ჩვეულებრივი ტურისტული სააგენტო, თუ IATA_სთან (საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია) არ თანამშრომლობს, ან ამ ასოციაციასთან ასოცირებულ კომპანიას არ გამოიყენებს შუამავლად, ვერაფერში ვერ გამოიყენებს ამ პროგრამას.
ჩვეულებრივ ტურისტულ სააგენტოს აქვს უფლება ამადეუსის პროგრამით მხოლოდ ფასები ნახოს. ყიდვა არ შეუძლია. საშუამავლო კომპანია კი მიანიჭებს უფლებას სისტემაში შევიდეს და მხოლოდ დაჯავშნოს ბილეთი, რომელსაც შემდეგ თავადვე უყიდის და ამ მომსახურებაში ყოველ ყიდვაზე გადაახდევინებს მომსახურების საფასურს.
თუ ამ პროგრამის გამოყენება სრულყოფილად გსურთ, ჯერ გახდით IATA_ს პარტნიორი. მაგრამ ეს, დამწყებ, დაბალბიუჯეტიანი ტურისტული კომპანიებისთვის ფაქტიურად შეუძლებელია. ასეთი ტურისტული კომპანიებისთვის ამადეუსის პროგრამა არის გზა ''გადამყიდველის'' გავლით შეიძინოს ბილეთი მგზავრისთვის, რომელიც გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე მის ტუროპერატორს შეუძლია მოიძიოს ინტერნეტის საშუალებით; მაგრამ IATA_სთან ასოცირებული კომპანიების დადებითი მხარე არის ის რომ ისინი მაქსიმალურად სწრაფ დროში ყიდულობენ, ან ჯავშნიან (თუ კი ავიახაზი ამის საშუალებას იძლევა) თქვენთვის სასურველ ბილეთს. თქვენ კი მხოლოდ მგზავრის მონაცემების გაგზავნა გიწევთ მათთან. ასევე დახმარებას გაგიწევენ რეისების გადადების, ან გაუქმების შემთხვევაში (ავიახაზების მხრიდან), მოგაწვდიან ინფორმაციას ფასდაკლებების შესახებ და ა.შ.
მოკლედ, ამ ასოცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას კომფორტის და ზედმეტი ხარჯის მეტი არაფერი მოაქვს.
ჩემი მოკრძალებული აზრით, დაბალბიუჯეტიანმა ტურისტულმა კომპანიებმა, ჯობია თავად მოიძიოთ ინტერნეტში ბილეთები, მეტს ''მოიგებთ''.
სულ ეს არის თქვენი ''ამადეუსი'', მეტი არც არაფერი