RammShark1995მშვენიერი თემაა, მსგავსი რამ ყველას მოგვსვლია გეტყვი რამოდენიმე მიზეზს:
1. ძალიან ბანძი ტიპი ხარ, ხოლო კომპლიმენტი აღქმულია როგორც სექსუალური ინტერესის სურვილი რომელიც აღქმულია როგორც ძალადობა;
2. შენს გაცხადებულ სიმპატიას არასასურუველი დამსწრეები ყავს, გოგოს კი ყურადღება ეუხერხულება და ნაცნობებისგან თავს იცავს;
3. გოგონას არასრულფასოვნების შეგრძნება აქვს, შენი სიმპათიის ნამდვილობაში ეჭვი ეპარება და ჰგონია რომ დასცინი;
4. არასრულფასოვნად სოციალიზირებულია საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში, აგრესიის მიზეზი არის პანიკა, უბრალოდ არ იცის როგორ მოიქცეს;
5. შენი კომპლიმენტი არ შეესააბამება სოციალურ კონტექტს, ანუ ის უცებ, არსაიდან მოვარდა__დაუშვათ მგზავრობ საზ. ტრანსპორტში, გოგონა ფიქრობს დღის წესრიგზე და უცებ ვიღაც საიდანღაც გამოტყვრება... ხო არასასიამოვნო შეგრძნებაა?
6. შენი კომპლიმენტი არ შეესაბამება შენს სტატუსს__ კომპლიმენტი რაღაც გაგებით კარტების ჩვენებას გავს, ანუ ააშკარაავებ რომ მოგწონს, იმ ფონზე როცა შენ გიკავია ისეთი სტატუსი რომელიც გამორიცხავს მასთან სექსუალურ თუ რომანტიულ ურთიერთობების განვითარებას, კომპლიმენტი უკიდურესად გამაღიზიანებელია. (მაგალითად ლექტორი ხარ და სტუდენტის დავასებაში გაიყიდე...)
7. შენი კომპლიმენტი არ ასახავს ურთიერთობის წესრიგს.__მაგ. ხვდებით ყოველღდე, ხარ მისთვის თანამშრომელი და მეტი არაფერი, ანუ ობიექტურად რომ ვთვათ მრავალათვიანი თუ წლიანი ურთიერთობების მიუხედვად ერთმანეთისთვის უცნობებად რჩებით და უცებ ერთ დღეს ამ შეჩვეულ წესრიგს არღვევ და ირიბად ეუბნები "შემამჩნიე!!!"
8. შენი კომპლიმენტი არ ფლობს ექსკლუზიურობას... ეუბნები მას შემდეგ რაც ბევრმა უთხრა რა ლამაზი კაბა აცვია, ან აუბნები იგივე კომპლიმენტს ყოველგვარი ორიგინალობის გარეშე;
9. შენი კომპლიმენტი შეიცავს სრულიად სხვა გზავნილს__რაღაცის გამორჩენა, თხოვნა
10. შენი კომპლიმენტი არის "ზაპასკა საბურავის" მორგების მცდელობა__ანუ გაგიბაზრდა რომ სადღაც, ვირაცასთან ჩაისვარე და აშკარად ეძებ იმ ქალის დასავიწყებელ ობიექტს (გველის ნაკბენს ისევ გველის შხამი არჩენს)... ხოდა მისი რეაქციაა იდი ნა მორე (რბილად რომ ვთქვათ)