1. Blackberry Classic - შევიძინე და რაღაც პრობლემები აქვს და იქნებ, თუ ვინმეს გქონიათ შეხება ამ ტელეფონთან, დამეხმაროთ.
Wi-Fi-ზე აქვს პრობლემა. როდესაც ვუკავშირდები სახლის Wi-Fi-ს ჩვეულებრივად იჭერს და მუშაობს, მაგრამ Wi-Fi Limited Access ეწერება და ცოტახანში ითიშება. თავიდან მთხოვს პაროლის შეყვანას და როცა შემყავს აღარ ირთვება Unable To Authorize Against The Network ამას მიწერს. მერე როუტერს ვარესტარტებ და ისე ჩვეულებრივად იჭერს და ჯდება Wi-Fi-ზე, მაგრამ ისევ Wi-Fi Limited Access ეწერება და ცოტახანში ითიშება. უკვე ძალიან შემაწუხა და იქნებ რამე მიშველოთ....
2. როდესაც დარეკვა ან სმს-ის გაგზავნა მინდა, მობილურის ინტერნეტის ჩართვას ითხოვს და უმიზეზოდ მეჭრება თანხა. ინტერნეტის გარეშე ვერ დავრეკავ და სმს ვერ გავაგზავნი?
3. ძლივს მოვასწარი ერთი პროგრამის გადმოწერა BlackBerry World-დან და რაღა თქმა უნდა, არ ირთვება
როდესაც პროგრამას ვხსნი ეგრევე ითიშება და უკვე ნერვები აღარ მაქვს.
10.2 ვერსია მაქვს და OS-ი გაანახლეო 10.3-ზეო ასე მითხრეს, მაგრამ ამ Wi-Fi-ს გადამკიდე ვერ ვანახლებ. კომპიუტერითაც ვერ ვუკავშირდები BlackBerry Desktop Softwar ვიწერ ოფიციალური საიტიდან, მაგრამ რაღაცა პრობლემა აქვს და ვერ ვაინსტალირებ, მაგ პროგრამის გარეშე კომპით ვერ დავუკავშირდები....
თუ გეცნობათ ეს პრობლემები არ დაიზაროთ და დამეხმარეთ რა სასტავ
იქნებ გამარკვიოთ მაინც......