Redemption*ამ დღეებში, ორი წიგნი წავიკითხე დროის მენეჯმენტზე, მისაღწევი მიზნებიც დავსახე,
უფრო სწორედ, მომავალი 3 თვის პროგრამა მინიმუმი განვსაზღვრე,
ხვალ წლის გეგმები უნდა დავალაგო და ვნახოთ, აბა. შემართებით კი ვარ.
ერთადერთი, ახლა დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმეში დახარჯული დროს აღვრიცხავ, რომ ზუსტი ციფრებით განვსაზღვრო, ის არაპროდუქტიული საქმეები, რომლებიც დროს ტყუილად მახარჯვინებს და რეალური მიზნების მიღწევაში ხელს მიშლის.
ფორუმი და სხვა სოც.ქსელები ლიდერობს, ცალსახად
თან ნახე, როგორი დინამიკა იკვეთება, ჩემს შემთხვევაში:
,,ასოციუალურობა" ხელს მიწყობს თვითგანვითარებაში, რაც საბოლოოდ შედეგს მაძლევს.
სოციალურობა, აკა, სოც. ქსელებში ხალხთან კონტაქტი, კი მყინავს. დროს მახარკვინებს ნაკლებად პრიორიტეტულ საქმეებში.
ოქროს შუალედს ვეძებ, ვერ გადამიწყვეტია კვირაში ერთი დღე დავაწესო ფორუმისთვის და ერთი სხვა სოც. ქსელებისთვის.თუ დღეში მხოლოდ ერთი საათი ყველა სოც. ქსელებისთვის