Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > აბა ერთი საიტი შევაფასოთ


Posted by: უძინარი 29 Nov 2017, 02:03
ფაქტიურად დასრულებულია და შეფასება მაინტერესებს, რა იქნება შესაცვლელი ან დასახვეწი.

ჯერ-ჯერობით ცარიელია და შესავსებია საიტების ჩამონათვალი, მაგრამ სხვა მხრივ დამთავრებულია.

websaitebi,ge

პროგრამულად ფორუმელი zgarb7-ის გაკეთებულია.

user posted image

Posted by: _IT_ 29 Nov 2017, 02:36
დიზაინი პირველ რიგში (შესაცვლელია)

ფუნქციურად რა აქვს განსაკუთრებული არვიცი
მარტო ლინკებზე გადასვლა უნდა.მოხდეს ალბათ

ამიტომ საძიებო სისტემებთან უნდა მეგობრობდეს .... მაგ საიტის დანიშნულებაც ალბათ ეგარი


წარმატებები alk.gif

Posted by: უძინარი 29 Nov 2017, 03:05
QUOTE
დიზაინი პირველ რიგში (შესაცვლელია)


მაინც რა, ან როგორ....

ზოგადად ადვილია თქმა, მაგრამ კონკრეტულობა ჯობია.

ეს უკეთესია? saitebi,ge

Posted by: _IT_ 29 Nov 2017, 11:24
უბრალოდ bootstrap ით რომ გააკეთო ისიც აჯობებს არსებულ ფიზაინს (ჩემი აზრით) ... თუ გამოცდილება არ გაქვს გირჩევ მცოდნეს ანდო კონკრეტულად ვებ დიზაინერს ამ საქმის გადაწყვეტა

თუ შენით ჩაუჯფები კიდე არსებობს გარკვევული სტანდარტები რითიც შეგიძლია იხელმძღვანელო დიზაინის კეთებისას

http://ui-patterns.com

https://www.interaction-design.org/literature/article/principle-of-consistency-and-standards-in-user-interface-design

https://material.io/guidelines/




Posted by: G1oba1 29 Nov 2017, 12:10
უძინარი

background შეუცვალე თეთრი იყოს ჯობია
ფონტი ჯობია ყველგან ერთი და იგივე გამოიყენო

ამორჩევის მენიუ უსაშველოდ დიდია დაიკარგება მომხმარებელი
ეგრედ წოდებული "ხე" მენიუ გააკეთე კატეგორიებად

ფერთა ბალანსი დაიცავი თვალები არ უნდა აუჭრელდეს მომხმარებელს
გისურვებ წარმატებას



Posted by: ბიჭური 29 Nov 2017, 15:00
როგორც G1oba1-მა თქვა, მენიუ ჩამოსაშლელი უნდა იყოს კატეგორიებად.
დიზაინი არაფრად არ ვარგა, გაალამაზეთ

Posted by: DARKnodo 29 Nov 2017, 15:10
უძინარი

1) გამოიყენე background image blur effect-ით, ფერთა გამას გააჩნია.

2) ვებ გვერდს ასეთი "ფუნქციონალით" metro UI მოუხდება.
სექციებზე opacity-ი.
ქვეკატეგორიები აუცილებელია აქვე განთავსდეს.
icon-ზე ანიმაცია ჰოვერზე.
themeforest-ზე შეგიძლია დაათვალიერო template-ები.

3) საძიებო ველი tag-ების გამოყენებით.

4) responsive is a must.

5) ამინდი და ვალუტის კურსი მორბენალი სტრიქონით ჰედერში ან ფუტერში.

6) სოციალური ქსელები sidebar-ში მარჯვნივ. აქაც ჰოვერ ეფექტი - გაძეძგილია ნეტი სხვადასხვა მაგალითებით.

და ა.შ.

დასრულებულის არაფერი ეტყობა, პროტოტიპის დონეზეა გვერდი. დიზაინი დეველოპერის საქმე არაა, შესაბამისად ყველა პროექტი განურჩევლად მასშტაბისა მინიმუმ UI/UX სპეციალისტის კონსულტაციას მაინც საჭიროებს.

Posted by: Roofus 29 Nov 2017, 17:08
ბუტსტრაპი გამოიყენე და ადაპტივი უნდა იყოს საიტი.

Posted by: უძინარი 29 Nov 2017, 23:15
QUOTE
ამორჩევის მენიუ უსაშველოდ დიდია დაიკარგება მომხმარებელი
ეგრედ წოდებული "ხე" მენიუ გააკეთე კატეგორიებად


მთავარი საკითხები ზევით არის, ცენტრში. ამიტომ ეგ პრობლემა არაა, მაუსის რგოლის ორი დატრიალებაა....

QUOTE
დიზაინი არაფრად არ ვარგა, გაალამაზეთ


რანაირად წარმოგიდგენიათ ეგ "გალამაზება" ეგ უნდა თქვა, თორემ ზოგადად "არ ვარგა"-თი რა გავიგო. ან რამე ნიმუშად მაჩვენეთ აბა, რომელი საიტის დიზაინია კარგი ასეთი კატალოგის მსგავსი რომ იყოს.

QUOTE
1) გამოიყენე background image blur effect-ით, ფერთა გამას გააჩნია.

ეს ვერ გავიგე. დადე რამე სურათი და ეგრევე ჩავსვამ ფონად.

QUOTE
2) ვებ გვერდს ასეთი "ფუნქციონალით" metro UI მოუხდება.
სექციებზე opacity-ი.

ესეც ვერ გავიგე.

QUOTE
3) საძიებო ველი tag-ების გამოყენებით.

ეს პრინციპში შეიძლება, მაგრამ ტაგებით ძებნას დიდი აზრი არა მგონია ქონდეს, უფრო ალბათ სიტყვებით ძებნა ჯობია.

QUOTE
4) responsive is a must.

ვერც ეს გავიგე რა არის.

QUOTE
აქაც ჰოვერ ეფექტი - გაძეძგილია ნეტი სხვადასხვა მაგალითებით.

ამას მივხედავ.


Posted by: wapmastera 30 Nov 2017, 00:05
უძინარი
კარგი ნიმუში: http://zz.ge/catalog ფილტრი აქვს ძაან მაგარი + დიზაინიც კარგია პროსტა ჰოვერზე მაინც უნდა აჩვენებდეს საიტის ლინკს ან ლოგოს ქვემოთ უნდა ეწეროს და იდეალურია ჩემთვის.

Posted by: G1oba1 30 Nov 2017, 00:35
უძინარი
QUOTE
მთავარი საკითხები ზევით არის, ცენტრში. ამიტომ ეგ პრობლემა არაა, მაუსის რგოლის ორი დატრიალებაა....

მაუსის ორი დატრიალებაც დაეზარება თვალში საცემი მენიუ რომ მოხვდება
და საიდან დაასკვენი რომ მთავარი საკითხები ისაა რაც თავში გაქვს თავმოყრილი?
ეგ რეიტინგით უნდა გააკეთო შენსავე ვებ გვერდზე რას და რომელს უფრო მეტად კლიკავს მომხმარებელი და იმის მიხედვით გადაადგილო პერიოდულად თავი ბოლო.

პ.ს ტელეფონით სცადე როდისმე შესვლა?

Posted by: უძინარი 30 Nov 2017, 01:35
QUOTE
საიდან დაასკვენი რომ მთავარი საკითხები ისაა რაც თავში გაქვს თავმოყრილი?


ეგ ყველაფერი ტოპ.გე-ს მიხედვით მაქვს დალაგებული.

QUOTE
პ.ს ტელეფონით სცადე როდისმე შესვლა?


ტელეფონის ვერსია გასასწორებელია.

Posted by: DARKnodo 30 Nov 2017, 01:48
უძინარი
დაახლოებით ამ სტილში:

Posted by: elodin 30 Nov 2017, 10:11
რანაირად უნდა წარმოიდგინოთ და დიზაინერი უნდა გაგაჩნდეთ ნორმალური აღქმის მქონე.
ან არასდროს შეხვედრიხართ თანამედროვე საიტს? ან რესფონსივ დიზიანი არ იცით რა არის?
ან ეს 90 -იანების ფერები რო მოსაშორებელია, ან საიტის განლაგებას ასე ვინღა აკეთებს?

სანამ რამეს იკითხავთ ხოლმე ცოტა გუგლიც რო გამოიყენოთ ნახოთ ხალხი რას აკეთებს არიქნება ურიგო..

ფუნქციონალზე რა გითხრათ , როგორ გავიგო რა როგორ მუშაობს და დიზაინი საშინელებაა, თუ აზრი გაინტერესებს ესაა.
რატო ზევით დაგიწერე.

Posted by: Shredinger 30 Nov 2017, 11:06
არ მეგონა ასეთ საიტებს თუ ვინმე აკეთებდა დღესაც smile.gif
90 - იანებში ხომ არ ვართ, ათასი ფრონტ-ენდ ფრეიმვორკი არსებობს ათასი ხარახურა....
ჭრელა-ჭრულა ფერებია და ცუდია.

Posted by: უძინარი 2 Dec 2017, 20:53
აბა ასეთ სტილზე რას იტყვით.
წარწერები და რაღაცეები კიდე შეიცვლება, უბრალოდ ჯერ სტილზე ვმუშაობ.
user posted image

Posted by: აბიტურიენტი 2 Dec 2017, 20:54
user posted image

Posted by: Gateways 2 Dec 2017, 20:57
არ გეწყინოთ მაგრამ 2017 წელია და ასეთი დიზაინი უბრალოდ ტეხავს user.gif

Posted by: უძინარი 2 Dec 2017, 21:05
აგერ არის მსგავსი 7 საიტი და ამათზე რას იტყვით:
http://zz.ge/catalog
http://saitebi.net
http://saitebi,ge
https://www.top.ge
http://topsaitebi,ge
http://gog.ge
http://saiti.in

Posted by: RexxaR 3 Dec 2017, 18:42
QUOTE (უძინარი @ 2 Dec 2017, 20:53 )
აბა ასეთ სტილზე რას იტყვით.
წარწერები და რაღაცეები კიდე შეიცვლება, უბრალოდ ჯერ სტილზე ვმუშაობ.
user posted image

რადგანაც არ იშლი biggrin.gif

layout-ზე თუ გვეკითხები, გამოყენე რამე ნორმალური framework, როგორც გირჩიეს უკვე მაგალითად Bootstrap
ლამაზიც იქნება და რესპონსივიც, მაგრამ სამაგიეროდ ბევრი წვალება მოგიწევს ისევ ასე რომ დაამახინჯო საიტი smile.gif))

პირველ რიგში დაივიწყე gradient-ები, ყველგან.

აირჩიე რაიმე ნორმალური ერთი ფონტი (ან მსგავსი სტილის 1 ოჯახიდან ფონტები მხოლოდ). Dejavu Sans-ის სტილის ფონტები გამოიყენე მოკლედ.

დააკვირდი ზოგ ადგილებში წარწერები მოჭრილია, (თან უმახინჯესი ფონტებია)

საიტზე საერთოდ არ იგრძნობა consistency არცერთი ასპექტის მხრივ (არც განლაგება, არც ფერთა შეხამება ............)

არაფერი არ არის განთავსებული ინტუიციურად

უნდა აირჩიო რამოდენიმე ფერი, რომელშიც გადაწვიტავ მთელს საიტს.

მაგალითად რამე სამი პალეტური ძირითად ფერი, და შემდეგ მათი ვარიაციები შეგიძლია გამოიყენო დამატებით

აი დააკვირდი ამას

user posted image

უკან რაღაც სიმახინჯე მკდვარი კუბოკრული ფონი, წარწერას კიდე სურათიდან ამოჭრილი ფონივით თეთრად, წარწერის ფონტი კიდე თვითონაც მახინჯი საწყალი.

მოკლედ არაფერი ერთმანეთთან გარტყმაში არაა საერთოდ



პირველ რიგში ფურცელზე უნდა დახატო ადამიანმა layout, მერე ფერებზე იფიქრო ..........

Posted by: Roofus 3 Dec 2017, 19:04
https://www.amazon.com/HTML-CSS-Design-Build-Websites/dp/1118008189/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1512313443&sr=8-3&keywords=html+css
https://www.amazon.com/Javascr1pt-JQuery-Interactive-Front-End-Development/dp/1118531647/ref=pd_bxgy_14_img_2?_encoding=UTF8&pd_rd_i=1118531647&pd_rd_r=6XCZNFBAQJQ20NDPY698&pd_rd_w=CKjd3&pd_rd_wg=AjC4O&psc=1&refRID=6XCZNFBAQJQ20NDPY698
https://www.amazon.com/React-Quickly-Painless-Redux-GraphQL/dp/1617293342/ref=sr_1_6?s=books&ie=UTF8&qid=1512313530&sr=1-6&keywords=react

თანმიმდევრობით მიყევი

Posted by: G1oba1 3 Dec 2017, 20:29
უძინარი
რაზე წვალობ არ მესმის, მიანდე ეგ საქმე იმას ვისაც კარგად გამოდის შენ იფიქრე ბიზნესზე ანუ მაგ საიტის დანიშნულებაზე.

ხელზე ჩიტი რა უბედურებაა აი არ მესმის ეგ რა პონტში გაქვს მანდ

სურათი არ არის იმ ზომისა რაც გაქვს მითითებული, ესენი თუ ყველაფერი ერთმანეთს არ დაამთხვიე არ გამოვა ლამაზი

RexxaR ამ კაცმა კარგად აგიხსნა და უამრავი რჩევაა კიდევ ინტერნეტში თუ მოძებნი

კარგი ის არის რომ ცდილობ გააკეთო მაგრამ არასწორად აკეთებ და არც ითვალისწინებ რჩევებს

Posted by: უძინარი 4 Dec 2017, 16:22
QUOTE
რაღაც სიმახინჯე მკდვარი კუბოკრული ფონი, წარწერას კიდე სურათიდან ამოჭრილი ფონივით თეთრად

QUOTE
ხელზე ჩიტი რა უბედურებაა


biggrin.gif

თქვენ ეტყობა ვერ გაიგეთ ნათქვამი.

ეგ არის პაინტში დახატული დიზაინი, უბრალოდ ნიმუში რომ განლაგებები გამოჩნდეს, სურათებიც ნიმუშად არის, თორემ მანდ რეკლამები უნდა იყოს.

ასევე ფონტიც ნიმუშადაა.

თანაც საიტი Bootstrap-შია გაკეთებული. აქ მე განლაგებები მაინტერესებს როგორ ჯობია მეთქი და კონკრეტული რჩევები, თორემ ვერცერთმა ვერ მაჩვენეთ კატალოგების კარგი ნიმუში.

ხო არსებობს საიტის კატალოგები, თანამედროვე და თქვენი მოსაწონი, ხოდა მანახეთ ერთი როგორია კარგი, მაინტერესებს.

აგერ რაც ქართულებია, აქედან ყველაზე პოპულარულია საიტები,გე სრულიად აჭრელებული და "მოძველებული" დიზაინით, რომელიც გავსებულია მკვდარი საიტებით. მეორე ადგილზეა ასეთივე აჭრელებული და "მოძველებული" დიზაინის მქონე saitebi.net, დანარჩენები საერთოდ ჩაძირულები არიან.
http://saitebi.navi.ge
http://########.##
http://saitebi.net
http://zz.ge/catalog
http://geosaitebi.net
http://prizi.ge
http://ise.ge/indexsaero.htm
https://www.top.ge
http://saiti.in
http://linkbox.ge
http://saitebi.us
http://col.ge
http://sitebook.ge
http://www.saitebige.com
http://nav.ge
http://my########.##/porno.html
http://www.tvali.net
http://webcatalog.ge
http://www.medgeo.net
http://www.free.ge
https://geosites.ge
http://www.made.ge

Posted by: elodin 4 Dec 2017, 17:15
https://themeforest.net

გადაიხადე დედაფეთქებული 10$ და თანამედროვე დიზაინი მაინც გექნება. და შეცვლი რაც მოგინდება.
39,358 თემაა.

Posted by: DARKnodo 4 Dec 2017, 19:01
უძინარი
წინა გვერდზე დაგიდე მაგალითები და საიტიც მიგითითე სადაც ტემპლეიტებს ნახავდი.

QUOTE
ხო არსებობს საიტის კატალოგები, თანამედროვე და თქვენი მოსაწონი, ხოდა მანახეთ ერთი როგორია კარგი, მაინტერესებს.

არ არსებობს, ყველას ###ზე კიდია - საძიებო ძრავების პირობებში აზრს მოკლებულია მსგავსი საიტების ფუნქციონირება.
https://www.google.com
https://www.bing.com/
https://duckduckgo.com/
https://www.wolframalpha.com/
https://www.yandex.com/

თემატური პორტალების დათვალიერებით შესაძლოა გადაწყვეტა გამონახო - ონლაინ მაღაზიების, სასწავლო პროგრამების და ა.შ. კატალოგების დიზაინის შენს საკუთარზე მორგებით. მაგალითად გადახედე ამას: https://www.udemy.com/

Posted by: უძინარი 4 Dec 2017, 19:50
QUOTE
39,358 თემაა.


აჰა, კიდო...
40 ათასი კი არა ერთი მაჩვენეთ, სულ ერთი ცალი კატალოგი საიტი რომელიც თქვენ მოგწონთ!!! რამეს გაუგებრად ვამბობ?


Posted by: Kaxo 9 Dec 2017, 01:28
უძინარი

თემის სათაური, რომ წავიკითხე შემოვედი სურათი როგორც კი დავინახე გასვლა დავაპირე ვიფიქრე დზაან ძველი თემაა თქო.
როგორც ზემოთ დაგიწერეს დიზაინი ძაან დზველმოდურია. რაგაც იმ დროს მაგონებს, ვებ გვერდებს მარტო HTML-ით რომ აწყობდნენ ხოლმე

საძიებო რომ გაქვს დზაან კარგია


Posted by: elodin 9 Dec 2017, 12:31
უძინარი
დაიკიდე. შეეშვი ამ თემას. გადამეტების გარეშე გეუბნები.

Posted by: ბიჭური 12 Dec 2017, 21:32
http://motherfuckingwebsite.com/

Posted by: Roofus 13 Dec 2017, 04:24
ამდენი ტროლი facepalm.gif

მარკ კუბანმა ააწყო რაღაც ეგეთი საიტი 1994-ში თუ 95 მარა... ეგ იყო მარკ კუბანი და ეგ იყო 1994 როცა JS ჯერ არ არსებობდა... facepalm.gif

აშკარად დროის მანქანას იყენებს ეს ხალხი facepalm.gif

https://en.wikipedia.org/wiki/Broadcast.com


1995 კარლ... 1995!

სიამოვნებით შეგიფასებდი მსგავს დიზაინს 1995-ში და გეტყოდი რომ ის კაცობრიობის საგანძურია... yes.gif მაგრამ 22 წლით დააგვიანე user.gif

Posted by: RexxaR 13 Dec 2017, 11:55
ბიჭური

QUOTE
http://motherfuckingwebsite.com/


<3 მართლა ყველაზე მაგარი საიტია

Posted by: ბიჭური 13 Dec 2017, 13:29
Roofus

http://bettermotherfuckingwebsite.com/

Posted by: Roofus 13 Dec 2017, 13:34
QUOTE (ბიჭური @ 13 Dec 2017, 13:29 )
Roofus

http://bettermotherfuckingwebsite.com/

bis.gif


Posted by: Shredinger 15 Dec 2017, 02:30
არაა შენი საქმე დიზაინერობა, არ გაქვს ხედვა. მარა ეგ გასატეხი არაა. ზოგს აქვს ეგ ხედვა ზოგს არა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)