რამდენიმე წუთის წინ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის ტერიტორიაზე ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.
„მერსედესის“ მარკის ავტომობილს „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა. „მერსედესში“ მსხდომი სამი ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებებით წალენჯიხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამივე მათგანი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ამ როისათვის წალენჯიხის რაიონულ საავადმყოფოში კიდევ ერთი დაზარალებული რჩება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკულია, თუმცა მედიკოსები მის გადარჩენას ცდილობენ.
გარდაცვლილებს შორის ორი დედა-შვილია. smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით გარდაცვლილები ამავე სოფლის, ჯგალის მკვიდრები არიან. შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა „ოპელის“ მძღოლმა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი დაკავება მოახერხეს.
http://frontnews.ge/ge/news/21594-%E1%83%A...h.AqRgAbJ9.dpuf