forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (72) « პირველი ... 70 71 [72]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კაკალი - ნიგოზი, საერთო თემა
celtics
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5745
წევრი No.: 123053
რეგისტრ.: 28-October 10

გამოგზავნილია: 12 Oct 2017, 01:18  #51488401      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არავის გაქვთ გასაყიდი? ან არ იცით ვინმეს ყიდიდეს დიდი რაოდენობით? ჯერ ფასი და ხარისხი აინტერესებს. თუ მოეწონება შემდეგ წელსაც გაიტანს...
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3469
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 12 Oct 2017, 14:07  #51490333      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vano22
QUOTE
ეს ხალხი სულ გაგიჟდა? ლინკზე გადავედი გადმოწერას დავაჭირე და ტიტან გელის რეკლამა ამომიგდო თავიდან ვიფიქრე შენი დაწერილი შესავალი იყო ფაილთან დაკავშირებით დაგრძელებამდე რომ ჩავიკითხე მერეღა მივხვდი რაც იყო არავინ აკონტროლებს ასეთი რეკლამებს? იქნებ სულ არასრულწლოვანი ვარ

ტიტან გელი და ჯანდაბა მაგათ. sad.gif
და წიგნის გადმოწერა შეძელი მაინც, თუ სიაფანდი საიტია ეგეც?
REVERS
QUOTE
5 ძირი ჩავყარე გაზაფხულზე და 4 მა გაიხარა და გადაიტანა ეს მწარე გვალვები

პირველ წელს რამხელა უნდა გაიზარდოს ? ჩემები არც ისე მაღლები არიან

მე დავაკელი რამე თუ ეგრე უნდა იყოს პირველი წელი ?

კარგი შედეგია ამ გვალვების ფონზე.
კომერციულ ბაღში (ანუ როდესაც იგულისხმება რომ ყველაფერს უშვები როგორც უნდა - ანუ სასუქს (ზრდისთვის ძირითადად აზოტს), და რწყავ შესაბამისად წვეთოვანით ან უკეთესია სპრინკლერით (ნუ უფრო მეტი ხარჯი აქვს წყლის, მაგრამ დასავლეთში - ამერიკა, საფრანგეთი..., ამით რწყვას ამჯობინებენ), ზრდის სტანდარტია, რომ პირველ წელს შენმა ხემ უნდა მიაღწიოს მინიმუმ 2.2 მეტრს, იმიტომ რომ ჩანდლერის ფორმირებისთვის სტანდარტი არის, რომ მინიმუმ 2 - 2.1 მეტრზე უნდა გადაჭრა პირველი წლის გასვლის შემდეგ თებერვალში ან მარტის დარაწყისში (სანამ კვირტი დაიწყებს დაბერვას). ხოდა 2.1 მეტრზე რომ გადაჭრა (გადაჭრა უნდა მოხდეს ე.წ. მრგვალ (ანუ დასრულებულ) ტოტზე (არა რბილ და მწვანე ტოტზე) და ეს ტოტი რომ ამ სიმაღლეზე ასეთი იყოს, მინიმუმ ერთი 10 სანტიმეტრით მაღალი მაინც უნდა იყოს კიდევ ტოტი მთლიანობაში თუ მეტით არა, ხოდა გამოდის რომ 1 წლის ზრდა უნდა იყოს მინიმუმ 2.2 მეტრი.
ეს რაც მოგიყევი არის იდეალური ვარიანტი და გულისხმობს, რომ ნერგიც ისეთი (2 წლიანი, კარგი ფესვთა სისტემით) უნდა იყოს როგორიც რეკომენდირებულია, დარგვაც ისე მოხდა როგორც საჭირო იყო, მიწაც ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო, საკვებიც ისეთი სიხშირით და რაოდენობით მიეცი, როგორიც უნდა ყოფილიყო და წყალიც. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველივე წელს ამ შედეგს ვერ მიაღწევ. მოკლედ შენც ხვდები, რომ ეს ძნელი მისაღწევია და 99%-ია შანსის რომ შენი ხეები ვერ მიაღწევდა ამ სიმაღლეს. ამან არ შეგაშინოს smile.gif.
ახლა რა უნდა ქნა გაისისთვის თუ მე რაც მოგიყევი ისეა და ვერ მიაღწია იმ სიმაღლეს რაც რეკომენდირებულია:
თებერვალში, ან მარტის დასაწყისში (მოკლედ, სანამ დათბება და გაიღვიძებს კვირტი), უნდა გასხლა ეგ შენი კაკლის ცენტრალური (აქ იგულისხმება მთავარი, ცენტრალური, ღერძულა) ტოტი საიდანაც დაიწყო ზრდა (აქაც მე ვგულისხმობ, რომ დარგვისას იცოდი და სწორად დარგე, ანუ რომ დარგე, ეგრევე გადაჭერი ნამყენი ადგილიდან 4-5 კვირტზე. თუ ასე არ გიქნია, მაშინ სხვა შემთხვევაა და უფრო ცუდი სიტუაცია გაქვს...) მაგ ტოტმა (მთავარმა, ცენტრალურმა), იქიდან უნდა ათვალო ისევ 4-5 კვირტი და გადაჭრა. ანუ თუ რთულად დავწერე და ვერ გაიგო, უფრო მარტივად გეტყვი, საბოლოოდ გამოვა, რომ საწყისი ნამყენი ადგილიდან გადაჭრილი გექნება 8-10 კირტზე (4-5 კვირტზე, დარგვისას და კიდევ 4-5 კვირტზე პირველი წლის ბოლოს რომ დააბრუნებ.). სხვა გვერდითა ტოტები (ამ მთავარი ტოტის გარდა) უნდა მოაშორო, ანუ გასხლა ბოლომდე.
celtics
QUOTE
არავის გაქვთ გასაყიდი? ან არ იცით ვინმეს ყიდიდეს დიდი რაოდენობით? ჯერ ფასი და ხარისხი აინტერესებს. თუ მოეწონება შემდეგ წელსაც გაიტანს...

და რა ფასად წაიღებს რო რამე? რამდენის გადამხდელია?

This post has been edited by grou on 12 Oct 2017, 14:15
vano22
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1414
წევრი No.: 222769
რეგისტრ.: 13-August 16

გამოგზავნილია: 14 Oct 2017, 12:30  #51500693      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grou
კი გადმოვიწერე მაგრამ გადახედვა ვერ მოვახერხე. ამ საღამოს ჩავუჯდებიsmile.gif


--------------------
ვალუტის გაცვლითი კურსი....

1$=2.4ლ
1€=2.14ლ
მადლიერი თვალები=???????????

დაეხმარე სხვას უანგაროდ!
მიიღე შეუფასებელი ანაზღაურება.
namo
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6040
წევრი No.: 13088
რეგისტრ.: 24-September 05

გამოგზავნილია: 15 Oct 2017, 19:54  #51507948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giorgi6262
QUOTE

ერთ ჰექტარზე ჩანდლერს ვფიქრობდი და ერთზე ნუშს, ეხლა უკვე დავფიქრდი ორი კულტურა დამწყებისთვის ძნელი ხო არ იქნება და მარტო კაკალი ხო არ გავაშენო


ამდენ ჰექტრებს ხო არ ჯობია ჯერ სატესტო რეჟიმში დარგო ერთი ოც ოცი ძირი და პრაქტიკაში შეხედო – (თუ არ გეჩქარება რა თქმა უნდა – ან ამ დანერგე მომავალს თუ არ დახურავენ მანამდე ან რამე სხვა თუ არ ხდება)

პირველად რო აკეთებ რაღცას ბუნებრივია რომ შეიძლება შეცდომა დაუშვა – ასე კი ერთი წლის გამოცდილებით მინიმუ იგივე შეცდომას მაინც აღარ დაუშვებ როცა ჰექტრებზე მიდგება საქმე.
REVERS
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8413
წევრი No.: 56110
რეგისტრ.: 19-March 08

გამოგზავნილია: 16 Oct 2017, 08:39  #51510179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grou
QUOTE
კარგი შედეგია ამ გვალვების ფონზე.
კომერციულ ბაღში (ანუ როდესაც იგულისხმება რომ ყველაფერს უშვები როგორც უნდა - ანუ სასუქს (ზრდისთვის ძირითადად აზოტს), და რწყავ შესაბამისად წვეთოვანით ან უკეთესია სპრინკლერით (ნუ უფრო მეტი ხარჯი აქვს წყლის, მაგრამ დასავლეთში - ამერიკა, საფრანგეთი..., ამით რწყვას ამჯობინებენ), ზრდის სტანდარტია, რომ პირველ წელს შენმა ხემ უნდა მიაღწიოს მინიმუმ 2.2 მეტრს, იმიტომ რომ ჩანდლერის ფორმირებისთვის სტანდარტი არის, რომ მინიმუმ 2 - 2.1 მეტრზე უნდა გადაჭრა პირველი წლის გასვლის შემდეგ თებერვალში ან მარტის დარაწყისში (სანამ კვირტი დაიწყებს დაბერვას). ხოდა 2.1 მეტრზე რომ გადაჭრა (გადაჭრა უნდა მოხდეს ე.წ. მრგვალ (ანუ დასრულებულ) ტოტზე (არა რბილ და მწვანე ტოტზე) და ეს ტოტი რომ ამ სიმაღლეზე ასეთი იყოს, მინიმუმ ერთი 10 სანტიმეტრით მაღალი მაინც უნდა იყოს კიდევ ტოტი მთლიანობაში თუ მეტით არა, ხოდა გამოდის რომ 1 წლის ზრდა უნდა იყოს მინიმუმ 2.2 მეტრი.
ეს რაც მოგიყევი არის იდეალური ვარიანტი და გულისხმობს, რომ ნერგიც ისეთი (2 წლიანი, კარგი ფესვთა სისტემით) უნდა იყოს როგორიც რეკომენდირებულია, დარგვაც ისე მოხდა როგორც საჭირო იყო, მიწაც ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო, საკვებიც ისეთი სიხშირით და რაოდენობით მიეცი, როგორიც უნდა ყოფილიყო და წყალიც. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველივე წელს ამ შედეგს ვერ მიაღწევ. მოკლედ შენც ხვდები, რომ ეს ძნელი მისაღწევია და 99%-ია შანსის რომ შენი ხეები ვერ მიაღწევდა ამ სიმაღლეს. ამან არ შეგაშინოს .
ახლა რა უნდა ქნა გაისისთვის თუ მე რაც მოგიყევი ისეა და ვერ მიაღწია იმ სიმაღლეს რაც რეკომენდირებულია:
თებერვალში, ან მარტის დასაწყისში (მოკლედ, სანამ დათბება და გაიღვიძებს კვირტი), უნდა გასხლა ეგ შენი კაკლის ცენტრალური (აქ იგულისხმება მთავარი, ცენტრალური, ღერძულა) ტოტი საიდანაც დაიწყო ზრდა (აქაც მე ვგულისხმობ, რომ დარგვისას იცოდი და სწორად დარგე, ანუ რომ დარგე, ეგრევე გადაჭერი ნამყენი ადგილიდან 4-5 კვირტზე. თუ ასე არ გიქნია, მაშინ სხვა შემთხვევაა და უფრო ცუდი სიტუაცია გაქვს...) მაგ ტოტმა (მთავარმა, ცენტრალურმა), იქიდან უნდა ათვალო ისევ 4-5 კვირტი და გადაჭრა. ანუ თუ რთულად დავწერე და ვერ გაიგო, უფრო მარტივად გეტყვი, საბოლოოდ გამოვა, რომ საწყისი ნამყენი ადგილიდან გადაჭრილი გექნება 8-10 კირტზე (4-5 კვირტზე, დარგვისას და კიდევ 4-5 კვირტზე პირველი წლის ბოლოს რომ დააბრუნებ.). სხვა გვერდითა ტოტები (ამ მთავარი ტოტის გარდა) უნდა მოაშორო, ანუ გასხლა ბოლომდე.


გაიხარე ამხელა პასუხისათვის smile.gif

გავიგე რაც დაწერე

დარგვის შემდეგ დავტოვე 4 კვირტზე, საქმე ისაა რომ ამ 4 კვირტიდან ზრდა თავიდან კი ყველამ დაიწყო, მაგრამ შემდეგ მხოლოდ ერთმა განაგრძო და სიმაღლეშიც რათქმაუნდა 2 მეტრა კი არა 1 მეტრს ძლივს მიაღწიეს smile.gif

ანუ აწი თებერვლის ბოლოსკენ ამ ტოტს გავსხლავ და დავტოვებ 4-5 კვირტზე

რო ვიყიდე ძირები მაშინ ვისგანაც ავიღე იმან ნაკელი არ შემატანინა რო შემოდგომამდე არაფერი მიცეო, და ახლა ვაპირებ ნოემბრისკენ რო შევიტანო

დამატებით კიდე რამე შევიტანო მიწაში, რომ გაზაფხულიდან ზრდა კარგი ქონდეს და მიაღწიოს 2 მეტრს ? smile.gif

This post has been edited by REVERS on 16 Oct 2017, 08:41


--------------------
GIO GEORGIA III.10

hattrick.org

ტიტულები : IV.52 ( 10 სეზ ), III.5 ( 16 სეზ ), II.1 ( 17 სეზ ), II.1 ( 21 სეზ ), III.7 ( 25სეზ ) , IV.3 ( 32სეზ ), IV.3 ( 33სეზ ), III.1 ( 34სეზ ),
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3469
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 16 Oct 2017, 14:24  #51511590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
REVERS
QUOTE
გაიხარე ამხელა პასუხისათვის

არ არის სამადლობელი ძმაო.
მე რომ ვიწყებდი და ვკითხულობდი, ვინმეს რომ აეხსნა ხომ გამიხარდებოდა, ხოდა მე მიხარია რომ შევძელი, და რამით დაგეხმარე. smile.gif
QUOTE
დარგვის შემდეგ დავტოვე 4 კვირტზე, საქმე ისაა რომ ამ 4 კვირტიდან ზრდა თავიდან კი ყველამ დაიწყო, მაგრამ შემდეგ მხოლოდ ერთმა განაგრძო და სიმაღლეშიც რათქმაუნდა 2 მეტრა კი არა 1 მეტრს ძლივს მიაღწიეს

ახლა რომ მიყვები შენ თვითონ, ვფიქრობ რომ მაგის მიზეზი (არასაკმარისი ზრდის) ჩემი აზრით იქნებოდა, ნუ იმ მიზეზების გარდა რაც წინა პოსტში ჩამოგითვალე (არასაკმარისი კვება, მორწყვა, ან წყლის ნაკლებობა, გვალვა, მიწის არასაკმარისი დამუშავება დარგვამდე, ან არარეკომენდირებული PH, ან არასწორი დარგვა), ის რომ იმ 4 კვირტიდან რომ 4 ტოტი გამოვიდა, როგორც კი მიაღწიეს 15 სმ-ს, მაშინვე მათგან ერთი (ნუ ყველაზე ძლიერი, ან არჩევენ ხოლმე ყველაზე ზევით მყოფ ტოტს) უნდა შეგერჩია და ის გაგეხადა ცენტრალურ ლიდერად (და მიგეცა ზრდის საშუალება), ხოლო დანარჩენი ტოტები უნდა დაგეპინჩა (ანუ თავები უნდა წაგეკვნიტა. და არა გაგესხლა მთლიანად, არ აგერიოს გასხვლაში!), რომ იმ 15 სმ-ზე მეტი არ გაზრდილიყვნენ და თან შეენარჩუნებინათ უკვე არსებული ფოთლოვანი მასა, რომელიც ფოტოსინთეზის საშუალებით იმუშავებდა იმაზე რომ ცენტრალური ლიდერის სწრაფი ზრდა უზრუნველეყო. ასე რომ გექნა, გაცილებით უფრო მეტი შანსი იქნებოდა რომ მიეღწია რეკომენდირებულ სიმაღლეებისათვის. smile.gif
QUOTE
ანუ აწი თებერვლის ბოლოსკენ ამ ტოტს გავსხლავ და დავტოვებ 4-5 კვირტზე

ანუ ახლა, ზამთრის ბოლოს, თუ არცერთი ტოტი არ გაქვს გასხლული (და როგორც მე ვხვდები არ გაქვს და ყველა ადგილზეა), უნდა შეარჩიო ყველაზე ძლიერი და ის გადაჭრა მისი ტოტად გამოსვლის ადგილიდან 4-5 კვირტზე. დანარჩენი ტოტები კი ძირშივე უნდა გადაჭრა და მოაშორო ხეს!
გაზაფხულზე, ამ 4-5 კვირტიდან გამოსული ტოტები გაუშვი 15-სმ სიგრძემდე (თუ სწრაფად არ მიდის ზრდის პროცესი, მაშინ 2 მოაშორე და ორი გაუშვი), მერე შეარჩიე მათგან ერთი, რომელსაც გახდი ლიდერად, ხოლო დანარჩენები დაპინჩე და ზრდა შეუჩერე. ამას თუ არ გააკეთებ, ვერც წელს ვერ მიაღწევს შენი ხის ცენტრალური ლიდერის ზრდა 2.2 მეტრს!
QUOTE
რო ვიყიდე ძირები მაშინ ვისგანაც ავიღე იმან ნაკელი არ შემატანინა რო შემოდგომამდე არაფერი მიცეო, და ახლა ვაპირებ ნოემბრისკენ რო შევიტანო

ჩემი აზრით კარგი ქნა რომ არ შეგატანინა. იმიტომ რომ ნაკელი უნდა აუცილებლად ძველი, რასაც ქვია გადამწვარი ნაკელი. ხშირად, ვინც რგავს ის არ არის ამ საქმეში ჭიპმოჭრილი და მცოდნე და ისინი კიდევ ვინც ნაკელს ყიდიან არ არიან პატიოსნები, ამიტომ ხდება ხოლმე რომ გადამწვარი ნაკელის ნაცვლად შეგნებულად (არცოდნით) თუ შეუგნებლად (რომ მოატყუეს იმიტომ) აძლევენ ნერგს ჩვეულებრივ ნაკელს, რაც იწვევს ძირის დაკნინებას და შესაძლებელია გახმობასაც. იმ კაცმა, ვინც ნერგები გაგატანა, იცის ეგ ამბები და ამიტომაც არ გირჩია ნაკელის დაყრა, რომ მერე არ მიუბრუნდე და არ უთხრა შენი ნერგები არ ვარგოდა და გახმაო... თავს იზღვევს ერთგვარად.
რაც შეეხება ახლა ზამთარში ნაკელის მიცემას, აქაც იგივეა რაც ზევით გითხარი, თუ დარწმუნებული არ ხარ რომ გადამწვარი ნაკელია, არ უნდა მისცე. ასევე, მე ადრე გაზაფხულამდე არ მივცემდი, რომ ზამთარში აზოტი (ნაკელში ძირითადად აზოტია) არ დაიკარგოს, ვინაიდან მცენარეს აზოტის შეთვისების უნარი ზამთარში არ აქვს. ფოსფორი და კალიუმი რომ გქონდეს მისაცემი, მაშინ შესაძლებელია ზამთარში.
და კიდევ ბოლო რამ რაც მინდა რომ გითხრა ნაკელთან მიმართებაში. მე ვერიდები ნაკელის მიცემას, იმიტომ რომ ნაკელის მიცემით ძალიან გააქტიურდება სარეველები და იმათი მოშორება უფრო გაგიჭირდება, არადა სარეველები არ უნდა გაახარო არანაირად და ნერგიდან 1 მეტრის დიამეტრზე სულ (ყოველთვის) სუფთა მიწა უნდა გქონდეს (უნდა უთოხნო რა. ან თუ ბევრი ხეებია- დიდი ბაღია, მაშინ მექანიკურად უნდა თიბო სარეველები, ან სარეველების მოსაკლავი შხამი დაასხა, თუმცა აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, შხამები სხვადასხვა არსებობს, კონტაქტურები და სისტემურები, სისტემურები უფრო ძლიერია (მაგალითად ურაგანი) კონტაქტურები ნაკლებად (მაგალითად ბასტა, რეგლონი), ამიტომ კონტაქტურები სჯობს, მაგრამ უფრო ხშირად უნდა შეტანა, თან ისე რომ კალის ნერგს არ მიასხა, თორემ მწვანე ნაწილზე სადაც მიესხმება გაახმობს.
იცოდე, რომ თუ სარეველებთამ მიმართებაში რაც დაგიწერე, იმას არ გაითვალისწინებ და მათ კონკურენციას არ მოსპობ, შენი ნერგი კონკურენციაში იქნება სარეველებთან, ისინი წაართმევენ საჭმელს, და ვერანაირად ვერ მიაღწევს 1 წელში (არ დაგავიწყდეს რომ 1 წელი გაქვს მინიმუმ 2.2 მ-ის მისაღწევად) რეკომენდირებულ ზრდას! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
QUOTE
დამატებით კიდე რამე შევიტანო მიწაში, რომ გაზაფხულიდან ზრდა კარგი ქონდეს და მიაღწიოს 2 მეტრს ?

ზამთარში შეგიძლია შეიტანო ფოსფორი და კალიუმი, ოღონდ ეგ ასე ბრმად ვერ მოხდება, მიწას უნდა ანალიზი ჩაუტარდეს და იმის მიხედვით უნდა ითქვას მერე ჭირდება თუ არა საერთოდ, ან თუ ჭირდება რამდენი.
რაც შეეხება აზოტს, ის უნდა მისცე გაზაფხულზე. მე ვაძლევ 3 ჯერადად. შეგიძლია მისცე 4 ჯერადადაც.
დოზები პირველი წლისათვის არის შემდეგი: ვთქვათ100 გ. აპრილის დასაწყისში, შემდეგ 150გ. ივნისის დასაწყისში, შემდეგ 150 გრამი ივლისის დასაწყისში.
4 ჯერადობის ამბავში, მე აგვისტოშიც მივცემდი (ზოგი არ აძლევს აგვისტოში, მალე სიცივეები დაიწყება მაგ დროს და ახალი ნაზარდი რომ არ შეხვდეს სიცივეებს).
წლიდან წლამდე დოზები იზრდება, ვინაიდან ხე ზრდისას უფრო და და უფრო მეტ საკვებს მოითხოვს.

This post has been edited by grou on 16 Oct 2017, 14:35
Zmuzu
დანდობა არ იქნება!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6207
წევრი No.: 51887
რეგისტრ.: 19-January 08

გამოგზავნილია: 16 Oct 2017, 14:42  #51511680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
20 ჩანდლერი მაქვს მეორე წელია და წელს, ფაროსანამ, ჯერ კაკალი გააფუჭა, მერე ფოთოლი. გამრავლებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე.


--------------------
ბოზებს სიკვდილი
REVERS
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8413
წევრი No.: 56110
რეგისტრ.: 19-March 08

გამოგზავნილია: 16 Oct 2017, 21:21  #51514041      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
grou
QUOTE
ახლა რომ მიყვები შენ თვითონ, ვფიქრობ რომ მაგის მიზეზი (არასაკმარისი ზრდის) ჩემი აზრით იქნებოდა, ნუ იმ მიზეზების გარდა რაც წინა პოსტში ჩამოგითვალე (არასაკმარისი კვება, მორწყვა, ან წყლის ნაკლებობა, გვალვა, მიწის არასაკმარისი დამუშავება დარგვამდე, ან არარეკომენდირებული PH, ან არასწორი დარგვა), ის რომ იმ 4 კვირტიდან რომ 4 ტოტი გამოვიდა, როგორც კი მიაღწიეს 15 სმ-ს, მაშინვე მათგან ერთი (ნუ ყველაზე ძლიერი, ან არჩევენ ხოლმე ყველაზე ზევით მყოფ ტოტს) უნდა შეგერჩია და ის გაგეხადა ცენტრალურ ლიდერად (და მიგეცა ზრდის საშუალება), ხოლო დანარჩენი ტოტები უნდა დაგეპინჩა (ანუ თავები უნდა წაგეკვნიტა. და არა გაგესხლა მთლიანად, არ აგერიოს გასხვლაში!), რომ იმ 15 სმ-ზე მეტი არ გაზრდილიყვნენ და თან შეენარჩუნებინათ უკვე არსებული ფოთლოვანი მასა, რომელიც ფოტოსინთეზის საშუალებით იმუშავებდა იმაზე რომ ცენტრალური ლიდერის სწრაფი ზრდა უზრუნველეყო. ასე რომ გექნა, გაცილებით უფრო მეტი შანსი იქნებოდა რომ მიეღწია რეკომენდირებულ სიმაღლეებისათვის.


ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი მარა გასაგებია აწი მეცოდინება smile.gif

QUOTE
ანუ ახლა, ზამთრის ბოლოს, თუ არცერთი ტოტი არ გაქვს გასხლული (და როგორც მე ვხვდები არ გაქვს და ყველა ადგილზეა), უნდა შეარჩიო ყველაზე ძლიერი და ის გადაჭრა მისი ტოტად გამოსვლის ადგილიდან 4-5 კვირტზე. დანარჩენი ტოტები კი ძირშივე უნდა გადაჭრა და მოაშორო ხეს!
გაზაფხულზე, ამ 4-5 კვირტიდან გამოსული ტოტები გაუშვი 15-სმ სიგრძემდე (თუ სწრაფად არ მიდის ზრდის პროცესი, მაშინ 2 მოაშორე და ორი გაუშვი), მერე შეარჩიე მათგან ერთი, რომელსაც გახდი ლიდერად, ხოლო დანარჩენები დაპინჩე და ზრდა შეუჩერე. ამას თუ არ გააკეთებ, ვერც წელს ვერ მიაღწევს შენი ხის ცენტრალური ლიდერის ზრდა 2.2 მეტრს!


აუცილებლად გავაკეთებ smile.gif თან კარგად გავიგე რასაც მეუბნები smile.gif


QUOTE
ჩემი აზრით კარგი ქნა რომ არ შეგატანინა. იმიტომ რომ ნაკელი უნდა აუცილებლად ძველი, რასაც ქვია გადამწვარი ნაკელი. ხშირად, ვინც რგავს ის არ არის ამ საქმეში ჭიპმოჭრილი და მცოდნე და ისინი კიდევ ვინც ნაკელს ყიდიან არ არიან პატიოსნები, ამიტომ ხდება ხოლმე რომ გადამწვარი ნაკელის ნაცვლად შეგნებულად (არცოდნით) თუ შეუგნებლად (რომ მოატყუეს იმიტომ) აძლევენ ნერგს ჩვეულებრივ ნაკელს, რაც იწვევს ძირის დაკნინებას და შესაძლებელია გახმობასაც. იმ კაცმა, ვინც ნერგები გაგატანა, იცის ეგ ამბები და ამიტომაც არ გირჩია ნაკელის დაყრა, რომ მერე არ მიუბრუნდე და არ უთხრა შენი ნერგები არ ვარგოდა და გახმაო.


20 წელია მამაჩემს საქონლის ფერმა აქვს და ნაკელი დამწვარია თუ არა ნამდვილად ვიცი biggrin.gif თუმცა ალბათ მაინც დაიზღვია თავი

QUOTE
მე ვერიდები ნაკელის მიცემას, იმიტომ რომ ნაკელის მიცემით ძალიან გააქტიურდება სარეველები და იმათი მოშორება უფრო გაგიჭირდება, არადა სარეველები არ უნდა გაახარო არანაირად და ნერგიდან 1 მეტრის
დიამეტრზე სულ (ყოველთვის) სუფთა მიწა უნდა გქონდეს (უნდა უთოხნო რა. ან თუ ბევრი ხეებია- დიდი ბაღია, მაშინ მექანიკურად უნდა თიბო სარეველები, ან სარეველების მოსაკლავი შხამი დაასხა, თუმცა აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო, შხამები სხვადასხვა არსებობს, კონტაქტურები და სისტემურები, სისტემურები უფრო ძლიერია (მაგალითად ურაგანი) კონტაქტურები ნაკლებად (მაგალითად ბასტა, რეგლონი), ამიტომ კონტაქტურები სჯობს, მაგრამ უფრო ხშირად უნდა შეტანა, თან ისე რომ კალის ნერგს არ მიასხა, თორემ მწვანე ნაწილზე სადაც მიესხმება გაახმობს.
იცოდე, რომ თუ სარეველებთამ მიმართებაში რაც დაგიწერე, იმას არ გაითვალისწინებ და მათ კონკურენციას არ მოსპობ, შენი ნერგი კონკურენციაში იქნება სარეველებთან, ისინი წაართმევენ საჭმელს, და ვერანაირად ვერ მიაღწევს 1 წელში (არ დაგავიწყდეს რომ 1 წელი გაქვს მინიმუმ 2.2 მ-ის მისაღწევად) რეკომენდირებულ ზრდას! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!


საერთოდ მე ნერგების გარშემო არ ვაჩერებ ბალახს, არც ისე დიდი ბაღი და ბევრი ნერგი მაქვს რო ვერ გავუმკლავდე

თუმცა 1 მეტრის რადიუსზე არა ნახევარი მეტრის რადიუსზე მაქვს ხოლმე გასუფთავებული, არც ეგაა პრობლემა გავაფართოვებ რადიუსს smile.gif

QUOTE
დოზები პირველი წლისათვის არის შემდეგი: ვთქვათ100 გ. აპრილის დასაწყისში, შემდეგ 150გ. ივნისის დასაწყისში, შემდეგ 150 გრამი ივლისის დასაწყისში.


ანუ ამ ზამთრის ბოლოს ვტოვებ ერთ ტოტს 5 კვირტზე, შემდეგ 15 სანტიმეტრამდე ვზრდი და ძირითადი კვირტის გარდა ვპინჩავ ყველა კვირტს

ერთი მეტრის რადიუსზე ვასუფთავებ მიწას და ვაკონტროლებ, რომ შემოდგომის ბოლომდე იყოს მუდამ სუფთა

სასუქი ფოსფორი და კალიუმი ზამთარში და აზოტი გაზაფხულიდან 4 ჯერადად. 100 გ აპრილის დასაწყისში და 150გრამები ივნისისა და ივლისის დასაწყისებში.

წყალი ბევრი უყვარს კაკალს თუ არც ისე ბევრი ?

მიწის შემოწმებას თუ მოვაბი თავი კარგი იქნება sad.gif

გამომრჩა რამე ქმედება თუ ყველაფერი კარგად გავიგე ? smile.gif

This post has been edited by REVERS on 16 Oct 2017, 21:23
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3469
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 17 Oct 2017, 02:33  #51515748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
REVERS
QUOTE
ანუ ამ ზამთრის ბოლოს ვტოვებ ერთ ტოტს 5 კვირტზე, შემდეგ 15 სანტიმეტრამდე ვზრდი და ძირითადი კვირტის გარდა ვპინჩავ ყველა კვირტს

ერთი მეტრის რადიუსზე ვასუფთავებ მიწას და ვაკონტროლებ, რომ შემოდგომის ბოლომდე იყოს მუდამ სუფთა

სასუქი ფოსფორი და კალიუმი ზამთარში და აზოტი გაზაფხულიდან 4 ჯერადად. 100 გ აპრილის დასაწყისში და 150გრამები ივნისისა და ივლისის დასაწყისებში.

კი კარგად გაიგე ყველაფერი. up.gif
მაპატიე ზედმეტად რომ აგიხსენი, უბრალოდ მე არ ვიცოდი შენი გამოცდილება და სჯობს ზედმეტად ახსნა ვიდრე არასაკმარისად... smile.gif
QUOTE
წყალი ბევრი უყვარს კაკალს თუ არც ისე ბევრი ?

ჩვეულებრივად. ამინდებს გააჩნია, მაგრამ ჩვეულებრივ სიტუაციაში მხოლოდ ზაფხულში ჭირდება რწყვა, მე ვრწყავ ზაფხულში კვირაში 1-ხელ წვეთოვანით.
თუმცა რწყვა ინდივიდუალურია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მიწის შემადგენლობაზე, იმაზე თუ როგორ ატარებს წყალს, ჰავაზე, ტენიანობაზე და სიცხეზე, მოკლედ უნდა უყურო და არც დატბორილი გქონდეს მიწა ხანგრძლივად და არც ფესვები გამომშრალი ხანგრძლივად. მე მაგალითად 2 - 3 ადგილას რიგებს შუა ამოთხრილი მაქვს, იმგვარად რომ გვერდიდან მივუახლოვდე ფესვების არეს და შესაბამის სიღრმეს. ხოდა რწყვებს შორის ვაკვირდები და ვხედავ როდის არის გაჯერებული წყლით და როდის პირიქით გამომშრალი.
იდეალური არის მიწაში სხვადასხვა ადგილას ტენიანობის ზონდები დააყენო, რომელიც კომპიუტერთან იქნება დაკავშირებული და კაკლისათვის რწყვის პროგრამაზე გაშვებული, როდესაც კაკლისთვის საჭირო მინიმუმს ჩამოსცდება ტენიანობა, პროგრამა მოგთხოვს მორწყვას და ამას იქამდე გააკეთებს ვიდრე ტენიანობის საჭორო მაქსიმუმს არ მიაღწევს მიწა. ნუ ეს ხვდები შენც რომ მაღალი პილოტაჟია და ტექნიკას და ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ ჩვენ გლეხები უფრო ხშირ დაკვირვებაზე და კონტროლზე ვართ დამოკიდებულები. smile.gif
REVERS
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8413
წევრი No.: 56110
რეგისტრ.: 19-March 08

გამოგზავნილია: 17 Oct 2017, 09:32  #51516044      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

QUOTE
იდეალური არის მიწაში სხვადასხვა ადგილას ტენიანობის ზონდები დააყენო, რომელიც კომპიუტერთან იქნება დაკავშირებული და კაკლისათვის რწყვის პროგრამაზე გაშვებული, როდესაც კაკლისთვის საჭირო მინიმუმს ჩამოსცდება ტენიანობა, პროგრამა მოგთხოვს მორწყვას და ამას იქამდე გააკეთებს ვიდრე ტენიანობის საჭორო მაქსიმუმს არ მიაღწევს მიწა. ნუ ეს ხვდები შენც რომ მაღალი პილოტაჟია და ტექნიკას და ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ ჩვენ გლეხები უფრო ხშირ დაკვირვებაზე და კონტროლზე ვართ დამოკიდებულები.


როდესმე თუ მივედი ამ დონემდე ალბათ ჩემი ქონება მილიონსაც გადააჭარბებს biggrin.gif

კარგი იქნება smile.gif
grou
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3469
წევრი No.: 48509
რეგისტრ.: 4-December 07

გამოგზავნილია: 17 Oct 2017, 19:28  #51519133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
REVERS
QUOTE
როდესმე თუ მივედი ამ დონემდე ალბათ ჩემი ქონება მილიონსაც გადააჭარბებს

კარგი იქნება

ღმერთმა მილიარდის ქონება მოგცეს. smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (72) « პირველი ... 70 71 [72]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0297 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]