არ აქვს მნიშვნელობა რამდენი უწერია, რეალური კვეთა უნდა ინახოს კაბელის, როგორც წესი ნაგავია 90% მსგავსი "პერემიჩკების", ან დაბალი კვეთის კაბელი დევს სქელი შეფუთვით ვიდმა რომ მოგატყუოს, ან სპილენძის მაგივრად იაფიანი მეტალია და გამტარობა დაბალი აქვს
ან რამე კარგ ბრენდს ყიდულობ, ან ხელით აწყობ, კონკრეტულად მაგ ტოტალზე ვერაფერს ვიტყვი, არ მქონია შეხება
კიდევ ერთი ვარიანტია მანქანას მოყოლილი დაითრიო, მეტ-ნაკლებად კარგი მოყვება ხოლმე გერმანულ მანქანებს
წლების წინ პერემიჩკა რომ მინდოდა, წავედი ელიავაზე, ვიყიდე კარგი კვეთის სპილენძის კაბელი, სახელურები/პერემიჩკის თავები და ავაწყე ხელით, სულ დაჯდა 30-35 ლარი და გამოვიდა რეალურად კარგი
შარშან მანქანას ჩამოყვა და დავიტოვე, ის ძველი ხელით აწყობილი ძმაკაცს ვაჩუქე, ეს მანქანას მოყოლილი უფრო სქელი და გრძელია, მაგრამ რომ გავტესტეთ ძველმა აჯობა
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”