სერიოზულად რომ უპასუხო.
დაქრაშვაში გასაკვირი არაფერია ახალგაზრდა და ცინცხალი გოგოები ბევრს მოსწონს.
ეს დაქრაშვაც ორი სახისაა ერთი როცა არანაირი გრძნობა არაა უბრალოდ გასართობათ უნდიხარ ადამიანს და მერე გადავა სხვაზე მეორე როცა ცოტა სერიოზული გრძნობებიც აქვს ამას თვითონ უნდა მიხვდეს გოგო ვის რა მიზნით მოსწონს.
განსაკუთრებით ახალგაზრდობაში გოგოები ადვილი სამართავები არიან ამიტომ მნიშვნელოვანია უფრო ისეთი აირჩიო რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას მისდევს და მძიმე ნარკოტიკებს არ ეკარება თორემ რა გზაზეც ბიჭი დგება იმაზე დგება მისი შეყვარებული გოგოც და ასე ბევრი გოგო განარკომანებულა სერიოზულად და შემდეგ ეგეთ გოგოებს ყველა ზემოდან უყურებს და მათი ფასი ნული ხდება ხალხის და მომავალი დასაქრაშების თვალში.
ქალში რადგან მარტო მისი გარეგნობა და სილამაზე არაა მთავარი ასევე პიროვნული განვითარება და კარიერა რაც უფრო წარმატებული იქნება გოგო სწავლაში და კარიერულ წინსვლაში თავისთავად უფრო მეტად დაიქრაშება ხალხი მის გარშემო და ასეთი გოგო უფრო ძვირფასი და სასურველი მარგალიტი იქნება მათთვის.
ამიტომ თინეიჯერობა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ყველა კუთხით ადამიანის ცხოვრებაში რა გზასაც დაადგება მერე მთელი ცხოვრება ისეთი იქნება.
წარმატებული ქალის კარგი მაგალითია თუნდაც ფორუმელი ლავლოქი. მიზანდასახულობა, სიჯიუტე, ინდივიდუალიზმი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და აშ. მთავარი ცხოვრებაში პიროვნული თვისებებია რომელიც ყველა ცხოვრებისეული სირთულიდან გამოიყვანს ადამიანს.
მთელი ცხოვრების პროგრამა დავწერე მგონი.