მე სერბეთთან განსაკუთრებული კავშირები მაქვს და ამ ქვეყნის მიმართ არაერთგვაროვანი გრძნობები გამაჩნია.
ასე თუ ისე ვიცნობ სერბულ მუსიკას და ძალიანაც მომწონს.
ამ დღეებში ინტერნეტში ერთ ძალიან ღრმა, ემოციურ, ფილოსოფიურ და მრავლისმეტყველ სიმღერას გადავაწყდი. მაგრამ სამწუხაროდ ის ძალიან გავს ბულატ ოკუჯავას ცნობილ სიმღერას ვაზის ტოტზე (Виноградная Косточка). ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ბულატ ოკუჯავას სიმღერის ერთერთი ვერსია სწორედ სერბული იუთუბ-არხის მიერ არის გამოქვეყნებული.
სერბული სიმღერა:
https://www.youtube.com/watch?v=VOSDujf6604ოკუჯავას სიმღერა:
https://www.youtube.com/watch?v=xyPV5-n_mZwhttps://www.youtube.com/watch?v=Pt6psY0yIH8https://www.youtube.com/watch?v=VOSDujf6604რასთან გვაქვს საქმე, შეგნებულ პლაგიატთან თუ უბრალო დამთხვევასთან? იმედი მაქვს მეორეა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მსგავსებას ხაზი უნდა გაესვას.
ასევე მადდლობელი ვიქნები, თუ ვინმეს შეუძლია ამიხსნას, როგორ ჩავსვა პირდაპირ ვიდეო ლინკის გარეშე.
თხოვნით მივმართავ მოდერს, თუ არის შესაძლებლობა და თუ თვითონაც საჭიროდ ჩათვლის, ეს პოსტი პოლიტიკის განყოფილებაში გადაიტანოს (პოსტების რაოდენობის გამო ვერ ვხსნი თემას). სამწუხაროდ, ახლანდელი ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე კულტურისა და ხელოვნების განყოფილება ჩამკვდარია და ეს უსირცხვილო პლაგეატის/საოცარი დამთხვევის ფაქტი არ მინდა, უყურადღებოდ დარჩეს.
This post has been edited by დიდიმინდორი on 7 Dec 2020, 14:11