყენებენ?

Posted by: levani169 22 Mar 2021, 13:30
Grows
QUOTE
ჰოდა სუბტროპიკულთან მიახლოებული თუ არის, სათბურებს რატო იყენებენ?

იმიტომ რომ მხოლოდ მიახლოებულია და არა სუბტროპიკული givi.gif ............. სხვათაშორის სამხრეთ თურქეთშიც იყენებენ სათბურებს.

Posted by: Grows 22 Mar 2021, 17:09
რანაირი ადგილია. თავზე კავკასიონი, დაბლა ხვატი და გვალვა

Posted by: kaxaberski66 22 Mar 2021, 20:57
Grows
QUOTE
რანაირი ადგილია. თავზე კავკასიონი, დაბლა ხვატი და გვალვა

ძალიან კარგი ადგილია. ტყიანი, მინდვრიან მთიანი.
მთა თავზე რომ ადგას, მაგ მიზეზით ერთი ორი გრადუსით დაბალია ტემპერატურა ვიდრე წნორში და წნორის მიმდებარე სოფლებში.

Posted by: Grows 22 Mar 2021, 21:08
kaxaberski66

მადლობა უფროსო.
ამ დღეებში წავალ და ადგილზე შევათვალიერებ გარემოს.


Posted by: kaxaberski66 22 Mar 2021, 21:26
Grows
ლაგოდეხში და მთის მიმდებარე სოფლებში ნაკრძალის ტყე ისეთია რომ, საქართველოში მაგისთანა არ არის მგონია.

Posted by: Grows 22 Mar 2021, 21:38
kaxaberski66

ჩემდა სამწუხაროდ არ ვარ ლაგოდეხში და არც ნაკრძალში ნამყოფი.


Posted by: SHahiii 22 Mar 2021, 22:36
QUOTE (Grows @ 22 Mar 2021, 21:38 )
kaxaberski66

ჩემდა სამწუხაროდ არ ვარ ლაგოდეხში და არც ნაკრძალში ნამყოფი.

ლაგოდეხი- მებოსტნეობა, მეხილეობა, მებაღეობა, რანაირიც გინდა
მესათბურეობა ძირითადად კაბალში მარა სხვა სოფლებშიც ბევრია სათბური,
წელიწადში 2 მოსავალი იწევა, მევენახეობა ცოტა მოიკოჭლებს (ხვლიკიანას არ ვგულისხმობ )
საქეიფოდ ნაკრძალი მაგარია ჩანჩქერზეც მაგრამ იქიდან მთვრალი ტეხავს ფეხით წამოსვლა,
იტოგში კაი ადგილია რა საქართველოსთვის დამახასიათებელი თვისებით "ცოტაცოტა ყველაფერი" yes.gif

Posted by: Grows 22 Mar 2021, 22:37
SHahiii
QUOTE
საქეიფოდ ნაკრძალი მაგარია ჩანჩქერზეც მაგრამ იქიდან მთვრალი ტეხავს ფეხით წამოსვლა,

lol.gif

Posted by: tavadze 24 Mar 2021, 10:51
ამ დილით გათოვდა ჩემთან. facepalm.gif facepalm.gif მიწა დაფარა უკვე.
არადა, წუხელ შევხსენი შეფუთული ციტრუსები. sad.gif sad.gif

Posted by: kaxaberski66 24 Mar 2021, 22:58
tavadze
QUOTE
ამ დილით გათოვდა ჩემთან.  მიწა დაფარა უკვე.

ერთი-ორჯერ კიდევ მოასწრებს აპრილის შუა რიცხვებამდე.

Posted by: tavadze 24 Mar 2021, 23:27
kaxaberski66
QUOTE
ერთი-ორჯერ კიდევ მოასწრებს აპრილის შუა რიცხვებამდე.

დაგვიფაროს ღმერთმა! biggrin.gif

Posted by: Grows 25 Mar 2021, 00:44
რამსიშორეზე ყოფილა ეს ლაგოდეხი
ჯარისკაცის მამასი არ იყოს, იეხალ იეხალ და ძლივს დაეხალ biggrin.gif
ლამაზი კი არის. განსხვავებული გარემოა ვიდრე სხვა რაიონებში. წნორის ვიწროებიდან ლაგოდეხის ველებზე რო გაინავარდებ, სულ სხვა შეგრძნებაა.

Posted by: tavadze 25 Mar 2021, 10:49
Grows
QUOTE
რამსიშორეზე ყოფილა ეს ლაგოდეხი

2.5 საათი, არა?
აბა, მე რა უნდა ვთქვა მაშინ! biggrin.gif
ახლა კიდე რა გვიჭირს - ავტობანებმა საგრძნობლად შეამცირეს გზა, თორემ ადრე ლამის მთელი დღე ვანდომებდით თბილისში ჩამოსვლას - 5-6 საათი, მინიმუმ და საუკეთესო შემთხვევაში. ჭირივით მეზარებოდა მიმოსვლა, რომ მახსენდებოდა, რამდენი უნდა მეჯაყჯაყა გზაში.
QUOTE
ლამაზი კი არის. განსხვავებული გარემოა

კი, სულ სხვა ბუნებაა.
პ.ს. ჩემთან თოვლი დადნა გუშინ ნაშუადღევს, მაგრამ ლამის უწყვეტად წვიმს (დღეს - იმდენად არა) და კარქა გვარიანად ცივა. sad.gif
მაგრამ მაინც არ ვეპუები, ამ დილით რაღაცები უნდა ჩავთესო კონტეინერებში - გუშინ ყვითელი და ჩვეულებრივი პომიდვრის, ბრიუსელის კომბოსტოს და საადრეო ბადრიჯანის თესლები ჩავალბე წყალში. ადრე დათესილი პომიდვრები ამოვიდნენ. მეორე პარტიაც მქონდ ჩათესილი და მეგონა, აღარ ამოდიოდა, მაგრამ გუშინწინ და იმის წინა დღეს ცოტა მაღალი ტემპერატურა იყო - გუშინ ვნახე, კაი გვარიანად წამოჟუჟუნებულა.

Posted by: kaxaberski66 25 Mar 2021, 10:54

Grows
QUOTE
ლამაზი კი არის. განსხვავებული გარემოა ვიდრე სხვა რაიონებში.

ზაფხულში წადი და ნახე. ულამაზესია.
tavadze
თბილისის გრანდ შლემის ყურებას იპონ ტვ ზე აპირებ?

Posted by: tavadze 25 Mar 2021, 11:00
kaxaberski66
QUOTE
tavadze
თბილისის გრანდ შლემის ყურებას იპონ ტვ ზე აპირებ?

სხვა გზა არცაა - მაყურებლის დაშვება ისევ აკრძალეს. ჩვენც პსრ-ები მოგვთხოვეს, 48 საათით ადრე უნდა იყოს პირველი ტესტი აღებული, მაგას კი ფიზიკურად ვერ ვასწრებ და უკვე არარც სურვილი არა მაქვს. საშიშია ახლა იქ მისვლა.

Posted by: Grows 25 Mar 2021, 22:06
tavadze
QUOTE
ახლა კიდე რა გვიჭირს - ავტობანებმა საგრძნობლად შეამცირეს გზა, თორემ ადრე ლამის მთელი დღე ვანდომებდით თბილისში ჩამოსვლას - 5-6 საათი, მინიმუმ და საუკეთესო შემთხვევაში. ჭირივით მეზარებოდა მიმსვლა რომ მახსენდებოდა, რამდენი უნდა მეჯაყჯაყა გზაში.


მართალი ხარ. ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი აქედან რომ მივდიოდი. კიდევ კარგი გზა მაინც არის ნორმალურითქო.


Posted by: tavadze 30 Mar 2021, 12:08
შუადღე მშვიდობის, მეურნე ხალხნო.
საადრეო ბადრიჯანი გარეთ რომ დავთესო, ახლა დასათბურება უნდა? ყვავილოვანსა და ბროკოლზეც მაინტერესებს, თუმცა ეგენი უფრო იტანენ სიგრილეს, როგორც ვიცი.
ეს დღეები დარებია დასავლეთში - 15 გრადუსის ფარგლებშია ტემპერატურა. მომდევნო დღეებში 18-20-მდე ადის, თუმცა შიგადაშიგ 10-14-ც მიჩვენა (ოღონდ - პერიოდულად, არა მიყოლებით) და ეგ კულტურები გაუძლებენ ასეთ ტემპერატურას?ისპანახზეც მაინტერესებს ეს ყველაფერი.
პომიდორსაც ვთესავ გარეთ, მაგრამ ის უნდა დავასათბურო და ბულგარულებსაც მივაყოლებ შიგ.

Posted by: kaxaberski66 30 Mar 2021, 21:38
tavadze
მე მგონია აქ სენზე კარგად არავინ იცის ეგ საქმე. biggrin.gif

Posted by: tavadze 30 Mar 2021, 23:42
kaxaberski66
QUOTE
tavadze
მე მგონია აქ სენზე კარგად არავინ იცის ეგ საქმე.

აბა, კარგად ყოფილა აქაურობის საქმე. biggrin.gif
არადა, არც ერთი ეგ კულტურა ჩვენსკენ არ იციან, მეც პირველად ვთესავ. ბადრიჯანი კი მოჰყავთ, მაგრამ უფრო - მეზობელ რეგიონებში, ჩვენთან - ნაკლებად.
დავასათბურებ ყველას და ეგ იქნება - კომბოსტოებს უკვე გადავაფარე.

Posted by: kaxaberski66 31 Mar 2021, 21:59
tavadze
QUOTE

აბა, კარგად ყოფილა აქაურობის საქმე.

ეგრეა ჩემო ირაკლი. იმიტომ არის რომ, ჩვენთან ხილ-ბოსტნეულის 95% შემოტანილი იყიდება.
აბა ნახე მესაქონლეობის და მეღორეობის და კიდევ სახვა თემებში, რამდენი ხანია არაფერი დაწერილა.
რუსებს მთელი ფორუმები აქვთ და ძალიანაც აქტიურები არიან.
ჩვენთან ყველა დეგენერატი ქოცებ-ნაცების თემებში სხედან და ერთი და იმავე ამბავზე ყველა თავის თემას ხსნის.

Posted by: tavadze 1 Apr 2021, 10:23
kaxaberski66
QUOTE
ჩვენთან ყველა დეგენერატი ქოცებ-ნაცების თემებში სხედან და ერთი და იმავე ამბავზე ყველა თავის თემას ხსნის.

ჰო - ჩვენთან პოლიტიკამ ჩაყლაპა ყველა და ყველაფერი.
მოკლედ, მივყევი და ნიახურის და ხახვის გარდა, ყველაფერი დავასათბურე - კომბოსტოებიც, ისპანახიც, ბადრიჯანის, ბულგარულიც, გუშინ კი პომიდორი ჩავთესე რამდენიმე მწკრივად და ეგ ერთიანად დავასათბურე. მოზრდილი რამე გამომივიდა და მეშინია, ქარმა არ ამიგლიჯოს. თოკებითაც დავაბი - ბლომად ავბლანდე და ზემოდან თხილის ხეებითაც დავჯორგე. იმედია, გაუძლებს.
ქოთნებში ჩათესილები სახლში ბიბინებენ უკვე... თან, მგონი, როგორც იქნა, დათბა, თუმცა ხვალინდელ პროგნოზში ჩემთან 10 გრადუსია.

Posted by: sandroia 1 Apr 2021, 11:39
ეჰ თბილისშ პომიდვრის ჩითილები გამოვიყვანე სახლში, ისე კარგად ამოვიდნენ და გაიზარდნენ
მაგრამ ამ ორშაბათს მზიანი ამინდი რომ იყო მეუღლეს გავატანინე გარეთ, მე სამსახურში ვიყავი.
საღამოს 6 საათამდე გარეთ ყოფილა და არც შეუხედავს შემოიტანა ისე
რომ მივედი გამისკდა გული, წაქცეულები იყვნენ სულ ყველა და გამიფუჭდა რა sad.gif
ლამის გული გამისკდა, არადა ხარისგულა პომიდორი იყო


Posted by: tavadze 1 Apr 2021, 18:38
sandroia
QUOTE
რომ მივედი გამისკდა გული, წაქცეულები იყვნენ სულ ყველა და გამიფუჭდა რა

ჯერ აცადე ცოტა - იქნებ სითბოში ისევ წამოვიდეს.
თუ არადა, ახლაც რომ დათესო, მოასწრებს. ოღონდ გაითვალისწინე, რომ გარეთ თავიდან დიდი ხნით ნუ გააჩერებ, ხოლო ქარიან, ცოტა სუსხიან ამინდში ნურც გაიტან.
ხარისგულა წითელი იყო თუ ვარდისფერი? ვარდისფერი მაქვს, მაგრამ საშინლად უგემურია. ამიტომ წითელს ვეძებ - ბავშვობის გემოს. biggrin.gif
პ.ს. მე ქარის ყოველ წამოქროლვაზე შიშით ვუყურებ ჩემს დასათბურებულ პომიდვრებს, ქარმა არ ამიგლიჯოს ცელოფანი-მეთქი. biggrin.gif თუმცა ჯერ ქარიც არ ყოფილა რამე განსაკუთრებული და ესეც დგას თავის ადგილას. ამ საღამოს კიდეებზე ისევ დავამატე სიმძიმეები ტავის დასაზღვევად - ადრე რო ვენახში ცემენტის ბოძებს ვიყენებდით, ისინი დავაწყვე. biggrin.gif აბა, მოკლე კვლები რაცაა - კომბოსტოები და ძმანი მათნი, იმათი არც მეშინია - პატარებია, საიმედოდ დავჯორგე და რა გრიგალი უნდა იყოს, ისინიც რომ ააძროს - მაშინ სახლებსაც არ დაგვიყენებს ადგილზე.
დღეს დილით მეზობელს წავეხმარე შეშის მოჭრა-დაჭრაზე, ამ საღამოს კი თხილებში ვიმუშავე - ტრაბზონულ თხილს (დამსკი პალეც) მიწა ჩავუყარე შუაგულში - სანერგესთვის, მერე მივადექი მაგათაც, მეგრულებსაც და კარგა ბლომად გამოვჭერი. თან ბუჩქში ამოსული ის პატარ-პატარა ამონაყარებიც ვენახის მაკრატელით ამოვაჭერი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა გამოსასხლავი იმის მიუხედავად, რომ წინა წლებში მძიმე სხვლა ჩავუტარე მთელ ფართობებს და წლეულს დიდი ხეები ისე ბევრი არაა გამოსაჭრელი.

Posted by: kaxaberski66 2 Apr 2021, 00:15
tavadze
QUOTE
ის პატარ-პატარა ამონაყარებიც ვენახის მაკრატელით ამოვაჭერი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა გამოსასხლავი იმის მიუხედავად, რომ წინა წლებში მძიმე სხვლა ჩავუტარე მთელ ფართობებს და წლეულს დიდი ხეები ისე ბევრი არაა გამოსაჭრელი

საქმე არც არასოდეს დამთავრდება და არც დასრულებულიყოს.

Posted by: Kobalty 2 Apr 2021, 17:03
გაუმარჯოს

მაღალმთიანისთვის (1000 მ) ვეძებ პინოს ან ალიგოტეს ვაზის ნერგებს..
ხო არსად გეგულებათ?

Posted by: tavadze 4 Apr 2021, 00:47
kaxaberski66
QUOTE
საქმე არც არასოდეს დამთავრდება და არც დასრულებულიყოს.

ადრე თუ გვიან ჩვენ დავმთავრდებით, საქმე კი - არა. biggrin.gif
ხალხნო, ხეხილისთვის რომელ სასუქ/მკვებავ რამე-რუმეებს გაუწევთ რეკომენდაციას, ვინ რას იყენებთ?

Posted by: tavadze 16 Apr 2021, 11:40
ჩემი მინი სათბური. აქ პომიდვრები მაქვს დათესილი - ყვითელი და წითელი, დიდი ჯიშები

user posted image

ეს მეორე სათბურია. აქ ნიახური, 3-ნაირი კომბოსტო და ისპანახი მითესია. ესენი ახალი გაკეთებულია და ჯერ მხოლოდ ისპანახია ამოფეთქილი.

user posted image

სახლში ერთჯერადებშიც მაქვს ბევრი რაღაც დათესილი. პამიდვრები უკვე გადასარგავია, მაგრამ სად ჯანდაბაში გადავრგო - ჯერ ისევ ცივა. როცა გადავრგავ, ბოთლებს თუ დავაფარებ, ან - ცელოფნის ტომრებს ჩამოვაცვამ, თორემ ჯერ გაუჭირდება ღამის ტემპერატურაზე. სახლში ბრიუსელის კომბოსტოც იყო ამოჯეჯილებული პატარა ვედროებში.

Posted by: kaxaberski66 16 Apr 2021, 23:54
tavadze
ყოჩაღ ირაკლი. მომწონს შენი შემართება და ჟინი მოსავლის მიღების.

Posted by: tavadze 18 Apr 2021, 10:43
kaxaberski66
QUOTE
tavadze
ყოჩაღ ირაკლი. მომწონს შენი შემართება და ჟინი მოსავლის მიღების.

გაიხარე.იმედია, ბუნებაც ხელს შემიწყობს.

Posted by: tavadze 11 May 2021, 02:35
ეჰ, აღარავის უნდა სოფელში ცხოვრება, ყველა ქალაქში გარბის. ამ თემის წევრებიც ქალაქს გადაიკარგნენ ალბათ, მეღა შემოვრჩი სოფელს. rolleyes.gif
ამ ამინდების გადამკიდე, აი, რა დღეში მაქვს ბოსტანში გადარგული პომიდვრები - ბოთლებს ვახურავ ღამ-ღამობით.

user posted image

user posted image

Posted by: Alfred_Thayer_Mahan 11 May 2021, 10:16
tavadze
რომელ რაიონში ხართ?
QUOTE
ეჰ, აღარავის უნდა სოფელში ცხოვრება, ყველა ქალაქში გარბის.

ბევრს უნდა, მაგრამ არ შეუძლია.

Posted by: tavadze 11 May 2021, 18:38
Alfred_Thayer_Mahan
QUOTE
tavadze
რომელ რაიონში ხართ?

ჩოხატაური, გურია.

Posted by: kaxaberski66 11 May 2021, 22:32
tavadze
QUOTE
აი, რა დღეში მაქვს ბოსტანში გადარგული პომიდვრები - ბოთლებს ვახურავ ღამ-ღამობით.

შრომა შეიქმს სიყვარულსა(მიწისას) მაშაა.

Posted by: Grows 12 May 2021, 14:34
ქალაქგარეთ კარ-მიდამოს ქონა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ჩემი აზრით. +1 ადგილი გექნება თვითრეალიზებისთვის ან სულაც გარემოს შესაცვლელად, როცა ამის საჭიროებას იგრძნობ.
როგორ მინდა რამე მქონდეს სადმე
მაგრამ შერჩევის პროცესი ისეთი დამღლელი და შრომატევადია რომ...
ფასებზე აღარაფერს ვიტყვი

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, თუ ასეთი რამ ბუნებაში არსებობს, სოფლის მეურნეობის საწინააღმდეგოდ მიემართება ჯერჯერობით. წვრილ-წვრილი პროგრამები, რომელთაც ისევ ფულიანი ბიზნესები დაითრევენ ხოლმე, ამინდს ვერ ქმნის.

Posted by: la reine 15 May 2021, 22:45
რატო აღარ აქტიურობთ?

.....................

Posted by: kaxaberski66 15 May 2021, 23:15
QUOTE
რატო აღარ აქტიურობთ?

ეხ. შემოვიხედავ ხოლმე ყოველ დღე და იშვიათად თავაძის წერილს ვნახულობ.
თავაძე გაიხარე იმ სურათების დადებისთვის და მოკლე ჩანართისთვის.
ეტყობა რაც ხდება ქვეყნის სოფლის მეურნეობაში.
არ სცალიათ რომ დაწერონ. იხრჩობიან საქმისგან.

Posted by: tavadze 15 May 2021, 23:46
la reine
QUOTE
რატო აღარ აქტიურობთ?

გეუბნევი რა - აღარავის აღარ უნდა სოფელი! biggrin.gif
kaxaberski66
QUOTE
ეხ. შემოვიხედავ ხოლმე ყოველ დღე და იშვიათად თავაძის წერილს ვნახულობ.

მერე გამოხმაურება უნდა იმ წერილებს და თემაც გამოცოცხლდება. biggrin.gif

QUOTE
თავაძე გაიხარე იმ სურათების დადებისთვის და მოკლე ჩანართისთვის.

ხვალ დილით თუ გამახსენდა, კიდევ დავდებ ახალ ფოტოს - როგორ ვფუთავ ჩემს ნერგებს სიცხისგან დასაცავად. მონადირეები რომ საფარს აკეთებენ და ტოტებით ნიღბავენ, რაღაც მაგ სტილშია. biggrin.gif სამაგიეროდ, ბადრიჯან-ბულგარულის ნერგები კი გადავარჩინე გახმობას.
ჩემს ბოსტანში ჯერჯერობით ყველაზე კარგად ბრიუსელის კომბოსტო იზრდება - უკვე შეეგუვნენ ნიადაგს და ამ საღამოს რომ გადავხადე ის ტოტები, საგრძნობლად გაზრდილები არიან. არადა, პირველად დავთესე და აზრზე არა ვარ, როგორი მოვლა სჭირდება. biggrin.gif ვარდისფერი ყვავილოვანია კიდევ ამოსული 4-5 ძირი. ჩვეულებრივი კომბოსტოც ნელ-ნელა იხვევს თავებს. ისპანახს ველოდე, ცოტა მოიზარდოს და გადავრგავ-მეთქი (არადა, თურმე გადარგვა არც სჭირდებაო, როგორც მითხრეს) და ამასობაში აკატრდა უკვე.

Posted by: levani169 16 May 2021, 08:44
la reine
QUOTE
რატო აღარ აქტიურობთ?

არ უყვართ ქალებს,მშრომელი და დაკოჟრილი ხელები ............ ფაფუკები უნდა გევიხადო მეც.
აგერ შაქრო ვეღარ იგერიებს ქალების შემოტევებს!

Posted by: koba1973 16 May 2021, 13:33
QUOTE
ეჰ, აღარავის უნდა სოფელში ცხოვრება, ყველა ქალაქში გარბის. ამ თემის წევრებიც ქალაქს გადაიკარგნენ ალბათ, მეღა შემოვრჩი სოფელს.

სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ დასაწერი არაფერია ახალი.

Posted by: Grows 16 May 2021, 18:33
კორონას პირველი შემოტევის დროს რამხელა წყვეტა იყო სოფელში წასვლაზე
ახლა დაავიწყდათ biggrin.gif


Posted by: koba1973 16 May 2021, 22:35
QUOTE
კორონას პირველი შემოტევის დროს რამხელა წყვეტა იყო სოფელში წასვლაზე
ახლა დაავიწყდათ

უცებ ყველამ მოინდომა სოფლის აღორძინება, მერე დაეზარათ და ისევ ჩვენ შეგვატოვეს.

Posted by: levani169 16 May 2021, 22:51
koba1973
QUOTE

სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ დასაწერი არაფერია ახალი.

ეგ ჩენთვის არ არის ბატონო კობა ახალი ,პროფესიონალი "სოფლელებისთვის" თორემ ............ დილის 5 საათს სულმოთქმით და საათზე ცქერით ველი ყოველ დღე.
თუ შემო ა თხოვნები,გამოვამზეურებ ჩემს მეურნეობას. (ყელისგამოწევით ოღონდაც)

Posted by: la reine 16 May 2021, 22:56
tavadze
სოფელი კაი მარაა თემაში მაინც შემოვიდნენ რა მოხდებაbiggrin.gif

levani169
შენ არ მეისპიbiggrin.gif
ეგ შაქრო მანახა კაი ბედში ჩავარდნილი და სხვა არაფერი მინდაbiggrin.gif

koba1973
უნაბის ხე მერამდენე წელს იძლება ნაყოფსbiggrin.gif
რამე არ არსებობს რომ დავუსხა ძირში და გვაღირსოს ბოლობოლო? smile.gif

Posted by: tavadze 17 May 2021, 00:26
koba1973
QUOTE
სოფელში ვცხოვრობ, მაგრამ დასაწერი არაფერია ახალი.

ვიხუმრე, ვიხუმრე ის ფრაზა, ნუ მიაქცევთ ამდენ ყურადღებას. biggrin.gif
კახელებმა აჯობებს, კომბოსტოს მოყვანაზე მომცეთ რჩევა - რაფრა ვუჯიკო, ცოტა რომ დააჩქაროს თავების შეხვევა. biggrin.gif
ან ისპანახი როდის ითესება, ეგ თუ იცით?
la reine
QUOTE
tavadze
სოფელი კაი მარაა თემაში მაინც შემოვიდნენ რა მოხდება

მეც მაგას ვგოდებ! biggrin.gif
Grows
QUOTE
კორონას პირველი შემოტევის დროს რამხელა წყვეტა იყო სოფელში წასვლაზე
ახლა დაავიწყდათ

ზურა შევარდნაძემ რო იხუმრა - ისეთი ხალხი ჩამოვიდა სოფელში, მეორე მსოფლიო ომში რომ გვეგონა დაკარგულიო, ზუსტად მასე იყო - ღრმა ბავშვობის მერე რომ არ მინახავს, მართლა ისეთი ხალხი ჩამოვიდა. biggrin.gif
პ.ს. ისე ვატყობ, უნდა გამოვეთხოვო ოცნებას ბოსტნეულის, უპირველესად კი პომიდვრის მოსავლის ცოტა ადრე მიღებაზე. მოკლედ, ამინდმა თუ არ შეგიწყო ხელი, აზრი არა აქვს არაფერს. სახლში გამოყვანილი პამიდვრები გარეთ რომ გადავრგე, მაშინ ბევრად დიდები იყვნენ, ვიდრე ახლა არიან. ღამის სიცივეებმა მაგრად დაჩაგრა იმის მიუხედავად, რომ ცივ ღამეებში ვაფარებდი თავზე. აბა, 9-10 მაისს ღამე 3 გრადუსი რომ იქნები სითბო, იქ რაღაზეა ლაპარაკი! sad.gif სათბურს თუ გააკეთებ, თორემ ასე ამინდის იმედად არ ღირს ყოფნა.
დღესაც 34 იყო ტემპერატურა, ახლა ღამე კი 10-ია. ჯერ ამხელა სხვაობა ხომ აზარალებს ყველაფერს, მერე 10 გრადუსიც რაა - გვარიანად გრილა გარეთ. შუადღისას ქარი ამოვარდა - ლამის გრიგალი. საღამოს კიდევ უარესი - 1-2 ისეთი შემოუბერა, ლამის წაგვიღო. მეზობლის ეზოსთან 2 ალვის ხე მოთხარა (ბავშვობაში ჩემი და ჩემი საძმაკაცოს დარგული იყო ორივე) - იმხელა ორმოა, სათევზოს გააკეთებს კაცი. 7 საათისთვის სამუმივით ცხელი ქარი უბერავდა, ახლა კი გვარიანად გრილა გარეთ - ესეც ტემპერატურის მკვეთრი რყევაა. მოკლედ, ისეთი ამინდებია, ყველაფერი რომ მოაჭკნოს და მოღვენთოს. ხილის სერიოზული დეფიციტი გვექნება წლეულს და ბოსტნეული - ვნახოთ.

Posted by: kaxaberski66 17 May 2021, 01:01
tavadze
QUOTE

დღესაც 34 იყო ტემპერატურა, ახლა ღამე კი 10-ია. ჯერ ამხელა სხვაობა ხომ აზარალებს ყველაფერს, მერე 10 გრადუსიც რაა - გვარიანად გრილა გარეთ. შუადღისას ქარი ამოვარდა - ლამის გრიგალი. საღამოს კიდევ უარესი - 1-2 ისეთი შემოუბერა, ლამის წაგვიღო. მეზობლის ეზოსთან 2 ალვის ხე მოთხარა (ბავშვობაში ჩემი და ჩემი საძმაკაცოს დარგული იყო ორივე) - იმხელა ორმოა, სათევზოს გააკეთებს კაცი. 7 საათისთვის სამუმივით ცხელი ქარი უბერავდა, ახლა კი გვარიანად გრილა გარეთ - ესეც ტემპერატურის მკვეთრი რყევაა. მოკლედ, ისეთი ამინდებია, ყველაფერი რომ მოაჭკნოს და მოღვენთოს

რა ხდება?
ილოცეთ.
ხუმრობით ერთ ამბავს გავიხსენებ, მონაყოლს ჩემი სოფლელებისგან.
სამოციან წლებში, თურმე გვალვა დამდგარა გაზაფხულიდან მოყოლებული ზაფხულის დამთავრებამდე.
ადრე იცოდნენ ხალხში. თუ ზედმეტად წვიმიანი ამინდები იქნებოდა, ხალხი უფალს შესთხოვდა.
,,აღარ გვინდა ტალახი, ღმერთო მოგვეცი კორახი,,
თუ გვალვიანი ამინდები დადგებოდა!
,,აღარ გვინდა კორახი, ღმერთო მოგვეც ტალახი.
ხო და ჩემს სოფელში ძლიერი გვალვა ყოფილა.
ხალხს უფიქრია, უფალს შევწიროთ საკლავი და შევთხოვოთ რომ ცოტა ნამი მოგვცესო.
ხალხს აუგროვებია ფული, უყიდიათ კურატი ხარი და გადაუწყვეტიათ რომ შესწირონ უფალს წვიმის გამოსამეტებლად.
ეხლა ამ შემთხვევაში, გაგანია კომუნისტურ ყოფაში მღვდელიც გახდა საჭირო, რადგან უფალს უნდა შესწირონ.
სოფელში ერთი მღვდელი გვყავდა. მეც კარგად მახსოვს ის მამაო. მიხო მღვდელი.
მამაჩემის ძმაკაცის მამა იყო.
ხოდა დაუძახეს ამ მიხო მღვდელს რომ, შესაწირის სწორად შეწირვა ჩაატარონ.
ხალხი შეგროვდა, საკლავი წაიყვანეს და შესაწირად ადგილი შეარჩიეს ისტორიული ჩემი სოფლისთვის.
შუა ვენახებში ერთი ასეულობით წლის უშველებელი მუხა იყო, რომელსაც თევდორეს მუხას ეძახდნენ.
სწორედ იმ მუხის ძირას უნდა დაეკლათ საკლავი და იქვე მოხდებოდა თხოვნის წესისის აღსრულებაც.
მიხო მღვდელმა ილოცა, კურატს შუბლი სანთლით მოუწვა და დაკლეს.
როგორც წესია გაატყავეს, ხორცი აქნეს, დაკუწეს, ქვაბებში ჩაყარეს, ცეცხლზე შემოდგეს და ათუხთუხებენ.
მამაოს უთქვია მრევლისთვის, თხოვნა ამით არ დასრულებულაო.
თურმე ქალები-კაცები დაიყენა უკან, თვითონ სანთლით და კანდელით ხელში მუხას უვლის წრეს ლოცვით და გალობით და ეს ხალხიც მისდევს უკან.
ამ შუა ლოცვისას, გომბორი გადმოლახა ღრუბელმა და ხალხმა გაიხარა. უფრო გააძლიერეს ლოცვა-თხოვნა.
უცებ ერთი იჭექა და სეტყვად წამოსულა წვიმის ნაცვლად.
სწორედ ის ტერიტორია და გარშემო დასეტყვილა სადაც ესენი იყვნენ.
სეტყვის შემდეგ ხალხი გასულა თავიანთი ვენახების სანახავად და რას ხედავენ, ვენახები მაგარი დასეტყვილია.
მისდგნენ ამ მიხო მღვდელს(ღმერთმა ყველა ნათელში ამყოფოს იმ ამბის მონაწილენი) და ეჩხუბებიან თურმე, შენი ბრალია რომ დაისეტყვა. რაღაც აგერია და არასწორედ შესთხოვე უფალს, თორემ ამდენი ხანი ნამი არ ყოფილა, ეგრევე სეტყვად როგორ მოვიდაო?.

Posted by: Grows 17 May 2021, 18:20
tavadze

ნამეტანი ადრე გადარგე გარეთ. 15 მაისის მერე რგავენ ქართლში როგორც მახსოვს. მეც ეგრე ვშვებოდი როცა ვრგავდი. ჩითილს კიდევ გადარგვამდე გამაგრება უნდა. დღისით გამქონდა ხოლმე გარეთ და ნელნელა ვზრდიდი გარეთ ყოფნის დროს. სამაგიეროდ გადარგვის მერე სტრესი არ ჰქონია და ჩვეულებრივად გააგრძელა ზრდა.

კლიმატს ერზევა ზოგადად კი. რაც დრო გავა უფრო გაუარესდება

Posted by: Kobalty 17 May 2021, 18:39
tavadze
QUOTE
ხალხნო, ხეხილისთვის რომელ სასუქ/მკვებავ რამე-რუმეებს გაუწევთ რეკომენდაციას, ვინ რას იყენებთ?

მე ყველაფერს ბლეკჯეკს ვასხავ, ხილსაც და წიწვოვნებსაც. smile.gif

Posted by: koba1973 17 May 2021, 20:31
la reine
QUOTE
koba1973
უნაბის ხე მერამდენე წელს იძლება ნაყოფს
რამე არ არსებობს რომ დავუსხა ძირში და გვაღირსოს ბოლობოლო?

სამწუხაროდ არ ვიცი, არაა ჩვენთან გავრცელებული, უფრო ლაგოდეხისკენ.

Posted by: straight away 17 May 2021, 20:35
კაი გამარჯობათ მეგობრებო. ვკითხულობ თქვენს ნაწერს და სინდისქენჯნამ შემაწუხა. რამდენი ხანია არაფერი დამიწერავს.
მეორე სამსახურმა საერთოდ წამართვა თავისუფალი დრო. წელს სოფელში წასვლა მხოლოდ ორჯერ მოვახერხე, აღდგომას და გუშინ, ორ-ორი დღით.
სამწუხაროდ, შარშან დიდის ამბით მოხნული მიწა წელს ვერ დავფრეზე, ტექნიკის არარსეობის გამო. თუმცა ცოტ-ცოტა რაღააცები ბარის და თოხის დახმარებით ჩავთესე და გადავრგე.
რაღაცეები გადარჩა, რაღაცეები ყინვამ გააფუჭა. მორწყვით საერთოდ ვერ ვრწყავ. ჯერ ერთი რომ იქ არ ვარ და მეორეც - წყლის მილი ზამთარში დახეთქა ყინვამ და წყალი არ გვაქვს მთელ სოფელს.
ნერგების მყნობის გეგმაც ჩავარდა საგაზაფხულოდ. საშემოდგომოდ გადავწიე ყველაფერი. მანამდე იქნებ ბაღის შეღობვა და გასუფთავება დავასრულო.
წელს როგორც აღმოჩნდა, უფრო პრიორიტეტული ინფლაციასთან გამკლავებაა. ამ დანაკლისს კი მიწა ჯერჯერობით ვერ ანაზღაურებს. მომავალში რა იქნება, არ ვიცი.
იმედი მაქვს ის ცოტაოდენი ბოსტნეული იხარებს და ზაფხულში რომ ავალთ რაღაცას მაინც ესხმება smile.gif))

ესეც წლევანდელი ფოტოები და ნამუშევარი

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: kaxaberski66 17 May 2021, 23:23
straight away
QUOTE
ვკითხულობ თქვენს ნაწერს და სინდისქენჯნამ შემაწუხა. რამდენი ხანია არაფერი დამიწერავს.

მართალს უბნობ.
QUOTE
სამწუხაროდ, შარშან დიდის ამბით მოხნული მიწა წელს ვერ დავფრეზე, ტექნიკის არარსეობის გამო. თუმცა ცოტ-ცოტა რაღააცები ბარის და თოხის დახმარებით ჩავთესე და გადავრგე.

მახსოვს პირველი კორონაობისას როგორ აქტიურობდი ნაკვეთში.
მაშინდელი სურათები იყო ნაშრომის მაგალითი.
როგორ გადასჭერი ველური ამონაყარი. როგორ შეღობე და ასე შემდეგ.
აღარ ვამბობ არყის გამოხდის და გამოხდის შემდგომი პროცედურების შესახებ.
QUOTE
მანამდე იქნებ ბაღის შეღობვა და გასუფთავება დავასრულო

ეს ხომ დაუსრულებელი პროცესია.
QUOTE
წელს როგორც აღმოჩნდა, უფრო პრიორიტეტული ინფლაციასთან გამკლავებაა

ეს კიდევ კორონაზე უარესია.
ეხ. რა უნდა ვთქვა. მაშ ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც არ უნდა გვეთქვა?

Posted by: Grows 18 May 2021, 00:26
QUOTE
ეხ. რა უნდა ვთქვა. მაშ ამდენი ხნის განმავლობაში ერთხელ მაინც არ უნდა გვეთქვა?


კორონამ დაასრულა რომანტიული დედამიწელობის ხანა smile.gif
რაღაც ახალში შევედით. გადარჩენის რეალობაში. სოფელში წასვლა პირველი ინსტინტქი იყო. ჩაიარა მაგ ინსტინქტმა და ნელნელა ვხვდებით, რომ არც ეგაა გამოსავალი.
და სად არის ეს გამოსავალი, კაცმა არ იცის.

ჩემი აზრით ახლაა დრო სერიოზულად დაფიქრდეს კაცობრიობა დედამიწის მომავალზე და ადამიანის და ბუნების დამოკიდებულებაზე. ოღონდ ისე არა, აქამდე რომ ვითომ ფიქრობდა. არამედ ჭეშმარიტად დაფიქრდეს და შეცვალოს გლობალურად დამოკიდებულებები.

მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი...

ამოვწურავთ დედამიწას და ამოგვხდება სული biggrin.gif

პ.ს. რა კარგია მაინც გაზაფხული. მაისი მიყვარს განსაკუთრებით. სოფელში smile.gif


Posted by: tavadze 18 May 2021, 10:41
ხოხოხო - გამოცოცხლდა თემა, ამოიქოქა ცოტა. biggrin.gif
kaxaberski66
QUOTE
ილოცეთ.
ხუმრობით ერთ ამბავს გავიხსენებ, მონაყოლს ჩემი სოფლელებისგან.

ოღონდ კურატს და საკლავს ნუ დამაკვლევინებ ახლა მაგისტვის. biggrin.gif
Grows
QUOTE
ნამეტანი ადრე გადარგე გარეთ. 15 მაისის მერე რგავენ ქართლში როგორც მახსოვს.

რას ამბობ - 15 მაისი, თორემ გუშინ რო 17 მაისი იყო, სუ ჭილის ქუდებში ვემალებოდით მზეს. biggrin.gif
მზეს არა და სიცივეს კი ვემალებოდით - საღამოს ისე ციოდა, ლამის ცეცხლი დავანთე. დარწმუნებული ვარ, სამეზობლოში ბევრი დაანთებდა კიდეც.
მახსოვს, ბავშვობაში ხშირად 20 აპრილს ბანაობის სეზონს ვხსნიდით მდინარეზე. აპრილის ბოლოს საადრეო ბალი შემოდიოდა, ახლა კი ივნისის ბოლომდე არ იქნება.
QUOTE
ჩითილს კიდევ გადარგვამდე გამაგრება უნდა. დღისით გამქონდა ხოლმე გარეთ და ნელნელა ვზრდიდი გარეთ ყოფნის დროს.

გარეთ მეც გამქონდა და ვრწყავდი კიდეც. გადარგვის მერე ბოთლებსაც ვაფარებდი ღამით, მაგრამ მაინც არაა საშველი, პატარა სათბურს თუ არ გააკეთებ.
QUOTE
კლიმატს ერზევა ზოგადად კი.

პრობლემაც ამაშია - ბოლო წლებში უკვე მერამდენედ ხდება, როცა მაისის სიცივეები გვინადგურებს ხეხილს. მარტი-აპრილი გაცილებით ცივია, ვიდრე - იანვარ-თებერვალი.
Kobalty
QUOTE
მე ყველაფერს ბლეკჯეკს ვასხავ, ხილსაც და წიწვოვნებსაც.

გაიხარე. მე წლეულს ნიტროამოფოსკა ვიყიდე საცდელად, მაგრამ ჯერ მხოლოდ პატარა ნერგებზე გამოვიყენე. თუმცა ზოგ შემთხვევაში წესები არ დავიცავი და რაღაცები გამიფუჭა.
QUOTE
მეორე სამსახურმა საერთოდ წამართვა თავისუფალი დრო.

კაი გამარჯობა, დაკარგულო!
აქ შემოსვლის დროც წაგართვა მაგ სამსახურმა?
აბა, შენ იმ წვეთიან მთაზე მიმეგზურებ ვითომ? wink.gif

QUOTE
ტექნიკის არარსეობის გამო.

სამწუხაროდ, ეს გადაუჭრელი პრობლემაა ქვეყნისთვის. ჩვენსკენაც ასეა - არც ტექნიკაა საკმარისი და ხალხი თვეობით ელოდება ტრაქტორს. ხარი და უღელიც აღარ დარჩა სოფელში - იმდენად ზღუდავენ სოფლის ხალხს, ხარის შენახვა აღარ უღირთ და გაყიდა ხალხმა. თან, მეხრეც ვიღანაა, იმ გუთანს რომ მოეკიდოს - კატასტროფული სიჩქარით იცლება სოფლები.

QUOTE
სოფელში წასვლა პირველი ინსტინტქი იყო. ჩაიარა მაგ ინსტინქტმა და ნელნელა ვხვდებით, რომ არც ეგაა გამოსავალი.

გამოსავალი ბოლომდე იქნებ არაა, მაგრამ თავის გადარჩენა ნამდვილად შეიძლება. ახლა მაინც უ ნდა მივხვდეთ (უპირველესად - ხელისუფლება), რომ სოფლის ასე მიტოვება და მიგდება არ შეიძლება.

Posted by: Grows 18 May 2021, 11:50
დღეს მარტო აგროტურისტული თემა შეიძლება მოიხოდოს სოფელში ან სასათბურე მეურნეობა ან ხილის ბაღი, ისიც ტექნოლოგიური. დალშე ექსტენსიური მეურნეობა დიდ მიწებზე, 5 ჰა და ზემოთ, ექსპორტისთვის. სხვა მოდელის შესაძლებლობა ჩვენს ეკონომიკაში არ ჩანს.

მცირე და მიკრო მეურნეობები რეალურად ან სულს ღაფავენ ან რამე სოციალური პროგრამების დაფინანსებით რჩებიან ზედაპირზე.




Posted by: kaxaberski66 19 May 2021, 00:57
Grows
QUOTE

მცირე და მიკრო მეურნეობები რეალურად ან სულს ღაფავენ ან რამე სოციალური პროგრამების დაფინანსებით რჩებიან ზედაპირზე.

მართალს ბრძანებთ.
ეს სოციალური პროგრამებიც მორგებულია ნაცნობობით კი არა და ძირითადად უკანვე თანხის გადაგორების პრინციპით.
ყველაზე მთავარი კი ის არის რომ, სოფელში თუ რამეს აწარმოებ, ის უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე ნატურალური, ყველაზე ლამაზი შესახედავი და ყველაზე გემრიელი.
ეეეე მაშინ წინ ვერაფერი დაგიდგება თუ უფლისაც გწამს და ნამუსის ქუდიც არსად დაგიკარგავს.

Posted by: Grows 19 May 2021, 18:43
კარგი იქნებოდა ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება რომ ხდებოდეს. ხომ არსებობენ მცირე და მიკრო მეწარმეები, ვისაც ასე თუ ისე შემოსავალი აქვთ და აწარმოებენ რაღაცებს.
მათგან არის საინტერესო რას და როგორ აკეთებენ. გასაგებია, რომ საკუთარი მიღწევების აფიშირება არავის უნდა და ეს ნორმალურია, მაგრამ რაღაც ეთიკის და კომერციული საიდუმლოების დაცვის ფარგლებში რომ ხდებოდეს კარგი იქნებოდა.

Posted by: straight away 20 May 2021, 08:12
სხვისი რა გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ რასაც მე საკუთარი გამოცდილებით ვხედავ, ქალაქიდან სოფელში დისტანციურად ვერაფერს ვერ აწარმოებ!
ან იქ უნდა იყო, ან იქ უნდა გყავდეს ოჯახის ერთი წევრი მაინც.
იმ ადამიანისთვის, ვინც ქალაქში ცხოვრობს და სოფლის საქმეებიც აინტერესებს, შეუძლია მხოლოდ ხეხილის გაშენების უფლება მისცენ თავს.
ყველა ვარიანტში გჭირდება ტრანსპორტი, დამხმარე და ცოდნის გაღმავება რომელიმე ერთი მიმართულებით მაინც.
აგერ, tavadze-მ დაინახა რომ სათბურის გარეშე საადრეოდ დაწყებული ყველა მონდომება შეიძლება წყალში ჩაიყაროს.
მე დავინახე, რომ ერთი უადგილო ყინვის გამო შეიძლება საერთოდ ხელი დაიბანო იმ წლის (შე)მოსავლისაგან. თუ საერთოდ არ გაახმო ხეხილი, მადლობელიც უნდა ვიყო.
ანუ 50/50 - ზეა. ან იქნება, ან არ იქნება. ამის იმედზე არ უნდა ვიყო. თუ ამის იმედზე ვარ, მაშინ უნდა დავაზღვიო. თუ უნდა დავაზღვიო, მაშინ უნდა ღირდეს კიდეც.
საოჯახო წარმოებისთვის კი (ჩემთვის ამ ეტაპზე) არ ღირს დაზღვევაში ფულის გადახდა.

Posted by: Grows 20 May 2021, 18:51
ადგილზე ყოფნა სჭირდება აბა როგორ. თუ შემოსავლის წყარო უნდა იყოს აგროსაქმიანობა, სხვანაირად როგორ იქნება და ზაფხულში სახლში ხილი რო გქონდეს, მაგისთვის 2-3ჯერ ჩასვლა კმარა.

Posted by: tavadze 21 May 2021, 23:38
მომილოცეთ - დღეს მოვრჩი ბაღ-ბოსტანის თესვას. ლობიოს ბოლო პარტია და იდევ რაღაც-რაღაცა ბოსტნეული ჩავთესე. მათ შორის - სალათაც. რაღაცები კიდევ მაქვს გეგმაში - კიტრი, ყაბაყი და ამგვარები, მაგრამ ეგ წვრილმანებია იმასთან შედარებით, რაც უკვე დავთესე. ამიტომ თავისუფლად ამოვისუნთქე, თორემ აღდგომის წინა დღეებში ჩამოვედი სოფელში და მას მერე მოყოლებული გადავყევი ბაღ-ბოსტანის დათესვას.
Grows
QUOTE
ან სასათბურე მეურნეობა

და განა ცოტაა თუნდაც მხოლოდ ეს რომ იყოს? მთელი მსოფლიოს სასათბურე მეურნეობებზეა გადასული და არ აწუხებთ ამინდის ჭირვეულობა.
QUOTE
ისიც ტექნოლოგიური

ეს აუცილებელია, თორემ თოხით და ბარით არაფერი გამოვა.
მაგრამ უბედურებაც ისაა, რომ ტექნოლოგიები ჩვენთვის მიუწვდომელია - სხვადასხვა მიზეზის გამო. ჩვენ მხოლოდ ყველაზე პრიმიტიულზე თუ მიგვიწვდება ხელი.

kaxaberski66
QUOTE
ეს სოციალური პროგრამებიც მორგებულია ნაცნობობით კი არა და ძირითადად უკანვე თანხის გადაგორების პრინციპით.

ყველგან, ყველა სფეროში მასეა - მსგავსი პროგრამები არსებობს მხოლოდ ისევ ფულის გათეთრებაზე, საახლობლო-სანაცნობო-სამეგობრო-პარტაქტივის დასაქმება-დაპურებაზე, საქმე კი ფეხებზე ჰკიდიათ...
სოფლის დახმარების პროგრამები რომ არის, მაგ თანხით მოვინდომეთ სოფლის ცენტრალური სასაფლაოს შეღობვა კაპიტალურად... როგორც წესად აქვთ, გამოაცხადეს ტენდერი, რომელიც მოიგო ვიღაცამ. ამოვიდა 2 დღის წინ ის ვიღაცა სოფელში და ჩვენ ხარჯთაღრიცხვა გავაკეთეთ, 1 მეტრა კაპიტალური ღობე 80 ლარი ჯდებაო... ცოტა დამაკლდა, კეტით არ გავყარე - მეთქი, ოქროს ღობეს აკეტებთ თუ ოქროს სარაიას-მეთქი. სოფელი ბევრად უფრო იაფად გააკეთებდა, მაგრამ არაო, სოფელს ვერ მივცემთო - ტენდერი უნდა გამოცხადდეს და აუცილებლად კომპანიამ უნდა გააკეთოსო; პარამეტრები სტანდარტითაა განსაზღვრული და ვერაფერს შევცვლითო...
მაგრამ რაც გინდა, იყვირე - უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ ის ფული ისევ მათ საახლობლოში დარჩეთ... იმ 80 ლარში მუშების ხელფასიც შედისო. არადა, სოფლის ხალხი ვიმუშავებდით უფასოდ, სულ არ გვინდოდა მათი ხელფასი...
2 წლის წინ მასეთივე ტრანში რომ გადმორიცხეს, თან დავალებაც მოაყოლეს - გზის განათება უნდა გაკეთდესო... მეზობელ სოფელში (კოხნარი, ამას წინათ იუსტიციის სახლი რომ ააფეთქეს ბანკომატის გამო) გამგებელს მიუცვივდა ხალხი კაბინეტში - გზა არ მაქვს, სახლში მანქანით ვერ მივდივარ და გზის განათება რა ჯანდაბად გვინდაო. ვიღაცას ისევ მათივე საახლობლოში მაგ განათების რამე-რუმეების ბიზნესი ექნებოდა (ან სპეციალურად შეაქმნევინებდნენ რაღაც ფირმას - 2 დღეში) და ფულს აკეტებენ მაგის მეშვეობით...
ამ დროს ბიუჯეტიდან ამდენი ფული გადის...
QUOTE
მე დავინახე, რომ ერთი უადგილო ყინვის გამო შეიძლება საერთოდ ხელი დაიბანო იმ წლის (შე)მოსავლისაგან. თუ საერთოდ არ გაახმო ხეხილი, მადლობელიც უნდა ვიყო.

შენ ახლა დაინახე ეგ და მე ჯერ კიდევ ჩემი ბავშვობიდან მახსოვს ერთი კარგი მშრომელი, ჩემი მოგვარე კაცის, ცხონებულ გივი თავაძის სიტყვები - გლეხი ამინდზეა დამოკიდებული, შენ რაც გინდა , იშრომე, ამინდმა თუ არ გაგიმართლა ვერაფერს იზამო... მაშინ ბავშვი ვიყავი - სკოლას კი ვამტავრებდი, ლამის 30 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ მაინც ჩამრჩა ეს სიტყვები ყურშიც და გონებაშიც, როგორც ჭეშმარიტება...

Posted by: Grows 23 May 2021, 12:24
ეჰ ეგრე წუწუნებს მთელი ცხოვრება ბიძაჩემი მაგრამ მაინც სულ აქვს ფული და იქით ეხმარება ზოგჯერ თავის შვილს რომელიც რუსეთში ცხოვრობს/მუშაობს biggrin.gif

მოკლედ, სოფლის მეურნეობა როგორც ბიზნესი მოითხოვს კონკრეტულ ხასიათის თვისებებს. არ უნდა იყო კარიერისტ-ამბიციურ-ფულისტი, წყნარი ცხოვრება უნდა გიყვარდეს, ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური აქტივობა. დალშე უნდა მიენდო ბუნებას.

პ.ს. ყველა ბუნებას ვართ მინდობილები, ფერმერები ცოტა უფრო მეტად.


Posted by: koba1973 31 May 2021, 09:12
QUOTE
მოკლედ, სოფლის მეურნეობა როგორც ბიზნესი მოითხოვს კონკრეტულ ხასიათის თვისებებს. არ უნდა იყო კარიერისტ-ამბიციურ-ფულისტი, წყნარი ცხოვრება უნდა გიყვარდეს, ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური აქტივობა. დალშე უნდა მიენდო ბუნებას.

დალშე მიენდო ბუნებას და აგროსაშუალებების შემომტან კომპანიებს biggrin.gif
წელს 120 ლარი დამიჯდა ჰექტარზე ხორბლის და ქერის წამლები, ჰერბიციდი, შვრიუკის წამალი მკვებავი და პროფილაქტიკური. ნარი თავიდან ჩაჭკნა და მერე ისევ გალაღდა, შვრიუკაც ისევ არის, არის კი არა ზოგ მონაკვეთში მარტო შვრიუკაა.
შარშან ზამთრის გვალვამ მოუღო ბოლო, ხარჯის ნახევარიც არ ამიღია. კიდევ კაი დოტაციაზე მყავს სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროდან ვაკომპენსირებ. biggrin.gif

Posted by: Grows 31 May 2021, 19:27
QUOTE
დალშე მიენდო ბუნებას და აგროსაშუალებების შემომტან კომპანიებს
წელს 120 ლარი დამიჯდა ჰექტარზე ხორბლის და ქერის წამლები, ჰერბიციდი, შვრიუკის წამალი მკვებავი და პროფილაქტიკური. ნარი თავიდან ჩაჭკნა და მერე ისევ გალაღდა, შვრიუკაც ისევ არის, არის კი არა ზოგ მონაკვეთში მარტო შვრიუკაა.
შარშან ზამთრის გვალვამ მოუღო ბოლო, ხარჯის ნახევარიც არ ამიღია. კიდევ კაი დოტაციაზე მყავს სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროდან ვაკომპენსირებ.


რატო ხარჯავ ფულს ტყუილად. ბევრი გაქვს? biggrin.gif

Posted by: koba1973 31 May 2021, 21:41
რა ვქნა აბა? მამაჩემმა წინაპრების ფუძე არ მიატოვოო(თუმცა სულაც არაა ფუძე, ჯერ პაპაჩემი ჩამოსახლდა ვაკეში გორებიდან, მერე მამაჩემი გამოვიდა ცალკე), ერთი ამბავი დაგვატეხა თბილისში გადმოსვლა რომ დავაპირეთ, თუ წახვალთ აქ აღარ დაბრუნდეთო.

Posted by: Grows 31 May 2021, 22:47
koba1973

არ უნდა მიატოვო ნამდვილად. დამენანა პროსტა smile.gif

Posted by: kaxaberski66 31 May 2021, 23:15
QUOTE
რა ვქნა აბა? მამაჩემმა წინაპრების ფუძე არ მიატოვოო(თუმცა სულაც არაა ფუძე, ჯერ პაპაჩემი ჩამოსახლდა ვაკეში გორებიდან, მერე მამაჩემი გამოვიდა ცალკე), ერთი ამბავი დაგვატეხა თბილისში გადმოსვლა რომ დავაპირეთ, თუ წახვალთ აქ აღარ დაბრუნდეთო.

მაგარია. გაგიმარჯოთ ღმერთმა.
უმაგისოდ მაშინ ყველა კოსმოპოლიტი იქნება.
მაგისგან და შენის და შენისთანა ხალხისგან არსებობს საქართველო თორემ, აგერ 100 კაციდან 95 გაიქცეოდა საქართველოდან საშუალება რომ ჰქონდეთაგერ
აგერ ზევით .straight awayმ დადო სურათები თავისი მამა-პაპის ნასახლარის სურათები.
კაცს პატარა დრო გამოუჩნდა და ეგრევე გაიქცა სოფელში დასაღლელად და მათი სულების გასახარებლად.
ასეთები არიან და ბევრნი უნდა იყვნენ.

Posted by: Grows 3 Jun 2021, 16:51
QUOTE
მაგარია. გაგიმარჯოთ ღმერთმა.
უმაგისოდ მაშინ ყველა კოსმოპოლიტი იქნება.


კოსმოპოლიტიზმი სულაც არაა ცუდი. მოვა დრო, ამოწურავს ადამიანი ე.წ. პატრიოტიზმს და ბუნებრივად გადავა გლობალიზმში. რეალურად ნაციონალიზმი მხოლოდ იმიტომაა "კარგი" დღეს ვიღაცისთვის, რომ კომფორტულია ვიზუალურად მისნაირ და მასსავით მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობა. თორემ ადამიანი ყველგან ადამიანია და არც საქართველოა სამყაროს ჭიპი.

მაგალითად ავიღოთ, ცოტა უტრირებულია, მაგრამ მაინც, ელონ მასკი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში დაიბადა და გაიზარდა. ნაციონალიზმ/პატრიოტიზმში რომ ჩარჩენილიყო, არასდროს დატოვებდა სახლს და არ შექმნიდა ტესლას, სპეისექსს, ნეურალინკს, გიგაფაქტორის და კიდევ რავიცი რას.

ასე რომ ვინც სად ხედავს საკუთარი თავის უკეთეს რეალიზებას, იქ შეუძლია წავიდეს. და ზოგადად კაცობრიობისთვის უკეთესი იქნება თუ სწორედ ასე იზამს.

ახლა მე რომ მიმიშვა ამერიკაში არ წავალ? წავალ. სოფლის მეურნეობა იქ არის თუ არის.

Posted by: kaxaberski66 3 Jun 2021, 23:11
QUOTE

ასე რომ ვინც სად ხედავს საკუთარი თავის უკეთეს რეალიზებას, იქ შეუძლია წავიდეს.

წასვლას ნამდვილად არ უშლის.

QUOTE
ნაციონალიზმ/პატრიოტიზმში რომ ჩარჩენილიყო, არასდროს დატოვებდა სახლს და არ შექმნიდა ტესლას,

მე მაგის თესლას, ზევით ხალხი რომ შევაქე სამშობლოს და ფუძე-კარის სიყვარულისთვის, ის ხალხი მირჩევნია.
QUOTE
რეალურად ნაციონალიზმი მხოლოდ იმიტომაა "კარგი" დღეს ვიღაცისთვის, რომ კომფორტულია ვიზუალურად მისნაირ და მასსავით მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობა. თორემ ადამიანი ყველგან ადამიანია და არც საქართველოა სამყაროს ჭიპი.

გაიხედე აქეთ-იქით და შეაფასე საქართველოს მეზობლები. რა შუაშია კომფორტი და თავის ნაირის სიყვარული?
რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი არის ჩვენი უშუალო მეზობელი.
მასეთი ლიბერალური აზროვნების შემდეგ არის რომ, აქეთ იქიდან ზოგნი მიწას გვართმევენ და ზოგს ჩვენ ვუთმობთ ფულის თუ კიდევ რაღაცის სანაცვლოდ.
მგლების ხროვაში რომ ჩავარდები და შენ კრავობა მოგინდება, უეჭველი შეგჭამენ.
თუ არა და შენც მგელი უნდა გახდე თუ გინდა რომ მამული არ წაგართვან.
მე მასეთ ხალხს მანთურქს ვეძახი და ისინი არასოდეს დაიცავენ მტრისგან სამშობლოს იარაღით ხელში. წავლენ და ამერიკაში იცხოვრებენ ტკბილად და იქ გახსნიან ქარხანას.

Posted by: Grows 4 Jun 2021, 08:30
kaxaberski66

მე აღმატებულ ადამიანურ ღირებულებებზე ვლაპარაკობდი და არა ფულზე გაყიდვაზე biggrin.gif ნაციონალიზმი არ უნდა იყოს იდეაფიქსი, თორემ ადამიანის განვითარებას აფერხებსთქო. აზერ-თურქებს ქვეყანა მიყიდეთქო არ მიგულისხმია. ვინც მაგას აკეთებს კოსმოპოლიტიზმთან არაფერი აქვს საერთო.

Posted by: sandroia 11 Jun 2021, 17:00
ხალხ კარტოფილი დღეს შევწამლე კოლორადოს ხოჭოზე, ძალიან მოდებული იყო ის ხოჭო და ფოთლებიც დახვრეტილი სულ.

ზოგი ბუჭქი უკვე ყვავის, ზოგი ძაან პატარაა
მაინტერესებს თუ ამ წამალმა უშველა და გააქრო ხოჭო, წამოიზრდება კარტოფილი?
გარეშემო სხვებსაც ბევრს აქვს კარტოფილი დათესილი და იმათ დათესვის დროსვე შეწამლეს და ისე კარგად ბიბინებს იმათი კარტოშკები sad.gif


Posted by: Grows 11 Jun 2021, 21:34
sandroia

გააჩნია დაზიანების დონეს. წამოიზრდება ალბათ, მცენარე მუდმივად იზრდება სანამ შეუძლია. მაგრამ რა მოსავალს მოგცემს ეგ არ ვიცი

Posted by: tavadze 17 Jun 2021, 11:10
koba1973
QUOTE
ერთი ამბავი დაგვატეხა თბილისში გადმოსვლა რომ დავაპირეთ, თუ წახვალთ აქ აღარ დაბრუნდეთო.

ეს მაგარი იციან უფროსებმა - არ წახვიდეთ და აქ ჩაკვდით, უკეთეს ცხოვრებაზე არც იოცნებოო. sad.gif
ჩემი მდგომარეობაც დაახლოებით მასეთივეა, თუმცა ჩემი წინაპართა ფუძეა - 4-5 თაობაა, აქ ვცხოვრობთ და მიტოვებაზე არც არასოდეს მიფიქრია; ახლაც დიდწილად მაგის გამო ვარ აქ, თუმცა უკვე მამაჩემიც მოსავლელია. დაახლოებით 15 წელიწადია, რაც დაბრმავდა და ჩვენ კი არ წამოგვყვა ქალაქში, აქ დამიჯექით და აქ მომიარეთო, ლამის ულტიმატუმს გვიყენებდა. აქ თავი რით ვირჩინო-მეთქი, რო ვეკითხებოდი, ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ჩემს დას არ მიჰყვება აგერ მეზობელ სოფელში - თუნდაც მხოლოდ ზამთარში...
Grows
QUOTE
ასე რომ ვინც სად ხედავს საკუთარი თავის უკეთეს რეალიზებას, იქ შეუძლია წავიდეს.

+10000000. ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ მიატოვე საკუთარი კერა და არასოდეს არ დაუბრუნდები მას.
პ.ს. ხალხო, ნიორი ვისაც მოგყავთ, როგორი მოსავალია წლუელს? ჩემთან იმდენად უხარისხოა, ასეთი საშინელი მოსავალი არასოდეს არ მქონია. რაც სახლისტვის მეყოფა, მხოლოდ იმას ამოვიღებ და დანარჩენს დავტოვებ. მეზობლები უკვე გავაფრთხილე, ჩემი იმედი ნუ გექნებათ, არც გასაჩუქებელი მექნება და არც - გასაყიდი-მეთქი. თუ გიღირთ, თქვენით მოთხარეთ-მეთქი...
შემოდგომაზე რაც დავთესე, იმას არა უშავს, თუმცა შარშან იქაც ორჯერ უფრო უკეთესი ხარისხი იყო.
ცოტა მოშორებით ერთს მოყავს კიდევ ასე ბლომად. პირადად ის კაცი არ მინახავს, მაგრამ მისი მეზობელი მეუბნებოდა, ძალიან უკმაყოფილოა წლევანდელი მოსავლითო... ალბათ, გვალვების ბრალია - იანვარ-თებერტვალი ხომ თბილი იყო, ნორმალური წვიმა მერეც არ ყოფილა.

Posted by: levani169 17 Jun 2021, 19:44
QUOTE
ერთი ამბავი დაგვატეხა თბილისში გადმოსვლა რომ დავაპირეთ, თუ წახვალთ აქ აღარ დაბრუნდეთო.

tavadze
QUOTE

ეს მაგარი იციან უფროსებმა - არ წახვიდეთ და აქ ჩაკვდით, უკეთეს ცხოვრებაზე არც იოცნებოო.

ანუ,ფიქრობთ კი არადა გგონიათ რომ,თბილისში ცხოვრება სოფლის ცხოვრებაზე უკეთესია? (რიტორიკაში და ლოღიკაში მხეცი ვარ მეთქი)

Posted by: Grows 17 Jun 2021, 21:02
levani169
QUOTE
ანუ,ფიქრობთ კი არადა გგონიათ რომ,თბილისში ცხოვრება სოფლის ცხოვრებაზე უკეთესია?


ვაჰ თუ შემოსავალი კარგი გაქვს ასფალტის სუნთქვას ბალახის სუნთქვა არ ჯობია?

Posted by: koba1973 18 Jun 2021, 10:36
levani169
QUOTE
ანუ,ფიქრობთ კი არადა გგონიათ რომ,თბილისში ცხოვრება სოფლის ცხოვრებაზე უკეთესია

პროფესიას გააჩნია. ერთი ნაცნობი მყავს რეაქტიული ძრავების ინჟინერია. საფლავის ქვებზე ხატვა დაიწყო. რა ექნა აბა.სხვათა შორის კარგად ხატავს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sandroia 20 Jun 2021, 23:24
ამ დაჩაზე რომ დავბოდიალობ იმიტომაცაა დღეს მეორე სართულის კიბის საფეხური ჩამიტყდა და გადმოვარდი

Posted by: kaxaberski66 20 Jun 2021, 23:53
QUOTE
ერთი ამბავი დაგვატეხა თბილისში გადმოსვლა რომ დავაპირეთ, თუ წახვალთ აქ აღარ დაბრუნდეთო.


ეს მაგარი იციან უფროსებმა - არ წახვიდეთ და აქ ჩაკვდით, უკეთეს ცხოვრებაზე არც იოცნებოო. sad.gif
ჩემი მდგომარეობაც დაახლოებით მასეთივეა, თუმცა ჩემი წინაპართა ფუძეა - 4-5 თაობაა, აქ ვცხოვრობთ და მიტოვებაზე არც არასოდეს მიფიქრია; ახლაც დიდწილად მაგის გამო ვარ აქ
ანუ,ფიქრობთ კი არადა გგონიათ რომ,თბილისში ცხოვრება სოფლის ცხოვრებაზე უკეთესია? (რიტორიკაში და ლოღიკაში მხეცი ვარ მეთქი)

ვაჰ თუ შემოსავალი კარგი გაქვს ასფალტის სუნთქვას ბალახის სუნთქვა არ ჯობია?
პროფესიას გააჩნია. ერთი ნაცნობი მყავს რეაქტიული ძრავების ინჟინერია. საფლავის ქვებზე ხატვა დაიწყო. რა ექნა აბა.სხვათა შორის კარგად ხატავს


ერთი სიტყვით, ყველამ სიმართლე ილაპარაკეთ.
მაგრამ, არსებობს თავისებური სინამდვილე. მაგალითად ის რომ, კაცი სადღაც წავა, უკეთეს ცხოვრებას ნახავს, რომელიც მისი გონია, რადგან კარგს წამიერად ეჩვევა ადამიანი და ამ დროს დაავიწყდება ყველა და ყველაფერი მშობლების ჩათვლით.
ასეთი კაცი ყოველთვის ფიქრობს, გაჭირვებას ცოტა კიდევ გაუძლებენ და მეც შევეწევიო. ასეა 90%.
მეორეც არსებობს. აგერ წამოვა ამ ქალაქიდან, მიუჯდება დედ მამას გვერდით და ნახავენ რომელი შემოსავლით იცხოვრებენ.
იქით შეეხვეწებიან, წადი შვილო და ორი კაპიკი იშოვე, აქაურობას ჩვენ მივხედავთო.
დღეს ყველა სოფლის ყველა კუნჭულში ასფალტიც დააგეს, გაზიც მიიყვანეს და დენიც არის მაგრამ, სამუშაო რომელიც სოფლის მაცხოვრებელს დააკმაყოფილებს მცირე დატვირთვით და დიდი შემოსავლით, არ არის.
თავისი ხელით თავისივე მამულში ვერ ახერხებს აკეთოს ისეთი საქმე, რომელი საქმეც საკმარის შემოსავალს მისცემს არა მარტო საარსებოდ, არამედ დანაზოგის გასაკეთებლადაც.
სხვასთან წავა სამსახურში და უკმაყოფილოა, ცოტას მიხდიან. დროის დაკარგვად არ ღირსო.
ადგებიან და ქალაქში მიდიან სატაქსაოდ და შავ მუშად.
მეც ასე წამოვედი ქალაქში ჩემი ბედის საძიებლად და ასე დავრჩი ქალაქში.
წელიწადში ერთი და ორი დღეც კი ძნელად გამოსანახი მაქვს სოფელში წასასვლელად რომ, არა მამაპაპისეულ, არამედ ჩემს ნაყიდ სახლს და მამის დანატოვარ ვენახს რომ ჩავხედო.
ღმერთმა ჯანმრთელად მიმყოფოს ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთანაც სამეზობლო კარი მაკავშირებდა მამა-პაპისეულ სახლში.
ყველაფერს ის აკეთებს თავიდან და ბოლომდე. მე მხოლოდ შემდეგ მირეკავს და ფულს ვაგზავნი.
აბა რა ვქნა. ისიც ხედავს მე როგორი დარტვირთული ვარ და მეც ვხედავ ის როგორ დაიტვირთა. მაგრამ ძმობა ასეთია,.
იმ ძმობაშიც არც ერთმა მხარი არ უნდა ჩამოაგდოს თორემ, გაცვეთა ძმობამაც იცის.

Posted by: Grows 22 Jun 2021, 04:01
იდენტობის კრიზისი შემოგვეპარა ქართველებს. ამერიკულმა და ევროპულმა ზიზილ-პიპილოებმა, ცალკე ჯიბის გასქელების ინტერესის მქონე ხელისუფლებებმა გამოაცალა ძირი ყველაფერს, რაზეც სახელმწიფო და ნაცია უნდა დაემყაროს.
ხალხი აღარ ენდობა ერთმანეთს. ყველაფერი დღითიდღე ძვირდება. აზრზე არ ვარ ასე როგორ შეიძლება რომ გაგრძელდეს. სადღაც უნდა დამთავრდეს და ნორმალურმა ადამიანებმა აიღონ ხელისუფლება და გადაალაგონ ყველაფერი თავიდან.

sad.gif

Posted by: kaxaberski66 22 Jun 2021, 23:00
ზედა წერილი შეიძლება ცოტა გაუგებარი გამომივიდა.
იმ წერილში კობას დაწერილზე, თავაძის და ლევანის წერილებიდან კომენტარი დავაციტირე.

sandroia
QUOTE
ამ დაჩაზე რომ დავბოდიალობ იმიტომაცაა დღეს მეორე სართულის კიბის საფეხური ჩამიტყდა და გადმოვარდი

ხომ მშვიდობით დაეშვი მიწაზე?
* * *
ზედა წერილი შეიძლება ცოტა გაუგებარი გამომივიდა.
იმ წერილში კობას დაწერილზე, თავაძის და ლევანის წერილებიდან კომენტარი დავაციტირე.

sandroia
QUOTE
ამ დაჩაზე რომ დავბოდიალობ იმიტომაცაა დღეს მეორე სართულის კიბის საფეხური ჩამიტყდა და გადმოვარდი

ხომ მშვიდობით დაეშვი მიწაზე?

Posted by: koba1973 23 Jun 2021, 17:23
kaxaberski66
ფაქტი ერღთია მაგრამ ამ ფაქტზე ყველას თავისი სიმართლე აქვს.
ჩემი სიმართლე კიდევ ასეთია: იმ გაუბედურებულ მოსავალს უკომბაინობის გამო ვერ ვიღებ, დავრბივარ მერამდენე დღეა და ვერ ვშოულობ ჩოფერიან კი არა ჩვეულებრივ ძველ ნივასაც კი. კომბაინერებსაც ვერ გაამტყუნებ მუშაობენ ამ სიცხეში როგორც შეუძლიათ. დიდ ნაკვეთებში გარბიან რადგან ერთბაში სამუშაო ჯობია.
ჩემი პროფესია ქალაქებში უფრო საჭიროა, მაგრამ ახლა გვიანია ამაზე საუბარი.მოვერგე იმას რაც აქ არის და ვცდილობ სოფლის მეურნეობაშიც ვნახო შემოსავალი, ამაოდ.
ბიძაშვილმა შვილს თბილისში სახლი უყიდა, სოფელში თავისთავად აქვს. სადაც გინდა იქ იცხოვრეო. მე საქალაქე კაცი არა ვარ, სოფელი მირჩევნიაო და აქ ცხოვრობს.
ერთი სიტყვით ვისაც როგორ ურჩევნია. შნოიანი ყველგან იცხოვრებს, უშნოს ყველგან გაუჭირდება.
ამის წერისას ნატაშა გამახსენდა. როგორი შემართებით იყო და ჩვენც გვამხნევებდა, იმედია კარგადაა.

Posted by: rest 23 Jun 2021, 19:16
დავფიქსირდები, საინტერესო და სასარგებლო თემაა

Posted by: Grows 23 Jun 2021, 19:24
36 წლის ვარ. 36ივე წელია გაუგებარია ქალაქური ყოფის არსი ჩემთვის. ბეტონის კორპუსები, ამდენი ხალხი ერთად თავშეყრილი, არაჯანსაღი გარემო.

ჰოდა როგორც იქნა ავარჩიე მიწა და აღმოჩნდა რომ ჯერ არ აქვს გაფორმებული პატრონს და დრო დამჭირდება. ჰოდა ვზივარ და ველოდები.

ჩემი მთელი არსებობის უმთავრეს სურვილს ავისრულებ თუ დაგდება დღე და გადავიფორმებ. როგორც იქნება მექნება ჩემი პირადი საკუთარი სივრცე რაც არასდროს მქონია.

ღმერთმა ქნას რომ მალე მოაბას თავი პატრონმა საბუთების მოწესრიგებას

Posted by: kaxaberski66 23 Jun 2021, 21:49
koba1973
QUOTE
ამის წერისას ნატაშა გამახსენდა. როგორი შემართებით იყო და ჩვენც გვამხნევებდა, იმედია კარგადაა.

მეც ბევრჯერ გამხსენებია ნატაშა. თავიდან სხვა სახელით დარეგისტრირდა და მერე ნატაშათი შემოდიოდა.
ჯერ ბრაზდებოდა და რაღაც თავს და ბოლოს ვერ ვუგებდით.
მერე მგონის ლევანამ რაღაცაზე მიუთითა და ნაწყენი ერთ ხანს აღარ შემოდიოდა.
მერე გულმა ვეღარ გაუძლო და აქტიურად წერდა. თავის პატარა და საინტერესო ბოსტანის სურათებსაც დებდა მოყვანილი მოსავლით.
ბოლოს გაქრა. იმედია კარგად არის. უბრალოდ შედარებით დიდ ,,ავიაციაში,, გადავიდა და ჩვენთვის აღარ სცალია.
ჭკვიანი, დაუზარელი და საქმიანი იყო.მე ვფიქრობ რომელიმე არა სამთავრობო ორგანიზაციამ შეისრუტა.
Grows
QUOTE
36 წლის ვარ. 36ივე წელია გაუგებარია ქალაქური ყოფის არსი ჩემთვის. ბეტონის კორპუსები, ამდენი ხალხი ერთად თავშეყრილი, არაჯანსაღი გარემო.

ჰოდა როგორც იქნა ავარჩიე მიწა და აღმოჩნდა რომ ჯერ არ აქვს გაფორმებული პატრონს და დრო დამჭირდება. ჰოდა ვზივარ და ველოდები.

ჩემი მთელი არსებობის უმთავრეს სურვილს ავისრულებ თუ დაგდება დღე და გადავიფორმებ. როგორც იქნება მექნება ჩემი პირადი საკუთარი სივრცე რაც არასდროს მქონია.

ღმერთმა ქნას რომ მალე მოაბას თავი პატრონმა საბუთების მოწესრიგებას

უფრო მოწესრიგებულ საბუთიანს რომ დაუწყო ძებნა?
საკარმიდამოს ყიდულობ და სახლი გინდა დასდგა?.

Posted by: Grows 23 Jun 2021, 21:59
kaxaberski66
QUOTE
უფრო მოწესრიგებულ საბუთიანს რომ დაუწყო ძებნა?
საკარმიდამოს ყიდულობ და სახლი გინდა დასდგა?.


მოძებნა არ გამოდის ადვილად. ბიუჯეტი მაქვს ლიმიტირებული, მიწა მინდა რაც შეიძლება დიდი biggrin.gif და თან ერთ რაიონში მარტო. თან არც ვიცი სად ვეძებო და როგორ. ინტერნეტში თუ ვნახავ რამე განცხადებას.
ხშირი წასვლაც არ გამომდის რომ ვათვალიერო ადგილზე. რამდენიმე მიწა ვნახე უკვე და ბოლოს ეს მომეწონა ყველაზე მეტად.

ცოტა ხანი გადავიწყვიტე რომ დაველოდო, იმიტომ რომ ფასიც კარგი აქვს, მდებარეობაც და თან იმ რაიონშია, სადაც მინდა. და ახლიდან კიდევ ძებნა, როცა ვხედავ რომ კარგი მიწაა, სიმართლე გითხრა ძაან მეზარება. მესამე წელია უკვე ვეძებ smile.gif


Posted by: shuma89 23 Jun 2021, 23:36
Grows
იმერეთისკენ გაწყობს? შემიძლია რაღაც ვარიანტები შემოგთავაზო პირადი ქონებიდან და ასევე თუ ფართის ამბავში მეტი გენდომება სადღაც 1 ლარამდე ფასად კვადრატულს მოგაძიებინებ, ისეთი დიდი სურვილი ჩანს შენი პოსტიდან რომ თუ შემეძლება დაგეხმარები ყველანაირად.
იმერეთში ზესტაფონსა და ქუთაისს შორის.
თუ რამე შეგიძლია დამირეკო 593 41 10 56 ბექა

Posted by: koba1973 24 Jun 2021, 12:25
QUOTE
მერე მგონის ლევანამ რაღაცაზე მიუთითა და ნაწყენი ერთ ხანს აღარ შემოდიოდა.

მეც შემომწყრა რაღაც წვრილმანზე biggrin.gif

Posted by: Grows 24 Jun 2021, 13:18
shuma89

ბექა მადლობელი ვარ გამოხმაურებისთვის. ქართლზე ვარ ორიენტირებული.

ვიცი შენი მიწის ამბავი და აღმოსავლეთში რომ იყოს დიდი ხნის წინ მექნებოდა შეძენილი შენგან biggrin.gif მახსოვს პირველად რომ დაწერე შენს მიწაზე, სურათებიც გედო. ეს თემა იყო თუ სხვა ვერ ვიხსენებ ზუსტად.


Posted by: levani169 24 Jun 2021, 16:54
kaxaberski66
QUOTE
მეც ბევრჯერ გამხსენებია ნატაშა. თავიდან სხვა სახელით დარეგისტრირდა და მერე ნატაშათი შემოდიოდა.
ჯერ ბრაზდებოდა და რაღაც თავს და ბოლოს ვერ ვუგებდით.
მერე მგონის ლევანამ რაღაცაზე მიუთითა და ნაწყენი ერთ ხანს აღარ შემოდიოდა.
მერე გულმა ვეღარ გაუძლო და აქტიურად წერდა. თავის პატარა და საინტერესო ბოსტანის სურათებსაც დებდა მოყვანილი მოსავლით.
ბოლოს გაქრა. იმედია კარგად არის. უბრალოდ შედარებით დიდ ,,ავიაციაში,, გადავიდა და ჩვენთვის აღარ სცალია.
ჭკვიანი, დაუზარელი და საქმიანი იყო.მე ვფიქრობ რომელიმე არა სამთავრობო ორგანიზაციამ შეისრუტა.

კარქათ არის ნატაშა,საკუთარი "სატაცურის იმპერია" შექმნა "მერი ვუოშინგტონი,ნატასთან ერთად".
სეისბუკებზე უფრო კომფორტული გარემო აქვს,საკუთარი ფან კლუბით და რამე .......... ვიღას უნდა ტიმის გატყაული ფორუმ.ჯი,ჩვენს გარდა!
https://www.facebook.com/NatosFarmSkupSkup

Posted by: shuma89 25 Jun 2021, 15:21
Grows
იმ ნაკვეთებს აღარ ვყიდი, უბრალოდ სამოსახლოს ვარიანტში გამოვყოფდი 2000 კვადრატის ფარგლებში და პლიუს სხვისგან საყიდლეს მოგაძიებიებდი 6-8 ათასს კიდევ, მერე გფაფართოებაზე ზრუნვა უკვე შეიძლება თავად გააგრძელო, უბრალოდ სამოსახლო ადგილებში ძვირია და მაგხელა ფართIს ყიდვა სამოსახლოებიდან 1 კილომეტრის რადიუსში სჯობს, აქეთ ასეა სიტუაცია, მაგრამ იმ 1 კილომეტრის რადიუსშიც დენის მიყვანა და არც გაზის არაა პრობლემა, უბრალოდ არაა დასახლებული ადგილები და მაგიტომ არის იაფი. ე.წ საყანე მიწები.

Posted by: Grows 25 Jun 2021, 16:23
shuma89

გეთანხმები. საყანეს ვეძებ მეც, 2 ჰექტრამდე. სარწყავი წყალი იყოს მთავარია. დალშე ყველაფერი მიყვანადია.

Posted by: tavadze 28 Jun 2021, 09:25
levani169
QUOTE
ანუ,ფიქრობთ კი არადა გგონიათ რომ,თბილისში ცხოვრება სოფლის ცხოვრებაზე უკეთესია?

ისტორია-ლოღიკაში როგორ ხარ, ეგ არ ვიცი, მაგრამ თუნდაც ცხოვრება რომ უკეთესი იყოს, რა გასაკვირია - შეადარა ევროპის სოფელი და ქალაქი ერთმანეთს და მერე შეადარე - საქართველოსი, რამდენად ჩამორჩა სოფელი ქალაქს. თუმცა საყოფაცხოვრებო პირობებზე არ ვლაპარაკობ - კი, სოფელში ასფალტს თუ დამიგებენ, გაზს და ინტერნეტს შემომიყვანენ, ცხადია, მირჩევნია, მაგრამ რაცაა, ვკმაყოფილდები იმას; თან, სოფელში თუ ფიზიკურად ვიღლები, ქალაქში - გონებრივად, ეგ კი ფიზიკურ დაღლაზე უარესია - გაცილებით მეტი სჭირდება დასვენება-აღდგენას...
მე სულ სხვა რამეს ვამბობ - საზღვარგარეთ ჩემი პირველი წასვლა იყო მივლინება პარიზში და იქ მიმავალს რომ მეგონა, წაკითხულიდან, ეკრანზე ნანახიდან თუ გაგონილიდან გამომდინარე, დასავლურ ცხოვრების წესს ასე თუ ისე ვიცნობდი, იქ დავინახე, სინამდვილეში თურმე რამდენად განსხვავებულია ის; იქ მივხვდი, რას ნიშნავს თავისუფალ საზოგადოებაში თავისუფლად გაზრდილი ადამიანი; საიდან მოდის მათში ის სილაღე და შინაგანი თავისუფლება... ჩვენი და უცხოელი ბავშვების ცქერისას ვნახე, რას ნიშნავს შენი ქვვეყნის დროშის და ჰიმნის სიყვარული - ჩვენმა ერთხელ დროშა დაკუჭა და ფეხსაცმელის გაწმენდას აპირებდა, ვიდრე ვიღაცამ არ უყვირა - ეი, ვიროო. იმავე პარიზში ერთმანეთის საქომაგოდ ვერ მიგვყავდა ბავშვები...
ქალაქში გადმოსვლის მერე და ამ სამსახურით მოვიარე საკმაოდ ბევრი ქვეყანა საფრანგეთ-იტალიის და ბრაზილია-რიოს ჩათვლით - სოფელში დარჩენის შემთხვევაში ამას ვერ შევძლებდი. კი, დღეს სადმე წასვლა-წამოსვლა (ვიზების მხრივ) აღარაა პრობლემა, მაგრამ ერთია, როცა ამას შენი ფულით აკეთებ (დღეს ამდენი ფულის შოვნა რამდენად ძნელია, შენც კარგად იცი), მაგრამ ამაში შენი ფული თუ არ გეხარჯება, გაცილებით უკეთესი არაა?
ამიტომ ვამბობ - რაღაც პრინციპების გამო შვილს წინ არ უნდა გადაუდგე და არ უნდა მოთხოვო, სიახლეზე, პერსპექტივაზე უარი თქვას და არ გაცდეს იმ ჩარჩოებს, რომელშიც მის მამა-პაპას უცხოვრია.
kaxaberski66
QUOTE
დღეს ყველა სოფლის ყველა კუნჭულში ასფალტიც დააგეს, გაზიც მიიყვანეს და დენიც არის

სულაც არა, ჩემო კახა! ასფალტი კი არა, ჩვეულებრივი გზებიც კი პრობლემაა ბევრგან, არათუ გაზი. სამუშაო ადგილები ხომ მთავარი პრობლემაა.
ამას წინათ სამსახურეობრივად შეხება მქონდა შუახევის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელთან. აჭარა ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალშვილიანი ოჯახებით და პრაქტიკულად, ნულოვანი მიგრაციით და როგორ გგონია, მთელს შუახევის რაიონში რამდენი მოსწავლე ჰყავთ დღეს? 1552! ამდენი დიდ ქალაქებში თითო სკოლაშია. ყოველ შემტხვევაში, თბილისში ვიცი სკოლები 1300-1500 მოსწავლე რომ ჰყავთ. მეტი მიგრაცია რაღა გინდა - დაცლილია რაიონი.
იმავე შუახევში ყოფილა სოფლები, სადაც თურმე არათუ ინტერნეტი, მობილურიც არ იჭერს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერ იჭერდნენ თურმე, ამ პანდემიისას ტელესკოლის გაკვეთილები რომ ენახათ ბავშვებს, ვიდრე სიხშირე არ დაამატესო.
koba1973
QUOTE
ამის წერისას ნატაშა გამახსენდა. როგორი შემართებით იყო და ჩვენც გვამხნევებდა, იმედია კარგადაა.

კი, კარგადაა. აგერ, ლევანიმაც დაგიწერა, რომ ფბ-ზე გადაბარგდა და არის დიდ ამბებში თავის ფერმაში და სატაცურ-პომიდვრებში.

Posted by: koba1973 28 Jun 2021, 11:42
tavadze
ჰაერით და სიწყნარით სოფელი ჯობია, მაგრამ დანარჩენი სოფელში ძნელი საშოვნელია.
წყალი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებ ჯერ ისევ დეფიციტშია ჩემს სოფელში. ზამთარ გაზაფხულზე ყოფნის სოფელს მაგრამ ზაფხულში განახლდება ხოლმე ის სამეზობლო და საუბნო დავები რაც წყლით თუ უწყლოობითაა გამოწვეული. მუდმივ მომარაგებას ვინ ჩივის, უკვე მეორე დღეა წვეთი არ ჩასულა ბაკში რომელიც მიდგას რომ სახმარი წყლის მარაგი მქონდეს. წყლის ხარისხზე ვერავის დავადანაშაულებთ, მარილიანი წყალია აქ ყველგან და მაგას არაფერი ეშველება, მაგრამ ეს მარილიანი წყალიც რომ დეფიციტშია ეგაა პრობლემა.
ქალაქებისთვის ასე თუ ისე რაღაც შეღავათები არის, მაგალითად ადრე მკურნალობაზე თბილისის მერია აფინანსებდა მხოლოდ თბილისელებს, ახლა რაღაც პროგრამაა ხელოსნების სერთიფიცირებისთვისო, მანდაც მხოლოდ მაშინ დაგაფინანსებენ თუ თბილისში ხარ ჩაწერილიო.
ერთი სიტყვით თუ გინდა შვილების უკეთესი მომავალი, ყველანაირად ხელი უნდა შეუწყო რომ წავიდნენ თბილისში კი არა მარტო, უცხოეთშიც. პატრიოტიზმი კი სადღეგრძელოებშიც საკმარისია. ჩემზე მეტად ენამზეობენ ისინი ვისაც წამიც არ დაუხარჯავთ სამშობლოსთვის და სხვებიც მეტად აფასებენ: ნახე რა მაგარი სადღეგრძელო თქვა, მაგარი ვაჟკაციაო. ერტი სიტყვით გულგატეხილი და გულაცრუებული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ შვილების მომავლისთვის ნამდვილად ჯობია ასე. თვითონ ჩვენშია ეს მენტალიტეტი: ქალაქელი პატივსაცემია და სოფლელი დამამცირებელი მიმართვა.
* * *
ორიოდე წლის წინ წყლის სასინჯი ვიყიდე, მარილის შემცველობას ზომავს თავისუფალი იონების ხარჯზე. ერთეულები არ მახსოვს, მგონი მგ/ლიტრზეა. წერია მანუალში რომ 0-30 ერთეული გამოხდილი წყალია, 30-200 სასმელი, 200-300 ტექნიკური და 300+გამოსაყენებლად საშიში.
200 ერთეულამდე საერთოდ ვერ ვნახე, ორ ადგილას ვნახე 260-280 ერთეული და დანარჩენი ყველა გაცილებით მარილიანია. 500 ზემოთაც კი.
* * *
ეს იმ ქვეყანაში ხდება წყლით მდიდარი რომაა და სხვა ქვეყნებში რომ უნდა გატანა ექსპორტზე.

Posted by: bako70 29 Jun 2021, 14:13
QUOTE (koba1973 @ 28 Jun 2021, 11:42 )
tavadze
ჰაერით და სიწყნარით სოფელი ჯობია, მაგრამ დანარჩენი სოფელში ძნელი საშოვნელია.
წყალი, სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებ ჯერ ისევ დეფიციტშია ჩემს სოფელში.

თუ არ იწვიმა, მოსავალს ვინღა ჩივის, დანახარჯი მენანება..

Posted by: bako70 29 Jun 2021, 14:22
რისკია, მოკლედ. ხან გაგიმართლებს, ხან არა.

Posted by: rest 29 Jun 2021, 15:02
გადავიკითხე მთლიანად 159-ე გვერდიsmile.gif) ყოჩაღ თქვენ, ოჯახის საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით მეც დავიწყე ჩემი ნაკვეთის მოწესრიგება, ღოBეს ვაშენებ ბლოკისას ჩემი ხელით, 100 მეტრი უნდა ავაშენო(სადღაც 25 მეტრი უკვე ავაშენე და ვაგრძელებ), ძირითადად ყურძენი (რომელიც ადგილის არ დაკარგვის მოტივით ღობეზე გაშვებული ხეივნით ვაპირებ), ხილი და ბოსტნეული იქნება-ნუ ნაკვეთი დიდი არ არის სადღაც 2000 კვადრატამდე, მაგრამ ჯანსაღ პროდუქტს მაინც მოვიწევ ოჯახს რომ ეყოს იმდენსsmile.gif

Posted by: straight away 29 Jun 2021, 19:03
სოფელი თქვენ და ხაშლამით სავსე ქვაბი კიდე...
ამოვედი, გავთიბე, დავდგი თივები და ატყდა დელგმა და ქარაშოტი.
user posted image

კაი ხანია არ ვყოფილვარ, თითქმის თვენახევარი. მაისის შუა რიცხვებში ვიყავი ორი დღით, რაღაცეები ჩავთესე და წავედი. ამოვედი და რა დამხვდა...
ყველაფერი გახარებულია, ამოსულია და ყვავის.
ლამის ვიტირე. ასე უყურადღებოდ, ასე მიტოვებულად და არაფერი არ გახმა, ყველაფერი იდეალურადაა. დალოცვილი მიწაა.

Posted by: shuma89 29 Jun 2021, 19:42
QUOTE (Grows @ 25 Jun 2021, 16:23 )
shuma89

გეთანხმები. საყანეს ვეძებ მეც, 2 ჰექტრამდე. სარწყავი წყალი იყოს მთავარია. დალშე ყველაფერი მიყვანადია.

წყალი საათში 1000 ლიტრი მოდის 2.9 მეტრი სიღრმის ჭიდან. ნასოსს უწერია 1500 ლიტრი საათში და 40 წუთში აცარიელებს, 20 წუთი გაჩერდება და ისევ 40 წუთი მუშაობს ამით დავთვალე.
ჩემი ხელით გაჭრილი ჭა არის და მეტი სიღრმე ვერ გავქაჩე.

Posted by: rest 20 Jul 2021, 17:18
user posted image
ხილის არყის ხდის პროცესი სამეგრელოშიsmile.gif

Posted by: kaxaberski66 21 Jul 2021, 00:17
rest
ძალიან კარგი, საჭირო და აუცილებელი საქმე გაგიკეთებია.
ამის იქითაც უამრავალჯერ გაგემეასებინოს.

Posted by: rest 21 Jul 2021, 12:13
QUOTE (kaxaberski66 @ 21 Jul 2021, 00:17 )
rest
ძალიან კარგი, საჭირო და აუცილებელი საქმე გაგიკეთებია.
ამის იქითაც უამრავალჯერ გაგემეასებინოს.

გაიხარე მეგობარო, დედულეთში ვარ და ჩემთვის გარდა იმისა რომ ეკოლოგიურად სუფთა არაყს ვხდი, საკრალური, ტრადიციული მნიშვნელობაც აქვს, ჩემი წინაპრებიდან დაწყებული ყველა ეგრე ხდიდა არაყს, ბაბუაჩემი როგორი რუდუნებით ხდიდა არაყს ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი თუმცა კარგად მახსოვს, როგორ უხაროდა როგორი ხალისიანი იყო ამ პროცესის დროს, მიდიოდა ნარდის თამაში სიმხიარულე და ეს ყველაფერი რომ მახსოვს დღევანდელ გაბოროტებული სიტუაციაში ხალისით და დადებითი ემოციებით მავსებს....

Posted by: margali21 21 Jul 2021, 16:06
QUOTE (rest @ 20 Jul 2021, 17:18 )
user posted image
ხილის არყის ხდის პროცესი სამეგრელოშიsmile.gif

up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: straight away 19 Sep 2021, 14:03
ჰააა, მეურნეებო სად დაიკარგეთ? smile.gif))
ორი თვე არაფერი არ გაგიკეთებიათ?!

წლევანდელი წელი როგორც დაიწყო ჩემთვის კი იცით. ვერ მოვიცალე სოფლისთვის.
სულ სამჯერ ვიყავი ასული და რაც მოვასწარი, ის გავაკეთე.
სვანეთიდან წამოღებული კარტოფილის თესლი დავთესე,
ხარისგულა პომიდვრის ჩითილები 20 ძირი,
კიტრიც 20 ძირი,
ცოტა კომბოსტო, გოგრა, ბადრიჯანი, წიწაკა, სიმინდი, ლობიო ...
მერე 1 თვე აღარ ავსულვარ. არ მეცალა.
ვერც მოვრწყავდი ვერაფერს, შესაბამისად.
1 თვის მერე ყველაფერი გახარებული დამხვდა. ზოგს სარი შევუდგი, ზოგს გათიბული ბალახი შემოვუყარე ძირებზე.
2 თვის მერე - ყველაფერი ყვაოდა, ზოგს უკვე ესხა.
3 თვის მერე ესე დამხვდა

user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

პომიდორი მოწოდების სიმაღლეზე იყო. კიტრი უკვე მობერებული. კარტოშკას არც შემომიყრია, არც გამითოხნია და 2 ვედრო ამოვიდა. ლობიო რაც დავთესე სულ ამოვიდა, სიმინდი რაღაცამ შემიჭამა smile.gif ალბათ ძაღლმა ან ჯამფარებმა.

* * *
ეს ყველაფერი უწამლოდ, უწყლოდ, მოვლა-პატრონობის გარეშე მოვიდა. წარმომიდგენია, რომ მომევლო რა იქნებოდა...
პომიდვრის სუნი მთელ ეზოში იდგა.
ახლა ვაპირებ ოქტომბერში ახლიდან მოვხნა და წელსვე დავფრეზო მიწა, გაზაფხულზე ფრეზი ვერ ვიშოვე, როგორც იცით sad.gif
ბაღების გასუფთავება-შეღობვას მოვრჩი და გაზაფხულიდან უკვე ნერგებს, მყნობას მივხედავ.
ყურძნების ამბავიც გემახსოვრებათ, ალბათ. ანანურა და შავკაპიტო ... ყველამ იხარა, გადაურჩნენ ყინვას, გვალვას და კი დგანან ჯიგრულად smile.gif
ეხლა ქისის ნერეგები უნდა ვცადო. ვიცი სიგიჟეა, მაგრამ მაინც!

Posted by: kaxaberski66 19 Sep 2021, 22:21
straight away
QUOTE

პომიდორი მოწოდების სიმაღლეზე იყო. კიტრი უკვე მობერებული. კარტოშკას არც შემომიყრია, არც გამითოხნია და 2 ვედრო ამოვიდა. ლობიო რაც დავთესე სულ ამოვიდა,

ნატურალური და მარგებელი. შეგარგოთ უფალმა. კარგი კაცი ხარ.
ყურძნის ამბავი მახსოვს და ვგულშემატკივრობ.
ჩემს მეურნეობაში სოფელში რთველი ჩატარდა უჩემოდ, რადგან მე კორონა მქონდა. 2 ტონა გამოვიდა და მარანს მივყიდეთ.
თბილისში ერთი შავი ვაზი მაქვს და ჩამოვკრიფე 10-12 კგ და დავწურე. ეხლა დაღვინდა და გადავიღებ. ალბათ 5-6 ლიტრა გამოვა. როგორია? biggrin.gif
თბილისში 10 ძირი რქაწითელი მაქვს. ნაცარმა გამიფუჭა მაგრამ ასხია. მეზობელს ვეუბნები დაკრიფე მეთქი და რაღაც ფეხს ითრევს.

Posted by: levani169 20 Sep 2021, 14:38
kaxaberski66
როგორ ხარ კახა,მოახრჩე კორონა რა ქენი,ოჯახობა როგორ გყავს?

Posted by: User335 20 Sep 2021, 19:37
გამარჯობა! ხომ არ იცით რამენად შესაძლებელია სასოფლო სამეურნეო მიწის იჯარა საქართველოში ? თუ კი მაშინ რა პრცედურებია და თუ ღირს საერთოდ მიწის იჯარის გამოყენება საქართველოში არსებული იჯარის პირობებით ?

ასევე მაინტერესებს არის თუ არა პრაქტიკაში რომ იჯარას იღებენ კერძო პირებისგან და რამენად ღირს ეს ?
აქვს თუ არა მნიშვნელობა მოიჯარე ფიზ. პირია შპს თუ ინდ მეწარმე ?


მაგალითისთვის განვიხილოთ რომ გვსურს იჯარა თხილის გაშენების მიზნით.

Posted by: kaxaberski66 20 Sep 2021, 23:53
levani169
QUOTE
როგორ ხარ კახა,მოახრჩე კორონა რა ქენი,ოჯახობა როგორ გყავს?

კარგად ვარ ლევან, მადლობა. ოჯახიც კარგად მყავს. ცოტა სიდედრი მიასუსტა მაგრამ ისიც მოყოჩაღდება.
თქვენც ხომ კარგად ხართ? გადაიტანეთ თქვენ თუ როგორ ხართ?

Posted by: levani169 21 Sep 2021, 00:25
kaxaberski66
QUOTE
თქვენც ხომ კარგად ხართ? გადაიტანეთ თქვენ თუ როგორ ხართ?

არ მიდასტურდება მარა ვერ ვარ მთლა კარგად.

Posted by: kaxaberski66 21 Sep 2021, 08:37
levani169
QUOTE
არ მიდასტურდება მარა ვერ ვარ მთლა კარგად.

რა გჭირს? რამე სხვა გაწუხებს?.
რთველი ჩაატარე?.

Posted by: levani169 21 Sep 2021, 16:06
kaxaberski66
QUOTE

რა გჭირს? რამე სხვა გაწუხებს?.

ხო,ხველება მაქვს,ბრონხები გაქვს გაღიზიანებულიო ექიმმა და ასე გრძელდება ორი კვირაა უკვე.
QUOTE
რთველი ჩაატარე?.

კი ......... 26 აგვისტოს დავკრიფეთ ჩვენ,თანაც მასიურად.

Posted by: kaxaberski66 21 Sep 2021, 22:42
levani169
მერე? არ იღებ რაიმე წამლებს?.

Posted by: levani169 21 Sep 2021, 23:40
QUOTE (kaxaberski66 @ 21 Sep 2021, 22:42 )
levani169
მერე? არ იღებ რაიმე წამლებს?.

კი,ექიმის დანიშნულებით .......... კი მამშვიდებს არაა საგანგაშოო მარა კი გამაწვალა და.

Posted by: tavadze 22 Sep 2021, 00:50
straight away - აი, ხომ ვამბობ, შენ აცოცხლებ ამ თემას. biggrin.gif biggrin.gif
ხვავი და ბარაქა.
kaxaberski66
QUOTE
ცოტა სიდედრი მიასუსტა მაგრამ ისიც მოყოჩაღდება.

იმედია, უკვე მოყოჩაღდა.
levani169
QUOTE
ხო,ხველება მაქვს,ბრონხები გაქვს გაღიზიანებულიო ექიმმა და ასე გრძელდება ორი კვირაა უკვე.
QUOTE

იმედია, მართლაც ბრონქებია, მაგრამ პერიოდულად სწრაფი ტესტი მაინც აიღე... მე გრიპის სიმპტომები მქონდა მხოლოდ და ისიც - ძაან იოლად, მაგრამ კი დამიდასტურდა. შენ ღმერთმა გაშოროს, მაგრამ სამეზობლოში ვისაც დაუდასტურდა, უმეტესობას ასე გრიპით ან ხველებით დაეწყო და ყველას ჩვეულებრივი გაციება ეგონა. ერთბაშად ოთხმაგი კონტაქტი აღმოვჩნდი, თორემ არც გავიტესტებოდი. არადა, 2-ჯერ კი ვიყავი აცრილი, თუმცა მეორე აცრიდან მალევე დამემართა, მაგრამ უიოლესად გადავიტანე. დღეს დავამთავრე კარანტინი, თუმცა იმდენი საქმე მქონდა, დაღამებამდე ვერ მივიცალე ეზოდან გადასასვლელად. ამ დღეებშიცც ჩვეულებრივად ვმუშაობდი.

Posted by: znzbr 25 Sep 2021, 20:56
გამარჯობა
დასავლეთისკენ საით ღირს მიწის ნაკვეთების დათვალიერება?
სადაც გოგირდის წყლებია იქ მიწა ვარგა ხილის მოსაყვანად?

Posted by: straight away 28 Sep 2021, 21:51
tavadze
გული მიწუხდება ხოლმე დიდი ხანი რომ არავინ წერს არაფერს smile.gif
ბევრი არაფერი არ ვიცი და რჩევა-რეკომენდაციებისგანაც ვიკავებ თავს, ამიტომ სათანადოდ ვერ ვაქტიურობ. მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც მოვიკითხოთ ერთმანეთი, გავამხნევოთ, ვანუგეშოთ და ა.შ.
ორი თვიანი უპოსტობა არ ივარგებსsmile.gif

აჰა, როგორც ჩანს კოვიდი უმეტესობამ გადაიტანეთ. მიხარია რომ მსუბუქად, ასე თუ ისე მსუბუქად. მე არ მხვდება. ცოცხალი თავით არ უნდა რომ შემხვდეს smile.gif

ნიორის დათესვას ვაპირებ და რამე პრაქტიკული რჩევები ხომ არ გექნებათ?! იმის გარდა, რაც საიტებზეა...

* * *
znzbr
აქ, ამ თემაში არის ერთი ჩვენი მეგობარი, რომელსაც მიწები აქვს ზესტაფონთან ახლოს (თუ სწორად მახსოვს). დაეკონტაქტე და ყველაფერს გეტყვის. იხვეწება კაცი, ვინმემ რამეში გამოიყენოს ოღონდაც და...მზადაა სრული მხარდაჭერისთვის

Posted by: kaxaberski66 29 Sep 2021, 00:39
straight away
QUOTE

გული მიწუხდება ხოლმე დიდი ხანი რომ არავინ წერს არაფერს

მეც აგრე ვარ ხოლმე ჩემოstraight away.
QUOTE

ბევრი არაფერი არ ვიცი და რჩევა-რეკომენდაციებისგანაც ვიკავებ თავს, ამიტომ სათანადოდ ვერ ვაქტიურობ. მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც მოვიკითხოთ ერთმანეთი, გავამხნევოთ, ვანუგეშოთ და ა.შ.

აგრე ვართ ჩვენც.
QUOTE

აჰა, როგორც ჩანს კოვიდი უმეტესობამ გადაიტანეთ. მიხარია რომ მსუბუქად, ასე თუ ისე მსუბუქად. მე არ მხვდება. ცოცხალი თავით არ უნდა რომ შემხვდეს

არც შეგხვედროდეს. მაგრამ რომ შეგხვდეს, დრიბლინგით გაივლი.
QUOTE
ნიორის დათესვას ვაპირებ და რამე პრაქტიკული რჩევები ხომ არ გექნებათ?! იმის გარდა, რაც საიტებზეა...

მე მოგცემ რჩევას. საშუალოზე ნაკლები ზომის კბილი არ დათესო. ნაკბენი და რაიმე ხინჯიანი კბილი არ დათესო.
მიწა უნდა იყოს კარგად გაფხვიარებული და თანაბრად გასწორებული. ახალი დაბარული ან მოხნული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ნიორის კბილი დათესვისას გორახებს შორის ჰაერში არ აღმოჩნდეს.
მეტის სიგრძეში 8-10 ცალი დათესე. თუ გათოხავ თოხმა რომ არ დაგიჭრას უფრო ახლოს დარგვა არ გამოვა.
დანარჩენს მოსავალს რომ აიღებ მერე გეტყვი.

Posted by: tavadze 29 Sep 2021, 01:39
straight away
kaxaberski66
მერე უნდა დასწეროთ მაინც რამე, მარტო შემოხედვა რა ბედენაა, კაცო! biggrin.gif biggrin.gif
kaxaberski66
QUOTE
მე მოგცემ რჩევას. საშუალოზე ნაკლები ზომის კბილი არ დათესო. ნაკბენი და რაიმე ხინჯიანი კბილი არ დათესო.

+10000
პ.ს. მე ხახვივით ნიორს ვრგავ (რუსულს რომ ეძახიან, თუმცა რუსებმაც არ ივიან მასეთი ნიორი), მაგრამ ამ ბოლოს იმანაც დაიწყო დაკბილიანება. დიდი კბილები აქვს, ჩვეულებრივზე ბევრად დიდი.

Posted by: zigmundi32 29 Sep 2021, 02:03
straight away
QUOTE
ეს ყველაფერი უწამლოდ, უწყლოდ, მოვლა-პატრონობის გარეშე მოვიდა. წარმომიდგენია, რომ მომევლო რა იქნებოდა...

რა ქვია თქვენ დალოცვილ სოფელს და სად არის თუ საიდუმლო არაა?

Posted by: straight away 29 Sep 2021, 07:37
kaxaberski66
გაიხარე, მადლობა დიდი. წელს სადაც პამიდორი ეთესა, იქ უნდა დავრგო. კარგი ფხვიერი მიწაა. სადაც კარტოშკა იყო - იქ ლობიოს მივცხებ გაისად. და სადაც ლობიო - პირიქით, კარტოშკას. ჩემი ,,სამეცნიერო'' ნაშრომი ხომ გახსოვთ, კომპანიონ მცენარეებზე, მაგით ვხელმძღვანელობ. თქვენს ყველა რჩევასაც გავითვალისწინებ.
tavadze
ქართულ ნიორს ვიყიდი, ვეცდები კარგი თავები შევარჩიო. წყალში დალბობა არ დაჭირდება, მაინც დაალბობს წვიმები მიწაში ხო?! zigmundi32
რა საიდუმლო?! ანანურის თემს ეკუთვნის, სოფ. შაღაანი. 1000 მ. ზევით ზღვის დონიდან. არაფერს არ ვწამლით, არც ხილს, არც ბოსტნეულს. ცოტა მოდის თუ ბევრი, ყველაფერი ორგანულად სუფთაა.

ხოო, კიდევ .... ძველი ვაშლები სულ გავსხალი. ბებერი ტოტები მოვაცილე. გაზაფხულზე ახალ მაჟალოებს დავამყნობ იმავე ჯიშზე, რაც ძველია - შაფრანა და ანტონოვკა. მერე შემოდგომით ძველი ხეების ნახევარს გადავბელავ. ასე ვაპირებ ვაშლის ბაღის გაახლებას. ნელ-ნელა.

Posted by: tavadze 29 Sep 2021, 08:53
straight away
QUOTE
სადაც კარტოშკა იყო - იქ ლობიოს მივცხებ გაისად. და სადაც ლობიო - პირიქით, კარტოშკას.

გვერდი-გვერდაც შეგიძლია, დარგო.
QUOTE
წყალში დალბობა არ დაჭირდება,

არა, არ უნდა.

Posted by: Freestyle 30 Sep 2021, 18:06
დუშეთის რაიონის მიწები რამდენად ნაყოფიერია? ბულაჩაურის ზედა მხარეს მაინტერესებს 1000 მ ზღვის დონიდან დაახლოებით. თუნდაც სოფელი ბაზალეთი მაინტერესებს

Posted by: la reine 17 Oct 2021, 21:04
ამოვწევ ამ ყველაზე მყუდრო თემას❤️

Posted by: kaxaberski66 19 Oct 2021, 22:29
la reine
იქნებ ვინმეს ფეხი დაუცდეს და დაეცეს ამ მყუდრო თემაში.

Posted by: GEORGEXIII 24 Oct 2021, 17:33
რომ იყოს რეალური სუბსიდირება და მთავრობისგან. მხარდაჭერა ვიფიქრებდი სოფლად გადასვლას.

Posted by: straight away 29 Oct 2021, 09:50
მოგესალმებით მეგობრებო, კოლეგებო smile.gif
მექანიზაციის დაფინანსებაზე შევავსე განაცხადი. მოტობლოკის შეძენა მინდა. ბაუმა შევარჩიე 9 ცხ.ძ. ბენზინი. 2700 ლარამდე ღირს.
35 % რომ აფინანსებს მთავრობა (ვითომ)
პასუხი უარყოფთი მოვიდა. ეხლა მეორე ეტაპი დაიწყო და კიდევ ვცდი.
თუ კიდევ უარყოფითი პასუხი იქნება, მერე ავდგები და გადავიხდი ამ 2700 ლარს სრულად (მოვინდომე მეც იაფში გამოძრომაsmile.gif)))
ფრეზის პირი მოყვება და ზუსტად ეგ მაინტერესებს. თორემ ისეთი დისტანცირებული აღმოჩნდა ჩემი მიწა მექანიზაციის ცენტრისგან, ტრაქტორის იმედზე არ უნდა ვიყო, როგორც ჩანს.
წელს ჰარიჰარალოზე მიღებულმა ჯანსაღმა პროდუქტმა, სურვილი კიდევ გამიორმაგა და აღარ გავჩერდები. ხელითაც რომ მომიწიოს დამუშავება, მაინც ,,ამოვთხრი"!

Posted by: tavadze 29 Oct 2021, 09:54
straight away
QUOTE
ეხლა მეორე ეტაპი დაიწყო და კიდევ ვცდი.

წარმატებები.
განაცხადის შესავსები ბმული შეიძლება, დამილინკო?

Posted by: straight away 29 Oct 2021, 09:55
Freestyle
QUOTE
დუშეთის რაიონის მიწები რამდენად ნაყოფიერია? ბულაჩაურის ზედა მხარეს მაინტერესებს 1000 მ ზღვის დონიდან დაახლოებით. თუნდაც სოფელი ბაზალეთი მაინტერესებს


ბულაჩაური და ბაზალეთი ხეობის ორი სხვადასხვა მხარეა და ერთმანეთისგან განსხვავდება კიდეც ნიადაგაის შემადგენლობით.
ბაზალეთისკენ საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია. ადრე, ვამუშავებდით მანდ მიწას და კარგი მოსავალი მოგვყავდა.
* * *
tavadze
გაიხარე, ვნახოთ რა გამოვა smile.gif
შენც წარმატებას გისურვებ, აქ ნახავ ყველაფერს მაგ საკითხთან დაკავშირებით
https://rda.gov.ge/news/view/240

Posted by: 24... 29 Oct 2021, 15:13
QUOTE (straight away @ 29 Oct 2021, 09:50 )
მოგესალმებით მეგობრებო, კოლეგებო smile.gif
მექანიზაციის დაფინანსებაზე შევავსე განაცხადი. მოტობლოკის შეძენა მინდა. ბაუმა შევარჩიე 9 ცხ.ძ. ბენზინი. 2700 ლარამდე ღირს.
35 % რომ აფინანსებს მთავრობა (ვითომ)
პასუხი უარყოფთი მოვიდა. ეხლა მეორე ეტაპი დაიწყო და კიდევ ვცდი.
თუ კიდევ უარყოფითი პასუხი იქნება, მერე ავდგები და გადავიხდი ამ 2700 ლარს სრულად (მოვინდომე მეც იაფში გამოძრომაsmile.gif)))
ფრეზის პირი მოყვება და ზუსტად ეგ მაინტერესებს. თორემ ისეთი დისტანცირებული აღმოჩნდა ჩემი მიწა მექანიზაციის ცენტრისგან, ტრაქტორის იმედზე არ უნდა ვიყო, როგორც ჩანს.
წელს ჰარიჰარალოზე მიღებულმა ჯანსაღმა პროდუქტმა, სურვილი კიდევ გამიორმაგა და აღარ გავჩერდები. ხელითაც რომ მომიწიოს დამუშავება, მაინც ,,ამოვთხრი"!

ძალიან მაგარია , წაამტებები და მეტი სტიმული და მოტივაცია მეც მინდა გადაცხოვრება თბილისიდან user.gif

Posted by: straight away 29 Oct 2021, 17:12
24...
QUOTE
ძალიან მაგარია , წაამტებები და მეტი სტიმული და მოტივაცია მეც მინდა გადაცხოვრება თბილისიდან

დიდი მადლობა. დღეს ყველანაირი პირობაა, კონგლომერატიდან გასაქცევად smile.gif

Posted by: levani169 29 Oct 2021, 18:10
straight away
QUOTE
ბაუმა შევარჩიე 9 ცხ.ძ. ბენზინი. 2700 ლარამდე ღირს.

არ გინდა ბაუმა,სხვა ნებისმიერი იყიდე 1900 ლარი ღირს 9 ცძ

Posted by: straight away 29 Oct 2021, 18:13
levani169
ყველას ბაუმა-ვეიმა აკერია პირზე smile.gif
მეც ამიყოლიეს.
აბა ,,სხვა", ერთი მაინც რომ მითხრა, რომელია კარგი / გამომდგარი?

Posted by: levani169 29 Oct 2021, 18:22
straight away
QUOTE

აბა ,,სხვა", ერთი მაინც რომ მითხრა, რომელია კარგი / გამომდგარი?

ყოველ სეზონზე სხვადასხვა დასახელებით შემოდის,ვეიმა უაზროდ ძვირია,ბაუმა ძვირიზაა და უხარისხოც,გაიარე მაღაზიაში და რომელსაც ბევრი პლასტმასები და სახელურები არა აქვს ანუ მარტივად რომელიც გამოიყურება,ის აარჩიე.
არის ჰიტნები,არის ურალები,ბელარუსები,ბაიკალები.

Posted by: tavadze 30 Oct 2021, 01:18
straight away
QUOTE
შენც წარმატებას გისურვებ, აქ ნახავ ყველაფერს მაგ საკითხთან დაკავშირებით
https://rda.gov.ge/news/view/240

დიდი მადლობა. სამეზობლოში რამე მძლავრი შესაწამლი გვინდა. ბენზინზე მომუშავე მეც მაქვს და სხვებსაც, მაგრამ რამე უფრო მძლავრი გვინდა - მაგ მოტობლოკებზე დასამაგრებელი.
თბილისში აგრომაღაზიებში ისე ადვილად მეუბნებიან, შეწამლეთ კაკალიო, გეგონება, რამე დეკორატიულ ბუჩქზეა ლაპარაკი. biggrin.gif დიდუბის გელას მისი ჯიხურის გვერდით მდგარი კაკალი დავანახე - ამას ხომ ხედავ, ჩვენში ნიგვზები ზოგჯერ ამაზე დიდიც კი არის-მეთქი.
24...
QUOTE
მეც მინდა გადაცხოვრება თბილისიდან

ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თუმცა გადაცხოვრებამდე (ისე, ამ სიტყვაზე: კახელი ხარ თუ თუში? rolleyes.gif ) ჯერ კარგად მოემზადე - სარწყავი სისტემის გარეშე არაფერი გამოვა. ელემენტარული ტექნიკა - ეგ ხო თავისთავად.
levani169
QUOTE
ბაიკალები.

კონკრეტულად მოტობლოკები არ ვიცი, ისე კი აქებენ ამ ფირმას. ნუ, ურალ-ბელარუსებზე არცაა ლაპარაკი.

Posted by: kaxaberski66 31 Oct 2021, 11:48
ყველას წარმატებას გისურვებთ. straight away
ეგ ბაუმა სად უნდა დააყენო?. თბილისიდან ხომ არ უნდა იარო?

Posted by: straight away 31 Oct 2021, 21:13
levani169
ბაიკალი ვიცი, სათიბელა მაქვს და მაგარი გამძლეა.
tavadze
მანდ, განაცხადის შევსებისას კიდევ ქვეყანა დოკუმენტაციას მოგთხოვენ და არ გამოტოვო smile.gif
კაკლის შესაწამლად ვერტმფრენები დაგჭირდებათ მგონი smile.gif 15-20 მეტრიან ხეებს რითი შეწამლით?! ალბათ ძირებს გულისხმობენ მარტო...
kaxaberski66
ვიფიქრე მაგაზეც smile.gif))
ნათესავთან დავტოვებ, პრობლემა არალიsmile.gif

Posted by: kaxaberski66 31 Oct 2021, 22:25
straight away
მაგ ბაუმას თუ კომბაინსაც მიუმატებ და ერთ კარგ სუბუქ მანქანასაც, უარს არ გეტყვის რა თქმა უნდა ნათესავი.
არც ნათესავის მეზობლები.

Posted by: tavadze 1 Nov 2021, 00:49
straight away
QUOTE
15-20 მეტრიან ხეებს რითი შეწამლით?! ალბათ ძირებს გულისხმობენ მარტო...

საქმეც ეგაა, რომ მთლიანად ხეს გულისხმობენ.
თებერვალში უნდა პირველი წამლობაო (ნაყოფი რომ უჭიანდება, რაღაც დაავადება მითხრეს და იმაზე მინდა შევწამლო) და აზრზე არა ვარ, რა ვუყო, როგორ შევწამლო მთელი ხე. sad.gif ბენზინის საწამლი კი მაქვს და მივადგები იმით, იმით რასაც ავუწევ - 7-8 მეტრზე იმასაც გააქვს.

Posted by: straight away 1 Nov 2021, 09:37
tavadze
21-ე საუკუნეა და ვიტრიპაჩებ smile.gif))
https://www.youtube.com/watch?v=EK0okp0h68M

* * *
ერთი კარგი ელექტრიკი და სახლში აწყობაც შეიძლება
https://www.youtube.com/watch?v=5l26dxr5A0A

* * *
ისე, უფრო რეალური და ,,მამაპაპური" ეს იქნება
https://www.youtube.com/watch?v=iQRwri7RP1U
* * *
268 $
https://gregsonclark.com/products/udor-long-range-spray-gun

Posted by: Grows 10 Nov 2021, 19:09
უტატატაა
გავხდი მემამულე
თელაველი მემამულე biggrin.gif


Posted by: levani169 10 Nov 2021, 19:48
QUOTE (Grows @ 10 Nov 2021, 19:09 )
უტატატაა
გავხდი მემამულე
თელაველი მემამულე biggrin.gif

გილოცავ.........რომელ სოფელში შეიძინე?

Posted by: Grows 10 Nov 2021, 20:09
ნაფარეულში

მადლობა ^^
---------------------------

Posted by: levani169 10 Nov 2021, 20:41
კარგია ნაფარეული,ბუნება და წყალი ......... იმედია ეს ბოლო წლებში შემოჩვეული სეტყვა აღარ შეგვაწუხებს,აღარ შეგვარჩინა არაფერი.

Posted by: Grows 11 Nov 2021, 00:22
levani169

იმედია smile.gif

-----------------------

Posted by: tavadze 12 Nov 2021, 01:16
Grows
QUOTE
უტატატაა
გავხდი მემამულე
თელაველი მემამულე

წარმატებები. up.gif up.gif

Posted by: Grows 14 Nov 2021, 19:50
tavadze

მადლობა. ჯერ ვერაფერს ვიზამ სამწუხაროდ. უბრალოდ კარგ ფასში გამოჩნდა და შევიძინე. მომავალში ალბათ ავაშენებ სახლს, ადგილში კი - ვენახს.

Posted by: gia1970 28 Nov 2021, 20:39
tavadze
კალათა ამწეები არ არის რაიონში
რომ იქირაო და ისე შეწამლო, თუ ძვირია ქირაობა?
მე ბოდიში თუ უაზრობა დავაბრეხვეsmile.gif

Posted by: koba1973 29 Nov 2021, 09:23
მოგესალმებით მშრომელებო!
QUOTE
გული მიწუხდება ხოლმე დიდი ხანი რომ არავინ წერს არაფერს

ამ გამყოფილებაში ისედაც იშვიათად შემოდის ვინმე, ძირითადად ჩვენ, რამოდენიმე ადამიანი. სხვაგანაც ძირითადად ასეა. მარტო პოლიტიკაშია ხალხმრავლობა და იქაც მოდერები მაქსიმალურად ცდილობენ უსამართლო ბანებით და ვორნებით სხვა პლატფორმაზე გადაიყვანონ იუზერები. ალბათ 3 თვეა არც შემოვსულვარ საერთოდ. ახლაც ეს თემა გამახსენდა და მაგიტომ შემოვედი თქვენს მოსაკითხად.
მოტობლოკი ლევანის რჩევით ვიყიდე ბაიკალი დიდუბეში და კმაყოფილი ვარ. მუშაობს მეოთხე წელია, ოღონდ მარტო ფრეზზე ვამუშავებ.

წარმატებებს გისურვებთ ყველას!

Posted by: tavadze 1 Dec 2021, 09:56
gia1970
QUOTE
tavadze
კალათა ამწეები არ არის რაიონში

არც კი მინახავს სადმე. მხოლოდ ელექტრიკოსებთან, თორემ ასე სასოფლო-სამეურნეო საქმეებზე არც მინახავს.
რომც იყოს, იაფი არ იქნება, მაგრამ მთლად თირკმელის გაყიდვა თუ არ მოგიწევს, მაინც ღირს - ყოველ წელიწადს არ დასჭირდება შეწამვლა.
koba1973
QUOTE
ამ გამყოფილებაში ისედაც იშვიათად შემოდის ვინმე, ძირითადად ჩვენ, რამოდენიმე ადამიანი.

მგონი, ჩვენც აღარ შემოვდივართ უკვე. ყოველ შემთხვევაში არ იწერება არაფერი. ან ჩემსავით ხართ - შემოვალ, დავხედავ, ახალი წერილი ხომ არაა-მეთქი და გავალ ისევ ჩუმად. biggrin.gif

Posted by: Grows 1 Dec 2021, 23:38
გამარჯობა ყველას.

koba1973
QUOTE
მოტობლოკი ლევანის რჩევით ვიყიდე ბაიკალი დიდუბეში და კმაყოფილი ვარ. მუშაობს მეოთხე წელია, ოღონდ მარტო ფრეზზე ვამუშავებ.


რამხელა ფართობს ამუშავებ მაგით? ფრეზის გარდა აქვს რამე მისაბმელი? სათიბელა, სახნისი რამე რუმე

Posted by: gia1970 3 Dec 2021, 01:44
tavadze
არამგონის 100 ლარზე ძვირი მოითხოვონ
კეთილმა ელექტრიკებმა 4-5 საათშიsmile.gif

Posted by: tavadze 5 Dec 2021, 00:52
გამარჯობა კაი ხალხს.
მოვედი ჩემი ფერადი ყვავილოვანი კომბოსტოთი და მანდარინით. თუმცა კომბოსტო მთლად ჩემი არაა - ნერგი ჩემი გამოყვანილია, მაგრამ ეგ მეზობლის ბოსტანშია გადაღებული, მე მივეცი ნერგი. ჩემთან სანერგეზევე დავტოვე - უფრო გაიზრდება-მეთქი, მაგრამ ნურას უკაცრავად. თუმცა არა უშავს - ეგეც ერთი კარგი გაკვეთილია: უკვე ვიცი, რომ გადარგვა ჯობია. ეგ სადაც უდგას იმ მეზობელს, ძალიან ნოყიერი მიწაა - საქათმეც იქვეა, წყალიც ახლოსაა ბოსტანთან, თუმცა ის სკორეც ინახავს ტენს და ეგეც გაგიჟდა . ერთი მასეთივე უკვე გაიხარჯეს სახლში, კიდევ ერთი იყო იქვე, ისიც ჩემი მიცემული - ფერადი ბრიუსელის კომბოსტო, მაგრამ ის არ გადამიღია.

user posted image

ჩემი ეზოს მანდარინი! ერთი ეს გადამირჩა ძველი, მსხმოიარე ნერგებიდან და ეს საწყალიც ისეთ გვიმრებში, მაყვლოვანში და ეკალ-ბარდის ტყეშია, მთელი ზაფხული ხო ვერ გავბედე იქ შესვლა (ეზოს ბოლოსკენაა), ოქტომბერშიც კი ვერ შევედი ქვეწარმავლების შიშით - იმდენად თბილოდა, ჯერ კიდევ დასრიალებდნენ გარეთ. ეზოს გარედან შემოვუარე, რომ მენახა, ესხა თუ არა, მაგრამ ამდენი იქიდანაც ვერ დავინახე, ისეთ ბალახებში იყო (დაეტყო ჩემს ეზოს, წლეულს ბენზოცელი გაფუჭებული რომ მქონდა). ორი კვირის წინ მაგის მეზობლად პატარა მანდარინ-ფორთოხლები შევფუთე და მაშინ გავბედე მისვლა, ძლივს გავიკაფე გზა ნაჯახით და ასეთ დღეში დამხვდა - სიმძიმისგან მიწაზე დატანილი ტოტებით. love.gif თუმცა უფრო იმან გამაკვირვა, რომ ძალიან ტკბილია. ჩვენ ცოტა მაღალზე ვართ და ვერ ასწრებს იმდენად ჩამწიფებას, რომ დატკბეს, მაგრამ ამჯერად მართლა კარგი ტკბილია.

user posted image


gia1970
QUOTE
tavadze
არამგონის 100 ლარზე ძვირი მოითხოვონ
კეთილმა ელექტრიკებმა 4-5 საათში

შენ არ გცოდნია ქართული ბიზნესის ზნე და ხასიათი. ამ ზაფხულს დასავლეთში მწვანილს ცეცხლის ფასი ედო - ერთ პატარა კონა ქინძს და ნებისმიერ მწვანილს 50 თეთრე ნაკლებად არ მოგცემდნენ, თბილისში კი აზერებთან ჩვეულებრივად ღირდა 20 თეთრი. აგვისტოში იქ კიდევ უფრო რო გაძვირდა - 20 ლარი გახდა კილოგრამი მწვანილიო, თბილისში ნავთლუღში 7-8 ლარი ღირდა კილო.

Posted by: gia1970 5 Dec 2021, 18:43
tavadze
ახალგაზრდა მანდარინი ჩანს
სულ ნორჩია ალბათ

რა ხდება, ეზოში აღარავინ თესავს
მწვანილეულს თუ რატო იყო ამხელა
ფასები?

Posted by: tavadze 5 Dec 2021, 22:10
gia1970
QUOTE
ახალგაზრდა მანდარინი ჩანს
სულ ნორჩია ალბათ

კაი 20 წლისაც კი იქნება, თუ მეტისაც არა, ჩემო ბატონო. wink.gif wink.gif
დავბერდით ერთად მე და ეგ მანდარინი. ბავშვობაში დავრგე ეგენი - მე-7-8 კლასში ვიქნებოდი, და 3 ძირი გადამირჩა. მაშინ არ ვიცოდი ზამთარში შეფუთვის ტექნოლოგია და უმეტესობა მაგით გავაფუჭე - ჯერ ნაჭრებში ვფუთავდი და მერე გარედან პოლიეთილენის ტომრებს ვაკრავდი მჭიდროდ, ყინვამ არ გაატანოს მეთქი. არადა, უჰაერობისგან ლპებოდნენ - გაზაფხულზე გავხსნიდი და გაფუჭებული იყო. მერე დავამუღამე ჩალაში შეფუთვა და მშვენივრად ინახავდა. ახლა ჩალა აღარ მაქვს და ისევ პოლიეთილენის ტომრებით ვფუთავ, ოღონდ უკვე საჰაეროებს ვუტოვებ რამდენიმეგან და აღარ იხუთება შიგ. თუმცა დიდებს უკვე ვეღარც შევფუთავ და აღარც უნდა - მეტ-ნაკლებად იტანს ყინვას. ოღონდ ის ორი რამდენიმე წლის წინ ძლიერი ყინვებისგან გამიხმა - არანორმალურად ყინავდა ღამე, მაგრამ იმათ დაავადებებიც ჰქონდათ.
ფორთოხალიც კი გავახარე - 2 სეზონი მომცა მოსავალი. მერე ისინიც გამოყინა - ნაადრევად დაარტყა ნოემბერში, თუმცა ყველამ ამოიყარა და ახლა კარგა დიდებია, მაგრამ ჯერ მოსავალი არ მოუციათ.
QUOTE
რა ხდება, ეზოში აღარავინ თესავს
მწვანილეულს თუ რატო იყო ამხელა
ფასები?

ბევრი დავთესე, მაგრამ ჯერ გვალვებისგან არ ამოვიდა, რაც ამოვიდა და ის სიცხემ ჩაწვა. ნიახური მეთესა 2 კვალი. კარგად ამოვიდა, მაგრამ 4-5 ძირი გადარცა საბოლოოდ იმის მიუხედავად, რომ ყოველ დღე მზეში ზემოდან ტოტებს ვაფარებდი ჩრდილისთვის - მზის პირდაპირი სხივებისგან კი დავიცავი, მაგრამ მიწა რომ გამოშრა და გაცხელდა, იმას ვერაფერი ვუშველე. წლეულს ყველასთან დეფიციტი იყო მწვანილი.

Posted by: straight away 20 Dec 2021, 23:07
გაუმარჯოს მშრომელ ხალხს!
აცივდა, თოვლი მოვიდა და ცოტა მოვიცალე smile.gif
ჩემთან ზამთრის ძილის დრო მოვიდა. რა ხდება კახეთში, გურიაში?
გუნდაობთ უკვე თუ ჯერ არა?


tavadze
QUOTE
ჯერ ნაჭრებში ვფუთავდი და მერე გარედან პოლიეთილენის ტომრებს ვაკრავდი მჭიდროდ, ყინვამ არ გაატანოს მეთქი. არადა, უჰაერობისგან ლპებოდნენ - გაზაფხულზე გავხსნიდი და გაფუჭებული იყო. მერე დავამუღამე ჩალაში შეფუთვა და მშვენივრად ინახავდა. ახლა ჩალა აღარ მაქვს და ისევ პოლიეთილენის ტომრებით ვფუთავ, ოღონდ უკვე საჰაეროებს ვუტოვებ რამდენიმეგან და აღარ იხუთება შიგ

ჩალის მაგივრად თივა გამოიყენე. ბალახი კი გაქვს ბლომად smile.gif
პაპაჩემი კარალიოკებს ფუთავდა მასე. ოღონდ გარედან შაქრის მეშოკებს ახვევდა. ის უფრო ,,სუნთქავდა" როგორც ჩანს.

QUOTE
ლეულს ყველასთან დეფიციტი იყო მწვანილი.

მწვანილამდე ჯერ არ მივსულვარ. წელს კიტრი - პამიდვრის წელი მქონდა smile.gif
გაისად ხახვს, რეჰანს, პეტრუშკას და წიწაკას მივურგავ და ქალაქიდან მარტო მაიონეზიღა მექნება წასაღები smile.gif


Posted by: tavadze 20 Dec 2021, 23:20
straight away
QUOTE
გაუმარჯოს მშრომელ ხალხს!

გაგიმარჯოს.
გურიაში თოვლი აქამდე მხოლოდ ბახმაროში მოდიოდა, ახლა კი დაიწყო სიცივეები - ამ წუთასაც წვიმს და ხვალაც წვიმაა პროგნოზში, 22-23-ში კი თოვლს მიჩვენებს. თან ზედიზედ ორივე ღამე -4; -3-ია ყინვა.

QUOTE
ჩალის მაგივრად თივა გამოიყენე.

ჩალაც კარგად ინახავს.
პ.ს. კარალიოკი ვერ უძლებს ზამთარს თქვენსკენ?
QUOTE
გაისად ხახვს, რეჰანს, პეტრუშკას და წიწაკას მივურგავ

ხვავი და ბარაქა.

Posted by: straight away 23 Dec 2021, 22:34
tavadze
QUOTE
კარალიოკი ვერ უძლებს ზამთარს თქვენსკენ?

ვერა, შანსი 10-15%

QUOTE
ხვავი და ბარაქა.

მადლობა, შენც ასევე

გილოცავთ წინასწარ შობა-ახალწელს, წარმტებული წელი ყოფილიყოს!

Posted by: tavadze 24 Dec 2021, 08:48
straight away
QUOTE
გილოცავთ წინასწარ შობა-ახალწელს, წარმტებული წელი ყოფილიყოს!

შენც გილოცავ, წარმატებების და ბედნიერების წელი გქონოდეს.
ჩემთან დიდი თოვლია თურმე, მაგრამ მე ბათუმში ვარ. ვალინკებზე გადადისო, მითხრეს. თან ძაან წყლიანი თოვლიაო და სულ დათხარა ხეებიო. ეს 2 დღეა, შუქიც თითქმის არა აქვთ.
იმედია, ჩემი ნამყენები უვნებლად დამხვდება.

Posted by: Grows 27 Dec 2021, 15:30
მშვიდობა ყველას

1 ჰექტარზე ჭილის მაღალი ტანის მცენარეები რითი შეიძლება ყველაზე ნაკლებ დანახარჯებით გაითიბოს? გაქვთ რამე გამოცდილება?

Posted by: User335 28 Dec 2021, 17:22
გამარჯობა ავტონომიური დენის წყაროს მოწყობა ნაკვეთზე რამდენად რეალურია რას ფიქრობთ და როგორ შეიძლება ამის გაკეთება საქართველოში ? მზის პანელები თუ რაიმე სხვა ? მზის პანელებიდან მიღებულ ენერგიაზე სახელმწიფოს რამეს გვახდევინებს ?
ჭაბურღილზე რა აზრის ხართ როგორც ავტონომიურ წყლის წყაროზე ?

Posted by: levani169 30 Dec 2021, 18:46
Grows
QUOTE

1 ჰექტარზე ჭილის მაღალი ტანის მცენარეები რითი შეიძლება ყველაზე ნაკლებ დანახარჯებით გაითიბოს?

მულჩერით ....... იმჰო
User335
QUOTE

გამარჯობა ავტონომიური დენის წყაროს მოწყობა ნაკვეთზე რამდენად რეალურია რას ფიქრობთ და როგორ შეიძლება ამის გაკეთება საქართველოში ?

სავსებით რეალურია და აუცილებელიც კი ......... საქართველო დიდია ძმაო,რეგიონის კლიმატური სპეციფიკაციიდან გამომდინარე წყდება პრიორიტეტი.
QUOTE
მზის პანელებიდან მიღებულ ენერგიაზე სახელმწიფოს რამეს გვახდევინებს ?

არა.
QUOTE
ჭაბურღილზე რა აზრის ხართ როგორც ავტონომიურ წყლის წყაროზე ?

საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

Posted by: Grows 31 Dec 2021, 00:32
levani169

ვაა კაი აზრია
ვნახო თუ იშოვება

Posted by: gia1970 31 Dec 2021, 10:57
User335
ეკონომიკის განყოფილებაში არის
შესაბამისი თემა, გადაიკითხე.

Posted by: tavadze 26 Jan 2022, 12:34
გამარჯობა, მშრომელებო.
ხალხნო, ამ ზეთზე თუ გსმენიათ ვინმეს რამე? ერთ მაღაზიაში მიქეს, ხის კანში ჩაბუდებული მწერ-კვერცხების 80% სპობს და თან კვირტის გამოტანას ანელებსო და რამდენად მართალია, თუ იცით ვინმემ?
ადრე აქაც წერდით რომელიღაცა რაღაც სითხეზე (მგონი, მაშინაც ზეთზე იყო ლაპარაკი), ვეგეტაციას 2 კვირით ანელებსო და ეგაა, თუ იცით?
user posted image

Posted by: Lasha244 28 Jan 2022, 12:43
სალამი ყველას... კარტოფილი როდის ითესება? საცდელად მინდა გავუშვა 1000 კვადრატზე boli.gif

Posted by: gia1970 30 Jan 2022, 21:17
Lasha244
აგროკავკაზის საიტზე შედი და
იქ ნახავ.

Posted by: levani169 30 Jan 2022, 21:20
QUOTE (Lasha244 @ 28 Jan 2022, 12:43 )
სალამი ყველას... კარტოფილი როდის ითესება? საცდელად მინდა გავუშვა 1000 კვადრატზე boli.gif

თებერვლის ბოლოს-მარტში,რეგიონს და კლიმატს გააჩნია.

Posted by: shuma89 25 Mar 2022, 14:50
სალამი ყველას.
კიტრის რომელ ჯის/ჰიბრიდს მირჩევთ ღია გრუნტში მოსაყვანად?
1000 ძირის დარგვას ვფიქრობ კომერციული მიზნით, პირველად მაქვს შეხება ამ მასშტაბებთან და მჭირდება რჩევები, რა გაშორებით დავრგო, რიგებს შორის რა დაშორება გავაკეთო, წვეთოვანის მილი რა დაშორებით ჯობია ჰქონდეს საწვეთურები.

Posted by: Freestyle 27 Apr 2022, 02:09
სალამი. საოჯახო მეურნეობას არ ვიცი რამდენად გავქაჩავ, მაგრამ სოფელი მინდა რომ მქონდეს. მივიღებ რჩევებს, სად შეიძლება მიწა შევიძინო და დავსახლდე. სადაც უკვე ფასი თბილისს გაუტოლდა თითქმის ეგეთ გაპიარებულ ადგილებს არ განვიხილავ. ნუ ალბათ მთლად მეურნეობას თუ არა, პატარა ბოსტანს მაინც გავაკეთებ და მიწაც მთლად უდაბნო რო არ იყოს კაი იქნება biggrin.gif

ასევე ერთი კითხვა მინდა დავსვა, როგორ აგვარებთ გაქურდვის პრობლემას ვინც სისტემატიურად არ ცხოვრობთ?

Posted by: Alfred_Thayer_Mahan 3 May 2022, 19:56
Freestyle
QUOTE
სადაც უკვე ფასი თბილისს გაუტოლდა თითქმის ეგეთ გაპიარებულ ადგილებს არ განვიხილავ.

დუშეთი? გზა კარგია და თბილისთან კონტაქტის პრობლემა არაა. ფასებიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მგონი.
QUOTE
ასევე ერთი კითხვა მინდა დავსვა, როგორ აგვარებთ გაქურდვის პრობლემას ვინც სისტემატიურად არ ცხოვრობთ?

ეგ მთლიანად მეზობლებზეა დამოკიდებული.

Posted by: Freestyle 4 May 2022, 03:43
Alfred_Thayer_Mahan
ერკვევი დუშეთის რაიონში?
user posted image

რამდენად კარგი ადგილია ხო არ იცი.

Posted by: Alfred_Thayer_Mahan 4 May 2022, 10:30
Freestyle
ეგ ცენტრალური გზაა რაც დუშეთში ადის.
ფერდობია გზიდან სამხრეთით.

კონკრეტულად ეგ ადგილი გაინტერესებთ?
თუ კი, როცა მოვხვდები შემიძლია ფოტო/ვიდეო გადავუღო.

მე უფრო ბაზალეთისკენ მოვძებნიდი.
გზები კარგია და წყალი და გაზიც მგონი ყველგანაა შეყვანილი (თავს ვერ დავდებ ამაზე).

ერთ დღეში შემოივლით მთელ რაიონს, დაათვალიერეთ.

Posted by: Freestyle 4 May 2022, 11:11
Alfred_Thayer_Mahan
მანდ ვნახე 4$ და ნორმალური ფასი მგონია რავი. ვაპირებ შაბათ კვირას ასვლას კი. ბაზალეთზე უფრო ძვირი არაა? ინტერნეტის ფასებით ვმსჯელობ თორე მირჩევნია ნამდვილად )

Posted by: Alfred_Thayer_Mahan 4 May 2022, 14:12
Freestyle
ტბის გარშემო ძვირი იქნება, მე ვგულისხმობ სოფლებს გარშემო, ცენტრალური გზიდან რომ გადაუხვევ ბაზალეთისკენ.
მანდედან დუშეთში პირდაპირ გადადის გზა, იმ ადგილსაც ნახავთ.
4$ რა ვიცი, თან ცენტრალურ გზასთანაა და თან ფერდობია გზის ქვემოთ. უნდა ინახოს.

Posted by: marto 1 Jul 2022, 08:53
ეს რა კარგი თემა აღმოვაჩინე ////////

Posted by: Grows 2 Jul 2022, 15:45
თელავში მავთულბადის ღობეების გამკეთებელი კამანდა ხო არ იცით ვინმემ?

-----------------------------------------------

Posted by: levani169 2 Jul 2022, 16:23
QUOTE (Grows @ 2 Jul 2022, 15:45 )
თელავში მავთულბადის ღობეების გამკეთებელი კამანდა ხო არ იცით ვინმემ?

-----------------------------------------------

ბეკოს მაღაზიის ქვემოდან შესასვლელ ჩიხშია ცეხი.

Posted by: chioreli 17 Sep 2022, 14:53
გულთბილი სალამი ამ შესანიშნავი თემის წევრებს, განსაკუთრებული სიყვარულით თავაძე ბატონს love.gif
მოკლედ დეკადის შემდეგ მეორე ცდა მაქვს სოფლად გადასახლების, ახლა ქართლში ვაპირებ რამდენიმე წელს მაინც ვიცხოვრო სანამ რაჭას დავუბრუნდები.
თქვენს რჩევებს დიდი სიამოვნებით მოვისმენ ან რამე გზამკვლევი მაინც თუ არსებობს რითი დავიწყო წლობით მიტოვებულ სახლში ცხოვრება (დენი, გაზი, წყალი შეყვანილია სახლამდე)

Posted by: levani169 17 Sep 2022, 16:28
chioreli
QUOTE
რითი დავიწყო წლობით მიტოვებულ სახლში ცხოვრება

დალაგება-მოწესრიგებით .......... იმდენი რამ იქნება მისახედი,უფ!

Posted by: chioreli 17 Sep 2022, 16:38
levani169
QUOTE
დალაგება-მოწესრიგებით .......... იმდენი რამ იქნება მისახედი,უფ!


კი მარტო ობობის ქსელებია იმხელაა სპადერ მენის არ იყოს მეშინია smile.gif ენთუზიაზმით კი ვარ სავსე, მაგრამ გეგმა მაინც 50% არის საქმის.

Posted by: levani169 20 Sep 2022, 01:10
chioreli
ჯერ ჩადი,მიიხედ მოიხედე,ეზო-ყურეს გადახედე,სამეზობლოს,დაცულობას,გაიკითხე-გამოიკითხე ადგილობრივებში რა და როგორ,მერე აქაც დაგაკვალიანებთ შეძლებისდაგვარად.

Posted by: chioreli 27 Sep 2022, 20:18
დამღლელი ერთ კვირიანი შრომის შემდეგ კომპიუტერის წინ ლუდით მაზოლებიან, დახიჭვიანებულ, დახეთქილ ხელში ვწერ ამ პოსტს smile.gif
ჩემზე დებილი და გაუბედავი კაცი არ არსებობს 12 წელი შევწირე საჯარო სამსახურს, 5 წელი ჯარივით უნდა მომეხადა და წამოვსულიყავი ადრე სოფელში.

კასპის რაიონში გადმოვედი ამ ეტაპზე ძვირფასო ფორუმელებო, რაჭაში დაბრუნება კვლავ რამდენიმე წლით გადაიდო ჰოდა ახლა საშემოდგომოდ რა შეიძლება დავთესო მაქსიმუმ 500 კვადრატულზე და კაი ჟოლოს ნერგები სად შეიძლება ვიყიდო?

Posted by: levani169 27 Sep 2022, 20:50
chioreli
QUOTE
საშემოდგომოდ რა შეიძლება დავთესო

ბოლოკს და ისპანახს კიდევ მოასწრებ,სხვა ჯერ არაფერი,ნიორი ითესება ოქტომბრის ბოლოდან კიდევ.კალმახა სოკო შეგიძლია მოიყვანო კიდევ.

Posted by: chioreli 27 Sep 2022, 21:17
levani169

მორები კი მაქვს, მაგრამ სარდაფებში ჯერ ტემპერატურას ვერ ავუწევ გაზის გამათბობლები არ დამიყენებია. ისე კი ვიფიქრე სამი-ოთხი ტომარა ჩამოვკიდო სტუმრებისთვისთქო. მარტივია? სტაბილურ ტემპერატურიანი "პადვლები" მაქვს.

ბოლოკის თესლი კი მაქვს ნაყიდი ინტერნეტით, მაგრამ რა არის არ ვიცი ვიზუალით მომეწონა smile.gif გაზაფხულისთვის ვაპირებდი. ისპანახზეც გავეცნობი ყველაფერს.

გაიხარე დიდი მადლობა პასუხებისთვის <3 ისე ვარ ჯერ მეზობლებთან გასვლაც კი მერიდება აქაური არ ვარ მშობლების მიერ ძველად ნაყიდი აგარაკია და მაინც სტუმარი მგონია ჯერ თავი.

Posted by: straight away 20 Oct 2022, 10:07
გამარჯობათ მეურნეებო!
ვატყობ ძველები აღარ აქტიურობენ smile.gif
სტიმულისთვის ცოტას მოგიყვებით პირადი თავგადასავლების შესახებ.
გაზაფხულზე მიწა ისევ მოვახვნევინე, მაგრამ კულტივაცია ისევ ვერ ჩავუტარე, ტექნიკის არარსებობის გამო. ხელის ტრაქტორი ჯერ არ მყავს, მაგრამ აუცილებლად ვიყიდი.
ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია რომ 400 ძირი პომიდორი და 200 ძირი კიტრის ნერგი დამერგო. ყველამ იხარა, შევსარე კიდეც და მერე მოვიდა სეტყვა. დაახლოებით 25% გადარჩა.
ამას გვალვაც დაემატა. 2 თვე ნახევარი წვიმა არ ყოფილა. მულჩირებამ იმუშავა გადასარევად. ბალახს, რასაც ვთიბავ, ნათესშივე ვტოვებ.
როგორც ყველა თიხა მიწიანი ნიადაგი - სიღრმეში გვიანობამდე ინარჩუნებს ნესტს, ზევიდან კი სკდება. აერაცია დაბალი აქვს და ფესვის განვითარება უჭირს მცენარეს. ეს ბალახი თუ მიწაშივე გადაერევა, ცოტა გაფხვიერდება. ხის ტოტებიც/ნაფოტებიც კარგია გასაფხვიერებლად, მაგრამ ლპობისას ნიტროგენს იწოვენ მიწიდან და მაინცდამაინც არ არის სახარბიელო. ამიტომ მოთიბული ბალახი ყველაზე იდეალურია. განსაკუთრებიტ ჭინჭარი..
მოკლედ, სალათის ინგრედიენტები მაინც მქონდა წელს, მიუხედავად ბუნებრივი ,,საჩუქრებისა".
დასკვნა: მნიშვნელობა არ აქვს რა დაბრკოლებების გადალახვა მომიწევს, მაინც დავრგავ, დავთესავ და ვისწავლი პრაქტიკიდან გამომდინარე.
წელს დიდი ხნის ოცნებასაც მოუწია დღის სინათლის ხილვა smile.gif
დავიწყე პატარა სახლის შენება. დიდი იმედი მაქვს ყინვების დაწყებამდე სახურავსაც დავასრულებ.
წელსვე დავწურე პირველი ყურძენი. მართალია 60 კილომდე, მაგრამ იმისთვის საკმარისი იქნება, აივანზე კრესლოში ჩავჯდე, ფეხები მოაჯირზე შემოვალაგო, ფუჟერით წითელი ღვინო ავწიო და ერთი სადღეგრზელო ვთქვა:
გაუმარჯოს ყველას, ვინც აშენებს, რგავს, სწავლობს და სვამს!

Posted by: tavadze 20 Oct 2022, 17:39
მოგიკვდით, თანატემელებო - საუკუენეა, აქ არ შემომიხედავს. პურველ გევრდზე არ მხვდებოდა ეს ტემა და მეგონა, არავინ პოსტავდა. არადა, თურმე კი იპოსტებოდა შიგადაშიგ და აგერ, ჭიორელს კიდეც მოვუკითხივარ! bis.gif
არადა, ხშირად მიფიქრია, შევიდე, დავწერო რამე, ეგებ, ვინმე გამომეხმაუროს და თემა გამოცოცხლდეს-მეთქი, მაგრამ იმდენი საქმეა - სახლისაც, სამსაურისაც, პირადიც, ვეღარ ვიცლი...
chioreli
QUOTE
გულთბილი სალამი ამ შესანიშნავი თემის წევრებს, განსაკუთრებული სიყვარულით თავაძე ბატონს

გეიხარე, შე ძველო! love.gif მიხარია, რომ ისევ გახსოვარ.
QUOTE
კასპის რაიონში გადმოვედი ამ ეტაპზე ძვირფასო ფორუმელებო, რაჭაში დაბრუნება კვლავ რამდენიმე წლით გადაიდო

აი, ეგა ხართ რა ეს რაჭველები! ყველგან უნდა იყოთ, რაჭის გარდა. biggrin.gif
პ.ს. რამე მწარედაც მინდოდა დამეწერა, მაგრამ ე - იმ ფრაზამ გიშველა, სუ პირველად რო დავაციტირე, სადაც მე მახსენებ!
ხუმრობა იქით იყოს და ყველგან იხარე, ღმერთმა ყველგან ხელი მოგიმართოს, სადაც იქნები, რაჭველო.
მანდ დაკეტილი ეზო-კარი თუა, მართლა ბევრი საქმე დაგხვდება და მე გირჩევ, კაი სქელი ხელთათმანები იყიდო ეზოში სამუშაოდ, თვარა გული დამეწვა, შენი ხელები რო წარმოვიდგინე კომპიუტერთან დაჯდომისას. biggrin.gif
რჩევებს აქაც მოგცემ, მაგრამ მე, როგორც თავმდაბალი კაცი, მზად ვარ კასპშიც ჩამოვჩაქჩაქდე შენი გულისთვის და ადგილზეც მოგცე რჩევები - თუნდაც იმდენ რაჭველთან ერთად, ჭილის ტბაზე რომ წაგიყვანეთ იმ ბედნიერ დროს. idea.gif
QUOTE
ისე ვარ ჯერ მეზობლებთან გასვლაც კი მერიდება აქაური არ ვარ მშობლების მიერ ძველად ნაყიდი აგარაკია და მაინც სტუმარი მგონია ჯერ თავი.

გადი, გადი - რაც უფრო ადრე დაამყარებ კონტაქტს, მით უკეთესი, თორემ იმათაც კარჩაკეტილი ქალაქელი ეგონები, არ გვკადრულობს აქაურებსო.
straight away
QUOTE
გამარჯობათ მეურნეებო!

ღმერთმა გაგიმარჯოს!
QUOTE
დასკვნა: მნიშვნელობა არ აქვს რა დაბრკოლებების გადალახვა მომიწევს, მაინც დავრგავ, დავთესავ და ვისწავლი პრაქტიკიდან გამომდინარე.

ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ნამდვილად კარგ საქმეს იზამ.
ერთხელ, მორიგი ჩამოსვლისას შევიკრიბოთ კახასთან ან სულაც სადმე გავიდეთ საპიკნიკედ.
QUOTE
წელს დიდი ხნის ოცნებასაც მოუწია დღის სინათლის ხილვა
დავიწყე პატარა სახლის შენება. დიდი იმედი მაქვს ყინვების დაწყებამდე სახურავსაც დავასრულებ.

ოჰო - ნამდვილად მაგარი საქმე დაგიწყია! ღმერთი შენსკენ.
QUOTE
ხელის ტრაქტორი ჯერ არ მყავს, მაგრამ აუცილებლად ვიყიდი.

თანდათან მეც ვიხრები იმ აზრისკენ, რომ აუცილებელია, თორემ სხვის იმედად ვერ იქნები.
გვალვაც მეც გამიშრო წლეულს სისხლი... თუმცა ბოსტანი მაინც გადავარჩინე, პომიდორი ახლაცაა ბოსტანში, მაგრამ კიტრს ვერაფერი ვუშველე - სექტემბერში, წვიმები რომ დაიწყო, მერე მოცოცხლდა ცოტა. არადა, მაგასაც ვრწყავდი ბოსტანში, როგორც - პომიდორს, ლობიოს, მწვანილს, კომბოსტო-ფხალეულს, მაგრამ ან ჩემი დასხმული თითო ჭიქა წყალი რას უზამს, ან - ის 35-40 გრადუსამდე სიცხე რო აჭერს ზევიდან, იმას რა მოვუხერხო! მწვანილი, ფხალის კვლები სულ ჩაწვა და ჩაახმო.
თან, სარწყავი წყალი არა მაქვს და ვედროებით გამქონდა ფართობში, 8-10 ვედრო, მაგრამ ერთი-ორჯერ მეტის გატანაც მომიწია. თან, ბოტანის გარდა, მარადმწვანე-დეკორატიულებსაც ვრწყავდი.
QUOTE
გაუმარჯოს ყველას, ვინც აშენებს, რგავს, სწავლობს და სვამს!

+1000000000000000000
პ.ს. მულჩირება ძალიან კარგი საშუალებაა. მთლიან ფართობში თუ ვერ გააკეთებთ, მცებარესაც რომ დაუყაროთ ძირში სქლად მოთიბული ბალახი, მაინც ინარჩუნებს ტენს.
levani169
QUOTE
ბოლოკს და ისპანახს კიდევ მოასწრებ

და მე რომ 3 დღის წინ დავტესე ისპანახი, დავაგვიანე? sad.gif
ხახვი ახლა ითესება? თავიანი ხახვი მაინტერესებს, თორემ სამწვანილე ახლააო, როგორც მეუბნებიან?
კიდევ რომელიღაცა კომბოსტო ითესება ეხლა - საადრეოო და რომელია, ხომ არ იცით?
ნიორს ჩვენთან ოქტომბერში თესავენ, თუმცა მე შარშან 15 ნომებერს დავთესე - წინასწარ დამუშავებულ მიწაში და მაგარი თავები გაიკეთა.

Posted by: chioreli 20 Oct 2022, 22:03
tavadze
QUOTE
გეიხარე, შე ძველო!  მიხარია, რომ ისევ გახსოვარ.


კარგ ხალხს რაჭველები არასდროს ვივიწყებთ biggrin.gif alk.gif love.gif

QUOTE
მანდ დაკეტილი ეზო-კარი თუა, მართლა ბევრი საქმე დაგხვდება და მე გირჩევ, კაი სქელი ხელთათმანები იყიდო ეზოში სამუშაოდ, თვარა გული დამეწვა, შენი ხელები რო წარმოვიდგინე კომპიუტერთან დაჯდომისას.


პირველი ორი კვირა მაგრა ვიღლებოდი, ახლა დილის 6 საათზე უკვე ეზოში ვარ პურს ველოდები და მერე სანამ არ დაბნელდება ვმუშაობ.
პურზე ისევ კასპელმა კაცმა მაჯობა ყოველ დღე ლოდინს ორი–სამი დღის მარაგი იყიდე და სხვა დღეებში 7 გაიღვიძე ხო ხედავ 6 ღამეა უკვეო biggrin.gif

წარსულზე დარდს რა აზრი აქვს, მაგრამ მაგრა მივქარე ერთი 5 წლის წინ მაინც რომ არ გადმოვედი აქ. ყველაფერი მოწყობილი მექნებოდა უკვე.



QUOTE
თუნდაც იმდენ რაჭველთან ერთად, ჭილის ტბაზე რომ წაგიყვანეთ იმ ბედნიერ დროს.


love.gif
ისე პირველ ჯერზე რა მაგრა დავთვერი ახლაც ვბრაზდები ჩემს თავზე. უკანა გზაზე ნაბეღლავივით ვსვამდი არაყს gigi.gif ბოლოს მუხათგვერდში საფლავთან რომ ჩამოვჯექი და რეხვიაშვილების ყოფილა cry.gif ეგეც რა უცნაური იყო, კარგად კი გაცინეთ ისე ჩემდაუნებურად givi.gif

QUOTE
გადი, გადი - რაც უფრო ადრე დაამყარებ კონტაქტს, მით უკეთესი, თორემ იმათაც კარჩაკეტილი ქალაქელი ეგონები, არ გვკადრულობს აქაურებსო.


გავედი ორ-სამ ოჯახთან უკვე smile.gif ნელ-ნელა გავშინაურდები smile.gif თავად გურიაში ხომ არ გადასულხარ თუ თბილისთან გაქვს მიწის ნაკვეთი?

Posted by: tavadze 21 Oct 2022, 00:15
chioreli
QUOTE
კარგ ხალხს რაჭველები არასდროს ვივიწყებთ

ვითომ? რა ვიცი - რაჭას ივიწყებთ და... biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
პურზე ისევ კასპელმა კაცმა მაჯობა ყოველ დღე ლოდინს ორი–სამი დღის მარაგი იყიდე და სხვა დღეებში 7 გაიღვიძე

რაჭველმა მაგდენი ვერ მოიფიქრე, ხომ? biggrin.gif
QUOTE
ისე პირველ ჯერზე რა მაგრა დავთვერი ახლაც ვბრაზდები ჩემს თავზე. უკანა გზაზე ნაბეღლავივით ვსვამდი არაყს  ბოლოს მუხათგვერდში საფლავთან რომ ჩამოვჯექი და რეხვიაშვილების ყოფილა  ეგეც რა უცნაური იყო, კარგად კი გაცინეთ ისე ჩემდაუნებურად

ლოოოლ! biggrin.gif მაგარი დღე კი იყო.
ისევ მე - გურულმა ვითავე რაჭველების შეხვედრა-გაცნობა.
QUOTE
თავად გურიაში ხომ არ გადასულხარ?

სანახევროდ - კი. დისტანციურად ვმუშაობ და პერიოდულად ჩამოვდივარ თბილისში.

Posted by: chioreli 21 Oct 2022, 18:47
tavadze
QUOTE
სანახევროდ - კი. დისტანციურად ვმუშაობ და პერიოდულად ჩამოვდივარ თბილისში.


ძაან მაგარია. თან ისეთი პროფესია გაქვს მაქსიმუმ მივლინებებზე იარო საზღვარგარეთ დანარჩენს მყუდრო ოთახიდანაც შეასრულებ. ნუ მე მგონია ასე smile.gif

QUOTE
ლოოოლ!  მაგარი დღე კი იყო.
ისევ მე - გურულმა ვითავე რაჭველების შეხვედრა-გაცნობა.


იმიტომაც მივაგენით პირველივე ცდაზე biggrin.gif
...................................

თან საქმე smile.gif ახლა ფრინველის ყიდვას აზრი აქვს? თუ მარტო ფრინველის საკვები მოვიმარაგო ჯერ ქერი, სიმინდი, ხორბალი? გაზაფხულზე წესით უფრო გაძვირდება ხომ?

კურდღლები მომყავს თვის ბოლოს და მეტი არ ვიცი რა გავაკეთო თებერვლამდე. ე.წ. როზუმის კვლებს ვაკეთებ კიდე იმდენი დამპალი ფიცარი ვნახე, მაგრამ ისეთი ტემპებით ვმუშაობ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გეგმა აღარ მექნება რა გავაკეთო. ბიუჯეტიდან გამომდინარე, თორემ ისე იცოცხლე მაწუხებს ტიტანური აზრები



Posted by: tavadze 22 Oct 2022, 03:05
chioreli
QUOTE
თან ისეთი პროფესია გაქვს მაქსიმუმ მივლინებებზე იარო საზღვარგარეთ დანარჩენს მყუდრო ოთახიდანაც შეასრულებ. ნუ მე მგონია ასე

თბილისშიც მიწევს ჩამოსვლა, როცა აქ ტარდება რამე.
QUOTE
ახლა ფრინველის ყიდვას აზრი აქვს?

რატომაც არა! მთავარია, დასაბუდებელი ადგილი გქონდეს და დები ღლონტებისა არ იყოს იმ კინოდან (სამტრედიიდან რამინის გამოგზავნილ ქათამზე რომ ამბობს ტამარი), biggrin.gif კვეცხს დაგიდებს და შემომტანი იქნება ოჯახში. თან მიიჩვევს, ისიც იეჩვევა გარემოს და გაზაფხულს, ბუდობა-გამრავლების პერიოდს მომზადებული შეხვდებით ორივე. აი, კურდღელი კი ტყუილი წვალება მგონია.
ბოსტანს თუ აპორებ, მიწის დამუსავება ახლავე დაიწყე.
მგონი, კენკროვანები გაინტერესებდა და ლოტკინზე მივაგენი ძალიან კარგ სანერგეს - გაბუნიების სანერგე. ფბ-ზე გვერდიც აქვთ - GABOGARDEN. თუ გინდა, ნომერიც მაქვს. რამდენიმეგან მიყიდია კენკროვანების ნერგები, მაგრამ მაგათი ყველაზე კარგი გამოდგა - საუკეთესო ფესვები ჰქონდა და გაზრდითაც ხომ გაიზარდა, გვალვებსაც გაუძლო და ნაყოფიც წლეულსვე მომცა. უეკლო მაყვალმა საძირეებიც კი მომცა, უნდა გადავრგო. თან, ჯიშებიც კარგია და წლეულსაც მინდა, დავამატო ცოტა.
ოღონდ თუ რაიმეს დარგვას აპირებ, მე გირჩევ, დარგო ნოემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე. უფრო გვიან დარგულებს , კონტეინერიდან გადარგულებსაც კი ივლის-აგვისტო გაუჭირდათ - იმის მიუხედავად, რომ ვრწყავდი, მაინც გამიხმა რამდენიმე კენკროვანიც და დეკორატიულიც. უკლებლივ ყველა მარტში ან მერე დარგული იყო.

Posted by: kaxaberski66 22 Oct 2022, 22:15
straight away
გაგიმარჯოს ღმერთმა. მოგიცლია დასაწერად.
QUOTE
400 ძირი პომიდორი და 200 ძირი კიტრის ნერგი დამერგო. ყველამ იხარა, შევსარე კიდეც და მერე მოვიდა სეტყვა.

სადაც მორწყვა ჭირს, ჯობია არ შესარო. იმიტომ რომ, მწოლიარეს ფესვი გააქვს, ბუჩქს აკეთებს და ნესტსაც ინარჩუნებს.
მაგ ,,შევსაროს,, სარის შედგმას ვეძახით ჩვენ.

QUOTE
დავიწყე პატარა სახლის შენება. დიდი იმედი მაქვს ყინვების დაწყებამდე სახურავსაც დავასრულებ.
წელსვე დავწურე პირველი ყურძენი. მართალია 60 კილომდე, მაგრამ იმისთვის საკმარისი იქნება, აივანზე კრესლოში ჩავჯდე, ფეხები მოაჯირზე შემოვალაგო, ფუჟერით წითელი ღვინო ავწიო და ერთი სადღეგრზელო ვთქვა:
გაუმარჯოს ყველას, ვინც აშენებს, რგავს, სწავლობს და სვამს!

ეს მაგარი საქმე გაგიკეთებია და აფერუმ შენს ვაჟისკაცობას.
tavadze
QUOTE

ერთხელ, მორიგი ჩამოსვლისას შევიკრიბოთ კახასთან ან სულაც სადმე გავიდეთ საპიკნიკედ.

წინადადების პირველი ნახევარი კარგად ჩამოაყალიბე. მეორე ნახევარი არ ვარგა და პირველ ნახევარში ნააზრევი შევასრულოთ.

Posted by: chioreli 22 Oct 2022, 23:28
tavadze
QUOTE
რატომაც არა! მთავარია, დასაბუდებელი ადგილი გქონდეს და დები ღლონტებისა არ იყოს იმ კინოდან (სამტრედიიდან რამინის გამოგზავნილ ქათამზე რომ ამბობს ტამარი),  კვეცხს დაგიდებს და შემომტანი იქნება ოჯახში. თან მიიჩვევს, ისიც იეჩვევა გარემოს და გაზაფხულს, ბუდობა-გამრავლების პერიოდს მომზადებული შეხვდებით ორივე.


ოკ იქითა კვირას მოვიყვან საცდელად ვარიებს smile.gif ან ცოტა მოზრდილ წიწილებს მაინც.

QUOTE
აი, კურდღელი კი ტყუილი წვალება მგონია.


მაგრა მინდა. არასდროს მყოლია არც რაჭაში, არსად საერთოდ. თან საკვებში ძალიან "წავუკონსერვატორებ" სულ ერთი და იგივე პროდუქტს ვეტანები. გურული ღვეზელიც კი სტუდენტობისას გავსინჯე პირველად მეგობრის რჩევით და ახლა ხელიდან ვერ მაგდებინებენ. 10 ლობიანს მირჩევნია ერთი გურული biggrin.gif ჰოდა რას ვამბობდი კურდღლის ხორცი გასინჯულიც არ მაქვს. ვეგეტარიანელობაც დავთმე რაც სოფელში გადმოვედი სხვანაირად არ გამოდიოდა, ასე რომ ბავშვობის ოცნება უნდა ავიხდინო smile.gif


QUOTE
ბოსტანს თუ აპორებ, მიწის დამუსავება ახლავე დაიწყე.


კი სამნაირად ვაკეთებ. დაბარულს, დაუბარავს მულჩით და ამაღლებული კვლები გავაკეთე კიდე შიგნით სანახევროდ დამპალი ხეებით წყალი რომ შეიმაგროს.

QUOTE
მგონი, კენკროვანები გაინტერესებდა და ლოტკინზე მივაგენი ძალიან კარგ სანერგეს - გაბუნიების სანერგე. ფბ-ზე გვერდიც აქვთ - GABOGARDEN. თუ გინდა, ნომერიც მაქვს. რამდენიმეგან მიყიდია კენკროვანების ნერგები, მაგრამ მაგათი ყველაზე კარგი გამოდგა - საუკეთესო ფესვები ჰქონდა და გაზრდითაც ხომ გაიზარდა, გვალვებსაც გაუძლო და ნაყოფიც წლეულსვე მომცა. უეკლო მაყვალმა საძირეებიც კი მომცა, უნდა გადავრგო. თან, ჯიშებიც კარგია და წლეულსაც მინდა, დავამატო ცოტა.


ბიძაშვილის მეუღლეა სერიოზული ტიპი და თავისი მეურნეობაც მოინდომა და გააკეთა. იმას ვთხოვე ინფორმაცია, გორში გამიგო მაგარი სანერგე, მერე ჩემმა ძმაკაცმა არაო მე უნდა გაშოვნინო ნერგები მუხრანშიო smile.gif მოკლედ სამივეგან ვეცდები ცოტ–ცოტას აღებას smile.gif



QUOTE
ოღონდ თუ რაიმეს დარგვას აპირებ, მე გირჩევ, დარგო ნოემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე.


კი ბატონო ნოემბერში ვაპირებ.

Posted by: straight away 25 Oct 2022, 20:25
tavadze
QUOTE
ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ნამდვილად კარგ საქმეს იზამ.
ერთხელ, მორიგი ჩამოსვლისას შევიკრიბოთ კახასთან ან სულაც სადმე გავიდეთ საპიკნიკედ.

გაიხარე. შევიკრიბოთ, დიიდი სიამოვნებით... გინდა ჩემთან
QUOTE
პ.ს. მულჩირება ძალიან კარგი საშუალებაა.

ეხლაც დავტოვე თივა ბაღში, გაზაფხულზე მგონი არც გადაბარვა არ დაჭირდება, ვნახოთ.

Posted by: johnsonanduncle 25 Oct 2022, 20:30
სოფელში როგორ ძლებენ ძაან მიკვირს. 2 დღე რომ გავჩერდე უკვე ცუდად ვარ .

Posted by: straight away 25 Oct 2022, 20:30
kaxaberski66
QUOTE
სადაც მორწყვა ჭირს, ჯობია არ შესარო. იმიტომ რომ, მწოლიარეს ფესვი გააქვს, ბუჩქს აკეთებს და ნესტსაც ინარჩუნებს.
მაგ ,,შევსაროს,, სარის შედგმას ვეძახით ჩვენ.

ოჰოო, ესეც კარგი რჩევაა. აღარ ვიწვალებ გაისად smile.gif))

chioreli
QUOTE
ი სამნაირად ვაკეთებ. დაბარულს, დაუბარავს მულჩით და ამაღლებული კვლები გავაკეთე კიდე შიგნით სანახევროდ დამპალი ხეებით წყალი რომ შეიმაგროს.

წარმატებები მეგობარო. ნახე აბა რომელი უფრო გაამართლებს და გაგვიზიარე მერე გამოცდილება
* * *
johnsonanduncle
QUOTE
სოფელში როგორ ძლებენ ძაან მიკვირს. 2 დღე რომ გავჩერდე უკვე ცუდად ვარ .

მე მასე ურბანულ გარემოში მემართება, ბევრი ხალხი, ჭედვა, ბოლი, ხმაური, ყველგან მანქანა, საცობები.....
ალბათ პიროვნულ ხასიათებზეც არის დამოკიდებული, ვისთვის როგორ...

Posted by: chioreli 25 Oct 2022, 21:33
straight away
QUOTE
წარმატებები მეგობარო. ნახე აბა რომელი უფრო გაამართლებს და გაგვიზიარე მერე გამოცდილება


გაიხარეთ. შევეცდები სასარგებლო დასკვნები გამოვიტანო და გაგიზიაროთ.

Posted by: tavadze 26 Oct 2022, 01:25
kaxaberski66
QUOTE
წინადადების პირველი ნახევარი კარგად ჩამოაყალიბე. მეორე ნახევარი არ ვარგა და პირველ ნახევარში ნააზრევი შევასრულოთ.

მეორეს რას ერჩი, უმფროსო? biggrin.gif
თან, ოჯახსაც არ შევაწუხებთ.
QUOTE
სადაც მორწყვა ჭირს, ჯობია არ შესარო. იმიტომ რომ, მწოლიარეს ფესვი გააქვს, ბუჩქს აკეთებს და ნესტსაც ინარჩუნებს.

მე დავტოვე რამდენიმე ძირი კიტრი და არ ივარგა.
თან, მიწაზე დადებული ხომ სოკოს და დაავადებებსაც ადვილად იკიდებს?
თუმცა ვიცი, რომ მიმართავენ მაგ მეთოდსაც - ჩვენთანაც და უცხოეთშიც.
chioreli
QUOTE
ოკ იქითა კვირას მოვიყვან საცდელად ვარიებს  ან ცოტა მოზრდილ წიწილებს მაინც.

ეხლა ვარიები ჯობია - უკვე აცივდა და წიწილების მოვლა თავსატეხს გაგიჩენს.
QUOTE
10 ლობიანს მირჩევნია ერთი გურული

აი, ამაღლებულხარ ჭეშმარიტებამდე! biggrin.gif მივესალმები.
straight away
QUOTE
გინდა ჩემთან

კარგია აზრია! თუმცა შენთან უკვე ეცივება და შემოდგომის ფერებიც გადავლილი იქნება . მთაში შემოდგომა ყველაზე ლამაზი დროა - ჩემი აზრით.
QUOTE
ეხლაც დავტოვე თივა ბაღში, გაზაფხულზე მგონი არც გადაბარვა არ დაჭირდება, ვნახოთ.

ამბობენ, რომ დაბარვა არ სჭირდებაო.
თივაში კარტოფილის დათესვა გიცდია? გაისად უნდა დავთესო.


johnsonanduncle
QUOTE
სოფელში როგორ ძლებენ ძაან მიკვირს.

მე ის მიკვირს, ადამიანებს ასეთი აზრები საიდან მოგდით თავში?
ან გაუძლებელი რაა ვითომ?

Posted by: kaxaberski66 26 Oct 2022, 15:32
tavadze
არაფერს არ ვწუხდებით. მთავარია მოვიცალოთ სამაგისოდ.
დაბლა დაყრილ კიტრს და პამიდორს ჭია აფუჭებს თორე მე სოკო არ მინახია ჩვენთან.

Posted by: chioreli 2 Nov 2022, 15:46
tavadze
QUOTE
ეხლა ვარიები ჯობია - უკვე აცივდა და წიწილების მოვლა თავსატეხს გაგიჩენს.


ისე შემომეხარჯა ფული ვარიებისთვის გადადებული რომ მეგონა აღარ დამხვდა biggrin.gif lol.gif
სამაგიეროდ მწყერის ჩოჩრები ვიყიდე და თოთო ბავშვებივით ვუვლი და დამღალეს უკვე.
დღეს დილით ბრუდერის დასუფთავებისას ცალკე რომ გადავიყვანე ზუსტად ერთ წუთში ჩავხედე და ერთი მკვდარი იყო. ისე ვინერვიულე ახლა სამი–ოთხი ჭიქა არაყი ვხუხე და მერე ჩავიდე პირველი ლუკმა პირში, თან სწრაფ–სწრაფად და ცოტა დამათრო alk.gif gigi.gif .

არადა რაშისტი რომ კვდება უკრაინაში რეაქცია არ მაქვს, პირიქით მიხარია. ასე სირისტიანი სოფელში ვერ გამოვდგები უნდა გავკაჟდე.

ვახ, არადა ბაჭიას რომ მოვეფერე გუშინ ორი მოვარდა ჩვენც მოგვეფერეო. მაგათაც თუ დავკლავ როდისმე მართლა ქვის გული გამიხდება და ეგაა.

კიდე არადა ქალაქში აღარ მინდა ცხოვრება.



Posted by: tavadze 3 Nov 2022, 22:44
kaxaberski66
QUOTE
tavadze
არაფერს არ ვწუხდებით. მთავარია მოვიცალოთ სამაგისოდ.

საღამოობით მეცლება ლამის ყოველ დღე.
chioreli - ნებისმიერ ჩვილ, თოთო არსებას - ცხოველი, ფრინველი უპირველესად, სითბო სჭირდება, არ უნდა შეცივდეს.

Posted by: kaxaberski66 3 Nov 2022, 23:57
tavadze
QUOTE
საღამოობით მეცლება ლამის ყოველ დღე.

თბილისში ხარ?.
თუ მასეა, მაშინ ერთი საღამო უეჭველი გამოინახება განტვირთვისთვის. მთისა და ბარის ამბებზე სალაპარაკოდ.

Posted by: sandroia 4 Nov 2022, 13:37
chioreli
QUOTE
ისე შემომეხარჯა ფული ვარიებისთვის გადადებული რომ მეგონა აღარ დამხვდა 
სამაგიეროდ მწყერის ჩოჩრები ვიყიდე და თოთო ბავშვებივით ვუვლი და დამღალეს უკვე.
დღეს დილით ბრუდერის დასუფთავებისას ცალკე რომ გადავიყვანე ზუსტად ერთ წუთში ჩავხედე და ერთი მკვდარი იყო. ისე ვინერვიულე ახლა სამი–ოთხი ჭიქა არაყი ვხუხე და მერე ჩავიდე პირველი ლუკმა პირში, თან სწრაფ–სწრაფად და ცოტა დამათრო  .

არადა რაშისტი რომ კვდება უკრაინაში რეაქცია არ მაქვს, პირიქით მიხარია. ასე სირისტიანი სოფელში ვერ გამოვდგები უნდა გავკაჟდე.

ვახ, არადა ბაჭიას რომ მოვეფერე გუშინ ორი მოვარდა ჩვენც მოგვეფერეო. მაგათაც თუ დავკლავ როდისმე მართლა ქვის გული გამიხდება და ეგაა.

კიდე არადა ქალაქში აღარ მინდა ცხოვრება.

აუ რა კარგია ეგრე ცხოვრება

სამსახური არ მიწყობს ხელს
ბავშვები სკოლაშიც სატარებელია, მეუღლეც მუშაობს თორემ მეც დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდი ჩემ დაჩაზე

სახლში რომ ვამბობ რომ დავბერდები უნდა იქ ვიცხოვრო მეთქი სახლიდან მაგდებენ ლამის
არადა ძაან მაგარია სოფლად სიწყნარეში ცხოვრება

Posted by: chioreli 4 Nov 2022, 22:51
sandroia

ელემენტარულ პირობებს რომ მოიწყობ და საღამოს ცეცხლის პირას დღის რუტინის გარდა კიდე რა შემატო მეურნეობას ამაზე ფიქრს რომ დაიწყებ არ ვიცი მსგავს სიმშვიდეს და კმაყოფილებას რა მოგანიჭებს კაცს.
თუმცა მანამდე იმდენი საქმეა ხანდახან ყველაფერი გეზარება smile.gif

Posted by: tavadze 4 Nov 2022, 23:20
kaxaberski66
QUOTE
თბილისში ხარ?.

ჯერ არა - 10-დან ვიქნები.
sandroia
QUOTE
არადა ძაან მაგარია სოფლად სიწყნარეში ცხოვრება

აი, ეგ სიწყნარე და სიმშვიდეა, რის გამოც არ მეთმობა აქაურობა/ თან, სამსახურიც ხელს მიწყობს - დისტანციურად ვმუშაობ. თბილისში თვეში 7-10 დღით ისეც მიწევს ჩამოსვლა (თუმცა ეხლა უფრო მეტით მოვდივარ), იქ ხან ბათუმში წავალ რამდენიმე დღით და სავსებით მყოფნის.
chioreli
QUOTE
საღამოს ცეცხლის პირას

თან თუ თოვს და ბუხრის პირას, შეშის ტკაცუნში სავარძელში მოკალათებული ფანჯრებიდან უყურებ, როგორ ბარდნის გარეთ!
up.gif up.gif ჩემი დიდი ფანჯრების დამსახურებით, უკვე მეორე წელია, ვუყურებ მაგ სილამაზეს. ისეთ მუღამში ჩავვარდი, ეხლა წინაც მინდა გავაკეთო მასეთივე დიდი ფანჯარა.
პ.ს. ჰოდა, თან საქმე: ნიორი და სამწვანილე ხახვი დავთესე ამ დღეებში. ცოტა ხნის წინ - ისპანახიც; ვნახოთ, რა იქნება. მინამ წამოვალ, ნიორი კიდევ მინდა დავამატო (ამ დღეებში წვიმამ არ დამაცალა), ქინძი და ოხრახუში მეორედ გადავთესე - ეხლა მინდა, ცელოფანით გადავფარო, რომ სითბო დაიჭიროს და ეგებ, ამოვიდეს. პლასმასის ჭურჭელშიც ჩავთესე დამატებით - ამას სახლში დავდგამ და ასევე ცელოფანით მინდა შევფუთო.
ეხლა რომელი კომბოსტო ითესება, ისევ მაინტერესებს, ვინმე თუ მიპასუხებს.

Posted by: straight away 9 Nov 2022, 20:30
ჩემთან ყინვები დაიწყო უკვე. წუხელ წყალი გაყინა.
მწვანილებში და კომბოსტოებში ვერ ვარ ძლიერი, რჩევას ვერ მოგცემ. გაზაფხულზე დავთესე მწვანილი და ოქტომბერში ამოვიდა, ნოემბერში გაყინა smile.gif


Posted by: tavadze 10 Nov 2022, 17:53
straight away
QUOTE
გაზაფხულზე დავთესე მწვანილი და ოქტომბერში ამოვიდა,

რა ეჩქარებოდა? lol.gif lol.gif
პ.ს. ისე, მგონი, ჩემიც მასე აპირებს: მეორედ დათესილიც არ ჩანს ჯერ ქინძი-ოხრახუში... დღეს დავასათბურე და ვნახოთ.
QUOTE
ჩემთან ყინვები დაიწყო უკვე. წუხელ წყალი გაყინა.

ჩემთან ჯერ ისევ თბილა - შედარებით. ღამე კი გრილა ცოტა, მაგრამ ბოლო დღეებში - ეგეც იმდენად აღარ, დღე კი, მაგალითად, გარეთ დღესაც უკურტკოდ, მხოლოდ სვიტრის ამარა დავდიოდი.
თუმცა აქუ სადღაც 1 კვირაში ჩემსკენაც მიჩვენებს ღამე ყინვას. არადა, მაგ დროს არ ვიქნები აქ და, იმედია, ციტრუსს არ გამიყინავს. წამოსვლამდეც ვერ ვასწრებ შეფუთვას - აქ გუშინ დილითაც წვიმდა, ჯერ არაა მშრალი მიწა, ბუნება და ვერ ვფუთავ.

Posted by: kaxaberski66 13 Nov 2022, 01:23
tavadze
QUOTE
ჯერ არა - 10-დან ვიქნები.

ირაკლი ბატონო, თბილისში ბრძანდებით? საქვეყნოდ უნდა გვითხრათ.
თუ კი. აქედან დავიწყოთ თავისუფალი დროის გამოძებნა მოსალხენად.
straight away იც იმედია წაიკითხავს ამ ყველაფერს და კიდევ თუ ვინმეს სურვილი ექნება აქაურებს, შემოგვიერთდეს და ჩემთან საარაკოდ ვიპურ-მარილოთ.


Posted by: tavadze 17 Nov 2022, 22:10
kaxaberski66
QUOTE
ირაკლი ბატონო, თბილისში ბრძანდებით? საქვეყნოდ უნდა გვითხრათ.

კი, კი - თბილისში ვარ უკვე. თქვენი ხმალი და ჩემი კისერი.

Posted by: shuma89 17 Nov 2022, 23:16
სალამი ბატონებო და ქალბატონებო.

ვარ იმერეთში, მაქვს მძიმე თიხნარი მიწა, უკეთ რომ წარმოიდგინოთ, წვიმის შემდეგ დგება გუბეები, დანამუშავებ მიწაზეც კი, არის აბსოლიტურად ვაკე ადგილი, ამიტომ გუბე ქარისგან ან მზისგან უნდა დაშრეს, ანუ გვიან შრება მიწა. მაგრამ გრუნტის წყლები ზედაპირიდან 2 მეტრსი ქვემოთაა. ანუ ჭა მაქვს და მაქსიმუმი ეგრე ამოდის, ზამთარში, ზაფხულში იკლებს 30-50 სმ მხოლოდ. ჭა 3 მეტრია სულ, ქვემოთ ხრეშის ფენაა 2-2.3 მეტრის ქვემოთ.

მინდა ტყემლის პატარა მინი ბაღივით, სადღაც 15-20 ძირის დარგვა, წყალი მაქვს მუდმივად, ქვეთობანის შლანგები და საწვეთურებიც ნაყიდი მაქვს გაზაფხულიდან რომ დავამონტაჟო.
მჭირდება რჩევა, დარგვისთვის ხო არ აჯობებს მოხვნის დროს ისე მოვახვნევინო ტრაკტორს, რომ ტყემლის რიგებს შორის დარჩეს არხივით, ანუ ტრაკტორი ხვნის დროს რომ დასრულების დროს ჰოლოზე იტოვებს ნახნავში არხს ეგრე რომ გავაკეთო და მაღალ ადგილზე დავრგო ნერგი, ვფიქრობ, რომ წვიმის მერე გუბე დაუდგება ძირთან ახლოს და არ იქნება კარგი, თუ ზემოთხსენებულ ვარიანტს გავაკეთებ მოხვნის დროს, მგონია რომ უკეთესი იქნება, ასევე მინდა რჩევა, რა ჩავაყოლო დარგვისას შედარებით იაფი საშუალება, მძიმე მიწაში რომ არ გაუჭირდეს ფესვის გატანა.
და ბოლოს კარგი ჯიშის ნერგები დასავლეთში სად შეიძლება შევიძინო, ან ვინმე ხო არ ყიდით?

2 წლიანი და სამწლიანი ვარიანტებია როგორც ვიცი და რომელი ჯობია განვითარება-ზრდის ამბავში? ღირს სამწლიანში მეტის გადახდა?
სანდო კარგი მენერგე მიმასწავლეთ, მადლობელი დაგრჩებით, ასევე რჩევებზეც დიდ მადლობას მოგახსენებთ.

თუ ვინმეს გაქვთ ამჟამად გაშენებული და დამათვალიერებინებთ ძალიან კარგი.

Posted by: tavadze 18 Nov 2022, 23:32
shuma89
QUOTE
სანდო კარგი მენერგე მიმასწავლეთ, მადლობელი დაგრჩებით, ასევე რჩევებზეც დიდ მადლობას მოგახსენებთ.

სანდოობისას ვერაფერს გეტყვი - ჯერ მაგათგან არაფერი მიყიდია, მაგრამ სანერგეები კი შემიძლია მიგასწავლო სამტრედია-ლანჩხუთში.

Posted by: levani169 18 Nov 2022, 23:53
shuma89
QUOTE

თუ ვინმეს გაქვთ ამჟამად გაშენებული და დამათვალიერებინებთ ძალიან კარგი.

3 წლის ბაღი მაქვს,როდესაც გადავიღებ ფოტოებს ავტვირთავ აქ.
ტყემლის ნერგები მე გამომყავს მაგრამ კახეთში ვარ და......

Posted by: tavadze 19 Nov 2022, 00:08
levani169
QUOTE
ტყემლის ნერგები მე გამომყავს

ეგ რომელია - მარაბელი?
თუ იცი, მაგ ჯიშის უპირატესობა რაა, რატომ ეტანება ამ ბოლოს ყველა?

Posted by: chioreli 19 Nov 2022, 08:06
tavadze

სალამი თავაძე ბატონო უზომოდ ბევრი კომში მოისხა ეზოში ხეებმა და ვერც ბოლომდე დამწიფება შეძლო. საშუალო სიტკბო აქვს. არაყის ყლურწვა ვიცი მარტო მეტი არაფერი და გამოვა რამე ვცადო გამოხდა თუ კომპოტად შევირგო biggrin.gif

Posted by: levani169 20 Nov 2022, 00:02
tavadze
QUOTE

თუ იცი, მაგ ჯიშის უპირატესობა რაა, რატომ ეტანება ამ ბოლოს ყველა?

მსხვილია და სათვალიო .........მე წითელი მირჩევია

Posted by: tavadze 20 Nov 2022, 00:20
chioreli
QUOTE
არაყის ყლურწვა ვიცი მარტო მეტი არაფერი და გამოვა რამე ვცადო გამოხდა თუ კომპოტად შევირგო

ბჯოო, კომშის არაყზე ვერაფერს გეტყვი, არ გამიკეთებია კი არა, არც გამიგონია. ეგებ უფრო მცოდნეებმა გიპასუხონ.
კომპოტი, ჯემი და მურაბა კი მშვენიერი გამოდის! biggrin.gif
levani169
QUOTE
მსხვილია და სათვალიო .........მე წითელი მირჩევია

აჰა - გასაგებია. დიდი მადლობა.
წითელის გარდა, არსებობს სხვა ფერიც?

Posted by: levani169 20 Nov 2022, 00:40
tavadze
QUOTE

წითელის გარდა, არსებობს სხვა ფერიც?

ძირითადალდება ან მოწითალო ხდება ხოლმე

Posted by: tavadze 23 Nov 2022, 00:12
levani169
QUOTE
ძირითადალდება ან მოწითალო ხდება ხოლმე

გასაგებია. დიდი მადლობა.

Posted by: Copula 24 Nov 2022, 14:59
ვაზის ნერგების ყიდვა მინდა, კონტაქტს ვის მირჩევთ?

Posted by: FDA 28 Nov 2022, 15:23
Copula
QUOTE
ვაზის ნერგების ყიდვა

და რომ დაგუგლო, ვერა?

ვაზის ნერგები
https://www.google.com/search?q=%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%95%E1%83%90&rlz=1CARGFB_enNL957&sourceid=chrome&ie=UTF-8

Posted by: J.R.R.Tolkien 20 Dec 2022, 16:02
გამარჯობა.

კერძო სახლი მაქვს და ე.წ საკუჭნაო მინდა, სადაც ღვინოს და კამპოტებს და მურაბებს და რამე მსგავს შევინახავ.


მოკლედ, ხომ არ იცით რამე პატარა საკუჭნაოს მსგსვს თუ იყიდება
მარტივი ასაწყობი რომ იყოს ან მანქანის კრუზაო ან რამე მსგავსი
ანუ სპეციალური საკუჭნაოები ხომ არ იყიდება?

Posted by: straight away 27 Dec 2022, 14:23
J.R.R.Tolkien
ეგეთი უცბად რაც მახსენდება, კონტეინერია. მიიტან, დადებ.

Posted by: straight away 31 Dec 2022, 11:18
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, წარმატებული, მშვიდობიანი და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს!

Posted by: kaxaberski66 31 Dec 2022, 22:11
QUOTE
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, წარმატებული, მშვიდობიანი და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს!

ამინ.
ვუერთდები მილოცვას.

Posted by: tavadze 5 Jan 2023, 00:32
გილოცავთ ახალ წელს. სიკეთის, ბედნიერების, წარმატებების წელიწადი ყოფილიყოს. და კიდევ - მშვიდობის ჩვენს ოჯახებშიც და მთელ მსოფლიოში.

Posted by: levani169 6 Jan 2023, 18:50
straight away
kaxaberski66
tavadze
გილოცავთ მეგობრებო,ჩიორელი(რაჭველი) ამ ადამიანსაც.გენაცვალეთ ყველა თქვენთაგანს მკლავ-მარჯვენაში.მრავალს დაგასწროთ უფლის წყალობით და ოჯახებში ბედნიერებით.თქვენი სახით ყველა,საქართველოს მოქალაქე მიწათმოქმედ ადამიანს მივულოცავ.

Posted by: J.R.R.Tolkien 6 Jan 2023, 21:09
QUOTE (straight away @ 27 Dec 2022, 14:23 )
J.R.R.Tolkien
ეგეთი უცბად რაც მახსენდება, კონტეინერია. მიიტან, დადებ.

იყიდება სადმე?

ჩვეულებრივი კონტეინერს გულისხმობ ალბათ მანქანის კრუზაოს რომ
ჰგავს givi.gif

Posted by: tavadze 7 Jan 2023, 00:50
levani169
QUOTE
straight away
kaxaberski66
tavadze
გილოცავთ მეგობრებო,ჩიორელი(რაჭველი) ამ ადამიანსაც.გენაცვალეთ ყველა თქვენთაგანს მკლავ-მარჯვენაში.მრავალს დაგასწროთ უფლის წყალობით და ოჯახებში ბედნიერებით.თქვენი სახით ყველა,საქართველოს მოქალაქე მიწათმოქმედ ადამიანს მივულოცავ.

გაიხარე. ჭიორელი ნეტა მართლა საღადაა?
chioreli - გამოჩნდი, ქვე შენი ჭირიმე. მართალია, ლობიანის დღე არაა, მაგრამ გურული ღვეზელების დღეა და გეპატიჟები, ოღონც გამოჩნდი. biggrin.gif
J.R.R.Tolkien - ე მაგ კონტეინერისას ვერაფერს გეტყვი, მაგრამ გვერდით თემაში, გეი-ევროპაში საკვების სიიაფეს რომ შეეხებოდა, სურების ნიგოზი ახსენე და რა სეხება გაქვს მაგ ჩემს მეზობელ ხეობასთან?
პ.ს. შობას გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით.

Posted by: chioreli 7 Jan 2023, 12:43
გილოცავთ ოქრო ხალხო ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ შეგეწიოთ შობის მადლი.

tavadze

გუშინ სოფელში ეზოში დავფაჩუნობდი ბაღს ვწმენდდი და გურულმა მეზობელმა დამიძახა, ოქრო ოჯახია დალოცოს ღმერთმა. თონეში პურს ვაცნობ გამო ერთი ჭიქა დავლიოთო. პირდაპირ ეზოდან გამისრუტა სახლშიც კი ვერ შევედი გამოსაცვლელად. თონესთან დამხვდა ბოცვერი, ღორის სამწვადე, უმაგრესი საკუთარი თაფლის ბუზის არაყი ერთი–ორი საათი იქ ვიქეიფეტ თონის პირას და მერე ასე სამუშაო ფორმით ოჯახშიც გავაგრძელეთ "ჩინურით" ქეიფი. შენც გადღეგრძელე თავაძე ბატონო კაი გურულების სადღეგრძელოში გახსენე პირველ რიგში <3

კაი ხალხი ხართ რა გურულები უმეტესობა.

მაგარი დღე იყო.

Posted by: straight away 12 Jan 2023, 12:34
დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ამ დროს განსაკუთრებით მიმზიდველია სოფლის გარემო. თოვლი, ბუხარი, კარგი მეზობლები, ფანდური და ჟრიამული smile.gif)

J.R.R.Tolkien
QUOTE
ჩვეულებრივი კონტეინერს გულისხმობ ალბათ მანქანის კრუზაოს რომ
ჰგავს

QUOTE
მარტივი ასაწყობი რომ იყოს ან მანქანის კრუზაო ან რამე მსგავსი

კი, ეგ ვიგულისხმე.

Posted by: lanasuch4 13 Jan 2023, 22:22
_____________________________________________________

Posted by: tavadze 14 Jan 2023, 09:52
გურულების ახალ წელს - კალანდობას გილოცავთ, ხალხებო! biggrin.gif გეიხარეთ და მრავალს დაესწარით.
chioreli
QUOTE
tavadze

გუშინ სოფელში ეზოში დავფაჩუნობდი ბაღს ვწმენდდი და გურულმა მეზობელმა დამიძახა, ოქრო ოჯახია დალოცოს ღმერთმა. თონეში პურს ვაცნობ გამო ერთი ჭიქა დავლიოთო. პირდაპირ ეზოდან გამისრუტა სახლშიც კი ვერ შევედი გამოსაცვლელად.

მოკლედ, გურულების იქით გზა და საშველი არ გაქვს რა! biggrin.gif ამხელა ფორუმის რჭველების შეკრება-გაცნობა ხომ გურულმა ვითავე და მანდაც გურულების სამეზობლო ყოფილხარ. biggrin.gif
QUOTE
თაფლის ბუზის არაყი

ჰა, ბოლო-ბოლო, რისი არაყი დალიე - თაფლის თუ ბუზის? biggrin.gif
მარა რაც უნდა იყოს, მიუჩვეველზე მაწყენარია და პაწე ფრთხილად, ძამა! biggrin.gif
QUOTE
შენც გადღეგრძელე თავაძე ბატონო კაი გურულების სადღეგრძელოში გახსენე პირველ რიგში

გაიხარე, გაიხარე და დიდად მადლობელი, ჩემო ბატონო. მე ყოველთვის მქონდა შენი იმედი.
straight away
QUOTE
ამ დროს განსაკუთრებით მიმზიდველია სოფლის გარემო. თოვლი, ბუხარი, კარგი მეზობლები, ფანდური და ჟრიამული

უფ, რა კარგი სურათი დაგვიხატე! bis.gif bis.gif როგორ მიყვარს თოვა სოფელში!
აი, კარგ მეზობლებს კი რაც შეეხება, საქმის გაკეთებას არ მაცლიან ეს დალოცვილები - ხან ვინ დაგპატიჟებს და ხან - ვინ. biggrin.gif ერთ დღეს სადილზე ორთან ვიყავი დაპატიჟებული. biggrin.gif რამდენიმე დღით ვიყავი ეხლა ცასული და საქმეების მოსწრებას ვცდილობდი. ერთხელაც დავგეგმე რაღაცები, მაგრამ ვინ გაცალა - მეგობარი იყო ჩამოსული საახალწლოდ, გაავლო მუსრი ყველაფერს (ძროხა, ღორები, გოჭები, ქათმები...) და შუადღეზე მირეკავს, მწვადებზე გადმოდიო... ჩემთან პირველში და ორში იყვნენ ჯერ ერთი, მერე მეორე უბანი და ცოტა ვიგუგუნეთ ხმადაბლა.
მოკლედ, მრავალს დაესწარით და ხვავი-ბარაქა თქვენს ეზო-კარს. კვამლი არ მოშლილიყოს თქვენს კერაზე, ოჯახში - სტუმარი მიმსვლელად და მასპინძელი - დამხვედრად.

Posted by: chioreli 14 Jan 2023, 12:14
tavadze

გილოცავ ცომში კვერცხის ჩადების დღეს ეგება ყველი მეტი გამოჩნდესო biggrin.gif ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა არ მოგკლებოდეს, გამთლიანებული საქართველო და დაქუცმაცებული რუსეთი გვენახოს ამ წელს!

QUOTE
მოკლედ, გურულების იქით გზა და საშველი არ გაქვს რა!  ამხელა ფორუმის რჭველების შეკრება-გაცნობა ხომ გურულმა ვითავე და მანდაც გურულების სამეზობლო ყოფილხარ.


მაგ შეხვედრების შემდეგ აღარ მინახავს უმეტესობა sad.gif სახელებიც კი დამავიწყდა ბევრის sad.gif კი საჭირო ხალხი ხართ, გვაჩქარითყე smile.gif



QUOTE
როგორ მიყვარს თოვა სოფელში!


ორ–სამ დღეში თუ არ აიღო გადამიყვარდება.

Posted by: tavadze 30 Jan 2023, 16:31
chioreli
QUOTE
tavadze

გილოცავ ცომში კვერცხის ჩადების დღეს ეგება ყველი მეტი გამოჩნდესო

რაჭველი რომ სხვის სიძუნწე-სიუხვეზე იღადავებს რა! biggrin.gif vis.gif vis.gif ხალხი, რომელმაც ცომში ჩასადებად ლობიოს მეტი ვერაფერი მოიმეტა! biggrin.gif biggrin.gif
ამაზეა ნათქვამი იმ ლექსის სიტყვები - ღვთის მადლსა, შენც არ დაგვეცე, /მაგრად დექ, ცაო! biggrin.gif
პ.ს. უკვე შევუდექი საგაზაფხულო სამუშაოებს - საბოსტნეები დავახვნევინე უკვე... ეს ღობეების შეკეთება მადგას თავზე დამოკლეს მახვილივით და დროის მხრივ მაგრად მზღუდავს, რის გამოც ისე ვერ ვშლი მხრებს, როგორც მინდა, თუმცა ეგეც მნიშვნელოვანი საქმეა...

Posted by: chioreli 11 Feb 2023, 23:40
tavadze

სალამი თავაძე ბატონო გურიაში ხარ? იყო შენსკენაც ძლიერი ბიძგები? რამე ხომ არ დააზიანა?

Posted by: kaxaberski66 22 Feb 2023, 23:28
ნახეთ როგორი მშრომელი ხალხია. როგორ ფერდას ხნავენ და როგორი მეთოდით ხნავენ.
იმიტომ აქვთ ძლიერი ქვეყანა ეკონომიურად.
https://www.youtube.com/watch?v=Lbnx8ejUWBM

Posted by: levani169 22 Feb 2023, 23:45
kaxaberski66
QUOTE
იმიტომ აქვთ ძლიერი ქვეყანა ეკონომიურად.

პირიქითაა კახაბერ ბატონო ეგ ......... ძლიერი ქვეყანა რომაა იმიტომ ხნავენ მასე,ორი თეთრი კი არ ღირს ტროსი!
biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kaxaberski66 23 Feb 2023, 02:07
levani169
QUOTE

პირიქითაა კახაბერ ბატონო ეგ ......... ძლიერი ქვეყანა რომაა იმიტომ ხნავენ მასე,ორი თეთრი კი არ ღირს ტროსი!

მაგდენი კი არ მიფიქრია. ბოლომდე თუ უყურე ნახავდი რომ კაი ჟმოტი ჩათლახები არიან.
ტროსით ქვევიდან ზევით მოათრევენ, მერე ზევით ჯდებიან და ჩამქრალზე მიგორავენ ქვევით რომ ისევ ტროსით თან მოხნან და თან ამოათრიონ.
საწვავი საერთოდ არ ჭირდებათ. ეს ფერდა გარდიგარდმო რომ მოეხნათ საწვავი დასჭირდებოდათ და ასე ერთი გრამი საწვავი არ მისდით.
ეგენი თავის სახლში ვინმეს მწვადს შეუწვავენ და ღვინოს დაალევინებენ?
ტფუი.
ისე კი ყოჩაღ მაგათ. ჩვენთან მასეთ მიწას არავინ მოხნავს. აგერ მაგიდასავით მიწები რჩება მოუხნავ-დაუმუშავებელი.

Posted by: sandroia 23 Feb 2023, 09:44
kaxaberski66
QUOTE
აგერ მაგიდასავით მიწები რჩება მოუხნავ-დაუმუშავებელი.

შესაბამისად იმიტომაც ვართ იქ სადაც ვართ
QUOTE
იმიტომ აქვთ ძლიერი ქვეყანა ეკონომიურად.

და ეგენიც იმიტომ არიან იქ სადაც არიან

სავარაუდოდ ოდითგანვე მაგ სტილით ამუშავებდნენ ეგეთ მიწებს, იმიტომაც
QUOTE
აქვთ ძლიერი ქვეყანა ეკონომიურად.


წადით თურქეთში, იმ ტერიტორიებზე ვითომ ჩვენი რომ იყო და რომ მივსტირით, ნახეთ როგორ ამუშავებენ და როგორ მუშაობენ
აქვეა ყურის ძირში.



Posted by: levani169 24 Feb 2023, 00:14
ეგ ორი ხრონცი ბებერი რომ მოკვდებიან,მერე ტროსით კი არა ტრაქტორითაც არავინ არ მოხნავს მანდ არაფერს,იქაც დიდი თავისტკივილია მთა-გორიან ადგილებში დემოგრაფიული ბალანსის აღდგენის.
და ზოგადად,ხვნა თესვა არანაირად არ უდრის ქვეყნის სიძლიერეს,ძალა ცოდნაში და ტექნოლოგიურ განვითარებაშია.

Posted by: kaxaberski66 24 Feb 2023, 11:31
levani169
QUOTE
ეგ ორი ხრონცი ბებერი რომ მოკვდებიან,მერე ტროსით კი არა ტრაქტორითაც არავინ არ მოხნავს მანდ არაფერს,იქაც დიდი თავისტკივილია მთა-გორიან ადგილებში დემოგრაფიული ბალანსის აღდგენის.
და ზოგადად,ხვნა თესვა არანაირად არ უდრის ქვეყნის სიძლიერეს,ძალა ცოდნაში და ტექნოლოგიურ განვითარებაშია.

ლევან იქ ქვეყანა უდიდეს ძალისხმევას ხარჯავს ყველანაირად ფინანსურის ჩათვლით, რომ მასეთი ადგილები მოსახლეობისგან არ დაიცალოს.
არც ტექნოლოგიური განვითარება აკლიათ მთაში.
მაგალითად ბალახის სათიბელა ტრაქტორები ვერტალიოტებით გადააქვთ და გადმოაქვთ მერე ბალახიანად სათიბებზე მიუდგომლობის გამო.

Posted by: straight away 1 Mar 2023, 10:31
გაზაფხულის დადგომას გილოცავთ მშრომელებო. ხვავი და ბარაქა მოგცეთ ღმერთმა.
ვუყურე მაგ ვიდეოს და პირველი რაც ვიფიქრე ის არის, რომ მასე ფერდა ადგილს რომ მოხნავ, მერე ერთი-ორი კარგი წვიმა და ხევში ჩაიტანს ღვარცოფი მთელ ნათესს თავის მიწიანად. წესით სიგანეზე უნდა ხნავდეს, უფრო შეაჩერებს წვიმის წყალს. ალბათ მიწის ქვედა მხარეს გადატრიალებას ერიდებიან, ზემოთ რომ დაიწიოს smile.gif
თივას კიდე მხრებით რომ ეზიდებიან.... დაადგან ბულულა და 1 კვირაში დაჯდება, ეთხოვონ იმ მოხუცებს ის ტროსიანი დანადგარი და იმიტ აიტანონsmile.gif ხევსურებზე უნდა ვაყურებინოთ ვიდეობი მაგათ, ზამთარში რომ აცურებენ თივებს.
მეორე ოჯახს კი აქვს გაკეთებული კარგად, ტროსით დასაშვები. ეტყობა ცოტა მეტი უფიქრიაsmile.gif
მე წითელი ტრაქტორი მომეწონა, ფერდზე კარგად მოძრაობდა. სიამოვნებიტ მეყოლებოდა ეგეთი.
სტუდენტობის დროს, 2000-იანებში, ავსტრიელებთან მქონდა მიმოწერა, სათიბელების თაობაზე, ბრილმაიერის ფირმის. ძალიან ძვირი მითხრეს მაშინ, 22 000 ევრო. იმ დროს ასეთ თანხას ვერავინ ვერ გადაიხდიდა სათიბელაში. შეიძლება ვერც ახლა. ოღონდ მაგარი სათიბელაა. ასე ცელიტ თიბვა და ზურგით თრევა 1-2 ძროხისთვის კიდე არაუშავს და თუ ბევრი ყავთ, ყოველწელს გრიჟის ოპერაცია დაჭირდებათ smile.gif

Posted by: tavadze 6 Mar 2023, 13:00
chioreli
QUOTE
tavadze

სალამი თავაძე ბატონო გურიაში ხარ? იყო შენსკენაც ძლიერი ბიძგები? რამე ხომ არ დააზიანა?

გაგიმარჯოს. ეხლა კი ვარ გურიაში, თუმცა მაგ დროს თბილისში ვიყავი. ჩვენთან მაგის მერეც ბლომად ყოფილა ბიძგები - აქვე, ყურის ძირში გვქონდა ეპიცენტრები, ჯერ ოზურგეთში და მერე სულ მთლად ჩოხატაურში, ფარცხმასთან, თუმცა პატარა ბიძგები ყოფილა, არ დაუზიანებია არაფერი.
იმედია, მამაპაპურად არ დაგვაძაგძაგებს! rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: chioreli 11 Apr 2023, 21:47
tavadze

სალამი მშრომელებო, როგორ ხართ? დღეს ბოჩოლა მოვიყვანე, ბაჭიები შემეძინა, ნუ ფრინველები უკვე აღარ მიკვირს smile.gif ვიქირავე ნაკვეთი და მოვხანი. ჩემები შორსაა და უწყლო ადგილას.
მოკლედ თაფლობის თვე მაქვს სოფელთან იმედია დიდხანს გაგრძელდება.

ჰოდა საუკუნეა არაყი არ დამილევია აქ ღვინისტი გამხადეს და დღეს დავიმსახურე ერთი–ორი ჭიქა უნდა ჩავარტყა. რაც არ უნდა ვთქვა მაინც არყისტი ვარ.

Posted by: amadeus 26 Jul 2023, 12:17
tavadze
chioreli

სალამი საზოგადოებას smile.gif

chioreli
რაჭაში გადაცხოვრდი?

Posted by: tavadze 14 Aug 2023, 00:15
amadeus
QUOTE
სალამი საზოგადოებას

ოჰ - კიდევ ერთი დაკარგული!
სალამი კაი კაცს. რამ გაგახსენა აქაურობა? biggrin.gif
QUOTE
chioreli
რაჭაში გადაცხოვრდი?

არა, ბატონო, მაგის ჩიტია რაჭველი, რაჭას დაუბრუნდეს! აგერ გადასახლდა, კასპში.
chioreli
QUOTE
დღეს ბოჩოლა მოვიყვანე, ბაჭიები შემეძინა, ნუ ფრინველები უკვე აღარ მიკვირს  ვიქირავე ნაკვეთი და მოვხანი. ჩემები შორსაა და უწყლო ადგილას.
მოკლედ თაფლობის თვე მაქვს სოფელთან იმედია დიდხანს გაგრძელდება.

ხვავი და ბარაქა! up.gif up.gif

Posted by: chioreli 15 Aug 2023, 13:19
amadeus
QUOTE
რაჭაში გადაცხოვრდი?


სალამი, ჯერ ვერ გავუბედე რაჭას. ჩემს სოფლებში ჭიორა, ზემო ღვარდია გაზი კიდევ წლები არ იქნება. პარკეტზე გაზრდილი რაჭველი ვარ მაინც. თბილისთან ახლოს კასპის რაიონში დავსახლდი თუ ხუთწლედის smile.gif გეგმას გავართვი თავი და სიმშვიდე მოვიპოვე მერე გადავალ რაჭაში.

tavadze
QUOTE
ხვავი და ბარაქა! 

გაიხარე თავაძე ბატონო ❤️ ბოცვერი და მწყერი უნდა მოვიშორო. ჩემს გაზრდილებს დაკვლით ვერ დავკლავ და გაყიდვაც რაღაც მეუხერხულება. არაა ჩემი საქმე. მიწასაც არ ვიქირავებ აწი, მაქსიმუმ ქერისთვის ან იონჯისთვის. დანარჩენს ეზოში მოვიყვან ჩემს სამყოფს.
ბოჩოლა არის დალოცვილი ცხოველი სადღაც მარტიდან რძესაც მომცემს ალბათ smile.gif
მინიმუმამდე დავიყვან ყველაფერს ამ შემოდგომიდან. მხოლოდ ბოსტანი, ძროხა, ქათამი და შეიძლება ჯიშიანი ერთი ორი თხაც გავიჩინო ბაგურ კვებაზე მეყოლება.
სიმშვიდისთვის ჩამოვედი სოფელში და აღარ მივქარავ ყვრლაფერს არ ვეტაკები.

ისე ჰიდროპონიკაზე რამე ხომ არ იცით აწ ვინმემ? კუსტარულად რომ გავაკეთო ქერის ჯეჯილისთვის პატარა მოცულობის გაწვთ ვინმეს გამოცდილება?

Posted by: amadeus 12 Sep 2023, 17:27
ტავადზე
QUOTE
ოჰ - კიდევ ერთი დაკარგული!

gigi.gif
QUOTE
სალამი კაი კაცს. რამ გაგახსენა აქაურობა?

ისე შემოვიარე მეთქი დავხედო ხალხს რა ხდებათქო smile.gif შენ ხომ ხარ ჯიგრულად?

chioreli
QUOTE
კასპის რაიონში დავსახლდი

რომელი სოფელია?

კასპელების სიძე ვარ ბოლობოლო


Posted by: chioreli 20 Sep 2023, 13:39
amadeus
QUOTE
რომელი სოფელია?

კასპელების სიძე ვარ ბოლობოლო


გამდლისწყარო ქვია. დალოცვილი და ბარაქიანი სოფელია.
.....................................................................
ხვალ მისრულდება ერთი წელი რაც გლეხი გავხდი. გავხდი რა ვცდილობ. ერთწლოვან კულტურებში ჩავიჭერი. ქათმებში სოფელსაც უკვირს იმდენს მიდებენ კვერცხებს <3 ძმაკაცებმა ახალი ცხოვრების დასაწყებ საჩუქრებში ერთი დეკეულიც მოაყოლეს იმას ვზრდი <3, მწყერები ერთი კახელი ოქრო ბიჭის დარიგებით კარგად მოვაშენე, მაგრამ ყიდვა–გაყიდვა არ გამომდის და ნელ–ნელა ვამცირებ. ბოცვრების გაყიდვაც მერიდება, ინტერნეტში დადე, უპასუხე ჯერ მიტყდება, არადა გასატეხი არაფერია ვიცი. ეგრევე აგრესიაზე გადავდივარ ვაჭრობას რომ მიწყებენ, მოკლედ უნდა ვისწავლო უნარ–ჩვევები ვაჭრობის.

ახლა ოქრო მეზობელთან ერთად ხაში მივირთვი, ჩავარტყით რამდენიმე ჭიქა და სანამ ბოჩოლა დაბრუნდება ნახირიდან პრემიერივით წლიური ანგარიში მაქვს დასაწერი biggrin.gif

რაც 100% გავიაზრე ვისაც შრომა არ ეზარება და ფუფუნებისკენ მიდრეკილება არ აქვს სოფელზე ბედნიერი ვერსად ვერ იქნება.
ბავშვებო თუ აქ შემოდიხართ biggrin.gif ისწავლეთ, ისწავლეთ და ისწავლეთ. მერე როცა მუშაობას დაიწყებთ დიდ ხანს არცერთ ადგილას არ გაჩერდეთ თუ წარმატებას არ მიაღწევთ! განათლებაშია ხსნა, მაგრამ თუ ჩემნაირი ეგოისტი ტიპები ხართ ოფისის დედაც! წამოდით სოფელში! გაუმარჯოს მთას და ველებს!

Posted by: Grows 20 Sep 2023, 18:19
chioreli

მშვენიერია!

ბავშვობიდან მაგაზე ვოცნებობ
ჯერ რეალობად არ ქცეულა


Posted by: niko0099 21 Sep 2023, 00:09
chioreli წარმატებები მეგობარო. სოფლად მცხოვრები ადამიანი უფრო დამოუკიდებელია, ვინემ ქალაქად. მე იმედი მაქვს პენსიაზე გასვლის შემდეგ გადავალ სოფლად, სახლი და ეზო-კარი შევიძინე და ნელ-ნელა ვაშენიანებ.

Posted by: chioreli 22 Sep 2023, 20:48
Grows
niko0099

გაიხარეთ. კიდე ვერ ვისწავლე მონიშვნები შევამოწმო ხშირად და მიგვიანდება პასუხი.
წარსულზე წუწუნი და ისე რომ მექნა ფიქრები ვცდილობ არ გავიკარო, მაგრამ სკოლა დავამთავრე თუ არა სოფელში უნდა წავსულიყავი, მივქარე!

Posted by: აპოლდა 10 Oct 2023, 00:35
weqwasdwe21234


ამჯერად გაფრთხილებით შმოვიფარგები - გთხოვთ არ გაარეკლამოთ რესურსი ფორუმზე. Თქვენი პოსტები ამ მიზეზით წაშლილია.

Posted by: fermina 10 Oct 2023, 10:52
chioreli
QUOTE
გამდლისწყარო ქვია. დალოცვილი და ბარაქიანი სოფელია.


ეგ სადაა, კავთისხევთან ახლოსაა?

მეც მაქეთ მიჭირავს გეზი, ოღონდ ვერ გადამიწყვეტია ჯერ, ქართლი თუ გურია?

კავთისხევი ძალიან შემიყვარდა, თბილისთანაც ახლოსაა. ასე თუ ისე, პირობებიც მაქვს საცხოვრებლად მოსახერხებელი. გურია თავიდან ასაშენებელ-მოსაწყობია, მაგრამ უბრალოდ მიყვარს, მთელი ბავშვობა მანდ გავატარე და მაინც მშობლიური კუთხე სხვაა love.gif

Posted by: tavadze 10 Oct 2023, 11:52
amadeus
QUOTE
შენ ხომ ხარ ჯიგრულად?

ვარ რა - ვტოკამ ვირი ყურივით თუ კუდივით. biggrin.gif
chioreli
QUOTE
ერთწლოვან კულტურებში ჩავიჭერი.

რატომ, რა მოხდა? გაგვიზიარე აბა - ეგებ, დაგეხმაროთ. მეც ბევრს ვეწვალები - იქნებ, არც ღირდეს ამდენ წვალებად, მაგრამ რაღაც გამომდის.
უკვე კლიმატი ისე შეიცვალა, ერთწლიანების მოყვანა სათბურის და სარწყავის გარეშე ლამის შეუძლებელი ხდება. პლუს - ახალ-ახალი დაავადებები და მათი წამლობა...
QUOTE
ქათმები სოფელსაც უკვირს იმდენს მიდებენ კვერცხებს

ჩვეულებრივი ქათმები გყავს?
ფბ-ზე დაძებნე, სხვადახვა ჯიშის ქათმებია - ზოგი დღეში 2 კვერცხს დებსო, ზოგი - ყავისფერს და ცოტა ძვირიც ღირსო, 5 ლარიო...
მოკლედ, თუ გაეჩვიე ქათმებს, ბარემ ჯიშიანებიც იყოლიე.
QUOTE
მწყერები ერთი კახელი ოქრო ბიჭის დარიგებით კარგად მოვაშენე, მაგრამ ყიდვა–გაყიდვა არ გამომდის და ნელ–ნელა ვამცირებ.

ეცადე, მუდმივი კლიენტი შეარჩიო - რესტორანი, მარკეტი, რომ კლიენტი საძებნი არ გყავდეს და არც გასარება დაგიდგება პრობლემად... მწყერია, მოთხოვნა არის. ზოგადად, ვაჭრობა არაა სირცხვილი - მართალია, უნარ-ჩვევები კი სჭირდება დ თან - კარგად დამუშავებულიც, მაგრამ არც აუთვისებელი არაა.

QUOTE
ახლა ოქრო მეზობელთან ერთად ხაში მივირთვი,

გურულებთან ხო არა? biggrin.gif

niko0099
QUOTE
მე იმედი მაქვს პენსიაზე გასვლის შემდეგ გადავალ სოფლად, სახლი და ეზო-კარი შევიძინე და ნელ-ნელა ვაშენიანებ.

ჩვენში - გურიაში ცოტა ცუდად კი ხუმრობენ ქალაქიდან უკან დაბრუნებულ პენსიონერებზე, biggrin.gif მაგრამ მაინც წარმატებებს გისურვებ სურვილების ასრულებაში.
იმედია, კომუნიკაციები გათვალე სახლის შეძენისას. სოფელი კარგია, მაგრამ წყალი, გზა, გაზი, ინტერნეტი და ასეთი აუცილებელი რამეები თუ არ გაქვს, მაშინ რომანტიკა კი არა, წვალებაა.
fermina
QUOTE
ოღონდ ვერ გადამიწყვეტია ჯერ, ქართლი თუ გურია?

აბა, რა კითხვაა ეხლა ეს გურული ქალისგან? biggrin.gif კავთისხევი მანდვეა, თბილისთან ყურისძირში და გქონდეს მანდაც, მაგრამ გურია ჭეშმარიტი გურულებისთვის აღთქმულ მიწასავით უნდა იყოს - მუდმივად უნდა ილტვოდეთ აქეთ. biggrin.gif გააკეთე ერთი სააგარაკე სახლი გურიაში, სეზონზე თუნდაც ერთხელ რო ჩამოარბინო, კეთიმოწყობილი დასარჩენი რო გქონდეს. ჯერ კი ადრეა, მაგრამ რაც უფრო ასაკაში შეხვალ, სულ უფრო მეტად გიყივლებს სისხლი და დაგქაჩავს აქეთ. თან, რიკოთოც ხო დამთავრდება, როცა იქნება და თბილისიდან გურიაში ჩამოსვლაც ბევრად გაადვილდება.

Posted by: fermina 10 Oct 2023, 16:41
QUOTE (tavadze)
აბა, რა კითხვაა ეხლა ეს გურული ქალისგან?  კავთისხევი მანდვეა, თბილისთან ყურისძირში და გქონდეს მანდაც, მაგრამ გურია ჭეშმარიტი გურულებისთვის აღთქმულ მიწასავით უნდა იყოს - მუდმივად უნდა ილტვოდეთ აქეთ.  გააკეთე ერთი სააგარაკე სახლი გურიაში, სეზონზე თუნდაც ერთხელ რო ჩამოარბინო, კეთიმოწყობილი დასარჩენი რო გქონდეს. ჯერ კი ადრეა, მაგრამ რაც უფრო ასაკაში შეხვალ, სულ უფრო მეტად გიყივლებს სისხლი და დაგქაჩავს აქეთ. თან, რიკოთოც ხო დამთავრდება, როცა იქნება და თბილისიდან გურიაში ჩამოსვლაც ბევრად გაადვილდება.


საქმეც ისაა, გურულიც რომ არ ვარ? smile.gif ნუ ნახევრად, დედის მხრიდან, მაგრამ ვინაიდან რაჭაში ორჯერ ვარ ნამყოფი ისიც ზრდასრულ ასაკში, გურია მიმაჩნია ჭეშმარიტ სამშობლოდ biggrin.gif

სახლს კაი ხელის შევლება უნდა, ძველი ხის ოდაა ასი წლის, ხანდახან დაშლასაც ვფიქრობ, მაგრამ მენანება თან. მანდ რომ გემრიელად მძინავს, ისე არსად, ხის და ნესტის სუნში smile.gif

მე რომ ცოტა ადრე მომბრუნებოდა გული მაქაურობაზე, კავთისხევს ან საერთოდ არ ვიყიდდი, ან ასე არ გადავყვებოდი და გურიის სახლს მოვახმარდი იმ რესურსებს. უბრალოდ იყო მიზეზი, რის გამოც თითქმის 10 წელი არ ჩამოვდიოდი გურიაში და რაღაცნაირად გული მქონდა აცრუებული. მერე ის პრობლემებიც მოგვარდა ასე თუ ისე და მეც გამომიწია გულმა smile.gif ისე მომნატრებია, რომ სულ მიზეზებს ვეძებ მაქეთ გამოქცევისთვის, სახლში უკვე ეჭვის თვალით მიყურებენ smile.gif ახლა შემდეგი რეისი მანდარინობაზე მაქვს დაგეგმილი. ტეხა-კრეფაზეც მინდოდა, მაგრამ არ გამოდის biggrin.gif

Posted by: tavadze 10 Oct 2023, 17:16
fermina
QUOTE
ნუ ნახევრად, დედის მხრიდან,

ჰოდა, გურული ყოფილხარ და რას ჩივი აბა? biggrin.gif biggrin.gif
კი გეცოდინება, ებრაელები შვილის ეროვნებად რომელი მშობელის ეროვნებას წერენ. wink.gif wink.gif
პ.ს. ისე, ეს გურულ-რაჭული სიმბიოზი ძაან მოდაშია და ამართლებს კიდეც.
მე მამიდაშვილი მყავს რაჭველი, მაგრამ თითონვე ამბობს - რაჭველი კი ვარ, მაგრამ გურია მაინც უფრო ჩემიაო. ამ დროს რაჭაშიც აქვთ სახლ-კარი, ხშირადაც დადის (ახლაც იქაა) და მუდმივი კავშირი აქვს იქაურობასთან.
QUOTE
ისე მომნატრებია, რომ სულ მიზეზებს ვეძებ მაქეთ გამოქცევისთვის


biggrin.gif ნაცნობი გრძნობაა.
QUOTE
სახლს კაი ხელის შევლება უნდა, ძველი ხის ოდაა ასი წლის, ხანდახან დაშლასაც ვფიქრობ,

არ დაშალო, რას ამბობ! მაგას რო ძველი, ხელით ნაკვეთი ჩუქურთმები ექნება, სად ნახავ ისეთს.
ფაქტობრივად, მატერიალური კულტურის ძეგლი გქონია. biggrin.gif
აი, ის ბავშვობის მოგონებები ხომ ცალკე თემაა - ის ხის და ნესტის სუნი, ბავშვობიდან გამოყოლილი სახლის სუნი - თავისებური და მშობლიური, იმ ტკბილ ბებია-ბაბუასავით ტკბილად რომ შემოგეგება შიგ შესვლისას.
ახალი სახლი იქნებ ბევრად უფრო ფეშენებელურიც გააკეთო, ბევრად უფრო თანამედროვეც, კომფორტულიც, მაგრამ ეს ყველაფერი აღარ იქნება შიგ, ბავშვობა და მისი მოგონებებიც თან გაჰყვება ძველ სახლს.
მოკლედ, თუ გინდა, რომ იქ ჩასულს ბავშვობა დაგვხდეს, არ დაშალო. wink.gif
QUOTE
ტეხა-კრეფაზეც მინდოდა, მაგრამ არ გამოდის

საკრეფი არ ვიცი და მოსატეხი რა დატოვა იმ წვიმებმა მაქეთ, თქვენსკენ დაბლობში. sad.gif ეს სიმწიფეში შესული ყანები თურმე სულ წყალში ტივტივებდა იმ მეწყერიან დღეებშიო.
პ.ს. მე მანდარინობაზე აჭარაში ვეშურები, ახალ ნათლულთან, სამსახურმა თუ არ შემიშალა ხელი და თბილისში არ გავხდი წამოსასვლელი.

Posted by: fermina 10 Oct 2023, 19:29
QUOTE (tavadze)
საკრეფი არ ვიცი და მოსატეხი რა დატოვა იმ წვიმებმა მაქეთ, თქვენსკენ დაბლობში.  ეს სიმწიფეში შესული ყანები თურმე სულ წყალში ტივტივებდა იმ მეწყერიან დღეებშიო.


ხოდა მაგიტომ, გადამაფიქრებინეს sad.gif

QUOTE (tavadze)
პ.ს. მე მანდარინობაზე აჭარაში ვეშურები, ახალ ნათლულთან, სამსახურმა თუ არ შემიშალა ხელი და თბილისში არ გავხდი წამოსასვლელი.


ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ, ბუნდოვნად მახსოვს. ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისშია არა?

Posted by: tavadze 10 Oct 2023, 20:17
fermina
QUOTE
ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისშია არა?

კი, ეგ დროა...
ერთი მაგის რთველზე არა ვარ ნამყოფი და მაგასაც დავამუღამებ. biggrin.gif

Posted by: lexanna 11 Oct 2023, 21:38



მეგობრებო, ძან საინტერესი თემა დაგიდეთ და ნახეთ



https://forum.ge/?showtopic=35272164&st=0&#entry60768444

Posted by: chioreli 13 Oct 2023, 21:46
fermina
QUOTE
ეგ სადაა, კავთისხევთან ახლოსაა?

მეც მაქეთ მიჭირავს გეზი, ოღონდ ვერ გადამიწყვეტია ჯერ, ქართლი თუ გურია?


არა საკმაოდ შორსაა ერთმანეთთან კასპის რაიონის ერთი ბოლო და მეორე ბოლოა.
პირდაპირ ავტობანზეა იგოეთთან და სამთავისთან.

QUOTE
ოღონდ ვერ გადამიწყვეტია ჯერ, ქართლი თუ გურია?


მე კი მაქვს გადაწყვეტილი რ ა ჭ ა, მაგრამ პარკეტზე გაზრდილს პირდაპირ გამიჭირდება. ჯერ აქ ვცდილობ smile.gif

tavadze
QUOTE
რატომ, რა მოხდა? გაგვიზიარე აბა - ეგებ, დაგეხმაროთ. მეც ბევრს ვეწვალები - იქნებ, არც ღირდეს ამდენ წვალებად, მაგრამ რაღაც გამომდის.
უკვე კლიმატი ისე შეიცვალა, ერთწლიანების მოყვანა სათბურის და სარწყავის გარეშე ლამის შეუძლებელი ხდება. პლუს - ახალ-ახალი დაავადებები და მათი წამლობა...


არაფერი უბრალოდ ბევრი წვალებაა და დამეზარა. თან სერიოზულად წვიმიანი ზაფხული იყო აქეთ. აწი ეზოში მოვიყვან ჩემს საკმარის კარტოფილსა და პომიდორს + მწვანილს დანარჩენს ვიყიდი.

QUOTE
ჩვეულებრივი ქათმები გყავს?
ფბ-ზე დაძებნე, სხვადახვა ჯიშის ქათმებია - ზოგი დღეში 2 კვერცხს დებსო, ზოგი - ყავისფერს და ცოტა ძვირიც ღირსო, 5 ლარიო...
მოკლედ, თუ გაეჩვიე ქათმებს, ბარემ ჯიშიანებიც იყოლიე.


კი ჩვეულებრივი შერეულ სისხლიანი სოფლის ჯუჯულები არიან smile.gif დღეში ორ კვერცხიანი ნაღდად არ გამიგონია. მწყერიც კი 33 საათში ერთხელ დებს კარგად თუ ვკვებავ და სითბოში მყავს.
ნელ–ნელა ვიზრუნებ ჯიშიანებზე, მაგრამ სხვადასხვა ფერის და ზომის რომ დარბიან ეზოში ისეთი ლამაზია ღირს ოდნავ ნაკლებ კვერცხად. თან აღარ შემიძლია უკვე ამდენი კვერცხი smile.gif სად წავიღო აღარ ვიცი smile.gif))



QUOTE
გურულებთან ხო არა?


არა ხაშით ოსების ოჯახში ვიქეიფეთ. გურულებთან ახლახანს ჩავუჯექით და იხვის ჭუკებიც მაჩუქეს love.gif მაგარი ტიპები არიან smile.gif 7 ინდაურიც გამოიჩეკა ინკუბატორში და იქითა გაზაფხულისთვის თუ დავზარდე სადედე გუნდიც მეყოლება. მოკლედ ფრინველების და ცხოველების მოვლა უფრო მევასება ვიდრე თოხი.


QUOTE
მე მამიდაშვილი მყავს რაჭველი, მაგრამ თითონვე ამბობს - რაჭველი კი ვარ, მაგრამ გურია მაინც უფრო ჩემიაო


ზავს არღვევთ ირაკლი ბატონო smile.gif ისე გუშინ ვიყავი ჭიორაში და როგორ მომენატრა ფეჩის და სოფლის სუნითქო წამომცდა. არადა ეგრეა საერთოდ სხვა სუნი აქვს რაჭულ სოფელს და შიდა ქართლის სოფელს.

Posted by: fermina 13 Oct 2023, 23:46
chioreli
QUOTE
არადა ეგრეა საერთოდ სხვა სუნი აქვს რაჭულ სოფელს და შიდა ქართლის სოფელს.


იგივე, გურიის და ქართლის სოფლების სუნი სრულიად სხვადასხვაა.

მაგრამ შიდა ქართლიც დავამუღამე ნელ-ნელა, სამი წელია რაც ახლო შეხება მაქვს, ხშირად ჩავდივარ და თავიდან ცოტა უფრო გამიჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ მეზობლებიც კარგი შემხვდა და კავთისხევიც ძალიან კარგია, ლამაზი, ბარაქიანი სოფელი და კარგი ხალხით.

Posted by: s-n-r 17 Oct 2023, 13:14
გამარჯობა. სამსახურში ვიღლები ძალიან. მეტ-ნაკლებად ნორმალური ანაზღაურება კი მაქვს, მაგრამ აი რასაც ვუყურებ მთელი ჩემი ცხოვრება მუშაობაში გადის.
მეტისმეტად ბებერი ვარ იმისთვის, რომ კორპორატიულ სფეროში გავაგრძელო მუშაობა და კარიერა, ზოგადად ძალიან მაღელვებს ის ფაქტი, რომ ამდენ ადამიანზე ვარ დამოკიდებული.
ვერ აღვწერ, როგორ მომბეზრდა. მგონია, რომ ყოველ დღე ვკვდები. თან აღარ შემიძლია თბილისში ცხოვრება. საცობი, ხმაური, საშინელი სიძვირე.
ყოველთვის მომწონდა ფერმერობა და ამ ბოლო დროს სერიოზულად ვფიქრობ სოფლის მეურნეობაში ბედის ცდას, სხვა თუ არაფერი, საკუთარი მეურნეობა მაინც მექნება.

ხომ ვერ მირჩევთ, საქართველოს დაახლოებით რომელ მხარეში შეიძლება ნაკვეთის შეძენა (სასურველია, სახლიც თუ იქნება) და მეურნეობის მოწყობა, სად არის მოსავლიანი მიწები.
ბოდიში, ალბათ სისულელეს ვკითხულობ. უბრალოდ მაინტერესებს, შევადარო, პირადად ჩემთვის ბიზნესის დაწყება უფრო ადვილი იქნება, თუ სოფლის მეურნეობა.
ბიუჯეტი 45 000 აშშ დოლარს მოვაგროვებ ალბათ, ბინას თუ გავყიდი (ანუ ამ თანხაში ნაკვეთიც მინდა ვიყიდო, სახლიც, და საბრუნავი თანხაც რომ დამრჩეს ტექნიკისთვის და სათბურისთვის).
იმერეთის მხარე მირჩევნია. სოფელი კი მაქვს, მაგრამ არ არის მოსავლიანი მხარე.
მესმის, რომ დაწყება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ოფისში მუშაობაც აღარ შემიძლია, სულ მგონია, რომ მონა ვარ.
სოფელში კი საკუთარი თავისთვის მაინც ვიმუშავებ, სხვა თუ არაფერი.


Posted by: ladusha2 17 Oct 2023, 13:54
s-n-r

შენსას არაფერი ჯობი , როცა შენ ქმნი , ბევრი სირთულები იქნება მარა არა ისეთი რომელსაც ვერ გადალახავ და შენ შექმნილს არაფერი ჯობია. შენ გამოცდილებას არაფერი ჯობია, სხვაზე მუშაობა არის ტანჯვა smile.gif წარმატებები შენ.
ისევ შენ სოფელში წახვიდე ცოტახნით გაერკვე რა როგორ არის ჯობია , სანამ საბოლოდ გადასვლას და სამსახურიდან წამოსვლად დაპირებ. მაინც ჯობი აიღო შვებულეა 1 თვე და წახვიდე იცხოვრო ეგ პერიოდი განალიზო დამშვიდებულზე რას და როგორ გაკეთებე, იქაც სოფელში ბერვ იფფოს მოაგროვებ ვინ რას და როგორ აკეთებს.

Posted by: tavadze 17 Oct 2023, 16:10
s-n-r
QUOTE
ყოველთვის მომწონდა ფერმერობა და ამ ბოლო დროს სერიოზულად ვფიქრობ სოფლის მეურნეობაში ბედის ცდას, სხვა თუ არაფერი, საკუთარი მეურნეობა მაინც მექნება.

ცოტა რთული საკითხია. თუ ბიზნესად განიხილავ, კარგი გათვლები და, შესაბამისად, თანხებიც გჭირდება. თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე არაფერი გამოდის. წვრილი საოჯახო მეურნეობა კიდევ უფრო რთულია და თან ის ტექნოლოგიები იქაც გჭირდება. არ გაშინებ, გამოცდილებით გეუბნები.

QUOTE
ხომ ვერ მირჩევთ, საქართველოს დაახლოებით რომელ მხარეში შეიძლება ნაკვეთის შეძენა (სასურველია, სახლიც თუ იქნება) და მეურნეობის მოწყობა, სად არის მოსავლიანი მიწები.

ალბათ, უფრო კახეთი, ქართლი... იმერეთში - უფრო დაბლობი მხარეები, თორემ მთიანეთში დიდად ნოყიერი მიწა არაა.

Posted by: chioreli 17 Oct 2023, 22:07
s-n-r

ჭკუის სწავლება მეზიზღება ყველაზე მეტად, მაგრამ რადგანაც იკითხეთ მეც ჩემს ერთ წლიან გამოცდილებას გაგიზიარებთ.
პირველ რიგში უკან დასახევი გზა არ მოიჭრათ არცერთ ვარიანტში. სულ რომ იდეალურად აეწყოთ შეიძლება სამი–ოთხი თვის თავზე მიხვდეთ რომ ოფისში მუშაობა სჯობს უბრალოდ დიდი პაუზა გჭირდებოდათ.

მეც 14 წელი ოფისში ვიმუშავე, ყველა დღე მეზიზრებოდა, განსაკუთრებით კოვიდის და პოსტკოვიდის დროს გახდა გაუსაძლისი. ამიტომ დავიხურე ქუდი და წამოვედი. მაგრამ სანამ უძრავ ქონებას გაყიდით ბევრჯერ დაფიქრდით. სჯობს ერთი წელი ან ნაკლები მთლიანად "ველურ პირობებში" გაატაროთ და გამოცადოთ თავი რა შეგიძლიათ. თუ არაფერი გამოვა ოფისში მაინც დაბრუნდებით ჯუნგლების მეფის ნერვებით smile.gif

მე უბრალოდ უეჭველი ვიცოდი რომ ქოცთბილისს უნდა გავცლოდი თორემ გავგიჟდებოდი ამიტომ ვარ მინიმალურითაც ბედნიერი თორემ როგორც ბიზნესი არაფერი გამომდის სოფელში.

Posted by: idallgo 18 Oct 2023, 10:33
s-n-r

როგორც ზედა იუზერმა თქვა, მთლიანად რომ არ მოიჭრა უკან დასახევი გზა, ქალაქთან შედარებით ახლოს ჯობს ყიდვა ვიდრე შორს. შორში ვგულისხმობ, როცა ერთ საათზე მეტი გინდა ქალაქამდე მოსასვლელად (ქალაქის შემოსასვლელამდე და არა ცენტრამდე - მაგალითად დიღმამადე დასავლეთით, ვარკეთილამდე აღმოსავლეთით, ფონიჭალამდე სამხრეთით და ა.შ.). ანუ თუ ქალაქში უკეთესი პერსპექტივა ან მობრუნების სურვილი გაგიჩნდა, შეგიძლია ამ ახლომდებარე ადგილიდან იარო ისე რომ არ მოგიწიოს გაყიდვაზე და ქალაქში ბინის ისევ თავიდან შეძენაზე ფიქრი.

მოსავლიანობა + ქალაქთან სიახლოვის მხრივ მე ამ ვარიანტებს განვიხილავდი მაგალითად



კასპის რაიონი - ძეგვი, ნიჩბისები ორივე თუ სამივე, კავთისხევი და ა.შ. აქ დეიდაშვილს აქვს ნუშის ბაღები და სხვა რაღაცეები და კარგად აქვს აწყობილი

მარნეული-თეთრიწყარო-კუმისის სამკუთხედი - აქ რაც სოფლებია უმეტესგან კარგი მოსავლიანი მიწაა. კუმისის ტბასთან მქონდა მიწის ნაკვეთი და გავყიდე წლების წინ. ახლა როგორც ვიცი საკმაოდ დიდი მეურნეობაა მაგ ტერიტორიაზე

მცხეთის რაიონი - მუხრანის ველი და ზედ მდებარე სოფლები საკმაოდ მოსავლიანია (ნატახტარი, მისაქციელი, წილკანი, ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ახალუბანი, ერედა და ა.შ.) აქ წილკნისკენ მოზრდილი მიწის ნაკვეთი მაქვს და ნატახტარში სახლიც და მიწის ნაკვეთიც. ცალკეული კულტურებისთვის საკმაოდ მოსავლიანი მიწაა ეგ მიდამოები.

საგარეჯოს რაიონი - თბილისიდან საგარეჯომდე სოფლები, მაგალითად უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, ნინოწმინდა და ა.შ.

ლილოსკენ - ნორიო, მარტყოფი, ვაზიანი, სართიჭალა

გორი-ქარელიც შეიძლება

დანარჩენი ადგილები, დასავლეთ საქართველო, მთიანი რეგიონები და ა.შ. რავი ან ძალიან შორია თბილისიდან ან არა ისე მოსავლიანი...




Posted by: kaxaberski66 18 Oct 2023, 10:44
s-n-r
სწორი გირჩიათ ჭიორელმა.
QUOTE
ბინას თუ გავყიდი

აი ეს არ გააკეთო არავითარ შემთხვევაში.
ქალაქიდან სოფელში გადასული კაცი რომელსაც არანაირი სანაცნობო-საახლობლო-სანათესავო არ ჰყავს, დიდი ალბათობით ვერანაირი ბიზნესის აშენებას ვერ შეძლებს. შანსი 0 თან მიახლოებულია.
ისევ აქ, თბილისში რაიმე ბიზნესის დაწყებაზე იფიქრეთ. ოფისთან შედარებით ბევრად საინტერესოა ბიზნესის კეთება თუნდაც სულ პატარასი.
აქ ზრდა შენზეა დამოკიდებული და მაგით არის საინტერესო.

Posted by: chioreli 22 Dec 2023, 14:41
იქ სადაც ორი იურისტია სამი აზრიაო.
ამას გამოვექეცი ქალაქიდან და ფერმერებშიც არ ყოფილა ნაკლები biggrin.gif

მოკლედ დამწყები ვარ მესაქონლეობაში, როგორც ბიზნესად არც ვუყურებ ოჯახისთვის მინდა რძე. იუთუბზე ვუსმენ სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებს ერთს ამბობენ, აქაური სტატიები მეორეს, სოფელში კიდე სხვას თან აქ არც არავინ წონის საკვებს თვალის ზომით აკეთებენ ყველაფერს.



მყავს ერთი დეკეული თებერვლის ბოლოს უნდა მოიგოს. არის სადღაც 300+ კილო და რა ვაჭამო ვინმე გამოცდილმა თქვენი აზრიც დამიწერეთ რა.

მაქვს ქერის და ხორბლის ნამჯა ტუკებად.
სიმინდის ჩალა.
ქერი, ხორბალი, სიმინდი დაფქული.
საქონლის ჭარხალი.
ჰო ქატოც.

დღეში რამდენი მივცე რომ არ გადასუქდეს და მერე ხბოს მოგებაში ხელი არ შეუშალოს?

იონჯა ჯერ არ ვიყიდე არ გინდაო ყველამ ერთხმად მითხრა და შევეშვი. ბალახის თივა კიდე რაც მქონდა შემოდგომაზე ვაჭამე biggrin.gif

Posted by: ჯიმი ლევი 22 Dec 2023, 18:55
რა კარგი თემაა. <3
ამიტომაც არის ასეთი პოპულარული.
დიდი ხანია ასცდა 100 გვერდს. ჩვენი ფორუმის წესებით კი, ამ დროს, ახალ თემას ვხსნით.
ვინმემ გახსენით მეორე ნაწილი. ჩემი თხოვნა იქნება, პირველი პოსტი რაც შეიძლება ინფორმატიულ-დამაკვალიანებელ-მომხიბლავი იყოს.
და იქვე ეს თემაც დალინკეთ.
მერე ამას დავხურავ.

მადლობა წინასწარ.

Posted by: tavadze 25 Dec 2023, 00:49
kaxaberski66
QUOTE
ბინას თუ გავყიდი

აი ეს არ გააკეთო არავითარ შემთხვევაში.

+100000000000000
QUOTE
ისევ აქ, თბილისში რაიმე ბიზნესის დაწყებაზე იფიქრეთ. ოფისთან შედარებით ბევრად საინტერესოა ბიზნესის კეთება თუნდაც სულ პატარასი.
აქ ზრდა შენზეა დამოკიდებული და მაგით არის საინტერესო.

ამ აზრსაც სრულად ვეთანხმები. მოგვწონს თუ არა, დღეს ვაჭრობა ყველაზე სარფიანია.
chioreli
QUOTE
მაქვს ქერის და ხორბლის ნამჯა ტუკებად.
სიმინდის ჩალა.
ქერი, ხორბალი, სიმინდი დაფქული.
საქონლის ჭარხალი.
ჰო ქატოც.

დღეში რამდენი მივცე რომ არ გადასუქდეს და მერე ხბოს მოგებაში ხელი არ შეუშალოს?

თუ ქერის და ხორბლის ნამჯა საკმარისად გაქვს, მაშინ ჩალა არც გინდა - მაგათ ვერ მიედრება ნოყიერებით. სიმინდის ჩალა თავს გაატანინებს ზამთარში, თორემ დიდად მარგებელი არაა - აკი ტყუილად არ ადარებენ ყველაფერ უგემურს ჩალას, ჩალის გემო აქვსო. biggrin.gif
ასევე ქატოც დიდი ვერაფერი შვილია (დღევანდელი ქატო, თორემ ადრე მაგასაც არა უშავდა) და თუ ის დანარჩენი მარცვლეული გაქვს, იმათ მიაწექი. მანდ ის თემაა, რომ შეგიძლია, ეგ მარცვლეული შეურიო ერთმანეთში, ოღონდ რა რასთან ჯობია შესარევად, ეგ უნდა გაიკითხო კარგად. აგერ, ჩვენს kaxaberski66-ს დისერტაციები აქვს მაგაზე დაწერილი. გადასუქების კიდე ნუ გეშინია - ისეთი რა უნდა გასუქდეს, პრობლემა შეექმნას. სხვა თუ არაფერი, საქონელი გულს რო მოივსებს, მერე ნაკლებს ჭამს. თან, ეგ გასუქების მომენტი შენც უნდა შეამჩნიო, ზედმეტი ხო არ მოუვაო. როგორაა იცი? აი, შენ რო გასუქდები ზომაზე მეტად და თასმების დასახრელად დახრა გიჭირს, ხო ხვდები, რომ საკმარისია და უნდა დაატორმუზო?
biggrin.gif ასე მიხვდები საქონლის გასუქებასაც, მაგრამ ცოტა დრო და პრაქტიკა გჭირდება, გამოცდილება გაკლია ჯერ. biggrin.gif
ჯიმი ლევი
QUOTE
დიდი ხანია ასცდა 100 გვერდს. ჩვენი ფორუმის წესებით კი, ამ დროს, ახალ თემას ვხსნით.

მე მგონი, უკვე აღარაა ფორუმზე ეგ მკაცრი მიდგომა, უშვებენ 100-ზე ზევითაც თემებს.
თუმცა, თუ გაიხსნება, აჯობებს - უკეთესი მგონია, 100 გვერდზე თუ დაიხურება თემა.

Posted by: kaxaberski66 1 Jan 2024, 01:00
სოფლის ამშენებლებო! გილოცავთ ახალი წლის, 2024 წლის შემობრძანებას.
მშვიდობიანი და ხვავ-ბარაქიანი გამომდგარიყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
კიდევ მრავალს დაგვასწროს უფალმა.

Posted by: Qetevan199811 17 Jan 2024, 23:18
user posted imageuser posted imageuser posted image

გლდანში ხორცის მოყვარულები თუ ხართ ვინმე, ქერჩის ქუჩაზე გაიხსნა ჩემს უბანში, უმაგრესი ხორცპროდუქტების მაღაზია, ხილბოსტანიც აქვთ, და ქართული ნატურალური ხორცი იყიდება!
https://maps.app.goo.gl/nHZCcA5tEd8T4mSu5
* * *
user posted imageuser posted image

მაგარი ხორცი ვისაც გინდათ, საქონლის, ღორის კურდღლის, და ქათმის, ჩემს უბანში გაიხსნა მაგარი ხორცის სახლი, აქეთ თუ მოხვდებით ესტუმრეთ აუცილებლად! ლოკაციას ვაგდებ ლინკს

https://maps.app.goo.gl/nHZCcA5tEd8T4mSu5

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)