forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (24) « პირველი ... 22 23 [24]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვინც ამბობს სამსახურები არ არისო, უმეტესობა ცდება ან ტყუის ან ზარმაცია
Lapustak
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 461
წევრი No.: 247104
რეგისტრ.: 6-December 18

გამოგზავნილია: 19 Apr 2019, 16:22  #54535184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tozi777
QUOTE
წარმატებები. ძალიან ვაფასებ მონდომებულ ადამიანებს.


მადლობა, მაგრამ არანაირად არ ვიყავი აქტიური. დაახლოებით 27-28 წლის ასაკში მივხვდი რომ მეტი აქტიურობა არის საჭირო.

QUOTE
ელიწადნახევარი job.ge
და hr.ge ვეძებდი სამსახურს, უამრავ გასაუბრებაზე ვიყავი. 80 % მე ვუთხარი უარი დაბალი ხელფასის და სხვა პირობების გამო.


ქართველი ახალგაზრდების 95%-ს ამის ფუფუნება არ აქვს, 1,5 წელიწადი იჯდეს და მისთვის შესაფერის სამშაოს ელოდოს, ამით კი ისევ ეგ ღორზესმენები სარგებლობენ და შესაბამისად, ეს:


100 % გეთანხმები. მაგის ფუფუნება მქონდა, დედაჩემი ინახავს დღემდე ჩვენს ოჯახს, მე კი საკუთარი სიამოვნებისთვის ვხარჯავ ხელფასს და შესაბამისად სამსახურის არჩევის ფუფუნება მქონდა.

თუმცა ამაში არ გეთანხმები
QUOTE
დამსაქმებელს და ჩვენს გარშემო მყოფ სხვა ადამიანიებს უნდა ვაიძულოთ, ჩვენი განათლება და უნარები დააფასონ.


არ და ვერ გამოდის.   


რა ამბიციაც გაქვს ისეთ სამსახურს იპოვი. დაჟე მიკროსაფინანსო კომპანიაში ვყოფილვარ გასაუბრებაზე, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. აგრეთვე რომელიღაც მუნიციპალიტეტში, მერის თანაშემწის პოზიციაზე.
პროფესიით ვარ მხატვარი, მაგრამ უკვე გამოცდილებაც დავაგროვე და სოციალური უნარები გამოვიმუშავე, რომ ნებისმიერ კომპანიაში ნორმალური ადგილი დავიკაო
Rayleigh
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4210
წევრი No.: 214344
რეგისტრ.: 17-February 16

გამოგზავნილია: 19 Apr 2019, 17:36  #54535505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hiksos
QUOTE
შენ გაგიკვირდება და ზოგჯერ სტაჟირებაც არც ისე მარტივი დასაწყებია, ყოველ შემთხვევაში ნორმალურ ადგილზე მაინც.

მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ საუბარი კარგად გამოგდის, გაქვს რეალური მიზნები და კარგი აკადემიური მოსწრება(ეს უკანასკნელი არ არის აუცილებელი) უპრობლემოდ აგიყვანენ
QUOTE
გაიარო სტუდენტობისას და მეტი თუ არაფერი გინდა, მაშინ კი ბატონო რაღაცას იპოვი. რამდენად გამოგადგება ეგ კიდევ სხვა საკითხავია.

თუ კარიერა და სამსახური გინდა სტაჟირება უნდა გაიარო იმ ინდუსტრიაში სადაც აპირებ მუშაობს? გამოდგომით კი ნამდვილად გამოგადგება
QUOTE
ანუ ნიკორაში რომ მუშაობ დროის კარგვა არ არის ეგ?

ნიკორაში თუ ვმუშაობ და ამით ვაფინანშებ ჩემი უნივერსიტეტში მგზავრობის ფულის და სწავლის ნაწილს რანაირად არის დროის კარგვა?
QUOTE
გამონაკლისებს?

რისი გამონაკლისი? გამონაკლისი სწორედ ის სტუდენტები არიან მშობლები, რომ ყველაფერს უფინანსებენ, აი 20 წლის რომ მგაზრობის, ჭამის, სწავლის, პაემნების და გართობის ფულს რომ მშობლები აძლევენ
თორემ ჩვეულებრივ მოკვდავები როგორც მინიმუმ ამ ყველაფრის შემსუბუქებას ვცდილობდით, თუნდაც ნიკორაში დახლების დალაგებით.
QUOTE
პრაქტიკაში მიდიან რას ნიშნავს? 500-600 ლარზე რომ აგრძელებენ ხოლმე მუშაობას კვირაში ექვს დღიანი გრაფიკით?

პრაქტიკა ნიშნავს შენი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, თუნდაც ამაში არაფერს არ გიხდნენ, ანუ უფასო სტაჟირება
მე ვისაც ვიცნობ და ნორმალური კარიერა აქვს ყველამ ეს ეტაპი გამოიარა, არავის არ დაუნიშნეს ეგრევე მაღალი ხელფასი, ჩემი მეგობარი 12 თვე მუშაობდა 200-რაღაცა ლარად.
QUOTE
კარგი კარიერის ქონის შემთხვევაშიც რამდენი მაგალითია როდესაც მთავარ პოზიციაზე ისევ ვიღაცის ნათესავს რომ ნიშნავენ, კარგი კი არადა ბრწყინვალე კარიერის მქონესაც რომ ისევ საშუალო რგოლში ამუშავებენ ბოლომდე.

ხან არის ხან არა, ამას ვერ გაექცევი და თუ ამის გამო გაქცევა გინდა ქვეყნიდან რომ ნეპოტიზმს არ წააწყდება.. იმედებს გაგიცრუვებ და სადაც არ უნდა წახვიდე მაღალ რგოლებში ყველგან ნეპოტიზმი დაგხვდება, უბრალოდ ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც ნათესვაობას.
საშუალო რგოლში რომ ხარ ძალიან მარტივი არის მაღლა "ასვლა" და კავშირების გაჩენა და ეს ლოგიკურიც არის, მაღალ რგოლზე ძაააააააალიან იშვიათად თუ ვინმე "უცხოს" მიუშვებენ, რაც არ უნდა მაგარი იყოს ფურცელზე უბრალოდ არ მიუშვებენ, იმ მარტივი
მიზეზის გამო რომ არ არის სანდო.
დაწინაურებით კი რამდენიც გინდა იმდენი ფაქტი არის, ყოველგვარი ნეპტოზმის გარეშე.
QUOTE
jobs.ge-ზე ან hr.ge-ზე შედი და უმეტესობა სწორედ მასეთი ადგილებია, ყოველ შემთხვევაში ნახევარზე მეტი მაინც.

მოკლედ, შენ რა "სქრინიც", რომ არგუმენტად მოგყავს როგორც სტატისტიკა უბრალოდ სასაცილოა, მაგრამ ოკ, მაინც განვიხილოთ
გაწითლებულიდან
ერთ-ერთი იყო საოპერაციო ექთნის დამხმარე, რომელიც იდეალური პრაქტიკის შესაძლებლობაა შესაბამისი პროფესიის ადამიანისთვის
ასევე ექსპედიტორის ასისტენტი, მემწვადე(ამას რას ერჩი ვერ გავიგე? კარგ კულინარს ხშირ შემთხვევაში პატარა კომპანიის მენეჯერებზე ბევრად მაღალი ხელფასები და დაფასებაც აქვთ)
გაყიდვების აგენტზე იგივე,
ხელშეკრულებათა ექსპერტიზის სტაჟიორი რატომ გაატარე კონსულტანტის პოზიციაზე არც ეგ არ მესმის
და უბრალოდ "სტაჟირება" რატომ შემოხაზე არც ეგ smile.gif)
რეალურად შენივე სქრინზე მოლარე,კონსულტანტი,ოპერატორი(ანუ სადაც ვერ შეიძენ ვერანაირ უნარებს)
იყო..6

ისევ და ისევ ვიმეორებ
თუ რაღაც X საგანი კარგად არ იცი და არ გაქვს გამოცდილება, ვერ ნახავ ეგრევე 3-4-5 ათას ლარიან სამსახურს.
თუ არ იცი არც უნდა გქონდეს პრეტენზია, შეჯერდე თუნდაც 600 ლარიანს და მაქედან ახვიდე, ის ფაქტი რომ 25 წლის ხარ და არანაირი გამოცდილება არ გაქვს, არანაირი სტაჟირება, არანაირი პროექტები არის მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალი და დამსაქმებელს არჩევანი რომ აქვს თუ ვინ აირჩიოს შენ თუ ის გამოცდილების მქონე ტიპი ნუ გიკვირთ, რომ მეორეს აირჩევს.
QUOTE
სადაც თურმე 19-20 წლის ღლაპები

ჩემთან მუშაობს 19 წლის თვითნასწავლი ვოიპ ადმინი, ყოველგვარი დიპლომის გარეშე და 3კ-ს იღებს ხელზე, მერე?
ტიპს აქვს უნარი, რომელიც ბაზარზე საჭიროა და უხდიან.
ამავდროულად ჰრ-ს დაუმტკიცა, რომ ეს უნარები აქვს და უმუშავია ამ ტექნოლოგიასთან
რატომ არ უნდა აიყავნოს ეს ტიპი და აიყვანოს 25 წლის მაგისტრის ხარისხის მქონე ტიპი, რომელსაც სივი აქვს ცარიელი და რომ შეეკითხება რას აკეთებდი უნივერსიტეტშიო გეტყვის "ვსწავლობდიო"

This post has been edited by Rayleigh on 19 Apr 2019, 17:39
trendygirl.me
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 212353
რეგისტრ.: 7-January 16

გამოგზავნილია: 19 Apr 2019, 17:42  #54535537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rayleigh

დაანებე თავი. ადამიანი თუ იმნაირია, არანაირი არგუმენტი არ შეცვლის არაფერს. smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (24) « პირველი ... 22 23 [24]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0237 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]