02.12.2018 ჩემი იოანას ამ ქვეყნად მოვლინების თარიღი.
მანამდე კიყველაფერი დაიწყო იმით რომ 1.8 თვე ვიყავით ჩვენი გოგოს მოლოდინში. არაფერი არააა 1.8 წელი არც ღირს ნერვიულობად, მაგრამ რომ გეუბნებიან 24წლისას (ნაშინ ნაგდენის ვიყავი), რომ ანტიმიულერი გაქვს დაბალი, და გირჩევენ ხელოვნურს განიცდი ყველაფერს.
2017 წლის ოქტომბერში გავიკეთე ჰისტეროსკოპია. ექიმთან რომ მივედი ნკურნალობის დასანიშნად ხელოვნური მაჯახა წამოვედი დაშოკილი. მეუღლესაც ცოტა მისახედი ჰქონდა სპერმოგრანის ამბები ამიტომ შემოგვთაცაზა ექიმმა ხელოვნური თუმცა არ ჰქონდა ისეთი ანალიზი რომ ხელოვნური შემოეთავაზებინათ, მოკლედ წამოვედი იმ ექიმიდან და ახალი წლების შემდეგ მეუღლის პრობლემის აღრმოფხვრაზე დავიწყეთ ზრუნვა. მივედით იანვარში შოთასთან და დანიშნა შესაბამისი მკურნალობა. გარდა ამისა 40 დღიანი თავდაცვაც დაგვიწესა. უკვე მკურნალობას რომ რჩებოდს კაკრას ოვულაციაც დაემთხვა და აღარ გავითვალისწინეთ შოთას შეზღუდვები.
აპრილის დასაწყისში ბზობის დღესასწაული იყო, ბზობის ღამეს ვნაზე სიზმარი რომ ვიყავი ორსულად. უკვე ბოლოში ვიყავი არც თუ ისე დიდი მუცლით. ბზობიდან 1 კვირაში, აღდგომის წინა დღეს ხარებას ტესტმა მიჩვენა ცხოვრებაში პირველად 2 ნანატრი ხაზი. ეს იყო ემოციების ულევი ზღვა. არ მჯეროდა, მეშინოდა მეორე ტესტის გაკეთების ვაიდა არ გამოჩნდეს თქო. ბევრი რომ არ გავაგრძელო დადასტურდა რამდენიმე დღეში ხეგეთი ჩემი ორსულობაც და დაიწყო უბედნიერესი წუთები. მეუღლე წასული იყო და სურათი ჩავუგდე ვაიბერში სიხარულის ცრემლის სმაილებით ვერ მიხვდა თავიდან რა ხდებოდა
რა მატირებდა
.
სქესი
სქესს მნიშვნელობა არ ჰქონია არასდროს მაგრამ ჩემი უზომოდ დიფი ოცნება იყო რომ მყოლოდა გოგო ბავშვი. ეხოზე წავედი 11 კვირაზე. მეუღლეს დაბადებისდღე ჰქონდა მალევე და მეთწი სიურპროზს გავუკეთებ. ეხოზე სქესი რომ მითხრეს გოგო იქიდან ხომ წარმოგიდგენიათ როგორი წამოვიდოდი. თან ჩემს მეუღლესაც სიგიჟემდე უნდოდა გოგო. მთელი დღე ვერ ვითმენდი და ვფიქრობდი როგორ მეხარებინა რომ გოგო გვეყოლებოდა. ვიყიდე შავი ბუშტი ჩავყარე ვარდისფერი ფურცლები და დაწოლისას გამოვაჩინე. მეთქი ფურცლის ფერის მიხედცით გაიგებ ბავშვის სქესს.
სახელი იმ წამსვე გადაწყდა რომ გვეყოლებოდა იოანა რაც ღვთის მადლს, საჩუქარს ნიშნავს.
მოკლედ 9 თვემ მშვიფობით ჩაიარა. დდ მქონდა 18 დეკემბერი. ამ დღეს შევხვდი ჩემს მეუღლეს და მოვდივართ მე 8 წელია ერთად.
1 დეკემბერს საღამოს მქონდა ერთი ორჯერ ციკლის მსგავსი ტკივილი. ის ის იყო დავწეწი დასაძინებლაად რომ დავიწყე წყლების დაღვრა. სასწრაფოდ გავქანდით გაგუაში. გზად ჩვენს გოგოებს ვწერდი მდგომარეობას
ყელი ჯერ არ იყო გახსნილი მაგრამ რადგან წყლები დაღვრილი მქონდა დამტოვეს სამშობიაროში. არ ვაშონებ მომავალ დედიკოებს მაგრამ გასინჯვა იყო უსაშინლესი. პერიოდულად ბავშვის გულისცემას ვამოწმებინებდი. 10 საათისთვის 1 თითზე ვიყავი გახსნილი. 12 სკენ 2ზე და მოვითხოვე გაუტკივარება. გაუტკივარებამდე მქონდა უსაშინლესი ტკივილები. სანამ 2 ზე არ გაიხსნები ვერ გაგიკრთებთ გაუტკივარებასო ამიტომ ვითმენდი სზვა რა გზა მქონდა.გაუტკივარებისას გამიყუჩდა მარცხენა მხარე მარჯვენა არა. მერე ისევ დავამატებინე და მერე მარჯვენაც გამიყუჩდა. 2 სთ მეძინა ძნ ტკბილად
. ტკივილი მიბრუნდებოდა და ამ ტკივილებმა გამაღვიძა. ექიმმა სრული გახსნაააო და გაუტკივარება აღარ დამიმატეს.
ამიხსნა ჭინთვების დროს როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მეუღლის დასწრება მშობიარობაზე თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი. ბლოკში შეყვანის მომენტიდან ჩემს გვერდით იყო. მინდოდა რომ ის პირველი წამები ერთად გაგვეზიარებინა. სანამ ჩემი ყელი გაიხსნებოდა სზვა ბლოკებიდან ისმოდა ვაი დედა, ვაი ღმერთო მიშველე შეძახილები
მამხნევებდა ჩემი ქმარი შენ ხო ჩემი მამაცი გოგო ხარ არ იკივლო ესეო
გაუტკივარებამდე ვფიქრობდი საკეისრ9ს კოვითხოვ რომ გამიკეთონ თქო. ვეღარ ვუძლებდი ტკივილს. მაგრამ მაინხ ისე გავაჩინე სუსი აარ გაუგია ჩემი არავის
4ს აკლდა 5 წუთი რომ ჩემი გოგო გამოძვრა მე5 -მე6 ჭინთვის დროს. 37.5 დღეზე 2900 გრამი 50 სმ. ვერ ვიგრძენი გაუტკივარების გამო მისი გამოსვლა და რომ დამაწვინეს გულზე რამდენიმე წამი ვერ მოვედი გონზე რა ხდებოდდა. რომ შევხედე ჩემს გალურჯებულ გოგოს ამივარდა ტირილი. მომილოცეს ჯანმრთელი კარგი გოგოაო. სულ რამდენიმე წამი მეწვა გულზე მაგრამ ეს იყო საოცსრი გრძნობა. ჩაააცვეს მოაწესრიგეს და მომივანეს ისევ. რომ ვხედავდი როგორ ტიროდა მინდოდა ამეყვანა მაგრამ გაუტკივარების გამო ფეხებს ვერ ვგრძნობდი და ვერ ვმოძრაობდი. ჩემი მეუღლე ქვევით ჩავიდა მომლოდინეებს ახარა იოანას დაბადება. ჩვენც 2საათში პალატაში გადაგვიყვანეს. იოანას დანახვისთანავე ვიწყებდი ტირილს და ახლაც ეგრე ვარ. რომ ვუყურებ მეტირება. ვერ წარმომიდგენია რომ ჩემია. ჯერ 5 დღისაა და ვადაგვრია მე და მამიკო მისი სიყვარულით.
ვიმშობიარე გაგუაში. აყვანილი მყავდა პაატა მახარაშვილი. ძალიან კმაყოფილი წამოვედო გაგუას კლინიკიდან. 1 იანი მქონდა აღებული და ვიყავი ძაააან მყუდროდ. არავინ არ დავიტოვე მარტოკას მინდოდა ყოფნა ჩემს გოგგოსთან.
თვითონ პააატაც ძალიან მომეწონა. +1ჩემგან მას.
მოკლედ ცოტა შორიდან დავიწყე მაგრამ ჩემი ამბავი სულ ეს იყო
ჯერ ისევ ემოციებში ვარ ბევრი რამე გამომრჩა მგონი
This post has been edited by taknatuna on 7 Dec 2018, 00:49