აი ეს არის ხადა..
მთიულეთი..
ზღაპრული ხეობაა ციხეებით, დევებით, ლეგენდებით, ჩანჩქერებით, სალოცავებით, განსაკუთრებული ადამიანებით...
”სახელწოდება “ხადა” ნიშნავს მთას, მთიან ადგილს, მისი ძველი სახელწოდება კი წილკანი უნდა ყოფილიყო. ფოლკლორში ხადას სხვა დეტალის გამოც იცნობენ. ერთ-ერთი ქართული ხალხური ლექსის მიხედვით ხადა 60 კოშკით იყო განთქმული - „არ ვიცი ხანდო-ჭართალი, გუდამაყარი სად არი, ხადაში გამიგონია სამოცი ციხე მაგარი“.
ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) მიხედვით ხადა იგივეა, რაც ციკარა (“ადგილი კლდოვანი და 60 კოშკოვანი”). ხადის ხევი დასახლებულია ნეოლითის ხანიდან. შუა საუკუნეებში ხადა უპირატესად არაგვის საერისთავოს შემადგენელი ნაწილი იყო.
XIII საუკუნის დასაწყისში ხადელები თამარ მეფის ხელისუფლების დასაცავად ებრძოდნენ აჯანყებულ დიდოელებსა და ფხოველებს. XIII საუკუნის დასასრულს ხადა გახდა მონღოლთა დამსჯელი ჯარის თარეშის ობიექტი. 1804 წლის მთიულეთის აჯანყების დროს პირველი შეტაკებები მთავრობის ჯარებთან სწორედ ხადაში მოხდა. ბრძოლა კაიშაურნთან გაიმართა.
ხადას ხეობის ყველა კოშკში ამბობენ დღემდე სიწმინდეები ინახება. მათში შესვლის უფლება მხოლოდ სახატო დღესასწაულებზე და ისიც, მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. კიდევ ერთი ლეგენდის თანახმად ყველაზე მთავარ კოშკთან, რომელიც დასახლებული უბნებისგან ყველაზე შორს და მაღლა მდებარეობს, ადრე, ოქროს ყოჩები ბალახობდნენ. სწორედ ეს ოქროს ყოჩები იცავდნენ ხეობას ყოველივე ბოროტისგან.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩრდილოეთის მხრიდან ხეობის ჩამკეტი დაკბილული ქედი. მისი კალთებიდან იღებს სათავეს ხადის წყალი. ხეობის შემომზღუდველ მთათა ფერდობებზე სათიბებით აჭრელებული ალპური მდელოებია.
ხადის წყლის ორივე ნაპირზე, ველებსა და გორაკებზე შეფენილია მშვენიერი, კოხტა სოფელები, სადაც აქა-იქ კიდევ გვხვდება მთიულეთისათვის ტრადიციული ფიქალით ნაგები ბანიანი სახლები. ხეობაში გაბნეულ პატარა სოფლებში ზოგან, მხოლოდ სამი-ოთხი კომლიღა ცხოვრობს. დასახლებები ხეობის ბუნებრივ მყუდროებას არ არღვევენ და უცხოთათვის საკვირველი სიმშვიდით არიან მოცულნი.”
_ _ _
ხადაში 10 სოფელია, მძიმე სოციალური პირობების გამო თითქმის დაცლილია. სოფელი ქოროღო კი მთლიანად ნამოსახლარად იქცა. თავის დროზე აქ მესაქონლეობა, მეცხვარეობას აქტიურად მისდევდნენ, ახლა კი საძოვრები თითქმის აუთვისებელია. ხეობაში 20 წელია სკოლა აღარ არის, საბავშვო ბაღი არასდროს ჰქონიათ. შემორჩენილია ბიბლიოთეკის ძველი შენობა, რომელსაც მოსახლეობა ვეღარ იყენებს. ...
წკერე ხეობაში ბოლო სოფელია, სადაც თავის დროზე 32 ადგილობრივი მოსახლე იყო, ახლა იქ 2 ოჯახი ცხოვრობს.
.......................
მთას შველა უნდა...
...
ეს აქ მოკლედ ვთქვი...
დანარჩენი ნელ-ნელა აქ ჩვენგანვე ითქმება...
აი ხადა
....
ხადა...
ლოცვა ხადიჯვართან..
ფერხული ბეგოთ ხატობაზე
... ადრე სამ ხმაში მღეროდნენ თურმე და მთებში იფანტებოდა გრგვინვასავით... ტექსტს მერმე მოგაწვდით.. ჩავიწერე როცა ვიყავი ...
იქ ყველაფერი საოცარია...
This post has been edited by Tio on 17 Jul 2017, 18:18
მითხარი...