კი, გაქვს შანსი
პირველ რიგში ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერები უნდა გადაამოწმო საჯარო რეესტრში. ტექ. აღრიცხვის ბიუროს ჩანაწერები - არქივია, სადაც დაფიქსირებულია თუ რას ფლობდა პაპაშენი.
2007 წლამდე პერიოდიდან დღემდე, მფლობელობაში არსებული ნივთის რეგისტრაციის ორო გზა არსებობს, მართლზომიერი მფლობელობით რეგისტრაცია (ანუ როცა გაქვს უფლების დამდგენი დოკუმენტები) ამას აკეთებს საჯარო რეესტრი, და მე-2 მიწის ნაკვეთის აღიარება. როდესაც ოდესღაც შევარდი (
) სახელმწიფოს საკუთრებაში და შემოღობე ნაკვეთი და ამუშავებ, ან ნაგებობა ჩადგი და ა.შ. ამისთვის აღიარების კომისიას მიმართავ შესაბამის მუნიციპალიტეტში.
ასევე, მემკვიდრეობის თემა რამდენად გაქვს მოწესრიგებული და შენ მიიღე პაპაშენი სამკვიდრო თუ სხვა მემკვიდრეებიც არიან, ესეც მისახედი იქნება.
ენივეი, ჯერ დოკუმენტების მოძიებით დაიწყე, თუ რა გაქვს შენ და მე-2, თუ რა მოიპოვება საჯარო უწყებებში, პირველ რიგში - საჯარო რეესტრში.
ამ კანონსაც გადახედე, არაა დიდი და მარტივად გაიგებ: ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ".
www.matsne.gov.ge -ზე როდესაც შეხვალ, ძიებაში ჩაწერე საწყისი რამდენიმე სიტყვა და მარტივად იპოვი.
+ რაც უფრო მალე მოაწესრიგებ ამ საკითხს და არ გადადებ, უკეთესია შენთვის.
არ გაგიკვირდეს ვინმემ რომ გააქანოს და დაირეგისტრიროს, ან უკვე რეგისტრირებული ჰქონდეს. 90-იანებში ძალიან ბევრი უფლების დამდგენი დოკუმენტი გაიცა, ერთი და იგივე ნაკვეთი 2-3 პირს ეკუთვნის ძველი დოკუმენტებით )))
This post has been edited by Pepper_Crowley on 12 Apr 2021, 04:15