Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > იქნებ დამეხმაროთ


Posted by: AquariuMANIAK 9 Oct 2013, 18:14
ჰიპერექოგენური ჩანართი ზომით 3მმ ე.წ გოლფის ბურთი დაფიქისრდა ექოსკოპიის დროს ჩემ შვილზე ნაყოფი 22 კვირისაა

სხვა ყველაფერი ფორმაშია



გულის მარცხენა პარკუჭში ფიქსირდება ჰიპერექოგენური ჩანართი ზომით 3 მმ _ ე. წ. გოლფის ბურთი

ექიმმა მითხრა გაიწოვებაო იქნებ დაწვრილებით თუ ვინმემ რამე იცით მიპასუხოთ რამდენად საშიშია ან რა იწვევს ამას?

Posted by: Mafanya 9 Oct 2013, 18:40
AquariuMANIAK
როგორც ფორუმის პოსტებიდან მახსოვს საკმაოდ ხშირად ჩნდება ეხოზე ეს ანომალია, მაგრამ საშიში არაფერია, არ ინერვიულო. იქნებ შემოვიდეს ვინმე ვისაც უფრო მეტი დეტალები ახსოვს, ნინ მოდი აბა blblbl

Posted by: nineli_777 10 Oct 2013, 00:25
AquariuMANIAK

მეც მითხრეს ზუსტად იგივე, ეს ჰიპერექოგენური ჩანართი იგივე გოლფის ბურთიო. მიმასწავლეს მაია ინასარიძე ბავშვთა ახალ კლინიკაში და გავიკეთე ნაყოფის კარდიოგრამა, მითხრა რომ ეს პათოლოგია (გულის მანკი და ა.შ) არ არის - შესაბამისად არაფერი სანერვიულოო. ზოგი ექოსკოპისტი არც მიიჩნევს საჭიროდ ამის აღნიშვნას იმდენად არაპრობლემური საკითხიაო. არ ინერვიულო და მაინც კარდიოგრამით გადაამოწმე. ვიცი რომ კარგად აკეთებენ ჯოენშიც.

Posted by: blblbl 10 Oct 2013, 00:29
AquariuMANIAK
გილოცავ smile.gif


QUOTE

როგორც ფორუმის პოსტებიდან მახსოვს საკმაოდ ხშირად ჩნდება ეხოზე ეს ანომალია, მაგრამ საშიში არაფერია, არ ინერვიულო

კი ნამდვილად ასეა და საშისი და სანერვიულო არაფერი არ არის.

Posted by: bukuna 11 Oct 2013, 17:52
AquariuMANIAK
Gურგენიძემ მითხრა მე ეგ გოლფის ბურთის სინდრომი.ყველაზე ხშრად ეგ წერსო :)ფანტასტიური შვილი მყავს ჯანმრთელობის კუთხით,არ გაუწოვია,მაგრამ არც არაფერსში შეუშლის ხელსო :) ტყუილად არ ინერვიულოblblbl

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)