Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში


Posted by: IOSKAMAN 21 Mar 2020, 19:46
2020 წლის, 21 მარტს, კორონავირუსი COVID-19ის გამო, ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა 1 თვით

საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში იზღუდება, 10ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ერთ ადგილზე.

სამსახურები გადავიდნენ ონლაინ ( სახლიდან მუშაობა) რეჟიმზე, გარდა პოლიციისა, ექიმებისა და მომსახურე პერსონალისა (ბანკის სალაროები და ა.შ)

დანარჩენი დაამატეთ

თემა იპინება 22 აპრილამდე

დარჩება აპინული საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში

თემა არის ინფორმაციული, ყველა სხვა პოსტი წაიშლება.

დამატება:

რა უფლებები შეიზღუდება 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომაროებით?

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი კონსტიტუციით განსაზღვრული კონკრეტული უფლებების შეზღუდვის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩამოთვალა ის შეზღუდვები, რაც 21 აპრილამდე შემოღებული საგანგებო მდგომარეობით დაწესდება (რომელთაგან ნაწილი უკვე ძალაშია):

იზოლაციის/კარანტინის წესების დარღვევისთვის პირის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა; გამოიყენოს სანქციები;
წესდება შეზღუდვები საერთაშორისო მიმოსვლაზე;
დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები/ვადები;
მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო-სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა უფლება და მატერიალური საშუალებები;
იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა
მთავრობას ენქება უფლება, კერძო ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
საჭიროების შემთხვევაში არეგულიროს ფასები გარკვეულ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე;
საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;
სასამართლო სხდომები შეიძლება გაიმართოს დისტანციურად;
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, თუ არადა, ეს გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარამდე, იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარით. იგივე ქმედება სსკ-თი დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;

მადლობა იუზერ https://forum.ge/?showuser=28434

Posted by: Warner Bros. 21 Mar 2020, 19:48
ასევე არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული/სამშენებლო პროექტები, ეს ეხება როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს.
* * *
სურსათის დეფიციტი არ იქნება.
საკვების მარაგი არის თვეების სამყოფი, პარალელურად დაემატება ახალი მარაგები.
დიდ მარკეტებში რიგებში მასობრივად დგომით ზრდით დაინფიცირების საფრთხეს.
საგანგებოს დროს არ იკეტება არც მარკეტები და არც აფთიაქები, არ იზღუდება გადაადგილება, მშვიდად წყნარად შეძლებთ ყიდვას ჩვეულებრივ ფასებში.

Posted by: IOSKAMAN 21 Mar 2020, 19:54
დაიხურა არასასურსათო ობიექტების უმეტესობა

იმუშავებენ:

ბანკები

სასურსათო ობიექტები

ბენზინ გასამართი სადგურები

აფთიაქები

Posted by: Warner Bros. 21 Mar 2020, 20:10
საქართველოს კანონი

საგანგებო მდგომარეობის შესახებ
მუხლი 1

1. საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

2. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.


მუხლი 2

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ბრძანებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

2. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის, რომელიც აქტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

3. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც დეკრეტის გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას მისი თანახელმოწერის თაობაზე, და იგი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. საქართველოს პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ საქართველოს პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

4. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი დეკრეტი, რომელიც ზღუდავს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილ უფლებებს და აჩერებს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედებას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. უფლებების შეზღუდვის შესახებ დეკრეტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა ჩაითვლება ამ დეკრეტის გამოცემად და აღნიშნული დეკრეტი ძალაში შედის ამ მომენტიდან, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი ძალაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. დეკრეტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.


მუხლი 3

1. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს ამ გადაწყვეტილების მიღების მოტივი და ტერიტორიული საზღვრები.

2. გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება შესაბამისი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.

3. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი გადაიცემა მთელი დღის განმავლობაში და ცხადდება საქვეყნოდ ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით.

მუხლი 4
საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტულ გარემოებათა შესაბამისად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეუძლიათ განახორციელონ შემდეგი ღონისძიებანი:

ა) გააძლიერონ საზოგადოებრივი წესრიგისა და იმ ობიექტების დაცვა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის საქმიანობას და მეურნეობის ფუნქციონირებას;

ბ) დროებით გაასახლონ მოქალაქეები საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან; ამასთან, აუცილებლად მისცენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომები;

გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილებში შემოიღონ მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი, გააძევონ საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ;

ე) დროებით ჩამოართვან მოქალაქეებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, ტყვია-წამალი, ხოლო საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს _ აგრეთვე სასწავლო-სამხედრო ტექნიკა, ფეთქებადი, რადიაქტიული ნივთიერებანი და მასალები, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებანი;

ვ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ტერიტორიაზე აკრძალონ კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;

ზ) შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;

თ) საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებიდან გამომდინარე დროებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში, გადააყენონ თანამდებობიდან სტრატეგიული და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დანიშნონ მათი შემცვლელი პირები; დროებით აკრძალონ ასეთ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მუშა-მოსამსახურეთა სამუშაოდან საკუთარი სურვილით განთავისუფლება, საპატიო მიზეზით დათხოვნის გარდა; დროებით გადაყენებული პირები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე აღადგინონ თავიანთ თანამდებობებზე, თუ არ არსებობს თანამდებობიდან მათი განთავისუფლების კანონიერი საფუძველი;

ი) კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენონ სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რესურსები საგანგებო ვითარების შედეგების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისათვის; იმავე მიზნით ისარგებლონ სხვა იურიდიული, აგრეთვე ფიზიკური პირების კუთვნილი ქონებითა და მატერიალური საშუალებებით მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რომელიც გაიცემა საგანგებო მდგომარეობის დამთავრების შემდეგ;

კ) აკრძალონ გაფიცვების მოწყობა;

ლ) ჩააბან შრომისუნარიანი მოქალაქენი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობაში, შრომის საშუალო ანაზღაურებით, აგრეთვე საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციაში, ამასთან უზრუნველყონ მათი შრომის უსაფრთხოება;

მ) შეზღუდონ ან აკრძალონ იარაღით, ძლიერმოქმედი ქიმიური და შხამიანი ნივთიერებებით, აგრეთვე სპირტიანი სასმელებითა და სპირტის შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა, აკრძალონ უნებართვოდ სამხედრო ფორმისა და ეკიპირების საგნების ტარება;

ნ) შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;

ო) კანონმდებლობის შესაბამისად კონტროლი დააწესონ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე;

პ) შემოიღონ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის განსაკუთრებული წესები;

ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;

რ) შემოიღონ კომენდანტის საათი;

ს) არ დაუშვან საქართველოს კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი მოქალაქეთა შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და საქმიანობა;

ტ) შეამოწმონ დოკუმენტები მოქალაქეთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობისას, მოაწყონ მოქალაქეთა პირადი გასინჯვა, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.

1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს უფლება აქვთ გააუქმონ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ადგილებში მოქმედი ქვემდგომი ორგანოების ნებისმიერი გადაწყვეტილება.

2. საგანგებო მდგომარეობის შედეგების თავიდან აცილების, შემცირებისა და ლიკვიდაციის სამუშაოების კოორდინაცია ევალება საქართველოს მთავრობას.

მუხლი 6
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდისათვის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, მუშა-მოსამსახურენი, მათ დაუკითხავად, დროებით გადაიყვანონ ისეთ სამუშაოზე, რომელიც არ არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული.

მუხლი 7
1. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები.

მუხლი 8

მე-4 მუხლის „გ“, „დ“, „ვ“, „კ“ და „მ“_ „ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების, აგრეთვე მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 9

საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა ხდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.


მუხლი 10

1. საგანგებო მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციისათვის მოხმობილი ძალების მოქმედებათა კოორდინაციის, ხელმძღვანელობისა და თანამოქმედების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შესაძლებელია საქართველოს მთავრობას დაეკისროს ვალდებულება, დადგენილებით შექმნას დროებითი ორგანოები ან/და საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე დანიშნოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი და განსაზღვროს მათი/მისი უფლებამოსილებანი.

2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ადგილზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ან/და კომენდანტი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არეგულირებს ამ კანონის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ხელშეწყობის საკითხებს.


მუხლი 11

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამთავრობო დაწესებულების გადაწყვეტილებით ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის შედეგების ლიკვიდაციისათვის შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ისე უცხო ქვეყნებიდან.


მუხლი 12
საქართველოს პარლამენტს ენიჭება უფლება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეცვალოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა კანონით დადგენილი ტერიტორიული განსჯადობა.

მუხლი 13

1. საგანგებო მდგომარეობის დროს ან მისი თავიდან აცილებისათვის, ლიკვიდაციის სამუშაოთა წარმოებასთან დაკავშირებით დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებელი სადგომებით, უნაზღაურებს მიყენებულ მატერიალურ ზარალს, ეხმარება სამუშაოზე მოწყობაში და უწევს სხვაგვარ დახმარებას.

2. ბინის მიცემის, ზარალის ანაზღაურებისა და სხვა საჭირო დახმარების გაწევის პირობებსა და წესს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

მუხლი 14
1. თუ იმ ადგილებში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ თავიანთი ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, საქართველოს პრეზიდენტს დეკრეტით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, შეუძლია შემოიღოს დროებითი მმართველობა, რითაც იგი საქართველოს მთავრობას დააკისრებს ვალდებულებას, დადგენილებით შექმნას მმართველობის განმახორციელებელი დროებითი ორგანო ან დანიშნოს თანამდებობის პირი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებანი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილება დროებით შეჩერდება, ხოლო მათი ფუნქციების შესრულება დაეკისრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ ორგანოს ან დანიშნულ თანამდებობის პირს, რომელსაც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უფლება აქვს:

ა) გამოიყენოს ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებანი;

ბ) დროებით შეასრულოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს წარუდგინოს წინადადებები სახელმწიფო, სამეურნეო და სოციალური მშენებლობის საკითხებზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დაიქვემდებაროს შესაბამის ადგილას განლაგებული სახელმწიფო საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით.


Posted by: public_enemy 21 Mar 2020, 20:40
შ.ს.ს მინისტრმა მოკრძალებულ/მოსაწყლებულად თხოვა ხალხს აღდგომას თავი შევიკავოთ თავშეყრისგანო.



სატნები გვებრძვიან old.gif

Posted by: nik-2508 21 Mar 2020, 20:56
Warner Bros.
QUOTE
ასევე არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული/სამშენებლო პროექტები, ეს ეხება როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს.

QUOTE
ასევე არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული/სამშენებლო პროექტები, ეს ეხება როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს.

ეს სად წერია?

Posted by: Zaza123456 21 Mar 2020, 21:15
ანუ გარეთ რომ გავიდე აღარ შეიძლება აკრძარულია??

Posted by: IOSKAMAN 21 Mar 2020, 21:41
Zaza123456
QUOTE
ანუ გარეთ რომ გავიდე აღარ შეიძლება აკრძარულია??


არ არის აკრძალული

ეგ აიკრძალება თუ კომენდანტის საათს შემოიღებენ

Posted by: Keti-Ket 21 Mar 2020, 23:34
Warner Bros.
QUOTE
ასევე არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული/სამშენებლო პროექტები, ეს ეხება როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს.

რის საფუძველზე არის ეს ნათქვამი?


ან 10 ადამიანზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა რომელ სამართლებრივ აქტში არის გაწერილი? (გარდა გახარიას ზეპირად ნათქვამი ფრაზისა)

Posted by: ბეჟანბეჟანი 22 Mar 2020, 12:35
QUOTE (IOSKAMAN)
საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში იზღუდება, 10ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ერთ ადგილზე.

ბუნდოვანია.
უნდა განიმარტოს, რას ნიშნავს თავშეყრა, ანუ უნდა განისაზღვროს ადამიანებს შორის მანძილი, რომელზე უფრო მეტად მიახლოვება ჩაითვლება თავშეყრად.
უნდა განისაზღვრო ასევე რას ნიშნავს ერთი ადგილი. არის ეს 15 კვ.მ. ფართობის ერთი ოთახი, თუ 3 ჰექტარი ფართობის მინდორი.
QUOTE (Keti-Ket)
ან 10 ადამიანზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვა რომელ სამართლებრივ აქტში არის გაწერილი? (გარდა გახარიას ზეპირად ნათქვამი ფრაზისა)

მთავრობის დადგენილებაში უნდა იყოს განმარტებული.

Posted by: IOSKAMAN 22 Mar 2020, 12:44
რა უფლებები შეიზღუდება 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომაროებით?

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი კონსტიტუციით განსაზღვრული კონკრეტული უფლებების შეზღუდვის შესახებ ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩამოთვალა ის შეზღუდვები, რაც 21 აპრილამდე შემოღებული საგანგებო მდგომარეობით დაწესდება (რომელთაგან ნაწილი უკვე ძალაშია):

იზოლაციის/კარანტინის წესების დარღვევისთვის პირის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა; გამოიყენოს სანქციები;
წესდება შეზღუდვები საერთაშორისო მიმოსვლაზე;
დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები/ვადები;
მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო-სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა უფლება და მატერიალური საშუალებები;
იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა
მთავრობას ენქება უფლება, კერძო ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
საჭიროების შემთხვევაში არეგულიროს ფასები გარკვეულ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე;
საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება;
სასამართლო სხდომები შეიძლება გაიმართოს დისტანციურად;
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, თუ არადა, ეს გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3000 ლარამდე, იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარით. იგივე ქმედება სსკ-თი დაისჯება 3 წლამდე პატიმრობით;

მადლობა იუზერ Sys197

Posted by: შავლეგა 22 Mar 2020, 18:46
საქართველოს პრეზიდენტის

დეკრეტი №1

2020 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი



საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მუხლი 1
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი:
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოებს მიეცეთ უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისათვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები;
ბ) შეჩერდეს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
გ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით, დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი:
შეჩერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი:
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი:
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.

6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი:
შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

7. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი:
ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები;
გ) საქართველოს მთავრობამ აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება;
დ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები;
ე) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 2
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პროცენტული შეზღუდვები.
მუხლი 3
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე.
მუხლი 4
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, გამოიყენოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო უფლებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვრული საგანგებო ბიუჯეტი.
მუხლი 5
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, ასევე, შეაჩეროს ან შეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვები შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით.
მუხლი 6
საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით.
მუხლი 7
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.
მუხლი 8
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:
1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.
2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
მუხლი 9
ამ დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10
სამართალდამცავმა ორგანოებმა, საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.
მუხლი 11
ეს დეკრეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
მუხლი 12
ეს დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია




საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი


თბილისი,

21 მარტი 2020 წ.

N1

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4830372?publication=0

Posted by: Katutu 22 Mar 2020, 19:01
QUOTE
იზოლაციის/კარანტინის წესების დარღვევისთვის პირის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა; გამოიყენოს სანქციები;

QUOTE
იზოლაციის/კარანტინის წესები

რა წესებია ვინმე დაწერს ოდესმე?

მაგალითად:
რიგითი, ახალგაზრდა მოქალაქე ვარ.
არასტაბილური შემოსავლით.
არც სოციალურად დაუცველის სტატუსი მაქვს, რომ სახლში მომიტანონ ყველაფერი.
ვცხოვრობ მარტო (კატასთან).
არ მაქვს იმის საშუალება რომ თვეებით მოვიმარაგო საჭირო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ინვენტარი.
მაგალითად ვყიდულობდი აქამდე ერთი კვირის მარაგს, გავდიოდი სახლიდან კვირაში ერთხელ მხოლოდ კარფურში, მოსამარაგებლად.
ახლა საგანგებოს შემდეგ ვეღარ გავალ ისე რომ არ დავჯარიმდე/იძულებით კატანტინის ზონაში არ ჩამსვან?
თუ შემეძლება გასვლა პირბადით, ხელთათმანებით და ა.შ. მარკეტში? თუ სახლში უნდა გამოვიკეტო ერთი თვე და შიმშილით მოვკვდე?

დაიდება ოდესმე კონკრეტული ახსნა-განმარტება რა შეიძლება და რა არა საგანგებო მდგომარეობის დროს?

Posted by: IOSKAMAN 22 Mar 2020, 19:12
Katutu
QUOTE
ახლა საგანგებოს შემდეგ ვეღარ გავალ ისე რომ არ დავჯარიმდე/იძულებით კატანტინის ზონაში არ ჩამსვან?


გაივლი, გარეთ გასვლა არ იკრძალება

(თუ არ ხარ თვითიზოლაციაში ან კარანტინში)
QUOTE
თუ შემეძლება გასვლა პირბადით, ხელთათმანებით და ა.შ. მარკეტში?


შეგიძლია

უბრალოდ მცირე მარკეტები 10 პირზე მეტს არ უშვებენ ერთდროულად, შესაბამისად მოგიწევს დალოდება

Posted by: Katutu 22 Mar 2020, 20:25
IOSKAMAN
up.gif up.gif up.gif

Posted by: Say_or 22 Mar 2020, 22:24
QUOTE
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები;


QUOTE
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები.


QUOTE
შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.


QUOTE
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები;


QUOTE
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები;


QUOTE
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით, დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.


ე.ი. მთელი რიგი წესები იქნება გასაწერი.







Posted by: popusha 23 Mar 2020, 00:39
მარნეულში და ბოლნისში კარანტი გამოცხადდა

Posted by: ლაბარნა 28 Mar 2020, 15:07
ეს კითხვა გამიჩნდა, კერძო მშენებლობები როგორ გაგრძელდება, როცა სამშენებლო მაღაზიები და ბაზრობები დახურულია? ყველა გუდბილდიდან ხომ არ გამოწერს მასალებს?

Posted by: Palladio 31 Mar 2020, 11:28
გიორგი გახარია - მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ, ფაქტობრივად, ვაცხადებთ საყოველთაო კარანტინს

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს:

● სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.

● დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

● ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

● იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

● ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

● აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

● იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

● ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

● პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

● ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/posts/1639557202848844?__tn__=K-R

Posted by: The DoctoR 31 Mar 2020, 22:38
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს ავრცელებს

https://www.interpressnews.ge/ka/article/592960-sakartvelos-mtavroba-kveqanashi-sagangebo-mdgomareobis-parglebshi-mokmed-shezgudvebsa-da-dashvebebtan-dakavshirebit-xshirad-dasmul-kitxvebze-pasuxebs-avrcelebs

Posted by: AsToN 1 Apr 2020, 02:06
ვისაც 2 კარიანი მანქანა ყავს, 1 ადამიანსაც ვერ ჩაისვამს მანქანაში წინ, დარღვევაა?

Posted by: fabloable 1 Apr 2020, 02:09
QUOTE (AsToN @ 1 Apr 2020, 02:06 )
ვისაც 2 კარიანი მანქანა ყავს, 1 ადამიანსაც ვერ ჩაისვამს მანქანაში წინ, დარღვევაა?       

დარღვევაა

Posted by: Asklipiodotaa 2 Apr 2020, 22:12

იტალიურ ეზოში ჩასვლაც იკრძალება? drug.gif

Posted by: ფაშისტი 5 Apr 2020, 13:09
თანამოქალაქენო, ძალიან მინდა თემა პოლიტიკაში (ანუ დაბლა) გავხსნა მაგრამ მეშინია საყვედურის smile.gif საგანგებოს გამო თუ კორონას გამო, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და პროსპექტები აივსო უპატრონო ძაღლებით, რუსთაველზე 8-9 ცალია და დასდევენ კანტი-კუნტად გამვლელ ადამიანებს და ასევე ვაკეშიც, აბაშიძეზე , ფალიაშვილზეც. ალბათ საკვები ობიექტები რომ დაიხურა, ამათაც მოაკლდათ თითო ლუკმა, ჰოდა იქნებ მერიამ მიხედოს. ისე მგონი ჯობს მერიის ცხელ ხაზზე დავრეკო. რამოდენიმეჯერ ამედევნენ მეც, ბავშვებსაც .. ხროვად დადიან უკვე. მირჩიეთ ვის მივმართო .. მერიას ვფიქრობ მე

Posted by: fabloable 5 Apr 2020, 13:22
ასე ნამდვილად ძაღლებზე!ჩემ უბანშიც იგივე ხდება და მითუმეტეს ღამე!გუშინაც ვიღაცა ჩაიგდეს ხელში-დაესივნენ ჩემ უბანსი,გინებები ისმოდა და ზაღლების წკმუტუნი და ყეფები დამეზარა გახედვა(გვიანი იყო ძაან),ყოველ ღამე უკვე ერთი და იგივეა ჯოგებად დაძრწიან ძაღლები!

Posted by: ფაშისტი 5 Apr 2020, 14:04
fabloable
აქ არავინ შემოდის.. ნეტა სად შეიძლება დავპოსტო კიდევ? ცხელ ხაზზე არ მპასუხობენ, კვირაა თუმცა..

Posted by: htcdesire 7 Apr 2020, 02:54
და დეკრეტის საფუძველზე რა დადგენილებები გამოსცა მთავრობამ? კიდევ რას კრძალავენ ან ზღუდავენ ისინი?

Posted by: Asterot 10 Apr 2020, 01:55
რაღაცას ვეძებდი ინტერნეტში და ამ ციტატას წავაწყდი:

“რასაკვირველია, პატრიარქი რისკჯგუფში იმყოფება და შეიძლება, Covid-19-ით მოკვდეს კიდეც, მაგრამ ჩანს, მისი სიხარბე სიკვდილის შიშზე უფრო ძლიერია. მისი დევიზია: “ან ფული, ან სიკვდილი!” ის წუხს, რომ ბიძინა ივანიშვილს მასზე მეტი ფული აქვს და სურს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მთელმა ოქრომ მის ყულაბაში მოადინოს წკრიალი“. - https://tsnoba.blogspot.com/2020/04/blog-post_28.html

აი, რატომ ვართ ასე დარწმუნებულები, რომ ეს ვერსია სიმართლე არ არის? რატომ გვგონია, რომ ილია მეორე ტუალეტში არ დადის? rolleyes.gif

Posted by: The DoctoR 13 Apr 2020, 18:05
თუ ოპოზიციამ მხარე არ დაუჭირა საგანგებოს გახანგრძილებას, რა ხდება ამ დროს? მთავრობას მაინც აქვს უფლება გაგრძელების თუ მორჩება კინო?

Posted by: Tropical 13 Apr 2020, 23:23
oqruashvili daichireso gavige¿??????????????????

Posted by: Zaza123456 14 Apr 2020, 19:21
10 მაისამდე გადაიტანეს? .

Posted by: sham 15 Apr 2020, 12:33
ვეღარ გავიგე, ჩაწერილი ვარ და ვცხოვრობ თბილისში, მაგრამ ამ ეტაპზე ვიმყოფები რეგიონში და თბილისში შემოსვლა მინდა 2 დღის შემდეგ. რა ხდება მაგ დროს, შემომიშვებენ თუ გზაში დამტოვებენ ???

Posted by: Ersoy 16 Apr 2020, 03:12
შერჩევითი სამართალია ეკლესიის მრევლს და შინაურებს რო არ უწერენ!!პ.ს 3000 მიწერია არ ვაპირებ გადახდას თუ რაიმე ფორმით შემზღუდავენ, უარს ვიტყვი როგორც მოქალაქეობაზე ისე საქართველოში ცხოვრებაზე. რაამბავია ამხელა ჯარიმები ევროპის ქვეყნებში არ არი ამხელა ჯარიმა სადაც მინიმალური ხელფასი 1500 ევრო აქვთ სამიათასჯერ ########თ ეგ ჭკვიანი თავები მთვრობა biggrin.gif

Posted by: akkai 16 Apr 2020, 15:55
ღამის 3 საათზე პატრული დაგვეხმარა მშობიარის სამშობიაროში მიყვანამდე;

ექსკორტით მიგვაცილა<

მადლობა პატრულს !!!!

Posted by: Fermin 17 Apr 2020, 22:21
QUOTE
ღამის 3 საათზე პატრული დაგვეხმარა მშობიარის სამშობიაროში მიყვანამდე;

ექსკორტით მიგვაცილა<

მადლობა პატრულს !!!!


კარგია ამის პრობლემა თუ არაა
პ.ს. გილოცავთ! love.gif

Posted by: kobru1975 21 Apr 2020, 13:19
რომელ საათზეა პარლამეტის სხდომააა, როდის გაირკვევა გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები, იცის ვინმემ?

Posted by: ლაბარნა 27 Apr 2020, 14:01
მსუბუქი მანქანებით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა უკვე თუ ჯერ არა? 27 აპრილია უკვე და გეგმის მიხედვით, უნდა მოხსნილიყო. მე როგორც ვუყურებ სახლიდან, დარბიან ქუჩებში მანქანები კარგა ბლომად...

Posted by: tozi777 2 Jul 2020, 22:54
აღარაა, ჩამოალაბორანტეთ ეს თემა.

Posted by: benito777 5 Jul 2020, 10:27
QUOTE
აღარაა, ჩამოალაბორანტეთ ეს თემა.


ტაქსებში ისევ შეზღუდვაა თუ მოიხსნა,
სამ კაცზე მეტის გადაყვანა შეუძლიათ?

Posted by: BlasTeR 9 Aug 2020, 03:28
QUOTE
ტაქსებში ისევ შეზღუდვაა თუ მოიხსნა,
სამ კაცზე მეტის გადაყვანა შეუძლიათ?

მე როგორც ვიცი არ შეუძლიათ... user.gif

Posted by: Beria1 17 Jan 2021, 15:02
QUOTE (IOSKAMAN @ 21 Mar 2020, 10:54 )
დაიხურა არასასურსათო ობიექტების უმეტესობა

იმუშავებენ:

ბანკები

სასურსათო ობიექტები

ბენზინ გასამართი სადგურები

აფთიაქები

lol.gif ეგენი არ ემორჩილებიან? - თუ ფეხზე კიდიათ ვირუკა, ტოესწ 'ვირუსა'?


Posted by: Freestyle 10 Oct 2021, 22:32
QUOTE (IOSKAMAN)
თემა იპინება 22 აპრილამდე


Posted by: lazyadmin 23 Oct 2021, 11:38
ამ თემას რატო არ ჩამოაბალარანტებთ?

Posted by: OliverMess 25 Oct 2021, 09:33
lazyadmin
იმიტორო ჯერ კიდევ მოდის ტალღები და მეცხრე ტალღას ელოდებიან. მაგის მერე გადაწყდება ადამიანების კვების ბლოკის თემა

Posted by: Sophist 24 Feb 2022, 15:56
უკრაინის ტერიტორია 9-ჯერ უფრო დიდია ვიდრე საქართველოს ტერიტორია. უკრაინის არმიის ამოცანა არ არის თითოეული ქალაქის ბოლომდე დაცვა. ამას აზრი არ ააქვს. უკრაინელების მთავარი მიზანია მთავარ ქალაქებში გამაგრება და ბრძოლის იქ გამართვა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)