forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (18) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სტივენ კინგი, III ნაწილი
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18043
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

  გამოგზავნილია: 10 Dec 2017, 01:45  #51809225      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

სტივენ ედვინ კინგი - 1947 წლის 21 სექტემბერს დაბადებული ამერიკელი მწერალი, მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის და თანამედროვე საშინელებათა ლიტერატურული ჟანრის ყველაზე დიდი წარმომადგენელი. მისი წიგნები ჯამში 350 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული და თითქმის ყველა წიგნზე გადაღებულია ფილმი, მათ შორის გამორჩეულებია: გაქცევა შოუშენკიდან, ნათება, მწვანე მილი, ბეჯითი მოწაფე, ნისლი, ის, მიზერი, ცხოველების სასაფლაო.
კინგი დაიბადა პორტლენდში, მენის შტატში და მისი წიგნების უმეტესობის მოქმედებაც მენში მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი უყვარს ფიქციური ქალაქი დერი. ორი წლის სტივენი მამამ მიატოვა და "სიგარეტის საყიდად" გასული სახლში აღარსდროს დაბრუნებულა. სტივენი, მისი უფროსი ძმა და დედა ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ შემოსავლის წყაროს ძიებაში. ბავშვობის წლებში სტივენმა პატარა მეგობრის სიკვდილი იხილა, რამაც, როგორც თავად ამბობს, მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია.


სტივენი მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად და პარალელურად მოთხრობებს წერდა. მისი პირველი მოთხრობა, რომელიც 1967 წელს ჟურნალს მიჰყიდა - "შუშის იატაკი" იყო. მისი პირველი მოთხრობების ნაწილი გაერთიანდა კრებულში - "ღამის ცვლა". სტივენმა 1971 წელს ცოლად მოიყვანა ტაბიტა სპრიუსი, რომელიც დღემდე მის ერთგულ თანამგზავრად რჩება და სწორედ ტაბიტას უნდა ვუმადლოდეთ კინგის მკითხველები მისი ბევრი ხელნაწერის გადარჩენას.
პირველი პროფესიონალური რომანი 1973 წელს გამოსცა. "ქერი"-ს გამოცემა დაბლდეიმ იკისრა და სტივენს 2,500$ გადაუხადა, შემდეგ კი ქერის რბილ ყდაში გამოსაცემად გაღებულმა საავტორო უფლებების ღირებულებამ 400,000$-ს მიაღწია. სხვა საშინელებათა ჟანრის რომანებთან ერთად კინგი წერდა სამეცნიერო ფანტასტიკის (ლანგოლიერები, გრძელი გასეირნება, მორბენალი კაცი), საბავშვო ფენტეზის (დრაკონის თვალი), სოციალური/ფსიქოლოგიური თრილერის (საგზაო სამუშაოები, მიზერი, ბლეიზი) და ეპიკური ფენტეზის ჟანრში. ამ უკანასკნელს კი საკუთარი მაგნუმ ოპუსი - "ბნელი კოშკი" მიუძღვნა. ბნელი კოშკი კინგის ბეჭდების მბრძანებელია, მისი ლიტერატურის გამაწონასწორებელი ღერძი, მისი კა. ბნელი კოშკი ჯამში 7 ნაწილს და დამატებით ერთ სპინ-ოფ ნოველას მოიცავს, რასაც ემატება მარველის მიერ ჯერაც დაუსრულებელი კომიქს-სერია.

სტივენ კინგის შემოქმედებაში უდიდესი როლი უკავია იმ რამდენიმე წიგნს, რომელიც მან ფსევდონიმ "რიჩარდ ბახმანი"-ს სახელით გამოსცა. ეს რომანები გამოიცა 1977-1984 წლებში - მრისხანება, გრძელი გასეირნება, საგზაო სამუშაოები, მორბენალი კაცი, მხდომარე. - რასაც ემატება 2006 წელს, ბახმანის დროინდელი ხელნაწერის გამოცემა - ბლეიზი.

სტივენს არაერთხელ უთქვამს, რომ მთელი დღის განმავლობაში ის ან წერს, ან კითხულობს. ეს პროცესი განსაკუთრებით სასიამოვნო გახდა მას შემდეგ, რაც მან თავი დაანება ნარკოტიკს და სასმელს. ამ ორ პერსონაჟს კი მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში თავის დროზე უდიდესი როლი აქვს ნათამაშები. დიდი როლი ითამაშა იმ საგზაო ავარიამაც, რომელსაც კინგი სასწაულებრივად გადაურჩა და რაც არაერთხელ პირდაპირ თუ გაკვრით ახსენა შემდგომში შექმნილ ნაშრომებში. გარდა წერა-კითხვისა ის ბეისბოლის და კლასიკური როკ-ენ-როლის დიდი მოყვარულია. უკრავს გიტარაზე, წერს ანტიტრამპისტულ სტატუსებს ფეისბუქზე და ტვიტერზე, ყოველ წელს ახალ-ახალ წიგნს გამოსცემს და გულშემატკივრობს თავის შვილებს - ჯო ჰილს და ოუენ კინგს, რომლებიც აგრეთვე მწერლები არიან. ოუენთან ერთად სტივენმა 2017 წელს გამოსცა მისი ჯერჯერობით ბოლო რომანი - "მძინარე ლამაზმანები".


კინგის ბიბლიოგრაფია ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



დღეისათვის ქართულად ნათარგმნია სტივენ კინგის შემდეგი წიგნები: მისის ტოდის მოკლე გზა (პალიტრა), თილისმა - პიტერ სტრაუბთან ერთად (ბაკურ სულაკაური), მაიმუნი, ბალადა მოქნილ ტყვიაზე, სიზმართმჭერი, ქრისტინი, ნისლი, მობილური, ნათება, ჩონჩხების გუნდი (ყველა პალიტრა), ქერი, მიზერი, მწვანე მილი, მიზერი (ყველა დიოგენე). ბნელი კოშკის წიგნებიდან ნათარგმნია პირველი 4 ნაწილი (ყველა დიოგენე), ამჟამად გამოსაცემად ემზადება ბნელი კოშკის მე-5 ნაწილი და "ის" (ორივე პალიტრა).

ჩვენი ფეისბუქ-ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/1390797121228669/
ინგლისურენოვანი ელექტრონული წიგნები შეგიძლიათ მოიძიოთ ამ საიტზე: http://libgen.io
რუსულენოვანი ბაზა: http://allking.club

წინა თემის ლინკი: სტივენ კინგი / Stephen King


აბა, თუ რამე გამომრჩა, შემისწორეთ და ჩავამატოთ.


Get busy living, or get busy dying!




--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
Ras_al_Ghul
უბიკი™


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4707
წევრი No.: 210076
რეგისტრ.: 11-November 15

გამოგზავნილია: 10 Dec 2017, 14:18  #51810684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქს <3

love.gif


This post has been edited by Ras_al_Ghul on 10 Dec 2017, 14:19


--------------------
"Now you're looking for the secret. But you won't find it because of course, you're not really looking. You don't really want to work it out. You want to be fooled."

"Fear is the mind-killer"
ValenTine_Kelly
Disappointed Idealist


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10013
წევრი No.: 113435
რეგისტრ.: 22-February 10

გამოგზავნილია: 10 Dec 2017, 17:07  #51811514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ, ახალ თემას biggrin.gif


კინგის ბოლოს ქრისტინი წავიკითხე. დაწყევლილი მანქანის იდეა და ზოგადად სიუჟეტი, არ მომეწონა. არც ფილმი :\

This post has been edited by ValenTine_Kelly on 10 Dec 2017, 17:07


--------------------
I will treat you as my leather, and ride you as much as my Harley
holden kolpildi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22052
წევრი No.: 136294
რეგისტრ.: 25-September 11

გამოგზავნილია: 13 Dec 2017, 01:29  #51826233      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდეთ



...........................


--------------------
თემატურად პოსტეთ © Ratatat
----------------------------------
ცრემლი დიაცის ლოდსატყორცნია?!
SUBADARI
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1941
წევრი No.: 25218
რეგისტრ.: 4-November 06

გამოგზავნილია: 15 Dec 2017, 16:21  #51839236      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im
წინა თემაშI რაღაც ასეთი ფორმის იქნება ბნელი კოშკიო და გვეღირსა>? როდის გამოსცემენ ეგრევე გრძელდება სადაც დიოგენე იყო გაჭედილი?


--------------------
Try
Oberin1
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 219663
რეგისტრ.: 12-June 16

გამოგზავნილია: 16 Dec 2017, 13:18  #51843147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აბა გეცოდინება ის - ზე რა ამბებია? ველედოთ უკვე?
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18043
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 17 Dec 2017, 21:40  #51851570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბნელი კოშკი ითარგმნება, ითის თარგმანი დამთავრებულია. დალშე ვნახოთ, როდის გამზადდება დასაბეჭდად. მე მეტი არაფერი ვიცი sad.gif
Sunwell
A sacred fount of untold power


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 531
წევრი No.: 174128
რეგისტრ.: 29-September 13

გამოგზავნილია: 20 Dec 2017, 22:52  #51869292      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გილოცავთ ამ დიდებული ადამიანის ახალ თემას biggrin.gif

კოშკი იანვარში იქნება და ყდას რაც შეეხება მოლოდინს გადააჭარბა, იმედია სქელი ყდით გამოსცემენ


--------------------
"It was called the Sunwell! A sacred fount of untold power, it saturated every fiber of our being. In the warmth of its glow, we thrived..."
- Kael'thas Sunstrider
Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3881
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 20 Dec 2017, 22:54  #51869313      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დავფიქსირდები აქაც.
QUOTE
კოშკი იანვარში იქნება და ყდას რაც შეეხება მოლოდინს გადააჭარბა

yes.gif
user posted image
bis.gif


--------------------
It's not the answers that matter, it's the questions.
fork
ოთხკბილა!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4240
წევრი No.: 202766
რეგისტრ.: 22-May 15

გამოგზავნილია: 20 Dec 2017, 23:24  #51869534      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აუ,ბიჯო...
წინა სამიც გამოუშვან ასეთი თესლი ყდებით...


--------------------
earth is not my location
მხოლოდ ტანიქუეტილზე!!!
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18043
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 21 Dec 2017, 01:16  #51870350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მაგარი ყდაა
ყოჩაღ ნათია

alk.gif alk.gif alk.gif alk.gif
chicharito12
Face To Face!!!!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9740
წევრი No.: 169619
რეგისტრ.: 30-June 13

გამოგზავნილია: 22 Dec 2017, 00:30  #51875849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ახლა ვკითხულობ მაგის "ნისლს;"

_________


--------------------
"One Monkey Looked at The sun and told the other monkey, "He said for you to give your fucking share." People so goddamn frail they'd rather put a coin in a wishing well than buy dinner. "
ValenTine_Kelly
Disappointed Idealist


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10013
წევრი No.: 113435
რეგისტრ.: 22-February 10

გამოგზავნილია: 22 Dec 2017, 02:10  #51876260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Joiner @ 20 Dec 2017, 22:54 )
დავფიქსირდები აქაც.
QUOTE
კოშკი იანვარში იქნება და ყდას რაც შეეხება მოლოდინს გადააჭარბა

yes.gif
user posted image
bis.gif

ესაა შემდეგი წიგნის ქავერი?

ავტორი ვინაა, ზარანდია?
Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3881
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 22 Dec 2017, 08:06  #51876578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ValenTine_Kelly
QUOTE
ესაა შემდეგი წიგნის ქავერი?

ავტორი ვინაა, ზარანდია?

yes.gif
babuawvera45
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1421
წევრი No.: 224821
რეგისტრ.: 10-October 16

გამოგზავნილია: 26 Dec 2017, 07:46  #51896931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტივენ კინგი აწდამარადის!

ყდა=სტივენ კინგს smile.gif სუპერია! bis.gif bis.gif bis.gif ზარანდია ვინაა ? ილუსტრატორი?
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (18) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0413 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]