დაიკიდე
თუ საჭირო გახდება მოწმეების წყალობით დაამტკიცებ რომ შენ არ გეკუთვნის ის გზავნილი.
მომავალში უცხოების მიმართ ასე ბრმად ნდობისგან თავი შეიკავეთ
ზოგადად ისეთ სიტუაციებში, სადაც შენგან გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ მაშინ, როცა არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია რომ გადაწყვეტილება მიიღო, შენა ინტუიციას უნდა დაეკითხო ხოლმე. ასეთ დროს უნდა იმოქმედო ინტუიციის კარნახით.
თუ ინტუიცია გკარნახობს რომ შესაძლოა რაღაც ისე ვერ არის, არ უნდა გაყო თავი. უნდა დაიკიდო და განაგრძო ცხოვრება.
რადგან უკვე გაგზავნილია ის კონვერტი და შენ მაინც განიცდი, ესეიგი შენ შენი ინტუიციის წინააღმდეგ წახვედი და ახლა სწორედ ეგ ინტუიცია არ გასვენებს
თუმცა, არ ინერვიულო, რაც გაკეთდა იმას უკან ვეღარ დააბრუნებ და თუ გაპრობლემდა, იცი როგორც უნდა მოიქცე.
პ.ს. წლების წინ მე საზღვარგარეთიდან ვბრუნდებოდი და ერთმა უცნობმა მთხოვა ამანათის წამოღება აქ. ვუთხარი რომ მხოლოდ იმ პირობით წავიღებდი თუ მეცოდინებოდა რა იდო შიგნით. გამომიგზავნა, გავხსენი, საყოფაცხოვრებო ნივთები იყო ოჯახისთვის. წამოვიღე და მივუტანე ადრესატს. არც მინერვიულია და ადამიანსაც დავეხმარე.