წელიწადში ერთხელ შეიძლება გავარდეს სადმე, რამე ინტერნეტ კაფეში ან გარაჟის სონებში ჩემპიონატი. ოდნავ ნორმალურ იგეიმინგ ივენთები რატომ არ გვაბადია?
გეიმერები აშკარად ბევრნი არიან/ვართ საქართველოში, ვინმემ ფართი რომ დაიქირაოს და რამე მოაწყოს, მემგონი, მოგებასაც ნახავდა, სპონსორსაც იპოვიდა (რედბული მაგალითად ასპონსორებს ხოლმე ესეთ რამეებს). და გაიმართებოდა საქართველოს, ან თბილისის ჩემპიონატები რაიმეში: მორტალ კომბატი, ფეხბურთი, თუ ქაუნთერი, თუ ტეკენი და ა.შ. სპიდრანერები თუ გვყავს გამოჩნდებოდნენ, ალბათ. ერთმანეთს გაიცნობდა ხალხი და ა.შ.
დღეს ჩამოვუყევი ივენთებს ფეისბუკზე და აი, ყველანაირი ყველაფერი ხდება თბილისში გეიმინგის გარდა. ჭაჭანება არაა არსად და მემგონი ესეთი ბანძი სფეროც არ უნდა იყოს.