სამი კვირაა ნერწყვის ყლაპვის და დამთქნარების დროს ყურში მესმოდა ტკაცუნი. სამი კვირის განმავლობაში ვიყავი ყველა ოტორინოლარინგოლოგთან. მათმა მკურნალობამ არ მიშველა.
ახლა მივედი ყბა სახის ქირურგთან.
საფერთქელ ქვედა ყბის სახსრის ართროზი. დამინიშნა მკურნალობა - საფენები და მალამო. დღეს დავიწყე ნემსების გაკეთებაც.
გავიგე რომ საკმაოდ გავრცელებული დაავადება. მაინტერესებს თუ გქონიათ ვინმეს და რამდენ ხანში მოგირჩათ
ძალიან შეშინებული ვარ