Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > წყალშემრევი ონკანები


Posted by: Salome_L 2 Nov 2011, 20:43
ე.ი. მივედი ონკანებამდე biggrin.gif

მაინტერესებს სად ვიყიდო, კარგი ხარისხის ონკანები ადამიანურ ფასად.

ვიყავი დემასში და წერეთელზე, მანახეს გროჰეს ფირმის ონკანები.

მაგალითად ხელსაბანისთვის ყველაზე იაფიანი 125 ლარიანია, ასევე ყველაზე პატარაც, რაც არ გამომადგება. ნუ 125 ლარი მისაღები ფასი აღმოჩნდა ერთი შეხედვით, მაგრამ საქმე იმაშია რომ მხოლოდ ხელსაბანისთვის კი არა, დუშისთვისაც მჭირდება ონკანი, ( რომელიც ერთ სისტემად არ არის და შემრევი თუ სწორად მახსოვს 174 ლარი მითხრეს და ცალკე დუშის შლანგი, ყურმილი და სიმაღლის სარეგულირებელი 90 ლარი ყველაზე იაფი.
ასევე სამზარეულო ონკანი 140 ლარი ( თუ არ ამერია )

მჭირდება ასევე ხელის ბიდე, თუ როგორც ქვია, კედელზე დასამონტაჟებელი, 55 ლარიო რომ მითხრეს გამიხარდა, აღმოჩნდა მხოლოდ შლანგი და თავი ღირს მაგდენი და ამასაც ცალკე შემრევი ჭირდება რომელიც ისევ ას რაღაც ლარი ღირს

ჯამში 840 ლარი გამოდიოდა

რა თქმა უნდა გროჰეს ფირმისვე 840 ლარიანი მხოლოდ ერთი შემრევიც ბევრი ეწყო იქ, მაგრამ ნუ

ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანისთვის biggrin.gif რომელიც ამხელა თანხას ნამდვილად ვერ შეწვდება , მინდა ვიყიდო უფრო ნაკლებ ფასად ვიდრე 850 ლარია.

ამიტომ ვრცლად კი გამომივიდა, მაგრამ გთხოვთ, იქნებ დამაკვალიანოთ თუ სად შეიძლება კარგი ხარისხის, ( მთლად ელიავას 20 ლარიანი კრანების ყიდვაც არ მინდა, ყოველ თვე რომ უნდა ვცვალო ) ონკანების ყიდვა


მადლობთ smile.gif

Posted by: experto 2 Nov 2011, 22:37
Salome_L

20 ლარიანი ვიყიდეთ ელიავაზე ხელსაბანისთვის და მუშაობს მშვენივრად

Posted by: amsona69 2 Nov 2011, 23:37
Salome_L
სენატორის ფირმის იყიდეთ.
ჩინურია მაგრამ მუშა
ხელსაბანის 55 ლარი
აბაზანის 60 ან 65
ფასთან შედარებით იდეალურად მუშაობს

Posted by: Salome_L 3 Nov 2011, 13:37
QUOTE
სენატორის ფირმის იყიდეთ.


უი ამაზე იძახდნენ რუსულებიაო biggrin.gif

* * *
სტრომოსი იყო კიდევ მაღაზია და იქაც 60-70 ლარის ფარგლებში ეწერა და რუსულიაო მითხრეს, მართალია ?? და რამდენად ვარგა ???

Posted by: badrijan 3 Nov 2011, 14:36
experto
QUOTE
20 ლარიანი ვიყიდეთ ელიავაზე ხელსაბანისთვის და მუშაობს მშვენივრად

+100

და რატომ უნდა ვიყიდო 400 ლარიანი "კრანი" არ მესმის.
წავალ და გამოვცვლი ხოლმე თუ გაფუჭდა(არადა ასე ხშირად არ ფუჭდება)

Posted by: amsona69 3 Nov 2011, 21:48
QUOTE
სტრომოსი იყო კიდევ მაღაზია და იქაც 60-70 ლარის ფარგლებში ეწერა და რუსულიაო მითხრეს, მართალია ?? და რამდენად ვარგა ???

ჩინურია ეგეც.
სენატორი ჯობია.
QUOTE
და რატომ უნდა ვიყიდო 400 ლარიანი "კრანი" არ მესმის.
წავალ და გამოვცვლი ხოლმე თუ გაფუჭდა(არადა ასე ხშირად არ ფუჭდება)

რატო იხდის ხალხი ფეხსაცმელში ვთქვათ 200 ლარს და არა 40 -ს ?

Posted by: badrijan 4 Nov 2011, 10:22
amsona69
QUOTE
რატო იხდის ხალხი ფეხსაცმელში ვთქვათ 200 ლარს და არა 40 -ს ?

იმიტომ რომ -
1) უფრო ლამაზია
2) იფრო ხარისხიანია-შესაბამისად ადვილად არ ფუჭდება.
3) არ ტკენს ფეხს და კომფორტულია.
შესაბამისად ფეხსაცმელს ყოველთვის ძვირფასს ვყიდულობ

რაც შეეხება ონკანს ონკანისათვის არც სილამაზეა ჩემთვის გადამწყვეტი, არც ფეხს გაკენს, გაფუჭდება და გაფუჭდეს რავიცი.

Posted by: Salome_L 4 Nov 2011, 12:33
amsona69

მადლობა, სენატორს ვიყიდი ალბათ.

smile.gif

Posted by: luka82 15 Nov 2011, 04:36
რა ამბავია 400 ლარი.........................

Posted by: erekle-kab 15 Nov 2011, 13:44
400 ლარი რა დეკეულია? .

Posted by: Atrina 24 Nov 2011, 01:15
იქნებ გამარკვიოთ რა ხდება.... სამზარეულოში სენატორი დავაყენეთ. ელიავაზე შევიძინე, ძალიან მიქეს, მასიურია, მძიმე მეტალია და უფრო გამძლეაო. შლანგები მიუერთეთ წყალი არსად არ გამოდის ყველგან მშრალია, მაგრამ როცა სენატორის ონკანს გავხსნი ონკანის გასახსნელიდან წყალი გადმოდის. მოყვა პატარა კოლოფით ზაპასი ონკანის მექანიზმი, ქვემოდან რომ 3 წყლის შესასვლელი აქვს და ზემოდან წყლის გადასაწევ-გადმოსაწევი პატარა თეთრი პლასმასის კალპაკით. ესეც ვცადეთ და წყალი მაინც ამოდის წყლის გადასაწევიდან. რა შეიძლება იყოს? რამდენი უნდა შევიძინო მექანიზმი რომ გამომადგეს? რას მირჩევთ?
მადლობა

Posted by: chiefangel 24 Nov 2011, 12:47
Atrina
QUOTE
3 წყლის შესასვლელი აქვს

ცივი ცხელი და რეცირკულაცია ცხელი წყლის გამოოიყენება კომერციული მოხმარებისათვის სადაც ბოილერი და ონკანები შორსაა ერთმანეთისაგან და ხდება ცხელი წყლის რეცირკულაცია მყისვე რომ წამოვიდეს ცხელი წყალი და რო არ დაელოდო როგორც კალონკების დროსაა


წყალს რომ მოუშვებ ზედა ზაჟიმი მოშვებულია და აპარებს მოკლედ თავი უნდა მოხსნა და მთელ დიამეტზე დიდი შაიბასავითაა რითიც ეჭირება ონკანის ჩამკეტი მექანიზმი მეტალს ხოდა უნდა დაუჭირო რომ არ გააპაროს


სავარაუდოდ თერი ყვითელი ცისფერი ან გამჭირვალეა ეს პლასტმასის მექანიზმი

აქვს ანტისტატიკური პაიპურის ზიდაპირები რომლებიც ერთმანეთს ებჯინება და სრიალებს მაგრამ წნევას უძლებს და არ აპარებს წყალს


მოკლედ
იმედია მიხვდი ან გარკვევით დავწერე

Posted by: forever`s_NEVER 24 Nov 2011, 17:25
დიდად არასახარბიელოა ონკანების ცვლა წამდაუწუმ. ბევრი იმდენად უხარისხოა, ვერ უძლებს ცხელ წყალს და 1 თვეში იწყებს წვეთვას, ან არ იკეტება ბოლომდე... დისკომფორტია.

Posted by: TamunaTa 26 Nov 2011, 15:55
წყლის შემრევი ონკანების ფართო არჩევანია კომპანია "დემასი"–ში. აქ არის უმაღლესი ხარისხი და ფართო არჩევანი

ყველას ძალიან გთხოვთ, მოიწონოთ კომპანია "დემასი"–ს გვერდი http://www.facebook.com/gallerydemasi და ეწვიოთ ჩვენ საიტს www.demasi.

მადლობთ smile.gif

Posted by: Salome_L 26 Nov 2011, 17:53
TamunaTa

QUOTE
წყლის შემრევი ონკანების ფართო არჩევანია კომპანია "დემასი"–ში


ეჭვი არავის გვეპარება, მაგრამ ფასებიც უფრო ფართოა smile.gif

Posted by: კახელი 30 Nov 2011, 11:22
---------------------------------
----------------------------------

Posted by: Atrina 8 Dec 2011, 21:35
QUOTE (chiefangel @ 24 Nov 2011, 12:47 )
წყალს რომ მოუშვებ ზედა ზაჟიმი მოშვებულია და აპარებს  მოკლედ თავი უნდა მოხსნა და მთელ დიამეტზე დიდი შაიბასავითაა რითიც ეჭირება ონკანის ჩამკეტი მექანიზმი მეტალს ხოდა უნდა დაუჭირო რომ არ გააპაროს



რაც შეეხება სენატორის ონკანს აღმოჩნდა რომ კორპუსი იყო ბრაკი წავედი და გადავცვალე და დავაყენეთ. ამჟამად კველაფერი ნორმალურად მუშაობს.
ბევრჯერ ესეც ხდება, ფილტრები და მექანიზმი არაფერ შუაში არ იყო...

Posted by: Free as a Bird 21 Dec 2011, 22:16
”დემას”-ში ვიყიდე "grohe"-ს შემრევები, აბაზანისაც და ნიჟარისთვისაც და კმაყოფილი ვარ ძალიან. ცოტა ძვირი კი ღირდა, მაგრამ მე მგონი ნერვები წყვეტას ჯობია smile.gif

P.S. ივნისში გაკეთდა რემონტი.

Posted by: GURAMI2 22 Dec 2011, 15:56
პაფონის ონკანი ვიყიდე სადღაც 2 წლის წინ 55 ლარად ქავთარაძეზე და მუშაობს მშვენივრად ლილოში 40 ლარად შემვხვდა მასეთები.
უნდა გაითვალისწინო ის რომ რაც უფრო ძვირიანს ყიდულობ ხარისხი არის მხოლოდ მეტალში (ლატუნში) რაც მძიმეა ხარისხიანად მიიჩნევა,
შემრევი მექანიზმი აქვს ყველას ერთიდაიგივე და რო გაგიფუჭდეს ღირს 7 დან 10 ლარამდე. smile.gif

Posted by: Salome_L 15 Jan 2012, 22:53
QUOTE
”დემას”-ში ვიყიდე "grohe"-ს შემრევები, აბაზანისაც და ნიჟარისთვისაც და კმაყოფილი ვარ ძალიან. ცოტა ძვირი კი ღირდა, მაგრამ მე მგონი ნერვები წყვეტას ჯობია smile.gif


მეც მანდ ვიყიდე აბაზანისთვის წყალშემრევი და ძელი თავის ყურმილიანად 270 ლარი დამიჯდა, ყველაზე იაფიანი ვარიანტები.

Posted by: ladywin 23 Feb 2012, 21:18
დღეს სამზარეულოსთვის grohe ს აი ეს წყალშემრევი შევიძინე, მაიტერესებს ვინმეს თუ გაქვთ და კმაყოფილები თუ ხართ

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

დაახლოებით ასეთია, ოდნავ სადგამის დიზაიშიაა სხვაობა.
http://www.radikal.ru

Posted by: amsona69 23 Feb 2012, 21:48
ladywin
QUOTE
დღეს სამზარეულოსთვის grohe ს აი ეს წყალშემრევი შევიძინე, მაიტერესებს ვინმეს თუ გაქვთ და კმაყოფილები თუ ხართ

მუშაა მაგარი.

Posted by: ladywin 23 Feb 2012, 22:15
amsona69
QUOTE
მუშაა მაგარი.

დიდი მადლობა

Posted by: MrsT 23 Feb 2012, 22:19
ladywin
დიზაინი ძაან მაგარია

Posted by: Study English 24 Feb 2012, 09:26
მიუხედავად იმისა, რომ შემრევებამდე ჯერ არ მივსულვარ, ვაპირებ იქით კვირას ვიყოდო ახალგახსნილ მაღაზია "ვილეროი ბოხში". ფასები არის კატასტროფული, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცეები ავარჩიე ძველი კოლექციიდან (რაკოვინა, შემრევი, აბაზანა) და ნორმალური გამოვიდა. ეხლა ვიმედოვნებ რომ ფასდაკლებასაც გამიკეთებენ რახან ყველაფერს მაგათთან ვყიდულობ. შემდეგ გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს smile.gif

Posted by: Salome_L 24 Feb 2012, 13:08
QUOTE
"ვილეროი ბოხში"


ეს თავისუფლებაზე რომ არის ??

Posted by: Study English 24 Feb 2012, 17:08
Salome_L

მე ჯეოკენის თუ ჯაოკენის მოპირდაპირედ რომ არის იქ ვიყავი, არ ვიცი თავისუფლებაზე არის თუ არა..

Posted by: CYB-ORG 26 Feb 2012, 11:27
QUOTE
ეწვიოთ ჩვენ საიტს www.demasi

QUOTE
www.demasi.

QUOTE
www.demasi.

QUOTE
www.demasi.



facepalm.gif facepalm.gif

Posted by: MONTY 11 Feb 2013, 12:38
ისეთი ონკანები მინდა რომელიც არ დადნება და არ დაიფშვნება biggrin.gif mad.gif

რა მეტალია ეგეთი რო ეგრე ადვილად ტყდება და იფშვნება რა ,
რამოდენიმეჯერ დაიფშვნა აბაზანაში , ახლა კიდე გატყდა შუაში biggrin.gif

ერთი სიტყვით ხარისხიანი მეტალის ონკანები სად იყიდება ? ძაან ძვირიც რომ არ ღირდეს

Posted by: rugbyArmazi 11 Feb 2013, 12:56
MONTY
QUOTE
ერთი სიტყვით ხარისხიანი მეტალის ონკანები სად იყიდება ? ძაან ძვირიც რომ არ ღირდეს

ბაზრობაზე,ელიავაზე იკითხე სენატორის ფირმის ონკანი
იაფფასიანებში ყველაზე მუშა და კარგია
ჩინურია მაგრამ მუშაობს.აბაზანის ონკანი დადრაც 70-80 ლარი ღირს

Posted by: MONTY 11 Feb 2013, 13:37
rugbyArmazi
სპილენძის ონკანებს რა ფასები აქვს დაახლოებით და თუ ღირს ყიდვა ? წესით სპილენძი დანარჩენებზე ხარისხიანი უნდა იყოს და ფასთა სხვაობა ძაან დიდი იქნება ?

ჩამკეტებიც მინდა ნორმალური და მუხლებიც არ მინდა ''პლასმასის'' , შლანგებიც არ მომწონს ( 2 ჯერ გასკდა ) და ხარისხიანი ალტერნატივა თუ არის შლანგის ?


ამ შლანს ვგულისხმობ რომელიც არ მომწონს
user posted image


Posted by: JOOJ55 11 Feb 2013, 15:19
QUOTE (MONTY @ 11 Feb 2013, 13:37 )
rugbyArmazi
სპილენძის ონკანებს რა ფასები აქვს დაახლოებით და თუ ღირს ყიდვა ? წესით სპილენძი დანარჩენებზე ხარისხიანი უნდა იყოს და ფასთა სხვაობა ძაან დიდი იქნება ?

ჩამკეტებიც მინდა ნორმალური და მუხლებიც არ მინდა ''პლასმასის'' , შლანგებიც არ მომწონს ( 2 ჯერ გასკდა ) და ხარისხიანი ალტერნატივა თუ არის შლანგის ?


ამ შლანს ვგულისხმობ რომელიც არ მომწონს
user posted image

მეც ვეძებდი სპილენძის ონკანს თუმცა ძალიან ძვირი მითხრეს...

Posted by: rugbyArmazi 11 Feb 2013, 19:36
MONTY
სპილენძის ონკანი არ ვიცი
ონკანი ვიცი ბრონზის
იაფფასიან ონკანებში სენატორია კარგი
ძვირიანი გროჰე ტეკა
ეგ შლანგები არ ვარგა.არის სპილენძის შლანგები ისინი იყიდე.არ სკდება ისინი.
ჩამკეტს ალბათ კუტხის ვენტილს ამბობთ.იყიდება არკოს ფირმისაა,მაგრამ მანდაც არის ხოლმე პადძელკა.თუ კარგი გინდათ ელიავაზე არის ფინური სანტეხნიკის მაღაზია(გადახურული შენობა როა იქ)მანდ ყიდიან კარგ ხარისხიან ვენტილებს.ალბათ სავარაუდოდ 12-14 ლარი ღირს.შლანგებიც აქვთ კარგი
QUOTE
სპილენძის ონკანებს რა ფასები აქვს დაახლოებით და თუ ღირს ყიდვა ? წესით სპილენძი დანარჩენებზე ხარისხიანი უნდა იყოს და ფასთა სხვაობა ძაან დიდი იქნება ?

მაგალითად გროჰეს ხელსაბნის ონკანის ფასები 120 ლარიდან იწყება.მაგრამ ღირს ნამდვილად.ვერ გააფუჭებ თუ ჩაქუჩი არ ურტყი
yes.gif

Posted by: dodij 4 Oct 2013, 13:15
ამოვწევ თემას და თან დავსვამ კითხვას.
ხომ არაფერი შეცვლილა ამ ხნის განმავლობაში? მეც მინდა სამზარეულოს ონკანის ყიდვა და მაინტერესებს50-100 ლარში კარგი სად შეიძლება მოვნახო ელიავას გარდა?

Posted by: dodij 24 Jan 2014, 17:06
ამ თემაში თუ იხედება ვინმე კვლავ კარგია და იქნებ გქონიათ ასეთი პრობლემა,
მოკლედ სამზარეულოს ონკანი წყალს რომ მოუშვებ ძალიან ხმაურობს, ჩემი აზრით შლანგებს რომ აწვება წნევით წყალი მაგის ხმაური უნდა იყოს და თუ ვარ მართალი პირველ რიგში და თუ მართალი ვარ თუ არსებობს უფრო დიდი კვეთის შლანგები?

Posted by: FishFace 24 Jan 2014, 21:30
dodij
ჰაერის ხმა ხომ არაა?

Posted by: rugbyArmazi 24 Jan 2014, 21:42
dodij
შლანგის ხმა არ არის ეგ.თვითონ მექანიზმს აქვს ხმა როცა დიდი ნაკადი გადის წყლის.კუთხის ვენტილები თუ გიყენია წაუკეტე ცოტა.

Posted by: ninicool 25 Jan 2014, 11:05
ელიავაზე ვიყიდე, ეგრე მითხრეს ლატუნია შიგნიდანო, მძიმე უნდა იყოს, ვიზუალურადაც კოხტებია :დ. მეორე სახლში მაგაზე დაბალხარისხიანები მაქვს, 2010 წელს დავაყენეთ, საერთოდ პრობლემა არ ჰქონია. არის თავისთვის ბედნიერად.

პ.ს. ბოლოს რაც ვიყიდე, იმაზე გარანტიაც კი დამიწერეს.

QUOTE
მოკლედ სამზარეულოს ონკანი წყალს რომ მოუშვებ ძალიან ხმაურობს,

მე იგივე პრობლემა მაქვს უნიტაზის ავზის შემავალ მილზე. ზუსტად 2 ერთნაირი კომპლექტი გვაქვს ნაყიდი, ერთი ჩვეულებრივად, უხმაუროდ მუშაობს, მეორეც თითქოს ჩვეულებრივად, მაგრამ წყლის მატორს თუ ჩავრთავთ, მაშინვე ურჩხულის ხმებს გამოსცემს. ზაფხულში მატორის გარეშეც ზმუოდა. მოკლედ, დღე ისეთი არაფერი, მაგრამ ღამე საშინელებაა :დ

Posted by: GURAMI2 25 Jan 2014, 12:25
dodij
სტაიაკის ვენტილს მოუკელი. ბოლომდეა ეტყობა ღია და 6 ატმოსფერო წყალი შემოდის. უნიტაზზე ჩემთან ცალკე ჩამკეტი აყენია თითქმის ბოლომდე თუ არ დავკეტე ბაჩოკის მექანიზმი სტვენას იწყებს.

Posted by: ninicool 25 Jan 2014, 12:42
GURAMI2
QUOTE
უნიტაზზე ჩემთან ცალკე ჩამკეტი აყენია თითქმის ბოლომდე თუ არ დავკეტე ბაჩოკის მექანიზმი სტვენას იწყებს.

უი, ეგ აზრადაც არ მომსვლია

Posted by: ninicool 26 Jan 2014, 21:36
გადავკეტე და უარესად დაიწყო ღრიალი.

Posted by: მექანიკოსი 26 Jan 2014, 23:16
რაც შეეხება იაფფასიან ონკანებს, ძირითადად, ირანულებია. ჰოოოოდა, ეს ირანული ონკანები ელიავაზე რომ, მაგალითად, 65 ლარად ყელყელაობენ, ლილოში 45 ლარი დამიფასეს ზუსტად იგივე და შეიძლება დაეკლოთ კიდეც. ასე რომ, ელიავას ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე ლილოსი და შეგიძლიათ გაითვალისწინოთ.

Posted by: gajgaja 5 Aug 2014, 18:14
ონკანოს ყიდვა მინდა და სად მირჩევთ, ძალიან ბევრ ადგილას ვიყავი მაგრამ არ ვიცი მაინც სად ვიყიდო

Posted by: Lex 6 Aug 2014, 00:04
gajgaja

ლილო .

თუ ფასებში გაქაჩავ - იდეალი - გროე და ჰანსგროე

Posted by: გორგია 9 Aug 2014, 15:56
QUOTE
ამიტომ ვრცლად კი გამომივიდა, მაგრამ გთხოვთ, იქნებ დამაკვალიანოთ თუ სად შეიძლება კარგი ხარისხის, ( მთლად ელიავას 20 ლარიანი კრანების ყიდვაც არ მინდა, ყოველ თვე რომ უნდა ვცვალო


გორგიაში გვაქვს შემრევი ონკანები 13 ლარიდან!
მაგალითად, ეს

user posted image

ასევე, გვაქვს თურქული, საკმაოდ კარგი ხარისხის შემრევები. (ნამდვილად არ მოგიწევთ მათი ყოველ თვე გამოცვლა)
გვაქვს გროეს შემრევები (ლუქსი, მე-2 სართული)
გროეს შემრევები გერმანულია, საკმაოდ ცნობილი მსოფლიო ბრენდია და შესაბამისად ფასებიც მაღალია. რა თქმა უნდა, ხარისხიც შესაბამისად მაღალი აქვს.

gajgaja

რა თქმა უნდა, გორგიაში
წერეთლის 140 yes.gif
შემრევი ონკანი კვირის აქციაში გვაქვს 13 ლარად

მექანიკოსი
QUOTE
რაც შეეხება იაფფასიან ონკანებს, ძირითადად, ირანულებია.


მაგ ფასში სჯობს თურქული ონკანები იყიდოთ
ხარისხით ათასჯერ სჯობს

Posted by: ferdinandge 9 Aug 2014, 16:44
Gამოიწერეტ ალიექსპრესიდან ხარისხი უფრო უკეტესია იგივე ფასად რასაც ელიავაზე ან ლილოსჰი იყიდიტ

Posted by: uimedo 9 Aug 2014, 19:54
QUOTE (experto @ 2 Nov 2011, 22:37 )
Salome_L

20 ლარიანი ვიყიდეთ ელიავაზე ხელსაბანისთვის და მუშაობს მშვენივრად

მაგ 20 ლარიანებმა არ იყიდოთ ნაგავია. ჩვენი მეზობელი გაგიჟდა მაგეების გამოცლვი თ smile.gif)))

Posted by: n_o 28 Sep 2014, 16:47
ასეთი შემრევი შხაპისთვის სად ვიყიდო

http://www.radikal.ru

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)