#53137398 · 21 Jul 2018, 23:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ვინ აღარ ვცადეთ ფაქტია ისევ მურუსიძის სასამართლო გვაქვს , ისევ კორუმპირებული სასამართლო და ბიზნესის წართმევები არ დასრულდა
ჩემის აზრით ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად სამართლიანი და ზომიერად მკაცრი ხელი, აბსოლუტურად სამართლიანში ვგულისხმობ იმას რომ არ უნდა არსებობდეს პრეზიდენტისათვის ახლი ნათესავი და ძმაკაცები
პირველი და უმთავრესი უნდა იყოს ხალხი, როგორიც იყო სტალინი, ანუ სტალინი იმ გაგებით რომ ომის დროს სტალინმა ახლო ნათესავები კი არ შემოიკრიბა გარშემო, არამედ პირიქით პირველ რიგში მისი შვილი გაუშვა ომში წინა ხაზზე, ანუ გვჭირდება პრეზიდენტი რომელიც მის ახლობლებზე და ნათესავებზე კი არ იზრუნებს და ასევე ფულის და ქონების დაგროვებაზე ნათესავების მეშვეობით და მერე ატკატებბით მათგან ისევ თვითონ მიიღოს შემოსავალი, არამედ რეალურად იზრუნებს ხალხზე და თვითოეულ ქვეყნის მოქალაქეზე და არც ერთ ნათესავს და ახლობელს არ გაიკარებს მთავრობაში რადგან ეს კორუფქციისა და ატკატების პირველი წყაროა !
სწორედ ასეთი პრეზიდენტი უნდა იყოს შალვა ნათელაშვილი, რომელიც მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე არც ერთ ნათესავს არასოდეს არ იკარებს გვერდით, არ ნიშნავს არსად თანამდებობაზე (როდესაც ჰქონდა შესაძლებლობა) , იგი აფასებს მხოლოდ შესაძებლობებსა და უნარებს, პატიოსნებას! შესაბამისად დარწმუნებული ვარ რომ დღეს სწორედ ასეთი პრეზიდენტი შესაძლოა იყოს შალვა ნათელაშვილი
რომელიც ერთის მხრივ სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს ქვეყანაში უსამართლობას ( მურუსიძე ჩინჩალაძე ცერცვაძე მიქაუტაძის სახით გაბატონებულს ) და განუკითხაობას და მეორეს მხრივ არც ერთ ნათესავს ახლოს არ გაიკარებს დაიღალა საზოგადოება უკვე! მოვა ვიღაც მთავრობაში, მოათრევს ნათესავებს შემდეგ არეგისტრირებენ კომანიებს, იგებენ ტენდერებს და სოლიდურ ხარკს და ქრთამს იხდიან უკან მთავარ ჩინოვიკთან და გაყვლიფეს ქვეყანა ასე, ეს მავნე პრაქტიკა სწორედ ამ ნათესავების და საძმაკაცოს შემოკრებით ხდება!
მაქვს შორეული ნათესაური კავშირი და ვიცი რომ ეს ადამიანი იქნება მეორე სტალინი , იმ გაგებით რომ წინა ხაზზე საბრძოვლევად თუ გახდა საჭირო სწორედ ნათესავებს გაუშვებს და სხვას მაგალითს აჩვენებს და მეორეს მხრივ ყველა ადამიანისა და ყველა მოქალაქის მიმართ იქნება სამართლიანი და ყველა მოქალაქე იქნება თანაბარ უფლებიანი
პ.ს . არ ვიცი აპირებს თუ არა კენჭისყრას მაგრამ ვფიქრობ რომ რეალური შანსი უნდა ჰქონდეს , რადგან ფაქტობრივად არ დარჩა სხვა არავინ არაკორუმპირებული და სანდო ქვეყანაში !
აქვე მინდა მოსალოდნელ სახელისუფლებო საპრეზიდენტო კანდიდატზეც ვთქვა, როგორც ამბობენ ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი და მინდა სალომეზე დავაფიქსირო ჩემი აზრი, თუ იგი გახდა ოცნების კანდიდატი რეიტინგს კიდევ დაუგდებს ოცნებას , რადგან ყველას გვახსოვს სალომე როდესაც თანამდებობაზეა და თბილადაა მშვიდად არის და როგორც კი პრობლემები ექმნება მის კომფორტს პანიკებით და სკანდალებით გარბის, ასე დატოვა მიშას დროს მინისტრის პორტფელი ხმაურით, აესე დატოვა რამოდენიმე პარტია ბრძოლის ველზე როდესაც სასურველი ადგილი ვერ მიიღო, ასე ახმაურდება ეხლაც როგორც კი რაიმე წინააღმდეგობას წააწყდება და ჩემის აზრით დღეს იმ ადამიანს ვინც არ ხედავს ყველაზე მთავარ პრობლემას ქვეყანაში რომელიც არის სასამართლოს პრობლემა , არავითარი შანსი არ გააჩნია არჩევნებში წარმატების ! შესაბამისად ოპოზიციისათვის კიდევ ერთი პლიუსია თუ სალომე (არარეიტინგული და შეუფერებელი) იქნება მათი კონკურენტი !
ბოლო ბოლო მოვიდა დრო და ვიმსახურებთ რომ გვყავდეს ზომიერად მკაცრი, არაკორუმპირებული , მონდომებული, სამშობლოს მოყვარული პრეზიდენტი !
--------------------
ჩვენისთანა ბედნიერი ....
|