Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > პოდაგრა


Posted by: con 19 Apr 2004, 16:32
ამბობენ ეს დაავადება გენიოსობის დამადასტურებელი ერთ -ერთი ნიშანიაო, მაგრამ მტკივნეულია და მგონი უკურნებელი...მჭირდება პროფესიონალების კონსულტაციები. გთხოვთ გამომეხმაუროთ. წინასწარ გმადლობთ...
* * *
სასწრაფოდ...

Posted by: Fragile 19 Apr 2004, 21:45
ექიმის რჩევა ჩემგან ცოტა არ იყოს ხმამაღალია, მაგრამ ზოგადად ინფორმაციას მაინც მოგაწვდით smile.gif

მოკლედ ეს დაავადება მიეკუთვნება ე.წ. კრისტალებით გამოწვეულ ართროპათიების ჯგუფს
ანუ სახსრებში ხდება სხვადასხვა სახის მიკროკრისტალების ჩალაგება, რაც იწვევს სახსრის დაზიანებას, ანთებით ცვლილებებს, დესტრუქსიას და ეროზიებს.

ეს დაავადება ძირითადად ემართებათ საშუალო ხნის მამაკაცებს, ქალებში ( პრემენოპაუზალურ პერიოდში) სულ რაღაც დაახლოვებით 5-15 % გვხვდება
დაავადება იწყება მონოართრიტის სახით, ანუ თავიდან ჩათრეულია მხოლოდ ერთი სახსარი( თუმცა მოგვიანებით ბევრი სახსარი ერთვება როგორც წესი) ,უხშირესად ეს არის ფეხის ცერა თითის სახსარი ერთ-ერთი, სწორედ ამას უწოდებენ - პოდაგრას.

პირველი შეტევა პაციენტებს როგორც წესი ეწყებათ ღამით,ტკივილი არვიძებთ ხოლმე ,სახსარი შეშუპებული, შეწითლებული და მტკივნეულია მწვავე პერიოდში.

სხვადასხვა მაპროვოცირებელი ფაქტორები არსებობს.ამ დროს ძალიან დიდი მნიშვლელობა აქვს სისხლში სტაბილური დონე ნარჩუნდებოდეს შარდმჟავასი, ანუ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფლუქტუაციები დონის, რომელიც შეიძლება გამოიწვიონ :
1.ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებამ
2.ტრავმა
3. ქირურგიული პროცედურები
4.შარდმდენები-ფუროსემიდი და ჰიდროქლორთიაზიდი
5. ტუბ. წამლები - პირაზინამიდი და ეტამბუტოლი და კიდევ ბევრი.

დიაგნოსტიკა მწვავე შემთხვევებში მხოლოდ სინოვიალური სითხის ანალიზი, ქრონიკულის დროს სისხლში შარდმჟავას დონის განსაზღვრაც.

მკურნალობა : მწვავე
ინდომეტაცინი
კოლხიცინი და სტეროიდებიც, თუ წინა ორ წამალს ვერ იტანენ

ქრონიკული:
ალოპურინოლი და პრობენიციდი


მოკლედ ეს ძირითადად სულ ეს არის

აუცილებლად უნდა მიმართოთ რევმატოლოგს, უნდა შეირჩეს ინდივიდუალური რეჟიმი მკურნალობის და კვების



Posted by: westsider 12 Dec 2004, 21:49
რას წარმოადგესნ ეს დაავადება და მისი განკურნების გზები.თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ

Posted by: Fragile 13 Dec 2004, 04:46
westsider
ვის ეწვია ეგ ბედნიერება? smile.gif
ინფო ხვალ , ეხლა მეძინება და საქმეები მაქ პახოდუ ბევრიsmile.gif
თუ საჩქაროა არაა, ხვალ მოგაწვდი ინფოს

Posted by: Johnnie Walker 13 Dec 2004, 09:27
westsider
დახმარებით რა მოგახსენო, ის კი ვიცი, რომ ეგ არისტოკრატიული დაავადებაა biggrin.gif
მეფეებს და დიდგვროვნებს სჭირდათ ევროპაში...
მაგალითად - ლორენცო დეი მედიჩის, დიდებულად წოდებულს და მთელს მედიჩის საგვარეულოს biggrin.gif
ერთ-ერთ მედიჩის პირდაპირ ასე ერქვა: Piero the Gouty = პიერო პადაგრიკი biggrin.gif
კარლოს მეხუთე, ესპანეთის მეფე და გერმანიის იმპერატორი, რომლის სამფლობელოში "მზე არასოდეს არ ცჰადიოდა", აგრეთვე პოდაგრიკი იყო biggrin.gif
ასე რომ - გამაგრდი! biggrin.gif

მაგისგან ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, მაგრამ დიეტით და თანამედროვე წამლებით მაგრა შეიმსუბუქებ მდგომარეობას.

Posted by: lile_777 29 Jun 2008, 22:08
რა დაავადებაა?ჩემს ბიძაშვილს დაუდგინეს და როგორც ვხვდები რაღაც კარგი არ უნდა იყოს...

Posted by: miqstura 30 Jun 2008, 00:12
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%BE%D0%B4%D0%B0%D0%B3%D1%80%D0%B0

თუ რამე ვერ გაიგე, იკითხე, ვეცდებით დაგეხმაროთ. უბრალოდ თავიდან მოყოლა ცოტა მეზარება smile.gif
* * *
ისე ძაან ცუდიც არ არის. დიეტა უნდა მუდმივად ალოპურინოლის მიღება და ეგაა

Posted by: lile_777 30 Jun 2008, 01:53
ძალიან დიდი მადლობა,მარა სამწუხაროდ რუსული არ ვიცი.ნეტა გერმანულადაც ეგრე ერქმევა?რაღაც ვერ ვიპოვე გერმანულ ვიკიპედიაში

Posted by: miqstura 30 Jun 2008, 11:58
lile_777
არა. გერმანულad ქვია Gicht.
http://de.wikipedia.org/wiki/Gicht

Posted by: lile_777 1 Jul 2008, 02:35
miqstura


ოკ.დიდი მადლობა.გაიხარე 2kiss.gif

Posted by: 365 29 Apr 2011, 19:30
კომპეტენტური თუ ვინმე ხართ მითხარით აუცილებელია პადაგრა გაწითლდეს და ანთება იყოს? ფეხის ცერა თითთან კოჭი რომ გამოიზრდება ეგეც პადაგრაა თუ სხვა რამეა?

Posted by: K_rati 29 Apr 2011, 20:39
365
მარტო შეწითლებით ძნელია მაგის თქმა პოდაგრაა ტუ არა, შესაძლოა არასათანადოდ მორგებული ფეხსაცმლის ბრალი იყოს

Posted by: The13thFloor 29 Apr 2011, 21:16
რიმა ახვლედიანი, რევმატოლოგიის ცენტრშია მგონი, პლეხანოვზე

Posted by: E-36 29 Apr 2011, 22:49
365
QUOTE
ფეხის ცერა თითთან კოჭი რომ გამოიზრდება ეგეც პადაგრაა თუ სხვა რამეა?

სხვა რამეა.უბრალოდ რიგ შემთხვევებში მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება გავდეს პოდაგრას ანუ ნიკრისის ქარს.

ეს არის წინა ტერფის პირველი მეტატარზალური ძვლის hallux valgus-ის ტიპის განივი დეფორმაცია.

Posted by: 365 30 Apr 2011, 10:17
E-36
QUOTE
სხვა რამეა.უბრალოდ რიგ შემთხვევებში მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება გავდეს პოდაგრას ანუ ნიკრისის ქარს.

ეს არის წინა ტერფის პირველი მეტატარზალური ძვლის hallux valgus-ის ტიპის განივი დეფორმაცია.

შეიძლება ეს დეფორმაცია გამოწვეული იყოს მარილებით? კერძოდ ოქსალიტებით?

Posted by: 365 1 May 2011, 16:17
???
............................................................................................

Posted by: gvarjila18 1 May 2011, 21:55
კოლხიცინი არის მაგის წამალი და ძალიან ეფექტური..................

Posted by: 365 2 May 2011, 07:10
gvarjila18
QUOTE
კოლხიცინი

ეს მალამო ხომ არ არის?

Posted by: 365 21 Mar 2012, 19:49
E-36
თქვენ რომ სურათი დადეთ, სწორედ მასე გამომივიდა ცალ ფეხზე, ბოლო 2 წელია, თუ დიდხანს მომიწია ფეხით სიარული მაღლებზე, მტკივა ხოლმე და ზოგჯერ გაწითლებულიც მაქვს, ნუ უფრო მწიწკნის ვიდრე მტკივა... მაინტერესებს როგორი ტკივილი ახასიათებს პადაგრას, ხომ შეიძლება ეს მარილების ბრალი იყოს?
* * *
ანუ მაინტერესებს დავადგინო ძვლის გაზრდა პადაგრის ბრალია თუ სხვა რამე დაავადებაა...

გთხოვთ თუ ვინმე ხართ კომპეტენტური მიპასუხოთ...
* * *
The13thFloor
QUOTE
რიმა ახვლედიანი, რევმატოლოგიის ცენტრშია მგონი, პლეხანოვზე

პლეხანოვზე სად, მიხაილოვში?

Posted by: cunculika84 5 Apr 2012, 16:47
ბოლო ხანს ზუსტად ესე მაწუხებს მეც ჩემო კარგო და ჯერ ვერ გავარკვიე ეს პოდაგრაა თუ მარილები,ტუმცა როგორც აღწერენ ესეთი ძლიერი ტკივილი არ მაწუხებს,უბრალოდ გისკომფორტს განვიცდი,ნაწილობრივ გამომწვევი ფონი მქონდა საზღვარგარეთიდან მიგზავნიან ჩასაცმელს და თავიდან ცოტათი პატარა პეხსაცმელს ზაან რო მომწონდა მაინც ვიცმევდი,კარგა ხანია ესე არ ვიქცევი მაგრამ გვიანია,ძვალი გამომეზარდა ცოტათი და ვგრძნობ რაგაც ვერ არი რიგზე,მთელი დღეა ინტენეტით მოვიძიე ინფორმაციები, თან გავს თან არა პოდაგრას, რუსულ საიტზე გადავაწყდი ხალხური მედიცინის რჩევას
Народная медицина накопила богатый многовековой опыт в леченииподагры. Это рецепты, как для внутреннего, так и наружного применения.
При обострении заболевания хорошо помогает мазь, приготовленная по старинному рецепту из равных частей сливочного масла и медицинского спирта. Масло необходимо растопить на водяной бане, влить в него спирт, затем осторожно поджечь смесь. После выгорания спирта мазь готова. Ею мажут воспаленные суставы, не укутывая их.

Posted by: miqstura 12 Apr 2012, 18:35
365
ყველაზე მარტივია - შარდმჟავა განისაზღვრე სისხლში

Posted by: ლაბარნა 30 Sep 2014, 10:47
თემის სათაური და გზამკვლევში ტერმინი "პოდაგრა"

ქართულად "ნეკრესის ქარი" არაა სწორი ფორმა?


* * *

miqstura

QUOTE
ყველაზე მარტივია - შარდმჟავა განისაზღვრე სისხლში


up.gif

miqstura

QUOTE
არა. გერმანულad ქვია Gicht.
http://de.wikipedia.org/wiki/Gicht



ჯონი ვოლკერმა ახსენა წინა გვერდზე ინგლისური სახელიც:

http://en.wikipedia.org/wiki/Gout

ნათესავს აწუხებდა და ფულფლექსი ვურჩიე მალამო, როცა ჯერ ისევ ურეცეპტოდ იყო. თითქოს არა უშავდა შედეგს, იოდის და ასპირინის სპირტხსნარის წასმას კი სჯობდა...

რა თქმა უნდა, სწორი დიეტაა ყველაზე უკეთესი გრძელვადიანი მკურნალობა. გამწვავების შემთხვევებში _ კოლხიცინი, სწორად მგონია რომ არის მითითებული ზედა პოსტებში.

Posted by: elenetk 28 Jan 2015, 12:10
გამარჯობა ვინმემ თუ იცის პოდაგრის ოპერაციას სად აკეთებენ კარგად? კამოს ქუჩაზე მირჩიეს პარასკევაშვილთან და ხომ არ იცით რა კლინიკაა?

Posted by: Natuka NGN 28 Jan 2015, 16:19
elenetk
არ გამიგია. არც ექიმი დაკლინიკარომელ კლინიკაზეა საუბარი? არც მაგი არ ვიცი.

Posted by: BOTINIO 29 Jan 2015, 11:09
elenetk

კამო დაიშალა და ბოლოს გორში აკეთებდა და იმის მერე დავკარგე კონტაქტი.გორში ვმუშაობდი და იქ აკეთებდა და ძალიან წარმატებითაც.თბილისიდან დადიოდა ხალხი.რეავი,თუ დაგჭირდა ვეცდები დაგაკავშირო...ნომერი აღარ მაქვს და მოვიძიებ

Posted by: tami1987 14 Apr 2015, 12:46
გამარჯობა,სურათზე როგორც არის ნაჩვენები მასე მაქვს მარცხენა ფეხზე,ცერა თითთან,ოპერაცია მინდა გავიკეთო მეც თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ დამეხმარეთ.ფეხსაცმელზე მეტყობა და დიდხანს თუ ვდგავარ ფეხზე მაწუხებს.

Posted by: khatuqet 27 May 2015, 13:03
პოდაგრის ოპერაციის გაკეთებას ვაპირებ..რას მირჩევდით?

Posted by: დიაბლო 27 May 2015, 14:54
ფეხი მოიჭერი

Posted by: Natuka NGN 27 May 2015, 18:21
khatuqet
სანამთემას გახსნიდეთ, დაძბნე კატალოგი. https://forum.ge/?f=43&showtopic=33567591&st=15

Posted by: lexomd 16 Jun 2016, 23:59
პოდაგრა გენიალურობის ნიშანია. მართალია, პოდაგრა ბევრ დიდ ადამიანს სჭირდა, მათ შორის - ალექსანდრე მაკედონელს, ოლივერ კრომველს, პეტრე დიდს, მოპასანს, სტენდალს, კოლუმბს, ნიუტონს, მიქელანჯელოს, დარვინს, მაგრამ პოდაგრასა და გენიალურობას შორის პირდაპირი კავშირი დღემდე არ დაუსაბუთებიათ.
სამედიცინო ახსნა ასეთია: პოდაგრის დროს სისხლში ჭარბად არის შარდმჟავას მარილები, რომელთა მოქმედებაც კოფეინისა და თეობრომინისას წააგავს, ეს ნივთიერებები კი ძლიერი სტიმულატორებია, რომლებიც თავის ტვინის ქერქს ააქტიურებს. შესაძლოა, პოდაგრის დროს სწორედ ურატების წყალობით უმჯობესდება ტვინის ფუნქციები და გენიალური აზრებიც იბადება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)