Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > სალმან რუშდი


Posted by: PhoenixFired 8 May 2003, 12:56
სად ვიპოვო სალმან რუშდის Satanic Verses (ელექტრონული ვერსია რუსულან ან ინგლისურად)? და თუ ვინმეს წაუკითხავს, comments please?

Posted by: Naomi 8 May 2003, 13:00
PhoenixFired
აი აქ: http://artefact.cns.ru/library/rushdie.htm

Posted by: PhoenixFired 8 May 2003, 13:04
Naomi
დიდი მადლობა 2kiss.gif
წაგიკითხავს?

Posted by: Naomi 8 May 2003, 13:11
PhoenixFired
anytime smile.gif

არა, არ წამიკითხავს. ერთმა მეგობარმა მირჩია წაიკითხეო, ძალიან სერიოზული რეცენზია გაუკეთა რუშდის (кстати, ბევრ ქვეყნებში აკრძალულიც კი არის), დამაინტერესა და მაგ საიტიდან გადმოვქაჩე ეგ .rar ფაილი 2-3 თვის წინ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ კომპიუტერის გონებას ტვირთავს biggrin.gif.

Posted by: PhoenixFired 8 May 2003, 13:23
ვიცი რომ მუსულმანები მოსაკლავადაც დასდევენ რუშდის. საოცარია, რანაირი "ღვთისგმობა" უნდა იყოს რომ თანამედროვე საზოგადოება, რომლისთვისაც ბევრი რამ უკვე მისაღები გახდა, ასე აღაშფოთა?! თუმცა მუსულმანური სამყარო ამ მხრივ "ოდნავ" განსხვავებულია...

Posted by: Naomi 8 May 2003, 13:35
PhoenixFired
QUOTE
ვიცი რომ მუსულმანები მოსაკლავადაც დასდევენ რუშდის.

სიკვდილით დასჯაც კი მიუსაჯეს 1989 წელს, მაგრამ შემდეგ ეს ბრძანება გააუქმეს...

P.S. ისე, ეგ კარგი ვინმე გამახსენე smile.gif, как раз 4 დღე ვისვენებ და წავიკითხავ, впечатления будут позже.

Posted by: Trulala 9 May 2003, 00:13
რა არის ასეთი და ვინ იყო ეგ რუშდი?

Posted by: Naomi 14 May 2003, 13:13
Trulala
QUOTE
რა არის ასეთი და ვინ იყო ეგ რუშდი?

ეს ლინკი ნახე http://www.britishcouncil.ru/britlit/russian/rushdie.htm


PhoenixFired
წაიკითხე? მე ეხლა ვკითხულობ, ძაან მაგარია up.gif
რიგშია მისივე "Последний вздох мавра"

Posted by: PhoenixFired 14 May 2003, 13:19
Naomi
QUOTE
წაიკითხე?

სამსახურში იმდენი რამე ამოვბეჭდე პატარა ტაიმაუტი უნდა ავიღო თორემ დავიწვები punch.gif

Posted by: Naomi 14 May 2003, 13:20
PhoenixFired
lol.gif რა ნაცნობი პრობლემაა! biggrin.gif

Posted by: Naomi 8 Aug 2003, 14:54
PhoenixFired
ნუ კაკ? ეზიარე რუშდის?

Posted by: GT 8 Aug 2003, 14:58
რუსულად არ ჩიტავს?

Posted by: Naomi 8 Aug 2003, 15:00
GT
არ ვიცი, რუსულად არ შემხვედრია. ნეტში და-search-ე smile.gif

Posted by: PhoenixFired 8 Aug 2003, 18:03
Naomi
QUOTE
ნუ კაკ? ეზიარე რუშდის?

უჰ, გაგიგია?! no.gif
ისე მაგრა დაემთხვა, სწორედ ეხლა ვბეჭდავ, სხვამ მთხოვა და იმედია მერე მეც შემომეკითხება

Posted by: Naomi 8 Aug 2003, 18:06
PhoenixFired
QUOTE
ისე მაგრა დაემთხვა, სწორედ ეხლა ვბეჭდავ


აქ недавно ясновидящая მიწოდეს biggrin.gif ამპლუა უნდა გავამართლო smile.gif

QUOTE
იმედია მერე მეც შემომეკითხება

ღუდ.

Posted by: maxra 8 Aug 2003, 19:21
PhoenixFired
QUOTE
თუმცა მუსულმანური სამყარო ამ მხრივ "ოდნავ" განსხვავებულია...

ცოტა კი არა კარგა მაგრად. მოვლილი მაქვს ახალ-ნაომარი ერთ-ერთი შუა აზიის რესპუბლიკა. ამისთანა უაზრო სისასტიკე სამოქალაქო ომში ჩვენც კი არ დაგვესიზმრებოდა. ასევე 11 სექტემბერს შევესწარი ერთ-ერთ საკმაოდ მდიდარ და უზრუნველ არაბულ ნავთობის სახელწიფოში და მახსოვს როგორ აღტაცებას გამოხატავდნენ ადგილობრივები. სამწუხაროდ რადიკალიზმი ძალიან ძლიერია დღესდღეობით მუსულმანურ სამყაროში.

Posted by: PhoenixFired 8 Aug 2003, 20:26
maxra
QUOTE
The Answer to the Great Question Of Life, the Universe and Everything Is... 42

reference plz smile.gif

Posted by: Vika 8 Aug 2003, 20:52
PhoenixFired
QUOTE
reference plz

I believe I can answer that, provided maxra does not mind. smile.gif

http://userpage.fu-berlin.de/~thiekeju/hitch1.txt
http://www.lib.ru/ADAMS/rhit1.txt

"Alright," said Deep Thought. "The Answer to the Great Question ..."
"Yes ...!"
"Of Life, the Universe and Everything ..." said Deep Thought.
"Yes ...!"
"Is ..." said Deep Thought, and paused.
"Yes ...!"
"Is ..."
"Yes ...!!!...?"
"Forty-two," said Deep Thought, with infinite majesty and calm.
It was a long time before anyone spoke.

Posted by: PhoenixFired 8 Aug 2003, 22:47
Vika
2kiss.gif

Posted by: maxra 10 Aug 2003, 12:48
Vika
QUOTE
I believe I can answer that, provided maxra does not mind.

Maxra does not, but the old hippie might. smile.gif How's the food in the Restaurant at the End of the Universe? Any Better than in Arby's? smile.gif


Posted by: Vika 11 Aug 2003, 17:32
maxra

2kiss.gif

Far.

Posted by: maxra 12 Aug 2003, 18:56
Vika
ნი ზა ადნუ ჩუჟუიუ კნიგუ ია იშო ნე პალუჩალ სტოკა 2kiss.gif biggrin.gif

Posted by: Vika 12 Aug 2003, 19:26
maxra
Для хорошего человека не жалко.
gigi.gif

Posted by: maxra 12 Aug 2003, 21:14
Vika
2kiss.gif
ს ნოვიმ signature - Jill smile.gif

Posted by: Zohar 13 Feb 2004, 18:18
აუ... აქეთ თურმე ანტი-აიატოლისტები შეიკრიბნენ... ნუ ტადა შალომ ვამ...

ისე კი რუშდის Shame (Стыд) თუ წაგიკითხიათ??? ინოსტრანნაია ლიტერატურაში იყო გამოქვეყნებული... ერთი 12-14 წლის წინ...
უძლიერესი რამ არის... პირველივე სტრიქონიდან ჩანს, რომ საქმე გვაქვს გენიოსთან...

Posted by: Dungeons_Of_Darkness 13 Feb 2004, 18:20
shame არა მარა the moor's last sigh წაკითხული მაქვს და ძაან მაგარია, თითქმის ისეთივე გაბრუებული დავდიოდი, როგორც - one hundred years of solitudeის მერე.

Posted by: gabarzgaleba 11 Jan 2009, 17:55
QUOTE
სალმან რუშდი, სად ვიპოვო?


მოკვლას ხო არ უპირებ? biggrin.gif

Posted by: the_lizard_king 11 Jan 2009, 18:00
QUOTE
Satanic Verses

ამას მეც ვეძებ


Posted by: LuciDiTy 12 Jan 2009, 13:47
PhoenixFired
QUOTE
სად ვიპოვო სალმან რუშდის Satanic Verses (ელექტრონული ვერსია რუსულან ან ინგლისურად)? და თუ ვინმეს წაუკითხავს, comments please?

იმ ფონზე რა აჟიოტაჟიც იყო ამ წიგნზე ატეხილი, ნამდვილად არ მომეწონა... ძალიან ჩახუჭუჭებულია, გადატვირტული... ნუ პრინციპში არაკითხვადი წიგნია... მე არ მომეწონა. მილიონჯერ მირჩევნია რუშდის ground beneath her feet

არადა ჰარდ ქოპი გამოვიწერე smile.gif მეგონა რატომღაც რომ ძალიან კარგი იქნებოდა

Posted by: tartarozi 13 Jan 2009, 02:13
მოკლედ, ალბათ ამ თემაში შემომსვლელებს დაგაინტერესებთ ის ამბავი, რომ სალმან რუშდი უსამა ბინლადენის #2 მტერი იყო. #1 მტერი იყო ბუში, მეორე კი სალმანა. როგორია? ჰოდა, სალმანს იმდენი დაცვა ჰყავს დღემდე, რამდენიც ბრიტანეთის დედოფალსsmile.gif თუ არ ვცდები, ახლაც ბრიტანეთშია. შარშან თუ შარშანწინ რაინდის ორდენიც გადასცეს.

ნორმალურად პიშამს, თუმცა, მუსლიმებისთვის მიუღებლად. ნუ, მაინცადამაინც ფანჩრისგასაწეწი არაა, მარა კარგია..

ჰოდა, ეგრეsmile.gif


Posted by: ._. 9 Oct 2011, 21:53
მაინტერესებს 2003-ის მერე თუ გაიზარდა რუშდის აუდიენცია...
აჰ, როგორაა საქმე? თუ პიუზო და როულინგი გვირჩევნია?

Posted by: burke 9 Oct 2011, 23:27


”ჩვენ ვართ ღმერთიდან და ღმერთს უნდა დავუბრუნდეთ”

მე მინდა, შევატყობინო მსოფლიოს ყველა მამაც მუსლიმს, რომ ”სატანური ლექსები”, მისი ავტორი, გამომცემელი, ყოველი მათგანი არის ისლამის მტერი, წინასწარმეტყველის მტერი, ყურანის მტერი. ყველა ის ადამიანი, რომელიც შეგნებულად იღებდა მონაწილეობას მის შექმნაში, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

მე მოვუწოდებ ყველა გულად მუსლიმს, სადაც არ უნდა იყვნენ, რომ მოკლან ისინი დაფიქრების გარეშე, რათა ამიერიდან აღარავინ გაბედოს მუსლიმების წმინდა რწმენის შეურაცხყოფა.

ყველა, რომელიც ამ წმინდა საქმისთვის მოკვდება, მარტვილია, ღმერთის რჩეულია.

ასევე, თუ ვინმე ახლოსაა სალმან რუშდისთან, მაგრამ არ ძალუძს მისი მოკვლა, ვალდებულია, შეატყობინოს ხალხს, რათა რუშდი დაისაჯოს საკუთარი ქმედებებისთვის.

ზუსტად 22 წლის წინ, 1989 წლის 14 თებერვალს ირანის სულიერმა ლიდერმა ალ-მოსავი ალ-ჰომეინიმ ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს სალმან რუშდის სიკვდილი მიუსაჯა. ფატვა “სატანური ლექსების” თარგმნა-გავრცელებაში მონაწილე ყველა პირს ეხება. რომანი, საკუთრივ ირანის გარდა, მსოფლიოს 14 სახელმწიფოში ოფიციალურად აკრძალულია. საბედნიეროდ, განაჩენი დღემდე არ აღსრულებულა. ჩანს, სამყარო ჯერ ისევ მოაზროვნე ადამიანებით არის დასახლებული.


რელიგიური რეპრესიები „განსხვავებული“ ლიტერატურის მიმართ, როგორც ნეტარხსენებული რუსთველი იტყოდა, “არ ახალია, ძველია” - ღმერთის სახელით წიგნებს უხსოვარი დროიდან ებრძვიან. ებრაელები აპოკრიფულ თალმუდებს სპობდნენ, ქრისტიანები – არაკანონიკურად მიჩნეულ თეოლოგიურ თხზულებებს. მრავლისმეტყველია ფრაზა, რომელსაც ლეგენდა ანტიკური სამყაროს საოცრების – ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელყოფაში ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილს ხალიფა უმარს მიაწერს – “თუ ეს წიგნები იგივეს ამბობს, რაც ყურანში წერია, ისინი საჭირო არ არის და თუ ყურანს ეწინააღმდეგება – მათი განადგურება, მითუმეტეს, აუცილებელიაო”.

სახელგანთქმული Index Librorum Prohibitorum - კათოლიკური ეკლესიის მიერ აკრძალული წიგნების სია კანონის სტატუსს 1966 წლამდე ინარჩუნებდა, დღეს კი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. ეკლესია ყველა ლოიალურ კათოლიკეს ბალზაკის, დეფოს, ვოლტერის, უნამუნოს, ფლობერის, სტენდალის წაკითხვისგან თავის შეკავებას ურჩევს. გადაავლეთ სახელებს თვალი და თავად განსაჯეთ, რა უფრო საზიანოა – ამ რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობა თუ – პირიქით.

არ იფიქროთ, 14 თებერვლის რომანტიკული განწყობისათვის შეუფერებელ პოსტს მხოლოდ ისტორიული ექსკურსისთვის ვწერდე. ჯვაროსნული ლაშქრობები ქართული რეალობისთვისაც აქტუალურია. ღმერთის სახელით წიგნებს ჩვენთან დღესაც ებრძვიან.

ბევრს, ალბათ, არც ახსოვს, რა აურზაური მოჰყვა ლაშა ბუღაძის “პირველი რუსის” ერთ-ერთ ქართულ გაზეთში დაბეჭდვას. აურზაური რბილად ნათქვამია – ლაშას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ და საჯარო მონანიებას მოითხოვდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი რიგითი ქართული მოთხრობის და მისი ავტორის საკითხი პარლამენტის სხდომაზე განიხილეს. რელიგიურ-ექსტრემისტული ყაიდის გაერთიანება-კავშირები დღესაც შესაშური გულმოდგინებით ებრძვიან “ჰარი პოტერს” - ვითომ სამოთხისაკენ მიმავალ გზაზე სხვა არაფერი გვეღობებოდეს. არაკეთილხმოვან ეპითეტებს და მუქარას ვერც ზაზა ბურჭულაძე გადაურჩა, რელიგიურ-ლიტერატურული ვულკანის ბოლო ამოფრქვევას კი საერთოდ არ ვახსენებ – ისედაც ყველას პირზე აკერია…

საინტერესო ის არის, რომ ამგვარ რელიგიურ ისტერიებს სტაბილური უკუშედეგი მოაქვს – „დაწყევლილი“ წიგნების პოპულარობა განუხრელად იზრდება. სალმან რუშდის 2007 წელს ბრიტანეთის დედოფალმა რაინდის ტიტული მიანიჭა, ხოლო 2008 წელს, მკითხველების ინტერნეტ-გამოკითხვის საფუძველზე, ბუკერის პრემიის ლაურეატთა შორის საუკეთესოდ აღიარეს. პოტერიადის შვიდი წიგნის ქართულად თარგმნა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი გამოდგა. ლაშა ბუღაძე და ზაზა ბურჭულაძე თანამედროვე პროზის ჰედლაინერებად მოიაზრებიან, ერეკლე დეისაძე კი თავისუფალი აზრის მოტრფიალე ახალგაზრობის კერპად იქცა… თუმცა, „საიდუმლო სირობის“ ლიტერატურულ ღირსებებს ყველაზე ზუსტ ეპითეტად, ვფიქრობ, მისივე სათაურის მეორე ნაწილი შეეფერება.

დასკვნა ერთია და უალტერნატივო – წიგნსა დ უწიგნურობას შორის ბრძოლაში ეს უკანასკნელი, აპრიორი, დამარცხებულია.

პოსტი აიათოლა ჰომეინის ფატვათი დავიწყე და იმ ქალის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც, სასტიკი და აბსოლუტურად რეალური მუქარის მიუხედავად, რუშდის “სატანური ლექსები” ინგლისურ ენაზე თარგმნა. ამ მცირე მონოლოგს ინტერნეტში ხეტიალისას გადავაწყდი და სახელდახელოდ გადმოვაქართულე. სათქმელის უფრო ზუსტად, მკაფიოდ და ლაკონურად გადმოცემა, დამეთანხმებით, შეუძლებელია.

მე ანა ნენსი ოუენი მქვია.

ეს, რა თქმა უნდა, ფსევდონიმია (მსურველი იოლად მიხვდება, საიდან გაჩნდა და რას ნიშნავს).

ის, რაც გავაკეთე, გავაკეთე იმიტომ, რომ მძულს ყველა ინკვიზიტორი რწმენის და სამოსის მიუხედავად.

მე არ შემიძლია, გულგრილი ვიყო კათოლიკეების მიმართ, “ქრისტეს უკანასკნელ ცდუნებას” რომ კრძალავენ და ფაშისტების მიმართ, ჰემინგუეის რომ წვავენ.

არ შემიძლია გულგრილი ვიყო მუსლიმების მიმართ, რომლებიც რეჟისორებს და მთარგმნელებს ხოცავენ და “ერთად მიმავალთა” მიმართ, რომლებიც “არასწორ” წიგნებს სიმბოლურ უნიტაზში რეცხავენ.

არ შემიძლია, გულგრილად ვუცქირო სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც აკრძალული წიგნების სიას ადგენენ და ტირაჟების დაბრუნებას ითხოვენ, მართლმადიდებელ კლერიკალებს, რომლებიც დარვინიზმის აკრძალვას ცდილობენ.

და ჩემი დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვინც ცდილობს, საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს ყურანი – არაფრით არის უკეთესი.

ადამიანს უფლება აქვს, გაეცნოს ნებისმიერ წყაროს საკუთარი აზრის შესაქმნელად… ის არც ისეთი გონებაჩლუნგი პირუტყვია, როგორც ხელისუფლების სათავეში მყოფნი ფიქრობენ და არც ისეთი, როგორადაც ცდილობს თავის მოჩვენებას ისტორიის გაკვეთილების მუდმივი იგნორირებით. ის – მოაზროვნე ადამიანია. რეი ბრედბერის გაფრთხილება სამეცნიერო ფანტასტიკად უნდა რჩებოდეს და არ იჭრებოდეს ჩვენს ყოველდღიურობაში ”სატანური ლექსების” მთავარი პერსონაჟის – ჯაბრაილ ფარიშტას კოშმარების მსგავსად.



http://mollybloomsday.com/2011/02/14/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/




Posted by: ._. 10 Oct 2011, 00:36
QUOTE
პოსტი აიათოლა ჰომეინის ფატვათი დავიწყე და იმ ქალის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც, სასტიკი და აბსოლუტურად რეალური მუქარის მიუხედავად, რუშდის “სატანური ლექსები” ინგლისურ ენაზე თარგმნა


burke
ისე, "სატანური ლექსები" თავიდანვე ინგლისურ ენაზე დაიწერაsmile.gif

Posted by: Alice_ 27 Sep 2014, 01:35
წარმოგიდგენთ ნოველისტსა და ესსეისტ სალმან რუშდის. smile.gif

მის სტილს მაგიურ რეალიზმს მიაკუთვნებენ, ინდოეთში დაბადებული ხშირად წერს აღმოსავლეთ და დასავლეთ კულტურების კავშირებსა და მიგრაციებზე.
user posted image

ჯერჯერობით ''ფლორენციელი ჯადოქარი'' მაქვს წაკითხული, მაგრამ ისე მომეწონა, სხვა წიგნებსაც სიამოვნებით ჩავუჯდები, თუ მოვიხელთე.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.salman-rushdie.com/

Posted by: პატრიცია 28 Sep 2014, 15:09
"შუაღამის შვილები" მაქვს წაკითხული....თავისებური ხელწერააა, მაგია-ისტორია-რეალიზმი, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე ძნელი გასარჩევია, ცოტა ჩახლართული და გაწელილი მომეჩვენა რიგი ეპიზოდები, საერთო ჯამში ღირს წაკითხვა

Posted by: positive 29 Sep 2014, 13:20
მმ
ფლორენციელი ჯადოქარი წავიკითხე
მომეწონათქო ვერ გეტყვით..

რაღაცნაირი ისტორია იყო..

არაფრისმომცემი

Posted by: ალექსანდრა91 7 Feb 2016, 23:49
2003ში გახსნილი თემა biggrin.gif
ფლორენციელ ჯადოქარს ვკითხულობ შარშან ზაფხულს აქეთ. არც თავს ვანებებ და ბოლოშიც ვერ გავედი.
წიგნის ყდას უკან აწერია, ავტორის აზრით ეს არის წიგნი რომელსაც რამდენჯერმე უნდა მიუბრუნდეო biggrin.gif

Posted by: OHOI_IKA 8 Feb 2016, 00:06
ალექსანდრა91
QUOTE
რამდენჯერმე უნდა მიუბრუნდეო

ერთხელ თუ ჩაამთავრებ კი sad.gif

მაგას რომ ვკითხულობდი, რამდენჯერმე მომინდა დამერეკა ავტორისთვის და მეთქვა, "აუ, იდი ნა #უი რა"

Posted by: la reine 17 Feb 2016, 01:29
QUOTE
რამდენჯერმე მომინდა დამერეკა ავტორისთვის და მეთქვა, "აუ, იდი ნა #უი რა"


lol.gif lol.gif
ეგაა რაა.

Posted by: senpai 17 Feb 2016, 01:39
QUOTE
სალმან რუშდი

კოელიზე ლაითად თუ ვინმე წერდა არ მეგონა და თურმე ეგეც მოახერხა ვიღაცამ biggrin.gif

ძაან პრიმიტიულად წერს, კითხულობ და ფიქრობ...

Posted by: Ocelot 17 Feb 2016, 01:44
senpai
QUOTE
კოელიზე ლაითად თუ ვინმე წერდა არ მეგონა

რა წაიკითხე? სატანის მოთხრობები ლამის ჯოისის დონეზეაო. ძაან რთული წიგნიაო.

Posted by: senpai 17 Feb 2016, 01:46
Ocelot
QUOTE
რა წაიკითხე?

ფლორენციელი ჯადოქარი, შენი მაგალითი გამოვიყენე და მივაგდე სადღაც 80 გვერდზე biggrin.gif

QUOTE
სატანის მოთხრობები

არ ვიცი მარა ზემოთაღნიშნული რომანის მერე არ გამჩენია სხვა რამის წაკითხვის სურვილი.

Posted by: merkantila 8 May 2016, 13:48
http://radikal.ru/big/795ade4d176e446aa035904e4f85c0ff

საკმაოდ მდიდარი გამოცდილების მწერალია, შუაღამის შვილებიც მომწონს, მემუარებიც და ფლორენციელი ჯადოქარიც...

Posted by: merkantila 23 May 2017, 13:55
აი ეხლა ვკითხულობ სალმან რუშდის "ათას ერთი ღამის" რიმეიქს, ჯინების დაბრუნება დედამიწაზე, დიდი ქარიშხალი და მიწას რამდენიმე სანტიმეტრით აცდენილი ჯერონიმო... ამოქაჩულ იქნას ეს თემა

Posted by: Ras_al_Ghul 23 May 2017, 16:25
merkantila
QUOTE
აი ეხლა ვკითხულობ სალმან რუშდის "ათას ერთი ღამის" რიმეიქს, ჯინების დაბრუნება დედამიწაზე, დიდი ქარიშხალი და მიწას რამდენიმე სანტიმეტრით აცდენილი ჯერონიმო... ამოქაჩულ იქნას ეს თემა


საინტერესოა?

Posted by: merkantila 23 May 2017, 17:45
Ras_al_Ghul

საინტერესოა ძალიან, მსუბუქია და კარგი საკითხავი..

http://radikal.ru

Posted by: Ras_al_Ghul 23 May 2017, 19:14
merkantila

თენქს love.gif

Posted by: merkantila 23 May 2017, 22:11
Ras_al_Ghul
არაფრის ^_^

გუშინ დავიწყე და უკვე 255 გვერდზე ვარ..

Posted by: merkantila 26 May 2017, 22:15
ახლა, როცა მაშინდელ მოვლენებს შორიდან ვუყურებთ და ზურგს დიდი ჯაფით შეძენილი ცოდნაც გვიმაგრებს, რთული არაა დავასკვნათ, რომ უკიდურესი ძალადობისკენ, ყველაფერზე ბატონობის სურვილში რომ გამოიხატება და ზოგჯერ უხეშად ტერორიზმის სახელით მოვიხსენიებთ, ყოველთვის უფრო ის მამრები იყვნენ მიდრეკილნი, რომლეთაც უმანკოება ჯერ არ დაეკარგათ ან სექსუალური პარტნიორის პოვნა ვერ მოახერხეს. სასოწარკვეთა, რომელიც მამაკაცური ეგოს შელახვას ახლავს თან, მრისხანებად და შეურაცხყოფად იქცევა. როცა ახალგაზრდა მარტოხელა კაცები სიყვარულს, უარეს შემთხვევაში თანაგრძნობას და ყველაზე უარეს შემთხვევაში სექსუალურ პარტნიორს პოულობენ, მათ უკვე აღარ აღელვებთ ასაფეთქებლად გამზადებული ქამრები, ბომბები და სამოთხეში მომლოდინე ქალწულები. ისინი სიცოცხლეს ირჩევენ. მაშინ, როცა მომაკვდავ მამრებს ჯინების საყვარელი გართობა აკლდებათ, ისინი ორგაზმის მისაღწევ ალტერნატიულ გზებს ეძებენ. სიკვდილი, რომელიც ყველა კუთხეში მარტივად ხელმისაწვდომია, ხშირად მიუწვდომელი სექსის ჩანაცვლების შესაძლებლობა გახლავთ.

Posted by: Homo Erotikus 26 May 2017, 22:24
QUOTE
ახლა, როცა მაშინდელ მოვლენებს შორიდან ვუყურებთ და ზურგს დიდი ჯაფით შეძენილი ცოდნაც გვიმაგრებს, რთული არაა დავასკვნათ, რომ უკიდურესი ძალადობისკენ, ყველაფერზე ბატონობის სურვილში რომ გამოიხატება და ზოგჯერ უხეშად ტერორიზმის სახელით მოვიხსენიებთ, ყოველთვის უფრო ის მამრები იყვნენ მიდრეკილნი, რომლეთაც უმანკოება ჯერ არ დაეკარგათ ან სექსუალური პარტნიორის პოვნა ვერ მოახერხეს. სასოწარკვეთა, რომელიც მამაკაცური ეგოს შელახვას ახლავს თან, მრისხანებად და შეურაცხყოფად იქცევა. როცა ახალგაზრდა მარტოხელა კაცები სიყვარულს, უარეს შემთხვევაში თანაგრძნობას და ყველაზე უარეს შემთხვევაში სექსუალურ პარტნიორს პოულობენ, მათ უკვე აღარ აღელვებთ ასაფეთქებლად გამზადებული ქამრები, ბომბები და სამოთხეში მომლოდინე ქალწულები. ისინი სიცოცხლეს ირჩევენ. მაშინ, როცა მომაკვდავ მამრებს ჯინების საყვარელი გართობა აკლდებათ, ისინი ორგაზმის მისაღწევ ალტერნატიულ გზებს ეძებენ. სიკვდილი, რომელიც ყველა კუთხეში მარტივად ხელმისაწვდომია, ხშირად მიუწვდომელი სექსის ჩანაცვლების შესაძლებლობა გახლავთ.

სწორხაზოვანი ანალიტიკური გაზეთის აბზაცს გავს, სათაურით ტერორიზმის სათავეებთან user.gif

Posted by: merkantila 26 May 2017, 22:57
უფრო ეპატაჟური დასკვნაა, ვიღაც უნდა გააღიზიანოს, უფრო სწორედ ზუსტად მას აღიზიანებს ვინც არის კიდევაც ამ აბზაცის პროტაგონისტი, ერთი სიტყვით ზუსტად მიდის ადრესატამდე....
* * *
მოკლედ რუშდის ფეტვის შესახებ

ინდოეთში, ისლამურ ოჯახში დაბადებულმა ბრიტანელმა მწერალმა სალმან რუსჰდიმ 1988 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა რომანი “სატანური ლექსები”. წიგნის გამოქვეყნებისთანავე, მკრეხელური შინაარსის გამო ისლამურ სამყაროში საპროტესტო ტალრა აგორდა. სალმან რუშდი ყურანისა და წინასწარმეტყველ მაჰმადის დაგმობაში დაადანაშაულეს. 1989 წლის 14 თებერვალს აიათოლა ხომეინმა გამოსცა ფეტვა (მუფტის, ფაკიჰის ან ალიმის მიერ მირებული გადაწყვეტილება ისლამში), რომლის თანახმად, წიგნის ავტორს ჩადენილი დანაშაულისთვის საკუთარი სიცოცხლით უნდა ეგო პასუხი. საერთაშორისო პრესა აღნიშნული დადგენილების შესახებ გაზეთების პირველი გვედებიდან იუწყებოდა. სტატიებში ყურადღება იყო გამახვილებული საკითხისადმი არატოლერანტულ მიდგომასა და მუქარაზე, რამაც მწერლის შემდგომ ცხოვრებას სამუდამო დაღი დაასვა.



THE GUARDIAN (1989 წლის 5 თებერვალი)
“აიათოლა ხომეინის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის შემდეგ რუშდი იატაკქვეშეთში გადადის” . ბირტანულმა გაზეთმა აიათოლას მიერ გამოცემულ ფეტვას შესახებ ისლამური თემის წევრტა მიერ გამოთქმული შეხედულებები და ბრიტანეთის სამთავრობო უწყებებისგან გავრცელებული განცხადებები გამოაქვეყნა. ამავე სტატიაში მკითხველი ბრიტანელი მწერლის განცხადებასაც გაეცნო, რომელშიც რუშდი ნაწარმოების მკრეხელურ ხასიათს უარყოფდა.
EL MERCURIO , 1989 წლის 15 თებერვალი:

“ხომეინირომანის ავტორისა და რედაქტორის მოკვლას ითხოვს” . ჩილეში გამომავალმა გაზეთმა აიათოლა ხომეინის მიერ გამოცემული განკარგულება გამოაქვეყნა. აქვე, სტატიის ავტორი მწერლის შემოქმედებისა და კონკრეტულად ამ რომანის შესახებ აქვდის მკიტხველს ინფორმაციას. სხვა გაზეთებისგან განსხვავებით, EL MERCURIO ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მუქარა რუშდის რომანის რედაქტორზეც ვრცელდებოდა.



LA VANGUARDIA 1989 წლის 15 თებერვალი
“ხომეინმა ბრძანა, იპოვონ და სიკვდილით დასაჯონ ინდოელი მწერალი სალმან რუშდი”
ამგვარი სათაურით გამოქვეყნდა სტატია LA VANGUARDIA-ში . მკითხველს დეტალურად აცნობენ “მთელი სამყაროს მუსლიმანებისადმი მიმართვის” ტექსტს, სადაც აიათოლა მოითხოვს დაუყონებლივ აღასრულონ სასიკვდილო განაჩენი მწერლის მიმართ, რომელმაც, ესპანური გაზეთის ცნობით, უკვე მიმართა ბრიტანეთის პოლიციას დახმარებისთვის.
POUGHKEEPSIE JOURNAL, 1989 წლის 15 თებერვალი
“ხომეინმა მკრეხელური წიგნის ავტორის სიკვდილით დასჯა ბრძანა” . აშშ-ს ერთერთი უძველესი და ავტორიტეტული გამოცემა ხომეინის გადაწყვეტილების სამართლიანობას ეჭქვეშ აყენებს და ყურადრებას ამახვილებს ავტორის რეაქციაზე, რომელიც “სრულიად სერიოზულად” მოეკიდა აღნიშნულ ფაქტს და რომანის პრეზენტაციისთვის ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

ARBEITER ZEITUNG 1989 წლის 17 თებერვალი
“რუშდის მოკვლისთვის დაწესებული ჯილდო 32 მილიონს შეადგენს” . ხომეინის მიერ გამოტანილი განაჩენიდან მესამე დღეს, ავსტრიული გაზეთი ისლამურ სამყაროში განვითარებული მოვლენის ანალიზს აკეთებს. ARBEITER ZEITUNG-ი რუშდისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად პაკისტანსა და სხვა ისლამურ ქვეყნებში დარაზმული “სიკვდილის ბრიგადების” შესახებ ირწმუნება.

GAZZETE DE LAUSANNE 1989 წლის 16 თებერვალი : “სატანური ლექსები” და მუსლიმანთა რისხვა”
შვეიცარიული გამოცემა ბრიტანეთში მცხოვრებ მუსლიმანთა სათვისტომოს განწყობებზე მოუთხრობს მკითხველს და ისლამისტთა მმიერ რომანის წინააღმდეგ გამოთქმულ არგუმენტებს აანალიზებს.

Posted by: სერაფიტი 12 Jan 2018, 01:02
"სატანური ლექსები" არ მოგვეძევება ქართულად, ხომ?

Posted by: senpai 12 Jan 2018, 01:18
სერაფიტი
QUOTE
"სატანური ლექსები" არ მოგვეძევება ქართულად, ხომ?

კი არის, მარა ეშმაკისეული აიები ქვია ქართულ თარგმანში.

Posted by: rodo 12 Jan 2018, 18:34
"შუაღამის შვილები" დავიწყე და ვერაფერი ვერ გავიგე. შემდეგ ორიგინალს გადავხედე და მშვენივრად იკითხება. ეტყობა ცუდი თარგმანია, ხო?

Posted by: სერაფიტი 13 Jan 2018, 00:04
rodo


ახლა ვკითხულობ. ზოგი ეპიზოდის გადაკითხვა მიწევს ხოლმე, თუმცა უფრო მწერლის სტილს ვაბრალებ, ვიდრე თარგმანს.
შესაძლოა, ვცდები. ორიგინალი არ მინახავს.
ისე, ჯერჯერობით მომწონს.




senpai

ახ, გმადლობთ. ვიცოდი ეგ წიგნი, "აიები", მაგრამ ვერ მივხვდი, რომ იგივე "სატანური ლექსებია" smile.gif

Posted by: narmonana 8 Jul 2018, 17:45
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ფლორენციელის ქართულ გამოცემას ბოლოში ბილიოგრაფია არ აქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნეტა რა იფიქრა რედაქტორმა,ტო ტოვებდა .კიდე კაი რუსულად წავიკითხე,ხუიოზნაეტ რა არის კიდე გამოტოვებული

Posted by: Heart_of_Darkness 9 Jul 2018, 23:43
QUOTE (narmonana @ 8 Jul 2018, 17:45 )
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ფლორენციელის ქართულ გამოცემას ბოლოში ბილიოგრაფია არ აქვს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif  ნეტა რა იფიქრა რედაქტორმა,ტო ტოვებდა .კიდე კაი რუსულად წავიკითხე,ხუიოზნაეტ რა არის კიდე გამოტოვებული

არადა, ამ წიგნზე ჩაქნეული მქონდა ხელი.
წაკითხვის შემდეგ, იმ იშვიათ წიგნებს მივაკუთნე, რომელსაც თავიდან დიდი ინტერესით ვკითხულობდი,
მაგრამ ბოლოს ვერც გავიაზრე რა სისულელე წავიკითხე და რაზე დავკარგე დრო.
ახლა, ქართველ რედაქტორს დავაბრალებ
და როდისმე ახლიდან წავიკითხავ, სხვა ენაზე.

Posted by: narmonana 10 Jul 2018, 11:48
Heart_of_Darkness
მეც ვერ გადავირიე სიმართლე რომ გითხრა,ალბათ მაინც რეგიონალური რომანია,ინდუსები და ირანელები და აღმოსავლელი ხალხი უფრო დაუმუღამებს.

მაგრამ მაინც მომეწონა მთელი ეს მაგიური რეალიზმები,სიმულაკრები და ამბები...უფრო კარგად რომ ვიცოდე აღმოსავლეთის კულტურა,უფრო გამისწორდებოდა.

Posted by: jurnalistka 10 Jul 2018, 13:33
narmonana
QUOTE
ფლორენციელის ქართულ გამოცემას ბოლოში ბილიოგრაფია არ აქვს    ნეტა რა იფიქრა რედაქტორმა,ტო ტოვებდა .კიდე კაი რუსულად წავიკითხე,ხუიოზნაეტ რა არის კიდე გამოტოვებული


არაფერიც არ არის გამოტოვებული.
აგენტმა რა ოფიციალური ფაილიც გამოუგზავნა გამომცემლობას, იმის მიხედვით არის გაკეთებული.

Posted by: narmonana 10 Jul 2018, 13:42
jurnalistka
QUOTE
არაფერიც არ არის გამოტოვებული.

რავი,შეამოწმე უცხოური გამოცემები და ნახავ,რომ ყველგან აქვს დართული ბიბლიოგრაფია

ესეიგი ბრაკი ფაილი გამოუგზავნეს.......ანუ იმენა რუშდის ბრალი ყოფილა

Posted by: jurnalistka 10 Jul 2018, 14:10
narmonana

ძალიან ბევრი დეტალია მანდ, რაც შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ არა ის რომ რედაქტორმა გამოტოვა biggrin.gif

Posted by: narmonana 10 Jul 2018, 14:23
jurnalistka
არ ვიცი,მაგრამ ფაქტია რომ სრულად არაა წიგნი..

Posted by: narmonana 13 Aug 2022, 12:14
სალმანს მაინც მიწვდნენ ნაბიჭვრები.............................

Posted by: kriketi-1985 13 Aug 2022, 12:16
ნეტავ როგორაა, თავს დასხმიან გუშინ გამოსვლისას.. კარგა ხანი არანაირი ინფო არ იყო.

Posted by: Stan91Marsh 13 Aug 2022, 13:03
ეტყობა ბოლო-ბოლო ისმინა ვიღაცამ ქეთ სთივენსის facepalm.gif

Posted by: narmonana 13 Aug 2022, 13:20
ვინტილატორზეა შეერთებულიო.

Police detained a suspect named as Hadi Matar, 24, from Fairview, New Jersey.

"Salman will likely lose one eye; the nerves in his arm were severed; and his liver was stabbed and damaged," his agent said.

Posted by: TUZI_MAQCIA 16 Aug 2022, 19:28
მუშა ლინკი არ გეგულებათ სატანის ??

Posted by: LOLZ 20 Aug 2022, 03:36
TUZI_MAQCIA
პირადში მოგწერ ლინკს.

Posted by: TUZI_MAQCIA 20 Aug 2022, 06:33
LOLZ
მადლობააააა
30 მადლობაა

Posted by: kriketi-1985 23 Oct 2022, 20:31
ცალ თვალში მხედველობა დაუკარგავს და ერთ ხელს ვეღარ ამოძრავებს, ნერვი დაზიანებია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)