forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (20) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რინოპლასტიკა
rasti
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1147
წევრი No.: 172254
რეგისტრ.: 24-August 13

გამოგზავნილია: 2 Apr 2018, 13:03  #52458425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პატარა გზამკვლევი old.gif

1.მეთოდოლოგია:
დღესდღეისობით არსებობს ცხვირის პლასტიკური ოპერაციის ორი მეთოდი,ღია და დახურული,ღია მეთოდი რინოპლასტიკაში თანამედროვე მიდგომად ითვლება,ოპერაციისას ქირურგს კოლუმელას გაჭრის მეშვეობით შესაძლებლობა აქვს დაინახოს ყოველი დეტალი,რაც დახურულის დროს ვერ ხერხდება,ასევე კეთდება არმირება( ცხვირის წვერის დამაგრება,რათა დროთა განმავლობაში არ ჩამოეშვას და მაქსიმალურად იქნას დაფიქსირებული),ხოლო დახურული მეთოდის დროს არმირებას ჩვენთან არ აკეთებენ და ამ დროს ქირურგი ცდილობს თაბაშირის ხანგძლივი დადებით მიაღწიოს სასურველ შედეგს,დახურული მეთოდის პლიუსი ისაა რომ ნაოპერაციები ცხვირი გაცილებით სწრაფად ცხრება და კოლუმელაზეც არ არის ნაწიბური,თუმცა ღია მეთოდის მიერ წარმოშობილ ნაწიბურის გაქრობა ხდება დროთა განმავლობაში და ასევე მაზების დახმარებით,ხოლო ღია მეთოდის დროს ცხვირის დაცხრომას და საბოლოო შედეგის მიღებას ზოგადად 1 - 1.5 წელი სჭირდება,ეს პროცესი დამოკიდებულია თქვენი სახის კანის ტიპზე,თუ როგორი კანი გაქვთ და თქვენს ორგანიზმზე,სქელი კანის შემთხევაში პროცესი შენელებულია და მეტ დროს მოითხოვს,ამ დროს შესაძლებელია საჭიროებისამებრ ქირურგის მიერ გარკვეული ხელოვნური ჩარევებიც,ასევე ძალიან კარგია სახის კანის გაწმენდა რაც ასევე ქირურგთან უნდა შეათანხმოთ.

2.პლასტიკური ქირურგის არჩევა:
ეს საკითხი მარტივი არ არის და საკმაოდ სკუპულოზურ მიდგომას საჭიროებს,პირველ რიგში დავივიწყოთ სხვების რჩევები ამა თუ იმ ქირურგზე,რომ თეკლას სასწაული ცხვირი გაუკეთეს და ა.შ,რადგან არჩევანი თავად უნდა გავაკეთოთ და ყველა ოპერაციას ქირურგები ერთიანად წარმატებით ვერ აკეთებენ,ასევე ყველას აქვს კარგი და ცუდი შედეგები,ამ დროს მთავარია ცუდი არ სჭარბობდეს,ისიც გასათვალისწინებელია რომ მათ გააჩნიათ თავიანთი ინდივიდუალიზმისათვის დამახასიათებელი სპეციფიური ხელწერა (მიუხედავათ შესაძლო განსხვავებული ნამუშევრებისა ეს მაინც იგრძნობა ) და ამ ხელწერას უნდა დააკვირდეთ,თუ როგორ აკეთებს ესა თუ ის ქირურგი ცხვირებს და განსაკუთრებით თქვენს მსგავს ცხვირებს.

დასკვნა,პირადათ იარეთ კონსულტაციებზე ქირურგებთან და დააკვირდით მათ ნამუშევრებს.

გვარამია გია-- http://gvaramia.com
კალანტაროვი ალექსანდრე (საშა)-- http://carapsmedline.ge/ka/
კუზანოვი ივა, გუგა, ალექსანდრე.-- http://kuzanov.com
კუტუბიძე ალექსანდრე-- https://m.facebook.com/AlexanderKutubidzeMD/
მირაშვილი თამარი-- https://m.facebook.com/TamarMirashviliPlasticSurgeon/
მუმლაძე სიმონი-- https://m.facebook.com/plasticalsurgery/
ოდიშვილი გია, ზაქარია-- http://plastica.ge
პეტრიაშვილი ვახტანგი-- http://medi.ge
ჩიკვაიძე თენგო-- https://m.facebook.com/TengoChikvaidzePlasticSurgeon/
ჯანაშია პაატა-- http://iashvili-janashia.ge/ka-GE/
ალექსანდრე ხელაშვილი- https://www.facebook.com/1533658523631003/p...?type=1&theater

3. ოპერაციის დაგეგმა:
აქ არაფერია რთული,ქირურგთან ერთად გეგმავთ სასურველ დღეს,იკეთებთ წინასაოპერაციო ანალიზებს და ემზადებით ოპერაციისთვის როგორც ფიზიკურად ისე ფსიქოლოგიურად,რადგან ფსიქოლოგიური მომზადება და დადებითი განწყობა აუცილებელია წარმატებული რინოპლასტიკისთვის,ასევე თავი უნდა შეამზადოთ იმისთვის რომ რამოდენიმე დღე მოგიწევთ პირით სუნთქვა.

4. ნარკოზი:
ოპერაციის წინა დღეს გაფრთხილებენ რომ გარკვეული დროის (ეს იქნება საღამო ხანი,სიტყვაზე 8 სააათი ან რომელიმე სხვა დრო) მერე არ მიირთვათ საკვები და წყალი,ამ დღეს აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა,ანუ არ მიირთვათ ისეთი საკვები რომელიც წყალს მოგაწყურებთ და სასმელი წყლის საკმარისი მარაგიც შეივსეთ ეტაპობრივად დროის ამოწურვამდე,მიუხედავათ იმისა გწყურიათ თუ არა,ოპერაციის შემდგომ კი არ ეცეთ ეგრევე წყალს და არ მოიყუდოთ,დალიეთ მოგვიანებით ცოტა და ყლუპ-ყლუპად,რადგან არ გამოიწვიოს პირღებინება.ასევე ძალიან კარგია თუ ადგებით და ივლით,ამ დროს ნარკოზი უფრო მალე გამოდის ორგანიზმიდან.

5. ოპერაცია:
აქაც არაფერია სანერვიულო,მიდიხართ დათქმულ დროს,გაწვენენ პალატაში,გიკეთებენ გადასხმას და ფეხების გადახვევას (ნარკოზიდან გამომდინარე),შემდგომ შეყავხართ საოპერაციოში,გაძინებენ და როცა იღვიძებთ უკვე დამთავრებულია ოპერაცია და იმყოფებით ინტენსიურში დაკვირვების ქვეშ,რათა არ მოხდეს სუნთქვის შეკავება,(თუმცა ყველა არ აწვენს ინტენსიურში და ზოგს პირდაპირ პალატაში გადაყავს პაციენტები)შემდგომ კი უკან გაბრუნებენ პალატაში,მეორე დღეს კი გაგწერენ სახლში და საჭიროა დაგინიშნონ ანტიბიოტიკები,რაც შეეხება ტკივილებს,ეს ინდივიდუალურია და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აღინიშნება.

6.ტამპონები:
თანამედროვე სახის ტამპონები არ არის ამოღების დროს მტკივნეული,მისი მაქსიმალური დისკომფორტი ოდნავი უსიამოვნო შეგრძნებაა.

7.თაბაშირი:
ეს ინდივიდუალურია,ზოგი ქირურგი ხმარობს თაბაშირს ზოგი არა,ზოგი მეტი დროით აჩერებს,ზოგი ნაკლები დროით,ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ ქირურგს აირჩევთ.

8.დაცხრომის პროცესის მიმდინარეობა:
რაც როგორც ზემოთ ავღნიშნე ზოგადად 1 - 1,5 წელზე იწელება,ამ დროს შესაძლებელია ცხვირის გარკვეულ უბნებზე შესიებების ფონზე სხვადასხვა ვიზუალური დეფექტის იმიტაციის გამოვლინება,რა დროსაც არ უნდა დავპანიკდეთ და მოთმინებით დაველოდოთ ცხვირის დაცხრომას,რაც ასევე უნდა მოხდეს ქირურგის მიერ დინამიკაში დაკვირვებით.

რინოპლასტიკა IV
ესეც წინა თემის ლინკი

წარმატებას გისურვებთ smile.gif)))

This post has been edited by rasti on 2 Apr 2018, 14:25


--------------------
https://www.youtube.com/watch?v=ny6SJCNUzqY
Hug
summer girl


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 711
წევრი No.: 125626
რეგისტრ.: 6-January 11

გამოგზავნილია: 2 Apr 2018, 19:55  #52460604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rasti

რამდენი გიშრომია
კარგია ძალიან
ერთადერთი არ დაგეთანხმები ტამპონებზე, მე ძალიან მეტკინა ამოღება. ვიცოდი რომ არ იყო მტკივნეული და შემეშინდა. მაინც უნდა იცოდეს ხალხმა რომ ეგეც ინდივიდუალურია.


--------------------
It’s going to be legen… wait for it… dary! Legendary!
sაlოmეa
∞ ∞ ∞


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7569
წევრი No.: 234841
რეგისტრ.: 24-August 17

გამოგზავნილია: 2 Apr 2018, 19:59  #52460618      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jump.gif jump.gif


ახალ თემას გილოცავთ


პირველ პოსტს მერე წავიკითხავ


--------------------
რას ბრძანებთ, დედოფალო!

ქალს არაყს როგორ ვაკადრებდი?

სუფთა სპირტია!


✔∞ ✔∞ ✔∞ ✔∞
rasti
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1147
წევრი No.: 172254
რეგისტრ.: 24-August 13

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 10:13  #52462977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Hug

შემდგომში გავითვალისწინებ,მადლობა smile.gif)))
nati_natiia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 435
წევრი No.: 190461
რეგისტრ.: 26-August 14

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 10:39  #52463074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც აქ ვარ ჩემი ცხვირით, კარგია ახალი თემა jump.gif

ტამპონებზე მეც ამოვწყდი ისე მეტკინა smile.gif)))
მანიაჩკა
ნათიაჩკა


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1416
წევრი No.: 10352
რეგისტრ.: 23-May 05

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 12:24  #52463560      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც დავფიქრსირდები smile.gif

თან ეხლა ახალ ეტაპზე გადავედი smile.gif მარცხენა მხარეს ნესტოს ზედა ბოლოდან, კეხის ადგილამდე მაქვს კარგა დიდი შეზნექილი, როცა მარჯვენა მხარე სწორია და ხელის დადებაზე სიმაგრე იგრძნობა. ისევ იმის ფობია დამეწყო, ხრტილს ხომ არ ჭირს რამე. უნდა მივიდე კალანტაროვთან და იქნება დავმშვიდდე. smile.gif დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც გაქრება დროთა განმავლობაში. კარგ ვარიანტში მარცხენა ცხვირის ნესტოს გასიების და კეხის ადგილას გასიების ბრალი იქნება.

აუ, მალე გავიდეს ეს 1 წელი, რააა, რომ მიიღოს საბოლოო სახე ამ ცხვირმა!
mariachi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 817
წევრი No.: 215181
რეგისტრ.: 2-March 16

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 13:51  #52463963      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვაა rasti ახალი თემით :-) ძალიან დეტალურად ჩამოაყალიბე ის რაც არის რეალობა, ერთს დავამატებდი მხოლოდ, რომ ყოველ თვე 1 წლამდე გექნებათ სხვადასხვანაირი ცხვირი და ამისთვის უნდა იყოთ ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად, ასევე სუსტი ნებისყოფის პაციენტებს ვურჩევდი დამამშვიდებლის დალევას, როცა იგრძნობთ შფოთს ან სასოწარკვეთას, რაც ზოგ შემთხვევაში ახასიათებს ნარკოზს. გილოცავთ ახალ თემას ფორუმელებო..იმედია კიდევ და კიდევ უფრო ლამაზუნა ცხვირუკებით გაივსება პოსტები :-) ყველას წარმატებები... pupula ფოტო რომელიც დადე რომ აიღო პოსტის ქვემოთ არსებულ ,,შეატყობინე მოდერატორს,, დააჭერ და მიწერ რომ აიღოს ... წარმატებები ყველას! love.gif

This post has been edited by mariachi on 3 Apr 2018, 14:00
Odri-odri
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 48
წევრი No.: 241393
რეგისტრ.: 14-March 18

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 14:21  #52464120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საბოლოოდ გადავწყვიტე თენგოსთან ოპერაცია, ველოდები მაისს დიდი იმედებით smile.gif)
rasti
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1147
წევრი No.: 172254
რეგისტრ.: 24-August 13

გამოგზავნილია: 3 Apr 2018, 14:56  #52464292      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mariachi

მადლობა გაიხარე 2kiss.gif

QUOTE
ერთს დავამატებდი მხოლოდ, რომ ყოველ თვე 1 წლამდე გექნებათ სხვადასხვანაირი ცხვირი და ამისთვის უნდა იყოთ ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად

ვფიქრობ ეს თემა განხილული მაქვს wink.gif)))
QUOTE
8.დაცხრომის პროცესის მიმდინარეობა:
რაც როგორც ზემოთ ავღნიშნე ზოგადად 1 - 1,5 წელზე იწელება,ამ დროს შესაძლებელია ცხვირის გარკვეულ უბნებზე შესიებების ფონზე სხვადასხვა ვიზუალური დეფექტის იმიტაციის გამოვლინება,რა დროსაც არ უნდა დავპანიკდეთ და მოთმინებით დაველოდოთ ცხვირის დაცხრომას,რაც ასევე უნდა მოხდეს ქირურგის მიერ დინამიკაში დაკვირვებით.

QUOTE
ფსიქოლოგიური მომზადება და დადებითი განწყობა აუცილებელია წარმატებული რინოპლასტიკისთვის



This post has been edited by rasti on 3 Apr 2018, 15:01
TamunaKr
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4651
წევრი No.: 24423
რეგისტრ.: 15-October 06

გამოგზავნილია: 4 Apr 2018, 21:50  #52473153      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც დავფიქსირდები ჩემი დინგით biggrin.gif aba.gif weep.gif


--------------------
brrrr
mariami2431
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 238083
რეგისტრ.: 16-November 17

გამოგზავნილია: 5 Apr 2018, 10:07  #52475247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (mariachi @ 3 Apr 2018, 13:51 )
ერთს დავამატებდი მხოლოდ, რომ ყოველ თვე 1 წლამდე გექნებათ სხვადასხვანაირი ცხვირი და ამისთვის უნდა იყოთ ფსიქოლოგიურად და მორალურად მზად,

ზუსტად ესეთი მდგომარეობა მაქვს, 6 თვე გავიდა, მაგრამ მაინც ყოველ დღე სხვადასხვანაირია, ხან ძალიან კარგია, ხან საშუალოდ. მიხარია, რომ საერთო სიმპტომი ყოფილა yes.gif
vikingi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3890
წევრი No.: 30490
რეგისტრ.: 25-February 07

გამოგზავნილია: 5 Apr 2018, 10:44  #52475391      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim · yim
თვის ბოლოს ვიკეთებ თენგოსთან... ეხლა როცა საბალოოდ გადაწყდა უკვე ცოტა ავნერვიულდი... biggrin.gif
pekineli
შოპენომანი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19613
წევრი No.: 54277
რეგისტრ.: 24-February 08

გამოგზავნილია: 5 Apr 2018, 10:57  #52475465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეგობრებო ხომ არ იცით სად აკეთებენ ცხვირის კორექციას ფილერებით და რა ჯდება.
ჩემთვის არ მინდა ახლობლისთვის მაინერესებს.


--------------------
ღმერთოო ცოტა გენიოსებსაც მოგვხედე...
გმადლობთ რომ მომხედე... <3


იმერლებს არ ვენდობოდი არასოდეს,
ჩემი კრედოა იმერელს არაფერში ვენდო.
rasti
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1147
წევრი No.: 172254
რეგისტრ.: 24-August 13

გამოგზავნილია: 5 Apr 2018, 11:26  #52475647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vikingi

წარმატებები და არაფერია სანერვიულო,მარტივი ოპერაციაა yes.gif

pekineli

არ ვიცი სად აკეთებენ კარგად და ხარისხიანად,მარა ერთს გირჩევ რომ არაცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავის პრეპარატი გამოაყენებინოს,ცოტა უფრო ძვირია,მარა სამაგიეროდ შესაძლო ალერგიულ რეაქციებს აცდება

This post has been edited by rasti on 5 Apr 2018, 11:27
pekineli
შოპენომანი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19613
წევრი No.: 54277
რეგისტრ.: 24-February 08

გამოგზავნილია: 5 Apr 2018, 11:40  #52475741      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (rasti @ 5 Apr 2018, 11:26 )
vikingi

წარმატებები და არაფერია სანერვიულო,მარტივი ოპერაციაა yes.gif

pekineli

არ ვიცი სად აკეთებენ კარგად და ხარისხიანად,მარა ერთს გირჩევ რომ არაცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავის პრეპარატი გამოაყენებინოს,ცოტა უფრო ძვირია,მარა სამაგიეროდ შესაძლო ალერგიულ რეაქციებს აცდება

არაცხოველური ჯობს თუ ცხოველური.
დავიბენი.
წესით ცხოველურზე ნაკლები ალერგია არ უნდა იყოს?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0241 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]