Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რადიოელექტრონიკა > მინი კომპიუტერი საკუთარი ხელებით


Posted by: ZAZAi 20 Mar 2017, 15:19
ბევრი ვარჩიე რომელი კომპიუტერი ან ლეპტოპი მეყიდა. ვერცერთმა ვერ დამაკმაყოფილა. ზოგი მახასიათებლებით არ მომეწონა, ზოგი ფასითsmile.gif. ამიტომ გადავწყვიტე თვითონ დამემზადებინა ისეთი კომპიუტერი, როგორიც მე მინდა. წარმოგიდგენთ ჩემს მინი კომპიუტერს. ქულერი არა აქვს, უყენია SSD დისკი. ანუ საერთოდ არ ხმაურობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იკვებება 12 დან 19 ვოლტამდე მუდმივი დენით. ანუ შემიძლია პირდაპირ მანქანის აკუმულატორზე მივაერთო მოგზაურობის დროს. მონიტორიც 12 ვოლტიანი ვუშოვე ავტონომიურ კვებისთვის. სახლში 24" იანს ვაერთებ აიპიეს მატრიცით. რაც ასევე ძალიან კომფორტულია. ლეპტოპის სტანდარტული აკუმულატორით 7 საათი მუშაობა შეუძლია. ხმის გამაძლიერებელი შიგნით დავუმონტაჟე. შიგნითვე აყენია პატარა დინამიკი, თუმცა გარე დინამიკების მიერთებაც შეიძლება. ასევე შეიძლება გარე სტუდიური გამაძლიერებლის მიერთებაც. მიკროფონის გამაძლიერებელიც გაცილებით მაღალი ხარისხისა აქვს ვიდრე ჩვეულებრივ კომპიუტერებს. დეტალების ჩამოტანა 300 ლარზე ნაკლები დაჯდა, ანუ განბაჟება არ მომიხდა. აწყობას ორი კვირა დაჭირდა.
მონაცემები: 4ბირთვიანი, 2გჰც პროცესორი .
RAM DDR3L 4gb.
SSD 240Gb.
4XUSB2 2XUSB3
VGA, HDMI.

Posted by: shuma89 20 Mar 2017, 19:58
არ გინდა შIგნით ჩაგვახედო? რა ნაწილებითაა აწყობილი, რა სოკეტზეა, რა მაზერზე და ასე შემდეგ, ოპერაციული სისტემაც საინტერესოა.

Posted by: მთავარსარდალი 20 Mar 2017, 20:36
QUOTE (ZAZAi @ 20 Mar 2017, 15:19 )
ბევრი ვარჩიე რომელი კომპიუტერი ან ლეპტოპი მეყიდა. ვერცერთმა ვერ დამაკმაყოფილა. ზოგი მახასიათებლებით არ მომეწონა, ზოგი ფასითsmile.gif. ამიტომ გადავწყვიტე თვითონ დამემზადებინა ისეთი კომპიუტერი, როგორიც მე მინდა. წარმოგიდგენთ ჩემს მინი კომპიუტერს. ქულერი არა აქვს, უყენია SSD დისკი. ანუ საერთოდ არ ხმაურობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. იკვებება 12 დან 19 ვოლტამდე მუდმივი დენით. ანუ შემიძლია პირდაპირ მანქანის აკუმულატორზე მივაერთო მოგზაურობის დროს. მონიტორიც 12 ვოლტიანი ვუშოვე ავტონომიურ კვებისთვის. სახლში 24" იანს ვაერთებ აიპიეს მატრიცით. რაც ასევე ძალიან კომფორტულია. ლეპტოპის სტანდარტული აკუმულატორით 7 საათი მუშაობა შეუძლია. ხმის გამაძლიერებელი შიგნით დავუმონტაჟე. შიგნითვე აყენია პატარა დინამიკი, თუმცა გარე დინამიკების მიერთებაც შეიძლება. ასევე შეიძლება გარე სტუდიური გამაძლიერებლის მიერთებაც. მიკროფონის გამაძლიერებელიც გაცილებით მაღალი ხარისხისა აქვს ვიდრე ჩვეულებრივ კომპიუტერებს. დეტალების ჩამოტანა 300 ლარზე ნაკლები დაჯდა, ანუ განბაჟება არ მომიხდა. აწყობას ორი კვირა დაჭირდა.
მონაცემები: 4ბირთვიანი, 2გჰც პროცესორი .
RAM DDR3L 4gb.
SSD 240Gb.
4XUSB2 2XUSB3
VGA, HDMI.

ZAZAi
რამდენად ააწყობ, რომ დაგიკვეთოს კაცმა? ანუ გამოწერებზე და ყველაფერზე შენ რომ იჩალიჩო.

Posted by: ZAZAi 20 Mar 2017, 23:44
მთავარსარდალი
ნაწილები ცალცალკე ჩამოვიტანე. იმიტომ არ მომიწია განბაჟება, თორემ ერთად რათქმაუნდა 300 ლარზე მეტი ღირს.
მაზერი პროცესორით 260ლ.
ოპერატიული 4გბ 40ლ (მეორადი)
სსდ დისკი 240გბ 210ლ
კვების ბლოკი 30ლ
დამატებითი უსბ პორტები: 10ლ
ჩართვის ღილაკი, ინდიკატორები 10ლ
კორპუსი 20 ლარი
ხელობა 100 ლარი

სულ 680 ლარი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)