მოგესალმებით,
ამ დილას დამხვდა შეტყობინება, რომ ახალი ვერსიის პაკეტი ჩატვირთულია და თქვენი ტელეფონი საჭიროებსო გადატვირთვას.
მეც ავდექი და გადავტვირთე. და დაიწყო პრობლემები.
ეწერება რედმი, მერე მიდის სისტემის ინსტალაცია, ეწერება პროცენტები, მიდის 15.85-16%-მდე, მერე 10 წამი იყინება და ისევ თავიდან იწყება იგივე პროცედურა. ასე მეორდება უკვე დილის 9 საათიდან ამ დრომდე.
ჰარდ რეზეთი არ შველის, ჩართვის და ხმის აწევის ღილაკები საერთოდ არ მოქმედებს და არ რეაგირებს. ფასტ ბუსტიც ვერ ჩავრთე.
იქნებ ვინმეს ჰქონია მსგავსი შემთხვევა და როგორ უშველეთ, ან მე რა ვუშველო გარდა წითლად შეღებვისა და გადაგდებისა?