Office 2013 Customer PreviewMicrosoft Office 2013-მა მიაღწია მის public Customer Preview სტადიას და ხელმისაწვდომია მომხარებლებისათვის Windows 7 და Windows 8-ზე. ღრუბლოვან სერვისებში ჩართული და Windows 8 ტაბლეტებთან თავსებადი 2013 განკუთვნილია კოლაბორაციისათვის და ხელმისაწვდომობისათვის ნებისმერ მოწყობილობაზე და ნებისმიერ ადგილას. Microsoft-მა წარმოადგინა სერვისი, რომელიც ნებისმიერ PC-ზე ჩვენი ანგარიშის საშუალებით მოგვცემს წვდომას როგორც პროგრამებთან ასევე დოკუმენტებთანაც. როგორ აპირებს Google Apps-ისა და Apple-ის iCloud სერვისების მძლავრი კონკურენციის ფონზე Microsoft თავისი პლატფორმის განვითარებას წაიკითხეთ დაწვრილებით:
რა თქმა უნდა Office 2013-ის ყველაზე დიდი ცვლილება არ არის მისი დიზაინი და ფუნქციონალი, არამედ დოკუმენტბრუნვის ახალი სისტემა. Microsoft-მა გადაწყვიტა რომ თქვენ შექმნათ ფაილი Windows PC-ზე და გააგრძელოთ მისი რედაქტირება Windows Phone, Windows 8 tablet-ზე თუნდაც ინტერნეტთან შეერთების გარეშე. სახლის მომხმარებლებს შეეძლებათ შეინახონ დოკუმენტები SkyDrive-ში, ხოლო ბიზნეს სექტორისთვის არის SharePoint წინადადებები. Office 2013-ის ყველაზე დიდი მიღწევა არის სრულფუნქციური და სრულიად გამართული ოფისის მიწოდება სტრიმინგის სახით ნებისმიერი PC-ზე პერსონალური პარამეტრებით ნებისმიერ დროს.
ოფისი ხელმოწერაზე დაყრდნობილი სერვისია, რომელიც სრულფასოვან ოფისს მოგაწოდებთ იქ სადაც მოისურვებთ. საჭიროა მხოლოდ ინტერნეტში ჩართული PC და Windows 7 ან 8 ოპ. სისტემა. ეს ყველაფერი მოითხოვს Office 365 Home Premium ხელმოწერას და არის სრული საოფისე პაკეტი, იმათთვის ვისაც არ აკმაყოფილებს ვებ ინსტრუმენტები, რომლებიც უკვე არის Google Drive-ში. ამასობაში არის ჩვეულებრივი ოფისი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და დააინსტალიროთ ჩვეულებრივ და ისარგებლოთ ნებისმიერი საცავით, ამასთანავე თქვენ არ მოგიწევთ ყოველწლიურად რამე გადასახადი.
Word 2013Microsoft ფოკუსირდება გაუმჯობესბულ ტექნოლოგიებზე კითხვადობის საკითხში ახალ Word-ში. მისი ახალი Read Mode (წაკითხვის რეჟიმი) ავტომატურად ალაგებს ტექსტს ნებისმიერი ეკრანის ზომაზე, რომ ადვილი იყოს დოკუმენტის წაკითხვა თუნდაც მოძრაობიას. სრულ ეკრანიანი რეჟიმი მუშაობს სუფთად და არ ჩანს არანაირი შემაწუხებელი ინტრუმენტები და მენიუები. ორივე რეჟიმში არის ჰორიზონტალური სქროლინგი და თაჩ-ზუმი პლანშეტებისათვის. An Object Zoom ფუნქცია საშუალებას იძლევა ზუსტად შევქმნათ ცხრილები, ჩარტები და დავამატოთ სურათები დოკუმენტში ძალიან მარტივად.
PDF-ის მხარდაჭერა ასევე გაუმჯობესდა და ის ავტომატურად ხსნის PDF ფაილს და ალაგებს, როგორც Word-ის დოკუმეტნს. თავიდან კომუმენტი დაცულად გაიხსნება მაგრამ რედაქტირების ჩართვაც არის შესაძლებელი, რაც ცვლილებების შეტანას და ისევ PDF ფაილად შენახვის საშუალებას იძლევა.
ყველაზე საინტერესო ღრუბლოვანი ფუნქცია არის კითხვის გაგრძელება, რომელიც მრავალ მოწყობილობას შორის სინქრონიზაციას ახდენს. ამისთვის საჭიროა Sky Drive ანგარიში და ყოველგვარი დამატებითი კონფიგურაციის გარეშე მუშაობს.
ახლა უკვე ონლაინ ვიდეოს ჩასმაც არის შესაძლებელი დოკუმენტებში თუ რა თქმა უნდა კითხვისას არის ინტერნეტთან შეერთება, სერვისებში არის Bing Video, YouTube ან ნებისმიერი კოდი ვიდეოს ჩაშენებისთვის. არის უამრავი განახლება დომუმენტის რედაქტირებისას, შესაძლებელია მისი ონლაინ პრეზენტაცია და სხვა კოლაბორაციული ფუნქციები. პრეზენტაცია მათთვისაა ვისაც არ აქვს Word დაყენებული და კოკუმენტის დათვალიერება უნდა.
Excel 2013Excel-შიც არის უამრავი განახლება. Flash fill არის ალბათ ყველაზე დიდი გაუმჯობესება, პროგრამის გამარტივებსი კუთხით. ეს ფუნქცია ინფორმაციას ავტომატურად აფორმატებს და ალაგებს თქვენი ჩარევის გარეშე. ის სწავლობს თქვენგან და შემდეგ ავტომატურად ავსებს ველებს და ფორმულებს რომლებიც აუცულებლად არის საჭირო.
ახალი Quick Trend ფუნქცია გვაძლევს ჩარტებში გამოვიყენოთ ისტორიული ინფორმაცია, ახალი ფუნქცია ამოწმებს შეცდომებს, დარღვეულ ბმულებს და შეუსაბამობებს. სკანერი კარგია მათთვის ვისაც უნდა დოკუმენტების განლაგება სხვა და სხვა საცევებში ისე, რომ არ დაიკარგოს მათ შორის ბმულები.
სხვა განახლებებს, შორის არის ინფორმაციის ვიზუალიზაცია ცხრილებზე დაყრდნობით. სწრაფი ანალიზი საშუალებას იძლევა შეიქმნას ინფორმაციის პატერნზე დამოკიდებული ჩარტი. ჩარტების ანიმაცია ასევე უფრო მეტ ვიზუალურ წარმოდგენას იძლევა ციფრებზე. Microsoft-მა ასევე წარმოადგინა Excel-ის აპლიკაციების პლატფორმა, რომელიც დეველოპერებისთვისაა და საშუალებას იძლევა დავამატოთ ჩვენი ფუნქციონალი პროგრამაში. როგორც Word ასევე Excel-ს ექნება Present Online ფუნქცია რეალურ დროში დოკუმენტის წარდგენისათვის ვებში.
PowerPoint 2013ამ პროგრამაში არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი განახლება, რომელიც მოიცავს სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციას და მრავალ-ეკრანიანი მოწყობილობების მხარდაჭერას. შესაძლებელია Facebook და Flickr სერვისებიდან სურათების იმპორტი მათი ლოკალურად შენახვის გარეშე. შესაძლებელია Sky Drive-ის და SharePoint-ის გამოყენება, ასევე Office.com-ის კლიპ-არტის ან თუნდაც Bing საძიებო სისტემიდან.
პრეზენტაცია PowerPoint 2013-ში გამოიყურება უფრო მარტივად, რაც გაუმჯობესებული Presenter View-ის შედეგია. თუ იყენებთ მეორე ეკრანს, თუნდაც პროექტორს, საშუალება გაქვთ თქვენს ეკრანზე გქონდეთ სხვა ინფორმაცია, თუნდაც დოკუმენტი თქვენი პრეზენტაციის ანოტაციებით. პრეზენტაცია ავტომატურად ეშვება იმ ეკრანზე, რომელიც საჭიროა, რა თქმა უნდა ის პროექტორს ამოარჩევს ან უფრო დიდი ზომის ეკრანს რამოდენიმეს შორის.
როგორც Office 2013-ის სხვა პროგრამები PowerPoint 2013-ის ფუნქციები დატვირთულია ახალი შაბლონებით და თემებით. ასევე არის დამატებითი ვიდეო ფორმატების მხარდაჭერა, ასევე შესაძლებელია მუსიკის გაშვება რამოდენიმე სლაიდის განმავლობაში ან მთელი პრეზენტაციისას. Word 2013-გან განსხვავებით არ არის ონლაინ ვიდეოს ჩასმის ფუნქცია.
Outlook 2013Outlook 2003 შეიცავს ყველაზე მეტ შესამჩნევ განახლებას. ახალი Exchange ActiveSync-ის ანგარიშში დამატებულია Hotmail და სხვა პოპულარული ელ-ფოსტის სერვისი ნამდვილი push-ის მხარდაჭერით. Outlook-ში თავიდან იყო POP და IMAP პროტოკოლების მხარდაჭერა მაგრამ Exchange ActiveSync-მა ყველაფერი შეცვალა და შესაძლებელი გახდა კონტაქტების, კალენდრების და სხვა ინფორმაციის გაცვლაც სხვა სერვისებში, რომლებსაც არ აქვთ ეს ფუნქციონალი. სერვისი უპრობლემოდ მუშაობს Gmail-თან და Hotmail-თან და ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. არის Facebook-ის და LinkedIn-ის მხარდაჭერა.
Peeks ფუნქცია საშუალებას იძლევა ნახოთ თქვენი განრიგი და სპციფიური შეხსენება ყოველ ინდივიდუალურ სექციაში შესვლის გარეშე. ასევე არის პირდაპირი პასუხის ფუნქცია წერილებისათვის და დიალოგის რეჟიმიც. ასევე არის ამინდის პანელი კალენდარში, რითაც შესაძლებელია უფრო ადვილად დაგეგმოთ შეხვედრები რამოდენიმე განსხვავებულ ადგილას.
OneNote 2013Mcirosoft-ის მიდგომა OneNote-თან ცოტათი განსხვავებულია. ის გამოვა როგორც სამაგიდა აპლიკაცია როგორც Metro სტილის აპლიკაცია Windows 8-ზე და Windows Phone-ზე. ასევე იქნება iOS და Android ვერსიებიც. სამაგიდე ვერსიაში არის განახლებები და მათშროის არის სრულ ეკრანიანი რეჟიმი და წვრილმანი სიახლეები, როგორიცაა ჩანაწერებისგან ავტომატურად შესაბამისი ფორმატის დოკუმენტის ან ცხრილის შექმნა.
საერთო ჯამში Office 2013 წარმოადგენს დიდ წინსვალს ღრუბლოვანი სერვისებისაკენ, მაგრამ თუ თქვენ ხართ Office-ის საშუალო მომხმარებელი მიხვდებით, რომ დიდი სურვილი არ გექნებათ განახლდეთ. თუმცა ონლაინ პრეზენტაციები და კოლაბორაციული ფუნქციები ფრიად საინტერესო იქნება ბიზნეს სექტორისათვის. ასევე ინტერესით ისარგებლებს ახალი Outlook, რომელიც ჩვეულებრივი ფოსტის კლიენტებს საშუალებას მისცემს დამატებითი სერვისებით ისარგებლონ. 2013-ში Microsoft შედის Metro სტილის ერაში და ცუდია, რომ Office-მა ჯერ-ჯერობით ვერ აუბა ფეხი კომპანიის მოწინავე იდეებს დაუკან მოჩანჩალებს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ Office-ს ჯერ კიდევ არა ჰყავს ღირსეული კონკურენტი რაც მას სერიოზულ უპირატესობას აძლევს თუნდაც პლანშეტების ბაზარზე.
By დავით მაჭახელიძე © GO.GEOffice 2013 screenshots