უბრალოდ არ იყო ეს თემა
წერა მეზარება. ვისაც არ გეზარებათ და გიყვართ დაეწრეთ.
არსი:
კვატროჩენტო როგორც მეტეორი ისე დაეცა აღორძინებას და 3 ისეთი დარტყმა გამოიწვია 3 ზე გენიოსის სახით, გონზე დღესაც ვერ მოსულა პეროგარჭობილი ელიტა
ფერწერაში ეს აფეთქება რაფაელს ეკუთვნის.
რაფაელი არის წმინდად სამშვინველის კულტურა ფერწერაში ( ლეონარდო აზროვნების კულტურა ტექნოლოგია, მიქელანჯელო ნებელობის კულტურა, ფიზიკურ სხეულებრივი ძალებში გამოვლენილი).
ამ სამეულს არ შეუქმნია სკოლა და არც სკოლიდან არ გამოსულან (რომ ემოწაფებოდნენ ეგ სკოლას არ ნიშნავს). ისე, უამრავი სკოლა არსებობდა,თქვენც იცით.
ჰოდა, იმდენად უცბად და რევოლუციურად მოხდა ეს ამბავი, XIXს. მხატვრებმა იგრძნეს რომ რაფაელამდე არ მისულა რაფაელამდელი პროცესი
ანუ რაფაელი არ წარმოადგენდა კანონზომიერ შედეგს ფერწერის განვითარების პროცესისა...ეს მართლაც ასე იყო.
გადაწყვიტეს რომ თვითონ არიან (რეტროსპექტულად) იმ პროცესის წარმომადგენლები, საიდანაც უნდა აღმოცენებულიყო რაფაელი
ანუ უკან დაბრუნდნენ, უკან )) ერთადრთი რამის გამო ვცემ პატივს: იგრძნეს რომ პრინციპში, ხელოვნება ძლიერ მატრიალიზაციას განიცდის. კარგავს თავის არსს ადამიანში.
გამოსავალი ვაგნერმა დაინახა სწორად, პრინციპულად და ცხადად (სხვა თემაა).
დანტე გაბრიელ როსეტი
* * *
თუ მე ვერ ვნახე და არის ასეთი თემა, მოდერატორს შეუძლია წაშალოს, მიუერთოს.
This post has been edited by annavita on 13 Jan 2015, 14:02
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო