ენით აუწერელია ის უსიამოვნო შეგრძნება და ის მძიმე ტვირთი რასაც დავატარებდი თითქმის 1 თვის მანძილზე ფინალის მოლოდინში.
არც იუვეს აქაური ფანების გაღიზიანება მინდა (მითუმეტეს რომ ოჯახის წევრი მყავს იუვენტინო), არც არავის ნერვებზე თამაშს, უბრალოდ ენით აუწერელია ჩემი წარმოუდგენელი სიძულვილი ამ გუნდის მიმართ.
5 ინტერისტი ვუყურებდით ერთად შუა ქალაქში ფინალს, მე, აიმო, ფარაო, იკა-084, ბაჩუკი, ხუთივე გამოვირჩევით იუვესადმი გადამეტებული "სიყვარულით", ვერ გადმოგცემთ რა განვიცადეთ, რეალის ფანებიც იყვნენ და არც ერთ რეალის ფანს ისე არ უნერვიულია და ისე არ განუცდია როგორც ჩვენ.
ვულოცავ სულით და გულით რეალის ყველა გულშემატკივარს მეთორმეტე ლიგას, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.
ასევე საშინლად მძულდა ზინედინ ზიდანი, მაგრამ როგორც სიყვარულიდან სიძულვილამდეა 1 ნაბიჯი ასევე ყოფილა სიძულვილიდან სიყვარულამდე. ეხლა ცოტას კი ვამეტებ, ნამდვილად არ მიყვარს ზიდანი, მაგრამ გამიჭირდება ამის მერე ძველებურად "ლამაზ სიყვარულში" მოვიხსენიო კიდევ.
ეხლა კი ყველაზე სასიამოვნო და სახალისო მომენტი, სამსახურში მქონდა ჩემთან ნათქვამი რომ თუ რეალი მოიგებდა ტორტს ვკისრულობდი. გუშინ გავიქეცი დინამოზე, რეალის მაისურიც შევიძინე, დღეს დილას კარგი ბავშვური ენთუზიაზმით გემრიელი ტორტი შევუკვეთე ბელა დეიდას მრავლისმთქმელი წარწერით.
გაიხარა გოგო-ბიჭობამ, 10 წუთში გადავსანსლეთ, რაღაცნაირი სხვანაირი გემრიელი გემო ქონდა.
ჯიჯიზე მინდა ვთქვა, მართლა შემეცოდა, ერთადერთი ფეხბურთელია იუვეში ვინც მართლა შემეცოდა ადამიანურად, მაგრამ იმედია ჯიჯის კარიერა ნათელი მაგალითი იქნება ყველა ფეხბურთელისთვის, ვისაც დიდი მწვერვალების დაპყრობა ენდომება უნდა დაფიქრდნენ და არასწორი გზა არ უნდა აირჩიონ. გადასულიყო თავის დროზე ჯიჯი ან მილანში ან ინტერში, რეალში ბარსაში, ინგლისში სადმე ბოლოსდაბოლოს, ეხლა უკვე 3 ლიგა მაინც ექნებოდა. მაინცდამაინც ამ ცოდვის ბუდეში ამოყო თავი.
იუვეს ფანებს მინდა ვუთხრა, იუვეს წარმატებით გახარების გარდა ყველაფერში წარმატებებს გისურვებთ ძმებო და დებო, ოჯახში, პირად ცხოვრებაში, კარიერაში დ.ა.შ. ნუ მიწყენთ, ჩემს სუფთა და სათუთ და სიკეთით აღსავსე გულში ისეთივე ქართველები ხართ როგორც ნებისმიერი სხვა ჩემს გვერდში მყოფი ადამიანი. უბრალოდ თქვენც ჯიჯისი არ იყოს არასწორი არჩევანი გააკეთეთ თავის დროზე.
This post has been edited by internazionale on 5 Jun 2017, 21:18