PlayStation 4
PlayStation 4 (PS4) არის მერვე თაობის სათამაშო კონსოლი, შექმნილი Sony Interactive Entertainment-ის მიერ. დაანონსდა 2013 წლის 20 თებერვალს PlayStation-ის პრესკონფერენციაზე. გაყიდვაში ჩაეშვა ამავე წლის 19 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში; 29 ნოემბერს ევროპაში, სამხრეთ ამერიკასა და ავსტრალიაში; იაპონიაში 2014 წლის 22 თებერვალს. იმჟამინდელი ფასი 400$.
მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, PS4-ში გამოყენებულია AMD-ის ტექნოლოგია, AMD Fusion ჩაშენებული x86-64 არქიტექტურის გარშემო. ასევე საგრძნობლად დაიხვეწა კონტროლერი წინა მოდელებთან შედარებით - გაუმჯობესებული ღილაკების, ანალოგისა და ინტეგრირებული ტაჩპადის ჩათვლით. კონსოლი მოიხმარს Orbis ოპერაციულ სისტემას, რომელიც წარმოადგენს FreeBSD 9.0-ის მოდიფიცირებულ ვერსიას.
PlayStation 4 Slim
2016 წლის 7 სექტემბერს სონიმ დაანონსა PlayStation 4-ის ახალი მოდელი, PlayStation 4 Slim. ორიგინალთან შედარებით იგი მოიხმარს 28%-ით ნაკლებ ელექტრო ენერგიას, შედარებით გრილი და ჩუმია. ასევე ზომითაც 40%-ით პატარა და 14%-ით მსუბუქი. გამოვიდა 2016 წლის 15 სექტემბერს 500GB მყარი დისკით იმავე ფასად, რაც ორიგინალი. 2017 წლის 18 აპრილს სონიმ გამოაცხადა, რომ სლიმი დააფგრეიდდებოდა 1TB მყარი დისკით იგივე ფასში.
PlayStation 4 Pro
PlayStation 4 Pro დაანონსდა 2016 წლის 7 სექტემბერს და გამოვიდა 2016 წლის 10 ნოემბერს. Pro-ში დააფგრეიდდა ჰარდი, რაც საშუალებას აძლევს კონსოლს 4K რენდერს, გაუმჯობესებულ გამოსახულებას, უკეთეს და სტაბილურ FPS. ასევე უკეთესი პერფორმანსი PlayStationVR-ზე. 4.50 განახლებაში დაემატა ახალი ფუნქცია Boost Mode, რის გააქტიურებისასაც მიიღებთ გაუმჯობესებულ/სტაბილურ FPS-ს.
ტექნიკური მახასიათებლები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სასარგებლო ლინკები:
PlayStation Website
PlayStation Store
PlayStation Support
@AskPlayStation
PlayStation®4 User's Guide: ENG / RUS----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Amazon-ის ლინკები: PlayStation 4 / PlayStation Store Gift Card / PlayStation Plus
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქართული ჯგუფები Facebook-ზე:
BMClub
PS4 Georgian Gamers
PS4 Georgian Communityფორუმელების ნიკები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
FletcheR - JustBeka
მოლკო - Sukerlove7
Mikerson - GC-GiORGi
norika - temurman
Ambitious_Person - Nikaoragvelidze
Luka211 -Lukaj211
წინა თემის ტოპ 10 მპოსტავები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
FletcheR 202
norika 158
Zizou5 114
Snes 92
Guro_ 88
kaxelooo 67
Luka211 61
Bellamy 60
Levson 42
giorgi-alonso 38
წინა თემები:PlayStation 4 Part 1Playstation 4 Part 2Playstation 4 Part 3Playstation 4 Part 4Playstation 4 Part 5Playstation 4 Part 6Playstation 4 Part 7Playstation 4 Part 8Playstation 4 Part 9Playstation 4 Part 10Playstation 4 Part 11Playstation 4 part 12კონსოლი არაფერია თავისი ექსკლუზიური თამაშების გარეშე. ჩემი აზრით ტოპ თამაშები Playstation 4-ზე
1. God of War (GOTY 2018) (SIE Santa Monica Studio) 2018
2. Horizon Zero Dawn (Guerrilla Games) 2017
3. The Last of Us Remastered (Naughty Dog) 2014
4. Uncharted 4 (Naughty Dog) 2016
5. Bloodborne (FromSoftware) 2015
6. Detroit: Become Human (Quantic Dream) 2018
7. Spider Man (Insomniac Games) 2018
8. Shadow of the Colossus (Bluepoint Games) 2018
9. The Last Guardian (SIE Japan Studio) 2016
10. Ghost of Tsushima ( Sucker Punch Productions) 2019
11. Death Stranding (Kojima Productions) 2019
12 The Last of Us 2 (Naughty Dog) 2019?
This post has been edited by 4L3X on 19 Dec 2018, 01:02