განსაკუთრებით ეს ბოლო თვეებია სულ გული მიტირის. ვხედავ, უკვე ძალიან დიდი უბედურება ხდება ჩემს საქართველოში - რეალურად...
და ვხედავ, ვგრძნობ, თუ მომავალში რამდენად დიდი უბედურება გველოდება. ჩემი ყველა უფლისმიერი წინასწარმეტყველება აუცილებლად ხდება.
ღრმა ბავშვობიდან ასეა ხოლმე, სამწუხაროდ. ყოველთვის მაძლევს გამართხილებელ სიგნალს ჩემი შემოქმედი - წმიდა სამება, განსაკუთრებით თუ ვთხოვ.
* * *
ძალიან დაღლილი ვარ ამ ომში, რომელიც პირდაპირ ბოროტმა არსმა წამოიწყო შლეგით და აღარ ჩერდება გავეშებული.
არა მარტო წამოიწყო ჩვენს შემოქმედთან, არამედ დაუცველი ადამიანები ჩაითრია და აღარ უნდა ხაფანგიდან მათი გაშვება.
ნუ დამიწყებენ ეხლა ათეისტები: ეშმაკები არა ისა, ნათელმხიველობაი არა ისა და ა.შ.. მათი მოსმენის სურვილი არა მაქვს.
და ნუ გააგრძელებენ ჩემს გადაკოპირებას უმეცრები თუ გაუთვითცნობიერებლები - სათავისოდ ანუ ბოროტის სასარგებლოდ - არ მოვუსმენ!
ჩემგან გადაწერილში მუდმივად შეცდომები მოსდით, იმის მიუხედავად რომ მონდომებით მძარცვავენ და იზეპირებენ - თავიანთ ჭკუაში "შიფრავენ".
არ ვაპირებ კუდში ვდიო და ვუსწორო ეს შეცდომები, ეს ჩემი ვალდებულება არ არის. ასემც დაემსხვრეთ პატრონი - ანუ უბადრუკი ლუციფერი.
***
წლევანდელ ბზობა დღეს (2021 წლის ბზობას ვგულისხმობ) ეკლესიაში შესულმა უფალს ვთხოვე, რათა ეჩვენებინა ჩემთვის სიმართლე,
მოეცა სწორი გზა, სწორი გამოსავალი.
უმეცარია ადამიანთა ხროვა, რომელმაც წამართვა ცხოვრება, დღემდე მართმევს და ჩემს ცხოვრებაში თავად იღებს გადაწყვეტილებებს
წმიდა სამების ნების საწინაღმდეგოდ, პირდაპირ ბოროტი არსის კარნახით - მის მახეში ნებით თუ ძალით გაბმული. მე მძევლობაში მამყოფებს.
მე წმიდა სამებას მივყვები და მისი გზიდან ვერ გადავუხვევ - ჩემი ავტორიტეტი და გიდი კოსმიურ თუ მიწიერ სამყაროში - ჩემი შემოქმედია.
არავის დავალებებს არ ვასრულებ, რაც უფლისმიერად სწორია ის მომაქვს თქვენთან.
თქვენ როგორ რას ხედავთ, რისი გწამთ და რისი - არა ეს თქვენი არჩევანია.
ზოგადად, ხდება ერთი მოვლენა. ყველას თითქოს ერთი აზრი უნდა ჰქონდეს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა სხვადასხვაგვარად ხედავს და იყენებს.
ვისთვის ეს ერთი და იგივე მოვლენა ტექნოლოგიური პროგრესია, ვისთვის თვითშემოქმედება, ვისთვის ფულის კეთების საშუალება, ვისთვის მგზნებარე რომანი, ვისთვის ვირეშმაკული ფანდი, ვისთვის რაღაც უფრო უარესი სიბნელის დამალვის შესაძლებლობა, ვისთვის გასართობი/სასეირო, ვისთვის საკუთარი ცხოვრების სიცარიელის შევსების შანსი, ვისთვის ზემდგომის დავალების შესრულება, ვისთვის საკუთარი ღირსშესანიშნაობის დამტკიცების სურვილის რეალიზების გზა...
მე დავიღალე.
საშინლად დავიღალე ამ მძმე ომში, რომელიც წამოიწყო პირდაპირ ბოროტმა არა დღეს, არა გუშინ, არა ათწლეულებია, არამედ უკვე ძალიან დიდი ხანია...
სწორედ 2021 წლის ბზობა დღეს, ეკლესიაში შესულმა მივიღე ჩემი შემოქმედისგან პასუხი, რომელსაც თითქოს უკვე ველოდი და ვიცოდი, რომ მივიღებდი.
ტაძარი ტირილით დავტოვე და იმის შემდეგ კიდევ უფრო მეტირება. ჩანჩალ-ჩანჩალით და ტირილ-ტირილით დავდივარ. მე ვერ ვიცავ ჩემს საქართველოს
ისე, როგორც დამიწესა ჩემმა შემოქმედმა, რადაგან ვერ ვიცავ ჩემს ცნობიერების ძარცვისგან, ვერ ვაჩერებ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ჩემზე.
ჩემი უფლისმიერი ცოდნა და შემოქმედება ხვდება ადამიანთა ხელში. ის არავის ხელში არ უნდა ჩავარდეს, აბსოლუტურად არც ერთი ძეხორციელის ხელში.
მე უნდა ვიყო ჩემთვის ჩუმად. მაგრამ ჩემი ნებისგან დამოუკიდებლად დუმილის უფლება წამართვეს, საკუთარი სიცოცხლის დაცვის უფლებაც კი ამყარეს.
მე ვხედავ ვირეშმაკული ფანდების გამოყენებით, ადამიანთა მოტყუებით ხდება აქ და ამჟამად (ეს აქამდე ჯერ კიდევ არ მომხდარა) საშინელი პროცესი:
სწორედ აქ და ამჟამად ჩემს საქართველოში პირდაპირ უბადრუკი ანტიქრისტე ცდილობს ტახტის დადგმას, რაც ეწინააღმდეგება წმიდა სამების ნებას.
აი ეს პასუხი მივიღე ჩემი შემოქმედისგან მის წმიდა საყდარში შესულმა. დიახ, სწორედ აქ და ამჟამად ვირეშმაკობით ტახტს იდგამს ბოროტი...
საქართველოს ძალადობრივად და მოტყუებით თავზე აჯდება ბოროტი - მშვიდობისმყოფელის სახით მოსული, უფლის სახელით მოლაპარაკე.
ეს სახუმარო პროცესი არ არის. მით უფრო, შედეგები არ არის ვიღაცის მიერ სასაცილოდ ასაგდები!
რატომ დაუშვა უფალმა, რათა ეს განსაცდელი გაგვევლო? წმიდა სამებისთვის ხომ ძალიან იოლია მისი ქმნილების - ლუციფერის დამხობა?!
რატომ დავდექით ჩვენ ადამიანები ამ განსაცდელის წინაშე? რატომ დაუშვა უფალმა, რომ ბოროტის ცდუნებებსა და ხაფანგებს შორის გვევლო?
რატომ გავდივართ ბეწვის ხიდს? რატომ ხდება სულიერი და მენტალური ბრძოლა ბოროტისა ჩვენთან - ადამიანებთან?
ჩემი საქართველო ჯვარცმული ერია, ჩემი საქართველო ჯვარცმული მიწაა, ჩემი ენა - ჯვარცმული ენაა. რატომ ეცვა ჯვარს საქართველო?
რატომ მოგვიყვანა შემოქმედმა - წმიდა სამებამ აქამდე, ბოლო ჟამამდე, როცა ძალიან იოლი იყო ჩვენი გადაშენება ნებისმიერი ომის დროს?
რატომ დაუშვა ჩვენმა შემოქმედმა, რომ საუკუნეთა მანძილზე საქართველო ყოფილიყო ჯვარცმული? რატომ გავიარეთ ეს წამება?
იმიტომ, რომ აქ და ამჟამად ბოროტს - უბადრუკს მივცეთ უფლება, რათა შეცდომაში შეგვიყვანოს და ტახტი დაიდგას ჩვენს მიწაზე?
არა, რასაკვირველია! სწორედ იმიტომ ვეცვით ჯვარს საუკუნეთა მანძილზე და ვისწავლეთ ბოროტთან გამკლავება, რომ არ მივცეთ
ჩვენს მიწაზე გამეფების უფლება! ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება - ცოდნა, რომლის დავიწყების უფლებაც არ გაგვაჩნია!
ჩვენ არ უნდა გავუწვეთ ბოროტს ქვეშ, არ უნდა გავხდეთ მისი ახირებების მონა და მსხვერპლი! ჩვენ არ უნდა ვიქცეთ მის ხელში იარაღად!
ჩვენ არ გვჭირდება ბოროტის იარაღი თუ მისი თამაშები. ჩვენ წმიდა სამებას ვეკუთვნით და არ ვართ ვალდებული ბოროტის ტერორს გავუღოთ კარი!
ჩვენ არ გვაქვს უფლება, რათა ვიაროთ წმიდა სამების ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვაქვს უფლება, რათა გვქონდეს უფლის გზით სიარულის უფლება!
სწორედ ამიტომ ვეცვით ჯვარს, რათა სულ გვახსოვდეს, წმიდა სამების წინაშე რისი უფლება გვაქვს და რისი - არა, რადგან მთავარი ჩვენი შემოქმედია. დაფქირდეთ, ქართული მართლმადიდებლური ტაძარი ხომ მოქმედი ტაძარია, სადაც წირვა-ლოცვა აღესრულება ყოველდღიურად.
მოქმედია იმ შემთხვევაშიც, როცა საყდრის რესტავრაცია ან სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - იქ მაინც ლოცულობენ უფლისადმი.
ხომ არსებობს ევროპაში ქვეყნები, სადაც ღმრთისმსახურება წელიწადში ერთხელ ან რამოდენიმე წელიწადში ერთხელ სრულდება?!...
ჩვენი ტაძარი მოქმედია და ემსახურება უფალს მუდამ.
ბოროტი ისეთი გავეშებულია, უკვე ჩვენს ტაძარშიც კი ცდილობს შევარდნას და მის აოხრებას.
ახლა წარმოვიდგინოთ, თითოეული ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაში (მით უფრო თუ ეს საქმიანობა პირდაპირ ბოროტის მსახურებას უკავშირდება),
როგორ კარგად შევარდება და დაიმკვიდრებს თავს...
შეუძლებელია, ცალ ხელში გეჭიროს ბოროტის იარაღი და ძარცვო, აწიოკო, გაერთო, ითამაშო ბოროტის თამაში, მეორე ხელით კი უფალს ემსახურო.
შეუძლებელია ბოროტის იარაღი გეპყრას ხელში, გამოიყენო ეს იარაღი (თუნდაც ხელოვნური ინტელექტი) და თვით იმ ბოროტის მიერ არ იყო მართული.
ჩემი შორეული ბავშვობის წინასწარმეტყველება:
"მოვა მხეცი ბოროტი, დაგლეჯს ერთგულთ, გაანადგურებს, შეებმის სულით ძლიერთ და ვერ დაამარცხებს.
ამიტომ უნდა ვიყოთ წმიდა სამების ერთგულნიც და სულიერად მტკიცენიც, რათა ზამთრის სუსხივით არ დაგვამარცხოს ბოროტმა მხეცმა."
რა ვიხილე უფლის სახლში, წელს ბზობა დღეს... ვიხილე ის, რაც აქამდე ჯერ კიდევ არ მომხდარა საქართველოში:
ეს პროცესი აქ და ამჟამად ხდება, ათასი წლის შემდეგ არა... უკვე დაიწყო. ეს ეწინააღმდეგება წმიდა სამების ნებას.
წმიდა სამების ნების წინააღმდეგ მოქმედება იწვევს ჩემი საქართველოს (არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობის) სრულიად ნგრევას.
ბოროტ მხეცს - ანტიქრისტეს თავზე აზის თვით უბადრუკი ლუციფერი და მის ქცევებს განსაზღვრავს, მთლიანად მართავს მას.
მხეცი, არაფერს არ მართავს, ის იარაღია ბოროტის ხელში. მას არაფრის შექმნა არ შეუძლია, ის იმართება და მოქმედებს ლუციფერის შთაგონებით.
რაც/ვინც შექმნა წმიდა სამებამ ჩვენი სახით, ყოველგვარი ცოცხალის სახით, მთელს უფლისმიერ შემოქმედებას - იტაცებს და ანადგურებს ბოროტი.
უფლისმიერ კანონზომიერებებს არღვევს მხეცი, უფლისმიერ საკუთრებას გვეცილება მხეცი, ჩვენს წინაპრებს, ჩვენს სულებს, გონებას, ცხოვრებას გვეცილება მხეცი.
ქრისტეს სურს მიბაძოს ბოროტმა მხეცმა ანტიქრისტემ. მას სურს წაგვართვას უკვდავება და უფლის რწმენა, რომელიც მოგვანიჭა წმიდა სამებამ.
მხეცის პირიდან ამომავალი ცეცხლი...
ეს არის ომში ქრსიტეს გამოწვევა და ჯოჯოხეთის ცეცხლი ცოდვილთათვის...
ბოროტზე სულმიყიდული ცოდვილი მოკვდავნი ისევ იმ ბოროტის ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვიან.
თვით წმიდა სამებას სწვდება მხეცის პირიდან ამომავალი ცეცხლი და იწვევს ომში ჩვენს შემოქმედს, მის შემოქმედს - წმიდა სამებას.
მხოლოდ ქრისტეს, წმიდა სამებას ძალუძს ჩაამხოს მისივე ცეცხლში უბადრუკი ლუციფერი, ანტიქრისტე, რადგან წმიდა სამებაა მისი შემოქმედი!
ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოებისგან განდგომილობის ჟამს, უფლისგან ადამიანთა უმრავლესობის განდგომილობის ჟამს,
უფლის მიერ დაწესებული წესებისა თუ კანონზომიერებების დარღვევისას, წმიდა სამების გმობისას მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლა.
უფლის მეორედ მოსვლა არ გულისხმობს ქრისტეს ჯვარცმას ჩვენი ცოდვებისთვის ხელმეორედ. ადამიანებმა არაერთხელ გავყიდეთ ქრისტე 30 ვერცხლად.
ეს ბოლო ჟამია. უფლის მეორედ მოსვლისას ჩვენ განვიკითხებით და ვაგებთ პასუხს ჩვენი ცოდვებისთვის უფლის წინაშე.
ქრისტეს მეორედ მოსვლის ზუსტი თარიღი არც ერთმა ძეხორციელმა არ ვიცით, რადგან წმიდა სამება და მისი ნება შეუცნობელია მოკვდავთათვის.
წმიდა სამებას ვთხოვ, მომცეს ჩემი ყველა უფლისმიერი საკუთრების, მათ შორის ჩემი არაცნობიერის, ცნობიერების, ფიქრების, ცოდნის, შემოქმედების დაცვის
შესაძლებლობა, დაიცვას ჩემი წინაპრები და სრულიად საქართველოს წინაპრები ბოროტისაგან, დაიცვას სრულიად საქართველო შეცდომაში შესვლისგან...
ამინ!
This post has been edited by Катеньки on 10 May 2021, 16:39