„ქართველ ხალხთა მსოფლიოს კონგრესის“ ხელმძღავნელი ალექსანდრე ებრალიძე პარტია „თავისუფალ საქართველოს“ და მის ლიდერს კახა კუკავას მომავალ საპარლამანეტო არჩევნებში მხარს დაუჭერს.
ამის შესახებ „ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ებრალიძემ Presage.tv-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, პეტერბურგიდან ინტერნეტის საშუალებით პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
„ეს იქნება სრული მხარდაჭერა, როგორც მორალური, ასევე, მატერიალური და ყველა ჩვენი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში განხორციელდება“ - განაცხადა ალექსანდრე ებრალიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოქალაქეობას არ აძლევს და თავად არ აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სამართლებრივი უფლება.
რაც შეეხება ებრალიძის არჩევანს, მისი თქმით, პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეროვნულ ინტერესებს გამოხატავს, ხოლო თავად კახა კუკავა დადებითი პიროვნებაა.
„კუკავა სიტყვის პიროვნებაა, რომელმაც იცის შავი და თეთრი და იცის ამ ფერებს შორის კიდევ მრავალი ფერი. ჩვენი საერთო მიზანია „თავისუფალი საქართველო“ არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში იყოს“ - განაცხადა ებრალიძემ.
„თავისუფალი საქართველო“ და „ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი“ თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა გეგმების განხორციელებას გეგმავენ.
http://www.newspress.ge/politika/4534-aleq...nsebs.html?ar=A