სამწუხაროდ თემა პოლიტიკისთვის განკუთვნილ განყოფილებაში ვერ მოვათავსე, რახან ის რაზეც სხვისი აზრის გაგება მაინტერესებდა სხვა თემებზე მეტად მედია საშუალებებთან იყო ახლოს, გადავწყვიტე პუბლიკა ამ განყოფილებაში შემეგროვებინა და მკითხველის სერიოზული აღქმის იმედზე, ვაკეთებ იმას რისთვისაც თავი ადრე არ შემიწუხებია.
დავიწყოთ იქიდან რომ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, სხვებისგან არაფრით გავნსხვავდები და ყოველ დღე როგორც სხვებს მიწევს ყველა რჯულის და მოდგმის დეგენერატების ყურება ბოლო თაობების სათაყვანებელი გამომთაყვანებელი ტელევიზორის დახმარებით, შევეცდები მოკლედ და კონკრეტულად გავნმარტო რა გახდა ჩემი ცუდი დამოკიდებულების მიზეზი ამ ვითომ გასართობი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის მიმართ:
I - ის რომ ყველა გადაცემაში ისმევა კითხვები, რომლებიც მიმართულია ვითომ რაღაც კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით და სინამდვილეში პასუხებს იძლევიან ადამიანები რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო კომპეტენცია ან გამოცდილება იმისათვის რომ მათი შემოთავაზებული გზები იყოს საზოგადოებისთვის წარმოდგენილი როგორც პრობლემის გადაჭრის ნიმუში. (ჯოხაძეები, ტრაკის ქორექტორი ექიმების ცოლები და მსგავსი გამოთაყვანებული "სვეტსკი ნაროდი" მოკლედ ნაგვები)
II - ის რომ პოპულარულ არხებზე ნაკლებადაა შემეცნებითი ფუნქციის მქონე გადაცემები და 24/7 ზე გადის ტვინის "კერხერი" სერიალები. რაც სერიოზულად მაფიქრებს იმაზე რომ ტელევიზიების დახმარებით HOLLYWOOD-ური ზომბი აპოკალიფსისის მოწყობა მართლაც რომ ხდება შესაძლებელი.
III - ის რომ არ არსებობს არხი ან პოლიტიკური გადაცემა (რაც ყველაზე მეტად მეზიზღება) რომელიც არ იხლიჩება 2 მხარეს სადაც აუცილებლად უნდა იდგე ან რუსეთთან (ივანიშვილი) ან ამერიკასთან (ნაც-ბოზ-ბანდა).
ძალიან გთხოვთ სასვენი ნიშნების და გრამატიკული შეცდომების გამო ნუ განმსჯით, უბრალო მოქალაქე ვარ, ეს უკვე ავღნიშნე, რომელსაც აქვს უფლება რაღაცაზე იმსჯელოს ან თავიზი აზრი ვიღაცას მიაწოდოს, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ოქროს ასოებით არ ვწერდე ვარ გულწრფელი და მკითხველისგანაც იგივეს მოვითხოვ.
ეს უბრალოდ დასაწყისია, შესავალი იმ ძალიან დიდი პრობლემის რომლის განხილვასაც თქვენთან ერთად მინდა შევუდგე, ვცდილობ საფუძვლიანად მაგრამ ამასთან ერთად მოკლედ გაგაცნოთ ის ტრაგედია, რაც თანამედროვე მსოფლიოს კიბოსავით ღრღნის და შიგნიდან ანადგურებს!
ბოლო დროს მგონია რომ ყველა უბედურება, რაც ჩვენს მიამიტ ერს სჭირს, უცხოს შემოგდებული, კარგად გააზრებული გეგმის ნაწილია, რომელშიც ზემოთ ჩამოთვლილი მასხარები გადამწყვეტ როლს თამაშობენ, გროშებად რა თქმა უნდა "დიშოვკების" მეტი რა გვყავს ქართველებს. გვითხრიან და გვითხრიან ძირს აქეთ ამერიკელები, აქეთ კიდევ შედარებით "რადნოი" ჩექმა-მძიმე რუსები, თუმცა ამ უკანასკნელისკენ უფრო ვიხრები როდესაც ვხედავ რომ ყველა მეძავი პირველ მხარესაა გამდგარი. (მესმის რომ ორივე ერთი და იგივეა, მაგრამ ისე მეზიზღებიან რომ რაც მათ სძაგთ ის მიყვარდება ძალაუნებურად როგორი მართლაც რომ საზიზღარიც არ უნდა იყოს ჩვენი დიდი მეზობელი)
თემის გასაგებად ძალიან გთხოვთ ნახოთ ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქცია, სადაც ნინო ბურჯანაძე ჩაერთო პირდაპირ ეთერში.
https://www.facebook.com/reaqcia/posts/740961102695380 შემდეგ მინდა ნახოთ დოკუმენტური ფილმი, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად გადმოსცემს თანამედროვე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საქმიენობებს და პარალელები გაავლოთ ბურჯანაძეს ნათქვამსა და ამ დოკუმენტურ ფილმში აფიშირებულ ინფორმაციას შორის.
PS. ძალიან გამიხარდება 1 ადამიანი მაინც თუ მოიძებნება რომელიც მიხვდება აქ რაზეა საუბარი და გამომეხმაურება, მადლობას წინასწარ გიხდით რო დასინდისდეთ და რამე მაინც დაწეროთ.
* * *
https://www.youtube.com/watch?v=w56uPBHXIEU