"სვაროვსკის" მაღაზია მდებარეობს რუსთაველზე, ოპერაც რომ გასცდებით, დაახლოებით 50-60 მეტრში, ოპერის საპირისპირო მხარეს.
ფასები მოცემულია ევროში, ვერ ვიტყვი, იაფია, მაგრამ მოსულა შეგროვება - გააჩნია, რა მოგეწონება. თვლებით გაწყობილი საათები 300 ევრო + ღირდა, კულონები და ყელსაბამები 70 + ევრო. ქამრებიც კი ჰქონდათ.
მაგრამ ერთია - არ მომეწონა და მომკალით...ყველაფერი როგორია, იცით? აი, უშველებელი ზომა-სიგრძის, რამე ვეჩერზე რომ უნდა გაიკეთო უშველებელ დეკოლტეზე და იბრჭყვიალო. ჩემი წონა კულონებია, ვფიცავ
პეკინსა და მელიქიშვილზე არის "ეტალონ ჟენავი" - ეს არის რუსული ფირმა, მუშაობენ სვაროვსკის თვლებზე. ძალიან მიყვარს ეს ორი მაღაზია, საკმაოდ მისაღები ფასებია და ხშირად აქვთ საინტერესო რაღაცეები...თუმცა ყოველთვის არა. თანაც პეკინისა და მელიქიშვილის ასორტიმენტი საკმაოდ განსხვავდება.
კიდევ ვაკეში და ასევე პეკინზე არის "პილგრიმის" პროდუქცია. მანდაც საკმაოდ ხარისხიანი და ლამაზი ნივთებია, განსაკუთრებით ვაკის მაღაზია მომეწონა.