Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > GOOGLE ს პროდუქტები


Posted by: ფროდი 22 Dec 2010, 00:55
SysOp

შეხვალ მაგ საიტზე,მერე upload images,ჩაწერ მეილს და პაროლს,შემდეგ იუზერნეიმს, აირჩევ სურათებს და ატვირთავ smile.gif

Posted by: MONTY 24 May 2013, 10:42
როგორც ვიცი დაწყებულია ოფიციალურად თარგმნა და იმედია მალე დასრულდება და უმრავლესობა პროდუქტი ითარგმნება smile.gif

ჩემი აზრით აუცილებელია სრულად ითარგმნოს
Youtube
Gmail
Google Chrome
Play
G +
Blogger
Map ის თარგმნა დაწყებულია მგონი smile.gif

და ანდროიდის რომელიც მხოლოდ ძველი ვერსიების თარგმნა არის საჭირო რადგან ახალი ვერსიები თარგმნილია smile.gif

Posted by: Flasher 24 May 2013, 11:05
MONTY
QUOTE
როგორც ვიცი დაწყებულია ოფიციალურად თარგმნა და იმედია მალე დასრულდება და უმრავლესობა პროდუქტი ითარგმნება 

ვინ თარგმნის?

Posted by: Tabo8226 24 May 2013, 11:34
MONTY
წყარო მოგვეპოვება რამე უფროსო? :?

Posted by: MONTY 24 May 2013, 12:19
Tabo8226
QUOTE
წყარო მოგვეპოვება რამე უფროსო? :?


GDG Tbilisi
https://plus.google.com/106672659252619762166/posts/i7gu3zRRak2

პ.ს
maps ს და რეგისტრაციას და კიდევ რაღაცეებს ხანდახან ქართულად მიჩვენებს
Flasher
QUOTE
ვინ თარგმნის?

კონკრეტულად ვინ თარგმნის ეგ არ ვიცი მაგრამ GDG Tbilisi ს ორგანიზებით კეთდება




პ.ს

Google-თან შეხვედრების შედეგები

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეკომენდაციით და თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით პირველი შეხვედრა ISI-სდა Google-ის წარმომადგენლებს შორის 2012 წლის აგვისტოში შედგა.

დაიგეგმა აქტივობები სხვადასხვა მიმართლებით, მათ შორის:

1. თანამშრომლობა Google-ის სერვისებში ქართულიენის მხარდაჭერის და Google Translate-ის ქართულენოვანი თარგმანის ალგორითმის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით
2. თანამშრომლობა Google-ის სერვისებში ქართულიდამწერლობის / შრიფტების მხარდაჭერის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით
3.თანამშრომლობა ქართული კვლევითი ცენტრების და ქართველოლოგიის პროექტებისათვის Google-ის პროდუქტების ხელმშეწყობის მიმართულებით
4.Google-ის პროდუქტების თავსებადობა ქართულ რეგიონთან და ბაზართან

1. თანამშრომლობა Google-ის სერვისებში ქართული ენის მხარდაჭერის და Google Translate-ის ქართულენოვანი თარგმანის ალგორითმის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით

ამ მიმართულებით, ISI-ს ორგანიზებით შედგა სამუშაო შეხვედრა Google-ის წარმომადგენელთან და საქართველოში მოქმედი ბუნებრივი ენისდამუშავების პროექტებისა და დაწესებულებები სწარმომადგენლებთან, მათ შორის:

● არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი
● თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
● ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქართულ ენასთან დაკავშირებული გამოწვევები, ენის მოდელზე და სტატისტიკურ მოდელზე დაფუძნებული მანქანური თარგმანის თავისებურებები და ამ სფეროში თანამშრომლობისათვის განსახორციელებელი მომავალი აქტივობები.

Google-ის წარმომადგენელმა გამოთქვა სურვილი ითანამშრომლობის ამ მიმართულებით.

2. თანამშრომლობა Google-ის სერვისებში ქართული დამწერლობის / შრიფტების მხარდაჭერის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით

ამ მიმართულების წარმატებით განვითარება დაეხამრება ქართულენოვან მომხმარებელს უკეთ გამოიყენოს Google-ის პროდუქტები ქართულენოვან დოკუმენტებზე მუშაობისას.

ამ მიმართლებით Google-მა და ISI-მ მიმოიხილეს პროდუქტების ახალ შრიფტებთან თავსებადობა და ტექნიკური მოთხოვნილებები. ასევე, იდენტიფიცირებულ იქნა ის ღია სალიცენზიო პირობები, რაც თავსებადი იქნება სისტემაში ახალი ქართული შრიფტების დასამატებლად.

დაისახა შემდეგი ნაბიჯები იდენტიფიცირებული კრიტერიუმების მიხედვით ქართული შრიფტების შერჩევასთან და პროდუქტებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

3.თანამშრომლობა ქართული კვლევითი ცენტრების და ქართველოლოგიის პროექტებისათვის Google-ის პროდუქტების ხელმშეწყობის მიმართულებით

ISI-ს თხოვნით Google განიხილავს ხელი შეუწყოს ქართულ კვლევით ცენტრებს და ქართველოლოგიაში მომუშავე პროექტებს უფასოდ გამოიყენონ კომერციული პროდუქტების ნაკრები.

Google-მა გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს ამ მიმართულებით.ამ საკითხზე უკვე შედგა ერთი კონფერენცია Google-ის ირლანდიის ოფისთან და დაისახა მიზნის მისაღწევად საჭირო მომავალი აქტივობები.

4.Google-ის პროდუქტების თავსებადობა ქართულ რეგიონთან და ბაზართან

Google-ის მრავალი მომხმარებლისათვის ფასიანი სერვისი სრულად არ არის თავსებადი ქართულ რეგიონთან და ბაზართან.

ამ მიმართლების გასაუმჯობესებლად დაისახა სამომავლო აქტივობები.


დამატებითი ინფორმაცია Google-ის პროდუქტების ქართულენოვან ლოკალიზაციებთან დაკავშირებით

Google-ის რამდენიმე სერვისი უკვე არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე, მათ შორის ძირითადი ძიების ინტერფეისი, რომლის ქართული ლოკალიზაციაც რამდენიმე წლის წინ განხორციელდა, მომხმარებლების ჩართულობით.

ქართული და მრავალი სხვა ენისათვის ადრე Google მოხალისე მომხმარებლების რესურსს იყენებდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვიტა პროფესიული ლოკალიზაცია განეხორციელებინა.

ამ მიზნით ბოლო თვეების განმავლობაში Google დროდადრო თანამშრომლობდა ლოკალიზაციის მომსახურების მომწოდებლებთან, ან დამოუკიდებელ ლოკალიზატორებთან / მთარგმნელებთან.

ISI-სთან შეხვედრისას განხილულ იქნა Google-ის გავრცელებული პროდუქტების ქართულენოვანი ლოკალიზაციების ხელშეწყობა.

განხილული იქნა რამდენიმე პროდუქტის მომხმარებლისათვის ქართულ ენაზე ხელმსიაწვდომობის უპირატესობა.

Google-მა სურვილი გამოთქვა, რომ გაზარდოს ქართულ ენაზე ლოკალიზებული პროდუქტების რიცხვი.

შედეგად, Google-მა გაზარდა იმ ექსპერთა და ლოკალიზატორთა ჯგუფი, ვისთანაც ქართლენოვანი ლოკალიზაციების პროექტების ფარგლებში ითანამშრომლებს, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში.

რაიმე კონკრეტული პროდუქტის ლოკალიზაციის კონკრეტული თაიმლაინ არ არის ცნობილი, თუმცა მიმდინარეობს კონკრეტული მოდულების ქართულენოვანი ლოკალიზაცია. ამ მოდულების შეერთება შედეგად მოგვცემს Google-ის მეტი პროდუქტისა და სერვისის ქართულენოვან ინტერფეისს.


Posted by: MONTY 26 May 2013, 21:54
http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge
http://www.picz.ge

Posted by: Accident 26 May 2013, 22:04
MONTY
ეგ რა არის, სამუშაო სქრინებია თუ უკვე არის ჩამატებული?





Posted by: MONTY 26 May 2013, 22:08
Accident
QUOTE
ეგ რა არის, სამუშაო სქრინებია თუ უკვე არის ჩამატებული?

ეგრე მიხსნის ხანდახან რო შევდივარ smile.gif ყოველთვის არ მიხსნის smile.gif


http://www.picz.ge

http://www.picz.ge

Posted by: Accident 26 May 2013, 23:57
MONTY
QUOTE
ეგრე მიხსნის ხანდახან  რო შევდივარ


კარგია, ე.ი. მუშაობა მიდის და მალე იქნება.
გარკვეული შეცდომები ჩანს და იმედია, გზადაგზა გამოასწორებენ.

Posted by: MONTY 27 May 2013, 00:48
Accident
QUOTE
კარგია, ე.ი. მუშაობა მიდის და მალე იქნება.
გარკვეული შეცდომები ჩანს და იმედია, გზადაგზა გამოასწორებენ.

ხო მეც შემხვდა და ეგ კი გამოსწორდება მაგრამ საინტერესოა იუთუბს თუ თარგმნიან smile.gif ყველაზე მთავარი ეგ არის ჩემი აზრით და იმედია თარგმნიან smile.gif

Posted by: Accident 27 May 2013, 00:51
MONTY
QUOTE
მაგრამ  საინტერესოა იუთუბს თუ თარგმნიან

Earth -საც თუ მიაყოლობენ, კარგს იზამენ........

Posted by: MONTY 31 May 2013, 22:39
http://www.picz.ge

Posted by: Accident 1 Jun 2013, 00:56
QUOTE
ეგრე მიხსნის ხანდახან  რო შევდივარ  ყოველთვის არ მიხსნის


ენების ჩამონათვალში ჯერ არ არის, თუმცა სხვა ენების მიხედვით, უნდა შეიცვალოს hl=ka

https://accounts.google.com/SignUp?lp=1&hl=ka
https://accounts.google.com/ServiceLogin?lp=1&hl=ka
https://maps.google.com/maps?hl=ka

Posted by: Boy_Bacho 2 Jun 2013, 21:34
მდაა! მომწონს მომწონს! ყოჩაღ ბიჭები! smile.gif


Posted by: ჩარლი 3 Jun 2013, 09:43
როგორ გული მწყდება რაა რომ Google Play Books ჩვენთან ხელმისაწვდომი არ არის

Posted by: Accident 3 Jun 2013, 15:02
ჩარლი
VPN გამოიყენე. ერთხელ თუ გაააქტიურებ ბარათს, ან იყიდი, მგონი მერე შეგეძლება დაკავშირება.

Posted by: alexandrius 22 Jun 2013, 12:51
ქართული გუგლი მეჯავრება. :/

Posted by: ig1988 15 Aug 2013, 10:53
google map-იდან კოორდინატები როგორ ავიღო?

Posted by: Accident 15 Aug 2013, 11:59
ig1988
იმ ადგილას, მარჯვენა კლიკით მონიშნე Directions from here და მაღლა, Google -ს საძებნ ველში დაწერს.
შენობაზე ან ობიქტზე თუ გინდა, მარჯვენა კლიკით What's here

Posted by: ig1988 19 Aug 2013, 15:27
Accident

მადლობა smile.gif .

Posted by: Attila 25 Sep 2013, 12:36
QUOTE
( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


Posted by: MONTY 25 Sep 2013, 22:46
http://www.picz.ge

დღეს გამოჩნდა



საინტერესოა როდესმე თუ იქნება ქრომი, იუთუბი და სხვა პროდუქტები თარგმნილი ქართულად ? sad.gif

Posted by: Accident 25 Sep 2013, 23:44
MONTY
ჩემთან ისევ ინგლისურადაა...............


QUOTE
საინტერესოა როდესმე თუ იქნება

როგორც ჩანს, არ წყვეტენ მუშაობად და ალბათ იქნება.........

Posted by: MONTY 26 Sep 2013, 00:20
Accident
QUOTE
როგორც ჩანს, არ წყვეტენ მუშაობად და ალბათ იქნება.........

ხო მაგრამ ერთი პროდუქტი მაინც ხო უნდა იყოს დასრულებული ამდენიხნის განმავლობაში , ან საერთოდ თქვან რა პროექტებზე მუშაობენ , რა პროექტების განხორციელებას აპირებენ მომავალში და რა პროექტები არ განხორციელდება

QUOTE

ჩემთან ისევ ინგლისურადაა...............

დღეს მოხდა განახლება და მარტო ეგ არის ქართულად


Posted by: Accident 26 Sep 2013, 01:23
MONTY
QUOTE
ხო მაგრამ ერთი პროდუქტი მაინც ხო უნდა იყოს დასრულებული

პროდუქტში, პროგრამებს გულისხმობ? ეგ კი არა, იმ გვერდებზე, რაც გადათარგმნეს, Georgian-იც კი არაა ჩამონათვალში, ავტომატურად თუ არ გადაიყვანა ან ხელით არ ჩაუწერე.......
როგორც თქვეს, ჯერ სიტყვებზე და ტერმინებზე მუშაობენ. ისე, კი google maps -ის შემთხვევაში, მგონი ბოლომდე გავიდნენ.........

Posted by: MONTY 26 Sep 2013, 01:54
Accident
QUOTE
პროდუქტში, პროგრამებს გულისხმობ?

yes.gif
QUOTE
ისე, კი google maps -ის შემთხვევაში, მგონი ბოლომდე გავიდნენ.........

Map Maker იც თუ ითარგმნება კარგი იქნება , მანდ ჯერ საერთოდ არ არის მგონი ნათარგმნი , ხანდახან თვითონ რუკასაც კი არ მიხსნის ქართულად

ზოგადად უნდა დაწერონ სიახლეები , რის თარგმნას აპირებენ ოფიციალურად და რისი თარგმნის უფლებას არ აძლევენ

Posted by: MONTY 23 Oct 2013, 21:57
http://www.picz.ge

http://www.picz.ge

Posted by: Grend-lordz 16 Nov 2013, 03:14
საშინელებაა ქართულად თარგმნილი ნებისმიერი უცხოური საიტი

Posted by: Accident 16 Nov 2013, 14:34
Google Account -ების ენების ჩამონათვალში, ჩაემატა ქართული

user posted image














Grend-lordz
QUOTE
საშინელებაა ქართულად თარგმნილი ნებისმიერი უცხოური საიტი

არა უშავს, სადაც დანარჩენი ასამდე ენაზე მოსაუბრე ერი იტანს მაგ საშინელებას, როგორმე ჩვენც ავიტანთ yes.gif

Posted by: ჩარლი 16 Nov 2013, 15:31
გუგლის თემაში არ მიპასუხეს და რა მაინტერესებს, ზოგი რამ ჯიმეილზე მაქვს და ზოგიც იაჰუზე და შეიძლება მთლიანად ეგენიც იაჰუზე გადმოვიყვანო? რომ ძველი აქტივობები არ დამეკარგოს....

Posted by: Accident 16 Nov 2013, 16:17
ჩარლი
QUOTE
გუგლის თემაში არ მიპასუხეს

აქ მითუმეტეს........ თვეში ერთხელ თუ შემოვა ვინმე......

Posted by: MONTY 17 Nov 2013, 00:52
Accident
QUOTE
Google Account -ების ენების ჩამონათვალში, ჩაემატა ქართული

დიდიხანია დაემატა


რა უნდა თარგმნონ და რა არ უნდა თარგმნონ ეგ მაინც ვერ გავიგე , GDG Tbilisi მ არ მითხრა mad.gif

იმედია იუთუბის და გმაილს მაინც თარგმნიან

Posted by: vazhatu 5 Mar 2014, 02:11
მაგრად გადამითარგმნა რა biggrin.gif

user posted image


Posted by: Accident 15 Apr 2014, 23:24
თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და Google- ის ერთობლივი პროექტი
http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=2484

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2013 წელს დაასრულა თბილისის მეტროპოლიტენის და ავტობუსის მარშრუტების,
გაჩერებების და განრიგების ინფორმაციის ინტეგრაცია Google-ს სისტემაში (Google Transit).

რამდენიმე თვის განმავლობაში, Google-ის მიერ აღნიშნული სერვისი იმყოფებოდა ტესტირების რეჟიმში, რაც განპირობებული იყო Google-ის,
საკმაოდ მკაცრი და მაღალი სტანდარტების მქონე პოლიტიკით.

Google-transit არის Google Maps პროექტის ნაწილი და მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია თავისი მგზავრობის დაგეგმვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ პროექტში ჩართულია მსოფლიოს ყველა განვითარებული ქალაქი, 2014 წლის დასაწყისიდან თბილისიც ამ ქალაქთა სიას შეურთდა.

up.gif


user posted image

Posted by: AUTOCRAT 24 Apr 2014, 00:46
გაქართულებისა რა გითხრათ და http://forum.ge/?f=29&showtopic=34645689

Posted by: Accident 24 Apr 2014, 12:30
AUTOCRAT
მაქამდე http://forum.ge/?showtopic=34628817&st=0

Posted by: MONTY 25 Apr 2014, 17:18
Google Keep ც უთარგმნიათ

იუთუბი და გმაილი თარმგმნონ პირველ რიგში და შემდეგ დანარჩენები mad.gif

Posted by: benito777 9 Jun 2014, 13:25


ისე ამ ბოლო დროს ვაკვირდები და მაგარი დარხეული აქვს ამ საიტს

რას ფიქრობს გუგლი მის თაობაზე, უნდა კი მაგ რესურსის შენარჩუნება?

Posted by: Accident 9 Jun 2014, 13:53
ქაფქიანა
http://forum.ge/?showtopic=34534576

Posted by: 77vano77 19 Jun 2014, 16:58
1111111111111111111111111111111111111111111111111111111

Posted by: MONTY 1 Aug 2014, 01:58
ვებ-მასტერის ინსტრუმენტები
https://www.google.com/webmasters/tools/richsnippets?q=


ნაწილობრივ ქართულად

Posted by: MONTY 19 Nov 2014, 02:26
Google Docs, Sheets , Slides , Drawings თარგმნეს ქართულად
up.gif

იუთუბიც თარგმნონ მალე , ყველაზე მეტად გამოყენებადი არის

Posted by: ლაშა117 20 Nov 2014, 00:09
google keep თარგმნოს ვინმემ რა იქნება smile.gif კარგი პროგრამაა

Posted by: MONTY 20 Nov 2014, 00:35
ლაშა117
QUOTE
google keep თარგმნოს ვინმემ რა იქნება

თარგმნილია როგორც ვებ ისე ანდროიდ ვერსიაც smile.gif

Posted by: AUTOCRAT 22 Nov 2014, 12:59
Inbox თარგმნონ, გმაილს ჩაანაცვლებს მალე

Posted by: MONTY 22 Nov 2014, 21:08
AUTOCRAT
QUOTE
Inbox თარგმნონ, გმაილს ჩაანაცვლებს მალე

ეგეც მალე იქნება სავარაუდოდ

http://www.picz.ge

Posted by: david1010 13 Apr 2015, 17:18
იუთუბი გაქართულებულა bis.gif bis.gif bis.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Accident 13 Apr 2015, 19:18
QUOTE
იუთუბი გაქართულებულა

up.gif

იქნებ, ქვეყნებშიც დაამატონ საქართველო.........

Posted by: AUTOCRAT 14 Apr 2015, 02:24
QUOTE
იუთუბი გაქართულებულა

bis.gif up.gif ძლივს chups.gif
აქვე ჩემი აზრით
პირდაპირ ეთერშია (LIVE NOW) — ჯობია იყოს „ეთერშია“
მოგვიანებით სანახავი (Watch Later) — „გადადებული“ ჯობია
დასაკრავი სიები (PLAYLISTS) — დასაკრავ სიებს ისევ პლეილისტი ჯობდა mo.gif
„გამოქვეყნდა {day} {month}, {year}-ში“ ამას ჯობდა „გამოქვეყნდა {day} {month}, {year}“ ან „გამოქვეყნებულია {day} {month}, {year}“
ვიდეო სახელის ქვეშ ამტვირთავის მისათითებლად ჯობდა მაგალითად „ავტორი U2VEVO“ ახლანდელი „U2VEVO-ის მიერ“ ნაცვლად, ან დარჩენილიყო მხოლოდ არხის სახელი უფრო უკეთესი იქნებოდა ყოველგვარი „-ის მიერ“-ის და „ავტორის“ გარეშე

Posted by: Accident 14 Apr 2015, 16:00
QUOTE
პირდაპირ ეთერშია (LIVE NOW) — ჯობია იყოს „ეთერშია“

მანდ მთავარი "პირდაპირი" არაა?!

QUOTE
დასაკრავი სიები (PLAYLISTS) — დასაკრავ სიებს ისევ პლეილისტი ჯობდა

no.gif

QUOTE
ვიდეო სახელის ქვეშ ამტვირთავის მისათითებლად ჯობდა მაგალითად „ავტორი U2VEVO“

ავტორი და ამტვირთავი ყოველთვის ხომ არაა ერთიდაიგივე.

QUOTE
უკეთესი იქნებოდა ყოველგვარი „-ის მიერ“-ის და „ავტორის“ გარეშე

და ინგლისურ ვერსიაზეც წერია by.
ჩვენ, რატომ უნდა შევცვალოთ.....

Posted by: AUTOCRAT 15 Apr 2015, 00:28
QUOTE
ავტორი და ამტვირთავი ყოველთვის ხომ არაა ერთიდაიგივე.

თუმცა, პოლონელებს და ფინელებს მაგან პრობლემა არ შეუქმნა
user posted image
user posted image
QUOTE
და ინგლისურ ვერსიაზეც წერია by.
ჩვენ, რატომ უნდა შევცვალოთ.....

აუცილებელია 1-1-ში ინგლისურის ასლი გადავიღოთ? მითუმეტეს ქართული არ იძლევა მრავალფეროვანი წინდებულების გამოყენების საშუალებას.
რუსული
user posted image
სომხური
user posted image
ბერძნული (არ თარგმნეს პლეილისტი)
user posted image

Posted by: Accident 15 Apr 2015, 01:05
QUOTE
თუმცა, პოლონელებს და ფინელებს მაგან პრობლემა არ შეუქმნა

და პრობლემა რას უნდა შეექმნა?

by -ის ლოგიკა არის ეგ, რაც დავწერე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, youtube-ს შემქმნელებიც ხომ autor-ს მიაწერდნენ?
ამერიკელებსაც ტერმინის პრობლემა ხომ არ ექნებოდათ.

რადგან პოლონელებმა და ფინელებმა by არ მიაწერეს, ე.ი. მაგათ არ
გადაუთარგმნიათ ლოგიკურად.


QUOTE
აუცილებელია 1-1-ში ინგლისურის ასლი გადავიღოთ?

თან ამბობ playlist გადმოვიტანოთ "პლეილისტადო" და თან, ნორმალურად
თარგმნას "ასლის გადაღებას" უწოდებ? spy.gif

Posted by: კატანკა 17 Apr 2015, 15:48
MONTY
QUOTE
ყველაზე მეტად გამოყენებადი არის


იქნებ http://datomalania.blogspot.com/2014/07/gmail.html, ან ბლოგია ყველაზე გამოყენებადი?

გუგლს მარტო ბლოგერი დარჩა, იმედია მალე მოუყომარებენ

ტემების გაქართულება კი მხოლოდ დროის და პატარა ხელცქვიტობის ამბავია

მალადეც გუგლი

Posted by: MONTY 18 Apr 2015, 05:13


jump.gif up.gif


ახლა ედსენსი , ანალიტიკი , G + და ბლოგი თარგმნონ და მართლა მაგრები იქნებიან ! biggrin.gif

კატანკა
QUOTE
იქნებ ფოსტა, ან ბლოგია ყველაზე გამოყენებადი?

ძაან საეჭვოა ფოსტა იყოს პორველზე რადგან არაერთი ლისტი შემხვედრია სადაც უმრავლესობას მაილ.რუ და იაჰუ ქონდა


Posted by: Accident 18 Apr 2015, 15:10
კატანკა
QUOTE
მალადეც გუგლი

გუგლი რატო?





MONTY
QUOTE
ახლა ედსენსი , ანალიტიკი , G + და ბლოგი თარგმნონ და მართლა მაგრები იქნებიან !

წესით უკვე თარგმნილიც ექნებათ.
ცალკე პროდუქტზე მორგებას რა შეეხება, არა მგონია შუა პროცესში გაჩერდნენ.

Posted by: ALABAMА 19 Apr 2015, 04:41
და რა საჭიროა ეს გაქართულება


ი დონტ სი ენი სენს

Posted by: Accident 19 Apr 2015, 16:51
ALABAMА
იმიტომ, რომ დედამიწაზე ცხოვრობს ხალხთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ საკუთარი ენა - ქართული.

ეს ენა, განსხვავდება იმ ენისგან, რომელზეცაა შექმნილი ეგ კონკრეტული პროდუქტი - Youtube.

ხოდა, ამ ხალხმაც რომ თავისუფლად გამოიყენოს ეს პროდუქტი, მაგისთვისაა საჭირო.


მგონი ელემენტარულია, არა?

ამასთან, ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმებულია, რომ ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ხალხი არის
თანაბარუფლებიანი, არანაირი ვალდებულება არ აქვთ შეისწავლონ უცხო ენა და მათი ფუნდამენტური
უფლებაა, საკუთარ ქვეყანაში მომსახურება და პროდუქტი მიიღონ საკუთარ ენაზე.

მაგის გარდა, ჩვენი ქვეყანა, შესაბამისი გეოპოლიტიკური და ისტორიული თვისებურებების გამო, ამჟამად
არ არის საჭიროებისამებრ ჩართული მსოფლიოს "ცხოვრებაში" და თითოეული ასეთი საქმე, ხელს აძლევს
მისი ცნობადობის გაზრდას და პრესტიჟის ამაღლებას.
რაც, თავის მხრივ, ამ სახელმწიფოს მოსახლეობას დაეხმარება ფინანსურ/მატერიალური მოგების გაზრდაში.


ზუსტად ამ მიზეზების გამოა, რომ კიდევ 80 ენაზეა თარგმნილი youtube და მათ შორის არის გერმანული, ფრანგული, ბერძნული და ა.შ.


ქართველები თუ ახერხებენ გაუგონ, თავიანთი ენისგან სრულიად განსხვავებულ ინგლისურს, როგორმე გერმანელებიც, ფრანგებიც
და ა.შ. მოახერხებდნენ რამის გაგებას ხომ? მითუმეტეს, როცა ერთიდაიგივე დამწერლობა აქვთ.

მაგრამ, როგორც სჩანს ისინი ხედავენ რაღაც "სენსებს"......

Posted by: shoshia 20 Apr 2015, 15:50
QUOTE
დასაკრავი სიები (

უბრალოდ "ცამონათვალი" რომ იყოს ან "სია"?
დასაკრავი რომაა ისედაც ცხადია არაა? აბა სათოხარი ხომ არ იქნება?
პ.ს.
მე როგორც ზარმაცი ვცდილობ ტარგმანი მინიმალური იყოს....ტან ქაღთული სიტყვები 2-3 ჯერ გრძელია ხოლმე ინგლისურზე
პლე-ი ---- და -საკ-რა-ვი
ლისტ --- სი-ა

Posted by: gioo1331 20 Apr 2015, 15:59
youtube უკვე ქართულადაა

-----------------------------------------------------

Posted by: bravalo 20 Apr 2015, 17:05
MONTY
QUOTE
ჩემი აზრით აუცილებელია სრულად ითარგმნოს
Youtube
Gmail
Google Chrome
Play
G +
Blogger
Map ის თ

გეთანხმები

Posted by: Beqa Arabuli 24 Apr 2015, 07:59
კარგია ეს ყველაფერი მაგრამ ქრომის თარგმნას ველოდები უკვე რამდენი ხანია.

ქრომის თარგმნის შემდეგ გაფართოებების თარგმნაც გახდება შესაძლებელი ქართულ ენაზე და ეგენი მზესუმზირასავით მიდის biggrin.gif

თან ქრომ-ოს თუ გაიქაჩა (ალბათ გაიქაჩება რამდენიმე წელში) კარგი იქნება ქართულად გვქონდეს ქრომი და ყველა მნიშვნელოანი გაფართოება.

Posted by: კატანკა 24 Apr 2015, 12:18
MONTY
QUOTE
ძაან საეჭვოა ფოსტა იყოს პორველზე რადგან არაერთი ლისტი შემხვედრია სადაც უმრავლესობას მაილ.რუ და იაჰუ ქონდა



მეილრუ მაგიტომაც არის რომ ძველი თაობა ინგლისურს ვერ გებულობს. მთელი დავიდარაბა მაგაზე მაქვს სამსახურში. გუშინაც ერტი სიმპატიკო ქალბატონი მაგაზე გამიბრაზდა. თავი მაინც დამიქნიეო smile.gifროცა გებულობენ, ფოსტა ქართულია-თქო. მაგრა უხარიათ.

აი როცა ქართულ ვინდოუსს და ოფისს ვანახებ, თავიდან უარყოფითი რეაქცია აქვთ, მაგრა შემდეგ ეჩვევიან. თან სპელინგის და მოტივტივე მენიუც ძალიან კარგია. თან ცოტას რომ მივტუქსავ, ქარტული ანბანი და რამე შველის...




Accident
QUOTE
QUOTE
მალადეც გუგლი

გუგლი რატო?




აბა, პარტიას? ფიქრობ რომ ქართველების თარგმანია?
QUOTE
ALABAMА
იმიტომ, რომ დედამიწაზე ცხოვრობს ხალხთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ საკუთარი ენა - ქართული.

ეს ენა, განსხვავდება იმ ენისგან, რომელზეცაა შექმნილი ეგ კონკრეტული პროდუქტი - Youtube.

ხოდა, ამ ხალხმაც რომ თავისუფლად გამოიყენოს ეს პროდუქტი, მაგისთვისაა საჭირო.


მგონი ელემენტარულია, არა?

ამასთან, ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმებულია, რომ ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ხალხი არის
თანაბარუფლებიანი, არანაირი ვალდებულება არ აქვთ შეისწავლონ უცხო ენა და მათი ფუნდამენტური
უფლებაა, საკუთარ ქვეყანაში მომსახურება და პროდუქტი მიიღონ საკუთარ ენაზე.

მაგის გარდა, ჩვენი ქვეყანა, შესაბამისი გეოპოლიტიკური და ისტორიული თვისებურებების გამო, ამჟამად
არ არის საჭიროებისამებრ ჩართული მსოფლიოს "ცხოვრებაში" და თითოეული ასეთი საქმე, ხელს აძლევს
მისი ცნობადობის გაზრდას და პრესტიჟის ამაღლებას.
რაც, თავის მხრივ, ამ სახელმწიფოს მოსახლეობას დაეხმარება ფინანსურ/მატერიალური მოგების გაზრდაში.


ზუსტად ამ მიზეზების გამოა, რომ კიდევ 80 ენაზეა თარგმნილი youtube და მათ შორის არის გერმანული, ფრანგული, ბერძნული და ა.შ.


ქართველები თუ ახერხებენ გაუგონ, თავიანთი ენისგან სრულიად განსხვავებულ ინგლისურს, როგორმე გერმანელებიც, ფრანგებიც
და ა.შ. მოახერხებდნენ რამის გაგებას ხომ? მითუმეტეს, როცა ერთიდაიგივე დამწერლობა აქვთ.

მაგრამ, როგორც სჩანს ისინი ხედავენ რაღაც "სენსებს"......


ინ ინგლიშ პლს,

ქართული არ მეკერკება



Posted by: Accident 24 Apr 2015, 20:16
კატანკა
QUOTE
ფიქრობ რომ ქართველების თარგმანია?

აბა, Google-ს სასტავმა ისწავლა ქართული, ქართველებს, ჩვენი პროდუქტები გადავუთარგმნოთო?

აღნიშნულია პირველ გვერდზე, ვინ და როგორ თარგმნა.

Posted by: MONTY 24 Apr 2015, 21:38
კატანკა
QUOTE
მეილრუ მაგიტომაც არის რომ ძველი თაობა ინგლისურს ვერ გებულობს. მთელი დავიდარაბა მაგაზე მაქვს სამსახურში. გუშინაც ერტი სიმპატიკო ქალბატონი მაგაზე გამიბრაზდა. თავი მაინც დამიქნიეო smile.gifროცა გებულობენ, ფოსტა ქართულია-თქო. მაგრა უხარიათ.

მეეჭვება მთავარი მიზეზი ეგ იყოს რადგან რუსულად Gmail ც იყო/არის
ჩემი პირველი მაილიც 2006-7 ში mail.ru იყო რადგან სხვა არ ვიცოდიიყო პოპულალური biggrin.gif თუ არსებობდა , შემან ეგ ის პერიოდია როდესაც ჩეთები იყო პოპოლალური biggrin.gif
შემდეგ გავიგე yahoo ზე და შემდეგ უკვე Gmail ზეც
მიზეზი mail.ru ს პოპოლარობის არის ჩემი აზრით არა რუსული არამედ არაინფორმირება smile.gif

Posted by: Accident 26 May 2015, 00:26
https://www.google.com/doodles/georgia-independence-day-2015

up.gif

http://imgur.com/kVVqRdy.gif

Posted by: კატანკა 26 May 2015, 12:44
QUOTE
აბა, Google-ს სასტავმა ისწავლა ქართული, ქართველებს, ჩვენი პროდუქტები გადავუთარგმნოთო?

აღნიშნულია პირველ გვერდზე, ვინ და როგორ თარგმნა.



Accident

პროგრამების თარგმნა უკვე აპრობირებული მეთოდია, ნეტა რატომ არ თარგმნიან კორელს, ადობეს პროდუქტებს, პინნაკლეს.. ამაზონს, და ა.შ.

ასე რომ მადლობა, ჩემი აზრით გუგლს ეკუთვნის

მთარგმნელებიდან გუგუშვილი ვიცი, კახა და შერვაშიძეს ვიცნობ...

Posted by: Accident 26 May 2015, 15:06
კატანკა
და აპრობირებული რა შუაშია?

მაგ პროგრამების სათარგმნად, დიდი რესურსია საჭირო, დროითი და შესაბამისად ფინანსური.

Adobe რატომ იქნება დაინტერესებული საქართველოს მცირერიცხოვანი ბაზრით, რომლის 99%-იც
მისი პროდუქტების პირატულ ვერსიებს იყენებს? ანუ, ვერანაირ მოგებას ვერ ღებულობს.

საქართველოდანაც, ალბათ არავინ ეხმაურება, რთულია იპოვო პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც
უნდა გამონახოს იმდენი დრო, რომ სრულყოფილად იმუშაოს მასეთ პროექტებზე.

Posted by: კატანკა 27 May 2015, 11:17
Accident
მე ვუპასუხე შენს მოსაზრებას, რომ მადლობა გუგლს არ ეკუთვნის. მე ვთვლი, რომ მადლობა გუგლს ეკუთვნის, ვინაიდან თარგმნის საშუალება ჩადო.

ყველა კორპორაცია ინდივიდუალურად წყვეტს თარგმნის პრობლემას, ვთქვათ, ვიკიპედია: ნებისმიერს შეუძლია თარგმნოს, სოციალურ ქსელებში მოხალისეები ასრულებენ ამ სამუშაოს.

გუგლიდან (აგრეთვე ბვერი ვებ.2 სერვისებიდან) მეც მომდის პერიოდულად 10 სიტყვიანი პორცია და ვთარგმნი ხოლმე და ვუგზავნი

მაიკროსოფტის ძველ პროდუქტებში ხალხს ქირაობდნენ, 95-ში 1-1მა აქურმა მოხალისემ ინგლისურ განლაგებაზე დაწყობილი დუმბაძე მთავრული გაუგზავნა და საშინელება გამოვიდა. თვითონ ძალიან კმაყოფილი იყო რომ საქვეყნო საქმე გააკეთა. შემდეგ კი შეცვალეს სილფაენზე....

გამოხმაურებაზე მეტად პრობლემა პროგრამის მოდელი მგონია,
ვგულისხმობ იმას, რომ როგორ ხდება თარგმნა და თარგმნილი მასალის განზოგადება

თუ შეიძლება ამათი
QUOTE
აღნიშნულია პირველ გვერდზე, ვინ და როგორ თარგმნა.


ლინკი გამომიგზავნო?

თარგმანის შიგნით არის ბევრი ლაფსუსსი. ბევრჯერ მივწერე, მაგრამ არ გაუსწორებიათ და ვნახო, იქნებ შევძლო მივაწვდინო ხმა

Posted by: Accident 27 May 2015, 22:55
კატანკა
არ მითქვამს რომ არ ეკუთვნის, უბრალოდ Google უკვე ათი წელია იძლევა თარგმნის საშუალებას და ეს სიახლე არაა.
https://forum.ge/?showtopic=33622767&st=0

Google.ge -ც კარგა ხანია გვაქვს და გაქართულებული იყო აქამდეც.

უბრალოდ ეს ბოლო წლები, საქართველოდან არ იყო აქტიურობა, ვერავინ მოიცალა მაგ საკითხებისათვის და მიგდებული იყო.
ხოლო, ის, რომ მუშაობა ახლა განახლდა სწორედ ამათი დამსახურებაა და მადლობაც, ამათ ეკუთვნით.

და თან google, ზუსტადაც, რომ რეკლამებზე დამოკიდებული კომპანიაა და მისთვის დამატებითი აუდიტორია, ავტომატურად დამატებითი
შემოსავალია, ისევე როგორც Facebook-ისთვის და ისიც ამიტომ ზრუნავს რომ მარტივად ჩართოს ხალხი, თავის ენაზე თარგმნის პროცესში.



QUOTE
ლინკი გამომიგზავნო?

ესენი არიან, ექნებათ საკონტაქტო ინფორმაცია ან ბლოგზე, ან ფეისბუქზე.....
https://www.google.com/search?q=GDG+tbilisi&ie=utf-8&oe=utf-8#q=GDG+%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98

Posted by: კატანკა 28 May 2015, 23:10
QUOTE
არ მითქვამს რომ არ ეკუთვნის, უბრალოდ Google უკვე ათი წელია იძლევა თარგმნის საშუალებას და ეს სიახლე არაა.
Gmail/Google გაქართულება დასრულდა



ვერ დაგეთანხმები

http://datomalania.blogspot.com/2014/07/gmail.html

მე არ ვიცი 2005ში ვინ რა დასრულა, ფოსტა 2014 წლის ივლისიდან არის ქართული. რამდენიმე წლით ადრე იყო საძიებო, შემდეგ თარჯიმანი

2013 წლის მარტში პირველად გაჩნდა ფოსტის რეგისტრაციის დროს ქართული ინტერფეისი (ფოსტა შიგნით ისევ ინგლისური იყო). მე 11 მარტს აღმოვაჩინე. მაშინ ენის ჩამონათვალში ჯერ კიდევ არ ეწერა „ქართული“ და აფრიკული უნდა აგერჩია და ქარტულზე გადადიოდა smile.gif

მე ეს ყველაფერი რიცხვების და საათების დონეზე მაქვს smile.gif


QUOTE
https://www.google.com/search?q=GDG+tbilisi...%83%A1%E1%83%98

მივწერე, ვნახოთ რას მიპასუხებენ...

მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: Accident 28 May 2015, 23:48
კატანკა
QUOTE
მე არ ვიცი 2005ში ვინ რა დასრულა

ხოდა წერია იმ თემაში, რამდენიმე სქრინიც დევს.


QUOTE
ფოსტა 2014 წლის ივლისიდან არის ქართული. რამდენიმე წლით ადრე იყო საძიებო, შემდეგ თარჯიმანი

აბა, მე სხვა რამე დავწერე წინა პოსტში?

გააქართულეს ადრე, მერე google-მა განაახლა თავისი სერვისები, მაგრამ ქართველებს აღარ განუახლებიათ თარგმანი,
ამიტომ ყველაფერი ისევ იყო ინგლისური. მხოლოდ საძიებო და თარჯიმანი იყო ქართულად.

2013 წლიდან, უკვე ესენი თარგმნიან, ეს თემაც, 2013 წელსაა გახსნილი.....

Posted by: MONTY 7 Aug 2015, 01:00
სიახლე აღარ არის ხო ? sad.gif

sad.gif

Posted by: Tabo8226 9 Aug 2015, 22:11
MONTY
რაღა სიახლე გინდა, იუთუბი ითარგმნა, ჯიმეილი ითარგმნა, მაპსი ითარგმნა, გუგლი ითარგმნა, დარჩა რამე? biggrin.gif

Posted by: AUTOCRAT 9 Aug 2015, 22:54
QUOTE
დარჩა რამე?

დრაივი, პლასი, ბლოგერი, ფოტოები, ჯგუფები, კალენდარი ეს რასაც ვიყენებ და ორი მაგდენი კიდევ იქნება boli.gif
QUOTE
გუგლი ითარგმნა

ისე ქართული გუგლი ასეთუ უბედური და ქვის ხანაში რატოა ჩარჩენილი live search-იც კი არ მუშაობს facepalm.gif შედარებისთვის:
google.ge ქართულენოვანი
user posted image
google.ge ინგლისურენოვანი
user posted image

Posted by: Accident 9 Aug 2015, 23:09
AUTOCRAT
QUOTE
live search-იც კი არ მუშაობს facepalm.gif

არადა მაგარი დებილობაა ეგ.

შედეგების მიხედვით, search-ში რაღაცის კორექტირება და დაზუსტება რომ მინდა,
მაშინვე მიქრობს ყველა შედეგს.
ქართულზე კიდევ, მშვიდად ვარ ხოლმე.

ისე სიძველეებიდან, ქართულს მაღლა შავი ზოლიც აქვს შემორჩენილი, მაგას მაინც
რატომ არ ცვლიან....






Tabo8226
QUOTE
დარჩა რამე? biggrin.gif

მთავარი - პროგრამები!

აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი - Chrome და Earth

Posted by: AUTOCRAT 10 Aug 2015, 02:04
Accident
QUOTE
შედეგების მიხედვით, search-ში რაღაცის კორექტირება და დაზუსტება რომ მინდა,
მაშინვე მიქრობს ყველა შედეგს.
ქართულზე კიდევ, მშვიდად ვარ ხოლმე.

გამოსართავი ჰქონია
user posted image

Posted by: Accident 10 Aug 2015, 02:28
AUTOCRAT
კი, უბრალოდ არ ვიყენებ cookies და ანგარიშს და ყოველ ჯერზე უნდა მანდ შესვლა...

Posted by: MONTY 11 Aug 2015, 21:31
Tabo8226
QUOTE
დარჩა რამე?

adsense , Analytics , Chrome , Chrome OS (?) , Earth, Google+ , Blogger და კალენდარის ვებ ვერსია , picasa , panoramio, ა.შ და ა.შ biggrin.gif

Posted by: Tabo8226 13 Aug 2015, 12:52
QUOTE
adsense , Analytics , Chrome , Chrome OS (?) , Earth, Google+ , Blogger და კალენდარის ვებ ვერსია , picasa , panoramio, ა.შ და ა.შ 

ჰო კაი ჰო :/ ჩუმად ვარ biggrin.gif

Posted by: Accident 13 Aug 2015, 13:19
ვებ ვერსიები ხო, მაგრამ პროგრამებს გეგმავენ, რო საერთოდ.......

Posted by: AUTOCRAT 30 Sep 2015, 11:44
QUOTE
იუთუბი გაქართულებულა

ქვეყნებს საქართველოც შეემატა up.gif

Posted by: H_H_H_H 13 Nov 2015, 14:15
მაგარია გუგლიჯანი yes.gif

-----------------------------

Posted by: AUTOCRAT 11 Dec 2015, 21:05
რუკებში ვინ დააწერა სატელიტი vik.gif თანამგზავრის ნაცვლად

Posted by: MONTY 17 Dec 2015, 22:20
ახლა აღმოვაჩინე იუთუბს ქართული თარგმანი რო დაუმატებია smile.gif
თარგმნის ხარისხი ძაან ცუდია მაგრამ მაინც smile.gif

Posted by: Accident 17 Dec 2015, 22:38
MONTY
ეგ ხომ ჰქონდა, CC-ში.


ხო, კიდევ, რამდენიმე კვირაა თბილისს რუკაზე live traffic დაემატა, ანუ გზებზე არსებული მოძრაობის შესახებ ინფორმაცია, მუდმივ რეჟიმში.

https://www.google.com/search?q=tbilisi+live+traffic&ie=utf-8&oe=utf-8
https://goo.gl/maps/ZAKKWdKEMuw

Posted by: ratomac aRa 8 Oct 2016, 22:38
QUOTE
რას ფიქრობს გუგლი მის თაობაზე, უნდა კი მაგ რესურსის შენარჩუნება?


აღარ უნდა, მალე გაუქმდება და ფოტოები გადავა გუგლის რუკაზე


Posted by: MONTY 4 Dec 2016, 18:02
დაამთავრეს როგორც ჩანს თარგმანი , არადა არის კიდე სათარგმნელი sad.gif

Posted by: devcom 24 Jan 2017, 14:40
ბლოგს არ დაადგა საშველი




Posted by: jugelge 27 Jan 2017, 19:01
Accident
სხვათაშორის საკმაოდ კარგად მუშაობს )))))

Posted by: AUTOCRAT 14 Aug 2017, 16:58
გუგლის voice typing-ში და Google Cloud Speech API-ში ქართულის მხარდაჭერაც დაემატა jump.gif

https://www.blog.google/products/search/type-less-talk-more/

Posted by: Accident 14 Aug 2017, 18:00
კარგია, კიდევ უფრო კარგია, მაგალითისთვისაც ჩვენი ენა და ანბანი რომ მოიყვანეს......

user posted image

Posted by: MONTY 15 Aug 2017, 04:26
საკაიფოა up.gif ხანდახან უჭირს ამოცნობა მაგრამ მაინც
იმედია შემდეგი ეტაპი სხვა სისტემებში ინტეგრაცია იქნება, მაგ: ბრაუზერში , ვინდოუსში და ა.შ

ახლა ვნახე და FB ზე ტელეფონიდან იწერება სტატუსი , მესიჯებიც
ისე მობილურ ოპერატორებს SMS ქართული ტექსტით კიდე ფასიანი აქვთ ?

Posted by: Accident 15 Aug 2017, 06:51
MONTY
და როდის იყო ქართული ტექსტით ფასიანი?
2000-იან წლებში, უბრალოდ ქართულად დაწერა და წაკითხვა იყო შეუძლებელი და მაგიტომ არსებობდა ეგ მომსახურება, რომ ქართული ტექსტის ნაცვლად, სურათს აგენერირებდა და იმას აგზავნიდა.

თორემ თანამედროვე სმარტფონებზე, ალბათ 10 წელი იქნება, ჩვეულებრივად იგზავნება ქართული ტექსტი.
ერთი ეგაა, რომ უნიკოდ სიმბოლოები მეტ ადგილს იკავებს და ერთი შეტყობინების 160-იან ზღვარს 70-მდე ამცირებს.

Posted by: soso7777 15 Aug 2017, 17:33
სასმსუნგ გალაქსი ს7 მაქვს და რატომღაც არც google app-ში და არც gboard-ში voice input-ის ენებში ქართული ენა არ არის დამატებული. რამე აფდეითი არის საჭირო?

Posted by: AUTOCRAT 16 Aug 2017, 02:38
soso7777
QUOTE
რამე აფდეითი არის საჭირო?

store-დან განაახლე მოსული იქნება უკვე.

Posted by: MONTY 20 Aug 2017, 01:36
Accident
QUOTE

და როდის იყო ქართული ტექსტით ფასიანი?

მგონი იყო 5-6 წლის უკანაც
ან ლათინურად გაგზავნილი , ქართულად რო მისვლოდა ( კონვერტორი ) იყო ფასიანი მაგრამ ზუსტად არ მახსოვს



პ.ს უცხო სიტყვები უჭირს და სავარაუდოდ ტექსტური (ხმოვანი ? ) ბაზა აქვთ და ბაზის მიხედვით ხდება ამოცნობა
არარსებული სიტყვებს თუ იტყვი , 10 დან მინიმუმ 6 ს ვერ გებულობს და იმედია მიაქცევენ ყურადღებას არ გაჩერდებიან არსებული შედეგზე

ისე საინტერესოა რატო არ თარგმნიან ქრომს და სხვა დესკტოპ პროგრამებს
ასევე კაი იქნებოდა , ქრომისთვის ოფიციალურ სპეჩელკერიც რო გააკეთონ


პ.ს Google Text-to-speech ში დაუმატებიათ 6 ახალი ენა აპრილში და იმედია შემდეგ დიდ განახლებაში ქართულსაც დაუმატებენ

Posted by: Accident 20 Aug 2017, 01:57
MONTY
ანუ, მხედველობაში ის მქონდა, რომ ქართული ტექსტით გაგზავნას, რამე გადასახადი არ ედო.

ფასიანი იყო ცალკეული მომსახურებები, ვისაც არ გააჩნდა ტელეფონში ქართული ენა, იმათთვის.
ეგ შეიძლება დღემდე ფასიანი იყოს და ამაში აღსანიშნავს ვერაფერს ვხედავ. ცალკე მომსახურება თუ ფასიანი იქნება.
* * *
QUOTE
ისე საინტერესოა რატო არ თარგმნიან ქრომს და სხვა დესკტოპ პროგრამებს
ასევე კაი იქნებოდა , ქრომისთვის ოფიციალურ სპეჩელკერიც რო გააკეთონ

დიდი ალბათობით, მოხალისეები აკეთებენ მაგ საქმეს და ეტყობა არ აქვთ წინასწარ განსაზღვრული თარიღი

Posted by: AUTOCRAT 26 Jan 2018, 22:46
Youtube-ზე გარკვეული "შენ ქართველი არის" ტოპის თარგმანები გამოჩნდა
მაგალითად

"პირდაპირი ნაკადის გაშვება დაიწყო 2 საათი-ის წინ"

Posted by: zviozvio 21 Feb 2018, 20:16
user posted image
ცუდია sad.gif
https://www.panoramio.com/

Posted by: tamunia_ch 28 Feb 2018, 16:58
ამ პოსტს ვაერთიანებ შესაბამის თემაში:

Posted by: AUTOCRAT 4 Mar 2018, 23:11
გუგლს უკვე ქართული ხელნაწერიც ესმის jump.gif

Posted by: dvbt2 5 Mar 2018, 03:04
adword-ში კი ქართული შრიფტის გამოყენება შეიზღუდა.
იძულებული ვარ რეკლამა ლათინური შრიფტით გავუშვა ბლია რაც ეფექტურობას ამცირებს.

Posted by: Tenno 15 Apr 2018, 09:25
QUOTE (AUTOCRAT @ 5 Mar 2018, 00:11 )
გუგლს უკვე ქართული ხელნაწერიც ესმის jump.gif

სად ხდება ამოცნობა რო?
ანუ რამე აპლიკაციაში?

Posted by: mosiarule 19 Apr 2018, 16:56
QUOTE (dvbt2 @ 5 Mar 2018, 03:04 )
adword-ში კი ქართული შრიფტის გამოყენება შეიზღუდა.
იძულებული ვარ რეკლამა ლათინური შრიფტით გავუშვა ბლია რაც ეფექტურობას ამცირებს.

კაზინოებს, რომ არ ეღორათ ყველაფერი კარგად იქნებოდა

Posted by: devcom 26 Aug 2018, 10:59
mosiarule
იქნებ მომწერო კაზინოებმა რანაირად შეუშალეს ხელი? ვეცდები ხმა მივაწვდინო

Posted by: Zura_SX 3 Aug 2019, 12:02
user posted image

რა ჯანდაბა დაემართა ?
ჩვეულებრივ ჩანდა და ინგლისურზე გადავიყვანე და დაერხა

Posted by: MONTY 14 Apr 2020, 23:23
ანდროიდზე ქრომიც თარგმნეს
იმედია დესკტოპ ვერსიასაც თარგმნიან


Posted by: Geosoft 10 Jun 2020, 18:51
AUTOCRAT
QUOTE
გუგლის voice typing-ში და Google Cloud Speech API-ში ქართულის მხარდაჭერაც დაემატა
https://www.blog.google/products/search/type-less-talk-more/
Google Assistance -ს გაქართულებაზე ხოარ ფლობ ინფოს


----------
ხოარ იცით ჯგუფი ვინც აქტიურადაა გუგლის გაქართულებაში ჩართული?





http://bit.ly/2Oe2mf4

Posted by: Geosoft 20 Sep 2020, 00:45
ხოარ იცით ჯგუფი ვინც აქტიურადაა გუგლის გაქართულებაში ჩართული?

Posted by: ripsta 12 Feb 2021, 14:57
dryade
მიყვარხარ

Posted by: MONTY 18 Feb 2021, 18:18
Geosoft
QUOTE
ხოარ იცით ჯგუფი ვინც აქტიურადაა გუგლის გაქართულებაში ჩართული?

აღარავინაა როგორც ვიცი და https://crowdsource.google.com/ ს იყენებენ თარგმნისთვის

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)