Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომპიუტერები და ელექტრონიკა > Acer aspire 3


Posted by: uta_inter 16 Oct 2021, 16:59
სალამი. იქნებ დამეხმაროთ.
ვერ ვხვდები როდის და რატომ, მაგრამ ხანდახან ეწყება ციმციმი (თითქოს ეკრანი ქრება და ინთება). შეიძლება 1 თვე არ ქნას, მერე ისევ დაიწყოს 2-3 დღე, მერე ისევ სწორდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ან სად მირჩევთ მიტანას? ყველაფერი რომ არ გამომაცვლევინონ.


Posted by: macciavelli 17 Oct 2021, 10:15
uta_inter
ლენოვოზე მქონდა ეგეთი პრობლემა.

აღმოჩნდა ლეპტოპის შლეიფის ბრალი - ჩავხსენი, ჩავსვი და იმის მერე მუშაობს.

Posted by: uta_inter 17 Oct 2021, 12:51
macciavelli
ვანახებ ხელოსანს. თუ უშველა სწორად ჩასმამ ეგაა თუ არა და გამოვცვლი. მადლობა wink.gif

Posted by: macciavelli 17 Oct 2021, 13:03
uta_inter
იუთუბზე ზუსტი მოდელის მიხედვით შეგიძლია ნახო დაშლის ინსტრუქცია და ისე დაშალო.
არ უნდა იყოს ძალიან ძნელი - შედარებით ახალ ლეპტოპებში რამდენიმე ვინტია ხოლმე მოსახსნელი ქვედა მხრიდან

Posted by: Silent_Hill 18 Oct 2021, 01:00
დამტენის გარეშე ციმციმებს თუ არა ?

Posted by: INKOINKO 28 Oct 2021, 08:35
ჩემი acer-ის ლეპტოპსაც სჭირს ეკრანის ციმციმი, ოღონდ მთლიანად ბნელდება, ეკრანი ხან ქრება, ხან ინთება, ისე სწრაფად ქრება-ხოლმე რომ ვერაფრის გახსნას ვასწრებ. როცა მაუსს გავარყევ ინთება და მაშინვე ქრება, მაგრამ როცა ვორდში ვმუშაობ, ანუ როცა კურსორი ვორდის ტექსტშია ჩასმული, მაშინ არ ციმციმებს და ვორდში უპრობლემოდ ვმუშაობ, მაგრამ საკმარისია სხვა ფანჯარაზე გადავიდე, ვორდის გარეთ დავაწკაპო, რომ მაშინვე იწყებს ჩაქრობას. რისი ბრალი შეიძლება იყოს, რას მირჩევთ ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)