forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (44) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ONLINE SHOPPING FAQ
datiko
ჩაგვაკარტიჩკე ბიძა VOL 2


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17957
წევრი No.: 151
რეგისტრ.: 22-June 01

  გამოგზავნილია: 19 Dec 2006, 14:14  #4389827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · yim
ONLINE SHOPPING FAQ
ONLINE SHOPPING FAQ


This post has been edited by Tim on 18 Jan 2008, 22:54
westsider
*********


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17487
წევრი No.: 5305
რეგისტრ.: 30-May 04

გამოგზავნილია: 19 Dec 2006, 14:46  #4390029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
bis.gif bis.gif
აჰათ და დაისვენეთ!:)
.
ეს თემა გამოიწვია პმ-ებმა,რომელსაც ხალხი მწერდა.
ერთიდაიგივეს 100-ჯერ ახსნას ასე აჯობებს

=======================================================

ONLINE SHOPPING FAQ

სარჩევი:
1.ინტერნეტში საჭირო ნივთის ძებნა
2.შეკვეთა
3.გადახდის ფორმები
4.ჩამოტანა
5.განბაჟება
6.უკან მიბრუნების უფლება
7.გარანტია

ე.ი. ვინც მთლად აზრზე არ არის, რას შეეხება ეს თემა ,მხოლოდ იმათთვის.
ვცდილობთ ,გავერკვეთ ინტერნეტის დახმარებით საჭირო ნივთების უცხოეთში შეძენა-ჩამოტანის პროცედურაში.

1.დღეისთვის არსებული ინტერნეტ-ბაზრებიდან ერთერთი უდიდესია ებაი,რომელსაც ყველა ქვეყანაში გააჩნია ადგილობრივი ქვე-ვებსაიტი.ასევე დიდი მაღაზიაა ამაზონი.
ამათ გარდა უამრავი პატარა მაღაზია ფუნქციონირებს,რომლის შესახებ შეიძლება ებაიდან და ამაზონიდან ვერაფერიც ვერ გაიგოთ.
ამისათვის საჭიროა სასურველი ნივთის დასახელება მოვაძებნინოთ არა მხოლოდ ებაის/ამაზონის სამძიებლო სისტემას, არამედ საერთოდ გუგლს ,ან რომელიმე ანალოგურ დიდ სერჩ-პორტალს
დღეისთვის პატარა მაღაზიებმა მიაგნეს შემდეგ გამოსავალს.ებაისთან და ამაზონთან ჭიდაობა საკმაოდ ძნელი საქმეა.გადასახადებიც მაღალია გამყიდველებისთვის.ამიტომ
შექმნილია პორტალები, სადაც კონკრეტული დასახელების პროდუქტზე მოცემულია სხვადასხვა ფასები,რომლებსაც გთავაზობენ მინი-მაღაზიები(უმეტესობა რეალურად საწყობებია,რაც განაპირობებს ნივთის დაბალ ფასს).
მსგავსი პორტალები უამრავია.მაგალითისთვის დავასახელებ გერმანულ პორტალებს
www.evendi.de
www.billiger.de
www.guenstiger.de
www.idealo.de
www.ciao.de
საჭირო ნივთის ძებნა ებაიში,შემდეგ ამაზონში,ამის შემდეგ ამ პორტალებში და უკვე მიახლოებითი წარმოდგენა შეგექმნებათ, სად რა შეიძლება იყიდოთ და რა ფასად.

2.შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა ,შესაბამის მაღაზიაში რეგისტრაცია,რაც მოიცავს სტანდარტულ ინფორმაციას თქვენს შესახებ:სახელი,გვარი,მისამართი...ა.შ.
აუცილებელია,რომ ნივთის შეკვეთის დადასტურებამდე დაუკავშირდეთ გამყიდველს ტელეფონით,ემაილით ან ფაქსით და გაარკვიოთ მასთან საქართველოში ნივთის გამოგზავნის პირობები.ხშირად შეგხვდებათ სიტუაცია,როდესაც გამყიდველი შეეცდება გაცილებით დიდი თანხა დაასახელოს უცხოეთში გამოგზავნისთვის, ვიდრე ეს რეალურად უჯდება მას.გამოსავალი ამ სიტუაციიდან მხოლოდ თქვენი პირობების შეთავაზებაა.მსოფლიოს განვითარებულ ნაწილში თავისუფალი ბაზრის წესები აიძულებს გამყიდველს, კლიენტის პირობებზე წავიდეს, თუ ეს მის ინტერესებს შეესაბამება და არა მხოლოდ მაშინ.ამიტომ ძალიან ნუ დაიბნევით და თვითონ გაარკვიეთ ,რა ღირს ამა თუ იმ ლოჯისტიკ-ფირმასთან ნივთის ჩამოტანა საქართველომდე(DHL,UPS,FEDEX და ასე შემდეგ).ამ შემთხვევაში კარგი ვარიანტი იქნება, თუ გეყოლებოდათ ევროპაში ან ამერიკაში ვინმე სანდო პიროვნება,რომელიც იქვე მიიღებს თქვენთვის სასურველ ნივთს და შემდეგ თავისი ხელით გადმოგზავნის მას საქართველოში.
ვიმეორებ,აუცილებლად დაუკავშირდით გამყიდველს და წინასწარ გაარკვიეთ ყველაფერი.მიუხედავად ყველაფრისა,თქვენ არ იქნებით იძულებული შეკვეთილი ნივთის ფასი დაფაროთ.სიტუაციის თავიდანვე გარკვევა დაგიზოგავთ დროს და ნერვებს.

აუცილებლად მოერიდეთ ინტერნეტში ამ მაღაზიას:
banana-media
როგორც წესი, ყველაზე იაფად ყიდიან ტექნიკას და ხალხს ატყუებენ,



3.გადახდის ფორმები
საბანკო გადარიცხვა
ფულის ტრანსფერი
გადახდა საკრედიტო ბარათით
თანხის გაცემაზე თანხმობა საბანკო ანგარიშიდან
ონლაინ გადარიცხვების სხვადასხვა სერვისები
თანხის დაფარვა საკუთარი სახლის კართან


განვიხილავ სათითაოდ:

საბანკო გადარიცხვა არის ერთერთი ყველაზე მოუხერხებელი და სახიფათო.მისი მოუქნელობა გამოიხატება ჯერ იმაში,რომ თანხის მისვლას შეიძლება 5 დღემდე დასჭირდეს და მეორე ისაა,რომ გამყიდველტთან პრობლემის შემტხვევაში ვერცერთი ბანკი ამ ფულს უკან ვერ დაგიბრუნებთ.ამ დროს მთლიანად დამოკიდებული იქნებით მის პატიოსნებაზე.ანუ თუ მოუნდება თანხის მითვისებაც უპრობლობოდ შეუძლია.ამ გადახდის ფორმას ერიდებიან ევროპაში და ებაი ცდილობს ანტირეკლამა გაუწიოს მას.ხდება ხალხის გაფრთხილება ,რომ საბანკო გადარიცხვა სახიფათოა.


ფულის ტრანსფერი(western union,money gram...და ასე შემდეგ)
მისი აშკარა პლუსია სისწრაფე.სურვილისდამიხედვით შესაძლებელია,გამყიდველს თანხა თუნდაც 1 საათში ჰქონდეს.თუმცა ასეთი გადახდის ფორმას ძალიან ცოტა თუ იღებს.ამ შემთხვევაში საჭიროა წინასწარი შეთანხმება.
ტრანსფერს გააჩნია დიდი მინუსი.ისევე როგორც საბანკო გადარიცხვა ,ის სახიფათოა.ანუ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეუძლებელია საერთაშორისო საბანკო სამართლის მიხედვით.


საკრედიტო ბარათი
ამ შემთხვევაში ზუსტად იმავეს ვიტყოდი რაც თანხის ტრანსფერზე დავწერე.ეს სერვისი სწრაფია,თუმცა თანხის უკან მოთხოვნა ვერ მოხდება და ამ გარემოების დამსახურებით თქვენ,როგორც მყიდველი,ვერ იქნებით 100% დაზღვეული.


თანხის წაღებაზე უფლების მინიჭება საკუთარი ხელმოწერით პირადი საბანკო ანგარიშიდან.
ამ შემთხვევაში თქვენს მიერ შეკვეთილი ნივთის(ნივთების) საფასური აღებულ იქნება გამყიდველის მიერ ,თქვენი საკუთარი ხელმოწერით დადასტურებული საბუთის საშუალებით,რომელიც მან საკუთარ ბანკს უნდა წარუდგინოს.
თანხა ითვლება გადახდილად შეკვეთის გაფორმებისთანავე და გამყიდველი ვალდებულია ნივთი შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოგზავნოს.
გაითვალისწინეთ,რომ დაზღვევა ფუნქციონირებს მხოლოდ 14 დღის განმავლობაში.
თანხის წაღებიდან თქვენ გაქვთ 14 კალენდარული დღე, რათა მიხვიდეთ ბანკში და თანხა უკან დაიბრუნოთ.
მხოლოდ იმას დავამატებდი,რომ ნაკლები წარმოდგენა მაქვს ქართული საბანკო სისტემის ფუნქციონირებაზე და ამიტომ თავს არ დავდებ ,მსგავს გადახდას დაეთანხმება თუ არა ჩვენებური ბანკი.კარგი იქნება ამ საქმეში გარკვეული ადამიანის კომენტარი.

ონლაინში გავრცელებული ვირტუალური ფულის გადარიცხვის უამრავი სერვისი(paypal,neteller,moneybookers,webmoney და ასე შემდეგ)
ამათგან ყოველ მათგანს გააჩნია თავისი პლუსები და მინუსები.
ერთია, რაც საერთო აქვს ყველას.ეს არის თანხის მიწოდების სისწრაფე,რამაც შეიძლება სულ რამდენიმე წუთს გასტანოს.
განსაკუტებით უხიფათოა პეიპელი.
თუ თქვენ იხდით პეიპელიდან,ხართ 100% დაზღვეული .ნივთის არმოსვლის ან დაგვიანების შემთხვევაში,გადახდიდან 10 დღის შემდეგ გეძლევათ უფლება გახსნათ კონფლიქტი პეიპელის ვებ-საიტზე,სადაც დიდი მონდომებით,ობიექტურობით და რაც მთავარია უფასოდ(500 ევრომდე) გაარკვევენ სიტუაციას და თანხას უკან დაგიბრუნებენ.
გამყიდველი ვალდებულია წარადგინოს პეიპელთან გაგზავნის დამადასტურებელი ქვითარი და ონლაინ ნომერი,რომელიც მან მიიღო ფოსტისგან ნივთის გამოგზავნის მომენტში.თუ მოახერხა ამის წარდგენა და ნივთი მაინც ვერ მოვიდა,თანხა გიბრუნდებათ და გამყიდველი აღიდგენს ზარალს საფოსტო დაზღვევისგან.თუ ვერ მოახერხა გამოგზავნის დადასტურება, თქვენ სასწრაფოდ დაგიბრუნდებათ თანხა ყოველგვარი პროცენტების და გადასახადების გარეშე.
ნეტელერი და მანიბუკერსი მოიცავენ ფასიანი დაცვის აპარატს,რაც მე პირადად არ მხიბლავს.მითუმეტეს,რომ ინტერნეტში უმეტესობა პეიპელს იღებს.
რაც შეეხება ვებმანის,ყველას ვურჩევ,დიდი თანხა არ განათავსოს მასზე.ვებმანი დამოკიდებულია საკუთარ კლიენტ-პროგრამაზე,რომელიც თქვენ საკუთარ კომპიუტერზე უნდა დააინსტალიროთ.ამ პროგრამას ხშირად აქვს ტექნიკური გაუმართაობა ე.წ. ბაგები და ამის გამო ანგარიში შეიძლება მიუწვდომებლი გახდეს.მხოლოდ საკუთარი პიროვნების ინდეტიფიცირების შემდეგ შეხვალთ ანგარიშზე.ეს კი დაგიჯდებტ 25$-დან 100$ -მდე.



თანხის დაფარვა საკუთარ კართან შესაძლებელია ევროპის ყველა ქვეყანაში და ამერიკაში.სხვა კონტინენტებზე თავს შევიკავებ უცოდინრობის გამო .
ამ დროს თქვენ იხდით 3-6 ევრო/დოლარით მეტს და თანხას აძლევთ ხელზე ფოსტალიონს/მომტანს.
მე გადახდის ეს ფორმა საკმაოდ მომწონს.უსაფრთხოა და სწრაფი.ასეთი შეკვეთისას გამყიდველები სასწრაფოდ გზავნიან ნივთს და ცდილობენ თანხა მალე აიღონ.
თუმცა რამდენად გამოვა ეს საქართველოში, ჩემთვის უცნობია და ამასთან დაკავშირებითაც კომენტარებს ველი.



4.ჩამოტანა შესაძლებელია ბევრი ლოჯისტიკ ფირმის დახმარებით.როგორც წესი, დეჰაელი,იუპიესი და ფედექსი ძალიან სწრაფად და კარგად მუშაობენ.ფასებში არის სხვაობა ,თუმცა მეტნაკლებად მაინც თანაბარ თანხას ითხოვენ ეს ფირმები .ამის მიუხედავად ,მაინც ღირს თვალი გადაავლოთ ფასებს და თქვენთვის სასურველი ვარიანტი შესთავაზოთ გამყიდველს.
პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობს,რომ ხშირად გამყიდველი ხელშეკრულებით არის დაკავშირებული მსგავს ფირმასთან და ამით იღებს დიდ ფასდაკლებას.ამიტომ დიდი შანსია, თქვენ ვარიანტზე უარი თქვას,თუმცა თუ თქვენ ეს ცდად გიღირთ,არანაირი პრობლემა ამაში არ არის.
ბაზარზე მოქმედებს ქართული კომპანია "ჯორჯიან ექსპრესი",რომელიც კილოგრამში 4 ევრომდე იღებს,ამას დამატებული დაზღვევა(სადაზღვეო ტანხის 10%).14 დღეში ჩამოაქვთ საქართველოში.პირადი გამოცდილებით ვიტყვი,რომ საკმაოდ კარგად მუშაობენ.



5.განბაჟება არის ასევე პრობლემატური თემა ამ შემთხვევაში.
ნივთი რომელსაც შეუკვეთავთ,საქართველოში ჩამოსვლისას გაივლის საბაჟო კონტროლს.ინტერნეტ-მაღაზიების 99% აკრავს გზავნილს გარედან ინვოისს,რომელშიც ფასი და ყველაფერი დაწვრილებით წერია.ასეთი საბუთის არსებობისას, საბაჟო გააჩერებს ნივთს და მოითხოვს მის განბაჟებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად(რაც ასევე გულისხმობ ნივთის ბაჟისგან გათავისუფლებას გარკვეული პირობების შემთხვევაში,...აქაც ველი კომეტარს იმ ადამიანებისგან ვინც იცის თუ რა სატარიფო გეგმა მოქმედებს ამ წუთას ჩვენს საზღრებზე).
გამოსავალი ერთია.უნდა შეეცადოთ, გამყიდველმა გამოგზავნისას ან საერთოდ არ დააწებოს ინვოისი,ან ჩაწეროს ნაკლები ფასი მასში.
საერთოდ ამაზე წესიერი გამყიდველი არ წამოვა.ცდად ღირს რა თქმა უნდა, თუმცა ჩემი გამოცდილებით გეტყვით ,რომ მას ნამდვილად არ უღირს ეს.ნაკლები თანხის ჩაწერინებაც პრობლემატურია.ნივთის დაკარგვის შემთხვევაში გამყიდველი აინაზღაურებს მხოლოდ იმ ტანხას,რაც ინვოისში შეიტანა.ამიტომ შეიძლება დათანხმდეს მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშ.
საუკეთესო გამოსავალია ისევ და ისევ ნივთი მიიღოს თქვენმა ნაცნობმა ან სანდო პირმა უცხოეთში,რომელიც კერძო გზავნილს გამოუშვებს და სადაზღვეო თანხასაც ,როგორც კერძო პირი, თვითონ აირჩევს.ამ დროს გზავნილს არ ექნება ინვოისი და გაფორმდება როგორც საჩუქარი და განთავისუფლებულ იქნება ბაჟისგან.
რამდენიმეჯერ მაქვს მსგავსი ვარიანტი გამოცდილი საკმაოდ ძვირფას ნივთებზე.მაგ:ნიუთბუქები.




6.უკან მიბრუნების უფლება.
ევროპაში შემოტანილი ცვლილების მიხედვით, მყიდველს უფლება აქვს .ნივთის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ის უკან დააბრუნოს.თუ ნივთის ფასი არემატება 50 ევროს, გზის ფულს იხდის გამყიდველი.თუმცა ევროკავშირის გარეთ გამოტანისას თქვენ იქნებით ვალდებულნი ეს თანხა დაფაროთ.ეცადეთ, არ დაგჭირდეთ ეს უფლება.სანამ იყიდით კარგად გადახედეთ ჯერ ნივთს,მის მდგომარეობას,ასევე თუ რა შედის გზავნილში კონკრეტულად,გადახედეთ მყიდველთა შეფასებებს,ზუსტად წაიკიტხეთ ეს შეფასებები,რომ გაიგოთ ,რა მოხდა,ყველაფერი დაწვრილებით წაიკითხეთ.მნიშვნელოვან დეტალებს ხშირად წვრილად წერენ .
ეს უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი ოფიციალურად რეგისტრირებულია როგორც მაღაზია ან კერძო მოვაჭრე,ან თუ კერძო პირი ყიდის რეგისტრაციის გარეშე და მაინც გთავაზობთ ამ უფლებას.

7.გარანტია
ოფიციალურად რეგისტრირებულ გამყიდველთან შეკვეთისას ნივთს აქვს 24 თვიანი გარანტია.ამისთვის არ არის საჭირო მიიღოთ საგარანტიო ტალონი,როგორც ამას ჩვენთან სთავაზობენ ხალხს.ქვითარი სავსებით საკმარისია იმისთვის,რომ დაზიანებული ნივთის სანაცვლო მიიღოთ ან გარემონტებული დაგიბრუნდეთ უკან.
თუ ნივთს ყიდის კერძო პირი,გარანტია ავტომატურად არ იგულისხმება,თუ გამყიდველი თვითონვე წერილობით არ გთავაზობთ მას.

=======================================================




ესეც დოკ ვარიანტი

მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 807 )
მიმაგრებული ფაილი  online_shopping_faq.doc
Marduka
სტვინიკ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16845
წევრი No.: 19471
რეგისტრ.: 24-April 06

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 02:42  #4448002      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ისა დაbiggrin.gif
ვისაც ევროპაში და ამერიკაში ნაცნობი არ გვყავს და paypal-იც არ არის ჩვენთან იმათმა რავქნათ? მე ვიცი რომ ჩვენთან საბაჟოზე 150$ ნაკელბი საქონელი 1 ნივთი განბაჟებას არ ექვემდებარება და მართალია?
რატომ არ ვერ ვამთავრებ ebay-ზე გადახდის პროცესს როცა ანგარიშზე 50$ მიდევს აქდან სახარჯი 30 $ და 20$იან DVD-ის ვყიდულობ? VISA Classic როგორც ვიცი ყველა ინტერნეტ მაღაზიაში მოქმედებს... მთხოვს კარტის უკან მოცემულ სამ ციფრიან ნომერს რომელსაც ვწერ და არასწორიაო მეუბნება ვეღარ გავიგე რა ამის დედა....gigi.gif
PREDATOR
Crazy Member თავი გაბია


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 44411
წევრი No.: 10657
რეგისტრ.: 7-June 05

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 02:48  #4448024      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq
მიოანც მაქვენ კითხვები sad.gif ებეი ქომ ზე თU მუშაობენ ჩვენი კარტები ? ან რომელი ბანკის პლასტიუკირ ბარათია საზღვარგარეთ მუშა ? მე მავქს პროკრედიტ ბანკის maestro და ეს მუშაობს ნეტა ? amazon.com ზე მინდა რაღაცაის ყიდვა სმომავლოდ და ეგ მაინტერესებს ვიყიდი ამ კარტით ?


--------------------
დრიხტ კინგი

სოფლის ნაქები ახალგაზრდობის წევრი

მისი სამეფო უმაღლესობა პრინც გიორგი ბაგრატიონ მუხრანბატონის N7

ორი ამერიკული წყალქვეშა თვითმფრინავი 4 საათში იქნება შავ ზღვაში. (c) picpic

Life is like a subaru, you never know how long its going to last.
yuro
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 920
წევრი No.: 13350
რეგისტრ.: 5-October 05

გამოგზავნილია: 28 Dec 2006, 22:27  #4452916      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
ებეიზე არ ვიცი მარა valentines.de და nezflora.de ზე საქართველოს ბანკის ვიზა კლასიკით მიყიდია წესით მანდაც უნდა გაჭრას
westsider
*********


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17487
წევრი No.: 5305
რეგისტრ.: 30-May 04

გამოგზავნილია: 29 Dec 2006, 02:25  #4454686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
yuro
როგორც წესი,კარტას გააჩნია
მარტო დასახელება კლასიკი-ბევრს არაფერს ამბობს.
სხვადასხვა ბანკის კლასიკი შეიძლება ან მუშAობდეს ინტერნეტში ან არა
ბანკს უნდა კითხოთ კარტის გაკეთების დღესვე,თუ ის აუცილებლად ინტერნეტში გჭირდებათ

Luke90
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 488
წევრი No.: 18334
რეგისტრ.: 18-March 06

გამოგზავნილია: 29 Dec 2006, 21:54  #4459238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მინდა ვიდეო კარტის შეკვეთა და თუ იცით ძმურად, რამე ევროფული მსხვილი ფირმის მისამარტი დაწერეთ


--------------------
http://www.traderight.highpowersites.com
DKNYY
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 263
წევრი No.: 9879
რეგისტრ.: 4-May 05

გამოგზავნილია: 30 Dec 2006, 22:13  #4465910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არის ერთი პრობლემა ! საქმე იმაშია, რომ საქართველოში არცეთი დიდი კომპანია არ გზავნის პროდუქტს! მაგალითად ავიღოთ სონი, რომ იყიდო ლეპტობი საქართველოში არ გამოგიგზავნიან. ასევე აქ არც FedEx-ი, არც USP და არც DHL გამოგადგება. საქმე იმაშია რომ შენ ვერ დარეკავ სონიში(ასევე ნებისმიერ დიდ კომპანიაში) და ვერ ეტყვი მათ რომ fedex-ით გამოგიგზავნონ ლეპტოპი ! ვერც იმას იზავ, რომ სონის ეს ლეპტოპი გააგზავნინო FedEx-ის ოფისში, ხოლო იქიდან FedEx-მა შენ გამოგიგზავნოს სახლში ! მე როგორც ვიცი ასეთი სერვისი არ აქვს არც FedEx-ს, არც USP-ს და არც DHL-ს!

* * *
ასე რომ მე ისევ და ისევ ქართული კომპანიებით ჩამომაქვს საქართველოში ნივთები. მაგრამ აი ლეპტობს რაც შეეხება, მაგას ვერ ვრისკავ რომ გამოვაგზავნო, რადგან ამ ქართულ კომპანიებს არ ვენდობი.


--------------------
I AM NOT CRACKED !!!!
Luke90
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 488
წევრი No.: 18334
რეგისტრ.: 18-March 06

გამოგზავნილია: 30 Dec 2006, 23:01  #4466267      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (DKNYY @ 30 Dec 2006, 21:13 )
არის ერთი პრობლემა ! საქმე იმაშია, რომ საქართველოში არცეთი დიდი კომპანია არ გზავნის პროდუქტს! მაგალითად ავიღოთ სონი, რომ იყიდო ლეპტობი საქართველოში არ გამოგიგზავნიან. ასევე აქ არც FedEx-ი, არც USP და არც DHL გამოგადგება. საქმე იმაშია რომ შენ ვერ დარეკავ სონიში(ასევე ნებისმიერ დიდ კომპანიაში) და ვერ ეტყვი მათ რომ fedex-ით გამოგიგზავნონ ლეპტოპი ! ვერც იმას იზავ, რომ სონის ეს ლეპტოპი გააგზავნინო FedEx-ის ოფისში, ხოლო იქიდან FedEx-მა შენ გამოგიგზავნოს სახლში ! მე როგორც ვიცი ასეთი სერვისი არ აქვს არც FedEx-ს, არც USP-ს და არც DHL-ს!

* * *
ასე რომ მე ისევ და ისევ ქართული კომპანიებით ჩამომაქვს საქართველოში ნივთები. მაგრამ აი ლეპტობს რაც შეეხება, მაგას ვერ ვრისკავ რომ გამოვაგზავნო, რადგან ამ ქართულ კომპანიებს არ ვენდობი.

ვერ დაეგთანხმები, მე უკვე შეუკვეთე და ველოდები,

https://shop2.outpost.com

აი აქდან. საერთაშორისო shipping აქვთ DHL მეშვეობით ჩამომივა

40$ დაჯდა ჩამოტანა, ძვირია თუ იაფი? რამდენ ხანში ჩამოდის საერთოდ DHL ამერიკიდან? ნუ fedex ვიცი როგორც მუშაობს მათი კლიენტი ვიყავი, ძაან კმაყოფილი ვარ,

იქნებ ვინც ერკვევა DHL მუშაობასთან დაკავშირებით დაწერეთ
zazamos
Miracle Shopper


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1159
წევრი No.: 19391
რეგისტრ.: 19-April 06

გამოგზავნილია: 31 Dec 2006, 14:45  #4469688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
datiko
გმადლობთ, ძალიან საჭირო ინფორმაციაა და კარგადაა გაკეთებული.

datikoMarduka
"საბაჟო ტარიფის შესახებ" საქართველოს კანონი ამბობს, რომ " მუხლი 8. საბაჟო ტარიფისაგან განთავისუფლება.
საბაჟო ტარიფისაგან განთავისუფლებულია: ლ.ბ) . . . 300 ლარამდე (ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას – 1500 ლარამდე) ღირებულების, 50 კგ-მდე საერთო წონის, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის (ფიზიკური პირის შემთხვევაში) განკუთვნილი საქონლის იმპორტი;

ე.ი. 300 ლარიდან ზემოთ ღირებულების ამანათი უნდა განბაჟდეს. რა თქმა უნდა, ამ თანხაში არ უნდა ჩაგითვალონ ტრანსპორტირების ღირებულება.

PREDATOR
ბარათებით შეძენისას მთავარია, რომელ მაღაზიაში ყიდულობ და რა ბარათით.
ბევრი მაღაზია ქართული ბანკების გაცემულ ბარათებს არ იღებს - მაგალითად, ებაი.

ზოგიერთ მაღაზიაში გადის ქართული ბანკების ბარათები, ოღონდ ვიზა კლასიკი, მასტერკარდ სტანდარტი და უფრო მაღალი. ვიზა ელექტრონს და მასტერკარდ მაესტროს არ იღებენ.

ამაზონზე პრინციპში ნებისმიერი ბარათი გადის, მათ შორის მაესტრო და ელექტრონიც.




--------------------
God made whiskey so the Irish won’t rule the world.
***
Every major error I made in my life, I made when I was tired.
President William Jefferson Clinton (US News and World Report, April 1993).[I]
davutik
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1523
წევრი No.: 9958
რეგისტრ.: 6-May 05

გამოგზავნილია: 1 Jan 2007, 06:55  #4473880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მარტო დასახელება კლასიკი-ბევრს არაფერს ამბობს.
სხვადასხვა ბანკის კლასიკი შეიძლება ან მუშAობდეს ინტერნეტში ან არა


ტყუუუუუუუუუუუუუილია!!!!

Marduka
ნებისმიერი Classic-ი გამოდგება ინტერნეტში.
პროსტა შეიძლება გასააქტიურებელი იყოს ბანკიდან.
საბანკო სექტორში უბადლო ექსპერტებს, ანუ ქართულ ბანკებს, ხანდახან გამოეპარებათ ხოლმე ისეთი უმნიშვნელო წვრილმანი wink.gif როგორიც პლასტიკური ბარათის გააქტიურება!!!
დარეკე ბანკში და გაუ***კე, ან ჯობია მიხვიდე ბანკში, დროს და ნერვებს დაზოგავ...
* * *
QUOTE
ბევრი მაღაზია ქართული ბანკების გაცემულ ბარათებს არ იღებს - მაგალითად, ებაი.

eBay არ არის მაღაზია და იმიტომ არ იღებს...
DKNYY
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 263
წევრი No.: 9879
რეგისტრ.: 4-May 05

გამოგზავნილია: 1 Jan 2007, 21:21  #4475613      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვერ დაეგთანხმები, მე უკვე შეუკვეთე და ველოდები,

https://shop2.outpost.com



წაიკითხე კარგად რა მიწერია ! მე ვთქვი რომ არცერთი დიდი კომპანია არ გზავნის საქართველოში საქონელსთქო ! ეგ საიტი რაც შენ გიწერია რომელიმე კომპანიის საიტი კი არ არის, არამედ სუპერმარკეტის ნაირია, ანუ ყელაფერი იყიდება განურჩევლად ფირმისა და პროდუქტისა !
naia
non-MEMBER


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 823
წევრი No.: 11126
რეგისტრ.: 30-June 05

გამოგზავნილია: 4 Jan 2007, 12:09  #4488259      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · msn
zazamos
QUOTE
პირადი სარგებლობისათვის (ფიზიკური პირის შემთხვევაში) განკუთვნილი საქონლის იმპორტი

ანუ, მე რომ გამოვიწერო ლეპტოპი (პირადი სარგებლობისთვის, თან ფიზიკური პირი ვარ; მაგრამ საქონლის ღირებულება ალბათ 1500 ლარზე მეტი იქნება) ბაჟს არ გადავიხდი?

This post has been edited by naia on 4 Jan 2007, 12:09


--------------------
www.tamara.ge

My favorite Georgian photographer
westsider
*********


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17487
წევრი No.: 5305
რეგისტრ.: 30-May 04

გამოგზავნილია: 4 Jan 2007, 16:24  #4489949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
davutik
არ არის ტყუილი.მე მქონდა 4 წლის წინ საქართველოს ბანკის კლასიკი ,რომელიც ვერანაირად ვერ გამოვიყენე ინტერნეტში
და ბანკშიც მსგავსი ფუნქციის აქტივაციაზე უარი მითხრეს.
ახლა ამ წუთას როგორაა საქმე ნამდვილად არ ვიცი,მე მანდ არ ვცხოვრობ.
DKNYY
დონა კარა,ლეპტოპს რარა სონის ოფიციალური მაღაზიიდან უკვეტავ,დაილია სხვები?
რა ტქმა უნდა სონის ვერ დაელაპარაკები გამოგზავნაზე.არც გიპასუხებენ საერთოდ.
აირე და მსგავსი ლეპტოპი დაძებნე გუგლში,ნახე სად რა რირს.ხოდა, სადაც ნახავ მერე იმ გამყიდველს მოელაპარაკე და ეგაა.
შიშები ტყუილად გაქვს.დაზღვეულ ტვირთზე პრობლემას ვერ შეგიქმნის ვერავინ.ამის გამო დავწერე ზემოთა ტექსტი,და იქ გარკვევიტ ვამბობ,ნახეთ უცხოეთში ვინმე,ვისაც ენდობით და საქართველოსენ იმას გამოაშვებინეთ დაზღვევით.ამ შემტხვევაში პრობლემა გამორიცხულია.იმას ქვითარი ექნება და საქმე იწყება ევროპაში ან ა მერიკაში.ხოდა მანდ ქარტული კი არა ავღანური კომპანიებიც ვერ მოიტყუებიან(თუ არსებობენ ეგეთები ვაბშე).

რისკის თუ გეშინია კაცს,ჯობს მანდვე იყიდო ცოტა ძვირად და გარანტიაც გქონდეს ბარემ.
ტუ იაფად გინდა,არსებობს ინტერნეტი,ახსნა ზემოთაა,დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული.


მე მზად ვარ დაგეხმაროთ ჩამოტანაში!
DKNYY
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 263
წევრი No.: 9879
რეგისტრ.: 4-May 05

გამოგზავნილია: 5 Jan 2007, 16:47  #4497854      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
westsider

სადღაც ნაძებნი და ნაყარ ნუყარი ლეპტოპი კი არ მინდა ! სონი ყიდის თავის ლეპტოპებს თვითონვე თავისივე მაღაზიებში ! სხვაგან არ ყიდის, თუ სადმე ნახე ეს ნიშნავს, რომეგ ლეპტოპი უფრო ძვირი ეღირება რადგან სონისგან არის ნაყიდი და მერე ხელახლა ყიდიან ! პასუხითაც გიპასუხებენ ! მე დავრეკე და დატალურააც ამიხსნეს ის რომ საქართველოში არ გამომიგზავნიან, ხოლო თუ ვინმეს გაუგზავნი, სონი არ იქნება პასუხისმგებელი ტვირთის დაკარგვაზე !
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (44) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0310 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]